You are on page 1of 8

საკითხავი მასალა 5 - დილემებით სწავლება VaKE-ზე დაფუძნებით

VaKE (Values and Knowledge Education, ღირებულებებისა და ცოდნის


განათლება) არის სწავლა-სწავლების მეთოდი, რომელიც საგნობრივი ცოდნის
შეძენასთან ერთად ორიენტირებულია მოსწავლეებში ღირებულებების
განვითარებზე.

VaKE-ის მიზნები:

 ღირებულებების გააზრება და ქცევაში ასახვა - დილემის განხილვისას


მოსწავლეები აფასებენ ღირებულებებზე განსხვავებულ მოსაზრებებს, რაც
ხელს უწყობს მათ მიერ ღირებულებების სიღრმისეულ გააზრებას, მათთვის
წარმმართველ ღირებულებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღებას და
საკითხზე ცოდნის გარღმავების შემდეგ ღირებულებების გადაფასებას.
 მიღებული ცოდნის გამოყენება - მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა,
გაიაზრონ, რას სწავლობენ და როგორ შეუძლიათ ნასწავლის გამოყენება.
სასწავლო პროცესის მიზანი ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ ფაქტების
დამახსოვრება, არამედ სასწავლო მასალის ინტენსიური განხილვა და
საგანთაშორისი ცოდნის აგება.
 პრობლების გადაჭრის უნარისა და, შესაბამისად, კრიტიკული აზროვნების
განვითარება - მოსწავლეები პრობლემას სხვადასხვა კუთხით განიხილავენ,
სწავლობენ პრობლემას სხვადასხვა პერსპექტივიდან, იხილავენ და იაზრებენ
პრობლემასთან დაკავშირებულ განსხვავებულ მოსაზრებებს, ახდენენ
საკუთარი და სხვათა გადაწყვეტილებების შეფასებას და მსჯელობენ
არგუმენტირებულად.
 დამოუკიდებელი სწავლისა უნარის განვითარება და მოსწავლეთა
თვითრეგულირებად შემსწავლელებად ჩამოყალიბება - მოსწავლეებს
საშუალება აქვთ დამოუკიდებლად მოიძიონ და მოამზადონ მათთვის საჭირო
ინფორმაცია (მაგალითად, აღმოაჩინონ და ჩაინიშნონ მნიშვნელოვანი
ფაქტები); სწორად დაგეგმონ საკუთარი სასწავლო პროცესი (მაგალითად,
შეაჯამონ და დასკვნები გამოიტანონ) და შესწავლილი თეორიული
კონცეფციები დააკავშირონ პრაქტიკასთან (მაგალითად, თეორიული ცოდნა
კონკრეტულ მაგალითებში გამოიყენონ).
 თანამშრომლობის უნარის განვითარება - უსაფრთხო და სასიამოვნო სამუშაო
გარემო მოსწავლეებს უვითარებს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას და
მათ გუნდის სრულფასოვან წევრებად აგრძნობინებს თავს. მოსწავლეებს
უყალიბდებათ ახალი იდეებისა და საკუთარი ცოდნის გუნდში წარდგენის
უნარი, სწავლობენ სხვის მოსმენას, განსხვავებულ მოსაზრებებზე შეთანხმებას,
კონფლიქტებზე მსჯელობას, სხვებზე ზრუნვას და მიღებული შედეგების
სხვებისთვის გაზიარებას.

VaKE-ით მუშაობის ნაბიჯები


პირველი ნაბიჯი - დილემის მომზადება და წარდგენა
მასწავლებელი ამზადებს სასწავლო მიზნის შესაბამის დილემას და წარუდგენს
კლასს. დილემის მომზადება არის მეთოდით მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო
საპასუხისმგებლო პროცესი, რადგან, ერთის მხრივ, ის უნდა შეასაბამებოდეს
სასწავლო მიზანს და, მეორეს მხრივ, დილემაში უნდა იყოს მინიმუმ ორი
შეპირისპირებული ღირებულება, ან ღირებულების სულ მცირე ორი პერსპექტივა,
რომელიც დაკავშირებულია ორ განსხვავებულ ქმედებასთან. ასევე მასწავლებლის
მიერ შემუშავებულ დილემაში ინფორმაცია სრულად არ უნდა იყოს მოცემული,
მოსწავლეებმა უნდა შეიძინონ დამატებითი ცოდნა და გამოცდდილება საკითხის
შესახებ, რათა შეძენილ ცოდნზე დაფუძნებით შეძლონ ძლიერი და დასაბუთებული
არგუმენტების შემუშავება და მორალურ ღირებულებებზე დაფუძნებული
გადაწყვეტილების მიღება.

მეორე ნაბიჯი - ვალიდური ღირებულებების განსაზღვრა


მას შემდეგ, რაც მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს დილემას, კლასს
უსვამს კითხვას: დილემაში რომელი ღირებულებები დგას დისკუსიის ცენტრში?
რომელი ღირებულებები მოდიან ერთმანეთთან კონფლიქტში?
მოსწავლეები იდენტიფიცირებას უკეთებენ დილემაში მოცემულ წამყვან
ღირებულებებს, რომლებიც მასწავლებელს ყოველგვარი რევიზისა და დისკუსიის
გარეშე გადააქვს დაფაზე/ფლიფჩარტზე.

მესამე ნაბიჯი - პირველი გადაწყვეტილების მიღება/ინდივიდუალური რეფლექსია


მასწავლებელი მოსწავლეებს აყენებს არჩევანის წინაშე - ვეთანხმები დილემაში
მიღებულ გადაწყვეტილებას, არ ვეთანხმები ან ვერ მივიღე გადაწყვეტილება. ამ
ეტაპზე მოსწავლეები გადაწყვეტილებას იღებენ მათთვის წამყვან ღირებულებებზე
დაფუძნებით.
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ ნაბიჯზე მოსწავლეებმა უნდა
გააკეთონ ინდივიდუალური არჩევანი.

მეოთხე ნაბიჯი - პოზიციის არგუმენტირება


ინდივიდუალური გადაწყვეტილების შემდეგ მასწავლებელი კლასს ყოფს სამ
ჯგუფად მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით. თითოეული ჯგუფი
არგუმენტირებულად ასაბუთებს მიღებული გადაწყვეტილების მართებულობას.

მეხუთე ნაბიჯი - გამოცდილების გაზიარება/ჯგუფური პოზიციის პრეზენტაცია


თითოეული ჯგუფი წარმოადგენს საკუთარი პოზიციების/არჩევანის
არგუმენტებს
მეექვსე ნაბიჯი - საჭირო დამატებითი ინფორმაციის განსაზღვრა
თითოეული ჯგუფის მიერ ღირებულებებზე დაფუძნებული
გადაწყვეტილების არგუმენტაციისა და დასაბუთების წარდგენის შემდეგ,
მასწავლებლის ფასილიტაციით, მოსწავლეები იმ კითხვების/საკითხების
იდენტიფიცირებას ახდენენ, რომლებიც პასუხგაუცემელი დარჩა რა მსჯელობენ იმ
დამატებითი დამატებითი ინფორმაციის შესახებ, რაც მათ დასჭირდებათ მიღებული
გადაწყვეტილების განმტკიცებისთვის ან შეცვლისთვის.

მეშვიდე ნაბიჯი - დამატებითი ინფორმაციის მოძიება


ამ ეტაპზე მოსწავლეები დამოუკიდებლად აწარმოებენ უკვე
იდენტიფიცირებული დეფიციტური ინფორმაციის მოძიებას, საკითხის შესახებ
ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებას საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად
ან პოზიციის შესაცვლელად.

მერვე ნაბიჯი - ინფორმაციის გაცვლა ერთმანეთს შორის


მოპოვებული ინფორმაციების წარდგენის შემდეგ, მოსწავლეები აკეთებენ
თვითრეფლექსიას, საკმარისია თუ არა მოძიებული ინფორმაცია საბოლოო
გადაწყვეტილების მისაღებად? გაეცა თუ არა ყველა პასუხგაუცემელ კითხვას პასუხი?

მეცხრე ნაბიჯი - მეორადი გადაწყვეტილების მიღება/ინდივიდუალური რეფლექსია


დამატებით მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეებს
მასწავლებელი შესაძლებლობას აძლევს გადააფასონ პირველადი
გადაწყვეტილება/არჩევანი.
მოსწავლეები თვითრეფლექსიით იღებენ ინდივიდუალურ მეორად
გადაწყვეტილებას.
მეათე ნაბიჯი - პოზიციის მეორადი არგუმენტირება
კლასი ჯგუფდება მეორადად მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით.
არგუმენტირებულად ასაბუთებენ ახალი გადაწყვეტილების მართებულობას და
მსჯელობენ, თუ როგორ დაეხმარა მიღებული ცოდნა ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

მეთერთმეტე ნაბიჯი - გამოცდილების გაზიარება და ინფორმაციის სინთეზი


ჯგუფები პრეზენტაციისას განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ იმაზე, თუ
რომელი არგუმენტები ეფუძნება მიღებულ ახალ ცოდნას?

მეთორმეტე ნაბიჯი - გენერალიზაცია და ტრანსფერი


ამ ნაბიჯის მიზანია მოსწავლეებმა განაზოგადონ საკითხი ფართო კონტექსტში.
მასწავლებელმა მსგავს თემებზე დისკუსიის პროვოცირებით ხელი უნდა შეუწყოს
მოსწავლეებს, რათა მათ შეძლონ კონკრეტული სიტუაციიდან მიღებული ცოდნისა
და გამოცდილების ტრანსფერი.
შენიშვნა: თუ დილემასთან დაკავშირებული კითხვები პასუხგაუცემელი დარჩება,
მაშინ შესაძლებელია მასწავლებელმა მოსწავლეები კვლავ დააბრუნოს დამატებითი
ინფორმაციის მოძიების ფაზაზე, შემდეგ, მოსწავლეებმა ხელახლა გაუზიარონ
ერთმანეთს მოპოვებული ინფორმაცია და მიუბრუნდნენ მეორადი
გადაწყვეტილების მიღების ფაზას.

გთავაზობთ სასწავლო პროცესში დილემის გამოყენების ორ მაგალითს.


პირველი მაგალითი
საგანი - მოქალაქეობა
სამიზნე ცნება: მდგრადი განვითარება
მკვიდრი წარმოდგენები:
 რესურსების მოხმარებისას მნიშვნელოვანია საზოგადოების ინტერესებისა და
მომავლის პერსპექტივის გათვალისწინება;
 ლოკალურ ქმედებებს გლობალური შედეგები მოსდევს

დილემა N1
ერთ-ერთ მთიან სოფელში, რომელიც საკმაოდ დაცილებულია რაიონული
ცენტრს, ინფრასტრუქტურა ყოველმხრივ მოუწესრიგებელია, სოფელს უკვე
რამდენიმე წელია არ აქვს ელექტროენერგია. უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე,
სადაც არის მაღაზია, აფთიაქი, ამბულატორია და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი
ობიექტები, მინიმუმ ერთი საათის სავალია მანქანით, ისიც მხოლოდ მაღალი
გამავლობის ტრანსპორტით. მოუწესრიგებელი გზის გამო ზამთრობით სოფელი
სრულიად იზოლირებულია. სოფლის მეურნეობასაც ვერ მოეკიდება კაცი, რადგან
საკმაოდ მკაცრი ბუნებრივი პირობებია და ოჯახებს თითო სული საქონელი თუ ყავს
შიმშილს რომ დააღწიონ თავი. მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, ხალხი მაინც
არ ტოვებს მათ საცხოვრებელ ადგილს.
სოფელში მოედინება მთის სწრაფი მდინარე და სწორედ ამის გამო მთავრობამ
გადაწყვიტა საკმაოდ მძლავრი ელექტროსადგურის აშენება, რომელიც მთელს
რეგიონს მოამარაგებდა ელექტროენერგიით. ელექტროსადგური ბევრ პრობლემას
მოუგვარებდა სოფელს - გაიყვანდნენ გზას, ექნებოდათ მუდმივი დენი საკმაოდ
შეღავათიან ფასად, ელექტროსადგურის მშენებლობაზე დასაქმდებოდნენ
ადგილობრივები, გაიხსნებოდა ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტი. მაგრამ
ელექტროსადგურის ასაშენებლად უნდა აეფეთქებინათ ორი მთა, რომელიც ეკვროდა
სოფელს, მდინარე უნდა გაეშვათ მილებში და უნდა გაეჩეხათ ტყის გარკვეული
მასივი. სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილი დიდი სიხარულით შეხვდა მთავრობის
გადაწყვეტილებას „ახლა იქნებ ცოტათი ამოვისუნთქოთო“, ხოლო მეორე ნაწილი
კატეგორიულად წინააღმდეგია ამ მშენებლობის.
სადიკუსიო კითხვები:
1. უნდა აშენდეს თუ არა ელექტროსადგური?
2. როგორ მოიქცეოდით თქვენ მოსახლეობის ადგილას?
3. შეუშლიდით თუ არა მთავრობას მშენებლობაში ხელს?
4. რას მოუტანს მთიან რეგიონს ელექტროსადგური? დაასაბუთეთ
არგუმენტირებულად
5. ბუნების დაზიანების რა რისკები არსებობს? დაასაბუთეთ
არგუმენტირებულად

დილემა N2
სადამრიგებლო საათზე მასწავლებელმა მიმართა დილემებით სწავლებას
VaKE-ზე დაფუძნებით. სადამრიგებლო საათის მიზანი იყო მოსწავლეებში
ცნობიერების ამაღლება, თუ რატომ არის სხვისი გონებრივი ნაშრომის მითვისება
(პლაგიატი) მიუღებელი. ამისთვის მასწავლებელმა გადაწყვიტა მოსწავლეებთან
შეეტანა შემდეგი დილემა:
„გიორგიმ დედის ავადმყოფობის გამო დავალება ვერ მოამზადა. სკოლაში
მისულმა დაინახა მერხზე ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლის, ნინოს რვეული. აიღო
დაუკითხავად და დავალება მისგან გადაწერა. გიორგის ძალიან უნდოდა
მასწავლებლის დადებითი შეფასებით ავადმყოფი დედა გაეხარებინა. დავალების
წარდგენისას მასწავლებელმა მოიწონა გიორგის ნამუშევარი და შეაქო. ნინო
ყველაფერს მიხვდა, მაგრამ გაჩუმება არჩია. სახლში მისულმა გიორგიმ დედა
საკუთარი წარმატებით გაახარა“.
დილემის წარდგენის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შემდეგ
კითხვებს:
1. რა გზით დაიმსახურა შექება გიორგიმ?
2. როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცა გიორგი ასე?
3. რითი ახსნიდით ნინოს საქციელს?
საკითხავი მასალა მომზადებულია შემდეგ ლიტერატურაზე დაყრდნობით:
1. მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი (2017); განმავითარებელი შეფასება და
დიფერენცირებული სწავლება. მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა
პროფესიული განვითარების პროექტი; ათასწლეულის გამოწვევის ფონდი.
2. ეკატერინე შავერდაშვილი და თამარ მოსიაშვილი (2018) ცოდნა და
ღირებულებითი განათლება, თბილისი
3. სოფიკო ლობჟანიძე, მანანა რატიანი და სხვ.; (2016) მასწავლებლის წიგნი
ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში. მასწავლებლის პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი.
4. კუტალაძე ი. (რედ.) (2010) ეფექტიანი სწავლება, გამოცდების ეროვნული
ცენტრი, კვლევის ლაბორატორია.
5. ვულფოლკი ა. (2009) განათლების ფსიქოლოგია, თბილისი, ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
6. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება (2007) საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა
და შეფასების ცენტრი.
7. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (2007) საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების
ცენტრი.

You might also like