You are on page 1of 2

გერბი

1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ,


დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლიკების შექმნაზე მუშაობა დაიწყო.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან კარგა ხანს


მიმდინარეობდა კამათი და მსჯელობა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო რესპუბლიკის
სახელმწიფო გერბი. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ წამოაყენა წინადადება, გერბზე
გამოსახული ყოფილიყო ამირანი. ივანე ჯავახიშვილის აზრით კი, საქართველოს
გერბზე უნდა გამოესახათ თეთრი გიორგი შვიდი მნათობით, რადგან იგი
ისტორიულად დაკავშირებულია ქართველ ხალხთან.

1918 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გერბის ნახატის


კონკურსი გამოაცხადა.გამარჯვებული ევგენი ლანსერე.

პარლამენტის ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი რევაზ გაბაშვილი ამბობდა:


„დიდი ბრძოლის შემდეგ, როცა მენშევიკებმა კვლავ მისცეს უფლება თავის მრევლს, –
ინდივიდუალურად მიეცათ ხმა, ჩვენ გავიტანეთ „თეთრი გიორგი“, მაგრამ
დაგვიმახინჯეს, რასაკვირველია, და ვეშაპის დათრგუნვის მაგიერ შუბით გმირისაგან,
ვიღაც ჯამბაზი გადაახტუნეს… გუმბათზე და შუბს ტარიდანაც მოხსნეს ჯვარი“.

1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კონსტიტუციის


მიხედვით, სახელმწიფო გერბზე გამოსახული იყო „თეთრი გიორგი შვიდი მნათობით“.
ეს გერბი მცირეოდენი ცვლილებებით აღადგინა 1990 წლის შემოდგომაზე არჩეულმა
უზენაესმა საბჭომ და იგი შემდგომი 14 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, როგორც
სახელმწიფო გერბი.

ჰიმნი
ჰიმნი პირველად აჟღერდა 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის
გამოცხადების დღეს. ამის შემდეგ იგი ნაწილობრივ გადაამუშავა სპეციალურმა კომისიამ
და საბოლოო სახით დიდმა გუნდმა და ორკესტრმა შეასრულა 1919 წლის 26 მაისს
რესპუბლიკის შექმნის წლისთავზე. “დიდება” ოფიციალურ ჰიმნად გამოცხადდა
სპეციალური კონკურსის გარეშე.

ჰიმნი მარტივად შესასრულებელი და დასამახსოვრებელი უნდა იყოს. „სიტყვები, ასე


ვთქვათ, თარგმანი უნდა იყოს ჰიმნის მუსიკისა, ხოლო ჰიმნი უმთავრესად თავისი
მუსიკით უნდა მეტყველებდეს. ჰარმონიის მხრივ არ უნდა იყოს აჭრელებული
ქრომატული ნიშნებითა და რთული მოდულაციით“, – წერდა ავტორი.
გასული საუკუნის 90-იანი წლებში, დამოუკიდებლობის მეორედ მოპოვების შემდეგ,
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, 1990 წლის 14 ნოემბერს მიღებული
გადაწყვეტილებით, „დიდება“ საქართველოს ეროვნულ ჰიმნად გამოაცხადა და ასეთად
დარჩა 2004 წლამდე, ვიდრე იგი ახალმა ჰიმნმა – „თავისუფლებამ“ არ შეცვალა.

დროშა

დროშის ალმის ფერი სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან უნდა ყოფილიყო


შეხამებული, ეროვნულმა საბჭომ ალმის ფონად ქართლის სამეფოს დროშის მოწითალო-
შინდისფერი შეარჩია, რომელსაც ტრადიციული თეთრი და შავი ფერებიც მიეხატეს
კუთხეში.

1918 წლის 9 ივლისს დროშის ესკიზი განიხილა და მოიწონა საქართველოს ეროვნული


საბჭოს ხელოვნების კომისიამ. 1918 წლის 10 სექტემბერს ოფიციალურად მიიღეს
კანონი „საქართველოს რესპუბლიკის დროშისა“.

მიუხედავად სოციალ-დემოკრატების ანტიპათიისა ამ დროშის მიმართ,


სამფეროვანი დროშა საქართველოს ისტორიაში დარჩა როგორც ქვეყნის
დამოუკიდებლობის სიმბოლო. სამფეროვანმა ალამმა საქართველო
დატოვა პოლიტიკურ ემიგრაციასთან ერთად.

You might also like