You are on page 1of 5

რისმაგ გორდეზიანი.

“ბერძნული ლიტერატურის ისტორია’’

ევრიპიდეს “მედეა’’. ტრაგედიის არსი

პროლოგში ძიძის პარტიიდან ვიგებთ, რომ მედეას თავს დიდი უბედურება ტრიალებს ,
იასონმა განიზრახა მისი ღალატი და ქალაქის მეფის, კრეონის ასულის შერთვა . მედეას
რისხვა და წუხილი უზომოა. შემოდის აღმზრდელი. რომელსაც მოაქვს ახალი,
ამაფორიაქებელი ცნობა: კრეონს უბრძანებია, რომ მედეამ თავისი შვილებითურთ უნდა
დატოვოს კორინთოსი . სცენის მიღმა გაისმა მედეას მოთქმა. ძიძა და აღმზრდელი
შიშობენ ეს რისხვა არ გადაიზარდოს სასტიკ შურისგებაში . კორინთოსელ ქალთა გუნდი
პაროდისში მღერის თანაგრძნობით აღსავსე სიმღერას მარტოდ დარჩენილ ქალბატონზე .

გამოდის თავისი უბედურებით შეძრული მედეა. იასონის ღალატი აუტანელია . მისთვის ხომ
ქმარი აქ უცხოობაში ყველაფერი იყო. ღალატით მიყენებულ ტკივილს ემატება
სიმარტოვის მწველი განცდა:

“მოულოდნელად თავზე დამტყდარმა ამ ამბავმა,

სული შემიძრა და ცხოვრების აზრი.

სიკვდილსღა ვნატრობ, ძვირფასებო, ახლა მე მხოლოდ.

იგი ხომ ჩემთვის იყო მთელი ბედნიერება,

ჩემი მეუღლე, ვინც ურცხვად გატეხა ფიცი.

და თუმცა ყველა ქალის ხვედრი მძიმეა, მედეას მდგომარეობა კორინთოსელ ქალებისაზე


ბევრად უფრო ძნელია. ის ასე მიმართავს გუნდს:

შენი და ჩემი ვითარება განა ერთია,

აქაა შენი ქალაქი და წინაპრის სახლი''.

....

მედეა გუნდს სთხოვს, არ შეუშალოს ხელი შურისგების გეგმების განხორციელებაში , იგი


ამის მოტივაციას ქალის ბინების თავისებირებით ახდენს.

“ქალი მხდალია სხვა რამეებში, თუნდაც მაშინ,

როდესაც ხედავს ბრძოლას ანდა მსახვრალ მახვილს.

მაგრამ, თუ ვინმე საქორწინო სარეცელს ხელყოფს,

არ არის სული მასზე უფრო სისხლისმოსურნე''.

შემოდის კრეონი. იგი გადასცემს მედეას ბრძანებსას, დაუყოვნებლივ დატოვოს ქალაქი


შვილებითურთ. მეფე არ მალავს ამ გადაწყვეტილების მიზეზს. მას ეშინია მედეასი .
ერთსღა ახერხებს სასოწარკვეთილი ქალი - გამოსთხოვოს კრეონს ერთი დღე
მოსამზადებლად. მეფე თანხმდება, თუმცა გრძნობს, რომ მისი ლმობიერება შეიძლება
საბედისწერო იყოს. მედეა ზეიმობს ამ თითქოსდა უმნიშვნელოდათმობას. მის თავში
თანდათან მწიფდება შურისგების სხვადასხვა ვარიანტები , რომლებშიც უპირატესობას იგი
საწამლავს აძლევს. მაგრამ ვინ შეიფარებს მედეას და მის შვილებს? და თუმცა ჯერ მის
თავში ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, თუ როგორ გამოიყენებს იგი ამ ერთ დღეს,
ერთი ნათელია - ის არავის მისცემს მიგდებული ქალის დაცინვის სსაშუალებას. ის
მოუწოდებს საკუთარ თავს მოქმედებისკენ.

“გავჩნდით ქალები, უღონონი ქველ საქმეებში,


ყველაფერ ცუდის თაოსნობის დიდოსტატებად''.

შემოდის იასონი. ის მშვენივრად გრძნობს, რაოდენ ძნელია გამეხებულ მედეასთან


ლაპარაკი. ამიტომ გაღმა შედავების გზას ადგება და ცოლს საყვედურობს რისხვაში
თავაშვებულობას. თან მოვალეობას იმით იხდის, რომ მედეას ფულს სთავაზობს
გაძევებაში თავისა და შვილების შესანახად. მედეა იასონს ეუბნება ყოველივეს , რასაც იგი
მასზე ფიქრობს. ის ქმარს ბრალს სდებს, რომ მასნ დაივიწყ ა მედეას მიერ მისთვის
გაკეთებული ყველა სიკეთე, გატეხა ფიცი, რატომ არ დაღავს ზევსი ასეთ უსინდისობას,
რომ ყველამ იცოდეს, თუ ვისთან აქვთ საქმე. გუნდი შეშფოთებულია, რადგან იცის:

“საშიში და უკურნებელი ხდება ის რისხვა,

რომელიც მოყვასს მოყვასებთან წაჰკიდებს შურღით''.

იასონი თითქოს მზად იყო ამ შეტევისათვის. იგი მთელი ორატორული ხელოვნების


მოხმობით ცდილობს, გააბათილოს მედეას ბრალდებები. თუ რაიმე გაუკეთა მედეამ
იასონს, ეს პირველ რიგში აფროდიტეს დამსახურებაა, რომელმაც სიყვარული აღუძრა
ქალს გულში. განა ამით წააგო რამე მედეამ? ის ბარბასოთა ქვეყნიდან ცივილიზებულ
ელადაში აღმოჩნდა, ამით გაითქვა სახელი მთელ ქვეყანაზე. და განა იასონი ისევ და ისევ
თავის ცოლ-შვილის სიკეთისთვის არ ფიქობს, როდესაც მეფის ასულს ირთავს ცოლად.
თუკი იასონს ექნება სიმდიდრე და ძალაუფლება, ეს ნუს შვილებსაც გაუხსნის გზას
ცხოვრებაში. მშობლებისათვის კი შვილების სიკეთეზე უფრო მეტი ბედნიერება რა არის .
მისი მსჯელობიდან ბინებრივი ჩანს დასკვნა: მედეას უნდა უხაროდეს, რომ იასონი მას
ტოვებს და სხვა ქალს ირთავს. იგი თვლის, რომ მედეას მთელი რისხვა იმით არის
განპირობებული, რომ მას ვიღაც შეეცილა სარეცელში. ქალებისათის ხომ ეს არის რისხვის
უმთვარესი წყარო. რა კარგი იქნებოდა, რომ კაცებს შვილების გასაჩენად არ
სჭირდებოდეთ ქალები, რამდენ უბედურებას აგვაშორებდა ეს . მედეა არ იღებს
იასონისგან არავითარ დახმარებას. იასონი ტოვებს გაშმაგებულ ცოლს.

შემოდის ეგევსი, ათების მეფე. იგი სამისნოდან ბრუნდება; იქ თავისი უშვილობის მიზეზის
გასაგებად იყო. მედეასგან ეგევსი იგებს იასონის ღალატისა და მისი განდევნის ამბავს .
ქალი სთხოვს მეფეს, შეიკედლოს ლტოლვლები, სამაგიეროდ, იგი ასწავლის
შვილიანობის წამალს. მეფე ფიცს დებს, რომ მედეას აუცილებლად შეიფარებს თავის
ქალაქში.

მედეა ზეიმობს. თვით ღმერთმა გამოუგზავნა მას ეგევსი. ახლა ქალს შეუძლია შურიძიების
გეგმა განახორციელოს. იგი ჩამოყალიბებულ სახეს იღებს. მედეას უნდა, ამოძირკვოს
საერთოდ იასონის მოდგმა. მის გეგმაში ჩნდება შვილების დახოცვის მოტივი . მედეამ
იცის, რომ ეს მას შვილების მკვლელის დაღს დაასვამს, მაგრამ იგი არც ამის წინაშე
შედრკება. მთავარია, დაღუოვა და ტკივილი მოუტანოს მათ, ვისაც მისი სასაცილოდ
გახდომა განუზრახავს:

“ნურავუნ ჩამთვლის საწყალობლად ანდა მთლად სუსტად.

ნურც მშვიდობიანს ნუ მიწოდებს, მე სხვა ზნისა ვარ -

მძიმე მტრებისთვის და კეთილი მოკეთეთათვის,

უდიდეს სახელს ხომ იხვეჭენ სწორედ ასეთნი''.

ქალი ავალებს მსახურს იასონის მოყვანას. იგი უნდა გამოიყენოს მედეამ თავისი გეგმების
განხორციელებაში.

შემოდის იასონი. მას ხვდება სავსებით შეცვლილი მედეა, რომელიც აღიარესბ , რომ
რიცხვას აჰყვა, საღი განსჯის შემდეგ კი მიხვდა, რომ ცდებოდა. იასონს მართლაც სიკეთე
უნდა შვილებისთვის. მედეა დაუყონებლივ აპირებს ქალაქის დატოვებას. მას სურს
მხოლოდ, რომ შვილები იასონმა დაიტოვოს. აიეტის ასულს უნდა, ამის შესახებ იასონმა
თავად სთხოვოს თავის ახალ ცოლს. მის კეთილგანსაწყობად კი მედეა მზადაა, რომ
საჩუქრები გაუგზავნოს ბავშვების ხელით: პეპლოსი და ოქროს გვირგვინი. იასონი
თანხმდება, თუმცა საჩუქრების გაგზავნა ზედმეტად მიაჩნია. მაგრამ მედეა სიტყვებით :

“ძღვენი ამბობენ, თვით ღმერთებსაც იყოლიებსო;

მოკვდავებში კი ათას სიტყვას ხომ ჯაბნის ოქრო''.

არწმუნებს იგი იასონს და იგი შვილებით, რომელთაც მიაქვთ კრეონის ასულისათვის


საჩუქარი, გაუყვება გზას.

გადის ხანი და ბრუნდება აღმზრდელი ბავშვებთურთ. იგი მოუთხრობს ქალბატონს ,


როგორ კარგად მიიღო ქალმა იასონის შვილები, როგორ სწრაფად დათანხმდა იგი
ბავშვების კორინთოსში დატოვებაზე. მედეას ღელვა ეტყობა. იგი ისტუმრებს აღმზრდელს .
მისი მონოლოგი არის ჭიდილი შვილების მოყვარულ დედასა და დაუნდეობელ
შურისმგებელს შორის. განუწყვეტლივ იცვლება მედეას განწყობილებები : დედის სინაზე
და მკვლელის სისასტიკე გრძნობათა კონტრასტულობას ამძაფრებს . ბოლოს და ბოლოს,
მასში მაინც რისხვა ძლევს. მედეას გადაწყვეტილებას უფრო განამტკიცებს მაცნეს უწყება .
ეს უკანასკნელი თავის თხრობას იწყებს სიტყვებით:

“ო, საზარ საქმის უმოწყალოდ აღმსრულებელო,

მედეა, გაიქეცი, გაიქეცი, ნუ უარყოფ

ნურც ზღვით გაცურვას და ნურც ხმელეთზე ეტლით სრბოლას''.....

ამის შემდეგ იგი უყვება მედეას, თუ როგორ სიამოვნებით მიიღო კრეონის ასულმა ძღვენი .
მან ბავშვების წამოსვლისთანავე სარკესთან მოირგო საჩუქრები და ერთობ კმაყოფილიც
იყო . მაგრამ მალე შხამით გაჟღენთილმა პეპლოსმა და გვირგვინმა დაიწყეს მოქმედება .
ისინი უმოწყალოდ წვავდნენ ქალს, რომელიც ვერაფრით ვეღარ იშორებდა მათ კანიდან .
ბოლოს იგი უსულოდ დაეცა. შეძრწუნებული მამა დაეკონა შვილის ცხედარს, მაგრამ
ვეღარ შეძლო წამოწევა. შხამმა ისიც დაიკრო და სული განატევებინა. ახლა მედეა
სკრეონის ახლობელთა სასტიკი შურისგება ელის. ამ ცნობამ ქალს მხოლოდ
კმაყოფილება მოუტანა . წინ ყველაზე ძნელი აქტია აღსასრულებელი : შვილების მოკვლა .
მედეა გადის სცენის მიღმიდან მოისმის ბავშვების განწირული ძახილი “ მაგრამ ისინი
დედის შურისგებას ვერ აღწევენ თავს .

შემოდის იასონი. იგი ეძებს ბოროტმოქმედ მედეას. წუხს შვილების მომავალ ბედზე , მათზე
ხომ შეიძლება კორინთოსელებმა იძიონ შური, მაგრამ აქ მას ახვედრებე უფრო შემზარავ
ამბავს, მას აღარ ჰყავს შვილები. მთლიანად გატეხილ იასონს ერთი სურვილიღა აქვს -
განიხვნას კარები და თავად იხილოს დახოცილი შვილები.

ჩნდება ჰელიოსის გველეშაპშებმული ეტლი. მასზე დგას მედეა შვილების გვამებით . იგი
საოცრად მშვიდია, თითქოს მთლიანად მოშორებული ამქვეყნიურ ვნებათაღელვას.
იასონი მას თხოვს, მისცეს ბავშვები, რომ დაკრძალოს, მაგრამ მედეა თავად აპირებს
შვილების ქალღმეთის წმინდა ჭალაში დაკრძალვას, სადაც მათ საფლავს ვერავინ
ხელყოფს. იასონს იგი არც იმის უფლებას აძლევს, უკანასკნელად შეეხოს თავის შვილებს.
იასონის ბოლო სიტყვები სულ ცოტა ხნის წინ თავში ესოდენ დარწმუნებული გმირის სრულ
სასოწარკვეთილებასა და მედეას წინაშე უძლურებას გადმოსცემს. გუნდი მღერის
ფინალური სიმღერა.
ტრაგედიის ინტერპრეტაცია ბევრ სირთულეს ქმნის დაწყებული იქიდან , თუ როგორ
შეცვალა ევრიპიდემ ტრადიციული მითი, დამთავრებული იქამდე , თუ როგორ უნდა
გავიაზროთ მედეას სახე. ევრიპიდემ შეცვალა მითის ტრადიციული ფინალი , არც ერთ
ევრიპიდემდელ წყაროში მედეას მიერ შვილების შეგნებული დახოცვის შესახებ არაფერი
იყო ნათქვამი. ამ მოტივის შემოტანით ევრიპიდემ მედეა ჭეშმარიტ ტრაგიკულ სახედ
აქცია, ანტიკური ტრაგედიის არსი ხომ კოსმოსური ჰარმონიის რღვევაში გამოიხატება ,
ტრაგიკოსები აღწერენ არა უბრალოდ, ლოგიკურად დასრულებულ ამბებს, არამედ
მოქმედებებს, რომელთა ფინალი თავისი მოულოდნელობით, ბუნებასთან
შეუთავსებლობით აღძრავს მძაფრ ემოციას მაყურებელში.

შემდგომი ეპოქის შემოქმედთა ყველა ცდა, მოეშორებინათ მედეასთვის ეს ცოდვა , ამ


მხატვრული სახის ტრაგიკულიდან მელოდრამატულამდე ჩამოქვეითებით სრულდებოდა .
რისმაგ გორდეზიანი ამბობდა, რომ ევრიპიდემ ბერძნულ დრამაში პირველად მიმართა
ორმაგი ოპოზიციის პრინციპს. ერთი მხრივ, მან გამოკვეთა დაპირისპირება მედეასა და
იასონს( კრეონითა და მისი ასულითურთ) შორის, ამ დაპირისპირებაში ევრიპიდე
გამოკვეთს მედეას დადებითსა და იასონის უარყოფით თვისებებს, ქალის მოთქმა
თანაგრძნობას იწვევს მაყურებელში, შესაბამისად ამ დაპირისპირებაში მაყურებელი
მედეასკენაა, გვერდით ჩნდება მეორე ოპოზიცია, რომელიც ყალიბდება თავად მედეაში .
ერთმანეთს უპირისპირდება შურისმაძიებელი ქალი და დედა . ამ ოპოზიციით ევრიპიდემ
ბერძნული ლიტერატურისთვის მანამდე უჩვეულო სიღრმით აჩვენა ადამიანის სულში
მიმდინარე ჭიდილი გრძნობასა და გონებას შორის.

მედეას ძლევს გადაწყვეტილება, რომლის ბოროტება მას თავადვე აქვს


გაცნობიერებული, გმირის მოქმედებას არც მისნობა , არც ღმერთი არ წარმართავს,
შესაბამისად კატასტროფა, რომელიც ხდება, სამართლიანობის აღდგენის
შესაძლებლობას აღარ ტოვებს. მაყურებელიცა და დრამის პერსონაჟებიც რჩებიან
კატასტროფის წინაშე ყოველგვარი ილუზიებისა და პერსპექტივების გარეშე . ყოველივე ეს
ბერძნული ტრაგედიისთვის სავსებითა ახალი მოვლენაა. მედეა ჩვენ წინაშე წარმოდგება
ერთდროულად, როგორც ბოროტების ჩამდენი და ბოროტებასთან მებრძოლი, ამიტომ
შეუძლებელია მის ამაყ, შმაგ სახეში მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფითი
თვისებები ვეძიოთ. მედია უპირისპირდება იმ თავდაჯერებულ საზოგადოებას , სადაც
ეთიკურ ღირებულებეს დაკარგული აქვს ფასი, სადაც შეიძლება გაამართლო ყველაფერი ,
ფიცის გატეხვაცა და ღალატიც, საკუთარი შვილების მოვლით იგი დროებით მაინც
შეძრავს ამ ზნედაქვეითებულ საზოგადოებას, ჩააფიქრებს იმაზე , თუ რატომ მოხდა
ყოველივე. მაგრამ პიესის ტრაგიზმი ამითაც არ ამოიწურება , ესაა სულიერი დრამა
ადამიანისა, რომელმაც უღალატა თავის მშობლებსა და სამშობლოს. ეს არის უცხოობაში
მარტოობის, დაკარგული სიყვარულის ტრაგედიაც.

ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ტრაგედიაში ესაა “პერიპეტია’’- ანუ ერთი


მდგომარეობიდან უცაბედი ცვალება სხვა მდგომარეობაში და “ანაგნორისისი ’’ ცნობა -
გამჟღავნება, ანუ უმეცრების მდგომარეობიდან გადასვლა გაგებამდე , შემეცნებამდე , რაც
თავის მხრივ იწვევს სიყვარულიდან სიძულვილში გადასვლას ან პირიქით -მაგ : როდესაც
მედეამ შეიტყო რომ იასონმა უღალატა, უმეცრებიდან გამჟღავნებისაკენ , შემეცნებისაკენ
წავიდა მისი ცნობიერება, ამ შემთხვევაში ამ ორი ტერმინის მნიშვნელობა ემთხვევა ერთ
მოვლენას.

ეს ყოველივე კი არისტოტელეს მიხედვით, ამტკიცებს, რომ ევრიპიდეს “მედეა , '' თავისი


არსით, ნამდვილად რთული ტრაგედიაა.

ტრაგედიაში აღწერილი მოვლენები, ვფიქრობ, იმ ძირითად მახასიათებლებს


წარმოადგენს, რაც არისტოტელეს მიხედვით, უნდა გააჩნდეს ტრაგედიას. ტრაგედიის
მიზანია გამოიწვიოს მაყურებელსა და მსმენელში ელდისა და შიშის, თანაგრძნობის
ემოციები და ამ გზით შექმნას მასში განწმენდის “კათარსისის’’ შეგრძნება . სერიოზული
მოქმედების ნიმუშებად არისტოტელე ასახელებდა, მითოლოგიურ სიუჟეტებს, და ,
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ამ ტრაგედიასაც მითი უდევს საფუძვლად
“არგონავტების შესახებ’’.

აღსანიშნავია, რომ ამ ტრაგედიის შესახებ მსჯელობა დღესაც მიმდინარეობს


აქტიურად.იგი ინტერესისა და კვლევის საგანია ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე .

რისმაგ გორდეზიანი. “ბერძნული ლიტერატურის ისტორია’’

You might also like