You are on page 1of 2

გამოქვითები და ზარალი

გამოქვითები არის ხარჯების ის ნაწილი, რომლებიც შემოსავლებს შეამცირებენ იმისთვის ,


რომ საშემოსავლო გადასახადი იქნას გადახდილი. ერთობლივ შემოსავალს მინუს
გამოქვითები არის დასაბეგრი შემოსავალი. ერთობლივ შემოსავალს აკლებად ყველა
ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან.

მოგების გადასახადი- გაგამხდელი არის იურიდიული პირი, ძირითადად მოგების


გადასახადის დაბეგვრის ობიექტია მოგების განაწილების ფაქტიც , ანუ კომპანიას
ეკითხებიან არა იმას, თუ რა მოგება მიიღო, არამედ გაანაწილა თუ არა მოგება, ეს არის
ესტონური მოდელი. თუმცა არის 5 ტიპის ბიზნესი, რომელიც სტანდარტულ მოდელზეა,
ესენია-კომერციული ბანკები, სადაზღვეო კომპანიები, სესხის გამცემი სუბიექტები ,
მიკროსაფინანსო და საკრედიტო კავშირები, ესენი არ გადავლენ ესტონურზე 2023
წლამდე. ანუ ჩვენი უნი იბეგრება მოგების განაწილების ფაქტზე, ხოლო ბანკი მოგების
მიღების ფაქტზე.

გამოსაქვითი ხარჯები- ძირითად საშუალებებზე გაწეული ხარჯების გამოქვითვის 2


პრინციპი არსებობს: წლებზე განაწილებული მეთოდი-ამორტიზაცია , ჰგავს ცვეთას და
მეორე, ძირ.საშუალებებზე დახარჯული ფული სრულიად იქვითება,ანუ 100% იქნება
გაცვეთილი ძირითადი საშუალება.

გამოქვითვის ხარჯების 3 ჯგუფი: ხარჯები, რომლებიც გაწეულია, მაგრამ მათი გამოქვითვა


აკრძალულია. არსებობს ხარჯები, რომელთა გამოქვითვაც მოსულა, ოღონდ დროში
გაწელილია და ჰგავს ცვეთას. არსებობს ხარჯები, რომელთა გამოქვითვაც მოსულა,
მაგრამ იმიტომ რომ სახელმწიფო ხედავს რაღაცებში საფრთხეს, ამიტომ მათი
გამოქვითვა არის შეზღუდული, ანუ ლიმიტის შემდეგ გამოქვითვას არ ექვემდებარება.

ხარჯები, რომლებიც არ გამოიქვითება

ნებისმიერი ხარჯი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას არ უკავშირდება , ანუ მაგალითად


საწარმოს ფარგლებში გაიღე გარკვეული ხარჯები, რომლებიც არ მოხმარდა შემდგომ
ეკონომიკურ საქმიანობას მისი გამოქვითვა არ შეიძლება. გამონაკლისი საქველმოქმედო
ხარჯები.

გართობაზე გაწეული ხარჯები, თუკი ეს ხარჯები არ არის გაწეული გართობითი ხასიათის


ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში.

პირადი მოხმარაების ხარჯები.

მოგების/საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან განთავისუფლებული შემოსავლების


მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. მაგალითად, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე
ფიზიკური პირისგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი.

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისგან ფიქსირებული


გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში შეძენილ საქონელზე /მომსახურებაზე
გაწეული ან ასეთ საქმიანობასა და სხვა საქმიანობას შორის გაუმიჯნავი ხარჯები . ანუ
არსებობს გარკვეული ტიპის ხარჯები, რომლებიც მოხმარა ეკონომიკურ საქმიანობას და
დოკუმენტურადაც დადასტურებულია, მაგრამ მაინც ვერ ვაქციოთ გამოქვითებათ .
პრაქტიკული მაგალითი: საწარმომ შეისყიდა 20 000-ად სმმ და გაყიდა 50 000, მაშინ
საშემოსავლოთი დაიბეგრება: 50 000-20 00, რადგან შემოსავლის მიღებასთან
დაკავშირებული ხარჯებია. 30 000*20%. მეოერე მაგალითი, თუ 20 000-ად იყიდა ოღონდ
მიკრო ბიზნესის სტატუსის პირისგან, მაშინ არ გამოიქვითება და გვექნება 50 000*20%.

ლიმიტირებული გამოქვითვები

პროცენტების გამოქვითვის შეზღუდვა-თუკი კომპანიამ სესხი აიღო არა მიკროსაფინანსო


ორგანიზაციიდან და არა ბანკიდან, მაშინ იმოქმედებს წლიური 24%-ის გამოქვითვის
შეზღუდვა. ანუ 36%-იანი სესხი ავიღეთ შპს-დან, მაშინ 36% უნდა გადავიხადოთ, საიდანც
24% გამოიქვითება.

უიმედო ვალები-უიმედო ვალები ექვემდებარება გამოქვითვას სრულად , თუ შესაბამისი


მისაღები შემოსავლები წინა საანგარიშგებო პერიოდებში შეტანილი იყო ეკონომიკური
საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებში.

წარმომადგენლობითი ხარჯები- მასპინძლობასთან დაკავშირებული , მაგალითად


გაცნობითი წვეულება, გამოქვითვას ექვემდებარება, რადგან შეიძლება ინვესტორი
მოიზიდოს, ამიტომ ლიმიტი არის ერთობლივი შემოსავლის 1%. მაგალითად 100
შემოსავალი, 2 წარმომადგენლობითი ხარჯი, მაშინ (100-1)*20% დაიბეგრება.

საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხის გამოქვითვის შეზღუდვაა ერთობლივ


შემოსავალსა და გამოქვითვებს შორის სხვაობის 10%, ანუ ქველმოქმედებამდე მოგების
10%.

You might also like