You are on page 1of 8

ეთერ თიკანაშვილი, მერი ნატროშვილი, ომარ კეპულაძე - თავისუფლება, სიყვარული და მტრობა (ლიბერალური

განათლების კონტექსტში) -ბაკალავრიატი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
საფეხური პირველი-ბაკალავრიატი
სილაბუსი

1. სასწავლო კურსის დასახელება თავისუფლება, სიყვარული და მტრობა (ლიბერალური


განათლების კონტექსტში)
2. სასწავლო კურსის დასახელება Freedom, Love and Feud (within the Context of
ინგლისურ ენაზე
Liberal Arts)

3. სასწავლო კურსის 1 სემეტრი


ხანგრძლივობა
4. კრედიტების რაოდენობა 6 კრედიტი
5. საათების განაწილება საკონტაქტო საათი - 32 სთ
განაწილებულია შემდეგნაირად:

● ლექცია (ინტერაქტიული ხასიათის) 27 სთ


● პრეზენტაციები – 2 სთ.
● შუალედური გამოცდა – 1სთ.
● დასკვნითი წერითი/ზეპირი შეფასება (მე- 16კვირა)
- 2 საათი

დამოუკიდებელი სამუშაო - 118 საათი

7. მოწვეული პედაგოგები სილაბუსი შედგენილია პროფესორ მანანა ანასაშვილის


ხელმძღვანელობით

მერი ნატროშვილი -მაგისტრის ხარისხი საჯარო


პოლიტიკის ადმინისტრირებაში
ელ ფოსტა meri.natroshvili.1@iliauni.edu.ge
ტელ: 571 573 756
ომარ კეპულაძე - მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი
მედიცინაში
ელ ფოსტა: omari.kepuladze.1@iliauni.edu.ge
ტელ :598 365 333
ეთერ თიკანაშვილი - მაგისტრის ხარისხი შედარებით
ლიტერატურათმცოდნეობაში
ელ ფოსტა : eter_tikanashvili@iliauni.edu.ge
ტელ: 555 338 445
8. სასწავლო კურსზე დაშვების მოცემული კურსი განკუთვნილია მხოლოდ
წინაპირობები პირველკურსელებისთვის
9. სწავლების მეთოდები ● დისკუსია/დებატები;
● დემონსტრირების მეთოდი;
● ვერბალური მეთოდი,
● ჯგუფური მუშაობა;
● როლური და სიტუაციური თამაშები;
10 სასწავლო კურსის მიზანი კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა თავისუფლების,
სიყვარულისა და მტრობის თემაზე შექმნილ ქართველ და
უცხოელ ავტორთა ლიტერატურული და კინო შედევრების

1
ეთერ თიკანაშვილი, მერი ნატროშვილი, ომარ კეპულაძე - თავისუფლება, სიყვარული და მტრობა (ლიბერალური
განათლების კონტექსტში) -ბაკალავრიატი

შესახებ. სტუდენტები ამ ნიმუშების საფუძველზე


განივითარებენ უნარს, გაანალიზონ ამ ნაწარმოებებში
დასმული საკითხები თანამედროვეობის კონტექსტში და
შეაფასონ მათი აქტუალობა.
11. ძირითადი თემები
● სიყვარულის ფენომენი და მისი გამოხატვის
ფორმები სხვადასხვა ეპოქის ავტორებთან. არის
თუ არა ქორწინება სიყვარულის ლოგიკური
გაგრძელება და რა შემთხვევაში ხდება მასთან
დაკავშირებული იდეალების მსხვრევა ( უ.
შექსპირი, ჯ. ოსტინი, ა. ჩეხოვი);
● რამდენად არის ,,ამერიკული ოცნება”
ბედნიერების გარანტი. სიყვარული, მეგობრობა და
ადამიანური ურთიერთობები კარიერიზმისა და
მერკანტილიზმის ფონზე (ბ. მილერის “მელიებზე
მონადირე”);
● პიროვნების თავისუფლების ხარისხი
საზოგადოებაში დამკვიდრებული წეს-ჩვეულებების,
სტერეოტიპების და ქცევის წესების პირობებში
(ვაჟა-ფშაველა, თ. აბულაძე, ჯ. ქარჩხაძე);
● ჭეშმარიტების რელატიურობა, რწმენის და
სიყვარულის თანაარსებობა (რ. აკუტაგავა)
12 სწავლის შედეგები და დარგობრივი
. ძირითადი კომპეტენციები ● სტუდენტს შესწავლილი აქვს თავისუფლების,
(დარგობრივი და ზოგადი) სიყვარულისა და მტრობის თემებზე შექმნილი
ძირითადი ლიტერატურული ტექსტები და
კინოხელოვნების ნიმუშები. შეუძლია კრიტიკულად
შეაფასოს და შეადაროს ლიტერატურული ტექსტი
მის კინოადაპტაციას და ამ შედარებისას
განსაზღვროს არსებითი საკითხებისადმი
განსხვავებული მიდგომები.
● სტუდენტს შეუძლია თავისუფლების, სიყვარულისა
და მტრობის მარადიული თემების შესახებ
სხვადასხვა ეპოქისა და ავტორის
ურთიერთმიმართების განსაზღვრა.
● ტექსტებში ავტორების მიერ მხატვრული სახეების
გააზრება და გაანალიზება და ამ ავტორთა
კონცეფციების თანამედროვეობის ჭრილში
გააზრების უნარი აქვს.
ზოგადი
● კურსის გავლის შედეგად სტუდენტს თავისი
პოზიციის ვერბალურად გადმოცემისა და
დისკუსიაში მათი არგუმენტირებულად დაცვის
უნარი აქვს;
● აქვს დამოუკიდებლად მუშაობის, ზეპირი
პრეზენტაციების, ესსესა და ტექსტების
ინტერპრეტაციის გარკვევით წერის, ანალიზისა და
სინთეზის უნარები;
● აქვს კრიტიკული შეფასებისა და გუნდურად
მუშაობის უნარები, დისკუსიის დროს მათთვის ახალ
და საინტერესო თემებზე საკითხის დასმის უნარი,
სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებიდან ინფორმაციის

2
ეთერ თიკანაშვილი, მერი ნატროშვილი, ომარ კეპულაძე - თავისუფლება, სიყვარული და მტრობა (ლიბერალური
განათლების კონტექსტში) -ბაკალავრიატი

მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი.

13 შეფასების წესი შეფასების წესი -(100 ქულიანი)


. (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90


ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების
61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50
ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად
მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი
მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის
უფლება;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და
ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ
ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას
საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

შეფასების კომპონენტები
შეფასების შეფასების მინიმალური
ფორმა კომპონენტი ზღვარი
შუალედური აქტიურობა - 20 ქ 26 ქ
შეფასება ქუიზები - 20 ქ
შუალედ.წერა - 25

პრეზენტაცია - 10 ქ

დასკვნითი დასკვნითი წერა- 9


შეფასება 25 ქ
სულ 100 ქ 51

3
ეთერ თიკანაშვილი, მერი ნატროშვილი, ომარ კეპულაძე - თავისუფლება, სიყვარული და მტრობა (ლიბერალური
განათლების კონტექსტში) -ბაკალავრიატი

შეფასების კრიტერიუმები

აქტიურობა -დისკუსიაში მონაწილეობა - 20 ქულა


შეფასების კომპონენტები:

აქტიურობა თავის მხრივ მოიცავს სამ ნაწილს: 1)


დასწრება
2) ინტერვენციების სიხშირე 3) ინტერვენციების ხარისხი

აქტიურობის შეფასების ქულა -20 იყოფა 13


ლექცია/სემინარზე და თითოეულ სემინარზე მაქს. ქულათა
რაოდენობა =1,54ქ. ამ 1,54 ქ.-დან თითოეული
ლექციისთვის მაქსიმალური ქულები ზემოთაღნიშნული
სამი ნაწილის მიხედვით ასე ნაწილდება:
1) დასწრება-0,3
2) ინტერვენციების სიხშირე-0,54
3) ინტერვენციების ხარისხი-0,7
● დასწრება მაქსიმუმ - 4 ქულა
დასწრების ქულების დაანგარიშება:
თითოეულ ლექციაზე მაქსიმუმ- 0,3 ქულა. (მრავლდება
დასწრებულ ლექციების რაოდენობაზე და 13 ლექციის
შემთხვევაში მაქსიმუმი =4ქ)

სტუდენტს არ გაუცდენია 15 ლექციიდან 2 ლექციაზე მეტი


(პირველი 2 კვირის ჩათვლით) 4-3 ქულა
გააცდინა 15 დან 3 ინტერაქციული ლექცია - 2 ქულა
გააცდინა 4 ინტერაქციული ლექცია -1 ქულა
გააცდინა 4 ზე მეტი ლექცია-0 ქულა

● ინტერვენციების სიხშირე მაქს. - 7 ქ


ინტერვენციების სიხშირე ასე
დაიანგარიშება:თითოეულ ლექციაზე
დამსახურებული ქულა მაქსიმუმ- 0,54;
(მრავლდება დასწრებული ლექციების
რაოდენობაზე და 13 ლექციის შემთხვევაში
მაქსიმუმი =7ქ)
სტუდენტი როგორც წესი აქტიურად მონაწილეობს
დისკუსიაში - 0,54 ქულა
სტუდენტი დროდადრო მონაწილეობს დისკუსიაში - 0,4-
0,3 ქულა
სტუდენტი იშვიათად მონაწილეობს დისკუსიაში - 0,2 ქულა
სტუდენტი მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში გამოთქვამს
აზრს -0,1 ქულა
სტუდენტი არასოდეს გამოთქვამს აზრს - 0 ქულა
(თითოეული ეს კოეფიციენტი მრავლდება დასწრებული
ლექციების რაოდენობაზე)

4
ეთერ თიკანაშვილი, მერი ნატროშვილი, ომარ კეპულაძე - თავისუფლება, სიყვარული და მტრობა (ლიბერალური
განათლების კონტექსტში) -ბაკალავრიატი

● ინტერვენციების ხარისხი - მაქსიმუმ 9 ქულა.


ინტერვენციების ხარისხი ასე დაიანგარიშება:
თითოეულ ლექციაზე დამსახურებული მაქსიმუმ -
0,7 ქულა (მრავლდება დასწრებული ლექციების
რაოდენობაზე და 13 ლექციის შემთხვევაში
მაქსიმუმი =9ქ)
სტუდენტი ავლენს მასალის ცოდნას და ავლენს
დამოუკიდებელი აზროვნების უნარს - 0,7ქ.
სტუდენტი ავლენს მასალის ღრმა ცოდნას - 0,6-0,5 ქულა
სტუდენტი ავლენს მასალის კარგ ცოდნას - 0,4 ქულა
სტუდენტი ნაწილობრივ ავლენს მასალის ცოდნას - 0,3
ქულა
სტუდენტი სუსტად ერკვევა მასალაში - 0,2-0,1 ქულა
სტუდენტი სრულიად ვერ ერკვევა მასალაში - 0 ქულა
(თითოეული ეს კოეფიციენტი მრავლდება დასწრებული
ლექციების რაოდენობაზე)

შუალედური შეფასება -მაქსიმალური შეფასება-25ქ.


(გაითვალისწინეთ, შუალედური შეფასების გაცდენის
შემთხვევაში მისი აღდგენა არ მოხდება-იხ. შენიშვნა N1)
შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი შეკითხვები-
18 ქ. და მეორე ნაწილი მოკლე ესსე-7 ქ. სტუდენტს
ეძლევა რამდენიმე (10-14) კითხვა აქედან ნაწილი
მარტივია (შინაარსობრივი) და მოკლე პასუხს
მოითხოვს (1 ან 2 წინადადება) ნაწილი საშუალო
სირთულისაა, ხოლო რამდენიმე უფრო რთულია და
მოითხოვს ანალიტიკურ პასუხს. უფრო რთული
კითხვები უფრო მეტი ქულებითაა შეფასებული.
მოკლე ესსეს სტუდენტი წერს შემოთავაზებულ თემაზე
1 ან 1,5 გვერდს. შეკითხვებიცა და ესსეც მთლიანად
მოიცავს იმ მასალებს, რომლებიც უკვე გავლილია
შუალედურ გამოცდამდე
● 20 - 25 ქულა - პასუხები სწორი, ვრცელი,
დამაჯერებელი, სიღრმისეული, დასაბუთებული,
ორიგინალური, საინტერესო და სრულყოფილია,
ესსეში იყენებს არგუმენტებს, იდეას ანვითარებს
კარგად, მსჯელობს ანალიტიკურად
● 13 – 19 ქულა - პასუხები სწორი, ვრცელი,
დამაჯერებელი და სიღრმისეულია, მაგრამ აკლია
ზოგიერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ესსეში
თითქმის არ იყენებს არგუმენტებს, უფრო მეტი
შინაარსია ვიდრე ანალიტიკა,
● 6– 12 ქულა - პასუხები შემოიფარგლება მშრალი
ფაქტების ძალზე ზოგადი გადმოცემით; შეიცავს
უზუსტობებს. ესსეში ძალიან ცოტაა
არგუმენტირებული მსჯელობა, თითქმის მთლიანად
შინაარსს გადმოსცემს და არა ანალიტიკას,
● 1 – 5 ქულა - პასუხები ძალზე მოკლე, ზოგადი და
არადამაჯერებელია; ესსე არ აქვს დაწერილი, ან
მთლიანად მხოლოდ შინაარსს წერს ესსეს
ნაცვლად
● 0 პასუხები სრულიად მცდარია; პასუხი საერთოდ
არ არის. ესსე არ არის

5
ეთერ თიკანაშვილი, მერი ნატროშვილი, ომარ კეპულაძე - თავისუფლება, სიყვარული და მტრობა (ლიბერალური
განათლების კონტექსტში) -ბაკალავრიატი

პრეზენტაცია -10ქ.
● საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია;
რეფერენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ მასალას,  შეიცავს
ორიგინალურ დაკვირვებასა და თვითმყოფად
შეფასებებს, რეფერენტი ეფექტიანად იყენებს
ვიზუალიზაციის ხერხების ფართო სპექტრს
(სლაიდ-შოუ, ჰენდაუთი, პლაკატი, დაფა და ა.შ.) -
10 ქულა
●  საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული;
ტერმინოლოგიურად გამართულია; უმნიშვნელო
შეცდომებია; სტუდენტი დამაკმაყოფილებლად
ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას;
კრიტიკულად აფასებს განსახილველ საკითხთან
დაკავშირებულ მოსაზრებებს, რეფერენტი
ადეკვატურადიყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს - 5-9
ქულა
● საკითხი არასრულად არის გადმოცემული;
ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ
აღნიშნება მცირეოდენი შეცდომები; რეფერენტი
იშვიათად ამჟღავნებს კრიტიკული აზროვნების
უნარს; რეფერენტი უმართებულოდ იყენებს
ვიზუალიზაციის ხერხებს: სლაიდ-შოუ
არაინფორმაციულია, ჰენდაუთი - გაუმართავი - 3–
4 ქულა
● საკითხი არასრულად არის გადმოცემული;
ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი
მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; აღინიშნება
რამდენიმე არსებითი შეცდომა, პასუხი მოიცავს
წაკითხული ინფორმაციის გაუაზრებელ
გამეორებას, რეფერენტი ძალზე იშვიათად იყენებს
ვიზუალიზაციის ხერხებს - 1-2 ქულა
● პრეზენტაცია ერთი წყაროდან სიტყვა-სიტყვით
გადმოწერილი ინფორმაციაა; ნაკლოვანია ან არ
შეესაბამება საკითხს, ტერმინოლოგია არ არის
გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი;
გადმოცემული საკითხები არსებითად
მცდარია; პრეზენტაცია ძალზე ბუნდოვანი და
არაინფორმაციულია; მსმენლებს უჭირთ აზრის
გამოტანა; რეფერენტი  არ იყენებს ვიზუალიზაციის
საშუალებებს - 0 ქულა

მოკლე ქვიზები -კურსის განმავლობაში ჩატარდება ხუთი


10 წუთიანი მოკლე ქვიზი (თითოეული შეფასდება 4
ქულით) ქვიზში დასმული იქნება მხოლოდ შინაარსობრივი
შეკითხვები.

დასკვნითი შეფასება - წერითი ტესტი-მაქს. 25 ქულა.


დასკვნით წერითი გამოცდა მოიცავს მასალას

6
ეთერ თიკანაშვილი, მერი ნატროშვილი, ომარ კეპულაძე - თავისუფლება, სიყვარული და მტრობა (ლიბერალური
განათლების კონტექსტში) -ბაკალავრიატი

შუალედური გამოცდიდან დასკვნით გამოცდამდე,


ისეთივე სტრუქტურისაა და ფასდება იგივე
კრიტერიუმებით, როგორც შუალედური წერითი გამოცდა.

14 ლიტერატურა და სხვა ● უ.შექსპირი ,,რომეო და ჯულიეტა”,


. რესურსები ● ჯ. ოსტინი ,,გონება და გრძნობა”,
● რ. აკუტაგავა ,,ნანკინელი ქრისტე”,
● ვაჟა-ფშაველა ,,ალუდა ქეთელაური” ,,სტუმარ-
მასპინძელი’’, ,,გველის-მჭამელი”, “ჩემი
ვედრება”
● ჯ. ქარჩხაძე ,,მაღალი კაცი”
● ა.ჩეხოვი ,,ქალი ფინიათი”
● ჯ. ვინანსი ,,ტრიალი” (2005 წ.)
● თ.აბულაძე ,,ვედრება” ( 1967 წ.)
● ფ. ძეფირელი „რომეო და ჯულიეტა“ (1968 წ.)
● ბ. მილერი ,,მელიებზე მონადირე” (2014 წ.)
15 თემატიკა კვირების მიხედვით
. თითოეული ლექციისთვის გვექნება წასაკითხი მასალა (ან სანახავი ფილმი), რომელიც კვირების
მიხედვითაა მითითებული
1 I კვირა შესავალი ინტერაქციული ლექცია-სემინარი.
2 II კვირა ჯ. ვინანსის ფილმი “ტრიალი” (Spin). დისკუსია ფილმში
წამოჭრილ თავისუფალი არჩევანისა და ბედიწერის
საკითხებზე
3 III კვირა N1 ქვიზი (10 წთ)უ. შექსპირი ,,რომეო და ჯულიეტა” .
დისკუსია - პლატონური სიყვარული და ერთი ნახვით
შეყვარება, სიყვარული მტრობის ფონზე, სიკვდილი
სიყვარულისთვის, ან მოკვდე სიყვარულისთვის.
4 IV კვირა ჯ. რობინსისა და რ. უაიზის ფილმი ,,ვესთსაიდური
ამბავი”; დისკუსია
5 V კვირა ქვიზი N2 (10 წთ) ჯ. ოსტინი ,,გონება და გრძნობა”
(თავები 1-22) ინტერაქციული ლექცია-სემინარი.
დისკუსია ქალის და მამაკაცის როლებზე მე-19 საუკუნის
ინგლისში, მაიორიტალური კანონი, საზოგადოების
დაყოფა იერარქიულ ფენებად, ელინორისა და მერიენის
განსხვავებული ხასიათები.
6 VI კვირა ქვიზი N3 (10 წთ) ჯ. ოსტინი ,,გონება და გრძნობა”
(თავები 23-35) ინტერაქციული ლექცია-სემინარი.
დისკუსია - ახალგაზრდა ქალის წარმოდგენები
სიყვარულსა და ქორწინებაზე და მასთან დაკავშირებული
იდეალების ნგრევა რეალურ ცხოვრებაში. არის თუ არა
გონების ადგილი შეყვარებული ქალის ცხოვრებაში,
რამდენად შესაძლებელი და აუცილებელია ზომიერების
დაცვა გრძნობების გამოვლენისას.
7 VII კვირა ჯ. ოსტინი ,,გონება და გრძნობა” (თავები 36-49)
ინტერაქციული ლექცია.
ფინალური დისკუსია - რომანში დასმული საკითხების
შეჯამება
8 VIII კვირა ფილმი - ბ. მილერის ,,მელიებზე მონადირე”.
დისკუსია - წარმატების დაუოკებელი სურვილი
ბედნიერების დაკარგვის სანაცვლოდ, ,,ამერიკული
ოცნება”, მერკანტილიზმი და ადამიანური ურთიერთობები
9 IX კვირა შუალედური N1 (50 წთ). შემდეგ შემაჯამებელი დისკუსია
,,მელიებზე მონადირე”.

7
ეთერ თიკანაშვილი, მერი ნატროშვილი, ომარ კეპულაძე - თავისუფლება, სიყვარული და მტრობა (ლიბერალური
განათლების კონტექსტში) -ბაკალავრიატი

10 X კვირა ქვიზი N4 (10 წთ) ვაჟა-ფშაველა - ,,ალუდა ქეთელაური”,


,,გველის-მჭამელი”, “სტუმარ-მასპინძელი”, “ჩემი
ვედრება”.
დისკუსია-რამ გამოიწვია საზოგადოებაში შუღლის და
მტრობის გაჩენა. პიროვნული თავისუფლება და
სამართლიანობისთვის ბრძოლა
11 XI კვირა თ. აბულაძის ფილმი ,,ვედრება”.
დისკუსია - ლიტერატურული ნაწარმოებების კინო
ინტერპრეტაციით გადმოცემული თავისუფლების,
სიყვარულის და მტრობის ამბავი
პრეზენტაციების დღე - 2 პრეზენტაცია
12 XII კვირა ქვიზი N5 (10 წთ) რ. აკუტაგავა ,,ნანკინელი ქრისტე“.
ინტერაქციული ლექცია-სემინარი.
დისკუსია - ჭეშმარიტების რელატიურობა.
13 XIII კვირა ჯ. ქარჩხაძე ,,მაღალი კაცი”. ინტერაქციული ლექცია-
სემინარი.
დისკუსია - დაპირისპირება საზოგადოებაში არსებულ წეს-
ჩვეულებებს, გაბატონებული შეხედულებებსა და
პიროვნებას შორის.
პრეზენტაციების დღე -2 პრეზენტაცია
14 XIV კვირა ა. ჩეხოვი “ქალი ფინიათი”.

დისკუსია- მრავალწლიანი ცოლ-ქმრული ურთიერთობები


და მასთან დაკავშირებული ყოველდღიურობა
უსიყვარულოდ.

15 XV კვირა პრეზენტაციების დღე ( დარჩენილი ჯგუფების


პრეზენტაციები)
16 XVI კვირა დასკვნითი შეფასება /განმეორებითი გამოცდა

You might also like