You are on page 1of 4

ლეგიზმი: 1) ბოროტი ბუნება; 2) მკაცრი სასჯელები; 3) რანგობრივი სისტემა; 4)

მიწათმოქმედებისა და ჯარისკაცების წახალისება.

ლეგიზმის გამო აჯანყდნენ წარჩინებულები, შემდეგ სარდლების ფენა (ნაკლებად, მაგრამ მაინც)
- სიმკაცრის გამო. შემდეგ გლეხები, რომელთაც იძულებით ამუშავებდნენ სახლებისგან
მოშორებით.

ცინ ში ხუან ტი - ერთი ენა და ერთნაირი საზომი ერთეულები. ცინ ში ხუან ტმა შემოიღო
მონოპოლია. მაგ. მარილზე - ეს არის სახელმწიფოს მონოპოლიური დარგი და თუ შენ გინდა
ვაჭრობა, სახელმწიფოსგან უნდა გამოისყიდო ლიცენზია.

სიმა ციანი (ძვ.წ. 140-90) - დაწერა ისტორიული ქრონიკები. მისი ნაწილებია: 1) დინასტიათა
მთავარ მოვლენათა მიმოხილვა; 2) შთამომავლობითი არისტოკრატიის ბიოგრაფიები; 3)
თანამდებობის პირთა ბიოგრაფიები.

ბან გუ (ახ.წ. 32-92 წწ.) - ,,პანის სახლის ქრონიკები’’. ამიერიდან წესია დინასტიური ქრონიკების
წერა (ახ. წ. I საუკუნიდან)

ჟენ - კაცთმოყვარეობა, ადამიანობა.

საერთო ლეგიზმსა და კონფუციანიზმს შორის არის ის, რომ მიწათმოქმედი და გლეხი ორივეგან
მნიშვნელოვანია. განსხვავება: ლეგიზმში წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა, კონფუცისთვის
კი წარმომავლობა მნიშვნელოვანია. კონფუციმ იცის მხოლოდ იერარქია, არ იცის სიყვარული.
უნდა გიყვარდეს მხოლოდ ბრძენი.

ცინის დინასტია 221-207. ცინის დინასტია დაეცა 207 წელს. მოდის ჰანის დინასტია.

ჰანის პირველი დინასტია: ძვ.წ. 202-ახ.წ. 8 წწ. ლუ-ვანი. ლუ-ვანის მოსვლის დროს ძალიან ცოტა
კონფუციანელია დარჩენილი, რომელთაც შეუძლიათ თანამდებობის დაკავება. ლუ-ვანის
ადმინისტრაციის უდიდესი ნაწილი ძველი მოხელეები არიან. ამიტომ ამ პერიოდიდან
ბუნებრივად მოხდა კონფუციანიზმის ლეგიზმთან შერწყმა. პირველი, რაც ლუ-ვანმა გააკეთა
იყოს ის, რომ მასშტაბური ამნისტიები გამოაცხადა. ხალხი თავიანთ მიწაზე დააბრუნა და
დაუბრუნა ქონება მათ. ეს იყო კონფუციანიზმის ,,სტილში’’ - იმპერატორი უნდა იყოს მოწყალე
თავისი ხალხის მიმართ.

ლუ-ვანმა თავის თანამოაზრეებს 143 მემკვიდრეობითი მიწა დაურიგა. ეს იყო უფრო მცირე
ზომის მიწები, ვიდრე ადრე. დანარჩენი ჩვეულებრივად იმპერატორის საკუთრება იყო. როდესაც
ლუ-ვანი მოკვდა, ამ მიწებზე პირველი სეპარატისტული ტენდენციები გაჩნდა.

მეორე, რაც ლუ-ვანმა გააკეთა: ძვ.წ. 199 წელს დაიწყო საიმპერატორო სასახლის მშენებლობა
ახალ დედაქალაქ ჩანანში (ცოტა დასავლეთით გადმოიწია ისევ დედაქალაქმა)

ლუ-ვანმა წაახალისა გლეხები - გაზარდა გადასახადები ვაჭრებისთვის და შეამცირა


მიწათმოქმედებისთვის - ესეც კონფუციანურ ,,სტილში.’’
თუკი ადრე მემკვიდრეობითი მიწის მმართველი იყო გუნი, ახლა არის ხოუ. მიწას როცა იღებენ,
ენიჭებათ რანგიც (ანუ დატოვა ლეგიზმის რანგობრივი სისტემა). ამ პერიოდში ჯერ კიდევ
მცირეა კონფუციანიზმის გავლენა. როდესაც ხუთწიგნეული აღდგა, მათ დაემატათ
კომენტარები, შედგა ახალი რედაქციები.

ამავე პერიოდში აღდგა ასევე ცინ ში ხუანტის მიერ განადგურებული ,,ლუნიუის’’ ტექსტიც.
არსებობს მისი ორი რედაქცია, რადგან ვერ შეთანხმდნენ პატარ-პატარა დეტალებზე
აღდგენისას. ეს ტექსტი დაწერილია კონფუცის მოწაფეების მიერ, მოთხრობილია ეპიზოდები
კონფუცის ცხოვრებიდან, დიალოგები, გამონათქვამები.

ლუ-ვანის მეორე ვაჟი იყო ვენ-დი (180-157 წწ). მანამდე პირველი ვაჟი და ცოლი მართავდნენ.

ვენ-დი იყო პირველი იმპერატორი, რომელიც ნამდვილად შეესაბამება კონფუციანურ იდეებს.


ისეთია, როგორიც უნდა იყოს თიენ-ძი.

ვენ-დიმ:

1) გააუქმა სასჯელების ლეგისტური წესი (დასჯა ხდებოდა 3 ხაზით). ახლა არის


ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი და შემსუბუქებული სასჯელები;

2) 166 წელს გააუქმა მიწის გადასახადი. თქვა, რომ მიწათმოქმედთა ფენა უნდა
გაძლიერებულიყო და გამდიდრებულიყო. კონფუცი - ადამიანი ჯერ უნდა გაამდიდრო, შემდეგ
ასწავლო და შემდეგ შეიძლება მოსთხოვო, რომ იყოს კარგი მოქალაქე. ეს რეფორმა ძალიან ცოტა
ხანს გაგრძელდა, როცა ვენ-დი მოკვდა, გადასახადი ისევ აღადგინეს;

3) ცხოვრების ბოლოს გახდა ძალიან თავმდაბალი (კიდევ ერთი მიზეზი, რაც მას გამოარჩევს,
როგორც კონფუციანურ იდეალს). ზღუდავდა საკუთარ ოჯახს, ეუბნებოდა, რომ
მოკრძალებულად უნდა ჩაეცვათ, ფუფუნების საგნები არ ეყიდათ. 159 წელს იყო მოუსავლიანი
წელი. ამ წელს მან გახსნა საიმპერატორო საწყობები და გლეხებს საკვები დაურიგა. სიკვდილის
წინ დაიბარა, რომ პომპეზურობის გარეშე დაეკრძალათ.

სიას დინასტიის დამააარსებელი იუი არ ზრუნავდა თავის ტანისამოსზე, მაგრამ


უკიდურესობამდე მივიდა სარიტუალო ჭურჭლის გაფორმებისას, ძალიან მდიდრულად
გააფორმა, რადგან ეს სულიერებას, ტრადიციების პატივისცემას ნიშნავდა. ასეთი იყო ვენ-დიც.

ვენ-დის შვილიშვილი - უ-დი (140-87 წწ). მის დროს ჩამოყალიბდა ტრადიციული


გადასახადების ამღები სისტემა. ამ პერიოდიდან მოყოლებული გადასახადები არის სამი ტიპის:

1) საშემოსავლო (გლეხისთვის - მიწის გადასახადი, ხოლო ქალაქის მსოახლისთვის თავისი


მოგების 1/15);

2) შრომითი;

3) სულადობრივი (ენიშნებოდა ადამიანს, რომელსაც შეეძლო მიწის დამუშავება და ზოგადად


მუშაობა, იყო მხოლოდ 15-50 წლის ხალხისთვის).
სოფელში უფრო ნაკლები იყო გადასახადი, ვიდრე ქალაქში.

ლუ-ვანი როდესაც გარდაიცვალა (მან 143 მემკვიდრეობითი ნაკვეთი დაარიგა), მმართველობაში


მოვიდა მისი შვილი. მას მოუწია პირველი აჯანყების ჩახშობა. მაშინვე გამოჩნდა
სეპარატისტული ,,რელიგია.’’

უ-დის დროისთვის გაძლიერებულია ხოუ. ძალიან ხშირად ხოუ ტიტულს მიიწერს (ვანის).
სტაბილურობის პერიოდია, შესაბამისად იწყება ძვრები სოციალურ ფენებში. ჩნდება ძლიერი
სახლები - გამდიდრებული ოჯახები. ეს შეიძლება იყოს გლეხიც, შეიძლება იყოს ვაჭარიც. ვინც
მდიდრდებოდა, უჩნდებოდა კავშირები ადგილობრივ სამმართველოებთან, ასევე გავლენაც. 143
ნაკვეთის დარიგება იყო კომპრომისი კონფუციანურ ტრადიციასთან, რადგან კონფუციანიზმი
ამბობს, რომ რაც ძველია და ოდითგანვე არსებობს, ის არის კარგი. ისტორიამ კი აჩვენა, რომ ეს
სისტემა ადრე თუ გვიან მოიშლება და აღარ იქნებიან დიდებულები შენი ერთგულები. ამიტომ
უ-დიმ გააუქმა მაიორატის პრინციპი (უფროსი შვილისთვის გადაცემა). თქვა, რომ ყველას უნდა
გადასცე თანაბრად. ამით ძალიან უკმაყოფილო იყო დიდებულთა წრე.

უ-დიმ გააგზავნა კაცი სუ-ნუს (მომთაბარე ტომები) და მის დასავლეთით მდებარე მიწების
დასაზვერად. ის ტყვედ ჩავარდა სუ-ნუსთან. ამ ტყვეობის პერიოდში ძალიან ბევრი ინფორმაცია
მოიპოვა: ვინ არიან ეს ტომები, სად რა მოდის, ვის რა სჭირდება და ა.შ. 10 წლის შემდეგ ეს კაცი
გაიქცა ტყვეობიდან, დაბრუნდა უ-დისთან. მისი მოპოვებული ინფორმაციის წყალობის გაიღო
(?) აბრეშუმის სავაჭრო გზა.

უ-დი აძლიერებდა საზღვრებსაც. ძალიან ძლიერი იმპერატორი იყო. მან ასევე კონფუციანურ
სტილში შემოიკრიბა ე.წ. ბო-ში (სწავლულები უმაღლესი ხარისხის, ახლანდელი დოქტორი,
კონფუციანელები არიან ერთგვარად). 100-მდე კაცი იყო, რომელთა ძირითადი მოვალეობა იყო
საუბრები იმპერატორთან. ესენი იყვნენ ბრძენკაცები, რომელთაც ჰქონდათ უფლება, ასევე
მოვალეობა, რომ ეკრიტიკებინათ იმპერატორი. არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, საჯარო
კრიტიკა ან ამბოხების წახალისება. პირიქით, ეს ხალხი არის იმპერატორის მრჩევლები,
რომლებიც ეტყვიან რა არის კარგი და ცუდი. ეს იყო ახალი, რადგან ცინ ში ხუან ტის დროს, და
მანამდეც, იმპერატორის კრიტიკა არის წარმოუდგენელი. ახლა კი იმპერატორი უნდა იყოს
მორალური თვისებების მქონე, შესაბამისად ვიღაცამ უნდა უთხრას, რა არის სწორი.

ახალი წელთაღრიცხვის 8 წელს ვან-მანმა მცირეწლოვანი იმპერატორი პინ-ვანი გადააყენა და


გამოაცხადა ახალი დინასტია - სინის დინასტია. როცა იმპერატორი მცირეწლოვანია,
სახელმწიფოს მართავენ რეგენტები.

ვან-მანმა გაატარა კარგი რეფორმები:

1) მთელი მიწა იმპერატორის საკუთრებად გამოაცხადა;

2) აიკრძალა მიწების გიდვა-გაყიდვა, რისი მიზანიც იყო შემდეგი: ,,ძლიერი სახლების’’


გლეხების მეზობლები ისევ ღარიბები არიან, მოუსავლიანი წელია, გლეხს უნდა მიწის გაყიდვა.
როცა კიდებ გაუჭირდება, ის თავს მიჰყიდის მონობაში. მიწა რეალურად იმპერატორის
საკუთრებაა, გლეხს კი ის უბრალოდ მფლობელობაში აქვს. არავის აქვს უფლება გაყიდოს მიწა.
3) გააუქმა კერძო მონათმფლობელობა.

სამივე ეს რეფორმა მიმართული იყო ძლიერი სახლების შესასუსტებლად, ასევე


ცენტრალიზებული ხელისუფლების გასაძლიერებლად.

ახ. წ. 11 წელს მდ. ხუანხემ შეიცვალა კალაპოტი. წაილეკა სოფლები. ეს მოვლენა ვენ-დიმ და
ხალხმა აღიქვა ცის უკმაყოფილებად. ვენ-დიმ სახალხოდ მოიხადა ბოდიში, მოინანია და
შეარბილა თავისი რეფორმები. ამან ვერ გაამართლა და ახ.წ. 23 წელს აჯანყებულებმა ვან-მანი
მოკლეს.

ახ.წ. 25 წლიდან მოდის ჯანის II დინასტია (მანამდე იყო ხანგრძლივი არეულობების პერიოდი).

გამეფდა გაო უ-დი (ახ.წ. 25-220 წწ - ჰანის II დინასტია).

ჰანის I დინასტია - ძვ.წ. 202-ახ.წ. 8 წწ.

ჰანის II დინასტია - ახ.წ. 25-220 წწ.

სამი სამეფოს პერიოდი - 220-280 წწ (220 წელს ჰანის გაერთიანებული იმპერია დაეცა და მის
ნანგრევებზე შეიქმნა სამი ძლიერი სახელმწიფო: ვეი, უ, შუ).

შუა საუკუნეები - ფეოდალური ფორმაცია (ჯერ კიდევ ჩუნ-ციუს ბოლოს იწყება


ფეოდალიზაციის პროცესი).

ძველ სამყაროსა და შუა საუკუნეებს შორის საზღვარი ჰანის დინასტიაზე გადის ძვ.წ. 202 წელს.
ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ზღვარი უფრო გვიან იკვეთება, უდიზე უფრო ძლიერი
იმპერატორის მმართველობის პერიოდში. მესამე მოსაზრებით კი ცინ ში ხუან ტის მიერ
დაარსებული პირველი იმპერიაა გამყოფი ზღვარი.

ჩვენ შუა საუკუნეებზე საუბარს ჰანის დინასტიით ვიწყებთ. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა
ბევრი ისეთი ინსტიტუტი და ტრადიცია (ხოლო არსებული გამყარდა), რომლებიც შემდგომში
საუკუნეების მანძილზე იყო ჩინეთის ისტორიის განმსაზღვრელი. მაგ. კონფუციანიზმი
(ლეგიზმთან შერწყმული). ჩინეთში იყო ტრადიცია საიმპერატორო გვარის მუდმივი
ცვალებადობისა.

დინასტიური ციკლები - როგორ ვითარდება ისტორია. სწორხაზოვანი და ციკლური


განვითარება, მაშინ, როდესაც დასავლეთი დაადგა სწორხაზოვანი განვითარების გზას, ჩინეთს
კიდევ უფრო ადრე ჰქონდა გაკეთებული არჩევანი ციკლური განვითარების სასარგებლოდ.
დინასტიური ციკლის პირველი მაგალითია ჰანის დინასტია.

დინასტია - კრიზისი (იწყება გლეხების აჯანყებით), ამას მოჰყვება ფეოდალიზაცია და


დეცენტრალიზაცია - რეფორმები - აყვავება - სტაგნაცია (იწყება სოციალური რღვევა) - კრიზისი
- დინასტია. ეს ციკლი წრეზე არ ტრიალებს, სპირალისებურად ვითარდება.

You might also like