You are on page 1of 6

მე მძაგს ის კაცი, ვით კარიბჭე კუშტი ჰადესის,

გულში რომ ერთი აზრი აქვს და პირით სხვას ამბობს.-ჰომეროსი

ჭეშმარიტად დიდია ადამიანი, რომელმაც შეძლო თავისი


დროის დაპატრონება.-ჰესიოდე

შემყოვნებელი მთელს სიცოცხლეში განუწყვეტლივ ებრძვის


გაჭირვებას.-ჰესიოდე

არასოდეს დაიკარგება სიტყვა, რასაც ხალხში მრავალნი


იმეორებენ.-ჰესიოდე

უსაქმო კაცი ყველასათვის საძულველია.


სირცხვილი არის უქმად ყოფნა, შრომა კი არა!-ჰესიოდე

სიმართლეს შეცვლის მუშტი – შეძრავს ძარცვა ქალაქებს,


პატივისცემას ვეღარ აღძრავს ფიცის ერთგული,
ალალი კაცი. – ეყოლებათ პატივში უნდო.
სადაც ძალაა, სამართალიც იქვე იქნება.
…სირცხვილ-ნამუსი ცად განილტვის. დარჩება ტანჯვა,
ბოროტების და სიავისგან ხსნა არ იქნება.-ჰესიოდე

კირნე-
ბევრის ცოდნა გონებას ვერ გაწრთვნის.-ჰერაკლიტე ეფესოელი

იოლია, ბედნიერმა ანუგეშოს უბედური.-ესქილე

ბრძენი ის არის, ვინც იცის – საჭირო, ბევრი კი არა.-ესქილე

ფუჭმეტყველი ორმაგ სახრის არის ღირსი.-ესქილე

ცოცხალ პერიკლეს ამისათვის აღიარება არ ელის… დაცდა


მოგიწევთ…-პერიკლე

შეიცანი თავი შენი (ლათინურად: ნოსცე ტე იპსუმ -სოკრატე

სიმამაცე ამცირებს ყველა უბედურებას.-დემოკრიტე

ვინც ცხოვრობს უშინაარსოდ, უგუნურად, თავაშვებულად – კი არ


ცხოვრობს, ნელა კვდება-დემოკრიტე
ყველაფრის ცოდნას ნუ შეეცდები, თორემ უმეცარი დარჩები.-
დემოკრიტე

მეშურნე თავის თავს ავნებს, როგორც მტერს.-დემოკრიტე

უნდა მიეჩვიოთ ქველ საქმეებს და არა ლაყბობას ქველ


საქმეებზე.-დემოკრიტე

სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას-არისტოტელე

ადამიანი თავისი ბუნებით საზოგადოებრივი არსებაა.-


არისტოტელე

ხალხს დაღუპვა ემუქრება თავის მოქალაქეთა სიგიჟით.


გაუმაძღარო მძლავრნო! თქვენ საკუთარ ქვეყანას ყიდით!-
სოლონ ათენელი

არასოდეს არა ვარ ისე მოუცლელი, როგორც დასვენების


საათებში.-ციცერონი
თავისუფლება გინდა, მაქსიმ? სტყუი, არ გინდა!
თუ მართლა გინდა, შენც გახდები თავისუფალი:
დასცინებ ოქროს, როგორც დიდმა ცინამ* დასცინა,
იკადრებ ტანზე ამ ჩემსავით უბრალო ტოგას,
დაბალჭერიან ქოხში შეხვალ წელში მოხრილი –
ეს ყველაფერი თუ შესძელი, მაშინ გახდები
პართიელების მბრძანებელზე თავისუფალი.-მარციალი

ვსწავლობთ არა სკოლისათვის, არამედ ცხოვრებისათვის-


სენეკა

სათნოება და მეფობა ვერ ეწყობიან ერთმანეთს.-პალადი

პაფლაგონიელი – ყბედისა და უსაქმურის სინონიმია.

უსაფუძვლო მეტყველებას სჯობს დუმილი გონივრული:


ის მიზეზი ვერ გახდება საფრთხისა და დაცინვისა,
ვერც საბაბი ბრალდებისა, სინანულის და ფიცისა.-- კასია

მძულს დუმილი, როცა დროა მეტყველების- კასია

სიცოცხლე გიყვარს? მაშინ დროს ნუ კარგავ! რადგან დრო ის


ქსოვილია, რომლისგანაც სიცოცხლე იქსოვება.- ბენჯამინ
ფრანკლინი
ერი არ მოკვდება, თუ თავს არ მოიკლავს.- რალფ უოლდო
ემერსონი

ხმაური არაფერს ამტკიცებს. ქათამი ისე კრიახობს, თითქოს,


კვერცხი კი არა, პატარა პლანეტა დაედოს.- მარკ ტვენი

ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ; ილაპარაკებენ მასთან,


ვინც არაა, მოუსმენენ მას, ვინც არ მეტყველებს.- ლეონარდო და
ვინჩი

თუ კამათში ავტორიტეტებს იმოწმებ, ამით შენს მეხსიერებას


ავლენ, და არა გონებას.- ლეონარდო და ვინჩი

თუ პიროვნების საზომი წარმატებაა, მაშინ გეტსბისაც ჰქონდა


რაღაც ღირსბეა- დიდი გეტსბი
-

You might also like