You are on page 1of 4

პრივატიზება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია
გამართვას საჭიროებს.
გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა და დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში (ht
tps://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9
8%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%96%E1%8
3%94%E1%83%91%E1%83%90&action=edit).

პრივატიზება ან პრივატიზაცია, ასევე დენაციონალიზაცია — საკუთრების სახალხო


საკუთრებიდან კერძო მფლობელობაში ტრანსფორმაციის პროცესი, ან რაიმე სამსახურის ან
სერვისის მართვის სახელმწიფოდან კერძო სექტორში გადაყვანა. საპირისპირო პროცესს
ნაციონალიზაცია ან მუნიციპალიზაცია ჰქვია.

სექციების სია
ზოგადი მიმოხილვა
პრივატიზაციის სახეები
საკანონმდებლო ბაზის მომზადება საქართველოში
პრივატიზების პროცესი
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო

ზოგადი მიმოხილვა
პრივატიზაცია ხშირად ასოცირდება ინდუსტრიულ და მომსახურებაზე ორიენტირებულ
წარმოებებთან, როგორიცაა მაღაროები, მანუფაქტურა და ენერგო-გენერაცია, თუმცა ის
შეიძლება შეეხოს ნებისმიერი სახის ქონებას, მათ შორის მიწას, გზებს, წყალზე უფლებებსაც
კი. ბოლო დროს მრავალ ქვეყანაში, სახელმწიფო მომსახურების დარგები, როგორიცაა
ჯანდაცვა, სანიტარული მომსახურება და განათლება პრივატიზაციის ყურადღების ცენტრში
მოექცა.

პრივატიზაციის მხარდამჭერთა მტკიცებით ეს პროცესი ხელს უწყობს თავისუფალი საბაზრო


ურთიერთობების განვითარებას, კაპიტალისტური კონკურენციის განმტკიცებას, რაც
საზოგადოებას კონკურენტული ფასის არჩევანს აძლევს. თავისუფალი ბაზრის
მოწინააღმდეგენი კი პრივატიზაციის ნეგატიურად უყურებენ იმ მოსაზრებით, რომ კერძო
ბიზნესთა ხელში მნიშვნელოვანი რესურსების გადაცემა გამოიწვევს მათი ხარისხის
გაუარესებას. ამასთან ერთად პრივატიზაციის ოპონენტები ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ თავად
ამგვარი კონტრაქტების გაფორმების პროცესსაც.
პრივატიზციის ფართომასშტაბიანი პროცესი დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ
პერიოდში. პრივატიზაციის ეს ტრენდი ეკონომისტების აზრით იყო ნეოლიბერალური
პოლიტიკის გლობალური ტალღის ნაწილი. ზოგიერთი დამკვირვებლის თვალსაზრისით
მასზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა რეიგანისა (აშშ) და ტეტჩერის (დიდი ბრიტანეთი)
პოლიტიკამ მოახდინა.

თავად ტერმინი „პრივატიზაცია“ პირველად 1930-იან წლებში გამოიყენეს ნაცისტური


გერმანიის ეკონომიკურ პოლიტიკის აღსაწერად.[1][2]

პრივატიზაციის სახეები
პირდაპირი პრივატიზაციის (წარმოების გაყიდვით) მხრივ, არსებობს სამი ძირითადი ტიპი:

კომპანიის აქციების გამოცემით პრივატიზაცია -- სააქციო ბაზარზე აქციათა გაყიდვა.


ქონების გაყიდვით პრივატიზაცია -- მთელი ფირმის ინვესტორისთვის მიყიდვა, როგორც
წესი აუქციონის მეშვეობით.
ვაუჩერული პრივატიზაცია -- საკუთრების აქციები ნაწილდება მთელ საზოგადოებაზე,
როგორც წესი უფასოდ ან ძალიან დაბალ ფასად.

აქციების გამოცემით პრივატიზაცია ყველაზე გავრცელებული სახეა. ვაუჩერული


პრივატიზაცია ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი
ეკონომიკების მიერ იქნა გამოყენებული (მაგ. რუსეთი, საქართველო, პოლონეთი და
ჩეხოსლოვაკია). აქციების გამოცემას შეუძლია ადვილობრივი კაპიტალის ბაზრები
მნიშვნელოვნად გააფართოვოს, ხელს უწყობს რა ლიკვიდურობასა და შესაძლოა
ეკონომიკის ზრდასაც. თუმცა თუ კაპიტალის ბაზრები არასაკმარისად არის განვითარებული
შესაძლოა გართულდეს საკმარისი რაოდენობით მყიდველთა მოძიება, ამასთან გარიგების
ფასებიც საკმაოდ მაღალი იქნება. რისკის ფაქტორიც (პოლიტიკური რისკი, სავალუტო
რისკი) საკმაოდ მაღალია, რაც ზღუდავს უცხოელ ინვესტორებს. შედეგად, ქონებრივი
პრივატიზაცია რჩება ყველაზე პრაქტიკულ სახედ განვითარებული ქვეყნებისთვის.

საკანონმდებლო ბაზის მომზადება საქართველოში


1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის
პირველი სესიამ საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის
რეალური საფუძვლების მომზადებისათვის, ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე მიიღო
კანონი "საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ" .

1991 წლის 26 მაისს სოციალ-ეკონომიკური გარდაქმნების დაწყების მიზნით მიღებულ იქნა


არაერთი კანონი, მათ შორის "საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ",
"საქართველოს რესპუბლიკაში ეროვნული ბანკის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკაში
სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ", "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ" და
სხვა.

1991 წლის 15 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო


დადგენილება სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრებაში საქართველოს რესპუბლიკის წილის
შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაავალა მინისტრთა
კაბინეტს დაეწყო მოლაპარაკება სსრ კავშირის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან,
სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრების არსებულ ქონებაში (ოქროსა და ალმასის ფონდები,
სავალუტო რეზერვები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, თავდაცვის ობიექტები და სხვ.)
საქართველოს წილის განსაზღვრისა და მისი მიღების პირობების შესახებ, ასევე, სსრ
კავშირის საშინაო და საგარეო ვალებში საქართველოს რესპუბლიკის წილის განსაზღვრისა
და აღებული ვალდებულებების შესრულების წესებისა და პირობების შესახებ.

პრივატიზების პროცესი
დეტალურ ინფორმაციას ყოფლი საბჭოთა რესპუბლიკებში პრივატიზების პროცესზე იძლევა
„მსოფლიო ბანკის“ - „პრივატიზების მონაცემთა ბაზა (http://rru.worldbank.org/Privatization/)“.

მის შესაბამისად პირველი საცდელი პრივატიზებები ისეთმა მოწინავე ყოფილმა საბჭოთა


რესპუბლიკებმა - როგორიც იყვნენ „ევროკავშირის“ კანდიდატები ესტონეთი, ლატვია და
ლიტვა ჩაატარეს:

ესტონეთი 1992 - „Manufacturing & Services Eestii Piim-Est Milk Ltd“ (ამ წელს მხოლოდ
ერთი საწარმო - რძის კომბინატი)
ლატვია 1992 - „Manufacturing & Services Aldaris“ (ამ წელს მხოლოდ ერთი საწარმო -
ლუდის კომბინატი - შემდგომი აქტები მხოლოდ 1994 წელს)
ლიტვა 1992 - „Manufacturing & Services Hotel Meguva“ (სულ ამ წელს 4 ობიექტი - 1
სასტუმრი, დანარჩენი საპარიკმახერო, რესტორანი)

ბალტიის სამივე მოწინავე და სამაგალითო რესპუბლიკამ 1992 წელს გააპრივატა ჯამში: 6


მცირე და საშუალო ზომის საწარმო.

1990 ან 1991 წელს ბალტიის არც ერთ რეპუბლიკას პრივატიზების არც ერთი შემთხვევა არა
ჰქონიათ.

საქართველოში კი პრივატიზების პირველი აქტი მოესწრო ჯერ კიდევ 1991 წელს (ომის,
მიწისძვრისა და „მცოცავი პუტჩის“ პირობებში) - ხოლო ჯამში - 1991 წლის საპრივატიზაციო
სიაში რამდენიმე ათეული ობიექტი იყო. „მსოფლიო ბანკის“ საქართველოს მონაცემთა
ბაზაში მაღაზია „გოლიათის“ 1991 წლის ოქტომბერში ღია საჯარო ვაჭრობით - აუქციონით
დაპრივატება არაა დაფიქსირებული - რომელიც მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე
პრივატიზების პირველ აქტს წარმოადგენდა.

ლიტერატურა
Alexander, Jason. 2009. Contracting Through the Lens of Classical Pragmatism: An
Exploration of Local Government Contracting. Applied Research Project. Texas State
University. http://ecommons.txstate.edu/arp/288/.
Dovalina, Jessica. 2006. Assessing the Ethical Issues Found in the Contracting Out Process.
Applied Research Project. Texas State University. http://ecommons.txstate.edu/arp/108/.
Segerfeldt, Fredrik. 2006. Water for sale: how business and the market can resolve the world’s
water crisis. Stockholm Network. http://www.stockholm-
network.org/downloads/events/d41d8cd9-Amigo%20Segerfeldt.pdf
Bernard Black et al., 'Russian Privatization and Corporate Governance: What Went Wrong?
(2000) 52 Stanford Law Review 1731

რესურსები ინტერნეტში
In the Public Interest (http://www.inthepublicinterest.org)
Privatization's Rise (http://repository.library.georgetown.edu/handle/10822/552644)
Reports of the Public Services International Research Unit at the University of Greenwich (htt
p://www.psiru.org/publicationsindex.asp)

სქოლიო
1. ↑ Edwards, Ruth Dudley (1995). The Pursuit of Reason: The Economist 1843–1993. Harvard
Business School Press, გვ. 946. ISBN 0-87584-608-4.
2. ↑ Compare Bel, Germà (2006). "Retrospectives: The Coining of 'Privatisation' and Germany's
National Socialist Party". Journal of Economic Perspectives 20 (3): 187–94. .

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პრივატიზება&oldid=3647466“-დან

ეს გვერდი ბოლოს დარედაქტირდა: 14:28, 23 მარტი 2019.

ტექსტი ვრცელდება Creative Commons Attribution-ShareAlike ლიცენზიით; და შესაძლოა არსებობდეს


დამატებითი პირობები. იხილეთ გამოყენების პირობები დამატებითი ინფორმაციისთვის.
ვიკიპედია® არის არამომგებიანი ორგანიზაცია Wikimedia Foundation, Inc.-ის რეგისტრირებული სავაჭრო
ნიშანი.

დაგვიკავშირდით

You might also like