You are on page 1of 7

საქართველოს დროშები

და გერბები
ა.ფურცელაძე; გ.გოგილიძე;
ლ.ოთარაშვილი; ნ.მაღრაძე
საქართველოს ახალი დროშა
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე
აღინიშნება იანვრის თვის 14 რიცხვში,
საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის მიღების
დღეს.სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012
წლის 14 იანვარს აღინიშნა, ღონისძიება
მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა
გამოფინეს საქართველოს დროშები,
მარჯანიშვილის მოედანზე აღმართეს
საქართველოს დიდი დროშა, ხოლო პატარა
დროშები უბრალო გამვლელებს დაურიგეს.
საქართველოს ძველი დროშა
• საქართველოს დამოუკიდებლობა
სამფეროვანია. შინდისფერი, შავი და
თეთრი - სწორედ ეს სამფეროვანი დროშა
ფრიალებდა ასი წლის წინ თავისუფალ
საქართველოში და სწორედ ეს
სამფეროვანი დროშა შთააგონებდა
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ
ქართველებს მომდევნო სამოცდაათი წლის
მანძილზე, საბჭოთა ოკუპაციის დროს.
სწორედ ამ დროშას სცემდნენ თაყვანს
პატრიოტი ქართველები და სწორედ ამ
დროშისათვის სწირავდენ ისინი თავს.
საქართველოს ძველი გერბი
• საქართველოს სახელმწიფო გერბის
მთავარი ფიგურა არის წმიდა გიორგი,
რომელიც ჰერალდიკაში და
ვექსილოლოგიაში სიმბოლურად
გამოისახება - თეთრ ფონზე წითელი
სწორკუთხა ჯვარი (ჰერალდიკაში -
ვერცხლის ველზე "მეწამული" (წითელი)
სწორკუთხა ჯვარი). წმინდა გიორგი,
როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო,
ანუ საქართველოს განმასახიერებელი და
მფარველი, პირველად მეფე გიორგი III
(1115-1184 წ.) დიდ სახელმწიფო საბეჭდავზე
გვხვდება.
საქართველოს ახალი გერბი
• საქართველოს გერბი საქართველოს სახელმწიფო
სიმბოლოა დროშასთან და ჰიმნთან ერთად. იგი
შემოღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ,
რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 10
ოქტომბრიდან. სახელმწიფო გერბის ავტორია
მხატვარი, ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე, ხოლო
დევიზისა ვალერი ბახტაძე და თამაზ ნანიტაშვილი.
თავდაპირველი, საკონკურსო ვერსიით, გერბი
იმეორებდა ბაგრატიონთა საგვარეულო გერბის
გამომსახველობას, თუმცა პარლამენტის მრავალი
განხილვის შემდეგ, გერბის ძირითადმა ნაწილმა
მიიღო შედარებით მარტივი კომპოზიცია: წმინდა
გიორგის ვერცხლიფერი გამოსახულება მეწამულ
ფარზე.
მოძიებული ინფორმაციის საიტების
ლინკები:
1.საქართველოს ახალ დროშაზე-

2.საქართველოს ძველ დროშაზე-

3.საქართველოს ძველ გერბზე-shorturl.at/rKYZ9

4.საქართველოს ახალ გერბზე-shorturl.at/jkxPQ


მადლობა ყურადღებისთვის!
:)

You might also like