You are on page 1of 1

დიანა ლიპარტელიანი

XIX- სკ-ის 60-იანი წლებიდან საქართველოს საზოგადოებრივ პოლიტიკას, სათავეში ჩაუდგა


თერგდალეულთა მოძრაობა. ამ ბრწყინვალე ელიტამ მიზნად დაისახა “მიძინებული”
ქართული საზოგადოების გამოფხიზლება და გათვითცნობიერება, ეროვნული
თვითშეგნების, ზნეობის ამაღლება საზოგადოებაში. ევროპაში გავრცელებული იდეების
საქართველოს ყოფაში გაცოცხლება. თერგდალეულები თავდაპირველად დაუპირისპირდნენ
უფროს თაობას, რომლებსაც უმოქმედობასა და ცარიზმის პოლიტიკისადმი
შემწყნარებლობაში ადანაშაულებდნენ. ეს დაპირისპირება ცნობილია “მამათა და შვილთა”
ბრძოლის სახელწოდებით. მათი პროგრამა მეტწილად ითვალისწინებდა ხალხის, როგორც
ეროვნულ, ისე სოციალურ განვითარებას. ისინი კარგად იცნობდნენ რუსეთისა და ევროპის
საზოგადო მოღვაწეთა ნააზრევს.
საქართველოში ეროვნული ცნობიერების კუთხით ვითარება ძალზედ სავალალო იყო,
რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მთავარი მიზანი ხომ ქართველი კაცის შეგნებიდან
ცნებების “ქართველის” და “ საქართველოს” აღმოფხვრა იყო. ასევე, რუსიფიკატორული
პოლიტიკის მიზანს წარმოადგენდა ქართული ენის განდევნა, ქართველი ერის ასიმილაცია,
თითქოს ხსნა არსაით ჩანდა, მაგრამ გამოსავალი იპოვა ი.ჭავჭავაძემ, რომელმაც თქვა რომ :
ეროვნული ცნობიერების აღორძინების მთავარი პირობა არის ქართული ენის დაბრუნება და
მისი სიწმინდის დაცვა.
სწორედ ი.ჭავჭავაძე მიიჩნევა ამ მოძრაობის მთავარ სულისჩამდგმელად, რომელმაც
სტუდენტობის დროიდან შეუტია ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების რუტინას,
გაბატონებულ ცრუ იდეალებს. მისი თაოსნობით შეიქმნა “ საქართველოს მოამბე”, რომელმაც
უდიდესი როლი ითამაშა ქართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის
აღორძინებაში. აქედან ვასკვნით, რომ ილია აქტიურად მონაწილეობდა იმ წლების
საზოგადო-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი, აქეზებდა პატრიოტ ახალგაზრდებს აქტიური
მოღვაწობისთვის. ილიას პუბლიცისტიკა მშობლიური ენის, ტრადიციების, კულტურის
დაცვასა და განვითარებას ემსახურებოდა... თერგდალეულების მიზანი იყო საქართველო
აღარ ყოფილიყო რუსეთის ჩამორჩენილი პროვინცია, ამ გზაზე მისაბაძ მაგალითად
მოჰყავდათ განვითარებული ევროპა, ამბობდნენ რომ დასავლური გამოცდილების
გადმოტანა საქართველოში უნდა მომხდარიყო აუჩქარებლად და გააზრებულად.
და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ თერგდალეულთა პოლიტიკა ეყრდნობოდა ილიას თეზისს -
“ მამული, ენა, სარწმუნოება” და მიზნად ისახავდა ქართული ენის დაცვას, ქართული მიწის
ქართველთა ხელში დარჩენას, კაპიტალიზმის განვითარებას, ქართული თეატრისა და სხვა
კილტურულ- საგანმანათლებლი დაწესებულებათა აღორძინებას.. ბოლოს კი მთავარს -
განათლების ხელმისაწვდომობას.

You might also like