You are on page 1of 4

ცივილიზაციის პირველი კერა ჩინეთში - მდ. ხუანხეს აუზი.

სამხრეთით მდებარე იანძის


აუზის ტერიტორია ძალიან გვიან შევიდა ჩინეთის შემადგენლობაში.

ჩვენთვის ცნობილი პირველი დინასტია არის შანის დინასტია. ტომი - ინ (დაახლოებით


ძვ.წ. XVIII-XVII სს) ქალაქ ანიანის მახლობლად აღმოჩენილია ნაქალაქარები, რომლებიც ძვ.წ.
XIII-XI საუკუნეებით თარიღდება. ეს ნაქალაქარები მეტყველებს მაღალგანვითარებული,
ურბანული ტიპის ცივილიზაციაზე, დედაქალაქითა და რამდენიმე დიდი ქალაქით.

შან-ინის ეპოქა (შან - დინასტია, ინ - ტომი) - ბრინჯაოს ხანა, როდესაც ჩინეთი ძალიან
სწრაფად ვითარდებოდა: ცხენებშებმული საბრძოლო ეტლები (ვარაუდობენ, რომ ახლო
აღმოსავლეთიდან შევიდა ჩინეთში), დამწერლობის შექმნა, სამეურნეო და საბრძოლო იარაღების
განვითარება (მიგრაციების გავლენა, თუმცა ჰომოგენური რასა იყო - ორივე ვარიანტი არსებობს.
სავარაუდოა გაშუალებული გავლენა - პოლიტიკური, სავაჭრო და კულტურული კავშირი).
იაპონიას და ჩინეთს დიდი ხნის მანძილზე არ ჰქონდათ პოლიტიკური კავშირები, სამაგიეროდ
ჰქონდათ მჭიდრო კულტურული ურთიერთობა.

ინის სახელმწიფო:

1) ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრი - მმართველი ვანი (თავისი


ადმინისტრაციით, საჯარისო დანაყოფებით);

2) გარდამავალი ზონა - ვანის მიერ დასმული მმართველები, რომლებიც ვანს


ექვემდებარებიან;

3) პერიფერიული, რთულად სამართავი ზონა - ტომური გაერთიანებები საკუთარი


ბელადებით. მათ შეუძლიათ კოალიცია შექმნან ვანთან და მეორე ზონაში გადავიდნენ. ასევე
შეიძლება მეორე ზონიდან ვანის მიერ დასმულმა მმართველებმა რომელიმე რეგიონიდან
შექმნან გაერთიანება რომელიმე ტომთან და გავიდნენ ინის გავლენის სფეროდან.

შესაბამისად, საზღვარი მეორე და მესამე ზონებს შორის არ არის გეოგრაფიულად


მკაცრად დადგენილი.

ჩრდილოეთით სახლობდნენ ტომები, რომელთათვისაც აშენდა ჩინეთის დიდი კედელი;


დასავლეთით მდებარეობდა ტომი ჭოუ. დასავლეთის ტერიტორია მნიშვნელოვანია, რადგან არა
მარტო ვანთან კოალიციის შექმნაა შესაძლებელი, არამედ მიწების გაფართოებაც, რადგან აქ
ჯერჯერობით არ არიან ტომები დასახლებული.

პირველი წერილობითი ნიმუში - კუს ბაქანი და სამკითხაო ძვლები, აღმოჩენილია 1500-


ზე მეტი ასეთი ძვალი, სადაც კითხვა-პასუხი წერია. შეკითხვა მიმართული იყო ინელების
უზენაესი ღვთაების - შანტისადმი. რიტუალი - ძვლების გახურება, რომლის დროსაც ძვალი
სკდებოდა და გაჩენილი ღარის მიხედვით ქურუმების მიერ ხდებოდა პასუხის
ინტერპრეტირება.
შრომითი გადასახადი - გადასახადის ძირითადი ფორმა. არსებობდა ოჯახურ-კლანური
გაერთიანებები - ი. ი-ს ჰქონდა თავისი საკუთარი ან მის განკარგულებაში გაცემული მიწის
ნაკვეთი, რომელსაც თავისი ოჯახისთვის ამუშავებდა. ასევე არსებობდა საზოგადოებრივი
ნაკვეთიც, რომელიც ვანის სასარგებლოდ მუშავდებოდა. ამ ნაკვეთისთვის არსებობდა
სპეციალური საცავი, სადაც შრომის იარაღები ინახებოდა. არქეოლოგებმა 1500 ცელი
აღმოაჩინეს. საცავებს ჰყავდათ ზედამხედველები.

დასავლეთით იყო ტომი ჭოუ, რომელმაც ვანთან შექმნა ალიანსი. მიიღო ტიტული სი-ვო
- დასავლეთის მბრძანებელი. მას ჩაბარდა დასავლეთის მიწები და ჩაითვალა დასავლეთის
მიწებზე მშვიდობის და ვანის სიძლიერის დამცველად.

ძი-ლი - ჭოუს მმართველი (ბელადი), რომელმაც პირველმა მიიღო დასავლეთის


მბრძანებლის ტიტული და გაძლიერდა. მან სიცოცხლეშივე დაიწყო კოალიციის შექმნა ვანის
წინააღმდეგ. ვანმა იგი მოაკვლევინა. ძი-ლი; ვენ-ვანი (მამის საქმე გააგრძელა, მაგრამ ვერ
შეძლო); უ-ვანი. ვენ-ვანმა მიიწერა შანის დინასტიის უფროსის ტიტული. მანაც დაიწყო
კოალიციის შექმნა ვანის წინააღმდეგ, მაგრამ ვანმა გაიგო ამის შესახებ, დაიჭირა, ვენ-ვანმა თავი
გამოისყიდა. უ-ვანმა შეკრა ძლიერი კოალიცია და ბოლოს მოახერხა შანის დინასტიის დაცემა
1027 წელს (გადამწყვეტი ბრძოლა). საქმეს სამი თაობა დასჭირდა. სათავეში ჭოუს დინასტია
მოვიდა.

ჭოუს დინასტია იყო ყველაზე ხანგრძლივი დინასტია ჩინეთის ისტორიაში. იგი ორ


პერიოდად იყოფა:

1) დასავლეთ ჭოუს პერიოდი (1027-771);

2) აღმოსავლეთ ჭოუს პერიოდი (771-221).

ტერიტორია დასავლეთ ჭოუს პერიოდში ძალიან გაიზარდა იმ პერიფერიული ტომების


ხარჯზე, რომლებიც კოალიციაში იყვნენ ჭოუსთან. მთავარი პრობლემა იყო დაპყრობილი
მიწების შენარჩუნება.

ჭოუს დინასტიის პირველ იმპერატორად ითვლება ვენ-ვანი. ჭოუს დინასტიაში გვხვდება


გაზრდილი ტერიტორია ორი დედაქალაქით - ძუნ-ჭოუ (ძველი დედაქალაქი) დასავლეთში და
ჩენ-ჭოუ (ახალი დედაქალაქი) აღმოსავლეთში. იყო ჰეტეროგენური მოსახლეობა, თუმცა
უმეტესობა ინელები იყვნენ. სამართავად რთული გახდა.

უ-ვანი; ჩენ-ვანი. ჩენ-ვანის ბიძა და მთავარი მინისტრი - ჭოუ-გუნი (კონფუცის იდეალი).

ჭოუ-გუნის რეფორმები:

1) ორი დედაქალაქის პრინციპი - ჩენ-ჭოუ და ძუნ-ჭოუ - ტერიტორია გახდა მარტივად


სამართავი. ძუნ-ჭოუ - აქ ზის ვანი, გადმოსახლებულია ინელთა არისტოკრატიის დიდი ნაწილი,
8 მუდმივმოქმედი საჯარისო დანაყოფი, რომელშიც ჭოუელებიც იყვნენ და ინელებიც, თუმცა
ინელები ჭარბობდნენ. ჩენ-ჭოუ - ლიანის რაიონში მდებარეობდა. აქ იყვნენ ვანის ახლობლები
და 6 საჯარისო დანაყოფი.

2) სამეფო დაყო 70 ნაკვეთად, რომლებსაც მემკვიდრეობითი მიწები ეწოდა. 50-ზე მეტი


გადაეცათ პირველი ვანების ახლო ნათესავებს, დანარჩენი - ერთგულ მოხელეებს. მმართველებს
დაერქვათ გუნები. მათ უნდა მიეღოთ დასტური ვანისგან, ჩასულიყვნენ დედაქალაქში და
მიეღოთ თანხმობა. ეს იყო კავშირის შენარჩუნებისთვის.

3) შერეული ადმინისტრაციის ტიპი - ინელების თანამდებობები უმეტესწილად


შენარჩუნდა და ამის პარალელურად შეიქმნა ახალი თანამდებობები ჭოუელებისთვის
(ერთგვარი ძალთა ბალანსი, ორივე მხარე კმაყოფილია). ძვ.წ. XI-X საუკუნეები - ამ დროს ძალიან
პოპულარული იყო შერეული ადმინისტრაცია.

4) ლეგიტიმაციის საკითხი - ტრადიცია დააძველა.

პირველად გაჩნდა ლეგენდა სიას დინასტიის შესახებ - ძვ.წ. XXI-XVII საუკუნეები,


დასავლეთ ჭოუს პერიოდი. ღვთაება იაომ გადასცა ტახტი შუნს, შუნმა გადასცა იუის, იაო და
შუნი - ბრძენი, კარგი თვისებების მქონე, ღვთაებრივი იყვნენ. იაო; შუნ; იუი;......; ძე - ის არ იყო
ბრძენი და კარგი, ამორალური და გარყვნილი იყო. იუი იყო პირველი, ვინც ტახტი გადასცა
თავის ვაჟს, ითვლება სიას დინასტიის დამაარსებლად. ძე იყო უკანასკნელი მმართველი სიას
დინასტიისა. ამის შემდეგ მოდის ინელი ჩენ-ტანი - კარგი მმართველი.

მთავარი ღვთაება - თიენ - ცა, რომელიც იმპერატორს ანიჭებდა მინ-ს ანუ მანდატს,
მბრძანებლობას. ამიერიდან მმართველად სახელდებოდა ის, ვისაც შესაბამისი თვისებები
ჰქონდა და არა - სისხლით მემკვიდრე.

ჩენ-ტანი;....; ჭოუ სინი (უკანასკნელი მმართველი, ცუდი). თიენმა ჭოუს სინს ჩამოართვა
მინ-მანდატი და ჭოუელ ვენ-ვანს მისცა. თიენ-ძი - ,,ცის შვილი’’ იყო ამიერიდან იმპერატორი.
შანტის შემდეგ ჩინურ რელიგიას აღარ ჰყოლია პერსონიფიცირებული ღვთაება.

თიენ-ძი ზის დასავლეთის დედაქალაქ ძუნ-ჭოუში და ცის ნებას უზარმაზარ


ტერიტორიაზე ავრცელებს. კავშირი ერთი გვარის შთამომავლებს შორის შემცირდა. შეიცვალა
მმართველებიც. უფრო პასიურია პოლიტიკა, რადგან ყველაფერი რიგზეა. IX საუკუნის შუა
ხანები - ლი-ვანის წინააღმდეგ გაილაშქრა ერთ-ერთმა გუნმა. ლი-ვანმა მოახერხა აჯანყების
ჩახშობა, მაგრამ მისი ავტორიტეტი იმდენად დაეცა, რომ იძულებული გახდა ტახტიდან
გადამდგარიყო.

ლი-ვანი; სიუნ-ვანი (ძვ.წ. 827-781 წწ.)

სიუნ-ვანმა გაატარა რეფორმები:

1) გადასახადების გადამხდელთა აღრიცხვა დაიწყო. კარგი რეფორმა იყო, მაგრამ


დაგვიანებული;
2) შექმნა ახალი მემკვიდრეობითი მიწები ახლო ნათესავებისთვის. ეს იყო საბედისწერო
შეცდომა. ეგონა, რომ ამით მეტი მომხრე გაუჩნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ერთ-ერთი ასეთი მიწა იყო შენის სამეფო.

სიუნ-ვანი; იუ-ვანი.

იუ-ვანს ცოლად ჰყავდა შენის გუნის ასული. იუ-ვანს ცოლზე მეტად თავისი ხარჭა
უყვარდა, ამიტომ მის წინააღმდეგ შენის ჯარებმა გაილაშქრეს. ეს მათი გვარის შეურაცხყოფა
იყო.

ძვ.წ. 771 წელს იუ-ვანი შენის ჯარებთან დამარცხდა.

იუ-ვანი; პინ-ვანი.

პინ-ვანი იძულებული გახდა გადასულიყო აღმოსავლეთით ჩენ-ჭოუში და დასრულდა


დასავლეთ ჭოუს ეპოქა.

დაიწყო აღმოსავლეთ ჭოუს პერიოდი.

პინ-ვანმა მოკავშირეებს მიწები აჩუქა და ამით ტახტი შეინარჩუნა. მოგვიანებით


დასავლეთის ტერიტორიაზე ცინის სამეფო შეიქმნა.

სია (ძვ.წ. XXI-XVII სს.) - ჩნდება დასავლეთ ჭოუს პერიოდში და აღნიშნავს


ტერიტორიებისა და ხალხის ერთობას.

შან-ინის ეპოქა (XVII-1027) - მდ. ხუანხეს აუზი.

აღმოსავლეთ ჭოუს პერიოდი:

1) ჩუნციუ (771-476) - გაზაფხულებისა და შემოდგომების ქრონიკები;

2) ჭანგო (476-221) - მებრძოლი სამეფოების პერიოდი.

ვანი; გუნები; ცინები (დაფუ და შუ). დაფუ - ძველი ჩინეთის რაინდები, მათ არ
ეკუთვნოდათ მიწები, შეიძლება ჰქონოდათ ტიტული. შუ - ცინების შედარებით შორეული
შთამომავლები. მწიგნობრები (აქედან იყო კონფუციც).

You might also like