You are on page 1of 2

სოციოლოგია- ადამიანის სოციალური ცხოვრების, ჯგუფებისა და საზოგადოებების

შესწავლაა. სოციოლოგიური წარმოსახვა, საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რომ


მრავალი მოვლენა, რომელიც თითქოსდა ინდივიდს ეხება, სინამდვილეში, უფრო ფართო
საკითხებს ასახავს. სამსახურიდან გათავისუფლება ერთისთვის ტრაგედია , თუმცა
შეიძლება სხვა ბევრი ადამიანიც იმავე სიტუაციაში იმყოფებდონენ. სოციოლოგის საქმეა
იკვლიოს კავშირები მათ შორის, თუ რას ქმნის ჩვენგან საზოგადოება და რას ვქმნით ჩვენ
საკუთარი თავისგან.

ზოგჯერ, ქმედებებს, რომლებიც კონკრეტული მიზნით არის წამოწყებული, ისეთი


შედეგები აქვს, რაც ხელს უშლის ამ მიზნის მიღწევას.

გამოჩენილი ფრანგი სოციოლოგი ოგიუსტ კონტი. ემილ დიურკეს მიხედვით კი


სოციოლოგიამ უნდა შეისწავლოს სოციალური ფაქტები, სოციალური ცხოვრების ის
ასპექტები, რომლებიც სახეს აძლევენ ჩვენს, როგორც ინდივიდების ქმედებებს , ისეთებს
როგორიცაა ეკონომიკური მდგომარეობა ან რელიგიის ზემოქმედება . საზოგადოების
ერთიანობის შენარჩუნება მხოლოდ ღირებულებებისა და წეს-ჩვეულბების გაზიარებით
არის შესაძლებელი. დიურკეს მიხედვით, შრომის განაწილებამ, როგორც სოციალური
გაერთიანების საფუძველმა, თანდათანობით რელიის ადგილი დაიკავა . შრომის
გადანაწილებით ადამიანები უფრო მეტად ხდებიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი . თუმცა
თანამედროვე საზოგადოებებში ცვლილებების პროცესი ისე სწრაფი და ინტენსიური , რომ
იგი უფრო მეტ სოციალურ სიძნელეებს წარმოქმნის, რასაც ის ანომიას უკავშირებს , ანუ
მიზნის უქონლობის ან უიმედობის შეგრძნება. ტრადიციული მორალური კონტროლი და
სტანდარტები, რასაც, ჩვეულებრივ, რელიგია ახორციელებდა, თანამედროვე სოციალური
პირობების გამო თითქმის მთლიანად დაირღვა და ბევრ ადამიანის თანამედროვე
საზოგადოებაში გაუჩინა შეგრძნება, რომ მათი ყოველდღიური ცხოვრება აზრს
მოკლებულია.

2) მარქსის თვალსაზრისი ეყრდნობოდა ისტორიის მატერიალისტურ გაგებას. ეს არ არის


ადამიანთა კუთვნილი იდეები და ღირებულებები, რაც სოციალური ცვლილების მთავარი
წყაროა, არამედ სოციალური ცვლილება ძირითადად ეკონომიკური მიზეზებით არის
გამოწვეული. კლასთა შორის ბრძოლა- მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ისტორიული
განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება
კაპიტალიზმის განვითარებიასთან იყო დაკავშირებული . ისინი , ვინც ფლობენ კაპიტალს -
ქარნებს, დანადგარებს და დიდძალ ფულს- აყალიბებენ მმართველ კლასს. მოსახლეობის
დიდი უმრავლესობა კი დაქირავებულ მუშათა კლასს ქმნის, რომლებსაც არ გააჩნიათ სხვა
საარსებო საშუალება, თუ არა სამუშაო, რომელსაც კაპიტალის მესაკუთრენი იძლევიან.

მარქსის მიხედვით მომავალში კაპიტალიზმი უნდა იქნეს შეცვლილი სისტემით , სადაც არ


იარსებენ კლასები, არ იქნება დიდი განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის . ანუ არ
იქნება ადამიანთა დიდი მასა, რომელიც ცოტა სარგებელს ნახავს იმ სიმდიდრისგან,
რომელსაც თავად ქმნის. შეიქმნება საერთო საკუთრებაზე დაფუძვნებული ეკონომიკური
სისტემა და ჩამოყალიბდება უფრო თანასწორი საზოგადოება .

3) მაქს ვებერი- ის უარყოფდა ისტორიის მატერიალისტურ გაგებას, ნაკლებად


მნიშვნელოვნად თვლიდა კლასობრივ კონფლქიტს. ეკონომიკური ფაქტორების ძალზე
მნიშვნელოვანია, თუმა იდეებსა და ღირებულებებს ასეთივე ზეგავლენა აქვს სოციალურ

Page 1|2
ცვლილებაზე. მსოფლიო რელიგიების შედარების საფუძველზე დაასკვნა, რომ
ქრისტიანობის გარკვეულმა ასპექტებმა, კაპიტალიზმის წარმოქმნაზე დიდი გავლენა
მოახდინა. ეს არ მხოლოდ ეკონომიკური ცვლილებების გამო არ გაჩენილა, არამედ
აგრეთვე კულტურული იდეებითა და ღირებულებებით. კაპიტალიზმს საფუძველში
მეცნიერებისა და ბიუროკრატიის გავლენა ძევს. მეცნიერებამ სახე მისცა თანამედროვე
ტექნოლოგიას, ბიუროკრატია ადამიანთა დიდი რიცხვის ეფექტურად ორგანიზების
ერთადერთი გზაა და ამიტომაც ფართოვდება, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზრდასთან
ერთად. მეცნიერებისა და ბიუროკრატიის განვითარება დახასიათებული იყო როგორც
რაციონალიზაცია.

4) მიშეილ ფუკო- სექსუალობა გადაბმულია სოციალურ ძალაუფლებასთან. ის ეჭვქვეშ


აყენებდა შეხედულებას, რომ ცოდნის შეძენას მეტი თავისუფლებისკენ მივყავართ ,
პირიქით, ის ცოდნას განიხილავდა, როგორც ადამიანების თვალყურის დევნებისა და
კონტროლის საშუალებას.

იურგენ ჰაბერმასი- კაპიტალისტური საზოგადოება, სადაც მუდმივად ხდება ცვლილება ,


მორალური წესრიგის ნგრევისკენ იხრება, რაზეც ფაქტობრივად თავად არის
დამოკიდებული. აქ ეკონომიკურ ზრდას ენიჭება უპირატესობა, სხვა ყველაფერთან
შედარებით.

სოციოლოგთა და ბიოლოგთა უმეტესობა თანხმდება რომ ადამიანებს არ აქვთ


ინსტინქტები, მათ აქვთ მხოლოდ რეფლექსები. დანარჩენები კი არის ბიოლოგიური
მოთხოვნილებები!-საკვები, ძილი, სექსი. ყველა კულტურას თავისებური გზა აქვს ამ
მოთხოვნილებების დაკმაყოფილების. რაც მთავარია, ცხოველებისგან განსხვავებით ,
ადამიანებს შეუძლიათ თაიანთი ბიო მოთხოვნილებების დაძლევა , მარხვა , რელიგია .

არ არსებობს საზოგადოება კულტურის გარეშე და პირიქით. საზოგადოება


ურთიერთკავშირების სისტემაა, რომელიც ინდივიდებს ერთმანეთთან აკავშირებს .

სოციალიზაცია-გვხვდება განვითარების მაღალ საფეხურზე, ძუძუმწოვრებში . ეს არის


პროცესი, რომლის დროსაც უმწეო ბავშვი თანდათან გადაიქცევა თვითცნობიერ , მცოდნე
და იმ კულტურის შემთვისებელ პიროვნებად, რომელშიც ის დაიბადა. სოციალიზაციის
გარეშე ადამიანი ცხოველად რჩება, „ველური ბავშვები“.

Page 2|2

You might also like