You are on page 1of 382

1 მკითხველთა ლიგა

სიკვდილით
განკურნება

თარგმნა ნინო შეყილაძემ

2 მკითხველთა ლიგა
თავი 1
თომასს ნელ-ნელა ჭკუიდან შლიდა სუნი. არც სამკვირიანი
მარტოობა, არც თეთრი კედლები, ჭერი ან იატაკი, არც უფანჯრო-
ბა და არც ის, რომ ოთახში შუქს არ აქრობდნენ, არამედ სუნი.
საათიც წაართვეს; დღეში სამჯერ ზუსტად ერთსა და იმავე კერ-
ძებს აჭმევდნენ: ლორის ნაჭერი, კარტოფილის პიურე, ცოცხალი
სტაფილო, პურის ნატეხი და წყალი. არც არავინ ელაპარაკებოდა
და არც ოთახში უშვებდნენ ვინმეს. არც წიგნები, არც ფილმები და
არც ვიდეოთამაშები.
სამკვირიანი იზოლაცია – რასაკვირველია, თუ ინტუიციით
დრო სწორად გამოთვალა. ჭამის დროის დახმარებით ცდილობ-
და, გამოეცნო, როდის ღამდებოდა და მაშინ იძინებდა, თუმცა,
ეჩვენებოდა, რომ საჭმელი სხვადასხვა დროს მოჰქონდათ. ბიჭს
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თავგზას განგებ უბნევდნენ.
მარტოობა. რბილკედლებიან უფერო ოთახში თომასი სრუ-
ლიად მარტო იყო. ოთახის ერთ-ერთ კუთხეში პატარა, უჟანგავი
ფოლადის უნიტაზი იყო მიმალული და ძველისძველი ხის საწერი
მაგიდა იდგა. თომასი ამ მაგიდას არც ეკარებოდა. აუტანელ სი-
ჩუმეში, როცა დროს არსად ეჩქარება, მოზარდი ფიქრობდა საკუ-
თარ სხეულში ღრმად ფესვგადგმულ დაავადებაზე – ელვარების
ვირუსზე, რომელიც ნელ-ნელა გეპარება და ადამიანის სახეს გი-
კარგავს.
მაგრამ საკუთარი დაუბანელი სხეულის მყრალ სუნზე მეტად
არაფერი აგიჟებდა. ბიჭს ნერვები სიმებივით ჰქონდა დაჭიმული
და ლამის ჭკუიდან შეშლილიყო.
არც შხაპის და არც აბაზანის მიღების უფლება არ მისცეს.
ოთახში არც ახალი ტანსაცმელი დახვედრია და არც ჰიგიენური

3 მკითხველთა ლიგა
საშუალებები, რომ თავის მოვლა შესძლებოდა. პატარა ტილოც
ეყოფოდა, სასმელი წყლით დაასველებდა და სახეს მაინც გაიწ-
მენდდა... ისევ ძველი ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა. ოთახში საწო-
ლიც კი არ ჰქონდა. ხშირად ზეზეულად თვლემდა, ხანდახან კი
ოთახის კუთხეში მოკუნტული და სიცივისგან აცახცახებული ხე-
ლებს იღლიებქვეშ ითბობდა.
თომასი ვერ ხვდებოდა, ასე რატომ აშინებდა საკუთარი
დაუბანელი სხეულის მყრალი სუნი. იქნებ, ეს იყო პირველი სიმ-
პტომი იმისა, რომ უკვე გაგიჟდა. სიბინძურე ბიჭის გონებაზე მოქ-
მედებდა და თომასს თავში ათასი შემაძრწუნებელი აზრი მოს-
დიოდა – თითქოს ლპებოდა, ნელ-ნელა იხრწნებოდა,… თითქოს
შინაგანი ორგანოები უმძაღდებოდა.
რაც უნდა სისულელე ყოფილიყო, თომასს სწორედ ეს ადარ-
დებდა. საბედნიეროდ, არც შიოდა და არც სწყუროდა; კარგად ის-
ვენებდა და ამ ერთ ციცქნა ოთახში, როგორც შეეძლო, ვარჯი-
შობდა კიდეც. ხანდახან ერთ ადგილზე საათობით ხტოდა. თო-
მასს გონება ჰკარნახობდა, რომ დაუბანლობას მის გულსა და
ფილტვებთან საერთო არაფერი ჰქონდა, თუმცაღა, საკუთარი
თავი დააჯერა, რომ მის სხეულში სიკვდილი ჩასახლებულიყო და
მალე მთლიანად დაეპატრონებოდა.
ამ შავბნელმა ფიქრებმა დააეჭვა – იქნებ, ტერეზა მართალი
იყო, ბოლო საუბრისას რომ უმტკიცებდა, თითქოს ელვარებას
აგრესიულ თომასში ფესვები ღრმად გაედგა და მისი შველა შე-
უძლებელი იყო; რომ ის ჭკუიდან მანამდე შეიშალა, სანამ ამ სა-
შინელ ოთახში გამოამწყვდევდნენ. თომასი ბრენდამაც კი გააფ-
რთხილა, რომ მალე ყველაფერი უარესად იქნებოდა. იქნებ,
ორივე მართალი იყო.
მეგობრებზე ფიქრიც არ აძლევდა მოსვენებას. რა დაემარ-
თათ? სად იყვნენ ახლა? რას უშვრებოდა ელვარება მათ გონე-

4 მკითხველთა ლიგა
ბას? ამდენი გადაიტანეს და ნუთუ ყველაფერი ასე უნდა დამთავ-
რებულიყო?
თომასს სიბრაზისგან გული ყინვაში დარჩენილ მშიერ ვირ-
თხასავით აუკანკალდა. სიბრაზე დღითი დღე ემატებოდა. ერთი-
ორჯერ შეამჩნია, რომ თავს ვეღარ ერეოდა და სიბრაზე თანდა-
თან მრისხანებად ექცეოდა. ძალა მოიკრიბა და გრძნობები მო-
თოკა, თუმცა – დროებით. სიბრაზის საბოლოოდ განდევნა არც
უცდია – იცოდა, რომ საჭირო დროსა და ადგილას მისი გამოვ-
ლენა აუცილებელი იქნებოდა. მათი უბედურების თავიდათავი
უკეთური იყო. მას და მის მეგობრებს ცხოვრება სწორედ უკეთურ-
მა აურია. ისინი მათ თავიანთი გაურკვეველი მიზნებისთვის იყე-
ნებდნენ და შედეგებზე სულაც არ დარდობდნენ.
მაგრამ ისინი ამისათვის პასუხს აგებდნენ. თომასი ამას დღე-
ში ათასჯერ მაინც ჰპირდებოდა საკუთარ თავს.
მისი აზრით, თეთრ ოთახში პატიმრობის ოცდამეორე დილა
იყო. კედელს მიყრდნობილი იჯდა და კარს უცქერდა, რომლის
წინაც ხის უბადრუკი საწერი მაგიდა იდგა. ყოველდღე ასე იქ-
ცეოდა: საუზმისა და ვარჯიშის შემდეგ დაჯდებოდა და კარს იმ
იმედით მიაშტერდებოდა, რომ გაიღებოდა, თანაც ისე ღრიჭოდ
კი არა, როგორც საჭმლის შემოცურებისას აღებდნენ, არამედ –
ფართოდ.
თომასმა თვითონაც უამრავჯერ სცადა კარის გაღება. საწერი
მაგიდის ცარიელ უჯრებს კედრისა და ობის სუნი ასდიოდა. ყო-
ველ დილით თომასი მაგიდის უჯრებს იმ იმედით ამოწმებდა, რომ
სანამ ეძინა, ჯადოსნური ძალით მათში რაღაც გაჩნდებოდა. რო-
დესაც საქმე უკეთურთან გაქვს, გამორიცხული არაფერია.
ჰოდა, თომასიც იჯდა და კარს მიშტერებული ელოდა. თეთრი
კედლები. მდუმარება. საკუთარი სხეულის სუნი. მეგობრებზე
ფიქრი -… მინჰო, ნიუტი, კარდალი და სხვა კორდელები. ბრენდა

5 მკითხველთა ლიგა
და ხორხე, რომლებიც გიგანტური აისბერგიდან სადღაც გაუჩი-
ნარდნენ; ჰარიეტი, სონია, სხვა B-ჯგუფელი გოგონები და ერისი.
გაახსენდა, თეთრ ოთახში პირველად გაღვიძებული ბრენდამ
რომ გააფრთხილა. გონებაში როგორ დაელაპარაკა? ნეტავ, მის
მხარეს იყო თუ მტრის?
თუმცა, თომასი ყველაზე ხშირად მაინც ტერეზაზე ფიქრობდა.
ვერ ივიწყებდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წუთს ის უფრო და
უფრო სძულდებოდა. ტერეზას ბოლო სიტყვებიც ახსოვდა: „უკე-
თური კარგია“. თომასისთვის ტერეზა გადატანილი საზარელი
თავგადასავლების სიმბოლოდ ქცეულიყო და მის ყოველ გახსე-
ნებაზე ბიჭს სიბრაზე იპყრობდა.
იქნებ, სწორედ ეს სიბრაზე არ აძლევდა საშუალებას, საბო-
ლოოდ გაგიჟებულიყო.
თომასი ჭამდა, ვარჯიშობდა და შურისძიების წყურვილი ახ-
რჩობდა. მარტოობაში კიდევ სამი დღე გავიდა.
ოცდამეექვსე დღეს კი კარი გაიღო.

6 მკითხველთა ლიგა
თავი 2
თომასს ეს სცენა ათასჯერ მაინც ჰქონდა წარმოდგენილი. ის
მაშინვე გავარდებოდა წინ, ოთახში შემოსულს დაეტაკებოდა,
ძირს დააგდებდა და გაიქცეოდა. თუმცაღა, მშვენივრად იცოდა,
რომ ამ ფიქრით თავს იმშვიდებდა. ხვდებოდა, რომ უკეთური ასე
იოლად გაქცევის უფლებას არ მისცემდა. სანამ რამეს მოიმოქმე-
დებდა, საჭირო იყო, ყველა წვრილმანი აეწონ-დაეწონა.
ბოლოს, როგორც იქნა, კარი ყრუ ხმაურით შემოიღო. თომა-
სი საკუთარმა რეაქციამ გააკვირვა: ის არც განძრეულა. ინ-
ტუიცია ჰკარნახობდა, რომ მასსა და საწერ მაგიდას შორის, რო-
გორც საძინებელში, ლაბირინთიდან გამოქცევის შემდეგ, კვლავ
უხილავი ბარიერი აღიმართა. ჯერ ადრე იყო. თომასი შესაფერის
მომენტს ელოდა.
ბიჭი, ცოტა არ იყოს, გაოცდა, ოთახში შემოსული ვირთხა
რომ დაინახა – სწორედ ის, ვინც კორდელებს „ბოლო“ გამოცდა-
ზე უსაფრთხო თავშესაფრამდე მისაღწევად მთელი მაყალის გავ-
ლა აიძულა. ისევ ის გრძელი ცხვირი, მღრღნელის თვალები, გა-
მელოტებული ადგილების დასაფარად გადავარცხნილი ცხი-
მიანი თმა და სასაცილო თეთრი კოსტიუმი. თუმცა, თომასს ის ახ-
ლა უფრო ფერმკრთალი მოეჩვენა. ვირთხას იღლიის ქვეშ კუთ-
ხეებმოკეცილი ქაღალდებით გატენილი სქელი საქაღალდე
ამოეჩარა, ხოლო მეორე ხელით მაღალსაზურგიან სკამს მოათ-
რევდა.
– დილა მშვიდობისა, თომას, – მიესალმა თავის დაკვრით.
პასუხს არც დალოდებია, ისე მიადგა სკამი საწერ მაგიდას და
დაჯდა. საქაღალდე წინ, მაგიდაზე დაიდო, გადაშალა და ქაღალ-
დების გადაფურცვლას შეუდგა. სასურველი ფურცელი რომ იპო-

7 მკითხველთა ლიგა
ვა, გაჩერდა, ხელები ზედ დაალაგა და თომასს ახედა. სახეზე
უნიათო ღიმილმა გადაურბინა.
თომასმა, როგორც იქნა, ენა ამოიდგა. კვირების განმავლო-
ბაში ჩუმად ყოფნას მისთვის ხმა ჩაეხრინწა.
– დილა მშვიდობიანი იქნება, თუ აქედან გამიშვებთ.
ვირთხას გამომეტყველება არ შესცვლია.
– დიახ, დიახ, ვიცი და ასე ნუ განიცდი. დღეს ბევრ სასიამოვ-
ნო სიახლეს გაიგებ. მენდე.
უეცრად თომასს იმედი მიეცა, თუმცა, იმწამშივე შერცხვა სა-
კუთარი თავის. ნუთუ გამოცდილებამ არაფერი ასწავლა?
– სასიამოვნო სიახლეები?! თქვენ ამ ექსპერიმენტისათვის
გონებამახვილობის გამო არ შეგვარჩიეთ? ახლა კი, როგორც გა-
მოთაყვანებულს, ისე მელაპარაკებით?
პასუხის გაცემამდე ვირთხა რამდენიმე წამით დუმდა.
– დიახ, სხვა მრავალ მიზეზთან ერთად, გონებამახვილობის
გამოც, – კაცი თომასს ყურადღებით მიაცქერდა, – შენი აზრით,
ჩვენ ეს გვსიამოვნებს? შენი აზრით, თქვენი ტანჯვა მოგვწონს?
ყველაფერი მიზნის მისაღწევად ხდება და ძალზე მალე მის არსს
ჩასწვდები, – ვირთხამ ბოლო სიტყვა თითქმის ყვირილით წარ-
მოთქვა და წამოჭარხლდა.
– კარგი, კარგი, – მიუგო თომასმა აგდებულად, – დაწყნარ-
დი, ბაბუაჩემო, თორემ გულის შეტევას გაიჩალიჩებ, – თავისმა
პასუხმა საოცარი კმაყოფილება მოჰგვარა.
კაცი ფახზე წამოდგა, მაგიდას ხელებით დაეყრდნო და წინ გა-
დაიხარა. ყელზე ძარღვებდაბერილმა რამდენიმეჯერ ღრმად
ჩაისუნთქა.
– გვეგონა, ამ თეთრ ყუთში თითქმის ერთი თვე გამოკეტვა
ცოტას მაინც დაგაოკებდა, მაგრამ შენ უფრო ქედმაღალი გამ-
ხდარხარ.

8 მკითხველთა ლიგა
– ესე იგი იმის თქმა გინდა, რომ არ გავგიჟებულვარ, რომ ელ-
ვარება არ მაქვს და არც არასოდეს მქონია? – თავი ვერ შეიკავა
თომასმა. მისმა მრისხანებამ ზღვარს მიაღწია და სადაც იყო,
აფეთქდებოდა, თუმცა, სწრაფად მოთოკა ნერვები და მშვიდად
განაგრძო: – გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ თქვენ ტერეზა მო-
ატყუეთ. ეს, ალბათ, ახალი გამოცდაა. აბა, ახლა რას მიმზადებთ?
დედააფეთქებულ მთვარეზე გამგზავნით? თუ ტრუბით ოკეანის
გადაცურვას მაიძულებთ? – ჰკითხა და ირონიულად გაუღიმა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ვირთხა თომასს უმეტყველო
მზერით აკვირდებოდა.
– დაამთავრე?
– არა, ჯერ არ დამიმთავრებია, – თომასი დღეების განმავ-
ლობაში ელოდა, როდის მიეცემოდა ლაპარაკის საშუალება, ახ-
ლა კი სათქმელი თავიდან ამოუფრინდა, გონებაში დადგმული
ყველა სცენა დაავიწყდა, – მე… მინდა, ყველაფერს მომიყვეთ. ახ-
ლავე!
– ოჰ, თომას, – დაიწყო ვირთხამ მშვიდი ხმით, თითქოს
ბავშვს ცუდი ამბის შეტყობინებას უპირებდა, – ჩვენ შენ არ მოგ-
ვიტყუებიხარ. ელვარებით მართლა ხარ ინფიცირებული.
თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, თომასი გაოგნდა. „ნეტავ,
ახლაც მატყუებს?“ – გაიფიქრა, თუმცა, არაფერი შეიმჩნია და
მხრები აიჩეჩა, თითქოს ყველაფერი იცოდა.
– მაგრამ ჯერ თავს გაგიჟებისას ვერაფერს ვატყობ, – მაყალ-
ში, ბრენდასა და შიზების გარემოცვაში ყოფნისას, რასაკვირვე-
ლია, თომასი ელვარებით დაინფიცირდებოდა, ის ამ აზრს შე-
გუებული იყო, თუმცა, საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ ჯერჯერო-
ბით საღად აზროვნებდა, ახლა კი სწორედ ეს იყო მნიშვნელოვა-
ნი.
– შენ არ გესმის, ვერც ხვდები, რის სათქმელად მოვედი.

9 მკითხველთა ლიგა
– რატომ გგონია, რომ შენი პირიდან ამოსულ ერთ სიტყვას
მაინც დავიჯერებ? ამას როგორ ფიქრობ?
უეცრად თომასი მიხვდა, რომ ფეხზე იდგა, მძიმედ სუნთქავდა
და მკერდი აუდ-ჩაუდიოდა. არა, როგორმე უნდა დამშვიდებული-
ყო. ვირთხა კვლავინდებურად ცივად შეჰყურებდა. კაცის თვალე-
ბი თომასს ბნელ უფსკრულს ახსენებდა. მიუხედავად იმისა, მის
გაცურებას ცდილობდა თუ არა, თომასს მოსულისთვის უნდა მო-
ესმინა. ეს თეთრი ოთახიდან გაღწევის ერთადერთი გზა იყო. მო-
ზარდმა თავი აიძულა, დამშვიდებულიყო და ვირთხას დალოდე-
ბოდა.
რამდენიმე წამის შემდეგ სტუმარმა განაგრძო:
– ვიცი, გატყუებდით. თანაც, ხშირად. შენ და შენს მეგობრებს
საშინელებები დაგმართეთ, თუმცა, ეს ყველაფერი იმ გეგმის ნა-
წილი იყო, რომელსაც შენ არა მარტო დათანხმდი, არამედ მის
ამოქმედებაშიც დაგვეხმარე. გამოგიტყდები, რომ თავიდან ასე
ღრმად შეტოპვა არ გვქონდა დაგეგმილი,… თუმცაღა, ყველაფე-
რი შემქმნელების სქემის მიხედვით მიდის – ეს შენ თვითონ
შეიმუშავე, მას შემდეგ, რაც შემქმნელები განიწმინდნენ…
თომასმა უარის ნიშნად თავი გააქნია. მან იცოდა, რომ ამ
ხალხთან რაღაცით იყო დაკავშირებული, ერთ დროს ის მათთან
თანამშრომლობდა კიდეც, მაგრამ ვერ იჯერებდა, რომ ამ ექსპე-
რიმენტში მოზარდების მონაწილეობაზე სწორედ ის იყო პასუხის-
მგებელი.
– შენ ჩემს კითხვას არ უპასუხე. რატომ გგონია, რომ დაგიჯე-
რებ? – თომასი არ იმჩნევდა, რომ ნელ-ნელა წარსულს იგონებ-
და. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გაჭვარტლულ ფანჯარაში
იყურებოდა და წარსულის სცენებს ბუნდოვნად ხედავდა. მან
იცოდა, რომ ის და ტერეზა უკეთურთან მუშაობდნენ, მის შემქმნე-

10 მკითხველთა ლიგა
ლებს ლაბირინთის დაპროექტებაშიც დაეხმარნენ. თომასმა წარ-
სული ცხოვრების სხვა ეპიზოდებიც გაიხსენა.
– იმიტომ, რომ შენი მოტყუება აღარ გვაწყობს, თომას, –
მიუგო ვირთხამ, – უკვე აღარ.
მოულოდნელად თომასმა უცნაური დაღლილობა იგრძნო.
ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ძალა ერთბაშად გამოეცა-
ლა. იატაკზე დაჯდა, ამოიოხრა და თავი გააქნია.
– არც კი ვიცი, ეს რას ნიშნავს, – თქვა მან. რა აზრი ჰქონდა
საუბარს, როდესაც ის ვირთხას ერთ სიტყვასაც ვერ ენდობოდა?
ვირთხამ საუბარი განაგრძო, თუმცა, ამჯერად მისი ტონი ცივი
და უემოციო კი არა, უფრო პროფესიონალური იყო.
– ალბათ, იცი, რომ მთელი პლანეტის მასშტაბით საშინელი
დაავადება ადამიანებს ტვინს უჭამს. ამას გადატანითი მნიშვნე-
ლობით არ გეუბნები. ყველაფერი, რასაც აქამდე ერთადერთი
მიზნისათვის ვაკეთებდით, წინასწარ დაგეგმილი იყო. უნდა გაგ-
ვეანალიზებინა თქვენი ტვინების მოქმედება და შეგვექმნა მატ-
რიცა, სქემა. მთავარი მიზანია, ამ მატრიცის მეშვეობით შევქმნათ
ელვარებისგან განკურნების ვაქცინა. სიკვდილი, ტკივილი და
ტანჯვა -… შენ თავიდანვე იცოდი, რა საფრთხეც გელოდათ. ეს
ყველამ ვიცოდით. ყველაფერი კაცობრიობის გადარჩენის მიზ-
ნით გაკეთდა და ჩვენ ახლა მიზანთან ახლოს ვართ. ძალიან, ძა-
ლიან ახლოს.
თომასს მეხსიერება რამდენიმეჯერ ფრაგმენტულად დაუბ-
რუნდა: ჯერ კორდში გარდაქმნისას, მერე კი – სიზმრებში. დრო-
დადრო მის გონებაში მოგონებები ისე გაიელვებდა, როგორც ცა
– ქარიშხლის დაწყებამდე. ახლა კი, როდესაც ამ თეთრსამოსიან
კაცს უსმენდა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს კლდის პი-
რას იდგა, მისი კითხვების პასუხები ბნელი უფსკრულიდან უნდა
ამოფრენილიყვნენ და თომასიც წარსულის გახსენებას შეძლებ-

11 მკითხველთა ლიგა
და. თავი ძლივს შეიკავა, რომ ამ პასუხების შესახვედრად უფ-
სკრულში არ გადაშვებულიყო.
თომასი მაინც ფრთხილობდა. მან იცოდა, რომ შემქმნელებს
ლაბირინთის დაპროექტებაში დაეხმარა, მათი გარდაცვალების
შემდეგ კი პროგრამას თვითონ ჩაუდგა სათავეში და ახალი წევ-
რებიც აიყვანა.
– ყველაფერი მახსოვს და საკუთარი საქციელის მრცხვენია,
– აღიარა ბიჭმა, – მაგრამ ერთია, ეს სადიზმი დაგეგმო და მეორე
– საკუთარ ტყავზე გამოსცადო. ეს უსამართლობაა.
ვირთხამ ცხვირი მოიქექა და შეიშმუშნა. ეტყობა, თომასის
ნათქვამი გულზე მოხვდა.
– იმასაც ვნახავთ, დღის ბოლოს რას იტყვი, თომას. შეგიძ-
ლია, ერთ კითხვაზე მიპასუხო? შენი აზრით, რამდენიმე ადა-
მიანის სიცოცხლე მთელი რასის გადასარჩენად არ ღირს? – ვირ-
თხა კვლავ წინ გადაიხარა და ისევ მღელვარედ ალაპარაკდა. –
ეს უძველესი აქსიომაა. გჯერა, რომ როდესაც არჩევანი აღარ
გაქვს, მიზანი ამართლებს საშუალებას?
თომასი ვირთხას უაზროდ მიშტერებოდა და არ იცოდა, რა
ეპასუხა.
ვირთხამ ირონიულად ჩაიცინა.
– შეგახსენებ, რომ ერთ დროს ამის გწამდა, თომას, – უთხრა
და ქაღალდების შეგროვებას შეუდგა, თითქოს წასვლას აპირებ-
და, თუმცა, ადგილიდან არ დაძრულა, – შენთან იმის სათქმელად
მოვედი, რომ მონაცემების შეგროვება თითქმის დავასრულეთ.
ჩვენ უდიდესი აღმოჩენის ზღვარზე ვართ. როგორც კი მატრიცა
მზად გვექნება, რამდენიც გინდა, იმდენი გვლანძღე შენს მეგობ-
რებთან ერთად.
თომასს ერთი სული ჰქონდა, ვირთხისთვის ხმა ჩაეწყვეტინე-
ბინა, მაგრამ თავი შეიკავა.

12 მკითხველთა ლიგა
– ძალიან მაინტერესებს, ჩვენი ტანჯვა-წამებით ამ მატრიცას
როგორ მიიღებთ? მოზარდების საშინელ ადგილებში გაგზავნას
და მერე ზოგი მათგანის სიკვდილზე დაკვირვებას რა საერთო
აქვს განკურნების საშუალების პოვნასთან?
– პირდაპირი, ბიჭუნი, – ამოიოხრა ვირთხამ, – მალე ყველა-
ფერს გაიხსენებ და გული მკარნახობს, რომ ბევრ რამეს ინანებ.
ამასობაში კი, რაღაც უნდა იცოდე,… ამან შეიძლება ცოტა გამო-
გაფხიზლოს.
– რა? – თომასი ვერ ხვდებოდა, კაცი რას ეტყოდა.
სტუმარი ფეხზე წამოდგა, შარვლის ნაკეცებზე ხელი დაისვა
და პიჯაკი გაისწორა, მერე კი ხელები უკან დაიწყო.
– ელვარების ვირუსი შენი სხეულის ყველა უჯრედშია, თუმცა,
ის შენზე არ მოქმედებს და არც არასოდეს იმოქმედებს. შენ მო-
სახლეობის იმ მცირერიცხოვან ჯგუფს ეკუთვნი, რომელსაც ელ-
ვარებაზე იმუნიტეტი აქვს.
ენაჩავარდნილმა თომასმა ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
– ინფიცირებულები შენნაირებს „იმუნიტებს“ ეძახიან, –
დაამატა ვირთხამ, – და მათ თქვენ სულით ხორცამდე სძულ-
ხართ.

13 მკითხველთა ლიგა
თავი 3
თომასი მუნჯივით იდგა. მიუხედავად აქამდე ნათქვამი ამდენი
ტყუილისა, მან იცოდა, რომ ამჯერად ვირთხა არ ცრუობდა. თუ ამ
ახალ ინფორმაციას გადატანილ განსაცდელს დაუკავშირებდა,
ყველაფერი ლოგიკური ხდებოდა. მას, კორდელებს და B-
ჯგუფელებს ელვარების მიმართ იმუნიტეტი უნდა ჰქონოდათ.
ისინი ცდებისათვის სწორედ ამიტომ შეარჩიეს. ყველაფერი, რაც
მათ მოუწყვეს – სასტიკი ოინები, სიცრუე, მათთვის დაგებული ხა-
ფანგები თუ ურჩხულები – დაგეგმილი ექსპერიმენტის ნაწილი
იყო და უკეთურს განკურნების საშუალების აღმოსაჩენად სჭირ-
დებოდა.
ყველაფერს თანდათან ნათელი მოეფინა. ამის გაგებით თო-
მასმა წარსულიდან მეტი გაიხსენა. ის მიხვდა, ვირთხა რაზე ელა-
პარაკებოდა.
– ვხედავ, რომ ჩემი გჯერა, – უთხრა ვირთხამ ხანგრძლივი
დუმილის შემდეგ, – როგორც კი აღმოვაჩინეთ შენნაირები, რო-
მელთა ორგანიზმში ვირუსმა ფესვები გაიდგა, მაგრამ მათ
დაავადების არც ერთი სიმპტომი არ გამოუმჟღავნებიათ, თქვენ-
გან საუკეთესოების ამორჩევა დავიწყეთ. აი, ასე შეიქმნა უკეთუ-
რი. რასაკვირველია, შენს ჯგუფში უიმუნიტეტოებიც არიან, რომ-
ლებიც საკონტროლო გამოსაცდელებად ავარჩიეთ. საკონტრო-
ლო ჯგუფი ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის აუცილებელია, თო-
მას. ასე მონაცემებს ერთმანეთს ვადარებთ და ექსპერიმენტის
სიზუსტეს ვინარჩუნებთ.
ამის გამგონე თომასს გულმა რეჩხი უყო.
– ვინ არის...… – მაგრამ მოსალოდნელმა პასუხმა ისე დაზაფ-
რა, წინადადება ვერ დაასრულა.

14 მკითხველთა ლიგა
– ვინ არის უიმუნიტეტო? – ვირთხამ წარბები აზიდა. – ო, მგო-
ნი, აჯობებს, თუ ისინი ამას ჯერ თვითონ გაიგებენ. ახლა კი მთა-
ვარზე გადავიდეთ. გვამის სუნად ყარხარ. შეგიძლია, შხაპი
მიიღო და ტანსაცმელი გამოიცვალო, – დაამთავრა, მერე საქა-
ღალდე აიღო და კარისკენ გაემართა. ის-ის იყო, გარეთ უნდა გა-
სულიყო, რომ თომასი ფიქრებიდან გამოერკვა.
– მოიცადე! – დაუყვირა.
სტუმარმა მოიხედა.
– დიახ…...
– იქ, მაყალში, რატომ მოგვატყუე, რომ უსაფრთხო თავშესა-
ფარში ვაქცინა გველოდა?
ვირთხამ მხრები აიჩეჩა.
– მე ამას ტყუილს არ დავარქმევდი. თქვენ ამ გამოცდის ჩაბა-
რებით და უსაფრთხო თავშესაფრამდე მიღწევით მეტი მონაცემი
შეგვაგროვებინეთ. განკურნების საშუალებას სწორედ ამის წყა-
ლობით მივაკვლევთ და ის ყველას გამოადგება.
– ამას ახლა მეუბნები? რატომ? რატომ გამომამწყვდიეთ აქ
ოთხი კვირა? – თომასმა ვირთხას ხელით თეთრ კედლებზე, ჭერ-
სა და გულისამრევ უნიტაზზე ანიშნა. ფრაგმენტული მოგონებები
საკმარისი არ იყო, რომ ბიჭს თავს დამტყდარი ეს უცნაურობა
ამოეცნო. – რატომ მოატყუეთ ტერეზა, რომ მე გავგიჟდი და საჭი-
რო გახდა ჩემი იზოლირება? რისთვის?
– ვარიაციული ცდები,… – მიუგო ვირთხამ, – ყველაფერი,
რაც შენ გამოიარე, ჩვენმა ფსიქოლოგებმა და ექიმებმა წინასწარ
დაგეგმეს. საჭირო იყო სასაკლაო ზონის გააქტიურება. სწორედ
იქ ბუდობს ელვარება. უნდა შეგვესწავლა სხვადასხვა ემოციის,
რეაქციისა და ფიქრის კონფიგურაციები და სამუშაო ნიმუშები.
უნდა გვენახა, როგორ ვითარდება ისინი ინფიცირებულ ორგა-
ნიზმში. უნდა გაგვერკვია, რატომ არ მოქმედებს ვირუსი თქვენზე.

15 მკითხველთა ლიგა
ეს ყველაფერი სასაკლაო ზონის კონფიგურაციის შესასწავლად
გაკეთდა, თომას. მატრიცის შესაქმნელად საჭიროა თქვენი კოგ-
ნიტური და ფსიქოლოგიური რეაქციების შესწავლა. ვირუსის სა-
წინააღმდეგო ვაქცინას მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაკვლევთ.
ყველაფრის მთავარი მიზანი ხომ განკურნებაა.
– „სასაკლაო ზონა“ რაღაა? – ჰკითხა თომასმა. მან გახსენება
სცადა, თუმცა, ამაოდ. – ესეც მითხარი და გამოგყვები.
– გამაკვირვე, თომას, – უპასუხა ვირთხამ, – მე კი მეგონა,
რომ გრივერის დაგესვლის შედეგად ეგ მაინც გაიხსენე. სასაკ-
ლაო ზონა შენი ტვინია. ადგილი, სადაც ვირუსი ბუდობს. ის ტვი-
ნის რაც უფრო მეტ წილს აინფიცირებს, მით უფრო აგრესიული
და პარანოიდული ხდება დაავადებული. უკეთური სწორედ ამ
პრობლემის გადასაჭრელად იყენებს შენსა და კიდევ რამდენიმე
მოზარდის ტვინს. თუ გახსოვს, ეს ჩვენი ორგანიზაციის სახელწო-
დებაშიც არის: „უსასრულო კოსმოსის ეროზია: თვალთვალის
უმაღლესი რეგიონული ინსტიტუტი – სასაკლაო ზონა“, – ვირთხა
კმაყოფილი ჩანდა. ბედნიერიც კი, – ახლა კი წავიდეთ, უნდა მო-
წესრიგდე. ისე, რომ იცოდე, გვითვალთვალებენ. საკმარისია,
რამე უგუნურობა სცადო და დიდ შარში გაეხვევი.
თომასი დაჯდა და მოსმენილის გაანალიზება სცადა. ხვდებო-
და, რომ არ ატყუებდნენ. ბოლო კვირების განმავლობაში გახსე-
ნებული ვირთხის მონაყოლს ემთხვეოდა, მაგრამ ვირთხასა და
უკეთურს მაინც არ ენდობოდა.
ბოლოს თომასი ფეხზე წამოდგა და გონებას უფლება მისცა,
უახლესი ინფორმაცია გაეანალიზებინა. იგი კართან მდუმარედ
მივიდა და თეთრკედლებიანი ოთახიდან გასულ ვირთხას უკან
მიჰყვა.
შენობას განსაკუთრებული ვერაფერი შეამჩნია: გრძელი დე-
რეფანი, იატაკზე დაგებული კერამიკული ფილები, მოთეთრო

16 მკითხველთა ლიგა
კედლები და ჩარჩოებში ჩასმული სხვადასხვა პეიზაჟი – ნაპირს
მოხეთქებული ტალღები, წითელი ყვავილის თავზე მოფარფატე
კოლიბრი და წვიმის დროს ნისლში გახვეული ტყე. ჭერიდან
ფლუორესცენციული ნათურები ანათებდა. ვირთხამ რამდენიმე
მოსახვევში შეუხვია და ბოლო კართან გაჩერდა. მერე კარი
გააღო და თომასს ხელით ანიშნა, შედიო. ეს იყო დიდი სააბაზა-
ნო. თომასმა საშხაპეებისა და კარადების გრძელი მწკრივები
დაინახა. ერთ-ერთი კარადა ღია იყო და მასში სუფთა ტანსაც-
მელს, ერთ წყვილ ფეხსაცმელსა და მაჯის საათს მოჰკრა თვალი.
– ნახევარი საათი გაქვს, – უთხრა ვირთხამ, – რომ მორჩები,
ფეხი არსად გადგა, აქ დამელოდე, მოგაკითხავ და მეგობრებთან
წაგიყვან.
რატომღაც სიტყვა „მეგობრების“ გაგონებაზე თომასს პირვე-
ლი ტერეზა გაახსენდა. მასთან ტელეპათიური კავშირის დამყა-
რება არაერთხელ სცადა, თუმცა – ამაოდ. მიუხედავად იმისა,
რომ თომასს ტერეზა დღითი დღე უფრო და უფრო სძულდებოდა,
გოგოს დაკარგვით გამოწვეული სიცარიელე მაინც აწუხებდა. ტე-
რეზა მისთვის წარსულთან დამაკავშირებელი რგოლი იყო. თო-
მასმა ზუსტად იცოდა, რომ ერთ დროს ისინი საუკეთესო მეგობ-
რები იყვნენ – ბიჭს ამაში ეჭვი არ ეპარებოდა, ასეთი მეგობრო-
ბის დავიწყება კი ადვილი არ იყო.
– დროებით, – უთხრა ვირთხამ, მერე თავი დაუკრა და სააბა-
ზანოს კარი გაიხურა.
თომასი მხოლოდ მეგობრების პოვნაზე ფიქრობდა. არ იცო-
და, რა ელოდა, თუმცა, თეთრი ოთახიდან გამოღწევამ მაინც და-
ამშვიდა. როგორც იქნა! ახლა ცხელ წყალს შეუდგებოდა და
ჭუჭყს ჩამოიბანდა. ამაზე სასიამოვნო რა უნდა ყოფილიყო! თო-
მასმა პრობლემები დროებით დაივიწყა, ბინძური ტანსაცმელი
გაიხადა და თავის გასუფთავებას შეუდგა.

17 მკითხველთა ლიგა
18 მკითხველთა ლიგა
თავი 4
მაისური და ჯინსის შარვალი. ზუსტად ისეთი სპორტული ფეხ-
საცმელი, როგორიც ლაბირინთში ეცვა. ახალი, ფაფუკი წინდები.
თომასმა თავი და ტანი ხუთჯერ მაინც გაიხეხა და თავი ახლად
დაბადებულად იგრძნო. ისეთი განცდა დაეუფლა, რომ დაბანის
შემდეგ ყველაფერი სასიკეთოდ უნდა შეცვლილიყო. გადაწყვი-
ტა, რომ საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი ამიერიდან თვი-
თონ იქნებოდა, თუმცა, სარკეში ჩაიხედა თუ არა, კისერზე სვი-
რინგმა მაყალში მოხვედრამდე ცხოვრება გაახსენა. სვირინგი
სამუდამო სიმბოლოა იმისა, რაც გადაიტანა, არადა, როგორ უნ-
დოდა ამის დავიწყება.
თომასი სააბაზანოს გარეთ, კართან, გულხელდაკრეფილი
კედელს მიყრდნობოდა და ვირთხას ელოდა. ნეტავ, მოაკითხავ-
და, თუ უფლებას მისცემდა, შენობა თვითონ დაეთვალიერებინა?
იქნებ, ახალი გამოცდა იწყებოდა? ამ ფიქრებში იყო, რომ ნაბიჯე-
ბის ხმა გაიგონა და დერეფანში თეთრსამოსიანი ვირთხა გამოჩ-
ნდა.
– ძლივს ადამიანს არ დაემსგავსე?! – შესძახა და თომასს
გაუღიმა.
მოზარდს თავში ათასმა ირონიულმა პასუხმა გაუელვა, მაგ-
რამ გადაწყვიტა, კაცს თამაშში აჰყოლოდა. ახლა მთავარი იყო,
რაც შეიძლება, მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა და მეგობრები
ენახა.
– გამოგიტყდები და თავსაც კარგად ვგრძნობ. ასე რომ,…
გმადლობთ, – მიუგო ვირთხას და სცადა, რაც შეეძლო, ბუნებრი-
ვად გაეღიმა, – კორდელებს როდის ვნახავ?

19 მკითხველთა ლიგა
– ახლავე, – ვირთხა კვლავ საქმიანი ტონით ალაპარაკდა და
მომყევიო, თავით ანიშნა დერეფნის იმ მხარეზე, საიდანაც მოვი-
და, – მესამე ფაზის გამოცდის დაწყებამდე ყველა თქვენგანმა
სხვადასხვა ტიპის ტესტირება გაიარა. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ
მეორე ფაზის დასრულებამდე სასაკლაო ზონის კონფიგურაციებს
შევისწავლიდით, თუმცა, ექსპერიმენტის გასაგრძელებლად იმ-
პროვიზება მოგვიხდა. როგორც უკვე გითხარი, ჩვენ დიდი აღმო-
ჩენის ზღვარზე ვდგავართ. თქვენ ახლა უკვე ჩვენი პარტნიორები
ხართ და ამ თავსატეხის ამოსახსნელად უფრო ღრმა კვლევაშიც
დაგვეხმარებით.
თომასმა თვალები მოჭუტა, მიხვდა, რომ მესამე ფაზა თეთრი
ოთახი უნდა ყოფილიყო. ნეტავ სხვებს რისი გადატანა მოუხდათ?
ამ საშინელი გამოცდის მიხედვით, თომასს მხოლოდ ვარაუდი
შეეძლო, თუ რას მოუწყობდა უკეთური სხვებს. ბიჭს არ უნდოდა,
რომ მეგობრების მძიმე ხვედრის შესახებ გაეგო რამე.
ბოლოს, როგორც იქნა, ვირთხა ერთ კართან შეჩერდა,
გააღო და მტკიცედ შეაბიჯა.
თომასმა პატარა აუდიტორიაში შესვლისთანავე შვებით
ამოისუნთქა. ათობით ჩამწკრივებულ სავარძელზე ბიჭმა მეგობ-
რები დაინახა: კორდელები, B-ჯგუფელი გოგოები, მინჰო, კარ-
დალი, ნიუტი, ერისი, სონია და ჰარიეტი. ისინი ჯანმრთელები და
უვნებლები ჩანდნენ, საუბრობდნენ, იღიმოდნენ, იცინოდნენ კი-
დეც ან იქნებ… თამაშობდნენ? ალბათ, მათაც უთხრეს, რომ ექ-
სპერიმენტი მალე დასრულდებოდა. თუმცა, ბავშვები მათ, ალ-
ბათ, არ დაუჯერებდნენ, რადგან ეს არც თომასს სჯეროდა, ჯერჯე-
რობით მაინც.
ბიჭმა ოთახი მოათვალიერა. ბრენდა და ხორხე არსად ჩან-
დნენ, არადა თომასს სწორედ ბრენდას ნახვა უნდოდა. აისბერგი-
დან გაუჩინარების შემდეგ გოგოს ეძებდა. ეშინოდა, უკეთურმა

20 მკითხველთა ლიგა
მუქარა ხომ არ შეასრულა და ისინი კვლავ მაყალში დააბრუნაო.
უეცრად, სანამ ვირთხას მათზე რამეს ჰკითხავდა, ნაცნობი ხმა
გაიგონა და ღიმილი ვერ შეიკავა.
– ბიჭო-ბიჭო, მგონი, პირდაპირ სამოთხეში მოვხვდი! ერთი
ამას შეხედეთ! ეს ხომ ჩვენი თომასია! – აყვირდა მინჰო. მის სიტ-
ყვებს შეძახილები და სტვენა მოჰყვა. თომასმა შვებასთან ერთად
აღელვება იგრძნო. ბიჭი ხმას ვერ იღებდა, იდგა და მოღიმარი
ისევ ოთახს ათვალიერებდა, სანამ მისი თვალები ტერეზას თვა-
ლებს არ შეეფეთა.
მწკრივის ბოლო სავარძელზე მჯდომი ტერეზა წამოდგა. გო-
გოს მხრებზე დაფენილი გრძელი, შავი თმა უბზინავდა, სისხლის-
ფერი ბაგე ღიმილს გაეპო, დიდრონი ლურჯი თვალები კი თით-
ქოს სინათლეს ასხივებდა. სახე სიხარულით უბრწყინავდა. თო-
მასმა მისკენ გაიწია, მაგრამ თავი დროზე შეიკავა. გონებაში
ამოუტივტივდა, როგორ მოექცა ტერეზა. გაახსენდა, რომ მიუხე-
დავად გადატანილისა, ტერეზა უკეთურის ქმედებებს ამართლებ-
და.
– ჩემი ხმა გესმის? – ჰკითხა თომასმა გონებაში მხოლოდ
იმიტომ, რომ გაეგო, ეს ისევ შეეძლოთ თუ არა.
ტერეზას არ უპასუხია. თომასი გონებაში ვერც მის სიახლო-
ვეს გრძნობდა. ისინი უბრალოდ იდგნენ და რამდენიმე წუთი ერ-
თმანეთს მდუმარედ შეჰყურებდნენ. თომასს მინჰო და ნიუტი
მიუახლოვდნენ, მეგობარს ხელი ჩამოართვეს, მერე ზურგზეც
მოუტყაპუნეს და ოთახში შეიყვანეს.
– კიდევ კარგი, ფეხები არ გაფშიკე, თომი! – უთხრა ნიუტმა
და ჩამორთმევისას ხელი მაგრად მოუჭირა. ნიუტის ხმაში თომას-
მა დიდი სიხარული ვერ იგრძნო და გაოცდა – მათ ხომ ერთმანე-
თი რამდენიმე კვირა არ ენახათ. საბედნიეროდ, ნიუტი გარეგნუ-
ლად უვნებელი ჩანდა და თომასი დამშვიდდა. მინჰოს სახეზე ძვე-

21 მკითხველთა ლიგა
ლებური, დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა, თუმცა, მისმა კუშ-
ტმა მზერამ თომასი მიახვედრა, რომ ამ სამი კვირის განმავლო-
ბაში ბევრი რამ გადაეტანა. ძველი მამაცი და შეუპოვარი მინჰო
სადღაც გამქრალიყო, ის ახლა მხოლოდ ცდილობდა, თავი ასე-
თად მოეჩვენებინა.
– დაუმარცხებელი კორდელები კვლავ შეიკრიბნენ! მიხარია,
ცოცხალს რომ გხედავ, მურტალსიფათიანო. რამდენჯერ წარმო-
ვიდგინე, როგორ გკლავდნენ ეს ნაბიჭვრები ათასი სხვადასხვა
ხერხით! სანაძლეოს დავდებ, ყოველღამე ღნაოდი. გამოტყდი,
ხომ გენატრებოდი?
– არც უმაგისობა იყო, – ჩაიბურტყუნა თომასმა. მეგობრებ-
თან შეხვედრით გახარებული შესაფერის სიტყვებს ვერ პოულობ-
და. მერე ბიჭებს მოშორდა და ტერეზასკენ გაემართა. ერთი სული
ჰქონდა, ახლოს მისულიყო, დალაპარაკებოდა და გადაეწყვიტა,
რა ექნა. შერიგებოდა?!
– სალამი.
– სალამი, – მიესალმა ტერეზა, – როგორ ხარ?
თომასმა თავი დაუქნია.
– მგონი, არა მიშავს. მძიმე დღეები კი გადავიტანე. შენ ხომ
არ...… – თომასი გაჩუმდა. კინაღამ ჰკითხა, ჩემთან ტელეპა-
თიურად დაკავშირება ხომ არ გიცდიაო, თუმცა თავი შეიკავა –
არ უნდოდა, გოგოსთვის ასეთი სიამოვნება მიენიჭებინა.
– ვცადე, თომ. შენთან გონებაში დალაპარაკებას ყოველდღე
ვცდილობდი. როგორც ჩანს, მათ ჩვენ შორის ეს კავშირი გაწყვი-
ტეს. მგონი, ასე ჯობდა კიდეც.
ტერეზამ თომასს ხელზე ხელი მოჰკიდა, რასაც კორდელების
მხიარული შეძახილები მოჰყვა. ბიჭმა ტერეზას ხელი გამოსტაცა
და სახეზე ალმური მოედო – გოგოს სიტყვებმა ძალიან გააბრაზა,

22 მკითხველთა ლიგა
თუმცა, ბავშვებმა თომასს ასეთი რეაქცია სიმორცხვედ ჩაუთვა-
ლეს.
– აუ-უ-უ-უ! – წამოიყვირა მინჰომ. – რა შეხვედრაა! თითქმის
ისეთივე გულისამაჩუყებელი, როგორიც მაშინ, მაგ მურტალ სი-
ფათში შუბის ტარი რომ გთხლიშა.
– ვერაფერს იტყვი, ჭეშმარიტი სიყვარულია! – დაამატა კარ-
დალმა დაბოხებული სიცილით. – წარმომიდგენია, როგორი იქ-
ნება ამ ჩიტუნიების პირველი ნამდვილი ჩხუბი!
თომასს არ ადარდებდა, სხვები რას ფიქრობდნენ. მან გადაწ-
ყვიტა, ტერეზასთვის ეგრძნობინებინა, რომ მისი საქციელი უპა-
სუხოდ არ დარჩებოდა. გამოცდებამდე რა ურთიერთობაც უნდა
ჰქონოდათ, თომასისთვის ყველაფერი უკვალოდ გაქრა. შეიძ-
ლება, ტერეზას შერიგებოდა კიდეც, მაგრამ მინჰოსა და ნიუტის
გარდა ვეღარავის ენდობოდა. ვერავის.
ის-ის იყო, თომასს ეს უნდა ეთქვა ტერეზასთვის, რომ სავარ-
ძლებს შორის, ვიწრო გასასვლელში ტაშისკვრით ვირთხა გა-
მოჩნდა.
– დასხედით! სანამ ბლოკატორებს ამოგიღებთ, რაღაც-
რაღაცები უნდა აგიხსნათ.
ეს ისე ჩვეულებრივად თქვა, თავიდან თომასი ვერ მიხვდა,
რას ამბობდა, მაგრამ როდესაც ფრაზის აზრს ჩასწვდა, ადგილზე
გაქვავდა. „ბლოკატორებს ამოგიღებთ“….
დადუმებულ აუდიტორიაში ვირთხა სცენაზე ავიდა, კათედ-
რას მიუახლოვდა, ხელებით დაეყრდნო, ნაძალადევად გაიღიმა
და დაიწყო:
– დიახ, დიახ, ბატონებო და ქალბატონებო. ძალიან მალე
მეხსიერება დაგიბრუნდებათ! ყველაფერი დაწვრილებით გაგახ-
სენდებათ.

23 მკითხველთა ლიგა
თავი 5
თომასი სახტად დარჩა და თავბრუდახვეული მინჰოს გვერ-
დით დაჯდა.
რა ხანია, უნდოდა წარსულის, ოჯახის – ლაბირინთში გამო-
ჩენამდე თუნდაც ერთი დღის – გახსენება, მაგრამ ახლა ეს დაუჯე-
რებელი ეჩვენებოდა. მოულოდნელად მიხვდა, რომ მის ცნო-
ბიერებაში რაღაც შეიცვალა: თითქოს წარსულის გახსენება
აღარც უნდოდა. იმ წუთიდან, რაც ვირთხამ განუცხადა, რომ გა-
მოცდები დასრულდა, თომასს ინტუიცია ჰკარნახობდა, რომ საქ-
მე ასე მარტივად არ უნდა ყოფილიყო.
ვირთხამ ჩაახველა.
– როგორც ყველას გითხრეს, გამოცდები დასრულდა. მეხ-
სიერება დაგიბრუნდებათ თუ არა, ჩემს ნათქვამში დარწმუნდე-
ბით და იმედი მაქვს, მომავალში თანამშრომლობას შევძლებთ.
ყველა თქვენგანმა იცის, რა არის ელვარება და ამ ექსპერიმენ-
ტის მიზანი. ჩვენ სასაკლაო ზონების მატრიცის შექმნის პროცე-
სის დასასრულს ვუახლოვდებით. კვლევის გასაგრძელებლად და
უფრო ზუსტი მონაცემების მისაღებად საჭიროა, რომ თქვენ ჩვენ-
თან ნებაყოფლობით ითანამშრომლოთ. ასე რომ, მომილოცავს!
– ერთი მანდ ამომიყვანა და შენთვის ცხვირ-პირი დამამ-
ტვრევინა! – შემაძრწუნებლად მშვიდად წარმოთქვა მინჰომ. –
გული მერევა! ისე იქცევი, თითქოს ყველაფერი კარგად იყოს!
ჩვენი მეგობრების ნახევარი დაიხოცა!
– სიამოვნებით ვნახავდი ცხვირპირდამტვრეულ ვირთხას! –
დაამატა ნიუტმა. ბიჭის ხმაში ისეთი მრისხანება იგრძნობოდა,
თომასი შეცბა. ნეტავ ასეთი რა საშინელება გადაიტანა ნიუტმა
მესამე ფაზაში?

24 მკითხველთა ლიგა
ვირთხამ თვალები ჭერს მიაპყრო და ამოიოხრა.
– ჯერ ერთი, ყველა გაფრთხილებული ხართ, რომ თუ ჩემ-
თვის რამის დაშავებას ეცდებით, თქვენთვისვე იქნება უარესი.
გიმეორებთ, თქვენს ყველა ნაბიჯს უთვალთვალებენ. და მეორე
– ძალიან ვწუხვარ თქვენი მეგობრების დაკარგვის გამო, თუმცა,
საბოლოოდ, თქვენც დარწმუნდებით, რომ ეს ამად ღირდა. მხო-
ლოდ ის მაშფოთებს, მეგობრებო, რომ თქვენ ჩემს ნათქვამს სე-
რიოზულად არ ეკიდებით. არადა, ახლა მთელი კაცობრიობის ბე-
დი წყდება.
მინჰომ ღრმად შეისუნთქა, ეტყობოდა, რაღაცის თქმას აპი-
რებდა, მაგრამ გადაიფიქრა და ტუჩები მოკუმა.
თომასი დარწმუნებული იყო, რომ მიუხედავად ვირთხის
გულწრფელობისა, ეს ხრიკი უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთი ხრი-
კი. თუმცა, მასთან ჩხუბით – სიტყვით თუ მუშტით – არაფერი გა-
მოვიდოდა. ახლა მათ მოთმინება სჭირდებოდათ.
– მოდი, – თქვა თომასმა მშვიდად, – მოვუსმინოთ ერთი, რას
გვეტყვის.
ვირთხას საუბრის გაგრძელება კარდალმა დაასწრო.
– რატომ უნდა გენდოთ?… რაო, რა თქვი, რა ჰქვიაო? ბლოკა-
ტორები? მას შემდეგ, რაც ჩვენს მეგობრებს გაუკეთეთ,… კიდევ
გინდა, რომ გენდოთ? დიდი მადლობა, მაგრამ მირჩევნია, მეხ-
სიერებადაკარგული ვიყო, ვიდრე ისევ თქვენ გენდოთ!
– უკეთური კარგია, – წარმოთქვა მოულოდნელად ტერეზამ,
ისე, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
– რა-ა? – ჰკითხა კარდალმა. ყველა ტერეზასკენ მიტრიალ-
და.
– უკეთური კარგია, – გაიმეორა გოგომ უფრო ხმამაღლა, მე-
რე კი გვერდით მსხდომებისკენ შებრუნდა და მათ თვალებში ჩა-
ხედა, – ლაბირინთში, სანამ კომაში ჩავვარდებოდი, მკლავზე

25 მკითხველთა ლიგა
სწორედ ეს ორი სიტყვა დავიწერე. თავს ვეკითხები, ეს რატომ უნ-
და გამეკეთებინა და ვხვდები, რომ ამას, ალბათ, მიზეზი ჰქონდა.
ჩემი აზრით, უნდა მოვკეტოთ და მოვუსმინოთ, ეს კაცი რას გვეტ-
ყვის. ყველაფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიგებთ, თუ მეხ-
სიერებას დავიბრუნებთ.
– გეთანხმები! – წამოიყვირა ერისმა.
აუდიტორიაში ცხარე კამათი ატყდა. თომასი ჩუმად იჯდა.
კორდელები კარდალს უჭერდნენ მხარს, B-ჯგუფელები – ტერე-
ზას. აზრთა ჭიდილის ამაზე უკეთეს დროს ვერც შეარჩევდნენ.
– სიწყნარე! – იღრიალა ბოლოს ვირთხამ და კათედრას მუშ-
ტი დასცხო. მერე დაელოდა, სანამ ყველა დადუმდებოდა და გა-
ნაგრძო:
– ჩვენდამი უნდობლობაში არავინ გამტყუნებთ. თქვენ უამ-
რავ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტკივილს გაუძელით, საკუთარი
თვალით ნახეთ მეგობრების სიკვდილი და სხვა, ენით აუწერელი,
უამრავი საშინელება, მაგრამ, გპირდებით, რომ როდესაც ყვე-
ლაფერი დამთავრდება, წარსულს აღარც გაიხსენებთ….
– და თუ არ გვინდა? – წამოიძახა კარდალმა. – იქნებ, მე არ
მინდა, მეხსიერება დამიბრუნდეს?!
თომასი მეგობრისკენ შეტრიალდა და შვებით ამოისუნთქა.
ისიც სწორედ ამას ფიქრობდა. ვირთხამ ამოიოხრა.
– იმიტომ არ გინდა, რომ საკუთარი წარსული არ გაინტერე-
სებს, თუ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვენდობი?
– და რატომ უნდა გენდოთ? – ჩაეკითხა კარდალი.
– ნუთუ ვერ ხვდებით, თქვენთვის რამის დაშავება რომ გვდო-
მოდა, აქამდეც დაგიშავებდით? – ვირთხამ ჯერ კათედრას დახე-
და, მერე თვალი კვლავ აუდიტორიას გადაავლო. – თუ ბლოკა-
ტორის ამოღება არ გინდა, არც ამოგიღებთ. შეგიძლია, განზე
დადგე და სხვებს ხელი არ შეუშალო.

26 მკითხველთა ლიგა
არჩევანი თუ ბლეფი? თომასმა კაცს ხმაზე ვერაფერი შეატყო,
თუმცა, მაინც გაკვირვებული დარჩა.
აუდიტორია კვლავ დადუმდა. სანამ ვინმე ხმას ამოიღებდა,
ვირთხა სცენიდან ჩამოვიდა და უკანა კარისკენ გაეშურა. კართან
მისული ისევ მოტრიალდა.
– ნუთუ მთელი ცხოვრება ისე გინდათ გაატაროთ, რომ არ
იცოდეთ, ვინ არიან თქვენი მშობლები? მეგობრები? ნუთუ მარ-
თლა გინდათ, ხელიდან გაუშვათ ეს ბოლო შანსი და არ გაიხსე-
ნოთ, რამდენიმე კარგი რამ ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში გა-
მოცდების დაწყებამდე? კი, ბატონო, მაგრამ კარგად დაფიქ-
რდით, ასეთი შანსი აღარ გექნებათ.
თომასი დაფიქრდა. ვირთხა მართალი იყო, მას საკუთარი
ოჯახისა და ვინაობის გაგება ძალიან უნდოდა. ამაზე არაერთხელ
უფიქრია, მაგრამ ის უკეთურს კარგად იცნობდა და მათ მახეში
აღარ გაებმებოდა. თუ საჭირო გახდებოდა, თავს შიშველი ხელე-
ბით დაიცავდა, მაგრამ მის ტვინში ჩხრეკის უფლებას აღარავის
მისცემდა. როგორ შეიძლებოდა, ამ ორგანიზაციას ნდობოდა,
ვინ იცის, რომელ მოგონებებს დაუბრუნებდნენ?!
თომასს კიდევ ერთი რამ ადარდებდა – აზრი, რომელმაც მა-
შინ გაუელვა, როდესაც ვირთხამ ტვინიდან ბლოკატორის ამო-
ღება პირველად ახსენა. იმის გარდა, რომ თომასი იმ მოგონე-
ბებს, რომლებსაც უკეთური მოგონებებს უწოდებდა, ვერ ირწმუ-
ნებდა, მას სხვა რამაც აშინებდა: თუ ყველაფერი, რასაც ისინი ამ-
ტკიცებდნენ, მართალი იყო, თომასს ასეთი წარსულის გახსენება
არ უნდოდა. მას არ ესმოდა იმ ადამიანის, წარსულში რომ იყო,
ძველი თომასი არც კი მოსწონდა.
ვირთხამ კარი გამოაღო და აუდიტორიიდან გავიდა. თომასი
იმწამსვე წინ გადაიხარა და თავის ორ უახლოეს მეგობარს, ნიუტ-
სა და მინჰოს ჩასჩურჩულა:

27 მკითხველთა ლიგა
– არ უნდა დავთანხმდეთ. გამორიცხულია.
მინჰომ თომასს მხარზე ხელი მოუჭირა.
– ამინ, ძმაო. ამ შენქების რომ მჯეროდეს კიდეც, რატომ უნდა
მინდოდეს წარსულის გახსენება? ხომ გახსოვთ, ბენს და ალბის
რა მოუვიდათ?!
ნიუტმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. მე, მაგალითად, ერთი-ორი
ადამიანის თავ-პირის დალეწვით დიდად ვისიამოვნებ.
თომასი გულში დაეთანხმა მეგობრებს, თუმცა, იცოდა, რომ
ძალიან ფრთხილად უნდა ემოქმედათ.
– სიჩქარე არ გამოგვადგება, – თქვა მან, – ასე შეიძლება ერ-
თადერთი შანსი გავუშვათ ხელიდან და საქმე გავაფუჭოთ. შესა-
ფერის მომენტს უნდა დაველოდოთ.
და მოულოდნელად თომასმა იგრძნო, რომ სიმტკიცე და საბ-
რძოლო სულისკვეთება უბრუნდებოდა. დიდი ხანი იყო, არც ერ-
თი და არც მეორე აღარ განეცადა. ის კვლავ თავისი მეგობრების
გვერდით იყო, გამოცდები კი დასრულდა. უკეთური მათ ვეღა-
რაფრის გაკეთებას ვეღარ აიძულებდა.
მეგობრები ფეხზე წამოდგნენ და კარისკენ ერთად გაემარ-
თნენ. თომასმა სახელურს ხელი მოჰკიდა და შეჩერდა – ზურგს
უკან ბავშვების ხმაურს მიაყურადა. ისინი ისევ ბჭობდნენ და უმე-
ტესობას წარსულის გახსენება სურდა.

***

ვირთხა აუდიტორიასთან ელოდათ. გარეთ გამოსულებს


უფანჯრო დერეფანში გაუძღვა და რამდენიმე მოსახვევის შემდეგ
დიდ რკინის კართან მიიყვანა. მძიმე კარი ჰერმეტულად დახურუ-

28 მკითხველთა ლიგა
ლი ჩანდა. თეთრსამოსიანმა წინამძღოლმა ბარათი-გასაღები
კარის ჭრილში შეაცურა. გაისმა ჩხაკუნის ხმა და კარი ჭრიალით
გაიღო. თომასს კორდის ჭიშკარი გაახსენდა.
შიგნით კიდევ ერთი კარი დახვდათ. როგორც კი ჯგუფი პატა-
რა ვესტიბიულში შევიდა, ვირთხამ პირველი კარი დაკეტა და იმა-
ვე ბარათით ახლა მეორე გააღო. დიდი ოთახი იყო, აქაც კერამი-
კისფილებიანი იატაკი და კრემისფერი კედლები დახვდათ.
ოღონდ აქ ბევრი სამედიცინო კარადა და გრძელი მაგიდები იდ-
გა. კედელთან რამდენიმე საწოლი იყო ჩამწკრივებული. თი-
თოეული მათგანის თავზე რაღაც უცნაური – მბზინავი ლითონის-
გან დამზადებული ნიღბის ფორმის, პლასტმასისმილებიანი აპა-
რატი ეკიდა. თომასი დარწმუნებული იყო, რომ არავის მისცემდა
ნებას, ეს ნიღაბი თუ რაღაც მისთვის სახეზე ჩამოეცვა.
ვირთხამ საწოლებზე ანიშნა.
– ტვინიდან ბლოკატორებს აქ ამოგიღებთ. ნუ გეშინიათ, ვი-
ცი, ხელსაწყოები გაშინებთ, მაგრამ პროცედურა არც ისეთი
მტკივნეულია, როგორიც გგონიათ.
– არც ისეთიო? – გაიმეორა კარდალმა. – ესე იგი მაინც
მტკივნეულია.
– რასაკვირველია, უმნიშვნელო დისკომფორტის გადატანა
მოგიხდებათ, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ოპერაციაა, – განაცხა-
და ვირთხამ და საწოლების მარცხნივ დიდ დანადგარს მიუახ-
ლოვდა, რომელზეც ათობით მოციმციმე ნათურა, ღილაკი და ეკ-
რანი ჩანდა, – ტვინიდან იმ პაწაწინა ხელსაწყოს ამოგიღებთ,
რომელიც ტვინის გრძელვადიან მეხსიერებას გიბლოკავთ. თუმ-
ცა, ეს არც ისე საშიშია, გპირდებით, – ვირთხამ ღილაკებზე თი-
თის დაჭერა დაიწყო და ოთახში ზუზუნი გაისმა.

29 მკითხველთა ლიგა
– ერთი წუთით! – წამოიძახა ტერეზამ. – მეხსიერების ბლო-
კატორის ამოღებასთან ერთად იმ რაღაცასაც მოგვაშორებთ, რა-
საც ჩვენი გაკონტროლება შეუძლია?
უეცრად თომასს მაყალში, ნახევრად დანგრეულ შენობაში
ნანახი ტერეზა გაახსენდა, მერე – ბუნაგში, ლოგინში მოკრუნ-
ჩხული ალბი და ბოლოს, გალი, რომელმაც ჩაკი მოკლა. მათ,
ყველას, უკეთური მართავდა. წამით თომასს საკუთარ გადაწყვე-
ტილებაში ეჭვი შეეპარა – იქნებ მათი მოწყალების იმედად ყოფ-
ნა ჯობდა? იქნებ ჯობდა, მათთვის ამ ოპერაციის ჩატარების უფ-
ლება მიეცა? თუმცა, ეჭვი მალევე გაეფანტა – უკეთურის ნდობა
არ შეიძლებოდა და თომასი ფარ-ხმლის დაყრაზე უარს აცხადებ-
და.
– იმაზე რას იტყვი...… – ტერეზა დადუმდა და თომასს შეხედა.
ბიჭი მიხვდა, რომ ის ტელეპათიურად საუბრის უნარსა და იმ უც-
ნაურ გრძნობაზე აპირებდა რაღაცის თქმას, რომლის წყალობით
ისინი გონებაში ერთმანეთის ყოფნას გრძნობდნენ, თითქოს ერ-
თი ტვინით აზროვნებდნენ. მოულოდნელად თომასს ამ უნარის
სამუდამოდ დაკარგვა ბრწყინვალე აზრად მოეჩვენა. იქნებ ასე
მის სულში ტერეზას არყოფნით გამოწვეული სიცარიელე სამუ-
დამოდ გამქრალიყო. – ანუ ამასთან ერთად ყველაფერი, ყველა-
ფერი გაქრება? – დაასრულა კითხვა ტერეზამ.
ვირთხამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– დიახ, ყველაფერი. რასაკვირველია, გარდა იმ პაწაწინა
ხელსაწყოსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თქვენი სასაკ-
ლაო ზონების კონფიგურაციების რუკები შევადგინოთ. ხმამაღ-
ლა კითხვა საჭირო არ არის, მე შენს თვალებში ვკითხულობ, რაც
გაინტერესებს. არა, შენ, თომასი და ერისი თქვენს „ნიჭს“ ვეღარ
გამოიყენებთ. ჩვენ ახლა ის დროებით გავთიშეთ, ოპერაციის
შემდეგ კი სამუდამოდ გაქრება და თქვენ ვეღარ შეძლებთ გონე-

30 მკითხველთა ლიგა
ბაში ერთმანეთთან ურთიერთობას. ვწუხვარ, მაგრამ ეს გარიგე-
ბის ნაწილი იყო. თუ არ მოგწონს, არ დათანხმდე.
ოთახში ხმაური ატყდა. ყველას ათასობით აზრმა გაუელვა.
დაფიქრება ბევრ რამეზე ღირდა. კარგად გასაანალიზებელიც
უამრავი რამ იყო. მოზარდებს უკეთურზე გასაბრაზებლად უამრა-
ვი მიზეზი ჰქონდათ, მაგრამ ახლა ჩხუბისა და კამათის სურვილი
ყველაფრის დასრულების წყურვილს შეეცვალა.
– ეს იდიოტობაა, – წამოიძახა კარდალმა, – ვერ ხვდებით,
რომ გვაბოლებს?
პასუხად ვიღაცებმა ამოიოხრეს.
– კარგი, მგონი, მზად ვართ, – გამოაცხადა ვირთხამ, – მაგ-
რამ მეხსიერების დაბრუნებამდე კიდევ ერთი რაღაც უნდა გით-
ხრათ. ჯობს ეს ჩემგან გაიგოთ, ვიდრე… მეხსიერების აღდგენის
შემდეგ თქვენ გაიხსენოთ.
– რას ამბობ? – ჰკითხა ჰარიეტმა.
ვირთხამ დოინჯი შემოიყარა და მოულოდნელად სახეზე მწუ-
ხარება აღებეჭდა.
– თქვენგან ვიღაცებს ელვარების იმუნიტეტი აქვთ,… ვიღა-
ცებს – არა. მე სიას ამოვიკითხავ და გთხოვთ, განაჩენს მხნედ
შეხვდეთ.

31 მკითხველთა ლიგა
თავი 6
ოთახში სრულმა მდუმარებამ დაისადგურა, რომელსაც მხო-
ლოდ დანადგარის ძალზე ხმადაბალი წრიპინი არღვევდა. თო-
მასმა იცოდა, რომ იმუნიტეტი ჰქონდა – ყოველ შემთხვევაში, მას
ასე უთხრეს – მაგრამ სხვები? ეს სულ გადაავიწყდა, ახლა კი მე-
გობრებზე შიშმა ისე აიტანა, როგორც არასდროს.
– ექსპერიმენტისთვის მნიშვნელოვანია ზუსტი მონაცემების
მიღება, – დაიწყო ახსნა ვირთხამ, – ამისათვის კი საჭიროა სა-
კონტროლო ჯგუფი. ჩვენ სანამ შეგვეძლო, ვირუსისგან გიცავ-
დით, მიუხედავად იმისა, რომ ის ჰაერწვეთოვანი გზით გადადის,
– ვირთხა დადუმდა და აუდიტორიას თვალი მოავლო.
– ჯანდაბა, სათქმელი პირდაპირ გვითხარი, – წამოიძახა ნი-
უტმა, – რა შორიდან გვივლი? ისედაც ვიცით, რომ ინფიცირებუ-
ლები ვართ. ნუ გეშინია, ინფარქტი არავის გვემუქრება.
– ჰო, – დაეთანხმა სონია, – შეწყვიტე ეს დრამატიზება და ყვე-
ლაფერი გვითხარი.
თომასმა შენიშნა, რომ ტერეზა მისკენ მოდიოდა. ნეტავ, მა-
საც უთხრეს? თომასის აზრით, იმუნიტეტი გოგოსაც უნდა ჰქონო-
და – სხვავგვარად უკეთური მათ ამ განსაკუთრებულ მისიას არ
დააკისრებდა.
ვირთხამ ჩაახველა.
– კარგი. თქვენს უმეტესობას იმუნიტეტი აქვს, რითაც ძალიან
საჭირო მონაცემების შეგროვებაში დაგვეხმარეთ. ახლა მხო-
ლოდ ორი თქვენგანის კანდიდატურას განვიხილავთ, თუმცა,
ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ახლა სიას ამოვიკითხავ. იმუნიტეტი
არ აქვთ: ნიუტს...…

32 მკითხველთა ლიგა
თომასმა გულში ლახვრის ჩაცემა იგრძნო, წელში მოიხარა
და იატაკს დააცქერდა. ვირთხამ კიდევ რამდენიმე სახელი
ამოიკითხა, მაგრამ თომასი მათ არ იცნობდა. ბიჭს ყურებში ზუ-
ზუნი ესმოდა და თითქოს ბურუსში იყო. თომასი საკუთარმა რე-
აქციამ გააოცა. ის მხოლოდ ახლა მიხვდა, რას ნიშნავდა მისთვის
ნიუტი. უეცრად მოაგონდა – ვირთხამ ადრე თქვა, რომ საკონ-
ტროლო ეგზემპლარები წებოს ჰგავდა, ისინი პროექტის მონაცე-
მებს ერთმანეთს ლოგიკურად უკავშირებდა და აბამდა.
„წებო“ – გაახსენდა ნიუტის კისერზე შავ იარასავით ამოსვი-
რინგებული.
– თომი, თავი შეიკავე, ბიჭო.
თომასმა მაღლა აიხედა და ნაძალადევად მოღიმარი ნიუტი
დაინახა, რომელსაც გულხელი დაეკრიფა. თომასი წელში გას-
წორდა.
– თავი შევიკავო? ამ ბებერმა შენქმა წამის წინ გამოგვიცხა-
და, რომ იმუნიტეტი არ გაქვს... როგორ შეგიძლია...…
– ეგ წყეული ელვარება სულ ფეხებზე მკიდია, ძმაო. არც კი
მეგონა, აქამდე ცოცხალი თუ მოვაღწევდი. ისე, სიმართლე რომ
ვთქვა, არც ეს ცხოვრება იყო მაინცდამაინც გასაგიჟებელი.
თომასი ვერ მიმხვდარიყო, მეგობარი სერიოზულად ამბობდა
ამას, თუ თავს იმაგრებდა. ნიუტი კვლავინდებურად უცნაურად
იღიმოდა და თომასმა თავი აიძულა, თვითონაც გაეღიმა.
– თუ ნელ-ნელა გაგიჟება და პატარა ბავშვების შეჭმის სურ-
ვილი საკაიფო მომავლად გესახება, მაშინ, გპირდები, შენ გამო
თავს არ მოვიკლავ, – თომასს არასოდეს უთქვამს ასეთი ყალბი
სიტყვები.
– მოსულა, – მიუგო ნიუტმა, თუმცა, სახიდან ღიმილი გაუქრა.
თომასმა ყურადღება ოთახში მყოფებზე გადაიტანა. თავში
ათასი აზრი ერეოდა. ერთ-ერთი კორდელი ბიჭუნა, ჯექსონი –

33 მკითხველთა ლიგა
თომასი მას კარგად არ იცნობდა – გაშტერებული იცქირებოდა
და თვალებზე მომდგარი ცრემლის დამალვას ცდილობდა. ერთ-
ერთი ბ გოგო დასივებულ-დაწითლებული თვალებით იდგა და
ორი მეგობარი ამშვიდებდა.
– სულ ეს იყო, – თქვა ვირთხამ, – მსურს შეგახსენოთ, რომ ეს
ექსპერიმენტი განკურნების საშუალების საპოვნელადაა წამოწ-
ყებული. თქვენგან უმეტესობა, ვისაც იმუნიტეტი არ გაქვთ, ელვა-
რების ადრეულ ეტაპზე ხართ. ასევე, მინდა, სრული პასუხისმგებ-
ლობით განგიცხადოთ, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომა-
რეობის დამძიმებამდე, თქვენზე შესანიშნავად იზრუნებენ. ამ ექ-
სპერიმენტს როგორც იმუნიტეტიანები, ასევე თქვენ სჭირდებო-
დით.
– რა იქნება, თუ განკურნების საშუალებას ვერ აღმოაჩენთ? –
იკითხა მინჰომ.
ვირთხამ მინჰოს კითხვა უპასუხოდ დატოვა და უახლოეს სა-
წოლს მიუახლოვდა. კაცმა ხელი ჭერზე მიმაგრებულ უცნაურ ლი-
თონის ხელსაწყოს დაადო.
– ეს ჩვენი სიამაყეა – სამეცნიერო სამედიცინო ინჟინერიის
სასწაული, ამომღები. მეხსიერების დაბრუნების პროცედურას
სწორედ ამის საშუალებით ჩავატარებთ. მას სახეზე დაგადებენ
და პატიოსან სიტყვას გაძლევთ, როდესაც პროცედურა დასრულ-
დება, მაგ ლამაზ სახეებზე ერთი ნაკაწრიც არ გექნებათ. ხელსაწ-
ყოს წვრილზე წვრილი სადენები ყურის არხების მეშვეობით
თქვენს ტვინებში შეაღწევს და ბლოკატორებს ამოგიღებენ. და-
სამშვიდებლად და დისკომფორტის შესამსუბუქებლად ჩვენი ექი-
მები და ექთანები წამალს გაგიკეთებენ, – ვირთხა დადუმდა და
ოთახს თვალი მოავლო, – თქვენ ჩაცვივდებით ტრანსის მსგავს
მდგომარეობაში, რომლის დროსაც მოხდება ნერვების რეგენე-
რაცია და შედეგად მეხსიერება დაგიბრუნდებათ. ზოგს ეს ლაბი-

34 მკითხველთა ლიგა
რინთში გადატანილ გარდაქმნას გაახსენებს, თუმცა, ეს მასთან
შედარებით, არც ისე მტკივნეულია, გპირდებით. თავის დროზე
გარდაქმნა ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ის ტვინის კონფიგურა-
ციების სიმულაციას იწვევდა. ამის მსგავსი კიდევ რამდენიმე
ოთახი გვაქვს, სადაც ექიმების მთელი არმია გელოდებათ. დარ-
წმუნებული ვარ, ათასი კითხვა გაგიჩნდათ, მაგრამ მათ უმეტესო-
ბას პასუხს თქვენი მოგონებები გასცემს. ამიტომ მე დაგელოდე-
ბით და დარჩენილ კითხვებზე პროცედურის შემდეგ გიპასუხებთ,
– ვირთხა კვლავ დადუმდა, – ერთი-ორი წუთი დამელოდეთ, გა-
ვარკვევ, სამედიცინო პერსონალი მზად არის თუ არა. თქვენ კი
ეს დრო გამოიყენეთ და გადაწყვიტეთ, ვინ რას აპირებთ, – ოთა-
ხის მდუმარება ვირთხის თეთრი შარვლის შარიშურმა დაარღვია.
მან ოთახი გადაკვეთა და პირველ რკინის კარში გაუჩინარდა. კა-
რი დაიხურა თუ არა, ოთახში ალიაქოთი ატყდა.
ტერეზა თომასს მიუახლოვდა, მას უკან მინჰო მოჰყვა. კორ-
დელი წინ გადაიხარა, რომ ოთახში გაცხარებული კამათი დაეფა-
რა.
– შენქებო, თქვენ უფრო მეტი იცით, რადგან სხვებზე მეტი გა-
იხსენეთ. ტერეზა, არასოდეს დამიმალავს, რომ არ მომწონხარ,
მაგრამ მაინც მაინტერესებს, რას ფიქრობ.
ტერეზას მოსაზრება თომასსაც აინტერესებდა, ამიტომ ყო-
ფილ მეგობარს თავის დაქნევით ანიშნა, მეც გისმენო. გულის
სიღრმეში სჯეროდა, რომ გოგო ბოლოს უკეთურს მაინც აუმხედ-
რდებოდა.
– პროცედურა უნდა ჩავიტაროთ, – ტერეზას პასუხს თომასი
არ გაუკვირვებია. მის გულში იმედის ნაპერწკალი სამუდამოდ
გაქრა, – ჩემი აზრით, ეს სწორი ნაბიჯი იქნება. მეხსიერება
გვჭირდება, რომ ვიცოდეთ, მომავალში როგორ მოვიქცეთ.
თომასს თავბრუ დაესხა.

35 მკითხველთა ლიგა
– ტერეზა, ვიცი, რომ შტერი არ ხარ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ
უკეთურზე ჭკუას კარგავ. არ ვიცი, რა გაქვს ჩაფიქრებული, მაგ-
რამ ეს საკენკი სხვას დაუყარე…, – უთხრა თომასმა.
– თომასს ვეთანხმები, – თქვა მინჰომ, – მათ ჩვენი მართვა,
ჩვენი ტვინების არევ-დარევა შეუძლიათ! რა ვიცით, რომ მარ-
თლა ძველ მოგონებებს დაგვიბრუნებენ და მათ რაღაც ახლით
არ შეგვიცვლიან?
ტერეზამ ამოიოხრა.
– ბიჭებო, ვერაფერს ხვდებით, არა? თუ მათ ჩვენი კონტრო-
ლირება შეუძლიათ, ისიც ხომ შეუძლიათ, რაც მოეპრიანებათ,
გაგვაკეთებინონ? მაშინ მითხარით, ამ შარადის მოწყობით თავს
რატომ აიტკივებდნენ? არჩევანის საშუალებას რატომ მოგვცემ-
დნენ? გარდა ამისა, მან თქვა, რომ იმ რაღაცასაც ამოგვაცლიან,
რითაც ჩვენი მართვა შეუძლიათ. ეს კი მე სრულიად მაკმაყოფი-
ლებს.
– კიდევ კარგი, არასოდეს გენდობოდი, – უთხრა ტერეზას
მინჰომ და თავი გადააქნია, – იმათ ხომ – საერთოდ... მე თომასს
ვემხრობი.
– ერისზე რას იტყვი? – იკითხა ნიუტმა ხმადაბლა. თომასმა
ვერც კი შეამჩნია, ის და კარდალი როდის მოუახლოვდნენ. – ლა-
ბირინთში გამოჩენამდე ის თქვენთან ერთად იყო, არა? ნეტავ,
რას ფიქრობს?
თომასმა ოთახი მოათვალიერა და დაინახა, რომ ერისი ბ-
ჯგუფელ გოგონებს ელაპარაკებოდა. ისიც შეამჩნია, რომ ბიჭი
მათ გვერდიდან არ შორდებოდა, მაგრამ ეს გასაკვირი არც იყო
– ერისმა ხომ ლაბირინთი მათთან ერთად გამოიარა, თუმცა,
თომასი ვერასოდეს აპატიებდა იმას, რაც მთაში მან და ტერეზამ
ჩაიდინეს.
– მივალ და ვკითხავ, – უპასუხა ტერეზამ.

36 მკითხველთა ლიგა
თომასი და ბიჭები უცქერდნენ, როგორ მიუახლოვდა ტერეზა
თავის ჯგუფს და მოზარდები როგორ აჩურჩულდნენ.
– მეზიზღება ეგ გოგო, – თქვა მინჰომ.
– კარგი რა, არც ეგეთი ცუდია, – შეეწინააღმდეგა კარდალი.
მინჰომ თვალები დაუბრიალა.
– მაგან რაც უნდა გადაწყვიტოს, მე მის საწინააღმდეგოს გა-
ვაკეთებ, – განაცხადა მკაცრად.
– მეც, – დაეთანხმა ნიუტი, – ისე, ამ წყეული ელვარებით მე
ვარ ინფიცირებული და დასაკარგიც ყველაზე მეტად მე მაქვს,
თუმცა, ამ ნაბიჭვრების ხაფანგში ნაღდად აღარ გავებმები.
თომასს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.
– მაინც ვნახოთ, რას გვეტყვის. აი, მოდის კიდეც.
ტერეზას ერისთან საუბარი ხანმოკლე აღმოჩნდა.
– ის დარწმუნებულია, რომ პროცედურა უნდა ჩავიტაროთ, –
განაცხადა გოგომ.
– ეს საკითხი ჩემთვისაც გადაწყვეტილია, – მიუგო მინჰომ, –
თუ ერისი და ტერეზა თანახმა არიან, ესე იგი, მე წინააღმდეგი
ვარ.
თომასი სათქმელს ამაზე უკეთ ვერ იტყოდა. ბიჭს ინტუიცია
ჰკარნახობდა, რომ მინჰო მართალი იყო, თუმცა, ამის ხმამაღლა
თქმას მაინც მოერიდა. იდგა და ტერეზას თვალს არ აშორებდა.
გოგო მისკენ შებრუნდა და თვალებში შეხედა. თომასი ამ იმედი-
ან მზერას კარგად იცნობდა – ეგონა, რომ ბიჭი მას მიემხრობო-
და. თუმცა, ახლა საეჭვო ის უფრო იყო, რატომ უნდოდა ტერეზას
ასე ძალიან, თომასს პროცედურა ჩაეტარებინა.
თომასი გოგოს თვალებში შესცქეროდა და ცდილობდა, საკუ-
თარი ეჭვი არ გაემჟღავნებინა. ტერეზას სახეზე გამომეტყველება
შეეცვალა.

37 მკითხველთა ლიგა
– როგორც გინდათ, – თქვა მერე, თავი გადააქნია, შეტრიალ-
და და ბიჭებს გაშორდა.
სიბრაზის მიუხედავად, ტერეზას ამ საქციელმა თომასს მაინც
გული დასწყვიტა.
– ეჰ, ძმაო,… – გაიგონა თომასმა უკნიდან კარდალის ბოხი
ხმა, – სახეზე იმ რაღაცების დადების უფლებას ხომ არ მივცემთ?
ნეტავ ახლა ისევ ჩემს სამზარეულოში, ბუნაგში ვიყო! გეფიცე-
ბით, ამ ქვეყანაზე ჩემზე ბედნიერი შენქი არ იქნებოდა!
– გრივერები დაგავიწყდა? – ჰკითხა ნიუტმა.
კარდალი წამით შეყოვნდა, მერე კი უპასუხა:
– იცი, რას გეტყვი? ისინი სამზარეულოში სულაც არ მაწუხებ-
დნენ!
– ჰო, მაშინ მოგვიწევს, ახალი სამზარეულო მოგიძებნოთ, –
მიუგო ნიუტმა, მერე კი თომასსა და მინჰოს ხელი მოჰკიდა და
განზე გაიყვანა.
– სისულელეების მოსმენა მეყოფა! მე იმ საწოლზე არაფრის
დიდებით არ დავწვები!
– არც მე! – უპასუხა მინჰომ და ნიუტს მხარზე ხელი მოუჭირა.
– არც მე! – დაეთანხმა თომასი და ბოლო კვირების განმავ-
ლობაში ნაფიქრი მეგობრებს გაუმხილა: – ჩვენ თავს მოვიკატუ-
ნებთ, ვითომ მათ ვეთანხმებით, ერთმანეთს გვერდიდან არ მოვ-
შორდებით, – ჩურჩულით თქვა მან, – მაგრამ როგორც კი შანსი
მოგვეცემა, გავიქცევით.

38 მკითხველთა ლიგა
თავი 7
მანამდე დაბრუნდა, სანამ ნიუტი ან მინჰო პასუხის გაცემას
მოასწრებდნენ. თუმცა, მათი გამომეტყველებით თომასი მიხვდა,
რომ ბიჭები ეთანხმებოდნენ.
ბიჭმა ირგვლივ მიმოიხედა. ოთახში ვირთხასთან ერთად ვი-
ღაცები შემოვიდნენ. ახალშემოსულებს ღია მწვანე, განიერი
კომბინეზონები ეცვათ, მკერდზე წარწერით „უკეთური“.
მოულოდნელად თომასი მიხვდა, რომ ამ თამაშის – ექსპერიმენ-
ტის – ყველა წვრილმანი გათვლილი იყო. ნეტავ, ამ ორგანიზაცი-
ის სახელწოდებაც – მრისხანე და საშიში – ვარიაციული ცდების-
თვის ხომ არ შეარჩიეს? თუმცა, ირწმუნებოდნენ, რომ უკეთური
კარგი იყო და მხოლოდ კეთილშობილური ზრახვები ჰქონდა.
ესეც, ალბათ, მათი ხუმრობა იყო, რათა კიდევ ერთხელ ენახათ,
მოზარდები როგორ მოიქცეოდნენ.
ეს თავიდანვე თავსატეხი იყო, თამაში.
ექიმები ყველა საწოლის გვერდით დადგნენ და თომასის თვა-
ლისათვის უხილავ ღილაკებზე ხელის დაჭერით ჭერიდან ჩამოშ-
ვებული ნიღბებისა და მილების შემოწმება-დარეგულირება და-
იწყეს.
– საწოლი ყველასთვის შერჩეულია, – თქვა ვირთხამ და
პლანშეტზე ქაღალდებს დახედა, – ამ ოთახში რჩებიან…... – სო-
ნიასა და ერისის ჩათვლით, მან რამდენიმე სახელი ამოიკითხა,
თუმცა, მათ შორის არც ერთი კორდელი არ იყო, – გთხოვთ, ვისი
სახელებიც არ ამომიკითხავს, უკან გამომყევით.
მიუხედავად სერიოზულობისა, სიტუაცია უცნაური და თით-
ქოს თავშესაქცევი გახდა. თითქოს განგსტერები ხმამაღლა აცხა-
დებდნენ იმ მოღალატეთა სახელებს, რომლებიც უნდა ჩაეცხრი-

39 მკითხველთა ლიგა
ლათ. დაბნეულმა თომასმა გადაწყვიტა, შესაფერის მომენტამდე
დინებას მიჰყოლოდა.
მოზარდები ვირთხას უხმოდ გაჰყვნენ გრძელ და უფანჯრებო
დერეფანში. მან ისევ ამოიკითხა სია და ამჯერად ნიუტი და კარ-
დალი ახსენა.
– მე პროცედურას არ ჩავიტარებ! – განაცხადა ნიუტმა. – შენ
გვითხარი, რომ არჩევანის უფლება გვაქვს. ჰოდა, აჰა, ჩემი დე-
დააფეთქებული გადაწყვეტილებაც! – ნიუტმა თომასს გაბრაზე-
ბულმა გადახედა. თითქოს ეუბნებოდა, რომ ჯობდა, რამე მანამ-
დე ეღონათ, სანამ ჭკუიდან შეირყეოდა.
– კარგი, – მიუგო ვირთხამ, – მაგრამ მალე გადაიფიქრებ.
ყველას ოთახებში განაწილებამდე ჩვენთან დარჩი.
– კარდალ, შენ რას იტყვი? – ჰკითხა ბიჭს თომასმა და სცადა,
სახეზე ვირთხის პასუხით გამოწვეული გაკვირვება არ დასტყო-
ბოდა.
მოულოდნელად მზარეულმა დაიმორცხვა.
– მე...… მე... პროცედურას ჩავიტარებ.
თომასი გაოგნდა.
– შენ ხომ არ გადაირიე? – უყვირა მინჰომ.
კარდალმა უარის ნიშნად თავი გააქნია და საკუთარი გადაწ-
ყვეტილების დაცვა სცადა.
– მინდა წარსული გავიხსენო. თქვენ თქვენს თავს მიხედეთ,
ჩემს თავს მე მოვუვლი.
– წავედით! – გამოაცხადა ვირთხამ.
კარდალი მაშინვე ოთახში გაუჩინარდა, ალბათ, კამათი რომ
აერიდებინა თავიდან. თომასმა თვალის დახუჭვა ამჯობინა – ჯერ
აფეთქების დრო არ იყო. მისი ერთადერთი სადარდებელი შენო-
ბიდან გაღწევა იყო, მერე კი იმედი ჰქონდა, რომ დანარჩენების
გადარჩენასაც შეძლებდა.

40 მკითხველთა ლიგა
ვირთხას ჰარიეტი, კიდევ ორი B-ჯგუფელი გოგო, მინჰო, ტე-
რეზა და თომასი დერეფნის ბოლო კართან გაჩერებამდე არ უხ-
სენებია. ჯერჯერობით პროცედურაზე უარს მხოლოდ ნიუტი ამ-
ბობდა.
– არა, გმადლობთ, – თქვა მინჰომ, როცა ვირთხამ მოზარ-
დებს ხელით ანიშნა, ოთახში შედითო, – თუმცა, მაინც დიდი მად-
ლობა უნდა გადაგიხადოთ. აბა, თქვენ იცით, ბავშვებო, კარგი
დრო ატარეთ! – თქვა და ხელი დამცინავად დაუქნია.
– პროცედურის ჩატარებას არც მე ვაპირებ, – განაცხადა თო-
მასმა. აფორიაქებული მოზარდი ხვდებოდა, რომ მათ სწორედ
ახლა რაღაც უნდა მოემოქმედათ.
ვირთხა თომასს უმეტყველო სახით მიაშტერდა.
– ხომ კარგად ხარ, მისტერ ვირთხა? – ჰკითხა მინჰომ.
– მე დირექტორის ასისტენტი ჯენსონი ვარ, – თქვა მან დაძა-
ბული ხმით. ეტყობოდა, რომ ნერვების მოთოკვას ცდილობდა,
თან თომასს თვალს წამითაც არ აშორებდა, – და გირჩევ, უფრო-
სების პატივისცემა ისწავლო.
– როდესაც ხალხს ისე აღარ მოეპყრობით, როგორც ცხოვე-
ლებს, შეიძლება თქვენი პატივისცემაც ვისწავლო, – მიუგო მინ-
ჰომ, – და თომასს ასე რატომ მიშტერებიხარ?
ვირთხა-ჯენსონმა მინჰოს შეხედა.
– აქ ბევრი რამეა გასათვალისწინებელი, – ვირთხა ერთხანს
გაჩუმდა და წელში გაიმართა, – მაგრამ, კარგი, რაც არის, არის.
ჩვენ გითხარით, რომ თქვენს არჩევანს პატივს ვცემდით და ასეც
მოვიქცევით. გთხოვთ, დანარჩენები შიგნით შებრძანდით.
თომასს კვლავ გააჟრჟოლა. მან იცოდა, რომ შესაფერისი წუ-
თი ახლოვდებოდა. მინჰოს გამომეტყველებით მიხვდა, რომ ამას
ისიც გრძნობდა. მეგობრებმა სხვებისთვის შეუმჩნევლად ერთმა-
ნეთს თავი დაუქნიეს და ვირთხას ოთახში შეჰყვნენ.

41 მკითხველთა ლიგა
ეს ბოლო ოთახი პირველს ჰგავდა: ექვსი საწოლი, ჭერიდან
ჩამოშვებული ნიღბები;… დანადგარი, რომელიც ამ ყველაფერს
მართავდა, უკვე ჩართული იყო და ზუზუნებდა. ყველა საწოლთან
მწვანეფორმიანი ექიმი იდგა.
თომასმა ოთახი მოათვალიერა და სუნთქვა შეეკრა. მწკრი-
ვის ბოლოში, ერთ-ერთი საწოლის გვერდით, მწვანე სამოსში გა-
მოწყობილი ბრენდა იდგა. ის ყველაზე ახალგაზრდა იყო. ყავის-
ფერთმიანი და პირდაბანილი სულაც არ ჰგავდა იმ გოგოს, თო-
მასმა მაყალში რომ გაიცნო. ბრენდამ თომასს თავი დაუქნია და
მაშინვე ვირთხას შეხედა; მერე კი, მოულოდნელად, სანამ თომა-
სი რამეს მიხვდებოდა, მისკენ გამოექანა და ჩაეხუტა. გაოგნე-
ბულმა თომასმაც უნებურად ხელები მოხვია.
– ბრენდა, რას აკეთებ! – უყვირა ჯენსონმა. – ახლავე შენს
ადგილზე დაბრუნდი!
ბრენდამ თომასს ტუჩები ყურთან მიუტანა.
– მათ არ ენდო. არავითარ შემთხვევაში არ ენდო! ჩემსა და
კანცლერ ფეიჯის გარდა არავის ენდო, თომას. დაიმახსოვრე,
არავის! – უჩურჩულა ძლივს გასაგონად.
– ბრენდა! – ლამის იღრიალა ვირთხამ.
ბრენდამ თომასს ხელი გაუშვა და უკან დაიხია.
– ბოდიში, – წაიდუდუნა, – მაგრამ ძალიან გამიხარდა, რომ
მესამე ფაზა გაიარა და წამით ყველაფერი დამავიწყდა, – და თა-
ვის ადგილას დაბრუნდა, მერე კი ბიჭებს უმეტყველო სახით თვა-
ლი კიდევ ერთხელ შეავლო.
– ახლა გულის აჩუყების დრო არ არის! – დატუქსა გოგო ჯენ-
სონმა.
თომასი ბრენდას თვალს ვერ აშორებდა. არ იცოდა, რა ეფიქ-
რა, იმ წუთში ვერც თავის გრძნობას უძებნიდა სახელს. ის უკე-
თურს ისედაც არ ენდობოდა. ბრენდას ნათქვამით, გოგო თით-

42 მკითხველთა ლიგა
ქოს მათ მხარეს იყო, მაგრამ რატომ მუშაობდა ამ ორგანიზა-
ციაში? იქნებ ის ელვარებით არც იყო ინფიცირებული? ეს კან-
ცლერი ფეიჯი ვინღაა? თუ ესეც გამოცდა იყო? ახალი ვა-
რიაციული ცდა?
ბრენდა რომ ჩაეხუტა, თომასს რაღაც ძლიერი გრძნობა ტალ-
ღასავით ეძგერა. მოულოდნელად გაახსენდა, რომ თეთრ ოთახ-
ში მყოფს ბრენდა ტელეპათიურად დაელაპარაკა და გააფრთხი-
ლა, მალე ყველაფერი უარესად იქნებაო. თომასი ჯერაც ვერ მიმ-
ხვდარიყო, გოგომ ეს როგორ მოახერხა.… ნეტავ, მართლა მათ
მხარეს იყო?
ტერეზა, რომელიც პირველი ოთახიდან გამოსვლის შემდეგ
დუმდა, თომასს გვერდით ამოუდგა და ფიქრებიდან გამოარკვია.
– აქ რას აკეთებს? – ჰკითხა ჩურჩულით, თუმცა, თომასმა მის
ხმაში ზიზღი მაინც იგრძნო. ბიჭს ტერეზას ნათქვამიც და ნამოქ-
მედარიც უკვე ძალიან აღიზიანებდა, – მეგონა, შიზი იყო.
– არ ვიცი, – წაიდუდუნა თომასმა. მას დანგრეულ ქალაქში
ბრენდასთან გატარებული დრო გაახსენდა. უცნაური იყო, მაგ-
რამ მაყალი მოენატრა, – იქნებ, ეს… ვარიაციული ცდის ნაწილი
იყო.
– შენი აზრით, ის ამ სპექტაკლის მონაწილეა და მაყალში
ჩვენს გადასარჩენად გამოგზავნეს?
– ვინ იცის...… – ამის გაფიქრებაზე თომასს გული მოეწურა.
თუ ბრენდა მართლაც უკეთურის დავალებას ასრულებდა, მაშა-
სადამე, თომასს ატყუებდა, ყველაფერს ატყუებდა. ბიჭს ძალიან
უნდოდა, ბრენდას საქციელი გაემართლებინა. ვერ იჯერებდა,
რომ ის მოღალატე იყო.
– ეგ გოგო არ მომწონს, – თქვა ტერეზამ, – ის ისეთი...…
თვალთმაქცია.

43 მკითხველთა ლიგა
თომასმა თავი ძლივს შეიკავა, რომ ტერეზასთვის არ ეყვირა,
ან არ დაეცინა.
– წადი, წადი, მიეცი უფლება, კიდევ ერთხელ იქექონ შენს
ტვინში, – უთხრა მშვიდად. იქნებ ტერეზას ბრენდასადმი უნდობ-
ლობა იმის დასტური იყო, რომ თომასი სწორედ ბრენდას უნდა
ნდობოდა.
ტერეზამ მკაცრად შეხედა.
– რაც გინდა, ის იფიქრე. მე იმას ვაკეთებ, რაც სწორად მიმაჩ-
ნია, – უთხრა თომასს, გაერიდა და ვირთხის ინსტრუქციებს
დაელოდა.
ჯენსონმა პროცედურის ჩატარების მსურველ პაციენტებს სა-
წოლები მიუჩინა. თომასი, ნიუტი და მინჰო უკან იდგნენ და ყვე-
ლაფერს შორიდან აკვირდებოდნენ. თომასმა კარისკენ თვალი
გააპარა, გაიფიქრა, გაქცევის დრო ხომ არ დადგაო. ის-ის იყო,
მინჰოსთვის მუჯლუგუნი უნდა ეკრა, რომ ვირთხა, თითქოს მისი
აზრები ამოიცნოო, ბიჭებს მიუბრუნდა:
– მეამბოხეებო, იცოდეთ, რომ გითვალთვალებენ. რამე სი-
სულელის ჩადენა არც იფიქროთ. შეიარაღებული დაცვა უკვე
გზაშია.
თომასს ერთი აზრი არ ასვენებდა. რატომღაც ეგონა, რომ მის
აზრებს ვიღაც კითხულობდა. ნუთუ მათ მართლა შეეძლოთ ტვი-
ნის კონფიგურაციების თუ სამუშაო ნიმუშების შეგროვების სა-
ფუძველზე მისი აზრების ამოცნობა?
– ეს რა დღლუმპობაა! – ჩასჩურჩულა მინჰომ თომასს, რო-
დესაც ჯენსონი კვლავ პაციენტებს მიუბრუნდა. – ჩემი აზრით, უნ-
და გავრისკოთ.
თომასს მეგობრისთვის პასუხი არ გაუცია, ბრენდას გახედა.
გოგო იატაკს დასცქეროდა, ეტყობოდა, რომ რაღაცას ფიქრობ-
და. უეცრად თომასმა იგრძნო, რომ ბრენდა მოენატრა. მასთან

44 მკითხველთა ლიგა
ბიჭს უცნაური, აუხსნელი რაღაც აკავშირებდა. ძალიან უნდოდა,
გოგო დაემარტოხელებინა და დალაპარაკებოდა, ოღონდ არა
მხოლოდ მის გაფრთხილებაზე.
დერეფნიდან ნაბიჯების ხმა მოისმა. ოთახში სამი კაცი და
ორი ქალი შემოვიდა. შავსამოსიანებს ზურგზე თოკები, ხელსაწ-
ყოები და საბრძოლო საჭურველი ეკიდათ, ხელში კი რაღაც დი-
დი, მასიური იარაღი ეჭირათ. თომასმა ამ უცნაურ იარაღს თვალი
ვერ მოსწყვიტა. წარსულში ნანახს მიამსგავსა, მაგრამ თან მოეჩ-
ვენა, რომ მას პირველად ხედავდა. უჩვეულო იარაღი ცისფრად
ანათებდა – გამჭვირვალე მილის შუა ნაწილი მოციმციმე ლითო-
ნის ბურთულებით იყო სავსე და ელექტრობის მსგავსი ზუზუნი ის-
მოდა. დაცვის წევრები იარაღს თომასსა და მის მეგობრებს უმიზ-
ნებდნენ.
– ამის დედაც, დავაგვიანეთ! – წამოიძახა ნიუტმა უხეშად,
თუმცა, ხმადაბლა.
მაგრამ თომასმა იცოდა, რომ შესაფერისი მომენტი მალე
დადგებოდა.
– დერეფანში მაინც დაგვიჭერდნენ, – მიუგო ნიუტს ჩურჩუ-
ლით, – ცოტაც მოვითმინოთ.
ჯენსონი დაცვის წევრებს მიუახლოვდა, მათ გვერდით დადგა
და მოზარდებს იარაღზე ანიშნა.
– ამას სატყორცნი ჰქვია. თუ რამეს დააპირებთ, დაცვა არც
დაფიქრდება, ისე გესვრით. ტყვიები არ დაგხოცავთ, თუმცა მენ-
დეთ, ეს თქვენს ცხოვრებაში ყველაზე უსიამოვნო ხუთი წუთი იქ-
ნება.
– რა ხდება? – იკითხა თომასმა. ბიჭს უკვირდა, რომ შიშს ვერ
გრძნობდა. – შენ არ გვითხარი, რომ არჩევანის უფლება გვქონ-
და? ჯარი რა საჭიროა?

45 მკითხველთა ლიგა
– არ გენდობით, – ჯენსონი დადუმდა, ეტყობოდა, სიტყვებს
ფრთხილად არჩევდა, – იმედი გვქონდა, რომ მეხსიერების აღ-
დგენის შემდეგ ჩვენთან ნებაყოფლობით ითანამშრომლებდით.
ასე ყველაფერი გაიოლდებოდა, მაგრამ მე არ მითქვამს, რომ
თქვენ აღარ დაგვჭირდებოდით.
– ნეტავ რატომ არ მიკვირს! – წამოიძახა მინჰომ. – ისევ მოგ-
ვატყუე!
– არა, არ მომიტყუებიხართ! თქვენ არჩევანი გააკეთეთ, ახ-
ლა კი შედეგით დაკმაყოფილდით, – ჯენსონმა კარისკენ ხელი
გაიშვირა, – დაცვა, თუ შეიძლება, თომასი და მისი მეგობრები
თავიანთ ოთახამდე მიაცილეთ, რომ ხვალ დილით დანიშნულ
ტესტირებამდე საკუთარ შეცდომებზე დაფიქრება შეძლონ. თუ
საჭირო იქნება, შეგიძლიათ, ძალაც გამოიყენოთ.

46 მკითხველთა ლიგა
თავი 8
ორმა ქალმა მცველმა ფართოლულიანი იარაღი მაღლა ას-
წია და ბიჭებს დაუმიზნა.
– იარაღის გამოყენებას ნუ გვაიძულებთ, – უთხრა ერთ-
ერთმა, – ერთი მცდარი ნაბიჯი და სასხლეტს თითს დაუფიქრებ-
ლად გამოვკრავთ.
სამმა კაცმა კი სატყორცნები მხარზე გადაიკიდა და ურჩ ბი-
ჭებს მიუახლოვდა. თომასმა უცნაური სიმშვიდე იგრძნო. ალბათ,
ამის მიზეზი იყო მისი მტკიცე გადაწყვეტილება – ებრძოლა სის-
ხლის ბოლო წვეთამდე. თანაც, როდესაც გააცნობიერა, რომ უკე-
თურმა სამი მოზარდის სამეთვალყურეოდ ხუთი კბილებამდე
შეიარაღებული მცველი გამოგზავნა, ბიჭი უსაზღვრო კმაყოფი-
ლებამ შეიპყრო.
ერთმა დაკუნთულმა გოლიათმა თომასს მკლავში ხელი ჩაავ-
ლო და დერეფანში გაიყვანა. ბიჭმა უკან მიხედვა მოასწრო და
დაინახა, რომ მეორე მინჰოს იატაკზე მიათრევდა, ნიუტი კი მესა-
მეს უძალიანდებოდა.
ბიჭებს დერეფნიდან დერეფანში მიათრევდნენ. სიჩუმეს მხო-
ლოდ მინჰოს შეძახილები, ბუზღუნი და გინება არღვევდა. თომას-
მა მეგობრის დამშვიდება სცადა, არწმუნებდა, რომ ასე საქმეს
უფრო გააფუჭებდა და შეიძლებოდა, შუბლში ტყვიაც კი მიეღო,
მაგრამ მინჰო რის მინჰო იქნებოდა, მისთვის მოესმინა! ჰოდა,
სანამ თავიანთ ოთახამდე არ მივიდნენ, არ გაჩუმებულა.
ერთ-ერთმა მცველმა ბარათით კარი გააღო. ციცქნა ოთახში
ორსართულიანი საწოლები იდგა, ხოლო შორეულ კუთხეში – მა-
გიდა და სკამები. იქვე პატარა სამზარეულო მოეწყოთ. ამას თო-
მასი არ მოელოდა. ბიჭს ეგონა, რომ კორდის სატუსაღოს მსგავს

47 მკითხველთა ლიგა
ჭუჭყიანიატაკიან საკანში შეყრიდნენ, სადაც, დიდი-დიდი, დამ-
ტვრეული სკამები დახვედროდათ.
– შედით! – უბრძანა ქალმა. – ცოტა ხანში საჭმელს მოგი-
ტანთ. მადლობელი იყავით, რომ თქვენი საქციელის გამო რამ-
დენიმე დღე არ გაშიმშილებთ. ხვალ ტესტირება გელით და გირ-
ჩევთ, ამაღამ გამოიძინოთ.
კაცებმა კორდელები ოთახში შეყარეს და კარი გაიხურეს. სა-
კეტის ჩხაკუნს ოთახის კედლებმა ექო მისცა.
მოულოდნელად თომასს საკუთარი უილაჯობის განცდა და-
უბრუნდა, რაც თეთრ ოთახში პატიმრობისასაც აწუხებდა. ის
კარს მივარდა, სახელურს ეცა და ჯაჯგური დაუწყო, თუმცა, ვერა-
ფერს გახდა. მერე კარს მთელი ძალით მიაწვა, ბოლოს კი ყვირი-
ლით მუშტები დაუშინა, თითქოს ვინმე გაუღებდა.
– გეყოფა! – გაიგონა უკნიდან ნიუტის ხმა. – შენთვის ძილის
წინ ზღაპრების წასაკითხად არავინ მოვა, ამის დედაც...…
თომასი სწრაფად შეტრიალდა, მაგრამ როგორც კი მის წინ
მდგარი მეგობარი დაინახა, დამშვიდდა და გაჩერდა. სანამ თო-
მასი რამის თქმას მოახერხებდა, მინჰომ დაასწრო.
– მგონი, შანსი ხელიდან გავუშვით, – თქვა და ერთ-ერთ სა-
წოლზე დაეცა, – როდესაც ეგ შენი შესაფერისი მომენტი დადგება
ან მოხუცები ვიქნებით, ან უკვე მკვდრები, თომას. ხომ არ გგო-
ნია, ის ნაბიჭვრები მოვლენ და გამოგვიცხადებენ: „ახლა გაქცე-
ვისთვის შესანიშნავი მომენტია, რადგან დაახლოებით ათი წუთი
თქვენთვის არ გვეცლება.“ არა, რა, შანსი დროზე უნდა გამოგვე-
ყენებინა!
თომასს არ უნდოდა, ეღიარებინა, რომ მეგობრები მართლე-
ბი იყვნენ. ისინი დაცვის გამოჩენამდე უნდა გაქცეულიყვნენ.

48 მკითხველთა ლიგა
– ბოდიში, ბიჭებო, მეგონა, შესაფერისი დრო არ იყო. მერე
კი, იარაღი რომ დაგვიმიზნეს, რამის ცდა უკვე სისულელე იქნე-
ბოდა.
– კაი, დაივიწყე, – უთხრა მინჰომ და დაამატა: – ისე, შენი და
ბრენდას შეხვედრა მეტისმეტად გულისამაჩუყებელი იყო, ხო
იცი!
თომასმა ღრმად ჩაისუნთქა.
– რაღაც მითხრა...
მინჰო საწოლზე წამოჯდა.
– რაო?
– მითხრა, რომ მის და ვიღაც კანცლერ ფეიჯის გარდა არავის
ვენდო.
– ისე, კაცმა რომ თქვას, აქ რა ჯანდაბას აკეთებს? – იკითხა
ნიუტმა. – უკეთურში მუშაობს? ესე იგი მაყალში თამაშობდა?
– როგორც ვატყობ, ეგ გოგო თავის დამსაქმებლებზე უარე-
სია, – დაამატა მინჰომ.
თომასი მეგობრებს არ ეთანხმებოდა, მაგრამ ამის ახსნა მათ-
თვის კი არა, საკუთარი თავისთვისაც არ შეეძლო.
– მომისმინეთ, ადრე მეც მათთან ვმუშაობდი, მაგრამ ახლა
ხომ მენდობით? ეს არაფერს ნიშნავს. იქნებ მას სხვა გზა არ აქვს,
ან იქნებ შეიცვალა. მოკლედ, არ ვიცი.
მინჰომ თვალები მოჭუტა, თითქოს თომასის ნათქვამზე და-
ფიქრდაო, თუმცა, ხმა არ ამოუღია. ნიუტი იატაკზე დაჯდა, გულ-
ხელი დაიკრიფა და პატარა გაბუტულ ბიჭუნას დაემსგავსა.
თომასმა თავი გააქნია. მას მოჰბეზრდა ამდენ თავსატეხზე
ფიქრი. ბიჭი პატარა მაცივარს მიუახლოვდა. შიმშილისაგან მუ-
ცელი უყმუოდა. მაცივარში ყველის ჩხირები და ყურძენი იპოვა.
თომასმა საჭმელი სამად გაყო, თავისი ულუფა სულმოუთქმე-

49 მკითხველთა ლიგა
ლად გადასანსლა და ბოთლით წვენი დააყოლა. მინჰომ და ნიუტ-
მაც თავიანთი ულუფა უხმოდ შეჭამეს.
ცოტა ხანში ქალმა თეფშებით ღორის ხორცის კატლეტი და
შემწვარი კარტოფილი შემოუტანა. ბიჭებმა ესეც სიამოვნებით
მიირთვეს. თომასის საათის მიხედვით, ახალი მოსაღამოებული
იყო. მან იცოდა, რომ თვალს წამითაც ვერ მოხუჭავდა, ძილი არ
მიეკარებოდა. თომასი სკამზე იჯდა და მეგობრებს მიშტერებული
ფიქრობდა, რა უნდა ექნათ. თავს დამნაშავედ გრძნობდა, თით-
ქოს მართლა მისი ბრალი იყო, გაქცევის შანსი რომ ვერ გამოიყე-
ნეს.
ვახშმობის მერე დუმილი მინჰომ დაარღვია.
– იქნებ იმ მურტალსიფათიანებს მართლა დავნებდეთ. რას
იტყვით? დავთანხმდეთ იმაზე, რასაც გვთხოვენ. და მერე, ერთ
მშვენიერ დღეს, ლაღი ცხოვრებით გაზულუქებულები და ბედ-
ნიერები შევიკრიბოთ, დავსხდეთ…...
თომასმა იცოდა, რომ მინჰო ამას სერიოზულად არ ამბობდა.
– ჰო, და იქნებ აქვე დასახლდე, აქ მომუშავე რომელიმე ლა-
მაზი გოგო ცოლად შეირთო, ოჯახი შექმნა და ერთმანეთს იმის
ცქერაში შეაბერდეთ, როგორ იშლება ჭკუიდან მთელი სამყარო.
– ამასობაში უკეთური იმ მატრიცას თუ რაღაცა სქემას შექ-
მნის და მერე ჭირი იქა, ლხინი აქა...… – არ ჩერდებოდა მინჰო.
– ეს სასაცილო სულაც არ არის, – თქვა მოღუშულმა ნიუტმა,
– განკურების საშუალებას რომც მიაკვლიონ, შენი თვალით არ
ნახე, რა ხდებოდა მაყალში? სანამ სამყარო კალაპოტში ჩადგე-
ბა, კარგა ხანი გავა. თუ ეს ოდესმე მართლა მოხდა, შეიძლება
ჩვენ ცოცხლები აღარც კი ვიყოთ.
მოულოდნელად თომასი მიხვდა, რომ იატაკს დასცქეროდა.
– მე მათი ნათქვამი ერთი სიტყვაც არ მჯერა.

50 მკითხველთა ლიგა
ის ნიუტის ხვედრს ვერ ეგუებოდა. მის უანგარო, კეთილ მეგო-
ბარს მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და ახლა უკურნებე-
ლი სენით შეპყრობილის სიკვდილს დააკვირდებოდნენ.
– იმ ტიპს, ჯენსონს, ჰგონია, რომ სადაცაა, განკურნების სა-
შუალებას მიაკვლევენ, – განაგრძო თომასმა, – მისი აზრით, ამ-
დენი ბოროტება სიკეთის გასამარჯვებლად ჩაიდინეს და ამიტომ
ყველაფერი ეპატიებათ. ან ჩვენი ძვირფასი კაცობრიობა გადა-
შენდება, ან რამდენიმე მათგანი გააწვალე, გატანჯე და მერე, მათ
ხარჯზე, მთელი სახეობა გადაარჩინე. მაგრამ სამყაროში, სადაც
მოსახლეობის ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი ჭკუიდან შეშლი-
ლი ურჩხულია, იმუნიტეტიანებიც კი ვეღარ იცხოვრებენ.
– რისი თქმა გინდა? – იკითხა ჩურჩულით მინჰომ.
– იმის, რომ სანამ ტვინში მეხსიერების ბლოკატორებს ჩაგ-
ვიდგამდნენ, ეს სისულელე მჯეროდა, მაგრამ ახლა აღარ, – თო-
მასს ეშინოდა, რომ როგორც კი მეხსიერება დაუბრუნდებოდა,
ასე აღარ იფიქრებდა.
– მოდი, შემდეგი შანსი ხელიდან აღარ გავუშვათ, თომი, –
შესთავაზა ნიუტმა.
– ხვალ, – დაამატა მინჰომ, – როგორმე ეს ხვალ უნდა მოვა-
ხერხოთ.
თომასი ჯერ ერთ მეგობარს მიაცქერდა, მერე – მეორეს.
– კარგი. ხვალ.
ნიუტმა დაამთქნარა და მეგობრებსაც გადასდო.
– მაშინ წკმუტუნს მორჩით და ცოტა დავიძინოთ.

51 მკითხველთა ლიგა
თავი 9
ლეში თომასი საათზე მეტხანს თვალებს აქეთ-იქით აცეცებ-
და. ბოლოს, როგორც იქნა, ჩაეძინა და წარსულის გაფანტული
მოგონებები ესიზმრა.

***

მაგიდასთან ქალი ზის. ის მას თვალებში უყურებს და უღიმის.


ის ხედავს, როგორ იღებს ქალი მაგიდიდან ფინჯანს და ცხელ
სითხეს ყლუპავს. ისევ ღიმილი. მერე ქალი ეუბნება:
– მიდი, ფაფა ჭამე, საყვარელო. აი, ასე, ჩემი ჭკვიანი ბიჭი.
ეს დედაა! მას კეთილი სახე აქვს. თვალებსა და ღიმილში მის-
დამი დიდი სიყვარული ეტყობა. სანამ ჭამს, ქალი თვალს არ აშო-
რებს, მერე ჯამს იღებს, თმას უჩეჩს და ჭურჭლის სარეცხ ნიჟარას-
თან მიდის….
ახლა ის პატარა ოთახში, ხალიჩაზე ზის და ვერცხლისფერი
კუბებით თამაშობს, მაღალ ციხე-კოშკს აგებს. დედა კუთხეში,
სკამზე ზის და ტირის. თომასი ხვდება, რატომაც. მამას ელვარება
დაუდგინეს. სიმპტომები უკვე გამოვლინდა, მაშასადამე, დედაც
ავად არის, ან მალე დაავადდება. სიზმარში თომასმა იცის – მა-
ლე ექიმები მიხვდებიან, რომ ვირუსი მასაც აქვს, თუმცა, ვერა-
ფერს აკლებს, რადგან იმუნიტეტი იცავს. იმ დროს მათ უკვე ექნე-
ბათ ტესტი, რომელიც ამის დადგენის საშუალებას მისცემთ….
თაკარა მზე. ის ველოსიპედით მიდის. ისე ცხელა, ტროტუარს
ოხშივარი ასდის. ქუჩის ორივე მხარეს, სადაც ადრე ბალახი ბი-
ბინებდა, სარეველაა მოდებული. თომასს სახეზე ოფლი ჩამოს-
დის და იღიმება. დედა შორიახლოდან უყურებს. ბიჭმა იცის, რომ

52 მკითხველთა ლიგა
იგი თითოეული წუთით ტკბება. მერე ისინი პატარა გუბისკენ მი-
დიან. წყალი უძრავია და ყარს. დედა ქვებს უგროვებს, რომ თო-
მასმა ჩამუქებულ წყალში ისროლოს. თავიდან ბიჭუნა მათ, რაც
შეუძლია, შორს ისვრის, მერე კი ცდილობს, ქვები წყლის ზედა-
პირზე გადაახტუნოს, ისე, როგორც წინა ზაფხულს მამამ ასწავ-
ლა, თუმცა, არ გამოსდის. ბოლოს დაღლილები და დასიცხულე-
ბი შინ ბრუნდებიან.
მერე სიზმარი-მოგონება მუქდება.
თომასი სახლშია. ტახტზე ვიღაც შავპიჯაკიანი, სახემოღუშუ-
ლი კაცი ზის და ხელში ქაღალდები უჭირავს. ორგანიზაცია უკე-
თური უკვე დაფუძნებულია. ის იმ სხვადასხვა ქვეყნის ჩინოვნიკე-
ბის გაერთიანებაა, რომლებიც თომასის დაბადებამდე კარგა
ხნით ადრე მზეზე აფეთქებებს გადაურჩნენ. უკეთურის მიზანია,
შეისწავლოს ის, რასაც ახლა „სასაკლაო ზონას“ უწოდებენ, ტვი-
ნის ის მონაკვეთები, რომელთაც ელვარება ანადგურებს.
კაცი ამბობს, რომ თომასს იმუნიტეტი აქვს; და არსებობენ
სხვა იმუნიტეტიანებიც, მთელი პლანეტის მოსახლეობის ერთ
პროცენტზე ნაკლები. ძირითადად, ოც წლამდე ასაკის მოზარდე-
ბი. გარე სამყარო მათთვის სახიფათოა, რადგან ისინი საშინელი
ვირუსით დაავადებულ უიმუნიტეტოებს სძულთ და მათ დაცინვით
იმუნიტებს ეძახიან. თომასისა და თომასის მსგავსი მოზარდების
დაცვა მხოლოდ უკეთურს შეუძლია. გარდა ამისა, თომასს შეუძ-
ლია, მათ განკურნების საშუალების მიკვლევაში დაეხმაროს. ის
ჭკვიანია – ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი მათგან, ვისაც ტესტირე-
ბა ჩაუტარეს. დედას სხვა გზა არ აქვს, ბიჭი უნდა გაუშვას. მას არ
უნდა, შვილმა ნახოს, თანდათან როგორ შეიშლება ჭკუიდან.
დედა ეუბნება თომასს, რომ ძალიან უყვარს და ბედნიერია,
რომ აღარ მოუწევს საკუთარი თვალით კიდევ ერთხელ ნახოს ის,
რაც მამას დაემართა. სიგიჟემ მას ადამიანის სახე დაუკარგა.

53 მკითხველთა ლიგა
სიზმარი ნელ-ნელა ქრება და თომასი შავ სიცარიელეში ეშვე-
ბა.

***

დილით თომასი ხმამაღალმა კაკუნმა გააღვიძა. ის-ის იყო,


იდაყვებზე წამოიწია, რომ კარი შემოიღო და ოთახში ისევ სატ-
ყორცნმომარჯვებული ხუთი მცველი შემოვიდა.
მათ ჯენსონი შემოჰყვა.
– გაიღვიძეთ, ძილისგუდებო! – შესძახა ვირთხამ. – ჩვენ გა-
დავწყვიტეთ, გინდათ თუ არა, მეხსიერება მაინც დაგიბრუნოთ.

54 მკითხველთა ლიგა
თავი 10
თომასი ჯერ გამოფხიზლებულიც არ იყო. მას სიზმრებმა –
ბავშვობის მოგონებებმა – გონება დაუბინდა და კაცის ნათქვამი
ვერც გაიგო.
– წადი, თქვენი დედაც! – იღრიალა ნიუტმა, საწოლიდან მუშ-
ტებშეკრული წამოხტა და ჯენსონს კუშტად მიაჩერდა.
თომასს სიბრაზისგან ასე თვალებანთებული მეგობარი არას-
დროს უნახავს. ის ახლაღა მიხვდა ვირთხის ნათქვამს და სრული-
ად გამოფხიზლდა.
ბიჭი სწრაფად წამოჯდა საწოლზე.
– შენ ხომ გვითხარი, რომ ეს აუცილებელი არ იყო.
– სამწუხაროდ, სხვა გზა არ გვაქვს, – მიუგო ჯენსონმა, – სიც-
რუის დრო დამთავრდა. თქვენი სიჯუტით ვერაფერს მიაღწევთ.
ვწუხვარ, მაგრამ ამის გაკეთება მოგვიწევს. ნიუტ, ბოლოს და ბო-
ლოს, განკურნების საშუალების აღმოჩენით ყველაზე მეტად შენ
იხეირებ.
– საკუთარი თავი არ მადარდებს! – ჩაიღმუვლა ნიუტმა.
თომასს გული კარნახობდა, რომ სწორედ ახლა იყო შესაფე-
რისი მომენტი. ეს იყო ბოლო წვეთი.
იგი ჯენსონს თვალს არ აშორებდა. მოულოდნელად კაცს სახე
მოულბა. მან ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს დაძაბული ატმოსფერო
იგრძნო და მისი განმუხტვა მოინდომა.
– ნიუტ, მინჰო, თომას, მომისმინეთ. ვიცი, რასაც გრძნობთ.
თქვენ საშინელი რაღაცები ნახეთ, მაგრამ მენდეთ, ექსპერიმენ-
ტის ყველაზე მძიმე ნაწილი დასრულდა. ჩვენ წარსულს ვერ შევ-
ცვლით, ვეღარაფერს გამოვასწორებთ და ვერც თქვენს დაღუ-

55 მკითხველთა ლიგა
პულ მეგობრებს გავაცოცხლებთ. და თუ ახლა მუშაობას შევ-
წყვეტთ, ამხელა შრომა წყალში ჩაგვეყრება.
– წარსულს ვერ შეცვლით? – იღრიალა ნიუტმა. – აი, თურმე
რა!
– ენას კბილი დააჭირე, – გააფრთხილა ნიუტი ერთ-ერთმა
მცველმა და სატყორცნის ლულა მკერდში დაუმიზნა.
ოთახში მდუმარება ჩამოწვა. თომასს ასეთი ნიუტი არასოდეს
ენახა. ბიჭი არც კი ცდილობდა თავისი გაცოფების დამალვას.
ჯენსონმა საუბარი განაგრძო.
– დრო აღარ ითმენს. წავიდეთ, თორემ გუშინდლის გამეორე-
ბა მოგვიხდება. გარწმუნებთ, დაცვას ამის გაკეთების არ შერ-
ცხვება.
მინჰო ნიუტის საწოლის მეორე სართულიდან ჩამოხტა.
– მართალია, – თქვა უდარდელად, – ნიუტ, თუ ჩვენ მარ-
თლაც შევძლებთ შენს და ვინ იცის, კიდევ რამდენის გადარჩენას,
მაშინ ამ ოთახში დარჩენა იდიოტობა იქნება, – მერე თომასს გა-
დახედა და თავით კარზე ანიშნა, – წავიდეთ, – მან ვირთხას და
დაცვას გვერდი აუარა და დერეფანში უკანმოუხედავად გავიდა.
ჯენსონმა წარბები აზიდა და თომასს გადახედა, რომელიც
ცდილობდა, გაოცება დაემალა. მინჰოს უდავოდ რაღაც ჰქონდა
ჩაფიქრებული და დროის მოსაგებად თავს იკატუნებდა, თითქოს
ბედს დაემორჩილა.
თომასი ნიუტისკენ შეტრიალდა და ვირთხისა და დაცვისგან
მალულად თვალი სწრაფად ჩაუკრა.
– მოდი, მოვუსმინოთ, რას გვეტყვიან, – სცადა, ბუნებრივად
და გულწრფელად გამოსვლოდა ნათქვამი, თუმცა, ძალიან
გაუჭირდა, – ლაბირინთამდე ამ ხალხთან ვმუშაობდი და გამო-
რიცხულია, მათში ასე შევმცდარიყავი. აბა, რას იტყვი?

56 მკითხველთა ლიგა
– კარგი, რა, – ნიუტმა შეუბღვირა, თუმცა, კარისკენ მაინც წა-
ვიდა. ამ პატარა გამარჯვებით გახალისებულ თომასს გულში
გაეღიმა.
– როცა ყველაფერი დამთავრდება, ყველანი გმირები იქნე-
ბით, – დაადევნა ჯენსონმა, როდესაც თომასი და ნიუტი ოთახი-
დან გავიდნენ.
– მოკეტე, რა! – თავის მოუბრუნებლად უპასუხა თომასმა.
თომასი და მისი მეგობრები ვირთხასთან ერთად ისევ დერე-
ფანთა ლაბირინთს გაუყვნენ. ჯენსონი ნამდვილი გიდივით ენას
არ აჩერებდა და მოზარდებს უყვებოდა, რატომ იყო ეს შენობა
უფანჯრებო. თურმე, ხშირად ცუდი ამინდებისა და დროდადრო
მომთაბარე ინფიცირებული ბანდების თავდასხმებისგან თავდა-
საცავად მოუფიქრებიათ. ჯენსონმა ლაბირინთიდან გამოქცევის
ღამით, ავტობუსის მოლოდინში წამოსული საშინელი თავსხმა
გაახსენა. თომასს არც კი სჯეროდა, რომ ეს რამდენიმე კვირის
წინ მოხდა. ეგონა, მას შემდეგ წლები გავიდა.
– იქნებ მიხვდე და მოკეტო! – ვერ მოითმინა ნიუტმა. ვირთხა
დადუმდა, თუმცა, სახიდან კმაყოფილი ღიმილი არ გაჰქრობია.
როდესაც იმ ოთახამდე მიაღწიეს, სადაც წინადღეს იყვნენ,
ვირთხა გაჩერდა და ბიჭებისკენ მოტრიალდა.
– იმედი მაქვს, დღეს თანამშრომლობაზე უარს არ გვეტყვით.
– სხვები სად არიან? – იკითხა თომასმა.
– სხვა საცდელები ახლა რეაბილიტაციას გა…...
მაგრამ წინადადების დასრულება ვერ მოასწრო – ნიუტი
თეთრი პიჯაკის საყელოში სწვდა და კარს მიახეთქა.
– იცოდე, კიდევ ერთხელ უწოდებ მათ „საცდელებს“ და კი-
სერს მოგიგრეხ!
ნიუტს მცველები მისცვივდნენ, ჯენსონს მოაშორეს, იატაკზე
დააგდეს და სატყორცნები დაუმიზნეს.

57 მკითხველთა ლიგა
– შეჩერდით! – იყვირა ვირთხამ. – შეჩერდით! – პიჯაკი გაის-
წორა და უფრო მშვიდად დაამატა, – არ ესროლოთ, ცოცხალი
გვჭირდება.
ხელებაწეული ნიუტი ნელა წამოდგა.
– სიტყვა „საცდელები“ აღარ გაგვაგონოთ. ჩვენ თქვენი ვირ-
თხები არ ვართ, ლაბირინთში ყველის ნაჭერს რომ ვდიოთ. ამ
შენს მურტალ მეგობრებს კი უთხარი, რომ დამშვიდდნენ, რამის
დაშავებას არც ვაპირებდი, – და თომასს კითხვით სავსე მზერა
მიაპყრო.
„უკეთური კარგია.“
თომასს გონებაში მოულოდნელად სწორედ ეს ფრაზა
ამოუტივტივდა. თითქოს ძველი თომასი, რომელსაც მართლა
სჯეროდა უკეთურის მიზნებისა და სასტიკი მეთოდების, მის დარ-
წმუნებას ცდილობდა. სულერთი იყო, რაოდენ შემაძრწუნებელი
ჩანდა ყველაფერი, მთავარი იყო, რადაც უნდა დასჯდომოდათ,
განკურნების საშუალებისთვის მიეკვლიათ.
მაგრამ ახლა ყველაფერი გადასხვაფერდა. თომასს უკვირდა,
როგორ შეეძლო ადრე უკეთურის მეთოდები გაემართლებინა და
ცუდი ვერაფერი დაენახა?! ახლა ის შეიცვალა, სრულიად და სა-
მუდამოდ, თუმცა, მათთვის თვალის ასახვევად კიდევ ერთხელ,
საბოლოოდ, ძველი თომასის როლის თამაში მოუწევდა.
– ნიუტ, მინჰო, – თქვა მან მშვიდად, სანამ ვირთხა რამეს იტ-
ყოდა, – მგონი, ის მართალია. ჩემი აზრით, ჯობს, ის გავაკეთოთ,
რასაც გვთხოვენ. წუხელ ხომ შევთანხმდით.
მინჰომ ნერვიულად გაუღიმა. ნიუტმა ხელები მომუშტა.
ან ახლა, ან არასდროს.

58 მკითხველთა ლიგა
თავი 11
თომასს არ დაუყოვნებია – ხელი გაიქნია და უკან მდგომ
მცველს იდაყვი სახეში სთხლიშა, მეორეს კი, წინ მდგომს, მუხ-
ლში წიხლი ჩასცხო. მოულოდნელობით გაოგნებული ორივე
მცველი ძირს დაეცა, თუმცა, მაშინვე გამოფხიზლდნენ. თომასმა
დაინახა, რომ მესამე მცველი ნიუტმა წააქცია, მეოთხეს მინჰო
ურტყამდა, მეხუთე, ქალი კი, ჯერჯერობით უვნებელი იყო და სატ-
ყორცნს ამზადებდა.
თომასი ქალისკენ გაქანდა და სანამ ის სასხლეტზე თითის გა-
მოკვრას მოასწრებდა, იარაღზე ხელი აუკრა. ქალმა წონასწო-
რობა დაკარგა და უნებურად ლულა ჭერისკენ აიშვირა, თუმცა
მაშინვე მისი შემოტრიალება და თომასისთვის კონდახის სახეში
ჩარტყმა მოახერხა.
თომასმა ძლიერი ტკივილი იგრძნო. წონასწორობადაკარგუ-
ლი ჯერ მუხლებზე დავარდა, მერე კი იატაკზე პირქვე გაიშხლარ-
თა, მაგრამ არ დაბნეულა, ხელებს დაეყრდნო და წამოდგომა
სცადა, თუმცა, მოულოდნელად ზურგზე რაღაც მძიმე დააწვა და
იატაკის ფილებს გააკრა. თომასს სუნთქვა შეეკრა. ხერხემალზე
ვიღაცის მუხლი აწვებოდა, კეფაზე – ლითონის ცივი ლულა.
– მიბრძანეთ, სერ! – იყვირა ქალმა. – მისტერ ჯენსონ, მიბ-
რძანეთ და ტვინს გავასხმევინებ!
თომასი სხვებს ვერ ხედავდა, თუმცა, სიჩუმით ხვდებოდა,
რომ ჩხუბი შეწყდა. მათი ამბოხი დასაწყისშივე ჩაახშვეს, წუთიც
არ დასჭირვებიათ. ტკივილმა და იმედგაცრუებამ გული მოუწუ-
რა.
– რას აკეთებთ?! – იღრიალა ჯენსონმა თომასის უკან. ბიჭს
მხოლოდ წარმოდგენა შეეძლო, როგორი გაცოფებული სახე უნ-

59 მკითხველთა ლიგა
და ჰქონოდა ვირთხას. – რა, გგონიათ, რომ სამი ღლაპი ხუთ,
კბილებამდე შეიარაღებულ, მცველს მოერევით? ჩვენ მართლა
ჭკვიანები გვეგონეთ, თქვენ კი იდიოტები ყოფილხართ,… ფანტა-
ზიორი მეამბოხეები! თუ ელვარებამ მართლა გადაგიყვანათ
ჭკუიდან?!
– მოკეტე! – უღრიალა ნიუტმა. – მოკეტ…...
მაგრამ რაღაცამ მისი ნათქვამი ჩაახშო. თომასი მიხვდა, რომ
რომელიღაც მცველმა ნიუტს ხმა ჩააკმენდინა და სიბრაზისგან
გალურჯდა. ამასობაში ქალმა კეფაზე ლულა უფრო მაგრად მიაბ-
ჯინა და ყურში ჩაუსისინა:
– არ გაბედო!
– წამოაყენეთ! – ბრძანა ჯენსონმა. – სამივე წამოაყენეთ!
ქალმა თომასს პერანგის საყელოში ხელი ჩაავლო და ფეხზე
ისე წამოაგდო, კეფიდან ლულა არ მოუშორებია. ნიუტსა და მინ-
ჰოსაც იარაღი ჰქონდათ მიშვერილი. ის ორი მცველიც, რომლე-
ბიც თომასმა წააქცია, მეგობრებს იარაღს უმიზნებდა.
ჯენსონი სიბრაზისგან გაწითლებულიყო.
– უგუნურებო! მეორედ ასე იოლად ვეღარ გამოძვრებით!
დაიმახსოვრეთ! – მიუბრუნდა თომასს.
– მე ხომ ბავშვი ვიყავი, – თავისდა გასაკვირად თქვა თომას-
მა.
– რაო? – ვერ გაიგო ჯენსონმა.
თომასმა ვირთხას თვალებში შეხედა.
– მე მთლად ბავშვი ვიყავი, ტვინი რომ გამომირეცხეთ და
თქვენს გეგმებში მონაწილეობა მაიძულეთ, – სწორედ ეს ღრღნი-
და თომასს, მას შემდეგ, რაც რაღაცების გახსენება შეძლო და მო-
გონებების ფრაგმენტები ერთმანეთს დაუკავშირა.
– ეს ყველაფერი რომ დაიწყო, მე თქვენთან არ ვიყავი, –
მიუგო უკვე დამშვიდებულმა ჯენსონმა, – მაგრამ მას შემდეგ,

60 მკითხველთა ლიგა
რაც პირველი შემქმნელები გაცხრილეს, ამ თანამდებობაზე შენ
დამამტკიცე. ისე კი, რომ იცოდე, არასოდეს შევხვედრივარ შენ-
სავით მიზანდასახულ არც ბავშვს, არც დიდს, – უთხრა ვირთხამ
და გაუღიმა. თომასს ძალიან მოუნდა, კაცისთვის სახეში ეთხლი-
შა.
– სულ ფეხებზე მკიდია, რას…...
– გეყოფა! – იყვირა ისევ ჯენსონმა. – პროცედურას ჯერ ამას
ჩავუტარებთ! – მიუბრუნდა ერთ-ერთ მცველს. – მიდი, ექთანი ჩა-
მოიყვანე. ბრენდა შიგნით არის, მიმტკიცებდა, რომ დახმარება
შეუძლია. იქნება, მასთან დამშვიდდეს? დანარჩენები კი მოსაც-
დელ ოთახში წაიყვანეთ…, მათ ცალ-ცალკე მივხედავთ. ახლა
სხვა საქმე მაქვს.
თომასი ისეთი გამწარებული იყო, სახელი „ბრენდა“ ვერც კი
გაიგონა. მის უკან გაშეშებულ მცველს მეორეც გვერდით ამოუდ-
გა და თომასს მკლავებში ხელი ჩაავლეს.
– ამის უფლებას არ მოგცემთ! – შეჰყვირა თომასმა. იმის გა-
ფიქრებაზე, რომ ბოლოს და ბოლოს, გაიგებდა, ვინ იყო სინამ-
დვილეში, თავზარი დაეცა. – გამორიცხულია, ეგ რაღაც სახეზე
დაგადებინოთ!
ჯენსონმა მის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია და ისევ
მცველს მიუბრუნდა:
– შეამოწმეთ, რომ დასაწყნარებლად საჭირო დოზა გაუკე-
თონ, – მერე შეტრიალდა და წავიდა.
თომასი კარისკენ წაათრიეს. ბიჭი უძალიანდებოდა და თავის
გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ უკეთურის მცველებს ხე-
ლები კი არა, რკინის მარწუხები ჰქონდათ. ბოლოს თომასი და-
ნებდა და ძალის შემონახვა გადაწყვიტა. მან გააცნობიერა, რომ
ბრძოლა წააგო. ახლა ერთადერთი იმედი ბრენდა იყო.

61 მკითხველთა ლიგა
***

ოთახში, საწოლის გვერდით, ბრენდა დახვდა. გოგოს სახე


გაჰქვავებოდა. თომასმა თვალებში შეხედა, თუმცა, ვერაფერი
დაინახა.
თომასს ვერ გაეგო, რატომ იყო იგი იქ და რატომ ეხმარებოდა
უკეთურს.
– ბრენდა, რატომ მუშაობ მათთან? – თომასმა საკუთარი ხმა
ძლივს გაიგონა. მცველებმა ბიჭი შემოატრიალეს.
– ენას კბილი დააჭირე, – უპასუხა ბრენდამ, – მინდა, რომ
მენდო, როგორც მაყალში. დამიჯერე, ასე ჯობია.
თომასი ბრენდას ვერ ხედავდა, თუმცა, მის ხმაში, მიუხედა-
ვად ნათქვამისა, სითბო იგრძნო. ნუთუ მართლა მის დახმარებას
აპირებდა?
მცველებმა თომასი მწკრივის ბოლო საწოლთან მიათრიეს.
მერე ქალმა ხელი გაუშვა და სატყორცნი დაუმიზნა, კაცმა კი სა-
წოლისკენ უბიძგა.
– დაწექი, – უთხრა მკაცრად.
– არა! – შეუბღვირა თომასმა.
კაცმა თომასს სილა გააწნა.
– ახლავე! დაწექი-მეთქი!
– არა!
კაცმა თომასს მხრებში ხელები ჩაავლო, მაღლა ასწია და ლე-
იბზე დააგდო.
– ეს მაინც მოხდება, ასე რომ, გირჩევ, ნუ გვეწინააღმდეგები,
– ლითონისმილებიანი და კაბელებიანი ნიღაბი თომასის ზემოთ
ჩასაფრებულ უზარმაზარ ობობასავით ეკიდა.

62 მკითხველთა ლიგა
– მაგ რაღაცას სახეზე არ დაგადებინებთ! – თომასს გული
ამოვარდნაზე ჰქონდა. შიშმა, რომელსაც აქამდე ერეოდა, გონე-
ბა დაუბინდა, არადა, სწორედ ახლა სჭირდებოდა საღად აზროვ-
ნება.
მცველი, განძრევა რომ ვერ შესძლებოდა, თომასს სხეულით
დააწვა და ორივე მაჯაში ხელი ჩაავლო.
– დამაწყნარებელი გაუკეთე!
თომასმა თავი აიძულა, დამშვიდებულიყო და ძალა თავის გა-
თავისუფლების ბოლო მცდელობისთვის დაეზოგა. ბრენდას ყუ-
რება გულს სტკენდა; არ ეგონა, რომ გოგო მისთვის ასეთი ახლო-
ბელი იყო. თუ ახლა მათ დაეხმარებოდა, ესე იგი, ისიც მტერი
იყო. თომასს ამის წარმოდგენაზე ლამის გული გაუჩერდა.
– გთხოვ, ბრენდა, არ მისცე მათ უფლება, ეს გამიკეთონ, –
უთხრა გოგოს.
ბრენდა თომასს მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო.
– ყველაფერი კარგად იქნება. ნუ გგონია, რომ ყველას შენი
გამწარება უნდა. მოვა დრო და მადლობას გადამიხდი. ახლა კი
წუწუნს მორჩი და დამშვიდდი.
– ასე, არა? იმის მერე, რაც მაყალში ერთად გამოვიარეთ? მას
შემდეგ, რაც ქალაქში ლამის ერთად დავიხოცეთ? ნუთუ ერთად
გადატანილი ამდენი რამის მერე მიღალატებ?!
– თომას…, – ბრენდა დადუმდა, თუმცა, იმედგაცრუების და-
მალვა არც უცდია, – ეს ჩემი სამსახურია.
– მე შენი ხმა გონებაში გავიგონე. შენ გამაფრთხილე, რომ
საფრთხე მელოდა. გთხოვ, მითხარი, რომ მათ მხარეს არ ხარ.
– როდესაც მაყალის შემდეგ შტაბბინაში დავბრუნდით, შენი
გაფრთხილება მინდოდა. მინდოდა, შემემზადებინე. ვერც კი
წარმოვიდგენდი, თუ იმ ჯოჯოხეთში დავმეგობრდებოდით.

63 მკითხველთა ლიგა
მეგობრები! თომასი ცოტა დამშვიდდა, თუმცა, თავი მაინც
ვერ შეიკავა.
– გამაგებინე, შენც ავად ხარ?
– არა, გავითამაშე. მე და ხორხეს იმუნიტეტი გვაქვს. დიდი ხა-
ნია, ეს ვიცით. მაყალში სწორედ ამიტომ გამოგვგზავნეს. ახლა კი
დამშვიდდი, – გოგომ მცველს გადახედა.
– დროზე, რაღას ელოდები! – უღრიალა კაცმა მოულოდნე-
ლად.
ბრენდამ წარბი შეკრა, თუმცა, არაფერი უთქვამს. მერე მზერა
თომასზე გადაიტანა და ბიჭის გასაკვირად, თვალი ჩაუკრა.
– როგორც კი დამაწყნარებელს გაგიკეთებ, ჩაგეძინება. გა-
საგებია? – ბრენდამ ბოლო სიტყვა გამოკვეთილად წარმოთქვა
და თომასს ისევ თვალი ჩაუკრა. საბედნიეროდ, ორივე მცველი
ტყვეს უყურებდა და ეს არ შეუნიშნავთ.
თომასი დაიბნა, თუმცა, გულში იმედის ნაპერწკალი გაუკ-
რთა. ბრენდას რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.
გოგო უკან მდგარი გრძელი, სამედიცინო მაგიდისკენ შეტრი-
ალდა და რაღაცების მომზადებას შეუდგა. მცველი კვლავინდე-
ბურად თომასს იჭერდა. მაჯებზე ხელები ისე შემოაჭდო, ბიჭს კანი
გაუთეთრდა და მიხვდა, რომ ძარღვებში სისხლის მომოქცევა შე-
უწყდა. კაცს შუბლი ოფლით დაეცვარა, თუმცა, ხელის გაშვებას
მანამდე არ აპირებდა, სანამ თომასს არ დაეძინებოდა. ქალი მის
უკან იდგა და სატყორცნს სახეში უმიზნებდა.
ბრენდა მათკენ შემობრუნდა. გოგოს მარცხენა ხელში გასა-
კეთებლად გამზადებული ნემსი ეჭირა. თომასმა შპრიცში მოყვი-
თალო ფერის სითხე დაინახა.
– დამშვიდდი, თომას, სწრაფად მოვრჩებით. აბა, მზად ხარ?

64 მკითხველთა ლიგა
თომასმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. მართალია, ვერ
მიმხვდარიყო, ბრენდა რას გულისხმობდა, მაგრამ მაინც მზად
იყო.
– კეთილი, – მიუგო გოგომ, – მაშ, დავიწყოთ.

65 მკითხველთა ლიგა
თავი 12
ბრენდამ გაიღიმა და თომასისკენ გაემართა, მაგრამ უეცრად
ფეხი რაღაცას წამოსდო და წინ გადაქანდა. თავის შესამაგრებ-
ლად მარჯვენა ხელით საწოლს მოეჭიდა, თუმცა ისე, რომ ნემსი
მცველს, რომელიც თომასს იჭერდა, მკლავში ჩაერჭო. ბრენდამ
იმწამსვე დააჭირა თითი პლუნჟერს და წამალი კუნთში შეუშვა.
კაცმა თომასს ხელი უშვა და უკან სისინით დაიხია.
– ეს რა ჯანდაბაა! – იღრიალა უკვე თვალებამღვრეულმა.
თომასს წუთიც არ დაუკარგავს, სწრაფად წამოჯდა და ქალი
მცველისთვის ფეხის ჩასარტყმელად მოემზადა, რომელიც უკვე
გონს მოსულიყო და იარაღმომარჯვებული თომასისკენ მიიწევ-
და. მმას თომასის ერთი ფეხი სატყორცნიან ხელში მოხვდა,
მეორე – მხარში. ქალმა შეჰკივლა, ძირს დაეცა და თავი იატაკს
დაარტყა. თომასი მყისვე წამოხტა, სატყორცნს ხელი სტაცა და
ხელებში თავჩარგულ ქალს დაუმიზნა. ამასობაში ბრენდამ სა-
წოლს შემოურბინა და მეორე მცველის სატყორცნი აიღო.
თომასი ჰაერს ხარბად ისუნთქავდა. სისხლში ადრენალინ-
მოზღვავებულს სხეული ერთიანად უთრთოდა. რამდენიმე კვი-
რაა, თავი ასე კარგად არ უგრძნია.
– ვიცოდი, რომ შენ…...
მაგრამ სანამ სიტყვას დაამთავრებდა, ბრენდამ სასხლეტს
თითი გამოჰკრა. გაისმა კივილის მსგავსი ხმა, რომელიც თანდა-
თან გაძლიერდა. დარტყმის ძალამ ბრენდა უკან გადააქანა. ლუ-
ლიდან მოციმციმე ლითონის ბურთულა გამოვარდა, ქალს მკერ-
დში მოხვდა და აფეთქდა. ყველა მიმართულებით პატარა, ელვი-
სებური ნაპერწკლები გაიფანტა, ქალი კი აკანკალდა.

66 მკითხველთა ლიგა
თომასი გაოგნებული უცქერდა, რა დამართა სატყორცნმა
ადამიანს და როგორ დაუფიქრებლად გაისროლა ბრენდამ. ესეც
მტკიცებულება, რომ ბრენდა უკეთურის მხარეს არ იყო! ყმაწვილ-
მა გოგოს შეხედა.
ბრენდამ გაუღიმა.
– დიდი ხანია, ამის გაკეთება მინდოდა. კიდევ კარგი, ჯენსონი
დავარწმუნე, რომ შენთვის პროცედურის ჩასატარებლად მე და-
ვენიშნე, – მერე დაიხარა, გათიშულ კაცს ბარათი-გასაღები აარ-
თვა და ჯიბეში ჩაიცურა, – ეს ყველა კარს გაგვიღებს.
თომასმა თავი ძლივს შეიკავა, რომ გოგოს არ ჩახუტებოდა.
– წავედით, – უთხრა აჩქარებით, – ნიუტი და მინჰო უნდა ვი-
პოვოთ, მერე კი, დანარჩენებიც.
ბავშვებმა დერეფნების ლაბირინთში რამდენჯერმე შეუხვიეს.
გზას ბრენდა მიიკვლევდა. თომასს გაახსენდა, რომ მაყალში, მი-
წისქვეშა გვირაბებშიც წინ იგი მიუძღოდა. ბრენდა ააჩქარა, რად-
გან იცოდა – ყოველ წუთს შეიძლებოდა უამრავი მცველი გამო-
ჩენილიყო.
რკინის კართან გაჩერდნენ. ბრენდამ ბარათი კარს მოარგო.
გაისმა სისინი, მერე კი ლითონის მასიური კარი გაიღო. თომასი
შიგნით შევარდა, ბრენდა ფეხდაფეხ მიჰყვა.
ვირთხა სკამზე იჯდა, თუმცა, მათ დანახვაზე გაოგნებული წა-
მოვარდა და შიშმა სახე დაუმანჭა.
– ღვთის გულისთვის, რას აკეთებთ?
ბრენდამ ისევ ისროლა. ორი მცველი – კაცი და ქალი –
იატაკს დაენარცხა და აკანკალდა, მათ ზემოთ კი ელექტროენერ-
გიით დამუხტული პაწაწინა ღრუბელი გაჩნდა. ნიუტი და მინჰო
მესამე მცველს ეცნენ და რამდენიმე წამში მისი იარაღი უკვე მინ-
ჰოს ეჭირა.

67 მკითხველთა ლიგა
თომასმა სატყორცნი ჯენსონს დაუმიზნა და თითი სასხლეტს
მიადო.
– მომეცი შენი გასაღები, მერე იატაკზე დაწექი და ხელები
თავზე დაიწყვე, – ხმა მშვიდი ჰქონდა, თუმცა, გული გამალებით
უცემდა.
– ეს სიგიჟეა, – ჩაილაპარაკა ჯენსონმა და თომასს გასაღები
მისცა. კაცი თითქოს დამშვიდდა, – აქედან გაღწევის შანსი არ
გაქვთ. დაცვა უკვე მოდის.
თომასმა იცოდა, რომ შენობიდან გაღწევა მართლაც გაუჭირ-
დებოდათ, თუმცა, სხვა გზა არ ჰქონდათ.
– იმის მერე, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ეს არაფერია, – უთხრა
ღიმილით და მიხვდა, რომ სიმართლე თქვა, – წვრთნისთვის დი-
დი მადლობა. ახლა კი ერთი ზედმეტი სიტყვა და შენც იგივე და-
გემართება.… რაო? როგორ გვითხარი? თქვენს ცხოვრებაში ყვე-
ლაზე უსიამოვნო ხუთ წუთიო, არა?
– როგორ შეგი…...
თომასმა სასხლეტს თითი გამოჰკრა. ოთახში ისევ კივილის
ხმა გაისმა, რასაც ლითონის ბურთულის გატყორცნა მოჰყვა.
ბურთულა ჯენსონს მკერდში მოხვდა და აფეთქდა. ვირთხამ ერ-
თი შეჰყვირა, ძირს დაეცა და აკანკალდა. მის თმასა და სამოსს
ბოლი აუვიდა. ოთახში მყრალი სუნი დადგა. მოულოდნელად
თომასს მაყალი გაახსენდა. ასეთი სუნი იგრძნო, როდესაც მინ-
ჰოს მეხი დაეცა.
– წარმომიდგენია, ახლა რა დღეშია, – უთხრა თომასმა მე-
გობრებს. საკუთარი ხმა ისეთი მშვიდი მოეჩვენა, რომ, ცოტა არ
იყოს, შეშფოთდა. დაკრუნჩხული მტრის შემხედვარე თავს დამნა-
შავედ არ გრძნობდა და კინაღამ სინდისის ქენჯნამ შეაწუხა. კინა-
ღამ.
– ნუ დარდობ, არ მოკლავს, – თქვა ბრენდამ.

68 მკითხველთა ლიგა
– რა სამწუხაროა! – თქვა მინჰომ, რომელიც მესამე მცველს
ქამრით აბამდა. – მის გარეშე სამყარო უფრო მშვიდად იქნებო-
და.
თომასმა ფეხებზე დაიხედა.
– წავედით. ჩქარა!
– ამის დედაც! ამის აღსანიშნავად სიამოვნებით დავლევდი!
– თქვა ნიუტმა.
– მეც ეგ ვიფიქრე! – კვერი დაუკრა მინჰომ.
ბიჭები ბრენდასკენ შეტრიალდნენ. გოგომ სატყორცნი ხელ-
ში აიღო და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ის საბრძოლვე-
ლად მზად იყო.
– ამ ხალხს მეც თქვენსავით ვერ ვიტან, ასე რომ, თქვენთან
ერთად მოვდივარ, – თქვა მტკიცედ.
ამ დღეების განმავლობაში თომასმა მეორედ იგრძნო თავი
ბედნიერად. ბრენდა მათ მხარეს იყო! მან ჯენსონს გადახედა. კა-
ცი აღარ კანკალებდა, თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ სუნ-
თქავდა.
– არ ვიცი, რამდენი ხანი გრძელდება ამ ტყვიების მოქმედება,
– თქვა ბრენდამ, – მაგრამ იცოდეთ, ძალიან გაბრაზებული გაიღ-
ვიძებს. ჰოდა, გვიჯობს, აქედან, რაც შეიძლება, ჩქარა გავაღწი-
ოთ.
– რა გეგმა გვაქვს? – იკითხა ნიუტმა.
თომასს წარმოდგენა არ ჰქონდა.
– მაგას აქედან გაღწევის შემდეგ გავარკვევთ.
– ისე, ხორხე მფრინავია, – თქვა ბრენდამ, – როგორმე ანგა-
რამდე რომ მიგვაღწევინა, მის აისბერგამდე...… – სანამ ვინმე
რამეს იტყოდა, დერეფანში შეძახილები და ფეხის ხმა გაისმა.
– მოდიან, – თქვა თომასმა და შექმნილი ვითარების სირთუ-
ლეს ჩასწვდა – მათ შენობიდან ასე იოლად არავინ გაუშვებდა.

69 მკითხველთა ლიგა
კაცმა არ იცოდა, რამდენი მცველი გადაეღობებოდათ გზაზე. მინ-
ჰო კარისკენ გავარდა და მარჯვენა მხარეს კედელს აეკრა.
– ოთახში ამ კარით შემოვლენ.
ხმაურმა იმატა. მცველები ახლოვდებოდნენ.
– ნიუტ, – უთხრა თომასმა, – შენ კარის მარცხენა მხარეს ჩა-
საფრდი. მე და ბრენდა შემოსულ პირველ წყვილს გავანეიტრა-
ლებთ, თქვენ კი ფლანგებს მიხედეთ და მერე დერეფანში გადით.
ჩვენ უკან მოგყვებით.
ყველამ პოზიცია დაიკავა.

70 მკითხველთა ლიგა
თავი 13
ბრენდას უცნაური გამომეტყველება ჰქონდა: აღტაცებისა და
სიბრაზის ნაზავი. გოგოს გვერდით მდგომმა თომასმა სატ-
ყორცნს ორივე ხელი ჩასჭიდა და მოემზადა. მან იცოდა, რომ
ბრენდას ნდობა სარისკო იყო. ამ ორგანიზაციამ იმდენჯერ
გააცურა, რომ უკეთურის თანამშრომლის ბრმად ნდობა დიდი
უგუნურება იქნებოდა. თუმცა, ბრენდა ხომ მას დაეხმარა და თუ
მოზარდი მის თან წაყვანას გეგმავდა, მის ერთგულებაში აღარ
უნდა დაეჭვებულიყო. კარში პირველი მცველი შემოვიდა. მასაც
სხვებივით შავი ფორმა ეცვა, თუმცა, ხელში სხვაგვარი – უფრო
პატარა და უფრო პრიალა იარაღი ეჭირა. თომასმა გაისროლა და
ლოთონის ბურთულის აფეთქებამ კაცი აკანკალებული გადააგ-
დო უკან.
გამოჩნდა კიდევ ორი მცველი – ქალი და კაცი, სატყორცნმო-
მარჯვებულები.
მინჰომ თომასს დაასწრო, ქალს პერანგში ხელი ჩაავლო,
ოთახში შეათრია და კედელს მიანარცხა, თუმცა, მან სროლა მა-
ინც მოასწრო. ლითონის ბურთულა ფილებიან იატაკზე აფეთქდა.
ბრენდამ კაცს ფეხებში ესროლა. მცველმა შეჰყვირა. ელექ-
ტროენერგიის ტალღამ მთელ სხეულში დაუარა და უკან, დერე-
ფანში გადააგდო, იარაღი კი იქვე დაუვარდა.
მინჰომ განაიარაღებული ქალი მუხლებზე დააყენა და სატ-
ყორცნი თავში დაუმიზნა.
როგორც კი კარში მეოთხე მცველი შემოვიდა, ნიუტმა სახეში
მუშტი უთავაზა და იარაღი ხელიდან გააგდებინა. კაცი მუხლებზე
დაეცა და გახეთქილ ტუჩზე ხელი აიფარა. მერე მაღლა აიხედა,
თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ნიუტმა მაშინვე მკერ-

71 მკითხველთა ლიგა
დში ესროლა. ახლო მანძილიდან ბურთულის აფეთქება უფრო
ძლიერი აღმოჩნდა – გამაყრუებელი ხმა გაისმა. იატაკზე დავარ-
დნამდე კაცმა დაიხროტინა და აცახცახდა.
– ეს ნაბიჭვარი წითელთვალა ხოჭო ჩვენს ყველა ნაბიჯს აკ-
ვირდება, – თქვა ნიუტმა და მეგობრებს თავით ოთახის ერთ-
ერთი კუთხისკენ ანიშნა, – აქედან უნდა გავაღწიოთ, თორემ უფ-
რო მეტნი მოვლენ.
თომასი უკან შებრუნდა და კუთხეში პატარა, წითელთვალა,
მექანიკური მწერი დაინახა. დერეფანი ცარიელი იყო. მოზარდმა
ქალს გადახედა, რომლის თავთანაც ლულა სულ რამდენიმე სან-
ტიმეტრის მანძილზე ეჭირა.
– რამდენი ხართ? – ჰკითხა თომასმა. – უფრო მეტს უნდა ვე-
ლოდეთ?
ქალს ხმა არ ამოუღია. მინჰო დაიხარა და ლულა ქალს ლო-
ყაზე შეეხო.
– დღეს ორმოცდაათამდე მორიგეა, – მიუგო ქალმა სხარ-
ტად.
– მერე, სად არიან? – ჩაეძია მინჰო.
– არ ვიცი.
– ცრუობ! – დაუღრიალა მინჰომ.
– აქ რაღაც ხდება. ზუსტად არ ვიცი, რა, გეფიცებით!
თომასმა ქალს თვალებში ჩახედა და შიშზე მეტი რაღაც
დაინახა. იმედგაცრუება? ვინ იცის.… ეტყობოდა, რომ სიმარ-
თლეს ამბობდა.
– რა ხდება? – ჰკითხა.
ქალმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩვენი ჯგუფი სხვა სექციაში გა-
მოიძახეს.

72 მკითხველთა ლიგა
– და შენ არ იცი, რატომ? – ჰკითხა დაეჭვებულმა თომასმა. –
ცოტა არ იყოს, მიჭირს ამის დაჯერება.
– გეფიცებით!
მინჰომ ქალს ქეჩოში ხელი სტაცა და ფეხზე წამოაგდო.
– მაშინ, ამ მშვენიერი ქალბატონის მძევლად აყვანა მოგვი-
წევს. წავედით.
თომასი კორდელს წინ გადაეღობა.
– წინ ბრენდა გაგვიძღვება, მერე მე, მერე შენ და შენი ახალი
„მეგობარი“ და ბოლოს – ნიუტი.
ბრენდა იმწამსვე თომასის გვერდით გაჩნდა.
– ხმა არ მესმის, მაგრამ აქ დიდხანს ვეღარ გავჩერდებით.
ჩქარა, წავედით! – გოგომ დერეფანში გაიხედა და ოთახიდან
ფრთხილად გაიძურწა.
თომასმა ოფლიანი ხელისგულები შარვალზე შეიწმინდა,
სატყორცნს ხელი სტაცა და უკან მიჰყვა. ბრენდამ მარჯვნივ შეუხ-
ვია. თომასს უკან მეგობრების ფეხის ხმა ესმოდა; თვალი უკან
გააპარა და დაინახა, რომ მინჰოს გვერდით უხალისოდ მორბო-
და სატყორცნდამიზნებული მძევალი.
დერეფნის ბოლომდე ისე მივიდნენ, ერთხელაც არ შეჩერებუ-
ლან. ყველა დერეფანი წინას მსგავსი იყო. თხუთმეტიოდე მეტრი
სიგრძის მოთეთრო კედლები ორფრთიანი კარით მთავრდებო-
და. თომასს რატომღაც ლაბირინთში კლდემდე მისასვლელი გზა
გაახსენდა. იმ დროს, როდესაც მათ დასაცავად სხვა კორდელები
თავდაუზოგავად ებრძოდნენ გრივერებს, მათ გადასარჩენად ის,
ტერეზა და ჩაკი ორმოში ჩასახტომად თავქუდმოგლეჯილნი გა-
ქანდნენ.
კართან მიახლოებისას თომასმა ჯიბიდან ვირთხის ბარათი-
გასაღები ამოიღო.
მოულოდნელად მძევალმა იყვირა:

73 მკითხველთა ლიგა
– შენს ადგილზე ამას არ ვიზამდი! დაგენაძლევები, კარის
იქით ოცი ლულა მაინც გელოდებათ, რომ შესვლისთანავე გაგა-
ნადგურონ, – ქალის ხმაში სასოწარკვეთა იგრძნობოდა. ნუთუ
უკეთური ასეთი თავდაჯერებული გახდა? ოცი-ოცდაათი კაცი?
ბავშვებიც ხომ ამდენნი იყვნენ და თითოს თითო მცველზე მეტი
არ მიუჩინეს?
თომასსა და მის მეგობრებს ჯერ ხორხე და აისბერგი უნდა
ეპოვათ, მერე კი – დანარჩენი კორდელები. ბიჭს კარდალი და
ტერეზა გაახსენდა. იმის გამო, რომ მეხსიერების აღდგენა გადაწ-
ყვიტეს, იგი მათ მიტოვებას არ აპირებდა. თომასი კართან შეჩერ-
და და მინჰოსა და ნიუტს მიუბრუნდა.
– ჩვენ მხოლოდ ოთხი სატყორცნი გვაქვს, კარის მიღმა კი
ოცი მცველი მაინც გველოდება. გავრისკოთ?
მინჰომ მძევალი საყელოთი კარის პანელთან მიათრია.
– კარს შენ გაგვიღებ, ჩვენ კი შენს მეგობრებს მივხედავთ.
იცოდე, არ გაინძრე და სანამ არ გეტყვით, ფეხი არ მოიცვალო.
არ გეხუმრები! – მინჰო თომასს მიუბრუნდა: – კარი ოდნავ
შეიღება თუ არა, სროლას დავიწყებთ.
თომასმა მეგობარს თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– მე დავიხრები. მინჰო, შენ ჩემ უკნიდან ისროლე. ბრენდა,
შენ მარცხენა მხარეს დადექი, ნიუტ, შენ – მარჯვნივ.
ბრენდა და ნიუტი მიჩენილ ადგილებზე დადგნენ.
– სამამდე დავითვლით და კარი გააღე, – უთხრა მინჰომ, –
დაიმახსოვრე, ქალბატონო, თუ რამე სისულელის ჩადენას ეცდე-
ბი, პირობას გაძლევ, ერთ-ერთი ჩვენგანი მოგხედავს. თომას,
დაითვალე.
თომასმა ბარათი-გასაღები ქალს უსიტყვოდ გაუწოდა.
– ერთი, – დაიწყო თომასმა, – ორი...

74 მკითხველთა ლიგა
ღრმად ჩაისუნთქა და სანამ თომასი „სამს“ იტყოდა,
მოულოდნელად განგაშის სირენა ჩაირთო, მერე კი შუქიც ჩაქრა.

75 მკითხველთა ლიგა
თავი 14
უკუნი სიბნელისთვის თვალის შესაჩვევად თომასმა თვალე-
ბის ხამხამი დაიწყო. სირენის მკივანა ხმისგან ლამის დაფის აპ-
კები დასკდომოდა.
თომასმა იგრძნო, რომ მის უკან მინჰო ფეხზე წამოდგა.
– ქალი გაქრა! – იყვირა მან. – გაიქცა!
ის იყო, მინჰომ სიტყვა დაამთავრა, რომ დერეფანში აფეთქე-
ბის ხმები გაისმა. სირენის კივილის შუალედებს სატყორცნის ლი-
თონის ბურთულების აფეთქების ხმა ავსებდა. აფეთქებებისგან
გამოსხივებულმა ელექტროენერგიამ ოთახი გაანათა; თომასმა
დერეფნის ბოლოში თვალი მოჰკრა მუქ ლანდს, რომელიც
წყვდიადს შეერწყა.
– ჩემი ბრალია, – წაიდუდუნა მინჰომ.
– პოზიციაზე დაბრუნდი! – უთხრა მეგობარს სირენის ჩარ-
თვით შეშფოთებულმა თომასმა. – კართან ხელის ცეცებით მი-
ვალ და ვირთხის გასაღებით გავაღებ! მოემზადეთ!
თომასმა კარი იპოვა და საკეტს ბარათი გადაატარა; გაისმა
ტკაცუნის ხმა და ერთ-ერთი კარი შეიღო.
– ისროლეთ! – იყვირა მინჰომ.
ნიუტმა, ბრენდამ და მინჰომ ბნელ ოთახს ცეცხლი გაუხსნეს.
თომასმა ფრთხილად დაიხია უკან და მანაც გაისროლა, მაგრამ
აფეთქებული ლითონის ბურთულების შუქზე კარგად გამოჩნდა,
რომ ოთახში არავინ იყო. საპასუხო ცეცხლი არავის გაუხსნია.
თომასმა იარაღი ძირს დაუშვა.
– შეჩერდით! – იყვირა მან. – ტყვიებს ტყუილად ნუ ხარჯავთ!

76 მკითხველთა ლიგა
სროლა ყველაზე ბოლოს მინჰომ შეწყვიტა. მეგობრები
ელოდნენ, როდის აფეთქდებოდა ბოლო ბურთულა, რომ ოთახში
უსაფრთხოდ შესულიყვნენ.
თომასი ბრენდასკენ შებრუნდა და სირენის ხმა რომ დაეფა-
რა, რაც შეეძლო, ხმამაღლა უთხრა:
– ჩვენ წარსულიდან ბევრი არაფერი გვახსოვს, მაგრამ იქნებ,
შენ იცი ისეთი რამ, რაც ახლა გამოგვადგება? სად არიან დანარ-
ჩენები? სირენა რატომ ჩაირთო?
გოგომ უარის ნიშნად თავი გააქნია.
– გულწრფელად რომ გითხრათ, აქ რაღაც უცნაური ხდება.
– დაგენაძლევებით, ეს მათი მორიგი გამოცდაა! წყეულები! –
იღრიალა ნიუტმა. – ყველაფერი, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო,
ისინი კი, როგორ ყოველთვის, ჩვენს ქცევას აანალიზებენ.
ხმაურისგან თომასს აზროვნება უჭირდა, ნიუტი კი მას უფრო
მეტად აბნევდა.
თომასმა სატყორცნი ხელში აიღო და ოთახში შევიდა. უნდო-
და, აფეთქებული ბურთულების სინათლის ჩაქრობამდე უსაფ-
რთხო ადგილი ეპოვა. უეცრად, გონების ბნელი კუნჭულიდან მო-
გონება ამოუტივტივდა – მას გაახსენდა, რომ აქ გაიზარდა და ახ-
ლა მხოლოდ შენობის შიდა განლაგების გახსენებას ნატრობდა.
ისიც გააცნობიერა, როგორი მნიშვნელოვანი და საჭირო იყო
მათ გვერდით ბრენდას ყოფნა. აი, ხორხეც რომ ეპოვათ და აქე-
დან აისბერგით გაფრენაზე დაეთანხმებინათ...
სირენა შეწყდა.
– ეს...… – დაიწყო თომასმა ხმამაღლა, თუმცა, მაშინვე ხმას
დაუწია, – ეს რაღაა?
– ალბათ, თვითონაც დაყრუვდნენ ამ საშინელი ხმისგან, –
მიუგო მინჰომ, – სირენის გამორთვა არაფერს ნიშნავს.

77 მკითხველთა ლიგა
ბურთულების გამოსხივება ნელ-ნელა გაქრა, თუმცა, დერე-
ფანში საავარიო ნათურები ჩაირთო და ყველაფერს წითელი შუ-
ქი დაეფინა. ბავშვები დიდ დარბაზში იდგნენ. თომასმა ტახტები,
სკამები და ორი საწერი მაგიდა დაინახა. ირგვლივ კაციშვილის
ჭაჭანება არ იყო.
თომასს ოთახი ეცნო.
– არ მახსოვს, აქ ოდესმე ვინმე მენახოს, – თქვა მან, – ისე,
ცოტა არ იყოს, შიშის მომგვრელი კია აქაურობა.
– დიდი ხანია, აქ არავინ შემოუშვიათ, ამაში დარწმუნებული
ვარ, – თქვა ბრენდამ.
– ახლა რა უნდა ვქნათ, თომი? – ჰკითხა ნიუტმა. – მთელი
დღე აქ ხომ არ ვიდგებით?!
თომასი წამით ჩაფიქრდა. მათ მეგობრები უნდა ეპოვათ, თუმ-
ცა, მანამდე უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ გარეთ გასასვლე-
ლი გზა მართლაც არსებობდა.
– მოკლედ,… – დაიწყო მან, – ბრენდა, ახლა შენი დახმარება
ძალიან გვჭირდება. ანგარში უნდა წავიდეთ და ხორხე ვიპოვოთ.
მან აისბერგი უნდა მოამზადოს. ნიუტ, მინჰო, ბიჭებო, თქვენ შე-
გიძლიათ ხორხესთან დარჩეთ, მე და ბრენდა კი დანარჩენებს ვი-
პოვით. ბრენდა, ხომ არ იცი, იარაღი და ტყვიები სად იქნება?
– იარაღის საცავი ანგარისკენ მიმავალ გზაზეა, – მიუგო
ბრენდამ, – თუმცა, ალბათ, მას დარაჯობენ.
– არა უშავს, უარესიც გვინახავს, – დაამშვიდა მინჰომ, –
ცეცხლს გავუხსნით და ვნახოთ, ვისი აჯობებს.
– იმ ნაბიჭვრებს გავანადგურებთ, – ამოიღმუვლა გამწარე-
ბულმა ნიუტმა, – ყველას სათითაოდ.
ბრენდამ ბიჭებს მოსაცდელი ოთახიდან გამავალი ორი დე-
რეფნიდან ერთ-ერთზე ანიშნა.
– აქეთ!

78 მკითხველთა ლიგა
ბრენდა თომასსა და მის მეგობრებს წინ მიუძღოდა; ისინი წი-
თელი შუქით განათებულ დერეფნებში უხვევდნენ. გზად დაბრკო-
ლება არ შეხვედრიათ. თუმცა, დროდადრო იატაკზე წითელთვა-
ლა ხოჭოების ფხაჭუნი ისმოდა. მინჰომ ერთ-ერთს ესროლა კი-
დეც, თუმცა, ააცილა და კინაღამ ნიუტი დაჭრა. ნიუტმა შეჰყვირა.
მისი გამომეტყველებით ჩანდა, რომ მინჰოსთვის საპასუხოდ
სროლა ძალიან უნდოდა.
თხუთმეტწუთიანი ძუნძულის შემდეგ იარაღის საცავამდე მი-
აღწიეს და თომასი გაოცებული შედგა – საცავის კარი ღია იყო.
მან გარედანვე შენიშნა, რომ საცავში თაროები იარაღით იყო
სავსე.
– ახლა ყველაფერი გასაგებია, – ჩაილაპარაკა მინჰომ, – სა-
ეჭვო აღარაფერია.
თომასმა იცოდა, რას გულისხმობდა მეგობარი – ამ ხნის გან-
მავლობაში მან ხომ დიდი გამოცდილება შეიძინა.
– ყველაფერი დადგმულია, – წაიდუდუნა მან.
– აბა, რა! – დაეთანხმა მინჰო. – უეცრად ყველა სადღაც უჩი-
ნარდება, კარები ღიაა, იარაღი ცხვირწინ გვიდევს...… დარწმუნე-
ბული ვარ, იმ წყეული წითელთვალა ხოჭოებით გვაკვირდებიან.
– ჰო, აქ ნაღდად რაღაც უცნაური ხდება, – დაუმატა ბრენდამ.
უეცრად მინჰო გოგოსკენ შეტრიალდა.
– ვინ იცის, რომ შენც მათთან არ ხარ შეკრული? – ჰკითხა
მკაცრად.
– მე შემიძლია მხოლოდ დავიფიცო, რომ აზრზე არ ვარ, აქ რა
ხდება.
თომასს არ უნდოდა, ეღიარებინა, მაგრამ ნიუტის თქმის არ
იყოს, შეიძლება მათი გაქცევა მართლაც დადგმული იყო. მათ,
როგორც საცდელ ვირთხებს, კიდევ ერთხელ აკვირდებოდნენ და
მათ ქცევას სწავლობდნენ, ოღონდ ამჯერად სხვა ტიპის ლაბი-

79 მკითხველთა ლიგა
რინთში. მიუხედავად ამისა, გულის სიღრმეში თომასს იმედი
ჰქონდა, რომ ცდებოდა.
ნიუტი იარაღის საცავში შევიდა.
– ერთი ამას შეხედეთ! – გამოსძახა მეგობრებს.
ოთახში შესულებს ნიუტმა ცარიელ თაროებზე ანიშნა.
– მტვერს დააკვირდით. ბრმაც კი შენიშნავს, რომ აქედან ახ-
ლახან აიღეს იარაღი. ალბათ, ასე, ერთი საათის წინ.
თომასი თაროებს დააკვირდა. ოთახი ისეთი მტვრიანი იყო,
დიდხანს თუ გაჩერდებოდი, შეიძლება ალერგიული ცემინებაც კი
აგტყდომოდა, მაგრამ თაროებზე ის ადგილები, რომლებზეც ნი-
უტმა მიუთითა, სუფთა იყო. ბიჭი მართალს ამბობდა!
– ამას რა მნიშვნელობა აქვს? – იკითხა მინჰომ მათ ზურგს
უკან.
ნიუტი მეგობრისკენ შემობრუნდა.
– ნუთუ არ შეგიძლია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ტვინი გა-
ანძრიო, შე მურტალსიფათიანო?
მინჰო შეცბა. უფრო გაკვირვებული ჩანდა, ვიდრე გაბრაზებუ-
ლი.
– ოჰო! ნიუტ, ძმაო, ვიცით, რომ საქმე ცუდადაა, მაგრამ დამ-
შვიდდი, რა! რა გეტაკა? – უთხრა თომასმა.
– გეტყვი, რაც მეტაკა! შენ აქ მაგარ ბიჭს თამაშობ და აქეთ-
იქით უგეგმოდ დაგვაპროწიალებ! მინჰო კი ნაბიჯს ვერ დგამს
ისე, რომ არ იკითხოს, ჯერ რომელი ფეხი ასწიოს – მარცხენა თუ
მარჯვენა!
მინჰო, როგორც იქნა, გამოერკვა.
– მომისმინე, მურტალსიფათიანო. დიდი ამბავი, იმას თუ მიხ-
ვდი, რომ დაცვამ საცავიდან იარაღი გაიტანა! შენც მყავხარ რა,
გენიოსი! კარგი, ჩავთვალოთ, რომ მართლაც დიდი აღმოჩენა

80 მკითხველთა ლიგა
გააკეთე. სხვა დროს საყოველთაო ჭეშმარიტების აღნიშვნის-
თვის მხარზე ხელს დაგარტყამ, კარგი?!
თომასმა ნიუტს გადახედა და შენიშნა, რომ მეგობარს გამო-
მეტყველება შეეცვალა. ბიჭი გაოგნებული ჩანდა, თომასს ეგონა,
ცოტაც და, ატირდებაო.
– ბოდიში, – წაიდუდუნა, შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა.
– ეს რა იყო? – იკითხა ჩურჩულით მინჰომ.
თომასს საკუთარი მოსაზრების ხმამაღლა თქმა არ უნდოდა –
ნიუტი ნელ-ნელა საღად აზროვნების უნარს კარგავდა. საბედ-
ნიეროდ, ხმის ამოღება არ დასჭირდა – სანამ რამეს იტყოდა,
ბრენდა ალაპარაკდა.
– ბიჭებო, თქვენ მთავარს ვერ მიხვდით!
– ჰოო? რას? – ჰკითხა მინჰომ.
– ამ სექციაში ორი ან სამი ათეული პისტოლეტი და სატყორ-
ცნი უნდა ყოფილიყო. ახლა ისინი გაქრა. ახალი აღებული უნდა
იყოს, როგორც ნიუტმა თქვა, ერთი-ორი საათის წინ არის გატა-
ნილი.
– მერე? – იკითხა მინჰომ, თომასი კი მაშინვე მიხვდა ყველა-
ფერს.
ბრენდამ ხელები ისე ასწია, თითქოს პასუხი ისეც ცხადი იყო.
– დაცვა აქ მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოდის, თუ იარაღის
შეცვლა ან სატყორცნის გარდა სხვა რამე სჭირდება. რაში დას-
ჭირდა მთელ გარნიზონს აქ ერთად მოსვლა? თანაც, მაინცდამა-
ინც დღეს? გარდა ამისა, სატყორცნები მძიმეა, თუ სხვა იარაღიც
გაქვს, მათ ვერ გაისვრი. დაბოლოს, სად არის ის იარაღი, რომე-
ლიც მათ, წესით, უნდა შეეცვალათ?

81 მკითხველთა ლიგა
თავი 15
პირველად თავისი მოსაზრება მინჰომ გამოთქვა:
– შეიძლება, მათ იცოდნენ, რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა და
ჩვენი დახოცვა არ უნდოდათ. ეს სატყორცნი, თუ კაცს თავში არ
ესვრი, მას მხოლოდ ცოტა ხანს თიშავს. ჰოდა, ისინი მოვიდნენ
და თავიანთ პისტოლეტებთან ერთად, სატყორცნებიც აიღეს.
სანამ მინჰო სათქმელს დაამთავრებდა, ბრენდა უარის ნიშ-
ნად თავს აქნევდა.
– არა. სატყორცნებით სიარული სავალდებულოა. ასე რომ,
გაუგებარია, რატომ მოვიდა აქ ყველა ერთად იარაღის შესაც-
ვლელად. უკეთურზე შეგიძლიათ ათასი რამ იფიქროთ, მაგრამ
მისი მიზანი ბევრი ხალხის ამოხოცვა ნაღდად არ არის. მაშინაც
კი, როდესაც კომპლექსში შიზები იჭრებიან.
– შიზები აქ შემოჭრილან? – ჰკითხა თომასმა.
ბრენდამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– განსაკუთრებით ზღვარს გადასულები. ისინი სასოწარკვე-
თილი არიან. ეჭვი მეპარება, დაცვა…...
ბრენდას მინჰომ სიტყვა შეაწყვეტინა.
– იქნება, ახლაც ეგრე მოხდა?! სირენა ხომ ჩაირთო? შეიძლე-
ბა, შიზებმა შენობაში შემოპარვა მოახერხეს და მერე ამ წყეული
ორგანიზაციის წევრების ჭამა დაიწყეს? იქნებ, დაცვის სხვა წევ-
რები იმიტომ არ ჩანან, რომ უკვე მკვდრები არიან?!
თომასს ზღვარს გადასულ შიზები გაახსენდა. ელვარებით ინ-
ფიცირებულების ტვინი ამ საზარელ დაავადებას თითქმის შეეჭა-
მა და ადამიანები მტაცებელ ცხოველებად ექცია.
ბრენდამ ამოიოხრა.

82 მკითხველთა ლიგა
– არ მინდა, ვაღიარო, მაგრამ შეიძლება მინჰო მართალია, –
მერე წამით ჩაფიქრდა, – ისინი აქ შესაიარაღებლად მოვიდნენ.
სიმართლეს ეს ვერსია უფრო ჰგავს.
თომასს ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
– თუ ეგრეა, მაშინ, უფრო ცუდ დღეში ვართ, ვიდრე გვეგონა.
– მიხარია, რომ იმუნიტეტმა საღად აზროვნების უნარი
მთლად არ დაგაკარგვინათ.
თომასი უკან შეტრიალდა და კართან მდგომი ნიუტი დაინახა.
– სხვა დროს წესიერად აგვიხსენი, რისი თქმა გინდა, და ნუ
გაგიჟდები, კარგი? – უთხრა მინჰომ ნიუტს ცივად, – არ მეგონა,
ასე უცებ თუ გადადგებოდი ჭკუიდან. გიხაროდეს, რომ კვლავ
დაგვიბრუნდი. ისე, შეიძლება, შიზების ყნოსვით მიგნება დაგ-
ვჭირდეს და ვფიქრობ, ამ საქმისთვის გამოგვადგები. რასაკვირ-
ველია, თუ აქ მართლა შემოაღწიეს.
თომასი მინჰოს ნათქვამზე შეცბა და ნიუტს გახედა.
ნიუტი გაცოფებული ჩანდა.
– ენას კბილს ვერ აჭერ, არა? ეს დედააფეთქებული ბოლო
სიტყვა მაინც შენ უნდა თქვა!
– შენ თვითონ მოკეტე, მურტალსიფათიანო, – მიუგო მინჰომ
ისე მშვიდად, თომასს ეგონა, რომ ნიუტი აფეთქდებოდა. ოთახში
დაძაბულობისგან თითქოს ჰაერი გახურდა.
ნიუტი მინჰოს ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და მის წინ გაჩერ-
და. მერე ელვის სისწრაფით მუშტი მოიქნია და კორდელს პირდა-
პირ ცხვირში სთხლიშა. წონასწორობადაკარგულმა მინჰომ რამ-
დენიმე ნაბიჯი ბარბაცით გადადგა უკან და იარაღის ცარიელ თა-
როს დაეჯახა, მაგრამ მაშინვე გამოფხიზლდა, ნიუტს მივარდა და
წააქცია.

83 მკითხველთა ლიგა
ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, თომასმა ხელის განძრევა
ვერ მოასწრო, მაგრამ გონს სწრაფად მოეგო, მინჰოს პერანგზე
ჩააფრინდა და უკან გაქაჩა.
– გაჩერდით! – უყვიროდა მეგობრებს, მაგრამ კორდელებს
მისი ხმა თითქოს არც ესმოდათ – იატაკზე გორავდნენ და ერთმა-
ნეთს მუშტებს ურტყამდნენ.
მათი გაშველება ბრენდამაც სცადა. ბოლოს მან და თომასმა
მოახერხეს და მინჰო ნიუტს ააგლიჯეს, თუმცა, ის ისევ გადა-
რეულივით იქნევდა მუშტებს. მოქნეული იდაყვი შემთხვევით
თომასს ნიკაპში მოხვდა და თვალებიდან ნაპერწკლები გააყრე-
ვინა.
– სულ გადაირიეთ? – იღრიალა თომასმა და მინჰოს ხელები
ზურგს უკან გადაუგრიხა. – საერთო მტერი გვყავს, ვინ იცის, ერ-
თი კი არა, ორიც კი! ახლა ჩხუბის დროა?!
– მან დაიწყო! – მიახალა მინჰომ მკვახედ და ნერწყვის წვე-
თები ბრენდას სახეზე შეაშხეფა.
– ორი წლის ბავშვებივით იქცევით,… – ჩაილაპარაკა ბრენ-
დამ და სახე მოიწმინდა.
მინჰოს ხმა აღარ ამოუღია. ერთხანს კიდევ ცდილობდა თავის
გათავისუფლებას, მაგრამ ბოლოს დანებდა. გამწარებულმა თო-
მასმა აღარ იცოდა, რა იყო უარესი: შეშლის ზღვარზე მყოფი
ნიუტის ყურება თუ მინჰოს გაძლება, რომელიც სულელივით იქ-
ცეოდა, არადა თავშეკავება და გონიერება სწორედ მას მოეთხო-
ვებოდა.
ნიუტი ფეხზე წამოდგა და გაწითლებულ ლოყაზე, მინჰოს მუშ-
ტის ნაკვალევზე, ხელი მოისვა.
– ჩემი ბრალია. ყველაფერი მაღიზიანებს და თავს ვერ ვი-
მორჩილებ. თქვენ შეთანხმდით, რას გავაკეთებთ, მე კი ცოტა უნ-
და დავისვენო, – თქვა, შებრუნდა და ოთახიდან გავიდა.

84 მკითხველთა ლიგა
იმედგაცრუებულმა თომასმა ღრმად ამოისუნთქა, მინჰოს ხე-
ლი გაუშვა და პერანგი გაისწორა. მათ ახლა საკამათო დრო არ
ჰქონდათ. თუ ამ კომპლექსიდან გაღწევა უნდოდათ, თავს უნდა
მორეოდნენ და ერთად ემოქმედათ.
– მინჰო, სატყორცნები წამოიღე, თაროდან ორიოდე პისტო-
ლეტიც აიღე. ბრენდა, რამე ყუთი მოძებნე და ტყვია-წამლით გა-
ავსე, კარგი? მე კი ნიუტს მოვძებნი.
– კარგი აზრია, – მიუგო გოგომ და მიმოიხედა. მინჰოს სიტ-
ყვა არ შეუბრუნებია, ისე დაიწყო თაროებიდან იარაღის ჩამოლა-
გება.
თომასი დერეფანში გავიდა; ნიუტი ხუთიოდე მეტრის იქით,
იატაკზე იჯდა და ზურგით კედელს მიყრდნობოდა.
– ხმის ამოღება არ გაბედო, – გააფრთხილა თომასი, როდე-
საც იგი გვერდით მიუჯდა.
„მაგარია!“ – გაიფიქრა თომასმა.
– მომისმინე, აქ რაღაც უცნაური ამბავია, ან უკეთური ახალ
გამოცდას გვიწყობს, ან შენობაში შიზები შემოცვივდნენ და
ხალხს ხოცავენ. ასეა თუ ისე, ჩვენები უნდა მოვძებნოთ და აქე-
დან გავიქცეთ.
– ვიცი, – ნიუტს სხვა არაფერი უთქვამს. სულ არაფერი.
– მაშინ როგორმე ადექი და დაგვეხმარე. შენ არ გვეჩხუბებო-
დი, დროს ტყუილად ვკარგავთო? დერეფანში გაბუტული რამდენ
ხანს უნდა იჯდე?
– ვიცი, – ისევ უპასუხა ნიუტმა.
თომასს ასეთი ნიუტი არასდროს ენახა. ბიჭს სახეზე უიმედობა
ეწერა. მისი შემხედვარე თომასი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო.
– მომისმინე, ცოტათი ყველა გავგიჟ…... – დადუმდა; უარესს
ვერაფერს იტყოდა. – იმის თქმა მინდა, რომ…...

85 მკითხველთა ლიგა
– მოკეტე, რა,… – შეაწყვეტინა ნიუტმა, – ვიცი, რომ თავში რა-
ღაც კარგად ვეღარ მაქვს. ამას ვგრძნობ, მაგრამ შენ ტანსაც-
მელს ნუ შემოიხევ, კარგი? ერთი-ორი წუთი დამაცადე და დავ-
მშვიდდები. ჯერ აქედან გაღწევაში დაგეხმარებით, მერე კი საკუ-
თარ თავს მივხედავ.
– რას ნიშნავს, აქედან გაღწევაში დაგვეხმარები?
– რასაც! მოკლედ, აქედან უნდა გავაღწიოთ, მაგრამ ეს დე-
დააფეთქებული, რამდენიმე წუთი დამაცადე, რა!
კორდის სამყარო საუკუნეების მიღმა დარჩა, შორეულ წარ-
სულში. მაშინ ნიუტი ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული
იყო, ახლა კი გუნდს შუაზე ხლეჩდა. ისე ლაპარაკობდა, თითქოს
არ ედარდებოდა, აქედან ცოცხალი გააღწევდა თუ არა, მთავარი
იყო, სხვები გაქცეულიყვნენ.
– კარგი, – უთხრა თომასმა. იგი მიხვდა, რომ ახლა ნიუტს
ჩვეულებრივად უნდა მოჰქცეოდა, – მაგრამ ხომ იცი, დროს ვე-
ღარ დავკარგავთ. ბრენდა ტყვია-წამალს აგროვებს, შენ კი ანგა-
რამდე უნდა მიატანინო.
– გასაგებია, – ნიუტი ფეხზე სწრაფად წამოდგა, – მაგრამ ჯერ
რაღაც უნდა ავიღო. ახლავე მოვალ, – თქვა და უკან, მოსაცდელი
დარბაზისკენ გაემართა.
– ნიუტ! – გასძახა თომასმა. ვერ მიხვდა, მეგობარმა რა
ჩაიფიქრა. – ნუ სულელობ! ახლავე უნდა წავიდეთ! ერთმანეთს
არ უნდა დავშორდეთ!
მაგრამ ნიუტი არ გაჩერებულა. უკანაც არ მოუხედავს.
– თქვენ, რაც საჭიროა, შეაგროვეთ. მე ორ წუთში დავბრუნ-
დები!
თომასმა თავი გააქნია. მიხვდა, რომ ძველ, გაწონასწორე-
ბულ და საღად მოაზროვნე ნიუტს ვეღარასდროს დაიბრუნებდა,
ამიტომ ხელი ჩაიქნია და იარაღის საცავში შებრუნდა.

86 მკითხველთა ლიგა
თომასმა, მინჰომ და ბრენდამ შეაგროვეს ყველაფერი, რის
წაღებასაც შეძლებდნენ. თომასმა ორივე მხარზე თითო სატყორ-
ცნი გადაიკიდა, ერთიც ხელში დაიჭირა. წინა ჯიბეებში ორი და-
ტენილი პოსტოლეტი ჩაიდო, უკანა ჯიბეებში – ვაზნებით სავსე
რამდენიმე მჭიდი. მინჰოც თომასის მსგავსად შეიარაღდა. ბრენ-
დას ხელში ლითონის ცისფერი ბურთულებითა და ვაზნებით სავ-
სე მუყაოს ყუთი ეჭირა. ყუთის თავზე სატყორცნი დაედო.
– მძიმე ჩანს, – თქვა თომასმა და გოგოს ყუთზე ანიშნა, – გინ-
და…...მაგრამ ბრენდამ გააწყვეტინა.
– ნიუტის დაბრუნებამდე როგორმე გავუძლებ.
– ვინ იცის, რა აქვს ჩაფიქრებული, – თქვა მინჰომ, – ასე არა-
სოდეს მოქცეულა. ელვარება უკვე ტვინს უჭამს.
– მალე დაბრუნდება, – თომასს მინჰოს აგდებული დამოკი-
დებულება მოჰბეზრდა. ის ვითარებას უფრო ძაბავდა, – და ნიუტ-
თან ენას კბილი დააჭირე, ისევ არ გააგიჟო.
– გახსოვს, ქალაქში, სატვირთო მანქანაში, რა გითხარი? –
ჰკითხა ბრენდამ თომასს.
საუბრის თემის ასეთმა მოულოდნელმა შეცვლამ და მით უფ-
რო – მაყალის გახსენებამ თომასი ძალიან გააკვირვა. ბრენდას
თავის მოგიჟიანება გაახსენდა.
– რა თქვი? – ჰკითხა დაბნეულმა. – ესე იგი, რაც მაშინ მით-
ხარი, მართალია? – იმ ღამეს ბიჭმა ბრენდასთან საოცარი სიახ-
ლოვე იგრძნო და ახლა ძალიან უნდოდა, გოგოს მაშინდელი
ნათქვამი დაედასტურებინა.
– თომას, ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი იქ ყოფნის ნამდვილი
მიზეზი დაგიმალე და გითხარი, თითქოს ვგრძნობდი, როგორ მა-
გიჟებდა ელვარება, თუმცა, სხვა არაფერი მომიტყუებია. გეფიცე-
ბი! – ბრენდა დადუმდა და თომასს საწყალობელი თვალებით შე-
ხედა. – მოკლედ, მე გითხარი, რომ ტვინის აქტიური ფუნქციონი-

87 მკითხველთა ლიგა
რება დაავადების გაძლიერებას და ტვინის განადგურებას იწვევს.
ამას კოგნიტური დესტრუქცია ეწოდება. აი, რატომ არის წამალი
„კაიფი“ ასეთი პოპულარული. „კაიფი“ ტვინის ფუნქციონირებას
ანელებს და გაგიჟებამდე დროს ახანგრძლივებს. თუმცა, ძალიან
ძვირია, მას მხოლოდ მდიდრები ყიდულობენ.
თომასს დაუჯერებელი მოეჩვენა, რომ აქაც არსებობდა ხალ-
ხი, რომელიც ექსპერიმენტულ ცდებში არ მონაწილეობდა და
რეალურ სამყაროში, უფრო სწორად, მიტოვებულ შენობებში
ცხოვრობდა, როგორც მაყალში.
– მოიცა, ანუ ვინც წამალს სვამს, ისევ ჩვეულებრივად ცხოვ-
რობს და მუშაობს?
– კი, ისინი აკეთებენ იმას, რაც საჭიროა, თუმცა, ყველაფერს
უფრო… მშვიდად უყურებენ. მაგალითად, მეხანძრეს ხანძრიდან
გამოყვანილი ოცდაათი ბავშვისგან გზად რამდენიმე ცეცხლში
თუ ჩაუვარდება, თავს არ მოიკლავს….
ასეთი სამყაროს წარმოდგენამ თომასს თავზარი დასცა.
– ეს… ხომ კოშმარია.
– სიამოვნებით გავსინჯავდი მაგ წამალს, – ჩაიბურტყუნა მინ-
ჰომ.
– თქვენ მთავარს ვერ ხვდებით, – თქვა ბრენდამ, – გაიხსე-
ნეთ, რა ჯოჯოხეთი გამოიარა ნიუტმა, რამდენი საჭირო და რთუ-
ლი გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ელვა-
რება მის ტვინს ასე სწრაფად ეპატრონება. ის იმაზე მეტს ფიქ-
რობდა და განიცდიდა, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი.
თომასმა ამოიოხრა. სევდამ გულზე ჭახრაკები ისევ მოუჭირა.
– ესე იგი, სანამ აქედან არ გავაღწევთ და უსაფრთხო ადგილს
არ ვიპოვით, ვერაფერს ვიზამთ.
– რას გულისხმობ?

88 მკითხველთა ლიგა
თომასი უკან შებრუნდა. კარის ზღურბლთან ნიუტი იდგა. თო-
მასმა თვალები დახუჭა და თავს მოერია.
– არაფერს. დაივიწყე.… სად იყავი?
– უნდა დაგელაპარაკო, თომი. პირისპირ. ერთი წუთით.
„ნეტავ რა უნდა?“ – გაიფიქრა თომასმა.
– ეს რა დღლუმპობაა? – იკითხა მინჰომ.
– შემეშვი, რა! თომის რაღაც უნდა მივცე. მხოლოდ თომის.
– რაც გინდათ, ის ქენით, – თქვა მინჰომ და სატყორცნები გა-
ისწორა, – მაგრამ უნდა ვიჩქაროთ.
თომასი ნიუტთან ერთად დერეფანში გავიდა. ნეტავ, რა უნდა
ეთქვა? მოლოდინში რამდენიმე წუთი გავიდა.
ბიჭები კარს რამდენიმე ნაბიჯით მოშორდნენ. მერე ნიუტი შე-
ჩერდა, თომასს შეხედა და პატარა დალუქული კონვერტი გაუწო-
და.
– ჯიბეში ჩაიდე.
– ეს რა არის? – ჰკითხა თომასმა და კონვერტი ხელში შეატ-
რიალა; ზედ არაფერი ეწერა.
– ეს დედააფეთქებული, ჩაიდე, რა, ჯიბეში!
თომასი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, მაგრამ ნიუტის მკაც-
რმა ტონმა ისე დააბნია, მაშინვე შეასრულა მისი ბრძანება.
– ახლა კი თვალებში შემომხედე! – ნიუტმა თითები გაატკა-
ცუნა.
ნიუტის თვალებში დანახულმა ტკივილმა თომასს სუნთქვა შე-
უკრა.
– შიგ რა დევს?
– ახლა ამის გაგება საჭირო არ არის. არ შეიძლება. დამპირ-
დი, რომ კონვერტს ნაადრევად არ გახსნი, თომი. იცოდე, არ გე-
ხუმრები!
– რა-ა?

89 მკითხველთა ლიგა
– დამპირდი, რომ ამ წყეულ კონვერტს მანამდე არ გახსნი, სა-
ნამ შესაფერისი დრო არ დადგება.
თომასმა არ იცოდა, წერილის წასაკითხად შესაფერისი დრო
როდის დადგებოდა, ამიტომ ხელი ჯიბეში ჩაიყო და წერილის
ამოღება დააპირა, მაგრამ ნიუტმა ხელი სტაცა.
– როდესაც შესაფერისი დრო დადგება? – ჰკითხა თომასმა. –
როგორ მივხვდები…...
– მიხვდები! – შეაწყვეტინა ნიუტმა. – ახლა კი დამპირდი!
სიტყვა მომეცი, თომი!
– კარგი! – თომასი ახლა მართლა შეშფოთდა. მის მეგობარს
ძალიან უჭირდა.
– გპირდები, სანამ შესაფერისი დრო არ დადგება, ამ წერილს
არ წავიკითხავ. სიტყვას გაძლევ. თუმცა, რატომ…...
– კარგი, – შეაწყვეტინა ნიუტმა, – იცოდე, სიტყვის გატეხას
არ გაპატიებ!
თომასს მოუნდა, მეგობარი ერთი კარგად შეენჯღრია. იქნებ
ასე მაინც გაერღვია მასში სასოწარკვეთის კედელი, თუმცა, თავი
შეიკავა. ნიუტი შებრუნდა და იარაღის საცავში შევიდა, თომასი
კი მდუმარე დერეფანში გაქვავებული დატოვა.

90 მკითხველთა ლიგა
თავი 16
თომასს სხვა გზა არ ჰქონდა, ნიუტს უნდა ნდობოდა, მეგობ-
რის თხოვნა უნდა შეესრულებინა, თუმცა, ცნობისმოყვარეობა
კლავდა. მან იცოდა, რომ დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა –
უკეთურის კომპლექსიდან მეგობრები უნდა გაეყვანათ, ნიუტს კი
აისბერგში დაელაპარაკებოდა, თუ, რასაკვირველია, ანგარამდე
ცოცხლები მიაღწევდნენ და ხორხეს დაარწმუნებდნენ, მათ დახ-
მარებოდა.
ნიუტი იარაღის საცავიდან ტყვია-წამლის ყუთით ხელში გა-
მოვიდა, უკან მინჰო და ბრენდა მოჰყვებოდნენ. გოგოს ხელში
ორი სატყორცნი ეჭირა, ჯიბეებში კი პისტოლეტები ჩაეწყო.
– წავიდეთ, მეგობრები მოვძებნოთ, – თქვა თომასმა და იმ
მიმართულებით გაემართა, საიდანაც მოვიდნენ. დანარჩენები
უკან მიჰყვნენ.
ბავშვები მეგობრებს მთელი საათი ეძებდნენ. თითქოს მიწამ
ჩაყლაპაო, მათ კვალს ვერსად მიაგნეს. აღარც ვირთხა ჩანდა და
აღარც დაცვის წევრები, რომლებიც მოზარდებმა ოთახში დატო-
ვეს. სასადილო, საძინებლები, საპირფარეშოები და საკონფე-
რენციო დარბაზები ცარიელი იყო. შენობაში კაცის ჭაჭანება არ
იყო. მოზარდებს არც შიზები გადაჰყრიან. თომასმა იეჭვა, რომ
რაღაც საზარელი მოხდა.
შენობის ყველა კუთხე-კუნჭული რომ შეამოწმეს, თომასს ერ-
თმა აზრმა გაუელვა.
– როცა მე თეთრ ოთახში ვიყავი გამოკეტილი, თქვენ თავი-
სუფლად სიარულის უფლება გქონდათ? – იკითხა მან. – რამე
ხომ არ გამოგვრჩა?

91 მკითხველთა ლიგა
– არა, არა მგონია, – მიუგო მინჰომ, – თუმცა, სულაც არ გა-
მიკვირდება, აქ საიდუმლო ოთახებიც რომ იყოს.
თომასი მინჰოს დაეთანხმა, თუმცა, დროის დაკარგვა აღარ
შეიძლებოდა – ახლა მათი ერთადერთი მიზანი შენობიდან გაღ-
წევა იყო.
თომასმა თანხმობის ნიშნად თავი დაიქნია.
– გასაგებია. მოკლედ, ანგარისკენ უნდა წავიდეთ, თუმცა,
გზადაგზა მათ ძებნას გავაგრძელებთ.
ერთხანს მშვიდად მიდიოდნენ. უეცრად, მინჰო შედგა და მე-
გობრებს ყურზე ანიშნა. წითელი შუქით ძლივს განათებულ დერე-
ფანში თომასმა მისი ჟესტი გაჭირვებით შენიშნა.
ყველანი გაჩერდნენ. თომასმა დამშვიდება სცადა და მიაყუ-
რადა. უცნაური ხმა გაიგონა – თითქოს ვიღაც ყრუდ კვნესოდა.
თომასს გააჟრჟოლა. კვნესა რამდენიმე მეტრის მოშორებით, დე-
რეფნის ბოლო დიდი ოთახის ფანჯრიდან ისმოდა. თომასი ოთახ-
ში წყვდიადის გარდა ვერაფერს ხედავდა. ეტყობოდა, ფანჯარაში
შუშა შიგნიდან ჩაემტვრიათ. ფანჯრის ქვემოთ, იატაკის ფილებზე,
ნამსხვრევები ეყარა.
კვნესა განმეორდა.
მინჰომ ტუჩებთან თითი მიიტანა, მერე კი ძალზე ფრთხილად
ორი სათადარიგო სატყორცნი ძირს დადო. თომასმა და ბრენდამ
მას მიჰბაძეს. ნიუტმაც დადგა ტყვია-წამლით სავსე ყუთი. ოთხი-
ვემ იარაღი მოიმარჯვა. იმ ადგილისკენ, საიდანაც ხმა ისმოდა,
პირველი მინჰო გაეშურა. კვნესა ისეთი იყო, თითქოს ვიღაც კოშ-
მარიდან გამოფხიზლებას ცდილობდა. თომასს ყოველ ნაბიჯზე
უძლიერდებოდა ავი წინათგრძნობა – ხვდებოდა, რომ წინ კარგი
არაფერი ელოდათ.

92 მკითხველთა ლიგა
მინჰო შეჩერდა და ზუსტად ფანჯრის ჩარჩოს გვერდზე, კე-
დელს, ზურგით აეკრა. ფანჯრის მეორე მხარეს კარი დაკეტილი
იყო.
– მზად ხართ? – იკითხა ჩურჩულით. – წავიდა!
მინჰო სწრაფად შებრუნდა და სატყორცნი ბნელ ფანჯარას
დაუმიზნა. თომასი მის მარცხნივ დადგა, ბრენდა – მარჯვნივ.
იარაღმომარჯვებულებს ზურგიდან ნიუტი იცავდა.
თომასს თითი სასხლეტზე ედო და მზად იყო, ოდნავ გაფაჩუ-
ნებაზე გამოეკრა. ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. თომასი თვალებს
აჭყეტდა, რომ შიგნით რამე დაენახა, მაგრამ საავარიო წითელ
შუქზე თითქმის არაფერი ჩანდა. იატაკი შავ ლაქებს დაეფარა.
უეცრად ოთახში რაღაც შეირხა. ნელ-ნელა თომასმა სიბნელეს
თვალი შეაჩვია და შავსამოსიანი სილუეტების გარჩევა დაიწყო,
მერე კი თვალში თოკებიც მოხვდა.
– დაცვაა! – მდუმარება ბრენდამ დაარღვია.
ოთახიდან მოგუდული ხმები ისმოდა. ბოლოს, როგორც იქნა,
თომასმა რამდენიმეს სახე გაარჩია. შიშისაგან თვალებგაფარ-
თოებულებს პირი აკრული ჰქონდათ. ხელფეხშეკრულები იატაკ-
ზე, გვერდიგვერდ იწვნენ და ფეხები ლამის თავებთან მიებჯინათ.
ზოგი არ ინძრეოდა, უმეტესობა კი თავის გათავისუფლებას ცდი-
ლობდა. თომასი გაშეშებული მიშტერებოდა და ნანახის ახსნა
სურდა.
– აი, სად ყოფილან, – თქვა მინჰომ და ამოისუნთქა.
ნიუტი წინ გადაიხარა და ფანჯარაში შეიხედა.
– კიდევ კარგი, მაშინდელივით ენაგადმოგდებულები ჭერზე
არ კიდიან.
თომასი ნიუტს გულში დაეთანხმა, თუმცა, არაფერი უთქვამს.
ის საზარელი სცენა ისევ თვალწინ ედგა. მართალია, დადგმული
იყო, მაგრამ მისი დავიწყება არ შეეძლო.

93 მკითხველთა ლიგა
– უნდა დავკითხოთ და გავარკვიოთ, რა მოხდა, – თქვა ბრენ-
დამ და კარისკენ გაემართა.
თომასმა გოგოს დაუფიქრებლად სტაცა ხელი.
– არა!
– რა არა? ისინი ხომ ყველაფერს გვეტყვიან! – ბრენდამ ხელი
გაითავისუფლა, თუმცა, მაინც გაჩერდა.
– იქნებ, ეს მახეა, ან ხომ შეიძლება ამის ჩამდენი წუთიწუთზე
დაბრუნდეს. აქაურობას ახლავე უნდა გავერიდოთ.
– ჰო, – დაეთანხმა მინჰო, – ეს საკამათო არ არის. არ მაინ-
ტერესებს, აქ შიზები დარბიან, აჯანყებულები თუ პარტიზანები,
მაგრამ ეს ნაბიჭვარი მცველები ჩვენი სადარდებლები არ არიან.
ბრენდამ მხრები აიჩეჩა.
– კარგი. ვიფიქრე, რომ მათგან მეტს გავიგებდით, – გოგო
დადუმდა, მერე კი ხელი გაიშვირა და დაამატა:
– ანგარი იმ მხარესაა.
თომასმა და მისმა მეგობრებმა იატაკიდან იარაღი და ტყვია-
წამალი აკრიფეს და დერეფნებს ძუნძულით გაუყვნენ. ძალიან
ფრთხილობდნენ, რომ შემთხვევით იმათ არ გადაჰყროდნენ,
ვინც დაცვა განაიარაღა და გაკოჭა. ბოლოს ბრენდა ერთ ორ-
ფრთიან კართან შეჩერდა. კარი ოდნავ შეღებული იყო, ოთახი-
დან ნიავი ქროდა და გოგოს სამედიცინო ფორმას აშრიალებდა.
სატყორცნმომარჯვებულმა თომასმა და მინჰომ კარის ორივე
მხარეს პოზიციები უსიტყვოდ დაიკავეს. ბრენდამ ცალი ხელი კა-
რის სახელურს მოჰკიდა, მეორით კი პოსტოლეტი ამოიღო. შიგ-
ნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.
თომასმა სატყორცნს ხელი მოუჭირა, კონდახი მხარზე მიიბ-
ჯინა და ლულა კარში შეყო.
– გააღე, – თქვა და იგრძნო, რომ გული გამალებით უცემდა.

94 მკითხველთა ლიგა
ბრენდამ კარი ფართოდ შეაღო. თომასი შიგნით შევარდა. იგი
წინ მიიწევდა და იარაღს ხან მარჯვნივ იქნევდა, ხან – მარცხნივ.
ანგარი იმხელა იყო, სამ უზარმაზარ აისბერგს დაიტევდა,
თუმცა, მხოლოდ ორი იდგა და მოზარდებს ბაყბაყდევებივით ზე-
მოდან დასცქეროდა. ლითონის გაჭვარტლული, გაცვეთილკი-
დეებიანი ხომალდები ასობით ბრძოლაგამოვლილებს ჰგავდა.
მექანიკოსების რამდენიმე სამუშაო ყუთის გარდა, რომლებიც
ხის დიდ კონტეინერებს ჰგავდა, ანგარში არაფერი იყო.
თომასი და მისი მეგობრები ანგარს ყურადღებით ათვა-
ლიერებდნენ. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა.
– ეი! – შეჰყვირა მოულოდნელად მინჰომ. – აქეთ. აქ ვი-
ღაც...… – თუმცა, სიტყვა აღარ დაამთავრა და იარაღი ხის კონ-
ტეინერის უკან ვიღაცას დაუმიზნა.
თომასი მაშინვე მინჰოსთან გაჩნდა და გაოგნებულმა ხის
დიდ ყუთთან, იატაკზე მწოლიარე კაცი დაინახა – იგი თავზე ხელს
ისვამდა და კვნესოდა. შავ თმაში სისხლი არ უჩანდა, თუმცა, წა-
მოჯდომა ისე უჭირდა, აშკარად თავში ვიღაცას ძლიერად ჩაერ-
ტყა.
– ფრთხილად, მეგობარო, – გააფრთხილა მინჰომ, – ნელა,
სიჩქარე საჭირო არ არის, თორემ შემწვარი ბეკონის სუნს მანამ-
დე იგრძნობ, სანამ მიხვდები, რა მოხდა.
კაცმა ხელი ჩამოსწია და იდაყვს დაეყრდნო. ბრენდამ შეჰკივ-
ლა, მისკენ გაქანდა და ჩაეხუტა.
ხორხე! თომასმა შვებით ამოისუნთქა – მათ მფრინავი იპო-
ვეს. თუ თავის პატარა ტრავმას არ ჩათვლიდნენ, ის თითქმის უვ-
ნებელი იყო.
მაგრამ ბრენდა სხვაგვარად ფიქრობდა. მან ხორხეს ჭრილო-
ბების შემოწმება დაიწყო და თან შეკითხვების კორიანტელი
დააყარა.

95 მკითხველთა ლიგა
– რა დაგემართა? თავი როგორ იტკინე? ვინ წაიყვანა აისბერ-
გი? სად არიან დანარჩენები?
ხორხემ ამოიკვნესა და გოგო ფრთხილად მოიშორა.
– დამშვიდდი, hermana. თავი ისე მტკივა, თითქოს შიზებს
ზედ ფერხული ეცეკვოთ. ერთი წუთით დამაცადე, სანამ გონზე
მოვალ, კარგი?
სახეაწითლებულმა, აღელვებულმა ბრენდამ უკან დაიხია და
ძირს დაჯდა. თომასსაც მილიონი კითხვა ჰქონდა, მაგრამ იცოდა,
რას ნიშნავდა თავში მაგრად ჩარტყმა. ხორხემ ნელ-ნელა სული
მოითქვა. თომასს გაახსენდა, ერთ დროს მისი როგორ ეშინოდა.
არასოდეს დაავიწყდებოდა, როგორ ჩხუბობდნენ ის და მინჰო მა-
ყალში, ნახევრად ჩამონგრეულ შენობაში, თუმცა, თანდათან
ხორხეც და ბრენდაც მიხვდნენ, რომ ისინი და კორდელები ერთ
მხარეს იყვნენ.
ხორხემ თვალები ჯერ მაგრად დახუჭა, მერე გაახილა. ასე
რამდენიმეჯერ გაიმეორა და ბოლოს ალაპარაკდა:
– არ ვიცი, როგორ მოახერხეს, მაგრამ მათ მთელი შტაბბინა
აიღეს, დაცვა განაიარაღეს, აისბერგი გაიტაცეს და აქედან მეორე
მფრინავთან ერთად გაფრინდნენ. მე, იდიოტი, მათ შეჩერებას
ვცდილობდი, მინდოდა, გამეგო, რა ხდებოდა. ალბათ, ხვდებით,
რატომაც მტკივა თავი ასე.
– ვინ? – ჰკითხა ბრენდამ. – ვისზე ლაპარაკობ? ვინ გაიქცა?
ხორხემ რატომღაც თომასს გადახედა და მას უპასუხა:
– აი, ის გოგო, ტერეზა. ის და დანარჩენი საცდელები. მოკ-
ლედ, ყველა, თქვენ გარდა, muchachos.

96 მკითხველთა ლიგა
თავი 17
თომასმა ერთი-ორი ნაბიჯით მარცხნივ გაიწია და თავის შესა-
კავებლად ხის დიდ კონტეინერს მოეჭიდა. ბიჭს ეგონა, შენობას
შიზები დაესხნენ თავს, ან უკეთურისადმი მტრულად განწყობილ-
მა რომელიღაც სხვა ორგანიზაციამ ტერეზა და სხვები გაიტაცა.
შეიძლება მათი გადარჩენის მიზნითაც კი.
ნუთუ გაქცევას ტერეზა ხელმძღვანელობდა? მათ გზა ბრძო-
ლით გაიკვლიეს, დაცვა განაიარაღეს და აისბერგით გაფრინ-
დნენ? და ისინი აქ დატოვეს? ამ თავსატეხის იმდენი ფრაგმენტი
იყო უცნობი, თომასმა აღარ იცოდა, რა ეფიქრა.
– მოკეტეთ! – უღრიალა ამასობაში ხორხემ მინჰოსა და ნი-
უტს, რომლებმაც უამრავი კითხვა დააყარეს. თომასი სწრაფად
გამოფხიზლდა.
– ასე მგონია, თავში ლურსმნებს მირჭობთ. წამით მაინც გა-
ჩუმდით და ფეხზე წამოდგომაში მომეხმარეთ.
ნიუტმა ხორხეს ხელი სტაცა და წამოაყენა.
– ჯანდაბა, გირჩევნია, ყველაფერს დაწვრილებით მოგვიყვე.
თავიდან დაიწყე!
– თან სწრაფად! – დაამატა მინჰომ.
ხორხე ხის ყუთს მიეყრდნო და გულხელი დაიკრიფა. ყოველ
მოძრაობაზე ტკივილისგან სახე ემანჭებოდა.
– მომისმინე, hermano, უკვე ყველაფერი მოგიყევით. მეტი
არაფერი ვიცი. თავი ისე მტკივა…...
– ჰო, გავიგეთ! – მიახალა მინჰომ. – თავი გტკივა. მიდი, შენ
რაც იცი, მოგვიყევი და მე იქნებ აქ სადმე წყეული ასპირინიც კი
გიშოვო.
ხორხეს გაეცინა.

97 მკითხველთა ლიგა
– რა მამაცი ყოფილხარ! თუ მეხსიერება არ მღალატობს, შენ
მეხვეწებოდი მაყალში, არ მომკლაო…...
მინჰოს სახეზე ალმური მოედო და დაიძაბა.
– ადვილია, მაგარი ბიჭი იყო, როცა ზურგს დანებით შეიარა-
ღებული ნაგიჟრების გუნდი გიმაგრებს. ახლა საქმე სხვაგვარა-
დაა.
– გაჩერდით! – ჩაერია ბრენდა. – ახლა ყველა ერთ მხარეს
ვართ.
– ყველაფერი გვითხარი, – უთხრა ნიუტმა, – ხმა ამოიღე, ხომ
უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიმოქმედოთ!
თომასი ისევ გაოგნებული იყო. ხორხეს, მინჰოსა და ნიუტს
თითქოს საიდანღაც, შორიდან კინოეკრანზე უყურებდა. ვერ იჯე-
რებდა, რომ ტერეზას ამდენი სიურპრიზი ჰქონდა შემონახული.
– მოკლედ, – დაიწყო ხორხემ, – მე, ძირითადად აქ, ანგარში,
ვარ ხოლმე. უეცრად რაციით შეძახილები და გაფრთხილება გა-
ვიგონე. მერე განგაშის სირენა ჩაირთო და შუქი აციმციმდა. გა-
რეთ გამოვედი, რომ გამერკვია, რა მოხდა და თავი კინაღამ წა-
მაძვრეს.
– სამწუხაროა, ახლა ხომ აღარაფერი გეტკინებოდა, –
ჩაილაპარაკა მინჰომ.
ხორხემ კორდელის ნათქვამი ან ვერ გაიგონა, ან ყურადღება
არ მიაქცია.
– მერე შუქი ჩაქრა და იარაღის ასაღებად უკან შემოვვარდი.
ამ დროს რას ვხედავ: ტერეზა და თქვენი ხულიგანი მეგობრების
გუნდი, გეგონებოდათ, უკან ეშმაკი მოსდევთო, ანგარში გიჟები-
ვით არ შემოცვივდნენ! საწყალ ტონის ეცნენ და აისბერგში აათ-
რიეს, მე კი შვიდი თუ რვა სატყორცნი დამიმიზნეს. რას ვიზამდი
– პისტოლეტი დავაგდე და შევეხვეწე, აეხსნათ, რა ხდებოდა,
მაგრამ რომელიღაცა ქერათმიანმა გომბიომ სატყორცნის კონ-

98 მკითხველთა ლიგა
დახი პირდაპირ შუბლში მთხლიშა. გავითიშე და როდესაც გონს
მოვედი, თქვენი მახინჯი სიფათები დავინახე. აისბერგიც გაქრა.
აი, სულ ესაა, მეტი არაფერი ვიცი.
თომასი უსმენდა, მაგრამ არაფერი ესმოდა. ხორხეს მონათ-
ხრობი არა მარტო აბნევდა, არამედ უსაზღვრო ტკივილსაც აყე-
ნებდა.
– მათ მიგვატოვეს, – თქვა ჩურჩულით, – ვერ ვიჯერებ.
– რა-ა? – ჰკითხა მინჰომ.
– ხმა ამოიღე, თომი, – დაამატა ნიუტმა.
თომასმა მეგობრებს გადახედა და ერთხანს დადუმდა.
– მათ მიგვატოვეს. ჩვენ მათ ვეძებდით, მათ კი აქ, უკეთურ-
თან დაგვტოვეს, საჯიჯგნად!
ბიჭებს ხმა არ ამოუღიათ, თუმცა, ეტყობოდათ, რომ ისინიც
ასე ფიქრობდნენ.
– იქნებ, გეძებდნენ, – თქვა ბრენდამ, – და ვერ გიპოვეს. ან
იქნებ, შეტაკება გამწვავდა და თავს გაქცევით უშველეს.
მინჰოს მწარედ გაეცინა.
– ჰო და მთელი დაცვა სწორედ მაგიტომ წევს იქ, ოთახში,
ხელფეხშეკრული! არა, გამორიცხულია. მათ დიდი დრო ჰქონ-
დათ ჩვენს მოსაძებნად, მაგრამ მიგვატოვეს!
– თანაც განზრახ, – დაამატა ნიუტმა ხმადაბლა.
თომასი მომხდარის არსს მაინც ვერ სწვდებოდა.
– რაღაც მაინც უცნაური მეჩვენება. ტერეზა ბოლო დროს უკე-
თურის ფანივით იქცეოდა და რატომ გაიქცეოდა? ალბათ, ესეც
ხრიკია. დაფიქრდი, ბრენდა, შენ არ მითხარი, მათ არ ენდოო?
დარწმუნებული ვარ, რაღაც იცი...
ბრენდამ უარის ნიშნად თავი გააქნია.

99 მკითხველთა ლიგა
– არაფერი ვიცი. რატომ გიკვირს, რომ სხვა საცდელებსაც
ჩვენსავით ეფიქრათ? რა გასაკვირია, რომ აქედან გაქცევა მათაც
უნდოდათ?! და მათ ეს ჩვენზე უკეთ მოახერხეს!
მინჰომ მგელივით ამოიყმუვლა:
– შენს ადგილზე, ჩვენს შეურაცხყოფას მოვერიდებოდი. კი-
დევ ერთხელ იტყვი „საცდელს“ და სულ ფეხებზე მკიდია, გოგო
რომ ხარ, ერთს მაგრად მოგდებ!
– აბა, ერთი სცადე! – გააფრთხილა ხორხემ. – თითს დააკა-
რებ და ეს შენი ბოლო გაფართხალება იქნება!
– იქნებ, ამ „მაგარ ბიჭობას“ მოეშვათ! – ბრენდამ თვალები
დააბრიალა. – ჯობს, იმაზე ვიფიქროთ, რა ვქნათ.
თომასს ძალიან უჭირდა წყენის დამალვა. ვერ იჯერებდა,
რომ ტერეზამ და სხვებმა – კარდალმაც კი! – ისინი ასე მიატოვეს.
დაცვა თომასის ჯგუფს რომ განეიარაღებინა, მეგობრებს ხომ მო-
ძებნიდნენ? და რატომ მოუნდა ტერეზას გაქცევა? იქნებ, რაღაც
ისეთი გაიხსენა, რასაც არ ელოდა?
– საფიქრალი არაფერია, – თქვა ნიუტმა, – აქედან ახლავე
უნდა გავაღწიოთ, – თქვა და თითი აისბერგისკენ გაიშვირა. თო-
მასიც ასე ფიქრობდა, ამიტომ ხორხეს მიუბრუნდა:
– შენ მართლა მფრინავი ხარ?
ახალგაზრდა კაცმა გაუღიმა.
– სწორედაც მფრინავი ვარ, მუცჰაცჰო, თანაც – ერთ-ერთი
საუკეთესო.
– მაშინ, მაყალში რატომ გაგიშვეს? წესით, მათთვის ფას-
დაუდებელი განძი უნდა იყო…...
ხორხემ ბრენდას გადახედა.
– სადაც ბრენდა წავა, მეც იქ მივდივარ. ისე, არ მინდა, ვა-
ღიარო, მაგრამ მაყალში გამგზავრება უფრო საინტერესო იყო,

100 მკითხველთა ლიგა


ვიდრე დილიდან საღამომდე აქ ყურყუტი. იქ ყოფნას შვებულება-
სავით შევირგებდი, მაგრამ რაღაცები სხვაგვარად მოხდა...…
მოულოდნელად კვლავ გამაყრუებელი სირენა ჩაირთო. თო-
მასს გულმა რეჩხი უყო. დარბაზთან შედარებით, ხმა ანგარში უფ-
რო მკაფიოდ ისმოდა. მაღალი კედლები და ჭერი ძლიერ ექოს
გამოსცემდა.
ბრენდა კარისკენ თვალებგაფართოებული იცქირებოდა.
თომასი შებრუნდა, აინტერესებდა, რამ მიიქცია გოგოს ყურად-
ღება.
ანგარში ათიოდე შავფორმიანი მცველი იარაღმომარჯვებუ-
ლი შემოვარდა და სროლა ატეხა.

101 მკითხველთა ლიგა


თავი 18
ვიღაცამ თომასს პერანგზე ხელი სტაცა და მარცხნივ გაქაჩა.
ბიჭს ფეხი აერია და ვეება ხის კონტეინერის უკან დაეცა. გაისმა
შუშის მტვრევის ხმა. ანგარში რაღაცამ ჭექა-ქუხილივით იელვა
და ხის კონტეინერებისკენ ტყვიების წვიმა წამოვიდა.
– დაცვა ვინ გაათავისუფლა? – იყვირა მინჰომ.
– ეს დედააფეთქებული, რა მნიშვნელობა აქვს?! – ყვირი-
ლითვე უპასუხა ნიუტმა.
ბიჭები იატაკზე გაწვნენ და ერთმანეთს მიეკვრნენ. ამ მდგო-
მარეობაში სროლას ვერ შეძლებდნენ.
– მალე ალყაში მოგვაქცევენ, – თქვა ხმამაღლა ხორხემ, –
როგორმე ცეცხლი უნდა გავუხსნათ!
მიუხედავად ასეთი საზარელი ქაოსისა, თომასმა ხორხესგან
ის გაიგო, რაც აინტერესებდა.
– ანუ, ჩვენთან ხარ? – ჰკითხა, ცოტა რ იყოს, დაბნეულმა.
მფრინავმა ბრენდას გადახედა და მხრები აიჩეჩა.
– თუ ბრენდა გეხმარებათ, მეც დაგეხმარებით. თანაც, ეტყო-
ბა, ვერ მიხვდი, რომ ისინი თქვენთან ერთად ჩემს მოკვლასაც
ცდილობენ!
შეშინებულ თომასს გულზე მოეშვა. ახლა მათ როგორმე აის-
ბერგში უნდა შეეღწიათ.
სროლა წამით შეწყდა. თომასს ნაბიჯების ხმა და ბრძანებები
ესმოდა. თუ მეგობრებს უპირატესობის მოპოვება სურდათ, სწრა-
ფად უნდა ემოქმედათ.
– აბა, რას ვაპირებთ? – ჰკითხა თომასმა მინჰოს. – ამჯერად
ლიდერი შენ ხარ.

102 მკითხველთა ლიგა


კორდელმა თომასს შორსმჭვრეტელური მზერა მიაპყრო და
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– კარგი, მე მარჯვნიდან ვისვრი, ნიუტი – მარცხნიდან. შენ და
ბრენდა ყუთების ზემოდან გახსნით ცეცხლს. ხორხე, შენ კი, ეცა-
დე, სწრაფად მიაღწიო იმ შენს საყვარელ აისბერგამდე. ესრო-
ლეთ ყველაფერს, რაც შავია და მოძრაობს. აბა, მოემზადეთ!
თომასი ყუთის წინ მუხლებზე დადგა. იგი მზად იყო, როგორც
კი მინჰო ანიშნებდა, ფეხზე წამომხტარიყო. ბრენდა მის გვერდით
იდგა. სატყორცნის ნაცვლად გოგოს ორივე ხელში პისტოლეტი
ეჭირა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
– ვინმეს მოკვლას აპირებ? – ჰკითხა თომასმა.
– არა, ფეხებში დავუმიზნებ, მაგრამ გამორიცხული არაფე-
რია, შეიძლება ვინმე შემომაკვდეს კიდეც, – უთხრა და გაუღიმა.
თომასს ბრენდა უფრო და უფრო მოსწონდა.
– კარგი! – იყვირა მინჰომ. – დავიწყეთ!
თომასი წამოდგა, სატყორცნი ხის კონტეინერზე ჩამოდო და
ცეცხლი თითქმის ბრმად გახსნა. კონკრეტულ სამიზნეს მხოლოდ
ლითონის ბურთულების აფეთქების შემდეგ დაუწყო ძებნა. ერთი
შავფორმიანი ქურდულად მოიპარებოდა მათკენ. თომასმა
დაუფიქრებლად ისროლა. ლითონის ბურთულა კაცს მკერდში
მოხვდა და დაკრუნჩხული იატაკზე დააგდო.
ანგარში მხოლოდ სროლა და ყვირილი ისმოდა. რასაკვირ-
ველია, ელექტრობის სტატიკურ ხმასთან ერთად. ბრენდა დაცვის
წევრებს, დაპირებისამებრ, ფეხებში ესროდა და ისინიც ერთმა-
ნეთის მიყოლებით ცვიოდნენ ძირს.
სხვები თავის დასაცავად სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ.
– გავფანტეთ! – იყვირა მინჰომ. – მაგრამ ეს დიდხანს არ გაგ-
რძელდება. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ შეიარაღებულები
ვიყავით. ხორხე, რომელია შენი აისბერგი?

103 მკითხველთა ლიგა


– აი, ის, – ხორხემ თითი მარცხენა კუთხეში მდგარი ხომალ-
დისკენ გაიშვირა, – ჩემი გოგონა. მის დასაქოქად დიდი დრო არ
დამჭირდება.
თომასმა იმ მხარეს გაიხედა, სადაც ხორხემ ანიშნა. აისბერ-
გის ვეება ლიუკის კარი გადმოხსნილი იყო. თომასს მაყალიდან
გამოქცევა გაახსენდა. აისბერგის სატვირთო განყოფილების
ლიუკის ლითონის კარი მგზავრებს ელოდებოდა. იმ წუთში მასზე
მიმზიდველი არაფერი იყო.
მინჰომ სატყორცნიდან ბოლო ბურთულა ისროლა.
– კარგი. პირველ რიგში, ყველა იარაღი დატენეთ. მერე
ბრენდა, თომასი და ხორხე აისბერგისკენ გაიქცევით, მე და
ნიუტი კი ზურგიდან დაგიცავთ. ხორხე, აისბერგი სწრაფად დაქო-
ქე. ბრენდა და თომას, როგორც კი აისბერგში ახვალთ, მე და ნი-
უტს დაგვიცავთ. აბა, როგორ მოგწონთ ჩემი გეგმა?
– სატყორცნს შეუძლია, აისბერგს რამე ზიანი მიაყენოს? –
იკითხა თომასმა. ყველანი იარაღს ტენიდნენ და ტყვიებს ჯიბეებ-
ში იწყობდნენ.
ხორხემ უარის ნიშნად თავი გააქნია.
– ბევრს ვერაფერს დააკლებს. ეს „მხეცები“ მაყალის აქლე-
მებზე გამძლეები არიან. უკეთესი იქნება, თუ შემთხვევით ჩვენ
აგვაცდენენ და ჩემს აისბერგს მოარტყამენ! აბა, საქმეს მივხე-
დოთ, მუცჰაცჰოს!
– წავიდა-წავიდა-წავიდა! – იყვირა მინჰომ გაფრთხილების
გარეშე. მან და ნიუტმა გიჟებივით დაიწყეს სროლა. ლითონის
ბურთები აისბერგის წინ, ჰაერში ცვიოდა.
თომასმა სისხლში ადრენალინის მოზღვავება იგრძნო. ის და
ბრენდა ხორხეს მარჯვნივ და მარცხნივ მირბოდნენ. ირგვლივ
სროლის ხმის გარდა არაფერი ისმოდა. ლითონის ბურთულები
ჰაერში ფეთქდებოდა, ელექტრობით დამუხტულ ჰაერში ისეთი

104 მკითხველთა ლიგა


კვამლი ავარდა, ზუსტად დამიზნება შეუძლებელი იყო. თომასიც
და ბრენდაც სროლით მირბოდნენ. ბიჭს შეეძლო, დაეფიცა, რომ
ბურთულებმა ყურთან ჩაუქროლა. მარჯვნივ და მარცხნივ შუშები
იმსხვრეოდა.
– სწრაფად! – იყვირა ხორხემ.
თომასი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. იატაკზე, ყველა მი-
მართულებით, ტეხილი ისრები ელავდა. ანგარის ლითონის კედ-
ლებს ტყვიები ხვდებოდა და ბოლი ღრუბელივით იშლებოდა,
თუმცა, თომასი წინ აისბერგის მეტს ვერაფერს ხედავდა.
ის-ის იყო, აისბერგთან მიაღწიეს, რომ ლითონის ბურთულა
ბრენდას ზურგში მოხვდა. გოგომ იკივლა, პირქვე დაეცა და ერ-
თიანად აცახცახდა.
თომასი გაჩერდა და დაუძახა. მერე კი ძირს გაწვა, რათა შავ-
ფორმიანების სამიზნე არ გამხდარიყო. ელვის ტალღა ჯერ ბრენ-
დას სხეულზე დაიკლაკნა გველივით, მერე კი ნელ-ნელა კვამ-
ლად იქცა და იატაკზე გაიშალა. თომასი რამდენიმე მეტრის მო-
შორებით მუცელზე გაწვა და ბრენდასკენ გახოხდა, თან იატაკზე
გაფანტული თეთრი ისრების აცილებას ცდილობდა.
ნიუტმა და მინჰომ, როგორც ჩანს, ყველაფერი დაინახეს და
შემუშავებული გეგმა უმალ დაივიწყეს. ორივე სროლით გაიქცა
ბრენდასა და თომასისკენ. საბედნიეროდ, ხორხემ აისბერგში
შესწრება მოახერხა, მაგრამ მაშინვე სხვაგვარი სატყორცნით
უკან გამოვარდა და მცველებს ცეცხლი გაუხსნა. ამ სატყორცნის
ლითონის ბურთულები მიზანში მოხვედრისას ჩანჩქერივით კაშ-
კაშა შუქს აფრქვევდა. რამდენიმე ცეცხლმოკიდებულმა შავფორ-
მიანმა ყვირილი მორთო. დანარჩენებმა კი ახალი საფრთხის და-
ნახვაზე უკან დაიხიეს.
თომასი ბრენდას ვერ ეხმარებოდა და გაავებული იგინებოდა.
უნდა დაეცადა, სანამ ბრენდას ეს „ელექტროსპაზმი“ გაუვლიდა,

105 მკითხველთა ლიგა


მერე ხელს დაავლებდა და აისბერგში აათრევდა, მაგრამ მოას-
წრებდა კი? ბრენდა მიტკალივით გათეთრდა; ცხვირიდან სისხლი
მოსდიოდა, პირიდან – დუჟი; სპაზმისგან კიდურები უთრთოდა;
ფართოდ გახელილ თვალებში შიში ჩასდგომოდა.
ნიუტი და მინჰო თომასთან გაჩნდნენ და იატაკზე გაწვნენ.
– არა! – იყვირა თომასმა. – აისბერგში ადით და ლიუკის ლი-
თონის კარს ამოეფარეთ. დაელოდეთ, სანამ აფრენას დაიწყებს,
მერე კი ცეცხლი გახსენით და სროლა არ შეწყვიტოთ.
– დაივიწყე, წავედით! – უპასუხა ყვირილით მინჰომ და ბრენ-
დას მხრებში ხელები ჩაავლო. თომასმა დაინახა, როგორ შეაჟ-
რჟოლა მის მეგობარს და სუნთქვა შეეკრა, მაგრამ ელექტრომუხ-
ტი უკვე შესუსტებული იყო; მინჰომ ფეხზე ადგომა შეძლო და
ბრენდაც წამოაყენა.
თომასმა ბრენდას მხარი შეაშველა, ნიუტმა კი გოგო ფეხებით
ასწია.
ბიჭებმა უკან, აისბერგისკენ დაიხიეს. ანგარში ისევ აფეთქება
ისმოდა. თომასს ტყვიამ ფეხი გაუკაწრა. ჯერ მწველი ტკივილი
იგრძნო, მერე კი ფეხიდან თქრიალით წამოსული სისხლი დაინა-
ხა. რამდენიმე სანტიმეტრი და შეიძლებოდა, ან დაკოჭლებული-
ყო, ან იქვე სისხლისგან დაცლილიყო. ბიჭმა სიმწრისგან იბღავ-
ლა. ახლა იგი ყველა შავფორმიანში თავის დამჭრელს ხედავდა.
თომასმა თვალი მინჰოსკენ გააპარა – ლიდერს ბრენდას
თრევისგან სახე დაძაბოდა. აბობოქრებულმა ადრენალინმა თო-
მასს სარისკო ნაბიჯისკენ უბიძგა. მას ცალი ხელით ბრენდა ეჭი-
რა, მეორით სატყორცნს მიათრევდა. მოულოდნელად იარაღი
შემართა და ყველა მიმართულებით სროლა დაიწყო.
მოზარდები უკვე ლიუკის კართან იყვნენ. ხორხემ უზარმაზა-
რი იარაღი დააგდო, ლითონის კარზე ჩამოსრიალდა და ბრენდას

106 მკითხველთა ლიგა


ხელი ჩაავლო. თომასმა გოგოს ხელი გაუშვა, რომ მინჰოს და
ხორხეს, ხომალდში აეყვანათ.
ნიუტი მარჯვნივ და მარცხნივ მანამდე ისროდა, სანამ ბურთუ-
ლები არ გაუთავდა. თომასმაც ბოლო ბურთულა გაისროლა.
– არ გინდა გადატენა! – დაუყვირა მან ნიუტს. – წავედით!
ნიუტი მიბრუნდა და ლიუკის კარზე აცოცება დაიწყო. თომასი
უკან მიჰყვა. ის-ის იყო, ზღურბლს გადააბიჯა, რომ ზურგში რაღაც
მოხვდა. ბიჭს ეგონა, ცეცხლი მომეკიდაო; თითქოს ასობით ელ-
ვამ განგმირა. იგი უკან გადავარდა, დაქანებულ ლითონის კარზე
ჩამოსრიალდა და ანგარის იატაკზე დაეცა. მერე ერთიანად აცახ-
ცახდა და თვალთ დაუბნელდა.

107 მკითხველთა ლიგა


თავი 19
თომასს თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი, მაგრამ ვე-
რაფერს ხედავდა. თუმცა, არა – ხედავდა, დამაბრმავებლად კაშ-
კაშა ელვის ზიგზაგებს და ვერც თვალებს ხუჭავდა, რომ მართლა
არ დაბრმავებულიყო. მოულოდნელად მთელი სხეული ასტკივ-
და. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს კანი სძვრებოდა. დაყ-
ვირება სცადა, მაგრამ ამაოდ. აღარც სხეული ემორჩილებოდა
და ვერც აცახცახებულ ხელ-ფეხს აჩერებდა.
ყურში აფეთქებების ხმა ჩაესმოდა, მაგრამ მალე ის ძლიერმა
გუგუნმა შეცვალა და ლამის თავი და ყურები დაუსკდა. გონებაც
თითქმის დაკარგა. დროდადრო თვალწინ უზარმაზარ შავ უფ-
სკრულს ხედავდა, რომელიც მის გადაყლაპვას ლამობდა. მერე
ეს გუგუნი იცნო – აისბერგის ძრავის ხმა. მსხვილი, ტუმბოსმაგ-
ვარი მილიდან ცისფერი ცეცხლი იფრქვეოდა.
მოულოდნელად თომასმა გაიფიქრა, რომ ტოვებდნენ. ჯერ
ტერეზამ და სხვებმა მიატოვეს, ახლა უახლოესი მეგობრები და
ხორხეც მიდიოდნენ. ამ ღალატს ვეღარ გადაიტანდა. რაღაც ძა-
ლიან ეტკინა და ყვირილი მოუნდა. მოეჩვენა, რომ საკუთარი
დამწვარი სხეულის სუნი სცემდა.
არა. არ მიატოვებენ, დარწმუნებულია….
ნელ-ნელა მხედველობა დაეწმინდა. სითეთრე თანდათან
გაქრა და თვალების დახამხამებაც შეძლო. წინ ჯერ – ორი, მერე
კი სამი შავფორმიანი სილუეტი დაინახა, რომლებიც იარაღს
უმიზნებდნენ. მცველები. მოკლავდნენ? თუ ვირთხასთან წაათ-
რევდნენ ცდების ჩასატარებლად? ერთ-ერთმა რაღაც თქვა, მაგ-
რამ თომასს ყურებში ისევ გუგუნი ჩაესმოდა და სიტყვები ვერ გა-
არჩია.

108 მკითხველთა ლიგა


მოულოდნელად თითქოს ციდან ჩამოცვენილმა ორმა
ჩრდილმა სამივე წააქცია. მისი მეგობრები, სხვა ვინ იქნება. ბო-
ლის მიუხედავად, თომასი ანგარის ჭერს მაინც ხედავდა. ტკივი-
ლი თითქმის გაუყუჩდა, მოთენთილობა იგრძნო და დაფიქრდა,
მოძრაობა შეეძლო თუ არა. ჯერ მარჯვნივ გადაიწია, მერე კი მარ-
ცხნივ გადაგორდა. ბოლოს, დასუსტებული და გაბრუებული,
იდაყვებს დაეყრდნო. ელვის სუსტი ნაპერწკლები იატაკზე გაკ-
რთა და თავისუფლად ამოისუნთქა. იმედი ჰქონდა, რომ წინ ასე-
თი საშინელება აღარ ელოდა.
თომასი ამოძრავდა. თავი ასწია და უკან გაიხედა. მინჰოს და
ნიუტს ორი მცველი ქვეშ მოექციათ და სახეში მუშტებს მთელი ძა-
ლით ურტყამდნენ. ხორხე ორ კორდელს შორის იდგა და სატ-
ყორცნიდან ყველა მიმართულებით ისროდა. მცველების უმეტე-
სობა ან უკვე დანებებულიყო, ან აცახცახებული ძირს ეყარა.
სხვაგვარად თომასი და მისი მეგობრები ამდენს ვერ შეძლებ-
დნენ. „ან იქნებ დაცვა ახლაც თავს იკატუნებს, თამაშობს, –
გაიფიქრა თომასმა, – როგორც მაყალში...“
მაგრამ ეს აღარ ადარდებდა. ახლა მხოლოდ ამ საშინელი ად-
გილიდან გაღწევა სურდა, გაქცევის საშუალება კი წინ ედგა და
ელოდა.
მოზარდი კვნესით გაწვა მუცელზე, მერე კი მუხლებსა და ხე-
ლისგულებს დაეყრდნო და წამოდგა. მის გარშემო შუშის მტვრე-
ვის, აფეთქებისა და სროლის ხმა ისმოდა, ლითონის კედლებზე
ასხლეტილი ტყვიები ძირს ცვიოდა. ახლა ვინმეს მისთვის რომ
ესროლა, ვერ აიცილებდა. ბიჭი როგორმე აისბერგთან უნდა მი-
ხოხებულიყო. ხომალდი გამონაბოლქვის მილიდან ისევ ცისფერ
ალს აფრქვევდა; აისბერგი ირხეოდა და ანგარის იატაკს აზანზა-
რებდა. ლიუკის კარამდე რამდენიმე მეტრი იყო. ისინი ხომალ-
დში უნდა ასულიყვნენ.

109 მკითხველთა ლიგა


თომასმა სცადა, ბიჭებისთვის დაეძახა, მაგრამ მხოლოდ
ამოკვნესა შეძლო. ბიჭმა აისბერგისკენ დაჭრილი ძაღლივით
სწრაფად დაიწყო ხოხვა. საკუთარ სხეულთან შერკინება არც ისე
იოლი აღმოჩნდა, მაგრამ ხსნის სხვა გზა არ არსებობდა. კარს მი-
აღწია თუ არა, მთელი სხეულით აიწია და აცოცება დაიწყო. ყვე-
ლა კუნთი სტკიოდა და გული ერეოდა. უკნიდან ბრძოლის ხმა ეს-
მოდა და უფრო იძაბებოდა; ყოველ წუთს შეიძლებოდა, ტყვია ან
ლითონის ბურთულა მოხვედროდა.
თომასმა შუა გზიდან უკან მოიხედა. მისი მეგობრები უკან
იხევდნენ. სამივე შეუჩერებლად ისროდა. თომასმა დაინახა, რომ
მინჰო იარაღის დასატენად შეჩერდა და გული შეეკუმშა – ხომ შე-
იძლებოდა, ბურთულა მასაც მოხვედროდა! მაგრამ კორდელთა
ლიდერმა იარაღი უსაფრთხოდ დატენა და სროლა განაგრძო.
ხორხე, ნიუტი და მინჰო უკვე ლიუკის კართან იყვნენ. ძალიან ახ-
ლოს.
თომასმა ისევ სცადა დალაპარაკება და დაჭრილი ძაღლივით
ამოიხავლა.
– ესეც, ასე! – იყვირა ხორხემ. – სტაცეთ ხელი და მაღლა ამო-
ათრიეთ!
თვითონ კი დაშვებულ კარზე აირბინა და ხომალდში შევარ-
და. გაისმა ტკაცუნი და ლითონის კარმა ნელ-ნელა აკეცვა დაიწ-
ყო. ირგვლივ მხოლოდ მეტალის ღრჭიალი ისმოდა. თომასი მიხ-
ვდა, რომ ისევ ძირს ეგდო, სახე ლითონის ამობურცულ ზედაპირ-
ზე ედო, თუმცა, ვერ იხსენებდა, როდის დაეცა. უცებ იგრძნო, რომ
პერანგში ხელი მოჰკიდეს და მაღლა ასწიეს, მერე კი კვლავ ძირს
დააგდეს. ლიუკის კარი დაიხურა და ჩაიკეტა.
– ბოდიში, თომი, – ჩასჩურჩულა ნიუტმა, – უფრო ნაზადაც შე-
იძლებოდა, მაგრამ…...

110 მკითხველთა ლიგა


მიუხედავად იმისა, რომ თითქმის გონდაკარგული იყო, თო-
მასს გული სიხარულით აევსო. ისინი უკეთურს ხელიდან დაუს-
ხლტნენ! ერთხელაც სცადა, მეგობრებისთვის სიხარული შეძახი-
ლით გაეზიარებინა, მაგრამ მხოლოდ ამოიხრიალა. ბოლოს
თვალები დახუჭა და წყვდიადში გადაეშვა.

111 მკითხველთა ლიგა


თავი 20
თომასს გამოეღვიძა. ზემოდან ბრენდა დასცქეროდა. აღელ-
ვებული ჩანდა. ფერმკრთალ სახეზე სისხლის წვეთები შეხმობო-
და, შუბლზე მური ესვა, ლოყაზე კი სისხლჩაქცევა ემჩნეოდა.
ბრენდას ჭრილობების დანახვაზე თომასს თავისი ჭრილობები
გაახსენდა. მართალია, ლითონის ბურთულების მოქმედების
პრინციპისა არაფერი გაეგებოდა, მაგრამ უხაროდა, რომ მხო-
ლოდ ერთხელ „დაიჭრა“.
– მეც ახლახან ავდექი, – უთხრა ბრენდამ, – როგორ ხარ?
თომასი მარცხენა იდაყვს დაეყრდნო, მაგრამ ფეხში ტკივილი
იგრძნო და დაიმანჭა.
– დღლუმპურად.
თომასი სატვირთო განყოფილების ქვედა ნარზე იწვა. მის ირ-
გვლივ ტვირთი არ ჩანდა, მხოლოდ სხვადასხვანაირი ავეჯი ეწ-
ყო. მინჰოსა და ნიუტს ძველ, უშნო ტახტებზე ეძინათ. საბნები ნი-
კაპამდე აეწიათ, გვერდებზეც კარგად ამოეკეცათ და სითბოსა და
სიმყუდროვეში ჩაძინებულ ბიჭუნებს ჰგავდნენ.
თომასის ნარის გვერდით ჩაჩოქილი ბრენდა წამოდგა და
ძველმოდურ სავარძელში ჩაჯდა.
– თითქმის ათი საათი გვეძინა.
– მართლა?! – თომასს დაჯერება გაუჭირდა. ეგონა, ახლახან
ჩასთვლიმა. თუმცა, ეს უფრო გათიშვა იყო.
ბრენდამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– ამდენი ხანი? სად მივფრინავთ? მთვარეზე? – იკითხა, ფეხე-
ბი ჩამოსწია და ნარის კუთხეზე ჩამოჯდა.

112 მკითხველთა ლიგა


– არა. ხორხემ ასობით კილომეტრით მოგვაშორა კომ-
პლექსს და ხომალდი მინდორში დასვა. ახლა თვითონაც სძი-
ნავს. არ შეიძლება, აისბერგი გადაღლილმა მფრინავმა მართოს.
– ვერ ვიჯერებ, რომ ორივეს ლითონის ბურთულები მოგ-
ვხვდა! უნდა ვაღიარო, რომ სასხლეტზე თითის გამოკვრა უფრო
მომწონს, – თომასმა სახე მოისრისა და დაამთქნარა, მერე კი
მკლავებზე დამწვრობები შეათვალიერა.
– შენი აზრით, იარები დამრჩება?
ბრენდას გაეცინა.
– სხვა არაფერი გადარდებს?!
თომასმა თავი ვერ შეიკავა და გაიღიმა. ბრენდა მართალი
იყო.
– იცი, – დაიწყო, – კომპლექსში უკეთურისგან გაქცევა შესა-
ნიშნავი აზრი მეგონა, მაგრამ… ახლა აღარ ვიცი,… როგორია
ნამდვილი სამყარო,… მაყალის მსგავსი?
– არა, – მიუგო გოგომ, – უნაყოფო მხოლოდ ტროპიკებს შო-
რის რეგიონებია. სხვაგან ცვალებადი კლიმატია. თუმცა, არის
რამდენიმე უსაფრთხო ქალაქი, სადაც წასვლა შეგვიძლია. მით
უმეტეს, რომ იმუნიტეტი გვაქვს. იქ, ალბათ, სამუშაოსაც იოლად
ვიშოვით.
– სამუშაოს,… – გაიმეორა თომასმა ისე, თითქოს ცხოვრება-
ში ამაზე უცნაური სიტყვა არ ეთქვა, – შენ, რა, უკვე სამუშაოს
შოვნაზე ფიქრობ?
– აბა, ჭამას როგორ აპირებ?
თომასს პასუხი არ გაუცია. ესეც სასტიკი რეალობა. და თუ
ისინი მართლა აპირებდნენ ამ სამყაროში ცხოვრებას, ჯობდა,
მართლაც რეალისტურად ეაზროვნათ. მაგრამ, ნუთუ ელვარე-
ბით მოწამლულ სამყაროში ეს შესაძლებელი იყო? თომასს მე-
გობრები გაახსენდა.

113 მკითხველთა ლიგა


– ტერეზა, – უნებურად ხმამაღლა თქვა მან.
ბრენდა გაოცებისგან შეკრთა.
– რა, ტერეზა?
– არ შეიძლება, გავიგოთ, ისინი სად წავიდნენ?
– ხორხემ უკვე გაიგო. აისბერგის მონიტორინგის სისტემა
შეამოწმა და ნახა, რომ ქალაქ დენვერში გაფრინდნენ.
თომასს გულმა რეჩხი უყო.
– ესე იგი, უკეთურს ჩვენი პოვნა შეუძლია?
– შენ ხორხეს არ იცნობ! – ბრენდამ ეშმაკურად გაუღიმა. –
დაუჯერებელია, მაგრამ მას ამ სისტემით მანიპულირება შეუძ-
ლია. ცოტა ხანს მაინც მათზე ერთი ნაბიჯით წინ ვიქნებით.
– დენვერი, – გაიმეორა თომასმა და სიტყვა ეუცხოვა, – ეგ
სად არის?
– კლდოვან მთებში. გასაკვირი არც არის, რომ ეს ქალაქი
აირჩიეს. ის ერთ-ერთი საკარანტინო ზონაა. მზეზე აფეთქებების
შემდეგ იქ კლიმატი სწრაფად აღდგა.
თომასს ქალაქის ადგილმდებარეობა არ ადარდებდა, მას
მხოლოდ ტერეზასი და სხვების მოძებნა სურდა. არ იცოდა, რა-
ტომ, მაგრამ ამ საკითხზე ბრენდასთან ლაპარაკი არ უნდოდა.
თომასი დადუმდა.
– როგორია იქ ცხოვრება? – ჰკითხა მერე.
– როგორც ყველა დიდ ქალაქში. შიზების შესვლას იქაც ძალ-
ზე მკაცრად აკონტროლებენ. მოქალაქეებს ხშირად ამოწმებენ.
ხეობის საპირისპირო მხარეს შიზებისთვის ქალაქი დააარსეს და
ინფიცირებულებს იქ გზავნიან. იქ მომუშავე იმუნიტეტიანებს,
მიუხედავად ქალაქში არსებული საშიში მდგომარეობისა, დიდ
ხელფასს უხდიან. ორივე ქალაქი კარგად არის დაცული.

114 მკითხველთა ლიგა


მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები გაიხსენა, იმუნიტეტის
მქონე მოსახლეობის შესახებ თომასმა არაფერი იცოდა, თუმცა,
ვირთხის ნათქვამი ძალიან კარგად ახსოვდა.
– ჯენსონმა მითხრა, რომ ხალხი იმუნიტეტიანებს ირო-
ნიულად იმუნიტებს ეძახის და ისინი ყველას სძულს.
– როცა ელვარებით ხარ ინფიცირებული, იცი, რომ ჯერ გა-
გიჟდები, მერე კი მოკვდები. არავინ დაობს, ეს მოხდება თუ არა,
საკითხავია – როდის. ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ ვირუსისგან
ქალაქები დაიცვან, თუმცა, ელვარება საკარანტინო ზონებში მა-
ინც აღწევს. როდესაც ეს იცი და თან შენ გვერდით არიან იმუნი-
ტეტიანები, რომელთაც არაფერი ემუქრებათ – ვირუსის გადამ-
ტანებიც კი არ არიან – როგორ შეიძლება, ისინი არ გძულდეს?
– ჰო, ალბათ, მართალი ხარ, – უპასუხა თომასმა. თუმცა, მა-
ინც უხაროდა, რომ იმუნიტეტი ჰქონდა. ავადმყოფობას სიძულვი-
ლი სჯობდა, – მაგრამ ყველა, ვისაც იმუნიტეტი აქვს, საზოგა-
დოებისთვის ფასდაუდებელი საგანძური არ არის? რადგან არ
ავადდებიან, მათი სასიკეთო საქმეებში გამოყენება ხომ შეიძლე-
ბა?
ბრენდამ მხრები აიჩეჩა.
– იყენებენ კიდეც. განსაკუთრებით კი მთავრობასა და უსაფ-
რთხოების სფეროში. თუმცა, სხვები მათ ვერ იტანენ. იმუნიტეტი
ბევრს არ აქვს. ამიტომაც უხდიან იმუნიტეტიანებს ამხელა ხელ-
ფასს, თუნდაც დარაჯად მუშაობდეს. სხვაგვარად არავინ დათან-
ხმდება. ბევრი კი სულაც მალავს, რომ იმუნიტეტი აქვს, ან ჩემი
და ხორხეს მსგავსად, უკეთურთან მუშაობს.
– ერთმანეთი როდის გაიცანით? უკეთურამდე თუ მათთან მუ-
შაობის დაწყების შემდეგ?
– ჩვენ ერთმანეთს ალასკაზე შევხვდით, მას შემდეგ, რაც გა-
ვიგეთ, რომ იმუნიტეტი გვქონდა. იქ ჩვენნაირი ხალხი იკრიბებო-

115 მკითხველთა ლიგა


და – ეს იყო რაღაც საიდუმლო ბანაკის მსგავსი. ხორხე ჩემთვის
ბიძად იქცა. მან დაიფიცა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ჩემი
მფარველი იქნებოდა. მამაჩემი იმ დროს უკვე მკვდარი იყო. ის
მოკლეს, დედაჩემმა კი როგორც გაიგო, რომ ელვარებით დაინ-
ფიცირდა, მაშინვე სახლიდან გამომაგდო.
თომასი იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო.
– მახსოვს, მითხარი, რომ მამა უკეთურმა მოგიკლა, შენ კი
მათთან მუშაობას დათანხმდი…...
– თვითგადარჩენის ინსტინქტი, თომას, – ბრენდა მოიღუშა, –
შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გაგიმართლა, რომ უკეთურის
მფარველობის ქვეშ გაიზარდე. გარეთ, რეალურ სამყაროში,
ხალხს გაუგონარი რაღაცების გაკეთება უხდება, რომ ერთი
დღით მეტხანს იცხოვროს. შიზებს და იმუნიტეტიანებს სხვადას-
ხვაგვარი პრობლემები აქვთ. ასეა. თუმცა, მათთვის მთავარი მა-
ინც გადარჩენაა. სიცოცხლე ყველას უნდა.
თომასი გაჩუმდა. არ იცოდა, რა ეთქვა. მან ლაბირინთის ამ-
ბების, მაყალში თავს გადახდენილი საშინელებებისა და უკე-
თურში გატარებული ბავშვობის ფრაგმენტული მოგონების გარ-
და არაფერი იცოდა. უეცრად თავი დაკარგულად იგრძნო, თით-
ქოს ის არავის სჭირდებოდა და გული ეტკინა.
– ნეტავ, დედაჩემს რა დაემართა, – თქვა და საკუთარმა ნათ-
ქვამმა გააკვირვა.
– დედაშენს? – ჰკითხა ბრენდამ. – გახსოვს ის?
– რამდენიმეჯერ მესიზმრა. თუმცა, მგონი, ეს მოგონებები
იყო.
– რა ნახე? როგორი იყო დედაშენი?
– ის… დედა იყო... ვუყვარდი, ჩემზე ზრუნავდა და დარდობდა,
– თომასს ხმა გაებზარა, – მას შემდეგ, რაც მისგან წამომიყვანეს,
ეს არავის გაუკეთებია. გული მტკივა, როდესაც ვფიქრობ, რომ ის

116 მკითხველთა ლიგა


გაგიჟდა; არც ის ვიცი, როგორ დაასრულა სიცოცხლე. შეიძლება
ვიღაც ნაგიჟარმა, სისხლისმსმელმა შიზმა ის…...
– კარგი, თომას, გაჩუმდი! – ბრენდამ თომასს ხელზე ხელი
მოუჭირა. ამან გაჭრა. თომასი თითქოს დამშვიდდა. – მხოლოდ
იმაზე იფიქრე, როგორი ბედნიერი იყო დედაშენი, რადგან იცო-
და, რომ შენ ცოცხალი იყავი და იბრძოდი. ალბათ, მშვიდად გარ-
დაიცვალა, რაკი დარწმუნებული იყო, რომ რაოდენ საშიშიც უნ-
და ყოფილიყო ეს სამყარო, შენ იმუნიტეტი გქონდა და სიბერემდე
არაფერი გემუქრებოდა. თანაც, შენ ცდები...
თომასი იატაკს დასცქეროდა, მაგრამ ამის გაგონებაზე ბრენ-
დას ახედა.
– რა თქვი?
– მინჰო, ნიუტი, კარდალი. ყველა შენს მეგობარს უყვარხარ,
ტერეზასაც კი. მან მაყალში ყველაფერი მართლა იმიტომ გააკე-
თა, რომ სჯეროდა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, – ბრენდა და-
დუმდა. მერე კი სწრაფად დაამატა: – ჩაკსაც.
თომასმა მკერდში ისევ იგრძნო ძლიერი ტკივილი.
– ჩაკი. ის,… ის... – ძლივს შეძლო გაჩუმება. ჩაკის გახსენები-
სას ყველაზე აშკარად ხედავდა უკეთურის სიძულვილის მიზეზს.
როგორ შეიძლებოდა, ჩაკის მსგავსი ბიჭუნას მოკვლით რამე
კარგი გამოსულიყო?
ბოლოს, როგორც იქნა, განაგრძო:
– ბავშვის სიკვდილი საკუთარი თვალით ვნახე. სიკვდილის
ბოლო წუთებში მას თვალებში ენით აუწერელი შიში ედგა. ამის
გაკეთება არ შეიძლება. ასე ადამიანს არ უნდა მოექცე. სულ ფე-
ხებზე მკიდია, რას ამბობენ! ფეხებზე მკიდია, რამდენი ადამიანი
გაგიჟდება ან მოკვდება! ფეხებზე მკიდია ეს წყეული კაცობ-
რიობა! წამლის მისაკვლევად ჩაკის მკვლელობა რომ ერთადერ-
თი გზა ყოფილიყო, მე მაინც ამის წინააღმდეგი ვიქნებოდი.

117 მკითხველთა ლიგა


– თომას, დამშვიდდი, თორემ თითებს დაიმტვრევ.
თომასს არ ახსოვდა, როდის გაუშვა ბრენდას ხელი. საკუთარ
ხელებს დახედა და შეამჩნია, რომ ერთმანეთს ისე მაგრად უჭერ-
და, სულ გასთეთრებოდა. ბიჭმა ხელები ჩამოუშვა და ძარღვებში
სისხლი იმწამსვე ამოძრავდა.
სახემოღუშულმა ბრენდამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– მაყალში მეც სამუდამოდ შევიცვალე და ჩადენილის გამო
ძალიან ვწუხვარ. ბოდიში, თომას.
თომასმა თავი გააქნია.
– ბრენდა, შენ ჩემზე მეტი საბოდიშო არ გაქვს. ეს ყველაფერი
დიდი გაუგებრობაა, – ბიჭმა ამოიკვნესა, კვლავ ნარზე გაწვა და
ზედა ნარის ლითონის ბადეს მიაშტერდა.
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ისევ ბრენდა ალაპარაკდა:
– იცი, შეიძლება ტერეზა და სხვები ვიპოვოთ. მთავარ ჯგუფს
შევუერთდეთ კიდეც. ისინი კომპლექსიდან გაიქცნენ, მაშასადა-
მე, ჩვენს მხარეს არიან. ჩემი აზრით, მათ შანსი უნდა მივცეთ. შე-
იძლება, სხვა გამოსავალი არც ჰქონდათ. მე სულაც არ მიკვირს
არც მათი საქციელი და არც მაინცდამაინც დენვერში წასვლა.
თომასი გადმობრუნდა და გოგოს თვალებში შეხედა. ვინ
იცის, იქნებ ბრენდა მართალი იყო.
– შენ ფიქრობ, რომ ჩვენც იქ უნდა წავიდეთ, იმ…...
– დენვერში.
თომასმა თავი დაუქნია. ბიჭს უეცრად გული იმედითა და
რწმენით აევსო.
– ჰო, დენვერში.
– ჰო, და ამის მიზეზი მარტო შენი მეგობრები არ არიან, – უთ-
ხრა გოგომ ღიმილით, – ჩვენ იქ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცე-
ბი გველოდება.

118 მკითხველთა ლიგა


თავი 21
ბრენდა თომასს მიაჩერდა, ერთი სული ჰქონდა, გაეგო, რას
ეტყოდა.
– ტვინში ხომ იცი, რაც გაქვს, – უთხრა, – ჰოდა, შენი აზრით,
რა უნდა იყოს ჩვენი ყველაზე დიდი საზრუნავი?
თომასი დაფიქრდა.
– უკეთური ფეხდაფეხ მოგვდევს და მათ ჩვენი კონტროლი შე-
უძლიათ?
– ზუსტად! – უთხრა ბრენდამ.
– მერე? – ჰკითხა გაათმაგებული ცნობისმოყვარეობით.
ბრენდა მის პირდაპირ, მუხლებზე დაჯდა და წინ გადაიწია.
თან აღტაცებისგან ხელებს ისრესდა.
– მე ვიცნობ ერთ ბიჭს, ჰანსს. ის საცხოვრებლად დენვერში
გადავიდა. ჩვენს მსგავსად, მასაც იმუნიტეტი აქვს და თანაც, ექი-
მია. უკეთურთან მუშაობდა, სანამ ტვინის იმპლანტებთან დაკავ-
შირებული პროტოკოლის გამო ხელმძღვანელობასთან კამათი
არ მოუვიდა. ჰანსის აზრით, რასაც უკეთური აკეთებდა, მეტისმე-
ტად სარისკო იყო და მათ ზღვარს გადააბიჯეს. რასაკვირველია,
უკეთური მას წასვლის უფლებას არ მისცემდა, მაგრამ ჰანსმა
გაქცევა მოახერხა.
– ჰო, დაცვისა და უსაფრთხოების სისტემით ვერ დაიტრაბა-
ხებენ, – ჩაილაპარაკა თომასმა.
– ჰოდა, ჩვენთვის უკეთესი! – მიუგო ბრენდამ ღიმილით. –
ჰანსი გენიოსია. მან თქვენს ტვინებში ჩადგმულ იმპლანტებზე
ყველაფერი იცის. მე ნამდვილად ვიცი, რომ ის დენვერშია. სანამ
მაყალში გამიშვებდნენ, ქსელით შეტყობინება გამომიგზავნა. თუ
მოვძებნით, ჰანსი შეძლებს, ეგ რაღაცები ტვინიდან ამოგიღოთ,

119 მკითხველთა ლიგა


ან გათიშოს მაინც. ზუსტად არ ვიცი, ეს როგორ ხდება, მაგრამ
ჰანსს ეს ნამდვილად შეუძლია! თანაც, უკეთური ისე ეზიზღება,
ამას სიხარულით გააკეთებს.
თომასი წამით დაფიქრდა.
– თუ მათ ჩვენი კონტროლი შეუძლიათ, მაგარ შარში ვართ.
ეს უკვე სამჯერ ვნახე საკუთარი თვალით.
ბუნაგში ალბი, რომელიც უხილავ ძალას ებრძოდა; გალი,
რომელიც იძულებული იყო, ჩაკისთვის დანა გაეყარა და ტერეზა,
რომელიც მაყალში, დანგრეულ შენობაში იძულებით ელაპარა-
კებოდა თომასს. სამი ყველაზე მწარე მოგონება.
– ზუსტად. მათ შენი მართვაც შეუძლიათ. მართალია, შენი
თვალებით ვერ დაინახავენ და ვერც იმას გაიგონებენ, რაც შენ
გესმის, მაგრამ ეგ რაღაც ტვინიდან მაინც უნდა ამოგაცალოთ.
თუ, შემთხვევით, უკეთური სასურველ მანძილზე მოგიახლოვდა
და გადაწყვიტა, რომ გარისკვა ღირს, მაშინვე თავის ჭკუაზე და-
გატრიალებენ, თომას, ეს კი არც ერთს არ გვინდა.
ბრენდამ იმდენი რამ უთხრა, დაფიქრება ნამდვილად ღირდა.
– როგორც ჩანს, დენვერში ჩასასვლელად მიზეზი მართლაც
გვაქვს. ვნახოთ, რას იტყვიან ნიუტი და მინჰო, როცა გაიღვიძე-
ბენ.
ბრენდამ თავი დაუქნია.
– კარგი, დაველოდოთ, – მერე ადგა, თომასს მიუახლოვდა,
დაიხარა და ლოყაზე აკოცა. ბიჭს ტანში სიამოვნების ჟრუანტელ-
მა დაუარა. – იცი, ბევრი რამ, რაც იმ გვირაბებში მოხდა, თამაშის
ნაწილი არ იყო, – რამდენიმე წამი გოგო თვალებში უხმოდ უყუ-
რებდა, – წავალ, ხორხეს გავაღვიძებ, კაპიტნის კაბინაში სძი-
ნავს.
ბრენდა წავიდა. თომასი იჯდა და ფიქრობდა, ნეტავ მიწისქვე-
შეთში ჩვენი სიახლოვის გახსენებისას ხომ არ გავწითლდიო.

120 მკითხველთა ლიგა


თომასმა ხელები თავქვეშ ამოიდო, ნარზე გადაწვა და ბრენდას
ნათქვამის გაანალიზება სცადა. როგორც იქნა! ძლივს რაღაც გზა
გამოჩნდა. თომასს სახეზე ღიმილმა გადაურბინა და არა მარტო
იმიტომ, რომ აკოცეს.
მინჰომ ძველი ჩვეულება გაიხსენა და როგორც ლიდერმა,
კრება მოიწვია.
თათბირის ბოლოს თომასს თავი ისე ძლიერად ასტკივდა,
ლამის თვალის კაკლები ფოსოებიდან გადმოსცვივდა. მინჰომ
ეშმაკის ადვოკატის როლი მოირგო და ყველაფრის გაკრიტიკება
დაიწყო. ბრენდას ავად უმზერდა და მის ყველა მოსაზრებას უარ-
ყოფდა. თომასმა იცოდა, რომ ჩანაფიქრის განსახორციელებ-
ლად გეგმა დაწვრილებით უნდა განეხილათ, მაგრამ მინჰოს მე-
ტისმეტი მოსდიოდა – ბრენდას სიტყვის თქმას არ აცდიდა.
ბოლოს, ერთსაათიანი კამათისა და ერთი და იმავე საკითხის
ათასჯერ განხილვის შემდეგ, დენვერში გამგზავრება გადაწყვი-
ტეს. ხორხე აისბერგს კერძო აეროპორტში დასვამდა. მოზარდე-
ბი განაცხადებდნენ, რომ იმუნიტეტი ჰქონდათ და სამთავრობო
ტრანსპორტის სამმართველოში მუშაობა სურდათ. მათდა საბედ-
ნიეროდ, აისბერგს არაფრით ეტყობოდა, რომ უკეთურს ეკუთ-
ვნოდა. ეტყობოდა, უკეთურს არ სურდა, მისი ხომალდი ვინმეს
ეცნო. მერე მათ ანალიზებს აუღებდნენ და ნიუტის გარდა, ყველას
ქალაქში შეუშვებდნენ. ნიუტს კი, სანამ მეგობრები რამეს
მოიფიქრებდნენ, აისბერგში დარჩენა მოუწევდა.
სწრაფად ჭამეს და ხორხე მფრინავის კაბინაში შევიდა. მანამ-
დე კორდელებსა და ბრენდას განუცხადა, რომ კარგად დაისვენა
და ახლა მათაც უნდა დაეძინათ. დენვერამდე რამდენიმე საათის
გზა იყო, გამოძინებას მოასწრებდნენ, თანაც, ვინ იცის, დასვენე-
ბის შანსი როდისღა ექნებოდათ.

121 მკითხველთა ლიგა


თომასმა თავის ტკივილი მოიმიზეზა და განმარტოება სცადა
– მოშორებით, კუთხეში, პატარა, საზურგეგადასაწევი სავარძე-
ლი იპოვა, მოკალათდა და მეგობრებისკენ ზურგშექცეულმა სა-
ბანიც წაიფარა. აღარ ახსოვდა, თავი ასე მყუდროდ როდის იგ-
რძნო. მართალია, გაურკვეველი მომავალი აშინებდა, მაგრამ
ამავე დროს სულიერ სიმშვიდესაც გრძნობდა. იქნებ, მართლაც
მოეხერხებინათ და უკეთურთან კავშირი ერთხელ და სამუდამოდ
გაეწყვიტათ.
თომასი კომპლექსიდან გაქცევაზე დაფიქრდა. რაც მეტს ფიქ-
რობდა, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ეს უკეთურის გეგმა არ
იყო. ცოტა ხანში ბევრი რამ მოხდა. დაცვის წევრებიც თავგანწირ-
ვით იბრძოდნენ, რომ მოზარდები კომპლექსიდან არ გაქცეოდ-
ნენ. მათი საქციელი თამაშს არ ჰგავდა.
ბოლოს, როგორც იქნა, ჩაეძინა და სიზმარი ნახა.
ის თორმეტი წლისაა და ვიღაც სახენაღვლიანი კაცის წინ,
სკამზე ზის. კაცს ეტყობა, რომ იქ ყოფნა არ სიამოვნებს. ოთახს
სათვალთვალო ფანჯარა აქვს.
– თომას, – იწყებს კაცი, – შენ, ბოლო დროს, ცოტათი… გო-
ნებაგაფანტული ხარ. მოდი, მნიშვნელოვან საკითხებზე დავფიქ-
რდეთ. შენ და ტერეზა ტელეპათიურად კარგად საუბრობთ და
ყველა შეფასების მიხედვით, პროგრესი აშკარაა. ახლა კი დროა,
ყურადღება მოიკრიბო.
თომასს რცხვენია. მერე კი იმიტომ რცხვენია, რომ შერცხვა.
მას საკუთარ ოთახში გაქცევა და დამალვა უნდება და კაცი ამას
ხვდება.
– აქედან ვერ გახვალ, სანამ ამ საქმისადმი შენს ერთგულე-
ბასა და თავდადებას არ დავინახავ, – სიტყვებმა უმოწყალო მო-
სამართლის სასიკვდილო განაჩენივით გაიჟღერა, – ყველა ჩემს

122 მკითხველთა ლიგა


კითხვას უპასუხე და შენთვისვე აჯობებს, გულწრფელი იყო. გასა-
გებია?
თომასი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
– აქ რატომ ხარ? – ეკითხება კაცი.
– ელვარების გამო.
– პასუხი არადამაკმაყოფილებელია. უფრო კონკრეტულად!
თომასი დუმს. ბოლო დროს ბიჭი ურჩობს, მაგრამ თუ ახლა
ამის შესახებ კაცს გამოუტყდება, ეს შეგრძნება გაუვლის და
კვლავ უკეთურის მორჩილი გახდება.
– გისმენ, – არ ეშვება კაცი.
თომასი სხაპასხუპით იწყებს დიდი ხნის წინ გაზეპირებულ
ტექსტს:
– მზეზე აფეთქებებმა ძალიან დააზარალა დედამიწა. ბევრ
სამთავრობო შენობაში უსაფრთხოების სისტემა დაირღვა.
დაავადებათა კონტროლის სამხედრო ცენტრის ერთ-ერთი ლა-
ბორატორიიდან გავრცელდა ბიოლოგიური ომისათვის ადა-
მიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ვირუსი. ვირუსი მოსახ-
ლეობაში ელვის სისწრაფით გავრცელდა. სწორედ ამის გამო
ეწოდა მას ელვარება. გადარჩენილმა მთავრობებმა თავიანთი
რესურსები გააერთიანეს და შექმნეს ორგანიზაცია უკეთური,
რომელმაც იმუნიტეტიანთა შორის ყველაზე ნიჭიერები გამოარ-
ჩია. მათ მიზნად დაისახეს ადამიანთა ტვინის ფუნქციონირების
სქემებისა და სხვადასხვა ემოციის შესასწავლად გეგმის შედგე-
ნა. უნდა შეესწავლათ, ელვარების მიუხედავად, რატომ მუშაობ-
და ჩვენი ტვინები სრულფასოვნად. კვლევამ დაადასტურა…...
თომასი განაგრძობდა, არ ჩერდებოდა და გრძნობდა, რო-
გორ სძულდა თავისი წარმოთქმული თითოეული სიტყვა.
ამ დროს მძინარე თომასი უკან ბრუნდება და წყვდიადში თავ-
ქუდმოგლეჯილი შერბის.

123 მკითხველთა ლიგა


124 მკითხველთა ლიგა
თავი 22
თომასმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო, მეგობრებისთვის თავი-
სი სიზმრები მოეყოლა. უფრო სწორად, მოგონებები, რომლებიც
ნელ-ნელა უბრუნდებოდა.
იმ დღეს მეორედ დასხდნენ მოსათათბირებლად. თომასმა მე-
გობრებს პირობა დაადებინა, სანამ თხრობას არ დაამთავრებდა,
სიტყვა არ შეეწყვეტინებინათ. სკამები მფრინავის კაბინასთან ახ-
ლოს დადგეს, რომ თომასის ნაამბობი ხორხესაც მოესმინა. თო-
მასმა სიზმრების – ბავშვობის მოგონებების – მოყოლა დაიწყო.
უამბო, როგორ წაიყვანა უკეთურმა, როცა აღმოაჩინეს, რომ ვი-
რუსზე იმუნიტეტი ჰქონდა, როგორ სწავლობდა ტერეზასთან ერ-
თად ტელეპათიურ საუბარს... მოკლედ, ყველაფერი, რის გახსე-
ნებაც შეძლო... მერე კი დადუმდა და მეგობრების რეაქციას
დაელოდა.
– ვერ ვხვდები, რა კავშირი აქვს შენს სიზმრებს ჩვენს მდგო-
მარეობასთან, – უთხრა მინჰომ, – უკეთური ახლა უფრო შემ-
ძულდა. კიდევ კარგი, გამოვექეცით. იმედია, ტერეზას მურტალ
სიფათს აღარასოდეს ვნახავ.
ბოლო დროს ფიცხი და გულჩათხრობილი ნიუტი კრების დაწ-
ყების შემდეგ პირველად ალაპარაკდა.
– ბრენდა მაგ „ყველაფრის მცოდნე“ გომბიოსთან შედარე-
ბით ფრთაშესხმული ანგელოზია.
– მმ…... მადლობა უნდა გადაგიხადო? – ბრენდამ ნიუტს თვა-
ლები დაუბრიალა.
– შენ განწყობა როდის შეიცვალე? – ჰკითხა მინჰომ.
– რა-ა? – ვერ გაიგო ბრენდამ.

125 მკითხველთა ლიგა


– როდის შეგძულდა-მეთქი ის ნაგიჟრების ბანდა.… შენ ხომ
უკეთურთან მუშაობდი, მაყალშიც მათ დავალებას ასრულებდი.
მზად იყავი, ჩვენთვის ის ნიღბები გაგეკეთებინა და ტვინი აგერია.
ჰოდა, მაინტერესებს, როდის გადაწყვიტე ჩვენს მხარეს გადმოს-
ვლა?
ბრენდამ ამოიოხრა. დაღლილი ჩანდა, მინჰოს კითხვამ კი
მოთმინებაც დააკარგვინა.
– მათ მხარეს არც არასდროს ვყოფილვარ! არასდროს! მათი
მეთოდები არასდროს მომწონდა, მაგრამ მარტო მე რას შევ-
ცვლიდი?! ან თუნდაც მე და ხორხე?! მე საკუთარი თავის გადარ-
ჩენას ვცდილობდი, მაგრამ მერე თქვენთან ერთად მაყალში მოვ-
ხვდი და მივხვდი, რომ…... მოკლედ, ვიფიქრე, რომ ჩვენ შანსი
გვაქვს.
თომასს თემის შეცვლა მოუნდა.
– ბრენდა, შენი აზრით, უკეთური ჩვენს კონტროლს შეეცდე-
ბა? ტვინის არევას, მანიპულირებას თუ რაც ჰქვია…...
– აი, სწორედ მაგიტომ გვჭირდება ჰანსი, – ბრენდამ მხრები
აიჩეჩა, – ვინ იცის, უკეთური რას მოიმოქმედებს, ოღონდ უნდა
გვახსოვდეს – როცა ვინმეს მართვას აპირებენ, მასთან ახლოს
უნდა იყვნენ. რაკი გავექეცით და ახლა ვერ გვითვალთვალებენ,
შეიძლება გარისკვა ვერ გაბედონ.
– რატომ? – იკითხა ნიუტმა. – ხომ შეიძლება, გვიბრძანონ,
ფეხები მივიცხრილოთ ან მათ მოსვლამდე სკამებს მივებათ?
– ხომ გითხარით, ისინი ახლოს არ არიან, – მიუგო ბრენდამ,
– ამ მანძილზე მანიპულირების მცდელობა კი დიდი რისკია. აშ-
კარაა, რომ მათ თქვენ ძალიან სჭირდებით, ბიჭებო, ამიტომ
თქვენი დახოცვა ან რამის დაშავება არ სურთ. დაგენაძლევებით,
თქვენს საპოვნელად უამრავ ხალხს გამოუშვებენ, თქვენს მარ-
თვას კი მას შემდეგ ეცდებიან, რაც სათვალთვალოდ საჭირო მან-

126 მკითხველთა ლიგა


ძილზე მოგიახლოვდებიან. ამაში დარწმუნებული ვარ და სწო-
რედ ამიტომ უნდა წავიდეთ დენვერში.
თომასს ეს ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა.

– დენვერში მივფრინავთ და ამაზე ლაპარაკი აღარ გვინდა, ყო-


ველ შემთხვევაში, მომდევნო ასი წლის განმავლობაში მაინც. –
მოსულა, – მიუგო მინჰომ.
სამიდან ორი თანახმა იყო. ყველამ ნიუტს გადახედა.
– მე ხომ შიზი ვარ, – თქვა ბიჭმა, – რა მნიშვნელობა აქვს, მე
რას ვფიქრობ!
– შენ ქალაქში შეგაპარებთ, – უთხრა ბრენდამ, თითქოს
ნიუტის ნათქვამი არც გაუგონია, – და დაიცდი მანამდე, სანამ
ჰანსი თომასს და მინჰოს ტვინიდან იმპლანტებს არ ამოუღებს.
ვიფრთხილებთ და ხალხს მოგარ…...
მაგრამ სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო – მოულოდნე-
ლად ნიუტი წამოხტა და კედელს მუშტი სთხლიშა.
– მიმიფურთხებია ამ რაღაცისთვის, ტვინში რომ მაქვს გარ-
ჭობილი! სულერთია, მაინც მალე დამიცურდება. სულაც არ ვაპი-
რებ, ქალაქში შევიპარო და ჯანმრთელი ხალხი დავაინფიცირო.
უეცრად თომასს კონვერტი გაახსენდა.
ბიჭს ხელი აექავა, ისე მოუნდა მისი ამოღება და წაკითხვა.
ყველა დადუმდა.
ნიუტი უფრო მოიღუშა.
– დიდი მადლობა, ტყავიდან რომ ძვრებით ჩემს დასაკერად,
– დაამატა მან ხმადაბლა, – ყველამ ვიცით, რომ უკეთურის სა-
ოცნებო ანტივირუსი ვერაფერს მიშველის, ამასაც გვატყუებენ.
რომ მაჩუქონ კიდეც, არ მინდა. ამ დამპალ პლანეტაზე ცხოვრება
ისედაც აღარ ღირს. მოკლედ, მე აისბერგში დავრჩები, თქვენ კი
წადით ქალაქში, – თქვა და ბავშვებს გაშორდა.

127 მკითხველთა ლიგა


– შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, –
ჩაილაპარაკა მინჰომ, – მგონი, კრება დამთავრებულია, – მერე
ფეხზე ადგა და მეგობარს უკან გაჰყვა.
შუბლშეჭმუხნილმა ბრენდამ თომასს გადახედა.
– ჩვენ… სწორად ვიქცევით.
– სწორი,… მცდარი...… ასეთი ცნებები აღარ არსებობს, –
თქვა თომასმა გულგრილად. ბიჭს ძალიან ეძინებოდა, – ახლა
არჩევანი დიდსა და პატარა ბოროტებას შორის უნდა გავაკე-
თოთ.
თომასი ფეხზე წამოდგა და მეგობრებისკენ გაემართა, თან ჯი-
ბეში კონვერტს აწვალებდა. ნეტავ, რას სწერდა ნიუტი? და რო-
გორ უნდა გაეგო, როდის დადგებოდა შესაფერისი მომენტი?

128 მკითხველთა ლიგა


თავი 23
თომასს იმაზე დასაფიქრებლად, როგორი იყო სამყარო, რო-
მელსაც უკეთური ვერ მართავდა, დიდი დრო არ ჰქონია. ახლა
კი, როცა მის პირისპირ აღმოჩნდა, ერთიანად დაიზაფრა. ცოტაც
და, იგი მტრულად განწყობილ ქალაქში შეაბიჯებდა.
– აბა, ბიჭებო, მზად ხართ? – იკითხა აისბერგიდან ჩამოს-
ვლის შემდეგ ისევ ლიუკის კართან მდგომმა ბრენდამ. მათ წინ,
დაახლოებით ორმოცდაათიოდე მეტრის იქით, ქალაქის გარშე-
მო შემოვლებული მაღალი ბეტონის კედელი და ვეება რკინის
ჭიშკარი გამოჩნდა.
ხორხემ ჩაიფრუტუნა.
– სულ დამავიწყდა, როგორი თბილი და სასიამოვნო გარემო
გველოდება დენვერში.
– დარწმუნებული ხარ, რომ სწორად იქცევი? – ჰკითხა თო-
მასმა.
– მოკეტე, ჰერმანო და მენდე. სახელებს დავიტოვებთ, მაგ-
რამ გვარებს მოვატყუებთ. მათ მხოლოდ ერთი რამ აინტერესებთ
– ელვარებაზე იმუნიტეტი გვაქვს თუ არა. სიხარულისგან გა-
დაირევიან, როცა გაიგებენ, რომ ინფიცირებულები არ ვართ!
ორი დღეც არ იქნება გასული, რომ სამსახურსაც ვიშოვით. დამი-
ჯერეთ, მთავრობა ხელიდან არ გაგვიშვებს. ჩვენ მათთვის აუწო-
ნავი ოქრო ვართ. ჰო, მართლა, თომას, ძალიან გთხოვ, ენას კბი-
ლი დააჭირე.
– და შენც, მინჰო, – დაამატა ბრენდამ, – გასაგებია? ხორხემ
ყალბი დოკუმენტები გაგვიკეთა. გარდა ამისა, ის შესანიშნავი
მატყუარაცაა.
– კარგი ერთი! – შეიცხადა კორდელმა.

129 მკითხველთა ლიგა


ხორხე და ბრენდა კარიბჭისკენ გაემართნენ. მათ მინჰო მიჰ-
ყვა. თომასი ყოყმანობდა. მან კედელს შეხედა და ლაბირინთი
გაახსენდა. გონებაში შემზარავი მოგონებები ამოუტივტივდა.
განსაკუთრებით მკაფიოდ გაახსენდა ის ღამე, როცა გრივერებს
ალბი სუროს ტოტებში დაუმალა. კიდევ კარგი, ეს კედლები მო-
შიშვლებული იყო.
თომასს ჭიშკრამდე გზა უსასრულოდ მოეჩვენა. უზარმაზარი
კედლები და კარიბჭე უფრო და უფრო მაღლდებოდა. ვეება კარ-
თან მიახლოებულებს ელექტროზარის ზუზუნი და ქალის ხმა მო-
ესმათ:
– დაასახელეთ ქალაქში სტუმრობის მიზანი და თქვენი სახე-
ლები.
– მე ხორხე გალარაგა ვარ, ესენი კი ჩემი მეგობრები არიან:
ბრენდა დესპეინი, თომას მერფი და მინჰო პარკი. ჩვენი ვიზიტის
მიზანია ინფორმაციის შეგროვება და საველე ტესტირებები, –
ხმამაღლა დაწყო ხორხემ, – მე სერტიფიცირებული მფრინავი
ვარ. ყველა საჭირო დოკუმენტი თან მაქვს, შეგიძლიათ, შეამოწ-
მოთ, – ხორხემ ჯიბიდან რამდენიმე ელექტრული ბარათი
ამოიღო და კედელზე დამაგრებული ვიდეოკამერისკენ გაიშვი-
რა.
– მოითმინეთ, თუ შეიძლება, – თქვა ხმამ.
თომასს ოფლმა დაასხა. ის დარწმუნებული იყო, რომ ქალი
წუთი-წუთზე განგაშის სირენას ჩართავდა, დაცვის თანამშრომ-
ლები გამოცვივდებოდნენ და მათ უკან, უკეთურის კომპლექსში,
ან სადღაც უარეს ადგილას გაგზავნიდნენ.
თომასი დაძაბული იდგა და ელოდა. მოეჩვენა, რომ ლოდინ-
ში რამდენიმე წუთი გავიდა. მალე ანჯამები აჭრიალდა და კარიბ-
ჭის ცალი ფრთა ხმამაღალი ღრჭიალით გაიღო. თომასმა ღია
კარში შეიჭყიტა და ვიწრო ქუჩა ცარიელი რომ დაინახა, გულზე

130 მკითხველთა ლიგა


მოეშვა. შიგნით კიდევ ერთი მაღალი კედელი და კარიბჭე ჩანდა,
ოღონდ – უფრო თანამედროვე. მის მარჯვნივ, კედელში, რამდე-
ნიმე ეკრანი და მართვის პანელი იყო დამონტაჟებული.
– წავედით, – თქვა ხორხემ და კარში ისე შევიდა, თითქოს ყო-
ველდღე აქ დადიოდა. თომასი, მინჰო და ბრენდა უკან მიჰყვნენ
და შიდა, ეკრანებიან კედელთან გაჩერდნენ. ეს ეკრანები და მარ-
თვის პანელები ახლოდან უფრო რთული სისტემის იყო. ხორხემ
ყველაზე დიდ პანელზე ღილაკს თითი დააჭირა და მათი ყალბი
გვარებისა და საიდენტიფიკაციო ნომრების აკრეფას შეუდგა. ბო-
ლოს დანადგარის სპეციალურ ფართო ჭრილში ელექტრული ბა-
რათები შეაცურა.
გავიდა რამდენიმე წუთი. ბავშვები და ხორხე მორჩილად იც-
დიდნენ, თუმცა, თომასი უფრო და უფრო იძაბებოდა. ბიჭი ცდი-
ლობდა, არაფერი შესტყობოდა, თუმცა, უკვე დარწმუნებული
იყო, რომ აქ მოსვლა დიდი შეცდომა იყო. მათ თავი სადმე სხვა-
გან, შედარებით დაუცველ ქალაქში უნდა შეეფარებინათ, ან შიგ-
ნით როგორმე ქურდულად შეეღწიათ. ეს ხალხი მათ დანახვაზე
ყველაფერს მიხვდებოდა. იქნებ უკეთურმა უკვე გაავრცელა კი-
დეც ინფორმაცია მათი გაქცევის შესახებ?!
„დამშვიდდი!“ – დატუქსა საკუთარი თავი და შეკრთა. ნეტავ,
ხმამაღლა ხომ არაფერი წამოსცდა?
ქალის ხმა კვლავ გაისმა.
– დოკუმენტები სანდოა. გთხოვთ, ვირუსზე შემოწმების მედ-
პუნქტში მიბრძანდეთ.
ხორხე მარჯვნივ გადგა. მოულოდნელად კედელში პანელი
გაიხსნა. თომასმა დიანახა, რომ შიგნიდან რაღაც, მექანიკური
მკლავის მსგავსი, გამოვიდა, რომელსაც თვალის ფოსოების
მსგავსი ხვრელები ჰქონდა. ხორხე წინ გადაიწია და სახე დანად-
გარს მიადო. როგორც კი მისი თვალები ამ თვალის ფოსოებს გა-

131 მკითხველთა ლიგა


უსწორდა, დანადგარიდან პატარა მავთული გამოსრიალდა და
ხორხეს კისერზე უჩხვლიტა. გაისმა სისინისა და ტკაცუნის ხმა,
მერე კი მავთული უკან, დანადგარში შეცურდა და ხორხეც გას-
წორდა.
მოძრავი პანელი დატრიალდა და კედელში შეიმალა, უც-
ნაური დანადგარის ადგილზე კი ზუსტად მისი მსგავსი, ოღონდ –
ახალი გამოჩნდა.
– შემდეგი, – ბრძანა ქალის ხმამ.
ბრენდამ თომასს შეშფოთებული სახით გადახედა, მერე წინ
წაიწია და დანადგარისკენ დაიხარა. მავთული ახლა ბრენდას
ჩაესო კისერში. ისევ გაისმა სისინისა და ტკაცუნის ხმა. ბრენდაც
გვერდით გადგა და შვებით ამოისუნთქა.
– დიდი ხანია, რაც ეს არ გამიკეთებია, – უჩურჩულა თომასს,
– მათ დანახვაზე ვღიზიანდები, თითქოს მეშინია, იმუნიტეტი არ
გამიქრეს.
ქალის ხმამ კიდევ ერთხელ თქვა:
– შემდეგი.
ახლა პროცედურა მინჰომ გაიარა. ბოლოს თომასის ჯერიც
დადგა.
ის პანელთან მივიდა, რომელიც კვლავ გადატრიალდა და
ახალი დანადგარი გამოჩნდა. ბიჭი წინ გადაიხარა და ფოსოებში
შეიხედა. ეგონა, ჩხვლეტა ეტკინებოდა, მაგრამ არაფერი უგ-
რძნია. რამდენჯერმე თეთრი და ფერადი სინათლე დაინახა – ეს
იყო და ეს. სახეზე თბილი ჰაერის ტალღა იგრძნო და თვალები
დახუჭა. რომ გაახილა, სიბნელის გარდა, ვერაფერი დაინახა.
თომასმა უკან დაიხია და შედეგს დაელოდა.
როგორც იქნა, ქალი ისევ ალაპარაკდა.
– შემოწმება დასრულებულია. თქვენ არ წარმოადგენთ ვდს-
ს. თქვენ იმუნიტეტი გაქვთ. ალბათ, ხვდებით, რომ აქ, დენვერში,

132 მკითხველთა ლიგა


თქვენისთანებისთვის შესაძლებლობათა დიდი არჩევანია. თუმ-
ცა, გირჩევთ, ამას ყველა შემხვედრს ნუ გაუმხელთ. აქ ყველა ჯან-
მრთელია, თუმცა, ბევრს იმუნიტეტიანები მაინც არ მოსწონს.
– ჩვენ აქ მხოლოდ რამდენიმე მარტივი ამოცანა გვაქვს შე-
სასრულებელი, მერე კი წავალთ. ალბათ, ერთ კვირაში, – უთხრა
ხორხემ, – ამ პატარა საიდუმლოს შენახვა კი ნამდვილად შეგვიძ-
ლია.
– ვდს რას ნიშნავს? – ჩურჩულით ჰკითხა თომასმა მინჰოს.
– აბა, მე რა ვიცი?!
– ვირუსით დაინფიცირების საფრთხე, – უპასუხა ბრენდამ,
სანამ ბიჭი მისთვის კითხვას მოასწრებდა, – და ჩუმად. ყველა,
ვინც ეს არ იცის, ეჭვს იწვევს.
თომასმა რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ უეცრად
ხმამაღალმა წრიპინმა შეაკრთო. კარი ფართოდ გაიღო და გა-
მოჩნდა დერეფანი. აქ კედლები ლითონის იყო, და კიდევ ერთი
კარი ჩანდა. „ნეტავ, ამ ქალაქს რამდენი კარიბჭე აქვს?“ –
გაიფიქრა და თავი გააქნია.
– გთხოვთ, სათითაოდ გაიაროთ დეტექტორთან, – სთხოვა
ქალის ხმამ, რომელიც თითქოს თან დაჰყვებოდათ, – მისტერ გა-
ლარაგა, თქვენ პირველი იქნებით.
ხორხე პატარა ოთახში შევიდა თუ არა, კარი დაიხურა.
– დეტექტორი რა არის? – იკითხა თომასმა.
– ის რაღაცებს პოულობს და ავლენს, – უპასუხა ბრენდამ
მოკლედ.
თომასი დაიმანჭა. ისევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ
კვლავ წრიპინი გაისმა და კარი გაიღო.
– მის დესპეინ, შემდეგი თქვენ ბრძანდებით, – გაისმა „ო-
როგორ-მომწყინდა“ ქალის ხმა.

133 მკითხველთა ლიგა


ბრენდამ გამხნევების ნიშნად თომასს თავი დაუქნია და
ოთახში შევიდა, ერთი წუთის შემდეგ კი მინჰოს ჯერი დადგა.
მან თომასს სერიოზული გამომეტყველებით გადახედა.
– თუ მეორე მხარეს ვერ გნახავ, – უთხრა ვითომ გულაჩუყე-
ბულმა, – იცოდე, რომ მიყვარხარ.
თომასმა თვალები დაუბრიალა.
მინჰო გაუჩინარდა.
მერე კი ქალის ხმამ თომასი იხმო.
როგორც კი თომასმა ზღურბლს გადააბიჯა, მის უკან კარი
დაიხურა. გაისმა წრიპინი და ბიჭს ჰაერის ძლიერი ნაკადი დაეტა-
კა; მერე მის წინ კარი შეიღო და თომასმა უამრავი ხალხი დაინა-
ხა. ბიჭს გული აუჩქარდა, მაგრამ მათ შორის თავისი მეგობრებიც
შენიშნა და დამშვიდდა. მერე კი მათ გაოგნებული მიუახლოვდა.
ქალებსა და კაცებს ნიღბები ეკეთათ და უზარმაზარ, შუშის, მა-
ღალჭერიან ატრიუმში მიდი-მოდიოდნენ. შუშის ჭერიდან მზის
კაშკაშა შუქი იღვრებოდა. ერთ-ერთი ფანჯრიდან თომასმა რამ-
დენიმე ცათამბჯენის სახურავი დაინახა, რომლებიც სულ არ
ჰგავდა მაყალში ნანახ მაღალ შენობებს.
– არც ისეთი ცუდი იყო, არა, muchacho? – ჰკითხა ხორხემ.
– მე მომეწონა კიდეც, – უპასუხა მინჰომ.
თომასი დამუნჯებული იდგა; უზარმაზარი შენობის თვა-
ლიერებაში ლამის კისერი მოიტეხა.
– ეს რა ადგილია? – ამოღერღა ბოლოს. – ან ეს ხალხი ვინაა?
– და პასუხის მოლოდინში მეგობრებს გადახედა. ხორხე და
ბრენდა უხერხულად შეიშმუშნენ, თუმცა, ბრენდას გამომეტყვე-
ლება მალევე შეეცვალა და სახეზე სევდა დაეტყო.
– სულ მავიწყდება, რომ მეხსიერება დაკარგე, – ჩაილაპარა-
კა, მერე კი ხელები გაშალა და ირგვლივ ანიშნა, – ამ ადგილს
სავაჭრო ცენტრი ჰქვია, ის მთელ კედელს გასდევს, ანუ ქალაქს

134 მკითხველთა ლიგა


გარს ერტყმის. აქ, ძირითადად, მაღაზიები და სხვადასხვა დაწე-
სებულებებია.
– არასოდეს მინახავს ამდენი… – დაიწყო თომასმა, მაგრამ
მაშინვე დადუმდა, რადგან მუქ ცისფერ პიჯაკში გამოწყობილი კა-
ცი შენიშნა, რომელიც მათ უახლოვდებოდათ. ის მხოლოდ თო-
მასს უცქერდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ბედნიერი
ნამდვილად არ ეთქმოდა.
– ეი, – თომასმა მეგობრებს უცხოზე თავით ანიშნა.
მაგრამ სანამ რომელიმე ხმის ამოღებას მოასწრებდა, კაცი
წინ აესვეტათ. უცნობი მეგობრებს თავის სწრაფი დაკვრით
მიესალმა.
– ვიცით, რომ უკეთურის შტაბბინიდან ვიღაცები გაიქცნენ. იმ
აისბერგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომლითაც ჩამოფრინ-
დით, ვფიქრობ, თქვენ გაქცეულთა ჯგუფის წევრები უნდა იყოთ.
გთხოვთ, ჩემი რჩევა ყურად იღოთ: ნურაფრის შეგეშინდებათ,
ჩვენ მხოლოდ დახმარებას გთხოვთ, სანაცვლოდ კი დაგიცავთ.
მან თომასს ქაღალდის ნაგლეჯი მიაწოდა, მერე ქუსლებზე
შეტრიალდა და ბავშვებს უსიტყვოდ გაშორდა.
– ეს რა ჯანდაბა იყო? – იკითხა მინჰომ. – რა წერია?
თომასმა ქაღალდის ნაგლეჯს დახედა.
– წერია, რომ დაუყოვნებლივ უნდა შევხვდეთ. „მე ვმუშაობ
ჯგუფთან „მარჯვენა ხელი“. კენუდისა და ბრუკშირის კუთხეში, ბი-
ნა #2792.“
თომასმა წერილის ბოლოს ხელმოწერას დახედა, ყელში
ბურთი გაეჩხირა და მინჰოს ახედა. დარწმუნებული იყო, რომ სა-
ხეზე მკვდრისფერი ედო.
– გალისგანაა.

135 მკითხველთა ლიგა


თავი 24
აღმოჩნდა, რომ თომასს მეგობრებისთვის სათქმელი არაფე-
რი ჰქონდა. ბრენდა და ხორხე უკეთურში დიდხანს მუშაობდნენ
და გალიზე ყველაფერი იცოდნენ: როგორ ცხოვრობდა ბიჭი კორ-
დში განდეგილივით, როგორ გახდნენ ის და თომასი მოსისხლე
მტრები, მას შემდეგ, რაც გალიმ თომასი გარდაქმნისას თავის
მოგონებებში ნახა. თუმცა, თომასს მხოლოდ გაავებული ბიჭი ახ-
სოვდა, რომელმაც ჩაკი მოკლა. ბიჭუნამ სული თომასის ხელში
დალია. თომასს სიმწრისგან თვალთ დაუბნელდა და გალის და-
უნდობლად სცემა. ეგონა, მოკლა. კიდევ კარგი, გადარჩენილა –
თუ წერილი მართლაც გალის დაწერილია. მართალია, თომასს
იგი სძულდა, მაგრამ არ უნდოდა, მკვლელი ყოფილიყო.
– შეუძლებელია, ის იყოს, – თქვა ბრენდამ.
– რატომ? – ჰკითხა თომასმა; შვების შეგრძნება თანდათან
გაუქრა. – ჩვენი წამოსვლის შემდეგ რა მოუვიდა? ის…...
– მოკვდა? არა. კვირაზე მეტი ლაზარეთში გაატარა, დამ-
ტვრეული სახის ძვლები გაუსწორეს. თუმცა, მის ფსიქოლოგიურ
ტრამვასთან შედარებით ეგ არაფერი იყო. მათ ის ჩაკის მოსაკ-
ლავად გამოიყენეს, რადგან ფსიქოლოგების აზრით, ასეთი კონ-
ფიგურაციის ტვინის ნიმუშები საჭირო და სასარგებლო იქნებო-
და. მათ ყველაფერი წინასწარ დაგეგმეს და მერე ჩაკი აიძულეს,
გადაგფარებოდა.
თომასს გალისადმი სიბრაზე საბოლოოდ გაუქრა, სამა-
გიეროდ უკეთურისადმი სიძულვილი გაუათმაგდა. მართალია,
გალი ქლიავი იყო, მაგრამ თუ ბრენდა სიმართლეს ამბობდა, ის
მხოლოდ უკეთურის ბრმა იარაღი ყოფილა. ამის გაფიქრებაზე

136 მკითხველთა ლიგა


თომასს თვალთ დაუბნელდა. ესე იგი, ჩაკი შემთხვევით არ მომ-
კვდარა, ის თომასის ნაცვლად მოკლეს.
ბრენდა თხრობას განაგრძობდა.
– ამბობდნენ, რომ ფსიქოლოგებს, რომელთაც ეგ სიტუაცია
ვარიაციული ცდისთვის შექმნეს, აინტერესებდათ არა მარტო შე-
ნი და ამ ამბის თვითმხილველი კორდელების ტვინის რეაქციები,
არამედ სიცოცხლის ბოლო წუთებში ჩაკის ტვინის ფუნქციონირე-
ბაც.
თომასს ეგონა, განრისხებული თავს ვერ შეიკავებდა, ამდენ
ხალხში ვიღაცას ხელს სტაცებდა და მიასიკვდილებდა, ზუსტად
ისე, როგორც გალი მიასიკვდილა.
თომასმა ღრმად ჩაისუნთქა და აცახცახებული ხელები თავზე
გადაისვა.
– უკვე აღარაფერი მიკვირს, – გამოცრა მან.
– გალის გონება ჩადენილს ვერ შეეგუა, – განაგრძო ბრენ-
დამ, – ის ჭკუიდან შეიშალა და მისი მოშორება მოუხდათ. დარ-
წმუნებული ვარ, ფიქრობდნენ, რომ მას მაინც არავინ დაუჯერებ-
და.
– და რატომ გგონია, რომ ეს გალი არ იქნება? – ჰკითხა თო-
მასმა. – იქნებ, გამოჯანმრთელდა და აქ გადმოვიდა საცხოვრებ-
ლად.
ბრენდამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
– არა, გამორიცხული არაფერია, მაგრამ მე ის ვნახე – გეგო-
ნებოდა, ელვარება შეყრიაო. სკამების ჭამას ცდილობდა, იფურ-
თხებოდა, ღრიალებდა და თმას იგლეჯდა.
– ეგეთი გალი მეც ვნახე, – დაამატა ხორხემ, – ერთხელ დაც-
ვასაც კი გაექცა. დერეფნებში დედიშობილა დარბოდა და
ღრიალებდა, ძარღვებში ხოჭოები დამირბიანო.
თომასმა ლოგიკურად განსჯა სცადა.

137 მკითხველთა ლიგა


– „მარჯვენა ხელი“ რაღაა?
– მათზე მხოლოდ ხმები დადის. ამბობენ, რომ იატაკქვეშა
ორგანიზაციაა, რომელსაც უკეთურის დამხობა აქვს გადაწყვეტი-
ლი, – უპასუხა ხორხემ.
– ჰოდა, მით უმეტეს უნდა ვნახოთ გალი, – თქვა თომასმა.
ბრენდას სახეზე დაეჭვება დატყო.
– ჩემი აზრით, ჯერ ჰანსი უნდა ვიპოვოთ.
თომასმა ცხვირწინ ქაღალდის ნაგლეჯი აუფრიალა.
– ჯერ გალის ვნახავთ. ისეთი ვინმე გვჭირდება, ვინც ქალაქს
კარგად იცნობს, – თომასს ინტუიციაც ჰკარნახობდა, რომ სწო-
რად იქცეოდა.
– ხაფანგს რომ გვიგებდნენ?
– ჰო, – დაეთანხმა მინჰო ბრენდას, – ამაზე ღირს დაფიქრება.
– არა, – გააქნია თავი თომასმა, – არ ღირს მათი ნაბიჯების
გამოცნობა. ხანდახან მგონია, ისინი სწორედ ამას ცდილობენ,
უნდათ, ჩემი სურვილის წინააღმდეგ ის გავაკეთო, რასაც ჩემი აზ-
რით, ფიქრობენ, რომ გავაკეთებ.
– რა-ა? – შესძახა სამივემ ერთდროულად და დაბნეულები
თომასს მიაჩერდნენ.
– დღეიდან მხოლოდ იმას გავაკეთებ, რასაც ინტუიცია მიკარ-
ნახებს, – აუხსნა თომასმა, – ახლა გული მეუბნება, რომ ამ მისა-
მართზე უნდა წავიდეთ და გალი ვნახოთ. ის მაინც ხომ უნდა გა-
ვიგოთ, ამ წერილის ავტორი მართლა გალია თუ არა. ბოლოს და
ბოლოს, ის კორდელია და ჩვენს მხარეს ყოფნის უამრავი მიზეზი
აქვს.
თომასს მეგობრები გაოგნებულები შეჰყურებდნენ, მაგრამ
საწინააღმდეგოს ვერც ერთი ვერ ამბობდა.

138 მკითხველთა ლიგა


– მოკლედ, ასე, – თქვა თომასმა, – თქვენი გამომეტყველე-
ბით თუ ვიმსჯელებ, წინააღმდეგი არ უნდა იყოთ. მიხარია, რომ
მეთანხმებით. აბა, ამ მისამართზე როგორ მივიდეთ?
ბრენდამ თეატრალურად ამოიოხრა.
– ტაქსის შესახებ რამე გსმენია?
კაფეში სწრაფად წახემსების შემდეგ მოზარდები ტაქსიში ჩას-
ხდნენ. როდესაც ხორხემ ტაქსის მძღოლს მგზავრობის საფასუ-
რის გადასახდელად ბარათი მიაწოდა, თომასი კვლავ აღელდა –
შეეშინდა, უკეთურმა არ მოგვძებნოსო. როგორც კი მანქანაში
ჩასხდნენ, ხორხეს ჩურჩულით სწორედ ეს ჰკითხა.
ხორხემ შეწუხებული სახით გადახედა.
– იმას დარდობ, რომ გალიმ ჩვენი ჩამოსვლის შესახებ იცო-
და, არა? – გამოიცნო თომასმა.
ხორხემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– ჰო, ცოტა. წერილის მომტანი ისე გაგვეცნო, ეტყობა, ჩვენი
გაქცევის შესახებ ხმა გავარდა და ახლა „მარჯვენა ხელი“ გვე-
ძებს. ამბობენ, რომ მათი ბაზა აქ არის, დენვერში.
– ან შეიძლება ეს ტერეზას ჯგუფის დამსახურებაა, ისინი ხომ
აქ ჩვენამდე ჩამოვიდნენ, – ივარაუდა ბრენდამ.
თომასისთვის ეს ვერაფერი ნუგეში იყო.
– შენი ბარათით გადახდა მართლა შეიძლება? – ჰკითხა ხორ-
ხეს.
– ყველაფერი კარგად იქნება, muchacho. აქ უკეთურს ჩვენი
დაჭერა გაუჭირდება. ქალაქში დამალვა ადვილია. დამშვიდდი!
თომასს დამშვიდება გაუჭირდა, თუმცა, უკან მაინც გადაიწია,
სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ფანჯრიდან გაიხედა.
დენვერის ქუჩებმა თვალი მოსჭრა. მას ბავშვობიდან ახსოვდა
მფრინავი, უპილოტო, იარაღით აღჭურვილი პოლიციის ავტო-
მანქანები, პოლმანქანები, მაგრამ, დანარჩენი… ასეთი არაფერი

139 მკითხველთა ლიგა


ენახა – ცათამბჯენები, სარეკლამო ჰოლოგრამები, უამრავი
ხალხი. ყველაფრის ერთბაშად აღქმა ძალიან გაუჭირდა. იმასაც
კი ფიქრობდა, უკეთურმა როგორღაც ჩემი მხედველობის ნერ-
ვით მანიპულირება ხომ არ მოახერხა და ახლა ეს ყველაფერი
მეჩვენებაო. ნეტავ, წარსულში ისიც ასეთ ქალაქში ცხოვრობდა?
და თუ ასე იყო, ამ სილამაზის დავიწყება როგორ შეძლო?
რაც უფრო შორს მიდიოდნენ, თომასს მით უფრო ემატებოდა
რწმენა, რომ ეს სამყარო არც ისეთი ცუდი იყო. მაგალითად, აქ,
ამ ქალაქში, ათასობით ადამიანი ყოველდღე თავის საქმეზე მი-
იჩქაროდა და ჩვეული რიტმით ცხოვრობდა. გზა არ ილეოდა და
ნელ-ნელა თომასმა ისეთი რაღაცები შენიშნა, რასაც მანამდე ყუ-
რადღებას არ აქცევდა. ბიჭი თანდათან დაიძაბა. ქუჩებში თით-
ქმის ყველა შეშფოთებული და შეწუხებული მიმოდიოდა. ხალხი
ერთმანეთს თვალს არიდებდა და ეს თავაზიანობით არ მოს-
დიოდათ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ისინი ერ-
თმანეთს გაურბოდნენ. როგორც სავაჭრო ცენტრში, ქუჩებშიც
უმეტესობას სახეზე ან ნიღბები ეკეთა, ან ქსოვილი ჰქონდათ აფა-
რებული.
შენობებზე პლაკატებისა და განცხადებების ტევა არ იყო. მა-
თი უმეტესობა ჩამოგლეჯილი ან საღებავებით გადაჯღაბნილი
იყო. ზოგი ელვარების საფრთხის შესახებ იუწყებოდა და რჩევებს
იძლეოდა, ზოგი მოქალაქეებს ასწავლიდა, რა უნდა გაეკეთები-
ნათ, თუ შემთხვევით ინფიცირებულს გადაეყრებოდნენ ან, ქალა-
ქიდან გასვლისას უსაფრთხოების რა ზომები უნდა გამოეყენები-
ნათ. რამდენიმე პლაკატზე ზღვარს გადასული შიზების ფოტოები
იყო დაბეჭდილი. თომასს თვალში ერთ-ერთი პლაკატი მოხვდა:
შუბლზე თმაგადაწეული ქალი მკაცრი სახით იცქირებოდა, ქვე-
მოთ კი სლოგანი ეწერა: „კანცლერ ფეიჯს უყვარხართ“.

140 მკითხველთა ლიგა


კანცლერი ფეიჯი. თომასს ეს სახელი იმწამსვე ეცნო. ხომ უთ-
ხრა ბრენდამ, მხოლოდ მისი ნდობა შეიძლებაო. თომასი გოგოს-
კენ შებრუნდა უნდოდა, მისთვის ქალზე რამე ეკითხა, მაგრამ თა-
ვი შეიკავა. გულმა უკარნახა, სანამ მარტო არ იქნებოდნენ, ხმა
არ ამოეღო. ქუჩებში უამრავი ასეთი პლაკატი იყო. თომასი მათ
ყურადღებით აკვირდებოდა. უმეტესობა უხამსი ნახატებით იყო
აჭრელებული. სათქმელად ძნელი იყო, როგორ გამოიყურებოდა
ქალი ეშმაკის რქებისა და ულვაშების გარეშე.
ქუჩებში უამრავი, ალბათ, უსაფრთხოების ძალების თანამ-
შრომელი, პატრულირებდა. წითელ პერანგებში გამოწყობი-
ლებს სახეზე აირწინაღები ეკეთათ, ცალ ხელში იარაღი ეჭირათ,
ხოლო მეორეში – ვირუსის შესამოწმებელი აპარატი, იმ დანად-
გარის მინიატიურული ვარიანტი, რომელმაც თომასი და მისი მე-
გობრები ქალაქში შემოსვლამდე შეამოწმა. ქალაქის სიღრმეში
ქუჩები უფრო ბინძური იყო. ყველგან ნაგავი ეყარა, ფანჯრების
შუშები ჩამსხვრეული იყო, კედლებს კი უხამსი ნახატები და წარ-
წერები „ამშვენებდა“. მართალია, მრავალსართულიანი კორპუ-
სების ბოლო სართულების ფანჯრის მინები მზის სხივებს ირეკ-
ლავდა, მაგრამ თომასს მაინც მოეჩვენა, რომ ქალაქში წყვდიადი
ჩამოწვა.
ტაქსიმ ვიწრო ქუჩაზე შეუხვია. აქ გამეფებულმა მდუმარებამ
თომასი გააოცა. ქუჩა თითქმის უკაცრიელი იყო. ტაქსი ოცსარ-
თულიანი შენობის წინ გაჩერდა და მძღოლმა ხორხეს ბარათი
დაუბრუნა. თომასი მიხვდა, რომ მანქანიდან უნდა გადასულიყ-
ვნენ.
ტაქსიდან გადმოვიდნენ თუ არა, მძღოლმა მანქანა დაძრა და
იქაურობას გაშორდა. ხორხემ ბავშვებს კარზე ანიშნა.
– ბინა #2792 აქ არის, მეორე სართულზე.
მინჰომ დაუსტვინა.

141 მკითხველთა ლიგა


– რა სიმყუდროვეა!
მართლაც, ასეთ არამყუდრო ადგილს, ალბათ, ქვეყნად ვერ
იპოვიდით. უხამსი ნახატებითა და წარწერებით დაფარული აგუ-
რის კედლები თომასს მოსვენებას უკარგავდა. მათ შემხედვარეს
კიბეზე ასვლისა და წერილის ავტორის ვინაობის გარკვევის სურ-
ვილი დაეკარგა.
უკნიდან ბრენდამ უბიძგა.
– შენი იდეა იყო, ჰოდა, გაგვიძეხი.
თომასმა სიმწრის ნერწყვი გადაყლაპა, თუმცა, კიბისკენ უხ-
მოდ წავიდა და საფეხურებს აუყვა. 2792-ე ბინის დაკაწრულ და
დამსკდარ ხის კარს მწვანე საღებავი აქა-იქ შერჩენოდა, ეტყობო-
და, საუკუნეებისთვის უნდა გაეძლო.
– რა სიგიჟეა, – თქვა ჩურჩულით ხორხემ, – ეს სრული სიგი-
ჟეა!
მინჰომ ჩაიცინა.
– თომასმა გალის ერთხელ მაგრად სცემა, შეუძლია,
გაიმეოროს.
– ჰო, თუ იარაღის ტრიალით არ გამოგვივარდა, – მიუგო
ხორხემ.
– ბიჭებო, მოკეტეთ, რა! – შეუღრინა ერთიანად დაძაბულმა
თომასმა და კარზე დააკაკუნა. გავიდა რამდენიმე მტანჯველი წა-
მი და კარიც გაიღო.
თომასმა მის წინ მდგარი შავთმიანი ბიჭი მაშინვე იცნო. გა-
ლი, დაეჭვება არ შეიძლებოდა, თუმცა, მას ახლა სახეზე საშინე-
ლი იარები ეტყობოდა: ამობურცული, თეთრი ხაზები ლოქორებს
მოგაგონებდათ. მარჯვენა თვალი ამობურცოდა, მანამდე ოდნავ
გაღუნული ცხვირი კი ახლა მთლად მოგრეხოდა.
– მიხარია, რომ მოხვედით, – მიესალმა მათ გალი წრიპინა
ხმით, – სამყაროს აღსასრულს მოუსწარით.

142 მკითხველთა ლიგა


თავი 25
გალიმ უკან დაიხია და კარი გააღო:
– შემოდით.
თომასმა სინდისის ქენჯნა იგრძნო. არ იცოდა, რა ექნა, ან რა
ეთქვა. მან კორდელს თავი ოდნავ დაუქნია და ბინაში შევიდა.
უავეჯო ბნელი ოთახი იყო, თუმცა, სუფთა. თომასმა ბეკონის
სუნი იგრძნო. დიდ ფანჯარაზე ყვითელი საბანი ჩამოეფარები-
ნათ, რაც ოთახს საშიშ ელფერს სძენდა.
– დასხედით, – შესთავაზა გალიმ.
თომასი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ გაიგო „მარჯვენა
ხელმა“ მისი დენვერში ჩამოსვლის ამბავი და რა უნდოდათ მის-
გან. თუმცა, გული კარნახობდა, რომ ამ კითხვებზე პასუხების გა-
გებამდე მათი წესებით უნდა ეთამაშა. ყველანი იატაკზე დას-
ხდნენ. თომასი და მისი მეგობრები გალის წინ ჩამწკრივდნენ,
რომელიც მათ მოსამართლესავით უცქერდა. გალის სახეზე
ნაიარევები ოთახის მკრთალ შუქზეც კი ჩანდა; მარჯვენა, გასივე-
ბულ თვალში სისხლჩაქცევა ეტყობოდა.
– მინჰოს იცნობ, – დაიწყო თომასმა უხერხულად. მინჰო და
გალი ერთმანეთს თავის დაკვრით მიესალმნენ, – ესენი ბრენდა
და ხორხე არიან. ისინი უკეთურთან მუშაობდნენ, მაგრამ…...
– ვიცი, ვინც არიან, – შეაწყვეტინა გალიმ, რომელიც გაბრა-
ზებული არ ჩანდა, მხოლოდ გულგრილობა ეტყობოდა, – უკე-
თურში იმ ნაბიჭვრებმა მეხსიერება დამიბრუნეს, – გალიმ მზერა
მინჰოზე შეაჩერა, – მახსოვს, ბოლო კრებაზე შენ ძალიან თავა-
ზიანი იყავი, გმადლობ, – დაუმატა ირონიულად.
იმის გახსენებაზე, როგორ დააგდო მინჰომ გალი იატაკზე და
მოკვლით დაემუქრა, თომასი უხერხულად შეიშმუშნა.

143 მკითხველთა ლიგა


– მძიმე დღე იყო, – მიუგო მინჰომ. მისი გამომეტყველებით
შეუძლებელი იყო იმის თქმა, ამას სერიოზულად ამბობდა, თუ
არა. სახეზე სინანულის კვალიც კი არ ეტყობოდა.
– ჰო, მაშინ გასაგებია. რაც იყო, იყო, არა? – უპასუხა გალიმ,
მაგრამ ბიჭის დამცინავი ტონი საწინააღმდეგოს ამბობდა.
თუმცა, თომასისგან განსხვავებით, მინჰო ჩადენილს არ ნა-
ნობდა.
– გალი, მინდა, ბოდიში მოგიხადო, – უთხრა თომასმა და
თვალი თვალში გაუყარა. უნდოდა, გალის მისთვის დაეჯერებინა,
სცოდნოდა, რომ ბიჭი მიხვდა – უკეთური მათი საერთო მტერი
იყო.
– ბოდიშს მიხდი? მე ხომ ჩაკი მოვკალი! მისი სიკვდილი ჩემს
კისერზეა.
შვების ნაცვლად, თომასს ისევ სევდა შემოაწვა.
– ეს შენი ბრალი არ იყო, – ანუგეშა ბრენდამ.
– დღლუმპობაა! – თქვა გალიმ ჯიუტად. – ქვეშაფსიასავით
მოვიქეცი, შემეძლო, მათთვის ჩემი მართვის უფლება არ მიმეცა,
მაგრამ მეგონა, თომასს მოვკლავდი და არა – ჩაკს. იმ საბრალო
ბავშვს ასი წელი თითს არ დავაკარებდი!
– პირდაპირ მოარული კეთილშობილება ხარ! – მინჰოს ხმა
დამცინავად გაისმა.
– ანუ ჩემი მოკვლა გინდოდა? – ჰკითხა მისი გულწრფელო-
ბით გაკვირვებულმა თომასმა.
– წუწუნი არ დაიწყო. ცხოვრებაში შენზე მეტად არავინ მძუ-
ლებია, – მიუგო გალიმ, – მაგრამ წარსულს თავი დავანებოთ. ახ-
ლა ჯობია, მომავალზე ვიფიქროთ, სამყაროს აღსასრული უკვე
მოახლოებულია.

144 მკითხველთა ლიგა


– ერთი წუთით, muchacho, – შეაწყვეტინა ხორხემ, – პირველ
რიგში, დაწვრილებით მოგვიყევი ყველაფერი, რაც უკეთურიდან
გამგზავრების შემდეგ თავს გადაგხდა.
– მე კი მინდა ვიცოდე, როგორ და როდის გაიგეს, აქ რომ
მოვდიოდით? – დაამატა მინჰომ. – და ვინ იყო ის უცნაური ტიპი,
წერილი რომ მოგვიტანა?
გალიმ კვლავ დამცინავად ჩაიფრუტუნა და სახე უფრო შემაძ-
რწუნებელი გაუხდა.
– უკეთურთან ურთიერთობის შემდეგ ხალხის ნდობა გიჭირს,
არა?
– მათი კითხვები სამართლიანია, – ჩაერია თომასი, – გალი,
უნდა გვითხრა, რა ხდება. მით უმეტეს, თუ ჩვენი დახმარება გჭირ-
დება.
– თქვენი დახმარება? – იკითხა გალიმ. – არა მგონია, ეგ სიტ-
ყვა გამოდგეს, მაგრამ საერთო მიზნები კი ნამდვილად გვაქვს.
– მომისმინე, – დაიწყო თომასმა, – თუ გინდა, რომ გენდოთ,
ყველაფერი მოგვიყევი.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გალიმ თხრობა დაიწყო:
– იმ ტიპს, რომელმაც წერილი მოგიტანათ, რიჩარდი ჰქვია.
ჯგუფ „მარჯვენა ხელის“ წევრია. მათ ამ წყალწაღებული პლანე-
ტის ყველა ქალაქში თავისი ხალხი ჰყავთ. ჯგუფის მთავარი მიზა-
ნი ჩვენი ძველი მეგობრების – უკეთურის მმართველობის დამხო-
ბა და მათი ფულის მართლა საჭირო საქმეებისთვის გამოყენე-
ბაა. თუმცა, ამხელა ორგანიზაციის გასანადგურებლად საჭირო
თანხა და ძალაუფლება არ აქვთ. ქმედებისთვის კი მზად არიან,
მაგრამ რაღაც-რაღაც საჭირო ინფორმაციები ჯერ არ აქვთ.
– მათ შესახებ ჩვენც გვსმენია, – თქვა ბრენდამ, – მაგრამ შენ
მათთან როგორ მოხვდი?

145 მკითხველთა ლიგა


– უკეთურის მთავარ კომპლექსში ერთი-ორი ჯაშუში ჰყავთ.
მათ მითხრეს, რომ თუ სიგიჟეს გავითამაშებდი, კომპლექსიდან
მომიშორებდნენ. მე ყველაფერზე ვიყავი თანახმა, ოღონდ
იქაურობას მოვშორებოდი. მოკლედ, „მარჯვენა ხელს“ ისეთი ვი-
ღაც სჭირდებოდა, ვისაც ეცოდინებოდა, როგორ იმართება შენო-
ბა შიგნიდან, როგორ მუშაობს უსაფრთხოების სისტემები და ასე-
თი დღლუმპობები. ჰოდა, ისინი თავს დაესხნენ მანქანას, რომ-
ლითაც უკეთურს მე გადავყავდი და აქ მომიყვანეს. რაც შეეხება
თქვენს ჩამოსვლას, ქსელში ანონიმური შეტყობინება მივიღეთ
და ვიფიქრე, რომ თქვენ გამოგზავნეთ.
თომასმა ბრენდას გადახედა. ბრენდამ მხრები აიჩეჩა.
– ესე იგი თქვენ არ იყავით, – თქვა გალიმ, – მაშინ, ალბათ,
ვიღაცამ შტაბბინიდან ატეხა განგაში და ყველა იმ თავებზე მონა-
დირეს გააგებინა, ვინც თქვენს დაჭერაში დიდ ჯილდოს მიიღებს.
მოკლედ, როგორც კი თქვენი გაქცევის ამბავი გავიგეთ, მაშინვე
დავფაცურდით, თუმცა, ყველაფერი ძალიან იოლი აღმოჩნდა –
აეროპორტის ფრენების სისტემა გავტეხეთ და გავიგეთ, საით
გაფრინდა აისბერგი.
– და შენ აქ უკეთურის დასამხობად მოგვიყვანე? – ჰკითხა
თომასმა. ამის გაფიქრებაზეც კი მას გული კვლავ იმედით აევსო.
გალიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– ისე ამბობ, თითქოს ეს ძალზე იოლია. არ დაგავიწყდეს,
რომ მანამდე ორი ძალიან რთული პრობლემა გვაქვს მოსაგვა-
რებელი.
– რაო? თქვი მერე, რაღას ელოდები?! – მოუთმენლად ჰკით-
ხა ბრენდამ.
– წყნარად, გოგონი.
– რა პრობლემები? – იკითხა თომასმა.
გალიმ ჯერ ბრენდას გადახედა, მერე – თომასს.

146 მკითხველთა ლიგა


– პირველ რიგში, დადის ხმები, რომ ელვარებამ ქალაქში შე-
მოაღწია და რომ აქაური ხელმძღვანელობა ყველა ღონეს ხმა-
რობს ამ ფაქტის დასამალად. თურმე, ინფიცირებული ვიღაც
მნიშვნელოვანი სამთავრობო ფიგურაა. ისინი ვირუსს „კაიფით“
მალავენ – ის ელვარებას ანელებს, თუმცა, მის გავრცელებას
ხელს ვერაფერი უშლის. ჩემი აზრით, მთელ დედამიწაზე იგივე
ხდება. ამ საშინელებას ხომ ვერაფერი აკავებს!
თომასი შიშმა აიტანა. იმის წარმოდგენამ, რომ სამყაროს ში-
ზების ჯგრო დაეპატრონებოდა, გული შეუკუმშა. თუ ასე მოხდე-
ბოდა, იმუნიტეტი რიღას მაქნისი იყო?! დიდხანს ხომ მაინც ვერ
იცოცხლებდი.
– და მეორე პრობლემა რაღაა? – იკითხა მინჰომ. – ეს ერთი
საკმარისი არ იყო?
– მეორე პრობლემა ჩვენნაირი ხალხია.
– ჩვენნაირი ხალხი? – გაიმეორა დაბნეულმა ბრენდამ. –
იმუნიტეტიანებს გულისხმობ?
– ჰო, – გალი წინ გადაიხარა, – ისინი ქრებიან. ან იტაცებენ,
ან გარბიან; მოკლედ, უჩინარდებიან. არავინ იცის, სად. ჩიტმა ამ-
ბავი მომიტანა, რომ მათ იჭერენ, აგროვებენ და მერე უკეთურს
მიჰყიდიან, რომ მათ ცდები გააგრძელონ, ანუ თუ საჭირო იქნება,
ექსპერიმენტი თავიდან დაიწყონ. ბოლო ექვსი თვის განმავლო-
ბაში ქალაქებში იმუნიტეტიანთა რაოდენობა განახევრდა. მათი
უმეტესობა უკვალოდ გაქრა. ეს დიდი პრობლემაა. ქალაქებს
ისინი ძალიან სჭირდება.
თომასი შეშფოთდა.
– ცნობილია, რომ ბევრი ვერ გვიტანს, იმუნიტებს გვეძახიან,
არა? ჰოდა, იქნებ მათ ხოცავენ კიდეც?! – თომასს არ უნდოდა,
დაეჯერებინა, რომ უკეთური ამ ხალხსაც მოსწვდა და მათ ისევ
თავისი ექსპერიმენტებისთვის აგროვებდა.

147 მკითხველთა ლიგა


– ეჭვი მეპარება, – მიუგო გალიმ, – ჩემი ჩიტუნია სანდო წყა-
როა. ამ ყველაფერს ნამდვილად უკეთურის სუნი ასდის. ეს კი, მე-
გობრებო, პრობლემების საშიში კომბინაციაა. ელვარება მთელ
ქალაქშია მოდებული, არადა, მთავრობა საწინააღმდეგოს ამ-
ტკიცებს. იმუნიტეტიანები კი უჩინარდებიან. მოკლედ, მალე, ალ-
ბათ, დენვერში აღარავინ დარჩება და კაცმა არ იცის, რა ხდება
სხვა ქალაქებში.
– და ჩვენ ამ ყველაფერთან რა გვესაქმება? – იკითხა ხორხემ.
გალიმ გაკვირვებულმა შეხედა.
– რაო? სულ არ გადარდებს, რომ ცივილიზაცია, სადაცაა, გა-
ნადგურდება? ქალაქები ინგრევა. ძალიან მალე სამყარო გიჟებს
დარჩებათ, რომლებსაც ვახშმად შენი შეხრამუნება მოუნდებათ.
– რა თქმა უნდა, გვადარდებს, – უპასუხა თომასმა, – მაგრამ
ჩვენგან რა გინდა?
– მომისმინეთ, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ უკეთურს ერთი მი-
ზანი აქვს – განკურნების საშუალების პოვნა, რაც, ცხადზე უცხა-
დესია, არასოდეს მოხდება. აი, ჩვენ კი მათი ფული და რესურსები
რომ მოგვცა, იქნებ რამე მართლა სასარგებლო გაგვეკეთებინა,
მაგალითად, ჯანმრთელები დაგვეცვა. ვიფიქრე, ეს თქვენც გენ-
დომებოდათ.
რასაკვირველია, თომასს ეს ძალიან უნდოდა.
ყველა დუმდა. გალიმ მხრები აიჩეჩა.
– დასაკარგი მაინც არაფერი გვაქვს. ვცადოთ მაინც.
– გალი, შემთხვევით ტერეზაზე ან სხვებზე ხომ არაფერი გა-
გიგია? – ჰკითხა თომასმა.
გალიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– კი, ისინიც ვიპოვეთ. წერილი მათაც გავუგზავნეთ. შენი აზ-
რით, ჩემი ჩიტუნია ვინ არის?

148 მკითხველთა ლიგა


– ტერეზა… – ჩაიჩურჩულა თომასმა. ბიჭის გულში იმედის ნა-
პერწკალმა იფეთქა. ალბათ, როდესაც ბლოკატორი ამოაცალეს,
ტერეზამ ყველაფერი გაიხსენა. ნუთუ ოპერაციის შემდეგ ის
სხვაგვარად ალაპარაკდა? შეიძლება, აღარც ფიქრობს, რომ „უ-
კეთური კარგია“.
– ასეა. მითხრა, რომ მათ ექსპერიმენტის თავიდან დაწყებაზე
ვეღარ დასთანხმდებოდა. ისიც, მითხრა, რომ შენი პოვნის იმედი
აქვს. თუმცა, არის კიდევ ერთი რამ…...
თომასმა ამოიოხრა.
– ისევ პრობლემა?!
გალიმ მხრები აიჩეჩა.
– აბა, რა! ამის გარეშე როგორ იქნება?! მოკლედ, ჩვენი ჯგუ-
ფის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც ქალაქში გეძებდათ, უკეთუ-
რის შტაბბინიდან გაქცეულებზე უცნაური ჭორი მოისმინა. ზუს-
ტად არ ვიცი, როგორ, მაგრამ ორგანიზაცია მიხვდა, რომ თქვენ
დენვერში ხართ.
– რა ჭორი? – ჰკითხა თომასმა.
– ამბობენ, რომ ძალიან დიდი ჯილდო დაწესდა ვიღაც ჰანსის
მოძებნაზე, რომელიც ადრე, თურმე, მათთან მუშაობდა, ახლა კი
აქ ცხოვრობს. უკეთური დარწმუნებულია, რომ თქვენ მასთან ჩა-
მოხვედით და ამიტომ მისი მოკვლა აქვთ გადაწყვეტილი.

149 მკითხველთა ლიგა


თავი 26
ბრენდა სწრაფად წამოდგა.
– წავედით! ახლავე!
ხორხე, მინჰო და თომასი გოგოს ბრძანებას დაემორჩილნენ.
თომასი მიხვდა, რომ ბრენდა მართალი იყო, რომ უთხრა, ჯერ
ჰანსი უნდა ვიპოვოთო. რადაც უნდა დასჯდომოდათ, ჰანსი ჯერ
მათ უნდა ენახათ და თავიდან იმპლანტები ამოეღოთ.
– გალი, შეგიძლია დაიფიცო, რომ რაც გვითხარი, სიმარ-
თლეა?
– ვფიცავ, სიმართლეა! – კორდელი იატაკიდან არც კი წამომ-
დგარა. – „მარჯვენა ხელს“ შეტევაზე გადასვლა სურს. ისინი ამ
წუთშიც კი ამას გეგმავენ. თუმცა, ამისათვის უკეთურზე მეტი ინ-
ფორმაცია სჭირდებათ, ეს კი თქვენზე უკეთ ვინ იცის?! ტერეზა და
სხვებიც თუ შემოგვიერთდნენ, ხომ მთლად უკეთესი! ამ საქმეში
არავის დახმარება არ გვაწყენს.
თომასი დარწმუნდა, რომ გალის ნდობა შეიძლებოდა. მარ-
თალია, მათ ერთმანეთი გულზე არასოდეს ეხატებოდათ, მაგრამ
ახლა მათ საერთო მტერი ჰყავდათ და ერთად უნდა ებრძოლათ.
– იმ შემთხვევაში, თუ დაგთანხმდებით, რა უნდა გავაკეთოთ?
– ჰკითხა თომასმა. – აქ დავბრუნდეთ თუ სადმე სხვაგან შეგ-
ხვდეთ?
გალიმ გაუღიმა.
– აქ. ერთი კვირის განმავლობაში ნებისმიერ დროს დილის
ცხრამდე, წესით, აქ უნდა ვიყო. არა მგონია, მანამდე რამე მოვი-
მოქმედოთ.
– მოიმოქმედოთ? – გაიმეორა ცნობისწადილაღძრულმა თო-
მასმა.

150 მკითხველთა ლიგა


– ისედაც ბევრი გითხარით. თუ მეტის გაგება გინდათ, უნდა
დაბრუნდეთ. მე აქ ვიქნები.
თომასმა გალის თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია და ხელი
გაუწოდა. გალიმ ხელი ჩამოართვა.
– მე შენ არაფერში გადანაშაულებ, – უთხრა თომასმა, – შენ
გარდაქმნისას დაინახე, რომ მე უკეთურთან ვმუშაობდი. ამის მე-
რე არც მე ვენდობოდი ჩემს თავს. ახლა ვიცი, რომ ჩაკის მოკვლა
არ გინდოდა. და კიდევ, იმედი არ გქონდეს, რომ ყოველ შეხვედ-
რაზე ჩაგეხუტები.
– ზუსტად ჩემს ფიქრებს კითხულობ.
ბრენდა უკვე კართან იდგა და მათ ელოდებოდა. სანამ თომა-
სი გატრიალდებოდა, გალიმ იდაყვზე ხელი მოუჭირა.
– დრო იწურება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რაღაც შევცვა-
ლოთ.
– ჩვენ დავბრუნდებით, – უთხრა თომასმა და მეგობრებს უკან
მიჰყვა. ბიჭი იმედით აივსო და გაურკვევლობა აღარ აშინებდა.

***

მეგობრებმა ჰანსი მეორე დღემდე ვერ იპოვეს.


მათ საჭმელი და ტანსაცმელი იყიდეს, ხორხემ კი იაფ მოტელ-
ში ნომერი იქირავა. სანამ თომასი და მინჰო კომპიუტერით
ქსელში რაღაცებს ეძებდნენ, ხორხემ და ბრენდამ ათობით ისეთ
ადამიანს დაურეკეს, რომელთა სახელები თომასს არასოდეს
გაეგონა. საათობით ძებნის შემდეგ, მათ, როგორც იქნა, ჰანსის
მისამართი გაიგეს. ამისათვის ხორხეს მათი „მტრის მტრის მე-
გობრის ნაცნობის“ შეწუხება მოუხდა – ასე უთხრა თომასს. ამა-

151 მკითხველთა ლიგა


სობაში დაღამდა. ყველანი დასაძინებლად დაწვნენ; თომასი და
მინჰო იატაკზე გაწვნენ, ბრენდა და ხორხე კი – საწოლებზე.
დილით მეგობრებმა შხაპი მიიღეს, ჭამეს და ახალი ტანსაცმე-
ლი ჩაიცვეს, მერე კი ტაქსით ჰანსის სახლისკენ გაეშურნენ. მრა-
ვალსართულიანი კორპუსი გალისას ცოტათი სჯობდა. მეოთხე
სართულზე ავიდნენ და რუხ, რკინის კარზე დააკაკუნეს. კარი უც-
ნობმა ქალბატონმა გაუღო, რომელიც ირწმუნებოდა, სახელი
ჰანსი არასოდეს გამიგონიაო, მაგრამ ხორხე არ მოეშვა.
ბოლოს ქალის ზურგს უკან ჭაღარათმიანი და ფართოსახიანი
მამაკაცი გამოჩნდა.
– შემოუშვი, – თქვა მან პირქუშად.
თომასი და მისი მეგობრები სამზარეულოში, მორყეულ მაგი-
დას შემოუსხდნენ და ჰანსი ყურადღებით შეათვალიერეს.
– მიხარია, რომ კარგად ხარ, ბრენდა, – უთხრა კაცმა, – შენც,
ხორხე. თუმცა, მკითხაობის ხასიათზე არ ვარ, ამიტომ სათქმელი
პირდაპირ მითხარით. რა გინდათ?
– მგონი, შენც ხვდები ჩვენი აქ მოსვლის მიზანს, – უპასუხა
ბრენდამ და თავით თომასსა და მინჰოზე ანიშნა, – ჩვენ ისიც გა-
ვიგეთ, რომ უკეთურს შენს დასაჭერად ჯილდო დაუწესებია. ამ
საქმეს სწრაფად უნდა მივხედოთ, მერე კი შენ უნდა გაიქცე.
ბრენდას ნათქვამს ჰანსი არ შეუშფოთებია. კაცმა თომასი და
მინჰო, როგორც პოტენციური კლიენტები, ისე შეათვალიერა.
– იმპლანტები ჯერ ისევ თავში გაქვთ, არა?
თომასმა თავი დაუქნია. იგი ნერვიულობდა, თუმცა, იმპლან-
ტის ამოღება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი.
– მე მინდა, ის მაკონტროლებელი ხელსაწყო ამომაცალოთ.
ბლოკატორი იყოს, მეხსიერების დაბრუნება არ მინდა, მაგრამ
ჯერ მინდა გავიგო, ეს ოპერაცია როგორ ტარდება.
ჰანსი ზიზღით დაიმანჭა.

152 მკითხველთა ლიგა


– რა სისულელეა?! ბრენდა, ეს ლაჩარი ვინ მომითრიე?
– მე ლაჩარი არ ვარ, – უთხრა თომასმა, სანამ გოგო ხმის
ამოღებას მოასწრებდა, – მაგრამ ჩემს თავში უამრავი ხალხი
იჩიჩქნებოდა, ამიტომაც…...
ჰანსი ხელებით მაგიდას დაეყრდნო.
– ვინ გითხრა, რომ თავზე საერთოდ შეგეხები? საამისოდ სუ-
ლაც არ მომწონხარ!
– ნუთუ ამ დენვერში თავაზიანი ხალხი აღარ დარჩა?! –
ჩაილაპარაკა მინჰომ.
– ხმას კიდევ ამოიღებთ და სახლიდან გაგყრით!
– ახლავე ყველამ მოკეტეთ! – იყვირა ბრენდამ. მერე ჰანსის-
კენ გადაიხარა და მშვიდად განაგრძო:
– მომისმინე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკეთურს თომასი
სჭირდება და ყველაფერს იღონებენ, რომ როგორმე ხელში ჩაიგ-
დონ. ამიტომაც ვჩქარობთ. ორგანიზაციამ მისი და მინჰოს მარ-
თვა ვერ უნდა შეძლოს.
ჰანსმა თომასს შეხედა და ისე დააკვირდა, როგორც მეც-
ნიერი მიკროსკოპში რომელიღაც სუბსტანციის ნიმუშს.
– მე ვერაფერ მნიშვნელოვანს ვერ ვატყობ, – თქვა, თავი გა-
აქნია და ფეხზე წამოდგა, – ხუთ წუთში მზად ვიქნები, – თქვა და
გვერდით კარში გაუჩინარდა. თომასი მხოლოდ იმაზე ფიქრობ-
და, ჰანსმა იცნო თუ არა. ნეტავ, კაცმა თუ იცოდა, ლაბირინთამდე
უკეთურისთვის რა გააკეთა?
ბრენდა სკამის საზურგეს მიეყრდნო და მშვიდად თქვა:
– მგონი, გადავრჩით.
„კი, როგორ არა,“ – გაიფიქრა თომასმა. მისთვის მთავარი
ახლა იწყებოდა. შვებით ამოისუნთქა, როცა ჰანსი დახმარებაზე
დათანხმდათ, მაგრამ ახლა, ოთახს რომ ათვალიერებდა, ნერ-
ვიულობა ემატებოდა – რამდენიმე წუთიც და სრულიად უცხო

153 მკითხველთა ლიგა


ადამიანის ამ ძველ, ბინძურ ბინაში მის ტვინში ჩხრეკის უფლებას
მისცემდა.
– რაღაც შეშინებული მეჩვენები, თომი, – უთხრა სიცილით
მინჰომ.
– არ დაგავიწყდეს, მუცჰაცჰო, – შეუბღვირა ხორხემ, – რომ
შენც იგივე გელის. იმ ბაბუამ თქვა, ხუთი წუთიო, ჰოდა, მოემზა-
დე.
– რაც მალე, მით უკეთესი, – უპასუხა მინჰომ.
თომასი იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და ატკივებული თავი
ხელებში ჩარგო.
– თომას, კარგად ხარ? – ჰკითხა ჩურჩულით ბრენდამ.
თომასმა თვალები გაახილა.
– უბრალოდ…... – ხერხემალში მწველი ტკივილი იგრძნო და
ხმა ჩაუწყდა, მაგრამ ტკივილმა სწრაფად გაუარა და შეცბუნებუ-
ლი სკამზე გასწორდა, მაგრამ მაშინვე სპაზმისგან ხელ-ფეხი და-
ეკრუნჩხა, სკამიდან ჩამოცურდა და ერთიანად აცახცახებული
იატაკზე დაეშვა. ზურგით იატაკის ფილებს დაეცა და სიმწრით იღ-
რიალა, მერე სხეულის დამორჩილება სცადა, მაგრამ – ამაოდ.
ტერფებს მთელი ძალით ურტყამდა იატაკს, წვივებს კი – მაგიდის
ფეხებს.
– თომას! – იყვირა ბრენდამ. – რა გჭირს?
თომასი სხეულს ვერ იმორჩილებდა, მაგრამ საღად აზროვ-
ნებდა. თვალის კუთხით ხედავდა, რომ მინჰო მის გვერდით
იატაკზე ჩაცუცქულიყო და მის დაწყნარებას ცდილობდა, თვა-
ლებგაფართოებული ხორხე კი ერთ ადგილზე გაშეშებულიყო.
თომასმა ხმის ამოღება სცადა, თუმცა, დუჟის მეტი პირიდან
არაფერი ამოუვიდა.
– ჩემი ხმა გესმის? – ჩასძახა მისკენ დახრილმა ბრენდამ. –
თომას, რა გემართება!

154 მკითხველთა ლიგა


უეცრად ბიჭმა ცახცახი შეწყვიტა, ხელ-ფეხი გაუშეშდა, მერე
კი კიდურები თანდათან გამართა და იატაკზე დაუშვა. რამდენ-
ჯერმე მათი ამოძრავება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. მერე ლაპა-
რაკი დააპირა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო.
ბრენდას შიშმა სახე მოუღრიცა.
– თომას!
მოულოდნელად სხეული ისევ ამოძრავდა და თომასი ნელა
წამოდგა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მარიონეტი იყო.
დაყვირება მოუნდა, მაგრამ არც ეს გამოუვიდა.
– კარგად ხარ? – ჰკითხა მინჰომ.
თომასი გაოგნებული იყო – ის რაღაცებს აკეთებდა, ოღონდ
– რას, არ იცოდა. მან თავი გაჭირვებით შეაბრუნა და იმ კარისკენ
გაიხედა, სადაც ცოტა ხნის წინ მასპინძელი გაუჩინარდა.
მოულოდნელად ბიჭმა წარმოთქვა:
– ამის უფლებას… არ… მოგცემთ!

155 მკითხველთა ლიგა


თავი 27
თომასი სხეულის დამორჩილებას ცდილობდა, მაგრამ ვერ
ახერხებდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვიღაც მართავ-
და.
– თომას, შენ ისინი გმართავენ! – უყვირა ბრენდამ. – შეებ-
რძოლე!
თომასმა დაინახა, როგორ ჰკრა ბრენდას ხელი და წააქცია.
ხორხემ ბრენდას დასახმარებლად გაიწია, მაგრამ თომასმა
მას სახეში მუშტი უთავაზა და ტუჩი გაუხეთქა.
– ამის უფლებას… არ… მოგცემთ! – გაიმეორა ამჯერად ყვი-
რილით და ყელი ასტკივდა. მისი ტვინი თითქოს ამ ერთი ფრაზის
სათქმელად დაპროგრამებულ მანქანად იქცა.
ბრენდა ფეხზე წამოდგა. მინჰო გაშტერებული იდგა და სახეზე
დაბნეულობა ეწერა. გამწარებული ხორხე ნიკაპიდან სისხლს იწ-
მენდდა და სიბრაზისგან თვალები უელავდა.
მოულოდნელად თომასს გონებაში ერთი მოგონება ამოუტივ-
ტივდა. მას დამცავი დაუპროგრამეს, რომელიც იმპლანტის გა-
თიშვას ხელს უშლიდა. ეს პროგრამა მაშინ ირთვებოდა, როცა
თომასის ტვინიდან იმპლანტის ამოცლის საშიშროება ჩნდებო-
და. ბიჭს უნდოდა, მეგობრებისთვის ეყვირა, მისთვის დამაწყნა-
რებელი გაეკეთებინათ, რომ დასძინებოდა, მაგრამ ხმა ვერც ახ-
ლა ამოიღო. მინჰო გზიდან ჩამოიცილა, კარისკენ ბარბაცით წა-
ვიდა და უნებურად სამზარეულოში, ნიჟარასთან დადებულ დანას
ხელი სტაცა. გონება ჰკარნახობდა, რომ ის ხელიდან უნდა გაეგ-
დო, მაგრამ ამის ნაცვლად ტარს უფრო და უფრო მაგრად, თით-
ქმის არაადამიანური ძალით უჭერდა.

156 მკითხველთა ლიგა


– თომას! – უყვირა მინჰომ, რომელიც, როგორც იქნა, გონს
მოეგო. – შეეწინააღმდეგე, ძმაო! ეგ ნაბიჭვრები როგორმე
გააძევე გონებიდან!
თომასი მინჰოსკენ შებრუნდა და დანა მაღლა ასწია. მო-
ზარდს საკუთარი თავი შესძულდა, რომ ასეთი სუსტი აღმოჩნდა,
რომ წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო. დალაპარაკება ისევ
სცადა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. ახლა მისი სხეული ერთადერ-
თი მიზნით მოძრაობდა – ტვინიდან იმპლანტის ამოღებას უნდა
შეწინააღმდეგებოდა.
– რაო, მოკვლას მიპირებ, ქლიავო? – ჰკითხა მინჰომ. – და-
ნას ისე გამიყრი, როგორც გალიმ ჩაკს? მაშინ, მიდი, რაღას ელო-
დები?!
თომასი შიშმა აიტანა, გაიფიქრა, რომ სწორედ ამას ჩაიდენ-
და, თუმცა, შეჩერება მაინც ვერ შეძლო. სწორედ ამ დროს კარში
ჰანსი გამოჩნდა და მის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. თო-
მასი მიხვდა, რომ მისი მთავარი სამიზნე ჰანსი იყო, რომ იმპლან-
ტში ჩატვირთული დამცავი პროგრამა შეეწინაღმდეგებოდა ყვე-
ლას, ვინც მის ამოცლას ეცდებოდა.
– რა ჯანდაბა ხდება? – იკითხა ჰანსმა.
– ამის უფლებას… არ… მოგცემთ, – გაიმეორა თომასმა.
– სწორედ ამის მეშინოდა, – წაიდუდუნა ჰანსმა და იყვირა: –
რას გაჩერებულხართ! მომეხმარეთ!
თომასმა წარმოიდგინა, როგორ მართავდნენ მის ტვინს მიკ-
როსკოპული ობობები. ბიჭი მთელი ძალით ცდილობდა, მათ-
თვის წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ გრძნობდა, რომ უძლური
იყო. მისმა ხელმა, რომელშიც დანა ჰქონდა ჩაბღუჯული, ნელ-
ნელა მაღლა აიწია.
– ამის უფ...… – მაგრამ სანამ სიტყვას დაამთავრებდა, ვიღა-
ცამ უკნიდან თავში ჩასცხო და დანა ხელიდან გააგდებინა. თომა-

157 მკითხველთა ლიგა


სი იატაკზე დაეცა. ბიჭმა თავი შეაბრუნა, რომ თავდამსხმელი
დაენახა. მინჰო.
– არავის მოკვლის უფლებას არ მოგცემ, – მტკიცედ უთხრა
მეგობარმა.
– მომშორდი! – იყვირა თომასმა, თუმცა, ვერავინ მიხვდა, ეს
მან თქვა თუ უკეთურმა ათქმევინა.
მინჰომ თომასს ხელები გაუკავა. სუნთქვაგახშირებული კორ-
დელი მეგობარს გადააჯდა და დააცქერდა. – სანამ თავს არ და-
განებებენ, მანამდე არ გაგიშვებ!
თომასს გაღიმება უნდოდა, მაგრამ ეს მარტივი გრიმასაც არ
გამოუვიდა. ბიჭმა იგრძნო, რომ ყველა კუნთი დაეჭიმა.
– სანამ ჰანსი იმპლანტს არ ამოაცლის, ვერ გაჩერდება, –
თქვა ბრენდამ, – ჰანს!
კაცი მინჰოსა და თომასის გვერდით, იატაკზე დაჯდა.
– მიჭირს იმის დაჯერება, რომ ოდესღაც ამ ხალხისთვის, შენ-
თვის ვმუშაობდი, – მოზარდს მიშტერებულმა ჰანსმა ბოლო სიტ-
ყვები თითქოს გადმოაფურთხა.
უმწეო მდგომარეობაში მყოფი თომასი ყველაფერს მორჩი-
ლად უცქერდა. მას უნდოდა, დამშვიდებულიყო და ჰანსს დახმა-
რებოდა, მაგრამ მოულოდნელად მის სხეულში თითქოს რაღა-
ცამ იფეთქა – ბიჭს გულ-მკერდი ამოეზნიქა და მან როგორღაც
ხელების გათავისუფლება მოახერხა. მინჰომ სცადა, თომასი ფე-
ხებში მოექცია და ზემოდან დასწოლოდა, მაგრამ იმ რაღაცას,
რაც თომასს მართავდა, ბიჭის სისხლში ადრენალინი აედუღები-
ნა – თომასმა მინჰოს აჯობა და მეგობარი გვერდზე მოისროლა.
რამდენიმე წამში ის კვლავ ფეხზე იდგა. იატაკიდან დანა
სწრაფად აიღო და ჰანსისკენ გაექანა. კაცმა თავდასაცავად სახე-
ზე ხელები აიფარა და მაშინვე მის მკლავზე წითელი იარა გაჩნდა.
თომასი და ჰანსი ერთმანეთს ეძგერნენ და ორივე ძირს დაეცა.

158 მკითხველთა ლიგა


კორდელი თავის შეკავებას ცდილობდა, მაგრამ დანიანი ხელი
იერიშს არ წყვეტდა, ჰანსი კი მას გაჭირვებით იგერიებდა.
– როგორმე გააკავეთ! – იყვირა შორიახლოს მდგარმა ბრენ-
დამ.
თომასმა დაინახა, რომ ვიღაცამ მკლავები შემოხვია, მეორემ
კი თმაში სტაცა ხელი. თომასმა ტკივილისგან იღრიალა და დანის
ქნევა ახლა ბრმად დაიწყო, მაგრამ როგორც კი მიხვდა, რომ მი-
სი გაკავება შეძლეს და ჰანსს მოაცილეს, გულზე მოეშვა. იგი
იატაკზე, ზურგზე დააგდეს და ხელიდან დანა გააგდებინეს.
გაიგონა, როგორ გასრიალდა სამზარეულოს იატაკზე და სად-
ღაც, შორეულ კუთხეში გაჩერდა.
– ამის უფლებას არ მოგცემთ! – ღრიალებდა ისევ. მართა-
ლია, იცოდა, რომ სხეულს ვერ იმორჩილებდა და სხვები მართავ-
დნენ, მაგრამ იმ წუთში საკუთარ თავზე მეტად არავინ სძულდა.
– მოკეტე! – უყვირა მინჰომ. ამჯერად, ის და ხორხე თომასს
სახეში უცქერდნენ და ისე იჭერდნენ. – სულ გაგიჟდი, ძმაო?! გა-
გიჟებენ, ვერ ხვდები?!
თომასს ძალიან უნდოდა, მინჰოსთვის ეთქვა, მართალი ხარ,
ჩემი სიტყვების თვითონაც არ მჯერაო.
მინჰო შებრუნდა და ჰანსს დაუყვირა:
– დროზე, ამოაცალეთ ის რაღაც ჯანდაბა ტვინიდან!
– არა! არა! – იყვირა თომასმა და მთელი ძალით აფართხალ-
და. მეგობრებს გაცოფებული ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ოთხ
ადამიანს ვეღარ გაუმკლავდა. ერთმა ფეხები გაუკავა, მეორემ –
ხელები. მერე იატაკიდან ასწიეს და სამზარეულოდან პატარა დე-
რეფანში გაიყვანეს. ის მაინც ფართხალებდა; დერეფანში კედ-
ლიდან ჩარჩოში ჩასმული სურათებიც კი ჩამოყარა. შუშის
მსხვრევის ხმაც გაისმა.

159 მკითხველთა ლიგა


თომასი ყვიროდა. წინააღმდეგობა აღარ შეეძლო, მის სხე-
ულს სხვები ეპატრონებოდნენ. ის ებრძოდა მინჰოს, ხორხეს,
ბრენდას და ჰანსს; იმას ამბობდა, რაც უკეთურს სურდა.
– აქეთ! – იყვირა ჰანსმა.
ისინი პატარა ლაბორატორიაში შევიდნენ, რომელშიც სხვა-
დასხვა სამედიცინო იარაღით სავსე ორი მაგიდა და საწოლი
ძლივს ეტეოდა. საწოლზე, უთეთრეულო ლეიბის ზემოთ, უკეთუ-
რის კომპლექსში ნანახი საზარელი ნიღბის მსგავსი რაღაც ეკი-
და.
– საწოლზე დააწვინეთ! – თქვა ხმამაღლა ჰანსმა. ბიჭებმა
თომასი ზურგზე დააწვინეს. ის ისევ ფართხალებდა. – ეს ფეხი
რაც შეიძლება მაგრად დაუჭირეთ! უნდა გავთიშო!
მინჰო, რომელსაც თომასის ცალი ფეხი ეჭირა, ახლა ორივე
ფეხზე მთელი სხეულით დააწვა. თომასს კორდი გაახსენდა – მა-
შინ ნიუტმა და მინჰომ გარდაქმნის შემდეგ ალბიც ასე გააკავეს.
გაისმა ტკაცუნისა და ჯახუნის ხმა. ჰანსი უჯრებში რაღაცას
ეძებდა.
მალე კვლავ თომასთან გაჩნდა.
– რაც შეიძლება, მაგრად დაიჭირეთ!
თომასმა თავის გათავისუფლება კიდევ ერთხელ სცადა, თან
ღრიალებდა. უეცრად ბრენდას ხელი გაეშვა და თომასმა ხორხეს
სახეში კიდევ ერთი მუშტი უთავაზა.
– ახლავე შეწყვიტე! – უყვირა გოგომ.
თომასმა გულ-მკერდის ამოზნექვა კვლავ სცადა.
– ამის… უფლებას არ მოგცემთ! – თომასი ასეთი იმედგაც-
რუებული არასოდეს ყოფილა.
– ჯანდაბა! გააკავეთ-მეთქი! – იყვირა ჰანსმა.
ბრენდამ მოახერხა, ხელში ხელი ისევ სტაცა და ზემოდან და-
აწვა.

160 მკითხველთა ლიგა


თომასმა ფეხში ჩხვლეტა იგრძნო. უცნაური იყო, ასე გააფ-
თრებული შეწინააღმდეგებოდი იმას, რაც ასე ძალიან გინდოდა.
ბოლოს, თანდათან თვალთ დაუბნელდა, სხეული მოუდუნდა
და როგორც იქნა, მისი დამორჩილება შეძლო.
ბიჭმა გაჭირვებით ამოილუღლუღა:
– როგორ მეზიზღებიან ის ნაბიჭვრები.…
და გაითიშა.

161 მკითხველთა ლიგა


თავი 28
წამლებით გათიშულმა თომასმა სიზმარი ნახა.

***

ის თხუთმეტი წლისაა და საწოლზე ზის. ოთახს საწერი მაგი-


დიდან ლამპის ქარვისფერი შუქი ანათებს. ტერეზაც აქ არის. ის
სკამს აჩოჩებს და თომასის გვერდით ჯდება. ნატანჯი სახე აქვს.
– ეს უნდა გაგვეკეთებინა, – ეუბნება ბიჭს წყნარად.
თომასი იქ არის და თან არც არის. რა მოხდა, ზუსტად არ ახ-
სოვს, თუმცა, იცის, რომ რაღაც საშინელება ჩაიდინა, მან და ტე-
რეზამ ჩაიდინეს. მართალია, ამის გაკეთება იმ ხალხმა უბრძანა,
მაგრამ თომასისთვის ეს ვერაფერი ნუგეშია, მას სინდისი ქენ-
ჯნის.
– ეს უნდა გაგვეკეთებინა, – უმეორებს ტერეზა.
– ვიცი, – პასუხობს თომასი უსიცოცხლო ხმით.
უეცრად თომასს თავში სიტყვა „განწმენდა“ უტივტივდება. წა-
მით ის კედელი, რომელიც მის მოგონებებს აკავებს, თხელდება,
თომასი კედლის იქით იჭყიტება და საზარელ ამბავს იგებს.
ტერეზა განაგრძობს:
– ეს მათი სურვილი იყო, თომ. ჯობდა, ასე წასულიყვნენ ამ
ქვეყნიდან, ვიდრე ნელ-ნელა ჭკუიდან შეშლილიყვნენ. მორჩა,
ახლა ისინი აღარ არიან. გარდაუვალის შესასრულებლად ჩვენ
არც სხვა გზა გვქონდა და არც უფრო ჰუმანური საშუალება. მო-
სახდენი მოხდა და ამაზე ფიქრი აღარ ღირს. ახლა, საჭიროა, ახა-

162 მკითხველთა ლიგა


ლი პერსონალი შევარჩიოთ და მათ წვრთნა-მომზადებას შევუდ-
გეთ. ექსპერიმენტი უნდა გაგრძელდეს, თორემ ახლა რომ გავ-
ჩერდეთ, ამდენი შრომა წყალში ჩაგვეყრება.
წამით თომასი ტერეზასადმი ზიზღით იმსჭვალება, თუმცა, ეს
გრძნობა მალევე უქრება. მან იცის, რომ ტერეზა ცდილობს, მამა-
ცი იყოს.
– რაც სულაც არ ნიშნავს, რომ სიხარულისგან უნდა ვხტოდე,
– თომასი სიმართლეს ამბობს, საკუთარი თავისადმი ასეთი ზიზ-
ღი არასდროს უგრძნია.
ტერეზა თავს უქნევს, კარგიო და ხმას აღარ იღებს.
მძინარე თომასი ყმაწვილი თომასის ტვინში შეღწევას ცდი-
ლობს, უნდა, სწორედ ის მოგონებები დაინახოს, იმ თავისუფალ
სივრცეში რომ დარჩა: პირველი შემქმნელები, მათი ელვარებით
ინფიცირება, განწმენდა და ბოლოს – სიკვდილი. ახლა მათი ად-
გილის დასაკავებლად უამრავი მოხალისეა მზად.
წელიწადზე მეტია, რაც ორ ლაბირინთში გამოცდა ერ-
თდროულად მიმდინარეობს. დღითი-დღე კვლევისთვის უფრო
მეტი და მნიშვნელოვანი მასალა გროვდება. ნელა, მაგრამ სწო-
რი ნაბიჯებით ისინი მატრიცის შექმნისკენ მიდიან. შემცვლელთა
წვრთნა-მომზადებაც გრძელდება.
სიზმარში თომასს უფრო მეტის დანახვა და გაგება შეუძლია,
მაგრამ ის გადაწყვეტილებას ცვლის და ყველაფერს ზურგს აქ-
ცევს. წარსული წარსულში უნდა დარჩეს. ახლა მან მხოლოდ მო-
მავალზე უნდა იფიქროს.
მალე უკუნ წყვდიადში ეშვება.

163 მკითხველთა ლიგა


***

თომასს ცუდ ხასიათზე გამოეღვიძა. თვალები სტკიოდა. სიზ-


მარი ახსოვდა, თუმცა რაღაცები უკვე დავიწყებოდა. რაც საჭირო
იყო, გაიხსენა. შტაბბინაში ვირუსმა იფეთქა, რის გამოც იმუნიტე-
ტის მქონე თომასსა და ტერეზას სხვა გზა აღარ დარჩათ და პირ-
ველი შემქმნელების „წმენდაში“ მონაწილეობა მიიღეს. მოგ-
ვიანებით მათ ადგილას მათი შემცვლელები დანიშნეს. თომასმა
დაიფიცა, რომ ამ ამბავს აღარასოდეს გაიხსენებდა.
მინჰო იქვე, გვერდით, სკამზე იჯდა და თავჩაქინდრული ხვრი-
ნავდა.
– მინჰო, ეი, მინჰო, გაიღვიძე, – უთხრა ჩურჩულით თომასმა.
– ჰა? – მინჰომ თვალები ნელა გაახილა და ჩაახველა. – რა?
რა ხდება?
– არაფერი. მინდა ვიცოდე, რა მოხდა. ჰანსმა ის რაღაცები
გაგვითიშა? როგორაა ჩვენი საქმე?
მინჰომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გემრიელად და-
ამთქნარა.
– კი, ორივეს. ყოველ შემთხვევაში, ასე თქვა და...… აუ, ძმაო,
უნდა გენახა, რა დღეში იყავი, იმდენი იხვანცალე,… გახსოვს?
– რა თქმა უნდა, მახსოვს, – თომასს სირცხვილისგან სახეზე
ალმური მოედო, – ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პარალი-
ზებული ვიყავი, წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობდი, მაგრამ
იმ ძალას ვერაფრით მოვერიე.
– ეგ არ ვიცი, ძმაო, მაგრამ მე კი კინაღამ უშვილო დამტოვე!
თომასს სიცილი წასკდა. დიდი ხანია, არ გაცინებია და ძალი-
ან ესიამოვნა.

164 მკითხველთა ლიგა


– სამწუხაროა, თორემ ხომ გადავარჩენდი ამ სამყაროს პატა-
რა, საზიზღარი მინჰოებისგან!
– არ დაგავიწყდეს, რომ ჩემი ვალი გაქვს.
– მოსულა.
თომასს ყველას ვალი ჰქონდა.
ბრენდა, ხორხე და ჰანსი ოთახში სერიოზული სახეებით შე-
მოვიდნენ. მათ დანახვაზე თომასს სახიდან ღიმილი გაუქრა.
– შემთხვევით, გალიმ ხომ არ შემოიარა? – იკითხა თომასმა,
რაც შეეძლო უდარდელად. – ძალიან მოღუშულები მეჩვენებით.
– ასეთი მხიარული როდის აქეთ გახდი, muchacho? – ჰკითხა
ხორხემ. – რამდენიმე საათის წინ დანით მოსაკლავად დაგვდევ-
დი.
თომასმა ის იყო, მოსაბოდიშებლად პირი გააღო, მაგრამ ჰან-
სმა გააჩუმა. კაცი დაიხარა და თვალებში პატარა ფარანი ჩაანა-
თა.
– როგორც ჩანს, გონება ნელ-ნელა გეწმინდება. ტკივილი მა-
ლე გაივლის. უსაფრთხოების პროგრამის გამო, შენი ოპერაცია
ცოტათი უფრო რთული აღმოჩნდა.
თომასმა ყურადღება ბრენდაზე გადაიტანა.
– გათიშეთ?
– ჰო, გამოგვივიდა, – უპასუხა გოგომ, – რაკი ჩვენი დახოცვა
აღარ გინდა, ესე იგი, ის განეიტრალებულია. და…...
– და რა?
– დღეიდან ერისთან და ტერეზასთან ტელეპათიურ საუბარს
ვეღარ შეძლებ.
ერთი დღით ადრე ამის გაგონებაზე თომასს შეიძლებოდა გუ-
ლი დასწყვეტოდა, მაგრამ ახლა მისთვის ეს დიდი შვება იყო.
– ძალიანაც კარგი. სხვა? კიდევ რა ამბებია?
ბრენდამ უარის ნიშნად თავი გააქნია.

165 მკითხველთა ლიგა


– არაფერი ისეთი. ოღონდ ჰანსი და მისი მეუღლე ვერ გარის-
კავენ, ისინი დენვერიდან მიემგზავრებიან, მაგრამ მანამდე ჰანსს
უნდა, რაღაც გითხრას.
ჰანსი, რომელიც მათი საუბრისას კედელთან ჩუმად იდგა,
თავდახრილი წინ წამოვიდა.
– ნეტავ შემეძლოს, გამოგყვეთ და დაგეხმაროთ, მაგრამ მე
ცოლი მყავს და მასზე უნდა ვიზრუნო. მინდა, წარმატება გისურ-
ვოთ. იმედი მაქვს, თქვენ შეძლებთ იმის გაკეთებას, რისთვისაც
მე სიმამაცე არ მეყო.
თომასმა კაცს მადლობის ნიშნად თავი დაუკრა. ჰანსი ძალიან
შეცვლილი ჩანდა. შეიძლება, ამ ბოლო ინციდენტმა მას შეახსე-
ნა, რის ჩადენა შეეძლო უკეთურს.
– გმადლობ, ჰანს. და თუ უკეთური შევაჩერეთ, აუცილებლად
მოგძებნით.
– ვნახოთ, – ჩაილაპარაკა ჰანსმა, – დაპირებები არ გვინდა.
მანამდე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს…
ჰანსი შებრუნდა და ისევ კედელთან დადგა. თომასი დარწმუ-
ნებული იყო, რომ კაცი ზურგით მოგონებების მძიმე ტვირთს
დაატარებდა.
– ახლა რა უნდა ვქნათ? – იკითხა ბრენდამ.
თომასმა იცოდა, რომ დასასვენებლად დრო არ ჰქონდათ და
დაფიქრდა, თავდაპირველად რა უნდა გაეკეთებინათ.
– ჯერ ჩვენი მეგობრები უნდა ვიპოვოთ და დავარწმუნოთ,
რომ შემოგვიერთდნენ. მერე გალისთან დავბრუნდებით. ცხოვ-
რებაში მხოლოდ ის შევძელი, რომ მათ ლაბირინთის დაპროექ-
ტებაში დავხმარებოდი და ეს პროექტიც წარუმატებელი აღმოჩ-
ნდა. შედეგად არაერთი ბავშვი დავტანჯე თუ შევიწირე. დროა, კე-
თილი საქმეების კეთება დავიწყო. ჩვენ მათ ახალ ოპერაციას შე-

166 მკითხველთა ლიგა


ვაჩერებთ და უფლებას არ მივცემთ, სხვა იმუნიტეტიანებსაც
ჩვენსავით მოექცნენ.
– შევაჩერებთ? რაღაც ვერ გავიგე, hermano… – შეაწყვეტინა
ხორხემ.
თომასმა მზერა მასზე გადაიტანა.
– ჩვენ „მარჯვენა ხელს“ უნდა დავეხმაროთ.
ოთახში ყველა დუმდა.
– კარგი, – თქვა ბოლოს მინჰომ, – მაგრამ ჯერ რაღაც ვჭა-
მოთ.

167 მკითხველთა ლიგა


თავი 29
მეგობრები ჰანსისა და მისი მეუღლის ნაქებ უახლოეს ყავახა-
ნაში შევიდნენ.
თომასი ასეთ ადგილას არასოდეს ყოფილა. ყოველ შემთხვე-
ვაში, არ ახსოვდა. მყიდველები დახლთან რიგში ჩამწკრივებუ-
ლიყვნენ, ყავისა და ფუნთუშეულის ყიდვის შემდეგ კი ან მაგი-
დებს უსხდებოდნენ, ან გარეთ გადიოდნენ.
თომასი შეშფოთებულ ასაკოვან ქალს უცქერდა, რომელიც
ცხელი სასმლის დასალევად სახიდან ნიღაბს იწევდა. კართან წი-
თელპერანგიანი პატრული იდგა და ყოველ ორ-სამ წუთში
გამვლელ-გამოვლელებს ელვარების პორტატული დეტექტო-
რით ამოწმებდა; სახეზე რაღაც უცნაური ლითონის აპარატი ეკე-
თა.
თომასი, მინჰო და ბრენდა კუთხეში მაგიდას მიუსხდნენ,
ხორხე კი საჭმელ-სასმლის საყიდლად წავიდა. თომასს თვალი
ასე ოცდათხუთმეტი-ორმოცი წლის მამაკაცისკენ გაურბოდა. კა-
ცი გრძელ სკამზე იჯდა დიდ ფანჯარასთან, რომელიც ქუჩას გაჰ-
ყურებდა. თომასისა და მისი მეგობრების ყავახანაში შესვლის
შემდეგ კაცი თავის ფინჯანს არ მიჰკარებია. ფინჯანში ყავას ორ-
თქლიც აღარ ასდიოდა. კაცი წელში მოხრილი იჯდა, იდაყვებით
მუხლებს დაყრდნობოდა და სადღაც შორს, ერთ წერტილში გაშ-
ტერებული იცქირებოდა.
მის მზერაში იყო რაღაც შემაშფოთებელი. თომასს მისი უემო-
ციო სახე არ მოეწონა. ფოსოებში თვალის კაკლები თითქოს და-
ცურავდნენ; მის გამოხედვაში განცხრომის ანარეკლი ჩანდა.
თომასმა ბრენდას კაცზე ანიშნა. გოგომ ჩურჩულით აუხსნა, რომ
ალბათ, „კაიფი“ ჰქონდა მიღებული და თუ ვინმე შეამჩნევდა,

168 მკითხველთა ლიგა


დაუყოვნებლივ დაიჭერდნენ. თომასს ეს არ ესიამოვნა. ბიჭმა
ინატრა, რომ კაცი იქაურობას მალე გასცლოდა.
ხორხე სენდვიჩებითა და ცხელი ყავით დაბრუნდა. ოთხეულ-
მა ყავა მდუმარედ დალია. ხვდებოდნენ, რომ დრო არ ითმენდა,
თუმცა, თომასი მადლობელი იყო, რომ ჩამოსხდომისა და ძალე-
ბის აღდგენის საშუალება მიეცათ.
მოზარდებმა ყავა დალიეს და წასასვლელად მზად იყვნენ,
მაგრამ ბრენდა ფეხს ითრევდა.
– ბიჭებო, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ცოტა ხანს გარეთ
რომ დაგველოდოთ? – ჰკითხა გოგომ ხორხესა და მინჰოს.
– რაო? – შეუღრინა მინჰომ. – კიდევ რამეს გვიმალავ?
– არა. არაფერს. პატიოსან სიტყვას გაძლევთ. უბრალოდ,
თომასს მინდა რაღაც ვუთხრა.
გაოცებულ თომასს ცნობისმოყვარეობამ სძლია და ისევ
სკამზე დაეშვა.
– წადით, – უთხრა თომასმა მინჰოს, – მან იცის, რომ შენ არა-
ფერს დაგიმალავ.
მინჰომ ცოტა იბუზღუნა, თუმცა ბოლოს მაინც ხორხეს გაჰყვა.
ორივე ყავახანის გარეთ, ფანჯარასთან დადგა. მინჰომ თომასს
სულელურად გაუღიმა და ხელი დაუქნია, ეტყობოდა, რომ მეგო-
ბარს დასცინოდა. მინჰოს თომასმაც დაუქნია ხელი და მერე
ბრენდას შეხედა.
– აბა, გისმენ! – უთხრა მან გოგოს.
– ვიცი, გვეჩქარება, ამიტომ მოკლედ გეტყვი. მინდა იცოდე,
რომ რაც მაყალში ჩვენ შორის მოხდა, ყველაფერი თამაშის ნა-
წილი არ იყო. მართალია, მე იქ სამუშაოს ვასრულებდი, ვცდი-
ლობდი, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარმართულიყო, მაგრამ
შენ დაგიახლოვდი… და შენ მე შემცვალე. გარდა ამისა, არის რა-

169 მკითხველთა ლიგა


ღაცები, რაც შენ აუცილებლად უნდა იცოდე ჩემზე, კანცლერ ფე-
იჯზე…...
თომასმა ხელი მაღლა ასწია და ბრენდას სათქმელის დასრუ-
ლების საშუალება არ მისცა.
– გთხოვ, არ გინდა.
გოგომ გაოცებით შეხედა.
– რა-ა? რატომ?
– არაფრის გაგება არ მინდა. არაფრის! მე მხოლოდ ერთი
რამ მადარდებს – რას გავაკეთებთ დღეიდან. ჩემი, შენი ან უკე-
თურის წარსული არ მაინტერესებს. უნდა წავიდეთ.
– კი, მაგრამ…...
– ბრენდა, არ მაინტერესებს-მეთქი. ჩვენ აქ კონკრეტული მი-
ზანი გვაქვს და მოდი, ყურადღება მასზე გადავიტანოთ. ლაპარა-
კის დრო ამოიწურა.
ერთხანს ერთმანეთს თვალებში უცქერდნენ, ბოლოს, ბრენ-
დამ ხელებზე დაიხედა.
– მაშინ, ერთსაც გეტყვი: შენ სწორად იქცევი და გეზიც სწო-
რად გაქვს აღებული. მე ძალას არ დავიშურებ და ყველაფერში
დაგეხმარები.
თომასი დარწმუნებული იყო, რომ სწორად იქცეოდა და იმე-
დი ჰქონდა, რომ გოგოს არ აწყენინა. წარსული მართლაც უნდა
დაევიწყებინათ, მაგრამ ბრენდას რაღაც აწუხებდა. მას თომასის-
თვის რაღაცის მოყოლა უნდოდა. თომასი შესაფერისი სიტყვების
ძებნაში თვალებს ყავახანაში აცეცებდა და უეცრად მისი მზერა
კვლავ გრძელ სკამზე მჯდომ უცნაურ კაცს წააწყდა. კაცმა ჯიბი-
დან რაღაც ამოიღი (თომასმა ვერ დაინახა, რა) და მარჯვენა
მკლავის სახსარზე მიიდო, მერე თვალები დახუჭა. როცა გაახი-
ლა, თომასმა შენიშნა, რომ მზერა გაშტერებოდა. მერე თავი
ნელ-ნელა უკან გადასწია და ფანჯრის რაფას მიაყრდნო. ყავახა-

170 მკითხველთა ლიგა


ნაში ელვარების პორტატული დეტექტორით ხელში წითელპე-
რანგიანი პატრული შემოვიდა. თომასი მის უკეთ დასანახად წინ
გადაიხარა. წითელპერანგიანი გრძელი სკამისკენ გაემართა, სა-
დაც კაცი მშვიდად და განცხრომით იჯდა. პატრულს გვერდით
ტანდაბალი ქალი მოსდევდა და რაღაცას ნერვიულად ეჩურჩუ-
ლებოდა.
– თომას! – დაუძახა ბრენდამ.
თომასმა ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო და ბრენდას თა-
ვით გარდაუვალ დაპირისპირებაზე ანიშნა. გოგომ უკან მიიხედა.
წითელპერანგიანმა გრძელ სკამზე მჯდომს ფეხზე ფეხი მიარ-
ტყა. კაცი უმალ შეხტა და თავი ასწია. კაცებმა ლაპარაკი დაიწყეს,
თუმცა, ყავახანაში ხმაური იყო და თომასს არაფერი ესმოდა. უც-
ნაური კაცი, რომელიც რამდენიმე წამის წინ ნეტარებით თვლემ-
და, ახლა გვარიანად შეშინებული ჩანდა.
ბრენდა კვლავ თომასისკენ შემობრუნდა.
– აქაურობას ახლავე უნდა გავეცალოთ. სწრაფად!
– რატომ? – ჰკითხა ბიჭმა. ყავახანაში ვითარება დაიძაბა,
მაგრამ თომასს ცნობისმოყვარეობა კლავდა.
– ჩქარა, მომყევი! – ბრენდა უკვე ფეხზე იდგა.
იგი შეტრიალდა და გასასვლელისკენ სწრაფად გაემართა.
თომასს სხვა გზა არ ჰქონდა, გოგოს უნდა მიჰყოლოდა. ის-ის
იყო, ფეხზე წამოდგა, რომ წითელპერანგიანმა პისტოლეტი
ამოიღო და გრძელ სკამზე მჯდომს დაუმიზნა, მერე დაიხარა, რომ
კაცისთვის ელვარების დეტექტორი სახეზე დაედო, მაგრამ კაცმა
თავი სწრაფად შეაბრუნა, დეტექტორი ხელით მოიშორა და პატ-
რულს ეძგერა. თომასი გაშეშებული იდგა და ყველაფერს უცქერ-
და. წესრიგის დამცველს იარაღი ხელიდან გაუვარდა და დახლის
ქვემოთ შეცურდა. კაცები ჯერ იქვე მაგიდას დაეჯახნენ და მერე
იატაკზე გაგორდნენ.

171 მკითხველთა ლიგა


წითელპერანგიანმა ღრიალი მორთო. ლითონის ნიღბის მიღ-
მა კაცის ხმა რობოტისას ჰგავდა.
– გამოვლენილია ინფიცირებული! სასწრაფოდ დატოვეთ შე-
ნობა!
ამის თქმა იყო და ყავახანა ჯოჯოხეთად იქცა. გადარეული
ხალხი წივილ-კივილით ერთადერთ გასასვლელს მიაწყდა.

172 მკითხველთა ლიგა


თავი 30
თომასმა გაიფიქრა, ნეტავ არ მეყოყმანაო. ის მაშინ უნდა გაქ-
ცეულიყო, როცა შეეძლო. ახლა კარს ბრბო მიაწყდა. ბრენდას
შიგნით შემოსვლა რომც ეცადა, ვერ შეძლებდა. თავზარდაცემუ-
ლი თომასი კვლავ მაგიდასთან იდგა და კაცების ჭიდილს მდუმა-
რედ დასცქეროდა.
კარს მიმწყდარ ბრბოს რომ შერეოდა, ვინ იცის, რა მოუვიდო-
და, ასე კი სანერვიულო არაფერი ჰქონდა – ის ხომ იმუნიტეტიანი
იყო. ვირუსის გადადების შიშით გონდაკარგული ხალხი გარეთ
გაღწევას ლამობდა და ეს გასაკვირი არც იყო – ვიღაც შეიძლე-
ბოდა მართლაც დაინფიცირებულიყო. თომასმა გადაწყვიტა, ად-
გილიდან ფეხი არ მოეცვალა, შეშინებული ხალხისგან რაც უფ-
რო შორს დაიჭერდა თავს, მით უფრო არაფერი დაემუქრებოდა.
ვიღაცამ ფანჯარას ხელი მოარტყა. თომასი უკან შებრუნდა და
ტროტუარზე ბრენდა, მინჰო და ხორხე დაინახა. გოგო ხელების
ქნევით ანიშნებდა, გარეთ გამოდიო, მაგრამ თომასს ის უფრო
აინტერესებდა, შიგნით რა მოხდებოდა.
წითელპერანგიანმა, როგორც იქნა, კაცი იატაკს გააკრა.
– მორჩა! ისინი უკვე მოდიან! – დაუყვირა შემაძრწუნებელი
ხმით.
ინფიცირებულმა წინააღმდეგობა შეწყვიტა და მწარედ აქვი-
თინდა. უცებ თომასი მიხვდა, რომ ყავახანა დაცარიელებულიყო.
შიგნით თომასის, წითელპერანგიანი პატრულისა და ინფიცირე-
ბული კაცის გარდა არავინ იყო. ირგვლივ ავისმომასწავებელი
მდუმარება ჩამოწვა.
წითელპერანგიანმა თომასს ახედა.

173 მკითხველთა ლიგა


– აქ რას აკეთებ, ბიჭი? თავი ხომ არ მოგბეზრებია? – ჰკითხა
კაცმა, თუმცა, პასუხს არ დალოდებია. – თუ აქ დარჩენას აპირებ,
რამე სასარგებლო მაინც გააკეთე. მიდი, იარაღი მიპოვე, – უთ-
ხრა და კვლავ დაკავებულს მიუბრუნდა.
თომასს თავი სიზმარში ეგონა. მას ძალადობა არაერთხელ
ენახა, მაგრამ ეს სხვანაირი იყო. თომასი დახლის ქვემოდან
იარაღის გამოსაღებად დაიხარა.
– მე,… მე… იმუნიტეტიანი ვარ, – უთხრა ბიჭმა ენის ბორძი-
კით. ის მუხლებზე დაეშვა და დახლის ქვემოთ ხელი შეყო. თი-
თებმა ცივი ლითონი იგრძნო. მან პისტოლეტი გამოიღო და წი-
თელპერანგიანს მიუახლოვდა.
კაცს მისთვის მადლობაც არ გადაუხდია, იარაღი გამოართვა,
ფეხზე წამოხტა და პისტოლეტი კაცს სახეში დაუმიზნა.
– ვითარება უფრო და უფრო უარესდება. ასეთი შემთხვევები
გახშირდა. კიდევ კარგი, იმას მაინც ადვილად ვხვდებით, ვინ
იღებს „კაიფს“.
– ის მართლა კაიფში იყო...… – ჩაილაპარაკა თომასმა.
– როგორ? ვერ მიხვდი?
– ალბათ...… აქ რომ შემოვედი, მაშინვე უცნაურად გამოიყუ-
რებოდა.
– და არაფერი თქვი? – სახის ნაწილი, რომელსაც ნიღაბი ვერ
უფარავდა, პერანგისფრად მოქცეოდა. – ეს როგორ შეიძლება?!
თომასი წითელპერანგიანის რეაქციამ გააოცა.
– …ბოდიში,… ზუსტად არც კი ვიცოდი, რა ხდებოდა.
ინფიცირებული მოიკუნტა. ის კვლავ გულმომჯდარი ქვითი-
ნებდა. პატრული განზე გადგა და თომასს მკაცრად გადახედა.
– რა არ იცოდი? საერთოდ… საიდან ხარ?
თომასი ძალიან ნანობდა, რომ არ გაიქცა.

174 მკითხველთა ლიგა


– მე...… მე თომასი მქვია. მე უბრალოდ...… – მოზარდი შესა-
ფერის სიტყვებს ეძებდა, რომ საკუთარი ვინაობა აეხსნა, –
აქაური არ ვარ. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით.
წითელპერანგიანმა პისტოლეტი ახლა მას დაუმიზნა.
– დაჯექი. აი, მანდ…... – უთხრა და იარაღით იქვე სკამზე ანიშ-
ნა.
– მოიცადეთ! გეფიცებით, იმუნიტეტიანი ვარ! – თომასს გული
საშინლად აუჩქარდა. – აი, ამიტომ მე…...
– დაეგდე-მეთქი! სწრაფად!
თომასს მუხლებმა უმტყუნა და სკამზე დაეცა. მერე კარისკენ
გაიხედა და თავისუფლად ამოისუნთქა – კარში მინჰო, ბრენდა
და ხორხე დაინახა, თუმცა, ამ ამბავში მეგობრები რომ გაერია და
მათ რამე დაშავებოდათ, არ უნდოდა. თავი სწრაფად გააქნია და
ანიშნა, არ მომეკაროთო.
წითელპერანგიანმა კარში მდგომთ ყურადღება არც მიაქცია,
ისევ თომასს მიაჩერდა.
– თუ სიმართლეს ამბობ და იმუნიტი ხარ, მაშინ წინააღმდეგი
არ იქნები, რომ შეგამოწმო.
– კი, ბატონო, – თომასს გულზე მოეშვა. თუ დარწმუნდებოდა,
რომ თომასი არ ატყუებდა, იქნებ თავი დაენებებინა, – შემამოწ-
მეთ.
წითელპერანგიანმა პისტოლეტი ბუდეში ჩააბრუნდა და თო-
მასს მიუახლოვდა; დეტექტორი აიღო, წინ გადაიხარა და თომასს
სახეზე დაადო.
– თვალგახელილმა შეიხედე, – უთხრა კაცმა, – სულ რამდე-
ნიმე წამია საჭირო.
თომასი ისე მოიქცა, როგორც უთხრეს. ერთი სული ჰქონდა,
ყველაფერი მალე დასრულებულიყო. კვლავ ქალაქის კარიბჭეს-

175 მკითხველთა ლიგა


თან დანადგარში დანახული ფერადი შუქების ელვარება, მერე
კისერში ჩხვლეტა და – მორჩა.
წითელპერანგიანმა დეტექტორი მოაშორა და პატარა ეკრან-
ზე მონაცემებს დახედა.
– აბა, ვნახოთ! ოჰო, შენ მართლაც იმუნიტეტიანი ყოფილ-
ხარ! აბა, ახლა, ამიხსენი, როგორ მოხვდი დენვერში, რატომ არ
იცი არაფერი „კაიფზე“ და ბოლოს, რატომ ვერ ცნობ მომხმარე-
ბელს, როდესაც მას ხედავ?
– მე უკეთურთან ვმუშაობ, – მიუგო დაუფიქრებლად. თომა-
სის ერთადერთი სურვილი იყო, იქაურობას მალე გასცლოდა.
– მაგ სისულელეების ისე მჯერა, როგორც ამ ტიპის, რომე-
ლიც ამტკიცებს, რომ წამლის მოხმარებას ელვარებასთან საერ-
თო არაფერი აქვს. ტრაკი არ გაანძრიო, თორემ გესვრი, ხომ
გაიგე?
თომასმა სიმწრით ნერწყვი გადაყლაპა. არ ეშინოდა, მაგრამ
ასეთ სასაცილო მდგომარეობაში თავის ჩაგდების გამო ბრაზობ-
და.
– კარგი, – მიუგო ბოლოს.
წითელპერანგიანი კარისკენ შებრუნდა. ყავახანაში დამხმა-
რე ძალა შემოვიდა – თავიდან ფეხებამდე მწვანე სკაფანდრებში
გამოწყობილები, რომლებსაც მყვინთავის დიდი სათვალეების
ქვეშ სახეზე ისეთივე ნიღბები ეკეთათ, როგორიც წითელპერან-
გიანს. თომასს მაყალში დაჭრა, ჭრილობაში ინფექციის შეჭრა და
მის გადასარჩენად აისბერგით მოფრენილი უკეთურის ექიმები
გაახსენდა. მათაც ასეთი სამოსი ეცვათ.
– ეს რა არის? – იკითხა ერთ-ერთმა სკაფანდრიანმა, ასევე
რობოტივით ხმით. – ორი დაიჭირე?
– არა, – მიუგო წითელპერანგიანმა, – ეს იმუნიტია, აქ დარჩა,
სპექტაკლის ყურება სურს.

176 მკითხველთა ლიგა


– იმუნიტი? – იკითხა კაცმა გაოგნებული ხმით.
– ჰო. როცა ყველა თავქუდმოგლეჯილი გარეთ გავარდა, ეს
აქ დარჩა. ამბობს, მინდოდა მენახა, რა მოხდებოდაო. გარდა
ამისა, გამომიტყდა, ვიეჭვე, რომ ეს ჩვენი მომავალი შიზი კაიფში
იყოო, თუმცა, არავისთვის არაფერი უთქვამს და ყავა მშვიდად
მიირთვა.
ყველამ თომასს შეხედა. ბიჭმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
წითელპერანგიანმა უკან დაიხია. ოთხმა სკაფანდრიანმა
იატაკზე მოკუნტულ, ატირებულ კაცს ალყა შემოარტყა. ერთ-
ერთს ორივე ხელით რაღაც სქელი, ლურჯი პლასტიკური საგანი
ეჭირა, ცალ მხარეს ცხვირივით რაღაც უცნაური ჰქონდა. სკაფან-
დრიანი ინფიცირებულს ამ საგანს იარაღივით უმიზნებდა. თომა-
სი მიხვდა, რომ მას განსაკუთრებული დანიშნულება უნდა ჰქო-
ნოდა, მაგრამ ვერაფერი გაიხსენა.
– თუ შეიძლება ფეხები გაშალეთ, სერ, – უთხრა ერთ-ერთმა
ინფიცირებულს, – ნუ მოძრაობთ, სხეული მოადუნეთ და არ გა-
ინძრეთ.
– მე არ ვიცოდი! – მოთქვამდა კაცი. – საიდან უნდა მცოდნო-
და?!
– ყველაფერი იცოდი! – უღრიალა განზე მდგომმა წითელპე-
რანგიანმა. – სიამოვნებისთვის „კაიფს“ არავინ იკეთებს!
– მე ის მომწონს! – გაისმა კაცის ხმაში მუდარა და თომასს
იგი ძალიან შეებრალა.
– უამრავი მსგავსი იაფფასიანი წამალია. ახლავე შეწყვიტე
ტყუილები და მოკეტე! – წითელპერანგიანმა ხელი ისე გაიქნია,
თითქოს ბუზი მოიშორაო. – ვის რაში ადარდებ! გაახვიეთ ეგ პა-
რაზიტი!
კაცი უფრო მაგრად მოიკუნტა, ფეხები მკერდზე მაგრად მიიბ-
ჯინა და ხელები შემოხვია.

177 მკითხველთა ლიგა


– ეს უსამართლობაა! მე არ ვიცოდი! ქალაქიდან გამაგდეთ.
გეფიცებით, აქ აღარ დავბრუნდები. გეფიცებით! გეფიცებით! –
მწარედ მოთქვამდა კაცი.
– ქალაქიდან ნამდვილად გაგსვამენ! ამაში ეჭვი არ შეგეპა-
როს! – უთხრა წითელპერანგიანმა და მერე რატომღაც თომასს
გადახედა. ბიჭს მოეჩვენა, რომ იგი იღიმებოდა, თვალებს
მხიარულად აცეცებდა, – კარგად უყურე, იმუნიტო. დარწმუნებუ-
ლი ვარ, მოგეწონება.
უეცრად თომასს წითელპერანგიანი შესძაგდა, ისე, როგორც
არავინ ცხოვრებაში. მოზარდმა მას თვალი აარიდა და ისევ სკა-
ფანდრიანებს გახედა, რომლებიც საწყალი მსხვერპლის გარშე-
მო იატაკზე ჩაცუცქულიყვნენ.
– გაშალეთ ფეხები! – გაუმეორა ერთ-ერთმა. – თორემ ძალი-
ან გეტკინებათ! ახლავე-მეთქი!
– არ შემიძლია! გეხვეწებით, გამიშვით!
წითელპერანგიანი წინ გავარდა, ერთ-ერთ მუშაკს ხელი ჰკრა
და გზიდან ჩამოიშორა, მერე წინ დაიხარა და ავადმყოფს თავზე
იარაღი მიაბჯინა.
– ფეხები გაშალე, თორემ ტვინს გაგასხმევინებ და ყველას
საქმეს გავუადვილებ. ახლავე! – თომასს პატრულის ასეთმა ულ-
მობელმა საქციელმა თავზარი დასცა.
შეშინებულმა კაცმა ფეხები ნელა გაშალა. საწყალი ერ-
თიანად ცახცახებდა და ტიროდა. წითელპერანგიანმა უკან
დაიხია და იარაღი ბუდეში ჩააბრუნა.
მან, ვისაც ხელში უცნაური ლურჯი საგანი ეჭირა, დაუყოვნებ-
ლივ წინ წაიწია და კაცის თავთან დადგა. მწვანესკაფანდრიანმა
ინფიცირებულს ლურჯი საგანი ცხვირით თავზე დაადო და მაგ-
რად დააწვა.

178 მკითხველთა ლიგა


– ეცადეთ, არ იმოძრაოთ, – ურჩია ქალის ხმამ, რომელიც
ნიღბიდან ისე გაისმა, თომასს თმა ყალყზე დაუდგა. ეს კაცების
ხმაზე საშიში და ავისმომასწავებელი იყო, – თორემ სხეულის
რომელიღაც ნაწილს დაკარგავთ.
თომასმა ნათქვამის გააზრებაც ვერ მოასწრო, რომ ქალმა
ღილაკს თითი დააჭირა და ამ უცნაური საგნის ცხვირიდან ჟელეს
მსგავსი მასა წამოვიდა. ლურჯი ფერის ბლანტი სითხე სწრაფად
იღვრებოდა. ის კაცს თავიდან ყურებსა და სახეზე ჩამოუვიდა. ინ-
ფიცირებულმა იყვირა, თუმცა ხმა მალე ჩაუწყდა, რადგან ჟელე
პირში, კისერსა და მხრებში ჩაუვიდა. მასა თანდათან გამაგრდა
და კაცი გამჭვირვალე ჯავშნის მსგავს ნიჟარაში მოექცა. ცისფერ-
მა ჟელესმაგვარმა მასამ კაცის შიშველ სხეულსა თუ ტანსაცმელ-
ზე თავისუფალი მტკაველი ადგილი არ დატოვა და რამდენიმე
წამში, ინფიცირებულის სხეული ამ მყარი ნივთიერების მჭიდრო
ჭუპრში აღმოჩნდა.
თომასმა შენიშნა, რომ წითელპერანგიანი მას უცქერდა და
ბიჭმაც თვალი თვალში გაუყარა.
– რა გინდა? – ჰკითხა, ცოტა არ იყოს, უკმეხად.
– მაგარია, არა?! დატკბი, სანამ შეგიძლია. აქ საქმეს რო-
გორც კი მოვრჩებით, შენ ჩემთან წამოხვალ.

179 მკითხველთა ლიგა


თავი 31
თომასს გულმა რეჩხი უყო. კაცის თვალებში მან რაღაც სა-
დისტური შენიშნა; პატრულს თვალი მოარიდა და მზერა ინფიცი-
რებულზე გადაიტანა, რომელიც ლურჯ ჟელეს მთლად დაეფარა.
ახლა ის იატაკზე გაშეშებული იწვა. ქალი, რომელსაც ხელში უც-
ნაური ლურჯი საგანი ეჭირა, ფეხზე წამოდგა. თომასმა დაინახა,
რომ ეს აქამდე ამოუცნობი საგანი, არც მეტი, არც ნაკლები, ახლა
უკვე ცარიელი პარკი იყო, რომელიც ქალმა დაკეცა და მწვანე
კომბინეზონის ჯიბეში ჩაიდო.
– აბა, ახლა გავიყვანოთ აქედან, – თქვა მშვიდად.
ოთხი მუშაკი ინფიცირებულის ხელში ასაყვანად დაიხარა თუ
არა, თომასმა თვალი წითელპერანგიანისკენ გააპარა, რომე-
ლიც მათ ადევნებდა თვალს. ნეტავ რა იგულისხმა, რომ უთხრა,
ჩემთან წამოხვალო? და სად? რატომ? პატრულს იარაღი რომ არ
ჰქონოდა, თომასი ყავახანიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცეოდა.
სკაფანდრიანები გარეთ გავიდნენ თუ არა, კარში მინჰო გა-
მოჩნდა და ის-ის იყო, შიგნით უნდა შემოსულიყო, რომ წითელ-
პერანგიანმა იარაღი დააძრო.
– ფეხი არ შემოდგა! – იღრიალა მან. – ახლავე გადი აქედან!
– კი, მაგრამ, ჩვენ მასთან ერთად ვართ, – ანიშნა მინჰომ თო-
მასზე, – და გვეჩქარება.
– ეს არსად არ წამოვა, – თქვა და ისე დადუმდა, თითქოს რა-
ღაცას მიხვდაო. მერე ჯერ თომასს შეხედა, მერე – მინჰოს. –
მოიცა, შენც იმუნიტეტიანი ხარ?
თომასი შეშინდა, მაგრამ მინჰო უცებ მიხვდა, რაც ელოდა და
დაუფიქრებლად გარეთ გავარდა.
– შეჩერდი! – დაუყვირა წითელპერანგიანმა და გაეკიდა.

180 მკითხველთა ლიგა


თომასი ფანჯარას მივარდა. მან დაინახა, როგორ გადაკვე-
თეს ქუჩა მისმა მეგობრებმა და კუთხეში გაუჩინარდნენ. წითელ-
პერანგიანი ყავახანის ზღურბლთან გაჩერდა; ჩანდა, დადევნება
გადაიფიქრა და იარაღმომარჯვებული უკან შემობრუნდა.
– ღირსი ხარ, იმის გამო, რაც შენმა მეგობარმა გააკეთა, კი-
სერი გაგიხვრიტო და შენს სისხლისგან დაცლას ვუყურო. გირ-
ჩევნია, უფალს მადლობა შესწირო, იმუნიტები ასეთ განძად რომ
ითვლებით, თორემ სხვა მიზეზი არც მჭირდება, მხოლოდ ხა-
სიათის გამოსაკეთებლად გესროდი. დღეს ისედაც საშინელი
დღე მქონდა.
თომასი ვერ იჯერებდა, რომ იმ დავიდარაბის მერე, რაც გა-
დაიტანა, ასეთ სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აღარ ეში-
ნოდა, ახლა იმედგაცრუებული იყო.
– არც ჩემთვის იყო გადასარევი, – ჩაილაპარაკა თავისთვის.
– შენზე კარგ ფულს გავაკეთებ! ასე რომ, მთლად ცუდი დღეც
არ ეთქმის. ისე, დაგინახე თუ არა, მაშინვე არ მომეწონე.
თომასმა გაუღიმა.
– ეგ ორმხრივი გრძნობაა.
– სასაცილო ბიჭი ხარ, ხომ იცი! მასხარა! ერთი ვნახოთ, მზის
ჩასვლის მერე რას იტყვი. მიდი, მიდი, გაინძერი! – და იარაღით
კარზე ანიშნა. – იცოდე, მოთმინების ფიალა ისედაც სავსე მაქვს,
ამიტომ გირჩევ, სისულელე არ ჩაიდინო, თორემ პირდაპირ თავ-
ში გესვრი, პოლიციას კი ვეტყვი, რომ ინფიცირებულივით იქ-
ცეოდი და გაქცევა სცადე. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტი-
კა. ხმას არავინ ამოიღებს. წარბსაც კი არავინ შეიხრის, გასაგე-
ბია?
თომასი იდგა და ფიქრობდა, რა ეღონა. ეს ნამდვილად ბედის
ირონია იყო! უკეთურს იმისთვის გამოექცა, რომ ვიღაც მოხელეს
ასე გამოეჭირა?!

181 მკითხველთა ლიგა


– ნუ გამამეორებინებ! – გააფრთხილა წითელპერანგიანმა.
– სად მივდივართ?
– თავის დროზე გაიგებ, მე მაშინ უკვე ძალიან მდიდარი ვიქ-
ნები. ჰა, გაინძერი-მეთქი, რა გითხარი!
თომასმა ორჯერ დაჭრა უკვე მოასწრო და ის სიმწარე კარგად
ახსოვდა, ამიტომ სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა დამორჩილებოდა.
კაცს შეხედა და მერე კარისკენ გაეშურა, თუმცა, ზღურბლთან შე-
ჩერდა.
– საით წავიდე?
– მარცხნივ იარე. დაახლოებით სამ კვარტალს მშვიდად გა-
ვივლით, მერე კი კვლავ მარცხნივ შეუხვევ. იქ ავტომობილი დაგ-
ვხვდება. ხომ არ შეგახსენო, რა მოხდება, თუ რამე სისულელის
ჩადენას დააპირებ?
– უიარაღო ბავშვს თავში ესვრი. ყველაფერი გასაგებია.
– ღმერთო, როგორ მძულს ეს იმუნიტები! ფეხი გადადგი-
მეთქი! – უთხრა და ხერხემალზე პისტოლეტი მიაბჯინა. თომასი
ქუჩას გაუყვა.
სამი კვარტალის გავლის შემდეგ მარცხნივ, კუთხეში შეუხვი-
ეს. მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოუღია. ჰაერი ჩახუთული იყო
და ქუჩაში ნესტის სუნი იდგა. თომასი ოფლში ცურავდა და შუბ-
ლიდან ოფლის მოსაწმენდად ხელი ასწია, მაგრამ წითელპერან-
გიანმა მაშინვე თავში იარაღის ტარი უთავაზა.
– ეს აღარ გააკეთო, – უთხრა კაცმა, – შეიძლება გავნერვი-
ულდე და კეფაში ტყვია დაგახალო.
თომასს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ პასუხი არ გაეცა.
მიტოვებული ქუჩები ნაგვით იყო სავსე. მაღალსართულიანი
კორპუსების ქვედა სართულებზე პლაკატები იყო გაკრული. ზოგი
მათგანი მოქალაქეებს ელვარების საფრთხის შესახებ აფრთხი-
ლებდა, ზოგზე კანცლერ ფეიჯის ფოტოები იყო, თუმცა, ყველა სა-

182 მკითხველთა ლიგა


ღებავებით გადაეჯღაბნათ. თომასმა და წითელპერანგიანმა
გზაჯვარედინს მიაღწიეს და გაჩერდნენ, მანქანების გავლას
დაელოდნენ. ამ დროს თომასმა ერთი ხელუხლებელი პლაკატი
დაინახა. ახალი უნდა ყოფილიყო:
ქალაქის მუნიციპალიტეტის განცხადება
!!! შევაჩეროთ ელვარება!!!
დაგვეხმარეთ, შევაჩეროთ ელვარების გავრცელება. იცო-
დეთ დაავადების სიმპტომები, რომ იგი თქვენს მეზობლებსა და
საყვარელ ადამიანებს არ გადასდოთ.
ელვარება – (Vჩ321ხბ47) – ეს არის ხელოვნურად შექმნილი
ვირუსი, რომელიც მზეზე აფეთქებების შედეგად გამოწვეული
ქაოსის პერიოდში შემთხვევით გაეპარათ სამხედრო ლაბორა-
ტორიიდან. ელვარება იწვევს ტვინის დეგრადაციას, რაც შეუქცე-
ვადი პროცესია. შედეგად, დაავადებული პირის ქცევა ხდება
უმართავი, ის ხდება ემოციურად გაუწონასწორებელი, რაც მთავ-
რდება მენტალური აშლილობით. ელვარების გავრცელებამ
მიიღო ეპიდემიის ხასიათი.
მეცნიერების კვლევები გრძელდება, თუმცა, ამ ეტაპზე გან-
კურნების საშუალება არ არსებობს. ვირუსი მომაკვდინებელია
და მისი ჰაერწვეთოვანი გზით გადადების საფრთხე დიდია.

მოქალაქეები ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზ-


ნით უნდა გაერთიანდნენ. საჭიროა, იცოდეთ, როგორ დაიცვათ
საკუთარი თავი და სხვები ვირუსით დაინფიცირების საფრთხის-
გან (ვდს). ეს იქნება თქვენი პირველი ნაბიჯი ელვარების დასა-
მარცხებელ ბრძოლაში. საეჭვო პირების შესახებ დაუყოვნებლივ
შეატყობინეთ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.
შემდეგ იტყობინებოდნენ ხუთიდან შვიდ დღემდე ინკუბაციის
პერიოდსა და ადრეულ სიმპტომებზე: გაღიზიანებასა და წონას-

183 მკითხველთა ლიგა


წორობის დაკარგვაზე. მას მოჰყვება დემენცია, პარანოია და აგ-
რესია. თომასმა ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა – ის ხომ
შიზებს არაერთხელ გადაეყარა.
წითელპერანგიანმა თომასს ოდნავ უბიძგა, არ შეჩერდეო.
ისინი გზას განაგრძობდნენ, ბიჭი წაკითხულს ვერ ივიწყებდა.
მოსვენებას არ აძლევდა იმაზე ფიქრი, რომ ვირუსი ხელოვნუ-
რად იყო შექმნილი. თითქოს მისი გონების რომელიღაც ბნელ
კუნჭულში ამაზე რაღაც ინფორმაცია იმალებოდა, თუმცა, ვერა-
ფერს იხსენებდა. მართალია, პლაკატის გაფრთხილებაში ქვე-
ტექსტი არ ჩანდა, მაგრამ თომასი ხვდებოდა, რომ სტრიქონებს
მიღმა რაღაც იგულისხმებოდა და პირველად მოუნდა წარსულის
გახსენება, თუნდაც ცოტა ხნით.
– აქეთ.
თომასი წითელპერანგიანის ხმამ გამოაფხიზლა. ქუჩის ბო-
ლოში, რამდენიმე მეტრის იქით პატარა თეთრი ავტომობილი
იდგა. თომასი სასოწარკვეთილი ეძებდა გამოსავალს… ავტომო-
ბილში რომ ჩამჯდარიყო, მისი საქმე ცუდად იქნებოდა. იქნებ,
ღირდა, კიდევ ერთხელ დაჭრისთვის გაეძლო?
– კარს გავაღებ თუ არა, უკანა სავარძელზე მშვიდად და წყნა-
რად დაჯდები, – უთხრა წითელპერანგიანმა, – იქ ხელბორკილე-
ბი მაქვს. თვალს არ მოგაცილებ, სანამ მათ შენი ხელით არ
გაიკეთებ. როგორ ფიქრობ, ისე მოახერხებ, რომ სისულელე არ
ჩაიდინო?
თომასს პასუხი არ გაუცია. მას იმედი ჰქონდა, რომ მინჰო და
სხვები სადმე ახლოს იყვნენ ჩასაფრებული და მის გადასარჩენად
რაღაცას გეგმავდნენ. საჭირო იყო, ამ ახირებული კაცის ყურად-
ღება ვიღაცას ან რაღაცას გაეფანტა.

184 მკითხველთა ლიგა


ავტომობილთან პატრულმა ბარათი-გასაღები ამოიღო და წი-
ნა ფანჯარას მიადო. გაისმა საკეტების გასხნის ხმა და მან უკანა
კარი გააღო, თან თომასისთვის იარაღი არ მოუშორებია.
– ჩაჯექი. ფრთხილად.
თომასი ყოყმანობდა და თვალებს აცეცებდა, იქნებ ჩემიანები
დავინახოო, მაგრამ ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა, თუმცა, უეცრად
რაღაც მოძრავი საგანი შენიშნა – მათკენ თითქმის ავტომობი-
ლისხელა მფრინავი პოლმანქანა მოქროდა.
– ჩაჯექი-მეთქი! – გაუმეორა წითელპერანგიანმა. – ხელ-
ბორკილები სავარძლებს შუა კონსოლშია.
– ჩვენკენ პოლმანქანა მოფრინავს, – უთხრა თომასმა.
– მერე, რა? პატრულირებს. წესია ასეთი. მას ჩემიანები მარ-
თავენ. ბედი არ გწყალობს, მეგობარო!
თომასმა ამოიოხრა. ცდამ არ გაამართლა – მცველს ყურად-
ღება ვერ გაუფანტა. ნეტავ სად არიან მისი მეგობრები? გარშემო
ერთხელაც მიმოიხედა და ავტომობილში ჩაჯდა. ის-ის იყო, წი-
თელპერანგიანს ახედა, რომ საშინელი სროლა ატყდა. პატრულ-
მა წაიბორძიკა და უკან დაიხია. რამდენიმე ტყვია მკერდში მოხ-
ვდა, რამდენიმე – ლითონის ნიღაბზე, ნაპერწკლები აქეთ-იქით
გაცვივდა. კაცი ერთ-ერთი შენობის კედელს შეეჯახა, ხელიდან
პისტოლეტი გაუვარდა და სახიდან ნიღაბიც ჩამოუვარდა. თავ-
ზარდაცემული თომასი შეძრწუნებული უცქერდა, როგორ დაეცა
ძირს გვერდულად.
მერე სროლა შეწყდა. თომასი გაქვავებული იჯდა და ფიქრობ-
და, ახლა რა უნდა ექნა. ზემოდან პოლმანქანის ძრავის გუგუნი
ისმოდა და მიხვდა: წითელპერანგიანს თავს სწორედ იქიდან და-
ესხნენ. მართალია, ეს უპილოტო მანქანები იყო, მაგრამ მეტის-
მეტად კარგად შეიარაღებული. უეცრად მფრინავი მანქანის სახუ-

185 მკითხველთა ლიგა


რავზე დამაგრებული ხმის გამაძლიერებლიდან ნაცნობი ხმა გა-
ისმა.
– თომას, გადმოდი ავტომობილიდან.
თომასს გააჟრჟოლა. ამ ხმას ის ყველგან იცნობდა.
ჯენსონი იყო. ვირთხა.

186 მკითხველთა ლიგა


თავი 32
ამაზე მეტად თომასს ვერაფერი გააკვირვებდა. თავიდან ყოყ-
მანობდა, მერე კი მანქანიდან მკვირცხლად გადმოხტა. პოლმან-
ქანა რამდენი მეტრით ზემოთ ლივლივებდა. მანქანის გვერდითა
პანელი ღია იყო. თომასმა შიგნით, ეკრანზე ჯენსონი დაინახა და
გულზე მოეშვა. ვირთხა პოლმანქანაში არ იყო. ეკრანზე მხო-
ლოდ მისი გამოსახულება ჩანდა. ესე იგი კაცი მას ხედავდა.
– რა მოხდა? – ჰკითხა გაოგნებულმა თომასმა, თან ცდილობ-
და, მკვდარი წითელპერანგიანისკენ თვალი არ გაჰპაროდა. –
როგორ მიპოვეთ?
ჯენსონზე პირქუში ადამიანი თომასს არასდროს ენახა.
– ამას დიდი ძალისხმევა და იღბალი დასჭირდა. ისე, არა-
ფერს! ახლახან თავებზე მონადირეს გადაგარჩინე!
თომასს სიცილი წასკდა.
– კი, მაგრამ ჩვენს თავებზე ჯილდო თქვენ არ დააწესეთ? რა-
ღა გინდათ?
– თომას, ვეცდები, გულწრფელად გითხრა. დენვერში იმი-
ტომ არ ჩამოგაკითხეთ, რომ ქალაქში ინფიცირების მაჩვენებე-
ლი მეტისმეტად მაღალია. ეს შენთან დაკავშირების ყველაზე
უსაფრთხო გზა იყო. ძალიან გთხოვ, ტესტირების დასამთავრებ-
ლად დაბრუნდე.
თომასს უნდოდა, ეყვირა – რატომ უნდა დაბრუნებულიყო
უკეთურში?! მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა – მათ ისე
გულგრილად გაასაღეს წითელპერანგიანი, რომელიც მისგან
რამდენიმე მეტრში, მკვდარი ეგდო, ამის გამეორება არ გაუჭირ-
დებოდათ.
– რატომ უნდა დავბრუნდე?

187 მკითხველთა ლიგა


ჯენსონი უემოციო სახით იყურებოდა.
– ჩვენ შეგროვებული მასალა შევისწავლეთ და ბოლო კანდი-
დატი გამოვავლინეთ. ეს შენ ხარ, თომას და შენ ჩვენ ძალიან
გვჭირდები. ახლა ყველაფერი შენს ხელშია.
„კიდევ რა გინდა?“ – გაიფიქრა თომასმა, მაგრამ ამის ხმა-
მაღლა თქმით ვირთხას ვერ მოიშორებდა, ამიტომ თავი გვერდზე
გადასწია, ვითომ ჩაფიქრდა.
– დავფიქრდები, – უთხრა ბოლოს.
– სიტყვაზე გენდობი, – ვირთხა ერთხანს დადუმდა, – არის
კიდევ რაღაც…, მოვალე ვარ, გითხრა... იმიტომ, რომ ეს შენს გა-
დაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს. მიხვდები, რომ ის უნდა
გააკეთო, რასაც გთხოვენ.
თომასი უკან გადაიწია და ავტომობილის სახურავს ჩამოეყ-
რდნო. იგრძნო, რომ ძალიან დაიღალა – ფიზიკურადაც და სუ-
ლიერადაც.
– აბა, გისმენ….
ჯენსონმა სახე დამანჭა და ვირთხას უფრო დაემსგავსა. ეტყო-
ბოდა, მართლა გულწრფელად წუხდა, რომ თომასისთვის ცუდი
ამბავი უნდა შეეტყობინებინა.
– ეს შენს მეგობარს, ნიუტს ეხება. მას საფრთხე ელის...
– რა საფრთხე? – ჰკითხა თომასმა და მუცელში საშინელი
სიმძიმე იგრძნო.
– მას ელვარება აქვს და შენი თვალით ნახე…...
თომასმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მოულოდნე-
ლად ჯიბეში წერილი გაახსენდა.
– მერე?
– მოკლედ, ჩანს, რომ ნიუტის ტვინს ვირუსი სწრაფად ერევა.
კომპლექსიდან თქვენს გაქცევემდე სიმპტომები – კონცენტრაცი-

188 მკითხველთა ლიგა


ის დაკარგვა და სიბრაზე – უკვე გამოუვლინდა. ძალიან მალე გა-
გიჟდება.
თომასს ლამის გული გაუჩერდა. თითქოს შეეგუა, რომ ნიუტი
ვერ გადარჩებოდა, მაგრამ ეგონა, რომ მისი მდგომარეობის
გაუარესებას კვირები, თვეები დასჭირდებოდა. თუმცა, ჯენსონი
მართალი იყო – ბოლოდროინდელმა სტრესმა ნიუტი დაასუსტა,
მათ კი ის ქალაქის შემოსასვლელთან მარტო დატოვეს.
– შენ მისი გადარჩენა შეგიძლია, – უთხრა ჯენსონმა მშვი-
დად.
– ერთობი, არა? – ჰკითხა თომასმა. – ხანდახან მგონია, რომ
ამ ყველაფრით მაგრად ხალისობ.
ჯენსონმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– თომას, მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ. წამლის აღმოჩენა
ჩემსავით არავის უნდა, ალბათ, შენ გარდა…, ოღონდ შენ ეს არ
გახსოვს.
– მომშორდი! – ხელი აუქნია თომასმა.
– იმედს არ ვკარგავ, რომ მალე დაგვიბრუნდები, – მიუგო
ჯენსონმა, – შენ დიდი საქმეების გაკეთების შანსი გეძლევა. სამ-
წუხაროა, რომ ჩვენი შეხედულებები განსხვავებულია, მაგრამ
თომას, უნდა აჩქარდე, დრო აღარ ითმენს.
– ხომ გითხარი, დავფიქრდები-მეთქი, – თომასმა ძლივს
გაიმეორა ეს ფრაზა. არ მოსწონდა, რომ ვირთხა დააიმედა, მაგ-
რამ დროის მოსაგებად ეს ერთადერთი გზა იყო. გარდა ამისა,
არსებობდა შანსი, რომ თუ ჯენსონს გაუძალიანდებოდა, პოლ-
მანქანიდან მასაც წითელპერანგიანივით ჩაცხრილავდნენ.
ჯენსონმა გაუღიმა.
– მეტს არაფერს გთხოვ. იმედია, მალე გნახავ.
ეკრანი ჩაქრა და პანელი დაიხურა; პოლმანქანა ჰაერში
აიწია და გუგუნით გაფრინდა. კუთხეში გაუჩინარებამდე თომასს

189 მკითხველთა ლიგა


მისთვის თვალი არ მოუშორებია, მერე მზერა მკვდარზე გა-
დაიტანა, მაგრამ მაშინვე განზე გაიხედა – ამ სცენის დამახსოვ-
რება არ უნდოდა.
– აი, ისიც!
თომასმა მკვირცხლად მიიხედა და მინჰო დაინახა, რომელიც
მისკენ თავქუდმოგლეჯილი მორბოდა. თომასს ასე არავის და-
ნახვა არ გახარებია.
მინჰომ წითელპერაგიანი დაინახა და გაჩერდა.
– ღმერთო,… რა მოუვიდა? – მოზარდმა თომასს გადახედა. –
და შენ? კარგად ხარ? ეს შენ გააკეთე?
თომასს გაეცინა.
– ჰო, ჩემი ავტომატი გადმოვიღე და მთელი მჭიდი დავაცალე!
მინჰოს შეეტყო, რომ თომასის ირონია არ მოეწონა, თუმცა,
სანამ პირს გააღებდა, ბრენდამ დაასწრო.
– ვინ მოკლა?
თომასმა გოგოს ხელით ზემოთ ანიშნა.
– ერთ-ერთმა პოლმანქანამ. მოფრინდა და ვითომც არაფე-
რი, ჩაცხრილა. მერე ეკრანზე ვირთხა გაეძრო და სცადა, დავერ-
წმუნებინე, რომ უკეთურში უნდა დავბრუნდე.
– ძმაო, ამაზე არც კი უნდა...… – დაიწყო მინჰომ.
– თუ ძმა ხარ! ასე ცუდად მიცნობ? – უყვირა თომასმა. – გა-
მორიცხულია, მაგრამ თუკი მათ ასე ვჭირდები, იქნებ ეს ჩვენს სა-
სიკეთოდ გამოვიყენოთ! ახლა ჩვენი ყველაზე დიდი სადარდებე-
ლი ნიუტია. ჯენსონის აზრით, ნიუტი ძალიან სწრაფად ავადდება.
უკან უნდა დავბრუნდეთ და ვნახოთ, როგორ არის.
– მართლა ასე თქვა?
– ჰო, – თომასმა თავი თითქოს დამნაშავედ იგრძნო, რომ მე-
გობარს ცუდი ამბავი შეატყობინა, – მე მისი მჯერა. შენი თვალით
არ ნახე, ნიუტი როგორ იქცეოდა?!

190 მკითხველთა ლიგა


მინჰომ თომასს ტკივილით სავსე მზერა მიაპყრო. უეცრად
თომასს გაუელვა, რომ მინჰოსა და ნიუტს ორწლიანი მეგობრობა
აკავშირებდათ. კორდელები დიდი ხნის ძმაკაცები იყვნენ, თომა-
სი მათ მერე დაუმეგობრდა.
– ჯობს, ნიუტი ვნახოთ, – გაიმეორა თომასმა, – იქნებ, რამე
სჭირდება.
მინჰომ თავი დაუქნია და გვერდზე გაიხედა.
თომასი ჯიბიდან ნიუტის წერილის ამოღების ცდუნებას ებ-
რძოდა, მაგრამ რაკი სიტყვა ჰქონდა მიცემული, შესაფერის
დროს უნდა დალოდებოდა.
– ღამდება, – თქვა ბრენდამ, – ისინი კი ხალხს ღამით არც გა-
რეთ უშვებენ და არც შიგნით. ქალაქში ვითარების გაკონტრო-
ლება დღისითაც კი ძნელია, არამცთუ ღამით.
თომასმა ახლა შენიშნა, რომ ღამდებოდა. შენობების თავზე
ცას ნელ-ნელა ნარინჯისფერი ედებოდა.
– ეგ მაინცდამაინც სადარდებელი არ არის, მაგრამ სხვა რა-
ღაცებს კი უნდა მივხედოთ, muchachos, აქ რაღაც უცნაური ხდე-
ბა, – ამ ხნის განმავლობაში ხორხემ პირველად ამოიღო ხმა.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა თომასმა.
– ნახევარი საათია, ყველა სადღაც გაქრა, ისინი კი, ვისაც
თვალი მოვკარი, ძალიან უცნაურად იქცეოდნენ.
– ყავახანაში მომხდარმა ყველა დააბნია და შეაშინა, – შეახ-
სენა ბრენდამ.
ხორხემ მხრები აიჩეჩა.
– არ ვიცი, მე კი ამ ქალაქში უკვე თმა ყალყზე მიდგება,
hermana. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მალე რაღაც ძალიან
ცუდი მოხდება.
უეცრად თომასსაც უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, თუმცა,
ფიქრი ისევ ნიუტზე გადაიტანა.

191 მკითხველთა ლიგა


– რომ ვიჩქაროთ, ქალაქიდან მაინც ვერ გავალთ? იქნებ, რო-
გორმე გავიპაროთ?
– ვცადოთ, – თქვა ბრენდამ, – იმედია, ტაქსის გავაჩერებთ,
ქალაქის გასასვლელიდან ძალიან შორს ვართ.
– მაშინ, ვცადოთ, – თქვა თომასმა.
ქუჩას გაუყვნენ. მინჰო სახემოღუშული მიაბიჯებდა. თომასი
თავს იმშვიდებდა, რომ უარესი არაფერი მოხდებოდა.

192 მკითხველთა ლიგა


თავი 33
ნახევარი საათი ფეხით იარეს, არათუ ტაქსი, გზად ერთი მან-
ქანაც არ შეხვედრიათ. მხოლოდ აქა-იქ ჩანდნენ ვიღაცები და
პოლმანქანები, რომლებიც დროდადრო საშინელი გუგუნით
თავზე გადაუფრენდნენ. ხანდახან შორიდან რაღაც ხმები ესმო-
დათ. მათ გაგონებაზე თომასს მაყალი ახსენდებოდა. სადღაც ვი-
ღაც მეტისმეტად ხმამაღლა ლაპარაკობდა, კივილი და მერე უც-
ნაური სიცილი ისმოდა. რაც უფრო ბნელდებოდა, თომასს შიში
ემატებოდა.
ბოლოს ბრენდა გაჩერდა და ბიჭებს მიუბრუნდა.
– ხვალამდე მოცდა მოგვიწევს, – განაცხადა მან, – ამაღამ
ტრანსპორტს ვერ ვიპოვით, ფეხით კი მეტისმეტად შორია. უნდა
გამოვიძინოთ, რომ ხვალ უფრო ენერგიულად განვაგრძოთ გზა.
თომასს აღიარება არ უნდოდა, მაგრამ ბრენდა მართალი
იყო.
– იქნებ როგორმე გავაღწიოთ, – შეეწინააღმდეგა მინჰო.
ხორხემ მას მხარზე ხელი დაადო.
– არ ღირს, hermano, აეროპორტი დაახლოებით თხუთმეტი
კილომეტრის იქითაა. ბრენდა მართალია, ღამით შეიძლება ან
დაგვაყაჩაღონ, ან გვცემონ, ან სულაც მიგვცხრილონ. ჯობს, ხვა-
ლამდე ცოტა დავისვენოთ.
თომასი ატყობდა, რომ მინჰოს თავისი სიჯიუტის გამო დათ-
მობა არ უნდოდა, თუმცა ბოლოს მაინც საღ აზრს დაემორჩილა –
ისინი სრულიად უცხო, უზარმაზარ ქალაქში იყვნენ, თანაც – ღა-
მით და ხორხემაც მშვენივრად აუხსნათ, რა შეიძლებოდა შემ-
თხვეოდათ.

193 მკითხველთა ლიგა


– მოტელთან ახლოს ვართ? – იკითხა თომასმა. ბიჭმა თავი
დაირწმუნა, რომ ნიუტი მათ გარეშე ერთ ღამეს მშვიდად გა-
დაიტანდა.
ხორხემ მარცხნივ ანიშნა.
– რამდენიმე კვარტალში.
მოტელამდე ერთი კვარტალიღა იყო დარჩენილი, რომ უეც-
რად ხორხე გაჩერდა, ხელი ასწია და საჩვენებელი თითი ტუჩებზე
მიიდო. თომასი გაშეშდა და მიაყურადა.
– რა იყო? – იკითხა ჩურჩულით მინჰომ.
ხორხე ნელა შემობრუნდა და გარშემო თვალი მოავლო. თო-
მასმაც მას მიჰბაძა, თუმცა, უკვირდა, ხორხე ასე რამ დააფ-
რთხოო. ქალაქში ღამე ჩამოწვა. ჭრაქის ლამპასავით მბჟუტავი
ქუჩის განათება ვერაფერს შველოდა. თომასი მხოლოდ ლანდებ-
სა და ჩრდილებს ხედავდა. უეცრად, წარმოიდგინა, რომ მათ უკან
ვიღაც იმალებოდა.
– რა იყო? – გაიმეორა ჩურჩულით მინჰომ.
– მგონი, ჩვენ უკან რაღაც ხმები გავიგონე, – მიუგო ხორხემ,
– ჩურჩული. თქვენ…
– აი, იქ! – შეჰყვირა ბრენდამ. ხმამ ღამის მდუმარება გააპო.
– დაინახეთ? – და ხელით მარცხნივ ანიშნათ.
თომასმა მხედველობა დაძაბა, მაგრამ ვერაფერი დაინახა.
ქუჩები ცარიელი იყო.
– ვიღაც შენობის უკნიდან გამოვიდა, მერე კი, ისევ უკან შე-
ვარდა. გეფიცებით, მართლა დავინახე!
– ეი! – იყვირა მინჰომ. – ვინ ხარ?!
– ხომ არ გადაირიე? – ჰკითხა თომასმა ჩურჩულით. – სწრა-
ფად, მოტელში წავიდეთ!
– დამშვიდდი, რა, ძმაო. ჩვენთვის სროლა რომ ნდომოდათ,
აქამდე არ გვესროდნენ?

194 მკითხველთა ლიგა


თომასმა ამოიოხრა. მას მინჰოს საქციელი აღიზიანებდა.
– პირველად რომ გავიგონე, მაშინვე უნდა მეთქვა, – თქვა
ხორხემ.
– შეიძლება, არც არაფერია, – თქვა ბრენდამ, – და თუ რამე
საშიშია, მაშინ ჯობს, ფეხს ავუჩქაროთ და აქაურობას მოვშორ-
დეთ.
– ეი! – არ გაჩერდა მინჰო. თომასი შეხტა. – ეი, შენ! ვინ ხარ?
თომასმა მეგობარს მხარზე ხელი მიარტყა.
– ახლავე გაჩერდი!
მაგრამ მინჰომ ყურადღებაც არ მიაქცია.
– გამოდი, დაგვენახვე!
შენობის უკან ვინც უნდა ყოფილიყო, პასუხი არ გაუცია. მინ-
ჰომ ქუჩის გადაკვეთა დააპირა, რომ შენობის უკანა მხარე
შეემოწმებინა, მაგრამ თომასმა მკლავში სტაცა ხელი.
– არავითარ შემთხვევაში! კაცობრიობის ისტორიაში ამაზე
საშინელი აზრი თავში არავის მოსვლია! ახლა ღამეა, შეიძლება
მახეს გვიგებენ! ათასი უბედურება შეიძლება მოხდეს. მოდი, გა-
მოვიძინოთ, ხვალ კი, ყველაფერს ახალი თვალით შევხედავთ.
მინჰოს წინააღმდეგობა აღარ გაუწევია.
– კარგი, ქალაჩუნა, მაგრამ ამაღამ მე საწოლზე ვწვები.
მოტელამდე მშვიდობით მივიდნენ, მაგრამ თომასს ძილი
დიდხანს არ მიეკარა. ფიქრობდა, ვინ უნდა დადევნებოდათ უკან.
და რაზეც უნდა ეფიქრა, ბოლოს მაინც ტერეზასა და დანარჩენებს
უბრუნდებოდა. ნეტავ, სად იყვნენ? ნუთუ ტერეზა უთვალთვალებ-
დათ? ან იქნებ გალი და „მარჯვენა ხელი“?
თომასს ნიუტის მარტოობაც აწუხებდა.
რამე რომ მოსვლოდა?
ბოლოს, როგორც იქნა, დამშვიდდა, კითხვები სადღაც
გაიფანტა და ჩაეძინა.

195 მკითხველთა ლიგა


196 მკითხველთა ლიგა
თავი 34
დილით გაღვიძებულმა თავი მხნედ იგრძნო. მართალია, ღა-
მით ბორგავდა, მაგრამ ეტყობა, მაინც ღრმად ეძინა. ხანგრძლი-
ვი ცხელი შხაპისა და სავაჭრო ავტომატიდან მოტანილი საუზმის
შემდეგ ის ახალი თავგადასავლებისათვის მზად იყო. მოტელი-
დან რვა საათისთვის იმ განზრახვით გამოვიდნენ, რომ როგორმე
ქალაქიდან გამძვრალიყვნენ და ნიუტი ენახათ. ქუჩებში ხალხი
კანტიკუნტად ჩანდა, წინადღის პიკის საათთან შედარებაც არ შე-
იძლებოდა. დღეს აღარც უცნაური ხმები გაუგონიათ.
– გეუბნებით, აქ რაღაც ხდება, – თქვა ხორხემ, ქუჩაში ტაქსის
რომ ელოდნენ, – ამ დროს ხალხი ქუჩაში უფრო მეტი უნდა იყოს.
თომასი რამდენიმე ფეხით მოსიარულეს დააკვირდა. ისინი
თავდახრილები მიმოდიოდნენ და მათ თვალს არიდებდნენ. ზო-
გი ნიღაბზე ხელს იფარებდა, ალბათ, იმის შიშით, არ ჩამოგვი-
ვარდესო. შეშინებულები მიაბიჯებდნენ და ვინმესთან მიახო-
ლოებისას შეცბუნებულები ხტოდნენ. თომასმა დაინახა, რომ ვი-
ღაც ქალი ელვარების შესახებ პლაკატს კითხულობდა, სწორედ
იმას, რომელიც თომასმა წინადღეს წითელპერანგიანის
ტყვეობისას წაიკითხა. უეცრად, მას წინა ღამის ამბები გაახსენდა
და აფორიაქდა.
– მოდი, ავუჩქაროთ და იმ შენს წყეულ აეროპორტში მივი-
დეთ, – წაიდუდუნა მინჰომ, – ამათ შემხედვარე თმა ყალყზე მიდ-
გება.
– მგონი, ამ გზით უნდა წავიდეთ, – თქვა ბრენდამ და მათ გზა-
ზე ანიშნა, – აი, იქით ქალაქის ცენტრია და წესით, ტაქსები უნდა
იყვნენ.

197 მკითხველთა ლიგა


ქუჩა გადაკვეთეს და ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე შეუხვიეს, რომ-
ლის ერთ მხარეს ცარიელი ავტოსადგომი იყო, ხოლო მეორე
მხარეს – ძველი, ჩამონგრეული შენობები.
მინჰო თომასისკენ გადაიხარა და ჩურჩულით უთხრა:
– ძმაო, ნერვიულობისგან მგონი, ვგიჟდები. იმის მეშინია,
როგორი ნიუტი დაგვხვდება.
ამის თომასსაც ეშინოდა, თუმცა, გამხელა არ უნდოდა.
– ნუ გეშინია, დარწმუნებული ვარ, კარგად იქნება.
– მაგარია! ახლა ერთი ადგილიდან ელვარების წამალიც გა-
მოგიფრინდება!
– ვინ იცის! გამორიცხული არაფერია, თუმცა, შეიძლება სუნი
მაინცდამაინც სასიამოვნო არ ჰქონდეს.
მინჰოს მეგობრის პასუხი სახუმაროდ არ მოსჩვენებია.
– მაინც ვერაფერს გავახერხებთ, სანამ იქ არ მივალთ, – ასე-
თი გულგრილი პასუხის გამო თომასს საკუთარი თავი სძულდა,
მაგრამ ვითარება ისედაც მძიმე იყო და უარესზე ფიქრი არ გამო-
ადგებოდათ.
– გმადლობ, როგორ დამამშვიდე!
მარჯვნივ, ცარიელ ავტოსადგომზე, ძველი აგურის შენობის
ნანგრევები და სარეველა ბალახი ჩანდა, ცენტრში კი კედლის
დიდი ნაწილი მთელი იყო. ის-ის იყო, მას ჩაუარეს, რომ თომასმა
რაღაც შენიშნა. ბიჭი გაჩერდა და ინსტინქტურად, მინჰოს შესაჩე-
რებლად ხელი ასწია. კორდელს უნდოდა, ეკითხა, რა ხდებაო,
მაგრამ თომასმა მას ხელითვე ანიშნა, გაჩუმდიო.
ეს ბრენდამ და ხორხემაც შენიშნეს და გაჩერდნენ. თომასმა
მათაც ხელით ანიშნა და კისერი დაიგრძელა.
წელს ზემოთ შიშველი კაცი მათკენ ზურგით იდგა, წინ გადახ-
რილიყო და ხელებით რაღაცას ჩიჩქნიდა, გეგონებოდა, ტალახ-
ში რაღაც დაკარგა და ეძებსო. ბეჭებზე ნაკაწრები ეტყობოდა, ხო-

198 მკითხველთა ლიგა


ლო შუა ხერხემლზე, სიგრძეზე, ღია ნაიარევი გასდევდა. უც-
ნაურად მოძრაობდა… „სასოწარკვეთილი,“ – გაიფიქრა თომას-
მა. იდაყვების მოძრაობაზე ეტყობოდა, რომ კაცი რაღაცას გლეჯ-
და, მაგრამ მაღალი სარეველა ბალახის გამო თომასმა ვერ გა-
არჩია – რას.
– მოდი, გზა გავაგრძელოთ, – ჩურჩულით თქვა ბრენდამ.
– ტიპი აშკარად ავადმყოფია, – ჩურჩულითვე უპასუხა მინ-
ჰომ, – ქალაქში ასე თავისუფლად რატომ დადის?
– წავედით, – თქვა თომასმა, რომელმაც არ იცოდა, მინჰოს-
თვის რა ეპასუხა.
მეგობრებმა გზა განაგრძეს, თუმცა, თომასი კაცს თვალს ვერ
სწყვეტდა.
ნეტავ, რას აკეთებდა?
ქუჩის ბოლოს შეჩერდნენ – ყველას უნდოდა, საბოლოოდ
შეეხედა უცნაური კაცისათვის.
მოულოდნელად, კაცი მათკენ შემობრუდა. ცხვირ-პირი სის-
ხლიანი ჰქონდა. თომასი შეცბა, ფეხარეულმა უკან დაიხია და
მინჰოს შეეჯახა. კაცმა კბილები დაკრიჭა და მათ ავად გაუღიმა,
მერე სისხლიანი ხელები მაღლა ასწია, თითქოს რაღაცას ახარ-
ბებდა. თომასმა კაცს დაუყვირა, მაგრამ ის შეტრიალდა და თავი-
სი საქმე განაგრძო. საბედნიეროდ, მეგობრები ვერ ხედავდნენ,
რას აკეთებდა.
– დროა, აქაურობას მოვცილდეთ, – თქვა ბრენდამ.
თომასს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მხრებსა და
ზურგზე ყინულივით ცივი თითები დაუსვეს. ის გულში ბრენდას
ეთანხმებოდა, მერე ერთბაშად შებრუნდნენ და თავქუდმოგლე-
ჯილები გაიქცნენ. ორი კვარტალი ისე გაირბინეს, არ გაჩერებუ-
ლან.

199 მკითხველთა ლიგა


ტაქსის გაჩერებამდე კიდევ ნახევარი საათი იარეს. თომასს
ძალიან უნდოდა, ნანახზე რამე ეთქვა, მაგრამ შესაფერის სიტ-
ყვებს ვერ პოულოდა. კაცის გახსენებაზე ლამის გული აერია.
საუბარი მინჰომ დაიწყო.
– ის ტიპი ადამიანს ჭამდა. არ მკითხოთ, საიდან, მაგრამ ვიცი.
– იქნებ…... – დაიწყო ბრენდამ, – იქნებ, მაწანწალა ძაღლს…
– ბრენდას ეტყობოდა, რომ საკუთარი ნათქვამი არ სჯეროდა, –
თუმცა, ესეც არანორმალურია.
მინჰომ დამცინავად ჩაიხითხითა.
– ჰო, აბა, რა! დღისით, მზისით, ჩაკეტილი ქალაქის ქუჩებში
სწორედ ასეთ რაღაცებს უნდა აწყდებოდე! გალი მართალია, ეს
ქალაქი შიზებით არის სავსე. მალე მთელი ქალაქი მათი იქნება
და მერე შესაჭმელად ერთმანეთს დაერევიან.
ხმა არავის ამოუღია. აეროპორტამდე მდუმარედ იარეს.
უსაფრთხოების კონტროლისა და ქალაქის დამცავი კედლე-
ბიდან გასვლას დიდი დრო არ დასჭირვებია. პერსონალი სიხა-
რულისგან მეცხრე ცაზე იყო, ქალაქიდან წასვლის მსურველები
რომ გამოჩნდნენ.
აისბერგი იქვე იდგა, სადაც დატოვეს. ის მარტოსულ, უზარმა-
ზარ მწერს ჰგავდა, რომელიც მზისგან გავარვარებული ბეტონის
ასაფრენ ბილიკზე უპატრონოდ მიეტოვებინათ. ირგვლივ ჩამიჩუ-
მი არ ისმოდა.
– დაუჩქარე და გააღე, რას ელოდები! – დაუცაცხანა ხორხეს
მინჰომ.
მაგრამ ხორხეს ეს მბრძანებლური ტონი შეურაცხყოფად არ
მიუღია – მან ჯიბიდან პატარა სამართავი პლანშეტი ამოიღო და
ღილაკებს თითი დააჭირა. სატვირთო განყოფილების ლიუკის
კარი ნელ-ნელა ჩამოიხსნა. გაისმა ანჯამების ღრჭიალი და რკი-
ნის ბეტონთან ხახუნის ხმა. კარი ბოლომდე გაიღო. თომასს იმე-

200 მკითხველთა ლიგა


დი ჰქონდა, რომ გაღიმებული ნიუტი მათ შესაგებებლად სიხარუ-
ლით გამოვარდებოდა.
აისბერგში ჩამიჩუმი არ ისმოდა. თომასს გულმა რეჩხი უყო.
როგორც ჩანს, მინჰოც იმავეს გრძნობდა.
– გული ცუდს მიგრძნობს.
სანამ თომასი რამეს ეტყოდა, კორდელი წინ გავარდა, კარზე
აირბინა და შიგნით შევარდა.
– ჯობს, ჩვენც შევიდეთ, – უთხრა ბრენდამ, – რა უნდა ვქნათ,
თუ ნიუტი უკვე საშიშია?
თომასს, ამის აღიარება არ უნდოდა, მაგრამ იცოდა, რომ გო-
გოს ეჭვი უსაფუძვლო არ იყო. ბრენდას არ უპასუხა და მინჰოს
მიჰყვა. ჩაბნელებულ აისბერგში ჩახუთული ჰაერი იდგა. ყველა
სისტემა გათიშული იყო: არც კონდიციონერი მუშაობდა და არც
ნათურები ენთო.
მეგობრებს ფეხდაფეხ ხორხეც მიჰყვათ.
– ახლავე ჩავრთავ კონდიციონერს, თორემ ამ სიცხეში ამო-
ვიხუთებით, – თქვა და მფრინავის კაბინისკენ გაეშურა.
ბრენდა თომასის გვერდით გაჩერდა. მოზარდები პირქუშ სა-
ჰაერო ხომალდში აქეთ-იქით იყურებოდნენ. სინათლის ერთა-
დერთი წყარო რამდენიმე გვერდითი ილუმინატორი იყო. მინჰო
ნიუტს ეძახდა, თუმცა ბიჭი არ პასუხობდა. თომასს გული შეეკუმ-
შა.
– მე მარცხენა მხარეს შევამოწმებ, – თქვა და ბრენდას საერ-
თო ოთახში შემავალ პატარა დერეფანზე ანიშნა, – შენ ხორხეს
გაჰყევი და იქითა მხარე შეამოწმე. უცნაურია, ყველაფერი რიგზე
რომ იყოს, ჩვენს შესახვედრად გამოვიდოდა.
– შუქი და კონდიციონერიც ჩართული იქნებოდა, – გოგომ
თომასს შეწუხებული სახით შეხედა და გაშორდა.

201 მკითხველთა ლიგა


თომასმა დერეფანი გაიარა და საერთო ოთახში შევიდა. მინ-
ჰო ერთ-ერთ დივანზე იჯდა და ქაღალდის ნაგლეჯს გაქვავებული
სახით დასცქეროდა. თომასს მეგობარი ასეთი არასოდეს ენახა.
მინჰოს შემხედვარე ბიჭს ბოლო იმედიც გაუქრა.
– ეი, რა ხდება? ეგ რა არის?
მინჰოს არაფერი უპასუხია, ისევ ქაღალდს დასცქეროდა.
– რა მოხდა-მეთქი?
მინჰომ თავი ასწია.
– მოდი და ნახე, – მან თომასს ქაღალდი გაუწოდა და დივანზე
უკან გაჩოჩდა. ალბათ, ცოტაც და, ატირდებოდა, – ის აქ აღარ
არის.
თომასი მეგობარს მიუახლოვდა, ქაღალდის ნაგლეჯი გამო-
ართვა და გადაატრიალა. მასზე შავი მარკერით ეწერა:
„როგორღაც შიგნით შემოღწევა მოახერხეს, ამბობენ, სხვა
შიზებთან ერთად საცხოვრებლად უნდა გადაგიყვანოთო. მგონი,
ასე ჯობს კიდეც. გმადლობთ, რომ ჩემი მეგობრები იყავით.
მშვიდობით.“
– ნიუტ... – თომასის ჩურჩული სიჩუმეში სასიკვდილო განა-
ჩენივით გაისმა.

202 მკითხველთა ლიგა


თავი 35
მეგობრები მდუმარედ ისხდნენ. საჭირო იყო, ემსჯელათ, რო-
გორ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ერთმანეთისთვის რამის სათქმე-
ლად ენა არ უბრუნდებოდათ. ოთხივე ისხდა და იატაკს დასცქე-
როდა. თომასი ჯენსონის ნათქვამს ვერ ივიწყებდა. იქნებ უკან
დაბრუნებით ნიუტი მართლა გადაერჩინა? მაგრამ ამ მოსაზრე-
ბას თვითონვე ეწინააღმდეგებოდა… თუმცა, ვინ იცის, იქნებ, უკან
დაბრუნებით და ტესტირების დასრულებით….
დუმილი მინჰომ დაარღვია.
– მინდა, სამივემ კარგად მომისმინოთ, – თქვა და სამივეს
თვალებში ჩახედა, – უკეთურის კომპლექსიდან გამოქცევის შემ-
დეგ მე თქვენს ჭკუაზე დავდიოდი, არაფერზე გეკამათებოდით...
მაინცდამაინც... – დადუმდა და თომასს ცალყბად გაუღიმა, –
მაგრამ ახლა გადაწყვეტილებას მე მივიღებ და ან დამეთანხმე-
ბით, ან კისერი გიტეხიათ.
თომასი მეგობრის ჩანაფიქრს მიხვდა და გული სიხარულით
აევსო.
– ვიცი, ჩვენ უფრო დიდი და მასშტაბური მიზნები გვაქვს, –
განაგრძო მინჰომ, – „მარჯვენა ხელს“ უნდა შევხვდეთ და მათ-
თან ერთად მოვიფიქროთ, როგორ დავამარცხოთ უკეთური ამ
დამპალი სამყაროს გადასარჩენად. თუმცა, ჯერ ნიუტი უნდა ვი-
პოვოთ. ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ჩვენ, ოთხივე,
გავფრინდებით იქ, სადაც საჭიროა და ნიუტს წამოვიყვანთ.
– იმ ადგილს შიზების სასახლეს ეძახიან, – თქვა ბრენდამ.
თომასი მისკენ შებრუნდა. გოგო ერთ წერტილს მიშტერებოდა, –
ალბათ, ამას გულისხმობდა წერილში. როგორც ჩანს, წითელპე-
რანგიანებმა აქ შემოაღწიეს, ნიუტი იპოვეს და ნახეს, რომ ინფი-

203 მკითხველთა ლიგა


ცირებულია. მერე კი ჩვენთვის წერილის დატოვების ნება დარ-
თეს. ეჭვი არ მეპარება, სწორედ ასე იქნებოდა.
– შიზების სასახლე! შესანიშნავად ჟღერს! – თქვა მინჰომ
დამცინავად. – იქ ნამყოფი ხარ?
– არა. შიზების სასახლე ყველა დიდ ქალაქს აქვს. ეს არის ად-
გილი, სადაც ინფიცირებულები გადაჰყავთ და სანამ ზღვარს გა-
დავლენ, არსებობას უმსუბუქებენ. აი, მერე რას უშვრებიან, არ
ვიცი. თუმცა, არც შიზებისთვის და არც ჯანმრთელებისთვის
იქაურობა სანატრელი ნამდვილად არ არის. შიზების სასახლეში
იმუნიტეტიანები მუშაობენ და კარგ ფულსაც იღებენ. ცხადია, ვი-
საც იმუნიტეტი არ აქვს, იქ მუშაობას ვერ გარისკავს. თუ იქ წას-
ვლას ვაპირებთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ და გეგმა შევიმუშა-
ოთ. ტყვია-წამალი აღარ გვაქვს, ამიტომაც უიარაღოდ მისვლა
მოგვიწევს.
ბრენდას აღწერილი საშინელების მიუხედავად, მინჰოს თვა-
ლებში იმედის ნაპერწკალი აუკიაფდა.
– უკვე კარგად დავფიქრდით და მივდივართ! იცით, სად არის
უახლოესი ასეთი „სასახლე“?
– კი, – უპასუხა ხორხემ, – გზად გამოვიარეთ. ხეობის ბოლო-
შია, მთების დასავლეთით.
მინჰომ ტაში დასცხო.
– ჰოდა, წავედით. ხორხე, ეს შენი დანჯღრეული ხომალდი ახ-
ლავე უნდა ააფრინო.
თომასი კამათს ან უმნიშვნელო წინააღმდეგობას მაინც ელო-
და, მაგრამ ხმა არავის ამოუღია.
– ზუსტად ოც წუთში იქ ვიქნებით, – განაცხადა ხორხემ.
მართლაც, ოც წუთში აისბერგი ტყის პირას, უჩვეულოდ ამ-
წვანებულ კლდის ფერდზე დაეშვა. მართალია, ხეების თითქმის
ნახევარი გამხმარი იყო, მაგრამ მეორე ნახევარს დიდი გვალვის-

204 მკითხველთა ლიგა


თვის გაეძლო და ნელ-ნელა პირვანდელ სახეს იბრუნებდა. თო-
მასმა უნებურად გაიფიქრა, რომ მზეზე აფეთქებებამდელი სამყა-
რო თავის ბუნებრივ იერს დაიბრუნებდა, მაგრამ, ალბათ, ადა-
მიანების გარეშე.
თომასი სატვირთო განყოფილების ლიუკიდან ჩამოვიდა და
ირგვლივ ყველაფერი კარგად მოათვალიერა. რამდენიმე მეტ-
რის მოშორებით შიზების სასახლე იდგა, რომელსაც სქელი ფიც-
რის ღობე გასდევდა. მალე ჭიშკარი გაიღო და გარეთ ორი კაცი
გამოვიდა; ორივეს ხელში უზარმაზარი სატყორცნები ეჭირა, სა-
ხეზე დაღლილობა ეტყობოდათ, თუმცა, უცხოების დანახვაზე
უცებ გამოცოცხლდნენ და იარაღი მოიმარჯვეს. აშკარა იყო, მათ
აისბერგის ხმა გაიგონეს ან სულაც, მფინავი ხომალდი დაინახეს.
– ცუდი დასაწყისია, – ჩაილაპარაკა ხორხემ.
ერთ-ერთმა დამხვდურმა მათ რაღაც დაუყვირა, მაგრამ თო-
მასმა ვერ გაიგონა.
– მოდი, მივუახლოვდეთ და დაველაპარაკოთ. იმუნიტე-
ტიანები უნდა იყვნენ, რაკი სატყორცნები აქვთ.
– ან ძალაუფლება შიზებმა იგდეს ხელთ, – გამოთქვა აზრი
მინჰომ და თომასს ორაზროვნად გაუღიმა, – ასეა თუ ისე, აქედან
ნიუტის გარეშე ფეხს არ გავდგამთ.
მეგობრებმა ხელები მაღლა ასწიეს და დაცვა რომ არ დაეფ-
რთხოთ, ჭიშკრისკენ ნელი ნაბიჯით გაემართნენ. თომასს სულაც
არ უნდოდა, ისევ ყუმბარა მოხვედროდა. დაცვის წევრები ახლო-
დან უფრო დაღლილები ჩანდნენ. ჭუჭყიანებსა და ოფლიანებს
სხეულებზე უამრავი ჩალურჯება და ნაკაწრი ემჩნეოდათ.
ისინი ჭიშკართან გაჩერდნენ. მერე ერთ-ერთი წინ წამოვიდა.
– თქვენ ვინღა ხართ და რა ჯანდაბა გინდათ? – იკითხა მან.
მას შავი თმა და ულვაშები ჰქონდა და თავის პარტნიორზე რამ-

205 მკითხველთა ლიგა


დენიმე სანტიმეტრით მაღალი ჩანდა. – იმ „ბოტანიკოსებს“ ნაღ-
დად არ ჰგავხართ, ხანდახან რომ შემოგვისეირნებენ ხოლმე.
მცველებთან საუბარი ხორხემ ითავა, ისევე, როგორც დენვე-
რის აეროპორტში.
– ჩვენ შესახებ არაფერი გეცოდინებათ, მუცჰაცჰო. ჩვენ უკე-
თურიდან ვართ. შემთხვევით ერთ-ერთი ჩვენიანი დააკავეს და აქ
გამოგზავნეს. ჩვენ მის წასაყვანად მოვედით.
თომასი ხორხეს გაოცებული უყურებდა. რომ დაფიქრდა, მიხ-
ვდა – მისი ნათქვამი მთლად სიცრუე არ იყო.
დაცვა გაგონილით არ აღფრთოვანებულა.
– სულ ცალ ფეხზე არ მკიდია, საიდან ხარ? ერთი ამას დამი-
ხედეთ! უკეთურიდან! გვინახავს შენისთანები, რომ მოდიან აქ და
ისე გველაპარაკებიან, თითქოს აქაურობის ბატონ-პატრონები
იყვნენ... შიზებთან გინდა შესვლა? კი, ბატონო, მობრძანდი და
თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. არ მოიწყენ, ბო-
ლო დროს ჩვენთან განსაკუთრებული მხიარულებაა... – მერე
განზე გადგა და თეატრალური ჟესტით ანიშნა, შებრძანდითო, –
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შიზების სასახლეში. მაგრამ
თუ შემთხვევით ხელს ან თვალს დაკარგავთ, კომპენსაცია არ
გაიცემა და ვერც გადაცვლას დაგპირდებით!
ყველა დაიძაბა. თომასი შეშინდა – მინჰოს რომ ხმა ამოეღო
და ეს ბიჭები თავისი ენამახვილობით გაემწარებინა, საქმეს უფ-
რო გააფუჭებდა, ამიტომ კითხვის დასმა თვითონ გადაწყვიტა.
– ბოლო დროს ჩვენთან განსაკუთრებული მხიარულებააო,
არა? და მაინცდამაინც ბოლო დროს ასეთი რა ხდება?
ტიპმა მხრები აიჩეჩა.
– უბრალოდ, ეს ძალიან ცუდი ადგილია, ეს არის და ეს.
თქვენთვის მეტის ცოდნა საჭირო არ არის.
თომასს ფუჭი საუბრის გაგრძელება აღარ უნდოდა.

206 მკითხველთა ლიგა


– კარგი,… ხომ არ იცით, ვინმე ახალი...… – ნიუტიზე ვერ იტ-
ყოდა, შიზიო... – ინფიცირებულები ხომ არ მოუყვანიათ, გუშინ ან
გუშინწინ? აღრიცხვას აწარმოებთ?
დაბალმა, ჩასკვნილმა და თავგადაპარსულმა მცველმა ჯერ
ჩაახველა, მერე გადააფურთხა.
– ვის ეძებთ? გოგოს? თუ ბიჭს?
– ბიჭს, – უპასუხა თომასმა, – ნიუტი ჰქვია. ჩემზე ცოტა მაღა-
ლია, ქერა, გრძელი თმა აქვს, ცოტა კოჭლობს.
კაცმა კიდევ ერთხელ გადააფურთხა.
– შეიძლება, რაღაც ვიცი, მაგრამ ცოდნა და თქმა სხვადასხვა
რამეა. თქვენ, გეტყობათ, ფული ჩეჩქივით გაქვთ. ცოტას ხომ არ
გვიწილადებთ?
თომასს იმედი მიეცა და ხორხეს გადახედა, მაგრამ ის გაცეც-
ხლებული ჩანდა.
ხორხეს მინჰომ დაასწრო.
– ფული გვაქვს, მურტალსიფათიანო. ახლა კი გვითხარი, ჩვე-
ნი მეგობარი სად არის!
დაცვამ სატყორცნი მათკენ მიაბრუნა.
– მაჩვენეთ თქვენი ბარათები, თორემ ეს ბაზარი მკვდარია.
ათასზე ნაკლებად კრინტსაც არ დავძრავ.
– მთელი ფული მას აქვს, – უთხრა მინჰომ და ცერა თითით
ხორხეზე ანიშნა, თან თვალები დაუბრიალა, – შე ხარბო,
ქლიავო!
ხორხემ ჯიბიდან ბარათი ამოიღო და ჰაერში ააფრიალა.
– ეს რომ წამართვა, უნდა მესროლო, თუმცა არა მგონია,
მკვდარი რამეში გამოგადგე – ჩემი თითის ანაბეჭდების გარეშე
ბარათიდან კაპიკს ვერ მოხსნი. მაყუთს მიიღებ, ნუ გეშინია,
hermano, მაგრამ ჯერ გზა გვიჩვენე.

207 მკითხველთა ლიგა


– კარგი, ეგრე იყოს, – თქვა კაცმა, – მომყევით და გახსოვ-
დეთ, თუ შიზებმა სხეულის რომელიმე ნაწილი მოგაჭამეს, ეგრე-
ვე მოკურცხლეთ, რასაკვირველია, თუ ეს მოჭმული ნაწილი ფეხი
არ იქნება, – მერე შეტრიალდა და ღია ჭიშკრში შევიდა.

208 მკითხველთა ლიგა


თავი 36
შიზების სასახლე საშინელი ადგილი იყო, ბინძური. დაბალი
მცველი ყბედი აღმოჩნდა. შიზების საზარელი სამფლობელოს
დათვალიერებისას სტუმრებს უამრავი რამ უთხრა, თომასი ასეთ
ენაწყლიანობას არც ელოდა.
დაწვრილებით აუხსნა, როგორი იყო ინფიცირებულთა და-
სახლება. ვეება, წრიული დასახლების ცენტრში სასადილო, ლა-
ზარეთი და სხვადასხვა დასასვენებელი თუ გასართობი შენობა
იყო განთავსებული, ხოლო მათ გარშემო, წრეზე, შიზების ღარი-
ბული სახლები ჩაემწკრივებინათ. აქაურობა ბოლო საჩუქარს
ჰგავდა, შიზებისათვის გაღებულ ბოლო მოწყალებას, ეს იყო ად-
გილი, სადაც სიგიჟის ზღვრის მიღწევამდე ინფიცირებულები
მშვიდად ცხოვრობდნენ, ზღვარს გადასვლის შემდეგ კი მათ
შორს, მზეზე აფეთქებების დროს გაუკაცურებულ ადგილებში
გზავნიდნენ. მათ, ვინც ეს თავშესაფარი შექმნა, სურდათ, ამ
ხალხს ცხოვრების ბოლო დღეები მშვიდად გაეტარებინა. ასეთი
დასახლებები მსოფლიოს თითქმის ყველა გადარჩენილი ქალა-
ქის ახლოს იყო.
მაგრამ ამ კეთილშობილურმა იდეამ არ გაამართლა. ასეთ
ადგილებში იმედდაკარგული და გაუბედურებული ხალხის და-
სახლებამ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ანარ-
ქიული ზონები შექმნა. რა უნდა ეკეთებინათ მათ, ვინც იცოდა,
რომ გაგიჟებისა და ზეზეურად ლპობის მეტი არაფერი ელოდათ?!
თანაც, მათ მდგომარეობაზე უარესი სასჯელი აღარ არსებობდა,
ამან კი დასახლებებში დამნაშავეები მოამრავლა და ბოლოს ში-
ზების დასახლებები გარყვნილების ბუდეებად იქცა.

209 მკითხველთა ლიგა


მეგობრებმა უბადრუკ ქოხმახებს ჩაუარეს. თომასს გული
შეეკუმშა, როცა წარმოიდგინა, რა საშინელება იქნებოდა ასეთ
ადგილას ცხოვრება. თითქმის ყველა შენობას ფანჯრის შუშები
ჩამტვრეული ჰქონდა. მცველმა ბრძნული სახით განაცხადა, და-
სახლებაში ფანჯრებიანი შენობების აშენება თავიდანვე სისულე-
ლე იყო, ასე შიზებს იარაღის გაკეთების შესაძლებლობა მისცე-
სო.
ქუჩები ნაგვით იყო სავსე. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ კა-
ცის ჭაჭანება არ იყო, თომასი გრძნობდა, რომ მათ უთვალთვა-
ლებდნენ. შორიდან ვიღაცის ღრიალი და გინებაც შემოესმათ,
მერე სხვა მხრიდან კივილი გაიგონეს. თომასს კუნთები დაეჭიმა.
– რატომ არ ხურავენ ასეთ ადგილებს? – იკითხა მან. – არა,
თუ აქაურობა ასეთი ცუდია…
– ცუდი? – ჰკითხა მცველმა. – ბიჭუნი, „ცუდი“ პირობითი ცნე-
ბაა. აქ ვერაფერს შეცვლი. მითხარი, რა უნდა უყონ ამ ხალხს? ცი-
ხეებივით გამაგრებულ ქალაქებში, ჯანმრთელების გვერდით
ხომ ვერ დატოვებენ? ვერც ზღვარს გადასული შიზების ტერიტო-
რიებზე შეუშვებენ – იქ მათ ცოცხლად შეჭამენ. მთავრობა ჯერ
ისე არ გაგიჟებულა, რომ ახალ დაინფიცირებულების დახოცვის
ბრძანება გასცეს. აი, ასეა საქმე. რაც შეგვეხება ჩვენ, იმუნიტე-
ტიანებს, აქ საშოვარზე ვართ, რადგან ჩვენ გარდა აქ მუშაობას
არავინ თანხმდება.
დაცვის გულახდილმა პასუხმა თომასს გუნება უარესად მოუშ-
ხამა. სამყარო მძიმე დღეში იყო. იქნებ, ის ეგოისტურად იქ-
ცეოდა, უკეთურს ტესტირების დასრულებაში რომ არ ეხმარებო-
და?!
– სიმართლეს პირდაპირ რატომ არ ამბობთ? ამ საცოდავ ინ-
ფიცირებულებს აქ ცხოვრების უფლებას ხომ მანამდე აძლევთ,
სანამ გაგიჟდებიან, მერე კი, სინდისის ქენჯნის გარეშე, მათ სად-

210 მკითხველთა ლიგა


ღაც გადასაკარგავში გზავნით და თავიდან იშორებთ! – თქვა
ბრენდამ. დასახლებაში ფეხის შემოდგმისთანავე მას სახეზე ზიზ-
ღი აღებეჭდა და ახლაც ასეთი გამომეტყველებით შეხედა სიტყვა-
უხვ მცველს.
– ჰო, ეგრეც შეგვიძლია ვთქვათ, – მიუგო მან უდარდელად.
თომასს კაცი შეძულების ნაცვლად, შეებრალა.
სახლების მწკრივებს ჩაუარეს. ყველა ნახევრად დანგრეული
და ჩაბინძურებული იყო.
– სად არის ხალხი? – იკითხა თომასმა. – მეგონა, აქაურობა
ინფიცირებულებით იქნებოდა სავსე. და რატომ გვითხარით, ბო-
ლო დროს აქ განსაკუთრებული მხიარულებააო?
ამჯერად ულვაშამ უპასუხა. სხვისი ხმის გაგონება სასიამოვ-
ნოც კი იყო.
– ზოგი, იღბლიანები, სახლში სხედან „კაიფზე“. თუმცა, ახლა
შიზების უმეტესობა ცენტრალურ ზონაშია. ან ჭამენ, ან თამაშო-
ბენ, ან რაღაც საშინელებას გეგმავენ. ისე, ძალიან ბევრ შიზს
გვიგზავნიან. ზღვარს გადასულების აქედან გაგზავნას ვერ ვას-
წრებთ, რომ ინფიცირებულების ახალ ნაკადს ვიღებთ. ამას ემა-
ტება ისიც, რომ იმუნიტეტიანებს ვკარგავთ, კაცმა არ იცის, სად
ქრებიან. მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება და მალე კრიტი-
კულ დონეს მიაღწევს. მგონი, დღეს დილით მიიღწია კიდეც ამ
დონეს.
– იმუნიტეტიანებს კარგავთ? – გაიმეორა თომასმა. როგორც
ჩანდა, უკეთური ყველა ხერხს იყენებდა, რომ გამოცდები არ შეწ-
ყვეტილიყო და სულ არ ანაღვლებდა, რომ ვითარება მეტისმეტად
საშიში ხდებოდა.
– ჰო, ჩვენი თანამშრომლების ნახევარი ბოლო ორი თვის
განმავლობაში უგზოუკვლოდ გაქრა და სამუშაო გაგვირთულდა.
თომასმა ამოიოხრა.

211 მკითხველთა ლიგა


– მოკლედ, ნიუტთან რამენაირად, უსაფრთხო გზით მიგვიყ-
ვანეთ და ინფიცირებულებს მოგვარიდეთ.
– ჰო, ეგრე აჯობებს, – დაეთანხმა მინჰო.
– მოსულა. მთავარია მაყუთი, – უთხრა მცველმა მხრების
ჩეჩვით.
ცენტრალურ ზონამდე ორი წრე რჩებოდა. დაცვამ ჯგუფი
გააჩერა და დალოდება უბრძანა. თომასი და მისი მეგობრები
ერთ-ერთი ქოხმახის უკან, ჩრდილში დადგნენ. კაკოფონია ყო-
ველ წუთში უფრო ხმამაღლა ისმოდა. ცენტრალურ ზონასთან სი-
ახლოვის გამო ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს იქვე,
მოსახვევში, დიდი შეხლა-შემოხლა იყო. თომასს ლოდინი, საზა-
რელი ხმაურის მოსმენა და იმაზე ფიქრი, დაბრუნდებოდნენ თუ
არა დაცვის წევრები ნიუტთან ერთად, მოთმინებას უკარგავდა
ათიოდე წუთის შემდეგ პატარა ქოხიდან ორი ადამიანი გამო-
ვიდა. მათთან მისაახლოებლად მათ ვიწრო საცალფეხო გზა გად-
მოჭრეს. თომასს გული აუჩქარდა, ლამის წამომხტარიყო და თავ-
ქუდმოგლეჯილი გაქცეულიყო, მაგრამ მერე შენიშნა, რომ უც-
ხოები საშიში არ ჩანდნენ. წყვილი ხელჩაკიდებული მოაბიჯებდა.
ისინი ერთი შეხედვით ნორმალურებს ჰგავდნენ, რომ არა მათი
დაუბანელი სხეული და გაცვეთილ-დაკუჭული ტანსაცმელი.
უცხოები მეგობრების წინ გაჩერდნენ.
– აქ როდის ჩამოხვედით? – ჰკითხა მათ ქალმა.
თომასმა სიტყვებს დაუწყო ძებნა, მაგრამ ბრენდამ მაშინვე
უპასუხა.
– ბოლო ჯგუფს მოვყევით. მეგობარს ვეძებთ. ისიც ჩვენთან
ერთად იყო და როგორღაც დავკარგეთ. ნიუტი ჰქვია, ქერა თმა
აქვს და კოჭლობს. შემთხვევით, ხომ არ შეგხვედრიათ?

212 მკითხველთა ლიგა


– აქ ქერათმიანი ბევრია, საიდან უნდა ვიცოდეთ, ვის ეძებთ?
თანაც ნიუტი რა სახელია? – თქვა კაცმა, თითქოს, ამაზე დიდი სი-
სულელე არასდროს გაეგონა.
მინჰომ, ის-ის იყო, პირი გააღო, რომ ცენტრალური ზონიდან
ხმაურმა იმატა. ყველა უკან შებრუნდა. შეშფოთებულმა წყვილმა
ერთმანეთს გადახედა, მერე კი თავიანთი ქოხისკენ უსიტყვოდ,
ჩქარი ნაბიჯით წავიდნენ, შევიდნენ და კარი დახურეს. თომასმა
გასაღების გადატრიალების ხმაც გაიგონა, რამდენიმე წამში კი
ფანჯარას ფიცარი ააფარეს. შუშის პატარა ნატეხი ფანჯრის ქვე-
მოთ, გარეთ ჩამოვარდა.
– აქ ყოფნა მათაც ჩვენსავით უხარიათ, – თქვა თომასმა.
– ძალიან სტუმართმოყვარეები არიან, მათ მოსანახულებ-
ლად დაბრუნება ღირს, – ჩაილაპარაკა ხორხემ.
– როგორც ჩანს, ახალი ჩამოსულები არიან, – თქვა ბრენდამ,
– წარმოდგენაც კი მიჭირს, რას უნდა გრძნობდე… როცა იცი,
რომ ინფიცირებული ხარ და შიზებთან საცხოვრებლად გამოგ-
გზავნეს,… როცა შენი თვალით ხედავ, რა მოგელის.
თომასმა თავი ნელა გააქნია. ალბათ, ამაზე საშინელი სატან-
ჯველი ქვეყნად არ არსებობდა.
– ეს დაცვა სადღა დაიკარგა? – იკითხა მოთმინებადაკარ-
გულმა მინჰომ. – რამდენი ხანი უნდა ვიღაცის პოვნას და მის-
თვის იმის თქმას, რომ მეგობრებმა მოაკითხეს?!
კიდევ ათი წუთი გავიდა და დაცვის თანამშრომლები მოსახ-
ვევიდან გამოვიდნენ. მათ დანახვაზე მეგობრები ფეხზე წამოხ-
ტნენ.
– აბა, რა გაარკვიეთ? – მიახალა მინჰომ.
დაბალს მოუსვენრობა ეტყობოდა, თვალებს აქეთ-იქით აცე-
ცებდა, სითამამე სადღაც დაჰკარგოდა. თომასმა გაიფიქრა, ნე-

213 მკითხველთა ლიგა


ტავ, ცენტრალურ ზონაში გასეირნება ადამიანს ასე რატომ ცვლი-
სო.
– გავიკითხ-გამოვიკითხეთ და მგონი, ვიპოვეთ. ზუსტად ისე
გამოიყურება, როგორც აღგვიწერეთ, – უპასუხა ულვაშამ, – რომ
დავუძახეთ, ჩვენკენ გამოიხედა, მაგრამ… – დაცვის წევრებმა ერ-
თმანეთს შეწუხებული სახეებით გადახედეს.
– მაგრამ რა? – იკითხა მინჰომ.
– გვითხრა, სხვათა შორის, მკაცრად და დაბეჯითებით, რომ
თქვენი ნახვა არ სურს და დაგვაბარა, თავი დაანებოთ.

214 მკითხველთა ლიგა


თავი 37
ამის გამგონე თომასს თითქოს გულში მახვილი აძგერეს. მან
წარმოიდგინა, რას იგრძნობდა მინჰო.
– მასთან მიგვიყვანეთ, – უბრძანა მცველს მინჰომ.
კაცმა ხელები ასწია.
– შენ რა, ვერ გაიგონე, რა გითხარით?
– თქვენ დავალება არ შეასრულეთ, – არ მოეშვა თომასი. არც
მისთვის ჰქონდა მნიშვნელობა, რა თქვა ნიუტმა – მათ დიდი გზა
გამოიარეს და ასე იოლად დანებებას არ აპირებდნენ.
დაბალმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– რას მეუბნები! თქვენ მისი პოვნა დაგვავალეთ. ჩვენ ის ვი-
პოვეთ. მორჩა! ახლა კი გადაგვიხადეთ.
– მერე, სად არის ჩვენი მეგობარი? მე მას ვერ ვხედავ… –
თქვა ხორხემ, – ერთ გროშსაც ვერ მიიღებთ, სანამ მასთან არ
მიგვიყვანთ!
ბრენდა ჩუმად იდგა, ხორხეს გვერდით, მაგრამ გოგო მის
ნათქვამზე თავს აქნევდა და ჩანდა, რომ ეთანხმებოდა. თომასს
გულზე მოეშვა, როდესაც მიხვდა, რომ ნიუტის პასუხის მიუხედა-
ვად, ყველა ერთნაირად ფიქრობდა.
დაცვის თანამშრომლები უკმაყოფილო სახეებით აჩურჩულ-
დნენ. ეტყობოდა, კამათობდნენ.
– ეი! – დაუძახა მათ მინჰომ. – თუ ფული გინდათ, მაშინ წავე-
დით!
– კარგი, მოგვყევით, – თქვა ბოლოს ულვაშამ. პარტნიორმა
მას გაბრაზებით გადახედა.

215 მკითხველთა ლიგა


კაცები გატრიალდნენ და იქით გაეშურნენ, საიდანაც მოვიდ-
ნენ. მათ პირველი მინჰო დაედევნა, მერე დანარჩენებიც მიჰ-
ყვნენ.
თომასი ეჭვობდა, რომ დასახლებაში რაც უფრო ღრმად შევი-
დოდნენ, ვითარება შეიძლებოდა, უფრო გაუარესებულიყო. შე-
ნობები – უფრო უსახური, ხოლო ქუჩები უფრო ჭუჭყიანი იყო.
ხალხი ტროტუარზე იწვა. თავქვეშ ტურტლიანი ჩანთები თუ ტან-
საცმლის ფუთები ამოედოთ და ცას ბედნიერი სახეებით მიშტერე-
ბოდნენ. „ალბათ, ესეც კაიფის დამახურებაა,“ – გაიფიქრა თო-
მასმა.
დაცვის თანამშრომლები წინ მიიწევდნენ. მოახლოებული ინ-
ფიცირებულების დანახვაზე სატყორცნებს ხან მარცხნივ იშვერ-
დნენ, ხან – მარჯვნივ. უეცრად, თომასს თვალში საშინელი შესა-
ხედაობის კაცი მოხვდა. მას დაგლეჯილი ტანსაცმელი ეცვა, თმა-
ზე რაღაც შავი ზეთოვანი სითხე ესვა, კანზე კი გამონაყარი ეტყო-
ბოდა. მან მიწაზე მწოლიარე ერთ-ერთ მოზარდს ფეხი წამოსდო,
მერე კი ცემა დაუწყო.
თომასი გაჩერდა. იფიქრა, იქნებ დახმარება შევძლოთო.
– არც იფიქრო, – უთხრა დაბალმა, სანამ თომასი პირს
გააღებდა, – იარე!
– კი, მაგრამ, ეს ხომ თქვენი სამუშაოა….
თომასს მეორე მცველმა სიტყვა გააწყვეტინა.
– მოკეტე, ჩვენი საქმე ჩვენ ვიცით. ყველა ასეთ ჩხუბში რომ
ჩავერიოთ, ვერსადაც ვერ მიგიყვანთ. შეიძლება დაგვხოცონ. თა-
ვიანთ პრობლემებს როგორმე თვითონ მიხედავენ.
– კარგი, ნიუტთან მიგვიყვანეთ, – მშვიდად უთხრა მინჰომ.
მათ გზა განაგრძეს. თომასმა სცადა, ზურგს უკან გაგონილი
ყვირილისთვის ყურადღება არ მიექცია.

216 მკითხველთა ლიგა


ბოლოს, ისინი მაღალ, თაღიან კედელს მიუახლოვდნენ. თა-
ღი ხალხით სავსე მოედანზე გადიოდა. კედელზე გაკრული წარ-
წერა იტყობინებოდა, რომ ისინი ცენტრალურ ზონაში იყვნენ.
თომასი ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მოედანზე, თუმცა ყველა რაღა-
ცას აკეთებდა.
დაცვის თანამშრომლები გაჩერდნენ. ულვაშამ ჯგუფზე ანიშ-
ნა.
– ერთხელაც გკითხავთ. დარწმუნებული ხართ, რომ იქ შეს-
ვლა გინდათ?
– დიახ, – უპასუხა მინჰომ სწრაფად.
– კარგი. თქვენი მეგობარი ბოულინგის დარბაზშია. როგორც
კი მას დაგანახვებთ, ფულს მაშინვე მოგვცემთ.
– წავედით, რაღას ველოდებით! – აბუზღუნდა ხორხე.
მეგობრები დაცვას თაღში შეჰყვნენ და ცენტრალურ ზონაში
შევიდნენ, მერე კი გაჩერდნენ და მიმოიხედეს.
თომასს თავში მოუვიდა სიტყვა „საგიჟეთი“ და მაშინვე მიხ-
ვდა, რომ ეს ადგილი სწორედ საგიჟეთი იყო.
ირგვლივ ყველგან შიზები იყვნენ.
რამდენიმე ასეული მეტრი რადიუსის მოედანი შიზებით იყო
სავსე. გარშემო ერთ დროს მაღაზიები, რესტორნები და გასარ-
თობი ცენტრები უნდა ყოფილიყო. ახლა მათი უმეტესობა დაეკე-
ტათ. ინფიცირებულების უმრავლესობა ქუჩაში მანამდე ნანახ მა-
ზუთიან ტიპს არ ჰგავდა, თუმცა, ჰაერში ავადმყოფობის სუნი
ტრიალდება. თომასს ამ ხალხის საქციელი და მანერები მეტისმე-
ტად… თავშეუკავებელი ეჩვენა. ზოგი ისტერიკულად იცინოდა,
თვალები ველურად უელავდათ და ხელებს ერთმანეთს ზურგზე
უხეშად უტყაპუნებდნენ. სხვები ან ძირს დამხობილები მოთქვამ-
დნენ, ან სახეზე ხელებაფარებულნი წრეზე დადიოდნენ. აქა-იქ
ჩხუბის კერებიც ჩანდა. დროდადრო, სრულიად მოულოდნელად,

217 მკითხველთა ლიგა


ხან ქალი, ხან კაცი ადგილზე გაშეშდებოდა და სახეაწითლებული
და კისერზე ძარღვებდაბერილი კივილს იწყებდა.
ინფიცირებულების ნაწილი ჯგუფებად იდგა; გულხელდაკრე-
ფილები თავებს აქეთ-იქით ატრიალებდნენ, თითქოს ვიღაცის
თავდასხმას ელოდებიანო. თომასმა დაინახა, რომ ბევრნი მიწა-
ზე იწვნენ და „კაიფით“ გათიშულები და გაღიმებულები ქაოსს ყუ-
რადღებას არ აქცევდნენ. რამდენიმე იარაღმომარჯვებული მცვე-
ლი წრეზე დადიოდა, მაგრამ ისინი შიზებზე ცოტანი იყვნენ.
– შემახსენე, რომ აქ უძრავი ქონება არ შევიძინო, – ჩასჩურ-
ჩულა ენამოსწრებულმა მინჰომ თომასს.
თომასმა გაცინებაც ვერ შეძლო. ერთი სული ჰქონდა,
აქაურობისთვის თავი დაეღწიათ.
– სად არის ბოულინგის დარბაზი? – იკითხა მან.
– აი, იქ, – მიუგო ტანმორჩილმა.
კაცი მარცხნივ, კედელს გაუყვა. თომასი და სხვები უკან მიჰ-
ყვნენ. ბრენდა თომასის გვერდით მოდიოდა. მათი მკლავები ყო-
ველ ნაბიჯზე ერთმანეთს ეხებოდა. თომასს უნდოდა, გოგოსთვის
ხელი ჩაეკიდა, მაგრამ ყურადღების მიქცევა არ უნდოდა.
მოედანზე ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.
შიზების უმეტესობა გაჩერდა და ახალმოსულების პატარა
ჯგუფს მიაშტერდა. თომასი თვალებდახრილი მიაბიჯებდა, მას ინ-
ფიცირებულებისთვის თვალებში შეხედვის ეშინოდა – ვაითუ, მა-
თი აგრესია გამოეწვია. მოზარდმა შეძახილები და სტვენა გაიგო-
ნა, ვიღაცები აგინებდნენ და შეურაცხმყოფელ სახელებს ეძახ-
დნენ. ჩაუარეს სურსათის მაღაზიას. თომასმა მაღაზიისკენ თვა-
ლი გააპარა და დაინახა, რომ მას შუშები ჩამტვრეული ჰქონდა,
თაროები კი დაცარიელებულიყო. დაინახა ექიმის კაბინეტი და
სენდვიჩების მაღაზიაც, თუმცა, არც ერთგან შუქი არ ენთო.

218 მკითხველთა ლიგა


მოულოდნელად თომასს ვიღაცამ პერანგზე ხელი სტაცა. ბი-
ჭი სწრაფად შეტრიალდა და ხელი მოიშორა. მის წინ ქალი იდგა.
მუქი თმა აჩეჩოდა, ხოლო ნიკაპზე ნაკაწრები ეტყობოდა, სხვა
მხრივ, თითქოს ნორმალური ჩანდა. თომასს მიშტერებულმა
ქალმა კოპები შეკრა, მერე კი პირი გააღო. თომასმა შეამჩნია,
რომ ქალს კბილები ჰქონდა, თუმცა – გამოსახეხი; მის ენას ბუ-
ნებრივი, ვარდისფერი დაეკარგა და გასივებოდა. ქალმა პირი
დახურა.
– მინდა, გაკოცო, – უთხრა მან, – აბა, რას იტყვი, იმუნიტო? –
ჰკითხა და გადაიკისკისა, თუმცა ეს სიცილი უფრო ხრინწიან ქო-
შინს ჰგავდა. მერე ხელი თომასს მკერდზე დაადო და ქვემოთ
ჩაუცურა.
შეცბუნებულმა თომასმა უკან დაიხია და ქალს გვერდი აუქ-
ცია. დაცვის თანამშრომლები თომასის დასაცავად არც კი შეჩე-
რებულან.
ბრენდა თომასისკენ გაიწია და ჩასჩურჩულა:
– ჯერჯერობოთ, ალბათ, ეს ყველაზე საშიში შემთხვევა იყო!
თომასმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სვლა განაგ-
რძო.

219 მკითხველთა ლიგა


თავი 38
ბოულინგის დარბაზს კარი არ ჰქონდა. ანჯამებზე ჟანგის სქე-
ლი ფენა იმაზე მეტყველებდა, რომ ის დიდი ხნის წინ ჩამოეხსნათ.
შესასვლელის ზემოთ, დიდი ხის ტრაფარეტზე ოდესღაც რაღაც
წარწერა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა მხოლოდ ალაგ-ალაგ
გახუნებული საღებავის ლაქებიღა ჩანდა.
– აი, იქ არის, – თქვა ულვაშამ, – ახლა კი, გადაგვიხადეთ.
მინჰო განზე გადგა, კისერი წაიგრძელა და უკარო ბოულინ-
გის დარბაზში შეიხედა. მერე უკან მოტრიალდა და თომასს თვა-
ლებში შეხედა.
– შორს დგას, – უთხრა მინჰომ აღელვებული სახით, – ბნე-
ლა, მაგრამ ნამდვილად ისაა.
თომასი ისე განიცდიდა ძველი მეგობრის ნახვას, რომ არც
დაფიქრებულა, რას ეტყოდა, მის პირისპირ რომ აღმოჩნდებოდა.
ნეტავ, რატომ შემოუთავლა ნიუტმა, რომ მისთვის თავი დაენებე-
ბინათ?
– აბა, დაყაჭეთ ჩვენი მაყუთი! – უთხრა ერთ-ერთმა მცველმა.
– თანხას გავაორმაგებ, თუ უკან, აისბერგამდე, უსაფრთხოდ
მიგვიყვანთ, – უთხრა ხორხემ სრულიად აუღელვებლად.
დაცვის წევრებმა ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს; ბო-
ლოს დაბალი მათ მიუბრუნდა.
– გაასამმაგეთ და პრობლემა არ არის. თანაც, თანხის ნახე-
ვარი ახლა გვინდა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ გვატყუებთ.
– შევთანხმდით, muchacho.
ხორხემ ჯიბიდან ბარათი ამოიღი და მცველის ბარათს თანხის
გადასარიცხად დაადო. თომასმა სიამოვნებით გაიფიქრა, რომ
ისინი უკეთურს ფულს ჰპარავდნენ.

220 მკითხველთა ლიგა


– ჩვენ აქ დაგიცდით, – უთხრა მცველმა, როდესაც თანხა გა-
დაირიცხა.
– წავედით, – თქვა მინჰომ და შენობაში ისე შევიდა, არავის
პასუხს არ დალოდებია.
თომასმა ბრენდას გადახედა. ის შუბლშეჭმუხნილი იდგა.
– რა გჭირს? – ჰკითხა გოგოს და მიხვდა, რომ ახლა ამაზე
შტერულს ვერაფერს იკითხავდა.
– არ ვიცი, – მიუგო ბრენდამ, – გული ცუდს მიგრძნობს.
– მეც.
ბრენდამ თომასს ძლივს შესამჩნევად გაუღიმა და ხელი ჩაჰ-
კიდა. თომასს ესიამოვნა და ორივე ბოულინგის დარბაზში შევი-
და. ხორხე უკან მიჰყვა. თომასმა გონება დაძაბა და სცადა გაეხ-
სენებინა, ოდესმე ეთამაშა თუ არა ბოულინგი, როგორი უნდა ყო-
ფილიყო ბოულინგის დარბაზი ან როგორ უნდა გეთამაშა. ვერა-
ფერი გაიხსენა, თუმცა, შიგნით შესული გაოცდა – ასეთ დარბაზს
ვერც კი წარმოიდგენდა. კეგელბანის ბილიკები, რომლებზეც
ერთ დროს ბოულერები თამაშობდნენ, ახლა მთლიანად განად-
გურებული იყო, ბილიკების ფიცრები ან ჩამტვრეული იყო, ან –
სულ ამოგლეჯილი. მათ ადგილზე საძილე ტომრები და საბნები
გაეშალათ, რომლებზეც შიზებს ან ეძინათ, ან წამოწოლილები
ჭერს მიშტერებოდნენ. ბრენდა ამბობდა, რომ „კაიფის“ შეძენა
მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ. თომასი დაფიქრდა: ნუთუ არ
ეშინოდათ, რომ სხვებიც გაიგებდნენ და ნარკოტიკს წაართმევ-
დნენ?!
კეგლების ფოსოებში პატარა კოცონები ენთო. შენობაში კო-
ცონის დანთება საშიში იყო, მაგრამ თომასმა შენიშნა, რომ ყო-
ველ კოცონს თითო მეთვალყურე ჰყავდა. ჰაერში დამწვარი ხის
სუნი ტრიალებდა, კვამლი კი ისედაც ბნელ დარბაზს ბურუსში
ხვევდა.

221 მკითხველთა ლიგა


მინჰომ მათ მარცხნივ, ოცდაათიოდე მეტრში კეგელბანის ბი-
ლიკზე ანიშნა. იქ ბევრი ხალხი არ ჩანდა, მათი უმეტესობა ბილი-
კების შუა შეჯგუფებულიყო. მიუხედავად სიბნელისა, თომასმა
ნიუტი იცნო: მოგრძო, ბზინვარე ქერა თმა და ნაცნობი ათლეტუ-
რი აღნაგობა. ნიუტი მათკენ ზურგით იჯდა.
– ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდება, – უჩურჩულა თომას-
მა ბრენდას.
სამივე ნიუტისკენ გაემართა. ისინი არავის შეუჩერებია. თო-
მასი წინ იყურებოდა, არ უნდოდა, სიარულისას რომელიმე ში-
ზისთვის ფეხი დაედგა და დაეკბინათ.
ნიუტამდე სამიოდე მეტრი იქნებოდა, რომ მოულოდნელად
მეგობრის ხმამაღალი ნათქვამი გაიგონეს. ჩაბნელებული დარ-
ბაზის კედლებმა მის ხმას ექო მისცა.
– ხომ შემოგითვალეთ, თავი დამანებეთ-მეთქი!
მინჰო მოულოდნელად შეჩერდა და თომასი ლამის ზურგზე
შეასკდა. ბრენდამ თომასს ხელზე ხელი მაგრად მოუჭირა და გა-
უშვა. თომასს ხელისგულები გაუოფლიანდა. ნიუტის ნათქვამის
გაგონებაზე თომასი მიხვდა, რომ შეცდნენ, აქ მოსვლა უაზრობა
იყო. ძველი ნიუტი აღარ არსებობდა, ამ ნიუტს კი ავბედითი მო-
მავლის გარდა აღარაფერი გააჩნდა.
– სალაპარაკო გვაქვს, – უთხრა მინჰომ და ნიუტისკენ მიმა-
ვალმა გაძვალტყავებულ ქალს გადააბიჯა.
– არ მომიახლოვდე, – უთხრა ნიუტმა ხმადაბლა, თუმცა მკაც-
რად, – იმ ნაბიჭვრებმა აქ ტყუილად კი არ მომიყვანეს. მათ ეგო-
ნათ, რომ მე, ამის დედაც, იმუნიტეტი მქონდა და აისბერგში ვიმა-
ლებოდი. არადა, როგორ გაუკვირდათ, როცა აღმოაჩინეს, რომ
ტვინს ელვარება მიჭამდა! მერე კი ამ ვირთხების სოროში შემო-
მაგდეს და მითხრეს, რომ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი
მოიხადეს.

222 მკითხველთა ლიგა


მინჰო დუმდა. თომასმა სცადა, ნიუტის ნათქვამისთვის ყუ-
რადღება არ მიექცია და უარესად რომ არ დათრგუნვილიყო, მე-
გობარს ჰკითხა:
– შენი აზრით, რატომ მოვედით, ნიუტ? ვწუხვარ, რომ აისბერ-
გში დარჩენამ მოგიწია და დაგიჭირეს; ვწუხვარ, რომ აქ მოგიყვა-
ნეს, მაგრამ ახლა ჩვენ შენი აქედან გაყვანა შეგვიძლია,… აქ მა-
ინც არავის ანაღვლებს, ვინ სად მიდის.
ნიუტი მეგობრებისკენ ნელა შეტრიალდა. თომასს გული და-
უმძიმდა, მის ხელში სატყორცნი რომ დაინახა. ბიჭის გამომეტ-
ყველებამ თომასს თავზარი დასცა – თითქოს ნიუტს სამი დღე ერ-
ბინა, კლდეებზე ეცოცა, მტერთან ებრძოლა. თუმცა, მიუხედავად
მისი სიბრაზისა, ის შეშლილს არ ჰგავდა.
– ოჰო! – თქვა მინჰომ და ნაბიჯით უკან დაიხია. სულ ცოტაც
და, ძირს მწოლიარე ქალს ფეხს დაადგამდა. – დამშვიდდი, დამ-
შვიდდი! საჭირო არ არის, საუბრისას სატყორცნი დამიმიზნო. და
საერთოდ, იარაღი სად იშოვე?
– მოვიპარე, – უპასუხა ნიუტმა, – დაცვის იმ წევრს წავართვი,
რომელიც… ცუდად მომექცა.
ნიუტს ხელები ოდნავ უცახცახებდა, თომასი აღელდა. ნიუტი
თითს სასხლეტზე ათამაშებდა.
– მე… ცუდად ვარ, – თქვა ბიჭმა, – შენქებო, გულწრფელად
რომ გითხრათ, მადლობელი ვარ, აქ რომ მომაკითხეთ, მაგრამ
ყველაფერი აქ მთავრდება! თქვენ ახლა შებრუნდებით, იმ კარში
გახვალთ, აისბერგში დაბრუნდებით, მერე კი აქედან გაფრინდე-
ბით. გასაგებია?
– არა, ნიუტ, გაუგებარია, – უპასუხა იმედგაცრუებულმა მინ-
ჰომ, – სიცოცხლე საფრთხეში ჩავიგდეთ, რომ აქედან გაგვეყვა-
ნე! შენ ჩვენი მეგობარი ხარ და სახლში უნდა წაგიყვანოთ. თუ
გინდა, იტირე, იკნავლე, ჭკუიდან გადადექი, რაც გინდა, ის ქენი,

223 მკითხველთა ლიგა


მაგრამ შენ ჩვენთან ერთად მოდიხარ! ამ დღლუმპ შიზებთან არა-
ვითარ შემთხვევაში არ დარჩები! მორჩა და გათავდა!
ნიუტი ისე სწრაფად წამოხტა, თომასმა წაიბორძიკა და უკან
დაიხია. ნიუტმა სატყორცნი შემართა და მინჰოს დაუმიზნა.
– მე შიზი ვარ, მინჰო! შიზი! რატომ არ უშვებ ამას მაგ შენს გა-
სივებულ თავში? შენ რომ ელვარება გჭირდეს, გეცოდინებოდა,
რას ვგრძნობ! გენდომებოდა, შენს მეგობრებს შენი გაგიჟება ენა-
ხათ? ჰა? მიპასუხე! – ყვიროდა ერთიანად აცახცახებული ნიუტი.
მინჰოს არაფერი უპასუხია და თომასმა ამის მიზეზი იცოდა.
ნიუტის გადასარწმუნებლად ისიც შესაფერისი სიტყვების პოვნას
ცდილობდა, მაგრამ – ამაოდ. ნიუტმა ახლა თომასს გადახედა.
– შენ კი, თომი, – უთხრა ხმადაბლა, – თავხედობ და აქ იმის
სათქმელად მოდიხარ, რომ თან წამოგყვეთ? შენ რა უსინდისო
ყოფილხარ! გულს მირევ!
თომასი მეხდაცემულივით იდგა. მისთვის გული ასე არავის
უტკენია. არავის. არასდროს.

224 მკითხველთა ლიგა


თავი 39
თომასი ნიუტის ნათქვამის ახსნას ცდილობდა.
– რას ამბობ? – ჰკითხა მან.
ნიუტს ხმა არ ამოუღია, ის თომასს კუშტად მისჩერებოდა, თო-
მასისთვის დამიზნებული სატყორცნი უკანკალებდა. ბოლოს
დამშვიდდა და სახე მოულბა. იარაღი დაუშვა და თვალები დახა-
რა.
– ნიუტ, ვერ ვხვდები, – გაუმეორა თომასმა მშვიდად, – რას
მეუბნები?
ნიუტმა თომასს ახედა. მის მზერაში სიბრაზე გამქრალიყო.
– მაპატიეთ, მაგრამ უნდა დამიჯეროთ. ჩემი მდგომარეობა
ყოველ წუთს მძიმდება, მალე მთლად შევიშლები, ამიტომ
გთხოვთ, წადით.
თომასმა შესაკამათებლად პირი გააღო, მაგრამ ნიუტმა ხე-
ლები ასწია.
– არა! ნუ ცდილობთ, გადამაფიქრებინოთ! უბრალოდ…
გთხოვთ. გთხოვთ, თავი დამანებეთ და წადით. გეხვეწებით! გეხ-
ვეწებით, ეს ბოლო თხოვნა შემისრულეთ. მე ხომ თქვენთვის
არაფერი მითხოვია? ჰოდა, ეს თხოვნა შემისრულეთ. აქ ერთ
ჯგუფს შევხვდი, ისინიც ჩემნაირები არიან. დღეს, მოგვიანებით,
აქედან გაქცევასა და დენვერში წასვლას გეგმავენ. მეც მათთან
ერთად მივდივარ, – დადუმდა. თომასმა მთელი ძალა მოიკრიბა,
რომ ხმა არ ამოეღო. ნეტავ რატომ უნდათ აქედან დენვერში გაქ-
ცევა?
– არა მგონია, გამიგოთ, მაგრამ მე თქვენთან ვეღარ ვიქნები.
ახლა ხომ ძალიან მიჭირს, მაგრამ ვიცი, მერე უფრო გამიჭირდე-
ბა, არ მინდა, ჩემი გაგიჟება ნახოთ. ან უარესი, რამე რომ დაგი-

225 მკითხველთა ლიგა


შაოთ? ამიტომ მოდით, ერთმანეთს ახლა დავემშვიდობოთ, და
დამპირდით, რომ მხოლოდ ძველი ნიუტი გემახსოვრებათ.
– არ შემიძლია, – უთხრა მინჰომ.
– მოკეტე! – უღრიალა ნიუტმა. – ხვდები მაინც, როგორ მი-
ჭირს სიმშვიდის შენარჩუნება? მე ჩემი სათქმელი გითხარით,
მორჩა! ახლა კი აქედან გაეთრიეთ! გასაგებია? გაეთრიეთ-
მეთქი!
უკნიდან ვიღაცა თომასს მხარზე თითით შეეხო. მოზარდი შებ-
რუნდა და მათ უკან შეგროვილი რამდენიმე შიზი დაინახა. ვინც
თომასს მხარზე შეეხო, მაღალი და მხარბეჭებიანი იყო, გრძელი
ცხიმიანი თმა ჰქონდა. კაცმა ამჯერად თითი თომასს მკერდში
ატაკა.
– მგონი, ჩვენმა ახალმა მეგობარმა გითხრათ, რომ თავი
დაანებოთ, – უთხრა ტუჩების ლოკვით.
– ეს თქვენი საქმე არ არის, – მიუგო თომასმა. ბიჭი საფრთხეს
გრძნობდა, თუმცა, ახლა ეს ფეხებზე ეკიდა. ნიუტის მდგომა-
რეობით გულდამძიმებული ვერაფერს გრძნობდა, – სანამ თქვე-
ნი მეგობარი გახდებოდა, ის ჩვენი მეგობარი იყო!
კაცმა ცხიმიან თმაზე ხელი გადაისვა.
– ახლა შიზია, როგორც ჩვენ. ამიტომ ეს ჩვენი საქმეა. წადით
და… თავი დაანებეთ.
სანამ თომასი პასუხს გასცემდა, მინჰო ალაპარაკდა:
– ჰეი, ნაგიჟარო, ეტყობა, ელვარებამ დაგაყრუა! ეს ჩვენ და
ნიუტს გვეხება, ამიტომ აქედან წასვლა შენ მოგიწევს!
კაცი მოიღუშა. მერე ხელი ასწია და მეგობრებმა გრძელი და
ბასრი შუშა დაინახეს.
კაცი შუშას ხელს ისე მაგრად უჭერდა, სისხლი სდიოდა.
– კიდევ კარგი, გამოჩნდით, – თქვა ხავილით, – თორემ მოწ-
ყენილობა მკლავდა, – და ხელი მოიქნია.

226 მკითხველთა ლიგა


თომასი რომ არ დახრილიყო, ალბათ, სახეს აათლიდა. მან
სახეზე ხელები აიფარა, მაგრამ სანამ შუშა მოხვდებოდა, ბრენდა
წინ გავარდა და თავგაზინტლულს „იარაღი“ დააგდებინა. შუშა
იატაკზე ნამსხვრევებად იქცა. უეცრად შიზს მინჰო ეტაკა და ორი-
ვენი იქვე მწოლიარე ქალს დაეცნენ. ქალი აკივლდა და ხელ-
ფეხის ქნევა დაიწყო. ძალიან მალე მათი ერთმანეთისგან გარჩე-
ვა შეუძლებელი გახდა.
– ახლავე შეწყვიტეთ! – ყვიროდა ნიუტი. – შეწყვიტეთ-მეთქი!
ჩაცუცქული თომასი არ იძვროდა და მინჰოს დასახმარებლად
შესაფერის მომენტს ელოდა. უნებურად მან უკან მიიხედა და
დაინახა, რომ გაცეცხლებული ნიუტი მზად იყო, სროლა აეტეხა.
– ახლავე გაჩერდით, თორემ ვისვრი და ფეხებზე მკიდია, რო-
მელ დღლუმპს მოხვდება!
თავგაცხიმულმა ბღლარძუნი შეწყვიტა და ფეხზე წამოდგა,
თან ქალს ნეკნებში წიხლი უთავაზა. ქალმა ისევ იკივლა. მინჰოც
ფეხზე წამოდგა; მას სახე დაკაწრული ჰქონდა.
ელექტრობის ზუზუნი და სატყორცნის ხმა ერთდროულად გა-
ისმა და ჰაერში დამწვარი ოზონის სუნი ავარდა. ნიუტმა სას-
ხლეტს თითი გამოჰკრა. ყუმბარა შიზს მკერდში მოხვდა. ელექ-
ტრობამ სხეულში დაუარა თუ არა, კაცი ძირს ღრიალით დაეცა,
მერე ერთიანად აცახცახდა და პირიდან დუჟი გადმოუვიდა.
თომასი ვითარების ასეთ შეცვლას არ ელოდა. იდგა და ნიუტს
თვალებგაფართოებული უყურებდა – მან მინჰოს ნაცვლად, სატ-
ყორცნი შიზს ესროლა!
– ხომ ვუთხარი, გაჩერებულიყო, – ჩურჩულით თქვა ნიუტმა,
მერე კი აცახცახებული ხელით იარაღი მინჰოს დაუმიზნა, – ახლა
კი წადით. არაფრის გაგონება აღარ მინდა! და მაპატიეთ…...
მინჰომ ხელები ასწია.
– რა, სროლას მიპირებ? ძმაკაცს ესვრი?

227 მკითხველთა ლიგა


– წადი, – უთხრა ნიუტმა, – გთხოვეთ, ახლა კი გიბრძანებთ!
ისედაც ძალიან მიჭირს. წადით!
– ნიუტ, მოდი…...
– წადი! – ნიუტმა წინ გაიწია და მინჰოს იარაღი უფრო ახლო-
დან დაუმიზნა. – გაეთრიე!
თომასი გაოგნებული იდგა. ნიუტი ერთიანად ცახცახებდა და
თვალებზე ეტყობოდა, რომ საღად აზროვნების უნარი დაეკარგა.
ის სულ მალე შეურაცხადი გახდებოდა.
– წავედით, – თქვა თომასმა. ასეთი სევდიანი ხმით არას-
დროს არაფერი უთქვამს, – წავედით, მინჰო.
მინჰომ თომასს შეხედა. ბიჭის თვალებში უზომო სევდა და
ტკივილი ჩანდა.
– ხუმრობ, არა?
თომასმა მხოლოდ უარის ნიშნად თავის გაქნევა მოახერხა.
მინჰომ მხრები ჩამოუშვა და თვალები დახარა.
– ნუთუ ასე ეტირა დედა ამ სამყაროს? – თქვა თითქმის ჩურ-
ჩულით, ტკივილით აღსავსე ხმით.
– მაპატიეთ, – თქვა ნიუტმა და თვალებიდან ცრემლები ღაპა-
ღუპით გადმოსცვივდა, – მე...… მე გესვრით, თუ ახლავე არ წახ-
ვალთ.
თომასს მეტის გაძლება აღარ შეეძლო. მან ცალი ხელი ბრენ-
დას ჩაჰკიდა, მეორე კი მინჰოს მკლავში ჩაავლო და გასასვლე-
ლისკენ წაათრია. ხან იატაკზე, საბნებზე მიწოლილ შიზებს აბი-
ჯებდნენ, ხან მათ შორის იკვლევდნენ გზას. მინჰოს წინააღმდე-
გობა არ გაუწევია. თომასი მისთვის შეხედვასაც ვერ ბედავდა.
ხორხე უკან მიჰყვებოდათ. კარისკენ, მოედნისკენ, ცენტრალური
ზონიდან გასასვლელი თაღისკენ გზას შიზების ყაყანსა და აურზა-
ურში განაგრძობდნენ.

228 მკითხველთა ლიგა


ისინი ნიუტს შორდებოდნენ. ტოვებდნენ თავიანთ ძველ და
ახლა უკვე ელვარებით ტვინშეჭმულ მეგობარს.

229 მკითხველთა ლიგა


თავი 40
გარეთ მათი მომცილებელი მეთვალყურეების კვალიც აღარ
ჩანდა, შიზების რაოდენობას კი ემატა. ეტყობოდა, ისინი სტუმ-
რებს ელოდნენ. ალბათ, სროლის ხმა და ყვირილი გაიგონეს. ან
შეიძლება, ვიღაც გარეთ გამოვიდა და მათ მომხდარის შესახებ
უამბო. თომასს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყველა, ვინც
მათ უყურებდა, ზღვარს გადასული იყო და მათი შესანსვლა სურ-
და.
– ერთი ამ მასხარებს შეხედეთ! – წამოიძახა ვიღაცამ.
– რა საყვარლები არიან! – გამოეხმაურა ვიღაც. – მოდით, პა-
ტარებო, შიზებს ეთამაშეთ! მალე თქვენც ხომ შიზები იქნებით?
თომასი ცენტრალური ზონიდან თაღოვანი გასასვლელისკენ
მიდიოდა. მინჰოსთვის ხელი უკვე გაეშვა, მაგრამ ბრენდა ისევ
ხელჩაკიდებული მიჰყავდა. შიზების ბრბოში ჩქარი ნაბიჯით
მიაბიჯებდნენ. თომასი ხალხს თვალს არიდებდა, რადგან მათ
დასახიჩრებულ სახეებზე მხოლოდ სიგიჟეს, სისხლის წყურვილ-
სა და შურს კითხულობდა. ძალიან უნდოდა, გაქცეულიყო, მაგ-
რამ იცოდა, რომ არ შეიძლებოდა – რომ გაქცელიყვნენ, შიზების
ბრბო, როგორც მგლების ხროვა, თავს ისე დაესხმებოდა.
თაღში დაუბრკოლებლად გაიარეს და ცენტრალური ზონიდან
გავიდნენ. თომასი მათ მთავარ ქუჩაზე მიუძღოდა. ქოხმახების
არაერთ წყებას ჩაუარეს. მათ უკან ცენტრალური მოედნიდან
ისევ ისმოდა ავისმომასწავებელი ხმები, კივილი და გიჟური სი-
ცილი. რაც უფრო შორდებოდნენ ცენტრალურ ზონას, ხმები მით
უფრო შორიდან ისმოდა და თომასიც ოდნავ დამშვიდდა, თუმცა,
ვერ ბედავდა, მინჰოსთვის ეკითხა, როგორ ხარო, თანაც ამ კით-
ხვის პასუხი შესანიშნავად იცოდა.

230 მკითხველთა ლიგა


მეგობრები, ის-ის იყო, ქოხმახების ერთ წრეს გასცდნენ, რომ
ჯერ შეძახილები გაიგონეს, მერე – ნაბიჯების ხმა.
– გაიქეცით! – ყვიროდა ვიღაც. – თავს უშველეთ!
თომასი გაოგნებული შედგა – შენობის კუთხიდან მათი გამ-
ცილებელი მეთვალყურეები გამოცვივდნენ და გვერდით ისე ჩა-
უქროლეს, არც კი შეჩერებულან. არც ერთ მათგანს სარტყორცნი
აღარ ჰქონდა.
– ჰეი! – დაუძახათ მინჰომ. – ახლავე დაბრუნდით!
ულვაშამ უკან მოიხედა.
– იდიოტებო, ხომ გითხარით, გაიქეცით-მეთქი! დროზე!
თომასი არც დაფიქრებულა, მცველებს ისე დაედევნა; სხვე-
ბიც მას მიჰყვნენ. ბიჭმა წამით უკან მიიხედა და შიზების ბრბო
დაინახა – თორმეტიოდე კაცი. თითქოს ტყვეობას თავი დააღ-
წიესო, ენაგადმოგდებულები მორბოდნენ. გეგონებოდა, ზღვარს
ყველა ერთად გადასცდაო.
– რა მოხდა? – იკითხა სუნთქვაგახშირებულმა მინჰომ.
– ზონიდან გამოგვყარეს! – გამოსძახა დაბალმა. – გეფიცები,
შეჭმას გვიპირებდნენ. ძლივს გადავურჩით.
– არ გაჩერდეთ! – დაამატა ულვაშამ.
მოულოდნელად ისინი სრულიად სხვა მიმართულებით, ერთი
შეხედვით უჩინარ ჩიხში შეცვივდნენ.
თომასმა და მისმა მეგობრებმა კი გზა აისბერგისკენ განაგ-
რძეს. უკნიდან ისევ კივილი და სტვენა ესმოდათ. თომასმა მდევ-
რის დასანახად თვალი გააპარა. თმაგაწეწილების, მოთხუპნულ-
სახიანებისა და ტანსაცმელშემოგლეჯილების ჯგუფი მოსდევ-
დათ, თუმცა, შორს იყვნენ და ვერ დაეწეოდნენ.
– ვერ დაგვეწევიან! – დაუყვირა თომასმა მეგობრებს. სწო-
რედ ამ დროს ჭიშკარიც გამოჩნდა. – მაგრამ სანამ აქედან არ გა-
ვაღწევთ, არ შეჩერდეთ!

231 მკითხველთა ლიგა


თომასს ასე სწრაფად არასდროს ურბენია, ლაბირინთშიც კი.
იმის გაფიქრებაზე, რომ შიზები შეიპყრობდნენ, ძარღვებში სის-
ხლი ეყინებოდა. მეგობრები დასახლებიდან ისე გაცვივდნენ,
სირბილი წამითაც არ შეუწყვეტიათ. არც ჭიშკრის დასაკეტად
შეუწუხებიათ თავი. პირდაპირ აისბერგისკენ გაცვივდნენ.
ლიუკის კარი ხორხემ პლანშეტით სწრაფად გააღო. თომასმა
დაშვებულ კარზე აირბინა, აისბერგში შევარდა და უკან მოიხედა.
ყველა შიგნით იყო. გაისმა რკინის ღრჭიალი და კარმა მაღლა
აწევა დაიწყო. შიზები მათ ვეღარ დაეწეოდნენ, თუმცა, ყვირილი-
თა და გაუგებარი შეძახილებით მაინც მოსდევდნენ. ერთ-ერთმა
ქვასაც კი წამოავლო ხელი და აისბერგს ესროლა, მაგრამ ექ-
ვსიოდე მეტრის მოშორებით დაეცა.
კარი დაიხურა. აისბერგი აფრინდა.
ხორხემ დასამშვიდებლად და გონების მოსაკრებად ხომალ-
დი მიწიდან რამდენიმე მეტრზე ჰაერში გააჩერა. შიზები მათ ვე-
ღარაფერს დააკლებდნენ. თანაც, ვინც მოსდევდათ შეიარაღებუ-
ლი არ იყვნენ.
თომასი, მინჰო და ბრენდა ერთ-ერთ ილუმინატორთან იდ-
გნენ და შეშლილთა ბრბოს დასცქეროდნენ. ნანახის დაჯერება
სამივეს უჭირდა.
– ღმერთო, ვინ იცის, რამდენიმე თვის წინ რას აკეთებდნენ?
ალბათ, ცხოვრობდნენ მშვიდად, სადმე ოფისში ისხდნენ და მუ-
შაობდნენ, ახლა კი, ველური ცხოველებივით, ადამიანებს შესაჭ-
მელად დასდევენ, – თქვა თომასმა.
– მე გეტყვი, რას აკეთებდნენ, – უპასუხა ბრენდამ, – გარ-
დაუვალის მოლოდინში, შიშით შეპყრობილნი, უბედურად ცხოვ-
რობდნენ.
მინჰომ ხელები ასწია.

232 მკითხველთა ლიგა


– რა დროს ეგენია? ნუთუ იქ მარტო მე ვიყავი? ხომ არ დაგა-
ვიწყდათ, რომ ჩემი ძმაკაცი, ნიუტი რომ ჰქვია, იქ დავტოვეთ?
– მასთან მაინც ვერაფერს გავაწყობდით! – გამოსძახა მფრი-
ნავის კაბინიდან ხორხემ. თომასი შეცბა. ხორხეს ხმაში თანაგ-
რძნობის ნატამალი არ იგრძნობოდა.
მინჰო მისკენ შებრუნდა.
– შენ, მანდ, მოკეტე და მაგ რაღაცას მიხედე, მურტალსიფა-
თიანო!
– ვეცდები, – უპასუხა ხორხემ და ამოიოხრა. კაცმა რამდენი-
მე ღილაკს თითი დააჭირა და აისბერგმა უფრო მაღლა აიწია.
მინჰო იატაკზე მოწყვეტით დავარდა.
– რა მოხდება, როდესაც სატყორცნში ყუმბარები გამოელე-
ვა? – იკითხა კედელზე ერთ წერტილს მიშტერებულმა.
თომასმა არ იცოდა, რა ეპასუხა. უსაზღვრო მწუხარება მასაც
ძალას ართმევდა და მუხლი ეკვეთებოდა. გულდამძიმებული
მინჰოს გვერდით მდუმარედ დაეშვა. აისბერგი მაღლა იწევდა.
აი, შიზების „სასახლესაც“ გადაუფრინეს.
იმ უბადრუკ სამყოფელს, სადაც სამუდამოდ დატოვეს ნიუტი.

233 მკითხველთა ლიგა


თავი 41
კარგა ხნის შემდეგ თომასი და მინჰო წამოდგნენ და დივანზე
დასხდნენ. ბრენდა მფრინავის კაბინაში იყო და ხორხეს ეხმარე-
ბოდა.
ახლა არავის გაურბოდნენ და თომასსაც დასაფიქრებლად
დრო ჰქონდა. მან რეალობის სიმწარე უფრო კარგად შეიგრძნო.
ლაბირინთში ფეხის შედგმის წუთიდან ნიუტი მუდამ გვერდით ედ-
გა და ბიჭი ახლა მიხვდა, როგორი ძვირფასი იყო იგი მისთვის.
ტკივილმა გული შეუკუმშა.
მაგრამ ნიუტი ხომ ცოცხალია! თუმცა, ეს უარესი იყო. უარესი.
სისხლმოწყურებული შიზებით გარემოცული ნიუტი ჭკუიდან
ნელ-ნელა შეიშლებოდა. თომასს არ უნდოდა, ეფიქრა, რომ მე-
გობარს ვეღარასოდეს ნახავდა.
მდუმარება მინჰოს მწუხარე ხმამ დაარღვია.
– ასე რატომ მოიქცა? რატომ არ გამოგვყვა? რატომ დამიმიზ-
ნა იარაღი?
– ნიუტი სასხლეტს თითს არ გამოჰკრავდა, – უთხრა თომას-
მა, თუმცა, თავის ნათქვამში თვითონაც ეჭვი ეპარებოდა.
მინჰომ თავი გააქნია.
– ხომ ნახე, მზერა როგორ შეეცვალა? გიჟს ჰგავდა. რომ არ
შევშვებოდი, მესროდა. ის გაგიჟდა, ძმაო. ჭკუიდან შეიშალა.
– შეიძლება, ეგრე ჯობს კიდეც.
– რა თქვი? – მინჰო თომასისკენ შეტრიალდა.
– იქნებ, როცა გიჟდებიან, საკუთარ თავსაც კარგავენ. იქნებ,
ნიუტი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, უკვე აღარ არსებობს?! ის კი
ვერ ხვდება, რა ემართება და არც იტანჯება.
თომასის ნათქვამმა მინჰო გააბრაზა.

234 მკითხველთა ლიგა


– თავის დამშვიდების კარგი მცდელობა იყო, ქლიავო, მაგ-
რამ არ გეთანხმები. ჩემი აზრით, ის იქ არის გამოკეტილი, შეშ-
ლილის სხეულში, და ყოველ წამს ტანჯვაში ატარებს.
თომასმა მინჰოს დახატული სურათი წარმოიდგინა და მიხ-
ვდა, რომ ლაპარაკი აღარ უნდოდა. ბიჭები დადუმდნენ. თომასი
იატაკს დააცქერდა და დენვერის აეროპორტში აისბერგის დაშვე-
ბამდე მეგობრის საშინელ ხვედრზე ფიქრობდა.
თომასმა სახეზე ხელები მოისვა.
– მგონი, მოვედით.
– უკეთურის ახლა უკეთ მესმის, – ყრუდ წარმოთქვა მინჰომ,
– რაც შეშლილის თვალებს ჩავხედე. მათში იმ ადამიანის, რო-
მელსაც დიდი ხანია, იცნობ, აღარაფერი ჩანს. არაერთი მეგობ-
რის სიკვდილი მინახავს, მაგრამ ნიუტთან შეხვედრაზე უარესი
არაფერი იყო. ოხ, ეს ელვარება! ნეტავ წამალი გვაპოვნინა…
მინჰომ წინადადება არ დაამთავრა, თუმცა, თომასმა იცოდა,
რას ფიქრობდა. მან წამით თვალები დახუჭა. ქვეყნად აღარაფე-
რი იყო იოლი და გასაგები; შავი და თეთრი, სწორი და მცდარი
აღარ არსებობდა.
მდუმარედ მსხდომ მეგობრებთან ხორხე და ბრენდა გამო-
ვიდნენ.
– ნიუტის გამო ძალიან ვწუხვარ, – წაიდუდუნა გოგომ.
მინჰომ რაღაც ჩაიბურტყუნა; თომასმა თანხმობის ნიშნად თა-
ვი დაიქნია და შეეცადა, ბრენდასთვის თვალებით ეთქვა, რას
გრძნობდა. ხორხე ჩუმად იჯდა და იატაკს დასცქეროდა.
ბრენდამ ჩაახველა.
– ვიცი, ძალიან გიჭირთ, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ და გა-
დავწყვიტოთ, რას ვაპირებთ.
მინჰო ფეხზე წამოხტა და ბრენდასკენ თითი გაიშვირა.

235 მკითხველთა ლიგა


– შენ რამდენიც გინდა, იმდენი იფიქრე და რა ჯანდაბაც გინ-
და, გადაწყვიტე, მის ბრენდა! ჩვენ კი რამდენიმე საათის წინ ძმა-
კაცი ნაგიჟრების ხროვასთან დავტოვეთ! – მიახალა და სალონი-
დან გავარდა.
ბრენდამ თომასს გახედა.
– მართლა ძალიან ვწუხვარ,… არ მინდოდა.…
ბიჭმა მხრები აიჩეჩა.
– არა უშავს. ლაბირინთში ჩემს გამოჩენამდე ის და ნიუტი
ორი წელი ძმაკაცობდნენ. მინჰოს დრო დასჭირდება.
– muchachos, ისე, გადაქანცულები ვართ და ერთი-ორი დღე
ხომ არ დაგვესვენა? ყველაფერი კარგად აგვეწონ-დაგვეწონა?
– ჰო, – წაილაპარაკა თომასმა.
ბრენდა ბიჭისკენ გადაიხარა და ხელზე ხელი მოუჭირა.
– ნუ ღელავ, რამეს მოვიფიქრებთ.
– საფიქრალი ბევრი არც არაფერია, – მიუგო თომასმა, – გა-
ლი უნდა ვნახოთ.
– შეიძლება, მართალი ხარ, – უთხრა ბრენდამ, ხელზე ხელი
კიდევ ერთხელ მოუჭირა და ფეხზე ადგა, – წამოდი, ხორხე, რამე
საჭმელი გავაკეთოთ, – და გავიდა.
თომასი თავის სევდასთან მარტო დარჩა.

***

საშინელი სადილის შემდეგ, რომლის დროსაც ერთ-ორ უმ-


ნიშვნელო სიტყვაზე მეტი არაფერი დასცდენიათ, მეგობრები
თავ-თავისთვის განმარტოვდნენ. თომასი ნიუტზე ფიქრობდა და
აისბერგში უაზროდ დაეხეტებოდა. მეგობრის მომავალზე ფიქრი
გულს სტკენდა და სულს უხუთავდა. ძველი ნიუტისგან ხომ აღა-
რაფერი დარჩა,… მაგრამ…...

236 მკითხველთა ლიგა


წერილი!
თომასი უეცრად მეხდაცემულივით გაშეშდა, მერე კი საპირ-
ფარეშოში შევარდა და კარი ჩაკეტა. წერილი! შიზების დასახლე-
ბაში, იმ აურზაურში, წერილი სულ გადაავიწყდა! ნიუტმა უთხრა,
რომ მიხვდებოდა, როდის იქნებოდა შესაფერისი დრო მის წასა-
კითხად. თომასს წერილი იმ დამპალ დასახლებაში მეგობრის
დატოვებამდე უნდა წაეკითხა! ახლა თუ არა, მაშ, როდისღა უნდა
დამდგარიყო ეს „შესაფერისი დრო“?!
თომასმა კონვერტი ჯიბიდან ამოიღო, კუთხე მოახია და ფურ-
ცელი ამოღო. ნიუტის წერილს მრგვალი სარკის გარშემო ჩამ-
წკრივებული ნათურების მკრთალი შუქი დაეფინა.
მხოლოდ ორი წინადადება:
„მომკალი. თუ მართლა ჩემი მეგობარი ხარ, მომკალი.“
თომასმა წერილი ბევრჯერ წაიკითხა. ოცნებობდა, რომ
ნიუტის სიტყვების აზრი შეიცვლებოდა. როგორი შეშინებული და
სასოწარკვეთილი უნდა ყოფილიყო ნიუტი, რომ ასეთი რამ წი-
ნასწარ დაეწერა. თომასმა გულისრევა იგრძნო. გაახსენდა, რო-
გორ გაცოფდა ნიუტი ბოულინგის დარბაზში. მას სურდა, თავი-
დან აეცილებინა შიზად ქცევის საზარელი და გარდაუვალი ხვედ-
რი, თომასმა კი იმედი გაუცრუა.

237 მკითხველთა ლიგა


თავი 42
თომასმა გადაწყვიტა, მეგობრებისთვის ნიუტის წერილი
დაემალა. რა საჭირო იყო მისი ჩვენება? მას ხომ ცხოვრება უნდა
გაეგრძელებინა. თომასი საკუთარმა გულგრილობამ გააოცა.
მეგობრებმა ორი ღამე აისბერგში გაატარეს, დაისვენეს და
გეგმა დასახეს. ქალაქს კარგად არც ერთი არ იცნობდა, მათ იქ
არც სანდო მეგობრები ჰყავდათ. საუბრის მთავარი თემა მაინც
გალი და „მარჯვენა ხელი“ იყო. მათ უკეთურის შეჩერება უნდო-
დათ და თუ უკეთური მართლაც ექსპერიმენტის თავიდან დაწყე-
ბას გეგმავდა, მაშინ თომასს, მის მეგობრებსა და „მარჯვენა
ხელს“ ერთი მიზანი ჰქონდათ.
გალი. მათ გალი უნდა ენახათ.
მესამე დღეს, შხაპის მიღების მერე, თომასი მეგობრებთან
ერთად წასახემსებლად დაჯდა. ორდღიანი დასვენების შემდეგ
ისინი მოქმედებისათვის მზად იყვნენ. გეგმა მარტივი იყო: გა-
ლისთან მისულიყვნენ და ერთად გადაეწყვიტათ, რა და როგორ
გაკეთებინათ. მეგობრებს, ცოტა არ იყოს, აღელვებდათ ნიუტის
ნათქვამი, რომ შიზების პატარა ჯგუფი დენვერში შეჭრას აპირებ-
და, თუმცა, ჯერჯერობით მათი კვალი არსად ჩანდა. მომზადების
შემდეგ ყველანი ლიუკთან შეიკრიბნენ.
– ლაპარაკით ისევ მე ვილაპარაკებ, – თქვა ხორხემ.
ბრენდამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– ქალაქში შევალთ თუ არა, ტაქსის გავაჩერებთ.
– კარგი, – ჩაილაპარაკა მინჰომ, – გვეყო ლაყბობა, საქმეს
მივხედოთ!
მინჰომ თომასის გულისნადები ამოთქვა. მხოლოდ მოქმედე-
ბას, რაღაცის კეთებას შეეძლო ნიუტის დაკარგვითა და მისი თავ-

238 მკითხველთა ლიგა


ზარდამცემი წერილით გამოწვეული სასოწარკვეთის შემსუბუქე-
ბა.
ხორხემ ღილაკს თითი დააჭირა და სატვირთო განყოფილე-
ბის ლიუკის კარი ნელ-ნელა ძირს დაეშვა. კარი ნახევრადაც არ
იყო ღია, რომ მათ აისბერგის წინ სამი ადამიანი შენიშნეს და ბო-
ლომდე გაიღო თუ არა, თომასი მიხვდა, რომ ეს საპატიო დახვედ-
რას არ ჰგავდა.
ორი კაცი და ერთი ქალი. მათ ზუსტად ისეთივე ლითონის
ნიღბები ეკეთათ, როგორიც წითელპერანგიანს – ყავახანაში. კა-
ცები პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულნი, ხოლო ქალს სატ-
ყორცნი ეჭირა. უცხოებს ოფლიანი და ტურტლიანი სახეები ჰქონ-
დათ და დაგლეჯილი ტანსაცმელი ეცვათ. გეგონებოდა, აისბერ-
გამდე მოსაღწევად ომი გადაიხადესო. თომასი იმედს ებღაუჭე-
ბოდა, რომ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.
– რა ხდება? – იკითხა ხორხემ.
– მოკეტე, იმუნიტო, – რობოტის ხმით ავად შეუღრინა ერთ-
ერთმა კაცმა, – ძირს მშვიდად ჩამოდით, სისულელის ჩადენა
არც კი სცადოთ, თორემ რაც მოხდება, თქვენს თავს დააბრალეთ!
თომასმა დამხვდურების უკან გაიხედა და ლამის გული
გაუჩერდა. დენვერში შესასვლელი ჭიშკარი ღია იყო, ქალაქში
შემავალ ვიწრო ქუჩაში კი ორი ადამიანი ეგდო და შორიდან სი-
ცოცხლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდათ.
ისევ ხორხე ალაპარაკდა.
– ერთი გაბედე და გაისროლე, hermano, ისე დაგესევით, რო-
გორც ნეხვს ბუზები. შეიძლება, ერთი ჩვენგანი შეიწიროთ, მაგ-
რამ შენ და შენს მახინჯ მეგობრებს მაინც დაგიფენთ.
რა თქმა უნდა, ეს ფუჭი მუქარა იყო.
– ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, – უპასუხა კაცმა, – მი-
დით, სცადეთ, დარწმუნებული ვარ, სანამ რომელიმე თქვენგანი

239 მკითხველთა ლიგა


თითს გაანძრევს, ორს ერთად გავაგორებთ, – უთხრა, იარაღი
შემართა და ხორხეს დაუმიზნა.
– გასაგებია, – ჩაილაპარაკა ხორხემ და ხელები ასწია, –
ჯერჯერობით თქვენი აყრია.
მონჰომ ამოიოხრა.
– ერთი ამ ქლიავებს დამიხედეთ! თავი მაგარი ტიპები გგონი-
ათ, არა? – უთხრა და ხორხეს მსგავსად, მანაც ხელები ასწია. –
გირჩევთ, ყურადღება არ მოადუნოთ. მაინც, რა ვიცი….
თომასმა იცოდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, უცხო-
ებს უნდა დამორჩილებოდნენ, ამიტომ ხელებაწეული პანდუსზე
პირველი დაეშვა. დანარჩენები უკან მიჰყვნენ. ისინი აისბერგის
უკან მდგარ ძველისძველ ფურგონთან მიიყვანეს. მანქანა გრუ-
ხუნით დაიქოქა. საჭესთან ქალი იჯდა, მის უკან კი – სატყორცნე-
ბით შეიარაღებული ორი კაცი.
ერთ-ერთმა თანმხლებმა გვერდითა კარი გააღო და მეგობ-
რებს თავით ანიშნა, ჩასხედითო.
– შედით. ერთი არასწორი ნაბიჯი და გესვრით. ხომ გითხა-
რით, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ერთი-ორი იმუნიტი თუ
მოკვდება, ქვეყანა არ დაიქცევა.
თომასი ფურგონში ჩაჯდა, თან გამოსავალზე ფიქრობდა.
„ოთხი ექვსის წინააღმდეგ, – გაიფიქრა, – მაგრამ მათ იარაღი
აქვთ.“
– იმუნიტების მოტაცებაში ფულს ვინ გიხდით? – ჰკითხა თო-
მასმა, როცა ფურგონში ჩასხდნენ. ბიჭს სურდა, ვინმეს დაედას-
ტურებინა, რაც ტერეზამ გალის უთხრა, რომ იმუნიტებს უკეთუ-
რისთვის იტაცებდნენ და კარგ ფულსაც იღებდნენ.
მისთვის პასუხი არავის გაუცია.
სამეული, რომელიც აისბერგის კარის გაღებისას დახვდათ,
მანქანაში ჩასხდა და დატყვევებულებს იარაღი მიუშვირა.

240 მკითხველთა ლიგა


– მანდ, კუთხეში, შავი ტომრებია, – თქვა კაცმა, რომელიც,
ალბათ, ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, – თავზე ჩამოიცვით. იცო-
დეთ, ძალიან გავბრაზდები, თუ შეგამჩნევთ, რომ გამოხედვას
ცდილობთ. ჩვენ ფარულად მოქმედება გვიყვარს.
თომასმა ამოიოხრა. მასთან შეკამათება უაზრობა იქნებოდა,
ამიტომ ერთ-ერთ ტომარას ხელი სტაცა და თავზე ჩამოიცვა. სიბ-
ნელე ჩამოწვა. ძრავამ დაიგრუხუნა და მანქანა ადგილს მოს-
წყდა.

241 მკითხველთა ლიგა


თავი 43
სწორ გზაზე მიდიოდნენ, თუმცა, თომასს ის უსასრულო მოეჩ-
ვენა. ეგონა, არასდროს გაჩერდებოდნენ. წყვდიადში უსიამოვნე-
ბებზე ფიქრის გარდა არაფერი დარჩენოდა, არადა ახლა ეს სუ-
ლაც არ უნდოდა. მანქანა რომ გაჩერდა, ბიჭს გული ერეოდა.
ფურგონის კარი რომ გაიღო, თომასმა ხელი ინსტინქტურად
წაიღო ტომრის მოსაშორებლად.
– არა, – უთხრა მკვახედ წინამძღოლმა, – სანამ ჩვენ არ გეტ-
ყვით, ტომრის მოხსნა არ გაბედო. გადმოდით. ნელა და მშვიდად.
დაგვდეთ პატივი და თქვენს დახოცვას ნუ გვაიძულებთ.
– შენ რა მაგარი ხარ! – გაიგონა თომასმა მინჰოს ხმა. – ად-
ვილია, მაგარი ბიჭი იყო, როცა ხუთი კაცი გიდგას გვერდით და
ექვსივე კბილებამდე ხართ შეიარაღებული. იქნებ გეცადა...… –
მაგრამ მინჰოს სიტყვის დამთავრება არ დასცალდა. თომასმა
მუშტის მოქნევის ხმა და ხმამაღალი კვნესა გაიგონა.
თომასს ხელი სტაცეს და მანქანიდან ისე გადმოათრიეს, ლა-
მის დაეცა. ის იყო, გასწორდა, რომ ვიღაცამ ხელი ჰკრა და წინ
უბიძგა. თომასი ბორძიკით დაიძრა.
ისინი ჯერ რამდენიმე საფეხურით ქვევით ჩაიყვანეს, მერე კი
გრძელ დერეფანს გაუყვნენ. ყველა დუმდა. ბოლოს გაჩერდნენ.
თომასმა ბარათი-გასაღების ხმა გაიგონა. რაღაც გატკაცუნდა და
კარიც გაიღო, მერე კი ჩურჩული გაისმა, თითქოს მათ ათობით
ადამიანი ელოდა.
ქალმა თომასს ხელი ჰკრა და ბიჭმა რამდენიმე ნაბიჯი გადად-
გა. უკან კარი დაიხურა თუ არა, თომასმა თავიდან ტომარა გადა-
იძრო.

242 მკითხველთა ლიგა


ხალხით სავსე უზარმაზარ ოთახში იდგნენ. ნათურების
მკრთალ შუქზე ათობით ჭუჭყიანი, დაკაწრული და ჩალურჯებუ-
ლი ადამიანი დაინახეს. დამხვდურთა უმეტესობა იატაკზე ისხდა
და მათ მიშტერებოდა.
ვიღაც ქალი მიუახლოვდა. შეშინებული და აღელვებული
იყო.
– გარეთ რა ხდება? უკვე რამდენიმე საათია, აქ ვართ. როცა
მოგვიტაცეს, ქალაქში დიდი აურზაური იყო. იცით, რა მოხდა?
ნელ-ნელა სხვებიც წამოიმართნენ და ახალმოსულებს გარს
შემოერტყნენ.
– ჩვენ ქალაქგარეთ ვიყავით. კარიბჭესთან დაგვიჭირეს. რა
აურზაური? რა მოხდა? – იკითხა თომასმა.
ქალმა თავი ჩაღუნა.
– მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, გაუფ-
რთხილებლად. პოლიცია, პოლმანქანები და პატრული ქალაქი-
დან უცებ გაუჩინარდნენ. ჩვენ მაშინ მოგვიტაცეს, როცა ქალაქის
ცენტრში, სამსახურში მივდიოდით. ვერც მივხვდით, რა მოხდა და
რატომ.
– ჩვენ შიზების დასახლების დაცვის თანამშრომლები ვიყა-
ვით, – დაიწყო ვიღაც კაცმა, – ჩვენნაირები უგზოუკვლოდ უჩი-
ნარდებოდნენ, ჰოდა, ჩვენც რამდენიმე დღის წინ დენვერში ჩა-
მოვედით. თქვენსავით, ჩვენც აეროპორტში დაგვიჭირეს.
– ასე უცებ რა მოხდა? – იკითხა ბრენდამ. – აქ სამიოდე დღის
წინ ვიყავით და მშვიდობა იყო.
კაცმა მწარედ ჩაიცინა.
– დენვერი სავსეა იდიოტებით, ვისაც ეგონათ, რომ ქალაქში
ვირუსი არ იყო, მაგრამ მდგომარეობა ნელ-ნელა გაუარესდა და
ბოლოს იფეთქა. კაცობრიობას შანსი არ აქვს, ვირუსი ძალზე

243 მკითხველთა ლიგა


ძლიერია. ბევრმა ჩვენგანმა ეს დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყვე-
ლა.
თომასმა ჯგუფს თვალი მოავლო და გაქვავდა – მათ შორის
ერისი იდგა.
– მინჰო, ნახე! – უთხრა და მეგობარს მუჯლუგუნი უთავაზა,
შემდეგ კი თითით ერისზე ანიშნა.
ბ-ჯგუფელი მათკენ გახარებული გამოიქცა. ერისის უკან თო-
მასმა ორი გოგო დაინახა, ისინი ლაბირინთში ერისთან ერთად
იყვნენ. გამტაცებლებმა, ეტყობა, თავიანთი საქმე კარგად იცოდ-
ნენ.
ერისი თითქოს აპირებდა, თომასს გადახვეოდა, მაგრამ ბო-
ლოს მის წინ გაჩერდა და ხელი გაუწოდა. თომასმა ხელი ჩამო-
ართვა.
– მიხარია, რომ კარგად ხართ, ბიჭებო! – უთხრა ერისმა.
– ჩვენც გვიხარია შენი ნახვა, – ერისის შემხედვარე თომასი
მიხვდა, რომ მაყალში გაჩენილ წყენას უკვე გაევლო, – სხვები
სად არიან?
ერისი მოიღუშა.
– უმეტესობა ჩვენთან ერთად აღარ არის, ისინი სხვა ჯგუფმა
მოიტაცა.
და სანამ ერისის ნათქვამს გაიაზრებდა, წინ ტერეზა აესვეტა.
ბიჭმა მოულოდნელობისგან ჩაახველა, თითქოს ყელში რაღაც
გაეჩხირა.
– ტერეზა? – ძლივს ამოთქვა თომასმა. ერთმანეთის საწინა-
აღმდეგო ემოციებმა სუნთქვა შეუკრა და თითქოს ხელ-ფეხი წა-
ერთვა.
– სალამი, თომ, – უთხრა გოგომ და სევდიანად შეხედა, – მი-
ხარია, რომ კარგად ხარ, – ტერეზას თვალები აუცრემლდა.
– მეც მიხარია, რომ ცოცხალსა და უვნებელს გხედავ.

244 მკითხველთა ლიგა


თომასის ერთ ნაწილს ტერეზა სძულდა, მეორეს კი ენატრე-
ბოდა. უნდოდა, უკეთურის კომპლექსში მიტოვების გამო, გვა-
რიანად წაჩხუბებოდა.
– თქვენ სად გაქრით? – ჰკითხა ტერეზამ. – დენვერამდე რო-
გორ ჩამოხვედით?
თომასი დაიბნა.
– რას ნიშნავს, „სად გავქრით“?
ტერეზა თომასს რამდენიმე წამით ჩუმად მიაჩერდა.
– სალაპარაკო ბევრი გვაქვს, – უთხრა ბოლოს.
თომასმა თვალები მოჭუტა.
– კიდევ რაღაც ჩაიფიქრე?
– არაფერი,… – გოგოს ხმაში თავდაცვა გაისმა, – გაუგებრო-
ბა მოხდა. მომისმინე, გუშინ ჩვენი ჯგუფის უმრავლესობა თავებ-
ზე მონადირეების სხვადასხვა დაჯგუფებამ შეიპყრო. მგონი, ისი-
ნი უკეთურს მიჰყიდეს. კარდალიც. თომ, ძალიან ვწუხვარ.
თომასს თვალწინ მზარეულის სახე დაუდგა. არ იცოდა, გა-
დაიტანდა თუ არა კიდევ ერთი მეგობრის დაკარგვას.
მინჰო წინ გადაიხარა.
– როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივ გუნებაზე ხარ, ტე-
რეზა. ძალიან მიხარია, რომ კვლავ შენნაირი ხალისიანი ადა-
მიანის გვერდით ვარ! – უთხრა გოგოს.
ტერეზამ მინჰოს ყურადღება არ მიაქცია.
– თომ, მალე სხვაგან გადაგვიყვანენ. გთხოვ, დამელაპარა-
კე. პირისპირ. თანაც ახლავე!
თომასი საკუთარ თავზე გაბრაზდა. ტერეზასთან ლაპარაკი
მასაც უნდოდა, მაგრამ ცდილობდა, ეს როგორმე დაემალა.
– ვირთხამ უკვე წამიკითხა ლექცია. გთხოვ, შენც ჭკუის და-
რიგებას ნუ დამიწყებ და ნუ მეტყვი, რომ უკეთურის კომპლექსში
უნდა დავბრუნდე.

245 მკითხველთა ლიგა


– არ მესმის, რას მეუბნები, – უთხრა ტერეზამ და შეყოვნდა.
ეტყობოდა, საკუთარ სიამაყეს ებრძოდა, – გთხოვ.
თომასი გოგოს მიაჩერდა. არ იცოდა, რა ეფიქრა, ვერ გაერ-
კვია, რას გრძნობდა მის მიმართ. ბრენდა თომასისგან რამდენი-
მე ნაბიჯის მოშორებით იდგა და ეტყობოდა, რომ ტერეზას გამო-
ჩენა მაინცდამაინც არ უხაროდა.
– რა ვქნათ? – ჰკითხა ტერეზამ და ირგვლივ ხელით ანიშნა.
– აქ, ლოდინის გარდა, ვერაფერს გააკეთებ. დავიჯერო, ისეთი
მოუცლელი ხარ, რომ ერთ-ორ წუთს ვერ მომისმენ?
თომასმა თავი შეიკავა, რომ მისთვის თვალები არ დაებ-
რიალებინა. მერე კუთხეში, ორ ცარიელ სკამზე ანიშნა.
– აი, იქ დავილაპარაკოთ, ოღონდ – სწრაფად.

246 მკითხველთა ლიგა


თავი 44
თომასი სკამზე გულხელდაკრეფილი დაჯდა და თავი კედელს
მიაყრდნო. ტერეზა თომასის პირდაპირ იატაკზე, დაჯდა საკუთარ
ფეხებზე. მანამდე მინჰომ თომასი გააფრთხილა, რომ ტერეზას
ერთი სიტყვაც არ დაეჯერებინა.
– მოკლედ, – დაიწყო ტერეზამ.
– გისმენ.
– საიდან დავიწყოთ?
– ლაპარაკი შენ გინდოდა, ჰოდა, მითხარი, რა გაქვს სათქმე-
ლი. თუ არადა, ჩვენი საუბარი დასრულებულია.
ტერეზამ ამოიოხრა.
– იქნებ, საკუთარ სიმართლეში წამით მაინც დაეჭვდე და ენა-
მახვილობას თავი დაანებო! კკი, ბატონო, მაყალში ცუდად მოგე-
ქეცი, მაგრამ შენ იცი, რომ ეს შენს გადასარჩენად გავაკეთე! მა-
შინ ვარიაციულ ცდებსა და მატრიცაზე არაფერი ვიცოდი. იქნებ
დამიჯერო და ადამიანურად დამელაპარაკო! ნუთუ ეს არ დავიმ-
სახურე?!
თომასი რამდენიმე წუთით დადუმდა.
– კარგი, კარგი. მაგრამ, შენ მე უკეთურის კომპლექსში დამ-
ტოვე, რაც ნიშნავს…...
– თომ! – შეჰყვირა ტერეზამ, თითქოს სილა გააწნესო. – ჩვენ
არ მიგვიტოვებიხარ! რას ბოდავ?
– შენ თვითონ რას ბოდავ? – ჰკითხა დაბნეულმა.
– ჩვენ არ მიგვიტოვებიხარ, ჩვენ თქვენ გეძებდით. ჩვენ კი
არა, თქვენ მიგვატოვეთ!
გაოგნებული თომასი გოგოს ენაგადაყლაპული მიაჩერდა.
– შენ, რა, მართლა ასეთი იდიოტი გგონივარ?

247 მკითხველთა ლიგა


– კომპლექსში ყველა ამბობდა, რომ შენ, ნიუტი და მინჰო
კომპლექსიდან ტყეში გაიქეცით. ჩვენ ყველგან გეძებეთ, მაგრამ
ვერ გიპოვეთ. იმ დღიდან სულ ვოცნებობდი, რომ როგორმე და-
სახლებულ პუნქტამდე მიგეღწიათ. მაშ, რატომ გამიხარდა ასე
შენი დანახვა?!
თომასის გულში ძველმა სიბრაზემ იფეთქა.
– და შენ გგონია, დაგიჯერებ? ვინ, ვინ და შენ ნამდვილად
იცოდი, რატომ ცდილობდა ვირთხა ჩემს დარწმუნებას – მათ მე
ვჭირდებოდი! მე მათი, ასე ვთქვათ, ბოლო კანდიდატი ვარ!
ტერეზამ მხრები ჩამოყარა.
– შენ მე ამქვეყნად უბოროტესი ადამიანი გგონივარ, არა? –
ჰკითხა და მის პასუხს არ დაელოდა. – მეხსიერება რომ დაგებ-
რუნებინა, ნახავდი, რომ მე ისევ ძველი ტერეზა ვარ. მაყალში
შენს გადასარჩენად ყველაფერი ვიღონე და მას შემდეგ ვცდი-
ლობ, ჩადენილის გამო შენი პატიება დავიმსახურო.
თომასს ძალიან უჭირდა, ტერეზაზე გაბრაზებულიყო. ეტყო-
ბოდა, რომ გოგო გულწრფელი იყო.
– როგორ დაგიჯერო, ტერეზა? მითხარი, როგორ?
ტერეზამ თომასს საწყალობელი თვალებით ახედა.
– გეფიცები, მე არაფერი ვიცი ბოლო კანდიდატსა და იმაზე,
რაც ჩვენი ლაბირინთში შესვლის მერე გააკეთეს. ამიტომაც არა-
ფერი მახსოვს. თუმცა, ვიცი, რომ მატრიცის შექმნამდე უკეთური
ექსპერიმენტის შეწყვეტას არ გეგმავს. თომას, თუ ეს ექსპერიმენ-
ტი არ გაამართლებს, ისინი ახალი გამოცდების დასაწყებად ემ-
ზადებიან. იმუნიტეტიანებს აგროვებენ და ყველაფერს თავიდან
დაიწყებენ, მე კი ამდენს ვეღარ გავუძლებ. უკეთურის კომპლექ-
სიდან შენს საპოვნელად გამოვიქეცი. ეს არის და ეს!
თომასს არაფერი უპასუხია. გგულის სიღრმეში ძალიან უნ-
დოდა, ტერეზასთვის დაეჯერებინა.

248 მკითხველთა ლიგა


– ბოდიში, – ამოიოხრა ტერეზამ, განზე გაიხედა და თმაზე ხე-
ლი გადაისვა. მერე კვლავ თომასს ახედა, – მაგრამ იცოდე, სუ-
ლიერად სრულიად განადგურებული ვარ. ოდესღაც მართლა
მჯეროდა, რომ წამლის აღმოჩენა შესაძლებელი იყო. ვიცოდი,
რომ ამისათვის მათ შენ სჭირდებოდი. ახლა კი ყველაფერი
სხვაგვარადაა, ვხვდები, რომ ამ ექსპერიმენტებს დასასრული არ
უჩანს.
ტერეზა დადუმდა. თომასს სათქმელი არაფერი ჰქონდა. მან
ტერეზას სახეზე დიდი ტკივილი დაინახა. ის სიმართლეს ამბობ-
და.
– საკუთარი თავის წინაშე პირობა დავდე, – განაგრძო მან, –
რომ შეცდომების გამოსასწორებლად ძალას არ დავიშურებდი.
ჯერ ჩემს მეგობრებს გადავარჩენდი და მერე სხვა იმუნიტებს, რა-
საკვირველია, თუ ამის შესაძლებლობა მექნებოდა. შედეგს შენც
ხედავ.
– ეგ არც ჩვენ გამოგვივიდა, – დაამშვიდა თომასმა.
– თქვენც მათი შეჩერება გინდოდათ? – ჰკითხა შუბლშეჭმუხ-
ნილმა ტერეზამ.
– გვინდოდა, მაგრამ მალე უკეთური გვიყიდის და ახლა ამას
რაღა მნიშვნელობა აქვს?
ტერეზას პასუხი არ გაუცია. თომასი რას არ გაიღებდა,
ოღონდ იმ წუთში გოგოს გონებაში ჩაეხედა. თუმცა, არა ისე, რო-
გორც უწინ, ტელეპათიურად. თომასს სევდა შემოაწვა. ოდესღაც
ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ერთმანეთს გვერდიდან არ
შორდებოდნენ, ახლა კი მას იმდროინდელი თითქმის არაფერი
ახსოვდა.
– თუ შემთხვევით, რაღაცის შანსი მოგვეცემა, მინდა, ძველე-
ბურად მენდო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, ერისი და
სხვები დავარწმუნოთ, რომ დაგვეხმარონ. ისინიც ჩემსავით ფიქ-

249 მკითხველთა ლიგა


რობენ, – ტერეზა გულწრფელი ჩანდა, მაგრამ თომასს სიფრთხი-
ლე უნდა გამოეჩინა. უცნაური იყო, რომ ტერეზა უკეთურს მხო-
ლოდ მას შემდეგ აუჯანყდა, რაც მეხსიერება დაიბრუნა.
– ვნახოთ, – უთხრა ბოლოს.
ტერეზა მოიღუშა.
– მაინც არ მენდობი, არა?
– ვნახოთ-მეთქი, ხომ გითხარი, – უთხრა, ფეხზე წამოდგა და
გაშორდა. ტერეზას სახეზე ისევ ტკივილი აღიბეჭდა და თომასს
გული შეეკუმშა. ბიჭს საკუთარი თავი სძულდა – როგორ შეიძლე-
ბოდა, მას მერე, რაც გოგომ ჩაიდინა, მის ტკივილს შეეწუხებინა?

250 მკითხველთა ლიგა


თავი 45
მინჰო, ხორხე და ბრენდა ერთად ისხდნენ. გაბრაზებულმა
მინჰომ თომასს ამრეზით გადახედა.
– აბა, რა გითხრა იმ მოღალატემ?
თომასი მეგობარს გვერდით მიუჯდა. იქვე რამდენიმე უცხოც
იჯდა და მათ უსმენდნენ.
– ჰა! – არ ეშვებოდა მინჰო.
– მითხრა, რომ კომპლექსიდან მას შემდეგ გაიქცნენ, რაც
უკეთურის გეგმები გაიგეს. ტერეზამაც იცოდა, რომ თუ საჭირო
იქნებოდა, უკეთური ექსპერიმენტის თავიდან დაწყებას გეგმავ-
და. თურმე, იმუნიტებს აგროვებენ. გალის არ მოვუტყუებივართ.
იფიცება, რომ ისინი დაარწმუნეს, თითქოს ჩვენ კომპლექსიდან
მათზე ადრე გავიქეცით. ამბობს, გეძებდითო, – თომასი შეყოვ-
ნდა. მან იცოდა, რასაც ახლა იტყოდა, მინჰოს არ მოეწონებოდა,
– და რომ როგორც შეეძლება, დაგვეხმარება.
მინჰომ თავი გააქნია.
– ქლიავი ხარ. საერთოდ არ უნდა დალაპარაკებოდი!
– გმადლობ, – უთხრა თომასმა და სახეზე ხელები მოისვა.
მინჰო მართალი იყო.
– არ მინდა, თქვენს საუბარში ჩავერიო, muchachos, – თქვა
ხორხემ, – მაგრამ ამ სისულელეზე მთელი დღეც რომ ილაპარა-
კოთ, არაფერი გამოვა, თუ ამ სოროდან თავს არ დავაღწევთ. ახ-
ლა რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვის მხარესაა.
ამის თქმა იყო და კარი გაიღო. ოთახში სამი გამტაცებელი შე-
მოვიდა; ხელში რაღაცით სავსე დიდი ტომრები ეჭირათ. მათ უკან
პისტოლეტითა და სატყორცნით შეიარაღებული მეოთხე შემოჰ-
ყვათ. კაცმა ოთახი მოათვალიერა, ჩანდა, რომ შფოთს მოელო-

251 მკითხველთა ლიგა


და. სხვა გამტაცებლებმა კი ტომრებიდან პურის და წყლით სავსე
ბოთლების ამოღება და დარიგება დაიწყეს.
– სულ ასეთ შარში როგორ ვეხვევით? – იკითხა მინჰომ. – ად-
რე ყველაფერს უკეთურს მაინც ვაბრალებდით, ახლა კი…...
– ეგ ახლაც შეგვიძლია, – წაიდუდუნა თომასმა.
მინჰომ გაიცინა.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი. ყველაფერი იმ მურტალსიფა-
თიანების ბრალია.
გამტაცებლები ოთახში მიმოდიოდნენ. უხერხული დუმილი
ჩამოწვა. ხალხმა ჭამა დაიწყო. თომასი მიხვდა, რომ თუ რამის
თქმა უნდოდათ, უნდა ეჩურჩულათ.
მინჰომ თომასს მუჯლუგუნი წაჰკრა.
– იარაღი მხოლოდ ერთს აქვს, – უთხრა ჩურჩულით, – არც
ისე ღონიერი ჩანს. დაგენაძლევები, მოვერევი.
– შეიძლება, – მიუგო თომასმა, – მაგრამ სისულელე არ
ჩაიდინო, მას, პისტოლეტის გარდა, სატყორცნიც აქვს. დამიჯერე,
საკუთარ თავზე არც ერთის გამოცდა არ ღირს.
– კარგი, ეგ მე მომანდე, – უთხრა კორდელმა და თვალი ჩა-
უკრა. თომასმა პასუხად ამოიოხრა. შეუძლებელი იყო, მინჰოს
წამოწყება ვერ შეემჩნიათ.
გამტაცებლები თომასს და მინჰოს მიუახლოვდნენ და შეყოვ-
დნენ. თომასმა ფუნთუშა და წყალი გამოართვა, მინჰომ კი კაცს
პურზე ხელი აუკრა.
– რატომ უნდა გამოგართვათ რამე? ალბათ, მოწამლულია!
– შიმშილი გირჩევნია? რა პრობლემაა! – კაცმა გზა განაგ-
რძო.
ის-ის იყო, მათ გვერდი აუარა, რომ უცებ მინჰო წამოხტა და
სარტყორცნიან გამტაცებელს ეძგერა. თომასი მოულოდნელო-
ბისგან შეხტა. კაცს სატყორცნი ხელიდან გაუვარდა, იატაკზე

252 მკითხველთა ლიგა


დაეცა და გავარდა. ყუმბარა ჭერს მოხვდა, გაისმა აფეთქების
ხმა, მერე კი გაიელვა. გამტაცებელი დაეცა. მინჰომ სახეში მუშ-
ტები დაუშინა და თან სცადა, მისთვის ბუდიდან ამოღებული პის-
ტოლეტი წაერთმია.
წამით ყველა გაქვავდა, მერე კი ერთდროულად ამოძრავ-
დნენ. სამმა გამტაცებელმა ტომრები ძირს დაყარა და მინჰოსკენ
გაცვივდნენ, თუმცა, სანამ რამეს მოახერხებდნენ, ექვსი კაცი და-
ეძგერათ, სამივე იატაკს გააკრეს და ხელები ზურგს უკან გაუკა-
ვეს. ხორხე მინჰოს მიეხმარა, კაცს ხელზე ფეხი დააჭირა და პის-
ტოლეტი გააგდებინა, მინჰომ კი ფეხი გაჰკრა და განზე გააცურა.
პისტოლეტი ვიღაც ქალმა აიღო, სატყორცნი – ბრენდამ.
– გაჩერდით! – იყვირა გოგომ და იარაღი გამტაცებლებს
დაუმიზნა.

მინჰო ფეხზე წამოიმართა და განზე გადგა. თომასმა დაინახა,


რომ ძირს დაგდებულს სახე დასისხლიანებოდა. ტყვეებმა სამი
გამტაცებელიც მასთან მაითრიეს და ერთმანეთის გვერდიგ-
ვერდ, ზურგზე დააწვინეს. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ
თომასმა ადგილიდან დაძვრაც ვერ მოასწრო, მაგრამ ახლა
სწრაფად გამოერკვა და ამოქმედდა.
– უნდა ავალაპარაკოთ, – თქვა მან, – სწრაფად, სანამ სხვები
მოსულან!
– ჯობს, პირდაპირ შუბლში ვესროლოთ! – წამოიყვირა ვიღა-
ცამ.
– დავხოცოთ და აქედან გავიქცეთ! – გაისმა ოთახში.
თომასი მიხვდა, რომ ხალხი ბრბოს დაემსგავსა, ამიტომ ინ-
ფორმაციის მისაღებად სწრაფად უნდა ემოქმედათ. იგი პისტო-
ლეტიან ქალს მიუახლოვდა, დაარწმუნა, რომ იარაღი მისთვის

253 მკითხველთა ლიგა


მიეცა, მერე იმ კაცის გვერდით დაიჩოქა, ვინც რამდენიმე წუთის
წინ პური მიაწოდა და პისტოლეტი საფეთქელზე მიაბჯინა.
– სამამდე დავითვლი. ან ლაპარაკს დაიწყებ და გვეტყვი, რა
ჩაიფიქრა უკეთურმა და სად ხვდებით მათ, ან სასხლეტს თითს გა-
მოვკრავ. ერთი.
კაცმა არ დააყოვნა.
– უკეთური? ჩვენ უკეთურთან არაფერი გვესაქმება!
– ცრუობ! ორი!
– არა, გეფიცებით! ამას მათთან საერთო არაფერი აქვს! ყო-
ველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი!
– მართლა? მაშინ, იქნებ ამიხსნა, რატომ იტაცებთ იმუნი-
ტებს?
კაცმა მეგობრებს გადახედა, მერე კი თომასს თვალი თვალში
გაუყარა და უპასუხა:
– ჩვენ „მარჯვენა ხელისთვის“ ვმუშაობთ.

254 მკითხველთა ლიგა


თავი 46
– რა თქვი? – ჰკითხა თომასმა. კაცის პასუხი მართლაც უც-
ნაური იყო.
– რა ვერ გაიგე? – საფეთქელზე მიბჯენილი ლულის მიუხედა-
ვად, კაცი შეშინებული არ ჩანდა, – მე „მარჯვენა ხელის“ დავალე-
ბას ვასრულებ. არც ახლა გესმის?
თომასმა იარაღი დაუშვა და დაბნეულმა უკან დაიწია.
– მაშ, იმუნიტებზე რატომ ნადირობთ?
– იმიტომ, რომ ასე გვინდა, – მიუგო და თვალი იარაღისკენ
გააპარა, – დანარჩენი რა თქვენი საქმეა.
– ესროლე და მეორეზე გადადი, – წამოიძახა უკნიდან ვიღა-
ცამ.
თომასი დაიხარა და კაცს პისტოლეტი კვლავ საფეთქელზე
მიადო.
– იარაღი მე მაქვს, შენ კი თავი მაინც თამამად გიჭირავს. კი-
დევ ერთხელ დავითვლი სამჯერ. გირჩევ, ახლავე მითხრა, რა-
ტომ ნადირობს „მარჯვენა ხელი“ იმუნიტებზე, თორემ ვიფიქრებ,
რომ მატყუებ. ერთი.
– მშვენივრად ხვდები, რომ არ გატყუებ, ბიჭუნი!
– ორი.
– არ მესვრი. ამას შენს თვალებში ვხედავ.
კაცი თომასს ბლეფს მიუხვდა – ის ასე დაუფიქრებლად ვერა-
ვის ესროდა. ბიჭმა ამოიოხრა და იარაღი დაუშვა.
– თუ მართლა „მარჯვენა ხელისთვის“ მუშაობთ, მაშინ ჩვენ
ერთ მხარეს უნდა ვიყოთ. გვითხარით, რა ხდება!
კაცი ნელა წამოდგა, მას თავისიანებმაც მიჰბაძეს. სახეგასის-
ხლიანებულმა თავებზე მონადირემ მწარედ დაიკვნესა.

255 მკითხველთა ლიგა


– თუ პასუხები გინდა, კითხვები ჩვენს ბოსს უნდა დაუსვა. სი-
მართლეს გეუბნებით, ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით.
– ასეა, – დაამატა თომასის გვერდით მდგომმა მეორე გამტა-
ცებელმა, – ჩვენ მხოლოდ პაიკები ვართ.
ბრენდა თომასს მიუახლოვდა.
– და სად ვიპოვით ამ თქვენს ბოსს?
კაცმა მხრები აიჩეჩა.
– აზრზე არ ვარ.
მინჰომ დაიგმინა და თომასს იარაღი ხელიდან გამოჰგლიჯა.
– ყელამდე ვარ ამ დღლუმპობებით! – კორდელმა იარაღი
კაცს ფეხში დაუმიზნა. – მოკვლით არ მოგკლავთ, მაგრამ თუ სამ
თვალზე არ ალაპარაკდები, ფეხის თითს დაკარგავ. ერთი!
– გეუბნებით, არაფერი ვიცით-მეთქი! – უპასუხა გამწარე-
ბულმა კაცმა.
– კარგი, – მიუგო მინჰომ და სასხლეტს თითი გამოჰკრა.
კაცმა ტერფზე ხელი იტაცა და ტკივილისაგან აღმუვლდა. თო-
მასი ყველაფერს მეხდაცემულივით უცქერდა. მინჰოს არ აუცი-
ლებია – მარჯვენა ნეკის ადგილას ფეხსაცმელში ნახვრეტი გაჩ-
ნდა, ჭრილობიდან კი სისხლი თქრიალით წამოვიდა.
– ეს როგორ გააკეთე? – უყვირა გვერდით მდგომმა გამტაცე-
ბელმა ქალმა და მეგობრის დასახმარებლად დაიხარა, შარვლის
ჯიბიდან ხელსახოცების შეკვრა ამოიღო და ჭრილობაზე დაადო.
თომასი გაოგნებული იდგა – მინჰომ კაცს ესროლა! მაგრამ
თან მეგობრისადმი პატივისცემით განიმსჭვალა – თვითონ ხომ
სასხლეტს თითს ვერ გამოჰკრავდა, მათ კი პასუხი დაუყოვნებ-
ლივ სჭირდებოდათ. ბრენდას გახედა. გოგომ მხრები აიჩეჩა და
ანიშნა, კარგად მოიქცაო. ტერეზა უმეტყველო სახით შორიდან
უცქერდა.
მინჰო გამტაცებლებს მიუბრუნდა.

256 მკითხველთა ლიგა


– მაშ, ასე. სანამ ქალბატონი ამ უიღბლო ჯენტლმენის ფეხზე
ზრუნავს, ჯობს, ვიღაცამ ენა ამოიდგას. გვითხარით, რა ხდება,
თორემ ვიღაც კიდევ დაკარგავს ფეხის თითს, – მან პისტოლეტი
ჯერ ქალისკენ გაიშვირა, მერე კი ორ მამაკაცს დაუმიზნა, – რა-
ტომ იტაცებთ ხალხს „მარჯვენა ხელისთვის“?
– ხომ გითხარით, არაფერი ვიცით, – მიუგო ქალმა, – ისინი
ფულს გვიხდიან, ჩვენ კი ბრძანებებს ვასრულებთ.
– შენ რას იტყვი? – მინჰომ პისტოლეტი ერთ-ერთ კაცს
დაუმიზნა. – არ გინდა, რამე უფრო საინტერესო მითხრა და
ერთი-ორი ფეხის თითი შეინარჩუნო?
კაცმა ხელები ასწია.
– დედას ვფიცავ, არაფერი ვიცი. მაგრამ…...
ეს „მაგრამ“ მაშინვე ინანა, თუმცა, რაღას გააწყობდა. მეგობ-
რებს გადახედა და სახეზე მკვდრისფერი დაედო.
– მაგრამ რა? ამოღერღე! ვიცი, რომ რაღაც იცი!
– არა, არაფერი ვიცი.
– მართლა გინდა, ეს თამაში გააგრძელო? – უთხრა და კაცს
პისტოლეტი ტერფში დაუმიზნა. – თვლა მომწყინდა.
– გაჩერდი! – იღრიალა გამტაცებელმა. – შეგვიძლია ორი
თქვენგანი „მარჯვენა ხელის“ ხალხს შევახვედროთ და მათ ჰკით-
ხეთ, რაც გინდათ. მე არ ვიცი, მოგცემენ თუ არა ისინი პასუხის-
მგებელ პირთან საუბრის უფლებას, მაგრამ ვცადოთ. უმიზეზოდ
თითების დაკარგვა არ მინდა!
– მშვენიერია, – თქვა მინჰომ. მერე უკან დაიხია და კაცს ხე-
ლით ანიშნა, ადექიო, – ხომ ხედავ, სულ არ იყო ძნელი. ახლა,
მოდი, თქვენს ბოსს ვესტუმროთ. მივდივართ მე, შენ და ჩემი მე-
გობრები.
ოთახში დიდი ხმაური ატყდა. იქ დარჩენა არავის სურდა.

257 მკითხველთა ლიგა


გამტაცებელი ქალი ფეხზე ადგა და აყვირდა. ხალხი დადუმ-
და.
– პატიოსან სიტყვას გაძლევთ, თქვენ აქ უსაფრთხოდ ხართ!
ყველა ერთად რომ წავიდეთ, დამიჯერეთ, იქამდე ნახევარი ცოც-
ხალი ვერ მიაღწევს. თუ ამ ახალგაზრდებს ბოსის ნახვა უნდათ,
წავიდნენ და სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდონ. იქ პისტოლეტი და
სატყორცნი ვერ გამოადგებათ. ჩვენ კი აქ დავრჩეთ, ამ ოთახს
ფანჯრები არ აქვს და კარიც იკეტება, – როგორც კი გაჩუმდა,
ოთახში ისევ საყვედურების კორიანტელი დადგა. ქალი მინჰოსა
და თომასს მიუბრუნდა.
– იქ წასვლა საშიშია. გირჩევთ, ორზე მეტი ნუ წახვალთ. რაც
მეტი იქნებით, მით უფრო დიდი შანსია, რომ შეგამჩნიონ, – ქალი
დადუმდა და ოთახი მოათვალიერა, – თქვენს ადგილზე, ვიჩქა-
რებდი. როგორც ხედავთ, მალე ეს ხალხი უმართავი გახდება. გა-
რეთ კი...… – გამტაცებელმა პირი მაგრად მოკუმა და მერე განაგ-
რძო: – გარეთ ყველგან შიზები არიან. ისინი ესვრიან ყველა-
ფერს, რაც მოძრაობს.

258 მკითხველთა ლიგა


თავი 47
მინჰომ პისტოლეტი ასწია და გაისროლა. მოულოდნელობის-
გან თომასი შეხტა. აყაყანებული ხალხი იმწამსვე დადუმდა.
მინჰომ ქალს ანიშნა, ილაპარაკეო.
– გარეთ სრული საგიჟეთია. ყველაფერი ძალზე სწრაფად
მოხდა. ისინი თითქოს ჩასაფრებული იყვნენ და ნიშანს ელოდ-
ნენ. დღეს დილით პოლიცია საბოლოოდ დამარცხდა. ქალაქის
ყველა კარიბჭე ღიაა. მათ შიზების დასახლებიდან გამოქცეული
ინფიცირებულებიც შეუერთდნენ. ახლა ისინი მთელ ქალაქში
არიან, – ქალი შეყოვნდა და რამდენიმე იქ მყოფს თვალებში ჩა-
ხედა, – გულწრფელად გეუბნებით, გასვლა არ ღირს. პატიოსან
სიტყვას გაძლევთ, ჩვენ ცუდები არ ვართ. არ ვიცი, „მარჯვენა
ხელს“ რა გეგმები აქვს, მაგრამ ვიცი, რომ ისინი დენვერიდან
ჩვენს უსაფრთხოდ გაყვანას აპირებენ.
– მაშინ ისე რატომ გვეპყრობით, როგორც პატიმრებს? – იყ-
ვირა ვიღაცამ ბრბოდან.
– მე იმას ვაკეთებ, რისთვისაც დამიქირავეს, – მიუგო ქალმა
და ყურადღება კვლავ თომასზე გადაიტანა, შემდეგ კი დაამატა: –
ჩემი აზრით, აქედან წასვლა დიდი სიბრიყვეა, მაგრამ ხომ გით-
ხარით, თუ წასვლას მაინც აპირებთ, მაშინ ორ ადამიანზე მეტი არ
წაიყვანო. ქალაქში შიზები „მოსიარულე ხორცის“ დიდ ჯგუფს შე-
ნიშნავენ თუ არა, თქვენი საქმე წასულია. და მნიშვნელობა არ
აქვს, შეიარაღებულები იქნებით თუ არა. თანაც, ჩვენს ბოსს არ
მოეწონება, კარზე ბევრი ხალხი რომ მიადგება. ჩვენმა დაცვამ
უცხოებით სავსე ფურგონი რომ შენიშნოს, შეიძლება ცეცხლი
გახსნას.

259 მკითხველთა ლიგა


– მე და ბრენდა წავალთ, – თქვა თომასმა სრულიად დაუფიქ-
რებლად.
– გამორიცხულია, – შეეწინააღმდეგა მინჰო, – მე და შენ წა-
ვალთ.
ფიცხი მინჰოს წაყვანა სარისკო იყო, ბრენდა კი ჯერ ფიქრობ-
და და მერე მოქმედებდა. გადასარჩენად მათ ახლა სწორედ ეს
სჭირდებოდათ. თანაც, თომასს გოგოსთან განშორება არ სურ-
და.
– მე და ბრენდა. მაყალში კარგად შევეწყვეთ და ახლაც გა-
მოგვივა.
– არავითარ შემთხვევაში, ძმაო! – თომასს დაფიცება შეეძ-
ლო, რომ მეგობრის თვალებში წყენა შენიშნა. – არ უნდა გავი-
ყოთ! უსაფრთხოდ ვიქნებით, თუ ოთხივე ერთად წავალთ.
– მინჰო, აქ ვიღაც უნდა დარჩეს და აქაურობას მიხედოს, –
გულწრფელად უთხრა თომასმა მეგობარს. ოთახი ხალხით იყო
სავსე. მათ შეეძლოთ, ახალგაზრდებს უკეთურის დამხობაში დახ-
მარებოდნენ, – თანაც, ამის თქმა არ მინდა, მაგრამ ჩვენ რომ რა-
მე დაგვემართოს, მერე? აქ დარჩი და ყველაფერი იღონე, რომ
ამხელა შრომა წყალში არ ჩაგვეყაროს. მინჰო, მათ კარდალი
გაიტაცეს! და კაცმა არ იცის, კიდევ ვინ. შენ ერთხელ მითხარი,
მორბენლების მცველი შენ უნდა იყოო. ჰოდა, მომეცი ამის სა-
შუალება. მენდე, კარგი? როგორც ამ ქალმა თქვა, რაც უფრო ცო-
ტანი ვიქნებით, მით უფრო დიდი შანსი გვაქვს, რომ ქუჩებში ვერ
შეგვნიშნონ.
პასუხის მოლოდინში თომასმა მეგობარს თვალი თვალში
გაუყარა.
– კარგი, – უთხრა მინჰომ ბოლოს, – მაგრამ ეცადე, არ მოკ-
ვდე, თორემ მაწყენინებ.
თომასმა თავი დაუქნია.

260 მკითხველთა ლიგა


– მოსულა, ძმაო, – თომასი იმწუთამდე ვერც კი ხვდებოდა,
როგორ უნდოდა, მინჰოს მისი ერწმუნა. ამან თომასს სიმამაცე
და მხნეობა შემატა.
კაცმა, რომელმაც თქვა, რომ მას და მის მეგობრებს ბავშვე-
ბის ბოსთან მიყვანა შეეძლოთ, მათი მეგზურობაც ითავა. მას
ლოურენსი ერქვა და მიუხედავად გარეთ დატრიალებული საში-
ნელებისა, ეტყობოდა, რომ გაბრაზებული ხალხით სავსე ოთახი-
დან გაღწევა უნდოდა. მან ვეება კარი გააღო და მოზარდებს ანიშ-
ნა, უკან მომყევითო. თომასს ხელში პისტოლეტი ეჭირა, ბრენდას
– სატყორცნი.
მათ გრძელი დერეფანი გაიარეს. ლოურენსი გარეთ გასას-
ვლელ კართან შეყოვნდა. კაცს სახეზე მბჟუტავი შუქი ეცემოდა და
თომასმა შენიშნა, რომ ღელავდა.
– ახლა უნდა გადავწყვიტოთ. ფეხით თუ წავალთ, გზას ორ სა-
ათს მოვანდომებთ, თუმცა, დიდი შანსი გვაქვს, ვერავინ შეგვნიშ-
ნოს და თუ საჭირო იქნება, დამალვასაც ადვილად შევძლებთ; თუ
ფურგონით წავალთ, უფრო მალე მივალთ, მაგრამ უეჭველად
შეგვნიშნავენ.
– სიჩქარე თუ უჩინარობა? – იკითხა თომასმა და ბრენდას გა-
დახედა. – შენ რას იტყვი?
– ფურგონი, – მიუგო გოგომ.
– კარგი, – დაეთანხმა თომასი. მას რამდენიმე დღის წინ ნა-
ნახი სახეგასისხლიანებული შიზი გაახსენდა. ქუჩებში ფეხით
სიარული საშიში იყო, ამიტომ, რასაკვირველია, თომასიც მანქა-
ნას აირჩევდა.
ლოურენსმა თავი დაუქნია.
– კარგი. ახლა პირი მოკუმეთ და იარაღი მოიმარჯვეთ. რო-
გორც კი გავალთ, მანქანაში ჩავსხდებით და კარებს ჩავკეტავთ.
ფურგონი პირდაპირ კართან დგას. აბა, მზად ხართ?

261 მკითხველთა ლიგა


თომასმა წარბები აზიდა და ბრენდას გადახედა, მერე ორივემ
თანხმობის ნიშნად თავი დაიქნია. ისინი მზად იყვნენ.
ლოურენსმა ჯიბიდან გასაღები ბარათების ასხმა ამოიღო და
ყველა საკეტი გააღო. მერე ასხმა მუჭში მოიქცია, კარს ზურგით
მიაწვა და ოდნავ გააღო. გარეთ ბნელოდა, ქუჩას მხოლოდ ლამ-
პიონები ანათებდა. „ნეტავ რამდენი ხანი იქნება ელექტროენერ-
გია? ან სხვა რაღაცები?“ – გაიფიქრა თომასმა. დენვერში სიცოც-
ხლე რამდენიმე დღეში სრულიად ჩაკვდებოდა.
თომასმა დაინახა, რომ ფურგონი ვიწრო ქუჩაზე, მათგან ექ-
ვსიოდე მეტრის მოშორებით იდგა. ლოურენსმა თავი გარეთ გა-
ყო, ჯერ მარჯვნივ გაიხედა, მერე – მარცხნივ. ბოლოს უკან შე-
მობრუნდა.
– არავინ ჩანს. წავედით.
სამეული გარეთ გავიდა. თომასი და ბრენდა მანქანისკენ გა-
იქცნენ. ლოურენსმა კარი ჩაკეტა. თომასი ლარივით იყო დაჭი-
მული. შეშფოთებულმა ქუჩა კარგად მოათვალიერა, საიდანმე
შიზი არ გადმოგვიხტესო. ქუჩაში კაცის ჭაჭანება არ იყო, თუმცა,
სადღაც შორს ვიღაც გიჟურად იცინოდა.
ლოურენსმა მანქანის საკეტები გახსნა. ის და ბრენდა მანქა-
ნაში თითქმის ერთდროულად ჩასხდნენ. მათ თომასი მიჰყვა,
ისიც წინა სავარძელზე დაჯდა და კარი მიხურა. ლოურენსმა
დაუყოვნებლივ ჩაკეტა ყველა კარი და მანქანა დაქოქა. ის-ის
იყო, მანქანა დაიძრა, რომ სახურავზე რაღაც დაეცა. ფურგონი
ერთი-ორჯერ შეზანზარდა, მერე კი, მდუმარებამ დაისადგურა.
მოულოდნელად მოგუდული ხველა გაისმა.
მანქანის სახურავზე ვიღაც იყო.

262 მკითხველთა ლიგა


თავი 48
მანქანა დაიძრა. ლოურენსი საჭეს იყო ჩაფრენილი. თომასმა
თავი შეაბრუნა და უკანა ფანჯარაში გაიხედა. არაფერი ჩანდა,
ესე იგი, ის ვიღაც სახურავზე თავს როგორღაც იმაგრებდა.
თომასი წინ შემობრუნდა და საქარე მინაზე თავდაყირა აკრუ-
ლი ქალის სახე დაინახა. ლლოურენსმა სადღაც ხეივანში მეტის-
მეტად სწრაფად შეუხვია და ქარმა შიზს თმა გაუწეწა. ქალმა თო-
მასს თვალებში შეხედა, გაუღიმა და შესანიშნავი კბილები გა-
მოაჩინა.
– ნეტავ, რას ეჭიდება? – იყვირა თომასმა.
– ვინ იცის?! მაგრამ დიდხანს ვერ გაუძლებს! – მიუგო დაძა-
ბულმა ლოურენსმა.
ქალი თომასს თვალს არ აშორებდა. უეცრად მან ცალი ხელი
მუშტად შეკრა და ფანჯარას დაუშინა. ბრახ! ბრახ! ბრახ! თან იცი-
ნოდა. თეთრი კბილები ლამპიონების შუქზე უელავდა.
– იქნებ, თავიდან მოგეშორებინა? – ყვირილით შესთავაზა
ბრენდამ მძღოლს.
– კარგი! – უპასუხა ლოურენსმა და მუხრუჭის სატერფულს
ფეხი დააჭირა.
ქალი სატყორცნიდან გავარდნილ ყუმბარასავით გაფრინდა
და ხელფეხგაფარჩხული მიწაზე დაენარცხა. თომასმა თვალები
დახუჭა, მერე კი კისერი წაიგრძელა. გამაოგნებელი იყო – ქალი
ფეხზე წამოდგომას ცდილობდა. როგორც იქნა, გაიმართა და
ფურგონისკენ შეტრიალდა. მანქანის ფარების შუქზე მისი ყველა
მოძრაობა კარგად ჩანდა.

263 მკითხველთა ლიგა


ქალი აღარ იცინოდა, ახლა ტუჩის კუთხე მაღლა აეწია, გეგო-
ნებოდა, იღრინებაო. სახეზე დიდი წითელი იარა ეტყობოდა. მან
თომასს ისევ თვალი თვალში გაუყარა. ბიჭს გააჟრჟოლა.
ლოურენსმა მანქანა დაქოქა. შიზს თითქოს უნდოდა, მანქა-
ნას შესაჩერებლად წინ გადასდგომოდა, მაგრამ გადაიფიქრა,
გვერდზე გაიწია და მხოლოდ თვალი გააყოლა.
თომასი ქალს თვალს ვერ სწყვეტდა. დაინახა, რომ მანქანის
მიახლოებისას იგი მოიღუშა, თითქოს საკუთარ საქციელს აანა-
ლიზებდა, თითქოს მის სხეულში კვლავ ადამიანური სული დაბ-
რუნებულიყო.
ამის დანახვაზე თომასს ცივმა ოფლმა დაასხა.
– თითქოს მასში სიგიჟე და საღი აზრი ერთმანეთს ებრძოდა.
– გიხაროდეს, რომ მხოლოდ ერთი იყო, – ჩაილაპარაკა
ლოურენსმა.
ბრენდამ თომასს ხელზე ხელი მოუჭირა.
– ასეთი რამის ყურება ძნელია. მესმის, შენ და მინჰო რას
გრძნობდით ნიუტის შემხედვარე….
თომასს არაფერი უთქვამს, ბრენდას ხელზე ხელი უსიტყვოდ
დაადო.
ხეივნის ბოლოში ლოურენსმა მარჯვნივ, დიდ ქუჩაზე შეუხვია.
წინ ხალხის პატარა ჯგუფი გამოჩნდა. რამდენიმე მათგანი ერ-
თმანეთს იგერიებდა, გეგონებოდა, ჩხუბობენო, სხვები კი – თო-
მასმა კარგად ვერ დაინახა – ან ნაგავში იქექებოდნენ, ან რაღა-
ცას ჭამდნენ. გვერდით რომ ჩაუარეს, რამდენიმე შიზი მოჩვენე-
ბასავით ფერმკრთალი სახით და უსიცოცხლო თვალებით მიაშ-
ტერდა.
ხმა არ ამოუღიათ, თითქოს რამე რომ ეთქვათ, შიზების ყუ-
რადღებას მიიქცევდნენ.

264 მკითხველთა ლიგა


– ვერ ვიჯერებ, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდა! – თქვა
ბოლოს ბრენდამ. – თქვენი აზრით, დენვერის აღებას გეგმავენ?
ნუთუ შეძლებენ?
– ვინ იცის, – მიუგო ლოურენსმა, – თუმცა, ამ უბედურების
მომასწავებელი ნიშნები დიდი ხანია, შეიმჩნეოდა. მოსახლეობი-
სა და მთავრობის წევრების გაუჩინარება, უამრავი ინფიცირებუ-
ლის დაკავება... ჩემი აზრით, ის ნაბიჭვრები დიდი ხნის ჩასაფრე-
ბულები იყვნენ და მხოლოდ შესაფერის მომენტს ეძებდნენ.
– მართალია, – თქვა ბრენდამ, – ჩანს, შიზების რაოდენობამ
ჯანმრთელებისას გადააჭარბა. შედეგად ბალანსი დაირღვა და ეს
შეუქცევადი პროცესია.
– ვის რაში ადარდებს, ეს როგორ მოხდა! – თქვა ლოურენ-
სმა. – მნიშვნელოვანი ის არის, რაც ახლა ხდება! გარშემო მი-
მოიხედეთ. აქაურობა ჯოჯოხეთს ჰგავს, – კაცმა გრძელ, ვიწრო
ქუჩაზე შესახვევად სიჩქარეს უკლო, – თითქმის მივედით. ახლა
უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, – თქვა, ფარები გამორთო და
სიჩქარეს მოუმატა.
მანქანა უკუნ წყვდიადში მიდიოდა. თომასი ფანჯრებიდან
ვეება, უფორმო ლანდების გარდა ვერაფერს ხედავდა და მისი
წარმოსახვა ათამაშდა. ეგონა, ქუჩის ბნელი კუნჭულებიდან საზა-
რელი ურჩხულები გადმოხტებოდნენ და ფურგონს თავს დაეს-
ხმებოდნენ.
– ცოტა ნელა ვიაროთ.
– ნუ გეშინია, – უპასუხა კაცმა, – ეს მარშრუტი ათასჯერ მაინც
მაქვს გავლილი. გზას ხუთი თითივით ვიცნობ…
თომასი წინ გადაიწია, თუმცა, ღვედმა დაიჭირა. ფურგონმა
რაღაც მაგარს გადაუარა. მანქანა რამდენჯერმე ახტა და გაჩერ-
და.
– ეს რა იყო? – იკითხა ჩურჩულით ბრენდამ.

265 მკითხველთა ლიგა


– არ ვიცი, – მიუგო ლოურენსმა ხმადაბლა, – ალბათ, ნაგვის
ურნა ან რაღაც ეგეთი. მე კი მაგრად შემეშინდა.
ლოურენსმა ძრავა კვლავ დაქოქა. გაისმა ჭრიალი, ამას მოჰ-
ყვა ყრუ ბრახუნის ხმა, ისევ ლითონის ღრჭიალი და ბოლოს მდუ-
მარებამ დაისადგურა.
– მგონი, გადავუარეთ, – წაიდუდუნა ლოურენსმა, შვებით
ამოისუნთქა და გზა განაგრძო, ოღონდ უფრო ნელა.
– ფარები რომ ავანთოთ? – შესთავაზა თომასმა. გული გამა-
ლებით უცემდა. – ვერაფერს ვხედავ.
– ჰო, – დაეთანხმა ბრენდა, – დარწმუნებული ვარ, ასეთ ხმა-
ურს მხოლოდ ყრუ ვერ გაიგონებდა.
– კარგი, – თქვა ლოურენსმა და ფარები ჩართო.
ფარების მოცისფრო-მოთეთრო შუქმა ქუჩა ისე გაანათა,
წყვდიადის მერე თომასს მზის სინათლედ მოეჩვენა. მან ჯერ თვა-
ლები მოჭუტა, მერე კი ფართოდ გაახილა და წინ საშინელი სცენა
დაინახა: მათგან დაახლოებით ექვს მეტრში ოცდაათამდე ადა-
მიანი სიბნელეს გამოეყო, ისინი ერთმანეთის გვერდით მჭიდ-
როდ დადგნენ და გზა გადაღობეს.
ფერმკრთალ, ნატანჯ სახეებზე ჩალურჯებები და ნაკაწრები
ეტყობოდათ. ტანზე ტურტლიანი და ძონძად ქცეული ტანსაცმელი
ეცვათ. გაშეშებულები იდგნენ და კაშკაშა შუქის წყაროს მონუს-
ხულები მიშტერებოდნენ. საფლავებიდან წამომდგარ, მოსიარუ-
ლე მიცვალებულებს ჰგავდნენ.
თომასს თმა ყალყზე დაუდგა.
მოულოდნელად შიზებმა შუაზე გაყოფა დაიწყეს და ვიწრო
დერეფანი გააკეთეს, ერთ-ერთმა კი ხელით ანიშნა, გაიარეთო.
– ეს რა თავაზიან შიზებს გადავეყარეთ, – წაიჩურჩულა
ლოურენსმა.

266 მკითხველთა ლიგა


თავი 49
– იქნებ, ზღვარს ჯერ არ გადასულან? – უპასუხა თომასმა,
თუმცა, მიხვდა, რომ სისულელე თქვა. – ან შეიძლება, მანქანის
ბორბლებქვეშ შეცვენის გუნებაზე არ არიან...
– მიდი, სანამ გადაიფიქრეს, რაღას ველოდებით! – თქვა
ბრენდამ.
ლოურენსი დაემორჩილა და თომასმა შვებით ამოისუნთქა.
მანქანა წინ დიდი სიჩქარით გავარდა. შიზები ორივე მხარეს კედ-
ლებს აკვროდნენ და მათ გიჟური თვალებით უცქერდნენ. თო-
მასს შიშისგან ისევ გააჟრჟოლა.
მანქანამ ის-ის იყო, შიზების დერეფანი გაიარა, რომ
მოულოდნელად რაღაცის სკდომის ხმა გაისმა. მანქანა შეზან-
ზარდა, მარჯვნივ გადაუხვია, ცხვირით კედელს შეასკდა და ორი
შიზი მოიყოლა. თომასი საქარე მინაში შეძრწუნებული იყურებო-
და. შეშლილები სიმწრისგან აღრიალდნენ და მანქანას ძარას
სისხლიანი მუშტები დაუშინეს.
– ეს რა ჯანდაბა იყო? – ძლივს ამოთქვა ლოურენსმა და უკან
დახევა სცადა.
მანქანა კიდევ ერთხელ შეზანზარდა და რამდენიმე სანტიმეტ-
რით უკან გაიწია. შიზები ძირს დაეცნენ და მათ მაშინვე მანქანის
ცხვირთან ახლოს მდგომები დააცხრნენ თავს. თომასმა სწრა-
ფად აარიდა მათ თვალი. შიზებმა მანქანას ყველა მხრიდან მუშ-
ტები დაუშინეს. ბორბლები წუილით ბრუნავდა და მანქანა ძლივს
მიღოღავდა. ირგვლივ ჯოჯოხეთი ტრიალებდა.
– რა ხდება? – იყვირა ბრენდამ.
– მათ საბურავებს რაღაც უქნეს! ან დისკებს!

267 მკითხველთა ლიგა


ლოურენსი სიჩქარეებს რთავდა, მაგრამ მანქანა მხოლოდ
რამდენიმე მეტრით იწევდა წინ. თმაგაწეწილი ქალი თომასის
ფანჯარას მოადგა. მას ორივე ხელით დიდი ნიჩაბი ეჭირა. თომა-
სი შიზს გაშტერებული უცქერდა, ქალმა ნიჩაბი ასწია და ფანჯა-
რას დაარტყა. საბედნიეროდ, შუშა არ გატყდა.
– როგორმე აქედან უნდა გავაღწიოთ! – იყვირა თომასმა. არ
იცოდა, სხვა რა ეთქვა. როგორ სულელურად გაებნენ ასეთ უბრა-
ლო ხაფანგში!
ლოურენსი კვლავ სიჩქარის კოლოფს აწვალებდა, მანქანა
ხან წინ წაიწევდა, ხან – უკან. უეცრად სახურავზე ბრახუნი გაისმა.
იქ ვიღაც იყო. შიზები ფანჯრებს, რაც ხელში მოხვდებოდათ, ყვე-
ლაფერს ურტყამდნენ – ხან ჯოხებს, ხან თავებს. თომასის ფანჯა-
რასთან მდგარი ქალი შუშას მთელი ძალით ურტყამდა ნიჩაბს.
ბოლოს, მეხუთე თუ მეექვსე ცდაზე, ფანჯარაზე თმის ღერის სისქე
ბზარი გაჩნდა.
თომასს ყელი გაუშრა.
– გატეხავს!
– აქედან გაგვიყვანე! – დაუყვირა ლოურენსს ბრენდამ.
მანქანამ კიდევ რამდენიმე სანტიმეტრით გაიწია წინ და ფან-
ჯარას ქალის ნიჩაბი ასცდა. მოულოდნელად ვიღაცამ სახურავი-
დან საქარე მინას ურო ჩაარტყა და მის შუშაში დიდი თეთრი ყვა-
ვილი ობობას ქსელივით გაიშალა.
მანქანამ ახლა უკან დაიხია და უროიანი შიზი სახურავიდან
ჯერ კაპოტზე დაეცა, მერე – მიწაზე.
მელოტ თავზე გრძელ და ღრმაჭრილობიანმა შიზმა ძირს ჩა-
მოვარდნილ კაცს ურო ხელიდან გამოჰგლიჯა და საქარე მინას
ორჯერ დასცხო. ამის დანახვაზე სხვებმა მისთვის ახალი „იარა-
ღის“ წართმევა მოინდომეს. საქარე მინა უკვე ისე იყო დაბზარუ-
ლი, თითქმის აღარაფერი ჩანდა. ამ დროს უკან შუშის მსხვრევის

268 მკითხველთა ლიგა


ხმა გაისმა. თომასმა მიიხედა და დაინახა, რომ შუშაჩამტვრეულ
ფანჯარაში ვიღაცას ხელი შემოეყო. შუშის დაკბილულ კიდეებს
შორის ძლივს ეტეოდა და სისხლი სდიოდა.
თომასმა ღვედი შეიხსნა და უკან გადაცოცდა. ხელში მოხვედ-
რილ თოვლის საწმენდ ნიჩაბს, რომლის ერთი მხარე ჯაგრისით
ბოლოვდებოდა, ხოლო მეორე – ბასრი წვეტით – ხელი დაავლო
და სავარძლებს შორის გახოხდა. მიახლოებულმა შიზს ნიჩაბი
ხელში სამჯერ ძლიერად ჩაარტყა. შეშლილმა ყვირილით ხელი
უკან გაყო და ბეტონზე შუშის მსხვრევის ხმა გაისმა.
– სატყორცნი ხომ არ გინდა? – გამოსძახა ბრენდამ.
– არა! – უპასუხა ყვირილით თომასმა. – ფურგონისთვის დი-
დია, მოძრაობა გამიჭირდება. პისტოლეტი ჯობია!
ფურგონმა კვლავ წინ წაიწია და ისევ გაჩერდა; თომასი სახით
სავარძლის საზურგეს შეეჯახა და ძლიერი ტკივილი იგრძნო. ამა-
სობაში ქალი და კაცი ფანჯარაში დარჩენილ მინას ამტვრევდნენ.
ხვრელი უფრო და უფრო ფართოვდებოდა, შიზების გაჭრილი ხე-
ლებიდან წამოსული სისხლი კი სალონში წვეთავდა.
– გამომართვი! – დაუძახა ბრენდამ.
თომასი მიბრუნდა, ბრენდას იარაღი გამოართვა და გაისრო-
ლა. ერთხელ, ორჯერ,… ორივე შიზი ძირს დაეცა. გაისმა გამაყ-
რუებელი კივილი, რომელიც ძრავის გრუხუნს, ბორბლების წუ-
ილსა და შიზების ყვირილს შეერწყა.
– სულ ცოტაც! – იყვირა ლოურენსმა. – ნეტავ რა ჯანდაბა
გაუკეთეს?!
თომასი უკან, კაცისკენ შეტრიალდა; ლოურენსი ოფლში ცუ-
რავდა. საქარე მინაზე, ობობას ქსელივით გაშლილი ყვავილის
ცენტრში, ხვრელი ჩანდა. შიზები ისე ჩამომდგარიყვნენ, რომ
ფანჯრებიდან არაფერი ჩანდა. ბრენდას ხელში სატყორცნი ეჭი-

269 მკითხველთა ლიგა


რა და მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მას უეჭველად
გამოიყენებდა.
ფურგონმა უკან დაიხია, მერე ისევ წინ წაიწია და კვლავ უკან.
ისე ირხეოდა, ეტყობოდა, ლოურენსი მას მალე დაძრავდა. უკანა
ფანჯრის ხვრელში ვიღაცებმა კვლავ ხელები შემოყვეს. თომასმა
კიდევ ორჯერ გაისროლა. ისევ გაისმა კივილი. მოულოდნელად
ფანჯარაში სახედამანჭული კბილებჩაშავებული ქალი გამოჩნდა.
– უბრალოდ, შიგნით შემოგვიშვი, ბიჭო, – შეხედა თომასს.
ხმაურის გამო მისი სიტყვები თითქმის არ ისმოდა, – ცოტაოდენი
საჭმელი მოგვეცით! შემოგვიშვი!
ქალმა ბოლო წინადადება კივილით წარმოთქვა და ხვრელში
თავის შემოყოფა სცადა. თომასს მისთვის სროლა არ უნდოდა,
თუმცა პისტოლეტი მაინც მოიმარჯვა. უეცრად მანქანამ წინ
გაიწია და ქალი გარეთ გადავარდა. ჩამტვრეული შუშის კიდეებ-
ზე მისი სისხლის კვალი დარჩა.
თომასი მოემზადა, რომ მანქანა კვლავ უკან დაიხევდა. მაგ-
რამ ხანმოკლე დამუხრუჭების შემდეგ მან კიდევ რამდენიმე მეტ-
რით წინ წაიწია, მერე კიდევ ცოტა.
– მგონი, გამომივიდა! – იყვირა ლოურენსმა.
მანქანამ ამჯერად სამიოდე მეტრით წაიწია. შიზები არ ნებდე-
ბოდნენ და უკან მოსდევდნენ. წამიერი მდუმარება კვლავ მათმა
წივილ-კივილმა და შეძახილებმა დაარღვია. ისინი ისევ ფურ-
გონს ეცნენ. კაცმა ხვრელში დანიანი ხელი შემოყო და მისი ქნევა
დაიწყო. თომასმა პისტოლეტი ასწია და გაისროლა. ნეტავ, რამ-
დენი მოკლა? სამი? ოთხი? ან ყველა მკვდარი იყო?
ბორბლების ერთი გაწუილება და მანქანა წინ გავარდა.
ერთი-ორჯერ შეზანზარდა, რადგან შიზებმა მათთვის გზის გადა-
ღობვა სცადეს, მაგრამ მძღოლი არ გაჩერებულა, წინ გადამდგარ
შიზებს გადაუარა. თომასმა უკან გაიხედა. მანქანის სახურავიდან

270 მკითხველთა ლიგა


შიზები ძირს ცვიოდნენ, სხვები კი უკან მოსდევდნენ, თუმცა, ამა-
ოდ. ბოლოს და ბოლოს, ფურგონის მგზავრებმა მათ თავი დააღ-
წიეს.
თომასი სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა, უკან გადაწვა და დე-
ფორმირებულ სახურავს მიაშტერდა. რამდენიმეჯერ ღრმად
ამოისუნთქა და სცადა, თავი მოეთოკა. მან ვერც კი შენიშნა, რომ
ლოურენსმა ერთადერთი გადარჩენილი ფარი ისევ გამორთო,
ორჯერ შეუხვია და მერე ავტოფარეხში შევიდა, რომლის კარიც
მანქანის შესვლისთანავე დაიკეტა.

271 მკითხველთა ლიგა


თავი 50
მანქანა გაჩერდა და ლოურენსმა ძრავა გამორთო. თომასი
მდუმარედ იჯდა. მხოლოდ საკუთარი გულის ფეთქვა ესმოდა.
ბიჭმა თვალები დახუჭა და მშვიდად სუნთქვა სცადა. მანქანაში
ერთი-ორი წუთი ხმა არავის ამოუღია. ბოლოს დუმილი ლოურენ-
სმა დაარღვია.
– ისინი აქ არიან. ალყაში ვართ, გველოდებიან, მანქანიდან
როდის გადავალთ.
თომასმა თავი აიძულა, სავარძელში გასწორებულიყო და სა-
ქარე მინაში გაიხედა. გაბზარული ფანჯრის მიღმა უკუნი სიბნელე
იდგა.
– ვინ? – ჰკითხა ბრენდამ.
– ბოსის დაცვა. მათ იციან, რომ ეს მათი ფურგონია, მაგრამ
სანამ არ გადავალთ, ახლოსაც არ მოგვეკარებიან. აუცილებე-
ლია, ჩვენი ვინაობა ვუთხრათ. ჩემი აზრით, ახლა ოცი იარაღი მა-
ინც არის ჩვენკენ მოშვერილი.
– მერე, რა უნდა ვქნათ? – ჰკითხა თომასმა. ის ახალი დაპი-
რისპირებისთვის ჯერ მზად არ იყო.
– მანქანიდან ნელა და მშვიდად გადავალთ. ისინი მე მიცნო-
ბენ.
თომასი სავარძლებზე გადაძვრა.
– ყველა ერთად უნდა გადავიდეთ, თუ სათითაოდ?
– პირველი მე გადავალ და ვეტყვი, რომ ყველაფერი კარგად
არის. დამელოდეთ, სანამ ფანჯარაზე არ მოგიკაკუნებთ, – უპასუ-
ხა ლოურენსმა, – აბა, მზად ხართ?
– მგონი, – ამოიოხრა თომასმა.

272 მკითხველთა ლიგა


– გულდასაწყვეტი იქნება, თუ ამდენი რამის გადატანის შემ-
დეგ აქ ჩაგვცხრილავენ. ეჭვი არ მეპარება, ახლა მეც შიზს ვგა-
ვარ.
ლოურენსმა კარი გააღო. თომასი მის ნიშანს ელოდა. ფურ-
გონის ფანჯრის ჩარჩოზე კაკუნი გაისმა. თომასი შეკრთა, თუმცა,
უკვე მზად იყო.
ბრენდამ თავის მხარეს კარი ნელა გააღო და მანქანიდან გა-
დავიდა. მას თომასი მიჰყვა. ბიჭმა კუპრივით შავ ღამეში რამის
გასარჩევად მხედველობა დაძაბა.
უეცრად ხმამაღალი ჩხაკუნი გაისმა და ავტოფარეხი თეთრი
კაშკაშა შუქით განათდა. თომასმა თვალებზე ხელები აიფარა, მე-
რე კი თვალები მოჭუტა. სამფეხა შტატივზე დამაგრებული უზარ-
მაზარი პროჟექტორი პირდაპირ მათ დაჰყურებდათ, მის ორივე
მხარეს კი ორი სილუეტი გაარჩია. ბოლოს, იქაურობა კარგად
რომ მოათვალიერა, დაინახა, რომ ავტოსადგომში თორმეტი კა-
ცი მაინც იყო, ყველას სხვადასხვა იარაღი ეჭირა, ზუსტად ისე,
როგორც ლოურენსმა თქვა.
– ლოურენს, შენ ხარ? – გაისმა კაცის ხმა. ავტოფარეხის ბე-
ტონის კედლებმა მას ექო მისცა. შეუძლებელი იყო, გაგეგო, ვინ
ლაპარაკობდა.
– ჰო, მე ვარ.
– ჩვენს მანქანას რა მოუვიდა? ესენი ვინ არიან? შენ, რა, აქ
ვირუსიანები მოგვიყვანე?!
– ერთ-ერთ ქუჩაზე შიზების ხროვას გადავეყარეთ. ესენი კი
იმუნიტები არიან. მაიძულეს, თქვენთან მომეყვანა. ბოსის ნახვა
უნდათ.
– რატომ?
– ამბობენ, რომ…...
კაცმა ლოურენსს სიტყვა გააწყვეტინა.

273 მკითხველთა ლიგა


– არა, ჯობს, პასუხი მათ გამცენ. გვითხარით თქვენი სახელე-
ბი, რატომ აიძულეთ ჩვენი თანამშრომელი, რომ აქ მოეყვანეთ?
თანაც, როგორც ვხედავთ, ისედაც შემცირებული ტრანსპორტი
კიდევ ერთი მანქანით შეგვიმცირეთ! იმედი მაქვს, ამ ყველაფ-
რისთვის თავის გასამართლებელი საბუთი გექნებათ!
თომასმა და ბრენდამ ერთმანეთს გადახედეს. ბრენდამ ბიჭს
თავი დაუქნია, ანიშნა, სათქმელი შენ თქვიო.
თომასმა კვლავ პროჟექტორისკენ გაიხედა და მის მარჯვნივ
მდგარ სილუეტს მიაჩერდა. თომასის აზრით, შეკითხვებს სწო-
რედ ის სვამდა.
– ჩემი სახელია თომასი. ეს ბრენდაა. ჩვენ ვიცნობთ გალის –
მასთან ერთად უკეთურში ვიყავით. რამდენიმე დღის წინ მან
„მარჯვენა ხელისა“ და თქვენი მიზნები გაგვიმხილა. ჩვენ თქვენს
დასახმარებლად მზად ვიყავით, მაგრამ ასე არა! ჩვენ გვინდა, ვი-
ცოდეთ, რას გეგმავთ და რატომ იტაცებთ იმუნიტეტიანებს. მე მე-
გონა, ასე მხოლოდ უკეთური იქცეოდა!
და მოხდა მოულოდნელი რამ – კაცი ახითხითდა.
– მგონი, ბოსის ნახვის უფლებას მოგცემთ, მხოლოდ იმიტომ,
რომ თავიდან ამოიგდოთ აზრი, თითქოს ჩვენ უკეთურივით ვიქ-
ცევით!
თომასმა მხრები აიჩეჩა.
– კარგი. მაშინ წავიდეთ და ვნახოთ ეგ თქვენი ბოსი! – კაცის
ნათქვამით თუ იმსჯელებდნენ, მას სძულდა უკეთური, თუმცა, მა-
ინც გაუგებარი იყო, ხალხს რატომ იტაცებდნენ.
– ფრთხილად, ბიჭუნი, რამე არ გაიჩალიჩო, – უთხრა კაცმა,
– ლოურენს, შემოიყვანე! ვინმემ მანქანა შეამოწმოს!
თომასსა და ბრენდას ხმა არ ამოუღიათ. ისინი ძველისძველ
რკინის კიბეზე აიყვანეს, მერე კი ხის მასიური კარით ჭუჭყიან დე-
რეფანში შევიდნენ, რომელსაც მხოლოდ ერთი ნათურა ანათებ-

274 მკითხველთა ლიგა


და; კედლებზე შპალერი სანახევროდ ამძვრალიყო. ლოურენსმა
ისინი დიდ ოთახში შეიყვანა, რომელიც ორმოცდაათიოდე წლის
წინ, ალბათ, საკონფერენციო დარბაზი იყო. ოთახის შუაგულში
დიდი დაკაწრული მაგიდა იდგა, ხოლო პლასტმასის სკამები
აქეთ-იქით იყო მიმოფანტული.
მაგიდის თავში ორი ადამიანი იჯდა. მარჯვნივ მჯდომის ცნობა
თომასს არ გასჭირვებია. თმააჩეჩილი გალი დაღლილი ჩანდა,
თუმცა, მისალმების ნიშნად თავის დაკვრა და გაღიმება მაინც
მოახერხა, რა თქმა უნდა, თუ ღიმილი იყო იარებიან სახეზე ტუჩის
კუთხის ოდნავ აწევა. გალის გვერდით ზორბა მამაკაცი იჯდა. მას-
ზე მსუქანი უფრო ითქმოდა, ვიდრე – დაკუნთული. მისი გასივე-
ბული საჯდომი თეთრ პლასტმასის სკამში ძლივს ეტეოდა.
– ეს არის „მარჯვენა ხელის“ შტაბბინა? – იკითხა ბრენდამ. –
სიმართლე გითხრათ, ცოტათი იმედგაცრუებული ვარ.
გალის სახიდან ღიმილი გაუქრა.
– ადგილს ისე ხშირად ვიცვლით, რომ სათვალავი მაქვს
არეული. ქათინაურისთვის მაინც გმადლობ, – უპასუხა გალიმ.
– აბა, რომელია ბოსი? – იკითხა თომასმა.
გალიმ თავით გვერდით მჯდომზე ანიშნა.
– თავს ნუ იშტერებ, თომას, აქ უფროსი ვინსია. მას პატივი უნ-
და სცე. ვინსმა ჩვენი იდეებისთვის სიცოცხლე სასწორზე შეაგდო.
თომასმა ხელები ასწია, გნებდებიო.
– ცუდი არაფერი მიგულისხმია. შენს ბინაში ისე იქცეოდი, მე-
გონა, უფროსი შენ იყავი.
– შეცდი, უფროსი ვინსია.
– ვინსი მუნჯია? – იკითხა ბრენდამ.
– საკმარისია! – იღრიალა ბოხი ხმით მსუქანმა. – მთელ ქა-
ლაქში შიზები დაძრწიან, მე კი დრო არ მაქვს, აქ ვიჯდე და ამ ბავ-
შვურ კინკლაობას ვუსმინო. რა გინდათ, მითხარით!

275 მკითხველთა ლიგა


თომასმა სცადა, გაღიზიანება დაემალა.
– მხოლოდ ერთი რამ. გგვინდა, ვიცოდეთ, რატომ დაგვიჭი-
რეთ და რატომ იტაცებთ ხალხს უკეთურისთვის. გალიმ დაგ-
ვაიმედა,… ჩვენ გვეგონა, რომ საერთო მიზნები გვქონდა და წარ-
მოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როცა აღმოვაჩინეთ, რომ „მარჯვენა
ხელი“ ზუსტად იმავე მეთოდებით მოქმედებს, როგორითაც ის
ხალხი, რომელსაც უნდა ებრძოდეს. რამდენის შოვნას გეგმავ-
დით, ამ ხალხის გაყიდვას რომ დასთანხმდით?
– გალი, – თქვა კაცმა ისე, თითქოს თომასის ნათქვამიდან
ერთი სიტყვაც არ გაუგონიაო.
– ჰო….
– ამათ ენდობი?
გალიმ თომასს თვალი აარიდა.
– ჰო, – დაუქნია თავი კაცს, – მათი ნდობა შეიძლება.
ვინსმა ღონიერი მკლავები მაგიდას დააყრდნო და წინ გა-
დაიწია.
– მაშინ დასაკარგი დრო არ გვაქვს. ბიჭუნი, ეს ოპერაცია
შირმაა. იმუნიტების შეგროვებით ჩვენ თითქოს ვბაძავთ უკე-
თურს, მაგრამ არავის გაყიდვას არ ვაპირებთ.
თომასი პასუხმა გააკვირვა.
– კი, მაგრამ ამას რისთვის აკეთებთ?
– მათი მეშვეობით უკეთურის შტაბბინაში შეღწევას ვგეგ-
მავთ.

276 მკითხველთა ლიგა


თავი 51
თომასი რამდენიმე წამი ვინსს მიაშტერდა. თუ სხვა იმუნიტე-
ტიანების გაუჩინარებაში მართლა უკეთურის ხელი ერია, მაშინ
ეს გეგმა იმდენად მარტივი იყო, ბიჭს ლამის სიცილი წასკდა.
– ეს შეიძლება მართლა გამოვიდეს!
– მიხარია, თუ მოგეწონა, – კაცს გამომეტყველება არ შეს-
ცვლია და თომასმა ვერ გაიგო, ამას ირონიულად ეუბნებოდა, თუ
სერიოზულად, – ჩვენი საკონტაქტო პირის თქმით, მათთან იმუ-
ნიტეტიანების შესყიდვაზე გარიგება უკვე დადებულია. ეს მათ
შტაბბინაში შეპარვის ერთადერთი გზაა. ეგ ხალხი უნდა შევაჩე-
როთ, რომ ამხელა რესურსების უშედეგო ექსპერიმენტზე ხარჯვა
შეწყდეს. სამყაროს თუ გადარჩენა უწერია, მაშინ გადარჩენილი
მოსახლეობის დასაცავად მათი სახსრები გვჭირდება. ახლა უმ-
თავრესი ჯანმრთელი კაცობრიობის დაცვა-გადარჩენაა!
– თქვენი აზრით, უკეთური მატრიცის შექმნას შეძლებს? –
იკითხა თომასმა.
ვინსმა ჩაიროხროხა.
– ეგ ერთი წამითაც რომ გჯეროდეს, ახლა აქ, ჩემ წინ, არ იდ-
გებოდი; არც მათ გამოექცეოდი და არც შურიძიების გრძნობით
იქნებოდი შეპყრობილი. ჩემი აზრით, შენ სწორედ შურისძიება
გამოძრავებს. გალიმ ყველაფერი მიამბო, ვიცი, რაც გადაიტანე,
– შეყოვნდა, – არა, ჩვენ დიდი ხნის წინ დავკარგეთ იმედი, რომ
ისინი განკურნების საშუალებას მიაგნებენ.
– ჩვენ აქ შურის საძიებლად არ მოვსულვართ, – მიუგო თო-
მასმა, – მაგრამ მოგვწონს, მათი რესურსების სხვა რამისთვის
გამოყენებას რომ გეგმავთ. თქვენ რა იცით უკეთურის საქმიანო-
ბაზე?

277 მკითხველთა ლიგა


ვინსი სკამის საზურგეს მიეყრდნო. სკამი აჭრაჭუნდა.
– ეს წუთია, ისეთი საიდუმლო გაგანდეთ, რომელსაც სიცოც-
ხლის ფასად ვიცავთ. ახლა თქვენი ჯერია, ნდობითვე გვიპასუ-
ხოთ. ლოურენსს ან მის ხალხს რომ სცოდნოდა, თქვენ ვინ იყა-
ვით, პირდაპირ აქ მოგიყვანდნენ. ბოდიშს გიხდით უხეში მოპ-
ყრობისათვის.
– ბოდიში საჭირო არ არის, – უპასუხა თომასმა, თუმცა, მაინ-
ცდამაინც არ მოეწონა, რომ „მარჯვენა ხელი“ დაკავებულებს
სხვადასხვაგვარად ეპყრობოდა, – უბრალოდ, მინდა, ვიცოდე,
რას გეგმავთ.
– ვერაფერს გეტყვით, სანამ რამე მნიშვნელოვანს შენ არ
გაგვიმხელ. აბა, რას შემოგვთავაზებ?
– უთხარი, – უჩურჩულა ბრენდამ და თან იდაყვი გაჰკრა, – აქ
ხომ ამისთვის მოვედით.
ბრენდა მართალი იყო. თომასს ინტუიცია კარნახობდა, რომ
გალის ნდობა იმ წუთიდან შეიძლებოდა, რაც მისი წერილი
მიიღეს, თანაც მათ დაუხმარებლად ისინი აისბერგამდე ვეღარ
მიაღწევდნენ.
– კარგი, – უთხრა თომასმა, – უკეთურს ჰგონია, რომ მათ
თითქმის მიაკვლიეს განკურნების საშუალებას. იფიცებიან, სი-
მართლეს ვამბობთო, თუმცა, იმდენჯერ იცრუეს, რომ შეუძლებე-
ლია, დანამდვილებით იცოდე, ეს სიმართლეა თუ მათი ახალი
ტყუილი. კაცმა არ იცის, ამჯერად რა ამოძრავებთ. შესაძლებე-
ლია, სასოწარკვეთილებაში მყოფები ყველაფერზე წავიდნენ.
– სულ რამდენი ხართ? – ჰკითხა ვინსმა.
თომასი დაფიქრდა.
– კიდევ ოთხი. ისინი ახლა იქ გველოდებიან, სადაც ლოურენ-
სმა წაგვიყვანა. მართალია, ცოტანი ვართ, მაგრამ ჩვენ „ციხეს“
შიგნიდან ვიცნობთ. თქვენს ჯგუფში რამდენი კაცია?

278 მკითხველთა ლიგა


– ეს რთული კითხვაა, თომას. თუ ის გაინტერესებს, რამდენი
ადამიანი გაწევრდა „მარჯვენა ხელში“ რამდენიმე წლის წინ, რაც
შეხვედრები და ძალებისა და სახსრების გაერთიანება დავიწყეთ,
მაშინ – ათასზე მეტი. მაგრამ დღესდღეობით მათგან ჯანმრთელი
და იმის მსურველი, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულ-
დეს,… სამწუხაროდ, მხოლოდ ოთხასი-ხუთასი კაცია.
– თქვენ შორის იმუნიტეტიანები არიან? – ჰკითხა ბრენდამ.
– თითქმის არავინ. მე – ნამდვილად არა. დენვერში ისეთი ამ-
ბები ხდება, დარწმუნებული ვარ, დავინფიცირდი. საბედნიეროდ,
ჩვენი უმეტესობა ჯერჯერობით ჯანმრთელია. თუმცაღა, ამ წყალ-
წაღებულ სამყაროში დაავადება უკვე გარდაუვალია. ჰოდა, ამ
მშვენიერი კაცობრიობის გადასარჩენად რამე უნდა გაკეთდეს.
თომასმა კაცს სკამებზე ანიშნა.
– შეიძლება, დავსხდეთ?
– რა თქმა უნდა.
თომასმა სკამზე დაჯდა თუ არა, ვინსს კითხვების კორიანტე-
ლი დააყარა.
– ზუსტად რას გეგმავთ? როდის იწყებთ?
ვინსმა ხმადაბლა ჩაიცინა.
– დამშვიდდი, შვილო. ჯერ შენ მითხარი, რისი შემოთავაზება
შეგიძლია და მერე ჩვენს გეგმებსაც გაგიმხელ.
უეცრად თომასი მიხვდა, რომ სკამზე აღარ იჯდა – წინ, მაგი-
დაზე, იყო გადახრილი. თომასი მოეშვა და სკამზე დაეშვა.
– მომისმინეთ, ჩვენ უკეთურის შტაბბინაზე ბევრი რამ ვიცით.
ვიცით, იქ რა როგორ მუშაობს. ჯგუფში ისეთებიც გვყავს, ვისაც
მეხსიერება დაუბრუნდა. მთავარი კი ის არის, რომ უკეთურს
სურს, მე მათ უკან დავუბრუნდე. ჩემი აზრით, ჩვენ ამის გამოყე-
ნება შეგვიძლია.
– სულ ეს არის? – ჰკითხა ვინსმა. – მეტს ვერაფერს გვეტყვი?

279 მკითხველთა ლიგა


– მე არასოდეს მითქვამს, რომ ჩვენ ვინმეს დახმარების ან
იარაღის გარეშე რამეს შევძლებდით.
ვინსმა და გალიმ ერთმანეთს შეთქმულებივით გადახედეს.
თომასი მიხვდა, რომ მას რაღაცას უმალავდნენ.
– რა ხდება?
ვინსმა ყურადღება ჯერ ბრენდაზე გადაიტანა, მერე – თომას-
ზე.
– ჩვენ იარაღზე უკეთესი რაღაც გვაქვს.
თომასი კვლავ წინ გადაიხარა.
– და რა?
– ჩვენ შეგვიძლია ისე მოვიქცეთ, რომ იარაღი ვერავინ გა-
მოიყენოს.

280 მკითხველთა ლიგა


თავი 52
– როგორ? – ერთდროულად იკითხეს ბრენდამ და თომასმა.
– ამას გალი აგიხსნით, – ვინსმა ბიჭზე ანიშნა.
– კარგი, დაფიქრდით „მარჯვენა ხელზე“, – დაიწყო გალიმ და
ფეხზე წამოდგა, – მისი წევრები ჯარისკაცები არ არიან. ისინი ბუ-
ღალტრები, მეეზოვეები, კარისკაცები, დამლაგებლები, მექანი-
კოსები და მასწავლებლები არიან. უკეთურს კი თავის განკარგუ-
ლებაში პატარა ჯარი ჰყავს. მათი ჯარისკაცები შესანიშნავად
არიან გაწვრთნილები და ყველაზე ძვირად ღირებული იარაღიც
აქვთ. მსოფლოში უზარმაზარი სატყორცნების საწყობიც რომ
გვაპოვნინა და იმ ყველაფრით შეგვაიარაღა, რასაც ისინი იყენე-
ბენ, ჩვენთან შედარებით, მათ მაინც დიდი უპირატესობა ექნე-
ბათ.
თომასი ვერ ხვდებოდა, საით მიჰყავდა გალის საუბარი.
– მაშ, რას აპირებთ?
– ძალთა გათანაბრების ერთადერთი გზაა, მათ იარაღის გა-
მოყენების საშუალება მოვუსპოთ. აი, მერე კი შეიძლება შანსებზე
ლაპარაკი.
– ანუ მათთვის იარაღის მოპარვას აპირებთ? – ჰკითხა ბრენ-
დამ. – ახალი იარაღის პარტიის მიწოდებას ჩაშლით, თუ რას გეგ-
მავთ?
– არა, არაფერი მაგის მსგავსი, – მიუგო გალიმ და თავი გა-
აქნია, მერე კი სახეზე ბავშვური აღტაცება აღებეჭდა, – მნიშვნე-
ლოვანი ის კი არ არის, ორგანიზაციაში რამდენი ახალწვეული
გეყოლება, არამედ ის, ვინ იქნება შენ გვერდით. „მარჯვენა
ხელს“ ჰყავს ერთი ძალზე მნიშვნელოვანი თანამშრომელი.
– ვინ?

281 მკითხველთა ლიგა


– შარლოტა ჩიზუელი. ის მსოფლიოს უმსხვილესი იარაღის
საწარმოს მთავარი ინჟინერი იყო. მისი საქმიანობის სფერო იყო
ისეთი უახლესი იარაღის შექმნა, რომელიც იყენებს მეორე
თაობის ტექნოლოგიას. ყველა პისტოლეტი, სატყორცნი თუ ყუმ-
ბარა, რომელსაც უკეთური იყენებს, სწორედ იქ იქმნება. მათი
ფუნქციონირება კომპიუტერულ სისტემებსა და უახლეს ელექ-
ტრულ მოწყობილებებს ეფუძნება, შარლოტამ კი მიაგნო გზას,
როგორ შეიძლება ამ იარაღის გაუვნებლება.
– მართლა? – იკითხა დაეჭვებულმა ბრენდამ. ამის დაჯერება
თომასსაც გაუჭირდა, თუმცა, გალის ახსნა-განმარტებას მაინც
ყურადღებით ისმენდა.
– ყველა იარაღს აქვს საერთო ფუნქციური ბარათი. შარლო-
ტა ბოლო რამდენიმე თვე მათ დისტანციურად დაპროგრამებაზე
მუშაობდა. ბოლოს ეს გამოუვიდა. ახლა ჩვენ შეგვიძლია, იარაღი
შორი მანძილიდან გავთიშოთ, თუმცა, ამისათვის რამდენიმე
საათია საჭირო. გარდა ამისა, აუცილებელია მათ შტაბბინაში
რეტრანსლატორის მოთავსება. მოკლედ, ამას ჩვენი ხალხი
გააკეთებს, როდესაც უკეთურს იმუნიტეტიანებს მიუყვანენ. თუ ეს
გამოგვივა, მაშინ ჩვენი იარაღიც გამოუსადეგარი გახდება, თუმ-
ცა ძალები გათანაბრდება.
– შეიძლება, ეს ჩვენი მთავარი უპირატესობა იყოს, – დაამატა
ვინსმა, – დარწმუნებული ვარ, მათი ჯარისკაცები და დაცვის თა-
ნამშრომლები იარაღის გამოყენებას ისე მიეჩვივნენ, რომ ხელ-
ჩართულ ბრძოლაში უკვე მოიკოჭლებენ, – კაცმა ეშმაკურად
გაიღიმა, – ეს იქნება ძველი ყაიდის მუშტი-კრივი და ჩემი აზრით,
ჩვენ მათ მოვერევით. მაგრამ თუ ეს არ გამოგვივა და მათ იარაღს
ვერ გავთიშავთ, მაშინ ყველაფერი დაწყებამდე დამთავრდება.
თომასს ლაბირინთში გრივერებთან ბრძოლა გახსენდა. იქაც
ზუსტად ის მოხდა, რაც ახლა ვინსმა თქვა. ბიჭს მოგონებებისგან

282 მკითხველთა ლიგა


შეაჟრჟოლა. თუმცაღა, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებუ-
ლი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლას მაინც ეს სჯობდა. თა-
ნაც, თუ ეს გამოვიდოდა, მათ შანსი მიეცემოდათ. თომასმა აღტა-
ცება ვერ დამალა.
– აბა, როდის ვიწყებთ?
ვინსი შეყოვნდა.
– ჩვენ სამი აისბერგი გვაქვს. ჯგუფიდან ყველაზე ღონიერი
ოთხმოცი კაცი შევარჩიეთ. ჩვენს საკონტაქტო პირს უკეთურის
შტაბბინაში იმუნიტებს მივუყვანთ და ხელსაწყოს ჩუმად შევაპა-
რებთ. ალბათ, ამ ოპერაციის ყველაზე რთული ამოცანა სწორედ
ეს იქნება. როგორც კი ხელსაწყო თავის საქმეს გააკეთებს, კე-
დელს ავაფეთქებთ და ხვრელით ყველანი შიგნით შევალთ. რო-
გორც კი შენობას ავიღებთ, შარლოტა დაგვეხმარება, რომ იარა-
ღი კვლავ ამუშავდეს. ან ამას გავაკეთებთ, ან მცდელობას შევაკ-
ვდებით. თუ საჭირო გახდა, მთელ შენობას ავაფეთქებთ.
თომასმა ყველაფერი კარგად გაიაზრა და მიხვდა, რომ მის
ჯგუფს ამ საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეეძლო. განსაკუთრე-
ბით მათ, ვინც მეხსიერება აღიდგინეს. მათ უკეთურის კომპლექ-
სის ყველა კუთხე-კუნჭული იცოდნენ.
თითქოს ვინსმა თომასის აზრები წაიკითხაო, საუბარი განაგ-
რძო.
– თუ გალის მონაყოლი მართალია, შენ და შენი მეგობრები
ამ საქმეში ძალიან გამოგვადგებით, რადგან შენობას ხუთი თი-
თივით იცნობთ. გარდა ამისა, შეტაკებისას ყველა გამოგვადგება,
სულერთია, ვინ რამდენი წლისაა.
– აისბერგი ჩვენც გვაქვს, – უთხრა ბრენდამ, – რასაკვირვე-
ლია, თუ შიზებმა ნამტვრევებად არ აქციეს. ის დენვერის შემო-
სასვლელთან, ჩრდილო-დასავლეთით დგას. მფრინავი ჩვენს მე-
გობრებთან ერთად არის.

283 მკითხველთა ლიგა


– თქვენი აისბერგები სად არის? – იკითხა თომასმა.
ვინსმა ხელი მათ უკან გაიქნია.
– იქ. უსაფრთხოდ. ყველაფერი დაკეტილია. ძალიან გვინდა,
მოსამზადებლად ერთი-ორი კვირა კიდევ გვქონდეს, მაგრამ სამ-
წუხაროდ, ამის ფუფუნება არ გვაქვს. შარლოტას ხელსაწყოც
მზად არის და ჩვენი შერჩეული ოთხმოცი კაციც. ერთი-ორი დღე
მოვიცდით, რომ თქვენ და თქვენმა მეგობრებმა, რაც იცით, გაგ-
ვიზიაროთ, სხვა წვრილმანებსაც შევათანხმებთ და მერე გეგმის
განხორცილებას შევუდგებით.
ამის გაგონების მერე თომასისთვის ყველაფერი უფრო
რეალური გახდა.
– დარწმუნებული ხართ, რომ სწორად იქცევით?
– მისმინე, ბიჭუნი, – უთხრა სახემოღუშულმა ვინსმა, – წლე-
ბის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ უკეთურის მისიაზე გველაპა-
რაკებოდნენ; გვესმოდა, რომ თითოეული გროში, ყველა რესურ-
სი, კაცი თუ ქალი მხოლოდ ერთ მიზანს – ელვარებისგან განკურ-
ნების საშუალების პოვნას – ემსახურებოდა. გვეუბნებოდნენ,
რომ არსებობდნენ იმუნიტები და როგორც კი გაარკვევდნენ, რო-
გორ მუშაობდა მათი ტვინი, განკურნების საშუალებას მიაკვლევ-
დნენ და სამყაროს გადაარჩენდნენ! მაგრამ ამასობაში ქალაქები
ნადგურდება; განათლება, უსაფრთხოება, სხვა დაავადებებთან
ბრძოლის სააგენტოები, რომლებიც მედიკამენტებს ქმნიან,
ქველმოქმედება, ჰუმანიტარული დახმარება – ყველაფერი
წყალს მიაქვს. უკეთური კი ამასობაში სამყაროს თავის ნებაზე
მართავს.
– ვიცი, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი, – მიუგო თომას-
მა.
ვინსი კვლავ ლაპარაკობდა, წლების განმავლობაში დაგრო-
ვებულ მოსაზრებებს გამოთქვამდა.

284 მკითხველთა ლიგა


– დაავადების შეკავებას უფრო კარგად შევძლებდით, რომ
არა ამხელა სახსრების განკურნების საშუალების კვლევებზე
ხარჯვა. უკეთურმა ფული და მსოფლიოს საუკეთესო მოაზროვ-
ნეები მიითვისა. გარდა ამისა, მათ ცრუ იმედებით აგვავსეს, რის
გამოც, დიდი აღმოჩენის მოლოდინში ყველა გულხელდაკრეფი-
ლი დაჯდა. ფიქრობდნენ, რომ სასწაულმოქმედი განკურნების სა-
შუალება მათ მოუსწრებდა და გადაარჩენდა. ცოტაც კიდევ რომ
მოვიცადოთ, გადასარჩენი აღარავინ დარჩება, – ვინსი გადაღ-
ლილი ჩანდა. ოთახში მდუმარება ჩამოწვა. კაცი პასუხის მოლო-
დინში თომასს მიაჩერდა. ბიჭი ვერ შეეკამათებოდა – ის ცამდე
მართალი იყო.
ბოლოს მდუმარება ისევ ვინსმა დაარღვია.
– ჩვენი ბიჭები იმუნიტეტიანების გადაცემისას ხელსაწყოს
კომპლექსში კი შეიტანენ, მაგრამ საქმე გაიოლდებოდა, მოწყო-
ბილობა ჩვენ მისვლამდე იქ რომ ყოფილიყო. უკეთური ჩვენებს
აისბერგს მათ კომპლექსში იმ შემთხვევაში დაასმევინებს, თუ
ეცოდინება, რომ იმუნიტებს ვყიდით, თუმცა,… – მან წარბები აზი-
და და თომასს შეხედა. ვინსს უნდოდა, რომ ეს თომასს ეთქვა.
– ჰო, ამ დროს სცენაზე მე შემოვდივარ,… – თომასმა თანხმო-
ბის ნიშნად თავი დაუქნია.
– დიახ, – დაუდასტურა ვინსმა ღიმილით, – სწორედ ამ დროს
სცენაზე შენ შემოდიხარ.

285 მკითხველთა ლიგა


თავი 53
თომასს გასაოცარი სიმშვიდე დაეუფლა.
– შეგიძლიათ, კომპლექსიდან რამდენიმე კილომეტრის მო-
შორებით ჩამომსვათ, იქამდე ფეხით მივალ. თავს მოვიკატუნებ,
თითქოს ექსპერიმენტის დასასრულებლად დავბრუნდი. ვიცი,
ხელგაშლილი შემეგებებიან. თქვენ მხოლოდ მაჩვენეთ, როგორ
დავაყენო და ჩავრთო თქვენი ხელსაწყო.
ვინსს სახეზე კიდევ ერთხელ გადაეფინა გულწრფელი ღიმი-
ლი.
– შარლოტას ვეტყვი, ყველაფერი გასწავლოს.
– თქვენ ჩემი მეგობრებისგან – ტერეზას, ერისისა და სხვე-
ბისგან უფრო მეტს გაიგებთ. ბრენდამაც ბევრი რამ იცის, – თო-
მასის გადაწვეტილება საბოლოო იყო. მან იცოდა, რომ სარისკო
საქმეს შეეჭიდა, თუმცა, ეს მათი ერთადერთი შანსი იყო.
– მაშ, კარგი, – თქვა ვინსმა, – გალი, მერე რას ვშვრებით?
როგორ ვაპირებთ ამ ოპერაციის ჩატარებას?
თომასის ძველი მტერი ფეხზე წამოდგა და მას თვალებში შე-
ხედა.
– შარლოტას ვეტყვი, რომ ხელსაწყოს შესახებ ყველაფერი
გასწავლოს. მერე ჩვენს აისბერგანგარში წაგიყვან, საიდანაც გა-
გაფრენთ და უკეთურის შტაბბინასთან სადმე ახლოს ჩამოგ-
სვამთ. ჩვენ კი ამასობაში მთავარ თავდამსხმელ ჯგუფთან ერ-
თად ოპერაციისთვის მოვემზადებით. ეცადე, დამაჯერებლად
ითამაშო. ერთ-ორ საათს დაგაცდით და მერე იმუნიტეტიანებთან
ერთად მოვალთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვს აიღებენ.
– გასაგებია, – თომასმა თავის დასამშვიდებლად რამდენიმე-
ჯერ ღრმად ჩაისუნთქა.

286 მკითხველთა ლიგა


– კარგი. როცა წახვალ, ტერეზას და სხვებს აქ გადმოვიყვანთ.
ქალაქში კიდევ ერთხელ გასეირნების წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
***

შარლოტა ჩია, მშვიდი და საქმიანი ქალი იყო. მან თომასს


ძალზე გასაგები ენით აუხსნა იარაღის გამანეიტრალებელი ხელ-
საწყოს ფუნქციები. ხელსაწყო პატარა იყო და იოლად ჩაეტეოდა
ზურგჩანთაში, სადაც თომასი ცოტა საკვებსა და თბილ ტანსაც-
მელს ჩაილაგებდა. ხელსაწყო გააქტიურების შემდეგ დაუკავ-
შირდებოდა ყველა იარაღის ფუნქციურ ბარათს და მათ სისტემას
გათიშავდა. ამას კი დაახლოებით ერთი საათი დასჭირდებოდა.
„საკმაოდ მარტივია, – გაიფიქრა თომასმა, – ყველაზე რთუ-
ლი მისი შეუმჩნევლად დაყენება იქნება.“
გალიმ გადაწყვიტა, რომ თომასსა და მფრინავს მიტოვებულ
ანგარში, სადაც ჯგუფის აისბერგები იდგა, ლოურენსი წაიყვანდა,
იქიდან კი მას პირდაპირ უკეთურის შტაბბინამდე მიიყვანდნენ.
მათ შიზებით სავსე დენვერის ქუჩები კიდევ ერთხელ უნდა გაევ-
ლოთ, თუმცა, ამჯერად პირდაპირი მარშრუტი აირჩიეს, რომე-
ლიც მთავარ ავტომაგისტრალზე გადიოდა, თანაც, უკვე თენდე-
ბოდა და თომასმა საოცარი მხნეობა იგრძნო.
ის-ის იყო, ზურგჩანთაში სამგზავროდ საჭირო ნივთები
ჩაალაგა, რომ ბრენდა მიუახლოვდა.
– მოგენატრები? – გაუღიმა თომასმა და ინატრა, გოგოს თავი
მაინც დაექნია.
ბრენდამ თვალები დაუბრიალა.
– ამაზე ფიქრიც არ გაბედო! ისე ლაპარაკობ, თითქოს უკვე
დანებდი. აი, ნახავ, ჩვენ, ყველა, კვლავ ერთად ვიქნებით და წარ-
სულს სიცილით გავიხსენებთ.

287 მკითხველთა ლიგა


– რომელ წარსულს? სულ რამდენიმე კვირაა, რაც გაგიცანი,
– უთხრა კვლავ ღიმილით.
– მერე, რა! – ბრენდა ჩაეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა:
– მართალია, მაყალში შენს საპოვნელად და შენი ნდობის
მოსაპოვებლად გამომგზავნეს, მაგრამ მინდა, იცოდე, რომ შენ
მართლა ჩემი მეგობარი ხარ. შენ…...
თომასი უკან გადაიხარა, რომ ბრენდასთვის სახეში შეეხედა.
– რა – მე?
– არაფერი,… ეცადე, არ მოგკლან.
თომასმა ნერწყვი გადაყლაპა; არ იცოდა, რა ეთქვა.
– კარგი?
– შენც ფრთხილად იყავი, – თომასმა მეტი ვერაფერი
მოახერხა.
ბრენდა ფეხის წვერებზე აიწია და ბიჭს ლოყაზე აკოცა.
– ამაზე სასიამოვნო ჩემთვის არაფერი გითქვამს, – გოგომ
ისევ დაუბრიალა თვალები, თუმცა ამჯერად გაუღიმა.
თომასს სამყარო უფრო ნათელი და დაკისრებული მისიაც
უფრო იოლი მოეჩვენა.
– თვალყური ადევნე, რამე რომ არ გააფუჭონ, – გააფრთხი-
ლა ბრენდა, – შეამოწმე, რომ ყველა გეგმა ზუსტად შესრულდეს.
– კარგი. ერთ-ორ დღეში გნახავ.
– ჰო.
– შენ თუ თავს არავის მოაკვლევინებ, პირობას გაძლევ, მეც
გადავრჩები, – უთხრა ბრენდამ.
თომასი გოგოს ერთხელაც ჩაეხუტა.
– შევთანხმდით.

288 მკითხველთა ლიგა


თავი 54
„მარჯვენა ხელმა“ მათ ახალი ფურგონი მისცა. ლოურენსი სა-
ჭესთან იჯდა, მფრინავი ქალი – მის გვერდით. იგი დუმდა და მა-
ინცდამაინც მეგობრული არ ჩანდა. კარგ გუნებაზე არც ლოურენ-
სი იყო. ალბათ, იმიტომ, რომ ჩაკეტილ შენობაში საკვების დის-
ტრიბუტორობა იძულებით მიატოვებინეს და ახლა შიზებით სავსე
ქალაქში მანქანით უნდა ევლო. უკვე მეორედ.
თენდებოდა. მზის შუქი თანდათან ეფინებოდა ქალაქს, რომე-
ლიც წინაღამის დენვერისგან ძალიან განსხვავდებოდა. რატომ-
ღაც დღის სინათლეში სამყარო არც ისე საშიში ჩანდა.
თომასს დატენილი პისტოლეტი დაუბრუნეს. ბიჭმა იარაღი
ჯინსის შარვალში ჩაიჩარა. იცოდა, რომ თუ მოულოდნელად
თავს დაესხმებოდნენ, თორმეტი ტყვია მაინცდამაინც ვერაფერს
უშველიდა, მაგრამ თავს ასე უფრო მშვიდად გრძნობდა.
– მაშ, ასე, გეგმა დაიმახსოვრე, – დაარღვია დუმილი
ლოურენსმა.
– რა გეგმა? – ჰკითხა თომასმა.
– ანგარამდე ცოცხლებმა უნდა მივაღწიოთ.
თომასს გეგმა მოეწონა.
მანქანაში კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ ძრავის გუგუ-
ნი და ორმოებში ბორბლების ჩახეთქების ხმა ისმოდა. თომასი
ფიქრობდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო მომდევნო დღეებში.
მერე სცადა, ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და ქალაქს გა-
ხედა.
ხალხი ალაგ-ალაგ ჩანდა. თომასმა იფიქრა, რომ მოქალაქე-
ებს იმის შიშით, სიბნელიდან ვინმე არ გადმოხტომოდათ, მთელი
ღამე არ სძინებიათ… ან იქნებ თვითონ ესხმოდნენ თავს სხვებს.

289 მკითხველთა ლიგა


ცათამბჯენების ბოლო სართულებზე მზის სხივები აბრჭყვი-
ალდა – ყველა მხარეს, საითაც უნდა გაგეხედა, მაღალი შენობე-
ბის მწკრივებს ბოლო არ უჩანდა. მანქანა ქალაქის ცენტრს
მიუახლოვდა. ფართო გზაზე უამრავი მიტოვებული მანქანა იდგა.
თომასმა შეამჩნია, რომ რამდენიმეში შიზები იმალებოდნენ. ინ-
ფიცირებულები ფანჯრებიდან ქურდულად იჭვრიტებოდნენ,
თითქოს ნადავლს ჩასაფრებოდნენ.
ლოურენსმა ორიოდე კილომეტრის გავლის შემდეგ კვლავ
ავტომაგისტრალზე გადაუხვია. ამ გზით ისინი ქალაქის ერთ-ერთ
კარიბჭესთან მივიდოდნენ. გზის ორივე მხარეს მაღალი კედლე-
ბი იყო აღმართული, ალბათ, იმისთვის, რომ წარსულში, ჯერ კი-
დევ კარგ დროში, ურიცხვი მანქანის ხმაურისაგან შორიახლო
მცხოვრებლები დაეცვათ. დაუჯერებელი იყო, რომ ოდესღაც ასე-
თი სამყარო არსებობდა, სამყარო, სადაც ყოველდღე სიკვდი-
ლის არ გეშინოდა.
– ეს გზა პირდაპირ იქ მიგვიყვანს, – თქვა ლოურენსმა, – ან-
გარი ყველაზე დაცული შენობაა, ამიტომ იქამდე როგორმე უნდა
მივაღწიოთ. ერთ საათში უკვე ჰაერში ვიქნებით. უსაფრთხოდ.
– კარგია, – თქვა თომასმა, გადატანილი ღამის შემდეგ ოპტი-
მიზმი მართლაც საჭირო იყო. მფრინავი კვლავინდებურად ხმას
არ იღებდა.
დაახლოებით ხუთი კილომეტრის შემდეგ ლოურენსმა სიჩქა-
რეს უკლო.
– ეს რა ჯანდაბაა?! – წაიდუდუნა კაცმა.
თომასმა გზას გახედა. რამდენიმე მანქანა წრეზე ტრიალებ-
და.
– ჯობს, მათთვის გვერდის ავლა ვცადო, – ჩაილაპარაკა
ლოურენსმა თავისთვის.

290 მკითხველთა ლიგა


თომასს არაფერი უთქვამს. მანქანაში მსხდომთ კარგად
იცოდნენ, რომ გზაზე რაც უნდა ყოფილიყო, მისთვის თავის არი-
დება ჯობდა.
ლოურენსმა კვლავ სიჩქარეს უმატა.
– უკან დაბრუნებას და სხვა გზით წასვლას საუკუნეს მოვან-
დომებთ. მათ შორის გაძრომას ვცდი.
– სისულელე არ ჩაიდინო! – უხეშად მიახალა მფრინავმა. –
ანგარში ფეხით ვერ მივალთ.
თომასმა წინ გადაიწია და კისერი წაიგრძელა, რომ უკეთ
დაენახა, რა ხდებოდა გზაზე.
ოციოდე კაცი რაღაც დიდი გროვის გამო ჩხუბობდა, თუმცა,
არ ჩანდა, რა იყო ეს გროვა. ხალხი რაღაცის ნამტვრევებს ისრო-
და, თუმცა, არც მუშტებსა და მუჯლუგუნებს აკლებდნენ ერთმა-
ნეთს. ოცდაათიოდე მეტრის იქით მანქანები აქეთ-იქით უხვევ-
დნენ და წინ და უკან გიჟებივით დაქროდნენ. უცნაური იყო, რომ
გზაზე თავშეყრილებს მანქანები არ ეჯახებოდნენ.
– რას იზამ? – ჰკითხა თომასმა. ლოურენსს სიჩქარე ოდნავაც
არ შეუნელებია. ისინი ბრბოს უახლოვდებოდნენ.
– დაამუხრუჭე! – უყვირა მფრინავმა.
ლოურენსმა ბრძანებას ყურიც არ ათხოვა.
– არა. უკან დახევას არ ვაპირებ!
– დავიხოცებით!
– მოკეტე!
ისინი თითქმის მიუახლოვდნენ შიზებს, რომლებიც ისევ ჩხუ-
ბობდნენ. თომასმა ფურგონის მეორე მხარეს გადაინაცვლა, რომ
მათთვის ფანჯრიდან თვალი კარგად შეევლო. ქალები და კაცები
ნაგვის დიდ ტომრებს ხევდნენ და შიგნიდან ნახევრად დამპალი
საჭმლის ნარჩენებს იღებდნენ, მერე კი ერთმანეთს ხელიდან
სტაცებდნენ. იყო ერთი ხელჩართული ბრძოლა, მუშტი-კრივი და

291 მკითხველთა ლიგა


ფრჩხილებით კაწვრა. ერთ კაცს თვალის ქვემოთ ღრმა ჭრილო-
ბა ეტყობოდა; ლოყებზე ჩამოსული სისხლის დანახვაზე იფიქ-
რებდი, კაცი წითელი ცრემლებით ტირისო.
მოულოდნელად ლოურენსმა ფურგონი მკვეთრად შეაბრუნა.
თომასმა კვლავ საქარე მინაში გაიხედა. შეჭეჭყილი, საღებავ-
გაცლილი, ძველი მოდელის ავტომანქანები ერთ რიგად იდგნენ,
სამი მანქანა კი შუა გზაზე გამოსულიყო და გასავლელს ღობავ-
და. ლოურენსს სვლა არ შეუნელებია. მან საჭე მარჯვნივ აიღო და
ორ მანქანას შორის გაძრომა გადაწყვიტა. ამ დროს, მოულოდ-
ნელად, მარცხენა მხარეს მდგომი ავტომანქანა ადგილს მოს-
წყდა და მათკენ გამოქანდა.
– რამეს მოეჭიდეთ! – იყვირა ლოურენსმა და სიჩქარეს
მოუმატა.
თომასი სავარძელს ორივე ხელით ჩაეჭიდა. ვიწრო გასას-
ვლელის აქეთ-იქით მდგარი მანქანები არ განძრეულან, მაგრამ
მესამე ისევ მათკენ მოიწევდა. დაღუპვა გარდაუვალი ჩანდა. თო-
მასმა ლოურენსს უყვირა, მანქანა გააჩერეო, მაგრამ დააგვიან-
და. ფურგონმა ცხვირი ორ მანქანას შორის შეყო თუ არა, მესამე
მარცხენა მხარეს შეასკდა. თომასი სავარძლიდან მარცხენა მხა-
რეს გადავარდა და ფანჯრებს შორის ტიხარს შეასკდა. გაისმა შუ-
შის მსხვრევის ხმა და ნამსხვრევები ყველა მხარეს გაიფანტა.
ფურგონი წრეზე დაბზრიალდა. თომასი აქეთ-იქით ეხლებოდა და
ამაოდ ცდილობდა, რამეს მოსჭიდებოდა. ბორბლების ხმამ და
ლითონის ღრჭიალმა არემარე გააყრუა.
ხმაური მხოლოდ მაშინ შეწყდა, როცა ფურგონი კედელს შე-
ასკდა.
თომასი მუხლებზე დადგა. სხეული მთლად დალურჯებოდა.
ის-ის იყო, წელში გაიმართა, რომ მანქანები იქაურობას გაეცალ-

292 მკითხველთა ლიგა


ნენ. მათი ძველი ძრავების გრუხუნი გრძელმა ავტომაგისტრალ-
მა შთანთქა.
თომასმა ლოურენსსა და მფრინავს გადახედა. ორივე უვნებე-
ლი იყო.
უეცრად უცნაური რამ მოხდა: თომასმა ფანჯარაში გაიხედა
და ფურგონიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ნაცემი შიზი
დაინახა. იგი იდგა და ბიჭს მიშტერებოდა. თომასმა მაშინვე იცნო
თავისი მეგობარი.
ნიუტი.

293 მკითხველთა ლიგა


თავი 55
ნიუტი საშინლად გამოიყურებოდა. ბიჭს თმა ალაგ-ალაგ
ამოჰგლეჯოდა და სისხლიანი ნაიარევები ეტყობოდა. ჩალურჯე-
ბული სახე ნაკაწრებით ჰქონდა დაფარული; დასუსტებულ სხე-
ულზე დახეული პერანგი ჩამოეცვა, ჭუჭყიან შარვალზე კი სის-
ხლის ლაქები შეხმობოდა. ეტყობოდა, რომ ის ავადმყოფობას სა-
ბოლოოდ დანებდა.
მაგრამ ნიუტი თომასს ისე მიშტერებოდა, თითქოს შემთხვე-
ვით გადაყრილი მეგობარი იცნო.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ლოურენსი რაღაცას ამბობდა,
მაგრამ გონებადაბინდულმა თომასმა მისი სიტყვები მხოლოდ
ახლა გაიგონა.
– ყველა უვნებელი ვართ. მართალია, მანქანა დაზიანდა, მაგ-
რამ ანგარამდე დარჩენილ რამდენიმე კილომეტრს მაინც გაივ-
ლის.
ლოურენსმა ფურგონი უკან დასწია. გაისმა პლასტმასისა და
ლითონის ღრჭიალი, რასაც ბორბლების წუილი მოჰყვა. მერე
კვლავ სიჩუმე ჩამოწვა.
ლოურენსმა მანქანა დაძრა. უეცრად, თითქოს თავში ღილაკი
ჩაერთოო, თომასმა ყვირილი მორთო.
– გააჩერე! ახლავე გააჩერე!
– რა იყო? რას მოხდა? – ჰკითხა ლოურენსმა.
– ფურგონი გააჩერე!
ლოურენსმა ფეხი მუხრუჭის სატერფულს დააჭირა. თომასი
კარს მივარდა და ის იყო, უნდა გაეღო, რომ უკნიდან პერანგში
ლოურენსი ეცა და მთელი ძალით უკან გაქაჩა.
– რას აკეთებ? – უღრიალა კაცმა.

294 მკითხველთა ლიგა


თომასი არავის მისცემდა უფლებას, წუთით მაინც დაეყოვნე-
ბინა. მან შარვლის სათავეში ჩაჩრილი პოსტოლეტი დააძრო და
ლოურენსს დაუმიზნა.
– ახლავე გამიშვი ხელი! გამიშვი-მეთქი!
ლოურენსმა თომასს ხელი ცივად გაუშვა.
– კარგი, დამშვიდდი! რა გეტაკა?!
თომასმა უკან დაიხია.
– ჩემი მეგობარი დავინახე, მინდა, ვნახო, როგორ არის. თუ
რამე გართულდა, მაშინვე ფურგონისკენ გამოვიქცევი. შენ მზად
იყავი, რომ აქედან გაგვიყვანო.
– შენი აზრით, ის არსება, რომელიც იქ დგას, ისევ შენი მეგო-
ბარია? – ჰკითხა ცივად მფრინავმა. – ის შიზები ზღვარს გადასუ-
ლები არიან! ნუთუ ვერ ხედავ? შენი მეგობარი ახლა შეიძლება
ცხოველზე უარესიც კია.
– მაშინ გამომშვიდობებას დიდი დრო არ დასჭირდება, –
მიუგო თომასმა, კარი გააღო და გადავიდა, – თუ საჭირო იქნება,
ზურგიდან დამიცავით. ვერ მოვისვენებ, უნდა ვნახო.
– აისბერგში ტრაკს აგიწითლებ, პირობას გაძლევ! – დაიღ-
მუვლა ლოურენსმა. – იჩქარე. იცოდე, თუ შიზები აქეთ წამოვ-
ლენ, სროლას დავიწყებთ და სულ ფეხებზე მკიდია, მათ შორის
დედაშენი იქნება თუ ვინმე ძია ფრენკი.
– მოსულა, – უპასუხა თომასმა და შეტრიალდა. მოზარდმა
პისტოლეტი ჯინსის შარვლის უკან ჩაიჩრა და მეგობრისკენ ნელი
ნაბიჯით გაემართა. ნიუტი მარტო იდგა, სანაგვესთან თავმოყრი-
ლი შიზებისგან შორს. კორდელს ეტყობოდა, რომ ეს ძიძგი-
ლაობა არ აღელვებდა.
თომასი ნიუტის შორიახლოს გაჩერდა. ბიჭმა მეგობრის თვა-
ლებში გიჟური მაპერწკალი დაინახა და მუხლი მოეკვეთა. ეს შეშ-

295 მკითხველთა ლიგა


ლილის, ავადმყოფის მზერა იყო. ნუთუ ყველაფერი ასე სწრაფად
მოხდა?
– სალამი, ნიუტ. მე ვარ, თომასი. ხომ გახსოვარ?
მოულოდნელად ნიუტს გამომეტყველება შეეცვალა. გაკვირ-
ვებულმა თომასმა კინაღამ უკან დაიხია.
– როგორ არ მახსოვხარ, თომი. კაცი რამდენიმე დღეში
ჭკუიდან მთლად ვერ გადადგება. შენ შიზების „სასახლეში“ ისე
მოხვედი, ჩემი წერილის წაკითხვა არც კი გაგხსენებია.
თომასს მეგობრის მდგომარეობაზე მეტად გული ამ სიტყვებ-
მა ატკინა.
– მაშ, აქ რატომ ხარ? მათთან ერთად… რას აკეთებ?
ნიუტმა ჯერ შიზებს გადახედა, მერე – კვლავ თომასს.
– ხანდახან გონება სულ მებინდება. ამის ახსნა არ შემიძლია.
ზოგჯერ თავს ვეღარ ვერევი, ვერც კი ვხვდები, რას ვაკეთებ. ქა-
ვილის შეგრძნებას ჰგავს, ოღონდ – ტვინში. ყველაფერი მაღი-
ზიანებს და მაბრაზებს.
– ახლა ნორმალურად გამოიყურები.
– ახლა კი. ამათთან იმიტომ ვარ, რომ სხვა გზა არ მაქვს. მარ-
თალია, ისინი სულ ჩხუბობენ, მაგრამ მაინც ერთი გუნდია. ეული
შიზი თავს ვერ გაიტანს.
– ნიუტ, ახლა მაინც წამოდი ჩვენთან. სადმე უსაფრთხო ად-
გილას წაგიყვანთ, სადაც უკეთ…...
ნიუტს სიცილი აუტყდა და თავი უცნაურად გააქნია.
– ახლავე წადი აქედან, თომი. ახლავე!
– გთხოვ, წამომყევი, – შეევედრა თომასი, – დაგაბამ კიდეც,
თუ ასე თავს უკეთ იგრძნობ.
უეცრად ნიუტს სახე გაუმკაცრდა.
– მოკეტე, შენ მურტალო გამყიდველო! ჩემი წერილი წაიკით-
ხე? უკანასკნელი თხოვნაც კი ვერ შემისრულე! მაინცდამაინც

296 მკითხველთა ლიგა


გმირობა უნდა ჩაიდინო, არა?! აბა, რა, როგორც ყოველთვის! მე-
ზიზღები! ყოველთვის მეზიზღებოდი! – ღრიალებდა გაცოფებუ-
ლი ბიჭი.
„არა, მართლა ასე არ ფიქრობს,“ – მტკიცედ უთხრა საკუთარ
თავს თომასმა, თუმცა, გული მაინც დაუმძიმდა.
– ყველაფერი შენი ბრალია! ამ ყველაფრის შეჩერება შენ
პირველი შემქმნელების გარდაცვალებისთანავე შეგეძლო. შე-
გეძლო, გზა გეპოვა, მაგრამ – არა! მაინც შენებურად გააგრძე-
ლე, სამყაროს გადარჩენა სცადე, გმირობა მოინდომე! მერე ლა-
ბირინთში გამოგვეცხადე და მას შემდეგ არ გაჩერებულხარ! შენ
მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ! რა, არა? აღიარე! გინდა, რომ
ხალხს ახსოვდე! რომ თაყვანს გცემდნენ! თავის დროზე ყუთის
ლიუკში თავით უნდა გადაგვეშვი! – ყვიროდა სახეაჭარხლებული
ნიუტი და ფურთხის შხეფებს აქეთ-ქით ისროდა; რამდენიმე წვე-
თი თომასსაც მისწვდა. მუშტებშეკრული კორდელი მისკენ კოჭ-
ლობით დაიძრა.
– შუბლს გავუხვრეტ! – გაისმა ფურგონიდან ლოურენსის ხმა.
– თომას, გზიდან ჩამომეცალე!
თომასი უკან შეტრიალდა.
– არა! ეს ჩვენი საქმეა. ხელი არ გაანძრიო! – მერე კვლავ ნი-
უტს მიუბრუნდა.
– ნიუტ, გაჩერდი და მომისმინე. ვიცი, რომ ჩემი გესმის.
– მეზიზღები, თომი! – მათ შორის რამდენიმე მეტრიღა იყო.
თომასმა უკან დაიხია, მისი წყენა შიშში გადაიზარდა. – მეზიზღე-
ბი! მეზიზღები! მეზიზღები! იმის მერე, რაც მე შენთვის გავაკეთე,
იმ დღლუმპობების მერე, რაც მე იმ წყეულ ლაბირინთში შენ გამო
გადავიტანე, შენ ჩემთვის ერთი რამის გაკეთებაც ვერ შეძელი!
ერთადერთი თხოვნა ვერ შემისრულე! გული მერევა შენს დანახ-
ვაზე!

297 მკითხველთა ლიგა


თომასმა კიდევ ორიოდე ნაბიჯით დაიხია უკან.
– ნიუტ, გაჩერდი. ისინი გესვრიან. გაჩერდი და მომისმინე,
გთხოვ! ფურგონში ჩაჯექი და შენი დაბმის საშუალება მომეცი! კი-
დევ ერთი შანსი! სხვას არაფერს გთხოვ! – თომასს მეგობრის
მოკვლა არ შეეძლო. არ შეეძლო.
ნიუტმა იღრიალა და წინ გავარდა. ფურგონიდან გამოსრო-
ლილი სატყორცნის ყუმბარა ნიუტს ასცდა და ტროტუარზე აფეთ-
ქდა. თომასი ადგილზე გაქვავდა. ნიუტი ბიჭს ეძგერა და ძირს და-
აგდო. თომასს სუნთქვა შეეკრა. ამოსუთქვა სცადა, მაგრამ ძვე-
ლი მეგობარი ზემოდან აწვებოდა და განძრევის საშუალებას არ
აძლევდა.
– თვალები უნდა ამოგთხარო! – ავად დაიღრინა ნიუტმა. თო-
მასს სახეზე ისევ დაეცა ფურთხის შხეფები. – ჭკუა გასწავლო! იქ-
ნებ შენს სიბრიყვეს რამე ეშველოს! აქ რატომ მოხვედი? რა გე-
გონა, ჩაგეხუტებოდი? ჰა? მშვიდად დავსხდებოდით და კორდში
გატარებულ დროს ტკბილად გავიხსენებდით?
თომასმა უარის ნიშნად თავი გააქნია. შიშით შეპყრობილმა
თავისუფალი ხელით იარაღი ამოიღო.
– გაინტერესებს, რატომ ვკოჭლობ, თომი? ეს ხომ შენთვის არ
მომიყოლია!
– რა შეგემთხვა? – ჰკითხა თომასმა. ის დროის გაყვანას ცდი-
ლობდა. თან თითებს პისტოლეტის ტარს უჭერდა.
– ლაბირინთში თვითმკვლელობა ვცადე. იმ წყეულ კედელზე
ავძვერი და გადმოვხტი. კარის დახურვამდე ალბიმ მიპოვა და
კორდში შემათრია. იქაურობა მძულდა, თომი. ამ სიძულვილს
ყოველ წუთს ვგრძნობდი. და ყველაფერი… შენი… ბრალი იყო!
უეცრად ნიუტი გვერდზე გადაიხარა და თომასს იარაღიან
ხელში ხელი სტაცა, მაღლა ააწევინა და შუბლზე მიიდო.

298 მკითხველთა ლიგა


– დროა, შეცდომა გამოასწორო! მომკალი, სანამ იმ კაციჭა-
მია ურჩხულებს დავემსგავსე! მომკალი! მე შენ წერილი დაგიტო-
ვე! მხოლოდ შენ! სხვას არავის! მიდი! ახლავე!
თომასმა სცადა, ხელი უკან გაეწია, მაგრამ ნიუტი უფრო ღო-
ნიერი აღმოჩნდა.
– არ შემიძლია, ნიუტ, არა!
– შეცდომა უნდა გამოასწორო! მოინანიე, რაც ჩაიდინე! – ნი-
უტს ლამის ხმა ჩაუწყდა. ის ერთიანად ცახცახებდა. მერე ხმას
დაუწია და შეთქმულივით აჩურჩულდა:
– მომკალი, შე მურტალო, ლაჩარო! დამიმტკიცე, რომ რამის
სწორად გაკეთება შეგიძლია. მიხსენი საკუთარი თავისგან და
ღირსეულად სიკვდილის შანსი მომეცი.
ამ სიტყვებმა თომასი სულით ხორცამდე შეძრა.
– ნიუტ, იქნებ, ჩვენ…...
– მოკეტე! მოკეტე-მეთქი! მე შენ გენდე! ახლა კი ის გააკეთე,
რასაც გეუბნები!
– არ შემიძლია!
– ჩქარა-მეთქი!
– არ შემიძლია! – ასეთ რამეს როგორ სთხოვდა ნიუტი?! რო-
გორ უნდა მოეკლა თომასს თავისი უახლოესი მეგობარი?
– მომკალი, თორემ მე მოგკლავ. მომკალი! მიდი!
– ნიუტ…...
– მომკალი, სანამ მთლად მათნაირი გავხდები!
– მე…...
– მომკალი! – ნიუტს თვალებზე შეეტყო, რომ გონება დაეწ-
მინდა. იგი თითქოს საღად აზროვნების ბოლო შანსს იყენებდა.
ხმაც შეურბილდა. – გთხოვ, თომი, გთხოვ.
თომასის გული ბნელმა უფსკრულმა შთანთქა. მან სასხლეტს
თითი გამოჰკრა.

299 მკითხველთა ლიგა


თავი 56
თომასმა თვალები დახუჭა. მან გაიგონა, როგორ გახვრიტა
ტყვიამ შუბლის ძვალი, როგორ შეხტა ნიუტის სხეული და დაეცა
მიწაზე. ბიჭი მუცელზე გადაბრუნდა, ფეხზე წამოდგა და თვალები
მანამდე არ გაუხელია, სანამ ფურგონისკენ არ გაიქცა. უკან-
მოუხედავად მირბოდა, რათა ჩადენილი საკუთარი თვალით ენა-
ხა. მირბოდა თეთრი ფურგონისკენ დანაშაულის შეგრძნებითა
და ტკივილით აღსავსე თომასი და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოს-
დიოდა.
– ჩქარა, ჩაჯექი! – დაუყვირა ლოურენსმა.
ფურგონის კარი კვლავინდებურად ღია იყო. თომასი შიგნით
შეხტა და კარი დახურა. მანქანა დაიძრა.
ხმა არავის ამოუღია. თომასი საქარე მინას მიშტერებოდა.
მან ძმაკაცს ესროლა! სულერთი იყო, რომ ეს ნიუტმა სთხოვა! მე-
რე, რა, რომ ევედრებოდა კიდეც! სასხლეტს თითი თომასმა გა-
მოჰკრა. მან დაიხედა და დაინახა, რომ ხელ-ფეხი უკანკალებდა.
მოულოდნელად სიცივემ აიტანა და მოეჩვენა, რომ წუთიც და
გაიყინებოდა.
– ეს რა ჩავიდინე? – წაიდუდუნა თავჩაღუნულმა. ხმა არავის
ამოუღია.
დარჩენილი გზა თომასმა ისე გაიარა, არაფერი გაუგია. გზაზე
უფრო და უფრო მეტი შიზი ხვდებოდათ. ერთი-ორჯერ მათი სატ-
ყორცნებით მოგერიებაც მოუხდათ. გაიარეს ქალაქის დამცავი
კედლის ჭიშკარი და რკინის ღობით შემოსაზღვრულ პატარა
აეროპორტში შევიდნენ. ანგარს „მარჯვენა ხელი“ გაათმაგებუ-
ლი ძალით იცავდა.

300 მკითხველთა ლიგა


ბევრი არავის ულაპარაკია. თომასი ბრძანებებს დაემორჩი-
ლა და იქ წავიდა, სადაც უთხრეს. მფრინავი, ლოურენსი და თო-
მასი აისბერგზე ავიდნენ. აფრენის წინ ხომალდი შეამოწმეს. ამ
ხნის განმავლობაში თომასი დუმდა. პილოტი მფრინავის კაბინა-
ში შევიდა, ლოურენსი ხომალდში გაუჩინარდა. თომასმა საერ-
თო სალონში დივანი იპოვა, დაწვა და ლითონისბადიან ჭერს მი-
აშტერდა.
ნიუტის მოკვლის შემდეგ ერთხელაც არ დაფიქრებულა თავის
სახიფათო მისიაზე. უკეთურიდან გამოქცეული, ის მათთან ნება-
ყოფლობით ბრუნდებოდა.
მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. სულერთი
იყო, რა მოხდებოდა. კარგად იცოდა, რომ რაც გადაიტანა, ვერა-
სოდეს დაივიწყებდა. მის ცნობიერებაში ერთმანეთს ენაცვლე-
ბოდნენ ტკივილიანი სურათები: ჩაკის ბოლო ამოსუნთქვა; გავე-
ლურებული ნიუტის გიჟური ყვირილი; მეგობრის საღად მოაზ-
როვნე თვალები და მათში დანახული მუდარა...
თომასმა თვალები დახუჭა, თუმცა, ყველაფერი მაინც თვალ-
წინ ედგა. ძილი დიდხანს არ მიეკარა.

***

თომასი ლოურენსმა გააღვიძა.


– გაიღვიძე! ჰე, ცოცხლად! რამდენიმე წუთში ადგილზე ვიქ-
ნებით. არ გეწყინოს, მაგრამ ჩამოგსვამთ თუ არა, მაშინვე უნდა
გავფრინდეთ.
– არ მწყინს, – თომასმა ამოიოხრა და ფეხები ჩამოუშვა, –
კომპლექსამდე რა მანძილის გავლა მომიწევს?

301 მკითხველთა ლიგა


– რამდენიმე კილომეტრის, მაგრამ არ იდარდო, არა მგონია,
გზად ბევრ შიზს გადაეყარო. ტერიტორია გაუდაბურებულია, თან
ძალიან ცივა. თუმცა, შეიძლება, რამდენიმე გაბრაზებულ ცხენი-
რემს კი გადააწყდე. მგლები თუ შეგხვდა, ეცდებიან, ფეხები მოგ-
ჭამონ. სხვა მეტი არაფერი!
– ქურთუკი და ზურგჩანთა სატვირთო კართან დევს, – უთხრა
მერე და თაროზე რაღაც პატარა ხელსაწყო დადო, – საჭმელ-
სასმელი ჩანთაშია. ყველაფერი ვიღონეთ, რომ შენთვის ეს პატა-
რა ლაშქრობა მსუბუქი და სასიამოვნო იყოს. დატკბი ბუნებით და
ასე შემდეგ….
– გმადლობ, – წადუდუნა თომასმა. ის ძალიან ცდილობდა,
სევდას გამკლავებოდა. თომასი ნიუტსა და ჩაკს გონებიდან ვერ
იშორებდა.
მოულოდნელად ლოურენსი გაჩერდა და თომასს გამომცდე-
ლად შეხედა.
– მხოლოდ ერთხელ გკითხავ...
– რას?
– დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ? ყველამ იცის, რა დამპა-
ლი ხალხია უკეთურში. ისინი ხალხს იტაცებენ, აწამებენ, ხოცა-
ვენ,… მოკლედ, აკეთებენ იმას, რაც მოეპრიანებათ. იქ შენი მარ-
ტო წასვლა სიგიჟედ მეჩვენება.
თომასს უკვე აღარაფრის ეშინოდა.
– კარგად ვიქნები. ოღონდ თქვენ მოსვლა არ დაგავიწყდეთ.
ლოურენსმა თავი უარის ნიშნად გააქნია.
– შენ ან ყველაზე მამაცი ბიჭი ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედ-
რია, ან წმინდა წყლის გიჟი. კარგი, წადი, შხაპი მიიღე, ტანსაცმე-
ლი გამოიცვალე, გასახდელში, კარადაში უნდა იყოს.

302 მკითხველთა ლიგა


თომასმა არ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა, თუმცა, წარ-
მოდგენა შეეძლო: ფერმკრთალი, უსიცოცხლო თვალებით, ალ-
ბათ, ზომბს ჰგავდა.
– კარგი, – მიუგო და საშხაპისაკენ გაემართა. იქნებ იმ დღეს
მომხდარი საშინელება ჩამოერეცხა.

***

აისბერგი ერთხანს ჰაერში გაჩერდა, მერე კი ნელ-ნელა მიწა-


ზე დაშვება დაიწყო. ლიუკის კარის ლითონის ანჯამებიც აჭრიალ-
და. მართალია, მიწამდე რამდენიმე ასეული მეტრი იყო, მაგრამ
აისბერგში გრილი ჰაერი მაინც შემოიჭრა. გამონაბოლქვის
მსხვილ მილში ცეცხლის წვა გაძლიერდა. თომასმა დაინახა,
რომ ისინი დათოვლილი ნაძვნარის შუაში, პაწაწინა მდელოზე
ეშვებოდნენ. თუმცა, მაშინვე იმასაც მიხვდა, რომ მდელო ისეთი
პატარა იყო, აისბერგი მიწაზე ვერ დაჯდებოდა და გადახტომა
მოუწევდა.
ხომალდი ისევ ეშვებოდა და თომასი გადასახტომად მოემზა-
და.
– წარმატებას გისურვებ, ბიჭუნი, – უთხრა ლოურენსმა და თა-
ვით მიწაზე ანიშნა, – გეტყოდი, ფრთხილად იყავი-მეთქი, მაგრამ
იდიოტი არ ხარ, ამიტომ გავჩუმდები.
თომასმა კაცს იმ იმედით გაუღიმა, რომ პასუხად იმავეს
მიიღებდა. ძალიან უნდოდა, ვინმეს სითბო გამოეჩინა, მაგრამ
ლოურენსს გაღიმება აზრად არ მოსვლია.
– კარგი. როგორც კი შიგნით შევალ, ხელსაწყოს ჩავრთავ.
დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის. რას იტყვი?

303 მკითხველთა ლიგა


– ვირები ფრენას დაიწყებენ, ვიდრე ეგ მოხდება, – მიუგო
ლოურენსმა, თუმცა, მის ხმაში სითბო იგრძნობოდა, – როგორც
კი ძირს ჩახტები, იმ მხარეს წადი, – კაცმა თომასს ხელით მარ-
ცხნივ, ტყის პირისკენ ანიშნა.
თომასმა ქურთუკი ჩაიცვა, ჩანთა ზურგზე მოიკიდა და კარს
ფრთხილად მიუახლოვდა. კიდესთან ჩაცუცქული ელოდა, მიწას
კიდევ მიახლოებოდნენ – სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა. ბო-
ლოს გადახტა. მდელოზე, თოვლის გროვაზე რბილად დაეცა,
თუმცა, არ გახარებია.
მან ნიუტი მოკლა.
უახლოეს მეგობარს ტყვია ესროლა.

304 მკითხველთა ლიგა


თავი 57
მდელოზე ოდესღაც მოჭრილი მორები იყო მიმოფანტული.
თომასს გარს მეფური ციხე-კოშკებივით ცად ატყორცნილი ნაძვე-
ბის ტყე ერტყა. აისბერგმა მაღლა აიწია. თომასმა თვალები მო-
იჩრდილა და სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმავალ ხომალდს თვა-
ლი გააყოლა.
სუფთა და გრილი ჰაერი ესიამოვნა. ნაძვნარის სასიამოვნო
არომატიც შეისუნთქა. ეგონა, სრულიად ახალი – ჯანსაღი – სამ-
ყაროს ზღურბლთან იდგა. დარწმუნებული იყო, ასეთ მშვენიერე-
ბას ბევრი მოკვდავი ვერ იხილავდა, ამიტომ, ალბათ, თავი იღ-
ბლიანად უნდა მიეჩნია.
თომასმა ზურგჩანთის სახელურებს ხელი მოუჭირა და
ლოურენსის მითითებული მიმართულებით გაეშურა. უნდოდა,
უკეთურის კომპლექსში სწრაფად მისულიყო, რომ ნიუტის მოკ-
ვლაზე ფიქრისთვის დრო აღარ ჰქონოდა. იცოდა, ტევრში ამაზე
ფიქრს თავს ვერ დააღწევდა. თომასმა დათოვლილი მდელო გა-
დაჭრა და ხშირ ნაძვნარში შევიდა. ნაძვების სურნელი აქ უფრო
ეამა და გადაწყვიტა, არაფერზე ეფიქრა.
თითქოს შეძლო კიდეც. ყურადღება ბილიკზე, ჩიტების ჭიკ-
ჭიკზე, ციყვების ფუსფუსსა და მწერების ზუზუნზე გადაიტანა. უღ-
რან ტყეში სასიამოვნო სურნელი იფრქვეოდა. თომასი ასეთ ად-
გილებს მიჩვეული არ იყო. რაც თავი ახსოვდა, ლაბირინთსა და
მაყალს თუ არ ჩათვლიდა, სულ შენობაში იყო. გაოცებული აჰყუ-
რებდა მაყალისაგან ასე განსხვავებულ ნაძვნარს. ვერ იჯერებდა,
რომ დედამიწაზე ერთმანეთისგან ასე განსხვავებული ორი ადგი-
ლი არსებობდა და ახლა იმაზე დაფიქრდა, რა ელოდათ ამ პლა-
ნეტაზე ცხოველებს, თუ ადამიანთა მოდგმა გადაშენდებოდა.

305 მკითხველთა ლიგა


ერთსაათიანი სიარულის შემდეგ ტყის პირს მიადგა და წინ
ქვაღორღიანი, უნაყოფო მიწა დაინახა. აქა-იქ ქარს მიწისთვის
თოვლის საბურველი გადაეძრო და ტალახის მოშიშვლებული
კუნძულები მოჩანდა. ატალახებულ მიწაში სხვადასხვა ზომისა
და ფორმის ქვები ამოჩრილიყო. ფერდობი ნელ-ნელა ქვემოთ,
ფრიალო კლდისკენ ეშვებოდა, შორს კი ოკეანის უსაზღვრო სივ-
რცე იჭიმებოდა. მუქ ცისფრად მოლივლივე წყალი ჰორიზონტს
ებჯინებოდა და კრიალა ცას ერწყმოდა. კლდის პირზე, თომასის-
გან დაახლოებით კილომეტრ-ნახევრის იქით, უკეთურის შტაბბი-
ნა იდგა.
უზარმაზარი კომპლექსი ერთმანეთთან დახურული ხიდებით
დაკავშირებული უამრავი კორპუსისგან შედგებოდა. თომასმა ბე-
ტონის კედლებზე ვიწრო ღარები შეამჩნია, რომლებიც, ალბათ,
ფანჯრების ფუნქციას ასრულებდა. ერთი მაღალი, კოშკივით წა-
მომართული მრგვალი შენობა სხვებს ზემოდან დაჰყურებდა.
მკაცრ კლიმატსა და ზღვის სინესტეს ფასადისთვის თავისი კვალი
დაეტყო – კედლებს ბზარები ობობას ქსელივით მოსდებოდა,
თუმცა, შენობა მაინც მყარად იდგა და მიუხედავად ამინდისა თუ
ადამიანებისა, მნახველს მარადისობისთვის გაძლების ჰპირდე-
ბოდა. საშინელებათა ჟანრის წიგნებში აღწერილ ბოროტების სა-
სახლეს თუ შეშლილთა ციხესიმაგრეს ჰგავდა და ზედგამოჭრი-
ლი იყო ორგანიზაციისათვის, რომელიც ცდილობდა, მთელი
პლანეტა ერთ დიდ საგიჟეთად არ გადაქცეულიყო. ტყიდან კომ-
პლექსამდე გრძელი და ვიწრო ბილიკი მიიკლაკნებოდა.
თომასი ქვაღორღიან გზას დაადგა. ირგვლივ შემაძრწუნებე-
ლი სიჩუმე ჩამოწოლილიყო. ბიჭს მხოლოდ საკუთარი ფეხის ხმა,
ხშირი სუნთქვა და ფრიალო კლდის ძირში ტალღების ტყლაშუნი
ესმოდა. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ უკეთურის თანამშრომლებმა

306 მკითხველთა ლიგა


შენიშნეს – მათი კომპლექსიდან გაქცევის შემდეგ, ალბათ, დაც-
ვის სისტემა გაამკაცრეს და იოლად არავინ გამოეპარებოდათ.
თითქოს ვიღაცამ მისი ფიქრი ამოიცნოო – თომასის ყურად-
ღება ქვაზე ლითონის კაკუნმა მიიპყრო. იგი გაჩერდა და მარ-
ჯვნივ გაიხედა. წითელთვალა ხოჭო რიყის ქვაზე შესკუპებულიყო
და უყურებდა.
თომასს კორდი გაახსენდა. პირველად იქ შენიშნა ეს უცნაური
„არსება“, რომელიც მაშინვე კორომში გაუჩინარდა.… ახლა ეჩ-
ვენებოდა, რომ მას შემდეგ საუკუნე გავიდა.
თომასმა წითელთვალა ხოჭოს ხელი დაუქნია და სიარული
განაგრძო. ათიოდე წუთში ის უკეთურის კარს მიუკაკუნებს და
რაც უნდა უცნაური იყოს, ამჯერად, იქ შეშვებას ითხოვს.
თომასმა ფერდობი ჩაიარა და მოყინულ ტროტუარზე ავიდა,
რომელიც კომპლექსს გარს ერტყა. ეტყობოდა, ოდესღაც ამ ად-
გილის გალამაზება ეცადათ, მაგრამ ბუჩქებს, ხეებსა და ყვავი-
ლებს ზამთრის სიცივისთვის ვერ გაეძლოთ, მოტიტვლებულ ნაც-
რისფერ მიწას კი სარეველა ბალახების რკალი შემოვლებოდა.
თომასი მოკირწყლულ გზას გაუყვა. უკვირდა, რატომ არავინ შე-
მომეგებაო. იქნებ, ვირთხა შენობიდან აკვირდებოდა და ცდი-
ლობდა, გამოეცნო, თომასი საბოლოოდ გადავიდა მათ მხარეს,
თუ ჯერ ისევ ყოყმანობდა.
თომასის ყურადღება კიდევ ორმა წითელთვალა ხოჭომ მიიპ-
ყრო. ორივე დათოვლილ სარეველებზე დაძვრებოდა და წითელ
შუქს მარჯვნივ და მარცხნივ ასხივებდა. თომასმა ფანჯრებს ახე-
და, თუმცა, ვერაფერი დაინახა – შუშა დაბურული იყო. უეცრად
გრუხუნი გაისმა. ბიჭმა უკან მიიხედა. ქარიშხალი ახლოვდებო-
და. შორს შავად მოქუფრული ცა ჩანდა. მოულოდნელად ტეხი-
ლად იელვა და თომასს თვალწინ მაყალი დაუდგა. მაშინ კორდე-
ლებმა ქალაქს საშინელ ჭექა-ქუხილსა და წვიმაში მიაღწიეს,…

307 მკითხველთა ლიგა


თუმცა, ჩრდილოეთში ჭექა-ქუხილი, ალბათ, ისეთი სახიფათო არ
იქნებოდა.
თომასმა გზა განაგრძო. მთავარ შესასვლელს რომ მიუახ-
ლოვდა, სვლა შეანელა. წინ ვეება, ორფრთიანი შუშის კარი იყო
და თომასს ისევ ტკივილიანი მოგონებები აეშალა: ლაბირინთი-
დან გაქცევა, უკეთურის დერეფნები, კიბე-კიბე სირბილი, სწო-
რედ ამ კარიდან თავსხმა წვიმაში გარეთ გამოვარდნა.… თომასი
მარჯვნივ პატარა ავტოსადგომს მიაჩერდა, სადაც მაშინ ძველი,
დანჯღრეული ავტობუსი ელოდათ. ავტობუსი ახლაც აქ იდგა, მის
გვერდით კი ავტომანქანები ჩამწკრივებულიყო. გაახსენდა, რო-
გორ გაიტანა ავტობუსმა ელვარებით ინფიცირებული საბრალო
ქალი, მერე კი კორდელები თავშესაფარში წაიყვანეს, საიდანაც
ბრტყელტრანსით მაყალში გაიტყუეს.
და ახლა, ამდენი რამის გადატანის შემდეგ, თომასი საკუთა-
რი ნებით უკეთურს უბრუნდებოდა. ბიჭმა ხელი ასწია და ცივ, და-
ბურულ შუშაზე დააკაკუნა. შიგნით არაფერი ჩანდა.
მაშინვე, თითქმის ერთდროულად, რამდენიმე საკეტის გაჩხა-
კუნების ხმა გაისმა და ერთ-ერთი კარი გაიღო. ჯენსონმა – რომე-
ლიც თომასისთვის ყოველთვის ვირთხად დარჩებოდა – მას ხე-
ლი გაუწოდა.
– კეთილი იყოს შენი დაბრუნება, თომას. არავინ მიჯერებდა,
თუმცა, მე სულ ვიმეორებდი, რომ დაბრუნდებოდი. მიხარია, რომ
სწორი არჩევანი გააკეთე.
– მოდი, საქმეს მივხედოთ! – მიახალა თომასმა მკვახედ.
ვირთხის მოთხოვნებს შეასრულებდა, მაგრამ თავაზიანობა არ
მოეთხოვებოდა.
– ჭკვიანურია! – ჯენსონმა უკან დაიხია და ბიჭს თავი ოდნავ
დაუკრა. – მობრძანდი.

308 მკითხველთა ლიგა


თომასს ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა, თითქოს ისევ გა-
რეთ იდგა, ზამთრის სუსხსა და ყინვაში. მან ვირთხას გვერდი
აუარა და უკეთურის შტაბბინაში შევიდა.

309 მკითხველთა ლიგა


თავი 58
ფართო ვესტიბიულში, დიდი და ცარიელი საწერი მაგიდის
უკან, რამდენიმე დივანი და სკამი იდგა. ადრე აქაურობა სხვა-
ნაირი, უღიმღამო იყო, ახლა კი ფერადი ავეჯი დაედგათ, თუმცა,
ეს განახლებული ინტერიერიც ვერ ფარავდა აქაურ ავბედით ატ-
მოსფეროს.
– მოდი, ორიოდე წუთი ჩემს კაბინეტში შევიდეთ, – შესთავაზა
ვირთხამ და მარჯვნივ, დერეფანზე ანიშნა. თომასმა თავი დაუქ-
ნია, – ძალიან ვწუხვართ დენვერში მომხდარის გამო. დიდი და-
ნაკლისია ასეთი პოტენციალის მქონე ქალაქის დაკარგვა. აი, კი-
დევ ერთი მიზეზი, რატომაც საჭიროა ამ საქმის დამთავრება, თა-
ნაც, რაც შეიძლება, სწრაფად.
– რას აპირებთ?
– ეს კაბინეტში განვიხილოთ. მთავარი ჯგუფი იქ გველოდება.
თომასს ზურგჩანთაში მიმალული ხელსაწყო მოსვენებას
უკარგავდა. როგორმე ის სადმე უნდა დაედო და ჩაერთო, თანაც
– სწრაფად.
– კარგი, – უთხრა თომასმა, – მაგრამ ჯერ საპირფარეშოში
შევალ, – ასე სწრაფად სხვა ვერაფერი მოიფიქრა.
– ერთი გზად შეგვხვდება, – უთხრა ჯენსონმა და თავით კარზე
ანიშნა.
თომასი საპირფარეშოში უსიტყვოდ შევიდა, ზურგჩანთიდან
ხელსაწყო ამოიღო და მიმოიხედა. ნიჟარის ზემოთ ნივთების შე-
სანახი ხის კარადა დაინახა. კარადას მაღალი კარი ჰქონდა და
შეეძლო, ხელსაწყო კარადის თავზე ისე დაედგა, ვერავის შეენიშ-
ნა. ბიჭმა უნიტაზი ჩარეცხა და ონკანი მოუშვა. მერე ხელსაწყო
ისე ჩართო, როგორც ასწავლეს. ხანმოკლე და ხმადაბალი წრი-

310 მკითხველთა ლიგა


პინი გაისმა და თომასი შეკრთა, მაგრამ არ შეჩერებულა – აპა-
რატი სასწრაფოდ კარადის თავზე შემოდო და ონკანი დაკეტა. უნ-
და დამშვიდებულიყო, რომ ვირთხას არაფერი შეემჩნია. ხელები
საშრობს მიუშვირა და სარკეში საკუთარ ორეულს თვალი თვალ-
ში გაუყარა, მერე კი დერეფანში გავიდა.
– მორჩი? – ჰკითხა ჯენსონსმა თომასს ჩვეული, გამაღიზიანე-
ბელი თავაზიანობით.
– დიახ, – უპასუხა თომასმა.
დერეფანში გზა განაგრძეს, ჩაუარეს კედელზე ჩამოკიდებულ
კანცლერ ავა ფეიჯის რამდენიმე პორტრეტს. ეს იყო ზუსტად ის
ფოტო, რომელიც დენვერის პლაკატებზე ნახა.
– კანცლერს ოდესმე შევხვდები? – ჰკითხა ვირთხას თომას-
მა. მას, კარგა ხანია, ამ ქალის გაცნობა უნდოდა.
– კანცლერი ფეიჯი ძალზე დაკავებულია, – უპასუხა ჯენსონმა,
– თომას, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მატრიცის შექმნა და გან-
კურნების საშუალების პოვნა მხოლოდ დასაწყისია. ახლა ვფიქ-
რობთ, როგორ მივაწოდოთ ის ხალხს. ჩვენი გუნდის უმრავლე-
სობა სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს.
– რატომ ხართ ასე დარწმუნებულები, რომ განკურნების სა-
შუალებას მიაკვლევთ? და რატომ ვარ მე ასეთი მნიშვნელოვანი?
ჯენსონმა შეხედა და მართლა ვირთხასავით გაუღიმა.
– ვიცი და იმიტომ, თომას, ვიცი და გპირდები, ამისათვის შენც
დასაჩუქრდები.
თომასს ისევ ნიუტი გაახსენდა.
– არანაირი საჩუქარი არ მინდა.
– აი, მოვედით კიდეც, – თქვა ჯენსონმა და თომასის ნათქვამს
ყურადღება არ მიაქცია.

311 მკითხველთა ლიგა


უწარწერო კარის მიღმა, საწერ მაგიდასთან, თომასს ორი
ადამიანი ელოდებოდა – ქალი და კაცი. მოზარდმა ისინი ვერ იც-
ნო.
გრძელ, ჟღალთმიან ქალს მუქი ფერის კოსტიუმი ეცვა და თო-
მასს თხელჩარჩოიანი სათვალიდან უცქერდა. კაცი კი გამხდარი
და მელოტი იყო. მას ქირურგის მწვანე ხალათი ეცვა.
– გაიცანი ჩემი კოლეგები, – უთხრა ჯენსონმა, თვითონაც მა-
გიდას მიუჯდა და თომასს ანიშნა, სტუმრებს შორის თავისუფალ
სკამზე დამჯდარიყო. ბიჭი დაემორჩილა, – ექიმი რაითი, – ანიშ-
ნა ვირთხამ ქალზე, – ჩვენი მთავარი ფსიქოლოგია, ექიმი კრის-
ტიანსენი კი ჩვენი მთავარი ქირურგი. განსახილველად არაერთი
საკითხი გვაქვს, ამიტომ ასეთი ხანმოკლე წარდგენისთვის ბო-
დიშს გიხდი.
– რატომ ვარ ბოლო კანდიდატი? – იკითხა თომასმა მოური-
დებლად.
ჯენსონს მაშინვე არ უპასუხია. მან ჯერ საწერ მაგიდაზე საკან-
ცელარიო ნივთები გადააწყ-გადმოაწყო, მერე კი სკამის საზურ-
გეს მიეყრდნო და ხელები მუხლებზე დაილაგა.
– შესანიშნავი შეკითხვაა. თავდაპირველად ამ ღირსეული
საქმისთვის მხოლოდ რამდენიმე – ბოდიში ამ ტერმინისთვის –
საცდელი ეგზემპლარი შეირჩა. ბოლო დროს კი არჩევანი შენსა
და ტერეზაზე შეჩერდა. შენგან განსხვავებით, ის ბრძანებებს
ემორჩილება. სწორედ შენი დამოუკიდებელი აზროვნება იყო ის
ბოლო შტრიხი, რამაც შენი არჩევა განაპირობა.
„მათთვის კოზირი თვითონ მიმიცია,“ – გაიფიქრა თომასმა
მწარედ. აჯანყების ყველა მცდელობა საბოლოოდ მის წინააღ-
მდეგ ტრიალდებოდა. თომასის მთელი სიძულვილი ახლა ვირ-
თხას დაატყდა თავს. უკეთურის სახე მისთვის ჯენსონი იყო.

312 მკითხველთა ლიგა


– სათქმელი პირდაპირ მითხარით, – თქვა ბიჭმა. სცადა, მაგ-
რამ ხმაში სიბრაზე ვერ დაფარა.
ჯენსონი უდარდელად შეჰყურებდა.
– ცოტა მოთმინება იქონიე. ამას დიდი ხანი არ დასჭირდება.
არ დაგავიწყდეს, რომ სასაკლაო ზონის ნიმუშების შეგროვებას
ყურადღება სჭირდება. როდესაც საქმე ტვინთან გაქვს, შეიძლება
სულ მცირე შეცდომამ შედეგები გააუფასუროს.
– დიახ, ასეა, – დაამატა ექიმმა რაითმა და თმა ყურზე გა-
დაიწია, – ვიცი, რომ დირექტორის ასისტენტმა ჯენსონმა უკვე
აგიხსნათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ექსპერიმენტში თქვე-
ნი დაბრუნება. გვიხარია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ,
– ქალს ნაზი, სასიამოვნო ხმა ჰქონდა. მის ნათქვამში ერუდიცია
და პროფესიონალიზმი ჩანდა.
ექიმმა კრისტიანსენმა ჩაახველა და უსიამოვნოდ აწრიპინდა.
თომასს კაცი მაშინვე არ მოეწონა.
– შეუძლებელია, სხვა გადაწყვეტილება მიგეღო. მთელი სამ-
ყარო განადგურების პირასაა და მისი გადარჩენა მხოლოდ შენ
შეგიძლია.
– ეს თქვენი აზრია, – მიუგო თომასმა.
– დიახ, – თქვა ჯენსონმა, – ჩვენი აზრია. ყველაფერი მზად
არის. თუმცა, კიდევ რაღაც უნდა გითხრათ, რომ მიღებული გა-
დაწყვეტილების მნიშვნელობას უფრო ღრმად ჩასწვდე.
– კიდევ რაღაც? – გაიმეორა თომასმა. – ვარიაციული ცდების
მიზანი იყო, მე არაფერი მცოდნოდა! ნუთუ გორილებით სავსე გა-
ლიაში ჩემი შეგდება გადაიფიქრეთ? იქნებ გინდათ, ახლა დანაღ-
მული ველი გადავიარო? ან სულაც, ოკეანეში ჩამაგდოთ და და-
მაკვირდეთ. ნაპირამდე გამოვცურავ თუ არა….
– ყველაფერი უთხარით, – თქვა ექიმმა კრისტიანსენმა.
– რა ყველაფერი? – იკითხა თომასმა.

313 მკითხველთა ლიგა


– ჰო, თომას, – ამოიოხრა ჯენსონმა, – ყველაფერი. გამოც-
დების, კვლევების, შეგროვებული ნიმუშების, ყველა ვა-
რიაციული ცდის შედეგების შეჯამებისა და იმ უამრავი განსაცდე-
ლის შემდეგ, რომელთა გადატანა შენ და შენს მეგობრებს მოგიხ-
დათ, მხოლოდ ერთი რამ რჩება გასაკეთებელი.
თომასი დუმდა. ოთახში გამეფებული უცნაური მდუმარების
გამო სუნთქვასაც ვერ ბედავდა. მას უნდოდა, გაეგო, რას უპირებ-
დნენ, მაგრამ თან აფრთხობდა მოსალოდნელი სიახლე.
მოღუშული ჯენსონი იდაყვებით საწერ მაგიდას დაეყრდნო და
წინ გადაიხარა.
– ექსპერიმენტის ბოლო პუნქტი დაგვრჩა შესასრულებელი.
– რა პუნქტი?
– ჩვენ შენი ტვინი გვჭირდება.

314 მკითხველთა ლიგა


თავი 59
თომასს ლამის გული გაუჩერდა. მან იცოდა, რომ ვირთხა არ
ცდიდა. იმასაც მიხვდა, რომ მათ რეაქციებისა და ტვინის ნიმუშე-
ბის შესწავლა დაამთავრეს. მეცნიერებმა კვლევის დასასრულებ-
ლად ყველაზე შესაფერისი კანდიდატი აირჩიეს და წამლის შე-
საქმნელად მისი ტვინის დანაწევრებას აპირებდნენ.
„მარჯვენა ხელი“ ჯერ შორს იყო.
– ჩემი ტვინი? – ძლივს ამოილუღლუღა თომასმა.
– დიახ, – მიუგო ექიმმა კრისტიანსენმა, – მხოლოდ ბოლო
კანდიდატს აქვს ის აუცილებელი მონაცემები, რომელთა გარეშე
მატრიცას ვერ შევქმნით. სანამ ყველა ნიმუში ვარიაციული ცდე-
ბის მონაცემებს არ შევუდარეთ, რამის თქვა ძნელი იყო. მხო-
ლოდ ვივისექციის შემდეგ გვექნება საბოლოო მონაცემები. ოპე-
რაციისას ცოცხალი იქნები, საძილე საშუალებებს გაგიკეთებთ,
ტკივილს ვერ იგრძნობ…...
კაცს წინადადება არ დაუმთავრებია. ოთახში სიჩუმე ჩამო-
ვარდა. უკეთურის მეცნიერები თომასის პასუხს ელოდნენ, მაგ-
რამ ის ენაგადაყლაპულივით იჯდა. ბიჭს სიკვდილისთვის თვა-
ლებში არაერთხელ ჩაუხედავს და გადასარჩენად ყველაფერი
გაუკეთებია, მაგრამ ეს სხვა რაღაც იყო. მშველელების მოს-
ვლამდე თომასს უკანასკნელ გამოცდაზე გასვლა მოუწევდა და
მისთვის ყველაფერი დასრულდებოდა.
უეცრად გაუელვა: „ნეტავ, ტერეზამ ეს იცოდა?“
გული ეტკინა. უკვე მერამდენედ.
– თომას! – დაუძახა ჯენსონმა. თომასი გამოფხიზლდა. – ვი-
ცი, ეს შენთვის რა თავზარდამცემია, მაგრამ იცოდე, ეს ტესტირე-
ბა არ არის. ეს არც ვარიაციული ცდაა და ჩვენ შენ არ გატყუებთ.

315 მკითხველთა ლიგა


ჩვენ მიგვაჩნია, რომ მატრიცის შექმნას შენი ტვინის ქსოვილის
შესწავლის საფუძველზე შევძლებთ, რადგან მის სტრუქტურულ
აგებულებას შეუძლია, ელვარების ვირუსს წინააღმდეგობა
გაუწიოს. ეს გამოცდები უკეთურს იმისთვის არ მოუწყვია, რომ
ყველასთვის ტვინები ამოგვეღო! ჩვენი მიზანი იყო, ადამიანების-
თვის სიცოცხლე შეგვენარჩუნებინა.
– ჩვენ მონაცემებს წლების განმავლობაში ვაგროვებთ და
ვაანალიზებთ. ვარიაციულ ცდებზე შენი რეაქციები ყველაზე
ძლიერი იყო, – განაგრძო ექიმმა რაითმა, – დიდი ხანია, ეს ვი-
ცით, მაგრამ საცდელი ეგზემპლარებისთვის ამის დამალვა ვარ-
ჩიეთ, რომ უკანასკნელი პროცედურისათვის შერჩეული კანდი-
დატი საუკეთესო ყოფილიყო.
ექიმმა კრისტიანსენმა დამუნჯებულ თომასს ოპერაციის დე-
ტალები აუხსნა.
– ოპერაციისას საჭიროა, რომ ცოცხალი იყო, თუმცა, ჩვენ
ჯერ საძილე პრეპარატებს გაგიკეთებთ, მერე კი თავზე – ადგი-
ლობრივ ანესთეზიას. კვეთის შემდეგ ვერაფერს იგრძნობ, რად-
გან ტვინში ნერვები არ არის და პროცესიც უმტკივნეულო იქნება.
სამწუხაროდ, ოპერაციის შემდეგ ვერ გადარჩები – პროცედურა
ფატალურია, მაგრამ მიღებული მონაცემები ფასდაუდებელი იქ-
ნება.
– და ამ ყველაფერმა რომ შედეგი არ გამოიღოს? – იკითხა
თომასმა. მას თვალწინ მხოლოდ ნიუტის უკანასკნელი წუთები
ედგა. რა იქნებოდა, თომასს მართლა რომ შესძლებოდა ურიც-
ხვი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა?
ფსიქოლოგი უხერხულად შეიშმუშნა.
– მაშინ, მუშაობას… განვაგრძობთ. თუმცა, ჩვენ ყველა წინა
პირობა გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ…...
თომასმა თავი ვერ მოთოკა და ქალს სიტყვა შეაწყვეტინა.

316 მკითხველთა ლიგა


– მაგრამ დარწმუნებულები არ ხართ, არა? თქვენ ხალხს
ფულს უხდით, რომ თქვენთვის იმუნიტეტიანები…, საცდელი ეგ-
ზემპლარები,… – თომასმა ეს სიტყვები ზიზღით წარმოთქვა, –
მოიტაცონ და ყველაფერი თავიდან დაიწყოთ.
ერთხანს ყველა დუმდა.
– ჩვენ განკურნების საშუალების მისაკვლევად ყველაფერს
ვიღონებთ. რასაკვირველია, ვეცდებით, ეს მინიმალური დანა-
კარგით გავაკეთოთ. ჩემი აზრით, ეს საკითხი ამოწურულია, –
მიუგო ბოლოს ჯენსონმა.
– საერთოდ რატომ ვლაპარაკობთ? – იკითხა თომასმა. – ხომ
შეგიძლიათ, პირდაპირ ხელი მტაცოთ, საოპარაციო მაგიდაზე
მიმაბათ და ტვინი ამომაცალოთ?
– იმიტომ, რომ შენ ჩვენი ბოლო კანდიდატი ხარ, ხიდი ამ ორ-
განიზაციის დამფუძნებლებსა და ამჟამინდელ პერსონალს შო-
რის. ვცდილობთ, დამსახურებული პატივი მოგაგოთ და იმედი
გვაქვს, რომ კეთილ ნებას გამოიჩენ და ოპერაციას დასთანხმდე-
ბი…, – უპასუხა ექიმმა კრისტიანსენმა.
– თომას, მარტო დარჩენა ხომ არ გინდა? – ჰკითხა ექიმმა რა-
ითმა. – ვიცი, ეს ძნელია, მაგრამ დამიჯერე, ჩვენ ამას ძალიან სე-
რიოზულად ვეკიდებით. ეს იქნება უდიდესი მსხვერპლი, რომელ-
საც კაცობრიობის გადასარჩენად გაიღებ. გაიმეტებ შენს ტვინს
მეცნიერებისათვის? მოგვცემ საშუალებას, რომ თავსატეხის სა-
ბოლოო ფრაგმენტები ვიპოვოთ? შეგიძლია, ადამიანთა საკე-
თილდღეოდ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა?
თომასმა არ იცოდა, რა ეპასუხა. ამას ვერც კი წარმოიდგენ-
და. ამდენმა დახოცილმა მოზარდმა მათი ცნობისმოყვარეობა
ვერ დააკმაყოფილა და ახლა კიდევ ერთს ითხოვდნენ!
„მარჯვენა ხელი“ გზაში იყო. თომასს ისევ ნიუტის სახე
ამოუტივტივდა.

317 მკითხველთა ლიგა


– დიახ, მარტო ყოფნა მინდა, – თქვა ბოლოს, – გთხოვთ, –
პირველად მოუნდა, ხელი ჩაექნია და მათთვის ყველაფრის უფ-
ლება მიეცა, მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცოდა, წამალს მი-
აკვლევდნენ თუ არა.
– ჩვენ სწორად ვიქცევით, – უთხრა ექიმმა კრისტიანსენმა, –
შენ კი ნუ გეშინია, ტკივილს ნამდვილად ვერ იგრძნობ.
თომასს არაფრის გაგონება აღარ უნდოდა.
– ყველაფრის დაწყებამდე მარტო ყოფნა მინდა.
– ეს სამართლიანი მოთხოვნაა, – თქვა ჯენსონმა და ფეხზე
წამოდგა, – სამედიცინო პუნქტში მიგაცილებთ და იქ ოთახს გა-
მოგიყოფთ, თუმცა, დიდი დრო არ გექნება, რადგან მალე ოპერა-
ცია უნდა დავიწყოთ.
თომასი წინ გადაიხარა, თავი ხელებში ჩარგო და იატაკს და-
აშტერდა. „მარჯვენა ხელთან“ ერთად დაწყობილი გეგმები ახლა
სასაცილოდ არ ჰყოფნიდა. თომასი ამ ხალხს ხელიდან რომც
დასხლტომოდა – რაც მაინცდამაინც არც უნდოდა – მეგობრების
გამოჩენამდე ცოცხალი მაინც ვერ გადარჩებოდა!
– თომას, – ექიმმა რაითმა ზურგზე ხელი დაადო, – კარგად
ხარ? რამის კითხვა ხომ არ გინდა?
თომასი სკამზე გასწორდა და ექიმის ხელი მოიშორა.
– სადაც მითხარით, იმ ოთახში წამიყვანეთ.
თომასს სუნთქვა შეეკრა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თით-
ქოს ჯენსონის კაბინეტიდან ჰაერი გაქრა.
ბიჭი ფეხზე წამოდგა, კართან მივიდა, გამოაღო და დერეფან-
ში გავიდა.
ყველაფრის ატანა მეტისმეტად ძნელი იყო.

318 მკითხველთა ლიგა


თავი 60
თომასი ექიმებს უკან მიჰყვებოდა. მისი გონება გამალებით
მუშაობდა. არ იცოდა, რა ექნა. „მარჯვენა ხელს“ ხმას ვერ მიაწ-
ვდენდა, ვეღარც ტერეზასა და ერისს დაელაპარაკებოდა ტელე-
პათიურად.
მათ რამდენიმეჯერ შეუხვიეს. ამ შესახვევებმა თომასს ლაბი-
რინთი გაახსენა და კინაღამ ინატრა, რომ ისევ იქ ყოფილიყო –
მაშინ ცხოვრება უფრო იოლი იყო.
– აი, იქ, პირდაპირ და მარცხნივ ოთახია, – უთხრა ჯენსონმა,
– პლანშეტი შევატანინე, იქნებ მეგობრებისთვის წერილების მი-
წერა მოგინდეს. რამე გზას გამოვნახავ და მათ ამ წერილებს
აუცილებლად მივაწვდი.
– მე კი სამზარეულოში წავალ და ვეტყვი, რამე მოგიმზადონ,
– მიაძახა უკნიდან ექიმმა რაითმა.
ამ თავაზიანობამ თომასი გააღიზიანა. მას გაახსენდა, რომ
ძველად მკვლელებს, სიკვდილით დასჯის წინ, უფლებას აძლევ-
დნენ, საყვარელი კერძი ეჭამათ.
– შემწვარი სტეიკი მინდა, – თქვა თომასმა, მობრუნდა და
ქალს შეხედა, – კარგად მოხრაკული კრევეტები, მოხარშული
ომარი სუნელებით, ბლინები და შოკოლადის ფილა.
– ბოდიში, მაგრამ ორიოდე სენდვიჩით დაკმაყოფილება მო-
გიწევს.
თომასმა ამოიოხრა.
– კარგი, რა გაეწყობა.

319 მკითხველთა ლიგა


***

თომასი რბილ სკამზე იჯდა და პატარა მაგიდაზე დადებულ


პლანშეტს დასცქეროდა. მართალია, სულაც არ უნდოდა, ვინმეს-
თვის წერილი მიეწერა, მაგრამ რაღაც ხომ უნდა გაეკეთებინა! ვი-
თარება მეტისმეტად გართულდა, ამას არ ელოდა. რა თქმა უნდა,
არ იცოდა, კომპლექსში რას უპირებდნენ, მაგრამ ვერც კი წარ-
მოიდგენდა, თუ მისი ტვინის ასო-ასოდ ქცევას მოინდომებდნენ.
თომასმა გადაწყვიტა, „მარჯვენა ხელის“ გამოჩენამდე დინებას
მიჰყოლოდა.
მათ თამაშში უნდა აჰყოლოდა. უკან დასახევი გზა მოჭრილი
იყო.
მინჰოს და ბრენდას გამოსამშვიდობებელი წერილები მისწე-
რა, მერე თავი ხელებზე ჩამოდო და საჭმლის მოტანას დაელოდა.
ნელა ჭამდა, თითქოს დაგემოვნებით, მერე კი კვლავ დასვენება
გადაწყვიტა. მისი ერთადერთი იმედი მეგობრების დროულად გა-
მოჩენა იყო. ოთახიდან გასვლას არ იჩქარებდა, სანამ შეძლებ-
და, ფეხს აითრევდა.
წუთები გაიწელა. მერე ჩაეძინა კიდეც.

***

თომასი კარზე კაკუნმა გააღვიძა.


– თომას! – გაისმა ჯენსონის მოგუდული ხმა. – დროა, დავიწ-
ყოთ.
ამ სიტყვების გაგონებაზე თომასს თავზარი დაეცა.

320 მკითხველთა ლიგა


– მე,… მე ჯერ მზად არ ვარ, – ბიჭმა იცოდა, რომ მისი პასუხი
სასაცილო იყო.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჯენსონმა დაამატა:
– სამწუხაროდ, დიდი არჩევანი არ გვაქვს...
– კი, მაგრამ...… – დაიწყო თომასმა, თუმცა, სანამ რამეს
მოიფიქრებდა, კარი გაიღო და ოთახში ჯენსონი შემოვიდა.
– თომას, დროის გაწელვა საქმეს უფრო გააფუჭებს. წასვლის
დროა.
თომასმა არ იცოდა, რა ექნა. ისიც უკვირდა, ამდენი ხანი
მოთმინებით რომ უცდიდნენ. როგორც შეეძლო, დრო გაწელა,
თუმცა ის მაინც ამოიწურა. თომასმა ღრმად ჩაისუნთქა.
– კარგი, მაშინ დავიწყოთ.
ვირთხამ გაუღიმა.
– გამომყევი.
ჯენსონმა თომასი ოპერაციისთვის მოსამზადებელ ოთახში
შეიყვანა. გორგოლაჭებიანი საკაცე უამრავი მონიტორითა და ექ-
თანებით იყო გარშემორტყმული. ექიმი კრისტიანსენი იქ დახ-
ვდა. კაცი თავით ფეხამდე ქირურგის სამოსში გამოწყობილიყო.
უკვე ქირურგიული ნიღაბიც ეკეთა. თომასმა ექიმს თვალებში შე-
ხედა. ეტობოდა, კრისტიანსენს ოპერაციის დაწყება ეჩქარებოდა.
– ანუ… სულ ეს არის? – იკითხა თომასმა. მოზარდი შიშმა
აიტანა, მუცელში ტკივილმა მოუარა და ისეთი შეგრძნება დაეუფ-
ლა, თითქოს გულ-მუცელს რაღაც უჭამდა. – ჩემი დანაწევრების
დრო დადგა?
– ვწუხვარ, – უპასუხა ექიმმა, – მაგრამ ოპერაცია უნდა და-
ვიწყოთ.
ის-ის იყო, ვირთხამ რაღაცის სათქმელად პირი გააღო, რომ
შენობაში განგაშის სირენა აკივლდა.

321 მკითხველთა ლიგა


თომასს ჯერ გული გადაუქანდა, მერე კი შვებით ამოისუნთქა.
ალბათ, „მარჯვენა ხელმა“ მოუსწრო.
მოულოდნელად კარი გაიღო და ოთახში აქოშინებული ქალი
შემოვარდა.
– აეროდრომზე აისბერგი დაეშვა. გვითხრეს, რომ ჩვენთვის
საინტერესო მასალა ჰქონდათ, მაგრამ ოინი აღმოჩნდა. მათ შე-
ნობაში ხალხის შემოპარება სცადეს,… ახლა კი მთავარ შენობაში
შემოჭრას ცდილობენ.
ჯენსონის პასუხის გაგონებაზე თომასს ლამის გული გაუჩერ-
და.
– ესე იგი, უნდა ავჩქარდეთ! კრისტიანსენ, ახლავე დაიწყეთ
ოპერაცია!

322 მკითხველთა ლიგა


თავი 61
თომასს მკერდი გაუქვავდა, სუნთქვა შეეკრა და ყელი გაუსივ-
და. ირგვლივ თითქოს ყველა და ყველაფერი მოძრაობდა, ის კი
ერთ ადგილას გაქვავებული იდგა.
ჯენსონის ბრძანებები ყეფასავით ისმოდა:
– ექიმო კრისტიანსენ, სწრაფად! კაცმა არ იცის, იმ ხალხს რა
აქვს ჩაფიქრებული! წამის დაკარგვის უფლება არ გვაქვს. მე წა-
ვალ და ოპერატიულ ჯგუფს ვეტყვი, რომ რაც უნდა მოხდეს, პოს-
ტებიდან ფეხი არ მოიცვალონ.
– მოიცადეთ! – ჩახლეჩილი ხმით იყვირა თომასმა. – არ ვი-
ცი,… შევძლებ თუ არა... – მაგრამ ეს ფუჭი სიტყვები იყო. უკეთუ-
რი უკან არ დაიხევდა.
ჯენსონი სიბრაზისგან გაწითლდა და თომასისთვის პასუხის
გაცემის ნაცვლად ექიმს მიუტრიალდა.
– თქვენ გევალებათ, ამ ბავშვს ტვინი ამოაცალოთ!
თომასმა პირის გაღება დააპირა, მაგრამ ამ დროს მკლავში
ნემსის ჩხვლეტა იგრძნო. ტანში თბილმა ტალღებმა დაუარა, მო-
დუნდა და საკაცეზე მოწყვეტით დაეცა. კისრის ქვემოთ ვეღარა-
ფერს გრძნობდა და ისევ შიშმა შეიპყრო. ექიმი კრისტიანსენი წინ
გადაიხარა და ნახმარი ნემსი ექთანს მიაწოდა.
– ძალიან ვწუხვარ, თომას, მაგრამ ეს უნდა გაგვეკეთებინა.
ექიმმა და ექთანმა თომასს ფეხები საკაცეზე აუკეცეს. მო-
ზარდს მხოლოდ თავის აქეთ-იქით გადატრიალება შეეძლო, ისიც
– გაჭირვებით. ვითარების მოულოდნელმა ცვლილებამ თომასი
თითქოს საბოლოოდ გატეხა. თუ „მარჯვენა ხელი“ ამ საბედისწე-
რო ხვედრისგან არ იხსნიდა, ვეღარაფერი უშველიდა.

323 მკითხველთა ლიგა


მოულოდნელად თომასის მხედველობის არეში ჯენსონი მოხ-
ვდა. ვირთხამ მოწონების ნიშნად ექიმს თავი დაუქნია და მხარზე
ხელი მოუთათუნა.
– ახლა კი საქმეს შეუდექით, – უთხრა, გაბრუნდა და ოთახი-
დან გაუჩინარდა; თომასმა კარის დახურვამდე დერეფანში ვიღა-
ცის ყვირილი გაიგონა.
– ჯერ რაღაცებს შევამოწმებთ, – ექიმ კრისტიანსენის ხმა თო-
მასს შორიდან ჩაესმა, – მერე კი საოპერაციოში გადაგიყვანთ, –
კაცმა მას ზურგი აქცია და სამედიცინო ხელსაწყოების მომზადე-
ბას შეუდგა.
უმწეო მდგომარეობაში მყოფი თომასი ხედავდა, როგორ
უღებდა სისხლს და უზომავდა თავის ქალას ექიმი. კაცი მდუმა-
რედ მუშაობდა, თვალებს იშვიათად ახამხამებდა, თუმცა, შუბლი
ოფლით დაცვაროდა – ეტყობდა, რომ ჩქარობდა. ნეტავ ოპერა-
ციისთვის რამდენი დრო ჰქონდა? ერთი საათი? თუ მეტი?
თომასმა თვალები დახუჭა. ნეტავ, იარაღის გამანეიტრალე-
ბელმა ხელსაწყომ თავისი დანიშნულება შეასრულა თუ ვერა?
ვინმემ ხომ არ იპოვა? უნდოდა კი, რომ ხელსაწყო ვინმეს ეპოვა?
ნუთუ მართლა შეიძლებოდა, უკეთურს განკურნების საშუალები-
სათვის მიეკვლია? თომასმა თავი აიძულა, მშვიდად ესუნთქა და
კიდურები აემოძრავებინა, მაგრამ – ამაოდ.
უეცრად ექიმი გასწორდა და თომასს გაუღიმა.
– მგონი, მზად ვართ. ახლა საოპერაციოში გადაგიყვანთ.
თომასი ოთახიდან გორგოლაჭებიანი საკაცით დერეფანში
გაიყვანეს. გაშეშებულ თომასს მხოლოდ გრძელ კორიდორში
ჭერზე მოკაშკაშე ნათურების ცქერა შეეძლო. ბოლოს თვალები
დახუჭა.
ახლა დააძინებენ. სამყარო ნელ-ნელა გაქრება. და იგი მოკ-
ვდება.

324 მკითხველთა ლიგა


თომასმა თვალები ჭყიტა. მერე ისევ დახუჭა. გული გამალე-
ბით უცემდა, ხელისგულები გაუოფლიანდა და უეცრად მიხვდა,
რომ ისევ გორგოლაჭებიან საკაცეზე იწვა და ზეწარს ორივე ხე-
ლით ებღაუჭებოდა. ბიჭს მოძრაობის უნარი უბრუნდებოდა. მან
თვალები გაახილა. ნათურების შუქი. ისევ შესახვევი. მერე კიდევ
ერთი. სასოწარკვეთილ თომასს გული გასკდომაზე ჰქონდა. ასე
თუ გაგრძელდებოდა, ექიმები საოპერაციოში მკვდარს შეიყვან-
დნენ.
– მე...… – დაიწყო, თუმცა, ვერაფერი თქვა.
– რა? – ჰკითხა კრისტიანსენმა, მისკენ დაიხარა და დააცქერ-
და.
თომასმა ლაპარაკი სცადა, მაგრამ ამ დროს დერეფანში მე-
ხის გავარდნასავით ხმა გაისმა. ექიმ კრისტიანსენს ფეხი აერია,
წონასწორობის შესანარჩუნებლად მან შემთხვევით საკაცეს ხე-
ლი ჰკრა და თომასი წინ გაქანდა. საკაცე ჯერ მარჯვნივ კედელს
შეეჯახა, მერე კი ინერციით უკან დახია და საპირისპირო კედელს
შეასკდა. თომასმა განძრევა სცადა, მაგრამ კისრის ქვემოთ ისევ
პარალიზებული იყო. უმწეო მდგომარეობაში მყოფს ჩაკი და
ნიუტი გაახსენდა და გული მოეწურა.
ვიღაცამ იმ მხრიდან იყვირა, საიდანაც აფეთქების ხმა გაისმა.
ამას მოჰყვა შეძახილები, მერე კი კვლავ მდუმარება გამეფდა.
ექიმი კრისტიანსენი თომასისკენ მორბოდა. მან გორგოლაჭები
გაასწორა და საკაცე კარში შეაცურა. თეთრ საოპერაციოში მათ
ქირურგიულ ხალათებში გამოწყობილი პერსონალი ელოდათ.
კრისტიანსენმა ხმამაღლა დაიწყო ბრძანებების გაცემა.
– უნდა ვიჩქაროთ! ყველამ დაიკავეთ თქვენი პოზიციები! ლი-
ზა, სრული ანესთეზია გაუკეთე! სწრაფად!
– ჯერ ყველაფერი არ მიგვი…... – ტანდაბალმა ქალმა ახსნა
სცადა.

325 მკითხველთა ლიგა


– მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს! ამბობენ, რომ მალე მთელ
შენობას გადაწვავენ!
კრისტიანსენმა საკაცე საოპერაციო მაგიდას მიადგა. თომასი
რამდენიმე წყვილმა ხელმა მაღლა ასწია და საოპერაციო მაგი-
დაზე გადააწვინა. მის გარშემო ცხრა თუ ათი ექიმი და ექთანი
ფუტკრებივით აფუსფუსდა. თომასმა ისევ იგრძნო ჩხვლეტა და
ხელზე დაიხედა. ტანმორჩილმა ქალმა ვენაში წვეთოვანის კათე-
ტერი შეუყვანა. თომასს მხოლოდ თითების გაშლა-მოხრა შეეძ-
ლო.
უეცრად მთელი საოპერაციო გამოცოცხლდა. თომასის თავზე
ნათურები გაჩახჩახდა. მის სხეულს ათასნაირი ხელსაწყო მიუერ-
თეს; მონიტორები აწრიპინდა; გაისმა რომელიღაც დანადგარის
გუგუნი; მედპერსონალი ერთმანეთს სწრაფად ელაპარაკებოდა
და აქეთ-იქით დარბოდა, გეგონებოდა, სინქრონულად ცეკვავე-
ნო.
ნათურები ისე ძლიერ ანათებდა, თომასს თავბრუ დაესხა. იგ-
რძნო, რომ მისი აღსასრული მოახლოვდა.
– იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგივათ, – ამოილუღლუღა ში-
შით გათანგულმა.
რამდენიმე წამის შემდეგ წამლებმა იმოქმედა. თომასი ბინ-
დბუნდში ჩაიძირა.

326 მკითხველთა ლიგა


თავი 62
დიდი ხნის განმავლობაში თომასი უკუნ წყვდიადში იყო. მერე
მის დაცარიელებულ გონებაში თმის ღერის ოდენა ბზარი გაჩნდა,
რომელიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მოზარდს ეს სიცარიელე
ეგრძნო. თომასმა იცოდა, რომ ეძინა. ის ცოცხალი მანამდე იქნე-
ბოდა, სანამ მის ტვინს კარგად შეისწავლიდნენ, მერე კი მას
ნაწილ-ნაწილ ამოაცლიდნენ.
მაგრამ ჯერ ისევ ცოცხალი იყო.
მერე ამ გაურკვეველ წვდიადში მოლივლივემ ვიღაცის ხმა
გაიგონა. მას სახელით ეძახდნენ.
თავისი სახელი კიდევ რამდენჯერმე გაიგონა და გადაწყვიტა,
ძახილს მიჰყოლოდა.
თითქოს ნელა დაიძრა და ხმისკენ გაცურა.

327 მკითხველთა ლიგა


თავი 63
– თომას, მე შენი მჯერა, – ჩაესმა თითქმის გონს მოსულს.
თომასს ქალის ნაზი და იმავდროულად, მტკიცე ხმა არ ეცნო.
ამოიკვნესა და საწოლში ბორგვა დაიწყო.
ბოლოს, როგორც იქნა, ქუთუთოებს მოერია, მაგრამ კაშკაშა
შუქმა დააბრმავა და თვალები რამდენჯერმე სწრაფად დაახამხა-
მა. მერე კარის დახურვის ხმა გაიგონა. ის ვიღაც, ვინც გააღვიძა,
ოთახიდან გავიდა.
– მოიცადეთ! – სცადა, დაეძახა, მაგრამ მხოლოდ ხრინწიანი
ჩურჩული შეძლო.
თომასმა თავს ძალა დაატანა და იდაყვებზე წამოიწია. ოთახ-
ში მარტო იყო. შორიდან რაღაც შეძახილები და დროდადრო
ჭექა-ქუხილის მსგავსი ხმები ესმოდა. გონება ნელ-ნელა ეწმინ-
დებოდა. კარგად იყო, მხოლოდ ოდნავ თავბრუ ეხვეოდა.
გაიფიქრა, რომ ან რაღაც სამეცნიერო სასწაულის წყალობით
ტვინი შეუნარჩუნეს, ან ოპერაცია აღარ გაუკეთეს.
თომასის ყურადღება საწოლის გვერდით, ტუმბოზე დადე-
ბულმა მანილის ქაღალდის კონვერტმა მიიპყრო. „თომასს“ –
ეწერა ზედ დიდი, წითელი ასოებით. ბიჭი საწოლზე წამოჯდა და
კონვერტი აიღო.
შიგ ორი ფურცელი იდო. ერთზე უკეთურის კომპლექსის რუკა
ეხატა და ზედ შავი მარკერით შენობიდან გასასვლელი რამდენი-
მე გზა მოენიშნათ. თომასმა მეორე ფურცელსაც სწრაფად გადა-
ავლო თვალი. ეს წერილი იყო, კანცლერ ფეიჯის წერილი. კკონ-
ვერტი ისევ ტუმბოზე დადო და წერილის კითხვა დაიწყო.
ძვირფასო თომას!

328 მკითხველთა ლიგა


გაცნობებ, რომ გამოცდები დასრულებულია. მატრიცის შე-
საქმნელად საჭიროზე მეტი მონაცემი შეგროვდა. ჩემი კოლეგები
ამ საკითხში არ მეთანხმებიან, მაგრამ მე მაინც შევძელი და შენი
სიცოცხლის გადასარჩენად ოპერაცია შევაჩერე. ახლა ჩვენ ისღა
დაგვრჩენია, ამ მონაცემების მიხედვით ელვარებისგან განკურ-
ნების წამალი შევქმნათ, რაშიც შენი და სხვა საცდელი ეგზემ-
პლარების მონაწილეობა საჭირო აღარ არის.
თუმცა, შენ შესასრულებელი დაგრჩა ბოლო, მეტისმეტად სა-
პასუხისმგებლო დავალება. კანცლერი რომ გავხდი, მივხვდი,
რომ ამ შენობისათვის უკანა კარი აუცილებელი იყო. ეს კარი
ერთ-ერთ გაუქმებულ სარემონტო სახელოსნოში გავაკეთებინე.
გთხოვ, კომპლექსიდან გაიყვანო შენი მეგობრები და ჩვენი შეკ-
რებილი იმუნიტეტიანები. დარწმუნებული ვარ, ხვდები, რამდე-
ნად მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი.
რუკაზე მარკერით სამი სხვადასხვა მარშრუტია მონიშნული.
პირველია ის გვირაბი, რომლითაც შენობიდან გასვლას შეძ-
ლებთ. გარეთ გასულები იმ ხვრელს აღმოაჩენთ, რომელიც
„მარჯვენა ხელმა“ შენობაში შემოსაღწევად ააფეთქა. თქვენ მათ
იქ შეხვდებით. მეორე გზა გიჩვენებს, როგორ იპოვო იმუნიტე-
ტიანები. მესამე კი უკანა კარამდე მიგიყვანთ. ბრტყელტრანსი
წაგიყვანთ იქ, სადაც, იმედი მაქვს, ახალ ცხოვრებას დაიწყებთ.
გაიყვანე აქედან ყველა და გაიქეცით.
კკანცლერი ავა ფეიჯი
თომასი წერილს გაოგნებული დასცქეროდა. თავში ყველა-
ფერი აერია. ის ბრენდას ენდობოდა, ბრენდა კი – კანცლერ ფე-
იჯს. თომასს მოქმედების გარდა აღარაფერი დარჩენოდა.
მან წერილი და რუკა დაკეცა, შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო
და ფეხზე ნელა წამოდგა. ძალ-ღონის ასე სწრაფად აღდგენით
გაკვირვებული კარს მივარდა, გამოაღო და დერეფანში გაიხედა.

329 მკითხველთა ლიგა


კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ოთახიდან ქურდულად გამოძვრა და
დერეფანში სწრაფად მომავალი ორი კაცი დაინახა. მათ თომა-
სისთვის არც შეუხედავთ, გზა განაგრძეს და ბიჭი მიხვდა – „მარ-
ჯვენა ხელის“ თავდასხმით გამოწვეულმა ქაოსმა სიკვდილს გა-
დაარჩინა.
ჯიბიდან რუკა ამოიღო და ყურადღებით დააკვირდა. გვირა-
ბამდე მისვლას დიდი დრო არ დასჭირდებოდა. ბიჭმა გზა დაიმახ-
სოვრა და დერეფანს ძუნძულით გაუყვა, თან რუკაზე კანცლერ
ფეიჯის აღნიშნულ ორ სხვა მარშრუტს დააცქერდა.
თომასს ერთი მეტრიც არ ჰქონდა გავლილი, რომ მეხდაცემუ-
ლივით გაშეშდა. რუკა თვალებთან ახლოს მიიტანა – ხომ შეიძ-
ლებოდა, რაღაც ვერ გაეგო! მაგრამ შეცდომა გამორიცხული
იყო!
უკეთურს იმუნიტეტიანები ლაბირინთში გადაემალა.

330 მკითხველთა ლიგა


თავი 64
რუკაზე ორი ლაბირინთი იყო მონიშნული. ერთი, რასაკვირ-
ველია, A, ხოლო მეორე – B ჯგუფისთვის. ორივე ლაბირინთი
კლდეში ღრმად გამოეთხარათ, ზუსტად უკეთურის კომპლექსის
მთავარი შტაბბინის ქვეშ. თომასმა ზუსტად არ იცოდა, გეზი რომ-
ლისკენ ჰქონდა აღებული, თუმცა, ერთი რამ უტყუარი იყო – ის
ლაბირინთში ბრუნდებოდა. მან ძალა მოიკრიბა და რუკაზე კან-
ცლერ ფეიჯის მონიშნული გვირაბისკენ გაიქცა.
დერეფანს დერეფანი მოჰყვა, ბოლოს კი თომასი გრძელ,
სარდაფში ჩამავალ კიბეს მიადგა, რამდენიმე ცარიელი ოთახის
გავლის შემდეგ კი გვირაბში შემავალი პატარა კარი იპოვა. გვი-
რაბში ბნელოდა, თუმცა, მთლად უკუნეთი არ ეთქმოდა. ბიჭს
გულზე მოეშვა, როცა გვირაბის ჭერზე რამდენიმე ნათურა დაინა-
ხა. დაახლოებით სამოცი მეტრის გავლის შემდეგ თომასი რუკაზე
აღნიშნულ მისადგმელ კიბეს გადააწყდა. კიბე მრგვალ ლითონის
ლიუკთან ადიოდა, რომელზეც დიდი ვენტილი იყო დამაგრებუ-
ლი. თომასს კორდში ბეტონის ბუნკერი – რუკების საცავი გაახ-
სენდა.
ბიჭმა ვენტილი გადაატრიალა და ლიუკი მთელი ძალით ას-
წია. ღია კარში მკრთალი შუქი შემოიჭრა. სახეზე ცივი ჰაერიც იგ-
რძნო. თომასი მაღლა აძვრა. უკეთურის შტაბბინასა და ტყეს შო-
რის იყო, გზაზე.
ლიუკი ფრთხილად დახურა და ვეება ლოდის უკან ჩაიცუცქა.
ირგვლივ ჩამიჩუმი არ ისმოდა, ბნელ ღამეში რამის დანახვაც შე-
უძლებელი იყო. ბიჭმა ცაში აიხედა და ისეთივე ნაცრისფერი
ღრუბლები დაინახა, როგორიც კომპლექსში მოსვლისას შენიშ-

331 მკითხველთა ლიგა


ნა. ნეტავ, რამდენი ხანი იყო შტაბბინაში? რამდენიმე საათი? თუ
ერთი დღე-ღამე?
კანცლერი ფეიჯი წერილში იტყობინებოდა, რომ „მარჯვენა
ხელმა“ კომპლექსში შესასვლელი ააფეთქა. ალბათ, ამ აფეთქე-
ბების ხმა ესმოდა თომასს. თავდაპირველად სწორედ ეს შესას-
ვლელი უნდა ეპოვა. არა იმიტომ, რომ ჯგუფთან ერთად ყოფნა
უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე აქეთ-იქით მარტო ხეტიალი, არა-
მედ იმიტომაც, რომ მათთვის გადამალული იმუნიტეტიანების
აადგილსამყოფელი შეეტყობინებინა. რუკის მიხედვით, ძებნა
კომპლექსის შორეული ბოლოდან, ერთად შეჯგუფებული შენო-
ბებიდან უნდა დაეწყო.
თომასი ლოდებს ეფარებოდა და წინ წელში მოხრილი
მიიწევდა. ცდილობდა, არავის შეემჩნია. იელვა. ქათქათა თოვ-
ლი და ბეტონის კედლები განათდა და მაშინვე ყურისწამღებად
დაიგრუხუნა.
თომასმა პირველ შენობამდე მიაღწია. კედელთან გადამხმა-
რი ბუჩქნარი შენიშნა. შემოუარა და შენობის კუთხიდან გაიხედა.
შენობებს შორის ცარიელი შიდა ეზოების გარდა არაფერი იყო.
შენობებში შესასვლელი არსად ჩანდა.
თომასმა კიდევ ორი შენობა შეათვალიერა. უეცრად ხმა შე-
მოესმა. მაშინვე დაიხარა, მიწაზე გაწვა და ბუჩქნარამდე გაყი-
ნულ ტალახზე უხმაუროდ გახოხება სცადა. მერე ბუჩქებს
ამოეფარა და ფრთხილად გაიხედა იქით, საიდანაც ხმა მოესმა.
აი, ხვრელიც! ეზოში აფეთქებული კედლის ნანგრევები ეყა-
რა. ხვრელიდან მკრთალი შუქი გამოდიოდა და ნანგრევების უს-
წორმასწორო ჩრდილები მიწას ეფინებოდა. ნანგრევებზე სამო-
ქალაქოტანსაცმლიანი ორი უცნობი იჯდა. „მარჯვენა ხელი“.
თომასმა წამოდგომა დააპირა, მაგრამ უცებ პირზე ყინული-
ვით ცივი ხელი ააფარეს, მეორე კი მკერდზე შემოხვიეს და უკან

332 მკითხველთა ლიგა


გაათრიეს. თომასი გაუძალიანდა და აფართხალდა. ფეხებს
აქეთ-იქით იქნევდა და თავის გათავისუფლებას ცდილობდა, მაგ-
რამ უცნობი მასზე ღონიერი იყო.
მან თომასი შენობის კუთხემდე მიათრია, პატარა შიდა ეზოში
შეიყვანა და ძირს დააგდო. თომასი მოყინულ მიწაზე პირქვე
დაეცა. გამტაცებელმა მაშინვე ხელი დასტაცა, გადმოაბრუნა და
ხელი კვლავ პირზე ააფარა. თომასი ამ კაცს არ იცნობდა, მაგრამ
მის გვერდით საიდანღაც მეორეც გაჩნდა.
ჯენსონი.
– იმედგაცრუებული ვარ, – უთხრა ვირთხამ, – როგორც ჩანს,
არც ჩემს ორგანიზაციაშია ერთსულოვნება.
თომასმა წამოხტომა სცადა, მაგრამ კაცი ღონივრად იჭერდა.
ჯენსონმა ამოიხვნეშა.
– ვატყობ, ამის გაკეთება ძალით მოგვიწევს.

333 მკითხველთა ლიგა


თავი 65
ჯენსონმა გრძელი, თხელპირიანი დანა ამოიღო და თვალებ-
მოჭუტულმა შეათვალიერა.
– დაიმახსოვრე, ყმაწვილო, მოძალადე არასოდეს ვყოფილ-
ვარ, მაგრამ შენ და შენმა მეგობრებმა მაიძულეთ. მოთმინების
ფიალა ამევსო. შენგან განსხვავებით, მე ადამიანების გადარჩე-
ნას ვცდილობ და რადაც უნდა დამიჯდეს, ამ პროექტს მაინც და-
ვამთავრებ!
თომასმა თავი აიძულა, მოდუნებულიყო და წინააღმდეგობა
შეეწყვიტა. ამაინც არაფერი გამოუვიდოდა. ძალა შესაფერისი
მომენტისათვის უნდა შემოენახა. აშკარა იყო, სასოწარკვეთილ
ვირთხას თომასის უკან, საოპერაციოში შეთრევა და ოპერაციის
ჩატარება ჰქონდა განზრახული.
– აი, ასე, კარგი ბიჭი! წინააღმდეგობა საჭირო არ არის. წე-
სით, საკუთარი თავით უნდა ამაყობდე, თომას! სამყაროს შენ და
შენი ტვინი გადაარჩენთ!
– ბიჭი, პირზე ხელს მოგაშორებ, კარგი? ერთი დაწრიპინება
და დირექტორის მოადგილე ჯენსონი დანით მოგხედავს. გასაგე-
ბია? ჩვენ შენ ცოცხალი გვჭირდები, მაგრამ ერთი-ორი ჭრილო-
ბით არაფერი დაგიშავდება, – გააფრთხილა შავთმიანმა, ჩას-
კვნილმა კაცმა, რომელიც თომასს იჭერდა.
თომასმა კაცს თავი, რაც შეეძლო, მშვიდად დაუქნია, გავი-
გეო. შავგვრემანმა თომასს ხელი გაუშვა და უკან ჩაიჩოჩა.
– ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ.
მოქმედების დროც დადგა. თომასმა ფეხი მარჯვნივ ძლიერად
მოიქნია და ჯენსონს წიხლი პირდაპირ სახეში სთხლიშა. კაცი
უკან გადაქანდა, თავი ვერ შეიკავა და მიწას დაენარცხა. შავ-

334 მკითხველთა ლიგა


გვრემანი თომასისკენ გაიწია, მაგრამ ბიჭი მას ხელიდან დაუს-
ხლტა და იერიში კვლავ ჯენსონზე მიიტანა. ამჯერად ფეხი დანიან
ხელზე აუკრა, დანა კედელს წკარუნით მიეხალა და ძირს დავარ-
და.
თომასმა დანას თვალი გააყოლა, ჩასკვნილმა ამით ისარგებ-
ლა, თომასს ეძგერა და ორივე ჯენსონს დაეცა. ჯენსონი მათ ქვეშ
გველივით გაიკლაკნა და წამოდგომა სცადა. თომასმა ძალის
საოცარი მოზღვავება იგრძნო. ყვიროდა, ხელ-ფეხს იქნევდა და
ორ კაცს ებრძოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ორივეს დაუსხლტა
და დანის ასაღებად გაქანდა, მერე კი დანამომარჯვებული თავ-
დასხმის მოლოდინში კაცებისკენ შემობრუნდა. თომასის
მოულოდნელი შემოტევით გაოგნებული ვირთხა და მისი დამ-
ხმარე ფეხზე ადგომასაც ვეღარ ახერხებდნენ.
– გირჩევნიათ, გამიშვათ. თქვენს გზაზე წადით და მე თავი და-
მანებეთ. ვფიცავ, თუ არ შემეშვებით, ორივეს ამ დანით მოგი-
ღებთ ბოლოს. ვფიცავ!
– ჩვენ ორნი ვართ, ბიჭუნი, – მიუგო ჯენსონმა, – დანა ვერ
გიშველის.
– შენ იცი, მე რისი გამკეთებელიც ვარ, – უპასუხა თომასმა და
ხმაში, რაც შეეძლო, მეტი ფოლადი გაურია, – შენი თვალით მნა-
ხე ლაბირინთშიც და მაყალშიც, – თომასს ლამის სიცილი წას-
კდა: ბედის ირონია იყო – კაცობრიობის გადარჩენის ნაცვლად…
ის მკვლელად აქციეს!
ჩასკვნილმა ჩაიცინა.
– შენ თუ გგონია…...
თომასმა ხელი მოიქნია და დანა ზუსტად ისე ისროლა, რო-
გორც გალიმ. დანა რამდენჯერმე ამოტრიალდა და კაცს პირდა-
პირ კისერში ჩაერჭო. თავიდან ჭრილობიდან სისხლი არ წამოს-
ვლია, მერე კი, გაოგნებული სახით ხელი რომ ასწია და კისრიდან

335 მკითხველთა ლიგა


დანა ამოიცალა, პულსის ტაქტის შესაბამისად წითელმა ნაკადმა
იფეთქა. კაცმა პირი გააღო, თუმცა სანამ რამის თქმას მოასწრებ-
და, მუხლებზე დაეცა.
– ოხ, შე პატარა... – დაიჩურჩულა ჯენსონმა, რომელიც კო-
ლეგას შიშინებული თვალებით უცქერდა.
თომასი თვითონაც გაოგნებული იყო. გაქვავებული იდგა და
თავის მსხვერპლს დასცქეროდა, მაგრამ როგორც კი ჯენსონმა
ხმა ამოიღო, ბიჭი იმწამსვე გამოფხიზლდა და ეზოდან თავქუდ-
მოგლეჯილი გამოვარდა. ის ხვრელით კვლავ უკან, შენობაში უნ-
და დაბრუნებულიყო.
– თომას! – დაედევნა ჯენსონი. – ახლავე დაბრუნდი! შენ არც
იცი, რას აკეთებ!
თომასი წამითაც არ გაჩერებულა. მან გვერდით ჩაუქროლა
ბუჩქებს, რომელთაც ეფარებოდა და უშველებელი ხვრელისკენ
გაენთო. ხვრელთან ქალი და კაცი ერთმანეთს მიყრდნობილები
ისხდნენ. თომასის დანახვაზე ორივე ფეხზე წამოხტა.
– მე თომასი ვარ! – მიაძახა ბიჭმა, სანამ ისინი პირის გაღებას
მოასწრებდნენ. – მე თქვენს მხარეს ვარ!
ქალმა და კაცმა ერთმანეთს გადახედეს, მერე კი მზერა კვლავ
თომასზე გადაიტანეს, რომელიც მათ წინ იდგა და ძლივს სუნ-
თქავდა. მერე უკან გაიხედა და ხუთიოდე მეტრში ჯენსონის სი-
ლუეტი დაინახა.
– ყველგან გეძებდნენ, – უთხრა კაცმა, – წესით, იქ არ უნდა
იყო? – თითით ხვრელზე ანიშნა.
– დანარჩენები სად არიან? ვინსი სად არის? – ჰკითხა თომას-
მა ქოშინით. ჯენსონი მათკენ მორბოდა. თომასმა ვირთხას გახე-
და. კაცს სიბრაზისაგან სახე უცნაურად დამანჭვოდა. ბიჭს ეცნო
ეს გამოხედვა – ნიუტსაც სწორედ ასეთი სახე ჰქონდა. ვირთხა
ელვარებით იყო ინფიცირებული.

336 მკითხველთა ლიგა


– ეს ბიჭი… უკეთურის… საკუთრებაა. ახლავე გადმომეცით!
ქალს წარბიც არ შეუხრია.
– უკეთური ჩემთვის არაფერს წარმოადგენს, მოხუცო. შენს
ადგილზე აქედან ავორთქლდებოდი. არც შიგნით შესვლას გირ-
ჩევ. იქ შენს მეგობრებს მალე ძალიან ცუდი დღე დაადგებათ.
ვირთხას ხმა არ ამოუღია, მან ნელ-ნელა უკან დაიხია.
– ვერ ხვდებით, არა? თქვენი თავდაჯერებულობა და ამპარ-
ტავნობა ყველაფერს დაღუპავს! იმედი მაქვს, ჯოჯოხეთში ლპო-
ბისას მაინც შეგაწუხებთ სინდისი! – თქვა, შებრუნდა და სიბნე-
ლეში გაუჩინარდა.
– ასეთი რა უქენი, რომ ასე გადარიე? – ჰკითხა თომასს ქალ-
მა.
თომასმა სულის მოთქმა სცადა.
– გრძელი ამბავია. ვინსი უნდა ვნახო, ან ვინმე, ამ ყველა-
ფერზე პასუხისმგებელი. მეგობრები უნდა ვიპოვო.
– დაწყნარდი, ბიჭუნი, – უთხრა კაცმა, – ვითარება საკმაოდ
მშვიდია. ხალხი პოზიციებს იკავებს, ნაღმებს აწყობენ,… ერთი
სიტყვით, მუშაობენ.
– ნაღმებს?
– ჰო, ნაღმებს.
– ეგ რაღაა?
– შენ რა, შტერი ხარ? ასაფეთქებლები! მთელი კომპლექსი
უნდა ავაფეთქოთ. უკეთურს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ ვხუმ-
რობთ!

337 მკითხველთა ლიგა


თავი 66
თომასს უცებ გონება გაუნათდა. მას თვალწინ ვინსი დაუდგა.
ის ფანატიკოსია. თომასს გაახსენდა, როგორ ექცეოდნენ მას და
მის მეგობრებს ფურგონში აისბერგიდან თავშესაფრამდე. აი,
თურმე რატომ არ ჰქონდათ სხვა იარაღი! მათ უკეთურის ძალა-
უფლების დამხობა კი არა, მათი განადგურება ჰქონდათ განზრა-
ხული. „მარჯვენა ხელს“ და თომასს სხვადასხვა გზა ჰქონდათ.
მათ, ალბათ, ეგონათ, რომ სწორად იქცეოდნენ, მაგრამ ბიჭი
ხვდებოდა, რომ ამ ორგანიზაციას ბნელი ზრახვები ჰქონდა.
თომასს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა. როგორმე მეგობრები
და იმუნიტეტიანები უნდა ეპოვა და გადაერჩინა.
ფიქრებიდან ქალის ხმამ გამოარკვია.
– ძალიან ბევრს ხომ არ ფიქრობ? სადაცაა, ბოლი აგივა!
– ჰო,… ბოდიში. კომპლექსის აფეთქებას როდის გეგმავენ?
– ჩვენი ვარაუდით, საკმაოდ მალე. საათებია, რაც კომ-
პლექსს ნაღმავენ. უნდათ, ყველა ნაღმი ერთიანად ააფეთქონ,
თუმცა, არც ეგეთი გამოცდილები ვართ, ჩემი აზრით.
– შიგნით მყოფებზე რას იტყვით? აქ ხომ მათ გადასარჩენად
მოვედით?
ქალმა და კაცმა ერთმანეთს გადახედეს და მერე მხრები აიჩე-
ჩეს.
– ვინსს იმედი აქვს, რომ ყველას აფეთქებების დაწყებამდე
გაიყვანს შენობიდან.
– იმედი აქვს? ეს რას ნიშნავს?
– იმას, რომ იმედი აქვს.
– მას უნდა დაველაპარაკო.

338 მკითხველთა ლიგა


სინამდვილეში თომასს მინჰოსა და ბრენდას პოვნა უნდოდა.
„მარჯვენა ხელის“ დახმარებით თუ დაუხმარებლად, მათ ლაბი-
რინთში უნდა შეეღწიათ და იქიდან ყველა ბრტყელტრანსამდე
მიეყვანათ.
ქალმა ხვრელისკენ თითი გაიშვირა.
– იქით წადი. შენობის დიდი ნაწილი უკვე გავწმინდეთ. ვინსი
იქ იქნება. ოღონდ, ფრთხილად იყავი. უკეთურის დაცვის თანამ-
შრომლები ყველა კუთხეში არიან ჩასაფრებული. ოხ, ეგ პატარა
ნაბიჭვრები!
– გმადლობთ, გაფრთხილებისთვის, – თომასი ხვრელისკენ
წავიდა. შესვლამდე ჯერ შიგნით შეიხედა, მაგრამ საავარიო წი-
თელი შუქი ვერ შენიშნა, მტვრიანი უკუნეთის გარდა არაფერი
ჩანდა. თომასი ხვრელში შეძვრა.
ვერაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა. წინ ფრთხილად
მიაბიჯებდა. რაც უფრო ღრმად შედიოდა, შუქი ნელ-ნელა მატუ-
ლობდა. ბოლოს, დერეფნის ბოლოში, ღია კარი დაინახა. ბიჭმა
ფეხს აუჩქარა და შიგნით შეიხედა. დიდ ოთახში იატაკზე ამოტ-
რიალებული მაგიდები მიმოეფანტათ, მათ უკან ხალხი ამოფარე-
ბოდა და თან ოთახის მოპირდაპირე მხარეს მასიურ ორმაგ კარს
უთვალთვალებდა. თომასი ვერავინ შენიშნა. ბიჭი შესვლას არ
ჩქარობდა. მან შიგნით ჯერ თავი შეჰყო. ერთ-ერთი მაგიდის უკან
ვინსი და გალი დაინახა, მაგრამ სხვები ვერ იცნო. ოთახის შორე-
ულ მარცხენა კუთხეში, პატარა კაბინეტში, ცხრა-ათი კაცი იმა-
ლებოდა. თომასმა მხედველობა დაძაბა, მაგრამ კარგად ვერც
ერთის სახე ვერ დაინახა.
– ჰეი! – წარმოთქვა ჩურჩულით. – ჰეი! გალი!
ბიჭი მოტრიალდა, მაგრამ თომასი უცებ ვერ დაინახა და თვა-
ლები მოჭუტა.

339 მკითხველთა ლიგა


თომასმა ხელი დაუქნია. პასუხად გალიმ ანიშნა, აქეთ მოდი-
ო.
თომასმა ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოიხედა. დარწმუნდა,
რომ სიმშვიდე იყო, მაგიდამდე წელში მოხრილმა მიირბინა და
მოკავშირეების გვერდით იატაკზე დაეცა. ბიჭს ბევრი რამის კით-
ხვა უნდოდა, თუმცა, არ იცოდა, საიდან დაეწყო.
– რა მოხდა? – ჰკითხა გალიმ. – რა გაგიკეთეს?
ვინსმა თომასს გამოხედა, თუმცა, არაფერი უთქვამს.
თომასმა არ იცოდა, რა ეპასუხა.
– მათ… რამდენიმე ტესტირება ჩამიტარეს. მომისმინე, გავარ-
კვიე, სად მალავენ იმუნიტებს. სანამ მათ აქედან არ გავიყვანთ,
შენობა არ უნდა ააფეთქოთ.
– ჰოდა, მიდი და გაიყვანე, – უთხრა ვინსმა, – ეს ჩვენი ერთა-
დერთი შანსია და მას ხელიდან ვერ გავუშვებთ.
– ის ხალხი აქ შენ არ მოიყვანე?! – თომასმა მხარდაჭერის-
თვის გალის გადახედა. კორდელმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
თომასი მარტო დარჩა.
– სად არიან ბრენდა, მინჰო და სხვები? – იკითხა მან.
გალიმ თავით პატარა კაბინეტზე ანიშნა.
– ყველა იქ არის, ასე თქვეს, თომასის გარეშე არაფერს ვი-
ზამთო.
თომასმა ამ სახენაიარევი ბიჭისადმი სიბრალული იგრძნო.
– ჩემთან ერთად წამოდი, გალი. ამ ტიპებმა, რაც უნდათ, ის
გააკეთონ, შენ კი ჩვენ მოგვეხმარე. შენც ხომ ნატრობდი ლაბი-
რინთში, ვინმე მოსულიყო და დაგვხმარებოდა?
ვინსი მათკენ სწრაფად შებრუნდა.
– ამაზე არც იფიქრო! – მიახალა მკვახედ. – თომას, შენ იცო-
დი აქ მოსვლის მიზანი. ახლა თუ მიგვატოვებ, იცოდე, მოღალა-
ტედ გამოგაცხადებ და ამას შესაბამისი შედეგი მოჰყვება.

340 მკითხველთა ლიგა


თომასი გალის თვალს არ აცილებდა. მის თვალებში ისეთი
სევდა და ნაღველი ჩანდა, ბიჭს გული მოეწურა, მაგრამ გალის
გამოხედვაში სხვა რამეც დაინახა, რაც მანამდე არ შეუნიშნავს –
ნდობა. გულწრფელი ნდობა.
– მე გამომყევი, – გაუმეორა თომასმა.
თომასის ძველ მტერს სახეზე ღიმილი გადაეფინა.
– კარგი, – მიუგო თავის ქნევით.
თომასი ასეთ პასუხს არ მოელოდა.
თომასი ვინსის პასუხს არც დალოდებია. მან გალის ხელი ჩა-
ავლო და განზე გააჩოჩა. ბიჭები კაბინეტისკენ გაიქცნენ.
თომასი პირველად მინჰომ დაინახა. გალი შორიდან უხერხუ-
ლად უყურებდა, როგორ ჩაეხუტა იგი მეგობარს. მას მოჰყვნენ
ბრენდა, ხორხე, ტერეზა და ერისიც კი.
თომასს ამდენი ჩახუტებითა და თბილი სიტყვების მოსმენით
ლამის თავბრუ დაესხა. მისი ნახვით ყველა გახარებული იყო,
თომასს კი ყველაზე მეტად ბრენდას ნახვა გაუხარდა. დიდხანს
ჰყავდა ჩახუტებული, თუმცა, რაც უნდა საამური ყოფილიყო
ბრენდასთან ჩახუტება, დრო არ ითმენდა და თომასმა ეს კარგად
იცოდა.
მან უკან დაიხია.
– ახლა ყველაფერს ვერ აგიხსნით, მაგრამ არსებობს უკანა
კარი, ბრტყელტრანსი, რომელიც აქედან გაგვიყვანს, თუმცა,
ჯერ, სანამ „მარჯვენა ხელი“ აქაურობას ააფეთქებს, უკეთურის
გადამალული იმუნიტები უნდა ვიპოვოთ.
– სად არიან? – ჰკითხა ბრენდამ.
– ჰო, რა გაარკვიე? – დაამატა მინჰომ.
თომასს არ ეგონა, თუ ოდესმე ამის თქმა მოუწევდა.
– ლაბირინთში უნდა დავბრუნდეთ.

341 მკითხველთა ლიგა


თავი 67
თომასმა მათ კანცლერის წერილი აჩვენა. ბავშვებმა – ტერე-
ზამ და გალიმაც კი – რამდენიმე წამში გადაწყვიტეს, რომ „მარ-
ჯვენა ხელი“ მიეტოვებინათ და მათ გაჰყოლოდნენ. ლაბირინ-
თში.
ბრენდამ თომასის რუკას დახედა და განაცხადა, რომ ლაბი-
რინთამდე მისასვლელი გზა ზუსტად იცოდა. მერე მეგობარს და-
ნა გაუწოდა. თომასმა იარაღს ტარზე ხელი მაგრად მოუჭირა და
დახედა – მისი გადარჩენა ამ თხელპირიან ლითონზე იყო დამო-
კიდებული. ყველანი კაბინეტიდან ფრთხილად გამოიძურწნენ და
ორმაგი კარისკენ გაემართნენ. ვინსი და სხვები ყვირილით აფ-
რთხილებდნენ, ურჩევდნენ, უკან დაბრუნებულიყვნენ, რომ რამ-
დენიმე წუთში დაიხოცებოდნენ, მაგრამ მათ ყური არავინ ათხო-
ვა.
კარი ოდნავ შეღებული იყო. თომასი პირველი შევიდა, დაიხა-
რა და თავდასხმისათვის მოემზადა, მაგრამ დერეფანი ცარიელი
იყო. ნელ-ნელა მას სხვებიც მიჰყვნენ. თომასმა გადაწყვიტა, სიფ-
რთხილეს სისწრაფე სჯობიაო და გრძელ დერეფანს სირბილით
გაუყვნენ. მბჟუტავი შუქი შენობას ავისმომასწავებელ ელფერს
სძენდა, თითქოს დიდი ხნის წინ გარდაცვლილ უკეთურის მსა-
ხურთა სულები ბნელ კუთხე-კუნჭულებში ჩასაფრებულიყვნენ.
მაგრამ თომასმა გაიფიქრა, რომ ეს სულებიც მათ მხარეს იქნე-
ბოდნენ.
ყველანი ბრენდას მიჰყვნენ, კუთხეში შეუხვიეს და კიბეზე ქვე-
მოთ დაეშვნენ. გაიარეს ძველი საწყობი და ისევ გრძელ დერე-
ფანში აღმოჩნდნენ. მერე კვლავ კიბე გამოჩნდა. შესახვევი მარ-
ჯვნივ, შესახვევი მარცხნივ. თომასი წინ სწრაფად მიიწევდა და

342 მკითხველთა ლიგა


საფრთხის მოლოდინში ირგვლივ დაკვირვებით იყურებოდა. ბი-
ჭი სულის მოსათქმელადაც არ გაჩერებულა. მას ბრენდას ცოდ-
ნაში ეჭვი წამითაც არ შეჰპარვია. თომასი ისევ მორბენალი იყო
და ეს ძალიან სიამოვნებდა.
კიდევ ერთი გრძელი დერეფანი გაიარეს და მარჯვნივ შეუხვი-
ეს, მაგრამ თომასმა სამიოდე ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო,
რომ ზემოდან ვიღაც დაახტა, მხრებში ჩააფრინდა და იატაკზე და-
აგდო.
ბიჭი გვერდზე გადაგორდა და თავდამსხმელის მოშორება
სცადა. მან გაიგონა, რომ სხვებიც ამ მდგომარეობაში იყვნენ.
სიბნელეში ხელჩართული ბრძოლა დაიწყო. თომასი მოწინააღ-
მდეგეს ძლივს ხედავდა, მას წიხლით და დანით იგერიებდა. უცებ
იგრძნო, რომ დანით რაღაც გახია და მაშინვე ქალის კივილი გა-
ისმა. მერე კი მარჯვენა ყბაში მუშტი მოხვდა, გვერდში კი – რაღაც
მაგარი.
თომასმა ძალ-ღონე მოიკრიბა და მოწინააღმდეგეს ხელი
ჰკრა. თავდამსხმელი ქალი ზურგით კედელს მიენარცხა, თუმცა,
იმარჯვა და ბიჭს კვლავ ზედ დაახტა. ოორივე ძირს გაგორდა და
სხვა მოჩხუბარ წყვილს დაეჯახნენ. თომასი ცდილობდა, დანა ხე-
ლიდან არ გავარდნოდა და მას მთელი ძალით იქნევდა, თუმცა
მოწინააღმდეგესთან ახლოს ყოფნა ხელს უშლიდა. ბიჭმა ქალს
მარცხენა მუშტი ნიკაპის ქვეშ ამოარტყა, მისი წამიერი დაყოვნე-
ბით ისარგებლა და დანა მუცელში გაუყარა. კიდევ ერთი შეკივ-
ლება გაისმა. თომასი დარწმუნდა, რომ მისი მოწინააღმდეგე ნამ-
დვილად ქალი იყო.
ბიჭმა მისი სხეული გვერდზე გადააგდო.
მერე ფეხზე წამოდგა და მიმოიხედა, ვინმეს დახმარება ხომ
არ სჭირდებაო. მბჟუტავ შუქზე გაარჩია, რომ მინჰოს ვიღაც კაცი
ქვეშ მოექცია და სახეში მუშტებს უბრაგუნებდა. უბედურს კორდე-

343 მკითხველთა ლიგა


ლისთვის წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ ჰქონდა. ბრენდა
და ხორხე ერთად იბრძოდნენ. თომასმა დაინახა, რომ მათი მო-
წინააღმდეგე წამოხტა და თავს გაქცევით უშველა. გულამოვარ-
დნილი ტერეზა, ჰარიეტი და ერისი კედელს ზურგით მიყრდნო-
ბოდნენ და სულს ითქვამდნენ. ყველა ცოცხალი იყო. დრო აღარ
ითმენდა!
– წავედით! დროზე, მინჰო, შეეშვი! – დაუყვირა თომასმა.
მინჰომ კაცს ერთი-ორი კიდევ უთავაზა, ფეხზე წამოდგა და
ფერდში წიხლიც მიაყოლა.
– მოვრჩი. ახლა შეგვიძლია, წავიდეთ!
ჯგუფმა გზა სირბილით განაგრძო.
კიდევ რამდენიმე კიბეზე ჩაირბინეს და ბოლო კიბის ძირში,
ოთახში ერთმანეთის მიყოლებით შევიდნენ. თომასს ენა ჩაუვარ-
და – ისინი გრივერების მიწისქვეშა დარბაზში იყვნენ, იქ, სადაც
კუბოების მსგავსი კონტეინერები იდგა. კორდელები ლაბირინ-
თიდან გამოქცევის შემდეგ სწორედ ამ ოთახში აღმოჩნდნენ. სა-
დამკვირვებლო ფანჯრის შუშის ნამსხვრევები ისევ იატაკზე ეყა-
რა. დაახლოებით ორმოციოდე კონტეინერი, რომლებშიც გრივე-
რები ისვენებდნენ და იტენებოდნენ, ისე იდგა, თითქოს კორდე-
ლების ლაბირინთიდან გამოქცევის შემდეგ აღარც გახსნილაო.
მათ თეთრ, მბზინავ ზედაპირს მტვრის სქელი ფენა ედო.
როცა ლაბირინთს ქმნიდნენ, როგორც უკეთურის წევრი, აქ
ათენებდა და აღამებდა. ბიჭს ისევ შერცხვა თავისი წარსულის.
ბრენდამ მათ მისადგმელ კიბეზე ანიშნა. ამ კიბით მაღლა უნ-
და ასულიყვნენ. თომასს გრივერების ლორწოიანი რკინის სას-
რიალო გაახსენდა და ზიზღისგან გააჟრჟოლა. არადა, მაშინაც
ხომ შეეძლოთ, კიბეზე ჩამოსულიყვნენ?!
– აქ რატომ არავინაა? – იკითხა მინჰომ და იქაურობა მოათ-
ვალიერა. – თუ ისინი აქ ხალხს მალავენ, დაცვა სად არის?

344 მკითხველთა ლიგა


თომასი ჩაფიქრდა.
– რა საჭიროა დაცვა, როდესაც ლაბირინთი გაქვს? თუ დაგა-
ვიწყდა, გარეთ გამოსასვლელად ჩვენ რა დრო დაგვჭირდა?!
– არ ვიცი, – მიუგო მინჰომ, – მაგრამ აქ რაღაც უცნაური ხდე-
ბა.
თომასმა მხრები აიჩეჩა.
– აქ ჯდომით ვერაფერს გავხდებით. თუ რამე იდეა არ გაქვს,
მოდი, გზა განვაგრძოთ და ხალხი აქედან გავიყვანოთ.
– იდეა? – გაიმეორა მინჰომ. – არა, არაფერი.
– მაშინ, წავედით.
თომასი კიბეზე აცოცდა და კიდევ ერთ ნაცნობ ოთახში აღ-
მოჩნდა – იქ, სადაც კომპიუტერი იდგა, რომელშიც მათ კოდი შე-
იყვანეს და გრივერები გათიშეს. მაშინ ჩაკიც ცოცხალი იყო. მარ-
თალია, ძალიან ეშინოდა, მაგრამ მაინც მამაცურად იქცეოდა. მე-
რე კი ის მოკლეს. მეგობრის გახსენებისას ისევ ეტკინა გული და
თავი გააქნია.
– მშობლიური კერა, – წაიდუდუნა მინჰომ და თომასს ზემოთ
ხვრელზე ანიშნა. კლდიდან გადმოხტომის შემდეგ ისინი სწორედ
ამ ხვრელში ჩამოცვივდნენ, გრივერების სოროში. ადრე, როდე-
საც ლაბირინთი ფუნქციონირებდა, მას ჰოლოგრამა ეფარებო-
და, რომელიც უსასრულო ცის ილუზიას ქმნიდა. რა თქმა უნდა,
ახლა ყველაფერი გამორთული იყო. თომასი ხვრელიდან ლაბი-
რინთის კედლებს ხედავდა, ზუსტად მის ქვეშ კი პატარა დასაკეცი
კიბე იყო მიყუდებული.
– ვერ ვიჯერებ, რომ ისევ აქ ვართ, – თქვა ტერეზამ და თო-
მასს გვერდით დაუდგა. გოგოს შეშინებული ხმა თომასის სული-
ერ მდგომარეობას მიესადაგებოდა.
ამ მარტივი წინადადებით თომასი უეცრად მიხვდა, რომ ახლა
ის და ტერეზა ერთნაირ მდგომარეობაში იყვნენ. ისინი ხალხის

345 მკითხველთა ლიგა


გადარჩენას ცდილობდნენ. ცდილობდნენ, წარსულში ჩადენილი
შეცდომები გამოესწორებინათ. თომასს ძალიან უნდოდა ამის
დაჯერება.
ბიჭი ტერეზას მიუბრუნდა.
– სიგიჟეა, არა?
ტერეზამ გაუღიმა.… თომასმა ვერ გაიხსენა, როდის გაუღიმა
გოგომ ბოლოს.
– ჰო, სიგიჟეა.
თომასს ისევ ბევრი რამ არ ახსოვდა საკუთარ თავზე,… ტერე-
ზაზე, მაგრამ ახლა მთავარი იყო, რომ ის აქ იყო და მათ ეხმარე-
ბოდა. მას მეტს ვერაფერს მოსთხოვდა.
– მაღლა ასვლა ხომ არ ჯობია? – იკითხა ბრენდამ.
– ჰო, – დაეთანხმა თომასი, – ჯობია.
თომასი კიბეზე ყველაზე ბოლოს ავიდა, კიბის თავში დადგა
და ლაბირინთის მხარეს, კლდის პირსა და გრივერების სოროს
შორის გადებულ ფიცრებზე გადახტა. ქვემოთ შავკედლიანი სა-
მუშაო ზონის გარდა არაფერი ჩანდა, არადა, ადრე ის უძირო უფ-
სკრული იყო. თომასმა ლაბირინთის მხარეს გაიხედა და ყვე-
ლაფრის გასააზრებლად შეყოვნდა.
იქ, სადაც ადრე ცა იყო, ახლა მხოლოდ ნაცრისფერი ჭერი
ჩანდა. ჰოლოგრამა აღარ ფუნქციონირებდა. ერთ დროს ჰაერში
გადაკიდებული ციცაბო კლდე ახლა მხოლოდ შავად შეღებილი
კედელი იყო. მაგრამ სუროთი დაფარული კედლების დანახვაზე
თომასს მაინც სუნთქვა შეეკრა. თითქოს ანტიკური ხანის მონო-
ლითები წამოსდგომოდნენ თავს, როგორც ლაბირინთში დაღუ-
პულთა საფლავის ქვები.

346 მკითხველთა ლიგა


თავი 68
ამჯერად მათი მეგზური მინჰო იყო. კორდელი წინ მხრებგა-
მართული მირბოდა. მის ყველა მიხრა-მოხრაში სიამაყე ჩანდა –
ის ხომ ორი წლის განმავლობაში ლაბირინთის დერეფნების
მბრძანებელი იყო. თომასი მინჰოს უკან მირბოდა, კისერწაგრძე-
ლებული, და ცდილობდა, სუროთი შემოსილი ვეება კედლები და
ნაცრისფერი ჭერი უკეთ დაენახა. ამდენი ხნის, ამდენი რამის გა-
დატანის შემდეგ ლაბირინთში დაბრუნება უცნაურ შეგრძნებას
იწვევდა.
კორდისკენ მდუმარედ მირბოდნენ. ნეტავ, რას ფიქრობდნენ
ლაბირინთზე ბრენდა და ხორხე? ალბათ, მისი სიდიდით გაოგნე-
ბული იყვნენ. მართალია, ისინი ლაბირინთს წითელთვალა ხო-
ჭოების მეშვეობით ხედავდნენ, მაგრამ ამ ვეება კონსტრუქციას
სადამკვირვებლო ოთახებში სრულად მაინც ვერ წარმოიდგენ.
თომასი ხვდებოდა, რა საშინელებები გაახსენდებოდა გა-
ლის.
მათ სწორედ იმ ბოლო შესახვევში შეუხვიეს, რომლის დერე-
ფანიც კორდის აღმოსავლეთის კარით მთავრდებოდა. თომასი
იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც სუროს ტოტებში ალბი დამალა.
მცენარის ტოტები ახლაც ერთმანეთში იყო გადახლართული. ამ-
ხელა ძალისხმევა კორდის ყოფილი წინამძღოლის გადასარჩე-
ნად, რომელიც გარდაქმის შემდეგ ვერ გამოჯანმრთელდა და
რამდენიმე დღეში გარდაიცვალა…...
თომასს სიბრაზისგან სისხლი მოაწვა.
მოზარდებმა ბოლო, უზარმაზარი ქვის დერეფანი გაიარეს და
აღმოსავლეთის კარით კორდში შევიდნენ. თომასს ისევ სუნთქვა
შეეკრა. ასობით ადამიანი ერთმანეთში ირეოდა. ბიჭი თვალებს

347 მკითხველთა ლიგა


არ უჯერებდა – მათ შორის ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვე-
ბიც იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრნი იყვნენ, იმუ-
ნიტეტიანებს შორის რამდენიმე წუთში გავრცელდა ხმა მათი გა-
მოჩენის შესახებ. კორდში სამარისებული სიჩუმე გამეფდა, ყვე-
ლამ თვალი მოსულებს მიაპყრო.
– იცოდი, რომ ამდენი იყვნენ? – ჰკითხა მინჰომ თომასს.
თავის დროზეც კი აქ ამდენ კორდელს არ უცხოვრია. თუმცა,
თომასს მეტყველების უნარი არა აქ მყოფთა რაოდენობამ, არა-
მედ კორდმა დაუკარგა. ნახევრად დანგრეული ბუნაგი, საცოდა-
ვი ტყის კორომი, სისხლის სახლი და ბაღჩები, რომელთაც ახლა
სარეველა მოსდებოდა. გადამწვარი რუკების ოთახი და მისი გაჭ-
ვარტლული ლითონის კარი ისევ ნახევრად ღია იყო. თომასი სა-
ტუსაღოსაც კი ხედავდა და მოზღვავებული ემოციებისგან ლამის
დაიხრჩო.
– ჰეი, სად დაფრინავ? – შესძახა მინჰომ და თვალების წინ თი-
თები გაუტკაცუნა. – მგონი, რაღაც გკითხე.
– რა-ა? ჰო,… ბევრნი არიან.… მათ შემხედვარეს, აქაურობა
დაპატარავებული მეჩვენება.
დიდი ხანი არ დასჭირვებიათ, რომ მეგობრები დაენახათ.
კარდალი, კლინტი – კორდელი მედიკოსი, სონია და კიდევ რამ-
დენიმე ბ-ჯგუფელი გოგო. ისინი მათკენ გამოცვივდნენ. ხვევნა-
კოცნას ბოლო არ უჩანდა.
კარდალმა თომასს მხარზე ხელი დაარტყა.
– წარმოგიდგენია, ისევ აქ დამაბრუნეს? საჭმლის გაკეთების
უფლებაც კი არ მომცეს! მხოლოდ სენდვიჩების შეკვრებს გვიგ-
ზავნიან დღეში სამჯერ ყუთით. სამზარეულო არ მუშაობს, არც
ელექტრობაა და არც არაფერი!
თომასს სიცილი წასკდა და სიბრაზემ თითქოს გაუარა.

348 მკითხველთა ლიგა


– ბიჭო, შენ წესიერად ორმოცდაათი კაცისთვისაც ვერ ამზა-
დებდი საჭმელს და ამ ჯარის გამოკვებას როგორ აპირებდი?
– დამცინი არა, თომას? მასხარავ! ძალიან გამიხარდა შენი
ნახვა! – უთხრა და უეცრად თვალები გაუფართოვდა. – გალი?
გალი აქ არის? ცოცხალია?
– მეც გამიხარდა შენი ნახვა, – ცივად უთხრა გალიმ.
თომასმა კარდალს ზურგზე ხელი მოუთათუნა.
– გრძელი ამბავია. ის ახლა კარგი ბიჭია.
გალიმ ჩაიფხუკუნა, თუმცა ხმა არ ამოუღია.
ბიჭებს მინჰო მიუახლოვდა.
– კარგი, ხვევნა-კოცნის დრო ამოიწურა! ახლა მითხარი,
ძმაო, ამას როგორ მოვახერხებთ? აქ ხომ უამრავი ხალხია?!
– წესით, არ უნდა გაგვიჭირდეს, – უპასუხა თომასმა. სინამ-
დვილეში მას აფიქრებდა ის, რომ ამდენი ხალხი ჯერ ლაბირინ-
თით უკეთურის კომპლექსში უნდა გაეყვანათ, იქიდან კი
ბრტყელტრანსამდე მიეყვანათ. მაგრამ ეს მათი გასაკეთებელი
იყო.
– რა დღლუმპობებს მტენი! – აღშფოთდა მინჰო. – თვალებში
გატყობ, რომ ტყუი.
თომასმა მეგობარს გაუღიმა.
– სამაგიეროდ, თუ ბრძოლა მოგვიწევს, ამხელა ჯარი გვყავს!
– ამ გაუბედურებულებს კარგად შეხედე,… – ზიზღით თქვა
მინჰომ, – ნახევარზე მეტი ჩვენზე პატარაა, მეორე ნახევარს კი,
ალბათ, ხელიც კი არ გადაუწევია არავისთვის, მუშტის მოქნევაზე
ხომ ლაპარაკი ზედმეტია!
– ხანდახან რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანია, – მიუგო
თომასმა. მან ტერეზა დაინახა და დაუძახა, მერე კი ბრენდა მო-
ძებნა.
– აბა, რა გეგმა გვაქვს? – იკითხა ტერეზამ.

349 მკითხველთა ლიგა


თუ ტერეზა მართლა მათთან იყო, მაშინ თომასს ის ძალიან
გამოადგებოდა. ტერეზას წარსული ახსოვდა.
– ჯგუფებად დავიყოფით, – თქვა თომასმა ყველას გასაგო-
ნად, – აქ, დაახლოებით ოთხასი ან ხუთასი კაცი უნდა იყოს. ამი-
ტომ დავიყოფით… ორმოცდაათ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს უხელ-
მძღვანელებს ერთი კორდელი ან ვინმე ბ ჯგუფიდან. ტერეზა, იცი,
როგორ მივაღწიოთ ტექნიკური მომსახურების ოთახამდე? –
ჰკითხა და ოთახი რუკაზე აჩვენა. გოგო რუკას კარგად დააცქერ-
და და თავი დაუქნია.
– შენ და ბრენდა ხალხს გაუძღვებით. მე მათ გადანაწილებას
მივხედავ. დანარჩენებიც წინ წაუძეხით თქვენს ჯგუფებს, მინჰოს,
ხორხესა და გალის გარდა, ისინი კოლონის ბოლოს წამოვლენ.
– კი, ბატონო, – თქვა მინჰომ მხრების აჩეჩით. ის რატომღაც
მოწყენილს ჰგავდა.
– რასაც მეტყვი, მუცჰაცჰო, – დაამატა ხორხემ, გალიმ კი, თა-
ნახმა ვარო, თავი დაუქნია.
ოცი წუთი ხალხის ჯგუფებად დაყოფასა და მათ გრძელ რიგე-
ბად ჩამწკრივებას მოანდომეს. ჯგუფებში ყველა ასაკისა და ფი-
ზიკური ძალის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ. იმუნიტეტიანები
ბრძანებებს უხმოდ ასრულებდნენ. ყველა ხვდებოდა, რომ მო-
ზარდები მათ გადასარჩენად მოვიდნენ.
როგორც კი ჯგუფებად განაწილდნენ, თომასი და მისი მეგობ-
რები აღმოსავლეთის კართან ერთ ხაზზე ჩამწკრივდნენ. თომას-
მა ხელი ასწია და ყურადღების მისაპყრობად რამდენჯერმე გააქ-
ნია.
– მომისმინეთ! – დაიწყო მან. – უკეთური თქვენი ტვინისა და
სხეულების სამეცნიერო მიზნებით გამოყენებას გეგმავს. ისინი
ხალხს წლობით სწავლობდნენ, მათზე სხვადასხვა ინფორმაციას
აგროვებდნენ, იმისათვის, რომ ელვარების საწინააღმდეგო პრე-

350 მკითხველთა ლიგა


პარატი შეექმნათ. ახლა მათ თქვენი გამოყენება აქვთ განზრახუ-
ლი, მაგრამ თქვენ ლაბორატორიის ვირთხებზე უკეთეს ცხოვრე-
ბას იმსახურებთ. თქვენ ხართ, უფრო სწორად, ჩვენ ვართ კაცობ-
რიობის მომავალი, ოღოონდ არა ის მომავალი, რომელსაც უკე-
თური ხედავს. აი, რატომ ვართ ჩვენ აქ და რატომ ვცდილობთ,
აქედან თქვენს გაყვანას. ბრტყელტრანსამდე მისასვლელად ბევ-
რი შენობის გავლა მოგვიწევს, მერე კი, მისი საშუალებით უსაფ-
რთხო ადგილზე გადავალთ. იცოდეთ, თავდასხმის შემთხვევაში
ბრძოლა მოგვიწევს. არ მოსწყდეთ თქვენს ჯგუფს! ფიზიკურად
ძლიერებმა უნდა დაიცვათ...… – თომასს სიტყვა გაუწყდა, რად-
გან უეცრად, თითქოს ქვა გასკდაო, უცნაური ხმა გაისმა, რასაც
ლაბირინთის კედლების ექო მოჰყვა.
– ეს რა იყო? – იყვირა მინჰომ და ცას ახედა.
თომასმა ჯერ კორდს მოავლო თვალი, მერე – მათ უკან ლა-
ბირინთის კედლებს, მაგრამ ვერაფერი შენიშნა და ის-ის იყო,
ლაპარაკი უნდა გაეგრძელებინა, რომ ისევ გაისმა სკდომის ხმა
და მალე კორდში გამაყრუებელი გრუხუნი ატყდა. მიწა შეზანზარ-
და, გეგონებოდა, სამყარო ნაწილებად იშლებაო.
ხალხი ხმაურის მიზეზის დასადგენად აქეთ-იქით ტრიალებ-
და. თომასი მათ თვალებში ჩამდგარ შიშს ხედავდა და იცოდა,
რომ მალე მათ ვეღარ დაიმორჩილებდა. მიწა ამჯერად უფრო
ძლიერად იძრა; ქვების სკდომისა და გრუხუნის უფრო გამაყ-
რუებელი ხმა გაისმა. ხალხმა ყვირილი მორთო.
და თომასი მიხვდა.
– ნაღმები.
– რა თქვი? – ყვირილით ჰკითხა მინჰომ.
თომასმა მეგობარს თვალებში შეხედა.
– „მარჯვენა ხელი“!

351 მკითხველთა ლიგა


კორდი ისევ შეაზანზარა დამაყრუებელმა ხმამ. თომასი უკან
შებრუნდა და მაღლა აიხედა. აღმოსავლეთის კარის მარცხენა
კედლის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევები ყველა მიმართუ-
ლებით გაიფანტა. ჩამოშლილი კედლის ერთი ვეება ნაწილი ჯერ
უცნაურად დაეკიდა, მერე ისიც ჩამოიშალა.
თომასმა გაფრთხილება ვერ მოასწრო – ჩამონგრეულმა კე-
დელმა ქვეშ ხალხი მოიყოლა. ბიჭი გაოგნებული და დამუნჯებუ-
ლი დასცქეროდა კორდის ქვაფენილზე ნანგრევებიდან გამოჟო-
ნილ სისხლს.

352 მკითხველთა ლიგა


თავი 69
დაშავებულები აყვირდნენ. გრუხუნი კვლავ ისმოდა, ახლა
მას შეშინებული ხალხის წივილ-კივილი დაემატა. თომასი თავ-
ზარდაცემული იდგა და ერთიანად ცახცახებდა. ლაბირინთი ინ-
გრეოდა. მათ როგორმე გარეთ უნდა გაეღწიათ.
– გაიქეცით! – დაუყვირა მან სონიას.
გოგოს არ დაუყოვნებია. ის შებრუნდა და ლაბირინთის დე-
რეფნებში გაუჩინარდა. ჯგუფის წევრებს დაძახება არ დასჭირვე-
ბიათ – ისინი სონიას ფეხდაფეხ მიჰყვნენ.
თომასმა წაიბორძიკა, თუმცა, თავის შეკავება შეძლო და მინ-
ჰოსთან მივარდა.
– კოლონის ბოლოს მიხედე! მე, ტერეზა და ბრენდა კი თავში
ვიქნებით!
მინჰომ თავი დაუქნია და თან ხელი ჰკრა, იჩქარეო. თომასმა
უკან მოიხედა და დაინახა, რომ ბუნაგი შუაზე გაიყო, დაუდევრად
აგებული შენობა მიწაზე ჩამოიშალა და ჰაერში ხის ნამტვრევები
და მტვრის ბუღი დატრიალდა. თომასმა ახლა რუკების ოთახს გა-
ხედა, რომლის ბეტონის კედლები ნელ-ნელა იშლებოდა.
დრო აღარ ითმენდა. ამ ქაოსში ტერეზა მოძებნა, ძველ მეგო-
ბარს ხელი ჩაავლო და ლაბირინთში შესასვლელისკენ წაიყვანა.
ბრენდა და ხორხე დაბნეული ხალხის განაწილებას ცდილობ-
დნენ. ლაბირინთში ყველა ერთად რომ შევარდნილიყო, უთუოდ
ჭყლეტაში დაიხოცებოდნენ.
ისევ მოისმა ხმა, ამჯერად – მაღლიდან. თომასმა ზემოთ აიხე-
და. კედლის დიდი ნაწილი ბაღჩების მხარეს დაეცა, თუმცა, სა-
ბედნიეროდ, ქვეშ არავინ მოყოლილა.
თომასი მიხვდა, რომ მალე ჭერიც ჩამოინგრეოდა.

353 მკითხველთა ლიგა


– ჯგუფს გაუძეხი! – დაუყვირა ბრენდამ. – მე უკან მოგყვები!
ტერეზამ თომასს ხელი სტაცა და წინ გაათრია. თომასმა, ტე-
რეზამ და ბრენდამ ჩამონგრეულ კედელს გვერდით ჩაურბინეს
და ლაბირინთში შეცვივდნენ. ძლივს იკვლევდნენ გზას შეიშინე-
ბულ ხალხს შორის. თომასი სონიას ძლივს დაეწია. ბიჭმა არ იცო-
და, სონია B ჯგუფის მორბენალი იყო თუ არა, თუმცა, მან ლაბი-
რინთი თომასივით კარგად იცოდა, თუ, რა თქმა უნდა, მათი ლა-
ბირინთები ერთმანეთს ჰგავდა.
მიწა კვლავ ზანზარებდა. ფეხარეული ხალხი ძირს ცვიოდა,
თუმცა, ფეხზე დგებოდნენ და ისევ გარბოდნენ. თომასი წინ მირ-
ბოდა. ბიჭი ხან იხრებოდა, ხან ტრიალდებოდა, ხანაც ვიღაცას ახ-
ტებოდა, რომ წინ წასულიყო და ხალხს გასძღოლოდა. დაბზარუ-
ლი კედლები ნელ-ნელა იშლებოდა. თომასმა დაინახა, რომ წინ
ჩამონგრეულმა დიდმა მასამ კაცი გასრისა. რამდენიმე მისახმა-
რებლად დაიხარა, მაგრამ საბრალომ იმდენი სისხლი დაღვარა,
მიხვდნენ, რომ ვეღარ უშველიდნენ.
თომასი სონიას დაეწია და გვერდით ჩაუქროლა. ხალხს ახლა
ის მიუძღოდა.
თომასმა იცოდა, რომ კლდის პირთან ახლოს იყვნენ. იმედი
ჰქონდა, რომ აფეთქება ლაბირინთით დაიწყეს და კომპლექსი
ჯერ მთელი იყო. სულ ცოტა დროღა სჭირდებოდათ, რომ აქედან
გაეღწიათ.
უეცრად თომასის ფეხქვეშ მიწა იძრა და ბიჭი პირქვე დაეცა,
თუმცა, წამოდგომა მაშინვე შეძლო. წინ, დაახლოებით სამ მეტ-
რში, ქვის იატაკის ნაწილი მაღლა კედელივით ამოიწია და აფეთ-
ქდა.
თომასი არ გაჩერებულა.
კედელსა და იატაკში წარმოქმნილ ორმოს შორის ვიწრო გა-
სასვლელი იყო. თომასმა მასზე გადაირბინა, მას ტერეზა და

354 მკითხველთა ლიგა


ბრენდა მიჰყვნენ, მაგრამ ბიჭმა იცოდა, რომ ეს ახალი დაბრკო-
ლება მათ შეაყოვნებდა.
– ჩქარა! – ყვიროდა თომასი. ის ხალხის თვალებში სასოწარ-
კვეთილებას ხედავდა.
სონიამ ვიწრო გასასვლელი გაიარა და სხვების დახმარება
სცადა – დაბნეულ ხალხს ხელს აშველებდა და თავისკენ ექაჩე-
ბოდა. ვიწრო გასასვლელი სწრაფად გაიარეს. ახლა ყველა კედ-
ლისკენ მირბოდა.
მათ გარშემო სამყარო ინგრეოდა, ლაბირინთის კედლები იშ-
ლებოდა და ნამსხვრევები ყველა მიმართულებით ცვიოდა.
წივილ-კივილი არ წყდებოდა. თომასს მხოლოდ გადარჩენილე-
ბის სამშვიდობოზე გაყვანა შეეძლო. შესახვევი მარცხნივ, შემ-
დეგ – მარჯვნივ და ისევ მარჯვნივ. გრძელი დერეფანი გაიარეს
და როგორც იქნა, კლდის პირს მიადგნენ. თომასი კლდის მიღმა
ნაცრისფერ ჭერს ხედავდა, რომელიც შავ კედლებს ერწყმოდა.
ახლა ხვრელი, გასასვლელი და...… უეცრად „ცაზე“ უზარმაზარი
ბზარი გაჩნდა. თომასი სონიას და სხვებს მიუბრუნდა.
– სწრაფად! იჩქარეთ!
კლდის პირს მიახლოებულ თომასს საშინელი სურათი დახ-
ვდა: შიშისგან გაფითრებული ხალხი ძირს ეცემოდა და კვლავ
დგებოდა. პატარა ბიჭუნა, რომელიც ათ წელზე მეტის არ იქნებო-
და, ძირს დავარდნილ ქალს მიათრევდა, რომელმაც, საბედ-
ნიეროდ, ფეხზე წამოდგომა მოახერხა. კედელს მანქანისხელა
ლოდი მოსწყდა და ხანდაზმულ კაცს დაეცა. კაცი რამდენიმე მეტ-
რით უკან გადავარდა და ფეხზე აღარც წამომდგარა. თომასს თმა
ყალყზე დაუდგა, თუმცა, მაინც მირბოდა და ხალხს შეძახილებით
ამხნევებდა.
ბოლოს, როგორც იქნა, კლდის პირს მიაღწიეს. ორი ფიცარი
ისევ მყარად იდო ადგილზე. სონიამ ტერეზას ანიშნა, სახელდა-

355 მკითხველთა ლიგა


ხელო ხიდზე გადასულიყო და გრივერების სოროში ჩამძვრალი-
ყო. მას ჯერ ბრენდა მიჰყვა, მერე – იმუნიტეტიანები.
თომასი კლდის პირას იდგა და ხალხს ხელით ანიშნებდა, წინ
წადითო. ეს იყო თავზარდამცემი სანახაობა: იქაურობა ინ-
გრეოდა, ყოველ წუთს შეიძლებოდა, ყველაფერი ჩამოქცეული-
ყო, იმუნიტების კოლონა კი ლაბირინთიდან კუს ნაბიჯებით გამო-
დიოდა. ყველა სათითაოდ გადადიოდა სახელდახელო ხიდზე და
გრივერების სოროში ეშვებოდა. ნეტავ, ტერეზამ დროის მოსაგე-
ბად ხალხი ლორწოვანი ლოთონის სასრიალოთ ჩაუშვა ქვემოთ
თუ კიბით?
– თომას, ჩადი! – დაუყვირა სონიამ. – ქვემოთ ჩასულებმა უნ-
და იცოდნენ, რა გააკეთონ, სად წავიდნენ!
თომასმა გოგოს თავი დაუქნია. თუმცა, მისი მიტოვების გამო
სინდისის ქენჯნა იგრძნო. ოდესღაც მან ასევე მიატოვა კორდე-
ლები, თვითონ კი სოროში ჩაეშვა, რათა კომპიუტერში კოდი შე-
ეყვანა, მაგრამ ახლა სონია მართალი იყო. თომასმა ჭერჩამოქ-
ცეულ, კედლებჩამოშლილ და ქვაფენილაყრილ ლაბირინთს
თვალი უკანასკნელად შეავლო. ნეტავ მინჰო, კარდალი და სხვე-
ბი სად არიან?
თომასი ხალხის ნაკადში გაძვრა, ხიდზე გადავიდა, სოროში
ჩახტა, ლორწოვანი ნივთიერებით დაფარულ სასრიალოსთან
იმუნიტეტიანების რიგს გვერდი აუარა და კიბეზე სწრაფად დაეშ-
ვა. კიბის ძირში ჩასულმა შვებით ამოისუნთქა – შენობის ეს ნაწი-
ლი მთელი იყო. ტერეზა იქ დახვდა, რომელიც სასრიალოთი ჩა-
მოსულ ხალხს ასწავლიდა, რომელ მხარეს წასულიყვნენ.
– მათ მე მივხედავ! – დაუყვირა მან გოგოს. – შენ კი წინ წადი,
გაიყვანე აქედან! – და ხელით ორმაგ კარზე ანიშნა.

356 მკითხველთა ლიგა


ტერეზამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ უეცრად თომასის
უკან რაღაც დაინახა. შეშინებულ გოგოს თვალები გაუფართოვ-
და. თომასი სწრაფად შეტრიალდა.
გრივერების რამდენიმე მტვრიან კონტეინერს თავი ნელა ეხ-
დებოდა, ზუსტად ისე, როგორც კუბოებს.

357 მკითხველთა ლიგა


თავი 70
– თომას, მისმინე, – უყვირა ტერეზამ, მერე მხრებში ხელი ჩა-
ავლო და თავისკენ შეატრიალა, – გრივერების კუდში, – გოგომ
უახლოეს კონტეინერისკენ თითი გაიშვირა, – იმ ნაწილს, რო-
მელსაც შემქმნელები კასრს ეძახდნენ, ამომრთველი აქვს. კარის
სახელურივითაა. კუდში ხელი უნდა შეყო და ამომრთველი შენ-
კენ გამოქაჩო. გრივერი მაშინვე მოკვდება.
თომასმა ტერეზას თავი დაუქნია.
– შენ კი ხალხს მიხედე!
კონტეინერებს სახურავები ნელ-ნელა ეხდებოდა. თომასი
უახლოესს მივარდა. სახურავი შუამდე იყო ღია. ბიჭმა კისერი წა-
იგრძელა და შიგ ჩაიხედა. ვეება გრივერის ლოქორასმაგვარი
სხეული ცახცახებდა და იკლაკნებოდა. მის სხეულზე ყველა
მხრიდან მიერთებული შლანგებიდან იგი ხარბად ისრუტავდა
საწვავს.
თომასი კონტეინერის ბოლოსკენ გაჩოჩდა, ხელებით მის
ცალ კიდეს მოეჭიდა, მაღლა აიწია და შიგნით ჩაეყუდა. მმერე კი-
ბორგს ლორწოვან კუდში ხელი ჩაუყო, კარის სახელურივით
ამომრთველი იპოვა და სახელურს მთელი ძალით მოქაჩა. გრი-
ვერი ჩაიფუშა. კუბოსმაგვარ კონტეინერში მხოლოდ ჟელეს
მსგავსი მასა დარჩა.
თომასმა „სახელური“ იატაკზე დააგდო და ახლა მეორე კონ-
ტეინერს მივარდა. თავსახურავი თითქმის იატაკზე ეგდო. ბიჭი
რამდენიმე წამში კონტეინერზე შეხტა, გრივერის ლორწოვან
კუდში ხელი ჩაყო და სახელური გამოსწია.
მერე მესამე კუბოსმაგვარი კონტეინერისკენ გაიქცა, თან ტე-
რეზას გახედა. გოგო სასრიალოზე ჩამოსრიალებულ ხალხს ფეხ-

358 მკითხველთა ლიგა


ზე წამოდგომაში ეხმარებოდა და მათ ორმაგი კარისკენ გზავნი-
და. იმუნიტეტიანები სასრიალოთი ძირს სწრაფად ეშვებოდნენ
და ბოლოში ერთმანეთს ეცემოდნენ. სასრიალოზე სონია გამოჩ-
ნდა, მას კარდალი მოჰყვა, მერე – გალი. მინჰო ქვემოთ პირდა-
პირ ჩამოეშვა. თომასი კონტეინერს მივარდა. მას სახურავი ახ-
დილი ჰქონდა და გრივერის სხეულზე მიმაგრებული შლანგები
ერთმანეთის მიყოლებით მოხსნოდა. თომასი კონტეინერის კი-
დეზე შეხტა, გადაიწია და მესამე სახელურსაც მოქაჩა.
ბიჭმა ეს „სახელურიც“ ძირს დააგდო და მეოთხე კონტეინე-
რისკენ შებრუნდა. ეს გრივერი უკვე მოძრაობდა, გამონაზარდე-
ბი – ინსტრუმენტიანი ხელები – სხეულიდან გამოეყო და მათ
კონტეინერიდან გადმოძვრომისას იშველიებდა. თომასი კონ-
ტეინერს მივარდა, ზედ შეხტა, ხელი კუდში ჩაჰყო და სახელურს
ჩაავლო, მაგრამ ამასობაში გრივერმა მაკრატლიანი ხელი მოიქ-
ნია და ბიჭს თავი დროზე რომ არ დაეხარა, უთუოდ მოხვდებოდა.
თომასმა თავის დახრა და სახელურის ამოგლეჯა ერთდროულად
შეძლო. გრივერი იმწამსვე ჩაიფუშა, ჟელესებრი მასა კი კონ-
ტეინერში ჩაიღვარა.
თომასმა მიმოიხედა. ბოლო გამოღვიძებული გრივერი კონ-
ტეინერიდან უკვე გადმომძვრალიყო, სხეულის წინა მხრიდან პე-
რისკოპის მსგავსი რაღაც გამოეყო და ირგვლივ ტერიტორიას
ათვალიერებდა. მალე იგი მრგვალ ბურთად იქცა და ლორწოვა-
ნი ზედაპირიდან მეტალის ეკლები ამოყო. თომასს ეს მოძრაობე-
ბი არაერთხელ უნახავს. მერე გრივერი წინ გადაგორდა. გაისმა
ძრავის გუგუნი. ბეტონის ნამსხვრევები ჰაერში გაიფანტა. გრივე-
რის მეტალის ეკლები იატაკს გლეჯდა. თომასი უმწეოდ უცქერდა,
როგორ ეძგერა საშინელი არსება სასრიალოზე ჩამოსულ იმუნი-
ტეტიანთა ჯგუფს. გრივერმა თავისი საზიზღარი საცეცები გამოყო

359 მკითხველთა ლიგა


და რამდენიმე ადამიანი აჩეხა. საწყლები, ვერც მიხვდნენ, რა
უბედურება დაატყდათ თავს.
თომასმა ირგვლივ მიმოიხედა. ისეთ რამეს ეძებდა, რასაც
იარაღად გამოიყენებდა. უეცრად ჭერიდან ჩამოვარდნილი
მკლავის სიგრძე ლითონის მილი დაინახა. ბიჭი დაუყოვნებლივ
დაიხარა და მილს ხელი დაავლო. გრივერისკენ შებრუნებულმა
დაინახა, რომ ურჩხულს მინჰო მივარდნოდა და სასოწარკვეთი-
ლი და შეშინებული წიხლებს გაშმაგებით ურტყამდა.
თომასი მათკენ გაქანდა, თან სხვებს უყვიროდა, გაიქეცითო.
გრივერი, თითქოს მისი ხმა გაიგონაო, შემოტრიალდა და თომა-
სისკენ გამოგორდა, თან ორივე გვერდიდან ორი ინსტრუმენ-
ტიანი საცეცი გამოყო. ერთი ელექტროხერხის მრგვალი დისკი
იყო, ხოლო მეორე – ბასრპირიანი ოთხთითა კლანჭი.
– მინჰო, მე მას გავიტყუებ! – დაუყვირა მეგობარს. – შენ კი
ხალხი გაიყვანე და ბრენდას უთხარი, ისინი ტექნიკური მომსახუ-
რების ოთახისკენ წაიყვანოს!
ამასობაში თომასმა შენიშნა, როგორ გამოსწია კიბორგმა
ჩხირის მსგავსი საცეცი და კაცს, რომელიც ოთხზე ხოხვით ცდი-
ლობდა, მას გაქცეოდა, მკერდში ჩაასო. საბრალო ძირს დაეცა
და პირიდან სისხლი გადმოანთხია.
მილშემართული თომასი გრივერს ეძგერა. ის ცდილობდა,
როგორმე ინსტრუმენტიან საცეცებს შორის გამძვრალიყო და
გრივერის კუდამდე მიეღწია. თითქმის შეძლო კიდეც, მაგრამ
უეცრად მარჯვნიდან ტერეზა გამოვარდა და გრივერისკენ გაქან-
და. მონსტრი მაშინვე ბურთად შეიკრა, ყველა მეტალის მკლავი
გოგოს შემოხვია და მისი შეწოვა დაიწყო.
– ტერეზა! – იღრიალა თომასმა. ის იდგა გაქვავებული და არ
იცოდა, რა ეღონა.
ტერეზამ როგორღაც ბიჭისკენ თავის შებრუნება შეძლო.

360 მკითხველთა ლიგა


– წადი და გაიყვანე აქედან ყველა!
გოგო ლორწოვან ურჩხულს გააფთრებით უძალიანდებოდა,
წიხლებს უშენდა, ფრჩხილებით კაწრავდა, მაგრამ მერე მისი ხე-
ლები გრივერის სხეულში გაუჩინარდა, თუუმცა, ჯერჯერობით,
გოგოს ჭრილობა არ ეტყობოდა.
მისმა თვალებმა კვლავ იპოვეს თომასი.
– წადი-მეთქი...… – სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო. გრი-
ვერის ლორწოვანმა სხეულმა ის სახით შეიწოვა. კიბორგი გო-
გოს ნელ-ნელა ისრუტავდა და მალე ტერეზა გაიგუდებოდა.
თომასი ყველაფერს თავზარდაცემული უყურებდა და ადგი-
ლიდან ვერ იძროდა. ისედაც ბევრი ხალხი დაიხოცა. მეტისმეტად
ბევრი! თომასი ვერ გახდებოდა იმის მოწმე, როგორ გაწირა ტე-
რეზამ თავი მათ გადასარჩენად!
სასოწარკვეთილმა თომასმა იღრიალა, მაღლა ახტა და გრი-
ვერს მთელი ძალით ეკვეთა. ურჩხულმა მას ხერხიანი ხელი მო-
უქნია, თომასი დაიხარა და ინსტრუმენტიან ხელში მილი ჩაარ-
ტყა. ხერხს დისკი ჩამოტყდა და შორს გაფრინდა, მერე ძირს
დაეცა და ქვაფენილზე გაიწკრიალა. თომასი არ ნებდებოდა, მან
მილი კვლავ მოიქნია და გრივერს ახლა მუცელში ატაკა, ზუსტად,
ტერეზას თავთან. თომასმა ძალა მოიკრიბა და გრივერის მუცელ-
ში ჩასობილი მილი ამოაძრო, რომ ხელმეორედ მოექნია, მაგრამ
კიბორგმა კლანჭიანი ხელი ჩაავლო, მაღლა ასწია და განზე მო-
ისროლა. ბიჭი ბეტონის იატაკზე დაენარცხა, თუმცა, სწრაფად გა-
დატრიალდა და ფეხზე წამოხტა. ამასობაში, ტერეზამ ნაწილობ-
რივ თავის გათავისუფლება შეძლო. გოგო კიბორგის ლორწოვან
სხეულში მუხლებამდე იყო ჩაფლული და მის ინსტრუმენტებიან
საცეცებს იგერიებდა. თომასი ურჩხულს კიდევ ერთხელ ეძგერა.
მას ჟელესებრ სხეულზე შეხტა და ლითონის მილი მოუქნია. ტე-

361 მკითხველთა ლიგა


რეზაც იბრძოდა. უეცრად გრივერი გვერდზე გადაგორდა, მერე
დაბზრიალდა და გოგო სამი მეტრის მანძილზე მოისროლა.
თომასმა გრივერის მეტალის მკლავს ხელი ჩაავლო და მის-
კენ წამოსულ კლანჭებიან საცეცს წიხლი ჩააზილა. მერე კიბორგს
მთელი სხეულით ზემოდან დააწვა, გვერდზე გადაცოცდა და
ლორწოვან კუდში ხელი ჩაყო. ამ დროს ზურგში ძლიერი ტკივი-
ლი იგრძნო, მაგრამ არ გაჩერებულა. რაც უფრო ღრმად ყოფდა
ხელს ჟელესებრ სხეულში, მით უფრო ეჩვენებოდა, რომ ტალახ-
ში იქექებოდა.
ბოლოს, როგორც იქნა, მისი თითები მყარ პლასტიკატს
შეეხო. თომასმა სახელურს ხელი მოსჭიდა, მთელი ძალით მოქა-
ჩა და გრივერის სხეულიდან ჩამოგორდა. ტერეზა ამ დროს ორ
ბასპირიან დანას იგერიებდა, ისინი ზუსტად გოგოს სახესთან გა-
ჩერდა. ოთახში მდუმარება გამეფდა. გრივერი ბუშტივით ჩაიფუ-
შა. ბეტონის იატაკზე ჟელე გაიდღაბნა, მისი მეტალის გამონა-
ზარდები კი იქვე დაცვივდა.
თომასმა თავი იატაკზე დადო და ჰაერი ხარბად შეისუნთქა.
ტერეზა მის გვერდით გაჩნდა და ბიჭს ზურგზე გადაბრუნებაში და-
ეხმარა. გოგოს სახე დაკაწრული, გაწითლებული და ოფლიანი
ჰქონდა, მაგრამ მაინც იღიმებოდა.
– გმადლობ, თომ, – უთხრა მან.
– არაფერს, – ასეთი ბრძოლის შემდეგ დასვენება ძალზე სა-
სიამოვნო იყო.
ტერეზა ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა.
– წავიდეთ აქედან.
თომასმა შენიშნა, რომ სასრიალოზე აღარავინ ეშვებოდა.
მინჰომ ორმაგ კარში იმუნიტეტიანების ბოლო ნაკადი შეუშვა, მე-
რე კი მათკენ შებრუნდა, ხელებით მუხლებს დაეყრდნო და სუ-
ლის მოსათქმელად დაიხარა.

362 მკითხველთა ლიგა


– აღარავინ დარჩა, – თქვა და წელში გაიმართა, – ახლა
ვხვდები, რატომ გამოგვიშვეს ლაბირინთიდან ასე იოლად. გეგ-
მავდნენ, რომ ის ნაბიჭვარი გრივერები ნაკუწებად გვაქცევდნენ.
აახლა თქვენ წინ წადით. კოლონის თავში ბრენდაა, მათ წინ მი-
უძღვის.
– ანუ კარგად არის? – ჰკითხა თომასმა და შვებით ამოისუნ-
თქა.
– ჰო. სადღაც იქ არის, წინ.
თომასს ორი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, რომ საშინე-
ლი გრუხუნის ხმა გაისმა. ოთახი რამდენიმე წამით შეზანზარდა,
მერე კი ყველაფერი მიჩუმდა.
– ჯობს, ვიჩქაროთ, – უთხრა მეგობრებს და გაიქცა.

363 მკითხველთა ლიგა


თავი 71
ლაბირინთიდან გამოღწევა ორასამდე ადამიანმა შეძლო.
მოულოდნელად ხალხი გაჩერდა. თომასმა იმუნიტეტიანებით
სავსე გრძელ დერეფანში გზა გაჭირვებით გაიკვლია და როგორც
იქნა, ბრენდა დაინახა.
ბრენდა მისკენ გამოიქცა, თომასს ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა.
თომასმა ინატრა, რომ ყველაფერი მაშინვე დასრულებულიყო.
ნეტავ, უკვე სამშვიდობოს იყვნენ, ნეტავ არსად წასვლა აღარ
იყოს საჭირო...
– მინჰომ მაიძულა წამოსვლა, – დაიჩივლა ბრენდამ, – დამ-
პირდა, რომ თუ დახმარება დაგჭირდებოდა, ის დაგეხმარებოდა.
მითხრა, რომ იქიდან ყველას გაყვანა უფრო მნიშვნელოვანი იყო
და რომ გრივერს თქვენ მიხედავდით. არ უნდა დამეჯერებინა და
შენთან დავრჩენილიყავი. მაპატიე.
– მინჰოს ეგ მე დავავალე, – მიუგო თომასმა, – შენ სწორად
მოიქეცი. აქედანაც მალე გავალთ.
გოგომ ოდნავ უბიძგა.
– მაშინ გავიქცეთ!
– კარგი, – უთხრა და ხელზე ხელი მოუჭირა. ისინი ტერეზას
წამოეწივნენ და გზა განაგრძეს.
დერეფანი ადრინდელთან შედარებით უფრო ჩაბნელებული-
ყო. შუქი ძლლივსღა ბჟუტავდა. ხალხი მოლოდინით იტანჯებო-
და. თომასმა კარდალი დაინახა. ბიჭის სახეზე გამამხნევებელი
ღიმილი, როგორც ყოველთვის, დაცინვას ჰგავდა. დროდადრო
შორიდან აფეთქებების ხმა ისმოდა და შენობა ზანზარებდა. ნაღ-
მები ჯერჯერობით მათგან შორს ფეთქდებოდა, თუმცა, თომასმა
იცოდა, რომ ეს დიდხანს არ გასტანდა.

364 მკითხველთა ლიგა


ის და ბრენდა კოლონის თავში მოექცნენ. ხალხი კიბესთან
იდგა. მათ არ იცოდნენ, ზემოთ ასულიყვნენ თუ ქვემოთ დაშვებუ-
ლიყვნენ.
– მაღლა უნდა ავიდეთ, – თქვა ბრენდამ.
თომასს არ დაუყოვნებია. მან ჯგუფს ანიშნა, უკან მოგვყევი-
თო და ბრენდასთან ერთად კიბეზე ავიდა.
თომასი დაღლილობას არ ეპუებოდა. ოთხი საფეხური, ხუთი,
ექვსი... ბიჭი სულის მოსათქმელად გაჩერდა და ქვემოთ ჩაიხედა.
ყველანი კიბეზე ამოდიოდნენ. ბრენდამ გასასვლელი კარით ის
გრძელ დერეფანში შეიყვანა, მარჯვნივ შეუხვიეს, მერე – მარ-
ცხნივ, რამდენიმე საფეხური აიარეს... ისევ დერეფანი და ისევ კი-
ბე, თუმცა, ამჯერად – ქვემოთ. თომასი ფეხებს რობოტივით ად-
გამდა და იმედი ჰქონდა, რომ კანცლერის დაპირებული
ბრტყელტრანსი ადგილზე დახვდებოდათ.
აფეთქების ხმა ახლა ზემოდან გაისმა და მთელი შენობა შე-
ზანზარდა. თომასი ძირს დაეცა. ჰაერში მტვრის ბუღი ავარდა და
ზურგზე ჭერიდან ჩამოცვენილი კერამიკული ფილების ნატეხები
დაეყარა. ამას ბზარვისა და სკდომის ხმები მოჰყვა, რამდენიმე
წამის შემდეგ კი ყველაფერი ჩაწყნარდა.
თომასმა ხელით ბრენდა მოძებნა.
– ხომ არავინ დაშავებულა? – დაიყვირა მან, რომ გრძელ დე-
რეფანში ყველასთვის ხმა მიეწვდინა.
– არა! – უპასუხა ვიღაცამ ყვირილითვე.
– სიარული განაგრძეთ! თითქმის მივედით!
ბიჭი ლოცულობდა, რომ შენობას კიდევ ცოტა ხანი გაეძლო.
მალე შენობის იმ ნაწილამდე მიაღწიეს, რომელიც კანცლერ-
მა ფეიჯმა თომასს რუკაზე მოუნიშნა – ეს იყო მიტოვებული სარე-
მონტო სახელოსნო. რამდენიმე ნაღმი კიდევ აფეთქდა, ამჯერად
– უფრო ახლოს. სულ ცოტაც და, ისინი უკვე კართან იქნებოდნენ.

365 მკითხველთა ლიგა


სახელოსნო უზარმაზარი საწყობის უკან იყო. საწყობის მარ-
ჯვენა კედელზე კოხტად ჩამწკრივებული ლითონის თაროები ყუ-
თებით იყო სავსე. თომასი სწორედ ოთახის ამ მხარეს გაუყვა და
დანარჩენებს ხელით ანიშნა, მომყევითო. უუნდოდა, სანამ
ბრტყელტრანსში გავიდოდნენ, ყველა ერთად მოგროვილიყო.
ოთახის ბოლოში მხოლოდ ერთი კარი იყო. სწორედ ის უნდა ყო-
ფილიყო იმ ოთახში შესასვლელი, რომელსაც ისინი ეძებდნენ.
– ყველა აქ შემოიყვანე და მოამზადე, – უთხრა მან ბრენდას,
თვითონ კი კარისკენ გაიქცა. თუ კანცლერმა ფეიჯმა იცრუა, ან
ვინმე უკეთურიდან ან „მარჯვენა ხელიდან“ მათ ჩანაფიქრს მიუხ-
ვდა, დაიღუპებოდნენ.
თომასი პატარა ოთახში შევიდა. მაგიდები ხელსაწყოებით,
ლითონის ნაჭრებითა და დანადგარების სათადარიგო ნაწილე-
ბით იყო სავსე. ოთახის შორეულ კედელზე დიდი ტილოს ნაჭერი
ჩამოეფარებინათ. თომასი მივარდა და ნაჭერი ჩამოგლიჯა. ნაც-
რისფრად მოციმციმე ვერცხლისფერმა მართკუთხედმა შემოანა-
თა, მის გვერდით კი მართვის კოლოფი იყო.
ბრტყელტრანსი.
თომასს გაეცინა. მას თვით უკეთურის ლიდერი დაეხმარა.
თუმცა, მიხვდა, რომ კიდევ რაღაც უნდა გაერკვია. სანამ კარ-
ში ვინმეს შეუშვებდა, ის ჯერ თვითონ უნდა შეემოწმებინა. თო-
მასმა ღრმად ჩაისუნთქა. ეეს მისი საქმე იყო, სხვა ვერავინ გააკე-
თებდა.
თომასმა ყინულივით ზედაპირიან ბრტყელტრანს გაიარა და
ხის ფარდულში შევიდა, რომლის მოფრიალებული კარიდან…
სიმწვანე დაინახა. ბალახი, ხეები, ბუჩქნარი… მისთვის საკმარი-
სი იყო.
თომასი უკან მხიარულ გუნებაზე დაბრუნდა. ისინი თითქმის
სამშვიდობოს იყვნენ გასული.

366 მკითხველთა ლიგა


– წავედით! – დაუყვირა სახელოსნოში შეკრებილთ. – ყველა
აქეთ! ჩქარა! ყველაფერი რიგზეა!
მაგრამ სანამ გავიდოდნენ, ისევ გაისმა აფეთქების ხმა და
საწყობის კედლები ლითონის თაროებიანად შეზანზარდა.
– სწრაფად! – გაიმეორა თომასმა.
ტერეზა ხალხს თომასისკენ მოუძღოდა. თომასი ოთახის კარ-
თან იდგა. ზღურბლზე პირველად ქალმა გადმოაბიჯა, თომასმა
მას ხელში ხელი ჩაავლო და ნაცრისფერ კართან მიიყვანა.
– ხომ იცი, ეს რაც არის? – ჰკითხა მას.
ქალმა თავი დაუქნია, თან სახეზე ეტყობოდა, რომ კარში გას-
ვლის წადილს მამაცურად მალავდა.
– შვილო, ამ ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს.
– გენდო, რომ აქ იდგები და ყველა გასვლას თვალს მიადევ-
ნებ?
ამის გაგონებაზე ქალი გაფითრდა, თუმცა, კარგიო, თავი და-
უქნია.
– ნუ გეშინია, – დაამშვიდა თომასმა, – სანამ შეძლებ, იდექი,
კარგი?
ქალი დასთანხმდა და თომასი უკან დაბრუნდა.
პატარა ოთახი ნელ-ნელა ხალხით გაივსო. თომასმა უკან
დაიხია.
– ის იქ არის. ცალ მხარეს გაიწიეთ და შემოსვლის საშუალება
სხვებსაც მიეცით!
თომასმა ხალხს შორის გზა უკან გაიკვლია. ყველა ერთ რიგ-
ში ჩამდგარიყო. ხალხი სახელოსნოსკენ მიიწევდა. თომასმა
მწკრივის ბოლოს მინჰო, ბრენდა, ხორხე, ტერეზა, ერისი, კარდა-
ლი და კიდევ რამდენიმე B-ჯგუფელი გოგო დაინახა. გალიც იქ
იყო. თომასმა მეგობრებს ხელი დაუქნია.

367 მკითხველთა ლიგა


– ჯობს, დაუჩქარონ, – თქვა მინჰომ, – აფეთქებები ნელ-ნელა
გვიახლოვდება.
– მალე მთელი შენობა თავზე ჩამოგვენგრევა, – დაამატა გა-
ლიმ.
თომასმა ჭერს ახედა, თითქოს ელოდა, რომ ეს ახლავე მოხ-
დებოდა.
– ვიცი, ვუთხარი, რომ იჩქარონ. სულ მალე აქედან ყველა გა-
ვა…
– ოჰო, ამას ვის ვხედავ?! – მოისმა ოთახის უკანა მხრიდან.
გაკვირვებისგან ვიღაცებმა პირი დააღეს. თომასი უკან შებ-
რუნდა. გარეთა კარით სახელოსნოში ვირთხა შემოვიდა. თან
უკეთურის დაცვა მოჰყვებოდა – სულ შვიდნი. თომასსა და მის მე-
გობრებს არ უნდა შეშინებოდათ – ისინი ხომ მეტნი იყვნენ.
ჯენსონი გაჩერდა და ტაში დასცხო. ისევ გაისმა აფეთქების
ხმა.
– აქ ყველაფერი ინგრევა და თქვენ დასამალად რა უცნაური
ადგილი აგირჩევიათ! – თქვა და ამ დროს ჭერიდან ლითონის
ნამსხვრევები ჩამოცვივდა.
– შენ იცი, აქ რატომაც ვართ! – უყვირა თომასმა. – დაიგ-
ვიანე! მალე აქ აღარ ვიქნებით!
ჯენსონმა თავისი თხელპირიანი დანა ამოიღო. მაშინვე დაც-
ვის წევრებმაც დანები ამოიღეს.
– მაგრამ მანამდე ჩვენ ერთი-ორისათვის სიცოცხლის მოს-
წრაფება მოგვიწევს, – უპასუხა ჯენსონმა, – და როგორც ვატყობ,
ესენი იქნებიან ჩვენ წინ მდგომი უძლიერესი და უჭკვიანესი მო-
ზარდები. მათ შორის – ბოლო კანდიდატიც! ყველაზე მეტად ის
გვჭირდება, ის კი ჩვენთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს!
თომასი და მისი მეგობრები მათ უკან მდგომ იმუნიტეტიანებ-
სა და დაცვის წევრებს შორის ერთ მწკრივად დადგნენ. დანარჩე-

368 მკითხველთა ლიგა


ნებმა მილები, გრძელი ქანჩები, დაკბილულპირიანი ლითონის
ბადეები მოძებნეს. უეცრად თომასმა სქელ კაბელს მოჰკრა თვა-
ლი, რომლის ცალი ბოლო მყარი, მოკლე, ხიშტებისმაგვარი მავ-
თულებით მთავრდებოდა. ხელშუბს ჰგავდა. თომასმა იარაღი
ხელში აიღო თუ არა, ისევ გაისმა აფეთქება და ოთახის კედლები
კვლავ შეზანზარდა. იატაკზე უზარმაზარი ლითონის სტელაჟი
დაეცა.
– თქვენნაირ ბოროტ არამზადებს არასოდეს შევხვედრივარ!
– იღრიალა ვირთხამ. კაცს სახე შეშლოდა, ტუჩის კუთხე მაღლა
აეწია, თითქოს იღრინებოდა, – უნდა გამოგიტყდეთ, შიშისგან
ვცახცახებ!
– ჯობია, მოკეტო და საქმეს მივხედოთ! – ყვირილით უპასუხა
მინჰომ.
ჯენსონმა ცივი, გიჟური მზერა მოზარდებს მიაპყრო.
– სიამოვნებით, – მიუგო მერე მშვიდად.
თომასს ერთი სული ჰქონდა, ის ზიზღი და სიბრაზე, რაც მასში
ამდენ შიშს, ტკივილსა და ტანჯვას გამოეწვია, და რამაც მისი მო-
მავალი განსაზღვრა, ერთიანად გადმოენთხია.
– წინ! – იღრიალა მან.
მოწინააღმდეგეები ერთმანეთისკენ გაქანდნენ, თუმცა, მათი
საბრძოლო ყიჟინა ახალი აფეთქების ხმამ დაფარა. მთელი შე-
ნობა ისევ შეზანზარდა.

369 მკითხველთა ლიგა


თავი 72
აფეთქებები გახშირდა, მთელი სახელოსნო ზანზარებდა, მაგ-
რამ თომასი მაინც მყარად იდგა ფეხზე. თაროები ძირს დაცვივ-
და, საგნები იატაკზე მიმოიფანტა. თომასმა თავიდან დროულად
აიცილა, დაკბილულპირიანი ხის ნაგლეჯი. მერე კი, მისკენ გა-
მოფრენილ რაღაც მექანიზმის მრგვალ ნაწილს გადაახტა.
თომასის გვერდით გალიმ წაიბორძიკა და დაეცა. თომასი მას
წამოდგომაში დაეხმარა. ბავშვები შეტევაზე გადავიდნენ. ბრენ-
დას ფეხი აუცურდა, თუმცა, თავი შეიკავა, არ დაცემულა.
მოწინააღმდეგეები ანტიკური ხანის მებრძოლებივით ეკვეთ-
ნენ ერთმანეთს. თომასმა ვირთხა დაიმარტოხელა. კაცი ბიჭზე
თხუთმეტიოდე სანტიმეტრით მაღალი იყო. ჯენსონი ხელში დანას
ატრიალებდა, ცდილობდა, თომასისთვის მხარში დაემიზნებინა,
მაგრამ ბიჭმა იმარჯვა, თავისი სქელი კაბელი მოიქნია და ჯენ-
სონს იღლიაში შეურჭო. ვირთხამ სიმწრისგან იღრიალა და დანა
ხელიდან გააგდო. სისხლი თქრიალით წამოუვიდა. კაცმა ჭრი-
ლობაზე ხელი აიფარა და უკან დაიხია, თან თომასს სიძულვი-
ლით აღსავსე მზერას არ აშორებდა.
ოთახში ხელჩართული ბრძოლები გაჩაღდა. ისმოდა ლითო-
ნის წკრიალი, ყვირილი, შეძახილები და კვნესა. ზოგი ორსაც კი
ებრძოდა. მინჰო უშველებელ ქალს ერკინებოდა. ბრენდა და ვი-
ღაც გაძვალტყავებული კაცი იატაკზე ჭიდაობდნენ, გოგო ცდი-
ლობდა, კაცისთვის ხელიდან მაჩეტე გაეგდებინებინა. თომასმა
ყურადღება კვლავ თავის მოწინააღმდეგეზე გადაიტანა.
– ფეხებზე მკიდია, თუ სისხლისგან დავიცლები, – თქვა ტკი-
ვილისგან სახედამანჭულმა ჯენსონმა, – მთავარია, შენ დაგაბ-
რუნო ლაბორატორიაში!

370 მკითხველთა ლიგა


ისევ აფეთქება. ამჯერად იატაკი იძრა. თომასმა წაიბორძიკა,
უცნაური იარაღი ხელიდან გაუვარდა და ჯენსონს მკერდში ეძგე-
რა. ორივე იატაკზე დაეცა. თომასი ჯენსონის ქვემოთ მოექცა.
ბიჭმა ცალი ხელით კაცის მოშორება სცადა, ხოლო მეორე მუშ-
ტად შეკრა და ვირთხას თავში სთხლიშა. ჯენსონს პირიდან სის-
ხლი წასკდა. თომასმა ხელი უკან გასწია და ისევ დასარტყმელად
მოემზადა, მაგრამ კაცი გვერდზე გადაგორდა და ზურგით იატაკს
დაენარცხა.
სანამ თომასი განძრევას მოასწრებდა, ჯენსონი მას ზემოდან
დაახტა და სხეულზე ფეხები ისე შემოხვია, თომასმა განძრევა ვე-
ღარ შეძლო. ბიჭი აფართხალდა, რომ კაცისგან თავი გაეთავი-
სუფლებინა, ვირთხამ კი დრო იხელთა და თომასს სახეში მუშტე-
ბი დაუშინა. ბიჭს ტკივილისგან თვალთ დაუბნელდა და სისხლში
ადრენალინის მოზღვავება იგრძნო. არა, ის აქ არ მოკვდებოდა!
თომასმა ფეხები გაჭიმა და მუცელი ამოზნიქა.
ვირთხამ მუხლები მოუშვა და თომასმა ხელები გაითავისუფ-
ლა, მერე კი სახეზე აიფარა და მოწინააღმდეგის დარტყმა აირი-
და, მერე თვითონ მომუშტა ხელები და ჯენსონს ქვემოდან ყბაში
ამოსცხო. ვირთხა უკან გადაქანდა. თომასმა ხელი ჰკრა და უკან
გადააგდო, მერე კი წიხლები დაუშინა. ყოველი წიხლის დარ-
ტყმაზე ვირთხა უკან იწევდა. თომასმა ის-ის, ხელი ასწია, რომ კი-
დევ ერთხელ დაერტყა, ჯენსონი განზე გახტა, თომასს ფეხებში
ეცა, წააქცია და კვლავ ზემოდან მოექცა.
თომასი ლამის ჭკუიდან შეიშალა. კაცისგან თავის დასაღწე-
ვად ფართხალებდა და მუშტებს იქნევდა. მოჩხუბრები იატაკზე
გორავდნენ, ხან ერთი იყო ზემოთ, ხან – მეორე. თომასს სხეულ-
ში საშინელმა ტკივილმა დაუარა. ჯენსონი არც კბილებისა და
არც ფრჩხილების გამოყენებაზე ამბობდა უარს.

371 მკითხველთა ლიგა


ბოლოს, როგორც იქნა, თომასმა შესაფერისი მომენტი შეარ-
ჩია და კაცს იდაყვი ცხვირში სთხლიშა. ჯენსონს ტკივილისგან
თვალთ დაუბნელდა და ორივე ხელი ცხვირზე აიფარა. თომასმა
ენერგიის მოზღვავება იგრძნო, ის ჯენსონს ზედ დაახტა, კისერზე
ხელები შემოაჭდო და დახრჩობა დაუპირა. ჯენსონი ხელ-ფეხს
იქნევდა, მაგრამ გაშმაგებული თომასი მას მთელი სხეულით აწ-
ვებოდა და ხელს არ უშვებდა. მოზარდი თითებით გრძნობდა,
როგორ ემტვრეოდა ვირთხას კისრის ძვლები. მერე ჯენსონმა
თვალები გადაატრიალა და პირიდან ენა გადმოაგდო.
მმოულოდნელად თომასს ვიღაცამ თავში წამოარტყა; რაღაც
უთხრეს კიდეც, მაგრამ ვერ გაიგონა. მის წინ მინჰო იდგა და უყ-
ვიროდა, მაგრამ სისხლის წყურვილით გონებადაბინდულ თო-
მასს მაინც არაფერი ესმოდა. მმერე თითქოს მინჰოს ხმა გაიგო-
ნა, შუბლზე პერანგის სახელო მოისვა და ჯენსონს დახედა. კაცი
მკვდარი იყო. თომასმა მინჰოს ახედა.
– მკვდარია, მკვდარი! – უყვიროდა მეგობარი.
თომასმა ძლივს გაუშვა კისერზე შემოჭდობილი თითები. ბიჭი
კაცს მოშორდა, თუმცა იქვე, შორიახლო ჩაიკეცა. მინჰო შეეშვე-
ლა, რომ ფეხზე წამომდგარიყო.
– ყველას გავუსწორდით! წასვლის დროა! – ჩაჰყვირა ისევ
მინჰომ.
ორი აფეთქების ხმა გაისმა, კედლები შიგნით ჩამოიქცა და
აგურისა და ბეტონის ნაგლეჯები აქეთ-იქით გაიფანტა. თომასსა
და მინჰოს თავზე ნამსხვრევები ეყრებოდათ. მტვრის ბუღი ჰაერ-
ში ავარდა და ყველაფერი ნაცრისფერ ბურუსში გახვია. თომასი
გარშემო მხოლოდ სილუეტებს ხედავდა, მათ ფეხი ერეოდათ,
ეცემოდნენ, თუმცა კვლავ დგებოდნენ და წინ მიიწევდნენ.
ჭერი იქცეოდა, ნატეხები ძირს ცვიოდა და მერე ათას ნაწი-
ლად ყველა მიმართულებით იფანტებოდა. აფეთქების ხმა

372 მკითხველთა ლიგა


იქაურობას აყრუებდა. იატაკი ისევ შეიძრა. ნაღმები უკვე სხვა-
დასხვა ადგილას აფეთქდებოდა. თომასი ძირს დაეცა და მინჰომ
ფეხზე წამოაყენა. რამდენიმე წამის შემდეგ მინჰოც დაეცა და მე-
გობარს წამოდგომაში თომასი მიეშველა. მმერე ორივე წინ გაიქ-
ცა. მოულოდნელად, თომასის წინ ბრენდა გაჩნდა. გოგოს თვა-
ლებში შიში ჩასდგომოდა. მის შორიახლოს ბიჭმა ტერეზაც და-
ლანდა. ყველა წონასწორობის შენარჩუნებასა და წინ წასვლას
ცდილობდა.
ოთახში საშინელი ტკაცუნისა და გრუხუნის ხმა გაისმა. თო-
მასმა ჯერ უკან გაიხედა, მერე – ზემოთ. ჭერის უზარმაზარი ფრაგ-
მენტი მოწყდა და ქვემოთ დაეშვა. თომასი, თითქოს დააჰიპნოზე-
სო, გაქვავებული იდგა და ჭერს შესცქეროდა. ის-ის იყო, ბეტონის
უზარმაზარი ფილა უნდა დასცემოდა, რომ მოულოდნელად
გვერდით ტერეზას სილუეტი შენიშნა. გოგო მთელი ძალით
დაეჯახა და სახელოსნოს ოთახისკენ გადააგდო. გაოგნებულმა
თომასმა წაიბორძიკა და უკან გადავარდა. ჭერის ვეება ფრაგმენ-
ტი ტერეზას დაეცა. ნანგრევის ქვემოდან გოგოს მხოლოდ თავი
და მკლავი მოუჩანდა.
– ტერეზა! – იღრიალა თომასმა არაადამიანური ხმით და მას-
თან მიხოხდა.
ტერეზას სახე სისხლით ჰქონდა მოსვრილი, ხელი კი – მოტე-
ხილი.
თომასი გოგოს ეძახდა, გონებით კი ჩაკს ხედავდა – ბიჭუნა
ძირს ეცემოდა. მერე ნიუტის შეშლილი თვალები დაინახა. სამი
უახლოესი მეგობარი თომასს უკეთურმა წაართვა.
– მაპატიე, – ჩასჩურჩულა, თუმცა, იცოდა, რომ ტერეზას არ
ესმოდა, – მაპატიე….
ტერეზამ ტუჩები გაამოძრავა, ის რაღაცის თქმას ცდლობდა.
თომასი დაიხარა, რომ ტერეზას ბოლო სიტყვები გაეგონა.

373 მკითხველთა ლიგა


– მეც... – უთხრა გოგომ ჩურჩულით, – მე ერთადერთი მხო-
ლოდ… შენ…...
უუეცრად ვიღაცამ თომასი წამოაყენა და ტერეზას უკან გაათ-
რია. თომასს წინააღმდეგობის აღარც ძალა ჰქონდა და აღარც
სურვილი. ტერეზა აღარ იყო. თომასი ენით აუწერელ ტკივილს
გრძნობდა. გულ-მუცელი ეწვოდა. ბრენდამ და მინჰომ ბიჭი წა-
მოაყენეს და სამივე წინ გაიქცა. აფეთქების შედეგად კედელში
გაჩენილ ვეება ხვრელში ცეცხლი ჩანდა და ოთახში შავი ბოლი
შემოდიოდა. თომასს ხველა აუტყდა, თუმცა, ყურებში მხოლოდ
ნგრევის ხმა ესმოდა.
ისევ იგრგვინა. თომასმა უკან მიიხედა და დაინახა, რომ საწ-
ყობი აფეთქდა, უსაყრდენო ჭერი კი მთლიანად ჩამოიქცა. ირ-
გვლივ ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული.
მოზარდები უკვე სახელოსნოს კართან იყვნენ. ოთახში შე-
ვიდნენ თუ არა, დაინახეს, რომ ბრტყელტრანსში გალი გაუჩი-
ნარდა. სხვა ყველა უკვე კარის მეორე მხარეს იყო. თომასი და მი-
სი მეგობრები მაგიდებს შორის შეცვივდნენ. ნგრევის, აფეთქებე-
ბისა და ლითონის ღრჭიალის ხმა უფრო და უფრო ძლიერდებო-
და; ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა; თომასს უკან გახედვა
აღარ უნდოდა – ისედაც იცოდა, რომ ქაოსი და საშინელება ნელ-
ნელა მათკენ მოიწევდა. მან ბრტყელტრანსში ჯერ ბრენდა შეუშ-
ვა. თომასისა და მინჰოს გარშემო ყველაფერი ინგრეოდა.
მეგობრები ყინულივით ცივ, ნაცრისფერ კარში ერთად შეც-
ვივდნენ.

374 მკითხველთა ლიგა


თავი 73
თომასი ძლივს სუნთქავდა. ახველებდა, იფურთხებოდა. გუ-
ლი საშინლად უცემდა. ის ფარდულში, ხის იატაკზე დაეცა, მერე
წინ გაცოცდა იმის შიშით, რომ ბრტყელტრანსიდან აფეთქების
შედეგად ქვის ან ლითონის ნატეხი არ გამოვარდნილიყო. უეც-
რად გვერდიდან ბრენდა დაინახა. გოგომ მართვის პანელზე ღი-
ლაკებს თითი დააჭირა და ნაცრისფრად მოციმციმე კარი სადღაც
გაქრა. მის ადგილზე მხოლოდ ძველი კედრის ფიცარი დარჩა. „ეს
საიდან იცოდა?“ – გაიფიქრა თომასმა.
– ჩქარა! შენ და მინჰო გარეთ გადით, – უთხრა ბრენდამ. თო-
მასს ვერ გაეგო, გოგო რას სთხოვდა, ისინი ხომ უკვე სამშვიდო-
ბოს იყვნენ გასული, თუ არა?
– კიდევ რაღაც უნდა გავაკეთო.
მინჰო წამოდგა და თომასსაც მიეშველა.
– ეს წყეული ტვინი ისე მაქვს გადაღლილი, კიდევ ერთ საფიქ-
რალს ვეღარ გაუძლებს. მოეშვი, გააკეთოს, რაც უნდა. წამოდი,
გარეთ გავიდეთ!
– კარგი, – უპასუხა თომასმა.
ბიჭები ერთმანეთს თვალებში კარგა ხანს უცქერდნენ, სულს
ითქვამდნენ და თითქოს გადატანილ ტანჯვა-წამებას ხელახლა
განიცდიდნენ. თუმცა, მათ თვალებში შვებაც ჩანდა და იმედი,
რომ შეიძლებოდა, ყველაფერი მართლაც დასრულებულიყო.
თომასი მეგობრების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ვერ
უმკლავდებოდა. ტერეზამ მის გადასარჩენად თავი გასწირა, მის
თვალწინ მოკვდა. ბიჭს ამ საშინელების გააზრებაც კი უჭირდა.
ახლა თომასი უახლოეს და უერთგულეს მეგობარს თვალებში
უყურებდა და ცრემლს ძლივს იკავებდა. სწორედ იმ წუთში გადაწ-

375 მკითხველთა ლიგა


ყვიტა თომასმა, რომ მინჰოს მისი და ნიუტის ბოლო შეხვედრის
შესახებ არასდროს არაფერს მოუყვებოდა.
– კარგია, აბა, რა, მურტალსიფათიანო! – უთხრა ბოლოს მინ-
ჰომ, თუმცა, სახეზე თავისი ჩვეული დამცინავი ღიმილი არ დას-
თამაშებდა. მინჰოს მზერაში თომასმა ის დაინახა, რასაც თვითონ
განიცდიდა. დაკარგულ მეგობრებს ბიჭები ერთად გლოვობდნენ
და ეს ტკივილი მათ მთელი სიცოცხლე გაჰყვებოდათ. მინჰო შებ-
რუნდა და გარეთ გავიდა.
ცოტა ხნის შემდეგ თომასი უკან მიჰყვა.
ფარდულიდან გასული თომასი იქვე გაჩერდა და ირგვლივ
დაბნეულმა მიმოიხედა. ის დაარწმუნეს, რომ ეს ადგილი აღარ
არსებობდა, არადა ხასხასა მწვანე მცენარეები ნიავზე ოდნავ ირ-
ხეოდა და სიცოცხლე დუღდა. თომასი პატარა გორაკზე იდგა და
ზემოდან დაჰყურებდა მაღალ ბალახსა და მინდვრის ყვავილებს.
ორასამდე გადარჩენილი იმუნიტეტისგან ზოგი მინდორში მიმო-
დიოდა, ზოგი სიხარულისგან დარბოდა და ხტოდა. მარჯვნივ გო-
რაკი ხეობაში ეშვებოდა. ტყე კილომეტრებზე იჭიმებოდა და
მთავრდებოდა იქ, სადაც კლდოვან მთებს უღრუბლო, ცისფერი
ცა უერთდებოდა. თომასის მარცხნივ, მდელოს ნელ-ნელა ბუჩ-
ქნარი ცვლიდა, რომლის მიღმა ქვიშიანი სანაპირო იჭიმებოდა.
ოკეანის უზარმაზარი, თეთრად აქაფებული ზვირთები ნაპირს
ეხეთქებოდა.
სამოთხე. ისინი სამოთხეში იყვნენ! და თომასს იმედი ჰქონ-
და, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ სილამაზით ტკბობას შეძლებდა.
თომასმა ჯერ კარის დახურვის ხმა გაიგონა, მერე კი ცეცხლის
ალის ტკაცუნი მოესმა.
მოზარდი უკან შებრუნდა და ბრენდა დაინახა. გოგომ თომასს
ნაზად უბიძგა და რამდენიმე საფეხურით ქვემოთ, ცეცხლმოდებუ-
ლი ფარდულიდან შორს ჩასვლა აიძულა.

376 მკითხველთა ლიგა


– ყოველი შემთხვევისთვის? – ჰკითხა თომასმა.
– ყოველი შემთხვევისთვის, – გაიმეორა ბრენდამ და ისეთი
გულწრფელი ღიმილით გაუღიმა, თომასი ცოტა დამშვიდდა. მის-
თვის ახლა ესეც საკმარისი იყო.
– ტერეზას გამო გული ძალიან დამწყდა….
– გმადლობ, – თომასმა სხვა ვერაფერი უპასუხა.
ბრენდას აღარაფერი უთქვამს. თომასი მიხვდა, რომ არც იყო
საჭირო. მეგობრები წინ წავიდნენ და იმ ჯგუფს მიუახლოვდნენ,
რომელიც ჯენსონსა და მის მცველებს მათთან ერთად შეებრძო-
ლა. სხეულზე მთელი ადგილი არავის ჰქონდა შერჩენილი, ჩა-
ლურჯებები და შეშუპებები ყველას ეტყობოდა. თომასმა კარ-
დალს თვალებში ზუსტად ისე ჩახედა, როგორც მინჰოს, მერე კი
ყველა უკან შებრუნდა იმის დასანახად, როგორ იქცეოდა ფარ-
დული ფერფლად.

***

რამდენიმე საათის შემდეგ თომასი იმ ციცაბო კლდის თავზე


იდგა, რომელიც ოკეანეს დასცქეროდა. მზე ჰორიზონტს თით-
ქმის მიფარებოდა. ჩამავალი მზის სხივები გარემოს ალისფრად
ანათებდა. ასეთი საოცარი დაისი თომასს არასდროს ენახა.
მინჰო ისევ ლიდერი იყო. მათ ტყეში ცხოვრება გადაწყვიტეს
და თათბირობდნენ, ვინ წავიდოდა საჭმლის მოსატანად, ვინ
უხელმძღვანელებდა სახლების მშენებლობას და დაიცავდა
უსაფრთხოებას. თომასს ეს უხაროდა კიდეც. მას პასუხისმგებ-
ლობის ტვირთის ზიდვა აღარ სურდა. ძალიან დაიღალა. ახლა
დასვენება სჭირდებოდა. იმედი ჰქონდა, რომ სადაც უნდა ყოფი-

377 მკითხველთა ლიგა


ლიყვნენ, ეს ადგილი ძალიან შორს იყო სხვა სამყაროსგან. იქ კი
როგორც უნდოდათ, ისე მიეხედათ ელვარებისთვის – უნდოდათ,
ეპოვათ განკურნების საშუალება, უნდოდათ – არა. თომასმა
იცოდა, რომ პროცესი ხანგრძლივი, მძიმე და უსიამოვნო იქნებო-
და და დარწმუნებული იყო, რომ ამაში მონაწილეობა არ სურდა.
მან ყველაფერი უკან მოიტოვა.
– გამარჯობა, შენი!
თომასი შეტრიალდა და ბრენდა დაინახა.
– გაგიმარჯოს! ჩამოჯდები?
– დიახ, გმადლობ, – გოგო თომასს გვერდით მიუჯდა, – უკე-
თურის კომპლექსში მზის ჩასვლას მახსენებს, თუმცა, იქ ასეთი
კარგი არასოდეს ყოფილა.
– ეგ ბევრ იქაურ რამეზე შეიძლება თქვა, – თომასმა ტკივილი
იგრძნო. მას თვალწინ ჩაკის, ნიუტისა და ტერეზას სახეები დაუდ-
გა.
რამდენიმე წამი მდუმარედ ისხდნენ და დღის გაუჩინარებას
ადევნებდნენ თვალს. ცა და წყალი ალისფრად შეიფერა, მერე
იასამნისფერი გახდა და ბოლოს გალურჯდა.
– რაზე ჩაფიქრდი? – ჰკითხა ბრენდამ.
– არაფერზე. ცოტა ხანი ფიქრზე უარს ვამბობ, – ამას სე-
რიოზულად ამბობდა. პირველად გრძნობდა თავს უსაფრთხოდ
და თანაც, ჩიტივით თავისუფალი იყო. თუმცა, ეს მეტისმეტად ძვი-
რი დაუჯდა.
მერე მხოლოდ ის გააკეთა, რაც თავში მოუვიდა – ბრენდას
ხელი მოჰკიდა. პასუხად გოგომ ხელზე ხელი მოუჭირა.
– ორასზე მეტნი ვართ. ეს კარგი დასაწყისია.
თომასმა ბრენდას ეჭვის თვალით გახედა. რას გულისხმობ-
და? იქნებ გოგომ მასზე მეტი იცოდა?
– რას გულისხმობ?

378 მკითხველთა ლიგა


ბრენდა თომასისკენ გადაიხარა და ჯერ ლოყაზე აკოცა, მერე
– ტუჩებში.
– არაფერს. სრულიად არაფერს.
თომასმა ფიქრი თავიდან ამოიგდო და ბრენდა მიიხუტა.
მზის უკანასკნელი სხივი ჰორიზონტს მიღმა გაუჩინარდა.
ეპილოგი
უკეთური, საბოლოო ოქმი. თარიღი: 232.4.10. დრო: 12:45
მიმღები: ჩემი პარტნიორები
გამგზავნი: კანცლერი ავა ფეიჯი
თემა: ახალი დასაწყისი
მაშ, ასე, ჩვენი ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა.
თუმცა, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებასაც.
ჩვენი თავდაპირველი ხედვა კრახით დასრულდა. მატრიცის
შექმნა ვერ შევძელით. ვერც ვაქცინა დავამზადეთ და ვერც მკურ-
ნალობის მეთოდი აღმოვაჩინეთ. თუმცაღა, მე ამას ველოდი და
ჩვენი რასის მცირე ნაწილის გადასარჩენად ალტერნატიული გა-
დაწყვეტილება მივიღე. ჩემი პარტნიორების, ორი უჭკვიანესი
იმუნიტეტიანი აგენტის დახმარებით, მე შევძელი, გეგმა ისე ამე-
მოქმედებინა, რომ უკეთეს შედეგს ვერც კი ვინატრებდით.
უკეთურის წევრების უმეტესობას მიაჩნია, რომ საცდელებთან
ურთიერთობისას ჩვენ უნდა გვემოქმედა უფრო მკაცრად, გვეკ-
ვლია უფრო ღრმად, ვყოფილიყავით უფრო მკაცრები და გაგვეგ-
რძელებინა ძიების პროცესი. მათ სურდათ, თავიდან დაგვეწყო
გამოცდები. თუმცაღა, ჩვენ გამოგვრჩა მთავარი: ამ სამყაროს
გადარჩენის ერთადერთი იმედია იმუნიტეტიანი მოსახლეობა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, შემიძლია,
განვაცხადო, რომ ჩვენ ყველაზე ჭკვიანი, ძლიერი და მამაცი საც-
დელები გავგზავნეთ უსაფრთხო ადგილას, სადაც ისინი შეძლე-

379 მკითხველთა ლიგა


ბენ სრულიად ახალი ცივილიზაციის შექმნას, მაშინ, როცა ეს სამ-
ყარო ნელ-ნელა გადაშენდება.
მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ორგანიზაცია პასუხს აგებს კაცობ-
რიობის წინაშე წლების განმავლობაში ჩადენილ იმ ენით გამო-
უთქმელ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებიც ჩვენმა წინა-
მორბედებმა ჩაიდინეს. თუმცაღა, მე მესმის, რომ ეს იყო სასო-
წარკვეთილებით გამოწვეული ქმედება. მზეზე აფეთქებების შემ-
დეგ მოსახლეობის კონტროლის მიზნით ელვარების ვირუსის
გაშვება იყო მძიმე, გამოუსწორებელი შეცდომა. მეტიც – დანა-
შაული. ასეთ გამანადგურებელ შედეგს ვერავინ იწინასწარმეტ-
ყველებდა. ამ მართებული თუ მცდარი გადაწყვეტილების მიღე-
ბის შემდეგ უკეთური განკურნების საშუალების საპოვნელად თა-
ვაუღებლივ მუშაობდა. მართალია, ჩვენი ყველა მცდელობა კრა-
ხით დასრულდა, მაგრამ ის მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახა-
ლი კაცობრიობის შექმნაში წვლილი შევიტანეთ.
არ ვიცი, ისტორია როგორ შეაფასებს უკეთურის ქმედებებს,
მაგრამ თამამად ვაცხადებ, რომ ამ ორგანიზაციას ყოველთვის
ჰქონდა ერთადერთი მიზანი – კაცობრიობის გადარჩენა და სა-
ბოლოოდ, ავად თუ კარგად, ჩვენ ეს შევძელით.
მაშასადამე, ტყუილად არ ვუნერგავდით ჩვენს საცდელებს,
რომ:
– უკეთური კარგია.

დასასრული

380 მკითხველთა ლიგა


სამადლობელი
ეს ტრილოგია დიდი თავგადასავალი აღმოჩნდა! ეს იყო ჩემი,
ჩემი რედაქტორის, კრისტა მარინოსა და ჩემი აგენტის, მაიკლ
ბურეს, ერთობლივი შრომა. მე ამ ორ ადამიანს მადლობას, ალ-
ბათ, ვერასოდეს გადავუხდი, თუმცა, ამისათვის ძალას არ დავი-
შურებ.
დიდი მადლობა ყველა კეთილ ადამიანს Random House-ში,
განსაკუთრებით კი – ბევერლი ჰოროვიცს, ჩემს პუბლიცისტებს:
ემილი პურსიოსა და ნორინ ჰერიტს. ასევე, მადლობელი ვარ ყვე-
ლა იმ ჯგუფის, რომლებიც მუშაობდნენ გაყიდვებზე, მარკეტინ-
გზე, დიზაინზე, რედაქტირებასა და სხვა მნიშვნელოვან წვრილ-
მანებზე, რის შედეგადაც წიგნმა დღის შუქი იხილა. გმადლობთ
თქვენ, რომ ამ სერიის წარმატებას ასე შეუწყვეთ ხელი.
დიდი მადლობა ლორენ აბრამოსა და ფირმა Dystel &
Goderich-ს იმისათვის, რომ წიგნები მთელი მსოფლიოს მასშტა-
ბით გახადეთ ხელმისაწვდომი.
დიდი მადლობა ყველა ჩემს გამომცემელს, საზღვარგარეთ
შანსის მოცემისათვის.
მადლობა ლინეტსა და სკოტ სევიჯს თავდაპირველი მონახა-
ზების წაკითხვისა და შეფასებისათვის. გეფიცებით, გავაუმჯობე-
სე!
ასევე, დიდი მადლობა ყველა ბლოგერს, სოციალური ქსელე-
ბის – ფეისბუკის მეგობრებსა და ტვიტერის #dashnerarmy-ს.
გმადლობთ თქვენ, რომ დრო დამითმეთ და კიდევ იმისათვის,
რომ ეს წიგნები სხვებსაც გააცანით.

381 მკითხველთა ლიგა


უღრმესი მადლობა ყველა ჩემს მკითხველს! ეს სამყარო ახ-
ლა ჩემთვის უფრო რეალური და ხელშესახები გახდა და იმედი
მაქვს, თქვენ აქ ცხოვრებით ტკბებით.

382 მკითხველთა ლიგა

You might also like