You are on page 1of 10

თემა 1

ლექციის თეორიული და პრაქტიკული საკითხების დასახელება

ჰარმონიული ანალიზის და აპროქსიმაციის თეორიათა პრობლემატიკის ზოგადი


მიმოხილვა. კლასიკური ჰარმონიული ანალიზის წარმოშობა. მისი საწყისი ეტაპი - ფურიეს
მწკრივთა და ინტეგრალთა თეორიები. აბსტრაქტული ჰარმონიული ანალიზი და მისი
გამოყენებები. აპროქსიმაციის თეორიის ამოცანები წრფივ ნორმირებულ სივრცეში.
საუკეთესო მიახლოების ელემენტის არსებობის, დახასიათების და აგების ამოცანები.
კლასიკური ჰარმონიული ანალიზი წარმოიშვა როგორც მექანიკის, ფიზიკის და
ალბათობის თეორიის ამოცანების ამოხსნის ერთ-ერთი საშუალება. მისი სიმწიფის
პირველი ეტაპს წირმოადგენდა ფურიეს მწკრივთა და ინტეგრალთა თეორია, აგრეთვე
სპექტრალური ანალიზის და სინთეზის ამოცანები. ტოპოლოგიური ჯგუფების
განვითარებასთან დაკავშირებით, შეიქმნა კლასიკური ჰარმონიული ანალიზის მრავალი
ამოცანის და თეორემის ნებისმიერი ტოპოლოგიური ჯგუფისათვის გადატანის
შესაძლებლობა. ასე წარმოიშვა აბსტრაქტული ჰარმონიული ანალიზი. თანამედროვე
მათემატიკის ეს მნიშვნელოვანი მიმართულება გამოირჩევა არა მარტო თავისი შინაგანი
სილამაზით, არამედ, გამოყენებებით ფუნქციონალურ ანალიზში, მათემატიკურ
ფიზიკაში, დიფერენციალურ განტოლებათა და მათემატიკის კიდევ ბევრ სხვა დარგში.
ჰარმონიული ანალიზის შექმნა დაკავშირებულია ისეთ სახელებთან, როგორიცაა
ლ.ეილერი, ჟ. ფურიე, ნ.ვინერი, კ. ვეიერშტრასი, დ.ბერნული, გ.რიმანი, ჟ.დირიხლე, ა.
ლებეგი, გ.ვეილი, გ.კანტორი, ლ.პონტრიაგინი, ი.გელფანდი, მ.ნაიმარკი და სხვ.

თანამედროვე ჰარმონიული ანალიზი შეიქმნა რთული და ხანგრძლივი განვითარების


შედეგად. ამ განვითარების განმავლობაში მრავალჯერ და რადიკალურად იცვლებოდა
თვალთახედვები მის ძირითად ცნებებზე და იმაზეც კი, თუ რა უნდა ყოფილიყო მისი
საგანი. ეილერის, ბერნულის და ფურიეს გენიალურ მიხვედრებს მოყვა კრებადობის
პრობლემათა მკაცრი ანალიზი დირიხლეს, რიმანის, კანტორის და ლებეგის შრომებში. ამ
ანალიზმა მთელს მათემატიკაზე მოახდინა ზემოქმედება. ნამდვილი ცვლადის
ფუნქციათა თეორიის ეპოქამ, მისი ინტერესებით ინდივიდუალური და თანაც
საკმარისად რთული კონსტრუქციის ფუნქციებისადმი, მე-20 საუკუნის დასაწყისში
განვითარება ჰპოვა ფუნქციონალური ანალიზის სახით. ამ ახალმა თეორიამ სიცხადე
შეიტანა არსებულ თეორიათა ალგებრულ და ოპერატორულ შინაარსში და მისი
განვითარება დამთავრდა განზოგადებულ ფუნქციათა თეორიის შექმნით, რომელმაც
ჰარმონიული ანალიზს (ახალ დონეზე) დაუბრუნა მისი პირვანდელი უნივერსალობა.

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ თავისი არსებობის პირველივე წლებიდან დღემდე,
ჰარმონიული ანალიზი ვითარდებოდა მათემატიკურ ფიზიკასთან ერთად,
წარმოადგენდა რა მრავალ ფიზიკურ თეორიათა (დაწყებული რხევისა და სითბური

1
პროცესების თეორიებიდან დამთავრებული ელექტრომაგნეტიზმისა და ქვანტური
მექანიკის თეორიებით) აპარატს. ჰარმონიული ანალიზის გამოყენებები ყოველთვის
ეხებოდა ბუნების შეცნობის ფუნდამენტურ პრობლემებს.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ჰარმონიული ანალიზის საწყისი ეტაპად ითვლება ფურიეს


მწკრივთა და ინტეგრალთა თეორია. ტრიგონომეტრიული მწკრივები პირველად
მოხსენიებულია გოლდბახისადმი ეილერის წერილში, რომელშიც მოყვანილია
ფორმულები:

x sin 2 x sin 3x 
 sin x     ;
2 2 3 2
1
1  cos x  cos 2 x    , x  0.
2

ამ წერილში არ არის საუბარი ამ მწკრივთა კრებადობასთან დაკავშირებით. იმ დროს


მწკრივად ყოველი გაშლა მიიღებოდა სპეციალური მეთოდებით და თითოეულ
შემთხვევაში წარმოადგენდა ცალკეულ ექსპერიმენტალურ ფაქტს. სისტემატიური
თეორიის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს დ.ბერნულის შესანიშნავი მიხვედრა
ტრიგონომეტრიულ გამწკრივებათა უნივერსალური ხასიათის, ნებისმიერი ფუნქციის
ტრიგონომეტრიულ მწკრივად წარმოდგენის შესახებ. ეს იდეა გამოთქმული იყო მე-18
საუკუნის მეორე ნახევარში სიმის რხევის ცნობილ ამოცანასთან დაკავშირებით. საქმე
ეხება ისეთი y ( x, t ) ( x  [0, l ]) , t  0 ფუნქციის მოძებნას, რომელიც აკმაყოფილებს

2 y 2  y
2
 a
t 2 x 2

y
( x,0)  g ( x) ( x  [0, l ]) საწყისი და y (0 , t )  y (l , t )  0 (t  0)
განტოლებას y ( x,0)  f ( x),
t
სასაზღვრო პირობებით. აქ a არის მუდმივა, რომელიც განსაზღვრულია ტოლობით
a  T /  , სადაც T სიმის გადაადგილების დაძაბულობა, ხოლო  სიმის სიმკვრივეა.
მასთან განიხილება აბცისათა ღერძის x  0, x  l წერტილებში ჩამაგრებული სიმი,
რომელიც წონასწორობის მდგომარეობაში ემთხვევა [0, l ] მონაკვეთს. საწყის მომენტში
სიმზე მოქმედებით აძლევენ მას ( x, y ) სიბრტყეში f ფუნქციის გრაფიკის სახეს. g (x)
არის ( x, f ( x)) წერტილის საწყისი სიჩქარე ( y ღერძის მიმართულებით). ამოცანა იმაში
მდგომარეობს, რომ გამოითვალოს დროის t , t  0, მომენტში სიმის x  [0, l ] აბსცისის
მქონე y ( x, t ) წერტილის ორდინატი. დ.ბერნულის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუ
საწყის პირობებში მონაწილე f ფუნქცია უშვებს
2

j
f ( x)   c j sin x (1)
j 1 l

სახის ტრიგონომეტრიულ მწკრივად გაშლას, მაშინ სიმის რხევის განტოლების ამოხსნა


შეიძლება ჩაიწეროს შემდეგი სახით

ja ja j
y ( x, t )   ( A j cos t  B j sin t ) sin x,
j 1 l l l

სადაც A j და B j კოეფიციენტების გამოთვლა ხდება მოცემული საწყისი და სასაზღვრო


პირობების შესაბამისად. მაშ, საქმე ეხება იმის გარკვევას, როგორი ფუნქციები უშვებენ (1)
სახის გაშლას. ის, რომ (1) გაშლას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მხოლოდ მოცემულ [0, l ]
შუალედზე და არა მის გარეთ, იმ დროისათვის სრულებით არ იყო ტრივიალური. არ იყო
აგრეთვე ცნობილი ტრიგონომეტრიულ მწკრივად გაშლის კოეფიციენტთა
გამოსათვლელი ფორმულები. ეს ფორმულები მიღებულ იქნა ფურიეს მიერ და ამან
მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰარმონიული ანალიზის განვითარებაში.
დასამტკიცებელი რჩებოდა ფურიეს მწკრივების კრებადობა თავის ფუნქციისაკენ.
პირველად ეს შეძლო დირიხლემ, რომელმაც აჩვენა, რომ ყოველი უბან-უბან
მონოტონური 2 -პერიოდული ფუნქცია იშლება ფურიეს მწკრივად ფუნქციის
უწყვეტობის ყოველ წერტილში, ხოლო თუ x არის წყვეტის წერტილი, მაშინ მისი ჯამი
არის ( f ( x  0)  f ( x  0)) / 2.

ამის შემდეგ, კოშიმ და პუასონმა ჰარმონიული ანალიზი გამოიყენეს ტალღური


განტოლებისათვის სამგანზომილებიან სივრცეში, კოშიმ გამოიყენა ფურიეს გარდაქმნა
მუდმივკოეფიციენტებიან კერძო წარმოებულებიან წრფივ განტოლებათა ამოსახსნელად.

ჰარმონიული ანალიზის განვითარებაში არსებითი როლი ითამაშა რიმანის


სადისერტაციო ნაშრომმა. მასში შემოყვანილია რიმანის ინტეგრალის უმნიშვნელოვანესი
ცნება, დამტკიცებულია აბსოლუტურად ინტეგრებად ფუნქციათა ფურიეს
კოეფიციენტთა ნულისაკენ კრებადობა, შემოღებულია ტრიგონომეტრიულ მწკრივთა
შეჯამებადობის ცნება. რიმანის ამოცანა იყო არა იმდენად შეჯამებადობის მეთოდთა
შესწავლა, არამედ იმ პირობათა დადგენა, რომლებსაც უნდა დაექვემდებაროს ფუნქცია,
რომ ის იქნას წარმოდგენილი კრებადი ტრიგონომეტრიული მწკრივის სახით. მეორე
უმნიშვნელოვანესი დასკვნა, რომელიც დადგენილ იქნა რიმანის მიერ, დაკავშირებული
იყო აბსოლუტურ და არააბსოლუტურ კრებადობათა განხილვასთან, დამტკიცებული
იქნა რიმანის ცნობილი თეორემა არააბსოლუტურად კრებად მწკრივთა გადანაცვლებების
შესახებ. ამას გარდა, რიმანის დისერტაცია შეიცავს მოსაზრებებს კ.ვეიერშტრასის
თეორემასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უწყვეტ ფუნქციათა თანაბრად კრებად
მწკრივთა ჯამის უწყვეტობას.
3
მე-19 საუკუნეში შესრულებული ნაშრომებიდან, ჰარმონიული ანალიზისათვის
განსაკუთრებულად უნდა გამოიყოს ვეიერშტრასის ცნობილი თეორემა უწყვეტი
ფუნქციების პოლინომებით თანაბარ მიახლოებასთან დაკავშირებით და კანტორის
შრომები, რომლებშიც შესწავლილია ტრიგონომეტრულ მწკრივთა ერთადერთობის
საკითხი. ტრიგონომეტრიულ მწკრივებთან დაკავშირებით კანტორის შრომების როლი
უმნიშვნელოვანესია. სწორედ მათი საშუალებით შეიქმნა სიმრავლეთა თეორია,
რომელმაც მთელი მათემატიკის სახე შეცვალა.

მე-20 საუკუნის დასაწყისი აღსანიშნავია ლებეგის ზომისა და ინტეგრალის


აღმოჩენით, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჰარმონიულ ანალიზზე. შესაძლებელი
გახდა ნებისმიერი ჯამებადი ფუნქციის სათანადო ფურიეს მწკრივის განხილვა.
ჰარმონიული ანალიზისათვის ტერმინი ‘’ყველგან კრებადობა’’ ნაკლებად ბუნებრივი
გახდა, ვიდრე ‘’თითქმის ყველგან’’ კრებადობა. ინტეგრალის ახალი თეორიის მთავარი
შედეგი გახდა ფურიეს მწკრივთა ‘’ L2 თეორია’’, რომელიც ერთმანეთისაგან
დამოუკიდებლად შექმნეს ფ.რისმა და ფიშერმა. ანალოგიური თეორია შეიქმნა
პლანშერელის მიერ ფურიეს გარდაქმნებისათვის.

ფუნქციონალური ანალიზის ეპოქის დადგომამ გამოამზეურა თეორიის მანამდე


დაფარული, მაგრამ განუყოფელი ასპექტები: ფურიეს კოეფიციეტებისა და ფურიეს
ინტეგრალის ინტეგრალური ფორმულები გააზრებული იქნა, როგორც გარდაქმნა,
როგორც ოპერატორი; გაირკვა მთელი თეორიის ალგებრული ხასიათი; შეიქმნა
წარმოდგენა სპექტრზე, სპექტრალურ ანალიზსა და სინთეზზე; გაირკვა ნახვევის
ოპერაციის ერთ-ერთი უპირველესი როლი.

ბოლო უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჰარმონიული ანალიზის ისტორიაში გახდა


ლ.შვარცის განაწილების თეორიის შექმნა წინა საუკუნის 50-იან წლებში. ამ თეორიის
შექმნა განაპირობა ანალიზის განვითარებამ. კრებადობის პრობლემები, რომლებიც
ტვირთად აწვდა ჰარმონიულ ანალიზს და მისი პროგრესის შემფერხებელი იყო,
განაწილების თეორიის ჩარჩოებში მოხსნილი იქნა. გაირკვა, რომ ნებისმიერი
განაწილების ფურიეს მწკრივი იკრიბება მისკენ განაწილებათა სივრცეში. ამით
დასაბუთდა დ.ბერნულის წინასწარხედვა-ტრიგონომეტრიულ მწკრივთა უნივერსალობა
გაცილებით მრავლისმომცველი აღმოჩნდა, ვიდრე ამის გააზრება შეეძლოთ წინა
საუკუნეების მეცნიერებს.

ჰარმონიულ ანალიზისათვის მნიშვნელოვანია ჯგუფური სტრუქტურის როლის


გათვალისწინება, რაც მზადდებოდა მე-19 საუკუნის ბოლოდროინდელ ალგებრულ
ნაშრომებში. ეს ნაშრომები ეხებოდა სასრულ ჯგუფთა წარმოდგენათა თეორიას
(ფრობენიუსი) და სასრული კომუტაციური ჯგუფის ხარაქტერთა თეორიას (ვებერი). მათ
მიერ შემოღებული ალგებრული ცნებები და დამტკიცებული ფაქტები განზოგადებული
4
იქნა შურის და გ. ვეილის მიერ ზოგიერთი ტოპოლოგიური ჯგუფისათვის.
მნიშვნელოვანი სტიმული ფურიეს კლასიკური ანალიზის ჩარჩოების გადალახვისათვის
გახდა გ.ბორის მიერ შექმნილი თითქმის პერიოდულ ფუნქციათა თეორია , რომლის
განზოგადება ჯგუფებისათვის მოახდინა ფ.ნეიმანმა.

ფუნდამენტური მნიშვნელობის როლი ითამაშა ფ.პეტერისა და გ.ვეილის მიერ 1927


წელს შესრულებულმა ნაშრომმა, რომელშიც აგებულ იქნა კომპაქტურ ჯგუფთა
წარმოდგენების თეორია. ამას თან დაერთო ჰაარის მიერ ლოკალურად კომპაქტურ
ჯგუფებზე ზომის არსებობის აღმოჩენა. ამან და ლოკალურად კომპაქტური
კომუტაციური ჯგუფებისათვის შექმნილმა პონტრიაგინ-ვან კამპენის ორადობის
თეორიამ საფუძვილი ჩაუყარა კომუტაციური ჰარმონიული ანალიზის შექმნას.

ძირითადი წყაროები, რომლებმაც განაპირობეს ჰარმონიული ანალიზის შექმნა, იყო


მათემატიკური ფიზიკა, ალბათობის თეორია რიცხვთა თეორია და ტოპოლოგიური
ალგებრა. თავის მხრივ, ჰარმონიული ანალიზი უდიდეს ზეგავლენას ახდენდა ამ და
აგრეთვე ზოგიერთ სხვა დისციპლინებისათვის ძირითადი იდეებისა და ტექნიკური
საშუალებების გამომუშავებაზე.

ჰარმონიული ანალიზი არის მათემატიკური ანალიზის ნაწილი, რომელიც სწავლობს


ფუნქციათა თვისებებს მისი ფურიეს მწკრივებისა და ინტეგრალების საშუალებით,
გვაძლევს მათემატიკური ფიზიკის, ალბათობის თეორიის, ტოპოლოგიური ალგებრის და
ზოგიერთი სხვა დარგის ამოცანათა ამოხსნის მეთოდებს. კლასიკური ჰარმონიული
ანალიზის ძირითადი ობიექტებია: ტრიგონომეტრიული მწკრივები, ფურიეს
გარდაქმნები, თითქმის პერიოდული ფუნქციები, დირიხლეს მწკრივები. ჰარმონიული
ანალიზის მეთოდები გადატანილია აბსტრაქტული სტრუქტურებისათვის ისეთი
ცნებების საშუალებებით, როგორიცაა ჰაარის ზომა, ჯგუფთა წარმოდგენა, ჯგუფის
ხარაქტერი, რითაც ხდება მისი დამოუკიდებელი ნაწილის-აბსტრაქტული ჰარმონიული
ანალიზის ფორმირება.

აპროქსიმაციის თეორია არის მათემატიკის ერთ-ერთი განსაკუთრებულად


განვითარებადი დარგი. აპროქსიმაციის თეორიის მეთოდებით და იდეებით არის
გაჯერებული მათემატიკური მეცნიერებების სხვადასხვა, განსაკუთრებით კი
გამოყენებითი მიმართულების სფერო. ამავე დროს ხდება აპროქსიმაციის ან როგორც მას
სხვაგვარად უწოდებენ, მიახლოების თეორიის ძირითად პრობლემათა გაფართოება და იმ
ფუნდამენტის უფრო მყარ საფუძველზე დამყარება, რომელიც ჩადებულია ჩებიშევის,
ვეიერშტრასის, ჯეკსონის, ბერნშტეინის და მათი მიმდევრების შრომები.

5
აპროქსიმაციული შინაარსის ამოცანები, რომლებიც დასმულია ფუნქციათა ან უფრო
ზოგადი კლასებისათვის, უმთავრესად წარმოადგენენ ამოცანებს ექსტრემუმებზე:
საჭიროა მოიძებნოს ზუსტი ზედა საზღვარი მოცემული მეთოდით მიახლოების
ცდომილებისა ფუნქციათა მოცემულ კლასზე ან ამ კლასისათვის მითითებულ იქნას
მიახლოების საუკეთესო მეთოდი.
დავიწყოთ ისტორიული ექსკურსით. ძველი ეგვიპტელები ამბობდნენ, რომ წრის
ფართობი ტოლია იმ კვადრატის ფართობისა, რომლის გვერდი არის წრის დიამეტრი
1 256
შემცირებული მისი -ით. ეს გვაძლევს -ს მიახლოებას, რომელიც ტოლია  3,1604
9 8

აქ განხილულია ორი პრობლემა: რიცხვის მიახლოება (განხილულ შემთხვევაში 


რიცხვის) და „კვადრატურის“, ე.ი. წირის ქვემოთა არის ფართობის ტოლდიდი
კვადრატით შეცვლა. პირველი ორმხრივი შეფასება -სათვის მოცემულია არქიმედეს
მიერ. -სათვის პირველი ანალიზური ფორმულა გამოყვანილ იქნა ვიეტის მიერ. მანვე
გამოთვალა  9 ნიშნის სიზუსტით. ანალოგიური საკითხებით დაინტერესებული იყვნენ
ლეიბნიცი, ეილერი და ბევრი სხვა. 1983 წლისათვის, გამოთვლითი მანქანების
მეშვეობით  გამოთვლილი იყო ათ მილიონამდე ციფრის სიზუსტით.
ასეთ გამოთვლებს განსაკუთრებული აზრი არ ჰქონდა, მაგრამ ამით ეყრებოდა
საფუძველი ახალი დარგის  გამოთვლითი მათემატიკის განვითარებას.  რიცხვის
ისტორია იმისათვის განვიხილეთ, რომ ხაზი გავუსვათ მათემატიკის განვითარების
თავისებურებას. ხშირად ხდება განდგომა პრაქტიკული მოთხოვნილებებიდან და
მათემატიკოსები, არცთუ იშვიათად, ინტერესდებიან პირველადი მიზნებისაგან
საკმარისად შორს მდგომი ამოცანებით. ზოგჯერ ხდება პრაქტიკისაკენ მობრუნება,
ზოგჯერ არა. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი თეორიული საკითხი  რიცხვის
სირთულესთან დაკავშირებით, დღესაც გაურკვეველია.
აპროქსიმაციის თეორია თავიდანვე იყო დაინტერესებული რთული ობიექტების
შედარებით მარტივით წარმოდგენით. მაგალითად, ხდება ფუნქციის შეცვლა მისი
მიახლოებით და ფუნქციონალის ან ოპერატორის მიახლოებით წარმოდგენა ამ
ფუნქციონალის ან ოპერატორის გამოთვლით ამ მიახლოებიდან. ასეთ მეთოდს იყენებენ

6
დიფერენციალურ განტოლებათა რიცხვითი დიფერენცირებისათვის ანუ მიახლოებითი
ამოხსნისათვის.
ბუნებრივად ისმება შემდეგი ამოცანები: როგორ უნდა გამოვთვალოთ (რაიმე)
საუკეთესო გზით? როგორ ჩავატაროთ ინტეგრების პროცესი საუკეთესოდ? როგორ
მივუახლოვდეთ ფუნქციას ან ფუნქციონალს, როგორც ამოვხსნათ დიფერენციალური ან
ინტეგრალური განტოლება? ასეთი სახის კითხვები დამახასიათებელია მიახლოების
თეორიისათვის და სწორედ მათზე გვექნება საუბარი ლექციათა ამ კურსში. ჩვენ ვთვლით,
რომ მკითხველი იცნობს მათემატიკური ანალიზის, ნამდვილი და კომპლექსური
ცვლადის ფუნქციათა თეორიის ძირითად საკითხებს. მოხერხებულობისათვის, ხშირად
მკითხველს მოვაგონებთ ჩვენთვის საჭირო ზოგიერთ საკითხს.
ფუნქციათა საუკეთესოდ მიახლოების ამოცანა მდგომარეობს ფუნქციათა
რომელიღაც ფიქსირებულ ოჯახში ისეთი ფუნქციის შერჩევაში, რომლის გადახრა
მოცემული ფუნქციიდან იქნება უმცირესი. ასეთი ამოცანა პირველად ჩამოყალიბებული
იყო პ. ჩებიშევის მიერ, რომელიც სწავლობდა უწყვეტ ფუნქციათა მიახლოების საკითხს
მოცემული რიგის ალგებრული პოლინომებით და აგრეთვე რაციონალური წილადებით,
რომელთა მრიცხველი და მნიშვნელი ფიქსირებული რიგის პოლინომებია. ორი
ფუნქციის გადახრის ქვეშ ჩებიშევი გულისხმობდა მათი სხვაობის მოდულის მაქსიმუმს.
შემდეგში, რიგი მათემატიკოსების მიერ შეისწავლებოდა საუკეთესო მიახლოებები
სხვადასხვა თეორიული ფუნქციონალური შინაარსით, როდესაც იხილებოდა გადახრის
ზომათა და მააპროქსიმირებელ ფუნქციათა სიმრავლეების სხვადასხვა ვარიანტები. ასეთ
ნაშრომთა შორის, უპირველესად, უნდა გამოვყოთ ა. მარკოვის, ჯეკსონის, ს.
ბერნშტეინის, ვალე-პუსენის, ჰაარის, ა. კოლმოგოროვის ნაშრომები.
წრფივ ნორმირებულ სივრცეთა თეორიის განვითარებასთან დაკავშირებით აშკარა
გახდა, რომ საუკეთესოდ მიახლოების ამოცანათა წრე უშვებს ზოგად დასმას
ნორმირებული სივრცის ტერმინებში, თუ გადახრის ზომად აღებული იქნება სივრცის
ნორმა. ასეთი დასმა იძლევა იმის საშუალებას, რომ აპროქსიმაციის ანუ მიახლოების
თეორიის ექსტრემალური ამოცანების ამოხსნისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას
ფუნქციონალური ანალიზის და გეომეტრიის მეთოდები. ახალი მეთოდები

7
განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა სასრულგანზომილებიანი მააპროქსიმირებელი
სიმრავლეებიდან უსასრულოგანზომილებიანებზე გადასვლისას.
ნორმირებულ სივრცეებში საუკეთესოდ მიახლოების თეორიას საფუძველი ჩაეყარა
წინა საუკუნის 20-იან წლებში ფუნქციონალური ანალიზის ერთ-ერთი დამფუძნებლის ს.
ბანახის მიერ. 30-40-იან წლებში ბანახის იდეები განვითარებული და სისტემიზებული იქნა
სხვადასხვა მიმართულებებით. აღსანიშნავია კვლევები, რომლებშიც საუკეთესოდ
მიახლოების ამოცანათა კვლევა ტარდებოდა კონკრეტულ ფუნქციურ სივრცეებში.
საუკეთესოდ მიახლოების ამოცანა წრფივ ნორმირებულ X სივრცეში ყალიბდება
შემდეგნაირად. ვთქვათ G წარმოადგენს X სივრცის რომელიღაც სიმრავლეს და x  X .

საძებნია ისეთი ელემენტი y*  y* ( x)  G, რომლისათვისაც მიიღწევა || x  y || გადახრის

ქვედა საზღვარი, როდესაც y იცვლება მთელს G-ზე. E (G, x) = sup𝑥∈𝐺 ||𝑥 − 𝑦|| სიდიდეს

ეწოდება x  X ელემენტის საუკეთესოდ მიახლოება G სიმრავლის ელემენტების

საშუალებით. y* ელემენტს ეწოდება x ელემენტის საუკეთესოდ მაახლოებელი ელემენტი

G სიმრავლის ელემენტების საშუალებით.


საუკეთესოდ მიახლოების ამოცანა მოიცავს შემდეგ 5 პრობლემას:

1. საუკეთესო მიახლოების y* ელემენტის არსებობის პრობლემა;

2. y* ელემენტის ერთადერთობის პრობლემა;

3. საუკეთესო მაახლოებელი ელემენტის მახასიათებელი თვისებების შესწავლა;


4. E (G, x) საუკეთესო მიახლოების გამოთვლა ან შეფასება;

5. საუკეთესო მაახლოებელი y* ელემენტის მოძებნის ალგორითმის აგება.

ჩვენს ლექციათა კურსში განხილულია ჰარმონიული ანალიზისა და აპროქსიმაციის


თეორიათა ამოცანები და მათთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი. ხშირად,
საკითხები ილუსტრირებულია მაგალითებით. ზოგიერთი დებულება
ჩამოყალიბებულია დამტკიცების გარეშე. მათზე მეტი ყურადღების მიქცევა
გათვალისწინებულია პრაქტიკულმ მეცადინეობებზე.

8
ლექციის უკეთ გააზრების მიზნით მოგვყავს რამოდენემე მაგალითი ფუნქციის ფურიეს
მწკრივად გაშლასთან დაკავშირებით. მეტი დრო ფურიეს მწკრივებს დაეთმობათ შემდეგ
ლექციებში. ტრიგონომეტრიული მწკრივი ჰქვია ფუნქციურ მწკრივს, სადაც 𝑎𝑛 , 𝑏𝑛
ნებისმიერი რიცხვებია, რომლებსაც ტრიგონომეტრიული მწკრივის კოეფიციენტები
ქვიათ. ამ მწკრივის ჯამი 2 -პერიოდული ფუნქციაა და თუ მისი ჯამი არის f (x )
ფუნქცია, მაშინ ვიტყვით, რომ f (x ) გაიშლება ტრიგონომეტრიულ მწკრივად, რომელსაც
𝑎0 1 𝜋
აქვს სახე 𝑓(𝑥) = + ∑∞
𝑛=1 𝑎𝑛 cos 𝑛𝑥 + 𝑏𝑛 sin 𝑛𝑥 , ამასთან 𝑎𝑛 = 𝜋 ∫−𝜋 𝑓(𝑥) cos 𝑛𝑥𝑑𝑥, 𝑏𝑛 =
2
1 𝜋
∫ 𝑓(𝑥) sin 𝑛𝑥𝑑𝑥.
𝜋 −𝜋
თუ 𝑓(𝑥) ლუწი ფუნქციაა, მაშინ ყველა 𝑏𝑛 კოეფიციენტი ნულია,
ხოლო თუ ფუნქცია კენტია, მაშინ ყველა 𝑎𝑛 = 0. აქ არ შევეხებით ფურიეს მწკრივის
კრებადობის საკითხს. ამიტომ საუბარი გვექნება ფუნქციის ფორმალურ ფურიეს
მწკრივებთან დაკავშირებით .

მაგალითები:

1. შეადგინეთ შემდეგი ფუნქციის ფორმალური ფურიეს მწკრივი


−1, − 𝜋 ≤ 𝑥 < −𝜋/2
𝜋
𝑓(𝑥) = { 0, − 2 < 𝑥 ≤ 𝜋/2 .
𝜋
1, <𝑥≤𝜋
2

ამოხსნა. რადგან მოცემული ფუნქცია კენტია, ამიტომ ყველა 𝑎𝑛 კოეფიციენტი ნულის


ტოლია. 𝑏𝑛 კოეფიციენტებისათვის გვაქვს
1 −𝜋/2 1 𝜋 2 𝑛𝜋
𝑏𝑛 = − 𝜋 ∫−𝜋 sin 𝑛𝑥𝑑𝑥 + 𝜋 ∫𝜋/2 sin 𝑛𝑥𝑑𝑥 = 𝜋𝑛 (cos − cos 𝑛𝜋) .
2

ფურიეს ფორმალურ მწკრივს ექნება სახე


2 𝑛𝜋
𝑓(𝑥) = ∑∞
𝑛=0 𝜋𝑛 (cos − cos 𝑛𝜋) sin 𝑛𝑥 .
2
2. თუ 𝑓(𝑥) ფუნქციის პერიოდია 2𝑙 განსაზღვრულია და ის განსაზღვრულია [−𝑙, 𝑙]
შუალედზე, მაშინ მისი ფორმალური ფურიეს მწკრივია
𝑎0 𝑛𝜋𝑥 𝑛𝜋𝑥
+ ∑∞
𝑛=1 (𝑎𝑛 cos + 𝑏𝑛 sin ), სადაც
2 𝑙 𝑙
1 𝑙 𝑛𝜋𝑥 1 𝑙 𝑛𝜋𝑥
𝑎𝑛 = ∫ 𝑓(𝑥) cos 𝑑𝑥, 𝑏𝑛 = ∫ 𝑓(𝑥) sin 𝑑𝑥.
𝑙 −𝑙 𝑙 𝑙 −𝑙 𝑙

შევადგინოთ [−1,1] შუალედზე განსაზღვრული 𝑓(𝑥) = |𝑥|, ფუნქციის ფორმალური


ფურიეს მწკრივი. ფუნქციის ლუწობის გამო 𝑏𝑛 კოეფიციენტები ნულებია, ხოლო 𝑎𝑛 -
სათვის გვაქვს

9
1 1
2
𝑎0 = 2 ∫ 𝑥𝑑𝑥 = 1, 𝑎𝑛 = 2 ∫ 𝑥 cos 𝑛𝜋𝑥𝑑𝑥 = ( cos 𝑛𝜋 − 1).
0 0 𝑛2 𝑥 2

ფურიეს მწკრივს აქვს სახე

1 4 cos(2𝑛−1)𝜋𝑥
𝑓(𝑥) = − ∑∞
𝑛=1 .
2 𝜋2 (2𝑛−1)2

3. გამოვიანგარიშოთ 𝑇 = 4 პერიოდის მქონე (0,4) შუალედზე განსაზღვრული


6, 0<𝑥<2
𝑓(𝑥) = {
3𝑥, 2 < 𝑥 < 4
ფუნქციის ფურიეს კოეფიციენტები.

ამოხსნა.

1 4 𝑛𝜋𝑥 1 2 𝑛𝜋𝑥 4
𝑛𝜋𝑥
𝑎𝑛 = ∫ 𝑓(𝑥) cos 𝑑𝑥 = (∫ 6 cos 𝑑𝑥 + ∫ 3𝑥 cos 𝑑𝑥 )
2 0 2 2 0 2 2 2

6 1 4
= 2 2 (1 − cos 𝑛 𝜋), 𝑛 ≠ 0, 𝑎0 = ∫ 𝑓(𝑥)𝑑𝑥 = 15,
𝑛 𝜋 2 0

1 4 𝑛𝜋𝑥 1 2 𝑛𝜋𝑥 4
𝑛𝜋𝑥 −6
𝑏𝑛 = ∫ 𝑓(𝑥) sin 𝑑𝑥 = (∫ 6 sin 𝑑𝑥 + ∫ 3𝑥 sin 𝑑𝑥 ) = .
2 0 2 2 0 2 2 2 𝑛𝜋

სავარჯიშოები (საშინაო დავალებისათვის)

1. შეადგინეთ შემდეგი ფუნქციის ფორმალური ფურიეს მწკრივი

𝜋 − 𝑥, − 𝜋 ≤ 𝑥 ≤ 0
𝑓(𝑥) = { .
𝜋 + 𝑥, 0 < 𝑥 ≤ 𝜋
2. შეადგინეთ შემდეგი ფუნქციის ფორმალური ფურიეს მწკრივი
𝜋
−1, −𝜋 ≤𝑥 ≤−
2
𝜋 𝜋
𝑓(𝑥) = 0, − <𝑥≤ .
2 4
𝜋
{ 1, <𝑥 ≤𝜋
4

3. გამოვიანგარიშოთ 𝑇 = 2 პერიოდის მქონე (0,2) შუალედზე განსაზღვრული


𝑥, 0<𝑥<2
𝑓(𝑥) = {
2, 2 < 𝑥 < 4
ფუნქციის ფურიეს კოეფიციენტები.

10

You might also like