Professional Documents
Culture Documents
ლ - ექცია 4,. რიდერი
ლ - ექცია 4,. რიდერი
მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიაში ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესწავლა დიდ
წინააღმდეგობებთან არის დაკავშიებული. პირველ რიგში ყველა საარქივო მასალა
დახურულია ნებისმიერი სამეცნიერო გამოძიებისათვის. მიუხედავად იმისა რომ
ბიოლოგიური იარაღის პროგრამაში მონაწილე მეცნიერები აცხადებენ რომ საარქივო მასალა
განადგურებულია, მაინც არსებობს მოსაზრება რომ ნაწილი ამ მასალისა გადაურჩა
განადგურებას. მიუხედავად იმისა რომ ომის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სულ
ცოტა ხუთი სამხედრო, სამეცნიერო და სამართლებრივი გამოძიება ჩაატარა, არც ერთი
ოფიციალურ პირი არ აღმოჩნდა ბრალდებული. 1949 წლამდე არ შემდგარა არანაირი
სასამართლო სადაც ბრალდებული იქნებოდა იაპონია და ამიტომ წვდომა საარქოვო
მასალებთან შეუძლებელი იყო. თუმცა 1949 წელს ხაბაროვსკში ჩატარდა სასამართლო, სადაც
განაჩენი პროცესის დაწყებამდე იყო ცნობილი. იაპონური ბიოლოგიური პროგრამის წამყვან
მეცნიერებს ინფორმაციის სანაცვლოდ იმუნიტეტი შესთავაზეს. ამერიკელ გამომძიებლებს
დიდი ძალისხმევა დაჭირდათ იმისათვის რომ გამოევლინათ იაპონიის ბიოლოგიური
იარაღის წარმოების პროგრამის უდიდესი ნაწილი, რადგან გამოძიების პერიოდში ისინი
აწყდებოდნენ დიდ წინააღმდეგობებს: ფაქტების და დოკუმენტაციის დამალვა, მოწმეების
ცრუ ჩვენებები. პროგრამის მონაწილეები ყოველთვის ცდილობდნენ დაეცვათ ზემდგომი
პირები, განსაკუთრებით იმპერატორი, რის გამოც აიძულებდნენ მოწმეებს უგულებელყოთ
ნებისმიერი ბრალდება. იაპონური პროგრამის შეფასება კიდევ გაძნელებულია იმით რომ აქ
უპირატესობა ენიჭება ერთ პიროვნებას, იში შიროს, რომლის განსაკუთრებულმა როლმა
დაჩრდილა ამ პროგრამის სხვა ყველა დანარჩენი მონაწილე და რომელმაც სხვა
მეცნიერებთან ერთად ომის შემდგომ იმუნიტეტი მიიღო.
მანჯურია გახდა ძირითადი სამიზნე, სადაც იაპონია სცდიდა თავის ბიოლოგიურ იარაღს
მეორე მსოფლიო ომის დროს. ეს პროგრამა ხორციელდებოდა სამხედროების მიერ სრულიად
დამოუკიდებლად, ისე რომ სამოქალაქო ძალაუფლება ვერ აკონტროლებდა მას. ამ
სიტუაციიდან გამომდინარე გაკვირვებას არ იწვევს ის ფაქტი რომ იაპონიამ რატიფიცირება
არ გაუკეთა 1925 წლის ჟენევის ხელშეკრულებას მხუთავი, მომწამვლელი და სხვა გაზების
გამოყენების და ბაქტერიული ომის აკრძალვის შესახებ. მიუხედავად იმისა რომ იაპონიის
მთავრობამ 1920 წელს მხარი დაუჭირა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვას ომის
შემთხვევაში, მთავრობაში სამხედრო ძალაუფლების გაძლიერების და იაპონიის მიერ ერთა
ლიგიდან გამოსვლის შემდეგ (1935) აშკარა იყო რომ იპონია ჟენევის პროტოკოლის
რატიფიცირებაზე უარს იტყოდა. იაპონიის ბიოლოგიური იარაღის პროგრამა
ფოკუსირებული იყო შეტევითი ხასიათის იარაღის შექმნაზე, რომლის გამოყენებასაც იგი
გეგმავდა ჩინეთსა და საბჭოთა კავშირში. რა თქმა უნდა ამ პროგრამის შექმნა მოტივირებული
იყო იმითაც რომ სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით ჩინეთი და საბჭოთა კავშირი
ამზადებდნენ ბიოლოგიურ დივერსიას იაპონიის წინააღმდეგ, ციმბირის და მანჯურიის
საზღვრებთან. იაპონიის სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია რომ საბჭოთა
კავშირი აპირებდა ჯილეხის, ქოლერის და დიზინტერიის გამომწვევი ბაქტერიების
გავრცელებას მანჯურიაში. ომის შემდგომ, სასამართლოზე იში შირომ განაცხადა რომ ჩინეთი
გამუდმებით აბინძურებდა სასმელი წყლის რეზერვუარებს ქოლერის ბაქტერიებით, ჩინეთ-
იაპონიის ომის დროს. მან ეს განცხადება გამოიყენა იმისათვის რომ გაემართლებინა
ბიოლოგიური იარაღის პროგრამა და დაემტკიცებინდა რომ იაპონიამ ეს მხოლოდ
თავდაცვის მიზნებისათვის გააკეთა. იშის მიერ საბჭოთა კავშირის და ჩინეთის მიმართ
წაყენებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, იშიმ ეს გამოგონილი საშიშროება
გამოიყენა მხოლოდ იმისათვის რომ დაერწმუნებინა იაპონიის მთავრობა ბიოლოგიური
იარაღის შექმნის აუცილებლობაში.
1941 წელს სამხედროებმა სახელი შეუცვალეს იშის ჯგუფს და ამის შემდგეგ იგი ცნობილი
იყო როგორც 731 ერთეული. ოფიციალურ დოკუმენტებში პინგ-ფას ციხე ბანაკი აღნიშნული
იყო წყლის გამწმენდ დაწესებულებად, ხოლო იში დაინიშნა წყლის დასუფთავების ბიუროს
ხელმძღვანელად როგორც დიდი გამოცდილების მქონე ექსპერტს წყლის ფილტრაციის
საკითხებში, ეს იყო კარგი კონსპირაციული სვლა მისი ნამდვილი ქმედებების დასამალავად
და უფრო ფართო ასპარეზს აძლევდა მას თავის საქმიანობაში. იში და მისი იდეის
მიმდევრები არანაირ სიძნელეს არ აწყდებოდნენ იაპონიის წამყვანი მეცნიერების თავის
კვლევებში ჩართვის დროს. თუმცა არსებობდნენ ისეთებიც რომლებიც იძულებით
მუშაობდნენ პინგ-ფას „სიკვდილის“ ბანაკში. იშის თანამოაზრეები თვლიდნენ რომ
იაპონელი ხალხის კეთილდღეობისათვის ყოველგვარი ეთიკური ნორმის დარღვევა
გამართლებული იყო. ომის დასრულების შემდეგ ამ პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე თავის
ჩვენებებში აღნიშნავდა რომ იგი იძულებით გახდა ბიოლოგიური იარაღის წარმოების
თანამონაწილე, თუმცა თვლიდა რომ შირო დიდი მეცნიერი იყო და თავისი ქვეყნის
კეთილდღეობისათვის იღწვოდა. თუმცა არსებობდა სხვა მოსაზრებებიც, მაგალითად
აკიმოტო სუეო თავის ჩვენებებში ამბობს: „ მე შევუერთდი 731 ერთეულს 1944 წელს, ერთი
თვის შემდეგ მე სრულ ინფორმაციას ვფლობდი. იქ მუშაობა დავიწყე იმ რწმენით რომ
მონაწილეობას მივიღებდი პროფილაქტიკური მედიცინის კვლევებში, თუმცა მალევე
მივხვდი რასთანაც მქონდა საქმე. სამჯერ გამოვთქვი პროტესტი ჩემს ხელმძღვანელობასთან,
რაზედაც მივიღე პასუხი რომ აქ მე ჩემი ნებით ვიყავი მოსული და არანაირი უფლება არ
მქონდა მიმეტოვებინა ეს კვლევები.“
ჯილეხი 10 მგ (კანქვეშ)
50.0 მგ (ორალურად)
ჭირი 10.6 მგ (კანქვეშ)
0.1 მგ (ორალურად)
ტიფი 0.4 მგ (ორალურად)
პარატიფი A და B 1.0მგ (ორალურად)
დიზინტერია 10.0 მგ (ორალურად)
ქოლერა 10.4 მგ (ორალურად)
ქოთაო 0.2 მგ (კანქვეშ)