You are on page 1of 1

ტოტალიტარიზმი

ისტორიამ უამრავი მაგალითი იცის იმისა, თუ როგორ დაბრმავებული მიჰყვებოდნენ


ადამიანები თავიანთ ბელადებს (ტირანებს). ამის დასტურად ნაცისტური გერმანიისა და
კომუნისტური საბჭოთა კავშირის მაგალითები იკმარებდა. გერმანელმა ხალხმა დაიჯერა
ნაცისტების შეთხზული ამბავი,თითქოს გერმანელი იყო რჩეული ერი, რომელსაც
მსოფლიოში ახალი წესრიგი უნდა დაემყარებინა. ამ ცრურწმენამ მთელი ევროპა
საკონცენტრაციო ბანაკებით მოაფენინა მათ და უამრავი სხვა ერის ადამიანი გააჟლეტინა
(განსაკუთღებით --- ებრაელები).

ბელადების უსაზღვრო რწმენა ჰქონდათ საბჭოთა მოქალაქეებს. მათ დააჯერეს, რომ


აშენებდნენ კაცობრიობის ნათელ მომავალს. ამიტომ ეგუებოდნენ წყობილებას, რომელიც
უმოწყალოდ სჯიდა უდანაშაულო ადამიანებს: ხვრეტდა ან ციმბირის ბანაკებში აგზავნიდა
(ე. წ. გულაგები)

ტოტალიტარულია სახელმწიფო, რომელიც მთლიანად აკონტროლებს თავისი


მოქალაქეების ქცევასა და აზროვნებას. ასეთივე ბუნებისაა სხვადასხვა დაჯგუფება, რომელთა
წევრებიც უსიტყვოდ ემორჩილებიან ლიდერებს, მათ გარემოცვას. ტოტალიტარიზმს
შეიძლება ჰქონდეს რელიგიური ან პოლიტიკური საფუძველი. ამ მორჩილებას განაპირობებს
ქცევის დადგენილი წესები. მისი შენარჩუნების მიზნით ადამიანებს უნერგავენ შიშს, აჩვევენ
ერთმანეთის თვალთვალსა და დაბეზღებას ( ,,დათა თუთაშხია“-- საირმის ტყის
საზოგადოება და არქიფო სეთური. ეს მოვლენა კარგადაა ნაჩვენები რევაზ ინანიშვილის
მოთხრობაში ,,ლარა“, ჯორჯ ორუელის რომანში ,,1984“). ადამიანებს თვალი რომ არ
აეხილოთ და სიცრუე არ დაინახონ, ბელადები მათ გარესამყაროსთან კავშირს უზღუდავენ
(ჰერმან ჰესე ,,ტყის კაცი“) და ჩასძახიან, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება ისაა, რასაც თვითონ
სთავაზობენ. მასების დარწმუნების ნაცადი ხერხია დემაგოგია. ბელადი ურევს მსჯელობის
წესებს, სინამდვილის მოჩვენებით სურათს ქმნის. არათანმიმდევრული მსჯელობა ხალხის
ემოციებსა და ცრუწარმოდგენებზეა გათვლილი. ლიდერი ცრუ დაპირებებს იძლევა,
პრობლემებს აუბრალოებს. მისი სიტყვები საპირისპირო შინაარსს იძენს.

ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას,


რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია,
ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ
ადამიანებს და არა მონებს.
არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა
და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას,
მონაა ისიც.
(ოთარ ჭილაძე -- ,,ადამიანი გაზეთის სვეტში“)

You might also like