You are on page 1of 30

ზამთრის მიწურულს

დანაშაული?... ამას ყველანი ჩავდივართ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად.


მისი აღიარება, გაანალიზება, გამოსწორება - საშინლად რთულია. რთულია იმაზე იფიქრო, თუ
რა ჩაიდინე არასწორად. რთულია იმის გაგება თუ როგორ სტკენ სხვას ამით გულს. ერთი
შეცდომაც საკმარისია, ერთი არასწორი ნაბიჯიც, რომ სრულიად შეცვალო შენი ცხოვრება.
ეს ამბავი ცოტა არ იყოს სევდიანია. მასში მონაწილე პირებისთვის არ იყო ცნობილი,
თუ მათი ცხოვრება ასე წარიმართებოდა. სწორედ იმ არასწორმა ნაბიჯმა, არასწორად
შერჩეულმა დრომ თუ პერიოდმა, განაპირობა ისე წარმართულიყო ყველაფერი და ისე მწარედ
შეჯახებოდა ბედს მათი ცხოვრება, როგორც მოქცევის დროს აზვირთებული ტალღები,
რომლებიც რიფზე სეხეთქებისას შუაზე იპობა. მე ვინ ვარ?...ამბავს უინტერესოს გახდის და
მოულოდნელობის ეფეტს დაგიკარგავთ თუ ამას ახლავე გაგიმხელთ. ეს ამბავი ცოტა მეც
მეხება, მაგრამ მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
გაზაფხულის მშვიდი საღამო იდგა. ხეები ფოთლებს ხელახლა ისხამდა და გარემო
ცოცხალ, ხალისიან ფერებს უბრუნდებოდა, ცივი და სუსხიანი ზამთრის შემდეგ. ხალხიც
უფრო ღია, თავისუფალ ტანსაცმელს დაუბრუნდა, ნათელი ფერებით და ქალაქს ერთ დიდ
ლამაზი, მრავალფეროვანი ცისარტყელასავით ალამაზებდა, რომელიც თბილი და შხაპუნა
წვიმის შემდგომ ჩნდება. ოდნავ დაღონებულ, უკვე მოწმენდილ ცაზე. ეს ისეთი
წარმოსადგენია, როგორც ზღაპრებსა და ფილმებში, სადაც ყველაფერი ''happy end'' - ით
მთავრდება. თუმცა ამ სილამაზის უკან მაინც იმალება მუქი ფერები, ბოროტება, სიძულვილი,
დანაშაული და სიკვდილი. გარშემო ისევ სროლის ხმა ისმის და ქუჩა ნახევრად სავსეა
გვამებით, დაჭრილებით, შეშინებული ადამიანებითა და პოლიცილებით, რომელთაც ხალხი
გაურბის, მიუხედავად იმისა, რომ, მათთან თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ. ამ ალიაქოთსა
და ხმაურს კი სასტიკად გამაყრუებელი სირენა ფარავს, რომლითაც სასწრაფო დახმარება
მოდის. ყველაფერს შენელებული კადრით წარმოვიდგენ ხოლმე, ისე როგორც ფილმებშია.
კვამლში გახვეული ხალხი, ზოგი ძირსაა მიმოფანტული, ზოგი თავის საშველად გარბის ან
თავისიანს ეხმარება. სამოქალაქო პირების შორის კი არიან ადამიანები მედდის, ჯარისკაცის,
პოლიციისა და სახანძროს ფორმით.

1
- პირველ რიგში ქალები და ბავშვები გაიყვანეთ!!! - გაისმა ღრიალის ხმა, რომელიც
სირენის გამაყრუებელ ხმას ფაქტიურად უტოლდებოდა. არაფრის გაგონების საშუალებას არ
გაძლევდა, ხალხის ყვირილი თუ საპატრულო მანქანების ხმა - ქალები და ბავშვები,
სწრაფად!!!. - ღრიალებდა პოლიციელი - ფიზიკური მდგომარეობა? კრიტიკული - ფორმა უკვე
ნახევრად შერჩენოდა ტანზე, იარები მას მთელ მარჯვენა მკლავს უფარავდა და მისი ფორმა
ზურგის მიდამოშიც სულ დახეული იყო ტყვიის ნაკაწრებისგან და სისხლს არასახარბიელოდ
ჰკარგავდა. მაგრამ ახლა მისი სხეული დიდი რაოდენობით ადრენალინს გამოჰყოფდა, ამიტომ
ვერ გრძნობდა ამ ჭრილობებისგან მიყენებულ ტკივილს.
- ლუჰან, სწრაფად აქეთ!!! - უცებ ხმა მოესმა და მაშინვე მისი მრგვალი, ღია
თაფლისფერი თვალების აქეთ-იქით ცეცებას მოჰყვა, გზა ძვლივს გაიკვლია და როდესაც
დანიშნულ ადგილს მიაღწია, უფროსი უკვე საკაცეზე იწვა. ექიმი პირველადი დახმარების
ჩანთით უკან მიჰყვებოდა, ორ კაცს, რომლებსაც დაშავებული სასწრაფო მანქანაში აჰყავდათ.
ის დაბნეულობას არ მოუცვია, არც შიშს. სწრაფადვე გადადგა ნაბიჯი და სასწრაფოს
თან გაჰყვა. ჩაჯდომისთანავე მანქანა ადგილს მოსწყდა. შავ, გრძელ სავარძელზე მჯდომმა
ლუჰანმა, რომელსაც წინ მძიმედ დაშავებული უფროსი ეწვა, წონასწორობა დაკარგა, თავი ვერ
შეიმაგრა და კარს მიეჯახა. სირენის ხმა ნელ-ნელა გამოეყო იმ ალიაქოთს რაც იქ ხდებოდა.
ხალხი უკვე შორიახლოს დამდგარიყო და ისე უცქერდა, თუ როგორ ცდილობდნენ
მეხანძრეები მთელი ძალით, ცეცხლის ალში გახვეული შენობის ჩაქრობას.
- გისმენთ? - სახლში სიმყუდროვე ტელეფონის ზარმა დაარღვია და მას სტაფილოს
ლუკმით გამოტენილმა ანამ უპასუხა, რომელიც საყვარლად ცდილობდა ბგერები გარკვევით
გამოეცა, თუმცაღა მალევე მისი ხმა ტირილით შეიცვალა და ყვირილი აღმოხდა, რომელიც
დედას ეძახდა.
- ანა რა მოხდა? - სამზარეულოში საჭრელი ხელსაწყოების ვარდნის ხმა გაისმა და
რუსუდანი შეშინებული სახით გამოვარდა მისაღებ ოთახში, სადაც ანა ტელეფონით ხელში,
აცრემლიანებული დახვდა.
- რა გაყვირებს?!
- დ...დედა... - აკანკალებული ხმა აღმოხდა ანას პირიდან.
- საავადმყოფოდან დარეკეს - სული ვერ მოითქვა, რომ თავისი სათმელი ბოლომდე
ეთქვა. ცრემლები შეუჩერებლად მოსდიოდა და სიტყვებს ეძებდა. - მამა...დაჭრილია და
საავადმყოფოში მიჰყავთ.

2
დედას ანას ყვირილის შემდეგ ანერვიულებული სახე კიდევ უფრო მოეკუჭა...
სასწრაფოთ მოიშორა წინსაფარი, ორივენი თავიანთ ოთახებში ავარდნენ, ქურთუკები
მოიცვეს. გაზაფხულის დამახასიათებელი, ჯერ კიდევ მატყუარა და ცივი ამინდები იყო.
გასაღები აიღეს და ორივემ მაშინვე დატოვა სახლი. ტაქსი გააჩერეს, უკანა სავარძელზე
დასხდნენ, რუსუდანმა მძღოლს მისამართი ანერვიულებულმა უთხრა და მანქანა მაშინვე
დაიძრა. ანა დედას მკერდზე ეკროდა და თავში ათასი საშინელება უტრიალებდა. გრძნობდა
როგორ მძიმედ მოძრაობდა დედას მკერდი სუნთქვისას და ეს კიდევ უფრო ემატებოდა მის
საშინელ განწყობას. ოცი წუთი გაილია გზაში ყოფნისას. წინა დღით ნაწვიმარ გზაზე მანქანის
ბორბლებ ქვეშ ისმოდა ხმა თუ როგორ აპობდა პატარა დაგუბებულ წყალს საბურავები.
მანქანა საავადმყოფოს წინ გაჩერდა, ანა მაშინვე მოშორდა დედის მკერდს რომ კარგი
გაეღო, მაგრამ წამით ადრე მას დაასწრეს. თავი უმნიშვნელოდ გაყო კარებიდან, შენობის წინ,
ქვაფენილით მოფენილ ასვალტზე მტვრით დაფარულ, მაღალ ყელიან ბათინკებს დახედა.
რომლის თასმები აცაბაცად, მოუხერხებლად იყო შეკრული. უკვე ერთი მოძრაობაც და
ჩამოიშლებოდნენ. ფეხებს თვალი ზანტად, უხასიათოდ ააყოლა და ჩაწითლებულ თვალებში
ლუჰანის აჩეჩილი და წინ ჩამოყრილი თმები მოხვდა, რომელიც ქვემოთ ანას დასქცეროდა. ანა
მანქანიდან გადავიდა და ერთმანეთს ჩაეხუტნენ, ამან გოგოს თვალებზე ცრემლი უფრო
მოუხშირა, ბოლოს კი ლუჰანი რუსუდანსაც გადაეხვია.
როგოც ჩანდა იმ საღამოს უფროსის ნახვა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ტყვიის
ამოსაღებად ოპერაციას უკეთებდნენ. მოსაცდელში ანა, რუსუდანი და ლუჰანი
ფერდაკარგულნი იცდიდნენ. არცერთი არ ნებდებოდა და თავს თუნდაც ორი წუთით
ჩათვლემის უფლებას არ აძლევდნენ. ბიჭი ხან ანას გვერდით სკამზე იჯდა და მხარზე ხელს
უსვამდა სანუგეშოდ, თითქოს ეს რამის შემცვლელი ყოფილიყო, ხან ფეხზე იდგა და
დერეფანში სამ ოთხ კრუგს არტყავდა ხოლმე. ანა და რუსუდანი კი მონაცვლეობით
ერთმანეთის მხრებზე ჩამოდებდენ თავს და უხასიათოდ რაღაცას გადაულაპარაკებდნენ
ერთმანეთს. ისე იყვნენ იფიქრებდით ახლა მათ უფრო სჭირდებათ შველა ვიდრე
საოპერაციოში მყოფ უფროსს, რომლის ბედი ჯერ გადაწყვეტილი არც არის.
ლუჰანი მეოთხე კრუგის დასრულების შემდეგ ანას გვერდით სკამზე მიუჯდა და ისევ
სცადა ხელი მის მხარზე დაერტყა, როცა ანამ დედის მხრიდან თავი წამოწია, მას გამოხედა და
თბილი ღიმილით გაუღიმა. რუსუდანიც ადგა ამ დროს და ცოტა გამოსაფხიზლებლად ყავის

3
მოტანა გადაწყვიტა. ლუჰანთან შეჩერდა, აჩეჩილ თმაზე თბილად ხელი გადაუსვა და გვერდი
აუარა.
- არ მინდოდა ეს ამბავი ასე ტელეფონით მეთვა თქვენთვის. - მან თითქოს
დარცხვენილმა თავი დახარა და ხელით თვალები მოიფშვნიტა - მაგრამ მას ახლა თქვენი
თანადგომა უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე აქ ჩემი ყოფნა - უთხრა და თავი ამოწია.
- არა... რას ამბობ... პირიქით... აუცილებელი იყო რომ გეთვა - ანამ მის გვერდით მჯდომ
ლუჰანს მარცხენა მკლავზე ხელი ჩამოუსვა. ის ანას მარჯვნივ იჯდა. თითქმის უკვე
ნაფლეთებად ქცეული ფორმა, ოფლისგან და სისხლისგან ერთდროულად ტანზე მიკვროდა,
ანამ მაშინვე იგრძნო, თითებსა და ხელის გულზე ლუჰანის მკლავზე ამობურცული კუნთები.
ლუჰანი ვერ გრძნობდა იმ ტკივილს რასაც მის სხეულზე არსებული ჭრილობები აყენაბდა -
თქვენ ხომ... სულ ერთმანეთის გვერდით ხართ, ერთმანეთზე ზრუნავთ. რა მოხდა, ამჯერად
რატომ ვერ შეძელი მისი დაცვა?! ერთმანეთს რატომ ვერ დაეხმარეთ, რომ ეს უბედურება
თავიდან აგეცილებინათ. როდესაც საქმეზე ერთად მიდიხართ... - ანამ თავი დახარა და მუქი
წაბლისფერი თმა წინ ჩამოეყარა, რამაც სახე მთლიანად დაუფარა. მარცხენა ხელი სახეზე
აიფარა და ასლუკუნდა. ლუჰანმა დააცადა რომ ბოლომდე დაცლილიყო. გოგოს მარცხენა
ხელით თმა გადაუწია და მხარზე ხელის დადებით ის უკან შეაკავა, რომ ისევ არ ჩამოჰყროდა
მას სახეზე. თვალები გაახილა და ბიჭს ამოხედა რომელიც ისევ ანას უცქერდა. ცრემლები
მოიწმინდა, წამოდგა და გარეთ, ჰაერზე გასვლა ისურვა.
- მაპატიე... ემოციების შეკავება ვერ შევძელი. - უთხრა ლუჰანს და ხარბად ყლაპავდა
ღამის სუფთა ჰაერს.
მთელი ის ღამე ნერვიულობასა და ლოდინში საუკუნოდ გაიწელა. არც არავინ
გამოდიოდა რომ უფროსის ამბავი ეთქვათ, ცუდი ან კარგი.

4
პირველი სიყვარული
უბედურება ნებისმიერ დროს შეიძლება დაატყდეს თავს ადამიანს. ეს არის მომენტი
ბედნიერების თუ თვით უბედურების. მკვლელობებს, უბრალო ძარცვებს და აფეთქებებს
ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება. სწორედ ისე, როგორც ანას მამა, რომლის
სახელიც დავითი გახლდათ.
45 წლის, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჭაღარა, თმაში ნელ-ნელა
ეპარებოდა, თუმცაღა თავის სიმპათიურობას ჯერ კიდევ არ კარგავდა. ანა სწორედ მას ჰგავდა.
ერთი და იგივე ინტერესები ჰქონდათ, ხასიათი, ჩაცმის სტილიც კი... ანას ისეთი მანერები და
სურვილები ნამდვილად არ ჰქონია არასდროს როგორც ნამდვილ გოგონას შეეფერება, არც
თინეიჯერობის ასაკში და ახლა ხომ საერთოდ. მათი საერთო საყვარელი სპორტი ბეისბოლია
და უქმეებზე როცა მამა სამსახურისგან დაკავებული არ არის, ყოველთვის მიდიან სათამაშოდ.
რუსუდანი კი საგზლით დატვირთული მიყვება, ხანგრძლივი, დაძაბული თამაშის შემდგომ,
წახემსება რომ შეძლონ.
დავითი ყველაზე მწარე გამოცდას იღებს თავის ცხოვრებაში, ოჯახის შექმნის და
პოლიციის აკადემიაში ჩაბარების შემდეგ. თუმცა ამაზე ასე არასდროს ფიქრობდა. მისთვის
პრობლემას მხოლოდ აკადემიაში ჩაბარების პერიოდი წარმოადგენდა. რუსუდანთან
ქორწინება? ეს მისთვის უბედნიერესი მომენტი იყო. იცით განსაკუთრებით რატომ? ქორწილის
დღეს პატარძალი 5 თვის ორსული იყო, კაბას მისი უკვე შესამჩნევლად წამოზრდილი მუცელი
უფრო მეტად ალამაზებდა და საყვარელს ხდიდა. ანას კი ყოველთვის უყვარდა საქორწილო
სურათების და ვიდეოს ყურება.
ლუჰანი უბრალოდ ანას გვერდით იდგა, უცქერდა, ნელ-ნელა სუნთვა როგორ
უწყნარდებოდა და ცრემლები მის ღაწვებზე, როგორ შრებოდა. საღამოს წამოსული ნიავი
კისერთან უბერავდა, თმას სათითაო ღერებად უკან უყრიდა და მოსწონდა როგორ ეტყობოდა
გულზე სწორი ლავიწები, რაც მას ღიმილის საბაბს აძლედვა.
ოპერაცია საკმაოდ დიდხანს გრძელდება და დაღლა უფრო მატულობს. დედაც ერთ
ადგილას ვეღარ ჩერდებოდა. ცდილობდა ანასთვის არაფერი ეგრძნობინებინა, ცდილობდა
როგორც შეეძლო, მაგრამ ანა ხომ ყველაფერს ხვდებოდა, ხედავდა დედა როგორ ვერ
პოულობდა ადგილს და როდესაც მათი თვალები სადღაც შუაში ერთმანეთს შეხვდებოდნენ

5
გრძნობდა, როგორ ეუბნებოდა დედა ... – ,,ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება.“ - მას კი
დედის სიტყვის ყოველთვის სჯეროდა.
რუსუდანი ანას გვერდით ჩამოუჯდა, მისი ხელები თავისაში მოიქცია და ფერება
დაუწყო.
- ანა, ოპერაცია ძალიან გაიწელა, უკვე რომც დამთავრდეს ჯერ მისი ნახვის უფლებას
მაინც არ მოგვცემენ. ლუჰანს ვეტყვი სახლში წაგიყვანოს, დაისვენებ და ხვალ უკე ორივენი
შევხვდებით. - რუსუდანი უკვე ბიჭისკენ იყო შეტრიალებული, რომ ანამ მანამ გააწყეტნია
დედას საუბარი სანამ დაიწყებდა.
- არა დედა... სახლში წასვლა არ მინდა. მინდა დაველოდო სანამ ექიმი არ გამოვა -
მარჯვენა ხელი რომელიც ისევ რუსუდანის ხელებს შორის იყო მოქცეული გაინთვისუფლა და
ანერვიულებულმა ფეხზე დაიწყო გასმა.
- დედაშენი მართალია, თვალებს ვეღარ ახელ. სჯობს სახლში დაისვენო. რუსუდანი
დაგირეკავს მაშინვე, როცა რამეს გაიგებს, ხომ ასეა? - ლუჰანი მის პირისპირ, ცალ ფეხზე
ჩაიმუხლა რა დროსაც სახე უმიშვნელოდ მომანჭა, მაგრამ მალევე ღიმილით გამოასწორა.
რუსუდანს შეუბრუნდა, ისე, რომ ანას მისი სახის დანახვა არ შესძლებოდა და თვალებით
ანიშნა დათანხმებოდა და რუსუდანიც მას დაემორჩილა, თან დაამატა რა თქმა უნდა ასეც
მოვიქცევიო. ანას სხვა გზა აღარ ჰქონდა, მათ უნდა დამორჩილებოდა. ლუჰანს მისთვის ხელი
ჰქონდა გაწვდილი რომ სკამიდან წამოეყენებინა. ანამ ხელი ჩაავლო მის ხელს და სკამიდან
წამოიწია, დედას შეუბრუნდა და გადაეხვია.
გარეთ გამოსულს მაშინვე სიცივემ აიტანა, ბიჭმა თავისი ქურთუკი გაუწოდა და უთხრა
მოეცვა. საავადმყოფოს გარეთ საპატრულო მანქანები იდგნენ და ჯერ კიდევ ჩართული
ჰქონდათ ის რაღაც ციმციმა ნათურები რომლებიც მანქანებს სახურავზე ჰქონდა
დამაგრებული. ანას ბავშვობიდან სძულდა ეს მანათობელი საშინელებები, რადგან
მგზავრობისას, განსაკუთრებით კი ღამით თუ შეხვდებოდა, სულ თვალებს ატკივებდა და
ამაზე მამასაც საყვედურობდა ხოლმე. მაგრამ დავითი სულ სიცილით პასუხობდა.
ლუჰანმა ანა ცარიელი მანქანისკენ მიაცილა, მძღოლის გვერდით, წინა კარები გაუღო
და ჩაჯდომისას ხელი მიაშველა რომ შემთხვევით თავი სახურავისთვის არ მიერტყა.
თქვენთვის უკვე თქმას ვაპირებდი, მაგრამ ალბათ თავადაც მიხვდით, რომ ლუჰანი სულაც არ
იყო ანას მიმართ გულგრილი. ეს მისთვის ნათქვამიც კი ჰქონდა. ამას ნამდვილად გამბედაობა
სჭირდება არა? თუმცაღა ლუჰანისთვის, რომელიც გამბედაობას იმისთვის იკრებს, რომ თავი

6
საფრთხეში ჩაიგდოს სხვის გამო, რადგან ამას მისი პროფესია ავალდებულებს, ეს ალბათ არც
ისეთ დიდ გამბედაობას უნდა მოითხოვდეს. არც უხერხულ მომენტებს გამოუჩენია თავი. ამის
თქმით იმისგან დაიცალა, რაც მას ასე ჭამდა შიგნიდან, თუმცა ანასგან უარი მიიღო. რატომ? ეს
ცოტა რთული სათქმელია. ამისთვის მიზეზი ნამდვილად არ ჰქონია. ლუჰანი განათლებული,
უკვე მაღალ რანგზე მყოფი პოლიციელი და სიმპათიური პიროვნებაა, რომელიც მის ოჯახთან
ერთად გაიზარდა. ანას მშობლები ფაქტიურად მისი მშობლებიც არიან. საკუთარი
ავტოკატასტროფაში დაკარგა, როცა ცხრა წლის იყო. ანა კი შვიდის. ოჯახები ახლოს იყვნენ
ერთმანეთთან. ლუჰანის ბებია-ბაბუას ყველაფრით ეხმარებოდნენ როგორც შეეძლოთ და
ცდილობდნენ მშობლიური სითბო მისთვისაც გაეზიარებინათ. შემდეგ კი დავითს ის ისე
დაელაპარაკა როგორც საკუთარ მამას, რჩევა რომ ეკითხა ისიც პოლიციელი რომ გამხდარიყო,
რაშიც დავითი მთლიანად გვერდში დაუდგა. სწორედ ასე დაახლოების შემდეგ უფრო გაჩნდა
მასში გრძნობები ანას მიმართ.
ბავშვობიდან მოყოლებული ლუჰანისთვის, როგორც ბიჭისთვის არასდორს შეუხედავს
და აშკარაა რომ მას ეს გულს ძალიან სტკენდა. ვერ უყურებდა როგორ დადიოდა სხვებთან
პაემანზე, მაშინაც, როცა იცოდა რომ ამას სერიოზული სახე არ ჰქონია. ანას სერიოზული
ურთიერთობა არასდროს ჰქონია. თითქოს და ვერც მოძებნა ისეთი, როგორსაც რაღაც
წერტილი ჰქონდა, ოღონდ რა წერტილი თვითონაც ვერ გაერკვია.
ანას თავი მინაზე ჰქონდა მიყრდნობილი როდესაც იგრძნო რომ მანქანა გაჩერდა და
თვალები გაახილა. გვერდით გაიხედა და დაინახა რომ ლუჰანი მძღოლის სავარძელში არ
იჯდა. მის მხარეს კარების ხმა გაიგო.
- არ გადმოხვალ? - ბიჭი წინ გადმოწეულიყო. მარცხენა ხელი სახურავზე ედო,
მარჯვენათი კარი ეჭირა და თავი მანქანაში უმნიშვნელოდ ჰქონდა შემოყოფილი.
- კიდევ ხუთი წუთი და ჩემი მანქანაში დატოვება მოგიწევდა. - ანამ ლუჰანის
გამოწვდილ ხელს ხელი ჩაშჭიდა და მანქანიდან ისე გადმოვიდა. ქურთუკი დაუბრუნა და მის
პირისპირ დადგა.
- გმადლობ რომ მომიყვანე. - თმა ყურზე გადაიწია, მიუხედავად იმისა, რომ სუსტი
ნიავი მას ისევ ჩამოუშლიდა და ისე გახედა მის წინ მდგომს.
- ამის გამო მადლოაბს ნუ იხდი. - ლუჰანს სრულიად უმნიშვნელოდ ჩაეღიმა, ისე, რომ
იმ სიბნელეში ანა ნამდვილად ვერ შეამჩნევდა. - წამოდი სახლში შეგიყვან.

7
- იყოს... - ანამ ხელი ასწია და მისკენ უკვე ნაბიჯ გამოდგმული ლუჰანი შეაჩერა მის
მკერდზე მტევანის დადებით. იგრძნო გული როგორ გამალებით უფეთქვდა. თითქოს სადაცაა
მისი ფორმის ღილებს აწყვეტდა და გარეთ გამოვარდებოდა. თუმცა ხელი მაშინვე მოაშორა. -
შენც დაღლილი ხარ, იმდენი რამ მოხდა დღეს. დაიბანე და გამოიძინე. ეს შენც გჭირდება. -
ლუჰანს წინააღმდეგობის გაწევა არც უცდია. არასდროს უფიქრია რომ მისთვის რაიმე
დაეძალებინა. ანასთვისაც მარტო ყოფნა საუკეთესო საშუალება იქნებოდა. თავი დაუქნია,
ხელი ასწია დასამშვიდობებლად და დასჯილი ბავშვივით შეტრიალდა მანქანისკენ.
- მოიცადე... - ზურგიდან გოგოს ხმა მოესმა და არ უყოყმანია, მაშინვე შემობრუნდა.
სახეზე მოუთმენლობის ელფერმა გადაჰკრა. მანქანასთან გაშეშებული, დაძაბული იდგა,
მხრებში მოხრილი. მარჯვენა ხელში ქურთუკი ეჭირა მარცხენა კი შარვლის ჯიბეში ჰქონდა
ჩაყოფილი. ანამ მისკენ შეწუხებული სახით რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა.
- გისმენ. - ლუჰანის ხმაში ბზარი გაისმა როცა შემობრუნდა.
- ჭრილობები...
- რა?
- დახედე შენს ფორმას. - ანამ ხელით ანიშნა - ყველგან სისხლი მოგდის.
ბიჭმა ტანზე დაიხედა და მხოლოდ მაშინღა იგრძნო ის ტკივილები, რასაც ჭრილობები
აყენებდა, მთელი ამ დროის განმავლობაში.
- არაფერია... ასეთს ყოველ საქმეზე ვიღებ. - შეეცადა სახის დამანჭვის გარეშე ეთქვა,
თუმცა არც ისე წარმატებით შეასრულა მისია.
- ნუ სულელობ. მანქანა ჩაკეტე და სახლში შემოდი. - ლუჰანის პასუხს არც დალოდებია
რომ მას ზურგი აქცია და გეზი სახლისკენ აიღო. თუმცა არც არაფრის თქმას არ აპირებდა. მის
,,ბრძანებას’’ დაემორჩილა და უკან მიჰყვა.
ანამ გასაღები გადაატრიალა და სახლში შევიდნენ. ბიჭი მას დასჯილი ბავშვივით
მიჰყვებოდა უკან. მშვიდი და მყუდროებით მოცული იყო იქაურობა. თითქოს რამდენიმე
საათის წინ აქ არაფერი მომხდარიყო და მასში მაცხოვრებლებს არ ჰქონოდათ წინ რთული
დღეები გადასატანი.
- დივანზე დაჯექი და მეც ახლავე მოვალ. - ანამ ლუჰანს ხელით ანიშნა მისაღებ ოთახში
მდგან რბილ, ყავისფერ დივანზე, რომელიც ბალიშებით იყო სავსე. თვითონ კი მეორე
სართულზე, სააბაზანოსკენ გაეშურა. ლუჰანი ცდილობდა როგორც შეეძლო არ შეემჩნია ის

8
ტკივილი რასაც გრძნობდა, რადგან ადრენალინს უკვე დიდიხანია გაევლო. თუმცა მგონი მის
მოზღვავებას მალევე იგრძნობდა.
ანა მალევე დაბრუნდა. სამედიცინო ყუთი თან მოიტანა, ლუჰანის პირისპირ, ხალიჩაზე
მუხლებით ჩამოუჯდა, რომელიც გაჯგიმული და ანერვიულებული სახით იჯდა.
- დაძაბული ხარ? - ჰკითხა ანამ, რომელიც პარალერულად სამედიცინო ყუთს ხსნიდა
და შიგნით იქექებოდა.
- ა... არა... - რა თქმა უნდა. სხვა პასუხს რას ელოდით? - უბრალოდ ტკივილს ზედმეტად
ვგრძნობ. - ცადა ოდნავ მოშვებულიყო და წელში მოიხარა. თან ანას ზემოდან დასცქეროდა და
თმა ისევ აჩეჩილი ჰქონდა, ისე, რომ ვერ გაიგებდი რომელი ღერი საიდან იყო ამოშვერილი.
ხანდახან გეგონებოდათ რომ ლუჰანის თმებს არასდროს არაფერი სმენიათ გრავიტაციის
შედახებ.
- ცოტაც მოითმინე. - უთხრა ანამ და ამოხედა. - ცოტა აგეწვება მაგრამ სანამ
საავადმყოფოში მიხვალ დაცული იქნები, რომ ინფექცია არ შეგეჭრას. ახლა კი ფორმა გაიხადე.
- უთხრა დიდი ჩასუნთქვით. თითქოს ფილტვების ჰაერით ბოლომდე გავსებას ცდილობსო.
ამის თქმაზე ბიჭი მოშვების მაგივრად ორმაგად დაიძაბა და ფერი სახეზე სულ წაერთვა.
თუმცაღა მთელი მისი ძალები გამოიყენა, რომ არაფერი დატყობოდა. ორივე ხელი ყელისკენ
წაიღო და ღილების გახსნას შეუდგა. სიმართლე გითხრათ არც იყო საჭირო, რადგან
ფაქტობრივად ფორმა არც ეცვა ტანზე, უბრალოდ ნაჭერი ედო.
- ღმერთო დიდებულო. - უნებლიედ, შეწუხებული ხმით წამოიძახა ანამ. - მაშინვე
რატომ არ მიხვედი ექმითან? - ახლა კი მის ტონში ბრაზი გაერია. ლუჰანმა მხრები აიჩეჩა,
უბრალოდ იმიტომ, რომ რამე პასუხისმაგვარი დაებრუნებინა უკან. ანამ ბამბა, სპირტი და
სახვევები ამოიღო, ბიჭის გვერდით, დივანზე დადო და მის მკლავს ფრთხილად დაუწყო
სისხლისგან გასუფთავება რომ ბიჭს ძალიან არ აწვოდა, თუმცა ოდნავ შეიშმუშნა.
- ბოდიში. სხვანაირად არ გამოვა. - უთხრა ანამ ისე რომ მკლავისთვის თვალი არ
მოუშორებია. - ლუჰანმა თავი შეწუხებულმა გააქნია იმის ნიშნად, რომ არაფერია გააგრძელეო,
თუმცა ანას ეს არ დაუნახავს.
ხელი მთლიანად გაასუფთავა სისხლისგან, სპირტით დაამუშავა და სახვევი ნაზად
დაადო. ჩანდა თავისი ნამუშევრით როგორი კმაყოფილი იყო. ლუჰანს ახედა ქვევიდან და
დაინახა, როგორი მომღიმარი სახით უცქერდა, თუმცა გამომეტყველება ბიჭს მომენტალურად
შეეცვალა როდესაც მისი თვალები ანასას შეხვდა.

9
- რამე მოხდა? - ჰკითხა მან. თან ცოტა შესწორდა რადგან ფეხები ცოტა არ იყოს
დაუბრუჟდა და ეკლები ჩხვლეტდა ძირს ჯდომისგან.
ლუჰანმა ანას ხელსაწყოები ხელიდან გააშვებინა, მარჯვენა ხელი რომელიც ჯერ კიდევ
მოთხვრილი ჰქონდა სისლისგან, ანასკენ გაიშვირა და ყურის ძირში, თმაში შეუცურა, რა
დროსაც ანა წამის მეათედში მასთან დასაშვებზე ახლოს აღმოჩნდა. დაბნეულმა მარცხენა ხელი
ლუჰანის მაჯას მოჰკიდა, რომელიც მის თმაში იყო ახლართული და არ ვიცი რას, მაგრამ რამის
ამოკითხვას ცდილობდა მის თვალებში. გრძნობდა როგორი დაძაბული ჰქონდა მკლავები,
რომლებიც ერთი მის წელზე იყო შემოხვეული, მეორე კი მის კისერთან. იგრძნო ნელ-ნელა
როგორ წითლდებოდა სახვევი, წამის წინ რომ დაადო ლუჰანს. დაძაბულობის გამო ისევ
გაიხსნა და სისხლი გარეთ, სახვევში იჟღენთებოდა. მისმა სიწითლემ ბიჭის თვალებიდან
მზერა მოპარა და ყურადღება მასზე გადაიტანა. აათვალიერა მის მკერდზე როგორ იყო
ძარღვები დაჭიმული, სათითაოდ რომ ეტყობოდა და ლავიწები ამოყრილი. მის თვალში
ლავიწები კიდევ უფრო მიმზიდველს და სექსუალურის ხდიდა. ხოლო როცა ამას დედას
ეუბნებოდა რუსუდანიც პასუხობდა - ჰო, სწორედ მასე სექსუალურად გეტყობა როგორც
გშიაო. - მისი მარჯვენა ხელი, რომელიც უფრო მოკეცილი იყო, რადგან ანაც მასთან ახლოს
სუნთქავდა, უფრო გამოკვეთილად აჩენდა ლუჰანის კუნთებს და ჩანდა თუ როგორი
მსხვლივი მკლავი ჰქონდა მას.
ბიჭი უფრო და უფრო მძიმედ სუნთქავდა. უფრო უჭირდა თვალის გასწორება
ანასთვის.

ბედი თუ დამთხვევა?

სიახლოვე საყვარელ ადამიანთან? ეს ალბათ ყველაზე ბედნიერი რამაა მთელს


მსოფლიოში... იმას თუ როგორ სითბოს იღებ მისგან, როგორ სიყვარულს - ეს მნიშვნელობას
ანიჭებს მთელ შენს ცხოვრებას. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს ურთიერთობა,
გრძნობაც და სიახლოვეც ძალადობრივია? გაძლევს ეს ბედნიერების შანსს? ბევრი ასეთი ფაქტი
მსმენია... მაგრამ ეს არც დიდხანს გაგრძელებულა და არც კარგად დასრულებულა.

10
გრძნობა... როგორიცაა სიყვარული - რომელიც არ იციან საიდან მოდის, რა არის და
რეალურად რას განიცდი. ვერასდროს იქნება ძალადობრივი.
ახლა რა ხდება?... რა ხდება ლუჰანის სიტუაციაში? მას არასდროს დაუძალებია
ანასთვის, რომ მასთან ყოფილიყო, მაგრამ, ახლა სწორედ ამას ცდილობს, თუ ვეღარ უძლებს
მასთან ასე ახლოს ყოფნას და მისი სურნელის ასე ახლოს შეგრძნებას? იქნებ თუ ამას ამდენი
ხნის ლოდინის შემდეგ გააკეთებს და მას აკოცებს, ის ახლო, მეგობრული ურთიერთობაც
არიოს და სულ დაკარგოს, ან სულაც საკუთარი თავი შეაძულოს? - ალბათ დამეთანხმებით..
როდესაც იცი, რომ ადამიანს შენს მეორე ნახევრად ვერასდროს ვერ აქცევ, იმაზე მაინც ზრუნავ,
რომ თქვენი მეგობრული ურთიერთობა არაფრის მიზეზის გამო არ დაინგრეს და მასთან ამ
სიახლოვით მაინც დატკბე.
ამ ყველაფრის გაფიქრების შემდეგ, მასთან სულ ახლოს მისული გაშეშდა... მისი
თვალები, რომლებიც ანას გამალებით და ახლა უკვე დარცხვენილი შესცქეროდა, ძირს დახარა
და დაინახა ანას მუშტად შეკრული ხელები როგორ ედო მუხლებზე. როგორც მაშინ, როცა
დედა ესაუბრებოდა, შარვალზე უმნიშვნელოდ ისვამდა.
ლუჰანმა ანას წელზე შემოხვეული ხელი გაუშვა, მის თმაში ახლართული თითები
ფრთხილად გაანთვისუფლა და მხარზე ნაზად ჩამოადო. გოგოს მიმართულებით ამოიხედა
აწეული წარბებით, ტუჩის მარჯვენა კუთხე ანერვიულებულად ჰქონდა დაჭერილი კბილებით
და მათ კვნეტდა. შეამჩნია მას თმა და კისერი როგორ შეცვლია და როგორ დაჰკრავდათ
მოწამული ფერი სისხლისგან, რომელიც ანას მისი ხელიდან გადასვლოდა, ჯერ კიდევ
სისხიანი რომ ჰქონდა. ბიჭმა არ იცოდა მისი თმისთვის ეყურებინა, ხელსაწმენდი აეღო და
იმაზე ეზრუნა რომ ანას დათხვრილი კისერი მოეწმინდა მისი სისხლისგან, თუ თვალებში
ჩაეხედა და რამე ეთქვა მისთვის. თუმცა საშინლად დაიბნა. პირს აღებდა და მაშინვე კუმავდა,
თითქოს რამის თმა სურდა და ვერ ბედავდა.
- ანა... მაპატიე... - როგორც იქნა შეძლო და გამოუშვა თავისი ბაგეებიდან ბგერები,
რომელშიც სირცხვილი და კანკალი ერთდროულად იგრძნობოდა. - არ ვიცი რა დამემართა, რა
გავაკეთე. - ანა მხრებ ჩამოყრილი, არაფრის მთქმელი გამომეტყველებით უცქერდა ლუჰანის
ანერვიულებულ სახეს, რომელსაც ზედ ეწერა რომ გაქრობა სურდა.
- მგონი ჭრილობებს მეტი არაფერი სჭირთ. - გონს მოგება სცადა, ანას ხელი მოაშორა,
მაშინვე მის ფორმას სტაცა ხელი, დივნიდან წამოხტა და ყველაფრის უთქმელად სახლიდან
გავიდა. ნამქანამდე ღილების შეკვრით და თავში მუშტების შენით მივიდა.

11
ანამ გაიგონა ძრავის ხმა, როდესაც ფანჯრისკენ გაიხედა და დაინახა შუქი მაშინვე
როგორ გაუჩინარდა, რომელიც ფარდაში სუსტად ატარებდა სხივებს. რადენიმე წუთი
გაუნძრევლად იჯდა მუხლებზე, თავჩახრილი და უყურებდა თავის ხელებს, ნელ ნელა როგორ
იშლებოდა მუშტები და თითებს თეთრი ფერისგან ისევ რომ უბრუნდებოდა სასიცოცხლო
ნიშნები. თვალებზე სისველე იგრძნო, რამაც ოდნავ გამოაფხიზლა და ფეხებზე ისევ ესობოდა
ნემსის წვერები, წამოდგომა სცადა რა დროსაც უფრო საშინელმა შეგრძნებამ დაუარა და
როგორც შეძლო თავისი ოთახისკენ გაიქცა, სააბაზანოში შევიდა სარკეში ჩაიხედა. დაინახა მის
კისერსა და თმებზე სისხლის კვალი და წამიერად ის მომენტი წარმოუდგა თვალწინ, რაც სულ
რამდენიმე წუთის წინ მოხდა, თუმცა თავი აქეთ-იქით გააქნია და ეს ფიქრები მოიშორა.
ონკანში თბილი წყალი მოუშვა და სახის ჩამობანა სცადა, უკვე მიმხმარი სისხლისგან. შემდეგ
იბანავა, საღამურები ჩაიცვა, დაწვა და თვალების დახუჭვისთანავე ჩაეძინა.

***
დილით, დაახლოებით 9 საათი რომ სრულდებოდა ტელეფონის ზარმა დარეკა, რამაც
ანა შეშინებულმა გამოაღვიძა და მაშინვე წამოხტდა. ზარი გაურკვეველი ადგილიდან
მოდიოდა. ხელების ცეცებით, ჯერ კიდევ გაბრუებული ტელეფონს ეძებდა, რომელიც
საწოლის უკან გადავარდნილიყო.
- გისმენთ? - ხრინწიანი ხმით უპასუხა ტელეფონს. - დედა? შენ ხარ? - ანა უცბად
გამოფხიზლდა. გონებაში ისევ დაუტრიალდა და გააცნობიერა რაც გასულ ღამეს მოხდა.
დედას კითხვების კორიანტელი დააყარა მამას შესახებ.
- დაწყნარდი ანა... ყველაფერი რიგზეა, უკვე გაიღვიძა და მასთან შეხვედრის უფლებას
გვრთავენ, შენ როგორ ხარ? ხომ შეძლებ მოსვლას? - ანა უკვე წამომხტარი იყო საწოლიდან და
აბაზანისკენ გარბოდა.
- რა თქმა უნდა შევძლებ დედა... წამებში მზად ვარ. - ტელეფონი ‘’speaker’’ - ზე ჩართო,
სარკეს ქვემოთ თაროზე ჩამოდო, სადაც ორი კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა იდო. ორი
კბილის ჯაგრისი? ანას ერთადერთი საუკეთესო მეგობარი ჰყავს, სახელად ელლენი. უმეტეს
შემთხვევაში ელლენი ანასთან რჩება ხოლმე, რაც მათთვის დიდ განტვირთვას ნიშნავს და
ყველაფერ თემაზე საუბარს... ბიჭები? ამ თემას ძირითადად საერთოდ არ ეხებიან,
უმეტესწილად კი იმიტომ, რომ ანა არც არის დაინტერესებული. აი ელლენი კი მათზე სულ

12
აღტაცებით საუბრობს... შეყვარებულის არჩევისას კი მთელს რიგით ოპერაციებს ატარებს... მის
გემოვნებას არ გადაუხვევს და სანამ არ დარწმუნდება რომ მასთან ყოფნა ღირს, ნაბიჯს არ
გადადგავს. მისი ბიჭებისადმი ასეთი სიცანცარისა, მაინც მგონია რომ გონივრულად იქცევა,
არა?
- ლუჰანს ვთხოვ რომ მოგიყვანოს. - სახელის გაგონებაზე ანას წყალი გადაცდა,
რომელსაც პირში ივლებდა კბილების გამოხეხვის შემდეგ, ლამის დაიხრჩო. - ანა... ანა, რატომ
ახველებ? რა მოხდა? - რუსუდანის ანერვიულებული ხმა გაისმა ტელეფონში.
- არაფერია... უბრალოდ წყალი გადამცდა. - სახეზე პირსახოც აფარებულმა უთხრა. -
დედა მოდი არ გინდა... ყველაფერს ნუ თხოვ ლუჰანს. მე თვითონ წამოვალ, თან მანამდე
სავაჭრო ცენტრში წავალ და მამასთვის ტანსაცმელს ვიყიდი კარგი? როცა გამოწერენ მაინც
დაჭირდება. ისედაც სულ მეუბნებოდა დიდი ხანია არაფერი მიყიდიაო.
- კი მაგრამ, ჯერ ადრეა გამოწერაზე საუბარი.
- დამელოდე და მანდ მალე ვიქნები. - დედას პასუხის გაცემა არ აცადა, რომ ტელეფონი
გათიშა, სარკეში წამიერად ჩაიხედა და გული გაუსკდა. გუშინ ბანაობის შემდეგ სველი თავით
დაწვა და წოლისას თმები როგორც იბრიცებოდა იმ პოზაშივე დაუყენდა შეშრობისას. აი ეს კი
დილის კატასტროფა იყო. აბაზანიდან გავიდა, კარადასთან მივიდა, გამოაღო და რაც
შეიძლებოდა თავისუფალი ტანსაცმელი ამოარჩია: შავი, მაღალწელიანი შარვალი, რომელიც
აქა იქ დაძენძილი იყო, კაპიუშონიანი ყვითელი ზედა, ზემოდან ჯინსის კურტკა და შავი
ვანსები. ანასი რა გითხრათ, მაგრამ, როგორც ჩანს გარე სამყაროსთვის დღე წინა დღესთან
შედარებით კარგად დაწყებულა... მზის სხივებს უკვე გაუშრია ასვალტი და გუბეებიც აღარ
იყო, ნიავიც აღარ ქროდა და ცოტა არ იყოს, ანა ფიქრობდა, რომ ზედმეტად სქლად იყო
ჩაცმული, თუმცა უკან მისაბრუნებლად დრო მაინც აღარ ჰქონდა. სახლს უკვე დიდი
მანძილით მოშორებოდა.
მათი უბანი დიდი არაფრით განსხვავდებოდა სხვა უბნებისგან, მაგრამ განთქმული იყო
იმით, რომ ყველაზე მეტი სიწყნარე იქ სუფევდა. კრიმინალიც ნაკლები იყო. განსაკუთრებით
იმიტომ, რომ მათ ოჯახს ყველა იცნობდა და ყველამ იცოდა ვინ ცხოვრობდა იქ... მე - 8 ქუჩის
განყოფილების უფროსი. ეს მათი სახლიდან საკმაოდ შორს იყო. იქ ძარცვას ვინ გაბედავდა? რა
თქმა უნდა ვერც ვერავინ... როგორც ამერიკულ ფილმებში აჩვენებენ ხოლმე სახლებს, ხეებსა
და მწვანე მობიბილე ბალახებს შორის ჩამწკრივებულს, სწორედ ასეთი იყო. პატარა, გარე
უბანი და ყველაფერი თითქოს ახლოს ჰქონდა... თუმცა მანქანა მაინც იყო საჭირო,

13
განსაკუთრებით მაშინ როცა უბნიდან გასვლა გჭირდებოდა... ლუჰანთან გუშინდელი
ინციდენტი რომ არა, ანა დიდი სიამოვნებით დათანხმდებოდა დედას იდეას, რომ მას წაეყვანა,
მაგრამ ახლა მასთან შეხვედრა ყველაზე ნაკლებად უნდოდა. აი რა გამოიწვევდა ახლა მათ
შორის უხერხულობას. მთელი მანძილის ფეხით გავლა მოუხდა, რადგან ტრანსპორტი მაინც
და მაინც არ უყვარს. დამქანცველი და მოუხერხებელია... პანიკიორი დედა კი მას თავად
მანქანის გამოყენების უფლებას არ აძლევს.
აი ისიც. გამოჩნდა. დიდი სავაჭრო ცენტრი... თვითონ ანა და მისი ოჯახი მუდმივი
კლიენტები არიან... ყველაფერი იქ გაერთიანებულია... ტანსაცმლის მაღაზია, პროდუქტები,
ძვირფასეულობა, სილამაზის სალონი, კინო თეატრი და ა.შ ... ერთხელ, გასულ შემოდგომას აქ
აუქციონიც ჩაატარეს სადაც უპატრონო ბავშვებისთვის გროვდებოდა თანხა... ასევე ძველი
საუკუნეების ძვირფასეულობის გამოფენასაც აწყობენ ხოლმე. მოკლედ ეს ადგილი ნებისმიერი
ადამიანისთვისაა განკუთვნილი, ნებისმიერი ფენისთვის.
ანა შენობაში შევიდა და მესამე სართულზე, მამაკაცების განყოფილებაში ხალხს შეერია,
რომელსაც გვირდით ქალებისა ახლდა. სწორედ ამავე სართულზე იყო განთავსებული ის
კუთხე, სადაც აქამდე ნახსენებ ძვირფასი ნივთების და სამკაულების გამოფენა ტარდება
ხოლმე... ანამ კარგად იცოდა მამის სტილი და გემოვნება... უმეტეს წილად მამა თავისუფლად
ანდობდა ანას რომ მას ეყიდა სამოსი მისთვის. თვითონაც არ იყო გოგოს სტილის
მოყვარული... გამონაკლისი დაბადების დღე იყო, რასაც ძალიან იშვიათად იხდიდა, ისიც
დედის დაძალებით და გამოსაშვები საღამო... სადაც არაერთმა ბიჭმა თხოვა წაყოლა... ამის
გამო ისეთი დაბნეული იყო საერთოდ ფიქრობდა გამოსაშვებზე არ წავალო, მაგრამ ასეთი რამ
ხომ ერთხელ ხდება? თან გამოსაშვები ყველას ოცნებაა, ამიტომ გული რომ არავის
დასწყვეტოდა ლუჰანს სთხოვა წაყოლოდა. ალბათ იფიქრებთ, ანა მას ძალიან ცუდად ექცევაო..
არაფრის იმედს არ აძლევს, უარს ეუბნება, მაგრამ ისეთი რამის გაკეთებას სთხოვს ხოლმე, რომ
კაცს მაინც გაფიქრებინებს, რაღაცას მაინც გრძნობს ან ფიქრობს მასზეო. შეიძლება მართლა
ცუდად გამოსდიოდა... ეს შეიძლება გამოყენებადაც ჩაითვალოს... როცა იცი რომ ის უარს
არაფერზე არ გეტყვის, მაგრამ ასე ნამდვილად არ იყო... ლუჰანი რა თმა უნდა ნიშნავდა
ანასთვის ყველაფერს... მას ელლენამდე იცნობდა და ელლენამდე ენდობოდა... მეც
ვიხლართები ხოლმე მათ ურთიერთობაში. თითქოს ხომ და-ძმასავით გაიზარდნენ, სადღაც
ანაც ასე ფიქრობდა. მაგრამ ლუჰანისთვის კოშმარი იყო ეს ყველაფერი.

14
ანა უკან ბრუნდებოდა. სალაროსკენ მიდიოდა, როცა რაღაცას მოკრა თვალი. კაბა?
საინტერესოა... მაინც რა მომენტი იყო ეს, როცა ანამ კაბისკენ გაიხედა? არა - გულმა მაინც ვერ
მოუთმინა და კაბას ხელი დაავლო. ალბათ მაინც ქალი იჯდა მასში... გადაწყვიტა მოეზომა და
გასახდელისკენ წავიდა. ნომერი აიღო. მამისთვის არჩეული ტანსაცმელი და ჩანთა გარეთ
დაატოვებინეს და ისე გაუშვეს.
გასახდელის ოთხივე კედელი მთლიანად სარკე იყო. ჭერიც კი. თავის თავს ყველა
კუთხიდან ხედავდა... ტანზე გახდა დაიწყო და შარვალი უმოწყალოდ, იქვე კუთხეში მდგარ
ტყავის პატარა სკამზე მიაგდო, იქვე მიაყოლა ყვითელი ზედა და ბიუსჰალტერიც. კაბას ასე
სჭირდებოდა. ზურგი საკმაოდ მოღებული ჰქონდა ისე, რომ ბიუსჰალტერი ნამდვილად
დააუშნოვებდა. მუხლს ზემოთ ოდნავ მოკლე იყო. აი ისეთი განსაკუთრებულ საღამოს რომ
ჩაიცვამ და ჩვეულებრივ დღესაც, თვალს რომ მოჭრი.
საკიდი აიღო, რომ კაბა მისგან ჩამოეხსნა, როდესაც საშინელი ხმა ჩაესმა ყურებში და
შეშინებულს საკიდი ხელიდან გაუვარდა. კარებისკენ შეტრიალდა გაფითრებული და გაიგონა
ხალხის ყვირილი როგორ ერეოდა განგაშის ხმას, რომელიც ყურებს საშინლად ატკივებდა და
ხელები აიფარა. სულ გადაავიწყდა რომ ნახევრად შიშველი იდგა. თვალები დახუჭული
ჰქონდა და კანკალს ყავდა ატანილი, როდესაც ოთახის კარები გაიღო და ოთახში დიდმა, შავმა
ფიგურამ შემოირბინა. ხმაზე ანამ თვალები გაახილა და ორივე მხრიდან ყვირილი ატყდა.
ერთადერთი რისი ფიქრიც ანამ მოასწრო: კარები ხომ ჩავკეტეო გონებაში თქვა.
უცნობმა ყვირილი შეწყვიტა და პანიკაში ჩავარდნილ ანას მივარდა. ხელებით მისი
დაკავება სცადა. ცალ ხელს პირზე აფარებდა და ცალი ხელით წინ მკერდზე აწვებოდა, ხელები
რომ დაეკავებინა და მის უკან სარკეს მიაყუდა. ხელებს როგორც შეეძლო ისე ატოკებდა რომ
როგორმე განთავისუფლება მოეხერხებინა, მაგრამ უცნობი მასზე ზედმეტად ძლიერი
აღმოჩნდა.
შავმა ფიგურამ ცალი ხელით, რომელიც ანას ხელებს იჭერდა უხეშად სარკიდან
გამოსწია და ისევ სარკეზე მიაჯახა.
- ღმერთო შეწყვეტ პანიკას? შენს დახმარებას ვცდილობ...! ასე ორივეს დაგვიჭერენ...!

15
უცნობი კაბინაში

გასახდელში იდუმალი სიწყნარე იყო... მხოლოდ მის გარეთ, სიჩუმეში ისმოდა


ლაპარაკის ხმა, რომელსაც ანა ვერ არჩევდა. სარკისგან გადმოდებულმა ცივმა შეხებამ კანკალი
დააწყებინა. თვალები დახუჭა. მის ახლოს კი ცხელ და სწრაფ სუნთქვას გრძნობდა, რომელიც
მის წარბებს და წამწამებს ყოველი ამოსუნთქვისას ეხებოდა და შიშისგან გაყინულ სახეზე
თბილ ნიავად ეფინებოდა. დაბალ ხმაზე, ხრინწიანი უცნობის სიტყვები, კიდევ უფრო უხეშად
ჟღერდა. ანამ თვალები გაახილა, მის თვალწინ, გიგანტი, უშველებელი პიროვნება იდგა. ის
მხოლოდ მის დიდ, შავ თვალებს ხედავდა, რომელიც ანას დაჟინებით უცქერდა. ვერ გაეგო იქ
რას აკეთებდა, ან კარები რატომ იყო ღია. იმაში ნამდვილად დარწმუნებული იყო რომ ჩაკეტა.
მკერდზე სიმძიმეს გრძნობდა. უცნობს ისეთი მსხვილი და მძიმე ხელი ჰქონდა, მთელი ძალით
აწვებოდა რომ განძრევა არ შესძლებოდა. სახე კი მთლიანად მისი მარჯვენა ხელის მტევნით
ჰქონდა დაფარული და თვალებიდანაც ძვლივს ახერხებდა დანახვას.
უცნობს სახეზე შავი პირბადე ეკეთა, შავი კეპის ქუდი, - რომელსაც ზედ ეწერა
‘’BALENCIAGA’’ და მისგან ყურები გადმოყრილი ჰქონდა ისე, რომ შეგეხედათ მაშინვე დამბო
გაგახსენდებოდათ. ეს სიტუაცია რომ არა, ალბათ, სხვა დროს, ანას პირველივე დანახვაზე
სიცილი აუტყდებოდა. ხედავდა კეპის ქვევიდან უცნობს როგორ ჩამოსდიოდა ოფლი და
თვალებს როგორ წვავდა... თვალი წამიერად დახუჭა, რომ ოფლი მასში უარესად არ ჩასულიყო
და თავის გაქნევა სცადა აქეთ-იქით.
- აუ... ააუუ... ამის დედაც. შეწყვიტე. - ანამ მომენტი იხელთა და როგორც შეძლო
უცნობს ხელზე მწარედ უკბინა, რამაც უცნობს საშინელი ხმა ამოუყვანა პირიდან, თუმცა
მაშინვე გაჩუმდა... - შენ რა შეიშალე?!.. - თვალები დაუბრიალა ანას.
- მე შევიშალე?... - ანამ უცნობს დაუყვირა, რა დროსაც უცნობმა ისევ ააფარა პირზე
ხელი, ოღონდ ამჯერად უმნიშვნელოდ, რომ ენიშნებინა ხმადაბლა ილაპარაკეო. გოგომ
ჩურჩულით დაიწყო. - ჩვენს შორის გიჟი მხოლოდ ერთია და ახლა ის ჩემს პირისპირ დგას. -
უთხრა და როგორც შეეცადა მოჭუტული, გაბრაზებული თვალები შეანათა მის შავ თვალებს.
- მომშორდი. - ხელი კრა და უცნობს აღარც უცდია მისი შეკავება, მაშინვე მოშორდა. ანამ ორივე
ხელი მკერდზე აიფარა და საშუალება მიეცა უცნობი კარგად შეეთვალიერებინა.

16
მასზე ორი თავით მაღალი იყო, დიდი, განიერი მხრებით... სულ შავები ეცვა და
ეტყობოდა, რომ თმაც შავი ფერის ჰქონდა. მხრებ აჩეჩილი, დაბნეული იდგა. ანამ წამით
დააფიქსირა რომ უცნობი მას გაუცნობიერებლად მიშტერებოდა ისე, თითქოს თვალი რაღაც
ცივ სხეულზე გაუშტერდაო... ახლა ამ სიტუაციაში მეტს, მასზე აღსაღწერს ვერაფერს ხედავდა
და მარჯვენა ფეხი მოიქნია, რომელიც კოჭთან ჩაარტყა.
- ნუ მიყურებ! შებრუნდი! - უხეშად უთხრა უცნობს და ისევ დაუბღვირა.
დაიბნა... ვერ მიხვდა რა გაეკეთებინა.
- იცი... ცოტა დამაბნველია... - ნიღბის ქვემოდან გაისმა ირონიული ხმა. - როგორც
ხედავ ოთხივე კედელი სარკისაა. - ჩაიცინა უცნობმა და ცალი ხელით კეფა მოიფხანა ისე, რომ
თან ანას ფეხებს უყურებდა.
- კარებისკენ... კარებისკენ შებრუნდი... - სახით აჩვენა, რადგან ხელებს მკერდიდან ვერ
იშორებდა. უცნობი შებრუნდა და თან ანამ მისი ხელების მოძრაობა დაინახა.
- გარეთ რა ხდება? - ჰკითხა და თან პირველი ბიუსჰალტერს სწვდა.
- როგორც ჩანს სავაჭრო ცენტრს ძარცვავენ. - უთხრა უცნობმა და ახლა მისი ხრინწიანი
ხმა უფრო მკაფიოდ გაისმა. - ალყაში ვართ.
- ძარცვავენ? - შეშინებულმა თქვა. - ღმერთო რა ბედი მაქვს. - ჩაიბურტყუნა.
- რამე თქვი? - გვერდულად შემოატრიალა უცნობმა თავი და ჰკითხა.
- არაფერი მითქვამს. და თავი შეატრიალე ნუ მიყურებ! - გაბრაზებულმა უთხრა.
- ბოდიში... არ გიყურებ. - ორივე ხელ აწეულმა უთხრა.
- და შენ აქ როგორ აღმოჩნდი? - ჩაცმის პარალელურად ეკითხებოდა.
- შემოჭრისას გადავრჩი... ვერ შემამჩნიეს და დამალვა მოვახერხე.
- შეუფერებელი ადგილი აგირჩევია დასამალად.
- ნუ გადამაყოლებ კარგი? ჩემი ბრალი არაფერია. უბრალოდ დამთხვევააა. - უცნობს
უკვე ხმაში ბრაზი ერეოდა.
- კარგი... როგორმე გადავიტან იმას, რომ ჩემთვის სრულიად უცნობმა, სრულიად
შიშველი დამინახა. - დიდი ამოსუნთქვით უთხრა.
- დამშვიდდი... ისეთი განსაკუთრებული არაფერი დამინახავს რაც ჯერ არ მინახავს. -
მის ხმაში ახლა სიცილი ერია. ანამ დაუბღვირა თუმცა უცნობს ეს არ დაუნახავს.
რა თქმა უნდა.

17
- შეგიძლია შემობრუნდე. - უთხრა და პატარა ტყავის სკამზე ჩამოჯდა თასმების
შესაკრავად. - საერთოდ გეგმა გაქვს აქედან თავს როგორ დავაღწევთ? შენი არ ვიცი, მაგრამ, მე
ნამდვილად მეჩქარება. - ამას ამბობდა და თან პერიფერიული მხედველობით ხედავდა
უცნობის ფეხები ნელა მისკენ როგორ შემოტრიალდა, რომელიც მუხლამდე შესამჩნევლად
გაღუნული ჰქონდა. იფიქრებდით, სწორი ფეხები რომ ჰქონოდა სიმაღლით კიდევ უფრო
მაღალი იქნებოდაო. დუმდა არაფერი უთქვამს. ანა თასმების შეკვრას მორჩა და მას ახედა.
- შენ რა, არ გესმის? - ცოტა ხმამახლა მოუვიდა და უცნობმა პირზე საჩვენებელი თითის
მიდებით ანიშნა ჩუმადო. ანას გამომეტყველება გაუშრა. უცნობს თითი პირთან
ვერტიკალურად ჰქონდა მიდებული და ზემოდან დაჰყურებდა. ( ისე ამ ბოლო დროს ყველა
ზევიდან უყურებს) . ნიღაბი მოეხსნა და სახე მთლიანად უჩანდა. ტუჩები, რომლებიც სავსე
ჰქონდა, წინ ქონდა გამოწეული და თითს ოდნავ ეხებოდა. შემდეგ ისევ თავის ადგილას
დააბრუნა და გვერდულად ჩაიღიმა, რა დროსაც მარცხენა მხარეს ლოყზე ღრმული გაუჩნდა.
თვალების ჭრილი კი მელიასას მიუგავდა, ცხვირი ნესტოების გამო გაბუშტული უჩანდა და
უმნიშვნელო კეხიც ეტყობოდა.. ანა მიხვდა, რომ ამოხედვის დროიდან ამ მომენტამდე კისერი
ზედმეტად ჰქონდა აწეული და პირიც ღია ჰქონდა. იქიდან გამომდინარე რომ ის იჯდა და
უცნობიც ზედმეტად მაღალი იყო. პირის დახურვის და უშველებელი ნერწყვის გადაყლაპვის
მანევრი ერთდროულად გააკეთა, რა დროსაც კისერი უმნიშვნელოდ შეიშმუშნა... შინაგანად
მას ნამდვილად არ იცნობდა, მაგრამ მის გაღუნულ ფეხებს თუ არ ჩავთვლით ის ფიზიკურად
უნაკლო იყო.
ბიჭმა მარცხენა ხელი ასწია, კეპი მოიხსნა საიდანაც დიდი შავი ქოჩორი გადმოუვარდა
და მთლიანად შუბლზე ჩამოეყარა. თმა უმნიშვნელოდ ტალღოვანი ჰქონდა. გვერდები და
უკანა ნაწილი ლამაზად იყო შეზრდილი თმის ზედა ნაწილთან, რომელიც შედარებით
გრძელი იყო. მარჯვენა ხელი შუბლთან შეიცურა, აიჩეჩა, უკან გადაიწია და დიდი ლამაზი
ფორმის შუბლი გამოუჩნდა. მარცხენა ხელით, რომელშიც კეპი ეჭირა შუბლი მოიწმინდა და
ქუდი ისევ თავის ადგილას, თავზე დაიბრუნა.
- დილით ჩემს გეგმაში არ შედიოდა რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ამიტომ გეგმა არ
მაქვს. მხოლოდ ისე მოვიქცევით როგორც ახლანდელი სიტუაცია ჩათვლის საჭიროდ. -
უცნობმა შარვალს მუხლებთან ჩაავლო ხელი, ზევით აიწია, ანას მოპირდაპირე მხარეს,
იატაკზე დაჯდა და სარკეს მიეყრდნო. ანას ხელები ისევ მუშტებად ჰქონდა შეკრული და

18
შარვალზე ისვამდა. უცნობმა ეს შეამჩნია და ისევ ჩაიღიმა. და ეს ლოყა. ღმერთო... ანას ეკლები
აყრიდა ამის დანახვისას.
- არადა ვიფიქრე ჩემი თმების გარდა სხვა საშინელება დღეს აღარ მოხდება მეთქი. - ანამ
თავი ჩაღუნდა, ანერვიულებულმა თქვა ისე, რომ ხელები არ გაუჩერებია და ისევ შარვალს
უსვამდა.
- შენი თმების? - უცნობმა გაკვირვებით ჰკითხა. - მგონი კარგად ვერ აცნობიერებ გარეთ
რა ხდება. - ირონია გაურია.
- ვაცნობიერებ... ვხვდები გარეთ რაც ხდება. ასეთ ამბებს მიჩვეული ვარ, მაგრამ მე
თვითონ მოწმე არ გავმხდარვარ. - უცნობმა წარბები შეკრა ‘’მიჩვეული’’ ვარო რომ გაიგო.
- ნერვიულობ? - ჰკითხა ანას. ორივე ფეხი მოკეცილი ჰქონდა, ხელები მუხლებზე
ჰქონდა დაწყობილი და თავი სარკეზე უკან მიდებული.
- კი... - ანას მისთვის არ შეუხედავს. უცნობმა ხმაურიანად ჩაისუნთქა, შემდეგ
ამოისუნთქა და სწრაფად წამოდგა, რა დროსაც რესკ მოძრაობას ანამ თვალი ააყოლა.
- კარგი... - დაიყწო უცნობმა. - გვერდით მომყევი და მხოლოდ ის გააკეთე რასაც მე
გავაკეთებ გასაგებია?!. - ანა ისევ კისერ გადაწეული უცქერდა და შეშინებული თავს უქნევდა.
- ახლა კი დროა, წავიდეთ. - უცნობმა ანას ხელი გაუწოდა. მის მტევანს დახედა... თითები
გრძელი, თხელი და უმნიშვნელოდ დაღრეცილი ქონდა, თუმცა მიმზიდველი. ანას არ
მოსწონდა ლამაზი, ნაზი ბიჭები... მამაკაცს ნაკლი უნდა გააჩნდეს, ისეთი რაც მას უფრო მეტად
მამაკაცურს ხდის... რა თქმა უნდა ფეხები რომ არ ჩაგვეთვალა, მისი თითები... თითები ART -
ს ჰგავდა. უცნობის ამ ქცევამ თავში ლუჰანი ამოუტივტივა და ტანზე ეკლებმა დააყარა, თუმცა
აღარ უნდოდა დროის გაწელვა. ხელი ასწია და თითები მის თითებს მიადო, რა დროსაც
უცნობმა ხელი კიდევ უფრო გასწია და თავისი ხელის გული ანასას მთლიანად შეუცურა.
იგრძნო როგორი უხეში ხელი ჰქონდა მას და როდესაც ბიჭმა მის მტევანს თითები შემოხვია
ანას ხელი მთლიანად დაიფარა.
- მზად ხარ? - უთხრა უცნობმა ... კიო თავი უმნიშვნელოდ დაუქნია. ანას ზურგი აქცია
და კარებისკენ წავიდა, რა დროსაც უცნობს ქურტუკში მუშტები ჩაავლო და ზურგზე მიეწება...
უცნობმა ანას უკან გამოხედა და ეშმაკურად ჩაუცინა.
გარეთ საშინელი სიჩუმე იდგა... ოთახის კარების გაღებაც კი სარისკო იყო, რომ ვინმეს
შეიძლებოდა გაეგო ხმა. პირველი უცნობი გამოვიდა... პირზე ისევ ნიღაბი აეკრა და ზურგსა
და ფეხებში მოკეცილი შემოუბრუნდა ანას. ანიშნა გამოდიო. ოთახები ერთმანეთის გვერდით

19
იყო ჩამწკრივებული და ერთ დიდი კოლიდროს ქმნიდა. ანა უცნობთან ერთად მეორე
ოთახიდან გამოდიოდა, რომელიც ძალიან ახლოს იყო გასასვლელთან. ერთი დაუფიქრებელი
მოძრაობა და მათ ადვილად დაინახავდნენ.
- მისმინე. - უცნობი, როგორც შეეძლო დაბალი ხმით ელაპარაკებოდა. პირბადის მიღმა
კი მისი სიტყვების გარჩევა რთული იყო. - შემოსასვლელის გვერდით კარებია, რომელიც
საცავში შედის, სადაც სათადარიგო ტანსაცმელს ინახავენ. იქ კი კარია, რომელიც შენობის
უკანა ეზოში გადის.
- ამდენი საიდან იცი?... - ჩურჩულითვე უპასუხა ანამ, რომელიც უცნობს ასევე
მოხრილი გვერდით ედგა და ხელები ამჯერად მის მკლავზე ჰქონდა ჩაღაუჭებული.
- ღმერთო... - უცნობმა თვალები გადაატრიალა. - ახლა ამის კითხვის დროა? აქედან
გასვლა ხომ გინდა? - ჰკითხა უცნობმა.
- კი მინდა. - თავის დაქნევით უპასუხა.
- ხოდა ის გააკეთე რასაც გეუბნები.
- ძალიან გთხოვ პირველი შენ წადი. - მკლავზე ექაჩებოდა ზევით ქვევით და წუწუნით
ეუბნებოდა.
- პირველი მე ვერ წავალ. მე რომ გავიდე სამშვიდობოს და შენ თვალი მოგკრან? ამას
ჩემს თავს ხომ ვერ ვაპატიებ. შემდეგ წასვლა და შენი აქ დატოვება მომიწევს. - ხითხითით
უთხრა უცნობმა. ანამ როგორც შეძლო, მთელი ძალით ჩაარტყა მუშტი მკლავში, რამაც უცნობს
წონასწორობა დააკარგვინა და საჯდომით უკან დავარდა. უცნობმა გაკვირვეულმა გამოხედა
და ხელით ანიშნა ჩუმადო.
- მიდი... არ გაიმართო ისე გადი და მეც უკან მოგყვები. - უთხრა უცნობმა და ანა წინ
გაუშვა. მუხლებში მოხრილი დგომისგან და სიარულისგან ანას ფეხის კუნთები საშინლად
აეწვა. როცა გასასვლელს მიუახლოვდა და თავი უმნიშვნელოდ გაყო, რომ ჯერ დაენახა გარეთ
რა ხდებოდა, ისევ შიშმა დაუარა ტანში. სართულზე სამი განყოფილება იყო და სამივე
ადგილას მძევლები ძირს იწვნენ, თავზე კი შეიარაღებული ხალხი ადგათ, რომლებიც იარაღს
პირდაპირ მათ უშვერდნენ. მათგან რამოდენიმე, სახით ანასკენ იდგა და მათაც, როგორც
უცნობს, პირბადეები ეკეთათ, რა დროსაც ანა უმნიშვნელოდ წაბორძიკდა და უცნობს უკან,
წარბებ შეკრულმა და გაოცებულმა გამოხედა. უცნობი კი გადიდებული და გაკვირვებული
თვალებით უცქერდა.

20
- რა მოხდა? რატომ მიყურებ? სწრაფად თორემ გავებმევით. - ხელით ოდნავ უბიძგა
უცნობმა. ანა დაიბნა... ვერ მიხვდა რა ხდებოდა, თუმცა სხვა არჩევანი არც ჰქონდა. გზა უნდა
გაეგრძელებინა. ფეხაკრებით, ისე რომ მგონი არც სუნთქავდა, საცავისკენ წავიდა, უკან კი
ფართხუნის ხმა ესმოდა, როგორ მოღოღავდა უცნობი. ცოტა არ იყოს დონდლოს
შთაბეჭდილებას ტოვებდა. თავის გამოჩენაც სურდა, მაგრამ არც ისე კარგად გამოსდიოდა. ანამ
სახელური ჩამოსწია, რა დროსაც წაბორძიკდა, ხელი ჩამოუსრიალდა და სახელური ზევით
ავარდა, რამაც ხმა გამოსცა. შეშინებულმა არ იცოდა რა ექნა... ამ დროს წელზე ხელი იგრძნო.
მარცხნივ გაიხედა და უცნობი მას სწრაფი მოძრაობით თავზე ადგა. სახელური ჩამოსწია და
ოთახში ანა წამებში აღმოჩნდა. აი ეს კი შთამბეჭდავი იყო.
- შენ...! მიდი და გაიგე რა ხმა იყო... - კარების მეორე მხრიდან ხმა მოესმათ... როგორ
გასცა ვიღაცამ ბრძანება და უცნობმაც რაღაც ჩაიბუტბუტა ისე, რომ ანამ ვერაფერი გაიგო.
- ის რა, აქეთ მოდის? - შეშინებულმა ჰკითხა. კარების სახელური ჩამოიწია,
პარალელურად უცნობმა ანას მკლავში ხელი ჩაავლო, თავისკენ მიიზიდა - ამ დროს კარიც
გაიღო, ბნელ ოთახში სინათლემ შემოანათა და ტანსაცმლით სავსე პარკების გორაკის უკან ანა
უცნობის ქვემოთ აღმოჩნდა. იმხელა გიგანტი ანას მთლიანად ზედ ეწვა და სუნთქვა საშინლად
უჭირდა, მისი ხელი კი ისევ პირზე ქონდა აფარებული და ბიჭის თვალების გარდა ვერაფერს
ხედავდა.
ოთახში ნაბიჯების ხმა ისმოდა და ნელ-ნელა მათ უახლოვდებოდა. ანა მუცელზე
გრძნობდა უცნობის მკერდის მოძრაობას და გულის ცემას. ერთმანეთის რიტმში იჯდნენ.
თვალებზე ცხელი ჰაერი ეხებოდა რომელიც ნიღბიდან ხარბად გამოდიოდა. კარების ხმა ისევ
გაისმა. ამჯერად დაკეტვის. უცნობმა ხმაურიანად ჩაისუნთქვა ჰაერი, თვალები დახუჭა და
თავის ხელს, რომელიც ანას სახეზე ჰქონდა აფარებული შუბლი ჩამოადო, კეპი კი უკან ჰქონდა
მოქცეული. ანამ მის ამ მოძრაობაზე გულის ბაგაბუგი ისე იგრძნო, რომ ხმა ყურებში ჩაესმოდა
უცნობის ხვნეშასთან ერთად და ოფლში იწურებოდა. თვალებს კი პარალელურად ხან ახელდა
ხან ისევ ხუჭავდა.
- ცოცხალი ხარ? - ანამ მისი თითების ქვევიდან ზუზუნით გამოსცა ბგერები და
საჩვენებელი თითი უცნობს მხარზე რამდენჯერმე დაუკაკუნა, რადგან მას შემდეგ რაც ოთახში
ისევ მარტონი დარჩნენ თავი არ აუწევია.
- კი. - პასუხი ისევ თავ დახრილმა უთხრა და თანხმობის მანერვიც იმავე
მდგომარეობაში გააკეთა.

21
- მაშინ, შეგიძლია უკვე ადგე... ძალიან მძიმე ხარ. ვერ ვსუნთქავ. - უცნობმა თავი
ამოსწია. შუბლზე სიწითლე ჰქონდა, რადგან ხელზე ჰქონდა თავი ჩამოდებული.
- გადავრჩით. - უთხრა ნიღბის ქვევიდან და ანამ შენიშნა მისი თვალები როგორ
მოიჭუტა. მიხვდა რომ უცნობი უღიმოდა.
- გადავრჩით. - ანერვიულებულმა უპასუხა.
ბიჭი წამოდგა. ტანსაცმელი დაიფერთხა და ანას გაუწოდა ხელი წამოსაყენებლად. კარები
ზუსტად მათ გვერდით იყო. კიბის საფეხურები როგორც შეეძლოთ უხმაუროდ ჩაირბინეს და
გასასვლელ კარებს მიადგნენ.
- გაგვიმართლა რომ კარებები ავტომატურად არ ჩაკეტილა. - უთხრა უცნობმა და
ანერვიულებულად ჩაღიმებული ანა წინ გაატარა. საერთოდ როგორ მიმიკებით მეტყველებს
ეს გოგო ვერ ვხვდები.
- როგორც მოველოდი იმაზე უსაფრთხოდ შევძელით თავის დაღწევა. - გარეთ
გამოსული ჰაერს ხარბად ყლაპავდა და მუხლებს ეყრდნობოდა, როცა ხმაური გაიგონა. -
გესმის? მგონია რომ პოლიციას შენობა ალყაში ჰყავს.
- ჰო? - უცნობმა კეფა მოიფხანა.
- წამოდი... წინა მხარეს შემოვუაროთ. - უთხრა და მაშინვე გაიქცა, უცნობი კი ზანტად
მიყვა უკან. ანა კედელს გამოცდა და დაინახა წინა მხარე მთლიანად როგორ იყო სავსე
პოლიციელებით და სამოქალაქო პირებით. მათში გარეული კი ლუჰანი დაინახა, რომელიც
რაციაში ლაპარაკობდა.
- გაგვიმართლა... პოლიციელებს შორის ჩემი მეგობარია, დაგვეხმარება. - გახარებული
შემოუტრიალდა უცნობს, რომელმაც უღიმღამოდ ჩაუცინა. - წამოდი წავიდეთ. - ხელით
ანიშნა და ანა პირდაპირ ლუჰანისკენ გაიქცა.
- ლუჰან... აქ ვარ - ხელის ქნევით მიუახლოვდა. ბიჭმა რაციას მაშინვე ხელი გაუშვა,
ანასკენ გაექანა და მაშინვე გადაეხვია...
- ანა... რაციით გადმოგვცეს ეს ამბავი... რუსუდანისგან ვიცოდი რომ აქ იქნებოდი...
ჩვენი დანაყოფიც მაშინვე აქ წამოვიყვანე. ხომ კარგად ხარ - ანერვიულებული უხსნიდა
ლუჰანი, ხელებს თმაზე უსვამდა და თვალების ცეცებით ათვალიერებდა რამე ხომ არ ჭირდა.
- არაფერია... კარგად ვარ... თავისუფლად მოვახერხეთ გამოქცევა.
- მოახერხეთ? - გაკვირვებული გამომეტყველება მიიღო.

22
ანამ თვალები მოჭუტა. ბიჭის ხელებიდან თავი გაინთავისუფლა, შემობრუნდა და დაინახა
რომ უცნობი მის უკან აღარ იდგა.

ისევ ერთად

ანა გაკვირვებული იდგა. ვერ მიხვდა რა იყო, რა მოხდა. თმები აწეწილი ჰქონდა და
თვალებში ეყრებოდა, ნიავი კი უარესად უჩეჩავდა. სულ რამდენიმე წამის წინ უცნობი მას
ელაპარაკებოდა და მის გვერდით იდგა, ახლა კი ის სადღაც გაქრა. სახეზე არაფრის მთქმელი
ღიმილი გამოესახა. ლუჰანიც ანასავით დაბნეული იყო. წინ წაიწია და ორ ნაბიჯში უკვე მის
წინ იდგა.
- ანა რა ხდება? კარგად ხარ? რაზე ლაპარაკობ?. - ბიჭმა ოდნავ კისერი ქვევით ჩასწია,
რომ ანას თვალებისთვის შეეხედა, რომელიც გამალებით აქეთ - იქით აცეცებდა.
- ლუჰან... მაპატიე... ვნერვიულობ და დავიბენი. - თვალები დაახამხამა და ბიჭს გახედა.
ხედავდა როგორ ნერვიულობდა მასზე და გახარებული იყო, რომ ჯანმრთელი და
სახსალამათი დახვდა. - აქედან წავიდეთ კარგი? მამას ნახვა მინდა. - თქვა თუ არა მაშინვე
მანქანისკენ შეტრიალდა და მძღოლის გვერდით ჩაჯდა, ღვედი შეიკრა, ფანჯარაში ლუჰანს
გახედა, თავის მეწყვილეს რაღაცას რომ უხსნიდა. მანაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
ფორმის შესწორებითა და თავში ხელების ქექვით მოვიდა მანქანამდე, ანას გვერდით,
მძღოლის მხრიდან მიუჯდა და მანქანა მაშივნე დაძრა.
- დარწმუნებული ხარ, რომ არაფრის თქმა არ გინდა? - ლუჰანმა კითხვა გზიდან
თვალის მოუშორებლად დასვა, რომელიც ხელებს ანერვიულებულად, ზედმეტად უჭერდა
საჭეს. ანაც თავის მხარეს, ფანჯარაში იყურებოდა და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. თუმცა
ეს ბიჭს არ შეუმჩნევია.
- ტელევიზიით გამოაცხადეს? - ჰკითხა ანამ და გზას თვალი მოაშორა.
- არა... რუსუდანს ველაპარაკებოდი როდესაც რაციით გადმოგვცეს. მისამართს ყური
მოჰკრა თუ არა, მაშინვე თქვა რომ შენ იქ იყავი. მეც აღარ მიყოყმანია და მაშინვე წამოვედი.
დედაშენი ძალიან ნერვიულობს შენზე.

23
- ჰო ეს უკვე მითხარი. სანერვიულო აღარაფერია, კარგად ვარ. - თქვა და კისერზე ხელი
მოისვა. თითქოს ძალიან დაჭიმული ჰქონდა.
- ზუსტად რა მოხდა? რამე დაინახე? როგორ შეძელი იქიდან გამოღწევა? მესმის, რომ
პოლიციელის შვილი ხარ, მაგრამ მაინც მეეჭვება ასე კარგად ორგანიზებულ ბანდას,
შეუმჩნევლად გამოჰპარვოდი - ლუჰანმა გამჭოლი მზერა მიაპყრო. ანა უცებ გონს მოეგო,
აქამდე არც კი დაფიქრებულა, მართლაც როგორ მოახერხა ბანდის მოტყუება და შეუმჩნევლად
გვერდის ავლა იდუმალმა უცნობმა, რომელმაც ანა სავაჭრო ცენტრიდან გამოიყვანა .
- არა ლუჰან ეს მე არ... - ანა უცებ შეჩერდა, თავისი გონება უკვე იმ უცნობზე ფიქრში
იყო გადართული, მას ძალიან დააინტერესა ეს გარემოება ,,მაინცადამაინც მე რატომ ამირჩია,
თუ უბრალო შემთხვევითობის ბრალი იყო?“ ამ ფიქრმა ის სულ მთლად მოიცვა, მას მის
გვერდით მჯდომი აღარ ახსოვდა.
- ანა.. ანა... - ისე ღრმად იყო ჩაფლული ამ უახლოეს მოგონებებში, რომ ლუჰანის
რამოდენიმეჯერ წარმოთქმულმა მისმა სახელმა ძლივს გამოაფხიზლა.
- ა... დიახ, რას ამბობდი?
- ეს მე კი არა, შენ გინდოდა რაღაცის თქმა და უცებ შეწყვიტე - ანას რაღაცის შეეშინდა,
თუმცა თვითონაც არ იცოდა რას მოიცავდა ეს შიში. რისი ეშინოდა. მან გადაწყვიტა უცნობის
შესახებ არაფერი ეთქვა სანამ თვითონ არ გაერკვეოდა ყველაფერში.
- არა, არაფრის თქმა არ მინდოდა. უბრალოდ გამიმართლა, იქნებ ეგ შენი ბანდა არც
თუ ისეთი კარგია როგორც ამბობენ - მეგობარს გაუცინა ნიშნის მოგებით. ლუჰანმაც
გადაწყვიტა ანას აღარ ჩაჰკითხებოდა, რადგან იფიქრა აფექტის მდგომარეობაშია და მაინც
ვერაფერს გაიხსენებსო, ამიტომ გადაწყვითა ეს თემა ცოტახნით გვერდზე გადაედო. მანქანის
სალონში სიჩუმე მეფობდა, ამიტომ ისევ ლუჰანმა აიღო საკუთარ თავზე ჩამოწოლილი
უხერხულობის გაფანტვა.
- ანა ხომ იცი, რომ როგორც თვითმხილველი დაკითხვაზე მოგიწევს განყოფილებაში
მისვლა.
- რა?... არა ძალიან გთხოვ. ისედაც არ მიყვარს საგამოძიებო განყოფილებები, თანაც
ათას სისულელეს ვიტყვი და ბრინჯივით დავიბნევი. ძალიან გთხოვ, შეგიძლია როგორმე
თავი ამარიდებინო მაგ საშინელ დაკითხვას? - ბიჭს ჩაეცინა და თავი დაბლა ჩაწია. შემდეგ ანას
გამოხედა.

24
- ნუ ღელავ. როგორ ფიქრობ, იმას დავუშვებ რომ საათობით დასაკით ოთახში
გაყურყუტონ და ნერვიულობამ შეგიწიროს? რასაც შევძლებ ყველაფერს გავაკეთებ - ანა ოდნავ
დაწყნარდა და საზურგეს მოშვებული მიეყუდა - უბრალოდ გაითვალისწინე, რომ ამ
ყველაფრის მიუხედავად შესაძლოა განყოფილებაში მოსვლა მაინც დაგჭირდეს.
- ეს შენი დამშვიდების ერთგვარი ხერხია ხო? - უთხრა ანამ და მარცხენა ხელი მკლავზე
მიარტყა, რა დროსაც ლუჰანი ოდნავ შეიშმუშნა. - მაპატიე... დაჟეჟილობები გაქვს? - ხელი
ნაზად ჩამოუსვა მკლავზე.
- არაფერია... - არაფრის მთქმელი ღიმილით გამოხედა. - რამოდენიმე დღეში მორჩება.
- დაამშვიდა და ანაც აღარ ჩაძიებია.
- იცი... - განაგრძო - მინდოდა რომ გუშინდელისთვის ბოდიში... - ანამ გამოხედა და
მაშინვე გააწყვეტინა.
- მოდი ამ თემაზე არ გვინდა კარგი?... ისედაც ვიცი, ორივეს უხერხულობას გვიქმნის.
ამიტომ ჯობს ისე მოვიქცეთ თითქოს და არც არაფერი მომხდარა. - ანამ თბილად გაუღიმა.
- მართალია... მართალი. - ლუჰანმა დიდ ჩასუნთქვასთან ერთად უპასუხა. მიუხედავად
იმისა, რომ ბიჭმა გადაწყვიტა სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებით ცოტახანი არაფერი ეკითხა,
მაინც ვერ მოითმინა და ანას კითხვით მიმართა - და მაინც, არ გიპასუხია... რა მოხდა... რა
დაინახე... როგორ გამოაღწიე იქიდან?
- სამაგიეროდ ახლა დაკითხვას შენ მიწყობ? - ანამ ჩაცინებით უთხრა.
- დამიჯერე ჩემი დაკითხვა სჯობს... თანაც მაინტერესებს... მე მაინც დამეხმარება და
შეიძლება ბევრი ინფორმაცია მომაწოდო. - მძღოლმა შუქნიშანთან შეანელა, რომელიც ყვითელ
ფერს აჩვენებდა და შემდეგ უკვე წითელი აინთო. ღვედი ოდნავ მოიშვა რომ განძრევა
შესძლებოდა, ანასკენ შემოტრიალდა და სმენად იქცა. გოგო ცოტა ანერვიულებული ჩანდა. -
გისმენ.
- კარგი... - ამოისუნთქა - მოკლედ, დიდი არც არაფერი მომხდარა. მამას ტანსაცმელი
რომ ავარჩიე ჩემთვისაც ვიზომავდი რაღაცას. შემდეგ ხმაური გავიგე. სიგნალიზაციაც ჩაირთო.
რომ გამოვედი გასახდელიდან დავინახე შეიარაღებულ ხალხს, ანუ მძარცველებს ტყვეები რომ
ყავდათ აყვანილი, სულ შავები ეცვათ და შავი პირბადეები ეკეთათ. - ანა მთელი ემოციით
უხსნიდა ისტორიას ხელების მონაწილეობით.
- ამის დედაც. - ლუჰანმა მოულოდნელად წამოიყვირა, საჭეს ხელი მაგრად მიარტყა, რა
დროსაც ანა შეხტა. - ისინი არიან. - ანა დაბნეული უცქერდა.

25
- ვინ ისინი? - ინტერესის თვალებით შესცეროდა ბიჭს. ამ დროს მწვანეც აინთო და
ლუჰანმა გაზს ფეხი მაშინვე დააჭირა. - ლუჰან.
- ისინი, ვინც ის უბედურება გუშინ მოაწყო და მამაშენი ახლა რის გამოც
საავადმყოფოში წევს - ანა შეცბა.
- ღმერთო... - თქვა და ორივე ხელი გულთან მიიტანა. - ანუ გინდა თქვა რომ
სასწაულებრივად გადავრჩი? - ბიჭს გახედა.
- ნამდვილად. - ცალი ხელით მანქანას ატარებდა, ცალი კი ფანჯარაზე ჰქონდა
ჩამოდებული, რომელსაც თავს აყრდნობდა.
რამდენიმე სვეტაფორი სიჩუმეში გაიარეს. ლუჰანი გაბრაზებული ჩანდა, ანა კი შოკში
ჩავარდნილს. ფანჯარა ჩამოწეული ჰქონდა, თვალები რაც შეიძლებოდა დიდზე გახელილი,
ჰაერს ხარბად ყლაპავდა და თვალებიდან ცრემლები უფრინდებოდა, რომელიც ცივი ქარისგან
უჩნდებოდა.
- ჰო ისე... შემოხედა ლუჰანმა. - და ის ტანსაცმელი სად არის რაც მამას აურჩიე?
ანა სკამზე ვერტიკალურად გაშეშდა და ხელები მაშინვე თავში წაიშინა.
- ღმერთო ტანსაცმელი. - წამოიყვირა.
- რა მოხდა? - თითქოს უმნიშვნელოდ წაატორმუზა.
- ტანსაცმელი იქ დამრჩა. იმ არეულობაში სულ დამავიწყდა. - ანას უცნობი ისევ
გაახსენდა. - სულ იმ იდიოტის ბრალია. - წაიბურტყუნა.
- რა თქვი? - ჰკითხა ლუჰანმა. შეცბუნებულმა გახედა ანამ.
- ა... არაფერი. რა სულელი ვარ. უფასოდ მაინც შემხვდებოდა. - უხერხულად ჩაუცინა.
- ანა, დარწმუნებული ხარ რომ მეტი არაფერი მომხდარა? - ბიჭმა ეჭვის თვალით გახედა
მას.
- და რა უნდა მომხდარიყო? სრულიად არაფერი. - ისევ გაუღიმა.
საავადმყფომდე ძვლივს მიაღწიეს. ანა არ დალოდებია ლუჰანს, რომ კარგი გაეღო მისთვის ან
თუნდაც შესასვლელამდე მიეცილებინა, მაშინვე წამოხტა და გაქცევა დააპირა როცა ბიჭის ხმამ
შეაჩერა.
- ანა მოიცადე. - დაამუხრუჭა და შემობრუნდა.
- გისმენ? - ჰკითხა ბიჭს, რომელიც მანქანიდან გადმოსული იყო და მანქანას მეორე
მხარეს უვლიდა, ხელში კი რაცია ჰქონდა მომარჯვებული.
- მე უკან უნდა დავბრუნდე. სამუშაო... უბრალოდ... დაგმშვიდობებოდი მინდოდა.

26
- შენი იქ ყოფნა აუცილებელია?
- რა თქმა უნდა. იმ ბანდის საქმეს ჩვენ ვიძიებთ. თანაც, დავითის გარეშე კიდევ უფრო
მეტი სამუშაოა. - უთხრა და საავადმყოფოს თვალი მოავლო.
- მართალია. სჯობს წახვიდე, არ დააგვიანო. - ანამ ხელით ანიშნა მანქანაზე, რომ
ჩამჯდარიყო.
- შეხვედრამდე... - ლუჰანმა თავი დაუქნია და შებრუდა. მანქანა ადგილს წამებში
მოწყდა.
ანა მანამ არ განძრეულა, სანამ მანქანა თვალს არ მოშორდა. შემობრუნება რომ დააპირა
კისერი საშინლად ეტკინა. გაახსენდა, იქ, ოთახში დაცემისას, გიგანტი ზედ რომ დაეცა.
წამიერად ტკაცუნის ხმა მოესმა, რომელიც კისრისგან მოდიოდა. სიბრაზე მაინც ყელში
უჭერდა. ჯერ საიდანღაც გამოჩნდა ვიღაც უცნობი, გადაარჩინა, დაეხმარა და როცა უკვე
სამშვიდობოს გამოვიდნენ უბრალოდ სადღაც გაქრა? თან მისი ეს მსგავსება მძარცელებთან... -
მაგრამ ისიც რომ მძარცველი ყოფილიყო მათ რატომ დაემალებოდა? ან რატომ გადაარჩენდა?
- ყველაფერი ძალიან უცნაური იყო... - ანამ თავი გააქნია, თუმცა კისერი ისევ ეტკინა... ამდენ
ფიქრში სულ დაავიწყდა. ზევით აიხედა, თვალი მანაც შავლო შენობას და შიგნით შევიდა.
დედამ დაინახა თუ არა, მაშინვე გადაეხვია... მამას მკვეთრი მოძრაობები არ შეეძლო,
არც ბევრი ლაპარაკი... ისე გაუკვირდა თითქოს, დედას ანა საუკუნეა არ უნახავსო...
რუსუდანმა დაარიგა რომ მისთვის არაფერი არ ეთქვა, რომ არ ენერვიულა... შეხვედრა კი
ძალიან ემოციური იყო... როგორც ღამით, კოშმარების ნახვის შემდეგ მიუწვებოდა ხოლმე
მშობლებს რომ აღარ შეშინებოდა, ისე მიუწვა მამას და როგორც შეეძლო ისე ეხუტებოდა რამე
რომ არ ტკენოდა.
- ანა, ლუჰანი სად არის? - ჰკითხა დედამ. რომელიც მათ გვერდით სკამზე იჯდა.
- აქ დამტოვა, მითხრა საქმე მაქვსო და წავიდა. - უთხრა დედას და თავი მამას მკერდზე
ჩამოადო.
ტელევიზიით საინფორმაციო გადიოდა და მამამ დედას სთხოვა, რომ ხმისთვის აეწია.
ანამ შეხედა და შეცბა... რუსუდანსაც მსგავსი რეაქცია ჰქონდა. იმ ადგილს, სადაც ის
ყველაფერი მოხდა, პირდაპირი ეთერით გადმოსცემდნენ და ჟურნალისტი ლაპარაკობდა.
როგორც გაირკვა ლუჰანი მართალი ყოფილა. გუშინდელი უბედურებაც მათი ჩადენილი
აღმოჩნდა. თუმცა დავითს ძალზედ უკვირდა ეს ყველაფერი. დიდიხანია რაც მათი
განყოფილება ამ დაჯგუფებაზე მუშაობს, თუმცა ჯერ არ ჰქონიათ შემთხვევა, რომ დანაშაული

27
ასე ზედიზედ ჩაედინათ, თან არა წვრილი დანაშაული, არამედ ასეთი მსხვილი. იმ სართულზე
სადაც ანა იმყოფებოდა, როგორც გახსოვთ სამი განყოფილება იყო და ერთ - ერთი
ძვირფასეულობის, სწორედ იმის გასაძარცვად იყვნენ მისულები. ხალხი ჯერ კიდევ იყო მის
გარშემო შემოკრეფილი და ალიაქოთი არ წყდებოდა...
- სჯობს ახლა ორივენი ერთად წახვიდეთ სახლში და დაისვენოთ. რუსუდან
განსაკუთრებით შენ. - მამამ ხმის გამაგრება სცადა, რომ სუსტი არ გამოსვლოდა და როგორც
უფროსს, მისთვის დაეჯერებინა გოგონებს.
- მამა მართალია. შენც გუშინდელიდან აქ ხარ და გაათენე დედა. სჯობს წავიდეთ.
რუსუდანს წინააღმეგობა არ გაუწევია. თვალები უკვე ჩაცვენილი ჰქონდა და წყლის
გადავლება ნამდვილად ესაჭიროებოდა, ისე ასდიოდა საავადმყოფოს სუნი. მამას პალატა
მიულაგეს, გაუნიავეს, დაემშვიდობნენ და პალატიდან გავიდნენ. დერეფანში დედა წამიერად
შეჩერდა, რომ მედდას დალაპარაკებოდა, ანამ კი გზა ნელა განაგრძო ისე, რომ შემდგომ
რუსუდანს შესძლებოდა მისი დაწევა. ტელეფონი მოიკითხა რომ გაეგო რა ხდება სოციალურ
ქსელში, ელლენისთვის დაერეკა და ეთქვა ყველაფერი... ისე კი გასაკვირი იყო ამდენ ხანს რომ
თვითონ არ მოიკითხა ანა... თუმცა მოიცადე... ანას ჩანთა მხარზე აღარ ჰქონდა, არც ტელეფონი
ჯიბეში, არც საფულე, არაფერი. მთლიანად ცარიელი იყო. ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა
ისე, რომ გააკანკალა. ახლა, როგორც მაშინ, ლუჰანის მანქანაში. ხელების თავში წამოშენას
აზრი აღარ ჰქონდა. ცრემლები წმაოუვიდა. გასახდელში შესვლისას ყველაფერი ხომ გარეთ
დაატოვებინეს. მამას ტანსაცმელი, საკუთარი ჩანთა. იქ ის ყველაფერი ან დახვდებოდა ან არა.
თავის ლანძღვას მოჰყვა გასასვლელამდე. სადაც დედა დაეწია და უცბად შეაშინა.
- მაპატიე, არ მინ... ანა, შენ რა, ტირი? - ანას წინ დაუდგა დედა და თავი ხელებში
მოუქცია. - რა მოხდა. მომიყევი. - როგორც ლუჰანთან, ანას არ სურდა ვინმესთან უცნობის
ხსენება. განსაკუთრებით იმ დეტალების თუ მათ შორის რა მოხდა. მითუმეტეს კი ის
უგზოუკლოდ გაქრა და პირადი ნივთებიც დაკაგა.
- არაფერია, უბრალოდ... დღეს შემეშინდა. თან რომ გავიგე ვინ იყვნენ. ძალიან
ვინერვიულე. - დედას ალერსისას ანას ცრელები უარესად წასკდა და მას გადაეხვია.
- ჩემი გოგო. რომ იცოდე მეც როგორ შემაშინე. გავიგე თუ არა, ლუჰანს მაშინვე
ვუთხარი, რომ იქ იყავი. ნეტავ იცოდე მასაც როგორ შეეშინდა. მაშინვე გამოიქცა. - ეუბნებოდა
და თან ზურგზე ხელს უსვამდა. მოიწმინდა ცრემლები და დედას მოშორდა.

28
- შენობიდან როდესაც გამოვედი უკვე იქ დამხვდა. მადლობელი ვარ. - დედას გაუღიმა.
- ახლა კი სახლში წავიდეთ, ტაქსი გავაჩეროთ. - ერთმანეთს გაუღიმეს, ხელები ჩაჰკიდეს და
მთელი გზა, სახლამდე სიჩუმეში გაატარეს.

***
სახლი ისევ მშვიდ მდგომარეობაში იყო... ისევ უცვლელი. კარი შეაღეს თუ არა მაშინვე
ტელეფონის ზარი გაისმა და მას პირდაპირ ანა მივარდა.
- გისმენთ? - ტელეფონში ყვირილი გაისმა და ანა ყურმილი მაშინვე მოიშორა ყურიდან.
გვერდით დედამ ჩაუარა, ამოხედა და ჰკითხა. – ,,ელლენი?“ - ანამ კი თავი დაუქნია.
- შეგიძლია მითხრა სად დაიკარგე ეს ორი დღე? იცი როგორი გამწარებული გეძებ. თან
ტელეფონზეც გირეკავდი და არ მიპასუხე. მამაშენის ამბავი შევიტყვე. როგორ არის?
სამსახურის გამო ვერ მოვახერხე მონახულება. ძალიან უხერხულად ხომ არ გამოვიდა?
რუსუდანი როგორ გრძნობს თავს?
- ღმერთო ელლენ. ამოისუნთქე. მომეცი ლაპარაკის საშუალება. - უთხრა და თვალების
სრესვა დაიწყო. - ძალიან ბევრი რამ გადავიტანე გუშინ და დღეს. თან ტელეფონი მე არ მაქვს.
- რა? რა მოხდა? - ყურმილიდან გამოძვრა.
- სამსახურს როდის ამთავრებ? პირდაპირ ჩემთან წამოდი, აქ დარჩი და ყველაფერს
მოგიყვები.
- სამსახურს ათი საათისკენ დავამთავრებ. გათენება არ მომიწევს და ბოლო კლიენტის
წასვლას აღარ დაველოდები. თან დღეს უფროსიც არ არის.
- ხო და მით უკეთესი. პირდაპირ ჩემთან მოდი. მიყვარხარ. - უთხრა და ყურმილი
დაკიდა. მეორე სართულზე ავიდა და გაიგონა დედა შხაპს როგორ იღებდა, თვითონაც არ
დაიზარა და იბანავა. დაახლოებით რვა საათზე ივახშმეს, შემდეგ მამა მოიკითხეს და თავიანთ
ოთახებში განაწილდნენ.
დრო ანამ ხან წიგნის რამდენიმე გვერდის კითხვაში, კომპიუტერში რაღაცეების ქექვაში
და იმაზე ნერვიულობაში გაატარა, თუ რა უნდა ექნა და ნივთები როგორ უნდა დაებრუნებინა.
მგონი იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ ყველაფერი ლუჰანისთვის უნდა ეთქვა და ის
დაეხმარებოდა ამ საქმის მოგვარებაში. ოღონდ ყველაფერი, მისი ინტიმური დეტალების

29
გარდა. უკვე ძილი ერეოდა, მოთენთილი იყო და საკმაოდ დაბნელებული. თვალები
ეხუჭებოდა რაღაც ხმა რომ მოესმა. ძალიან ეზარებოდა ამდგარიყო და ენახა, თანაც ფიქრობდა
ეს თუ ელლენი იყო აუცილებლად მოკლავდა. თუმცა ის ხომ პირდაპირ, დაუკაკუნებლად
შემოაჭრის ხოლმე. სხვა გზა არ იყო... ხმაური არ წყდებოდა... თითქოს რაღაც წკაპუნის იყო...
წამოდგა, უკვე საღამურებში გამოწყობილი, ფანჯრიდან გაიხედა, რომელიც პირდაპის ეზოს
გადაჰყურებდა და წამით თვალებს ვერ დაუჯერა. არა... საიდან... რა მოხდა... იმხელა ნერწყვი
გადასცა კინაღამ დაიხრჩო, ხველებისას ფანჯარას მოშორდა და ფარდას ჩამოეფარა...
- რა ხდება? აქ რა უნდა. საიდან გაჩნდა. ან მისამართი საიდან გაიგო? რა ვქნა? - ათასს
კითხვას უსვამდა ანა თავის თავს... გარეთ, მისი ფანჯრის ქვევით უცნობი იდგა, რომელიც
ფანჯარას კენჭებს სვრიდა. - ღმერთო შეიძლება ჭკუიდან გადავიდე. - ღრმად ჩაისუნთქა და
ფანჯარაში ისევ გაიხედა. უცნობი დაკუზული იყო რომ ისევ აეღო პატარა კენჭი. როდესაც
წამოიწია და ხელი ზევით აიქნია ანას მოკრა თვალი, წამიერად დააყოვნა, კენჭი ისევ ძირდს
დააგდო და ანას ხელი დაუქნია. სხვა გზა რა იყო? უნდა გასულიყო თორემ ასე დედაც მალე
გაიგებდა ხმას... უბრალოდ ხელში რაც მოხვდა ჩაიცვა, გარეთ საღამურბით რომ არ
გასულიყო... სიჩქარეში რამდენჯერმე შარვალს ფეხი არასწორად გაუყარა და ძირს დაეცა,
რამაც ბრაგუნის ხმა გამოიწვია. დედასთან შეიხედა ოთახში, მაგრამ დედას უკვე ისე ეძინა
გაგუდულს... ერჩივნა რომ არ გაეღვიძებინა და სახლიდან ჩუმად გასულიყო. კიბეები ნელა
ჩაირბინა, კარები უხმაუროდ გააღო და გარეთ გავიდა... საღამოს სუსხი იყო... ლამპიონები
სუსტად ანათებდა და პატარა მწერები მაქსიმალური სიჩქარით დაფრინავდნენ მათ გარშემო.
უცნობს ვერსად ხედავდა. მის ფანჯრის ქვემოთ აღარ იდგა. წამიერად იფიქრა ხომ არ
მომეჩვენაო. აქეთ იქით იხედებოდა, ზურგით სახლისკენ იდგა როცა მარჯვენა მკლავში ხელის
ჩაჭიდება იგრძნო, რამაც სწრაფად შეატრიალა, შემდეგ ზურგზე სიმაგრე იგრძნო, სახლს რომ
იყო მიყუდებული, ხელები პირთან ჰქონდა მიტანი რომ არ ეკივლა შიშისგან, თვალები კი
დახუჭული.
- ამის დასაბრუნებლად მოვედი. - ხმა გაიგონა. ისევ ის... უხეში და ხრინწიანი და
წარმოიდგინა როგორი სახის გამომეტყველებით უყურებდა. გააკანკალა. ერთდროულად
სიცივისგან და ამ ყველაფრის წარმოდგენისას. ყოყმანობდა თვალები გაეხილა თუ არა. ხელზე
ხელის მიდება იგრძნო, რამაც ცალი მტევანი პირიდან მოაშორებინა და ხელში თოკით
ჩამოჰკიდა რაღაც. ანამ თვალები გაახილა და ხელში თვისი ჩანთა ეკავა.

30

You might also like