You are on page 1of 1

ფაკულტეტი: იურიდიული

საგანი: მოთხოვნის უზრუნველყოფის სამართალი


პედაგოგის გვარი, სახელი: გიორგი რუსიაშვილი
გამოცდის  შეფასება: 40 ქულა
გამოცდის  ხანგრძლივობა: 3 საათი
ნორმატიული მასალა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

kazusi 1: კაკოსგან შპს „1992+26“-მ აიღო სესხი, რომელსაც თავდებად დაუდგა მისი
მეწილე ალეკო, ხოლო გიგიმ იპოთეკით დატვირთა საკუთარი ბინა ამ მოთხოვნის
უზრუნველსაყოფად. მას შემდეგ, რაც შპს გაკოტრდა, მისი ლიკვიდაციის შემდეგ
ალეკომ ამ საბაბით უარი განაცხადა კაკოსთვის რამის გადახდაზე. გიგიმ კაკოს
დაჟინებულმა მოთხოვნამ და ბინის გაყიდვის მუქარამ თავიდან ძალიან დააფრთხო
და მთლიანად დაფარა შპს-ის ვალი, თუმცა მოგვიანებით მიიჩნევს, რომ შეუძლია ეს
თანხა სრულად მოითხოვოს უკან ან შპს-გან, ან ალეკოსგან.

შეაფასეთ ყველა მხარის ყველა მოთხოვნა ერთმანეთის მიმართ! იმსჯელეთ აგებს თუ


არა პასუხს თავდები მოვალის ლიკვიდაციის შემდეგ!

კაზუსი 2: აკაკიმ დაითანხმებს ბანკი, რომ ასესხოს 5 000 ლარი. ოღონდ მხოლოდ იმ
პირობით, რომ სასესხო მოთხოვნა უზრუნველყოფილი იქნება იპოთეკით. ბანკი
გადასცემს აკაკის 5 000 ლარს, მაგრამ, რადგანაც მას არ გააჩნია საკმარისი ქონება, ბანკი
შეუთანხმდება მის დას, კატოს, რომ ის დატვირთავს ბინას იპოთეკით ბანკის ფინანსური
ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით. მხარეები სანოტარო წესის დაცვით
გააფორმებენ ხელშეკრულებებს და დაარეგისტრირებენ იპოთეკას საჯარო რეესტრში.
მოგვიანებით აკაკი საფუძვლიანად შეეცილება ბანკთან დადებულ ხელშეკრულებას,
რითაც ის გაბათილდება.

შეაფასეთ სამართლებრივი მდგომარეობა!

შესრულებული დავალება გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ


ფოსტაზე: motxovnis.uzrunvelyofa@gmail.com

You might also like