You are on page 1of 2

კითხვებზე პასუხი:

ლექსი მეწყერი - ტიციან ტაბიძე

1. რას გულისხმობს ტიციანი სტრიქონში: “მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს”?
`მე არ ვწერ ლექსებს”- ამბობს პოეტი და მკითხველს აოცებს ამგვარი ამოტრიალება
ნაცნობი სქემისა, რომლის მიხედვითაც, პოეტია შემქმნელი, შემოქმედი პოეზიისა. ეს
მთლიანად ცვლის წარმოდგენას პოეტზე, რომლის ნებაზეა დამოკიდებული ყოველი
სტრიქონის დაბადება. `ლექსი თვითონ მწერს~, _ ამბობს პოეტი და ამ სიტყვებით
წარმოაჩენს პოეზიის ძალმოსილებას. ამგვარად, ერთი მხრივ, ხაზგასმულია, რომ პოეტზე
არ არის დამოკიდებული, თუ რას და როგორ წერს, მეორე მხრივ კი, უფრო
მნიშვნელოვანიც, რომ ლექსი ქმნის პოეტს

2. ახსენით, რატომ არის ლექსი შედარებული მეწყერთან.


ლექსი თავისი დიდი შინაგანი ენერგიითა და მუხტით ჰგავს მეწყერს, რომელსაც
შეუძლია ყოველივეს დაშლა და განადგურება, ოღონდ ამ დაშლა-განადგურებაში შენებაც
იგულისხმება. ერთიანად შეძრული, ემოციებისა და გრძნობებისგან დამსხვრეული
პოეტის სულში ახალი რეალობა იქმნება პოეტური სამყაროს სახით.

3. რას გამოხატავს პოეტი მოცემულ ტაეპში: “ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება”?
პოეტს სჯერა, რომ არ შეიძლება მისი პოეზია უკვალოდ ჩაიკარგოს დროთა უფსკრულში.
ერთი მკითხველი მაინც გამოჩნდება, რომელსაც შესძრავს მისი ნაფიქრ-ნაღვაწი, მისი
ტანჯვა თუ სიხარული, პოეტურ სახეებად გარდაქმნილი. სწორედ ეს გაამართლებს მის
ამქვეყნად არსებობას.

4. როგორ უნდა გავიგოთ, რომ ლექსები იყო პოეტის საგზალი?


შეიძლება ესეც გავიგოთ, რომ ლექსები მისთვის სულიერი საზრდოა,რომლის გარეშეც
სიცოცხლე არ შეუძლია.

ანანურთან - ტიციან ტაბიძე

1. ვის მიუძღვნა პოეტმა ეს ლექსი?


ეს ლექსი პოეტმა თამუნია წერეთელს მიუძღვნა.
2. ჩამოწერეთ შედარებები, რომელთაც პოეტი თამარის მშვენიერების წარმოსაჩენად
მოიხმობს.
დანგრეული “მოდი-ნახე” და ფეხმოტეხილი ღრუბელი, მზეთუნახავი
3. როგორ ხსნის პოეტი, რა არის მისი მგოსნობის ფასი?
პოეტის მგოსნობის ფასი არის სიყვარულის უპირატესობის, სიდიადის წარმოჩენა.

პოეზია - პაოლო იაშვილი

1. რისთვის სჭირდება პოეტს “სიტყვის მადანი”?


ლექსის ლირიკული გმირი გამოხატავს პოეზიის გარეშე ცხოვრების უაზრობასა და
ამაოებას. მეტაფორულად გვიხატავს, რომ თუ პოეტს ამოეწურა „სიტყვის მადანი“, მისი
შემოქმედება დაღუპვისთვისაა განწირული.
2. რას უნდა ნიშნავდეს პოეტის პოეზიით დასნეულება?
ეს ნიშნავს, რომ მგოსნობა ღვთიური ჯილდოა და მწერალზე არ არის დამოკიდებული.
3. როგორ იქმნება ლექსის მიხედვით თითოეული ტაეპი?
დიდი მსხვერპლის - განუწყვეტელი ფიქრის, ღამეების თენების, ხორციელ სიამოვნებებზე
უარის თქმის ფასად.
4. რა როლი აქვს პოეზიას პოეტის ცხოვრებაში?
პოეზიას პოეტის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს. ამას ადასტურებს
ავტორის სიტყვები: “რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას”.
5. პოეტის აზრით რა შემთხვევაშია “მძორი ყვავებისთვის გასატანი?
იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ლექსის შექმნას ვეღარ შეძლებს.

გაბარაშვილი ნიკა

You might also like