You are on page 1of 8

შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტი

საკუთრების უფლება რომის


სამართალში

სტუდენტი: გიორგი თოდუა; ანი თათარაშვილი

ლექტორი:მინდია ბერეკაშვილი
1) რას მოიცავს საკუთრების უფლების შინაარსი?

რომის სამართალი საკმაოდ საინტერესოა და არის ბევრი საკითხი რომელიც პირველად სწორედ
რომის სამართალმა დაამუშავა და სწორედ ასეთი თემაა საკუთრების უფლება. კერძო
საკუთრების უფლება პირველად რომის სამართალმა დაამუშავა, რა თქმა უნდა წინ კერძო
საკუთრების წარმოშობას საერთო საკუთრება უძღოდა, რომელიც მაგალითად იყო გვარის
საკუთრება, ოჯახის საკუთრება და ასე შემდგომ. საკუთრების უფლება გულისხმობდა
კონკრეტულ ნივთზე სრულ ძალაუფლებას, რომაელებისთვის ნივთIს საკუთრების ქონაში
არსებობა ნიშნავდა იმას რომ, ნივთი გამოეყენებინათ ისე როგორც სურდათ, მიეღოთ მისგან
სარგებელი , ეჩუქებინათ სხვისთვის ან თუნდაც ეანდერძებინათ ვინმესთვის. საკუთრების
უფლება მიეკუთნება სანივთო უფლებას, რომაელმა იურისტებმა საკუთრების უფლების
დამუშავებისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს თუმცა საბოლოოდ მათ ვერ შეძლეს საკუთრების
უფლების ზუსტი განსაზღვრა. ასევე მინდა ისიც აღვნიშნო რომ საკუთრების უფლებაზე როცა
ვსაუბრობთ აუცილებელია ხაზი გავუსვათ, იმას რომ,რომის სამართალი იცნობდა რომის
მოქალაქეებსა და არარომალებეს და საკუთრების უფლებაც სწორედ მაგ სტატუსისის მიხედვით
ვრცელდებოდა რომში მცხოვრებ ხალხზე. კერძოდ რომაელებს ანუ კვირიტებს გააჩნდათ
საკუთრების სრული უფლება, ხოლო არარომაელებს ანუ პრერეგრინებს არ გააჩნდათ იგივე
უფლება. (მეტრეველი)

ფოტო 1რომის მოქალაქეები


2) საკუთრების უფლების შეძენა

საკუთრების უფლებისთვის აუცილებებლია პირს გააჩნდეს თვითონ ეს უფლება,ანუ საკუთების


უფლება. რომაელ იურისტებს არც ეს თემა დაუტოვებიათ განსახილველი. რომაელი
იურისტებისა და რომის სამართლის მიხედვით არსებობდა საკუთრების უფლების შეძენის ორი
გზა, ისინი გამოყოფდნენ პირველად გზას ანუ თავდაპირველ გზას საკუთრების უფლების
შეძენისას და ასევე ნაწარმოებ გზას საკუთრების უფლების შეძენისთვის. თავდაპირველი გზა
არის ისეთი გზა რომლის დროსაც არ არსებობდა თავდაპირველი მესაკუთრე , ხოლო
ნაწარმოებია გზა რომლის დროსაც საკუთრების შეძენა ხდებოდა ძველი მესაკუთრისაგან.
თავისმხრივ ეს გზები კიდევ მოიცავდა გარკვეულ ხერხებს და რომაელმა იურისტებმა ეს
ხერხებიც დაამუშავეს, კერძოდ, თავდაპირველი გზა საკუთრების უფლებისა მოიცავს
ოკუპოაციის, განძის, ნამატის, ნაპოვარისა და ხანდაზმულობის შესახებ თეორიებს, ხოლო
ნაწარმოები გზა ნივთის გადაცემას, უფლების დათმობისა და მანციფციის შესახებ საკითხებს.

• ოკუპაცია- არავის კუთვნილი უპატრონო ქონების ხელში ჩაგდება;


• განძი-სხვის ან საკუთარ მიწაში განძის აღმოჩენა;
• ნამატი- ნაპირის მონალექი ან ბუნებრივი მოვლენის შედეგად შეერთებული მიწის
ნაკვეთი, ნაყოფი, ნარგავები რონმლებიც სხვის მიწაზე ფესვს გაიდგავენ და ა.შ;
• ხანდაზმულობა- უკანონო, მაგარამ კეთილსინდისიერი მეპატრონე ნივთის მფლობელი
ხდებოდა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.
• მანციფცია- მანციფციის გამოყენება ხდებოდა მხოლოდ რომის მოქალაქეებისთვის და
მხოლოდ მანციფცირებული ნივთის შესაძენად.
• ნივთის დათმობა- ერთი პირი გადასცემდა მეორეს ნივთზე მფლობელობის უფლებას,
მოჩვენებითი სასამართლოს გზით;
• გადაცემა- ნივთს ერთი პირი გადასცემდა მეორეს.
ფოტო 2 რომის სამართალი

3)საკ უთრების უფლების დაცვა

მხოლოდ საკუთრების უფლების ქონა არაფერია თუ მესაკუთრეს არ ექნება შესაძლებლობა


დაიცვას ეს უფლებაც და თავად ის ნივთიც რაც მის საკუთრებაშია. რომის სამართლის მიხედვით
რომაელები საკუთრებას იცავდნენ სამი სარჩელის მეშვეობით, ეს სარჩელებია სავინდიკაციო
სარჩელი, ნეგატორული სარჩელი და პროჰიბიტორული სარჩელი. სავინდკიკაციო სარჩელს
აღძრავდა მესაკუთრე არა მესაკუთრის წინააღმდეგ და მოითხოვდა ნივთის დაბრუნებას,
ამასთანავე მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა რომ ნივთზე საკუთრების უფლება მას გააჩნდა.
ნეგატორულ სარჩელს რაც შეეეხებ, ნეგატორული სარჩელი აღიძვრებოდა მაშინ როცა მაგალთად
მემამულის მიწაზე ვინმე ატარებდა საქონელს მეპატრონე კი ამის უფლებას არ აძლევდა, ხოლო
პირუტყვის მეპატრონე კი პრეტენზიას გამოთქვამდე რომ მას უფლება ჰქონდა გაეტარებინა
საქონელი, ნეგატორული სარჩელის დახმარებით კი მიწის მეპატრონეს სასამართლო აძლევდა
გარანტიას დაეცვა კუთვნილი მიწა და მესამე პირებს არ ჰქონოდათ მასზე გავლის ან პირუტყვის
გატარების უფლება. ხოლო რაც შეეხება პროჰობიტარულ სარჩელს ამ სარჩელის დახმარებით
მფლობელი დაზღვეული იყო საკუთრებაში მქონე ნივთი სხვას გამოეყენებინა მეპატრონის
საზიანოდ. (ნადარეიშვილი)
4) საკუთრების უფლების შეწყვეტა
ცახდია თუ არსებობს გარკვეული წინაპირობები საკუთრების უფლების შესაძენად და
ამასთანავე არის საშუალებები საკუთრების უფლების დასაცავად, საქმე გვექნება ისეთ
შემთხვევებთანაც როცა ხდება საკუთრების უფლების დაკარგვა, შეწყვეტა. რომაელი
იურისტების აზრით საკუთრების უფლება წყდებოდა რამდენიმე შემთხვევაში, კერძოდ ეს
შემთხვევები გახლავთ:
5) თანასაკუთრება

რომაელი იურისტეები და რომი სამართალი იცნობდა ასევე თანასაკუთრებას, ანუ ისეთ


შემთხვევას როცა ნივთზე საკუთრების უფლება გააჩნდა რამდენიმე პირს. რომაელი
იურისტების აზრით, ასეთ შემთხვევაში თითოეული მესაკუთრე იყო ნივთის
თანამფლობელი, ესეიგი მას ეკუთვნოდა არა ნივთის რომელიმე ნაწილი, არამედ
ნივთზე საკუთრების ფლობის ნაწილი. თუ მფლოპბელებიდან გამოაკლდებოდა
ერთერთი ფართოვდებოდა დანარჩენი მესაკუთრეების საკუთრების ფლობის წილი.
როცა ნივთი საერთო საკუთრებაში იყო ცხადია თითოეულ მესკუთრეს ჰქონდა
გარკვეუყლი უფლებები და ეს უფლებები იყო თანაბარი და არა თანაბარი.
გამოყენებული ლიტერატურა
მეტრეველი, ვ. (n.d.). რომის სამართლის საფუძვლები.

ნადარეიშვილი, გ. (n.d.). რომის სამოქალაქო სამართალი.

You might also like