You are on page 1of 3

აფაზიოლოგიის განვითარების ტენდენციები

მანანა გაბაშვილი
ფსიქოლოგიური განწყობის კვლევის და კორექციის ცენტრი,
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
მარიამ ბაქრაძე
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

აფაზიოლოგია მულტიდისციპლინური სფეროა, რომელიც ნათლად ასახავს თავისი


შესწავლის ობიექტის, აფაზიის, “ნეირო-ლინგვო-ფსიქო-სოციო” ბუნებას. იმ
მიდგომების თეორიული ანალიზი, რაც აფაზიის პირველი, ჩვენამდე მოღწეული,
აღწერიდან დღემდე არსებობს, იძლევა საფუძველს გავიაზროთ ამ დარგის ისტორია,
როგორც ერთი მთლიანი პროცესი, რომელიც სპირალისებურად მიმდინარეობს და
ჰოლისტური განვითარებისკენ მიისწრაფის. ერთი მხრივ, ნეიროვიზუალური
კვლევები აბრუნებს აფაზიოლოგიას ანატომიურ უბნებზე დაკვირვებასთან და ამ
მიმართულებით უახლეს მნიშვნელოვან ფაქტებს გვაწვდის. აქცენტი ისევ დარღვევის
ლოკალიზაციასა და ანატომიურ ერთეულებზე გადადის, თუმცა, მეორე მხრივ,
ინტენსიურად ვითარდება ფსიქოსოციალური მიდგომა, რომელიც, პაციენტის
ფენომენოლოგიური გამოცდილების გათვალისწინებასთან ერთად, ერთ-ერთ
ყველაზე გადამწყვეტ როლს ასრულებს ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის
პროცესში და აფაზიის მქონე ადამიანებს, დარღვევის არსებობის მიუხედავად,
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის
მოპოვებაში ეხმარება.

გამომდინარე იქიდან, რომ აფაზიური სინდრომი არ შემოისაზღვრება მხოლოდ და


მხოლოდ ენის/მეტყველების (ან თუნდაც - კომუნიკაციის) დარღვევით, არამედ
მთლიანად პიროვნულ ცვლილებას წარმოადგენს, აფაზიოლოგიის შემდგომი
განვითარების ერთ-ერთი პერსპექტივა განწყობის ფსიქოლოგიის ექსპლიკაციურ
პოტენციალს შეიძლება დაუკავშირდეს, რაც ჰოლისტური ნეიროფსიქოლოგიური
რეაბილიტაციის კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ერთ-ერთი
საკვანძო საკითხია იმის გარკვევა, პირველადი, ანუ აქტუალიზაციის მექანიზმია
ხარვეზიანი, თუ ხარვეზი ჩადებულია ფიქსირებულ განწყობებში. შეიძლება ისიც,
რომ ამ მექანიზმების სინერგიული ეფექტი იყოს აფაზიური გამოვლინებების მიზეზი.
გამორიცხული არც ისაა, რომ არაკომუნიკაციური ლატენტური განწყობების
ურთიერთგავლენაც ქმნიდეს აფაზიის სინდრომის სურათს. აფაზიის
განმაპირობებელი განწყობების კვლევა და კორექცია ახალ შესაძლებლობებს აჩენს
აფაზიოლოგიის თეორიის და პრაქტიკის განვითარებაში.

TENDENCIES IN APHASIA STUDIES DEVELOPMENT


Manana Gabashvili
Psychological Set Research and Correction Center at Tbilisi State Medical University
Georgian Institute of Public Affairs (GIPA)
Mariam Bakradze
Georgian Institute of Public Affairs (GIPA)

Aphasia studies comprise a multidisciplinary field that clearly reflects the "Neuro-Linguo-
Psycho-Social" nature of the object of its research - aphasia. The theoretical analysis of the
approaches, starting from the very first descriptions of the phenomenon up to present, reveals the
history of the field as a spiral process unfolding towards holistic development. On the one hand,
modern neurovisual studies return to aphasia as an anatomical disorder and re-focus on
localization approach but, on the other hand, there is strong psychosocial perspective, which
together with consideration of the patient's phenomenological experience, plays one of the most
crucial roles in neuropsychological rehabilitation process and helps people with aphasia to regain
the quality of life and psychological well-being, regardless existing speech and language
disorder.

Since aphasic syndrome is not limited to mere speech/language or even communication disorder,
but presents personal changes as well, one of the prospects for further development of aphasia
studies lies within the Uznadze Psychology of Set which in the context of holistic
neuropsychological rehabilitation acquires a special significance.One of the key issues is to
determine whether the primary, i.e. actualization, mechanism is distorted or whether the
problem is in fixed sets. It may also appear that it is the synergy effect of these mechanisms
that triggers aphasia symptomatology. It is not excluded that the interplay of non-
communicative latent sets also forms the manifested picture of the disorder. Research and
correction of sets, determining aphasia, open up new opportunities in the sphere of holistic
neuropsychological approach.

You might also like