You are on page 1of 8

პრეზენტაცია :

რომ ორსულობა 3 ტრიმესტრად იყოფა, მაგრამ როდესაც


ვსაუბრობთ სამეანო სისხლდენებზე ორსულობა პირობითად
დავყავით ორ ნაწილას ადრეულ და გვიან პერიოდებად.
ორსულობის გვიან პერიოდში იგულისხმება ორსულობის
მეორე ტრიმესტრის ბოლო და მესამე ტრიმესტრი, ანუ
ორსულობა 22 კვირის შემდეგ, ე.ი იმ ვადაზე როცა
ორსულობის შეწყვეტა უკვე ითვლება მშობიარობად და რა
აბორტად.

მემანობაში სისხლდენის აღმოცეების დროის მიხედვით


გვხვდება სხვადასხვა სახის სისხლდენები:
1) ორსულობის პირველი ნახევრის სისხლდენები
2) ორსულობის გვიანი პერიოდის სისხლდენები
3) სისხლდენები მშობიარობის 3 პერიოდში
4) სისხლდენები ადრეულ ლოგინობის ხანაში.

ორსულობის პირველი ნახევრის სისხლდენების გამომწვევი


მიზეზებია :
1) აბორტი
2) საშვილოსნოს ყელის ეროზიები
3) საშ. ყელის კიბო
4) საშ. ყელის პოლიპი

ორსულობის გვიანი პერიოდის სისხლდენები გამოწვეულია


ისეთი მიზეზებით როგორიცაა :
1) პლაცენტის მდებარეობის ანომალიები
2) ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი
აცლა
3) საშოს ვენების მექანიკური დაზიანება
4) ჭიპლარის სისხლძარღვების დაზიანება მისი აპკისებრი
მიმაგრებისას.

სისხლდენები ორსულობის გვიან პერიოდში სტატისტიკურად


გვხვდება ორსულების 2-3 %-ში. უმრავლეს შემთხვევაში ეს
გამოწვეულია პლაცენტის მდებარეობის ანომალიებით და
ნორმალურად მიმაგრებული პლაცენნტის ნაადრევი აცლით,
ამასთანავე ორსულობის ბოლო პერიოდში სისხლდენების
მიზეზი შეიძლება იყოს საშვილოსნოს ყელის ეროზიები,
პოლიპები, საშვ. ყელის კიბო, საშოს ვენების მექანიკური
დაზიანება, ჭიპლარის სისხლძარღვების დაზიანება მათი
აპკისებრი მიმაგრებისას.

ორსულობის გვიან პერიიოდში სისხლდენის მიზეზი შიძლება


იყოს :
1) პლაცენტის მდებარეობის ანომალიები
2) ნორმალურად მიმაგრებული პლაცენნტის ნაადრევი
აცლა
3) საშვილოსნოს ყელის ეროზიები
4) საშვილოსნოს ყელის პოლიპი
5) საშვილოსნოს ყელის კიბო
6) საშოს ვენების მექანიკური დაზიანება
7) ჭიპლარის სისხლძარღვების დაზიანება მათი აპკისებრი
მიმაგრებისას.
პლაცენტა ნორმალურად მიმაგრების დროს
მიმაგრებულია საშვილოსნოს ტანის მიდამოში ქვედა
სეგმენტიდან 7-8 სმ. სიმაღლეზე. უფრო ხშირად
საშვილოსნოს უკანა კედელზე, თუმცა წინა კედელზე
მიმაგრებაც ნორმალურად ითვლება.

პლაცენტის მიმაგრების ანომალიაა “placenta previa “


ანუ პლაცენტის წინმდებარეობა, ანუ პლაცენტის ისეთი
მდებარეობა როცა ის მდებარეობს ნაყოფის
წინამდებარე ნაწილის ქვევით ანუ მისი დაბადების
გზაზე. აქედან მოდის დასახელება pre via, რაც
ქართულად ითარგმნება როგორც გზაზე მდებარე.

სხვანაირად : პლაცენტის წინმდებარეობა არის


პლაცენტის მდებარეობის ისეთი ანომალია, როცა ის
მიმაგრებულია ქვედა სეგმენტის მიდამოში და მისი
ნაწილი ფარავს საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირს
ნაწილობრივ ან მთლიანად.

სტატისტიკურად გვხვდება შემთხვევათა 0,4-0,6 % -ში. ამ


პათოლოგიის დროს დედათა სიკვდილიანობა 0.9 % -ს
აღწევს და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია
ჰემორაგიული შოკი.

არსებობს პლაცენტის წინმდებარეობის რამდენიმე


კლასიფიკაცია :
1) პლაცენტის ცენტრალური წინმდებარეობა - placenta praevia
centralis.
როდესაც პლაცენტის ქსოვილი მთლიანად ფარავს
საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირს, და ვვაგინალური
გასინჯვით ისინჯება მხოლოდ პლაცენტის ქსოვილი,
გარსების გასინჯვა ვერ ხერხდება.
2) პლაცენტის გვერდითი წინმდებარეობა placenta praevia lateralis
როდესაც პლაცენტის ნაწილი მდებარეობს საშვ. ყელის
შიგნითა პირის დონეზე და ვაგინალური გასინჯვით
პლაცენტის ქსოვილებთან ერთად ისინჯება სანაყოფო
გარსის ნაწილიც.
3) პლაცენტის კიდით წინმდებარეობა ( placenta praevia marginalis
როცა პლაცენტის ქვედა კუთხე მდებარეობს საშვ. ყელის
შიგნითა პირის მახლობლად და ვაგინალური გასინჯვისას
მხოლოდ სანაყოფო გარსები ისინჯება.
4) პლაცენტის დაბალი მიმაგრება - როცა პლაცენტა
მდებარეობს ქვედა სეგენტში და მისი კიდე საშვ. ყელის
შიგნითა პირიდან დაშორებული 7 სმ. ზე ნაკლები
მანძილით.

სხვა კლასიფიკაცია :
1) პლაცენტის სრული წინმდებარეობა- placenta praevia totalis)
საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირი მთლიანა დაფარულია
პლაცენტარული ქსოვილით
2) პლაცენტის ნაწილობრივ წინმდებარეობა-placenta praevia
partialis

საშვ. ყელის შიგნითა პირი ნაწილობრივადაა დაფარული


პლაცენტარული ქსოვილით.
3) პლაცენტის კიდით წინმდებარეობა - (placenta praevia marginalis
პლაცენტის კიდე მოთავსებულია საშვ. ყელის შიგნითა პირის
კიდესთან
4) პლაცენტის დაბალი მიმაგრება - პლაცენტა
მიმაგრებულია ქვედა სეგმენტში მაგრამ პლაცენტის
კიდე ვერ აღწევს საშვ. ყელის შიგნითა პირს.

პლაცენტის წინმდებარეობის კლასიფიკაცია მაინც


პირობითია რადგან ის ნაწილობრივ დამოკიდებულია
საშვილოსნოს ყელის გახსნის სიდიდეე და ორსულობის
ვადაზე.

ეტიოლოგია და პათოგენეზი : პლაცენტის წინმდებარეობის


ეტიოლოგია ბოლომდე გარკვეული არ არის. არსებობს
ჰიპოთეზა რომ ამ პათოლოგიის განვითარებაში დიდი როლი
ეკუთვნის როგორც დედისმხრივ ისე ნაყოფისმხრივ
ფაქტორებს. მაგ : სანაყოფო კვერცხის განვითარების
პათოლოგიის დროს, როდესაც დარღვეულია მისი
პროტეოლიზური თვისებები, მას არ შესწევს უნარი დროულად
მიემაგროს საშვილოსნოს ფუძეში, ასეთ დროსმ სანაყცოფო
კვერცხის იმპლანტაცია ხდება მხოლოდ მას შმდეგ რაც იგი
ჩამოიწევს საშვილოსნოს ქვედა ნაწილში.

ხშირად პლაცენტის დაბალი მიმაგრება გამოწვეულია


ენდომეტრიუმში ატროფიული და დისტროფიული
ცვლილებებით, რომელთანაც თან სდევს იმპლანტაციის
პირობების გაუარრესება. ასეთი ცვლილებების მიზეზი
ყველაზე ხშირად გამოწვეულია ანთებითი პროცესებით,
ქრონიკული ენდომეტრიტი, გადატანილი აბორტებით,
მშობიარობის შემდგომი სეპტიური გართულებებით.
საშვილოსნნოს მიომა , საშვ. ღრუს დეფორმაცია ,
ინფანტილიზმი და სხვა.
იმის გამო რომ ქვედა სეგმენტში დეციდუალური გარსი
მწირედ არის განვითარებული, ამ მიდამოშო ჩანასახის
იმპლანტაციის დროს ხშირად ვითარდება პლაცენტის
მიმაგრების ანომალიები, პლაცენტის მჭიდრო მიმაგრება ე.წ
placenta adhaerenს ან ნამდვილი მიხორრცება, palcenta increta et placenta percreta.

კლინიკური სურათი : კლაცენტის წინმდებარეობის


დიაგნოსტირება ორსულობის დროს შესაძლებელია
მხოლოდ ულტრასონოგრაფიის საშუალებით, რა თქმა უნდა
არსებობს კლინიკური ნოშნები რომელთა საშუალებითაც
შიძლება ეჭვი მივიტანოთ ამ პათოლოგიის არსებობაზე, მაგ
წინამდებარე ნაწილის მაღალი დგომა, ნაყოფის ირიბი
მდებარეობა და ა.შ. მაგრამ ეს სიმპტომებიძალზედ
სუბიექტურია და მათზე დაყრდნობით დიაგნოზის დასმა არ
შიძლება. ულტრასონოგრაფიის გამოგონებამდე, პლაცენტის
წინმდებარეობის დიაგნოზი ძირითადად მშობიარობის დროს
ისმებოდა.

პლაცენტის წინმდებარეობის ძირითადი კლინიკური ნიშანია


სისხლდენა. რომელსაც განაპირობებს პლაცენტის ნაწილის
აშრევება პლაცენტარული მოედნიდან. ქვედა სეგმენტის
ჩამოყალიბებისას საშვილოსნოს კუნთი იკუმშება, პლაცენტას
კი მისი შენების თავისებურების გამო არ შეუძლია შეიკუმშოს
ან გაიჭიმოს , ხდება ორ ზედაპირს შორის სივრცითი ცდომა,
პლაცენტის ქორიონის ბუსუსები ცილდებიან საშვილოსნოს
ზედაპირს და პლაცენტარუი მოედნის ამ უბნიდან იწყება
სისხლის დენა.

ამ დროს იკარგება დედის სისხლი და ეს სისხლდენ


გრძელდება მანამდე სანამ არ შეწყდება საშვ. კუნთის
შეკუმშვა და არ მოხდება გაშიშვლებულ სისხლძარღვთა
სანათურის დათრომბვა.

პლაცენტის წინმდებარეობისას ორსულობის მესამე


ტრიმესტრში დამახასიათებელია უმიზეზო სისხლდენები,
ყოველგვარი ტკივილის გარეშე, რომელიც ძირითადად
ღამე , მოსვენების დროს ვითარდება.

ასევე დამახასიათებელი ნიშანია ასეთი სისხლდენების ხშირი


გამეორება, სისხლის დანაკარგი ერთბაშად შესაძლოა მცირე
იყოს მაგრამ საერთო ჯამში მან შეადგინოს დიდი რაოდენობა
რაც ხშირად უქმნის საფრთხეს დედასა და ნაყოფს.
პლაცენტის წინმდებარეობით გამოწვეული სისხლდენისას
სისხლი ყოველთვის ალისფერია.

მკურნალობა :
მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია სხვადასხვა
გარემოებებზე .
1) სისხლდენის აღმოცენების დრო (ორსულობისას ან
მშობიარობისას )
2) სისხლის დენის ინტენსივობა და სისხლის დანაკარგის
რაოდენობა
3) ორსულთა საერთო მდგომარეობა
4) სამშობიარო გზების მდგომარეობა
5) პლაცენტის წინმდებარეობის ხარისხი
6) ორსულობის ვადა
7) ნაყოფის მდებარეობა და მდგომარეობა
8) ჰომეოსტაზის მდგომარეობა
თუ პლაცენტის წინმდებარეობა დიაგნოსტირებულია
ორსულმა უნდა გაითვალისწინოს რომ უნდა მოერიდოს
ფიზიკურ დატვირთვას, სქესობრივ კავშირს, თუ პირველ
ტრიმესტრში არის დიაგნოსტირებული მაშინ ყოველ 3-4
კვირაში აუცილებეია ულტრასონოგრაფიულად პლაცენტის
მიგრაციაზე დაკვირვება, რადგან 50 % ში პლაცენტა
ორსულობის ზრდასტან ერთად გადაინაცვლებს ზევით და
იკავებს ნორმალურ მდებარეობას, განსაკუთრებით თუ იგი
წინა კედელზეა მიმაგრებბული.

თუ სახეზეა სისხლის დენა , ორსული უნდა მოთავსდეს


სტაციონარში და მკურნალობის ტაქტიკაც უნდა
განისაზღვროს სიტუაციის მიხედვით.თუ საფრთხე ექმნება
დედის ჯანმრთელობას, აუცილებელია ორსულობის
დამთავრებასაკეისრო კვეთის გზით.

თუ სისხლიანი გამონადენი უმნიშვნელოა და გესტაციის ვადა


36 კვირამდეა, მიზანშეწონილია ორსულობის
პროლონგირება 38 კვმდე. ინიშნება წოლითი რეჟიმი, ანემიის
დროს რკინისპრეპარატები, პოლივიტამინი, მაგნიუმის
შმცველი პრეპარატები. ( 15 გვერდი )

You might also like