You are on page 1of 2

მედიის როლი თანამედროვე ცხოვრებაში

კომპლექსური დავალება

როგორც გახსოვთ, დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი


ქვეყანაში აქტიური სამოქალაქო საზოგადოების არსებობაა.
საზოგადოების აქტიურობაზე, პირველ რიგში, მეტყველებს
მოქალაქეების მონაწილეობა არჩევნებში და საზოგადოებისთვის
მნიშვნელოვანი
საკითხის გადაწყვეტის პროცესსში, ხოლო იმისათვის, რომ მოქალაქემ
სწორი არჩევანი გააკეთოს და გააზრებული წვლილი შეიტანოს ქვეყნის
განვითარებაში,აუცილებელია, ის ობიექტურ და ამომწურავ
ინფორმაციას ფლობდეს მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამაში მას
მედია ეხმარება.
სწორედ ამიტომ სამოქალაქო საზოგადოებაზე ლაპარაკისას გვერდს ვერ
ავუვლით მის ერთ-ერთ უმთავრეს წარმომადგენელს - თავისუფალ
მასმედიას.
ადამიანები უძველესი დროიდან ცდილობდნენ ინფორმაციის
გავრცელების გზების პოვნას მაგ:ისინი გამოქვაბულის კედლებზე
ხატავდნენ, შეტყობინებებს კვამლის დახმარებით გადასცემდნენ და ა.შ.
ბუნებრივია, ზემოთ ჩამოთვლილი ხერხები არც ისე ეფექტური იყო.
ინფორმაციის გავრცელება ტექნოლოგიების განვითარებამ გახადა
შესაძლებელი.

XVII საუკუნის დასაწყისში (1605 წელს) სტრასბურგში დაიბეჭდა


პირველი ყოველკვირეული გაზეთი, რომელსაც “გამორჩეული და
საგულისხმო ამბების კრებული„ ერქვა.
საქართველოში კი პირველი გაზეთი 1819 წელს გამოიცა და მას
“საქართველოს გაზეთი„ ერქვა.

XX საუკუნის დასაწყისში კაცობრიობამ მედიას აჩუქა - რადიო,


მოგვიანებით - ტელევიზია, ხოლო საუკუნის მიწურულს გაჩნდა
ინტერნეტი, რომელიც ახლა ყველა ჩვენთაგანის ცხოვრების განუყრელი
ნაწილია. საქართველოში ინტერნეტის მოხმარება 1990-ანი წლებიდან
გახდა შესაძლებელი.
ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს
ინფორმაცია. ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით
თავისუფლად სარგებლობის უფლება.
ანა ტერტერაშვილი

You might also like