You are on page 1of 4

სენეკა ფოლსის ყრილობა

სენეკა ფოლსის ყრილობა იყო ქალთა უფლებების პირველი ყრილობა


შეერთებულ შტატებში.შეხვედრას , რომელიც ჩატარდა 1848 წლის ივლისში, სენეკა
ფოლსში, ნიუ იორკში, დაიწყო ქალთა ხმის მიცემის უფლებებისთვის. შვიდი
ათწლეულის შემდეგ ქალებმა შეძლეს მიეღოთ ხმის მიცემის უფლება.

თავდაპირველად ეს ქალების უფლებებისთვის განკუთვნილი ყრილობა,


იბრძვოდა ქალის სოციალური, სამოქალაქო და რელიგიური უფლებებისთვის.
შეხვედრა გაიმართა 1848 წლის 19-20 ივლისს, ნიუ-იორკის ვესლეინ
სამლოცველოში. მწირი რეკლამების მიუხედავად, 300 ადამიანი-ძირითადად
რაიონის მაცხოვრებლები გამოცხადდნენ. პირველ დღეს მხოლოდ ქალებს
ჰქონდათ დასწრების უფლება , მეორე დღისთვის მამაკაცებისთვისაც ღია იყო..

ელიზაბეტ კედი სტენტონმა, შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კონგრესის


მიზნებსა და მიზეზებზე განაცხადა: ‘’ჩვენ ვიყავით შეკრებილნი, რომ
გავაპროტესტოთ მმართველობის ფორმა, რომელიც არსებობოს მმართველ
პირთა ნებართვის გარეშე- დავიცვათ ცვენი უფლებები , კერძოდ. ვიყოთ
თავისუფლები, ვიყოთ წარმოდგენილნი მთავრობაში.

ყრილობამ განაგრძო 11 რეზოლუციის განხილვა ქალთა უფლებების შესახებ.


ყველა ერთხმად მიიღეს გარდა მეცხრისა, რომელიც ითხოვდა ქალთა ხმის
მიცემის უფლებას სტენტონმა და აფროამერიკელმა აბოლიციონისტმა ფრედერიკ
დუგლასმა არაერთი გამოსვლა მოაწყვეს ხმის მიცემის უფებასთან დაკავშირებით.

ხუთი ქალი, რომლებმაც სენეკა ფოლსის ყრილობა მოაწყვეს, ასევე


მონაწილეობდნენ გაუქმების მოძრაობაში, რომელიც მონობის შეწყვეტასა და
რასობრივ დისკრიმინაციას ითხოვდა. მათ შორის იყვენე;

ელიზაბეტ კედი სტენტონი, ქალთა უფლებების მთავარი წამყვანი ადვოკატი,


რომელიც იყო სენეკა ფოლსის ყრილობის მამოძრავებელი ორგანიზატორი.იგი
სწავლობდა ტროას ქალთა სემინარიაში და მუშაობდა ქალთა საკუთრების
უფლებების რეფორმაზე 1840-იანი წლების დასაწყისში.
ლუაკრეტია მოტი, კვაკერის ქადაგი ფილადელფიიდან, რომელიც ცნობილი იყო
ანტი მონობის, ქალთა უფლებებისა და რელიგიური რეფორმების აქტივობით.

მერი მ’კლინტოკი, ქუაკერის მონობის საწინააღმდეგო, ქალთა უფლებების


დამცველი. 1833 წელს მ’კლინტოკმა და მოტმა მოაწყვეს ფილადელფიის ქალთა
მოობის საწინააღმდეგო საზოფადოება. სენეკა ფოლსის ყრილობაზე მ’კლინტოკი
დაინიშნა მდივნად.

მართა კოფინ რაიტი, ლუკრეტია მოტის და. გარდა ამისა, იგი იყო ქალთა
უფლებების მომხრე მთელი ცხოვრების განმავლობაში, ასევე აბოლიციონისტი,
რომეკიც მართავდა სადგურს მიწისქვეშა რკინიგზაზე, მისი იუბურნიდან.

ქუაკერის კიდევ ერთი აქტივისტი ჯეინ ჰანტი იყო მ’ კლინტოკის ოჯახის წევრი
ქორწინების გზით.

სტენტონი და მოტი პირველად შეხვდნენ ლონდონში 1840 წელს, სადაც ისინი


ქმრებთან ერთად მონობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო კონგრესს
ესწრებოდნენ. როდესაც კონვენცია გამორიცხავდა დელეგატ ქალებს მხოლოდ
მათი სქესის გათვალისწინებით, წყვილმა გადაწყვიტა ქალთა უფლებების
კონვენციის ჩატარება.

1848 წლის ივლისში სტენტონი იმედგაცრუებული დარჩა შვილების აღზრდაში


სახლში ყოფნის როლით.მან დაარწმუნა მოტი, რატი და მ’კლინტოკი
დახმარებოდნენ სენეკა ფოლსის ყრილობის ორგანიზებაში და დაეწერათ მისი
მთავარი მანიფესტი სენტიმენტების დეკლარაცია. ერთად, ხუთმა ქალმა შეადგინა
შეტყობინება, რომ გამოცხადდა კონვენცია ქალის სოციალური, სამოქალაქო და
რელიგიური მდგომარეობისა და უფლებების განსახილველად ჰანტის ჩაის
სუფრის გარშემო.

სენტიმენტების დეკლარაცია

სენტიმენტალური დეკლარაცია იყო სენეკა ფოლსის ყრილობის მანიფესტი,


რომელშიც აღწერილი იყო ქალების საჩივრები და მოთხოვნები. პირველ რიგში
ელისაბეტ კედი სტენტონის მიერ დაწერილი. იგი მოუწოდებდა ქალებს
ებრძოლათ თავიანთი კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის
უფლებებისთვის, როგორც აშშ-ის მოქალაქეები.’’ჩვენ ვთვლით , რომ ეს
ჭეშმარიტება აშკარაა; რომ ყველა ქალი თანაბრად არის შექმნილი’’-აღნიშნულია
დოკუმენტში .

დამოუკიდებლობის დეკლარაციით შთაგონებული სენტიმენტალური დეკლარაცია


ამტკიცებდა ქალთა თანასწორობას პოლიტიკაში, ოჯახში, განათლებაში,
სამსახურში, რელიგიასა და ზნეობაში.

იმის გამო, რომ ქალებს არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება-უფლება მიეცათ


‘’ყველაზე უმეცარ და დეგრადირებულ მამაკაცებს’’- ისინი იძულებულნი გახნდნენ
დამორჩილებოდნენ იმ კანონებს, რომლებსაც ისინი არ ეთანხმებოდნენ. ქალებს
უწევდათ განათლებაზე უარი ეთქვათ და ეკლესიაში მინიმალური როლი
ეთამაშათ. ქალებს ასევე მოეტხოვებოდათ ქმრების მორჩილება და ქალების
ხელფასი ეკუთვნოდათ მათ ქმრებს.

რეზოლუციები

შემდეგ მოვიდა 11 რეზოლუციის ჩამონათვალი, რომელიც ითხოვდა ქალთა და


მამაკაცთა თანასწორობას. რეზოლუციაში ამერიკელები მოუწოდებდნენ
განეხილათ ნებისმიერი კანონი, რომელიც ქალებს მამაკაცებისადმი
დაქვემდებარებულ მდგომარეობაში აყენებდა, როგორც ‘’არავითარ ძალასა და
ძალაუფლებას’’. მათ გადაწყვიტეს, რომ ქალებს ქონოდათ თანაბარი უფლებები
ეკლესიის შიგნით და გარეთ. მეცხრე რეზოლუცია ეხებოდა ხმის მიცემის უფლებას.

1848 წლის 2 აგვისტოს, სენეკა ფოლსის კონგრესი კვლავ მოიწვიეს როჩესტერის


პირველ უნიტარულ ეკლესიაში, ნიუ-იორკში, რათა დანეხილათ მოძრაობის
მიზნები უფრო მეტი ადიტორიით.

1848-დან 1862 წლამდე სენეკა ფოლსის ყრილობის მონაწილეებმა გამოიყენეს


სენტიმენტების დეკლარაცია აგენტების დასაქმებისთვის, ტრაქტატების
გავრცელებისათვის, სახელმწიფოსა და ეროვნული საკანონმდებო
ორგანოებისათვის შიამდგომლობის მისაღებად.

72 წლიანი ორგანიზებული ბრძოლის შემდეგ, ყველა ამერიკელმა ქალმა


საბოლოოდ მიაღწია იგივე უფლებებს, რაც მამაკაცმა. 1920 წელს ქალებმა
მოიპოვეს ხმის მიცემის უფლება აშშ-ის კონსტიტუციაში მეცხრამეტე შესწორების
მიღებით

You might also like