You are on page 1of 1

ჰოლოკოსტი

ყველაზე მეტად ცნობილი გენოციდი მსოფლიო ისტორიაში, ჰოლოკოსტი იყო –ებრაელთა ,ბოშების, საბჭოთა
ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, პოლონელი ინტელექტუალების, იეჰოვას მოწმეების, ჰომოსექსუალების და სხვა
უმცირესობების მიმართ განხორციელებული განადგურება.ოფიციალურად მიღებული საერთაშორისო ისტორიოგრაფიის
მონაცემებით, გენოციდის შედეგად დაღუპული ებრაელების რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს.“ჰოლოკოსტი” ბერძნული
სიტყვაა და “სრულიად დაწვას” ნიშნავს. დღესდღეობით დამკვიდრებული მნიშვნელობით ეს ცნება 1910-იანი წლებიდან
გამოიყენება.ჰოლოკოსტი წარმოადგენდა მთელი ერის მიზანმიმართული განადგურების მცდელობას, რამაც გამოიწვია
ევროპის ებრაული მოსახლეობის 60%-ის და მსოფლიო ებრაული მოსახლეობის მესამედის მოსპობა;ბოშა ხალხის ერთი
მეოთხედიდან ერთ მესამედამდე რაოდენობის განადგურება;პოლონელი ერის 10%-ის განადგურება .გერმანელი ნაცისტების
ხელთ მოხვედრილი დაახლოებით 3 მილიონამდე საბჭოთა სამხედრო ტყვის განადგურება;გერმანიის შავკანიანი
მოსახლეობის ტოტალური განადგურება;შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განადგურება;დაახლოებით 9
ათასი ჰომოსექსუალის განადგურება;ადამიანთა მასობრივი განადგურების მეთოდების შემუშავება და ამ მეთოდების
მუდმივი სრულყოფა ე. წ. სიკვდილის ბანაკებში; გარდა ამისა, დოკუმენტები მოწმობენ, რომ ნაცისტები გეგმავდნენ
სამომავლოდ ებრაელების, ბოშების და ჰომოსექსუალების განადგურებას ყველა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის
დაპყრობაც განზრახული ჰქონდათ;მრავალი ეროვნების ადამიანთა განადგურების გრანდიოზული მასშტაბები;უსასტიკესი
სამედიცინო ექსპერიმენტები, რომლებსაც გერმანელი ექიმები ატარებდნენ ჰოლოკოსტის მსხვერპლ მოსახლეობაზე. ამ
ექსპერიმენტების უმრავლესობა მსხვერპლთა სიკვდილით მთავრდებოდა.დღესდღეობით ებრაელები ნაცისტების მიერ
უშუალოდ ებრაელი ხალხის გეგმაზომიერი განადგურების პოლიტიკას და ამ პოლიტიკის საფუძველზე განხორციელებულ
ქმედებებს აღნიშნავენ ებრაული სიტყვით “შოა”, რაც “კატასტროფას” ნიშნავს და “ჰოლოკოსტზე” ბევრად უფრო კორექტულ
სიტყვად არის მიჩნეული. ისრაელის კატასტროფისა და ჰეროიზმის ინსტიტუტის, “იად ვა-შემ”-ის კრიტერიუმებით, შოას
მსხვერპლად მიიჩნევიან ადამიანები, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის პირობებში ცხოვრობდნენ ნაცისტების მიერ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განადგურებული იქნენ მასობრივი დახვრეტების ადგილებზე, ბანაკებში, გეტოებში,
ციხეებში, თავშესაფრებში, ტყეებში. ამავე კატეგორიას განეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც ორგანიზებული ან
არაორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის დროს დაიღუპნენ, ასევე – პარტიზანული მოძრაობის, იატაკქვეშა მოძრაობის,
აჯანყების მონაწილეები და ადამიანები, რომლებიც თავის გადარჩენის მიზნით საზღვრების არალეგალური გადაკვეთის და
გაქცევის დროს ნაცისტების, ადგილობრივი მოსახლეობის და ნაცისტების მოკავშირეთა ხელით დაიღუპნენ. შოას
მსხვერპლთა შორის არიან ის ებრაელებიც, რომლებიც დაბომბვის და 1941-42 წლების ევაკუაციის დროს, ასევე გერმანიის
შეიარაღებულ ძალებთან და მათ მოკავშირეებთან პირდაპირი შეტაკების დროს დაიღუპნენ.მიუხედავად იმისა, რომ შოას
მსხვერპლთა რაოდენობა, ტრადიციულად მიღებული მონაცემებით, 6 მილიონია, მსხვერპლთა სრული სია დღემდე არ
არსებობს და ვარაუდობენ, რომ ის გაცილებით მეტი უნდა იყოს.ჰოლოკოსტის თემას არაერთმა სახელგანთქმულმა
მხატვარმა, მუსიკოსმა, მწერალმა თუ რეჟისორმა მიუძღვნა მხატვრული ნაწარმოები.ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებული და
დღესდღეობით ყველაზე ცნობილი ფილმებია რომან პოლანსკის „მუსიკოსი“, სტივენ სპილბერგის „შინდლერის სია“,
რობერტო ბენინის „ცხოვრება მშვენიერია“, მარკ ჰერმანის და როზი ელისონის „დაზოლილპიჟამოიანი ბიჭუნა“.

თამარ სიმონიშვილი

You might also like