You are on page 1of 8

ეკოლოგიური სამართლის ცნება, ობიექტები, საგანი და მეთოდები

ბუნების დაცვა არის გარემოს დაცვის ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების


და აღწარმოების ღონისძიებების დამუშავება და განხორციელება, რომელიც ხორციელდება
საერთაშორისო, სახელმწიფოებრივ, უწყებრივ საწარმოო, საზოგადოებრივ და ინდივიდუალურ
დონეზე.

 ყველაზე პრიმიტიული არსებები გაჩნდა დედამიწაზე 2 მილიარდი წლის წინ


 პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმები გაჩნდა 1 მილიარდი წლის წინ
 ზღვის ფლორა და ფაუნა 600 მლნ წლის წინ
 ხმელეთის ცხოველები 400მლნ წლის წინ
 პირველი ფრინველები 70მლნ წლის წინ
 ადამიანების არსებობა 3,4-4 მლნ წლის წინ

ეკოლოგიური ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების თავისებურება მდგომარეობს


იმაში, რომ სამართლის ნორმებში სამართლის წესით დგინდება:

 ბუნების დასაცავი ობიექტების ნუსხა


 ბუნებით მოსარგებლეების უფლებები და მოვალეობები
 ბუნების გამოყენების აკრძალვის და შეზღუდვის წესები
 ეკოლოგიური კონტროლის სისტემა, მისი განხორციელების პირობები და წესები
 ბუნებადაცვითი კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა

საქართველოში ბუნების სამართლებრივი დაცვა ანუ კანონმდებლობა ბუნების დაცვის შესახებ


ოდითგანვე იყო ცნობილი. სხვადასხვა წყაროებში გვხვდება „მონადირენი“:
მონადირეთუხუცესი, ტყის მცველნი, ტყის მცველთა უხუცესი. ვახტანგ VI-ის „დასტურ-
ლამალში მოცემულია ტყით, წყლით და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესები.

1880-იანი წლებიდან მოყოლებული მრავალი საკანონმდებლო აქტები იქნა მიღებული.


პირველი დეკრეტი მიწის, ტყის და წყლის შესახებ- 1928წელს.

 1919წ- მიწის კერძო საკუთრების შესახებ


 1950წ- დებულება წყლით სარგებლობის შესახებ
 1971წ- მიწის კოდექსი
 1977წ- წყლის კოდექსი
 1979წ- ტყის კოდექსი
 1981წ- კანონი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ
 1999წ- სისხლის სამართლის კოდექსი მე-10 კარი

ბუნებადაცვითი ღონისძიებები ხორციელდება ბუნების დაცვის სხვადასხვა ხერხებით:


საბუნებისმეტყველო, ტექნიკური, ორგანიზაციული, ეკონომიკური, იდეოლოგიური და რაც
მთავარია სამართლებრივი ხერხებით.

ეკოლოგიური ანუ ბუნებადაცვითი სამართალი არის ნორმების ერთობლიობა იმ


ღონისძიებების სისტემის მოსაწესრიგებლად, რომელიც ასახულია სამართალში და
მიმართულია ადამიანის სიცოცხლის და მატერიალური წარმოებისათვის აუცილებელი
ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების შენარჩუნების აღდგენისკენ და გაუმჯობესებისაკენ.

ეკოლოგიური სამართალი აწესრიგებს ადამიანის და ბუნების ურთიერთობებს ანუ


ახორციელებს ბუნებადაცვით ღონისძიებებს სამართლებრივ საფუძველზე. ეს ურთიერთობები
განსაზღვრავენ სხვადასხვა ორგანიზაციების და პირების უფლებებსა და ვალდებულებებს.
განსაზღვრავენ ბუნების დაცვის წესების დარღვევისათვის იურიდიული პასუხისმგებლობის
სახეებს. ეკოლოგიური სამართალი მოიცავს როგორც ეროვნულ ასევე სართაშორისო
ღონისძიებებს.

ეროვნული ეკოლოგიური სამართალი მოიცავს იურიდიული ღონისძიებების შემდეგ


ჯგუფებს:

 ბუნებრივი რესურსების გამოყენების, შენარჩუნების და წარმოების სამართლებრივი


რეგულირება
 კადრების აღზრდა და სწავლება, ბუნებადაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა,
დაფინანსება და მატერიალური ტექნიკური უზრუნველყოფა.
 ბუნების დაცვის მოთხოვნილებების შესრულებაზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი
კონტროლი
 სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა

ეკოლოგიური სამართლის ობიექტები

ეკოლოგიური სამართლის ობიექტს წარმოადგენს ბუნება, როგორც ობიექტური, ადამიანის


გარეშე და მისი შეგნებისაგან დამოუკიდებელი რეალობა, რომელიც არის მისი ბინადრობის
ადგილი, ცხოვრების პირობა და საშუალება. ეს ობიექტებია: მიწა, წიაღისეული,
წყლები(ზედაპირული და მიწისქვეშა), მცენარეულობა, ცხოველთა სამყარო, დაცული
ტერიტორიები (ნაკრძალები, აღკვეთილები, ეროვნული პარკები და სხვა), ატმოსფერული
ჰაერი.

ეკოლოგიური სამართლის რეგულირების საგანია ბუნების დაცვის სფეროში საზოგადოებრივი


ურთიერთობები. ბუნებადაცვითი საქმიანობის მიზნებით და ამოცანებით.

ეკოლოგიური სამართლის მეთოდის რეალიზაცია ხდება ბუნებადაცვითი ნორმების და


სამართალურთიერთობების სისტემის მეშვეობით. ბუნებადაცვითი ნორმები დისპოზიციის
გამოხატვის ხერხებით ხასიათდება: მბრძანებლური, კატეგორიული მიმართვით,
სავალდებულო, აღმჭურველი, ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნორმები. სანქციების
სახეების მიხედვით, იმ ნორმებთან ერთად რომელსაც ადგენენ სისხლის სამართლის
ადმინისტრაციულ, დისციპლინურ პასუხისმგებლობას, არსებობს ე.წ საკომპენსაციო
სამოქალაქო ნორმები, რომელიც ძირითადად განსაზღვრავენ პასუხისმგებლობას
ბუნებისათვის მიყენებული ზარალისათვის.
ბუნებათსარგებლობის სამართალი

ბუნებათსარგებლობა გულისხმობს ბუნებრივი გარემოდან ეკოლოგიური, ეკონომიკური,


კულტურული, გამაჯანსაღებელი, ზნეობრივ-ესთეტიკური მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად ადამიანის და საზოგადოებისათვის ზოგიერთი სასარგებლო თვისებების
ამოღებას. აღნიშნული ინტერესების დასაკმაყოფილებლად კანონმდებლობით დადგენილი
გამოყენების უფლება-მოვალეობები არის ბუნებათსარგევლობის სამართალი

ბუნებათსარგებლობის სამართალი ზოგადად არის ყველა მოქალაქისათვის სუფთა, ჯანსაღი


გარემოს და ბუნების ყველა სიკეთით კანონით დადგენილი და გარანტირებული სარგებლობის
უფლება და ერთობლიობა.

ბუნებათსარგევლობასთან დაკავშირებით არსებითი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებულ


ბუნებათსარგევლობის დარგს, რომელიც არეგულირებს ცალკეული ბუნებრივი რესურსების
გამოყენების წესს ( მიწის, წყალგამოყენების, ტყეთსარგებლობის, წიაღისეულის, ცხოველთა
სამყაროს, ატმოსფერული ჰაერის გამოყენების წესი)

ბუნებათსარგევლობის სამართლის სუბიექტებია იურიდიული და ფიზიკური პირები


( კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელებიც). ბუნებათსარგებლობის სამართლის
სუბიექტს უნდა ჰქონდეს სპეციალური უფლებაუნარიანობა ამა თუ იმ რესურსების
გამოყენების უფლებამოსილებით (იურიდიული პირის შემთხვევაში), რომელიც
განსაზღვრულია საწარმოს, ორგანიზაციის წესდებით. ძირითადი ნებართვის საფუძველზე
შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვა რესურსიც ( მიწის მფლობელმა შეიძლება გამოიყენოს
წყალი, ტყეთმომხმარებელმა შეიძლება გამოიყენოს მერქნის დამზადება საწარმოს
საჭიროებისათვის და სხვა)

მოქალაქეების განსაკუთრებული ბუნებათსარგებლობის სამართალი არსებობს როგორც


შრომითი, მოხმარებითი, დამხმარე და ნორმირებული.

შრომითი ხასიათი- გულისხმობს რომ ბუნებრივი რესურსების გამოყენება ხდება


მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების პირადი შრომით

მომხმარებლური ხასიათი- ბუნებრივი რესურსების გამოყენება ხდება პირადი


მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. შეიძლება გაყიდონ ჭარბად წარმოებული ან
შეგროვებული პროდუქტი.

დამხმარე ხასიათი- ბუნებრივი რესურსების გამოყენება უნდა ატარებდეს დამხმარე ხასიათს,


თუმცა იგი შეიძლება იყოს მოქალაქის და მისი ოჯახის წევრების შემოსავლის ძირითადი
წყარო.

ნორმირებული ხასიათი- ე.ი ნორმირებული უნდა იყოს ბუნებათსარგებლობისათვის


გადაცემული ბუნებრივი რესურსები. ( მაგ. ნორმირებული უნდა იყოს მიწის ნაკვეთის
ფართობის, მერქნის დამზადების მოცულობა და სხვა).

განსაკუთრებული ბუნებათსარგებლობის უფლების წარმოქმნა და შეწყვეტა ხდება


დადგენილი წესით. წარმოქმნა- ხდება ბუნებრივი რესურსის გადაცემის მიზნობრივი
დანიშნულებით საქარმოს, ორგანიზაციის ან მოქალაქისათვის განმკარგულებელი აქტით.
( გასათვალისწინებელია გარკვეული გარემოებები- მიწის ნაკვეთის გაცემაზე
მშენებლობისათვის საჭიროა მშენებლობაზე არქიტექტორის ნებართვა, მიწის ნაკვეთის გეგმა,
სახლის პროექტი, გამგეობის ნებართვა და ა.შ. ნადირობაზე უფლების წარმოქმნისათვის
საჭიროა მონადირეთა კავშირის წევრობა, ცხოველებზე ნადირობის ლიცენზია.)

ბუნებრივი რესურსების გადაცემა ხდება უვადოდ და გარკვეული ვადით, უფასოდან ან


შესაბამის ფასად. გადასახადები ძირითადად მიმართულია ხარჯების საკომპენსაციოდ.

ბუნებათსარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძველია:

 რესურსმფლობელის ლიკვიდაცია: მოქალაქის მესაკუთრის სიკვდილი (თუ არ არის


ოჯახის სხვა წევრი)
 ბუნებრივი რესურსის გამოყენების აუცილებლობის ამოწურვა
 სარგებლობაში ბუნებრივი რესურსის გადაცემის ვადის გასვლა
 ბუნებრივი რესურსის გადაცემა სხვა სახელმწიფოს საკუთრებაში
 დადგენილ ვადაში სარგებლობაში გადაცემული ბუნებრივი რესურსების აუთვისებლობა
 ბუნებრივინ რესურსების არამიზნობრივი გამოყენება

გარემოს დაცვის სამართლებრივი მექანიზმი წარმოადგენს ორგანიზაციული და


სამართლებრივი ღონისძიებების სისტემას, რაც სავალდებულოა სამართლებრივი და
განკარგულებათა ნორმების რეალიზაციისაკენ. ესენია:

 სამართლის ბუნებადაცვითი ნორმები


 საწარმოო-სამეურნეო საქმიანობის მარეფულირებელი ეკოლოგიზირებული ნორმები
 სამართლებრივი ნორმა გარენტიები
 ეკოლოგიურ-სამართლებრივი ურთიერთობანი

ბუნებადაცვით ნორმებს უნდა ჰქონდეს ეკოლოგიური დასაბუთება, ისინი უნდა იყოს


დაკონკრეტებული საკანონმდებლო აქტებად, რომლებიც აწესრიგებენ გარემოზე სამართლის
სუნიექტების სამეურნეო საქმიანობას. ისინი უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი შესრულების
ეკონომიკური, ორგანიცაიული, იურიდიული გარანტიებით და ბოლოს იდეოლოგიური
გარანტიით, რაც გულისხმობს ეკოლოგიური სამართლებრივი კულტურის ამაღლებას.
ეკოლოგიური სამართალურთიერთობანი

ეკოლოგიური სამართალურთიერთობები წარმოიშობა ბუნებადაცვითი ნორმების


შესრულებით ან დარღვევით. ასეთი სამართლებრივი ურთიერთობების წარმოქმნის
საფუძველს წარმოადგენს იურიდიული ფაქტი, რომელიც შეიძლება იყოს ხდომილების ან
მოქმედების სახით

ხდომილება წარმოიშობა ადამიანის ნების გარეშე, მისგან დამოუკიდებლად. (მაგ: ადამიანის


დაბადება, გარდაცვალება, ჩვენს სინამდვილეში ვადის გასვლა და სხვა)

მოქმედება შეიძლება იყოს არამართლზომიერი (მაგ: ქურდობა, ბრაკონიერობა, ტყის გაჩეხვა)

ეკოლოგიური ანუ ბუნებადაცვითი სამართალურთიერთობები კომპლექსური ხასიათისაადა


აისახება შემდეგ ფორმაში:

 ბუნების როგორც ეკოლოგიური სისტემების ერთობლიობის დაცვა


 ბუნების ცალკეული ობიექტების დაცვა სხვა ბუნებრივ ობიექტებთან ურთიერთკავშირის
გათვალისწინებით
 ბუნების ობიექტების დაცვა სხვა ბუნებრივი ობიექტების და კომპლექსების დაცვით.
(მაგ: ტყის დაცვა ხორციელდება არა ტყეთსარგებლობაში დარღვევის აღკვეთის და
სატყეო ურთიერთობათა მოწესრიგების გზით არამედ ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის,
წყლის და სხვა დაცვით.)

ბუნებათდაცვითი ურთიერთობის სუბიექტებია სარამოო დაწესებულებები, ორგანიზაციები,


ცალკეული მოქალაქეები. აუცილებელი მონაწილეა სახელმწიფოს აღმასრულებელი და
განმკარგულებელი ორგანო სპეციალურად შექმნილი ბუნებადაცვითი ორგანოების სახით.
(გედები), რომლებიც მოითხოვენ ეკოლოგიური მიწერილობის შესრულებას, ზარალის
ანაზღაურებას.

ბუნებადაცვითი სამართალურთიერთობის თავისებურება განისაზღვრება იმით რომ


ბუნებადაცვითი ფუნქციები სრულდება ისეთი ურთიერთობების მეშვეობით რომლებივ
რეგულირდება სამართლის სხვადასხვა დარგებით.

ბუნებათსარგებლობის უფლება წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი ბუნებრივი


რესურსების გამოყენების უფლებას მეურნეობის და მოქალაქეთა მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად.

ბუნების გამოყენება შეიძლება როგორც:

 სიცოცხლისა და საქმიანობის ბუნებრივი პირობა


 მატერიალური წარმოების საშუალება
 სამეურნეო და კულტურული საქმიანობის ობიექტი
 ზნეობრივი და ესთეტიკური დაკმაყოფილების საშუალება

სპეციალური ბუნებათსარგებლობის უფლება განპირობებულია გარემოს და მისი რესურსების


გამოყენებით და იგი შემდეგი სახისაა: მიწათსარგევლობა, წყალსარგევლობა,
ტყეთსარგებლობის უფლება, ასევე ჰაერი, ცხოველთა სამყარო, წიაღისეული და სხვა.
სპეციალური ბუნებათსარგებლობის უფლების წარმოშობის საფუძველია კომპეტენტური
ორგანოს აქტით მიზნობრივი დანიშნულებით შესაბამისი ბუნებრივი რესურსების გადაცემის
შესახებ.(ტყეთსაჭრელი ბილეთი, საქონლის ძოვება, ლიცენზია და სხვა)

სპეციალური ბუნებათსარგებლობის უფლების სუბიექტებია: საწარმოები, დაწესებულებები,


ორგანიზაციები, მოქალაქეები.

ბუნებათსარგებლობის უფლების შეწყვეტა ხდება:

 რესურსმფლობელი ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან მოქალაქის სიკვდილის


შემთხვევაში
 ბუნებრივი რესურსების გამოყენების საჭიროების გასვლისას
 იმ ვადის გასვლის შემთხვევაში რომელზეც ბუნებრივი რესურსი გამოყოფილი იყო
სარგებლობისათვის
 ბუნებრივი რესურსების სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ამოღების
შემთხვევაში.
 დადგებილ ვადაში ბუნებრივი რესურსების აუთვისებლობის შემთხვევაში
 ბუნებრივი რესურსების არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში

ყველა ბუნებათმოსარგებლისათვის აუცილებელია:

 ბუნებრივი რესურსები გამოიყენებოდეს იმ მიზნისთვის რისთვისაც ისინია


განკუთვნილი
 მათი მეცნიერულად დასაბუთებული და რაციონალური გამოყენება
 აუციოლებელი შესაბამისი კანონმდებლობის დაცვა
 დარღვეული ბუნების აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფა.

ბუნებრივი რესურსების თვითნებურად დაკავება არ წარმოშობს მათი გამოყენების და


სარგებლობის უფლებას. მოქმედი კანონმდებლობით ხდება მათი იძულებით ამოღება
შესაბამისი ამტერიალური კომპენსაციით (ადმ.კოდექსი მუხლი- 53,55,62)

ბუნებათსარგებლობის უფლების განხორციელებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა


სტანდარტიზაციას, რომელთა იურიდიული ძალა დაფუძნებულია კანონმდებლობაზე,
სტანდარტები აკონკრეტებენ სამართლებრივი ნორმების შინაარსს, შეიცავენ ტექნიკურ წესებს
და ნორმებს.

სტანდარტები შეიძლება იყოს სახელმწიფო და დარგობრივი. არსებობს აგრეთვე ტექნიკური


პირობები.

ბუნებათსარგებლობის და ბუნების დაცვის სრულყოფაში გარკვეული ადგილი უკავია


ნორმატივებს (მავნე ნივთიერებების ზღვრის დადგენა).

ბუნებათსარგებლობაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ე.წ კადასტრს. კადასტრი


წარმოადგენს მონაცემების სრულ სისტემატიზირებულ ნუსხას. კადასტრი შეიძლება იყოს
წყალსამეურნეო, მელიორაციული, სამშენებლო და სხვა. კადასტრისათვის აუცილებელია
სისრულისა და უტყუარობის დაცვის მოთხოვნა.
ეკოლოგიური სამართალდარღვევები

ეკოლოგიური სამართალდარღვევა მართლსაწინააღდეგო ქცევაა, რომელიც არღვევს


ეკოლოგიურ მართლწესრიგს და ზიანს აყენებს გარემოს.

ეკოლოგიური სამართალდარღვევა მოიცავს მიწის, წიაღისეულის, წყლიის, ტყის და სხვა


ბუნებადაცვითი წესების დარღვევას. დარღვევის სიმძიმის მიხედვით ეკოლოგიური
სამართალდარღვევა შეიძლება იყოს სისხლის სამართლებრივი (ანუ ეკოლიგიური დანაშაული),
ადმინისტრაციული, სამოქალაქო და დისციპლინური.

ეკოლოგიურ სამართალდარღვევას ახასიათებს გარკვეული თავისებურება, იგი გამოირჩევა


დამნაშავის ბრალით, მართლსაწინააღმდეგო ქცევით კანონის დარღვევისა და შედეგის
მიზეზობრივი კავშირით და ადამიანის ჯანმრთელობისათის გარემოს ზიანით ან მისი
რეალური საშიშროებით.

კანონმდებლობა ითვალისწინებს გარემოსადმი ზიანის მიყენების ბრალის ორ ფორმას:


განზრახვასა და გაუფრთხილებლობას.

 განზრახ სამართალდარღვევისას ძირითადი მოტივებია ანგარება, დაინტერესება


ბუნების ხარჯვაზე, პირადი გამდიდრებისა და ასევე ხულიგნური საქციელი.
 გაუფრთხილებლობით სამართალდარღვევა მჟღავნდება ბუნებათსარგებლობის
დაუდევარ, გულგრილ, თავდაჯერებულ ქცევაში. (ხანძრის წესების უგულებელყოფა
ტყეში, გამწმენდი ნაგებობების ექსპლუატაციის წესების დაუცველობა და სხვა)

ეკოლოგიური სამართალდარღვევისათვის აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი


სამართალდამრღვევი პირის ან ორგანიზაციის მართლსაწინააღმდეგო ქცევასა და გარემოსადმი
მიყენებულ ზიანს შორის. (ბუნებრივი რესურსების გამოლევა,მათი დაზიანება, ან მოსპობა)

სამართალდარღვევები შეიძლება იყოს სისხლის სამართლებირვი ადმინისტრაციული,


ქონებრივი ან დისციპლინური.

ეკოლოგიური დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია დანაშაულებრივი


ხელყოფის ობიექტი, დანაშაულის ობიექტური მხარე, სუბიექტი და სუბიექტური მხარე.

ობიექტია ბუნება ან გარემო, რასაც მიადგა ზიანი (ეკოლოგიური წესების დარღვევა, ტყის
გაჩეხვა, თევზის მარაგის მოსპობა და სხვა). შინაური ცხოველები არ მიეკუთვნებიან ბუნების
ობიექტებს და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება , წვალება, განადგყრევა,
დატაცება და სხვა არ მიეკუთვნება ეკოლოგიურ დანაშაულს.

ობიექტური მხარის მიხედვით ეკოლოგიური სამართალდარღვევა გამოიხატება


ბუნებათდაცვითი კანონმდებლობის ნორმების დარღვევაში (მაგ: ბუნებრივი ობიექტების
მოსპობა, გაჭუჭყიანება და სხვა.), რაც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

სუბიექტია- მოქალაქეები და იურიდიული პირები.

სუბიექტურ მხრივ ეკოლოგიური დანაშაული გამოიხატება ბრალის ორი ფორმით:


განზრახვით და გაუფრთხილებლობით. განზრახვის დროს იცის რასაც აკეთებს, სურს,
ითვალისწინებს შედეგს და მაინც ბრაკონიერობს ან ჩადის ეკოლოგიურ დანაშაულს, ხოლო
გაუფრთხილებლობის დროს არ ითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს თუმცა უნდა
გაეთვალისწინებინა ან პირი ვარაუდობს რომ ამ ქმედებით მავნე შედეგი არ დადგება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სისხლის სამართლებრივისაგან განსხვავდება


მიყენებული ზიანის ნაკლებმნიშვნელობით და საზოგადოებრივად მეტად მნიშვნელოვანი
არაა. ე.ი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველია ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა, რაც გათვალისწინებულია შესაბამისი კოდექსით.

ადმინისტრაციული სასჯელის ზომებია: გაფრთხილება, ჯარიმა, ადმინისტრაციული


პატიმრობა, უცხოელის გაძევება საქართველოდან.

უკანონო იარაღის ან უკანონოდ მოპოვებული პროდუქციის ჩამორთმევას ითვალისწინებს


როგორც სისხლის სამართლებრივი ასევე ადმინისტრაციული სამართლებრივი
პასუხისმგებლობა.

სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიხატება მიყენებული ზარალის მიხევით, სპეციალური


ნორმებით.

დისციპლინური პასუხისმგევლობა ემსახურება დასჯის და აღზრდის მიზნებს. მისი


გამოყენების საფუძველია დისციპლინური გადაცდომა, რაც ძირითადად გამოწვეულია
სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობით. მისი სუბიექტებია: საწარმოების,
ორგანიზაციის ხელმძღვანელები და სხვა პასუხისმგეველი პირები, ვისი სამსახურეობრივი
მოვალოებებიც დაკავშირებულია ბუნების დაცვის და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად
გამოყენების ღონისძიებების განხორციელებასთან.

გარემოს დაცვის ეფექტურობა განისაზღვრება არამარტო ჩადენილი


სამართალდარღვევისათვის იურიდიული პასუხისმგებლობით და საზოგადოებისათვის
ზემოქმდების საშუალებების გამოყენებით, არამედ ბუნებათდაცვით სფეროში
სამართალდარღვევების თავიდან დროული აცილებით, რომელიც ძირითადად ხდება
პოლიტიკური, სამართლებრივი, ორგანიზაციული, ეკონომიკური, მატერიალურ-ტექნიკური
და იდეოლოგიური ღონისძიებებით. ეკოლოგიური მსოფმხედველობის და სამართლებრივი
კულტურის ამაღლებით, განათლებით და აღზრდით.

You might also like