You are on page 1of 3

რიცხვთა აღრიცხვის სისტემები.

რიცხვების წარმოდგენა ორობით


სისტემაში.

რიცხვთა აღრიცხვის ორობითი სისტემის გამოყენება საჭიროა, რადგანაც კომპიუტერის


მახსოვრიბის ელემენტალურ უჯრაში ბიტში სულ ორი მდგომარეობაა 0 ან 1. შესაბამისად 10
ციფრის 0,1,2,...,9 მაგივრად ხელთ გვაქვს მხოლოდ ორი 0 და 1.

I. ნატურალური რიცხვების ჩაწერა ორობით სისტემაში წარმოადგენს ამ რიცხვის დაშლას 2-ის


ხარისხებად, სადაც ორობითი რიცხვის ციფრები წარმოადგენენ ორიანის შესაბამისი ხარისხების
რაოდენობებს, მაგალითად (5)10=(101)2 =1*22+0*21+1*20. ეს წესი აღებულია ათობითი
სისტემის ანალოგიურად, სადაც ნებისმიერი რიცხვი დაშლილია 10-ის ხარისხებად, ხოლო
რიცხვის ციფრები აღნიშნავენ ამ ხარისხების რაოდენობებს. მაგალითად

2018=2*103+0*102+1*101+8*100.

მოვიყვანოთ პირველი 16 არაუარყოფითი მთელი რიცხვის ორობითი ჩანაწერი:

10-თი 2-თი 10-თი 2-თი


რიცხვი წარმოდგენა რიცხვი წარმოდგენა
0 0 8 1000
1 1 9 1001
2 10 10 1010
3 11 11 1011
4 100 12 1100
5 101 13 1101
6 110 14 1110
7 111 15 1111

რიცხთა სისტემებში გადაყვანის წესები

1 წესი. გადაყვანა 10->2. იმისთვის რომ ნებისმიერი ნატურალური რიცხვი ათობითი სისტემიდან
გადავიყვანოთ ორობით სისტემაში საჭიროა ის გავყოთ მთლად ორზე, სანამ მივიღებთ ნოლს.
გაყოფისას მიღებული ნაშთები უნდა ორობითი პასუხის სახით ჩავწეროთ უკუღმა
მიმდევრობით. მაგალითად:

6/2=3 (ნაშთი=0) 2. 3/2=1 (ნაშთი=1) 3. 1/2=0 (ნაშთი=1)

საბოლოოდ მივიღებთ ორობით პასუხს 110, რაც დიწერება შემდეგი ტოლობით:

(6)10 = (110)2

2 წესი. გადაყვანა 2->10. იმისთვის რომ ორობითი ნატურალური რიცხვი გადავიყვანოთ ათობით
სისტემაში საჭიროა შევკრიფოთ ორიანის ხარისხები მათი რაოდენობის გათვალისწინებით,
სადაც ორიანის ხარისხების რაოდენობები მოცემულია ორობითი ციფრების სახით.
მაგალიღთად:

(110)2 =1*22+1*21+0*20 =(6)10

სხვა პოზიციურ რიხვთა სისტემებში იცვლება მხოლოდ ციფრთა რაოდენობა, ანუ ფუძე,
ხოლო გადაყვანა წარმოებს ანალოგიური წესებით. მაგალითად რვაობით სისტემაში გამოიყენება
8 ციფრი 0,1,2,..7. შესაბამისად სისტემის ფუძე არის 8 და რიცხვი რვაობით ჩანაწერში
იშლება 8-ის ხარისხებად. თექვსმეტობით სისტემაში პირველი 10 ციფრი 0,1,2,...,9 აღებულია
ათობითი (არაბული) სისტემიდან, ხოლო დამარჩენი 6 ლათინური ანბანიდან

(A-10, B-11, C-12, D-13, E-14, F-15)

მაგალითად, გამოვთვალოთ, როგორ ჩაიწერება თექვსმეტობით სისტემაში ათობითი რიცხვი


254. ამისთვის გავყოთ მოცემული რიცხვი მთლად 16-ზე, სანამ მივიღებთ ნოლს

254/16 =15 (ნაშთი=14 რაც არის E) 2. 15/16 =0 (ნაშთი=15 რაც არის F) ამიტომ

(254)10=(FE)16

დავაბრუნოთ თექვსმეტობითი პასუხი ათობით სისტემაში:

(FE)16 =15*161+14*160 =(254)10

II. უარყოფითი რიცხვების წარმოდგენა ორობით სისტემაში ხდება დამატაბითი კოდის


სახით და ხორციელდება შემდეგი მოქმედებების შედეგად:

1. რიცხვის აბსოლუტური სიდიდე ჩაიწერება ორობით კოდში.


2. სრულდება ორობითი რიცხვის თანრიგების ინვერსია.
3. 1,2 ეტაპის შედეგად მიღებულ სიდიდეს ემატება 1.

ათობით
ორობითი თანრიგების საბოლოო

კოდი ინვერსია პასუხი
რიცხვი

-1 0000 0001 1111 1110 1111 1111

-2 0000 0010 1111 1101 1111 1110

-3 0000 0011 1111 1100 1111 1101


III. ათწილადი რიცხვების წარმოდგენა ხორციელდება შემდეგი მოქმედებების შედეგად.

1. სრულდება რიცხვის ნორმალიზაცია მცოცავი მძიმის წესით, სადაც მოცემული X რიცხვი


S
უნდა წარმოვიდგინოთ შემდეგი ნამრავლის სახით X=(-1) *M*BE სადაც
S - წარმოადგენს რიცხვის ნიშანს (S=0, თუ X>=0, S=1, თუ X<0)
M - არის მანტისა, ანუ X რიცხვის მნიშვნელობა, დაყვანილი ინტერვალამდე [1, 10)
B - სისტემის ფუძე, კერძოდ იგულისხმება 10.
E – არის B -ს ხარისხი, რის გამრავლებაზეც ნორმალიზაციის შედეგად შეცვლილი
მანტისის მნიშვნელობა ისევ გახდება X-ის ტოლი.
მაგალითად X=14.0 = 1.4 * 10 1 მაშინ S=0, M=1.4, E=1

2. ნორმალიზაციის შედეგად მიღებული S, E, M (წილადი მძიმის გარეშე), სიდიდეები


ჩაიწერება ორობით სისტემაში როგორც მთელი რიცხვების მიმდევრობა. მივიღებთ:
0 1 1110. ორ ბაიტიანი ცვლადის შემთხვევაში რიცხვი 14.0 შემდეგნაირად
ჩაიწერება:

ნიშანი S

ხარისხი E მანტისა M

0 0 0 0 0 1 0 0 0 0 0 0 1 1 1 0

1
14 10 9 0
5

You might also like