You are on page 1of 1

ცქირი

თხზულებაში ყურადღებას იქცევს ცქირის მოქმედების


ეპიზოდი. ცქირი საჰაკის აღზრდილი იყო და ხშირად
მოციქულობდა აშოტის წინაშე, ბუნებრივია, იგი ჯაშუშის
როლსაც ასრულებდა. იგი კარგად იცნობდა ტაო-კლარჯეთის
ვითარებას, ამიტომ მისგან მოწოდებული ცნობები
მნიშვნელოვანი იქნებოდა არაბებისთვის. ისინი კარგად
ხედავდნენ სამხრეთ საქართველოში წამოწყებულ მოძრაობას,
რომელიც მიზნად ისახავდა მათ განდევნას და საქართველოს
გაერთიანებას. ისიც აშკარა იყო, რომ ეროვნული მთლიანობის
სულისჩამდგმელი ეკლესია იყო, ამიტომ ანჩის ეპისკოპოსის
გარდაცვალების შემდეგ საჰაკმა მის ადგილას ცქირი
მოითხოვა. ამით, ფაქტობრივად, გააკონტროლებდა ქართულ
ეკლესიას და ეცდებოდა თავისუფლების წართმევას.
გარკვეული პოლიტიკური ვითარების გამო აშოტმა ვერ შეძლო
უარის თქმა. ანჩის ეკლესია 30 კილომეტრით იყო დაშორებული
აშოტის რეზიდენციას, არტანუჯს. ცქირმა ძალადობით დაიპყრო
ანჩის საყდარი. იგი აშკარად ეწეოდა ანტიქრისტიანულ
საქმიანობას. გრიგოლი და მისი მოწაფეები აღუდგნენ ცქირს,
რომელმაც მათ მრავალი ბოროტება „შეამთხვია“. ის ხედავდა,
რომ ეროვნული მოძრაობის სული გრიგოლი იყო და ამიტომ
მისი მოკვლა გადაწყვიტა. გრიგოლი ხედავდა, რომ მტერი
ნიადაგს იმზადებდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს
სულიერი და ფიზიკური ტყვეობისთვის. მან ბრძნულად
განჭვრიტა, რომ დათმობა არ შეიძლებოდა. მან დაირწმუნა
აშოტი განედევნა ცქირი, მაგრამ არაბები არ თმობდნენ
პოზიციას, აშოტი ჭოჭმანობდა და ცქირმა კვლავ ძალადობით
დაიპყრო ანჩი. მან ხალხი გააგზვნა ხანძთის დასანგრევად.
გრიგოლის ლოცვის შემდეგ ხანძთა და მისი სულიერი მამა
გადარჩნენ. ცქირის სიკვდილი იყო არა მარტო უღირსი
ადამიანისთვის ანგარიშსწორება, არამედ მნიშვნელოვანი
პოლიტიკური სვლა. გრიგოლმა გადაჭრა საკითხი, რომლის
წინაშე აშოტი უძლური იყო.

You might also like