You are on page 1of 4

გოლოდომორი

1933

სტალინის ამოცანა:უკრაინის დენაციონალიზაცია და უკრაინელებისგან სბაჭოთა ერის


ჩამოყალიბება.
თუ იგი მათ ცნობიერებას ვერ შეცვლიდა, ვერ დაპყრობდა, ამიტომ დაიწყეს ეროვნული
ორგანიზმის განადგურება ისე, რომ უკრაინელებს აჯანყების თავიც არ ჰქონდათ. ორმაგად
ებრძოდნენ უკრაინელ გლეხს. თვლიდნენ კაპიტალიზმის ნაშთად და უკრაინელად,
რომელიც ეროვნებას არ თმობდა. მოსკოვის გათვლით, თუ უკრაინის სოფლეებს
გაანადგურებდა, შეძლებდა მოესპო უკრაინელი ერის თვითმყოფობაც. კომუნისტებმა მათ
დასარბევად შიმშილი აირჩიეს.
 1927 წელს ბოლშევიკებმა საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციის გეგმა შეიმუშავეს.
 მიზანი: სამოქალაქო ომის შემდეგ დასუსტებული ეკონომიკის განვითარება და
თავდაცვისუნარიანობის აღდგენა.
იწყებოდა ინდუსტრიალიზმი. ექსპორტის დიდი ნაწილი მარცვლეული იყო, უკრაინის
პორტებისა და სარკინიგზო გზის გამოყენებით.
1927 წელს კომუნისტებმა მარცვლეულზე ფიქსირებული, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები
ფასი დაამტკიცეს საექსპორტო შემოსავლების გაზრდის მიზნით. . გლეხებმა კი დაბალ ფასად
გაყიდვაზე უარი თქვეს. დაიწყო სასურსათო კრიზისი. ბოლშევიკების კოლექტივიზაცია 1929
წლის მიწურულს. შეძლებული გლეხების-კულაკების განადგურება. ისინი უნდა მოესპოთ
ფიზიკურად.
სოფელი უკირაინის კულტურისა და მეურნეობის საყრდენი იყო. კომუნისტების შემდეგ
ყველაფერი შეიცვალა, მათ საფრთხე დაინახეს ამ სოფლებში. კულაკები კერძო საკუთრებას
არ თმობობდა და ამით სოციალისტურ სისტემას საფრთხეს უქმნიდნენ. კოლექტივიზაციის
მიხედვით, გლეხის მთელი ქონება კოლექტივის საკუთრება იყო. გლეხი, რომელიც ამას არ
ემხრობოდა, ციმბირში გადაყავდათ. გლეხს თუ 1 ძროხაზე მეტი ჰყავდა, კულაკი იყო და მას
ართმევდნენ ყველაფერს პირუტყვიდან სამუშაო იარაღამდე.
1929 წელს სოფლის გაძარცვა დაიწყო. ხალხს ქოხებს უნგრევდნენ, ასახლებდნენ.
,,ოჯახში 9-დან 4 ბავშვი ვიყავით. უცებ კოლექტივიზაცია დაიწყო. ბაბუაჩემი კულაკად
ჩათვალეს, სახლი დაგვიშალეს, ამ ფიცრებით კი სკოლას ათბობდნენ.’’
ისჯებოდა გლეხი, რომელიც კოლექტივში მუშაობაზე უარს ამბობდა. დაიწყო გლეხების
გამოსვლა. უკრაინელი სოფელი კომუნისტებს იარაღით დაუპირისპირდა.
1930 წლის აპრილში სოციალურთნ ერთად უკრაინის დამოუკიდებლობის აღდდგენის
მოთხოვნა გაჩნდა. კომუნტებმა ტერორის მიზნით შიმშილი გამოიყენეს, სტალინის ამგვარმა
მეთოდმა დიდი მსხვერპლი გამოიღო.
1930 წელს უკრაინაში 300 000 ადამიანი დააპატიმრეს. დახვრიტეს, ზოგი კი საკონსტრაციო
ბანაკებში შეყარეს. სოფლები დაიცალა, დარჩენილთა უმეტესობა ქალაქში გარბოდა, მიწის
დიდი ნაწილი დაუმუშავებელი დარჩა, აღარც მიწის დამუშავების საშუალება არსებობდა.
1932 წლის ზაფხულში საბჭოთა კავშირი შიმშილის წინაშე იყო უკრაინაში და \მძიმე
მდგობარეობა იყო. ივნისსში მისიით ცეკას წარმომადგენლები ჩავიდნენ.
1932 წლისა 6-9 ივლის უკრაინაში ჩატარდა უკრინის კომპარტიის კონფერენცია ხორბლის
კამპანიის შესახებ. მოლოტოვი და კარაგოვიჩი, ცეკას წარმომადგენლები უკრაინაში
ჩამოვიდნენ. კონფერენციის შედეგად, შემოდგომისთვის უკრიანას 356 000 00 ფუტი
ხორბალი უნდა ჩაებარებინა. ეს არარეალური იყო, მოლოტოვი შეუვალი აღმოჩნდა და
მთელი მოსავალი, უკანასკნელ მარცვლამდე უნდა ჩაებარებინათ.
უკრაინის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის 50 წევრი პურის დამზადების წინააღმდეგი
იყო არასაკმარისი რესურსების გამო. მოლოტოვმა და კარაგოვიჩმა მათივე დამზადების გეგმა
მოახვიეს თავზე, რამაც საშნელი შედეგი გამოიღო. უკრაინამ ეს გეგმა ვერ შეასულა, მხოლოდ
ხორბლის 39% მოაგროვა.
სტალინის დავალებით ხარკოვში ისევ ჩავიდა მოლოტოვი.
 მოთხოვნა: მკაცრი ზომების გატარება გლეხების მიმართ და პურის ამოღება.
1933 წლის მაისში, მესამე კონფერენციაზე პურის დამზადების გეგმა შეიმუშავეს, შემდგომ
კი ჩასაბარებელი პურის რაოდენობა 3-ჯერ შეამცირეს, მაგრამ მაინც ვერ დამზადდა პურის
საკმარისი რაოდენობა.
1933 წლის 8 ნოემბერს, ცეკას დადგენილების მიხედვით, გეგმის შესრულებამდე უკრაინაში
ექსპორტი შემცირდა. მოლოტოვის ზეწოლით უკრაინამ დადგენილება მიიღო. ამან
გამოიწვია გოლოდომორი. იმ სოფლებს, რომლებმაც ეს გეგმა ვერ შეასრულეს, ,,შავ დაფებზე“
წერდნენ, დაფას კი სოფლის დასაწყისსში კიდებდნენ. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ეს სოფელი
იზოლირებულია და აკრძალულია საქონლის შეტანა. აკრძალული იყო ვაჭრობა,
იჩხრიკებოდა სახლები, ზამთარში კი ისინი სიკვდილისთვის იყვნენ განწირულნი. 400-მდე
სოფელი იყო ასეთი, 5 000 000-მდე ადამიანით. ხალხი გარბოდა. უკრაინაში მთელი ერი
ისჯებოდა, ამიტომ იქ 10-ჯერ მეტი მსხვერპლი იყო, ვიდრე სხვაგან. თუ სხვაგან გლეხებს
მარტო მარცვლებს ართმევდნენ, აქ ართმევდნენ ყველაფერს, რაც გააჩნდათ.
,,1933 წლის დეკემბერში სოფელში კომუნისტები მოვიდნენ და ხორბლის ორმოებს ეძებდნენ,
ვერაფერი ნახეს და 1 ჯამი ლობიო წაიღეს. მეზობლად კარტოფილი იპოვეს, ამოიღეს, მის
ნაცვლად კი ცივ ორმოში მოხუცი ჩასვეს, როცა ამოთხარეს სულ კანკალებდა, მალე კი
გარდაიცვალა“
გოლოდომორის პირველი მსხვერპლი ძაღლები და კატები იყნენ. როცა ისინი სრულად
ამოწყდა, გლეხები საჭმელად ხეებს, დამპალ კარტოფილებს, ბოლქვებსა და დამპალ
ჭარხლებს ჭამდნენ.
,,საჭმელი არაფერი იყო, დედა ბალახს ნაყავდა და ხარშავდა. შიმშილისგან გასიება
დავიწყეთ, 10 წლის ვიყავით. საქონლის ნაწლავები ვიპოვეთ, სოფლელები გამოგვეკიდნენ,
ხალხი გვყარაულობდა. დედამ ავეჯი დაამტვრია, ცეცხლი დაანთოი და ნაწლავებისგან
საჭმელი გაგვიკეთა, ამას გადაგვარჩინა“
გოლოდომორის მსხვერპლები მოხუცები და ბავშვები იყვნენ. მიჰქონდათ გვამები და
ორმოებში საჭმლის გამო იანახავდნენ. საბჭოთა ხელისუფლება არ ხუმრობდა. შიმშილი
მთელ უკირაინას მოედო. ადამიანები ამ ჩიხიდან ვერ გამოდიოდნენ. ბოლშევიკები
უკრაინელ გლეხს სოფლიდან წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
1933 წლის 22 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომ უკრაინაში
მიზანმიმართული განადგურების პოლიტიკა ხორციელდებოდა.
,,სიჩუმე იყო, ძაღლკებიც კი არ ყეფდნენ, რადგან ყველა შეჭამეს. ბაბუა უკვე მკვდარი იყო,
გზა ცხედრებით იყო მოფენილი. მე ჭასთან მივდიოდი, დავინახე მეზობელი ქალი პატარა
ბავშვს დასდევს და ბავშვი დედას თხოვს ,, არ გინდა დედა არა!’’ , ქალმა შვილს ხელი
დაავლო და ჭაში მის შესაჭმელად ჩახტა“.
ქალაქი გაივსო სოფლიდან ჩამოსულებით. გზაზე იწვნენ გასიებული ადამიანები, დილით
მათ ცხედნრებს უმრები კრეფდნენ და ქალაქგარეთ გაჰქონდათ. გლეხები შვილებს ბავშვთა
სახლების წინ ტოვებდნენ მოწყალების იმედით.
 1933 წლის გაზაფხულზე ხარკოვი მტრისგან ბლოკირებულ ქალაქს გავდა;
 მაღაზიები ცარიელი იყო;
 პროდუქტებს მხოლოდ სპეციალური ტალონებით ყიდულობდნენ;
 ქუჩებში ხალხის ნაცვლად დაიოდნენ მშიერი ,,აჩრდილები“;
 უზარმაზარი რიგები მაღაზიებთან;
3 თვეში 600 000-ზე მეტი კაცი გარდაიცვალა. სოფელ პოპივკაში, 10 შვილიანი ოჯახიდან
ყოველკვირა 2-2- კვდებოდა. სოფლებში ბრიგადები გვამებს აგროვებდნენ და საერთო, დიდ
ორმოში ყრიდნენ.
,,ერთ ქალს 8 შვილი ჰყადა, ქმარი მოუკვდა. უფროსების გადასარჩენად პატარებს საჭმელს
აღარ აძლევდა. სამი უფროსი ბუხარზე დასვა და უთხრა-აქ იჯექით, თორემ ყინვაში
გაგადებთო. დედას უჯერებდნენ და იქიდან არ ჩამოდიოდნენ“
მიუხედავად ყველაფრისა საბჭოთა ხელისუფლება შიმშილს არ აღიარებდა. მათი თქმით,
შიმშილის შესახებ ხმებს კულაკები ავრცელებდნენ, რომლებიც განზრახ შიმილობენ და
კვდებიან.
1933 წლის ზამთარში კომუნისტებმა 104 000 000 ფუტი მარცვალი ამოიღეს. სოფლებში
დაიწყო კანიბალიზმი. თანასოფლელი საკვებად გადაიქცა-ხშირად ბავშვები. მეზობელმა
სახლში 5 წლის გოგონა შეიტყუა და დაკლა. მისგან მხოლოდ ბაფთა და ძვალი დარცა. დედა
უმცროს შვილს ,,ხარჯავდა’’, რათა უფროსები გადაერჩინა.
1933 წლის ზამთარში და გაზაფცხულზე უკრაინის სოფლებში საბჭოთა ხელისუფლებამ
ხალხს მხოლოდ ერთმანეთი დაუტოვა საჭმელად.
,,ჩვენს გვერდით, ქალს 2 გოგონა ჰყავდა 5 წლის და მეორე უფრო პატარა. შიმშილისას მამამ
5 წლის გოგონა გამოიყვანა, თავი მოჭრა, ჩაფლო მიწაში, ტანი კი მოხარშა. მას შემდეგ დედამ
მათ კართან მიახლოებაც ამიკრძალა.’’
,,1933 წელს ჩემი მშობლების ნაცნობები ჩამოვიდნენ. წვნიანი ვაჭამეთ, დიდი ხნის
შიმშილის გამო კი გული წაუვიდათ. აზრზე მოსვლის შემდეგ, როცა დედამ ჰკითხა სად
იყვნენ მისი შვილები, თქვეს, რომ სამივე ნაწილებად დაჭრეს, მოხარშეს და ჭამეს.’’
1933 წელს კანიბალიზმი ყველგან გავრცელდა. აღინიშნა ამის 10 000 ფაქტი. ადამიანებს
ფსიქიკა შეეცვალათ. სოფლებში საბჭოთა წითელი დროშის ნაცვლად სავ დროშას
კიდებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ სოფელი მთლიანად ამოწყდა. ასეთი სოფელი იყო 50
000-ზე მეტი.
გოლოდომორს 8-10 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა.
,, ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ხოლო ბევრის სტატისტიკა.’’
-სტალინი

გოლოდომორის მოსაგონად კიევში ობელისკი ააგეს. საბჭოთა ხელისუფლებამ გაანადგურა


ის უკრაინული მოძრაობა და ძალა, რომელსაც უკრაინისთვის დამოუკიდებლობის მოპოვება
შეეძლო. უკრაინის ინტელიგენციას ასახლებდნენ და ბანაკებში გზავნიდნენ. ეს იყო
პოლიტიკური ევგენიკა (მოძღვრება ადამიანის მემკვიდრული ნიშან-თვისებების
გაუმჯობესებაზე. ევგენიკის მიზანს წარმოადგენს გარკვეული ინდივიდების შერჩევითი
შეჯვარების შედეგად ადამიანის მოდგმის სრულყოფა). ეს იყო გენოციდი.
უკრაინის ეგ გენოციდი ფაშისტების ჰოლოკოსტამდე ადრე მოხდა. უკრაინულ სოფლებში
მხოლოდ სკვდილი არ იყო. ადამიანი ფიზიკურ, სულიერ და ფსიქიკურ დეგრადაციას
განიცდიდა.
,,პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევა იყო მე-20 საუკუნის
უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა.’’ - პუტინი.

You might also like