You are on page 1of 9

სისხლის სამართლის ზოგადი

ნაწილი
ერთიანი დანაშაული
(დენადი დანაშაული)
დენადი დანაშაულის ჩადენის დროს სუბიექტი განუწყვეტლივ არღვევს სისხლის
სამართლის ნორმას, თან განუწყვეტლად ხორციელდება ერთი და იმავე
დანაშაულის შემადგენლობა მთლიანად.

დენადი დანაშაულის მაგ. სსკ-ის 143,144,176, 236, 389-ე მუხლები.

დენადი დანაშაული დამთავრებულია პირის დანაშაულებრივი საქმიანობის


შეწყვეტის მომენტიდან.

დენადი დანაშაულის დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება


კანონით, რომელიც მოქმედებდა დენადი დანაშაულის ფაქტობრივად
დამთავრების დროს.

დენადი დანაშაულის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის


ხანდაზმულობის ვადა გამოანგარიშებული უნდა იქნეს მისი ფაქტობრივად
შეწყვეტის მომენტიდან

ამნისტია შეიძლება შეეფარდოს, მხოლოდ იმ დენად დანაშაულს, რომელიც


შეწყდა მის გამოცემამდე.
ერთიანი დანაშაული
(განგრძობადი დანაშაული)

განგრძობადი დანაშაულისათვის დამახასიათებელი ნიშანია


განზრახვის ერთიანობა და განუწყვეტლობა, ხოლო მისი ობიექტური
მხარე წყვეტილია (დიკსრეტულია)

განგრძობადი დანაშაული დამთავრებულია როდესაც ჩადენილია მისი


შემადგენელი უკანასკნელი ქმედება.

განგრძობადი დანაშაულის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის


ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება უკანასკნელი ქმედების ჩადენის
დღიდან.

ამნისტია შეიძლება შეეფარდოს, მხოლოდ იმ განგრძობად დანაშაულს,


რომლის უკანასნელი მოქმედება ჩადენილი იქნება ამნისტიის ამოქმედებამდე.
დანაშაულის სიმრავლე

არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ სსკ-ის იმავე

მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

არაერთგზის ჩადენილ დანაშაულად ჩაითვლება სხვადასხვა მუხლით


გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული, თუ ამის შესახებ მითითებულია კოდექსის
შესაბამის მუხლში.

დანაშაულის რეალური ერთობლიობის დროს, რამდენიმე მოქმედების საშუალებით,


რამდენიმე სხვადსახვა დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება ხდება.

დანაშაულის იდეალური ერთობლიობა გულისხმობს ერთი ქმედების საშუალებით,

სხვადასხვა დანაშაულის შემადგენლობის განხორციელებას.

დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი

პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.


დაუმთავრებელი დანაშაული
დამთავრებული დანაშაული ობიექტური და სუბიექტური მხარეებიის თანხვედრით
ხასიათდება. დაუმთავრებელი დანაშაულისას კი ნაკლულია დანაშაულის ობიექტური
მხარე.

დანაშაულის მომზადება ნიშნავს დანაშულის ჩასადენად პირობების განზრახ შექმნას

სუბიექტურ სფეროში გულისხმობს პირველ ნააზრევს დანაშაულის შესახებ,


რომელიც მოტივირებულია კონკრეტული დანაშაულის გადაწყვეტილებით

ობიექტური სფეროში გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ხელშეწყობის სხვადასხვა


პირობების შექმნას. (მაგ. იარაღის შეძენა, დამზადება, დანაშაულის დაგეგმვა შემთხვევის
ადგილზე ჩასაფრება და ა.შ)

სსკ-ის მე-18 მუხლის მიხედვით, დასჯადია არა დანაშაულის მომზადება ზოგადად,


არამედ კონკრეტული დანაშაულის მომზადება.
დანაშაულის მცდელობა
დანაშაულის მცდელობასაც ახასიათებს ობიექტური მხარის ნაკლულობა, ხოლო
სუბიექტურად იგი სრული მოცულობით არის წარმოდგენილი

დაუმთავრებელი მცდელობა - პირმა უშუალოდ დაიწყო ქმედების ობიექტური

შემადგენლობის განხორციელება, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ განახორციელა


დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყვეს.

დამთავრებული მცდელობა -პირმა ბოლომდე ამოწურა დანაშაულებრივი ქმედება და

მხოლოდ შედეგის დადგომას ელოდება.


დანაშაულის მცდელობა

 დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის


დასაბუთება უნდა მოხდეს ე.წ სუბიექტურ-ობიექტური ანუ დუალისტური თეორიის
გამოყენებით.

 ე.წ აბსოლუტურად უვარგისი მცდელობის დროს პირს სისხლისსამართლებრივი

პასუხისმგებლობა არ დაეკისრება

 დანაშაულის მომზადების ან მცდელობის დროს, ქმედების დაკვალიფიცირების

შემთხვევაში აუცილებელია სსკ-ის 18 ან 19 მუხლზე მითითება.


დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება

 დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება შესაძლებელია როგორც დანაშაულის


მომზადების, დაუმთავრებელი მცდელობის, ასევე დამთავრებული მცდელობის
სტადიაზეც

 ნებაყოფლობითი ხელის აღების დროს პირმა თავისი აქტიური მოქმედებით თავიდან


უნდა აიცილოს შედეგი, რომელიც მის მიერ ჩადენილ ქმედებას უნდა მოჰყოლოდა, თუ
პირმა შედეგი თავიდან ვერ აიცილა მაშინ იგი დაისჯება დამთავრებული
დანაშაულისათვის.

 ნებაყოფლობითი ხელის აღების დროს თუ პირის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი


ქმედება შეიცავს სხვა დანაშაულის ნიშნებს იგი დაისჯება ფაქტობრივად
ჩადენილისათვის.
გმადლობთ ყურადღებისათვის!

You might also like