You are on page 1of 54

საგამოცდო საკითხები

1. ჩამოთვალეთ ფუნქციური შეფასებისთვის გამოყენებული ყველაზე გავრცელებული


ერგომეტრიის სახეები. დაასახელეთ მათი ნაკლოვანებები და უპირატესობები.

ტრედმილი(სარბენი ბილიკი)

უპირატესობა:ტრედმილზე ტესტირება იძლევა შედარებით მაღალ პიკურ მაჩვენებლებს


ფუნქციური ტესტირების დროს, ვიდრე სხვა ერგომეტრებზე ჩატარებული იგივე
გამოკვლევა, რადგან ადამიანისთვის, ვერტიკალურ პოზიციაში სიარული და სირბილი
ბუნებრივი პროცესია და ამიტომ,
შეუძლია გამოავლინოს ფიზიკური შესაძლებლობის მაქსიმუმი.

ნაკლოვანებები: სიძვირე,არაპორტაბელურობა, დიდი


ადგილის დაკავება და არტერიული წნევის მოუხერხებელი კონტროლი მოძრაობის
დროს მუდმივად აქტიური ზედა კიდურების გამო.
ციკლური ერგომეტრი ( ველოერგომეტრი)

უპირატესობა:შესრულებული ვარჯიშის ინტენსივობა სხეულის მასაზე არ არის


დამოკიდებული ( განსხვავებით ტრედმილზე გამოკვლეული იგივე პარამეტრისგან ).
მაგალითად, თუ ფუნქციური ტესტირებისას ვიყენებთ ტრედმილს და გამოსაკვლევი
პირი მომდევნო გამოკვლევისთვის დაიკლებს 5 კგ-ით, მიღებული მონაცემების
შედარება არ შეგვეძლება წინა მონაცემებთან, რადგანაც წონის სხვაობა, იძლევა სხვაობას
მოძრავი სხეულის მიერ, ერთსა და იმავე დროში, ერთი და იმავე მანძილით
გადაადგილებისას შესრულებულ მუშაობაში. თუ ტრედმილზე მოძრავ ადამიანს
განვიხილავთ, როგორც გარკვეული მასის მქონე სხეულს, რომელიც სივრცეში
გადაადგილდება და გადაადგილებისთვის გარკვეულ ენერგიას ხარჯავს, უფრო
გაგვიმარტივდება ამისი აღქმა. ნაკლები წონის სხეულის მიერ შესრულებული
მუშაობისას, როცა სიჩქარე უცვლელია, ენერგოდანახარჯი ნაკლებია. სხეულის მასის
მატების შემთხვევაში, კი, თუ სიჩქარეს ასევე უცვლელს დავტოვებთ, მომატებული მასის
გადაადგილებაზე, შედარებით მეტი ენერგია დაიხარჯება. ციკლურ ერგომეტრზე
დატვირთვისას ეს პრინციპი არ მოქმედებს, რადგან სხეულის მასა გამორიცხულია.
ციკლური ერგომეტრი ყველაზე ხშირად გამოიყენება სუბმაქსიმალური ფიზიკური
დატვირთვის ეფექტების შესასწავლად. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც
გამოსაკვლევი პირის წონა მერყეობს კვლევიდან კვლევამდე.
ნაკლოვანებები:თუ გამოსაკვლევი სუბიექტი წარსულში არ იყო შეჩვეული ამ ტიპის
ფიზიკურ დატვირთვას, შეიძლება ფეხის კუნთები იმაზე მალე დაეღალოს, ვიდრე
დატვირთვის უნარის მაქსიმუმს მიაღწევს.

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


ხელის ციკლური ერგომეტრები

უპირატესიბები:გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი შეჩვეულია უპირატესად


ხელებით ფიზიკურ დატვირთვას, ან, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან
გამომდინარე,დატვირთვის შესრულება შეუძლებელია ქვედა კიდურებით. არსებობს
სპეციალური ერგომეტრები ნიჩბოსნებისთვის.

ნაკლოვანებები:მოცურავეების ტესტირებისას იქმნება პრობლემები,


ასოცირებული, უშუალოდ მოძრაობასთან და ასევე, საცურაო აუზში მობრუნებასთან (
რაც დატვირთვის ინტენსივობას ცვლის ).

2. ჩონჩხის განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკოების აგებულების და ფუნქციების


თავისებურებანი. მოტორული ერთეული, აგებულება და ფუნქციები.

ჩონჩხის განივზოლიანი კუნთი კუნთოვანი ბოჭკოებისგან შედგება. სარკომერებისგან


შედგება მიოფიბრილები, ანუ კუნთოვანი ბოჭკოები. სარკომერის შემადგენლობაში ორი
ტიპის ფილამენტია, თხელი და სქელი. სქელი ფილამენტები, უპირატესად ცილა
მიოზინისგან შედგება, თხელი ფილამენტების შემაგენლობში კი შედის აქტინი,
ტროპონინი და ტროპომიოზინი. თხელი ფილამენტების თითოეული ბოლო Z დისკს
უერთდება.

მოტორული ერთეული წარმოადგენს α-მოტონეირნისა და მის მიერ ინერვირებული


კუნთოანი ბოჭკოს ერთობლიობას. არსებობს I და II ტიპის მოტორული ერთეულები. α-
მოტონეირნი I ტიპის მოტორულ ერთეულში, შედარებით პატარა ზომისაა და როგორც
წესი, აინერვირებს ≤300 კუნთოვან ბოჭკოს, ხოლო II ტიპის მოტორული ერთეულის
მოტონეირონი შედარებით დიდი ზომისაა და ≥300 კუნთოვან ბოჭკოს აინერვირებს.

✓ ჩონჩხის კუნთების უმეტესობა შეიცავს ორივე ტიპის კუნთოვან ბოჭკოებს.


✓ განსხვავებულ ბოჭკოებს აქვთ განსხვავებული აქტივობის მიოზინ ATPas,
რომელიც II ტიპის ბოჭკოებში უფრო სწრაფია, ვიდრე I- ში.
✓ II ტიპის ბოჭკოებში უკეთესად დიფერენცირებული სარკოპლაზმური
რეტიკულუმია, რაც იწვევს კალციუმის უფრო მარტივად მობილიზაციას
საჭიროებისამებრ.
✓ II ტიპის მოტორულ ერთეულებში მოტონეირონები უფრო დიდი ზომისაა და
მეტ ბოჭკოს მოიცავს, ვიდრე I ტიპის მოტორულ ერთეულში და შესაბამისად,
მეტი ძალის განვითარების შესაძლებლობა აქვს.
✓ ერთი და იგივე ადამიანის ხელსა და ფხში ბოჭკოთა თანაფარდობა
დაახლოებით ერთნაირია
✓ I ტიპის კუნთოვან ბოჭოებს აქვთ მაღალი აერობული სიმძლავრე.უპირატესად
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
ამ ტიპის ბოჭკოების აქტიურობის ხარჯზე ხორციელდება დაბალი ინტენსივობის,
ხანგრლივი ფიზიკური დატვირთვის ფორმები, როგორიცაა მარათონული რბენა,
სეირნობა, სიარული და ასევე ყოველდღიური ყოფითი აქტივობები ხანძრლივი
დროის განმავლობაში.
✓ II ტიპის კუნთოვან ბოჭკოებს აქვთ მაღალი ანაერობული სიმძლავრე.ამ ტიპის
კუნთოვანი ბოჭკოების აქტივობა ძირითადად რეალიზებულია ხანმომლე დროის
განმავლობაში მაღალი და საშუალო ინტენსივობის ისეთი ფიზიკური
დატვირთვის დროს, როგორიცაა მცირე დისტანციაზე სირბილი, ცურვა 400მ ზე.II
x ტიპის კუნთოვანი ბოჭკოები შედარებით იშვიათად გამოიყენება დაბალი
ინტენსივობის დატვირთვის დროს, მაგრამ გამოყენების მხრივ
პრედომინანტულია ისეთი ფიზიკური აქტივობების რეალიზაციისას, რომლებიც
მყისიერ, დაუყოვნებელ რეაქციას საჭიროებს.
✓ მეტი მოტორული ერეულის ჩართვა მუშაობაში, მეტ ძალას წარმოქმნის.
✓ დაბალი ინტენსივობის აქტივობებში, უპირატესად I ტიპის კუნთოვანი
ბოჭკოებია ჩართული. ინტენსივობის გაზრდის პარალელურად ხდება ჯერ
IIa ტიპის , მოგვიანებით კი IIx ტიპის ბოჭკოების აქტივაცია.
3. კუნთოვანი ბოჭკოების სახეობა, მათი თავისებურებანი და წარმატება სპორტის
სხვადასხვა სახეობაში.

ჩონჩხის ცალკეული კუნთები შედგება განსხვავებული სისწრაფის, სიგრძის


და სიმძლავრის გენერაციის უნარის მქონე ბოჭკოებისგან. I ტიპის ( იგივე ნელი ანუ
ნელა კუმშვადი) ბოჭკოები და II ტიპის ( იგივე სწრაფი ანუ სწრაფად კუმშვადი
)ბოჭკოები.

ბუნებაში, I ტიპის კუნთოვანი ბოჭკოების მხოლოდ ერთი სახეობაა


იდენტიფიცირებული. სხვადასხვა სახეობის II ტიპის ბოჭკოებიდან, ადამიანებში,
გვხვდება ორი ძირითადი სახეობა: IIa ტიპი და IIx ტიპი. აღმოჩენილია, ასევე II c ტიპის
კუნთოვანი ბოჭკოებიც.მეორე ტიპის ბოჭკოებიდან, როედენობით ყველაზე
მეტი,გვხვდება IIa ტიპის და ის მხოლოდ ჩამოუვარდება I ტიპის ბოჭკოებს. II c ტიპის
ბოჭკოები ყველაზე იშვიათად გამოიყენება აქტივობის დროს. კუნთების უმეტესობა
შედგება 50% I ტიპის, და 25% IIa ტიპის ბოჭკოებისგან. დანარჩენი 25% არის
უპირეტესად IIx ტიპი, და მხოლოდ 1% – 3% სშეადგენს IIc ტიპის კუნთოვანი ბოჭკოები.

ათლეტები, რომელთაც I ტიპის კუნთოვანი ბოჭკოები მეტი თანაფარდობით აქვთ,


უფრო გამძლენი არიან ხანგრძლივი და დაბალი ინტენსივობის დატვირთვის მიმართ,
ხოლო მათ, ვისაც IIa ტიპის კუნთოვანი ბოჭკოები მეტი თანაფარდობით აქვთ, უფრო
დიდ წარმატებას აღწევენ სახეობებში, სადაც ხანმოკლე დროით მაღალინტენსიური
ფიზიკური დატვირთვის საჭიროება მეტია.
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც მათი თანაფარდობა თანაბარია?
მარათონელ მორბენალ მსოფლიო ჩემპიონთა კანჭის ტყუპი კუნთის შემადგენლობის
93% -99% ს I ტიპის კუნთოვანი ბოჭკოები შეადგენს მაშინ, როცა ცნობილი
სპრინტერებისთვის ეს მაჩენებელი მხოლოდ 25% ია. მიუხედავად ამისა, მხოლოდ
კუნთოვანი ბოჭკოების პროცენტული განაწილების მიხედვით შეუძლებელია
სპორტსმენების შერჩევა ამა თუ იმ სახეობისთვის, რადგანაც წარმატებაზე გავლენას
ახდენს კომპლექსურად მრავალი ფაქტორი: მოტივაცია და ტრენირების ხარისხი, გულ-
სისხლძარღვთა სისიტემის ფუნქციონირება.

4. ძირითადი ენერგეტიკული სუბსტრატები და მათგან ენერგიის მიღების გზები.


ენერგოწარმოქმნის რეგულაცია.

არსებობს სამი საბაზისო ენერგეტიკული ნივთიერება: ცილები, ცხიმები და


ნახშირწყლები.

ენერგიის დონის კონტროლი, ძირითაად ორ ფაქტორზეა დამოკიდებული, ენერგიის


წარმოსაქმნელად განკუთნილი სუბსტრატის არსებობაზე და ბიოქიმიური
გარდაქმნებსთვის საჭირო ფერმენტების აქტივობაზე. დიდი რაოდენობით
ენერგეტიკულ სუბსტრატს შუძლია ენერგოწარმოქმნის ინტენსივობის ზრდა და ამ
მოვლენას აქტივობის მასადამოკიდებული ეფექტი ეწოდება. ენზიმები სპეციფკიური
ცილოვანი მოლეკულებია, რომლებიც აკონტროლებს ენერგოპროდუქციის
ინტენსივობას. მათი უმეტესეობა აჩქარებს ქიმიური ბმების რღვევას და
კატაბოლიზმის გააქტიურების შედეგად , ენერგოპროდუქციას ზრდის. მსგავსი
ქიმიური რეაქციების დასაწყებად და ჯაჭვურად გაგრძელებსთვის, ასავე საჭიროა
გარკვეული ენერგიის არსებობა. ენზიმების დახმარებით ხდება ბიოქიმიური
რეაქციების თითოეული საფეხურის მიმდინარეობის კონტროლი. უარყოფითი
უკუკავშირის პრინციპის მოქმედების გამო, ენზიმების დახმარებით წარმოქმნილი
ნივთიერებების რაოდენობის მატება ამცირებს იგივე ენზიმების პროდუქციას და ამით
ანელებს ქიმიური რეაქციის ინტენსივობას.

ATPს სინთეზი სამი მეტაბოლური გზიდან ხდება:

1. ATP – PCr სისტემა


2. გლიკოლიზური სისტემა ( გლიკოგენ-რძის მჟავის)
3. ოქსიდაციური სისტემა ( ჟანგვითი ფოსფორილირება )
პირველი ორი სისტემა არ საჭიროებს ქიმიური რეაქციის დროს ჟანგბადის ჩართვას და
შესაბამისად, ანაერობული მეტაბოლიზმის სახელითაა ცნობილი. ჟანგვითი
ფოსფორილირება კი ჟანგბადის ჩართვას საჭიროებს და მას აერობული მეტაბოლიზმი
ეწოდება.
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
5. ანაერობული მეტაბოლური გზები, მატი თავისებრებები და როლი ფიზიკური
დატვირთვის პროცესში.

ATP – PCr -ის სისტემა ყველაზე მარტივი და ადვილად ხელმისაწვდომი


ენერგეტიკული სისტემაა უჯრედისთვის. ATP ის გარდა, უჯრედში, არსებობს
ფოსფატური მაღალენერგეტიკული ბმებით მდიდარი ნაერთი, ფოსფოკრეატინინიც
(იგივე კრეატინფოსფატი ). ფოსფოკრეატინინისგან ფოსფატური ბმის მოცილება და
ენერგიის გამოთავისუფლება ფერმენტ კრეატინკინაზას დახმარებით ხორციელდება.
გამოთავისუფლებული ენერგია, შემდგომ ხმარდება ADP-ისგან ATP-ის ხელახლა
სინთეზს. ფიზიკური აქტივობის დროს, ATP-ის დაშლა და ADP და ფოსფატის
კონცენტრაციის მატება, ხდება ფერმენტ კრეატინკინაზას აქტივაციისთვის სიგნალი,
რათა მან, ფოსფოკრეატინინის დაშლით გამოათავისუფლოს ახალი ენერგია და
ფოსფატური ჯგუფები ATP ის ხელახლა სინთეზისთვის. თავის მხრივ, ATP ის
კონცენტრაციის მატება, მისი აქტივობის ინჰიბირებას იწვევს. როდესაც ფიზიკური
აქტივობა გრძელდება, ენერგომოხმარების გაძლიერების საპასუხოდ, ახალი ATP-ის
წარმოქმნის უზრუნველყოფა სხვ ენერგეტიკული სისტემების: გლიკოლიზური და
აერობული სისტემების მეშვეობით ხდება.ინტენსიური ფიზიკური აქტივობის პირველი
წამების განმავლობაში, ATP და PCr ერთმანეთის შესაბამის დონეს ინარჩუნებს და
ენერგიით უზრუნველყოფს ორგანიზმს, თუმცა თანდათან მათი მარაგი იწურება
უჯრედში და ამ ენერგოსისტემას აღარ აქვს რესურსი კუნთის შეკუმშვისა და მოდუნების
უზრნველსაყოფად. მოცემულ მეტაბოლურ გზას, ენერგიით კუნთის უზრუნველყოფა
შეუძლია მხოლოდ 3- 15 წმ-ის განმავლობაში.

გლიკოლიზური სისტემა ATP- ის წარმოსაქმნელად გლუკოზას იყენებს. ეს არის


გაცილებით უფრო კომპლექსური სისტემა, ვიდრე ATP – PCr-ის სისტემა. გლუკოზა
წარმოადგენს სისხლში მოცირკულირე ნახშირწყლების 99%-ს. სისხლში ის ხვდება
საჭმლის მონელების შედეგად, რთული ნახშირწყლების დაშლის და შეწოვისას, ასევე
ღვიძლიდან გლიკოგენის მობილიზების შემდეგ. გლიკოგენი, თავის მხრივ,
სინთეზირდება გლუკოზისგან და დეპოს სახით მარაგდება ღვიძლსა და კუნთებში.
მისი გამოყენება კი, საჭიროებისამებრ, ხდება ენერგიის მისაღებად. გლიკოგენის
დაშლის პროცესს გლუკოზა-1-ფოსფატამდე, გლიკოგენოლიზი ეწოდება, ხოლო
გლუკოზიდან გლიკოგენის წარმოქმნას, _ გლიკოგენეზი.სანამ გლუკოზის ან
გლიკოგენისგან ენერგიის მიღება იქნება შესაძლებელი, მათგან ჯერ გლუკოზა-6-
ფოსფატი უნდა წარმოიქმნას. ტექნიკურად, გლიკოლიზი, სწორედ ამ ნივთიერების
წარმოქმნით იწყება. პროცესი 10-12 საფეხურიან გარდაქმნას საჭიროებს სანამ
გლიკოგენდან პირუვატს მივიღებთ. პირუვატი არის მეტაბოლური პროდუქტი,
რომლისგანაც, ანაერობული გლიკოლიზის დროს, საბოლოოდ, ლაქტატი მიიღება და

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


ამავე დროს, ეს კონკრეტული რეაქცია შექცევადია. ანუ, დაგროვილ ლაქტატს შეუძლია
ისევ პირუვატად გარდაიქმნას და კვლავ ჩაერთოს ბიოენერგეტიკულ
პროცესში.გლიკოლიზის თითოეული საფხურის რეაქცია უჯრედის ციტოპლაზმაში
მიმდინარეობს. ყოველი 1 მოლი გლიკოგენის დაშლის შედეგად მიიღება 3 მოლი ATP.
თუ გლიკოგენის ნაცვლად, ენერგიის მისაღებად გლუკოზის გარდაქმნა მოხდება,
მაშინ, ყოველი 1 მოლი გლუკოზისგან, მხოლოდ 2 მოლი ATP -ს მივიღებთ, რადგან 1
მოლი ATP, ამ პროცესში, იხარჯება გლუკოზის კონვერტაციისთვის გლუკოზა-6-
ფოსფატამდე.
ATP – PCr ის და გლიკოლიზური სისტემის ( გლიკოგენ-რძის მჟავის) ენერგეტიკული
შესაძლებლობები საკმაოდ მცირეა და კუნთებს ენერგიით უზრუნველყოფს მაშინ,
როდესაც ენერგოპროდუქციის პროცესში ჟანგბადის ჩართვა ლიმიტირებულია. ორივე
სისტემა კუნთს ენერგიით უზრუნველყოფს მაღალი ინტენსივობის ფიზიკური
აქტიობის პირველი წუთების დროს.მათი რესურსი დაახლოებით 2 წუთის მაღალი
ინტენსივობის აქტივობისთვისაა საკმარისი.

6. აერობული მეტაბოლური გზა მისი თავისებურებები და როლი ფიზიკური


დატვირთვის პროცესში.

აერობული ანუ ოქსიდაციური სისტემა ყველაზე მძლავრი მეტაბოლური სისტემაა.


მართალია, ანაერობულ გზებთან შედარებით ნელა ჩაერთვის ენრგომომარაგების
პროცესში, მაგრამ მათგან განსხვავებით, უფრო ხანგრძლივად უზრუნველყოფს
მომუშავე კუნთებს ენერგიით. ანაერობული ენერგოპროდუქცია უჯრედის
ციტოზოლში მიმდინარეობს, აერობული კი მიტოქონდრიების შიგნით, ჟანგბადის
თანხლებით. აქედან გამომდინარე, ამ პროცესს მიტოქონდრიული ან ქსოვილოვანი
სუნთქვა ეწოდება. აერობული მეტაბოლური გზის უზრუნველსაყოფად საჭირო
ენერგოსუბსტრატი შეიძლება იყოს როგორც ნახშირწყლები ისე ცხიმები.
ნახშირწყლებისგან ენერგიის აერობული გზით მიღება
სამ ეტაპს მოიცავს:
1. გლიკოლიზი ( რომელიც ანაერობული გლიკოლიზის აღწერის დროს
განვიხილეთ )
2. კრებსის ციკლი ( იგივე TCA ციკლი )
3. ელექტრონთა ტრანსპორტირების ჯაჭვი
გლიკოლიზი ერთნაირად იწყება როგორც აერობული, ისე ანაერობული გლიკოლიზის
დროს, იმ განსხვავებით, რომ აერობული გლიკოლიზის საბოლოო პროდუქტი
პირუვატია, ხოლო ანაერობულის, _ ლაქტატი. აერობული გლიკოლიზის დროს,
პირუვატი გარდაიქმნება აცეტილ-CoA დ, შემდეგ კი იწყება კრებსის ციკლი.
კრებსის, ანუ ლიმონმჟავა ციკლის სუბსტრატია აცეტილ-CoA და იგი ამ ნივთიერების

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


წარმოქმნით იწყება. ყოველი მოლეკულა გლუკოზისგან, გლიკოლიზს შედეგად
წარმოიქმნება 2 მოლეკულა პირუვატი. პირუვატი აცეტილ-CoA ს წყაროა და
შესაბამისად, ეს იწვევს 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარე კრებსის
ციკლის ბიოქიმიური გარდაქმნების დაწყებას.1 TCA ციკლის ბოლოს წარმოიქმნება 2
მოლეკულა CO2 , H2O და 12 ATP. საიდანაც 11 წარმოიქმნება ჟანგვითი
ფოსფორილირებით, ხოლო 1 სუბსტრატული ფოსფორილირებით.
ელექტრონთა ტრანსპორტირების ჯაჭვი. გლიკოლიზის პროცესში ხდება თავისუფალი
წყალბადიონების გამოთავისუფლება. იგივე ხდება პირუვატიდან აცეტილ-CoA-ს
წარმოქმნის დროსაც. თუ ციტოზოლში მათი დაგროვება მოხდება, მაშინ, აციდოზისკენ
გადაიხდრება მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა და ეს პრობლემას შექმნის
უჯრედის ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის. ამიტომ, კრებსის ციკლის
რეაქციები ,,დაწყვილებულია“ პოცესთან, რომელსაც ელექტრონთა ტრანსპორტირების
ჯაჭვი ეწოდება. ჭარბი ელექტრონების პროცესიდან მოცილებას ახორციელებს
კოენზიმები NAD და FAD. პროცესში, ასევე მონაწილეობს ციტოქრომის სისტემაც.
ერთი კრებსის ციკლის პროცესში წარმიქმნება სამი მოლეკულა NADH და ორი
მოლეკულა FAD ელექტრონთა ტრანსპორტირების პროცესში ხდება ელექტრონების
გადაადგილება კონცენტრაციული გრადიენტის მიმართულებით, წარმოიქმნება ADP,
შემდეგ კი ATP ფერმენტ ATP-სინთაზას მეშვეობით. ჯაჭვის ბოლოს, წყალბადიონები
უერთდება ჟანბადს და წარმოქმნის წყალს. ამ პროცესს ჟანგვითი ფოსფორილირება
ეწოდება. ელექტრონთა ტრანსპორტირების საფეხურის ბოლოს, 36-39 მოლეკულა ATPის
მიიღება.
ცხიმების ჟანგვა მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ნაერთი კლასიფიცირდება ,
როგორც ცხიმი, ენერგიის ძირითად წყაროდ, მხოლოდ ტრიგლიცერიდები
გამოიყენება.იმისათვის, რომ ტრიგლიცერიდის მოლეკულა
ხელმისაწვდომი გახდეს ენერგიის წარმოსაქმნელად, ის უნდა დაიშალოს
გლიცეროლად და სამ თვისუფალ ცხიმოვან მჟავად. ამ პროცესს ლიპოლიზი ეწოდება
და მასში მონაწილეობენ ფერმენტი ლიპაზები. თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები,
ტრიგლიცერიდების მეტაბოლიზმის ძირითადი სუბსტრატია.
სანამ ენერგიის სახით მოხდება მათი გარდაქმნა, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებიდან
ჯერ უნდა წარმოიქმნას აცეტილ-CoA, და შესაბამისად,მიტოქონდრიაში დაიწყოს ე.წ B-
ოქსიდაცია. B-ოქსიდაცია არის რეაქციათა ჯაჭვი, როდესაც თავისუფალი ცხიმოვანი
მჟვების ნახშირწყლოვანი ჯგუფიდან ხდება 2-2 ნახშირბადის მოხლეჩა. საფეხურების
რაოდენობა დამოკიდებულია ნახშირბადების რაოდენობაზე თავისუფალ ცხიმოვან
მჟავაში, რომელიც 14-24 მდე მერყეობს. მაგ. 16 ნახშირბადიანი თავისუფალი
ცხიმოვანი მჟავების B-ოქსიდაცია 8 საფეხურად მიმდინარეობს და მისგან 8
მოლეკულა აცეტილ-CoA მიიღება. გლიკოლიზის მსგავსად, B-ოქსიდაციის დასაწყებად
საჭიროა 2 მოლეკულა ATP, თუმცა, მისგან განსხვავებით, პირდაპირ არ წარმოქმნის მას.
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
კრებსის ციკლი და ელექტრონთა ტრანსპორტირების ჯაჭვი B-ოქსიდაციის დროსაც
იგივე სქემით მიმდინარეობს, როგორც ნახშირწყლების შემთხვევაში. წარმოიქმნება,
ასევე იგივე საბოლოო პროდუქტები ( H2O, CO2 , ATP ), თუმცა, პროცესი საჭიროებს
უფრო მეტი ჟანგბადის არსებობას, რადგანაც თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები
გაცილებით მეტ ნახშირბადატომებს შეიცავს, ვიდრე გლუკოზა. ცხიმს შეუძლია მეტი
ენერგიის გენერირება, ვიდრე გლუკოზას.

7. კუნთის აერობული შესაძლებლობა, მისი გამოკვლევის მეთოდები.(მეთოდები ვერ


ვნახე)

კუნთის აერობული შესაძლებლობა არის კუნთის უნარი, მაქსიმალური რაოდენობით


აითვისოს ჟანგბადი, მეტაბოლური პროცესების უზრუნველსაყოფად. კვლევებმა
აჩვენა, რომ ბიოქიმიურ რეაქციებში მონაწილე ენზიმების აქტივობაზე
მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კუნთის აერობული შესაძლებლობა. ყველა
ფერმენტის აქტივობის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა, ზოგიერთი მათგანის
კვლევა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კუნთის ეს ფუნქცია. ამ მიზნით,
ძირითადად იკვლევენ კრებსის ციკლის ფერმენტებს, მაგ.: ციტრატსინთაზას და
სუქცინატდეჰიდროგენაზას. ფერმენტების აქტივობა ათლეტების კუნთოვან
უჯრედებში დახლოებით 4-ჯერ მატია, ვიდრე ადამიანებში, რომლებიც არ არიან
ფიზიკური აქტივობით დაკავებულნი. აერობულ შესაძლებლობაზე გავლენს ახდენს
კუნთში სხვადასხვა სახეობის ბოჭკოების თანაფარდობა. პირველი ტიპის ბოჭკოებში
ოქსიდაციური ფერმენტები ნელა აქტიურდება, თუმცა აქტივობას ხანგრძლივად
ინარჩუნებს, მაღალი კონცენტრაციის გამო. მეორე ტიპის ბოჭკოებში გლიკოლიზური
აქტივობის ფერმენტები ჭარბობს. მოცემულ ფუნქციაზე გავლენას ახდენს
მიტოქონდრიების რაოდენობა და ზომაც. ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, კუნთოვანი
ბოჭკოს აერობულ სიმძლავრეზე დიდ გავლენას ახდენს ჟანგბადის მიწოდება.
დასვენებისას ATP- ის მცირე რაოდენობას მოიხმარს ორგანიზმი და შესაბამისად,
ჟანგბადით მომარაგებაც ისეთი ინტენსიური არ არის. დატვირთვის ინტენსივობის
ზრდის პარალელურად, იზრდება ATP ზე მოთხოვნილება და შესაბამისად, ჟანგბადის
მიწოდებაც უფრო ინტენსიური უნდა გახდეს, რათა აერობული ენერგოპროდუქცია
შესაძლებელი გახდეს.

8. ნერვული სისტემის ორგანიზაციული დონეები. ნეირონი და მისი აგებულება.

ნერვული სისტემა იყოფა ორ ნაწილად: ცენტრალურ (ცნს) და პერიფერიულ (პნს)


ნერვულ სისტემად. ცნს შედგება თავისა და ზურგის ტვინისგან, ხოლო პნს, _
სენსორული ( აფერენტული ) და მოტორული (ეფერენტული) ნერვებისაგან.
სენსორული ნეირონები პასუხისმგებელია ინფორმაციის მიღებასა და გაგზავნაზე

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


პერიფერიიდან ცნს-ის მიმართულებით, ხოლო მოტორული ნეირონები
უზრუნველყოფს ცნს-დან საპასუხოდ წარმოქმნილი იმპულსების გატარებას
პერიფერიისკენ. ეფერენტული პერიფერიული ნერვული სისტემა, თავის მხრივ, იყოფა
ავტონომიურ და სომატურ ნერვულ სისტემებად.ავტონომიური ნერვული სისტემა
შედგება სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნაწილისგან.

ნეირონი ნერვული სისტემის საბაზისო სტრუქტურული ერთეულია, რომელიც შედგება


სხეულის ( სომა ), აქსონისა და დენდრიტებისგან.

9. სინაპსი. მოქმედების პოტენციალი. ამგზნები და შემაკავებელი ( მაინჰიბირებელი )


იმპულსების თავისებურებანი და მათი როლი.

სინაპსი არის ნეირონების ან ნეირონისა და სხვა სტრუქტურების დამაკავშირებელი


ნაწილი. არსებობს ქიმიური და მექანიკური ( ელექტრული ) სინაპსები, თუმცა, ქიმიური
უფრო გავრცელებულია. სინაპსი შედგება შემდეგი სტრუქტურებისგან:
✓ პრესინაპსი ( აქსონის ტერმინლური ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს
მოქმედების პოტენციალის გადაცემას )
✓ სინაპსური ნაპრალი
✓ პოსტსინაპსური მემბრანა ( რომელზეცმოთავსებულია სპეციალური
რეცეპტორები მედიატორების მისაღებად)

მოქმედების პოტენციალი აღმოცენდება ,, სულ ან არაფრის „ პრინციპით და მისთვის


საჭიროა მეტი სიმძლავრის გამღიზიანებელი. აღმოცენების შემთხვევაში ის ყოველთვის
ერთი და იგივე ზომისაა და არ არის საფეხურეობრივდ დამოკიდებული
გამღიზიანებლის ძალაზე. მოქმედების პოტენციალი იწყება მაშინ, როდესაც
დეპოლარიზაცია ზღვრულ სიდიდემდე ( დაახლოებით -55მვ ) იზრდება. მოქმედების
პოტენციალი შეიძლება გავრცელდეს მცირე მანძილზე, ან მთელი აქსონის გასწვრივ,
აქსონის ბორცვიდან დაწყებული, მის დაბოლოებებამდე. მოქმედების პოტენციალის
გავრცელების სიჩქარე დამოკიდებულია აქსონის სისქესა და მიელინის გარსის
არსებობაზე.

პოსტსინაპსურ მემბრანაზე მოხვედრის შემდეგ ნეირომედიატორები მართალია იწვევს


პოტენციალთა სხვაობას, მაგრამ ზოგი მათგანი ამგზნებია კუნთოვანი ბოჭკოსთვის,
ზოგი კი მაინჰიბერებელი მოქმედებით ხასიათდება. ამგზნები იმპულსით გამოწვეულ
დეპოლარიზაციას ეწოდება ამგზნები პოსტსინაპსური პოტენციალი , ხოლო
მაინჰიბირებელი იმპულსის შედეგად ჰიპერპოლარიზაცია
ვითარდება და მას მაინჰიბირებელი პოსტსინაპსური პოტენციალი ეწოდება.

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


10. ცენტრალური ნერვული სისტემა, სენსომოტორული ინტეგრაციის დონეები და მათი
მოქმედების თავისებურებანი მოძრაობის კონტროლის პროცესში.

პირველადი მოტორული ქერქი პასუხს აგებს ნატიფ, დისკრეტულ მოტორულ


მოძრაობებზე. ცენტრი განლაგებულია შუბლის წილის პრეცენტრალური ხვეულის
მიდამოში. აქ არსებული ნერვული უჯრედები პირამიდული ნერვული უჯრედების
სახელითაა ცნობილი და აკონტროლებს ჩონჩხის კუნთების გაცნობიერებულ
მოძრაობებს. ანუ სწორედ ეს ნაწილი მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში,
დაიწყოს თუ არა კონკრეტული მოძრაობა. პირამიდული უჯრედების სხეული ქერქოვან
ნივთიერებას ქმნის, ხოლო აქსონები ექსტრაპირამიდულ ტრაქტს, რომელიც ცნობილია
კორტიკოსპინალური ტრაქტის სახელით.პირველადი მოტორული ქერქის გვერდით,
შუბლის წილის ცენტრალური ხვეულის მიდამოში მდებარეობს პრემოტორული ქერქი,
რომელიც პასუხისმგებელია განმეორებითი, შაბლონური მოძრაობების
ჩამოყალიბებაზე. ეს რეგიონი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც დასწავლილი
მოძრაობების მეხსიერების საცავი.
ბაზალური განგლიები ნერვული უჯრედების სხეულთა ერთობლიობას წარმოადგენს.
ცნობილია, რომ მათი გავლენით ყალიბდება განმეორებითი მოძრაობების უნარი და
ისინი აკონტროლებენ ისეთ კომპლექსურ მოძრაობებს, როგორიცაა სიარული და
სირბილი. ასევე, მონაწილეობენ კუნთოვანი ტონუსის შენარჩუნებაში

დიენცეფალონის თალამური ნაწილი აკონტროლებს სენსორულ აღქმას და ეს


მნიშვნელოვანია მოტოეული აქტივობის შეგრძნებათა დონეზე კონტროლისთვის.
ჰიოპოთალამური ნაწილი პასუისმგებელია ფიზიკური აქტივობის პროცეში მიმდინარე
შინაგანი ცვლილებების რეგულაციაზე, როგორიცაა:
✓ არტერიული წნევა, გულის ცემის სიხშირე და კუმშვადი ფუნქცია
✓ სასუნთქი სისტემის აქტივობა
✓ საჭმლის მომნელებელი პროცესები
✓ სხეულის ტემპერატურა
✓ წყურვილი და სითხით ქსოვილების გაჯერება
✓ ნეიროენდოკრინული კონტროლი
✓ მადა და საკვების მიღება
✓ ძილ-ღვიძილისპერიოდის რიტმულობა.
ნათხემი არის მოძრაობის კოორდინაციის განმაპირობებელი ნაწილი. ის აკონტროლებს
როგორც ერთეულ მარტივ, ისე კომპლექურ, რთულ მოძრაობებს. ის უზრუნველყოფს
ერთი ტიპის მოტორული აქტივობის ნატიფად გადასვლას მეორეში, ყოველგვარი უხეში
წყვეტის გარეშე, მიზანმიმართული მოძრაობების სიზუსტეს და კონტროლის უნარს.
ნათხემი ეხმარება პირველად მოტორულ ქერქსა და ბაზალურ განგლიებს ფუნქციების

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


რეალიზებაში. აკონტროლებს როგორც სხეულის მდებარეობას სივრცეში და
წონასწორობას გარემოში, ასევე სხეულის ნაწილების განლაგებასაც სხეულის მიმართ,
მოძრაობის დროს.
ტვინის ღერო შედგება შუა ტვინის, მოგრძლო ტვინისა და ხიდისგან. მასში გადის
ზურგის ტვინთან დამაკავშირებელი გზები, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის
მიმოცვლას ორივე მიმართულებით, როგორც თავის ტვინიდან ზურგის ტვინისკენ, ისე
პირიქით. ის არის, ასევე, თავის ტვისნის 12 წყვილი ნერვიდან 10 -ის საწყისი ზონა.
მოგრძო ტვინში მოთავსებულია გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მაკონტროლებელი
ცენტრები.აკონტროლებს:
✓ ჩონჩხის კუნთების კოორდინირებულ მოქმედებას
✓ ქმნის კუნთოვან ტონუსს
✓ აკონტროლებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ ფუნქციას
✓ განსაზღვრავს სიფხიზლის დონეს ( ძილ-ღვიძილის პერიოდს )

ზურგის ტვინი, მოგრძო ტვინის უშუალო გაგრძელებას წარმოადეგნს და შედგება


აღმავალი და დაღმავალი ნერვული გზებისგან. აფერენტული, ანუ სენსორული
ნერვული ბოჭკები იღებს ინფორმაციას კანის, კუნთების, სახსრებისგან და აწვდის თავის
ტვინს. მოტორული, ანუ ეფერენტული ბოჭკოებით, ელექტრული იმპულსები
დაღმავალი მიმართულებით ვრცელდება კუნთების, სახსრების, და ორგანოების
მიმრთულებით.

სენსო-მოტორული ინტეგრაცია განაპირობებს საპასუხო რეაქციის შესაბამისობას


გარემო-ფაქტორებით გაღიზიანებაზე. მაგალითად, მისი დამსახურებით წყვეტს
ადამიანი რა ტემპერატურას მოაშოროს ხელი და დაიცვას თავი დაწვისგან და რას არა.
სენსო-მოტორული ინტეგრაცია შემდეგი სქემით ხორციელდება:
1. სენსორული რეცეპტორის მიერ ხდება სენსორული სტიმულის მიღება
2. მოქმედების პოტენციალი ცნს-ის მიმართულებით ვრცელდება სენსორული
ნერვული ბოჭკოების გავლით
3. ცნს აღიქვამს მიღებულ სენსორულ სტიმულს, გადაამუშავებს მას და გრდაქმნის
მოტორულ გაცნობიერებულ ან რეფლქსურ პასუხად
4. აღმოცენებული მოქმედების პოტენციალი დაღმავალი გზით ვრცელდება α-
მოტორული ნეირონის გასწვრივ
5. აქსონური მოქმედების პოტენციალი ვრცელდება კუნთზე და იწვევს საპასუხო
მოტორული რეაქციის აღმოცენებას.
სენსორული სტიმული, როდესაც ზურგის ტვინს აღწევს, შეიძლება გარდაიქმნას
ლოკალურ რეფლექსურ პასუხად, ან გავრცელდეს თავის ტვინის მიმართულებით და
დასრულდეს ღეროში, თალამუსში, ნათხემში ან ქერქში. ადგილი, სადაც სენსორული

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


იმპულსი გავრცელების გზას ასრულებს, ინტეგრაციულ ცენტრად იწოდება. სწორედ აქ
ხდება მისი ინტეგრაცა და მოტორულ ცენტრთან დაკავშირება. მაინტეგრირებელი
ცენტრების ფუნქციები განსხვავებულია.
• სენსორული იმპულსი, რომელიც მთავრდება ზურგის ტვინში, გარდაიქმნება
უმარტივეს რეფლექსად და ეს არის ინტეგრაციის უმარტივესი სახე.
• სენსორული სიგნალები, რომლებიც ტვინის ღეროში ინტეგრირდება, გაცილებით
უფრო რთული და კომპლექსური ხასიათისა, ვიდრე ზურგის ტვინში
ინტეგრირებული. და მის ფუნქციას წარმოადგენს კონტროლი სხეულის პოზაზე
ჯდომის, დგომის და მოძრაობის დროს.
• ნათხემში ინტეგრირებული რეფლექსები ქვეცნიებერ დონეზე კონტროლირებად
რეფლექსებს მიეკუთვნება. მისი ფუნქციაა ნატიფი მოძრაობების კოორდინირება,
სხვადასხვა კუნთების მოქმედების გაერთიანება და ერთ მოძრაობად გადაქცევა.
როგორც წვრილი, ისე მსხვილი მოტორიკა, ინტეგრირდება ერთობლივად
ნათხემშიც და ბაზალურ განგლიებშიც. ყველა რთული მოძრაობა, ნატთხემიში
კოორდინაციის გარეშე, უკონტროლო იქნებოდა.
• თალამუსში ინტეგრირებულ სენსორულ იმპულსებს ადმიანი გაცნობიერებულად
აღიქვამს და ამავე დროს განარჩევს კიდეც ერთმანეთისგან.
• სენსორული სიგნალის ქერქული ინტეგრაციის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ
უკვე თითოეული სიგნალის დისკრეტულობაზე. პირველადი სენსორული ქერქი
განლაგებულია თხემის წილში, პოსტცენტრალურ ხვეულში და ინფორმაციას
იღებს როგორც კანიდან, ისე კუნთებიდან და მყესებიდან. ის წარმოადგენს,
ფაქტიურად, კანის სენსორულ ,,რუკას“. კანის რომელიმე უბანში
მგრძნობელობითი იმპულსის წარმოქმნა აისახება ამ ,,რუკაზე“ და ადამიანს
შეუძლია გაღიზიანების კერის ზუსტი ლოკალიზაციის აღქმა. სწორედ ეს
მიდამო გვაძლევს შესაძლებლობას გაცნობიერებულად აღვიქვათ გარემო.

11. ავტონომიური ნერვული სისტემა, აგებულება, მაკონტროლებელი მექანიზმები


ფიზიკური აქტივობისა და მოსვენების პროცესში ორგანოებსა და ორგანოთა
სისტემებზე.

ავტონომიური ნერვული სისტემა, რომელიც პერიფერიულ ნერვულ სისტემას


მიეკუთვნება, პასუხისმგებელია ორგანიზმის შინაგანი გარემოს ცვლილებებზე,
რომელთაგან ფიზიკური აქტივობის განხილვისას ყველაზე მეტად გვაინტერესებს მისი
მოქმედება გულის ცემის სიხშირეზე, კუმშვად ფუნქციაზე, არტერიულ წნევასა და
ფილტვის ფუნქციებზე.
ავტონომიური ნერვული სისტემა შედგება სიმპათიკური და პარასიმპათიკური
ნაწილისგან. ორივე მათგანი ურთიერთქმედებს, აწონასწორებს ერთმანეთის
მოქმედებას, და როგრც წესი, ურთიერთანტაგონისტური მოქმედებით ხასიათდება.

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


სიმპათიკური ნერვული სისტემა-მისი გამართული მუშაობა განაპირობებს, ორგანიზმის
მხრიდან, სტრესული სიტუაციების მიამრთ ადექვატური საპასუხო რეაქციის
წარმოქმნას. მაქსიმალური აქტივობის შემთხვევაში, მას შეუძლია სტრესულ
მდგოარეობებთან გასამკლავებლად უზარმაზარი რესურსი წარმოქმნას სხეულში.
სტრესში იგულისხმება როგორც მოულოდნელი უარყოფითი ცხოვრებისეული
სიტუაციები, ისე სტარტის წინ მობილიზაციის საჭიროება სპორტული ასპარეზობების
დროს. ქვემაოთ მოყვანილია სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობის რამოდენიმე
მაგალითი. მისი მოქმედების აქტივაციის შედეგად :
• იზრდება გულის ცემის სიხშირე და შეკუმშვის ძალა
• ფართოვდება კორონარები, რათა დატვირთვის პროცესში გულის კუნთის
გაზრდილი მოთხოვნილება ჟანგბასდა და ენერგეტიკულ სუბსტრატზე,
მაქსიმალურად უზრუნველყოს სისხლის გაძლიერებული მიდინებით.
• ხდება პერიფერიული ვაზოდილატაცია, რათა სისხლის მიწოდება მომუშავე
კუნთებამდე, გააადვილოს.
• იზრდება არტერიული წნევა, პერიფერიული პერფუზიის გასაუმჯობესებლად.
• ხდება ბრონქოდილატაცია ფილტვებში ჰაერის გაადვილებული მოძრაობისთვის.
• იზრდება მეტაბოლიზმის სიჩქარე, რათა სხეული შესაბამისი რაოდენობის
ენერგიით უზრუნველყოს.
• იზრდება გონებრივი აქტივობა, რაც ზრდის კონცენტრირების უნარს და
აზროვნებია სიჩქარეს.

• ხდება დეპოებიდან გლუკოზის მობილიზაცია ენერგოწარმოქმნის


უზრუნველსაყოფად.
• საჭმლის მომნელებელი და შარდგამომყოფი ფუნქცია დროებით შენელებულია.
პარასიმპათიკური ნერვული სისტემა აკონტროლებს მოსვენების პერიოდში მიმდინარე
ცვლილებებს ორგანიზმში, კერძოდ, ის უზრუნველყოფს აჭმლის მონელებას, შარდის
გამოყოფას, ჯირკვლების სეკრეციას და ენერგეტიკული მარაგის დაგროვებას

12. რეცეპტორები, მათი ფუნქციები. სენსომოტორული ინტეგრაციის დონეები(ეს წერია)


კუნთური მუშაობის უმაღლესი ნერვული კონტროლი ელიტურ სპორტსმენებში.

არსებობს ხუთი ტიპის სენსორული ნერვული რეცეპტორი:


1. მექანორეცეპტორები, რომლებიც შეიგრძნობს შეხებას, ზეწოლას, გაჭიმვას,
ვიბრაციას.
2. თერმორეცეპტორები, რომლებიც ტემპერატურულ ცვლილებებს აღიქვამს.
3. ნოციცეპტორები, რომლებიც აღიქვამს ტკივილს.
4. ფოტორეცეპტორები, რომლებიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს აღიქვამს (
სინათლის სხვადასხვა სპექტრის გამოსხივება ).
5. ქემორეცეპტორები რომლებიც აღიქვამს ნივთიერებების კონცენტრაციის
ცვლილებას როგრც სხეულის შიგნით, ისე გარემოში ( სუნი, გემო, ჟანგბადის და

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ცვლილება სისხლში, ქსოვილებში გლუკოზის
და ელექტროლიტების ცვლილება ).

კუნთური მუშაობის უმაღლესი ნერვული კონტროლი ელიტურ სპორტსმენებში


განაპირობებს უნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვის უკეთეს შესაძლებლობებს,
სინქრონიზაციას, ძალას, სისწრაფეს, გამძლეობას, შედეგად კი სპორტულ
ასპარეზობებში უკეთესი შედეგის მიღწევას. მართალია, სხეულის აგებულება, ბოჭკოთა
კომპლექტაია, ნერვ-კუნთოვანი გადაცემის სისწრაფე და მოტორული ერთეულების
კონტროლის სინატიფე გენეტიკურად არის განპირობებული, მაგრამ მათი ადაპტაციის
უნარიც გასათვალისწინებელია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკეთსი ტრენირების
პირობებში, დაბალი რანგის სპორტსმენსაც შეუძლია მიაღწიოს თავისი
შესაძლებლობების მაქსიმუმს და წარმატებით იასპარეზოს ელიტური სპორტსმენების
გვერდით, თუმცა თუ ტრენირების ხარისხი თანაბარია, ამ შემთხვევაში, თავისთავად,
გენეტიკურ ფაქტორებს გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება.

13. რეფლექსური აქტივობა. გოლჯის სხეულაკები, მათი მოქმედების მექანიზმი და მათი


როლი ფიზიკური აქტივობის პროცესში.

ძლიერი თერმული გაღიზიანება ერთდროულად იწვევს თერმორეცეპტორების და


ნოციცეპტორების სტიმულაციას. იმპულსი აღმავალი გზით, ზურგის ტვინის გავლით
მიემართება სენსორული ინტეგრაციის ცენტრში. ჩართული ნეირონების მეშვეობით,
ზურგის ტვინშივე ხდება მათგან იმპულსის გადაცემა მოტორულ ნეირონზე და
დაღმავალი გზით, ეფექტორ ორგანოსთან ( კუნთთან ), დაბრუნება იმისათვის, რომ მან
განახორციელოს შესაბამისი პასუხი. პასუხი კი არის კუნთის შეკუმშვა და
გამღიზიანებლისგან განრიდება.
მოტორული რეფლექსი არის წინასწარ დაპროგრამებული პასუხი გამღიზიანებელზე. ის
ყველაზე სწრაფი გზაა სენსორულ იმპულსზე საპასუხო რეაქციის გამოსახატად და არ
საჭიროებს თავს ტვინის სენსორულ ქერქში ინტეგრაციის გზით გაცნობიერებული
პასუხის წარმოქმნას.

გოლჯის სხეულაკები სენსორული რეცეპტორების გროვებია, რომლებიც კუნთის მყესში


გადასვლის ადგილასაა მოთავსებული. ერთი გოლჯის სხეულაკი 5-25 კუნთოვან ბოჭკოს
უკავშირდება და პასუხისმგებელია კუნთისა და მყესის მოტორულ აქტივობაზე კერძოდ,
ნებისმიერი სახის დაძაბვაზე. ისინი უზრუნველყოფს აგონისტი
კუნთების შეკუმშვისას ანტაგონისტების მოდუნებას, რათა არ მოხდეს კუნთის გაწყვეტა.
მათი როლი მნიშვნელოვანია რეზისტენტული ვარჯიშების დროს. ხელს უშლიან
კუნთის ზედმეტ დაძაბვას და შეკუმშვას, ზოგი მეცნიერის აზრით ისინი მონაწილეობის
კუნთის ძალის განვითარებაში.

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


14. რეფლექსური აქტივობა(ეს წერია). კუნთის თითისტარები, აგებულება და მათი
მოქმედების მექანიზმი ფიზიკური აქტივობის პროცესში.

თითისტარისებრი სტრუქტურა განლაგებულია განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკოების


სიღრმეში, და შემორტყმულია ექსტრაფუზალური ( ანუ თითისტარისებური
სტრუქტურის გარეთ) ბოჭკოებით. თვითონ, შედგება 4-დან 20-მდე სპეციფიკური,
ინტრაფუზალური ( თითისტარისებური სტრუქტურის შიდა) ბოჭკოების და მათთან
დაკავშირებული სენსორული და მოტორული ნერვული დაბოლოებებისგან.
თითისტარისებურ სტრუქტურას ექსტრაფუზალური ბოჭკოებისგან ყოფს
შემაერთებელი ქსოვილი. ინტრაფუზალური ბოჭკოები γ-მოტონეირონებისგან
კონტროლდება. ექსტრაფუზალურს კი α-მოტონეირონი აკონტროლებს. ცენტრალური
ინტრაფუზალური ბოჭკოები არ იკუმშება, რადგან ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს
აქტინს და მიოზინს. მათ მხოლოდ გაჭიმვის უნარი აქვს. სენსორული ნერვული
დაბოლოებები გარს აკრავს ინტრაფუზალურ ბოჭკოებს. როდესაც ეს მიდამო იჭიმება,
იმპულსი ზურგის ტვინის მიმართულებით მიდის და ცნს-ს აწვდის ინფორმაციას იმის
შესახებ, თუ რამდენადაა დაგრძელებული კუნთოვანი ბოჭკოები. ზურგის ტვინში,
სენსორული ნეირონი სინაპსურ კავშირს ქმნის α-მოტონეირონთან , რომელიც, თავის
მხრივ, ექსტრაფუზალურ ბოჭკოებს აკრავს გარს და ხელს უშლის კუნთს ზედმეტ
გაჭიმვაში. მაგალითად: დიდი ტვირთის აწევისას, ინტრაფუზალური ბოჭკოები იჭიმება
და γ- მოტონეირონების მეშვეობით იმპულსს ცნსს აწვდის. უკან დაბრუნებული პასუხი
α-მოტონეირონებით ექსტრაფუზალურ ბოჭკოებს გადაეცემა და აწვდის სიგნალს
შეკუმშვისთვის, დაძაბვისთვის, რომ ტვირთის სიმძიმის გამო კუნთოვანი ბოჭკოების
ზედმეტი გაჭიმვა და გაწყვეტა არ მოხდეს.
γ-მოტონეირონები აინერვირებს ინტრაფუზალურ ბოჭკოებს და იმდენად მგრძნობიარეა,
რომ მოქმედების პოტენციალის გენერირება მცრე გაჭიმვაზეც კი შეუძლიათ.
ინტრაფუზალური ბოჭკოებიდან წამოსული იმპულსები ზურგის ტვინში არ მთავრდება
და ტავის ტვინისკენ აგრძელებს გზას. ეს აუცილებელია კუნთოვანი ტონუსის
შესანარჩუნებლად, სხეულის პოზის კონტროლისთვის. კუნთის თითისტარისებრი
სტრუქტურები გამუდმებით აკორექტირებს სხეულის მოძრაობას და ზურგის ტვინთან
ერთად აღმოფხვრის ყოველგვარ უზუსტობას.

15. ნახშირწყლების მეტაბოლიზმი. კონტროლი ფიზიკური დატვირთვის დროს.


აპრეგულაცია და დაუნრეგულაცია. ფიზიკური აქტივობის როლი გლუკოზის
მეტაბოლიზმში.

ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე ცნს-ის მარეგულირებელი ფუნქცია,


ინსულინრეზისტენტულ, ჭარბწონიანი თაგვების მაგალითზე შეისწავლეს. მანამდე
არსებული მოდელების მიხედვით, ნეირონებში ინსულინის წარმოქმნისთვის
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
განკუთვნილი სიგნალი რეგულირდება სხვა ქსოვილებში გუკოზის მეტაბოლიზმის
მეშვეობით. კვლევის ფარგლებში ხდებოდა გლუკოზის ინექცია თავის ტვინის
ქსოვილში. შემდეგ კი ხდებოდა გლუკოზის მეტაბოლიზმში მონაწილე ჰორმონების და
თვითონ გლუკოზის რაოდენობის განსაზღვრა სისხლში. მიღებული ცვლილებების
ანალიზით დადგინდა, რომ ტვინის ქსოვილი თვითონ არის მგრძნიობიარე გლუკოზის
დონის ცვალებადობაზე და იწვევს მისი მეტაბოლიზმისთვის საჭირო ჰორმონების
კონცენტრაციის ცვლელებას.

ფიზიკური დატვურთვის საპასუხოდ, გლუკოზის დონის შენარჩუნება სისხლში ხდება


გლიკოგენოლიზის შედეგად ან გლუკონეოგენეზის გზით, არანახშირწყლოვანი
ნივთიერებებიდან, ანუ ლაქტატიდან, ამინომჟავებიდან და გლიცეროლიდან. გლუკოზის
დონის კონტროლი დატვირტვის დროს დამოკიდებულია კუნთების მიერ გლუკოზის
გამოყენების სისწრაფეზე და საპასუხოდ ღვიძლიდან მისი მობილიზაციისხარისხზე.
ოთხი ჰორმონი იწვევს გლუკოზის გამოთავისუფლებას სისხლში:
• გლუკაგონი
• ეპინეფრინი
• ნორეპინეფრინი
• კორტიზოლი

მოსვენების პერიოდში გლუკოზის გამოთავისუფლება ღვიძლიდან


გლუკაგონისსაპასუხოდ ხდება, რომელიც ამავდროულად, ამინომჟავებიდან
გლუკონეოგენეზსაც იწვევს. ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობის ზრდის საპასუხოდ
გლუკაგონის დონე ქვეითდება და გლუკონეოგენეზი, კატექოლმინების აქტივობის
მატების გამო მატულობს. ვარჯიშის დაწყებიდან 30-45 წუთში კორტიზოლიც
აქტიიურდება. Ის ცილის კატაბოლიზმს იწვეს ღვიძლში მიმდინარე
გლუკონეოგენეზისთვის. ზემოთ
აღნიშნულთან ერთად, დატვირთვის დროს აქტიურდება ზრდის ჰორმონიც, რომელიც
თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებისგან ენერგიის მიღების პროცესს ააქტიურებს, ხლო
უჯრედების მიერ გლუკოზაზე მოთხოვნილებას, ამცირებს. ეს არის დამატებითი
ფაქტორი მოცირკულირე სისხლში გლუკოზის მუდმივი
რაოდენობისშენარჩუნებისთვის. ფარისებრი ჰორმონები ასევე მოქმედებს გლუკოზის
კატაბოლიზმზე და თავისუფალი ცხიმ.მჟავების მეტაბოლიზმზე.
გლუკოზის გამოთავისუფლება სისხლში დეპოებიდან დამოკიდებულია როგორც
დატვირთვის ინტენსივობაზე, ისე ხანგრძლივობაზე. ინტენსივობის ზრდასთან ერთად
კატექოლამინების რაოდენობა მატულობს, რაც ღვიძლს მეტი გლუკოზის გამოყოფის
სიგნალს აწვდის. ამ დროს შეიძლება იმაზე მეტი გლუკოზაც კი მობილიზდეს, ვიდრე
კუნთებს დასჭირდებოდა. ხანმოკლე, მაღალი ინტენსივობის სპრინტის დროს სისხლში

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


გლუკოზის დონე საწყისთან შედარებით შეიძლება 40-50% ით გაიზარდოს ამის გამო (
სწრაფი მობილიზაცია + იმაზე მეტი გლუკოზის მობილიზაცია, ვიდრე კუნთები
მოახერხებენ გამოყენებას). გარდა ღვიძლისა, კატექოლამინები კუნთის გლიკოგენის
მობილიზაციასაც განაპირობებს. გამომდიარე იქიდან, რომ კუნთს საკუთარი რესურსის
გამოყენებაც შეუძლია, ხანმოკლე ინტენსიური დატვირთვების დროს სწორედ მას
იყენებს და არა ღვიძლსას. პლაზმის გლუკოზა დაქვეითებას იწყებს დატვირთვის
გახანგრძლივების შემდეგ, როდესაც კუნთი საკუთარ რესურსს შეამცირებს და
ღვიძლიდან გამოთავისუფლებული გლიკოგენის გამოყენებას დაიწყებს. დატვირთვის
კიდევ უფრო გახანგრძლივება ღვიძლში არსებული გლიკოგენის რესურსის
შემცირებასაც განაპირობებს, სხეულს კი პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაციის
შენარჩუნება კორტიზოლის და გლუკაგონის გლუკონეოგენზური აქტივობის შედეგად,
ამინომჟავებისგან და გლიცეოლისგან უწევს. ინტენსიური დატვირთვის პერიოდში
ჰორმონალური აქტივობის შედეგად სწრაფად ხდება გლიკოგენის რესურსის ამოწურვა
და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გლუკოზის პერორული მიღება ხანგრძლივი
დატვირთვის დროს დატვირთვის უნარიანობის გასაძლიერებლად. როგორც ავღნიშნეთ,
სისხლში დიდი რაოდენობით გლუკოზის გამოყოფა არ ნიშნავს , რომ მას მთლიანად
კუნთოვანი უჯრედები მოიხმარს ენერგორესურსის სახით. გლუკოზის გადასვლას
უჯრედებში ინსულინი აკონტროლებს. კუნთამდე მისვლის შემდეგ, გლუკოზის
ბოჭკოებს შიგნით ტრანსპოტირებას ინსულინი აკონტროლებს.

რაც ნაკლებია რეცეპტორების რაოდენობა სამიზნე უჯრედზე, მით ნაკლები ჰორმონი


უკავშირდება მას და ეფექტიც ნაკლებია. ინსულინორეზისტენტობის დროს სამიზნე
უჯრედებზე არსებული რეცეპტორები ინსულინის მიმართ, შემცირებულია. ამის გამო,
სისხლში არსებული ჭარბი რაოდენობის გლუკოზის გადატანა ვეღარ ხერხდება
უჯრედებში და ინსულინის გამომუშავება მატულობს, თუმცა გლუკოზის დონე მაინც
მომატებული რჩება. (Downregulation)
ამის საპირისპიროდ, ზოგჯერ, პირიქით, უჯრედების ზედაპირზე ახალი რეცეპტორების
ექსპრესია ხდება , რაც ჰორმონის მოქმედებას აადვილებს და ახანგრძლივებს. ანუ
უჯრედის მგრძნობელობას ზრდის ჰორმონის მიმართ. შესაბამისად, ჰორმონის ეფექტიც
იზრდება (upregulation). მაგალითად, ასეთი ტიპის უჯრედების მქონე ადამიანების
სისხლში ნორმაზე მცირე რაოდენობით ინსულინია საკმარისი გლუკოზის ნორმალური
მეტაბოლიზმისთვის.

16. ჰიპოფიზის ჰორმონები, მათი მოქმედების თავისებურებები მწვავე ფიზიკური


დატვირთვის დროს და დატვირთვის მიმართ ქრონიკული ადაპტაციის
ფაზაში.ფარისებრი ჯირკვლის და სასქესო ჰორმონები. მათი მოქმედების
თავისებურებები მწვავე ფიზიკური დატვირთვის დროს და დატვირთვის მიმართ

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


ქრონიკული ადაპტაციის ფაზაში.თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები და მათი
მოქმედების თავისებურებები მწვავე ფიზიკური დატვირთვის დროს და დატვირთვის
მიმართ ქრონიკული ადაპტაციის ფაზაში

შესუსტებული
იზრდება საპასუხო
ჰიპოფიზის წინა ზრდის დატვირთვის რეაქცია იგივე
წილი ფაქტორი(GH) ინტენსივობის სიმძლავრის
ზრდასთან ერთად ფიზიკურ
დატვირთვაზე
თირეოტროპული
იზრდება ეფექტი არ არის
ჰორმონი

დატვირთვის
კარგდ
(TSH) ინტენსივობის
შესწავლილი
ზრდასთან ერთად
მატულობს
ეფექტი არ არის
პროლაქტინი ვარჯიშის
შესწავლილი
საპასუხოდ
ფოლიკულმასტიმულირებე
აღინიშნება მცირე ეფექტი არ არის
ლი
ცვლილება ან არც შესწავლილი
ჰორმონი (FSH)
მალუთეინიზირებელი აღინიშნება მცირე ეფექტი არ არის
ჰორმონი (LH) ცვლილება, ან არც შესწავლილი
შესუსტებული
იზრდება საპასუხო
ადრენოკორტიკოტროპული დატვირთვის რეაქცია იგივე
ჰორმონი (ACTH) ინტენსივობის სიმძლავრის
ზრდასთან ერთად ფიზიკურ
დატვირთვაზე
შესუსტებულ

საპასუხო
იზრდება
რეაქცია
ჰიპოფიზის უკანა ანტიდიურეზული დატვირთვის
იგივე
წილი ჰორმონი სიმძლავრის
სიმძლავრის
ზრდასთან ერთად
ფიზიკურ
დატვირთვაზ

ოქსიტოცინი არ არისცნობილი არ არის ცნობილი
ფარისბრი ტრიიოდთირონინ დატვირთვის იზრდება
ჯირკვალი ი T3 და ზრდასთან ერთად დატვირთვის
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
თიროქსინი T4 იზრდება საპასუხოდ
თაისუფალი T3 და იგივე
T4 სიმძლავრის
დონე დატვირთვაზ

კალციტონინი არ არის ცნობილი არ არის ცნობილი
იზრდება
გახანგრძლივებულ
პარათიროიდული არ არის
პარათჰორმონი ი
ჯირკვალი ცნობილი
დატვირთვის
დროს
იზრდება იზრდება
დატვირთვის დატვირთვის
თირკმელზედა ინტენსივობის საპასუხოდ
ჯირკვლის ეპინეფრინი ზრდასთან იგივე
ტვინოვანი შრე ერთად,მატებას სიმძლავრის
იწყებს VO2max ის დატვირთვაზ
75% ზე ე
იზრდება იზრდება
ნორეპინეფრინი დატვირთვის დატვირთვის
ინტენსივობის საპასუხოდ იგივე

ზრდასთან
ერთად,მატებას სიმძლავრის
იწყებს VO2max ის დატვირთვაზე
50% ზე
იზრდება
თირკმელზედა
დატვირთვის
ჯირკვლის ალდოსტერონი არ იცვლება
ინტენსივობის
ქეროვანი შრე
ზრდასთან ერთად
იზრდება
დატვირთვის მცირედ
კორტიზოლი
ინტენსივობის მატულობს
ზრდასთან ერთად

19. წყალ-მარილოვანი ბალანსის ცვლილება მწვავე ფიზიკური დატვირთვის დროს და


მისი რეგულაციის მექანიზმები.

ფიზიკური აქტივობის დროს წყლის ბალანსის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია გულ-


სისხლძარღვთა სისტემის, თბორეგულაციის და მეტაბოლური აქტივობის ოპტიმალურ
დონეზე შენარჩუნებისთვის. სითხის ბალანსში იგულისხმება წყლის შემცველობა
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
ქსოვილებში და პლაზმის მოცულობის კონტროლი. ფიზიკურად აქტიურ კუნთოვან
ქსოვილში მეტაბოლურად აქტიური ნივთიერებების მიდინების გაძლიერების ხარჯზე
ოსმოსური წნევა მატულობს მიოციტების ირგვლივ. წყალი პასიური დიფუზიის გზით
აღწევს შიგნით. ფიზიკური აქტივიბის ინტენსივობის ზრდით წნევის მატების გამო
კუნთებთან მიდინებული სისხლიდან სითხე დიფუზიით გადადის უჯრედშორის
სივრცეში ( ჰიდროსტატიკური წნევა ). შედეგად, პლაზმის მოცულობა ქვეითდება.
ხანგრძლივი ფიზიკური დატვირტის დროს VO2max 75% დონეზე, პლაზმა, საერთო
მოცულობის 5-10% - ით კლებულობს. პლაზმის მოცულობის დაქვეითება ამცირებს
არტერიულ წნევას და შედეგად ზრდის გულის კუნთის შეკუმშვის ძალას. წყალ-
მარილოვან ბალანსს ჰიპოფიზის უკანა წილი ( ნეიროჰიპოფიზი) და თირკმელზედა
ჯირკვალი აკონტროლებს. ნეიროჰიპოფიზში გამომუშავდება ორი ჰორმონი
ანტიდიურეზული ჰორმონი ანუ ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი. ორივე
მათგანი ჰიპოთალამუსში გამომუშავდება როგორც ნეირომედიატორი და ჰიპოფიზის
უკანა წილის უჯრედებში გროვება, ნერვული იმპულსების საპასუხოდ კი კეპილარების
შიგნით გამოთავისუფლდება და ასე ხვდება ცენტრალურ მიმოქცევაში. ამ ორი
ჰორმონიდან, დატვირთვის ფიზიოლოგიაში მხოლოდ ანტიდიურეზული ჰორმონის
როლია შესწავლილი. ის ზრდის წყლის შემცველობას სხეულში, თირკმელებში
რეტენციის გზით. კუნთოვანი მუშაობის გამო სისხლის პლაზმის მოცულობის
დაქვეითებას და პლაზმაში ელექტროლიტების დონის მატებას ჰემოკონცენტრაცია
ეწოდება და ის პლაზმის მაღალ ოსმოლარობას განაპირობებს. მაღალი ოსმოსური წნევა
პლაზმაში იწვევს დაბალი ოსმოსური წნევის ( მეტი წყლის და ნაკლები
ელექტროლიტების შემცველობის) მქონე ქსოვილებიდან წყლის გადასვლას პლაზმაში.
ოსმოსური წნევის ზრდა პლაზმაში, ასევე განაპირობებს ანტიდიურეზული ჰორმონის
მატებას. მაღალი კონცენტრაციის და შემცირებული მოცულობის პლაზმა
ბარორეცეპტორებზე მოქმედების გამო ჰიპოთალამუსში გზავნის იმპულსს, რის
შედეგადაც ხდება ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფა. ჰორმონი სისხლის
მეშვეობით აღწევს თირკმელებამდე და წყლის რეტენციის გაძლიერების
მეშვეობითკვლავ ახდენს კონცენტრირებული პლაზმის განზავებას და წყლის
დანაკარგის
შემცირებას, რომელიც ისედაც აქტუალურია მძიმე და ხანგრძლივი ფიზიკური
მუშაობის პროცესში გაძლიერებული ოფლიანობის და კუნთებში სითხის
გადანაცვლების გამო.

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან შრეში გამომუშავდება მინერალოკორტიკოიდები,


რომლებიც ნატრიუმის და კალიუმის ბალანსზე ახდენს გავლენას. ალდოსტერონი არის
ჰორმონი, რომელზეც მინერალოკორტიკოიდების მოქმედების 95% მოდის. მისი
გავლენით ხდება ნატრიუმის რეაბსორბცია და ეს ამცირებს მის კარგვას შარდით.
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
ნატრიუმი, თავის მხრივ , განაპირობებს წყლის რეტენციას და აქედან გამომდინარე,
ალდოსტერონსაც, ანტიდიურეზული ჰორმონის მსგავსი, წყლის შემაკავებელი
მოქმედება აქვს. ნატრიუმის რეაბსორბციის კვალდაკვალ, კალიუმის ექსკრეცია
ძლიერდება და ამ გზით კონტროლდება მისი კონცენტრაცია პლაზმაში.

თირკმელი არ წარმოადგენს ენდოკრინულ ორგანოს, თუმცა მასაც აქვს ენდოკრინული


ფუნქცია. როდესაც ალდოსტერონის კონცენტრაცია მცირეა, პლაზმის მოცულობაც
მცირდება და შესაბამისად, არტერიული წნევაც. მცირდება თირკმლის პერფუზია და ეს,
სიმპათიკური ნერვული სისტემის გავლენით, იწვევს რენინის გამომუშავებას
თირკმელში. სისხლში მოხვერილი რენინი ანგიოტენზინოგენის კონვერტაციას ახდენს
ანგიოტენზინ I ად. ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის მეშვეობით კი,
ანგიოტენზინ1 ის გარდაქმნა უკვე ფილტვის ქსოვილში მიმდინარეობს და ის
გადაიქცევა ანგიოტენზინ II ად. ანგიოტენზინ II ასტიმულირებს ალდოსტერონის
სეკრეციას თირკმელზედა ჯირკვალში.

20. ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმი ფიზიკური დატვირთვის დროს. ჰორმონ ირისინის


მოქმედება და მნიშვნელობა. ცხიმოვანი ქსოვილი, როგორც ენდოკრინული ორგანო

თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები ენერგიის ძირითადი წყაროა მოსვენების ფაზაში და


გახანგრძლივებული დატვირთვების დროს. მისი მნიშვნელობა დიდია ხანგრძლივი
დატვირთვების დროს კუნთის მეტაბოლური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ნახშირწყლოვანი დეპოების ( პლაზმის გლუკოზა და გლიკოგენის მარაგი ) შემცირების
დროს ძლიერდება ლიპოლიზი. ადიპოციტებში დაგროვილი ტრიგლიცერიდები
თავისუფალ ცხიმოვან მჟავებად იშლება იმისთვის, რომ აერობულ მეტაბოლიზმში
ჩაერთოს და ენერგია წარმოქმნას. რაც მეტია ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაცია
სისხლში, მით უადვილდება კუნთოვან ბოჭკოს მათი გამოყენება. ლიპოლიზი შემდეგი
ჰორმონებით კონტროლდება:
• ინსულინი (აქვეითებს )
• ადრენალინი
• ნორადრენალინი
• კორტიზოლი
• ზრდის ფაქტორი
კორტიზოლის პიკური მატება აქტივობის 30-45 წუთს ემთხვევა, თუმცა მისი დონე
ვარჯიშის გაგრძელების შემდეგ კლებულობს. ლიპოლიზური აქტივობა ამის
მიუხედავად მაინც აქტიური რჩება ვატჯიშის გახანგრძლივების შემთხვევაში, რადგან
კორტიზოლის მიერ აქტივირებული ფერმენტი ლიპაზა, კიდევ დიდხანს ინარჩუნებს
აქტიურობის მაღალ დონეს. ჩნდება კითხვა, როგორ ხდება კუნთოვანი ქსოვილისა სა
ჭიროებების შეთანხმებასხეულის სხვა დანაჩენ ქსოვილებთან. აღმოჩნდა, რომ კავშირი
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
ხორციელდება ე.წ PGC1α კავშირის გზით. გარდა ნერვული კონტროლისა, ის
უზრუნველყოფს კინთების
კავშირს ცხიმოვან დეპოებთან.

არსებობს ორი ტიპის ცხიმოვანი ქსოვილი: რუხი და თეთრი. ზრდასრული ასაკის


ადამიანების სხეული უპირატესად თეთრი ცხიმოვანი უჯრედებისგან შედგება, ხოლო
რუხი, აღმოჩენილია ახალშობილებში და მათთვის მნიშვნელოვან მეტაბოლურ როლს
ასრულებს. რუხი ფერი მიტოქონდრიების დიდი რაოდენობითაა განპირობებული. Მის
მიტოქონდრიულ მემბრანაზე მოთავსებულია სპეციფიური ცილა UCP, რომელიც
ელქტრონთა ტრანსპორტირების ჯაჭვში მონაწილეობს და ამციერბს ატფ-ის
ფორმირებას, მაგრამ იწვევს ენერგიის სითბოს სახით გამოთავისუფლებას. Მს
უმნიშვნელოვანესია ახალშობილთა თბორეგულაციისთვის. ფიზიკური აქტივობის
დროს, PGC1α საპასუხოდ კუნთოვან უჯრედებში სიგნალი მიდის დნმ-თან
სპეციუფიური FNDC513 გენის ექსპრესიისთვის. ის აკოდირებს სპეციალიზებულ
პლაზმურ მემბრანასთან დაკავშირებელ ცილას, რმელიც წყდება კუნთოვანი უჯრედის
გარსს და მიგრირებს პლაზმაში, ჰორმონ ირისინის სახით ( ბერძნული ქალღმერთის,
მაცნე ირისის საპატივცემულოდ ). აქამდე არ ყოფილა საუბარი კუნთოვანი უჯრედების
ენდოკრინულ შესაძლებლობებზე. დადგინდა, რომ ირისინი აღწევს ცხიმოვან
ქსოვილამდე, მათ შორის, ვისცერალურ, ორგანოთა ირგვლივ არსებულ ცხიმოვან
ქსოვილამდე და თეთრ ცხიმოვან უჯრედებს , ფიზიკური დატვირთვის დროს,
,,აიძულებს’’ რუხი ცხიმოვანი ქსოვილის ფუნქცია შეასრულოს. პრედიაბეტურ და
ინსულინორეზისტენტურ თაგვებში, ირისინის ინექცია გლუკოზის და ინსულინის
კონცენტაციებს აკონტროლებს დაახლოებით ისე, როგორც ტრენირების პროცესში ხდება
მათი ბალანსის შენარჩუნება. ამით აიხსნება ტრენირების დადებითი გავლენა
პრედიაბეტზე, ინსულინორეზისტენტობაზე და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის
დარღვევაზე, ზოგადად. კვლევები დღესაც მიმდინარეობს ირისინზე და ალბათ მისი
მოქმედების მექანიზმის უკეთ შესწავლა პასუხს გაგვცემს როგორ ვმართოთ ჭარბი წონა
და მეტაბოლური დარღვევები ფიზიკური აქტივობის გზით

21. კალორიების მიღება და კვების ჰორმონალური კონტროლი.

მადის, შიმშილისა და დანაყრების შეგრძნების კონტროლი მთელი სხეულის მეშვეობით ხდება,


მათ შორის ცხიმოვანი ქსივილის და საჭმლის მომნელებელი სისტემითაც. საკვების მიღება
ჰიპოთალამუსს და უმაღლეს ნერვულ კონტროლს ექვემდებარება. შიმშილის ცენტრი მდებარებს
ვენტრომედიალურ ბირთვში, ხოლო დანაყრებას აღვიქვამთ ჰიპოთალმუსის ლატერალური
ნაწილის მეშვეობით. ჰიპოთალამუსი ახდენს როგორც ნერვული, ისე ჰუმორული ხანმოკლე და
გახანგრძლივებული სიგნალების ინტეგრაციას, რომელთა წარმოქმნაც, შიმშილის და საკვების
მიღებას უკავშირდება. ჰორმონები და ენზიმები, რომელთა საპასუხო სიგნალების ინტეგრაციაც
ხდება თავის ტვინში, პერიფერიაზე გამომუშავდება, საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
ცხიმოვან ქსოვილში. ეს ჰორმონები, მოქმედების მიხედვით, ორ ნაწილდ იყოფა: ანორექსიგენულ
ანუ მადის დამაქვეითებელ და ორექსიგენულს, ანუ მადის გამაძლიერებელ ჰორმონებად. ეს
ჰორმონებია ქოლეცისტოკინინი, ლეპტინი, ინსულინი, გრელინი, პეპტიდი-YY და GLP-1

22. გულის ერთი ციკლის ელექტრული და მექანიკური კომპონენტების


ურთიერთმიმართება. ( შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიგერის დიაგრამა (Wiggers diagram)

გულის ციკლი მოიცავს როგორც ელექტრულ, ისე მექანიკურ კომპონენტებს. შეკუმშვის ფაზას
ეწოდება სისტოლა, რელაქსაციის პერიოდს დიასტოლა. დიასტოლა, როგორც წესი, ორჯერ
ხანგრძლივია სისტოლასთან შედარებით. ადამიანი, რომლის გცს წუთში 74ია, მისი გულის
ერთი ციკლი 0,81 წმ გრძელდება ( 60წმ/74გცს ) აქედან დიასტოლა სრული ციკლის დროის 62%-
ია ანუ 0,50 წმ, სისტოლა კი 0,31 წმ ანუ ციკლის 38%. გცს - ის ზრდასთან სისტოლისა და
დიასტოლის ხანგრძლივობები ურთიერთპროპორციულად მცირდე.

ეკგ-ზე , ნორმალური რიტმის დროს გულის ციკლი აღინიშნება სისტოლიდან მეორე


სისტოლამდე. პარკუჭოვან სისტოლას ემთხვევა QRS კომპლექსი, ხოლო T არის
დიატოლის ანუ პარკუჭების რეპოლარიზაციის პერიოდი. ( აქაც, ციკლის 2/3 იხარჯება
დიასტოლაზე და მხოლოდ 1/3 სისტოლაზე ) როდესა წინაგულები დიასტოლის ფაზაშია,
ვენური ნაკადის წნევის მეშვეობით ხდება ტრიკუსპიდური და მიტრალური სარქველების გაღება
და სისხლის სრული მოცულობის 70% პასიურად ავსებს პარკუჭებს, რის შემდეგაც იწყება
წინაგულების სისტოლა და დარჩენილი 30% იც ჩაიტუმბება პარკუჭებში.დიასტოლის ფაზაში,
პარკუჭშიდა წნევა დაბალია, ავსების ბოლოს, როდესაც პარკუჭები შეკუმშვას იწყებს, წნევა
მკვეთრად მატულობს, კეტავს ტრიკუსპიდურ და მიტრალურ სარქველებს და აღებს აორტის დ
ფილტვის არტერიისას. სისხლის გადატუმბვის შემდეგ, წნავა პარკუჭებში კვლავ ქვეითდება და
ეს იწვევს აორტისა და ფილტვის არტერიის სარქველების დახურვას, რათა სისხლის უკუდინება
აღკვეთოს პარკუჭებისკენ.

23. საბოლოო დიასტოლური მოცულობა, საბოლოო სისტოლური მოცულობა,


სისტოლური მოცულობა, გულის წუთმოცულობა და განდევნის ფრაქცია. მათი
ცვლილებები მწვავე დატვირთვის დროს. გულ-სისხლძარღვთა დრიფტი.

ერთი შეკუმშვის შემდეგ, პერიფერიაზე გადასროლილი სისხლის მოცულობას დარტყმითი ანუ


სისტოლური მოცულობა ეწოდება. დიასტოლის ბოლოს დარჩენილ სისხლს საბოლოო
დიასტოლური მოცულობა ეწოდება. ნორმაში, მოსვენებულ მდგომარეობაში, ჯანმრთელ
ზრდასრულებს ის 100 მლ აქვთ. სისტოლის შემდეგ, პარკუჭებში მაინც რჩება სისხლი და
საბოლოო სისტოლური მოცულობა ეწოდება. ის დაახლოებით 40 მლ-ია.სისხლის ფრაქციას,
რომელსაც განდევნის და ჩატუმბავს მარცხენა წინაგული, მარცხენა პარკუჭში, პარკუჭის
შეკუმშვამდე, განდევნის ფრაქცია ეწოდება. განდევნის ფრაქცია განისაზღვრება დარტყმითი
მოცულობისა და საბოლოო დიასტოლური მოცულობის ფარდობით.გულის წუთმოცულობა
ეწოდება სისხლის იმ საერთო მოცულობას,რომელსაც გული ერთი წუთის განმავლობაში
გადატუმბავს პერიფერიაზე სისტოლების მეშვობით.ზრდასრულთა უმეტესობისთვის, როგორც

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


წესი,დარტყმითი მოცულობა 60-80 მლ შორის მერყეობს. თუ გცს 70 დარტყმაა/წთ-ში,
მაშინ,მოსვენებისას გულის წუთმოცულობა იქნება შესაბამისად 4.2 და 5.6 ლ/წთ-ში.

გულის წუთმოცულობა მოსვენების პერიოდში დაახლოებით 5.0 ლ/წთ


დამოკიდებულია ადამიანის სხეულის ზომებსა და სისხლის მოცულობაზე. ინტენსიური
დატვირთვის დროს შეიძლება 20 ლ/წთ დან 40 მლ/წთ-მდეც გაიზარდოს. მაქსიმალური
წუთმოცულობა დამოკიდებულია როგორც სხეულის ზომებზე, ისე დატვირთვის
სიმძლავრეზე. მაქსიმალური ფიზიკური დატვირთვის დროს გცს-ის ლიმიტირებული
მატებისა და საბოლოო დიასტოლური მოცულობის თავისებურებებიდან გამომდინარე,
გულის წუთმოცულობაც, გარკვეული დროის შემდეგ პლატოს ქმნის.

გცს-ის მაქსიმუმამდე გაზრდის დროს დიასტოლის პერიოდი მცირდება, ამ შემცირების


გამო საბოლოო დიასტოლური მოცულობაც შეიძლება შემცირდეს და შესაბამისად,
მივიღოთ პლატო დარტყმითი მოცულობის ზრდის მხრივ, მაქსიმალურ გულის ცემის
სიხშირეზე, ან მცირედი შემცირება.

დარტყმითი მოცულობა დატვირთვის პარალელურად იზრდება, შედეგ კი ერთგვარ პლატოს


ქმნის და აღარ იცვლება მისი მაჩვენებელი.

აერობული დატვირთვის გახანგრძლივების ან მაღალი ტემპერატურის პირობებში


მიმდინარე ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის საპასუხოდ დარტყმითი მოცულობა
მატების ნაცვლად ეტაპობრივად მცირდება. გცს მატულობს, და ამის გამო, გულის
წუთმოცულობა მეტ-ნაკლებად ნარჩუნდება, მაგრამ არტერიული წნევა ქვეითდება.
მოცემული ცვლილებების ერთობლიობას ეწოდება კარდიოვასკულური დრიფტი. ეს
მოვლენა ასოცირებულია კანის სისლძარღვების პროგრესულ გაფართოვებასთან
თბორეგულაციის უზრუნველყოფის მიზნით. ამის გამო პრედატვირთვა მცირდება. ამას
ემატება ოფლდენისა და დატვირთვის პროცესში აქტიური ქსოვილების უჯრედშორის
სივრცეში პლაზმის გადანაწილება. პრედატვირთვის შემცირება ამცირებს საბოლოო
დიასტოლურ მოცულობას. შედეგად, სისტოლური მოცულობაც მცირდება.

24. მეტაბოლურად აქტიური კუნთოვანი ქსოვილის სისხლმომარაგების რეგულაცია.


სისხლის მიდინების გარეგანი და შინაგანი კონტროლი.

სისხლის მიდინების შინაგანი კონტროლი სისხლის მიდინების საჭიროების გაზრდიდან


გამომდინარე, კონკრეტულ ქსოვილში ხდება ვაზოდილატაცია და ამის შედეგად, მოცემულ
არაეში იზრდება სისხლის ნაკადი. 1. მეტაბოლორი რეგულაცია,ერთის მხრივ, ჟანგბადის მიმართ
მოთხოვნილების გაზრდით არის განპირობებული. და ეს არის უძლიერესი მასტიმულირებელი,
ადგილობრივი ვაზოდილატატორების გამოყოფისთვის. სისხლის მიდინებას ასევე აძლიერებს
საკვები ნივთიერებების ან მეტაბოლური პროცესებისთვის საჭირო მოლეკულების ნაკლებობა,
დაშლის პროდუქტების სიჭარბე ( ნახშირმშავა აირი, რძემჟავა, K+, H+ ) ან ანთების მედიატორები.
2. სისხლძარღვების გაფართოვება შეუძლია ენდოთელიუმზე მოქმედ სხვადასხვა
ნივთიერებასაც, რომლებიც უშუალოდ ენდოთელიოციტების მოდუნებას ახდენს და ამ გზით

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


აფართოვებს სისხლძარღვებს. მაგ, ასეთია აზოტის ოქსიდი (NO), პროსტაგლანდინები, EDHF ანუ
ენდოლიუმის ჰიპერპოლარიზაციის განმაპირობებელი ფაქტორი. 3. სისხლძარღვთა შინაგანი
კონტროლის მესამე მიზეზია მიოგენური ფაქტორი. საუბარია სისხლძარღვის გლუვ კუნთოვან
მიოციტებზე, რომლებიც დუნდება მაშინ, როდესაც სისხლის ნაკადი დიდი წნევით აწვება
სისხლძარღვის კედელს და იკუმშება წნევის დაქვეითების დროს.

სისხლძარღვთა ტონუსის გარე მარეგულირებელი ფაქტორია სიმპათიკური ნერვული სისტემა.


მისი მოქმედებით, სისხლძარღვთა უმეტესობა ვიწროვდება.

25. სისხლის მიწოდების თავისებურებანი ფიზიკური დატვირთვის და მოსვენების დროს.


სისხლის წნევის ინტეგრირებული კონტროლი. სისხლის პლაზმისა და ფორმიანი
ელემენტების ცვლილება დატვირთვის მწვავე ფაზაში და ქრონიკული ადაპტაციისას.

ფიზიკური აქტივობა მეტაბოლური საჭიროებებიდან გამომდინარე ზრდის სისხლის მიდინებას


მომუშავე კუნთოვან ქსოვილამდე, სამაგიეროდ ამცირებს სისხლის ნაკადს მეტაბოლურად
ნაკლებად აქტიური ქსოვილების მიმართულებით. დატვირთვის ინტენსივობის ზრდა
ჟანგბადის მიმართ მოთხოვნილებას ზრდის და შესაბამისად, სისხლძარღვებიც ფართოვდება
ადგილობრივად. როდესაც მაღალი ტემპერტურის პირობებში მიმდინარეობს ფიზიკური
დატვირთვა, სისხლის ნაკადი იზრდება კანის მიმართულებითაც,თბორეგულაციისთვის.

სისხლის წნევის ინტეგრირებული კონტროლი ხორციელდება სხვადასხვა დონეზე.


აორტასა და მსხვილ არტერიებში მოთავსებულია ბარორეცეპტორები, რომელთა
გაღზიანებაც სისხლის მაღალი წნევით ხდება. იმპულსი მიეწოდება თავის ტვინის გულ-
სისხლძართღვთა მაინტეგრირებელ ცენტრს, სადაც იმულსის გადამუშავების შემდეგ
პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მეშვეობით, შემაკავებელი იმპულსი ბრუნდება
გულამდე. შედეგად, ქვეითდება როგორც გულის ცემის სიხშირე, ისე შეკუმშვის
სიმძლავრე და არტერიული წნევაც კლებულობას. ბარორეცეპტორების გაღიზიანების
შემცირება კი პირიქით, სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაციას იწვევს თავის
ტვინში იმპელსის ინტეგრაციის შემდეგ. სისხლის წნევის კონტროლი ასევე
ქემორეცეპტორებისა და მექანორეცეპტორების მეშვეობითაც ხორციელდება.

პლაზმის მოცულობის ცვლილება დატვირთვისას ჰემოკონცენტრაციას იწვევს. ამ


მიზეზით, ჰემატოკრიტი შეიძლება გაიზარდოს 40% დან 50% მდე ფორმიანი
ელემენტების რაოდენობის შეუცვლელად.ქრონიკური დატვირთვის საპასუხოდ
ერითროციტების რაოდენობაც მატულობს და ეს ზრდის ჟანგბადის ტრანსპორტირების
უნარს.

როდესაც ერითროციტების რაოდენობა შემცირებულია სისხლში, ან ჰემოგლობინის


რაოდენობაა დაბალი ან დეფექტურია, ან თვითონ ერითროციტს როდესაც აქვს რაიმე დეფექტი,
ეს აისახება ჟანგბადის ტრანსპორტირების უნარზე და შესაბამისად, ასეთ ათლეტებს
დატვირთვის უნარიანობაც დაბალი აქვთ.

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


26. ფილტვის ვენტილაცია, სუნთქვის წუთმოცულობა და მისი ცვლილებების
თავისებურებები დატვირთვის მწვავე ფაზაში ჯანმრთელ ზრდასრულებში და
მედიალური სტერნოტომიის დროს.

ფილტვის ვენტილაცია იზრდება დატვირთვის ზრდასთან ერთად. საწყის ეტაპზე


სასიცოცხლო ტევადობის ზრდის, შემდეგ კი სიხშირის მტებს ხარჯზე. 5 წუთიანი
ვარჯიშის განმავლობაში ვენტილაცია მალევე მატულობს და გარკვეული დროის
შემდეგ, როდესაც მაქსიმუმს აღწევს, აკეთებს პლატოს და აღარ იცვლება. ტრენირების
პროცესში, მოცემული უნარის განვითარება შეიძლება , თუმცა, რაღა თქმა უნდა გულ-
მკერდის ყაფაზის და ფილტვის ანატომიური აგებულებიდან
გამომდინარე,გარკვეულწილად ლიმიტირებული პარამეტრები აქვს და სასიცოცხლო
ტევადობის მატებაც, ამაზეა დამოკიდებული. ვენტილაციის მაქსიმალური სიდიდე
100ლ/წთ-ში პატარა სხეულის მქონე ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი, ხოლო
დიდი ზომის სხეულის მქონე ადამიანებს 200ლ/წთ-საც შეუძლიათ მიაღწიონ.

ფიზიკური დატვირთვის საასუხოდ სუნთქვის წუთმოცულობა VE ( ერთი წუთის განმავლობაში


შესუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა ) იზრდება. სუნთქვითი მოცულობა TV (Tidal
Volume). საფეხურეობრივი დატვირთვის გავლენა მოცმულ პარამეტრსა და მის კომპონენტებზე
სამ ფაზად შეიძლება დავყოთ. • საწყის ფაზაში, ფიზიკური აქტივობის ზრდასთან ერთად,
სწორხაზოვნად და დატვირთვის შესაბამისად იზრდება VE და TV. • მომდევნო ფაზაში VE
გაიზრდება სიხშირის (f) ზრდის პროპორციულად, TV-ს შენელებული ზრდის პირობებში. •
საბოლოო ფაზაში, VE მხოლოდ სიხშირის გაზრდის ხარჯზე იზრდება, ხოლო TV-ს შემდგომი
ცვლილება ტრენირების საპასუხოდაც აღარ ხდება. ტრენირების მსგავსი თანმიმდევრობა
იცვლება ხანდაზმულ ადამიანებში მედიალური სტერნოტომიის დროს. ფიზიკური დატვირთვის
მიმართ ადაპტაცია და მისი შესამოწმებელი ტესტები მნიშვნელოვანია კარდიორეაბილიტაციის
პროცესში. სუნთქვის სტრატეგიების სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული
პაციენტებისთვის, რომელთაც მედიალური სტერნოტომია აქვთ. ტესტებიდან აღსანიშნავია 6
წუთის ფუნქციური ტესტი, რომლის შესრულების დროსაც პაციენტს პორტატული
გაზოანალიზატორით ვიკვლევთ. მოცემული ტესტი ე.წ საველე ტესტია პაციენტებისთვის,
რომელთაც 6 წუთის განმავლობაში, დამოუკიდებლად შეუძლიათ გადაადგილება მათთვის
ინდივიდუალური სიჩქარით. აღნიშნული ფიზიკური აქტივობის დროს ვაკვირდებით 6 წუთში
განვლილი მანძილის შესაბამის დატვირთვაზე განვითარებულ სუნთქვისა და გულ-
სისხლძარღვთა სისტემის რეაქციებს. კვლევა ტარდებოდა ჰოსპიტალური ფაზის
რეაბილიტაციის სამი კვირიდან, პირველ კვირაში და რეაბილიტაციის ბოლოს. რეაბილიტაციის
პერიოდში, ტარდება ტრენირება დღეში ორჯერ, თითო საათის განმავლობაში, მსუბუქი
აერობული ( ციკლურ ერგომეტრზე ) და ფრთხილი ძალისმიერი ვარჯიშების კომბინაციით.
ფიზიკური დატვირთვის საპასუხოდ, განსხვავებით ახალგაზრდა ჯანმრთელი ადამიანებისგან,
კარდიორებილიტაციის დროს პაციენტების VE ფიზიკური დატვირთვის დროს, TV-ს მატების
გამო იზრდება, ხოლო სიხშირე უცვლელი რჩება. ამის გამო,რეაბილიტაციის დროს საჭიროდ
მიიჩნევა ისეთი ვარჯიშების ჩართვა, რომლებიც სასუნთქი კუნთების ძალას და გამძლეობას
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
გაზრდის. მსგავსი ტიპის ტრენირება სუნთვას აუმჯობესებს სასუნთქი კუნთების
შესაძლებლობების გაზრდის ხარჯზე.

27. სისხლის მიმოქცევის თავისებურებები ფილტვებში და დატვირთვით ინდუცირებული


არტერიული ჰიპოქსემია ( EIAH).

სისხლის მიმოქცევა ფილტვში მოსვენების დროს მოსვენების პროცესში, ერთი წუთის


განმავლობაში, ფილტვებში 4 დან 6 ლიტრამდე სისხლი მოძრაობს ( დამოკიდებულია სხეულის
ზომაზეც ). გამომდინარე იქიდან, რომ გულის წუთმოცულობა მარცხენა მხარეს უახლოვდება
წუთმოცულობას მარჯვნივ, სისხლის მიმოქცევა ფილტვებში მსგავსია მთელ სხეულში სისხლის
მიმოქცევისა. მიუხედავად ამისა, წნევა ფილტვის მიმოქცევაში განსხვავდება დიდი წრის
სისხლძარღვებში არსებული წნევისგან. საშუალო არტერიული წნევა ფილტვის არტერიაში
დაახლოებით 15 mmHg-ია. სისტოლური 25 mmHg და დიასტოლური კი 8 mmHg. აორტაში
საშუალო არტერიული წნევა შეადგენს 95 mmHg. მარცხენა წინაგულში ფილტვებიდან
დაბრუნებული სისხლით შექმნილი წნევა 5 mmHg-ია, და ეს დიდად არ განსხვავდება მთლიანად
პულმონარულ მიმოქცევაში არსებული წნევისგან ( საუბარია 5-15 mmHg-ზე ). ფილტვებში
მიდინებული სისხლის სიბლანტე იგივეა რაც ცენტრალურ მიმოქცევაში, მაგამ სისხლძარღვთა
რეზისტენტობა აქ, შედარებით დაბალია. ეს თავისებურება განპირობებულია პულმონარულ
სისტემაში არსებული სისხლძარღვების განსხვავებულობით, ისინ უფრო თხელია და თხელი
კუნთოვანუჯრედოვანი შრით არიან დაფარული, განსხვავებით მსგავსი რანგის დიდი წრის
მიმოქცევის სისხლძარღვებისგან

სასუნთქი კუნთები თავისი ჰისტოლოგიური შენების თავისებურებებიდან გამომდინარე, უფრო


გამძლე არიან ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ვიდრე კიდურების კუნთები. როგორც წესი,
ფილტვში გაზთა დიფუზია, ჯანმრთელ ინდივიდებში არ ხდება დატვირთვის უნარიანობის
შეზღუდვის მიზეზი. მოსვენების სუნთქვითი 5ლ წუთმოცულობიდან, ინტენსიური
დატვირთვის საპასუხოდ წუთმოცულობა შეიძლება 200ლ-მდე გაიზარდოს. ამ დროს
ინტენსიური სისხლის მიდინება ალვეოლებთან, განაპირობებს სატურაციის 98%-მდე
შენარჩუნებას. მიუხედავად ამისა, ტრენირებულ ელიტურ სპორტსმენებს სატურაცია 40-50% მდე
უქვეითდებათ ხოლმე, რადგანაც ინტენსიური ვენტილაციის საპასუხოდ, სისხლის მიმოქცევის
სიჩქარეც ფლტვებში იმდენად იზრდება, რომ ჰემოგლობინი ვერ ასწრებას ჟანგბადისთ
გაჯერებას. ამ მოვლენას ეწოდება დატვირთვით ინდუცირებული არტერიული ჰიპოქსემია (
EIAH). ეს შეიძლება გახდეს დატვირთვის უნარის შეზღუდვის მიზეზი ზოგ სპორტსმენში.

28. ჟანგბადის და ნახშირორჟანგის ტრანსპორტი. აირთა ცვლა კუნთებში.

ჟანგბადის ტრანსპორტი ქსოვილებამდე, ორი სახით ხდება. ერთი, ჰემოგლობინთან


შეკავშირებული ფორმით (98%-ზე მეტი ) და პლაზმაში გახსნილი (2%- ზენაკლები ). ყოველ
ლიტრ პლაზმაში მხოლოდ 3მლ ჟანგბადია გახსნილი. სხეულის მოთხოვნილება ჟანგბადზე,
მოსვენების ფაზაში, საშუალოდ, 250მლ-ია ( სხეულის ზომა, თავისთავად, მნიშვნელოვანია. )
ჰემოგლობინის ყოველ მოლეკულას ჟანგბადის ოთხი მოლეკულის გადატანა შეუძლია. მათ
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
კავშირს ოქსიჰემოგლობინი ეწოდება, ხოლო ჟანგბადისგან თავისუფალი ჰემოგლობინი,
დეოქსიჰემოგლობინია. კავშირი დამოკიდებულია PO2-ზე პლაზმაში და ასევე ჰემოგლობინის
აფინურობაზე ჟანგბადის მიმართ. ჰემოგლობინის ჟანგბადთან ნორმალური დაკავშირების
უნარის შემთხვევაში, რაც მეტია PO2 პლაზმაში, მით მეტია ჟანგბადის სატურაცია, ანუ სისხლის
წვეთში არსებული ჰემოგლობინი მით მეტადაა გაჯერებული ჟანგბადით. შედარებით მაღალია
PO2 ფილტვში და ეს მცირედ ზრდის ჟანგბადის ჰემოგლობინთან კავშირის უნარს.
ჰემოგლობინის გაჯერებას ჟნგბადით, ჟანგბადის ,, ჩატვირთვა“ ეწოდება , ხოლო იგივე
პარციალური წნევის პირობებში ჟანგბადის ქსოვილებში გადასვლის პროცესს ,,გადატვირთვა“

სატურაციის უნარზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. სისხლის pH -ის ცვლილება


აციდოზისკენ იწვევს ჟანგბადის ,,გდატვირთვას“ ქსოვილებში. ფილტვის pH ყოველთვის
მაღალია, შესაბამისად, ესაც არის ერთ-ერთი მიზეზი ჰემოგლობინთან ჟანგბადის მარტივი
დაკავშირებისთვის. ფიზიკური აქტივობის პროცესში კუნთოვანი ქსოვილის pH ქვეითდება, და
ეს იწვევს მათში სისხლის მეშვეობით მიტანილი ჰემოგლობინიდან ჟანგბადის
გამონთავისუფლებას და ქსოვილებში გადასვლას. ფიზიკური დატვირთვის დროს, ქსოვილებში
ჟანგბადის გადასვლის ხარისხი იზრდება pH-ის დაქვეითებასთან ერთად.

მაღალი ტემპერატურის გავლენა, ასევე, იწვევს ჟანგბადის ,,გადატვირთვას“ ჰემოგლობინიდან


ქსოვილებში. შესაბამისად, მეტაბოლურად აქტიურ კუნთოვან ქსოვლში, როდესაც ფიზიკური
აქტივობის პროცესში მეტი ენერგია გარდაიქმნება სითბოდ, მით მეტი რაოდენობის ჟანგბადი
გადადის მასში. სისხლი რა რაოდენობის ჟანგბადს გადაიტანს, ჰემოგლობინის შემცველობაზეცაა
დამოკიდებული. 100მლ სისხლი მამაკაცების შემთხვევაში შეიცავს 14-18გ ჰემოგლობინს, ხოლო
ქალების შემთხვევაში 12-16-ს. ყოველ გრამ ჰემოგლობინს კი შეუძლია დაუკავშირდეს 1.34 მლ
ჟანგბადს. მოსვენების დროს, ჰემოგლობინი დაახლოებით 0,75 წმ-ის განმავლობაშია ალვეოლაში
არსებულ ჰაერთან და შესაბამისად, ჟანგბადთან კონტაქტში. თუმცა, ეს დრო სავსებით
საკმარისია 98-99% სატურაციისთვის. ანემიის შემთხვევაში დაქვეითებულია სისხლის
ჟანგბადით გაჯერება. მოსვენების პერიოდში ანემიის და ჟანგბადის დეფიციტის სიმპტომები
მკვეთრად არ არის გამოხატული, განსაკუთრებით, თუ ხანგრძლივად და ნელა მიმდინარეობს
დაავადება, იმ შემთხვევაში ( გულ-სისხლძარღვთა სისტემის ადაპტაციური მექანიიზმების
აქტივაციის გამო. ამ დროს კომპენსატორულად იზრდება გულის წუთმოცულობა. ) ფიზიკური
დატვირთვის საპასუხოდ მკვეთრად გამოიხატება ჟანგბადით შიმშილი და ადამიანს
დატვირთვის უნარი უქვეითდება.

ნახშირორჟანგის ტრანსპორტი უჯრედებიდან გამოთავისუფლებული ნახშირორჟანგი სისხლის


მეშვეობით რამდენიმე ფორმით გადაიტანება ფილტვებში. • ბიკარბონატიონის სახით, რომელიც
ნახშირმჟავას დისოციაციის შედეგია • პლაზმაში გახსნილი ფორმით • ჰემოგლობინთან
დაკავშირებული ( კარბამინოჰემოგლობინი ) ნახშირორჟანგის უდიდესი ნაწილი, დაახლობით
60-70% ბიკარბონატიონის სახით ტრანსპორტირდება. წყლისა და ნახშირორჟანგის კომბინაცია,
ნახშირმჟავა აირის წარმოქმნას იწვევს (H2CO3). რეაქციის კატალიზატორია კარბოანჰიდრაზა,
რომელიც ერითროციტებშია აღმოჩენილი. ნახშირმჟავა არასტაბილურია და იშლება (H+) და
(HCO3 −) (H+) კონცენტრაციის მატება და ჰემოგლობინთან კავშირი იწვევს ჟანგბადის ქსოვილებში

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


გადასვლას. ამავდროულად, ეს კავშირი განაპირობებს იონთა დისბალანსის განეიტრალების
მიზნით, ქლორიდიონის გადასვლას ჰემოგლობინში. ამ პროცესს ეწოდება ქლორიდის იონური
ძვრა. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ჟანგბადის ,,ჩამოთვირტვას“ ქსოვილებში. ჰემოგლობინის ეს
უნარი განაპირობებს მის ბუფერულ თვისებებს. ალვეოლაში მოხვედრის შემდეგ, რადგან
ალვეოლური PCO2 დაბალია სისხლთან შედარებით, წყალბადიონები და ბიკარბონატიონი კვლავ
უკავშირდება ერთმანეთს და წარმოქმნის ნახშირმჟავა აირს. ამის შემდეგ ხდება მისი დაშლა
ნახშირორჟანგად და წყლად ( არასტაბილურობის გამო) და ამოსუნთქვა. ნახშირორჟანგის 7-10%
ამ ფორმითვე იხსნება პლაზმაში და ასე ტრანსპორტირდება. ის პილმონარულ კაპილარებში
დიფუზიის გზით აღწევს ალვეოლის სივრცეში, რადგან მასში დაბალია PCO2 და შემდეგ
გამოიყოფა გარეთ. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ნახშირორჟანგის ნაწილი
კარბამინოჰემოგლობინის სახით გადაადგილდება ქსოვილებიდან ფილტვების მიმართულებით.
სახელწოდებიდან ჩანს, რომ ამ შემთხვევაში, ნახშირორჟანგი, ჰემოგლობინის ამინომჟავებთან
ქმნის კავშირს. ჟანგბადი და ნახშირორჟანგი ჰემოგლობინს სვადასხვა ნაწილებში უერთდება და
ეს ორი პროცესი ხელს არ უშლის ერთმანეთს. თუმცა, კავშირის უნარი ვარირებს ჟანგბადთან
ჰემოგლობინის კავშირის გამო. დეოქსიჰემოგლობინი უფრო მარტივად იკავშირებს
ნახშირორჟანგს, ვიდრე ოქსიჰემოგლობინი. ალვეოლებში მისი გამოთავისუფლების
სტიმულატორი ამ შემთხევაშიც ალვეოლაში დაბალი PCO2-ია.

აირთა ცვლა კუნთებში მოსვენების პერიოდში არტერიულ სისხლის 100მლ-ში ჟანგბადის 20მლ-
ია, ხოლო ვენურ სისხლში 15-16მლ-მდე კლებულობს. ამ სხვაობას ეწოდება არტერიო-ვენური
შერეული სხვაობა. იგივე ( a- V )O2 სხვაობა. ტერმინი ,,შერეული ვენური“ გულისხმობს, რომ
მარჯვენა წინაგულში ხვდება მთელი სხულიდან მოტანილი ვენური სისხლი როგორც
მეტაბოლურად აქტიური, ისე არააქტიური ქსოვილებიდან. არტერიულ და ვენურ სისხლს შორის
სხვაობა, ჟანგბადის კონცენტრაციის მხრივ, ყოველ 100 მლ სისხლზე დაახლოებით 4-5მლ-ია.
ჟანგბადის გამოყენება ოქსიდაციური გზით ენერგოწარმოქმნის სიმძლავრის პროპორციულია და
შესაბამისად, ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობის ან ხანგრძლივობის მატებიდან
გამომდინარე, ისევ მატულობს. მაღალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვის საპასუხოდ
უშუალოდ კუნთში არსებულმა არტერიო-ვენურმა სხვაობამ ( a-v )O 2 (არა შერეულმა ) შესაძლოა
17-18მლ-საც მიაღწოს. ფიზიკური დატვირთვის ფაზაში, მთელი რიგი მიზეზების გამო
ჟანგბადის დიდი რაოდენობა გადადის კუნთოვან ქსოვილში და ნაკლები რჩება სისხლში. სანამ
ჟანგბადს კუნთოვანი უჯრედი ოქსიდაციური მეტაბოლიზმისთვის გამოიყენებს, ის მიოციტში
შესვლის შემდეგ მიტოქონდრიაში უნდა მოხვდეს. მიტოქონდრიაში მოხვედრას განაპირობებს
ცილა მიოგლობინი. აგებულებით ის ჰემოგლობინის მსგავსია, თუმცა გაცილებით მეტი
აფინურობა აქვს ჟანგბადის მიმართ, ვიდრე ჰემოგლობინს. 20 mmHg-ზე ნაკლები PO2 პირობებში
მიოგლობინის ჟნგბადთან კავშირის ამსახველ მრუდს გაცილებით უფრო საფეხურებრივი და
მკვეთრად გამოხატული ფორმა აქვს ვიდრე ჰემოგლობინისას ჟანგბადთან. მიოგლობინი
ჟანგბადს ათავისუფლრბს მხოლოდ მაშინ, როდესაც PO2 ძალიან დაბალია. საუბარი არის არა
ვენურ სისხლში დაბალ PO2- ზე, არამედ მიტოქონდრიაში არსებულ დაბალ PO2-ზე, როდესაც
განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის ფაზაში კუნთში არსებული PO2 ქვეითდება 1 - 2

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


mmHმდე. ვენურ სისხლში დაბალი PO2 კი თუ ჰემოგკლობინიდან ჟანგბადის ,,ჩამოტვირთვას“
განაპირობებს, მიოგლობინში ის ამ დროს ,,აიტვირთება“

29. ფილტვის ვენტილაციის რეგულირება. დატვირთვით ინდუცირობული ბრონქოსპაზმი


და ასთმა,დისპნოე და ჰიპერვენტილაცია ფიზიკური დატვირთვის დროს.

ფილტვის ვენტილაციის რეგულირება სისხლში PO2, PCO2 და pH ის ცვლილებას მნიშვნელოვანი


როლი ენიჭება სუნთქვის პროცესის რეგულირების პროცესში. მაკონტროლებელი
მექანიზმებიდან ყველა არ არის ნათელი, თუმცა, ცხადია ცნს-ის დიდი მნიშვნელობა ამ
პროცესში. სასუნთქი კუნთების აქტივობას აკონტროლებს მოტორული ნეირონები, ხოლო
სუნთქვის მამოძრავებელი ცენტრი, რომელიც შესუნთქვასა და ამოსუნთქვაზეა პასუხისმგებელი,
მოთავსებულია ტვინის ღეროში, კერძოდ მოგრძო ტვისნსა და ხიდში. ცენტრი აკონტროლებს
სუნთქვის სიღრმეს და სიხშირეს კუნთებთან იმპულსების პერიოდული გაგზავნის გზთ. თავის
ტვინის ქერქს აქვს სუნთქვის გაცნობიერებული კონტროლის უნარი გარკვეული
მდგომარეობების დროს. სინთქვაზე, გარკვეულწილად, პასუხისმგებელია ასევე თავის ტვინის
სხვა ნაწილებიც. თ.ტ-ის შესუნთქვის არე ( დორსალური რესპირატორული ჯგუფი )
აკონტროლებს სუნთქვის ბაზალურ სიხშირეს. ამოსუნთქვის ცენტრი მოსვენების ფაზაში არ არის
აგზნებული, რადგან მოსვენების დროს თვითონ ამოსუნთქვის პროცესიც პასიურია. ინტენსიური
ფიზიკური დატვირთვის ფაზაში კი ეს ზონა აქტიურ იმპულსებს აწვდის ამოსუნთქვაში
მონაწილე კუნთებს შეკუმშვისთვის. თავის ტვინშივეა მოთავსებილი ორიმნიშვნელოვანი
ცენტრი პნევმატური და აპნეური. აპნეური ცენტრის აგზნება იწვევს ზოგადად სუნთქვის და
ინსპირაციული ნეირონების ხანგრძლივ სტიმულაციას, ხოლო პნევმატური ზონის აგზნება მათ
თრგუნავს სუნთქვის სიხშირის შემცირების გზით და იწვევს შესუნთქვის პროცესის
გახანგრძლივებას. სუნთქვის რეგულაცია ქემორეცეპტორების მეშვეობითაც ხდება, კერძოდ,
სუნთქვის ცენტრზე ნახშირორჟაგის და H+ დონის გავლენით. მოცემული ცენტრი რეაგირებს
ცერებროსპინალურ სითხეში H+ ან ბიკარბონატიონების კონცენტრაციის მატებაზე. ეს მატება
იწვევს შესუნთქვის ცენტრის აქტივაციას. რაც ზრდის შესუნთქვის სიღრმეს. სუნთქვის სიღრმის
გაზრდა კი თავის მხრივ ცერებროსპინალური სითხიდან მოცემული იონების მოშორებას
განაპირობებს. კაროტიდული სინუსისა და აორტის შიგნით განთავსებული რეცეპტორები
მრძნობიარენი არიან როგრც PO2 ცვლილების, ისე H+ და PCO2 ცვლილების მიმართ. კაროტიდები
მეტადაა მგრძნობიარე H+ და PCO2 ცვლილებაზე და ამ ცვლილებების საპასუხოდ, მძლავრ
რეაქციებს იწვევს სუთქვის მაკოორდინირებელ ცენტრში. მათი რაოდენობის მატება სისხლში
იწვევს pH დაქვეითებას, ეს კი სუნთქვის ცენტრზე მოქმედებს არა იმიტომ, რომ გაზარდოს
ჟანგბადის რაოდენობა სისხლში, არამედ იმიტომ რომ ამოისუნთქოს ჭარბი CO2 და ამით pH
დაუბრუნოს საწყის, უსაფრთხო მაჩვენებლებს. ალვეოლები, ბრონქები და ბრონქიოლები შეიცავს
რეცეპტორებს, რომლებიც გაჭიმვაზე რეაგირებს. შესუნთქვის დროს, როდესაც ეს რეცეპტორები
აღიგზნება ჭარბი ჰაერის ნაკადით, იმპულსი ამოსუნთქვის ცენტრს მიეწოდება და ის ამცირებს
შესუნთქვის სიმძლავრეს, რათა არ მოხდეს ჰაერის ნაკადით სასუნთქი გზების დაზიანება.
მოცემულ რეფლექსს ეწოდება Hering-Breuer რეფლექსი. ტემპერატურის მატებამ, ემოციურმა
სტრესმა და სხვა ფაქტორებმაც, შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის მაკოორდინირებელი
ცენტრების აგზნება, თუმცა მოქმედების მექანიზმი ნებისმიერ შემთხვევაში მჟავატუტოვანი
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
ბალანსის და აირთა კონცენტრაციის ცვლილებაა, რაზეც ორგანიზმი სწრფად რეაგირებს როგორც
საფრთხის შემცველ ცვლილებაზე და არეგულირებს შესუნთქვისა და ამოსუნთქვის პრცესს.

ჯანმრთელ ადმიანებს, ფიზიკური დატვირთვის დროს სუნთქვითი პრობლემები, როგორიცაა


დატვირთვით ინდუცირებული ბრონქოსპაზმი (EIB), და დატვირთვით ინდუცირებული ასთმა
(EIA), იშვიათდ ემართებათ, თუმცა ელიტური სპორტსმენების დაახლოებით 55%-ს სიცივეში ან
წყალში მაღალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვის დროს, შეიძლება აღმოუცენდეს
ბრონქოსპაზმი. დატვირთვით ინდუცირებული ასთმისთვის (EIA) დამახასითებელია ქვედა
სასუნთქი გზების გამავლობის შემცირება, ხველა, ვიზინგი, ან დისპნოე. სპორტსმენებს მსგავსი
დარღვევებით, სპირომეტრიული კვლევისას დაქვეითებული ფორსირებული ამოსუნთქვის
მოცულობა (FEV1) უვლინდებათ. სპორტსმენთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ მათ, მსგავსი
სიმპტომების განვითარება, ფიზიკური დატვირთვის დროს დაეწყოთ ბავშვთა ასაკში ან
სპორტული კარიერის ადრეულ ეტაპებზე. ფიზიოლოგიურად, ერთმანეთისგან რამდენიმე
განსხვავებული მექანიზმით ვითარდება ორივე მათგანი. კლასიკური მიზეზი, ინტენსიური
ჰიპერვენტილაციის დროს წყლის მოხვედრაა სასუნთქ გზებში. ეს ნორმაზე მეტად ზრდის
ფილტვებში მოხვედრილი ჰაერის ტენიანობას. ალვეოლებში ჭარბად დატენიანებული ჰაერი,
ოსმოლარობას ცვლის, რაც იწვევს სითხის დიფუზიას უჯრედებიდან უჯრედშორის სივრეში.
უჯრედების შეჭმუხვნა, თავის მხრივ, სასუნთქი გზების შევიწროვებას იწვევს. სპორტსმენთა
კვლევისას საჭიროა დავადგინოთ მოცემული მდგომარეობები გამოწვეულია უბრალო
მექანიკური გაღიზიანებით თუ გენეტიკური წინასწარი განწყობით ასთმის მიმართ. ცივი ჰაერის
ძლიერი ნაკადი აზიანებს ქვედა სასუნთქი გზების ეპითელიუმს და შესაძლოა, წვრილი
სისხლძარღვების დაზიანებაც გამოიწვიოს. შესაბამისად, ეს პროცესი რეფლექსურად იწვევს
პარასიმპათიკური სისტემის აქტივაციას და რეფლექსურ ბრონქოსპაზმს. ელიტურ
სპორტსმენებში, პარასიმპათიკური ნერვული სისტემის უპირატესი აქტივაცია, რამდენად
კარგიცაა ფიზიკური შესაძლებლობების რეალიზაციისთვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის
დატვირთვასთან ადაპტაციისთვის, იმდენად ხშირად იწვევს დატვირთვით ინდუცირებულ
ბრონქოსპაზმს (EIB), და დატვირთვით ინდუცირებულ ასთმას (EIA). გამომდინარე
ზემოთხსენებულიდან, ელიტური სპორტსმენებისთვის, რისკფაქტორებად ცივ ჰაერთან ერთად
ითვლება დახურულ ყინულის მოედნებზე ყინულის მოსასწორებელი აპარატებისგან
წვრილდისპერსიული ყინულის ნაწილაკების კონცენტრაციის მატება ჰაერში. ასევე, ქლორიანი
წყალი მოცურავეებში.

30. გულის წუთმოცულობის და არტერიული წნევის ცვლილების თავისებურებები მწვავე


დატვირთვის ფაზაში. გულის ცემის მაქსიმალური სიხშირე.

გცს ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობის ზრდის პროპორციულად იზრდება


მაქსიმალური ინტენსივობის მიღწევამდე. ამის შემდეგ გცს აღარ მატულობს და იქმნება
ე.წ პლატო, თუ ინტენსივობა მომატებას განაგრძობს, ხოლო საპასუხოდ გცს აღარ
იცვლება და ეს ნიშნავს, რომ მან მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. გცს-ის

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


მაქსიმალური მაჩვენებელი ( HR max ) არის გცს-ის უმაღლესი მაჩვენებელი, რომელიც
შეუძლია ადამიანს განავითაროს მთელი თავისი ძალისხმევის გამოყენებით
დატვირთვის შემთხვევაში, დაღლამდე. HR max ადაპტირებადი პარამეტრია და
ტრენირების საპასუხოდ შეიძლება ყოველდღიურად შეიცვალოს. ის წლების
განმავლობაშიც იცლება, ასაკობრივ თავისებურებებზე დამიკოდებულებით.
10-15 წლის ასაკს მიღწევის შემდეგ HR max ყოველწლიურად დაახლოებით ერთი
დარტყმით მცირდება.

გულის წუთმოცულობა მოსვენების პერიოდში დაახლოებით 5.0 ლ/წთ


დამოკიდებულია ადამიანის სხეულის ზომებსა და სისხლის მოცულობაზე. ინტენსიური
დატვირთვის დროს შეიძლება 20 ლ/წთ დან 40 მლ/წთ-მდეც გაიზარდოს. მაქსიმალური
წუთმოცულობა დამოკიდებულია როგორც სხეულის ზომებზე, ისე დატვირთვის
სიმძლავრეზე. მაქსიმალური ფიზიკური დატვირთვის დროს გცს-ის ლიმიტირებული
მატებისა და საბოლოო დიასტოლური მოცულობის თავისებურებებიდან გამომდინარე,
გულის წუთმოცულობაც, გარკვეული დროის შემდეგ პლატოს ქმნის.

სისტოლური არტ. წნევის მატება გულის წუთმოცულობის მატების ბრალია. წნევის


მატება ნიშნავს სისხლს ნაკადის სიჩქარის და სიმძლავრის ზრდას კაპილარებში. საწყისი
მატების შემდეგ, სისტოლური არტ წნვა, სუბმაქსიმალურ ფიზ.დატვირთვის დროს,
ხანგრძლივობის მატების მომდევნო ეტაპებზე, სტაბილურდება და აღარ მატულობს.
შესაძლოა, დაქვეითებაც კი დაიწყოს. დიასტოლური წნევა, ამ დროს, მუდმივ დონეზე
რჩება და არ ქვეითდება.

დიასტოლური არტ. წნევა, ზოგადად, სუბმაქსიმალური დინამიური ფიზ.დატვირთვების


საპასუხოდ მცირედ იცვლება. ტვირთვის ინტენსივობის მაქსიმუმამდე ზრდის დროს , ის ნელი
ტემპით და მცირედ მატულობს.

31. გულის წუთმოცულობის ცლილებები სხეულის ჰორიზონტელური და ვერტიკალური


მდებარეობის დროს. ვალსალვას მანევრი.

წოლით პოზიციაში გცს დაახლოებით 50 დარტყმაა წუთში.


რადგანაც წუთმოცულობა მოსვენების პერიოდში, დაახლოებით 5ლ/წთ-ში, ხოლო
ჰორიზონტალურ პოზიციაში გულთან მიდინებული სისხლის ნაკადი დიდია, გულსაც
ნაკლები სიხშირით უწევს მუშაობა წუთმოცულობის შესაქმნელად. პოზიციის
ცვლილება ვერტიკალურში, იწვევს გრავიტაციის მიმართულებით, ანუ სხეულის ქვედა
ნაწილებისკან სისხლის გადანაცვლებას, საერთო მიმოქცევიდან მისი გარკვეული
ნაწილის გამოთიშვას და ეს ზრდის სიხშირეს, რათა გულის წუთმოცულობა მეტ-
ნაკლებად პირვანდელ მდგომარეობამდე შეინარჩუნოს. შედეგად, გცს გაიზრდება
დაახლოებით 55-მდე წამოჯდომისას და 60-მდე ფეხზე ადგომის შემდეგ. სიარული
კუნთებში სისხლის ნაკადზე მოთხოვნილებას გაზრდის და გცს მოიმატებს 90-მდე,
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
ძუნძულით სირბილის დაწყება ინტენსივობის კიდევ უფრო გაზრდას გულისხმობს და
შესაბამისად გვექნება გცს-ის ზრდა 140-მდე, ინტენსივობის შემდგომი მატება კი
სიხშირეს 180 და უფრო მეტადაც გაზრდის. მოცემული ცვლილებები პარასიმპათიკური
ნერვული ტონუსის დაქვეითების და სიმპათიკურის აქტივაციითაა განპირობებული.
დარტყმითი მოცულობა დატვირთვის ინტენსივობის ზრდასთან ერთად მატულობს,
სისხლის ნაკადზე და ჟანგბადზე გაზრდილი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. ამ
ორი პარამეტრის ზრდა კი თავისთავად, გაზრდის გულის წუთმოცულობასაც.

ვალსალვას მანევრი სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის საკმაოდ


დამტვირთავია. ძირითადად სიმძიმეების აწევისას სრულდება და გულისხმობს, რომ
ერთდროულად:

• იკეტება ხორხსარქველი

• დიაფრაგმისა და მუცლის კუნთების ძლიერი შეკუმშვის გამო მატულობს


ინტრააბდომინალური წნევა

• სასუნთქი კუნთების ძლიერი შეკუმშვის გამო მატულობს წნევა გულ-მკერდის ღრუში.

მაღალი ინტრაამბდომინალური და ინტრათორაკალური წნევა ხელს უშლის ვენურ


უკუდინებას გულის მიმართულებით. დიდხანს გაგრძელების შემთხვევაში, ამცირებს
გულის წუთმოცულობას. აქვეითებს არტერიულ წნევას და ბევრი დაავადების დროს
საშიშია.

32. ვენტილაცია დაენერგიის მეტაბოლიზმი. რესპირაციული ცვლის კოეფიციენტი.


არაპირდაპირი კალორიმეტრია.

ხანგრძლივად, ერთ დონეზე ფიზიკური აქტივობის დროს, ვენტილაციის რეჟიმის


ინტენსივობა პირდაპიროროპორციულია წაროქმნილი და მოხმარებული ენერგიისა.
ამიტომ, ენერგოხარჯვის ინტენსივობა აისახება ორგანიზმის მიერ მოხმარებულ
ჟანგბადსა და გამოყოფილი ნახშირორჟანგის კონცენტრაციაზე.

თანაფარდობას, ამოსუნთქულ ან ვენტილირებულ ჰაერს ( VE) და ქსოვილების მიერ


მოხმარებული ჟანგბადის რაოდენობას (VO2) შორის, ეწოდება ვენტილირებული
ჟანგბადის ექვივალენტი ( VE /V O 2 ). როგორც წესი, ის გამოითვლება ერთი წუთის
განმავლობაში შესუნთქული ჰაერის ყოველ ლიტრზე მოხმარებული ჟანგბადის
რაოდენობით. მოსვენების დროს, თითო ლიტრ მოხმარებულ ჟანგბადზე, ეს
მაჩვენებელი შეიძლება მერყეობდეს 23 დან 28 ლ შესუნთქულ ჰაერამდე. საშუალო
ინტენსივობის ფიზიკურ დატვირთვაზე მონაცემები უმნიშვნელოდ იცვლება. თუმცა
მაქსიმალურთან მიახლოვებული დატვირთვების დროს 1ლ ჟანგბადის მოხმარებისას 30

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


ლ ჰაერის ვენტილაცია ხდება ფილტვებში. მოცემული მაჩვენებლის მცირე ცვლილება
ფიზიკური დატვირთვის ზრდის მიუხედავად, მიუთითებს იმაზე, რომ სუნთქვის
კონტროლი შეესაბამება ჟანგბადის მიმართ ორგანიზმის მოთხოვნილებას.

რესპირაციული ცვლის კოეფიციენტი

არაპირდაპირი კალორიმეტრია ითვლის მოხმარებული ჟანგბადის რაოდენობასა და


გამოყოფილ ნახშირორჟანგს, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია დავადგინოთ,
აერობული გზით ენერგოპროდუქციის დროს, უპირატესად რომელი ნივთიერებისგან
მივიღეთ ენერგია, ნახშირწყლისგან, თუ ცხიმისგან.

რესპირაციული ცვლის კოეფიციენტის მეშვეობით ვსაზღვრავთ თანაფარდობას


ამოსუნთქულ ჰაერში გამოყოფილ ნახშირორჟნგსა და შესუნთქული ჰაერიდან
გახარჯულ ჟანგბადს შორის, რის მეშვეობითაც ვიგებთ, ადამიანმა ენერგიის წყაროდ რა
გამოიყენა მოსვენების ან ფიზიკური დატვირთვის დროს.

RER = VCO2 /V O2

იმის დასადგენად, თუ რამდენი ჟანგბადი მოიხმარება ნახშირწყლების და ცხიმის


მეტაბოლიზმისას, მნიშვნელოვანია მათი ქიმიური ფორმულის ცოდნა, კერძოდ, ის, თუ
მოცემული ნივთიერება რამდენ ნახშირბადატომს შეიცავს. აერობული მეტაბოლიზმის
პროცესში ჟანგბადი ხმარდება წყალბადატომებისა და ნახშირბადატომების შესაბამისი
რაოდენობის განეიტრალებას, რის შემდეგაც საბოლოო ნეიტრალიზაციის
პროდუქტებად წარმოიამნება ნახშირორჟანგი და წყალი. დიდი მნიშვნელობა აქვს,
ქიმიური ფორმულის მიხედვით, ნივთიერებას მოლეკულის შემადგენლობაში რამდენი
ჟანგბადი აქვს და ყოფნის თუ არა ის, წყალბადის ან ნახშირბადის ნეიტრალიზაციის
პროცესს სრულად.

არაპირდაპირი კალორიმეტრია

მოცემული მეთოდის გამოყენება ითვალისწინებს რამდენიმე წუთით ან უფრო დიდხანს


გაგრძელებული ფიზიკური დატვირთვის გამოყენებას კვლევისთვის. გამოკვლევის
დროს რადგანაც ვსაზღვრავთ შესუნთქულ ჟაგბადს ( ალვეოლებში მოხვედრამდე ) და

ამოსუნთქულ ნახშირორჟანგს ( ალვეოლებიდან ამოსუნთქვის შემდეგ ), აქედან


გამომდინარე, ამოსუნთქული ჟანგბადის რაოდენობა უფარო ნაკლებია ვიდრე
შესუნთქულის, ამოსუნთქულ ჰაერში ნახშირორჟნგი მეტია, ვიდრე შესუნთქულში.
შესუნთქული და ამოსუნთქული აირების ურთიერთთანაფარდობა გვაძლეს
ინფორმაციას, მათი რა კონცენტრაციის შესუნთქვა მოხდა და რა ამოისუნთქა ადამიანმა

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


მას შემდეგ, რაც ჟანგბადის ნაწილი ჩაერთო ოქსიდაციური გზით ენერგიის მიღების
პროცესში და გაიხარჯა.

ფიზიკური დატვირთვის პროესში, ადამიანს სახეზე მორგებული აქვს ნიღაბი,


რომელზეც, თავის მხრივ ორი მილია მიერთებული. ერთი მილით ჰაერი შედის ნიღაბში
და შესვლამდე ისაზღვრება ჟანგბადის კონცენტრაცია მასში. მეორე მილიდან
ამოსუნთქული ჰაერი გამოდის და ისაზღვრება მასში ნაშირორჟანგის კონცენტრაცია.
ჰაერის დანაკარგის მინიმუმამდე შესამცირებლად და ეფექტური სუნთქვისთვის,
ფიზიკური დატვირთვის დროს, ადამიანის ცხვირი დახშულია კლიპით და სუნთქვა
მხოლოდ პირითაა შესაძლებელი. დატვირთვის პროცესში, რამდენიმე წუთის
განმავლობაში ხდება აირთა ანალიზი და მათი რაოდენობების ურთიერთშედარება. ამ
მეთოდის გამოყენებით ისაზღვრება:

1. ჟანგბადის მაქსიალური მოხმარება VO2max მაქსიმალურ დატვირთვაზე

2. ჟანგბადის მოხმარების უნარი სხვადასხვა ინტენსივობით ფიზიკური დატვირთვის


დროს

3. ენერგიის ხარჯვის ინტენსივობა (მეტაბოლიზმის სიჩქარე ) მოსვენების ან ფიზიკური


დატვირთვის დროს

4. აერობული მეტაბოლური აქტივობის პროცესში,ენერგიის მისაღებად უპირატესად


რომელი სუბსტრატის ხარჯვა მოხდა.

არსებობს უფრო მცირე ზომის, პორტატული, მსუბუქი გაზოანალიზატორები, რომელთა


სხეულზე დამაგრებაც მარტივია და გამოყენებაც, საველე პირობებში ფუნქციური
ტესტირებისთვის.

33. ანაერობული ზღურბლი და ლაქტატის ზღურბლი. სასუნთქ სისტემასთან


დაკავშირებული, შესრულების მალიმიტირებელი მიზეზები.

ანაერობული ზღურბლი და ლაქტატის ზღურბლი

ანაერობული ზღურბლი და ლაქტატის ზღურბლი წლების განმავობაში გაიგივებული


იყო ერთმანეთთან. რადგან ითვლებოდა, რომ ნახშირორჟანგის მატება სისხლში
უპირატესად ბიკარბონატული ბუფერული სისტემის მიერ ლაქტატის განეიტრალების
გამო ხდებოდა. მეტაბოლიზმის განსასაზღვრად, ამონასუნთქ ჰაერში ნახშირორჟანის
კონცენტრაციის კვლევაც ამ მოსაზრების გამო დაიწყეს. მეცნიერთა ნაწილი ანაერობულ
ზღურბლს სუფთა ვენტილაციურ მოვლენად თვლიდა და არ უკავშირებდა ლაქტატის
მეტაბოლიზმს. ანაერობული ზღურბლის არსის უკეთ გასაგებად რამდენიმე მოვლენის
ახსნა მოგვიწევს. ვენტილირებული ჟანგბადის ექვივალენტის ( VE /V O 2 ) მსგავსად
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
არსებობს ვენტილირებული ნახშირორჟანგის ექვივალენტიც ( VE /VCO 2 ). მათი
ცვლილებების ურთიერთშედარებით, ანაერობული ზღურბლი განისაზღვრება ,
როგორც პერიოდი, როდესაც იზრდება ვენტილირებული ჟანგბადის ექვივალენტი,
მაგრამ ვენტილირებული ნახშირორჟანგის თანმხლები მატება არ აღინიშნება. ორივე, (
VE /V O 2 ) და ( VE /VCO 2 ) მცირდება დაბალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვის
დროს. თუმცა, 75 W ინტენსივობის დატვირთვაზე ( VE /V O 2 ) იწყებს მატებას, ხოლო ამ
დროს ( VE /VCO 2 ) განაგრძობს კლებას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვენტილაციის
ზრდის ხარჯზე ნახშირორჟანგის მოშორება არ არის პირდაპირპროპორციულად
დამოკიდებული ჟანგბადის მიმართ სხეულის მოთხოვნილებაზე. თუმცა, ამონასუნთქ
ჰაერში ნახშირორჟანგის განსაზღვრით ჩვენ შეგვიძლია ლაქტატის ზღურბლის

განსაზღვრა, რადგან ის ემთხვევა მომენტს, როდესაც ჟანგბადის მოხმარება იწყებს


მატებას, ხოლო ნახშირორჟანგის წარმოქმნა განაგრძობს კლებას. ეს თავიდან გვარიდებს
ლაქტატის ზღურბლის კვლევისთვის ინვაზიური მეთოდით, პირდაპირ სისხლში მისი
დონის განსაზღვრას.

სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული, შესრულების მალიმიტირებელი მიზეზები

მაქსიმალური ინტენსივობის ფიზ. დატვირთვის დროსაც კი, სასუნთქი სისტემა


მთლიანად არ იყენებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს. ამიტომ ვენტილაციის ამ
შესაძლო მაქსიმუმს, ეწოდება მაქსიმალური ნებაყოფლობითი ვენტილაცია. ითვლება,
რომ ელიტურ სპორტსმენებში, ეს ფაქტორი შეიძლება იყოს ერთ-ერთი
მალიმიტირებელი, ძალიან მაღალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვების
შესრულებისას, VO2max -ის 95-100% დროს .

სასუნთქი კუნთები თავისი ჰისტოლოგიური შენების თავისებურებებიდან


გამომდინარე, უფრო გამძლე არიან ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ვიდრე
კიდურების კუნთები. როგორც წესი, ფილტვში გაზთა დიფუზია, ჯანმრთელ
ინდივიდებში არ ხდება დატვირთვის უნარიანობის შეზღუდვის მიზეზი. მოსვენების
სუნთქვითი 5ლ წუთმოცულობიდან, ინტენსიური დატვირთვის საპასუხოდ
წუთმოცულობა შეიძლება 200ლ-მდე გაიზარდოს. ამ დროს ინტენსიური სისხლის
მიდინება ალვეოლებთან, განაპირობებს სატურაციის 98%-მდე შენარჩუნებას.
მიუხედავად ამისა, ტრენირებულ ელიტურ სპორტსმენებს სატურაცია 40-50% მდე
უქვეითდებათ ხოლმე, რადგანაც ინტენსიური ვენტილაციის საპასუხოდ, სისხლის
მიმოქცევის სიჩქარეც ფლტვებში იმდენად იზრდება, რომ ჰემოგლობინი ვერ ასწრებას
ჟანგბადისთ გაჯერებას. ამ მოვლენას ეწოდება დატვირთვით ინდუცირებული
არტერიული ჰიპოქსემია ( EIAH). ეს შეიძლება გახდეს დატვირთვის უნარის შეზღუდვის
მიზეზი ზოგ სპორტსმენში.

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


დატვირთვის მალიმიტირებელ ფაქტორად განიხილება ასევე დატვირთვით
ინდუცირებული ბროქოსპაზმი და ასთმაც, რომელიც უკვე განვიხილეთ.

34. სუნთქვა და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა. პირდაპირი კალორიმეტრია.

სუნთქვა და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა

ფიზიკური დატვირთვის პროცესში წარმოქმნილი ლაქტატი და ნახშირმჟავა აირი მჟავა-


ტუტოვანი წონასწორობის მარცხნივ გადახრას იწვევს. მეტაბოლური აქტივობის
თითქმის ყველა პროცესი, H+ კონცენტრაციის მატებას უკავშირდება. მისი
ნეიტრალიზაციისთვის, მატების საპასუხოდ, სხვადასხვა ბუფერული სისტემების
აქტივაცია ხდება.

ბუფერების უმეტესობა ტუტოვანია ( ბიკარბონატული, ფოსფატური, ცილოვანი ) და


შედარებით ნაკლბი მჟავა. ეს განაპირობებს არტ.სისხლის pH 6.9 და კუნთოვანი
ქსოვილის pH 7,4 მდე ვარიაციას. არტ.სისხლის pH 6.9-ის ცვლილების ზედა დასაშვები
ზღვარი 7,5-ია და ეს ცვლილება მხოლოდ რამდენიმე წუთით გრძელდება. სისხლში H+
კონცენტრაციის მატებას აციდოზი ეწოდება, კლებას კი ალკალოზი. მჟავა-ტუტოვანი
წონასწორობის შენარჩუნება შემდეგი სისტემების მოქმედების შედეგად ხდება:

• სისხლში არსებული ბუფერული სისტემები

• სასუნთქი სისტემა და ვენტილაციის პროცესი

• თირკმელი

ბიკარბონატული ბუფერის მეშვეობით, უშუალოდ სისხლში ხდება ნახშირმჟავა აირის


ფორმირების პროცესში წარმოქმნილი ჭარბი H+ ნეიტრალიზაცია, გარდაქმნა და
სუნთქვის საშუალებით ნახშირორჟანგის და წყლის სახით გამოყოფა.

კუნთებში წარმოქმნილი ლაქტატი, pH 7,4 ს 7-მდე აქვეითებს. მისი უდუდესი ნაწილი


სისხლში არსებული ბიკარბონატული ბუფერის მეშვეობით ნეიტრალდება, ნაწილი კი
ენერგიის კვლავწარმოქმნისთვის გამოიყენება ( კორის ციკლი ).

კუნთოვან ქსოვილსა და თირკმლის მილაკებში წყაბადიონების ნეიტრალიზაცია


ფოსფატური ბუფერის მეშვეობით ხორციელდება.

სასუნთქი სისტემა და ბიკარბონატული ბუფერი დატვირთვის საპასუხოდ


განვითარებული ადრეული აციდოზის ნეიტრალიზაციას იწვევს. მოგვიანებით ხდება
პროცესში თირკმლის და ქსოვილოვანი ბუფერების ( მათ შორის ქსოვილოვანი
ბიკარბონატის ) ჩართვა.

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


აღსანიშნავია, რომ მაღალი ინტენსივობის ფიზ.დატვირთვის პროცესში წარმოქმნილი
ჭარბი ლაქტატის განეიტრალება ჩქარდება აღდგენის პერიოდში დაწყებული დაბალი
ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვის შედეგად. ამისი მიზეზია მეტაბოლური
აქტივობის მატება, რომლის დროსაც ბუფერული სისტემების უკეთესი მუშაობა
ანეიტრალებს დაშლის პროდუქტებს. პროცესი ჩქარდება დატვირთისას კუნთებამდე
მიდინებული სისხლის ნაკადის ზრდით.

პირდაპირი კალორიმეტრია

პირდაპირი კალორიმეტრიისთვის საჭიროა სპეციალურად გამოყოფილი დახურული


ოთახი, რომლის კედლებშიც მილებია ჩამონტაჟებული, მილებში კი წყალი მოძრაობს.
ადმიანის ფიზიკური დატვირთვის შედეგად, მისი სხეულის ტემპერატურა მატულობს.
ის, გარემოს ( ოთახში არსებულ ჰაერს და შემდეგ კედელში ჩაშენებულ მილებს )
გადაეცემა კონდუქციის, კონვექციის და ევაპორაციის გზით. ტემპერატურა ცვლის
მილებში ცირკულირებული წყლისა და ოთახის ჰაერის ტემპერატურას. ოთახში შესული
ჰაერისა და წყლის ტემპერატურის შედარებით ოთახიდან გამომავალზე, მარტივად
ვსაზღვრავთ წარმოქმნილი ენერგიის რა ნაწილი გარდაიქმნა სითბოდ. გამოსაკვლევი
ოთახის აღჭურვის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოკვლევის ეს მეთოდი საკმაოდ
ძვირადღირებულია. კვლევის ეს მეთოდი, ძირითდად, გამოსადეგია მოსვენების
მეტაბოლიზმის და ხანგრძლივი დატვირთვების მეტაბოლიზმის გამოსათვლელად.
გარდა ამისა, სხვა ნაკლოვანებებიც აქვს მას, მაგ. სიძვირე. მეტაბოლიზმის
შესაფასებლად გაცილებით მარტივია, ამონასუნთქ ჰაერში ნახშირორჟანგის, როგორც
ჟანგვითი ფოსფორილირების საბოლოო პროდუქტის პროცენტული წილის განსაზღვრა.

35. რესპირაციული ცვლის კოეფიციენტი(ზევით წერია)ენერგიის ხარჯვა მოსვენების


დროს და ფიზიკური აქტივობის პროცესში. ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარება.

ენერგიის ხარჯვა მოსვენების დროს და ფიზიკური აქტივობის პროცესში.

ადამიანი გარემო ფაქტორების და დატვირთვის სხვადასხვა ინტენსივობისა და


ხანგრძლივობის დროს სხვადასხვა რაოდენობით ხარჯავს ენერგიას.

ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარების უნარი დატვირტვის დროს, აღწერს ორგანიზმის


ადაპტაციის უნარს მაქსიმალური ინტენსივობის ფიზიკურ დატვირთვაზე.

250 ვატ დატვირთვაზე მიღწეულმა ჟანგბადის მოხმარებამ 300


ვატზე, დიდად არ განიცადა პროგრესი და იგივე დონეზე დარჩა. ეს არის ორგანიზმის
შესაძლებლობა მაქსიმალური შესაძლო რაოდენობით აეთვისებინა და მოეხმარა
ჟანგბადი, რასაც ასევე ეწოდება ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარება Vo2 max. იგი

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


განსხვავებული სიდიდეა ტრენირებული და არატრენირებული ადამიანებსთვის და
ასევე, გენეტიკურ მახსიათებლებზეც არის დამოკიდებული.

36. BMR, RMR, მეტაბოლიზმის სიჩქარე სუბმაქსიმალური დატვირთვის დროს

ბაზალური ენერგეტიკული ცვლის სიჩქარე (BMR) გულისხმობს სხეულის


ენერგოდანახარჯს ზურგზე მწოლიარე პოზიციაში, მუდმივი ნეიტრალური
ტემპერატურის პირობებში, არაუმცირეს 8 საათიანი ძილისა და 12 საათიანი შიმშილის
შემდეგ. ასევე, იგულისხება , რომ ეს არის ენეგიის დანარხარჯი, რომელიც ორგანიზმს
ესაჭიროება ქსოვილების მინიმალური სასიცოცხლო აქტივობისთვის.
კუნთოვანი ქსოვილი მეტაბოლურად აქტიური ქსოვილია, და კალორიების რაოდენობაც
მისი მასიდან გამომდინარე იანგარიშება. ანუ ენერგიის მოხმარება სხეულის, ცხიმისგან
თავისუფალი მასის რაოდენობაზეა დამოკიდებული (kcal · kg FFM-1 · min-1). რაც მეტია
ცხიმისგან თავისუფალი მასა, მით მეტი კალორია იხარჯება დღეში. გამომდინრე
იქიდან, რომ ერთი და იგივე წონის ქალებს, მამაკაცებთან შედარებით ნაკლებად
განვითარებული კუნთოვანი ქსოვილის გამო, ნაკლები FFM აქვთ, BMR-იც შესაბამისად,
ნაკლები ექნებათ. სხეულის ფართობზეც არის დამოკიდებული BMR (კკალ/დღეში ). რაც
მეტია სხეულის ფართობი, მით მეტი სითბოს გაცემა ხდება (კალორიის სახით)
გარემოში. არსებობს კიდევ სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ბაზალურ მეტაბოლიზმზე
მოქმედებს.
• ასაკი: ასაკთან ერთად BMR თანდათანობით მცირდება. როგორც წესი, პირველ
რიგში FFM შემცირების გამო
• სხეულის ტემპერატურა: BMR მატულობს ტემპერატურის მატებასთან ერთდ.
• ფიზიოლოგიური სტრესი: BMR მტულობს სიმპათიკური ნერვული სისტემის
აქტივაციის დროს
• ჰორმონები: BMR მატულობს თიროქსინისა და ეპინეფრინის გამოყოფის
პირდაპირპროპორციულად.
BMR-ის დაახლოებით მსგავსია მოსვენების მეტაბოლური სიჩქარეც
(RMR), ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთისგან დაახლოებით 5-10% ით განსხვავდება და
ამასთან BMR უფრო დაბალია. დიდი ზომის სპორტსმენებისთვის, რომლებიც დღეში
ორჯერ ვარჯიშობენ, ენერგოდანახარჯმა შეიძლება მიაღწიოს 10 000 კკალ/დღეში.

მეტაბოლიზის სიჩქარე სუბმაქსიმალური დატვირთვის დროს

ვარჯიში ზრდის ენერგიის დანახარჯს RMR-ზე მეტად. დატვირთის ინტენსივობის


ზრდის პარალელურად იზრდება ენერგიის მოხმარების სიჩქარეც.

ინტენსივობის ზრდის ყოველ ახალ საფეხურზე, ენერგიის წარმოქმნის პარალელურად,


ჟანგბადის მოხმარებაც იზრდება და დატვირთვის დროის გახანგრძლივების შემდეგ,
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
გარკვეულ ეტაპამდე მომატებულ დონეზე რჩება. ინტენსივობის ყოველ ახალ
საფეხურზე ჟანგბადის მოხმარება მატებას განაგრძობს, დონე სტაბილურდება 2-3 წუთის
განმავლობაში და კვლავ პლატოს აკეთებს, ახალ ინტენსივობაზე გადასვლამდე.

მაღალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვის საპასუხოდ ლაქტატის ზღურბლის


გაჩენის შემდეგ ჟანგბადის მოხმარება განაგრძობს მატებას სანამ მაქსიმალურ ნიშნულს
არ მიაღწევს. ამ პროცესს, ჟანგბადის მოხმარების კინეტიკის ნელი კომპონენტი ეწოდება.
ნელი კინეტიკის მიზეზად სახელდება მეორე ტიპის ბოჭკოების უპირატესი აქტივაცია
დტვირთვის დროს, რომელთა მუშაობაც ნაკლებად ეფექტურია.

დაახლოებით მსგავსი პროცესია ჟანგბადის მოხმარების დრიფტი, თუმცა ზემოთ


ხსენებულთან არ არის დაკავშირებული. გახანგრძლივებული, სუბმაქსიმალური ერთი
და იგივე ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვის დროს ჟანგბადის მოხმარება ნელა
მატულობს. განსხვავებით ნელი კომპონენტისგან, დრიფტის დროს ჟანგბადის საწყისი
მატება იწყება ლაქტატის ზღურბლის ქვემოთ და უფრო საფეხურეობრივია.
სავარაუდოდ, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ვენტილაციის ზრდას და
კატექოლამინების მატებას.

37. მაქსიმალური აერობული სიმძლავრე.

250 ვატ დატვირთვაზე მიღწეულმა ჟანგბადის მოხმარებამ 300 ვატზე, დიდად არ


განიცადა პროგრესი და იგივე დონეზე დარჩა. ეს არის ორგანიზმის შესაძლებლობა
მაქსიმალური შესაძლო რაოდენობით აეთვისებინა და მოეხმარა ჟანგბადი, რასაც ასევე
ეწოდება ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარება Vo2 max. იგი განსხვავებული სიდიდეა
ტრენირებული და არატრენირებული ადამიანებსთვის და ასევე, გენეტიკურ
მახსიათებლებზეც არის დამოკიდებული.

სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვის დროს, სანამ Vo2 max პლატოს მიაღწევს, მანამდე
ჩნდება ნებელობითი დაღლის შეგრძნება და ადამიანმა შიძლება შეწყვიტოს დატვირთვა.
ჟანგბადის მოხმარების ამ ყველაზე მაღალ სიდიდეს (Vo2 max პლატომდე ) პიკური
მოხმარება ეწოდება. მაგ. კარგად ტრენირებულ მარათონელ მორბენალს თუ
ტრედმილზე დატვირთვისას მარტივად შეუძლია მიაღწიოს Vo2 max-ს, იგივე
ინტენსივობის დატვირთვისას ციკლურ ერგომეტრზე აღწევს მცხოლოდ Vo2 peak-მდე.
ეს ხდება იმიტომ, რომ ბარძაყის ოთხთავა კუნთის დაღლილობის შეგრძნება (
მარათონელი მორბენლისთვის არატიპიური დატვირთვის შემდეგ ) ჩნდება მანამდე,
სანამ ადამიანი ნამდვილ ჟანგბადის მაქსიმალურ მოხმარებას მიაღწევს. Vo2 max არის
მაჩვენებელი, რომლითაც ვსაზღვრავთ ადამიანების გამძლეობის უნარს და
ტრენიებულობას, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამძლეობა მხოლოდ ამ
მაჩვენებელზე არ არის დამოკიდებული .როგორც წესი, ეს პარამეტრი, ინტენსიური
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
დატვირთვის პროცესში, 8-12 კვირაში ახდენს ტრენირებას. ვარჯიშის მომდევნო ეტაპი
კი ზრდის არა ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარების დონეს, როელმაც უკვე მიაღწია
პლატოს და ამ ადამიანისათვის შესაძლო მაქსიმუმს, არამედ ზრდის გამძლეობის უნარს,
მიღწეული Vo2 max -ის უფრო ეფექტური გამოყენების უნარის გამომუშავებით.

სხეულის მიერ ენერგიის ხარჯვა მის მასასა და ზომებზე რადგანაც არის დამკიდებული,
Vo2 max-ს მისი გათვალისწინებითაც საზღვრავენ, ანუ სხეულის კილოგრამ წონაზე
გაანგარიშებით (ml · kg−1 · min−1) ანუ იმის გათვალისწინებით თუ რა რაოდენობის
ჟანგბადი ( მილილიტრებში ) იხარჯება თითოეული კილოგრამი მეტაბოლურად
აქტიური ქსოვილების მიერ ერთი წუთის განმავლობაში. ამას განსაკუთრებული
მნიშვნელობა მაშინ ენიჭება, როდესაც განვიხილავთ სპორტსმენთა
კარდიორესპირატორულ შესაძლებლობებს ისეთი დატვირთვებისას, რომლის დროსაც,
საკუთარი სხეულის მასით დატვირთვას (weightbearing ) მნიშვნელობა ენიჭება (
მაგ.სირბილი ). აქტივობებისას, რომელთა დროსაც სხეულის წონით დატვირთვა არ
ხდება (non–weight-bearing ), მაგ ცურვის და ველოსპორტის დროს, Vo2 max-ის
გამოთვლა მარტივად, წუთში გახარჯული ლიტრობით განისაზღვრება.

25-30 წლის შემდეგ ფიზიკურად არააქტიურ ადამიანებში ჟანგბადის მაქსიმალური


მოხმარების მაჩვენებელი კლებულობს წელიწადში 1% ით. რც გამოწვეული ასაკობრივ
ცვლილებებთან ერთად, მჯდომარე ცხოვრების წესით.

38. ანაერობული დატვირთვა და ფიზიკური დატვირთვის სიმძლავრე, დატვირთვის


შემდგომ ჟანგბადის მოხმარება, ლაქტატის ზღურბლი.

ანაერობული დატვირთვა და ფიზიკური დატვირთვის სიმძლავრე

არც ერთი ფიზიკური დატვირთვა არ არსებობს 100% -ით აერობული ან ანაერობული.


დატვირთვის დროს უპირატესად ჟანგბადის მოხმარებას და შესაბამისად, აერობულ
ენერგოწარმოქმნას ვსაზღვრავდით. ანაერობული ენერგოწარმოქმნის შეფასებაც ხდება,
თუმცა, ამ შემთხვევაში ავღრიცხავთ დატვირთვის შემდეგ, აღდგენის ფაზაში
მოხმარებული ჟანგბადის რაოდენობას (excess postexercise oxygen consumption EPOC) და
ლაქტატის ზღურბლს.

დატვირთვის შემდგომ ჟანგბადის მოხმარება

ფიზიკური დატვირთვის დროს გარკვეული დრო სჭირდება ჟანგბადის საკმარისი


რაოდენობის მისვლას კუნთამდე და ასევე აერობული ენერგოწარმოქმნის
დაწყებისთვისაც დროა საჭირო.

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


EPOC არის ჟანგბადის ის მოცულობა, რომელსაც ორგანიზმი მოიხმარს უშაუალოდ
ფიზკური დატვირთვის შეწყვეტის შემდეგ. მისი მოცულობა ყოველთვის აღემატება

მოსვენების მდგომრეობაში მოხმარებულს. დატვირთვიდან რამდენიე წუთის გასვლის


შემდეგ, როგორც გულის ცემის და სუნთქვის იხშირე, ისე ჟანგბადის მოხმარებაც
უბრუნდება მოსვენების მდგომარეობისთვის შესაბამისს.

დატვირთვის შეწყვეტისთანავე, ჟანგბადის გამოთავისუფლება დეპოებიდანაც ხდება (


ჰემოგლობინი და მიოგლობინი ) და მათი გათვალისწინება ვერ ხდება შესუნთქულ და
ამოსუნთქულ ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაციის ცვლილებაზე დაკვირვებით. სუნთქვა
გახშირებული რჩება მეტაბოლიზმის პროცესში დაგროვილი ნახშირორჟანგისგან
გასათავისუფლებლად. სხეულის მომატებული ტემპერატურა მეტაბოლიზმის სიჩქარეს,
მომატებულს ტოვებს დატვირთვის შეწყვეტის შემდეგაც. ასევე, დრენალინი და
ნორადრენალინიც.

ლაქტატის ზღურბლი

ეს არის მაჩვენებელი როდესაც დატვირთვის შედეგად ლაქტატის დონე იწყებს მატებას


მოსვენების პერიოდში არსებულ კონცენტრაციასთან შედარებით. დაბალი
ინტენსივობის დატვირთვის დროს ლაქტატი მოსვენების პერიოდში არსებული
კონცენტრაციის მსგავსია. დატვირთვის ინტენსივობის ზრდა კი მის დონეს ზრდის
სისხლში. სისხლში ლაქტატის დონის ამსახველ დიაგრამაზე გამოჩენილ პირველ

წერტილს, როდესაც დატვირთვის რომელიმე ინტენსივობაზე მოხდება იმაზე მეტი


ლაქტატის გამომუშავება, ვიდრე მოსვენების პერიოდში, ქტატის ზღურბლი ეწოდება.

მაგალითად, თუ ტრედმილზე დავტვირთავთ ადამიანს სხვადასხვა ინტენსივობით და


ინტენსივობების ყოველი ცვლილების შემდეგ სისხლში შევამოწმებთ ლაქტატის დონეს,
ვნახავთ, რომ დატვირთვის დაბალ ინტენსივობებზე, ლაქტატის დონე სისხლში ბევრად
არ განხვავდება მოსვენების პერიოდში განსაზღვრულისგან, ხოლო ინტენსივობის
მატებისთანავე, მეტი ლაქტატი დაიწყებს გამოყოფას. სწორედ ეს წერტილი იქნება
ლაქტატის ზღურბლი.

ითვლება რომ ლაქტატის ზღურბლი ასახავს აერობული და ანაერობული პროცესების


ურთიერთკავშირს. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ლაქტატის ზღურბლის გამოჩენა არის
ანაერობული გლიკოლიზის აქტივაციის შედეგი, რომლის დროსაც პიროყურძენმჟავა
გარდაიქმნება რძემჟავად. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ლაქტატის უეცარ მატებას,
ანაერობულ ზღურბლსაც უწოდებენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლაქტატის დონის

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


მატება არ არის მხოლოდ მისი გამოჩენა სისხლსა და ქსოვილებში, დატვირთვის დროს.
მისი კონცდნტრაცია ასახავს მისი გარდაქმნის სიჩქარესაც კორის ციკლში, რომლის
დროსაც გლუკონეოგენეზის გზით ახალი ენერგეტიკული საწვავი მიიღება. შესაბამისად,
ლაქტატის ზღურბლი არის მომენტი, როდესაც დატვირთვის გარკვეული ინტენსივობის
დროს, ლაქტატის წამოქმნის პროცესი აჭარბებს მისი ნეიტრალიზაციის და ენერგიის
წყაროდ მეტაბოლიზმის პროცესს.

ლაქტატის ზღურბლს ვაფასებთ აუცილებლად VO2 max -თან მიმართებაში. როგორც


წესი, არატრეირებულ ადამიანებში, ის ჩნდება VO2 max 50% - 60% დროს, ხოლო
ელიტური სპორტსმენებისთვის ის მხოლოდ 70%-80% ზე ვლინდება.

ლაქტატს დაღლის ფიზიოლოგიაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. გარდა იმისა, რომ


ადამიანს შეიძლება VO2 max მაღალი ჰქონდეს, ლაქტატის ზღურბლიც თუ გვიან ჩნდება,
ის უფრო გამძლე იქნება სხვა სპორტსმენთან შედარებით, რომელსაც VO2 max მაღალი
აქვს, თუმცა, ლაქტატის ზღურბლს დატვირთვის შედარებით ადრეულ ეტაპზე აღწევს.

39. ენერგეტიკული სისტემები და დაღლა. დაღლის მიზეზები.

ენერგეტიკული სისტემები და დაღლა

PCr - ის ამოწურვა

როგორც ვიცით, PCr ის სისტემას ძალიან ხანმოკლე დროის განმავლობაში შესწევს


აქტივობის უნარი და ამასთანავე, უსწრაფესად აქტივირებად სისტემას მიეკუთვნება.

მისი მარაგის განლევა ხდება ძალიან მაღალი ინტენსივობის, განმეორებითი,


მაქსიმალური კუნთური შეკუმშვის გახანგრძლივების დროს. დაღლის თავიდან
ასაცილებლად სპორტსმენს ესაჭიროება კუნთის შეკუმშვათა ტემპის კონტროლი, რათა
PCr ის სისტემის მარაგი იმაზე ადრე არ ამოიწუროს, ვიდრე სხვა, უფრო ნელა
აქტივირებადი სისტემები მოასწრებდნენ მაქსიმალური დატვირთვით ჩართვას. ხშირ
შემთხვევა ში, დაღლის ძირითადი მიზეზი, სწორედ სტარტის დროს შეუსაბამოდ
სწრაფი ტემპი ხდება ხოლმე, როდესაც ფინიშის ხაზთან მისვლამდე ბევრად ადრე
გამოელევა სწრაფი კუნთური შეკუმშვის გამო ,,სწრაფი“ ენერგიის მარაგი სპორტსმენს
და ვერ ასწრებს მისი ,,ნელი“ ენერგეტიკული სისტემები დატვირთვის არსებული დონის
შესაბამისი ენერგიით, ადამიანის უზრუნველყოფას.

დაღლა და მისი მიზეზები

ტერმინი დაღლა სხვადასხვა მოვლენას აღნიშნავს სხვადასხვა ადამიანში. თუნდაც


ტრენირებული ადამიანებისთვისაც, დაღლის შეგრძნება განსხვავებულია სპოტის
სახეობიდან და ტრენირების სპეციფიკიდან გამომდინარე. როგორც წესი,დაღლილობად
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
მოვიხსენიებთ კუნთური მუშაობის შეზღუდვის პროცესს, რომელსაც თან ახლავს
ზოგადი საერთო სისუსტე და აქტივობის უნარის დაქვეითება. განსხვავებით კუნთოვანი
ბოჭკოების მექანიკური დაზიანებით გამოწვეული სისუსტისგან, დაღლით გამოწვეული
სისუსტე დასვენების შემდეგ გარკვეული პერიოდის გასვლის შედეგად, აღდგება.

ხშირ შემთხვევაში დაღლა რძემჟავას პროდუქციასთან ასოცირდება, რა არასწორია,


რადგან დაღლა კომპლექსური ფენომენია და ის მოიცავს მრავალ ფაქტორს. მისი
განმაპირობებლი ფაქტორებია:

• ენერგიის მიწოდების შემცირება ( ენერგეტიკული სისტემების მუშაობის შენელება


სხვადასხვა მიზეზებით )

• მეტაბოლური პროდუქტების დაგროვება , მაგ. ლაქტატის და H+

• ბოჭკოების კუმშვადი ფუნქციის განხორციელების შეფერხება

• პრობლემები ნერვ-კუნთოვან გადცემაში

პირველი სამი მიზეზი პერიფერიულ დაღლად იწოდება, ხოლო ბოლო, ცენტრალურად,


რადგან ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე იმპულსის გატარების შფერხების გამოა
გამოწვეული. დაღლის აღმოცენების მექანიზმი დამოკიდებულია ტრენირების
ხარისხზე, ფიზიკური აქტივობის სახეობაზე, ინტენსივობასა და ხანგრძივობაზე, იმაზე,
თუ რომელი კუნთები და კუნთში რომელი ტიპის ბოჭკოებია ჩართული, ასევე კვების
სახეობაზეც.

40. კუნთების ტკივილი და კრამპი.

კუნთების ტკივილი და კრამპი( კუნთების კრუნჩხვა )

კუნთოვანი ტკივილი და კრუნჩხვა ვითარდება ძალიან მაღალი ინტენსივობის


ფიზიკური დატვირთისას ან პირველად შესრულებული არა ჩვეული, სპეციფიური
დატვირთვების დროს. დაბალი და საშუალო ინტენსივობის ტკივილი შეიძლება
აღმოცენდეს უშუალოდ დატვირთის შემდეგ ან მალევე, ხოლო მძიმე ტკივილის
აღმოცენება ხდება დატვირთვიდან ერთი ან ორი დღის გასვლის შემდეგ.

მწვავედ აღმოცენებული ტკივილი იწყება უშუალოდ ფიზიკური დატვირთვის დროს და


ხასიათდება სიმძიმის და შეზღუდვის შეგრძნებით მომუშავე კუნთებში. მიზეზი
შეიძლება იყოს წყალბადიონების დაგროვება, ან სითხის გადანაცვლების გამო
ღმოცენებული შეშუპება. მსგავსი ტკივილი ქრება მალევე, დატვირთვის
შეწყვეტისთანავე ან რამოდენიმე საათში.

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


კუნთების მოგვიანებით აღმოცენებული ტკივილის მიზეზი ბოლომდე გარკვეული არ
არის. ის ვლინდება დატვირთვიდან რამდენიმე დღეში. გამოხატული ტკივილი და
შეზღუდულობა მერყეობს სუსტიდან ძლიერამდე. გამოიკვლიეს მოგვიანებით
არმოცენებული კუნთოვანი ტკივილი და შეადარეს ერთმანეთს კონცენტრული,
ექსცენტრული და სტატიკური ვარჯიშები. ღმოჩნდა, რომ ექსცენრტული ვარჯიშების
შესრულების შემდეგ ტკივილი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე კონცენტრულის და
სტატიკურის დროს. ტკივილის ჩამოყალიბებას განაპირობებს მიკროტრავმები,
რომელიც ვითარდება კუნთებსა და მის მიმდებარე ქსოვილებში ფიზიკური
დატვირთვის დროს. მიკროტრავმები, თავისთავად, განაპირობებს შეშუპებას და
ელექტროლიტთა დისბალანსს ლოკალურად, მომუშავე ქსოვილებში. მას შეიძლება თან
დაერთოს კუნთოვანი სპაზმი და კრუნჩხვებიც ( კრამპი ).

ზოგიერთი ვარჯიშის დროს სისხლში მატულობს ენზიმების რაოდენობა, რომლებიც


დამახასიათებელია კუნთოვანი ბოჭკოების დაშლისთვის. მათი კონცენტრაცია 2 დან 10
ჯერ მატულობს მძიმე ფიზიკური დატვირთვების დროს და ითვლება, რომ ეს არის
სწორედ კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებითა და რღვევით გამოწვეული.
ელექტრონული მიკროგრაფიის და ბიოქიმიური ანალიზის შედეგად დადგინდა რომ
მარათონელ მორბენლებს შეჯიბრის ბოლოს მომატეული აქვთ დაშლის შედეგად
გამოთავისუფლებული ენზიმებიც ( კრეატინკინაზა და მიოგლობინი) და
ელექტრონული მიკროგრაფიითაც ვლინდება დაზიანებულიკუნთოვანი ბოჭკოები,
დაუზიანებლის ფონზე. ზემოთ ხსენებული სახის ენზიმების კონცენტეაციამ შეიძლება
მოიმატოს ყოველდრიური ფიზიკური დატვირთვის დროსაც, მაგრამ არ გამოიწვიოს
მოგვიანებითი ტკივილი. ასევე, ითვლება, რომ მძიმე ფიზიკური დატვირთვის შედეგად
ჩამოყალიბებული კუნთოვანი ბოჭკოების ლოკალური მიკროტრავმები, კუნთის
ჰიპერტროფიის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია. დაზიანებული ბოჭკოებიდან
გამოთავისუფლებული ნივთიერებები იწვევს ნეიტროფილების და ქსოვილოვანი
ბაზოფილების აქტივაციას. ნეიტროფილები გამოყოფენ ციტიკინებს და ასევე, ჟანგბადის
თავისუფალ რადიკალებს, რაც უჯრედების მემბრანების დაზიანებას იწვევს. ანთების
პროცესში ჩარული უჯრედების მიერ გამოყოფილი ნივთიერებების დიდი ნაწილი
აღიზიანებს ტკივილის აღმქმელ ნერვულ დაბოლოებებს. ანთების საბოლოო ეტაპზე,
ხდება მაკროფაგების მიერ დაზიანებული მიოციტების მოშორება და რეგენერაციის
პროცესის სტიმულაცია.

DOMS-ის აღმოცენების სავარაუდო მექენიზმი ეტაპობრივად ასე გამოიყურება:

1. დიდი დაძაბულობა და გაჭიმვა კუნთოვან და ელასტიურ შემაერთებელ ქსოვილში


ფიზიკური დატვირთვის დროს, უჯრედების დაზიანებას იწვევს.

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


2. უჯრედთა დაზიანება არღვევს კალციუმის იონების მეტაბოლიზმს და უჯრედიულ
სუნთქვას, კალციუმის სიჭარბე თავის მხრივ იწვევს მიოფიბრილებში Z-დისკების
დესტრუქციას.

3. რამდენიმე საათის განმავლობაში ხდება მოცირკულირე ნეიტროფილების მიზიდვა


და ანთების დაწყება.

4. ანთების პროცესში წარმოქმნილი კალიუმი, ჰისტამინი და კინინები აღიზიანებს


ტკივილის შემგრძნებ ნერვულ დაბოლოებებს.

5. ანთების კერაში სითხის მოზიდვა იწვევს შეშუპებას. ეს, დამატებით, აძლიერებს


ტკივილს. და ამ ეტაპზე უკვე შეიძლება კუნთოვანი სპაზმიც გამოვლინდეს.

აღმოჩნდა, რომ DOMS-ის დროს მატულობს NO კონცენტრაციაც სისხლში, დაახლოებით


30% ით, ნორმასთან შედარებით. მისი ეფექტებიდან ამ შემთხვევასთან მიმართებით,
შეგვიძლია შემდეგი გამოვყოთ: კუნთის ძალის კონტროლი, ბოჭკოების მგრძნობელობის
გაზრდა კალციუმის მიმართ, ატფ-ის აქტივობის მატება, ტკივილის რეცეპტორების
აგზნება პირდაპირ და ირიბად. ააქტიურებს სატელიტურ უჯრედებს, რმლებიც
აღდგენით პროცესებში მონაწილეობს.

კუნთის გლიკოგენის რესინთეზი პირველი 5 დღის განმავლობაში დარღვეულია,


კერძოდ, გლიკოგენის სინთეზი ნორმალურად მიმდინარეობს ვარჯიშიდან 6-12 სთ-ის
განმავლობაში, შემდეგ კი ქვეითდება დაზიანების გამო და მთლიანდ წყდება აღდგენის
ფაზაში.

DOMS-ის ეფექტების მინიმიზაცია მნიშვნელოვანია დატვირთვის უნარიანობის


მატებისთვის. სამწუხაროდ, სპორტის ზოგ სახეობაში, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.
ერთადერთი გამოსავალია დაბალი ინტენსივობის ტრენირებით დაწყება და ნელი
პროგრესის გზით შეგუება დტვირთვის მაღალ ინტენსივობებთან. არსებობს მეორე,
საპირისპირო მოსაზრებაც, რომლის დროსაც, DOMSის და კუნთოვანი დაზიანების
პრევენცია ტრენირების პროცესში არ არის საჭირო, რადგან ორივე პროცესი, იწვევს
კუნთის ჰიპერტროფიას, რეგენერაციის სტიმულაციის გზით და პირიქით, კარგიც კი
არის, მიუხედავად ტრენირების დასაწყისის რამდენიმე დღის ტკივილისა.

41. კუნთის ძალა, სიმძლავრე და გამძლეობა. მეტაბოლური სიმძალავრედა შესრულების


უნარი

კუნთის ძალა განისაზღვრება, როგორც ადამიანის უნარი, ერთი მცდელობით ასწიოს


მისი შესაძლებლობებისთვის მაქსიმალური წონა.

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


კუნთის სიმძლავრე განისაზღვრება როგორც სისწრაფე, რომლითაც სრულდება მუშაობა
და ამიტომ ის დამოკიდებულია ძალასა და სისწრაფეზე.
სიმძლავრე = ძალა × მანძილი/ დრო
მანძილი / დრო = სიჩქარე

კუნთის შესაძლებლობას, შეიკუმშოს განმეორებით ან შეინარჩუნოს კუშვადობა


გარკვეული დროის განმავლობაში, ეწოდება გამძლეობა.

სპრინტი განიხილება, როგორც ხანმოკლე, მაღალი ინტენსივობის ფიზიკური


დატვირთვა და მიღებულია, რომ შესრულების უნარს სპორტის ამ სახეობაში,
განსაზღვრავს, ანაერობული გზებით ენერგიის მობილიზაციის უნარი და
შესაძლებლობა. სირბილის დროს საერთო სისწრაფე და ციკლური მოძრაობების
სიმძლავრე დამოკიდებულია როგორც მეტაბოლურ, ისე მექანიკურ სისტემებზე.
მარტივად, შესრულების უნარს ვახასიათებთ მიწოდების და გამოსავლის სისტემების
ურთიერთშედარებით. სპრინტის დროს მიწოდება გულისხმობს ენერგიის საჭირო
რაოდენობით კუნთის უზრუნველყოფას, ხოლო გამოსავალი კი არის შეკუმშვის
სისწრაფე და მექანიკური სიმძლავრე. რადგან ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ ანაერობულ
სიმძლავრეს , შეგვიძლია ვივარაუდოთ რა შეიძლება იყოს ხელის შემშლელი ან
ხელშემწყობი ფაქტორი შესრულებისთვის სპრინტის დროს. მექანიკური სისტემა
შეგვიძლია მათემატიკური მეთოდებით შევაფასოთ წარმოქმნილი ძალის და
დატვირთვისუნარიანობის ურთიერთდამოკიდებულებით. ხანმოკლე პეროდის
განმავობაში, მთელი ძალით მიმდინარე დატვირთვების დროს შესრულებას არ
განაპირობებს მხოლოდ ენერგიის წაარმოქმნისა და მიწოდების უნარი.
უმნიშვნელოვანესია, ასევე თვითონ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, სისწრაფის
განვითარების უნარი და დაღლისადმი მდგრადობა. გამძლეობის მიხედვით თუ
დავახასიათებთ შესრულებას, გახანგრძლივებული სპორტული აქტივობების დროს,
მაშინ, უნდა ითქვას, რომ ხელმისაწვდომი მეტაბოლური ენერგია საკმაოდ მდგრადია
აერობული ენერგოსისტემის აქტიურობის ხარჯზე. ეს განაპირობებს დატვირთვის
უნარიანობას/გამძლეობას და შეუძლია განსაზღვროს მთელი ფიზიკური აქტივობის
საბოლოო შედეგი. ამისგან განსხვავებით, სპრინტის დროს, კუნთის მექანიკური
კუმშვადობა განისაზღვრება წაარმოქმნილი მეტაბოლური ენერგიით და მიღწეული
დატვირთვისუნარიანობით.

42. აერობული და ანაერობული სიმძლავრე.მათი გამოკვლევის მეთოდები

აერობული სიმძლავრე განისაზღვრება, როგორც ენერგიის წარმოქმნის


სიჩქარე, უჯრედული მეტაბოლიზმის ისეთი პროცესის დროს, რომელიც საჭიროებს
ჟანგბადის დიდი რაოდენობით მიწოდებას. მისი სინონიმებია აერობული

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


შესაძლებლობა და ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარება VO2 max.
მაქსიმალური აერობული სიმძლავრე არის ჟანგბადის ის მაქსიმალური რაოდენობა,
რომლის მოხმარებაც შეუძლია ადამიანს მაქსიმალური ფიზიკური დატირთვისას,
აერობული გზით ენერგიის წარმოსაქმნელად. ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანებში ეს
უნარი, გარკვეულწილად ლიმიტირებულია ძირითადად გულ-სისხლძარღვთა
სისტემის და შედარებით ნაკლებად ენერგოწარმოქმნის და სასუნთქი სისტემის მიერ. ამ
პარამეტრის გამოსათვლელი საუკეთესო მეთოდია ფიზიკური დატვირთვის
საფეხურეობრივი ტესტი დაღლამდე, რომლითაც ვსაზღვრავთ VO2 max-ს. გარდა ამისა,
არსებობს სხვადასხვა საველე მეთოდიც, რომელიც ამ პარამეტრის გამოსაკვლევად
საჭიროებს სიარულის ან სირბილის დროს, რომელიც საჭიროა წინასწარ განსაზღვრული
მანძილის დასაფარად.

ანაერობული სიმძლავრე განისაზღვრება, როგორც უჯრედული მეტაბოლიზმის


მაქსიმალური სიჩქარე, რომლის დროსაც ენრგოწარმოქმნა მიმდინარეობს უჟანგბადო
გარემოში. აერობულისგან განსხვავებით, არ არსებობს ანაერობული
ენერგოპროდუქციის და ანაერობული სიმძლავრის გამოსათვლელი საყოველთაოდ
მისაღები მეთოდი. არსებული ტესტებიდან აღსანიშნავია მაქსიმალურად
აკუმულირებული ჟანგბადის დეფიციტის ტესტი, კრიტიკული სიმძლავრის ტესტი,
ვინგეიტის ანაერობული ტესტი . ვინგეიტის ტესტი ველოერგომეტრზე ტარდება და
გულისხმობს 30 წმის განმავლობაში დატვირთვას და პედლების რეზისტენტობის
გადალახვას,რომელიც თავის მხრივ გამოითვლება ადამიანის სხხეულის მასის, სქესის,
ასაკის და ტრენირებულობის ხარისხის მიხედვით. ადამიანი მინიშნების შემდეგ იწყებს
მაქსიმალური სისწრაფით პედლების ტრიალს. პირველი წამიდანვე ვითვლით 5 დან 0
მდე უკუთვლით და ავღრიცხავთ პედლების ბრუნვათა რაოდენობას. ეს შეესაბამება
დატვირთვის პირველ 5 წამს 30 დან და აღნიშნავს ანაერობულ პიკურ სიმძლავრეს.
მთელი 30წმ-ის განმავლობაში კი ვითვლით ზოგადად, ანაერობულ სიმძლავრეს.

43. ტრენირების ძირითადი პრინციპები. რეზისტენტული ტრენირების პროგრამები.

ინდივიდუალობის პრინციპი: ყველა ადამიანი ერთმანეთისგნ განსხვავდება ფიზიკური


შესაძლებლობებით და დიდი წვლილი გენეტიკას მიუძღვის თუ როგორ უპასუხებს
აამიანის ორგანიზმი მწვავე ფიზიკურ დატვირტვას, ან, როგორ მოახერხებს ადპტაციას
ქრონიკული დატვირთვის მიმართ. გარდა იდენტური ტყუპებისა, არ არსებობს ერთი და
იგივე ფიზიკური შესაძლებლობებისა და მახასიათებლების ორი ადამიანი.სწორედ ეს
არის ხშირად მიზეზი იმისა, რომ ერთი და იგივე სახით ტრენირების მიუხედავად,
ადმიანებს განსხვავებული შედეგები აქვთ სპორტში.
სპეციფიურობის პრინციპი: ტრენირების მიმართ ადაპტაცია დამოკიდებულია
ტრენირების სახეობაზე, დატვირთვის ინტენსივობასა და მოცულობაზე. სპორტის
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
სხვადასხვა სახეობისთვის, უპირატესად კონკრეტული უნარის განვითარებაა საჭირო,
კონკრეტული ფუნქციის ან მოძრაობის დროს სპეციფიური სიზუსტის. სპეციფიურობა
განსაზღვრავს ტრენირების პროცესში ვარჯიშების ინტენსივობას და ჯერადობას, მათ
სახეობას.
რევერსულობის პრინციპი: რეზისტენტული ტრენირება განაპირბებს კუნთური ძალის
და მდგრადობის განვითარებას დაღლის მიმართ. თუ ტრენირების პროცესი შეწყდება ან
ინტენსივობა დაიკლებს ( დეტრენირება ), მიღწეული ადაპტცია და უნარები
უკუგანვითარდება (რევერსია ). რევერსულობა გულისხმობს პრიციპს ,,გამოიყენე, ან
დაკარგე’’. ტრენირების ყველა პროგრამა, აქედან გამომდინარე, აუცილებლად
მოიაზრებს ტრენირებულობის გარკველი დოზით მაინც შენარჩუნებისთვის საჭირო
ღონისძიებებს.
პროგრესული გადაძაბვის პრინციპი: ამისთვის არსებობს ორი კონცეფცია: გადაძაბვა და
პროგრესირებადი ტრენირება. პრინციპის თანახმად, სისტემატიური გადაძაბვა
ტრენირების პროცესში, პროგრესული ტრენირების განმაპირობებელია. ტრენირების
პროცესში დატვირთვების სისტემატიზაცია მნიშვნელოვანია, მაგ: ძალისმიერი
ტრენირების დროს კუნთური ძალის გასავითარებლად საჭიროა პროგრესულად მეტი
ძალით გადაძაბვა, რათა მოხდეს გაუმჯობესება და ადაპტაცია. აქედან გამომდინარე,
პროგრესისათვის მნიშვნელოვანია გადაძაბვა წონების მატებით, საჭირო გამეორებების
რაოდენობის მატებით ან ორივე მათგანით.
ვარიაციის პრინციპი: ვარიაციის პრინციპს მეორენაირად ეწოდება პერიოდიზაციის
პრინციპიც. განსაკუთრებით პოპულარულია რეზიტენტულ ტრენირებაში.
პერიოდიზაცია, ტრენირების პროცესში ერთი ან რამდენიმე ტიპის პროგრამის
სისტემატიური მონაცვლეობაა, რომლის დროსაც იცვლება რეჟიმი, მოცულობა და
ინტენსივობა გარკვეული პერიოდის შემდეგ, რათა ვარჯიშების დასწავლის პროცესი
იყოს მასტიმულირებელი და ეფექტური. ძირითდი მანიპულაცია დატვირთვის
მოცულობასა და ტრენირების ინტენსივობაზე მოდის. ამას, როგროც წესი, შეჯიბრების
დროს პიკური მაჩვენებლის მისაღწევად იყენებენ.

რეზისტენტული ტრენირების დასაპროგრამებლად რამოდენიმე საკითხის


გათვალისწინებაა საჭირო:
• უნდა შეირჩეს ვარჯიშები ტრენირებისთვის.
• ვარჯიშების თანმიმდევრობა
• მიდგომათა რაოდენობა თითოეული ვარჯიშისთვის.
• შესვენებების ხანგრძლივობა მიდგომებს შორის და ვარჯიშებს შორის.
• რეზისტენტობის სახეობა, განმეორებათა რაოდენობა, გამოყენებული მოძრაობის
სისწრაფე.

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


ჯანმრთელი ზრდასრულებისთვის რეზისტენტული
ტრენირების პროცესის დაგეგმვისას ვითვალისწინებთ შემდეგს: ყველა ჯგუფის
კუნთისთვის შერჩეული ვარჯიშების რაოდენობა უნდა იყოს 8-10, თითოეული მინიმუმ
თითო მიდგომა და 8-12 გამეორებით. რეზისტენტული ტრენირება შეიძლება სხვადასხვა
მიზანს ემსახურებოდეს: ძალის, სიმძლავრის განვითარებას, ჰიპერტროფიას,
ლოკალური კუნთური გამძლეობის განვითარებას, ზოგადი მოტორული ფუნქციის
განვითარებას.ძალის განსავითარებელი ტრენირება უნდა მოიცავდეს როგრც
კონცენტრულ, ისე ექსცენტრულ კუნთურ მუშაობას. იზომეტრული მუშაობაც შეიძლება
ჩაირთოს, თუმცა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი როლი ენიჭება. კუნთთა დიდი
ჯგუფების დატვირთვა უნდა მოხდეს პატარა ჯგუფის კუნთების დატვირთვამდე.
დამწყებთათვის, და გარდამავალი ეტაპის ტრენირებისთვის, მაღალი ინტენსივობის
ტრენირებისას მიღებულლია შესვენება 2-3 წთ. გამოცდილი სპორტსმენებისთვის
საკმარისია 1-2 წთ.გარდა ამისა დამწყები და გარდამავალი ეტაპის სპორტსმენებისთვის
თუ დატვირთვა მიმდინარეობს ტრენაჟორების გამოყენებით, გამოცდილი
სპორტსმენების ტრენირების პროცესში გამოიყენება უპირატესად წონები.

ტიპიური რეზისტენტული ტრენირების პროცესში გამოიყენება თავისუფალი წონები,


ვარიაბელური რეზისტენტობის მოწყობილობები, იზოკინეტიკური მოწყობილობები და
პლეიომეტრია.ტიპიური რეზისტენტული ტრენირების პროცესში
გამოიყენება თავისუფალი წონები, ვარიაბელური რეზისტენტობის მოწყობილობები,
იზოკინეტიკური მოწყობილობები და პლეიომეტრია.

44. ექსცენტრული ტრენირება. ვარიაბელური რეზისტენტული ტრენირება.


იზოკინეტიკური ტრენირება. პლეიომეტრია.

ექსცენტრული მუშაობისას კუნთის წინააღმდეგობის უნარიანობა უფრო მეტია, ვიდრე


კონცენტრულის დროს. კვლევებმა აჩვენა, რომ მოძრაობისას, ექსცენტრული ფაზის
გახანგრძლივება კონცენტრულთან შედარებით, უფრო მეტად ზრდის ძალას და
სიმძლავრეს, ასევე, იწვევს კუნთის ჰიპერტროფიას.

ტრენირების პროცესში ამ ტიპის ვარჯიშებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები


საშუალებას გვაძლევს რეზისტენტობა შევამციროთ სახსარში მოძრაობის იმ
დიაპაზონში, რომელიც მინიმალური ძალით ხასიათდება. ცვლადი რეზისტენტობის
ტრენირების პრინციპები საფუძვლად უდევს ტრენირებისთვის განკუთვნილ მრავალ
მოწყობილობას.

იზოკინეტიკური ტრენირება ტარდება მოწყობილობებით, რომლებიც უზრუნველყოფს


მოძრაობის მუდმივი სიჩქარის შენარჩუნებას მთელი ტრენირების განმავლობაში.

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


პლეიომეტრია ანუ დაგრძელება-დამოკლების ციკლის ვარჯიშები ხტომის
ტრენირებისთვის გამოიყენება. ვარჯიშები იცვლება შემდეგნაირად: ფეხზე მდგომი
ადამიანი აკეთებს ღრმა ჩაჯდომს ( ექსცენტრული აქტივობა) და შემდეგ, ხტება
სიმაღლეზე/სავარჯიშო ყუთზე ( კონცენტრული ატივობა ), რომლიდანაც უკან , მიწაზე
ჩამოხტომის პროცესშივე აკეთებს ისევ ღრმა ჩაჯდომას.

45. ელექტროსტიმულაცია. საბაზისო ტრენირება(ეს ვერ ვნახე)

კუნთის ელექტრული სტიმულაცია გამოიყენება იმობილიზაციის დროს რეაბილიტაციის


პროცესში, რათა კუნთმა მოახერხოს შეკუმშვა ენერგიის ზედმეტი ხარჯვის გარეშე, ან
ისეთი პათოლოგიებისას, რომლის დროსაც შეზღუდულია მოძრობის უნარი. ამისათვის
ელექტრული სტიმულაციის მიზნით დენი გადის ან კუნთში უშუალოდ, ან მის
მაინერვირებელ ნერვულ ბოჭკოში.

46. არობული სიმძლავრის ტრენირების პროგრამები

აერობული და ანაერობული სიმძლავრის ტრენირების პროგრამები ერთმანეთისგან


საკმაოდ განსხვავდება. ხანმოკლე სპრინტი საჭიროებს ATP-PCr სისტემის ტრენირებას
და ადაპტაციას დატვრთვის მიმართ. საშუალო და გრძელი დისტანციის აქტივობები,
უპრატესად ანაერობული გლიოლიზის ტრენირებას საჭიროებს, ხოლო გრძელი
დისტანციისთვის უპირატესია ოქსიდაციური მეტაბოლიზმის ადაპტაცია
დატვირთვასთან. თუმცა, ნებისმიერი ტიპის დატვირთვა მოიაზრებს, რომ ოპტიმალური
შედეგისთვის, ერთზე მეტი სისტემის ტრენირება უნდა მოხდეს.

ინტერვალური ტრენირება მოიცავს მაღალი და საშუალო ინტენსივობის დატვირთვების


მონაცვლეობას დაბალი ინტენსივობის აქტივობებთან და დასვენებასთან. კვლევებმა
აჩვენა, რომ სპორტსმენები უკეთ უმკლავდებიან დატვირთვებს, რომლებშიც
მონაცვლეობს მაღალი და დაბალი ინტენსივობები აქტიურ დასვენებასთან და აღდგენის
პერიოდთნ. ინტერვალური ტრენირების პროცესის აღსაწერად გამოიყენება იგივე
ტერმინები, რაც სხვა ტიპის ტრენირებებისას, მაგ: გამეორება, ტრენირების დრო და
ინტენსივობა, ტრენირებათა სიხშირე, დისტანცია, ინტერვალი დასვენებას, აღდგენასა
და დატვირთვას შორის. საშუალო დისტანციაზე მორბენალისთვის ინტერვალური
ტრენირების გეგმა, დაახლოებით ასე გამოიყურება:
მისვლა 1: 6 × 400 მ 75 წმ-ში (90 წმ ნელი ძუნძული)
მისვლა 2: 6 × 800 მ 180 წმ-ში (200 წმ ძუნძული-სიარულის მონაცვლეობა )
სქემიდან ჩანს, რომ პირველ მისვლაზე, სპორტსმენმა 6 ჯერ უნდა გაირბინოს 400მ
დისტანცია, თითოეულ ჯერზე 75 წმ ში ჩაეტიოს და აღდგენისთვის გამოიყენოს 90წმ
ნელი ძუნძული, თითოეულ გამეორებას შორის.
ინტერვალური ტრენირება ასოცირება სირბილთან, ცურვასთან, თუმცა, მისი ფორმატის
მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე
მორგება ნებისმიერი სახეობის სპორტულ აქტივობასთნ შეგვიძლია. ამისათვის უნდა
გავითვალისწინოთ ძირითადი მახასიათებლები:
• ვარჯიშთა ინტერვალების სიხშირე
• დისტანცია ვარჯიშის ინტერვალისთვის
• მისვლებისა და გამეორებების სიხშირე ყოველი ტრენირებისთვის
• ჯერადობა დასვენებისა და აქტივობის პერიოდებისთვის
• აქტივობის სახეობა აქტიური აღდგენის ფაზაში
• კვირის განმავლობაში ტრენირების რაოდენობა

47. ანაერობული სიმძლავრის ტრენირების პროგრამები(46შია ერთად ამის პასუხი)


48. ინტერვალური ტრენირების 20-30-40 მოდელი(ეს ვერ ვნახე)და მაღალი ინტენსივობის
ინტერვალური ტრენირება სპორტის გუნდურ სახეობებში.

ტრენირების სიხშირე კვირის განმავლობაში დამოკიდებულია ინტერვალური


ტრენირების მიზნებზე. მსოფლიო დონის სპრინტერები ან საშუალო დისტანციაზე
მორბენლები, როგორც წესი, ვარჯიშობენ კვირაში 5-7 დღე. თუმცა, ყოველი დღე არ
მოიცავს ინტერვალურ ტრენირებას. მოცურავეები, ინტერვალურ ტრენირებას,
გამონაკლისის სახით იყენებენ ხოლმე. გუნდურ სპორტულ სახეობებში, ინტერვალური
ტრენირება გამოიყენება მხოლოდ კვირაში 4 დღე, ან მხოლოდ როგორც დამატება
ძირითად სპეციფიურ ტრენირებასთან.

49. რეზისტენტული ტრენირება. კუნთის ჰიპერტროფია.

რეზისტენტული ტრენირების პროცესის დაგეგმვისას ვითვალისწინებთ შემდეგს: ყველა


ჯგუფის კუნთისთვის შერჩეული ვარჯიშების რაოდენობა უნდა იყოს 8-10, თითოეული
მინიმუმ თითო მიდგომა და 8-12 გამეორებით. რეზისტენტული ტრენირება შეიძლება
სხვადასხვა მიზანს ემსახურებოდეს: ძალის, სიმძლავრის განვითარებას, ჰიპერტროფიას,
ლოკალური კუნთური გამძლეობის განვითარებას, ზოგადი მოტორული ფუნქციის
განვითარებას.

რეზისტენტური ტრენირება იყენებს როგორც დინამიურ კონცენტრულ, ისე სტსტიკურ


კონცენტრულ ვარჯიშებს. ტიპიური რეზისტენტული ტრენირების პროცესში
გამოიყენება თავისუფალი წონები, ვარიაბელური რეზისტენტობის მოწყობილობები,
იზოკინეტიკური მოწყობილობები და პლეიომეტრია.

სტატიკურ-კონტრაქციული რეზისტენტული ტრენირება იგივე იზომეტრული


ტრენირება, ძალის განვითარების ეფექტით აღემატება დინამიკურ ვარჯიშებს და რჩება
ტრენირების ძირითად სახეობად ტორსის ქვედა ნაწილის კუნთების

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


სტაბილიზაციისთვის და მტევნის ჩაჭიდების ფუნქციის
გასავითარებლად.

თავისუფალი წონებით ტრენირება გულისხმობს ტრენირების პროცესში შტანგის და


ჰანტელების გამოყენებას. თუ ადამიანი წევს 50 კგ მასის შტანგას, მასა ტრენირების
პროცესში, თავისთავად არ შეიცვლება, მაგრამ შეიცვლება რეზისტენტობა, მოძრაობის
პროცესში კუნთის შეკუმშვისას, მოძრაობის სხვადასხვა დიაპაზონში. იგულისხმება,
რომ რეზისტენტობა ანუ წინააღმდეგობა, მუდმივად იცვლება სახსარში მოძრაობის
კუთხის შესაბამისად და კუნთსაც უწევს გამოყენებული ძალის ცვლილება მის
დასაძლევად.ვარჯიშები, რომლებიც თავისუფალი წონებით სრულდება, შეიძლება
სპეციალურ ტრენაჟორებზეც შესრულდეს.ითვლება, რომ ცვლადი რეზისტენტობის ეს
ვარიანტი,თავისუფალ წონებთან შედარებით მეტად უსაფრთხოა სპორტსმენისთვის და
სხეულის სტაბილიზაციაც მარტივად ხდება ტრენირების პროცესის დროს, დამატებითი
კუნთების ჩართვის გარეშე.მეორეს მხრივ, დამატებითი კუნთების ჩართულობა,
თავისუფალი წონებით ტრენირებისას, გარკვეულწილად, უპირატესობადაც კი
ითვლება, რადგან კუნთთა უფრო დიდ ჯგუფს ავარჯიშებს. განსხვავებით
ტრენაჟორებისგან, თავისუფალი წონები მოძრაობის დიაპაზონს არ განსაზღვრავს და
ადამიანს შეუძლია ის ცვალოს საჭიროებისამებრ, ტრენირების პროცესშივე.მაგალითად,
თუ ტრენაჟორზე ორთავა კუნთის მოხრა ადამიანს შეუძლია მხოლოდ ვერტიკალურ
სიბრტყეში, თვისუფალი მასებით ტრენირებისას სიბრტყე ნებისმიერი შეიძლება იყოს,
სპორტული აქტივობისთვის საჭირო მოძრაობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
მიუხედავად ამისა, ორივე მათგანი საგრძნობლად აუმჯობესებს კუნთის ძალას, იწვევს
ჰიპერტროფიას და სიმძლავრის განვითარებას.

50. კუნთის ატროფია და ძალის დაქვეითება უმოძრაობის გამო


51. ურთიერთქმედება კვებასა და წრთვნას შორის.
52. ადაპტაცია აერობული ტრენირების მიმართ. გულ-სისხლძრღვთა სისტემის ადაპტაცია
ტრენირების მიმართ.
53. სასუნთქი სისტემის ადაპტაცია დატვირთვის მიმართ.
54. მეტაბოლური ადაპტაცია ტრენირების მიმართ.

როდესაც ადამიანები ტრენირებულობის მაღლ დონეს აღწევენ, ეს იმასაც გულისხმობს,


რომ ენერგიის ხარჯა დატვირთვაში მონაწილე ქსოვილების უზრუნველსაყოფად უფრო
დაბალი ინტენსივობით მიმდინარეობს. სხვაგავარად რომ ვთქვათ, ენერგიის
დაზოგვასთან ხდება ადაპტაცია.

თუ შევადარებთ ორ ერთნაირი Vo2 max მაჩვენებლის მქონე მორბენალს, რომლებიც


ერთი და იგივე 1.3 km/h (7.0 mph) სიჩქარით დარბიან და აღმოვაჩენთ, რომ A

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე


მორბენალი უფრო მეტ ჟანგბადს იყენებს, ვიდრე B, ამის მიხედვით შეგვიძლია
ვიმსჯელოთ, რომ სუბმაქსიმალური დატვირთვისას, შეჯიბრის პროცესში, B
მორბენლის მიერ ენერგოხარჯვის დაზოგვასთან ადაპტაცია, გამარჯვებისთვის
გადამწყვეტი იქნება B მორბენლისთვის.

55. ტრენირების სტატუსი და ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარება.


56. ადაპტაცია და ანაერობული ტრენირება.
57. ადაპტაცია მაღალი იტენსივობის ინტერვალური ტრენირების მიმართ

მარიამ ერბოწონაშვილი,ანი შუბითიძე,ლალი გაჩეჩილაძე,ნანო ნიკოლაძე

You might also like