You are on page 1of 3

ბავშვთა ასაკის სქოლიოზი

სქოლიოზი - არის ხერხემლის ისეთი დეფორმაცია, როდესაც ხერხემლის სვეტი


ფრონტალურ (კორონარულ) სიბრტყეში არის გადახრილი გვერდზე
(ლატერალურად).

სქოლიოზის გამოვლინება ძირითადად ხდება ბავშვობის ან მოზარდობის


(სიყმაწვილის) პერიოდში. საგიტალურ სიბრტყეში ხერხემლის სვეტს აქვს სამი
ფიზიოლოგიური სიმრუდე - კისრის ლორდოზი, გულმკერდის კიფოზი და წელის
ლორდოზი. ეს ფიზიოლოგიური ნადრეკები მუშაობენ როგორც ამორტიზატორები.

მიუხედავად ზემოთ მოყვანილი განმარტებისა, რომ სქოლიოზი არის ხერხემლის


სვეტის გადახრა გვერდზე, რეალურად, რთული სქოლიოზების დროს ხშირად
ადგილი აქვს ხეხემლის გადახრას სამივე - ფრონტალურ, საგიტალურ და აქსიალურ
სიბრტყეებში, რაც თავისთავად კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

სქოლიოზის სიხშირე პოპულაციაში მერყეობს 2-3 % -ს შორის. თუ ამ საერთაშორისო


სტატისტიკას დავეყრდნობით, საქართველოში დაახლოებით 70 000 დან 100 000 მდე
ადამიანს აქვს სქოლიოზის პრობლემა.

სქოლიოზი თანაბრად შეიძლება განვითარდეს ორივე სქესის ბავშვებში, თუმცა,


გოგონებში სქოლიოზის პროგრესირება და მძიმე ფორმების განვითარება ხდება 8 -
9 ჯერ უფრო ხშირად ბიჭებთან შედარებით (National Scoliosis Foundation 2007).
ეტიოლოგიის, ანუ გამომწვევი მიზეზის მიხედვით, სქოლიოზი კლასიფიცირდება
როგორც - იდიოპათიური, კონგენიტალური და ნეირომუსკულარული წარმოშობის
სქოლიოზები.
იდიოპათიური - ეწოდება სქოლიოზს, როდესაც სხვა მიზეზები სქოლიოზის
განვითარების - კონგენიტალური და ნეირომუსკულარული არის გამორიცხული.
იდიოპათიური ტიპი შეადგენს სქოლიოზების საერთო რაოდენბის 80%-ს. მოზარდთა
(ყმაწვილთა) იდიოპათიური სქოლიოზი არის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი
ტიპი სქოლიოზებისა და მისი გამოვლინება ხდება პრეპუბერტატულ - ანუ
სქესობრივი მომწიფების წინა პერიოდში.
კონგენიტალური - სქოლიოზი განპირობებულია მუცლადყოფნის პერიოდში
განვითარებული ხერხემლის სვეტის სხვადასხვა მალფორმაციებით - ანუ
განვითარების დეფექტებით.
ნეირომუსკულარული სქოლიოზი - ძირითადად არის მეორადად განვითარებული
სქოლიოზი რომლის განვითარების მიზეზი არის კუნთოვანი ან ნევროლოგიური
დაავადებები.
სქოლიოზის ნიშნები

არსებობს რამოდენიმე ნიშანი, რომელთა აღმოჩენა შეუძლიათ მშობლებს. ამ ნიშნების


გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ეს ნიშნების:

 მხრების დგომა არის ასიმეტრიული, ბეჭის ძვალი არის ერთ მხარეს უფრო
გამოწეული მეორე მხარესთან შედარებით;
 თავის დგომა არ არის სწორი და თავი არ დგას მენჯის შუა ხაზის საპროექციო
ხაზზე;
 მხრის ძვალი ერთ მხარეს არის უფრო აწეული;
 ნეკნების რკალები დგას სხვადასხვა სიმაღლეზე;
 წელის ხაზის სიმეტრია დარღვეულია;
 ზურგზე შეცვლილია კანის ფერი ან აღენიშნება მომატებული თმიანობა;
 სხეულის შუა ხაზი გადახრილია ერთ მხარეს.

იმის გამო, რომ სქოლიოზმა შესაძლოა გამოიწვიოს გულმკერდის და ტორსის


დეფორმაცია, ძალიან ხშირად ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ ჩივილები
გულმკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების მხრივ.

სქოლიოზის დიაგნოზი
სქოლიოზის დიაგნოზი ეყრდნობა ფიზიკალურ გასინჯვასა და პარაკლინიკურ
გამოკველევებს - რენტგენოლოგიურ კვლევას, ხერხემლის კტ-ს და მრტ-ს.
მიელოგრაფიას. გადახრის კუთხე იზომება ე.წ კობის მეთოდით. ფიზიკალური
გასინჯვის დროს ძალიან ინფორმატიურლი და თვალსაჩინოა ადამსის ტესტი. ამ
დროს პაციენტს ვთხოვთ დადგეს ფეხზე, ზურგით ექიმისაკენ, ფეხები შეატყუპოს და
გადაიხაროს წინ 90 გრადუსიან კუთხემდე (შეეხოს ხელებით იატაკს). სქოლიოზის
არსებობის შემთხვევაში ზურგის ასიმეტრია (ხერხემლის სვეტის გადახრა გვერდზე)
ამ ტესტის შესრულებისას ძალიან თვალნათლივ ვლინდება. ეს არის ტესტი რომელიც
შესაძლოა გამოყენებული იქნას სკრინინგისათვის, მაგრამ დეფორმაციის ხარისხის
ზუსტი განსაზღვრისათვის აუცილებელია რენტგენოლოგიური კვლევების ჩატარება.

რენტგენოლოგიური კვლევით მიღებული შედეგების მიხედვით სქოლიოზი


შემდეგნაირად კლასიფიცირდება:

I ხარისხის სქოლიოზი - ხერხემლის სვეტის გადახრა არის 10 გრადუსემდე. ამ დროს


შესაძლოა გამოვლინდეს ბეჭების და მხრების დგომის მსუბუქი ასიმეტრია.
II ხარისხის სქოლიოზი - ხერხემლის სვეტის გადახრა შეადგენს 25-30 გრადუსს. ამ
დროს ასიმეტრიასთან ერთად რომელიც მეტად აშკარაა და ბეჭების და მხრების
დგომასთანს ერთად ვლინდება მენჯის და ბარძაყების არასწორ დგომაში. ასევე
შესაძლოა გაჩნდეს ე.წ კუნთოვანი გამობერილობა ერთ რომელიმე მხარეს.
III ხარისხის სქოლიოზი - ხერხემლის სვეტის გადახრა შეადგენს 30-45 გრადუსს. ამ
დროს ერთი მხარი ბევრად მაღლა დგას მეორესთან შედარებით, ერთი ფეხი უფრო
მოკლეა (ცრუ სიმოკლე) მეორესთან შედარებით. III ხარისხის სქოლიოზს,
გულმკერდის და მუცლის ღრუს დეფორმაციების გამო, შესაძლოა ახლდეს ჩივილები
შინაგანი ორგანოების მხრიდან.
IV ხარისხის სქოლიოზი - ყველაზე რთული ფორმა სქოლიოზისა, ხერხემლის სვეტის
გადახრა შეადგენს 45 გრადუსზე მეტს, ჩნდება კუზი და მკვეთრად უარესდება
ზოგადი მგდომარეობა.

ბავშვებში სქოლიოზის კლასიფიკაცია ხდება აგრეთვე მისი განვითარების ასაკის


მიხედვით -

0-3 წელი - ინფანტილური ანუ მცირე ასაკის ბავშვთა სქოლიოზი;


3-10 წელი - იუვენილური ანუ ბავშვთა ასაკის სქოლიოზი
10-18 წელი - მოზარდობის (ყმაწვილობის) პერიოდის სქოლიოზი, რომლის
გამოვლინება ძირითადად ხდება სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე.
მკურნალობა:

სქოლიოზის მკურნალობის ტაქტიკის და გეგმის შემუშავებამდე მნიშვნელოვანია


ვიცოდეთ:

 ხერხემლის სვეტის სიმწიფე და მისი ზრდის საკითხები. როგორია ზრდის ტემპი


და ა.შ
 რომელი ხარისხის სქოლიოზთან გვაქვს საქმე და რამდენად ზემოქმედებს ის
პაციენტის ცხოვრების ხარისხზე და წესზე?
 სქოლიოზის ლოკალიზაცია - მთელი რიგი ექსპერტები თვლიან რომ გულ-
მკერდის სეგმენტის სქოლიოზი მეტად მიდრეკილია პროგრესირებისაკენ ვიდრე
ხერხემლის სხვა სეგმენტებში განვითარებული სქოლიოზები.
 სქოლიოზის პროგრესირების დინამიკა - რამდენად სწრაფად პროგრესირებს?
ამბულატორიული მკურნალობა - გულისხმობს ფიზიკურ თერაპიას (ვარჯიში,
ცურვა, ცხენოსნობა და ა.შ), პოზის და ტანდეგობის გასწორება ჯდომისა და წოლის
დროს. აუცილებელია დაკვირვება დინამიკაში და კონსულტაცია სპეციალისტთან
ყოველ 4-6 თვეში ერთხელ.
კორსეტი - ეფექტური იმ პაციენტებთან რომლებმაც ჯერ არ მიაღწიეს ზრდასრულ
ასაკს (სიმაღლეში ზრდის პროცესი გრძელდება) და ხერხემლის გადახრის კუთხე
არის 25 დან 40 გრადუსამდე. კორსეტი (ძირითადად გამოიყენება ე.წ. ბოსტონის
კორსეტი) აჩერებს სქოლიოზის პროგრესირებას და სხვადასხვა კვლევებით
დასტურდება, რომ კარგად მორგებული და კორსეტის ეფექტურობა არის 80% მდე იმ
შემთხვევაში თუ ბენეფიციარი უნდა მას ატარებს დღეში 16-23 საათის განმავლობაში.
ქირურგიული მკურნალობა - თუ ხერხემლის დეფორმაცია არის 40 % და მეტი და
არის მისი პროგრესირების ნიშნები, რეკომენდირებულია ქირურგიული
ოპერაციული ჩარევა, რომელიც ისახავს ორ მიზანს:
 ხერხემლის დეფორმაციის ხარისხის შემცირება;
 სქოლიოზის პროგრესირების შეჩერება.

https://kwclinic.ge/ka/siaxleebi/bavshvta-sqoliozi

You might also like