You are on page 1of 875

1

წიგნი პირველი

დაბრუნება

თავი პირველი

ნასვამი გლახაკი ცხენოსანი*

*The drunken beggar on a horseback.1


აპრილის მიწურულს, გაზაფხულის ერთ მშვიდ საღამოს,
ქრისტეს შობიდან 1929 წელს, ფანჯრის რაფაზე იდაყვდაყ-
რდნობილი ჯორჯ ვებერი ნიუ-იორკს გასცქეროდა, უფრო სწო-
რად, იმას, რის დანახვაც თავისი ფანჯრიდან შეეძლო. ჯერ კვარ-
ტლის ბოლოს წამოჭიმული ახალი საავადმყოფო მოხვდა
თვალში, ლამის ცამდე აზიდული კედლები, ტერასებით რომ
მთავრდებოდა და შებინდებულზე ვარდისფერი დაჰკრავდა.
საავადმყოფოს იმ ფრთისთვის, მისკენ რომ იყურებოდა, დაბა-
ლი ნაგებობა მიეშენებინათ და იქ სანიტრები და დამლაგებლე-
ბი ცხოვრობდნენ. ახლომახლო კიდევ რამდენიმე ძველი, აგუ-
რით ნაშენი სახლი ჩანდა – ერთ რიგში ჩაჭეჭყილებს და ერთმა-
ნეთს საცოდავად მიყუდებულებს ჯორჯისთვის ზურგი შეექციათ.

1პირველი თავის სათაური იდიომია და ნიშნავს მოულოდნელი


წარმატებით გაყოყოჩებას, მაგრამ აქ, როგორც მოგვიანებით
ვიგებთ, მართლაც ცხენოსანზეა საუბარი.

2
უცნაურად მშვიდი საღამო იყო. მანძილი ქალაქის ხმაურს ახ-
შობდა და რაღაც უწყვეტ ზუზუნად ქცეული თითქოს სიჩუმეს
შერწყმოდა. მოულოდნელად საწყობის წინ მდგარი საბარგოს
ძრავა ხმაურით ამუშავდა, თან ხურდებოდა და თან ბოლო ხმაზე
გრგვინავდა, მერე ჯორჯმა გაიგონა, როგორ ჩააგდეს
ღრჭიალით საბარგო სიჩქარეში და როცა ის გრუხუნით მოსწყდა
ადგილს, ისედაც მორყეული სახლი ფეხქვეშ თითქოს გამოეცა-
ლა. ხმაური ნელ-ნელა მიწყნარდა, უფრო და უფრო ყრუდ ისმო-
და, საბოლოოდ საყოველთაო ზუზუნში ჩაინთქა და კვლავ უწინ-
დელმა სიმშვიდემ დაისადგურა.
ასე იდგა ჯორჯი, რაფას ჩამოჰყრდნობოდა და ფანჯრიდან იც-
ქირებოდა, როცა მოულოდნელმა, აუხსნელმა სიხარულმა შეიპ-
ყრო და უნებურად საავადმყოფოს სანიტრებს ხმამაღლა რაღაც
გასძახა. გოგონები ამ დროს ჩვეულებისამებრ თავიანთ შარ-
ვლებს და თხელ კაბებს აუთოებდნენ. ეზოში მოთამაშე ბავშვე-
ბის წამოძახილი და მეზობლების ხმადაბალი საუბარი, გეგონე-
ბოდა, შორიდან ისმოდა. ჯორჯი ცივ, გადაზნექილ ჩრდილებს
აყოლებდა თვალს, როცა შენიშნა, როგორ მოიპარებოდა საღა-
მოს შუქი პატარ-პატარა ეზოებში და რაღაც თითქოს ნაცნობს და
მხოლოდ იმ ადგილისთვის დამახასიათებელს ააშკარავებდა –
ერთ პაწაწუნა მიწის ნაგლეჯზე სასიამოვნო გარეგნობის ქალი
საათობით, თავდაუზოგავად მუშაობს, ყვავილებს რგავს, ფარ-
თო ჩალის ქუდი ახურავს და ბრეზენტის ხელთათმანი აცვია; ვი-
ღაც წითური, მელოტი კაცი ყოველ საღამოს გულმოდგინედ
რწყავს მწვანე გაზონს; აქა-იქ ფარდულები, სათამაშო სახლები
და სახელოსნოებია – საქმიანი კაცების თავშესაქცევი მოცლი-
ლობისას; კიდევ – ხასხასა ფერებად შეღებილი მაგიდა და სარ-
წეველა სავარძლები ჩაუდგამთ ეზოს უზარმაზარი ზოლიანი

3
ქოლგის ქვეშ, სადაც ერთი ლამაზი გოგონა მოკალათებულა და
მთელი დილა, მხრებზე პალტომოხურული, თან კითხულობს და
თან მაღალი ჭიქით რაღაცას წრუპავს.
უცნაურად მშვიდმა საღამომ და აპრილის სურნელმა ჯორჯი
ისე მონუსხა, მოეჩვენა, რომ ყველა ამ ადამიანს იცნობდა. უყ-
ვარდა ეს ძველი სახლი მეთორმეტე ქუჩაზე, თავისი მუქი ხით
მოპირკეთებული წითელი აგურის კედლებით, დიდებული, მა-
ღალჭერიანი ოთახებით და ჭრაჭუნა იატაკით; და ამ ჯადოსნურ
წამს თითქოს ყველა იმ სულიერმა, ვინც კი მას ოთხმოცდაათი
წლის განმავლობაში შეუკედლებია, ხორცი შეასხა, კიდევ უფრო
გააკეთილშობილა და რაღაც სევდანარევი ღირსება შემატა.
ყველა საგანი უცებ გაცოცხლდა – კედლებიც, ოთახებიც, სკამე-
ბიც, მაგიდებიც, აბაზანის თავზე დაკიდებული ნახევრად სველი
პირსახოციც, სკამზე მიგდებული ქურთუკიც და მთელ ოთახში
უაზროდ მიყრილ-მოყრილი ფურცლები, ხელნაწერები თუ წიგ-
ნები.
აღტაცებას, ამ ნაცნობი საგნების ნაწილად რომ იგრძნო ერ-
თხელ კიდევ თავი, ცოტათი გაუცხოების და ირეალობის შეგ-
რძნება უქარწყლებდა. ამჯერადაც მწვავედ შემოუტია ეჭვმა, უკ-
ვე რამდენიმე კვირა რომ ტანჯავდა – ნამდვილად შინ დაბრუნ-
და თუ არა, შინ ამერიკაში, მანჰეტენის ჭიანჭველების ბუდეში,
შინ თავის სიყვარულთან; სიხარული ცოტათი დანაშაულის
გრძნობამაც გაუნელა, ის ხომ თითქმის ერთი წელი ხდებოდა,
რაც წავიდა იმედგაცრუებული და გაცეცხლებული და მთელი ეს
ხანი ცდილობდა გაჰქცეოდა იმას, რასაც ახლა დაუბრუნდა.
რა სიმწრით იგონებდა გასულ გაზაფხულზე მიღებულ მტკიცე
გადაწყვეტილებას, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, საყვარელ
ქალს დაშორებოდა. ესტერ ჯეკი ჯორჯზე ბევრად უფროსი, გათ-

4
ხოვილი ქალი გახლდათ და ქმართან და მოზრდილ ქალიშვილ-
თან ერთად ცხოვრობდა. მაგრამ ჯორჯი მთელი არსებით შეუყ-
ვარდა, ისე ძლიერ და ისე უჩვეულოდ, რომ საბოლოოდ ჯორჯმა
ხაფანგში გამომწყვდევის საფრთხე იგრძნო. სწორედ ამ ხაფან-
გიდან სცადა გაქცევა, სცადა გაჰქცეოდა დაუნდობელი კინ-
კლაობის სამარცხვინო მოგონებებს, საკუთარ სიშმაგეს, უფრო
და უფრო მოუთოკავი რომ ხდებოდა, როცა ესტერი ყველა ღო-
ნეს ხმარობდა, როგორმე შეენარჩუნებინა. ბოლოს მაინც
მიატოვა და ევროპას შეაფარა თავი. წავიდა, რომ დაევიწყებინა,
არადა მალევე მიხვდა – ვერ შეძლებდა; მხოლოდ ესტერზე ფიქ-
რობდა მთელი ეს ხანი. სულ თვალწინ ედგა მისი ვარდისფრად
შეფაკლული და მუდამ მოღიმარი სახე, ვერ ივიწყებდა ამ კე-
თილშობილ, უდავოდ ნიჭიერ ქალს და მოგონებებით გატან-
ჯულს, სულ ენატრებოდა და სურდა.
ასე რომ, ჯორჯი საყვარელს კი გაექცა, მაგრამ სიყვარულს
ვერა. უცხო ქვეყნებში დაიწყო ხეტიალი, იმოგზაურა ინგლისში,
საფრანგეთში, გერმანიაში, უამრავი ახალი რამ და ვინმე ნახა
და ასე წყევლა-წყევლით, კინკლაობით, ლოთობითა და მრუშო-
ბით გადაკვეთა მთელი კონტინენტი – ყბაშიც მოხვდა ერთი--
ორჯერ, თავშიც, კბილებიც ჩაულეწეს, ერთხელ ლუდის ბარში
ამტყდარ ჩხუბში ცხვირი გაუტეხეს. მერე მიუნხენის საავადმყო-
ფოში შუშდებოდა, მარტო იყო, ზურგზე იწვა, ნაიარევი სახე ჭე-
რისთვის მიეპყრო და ფიქრის გარდა სხვა აღარაფერი დარჩე-
ნოდა. და სწორედ მაშინ, როცა ბოლოს და ბოლოს გონს მოეგო,
იგრძნო, როგორ გადაუარა სიშმაგემ და პირველად ამდენი ხნის
შემდეგ, სული დაიშოშმინა.
მართლა გონს მოეგო, რადგან ისწავლა ის, რაც ნებისმიერმა
კაცმა თავად უნდა აღმოაჩინოს და მანაც იმავე გზით აღმოაჩინა

5
აღმოსაჩენი, რა გზითაც ყველა დანარჩენმა – გამოცდილებით
და შეცდომებით, წარმოსახვით და ილუზიით, ტყუილით და საკუ-
თარი წყეული სიბრიყვით, როცა უმეტესად მტყუანი, იდიოტი,
ეგოისტი, ცრუ იმედით აღვსილი, ბრმად მორწმუნე და დაბ-
ნეული ხარ. ასე იწვა საავადმყოფოს საწოლში, მთელ განვლილ
ცხოვრებას ხელმეორედ გადახედა და საკუთარი გამოცდილები-
დან პატარ-პატარა მწარე გაკვეთილები ისწავლა. ცალ-ცალკე
ყოველი მათგანი ისეთი ცხადი და მარტივი მისახვედრი აღმოჩ-
ნდა, რომ გაუკვირდა, ნუთუ აქამდე არ ვიცოდიო, ერთად კი რა-
ღაც ქსოვილში იხლართებოდნენ, რომელიც წარსულიდან მო-
დიოდა და მომავალს უკავშირდებოდა. ჯორჯი დაფიქრდა, იქნებ
დადგა დრო, ჩემი ბედის ბატონ-პატრონი თავად გავხდეო, რად-
გან შინაგანად გრძნობდა, მისი ცხოვრება სულ ახალ გზას აირ-
ჩევდა, ოღონდ საით წაიყვანდა ეს გზა, ჯერ არ იცოდა.
და რას მიხვდა? ფილოსოფოსის აზრით, ალბათ ბევრს ვერა-
ფერს, მაგრამ უბრალო ადამიანისთვის – საკმარისს. რაკი
ცხოვრობდა, მთელი ამ ტრადიციების, გარემოცვის, ყველაფრის
განსჯის სურვილის და თავისი ძლიერი ემოციების გადამკიდე,
ყოველდღე ათასობით წვრილმანი არჩევანის წინაშე იდგა და
ვინაიდან იმასაც გრძნობდა, ბევრი არასასურველი შედეგის მი-
ზეზი თავადვე რომ იყო, მიხვდა, ცხოვრებაში იოლად არაფერი
მოდის. მიხვდა, რომ სხეულს უცნაური რამ სჭირდა, ხშირად იმ-
დენად გაუწონასწორებელი ხდებოდა, ასე ეგონა, საკუთარ სხე-
ულს არ ეკუთვნოდა და მაინც, ამქვეყნად ყველა სულიერის შვი-
ლად თუ ძმად მიიჩნევდა თავს. მიხვდა, მთელ სამყაროს ერთბა-
შად ვერ შთანთქავდა, მიხვდა, რომ საკუთარი შესაძლებლობე-
ბის ზღვარი უნდა დაედგინა და დადგენილს დასჯერებოდა. უკვე
კარგად იცოდა, ბევრი გადატანილი ტკივილის მიზეზი თავად

6
რომ იყო, რასაც, სავარაუდოდ, ვერ გაექცევი, როცა იზრდები.
და მით უმეტეს, როცა ადამიანი ასე ნელა იზრდები, ძალიან
მნიშვნელოვანია, მიხვდე იმას, რომ გრძნობებს არასოდეს არ
უნდა დაემონო.
ყველაზე ხშირად ის ურთულებდა ცხოვრებას, რომ ზედმეტი
კირკიტი უყვარდა. კარგი ბატონო, დღეიდან გამოსწორდება.
როგორმე საღი აზრი უნდა შეინარჩუნოს და ემოციები მოთო-
კოს, არც ერთი არ უნდა მიუშვას ნებაზე, თორემ შუაზე გაიხლი-
ჩება. მთავარია, მბრძანებელი გონება გახდეს, ნამდვილად ასე
აჯობებს, და თუ თავი ეტყვის: „მიდი!“, მაშინ ყველაფერს გულით
გააკეთებს.
აბა, რა დაემართა, ხომ გადაწყვეტილი ჰქონდა, ესტერს აღარ
შეხვედროდა. თავმა უბრძანა, აჯობებს, ყველაფერი ისე დამთავ-
რდეს, როგორც დამთავრდაო. მაგრამ ფეხი არ ჰქონდა ნიუ--
იორკში ჩადგმული, რომ გულმა სთხოვა, ესტერს დაურეკეო და
მანაც დაურეკა. შეხვდნენ და ყველაფერი როგორც უნდა გაგ-
რძელებულიყო, ისე გაგრძელდა.
მოკლედ, ჯორჯი ესტერს დაუბრუნდა – არადა თითქოს დარ-
წმუნებული იყო, ეს არ მოხდებოდა. მაგრამ მოხდა კიდეც და ძა-
ლიანაც ბედნიერად გრძნობდა თავს, რაც ამავე დროს უცნაური
ეჩვენებოდა. თითქოს არ უნდა ყოფილიყო ბედნიერი, როცა გო-
ნების ნაკარნახების წინააღმდეგ წავიდა, მაგრამ ბედნიერი იყო
და რა ექნა. სწორედ ამიტომ, უკანასკნელი შუქიც რომ მიილია
და აპრილის ღამე დადგა, რაფაზე იდაყვდაყრდნობილ, ფიქრებ-
ში წასულ ჯორჯს სინდისის ქენჯნამ შეუმჩნევლად შემოუტია.
წუხდა და თან უკვირდა, რამხელა უფსკრული ყოფდა მის სურ-
ვილს და მის მოქმედებას.

7
უკვე ოცდარვა წლისა იყო და იმდენი კი ესმოდა, რომ ყო-
ველთვის ვერ ახსნი საკუთარ საქციელს და ვერც წლების გან-
მავლობაში დაგროვილ ემოციებს მოისვრი ძველი ქუდივით თუ
გაცვეთილი ფეხსაცმელივით. ყოველ შემთხვევაში, ის არ იყო
პირველი, ვინც დილემის წინაშე აღმოჩნდა. ასეთი რამ ხომ
თვით ფილოსოფოსებსაც დამართნიათ? როგორ არა, და მერე
ბრძნული სიტყვებიც მიუძღვნიათ:
„სულელური თანამიმდევრობა“, – ამბობს ემერსონი, – „აფ-
რთხობს უმეცრებს“.
დიდი გოეთე შეეგუა უტყუარ ჭეშმარიტებას, რომ ადამიანი
თავისი მიზნისკენ სწორი გზით არ მიდის და კაცობრიობის გან-
ვითარება და პროგრესი ცხენზე ამხედრებული ნასვამი კაცის
ტორტმანს შეადარა.
მნიშვნელოვანი ალბათ ის კი არ იყო, რომ ნასვამი მხედარი
ძლივს იმაგრებდა უნაგირზე თავს, არამედ ის, რომ ცხენზე დაჯ-
დომა შეძლო და გინდაც ტორტმანით, მაინც მიუყვებოდა გზას.
ამ ფიქრებმა ჯორჯს სიამოვნება მოჰგვარა და სცადა, ცოტა
ხნით გაეხანგრძლივებინა, ოღონდ სრულ კმაყოფილებას გაუნე-
ლებელი დანაშაულის გრძნობა მაინც ოდნავ უქარწყლებდა.
ყოყმანობდა, ბოლომდე ვერ გაერკვია, რამდენად გამართლე-
ბული იყო, ესტერს რომ დაუბრუნდა – ვითომ ბრძნული ნაბიჯი
იყო? ან იქნებ ბრიყვული?.. ნასვამი მხედარი სულ ასე ხომ არ
იტორტმანებს უნაგირზე?
ესტერმა ჩიტივით მოულოდნელად და სწრაფად გაიღვიძა.
ზურგზე იწვა და ფართოდ გახელილი თვალები ჭერისთვის მიეპ-
ყრო. როგორც კი თავისი სხეული შეიგრძნო, გამოფხიზლდა და
წამში უკვე ყველაფრისთვის მზად იყო.

8
მაშინვე ჯორჯი გაახსენდა. მისთვის ჯორჯთან შერიგება სიყ-
ვარულის ხელახალი აღმოჩენა იყო და ისიც ახალისებდა, რომ
ყველაფერი ახლებურად წარიმართებოდა. ერთად შეაკოწიწეს
წარსულის ნამსხვრევები, სიყვარულით და მონდომებით, და
ისევ ისეთი ბედნიერები იყვნენ, როგორც ჯორჯის წასვლამდე.
ჯორჯს საბოლოოდ გადაუარა სიგიჟემ, ლამის ორივე რომ იმ-
სხვერპლა. ესტერი ამჩნევდა, რომ მართალია, ახირებები და
გუნება-განწყობის მოულოდნელი ცვლა კვლავაც შემოუტევდა
ხოლმე, მაგრამ ოთახში შეშლილივით რომ ბორგავდა და კე-
დელს მუშტებს უშენდა, სანამ თითის სახსრები არ დაუსისხლი-
ანდებოდა, ეს აშკარად წარსულს ჩაბარდა. რაც დაბრუნდა, ბევ-
რად უფრო დაწყნარებული და თავის თავში დარწმუნებული ჩან-
და და რასაც აკეთებდა, თითქოს ყველაფერს მისდამი სიყვარუ-
ლის გამო აკეთებდა. ესტერი ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფი-
ლა. ცხოვრება მშვენიერი იყო.
ფანჯრის მიღმა, პარკ-ავენიუს ტროტუარებზე ხალხი ამოძ-
რავდა, ქალაქის ქუჩები კვლავ შეივსო და გადაიჭედა. საწოლის
გვერდით, მაგიდაზე, მაღვიძარა ხალისიანად თვლიდა დროის
პულსს, თითქოს პატარა ბავშვივით წარმოსახული დროსტარე-
ბისკენ მიეჩქარებოდა, კედლის საათმა კი მშვიდად, აუღელვებ-
ლად და საზეიმოდ ჩამოკრა. დილის სინათლემ ოთახში ყველა
ნივთი გააჩახჩახა და ამ დროს გულმა უთხრა: „აბა, დროა“.
ნორამ ყავა და ცხელი ფუნთუშები რომ მიართვა, ესტერი გა-
ზეთს კითხულობდა. თეატრის ქრონიკას გადახედა, აინტერესებ-
და, ვინ მონაწილეობდა ახალ გერმანულ პიესაში, მოყვარულთა
თეატრი შემოდგომაზე რომ აპირებდა დადგმას და აი, რა
წაიკითხა: „მის ესტერ ჯეკი მოწვეულია სპექტაკლის მხატვრად“.
გაეცინა, იმიტომ, რომ „მისად“ მოიხსენიეს და იმწამსვე მისი

9
შეძრწუნებული სახე დაუდგა თვალწინ, ამ სიტყვებს რომ
წაიკითხავდა, გაახსენდა ჯორჯის გამომეტყველება, როცა ერ-
თხელ მკერავს მისი ცოლი ეგონა, თანაც საკუთარი სახელის გა-
ზეთში მოხვედრაც ესიამოვნა – „მის ესტერ ჯეკს თავისმა ნამუ-
შევარმა თანამედროვე თეატრის მხატვრის საყოველთაო
აღიარება მოუტანა“.
კმაყოფილი ესტერი ძალიან ბედნიერად და ლაღად გრძნობ-
და თავს, გაზეთი ჩანთაში ჩაიდო, სადაც კიდევ სხვა გაზეთები-
დან ამოჭრილი სტატიები ჰქონდა გადანახული და, ჩვეულებისა-
მებრ, ჯორჯთან შესახვედრად მეთორმეტე ქუჩისკენ გაემართა.
გაზეთი რომ მიაწოდა, თვითონ პირისპირ დაუჯდა, უნდოდა, სა-
ხეში ეცქირა, როცა წაიკითხავდა. ზეპირად ახსოვდა ყველა სიტ-
ყვა, რაც მის ხელოვნებაზე ითქვა:
„დახვეწილი, მუდამ მაძიებელი, უპრეტენზიო, ცოტა გეს-
ლიანი და მწარე იუმორი ახასიათებს...“
„ბებერ კაცს, მისი ოსტატურად და თავდაჯერებულად შემო-
თავაზებული ახირებების შემხედვარეს, თვალები სიხარულით
ამიციმციმდა. ამ ვითომდა გადატვირთული სეზონის ვერც ერთი
დრამატიზით სავსე, მაგრამ არაფრის მთქმელი დადგმა მასთან
ახლოსაც ვერ მივა...“
„უჩვეულოდ ლაღი დეკორაციები კვლავაც მაღალი პროფე-
სიონალიზმითაა შესრულებული, რაც მოულოდნელი არ უნდა
იყოს მათთვის, ვინც იცის, როგორ თავდაუზოგავად ემსახურება
ის ხანდახან მეტისმეტად უმადურ ქალბატონს – სცენას...“
„შესანიშნავად გვიბნევს თავგზას კომიკური და მომნუსხვე-
ლად ეშმაკური, თითქოს პაროდიული დეკორაციებით, და არ ვი-
ცი, საჭიროა თუ არა, დავამატო ან მოგიბოდიშოთ ამ სიტყვების-
თვის – ეს თავისი საქმის საუკეთესო მცოდნე...“

10
ჯორჯს სიძულვილისგან ტუჩები ებრიცებოდა, როცა დაცინ-
ვით იმეორებდა ამოგლეჯილ ფრაზებს, მისი შემხედვარე ესტერი
კი სიცილს ძლივს იკავებდა.
– „მომნუსხველად ეშმაკური!“ არ არის ახლა ეს შესანიშნა-
ვად ნათქვამი? – ამბობდა ჯორჯი პრანჭვა-გრეხით, – „ბებერ
კაცს თვალები სიხარულით ამიციმციმდა!“ ვითომ რატომ, შე პა-
ტარა ნაბიჭვარო!.. „ხანდახან მეტისმეტად უმადურ ქალბატონს!“
გესმით თქვენ?! „საჭიროა თუ არა, დავამატო...“ ცუდად ვარ,
ძვირფასო, ნიორი ხომ არ გამოგიყოლებია?
გაღიზიანებულმა გაზეთები მოისროლა და ესტერს ისე დამ-
ცინავად შეხედა, თვალების გარშემო კანი დაუნაოჭდა.
– კარგი, – თქვა ჯორჯმა, – ამით უნდა გავძღე თუ შიმშილით
მოვკვდე, სანამ შენ სისულელეებით ერთობი?
ესტერმა თავი ვეღარ შეიკავა და ისტერიული სიცილი აუვარ-
და.
– მე რა შუაში ვარ! – ძლივს ამოთქვა, – მე ხომ არ დამიწე-
რია! ასე წერენ და რა ვქნა! მართლა საშინელებაა, არა?
– კი, და ვითომ შენ ეს გაღიზიანებს? მგონი, ძალიანაც მოგ-
წონს. ზიხარ აქ, ტუჩებს ილოკავ სიამოვნებით და ჩუმად ტკბები,
როცა მიყურებ, როგორ ვკვდები შიმშილით. იცით, ქალბატონო,
გუშინდლიდან ლუკმა არ ჩამიდვია პირში. ოდესმე მეღირსება
საჭმელი? იქნებ თქვენი ოსტატობა ამჯერად ბიფშტექსზე გამო-
გეყენებინათ?
– გამოვიყენებ, ბიფშტექსი გინდა?
– შეძლებ, ბებერ კაცს, ხახვში მოშუშული დაბეგვილი ხორ-
ცის შემხედვარეს, თვალები სიხარულით აუციმციმო?
– შევძლებ.

11
ჯორჯი მიუახლოვდა და ხელები მოხვია, სიყვარულით და
სურვილით სავსე თვალებით მიაშტერდა.
– გამიკეთებ რამე ძალიან დახვეწილს, ორიგინალურს და
დამამშვიდებელს?
– რასაც მოისურვებ, ყველაფერს გაგიკეთებ.
– რატომ?
ეს უკვე რაღაც ჩვევად ექცა ორივეს, ყველა კითხვას და პა-
სუხს უნდა გამოჰკიდებოდნენ, უხაროდათ ერთმანეთის პირიდან
ნაცნობი სიტყვების მოსმენა.
– იმიტომ, რომ მიყვარხარ. იმიტომ, რომ მინდა მიყვარდე და
საჭმელი მოგიმზადო.
– დარწმუნებული ხარ, რომ კარგი გამოგივა?
– ისეთი კარგი იქნება, საქებარ სიტყვებს ვერ იპოვი, – ამ-
ბობდა ესტერი, – კარგი იქნება, იმიტომ, რომ მე ვარ კარგი და
ლამაზი და იმიტომ, რომ ყველაფერს ყველა ქალზე უკეთ ვაკე-
თებ, ვინც შენ აქამდე გცნობია და კიდევ იმიტომ, რომ მთელი
გულით და სულით მიყვარხარ და შენი ნაწილი მინდა ვიყო.
– და მთელ ამ სიყვარულს კერძში ჩადებ?
– ყველა ნამცეცში ჩავდებ. ისე დაგანაყრებ, როგორც არას-
დროს. სასწაულს მოვახდენ, იმდენს ვიზამ, სულ უფრო და უფრო
უკეთესს და მდიდარს გაგხდი. ამას ვერასოდეს დაივიწყებ. ეს
ნამდვილი დიდება და ტრიუმფი იქნება.
– გამოდის, ისეთ რამეს მომიმზადებ, რაც არასოდეს არავის
არ უჭამია.
– დიახაც ისეთს.
და ეს სიმართლე იყო. ასეთი რამ მართლაც არასოდეს მომ-
ხდარა, ვიდრე აპრილი ერთხელ კიდევ არ დადგა.

12
მოკლედ, ჯორჯი და ესტერი ისევ ერთად იყვნენ. მაგრამ ყვე-
ლაფერი ძველებურად მაინც არ იყო და ეს გარეგნულადაც შეიმ-
ჩნეოდა. ამიერიდან საერთო ნაქირავები ბინა აღარ ექნებოდათ.
ნიუ-იორკში დაბრუნებულმა ჯორჯმა პირველსავე დღეს უარი გა-
ნაცხადა, უევერლი-ფლეისზე დაბრუნებულიყო, სადაც ადრე
ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ და ერთმანეთს ესიყვარულებოდ-
ნენ. ამჯერად მეთორმეტე ქუჩაზე აიღო ორი დიდი ოთახი, მთელ
მეორე სართულს რომ იკავებდა და თუ გასაწევ კარს გახსნიდი,
ერთ უზარმაზარ დარბაზად აქცევდი. პაწაწინა სამზარეულოც
ჰქონდა, ზუსტად იმხელა, კაცს მოტრიალება მოეხერხებინა. სა-
ერთოდ, ამ ბინაში ყველაფერი აკმაყოფილებდა, სივრცეც მოს-
წონდა და ლაღადაც გრძნობდა თავს. აქ ესტერს შეეძლო, როცა
მოესურვებოდა, მოსულიყო და როცა მოესურვებოდა, წასული-
ყო; აქ შეეძლოთ, მარტო ყოფილიყვნენ, რამდენ ხანსაც უნდო-
დათ; აქ შეეძლოთ, თავდავიწყებას მისცემოდნენ.
ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ბინა მას ეკუთვნოდა და არა
მათ და აქედან გამომდინარე, ჯორჯის და ესტერის განახლე-
ბულმა ურთიერთობამ სხვა დონეზე გადაინაცვლა. ჯორჯმა მტკი-
ცედ გადაწყვიტა, ამიერიდან ცხოვრება და სიყვარული ერთმა-
ნეთისგან გაემიჯნა. ესტერს საკუთარი წრე ჰყავდა, მდიდარი მე-
გობრების წრე, თავისი თეატრალური სამყარო, რომლის ნაწი-
ლად ყოფნას ჯორჯი არ ისურვებდა, მისი ცხოვრება მწერლობა
იყო და მარტოს უნდა ეწია ჭაპანი. სიყვარულს თავის ადგილს
მიუჩენდა და საკუთარი ცხოვრების და საკუთარი გულისთქმის
ბატონ-პატრონი გახდებოდა.
და ესტერი წავა ამ დათმობაზე? იკმარებს მის სიყვარულს და
მისცემს ნებას, იცხოვროს და იმუშაოს თავისუფლად? როდესაც
უთხრა, ასე უნდა იყოსო, დაეთანხმა, თითქოს გაუგო. მაგრამ

13
შეასრულებს სიტყვას? შეუძლია ქალის ბუნებას, დასჯერდეს
იმას, რასაც კაცი აძლევს და არ მოინდომოს, რასაც ის ვერ მის-
ცემს? ეჭვისთვის ჯორჯს უკვე ჰქონდა პატარ-პატარა და ავის მო-
მასწავებელი მიზეზები.
ერთ დილას მის სანახავად მოსულ ესტერს, ძალიან ხალი-
სიანი და იუმორით აღსავსე ქუჩაში მომხდარ რაღაც სასაცილო
ამბავს რომ უყვებოდა, მოულოდნელად სახე მოეღუშა და შეშ-
ფოთებულმა ჰკითხა:
– ჯორჯ, ხომ ნამდვილად გიყვარვარ?
– მიყვარხარ, და შენ ეს მშვენივრად იცი.
– არასოდეს აღარ მიმატოვო, – სულს ვერ ითქვამდა, ისე
ლაპარაკობდა, – ხომ სულ გეყვარები?
ესტერის გუნებ-განწყობის ასეთმა სწრაფმა შეცვლამ და გუ-
ლუბრყვილო რწმენამ, ვიღაცამ ვიღაცას შეიძლება რამე სამა-
რადისოდ აღუთქვასო, ჯორჯი ძალიან გაახალისა და გაიცინა.
ესტერმა მოუთმენლად აიქნია ხელი.
– ნუ იცინი, ჯორჯ, უნდა ვიცოდე, მითხარი, სიკვდილამდე
გეყვარები?
ჯორჯს ეს ჩაციება აღარ ესიამოვნა, ვერც ის წარმოედგინა,
რა შეიძლებოდა ეპასუხა. წამოდგა, წამით უაზროდ მიაჩერდა
და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა. ერთი-ორჯერ შეჩერ-
და, თითქოს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ მიხვდა, არც ისე ადვი-
ლი სათქმელი იქნებოდა, რის თქმაც უნდოდა და ისევ განაგრძო
ნერვიულად ბოლთის ცემა.
ესტერი თვალს არ აშორებდა. ჯორჯს ყოველთვის თვალებში
ეწერა, რასაც გრძნობდა, მხიარულება გაბრაზებაში გადაეზარ-
და და უკვე მღელვარება დაეტყო.

14
„ახლა რაღა შემეშალა?“ – ფიქრობდა ესტერი, – „ღმერთო,
ასეთი არავინ შემხვედრია! ვერ გაიგებ, რას უნდა ელოდო მის-
გან. მარტივი კითხვა დავუსვი, ეს იყო და ეს, და რა დღეში ჩა-
ვარდა! ისე, მაინც უკეთ იქცევა. ადრე გადაირეოდა და რას არ
მიწოდებდა. ახლა თავის თავს ჭამს, უბრალოდ, არ ვიცი, რას
ფიქრობს. შეხედეთ ერთი – გალიაში გამომწყვდეული ცხოვე-
ლივით არ დაძრწის, ნამდვილი აღგზნებული, თავისი ფიქრებით
მოცული მაიმუნი!“
რაც მართალია, მართალია, როცა ჯორჯი მეტისმეტად ღე-
ლავდა, მაიმუნს ემსგავსებოდა ხოლმე. ჩაფსკვნილი კაცი იყო,
განიერი ბეჭები ჰქონდა, ოდნავ წელში მოხრილი დადიოდა,
ლამის მუხლებამდე ჩამოგრძელებული მკლავები მხრებზე დას-
თრევდა, ბრტყელი თითები მსხვილ მტევნებზე მაიმუნის თათებს
მიუგავდა. თავი, მყარად რომ იდო მოკლე კისერზე, თითქოს ხე-
ლი ჰკრესო, სულ წინ გადახრილი დაჰქონდა, იფიქრებდი, ან
რაღაცას ეპარება, ან წელში უნდა მოიხაროსო. რაც იყო, იმაზე
დაბალი ჩანდა, არადა საშუალო სიმაღლეზე ერთი-ორი დუიმით
მაღალიც კი იქნებოდა – დაახლოებით მეტრი და სამოცდაცამე-
ტი ან სამოცდათხუთმეტი, ფეხები სხეულთან შედარებით
მთლად პროპორციული არ ჰქონდა და ვერც სახის ნაკვთებით
დაიკვეხნიდა – პაჭუა ცხვირი, ხშირი წარბების ქვეშ ღრმად ჩას-
მული თვალები, საკმაოდ დაბალი შუბლი, თმა ლამის წარბები-
დან ეწყებოდა. და როცა ან აღელვებული იყო, ან რაღაცით ძა-
ლიან დაინტერესებული, ქვემოდან იცოდა დაჟინებით ყურება,
წინ გადახრილ თავს სხეული უკან მისდევდა და მაშინ ადამიანის
მსგავსი მაიმუნისგან მართლაც ვერ განასხვავებდი. ამიტომ
ეძახდნენ ალბათ მეგობრებიც „მაიმუნს“.

15
ერთი-ორი წუთი ესტერი თვალს არ აშორებდა, იმედგაც-
რუებული და გულნატკენი იყო, პასუხი რომ არ აღირსეს. ჯორჯი
ფანჯარასთან შეჩერდა, იდგა და გარეთ იყურებოდა, ესტერი
მიუახლოვდა და ნაზად მოხვია ხელი. საფეთქელზე შებერილი
ვენა რომ შენიშნა, მიხვდა, ლაპარაკს აზრი არ ექნებოდა.
მოპირდაპირე სახლთან, თავიანთი პროფკავშირის განყოფი-
ლების წინ, ებრაელი თერძები გამოფენილიყვნენ ქუჩაში, ფერ-
წამხდრები, ჭუჭყიანები, ერთიანად გაზუნტლულები. ძალიან
ენერგიულები კი ჩანდნენ, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, ხელებ-
საც იშველიებდნენ, ბრაზმორეულები ჯერ რბილად აწნიდნენ სი-
ლას ერთმანეთს და ჩუმად, თითქოს ამოთქმა უჭირდათ,
იმეორებდნენ: „არა! არა! არა!“ მერე, მართალია მაინც იღიმოდ-
ნენ, მაგრამ უკვე საკმაოდ გაცეცხლებულებს, ეტყობა, ჩხუბის
საღერღელი აეშალათ, აყვირდნენ და უფრო გამეტებით უტყაპუ-
ნებდნენ ერთმანეთს. ზოგი იგინებოდა, ზოგი იცინოდა, რამდე-
ნიმე კი ჩუმად იდგა მოშორებით, მარტო იბღვირებოდა და ბოღ-
მას გულში იკლავდა.
ამასობაში ახალგაზრდა ირლანდიელი პოლიციელები გა-
მოჩნდნენ. რატომღაც მოსყიდულებს თუ კორუმპირებულებს
ჰგავდნენ. ბოროტი, უაზრო გამომეტყველება ჰქონდათ და თან
ძალიან ამაყად ეჭირათ თავი. საღეჭ რეზინს იცოხნებოდნენ,
უხეშ ყბებს გაუჩერებლად ამოძრავებდნენ და ასე მიიკვლევდნენ
გზას:
– გეყოფათ! გეყოფათ! – ყვიროდნენ, – აქ ნუ შეგროვდებით!
ავტომობილები ისეთი ხმაურით მოძრაობდნენ, გეგონებოდა,
აქა-იქ ჭურვები ფეთქდებაო. ტროტუარებზე ხალხი მშვიდად და-
დიოდა. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ჯორჯსდა ესტერს
ადრე არასოდეს უნახავთ და ამავე დროს, ის ადამიანები, რო-

16
მელთაც ყოველდღე ხვდებოდნენ: ყოველთვის განსხვავებულე-
ბი, არადა არასოდეს არ იცვლებოდნენ; ცხოვრების ამოუცნობი
საწყისიდან მოედინებოდნენ უსასრულოდ, უწყვეტად, მარა-
დიული განმეორებების ერთფეროვნებით. ერთ-ერთს სათვალე
ეკეთა, მკაცრი გამომეტყველება და უხეში პირი ჰქონდა; მეორეს
– დიდი ცხვირი და ვირთხასავით წვრილი სახე; მესამეს – პუტ-
კუნა და მომჩვარული; სქელი შეღებილი ტუჩებით დამცინავად
იღიმოდა, ნესტოების გარშემო ცხიმი დაჰგროვებოდა. როცა ეს
ადამიანები იცინოდნენ, არავითარი სითბო ან სიხარული არ იგ-
რძნობოდა: ხმამაღლა იცინოდნენ, უხეშად, ყურისწამღებად და
ისტერიულად, თითქოს მთელი სამყაროს ყურადღებას ითხოვ-
დნენ.
ქუჩაში ბავშვები თამაშობდნენ. ჯან-ღონით სავსენი, დაუნ-
დობლები და უხეშები, ალბათ უფროსებს ბაძავდნენ და ეჯიბრე-
ბოდნენ ლაპარაკსა და სიჯიუტეში. ერთმანეთს ებღლარძუნე-
ბოდნენ და სუსტებს ჩაგრავდნენ. პოლიციელებმა ხმაურიანი ებ-
რაელები იქაურობას მოაცილეს. ცა იყო ცისფერი, ახალგაზრდა,
უღრუბლო და სიცოცხლით სავსე; ხეები იკვირტებოდნენ; მზემ
უმანკო და თამამი სხივი მოჰფინა ქუჩას და იქ მყოფებს.
ესტერი უყურებდა, როგორ მოეღუშა სახე ამ ყველაფრის შემ-
ხედვარე ჯორჯს. თითქოს უნდოდა მისთვის ეთქვა, ადამიანები
ველურები, უტვინოები და ულმობლები ვართ, თავგზაარეულე-
ბი, დაბნეულები და შეშინებულები უაზროდ დავეხეტებით ლამაზ
სამყაროში, ვსუნთქავთ ჯანსაღ ჰაერს და ვნებივრობთ დილის
სინათლეში, ვერაფერს ვამჩნევთ, რადგან გულის სიღრმეში
მკვლელები ვართო.
მაგრამ ჯორჯს არაფერი უთქვამს. უბრალოდ, მოსწყინდა ქუ-
ჩაში ყურება და ფანჯარას მოსცილდა.

17
– ესაა მარადისობა, – თქვა, – შენი მარადისობა.

18
თავი მეორე

პირველი ნაბიჯი დიდებისკენ

ასეთი ბედნიერი ჯორჯი არასდროს ყოფილა, თუმცა დანა-


შაულის გრძნობა კარგ გუნებაზე მყოფსაც ხშირად შეაწრიალებ-
და ხოლმე. ნამდვილად ძალიან ბედნიერი იყო და ტკბებოდა თა-
ვისი ბედნიერებით. ძველმა სიგიჟემ სულ გადაუარა და კარგა
ხანია, საუცხოო განწყობაზე გახლდათ, რადგან უკვე ღრმად იყო
დარწმუნებული, როგორც იქნა, ჩემი ბედის ბატონ-პატრონი გავ-
ხდიო. ჯერ კიდევ სულ ბავშვი იყო, როცა ობოლივით შეიფარეს
ლიბია-ჰილში ნათესავმა ჯოინერებმა და იმ დროიდან ოცნებობ-
და, ერთ მშვენიერ დღეს ნიუ-იორკში რომ იპოვიდა სიყვარულს
და დიდებას და ბედსაც ეწეოდა. უკვე რამდენიმე წელი სრულდე-
ბოდა, რაც ნიუ-იორკში ცხოვრობდა, სადაც უკვე გაშინაურდა და
სიყვარულსაც ეზიარა; ახლა მტკიცედ სწამდა, დიდების და სიმ-
დიდრის მოსაპოვებლად აღარაფერი აკლდა.
ყველაზე სანუკვარი ოცნების ახდენის მოლოდინი ნების-
მიერისთვის ამაღელვებელი და სასიხარულოა და ამ მხრივ
ჯორჯიც ბედნიერი გახლდათ. და, სხვებივით, ისიც მიიჩნევდა,
რომ მხოლოდ საკუთარი დამსახურება იყო, საქმე კარგად რომ
წაუვიდა. ვერც იღბალს, ვერც შემთხვევას ან მოვლენების ბრმა
განვითარებას ვერ დააბრალებდა წარმატებას. მხოლოდ მის-
თვის დამახასიათებელი ღირსებების – თავდაჯერების და თვით-
კმაყოფილების მადლიერი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ჯორჯის

19
გარდასახვაში ყველაზე დიდი როლი მაინც ბედნიერმა შემთხვე-
ვამ ითამაშა, რადგან ძალიან, ძალიან უჩვეულო რამ მოხდა.
რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო ნიუ-იორკში, როცა მე-
ტისმეტად აღელვებულმა ლიტერატურულმა აგენტმა, ლულუ
სკადერმა დაურეკა. თურმე ჯორჯის ხელნაწერით გამომცემლო-
ბა „ჯეიმზ როდნი და კომპანია“ დაინტერესებულა და ამ უდიდესი
გამომცემლობის სახელგანთქმულ რედაქტორს, ფოქსჰოლ ედ-
ვარდს მასთან გასაუბრება სურდა. რასაკვირველია, წინასწარ
არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ ხომ ყოველთვის ჯობს, პუ-
რი მანამ ჩააკრა, სანამ თონე ცხელია? არ ჯობდა, ახლავე წასუ-
ლიყო ედვარდსთან შესახვედრად?
რა შტერია, ასე რომ გაუხარდა, ფიქრობდა გზადაგზა ჯორჯი,
სავარაუდოდ, ამ ამბიდან არაფერი გამოვა. განა ერთხელ უკვე
არ მიუბრუნეს ხელნაწერი? გამომცემელმა გამოუცხადა, მე ამას
რომანს ვერ დავარქმევო. იმ კაცმა ისიც კი დაწერა – ჯორჯს სა-
მუდამოდ აღებეჭდა გონებაში დამწუნებლის სიტყვები – „რომა-
ნის ფორმა თქვენს შესაძლებლობებს აშკარად არ შეესაბამება“.
და ახლა იმავე ხელნაწერზე იყო საუბარი. არც ერთი წინადადე-
ბა არ შეუცვლია, არც ერთი სიტყვა არ ამოუღია ესტერის და მის
ლულუს გადაკვრით ნათქვამის მიუხედავად, რომ მეტისმეტი სი-
დიდის გამო, ამ რომანს ვერც ერთი გამომცემელი ვერ მოჰკი-
დებდა ხელს. გაჯიუტდა, არ უნდოდა, რამე შეეცვალა – ან რო-
გორიც არის, ისეთი დაიბეჭდება, ან საერთოდ არ დაიბეჭდებაო.
დაუტოვა ხელნაწერი ლულუს და თვითონ ევროპაში გაემგზავრა
ღრმად დარწმუნებული, რომ ლულუ ამაოდ ეცდებოდა, გამომ-
ცემელი ეპოვა.
სანამ წასული იყო, ხელნაწერზე ფიქრიც კი გულს ურევდა,
აღარ უნდოდა გაეხსენებინა ამდენი წლის შრომა, უძილო ღა-

20
მეები და დიდი იმედები, მთელი ეს ხანი რომ ასულდგმულებდა;
ცდილობდა, თავიდან ამოეგდო, იმიტომ, რომ დარწმუნებული
იყო, რომანი ვერ გამოუვიდა, ვერც თვითონ ივარგა და მთელი
ეს მისი ამბიცია და ოცნებები მხოლოდ და მხოლოდ უნიჭო და
პრეტენზიული ესთეტის ილუზია იყო. ალბათ მეც გამოყენებითი
ხელოვნების სკოლის ისეთივე უვარგისი მასწავლებელი ვარ,
როგორც ყველა სხვა დანარჩენიო, ფიქრობდა ჯორჯი და ბედს
შეგუებული, შვებულება დაუმთავრდებოდა თუ არა, ისევ იქ დაბ-
რუნდებოდა, საიდანაც გამოიქცა. დაბრუნდებოდა იქ, სადაც
გაუთავებლად ლაპარაკობდნენ დიდ წიგნებზე, რომელსაც ვი-
თომ წერდნენ ან აპირებდნენ დაეწერათ, რადგან ყველანი ერ-
თნაირად ცდილობდნენ, გაჰქცეოდნენ ყოველდღიურ მოსაწყენ
გაკვეთილებს, საშინაო დავალებების სწორებას, შეფასებას და
უიმედო მცდელობას, მოსწავლეების დახშულ გონებაში რაიმე
გაეღვიძებინათ. თითქმის ცხრა თვე დარჩა ევროპაში და მთელი
ამ ხნის მანძილზე მის ლულუსგან ერთი სიტყვაც არ გაუგია. უკვე
შეეგუა კიდეც იმ აზრს, რომ მისი ყველაზე შავბნელი წინასწარ-
მეტყველება ასრულდებოდა.
ახლა კი ლულუმ უთხრა, „როდნის“ ხალხი დააინტერესეო.
ისე, დიდად არ უჩქარიათ. და საერთოდ, „დაინტერესებაში“ რას
გულისხმობენ? სავარაუდოდ, ეტყვიან, უნიჭო ნამდვილად არ
ყოფილხართო და თუ რომანს მეტი გულისყურით მოეკიდებით,
ოდესმე გამოსაცემად მზად იქნებაო. სხვებისგან სმენოდა, ხან-
დახან გამომცემლები ჭკუას ხმარობენ და ახალბედა ავტორს
წლობით თავგზას უბნევენ, უწუნებენ და უწუნებენ წიგნებს, დრო-
დადრო კი წაახალისებენ, სულ რომ არ დაკარგოს იმედი და აჯე-
რებენ, თითქოს დიდი მომავალი აქვს და დაწუნებული წიგნის
შემდეგაც არ უნდა შეწყვიტოს წერა, ვიდრე „თავის თავს არ იპო-

21
ვის“. მოიცა, აჩვენებს, რომ ის ადვილად გასასულელებელი კა-
ცი არაა! თვალსაც არ დაახამხამებს, იმედგაცრუება რომ არ შე-
ამჩნიონ და არც არაფერს შეჰპირდება!
იმ დილით საგზაო პოლიციელს უცნაური ახალგაზრდა კაცი
რომ შეენიშნა „ჯეიმზ როდნი და კომპანის“ ოფისის წინ, ვერ მიხ-
ვდებოდა, როგორ ძლიერ უჭირდა იმ ახალგაზრდა კაცს
მხნეობის მოკრება გასაუბრების წინ. საერთოდ თუ შენიშნავდა
იმ კაცს პოლიციელი, ალბათ უნდობლად შეათვალიერებდა მას
და დაფიქრდებოდა, ხომ არ აჯობებდა, რამე ეღონა დანაშაულის
თავიდან ასაცილებლად, ან, იქნებ, სანამ სასწრაფო დახმარების
მანქანა გამოსაკვლევად ბელვიუს კლინიკაში წაიყვანდა, დრო-
ის გასაყვანად საუბარი გაება მასთან.
იმიტომ, რომ ახალგაზრდა კაცი სწრაფი და არეული ნაბიჯით
მიუახლოვდა შენობას, დაბღვერილი, მკაცრად მომუწული ტუჩე-
ბით, ქუჩა გადაკვეთა და ის იყო ფეხი უნდა შეედგა გამომცემ-
ლობის წინ ტროტუარზე, რომ წაიბორძიკა, შეჩერდა და ირ-
გვლივ მიმოიხედა, თითქოს არ იცოდა, რა ექნა და მერე, აშკა-
რად დაბნეულმა, ძლივს მოახერხა, ნაბიჯი გადაედგა. ეტყობო-
და, არ იყო თავის თავში დარწმუნებული; ფეხები მის ნებას უხა-
ლისოდ ემორჩილებოდნენ. უცებ ადგილს მოსწყდა, მერე გა-
ჩერდა, მერე ისევ აუჩქარა ნაბიჯს და კართან მისული დაბნეული
გაქვავდა. ერთი წამით კარს გაუშტერა თვალი, მუშტებს კუმშავ-
და და ადუნებდა, მერე უნდობლად მიმოიხედა, თითქოს ეგონა,
ვიღაც უთვალთვალებდა. ბოლოს თავდაჯერებულმა მხრები
შეიბერტყა, ღრმად ჩაიყო შარვლის ჯიბეებში ხელები, მიტრიალ-
და და კარს გვერდი აუარა.
უკვე ნელა მიაბიჯებდა, პირი კიდევ უფრო მაგრად ჰქონდა
მოკუმული, თავი წინ წაეხარა, გეგონება, რაღაც მიზანში

22
ამოეღო და მისკენ მიიწევდა. მაგრამ გამომცემლობის შესას-
ვლელში, წიგნებით გადავსებულ ვიტრინებს რომ გაუსწორდა,
ჩუმად გააპარა თვალი, თითქოს ჯაშუშივით, უნდოდა გაეგო, რა
ხდებოდა გამომცემლობაში, ისე, რომ გამვლელებს ეჭვი არ
აეღოთ. ქუჩის ბოლომდე ჩავიდა, გაჩერდა, უკან დაბრუნდა და
როცა გამომცემლობას გაუსწორდა, ისევ გააპარა თვალი,
ოღონდ სახე არ მიუბრუნებია. ამ უცნაურ მანევრს თხუთმეტი თუ
ოცი წუთი იმეორებდა და ყოველ ჯერზე, როცა კი შესასვლელს
უახლოვდებოდა, ყოყმანობდა, თითქოს ის იყო უნდა შესულიყო,
მაგრამ მოულოდნელად გზას აგრძელებდა.
ბოლოს და ბოლოს, უკვე მეთხუთმეტედ რომ მიაღწია შესას-
ვლელს, კარის სახელურს ჩაებღაუჭა, მაგრამ გველნაკბენივით
სწრაფად გაუშვა ხელი. ტროტუარზე დადგა და გამომცემლობის
შენობას დაუწყო თვალიერება. ასე იდგა რამდენიმე წუთი, უხა-
ლისოდ იცვლიდა ფეხს და მაღალ სართულებს შეჰყურებდა, გე-
გონებოდა, რაღაც ნიშანს ელოდა. მერე, მოულოდნელად, ყბის
კუნთები დაეჭიმა, ქვედა ტუჩი წინ გამოსწია, ეტყობოდა, გადაწ-
ყვეტილება მიიღო, ელვის სისწრაფით გადაკვეთა ტროტუარი,
კარი ლამის მოგლიჯა და შენობაში გაუჩინარდა.
ერთი საათის შემდეგ ის პოლიციელი კიდევ სადარაჯოზე
რომ მდგარიყო, გამომცემლობიდან გამოსული ახალგაზრდა
კაცის უჩვეულო ქცევა უეჭველად ისევ შეაფიქრიანებდა და სა-
გონებელში ჩააგდებდა. კაცი ნელი ნაბიჯით გამოვიდა, თითქოს
არ იცოდა, საით მიდიოდა, გაოგნებული სახე ჰქონდა, ხელები
მომჩვარულივით ეკიდა და ცალი ხელით დაკუჭულ ყვითელ
ფურცელს მიაფრიალებდა. „ჯეიმზ როდნი და კომპანიიდან“ გა-
მოსული ახალგაზრდა კაცი გეგონებოდა, ტრანსში იყო. დაქოქი-
ლივით მიდიოდა, ნელა და უმიზნოდ, სახეზე ისევ გაოგნებული

23
გამომეტყველება ედო, მერე მიტრიალდა და ჩრდილოეთით, და-
სახლებული კვარტლებისკენ დააღერა თავი.
გვიანი შუადღე იქნებოდა, ჩრდილები სწრაფად იხრებოდნენ
აღმოსავლეთისკენ, როცა სადღაც ბრონქსის ჯურღმულებში
ჯორჯ ვებერი საბოლოოდ მოეგო გონს. აზრზე არ იყო, იქ რო-
გორ მოხვდა. მხოლოდ ის ახსოვდა, რომ მოულოდნელად სა-
შინლად მოშივდა, გაჩერდა, ირგვლივ მიმოიხედა და მიხვდა,
სადაც მიეყვანა ფეხებს. გაოგნებული გამომეტყველება უნდობ-
ლობამ შეცვალა და თან ისე იღიმებოდა, პირი ყურებამდე გა-
ხეოდა. მერე დაკუჭულ სიფრიფანა ყვითელ ფურცელს ნაზად გა-
დაუსვა ხელი, გაასწორა და ყურადღებით დაიწყო კითხვა.
ხუთასი დოლარის ჩეკი იყო. მისი რომანი მიიღეს და ავანსიც
გადაუხადეს.
ასეთი გახარებული ჯორჯი ჯერ არასდროს ყოფილა. რო-
გორც იქნა, მის კარზეც მოაკაკუნა დიდებამ და ისე საამურად
ეპირფერებოდა, კინაღამ ჭკუიდან გადაცდა. მომდევნო კვირები
და თვეები სასიამოვნო მოლოდინით იყო აღსავსე. წიგნი შე-
მოდგომამდე უნდა გამოსულიყო, მაგრამ მანამდე ბევრი რამ
იყო გასაკეთებელი. ფოქსჰოლ ედვარდსმა რაღაც-რაღაცები
შესთავაზა, ხელნაწერი შესამოკლებელი და გასასწორებელი
იყო და მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯმა თავდაპირველად უარი
განაცხადა, საბოლოოდ, მისდა გასაოცრად, ყველაფერზე და-
თანხმდა, რაც ედვარდს სურდა.
რომანს „მშობლიურ მთებში დაბრუნება“ დაარქვა და რაც კი
იცოდა თავისი მშობლიური ქალაქის, ძველი კატაუბის და მისი
მცხოვრებლების შესახებ, სულ შიგ ჩაატია. წიგნის ყველა სტრი-
ქონი საკუთარი გამოცდილებიდან იყო გამოხდილი. მაგრამ მას
შემდეგ, რაც წიგნის გამოქვეყნება გადაწყდა, ხშირად კანკალი

24
აიტანდა ხოლმე, როცა გაიაზრებდა, სულ რამდენიმე თვეში
მთელი მსოფლიო გაიგებს, რაც დავწერეო. უჭირდა იმაზე ფიქ-
რი, რომ შეიძლებოდა ვიღაცისთვის უნებურად ტკივილი მიეყე-
ნებინა. თუმცა ახლა ვეღარაფერს უშველიდა, არადა ძალიან
ეუხერხულებოდა. რა თქმა უნდა, ეს მხატვრული ნაწარმოები
იყო, მაგრამ როგორც ყველა ნამდვილი მხატვრული ნაწარ-
მოები, ცხოვრებიდან იყო გამოძერწილი. შეიძლება, ვიღაცას
საკუთარი თავი ამოეცნო და განაწყენებულიყო. რა უნდა ექნა?
შავი სათვალე და ხელოვნური ბაკენბარდები გაეკეთებინა? სა-
ბოლოოდ თავი იმით დაიმშვიდა, ეგებ პერსონაჟები მთლად ისე
დამაჯერებლად ვერ დავხატეო, თუმცა სხვა გუნებაზე მყოფი კმა-
ყოფილებას გრძნობდა და ფიქრობდა, რომ მშვენივრადაც გა-
მოუვიდა, ანდა იმედოვნებდა, იქნებ ვერც ვერავინ შენიშნოს
მსგავსებაო.
ჟურნალი „როდნი მეგეზინიც“ დაინტერესდა ახალგაზრდა ავ-
ტორით და მომავალ ნომერში რომანიდან ერთი თავის გამოქ-
ვეყნებას აპირებდა. ამ ამბავმა ჯორჯი კიდევ უფრო აღაფრთოვა-
ნა. ერთი სული ჰქონდა, საკუთარი სახელი წაეკითხა დაბეჭდი-
ლი და სასიამოვნო მოლოდინში რაღაც უნივერსალურ დონ
ჟუანად წარმოედგინა თავი, რადგან მართლა ყველა უყვარდა –
იქნებოდნენ ეს მეგობარი კოლეგები თუ მომაბეზრებელი სტუ-
დენტები, მაღაზიის გამყიდველები თუ, თუნდაც, ქუჩაში ჯგროდ
შეყრილი უცნობები. „როდნი“, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი და
საუკეთესო გამომცემლობა იყო მთელ მსოფლიოში, ფოქსჰოლ
ედვარდსი კი საუკეთესო რედაქტორი და ამქვეყნად საუკეთესო
ადამიანი. ჯორჯს ის თავიდანვე მოეწონა და ახლა უკვე, ძველი
მეგობარივით, ფოქსს ეძახდა. იცოდა, რომ ფოქსს მისი სჯერო-
და და ფოქსისთანა რედაქტორის ნდობამ, როცა უკვე ყველა

25
იმედი გადაწურული ჰქონდა, თავდაჯერება დაუბრუნა და ახალი
წიგნის დასაწერად ენერგია შემატა.
უკვე დაიწყო კიდეც მორიგ რომანზე ფიქრი, ახალი რომანის
მონახაზი უკვე ნელ-ნელა იძენდა ფორმას მის გონებაში და მა-
ლე თავის გზას ნახავდა. მაგრამ იმის წარმოდგენაც კი ზარავდა,
სერიოზულად რომ უნდა მოეკიდა ხელი და წერა დაეწყო, რად-
განაც კარგად იცოდა, რა ტანჯვაც ელოდა. ეს რაღაც ეშმაკი რომ
შეგიჩნდება, იმას ჰგავდა, როცა შენზე ბევრად ძლიერი, ზებუ-
ნებრივი ძალა გამოძრავებს. შთაგონების შემოტევა ჯორჯის-
თვის ნიშნავდა დღეში სამოც ღერ სიგარეტს, ოც ჭიქა ყავას და
თუ შიმშილი თავს არ შეახსენებდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა,
როდის, რამდენს ან სად შეჭამდა. იცოდა, უძილო ღამეები ელო-
და, კილომეტრები უნდა ევლო ფეხით, სანამ ისე არ დაიღლებო-
და ფიზიკურად, რომ დაძინება მოეხერხებინა, დილით კი სულ
მთლად გამოფიტული და გაღიზიანებული გაიღვიძებდა. ფოქ-
სსაც ასე უთხრა:
– ალბათ ბევრი უკეთესი გზა არსებობს წიგნის დასაწერად,
მაგრამ ღმერთია მოწმე, ჩემი ასეთია და მოგიწევთ, თქვენც
შეეგუოთ.
„როდნი მეგეზინის“ ნომერი რომ გამოვიდა, სადაც მისი რო-
მანის პირველი თავი იყო დაბეჭდილი, ჯორჯი გულწრფელად
ელოდა, რომ დედამიწა შეზანზარდებოდა, მეტეორები ჩამოც-
ვივდებოდა, ქუჩაში მოძრაობა გაჩერდებოდა და საყოველთაო
გაფიცვა დაიწყებოდა. მაგრამ არაფერი ამდაგვარი არ მოხდა.
ერთი-ორი მეგობარი გამოეხმაურა, ეს იყო და ეს. რამდენიმე
დღე ყურებჩამოყრილი დადიოდა, მაგრამ როცა საღი აზრი და-
უბრუნდა, თავი დაირწმუნა, რომ ჟურნალში დაბეჭდილი პატარა
ნაწყვეტით ახალ ავტორზე აზრის შექმნა შეუძლებელია. გამოვა

26
წიგნი და ნახავენ, ვინ არის და რა შეუძლია მას სინამდვილეში.
მერე სხვანაირად დაიწყებენ ჭიკჭიკს. ცოტაც უნდა მოიცადოს და
აუცილებლად მოვა დამსახურებული დიდება.
დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ჯორჯს პირველი აღ-
ტაცება ცოტა გაუნელდა და შეეგუა ახალ მდგომარეობას, რომ
ის იყო ავტორი, ვისი წიგნიც მალე გამოქვეყნდებოდა, როცა
ნელ-ნელა აუღო ალღო გამომცემლობის და იქ ბინადარი ადა-
მიანების მისთვის უცნობ სამყაროს და მხოლოდ მაშინ დააფასა
და გაიგო, რა იყო ფოქს ედვარდსის ჭეშმარიტი ღირსება. ამაში
ოტო ჰაუსერი დაეხმარა, ისიც ფოქსივით პატიოსანი კაცი იყო,
მაგრამ სრულიად განსხვავებული პიროვნება გახლდათ.
ოტო ჰაუსერი „როდნიში“ რეცენზენტად მუშაობდა და ალბათ
მთელ ამერიკაში საუკეთესო რეცენზენტი იყო. შეეძლო, გამომ-
ცემლობის რედაქტორიც გამხდარიყო – ძნელად მოსაძებნი და
კარგი რედაქტორი – საკმარისად ამბიციური, გამბედავი და
მტკიცე ხასიათის ადამიანი რომ ყოფილიყო და ნებისმიერი დი-
დი რედაქტორის არ იყოს, მუდამ ახალი და საუკეთესო ეძებნა.
მაგრამ ჰაუსერი მშვიდად სჯერდებოდა, ყოველდღე ეკითხა უჩ-
ვეულო ადამიანების მიერ ნებისმიერ უჩვეულო თემაზე დაწერი-
ლი უჩვეულო ხელნაწერები, მაგალითად – „ბრასით ცურვა“,
„ალპური ბაღი ყველასთვის“, „ლიდია პინკემის ცხოვრება და
გასართობები“, „დოვლათის ახალი ხანა“, და მხოლოდ იშ-
ვიათად თუ გადააწყდებოდა მხურვალე ვნებას, ნიჭიერების ნა-
პერწკალს ან სიხარულის მომგვრელ ჭეშმარიტებას.
ოტო ჰაუსერი პირველი ავენიუს მახლობლად, პატარა ბინაში
ცხოვრობდა და ერთხელ ჯორჯს შესთავაზა, საღამოს შემო-
მიარეო. ჯორჯმაც მიიღო მიპატიჟება და ის საღამო სასიამოვნო
საუბარში გაატარეს. იმ დღიდან მოუხშირა ოტოსთან სტუმრო-

27
ბას, მოსწონდა კიდეც მასთან ურთიერთობა და თან საგონებელ-
ში აგდებდა – უნდოდა გაეგო, ასეთი სუფთა და თავდაჯერებუ-
ლი, რატომ ცხოვრობდა გარიყულივით თუ რაღაც მიუდგომელი
კაცივით.
სახლს თვითონ ალაგებდა. ერთი-ორჯერ დამლაგებელი ქა-
ლი მოიყვანა, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ მათ გარეშეც აუვი-
დოდა საქმეს. ქალები ისეთი სუფთები და აკურატულები ვერ იყ-
ვნენ, მას რომ უნდოდა. როგორც წესრიგის მოყვარულ ადამი-
ანს, სურდა, ყველა ნივთი თავის ადგილას დარჩენილიყო და ღი-
ზიანდებოდა, როცა მათ დაუდევრად გადააადგილებდნენ ხოლ-
მე. ვერ იტანდა არეულობას. სულ რამდენიმე წიგნი ჰქონდა სახ-
ლში, ერთ ან ორ თაროს რომ შეავსებდა, „როდნის“ ბოლო გა-
მოცემები და ცოტაც – სხვა გამომცემლებისგან გამოგზავნილი.
ჩვეულებრივ, წიგნს წაიკითხავდა თუ არა, ვიღაცას აჩუქებდა
ხოლმე, იმიტომ, რომ არეულობა არ უყვარდა, იმათ კიდევ
არეულობა შემოჰქონდათ. ხანდახან ისიც უფიქრია, წიგნები ხომ
არ მეჯავრებაო, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ სურდა,
ოთახში ყოფილიყვნენ მიმოფანტული: აშკარად ღიზიანდებოდა.
ჯორჯისთვის ეს კაცი საინტერესო თავსატეხი აღმოჩნდა. ოტო
ჰაუსერი შესანიშნავი თვისებებით იყო დაჯილდოებული, მაგრამ
არ გააჩნდა არანაირი უნარი, როგორც იტყვიან, „ცხოვრებაში
თავი გაეტანა“. სიმართლე რომ ითქვას, მას არც ჰქონდა სურვი-
ლი, „თავი გაეტანა“. რატომღაც შიში იპყრობდა, აღარ სურდა
წინ წასვლა, რასაც მიაღწია, იმას სჯერდებოდა. გამომცემლო-
ბის რეცენზენტობა უნდოდა და სხვა არაფერი. რასაც ავალებდა
„ჯეიმზ როდნის და კომპანის“ გამომცემლობა, იმას აკეთებდა.
ყველაფერს პირნათლად ასრულებდა. როცა სთხოვდნენ, აზრი
გამოეთქვა, ისიც გამოთქვამდა, პატიოსანი კაცივით, სინდისი

28
ყოველთვის მშვიდი ჰქონდა, შეუცდომლად აფასებდა ხელნა-
წერს და, გერმანული ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის
ამომწურავად.
როცა „როდნის“ რომელიმე რედაქტორი, მათ შორის ფოქ-
სჰოლ ედვარდსიც, ჰაუსერს აზრის გამოთქმას სთხოვდა,
დიალოგი ზოგადად ასე წარიმართებოდა ხოლმე:
– ხელნაწერი წაიკითხეთ?
– დიახ, – იტყოდა ჰაუსერი, – წავიკითხე.
– მერე, რას ფიქრობთ?
– ვფიქრობ, არავითარი ღირსება არ გააჩნია.
– არ გვირჩევთ დაბეჭდვას?
– არა, არ მიმაჩნია ღირსად.
ან:
– წაიკითხეთ ხელნაწერი?
– დიახ, – იტყოდა ჰაუსერი, – წავიკითხე.
– მერე, რას ფიქრობთ? (რა ჯანდაბა ჭირს, თვითონ ვერ იტ-
ყვის, რას ფიქრობს?! სულ ძალით უნდა ამოაღერღინო ყველა
სიტყვა!)
– ვფიქრობ, გენიალურია.
უნდობლად:
– მართლა?
– მართლა, ჩემი აზრით, ნამდვილად ასეა.
– კი მაგრამ, მოიხედეთ, ჰაუსერ, – აღელვებული განაგ-
რძობს, – თუ რასაც თქვენ ამბობთ, სიმართლეა, ის ყმაწვილი,
ვინც ეს რომანი დაწერა... ის ხომ ჯერ სულ ლაწირაკია... მისი სა-
ხელი არავის არ გაუგონია... სადღაც ნებრასკიდან თუ აიოვიდან
ჩამოვიდა... სავარაუდოდ, არსად ნამყოფი არ უნდა იყოს... თუ
მართლა ასეა, ის ჩვენ აღმოგვიჩენია!

29
– ნამდვილად აღმოგიჩენიათ. ეს რომანი გენიოსის დაწერი-
ლია.
– კი მაგრამ (დასწყევლოს ღმერთმა, რა ჭირს ამ კაცს? რო-
გორ შეუძლია, ასე ილაპარაკოს აღმოჩენაზე – ასე, ყოველგვა-
რი ენთუზიაზმის გარეშე განაცხადოს, თითქოს საუბარი უბრა-
ლო რამეზე იყოს)... კი მაგრამ, თქვენ გინდათ თქვათ, რაღაც
ნაკლი მაინც აქვს?
– მე არ მინდა ვთქვა, რომ მას ნაკლი აქვს. მე მინდა ვთქვა,
რომ ეს უბადლო ნაწარმოებია.
– ხო, მაგრამ (ღმერთო ჩემო, ეს კაცი გამაგიჟებს!)... მაგ-
რამ... შეიძლება, ფიქრობთ... ახლა დროული არ იქნება მისი გა-
მოქვეყნება.
– არა, ვფიქრობ, სწორედ ახლა უნდა გამოქვეყნდეს.
– ძალიან დიდი რომაა?
– კი, ძალიან დიდია.
– მეც ზუსტად ასე ვფიქრობდი, – თქვა რედაქტორმა გადაჭ-
რით, – მართალია, ეტყობა, წერის არაფერი გაეგება. არც იცის,
რას აკეთებს, სულ ერთსა და იმავეს იმეორებს, გულუბრყვილოა
და ზღვარს ვერ გრძნობს, ათჯერ მეტს წერს, ვიდრე საჭიროა...
ასეთი მწერალი ასობით გვყავს და ისინი უკეთ წერენ.
– კი, ასობით გყავთ, – ეთანხმება ჰაუსერი, – ეს კაცი გე-
ნიოსია, ისინი კი არა. მისი წიგნი გენიოსის დაწერილია, მათი
არა.
– ესე იგი, უნდა დაიბეჭდოს?
– დიახ, მე ასე ვფიქრობ.
– მაგრამ (აჰა, იქნებ ახლა გამოვიჭირო, რას მიმალავს)...
მაგრამ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ის მთელ სათქმელს ამ რომანში
ამბობს? და სხვა რომანის დაწერას ვეღარ შეძლებს?

30
– არა, სულაც არ ვფიქრობ ასე. რა თქმა უნდა, წინასწარ ვე-
რაფერს იტყვი. შეიძლება, სულაც მოკლან, რაც არაერთხელ უქ-
ნიათ...
(ღმერთო, ნუთუ ამ კაცს არასოდეს არაფერი არ უხარია?)
– წიგნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამოფიტვის საშიშ-
როებას ვერ ვხედავ. ორმოცდაათ ეგეთს კიდევ დაწერს.
– მაგრამ (ღმერთო, ნუთუ ვერ გამოვიჭერ?)... იქნებ ფიქ-
რობთ, ამერიკისთვის ამ წიგნის დრო არ მოსულა?
– არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, ძალიან დროულია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ის დაიწერა. ყველაფერი დროულად ხდება.
– ზოგი ჩვენი საუკეთესო კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ რომანის
გამოქვეყნება უდროოა.
– ვიცი. მაგრამ ისინი ცდებიან, ეს მათი დრო არ დამდგარა.
– რას გულისხმობთ?
– კრიტიკოსებს სხვა დრო აქვთ. ეს წიგნი შემოქმედის დრო-
ით დაიწერა და ეს ორი დრო ხანდახან არ ემთხვევა ხოლმე.
– ესე იგი კრიტიკოსები დროს ჩამორჩებიან?
– ისინი შემოქმედის დროს ჩამორჩებიან, დიახ.
– მაშინ ვერც მის გენიალობას დააფასებენ. ამაზე რას იტ-
ყვით?
– ვერაფერს გეტყვით. ჩვენში რომ ვთქვათ, რა მნიშვნელობა
აქვს?
– არა აქვს მნიშვნელობა? რატომ, რას გულისხმობთ?
– ვგულისხმობ, რომ წიგნი კარგია და მისი განადგურება არ
შეიძლება. აქედან გამომდინარე, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ
რას იტყვის.

31
– გამოდის, რომ, ღმერთო ჩემო, ჰაუსერ, თუ რასაც თქვენ ამ-
ბობთ, სიმართლეა, დიდი აღმოჩენის მომსწრენი ვყოფილვართ!
– ნამდვილად დიდი აღმოჩენის მომსწრე ბრძანდებით. დიახ.
– კი მაგრამ, სხვას არაფერს დაამატებდით?
– არა მგონია, სხვა რა შეიძლება დავამატო.
დაბნეული:
– არაფერი, ოღონდ მე მეგონა, ცოტა უფრო აგაღელვებდათ
ეს აღმოჩენა! – მერე, როგორც ჩანს, უკვე დანებდა და ხელი ჩა-
იქნია, – კეთილი, კეთილი! უღრმესი მადლობა!
„როდნიში“ მისი არავის ესმოდა. არ იცოდნენ, რა ეფიქრათ.
ბოლოს და ბოლოს მათაც ჩაიქნიეს ხელი, ოღონდ ფოქს ედვარ-
დსი არასოდეს ნებდებოდა – ის არასოდეს დაიზარებდა, ეცადა,
რამეს მიმხვდარიყო. როცა კი ჰაუსერის კაბინეტს ჩაუვლიდა –
მის პატარა საკანს – ფოქსი ყოველთვის შეიხედავდა ხოლმე.
ძველ ნაცრისფერ ქუდს უკან გადაიგდებდა, ის ხომ სამსახურში
არასდროს ქუდს არ იხდიდა, მერე დაიხრებოდა, კისერს წაიგ-
რძელებდა, უნდოდა, ზღვისფერ თვალებში ჩამდგარი შეშფოთე-
ბული ინტერესით უკეთ შეეხედა მისთვის, გეგონება, ოკეანის
ფსკერიდან ამოყვანილ ზღაპრულ ურჩხულს აკვირდებაო. შემ-
დეგ მიტრიალდებოდა და სრულიად გაოგნებული, მხრებჩამოყ-
რილი განაგრძობდა გზას.
ფოქსი მაინც ვერაფერს ხვდებოდა. ვერც ჰაუსერი დაეხმარე-
ბოდა, რადგან არაფერი ჰქონდა სათქმელი.
ჯორჯ ვებერმა მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, საიდუმლოს-
თვის ფარდა აეხადა, რაც ორივე გაიცნო. ეს ორი ადამიანი,
ფოქსჰოლ ედვარდსი და ოტო ჰაუსერი რომ გცოდნოდა, რომ
გენახა, როგორ მუშაობენ ერთ ოფისში თავ-თავიანთი მეთოდე-
ბით, ორივეს კარგად გაუგებდი, ალბათ იმაზე უკეთ, ვიდრე თა-

32
ვად ისინი უგებდნენ საკუთარ თავს. ვინაიდან ორივე თავის ნე-
ბაზე ცხოვრობდა, ჯორჯს გაუმჟღავნეს საიდუმლო – რატომ
ჰგავდნენ ერთმანეთს და ამავე დროს, რატომ იყვნენ ასეთი გან-
სხვავებულები.
შეიძლება, ოდესღაც ოტო ჰაუსერის აუღელვებელ სულსაც
წვავდა მწველი სურვილები. ოღონდ ეს მანამდე ხდებოდა, ვიდ-
რე გაიგებდა, როგორია, იყო დიდი რედაქტორი. და როცა თავი-
სი თვალით იხილა, მიხვდა, ეს მისი საქმე ვერ იქნებოდა. ათი
წელი უყურებდა ფოქს ედვარდსს და უკვე კარგად იცოდა, რა
იყო ამისთვის საჭირო: მარად მოგიზგიზე ალი შუაგულ წყვდიად-
ში და გაუნელებელი ჟინი, სრულყო ის, რისთვისაც ეს ალი გიზ-
გიზებს, რაც მხოლოდ სულმა იცის; რაღაც ენით აუწერელი ტან-
ჯვა, როცა ცდილობ, მიაღწიო ნათელ მიზანს და როგორღაც
დაიმორჩილო სამყაროს უმეცრების, ქიშპობის, ცრურწმენის და
სულსწრაფობის ბრმა და ულმობელი ძალები... და გამუდმებით
კრიჭაში გიდგანან სიბერით გამოშტერებულები, თვალთმაქცი
შტერები, მეტისმეტი თავაზიანობით, მორალის კითხვით, ფანა-
ტიზმით, მეშჩანობით, ეჭვიანობით და შურით გამოშტერებულე-
ბი და, რაც ყველაზე უარესია, დაბადებით შტერები!
ოჰ, წარმოიდგინეთ, როგორია, სულ ასე იწვოდე, იყო შეპ-
ყრობილი და გამოიფიტო მწველი ჟინით! და რისთვის? რის-
თვის? და რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც, ყველასთვის
უცნობი ყმაწვილი ტენესიდან, ან ვიღაც ფერმერის ვაჟი ჯორ-
ჯიიდან, ან ჩრდილოეთდაკოტელი სოფლის ექიმის ბიჭი – შტე-
რების საზომით უტიტულო, უჯიშო და ცოდვილი – გენიოსი აღ-
მოჩნდა და საკუთარი სიმარტოვის სიტყვით გადმოცემას ცდი-
ლობს, წვალობს, როგორმე თავისი ჩაკეტილი სულის და ენაჩა-
ვარდნილი ძმების სათქმელი ამოთქვას და ამ უხეში მიწის უკი-

33
დეგანო სიბეცეში შესაღწევად თავისი შემოქმედებისთვის ნაპ-
რალი გამონახოს, კვალი დატოვოს და საკუთარი ადგილი დაიმ-
კვიდროს ცხოვრების უდაბნოში – იქ, სადაც სამყაროს სულე-
ლური ფანატიზმი, უგუნურობა, სიმხდალე, დამცირება, სულე-
ლური მანერები და სიძულვილი უპირისპირდება ყველას, ვინც
ჯერ არ გამხდარა გამყიდველი და არ გალახულა. და ეს სულე-
ლები ან ჩაგიხშობენ მწველ ჟინს დაცინვებით, ქილიკით და გან-
ზე გარიყვით, ან შენს ძლიერ სურვილს მოისყიდიან. სწორედ
ამისთვის იწვოდნენ და იტანჯებოდნენ ფოქსისთანა ადამიანები
– არ მიეცათ უფლება, ვიღაც შთაგონებით აღსავსე და შეპყრო-
ბილი ბიჭის სულში ალი ჩამქრალიყო, ვიდრე შტერების სამყა-
რო მას არ დაეპატრონებოდა ან არ დააღალატებდა!
ეს ყველაფერი ოტო ჰაუსერმა იცოდა.
და საბოლოოდ რას იღებს ჯილდოდ ფოქსისთანა ადამიანი?
ისევ და ისევ მარტო მოიპოვებს მოულოდნელ წარმატებას და
უყურებს, როგორ აღიარებენ სულელები იმას, რაც ადრე თავად-
ვე დაიწუნეს. და კვლავ უნდა ეძებოს მდუმარედ და ელოდოს,
ამასობაში კი იგივე სულელები ჩაიჯიბავენ სხვის კუთვნილ
ფულს, ამაყად გაჰყვირიან, თითქოს მათი აღმოჩენილი ყოფი-
ლიყოს სხვისი ნაღვაწი, როგორც საკუთარ დამსახურებას, ისე
ზეიმობენ ხმამაღლა სხვა ადამიანის წინასწარმეტყველების ას-
რულებას. საბოლოოდ შეიძლება გული გასკდეს – ან ფოქსის
გული გასკდეს, ან გენიოსის, იმ გზააბნეული ბიჭის; კაცის სუსტი,
პატარა გული აკანკალდება და ფეთქვას შეწყვეტს; სამაგიეროდ,
სულელებს მარად უძგერთ გული.
ასე რომ, ჰაუსერს არაფერი ამდაგვარი არ სურდა. ამის გამო
არ აიტკივებდა თავს. ეცდებოდა, ჭეშმარიტებას ზიარებოდა და
ეს მისთვის საკმარისი იყო.

34
აი, ასეთი გახლდათ ოტო ჰაუსერი, როცა ის ჯორჯმა გაიცნო.
ოტოს მეგობრობა ისე ესმოდა, რომ საკუთარი სულის სარკეში
ჩაგახედებდა, სადაც მისი სუფთა, შეულამაზებელი, მოკრძალე-
ბული და იდუმალი ერთგულება ირეკლებოდა; ოღონდ იგივე
სარკე, ისე, რომ თვითონ ვერც კი ხვდებოდა, ფოქს ედვარდსის
მასზე უფრო ძლიერ და უფრო ნათელ გამოსახულებასაც ააშკა-
რავებდა.
ჯორჯს ესმოდა, როგორ გაუმართლა, ფოქსისთანა რედაქტო-
რი რომ შეხვდა. ნელ-ნელა ის აღტაცება და პატივისცემა, ფოქ-
სის მიმართ რომ ჰქონდა, ძლიერ სიყვარულში გადაიზარდა.
ჯორჯი გრძნობდა, ფოქსი უფრო მეტი იყო მისთვის, ვიდრე რე-
დაქტორი და მეგობარი. ეჩვენებოდა, თითქოს დაკარგული მამა
იპოვა, რომელსაც დიდხანს ეძებდა. ასე რომ, ფოქსი მისი
მეორე მამა გახდა – მისი სულიერი მამა.

35
თავი მესამე

მიკროსკოპული ჯენტლმენი იაპონიიდან

იმ ძველ სახლში, ჯორჯი რომ ცხოვრობდა, ბატონ კატამოტოს


პირველი სართული ეკავა, ზუსტად მის ქვემოთ, და ისინი ძალი-
ან მალე დაახლოვდნენ. შეიძლება ითქვას, რომ დამეგობრებას
საფუძვლად მისტიფიკაცია დაედო, მაგრამ შემდეგ ერთმანეთის
ნდობაც მალე მოიპოვეს და ურთიერთგაგებაც.
ოღონდ ბატონი კატამოტო ჯორჯს შეცდომას არასდროს პა-
ტიობდა. ყოველთვის მზად იყო, მოეხსენებინა ჯორჯისთვის,
რომ მან კვლავ მცდარი ნაბიჯი გადადგა (ეს სიტყვა შეგნებულად
გამოვიყენე), მაგრამ ამას ისე მშვიდად, ისეთი კეთილგანწყო-
ბით და თავაზიანად ამბობდა, ისეთი მოთმინებით ელოდა, რომ
ჯორჯი ოდესმე გამოსწორდებოდა, შეუძლებელი იყო, გაგული-
სებულიყავი ან არ გეცადა, მართლაც უკეთესი გამხდარიყავი.
კატამოტოს ლაღი, ცოტა ბავშვური იუმორი ყველაფერს აწონას-
წორებდა. ის ჩვეულებრივი მიკროსკოპული იაპონელი ჯენ-
ტლმენი გახლდათ, ხუთი ფუნტი ძლივს იქნებოდა, გამხდარი,
მაგრამ ძარღვმაგარი, და ეს ჩვენი ჯორჯი, განიერი მხრებით,
გრძელი მკლავებით და დიდი ტერფებით, მისთვის თავიდანვე
კომიკური და სასეირო სანახაობა გახდა. პირველად სახლის შე-
სასვლელში მისკენ მომავალი ჯორჯი რომ დაინახა, კატამოტომ
ჩაიხითხითა და როცა ერთმანეთს გაუსწორდნენ, პატარა კაცი
წამოწითლდა, თეთრი კბილები გამოანათა, მხიარულად დაუქ-
ნია თითი და უთხრა:

36
– ტყაპ-ტყუპ! ტყაპ-ტყუპ!
სცენა ყოველი შეხვედრისას მეორდებოდა. ჯორჯის აზრით,
ეს რაღაც საიდუმლოებით მოცული სიტყვები უნდა ყოფილიყო,
თავიდან ვერ იგებდა ფარულ მნიშვნელობას და ვერ ხვდებოდა,
ასე მხიარულად რატომ წარმოთქვამდა კატამოტო მათ. როცა
შეხვდებოდნენ, ჯორჯი გაკვირვებული, შეწუხებული შეხედავდა,
ის კი ლამის იგრიხებოდა სიცილით, ბავშვივით პაწაწინა ფეხებს
აბაკუნებდა და ისტერიულად გაიძახოდა: „დიახ, დიახ, დიახ,
თქვენ ასე ატყაპუნებთ!“ და უცებ გაუჩინარდებოდა.
ჯორჯმა გადაწყვიტა, ეს უცნაური „ტყაპ-ტყუპ“, კატამოტო ყო-
ველთვის სიცილით რომ წარმოთქვამდა, ჩემს დიდ ტერფებს გუ-
ლისხმობსო. კატამოტო ხომ ყოველ ჯერზე მისი ტერფებისკენ
აპარებდა სწრაფ და ეშმაკურ მზერას, ვიდრე ხითხითი აუვარდე-
ბოდა. მაგრამ მალე ჯორჯმა უფრო ამომწურავი პასუხი მიიღო.
ერთ მშვენიერ დღეს კატამოტო ზედა სართულზე ავიდა და ჯორ-
ჯის კარზე დააკაკუნა. კარი რომ გაუღეს, წამოწითლდა და თეთ-
რი კბილები გამოანათა, ეტყობოდა, ცოტა ეუხერხულებოდა.
ყოყმანის შემდეგ, თითქოს ამჯერად თავს ძალა დაატანა, გაეცი-
ნა და უთხრა:
– თუ არ შე-ე-ეწუხდებით, სერ! ხომ არ ინებებთ, ჩემთან ჩაი
დაგველია? – ძალიან ნელა ლაპარაკობდა, ნაძალადევი ოფი-
ციალურობით. მერე გულღიად გაუღიმა.
ჯორჯმა მიუგო, სიამოვნებითო, ქურთუკი შემოიცვა და ერ-
თად ჩაუყვნენ კიბეს. კატამოტო წინ მიდიოდა სწრაფად და რა-
ხან ჩუსტები ეცვა, თითქმის უხმაუროდ. ნახევარი გზა ჩავლილი
ჰქონდათ, როცა ჯორჯის მძიმე ნაბიჯებმა ისევ სიცილის საღერ-
ღელი აუშალა, უცებ შეჩერდა, მოტრიალდა, ფეხებზე ანიშნა და
მორცხვად ჩაიხითხითა: „როგორ ატყაპუნებთ!“ მერე ისევ მიტ-

37
რიალდა და კიბეზე მხიარული ბავშვივით კისკისით ჩაირბინა.
კართან დაელოდა, სტუმარი რომ შეეპატიჟებინა და პატარა ტა-
ნის, მოხდენილი და მკვირცხლი იაპონელი გოგოსთვის წარედ-
გინა, რომელიც ეტყობა, სულ იქ ცხოვრობდა. საბოლოოდ
ჯორჯს თავის კაბინეტში შეუძღვა და იქ ჩაით გაუმასპინძლდა.
უცნაური ადგილი აღმოჩნდა. კატამოტომ, როგორც ჩანს, თა-
ვისი უჩვეულო გემოვნებით გადააკეთა მშვენიერი, ძველი ოთა-
ხები. დიდი ოთახი ძალიან იყო ავეჯით გადატვირთული და
გაუგებრად გადატიხრული ლამაზი იაპონური შირმებით. კიბეც
მიეშენებინა, რომელიც აივანზე გადიოდა, სამივე მხრიდან რომ
ერტყა ოთახს. აივანზე ჯორჯმა დივანი შენიშნა. ოთახი გადაჭე-
დილი იყო პატარა სკამებით და მაგიდებით, მდიდრული დივნით
და ლამაზი ბალიშებით. კიდევ ბევრი პატარა ნაკეთობა, ძველი
ხარახურა ეწყო და რაღაც საკმევლის ძლიერი სუნი იდგა.
მაგრამ ოთახის შუაგული სულ მოშიშვლებული იყო, თუ არ
ჩავთვლით თაბაშირის უზარმაზარ ფიგურას, წინწკლებით მოს-
ვრილ ტილოს ნაჭერზე რომ იდგა. როგორც ჯორჯმა შეიტყო, კა-
ტამოტოს წარმატებული ბიზნესი ჰქონია, ძვირიან რესტორნებს
ამარაგებდა მათი თანამემამულე პოლიტიკოსების ქანდაკებე-
ბით, ზოგი პატარა ქალაქის სკვერების გასალამაზებლად მიჰ-
ქონდათ, რამდენიმე არკანზასის, ნებრასკის, აიოვის და
ვაიომინგის დედაქალაქებშიც დაუდგამთ. როდის და სად
დაეუფლა ამ ხელობას, ჯორჯმა ვერ დაადგინა, მაგრამ წმინდა
იაპონური დახვეწილობით ასრულებდა და ამერიკელ მოქანდა-
კეებთან შედარებით, მის ნამუშევრებზე ბევრად უფრო დიდი
მოთხოვნაც იყო. მომცრო ტანის მოუხედავად, ენერგია აშკარად
მოზღვავებული ჰქონდა და ტიტანური შრომის გაწევა შეეძლო

38
და მხოლოდ ერთმა ღმერთმა უწყოდა, როგორ ახერხებდა ამას
– სად პოულობდა ამხელა ძალას.
ჯორჯმა რაღაც ჰკითხა თაბაშირის ქანდაკებაზე, ოთახის
შუაგულში რომ იდგა, კატამოტომ ახლოს მიიყვანა, მის უზარმა-
ზარ ფეხებზე მიუთითა და უთხრა:
– თქვენ გგავთ!.. ისიც ატყაპუნებს!.. დიახ!.. ატყაპუნებს!
მერე ჯორჯი აივანზე გაიყვანა და მან საჭიროდ მიიჩნია, აღტა-
ცება გამოეთქვა.
– მართლა მოგწონთ? – გულღიად, მაგრამ ცოტა უნდობლად
გაუღიმა, ჯერ დივნისკენ გაიშვირა თითი და უთხრა, – იცით, მე
იქ მძინავს! – მერე ჭერისკენ აიშვირა, ოღონდ იმდენად დაბალი
იყო, ჯორჯი წელში მოიხარა, რომ შეეხედა, – თქვენ იქ გძინავთ,
არა?
ჯორჯმა თავი დაუქნია.
კატამოტოს ისევ გაეღიმა, ოღონდ უხერხულობა ეტყობოდა
და თითქოს უძნელდებოდა ამის თქმა:
– მე აქ, – თქვა, – თქვენ იქ, არა?
ისე უთხრა, თითქოს იმედგადაწურული რაღაცას სთხოვსო –
და ამ დროს ჯორჯი მიუხვდა, რის თქმაც უნდოდა.
– ო, თქვენ გინდათ თქვათ, რომ ზუსტად ზემოთ ვცხოვრობ, –
კატამოტომ შვებით ამოისუნთქა და კვერი დაუკრა, – და ხანდა-
ხან გვიანობამდე რომ არ ვწვები, გესმით, როგორ დავდივარ?
– დიახ! დიახ! – კატამოტო ენერგიულად უქნევდა თავს, –
ხანდახან, – გაიღიმა ცოტა ძალდატანებით, – ხანდახან თქვენ
ფეხებს ატყაპუნებთ! – და ჯორჯს ეშმაკურად დაუქნია თითი და
ჩაიხითხითა.

39
– ძალიან ვწუხვარ, – თქვა ჯორჯმა, – რა თქმა უნდა, არ ვი-
ცოდი, ზუსტად ჩემ ქვემოთ თუ გეძინათ. როცა ვმუშაობ, დავდი-
ვარ ხოლმე. ცუდი თვისებაა. ვეცდები, ასე აღარ მოვიქცე.
– ო, არა! – იყვირა გულწრფელად შეწუხებულმა კატამოტომ,
– სულ არ მინდა... როგორ ვთქვა... ცხოვრების წესი შეცვა-
ლოთ... არავითარ შემთხვევაში, სერ! ოღონდ ერთ რამეს
გთხოვთ, იქნებ ღამით ფეხსაცმელი არ ჩაიცვათ, – თავის პაწა-
წუნა თექის ჩუსტებზე მიუთითა და იმედიანად გაუღიმა, – ესენი
არ მოგწონთ? – და ისევ გაიღიმა, თან თითქოს აგულიანებდა.
ამის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, ჯორჯი ღამით ჩუსტებს იცვამ-
და. მაგრამ ხანდახან ავიწყდებოდა და მეორე დილით კატამო-
ტო კარზე დაუბრახუნებდა ხოლმე. არ ბრაზდებოდა, სულ მშვი-
დად და იუმორით უყურებდა ამ ამბავს და არც თავაზიანობას
ივიწყებდა, მაგრამ პასუხს ყოველ ჯერზე სთხოვდა. „ისევ ატყა-
პუნებდით!“ – დაუყვირებდა ხოლმე, – „გუშინ ისევ ტყაპ-ტყუპ!“
და ჯორჯიც ისევ და ისევ მოუბოდიშებდა და შეჰპირდებოდა, მე-
ტი აღარ განმეორდებაო, კატამოტო კი ხითხითით ჩაირბენდა
კიბეს, ერთი წუთით შეჩერდებოდა, თითი რომ დაექნია და
„ტყაპ-ტყუპ!“ ერთხელაც ეთქვა, მერე გაუჩინარდებოდა, მაგრამ
ჯორჯს მისი ისტერიული სიცილი ესმოდა.
ასე დამეგობრდნენ.
თვეები ერთმანეთს მისდევდნენ და დროდადრო შინ დაბრუ-
ნებულ ჯორჯს დერეფანში გაოფლილი, ქანცგაწყვეტილი მტვირ-
თავები ხვდებოდნენ, თავფეხიანად თაბაშირის მტვერში ამოგან-
გლული კატამოტო კი ამ დროს მათ მავედრებელი სახით თავს
დასტრიალებდა, ეშინოდა, მუშებს რამე არ გაეფუჭებინათ. პაწა-
წუნა ხელები მოუთმენლობისგან ეკრუნჩხებოდა, სუნთქვა ეკ-

40
ვროდა, სხეული ეგრიხებოდა და დაძაბული თავაზიანად
იმეორებდა:
– ცოტა აქეთ... ჯენტლმენებო!.. დიახ, დიახ! – ნერვიულად
ამბობდა გაღიმებული, – ოჰ, დიახ! თუ შეიძლება, სერ! ცოტა
ქვევით, დიახ!.. დიახ! – ჩურჩულებდა მავედრებელი ღიმილით.
და მტვირთავებს ნაწილ-ნაწილ გამოჰქონდათ სახლიდან
ჩრდილოეთდაკოტელი პერიკლე და ფურგონში აწყობდნენ. ძნე-
ლად წარმოიდგენდი, ამხელა ლევიათანი ჩია კაცის შექმნილი
რომ იყო.
მტვირთავებს გაისტუმრებდა თუ არა, ცოტა სულიერად რომ
დაესვენა, კატამოტო ცუღლუტობის განწყობაზე დგებოდა ხოლ-
მე. თავის ტანწერწეტა, მხიარულ იაპონელ გოგოსთან ერთად,
რომელსაც მგონი იტალიური სისხლიც ერია, ეზოში გადიოდა
და საათობით ხელბურთს თამაშობდნენ. მეზობელი სახლის
აგურის კედელს უშენდნენ ბურთს. კატამოტო როცა მიზანში არ-
ტყამდა, სიცილი უტყდებოდა, ტაშს შემოკრავდა, წელში იხრე-
ბოდა და მუცელი ხელით ეჭირა, სიხარულით თავგზააბნეული
ბარბაცებდა. ლამის იხრჩობოდა სიცილით, შეშლილივით ჩქარ-
ჩქარა წამოიკივლებდა ხოლმე:
– დიახ, დიახ, დიახ! დიახ, დიახ, დიახ!
მერე ფანჯარასთან მდგარ ჯორჯს თუ მოჰკრავდა თვალს, ხე-
ლახლა შემოუტევდა ისტერიკა, თითს უქნევდა და უყვიროდა:
– ისევ ტყაპ-ტყუპ! დიახ, დიახ! გუშინ ისევ ატყაპუნებდით!
უკვე ფეხზე ვეღარ იდგა, ბარბაცით ეზოს გაივლიდა, კედელს
მიეყუდებოდა, რომ არ წაქცეულიყო და წელში მოკაკულს მუცე-
ლი ხელით ეჭირა.
გაგანია ზაფხული იყო, ერთ აგვისტოს დილას ჯორჯი ადრე
დაბრუნდა შინ და დერეფანი ისევ მტვირთავებით სავსე დახვდა.

41
ამჯერად ეტყობოდა, კატამოტოს ნამუშევარი ძველებზე ბევრად
დიდი უნდა ყოფილიყო. თაბაშირში ამოთხვრილი ბატონი კატა-
მოტო, რა თქმა უნდა, ნერვიულად იღიმოდა, საკმაოდ უკმეხ მუ-
შებს მოწყალე სახით შესცქეროდა და ფეხებში ებლანდებოდა.
ჯორჯი რომ შევიდა, ორნი ზურგშექცევით მოიწევდნენ ნელა მის-
კენ, ხელში უზარმაზარი თავი ეკავათ, შემზარავი ყბით და სახეზე
შორსმჭვრეტელი სახელმწიფო მოღვაწის გამომეტყველებით.
მეორე წუთს კიდევ სამი კაცი გამოვიდა სახელოსნოდან ხვნეშა--
ხვნეშით და გინებით, თან წვალებით მოათრევდნენ გრძელი
სერთუკის ფრაგმენტს და გამობურცულ მუცელზე კოხტად მორ-
გებულ ჟილეტს. პირველი წყვილი სახელოსნოში დაბრუნებუ-
ლიყო და როცა ხელახლა გამოვიდნენ, უშველებელი ფეხი ეჭი-
რათ ხელში, ეტყობა, ძალიან მძიმე იყო და ბარბაცით გაუყვნენ
დერეფანს. ფეხს ატლანტის ზომის ჩექმა ეცვა. დანარჩენებს რო-
ცა გაუსწორდნენ, სახელმწიფო მოღვაწის სხვადასხვა ნაწილის
გამოსატანად რომ მობრუნებულიყვნენ, ერთ-ერთი კედელს აეკ-
რა, გზა დაუთმო და უთხრა:
– ღმერთო! ჯო, ამ ნაბიჭვარს ფეხი რომ დაებიჯებინა, ალბათ
სველი ადგილიც არ დარჩებოდა შენგან, არა?
უკანასკნელი ფრაგმენტი სოლონის მკლავი და მუშტი იყო,
საჩვენებელი თითი მაღლა აღემართა მედიდურად, თითქოს
იმუქრებოდა.
ქანდაკება კატამოტოს შედევრი გახლდათ: როცა მის გვერ-
დით ჩაატარეს, ჯორჯი მიხვდა, რომ ეს აღმართული თითი ხე-
ლოვნების მწვერვალი იყო, ხელოვანის ცხოვრების ყველაზე
დიდი მიღწევა. ეტყობოდა, რომ თვითონაც განსაკუთრებით
მოსწონდა. კატამოტო ასეთი აღელვებული ჯორჯს არასდროს
უნახავს. ის პირდაპირ ემუდარებოდა ოფლიან მუშებს, უხეშად

42
არ მოჰპყრობოდნენ მის ქმნილებას. კანკალებდა, შეძრწუნების-
გან სახეზე ღიმილი შეჰყინოდა, პატარა ხელები ეგრიხებოდა.
ჯორჯმა ზუსტად იცოდა, იმ თითს რამე რომ მოსვლოდა, კატამო-
ტო იქვე უსულოდ დაეცემოდა.
ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ეს ოზიმანდია უვნებლად
ჩადეს დიდ ფურგონში, წავიდნენ და დაბნეული, სულ მთლად გა-
მოფიტული და გატანჯული კატამოტო ტროტუარს მიშტერებული
დატოვეს. სახლში რომ შებრუნდა და ჯორჯი დაინახა, უმწეოდ
გაუღიმა.
– ტყაპ-ტყუპ! – ძლივს ამოღერღა, თითიც დაუქნია, ოღონდ
აღარც ხალისი შერჩენოდა და აღარც ენერგია.
ჯორჯს კატამოტო დაღლილი ადრე არასდროს უნახავს. არც
კი ეგონა, თუ საერთოდ იღლებოდა. ის ხომ ყოველთვის სიცოც-
ხლით სავსე გახლდათ. ახლა კი როგორი სევდიანი საყურებე-
ლი იყო უცნაურად გამოფიტული და მოწყენილი. კატამოტო ცო-
ტა ხანს დუმდა, მერე თავი ასწია და თითქმის ჩურჩულით ჰკით-
ხა, ოღონდ თან ცნობისმოყვარეობით:
– ნახეთ ქანდაკება?
– კი, კატო, ვნახე.
– მოგეწონათ?
– ძალიან.
– და, – ჩაიცინა და ხელი გაიქნია, – ფეხები თუ ნახეთ?
– კი, ვნახე.
– ალბათ ისიც ატყაპუნებდა, – თქვა და სცადა გაეცინა.
– ალბათ, – მიუგო ჯორჯმა, – იმხელა ჩლიქები ჰქონდა, ლა-
მის ჩემსავით, – დასძინა ცოტა ხნის შემდეგ.

43
კატამოტო გაახალისა ამ დაკვირვებამ, ხმამაღლა გაიცინა და
უთხრა: „დიახ, დიახ!“ და თავიც დაუკრა. მერე ისევ გაჩუმდა,
თითქოს ყოყმანობდა, მაგრამ ვერ მოითმინა და ჰკითხა:
– თითი შენიშნეთ?
– კი, კატო.
– მოგეწონათ? – სწრაფად ჰკითხა.
– ძალიან.
– დიდი თითი გამოვიდა, არა? – გახალისდა.
– საკმაოდ.
– და თან როგორ მიუთითებს, არა? – აღტაცებული კატამო-
ტო თავს ვერ ერეოდა, პირი ყურებამდე გახეოდა და თითი ზე-
ცისკენ აღეპყრო.
– აბა!
კატამოტომ შვებით ამოისუნთქა.
– მაშ კარგი, – თქვა ბოლოს ბავშვურად, – მიხარია, რომ მო-
გეწონათ.
მომდევნო ერთი თუ ორი კვირა ჯორჯს კატამოტო აღარ უნა-
ხავს და არც გახსენებია. არდადეგები დაეწყო და ახალ რომანზე
მუშაობდა დღედაღამ შლეგივით, წუთის დაკარგვა არ უნდოდა.
ერთხელ, შუადღე იქნებოდა, გრძელი აბზაცი ჩაამთავრა, დაკუ-
ჭული ქაღალდების გროვაზე კიდევ რამდენიმე ნაჯღაბნი მოის-
როლა, სკამის ზურგს მიეყუდა და მოულოდნელად კატამოტო
მოაგონდა. მოაგონდა, რომ უკვე დიდი ხანი არ ენახა, გაუკვირ-
და, არც ბურთის დარტყმის და ხმამაღალი სიცილის ნაცნობი
ხმა არ გამიგონიაო. რაღაც უკმარისობის შეგრძნება უცებ ისე
შემოაწვა, რომ იმწამსვე ჩაირბინა კიბეზე და კატამოტოს კარზე
ზარი დარეკა.

44
არავინ გამოეპასუხა. ოთახში სიჩუმე იყო. ცოტა ხანს
დაელოდა, მაგრამ კარი არავინ გააღო. ქვევით ჩავიდა კარის-
კაცთან დასალაპარაკებლად. მან უთხრა, კატამოტო ავად გახ-
დაო, მაგრამ მგონი სერიოზული არაფერიაო, ოღონდ ექიმს ურ-
ჩევია, რაღაც პერიოდი დაესვენა მძიმე შრომისგან და უახლოეს
საავადმყოფოში გამოსაკვლევად გაუშვია.
ჯორჯმა ჯერ იფიქრა, ვინახულებო, მაგრამ ძალიან დაკავებუ-
ლი იყო და სულ სამომავლოდ დებდა. ერთხელაც, ათი დღის
შემდეგ, რესტორანში ისაუზმა და შინ რომ დაბრუნდა, შესას-
ვლელთან გაჩერებული ფურგონი შენიშნა. კატამოტოს ბინის
კარი ღია იყო და ხალხი ფუსფუსებდა, ოთახები თითქმის დაეცა-
რიელებინათ. ზღაპრული ოთახის შუაგულში, იქ, სადაც კატამო-
ტო თავის საოცრებებს ქმნიდა, მოქანდაკის ნაცნობი ახალგაზ-
რდა იაპონელი კაცი იდგა. ჯორჯი მას ერთი-ორჯერ ადრეც შეხ-
ვედროდა. ის აძლევდა განკარგულებებს ავეჯის მტვირთავებს.
ჯორჯი რომ შევიდა, ახალგაზრდა იაპონელმა სწრაფად გამო-
ხედა და თავაზიანი, მაგრამ დაყენებული ღიმილი შეაგება. ხმა
არ ამოუღია, ვიდრე ჯორჯმა არ ჰკითხა, კატამოტო როგორ არი-
სო. და ამის შემდეგ, ისევ დაყენებული ღიმილით და ისევ თავა-
ზიანად, უთხრა, კატამოტო მოკვდაო.
ჯორჯს ელდა ეცა, ფეხები წაერთვა, იცოდა, ვერაფერს იტყო-
და, მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, გრძნობდა, რა-
ღაც უნდა ეთქვა. ახალგაზრდა იაპონელს თვალი თვალში
გაუყარა და ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ მისი მზერა შეუვალ, აზი-
ის ზრდილობიან და არაფრის მთქმელ თვალებს შეეჯახა.
ჯორჯი გაჩუმდა, მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა კაცს და
ოთახი დატოვა.

45
თავი მეოთხე

ზოგი რამ არასოდეს იცვლება

ჯორჯის ბინის წინა ფანჯრებიდან მხოლოდ და მხოლოდ უსა-


ხური საწყობის შენობის ნაწილი ჩანდა. ძველი ნაგებობა უნდა
ყოფილიყო, ცივი, მახინჯი, ჟანგისფერი ფასადით, სახანძრო კი-
ბე უსიამოვნოდ, აბლაბუდასავით შემოხვეოდა და მთელ გაყო-
ლებაზე გახუნებული ხის აბრა ეკიდა, ასოები ისე გაუფერულე-
ბულიყო, ძლივს ამოიკითხავდა კაცი – „მიტანის სააგენტო“.
ჯორჯს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა სააგენტო იყო, მაგრამ ბინა-
ში გადმოსვლის დღიდან ხედავდა, როგორ ზუსტად მიაყენებ-
დნენ ხოლმე უზარმაზარ საბარგო მანქანებს ამ ბინძური შენო-
ბის უვარგისი ფიცრებისგან შეკრულ პლატფორმას. ფიცრის ბო-
ლოები უხეშად გამოჩრილიყო გარეთ და ტროტუარამდე ოთხი
ფუტის სიცარიელეს კვეთდა. მძღოლები და დამხმარე მუშები სა-
ბარგოდან გადმოხტებოდნენ ხოლმე და ერთ წამში ძველი შენო-
ბის სიმშვიდეს მოზღვავებული ენერგია და უხეში ლაპარაკი
ააფორიაქებდა:
– ცოტა უკან დაწიე! ე ბიჯო, დაწიე! მიეხმარეთ თქვენც! არ
გესმით?!
პირქუშად უყურებდნენ ერთმანეთს, ცალყბად იღიმოდნენ და
მშვიდად გამოცრიდნენ პირის კუთხიდან: „აუ, ჩემი!“ რა თქმა
უნდა, მათ, ყველას, თავიანთი უფლებები ჰქონდათ და ვიწრო
მოვალეობის ზღვარს მკაცრად იცავდნენ:

46
– სულ არ მაინტერესებს, სად მიდის! ეს შენი საქმეა! რა ჯან-
დაბა გინდა ჩემგან!
ბიჭები სწრაფად, ენერგიულად და გულმოდგინედ მუშაობ-
დნენ, ოღონდ ერთმანეთს არაფრად დაგიდევდნენ და მათ ხმა-
მაღალ, გაღიზიანებულ ლაპარაკში მოუთმენლობა იგრძნობო-
და.
ეს ქალაქი მათი გულქვა დედა იყო, რომელმაც მათ სიმწარე
აწოვა. ხალხმრავალ ქუჩებზე და მრავალშვილიან ოჯახებში გაზ-
რდილები, ბავშვობიდან მხოლოდ აგურს და ასფალტს უყურებ-
დნენ, მოახლოებული მატარებლის მოულოდნელ, ყურისწამღებ
კივილში იძინებდნენ, სწავლობდნენ ჩხუბს, დაშინებას, მარა-
დიული ხმაურით და დაუნდობლობით სავსე სამყაროში თავის
გატანას. ამ ქალაქის ყველა თვისება დაღივით აჩნდათ სახეზეც
და ქცევაზეც, ქალაქის სიმჟავემ ამოუშანთა მათ ენა, გონება და
ხედვა. მკაცრი გამომეტყველება და დანაოჭებული სახე ჰქონდა
თითოეულს, უხეში, მშრალი კანი, ფერდაკარგული და უსიცოც-
ხლო. პულსი ქალაქის შეშლილ რიტმში უცემდათ; მობრეცილი
პირი მუდამ უხამსი გინებისთვის ჰქონდათ მომართული, გული
კი შავბნელი, უსაზღვრო და დამალული სიამაყით სავსე.
ქუჩის ასფალტივით გაჰქვავებოდათ სული. ყოველდღე ათას-
ნაირი ახალი მძვინვარე ემოცია გადაუვლიდა მათ სულებს და
ყოველდღე შეუვალი ჯავშანი უკვალოდ ისხლეტდა ყველა იმ
ხმაურს, ფერს თუ მრისხანებას. ათი ათასი მძვინვარე დღე ექნე-
ბოდათ გადატანილი, ოღონდ არც ერთი არ ახსოვდათ. ისინი
უკვე ზრდასრულები იბადებოდნენ – მხოლოდ აწმყოსთვის, ყო-
ველ ამოსუნთქვაზე უარს ამბობდნენ წარსულზე და მთელი მათი
ცხოვრება მხოლოდ დღეს იწერებოდა, მხოლოდ ამწუთიერი
იყო.

47
საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ, მტკიცენი, მაშინაც,
როცა რამე ეშლებოდათ. არასოდეს ორჭოფობდნენ, არად აგ-
დებდნენ არც საკუთარ უვიცობას, არც შეცდომებს და არც არა-
ფერს ნანობდნენ. დილას ქილიკით და ლანძღვით იწყებდნენ,
ერთი სული ჰქონდათ, გემრიელად შეეგინებინათ და დროზე შე-
რეოდნენ ახალი დღის აურზაურს. შუადღეს მყარად ისხდნენ თა-
ვიანთ მანქანებში, ბენზინის სუნის და ძრავის ოხშივრის მიღმა
ყველას გასაგონად აგინებდნენ კონკურენტების ეშმაკურ ხრი-
კებს, პოლიციის ტირანიას, ყეყეჩ ფეხით მოსიარულეებს და
არაპროფესიონალების შეცდომებს. ყოველდღე ქუჩაში საფ-
რთხე ელოდათ, მაგრამ სოფლის გზაზე მშვიდად მიმავალი კა-
ცივით უვლიდნენ გვერდს. ყოველ დილით აუღელვებლად იწ-
ყებდნენ ახალ თავგადასავალს, რომელსაც ჯურღმულში გაზ-
რდილი გულადი კაციც თავს აარიდებდა.
ადრეული გაზაფხულის წვიმიან დღეებში შავი შალის პერან-
გები და ტყავის ქურთუკები ეცვათ ხოლმე, ახლა, ამ შუა ზაფ-
ხულში, გარუჯული, სვირინგიანი, წვრილი მკლავები გაეშიშ-
ვლებინათ და ზედ ბაწარივით დახვეული ათამაშებული კუნთები
მოუჩანდათ. ჯორჯი პატივისცემით და ცოტათი დარცხვენილი
შეჰყურებდა, როგორ გულმოდგინედ მუშაობდნენ ეს ძალ--
ღონით სავსე ბიჭები – როცა კი სხვისი თვალით შეხედავდა თა-
ვის ცხოვრებას, ურთიერთგამომრიცხავი სურვილებით, უაზრო
წამოწყებებით და გეგმებით სავსე ცხოვრებას, ამ ბიჭებთან შე-
დარებით, რომელთაც თავიანთი ძალა და ნიჭი სწორად მიმარ-
თეს, საკუთარი თავი უთავბოლო, უნიათო და გზას აცდენილი
ეჩვენებოდა.
უზარმაზარი საბარგოები კვირაში ხუთჯერ ღამითაც მოადგე-
ბოდნენ ხოლმე საწყობს და მომლოდინე ქარავანი ჩამწკრივდე-

48
ბოდა. ახლა საბარგოები ბრეზენტით იყო გადახურული, კაბინა-
ში პატარა მწვანე ფარნები ენთო ორივე მხარეს. მძღოლების სა-
ხეს სიგარეტის ანთებული ბოლო გაანათებდა ხოლმე, როცა
მშვიდად საუბრობდნენ უზარმაზარი მანქანის ჩრდილში. ერ-
თხელ ჯორჯმა მძღოლს ჰკითხა, ამ შუაღამისას საით მიდიხარ-
თო და ფილადელფიაშიო, უპასუხეს, დილისკენ უნდა დავბრუნ-
დეთო.
როცა ჯორჯი ამ უშველებელ, მოღუშულ, ჩუმ, მაგრამ ამავე
დროს, მძღოლებივით მოუთმენლობით გამოცოცხლებულ სა-
ბარგოებს ხედავდა, რაღაც იდუმალი სიხარული ეუფლებოდა.
ეს ადამიანები ღამის მოყვარულთა დიდი ერთობის ნაწილი იყ-
ვნენ და ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მათთან რაღაც აკავ-
შირებდა. მას ხომ ღამე ყოველთვის უფრო მეტად უყვარდა, ვიდ-
რე დღე. მთელი სიმძლავრით მოუზღვავდებოდა სიცოცხლის
ენერგია იდუმალი და მოზეიმე ღამის წყვდიადში.
ჯორჯმა იცოდა, რა უხაროდა ამ ხალხს, ისიც იცოდა, რამდენს
წვალობდნენ, თავი რომ გაეტანათ. თითქოს ხედავდა, როგორ
მირახრახებდა საბარგოების ბინდისფერი პროცესია მძინარე
ქალაქებში და ამ დროს სოფლის გრილ და ტკბილსურნელს
გრძნობდა სახეზე. ხედავდა, საჭეზე გადაკუზული მძღოლები
როგორ ცდილობდნენ ფხიზლად ყოფნას, მოლურჯო სიბნელეს
მიარღვევდნენ, მიშტერებოდნენ გზას, ღამით მგზავრობის მოწ-
ყენილობა რომ განედევნათ. ის პატარა სასაუზმეებიც იცოდა,
სადაც ჩერდებოდნენ წასახემსებლად, დღედაღამ ღია რომ იყო
და გაჭვარტლული ნათურები ათბობდა იქაურობას, ხან დახ-
ლთან მთვლემარე წინსაფრიანი ბერძენი მეპატრონე რომ არა,
კაცის ჭაჭანება არ იყო, ხან კი სულ გადაივსებოდა მძღოლებით,

49
მძიმე-მძიმედ რომ მოათრევდნენ ფეხებს და მათთვის ჩვეული
უხეში ხმით არღვევდნენ სიმყუდროვეს.
შევიდოდნენ, ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულ სკა-
მებზე დაესვენებოდნენ, კერძს შეუკვეთდნენ და მერე ელოდნენ.
და ვიდრე ელოდნენ, შიმშილს კიდევ უფრო უმძაფრებდათ კაცუ-
რი საჭმლის სუნი – ყავის, ხახვში ჩაშუშული ერბოკვერცხის თუ
ტაფაზე აშიშხინებული ბიფშტექსის – და ამასობაში გულის გა-
დასაყოლებლად აყროლებულ, მაგრამ ფასდაუდებელ და იაფ
სიგარეტს ეწეოდნენ, ძლიერ, დასერილ ტუჩებში მოიქცევდნენ,
ასანთს მუშტში აანთებდნენ, ღრმა ნაფაზს დაარტყამდნენ და
ნესტოებიდან ნელ-ნელა უშვებდნენ. კეთჩუბს ბლომად ისხამ-
დნენ ბიფშტექსებზე, არ ენანებოდათ, ჩაშავებული თითებით
სურნელოვან პურს ყუას ატეხდნენ და ველური ვნებით იწყებ-
დნენ ჭამას. ერთბაშად ეცემოდნენ ხოლმე თეფშს და ფინჯანს და
ჩქარ-ჩქარა, სულმოუთქმელად თქვლეფდნენ.
ო, და ისიც მათ გვერდით, ერთ-ერთი მათგანი და მათთვის
იყო, ძმურად იზიარებდა ამ კაცების სიხარულს და შიმშილს,
უკანასკნელ ხარბად ჩაყლაპულ ლუკმას, დანაყრებული კუჭის
შვებისმომგვრელ სიამოვნებას, მადლიერი ფილტვებიდან გა-
მოშვებულ უკანასკნელ ცისფერ რგოლებს. ზაფხულის ჯადოს-
ნურ წყვდიადში ცხოვრება მშვენიერი ჩანდა. მიზანდასახულად
მიარღვევდნენ ღამის სიბნელეს სინათლისკენ და დილის ჩიტე-
ბის ჟღურტულისკენ, როცა გარიჟრაჟზე ამქვეყნად ახალი სიხა-
რული დგება; და ასე რომ ფიქრობდა, ჯორჯს მოეჩვენა, თითქოს
სიბნელეში მცხოვრებ ადამიანთა საიდუმლოებით მოცული, ვე-
ლური და მარტოხელა გული ყოველთვის ახალგაზრდა იქნებო-
და და არასდროს მოკვდებოდა.

50
მთელი ის 1929 წლის ზაფხული, ჯორჯის სახლის წინ საწყო-
ბის ფართო ფანჯარასთან კაცი უჯდა მაგიდას და ქუჩას გაჰყუ-
რებდა, სულ ასე იჯდა, არც ერთხელ პოზა არ შეუცვლია. როცა
კი ჯორჯი ფანჯრიდან გაიხედავდა, კაცი თვალში ხვდებოდა, მაგ-
რამ ის არაფერს აკეთებდა, მხოლოდ ერთი წერტილისთვის მი-
ეპყრო გაყინული მზერა. თავდაპირველად იმდენად უმნიშვნე-
ლო ეჩვენა, რომ ეს კაცი შეუმჩნევლად და უკვალოდ გაქრა
ჯორჯის სამყაროდან. მაგრამ ერთ დღეს ის ესტერმაც შენიშნა,
თითი გაიშვირა და მხიარულად უთხრა:
– აი, ისევ ის ჩვენი მეგობარი „მიტანის სააგენტოდან“! ნეტა-
ვი, ვისთვის რა მიაქვს? ჯერ არ დამინახავს, რამეს აკეთებდეს!
შენ საერთოდ შეგინიშნავს, ჰა? – წამოიძახა გახალისებულმა, –
ღმერთო! ასეთი უცნაური არაფერი მახსენდება! – ხმამაღლა
გაიცინა, გაოცებულმა მხრები აიჩეჩა და ცოტა ხნის დუმილის
შემდეგ, უკვე სერიოზულად დაინტერესდა, – შენ რა, არ გიკ-
ვირს? რას შეიძლება, ასეთი ადამიანი აკეთებდეს? შენი აზრით,
რაზე ფიქრობს?
– რა ვიცი, – უდარდელად მიუგო ჯორჯმა, – ჩემი აზრით, არა-
ფერზე.
მერე მიივიწყეს და სხვა ამბებზე დაიწყეს საუბარი, ოღონდ იმ
წუთიდან უცნაური კაცის არსებობა ჯორჯს მოსვენებას აღარ აძ-
ლევდა და მონუსხულივით შესცქეროდა, პირდაპირ საგონე-
ბელში ჩააგდო ამ ადამიანის უმოძრაობამ და გაყინულმა მზე-
რამ.
მას შემდეგ, ესტერი შემოვიდოდა თუ არა ჯორჯის ოთახში,
გაიხედავდა ქუჩის გადაღმა და ისეთი მხიარული ხმით შეჰყვი-
რებდა, ნაცნობი საგნის ჩვეულ ადგილას დანახვისას რომ შეჰ-
ყვირებს კმაყოფილი და თავდაჯერებული ადამიანი:

51
– აჰა, ვხედავ ჩვენს ძველ მეგობარს „მიტანის სააგენტოდან“,
ისევ ისე იხედება ფანჯრიდან! ნეტა, დღეს რაზე ფიქრობს?
მერე სიცილით ზურგს შეაქცევდა. ცოტა ხნის შემდეგ, რო-
გორც სჩვეოდა, სიტყვებით და რითმით ბავშვივით აღფრთოვა-
ნებული, უხმოდ ბუტბუტებდა უაზრო ბგერებს: „სააგენტო,
ბააგენტო, გააგენტო, მააგენტო“, ბოლოს კი ტრიუმფალური აღ-
მოჩენით გახარებული, სიმღერას შემოსძახებდა:
„მიტანის სააგენტო, მიტანის სააგენტო,
მთელი დღე იჯექი, არაფერი გააკეთო“.
ჯორჯმა დაუწუნა, უაზრო რითმააო, მაგრამ ესტერმა შეფაკ-
ლული სახე უკან გადაიქნია და ისტერიულად გაიცინა.
გავიდა დრო და ამ კაცზე აღარ ეცინებოდათ. რამდენადაც
თავიდან ბნელით მოცული ეჩვენებოდათ მისი სამსახური, რამ-
დენადაც კომიკურად და უჩვეულოდ მიაჩნდათ მისი უქმად ჯდო-
მა, იმდენად მრავლისმთქმელი და შემზარავი გახდა ნელ-ნელა
მისი გაყინული მზერა. დღე დღეს მისდევდა და კაცი უყურებდა,
მის თვალწინ ქუჩაში ცხოვრება როგორ დუღდა; დღე დღეს მის-
დევდა და ის ხედავდა, უზარმაზარი ფურგონები, მძღოლები და
მტვირთავები როგორ მოდიოდნენ, ავსებდნენ არემარეს გინე-
ბით და ყვირილით, გაღიზიანებულები ასრულებდნენ თავიანთ
საქმეს, მაგრამ ფანჯარასთან მჯდარი კაცი მათ არ უყურებდა,
არაფერი ეტყობოდა, რომ რამე ესმოდა ან საერთოდ ამჩნევდა
მათ არსებობას – უბრალოდ, იჯდა და ფანჯრიდან იყურებოდა,
ერთი წერტილისთვის მიეპყრო გაყინული მზერა.
თავისი ცხოვრების მანძილზე ჯორჯს უამრავი თითქოსდა უმ-
ნიშვნელო რამ შემთხვევია, რაც ისე ღრმად ჩაებეჭდა გონებაში,
ვერასოდეს მოიშორა, როგორც ძაღლი ვერ იშორებს კუდზე მიკ-
რულ ბირკავას; ყოველთვის ასე ხდებოდა, წამიერი გამონათე-

52
ბისას, რაიმე წვრილმანი გულში მტკივნეულად შეახსენებდა თა-
ვის მნიშვნელობას. ასე ახსოვდა და ემახსოვრებოდა მარად ეს-
ტერის ნათელი, გულწრფელი გამომეტყველება, როცა ერთხელ,
შუაღამისას, მოულოდნელად გამოანათა და მერე გაქრა თაიმზ--
სკვერის ნაცრისფერ, უსახურ ბრბოში. ახსოვდა მეტროს ვაგონ-
ში თითებით მოსაუბრე ორი მუნჯი; და მზის ჩასვლისას უკაცრი-
ელ ქუჩაზე გაგონილი ბავშვების წკრიალა სიცილი; და ეზოს გა-
დაღმა მოცუცქნულ ოთახებში მცხოვრები გოგონები, ყოველ-
დღე რომ რეცხავენ, აუთოებენ და ხელახლა რეცხავენ თავიანთ
თითო კინკილა გახუნებულ გამოსასვლელ ტანსაცმელს, მუდამ
მზად რომ იყვნენ სტუმრის შესახვედრად, რომელიც არასდროს
არ მოვიდოდა.
და ახლა, ჯორჯის სათუთად გადანახულ წვრილმანებს ამ კა-
ცის სახე დაემატა – უაზრო, ფერმკრთალი, უემოციო, და მისი
მშვიდი და მწუხარე მზერა. ურყევი, წყნარი, უშფოთველი სახე
მისთვის ამ ქაოსური ქალაქის უცვლელობის სიმბოლო გახდა,
სადაც ყველაფერი სწრაფად ჩნდება და ქრება და სწრაფადვე
ივიწყებენ. და რადგანაც ყოველდღე უყურებდა ამ კაცს და მის
საიდუმლოში შეღწევას ცდილობდა, ბოლოს და ბოლოს მიხვდა,
რომ პასუხი იპოვა.
მას შემდეგ, მრავალი წლის მერე, ფანჯარასთან მჯდომარე
კაცის სახე რომ მოაგონდებოდა, ის ყოველთვის ისეთი იყო, რო-
გორიც მაშინ, ზაფხულის უკანასკნელ დღეს, როცა ჩამავალი
მზის სხივები, უკვე უძლური და უვნებელი, აგურის თბილ კე-
დელს ეცემოდა და სევდიან, არაამქვეყნიურ შუქს ჰფენდა. ფან-
ჯარასთან კაცი იჯდა და ქუჩას გაჰყურებდა. თვალსაც არ ახამხა-
მებდა, სევდიანი და მოწყენილი თვალები ჰქონდა, სახეზე კი
ეწერა, რომ მისი სული დატყვევებული იყო.

53
კაცის სახე ჯორჯისთვის წყვდიადის და დროის სახე გახდა. ის
არაფერს ამბობდა, მაგრამ ხმა ჰქონდა – ხმა, რომლითაც მთე-
ლი სამყარო ლაპარაკობდა. ეს იყო საღამოს და ღამის ხმა, მას
ერეოდა ყველა იმ ადამიანის ხმა, ვინც ცხელი და მღელვარე
დღე გამოიარა და ახლა მშვიდად ჩამოჰყრდნობოდა საღამოს
მოაჯირს. ამ ხმაში იყო შერწყმული ღამით შემოწოლილი დაღ-
ლილობა და სიმყუდროვე, როცა კიდევ ერთი დღის აურზაური
სრულდება და როცა ყველაფერი – ქუჩები, შენობები და რვა მი-
ლიონი ადამიანი, დაღლილი და სევდანარევი სიხარულით,
წყნარად იწყებს სუნთქვას. და იმ ერთადერთმა უენო ხმამ იცო-
და ყველა განსხვავებული ენა.
– პატარავ, პატარავ, – ასე ამბობდა, – უნდა გქონდეს მოთ-
მინება და რწმენა, რადგან ცხოვრება მრავალი დღისგან შედგე-
ბა და ყოველი წუთი წარმავალია. შვილო, შვილო, შენ ყოფილ-
ხარ შეშლილი და მთვრალი, ყოფილხარ დაუნდობელი და ვე-
ლური, აღვსილი ზიზღით, სასოწარკვეთილი და სული შეცბუნე-
ბულა შენი – მაგრამ, ჩვენც მოგვსვლია ასე. მოგჩვენებია, ერთი
ცხოვრებისთვის ძალიან დიდია სამყარო, ხოლო გონება შენი
და კუნთები ვერ გასწვდება, შიმშილი და გულის წადილი რომ
დაიკმაყოფილო – მაგრამ ეს ყველას დაგვმართნია. წაგიბორძი-
კია სიბნელეში, სხვა მხარეს გიბიძგა ვინმემ, ფეხი აგრევია, მხა-
რი გიცვლია – მაგრამ, პატარავ, ეს სამყაროს ქრონიკაა. და ახ-
ლა, რადგან იცი, რა არის შეშლილობა და სასოწარკვეთა, ვიდ-
რე მოსაღამოვდება, კიდევ უფრო მეტი უიმედობა გელის, ჩვენ,
ვინც ერთხელ უკვე შევუტიეთ მრისხანე სამყაროს ციხესიმაგრეს
და დავმარცხდით, ჩვენ, ვინც სიყვარულის მიუწვდომელმა და
მწარე საიდუმლომ სიგიჟემდე მიგვიყვანა, ჩვენ, ვისაც დიდება
გვწყუროდა და ყველაფერ ცხოვრებისეულს გავუგეთ გემო, აურ-

54
ზაურს, ტკივილს, შეშლილობას და ახლა მშვიდად ვსხედვართ
ფანჯარასთან და ქუჩას გავყურებთ, ამიერიდან არაფერი აგვა-
ღელვებს – ჩვენ მოგიწოდებთ, რომ გამხნევდე, რადგან, გეფი-
ცებით, ეს ყველაფერი წარმავალია.
ჩვენ შევსწრებივართ მოდის ბრწყინვალებას და მის ცვლას,
ბევრი რამ გაჩენილა და გამქრალა, ბევრი სიტყვა დაგვვიწყე-
ბია, ბევრი ვნება ანთებულა და ჩამქრალა; და მაინც, ჩვენ ვი-
ცით, რომ უცხო ვართ ერთმანეთისთვის და ცხოვრების უსასრუ-
ლო გზაზე ჩვენი ნაფეხურები კვალს არ დატოვებენ. ჩვენ აღარ
დავბრუნდებით სიბნელეში, აღარ დაგვტანჯავს შეშლილობა და
არც იმედგაცრუება; უკვე კედელი ამოვაშენეთ ჩვენ ირგვლივ.
ვეღარ გავიგონებთ საათის ჩამოკვრას უცხო ცის ქვეშ; არც უცხო
ქვეყანაში არ გავიღვიძებთ, სამშობლო რომ მოგვენატროს; ჩვე-
ნი ხეტიალი დასრულდა, შიმშილიც დავიკმაყოფილეთ. ო, ძმაო,
შვილო და მეგობარო, იმიტომ, რომ ჩვენ იმდენ ხანს ვიცხოვ-
რეთ და იმდენი ვნახეთ, შეგვიძლია, სულ ცოტა რამ ვიკმაროთ,
მილიონმა სხვამ კი, დაე, გვერდით ჩაგვიაროს.
ზოგი რამ არ იცვლება. ზოგი რამ სულ ისეთი იქნება, როგო-
რიც არის. დაადე ყური მიწას და მოუსმინე.
ღამით ტყის ნაკადულის ჩუხჩუხი, ქალის სიცილი სიბნელეში,
მოხრეშილ მიწაზე ფოცხის მოსმის ხმა, მდელოზე ზაფხულის
ცხელ შუადღეს კუტკალიების ჭრიჭინი, მზიან დღეს ბავშვების ნა-
ზი, გაბმული ხმა – არის ის, რაც არასოდეს არ შეიცვლება.
წყლის ზედაპირზე არეკლილი მზის სხივები, ვარსკვლავების
ციმციმი, განთიადის უმანკოება, ნავსაყუდელში დამდგარი
ზღვის სუნი, ფუმფულა კოპლები და მონაცრისფრო კვირტები
ყლორტებზე და კიდევ რაღაც, რაც მოდის და მიდის და ვერასო-

55
დეს მოიხელთებ, გაზაფხულის ეკალი, ყურისწამღები და უტყვი
კივილი – არის ის, რაც მუდამ უცვლელი დარჩება.
ყველაფერი, რაც მიწას ეკუთვნის, უცვლელი რჩება – ფოთო-
ლი, ბალახის ღერო, ყვავილი, ქარი, რომელიც ტირის, იძინებს
და ისევ იღვიძებს, ხეები, გაშეშებულ მკლავებს რომ არხევენ და
ერთმანეთს ახლიან სიბნელეში, ოდესღაც დამარხული შეყვარე-
ბულების ნეშტი – ყველაფერი, რაც წლის სხვადასხვა დროს მი-
წიდან მოდის, ყველაფერი, რაც ქრება და იცვლება და ისევ მიწი-
დან იზრდება – მუდამ უცვლელი დარჩება, იმიტომ, რომ მიწი-
დან მოდის, რომელიც არ იცვლება, მიწაში ჩადის, რომელიც მა-
რადიულია. მხოლოდ მიწას შეუძლია ყველაფრის გაძლება და
გაძლებს კიდეც სამარადისოდ.
არც ტარანტულა, გველგესლა და ასპიდი შეიცვლება არას-
დროს. ტკივილი და სიკვდილიც იგივე დარჩება. მაგრამ რაღაც
გულისფეთქვასავით თრთის ქვაფენილის ქვეშ, კივილივით კან-
კალებს შენობების ქვეშ, დაკარგული დროის ქვეშ, პირუტყვის
ჩლიქის ქვეშ, რაღაც ყვავილივით გაიზრდება, რაღაც ისევ ამო-
ხეთქავს მიწიდან და ის იქნება მარად ცოცხალი, ერთგული და
მოვა ხელახლა, როგორც აპრილი.

56
თავი მეხუთე

ფარული შიში

ყვითელ კონვერტს დიდი ინტერესით დასცქეროდა და ხელში


ატრიალებდა. გამჭვირვალე გარეკანიდან ჩანდა, მისი გვარი
რომ ეწერა, მაგრამ ჯერ ვერ გადაეწყვიტა, რა ექნა და თან ცდი-
ლობდა, შეშფოთებას მორეოდა. დეპეშების მიღებას არ იყო
ჩვეული. ინსტინქტურად გადადო კონვერტის გახსნა, ეშინოდა,
არ იცოდა, რას სწერდნენ. ბავშვობის დროინდელი მივიწყებუ-
ლი შემთხვევა მოაგონდა, რატომაც დეპეშას ყოველთვის ცუდ
ამბავს უკავშირებდა. ვის უნდა გამოეგზავნა? და ნეტა, რას წერ-
დნენ? მერე, ადექი და გახსენი, შე იდიოტო!
კონვერტი გახია და ფურცელი ამოიღო. სწრაფად წაიკითხა,
ჯერ ხელმოწერას დახედა. ბიძია მარკ ჯოინერისგან იყო:
„გუშინ დეიდაშენი მეი გარდაიცვალა წერტილი დაკრძალვა
ხუთშაბათს ლიბია-ჰილში წერტილი თუ შეძლებ ჩამოდი“.
სულ ეს იყო. არც ის ეწერა, რა დაემართა. სავარაუდოდ, სი-
ბერით უნდა გარდაცვლილიყო. სხვა რა მოკლავდა. ალბათ არ
უავადმყოფია, თორემ გააგებინებდნენ.
ამ ამბავმა ჯორჯზე ძალიან იმოქმედა. მაგრამ სევდას კი არ
გრძნობდა, უფრო დანაკარგის სიმწარეს და თან წარმოუდგენ-
ლად ძლიერს – ეს იყო დანაკარგის შეგრძნება, როცა ვერ იჯე-
რებ, რომ შეიძლება, ბუნების დიდი ძალა მოულოდნელად გა-
ჩერდეს. ვერაფრით ვერ ეგუებოდა მომხდარს. რვა წლისას დე-
და რომ გარდაეცვალა, დეიდა მეი მისი ბავშვური სამყაროს ყვე-

57
ლაზე საიმედო და ძლიერი დასაყრდენი გახდა. ჯორჯის დედის
და ბიძია მარკის უფროსი და, დეიდა მეი გაუთხოვარი იყო. მან
იტვირთა ბიჭზე მზრუნველობა და თავი არ დაუზოგავს, პურიტა-
ნული უდრეკობით აღეზარდა. ძალიან ცდილობდა, მისგან ნამ-
დვილი ჯოინერი დამდგარიყო, ღირსეული შვილი ვიწრო, პრო-
ვინციული მთის კლანისა, თავად რომ ეკუთვნოდა. მაგრამ ვერ
შეძლო და ჯორჯი ჯოინერის უბიწო გზას რომ არ გაჰყვა, მეი ძა-
ლიან განიცდიდა. ჯორჯმა ეს უკვე დიდი ხანია იცოდა; მაგრამ
ახლაღა მიხვდა, ახლა გახდა ნათელი მისთვის, რომ დეიდამ მის
წინაშე ვალი მოიხადა, ყოველთვის ისე ექცეოდა, როგორც თვი-
თონ მიაჩნდა საჭიროდ. გაახსენდა დეიდა მეი და ენით აუწერე-
ლი სიბრალული იგრძნო. ისე მოეძალა სიყვარული და ნაზი
გრძნობები, კინაღამ სული შეეხუთა.
რაც თავი ახსოვდა, მეი მარად ბებერი ეგონა, ღმერთის ხნი-
სა. ახლაც ყურში ედგა მისი ხმა – მისი მჩხავანა, მონოტონური
ხმა, გაუთავებლად რომ უყვებოდა გარდასულ, უსასრულო ამ-
ბებს, გარდაცვლილი ჯოინერების ისტორიების თხრობით ამ-
დიდრებდა მის ბავშვობას, სამოქალაქო ომამდე, იმ ძველ დროს
რომ დაიმარხნენ ზიბულონის მთაზე. თითქმის ყველა ამბავი,
რომელსაც მეი უყვებოდა, უბედურების, სიკვდილის და ტკივი-
ლის ქრონიკა იყო. ბოლო ასი წლის განმავლობაში მცხოვრებ
ყველა ჯოინერს იცნობდა, ზოგი ჭლექით გარდაიცვალა, ზოგი
ტიფით, ფილტვების ანთებით, მენინგიტით ან პელაგრით და
დეიდა მეი სიამოვნებით იგონებდა მათ თავგადასავლებს. მანვე
შეუქმნა მთის მოძმის ხატი, შავბნელი ხატი, მოულოდნელი სიკ-
ვდილის მოლოდინში მყოფი ტანჯული ადამიანის, და ეს ხატი
დროდადრო მოჩვენებასავით ეცხადებოდა. ჯოინერები, ასე ფიქ-
რობდა მეი, ღვთისგან ბოძებული მისტიკური ძალით იყვნენ და-

58
ჯილდოებულნი. როცა მოულოდნელად გადაეყრებოდი მათ
სოფლის შარაგზაზე, აუცილებლად გამოგელაპარაკებოდნენ და
მხოლოდ მერე შეიტყობდი, რომ თურმე იმ დროს ორმოცდაათი
მილის მოშორებით ყოფილან. ხმები ესმოდათ, ვიღაც ყოველ-
თვის წინასწარ აფრთხილებდათ. თუ მოულოდნელად მეზობე-
ლი გარდაიცვლებოდა, ჯოინერები იმწამსვე იქ გაჩნდებოდნენ,
ცხედრის გვერდით სხდებოდნენ და ბუხარში მოგიზგიზე ფიჭვის
შუქზე მთელი ღამე გაუთავებლად ლაპარაკობდნენ, იტყოდნენ,
ერთი კვირით ადრე გვაცნობეს, ეს რომ მოხდებოდაო და მხო-
ლოდ ნახშირის ტკაცატკუცი არღვევდა მათი ხმების გაბმულ გუ-
გუნს.
ასეთი იყო ჯოინერის სახე, დეიდის უსასრულო მოგონებების
წყალობით რომ გაუჯდა ბიჭს გონებასა თუ სულში. ჯორჯმა იცო-
და, ყველა ჩვენგანმა უნდა განვლოს თავისი ცხოვრება და მოკ-
ვდეს, მაგრამ ჯოინერები განსაკუთრებული ხალხი იყო, ისინი
კანონებს არ ექვემდებარებოდნენ. ჯოინერები საზრდოობდნენ
სიკვდილით და მას ამარცხებდნენ, და ასე გაგრძელდებოდა
უკუნითი უკუნისამდე. მაგრამ ახლა უხუცესი და ყველაზე სიცოც-
ხლით სავსე ჯოინერი, დეიდა მეი მოკვდა.
ხუთშაბათს კრძალავდნენ, უკვე სამშაბათი იყო. იმავე დღეს
თუ წავიდოდა მატარებლით, მეორე დღეს იქ იქნებოდა. ჯორჯმა
კარგად იცოდა, ზიბულონის მთის ძველ კატაუბაში ჯოინერები
უკვე თავს იყრიდნენ თავიანთი ტომის სამგლოვიარო რი-
ტუალის ჩასატარებლად და თუ ადრე ჩავიდოდა, მათი სევდის-
მომგვრელი საუბრის მოსმენის საფრთხეს ნამდვილად ვერ ას-
ცდებოდა. ასე რომ, აჯობებდა, ერთი დღეც მოეცადა და პირდა-
პირ დაკრძალვაზე მისულიყო.

59
სექტემბრის პირველი დღეები იყო. გამოყენებითი ხელოვნე-
ბის სკოლაში სწავლა თვის შუა რიცხვებამდე არ დაიწყებოდა.
ჯორჯი ლიბია-ჰილში უკვე რამდენიმე წელი არ ყოფილა და
იფიქრა, იქნებ ერთი კვირა დავრჩე და ჩემი ქალაქი ფეხით მო-
ვიაროო. მაგრამ ნათესავ ჯოინერებთან ურთიერთობის წარ-
მოდგენაც კი ზარავდა, თან მით უმეტეს ასეთ დროს. რენდი შე-
პერტონი მოაგონდა, კარის მეზობელი. მშობლები ცოცხალი
აღარ ჰყავდა, უფროსი და გათხოვდა და გადავიდა. რენდის ქა-
ლაქში კარგი სამსახური ჰქონდა, მშობლების სახლში ცხოვ-
რობდა, მისი მეორე და, მარგარეტი სახლს უვლიდა. რა იქნებო-
და, მათთან რომ გაჩერებულიყო, ალბათ გაუგებდნენ. ჯორჯი
ადგა და დეპეშა გაუგზავნა რენდის, ჰკითხა, თუ შეიძლება,
თქვენი სტუმართმოყვარეობით ვისარგებლოო და რომელი მა-
ტარებლით ჩადიოდა, ისიც მისწერა.
მეორე დღეს, შუადღისას, ჯორჯმა პენსილვანიის სადგურს
მიაშურა, დეიდის გარდაცვალებით მიღებული პირველი დარ-
ტყმა თითქოს ცოტა გაქარწყლებოდა. ადამიანის გონება შემაშ-
ფოთებლად შემგუებლურია, რაც ყველაზე ნათლად მისი სიცოც-
ხლისუნარიანობის მისტიკურ ძალაში ვლინდება, თავდასაცავად
იქნება თუ გადასარჩენად. უბედურმა შემთხვევამ მთლად მიწას-
თან რომ არ გაგასწოროს, თუ მით უმეტეს ახალგაზრდა, ჯან-
მრთელი და მოცლილი ხარ, შეეგუები გარდაუვალს და მოემზა-
დები შემდეგი დარტყმისთვის, გამაღიზიანებლად მოწესრიგებუ-
ლი ამერიკელი ტურისტივით, უცხო ქალაქში რომ ჩავა, მიიხედ--
მოიხედავს და საქმიანად იკითხავს: „აბა, ახლა საით?“ ამ დღეში
გახლდათ ჯორჯიც. დაკრძალვაზე ფიქრი აფრთხობდა, მაგრამ
მას ხომ ჯერ მთელი ერთი დღის გრძელი გზა ელოდა მატარებ-
ლით. ასე რომ, სევდიანი ფიქრები განდევნა და თავს უფლება

60
მისცა, ესიამოვნა, რადგან მატარებლით მგზავრობა ყოველთვის
სიამოვნებას ჰგვრიდა.
სადგურში რომ შევიდა, დროის ხმა გუგუნებდა, შორეული და
ყოვლისმომცველი. მზის სხივები დახრილ ზოლებად გასდევდა
სადგურის მთელ მასიურ იატაკს, დროის მშვიდი ხმა გამეფებუ-
ლიყო უზარმაზარ ოთახში, მაღალ ჭერსაც კი სწვდებოდა, ქვე-
მოთ მოფუთფუთე მოუსვენარი ადამიანების ხმები არ ერეოდა.
თითქოს შორიდან ისმოდა ზღვის გუგუნივით, მოთენთილი რომ
უშვებს ნაპირისკენ წყალს და მერე უკან იბრუნებს. სტიქიასავით
მიუდგომელს, ადამიანები არ ადარდებდა. ადამიანები მისთვის
იგივე იყო, რაც წვიმის წვეთი მდინარისთვის, საღამოს მეწამუ-
ლი მთების სიღრმიდან რომ მოედინება დიდებულად.
იმხელა შენობა, დროის ხმა რომ ჩაიტიოს, ბევრი არ იქნება
და ჯორჯს ძალიან მოსწონდა ის ფაქტი, რომ რკინიგზის სადგუ-
რი სწორედ ასეთი იყო. რადგანაც აქ, და არსად სხვაგან, ადა-
მიანები თავს იყრიან თავიანთი ურიცხვი მოგზაურობების და-
საწყებად ან დასასრულებლად, აქ ერთმანეთს ხვდებიან ან ემ-
შვიდობებიან, აქ, სულ რაღაც ერთ წამში, თვალწინ იშლება კა-
ცობრიობის ბედისწერის ამსახველი სურათი. ადამიანები, რომ-
ლებიც მიდიან და მოდიან, გვერდით ჩაგივლიან და ქრებიან,
რომელთაც ცხოვრების ყოველი განვლილი წამი სიკვდილს აახ-
ლოებთ, თავიანთი გულისცემით ავსებენ დროის ხმას – მაგრამ
დროის ხმა ყოველთვის გულგრილი და მიუკარებელია, მარადი-
ულ, ძილის მომგვრელ გუგუნად ქცეული.
ყველა, კაციც და ქალიც, მხოლოდ საკუთარ მოგზაურობაზე
ფიქრით არის მოცული. ყველას თავისი გზა აქვს, თავის დანიშ-
ნულების ადგილს უნდა მიაღწიოს და სულ არ ადარდებს სხვისი
ამბავი. თუნდაც ის კაცი, ჯორჯმა რომ შენიშნა მოსაცდელ დარ-

61
ბაზში – როგორ ეშინოდა, მატარებელზე არ დაჰგვიანებოდა.
ღელავდა, უნებლიე მოძრაობები ჰქონდა, მზიდავს რაღაც დაუყ-
ვირა და სალაროსთან მივიდა ბილეთის საყიდლად, რიგში
მოუწია ჩადგომა, ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა, სულ საათს
დაჰყურებდა. მერე ცოლი გამოჩნდა, გაპრიალებულ იატაკზე
მორბოდა, მაგრამ ჯერ კიდევ შორს იყო, როცა დაუყვირა:
– აიღე ბილეთები? დრო აღარ იცდის! ვაგვიანებთ!
– ვითომ არ ვიცი? – გაღიზიანებულმა უპასუხა კაცმა, – მე
რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ! – მერე ხმამაღლა და გუ-
ლისტკივილით დასძინა, – მოვასწრებდით, ეს კაცი დროზე რომ
აიღებდეს თავის ბილეთს.
წინ მდგარი კაცი მოუტრიალდა და დაუბღვირა.
– ცოტაც მოითმინე, ცოტაც მოითმინე! – უთხრა, – მარტო
შენ არ გჭირდება ბილეთი! მე ვიდექი შენ წინ და ახლაც ვდგა-
ვარ, გინდა თუ არ გინდა, მოგიწევს დალოდება!
მერე შელაპარაკდნენ. დანარჩენები გაღიზიანდნენ და თა-
ვისთვის ბურტყუნებდნენ. ბილეთის გამყიდველმა ბრაზიანად
დააკაკუნა ფანჯარაზე და უკმაყოფილო სახით გამოხედა მოკინ-
კლავეებს. ბოლოს ვიღაც ახალგაზრდამ იყოჩაღა და გასძახათ:
– გარეთ გაარკვიეთ, თუ ღმერთი გწამთ! ჩვენც მოგვეცით სა-
შუალება, ბილეთი ვიყიდოთ! თქვენ გამო ყველა დავაგვიანებთ!
როგორც იქნა, იმ კაცმა აიღო ბილეთი და აწითლებული და
აღგზნებული ახლა მზიდავს მივარდა. თავაზიანი, მოღიმარი და
თავდაჯერებული ზანგი მშვიდად ელოდა.
– ასე რატომ ჩქარობთ? უამრავი დრო გაქვთ მატარებლის
გასვლამდე. უთქვენოდ არსადაც არ წავა.
ვინ იყვნენ ეს მგზავრები, თითოეულს ჯიბეში ცისფერი ფოლა-
დის მავთულივით დახვეული დრო რომ ედო? რამდენიმე მათგა-

62
ნი შემიძლია წარმოგიდგინოთ: მშობლიურ კერას მონატრებუ-
ლი ზანგი, ჯორჯიაში ბრუნდება; მდიდარი ახალგაზრდა კაცი,
ჰადსონის პირას რომ აქვს გაშენებული მამული, დედის მოსანა-
ხულებლად ვაშინგტონში მიემგზავრება; სასოფლო-სამეურნეო
მანქანების მწარმოებელი ფირმის დირექტორი, თავის სამ აგენ-
ტთან ერთად, ყრილობიდან შინ ბრუნდება; გაკოტრების პირას
მისული, ძველი კატაუბის ბანკის სასოწარკვეთილი პრეზიდენ-
ტი, ორი ადგილობრივი პოლიტიკოსის თანხლებით, ნიუ--
იორკის ბანკირებს უნდა ეახლოს სესხის სათხოვნელად; ბერძე-
ნი მუყაოს საკვოიაჟით, რომელსაც მოყვითალო-ყავისფერი
ფეხსაცმელი აცვია; ვიღაც შავგვრემანი კაცი, თვალებში უნდობ-
ლობა რომ ჩასდგომია, სალაროს ფანჯარაში იჭყიტება და ამ-
ბობს: „პიტცბურგამდე რამდენია საჭირო, ჰა?“; ახალგაზრდა კა-
ცი ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან, ცოტა ქალური მანერებით,
ნიუ-ჯერსის შტატის ტრენტონის ქალთა კლუბში მიემგზავრება,
ყოველკვირეული ლექცია უნდა წაიკითხოს ხელოვნებაზე;
პოეტი ქალი ინდიანიდან წელიწადში ერთხელ ნიუ-იორკში ჩა-
დის, „ბოჰემურად“ რომ გაერთოს; პროფესიონალი მოკრივე
თავის მენეჯერთან ერთად, შეჯიბრზე მიემგზავრება სენტ--
ლუისში; ევროპაში გატარებული არდადეგებიდან დაბრუნებუ-
ლი პრინსტონელი ბიჭები, ვიდრე კოლეჯში სწავლა დაიწყება,
ცოტა ხნით მშობლების მოსანახულებლად მიდიან; შეერთებუ-
ლი შტატების არმიის რიგითი ჯარისკაცი, შეერთებული შტატე-
ბის არმიის რიგითი ჯარისკაცივით უბრალო, ამტანი და ფეთხუ-
მი; შუა დასავლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი,
ეს-ესაა ფინანსური დახმარებისთვის ენაწყლიანად რომ მიმარ-
თა ნიუ-იორკელ მფარველებს; ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მისი-
სიპიდან ხელბარგით, სულ ახალთახალი ტანსაცმელი აცვიათ

63
და შემკრთალი, გაოცებული და საჩხუბრად განწყობილი გამო-
მეტყველება აქვთ; ორი ტანმორჩილი ფილიპინელი, მაყვალი-
ვით შავები, ჩიტივით სუსტი ძვლებით, მანეკენებივით კოხტად
გამოპრანჭულან; ქალაქში საყიდლებზე ჩამოსული ნიუ-ჯერსის
გარეუბნელი ქალები; სამხრეთ და დასავლეთ შტატების პატარა
ქალაქების მკვიდრი ქალები და გოგოები, ზოგი დასასვენებლად
მიემგზავრება, ზოგიც – გასართობად ან ვინმეს მოსანახულებ-
ლად; პროვინციული ტანსაცმლის მაღაზიების მენეჯერები და
აგენტები, ქალაქში ახალი, მოდური ტანსაცმლის შესაძენად მი-
დიან; ნიუ-იორკელი განსაკუთრებული კლასის წარმომადგენ-
ლები, გამოწკეპილები, გამობრძმედილები, თავდაჯერებულები
და ყველაფრის მცოდნენი, ატლანტიკ სითიში დასასვენებლად
მიემგზავრებიან; გატანჯული, ჩამომხმარი, მოუვლელი დედები,
ლანძღვით და მუჯლუგუნებით რომ მიარღვევენ გზას და ხელში
თავიანთი ჭუჭყიანი ბავშვების სუსტი მკლავები ჩაუბღუჯავთ;
შავ-შავი, მოღუშული, პატივმოყვარე იტალიელი კაცები, თავი-
ანთ შავგვრემან, ჩასუქებულ ცოლებთან ერთად, რომლებიც
ბუზღუნით, მაგრამ მორჩილად ეგუებიან ცემასაც და ავხორცო-
ბასაც; გამომწვევად გამოპრანჭული ამერიკელი ქალები, ვერც
საწოლი და ვერც როზგი რომ ვერ მოარჯულებთ, თავდაჯერებუ-
ლები, უხეში ხმით რომ ლაპარაკობენ და კადნიერად გაგიყრიან
თვალს თვალში, მათ ლამაზ სხეულებს სიცოცხლის ნიშანწყალი
არ ატყვიათ, მათთვის უცხოა სიყვარული, ვნება, სინაზე, საერ-
თოდ ყველაფერი, რაც კი ქალური არსებობს ამქვეყნად.
რანაირი მგზავრი არ შეგხვდებოდათ იქ: ღარიბები, გაუხეშე-
ბული და არაფრის მთქმელი სახეებით, ნიუ-ჯერსის სული და
ხორცი; გაქუცული, ცხოვრებისგან გალახული უმაქნისები, იაფ-
ფასიან ჩემოდნებში მხოლოდ თითო ყელსახვევი და პერანგი

64
რომ უწყვიათ და ისე უჭირავთ თავი, თითქოს მატარებლიდან
გადმოსული იღბლის მაძიებელნი ამჯერად მაინც სამუდამოდ
მოიკიდებენ ფეხს უცხო ქალაქში; მთელი ქვეყნის უბედური მა-
წანწალები და უსაქმურები; თავაზიანები, შეძლებულები და ბევ-
რის მნახველები, უკვე იმდენჯერ უმოგზაურიათ ძვირფასი მატა-
რებლებით და გემებით, რომ ფანჯრიდან აღარ იყურებიან; მო-
ხუცებული ქალები და კაცები, ქალაქში შვილის სანახავად პირ-
ველად ჩამოსულები, უნდობლად აცეცებენ აქეთ-იქით თვა-
ლებს, ჩიტივით თუ მხეცივით სწრაფად, მუდამ ფხიზლად უნდა
იყვნენ, არავის არ უნდა ენდონ და ყველასი უნდა ეშინოდეთ; იქ
იყვნენ ყველაფრის მნახველები და უნახავები; იყვნენ დაქანცუ-
ლები, გულჩათხრობილები, მოწყენილები, მაგრამ ასევე მოცი-
ნარნი, ხალისიანები, მგზავრობით მოგვრილი სიხარულით აღ-
გზნებულები; ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს მუჯლუგუნს
ჰკრავდნენ და ადამიანები, რომლებიც მშვიდად იდგნენ და
ელოდნენ; ზოგს ამპარტავანი და მხიარული გამომეტყველება
ჰქონდა, ზოგიც ისე იმზირებოდა, თითქოს ჩხუბში გამოწვევა უნ-
დოდა. იყვნენ ახალგაზრდები, ბებრები, მდიდრები, ღარიბები,
ებრაელები, არაებრაელები, ზანგები, იტალიელები, ბერძნები,
ამერიკელები – ყველას იმ სადგურში მოეყარა თავი, მათი წარ-
მოუდგენლად განსხვავებული ბედისწერები მოულოდნელად
ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს და ღრმა, მაგრამ სევდიანი
მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ისინი მოგუგუნე, ყოვლისმომ-
ცველი დროის ნაწილი გახდნენ.
ჯორჯს კ19 ვაგონში ჰქონდა ადგილი. ის დიდად არ განსხვავ-
დებოდა სხვა საძილე ვაგონებისგან, მაგრამ ჯორჯისთვის განსა-
კუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. კ19 ყოველდღე კონტინენ-
ტის ორ წერტილს აკავშირებდა – უდიდეს ქალაქს და მისგან

65
რვაასი მილით დაშორებულ ჯორჯის მშობლიურ, პატარა ლიბია-
ჰილს. ნიუ-იორკიდან ყოველ შუადღეს, ორის ნახევარზე გა-
დიოდა და მეორე დილის თორმეტის ოც წუთზე ლიბია-ჰილში
იყო.
ვაგონის კარი შეაღო თუ არა, თითქოს იმწამსვე სადგურში
თავმოყრილ და ერთმანეთში ათქვეფილ ადამიანებს მოსწყვი-
ტეს და მშობლიურ, ნაცნობ ქალაქში გადაისროლეს. შეიძლება,
დიდი ხნით წახვიდე სადმე და ძველი, ნაცნობი სახე არსად შეგ-
ხვდეს; შეიძლება, მთელი დედამიწა შემოიარო; შეიძლება, ვინ-
მემ შვილი გაგიჩინოს ან ქალთევზების სიმღერა მოისმინო, ან
მიხვდე, რაზე მღერიან სირინოზები; შეიძლება, მანჰეტენის კა-
ნიონებში იცხოვრო და იმუშაო დაუსრულებლად და სიზმარივით
ჩქარა და უკვალოდ გაქრეს მშობლიური სახლის მოგონება,
მაგრამ შედგა თუ არა ვაგონში ფეხი ჯორჯმა, ყველაფერი დაბ-
რუნდა, ფეხებქვეშ მიწა იგრძნო: უკვე შინ იყო.
რაღაც შემაშფოთებლად იდუმალი ხდებოდა. ყველაზე
საოცარი და მისტიკური ამ ამბავში ის იყო, რომ ამგვარ დათ-
ქმულ შეხვედრაზე შეგიძლია, ყოველდღე, ორის ნახევარზე მოხ-
ვიდე, შეგიძლია, გამოიარო ტრანსპორტით გადატვირთული ქა-
ლაქის ქუჩები და მიადგე უზარმაზარი სადგურის გიგანტურ კა-
რიბჭეს, შეგიძლია, გზა გაიკვალო ერთად შექუჩებულ და მარად
მოფუთფუთე წამსვლელებს და მომსვლელებს შორის, შეგიძ-
ლია, გადალახო სადგურის უზარმაზარი სივრცე, ყველას ერთად
რომ მოუყრია თავი და მოცულია დროის ხმით, მერე ჩაუყვები
დახვეულ კიბეს და იქ, გვირაბში, მჩქეფარე ცხოვრების ქვეშ, ყო-
ველთვის ზუსტად ერთ ადგილზე, სულ რომ არ განსხვავდება
სხვა დანარჩენი ბინძური ძმობილებისგან, დგას კ19.

66
გაბადრულმა გამცილებელმა ჯორჯს ჩანთა ჩამოართვა და
მხიარულად ჰკითხა: „დიახ, სერ, მისტა ვება! მიხარია თქვენი
ნახვა! თქვენებთან მიდიხართ?“
ერთად რომ მიიკვლევდნენ გზას მწვანე ვაგონში ჯორჯის სკა-
მისკენ, უთხრა, დეიდის დაკრძალვაზე ჩავდივარო. ზანგის სახი-
დან ღიმილი იმწამსვე გაქრა და ღრმა მწუხარება და პატივისცე-
მა გამოეხატა.
– ვწუხვარ, მისტა ვება! – თქვა და თავი გააქნია, – ძაან მეწ-
ყინა, რაც მითხარით.
ვიდრე ამ სიტყვებს ისმენდა, უკანა რიგიდან ჯორჯს ვიღაც
მიესალმა და რომც არ მიტრიალებულიყო, ისედაც მიხვდა, ვინ
იყო. ეს სოლ ისააკსი გახლდათ, ტანსაცმლის მაღაზიის მეპატ-
რონე, და ჯორჯმა გაიფიქრა, სავაჭროდ იქნებოდა ნიუ-იორკში
წასულიო, პილიგრიმი ხომ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გა-
დიოდა ამ გზას. სოლი არასოდეს არ ღალატობდა ჩვევებს. მისი
მეგობრული სახე რომ დაინახა, ჯორჯს გული გაუთბა. სოლის
მყვირალა ფერის პერანგი ეცვა და ჰალსტუხიც შესაფერისი ეკე-
თა, ელეგანტურ ღია ნაცრისფერ კოსტიუმში იყო გამოწკეპილი
– მას ხომ ყოველთვის „მაგარი ჩამცმელის“ სახელი ჰქონდა.
ჯორჯმა კარგად მოათვალიერა ვაგონი, იქნებ კიდევ ვინმე
ნაცნობი იყოსო და მართლაც მოჰკრა თვალი მაღალ, ხმელ, გე-
გონება, წელში გადატყდებაო, და ფერმკრთალ ბანკირს, ჯარვის
რიგზს. ჯარვისს მის წინ მჯდარ ორ ადგილობრივ მოხელესთან
გაეჩაღებინა საუბარი. ჯორჯმა კიდევ იცნო მერი, პირმრგვალი,
ყველას მიმართ კეთილგანწყობილი ბაქსტერ კენედი; მის გვერ-
დით კი გათხლაშული იჯდა ხარივით მსხვილი და ჩასუქებული
„პასტორი“ ფლეკი, გრძელი ფეხები გასასვლელში გამოეწყო,
მოტიტვლებული კინკრიხო შავ თმაში ტონზურასავით მოუჩანდა

67
და ღაბაბი უთანთალებდა, როცა ლაპარაკობდა. ლიბია-ჰილის
პოლიტიკას ის მართავდა, მეტსახელი „პასტორი“ იმიტომ შეარ-
ქვეს, რომ კემპბელიტის ტაძარში აღსრულებულ არც ერთ წირ-
ვას არ აცდენდა. ისე მგზნებარედ და ხმამაღლა ლაპარაკობ-
დნენ, ჯორჯამდე საუბრის რაღაც ფრაგმენტები აღწევდა:
– ბაზრის ქუჩა – ო, ბაზრის ქუჩაზე უარს როგორ ვიტყვი!
– გაი რადი თავისი ფასადის ფუტში ორი ათასს ითხოვს.
მიიღებს კიდეც. მე ოცდახუთზე ნაკლებს არ ავიღებდი, ოღონდ
არც გაყიდვას არ ვფიქრობ.
– დამიჯერე, წლის ბოლომდე სამჯერ გაძვირდება! და ეს კი-
დევ ყველაფერი არ არის! ეს მხოლოდ დასაწყისია!
ნეტა, ლიბია-ჰილს თუ გულისხმობენ? რაღაც თითქოს მის-
თვის კარგად ნაცნობ პატარა, მიძინებულ, მთიან ქალაქზე არ
უნდა საუბრობდნენ. ადგა და ერთად თავმოყრილი ნაცნობების-
კენ გასწია.
– ვებერს გაუმარჯოს! როგორ ხარ, შვილო? – პასტორმა
ფლეკმა ძალიან მოინდომა, მლიქვნელურად გაეღიმა და დიდი
ყვითელი კბილები გადმოყარა, – მიხარია შენი ნახვა. როგორ
ხარ, შვილო?
ჯორჯმა სათითაოდ ყველას ჩამოართვა ხელი და იქვე გაჩერ-
და.
– გავიგონეთ, გამცილებელს რომ ელაპარაკებოდი, – უთხრა
მერმა და დაღლილ სახეზე გულწრფელი თანაგრძნობა გა-
მოეხატა, – ვწუხვარ, შვილო. ჩვენ არც გაგვიგია. მთელი ერთი
კვირაა, რაც წასულები ვართ. მოულოდნელად მოხდა? ხო, ხო,
ალბათ. დეიდაშენი საკმაოდ მოხუცებული კი იყო. მის ასაკში,
მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. კარგი ქალი იყო, მართლა

68
კარგი. ვწუხვარ, შვილო, ასეთ ცუდ ამბავზე რომ მოგიწია ჩამოს-
ვლა.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ყველას უნდოდა ეგ-
რძნობინებინა, მერმა ჩვენი გულისტკივილიც გამოთქვაო. მერე,
მიცვალებულს პატივი რომ მიაგეს, ჯარვის რიგზმა მგზნებარედ
წამოიძახა:
– აუცილებლად უნდა დარჩე რაღაც დროით, ვებერ. ქალაქს
ვერც კი იცნობ. ჩვენთან ყველაფერი ყვავის. სულ ახლახან მაკ
ჯადსონმა მანუფაქტურის საწყობისთვის სამასი ათასი გადაიხა-
და. შენობა მართალია დამპალია – გამოდის, რომ მხოლოდ მი-
წა იყიდა. თითო ფუტში ხუთი ათასი, ხომ მშვენიერია ლიბია--
ჰილისთვის, არა? რივსის ფირმამ კიდევ პარკერ-ჰილიდან დაწ-
ყებული, მთელი პარკერის ქუჩა იყიდა. რასაც ააშენებენ, ფირ-
მის საკუთრება იქნება. აი, ასეთი ამბები ხდება ჩვენს ქალაქში.
რამდენიმე წელში ლიბია-ჰილი შტატის უდიდესი და ერთ-ერთი
ულამაზესი ქალაქი გახდება. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა.
– დიახ, – დაეთანხმა პასტორი ფლეკი და მრავალმნიშვნე-
ლოვნად დაუქნია თავი, – როგორც გავიგე, მეინ-სთრითის სამ-
ხრეთ ნაწილში ბიძაშენის საკუთრების შესყიდვასაც აპირებენ,
მოედნის კუთხეში რომაა. სინდიკატს უნდა კავეულის საწყობის
დანგრევა, დიდი სასტუმროს აშენებას გეგმავენ. მაგრამ ბიძა-
შენს ჯერ არ გაუყიდია. ჭკუა უჭრის.
ჯორჯი დაბნეული და გაოგნებული დაბრუნდა თავის ადგილ-
ზე. დიდი ხნის მერე პირველად ჩადიოდა მშობლიურ ქალაქში
და უნდოდა, ისეთი ენახა, როგორიც ახსოვდა. სავარაუდოდ,
ბევრი რამ შეცვლილი დახვდებოდა. საერთოდ, რა ხდებოდა მის
თავს? ჯერ ვერ მიმხვდარიყო. შეწუხებული კი არა, შეიძლება
ითქვას, შეძრული იყო, როცა მოულოდნელად გააცნობიერა,

69
როგორ ცვლის დრო ყველაფერს, ყველაფერს, რაც ოდესღაც
შენი ცხოვრების ნაწილი იყო.
მატარებელმა ელვის სისწრაფით გაიარა მდინარე ჰადსონის
ქვეშ, გვირაბიდან გამოსულს სექტემბრის შუადღის თვალისმომ-
ჭრელი სინათლე შეეგება და ახლა უკვე ჯერსის შტატის უკაცრი-
ელ დაბლობზე მიქროდა. ჯორჯი ფანჯარასთან იჯდა და უყურებ-
და, როგორ ნელ-ნელა ენაცვლებოდა ერთმანეთს გადამწვარი
ნაგვის გროვები, ჭაობები, გამურული ქარხნები და ფიქრობდა,
ამქვეყნად მატარებლით მგზავრობას არაფერი შეედრებაო. გა-
რედან მაყურებლებისთვის სწრაფმავალი მატარებელი მეხის
გავარდნას ჰგავს, მხოლოდ და მხოლოდ ცხელი ორთქლის სი-
სინი, ერთმანეთს შერწყმული სამგზავრო ვაგონების გაელვება,
მოძრავი, ხმაურიანი კედელია, რომელიც ხან განწირული ხმით
კივის და ხან მოთქვამს, მერე კი სიჩუმე და სიცარიელის განცდა
მოსდევს. მოულოდნელად შეიგრძნობ, რამხელა და როგორი
უკაცრიელია ამერიკა და ამ უკიდეგანო კონტინენტის გადამკვე-
თი პატარა არსებები – როგორი უმნიშვნელოები. მაგრამ როცა
თავად ზიხარ მატარებელში, ყველაფერი სხვაგვარად ჩანს. მა-
ტარებელი ადამიანის ხელით შექმნილი სასწაულია, მისი მის-
წრაფების და ნების ლამაზი განსახიერებაა. როცა მატარებელი
მდინარეს უახლოვდება, გრძნობ, როგორ მუშაობს მუხრუჭი და
იცი, გამოცდილი, მარჯვე ხელი მართავს დროსელს. როცა მატა-
რებელში ხარ, ადამიანობაზე და ადამიანის ძლევამოსილებაზე
წარმოდგენა კიდევ უფრო გიმაღლდება. და ის ხალხიც შენ გარ-
შემო, ყველა როგორი ცოცხალი და რეალურია! უყურებ მსუქან
შავკანიან გამცილებელს, სპილოს ძვლის კლავიშებივით თეთ-
რი კბილები რომ აქვს და კისერზე ჯირკვალი გასიებია და რაღაც
თბილი, მეგობრული გრძნობა გიჩნდება მის მიმართ. სიამოვნე-

70
ბით უჭვრეტ პატარა, კოხტა გოგოებს და პულსი გიჩქარდება.
ცნობისმოყვარეობით აკვირდები დანარჩენ მგზავრებს და გგო-
ნია, მთელი ცხოვრება მათთან ერთად გაქვს გატარებული. დი-
ლით უმეტესობა უკვე წასული იქნება შენი ცხოვრებიდან; ზოგი
შუაღამისას ჩავა ჩუმად, მეზობლის ხვრინვით გაბრუებული;
ოღონდ ახლა, წამიერად, უცნაურ სიახლოვეს გრძნობენ ვაგონ-
ში, რომელიც ერთი ღამით მათი საერთო სახლი უნდა გახდეს.
ორ კომივოიაჟორს მოსაწევ ვაგონში ურთიერთის გაცნობის
შანსი მიეცა, იმწამსვე საერთო პროფესიის დიდი საძმოს წევრე-
ბად მიიჩნიეს ერთმანეთი და უკვე მთელ კონტინენტს ისე
უშუალოდ განიხილავდნენ, გეგონებოდა, თავიანთი პატარა
ეზოს ამბებს ჰყვებოდნენ. ამას და ამას გადავეყარე, როცა ივ-
ლისში სენტ-პოლში ვიყავიო და...
– როგორ ფიქრობ, ვინ შემხვდა ბრაუნ-ჰოტელში, გასულ
კვირას დენვერში რომ ვიყავი ჩასული?
– კაი კაცო! ბებერი ჯო კარგა ხანია არ მინახავს!
– ჯიმ უიზერსი თუ იცი – ატლანტის ოფისში გადაიყვანეს!
– ახალ ორლეანში მიდიხარ?
– არა, ამჯერად ვერა. მაისში ვიყავი.
ასეთი საუბრები ძალიან აახლოებს. ბუნებრივად უშვებ შენს
ცხოვრებაში სხვა ადამიანს, სულ ერთი ღამით რომ აღმოჩნდები
მის გვერდით, ერთად, საათში სამოცი მილის სისწრაფით, კონ-
ტინენტს რომ კვეთთ და მთელი სამყაროს უზარმაზარი ოჯახის
წევრები ხდებით.
შეიძლება, ესაა ამერიკის ყველაზე უცნაური და მუდამ თან-
მდევი პარადოქსი – ყველაზე თავდაჯერებულები და დაკვირვე-
ბულები მაშინ ვართ, როცა ვმოძრაობთ. ყოველ შემთხვევაში,
ასე ფიქრობდა ჯორჯ ვებერი, მატარებლით მგზავრობისას საკუ-

71
თარ სიმართლეში ეჭვი რომ არასდროს ეპარებოდა. და ის
გრძნობა, რომ შინ ბრუნდებოდა, მხოლოდ მატარებელში ეუფ-
ლებოდა ხოლმე. მაგრამ მატარებლიდან ფეხს გადმოდგამდა
თუ არა, ისევ უსახლკარო გახდებოდა.
ვაგონის ბოლო რიგიდან კაცი წამოდგა და საპირფარეშოს-
კენ გაემართა. კაცი ყავარჯენს ეყრდნობოდა და ოდნავ შესამ-
ჩნევად კოჭლობდა, თავისუფალი ხელით სკამების ზურგს ებ-
ღაუჭებოდა წონასწორობის შესანარჩუნებლად. ჯორჯს რომ გა-
უსწორდა, ის ისევ ფანჯრიდან იყურებოდა. მოულოდნელად შე-
ჩერდა და ჯორჯმა იგრძნო, როგორ გადმოეღვარა შუქის ნიაღვა-
რივით მის ცნობიერებას ძლიერი, კეთილი, თბილი, მეგობრუ-
ლი, ცბიერი, უშიშარი და უცვლელი ხმა, ზუსტად ისეთი, თოთ-
ხმეტი წლისას რომ ახსოვდა:
– ამას ვის ვხედავ! მაიმუნს გაუმარჯოს! საით გაგიწევია?
ძველი სახუმარო მეტსახელის გაგონებაზე ჯორჯმა სწრაფად
აიხედა. ეს ხომ ნებრასკა კრეინი იყო. კვადრატული, ჭორ-
ფლიანი, გარუჯული სახე ისევ ისეთი მეგობრული და ხალისიანი
შერჩენოდა, კუპრივით შავ ინდიელის თვალებში კვლავაც შე-
მაშფოთებლად უშიშარი მზერა ედგა. ნებრასკამ მოზრდილი,
მოყავისფრო ტორი გამოუწოდა და გემრიელად ჩამოართვეს
ერთმანეთს ხელი. ჯორჯმა მოულოდნელად იგრძნო, რომ ნამ-
დვილად მშობლიურ, მეგობრულ და საიმედო ადგილს უბრუნ-
დებოდა და მეორე წუთს უკვე ერთად ისხდნენ და ისე უშუალოდ
საუბრობდნენ, როგორც ნამდვილი მეგობრები, ვერც დრო და
ვერც მანძილი რომ ვერც შეცვლის და ვერც დააშორებს.
მას შემდეგ, რაც ჯორჯმა პირველად დატოვა ლიბია-ჰილი და
კოლეჯში ჩააბარა, მთელი ამ ხნის მანძილზე, ერთადერთხელ
შეხვდა ნებრასკა კრეინს, ოღონდ მის ამბებს სულ იგებდა. ნებ-

72
რასკას ამბებს ყველა იგებდა. ეს უშიშარი, ძარღვმაგარი პატარა
ჩეროკი ბიჭი, ლოკასტ-სთრითზე რომ ჩამოდიოდა ხოლმე გო-
რაკიდან, მხარზე ბეისბოლის კეტი გაედო, შარვლის ჯიბიდან გა-
პოხილი ხელთათმანი გამოსჩროდა და ყველა რომ გრძნობდა,
დიდი მომავალი ექნებოდა, მართლაც პროფესიონალი ბეისბო-
ლისტი დადგა, დიდ ლიგაში შეაღწია და მისი სახელი ყოველ-
დღე გაზეთებს ამშვენებდა.
მაშინაც გაზეთის წყალობით შეხვდა. 1925 წლის აგვისტო
იყო, ჯორჯი ნიუ-იორკში დაბრუნდა პირველი დიდი მოგზაურო-
ბიდან. იმავე საღამოს ან ცოტა გვიან, შეღამებულზე, რესტორან
„ჩაილდზში“ ღვეზელს და ყავას მიირთმევდა, თან „ჰერალდ
თრიბიუნის“ დილის ცხელ-ცხელ ნომერს ფურცლავდა და
მოულოდნელად ერთი სათაური ეცა თვალში: „კრეინმა კიდევ
ერთხელ მოიგერია.“ მთელი იმ თამაშის ამბები ინტერესით
ჩაიკითხა და უცებ ძალიან მოუნდა ნებრასკას ნახვა, მოუნდა,
ამერიკის ჭეშმარიტი მომხიბვლელობა ერთხელ კიდევ შეეგ-
რძნო მთელი არსებით. არ დაელოდა სურვილის განელებას და
გადაწყვიტა, ნებრასკა მოეძებნა. რა თქმა უნდა, ტელეფონების
წიგნში მისი სახელი იპოვა, სადღაც ბრონქსში ცხოვრობდა.
ჯორჯმა აკრიფა ნომერი და კაცი, რომელმაც უპასუხა, თავიდან
ვერ იცნო:
– ალო!.. გამარჯობა!.. მისტერ კრეინი ხართ? ბიჭო, შენა ხარ,
ბრას?
– გამარჯობა, – ნებრასკას გაუბედავ, წყნარ, მაგრამ ცოტა
გაღიზიანებულ ხმაში სიფრთხილე და უნდობლობა იგრძნობო-
და, მთიელ კაცს რომ სჩვევია უცხოსთან გამოლაპარაკებისას, –
რომელი ხარ?.. რომელი ხარ?.. მაიმუნ, შეენ? – როგორც კი იც-
ნო, ეგრევე იყვირა, – არ მჯერა! – ხმა შეეცვალა, კმაყოფილი,

73
მეგობრული და თბილი გაუხდა და მთიელებმა რომ იციან ტე-
ლეფონზე ლაპარაკისას წამოკივლება, ისე აუწია ტონს და ჟღე-
რადი, ძლიერი, ცოტა დაეჭვებული ხმით, გეგონება, შემოდგო-
მის ქარიან დღეს ერთი მთიდან მეორეზე გადასძახა, ჰკითხა, –
სად ჯანდაბაში იყავი? ბიჭო, ხო კარგად ხარ? – ასე ყვიროდა, არ
აცდიდა ჯორჯს, ეპასუხა, – სად დაიკარგე?
– ევროპაში ვიყავი. ამ დილით ჩამოვედი.
– არ მჯერა! – ისევ კმაყოფილი და გახარებული ყვიროდა, –
როდის გნახავ? ხვალ თამაშზე ხომ არ მოხვალ? მე შემიძლია შე-
გიყვანო, – და მერე ჩქარ-ჩქარა მიაყარა, – დრო თუ გექნება,
სახლში წაგიყვან და ცოლს და ბავშვს გაგაცნობ. რას იტყვი?
ასე შეთანხმდნენ. ჯორჯი თამაშზე წავიდა და თავისი თვალით
ნახა, ნებრასკამ როგორ მოიგერია კიდევ ერთი ბურთი, ოღონდ
ყველაზე კარგად ის დაამახსოვრდა, რაც მერე მოხდა. თამაშის
შემდეგ მან ტანზე გადაივლო, გამოიცვალა და ორი მეგობარი
ერთად გაემართა სტადიონის გასასვლელისკენ, სადაც ნებრას-
კას პატარა ბიჭების მთელი ჯგრო ელოდა. ნებრასკა დაინახეს
თუ არა, ყველანი ერთად მიცვივდნენ. ამ პატარა შავთვალა, შავ-
გვრემან ბიჭებს, თითქოს დრაკონის თესლიდან რომ იზრდებიან
ნიუ-იორკის ბინძურ ქუჩებში, სახემოღუშულებს და ხმაგაუხეშე-
ბულებს, მაინც შერჩენოდათ ამქვეყნად ყველა ბავშვისთვის და-
მახასიათებელი ცნობისმოყვარეობა, რწმენა თუ სისუფთავე.
– ბრასია! – ერთხმად იყვირეს, – ეი, ბრას! გაუმარჯოს, ბრას!
იმწამსვე აფორიაქებული ურდო გარს შემოეტყა ორივეს და
შიგნით მოიმწყვდიეს, ყურისწამღებად ყვიროდნენ, ემუდარე-
ბოდნენ, კიოდნენ, სახელოზე ექაჩებოდნენ, ყველაფერს აკე-
თებდნენ, ნებრასკას ყურადღება რომ მიეპყროთ, პატარ-პატარა
ჭუჭყიანი ქაღალდის ნაგლეჯები, დამტვრეული ფანქრები და გა-

74
ქუცული ბლოკნოტები ეჭირათ ხელში და ავტოგრაფს სთხოვ-
დნენ.
ბუნებით როგორი თბილი და კეთილიც იყო ნებრასკა, ისევე
ექცეოდა ბავშვებსაც. ათობით ჭუჭყიან ქაღალდის ნაგლეჯზე
მოაწერა ხელი, ოსტატურად მიიკვლევდა გზას ბიჭებს შორის,
რომლებიც ერთმანეთს მუჯლუგუნებს ჰკრავდნენ და უყვიროდ-
ნენ, თან გამუდმებით უწყინრად ეხუმრებოდა და საყვედურობდა
მათ:
– ხო, კარგი – მომაწოდე!.. სხვა ვინმე არ გინდათ, ამოიჩე-
მოთ? შენ გეკითხები, ბიჭო! – მერე მოულოდნელად ერთი საცო-
დავისკენ თითი გაიშვირა, თითქოს დანაშაულში ამხელდა, –
შენ რა, დღესაც მოხვედი? რამდენჯერ უნდა მომაწერინო ხელი?
– არა, სერ, მისტა კრეინ! – გულწრფელად უთხრა მაწანწა-
ლამ, – გეფიცები, მე არ ვყოფილვარ!
– ხომ ასეა? – ნებრასკა დანარჩენებს მიუბრუნდა, – ეს ბიჭი
ხომ ყოველდღე მოდის?
ბიჭებმა გაიცინეს, მეგობრის დადანაშაულება ართობდათ:
„ასეა, მისტა კრეინ. მთელი წიგნი აქვს თქვენი სახელებით“.
– ააჰ! – იყვირა დამნაშავემ და გამყიდველებს გაბრაზებულ-
მა შეხედა, – არ ვიცი, ასე რატომ ამბობენ, გეფიცებით, მისტა
კრეინ! – მერე ისევ გულწრფელი ბიჭის სახით ახედა და უთხრა,
– მაგათ არ დაუჯეროთ! მე მხოლოდ თქვენი ავტოგრაფი მინდა!
სულ ერთი წუთის საქმეა!
ნებრასკა ცოტა ხანს კიდევ უყურებდა ბიჭს, ვითომ გაბრაზე-
ბული; ბოლოს გამოართვა ბლოკნოტი, სწრაფად წაუწერა და
დაუბრუნა. მოზრდილი ტორი დაადო ბიჭს თავზე და უხერხულად
მოეფერა; მერე თამაშით ნაზად ჰკრა ხელი და თავის გზას გაუყ-
ვა.

75
ნებრასკას ბინა ბრონქსის დანარჩენი ასი ათასი ბინისგან
არაფრით გამოირჩეოდა. ყვითელი აგურით ნაშენ მახინჯ შენო-
ბას ყალბი ფასადი ჰქონდა, გაუგებარი კოშკურები სახურავის
კუთხეებში ილუზორული ფუფუნების შთაბეჭდილებას ქმნიდა.
პატარა და ვიწრო ოთახებს კიდევ უფრო ავიწროებდა გრანდ--
რეფიდსის მასიური რბილი ავეჯი. გამოხუნებულ, აჭრელებულ
კედლებზე თითო-ოროლა სენტიმენტალური ფერადი გრავიურა
ეკიდა, ყველაზე საპატიო ადგილას, ბუხრის თავზე კი მოოქრულ
ოვალურ ჩარჩოში ჩასმული, გადიდებული და გაფერადებული
ფოტოდან ნებრასკას ორი წლის ვაჟი სერიოზული სახით გიყუ-
რებდა თვალებში.
მირტლი, ნებრასკას ცოლი, თოჯინასავით პატარა და პუტკუ-
ნა, სასიამოვნო გარეგნობის ქალი იყო. სიმინდის ფუჩეჩივით
თმა დაეწნა და რგოლივით შემოეხვია თავზე, სავსე ტუჩებზე პო-
მადა ესვა. თავი ბუნებრივად ეჭირა და უბრალო ქალის შთაბეჭ-
დილებას ტოვებდა. ჯორჯი გულთბილად მიიღო, მეგობრულად
გაუღიმა და უთხრა, თქვენზე ბევრი მსმენიაო. ჯორჯსაც გაცნო-
ბისთანავე მოეწონა.
დასხდნენ. პატარა ბიჭი, უკვე სამი-ოთხი წლისა იქნებოდა,
აქამდე დედის კალთას ამოფარებული მალულად რომ უცქერდა,
მერე უცებ მამისკენ გამოქანდა და ზედ აახოხდა. ნებრასკამ და
მირტლიმ ჯორჯს უამრავი კითხვა დააყარეს, აინტერესებდათ,
როგორ ცხოვრობდა, მოგზაურობდა თუ არა, განსაკუთრებით
ევროპის ამბების გაგება სურდათ. როგორც ჩანს, ფიქრობდნენ,
ევროპა ისე შორს იყო, იქიდან დაბრუნებულ კაცს წარმოუდგენ-
ლად რომანტიკული აურა უნდა ჰქონოდა.
– მოჰყევი, სად იყავი, – სთხოვა ნებრასკამ.

76
– რა ვიცი, ბრას, სად არ ვიყავი, – უთხრა ჯორჯმა, – საფრან-
გეთში, ინგლისში, ჰოლანდიაში, დანიაში, შვედეთში, იტალიაში
– მთელი ევროპა მოვიარე.
– რა მაგარია! – ალალად აღმოხდა ნებრასკას, – მოკლედ,
ახერხებ მოგზაურობას.
– შენსავით მაინც ვერ ვახერხებ. შენ ხომ სულ გზაში ხარ.
– ვინ – მეე? სად ჯანდაბაში დავდივარ, სულ ერთსა და იმავე
ქალაქებში. ჩიკაგო, სენტ-ლუისი, ფილი... იმდენჯერ ვარ იქ ნამ-
ყოფი, თვალდახუჭული გავიგნებ გზას, – ხელი აიქნია, მერე
უცებ, თითქოს პირველად ხედავს ჯორჯსო, მუხლზე წამოარტყა
ხელი და ეუბნება, – არ მჯერა, რომ გხედავ! ისე, ხომ კარგად
ხარ, მაიმუნ?
– რა გითხრა, ბედს არ ვემდური. შენ? თუმცა რას გეკითხები,
შენს ამბებს გაზეთებიდან ვგებულობ.
– კი, მაიმუნ, კარგი წელი მქონდა. მაგრამ! – ნებრასკამ თავი
გააქნია და ჩაიცინა, – ასაკი თავისას შვრება! – ერთი წამით გა-
ჩუმდა და ჩუმი ხმით განაგრძო, – 1919 წლიდან აქ ვარ, უკვე
შვიდი წელია, რაც სპორტისთვის დიდი დროა. მეტს ბევრი ვერ
ქაჩავს. როცა ამდენ ხანს დასდევ ბურთს, სათვალავი შეიძლება
აგერიოს, მაგრამ არ გჭირდება თვლა – ფეხები თვითონ შეგახ-
სენებენ.
– რას ამბობ, ბრას, მაგარ ფორმაში ხარ! დღეს რასაც ვუყუ-
რე, კვიცივით დარბოდი!
– ხოო, – თქვა ნებრასკამ, – შეიძლება, კვიცივით გამოვიყუ-
რებოდი, ოღონდ თავს გუთანში შებმული ცხენივით ვგრძნობდი,
– ისევ გაჩუმდა, მერე მეგობრულად მუხლზე ხელი დაჰკრა და
მოკლედ მოუჭრა, – არა, მაიმუნ, საკმაოდ დიდხანს ვარ ამ საქ-
მეში და ზუსტად ვიცი, რა და როგორ ხდება.

77
– მოიცა რა, ბრას, გეყოფა მაიმუნობა! – ჯორჯს გაახსენდა,
რომ ნებრასკა მხოლოდ ორი წლით იყო მასზე უფროსი, – რა
დროს ასაკზე ლაპარაკია! ჯერ ოცდაშვიდის ხარ!
– მართალია, – მშვიდად მიუგო ნებრასკამ, – მაგრამ მე რა-
საც ვამბობ, ეგეც სიმართლეა. ამაზე მეტს ვერავინ ითამაშებს.
შეიძლება, კობი და სპიკერი და კიდევ რამდენიმე უფრო დიდ-
ხანს დარჩნენ ბეისბოლში, მაგრამ საშუალოდ რვა წელი თამა-
შობ და მე მეშვიდე წელია, აქ ვარ. ასე რომ, რამდენიმე წელი თუ
დამტოვეს, ბედს არ უნდა ვუჩიოდე... ჯანდაბა! – უცებ ისევ ისე
ხალისიანად წამოიძახა, – ბედს არც არასდროს ვუჩივი. ხვალვე
რომ გამიშვან, ვიცი, ჩემი საქმე გავაკეთე... ეგრე არ არი, ბურ-
ტყუნა? – მხიარულად ჩასძახა მის მუხლებზე მოკალათებულ
ვაჟს, მერე ხელში აიყვანა და თითქოს აძინებსო, ნაზად არწევ-
და, – ძველმა ბრასმა თავისი საქმე გააკეთა, ხომ ასეა?
– მე ბრასს ყველაფერში ვეთანხმები, – აღნიშნა მირტლიმ,
აქამდე სარწეველა სავარძელში რომ ქანაობდა და საღეჭ რე-
ზინს აუღელვებლად ღეჭავდა, – გასულ წელს ისეთი პირი უჩან-
და, თითქოს ბრასს გაყიდვას უპირებდნენ. ერთხელ თამაშის წინ
მითხრა: „მოკლედ, ჩემო ბებერო, გული მიგრძნობს, დღეს თუ
ვერ მოვიგერიე, მე და შენ აქედან დახვევა მოგვიწევს“. ვკითხე,
საით უნდა დავახვიოთ-მეთქი და ის მეუბნება: „არ ვიცი, მაგრამ
თუ ვერ ვივარგე, თავიდან მომიშორებენ, ასე რომ, დღეს ყველა-
ფერი უნდა გადაწყდეს!“ – მირტლი აუღელვებლად განაგრძობ-
და, – მე ვკითხე, რა შემიძლია გავაკეთო? გინდა, დღეს თამაშს
დავესწრო? იცით, საერთოდ არ უნდა ხოლმე, მე რომ მივიდე,
ამბობს, ცუდი ფეხი გაქვსო. მაგრამ ბრასმა შემომხედა და თით-
ქოს უცებ რაღაც გადაწყვიტაო, მეუბნება: „წამოდი, თუ გინდა;
ამაზე უარესი რა შეიძლება დამემართოს, იქნებ დადგა დრო,

78
რაღაც შეიცვალოს, ასე რომ, წამოდი“. მეც ავდექი და წავედი,
არ ვიცი, როგორი ფეხი მქონდა, მაგრამ რაღაც შეიცვალა, –
ჰყვებოდა მირტლი და თვითკმაყოფილი სახით სავარძელში ირ-
წეოდა.
– ნაღდად მაგისი დამსახურებაა! – ჩაიცინა ნებრასკამ, – იმ
დღეს ოთხიდან სამი მოვიგერიე, არადა ორი ჰოუმრანი იყო!
– კიიი, – დაეთანხმა მირტლი, – და მერე ვინ მოიგერია: ფი-
ლადელფიის ყველაზე სწრაფი მოთამაშე.
– დიახაც! – თქვა ნებრასკამ.
– მე თუ არა, ვინ იცის, – აუღელვებლად ღეჭავდა მირტლი
საღეჭ რეზინს, – გავიგონე, ბიჭებმა როგორ თქვეს, ისე დაარ-
ტყა, ბურთი საიდან მოდიოდა, ვერც დავინახეთო, სამაგიეროდ,
ბრასმა დაინახა და მოიგერია კიდეც. ვინც აწვდიდა, გული
მოუვიდა, არ მოეწონა. მეორეც რომ მოიგერია ბრასმა, სულ გა-
დაირია, ცოფიანი ხარივით აბაკუნებდა ფეხებს და ბდღვნიდა
იქაურობას. მართლა გიჟი გეგონებოდა, – ჩვეული მშვიდი ტო-
ნით ჰყვებოდა მირტლი.
– ეგეთი გადარეული კაცი პირველად ვნახე! – გამხიარულდა
ნებრასკა, – მეგონა, ჩინეთამდე გათხრიდა გვირაბს... მაგრამ
ამას რა მნიშვნელობა აქვს. მირტლი მართალს ამბობს, იმ დღემ
ყველაფერი გადაწყვიტა. მოგვიანებით ვიღაც მეუბნება: „ბრას,
ბიჭები ვფიქრობდით, რომ გუნდიდან გაგიშვებდნენ, მაგრამ ახ-
ლა მგონი უფრო მაგრად მოიკიდე ფეხი, არა?“ ასე ხდება ხოლმე
ბეისბოლში. ჩემი თვალით მინახავს, ბეიბი რუთი რამდენიმე
კვირა მაზავდა, მაგრამ მერე უცებ ჩადგა ფორმაში. მგონი, იმ
დღიდან სულ ფორმაშია.
ეს ყველაფერი ოთხი წლის წინ ხდებოდა. ახლა ორი მეგობ-
რის გზა ისევ გადაიკვეთა, ისინი ჩქარ მატარებელში გვერდიგ-

79
ვერდ ისხდნენ, საუბრობდნენ და სული მისდიოდათ, ერთმანე-
თის ამბავი გაეგოთ. როცა ჯორჯმა უთხრა, რატომაც მიდიოდა
მშობლიურ ქალაქში, ნებრასკამ გაოცებისგან პირი დააღო და
ყავისფერ, კეთილ სახეზე გულწრფელი წუხილი გამოეხატა.
– ეჰ, რას იზამ! – უთხრა ჯორჯს, – ძალიან ვწუხვარ, მაიმუნ, –
ეტყობოდა, უხერხულად გრძნობდა თავს, არ იცოდა, რა ეთქვა.
მერე უცებ ეუბნება, – ბიჭო! – თავი გააქნია, – დეიდაშენი რა
გემრიელ ღვეზლებს აცხობდა! მაგას რა დამავიწყებს! გახსოვს,
მთელი უბნის ბიჭბუჭობას რომ დაგვაპურებდა ხოლმე? – მერე
მორცხვად გაიღიმა და თქვა, – ნეტა, ახლა მომცა მისი გამომ-
ცხვარი ღვეზელი.
ნებრასკას მარცხენა ხელი ბინტით ჰქონდა გადახვეული,
მუხლებს შორის მძიმე ყავარჯენი მოექცია. რა დაგემართაო,
ჰკითხა ჯორჯმა.
– მყესი დამეჭიმა, – მიუგო ნებრასკამ, – და იძულებით ვის-
ვენებ. ხოდა ვიფიქრე, ჩემებს დავხედავ-მეთქი. მირტლი ვერ გა-
მომყვა – ბიჭი სკოლაში შეგვყავს და ემზადებიან.
– როგორ არიან? – ჰკითხა ჯორჯმა.
– ო, მშვენივრად, ორივე კარგადაა, რა უჭირთ! – ცოტა ხანს
გაჩუმდა, მერე ძველ მეგობარს ინდიელისთვის დამახასიათებე-
ლი თანაგრძნობით შეხედა, გაუღიმა და უთხრა, – აი მე კი დან-
გრეული ვარ, არ ვიცი, კიდევ რამდენს გავუძლებ.
ნებრასკა ჯერ ოცდათერთმეტის იყო და ჯორჯისთვის წარმო-
უდგენელ რამეს ამბობდა. მან ისევ გულთბილად გაუღიმა:
– ოცდათერთმეტი ბეისბოლისთვის ბევრია, მაიმუნ. ოცდა-
ერთისამ დავიწყე თამაში, საკმაოდ დიდი ხანი გავიდა.
ჯორჯს გული აუჩუყდა, მისი მეგობარი ასე მშვიდად რომ
ეგუებოდა ბედს. ძალიან ძნელი და მწარე იყო იმის წარმოდგე-

80
ნა, რომ ეს უშიშარი და ძლიერი არსება, მთელი თავისი ცხოვრე-
ბის მანძილზე ყველას სიმამაცის და გამარჯვების განსახიერე-
ბად რომ მიაჩნდა, ახლა მზად იყო, დამარცხება ეღიარებინა.
– კი მაგრამ, ბრას, – შეეპასუხა ჯორჯი, – შენ ხომ ამ სეზონ-
ზეც გამოიჩინე თავი! მე სულ თვალს ვადევნებ, რას წერენ გაზე-
თებში და ამას ყველა ჟურნალისტი ერთხმად აღიარებს!
– ო, ჯერ კიდევ კარგად ვარტყამ, – მშვიდად უთხრა ნებრას-
კამ, – მაგრამ ეს არ მადარდებს. ყველაზე ნაკლებად მაგაზე
ვდარდობ. ბოლოს და ბოლოს მეც ის მელის, რაც ყველა დანარ-
ჩენს, – გაჩუმდა და მერე დასძინა, – დროულად თუ შემიხორ-
ცდება ეს ბებერი ფეხი, დავბრუნდები და ამ სეზონს როგორმე
ჩავამთავრებ. თუ კიდევ უფრო გამიმართლებს, ერთი-ორი
წლით დამტოვებენ, იმიტომ, რომ იციან, ჯერ კარგ ფორმაში
ვარ. ოღონდ, ჯანდაბა, – მშვიდად განაგრძო, – ისიც იციან, რომ
დიდხანს ვერ გავატან. უკვე თვალი დამადგეს.
ჯორჯი უსმენდა და გრძნობდა, ნებრასკა ისევ იმ ინდიელ ბი-
ჭად დარჩენილიყო, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა. მას ხომ
ჩვეული მხიარული ფატალიზმი ყოველთვის სიძლიერეს და სი-
მამაცეს მატებდა. ამიტომ იყო, ნებრასკას არაფრის რომ არ ეში-
ნოდა, სიკვდილისაც არ ეშინოდა. ახლა რომ შეატყო, ჯორჯმა
მოიწყინა, გაუღიმა და ხალისიანად განაგრძო:
– ეგრეა, ეგრე, მაიმუნ. სანამ კარგი ხარ, ყველას უნდიხარ.
მერე ადგებიან და გადაგაგდებენ. ჯანდაბა, არა, კი არ ვწუწუნებ.
პირიქით, ვაღიარებ, რომ მაგრად გამიმართლა, უკვე ათი წე-
ლია, ვთამაშობ, რაც მაქსიმუმია. მსოფლიო ჩემპიონატის სამ
შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. ერთი-ორი წელი კიდევ რო
გავქაჩო – თუ დამტოვეს და არ გამყიდეს – ცოტას ამოვისუნ-
თქავთ. მე და მირტლის ყველაფერი გათვლილი გვაქვს. მირ-

81
ტლის მშობლებს დავეხმარე, ჩემებს ფერმა ვუყიდე, მთელი
ცხოვრება მაგაზე ოცნებობდნენ. ზიბულონში კიდე სამასი აკრი
ვიყიდე – სულ გადახდილი მაქვს! – წელს თამბაქო თუ კარგად
გამეყიდა, სუფთა ორი ათასი დოლარი შემომივა. მოკლედ,
ერთი-ორი წელი ლიგაში რომ დავრჩე და ერთხელაც მსოფლიო
ჩემპიონატში გამოვიდე, – ნებრასკამ დაჭორფლილი, შავტუხა,
ბრტყელი სახე მეგობრისკენ მიაბრუნა და ბავშვურად გაუღიმა,
– არაფერზე აღარ ვიდარდებ.
– გამოდის, ცხოვრებით კმაყოფილი იქნები?
– რაა? კმაყოფილი?– ჰკითხა ცოტა შემცბარმა, – კმაყოფი-
ლებაში რას გულისხმობ?
– იმას, რაც აქამდე გიკეთებია და გინახავს – დიდ ქალაქებს
და უამრავ ხალხს, შენს გულშემატკივრებს... გაზეთებს და მსოფ-
ლიო ჩემპიონატებს... და... სენტ-პუტერსბერგს, პირველ მარტს,
როცა სეზონი იხსნება და ხელახლა ხვდები ძველ მეგობრებს და
იწყებ საგაზაფხულო ვარჯიშს...
ნებრასკამ ამოიკვნესა.
– რა იყო?
– საგაზაფხულო ვარჯიში.
– რა, არ გიყვარს?
– მიყვარს? პირველი სამი კვირა ნამდვილი ჯოჯოხეთია. სა-
ნამ ახალგაზრდა ხარ, კიდე არა უშავს. ზამთარში ბევრს არ იმა-
ტებ და იმასაც გაზაფხულზე რამდენიმე დღეში დაიკლებ. ორ
კვირაში ჩიტივით დაფრინავ. მაგრამ ჩემდენს თუ გაძლებ, – ხმა-
მაღლა გაიცინა და თავი გააქნია, – ძმაო, თავიდან, დაბლა დარ-
ტყმულ ბურთს რომ მოიგერიებ, სახსრების ტკაცუნს გაიგებ, ცო-
ტა ხნის მერე ვარჯიშს დაიწყებ და კუნთები ისე აღარ გტკივა. სე-
ზონი რომ დადგება აპრილში, უკვე არა გიშავს, მაისში შურდუ-

82
ლივით დაქრიხარ და შენს თავს ეუბნები, ისევ მაგარ ფორმაში
ხარ. ივნისამდე გაქაჩავ, მაგრამ ივლისში სენტ-ლუისში ორ--
ორი თამაში გიწევს! გესმის?! – ისევ გააქნია თავი, გაიღიმა და
დიდი კბილები მიანათა, – მაიმუნ, – ეუბნება მშვიდად, უკვე სე-
რიოზული და ინდიელის მოღუშული სახით, – ივლისში სენტ--
ლუისში ყოფილხარ?
– არა.
– ხოდა მისმინე! – წყნარად და ცოტა აგდებულად ეუბნება
ნებრასკა, – გეტყობა, არც ბეისბოლი გითამაშია იქ ივლისში.
კეტს აიღებ ხელში და უკვე ყურებიდან მოგდის ოფლი. გახედავ,
ვინც უნდა მოაწოდოს და ოთხად გეჩვენება. უკანა რიგებში თა-
ვიანთ ტანსაცმელში იხარშებიან, ბურთი საიდან მოდის, ვერ ხე-
დავ, გგონია, ტრიბუნიდან ისვრიან. მოხედვას ვერ მოასწრებ,
უკვე შენს თავზეა. უნდა მაგრად ჩასჭიდო ხელი კეტს, მოიქნიო
და ეგებ მოარტყა კიდეც. თუ იყოჩაღე, ორ ბაზაზე გეყოფა. ადრე
ადვილი იყო, მაგრამ ახლა, ძმაო! – ნელა გააქნია თავი, – მერე
რა მინდორი აქვთ სენტ-ლუისში ივლისში, იცი? აპრილში ბალა-
ხი მოედება ხოლმე იქაურობას, მაგრამ პირველი ივლისი დად-
გება თუ არა, – გაიცინა, – ჯანდაბა, მიწა ცემენტივით ქვავდება!
პირველ ბაზას მიაღწევ და ძალა აღარ გყოფნის, არადა არ უნდა
გაჩერდე – იცი, მენეჯერი გიყურებს – და კარგი არაფერი გე-
ლის, თუ ზედმეტ ბაზას არ აიღებ, რამაც შეიძლება, ყველაფერი
გადაწყვიტოს. პრესის ლოჟიდანაც თვალს არ გაშორებენ – მე-
რე იტყვიან, ჩვენი ძველი კრეინი ვეღარ დარბისო – შენ კიდევ
მომავალი წლის კონტრაქტზე დარდობ – და ოცნებობ, ღმერთო,
ნეტა, სენტ-ლუისის გუნდს არ მიმყიდონო. მოკლედ, თავს არ
ზოგავ, მატარებელივით მიქრიხარ, ფეხებში უვარდები – მერე
ფიქრობ, ყველაფერი ადგილზე შეგრჩა თუ არა, თან გესმის ბე-

83
ისმენის დამცინავი ხუმრობა: „რატომ აჩქარდი, ბრას? გეშინია,
ვეტერანების შეხვედრაზე არ დაგაგვიანდეს?“
– მგონი, ვხვდები, რასაც გულისხმობ, – უთხრა ჯორჯმა.
– ხვდები? მაშინ ამასაც გეტყვი! ამ სეზონზე ერთს ვეკითხები,
რომელი თვე არი-მეთქი და შუა ივლისიაო, მეუბნება, გამიკვირ-
და: „რას ამბობ, ივლისი? თავს მოვიჭრი, თუ სექტემბერი არ
იყოს“. მიდი, რაც გინდა ქენი, ოღონდ ახლა ნამდვილად ივლი-
სიაო. გამოდის, წელს თვეში სამოცი დღე ყოფილა, ასეთი გრძე-
ლი ივლისი არ მახსოვს-მეთქი, ასე ვუთხარი. სპორტში რომ და-
ბერდები, შეიძლება, ივლისში გეგონოს, რომ უკვე სექტემბერია,
– ცოტა ხნით გაჩუმდა და განაგრძო, – მაგრამ სანამ კარგი მი-
ზანი გაქვს, დაგტოვებენ, სანამ ბურთს ახვედრებ, გამოგიყვანენ
მინდორზე, ნაწილ-ნაწილ შეგაკოწიწებენ, თუ საჭიროა. ასე
რომ, თუკი გამიმართლა, ერთი-ორი წელი დავრჩები! – გაიცი-
ნა, – ჯერ კიდევ არა მიშავს, მაგრამ ერთი რომ წავიფორხილო,
დამთავრდა.
– და დიდად გული არ დაგწყდება, როცა დამთავრდება? –იმ-
წამსვე არ უპასუხა. ფანჯრიდან ქარხნების გამონაბოლქვით გაჭ-
ვარტლულ ნიუ-ჯერსის პეიზაჟს გახედა და მერე ცოტა სევ-
დიანად ჩაიცინა:
– ბიჭო, შეიძლება, შენთვის მატარებლით მგზავრობა სა-
სიამოვნოა, მარა მე იმდენჯერ გამივლია ამ გზაზე, ფანჯრიდან
გაუხედავად გეტყვი, რომელ ტელეგრაფის ბოძს გავცდით. ნაღ-
დად! – ხმამაღლა გაიცინა, როგორც იცოდა, გადამდები სიცი-
ლით და დასძინა, – ადრე ვითვლიდი, ახლა სახელებს დავარ-
ქმევ!
– როგორ ფიქრობ, შეეჩვევი, მთელი დარჩენილი ცხოვრება
ასე ზიბულონის ფერმაში რომ გაატარო?

84
– შევეჩვევი? – რაღაც აგდებულად ჰკითხა ნებრასკამ, ბავ-
შვობაში რომ იცოდა, ისე, და მეგობარს გაოცებულმა და ცოტა
გაღიზიანებულმა შეხედა, – რას ამბობ? ამაზე კარგი რა არი ამ-
ქვეყნად!
– მამაშენი როგორაა?
ნებრასკამ ჩაიცინა და თავი გააქნია:
– ბავშვივით უხარია, მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობდა.
– ჯანზე როგორ არის?
– ხარივით, ამაზე უკეთ ვერ იქნება, – ამაყად უთხრა ნებრას-
კამ, – დათვს დაეჭიდება, გესმის?! – მერე დარწმუნებით თქვა, –
ორ კაცს მოერევა, რამე რო იყოს!
– გახსოვს, ბრას, ჩვენ რომ ბავშვები ვიყავით, მამაშენი კიდე
პოლიციელი, და ვინც კი პროფესიონალი ჩამოდიოდა ქალაქში,
ყველას ეჭიდავებოდა ხოლმე. არადა, ბევრი მაგარი მოჭიდავე
ყოფილა!
– როგორ არ მახსოვს! – თავი დაუქნია ბეისბოლისტმა, –
თომ ანდერსონი, სამხრეთ ატლანტიკის ჩემპიონი და ის პეტერ-
სენი – ეგეც იყო, არა?
– კი. ძვლებისმტვრევია შვედს ეძახდნენ – ხშირად ჩამო-
დიოდა.
– ხო, ეგ იყო. მთელ ქვეყანას უვლიდა – ერთ-ერთი ყველაზე
მაგარი მოჭიდავე იყო. ჩემი ბებერი სამჯერ შეხვდა და ერთხელ
გააგორა კიდეც!
– და ის რო იყო, მახრჩობელა თურქი...
– ეგეც მაგარი იყო, ოღონდ თურქი არ ყოფილა – თავის
თავს ეძახდა თურქს. მამაჩემმა მითხრა, მგონი, პოლონელი თუ
რომელიღაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნიდან იყო, პენსილვა-

85
ნიის ფოლადსასხმელ ქარხანაში მუშაობდა და მაგიტო ერჩოდა
ძალა.
– და ის გოლიათი ჯერსი...
– ხოოო...
– და ციკლონი ფინეგენი...
– ხოოო...
– დაკოტელი ხარი, კიდე ტექსასელი ჯიმ რაიანი, კიდე ნიღ-
ბიანი სასწაული? ეს თუ გახსოვს?
– როგორ არა, მარა ბევრნი იყვნენ, თავიანთ თავს ნიღბიან
სასწაულებს რომ ეძახდნენ. ჩემი ბებერი ერთი-ორს შეხვდა.
ნამდვილი ნიღბიანი სასწაული ჩვენთან არ ჩამოსულა. ბებერმა
მითხრა, იყო ერთი ნაღდიო, ოღონდ ისეთი მაგარი ყოფილა,
ლიბია-ჰილში ჩამოსვლას არ იკადრებდა.
– ის საღამო თუ გახსოვს, ბრას, მამაშენი ერთ-ერთ ნიღბიან
სასწაულს რომ ხვდებოდა ძველ სპორტულ დარბაზში? მე და შენ
წინა რიგში რო ვისხედით და ვგულშემატკივრობდით. მამაშენი
ყელში სწვდა და ნიღაბი არ მოაძრო?! ის ტიპი არავითარი „სას-
წაული“ არ აღმოჩნდა, ერთი ბერძენი იყო, სადგურთან მუშაობ-
და ღამღამობით კაფე „სამკაულში“.
– ხო, ხო! – ნებრასკამ თავი უკან გადაიქნია და ხმამაღლა
გაიცინა, – სულ აღარ მახსოვდა ეგ ბერძენი მაიმუნი! მთელი
დარბაზი ფეხზე დადგა და ფულის დაბრუნებას ითხოვდა, ნაღ-
დად ეგრე იყო! როგორ მიხარია, რო გნახე! – მუხლზე ყავისფე-
რი ტორი დაადო, – თითქოს გუშინ იყო, არა? თითქოს ამდენი
დრო არ გასულა!
– აბა, ბრას, – ჯორჯი ფანჯრიდან უყურებდა, როგორ ენაც-
ვლებოდა ერთმანეთს ნაცნობი ადგილები და სევდა შემოაწვა, –
თითქოს მართლა არ გასულა დრო!

86
ჯორჯი ფანჯარასთან იჯდა და ხედავდა, ბუღი ასდიოდა არემა-
რეს. სექტემბრისთვის უჩვეულოდ ცხელოდა, რამდენიმე კვირა
არ უწვიმია და მთელი შუადღე აღმოსავლეთ სანაპიროს კონტუ-
რი გახურებული მიწიდან ამოსულ ოხშივარში იკარგებოდა. მიწა
გამომშრალი და მტვრიანი იყო, რელსებს მწველი მზისგან
გაუხეშებული, გაყვითლებული ბალახი და გამხმარი სარეველა
მიუყვებოდა. თითქოს მთელ კონტინენტს სული ეხუთებოდა.
როცა მატარებელი ჩერდებოდა, ვაგონის ორივე ბოლოში ვენ-
ტილატორების გულის გამაწვრილებელი ბზუილი ისმოდა, გე-
გონებოდა, ეს თავად სიცხის ხმა იყო. იმ დროს, მატარებელი
რომ იდგა, სხვა ლიანდაგზე ორთქლმავლები მშვიდად უვლიდ-
ნენ გვერდს ან ისინიც იდგნენ და მძიმედ ქშინავდნენ, დიდი კა-
ტებივით გაზარმაცებულები. მემანქანეები ძონძებით იწმენდნენ
გამურულ სახეებს, მგზავრები კი ამ დროს საცოდავად ინიავებ-
დნენ დაკეცილი გაზეთებით და ოფლად იღვრებოდნენ სიცხის-
გან მისავათებულები.
დიდხანს იჯდა ასე ეულად ჯორჯი. ცვალებადი ხედების ყველა
წვრილმანს აკვირდებოდა, ოღონდ გონებით სხვაგან იყო, ნებ-
რასკასთან შეხვედრის მერე აღძრულ მოგონებებში ჩაფლული.
უზარმაზარმა მატარებელმა კი ამასობაში რიხინ-რიხინით გა-
დაკვეთა ნიუ-ჯერსი, პენსილვანია, დელავერი და მერილენდში
შევიდა. შევიდა და პანორამა დროის გრაგნილივით გადაიშალა
მის თვალწინ. ჯორჯმა მოიწყინა და რატომღაც გაუცხოების
გრძნობა გაუჩნდა. ნებრასკასთან შეხვედრამ ბავშვობაში დააბ-
რუნა. მის შემხედვარეს, ასე რომ შეცვლილიყო და ასე მშვიდად
ეგუებოდა დამარცხებას, სევდა მოეძალა და ბანკირთან, პოლი-
ტიკოსებთან და მერთან გასაუბრების მერე გაჩენილი გაუცნო-
ბიერებელი ცუდი წინათგრძნობა კიდევ უფრო გაუმძაფრდა.

87
ბალტიმორში, ჩაბნელებულ სადგურში შესულმა მატარებელ-
მა სვლა რომ შეანელა, ჯორჯმა ბაქანზე წამიერად მოჰკრა თვა-
ლი ვიღაცას. ბუნდოვნად რაც დაინახა, თხელი, ფერმკრთალი
სახე და ჩავარდნილი პირი იყო. მოეჩვენა, თითქოს კაცი ოდნავ
შესამჩნევად, ავის მომასწავებლად იღიმოდა და მოულოდნე-
ლად და გაუაზრებლად შიშმა შეიპყრო. ნუთუ ეს მოსამართლე
რამფორდ ბლენდი იყო?
ჯორჯს ის თხუთმეტი წელი არ ენახა. ამ ხნის განმავლობაში
ბლენდი ჯერ სულ მთლად არ დაბრმავებულიყო, მაგრამ მხედვე-
ლობა უკვე აშკარად ღალატობდა. გაახსენდა, ბავშვობაში მისი
დანახვა ღამით ცარიელ ქუჩაში, როცა ქალაქი მკვდარი იყო და
ყველა სულიერს ეძინა, თავზარს სცემდა და აუხსნელი შიშით იპ-
ყრობდა. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ თვალთ დააკლდებოდა, ამ
ადამიანს რაღაც ბნელი ჟინი მიერეკებოდა ხოლმე უკაცრიელ
ქუჩებში, მკრთალი ლამპიონებით განათებულ შესახვევებში, მუ-
დამ ჩაღამებული ფანჯრების და დაკეტილი კარების გასწვრივ
სახეტიალოდ.
მოსამართლე ბლენდი ძველი და წარჩინებული ოჯახის შვი-
ლი გახლდათ და, როგორც მისი გვარის წარმომადგენელი ყო-
ველი მამაკაცი ასი ან კიდევ მეტი წლის მანძილზე, ისიც პროფე-
სიონალ იურისტად აღზარდეს. ცოტა ხნით პოლიციის სასამარ-
თლოში იმსახურა, მას შემდეგ უკვე ყველა „მოსამართლე“
ბლენდად იცნობდა.
მაგრამ ამ ღირსეული ოჯახის შვილს ფეხი წაუცდა. ჯორჯ ვე-
ბერის ბავშვობაში ის ჯერ კიდევ იურისტად მუშაობდა. საკუთარ
ძველ, სამარცხვინო შენობაში ჰქონდა კაბინეტი, კარზე მისი სა-
ხელი ეწერა – „ადვოკატი ბლენდი“ – ოღონდ ფულს სხვა, საეჭ-
ვო გზით იხვეჭდა. გამოცდილებას და კანონის ცოდნას უფრო კა-

88
ნონისთვის გვერდის ასავლელად და სამართლიანობის დასაგ-
მობად იყენებდა. პრაქტიკულად მთელ „ბიზნესს“ ქალაქის შავ-
კანიან მოსახლეობაში აწარმოებდა და ძირითადი მუხლი მევახ-
შეობა იყო.
მოედანზე, თავის კუთვნილ, წითელი აგურით ნაგებ მორყე-
ულ შენობაში „მეორადი ავეჯის საწყობი“ ჰქონდა. საწყობს პირ-
ველი სართული და სარდაფი ეკავა და, რა თქმა უნდა, მხოლოდ
და მხოლოდ თვალის ასახვევად იყენებდა ზანგებთან არაკანო-
ნიერი გარიგებების დროს. ვინმეს რომ დაეთვალიერებინა აყ-
როლებული მონარჩენების ეს უზარმაზარი გროვა, დარწმუნდე-
ბოდა, თუ პატრონი მის გაყიდვაზე ამყარებდა იმედებს, ერთ
თვესაც ვერ იმუშავებდა. ძნელი დასაჯერებელი იყო, ამ საქმით
კაცს თავი ერჩინა. ჭუჭყიანი ფანჯრიდან ბილიარდის მაგიდა ჩან-
და, ალბათ ზანგების საბილიარდოდან ვერაგულად წამოღებუ-
ლი ხარკი. თან რას ჰგავდა ის მაგიდა! ეგეთი სიძველის ნივ-
თსამქვეყნად ვერ იპოვიდი. ზედაპირი ამობურცული და სულ და-
ნაოჭებული ჰქონდა, ყველა ლუზი გახვრეტილი, იმხელა ორმო-
ებში ბეისბოლის ბურთიც ჩაეტეოდა, მაგიდის ზედაპირზე გადაკ-
რული გახუნებული მწვანე მაუდი და თვითონ მაგიდაც კიდეებში
ბევრგან სიგარეტით ამოეწვათ. არადა მთელი საწყობის ყველა-
ზე გრანდიოზული მორთულობა ეს ნახევრად განადგურებული
საგანი იყო.
ვინც ამ პირქუშ ადგილს თვალს შეავლებდა, იფიქრებდა,
ზანგების მონარჩენების ყველაზე ფანტასტიკურ კოლექციას ვუ-
ყურებო. პირველ სართულზეც და სარდაფშიც ყველაფერი ჭე-
რამდე ეხვავა, გეგონებოდა, გიგანტურმა ორთქლის ექსკავა-
ტორმა პირი დააღო და მთელი ეს ნაყარნუყარი გადმოანთხია.
რას არ ნახავდით – დალეწილ სარწეველა სავარძლებს, კომო-

89
დებს დაბზარული სარკეებით და დამტვრეული უჯრებით, ცალ-
ფეხა მაგიდებს, დაჟანგულ ქურებს, გამურულ ქვაბებს, მრავალი
წლის ცხიმი რომ ჰქონდა მიმწვარი, უთოებს, დამსხვრეულ თეფ-
შებს, მათლაფებს და ჯამებს, ტაშტებს, ღამის ქოთნებს და კიდევ
ათასობით დაბზარულ და დაზიანებულნივთს.
იკითხავთ, რაღა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფრის შეგროვებას,
თუკი უღარიბესი ზანგიც ვერაფერში გამოიყენებდა? მიზანი,
რისთვისაც მოსამართლე ბლენდი მათ იყენებდა, ძალიან მარ-
ტივი იყო:
განსაცდელში ჩავარდნილი ზანგი, რომელსაც სასწრაფოდ
ესაჭიროებოდა ფული ან ჯარიმის გადასახდელად, ან ვალის და-
საფარად, მოსამართლე ბლენდთან მოდიოდა. ხანდახან შეიძ-
ლება, სულ რაღაც ხუთი ან ათი დოლარი უნდოდა, იშვიათად
ორმოცდაათი, მაგრამ უმეტესად – ნაკლები. მაშინ მოსამარ-
თლე ბლენდი აზუსტებდა, გირაოდ რას ჩადებდა. ზანგს, რა თქმა
უნდა, რამდენიმე პირადი ნივთის და დანჯღრეული ავეჯის – სა-
წოლის, მაგიდის, სკამის ან ქურის გარდა არაფერი გააჩნდა.
ასეთ დროს მოსამართლე ბლენდი შემგროვებლობაში გამობ-
რძმედილ თავის თანაშემწეს, ქვიცისსახიან კაცს, სახელად კლა-
იდ ბილზს, აგზავნიდა ზანგის საცოდავი ავლადიდების შესასწავ-
ლად და იმ შემთხვევაში, თუ ბილზი მიიჩნევდა, რომ ავეჯი სეს-
ხის გასაცემად ვარგისი იყო, მაშინ ზანგს ფულს აძლევდა,
ოღონდ პირველ პროცენტს იტოვებდა.
იმ წუთიდან თამაში უკვე გახსნილ და გაცხოველებულ მევახ-
შეობაში გადადიოდა. პროცენტი კვირაში ერთხელ უნდა გა-
დაეხადათ, შაბათ საღამოს. ათი დოლარიდან მოსამართლე
ბლენდი ყოველ კვირას ორმოცდაათ ცენტს იღებდა, ოცდოლა-
რიანი სესხიდან – დოლარს, და ასე შემდეგ. ამიტომ სესხი ორ-

90
მოცდაათს არასოდეს აჭარბებდა. ჯერ ერთი, ზანგების უმეტესო-
ბას ქოხში ორმოცდაათი დოლარის საღირალი ვერაფერი მოუგ-
როვდებოდა, თანაც ყოველკვირა ორ-ნახევარი დოლარის გა-
დახდას ვერ შეძლებდნენ, როცა კაცებს ყოველკვირეული მხო-
ლოდ ხუთი ან ექვსი დოლარი ჰქონდათ შემოსავალი, ქალებს კი
– მზარეულებს თუ დამლაგებლებს – სამი ან ოთხი. საარსებოდ
რაღაცას თუ არ დაუტოვებდა, მაშინ თამაში არ გამოვიდოდა,
თამაშის მიზანი და ეშმაკობა კი ის იყო, რომ სესხს იმაზე მეტს
აძლევდა, რამდენსაც ზანგი კვირაში გამოიმუშავებდა, პროცენ-
ტის გადახდა რომ შესძლებოდა.
მოსამართლე ბლენდს წიგნაკში ჰქონდა ჩაწერილი იმ ზანგე-
ბის სახელები, რომლებიც წლების მანძილზე კვირაში ორმოც-
დაათ ცენტს ან დოლარს იხდიდნენ. ამ ღარიბი და უვიცი ადა-
მიანების უმეტესობა ვერც კი ხვდებოდა, რა ამბავი იყო მათ
თავს. ისინი ხმაამოუღებლად და სევდიანად, მონური მორჩილე-
ბით ეგუებოდნენ თავიანთ მდგომარეობას, რომ ოდესღაც, წარ-
სულში, ფული ჰქონდათ, რომელიც გაფლანგეს და ახლა იმ ხან-
მოკლე პრივილეგიისთვის სამუდამოდ უნდა ზღონ. ეს უბედური
კაცები და ქალები ყოველ შაბათს მიდიოდნენ ბინძურ, ცუდად
განათებულ ოთახში, სადაც შავ ფრაკსა და თეთრ პერანგში გა-
მოწყობილი მოსამართლე ბუზის სკინტლით მოთხვრილი ნათუ-
რის ქვეშ იჯდა და საქმეს ურჩევდათ:
– რა ხდება, კარი? ორი კვირა გადააცილე. ამ კვირაში ორ-
მოცდაათი ცენტის მეტი არ აგიღია?
– მე კიდე მეგონა, სამი კვირის მქონდა. რაღაც კარგად ვერ
დავთვალე.
– არ შეგშლია. სამი კვირის გაქვს გადასახდელი. დოლარი
და ორმოცდაათი გმართებს. მეტი არ მოგიტანია?

91
მობოდიშებით ამბობს:
– არა.
– დანარჩენს როდის მოიტან?
– ერთმა მითხრა, მოგცემო...
– არა უშავს. გააგრძელებ გადახდას თუ რას აპირებ?
– მაგას ვამბობდი, ორშაბათს მითხრა იმან, მოგცემო...
უკმეხად:
– ახლა ვისთან მუშაობ?
– ექიმ ჰოლანდერთან.
– მზარეულად?
მოღუშული, გაუგებარი ზანგური მწუხარებით პასუხობს:
– ხოოოო.
– რამდენს გიხდის?
– სამ დოლარს.
– და ამბობ, გადახდას ვერ შევძლებო? კვირაში ორმოცდაათ
ცენტს ვერ გადაიხდი?
ისევ მწუხარე, მოღუშული, დაბნეული და დაეჭვებული, რო-
გორც აფრიკის უღრანი ჯუნგლები:
– რა ვიცი... უკვე რამდენი ხანია, ვიხდი...
უკმეხად, გესლიანად და გველივით სწრაფად:
– არაფერი არ გადაგიხდია. ჯერ მხოლოდ პროცენტს იხდი
და იმასაც აგვიანებ.
ისევ დაეჭვებული, დაბნეული, უხერხულად თითებს იგრეხს
და გაცვეთილი საფულიდან პატარა, ჭუჭყიანი ქვითარი ამოაქვს:
– არ ვიცი, თითქოს იმ ათი დოლარისას დიდი ხანია ვიხდი.
კიდევ რამდენი დამრჩა?
– სანამ ათს არ გადაიხდი... კარგი, კარი, აიღე შენი ქვითარი.
მომავალ კვირაში ზედმეტ დოლარს მოიტან.

92
სხვები, კარიზე ცოტა განათლებულები, კი ხვდებოდნენ, რაც
დამართნოდათ, მაგრამ ფული მაინც მიჰქონდათ, რადგან ერ-
თბაშად იმდენს ვერ აგროვებდნენ, უღლიდან თავი რომ დაეღწი-
ათ. მხოლოდ ცოტა თუ ახერხებდა, გადაენახა რაღაც, ვიდრე სა-
ბოლოოდ გამოისყიდდა თავისუფლებას. დანარჩენები, მას შემ-
დეგ, რაც კვირების და თვეების მანძილზე იხდიდნენ, სასოწარ-
კვეთილები ნებდებოდნენ და გადახდას წყვეტდნენ. ასეთ დროს,
რა თქმა უნდა, მათ სვავივით დააცხრებოდა თავს კლაიდ ბილზი.
ჯერ ეჯაჯღანებოდა, ცდილობდა, დაეშინებინა ან რამე გამოეძა-
ლა და როცა დარწმუნდებოდა, მათგან ფულს ვეღარ მიიღებდა,
სახლიდან ავეჯი გამოჰქონდა. მოკლედ, ასე დაგროვდა ეს აყ-
როლებული ხარახურა საწყობში.
ალბათ იკითხავთ, ამ გამომწვევად შეუნიღბავი და უსირცხვი-
ლო მევახშეობის გამო რატომ არ მოსთხოვეს პასუხი მოსამარ-
თლე რამფორდ ბლენდს. ნუთუ პოლიციამ არ იცოდა, საიდან და
რა გზით იღებდა შემოსავალს?
მშვენივრადაც იცოდნენ. საწყობს, სადაც ეს უსირცხვილო
ბიზნესი წარმოებდა, ოცი იარდი აშორებდა მერიის შენობას და
სულ რამდენიმე ნაბიჯი – ქალაქის ციხის გვერდით შესას-
ვლელს, რომლის კიბეებზეც იგივე ზანგები არაერთხელ უთრე-
ვიათ მუჯლუგუნებით და საკანში ჩაუყრიათ. მოსამართლის საქ-
მიანობა მართალია უკანონო იყო, მაგრამ არა უჩვეულო, რაზე-
დაც ადგილობრივი ხელისუფლება თვალს ხუჭავდა და ამას
გარდა, სამხრეთის შტატებში კიდევ არსებობდა ბევრი მსგავსი
პრაქტიკა, როცა უპრინციპო თეთრკანიანები ჩაგრული და უვი-
ცი ხალხის შემოსავლით ითბობდნენ ხელს. იმ ფაქტს, რომ მე-
ვახშეები ძირითადად „ზანგების ჯგუფს“ ჩაგრავდნენ, კანონი
ეგუებოდა და პატიებდა.

93
ამას გარდა, მოსამართლე რამფორდ ბლენდმა იცოდა, ის
ადამიანები, ვისთანაც საქმეს იჭერდა, მას არ დააბეზღებდნენ.
იცოდა, ზანგებს კანონის არაფერი გაეგებოდათ, მათთვის ის ში-
შის მომგვრელი სასწაული ან უფრო შიშის მომგვრელი ბოროტი
ძალა იყო. კანონი უმეტესად პოლიციასთან ჰქონდათ გაიგივე-
ბული, პოლიცია კი ფორმიან თეთრ კაცთან, რომელსაც შეეძ-
ლო დაეპატიმრებინა, მუშტით ან კეტით ეცემა ისინი, იარაღი ეს-
როლა ან პატარა, ბნელ საკანში გამოემწყვდია. ადვილი მისახ-
ვედრი იყო, რომ არც ერთ ზანგს არ სურდა პოლიციასთან უთან-
ხმოება. არც კი იცოდნენ, რომ მათაც რაღაც უფლებები ჰქონ-
დათ, როგორც მოქალაქეებს, და რომ მოსამართლე რამფორდ
ბლენდი ბღალავდა მათ უფლებებს; თუმცა რომც სცოდნოდათ,
საეჭვოა, დახმარება ეთხოვათ ისეთი ადამიანებისთვის, ვინც
შეურაცხყოფდა, იჭერდა და ციხეში ამწყვდევდა.
ზანგების ხარახურის თავზე, მეორე სართულზე, მოსამარ-
თლე ბლენდს ოფისი ჰქონდა. გაცვეთილი ხის კიბე, რომელზე-
დაც დრო მიწაში ამოთხვრილი ფეხსაცმლით გადიოდა, მოხუ-
ცის კბილივით მორყეული და შავი ხელისგულების ოფლით გაჟ-
ღენთილი და გაპრიალებული, ბნელი დერეფნისკენ მიემართე-
ბოდა. იქ, უკუნეთ სიბნელეში, მონოტონურად წვეთავდა წყალი
და შარდის მძაფრი სუნი იდგა. დერეფნის დასაწყისში კაბინეტის
მოჭიქული მინის კარზე ცოტა გახუნებული შავი საღებავით ეწე-
რა:
რამფორდ ბლენდი
ადვოკატი

კაბინეტის მისაღები, როგორც ადვოკატთა უმეტესობის კაბი-


ნეტები, მძიმე ავეჯით იყო გაწყობილი. მოტიტვლებულ იატაკზე
94
ორი, სიძველისგან გაშავებული საწერი მაგიდა იდგა, ორი წიგ-
ნის კარადა, სავსე მოყავისფრო, ღორისტყავგადაკრული გაცვე-
თილი ტომებით, თითბრის მოზრდილი საფურთხებელი, შიგ მო-
ტივტივე ნაღეჭი თამბაქოთი, ერთი-ორი ძველი ბზრიალა სკამი
და კიდევ რამდენიმე ჭრაჭუნა – სტუმრებისთვის. კედლებზე ეკი-
და გაფერმკრთალებული დიპლომები – ფაინ-როქ კოლეჯი, ხე-
ლოვნებათმცოდნეობის ბაკალავრი; კატაუბას ძველი უნივერსი-
ტეტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, და ძველი კატაუბას
ადვოკატთა ასოციაციის სერტიფიკატი. მისაღების უკან კიდევ
ერთი ოთახი იყო, სადაც მხოლოდ ხბოსტყავგადაკრული მძიმე
ტომებით სავსე კარადა იდგა, რამდენიმე სკამი და კედლის გას-
წვრივ სოფა, ხავერდის გადასაფარებლით – იმ ოთახში, ყველამ
ყურმოკვრით იცოდა, მოსამართლეს „ქალები დაჰყავდა“. ფან-
ჯრები მოედანს უყურებდა, ჭუჭყიან მინებზე გეტისბერგის ახალ-
გაზრდობაში დახოცილი ბუზები მიმხმარიყო, გარფილდის დრო-
ინდელ, აჭრელებულ, გადაყვითლებულ შტორებზე კიდევ შეიმ-
ჩნეოდა სახელები „კენედი და ბლენდი“. ძველი საადვოკატო
ფირმის ერთ-ერთი მფლობელი მერ ბაქსტერ კენედის მამა გახ-
ლდათ, მისი პარტნიორი გენერალი ბლენდი კი – რამფორდის
მამა, ორივე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, მაგრამ წარწერის
შეცვლა არავის მოსვლია თავში აზრად.
ასეთი ახსოვდა მოსამართლე რამფორდ ბლენდის ბუნაგი
ჯორჯს. მოსამართლე რამფორდ ბლენდი – „თავდები“, „ავეჯით
მოვაჭრე“, ზანგების მევახშე. მოსამართლე რამფორდ ბლენდი
– კონფედერაციული არმიის ბრიგადირის ვაჟი, ადვოკატთა
ასოციაციის წევრი, რომელსაც ქათქათა თეთრი პერანგი და შა-
ვი მანტია ეცვა.

95
რა უნდა მოსვლოდა ამ კაცს, რომ ჭეშმარიტად ღირსეული
გზიდან გადაეხვია და ასეთი გახრწნილი მექრთამე გამხდარი-
ყო? არავინ იცოდა. ეჭვი არ იყო, ნიჭიერი კაცი გახლდათ. ბავ-
შვობაში ჯორჯს არაერთხელ გაუგონია, ქალაქის გამოჩენილი
ადვოკატები აღიარებდნენ, მოსამართლე ბლენდის შესაძლებ-
ლობებთან ახლოსაც ვერ მივალთო. რა იქნებოდა, ის ნიჭი პა-
ტიოსანი მიზნებისთვის გამოეყენებინა?
მაგრამ მოსამართლეს ბოროტებამ დაღი დაასვა. ამ კაცს რა-
ღაც აშკარა, სულში გამჯდარი გარყვნილება ამოძრავებდა, სის-
ხლშიც გასჯდომოდა და ძვალ-რბილშიც. ამას იმწამსვე იგ-
რძნობდით, როცა მისასალმებლად წვრილ, უსუსურ ხელს გამო-
გიწვდიდათ, იგრძნობდით მის ხმაში, ამოიკითხავდით მის
მკვდრისფერ, დაქანცულ სახეში, წაბლისფერ უსიცოცხლო თმა-
ში, ყველაზე მეტად კი მას ჩავარდნილი პირი ამხელდა, მუდამ
ღიმილის აჩრდილი რომ დასთამაშებდა. მართლაც აჩრდილს
თუ დაარქმევდი, რადგან ღიმილის არაფერი ეცხო. ცოტათი ახ-
ლოდან თუ დააკვირდებოდი, საერთოდ გაქრებოდა. მაგრამ მა-
ინც ყველამ იცოდა, რომ მოსამართლეს სახეზე ღიმილი ეხატა –
ბოროტი, დამცინავი, ამაზრზენად გარყვნილი, თითქოს სიკ-
ვდილსაც აბუჩად იგდებდა – რომელიც მისი ბნელი სულის
საიდუმლო წყაროდან მოდიოდა.
სიჭაბუკეში მოსამართლე ბლენდმა ცოლად ლამაზი, მაგრამ
ზნედაცემული ქალი შეირთო და მალევე გაშორდა. შეიძლება,
ნაწილობრივ ეს გახდა მიზეზი, ქალების მიმართ აშკარად ცინი-
კური დამოკიდებულება რომ გაუჩნდა. განქორწინების შემდეგ
დედასთან ცხოვრობდა, წარმოსადეგ, ჭაღარა ქალბატონთან,
რომელსაც ერთგულად, მთელი გულით და სულით და განსა-
კუთრებული სითბოთი უვლიდა. ზოგი მიიჩნევდა, რომ შვილის

96
ერთგულებაში რაღაც ირონიული და დამცინავი მორჩილება
იმალებოდა, მაგრამ თავად მოხუც ქალბატონს არავითარი მი-
ზეზი არ ჰქონდა, ასე ეფიქრა. ის მშვენიერ, ძველ სახლში ცხოვ-
რობდა, არც ფუფუნების საგნები აკლდა და რომც სცოდნოდა,
რა ბნელი გზით იხვეჭდა ფულს მისი შვილი, ხმას არ გაიღებდა.
მოსამართლე ბლენდი ქალებს უხეშად ყოფდა ორ ჯგუფად – დე-
დებად და მეძავებად – და საკუთარი სახლის ბინადრის გარდა,
მხოლოდ მეორე ჯგუფი აინტერესებდა.
მხედველობა ჯორჯის ლიბია-ჰილიდან წასვლამდე დააკლდა
და მის ფერმკრთალ, თხელ სახეს, რომელზედაც ღიმილის აჩ-
რდილი დასთამაშებდა, შავმა სათვალემ უფრო შემზარავი იერი
შემატა. ბალტიმორში მკურნალობდა, ჯონ ჰოფკინსის საავად-
მყოფოში, ექვს კვირაში ერთხელ ჩადიოდა, მაგრამ მხედველო-
ბა უარესდებოდა და ექიმებმა უკვე გაუმხილეს, რომ მისი მდგო-
მარეობა უიმედო იყო. სენი, რომელიც აბრმავებდა, საზიზღარმა
ავადმყოფობამ გამოიწვია, რომლისგანაც თავად ეგონა, რომ
განიკურნა.
მოსამართლე ბლენდი, ეს სულით ხორცამდე ცოდვილი ადა-
მიანი, როგორი საკვირველიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ყოველ-
თვის საოცრად მიმზიდველი პიროვნება გახლდათ. ყველა, ნე-
ბისმიერი ადამიანი, პირველივე შეხვედრისას და იმწამსვე ატ-
ყობდა, ცუდი კაცი რომ იყო. არა, „ცუდი“ კი არა, აშკარად ბო-
როტი, წარმოუდგენლად ბოროტი, და ასეთ სიბოროტეს, უკიდუ-
რესი კეთილშობილების არ იყოს, რაღაც გრაციოზულობა ახ-
ლავს. რა თქმა უნდა, ოდესღაც მასში იყო კეთილი საწყისი, რო-
მელიც ბოლომდე არ გამქრალა. ვიდრე ცოტა ხნით პოლიციის
სასამართლოში მუშაობდა, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ
ის ძალიან სამართლიანად, გონივრულად და უსწრაფესად არ-

97
ჩევდა საქმეს. როგორი აუხსნელიც არ უნდა ყოფილიყო ეს ფაქ-
ტი, ძველი აურა მოსამართლეს კვლავაც შენარჩუნებული ჰქონ-
და. და ამიტომ იყო, რომ რამფორდ ბლენდი ადამიანებსუმალ,
შეხვედრისთანავე იზიდავდა – მათაც კი, ვინც მის ხიბლს უძა-
ლიანდებოდა. ის კი არა და, მოსწონდათ კიდეც. პირველივე
წუთს ატყობდნენ, რაღაც ბოროტ ძალას რომ ფლობდა და, ამავე
დროს, მასში ხედავდნენ გნებავთ აჩრდილს, გნებავთ – გამოს-
ხივებას თუ უდიდესი სათნოების დაკარგულ სულს. და ამ აღმო-
ჩენას ახლდა სინანულის უეცარი შემოლაწუნება: „ეს რა დავ-
კარგეთ!“ „რა სამწუხაროა!“ და თან ვერავინ გეტყოდათ, რატომ.
შემოდგომა ახლოვდებოდა და ადრე დაბნელდა, მატარებე-
ლი სამხრეთით, ვირჯინიისკენ მიიჩქაროდა. ჯორჯი ფანჯრიდან
უყურებდა, ხეების მუქი ლაქები როგორ გაიელვებდნენ ხოლმე
და თან იხსენებდა ყველაფერს, რაც კი ოდესმე მოსამართლე
ბლენდზე სცოდნია. ზიზღი, შიში და უცნაური სიმპათია, რაც იმ
კაცის მიმართ ყოველთვის ჰქონდა, ახლა ისე მძაფრად შეიგ-
რძნო, რომ ადგილზე ვეღარ ისვენებდა და მარტო ყოფნაც აღარ
შეეძლო. ვაგონის შუაგულში ლიბია-ჰილელები შეგროვილიყ-
ვნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ. ჯარვის რიგზი, მერი კენედი
და სოლ ისააკსი ისხდნენ, ზოგი სკამის სახელურზე მიწოლილი-
ყო, პასტორი ფლეკი გასასვლელში იდგა, საზურგეს ებჯინებოდა
და ხალისიანად ლაპარაკობდა. ამ ჯგუფის ყურადღების ცენ-
ტრში ნებრასკა კრეინი გახლდათ. ეტყობოდა, გამოიჭირეს და
ახლა ალყაში ჰყავდათ მომწყვდეული.
ჯორჯი წამოიმართა და მათკენ წავიდა, გზად მოსამართლე
ბლენდისკენ გააპარა მზერა. როგორც ყოველთვის, ძველმოდუ-
რად, დახვეწილად ეცვა, შავი, ფართო კოსტიუმი, გახამებული
თეთრი პერანგი დაბალი საყელოთი, ვიწრო შავი ჰალსტუხი და

98
პანამა, რომელსაც არასდროს იხდიდა. ქუდიდან ერთ დროს
წაბლისფერი და ახლა უსიცოცხლო თეთრი თმა მოუჩანდა. თმა
და უსინათლო თვალები რომ არა, ზუსტად ისე გამოიყურებოდა,
როგორც ორმოცდაათი წლის წინ. რაც ვაგონში შევიდა და დაჯ-
და, არ განძრეულა. იჯდა წელგამართული, ხელჯოხზე დაეწყო
ხელები და უჩინო თვალებით ერთ წერტილს მიშტერებოდა,
ფერმკრთალ, დაძაბულ სახეზე ეწერა, რომ სმენად იყო ქცეული.
როცა ჯორჯი ვაგონის შუაგულში თავმოყრილებს მიუახლოვ-
და, ისინი გაცხარებით კამათობდნენ უძრავი ქონების ფასებზე –
ყველა, ნებრასკა კრეინის გარდა. პასტორი ფლეკი წაკუზული-
ყო, გაღიმებულს დიდი კბილები გადმოეყარა და ბოლო გარიგე-
ბის ამბავს ჰყვებოდა, რამდენად გაყიდულა ვიღაცის მიწის ნაკ-
ვეთი – „ზუსტად იქ, ჩარლზ სთრითზე, შენ რომ ცხოვრობდი,
ბრას!“ ყველა ასეთ გასაოცარ ახალ ამბავზე ნებრასკას ერთი პა-
სუხი ჰქონდა:
– მართლა? – ამბობდა გაკვირვებული, – ვერაფერს იტყვი!
ბანკირი დაიხარა და ნებრასკას მუხლზე ხელი წამოარტყა.
მერე მეგობრულად არწმუნებდა და აგულიანებდა, რაც გაქვს
გადანახული, მიწის ნაკვეთში ჩადეო. მთელი თავისი ლოგიკის
მძიმე არტილერია და მათემატიკური ცოდნა მოიშველია, ფან-
ქრით დაუწერა ბლოკნოტში, მოგებული დარჩები, თუ ჭკვიანუ-
რად ჩადებ ფულს ამა თუ იმ მიწის ნაკვეთში და მერე ხელსაყ-
რელ მომენტში გაყიდიო.
– არ წააგებ! – აღელვებული ეუბნებოდა ჯარვის რიგზი, – ქა-
ლაქი აუცილებლად გაიზრდება. ლიბია-ჰილი ახლა იწყებს აღ-
მშენებლობას. ჩამოიტანე ფული შენს მშობლიურ ქალაქში და
ნახე, როგორ იხეირებ!

99
საუბარი გრძელდებოდა, მაგრამ დამაჯერებელი რჩევების
მიუხედავად, ნებრასკა თავის აზრზე რჩებოდა. ის საკმაოდ თავა-
ზიანი და კეთილი კაცი იყო, ოღონდ ამავე დროს – ცოტა ეჭვიანი
და ჯიუტი.
– ზიბულონში უკვე ნაყიდი მაქვს ფერმა, – თქვა ღიმილით, –
სულ დავფარე! ბეისბოლს თავს რომ დავანებებ, ჩამოვალ და იქ
დავსახლდები. სამასი აკრია, შიგ ჭალებში, ეგეთი მიწა არ გენა-
ხოთ. მეტი არ მჭირდება, ვერ მოვიხმარ.
ნებრასკა თავისი ჩვეული უბრალო ენით, ალალად ლაპარა-
კობდა, როგორც მიწის კაცი, რომელიც მშვიდად უყურებს მომა-
ვალს, დამოუკიდებელი, ჯიუტი კაცი, რომელმაც იცის, რა უნდა,
მყარად დგას მიწაზე და დაზღვეულია უბედობისგან და გაჭირვე-
ბისგან. დროის ციებ-ცხელება მას არ ეხებოდა – თუმცა ციებ--
ცხელებამ არა მარტო ეს აჟიტირებული პატარა ქალაქი მოიცვა,
არამედ მთელი ქვეყანა. ყველა ყიდვა-გაყიდვაზე ლაპარაკობ-
და, მაგრამ როგორც ჯორჯი ატყობდა, მხოლოდ ნებრასკას ეს-
მოდა – მიწა იმისთვის გინდა, რომ იცხოვრო და ეს არის სიცოც-
ხლის აზრი.
ბოლოს და ბოლოს ნებრასკა გამოეყო ჯგუფს, მოსაწევად
გავდივარო, თქვა. ჯორჯიც გაჰყვა. გასასვლელში უკანასკნელ
სკამს რომ გაუსწორდა, მშვიდი და უემოციო ხმა შემოესმა:
– საღამო მშვიდობის, ვებერ!
ჯორჯი შეჩერდა და მოტრიალდა. უსინათლო კაცი ზუსტად
მის წინ იჯდა. სულ ამოუვარდა თავიდან. მოსამართლე არ გან-
ძრეულა. ცოტათი წინ გადახრილიყო და ხელჯოხს ეყრდნობო-
და, ფერმკრთალი სახე გაჰქვავებოდა, თითქოს რაღაცას უსმენ-
და. როგორც ყოველთვის, ჯორჯს ახლაც მოეჩვენა, რომ მოსა-

100
მართლეს უცნაურად მომხიბვლელი ღიმილის ბოროტი აჩრდი-
ლი დასთამაშებდა სახეზე. ცოტა შეყოყმანდა და მერე უთხრა:
– მოსამართლე ბლენდ.
– დაჯექი, შვილო, – და ჯორჯიც, გეგონება, ჰამელინელმა
მესტვირემ მოაჯადოვაო, მორჩილად დაჯდა, – დაე, მკვდრებმა
თავიანთი მკვდრები დამარხონ. შენ კი ბრმა კაცის გვერდით ჩა-
მოჯექი.
სიტყვებს უემოციოდ წარმოთქვამდა, მაგრამ მათში დაბუდე-
ბულმა სისასტიკემ და მომაკვდინებელმა ზიზღმა მთელ ვაგონში
გაჟონა. ყველას ენა ჩაუვარდა, გველნაკბენივით შეკრთნენ.
ჯორჯმა არ იცოდა, რა ეთქვა; უხერხულად გრძნობდა თავს და
რაღაც წამოროშა:
– მე... მე... აქ ბევრნი არიან ჩვენი ქალაქიდან. მე... მე ზოგს
დაველაპარაკე. მერ კენედის, და...
უსინათლო კაცი არ განძრეულა და ისევ უემოციო ხმით შეაწ-
ყვეტინა:
– ვიცი. ამდენ ერთად თავშეყრილ ნაბიჭვარს სხვა რბილ ვა-
გონში ვერ ნახავ.
მთელი ვაგონი შეძრწუნებული უსმენდა. კაცებმა შიშით გა-
დახედეს ერთმანეთს და მერე ისევ გაცხოველებული საუბარი
გააჩაღეს.
– გავიგე, გასულ წელს მეორედ ყოფილხარ საფრანგეთში, –
თქვა ხმამ, – შენი აზრით, ფრანგი ბოზები ჩვენებურებისგან გან-
სხვავდებიან?
უძვლო ენით და გულგრილი სიბოროტით წარმოთქმულმა
სიტყვებმა ყველას ყური მოსჭრა. ყველა გაჩუმდა, გაოგნდა და
გაშეშდა.

101
– ბოლო-ბოლო მიხვდები, რომ დიდი განსხვავება არ არის,
– მოსამართლე დინჯად მსჯელობდა და ტონი არ ეცვლებოდა, –
სიფილისი ყველას გვათანასწორებს. მხედველობის დაკარგვა
თუ გინდა, ჩვენს დიდ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ისევე შესაძ-
ლებელია, როგორც სხვაგან.
ვაგონში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მერე გაოგნებუ-
ლები ერთმანეთს მიუბრუნდნენ და ჩურჩულით განაგრძეს
საუბარი.
მთელი ამ ხნის განმავლობაში მოსამართლეს თეთრ, ლო-
ყებჩაცვენილ სახეზე გამომეტყველება არ შესცვლია და ღიმი-
ლის აჩრდილიც კვლავინდებურად დასთამაშებდა. მაგრამ ამჯე-
რად მან ხმა ცოტა დაიდაბლა და ახალგაზრდა კაცს უთხრა:
– როგორ ხარ, შვილო? მიხარია, რომ გნახე, – ამ, ბრმა კა-
ცის ნათქვამ, უბრალო ფრაზაში ვერაგული ირონია იგრძნობო-
და, არადა გამომეტყველება უცვლელი რჩებოდა.
– ბალტიმორში იყავით, მოსამართლე ბლენდ?
– ჰო, ჰოფკინსის საავადმყოფოში დავდივარ დროდადრო.
ვერაფერს მშველიან. ასეა, შვილო, – ხმას დაუწია და ამჯერად
მეგობრული ტონით განაგრძო, – ბოლოს რომ გნახე, მას შემ-
დეგ სულ დავბრმავდი.
– არ ვიცოდი. ნუთუ სულ დაკარგეთ...
– ო, სულ! სულ! – მიუგო მოსამართლემ, იმწამსვე უსინათ-
ლო თვალები მისკენ მიაბრუნა და გულიანად გაიცინა, ჩაშავე-
ბული კბილები გამოაჩინა, თითქოს ხუმრობა ისეთი მოსაწონი
იყო, აუცილებლად უნდა ვინმესთვის გაეზიარებინა, – ჩემო ბი-
ჭუნა, გარწმუნებ, სულ დავბრმავდი. ორ ნაბიჯშიც ვეღარ ვარჩევ
ადგილობრივ გამოჩენილ ნაბიჭვრებს. ეი, ჯარვის! – უცებ საცო-
დავი რიგზისკენ მიაბრუნა თავი და გამყინავი ხმით გასძახა.

102
რიგზი ამ დროს ხმამაღლა მსჯელობდა მიწის საკუთრების
თაობაზე, – თვითონაც ხომ იცი, რომ რასაც ამბობ, სიმართლე
არ არის! თვალებზე გატყობ, რომ ტყუი! – და ისევ გესლიანად
ჩაიცინა, – უკაცრავად, რომ გაგაწყვეტინე, შვილო, – განაგრძო
მშვიდად, – ნაბიჭვრებზე ვსაუბრობდით, არა? წარმოგიდგენია...
– წინ გადაიხარა და ხელჯოხის პრიალა თავს გრძელი თითები
ნაზად გადაუსვა, – როდესაც საქმე ნაბიჭვრებს ეხება, თვალებს
ვეღარ ვენდობი. მხოლოდ ყნოსვის იმედი მაქვს. და... – პირვე-
ლად გამოეხატა სახეზე დაღლილობა და ზიზღი, – ყნოსვა თუ
გაქვს, მეტი აღარაფერი გჭირდება, – უცებ ეკითხება, – შენები
როგორ არიან?
– დეიდა მეი გარდაიცვალა – იმის დაკრძალვაზე ჩავდივარ.
– ესე იგი, გარდაიცვალა?
სულ ეს თქვა. არც თავაზიანი მისამძიმრება, არც არაფერი.
ცოტა ხნის შემდეგ ეუბნება:
– გამოდის, დასამარხად ჩამოხვედი, – განაცხადა ჩაფიქრე-
ბულმა, თითქოს ამაზე უფიქრია, მერე დასძინა, – და შენ გგო-
ნია, შინ დაბრუნებას შეძლებ?
ჯორჯი დაიბნა და ცოტა შეშფოთდა:
– არ მესმის, რას გულისხმობთ, მოსამართლე ბლენდ?
კვლავ მოისმა ბოროტი სიცილი:
– რას და, შენი აზრით, შინ დაბრუნება შეიძლება? – მერე
მკვახედ, ცივად და მბრძანებლურად, – აბა, მიპასუხე! შეძლებ?
– რატომაც არა... დიახ! რატომ... – ახალგაზრდა კაცი შეწუხ-
და, შეშინდა და გულწრფელად და ლამის მუდარით უთხრა, – მე
ხომ არაფერი დამიშავებია, მოსამართლე ბლენდ, არაფერი, გე-
ფიცებით!
ისევ ჩუმი, დემონური სიცილი:

103
– დარწმუნებული ხარ?
ჯორჯი ისეთმა პანიკურმა შიშმა შეიპყრო, ბავშვობაში ამ კა-
ცის დანახვაზე რომ ეუფლებოდა:
– რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ! მისმინეთ, მოსამარ-
თლე ბლენდ... ღვთის გულისათვის, მითხარით, თუ რამე დავა-
შავე! – სასოწარკვეთილი რას არ იხსენებდა, სინდისის ქენჯნაც
მოეძალა, არც კი იცოდა, რატომ. იფიქრა: „ჩემს წიგნზე ხომ არ
გაიგო რამე? ხომ არ იცის, ქალაქზე რომ დავწერე? ნეტა, ამას
გულისხმობს?“
მოსამართლემ თავისთვის ჩაიხითხითა, ეს კატათაგვობანას
თამაში ახალგაზრდა კაცთან დიდად სიამოვნებდა:
– ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს.
ეგრეა არა, შვილო?
გულწრფელად გაკვირვებული: „კი მაგრამ, რა ჩავიდინე?“ –
მერე გაბრაზებული: „ჯანდაბა, არაფერი დამიშავებია!“ – აღ-
გზნებული: „მე თამამად გავუსწორებ სამყაროს თვალს! მე ამ-
ქვეყნად ყველასთან პირნათელი ვარ! არავისთან არ მაქვს მო-
საბოდიშებელი...“
უცებ გაჩუმდა, უსინათლო კაცის პირის კუთხეებში ბოროტი
ღიმილის აჩრდილი რომ შენიშნა. „ის ხომ სნეულია!“ – გაიფიქ-
რა, – „მხედველობაც მაგიტომ დაკარგა... იქნებ... იქნებ... დიახ,
ის გიჟია!“ მერე კი მშვიდად განაგრძო:
– მოსამართლე ბლენდ, – ფეხზე წამოდგა, – ნახვამდის, მო-
სამართლე ბლენდ.
მოსამართლე ისევ ისე იღიმებოდა, ოღონდ ამჯერად მის ხმა-
ში კეთილგანწყობა მოისმა:
– ნახვამდის, შვილო, – ძლივს შესამჩნევი პაუზის მერე დას-
ძინა, – არ დაგავიწყდეს, რომ მე შევეცადე, გამეფრთხილებინე.

104
ჯორჯი იქაურობას მოშორდა, სწრაფად მიდიოდა, გული ამო-
ვარდნაზე ჰქონდა და მუხლები უკანკალებდა. ნეტა, რა უნდა
ეგულისხმა მოსამართლე ბლენდს, როცა უთხრა: „შენ გგონია,
შინ დაბრუნდები?“ და რას ნიშნავდა ის ბოროტი, ჩუმი, დამცინა-
ვი სიცილი? რა შეიძლებოდა სცოდნოდა? და დანარჩენებმა –
მათაც იციან რამე?
მალე მიხვდა, რომ უსინათლო კაცის ხილვით გამოწვეულ პა-
ნიკურ შიშს ყველა იქ მყოფი იზიარებდა. ისინიც კი, ვისაც მოსა-
მართლე ბლენდი ადრე არასდროს უნახავს, მისი დაუნდობელი,
გესლიანი სიტყვების მოსმენის მერე, შეძრწუნებულები უყურებ-
დნენ. რაც შეეხება ლიბია-ჰილის მცხოვრებლებს, კიდევ უფრო
მეტად იყვნენ შეშფოთებულები, ისინი ხომ კარგად იცნობდნენ
მოსამართლეს. კაცს, რომელმაც მათ გვერდით, გამომწვევად,
უწმინდური კაცის ცხოვრებით იცხოვრა. მართალია, ყველა-
ფერს რესპექტაბელური ადამიანის ნიღბით ფარავდა, მაგრამ
ლიბია-ჰილელებმა იცოდნენ, რა გარყვნილიც იყო და ვინაიდან
მათ აზრს ზიზღნარევი გულგრილობით იღებდა ან საერთოდ
არად აგდებდა, რატომღაც შიშს და პატივისცემას იმსახურებდა.
პასტორი ფლეკი, ჯარვის რიგზი და მერი კენედი იმიტომ ძრწოდ-
ნენ მის წინაშე, რომ იცოდნენ, მოსამართლეს არასოდეს არაფე-
რი გამოეპარებოდა. მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ ვაგონში,
როცა არავინ ელოდა, მგზავრებს თავზარი დასცა.
ჯორჯმა საპირფარეშოს კარი შეაღო და მერს შეეფეთა, როცა
ის პირსაბანში კბილის პროთეზს რეცხავდა. ამ კაცს, როგორც
ჯორჯს ახსოვდა, ყოველთვის მხიარული და კეთილგანწყობილი
სახე ჰქონდა, ახლა კი ის პუტკუნა ლოყები სულ ჩასცვენოდა. კა-
რის გაღების ხმაზე მერი მოტრიალდა. თავდაპირველად უმწეო,
მოყავისფრო თვალებში გაუცნობიერებელი შიში ჩაუდგა. რა-

105
ღაც გაუგებრად ჩაიბურტყუნა, აკანკალებულ ხელებში პროთეზი
ეჭირა. თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო,
ხელი აიქნია, მხოლოდ ღმერთმა უწყოდა, რას ნიშნავდა ეს ჟეს-
ტი, ოღონდ სასოწარკვეთილება და შიში ნამდვილად იგრძნო-
ბოდა. კბილები ჩაისვა, ღიმილით მოუბოდიშა და ჩვეული მოჩ-
ვენებითი თავაზიანობით უთხრა:
– ჰო-ჰო, შვილო! როგორ გამომიჭირე! კბილების გარეშე კა-
ცი ვერ ილაპარაკებს!
ყველგან ერთი და იგივე სიტუაცია იყო. ჯორჯმა ეს იგრძნო,
მათ თვალებში ხედავდა, ხელის მოძრაობაში, მამხილებელ გა-
მომეტყველებაში. ვაჭარმა სოლ ისააკსმა გვერდით გაიხმო და
ყურში ჩასჩურჩულა:
– გაიგე, რა თქვეს ბანკზე? – გარშემო მიმოიხედა, დარწმუნ-
და, მისი ქურდული ლაპარაკი არავის ესმოდა, – ყველაფერი
კარგადაა! ნამდვილად! უბრალოდ, ცოტა აჩქარდნენ! ამჟამად
სიწყნარეა, მაგრამ ჯერ მხოლოდ ძალებს იკრებენ!
ყველა იმაზე ელაპარაკებოდა, რაც ჯორჯმა უკვე იცოდა. „ნამ-
დვილად ღირს“, – ურჩევდნენ აღგზნებულები, – „ერთი წლის
მერე ორმაგს მოიტანს“. პიჯაკის საყელოში ხელს ავლებდნენ და
მეგობრულად და გულღიად არიგებდნენ, ლიბია-ჰილში დაბ-
რუნდი და დასახლდიო – „ეს ხომ ამქვეყნად საუკეთესო ადგი-
ლია!“ დასარწმუნებლად ფინანსებზე, ბანკებზე და მიწის საკუთ-
რებაზე მოჰყვებოდნენ ლაპარაკს. მაგრამ ჯორჯი ახლაღა მიხ-
ვდა, რომ ამ ყველაფრის მიღმა უსაზღვროდ დიდი შიში იმალე-
ბოდა – ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ დაიღუპნენ, ოღონდ ჯერ
საკუთარ თავსაც ვერ უმხელდნენ.
შუაღამე იწურებოდა, მატარებელი მთვარის შუქზე სამხრე-
თისკენ კვეთდა ვირჯინიას. პატარა ქალაქის მკვიდრებს ძილში

106
ჩაესმოდათ სევდიანი საყვირის ხმა, მერე მატარებელი გრუხუ-
ნით ჩაივლიდა, ისინიც ლოგინში გვერდს იცვლიდნენ, ძილს
მიეცემოდნენ და ალბათ სიზმარში შორეულ და ლამაზ ქალაქებს
ხედავდნენ.
მგზავრების უმეტესობამ თავის ადგილს მიაშურა მოსასვე-
ნებლად. ნებრასკა კრეინი ადრე დაწვა, ჯორჯი ჯერ ფხიზლობდა,
ასევე ბანკირი, მერი და ადგილობრივი პოლიტიკოსების ბოსიც.
მრავლის მნახველები, ცხოვრებისგან გამკაცრებულები და წარ-
მოსახვას მოკლებულები, რომლებსაც პატარა ბავშვივით
დროულად ლოგინში დაწოლა არ უნდოდათ, გაბუღულ საპირ-
ფარეშოში შეყუჟულიყვნენ. მწვანე პორტიერის მიღმა მამაკაცე-
ბის ხმა ხან ძლიერდებოდა, ხან დაბლდებოდა, როცა გაუთავებ-
ლად ჰყვებოდნენ საპირფარეშოში მოსაყოლ ამბებს. ჩუმად,
ქურდულად, ფარული სიამოვნებით იხსენებდნენ უხამს ანეკდო-
ტებს მოსამართლე ბლენდის დაუფარავად უსირცხვილო ცხოვ-
რებიდან და ყოველი ამბის მერე სიცილით იხრჩობოდნენ.
ერთხელაც, როცა სიცილს და თეძოზე ხელის შემოკვრებს
მორჩნენ, პასტორი ფლეკი წინ წამოიწია და ახალი ანეკდოტის
მოსაყოლად მოემზადა. ხმა დაიდაბლა და კონფიდენციალურად
და ლამის კონსპირაციულად დაიწყო:
– და ის თუ გახსოვთ, როცა...
მოულოდნელად პორტიერი გადასწიეს, ყველამ ზევით აიხე-
და და საპირფარეშოში მოსამართლე ბლენდი შემოვიდა.
– რაო, პასტორო, – ჩაიბუზღუნა, – რა გახსოვს?
სამივეს ხმა ჩაუვარდა, უსინათლო მოსამართლის ცივ მზე-
რას რომ შეეფეთნენ და რასაც იმ წუთს გრძნობდნენ, შიშზე ბევ-
რად ძლიერი იყო.

107
– რა გახსოვს? – გაიმეორა კიდევ უფრო უკმეხად. მოსამარ-
თლე მათ წინ იდგა, წელში გამართული და სუსტი, ორივე ხე-
ლით ხელჯოხს ეყრდნობოდა, ღუზასავით რომ ჩაესო იატაკში.
ჯერ ჯარვის რიგზს მიუბრუნდა, – გახსოვს, ბანკი რომ დააარსე
და თავი მოგქონდა, შტატის არც ერთ ბანკში კაპიტალი ესე
სწრაფად არ იზრდებაო, და დიდად ვერ ერკვეოდი, რის ხარჯზე
იზრდებოდა კაპიტალი? – მერე ისევ პასტორ ფლეკს ეუბნება, –
გახსოვს, ერთ-ერთმა „შენმა ბიჭმა“, როგორც ეძახდი ხოლმე,
შენ ხომ ყოველთვის გიყვარდა ბიჭები, არა? გახსოვს, „ერთმა
ბიჭმა“ იმ ბანკიდან ფული რომ ისესხა და მდინარის გადაღმა
მთაზე ორასი აკრი იყიდა? – შემდეგ მერს მიუბრუნდა, – და მე-
რე ქალაქს მიჰყიდა, ახალი სასაფლაოს ასაშენებლად... არ მეს-
მის, – ისევ პასტორს მიმართა, – თავიანთი მკვდრის დასამარ-
ხად მკვდრები ასე რატომ უნდა ირჯებოდნენ.
ამას შთამბეჭდავი პაუზა მოჰყვა, სოფლის ადვოკატი რომ ემ-
ზადება ხოლმე მსაჯულების წინაშე დასკვნითი სიტყვის წარმო-
სათქმელად, ისეთი.
– კიდევ რა გვახსოვს? – იკითხა უკმეხად და მოულოდნელად
ხმას აუწია, – მახსოვს თუ არა, პასტორო, წლების მანძილზე
როგორ მართავდი ქალაქს? მახსოვს თუ არა, როგორ იხეირე
პოლიტიკით? შენ არასდროს ილტვოდი, გემსახურა საჯარო სამ-
სახურში, ასე არაა, პასტორო? ო, არა, შენ მეტისმეტად პატიოსა-
ნი ხარ. მაგრამ ის კარგად იცი, როგორ შეარჩიო პატრიოტულად
განწყობილი მოქალაქეები, რომლებიც მიილტვიან და გულები
ავსებიათ სურვილით, ემსახურონ თანამემამულეებს! აჰ, დიახ,
დიახ, ეს პატარა სასიამოვნო პირადი ბიზნესია, არა, პასტორო?
და ის „ბიჭები“, ყველანი, აქციონერები არიან და თავიანთ წილს
იღებენ – ასე არ არის, პასტორო? ...რა გვახსოვს, რა? – იყვირა,

108
– მახსოვს თუ არა, ქალაქი თითქმის დანგრეული რომ არის და
შიშით ელის საბოლოო განადგურებას? რატომაც არა, პასტო-
რო, მშვენივრად მახსოვს ყველაფერი. მაგრამ მე ამის მონაწი-
ლე არ გახლავართ, მე მოკრძალებული კაცი ვარ. ოჰ, – თავი
დააქნია, თითქოს კიცხავდა, – ვიღაც ზანგს გამოიჭერ, პატარა
შემოსავალს აიღებ ზანგების კვარტლიდან, რამდენიმე უკანონო
სესხს გასცემ, მცირე მევახშეობაში ხელს გაიწაფავ – სულ ესაა
ჩემი მოკრძალებული სურვილები და მოთხოვნილებები. ამით
ვკმაყოფილდები – ვთქვათ, მოკრძალებული ხუთი პროცენტით
კვირაში. მე დიდ ფულს არ ვატრიალებ, პასტორო. მე ბევრი რამ
მახსოვს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი ნიჭი გარყვნილ ცხოვრე-
ბას მოვახმარე – მაშინ, როცა ღვთისნიერი პურიტანები მიზან-
დასახულად ღალატობენ თავიანთ ქალაქს და სულით და გუ-
ლით ემსახურებიან თანამემამულეების განადგურებას.
ისევ ავის მომასწავებელი პაუზა, და როცა განაგრძო, უკვე
ჩუმად ლაპარაკობდა, მისთვის ჩვეული უემოციო ტონით:
– ვშიშობ, ძალიან აღვირახსნილი ცხოვრებით ვიცხოვრე და
სიბერეში მხოლოდ წარსული უმნიშვნელო ამბების მოგონება
დამრჩენია – მხიარული ქვრივები რომ ჩამოდიოდნენ ჩვენს ქა-
ლაქში, პოკერის თამაშები, დოღი, კამათლის გორება, ვისკის
ნაირსახეობები – მოკლედ, რაც კი ამაზრზენი რამ არსებობს ამ-
ქვეყნად, ჩემო პასტორო, და რაც წმინდა ადამიანებისთვის, ყო-
ველ კვირას წირვაზე რომ დადიან, უცხოა. იმედი მაქვს, სიბერეს
ჩემი უმსგავსი ამბების მოგონებით გავიხალისებ – და საბოლო-
ოდ დავიმარხები, როგორც ყველა კეთილი და მართალი კაცი,
ღვაწლმოსილ ადამიანთა გვერდით, ქალაქის მდიდრულ სასაფ-
ლაოზე... მაგრამ მე სხვა ამბებიც მახსოვს, პასტორო. ალბათ

109
შენც. შეიძლება, ჩემს მოკრძალებულ სამყაროში მეც რაღაცას
ვემსახურე – ცოტა შევაფუცხუნე ჩემზე მდიდრები.
ყველა ენაჩავარდნილი გაშეშებულიყო, შეშინებული, დამნა-
შავე თვალები მოსამართლისთვის მიეპყროთ და ისეთი გრძნო-
ბა დაუფლებოდათ, თითქოს მისი ცივი, უსინათლო მზერა შიგ
გულში სწვდებოდათ. ერთხანს მოსამართლე უძრავად იდგა, სა-
ხეზე კუნთი არ შერხევია, ჩავარდნილ სახეზე კი ნელ-ნელა ღი-
მილის აჩრდილი ესახებოდა.
– კარგად მეყოლეთ, ჯენტლმენებო, – თქვა, მიტრიალდა და
ხელჯოხით პორტიერი გადასწია, – მომავალ შეხვედრამდე.
ჯორჯი მთელი ღამე სიბნელეში იწვა და მთვარის ძილისმომ-
გვრელ სიმშვიდეში ვირჯინიის ძველ მიწა-წყალს გასცქეროდა.
მინდვრები, მთები და ხეობები, მერე ისევ მდინარეები და
ტყეები, ამერიკის უზარმაზარი, უსაზღვრო, მარადიული მიწა
გარბოდა მის თვალწინ მთვარის სიჩუმეში.
ამ არაამქვეყნიურ სიმშვიდეს მხოლოდ მატარებლის ძლიერი
ხმაური არღვევდა, ათასობით სხვადასხვა ხმა შერწყმოდა ერ-
თმანეთს და მივიწყებულ მოგონებებს აღვიძებდა: ძველი სიმღე-
რების, ძველი სახეების უსახელო, გამოუთქმელ მოგონებებს,
რომლებიც ვიცით, ვგრძნობთ, მაგრამ სიტყვით ვერ გადმოვ-
ცემთ – შავი დღეების ლეგენდები, ყოველი დღის სევდიანი სი-
მოკლე, ცხოვრების გამოუთქმელი, მაგრამ მარად თანმდევი
სასწაული. ესმოდა, როგორც ყოველთვის ბავშვობაში, ბორ-
ბლების ხმაური, ზარის რეკვა, მატარებლის საყვირის კივილი
და ახსენდებოდა, პატარა ქალაქის განაპირას პატარა ბიჭი რომ
ცხოვრობდა, ეს ხმები ენით აუწერელი მხიარული წინათგრძნო-
ბით ავსებდა, თავაწყვეტილ და ხალისიან ცხოვრებას, დანაპი-
რებ მიწებს, განთიადს და კაშკაშა ქალაქს ჰპირდებოდა. დიდი

110
მატარებლის ეული კივილი ისევ ისე ბუნდოვნად, ოღონდ ამჯე-
რად შინ დაბრუნებაზე ელაპარაკებოდა. ის ხომ შინ ბრუნდებო-
და.
ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდა, ფარულმა შიშმა შეიპ-
ყრო, იცოდა, მშობლიური ქალაქი შეცვლილი დახვდებოდა,
ხვალინდელ დაკრძალვაზე ფიქრიც სევდას ჰგვრიდა და ყველა-
ფერი ერთად დარდით ავსებდა შინ მიმავალს, არადა რაც წავი-
და, სულ დაბრუნებაზე ოცნებობდა. მაგრამ ყველაფერი ისე არ
ხდებოდა, როგორც ელოდა. ჯერ კიდევ უნივერსიტეტის ერთი
უმნიშვნელო ლექტორი იყო, მისი წიგნი ჯერ არ გამოქვეყნებუ-
ლიყო, არაფერი გაეკეთებინა, რისთვისაც მშობლიურ ქალაქს
შეეძლო, „წარმატებული“ ეწოდებინა მისთვის. და როცა ეს
გაიფიქრა, მიხვდა, რომ ყველაზე მეტად პატარა ქალაქის დაჟი-
ნებული, შემფასებლური მზერის და განკიცხვის ეშინოდა.
ახლა იმას იხსენებდა, შინიდან წასულმა რამდენი უცხო ქვე-
ყანა და ქალაქი ნახა. ბევრი იმოგზაურა, მაგრამ მშობლიური ქა-
ლაქი ხშირად ენატრებოდა, თვალს დახუჭავდა თუ არა, ქალა-
ქის ყველა კუთხე-კუნჭულს ხედავდა, ყველა ნაცნობ სახეს, იგო-
ნებდა იმ ადამიანების მონაყოლს, მათ ჩახლართულ ისტორი-
ებს. ხვალ ისევ შეხვდება მათ და რატომღაც ნანობდა, რომ წა-
მოვიდა. ხომ შეეძლო, მოებოდიშებინა, ბევრი საქმე მაქვსო ან
როგორმე დაეძვრინა თავი. და ბოლოს და ბოლოს სისულელე
არ იყო, ადგილის გამო რომ დარდობდა ასე?
მაშინ რატომ იზიდავდა მაგნიტივით მშობლიური სახლი, რა-
ტომ ედგა სულ თვალწინ, თუ არაფერს ნიშნავდა მისთვის. განა
ის პატარა ქალაქი, მარადიული მთებით გარშემორტყმული,
მისთვის ერთადერთი მშობლიური ადგილი არ არის ამქვეყნად?

111
არ იცოდა. იცოდა მხოლოდ ის, რომ წლები წყალივით მიედინე-
ბა და ერთ მშვენიერ დღეს ადამიანი შინ ბრუნდება.
მატარებელი მთვარით განათებულ ველზე მიქროდა.

112
თავი მეექვსე

შინ დაბრუნება

მეორე დილით ფანჯრიდან რომ გაყო თავი, მთები იქ დახვდა.


ცისფერ ამინდში დიდებულად და იდუმალად წამოჭიმულიყვნენ
და ყველაფერი თვალისმომჭრელად კაშკაშებდა. სასიამოვნო
სიგრილე იგრძნო და მათრობელი ჰაერი შეისუნთქა. უზარმაზა-
რი ლანდები დაჰყურებდნენ ზემოდან, ხეობებით დაღარული და
ხშირი ბალახით გადამწვანებული უდაბური ადგილები და თავ-
ბრუდამხვევი უფსკრულები. პატარა ქოხმახები ერთმანეთს მიჰ-
კვროდნენ ციცაბო ფერდობზე, შორს ხეობაში სულ პაწაწინები
მოჩანდნენ, სათამაშო სახლები გეგონებოდა. ნელა, მძიმე--
მძიმედ მიუყვებოდა მატარებელი აღმართს, მიწის მარადიულ
სიმშვიდესთან შესახვედრად, როცა ჯორჯმა იგრძნო, რომ რაღა-
ცას ახლიდან მიხვდა – რაღაცას, რაც შორსაც იყო და ახლოსაც,
უცნაურს და მახლობელს – თითქოს ეს მთები არასოდეს მიუტო-
ვებია, და რაც მთელი ამ ხნის მანძილზე მოხდა, მხოლოდ სიზმა-
რი იყო.
როგორც იქნა, მატარებელმა გრძელი დაღმართიც ჩაიარა
და სადგურში შევიდა. მაგრამ ვიდრე საბოლოოდ გაჩერდებო-
და, ჯორჯმა ფანჯრიდან დაინახა ბაქანზე მომლოდინე რენდი შე-
პერტონი და მისი და, მარგარეტი. მაღალი, ათლეტური აღნაგო-
ბის რენდი მოუსვენრად ინაცვლებდა ფეხს, თან მატარებლის
ფანჯრებს აყოლებდა თვალს, ჯორჯი რომ არ გამოჰპარვოდა.
ენერგიული, მსხვილძვალა მარგარეტი მყარად იდგა, ხელები

113
მუცელზე გადაეჯვარედინებინა და ისიც თვალებს აცეცებდა. რო-
გორც კი ჯორჯი მატარებლის კიბიდან ჩამოვიდა საკვოიაჟით
ხელში და მბზინავი ლიანდაგის გასწვრივ ბაქნისკენ გაუყვა
გზას, ალღოთი მიხვდა, რასაც ეტყოდნენ შეხვედრისას.
დაინახეს. მანაც დაინახა, როგორ გადაულაპარაკა რაღაც
აღელვებულმა მარგარეტმა ძმას და ხელი დაუქნია. რენდი გა-
მოიქცა, მსხვილი ხელი გამოუწოდა ჩამოსართმევად და
მხიარულად უთხრა:
– როგორ ხარ, ბიჭო? – ენერგიულად ჩამოართვა ხელი, –
მიხარია შენი ნახვა, მაიმუნ!
თან ყვიროდა, თან საკვოიაჟის გამორთმევას ცდილობდა,
რასაც გარდაუვალი და ზრდილობიანი გაძალიანება მოჰყვა და
მეორე წამს გამარჯვებული რენდი ჯორჯს გვერდით მიჰყვებოდა
და მის ყოველ მცდელობას, საკვოიაჟი წაერთმია, აგდებულად
პასუხობდა:
– მოიცა რა, თუ ღმერთი გწამს! მე რომ შენთან ჩამოვალ დიდ
ქალაქში, შენც იმავეს გააკეთებ! აი, მარგარეტიც! – წამოიძახა,
ბაქანს რომ მიაღწიეს, – ვიცი, როგორ უხარია შენი ნახვა!
მარგარეტს გულუბრყვილო სახე გაბადროდა. ისინი და--
ძმასავით ერთად გაიზარდნენ, კარის მეზობლები იყვნენ. სხვათა
შორის, როცა ჯორჯი ათი წლის იყო, მარგარეტი კი თორმეტის,
ბავშვური იდილიური რომანი გააბეს, ერთმანეთს სიკვდილის
კარამდე ერთგულებას შეჰპირდნენ და დარწმუნებულები იყ-
ვნენ, როცა გაიზრდებოდნენ, აუცილებლად დაქორწინდებოდ-
ნენ. მაგრამ დრომ ყველაფერი შეცვალა. ჯორჯი წავიდა, მარგა-
რეტი, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, რენდის უვლიდა;
დიასახლისად დარჩა და არ გათხოვილა. როგორც კი ჯორჯმა
მისი გულთბილად მოღიმარი სახე დაინახა და ამ დროს რაღაც

114
შინაბერული ამოიკითხა ამ მსხვილი, სავსემკერდიანი, მუდამ
კეთილგანწყობილი ქალის მზერაში, ერთდროულად სიბრალუ-
ლის და ძველებური სიახლოვის გრძნობა გაუჩნდა მის მიმართ.
– გაუმარჯოს, მარგარეტ! – თქვა მხიარულად, ოღონდ ცოტა
გაუჭირდა სიტყვების ამოთქმა, – როგორ ხარ?
– შეხედეთ ერთი! – ამბობს მარგარეტი, – სულ არ შეც-
ვლილხარ, ჯორჯ! ცოტა მოსუქდი, მაგრამ მაინც გიცნობდი!
მერე დეიდა მეიზე და დაკრძალვაზე დაიწყეს ხმადაბლა
საუბარი, დაძაბულები, უხერხულად ლაპარაკობდნენ, როგორც
ხდება ხოლმე, როცა მიცვალებულს ახსენებენ. მერე, ეს ვალი
რომ მოიხადეს, ცოტა ხანში ისევ ძველებურად ალაპარაკდნენ.
ახალგაზრდა კაცებმა ერთმანეთს გადახედეს და გაეღიმათ.
ბიჭობაში ჯორჯი ფიქრობდა, რომ რენდი ძალიან ჰგავდა მერკუ-
ციოს. პატარა, ლამაზი მოყვანილობის თავი ჰქონდა და ხშირი
ქერა თმა; ვერცხლისწყალივით სწრაფი იყო, მხიარული, მოქნი-
ლი, ყველაფერს მოხდენილად აკეთებდა, ასეთი იყო ბუნებით;
ნათელი გონება და ნათელი სული ჰქონდა, დაუდგრომელი და
ენამახვილი იყო. კოლეჯშიც არ შეცვლილა; მართალია, მაინ-
ცდამაინც კარგად არ სწავლობდა, მაგრამ ცურვაში და ფეხბურ-
თში თავი გამოიჩინა.
უცებ გული შეეკუმშა, ჯორჯმა პირველად შენიშნა, როგორ
მორეოდა რენდის ასაკი. თხელი სახე სულ დაღარული ჰქონდა,
წლებს ჭაღარა კვალი დაესვა საფეთქლებზე. თმა გასთხელებო-
და, თვალის კუთხეებზე წვრილი ნაოჭი გასდევდა. ჯორჯი შეწუხ-
და და ცოტათი შერცხვა, ასეთი მოტეხილი და მობერებული რომ
ნახა ბავშვობის მეგობარი. მაგრამ ყველაზე მეტად სახის გამო-
მეტყველება შესცვლოდა. ერთ დროს ნათელ თვალებში, მთელ
სამყაროს თამამად რომ უსწორებდა მზერას, ახლა შიში ჩას-

115
დგომოდა და აშკარა შეშფოთება ეტყობოდა, რაც ძველ მეგო-
ბართან შეხვედრამაც ვერ გააქარწყლა.
ჯერ კიდევ იქ იდგნენ, როცა ჯარვის რიგზი, პასტორი და მერი
ნელი ნაბიჯით გამოვიდნენ ბაქანზე და თან მათ დასახვედრად
მოსულ უძრავი ქონების აგენტს გაცხოველებით ელაპარაკე-
ბოდნენ. რენდიმ რომ დაინახა, ჯორჯს თვალი ჩაუკრა და მხარი
გაჰკრა.
– ო, ახლა ნახავ, რაც მოგივა! – დაიყვირა ძველებურად, –
ნებისმიერ დროს, დილიდან ღამის სამ საათამდე – არავითარი
აკრძალული ხერხები! გელოდებიან, როდის მოხვალ! – ჩაიფ-
რუტუნა რენდიმ.
– ვიიინ?
– ჰა-ჰა-ჰა! – გაიცინა რენდიმ, – დაგენიძლავები, ახლა თუ
არ დაეწყობა საზეიმო დახვედრის კომიტეტი, შენ რომ მოგე-
სალმონ და მერე ყელი გამოგჭრან, ყველა ის წყეული უძრავი
ქონების აგენტი, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს! ბებერი ცხენკაცა
ბარნსი, ტყავის გამძრობი მაკ ჯადსონი, სკუნსი თიმ ვაგნერი,
დემონი პრომოუტერი, ბებერი სისხლისმწოველი სიმსი, ქვრივე-
ბის და ობლების დამაქცევარი არკანზასიდან – ყველანი აქ არი-
ან! – უთხრა ღვარძლიანად, – შენზე ითქვა, ჩამოდის და მყიდვე-
ლიაო, მოკლედ, ვნახოთ ერთი, ვინ გაგხდის შარვალს, პერანგს
და საცვლებს! ჰა-ჰა-ჰა! – და ერთხელაც გაჰკრა მხარი.
– ჩემგან ვერაფერს ვერ მიიღებენ, – სიცილით უთხრა ჯორ-
ჯმა, – რაც არ მაქვს, რას წაიღებენ?
– მაგას არა აქვს მნიშვნელობა! – ყვიროდა რენდი, – ზედმე-
ტი ღილი თუ გაბნევია, აგაცლიან და პირველ შენატანად გიანგა-
რიშებენ, და მერე – ვვვიიინ! ასე შეაგროვებენ წლების მანძილ-

116
ზე შენს მანჟეტის საკინძებს, წინდებს და აჭიმებს და გადასახად-
ში ჩაგითვლიან!
მეგობრის გაოგნებული სახის შემხედვარე სიცილს ვერ იკა-
ვებდა. მერე დის თვალებში საყვედური რომ ამოიკითხა, იმასაც
წაჰკრა ხელი გვერდში. მარგარეტმა ბრაზით წამოიკივლა და
მოიშორა.
– რა გჭირს, რენდი, – გაღიზიანებულმა უთხრა, – რა ჯანდაბა
გჭირს? გეფიცები, თუ ნამდვილი იდიოტივით არ იქცეოდე!
რენდი კი იცინოდა და იცინოდა, მერე მაინც ღიმილით, მაგ-
რამ ცოტა მშვიდად თქვა:
– მაიმუნ, ძმაო, მგონი, გარაჟის თავზე რომ ოთახია, იქ მოგი-
წევს დაწოლა. დეივ მერიტია ჩამოსული და ერთადერთი სტუმ-
რების ოთახი მას დავუთმეთ, – მერიტი რომ ახსენა, ხმაში რიდი
შეეპარა, მაგრამ ისევ უდარდელად განაგრძო, – ისე, რომ იცო-
დე, მისის ჩარლზ მონტგომერი ჰოპერს მშვენიერი ოთახები აქვს
და სიამოვნებით მიგიღებს.
მისის ჩარლზ მონტგომერის ხსენებაზე ჯორჯი შეიშმუშნა.
კარგად ახსოვდა ის ღირსეული ქალბატონი, ოღონდ მის პანსი-
ონში გაჩერების სურვილი არ ჰქონდა. მარგარეტმა ეს შენიშნა
და გაეცინა:
– ჰა-ჰა-ჰა! არ გაგიმართლა, არა? უძღები შვილი შინ დაბ-
რუნდა და უნდა აირჩიოს, გარაჟი თუ მისის ჰოპერი! ეს რა ცხოვ-
რებაა?
– მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, – შეეპასუხა ჯორჯი, –
ჩემი აზრით, გარაჟი ჩინებულია. და თანაც... – ერთმანეთს სიყ-
ვარულით შესცინეს, ძალიან დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და
უსიტყვოდ ესმოდათ ყველაფერი, – ღამე თუ გამოვტყვერი სად-

117
მე, თქვენთან მოსვლა არ მომერიდება... ჩვენში დარჩეს და ეს
მისტერ მერიტი ვინღაა?
ვიდრე უპასუხებდა, რენდიმ სიტყვები აწონ-დაწონა.
– ჩვენი ფირმის კაცია, ჩემი უფროსია, გესმის? მოგზაურობს,
ყველა ფილიალს ამოწმებს, უნდა ნახოს, ყველაფერი წესრიგშია
თუ არა. კარგი ვინმეა, მოგეწონება, – სერიოზული სახით ეუბნე-
ბა რენდი, – შენზე მოვუყევით და ერთი სული აქვს, გაგიცნოს.
– თან ვიცოდით, წინააღმდეგი არ იქნებოდი, – თქვა მარგა-
რეტმა, – ხომ გესმის, ეს ბიზნესია, გვინდა, როგორმე ვასიამოვ-
ნოთ, – მაგრამ მერე, ვინაიდან მისი სტუმართმოყვარე და ხალი-
სიანი ბუნებისთვის უცხო იყო გამორჩენაზე ფიქრი, დასძინა, –
მისტერ მერიტი მე მომწონს. მიხარია, ჩვენ რომ გვესტუმრა.
– დეივი წესიერი კაცია, – თქვა რენდიმ, – ვიცი, შენი გაცნო-
ბა უნდა... მოკლედ, – განაგრძო ცოტა შეფიქრიანებულმა, –
შეგვიძლია წავიდეთ. ოფისში უნდა მივბრუნდე. მერიტი, რა
თქმა უნდა, იქ იქნება. სახლთან ჩამოგსვამ და მერე მოგვიანე-
ბით შევხვდებით.
შეთანხმდნენ. რენდიმ ერთხელაც გაიღიმა, ოღონდ, რო-
გორც ჯორჯს მოეჩვენა, ცოტა ნერვიულად, მერე საკვოიაჟს ხე-
ლი დაავლო და მანქანისკენ გაემართა.
დაკრძალვის დღეს ჯორჯი ფიქრობდა, რომ ის ძველი ხის სახ-
ლი, დეიდა მეის მამამ და ბაბუამისმა, ლაფაეტ ჯოინერმა თავისი
ხელით რომ ააშენა, ისევ ისეთი იყო, როგორიც მის სიყმაწვი-
ლეში. არაფერი შეცვლილა, მაგრამ ახლა თითქოს უფრო პატა-
რა და საცოდავი ჩანდა. იმ ქუჩის სიღრმეში იდგა, სადაც ერთ
მხარეს შეპერტონების სახლი იყო, მეორე მხარეს კი ბიძამისის,
მარკ ჯოინერის დიდი აგურის შენობა. მთელ ქუჩაზე ავტომობი-
ლები ჩაემწკრივებინათ, ზოგი – ძველი და უვარგისი, მთიანი

118
გზების წითელი თიხით მოსვრილი. სახლის წინ, ეზოში, კაცები
პატარა ჯგუფებად იდგნენ და წყნარად საუბრობდნენ, ქუდები არ
ეხურათ, გახევებულ საკვირაო კოსტიუმებში გამოწყობილებს,
მორცხვად ეჭირათ თავი და უხერხულობა ეტყობოდათ.
შიგნით პატარა ოთახები ხალხით გადაჭედილიყო, სიკ-
ვდილს ყველა დაედუმებინა, გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ წა-
მოხველება, სლუკუნი ან დაცემინება თუ დაარღვევდა ხანდახან.
უმეტესობა ჯოინერები იყვნენ, სამი დღე ჩამოდიოდნენ მთიდან
– მოხუცი კაცები და ქალები, ყველას სახეზე ეწერა, მძიმე ჯაფით
რომ გაჰქონდათ თავი, ბიძაშვილები, დეიდა მეის შორეული ნა-
თესავები. ზოგიერთს ჯორჯი პირველად ხედავდა, მაგრამ ყვე-
ლას ჯოინერის დაღი ესვა, მუდამ თანმდევი წუხილი ედგათ თვა-
ლებში და ახლა, სიკვდილის გვერდით, წვრილ ტუჩებზე გამომ-
წვევი, ტრიუმფალური ღიმილი დასთამაშებდათ.
პაწაწინა მისაღებ ოთახში, სადაც ზამთრის სუსხიან დღეებში
ნავთის ქურის მოციმციმე შუქზე დეიდა მეი ჯორჯს დაუსრულე-
ბელ ამბებს უყვებოდა სიკვდილზე და სინანულზე, ახლა თვითონ
იწვა შავ კუბოში. ყველას რომ შესძლებოდა მისი ნახვა, კუბოს
თავი ახდილი იყო. შევიდა თუ არა ჯორჯი ოთახში, იმწამსვე მიხ-
ვდა – დეიდა მეი, მთელი ცხოვრება სიკვდილით შეპყრობილი,
ახლა სიკვდილზე ზეიმობდა. ის არ გათხოვილა, ქალწულად და-
ბერდა და რაც პირში სული ედგა, ყველაზე მეტად იმის ეშინოდა,
ოდესმე, სადმე, მამაკაცმა შიშველი არ მნახოსო. ასაკის მატე-
ბასთან ერთად, სიკვდილზე ფიქრმაც უფრო და უფრო შეიპყრო
და ავადმყოფურად რცხვენოდა, ვერც წარმოედგინა, გარდაც-
ვლილი ვინმეს დედიშობილა ეხილა. ამიტომ სთხოვა ძმას,
მარკს და მის ცოლს, მაგის, პირობა მიეცათ, რომ მის შიშველ
გვამს არც ერთი კაცი არ ნახავდა – მიცვალებულს მხოლოდ ქა-

119
ლები მიხედავდნენ, ამას გარდა, ბალზამირების სასტიკი წინა-
აღმდეგიც გახლდათ. ახლა უკვე სამი დღის გარდაცვლილი იყო
– სამი ცხელი და დახუთული დღე გასულიყო – და ასეთი სევ-
დიანი, მაგრამ მართებული მოგონება დარჩებოდა ჯორჯს მშობ-
ლიური, პატარა სახლის, რომელიც ბავშვობაში წარმოდგენილი
სიკვდილით ყარდა, ახლა კი თავად სიკვდილით.
მარკ ჯოინერმა გულთბილად ჩამოართვა ხელი ძმისშვილს
და უთხრა, მიხარია, ჩამოსვლა რომ შეძელიო. ბუნებრივად,
ღირსეულად და თავშეკავებულად ეჭირა თავი, ეტყობოდა, რომ
ძალიან განიცადა, მას ხომ ყოველთვის განსაკუთრებით უყვარ-
და უფროსი და. მის ცოლს, მეგის რაც შეეხება, ორმოცდაათი
წლის კინკლაობის და შიდა ომების მერე, მთავარი მგლოვიარის
როლს აშკარა სიამოვნებით იხდენდა. წესის აგება უსაშველოდ
დიდხანს გაგრძელდა, როცა ბაპტისტი მღვდელი მჭახე ხმით
ხოტბას ასხამდა მიცვალებულს და მის მთელ ცხოვრებას ჰყვე-
ბოდა, მეგი ხმამაღლა ქვითინებდა, ყველას დასანახად გა-
დაიწევდა შავ პირბადეს და ჩაწითლებულ, ტირილით ჩამოსივე-
ბულ თვალებს ცხვირსახოცით იწმენდდა.
ფარისევლის დაუნდობლობით, მღვდელმა ოჯახური სკანდა-
ლიც გაიხსენა. ჰყვებოდა, როგორ მიატოვა ჯორჯ ვებერის მამამ
ცოლი, ემილია ჯოინერი და უსირცხვილოდ სხვა ქალთან დაიწ-
ყო ცხოვრება, ემილია კი მალევე გარდაიცვალა „გულმოკლუ-
ლი“. ჰყვებოდა, როგორ სამართლიანად აღშფოთდნენ ძმა მარ-
კი და მისი ღვთისმოშიში ცოლი მეგი, როგორ მივიდნენ სასა-
მართლოში და უღირს მამას გამოგლიჯეს ობოლი ვაჟი; როგორ
აიღო თავის თავზე მეურვეობა „კეთილმა ქალმა, რომელიც ახ-
ლა ჩვენ წინ განისვენებს“ და ბიჭი ჭეშმარიტ ქრისტიანად აღ-
ზარდა. ისიც აღნიშნა, მიხარია, ახალგაზრდა კაცმა დამსახურე-

120
ბულად მიღებული სიკეთე რომ დააფასა და უკანასკნელი პატი-
ვის მისაგებად შინ დაბრუნდაო.
მთელი ამ ხნის განმავლობაში მეგის ცრემლები ახრჩობდა,
ჯორჯი ტუჩს იკვნეტდა და იატაკს მიშტერებოდა, ოფლად იღვრე-
ბოდა, პირი მაგრად ჰქონდა მომუწული და სირცხვილით, სიბ-
რაზით და ზიზღით სახე უხურდა.
მოსაღამოვდა, როგორც იქნა, ღვთისმსახურება დამთავრდა.
სახლი დაცარიელდა და პროცესია ნელა გაემართა სასაფლაოს-
კენ. ჯორჯისთვის დიდი შვება იყო, ოჯახის წევრებს ხელიდან
რომ დაუსხლტა, მარგარეტ შეპერტონთან მიქანდა და ერთად
ჩასხდნენ დაქირავებულ ლიმუზინში.
ის იყო მანქანა უნდა დაძრულიყო და რიგში ადგილი დაეკა-
ვებინა, რომ კარი გაიღო და ქალი ჩაუჯდათ. დეიდა მეის ძველი
მეგობარი აღმოჩნდა, მისის დელია ფლადი, რომელსაც ჯორჯი
ბავშვობიდან იცნობდა.
– გამარჯობა, ყმაწვილო, – თქვა და გვერდით მიუსკუპდა, –
როგორ იამაყებდა დეიდაშენი, რომ სცოდნოდა, ამხელა გზა გა-
მოიარე მის დაკრძალვაზე დასასწრებად. სულ შენზე ფიქრობდა,
შვილო, – დაბნეულად დაუკრა თავი მარგარეტს, – დავინახე,
თავისუფალი ადგილი გქონდათ და ვიფიქრე, საცოდაობა იქნე-
ბა, ხელიდან გავუშვა-მეთქი. არ მიყვარს ფორმალობები, ვინმე
ხომ უნდა დამჯდარიყო.
მისის დელია ფლადი უშვილო ქვრივი გახლდათ, შუახნის
ასაკს კარგად გადაცილებული, დაბალი, შეუპოვარი, გიშერი-
ვით შავი თმა და გამგმირავი გამოხედვა ჰქონდა, ენას არასო-
დეს აჩერებდა. თუ სადმე გამოგიჭერდა, დაგქანცავდა უთავბო-
ლო ლაპარაკით. შეძლებული ქალი იყო და ყველაზე მეტად უძ-
რავ ქონებაზე უყვარდა საუბარი. დიდი ხნით ადრე, ვიდრე ყვე-

121
ლა ყიდვა-გაყიდვაზე გადავიდოდა და ფასები ავარდებოდა, მი-
წის ნაკვეთებით ვაჭრობით იყო შეპყრობილი და კარგადაც ერ-
კვეოდა ამ საქმეში. მეექვსე გრძნობა ეუბნებოდა, რა მიმართუ-
ლებით განვითარდებოდა ქალაქი, და როცა მისი წინასწარმეტ-
ყველება მართლდებოდა, აღმოჩნდებოდა, რომ მას უკვე შეესყი-
და საუკეთესო ადგილი, რომელსაც მერე ბევრად ძვირად გა-
ყიდდა. უბრალოდ და ხელმომჭირნედ ცხოვრობდა, თუმცა ყვე-
ლამ იცოდა, რომ მდიდარი იყო.
მისის ფლადი ჯერ ჩუმად იჯდა, ჩაფიქრებული. მაგრამ როცა
პროცესია დაიძრა და ნელა მიიკვლევდა გზას ქალაქის ვიწრო
ქუჩებში, ხან ერთ ფანჯარას ეცა, ხან მეორეს და ყოველგვარი
შემზადების გარეშე, გრძელი ისტორიების მოყოლა დაიწყო იმ
ადამიანზე, ვის სამფლობელოსაც ჩაუვლიდნენ, რაც თავისთა-
ვად ძალიან ერთფეროვანი, პანორამული და დამქანცველი აღ-
მოჩნდა. შეუსვენებლად ლაპარაკობდა, დროდადრო ხელებს
იშველიებდა და მხოლოდ იმიტომ შეყოვნდებოდა ხოლმე, რომ
საკუთარი თავისთვის დასტურის ნიშნად კვერი დაეკრა.
– ხედავთ? – ამბობდა და თან დარწმუნებით აკანტურებდა
თავს, სულერთი იყო მისთვის, უსმენდნენ თუ არა, მარიონეტები
ხომ ისხდნენ მსმენელებად, – ხედავთ, აქ რა ხდება? როგორ
არა, ფრედ ბარნსი, როი სიმსი და მაკ ჯადსონი – ეს ყველანი –
აბა რა? მოიცა! – იკივლა და წარბები შეკრა, – ჩემი თვალით არ
წავიკითხე? გაზეთში არ ეწერა? აბა რა... იცი, ერთი-ორი კვირის
წინ მაგათ შესთავაზეს, ეს შენობები დაენგრიათ და იქ შესანიშ-
ნავი გარაჟის აშენება უნდათ. ოჰ, ალბათ მთელი კვარტალი და-
ეთმობა, იცი, მშვენიერ რვასართულიან სახლს ააშენებენ, პირ-
ველი ორი სართული მანქანებს გამოეყოფა და კიდევ ექიმების
კაბინეტები იქნება... რატომაც არა, დიახ... სახურავზე ბაღის გა-

122
შენებას და რესტორნის გახსნას ფიქრობენ. ყველაფერი ნახევა-
რი მილიონი დაუჯდებათ... ოჰ, თითო კვადრატულ ფუტში ორ
ათას დოლარს დახარჯავენ! – ყვიროდა, – მაგრამ, ფუი! ეს ხომ
მთავარი ქუჩის ფასებია, ამ ფასად ცენტრში იყიდი მიწას. შემეძ-
ლო მეთქვა, მაგრამ... – დამცინავად გააქნია თავი, – სხვაგან
არსად არ უნდათ, არა, ბატონო! კიდევ გაუმართლებთ, ცოც-
ხლები თუ დარჩებიან!
ჯორჯს და მარგარეტს სიტყვა არ ჩაუგდიათ, მაგრამ მისის
ფლადი ვერც ამჩნევდა და როცა პროცესიამ ხიდი გადაკვეთა და
პრესტონ ავენიუსკენ გაუხვია, განაგრძო:
– აი, იმ სახლს და ნაკვეთს ხედავთ? ორი წლის წინ ოცდახუ-
თი ათასი გადავიხადე, ახლა ხუთასი ათასი ღირს. თუ გამოჩნდა
მყიდველი, მაგასაც გავყიდი. მაგრამ, ფუი! ამას თუ ხედავთ? –
მრავალმნიშვნელოვნად გააქნია თავი, – მე ვერ გამაცურებენ!
ვიცი, რაც ედო გულში, დიახ! მაკ ჯადსონი მოვიდა ჩემთან და შე-
მევაჭრა. გესმით, ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს, – ისე აგდებუ-
ლად აიქნია ხელი, თითქოს ყველასთვის გასაგები იყო, – და-
ნარჩენები მის ზურგს უკან იმალებოდნენ, დღესავით ნათელია
ჩემთვის. მეუბნება, მოდი ასე გავაკეთოთ, ყველამ ვიცით, ვაჭ-
რობა რომ გეხერხებათ და თქვენს აზრს ვაფასებთ, შემოგვიერ-
თდით, მე შემიძლია, სამი მშვენიერი ნაკვეთი დაგითმოთ რიჯ-
ვუდში, თქვენ კი ეს სახლი და ნაკვეთი დამითმეთ პრესტონ ავე-
ნიუზე. მითხრა: „ერთი ცენტის დამატებაც არ დაგჭირდებათ. უბ-
რალოდ, შემოდით ჩვენს საქმეში და პატიოსნად გავცვლით!“ მე
კიდევ ასე ვუპასუხე, თქვენ შეიძლება მოგწონთ ეს იდეა, მაკ,
მადლობელი ვარ კომპლიმენტისთვის. სახლი თუ გინდათ პრეს-
ტონ ავენიუზე, შემიძლია მოგყიდოთ, თუ ჩემი ფასი
გაინტერესებთ-მეთქი. ორმოცდაათი ათასი ღირს ახლა და იმ

123
რიჯვუდის ნაკვეთების ფასი თუ იცით? ძნელი სათქმელიაო, ზუს-
ტად ვერ გეტყვითო. ფასები სულ იცვლებაო. თვალებში შევხედე
და ვუთხარი: „სამაგიეროდ, მე ვიცი, რა ღირს ის ნაკვეთები, ბევ-
რად ნაკლები, რაც თქვენ გადაიხადეთ. ქალაქი სხვა მხარეს იზ-
რდება. ასე რომ, თუ ჩემი ნაკვეთი გინდათ, მოიტათ ფული და
იყიდეთ, მე არაფრის გაცვლას არ ვაპირებ“. ზუსტად ასე ვუთხა-
რი, და რა თქმა უნდა, ამით ყველაფერი დამთავრდა. მას შემდეგ
ნაკვეთი აღარ უხსენებია. კარგად ვიცი, რაც ედო გულში, მე არ
მეშლება.
უკვე სასაფლაოს უახლოვდებოდნენ, ავტომობილების რიგმა
იმ ადგილს ჩაუარა, სადაც გაუკვალავი, აყალონარევი ტალა-
ხიანი გზა მინდვრებისკენ მიდიოდა და რამდენიმე ფიჭვი ეულად
იდგა. გზა მთავარ შოსეს უერთდებოდა და გზის გასაყარზე, ორი-
ვე მხარეს, გრანიტისგან გამოთლილი ბოძები წამოეჭიმათ, ჯერ
არაშენებული ქალაქი აქ იქნებოდა, აქ, მდინარემდე გადაჭი-
მულ მწვანე მდელოებზე უნდა ამოზრდილიყო მშვენიერი ქალა-
ქი. მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ორნამენტებით შელამაზებუ-
ლი შესასვლელი და დიდი დაფა იყო დამადასტურებელი იმისა,
რაც უნდა მომხდარიყო მომავალში. ფლადს ეს არ გამოჰპარვი-
ა.
– ეს რა არის? – შეჰკივლა შემცბარმა, – რა წერია?
ყველამ კისერი წაიგრძელა და ჯორჯმა ხმამაღლა წაიკითხა,
რაც დაფაზე ეწერა:
რივერკრესტი
მცხოვრებლების პატივსაცემად და
საუკეთესო ქალაქის სადიდებლად,
რომელსაც ისინი ააშენებენ.
მისის ფლადს აშკარად ესიამოვნა ამ სიტყვების მოსმენა.

124
– აჰ! – თქვა და ნელა დააქნია თავი თანხმობის ნიშნად, –
ზუსტადაც!
მარგარეტმა იდაყვი გაჰკრა ჯორჯს და ყურში ჩასჩურჩულა:
– პატივსაცემად! – დამცინავად ჩაიბუტბუტა, – მერე გაპრან-
ჭული დახვეწილობით განაგრძო, – რა კარგია, არა? პატივისცე-
მით რომ გამოგჭრიან ყელს და რაც გაბადია, ყველაფერს წა-
გართმევენ!
უკვე სასაფლაოზე შევიდნენ და პროცესია ნელა გაუყვა დაკ-
ლაკნილ გზას და ბოლოს, ჯოინერების საგვარეულო სასაფლა-
ოს ქვემოთ, მრგვალ ბორცვთან შეჩერდა. სასაფლაოს ერთ
კუთხეში მაღალი ცრუაკაცია იდგა და სწორედ მის ძირში განის-
ვენებდა ყველა ჯოინერი. მასიური, კვადრატული, პრიალა გრა-
ნიტის საგვარეულო მონუმენტის მბზინავ ზედაპირზე ეწერა:
ჯოინერი. სულ ბოლოში მოხუცი ლაფაეტის და მისი ცოლის სა-
ხელები და დაბადება-გარდაცვალების თარიღები იყო ამოტვიფ-
რული. პარალელურ რიგში, პატარ-პატარა საფლავის ქვებზე
ლაფაეტის შვილების სახელები, დაბადების და გარდაცვალების
თარიღები და სევდიანი ლექსები ეწერა დახრილი ასოებით.
ახლად გათხრილ საფლავს მოწყენილად დაეღო პირი, გვერ-
დით ყვითელი თიხის გორა იდგა. შემაღლებულზე, ფერდობის
ძირში, სკამები ჩაემწკრივებინათ და მანქანებიდან გადმოსული
ჭირისუფლები იქით გაემართნენ.
მარკი და მეგი და კიდევ რამდენიმე ჯოინერი პირველ რიგში
დასხდნენ, ჯორჯი და მარგარეტი, მისის ფლადთან ერთად, რო-
მელიც არც ახლა შორდებოდათ გვერდიდან, უკან მოთავსდნენ.
დანარჩენები – მეგობრები, შორეული ნათესავები და ნაცნობე-
ბი ჯგუფებად იდგნენ მათ ირგვლივ.

125
სასაფლაო სიმწვანეს გადაჰყურებდა, ტყიანი ფერდობი და
ღარტაფები დაკლაკნილი მდინარისკენ მიიპარებოდნენ, მდინა-
რის იქით კი ქალაქის საქმიან ცენტრს დაინახავდი. მშვენივრად
ჩანდა შპილები და შენობები, ძველებიც და ახლებიც – სასტუმ-
როები, ოფისები, გარაჟები, ეკლესიები და ნაცნობი მოხაზულო-
ბიდან მბზინვარე სისასტიკით ამოხეთქილი ახალი კონსტრუქ-
ციების საშენი ხე და ბეტონი. შესანიშნავი ხედი იყო.
ჭირისუფლებმა ადგილები დაიკავეს და ახლა ელოდნენ მათ,
ვისაც ნელა და მძიმე-მძიმედ ამოჰქონდა აღმართზე კუბო და
უკანასკნელ სამსახურს უწევდა გარდაცვლილს. ამასობაში მი-
სის ფლადი გულხელდაკრეფილი დაჟინებული მზერით მისჩე-
რებოდა ქალაქს. ფიქრიანად გააქნია თავი, სინანულმა და უკმა-
ყოფილებამ ტუჩები მოუბრიცა და ძალიან ჩუმად ჩაილაპარაკა:
– ჰმ! ჰმ! ჰმ! ეს ძალიან ცუდია, ძალიან ცუდია!
– რა, მისის ფლად? – ჰკითხა მარგარეტმა და ისიც ჩურჩულ-
ზე გადავიდა, – რა არის ძალიან ცუდი?
– იცი, ეს ადგილი არ უნდა აერჩიათ სასაფლაოსთვის, –
თქვა გულდაწყვეტილმა. ხმა დაიდაბლა, ოღონდ ისე, რომ ყვე-
ლას ყველაფერი გაეგო, – იმ დღეს ვეუბნებოდი ფრენკ ქენ-
დლერს, თითქოს მშენებლობისთვის საუკეთესო ადგილები გან-
ზრახ მისცეს ზანგებს და გარდაცვლილებს! მეტიც ვუთხარი – ამ
ქალაქში საუკეთესო ხედი ზანგების კვარტალს და სასაფლაოს
ექნება. ადრეც შემეძლო მეთქვა, მაგრამ თვითონაც უნდა მიმ-
ხვდარიყვნენ, თუმცა ცხვირის იქით ვერაფერს ხედავენ. ოდესმე
ქალაქი გაიზრდება და ამ მიწას დიდი ფასი დაედება. რატომ,
ღვთის გულისათვის, როცა სასაფლაოსთვის ადგილს ეძებდნენ,
რატომ ბაქსტონ-ჰილი არ აირჩიეს? იქიდანაც მშვენიერი ხედია
და მიწა არც ისე ძვირია. მაგრამ ეს ხომ! – უკვე ხმამაღლა ჩურ-

126
ჩულებდა, – ეს ხომ მშენებლობისთვის ყველაზე ხელსაყრელი
ადგილია, მშვენიერი საცხოვრებელი სახლები აშენდებოდა აქ!
ზანგებს რაც შეეხება, მათთვისაც უკეთესი იქნებოდა, სადგურ-
თან, ძველ ბინებში შეესახლებინათ. თუმცა უკვე გვიანაა, ვერა-
ფერს იზამ, არადა სერიოზული შეცდომა იყო! – თქვა და თავი
გააქნია.
– ალბათ მართალი ხართ, – ჩურჩულით უთხრა მარგარეტმა,
– მე უბრალოდ ამაზე არასოდეს არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ
მართალი ხართ, – და ჯორჯს იდაყვი გაჰკრა.
კუბო თავის ადგილზე დადგეს და მღვდელმა მოკლე და ამა-
ღელვებლად შთამბეჭდავი პანაშვიდი დაიწყო. კუბო საფლავში
ნელა დაუშვეს და როდესაც კუბოს სახურავიც გაუჩინარდა,
ჯორჯმა ენით გამოუთქმელი ტკივილი იგრძნო და ისეთი სევდა
დაეუფლა, არასდროს ადრე რომ არ განუცდია. მაგრამ იცოდა,
ეს მხოლოდ დეიდა მეის გამო არ ხდებოდა. ეს მტანჯველი სევდა
საკუთარი თავის და ყველა ცოცხლად დარჩენილის გამო შემო-
აწვა, მტკივნეულად იგრძნო, როგორი მოკლეა ადამიანისთვის
განკუთვნილი დღეები, როგორი მოკლეა ცხოვრება და რა სწრა-
ფად დგება გარდაუვალი წყვდიადი, რომელსაც ვეღარასოდეს
დააღწევ თავს. კიდევ რაღაც უფრო პირადული იგრძნო – დეიდა
მეის გარდაცვალების შემდეგ, იმ ოჯახში მისთვის მახლობელი
აღარავინ დარჩებოდა და რომ დროის რაღაც ერთი, მთლიანი
ციკლი მისთვის დამთავრდა. თვალი გაუსწორა მომავალს,
მოულოდნელად, დაკარგული ბავშვივით, პანიკამ და უიმედო-
ბამ მოიცვა, ფიქრობდა, ამ უკაცრიელ პლანეტაზე სულ მარტო
დავრჩიო, ბოლო ძაფიც გაწყდა, მშობლიურ მიწას რომ აკავში-
რებდა, არც სახლი გააჩნდა და არც ფესვები, მისთვის არც ერთი
კარი არ იყო ღია, მშობლიური კერა აღარ გააჩნდა.

127
ნელ-ნელა ჭირისუფლები წამოიშალნენ და მანქანებისკენ
გაბრუნდნენ. ჯოინერები მანამდე ისხდნენ, ვიდრე უკანასკნელი
ნიჩაბი მიწა არ მიაყარეს და მიატკეპნეს საფლავს. ვალი მოიხა-
დეს და მერე ადგნენ. ზოგი იქვე გაჩერდა, მშვიდად საუბრობ-
დნენ, როგორც სჩვეოდათ, სიტყვებს წელავდნენ. დანარჩენები
მისეირნობდნენ საფლავის ქვებს შორის, დაიხრებოდნენ, წარ-
წერა რომ წაეკითხათ, მერე წელში გაიმართებოდნენ და ერთმა-
ნეთს რომელიმე მივიწყებული ჯოინერის მივიწყებულ ისტორიას
შეახსენებდნენ. საბოლოოდ ყველამ დატოვა იქაურობა.
ჯორჯმა არ მოისურვა მათთან ერთად წასვლა, არ უნდოდა,
იძულებით ესმინა, დეიდა მეის ცხოვრებას როგორ გახლეჩდნენ
და ხელახლა შეაკოწიწებდნენ, ასე რომ, მარგარეტს ხელი
გაუყარა და მასთან ერთად გორაკის გადაღმა გასწია. ცოტა ხანს
ჩუმად იდგნენ ჩამავალი მზის ირიბ სხივებში, სახე დასავლეთის-
კენ მიეშვირათ და უყურებდნენ შორს, მთების არშიის მიღმა,
როგორ ეშვებოდა უზარმაზარი ბურთი. იდუმალი სილამაზე იყო
იმ სანახაობაში, რასაც გვერდით მდგარი ქალის სიმშვიდე ემა-
ტებოდა და ჯორჯის გატანჯულმა სულმა ცოტა ხნით შვება იგ-
რძნო.
მალევე დაბრუნდნენ უკან, თითქოს ყველა წასულიყო, მაგ-
რამ როგორც კი ჯოინერების სასაფლაოს მოუახლოვდნენ, მი-
სის დელია ფლადი შენიშნეს. მისის ფლადი მათ უცდიდა, არადა
არც გახსენებიათ და არც იმაზე უფიქრიათ, მათ გარეშე როგორ
წავიდოდა. მოხრეშილ გზაზე, გორაკის ძირში, ერთადერთი მან-
ქანა იდგა, დაქირავებულ მძღოლს საჭეზე თავი ჩამოედო და
ეძინა. მისის ფლადი საფლავებს შორის დადიოდა, სწრაფად
ბნელდებოდა და ქვაზე წარწერა რომ წაეკითხა, იხრებოდა და
სახე ახლოს მიჰქონდა. მერე წელში იმართებოდა და ქალაქს

128
გახედავდა, სადაც უკვე აციმციმდნენ პირველი შუქები. მისის
ფლადი ისე მიუბრუნდა ჯორჯს და მარგარეტს, თითქოს მათი არ-
ყოფნა არც შეუნიშნავს და როგორც იცოდა, უცნაურად და ფრაგ-
მენტულად დაიწყო ლაპარაკი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი
სიტყვებით.
– იცით, როგორი წარმოსადგენია, – თქვა ჩაფიქრებულმა, –
რომ ადგა და სხვაგან გადაასვენა! როგორ შეიძლება, ადამიანი
ასეთი უგულო იყოს! ოჰ! – ზიზღით გააჟრჟოლა, – სისხლი მეყი-
ნება, როცა ეს მახსენდება, არადა ყველამ უთხრა! უთხრეს, არა-
ფერი ადამიანური არ გაგაჩნია, უკვე დამარხული ქალი როგორ
ამოთხარე მიწიდანო.
– ვინ, მისის ფლად? – დაბნეულად ჰკითხა ჯორჯმა, – ვინ გა-
დაასვენეს?
– ვინ და დედაშენი ემილია, შვილო! – მრავალმნიშვნელოვ-
ნად თქვა და ხელი გაიშვირა გაცრეცილი ქვისკენ.
ჯორჯი დაიხარა და ნაცნობი წარწერა წაიკითხა:
ემილია ვებერი,
ქალიშვილობის გვარი ჯოინერი
დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების ქვეშ ლექსი იყო
ამოტვიფრული:
„აღარ გვესმის ნაცნობი ხმა,
გაქრა სახე, რომელიც გვიყვარდა,
წმინდა სული ზევით გაფრინდა
და ანგელოზებს შეუერთდა,
ვწუხვართ და გვტკივა,
მხოლოდ ის გვახარებს,
ისევ ჩავიკრავთ გულში,
როცა შევხვდებით სამოთხეში“.

129
– ამის მერე დაიწყეს გადმოსვენება! – ამბობდა მისის ფლა-
დი, – არავის არ მოუვიდოდა თავში აქ მოსვლა, ემილია რომ არ
დაეკრძალათ! – წამოიძახა გაღიზიანებულმა, – ქალი უკვე ერ-
თი წლის დამარხული იყო, იმას კიდევ მოაფიქრდა, სხვაგან გა-
დაესვენებინა – ვერავინ გადაათქმევინა! ეგეთი კაცია ბიძაშენი,
მარკ ჯოინერი! ვერავინ შეეკამათა! – გულწრფელად გაკვირვე-
ბული ამბობდა, – რა თქმა უნდა, მამაშენთან მაშინ დიდი უთან-
ხმოება ჰქონდათ, შვილო! მამაშენმა ცოლი მიატოვა და სხვა
ქალთან წავიდა, მაგრამ მე მაინც შევაწევ კეთილ სიტყვას! ემი-
ლია რომ გარდაიცვალა, ჯონ ვებერი ღირსეული კაცივით მოიქ-
ცა და ცოლი დამარხა – თქვა, ჩემი ცოლი იყოო და დამარხა!
ძველ სასაფლაოზე იყიდა ადგილი და იქ დაკრძალა. მაგრამ წე-
ლი რომ გავიდა, მარკ ჯოინერი შენ გამო მამაშენს წაეჩხუბა,
თვითონ უნდოდა, მეურვეობა აეღო, სასამართლოში უჩივლა და
მოიგო! მაშინ ჩაიდო თავში ბიძაშენმა, ემილია გადმოესვენები-
ნა. ასე ამბობდა, ჩემს დას ვებერების მიწაში ვერ ჩავაწვენო! ად-
გილი უკვე ჰქონდა ნაყიდი, რა თქმა უნდა, ამ გორაკის გადაღმა,
სადაც არავის აზრად არ მოუვიდოდა მისვლა. მაშინ პატარა
კერძო სასაფლაო იყო, რამდენიმე ოჯახს ეკუთვნოდა. ეს იყო და
ეს.
ცოტა ხნით გაჩუმდა და მერე, ქალაქს რომ გახედა ფიქ-
რიანად, ისევ განაგრძო:
– დეიდაშენმა სცადა მარკთან დალაპარაკება, მაგრამ ხომ
იცი, შეაყარე კედელს ცერცვი! მეი ყველაფერს მომიყვა. თუმცა
ნურას უკაცრავად! – თითქოს მტკიცე გადაწყვეტილება მიიღოო,
ისე გააქნია თავი, – დაიჩემა და უკან არ იხევდა! „მარკ“, – ასე
უთქვამს, – „არ იქცევი სწორად. ემილია იქ უნდა დარჩეს, სადაც
ასვენია. მკვდრებსაც აქვთ თავიანთი უფლებები! ხე სადაც

130
დაეცემა, იქ უნდა დარჩეს!“ ასე უთქვამს, მაგრამ ვინ უსმენდა,
ვერავინ ვერ დაელაპარაკებოდა. დეიდაშენს თურმე ასე უპასუ-
ხა: „მაინც გადავასვენებ, ეს უკანასკნელიც რომ იყოს, რასაც
ცხოვრებაში გავაკეთებ, ჩემი ხელითაც რომ მომიწიოს საფლა-
ვის გათხრა, ზურგზე მოვიკიდებ კუბოს და მთის წვერზე ავიტან.
მეტი ამაზე აღარ მელაპარაკოთ“. დეიდაშენი მიხვდა, რომ მტკი-
ცედ გადაეწყვიტა და ვეღარ გადაათქმევინებდა. მაგრამ, რა შეც-
დომა დაუშვეს! გამოუსწორებელი შეცდომა! – ბუტბუტებდა მი-
სის ფლადი და თავს აქიცინებდა, – ამდენი ფული ტყუილად
დაიხარჯა. ასე თუ შესტკიოდა გული, იმთავითვე აქ დაემარხა,
როცა გარდაიცვალა! მაგრამ ეტყობა, უფრო სასამართლო პრო-
ცესმა იმოქმედა, მას შემდეგ აერია ტვინი, – მშვიდად განაგ-
რძობდა, – ამიტომ არიან სხვებიც აქ დაკრძალული, – ხელი
აიქნია, – აი, ასე დაიწყო ეს ყველაფერი! რა თქმა უნდა, როცა
ძველ სასაფლაოზე ადგილი აღარ დარჩა, ახლის ძებნა დაიწყეს
– მერიაში მომუშავე პასტორ ფლეკის ბანდის წევრს გაახსენდა
ემილიას გამო ატეხილი აურზაური და გაიფიქრა, იმ ძველი საფ-
ლავის გარშემო რამდენი თავისუფალი აკრიაო. იაფადაც იყიდა.
ზუსტად ასე მოხდა, – თქვა მისის ფლადმა, – მაგრამ მე სულ
ვნანობ, თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი.
გაჩუმდა და გაცრეცილ ქვას სევდიანად მიშტერებოდა.
– მაშინაც ვთქვი, – ისევ დაიწყო წყნარად, – როცა დეიდაშე-
ნი მიხვდა, კამათს აზრი არ ექნებაო, ისიც წავიდა ძველ სასაფ-
ლაოზე გადასვენების დღეს და მეც მთხოვა, გავყოლოდი. ოჰ,
მარტში რომ იცის ქარიანი დღეები, ისეთი დღე იყო! ემილიაც
ასეთ დღეს გარდაიცვალა. მისის რენი და ემი უილიამსონი ემი-
ლიას ძველი მეგობრები იყვნენ და ისინიც გვახლდნენ. რა თქმა
უნდა, ყველას ცნობისმოყვარეობა კლავდა, უნდოდათ შეეხე-

131
დათ, – თქვა მშვიდად, თითქოს სულ არ იყო გასაკვირი, ასეთი
ამაზრზენი სურვილი რომ გაუჩნდათ, – უნდოდათ, მეც შემეხე-
და. დეიდაშენი ცუდად გახდა და მარკს ეტლით მოუწია სახლში
წაყვანა, მაგრამ მე გავჯიუტდი: „მიდით, დაიკმაყოფილეთ ცნო-
ბისმოყვარეობა, თუ ასე გინდათ, ოღონდ მე თავი დამანებეთ!
ისეთი მინდა მახსოვდეს, როგორიც იყო!“ ყველა დანარჩენი
საფლავთან მივიდა და შეხედა. ბებერი პლუვი მოიყვანეს, ხომ
გახსოვს, მოხუცი ზანგი რომ მუშაობდა მარკთან, და იმას აახდე-
ვინეს კუბოს თავი. მე ზურგი შევაქციე, განზე დავდექი და როცა
ფეხის ხმა გავიგე, მხოლოდ მაშინ მივტრიალდი. ნეტა გენახა,
რას ჰგავდნენ! – თქვა სევდიანად, – სახე არ ედო არც ერთს, გა-
დაფითრებულები კანკალებდნენ! „დაკმაყოფილდით?“ – ასე
ვკითხე, – „იპოვეთ, რასაც ეძებდით?“ „ოოჰ!“ – თქვა მისის რენ-
მა, მოჩვენებასავით თეთრი იყო და ცახცახებდა, – „ოჰ, დელია,
საშინელება იყო! ვნანობ, რომ ვნახე!“ „ააჰ!“ – მე მივუგე, – „აბა
რას გეუბნებოდით! ხომ დარწმუნდით!“ და მერე ამბობს: „სულ
გახრწნილი იყო, სულ! ვეღარ იცნობდი! სახე აღარ ჰქონდა, მხო-
ლოდ კბილები! ფრჩხილები გაზრდოდა, მაგრამ, დელია!“ –
მითხრა, – „თმა! იცი, რას გეტყვი, ულამაზესი თმა ვნახე! თმა
გაზრდოდა, ისე გაზრდოდა, ყველაფერს ფარავდა! ასეთი ლამა-
ზი თმა არ მინახავს! მაგრამ სხვა დანარჩენი – ო, როგორ ვნა-
ნობ, რომ შევხედე!“ „ასეც ვიცოდი, ასეც ვიცოდი!“ – მივუგე მე,
– „ვიცოდი, რომ ინანებდი! ამიტომ არ მოვინდომე ნახვა!“ ასე
იყო ეს ამბავი! – დაასრულა საკუთარი ყოვლისმცოდნეობით
კმაყოფილმა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯორჯი და მარგარეტი შეძრწუ-
ნებული სახით, გაქვავებულები უსმენდნენ, ოღონდ მისის
ფლადს ეს არ შეუნიშნავს. იდგა და ემილიას საფლავის ქვას

132
დასცქეროდა, ფიქრიანად მოემუწა ტუჩები. ცოტა ხნის მერე
თქვა:
– ვერ გეტყვით, ბოლოს როდის გავიხსენე ემილია და ჯონ ვე-
ბერი – ორივე დიდი ხნის მკვდარია. ემილია აქ განისვენებს, ჯო-
ნი კი ქალაქის მეორე მხარეს, ძველ სასაფლაოზე. ის ძველი
უთანხმოებაც თითქოს ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. იცი, –
ღრმად დარწმუნებულმა თქვა, – მჯერა, რომ ისინი ერთმანეთს
შეხვდნენ, შერიგდნენ და ახლა ბედნიერები არიან. მჯერა, რომ
მეც შევხვდები ჩემს ძველ მეგობრებს ზეცაში, ყველა ბედნიერე-
ბი ვიქნებით და ახლებურად ვიცხოვრებთ.
ისევ გაჩუმდა, მერე ქალაქისკენ მიბრუნდა, ბინდში ქალაქის
შუქი უკვე თავდაჯერებულად და თვალისმომჭრელად ანათებდა.
– წავედით ახლა! – წამოიძახა ცოცხლად და მხიარულად, –
წასვლის დროა, ბნელდება!
სამივემ უჩუმრად ჩაიარა ფერდობი და მანქანისკენ გაემარ-
თა. მანქანას რომ მიუახლოვდნენ, მისის ფლადმა თბილად და
მეგობრულად დაადო ჯორჯს მხარზე ხელი.
– ყმაწვილო, – უთხრა, – დიდი ხანია, რაც ამ ქვეყანას მო-
ვევლინე და, როგორც იტყვიან, დამეჯერება. სიცოცხლე გრძელ-
დება! შენ მთელი ცხოვრება წინ გაქვს – ბევრი სასწავლი და ბევ-
რი გასაკეთებელი, მაგრამ ერთ რამეს გეტყვი, შვილო! – და
თვალებში ჩახედა გულის გამგმირავად, – წადი, ნახე სამყარო
და დაიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა, – დაუყვირა, – და მერე
დაბრუნდი და მითხარი, ამქვეყნად მშობლიურ სახლზე უკეთეს
ადგილს თუ ნახავ! მე ბევრ რამეს შევსწრებივარ, კიდევ ბევრს
შევესწრები, სანამ მოვკვდები. შენთვისაც არის დიდი ამბები გა-
დანახული – დიდი პროგრესი და დიდი გამოგონებები – ყველა-
ფერი ეს აგისრულდება. იქნებ მეც მოვესწრო, მაგრამ შენ უეჭვე-

133
ლად მოესწრები! ჩვენ აქ მშვენიერ ქალაქში ვცხოვრობთ, მშვე-
ნიერი ხალხი კიდევ უფრო მშვენიერს გახდის – ჯერ მოიცადე. მე
ჩემი თვალით ვნახე, პატარა სოფლიდან რამხელა გაიზარდა –
ოდესმე ერთი დიდი, საუკეთესო ქალაქი გახდება.
დაელოდა, უპასუხებდა თუ არა, ან თუ დაეთანხმებოდა, მაგ-
რამ ვინაიდან ჯორჯმა მხოლოდ თავი დაუქნია, გავიგე, რასაც
ამბობო, მისის ფლადმა დუმილი თანხმობის ნიშნად მიიღო და
განაგრძო:
– დეიდაშენს სულ იმედი ჰქონდა, რომ დაბრუნდებოდი. და
ასეც იქნება, ამ მთებზე ლამაზი ადგილი დედამიწის ზურგზე არ
არსებობს – ოდესმე შენ დაბრუნდები და სამუდამოდ აქ დარჩე-
ბი.

134
თავი მეშვიდე

აყვავებული ქალაქი

დეიდა მეის დაკრძალვის მერე მთელი მომდევნო კვირა ჯორ-


ჯი ხელახლა ეცნობოდა თავის მშობლიურ ქალაქს და ცოტა არ
იყოს, დაბნეული ჩანდა. პატარა, მთის ძირში მიძინებული სოფე-
ლი, მას რომ ახსოვდა და მართლაც ისეთი რომ იყო ჯორჯის ბავ-
შვობაში, იმდენად შეცვლილიყო, ძლივს იცნობდი. ჯორჯისთვის
კარგად ნაცნობ ქუჩებში, წლების მანძილზე სულ თვალწინ რომ
ედგა, შუადღისას ცარიელი და საღათას ძილს მიცემული, ახლა
ამ ქუჩებში სიცოცხლე დუღდა, ძვირფასი მანქანებით და უცხო
სახეებით გადაჭედილიყო. ხანდახან ნაცნობებიც ხვდებოდნენ
და ისინი, ამ უცნაურ ვითარებაში, უკაცრიელ ნაპირზე მოციმცი-
მე შუქებს ჰგავდნენ.
მაგრამ რაც ყველაზე მეტად მოხვდა თვალში – როგორც კი
პირველად შენიშნა, მერე სულ აკვირდებოდა – ეს იყო ადა-
მიანების გამომეტყველება. ცოტა შეშინდა და საგონებელშიც კი
ჩავარდა და როდესაც სცადა, რაიმე სიტყვა მოეძებნა ასახსნე-
ლად, ერთადერთი სიტყვა, რაც მოაფიქრდა, შეშლილობა იყო.
მართლაც, მხოლოდ შეშლილს შეიძლება, ასე აღგზნებულად
უელავდეს თვალები. ადგილობრივები, ისევე, როგორც ჩამოსუ-
ლები, თითქოს რაღაც საიდუმლო და უხამს სიხარულს გა-
მოეცოცხლებინა, მუჯლუგუნის კვრით მუხანათურად ისე მიიკ-
ვლევდნენ გზას ბრბოში, გეგონებოდა, ძლიერი ნარკოტიკი
ამოძრავებდათ და ენერგიით ავსებდათ, თითქოს ყველა მთვრა-

135
ლი იყო, მაგრამ მომწამვლელი სასმელი არც ასუსტებდა, არც
ათაყვანებდა და არც კლავდა, პირიქით – სულ ახალ-ახალ ძა-
ლას და ხალისს მატებდა.
ჯორჯს ნაცნობი თუ შეხვდებოდა ქუჩაში, დაუყვირებდა, ხელს
ჩამოართმევდა და ეტყოდა: „გაუმარჯოს! მიხარია, შინ რომ დაბ-
რუნდი! აპირებ ცოტა ხნით დარჩენას? რა კარგია! ახლა უნდა
გავიქცე, ვიღაცას უნდა შევხვდე, ხელი უნდა მოვუწერო კონ-
ტრაქტზე! მიხარია, რომ გნახე!“ მერე, ფეხის შეუნელებლად
რომ ამოთქვამდნენ მგზნებარე მისალმებას და ხელსაც არ უშ-
ვებდნენ და ლამის თან მიათრევდნენ, უცებ სადღაც გაუჩინარ-
დებოდნენ ხოლმე.
ყოველი მხრიდან გაცხოველებული ლაპარაკი ესმოდა,
გაუთავებელი და უცნაური, და მთელი ეს მრავალხმიანობა ერ-
თი ქოროს ვარიაციაში ერთიანდებოდა – სპეკულაცია და უძრა-
ვი ქონება. ქალაქის მცხოვრებლებს მოლაქლაქე ჯგუფებად
მოეყარათ თავი აფთიაქების, ფოსტის, სასამართლოს და მერი-
ის წინ. სწრაფი ნაბიჯით დადიოდნენ ტროტუარზე, თან გამალე-
ბით საუბრობდნენ და ნაცნობი თუ შეხვდებოდათ, დაბნეულად
უკრავდნენ თავს.
უძრავი ქონების აგენტები ყველგან იყვნენ მოდებული. მათი
მანქანები და ავტობუსები გრუხუნით დაქროდნენ ქუჩებში და
პოტენციური კლიენტები ქალაქგარეთ დაჰყავდათ. თითქმის ყო-
ველი სახლის ზღურბლთან იდგნენ გაშლილი პროექტებით
ხელში და სმენადაქვეითებულ მოხუცებს მოულოდნელი გამ-
დიდრების დაპირებებს ჩაჰყვიროდნენ ყურში. მათთვის ყველა
ნადავლი იყო – ყველა კოჭლი, ბრმა, ხეიბარი, ომის ვეტერანი
თუ მათი საცოდავი პენსიის შემყურე ქვრივი, ისევე, როგორც
სკოლის მოსწავლე ბიჭი და გოგო, ზანგი საბარგოს მძღოლები,

136
გაზიანი წყლით მოვაჭრეები, მელიფტეები და ფეხსაცმლის
მწმენდავები.
უძრავ ქონებას ყველა ყიდულობდა; და რეალურად ან არა-
რეალურად, ყველა „მიწისმფლობელი“ იყო. დალაქები, ადვო-
კატები, გამყიდველები, ყასბები, თერძები საერთო ინტერესით
იყვნენ შეპყრობილი და ყველასთვის ერთი უნივერსალური და
საიმედო კანონი არსებობდა – უნდა ეყიდათ, რადაც არ უნდა
დასჯდომოდათ და მერე მეორე დღესვე გაეყიდათ, რა ფასადაც
მოისურვებდნენ. თავი სიზმარში გეგონებოდა. მიწის მფლობე-
ლები წამდაუწუმ იცვლებოდნენ და როცა უკვე აღარაფერი იყო
გასაყიდი, გამალებულები ახალ ქუჩებს აგებდნენ შემოგარენში,
მაგრამ ვიდრე სახლებს ააგებდნენ, მიწა იყიდებოდა, მერე ხე-
ლახლა იყიდებოდა აკრობით, ფუტობით და ნაკვეთობით ასო-
ბით ათას დოლარად.
ყველგან ფულის ფლანგვის სულისკვეთება გამეფებულიყო.
არნახული თანხები იხარჯებოდა ქალაქის ულამაზესი უბნების
დასამახინჯებლად. ცენტრში ერთ დროს წალკოტი ყვაოდა, გა-
ზონებზე ცხრატყავას ბუჩქები, ყვავილების კვლები და მედიდუ-
რი ხეები იდგა, ზემოდან უზარმაზარი, ხის ხავსმოდებული სას-
ტუმრო გადმოჰყურებდა. სასტუმროს ფანჯრებიდან ნისლში გახ-
ვეული მთაგრეხილის ფართო პანორამა იშლებოდა.
ჯორჯს კარგად ახსოვდა ეს სასტუმრო, დიდი ვერანდებით, სა-
დაც კომფორტული სარწეველა სავარძლები იდგა, უამრავი თავ-
თხით და ლავგარდნით, ლაბირინთივით დერეფნებით, ახსოვდა
უშველებელი დარბაზები სქელი, წითელი ხალიჩებით, მისაღე-
ბი, სიძველისგან ჩავარდნილი წითელი ტყავის სავარძლები ამ
მისაღებში და კიდევ – სიგარის სუნი და მაღალ ჭიქებში ყინუ-
ლის წკარუნი. ულამაზეს სასადილოში სულ სიცილი და მშვიდი

137
საუბარი ისმოდა, თეთრ პიჯაკებში გამოწყობილი და თავიანთ
საქმეში გაწაფული ზანგები ჩრდილოელ მდიდრებს თავს უხ-
რიდნენ, მათ ხუმრობებზე ხალისობდნენ, ვერცხლის თეფშებით
მიჰქონდათ მათ მაგიდებთან დელიკატესები და თავაზიანად,
მოწიწებით ემსახურებოდნენ. ჯორჯს თვალწინ ედგა, როგორ ნა-
ზად იღიმოდნენ და როგორი სანდომიანები იყვნენ იმ მდიდრე-
ბის ცოლები და ქალიშვილები. აგონდებოდა, როგორ ინუსხე-
ბოდა ამ ყველაფრის უცნაური იდუმალებით. ვინ უწყის, საიდან
არ ჩამოდიოდნენ მდიდარი მოგზაურები და უღვიძებდნენ წარ-
მოსახვას ჯერ არნახულ, მშვენიერ სამყაროზე, ზღაპრულ ქალა-
ქებზე, რომლებიც ბრწყინვალებას, დიდებას და სიყვარულს
ჰპირდებოდნენ.
ეს სასტუმრო ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადგილი იყო
მთელ ქალაქში, მაგრამ ახლა მისი ნიშანწყალიც გამქრალიყო.
ნიჩბებმომარჯვებული კაცების არმია შეესია ლამაზ მწვანე გო-
რაკს და მიწასთან გაასწორა, ზედ საზიზღარი თეთრი ცემენტი
დააგო და მაღაზიები, გარაჟები და ოფისები ააშენა – სულ ახ-
ლები – ძველი სასტუმროს ადგილზე ახალი სასტუმროს აშენე-
ბას აპირებდნენ. ეს იქნებოდა ფოლადის, ბეტონის და დაპრესი-
ლი აგურის ექვსსართულიანი ნაგებობა, სტანდარტული გიგან-
ტური ფორმის, ათასობით, ტორტის ბისკვიტივით ერთნაირებს
რომ აგებდნენ მთელ ქვეყანაში და რაღაცით მაინც რომ ყოფი-
ლიყო გამორჩეული და მდიდრული – გინდაც ცრუ – იერი
მიეცათ, „ლიბია-რითცს“ დაარქმევდნენ.
ერთხელ ჯორჯი შემთხვევით სემ პენოკს გადაეყარა, ბავშვო-
ბის მეგობარს. ფაინ-როქ კოლეჯში ერთად სწავლობდნენ. და-
უდგრომელი სემი მისთვის ჩვეული სწრაფი ნაბიჯით მიუყვებო-
და ხალხმრავალ ქუჩას და იმწამსვე, ჯერ გამარჯობაც არ ჰქონ-

138
და ნათქვამი, როგორც იცოდა ხოლმე, ხრინწიანი ხმით აბდაუბ-
და ლაპარაკს მოჰყვა, მაგრამ ჯორჯს მოეჩვენა, რომ უკვე სე-
რიოზულად ურევდა:
– როდის ჩამოხვედი?.. რამდენ ხანს რჩები?.. რას იტყვი, ნა-
ხე, რა ხდება?.. – მერე, პასუხს არ დალოდებია, გამომწვევად და
ლამის დაცინვით მიახალა პირში, – რა იყო, მთელი ცხოვრება
სკოლის მასწავლებლად უნდა დარჩე და წელიწადში ორი ათას
დოლარზე იცხოვრო?
უპირატესის აგდებული ტონი, სიმდიდრის და წარმატების
შეგრძნებით გაბუქებული, რაც ამ ქალაქში ჩამოსვლის დღიდან
კიდევ ბევრს შეამჩნია, ჯორჯს გულზე მოხვდა და მჟავედ მიუგო:
– სკოლის მასწავლებლობაზე უარესიც არსებობს! ერთი,
ზუსტად ვიცი, ფურცელზე მილიონერი რომ ხარ, ისაა! რაც
შეეხება ორი ათას დოლარს წელიწადში, იმ ფულს მართლა
იღებ, სემ! უძრავი ქონება არ გეგონოს, ეს ფული შეგიძლია და-
ხარჯო. შეგიძლია, სენდვიჩი შეჭამო მაგ ფულით.
სემს გაეცინა.
– მართალი ხარ! – უთხრა, – შენი გაკიცხვა არც მიფიქრია,
სიმართლეს ამბობ! – მერე თავი გააქნია ნელა, – ღმერთო,
ღმერთო! ყველა ჭკუიდან გადავიდა... ასეთი არაფერი მინა-
ხავს... ყველამ გააფრინა... ვერავის ვერ დაელაპარაკები, ვერა-
ფერს გააგებინებ... არც გისმენენ... ისეთ ფასებს ადებენ, ნიუ--
იორკში არ დაესიზმრებათ.
– მერე, იღებენ, რამდენიც უნდათ, იმდენს?
– რა გითხრა, – რაღაც გამყინავი ხმით გაიცინა, – პირველ
ხუთ ათას დოლარს იღებენ... დანარჩენ ხუთ ათასს – რაღაც
რამდენიმე ხნის მერე.
– მაინც რამდენი ხნის მერე?

139
– ღმერთო! რა ვიცი... რა მნიშვნელობა აქვს... შენ შეგიძლია,
მეორე დღესვე მილიონად გაყიდო.
– ისევ რაღაც დროით?
– დიახ! – ამბობს და იცინის, – ასე შეიძლება, ნახევარი მი-
ლიონი მოიგო!
– რაღაც დროით?
– როგორც იქნა, მიხვდი! – ეუბნება სემი, – დროით, ღმერ-
თო!.. ყველა გაგიჟდა, გაგიჟდა, გაგიჟდა! – იცინოდა და თან
თავს აქნევდა, – დიახ, ასე ხდება.
– და შენც გარეული ხარ ამ საქმეში?
მოულოდნელად უჩვეულოდ გულწრფელი გახდა:
– რატომაც არა, ამ საქმეში ეშმაკის ხელი ურევია... ფული
თავზე საყრელი მაქვს!.. ბოლო ორი თვის მანძილზე სამი ათასი
დოლარი ვიშოვე... არ გატყუებ!.. გუშინ ვიყიდე ნაკვეთი და ორ
საათში გავყიდე... ასე ვიშოვე ორმოცდაათი ათასი! – თითები
გაატკაცუნა, – ბიძაშენს ხომ არ უნდა იმ სახლის გაყიდვა, სადაც
დეიდა მეი ცხოვრობდა?.. დაელაპარაკე უკვე?.. შეიძლება, მე
შევთავაზო?
– ალბათ, თუ მისთვის სასურველ თანხას შესთავაზებ.
– რამდენს ითხოვს? – მოუთმენლობა დაეტყო, – ასი ათასი
ეყოფა?
– შენ მისცემ?
– ოცდაოთხ საათში მექნება, ერთი კაცი ვიცი, წამში მოაგვა-
რებს საქმეს... რას გეტყვი, იცი, მაიმუნ, ბიძაშენს თუ დაითან-
ხმებ, საკომისიოს გაგიყოფ... ხუთ ათას დოლარს მოგცემ.
– ეგრე იყოს, სემ, შეგიძლია, ორმოცდაათი ცენტი ანგარიშზე
დამიდო?
– მართლა ფიქრობ, რომ გაყიდის? – ჰკითხა გაბრაზებულმა.

140
– სიმართლე გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მეეჭვე-
ბა, გაყიდოს. ეს ბაბუაჩემის სახლი იყო, მთელი ოჯახის საკუთ-
რებაა. ჩემი აზრით, ბიძაჩემი მის დატოვებას მოინდომებს.
– დატოვებას! და მერე რად უნდა?.. ახლა საუკეთესო გარი-
გებების დროა. მერე ვინღა შესთავაზებს ამდენს!
– როგორც ვიცი, წუთი წუთზე ელოდება, როდის ამოხეთქავს
ნავთობი ჩვენს ეზოში, – სიცილით უთხრა ჯორჯმა.
ამ დროს ქუჩაში, სადაც უამრავი მანქანა მოედინებოდა, რა-
ღაც აურზაური ატყდა. მოკრძალებული მანქანების ნაკადს ერთი
მდიდრული მანქანა გამოეყო, სწრაფად გაქანდა ტროტუარის-
კენ და იქ მშვიდად გაჩერდა. ყველაფერი ბრწყინავდა – ნიკელი,
მინა და გაპრიალებული ფოლადი. კარი დაიღო და, დიდგვარო-
ვანივით ზანტად, ერთმა არსებამ გადმოაბიჯა, მას მყვირალა ფე-
რის ტანსაცმელი ეცვა, იღლიაში მალაკური ხელჯოხი გაეჩარა
უდარდელად და ნიკოტინით გაყვითლებული თითებიდან აუჩქა-
რებლად და ქედმაღლურად იძრობდა ლიმონისფერ ხელთათ-
მანს, თან ლივრეაში გამოწყობილ მძღოლს ელაპარაკებოდა:
– შეგიძლია წახვიდე, ჯეიმზ. ნახევარ საათში მომაკითხე! – იმ
ადამიანს თხელ სახეზე და ჩავარდნილ ლოყებზე მკვდრისფერი
ედო. მხოლოდ გაბერილი ცხვირი უკაშკაშებდა წითლად, ზედ
გაგანიერებული კაპილარების ჩახლართული ქსელი ეხატა. იმ-
ხელა კბილის პროთეზი ჰქონდა პირში, ტუჩებს ვერ ხურავდა და
სამყაროს ჩონჩხივით შიშველი ღიმილით უღიმოდა. მძიმე სხე-
ულს ფეხების ფრატუნით მიათრევდა, ცოტასაც ბარბაცებდა,
რაც კაცს გაფიქრებინებდა, თავაშვებული ღრეობის მოყვარული
იქნებაო. ხელჯოხს ეყრდნობოდა და სახეზე გადაფენილი ყალბი
ღიმილით მათკენ მოიწევდა. მოულოდნელად ჯორჯმა ამ ადგი-

141
ლობრივ ბეხრეკში ტიმ ვაგნერი შეიცნო, რომელსაც ბავშვობი-
დან იცნობდა.
ჯეი. ტიმოთი ვაგნერი – ეს „ჯეი“ ახლახან დაამატა თვითნებუ-
რად და უსაფუძვლოდ, ალბათ ფიქრობდა, კარგად მიესადაგე-
ბოდა მისთვის დაგვიანებით დაკისრებულ როლს, ქალაქის საქ-
მეები გაერჩია – ძველი, დაფასებული ოჯახის შავი ცხვარი გახ-
ლდათ. უკვე ჯორჯის ბავშვობაში, ტიმ ვებერმა მოახერხა, ყვე-
ლასთვის გაეცრუებინა იმედი და მას უკვე პატივს აღარავინ
სცემდა.
ქალაქის თითით საჩვენებელი ლოთი გახდა. ამ საქმეში პირ-
ველობა განაღდებული ჰქონდა. მის გმირობებზე ანეკდოტებს
ჰყვებოდნენ. ერთ საღამოს, მაგალითად, მაკორმაკის აფთიაქში
თავმოყრილმა ყალთაბანდებმა დაინახეს, როგორ გადაყლაპა
ტიმმა რაღაც და როგორ გააკანკალა. ეს რამდენჯერმე განმე-
ორდა და ყალთაბანდების ცნობისმოყვარეობა გააღვიძა. ცალი
თვალით უყურებდნენ, მაგრამ არაფერი გამოჰპარვიათ. არ გა-
სულა ცოტა ხანი, ტიმმა ოსტატურად ჩაყო ხელი ოქროს თევზე-
ბის აკვარიუმში და მოაფათურა. ხელი რომ ამოსწია, თითებს
შორის რაღაც ფართხალებდა. ტიმმა სწრაფად გადაყლაპა და
ისევ გააკანკალა.
ოცდახუთის ვიდრე შესრულდებოდა, ორჯერ მიიღო ქონება
მემკვიდრეობით და ორჯერვე გაანიავა. მეორე მემკვიდრეობის
მიღების აღსანიშნავად ტიმი სამოგზაუროდ წასულა და ამ სა-
სიამოვნო მოგზაურობის შესახებ ბევრ სასაცილო ამბავს მოის-
მენდით. ჯერ მანქანა იქირავა, სპირტიანი სასმელი უხვად
მოიმარაგა და კომპანიონებად ლიბია-ჰილის ყველაზე სახელ-
გატეხილი ლოთები, მაწანწალები და ბოზები შეარჩია. ღრეობა
რვა თვე გაგრძელდა. მოხეტიალე ლოთებმა მთელი ქვეყანა შე-

142
მოიარეს. კლდოვან მთებს ახლიდნენ ცარიელ მათარებს, დაც-
ლილ კასრებს სან-ფრანცისკოს ყურეში ყრიდნენ, ლუდის ბოთ-
ლები მოფინეს მინდორ-ველზე და ბოლოს, ჭამა-სმით გასავათე-
ბულებმა დედაქალაქამდე ჩააღწიეს. იქ ერთ-ერთ ცნობილ სას-
ტუმროში ტიმმა დარჩენილი ფულით მთელი სართული იქირავა.
ამის შემდეგ გადაქანცული მოგზაურები ნელ-ნელა, სათითაოდ
დაბრუნდნენ შინ და დაუჯერებელ ამბებს ჰყვებოდნენ ორგიებზე
– რომაელ იმპერატორებს ტოლს არ ვუდებდითო. ტიმს რაც
შეეხება, გაცამტვერებულ, მდიდრულ აპარტამენტში მარტო
დაუტოვებიათ.
მას შემდეგ ტიმი აღარ ფხიზლდებოდა, მაგრამ ძველ მომხიბ-
ვლელობას მაინც ყოველთვის ინარჩუნებდა. რატომღაც მისდა-
მი ყველას ენით გამოუთქმელი თბილი გრძნობა ჰქონდა. ტიმი
საკმაოდ უწყინარი და კეთილი ადამიანი იყო, მხოლოდ საკუ-
თარ თავს ვნებდა.
ღამის ქუჩებში მისი გამოჩენა არავის უკვირდა. მზე რომ ჩა-
ვიდოდა, ყველგან შეიძლებოდა, ტიმს გადაჰყროდი. მის მოძ-
რაობას თუ კარგად დააკვირდებოდი, ადვილად მიხვდებოდი,
რამდენი ჰქონდა დალეული. ფეხი კი არ ერეოდა ან ლოთივით
კი არ ირწეოდა ხოლმე ტროტუარზე, პირიქით, როდესაც საკმა-
რისად გაიჟღინთებოდა სასმლით, სწრაფად და სწორად და-
დიოდა, ოღონდ სასაცილო, მოკლე-მოკლე ნაბიჯებით, თავი
ოდნავ წინ დაეხარა და ოპოსუმივით აცეცებდა აქეთ-იქით თვა-
ლებს. მეტი თუ მოუვიდოდა, დამბლადაცემულივით მშვიდად
დადგებოდა და რამეს ეყუდებოდა – ბოძს, კარს, შენობის კე-
დელს, აფთიაქის შესასვლელს. ასეთ საზეიმო უძრავ მდგომა-
რეობაში საათობით შეეძლო ყოფნა და სიმყუდროვეს მხოლოდ
ბოყინი თუ დაარღვევდა. ახლა უკვე ყბაჩამოვარდნილ, ჩამოგ-

143
რძელებულ სახეზე, თავისი შუქურასავით მანათობელი ცხვი-
რით, ლოთის სერიოზული გამომეტყველება ედო და ისეთ შთა-
ბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ყველაფერს აკონტროლებდა,
ყველაფერს ხვდებოდა და ყველაფრისთვის მზად იყო. იშვიათად
მისულა გონების დაკარგვამდე და თითქმის ყოველთვის ახერ-
ხებდა, მისალმებაზე იმწამსვე და ცოცხლად ეპასუხა.
პოლიციელებიც კეთილგანწყობილი იყვნენ მის მიმართ, ის
კი არა, ზრუნვას არ აკლებდნენ. დიდი ხნის გამოცდილების და
დაკვირვების მერე, მის სიმპტომებს ყველა პოლიციელი კარგად
იცნობდა, ერთი შეხედვით ატყობდნენ, რამდენი ჰქონდა და-
ლეული და თუ არსებობდა საშიშროება, რომ მალე სადმე
თხრილში გაიშოტებოდა, ტკბილად გამოელაპარაკებოდნენ,
ოღონდ თან მკაცრად აფრთხილებდნენ:
– ტიმ, ახლავე შინ თუ არ წახვალ, შენი ჩასმა მოგვიწევს. წა-
დი რა, დაიძინე.
ასეთ დროს ტიმი ჩქარ-ჩქარა დაუქნევდა ხოლმე თავს და მე-
გობრულად ყაბულდებოდა:
– დიახ, სერ, დიახ, სერ. კაპიტანო კრეინ, ზუსტად ახლა ვაპი-
რებდი შინ წასვლას. ახლავე მივდივარ, სერ.
ამ სიტყვებით ტიმი სწრაფად გადაკვეთდა ხოლმე ქუჩას,
მოკლე-მოკლე ნაბიჯებით მიდიოდა, სასაცილოდ აცეცებდა თვა-
ლებს და მალევე კუთხეში გაუჩინარდებოდა. მაგრამ შეიძლებო-
და, ათ ან თხუთმეტ წუთში ისევ გამოჩენილიყო, მალულად
მოიპარებოდა კედელ-კედელ შენობის ბნელ ჩრდილში და ეშმა-
კურად ათვალიერებდა იქაურობას, სადმე კანონის დამცველი
ხომ არ დგასო.
დრო გადიოდა, ტიმი მორალურად სულ წახდა და ლამის
მთლად მაწანწალას დაემსგავსა. ერთ-ერთმა შეძლებულმა მა-

144
მიდამ, იმ იმედით, რომ ტიმს დასაქმება გამოაცოცხლებდა, სა-
კუთარი თავისუფალი ადგილი დაუთმო ბიზნესკვარტალში, მთა-
ვარი ქუჩიდან ორ ნაბიჯში. მანქანები ისე მომრავლდა, რომ მან-
ქანის გასაჩერებელი ადგილები გახდა აუცილებელი. მამიდამ
ტიმს უფლება მისცა, ის ცარიელი ადგილი პარკინგად ექცია და
რასაც აიღებდა, თვითონ მოეხმარა. ტიმმა დაკისრებულ საქმეში
თავი გამოიჩინა. ბევრიც არაფერი ევალებოდა, ერთ ადგილზე
უნდა მჯდარიყო, რაც სულ არ იყო ძნელი, თუ მით უმეტეს ვისკი
საკმარისად ექნებოდა მომარაგებული.
დაახლოებით იმავე პერიოდში ადგილობრივი არჩევნების
დროს რომელიღაც აგიტატორმა ტიმის მიმხრობა სცადა, მაგ-
რამ მის საცხოვრებელ ადგილს ვერა და ვერ მიაგნო. უკვე დიდი
ხანი იყო, რაც ის თავისი ოჯახის არც ერთ წევრთან ერთად აღარ
ცხოვრობდა. ასე რომ, აგიტატორმა ტიმის მისამართი ვერაფ-
რით დაადგინა. ამ ამბავმა დიდი ინტერესი გამოიწვია: „სად
ცხოვრობს ტიმ ვაგნერი? სადმე ხომ უნდა იძინებდეს?“ ამ კით-
ხვაზე პასუხი არავის ჰქონდა. თავად ტიმს თუ ჩააცივდებოდნენ,
ეშმაკურად იძვრენდა თავს.
ერთხელაც ყველაფერს ნათელი მოეფინა. მანქანამ უკვე ისე-
თი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ყოველდღიურ ცხოვრება-
ში, რომ ადამიანები დასაკრძალად ავტოკატაფალკებით მიჰყავ-
დათ. ცხენებშებმული ეტლი წარსულს ჩაბარდა. ერთმა ადგი-
ლობრივმა დამკრძალავმა ბიურომ ტიმს უფასოდ შესთავაზა თა-
ვისი ეტლი, ოღონდაც კი ის მანქანის სადგომიდან მოეცილები-
ნა. მანაც მიიღო საჩუქარი და ეტლი საკუთარ სადგომზე გადაიყ-
ვანა. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ტიმი გასული იყო, აგიტატორე-
ბი ისევ გამოჩნდნენ. ისინი კვლავ ჯიუტად ცდილობდნენ ტიმის
მისამართის გაგებას, სხვაგვარად არჩევნებზე მის ხმას ვერ

145
მიიღებდნენ. მაშინ იყო, ძველი კატაფალკი რომ შენიშნეს და ვი-
ნაიდან ფარდები საგულდაგულოდ იყო ჩამოფარებული, ცნო-
ბისმოყვარეობა გაეღვიძათ. აგიტატორებმა ფრთხილად გააღეს
კატაფალკის კარი. შიგნით მათ საწოლი და თქვენ წარმოიდგი-
ნეთ – სკამიც დახვდათ. მოკლედ, ეს პატარა, კეთილმოწყობი-
ლი საძინებელი იყო.
ასე გაიხსნა საიდუმლო და იმ დღიდან მთელმა ქალაქმა იცო-
და, სადაც ცხოვრობდა ტიმი.
ასეთი ახსოვდა ტიმოთი ვაგნერი ჯორჯს. მას შემდეგ თხუთმე-
ტი წელი გავიდა და გაუთავებელმა სმამ თავისი კვალი დატოვა.
ტიმს ბევრი აღარაფერი აკლდა, სულ წამხდარიყო. ბოლო დროს
კიდევ კარის მასხარის ჩვევები დასჩემდა. ყველამ ყველაფერი
იცოდა და მაინც – ძალიან უცნაური ამბები ხდებოდა! ტიმ ვაგნე-
რი ამ ჭკუიდან გადასული ქალაქის განსახიერებად იქცა. გემ-
ბლერი რომ მიაჩეჩებს წამიერი ახირების ჟამს ვიღაც უცნობს
ხელში ფულს, მის მაგივრად რომ დადოს, რახან იმ უცნობს „იღ-
ბლიანი“ თმის ფერი აქვს, ან კიდევ დოღის მოყვარულები ხელს
რომ უსვამენ კუზზე ხეიბარს, რადგან სჯერათ, ეს წარმატების სა-
წინდარიაო, ისე უსმენდნენ ლიბია-ჰილის მცხოვრებლები მა-
ვედრებელი სახეებით ტიმის წარმოთქმულ ყოველ სიტყვას.
ყიდვა-გაყიდვის ბიზნესში მის აზრს ითვალისწინებდნენ და რო-
გორც ურჩევდათ, ისე იქცეოდნენ. ტიმი გახდა – რატომ და რო-
გორ, არავინ იცოდა – ამ ფულის ფლანგვის ისტერიის წინასწარ-
მეტყველი და ქურუმი.
იცოდნენ, ავად რომ იყო და ალკოჰოლი გონებას ურევდა,
მაგრამ ისე იყენებდნენ, როგორც ადრე მაგიურ ლერწს იმის და-
სადგენად, თუ სად ჯობდა, ჭა გაეთხარათ. ისე უსმენდნენ, რო-
გორც ადრე რუსი გლეხები უსმენდნენ სოფლის გიჟებს. აბსო-

146
ლუტურად იყვნენ დარწმუნებულნი, ეჭვიც კი არ ეპარებოდათ,
რომ რაღაც ინტუიციის წყალობით, ტიმი შეუმცდარ გადაწყვეტი-
ლებებს იღებდა.
სწორედ ეს პიროვნება, აღვსილი ლოთური სიდიადით და
უაზრო პატივმოყვარეობით, გადმოვიდა მანქანიდან ჯორჯ ვებე-
რის და სემ პენოკის შორიახლოს. სემი ჯორჯს მიუბრუნდა და
შეშლილივით აღგზნებულმა მოკლედ მოუჭრა:
– ერთ წუთს დამელოდე! ტიმ ვაგნერს უნდა დაველაპარაკო!
არ წახვიდე, დამელოდე!
ჯორჯი გაოგნებული უყურებდა ორივეს. ტიმ ვაგნერი, ჯერ
ისევ ხელთათმანს რომ იძრობდა და სახეზე ეწერა, ფამილიარო-
ბები მობეზრებული ჰქონდა, ნელა მიემართებოდა მაკორნაკის
აფთიაქისკენ – ხელჯოხს ეყრდნობოდა და ისე ჩქარი და მოკლე
ნაბიჯებით აღარ დადიოდა – ამასობაში კი სემი, თავაზიანი და
მორჩილი, გვერდში მოჰყვებოდა, ზევიდან დაჰყურებდა და შე-
უსვენებლად აყრიდა კითხვებს:
– დასავლეთ ლიბიის ნაკვეთი... სამოცდათხუთმეტი ათასი
დოლარი... ხვალ შუადღისას გასდის ვადა შემოთავაზებას... ჯო
ინგრემს აქვს მიწა ჩემ ზევით,… არ ყიდის... ას ორმოცდაათი უნ-
და... ჩემი ადგილი ყველას სჯობია... მაგრამ ფრედ ბაინემი ამ-
ბობს, მთავარი ქუჩიდან შორსააო... რას იტყვი?.. ღიირს?
ტიმ ვაგნერი მთელ ამ სულმოუთქმელ ტირადას ისე ისმენდა,
სემისთვის ზედაც არ შეუხედავს. არც ის შესტყობია, საერთოდ
უსმენდა თუ არა. ტიმი გაჩერდა, ხელთათმანი ჯიბეში ჩაიჩურთა,
ეშმაკურად მოავლო თვალი იქაურობას, მერე წელში გასწორ-
და, თითქოს ტრანსიდან გამოვიდაო და პირველად ახლა შენიშ-
ნა სემიო:

147
– რა ხდება? რას ამბობდი, სემ? – სწრაფად მიაყარა, – რამ-
დენი შემოგთავაზეს? არ გაყიდო! არ გაყიდო! – უცებ გადაჭრით
უთხრა, – ახლა უნდა იყიდო, კი არ უნდა გაყიდო. ახლა ფასები
იწევს. იყიდე! იყიდე! არ გაყიდო. გირჩევ.
– არც ვყიდი, ტიმ, – აღელვებული ეუბნება სემი, – შესყიდვას
ვფიქრობდი.
– ო, კი, კი, კი! – ისევ ისე სწრაფად თქვა ტიმმა, – მესმის,
მესმის, – როგორც იქნა, მიტრიალდა და შეხედა მოსაუბრეს, –
სად არისო, რა მითხარი? დიფვუდში? კარგია! კარგია! სწორად
იქცევი! იყიდე!
ის იყო აფთიაქში უნდა შესულიყო და ყალთაბანდებმაც მოწი-
წებით გზა დაუთმეს, რომ სემი გიჟივით გაეკიდა და მკლავში
სწვდა:
– არა, არა, დიფვუდში არ არის! სხვა მხარესაა... ხომ გითხა-
რი... ლიბია-ჰილის დასავლეთით.
– რაა? – უკმეხად ჰკითხა ტიმმა, – ლიბია-ჰილის დასავლე-
თით? რატომ ადრე არ მითხარი? ეს სხვა ამბავია, მაგრამ მაინც
იყიდე. ექვს თვეში ყველაფერი გაორმაგდება. რამდენს გთხო-
ვენ?
– სამოცდათხუთმეტ ათასს, – სემი სულს ძლივს ითქვამდა, –
ხვალ უნდა ვუთხრა პასუხი... ხუთი წელი შემიძლია ვიხადო.
– იყიდე! იყიდე! – დაუღრიალა ტიმმა და აფთიაქში შევიდა.
სემმა ჯორჯთან მიირბინა, აღელვებისგან თვალები უელავდა.
– გაიგონე? გაიგონე, რა მითხრა? – ხრინწიანი ხმით ეკითხე-
ბა, – ხომ გესმოდა?.. ეგრე არავინ ერკვევა უძრავი ქონების ბიზ-
ნესში... ჯერ არ მახსოვს, რამე შეშლოდეს... „იყიდე, იყიდე! ექვს
თვეში გაორმაგდება“... აქ არ იდექი? ხომ გაიგე, რა მითხრა?
– გავიგე.

148
სემმა მტაცებელი ცხოველივით მიმოიხედა გარშემო და რამ-
დენჯერმე ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი, მერე ამოიხვნეშა
და თავი გააქნია:
– სამოცდათხუთმეტი ათასი იხეირო ერთი გარიგებით, რო-
გორია?.. ასეთი ჩემს ცხოვრებაში არაფერი მსმენია... ღმერთო!
ღმერთო! – შესძახა, – საით მივდივართ?
როგორღაც ქალაქში გავრცელდა ჭორი, რომ ჯორჯმა წიგნი
დაწერა და ის წიგნი მალე გამოქვეყნდებოდა. ამის შესახებ ად-
გილობრივი გაზეთის რედაქტორსაც შეუტყვია და ჯორჯთან სას-
წრაფოდ ჟურნალისტი გაგზავნა ინტერვიუს ჩამოსართმევად.
– ესე იგი წიგნი დაწერეთ? – თქვა ჟურნალისტმა, – რაზეა
თქვენი წიგნი?
– არც კი ვიცი, რა გითხრათ, – ენის ბორძიკით უთხრა ჯორ-
ჯმა, – ეს... რომანია...
– სამხრეთზე? ჩვენს მხარეზე ჰყვებით რამეს?
– რა გითხრათ... დიახ... სამხრეთზეა, კატაუბას ერთ ძველ
ოჯახზე – ოღონდ...

ადგილობრივი ბიჭი ძველ სამხრეთზე რომანს წერს

ჯორჯ ვებერმა, ჯონ ვებერის ვაჟმა და მარკ ჯოინერის, ადგი-


ლობრივი კავეულით მოვაჭრის დისწულმა, დაწერა რომანი
ლიბია-ჰილის შესახებ. წიგნი შემოდგომაზე გამოდის და მას
ნიუ-იორკის გამომცემლობა „ჯეიმზ როდნი და კომპანია“ გამოს-
ცემს.

149
გუშინ ჩვენს ჟურნალისტთან საუბარში ახალგაზრდა ავტორ-
მა თქვა, რომ რომანი ძველ სამხრეთზეა, ერთ გამორჩეულ
ოჯახზე, რომელიც სამოქალაქო ომამდე დასახლდა ამ მხარეში.
ლიბია-ჰილის მცხოვრებლები განსაკუთრებული ინტერესით
ელოდებიან წიგნის გამოსვლას, არა მხოლოდ იმიტომ, რომ
ბევრი მათგანი აქ დაბადებულ და აღზრდილ ავტორს პირადად
იცნობს, არამედ იმიტომაც, რომ სამხრეთული ლიტერატურის
მატიანეში ძველი კატაუბას შთამბეჭდავი წარსული არასოდეს
ასახულა სათანადო პატივისცემით.
– როგორც ვიცით, რაც შინიდან წახვედით, ბევრს მოგ-
ზაურობთ, არა? გავიგეთ, ევროპაში ყოფილხართ რამდენჯერმე.
– დიახ.
– შეადარებდით ჩვენს მხარეს იმ ქვეყნებს, სადაც გიმოგ-
ზაურიათ?
– რა ვიცი... არ ვიცი... ჰმ, ალბათ ჩვენი მხარე კარგია, მინ-
დოდა მეთქვა – შესანიშნავია! იმის თქმა მინდა...

შედარება ადგილობრივი სამოთხის სასარგებლოდ

ჟურნალისტის შეკითხვას, როგორია ჩვენი მხარე სხვა ქვეყ-


ნებთან შედარებითო, წარმოშობით ლიბია-ჰილელმა კაცმა
თქვა:
– სად არ ვყოფილვარ – ინგლისში, გერმანიაში, შოტლან-
დიაში, ირლანდიაში, უელსში, ნორვეგიაში, დანიაში, შვედეთში,
რომ აღარაფერი ვთქვა საფრანგეთის სამხრეთზე, იტალიის რი-

150
ვიერაზე და შვეიცარიის ალპებზე – მაგრამ ჩემი მშობლიური ქა-
ლაქის სილამაზეს ვერაფერს შევადარებ.
– აქ, – მითხრა მგზნებარედ, – ნამდვილი სამოთხეა. ჰაერი,
კლიმატი, ხედები, წყალი, ბუნებრივი სილამაზე, ყველაფერი ერ-
თად აღებული, ჩვენს მხარეს ამქვეყნად ყველაზე იდეალურ ად-
გილად აქცევს.
– გიფიქრიათ დაბრუნებაზე?
– როგორ ვთქვა... კი, მიფიქრია... მაგრამ... იცით...

ის დაბრუნდება და სახლსაც აიშენებს

სამომავლო გეგმებზე ასე გვითხრა:


– წლების მანძილზე ჩემი სანუკვარი ოცნება იყო, აქ საცხოვ-
რებლად დავბრუნებულიყავი. თუ ერთხელ იხილავ ამ მთების
საოცრებას, ვეღარასოდეს დაივიწყებ. ასე რომ, ვფიქრობ, დად-
გება დრო და მეც შევძლებ დაბრუნებას. ისეთი გრძნობა მაქვს,
– ფიქრიანად განაგრძო ავტორმა, – აქ ნამდვილად მეწვევა
შთაგონება. მეცნიერულად, კლიმატურად, გეოგრაფიულად და
კიდევ მრავალი კუთხით, სწორედ აქ, ამ მთებში უნდა დაიწყოს
თანამედროვე რენესანსი. ვითომ რატომ არ შეიძლება, ათ წე-
ლიწადში ეს მხარე ხელოვნების ცენტრი გახდეს და მთელი
მსოფლიოდან მოიზიდოს დიდი მხატვრები, მუსიკოსები და ხე-
ლოვნების მოყვარულები, როგორც ეს ზალცბურგში ხდება? ერ-
თი სწორი ნაბიჯი გვაშორებს როდოდენდრონის ფესტივალს.
– ამიერიდან, – დასძინა სერიოზულმა ახალგაზრდა ავტორ-
მა, – ამ დიდი მიზნისთვის ვიცხოვრებ, შევაგულიანებ ჩემს მე-
151
გობარ მწერლებს და ხელოვანებს, გადმოსახლდნენ ლიბია--
ჰილში, რომ ერთად ვაქციოთ ის ამერიკის ათენად.
– ახალი წიგნის დაწერას აპირებთ?
– კი... იცით... ვიმედოვნებ. სინამდვილეში...
– ხომ არ გაგვიმხელდით, რაზე იქნება?
– იცით... არ ვიცი... ძნელია...
– ნუ გრცხვენიათ, შვილო. აქ ყველანი ახლობლები ვართ...
მოდით, ლონგფელო გავიხსენოთ. აი, ვინ იყო დიდი მწერალი!
იცით, თქვენი ნიჭის პატრონმა კაცმა რა უნდა ქნას? უნდა დაბ-
რუნდეს და ეს ადგილი აქციოს იმად, რადაც ლონგფელომ აქცია
ახალი ინგლისი...

აპირებს, მშობლიურ ქალაქს საგა მიუძღვნას

როდესაც დაჟინებით ვთხოვეთ ავტორს, მომავალ ლიტერა-


ტურულ ნაშრომზე ესაუბრა, მან გულახდილად გვითხრა:
– მინდა, დავბრუნდე და უკვდავვყო დასავლეთ კატაუბას
ცხოვრება, მისი ისტორია და აღმავლობა პოეტური ლეგენდების
სერიებში, როგორც ლონგფელომ უკვდავყო აკადიელების
ცხოვრება და ახალი ინგლისის ფოლკლორი. ტრილოგიის დაწე-
რა ჩავიფიქრე და დასაწყისში ამ რეგიონის პირველ მოსახლეებ-
ზე მინდა მოგითხროთ, მათ შორის ჩემს წინაპრებზეც, და ასე
მივყვები ლიბია-ჰილის აღორძინებას, მისი დაარსებიდან და
პირველი რკინიგზის გაყვანიდან დღევანდლამდე, როცა საერ-
თაშორისო აღიარება და საამაყო სახელი „მთის მარგალიტი“
დაიმსახურა.
152
ამ სტატიას რომ კითხულობდა, რომელშიც სიმართლე არა-
ფერი ეწერა, ჯორჯი სირცხვილით იწვოდა და უმოწყალოდ იგი-
ნებოდა. ერთდროულად გაბრაზებულიც იყო და სირცხვილის და
დანაშაულის გრძნობაც ტანჯავდა.
დაჯდა და გაზეთს სალანძღავი წერილი მისწერა, მაგრამ რო-
გორც კი დაამთავრა, ნაკუწებად აქცია. ჩვენში დარჩეს, რას
მოიგებდა ამით? ჟურნალისტმა არაფრისგან შეთხზა ამბავი, თა-
ვისი მსხვერპლის მეგობრული ინტონაციის და ჟესტების საფუძ-
ველზე; თანაც, როგორც ჩანს, მეტისმეტად პატრიოტულ განწყო-
ბაზე გახლდათ და ამიტომაც შეძლო, სახელდახელოდ გა-
მოეგონებინა ასეთი ზღაპარი – და ალბათ თვითონ არც კი იცო-
და, რომ ეს ზღაპარი იყო.
მერე კიდევ, ფიქრობდა ჯორჯი, ყველაფერი თუ უარყო, რაც
მიაწერეს, იტყვიან, შარიანი კაცი ყოფილაო, ან – წიგნი დაწერა
და თავში აუვარდაო. ასე ადვილად, უბრალო უარყოფით, შთა-
ბეჭდილებას ვერ წაშლი. თუ იტყოდა, მთელი ეს სიტყვების ნი-
აღვარი სიცრუეაო, იფიქრებდნენ, რა დაემართა, თავისი აღ-
მზრდელების წინააღმდეგ რატომ ილაშქრებსო. რაც იყო – იყო,
ჯობდა, აღარ გაემწვავებინა სიტუაცია.
ასე რომ, გაზეთისთვის არაფერი მიუწერია. ამ ამბის შემდეგ,
როგორი უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ჯორჯს მოეჩვენა, რომ
ქალაქის მცხოვრებლების დამოკიდებულება მის მიმართ საგ-
რძნობლად შეიცვალა. მტრულად არც მანამდე ყოფილან გან-
წყობილი, მაგრამ ახლა აშკარად გრძნობდა, რომ მოსწონდათ
და აფასებდნენ და ამან სიმშვიდე მოჰგვარა, თითქოს რაღაც მი-
ზანს მიაღწია, თითქოს გამოცდა ჩააბარა.
როგორც ყველა ამერიკელს, ჯორჯსაც ნაზი გრძნობები ჰქონ-
და მატერიალური წარმატების მიმართ და სიამოვნებდა, მის

153
მშობლიურ ქალაქში რომ სჯეროდათ, თითქოს წარმატებას მი-
აღწია ან, ყოველ შემთხვევაში, ბევრიც აღარაფერი აკლდა. ყვე-
ლაზე დიდი გამართლება ის იყო, რომ ჯორჯის წიგნს ძველი და
სახელმოხვეჭილი გამომცემლობა გამოსცემდა, რომელიც
ლიბია-ჰილის მცხოვრებლებმაც იცოდნენ და ქუჩაში თუ შეხვდე-
ბოდნენ, ხელს ართმევდნენ და ეუბნებოდნენ:
– თქვენს წიგნს მართლა „ჯეიმზ როდნი და კომპანია“ გამოს-
ცემს?
ეს უბრალო კითხვა, რომლის პასუხი ყველამ წინასწარ იცო-
და, ჯორჯისთვის სასიამოვნოდ ჟღერდა. მას მხოლოდ წიგნის გა-
მოქვეყნებას კი არ ულოცავდნენ, არამედ აფასებდნენ, გამორ-
ჩეულმა გამომცემლობამ რომ გამოსცა მისი წიგნი. ასე ესმოდა
ჯორჯს და ალბათ სწორედ ესაც იგულისხმებოდა. ისეთი გრძნო-
ბა გაუჩნდა, თითქოს მათ თვალებში კითხულობდა: „ის დაბრუნ-
და“, თითქოს უკვე აღარ იყო თავქარიანი ახალგაზრდა კაცი,
რომელიც ფუჭ ოცნებებში გართული უაზროდ კარგავდა დროს,
არამედ – ო, რამდენ რამეს გულისხმობს ეს სიტყვა – „მწერა-
ლი“ გამხდარიყო. მწერალი ნამდვილად იყო. მისი წიგნი სულ
მალე ნამდვილად გამოქვეყნდებოდა და თანაც ყველაზე ძველი
და ღირსეული გამომცემლობის მიერ.
არის რაღაც ძალიან კარგი იმაში, თუ როგორ ეგებება ადა-
მიანი წარმატებას ან ნებისმიერ რამეს, რასაც წარმატების დაღი
ასვია. ნამდვილად ასეა. ადამიანებს უყვართ წარმატება, რად-
გან უმეტესობისთვის ის ბედნიერებას ნიშნავს, და როგორც არ
უნდა წარმოისახავდნენ ამ წარმატებას, მათთვის ის იმის განსა-
ხიერებაა, რისკენაც გულის სიღრმეში თვითონაც მიისწრაფვიან.
ყველაზე მეტად ეს ამერიკელებს ეხება. ადამიანებმა იმიტომ და-
არქვეს წარმატება ყველაზე სანუკვარ წარმოსახვას, რომ მათ

154
სხვა ბედნიერება არ იციან. ასე რომ, წარმატების სიყვარული
ცუდი არ არის, ის კარგია. ის ითხოვს საყოველთაო და დიდსუ-
ლოვან გამოძახილს, გინდაც გამოძახილს გამორჩენაც ახ-
ლდეს. ადამიანებს შენი ბედნიერება იმიტომ უხარიათ, რომ
თვითონაც სურთ, იყვნენ ბედნიერები. გამოდის, რომ მართლაც
კარგი ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, საფუძვლად რაღაც კარგი
უდევს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მცდარად მიმარ-
თავენ ემოციებს.
მაშინ ასე ფიქრობდა ჯორჯი. დიდი და მტანჯველი გზა გაიარა,
გამოცდა რომ ჩაებარებინა და ეს გამართლება სიხარულს
ჰგვრიდა. არაფერი ისე არ აგიშლის კამათის საღერღელს, რო-
გორც წარმატება. მაგრამ ჯორჯს კამათი აღარ სურდა, წარმატე-
ბას მიაღწია, ოღონდ ჩხუბი აღარ უნდოდა და პირველად იგ-
რძნო, რა მშვენიერი ყოფილა შინ დაბრუნება.
არც მთლად ისე იყო საქმე, თითქოს ცუდი წინათგრძნობა არ
ტანჯავდა. ხომ კარგად იცოდა, რაც ეწერა იმ წიგნში მშობ-
ლიური ქალაქის და მის მცხოვრებლების შესახებ. ხომ იცოდა,
როგორ გააშიშვლა ყველაფერი თავისი გულახდილობით, რაც
ამერიკულ ლიტერატურაში იშვიათი იყო. ნეტა, როგორ მიიღებ-
დნენ. მილოცვებს უხერხულად ხვდებოდა, რადგან ეშინოდა,
რას იტყოდა ეს ხალხი მერე, როცა წიგნს წაიკითხავდა.
ერთხელაც ღამით ცუდმა წინათგრძნობამ ისე შემოუტია,
რომ საშინელი კოშმარი ნახა. დაესიზმრა, თითქოს უცხო ქვეყ-
ნის ხრიოკ ველზე გარბოდა თავქუდმოგლეჯილი, შეძრწუნებუ-
ლი გაურბოდა რაღაცას, ოღონდ არ იცოდა – რას. უმიზეზო სირ-
ცხვილით იწვოდა. ეს იყო ენით გამოუთქმელი გრძნობა, სულის
შემხუთველი ნისლივით უფორმო, არადა მთელ მის არსებას,
გონებას და სულს, საკუთარი თავის ზიზღი ტანჯავდა. ისე აუტან-

155
ლად ძლიერი იყო ეს ზიზღის და დანაშაულის გრძნობა, რომ იმ
მკვლელების ადგილზე ყოფნა სწყუროდა, ვისაც მსოფლიომ
უსასტიკესი რისხვა დაატეხა თავს. შურდა ყველა იმ დამნაშავის,
ვინც უღირსი სახელი მოიმკა – ყველა ქურდის, მატყუარას,
ფლიდის, კანონდამრღვევის, ანათემას გადაცემული და შეგინე-
ბული მოღალატის, მაგრამ აღიარებულის; რადგანაც მას ისეთი
დანაშაული ჩაედინა, რომელსაც სახელი არ ჰქონდა, ისე შეირ-
ცხვინა თავი, ვერც ვერავინ გაუგებდა და ვერც უშველიდა, ისე
გაიხრწნა, შურისძიება მისთვის ხსნა ვეღარ იქნებოდა, არ ეკა-
რებოდა არც სიბრალული, არც სიყვარული და არც სიძულვი-
ლი, წყევლის ღირსადაც არავინ ჩააგდებდა. ასე გარბოდა უკი-
დეგანო, უნაყოფო ველზე, მწველი მზის ქვეშ, დევნილი პლანე-
ტის უკაცრიელი სივრცის ცენტრში, მისი ადგილი არ იყო არც
ცოცხლების და არც მკვდრების გვერდით, არც შურისძიების მე-
ხი დაეცემოდა და არც გულმოწყალე მიწა მიიბარებდა. უკიდეგა-
ნო ჰორიზონტზე არც ჩრდილი ჩანდა და არც თავშესაფარი, არც
გორაკი ან მთა, ან ორმო; მხოლოდ ერთი უშველებელი, მიშტე-
რებული თვალი – იდუმალებით მოცული და მწველი – რომელ-
საც ვერსად გაექცეოდი და რომელიც მის დაუცველ სულს სირ-
ცხვილის უძირო მორევში აყურყუმელავებდა.
მერე, სიზმარი თვალისმომჭრელი სიკაშკაშით მკვეთრად შე-
იცვალა და მოულოდნელად ნაცნობი სახეები და სურათები
დაინახა. ის მოგზაური იყო, მრავალი წლის ხეტიალის შემდეგ
ბავშვობის ადგილს დაჰბრუნებოდა. ქალაქში რომ შევიდა, საკუ-
თარი სიმდაბლით გამოწვეული მტანჯველი, მაგრამ უსახელო
გრძნობა ჯერ კიდევ ავბედითად დასტრიალებდა თავს და იცო-
და, როგორც იქნა, უმანკოების და სიჯანსაღის სათავეს დაუბ-
რუნდა და გადარჩებოდა.

156
მაგრამ ქუჩაში გავიდა თუ არა, მიხვდა, ყველამ გაიგო, რაც
ჩაიდინა. ხვდებოდა კაცებს და ქალებს, რომელთაც ბავშვობი-
დან იცნობდა, ბიჭებს, ვისთან ერთადაც სკოლაში დადიოდა, გო-
გოებს, რომლებიც საცეკვაოდ დაჰყავდა. ისინი თავიანთი საქ-
მით იყვნენ გართული და ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა
ეტყობოდათ, მაგრამ როგორც კი ვინმეს მიუახლოვდებოდა და
მისასალმებლად ხელს გაუწვდიდა, უაზროდ მიაჩერდებოდნენ,
მათ მზერაში არც სიყვარული იგრძნობოდა, არც სიძულვილი,
არც სიბრალული და არც ზიზღი, საერთოდ არანაირი გრძნობა.
ერთმანეთს მეგობრულად და გულთბილად ელაპარაკებოდნენ,
მაგრამ თუ ის რამეს ჰკითხავდა, გაყინული სახით პასუხობდნენ,
მოკლედ და უემოციოდ, თითქოს არც იცნობდნენ და ყოველ
მცდელობაზე, ძველი მეგობრობა განეახლებინა, გულის გამგმი-
რავ სიჩუმეს და ცივ მზერას აგებებდნენ. კი არ დასცინოდნენ ან
ერთმანეთს იდაყვს კი არ გაჰკრავდნენ და რამეს გადაუჩურჩუ-
ლებდნენ მის დანახვაზე; მხოლოდ და მხოლოდ მშვიდად
ელოდნენ, როდის გასცდებოდა მათ, თითქოს ერთადერთი, რაც
უნდოდათ – არასოდეს თვალით აღარ დაენახათ.
ქუჩაში ნაცნობ სახლებს და ადგილებს თუ ჩაუვლიდა, ადა-
მიანები მშვიდად ელოდნენ, როდის გაქრებოდა მათი თვალთა-
ხედვიდან. დანაშაულის გრძნობამ სულში სამუდამოდ ჩაიბუდა.
იცოდა, რომ მომკვდარიყო, ასე უკვალოდ არ ამოშლიდნენ მახ-
სოვრობიდან, როგორც ახლა ამოშალეს და რომ ჯორჯ ვებერი
მათთვის აღარ არსებობდა.
ქალაქი დატოვა და ისევ იმ ხრიოკ ველზე დაბრუნდა, უმოწყა-
ლო ცის ქვეშ ისევ რაღაცას გაურბოდა, ისევ ის უშველებელი
თვალი მიშტერებოდა და ენით აუწერელი სირცხვილით წვავდა.

157
თავი მერვე

კომპანია

ჯორჯი ფიქრობდა, როგორ გამიმართლა, შეპერტონებმა გა-


რაჟის თავზე ოთახი რომ დამითმესო. იმითაც კმაყოფილი იყო,
მისტერ მერიტმა რომ ჩამოასწრო და საუკეთესო სასტუმრო
ოთახი დაიკავა, სადაც არავინ შეაწუხებდა, იმდენად სასიამოვ-
ნო შთაბეჭდილება დატოვა პირველივე შეხვედრაზე. მისტერ მე-
რიტი დაახლოებით ორმოცდახუთი წლის ლოყებღაჟღაჟა, ჩაფ-
სკვნილი, კარგად მოვლილი კაცი გახლდათ, ყველასთან თავა-
ზიანი და მუდამ მხიარული, ჯიბეები საუკეთესო სიგარებით
ჰქონდა სავსე და როგორც კი ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემო-
და, სხვებსაც სთავაზობდა. რენდიმ ადრე უთხრა, „კომპანიის კა-
ციაო“, ოღონდ ჯორჯი ვერ ხვდებოდა, „კომპანიის კაცს“ რა ევა-
ლებოდა, მაგრამ მისტერ მერიტის შემხედვარე, ფიქრობდა, რა-
ღაც ძალიან სასიამოვნო უნდა იყოსო.
რა თქმა უნდა, იცოდა, მისტერ მერიტი რენდის უფროსი რომ
იყო, და ისიც შეიტყო, რომ ყოველ ორ-სამ თვეში უწევდა ქალაქ-
ში ჩამოსვლა. კეთილი, წითელლოყება სანტა კლაუსივით მოევ-
ლინებოდათ ხოლმე, მუდამ მხიარული ჩამოურიგებდა თი-
თოეულს სიგარებს, ხელს გადახვევდა ნაცნობებს და ყველას
ახალისებდა. როგორც თავად თქვა ერთხელ:
– დროდადრო უნდა გამოვჩნდე, უნდა შევამოწმო, ყველაფე-
რი რიგზეა თუ არა, ვინმე ხომ არ მამაძაღლობს.

158
და ჯორჯს ისე სასაცილოდ ჩაუკრა თვალი, ყველას გაეღიმა,
მერე კი მას მოზრდილი სიგარა მიაწოდა.
სავარაუდოდ, მისტერ მერიტს ელჩის ფუნქცია ჰქონდა. რენ-
დის და კომპანიის კიდევ სხვა აგენტებს სულ ლანჩზე და სადილ-
ზე პატიჟებდა, ოფისში ცოტა ხნით თუ შეივლიდა, ისეთი შთაბეჭ-
დილება რჩებოდა, რომ უმეტეს დროს კარგი განწყობის და გან-
ცხრომის დამკვიდრებას უთმობდა. გავიდოდა ხოლმე ქალაქში,
გაერეოდა ხალხში, ყველას მხარზე ხელს ურტყამდა მეგობრუ-
ლად და სახელით მიმართავდა. ლიბია-ჰილიდან წასვლის მერე,
ქალაქის ბიზნესმენები კიდევ ერთი კვირა მის დანატოვარ სიგა-
რებს ეწეოდნენ. თუ ჩამოვიდოდა, იცოდნენ, რომ „თავისიანებ-
თან“ გაჩერდებოდა და მარგარეტი საუკეთესო კერძს მოუმზა-
დებდა, რასაც მშვენიერ სასმელს აყოლებდნენ. ძვირფასი სას-
მლით მისტერ მერიტი თვითონ ამარაგებდათ, ხელცარიელი
არასდროს ჩამოვიდოდა. ჯორჯმა პირველსავე შეხვედრაზე შე-
ატყო, კეთილი კაცი რომ იყო და აურაც კეთილი ჰქონდა და ამი-
ტომაც უხაროდა მისი იქ ყოფნა.
მისტერ მერიტი არა მარტო კარგი პიროვნება გახლდათ, ის
ასევე „კომპანიიდან“ იყო და ჯორჯი ძალიან მალე მიხვდა, რომ
„კომპანიას“ რაღაც მისტიკური და მაცოცხლებელი ძალა ჰქონ-
და ქალაქის მცხოვრებლებისთვის. რენდიმ კოლეჯი დაამთავრა
თუ არა, იქ მოეწყო სამუშაოდ. მთავარ ოფისში გაგზავნეს, სად-
ღაც ჩრდილოეთში, მოსამზადებელი კურსი უნდა გაევლო. მერე
დაბრუნდა სამხრეთში, კომივოიაჟორობით დაიწყო და საბო-
ლოოდ, სავაჭრო სისტემის დაფასებული წევრი გახდა.
„კომპანია“, „აგენტი“, „სავაჭრო სისტემა“ – ასეთი მისტიკუ-
რი სახელები ერქვათ, მაგრამ ამავე დროს, დამაწყნარებელი.
პირველი კვირის განმავლობაში, რაც ჯორჯი ლიბია-ჰილში რენ-

159
დისთან და მარგარეტთან დასახლდა, მისტერ მერიტი ყოველ
ტრაპეზს ესწრებოდა, საღამოს ვერანდაზე იჯდა, ხუმრობდა, იცი-
ნოდა და ყველას კარგ განწყობას უქმნიდა. ხანდახან რენდის
კომპანიის ამბებს უყვებოდა, ორგანიზაციაში მიღებულ საკუთარ
გამოცდილებას უზიარებდა და მალე ჯორჯი უკეთ გაერკვა, რა
ორგანიზაციაზე იყო საუბარი.
გამომთვლელი მანქანების და სასწორების ფედერალური
კომპანია ფართოდ გადაჭიმული იმპერია იყო, ერთი შეხედვით
ძალიან რთული, მაგრამ თავისი არსით მომხიბვლელად მარტი-
ვი, მისი გული და სული, მისი მამოძრავებელი კი სავაჭრო ორ-
განიზაცია გახლდათ.
მთელი ქვეყანა ოლქებად დაეყოთ და თითოეულ ოლქს საკუ-
თარი აგენტი ჰყავდა. აგენტი, თავის მხრივ, კომივოიაჟორს ქი-
რაობდა და მას ოლქის სხვადასხვა ნაწილს აბარებდა. ყოველ
ოლქში კიდევ „ოფისმენი“ ინიშნებოდა – აგენტის ან კომი-
ვოიაჟორის არყოფნის შემთხვევაში, ის ესწრებოდა, რაც რამ
ხდებოდა ქალაქის ბიზნესის სფეროში – და ასევე „ტექნიკოსი“,
რომელსაც ევალებოდა, გულმოდგინედ შეესწავლა დაზიანებუ-
ლი მექანიზმები. ქვეყანა ისე იყო დაყოფილი, რომ საშუალოდ,
მთელი მოსახლეობის ყოველი ნახევარი მილიონი ადამიანის-
თვის ერთი სააგენტო მუშაობდა, ესე იგი, სულ ორას სამოცი ან
სამოცდაათი იქნებოდა და აგენტები თავიანთ კომივოიაჟორებ-
თან ერთად დაახლოებით ათასხუთასიან არმიას შეადგენდნენ.
მთავარი მიზანი ინდუსტრიული იმპერიისა – რომლის სა-
ხელსაც თანამშრომლები არასდროს ახსენებდნენ (აბა, ხომ არ
შეიძლება, ღვთაებას როყიო ფამილიარობით დაელაპარაკო!)
და მხოლოდ ხმის კანკალით და ოდნავ შესამჩნევი დადაბლე-
ბით წარმოთქვამდნენ სიტყვა „კომპანიას“ – მომხიბვლელად

160
მარტივი იყო. ეს მიზანი დასკვნის სახით ჩამოაყალიბა თავის
ცნობილ გამოსვლაში დიდმა პოლ ს. ეპელტონ მესამემ და მას
შემდეგ ამ ნახევარსაათიან მიმართვას ჯიუტად იმეორებდა სა-
ვაჭრო სისტემის თანამშრომლების ყოველწლიურ შეხვედრაზე.
სიტყვის დასასრულს, უკან, მთელ კედელზე გაკრული შეერთე-
ბული შტატების უზარმაზარი რუკისკენ დიდებულად და მბრძა-
ნებლურად გაიშვერდა ხოლმე ხელს და ამბობდა:
– ეს არის თქვენი ბაზარი! შეგიძლიათ, გაყიდოთ!
რა შეიძლება, ამაზე მარტივი და მომხიბვლელი იყოს? ამაზე
ლაკონიურად როგორ უნდა გამოხატო მძლავრი აღმაფრენა
წარმოსახვისა, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა თა-
ნამედროვე ბიზნესის მატიანეში სახელწოდებით „ხილვა“. ამ
სიტყვებში უსაზღვროდ დიდი შესაძლებლობა და მკაცრი პირდა-
პირობა იდო, რაც ყველა ეპოქის დიდი ლიდერების გამოსვლებ-
ში ისმის. ასე მიმართა ნაპოლეონმა თავის არმიას ეგვიპტეში:
„ჯარისკაცებო, ამ პირამიდების მწვერვალებიდან ორმოცი
საუკუნე დაგცქერით“. ეს კი კაპიტან პერის სიტყვებია: „ჩვენ შევ-
ხვდით მტერს – და ის ჩვენია“. ადმირალ დიუის ცნობილი ბრძა-
ნება მანილას ყურეში: „შეგიძლიათ გახსნათ ცეცხლი, როცა
მზად იქნებით, გრიდლი“. გრანტმა სპოტსილვანიის სასამარ-
თლოს შენობის წინ თქვა: „მე დავიცავ ჩემს პოზიციას, გინდაც
მთელი ზაფხული მოვანდომო“.
ასე რომ, როცა მისტერ პოლ ეპელტონ მესამემ ხელი აიქნია
და განაცხადა: „ეს არის თქვენი ბაზარი! შეგიძლიათ, გაყიდოთ!“
– დარბაზში თავმოყრილი, მის სავაჭრო სისტემაში მომუშავე კა-
პიტნებისთვის, ლეიტენანტებისთვის და რიგითებისთვის ცხადი
გახდა, რომ ბუმბერაზი რომანტიკოსების ხანა არ დასრულებუ-
ლა.

161
მართალია, ყოფილა ისეთი დროც, როცა კომპანიას შეზღუ-
დული ამბიციები ჰქონდა, როცა მისტერ პოლ ეპელტონის ბაბუ-
ამ, კომპანიის დამაარსებელმა, თავისი მოკრძალებული იმედე-
ბი ასე გამოხატა: „ვისურვებდი, რომ ყველა მაღაზიამ და დაწე-
სებულებამ შეიძინოს ჩვენი მანქანა, რომელიც მათ სჭირდე-
ბათ“, მაგრამ დამაარსებლის სიტყვებში ნაგულისხმები თვითაღ-
კვეთა და თვითშეზღუდვა იმდენად მოძველებული იყო, რომ
ლამის ვიქტორიანული ეპოქის განწყობას ქმნიდა. მისტერ დე-
ვიდ მერიტმა ეს თავადაც აღიარა. მართალია, მას აუგის თქმა
არავისზე არ უყვარდა, მით უმეტეს კომპანიის დამაარსებელზე,
მაინც აღიარა, რომ 1929 წლის სტანდარტებით, მოხუც ჯენ-
ტლმენს წარმოსახვა აკლდა.
– ეს ყველაფერი მოძველდა, – თქვა მერიტმა, თავი გააქნია
და ჯორჯს თვალი ჩაუკრა, თითქოს ხუმრობით უნდოდა გაექარ-
წყლებინა, კომპანიის დამაარსებელს რომ შესცოდა, – ჩვენ ბევ-
რად შორს წავედით! – წამოიძახა მოკრძალებული სიამაყით, –
იმას რომ ველოდოთ, როდის მივყიდით მანქანას მას, ვისაც
სჭირდება, არაფერი გამოგვივა, – ამჯერად რენდის ელაპარაკე-
ბოდა, სერიოზულად და დარწმუნებით, – ჩვენ არ ველოდებით,
როდის დასჭირდება ვინმეს მანქანა. თუ გვეტყვის, რომ მის გა-
რეშეც მშვენივრად გააქვს თავი, ჩვენ მაინც ვაყიდვინებთ. ჩვენ
დავარწმუნებთ, რომ ის მას ნამდვილად სჭირდება, არა, რენდი?
მოკლედ, ჩვენ ვქმნით საჭიროებას.
როგორც მისტერ მერიტი განმარტავდა, ეს პოეტური იდეა,
რომელიც ერთი კაცის, არც მეტი არც ნაკლები, კომპანიის ამჟა-
მინდელი უფროსის, თავად მისტერ პოლ ეპელტონ მესამის შთა-
გონებამ შვა, ტექნიკური სახელით „შემოქმედებითი ვაჭრობა“
ან „ბაზრის შექმნა“ უფრო გასაგები იქნებოდა. იდეა მას თვა-

162
ლისმომჭრელი სიკაშკაშით, ზევსის თავიდან დაბადებული ათე-
ნა პალადასავით სრულყოფილი მოევლინა და ეს შთამბეჭდავი
შემთხვევა გუშინდელი დღესავით ახსოვდა. კომპანიის ერთ--
ერთ გაერთიანებულ სხდომაზე, როცა მისტერ ეპელტონი სიტ-
ყვით გამოდიოდა და უკვე ეშხში იყო შესული, მოულოდნელად
საკუთარი ხილვის სიდიადით გაოგნებულს წინადადება შუაზე
გაუწყდა, იდგა და მეოცნებე კაცივით მიშტერებოდა საიდუმ-
ლოებით მოცული აღთქმული ქვეყნის უცნობ ხედებს; და როცა
ბოლოს და ბოლოს ლაპარაკი განაგრძო, ზედმეტი მღელვარე-
ბისგან ხმა უთრთოდა:
– მეგობრებო, – თქვა, – ბაზრის შესაძლებლობები დღეს,
როცა ჩვენ უკვე ვიცით, როგორც უნდა შევქმნათ ის, პრაქტიკუ-
ლად უსაზღვროა! – უცებ გაჩუმდა და, მისტერ მერიტის გადმო-
ცემით, ეს დიდი ადამიანი გაფითრდა და თითქოს წაიბარბაცა,
როცა სიტყვის გაგრძელება სცადა. შემდეგ ძლივსგასაგონი
ჩურჩულით თქვა, იფიქრებდი, თვითონაც უჭირს საკუთარი კონ-
ცეფციის მნიშვნელობის აღქმაო, – ჩემო ძვირფასო მეგობრებო,
– თავს ძალა დაატანა და აღმოთქვა, თან ყველამ დაინახა, რო-
გორ მოეჭიდა ტრიბუნას წონასწორობის შესანარჩუნებლად, –
ჩემო მეგობრებო, თუ სწორად ვიმსჯელებთ, – ჩაიჩურჩულა და
გამშრალ ტუჩებზე ენა გადაისვა, – თუ სწორად ვიმსჯელებთ,
ისეთი ბაზარი შეგვიძლია შევქმნათ, – ხმას აუწია და ახლა მკა-
ფიოდ ისმოდა მისი წკრიალა სიტყვები, – რომ არავის გაუჩნდე-
ბა ეჭვი, რატომ არ უნდა ჰყავდეს ჩვენი მანქანა შეერთებულ
შტატებში მცხოვრებ ყველა კაცს, ქალს ან სულაც ბავშვს! – ამას
მოჰყვა ყველასთვის ნაცნობი ჟესტი, ხელის გაქნევა რუკისკენ:
„ეს არის თქვენი ბაზარი, ბიჭებო! შეგიძლიათ, გაყიდოთ!“

163
იმ დღიდან მისტერ პოლ ს. ეპელტონის ხილვამ საძირკველი
ჩაუყარა შესანიშნავ შენობას, ჭეშმარიტი ეკლესიის და ცოცხა-
ლი რწმენის შენობას, რომელსაც სახელად „კომპანია“ ეწოდა.
საკუთარი წარმოსახვის მადლიერმა მისტერ ეპელტონმა ორ-
თქლმავლის დგუშის სიზუსტით მომუშავე ორგანიზაცია შექმნა.
კომივოიაჟორის ზევით აგენტი იდგა, აგენტის ზევით – ზედამ-
ხედველი, ოლქის ზედამხედველის ზევით – ოლქის მენეჯერი,
ოლქის მენეჯერის ზევით – დირექტორი, რომლის ზევითაც – თუ
თავად ღმერთი არა, მისი ძალიან მახლობელი, რადგან აგენტე-
ბი და კომივოიაჟორები მას საკადრისი მოკრძალებით „პ. ს. ე“-ს
უწოდებდნენ.
მისტერ ეპელტონმა სპეციალური სამოთხეც გამოიგონა კომ-
პანიისთვის – „კლუბი ასი“. კლუბის პირველი წევრი პ. ს. ე. გახ-
ლდათ და სავაჭრო ორგანიზაციის ნებისმიერი რანგის წარმო-
მადგენელს უფლება ჰქონდა, მისი წევრი გამხდარიყო, ყველაზე
მოკრძალებულ კომივოიაჟორსაც კი. „კლუბი ასი“ საზოგადოებ-
რივი ორგანიზაცია იყო, მაგრამ მხოლოდ ამით როდი შე-
მოიფარგლებოდა. ყოველ აგენტს და კომივოიაჟორს ჰქონდა
„კვოტა“ – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეულს, მისი შე-
საძლებლობებიდან და მისთვის ჩაბარებული ოლქიდან გამომ-
დინარე, გარკვეული რაოდენობის საქმიანი გარიგება უნდა
დაედო. კვოტები ტერიტორიის სიდიდის, სიმდიდრის და აგენტის
გამოცდილების, და უნარის მიხედვით განსხვავდებოდა. ერთის
თუ სამოცი იყო, მეორის შეიძლებოდა ოთხმოცი ყოფილიყო, მე-
სამის – ოთხმოცდაათი ან ასი, ოლქის აგენტის კვოტა კი უფრო
მაღალი იყო, ვიდრე რიგითი კომივოიაჟორისა. განურჩევლად
კვოტის ზომისა, კლუბში გაწევრიანების უფლება ყველას ჰქონ-
და, ოღონდ ერთი პირობით: თავისი კვოტა ასი პროცენტით უნ-

164
და შეესრულებინა. თუ ვინმე უფრო მეტს შეასრულებდა,
ვთქვათ, საკუთარი კვოტის ას ოც პროცენტს, შესაბამის ჯილდოს
მიიღებდა, არა მხოლოდ მორალურს, არამედ ფინანსურსაც.
„კლუბ ასში“ მაღალი და დაბალი რანგები არსებობდა და იმდე-
ნივე ღირსების ხარისხი, რამდენიც მასონთა ლოჟაში.
კვოტის საზომი „პუნქტი“ იყო, პუნქტი კი ორმოცდოლარიან
საქმეს გულისხმობდა. თუ კომივოიაჟორის კვოტა ოთხმოცს შე-
ადგენდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ვალდებული იყო, ყოველთვე
გამომთვლელი მანქანების და სასწორების ფედერალური კომ-
პანიის 3 200 დოლარის ღირებულების პროდუქცია გაეყიდა, ან
40 000 ათასი დოლარის ღირებულებისა – ყოველწლიურად.
ჯილდო დიდი იყო. კომივოიაჟორი თხუთმეტიდან ოც პროცენ-
ტამდე იღებდა გაყიდულიდან, აგენტი – ოციდან ოცდახუთამდე.
ამას გარდა, არსებობდა პრემიები მათთვის, ვინც შეასრულებდა
ან გადააჭარბებდა კვოტას. გამოდის, რომ ჩვეულებრივ კომი-
ვოიაჟორს შეეძლო, ყოველწლიურად 6 000-დან 8 000-მდე დო-
ლარი გამოემუშავებინა, აგენტს კი 12 000-დან 15 000-მდე და
კიდევ მეტიც, თუ განსაკუთრებით კარგი ოლქი შეხვდებოდა.
მისტერ ეპელტონის სამოთხის ჯილდოებზე საკმარისი
ვთქვით. მაგრამ სამოთხე როგორ იქნება ჯოჯოხეთის გარეშე?
ასე რომ, ლოგიკურმა ვითარებამ მისტერ ეპელტონი აიძულა,
ჯოჯოხეთიც გამოეგონებინა. ერთხელ თუ დაუწესებდა კომპანია
თანამშრომელს კვოტას, ის აღარ მცირდებოდა. უფრო მეტიც,
თუ კომივოიაჟორის კვოტა ოთხმოცი იყო და ის მას წლის გან-
მავლობაში შეასრულებდა, მზად უნდა ყოფილიყო, რომ მომავა-
ლი წლიდან მისი კვოტა ოთხმოცდაათამდე გაიზრდებოდა. სულ
წინ და მაღლა მიიწევდი და რბოლაში სწრაფები იმარჯვებდნენ.

165
მართალია, კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითი იყო,
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისტერ პოლ ს. ეპელტონ მესამე
თეოლოგი გახლდათ და კალვინივით, მანაც იცოდა, როგორ
შეეთავსებინა თავისუფალი ნება ბედისწერისთვის. თუ ვინმე
„კლუბ ასს“ არ მიეკუთვნებოდა, მალე დადგებოდა დრო, როცა
ის აღარც მისტერ ეპელტონის კომპანიას აღარ მიეკუთვნებოდა.
ეს კი აგენტისთვის და კომივოიაჟორისთვის კეთილდღეობაზე
უარის თქმას ნიშნავდა. თუ ვინმე კომპანიის სამოთხეში გაწევ-
რიანებას ვერ მოახერხებდა ანდა სამსახურიდან გამოუშვებ-
დნენ, მისი კოლეგები წინდახედულად იკითხავდნენ: „სად არის
ჯო კლატცი?“ პასუხი ძირითადად ბუნდოვანი იყო ხოლმე და რა-
ღაც გარკვეული დროის შემდეგ, ჯო კლატცს საერთოდ არ ახსე-
ნებდნენ – ის დავიწყებას ეძლეოდა, რადგან „კომპანიაში აღარ
მუშაობდა“.
თავისი ცხოვრების მანძილზე მისტერ პოლ ს. ეპელტონს
მხოლოდ ერთხელ ეწვია ზეშთაგონება, ასე სულისშემძვრელად
რომ აღწერა მისტერ მერიტმა, მაგრამ ის ერთი შემთხვევა საკ-
მარისი გამოდგა, მაცდუნებელი დიდებისკენ სწრაფვა გაეღვიძე-
ბინა. წელიწადში ოთხჯერ, ყოველი კვარტალის დასაწყისში, გე-
ნერალურ დირექტორს იბარებდა და ეუბნებოდა: „რა ხდება,
ელმერ? რატომ არაფერს აკეთებთ? აგერაა ბაზარი! ხომ იცით,
რაც არის საჭირო – თუ არა და...“ ამის შემდეგ, გენერალური
დირექტორი სათითაოდ იბარებდა ოლქის მენეჯერებს და მისივე
სტილის დაცვით, პ. ს. ე.-ს ნათქვამს სიტყვასიტყვით გადასცემ-
და, ოლქის მენეჯერები იმავე სცენას იმეორებდნენ ოლქის ზე-
დამხედველების წინაშე, რომლებიც თავის მხრივ აგენტებს გა-
დასცემდნენ, აგენტები – კომივოიაჟორებს და ვინაიდან კომი-
ვოიაჟორების ქვევით აღარავინ იდგა, ისინი „უნდა შეფუცხუნე-

166
ბულიყვნენ, თუ არა და...“ ამ ყველაფერს კი „ორგანიზაციის მო-
რალის შენარჩუნება“ ერქვა.
ვერანდაზე მოკალათებული მისტერ დევიდ მერიტი იხსენებ-
და უამრავ თავგადასავალს, კომპანიაში მუშაობის დაწყებიდან
რომ გადახდენოდა და მისი სიტყვებიდან ჯორჯი ბევრად მეტს
იგებდა, ვიდრე ის ამბობდა. ასე, ტკბილ მოგონებებში ჩაძირუ-
ლი, გაუთავებლად ჰყვებოდა მისტერ მერიტი თავის ამბებს,
დროდადრო იხუმრებდა და სიგარას მოქაჩავდა და ყველაფერ-
ში იგრძნობოდა განწყობა: „რა მშვენიერია, რა შესანიშნავია,
როცა კომპანიაში მუშაობ!“
მაგალითად, გაიხსენა ერთი ასეთი შესანიშნავი შემთხვევა –
ყოველწლიურად „კლუბ ასის“ ყველა წევრი ერთად იყრიდა
თავს და იწყებოდა ეგრეთ წოდებული „თამაშის კვირა“. ეს დი-
დებული ყოველწლიური პიკნიკი კომპანიის ხარჯზე იმართებო-
და. შეხვედრის ადგილი შესაძლოა ყოფილიყო ფილადელფია ან
ვაშინგტონი, ან მაიამი, ან ლოს-ანჯელესის ტროპიკული წალკო-
ტი, ანდა შეიძლება, დაქირავებული გემით გაესეირნათ – პატა-
რა, მაგრამ მდიდრული გემით, რომელიც ტრანსატლანტიკურ
რეისებს ასრულებდა – ბერმუდისკენ ან ჰავანისკენ. რაც არ უნ-
და ყოფილიყო, „კლუბ ასს“ სრული თავისუფლება ეძლეოდა.
როცა ზღვაში გადიოდნენ, ერთი კვირით ქირაობდნენ გემს. მთე-
ლი მსოფლიოს სასმელი მათი იყო, თუ, რა თქმა უნდა, შეძლებ-
დნენ, სულ დაეცალათ, ისევე, როგორც ბერმუდის მარჯნის კუნ-
ძულები და მხიარული ჰავანის აკრძალული სიამოვნებები. ერ-
თი კვირით, ამქვეყნად რისი ყიდვაც შესაძლებელი იყო, ყველა-
ფერს ყიდულობდნენ, არაფერს იკლებდნენ და კომპანია – უკ-
ვდავი, მშობლიური და დიდსულოვანი – „ამისთვის ფულს იხდი-
და“.

167
მაგრამ, როცა მისტერ მერიტი საოცრად ხატოვნად აღწერდა
გართობის სცენებს, ჯორჯი სულ სხვა სურათს ხედავდა. მას
თვალწინ ედგა ათას ორასი ან ათას ხუთასი კაცი – ასეთ მოგ-
ზაურობებში ქალები (ყოველ შემთხვევაში ცოლები) არ დაიშვე-
ბოდნენ – ათას ორასი ან ათას ხუთასი ამერიკელი კაცი, უმეტე-
სად შუახნის, დაქანცული და ძალაგამოლეული, ნერვებდაგლე-
ჯილი და უკიდურესად დაძაბული, როგორ იკრიბება „კომპანიის
ხარჯზე“ ერთი მოკლე, ველური კვირის თავდავიწყებისთვის. და
ჯორჯი მოღუშული ფიქრობდა, ნეტა, რა ადგილი ეკავა ამ ტრაგი-
კულ სპექტაკლს მთელი სამყაროს გეგმაში და ნელ-ნელა ხვდე-
ბოდა, რენდი ასეთი შეცვლილი რატომ დაუხვდა.
ლიბია-ჰილისთვის განკუთვნილი კვირა იწურებოდა და კვი-
რის უკანასკნელ დღეს ჯორჯი ბილეთის ასაღებად სადგურში
გაემართა. გზად რენდის ოფისში შეიარა, ლანჩისთვის ერთად
რომ დაბრუნებულიყვნენ შინ. პირველ დარბაზში, სადაც კაკლის
ხის საყრდენებზე დადგმული გამომთვლელი მანქანები და სას-
წორები თვალისმომჭრელად ბზინავდა, კაცის ჭაჭანება არ იყო.
ჯორჯი დაჯდა და დაელოდა. ერთ კედელზე გიგანტური ფერადი
პლაკატი ეკიდა. „ფედერალური კომპანიის ისტორიაში აგვისტო
საუკეთესო თვე იყო“, – ეწერა პლაკატზე, – „სექტემბერი კიდევ
უფრო უკეთესი გავხადოთ! ბაზარი აქ არის, აგენტო, დანარჩენი
თქვენზეა!“
სავაჭრო დარბაზის ბოლოს პატარა გადატიხრული ადგილი
რენდის კაბინეტის მაგივრობას უწევდა. ჯორჯი ელოდა და ნელ--
ნელა გააცნობიერა, რომ გადატიხრულიდან რაღაც მისტიკური
ხმები აღწევდა. პირველად ქაღალდის შრაშუნი გაიგონა, თით-
ქოს ვიღაც დავთარს ფურცლავდა, მერე დროდადრო ესმოდა
ჩურჩულით წარმოთქმული მოკლე გაუგებარი სიტყვები, რომ-

168
ლებშიც ხან ნდობა იგრძნობოდა, ხან მუქარა და თან ბურტყუნი
ან თავშეკავებული შეძახილი ერთვოდა. უცებ ორი ხმამაღალი
დარტყმის ხმა გაისმა, თითქოს დავთარი მთელი ძალით მოკე-
ცეს და მერე მაგიდაზე ან მერხზე დაანარცხეს. იმავე წამს ხმებიც
გაძლიერდა, ახლა უფრო გარკვევით ისმოდა და ჯორჯმა რენ-
დის ხმა იცნო, ის ჩუმად, სევდიანად, ყოყმანით და ძალიან შეწუ-
ხებული ლაპარაკობდა. მეორის ხმა ჯორჯს არასდროს გაეგო.
მაგრამ ყური რომ დაუგდო, კანკალი აუვარდა და ტუჩები გა-
დაუთეთრდა. იმიტომ რომ, თავისი ტონით ხმა ფეხქვეშ თელავ-
და ადამიანის სიცოცხლეს, ამცირებდა, დასცინოდა და სილას
აწნიდა მის ღირსებას და ჯორჯი მიხვდა, ამ სიტყვებით მის მეგო-
ბარს მიმართავდნენ, გულში უცაბედი და გაუაზრებელი მკვლე-
ლობის სურვილი ჩაესახა. და ყველაზე გამაოგნებელი და შემზა-
რავი ამ ეშმაკის ხმაში იყო ის, რომ რაღაც ეცნო – თითქოს მისი
ნაცნობი ლაპარაკობდა.
უცებ გონება გაუნათდა – ეს მერიტის ხმა იყო! ეს ხმა, როგო-
რი წარმოუდგენელიც არ უნდა მოსჩვენებოდა, ეკუთვნოდა პუტ-
კუნა, მხიარულ კაცს, ყოველთვის კეთილგანწყობილს და ხალი-
სიანს.
ახლა, დაბინდული მინის და გაპრიალებული ხის ტიხრის
იქით, ამ კაცის ხმა მოულოდნელად სატანის ხმად ქცეულიყო.
ვერ იჯერებდა, ჯორჯმა შეუძლოდ იგრძნო თავი, თითქოს საზა-
რელი კოშმარი ესიზმრებოდა, როცა ხედავ, რომ შენი ნაცნობი
რაღაც საზიზღრობას სჩადის. ყველაზე მომაკვდინებელი მაინც
რენდის ხმა იყო – მორჩილი, ჩუმი, თავმდაბალი და საცოდავად
მავედრებელი. მერიტის სიტყვები ჰაერს აპობდა, ის მათ შხა-
მიანი ნახველივით ისროდა, რენდი კი ამ დროს მშვიდად, ყოყმა-
ნით და ძალიან შეწუხებული პასუხობდა.

169
– რა ხდება? აღარ გინდა მუშაობა?
– რატომ... დიახ, ხომ იცი, რომ მინდა, დეივ... რა მოხდა, ჰა--
ჰა... – რენდიმ უხერხულად ჩაიცინა.
– მერე რატომ არაფერს არ აკეთებ?
– რა ვიცი, – ისევ უხერხული სიცილი, – მეგონა, ვაკეთებ-
დი...
– ტყუილად გეგონა! – უხეშმა ხმამ ყური მოსჭრა ჯორჯს,– ამ
ოლქში ოცდაათი პროცენტით მეტი საქმე უნდა წარმოებდეს, თუ
არა და! ან საქმეს მოჰკიდე ხელი, ან მიბრძანდი აქედან! კომპა-
ნიას შენ სულ არ ადარდებ! უკვე დიდი ხანია, აქ მუშაობ, მაგრამ
არავისზე მეტი არ გაგიკეთებია კომპანიისთვის! ხომ იცი, რა
ემართება იმათ, ვისაც თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს?
– კი, დეივ, მაგრამ... ჰა-ჰა! – ისევ ჩაიცინა, – სიმართლე
გითხრა, ვერასოდეს ვიფიქრებდი...
– ჩვენ არ გვადარდებს, შენ რას იფიქრებდი, – ულმობელმა
ხმამ ისევ მოსჭრა ყური ჯორჯს, – მოკლედ, მე გაგაფრთხილე. ან
საქმე აკეთე, ან მიბრძანდი!
მინის კარი მოულოდნელად ხმაურით გაიღო და მერიტი გა-
მოჩნდა. ჯორჯი რომ დაინახა, შეცბა, მაგრამ იმწამსვე მოახერხა
გარდასახვა. ფუმფულა წითელლოყება სახე ღიმილმა დაუსერა
და გულთბილად წამოიძახა:
– შეხედეთ ერთი, ვინ მოსულა!
რენდი კუდში გამოჰყვა. მერიტი მიუბრუნდა და ისე ჩაუკრა
თვალი, სპექტაკლში უწყინარი გამოჯავრების დროს რომ იციან:
– რენდი, – ეუბნება, – ჯორჯი დღითიდღე ლამაზდება, არა?
ჯერ არავის ჩავარდნია გულში?
რენდიმ გაღიმება სცადა, სახეზე ნაცრისფერი ედო.

170
– სანაძლეოს დავდებ, დიდ ქალაქში ბევრი თაყვანისმცემე-
ლი გეყოლება, – თქვა მერიტმა და ჯორჯს მიუტრიალდა, – ჰო,
და კიდევ ის, გაზეთში წავიკითხე შენს წიგნზე. ყოჩაღ, შვილო!
შენით ვამაყობთ.
გულთბილად წამოარტყა ხელი მხარზე, ქუდი აიღო და
მხიარულად თქვა:
– აბა, რას იტყვით, ძმებო? ხომ არ აჯობებს, შინისაკენ გავწი-
ოთ და მარგარეტის გემრიელი კერძი მივირთვათ? მე მზად ვარ,
თუ თქვენც მზად ხართ. წავედით?
გაღიმებული, ლოყებაღაჟღაჟებული, მხიარული, მთელი სამ-
ყაროს მიმართ არაგულწრფელი სიყვარულით სავსე მერიტი
აუჩქარებლად გავიდა შენობიდან. რაღაც ერთი წამით, ძველი
მეგობრები გაფითრებულები მიაჩერდნენ ერთმანეთს. ორივეს
გატანჯული და გაოგნებული სახე ჰქონდა, ოღონდ რენდის თვა-
ლებში სირცხვილიც გამოსჭვიოდა. ერთგულება ძვალ-რბილში
ჰქონდა გამჯდარი რენდის და ინსტინქტურად უთხრა:
– დეივი არ არის ცუდი კაცი... იცი, იძულებულია, ასე მოიქ-
ცეს... ის ხომ კომპანიის წარმომადგენელია.
ჯორჯი ჩუმად უსმენდა, ამ დროს მერიტის მონაყოლი ამბები
გაახსენდა და მის თვალწინ საშინელმა სურათმა გაიელვა. ეს
სურათი რომელიღაც გალერეაში ენახა ადრე. ნახატზე ადა-
მიანების გრძელი რიგი იყო გამოსახული პირამიდიდან ფა-
რაონის სასახლემდე. ფარაონი უმოწყალოდ ურტყამდა მათ-
რახს შიშველ ბეჭებზე მის წინ მდგომ კაცს, რომელიც ფარაონის
უფროსი ზედამხედველი იყო, თვითონ ზედამხედველს მრავალ-
კუდიანი მათრახი ეკავა ხელში და აცახცახებულ ზურგზე უტყლა-
შუნებდა, მის წინ ვინც იდგა – ის უფროსი ზედამხედველის უფ-
როსი თანაშემწე იყო, რომელიც მოქნილი ტყავისგან დამზადე-

171
ბულ შოლტს გამეტებით ურტყამდა თავის ხელქვეითს, ხელ-
ქვეითი კეტით სცემდა თავის ხელქვეითებს, ტკივილისგან რომ
ოხრავდნენ, თითოეულ ხელქვეითს კი ხელში წკეპლა ეჭირა და
ერთად თავმოყრილ უამრავ მონას ზურგებს უჭრელებდა, ხოლო
მონები მიათრევდნენ ტვირთს, ოფლად გახვითქულნი ჭაპან-
წყვეტით აგებდნენ ცამდე აზიდულ პირამიდას.
ჯორჯს არაფერი უთქვამს. უბრალოდ, ვერ შეძლო. მან რაღაც
ძალიან ახალი გაიგო ცხოვრებაზე, ის, რაც აქამდე არ სცოდნია.

172
თავი მეცხრე

დაკარგული კაცების ქალაქი

მოგვიანებით ჯორჯმა მარგარეტს სთხოვა, სასაფლაოზე გაჰ-


ყოლოდა. მარგარეტმა რენდის მანქანა გამოართვა და წავიდ-
ნენ. გზად საყვავილესთან გაჩერდნენ და ქრიზანთემები იყიდეს.
მთელი კვირა კოკისპირულად წვიმდა, ახლად დაყრილი მიწა
ცოტა დაწეულიყო და გარშემო ბზარი მიუყვებოდა.
სველ მიწაზე ყვავილები რომ დაალაგა, მოულოდნელად
ჯორჯს საკუთარი საქციელი ძალიან ეხამუშა. სენტიმენტალურს
ნამდვილად ვერ დაარქმევდი და დაფიქრდა, რატომ მომინდა
ამის გაკეთებაო. წინასწარ არც დაუგეგმავს. უბრალოდ, მანქა-
ნის ფანჯრიდან დაინახა საყვავილე და გაუაზრებლად იყიდა
თაიგული, რომელიც ახლა საფლავზე იდო.
მერეღა მიხვდა, რატომ მოიქცა ასე და რატომ მოუნდა საერ-
თოდ სასაფლაოზე მისვლა. რამდენს ოცნებობდა, ლიბია-ჰილში
დაბრუნებულიყო, სულ სხვაგვარად წარმოედგინა დაბრუნება,
მაგრამ სულ სხვაგვარად წარიმართა ყველაფერი და ახლა ის
საბოლოოდ ემშვიდობებოდა იქაურობას. უკანასკნელი ძაფი,
მშობლიურ მიწასთან რომ აკავშირებდა, გაწყდა და, როგორც
კაცს შეჰფერის, სრულიად მარტოს, ახალი ცხოვრება უნდა და-
ეწყო.
იმდღევანდელივით ახლაც ჩამოწვა ბინდი, ქვემოთ გაშლილ
ქალაქში შუქები აციმციმდა. ჯორჯი იდგა და ქალაქს გასცქერო-
და, მარგარეტი გვერდით ედგა და ალბათ ესმოდა მისი, რადგან

173
არაფერს ამბობდა. მერე ჯორჯი ხმადაბლა ალაპარაკდა. ვიღა-
ცისთვის უნდა ეთქვა, რაზედაც მთელი კვირა ფიქრობდა და რა-
საც განიცდიდა. რენდის არ ეცალა. მარგარეტი აღმოჩნდა ერ-
თადერთი ადამიანი, ვისთანაც დალაპარაკება შეეძლო. ის ჩუ-
მად უსმენდა, არც ერთხელ არ შეაწყვეტინა, როცა ჯორჯი თავის
წიგნზე უყვებოდა, როცა უყვებოდა, რამხელა იმედს ამყარებდა
ამ წიგნზე, როგორ შიშობდა, რომ შეიძლებოდა, ლიბია--
ჰილელებს არ მოსწონებოდათ. მარგარეტმა მკლავზე მოუჭირა
ხელი თანაგრძნობით, რაც ყველა სიტყვაზე მრავლისმთქმელი
იყო.
რენდიზე და მერიტზე სიტყვა არ დაუძრავს. რა საჭირო იყო,
წინასწარ აეფორიაქებინა, რა აზრი ჰქონდა, დაერღვია მისი
უსაფრთხოება, ყველა ქალის სიმშვიდის და ბედნიერების საწინ-
დარი. იმ დღისთვის კმაროდა...
მაგრამ ქალაქზე რაც გულში ედო, ყველაფერი უთხრა, უთ-
ხრა, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ყიდვა-გაყიდვის სიგი-
ჟემ. რა ელოდათ სამომავლოდ ლიბია-ჰილს და მის მცხოვრებ-
ლებს? ყველანი უკეთეს მომავალზე ლაპარაკობდნენ, ჰყვებოდ-
ნენ, როგორ ააშენებდნენ მშვენიერ ქალაქს, მაგრამ ჯორჯს მო-
ეჩვენა, თითქოს მათ რაღაც ველური, უცნაური ლტოლვა ამოძ-
რავებდათ და კიდევ სასოწარკვეთა, იფიქრებდი, რომ მართლაც
სიკვდილისკენ და განადგურებისკენ მიილტვოდნენ. ჯორჯი მიხ-
ვდა, რომ ისინი უკვე განადგურებულები იყვნენ და მაშინაც, რო-
ცა იცინოდნენ, ერთმანეთს მხიარულად შეუძახებდნენ და მხარ-
ზე ხელს წამოარტყამდნენ, მშვენივრად იცოდნენ, რომ აღარა-
ფერი ეშველებოდათ.
ზღაპრულ თანხებს ფლანგავდნენ ქუჩების და ხიდების ასაშე-
ნებლად, არავის რომ არ სჭირდებოდა. ძველი შენობები მიწას-

174
თან გაასწორეს და უზარმაზარი სახლები წამოჭიმეს, ნახევარმი-
ლიონიან ქალაქს რომ ეკადრებოდა, ისეთი. მთები დახვრიტეს,
შესანიშნავი გვირაბები რომ გაეყვანათ, ორმხრივი ლიანდაგით
და მბზინვარე კერამიკული ფილებით მოპირკეთებული – გვირა-
ბიდან პირდაპირ იდეალურ, უდაბურ ადგილებში აღმოჩნდებო-
დი. მთელი ცხოვრების დანაზოგი წყალში გადაყარეს, არა მხო-
ლოდ თავიანთი, მომავალი თაობებისაც. ქალაქი გაანადგურეს
და საკუთარი თავი, შვილები და შვილიშვილებიც მიაყოლეს.
ქალაქი მათ აღარ ეკუთვნოდა, აღარ იყო მათი საკუთრება.
ის ორმოცდაათ მილიონ დოლარად დააგირავეს ჩრდილოეთის
საკრედიტო კომპანიებში. ქუჩები ფეხქვეშ გაუყიდეს. ხელს
აწერდნენ ფურცლებს, რომ ზღაპრულ თანხებს გადაიხდიდნენ
ნაკვეთში და მეორე დღესვე სხვა თავისნაირ უდარდელ გიჟს
მიჰყიდდნენ უფრო ძვირად. ფურცელზე უზარმაზარ მოგებას
ელოდნენ, მაგრამ „ბუმი“ დიდი ხნის წინ დამთავრდა. თითქოს
ყველაფერს ხვდებოდნენ, მაგრამ თვალს ხუჭავდნენ. იღებდნენ
ვალდებულებებს, რომლებსაც იცოდნენ, ვერ გასწვდებოდნენ,
მაგრამ მაინც ყიდულობდნენ.
როცა ყველაფერი დაანგრიეს, რის დანგრევაც შეიძლებოდა
და ყველა ახირება დაიკმაყოფილეს, რის საშუალებასაც ქალაქი
აძლევდათ, მერე უდაბურ შემოგარენს მიადგნენ, ლირიკულ
უკიდეგანო ყამირს, მთელ კაცობრიობას რომ დაიტევდა, შემო-
ღობეს მინდვრები და ნაკვეთები, რაც იგივე იყო, ოკეანის
შუაგული მესრით შემოგესაზღვრა. მერე წარმოსახული სახელე-
ბი დაარქვეს სულელურ წამოწყებებს: „ველური ლოდები“,
„ჩრდილიანი კუთხე“, „არწივის გერბი“. ტყეებს, მინდვრებს და
გაუვალ ბუჩქნარს ფასებს ადებდნენ, ადგენდნენ რუკებს, ბეჭ-
დავდნენ სარეკლამო პლაკატებს, რომლებზედაც გამოესახათ

175
მაღაზიები, ქუჩები, სახლები, კლუბები იმ რეგიონში, სადაც ჯერ
არაფერი იყო და ვერც ვერანაირად მიაღწევდა ვერავინ, გაბე-
დული, ცულმომარჯვებული პიონერების გარდა. ეს ადგილები
მწერლების, მხატვრების და კრიტიკოსების იდილიურ დასახლე-
ბად უნდა გარდაქმნილიყო; იქნებოდა კიდევ სხვა დასახლებე-
ბიც ღვთისმსახურებისთვის, ექიმებისთვის, მსახიობებისთვის,
მოცეკვავეებისთვის, გოლფის მოთამაშეებისთვის და პენსიაზე
გასული ორთქლმავლის მემანქანეებისთვის. ყველასთვის იქნე-
ბოდა ადგილი, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ჯერ ერთმანეთს
მიჰყიდდნენ ნაკვეთებს!
მაგრამ როგორი აღტკინებულები და მონდომებულებიც არ
უნდა ყოფილიყვნენ, მაინც ხვდებოდნენ, რომ მათი ჩანაფიქრი
უსუსური იყო და მალე გაღატაკება ელოდათ. უკეთესი მომავ-
ლისკენ ლტოლვა, გამუდმებით პირზე რომ ეკერათ, რამდენიმე
უშედეგო და გაუგებარი მოქმედებით გაამართლეს. სინამდვი-
ლეში ახალი, უფრო მახინჯი და უფრო მდიდრული სახლები
აიშენეს, ახალი ავტომობილები იყიდეს და კლუბებში გაწევრი-
ანდნენ. და რაც მთავარია, გიჟური სისწრაფით აკეთებდნენ ყვე-
ლაფერს, იმიტომ რომ, – ასე ფიქრობდა ჯორჯი, – შიმშილის და-
საკმაყოფილებლად რაღაცას ეძებდნენ, ოღონდ ვერ პოულობ-
დნენ.
ჯორჯი გორაკიდან დასცქეროდა ქვემოთ მოქუჩებულ სიბნე-
ლეს, სინათლის თარგით მონიშნულ ქუჩებს, მოზღვავებული ავ-
ტომობილების მცოცავ წერტილებს და თავისი ბავშვობის დრო-
ინდელი უკაცრიელი ქუჩები მოაგონდა. თითქოს ამოშანთული
ჰქონდა მახსოვრობაში ის ღამის სევდიანი, მიტოვებული ქუჩები.
ათ საათზე უკვე კაცის ჭაჭანება აღარ იყო ხოლმე და მტკივ-
ნეული ერთფეროვნება სუფევდა, მომაბეზრებლად მოკაშკაშე

176
ქუჩის ფარნები და ცარიელი ტროტუარები, სადაც ვიღაც მაწან-
წალას ფეხის ხმა თუ დაარღვევდა იშვიათად გაქვავებულ სიჩუ-
მეს – ვიღაც სასოწარკვეთილი, მშიერი, მარტოხელა კაცისა,
რომელსაც ბევრი იმედგაცრუების მერე მაინც ეგონა, სადმე
მყუდრო, თბილი ადგილი და სიყვარული იარსებებს ამ უდაბნო-
შიო, იმედი ჰქონდა, მოულოდნელად ჩემთვისაც გაიღება ჯა-
დოსნური კარი, რომელიც საიდუმლო, მდიდრული ცხოვრების-
კენ გამიხსნის გზასო. ასეთები ბევრნი იყვნენ, მაგრამ ვერასო-
დეს პოულობდნენ, რასაც ეძებდნენ. ისინი სიბნელეში კვდებოდ-
ნენ – ისე, რომ ვერ პოულობდნენ ცხოვრების მიზანს, ვერც და-
ნიშნულებას, ვერც კარს.
ამიტომაც მოხდა ყველაფერი ასე, ფიქრობდა ჯორჯი. სწო-
რედ ამიტომ. დიახ, იქ მოხდა – სადაც ღამეები წვალებით გა-
დიოდა, ათი ათას პატარა ქალაქში და ათ მილიონ უკაცრიელ
ქუჩაზე, სადაც ვნება, იმედი და შიმშილი გულივით ფეთქავდა
წყვდიადის მინდვრებში – იქ და არსად სხვაგან, იქ მომწიფდა
მთელი ეს სიგიჟე.
ღამის მოწყენილ, უკაცრიელ ქუჩებზე როცა ფიქრობდა,
ჯორჯს მოსამართლე რამფორდ ბლენდი გაახსენდა, როგორი
შემზარავი სანახავი იყო მარტოდმარტო დაუღალავად მოხე-
ტიალე მძინარე ქალაქის ქუჩებში. ის ხომ არ იყო მთელი ამ
ტრაგედიის თავი და თავი? შეიძლება, მოსამართლე ბლენდი
ღამის სიბნელეს თავს იმიტომ კი არ აფარებდა, რომ მასში ბო-
როტება ბუდობდა – ისე, არც უმაგისობა იყო – არამედ იმიტომ,
რომ მასში რაღაც კარგი ჯერ არ მომკვდარიყო. ამ კაცში ყო-
ველთვის ცოცხლობდა მეამბოხე, ის ყოველთვის ილაშქრებდა
პროვინციული მოსაწყენი ცხოვრების წინააღმდეგ, ცრურწმენე-
ბის და ახირებების, თვითკმაყოფილების, უნიათობის და სიხა-

177
რულის უკმარისობის წინააღმდეგ. ის რაღაც უკეთესს ეძებდა
ღამის სიბნელეში, მცირეოდენ მეგობრულ სითბოს, წყვდიადის
საიდუმლოს, მოახლოებული თავგადასავლის მოლოდინით გა-
მოწვეულ ჟრუანტელს, როცა ნადირობ, კვალში უდგახარ, იპ-
ყრობ და საწადელს ისრულებ. იქნებ უსინათლო კაცს, რომელ-
მაც დაუფარავად უსირცხვილოდ იცხოვრა, ოდესღაც ჰქონდა
საკმარისი სითბო და ძალა, ამ ქალაქის ცივი ღირებულებების
დასაგმობად რომ ებრძოლა, ჰქონდა საკმარისი სითბო და ძა-
ლა, ეძებნა სიხარული და სილამაზე, რომელიც ამ ქალაქში არ
ყოფილა და მხოლოდ მასში ცოცხლობდა? იქნებ ამან მოუღო
ბოლო? იქნებ ისიც ერთ-ერთი დაკარგული კაცი იყო – მარ-
თლაც რომ დაკარგული, რადგან ამ დაკარგულ ქალაქში ვერ
დაფასდა ნიჭი, ვერ გამოიყენა ენერგია, ვერ იპოვა საქმე, ნიჭი
და ენერგია რომ მიეძღვნა – იმიტომ, რომ მისი იმედების, ნიჭის,
ცნობისმოყვარეობის და სულიერი სითბოს ადგილი იმ ქალაქში
არ იყო?
დიახ, მხოლოდ ასე შეიძლებოდა ლიბია-ჰილის უბედობის
ახსნა და მოსამართლე რამფორდ ბლენდის პიროვნების გაგე-
ბაც. რა იყო, მაშინ რომ უთხრა მატარებელში: „შენ გგონია, შინ
დაბრუნება შეიძლება?“ ან: „არ დაგავიწყდეს, რომ გაგაფრთხი-
ლე“. ნეტა, ამას თუ გულისხმობდა? თუ ასეა, მაშინ ჯორჯს მისი
კარგად ესმოდა.
ფიქრებში გართული ჯორჯი ლაპარაკობდა, გარშემო ჰაერი
ძილისმომრევი სითბოთი ივსებოდა. საღამოს ბოლოჯერ დაუს-
ტვინა შაშვმა, ბუჩქებში რაღაცამ გაიფხაკუნა, ფოთლების
შრიალის და სხვა არეული ხმები მოიტანა ქარმა – ბავშვების
ჟრიამული, ძაღლის ყეფა, ძროხის ეჟვნის ჟღარუნი. სასიამოვ-
ნო, მათრობელი სუნი იდგა – ფიჭვის ფისის, ბალახის და სამყუ-

178
რას თბილი სურნელი. ყველაფერი ისე იყო, როგორც ყოველ-
თვის. მაგრამ მისი ბავშვობის ქალაქი, წყნარი ქუჩებით და ფოთ-
ლოვანი ხეების ჩრდილში ჩამალული ძველი სახლებით, ისე
შეცვლილიყო, ძლივს იცნობდი. ბეტონის ახალი, აწოწილი შე-
ნობებით დასერილი, ბრძოლის ველს დაემსგავსა, თითქოს აგუ-
რის, ცემენტის და ბათქაშის ამოფრქვევის შედეგად ალაგ-ალაგ
კრატერები წარმოქმნილიყო. ზოგან ძველი და მშვენიერი ქალა-
ქის ნარჩენები მაინც იყო შემორჩენილი – მოკრძალებული,
ბედს შეგუებული და დათრგუნვილი – ხანდახან მაინც რომ
გვახსენებდნენ თავს, როცა წყნარ ქუჩაზე შუადღისას შინ წასა-
ხემსებლად მიმავალი კაცის ტყავის ფეხსაცმლის ფრატუნს
გაიგონებდი ან ღამის სიმშვიდეს სიცილი, ხმადაბალი საუბარი
და ფოთლების შრიალი თუ დაარღვევდა. მაგრამ ეს ყველაფერი
დაიკარგა!
უკანასკნელი სევდიანი შუქი ციმციმებდა დროისგან მონუს-
ხულ მთებზე. ჯორჯს მისის დელია ფლადი და მისი ნათქვამი
მოაგონდა, დეიდა მეი იმედს არ კარგავდა, ერთ დღესაც დაბ-
რუნდებოდიო. და ასე რომ იდგა ჯორჯი მარგარეტის გვერდით,
რომელიც მშვიდად უსმენდა და ჩამავალი მზის უკანასკნელი
სევდიანი სხივები სახეს მკრთალად უნათებდა, მოულოდნელად
მოეჩვენა, თითქოს ეს მათი განმარტოება მთებთან და მდინარე-
ებთან ნაწინასწარმეტყველები იყო და აუტანელი, გარდაუვალი
დანაკარგის უცნაური გრძნობა დაეუფლა, რომელსაც სახელსაც
ვერ არქმევდა.
ქვემოთ, უკვე ჩაბნელებული მდინარის პირას, ზარმა დარეკა,
მერე საყვირის და ბორბლების ხმა მოესმათ. ეს ღამის მატარე-
ბელი შემოდიოდა ქალაქში. ნახევარ საათს დაისვენებდა და
ჩრდილოეთისკენ განაგრძობდა გზას. ჩაიქროლა, მხოლოდ

179
მოწყენილი ექო დატოვა მთებში, წამიერად გამოანათა ცეც-
ხლის ალმა გახსნილი საქვაბიდან და ისევ სამარისებური სიჩუ-
მე ჩამოვარდა. მერე, უკვე შორიდან, ქალაქის ხმაურში ჩაკარ-
გულმა ერთხელაც ამოიკივლა და ერთხელაც გაუღვიძა ჯორჯს
ბავშვობის დროინდელი გრძნობები, ველური და საიდუმ-
ლოებით მოცული, როცა ნათელ დილას ჰპირდებოდა, ახალი
მიწების და კაშკაშა ქალაქების ხილვას. და ამ დროს მის გულში
რაღაც დემონივით ჩურჩულებდა, ის გაქცევაზე და წყვდიადზე
ელაპარაკებოდა: „მალე! მალე! მალე!“
მანქანაში ჩასხდნენ და მიცვალებულების გორაკი დატოვეს.
ქალმა ზუსტად იცოდა, რა ელოდა წინ – სინათლე, ადამიანები
და ქალაქი; კაცმაც იცოდა, რა ელოდა – მატარებელი, დიდი ქა-
ლაქი და ბუნდოვანი მომავალი.

180
წიგნი მეორე

სამყარო, რომელიც ჯეკმა ააშენა

საშემოდგომო სემესტრის დაწყებამდე ჯორჯ ვებერი ნიუ--


იორკში ჩავიდა და გამოყენებითი ხელოვნების სკოლის ძველ
რუტინას დაუბრუნდა. ახლა კიდევ უფრო მეტად ეჯავრებოდა თა-
ვისი საქმე, გაკვეთილებზეც მხოლოდ ახალ წიგნზე ფიქრობდა,
ნატრობდა, მალე გამომიჩნდეს თავისუფალი დრო და ჩემ გემო-
ზე ვიმუშაო რომანზეო. მუშაობა კი სულ ახალი დაწყებული
ჰქონდა, რატომღაც ამჯერად იოლად მიდიოდა საქმე და გამოც-
დილებით იცოდა, ყოველი წამი უნდა გამოეყენებინა, ვიდრე
შთაგონების შმაგი შემოტევა გადაუვლიდა. ისიც იცოდა და ლა-
მის საგონებელში აგდებდა, რომ პირველი წიგნის გამოქვეყნე-
ბამდე რაც შეიძლება მეტი უნდა დაეწერა. პირველი წიგნის გა-
მოქვეყნების გარდაუვალი დღე კი, ერთდროულად სასურველი
და შიშის მომგვრელი, ახლოვდებოდა. ჯორჯი იმედოვნებდა,
კრიტიკოსები გულმოწყალენი იქნებოდნენ, ყოველ შემთხვევა-
ში, პატივისცემით მაინც განეწყობოდნენ რომანის მიმართ.
ფოქს ედვარდსი ეუბნებოდა, წიგნს კარგად მიიღებენო, ოღონდ
როგორ გაიყიდებოდა, ეს წინასწარ არავინ იცოდა: და საერ-
თოდ აჯობებდა, ამაზე ბევრი არ ეფიქრათ.
ჯორჯი ესტერ ჯეკს ჩვეულებისამებრ ყოველდღე ხვდებოდა,
მაგრამ ისე ღელავდა, „მშობლიურ მთებში დაბრუნება“ უკვე მა-
ლე რომ უნდა გამოსულიყო და ისე იყო მოცული ახალი რომა-
ნით, ესტერს მის გრძნობებში და ფიქრებში მთავარი ადგილი

181
აღარ ეკავა. რა თქმა უნდა, ესტერი თავადაც ხვდებოდა ამას და,
როგორც ყველა ქალი მის ადგილას, უკმაყოფილო გახლდათ.
შეიძლება, ამიტომაც გადაწყვიტა, ჯორჯი წვეულებაზე დაეპატი-
ჟა, ალბათ დარწმუნებული იყო, საზეიმო ვითარებაში უფრო სა-
სურველი გახდებოდა ჯორჯისთვის და მის ყურადღებას ხელახ-
ლა მიიტაცებდა. ყოველ შემთხვევაში, დაპატიჟებით დაპატიჟა.
წვეულებისთვის საგულდაგულოდ ემზადებოდნენ, იქ ესტერის
ოჯახის წევრები, მისი ყველაზე მდიდარი და საუკეთესო მეგობ-
რები იქნებოდნენ. ესტერი ლამის ემუდარებოდა ჯორჯს, მისუ-
ლიყო.
ჯორჯმა უარი უთხრა, ბევრი საქმე მაქვსო. ისიც დასძინა, მე
ჩემი საქმე მაქვს, შენ – შენი და ერთმანეთს ვერ ვუთავსებთო.
ერთად მიღებული შეთანხმებაც შეახსენა, კიდევ გაუმეორა – არ
სურდა, გამხდარიყო ნაწილი მისი სამყაროსი, რომელსაც უკვე
საკმარისად კარგად იცნობდა და თუ ესტერი არ დაიშლიდა და
შეეცდებოდა, თავის ცხოვრებაში შეეტყუებინა, ამით მათ ურთი-
ერთობას ძირს გამოუთხრიდა.
მაგრამ ესტერი არ იშლიდა, მის დასაბუთებებს არად აგდებ-
და.
– იცი, ხანდახან სულელივით ლაპარაკობ, ჯორჯ! – უთხრა
აღელვებულმა, – ერთხელ თუ ჩაიდებ რაღაცას თავში, ვერავი-
თარი საღი აზრი ვეღარ გადაგათქმევინებს. არ შეიძლება, ასე
რომ ხარ გამომწყვდეული შენს ოთახში. არც ჯანმრთელობის-
თვის ვარგა და თანაც, თუ მწერალი ხარ, გარშემო რა ხდება,
ხომ უნდა იცოდე. მე კარგად ვიცი, რასაც გეუბნები. რა სისულე-
ლეა ეს ჩემს და შენს სამყაროებად დაყოფა. სიტყვები, სიტყვები,
სიტყვები! თავს ნუ ისულელებ და მომისმინე. ბევრს ხომ არ
გთხოვ, უბრალოდ, ერთხელ მასიამოვნე.

182
ბოლოს და ბოლოს ესტერმა გატეხა ჯორჯი და მანაც დათმო.
– კარგი, – უხალისოდ ამოილუღლუღა დამარცხებულმა, –
წამოვალ.

183
თავი მეათე

ასეთი იყო ჯეკი დილით

მისტერ ფრედერიკ ჯეკმა შვიდ საათსა და ოცდარვა წუთზე გა-


იღვიძა, ნელა ფხიზლდებოდა და ძალებს იკრებდა. წამოჯდა, ისე
დაამთქნარა, პირი ლამის გაერღვა, გაიზმორა და ნამძინარევი
შეშუპებული სახე მარჯვენა მკლავზე ამობურცულ კუნთებს შო-
რის საყვარლად ჩაასვენა. „ა-ა-ა-აჰ!“ – ისევ გემრიელად გაიზ-
მორა, ღრმა, რეზინივით გაწელილი ძილისგან გამოერკვა და
მოკაკული თითის ზურგით თვალები მოისრისა. მერე, თითქოს
მტკიცე გადაწყვეტილება მიიღოო, ერთი ხელის მოქნევით გადა-
საფარებელი მოისროლა და ფეხები იატაკზე გადმოაწყო. ფუმ-
ფულა რუხ ხალიჩაზე ცერებით მიაგნო რუსული ტყავის წითელ,
უქუსლო ჩუსტებს, ფეხები გაუყარა, უჩუმრად მივიდა ფანჯარას-
თან, ისევ დაამთქნარა და გამოძინებულმა და კმაყოფილმა
მშვენიერ, ჩახჩახა დილას გახედა. იმავე წამს მოაგონდა, 1929
წლის 17 ოქტომბერი რომ გათენებულიყო, წვეულების დღე.
მისტერ ჯეკს უყვარდა წვეულებები. ცხრა სართულით ქვევით ქუ-
ჩა ხევივით გაწოლილიყო დილის ჩრდილში, ცისფერს დაიკრავ-
და, ჯერ კაცი არ ჭაჭანებდა, მაგრამ ახალი დღისთვის მზად იყო.
საბარგომ მძიმედ ჩაიგრუხუნა. ნაგვის ურნა ყრუ ხმაურით გადა-
ყირავდა. ტროტუარზე კაცი გამოჩნდა, უღიმღამო მონაცრის-
ფრო საბურველის ქვეშ მისი სილუეტი ზემოდან სულ პაწაწინა
ჩანდა, სწრაფად შეუხვია პარკ ავენიუსკენ, სამსახურში მიეჩქა-
რებოდა.

184
მისტერ ფრედერიკ ჯეკის ქვემოთ ქუჩა აგურით აწყობილ
ფრიალო კლდეებს შორის გამავალ ვიწრო ცისფერ ბილიკად
ჩანდა. დასავლეთით დილის ოქროსფერი, ახალგაზრდა,
ძლიერი სხივები აწოწილ შენობებზე რელიეფურ გამოსახულე-
ბას ხატავდნენ. ეს რაღაც არაამქვეყნიური, მოვარდისფრო--
ოქროსფერი სხივები ღებავდნენ ცამდე აზიდული შენობების
მწვერვალებს, როცა იმავე შენობის ქვედა სართულები ჯერ კი-
დევ ჩრდილში ჩაკარგულიყო, ყოველგვარი ძალადობის თუ სი-
სასტიკის გარეშე ესვენნენ ფოლადის და ქვის პირამიდების თავ-
ზე, თვალისმომჭრელი ბრწყინვალებით ირეკლებოდნენ უთვა-
ლავ ფანჯარაში და კედლის უხეშ მოყვითალო აგურის ზედაპირს
ვარდის ფურცლის ნაზ და თბილ ფერს სძენდნენ.
ცის ფონზე გამოკვეთილ, ადამიანის ხელით აგებულ ამ
მწვერვალებს შორის უამრავი უზარმაზარი სასტუმრო, კლუბი
და ოფისი იყო, ოღონდ ჯერ იქ სიცოცხლე არ ჩქეფდა. მისტერ
ჯეკი პირდაპირ დიდი ოფისის დარბაზების ანფილადას გადაჰყუ-
რებდა: დილის სინათლე ფორმას სძენდა ღია ფერის მაგიდებს
და ნეკერჩხლის ბზრიალა სკამებს, თხელ, პრიალა ტიხრებს და
დაბინდული მინის კარებს. ცარიელი, სუფთა, მოწყენილი ოთა-
ხები ჩუმად ელოდნენ, როდის შემოიჭრებოდა სიცოცხლე ქუჩი-
დან, როდის შეავსებდა მათ და თავის ნებაზე მოიხმარდა.
მოულოდნელად მისტერ ჯეკს რაღაც ავის მომასწავებელი ენიშ-
ნა ამ შუქში, ამ უკაცრიელ ქუჩებში და ცარიელ შენობებში –
თითქოს სიცოცხლე გაქრა, თითქოს ყველა ამოწყდა და მხო-
ლოდ ეს ცაში აწოწილი ობელისკები დარჩნენ ლეგენდარული
და მშვენიერი ცივილიზაციის მოსაგონრად.
მოუთმენლად შეიბერტყა მხრები, განდევნა წამიერად მოწო-
ლილი არეული ფიქრები და კვლავ ქუჩას გადახედა. ქუჩა ისევ

185
უკაცრიელი იყო, მაგრამ პარკ ავენიუსთან უკვე ხოჭოებივით აწ-
რიალდნენ კებები და მერე ერთბაშად ცენტრალური სადგურის-
კენ აიღეს გეზი. უკვე ყველგან და ყველაფერში იგრძნობოდა
ახალი, შეშლილი დღის დასაწყისი. ასე იდგა ფანჯარასთან,
კაცი-მინიატურა აგურის წყობის მეჩეჩზე, ღმერთის მიერ მოვ-
ლენილი სასწაული, გამძღარი ატომი გამარჯვებული ადამიანის
ხორცისა დედამიწის ყველაზე ჩახლართული ქსელის ცენტრში
აღმართულ ფუფუნების კლდეზე – იდგა ატომების უფლისწული-
ვით და გადაჰყურებდა ხედს. მას სიჩუმის, სინათლის, შუაგულ
ქაოსში ფოლადის კედლებით შემოსაზღვრული სივრცის უსაფ-
რთხოების პრივილეგია ნაყიდი ჰქონდა და ახლა გადახდილის
ხარჯზე ხარობდა. ეს მტვრის ნამცეცი თავისი თვალების სარ-
კმლიდან ყოველდღე უამრავ უბედურებას ხედავდა, მაგრამ არც
შიში და არც ეჭვი არ ეკარებოდა. ვერაფერი შეაძრწუნებდა.
სხვა კაცს რომ შეეხედა ადრეული დილის შუქით გაშიშვლე-
ბული ქალაქისთვის, შეიძლება ეფიქრა, რა არაადამიანური,
შემზარავი და რაღაც ასურული არის მის სითავხედეშიო. მაგრამ
მისტერ ფრედერიკ ჯეკი ასე არ ფიქრობდა. ის კი არადა, მთელი
ეს კოშკები მართლაც მისი ტრიუმფის აღსანიშნავად რომ ყოფი-
ლიყო წამოჭიმული, საეჭვოა, უფრო მეტი სიამაყე, მეტი თავდა-
ჯერება ეგრძნო, მესაკუთრის თავდაჯერება. „ჩემი ქალაქი“, –
გაიფიქრა, – „ჩემი“. გული სიხარულით აევსო, რადგან ბევრი
სხვა კაცივით, მანაც ისწავლა, დაენახა, აღფრთოვანებულიყო
და მიეღო ყველაფერი ისე, რომ მომაბეზრებელი კითხვები არ
დაესვა. იმ ფოლადის და ქვის ქედმაღლურ სიამაყეში მარა-
დიულობას ხედავდა, ყველა უბედობას რომ გაუძლებდა, ყველა
ეჭვს რომ გაფანტავდა და ამომწურავ და გამანადგურებელ პა-
სუხს გასცემდა.

186
უყვარდა ყველაფერი გამძლე, მდიდრული, ტევადი. უყვარდა
ეს ვეება შენობები, რომლებიც უსაფრთხოების და ძალაუფლე-
ბის განცდას მატებდნენ. თავისი ბინის სქელი კედლები და იატა-
კი ხომ განსაკუთრებით უყვარდა. ისე გაივლიდა, ფეხქვეშ არა-
ფერი გაიჭრაჭუნებდა, თითქოს გიგანტური მუხის ერთი ფიცრი-
დან იყო მთლიანად გამოჭრილი. მისი აზრით, ყველაფერი ისე
იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.
მოსწონდა წესრიგი. სიამოვნებით უყურებდა, მანქანები აზ-
ვირთებული ტალღასავით რომ მოაწყდნენ ქუჩას მის ქვემოთ.
სიხარულს ჰგვრიდა, როცა ადამიანები ზედახორაში ერთმანეთს
მუჯლუგუნებს უთავაზებდნენ, რადგან ყველაფერში წესრიგს ხე-
დავდა. წესრიგი აიძულებდა მილიონობით ადამიანს, ყოველ
დილით გამომძვრალიყო სამსახურში წასასვლელად და საღა-
მოს ისევ პატარა საკანში შემძვრალიყო. ეს წესრიგი გარდაუვა-
ლი იყო, როგორც წელიწადის დროთა ცვლა და ჯეკისთვის –
ჰარმონიული და მარადიული, როგორც სამყარო.
მისტერ ჯეკი მოტრიალდა და ოთახს თვალი მოავლო. მოზ-
რდილი ოთახი იყო, ოცი ფუტის სიგრძისა და ოცი ფუტის სიგა-
ნის, მაღალი, თორმეტფუტიანი ჭერით, და ამ კეთილშობილ
პროპორციებშიც ჩანდა ფუფუნება და თავდაჯერება. ზუსტად
კედლის შუაგულში, კარის მოპირდაპირე მხარეს, საწოლი იდგა,
დამოუკიდებლობისათვის ომის დროინდელი, სადა, მკაცრი,
ოთხი სვეტით და ბალდახინით, მის გვერდით პატარა მაგიდაზე
საათი, რამდენიმე წიგნი და ლამპა ეწყო. მეორე კედლის
შუაგულს ანტიკვარული კომოდი ამშვენებდა. ოთახი გემოვნე-
ბით გაეწყოთ გასაშლელი მაგიდით, რომელზედაც რიგებად
ელაგა წიგნები და კიდევ ჟურნალების ბოლო ნომრები, იქვე
ორი ძველი უინძორული სკამით და კომფორტული რბილი სა-

187
ვარძლით. კედელზე რამდენიმე ფრანგული გრავიურა ეკიდა.
ერთი შეხედვით მოკრძალებულ, თითქმის ასკეტურ სისადავეს
დახვეწილად ერწყმოდა სიდიადის, სიმდიდრის და ძალაუფლე-
ბის შეგრძნება.
ოთახის პატრონი ამას კარგად ხვდებოდა და დიდად ნა-
სიამოვნებიც იყო. ერთხელაც მივიდა ფანჯარასთან. თითები
სავსე მკერდზე მიიკრა და დილის სუფთა ჰაერი ხარბად შეისრუ-
ტა. ჰაერში ქალაქის სხვადასხვა არომატი დელიკატურად ეზავე-
ბოდა ერთმანეთს. რატომღაც მიწის სურნელიც იგრძნობოდა,
ნესტიანი და აყვავილებული, მოქცევას მარილიანი სიმყრალე
მოჰქონდა და კიდევ მდინარის სუფთა სუნი, ოდნავ სიდამპლი-
საც რომ დაჰკრავდა, და ამ ყველაფერს პიკანტურობას სძენდა
ახლად მოხარშული მაგარი ყავის ოხშივარი. საკვირველი არო-
მატებით გაჟღენთილ ჰაერში კონფლიქტისა და საფრთხის მუქა-
რა იგრძნობოდა და ამავე დროს, ღვინოსავით, ძალაუფლებას,
სიმდიდრეს და სიყვარულს გპირდებოდა. მისტერ ჯეკმა სასი-
ცოცხლო ეთერი გაუცნობიერებელი სიხარულით შეისუნთქა და,
როგორც ყოველთვის, ესიამოვნა კიდეც და უცნაური საშიშ-
როების მოახლოებამაც შეაფიქრიანა.
ზუსტად იმ დროს მიწა წამიერად იძრა. ჯეკმა წარბები შეკრა,
ძველმა, უსახელო, ამაფორიაქებელმა გრძნობამ გული შეუფ-
რთხიალა. არ უყვარდა, როცა რამე ინძრეოდა ან ყანყალებდა.
პირველად რომ გადმოვიდა ამ სახლში საცხოვრებლად, ერთ
დილას ოდნავი ვიბრაცია იგრძნო. ისეთი ხანმოკლე იყო და ისე
შორიდან მოდიოდა, იფიქრა, ხომ არ მომეჩვენაო. პარკ ავე-
ნიუზე გამავალ შესასვლელთან შვეიცარი რომ იდგა, ის გამოჰ-
კითხა. კაცმა უთხრა, თქვენი საცხოვრებელი სახლი რკინიგზის
ორი გვირაბის თავზე აშენდა და სავარაუდოდ, მიწისქვეშ გამა-

188
ვალმა მატარებელმა გამოიწვია ვიბრაციაო. მისტერ ჯეკი დაამ-
შვიდეს, რომ არავითარი საფრთხე არ ელოდა და რომ ოთახის
კედლები თუ შეინძრა, ეს მისი უსაფრთხოების კიდევ ერთი და-
მადასტურებელი იყო.
და მაინც, ეს ამბავი მისტერ ჯეკს არ მოსწონდა. ცოტათი შე-
აშფოთა. რა თქმა უნდა, აჯობებდა, სახლი მყარ კლდეზე აეგოთ.
ასე რომ, ახლაც, ოდნავი ვიბრაცია რომ იგრძნო, გაჩერდა, წარ-
ბები შეიჭმუხნა და დაელოდა, ვიდრე გადაივლიდა. მერე გაიღი-
მა.
„ჩემ ფეხებქვეშ დიდი მატარებლები დადიან“, – გაიფიქრა, –
„გათენდა, ნათელი დილა გათენდა და მოდიან და მოდიან –
მოჰყავთ ყმაწვილკაცები სოფლებში ნანახი სიზმრების ასახდე-
ნად. მოდიან, რომ დარჩნენ ქალაქში. დიახ, ზუსტად ამ წუთს,
ისინი ჩემ ქვევით გაივლიან, ველური სიხარულით აღვსილნი,
მოლოდინით შეშლილები და საკუთარი ოცნებებით მთვრალე-
ბი. რატომ მოდიან? რატომ? დიდებისთვის, გასამდიდრებლად
და გოგოების გასაცნობად! ყველანი ჯადოსნური ჯოხის საპოვნე-
ლად მოდიან. ძალაუფლების, ძალაუფლების, ძალაუფლება!“
უკვე კარგად გამოფხიზლებულმა მისტერ ჯეკმა ფანჯარა მი-
კეტა და სწრაფი ნაბიჯით სააბაზანოსკენ გასწია. უყვარდა მდიდ-
რულად მოწყობილი სააბაზანო ოთახი, მკრთალი ფერის ფაიფუ-
რით და ვერცხლისფერი ონკანებით. ცოტა ხანს პირსაბანის წინ
კბილებდაკრეჭილი იდგა და სარკეში კმაყოფილი ათვალიერებ-
და თავის ჯანსაღ კბილებს. მერე გულდასმით დაიწყო კბილის
წმენდა, თავს ხან ერთ მხარეს გადასწევდა, ხან მეორე მხარეს
და თან თვალს არ აშორებდა საკუთარ გამოსახულებას, ვიდრე
პიტნისარომატიანი პასტა საკმარისად არ აუქაფდა პირში. ამის

189
მერე გადააფურთხა და ფურთხი წყალს გააყოლა, ბოლოს პირსა
და ყელში ნაზად მჩხვლეტავი ანტისეპტიკი გამოივლო.
უყვარდა, პირსაბანის თავზე, სქელ ცისფერ მინაზე ლო-
სიონები, კრემები, ფლაკონები, ტუბები, ქილები, ფუნჯები და სა-
პარსი მოწყობილობები მიჯრით, მოწესრიგებულად რომ იყო
გამწკრივებული. ვერცხლისტარიანი ფუნჯით სახეზე საპარსი
კრემი წაისვა, მერე თითისწვერებით იქამდე იზილა, ვიდრე
მთელ სახეზე ერთი სისქის თბილი კრემი არ მოეცხო. სამართე-
ბელი გახსნა, ყოველთვის უზადოდ რომ ჰქონდა გალესილი. გა-
დამწყვეტ მომენტში, როცა ის პირველად უნდა ჩამოესვა სახეზე,
ოდნავ წინ გადაიხარა, ხელში ჩაბღუჯული ლაპლაპა სამართებე-
ლი მაღლა ასწია, ფეხები განზე დადგა, მუხლები ოდნავ მოხარა,
აქაფებული სახე ფრთხილად მოაბრუნა გვერდზე და თვალები
ჭერისკენ აღაპყრო, თითქოს მძიმე ტვირთის ასაწევად მოემზა-
და. მერე ორი თითით ლოყა აჭიმა, სამართებელი ჩამოისვა და
კმაყოფილმა ჩაიღრუტუნა. სამართებელი რბილად პარსავდა და
ლოყიდან ყბამდე ვარდისფერ, სუფთა ზოლს ტოვებდა. უხარო-
და, მომაკვდინებლად მჭრელ სამართებელს რომ უძალიანდე-
ბოდა გაუპარსავი წვერი და დაუნდობელი ფოლადი რომ იმარ-
ჯვებდა.
პარსვისას მისტერ ჯეკი სასიამოვნო ამბებს იხსენებდა ხოლ-
მე.
ამჯერად იმაზე ფიქრობდა, საღამოს რას ჩაიცვამდა. ყოველ-
დღე ახალ-ახალს იცვამდა, ელეგანტურ სამოსს უშეცდომოდ არ-
ჩევდა. ბამბას არ იკარებდა. აბრეშუმის საცვლებს ხმარობდა,
ორმოცზე მეტი კოსტიუმი ჰქონდა ლონდონიდან. ყოველ დი-
ლით გულდასმით სწავლობდა თავის გარდერობს, არჩევდა, რა
ჩაეცვა, ჰარმონიულად რომ შეეხამებინა ფეხსაცმელთან, წინ-

190
დებთან, პერანგთან და ჰალსტუხთან, და ვიდრე არჩევდა, ხან-
დახან იბნეოდა ხოლმე. უყვარდა კარადის კარის ფართოდ გა-
ღება, სადაც მისი კოსტიუმები მოწესრიგებული მოხდენილობით
ეკიდა. უყვარდა საუკეთესო ქსოვილის ძლიერი, სუფთა სუნი და
იმ ორმოც, სხვადასხვა ფერის და ფორმის კოსტიუმში საკუთარი
თავის წარმოდგენილ ვარიაციებს სიამოვნებით უჭვრეტდა. ისი-
ნი, როგორც სხვა დანარჩენი ნივთები ოთახში, დილის თავდაჯე-
რებით, სიხარულით და სიმამაცით ავსებდნენ.
საუზმეზე ფორთოხლის წვენს, ორ თოხლო კვერცხს, ორ
თხელ, ხრაშუნა ტოსტს და ოხრახუშით საყვარლად მორთულ და
წვრილად დაჭრილ ვარდისფერ პრაღულ ლორს მიირთმევდა.
შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე ფინჯან მაგარ ყა-
ვას სვამდა და ასე მომაგრებული, მხიარულად გაუყრიდა
თვალს თვალში სამყაროს და ყველაფრისთვის მზად იყო, რასაც
კი ის დღე შესთავაზებდა.
გაახსენდა, იმ დილით მიწის სუნი რომ ეცა და გულზე მალა-
მოდ მოეცხო. მართალია, ქალაქში დაბადებული კაცი იყო, მაგ-
რამ მასაც ხიბლავდა დედაბუნება. უფრო ადამიანის ხელით და-
მუშავებული ბუნება უყვარდა, გაზონებით დამშვენებული მამუ-
ლი, ხასხასა ბაღის ყვავილები, ნაირფერი ბუჩქნარი. ეს ყველა-
ფერი დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა. თითქოს ეძახდა უბრალო
ცხოვრება, ყოველ წელს უფრო და უფრო უმძაფრდებოდა სურ-
ვილი და ბოლოს უესტჩესტერში სახლი აიშენა.
უყვარდა ყველაზე ძვირი სპორტის სახეობები. ხშირად გა-
დიოდა ქალაქგარეთ გოლფის სათამაშოდ, უყვარდა ხავერდო-
ვან ბალახზე მოციმციმე მზის სხივები და ახლად გაკრეჭილი გა-
ზონის სუნი. უყვარდა თამაშის შემდეგ გამამხნევებელი შხაპის
ქვეშ დგომა და პაექრობის ოფლის ჩამობანა ჩაფსკვნილი

191
სხეულიდან, მერე გრილ ვერანდაზე დროის გაყვანა, ხუმრობა
და სიცილი, სანაძლეოს დადება, გამოჩენილ კაცებთან ერთად
კარგი ვისკის დალევა. უყვარდა ეცქირა, მისი ქვეყნის დროშა
როგორ ფრიალებდა უსიცოცხლოდ მაღალ თეთრ ბოძზე, იმი-
ტომ, რომ უხდებოდა.
ჯეკს უყვარდა უფრო უხეში და უფრო ბუნებრივი სილამაზეც.
უყვარდა მთის ძირში მაღალი ბალახის ბიბინი და ძველი,
ჩრდილში ჩაფლული გზები, რომლებიც წყნარი ადგილებისკენ
უხვევდნენ, შორს სისწრაფისგან და ბეტონისგან. კოსმოსური
სევდა შეიპყრობდა ხოლმე ოქტომბრის შუა რიცხვებში ნარინ-
ჯისფერი, ოქროსფერი და მოყავისფრო ფოთლების ხილვისას.
ერთხელ ჩამავალი მზის სხივებში წითელ წისქვილს მოჰკრა
თვალი და გული კინაღამ გაუჩერდა (ვინ დაიჯერებს, რომ ეს
ნიუ-იორკიდან სულ რაღაც ოცდაათ მილშია). ასეთ დროს დედა-
ქალაქი ძალიან შორს ეჩვენებოდა. ასეთ დროს მოუნდებოდა,
ყვავილი მოეწყვიტა და გარინდებულიყო მდინარის პირას. მაგ-
რამ ყოველ ჯერზე სევდიანად ამოიოხრებდა, ერთხელ კიდევ
დაფიქრდებოდა, როგორი სულსწრაფი და უაზროა კაცის ცხოვ-
რება და უკან ბრუნდებოდა. იმიტომ, რომ თუ ცხოვრობ, უნდა
იცხოვრო და მისტერ ჯეკი ბიზნესმენი გახლდათ.
ბიზნესმენი იყო და, რა თქმა უნდა, აზარტული თამაშების
მოყვარული. თვითონ ბიზნესიც აზარტული თამაში არ არის?
აიწევს ფასები თუ დაიწევს? კონგრესი ამ გადაწყვეტილებას
მიიღებს თუ არა? დაიწყება ომი დედამიწის რომელიმე კუთხეში
და რომელიმე ნედლეული შემოგვაკლდება? როგორ გამოეწყო-
ბიან ქალები გაისად – დიდ ქუდებს დაიხურავენ თუ პატარებს,
გრძელ კაბებს ჩაიცვამენ თუ მოკლეს? სწორად თუკი მიხვდები,
ფულითვე დაგიბრუნდება, და თუ ხშირად ვერ მიხვდი

192
დროულად, ბიზნესმენი ვეღარ იქნები. ასე რომ, მისტერ ჯეკს
აზარტული თამაშები უყვარდა და თამაშითაც ბიზნესმენივით
თამაშობდა – დღისით, ყოველდღე, ბირჟაზე, ღამღამობით კი
თავის კლუბში, თან ვიღაც მხდალივით კი არა, ათას დოლარს
ისე ჩამოვიდოდა, წარბი არ შეერხეოდა. ციფრები არ აშინებდა.
ამიტომ იყო, ხალხმრავლობა რომ უყვარდა. ამიტომ იყო, პირ-
ქუში კლდეების მსგავსი ვეებერთელა შენობების მკაცრი არქი-
ტექტურა მის სულს უსაფრთხოებას რომ ჰპირდებოდა. ცათამ-
ბჯენის დანახვისას ნაცარს კი არ დაიყრიდა ან შეშლილ თავში
ხელებს კი არ წაიშენდა და იყვირებდა: „ეს რა უბედურება დაგ-
ვემართა!“ არა და არა. ყველა შენობის ღრუბლებში დაკარგული
შპილი მისთვის ძალაუფლების სიმბოლო იყო, ამერიკული ბიზ-
ნესის უკვდავი იმპერიის მონუმენტი, რადგან ეს იმპერია მისი
რწმენა იყო, მისი მომავალი, მისი ცხოვრება. და თავისი ადგი-
ლიც ზუსტად ჰქონდა შერჩეული.
ისე, ამპარტავანი კაცი არ იყო, არც ცხვირის აბზუება იცოდა.
იმიტომ, რომ ნანახი ჰყავდა ისინი, ვინც ვირთხის სოროებში
ცხოვრობდნენ და ხშირად თავის თავს ეკითხებოდა, განა ეს
ცხოვრებააო?
მისტერ ჯეკმა წვერის პარსვა დაამთავრა, ჯერ თბილი წყლით
მოიბანა სახე, მერე ცივით, ბოლოს პირსახოცით შეიმშრალა და
გულდასმით შეიზილა სურნელოვანი, მაგრამ ცოტა მძაფრსუ-
ნიანი ლოსიონი. საქმეს რომ მორჩა, ცოტა ხანს ასე იდგა და
კმაყოფილი შესცქეროდა თავის გამოსახულებას. ნაზად გადაის-
ვა თითები ლოყის ხავერდოვან კანზე და სწრაფად მიტრიალდა,
უკვე მზად იყო საბანაოდ.
უყვარდა დილით მოზრდილ, ღრმა აბაზანაში ჩაწოლა, სა-
სიამოვნო, თბილ, ზღვის მარილის არომატული სისუფთავით

193
გაჟღენთილ ქაფიან წყალში. მისტერ ჯეკი ესთეტიც იყო და როცა
აბაზანაში წვებოდა, უყვარდა, ნებიერად ეცქირა, როგორ ცეკ-
ვავდნენ ხოლმე კრემისფერ ჭერზე არეკლილი წყლის მბზინავი
წვეთები. მაგრამ ყველაზე მეტად უყვარდა, როცა ვარდისფერი
და გალუმპული, სურნელოვანი ქაფის ზოლებით ტანზე, შხაპის
ქვეშ დადგებოდა და წყლის ძლიერი ნაკადი ნემსივით უჩხვლეტ-
და, რაც სიმამაცეს მატებდა და ამხნევებდა. უყვარდა, ჯან--
ღონით სავსე რომ გადმოდგამდა ფეხს სქელ კორპის ნოხზე და
დიდი, ხაოიანი პირსახოცით ენერგიულად იწყებდა ტანის მშრა-
ლებას.
იცოდა, ეს ყველაფერი რომ ელოდა, როცა მოვერცხლილი
საცობი ყრუ ხმაურით ჩააგდო აბაზანაში. ცხელი წყლის ონკანი
ბოლომდე გახსნა და ერთხანს უყურებდა, ორთქლიანი წყალი
ბუყბუყით როგორ ავსებდა აბაზანას. მერე ჩუსტები გაიხადა და
სწრაფად აიძრო აბრეშუმის პიჟამა. მკლავზე ამაყად მოისინჯა
კუნთი და კმაყოფილმა შეათვალიერა სარკეში ჩაფსკვნილი
სხეული. კარგად იყო ჩამოსხმული, ზედმეტი ქონი თითქმის არ-
სად შეემჩნეოდა, შეიძლება ოდნავ – თეძოს თავზე, მაგრამ სა-
ნერვიულოდ არ ღირდა, ოცი წლით უმცროსებზე ბევრად უკეთ
გამოიყურებოდა. ონკანი დაკეტა, თითით მოსინჯა წყლისტემპე-
რატურა და ნაწყენმა და გაკვირვებულმა სწრაფად ამოსწია ხე-
ლი. ისე იყო გართული ფიქრებში, ცივი წყლის დამატება დავიწ-
ყებოდა. ასე რომ, ახლა ცივი წყლის ონკანი გახსნა და ელოდა,
ვიდრე პაწაწინა თეთრი ბუშტები ამოცურდნენ და მოციმციმე შუ-
ქის ტალღები გაუშვეს ცხელი წყლის ცისფერი ზედაპირისკენ.
ამჯერად ფეხის ცერით მოსინჯა ფრთხილად და მოეწონა. ონკა-
ნი დაკეტა.

194
ამის მერე ერთი-ორი ნაბიჯი გადადგა უკან, შიშველი ფეხის-
გულებით თბილი მეტლახი შეიგრძნო, წელში გაიჯგიმა ჯარისკა-
ცივით, ღრმად ჩაისუნთქა და ენერგიულად შეუდგა დილის ვარ-
ჯიშს. ფეხები გაამაგრა, წინ გადაიხარა და ჩაიღრუტუნა, როცა
თითისწვერები მეტლახს დაადო. მოძრაობებს რიტმულად
იმეორებდა და თან ითვლიდა: „ერთი! ორი! სამი! ოთხი!“ და ყო-
ველ ჯერზე, როცა ხელებით ჰაერს აპობდა, მისი ფიქრები მაინც
მსუბუქად, თავიანთი სასიამოვნო და ჩვეული გზით მიედინე-
ბოდნენ.
დიდი წვეულების ღამე დგებოდა. მისტერ ჯეკს უყვარდა
მხიარული თავყრილობები. ამას გარდა, ჭკვიანიც იყო, კარგად
იცნობდა სამყაროს და ამ ქალაქს და მართალია, გული კეთილი
ჰქონდა, ხელიდან არ გაუშვებდა პატარა, უწყინარ გართობებს,
იქნებოდა ეს ინტელექტუალების მახვილსიტყვაობა თუ მიამიტი,
მზაკვრულ თამაშებში გამოუცდელი ახალგაზრდების გაღი-
ზიანება. ასეთი შემთხვევა აუცილებლად მოგეცემა, როცა
წვეულებაზე ყველა ტიპის ადამიანი იყრის თავს და ეს რაღაც
სხვა ეშხს მატებს საღამოს – ვთქვათ, როცა ვიღაც სოფლელი
ხეპრე უხერხულად გრძნობს თავს ბოროტ და ეშმაკურ სიტყვაზე
წამოგებული, უმჯობესია ქალის ნათქვამზე, რადგან ქალები
უკეთ არიან ამ საქმეში დახელოვნებულნი. მაგრამ მათ არც ზო-
გიერთი კაცი ჩამოუვარდებათ – განებივრებული ოთახის ძაღ-
ლები ან გამაღიზიანებელი, დახვეწილი კაცები ქალური მანერე-
ბით, რომელთაც ადვილად შეუძლიათ, გაპრანჭული ენით და-
გესლონ ნებისმიერი ადამიანი. იყო რაღაც ძალიან ამაღელვებე-
ლი ანკესზე წამოგებულ სოფლელ ბიჭში, ნელ-ნელა სირცხვი-
ლი, გაკვირვება და სიბრაზე სახეს რომ აუღაჟღაჟებდა და უად-
გილო და უტაქტო სიტყვებით უიმედოდ ცდილობდა, საკადრისი

195
პასუხი გაეცა კრაზანისთვის, რომელმაც ნესტარი ჩაასო და გაფ-
რინდა, იყო რაღაც ძალიან საყვარელი – იმდენად, რომ უმწეო
მსხვერპლის შემხედვარე მისტერ ჯეკს ლამის მამობრივი ნაზი
გრძნობა ეღვიძებოდა. ისეთი ახალგაზრდა და ისეთი გამოუცდე-
ლი იყო ხოლმე მსხვერპლი, რომ უნებურად საკუთარი სიყმაწვი-
ლე ახსენდებოდა.
მაგრამ რაც მართალია მართალია, მისტერ ჯეკი არც ბორო-
ტი კაცი იყო და ზომიერების გრძნობაც ჰქონდა. უბრალოდ, უყ-
ვარდა გაჩახჩახებული ღამის მხიარულებები, ჟრუანტელის მომ-
გვრელი მაღალი ფსონები, ახალი სიამოვნების მოლოდინი. უყ-
ვარდა თეატრი და ყველა საუკეთესო სპექტაკლს ესწრებოდა,
სადაც გონებამახვილური სარიტა, კარგი ცეკვები და გერშვინის
მუსიკა ეგულებოდა. უყვარდა ის შოუები, მისი ცოლი რომ
აფორმებდა, ძალიან ეამაყებოდა და სიხარულით დადიოდა
მოყვარულთა თეატრის საღამოებზე. უყვარდა საღამოს ტანსაც-
მელში გამოწყობილს კრივის ჩემპიონატზე დასწრება. ერთხელ
შინ დაბრუნებულმა შენიშნა, ქათქათა თეთრ პერანგზე ჩემ-
პიონის სისხლი მოსცხებოდა, რითაც ბევრი ვერ დაიკვეხნიდა.
უყვარდა ხალხში გარევა, შინ ხშირად პატიჟებდა საუკეთესო
მსახიობებს, მხატვრებს, მწერლებს და მდიდარ, კულტურულ ებ-
რაელებს. კეთილი გული პატრონი, ერთგული იყო ბუნებით. მე-
გობარს თუ უჭირდა, ფულის სესხება არ დაენანებოდა. მეფური
მარანი ჰქონდა, მის სუფრას არასოდეს არაფერი აკლდა, ოჯახ-
ზე ხომ პირდაპირ გიჟდებოდა.
მაგრამ მას ასევე უყვარდა ზურგმოხდილ კაბებში გამოწყო-
ბილი ლამაზი ქალები, ყელზე მობრდღვიალე სამკაულებით. უყ-
ვარდა მაცდური ქალები, ოქროთი და ბრილიანტით თავიანთი
საღამოს კაბების ბრწყინვალებას კიდევ უფრო თვალში საცემს

196
რომ ხდიდნენ. უყვარდა ქალები, რომლებიც მოდას მისდევ-
დნენ, ჰქონდათ მკვრივი მკერდი, მაღალი კისრები, გრძელი ფე-
ხები, ვიწრო თეძოები და ფარული სიღრმე და სითამამე. უყვარ-
და მათი ფერმკრთალი სახეები, ოქროსფერი თმა, ცოტათი ულ-
მობელი, თხელი წითელი პირი, თვალის მოგრძო ჭრილი, კატა-
სავით მონაცრისფრო და ოდნავ მოჭუტული. უყვარდა, ქალბა-
ტონებს ხელში კოქტეილის შეიქერი რომ ეჭირათ და ქალაქური
თავდაჯერებით, ჩახლეჩილი, გადაღლილი, ცინიკური და ოდნავ
უმანკო ხმით რომ ეტყოდნენ ხოლმე:
– აბა, რა ხდება შენს თავს, საყვარელო? მეგონა, ჩემამდე ვე-
ღარ მოაღწევდი.
უყვარდა ყველაფერი, რაც მოსწონთ კაცებს. ყველა სიამოვ-
ნებას თავისი დრო და ადგილი მოუჩინა და სხვებისგანაც იმავეს
ელოდა. მაგრამ თავდავიწყებას არ ეძლეოდა, იცოდა, როდის
გაჩერებულიყო. კლასიკური ზომიერებით აწონასწორებდა
ძველ, ებრაულ ხასიათს. დეკორუმის და შუალედური გზის ფასი
იცოდა და აფასებდა.
პირველ შემხვედრს გულს არ გადაუშლიდა, არც სიცოცხლეს
დააყენებდა რისკის ქვეშ, სიტყვებს ტყუილად არ ისროდა და
არც წამიერი, შმაგი გულისწადილისთვის დახარჯავდა ენერგი-
ას. ასეთი სიგიჟეები ებრაელებს არ ახასიათებდათ. კერპთაყვა-
ნისცემა მისი საქმე არ იყო, მაგრამ მეგობრის გულისთვის რას
არ იზამდა. ბოლომდე გაჰყვებოდა, არ მიატოვებდა გასაჭირში
და ეცდებოდა, როგორმე გადაერჩინა. ოღონდ, თუ დარწმუნდე-
ბოდა, რომ მეგობარი ჭკუიდან გადამცდარიყო და ვერავითარი
საღი აზრით ვერ დაარწმუნებდა, მაშინ გულდაწყვეტილი ნებაზე
მიუშვებდა. ერთი მთვრალი მეზღვაურის გამო მთელი გემი ხომ

197
არ ჩაიძირებოდა? მისი აზრით, არა. მხოლოდ და მხოლოდ
გულწრფელი სინანულით იტყოდა: „რა სამწუხაროა!“
დიახ, მისტერ ფრედერიკ ჯეკი კეთილი კაცი გახლდათ და ზო-
მიერების გრძნობა ჰქონდა. მისი აზრით, ცხოვრება სასიამოვნო
იყო და ბრძნული ცხოვრების საიდუმლოც აღმოაჩინა. ბრძნული
ცხოვრების საიდუმლო კი კომპრომისს და მოთმინებას ეფუძნე-
ბოდა. თუ ადამიანს სურდა, ამქვეყნად ისე ეცხოვრა, რომ მის-
თვის ჯიბე არავის ამოეცარიელებინა, ასი თვალი და ასი ყური
უნდა ჰქონოდა, თუკი სურდა, თავში არავის ჩაერტყა და ცხოვ-
რება უაზრო ტკივილის, დარდის, დაჩაგვრის და სიმწარის გარე-
შე გაეტარებინა, მაშინ თვალის და ყურის გამოყენება უნდა ეს-
წავლა. შეიძლება, ძნელი წარმოსადგენი ჩანდა, ოღონდ არა
მისტერ ჯეკისთვის. შეიძლება, ეს მისი ერის ხანგრძლივი ტან-
ჯვის და თავს დატეხილი ღვთის რისხვის შედეგი იყო. შეიძლება,
ზომიერების გრძნობა მემკვიდრეობით მიიღო ჯილდოდ. ყოველ
შემთხვევაში, ვერ ისწავლიდა, რადგან ამის სწავლა შეუძლებე-
ლია: ასეთი დაიბადა.
სწორედ ამიტომ, ის მუშტებს არ ურტყამდა კედელს და არ
გლეჯდა ზეწარს ღამით. შეშლილივით არ დაეხეტებოდა ღამის
ქუჩებში და არც გალახული ან დასისხლიანებული მოუყვანიათ
ბორდელიდან. რა თქმა უნდა, ქალის ხუშტურები ძნელი ასატა-
ნია, მაგრამ სიყვარულის მწარე საიდუმლო მისტერ ჯეკს არაფ-
რად მიაჩნდა, ის ვერ გაუფრთხობდა ძილს, როგორც ვერ გაუფ-
რთხობდა ძილს უდროოდ ნაჭამი ვენური შნიცელი ან ის ახალ-
გაზრდა ქრისტიანი შტერი, მთვრალი რომ რეკავდა ხოლმე
შუაღამისას და თუ შეიძლება, ესტერს სთხოვეთო, ეუბნებოდა.
ეს რომ გაიხსენა, მისტერ ჯეკს სახე მოეღუშა და რაღაც
ჩაიბურტყუნა. სულელი სულელად დარჩება და ისულელოს,

198
რამდენიც უნდა, ოღონდ მთავარია, ჭკვიან კაცს ძილი არ დაურ-
ღვიოს.
დიახ, კაცს შეუძლია იქურდოს, მოიტყუოს, მოკლას, იეშმა-
კოს და გაგაცუროს – ასეთი ბევრი ვიცით. და ქალები – ისინი
ხომ ქალები არიან და არავითარი საშველი არ არსებობს მათ-
გან. მისტერ ჯეკმა იცოდა იმ ტკივილზე და ახირებებზე, ახალ-
გაზრდა მხურვალე სულს რომ აფორიაქებს – რაც ცუდია, რა
თქმა უნდა, ცუდია. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, დღისით
კაცმა უნდა იმუშაოს და ღამით იძინოს და გრძნობდა, რომ აუტა-
ნელი იყო...
– ერთი!
სახეალეწილი ღრუტუნით დაიხარა და თითისწვერებით კრე-
მისფერ მეტლახს შეეხო.
...აუტანელია…
– ორი!
სწრაფად გასწორდა წელში, ხელები ჩამოუშვა.
...როცა, ადამიანს ასეთი სერიოზული სამუშაო აქვს...
– სამი!
გაჭიმული ხელები მაღლა ასწია, მერე მოხარა და მუშტები
მკერდზე მიიკრა.
...და ვიღაც შეშლილი ლაწირაკის გამო, შუაღამისას ლოგი-
ნიდან უნდა ადგეს...
– ოთხი!
მომუჭული მუშტები ენერგიულად წინ გასწია და ხელები ჩა-
მოუშვა.
...ეს აუტანელია და ასეც ეტყვის ესტერს!
ვარჯიში დამთავრდა. მისტერ ჯეკმა ფრთხილად ჩადგა ფეხი
მდიდრულ აბაზანაში და ნელა ჩაესვენა მის კრისტალურ ცის-

199
ფერ ფსკერზე. გრძელი, სიამოვნებით მოგვრილი ოხვრა აღმოხ-
და.

200
თავი მეთერთმეტე

მისის ჯეკი იღვიძებს

მისის ჯეკმა რვა საათზე გაიღვიძა. ბავშვივით ცოცხლად გა-


იღვიძა და თვალი გაახილა თუ არა, იმწამსვე გამოერკვა ძილის-
გან. რაც თავი ახსოვდა, სულ ასე იყო. რამდენიმე წუთი გულაღ-
მა იწვა და ჭერს მისჩერებოდა.
მერე გამარჯვებულმა ენერგიულად გადაიძრო პატარა, პუტ-
კუნა სხეულიდან საბანი. აბრეშუმის ყვითელი, უმკლავებო პე-
რანგი ემოსა. მუხლებში მოხარა ფეხები, საბნიდან გამოაძვრინა
და ისევ გაშალა. პატარა თითებს სიყვარულით და ინტერესით
უცქერდა. ჯანმრთელი, პრიალა ფრჩხილები ლამაზი მოყვანი-
ლობის თითებზე სასიამოვნო სანახავი იყო.
ნელა ასწია მარცხენა ხელი და ბავშვური ცნობისმოყვა-
რეობით ახლა მას დააკვირდა, ატრიალებდა და აღტაცებული
შესცქეროდა. აღფრთოვანებული უყურებდა პატარა, ფაქიზ მა-
ჯას, მის ყოველ ბრძანებას რომ ასრულებდა, თვალს აყოლებდა
ნაზად, ფრთასავით მოძრავ ხელს, ლამაზს და ყოვლისშემძლეს,
რაც ხელის ზურგსა და ნატიფ თითებსაც ეტყობოდა. მერე მეორე
ხელიც ასწია, ახლა ორივე მაჯას ატრიალებდა და მათი შემხედ-
ვარე ნაზად ტკბებოდა.
„რა სასწაულია!“ – გაიფიქრა, – „რა საკვირველი ძალა აქვთ!
ღმერთო, რა ლამაზები არიან და რა საოცრებებს ახდენენ! რა-
საც არ მოვკიდებ ხელს, ყველაფერი არაჩვეულებრივი და ამა-
ღელვებელი გამომდის. ყველაფერი ჩემიდან მოდის, ჩემში
მწიფდება... და ჯერ არავის უკითხავს, როგორ! თავდაპირვე-
201
ლად, ის ერთი მთლიანობაა ჩემს თავში“, – ამ აზრმა გაახალი-
სა, მაგრამ მერე შუბლი შეჭმუხნა და გასაჭირში ჩავარდნილი,
შეცბუნებული ცხოველის გამომეტყველება დაედო, – „შემდეგ
კი პატარა ნაწილებად იმსხვრევა და მოძრაობას იწყებს! თავი-
დან ვგრძნობ, როგორ ჩამოდის კისერზე და მხრებზე და როგორ
მიიწევს ფეხებისკენ და მუცლისკენ, ბოლოს ერთიანდება და
ვარსკვლავი წარმოიქმნება. მკლავიდან თითებამდე აღწევს და
ამის მერე, ხელი ჩემს სურვილს ასრულებს. ავლებს ხაზს და იმ
ხაზში არის ყველაფერი, რაც მე მინდა. ქსოვილზე ისეთ ნაკე-
ცებს ქმნის, როგორსაც სხვა ვერავინ შექმნის ამქვეყნად და
ვერც კი მიამსგავსებს. ატრიალებს კოვზს, არჭობს ჩანგალს, აყ-
რის პილპილს, როცა ჯორჯისთვის სადილს ვამზადებ“, – ფიქ-
რობდა ესტერი, – „და ასეთ კერძს საუკეთესო მზარეულიც ვერ
მოამზადებს, დიახ! იმიტომ, რომ რასაც ვაკეთებ, ყველაფერში
გულს, სულს და სიყვარულს ვაქსოვ – ბავშვობიდან ცხოვრების
გზას ოქროს ძაფივით მივყვები“.
მარჯვე და ლამაზი ხელებით რომ დატკბა, ახლა სხეულის
შესწავლა დაიწყო. თავი წინ გადახარა და მკერდის, მუცლის და
თეძოების მოხაზულობა დააზუსტა. ხელით მოისინჯა ნანახი და
კმაყოფილი დარჩა. მერე ხელები ისევ დაუშვა და გაუნძრევლად
იწვა, ცერები მიატყუპა, ფეხები გაასწორა და თვალები სევ-
დიანად მიაპყრო ჭერს – პატარა გარდაცვლილი დედოფალი-
ვით იწვა, ჯერ კიდევ თბილი, უსაზღვროდ მშვიდი და ლამაზი და
ფიქრობდა:
„ეს ჩემი ხელებია და ეს ჩემი თითები, ეს ჩემი ფეხებია და ჩე-
მი ლამაზი ცერები – ეს ჩემი სხეულია“.
და უცებ, თავისი საკუთრების აღმოჩენით კმაყოფილი და გა-
ხარებული საწოლში წამოჯდა გაბრწყინებული და ფეხები იატაკ-

202
ზე გადმოაწყო. ტერფები ჩუსტებში შეაცურა, წამოდგა, თავი
უკან გადაიქნია და დაამთქნარა, მერე საწოლთან იატაკზე დაგ-
დებულ დალიანდაგებულ ხალათს დასწვდა და შემოიცვა.
ესტერს ნამდვილად ლამაზი მოვარდისფრო, მხიარული და
ნატიფი სახე ჰქონდა და ამ პატარა, გულის ფორმის სახეზე უც-
ნაურად ეთავსებოდა ერთდროულად ქალისა და ბავშვის ნაკ-
ვთები. ვინც პირველად ნახავდა, გაიფიქრებდა: „ეს ქალი ალ-
ბათ ბავშვობაში ზუსტად ასეთი იყო, არა მგონია, შეცვლილიყო“.
მაგრამ უკვე შუახნის ასაკის ნიშნებიც შეიმჩნეოდა. ბავშვურად
მხიარული და აღგზნებული სახე უფრო მაშინ ჰქონდა, როცა ვი-
ღაცას ხალისიანად ელაპარაკებოდა.
ყველაზე ასაკოვანი მუშაობისას ჩანდა, როცა ნიჭიერი ხელო-
ვანი მთელი ყურადღებით და მონდომებით, თავდაუზოგავად
იყო ჩაფლული საქმეში. სწორედ მაშინ შეიძლებოდა შემჩნეოდა
დაღლილობა, თვალის გარშემო ნაოჭები და მუქ ყავისფერ თმა-
ში ალაგ-ალაგ გამობრწყინებული ჭაღარა.
მოცლილობის ჟამს, ან როცა მარტო რჩებოდა, მოწყენილი,
სერიოზული, შეფიქრიანებული სახე ჰქონდა, მისი სილამაზე უფ-
რო სრულყოფილი და მისტიკური ხდებოდა. ესტერი სამი მეოთ-
ხედით ებრაელი იყო და ფიქრებში როცა იძირებოდა, თავისი
რასის ძველი, საიდუმლო და მწუხარე თვისებები მოეძალებოდა
ხოლმე. სევდა და შეცბუნება შუბლს ნაოჭებით დაუსერავდა,
თითქოს სასოწარკვეთილი რაღაც უძვირფასეს და შეუცვლელ
დანაკარგზე ფიქრობდა. ასეთი გამომეტყველება ესტერს იშ-
ვიათად ჰქონდა ხოლმე, მაგრამ როცა ჰქონდა, ჯორჯს საგონე-
ბელში აგდებდა, იმიტომ, რომ ხვდებოდა, ქალს, რომელიც უყ-
ვარდა და ეგონა, კარგად იცნობდა, გულში საიდუმლო ცოდნა
ჩაემარხა.

203
მაგრამ უფრო ხშირად ეს პატარა არსება, ნატიფი სახით, ბავ-
შვური ხალისით და ნდობით აღვსილი, დაუდგრომელი და
მგზნებარე, სიხარულს ასხივებდა და ყველას ასეთი ახსოვდა.
ვაშლებივით ლოყებს სიჯანსაღე უფაკლავდა და ოთახში შევი-
დოდა თუ არა, იქაურობა სიყვარულით ივსებოდა, ყველაფერს
დილის უმანკოების ფერს სძენდა.
ასე ხდებოდა ქუჩაშიც, გავიდოდა და ერთფეროვან მასაში,
უსიცოცხლო ადამიანებს შორის, ჩამკვდარი თვალებით რომ
უყურებდნენ, თვითონ უჭკნობ ყვავილს ჰგავდა. გვერდს უვლიდ-
ნენ უსახურები, უდროოდ გაუხეშებული გამომეტყველებით,
გაუთავებლად რომ ღალატობდნენ ერთმანეთს, ეშმაკობდნენ
და უმიზეზოდ იტყუებოდნენ, საეჭვო ცოდნა რომ დაეგროვები-
ნათ, ოღონდ არც რწმენა გააჩნდათ და არც სიბრძნე, და ასეთ
დაუმარხავ მკვდრებს შორისაც გამოჩნდებოდა ერთი, რომელიც
თავისი უღიმღამო ცხოვრების გზაზე უცებ შეჩერდებოდა და მას
შეშფოთებულ თვალებს მიაპყრობდა. ამ ქალის სხეული, მდიდა-
რი ფორმებით და მიწასავით ნაყოფიერი, კაცთა მოდგმის სხვა
რანგს ეკუთვნოდა, ისეთი განსხვავებული იყო, რომ ჯოჯოხეთში
ტანჯვისთვის განწირული უბედური, უსარგებლო ადამიანებივით
შესცქეროდნენ, თითქოს ერთი წამით ცოცხალი და მარადიული
სილამაზის ხილვის უფლება მიეცათ.
მისის ჯეკი ჯერაც საწოლთან იდგა, როცა კარზე მოახლე ნო-
რა ფოგარტიმ დააკაკუნა და იმწამსვე შემოვიდა ლანგრით ხელ-
ში. ლანგარი, რომელზედაც ვერცხლის ყავადანი, პატარა საშაქ-
რე, ფინჯანი და დილის „თაიმზი“ ეწყო, მოახლემ პატარა მაგი-
დაზე დადო და მისის ჯეკს ჩახლეჩილი ხმით უთხრა:
– დილა მშვიდობისა, მისის ჯეკ.

204
– ოჰ, სალამი, ნორა! – უპასუხა ქალმა, როგორც ყოველ-
თვის მხიარული და გაკვირვებული ტონით, – როგორ ხარ, ჰა? –
ჰკითხა, თითქოს ძალიან აინტერესებდა და იმწამსვე დასძინა, –
კარგი დღეა, არა? ასეთი ლამაზი დილა თუ გინახავს?
– ოჰ, მართლაც მშვენიერია, მისის ჯეკ! – უპასუხა ნორამ.
მოახლის ხმაში პატივისცემა და ლამის მოკრძალება ისმოდა,
ოღონდ რაღაც ეშმაკურად შენიღბული ავის მომასწავებელი ტო-
ნიც გამოკრთოდა. მისის ჯეკმა სწრაფად შეხედა და ნორას სას-
მლისგან წამონთებულ, უაზროდ გაღიზიანებულ მზერას შეეფე-
თა. სავარაუდოდ, ქალბატონზე კი არ იყო გაბრაზებული, არა-
მედ ზოგადად ყველა სულიერზე. და თუ რამე პირადული იდო
ნორას გაბოროტებულ მზერაში, მისი გაღიზიანება ბრმა და ინ-
სტინქტური უნდა ყოფილიყო: უბრალოდ, სიძულვილი უღრღნი-
და სულს და მიზეზი თავადაც არ იცოდა. რა თქმა უნდა, კლასობ-
რივი უთანასწორობა არავითარ როლს არ თამაშობდა, რადგან
ნორა ირლანდიელი იყო, სულით ხორცამდე პაპისტი, და როცა
საქმე სოციალურ ღირსებას ეხებოდა, იცოდა, ვის უფრო შეეფე-
რებოდა ქედმაღლობა.
ოცი წელი იყო, რაც მისის ჯეკს და მის ოჯახს ემსახურებოდა,
მათი კეთილგანწყობით სარგებლობდა, მაგრამ ერთგულების
და ირლანდიული მოსიყვარულე ხასიათის მიუხედავად, ეჭვი
არასოდეს შეჰპარვია, რომ ისინი ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ
სხვა დანარჩენ ურჯულოებთან და წარმართებთან ერთად.
ოღონდ ეს ხელს არ უშლიდა, მდიდარი წარმართების გულუხვო-
ბით ეხეირა. იოლი საქმე ეკისრებოდა, მისის ჯეკის და მისი დის,
ედიტის თითქმის ჩაუცმელი ტანსაცმელი მას გადაეცემოდა და
შეეძლო, პოლიციელს, რომელიც ეარშიყებოდა და კვირაში სამ-
ჯერ სტუმრობდა, ისე კარგად გამასპინძლებოდა საჭმელ--

205
სასმლით, რომ ის სხვა საძოვრის ძებნას არ დაიწყებდა. ამასო-
ბაში რამდენიმე ათასი დოლარიც გადაინახა და დას და დისშვი-
ლებს მშობლიურ კორკში ცხელ-ცხელ ჭორებს უგზავნიდა (თან
ქრონიკებს ღვთისმოშიში ქალივით სინანულის და გმობის სიტ-
ყვებით აზავებდა, ღვთისმშობელს ევედრებოდა, არ მიეტოვები-
ნა ამ წარმართების გარემოცვაში) მდიდარი, ახალი სამყაროს
მაღალი წრის წარმომადგენლებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძ-
ლებოდა, გეხეირა იმ სამყაროში.
არა – სავარაუდოდ, მის თვალებში ჩაბუდებულ ბოღმას კას-
ტურ სიძულვილთან საერთო არაფერი უნდა ჰქონოდა. მართა-
ლია, ოცი წელი იცხოვრა იმ ოჯახში, წარმართებს შორის საუკე-
თესო ადამიანებთან, და უკვე თითქმის ყველა მათ ცოდვილ წეს-
ჩვეულებას შეგუებული იყო, მაინც არასდროს ავიწყდებოდა,
ჭეშმარიტი გზა საით მიდიოდა და სად ენთო ჭეშმარიტი სინათ-
ლე და არც იმედს კარგავდა, რომ ოდესმე უფრო ცივილიზებულ
და მასავით ჭეშმარიტი ქრისტიანებით დასახლებულ მხარეს და-
უბრუნდებოდა.
არც სიღარიბე უნდა ყოფილიყო მოახლის განაწყენების მიზე-
ზი, არც ჯიუტი და ჩუმი ბოღმა მდიდრის მიმართ, არც უსამარ-
თლობის გრძნობა, როცა წესიერი ადამიანი უქნარა, დროის ფუ-
ჭად მფლანგველ არსებებს ემსახურება. საკუთარი თავი სულ არ
ებრალებოდა, მთელი დღე დაკოჟრილი ხელებით რომ მუშაობ-
და, რათა მის ქალბატონს სახიდან ვარდისფერი ღიმილი არ მო-
შორებოდა. მშვენივრად იცოდა, თუკი რამე იყო სახლში მისახე-
დი – შეკეთება, გამასპინძლება, სადილის მომზადება, დალაგე-
ბა – ქალბატონი ყველაფერს მასზე უკეთ და სწრაფად ასრულებ-
და.

206
ისიც იცოდა, რომ ამ უზარმაზარ ქალაქში, რომლის ღმუილი
მის დახშულ ყურებსაც აწუხებდა, მეორე ქალი დინამოს ენერგი-
ით წინ და უკან დადიოდა, ყიდულობდა, უკვეთდა, არგებდა,
ჭრიდა, ხაზავდა – ხან ხარაჩოზე იდგა მხატვრებთან ერთად და
ჯაბნიდა მათ მათსავე საქმეში, ხან ქსოვილების თოფებს შორის
მოერთხა ფეხი და მარჯვე თითებით ნემსს უკეთ ათამაშებდა,
ვიდრე გარშემო მსხდომი უფერული მკერავები, ხანაც ძველმა-
ნების მაღაზიაში იქექებოდა დაუღალავად, სანამ სასურველ ორ-
ნამენტს არ ამოაძვრენდა გამარჯვებული. სულ თავზე ედგა თა-
ვის თანაშემწეებს, სულ აჩქარებდა, ოღონდ ამას იუმორით აკე-
თებდა და საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავდა, თანამშრომ-
ლების სიზარმაცის, დაუდევრობის, პატივმოყვარეობის, სისუ-
ლელის, გულგრილობის, უმაქნისობისა და არასაიმედოობის
მიუხედავად – მხატვარი იქნებოდა ეს თუ მსახიობი, სცენის მუ-
შა, ბანკირი, პროფკავშირის წარმომადგენელი, ელექტრიკოსი,
თერძი, კოსტიუმერი, პროდიუსერი თუ რეჟისორი. ამ ჭრელ, სა-
ცოდავ გუნდს, რომელიც შეშლილ და რისკიან საქმეს ეწეოდა,
„შოუბიზნესი“ რომ ეწოდებოდა, ეს ქალი თავს ახვევდა საკუთა-
რი ცხოვრების შეუდარებლად მდიდრულ ფერებს, ნირს და მო-
დელს. ნორამ ეს ყველაფერი იცოდა.
ნორა იმ სასტიკ სამყაროსაც კარგად იცნობდა, რომელშიც
მისი ქალბატონი ყოველი დღისთვის იბრძოდა და იმარჯვებდა
და თავად რომც ჰქონოდა საკმარისი ნიჭი და ცოდნა, მაინც,
ზარმაც სხეულში იმდენი ენერგია, მონდომება და ძალა არ გააჩ-
ნდა, რამდენიც მეორე ქალს – თითისწვერებში. ამას რომ ხვდე-
ბოდა, თავს დამცირებულად კი არ გრძნობდა, პირიქით, თავდა-
ჯერება ემატებოდა, რადგან იცოდა, თუ ვინმე მართლა ირჯებო-
და იმ სახლში, ეს მისის ჯეკი იყო, თვითონ კი იმავეს ჭამდა, იმა-

207
ვეს სვამდა, იმავე ჭერქვეშ ცხოვრობდა და იმავე ტანსაცმელს
ცვეთდა და არამც და არამც არ ისურვებდა მის ადგილას ყოფ-
ნას.
დიახ, მოახლემ იცოდა, როგორ გაუმართლა და არავითარი
მიზეზი არ ჰქონდა საწუწუნოდ: და მაინც, ჩაწითლებულ, მეამბო-
ხე თვალებში ულმობლად უელავდა უკუღმართი სიბრაზე. და
სიტყვა ან მიზეზი ვერ მოეძებნა მის ასახსნელად. მაგრამ, როცა
ეს ორი ქალი ერთმანეთის პირისპირ იდგა, სიტყვა აღარ იყო სა-
ჭირო. მიზეზი სახეზე ეწერათ, მათ მოქმედებაში იკითხებოდა.
ქალბატონის სიმდიდრით, ავტორიტეტით ან მდგომარეობით არ
ყოფილა მოახლის წყენა გამოწვეული, რაღაც უფრო პირადული
მიზეზი არსებობდა – მას მეორე ქალის ცხოვრების ნირი აღი-
ზიანებდა. გასულ წელს საერთოდ რაღაც ავადმყოფური გრძნო-
ბა გაუჩნდა – მარცხის თუ იმედგაცრუების, ბუნდოვანი, მაგრამ
ძლიერი გრძნობა, თითქოს მისი ცხოვრება არასწორი გზით წა-
ვიდა, რომ უსარგებლო ხდებოდა და ერთფეროვანი სიბერე
ელოდა. ტანჯავდა ფიქრი, რომ რაღაც გამოეპარა, რაღაც ძვირ-
ფასი და მნიშვნელოვანი, მაგრამ რა – არ იცოდა. რაც არ უნდა
ყოფილიყო, მისმა ქალბატონმა იპოვა კიდეც და გემოც ჩაატანა,
და ეს სიცხადე, ნათლად რომ ხედავდა, ოღონდ სახელს ვერ არ-
ქმევდა, ძალიან აღიზიანებდა.
ქალები ერთი ასაკის იყვნენ და თითქმის ერთი ზომის ტან-
საცმელს ხმარობდნენ. ასე რომ, მოახლეს გადაუკეთებლად შე-
ეძლო, ქალბატონის გამონაცვალი ჩაეცვა. მაგრამ ისინი სხვა-
დასხვა პლანეტაზე რომ დაბადებულიყვნენ და სხვადასხვა პრო-
ტოპლაზმისგან წარმოქმნილიყვნენ, ასეთი განსხვავებულები
მაინც ვერ იქნებოდნენ.

208
შეუხედავს ვერ იტყოდი ნორაზე. ფაფუკ, ხშირ თმას შუბლზე
ივარცხნიდა. სანდომიანი, მომხიბვლელი სახე ჰქონდა, სასმე-
ლი თუ არ აუმღვრევდა თვალებს და ბოროტი გამოხედვა თუ არ
ჩაუდგებოდა. ამ ადამიანში აშკარა სითბო იგრძნობოდა, მაგრამ
ამავე დროს, ველური დაუნდობლობის ნიშნებიც, რაც ბუნების
კანონს არ ექვემდებარებოდა, ერთდროულად უხეში და ფაქიზი,
ნაზი და ველური ენერგიით იყო სავსე. სხეულის ფორმები ჯერ
კიდევ შენარჩუნებული ჰქონდა და ქალბატონის ნაჩუქარი მოხ-
დენილი მომწვანო ფერის შოტლანდიური კილტი ეცვა (ხან-
გრძლივი მსახურების გამო, სხვა მოახლეების არაოფიციალურ
უფროსად მიიჩნეოდა და მოახლის სავალდებულო ფორმას არ
იცვამდა). მაგრამ თუ მისი ქალბატონის პატარა, წვრილძვალა
ფიგურა ჯერ კიდევ მიმზიდველი და ვნების აღმძვრელი სანახავი
გახლდათ, მისი პირიქით – მოუქნელი და სქელი იყო. სხეული
აღარ ჰქონდა ახალგაზრდა და ქორფა, უკვე დამძიმებულიყო,
გამომშრალიყო ამდენი სტრესისგან, დაღლილობისგან და სიმ-
ძიმისგან, ულმობელი წლების აუტანელი დღეების მატებისგან,
რაც ადამიანს ყველაფერს ართმევს და რისგანაც საშველი არ
არის.
„არა, არ არის საშველი, მაგრამ ეს მას არ ეხება“, – ფიქრობ-
და სიმწრით მოახლე, ფიქრობდა ენით გამოუთქმელი სიბრა-
ზით, – „ის ხომ, ის ხომ ყოველთვის იმარჯვებდა. მას ხომ წლებ-
მა მხოლოდ წარმატება მოუტანა. და რატომ? რატომ?“
სწორედ ამ კითხვაზე რომ ეძებდა პასუხს, ისე გაშეშდა, მტა-
ცებელ ცხოველს წინაღობა რომ შეხვდება და ერთ ადგილზე
გაქვავდება. განა ორივე ერთ ჰაერს არ სუნთქავდა, ერთ საჭ-
მელს არ ჭამდა, ერთი ტანსაცმელი არ ეცვა და ერთ ჭერს არ
იყოფდა? განა რამე აკლდა? დიახ, და კიდევ იმით სჯობდა, რომ

209
ქალბატონივით მთელი დღე წელში არ წყდებოდა, – აგდებუ-
ლად, მაგრამ დადარდიანებული ფიქრობდა მოახლე.
მიუხედავად ამისა, დაბნეული და გაღიზიანებული ბოროტად
შესცქეროდა მეორე ქალის ბრწყინვალე წარმატებით გაცის-
კროვნებულ სახეს – ხედავდა, ხვდებოდა, ბრაზობდა, მაგრამ ამ
აუტანელ უსამართლობას სახელს ვერ არქმევდა. ერთადერთი
ის იცოდა, რომ იმ წლებმა, რომლებმაც მეორე ქალს მოხდენი-
ლობა და სინარნარე შემატა, თავად გააუხეშა და გაასუქა. იმავე
მზემ და ავდარმა მას კანი გამოუშრო და ფერი დაუკარგა, როცა
მეორე ქალს მოელვარე სილამაზე არგუნა. დამარცხების და გა-
ნადგურების გრძნობა სევდას ჰგვრიდა, რადგან მეორე ქალი,
მშვენიერი მუსიკის მსგავსად, არასდროს დაკარგავდა ძალას,
სიჯანსაღეს და ხალისს.
დიახ, ამას მშვენივრად ხვდებოდა. შედარება ულმობლად
სწორი იყო, იმედის ნაპერწკალსაც არ უტოვებდა. და ახლა, რო-
ცა სიბრაზით გადაღლილი თვალებით უყურებდა ქალბატონს და
ცდილობდა, გამომუშავებული მეთოდით პატივისცემა ჩაექსოვა
ხმაში, მიხვდა, რომ მეორე ქალმა ამოიკითხა მისი შურის და
იმედგაცრუების საიდუმლო და შეებრალა, თვითონ კი სული სი-
ძულვილით აევსო, რადგან სიბრალული ყველაზე აუტანელ დამ-
ცირებად მიაჩნდა.
სინამდვილეში მისის ჯეკს მხიარული გამომეტყველება არ
შესცვლია მას შემდეგ, რაც პირველად მიესალმა მოახლეს. ის
კი იმწამსვე შენიშნა, თვალებში სიბრაზე რომ უგიზგიზებდა და
სინანულით გაიფიქრა:
„ესე იგი, ისევ! ისევ დალია, ამ კვირაში უკვე მესამედ! რით
დაასრულებს ამისთანა ადამიანი?“

210
„ამისთანა ადამიანში“ რას გულისხმობდა, მისის ჯეკმა თავა-
დაც არ იცოდა, მაგრამ მცირედი ცნობისმოყვარეობა მაინც გა-
ეღვიძა, აი, ისეთი, როგორიც შეიძლება, ძლიერ, მდიდარ და
მტკიცე ნებისყოფის ადამიანს გაუჩნდეს, ბრწყინვალე ნიჭის წყა-
ლობით გაადვილებული ცხოვრების გზაზე მხოლოდ წარმატება
რომ ხვდება, როდესაც სრულიად შემთხვევით შენიშნავს, რომ
მის გარშემო უმეტესობას თავი ძლივს გააქვს და ნაცრისფერი
ცხოვრების დღეებს აუტანელ შრომაში ატარებს. სინანულით
მიხვდა, რომ ასეთ ადამიანებს ინდივიდუალობა არ გააჩნიათ,
თითოეული რაღაც უზარმაზარი და საზიზღარი მასის ნაწილია
და არა ცოცხალი არსება, რომელსაც აქვს გრძნობები, შეუძლია
უყვარდეს, სტკიოდეს, უხაროდეს და კვდებოდეს. მისის ჯეკი
უყურებდა მოახლეს, რომელიც ოცი წელი მას ემსახურებოდა და
მოულოდნელი აღმოჩენის წყალობით ახლაღა მიმხვდარიყო,
როგორ ცხოვრობდა ეს ადამიანი.
„რა ხდება? რამე ხომ არ შეემთხვა?“ – ვერაფერს იხსენებდა.
ბოლო წელია, რაც ცოტა შეიცვალა. „როგორი კარგი იყო ად-
რე!“ – ცოტა შეშფოთებული ფიქრობდა მისის ჯეკი, – „რა ვიცი,
პირველად ჩვენთან რომ მოვიდა, ეშხიანი ახალგაზრდა გოგო
იყო. რა სირცხვილია“, – აღშფოთდა, – „თავი ამ დღეში რატომ
უნდა ჩაიგდო, როცა ასეთი შანსი გეძლევა ახალგაზრდობაში!
ნეტა, რატომ არ გათხოვდა. ათზე მეტი პოლიციელი ჰყავდა დაბ-
მული, ახლა ერთიღა დარჩა, ჯერ კიდევ ერთგულად რომ დადის
მასთან. არადა ყველა გიჟდებოდა, ნუთუ ვერავინ ამოარჩია“.
გულმოწყალე ინტერესით რომ აკვირდებოდა, მოულოდნე-
ლად მოახლის ვისკით აქოთებული სუნთქვის გარდა, მძაფრი,
ქალური, თმიანი, დაუბანელი სხეულის სუნი ეცა. შუბლი შეიჭ-

211
მუხნა და სახე ზიზღმა და სირცხვილის და უხერხულობის ძლი-
ერმა გრძნობამ აულეწა.
„ღმერთო ჩემო, ყარს!“ – შეშფოთებულმა გაიფიქრა, – „ისე-
თი სუნი დგას, ნაჯახით გააპობ! რა საზიზღრობაა!“ – ამჯერად
ყველა მოახლეს გულისხმობდა, – „სანაძლეოს დავდებ, საერ-
თოდ არ იბანენ ტანს – მთელი დღე საქმე არა აქვთ, დაიბანონ
მაინც! ღმერთო ჩემო! იფიქრებ, რომ ეს ადამიანები კმაყოფი-
ლები არიან, ასეთ კარგ ადგილას რომ მოხვდნენ, ამაყობენ და
ცდილობენ, გაჩვენონ, რომ გიფასებენ! მაგრამ, ნურას უკაცრა-
ვად! ამდენი სად შეუძლიათ!“ – ფიქრობდა დამცინავად და რა-
ღაც მომენტში მშვენიერი პირი უშნოდ მოებრიცა.
მის გამომეტყველებაში მხოლოდ დაცინვა და ზიზღი არ ჩან-
და, არამედ იყო კიდევ რაღაც, ლამის რასისტული – თამამი და
შიშველი ქედმაღლობა, თითქოს საკუთარი უპირატესობის გა-
მომჟღავნება სურდა. ეს მახინჯი გამომეტყველება მალევე გაქ-
რა, თითქმის უკვალოდ, მით უმეტეს რომ მის საყვარელ სახეს
სულ არ უხდებოდა. უკვალოდ გაქრა, ოღონდ მოახლემ შენიშნა
ის წამიერი გამოხედვა, თავის ნაგულისხმევთან ერთად, და ისე-
დაც გატანჯული სული მტკივნეულად აუფორიაქა.
„ოჰ, დიახ, მშვენიერო ქალბატონო!“ – ფიქრობდა ნორა, –
„ყველას სჯობიხართ, არა? ჩვენ ისეთი კეთილშობილები ვართ,
ასე ფიქრობთ, არა? საღამოს ტანსაცმელიც თავზე საყრელი
გვაქვს და ორმოცი წყვილი ხელნაკეთი ფეხსაცმელიც! აბრეშუ-
მის თეთრეულს პარიზიდან ვიწერთ, ხომ ასეა? დიახ! ეს კიდევ
უფრო გვაკეთილშობილებს, არა? ჩვეულებრივი ადამიანებივით
არასოდეს არავინ გაგვიცურებია, არა? ოჰ, არა! ჩვენ ხანდახან
ვიკრიბებით მეგობრებთან ერთად, ვიწრო წრეში, ელეგანტურ,
მაღალი კლასის გასართობ საღამოებზე! მაგრამ თუ ვიღაც სა-

212
ცოდავს გამოსაცვლელი ნიფხავი არა აქვს, ის სხვანაირია, არა?
ის საზიზღარია! ხოდა მეც მეზიზღებით! ...დიახ! ისე, სიმართლე
რომ ითქვას, პარკ ავენიუს მახლობლად ბევრი მშვენიერი ქალ-
ბატონი ცხოვრობს! მე კარგად ვიცი! ასე რომ, სიფრთხილე
გმართებს, ჩემო ქალბატონო, ძალიანაც თავში ნუ აგივარდე-
ბათ!“ – გაიფიქრა გამარჯვებულმა და გაბოროტებულმა ნორამ.
„აჰ, რაც ვიცი, ყველაფერი რომ მოვყვე! ნორა, მეტყვის ხოლ-
მე, თუ ვინმე ჩემ არყოფნაში დარეკავს, ჰკითხე, რა გადავცე--
თქო. მისტერ ჯეკს არ უყვარს, როცა აწუხებენ. ღმერთო! რო-
გორც ვატყობ, არავის არ უყვარს, როცა აწუხებენ. სიყვარულო-
ბენ და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, ისიყვარულონ, რამდენიც უნ-
დათ. მაგრამ შენ თუ ოცი წუთით დაგაგვიანდა სადილზე, ერთ
ამბავს ატეხენ, არადა თავიანთი ოჯახი არ ადარდებთ. აბა“, –
ფიქრობდა ცოტა იუმორით გამთბარი და ცოტა მომლბარი, –
„უცნაურ სამყაროში ვცხოვრობთ, არა? ესენი კიდე ყველაზე მე-
ტად ურევენ! მადლობა ღმერთს, ჭეშმარიტ ქრისტიანად აღმზარ-
დეს და ცოდვას თუ ჩავიდენ, იმდენი კეთილგონიერება კი გამაჩ-
ნია, რომ ეკლესიაში წავიდე და მესას დავესწრო! მაგრამ...“
როგორც ძლიერ, მაგრამ ფიცხ ადამიანებს სჩვევიათ, უკვე
ნანობდა, ასე რომ გაცეცხლდა და ნელ-ნელა მშვიდდებოდა:
„მაგრამ, ღმერთმა ხომ იცის, რომ ეგეთი კეთილი ხალხი არ
არსებობს! მისის ჯეკის გარდა, სხვასთან ვერ ვიმუშავებდი. თუ
მოსწონხარ, შენთვის არაფერი დაენანება. მომავალ აპრილს
ოცი წელი გახდება, რაც მათ ოჯახში ვმსახურობ და მთელი ამ
ხნის განმავლობაში არ მინახავს, მშიერი არ დაეპურებინოთ.
ზოგი მესას არ აცდენს, მაგრამ ამათ არაფრით სჯობია, შანსი თუ
მიეცათ, მიცვალებულს თვალიდან მონეტას ააცლიან! ასეც ვე-
უბნები ყველას, ამ სახლში კარგად გვივლიან“, – გაიფიქრა კმა-

213
ყოფილმა, – „ნორა ფოგარტი ის ქალი არ არის, სხვასავით, სი-
კეთე დაივიწყოს“.
ამ ყველაფერმა ფიქრის სისწრაფით გაიელვა ორი ქალის
გულსა და გონებაში. მოახლემ ლანგარი პატარა მაგიდაზე და-
დო და ფანჯრისკენ წავიდა, ჟალუზი ასწია, მეტი სინათლე რომ
შემოეშვა, ოდნავ გადასწია ფარდა და ახლა სააბაზანოსკენ
გაემართა. აბაზანას რომ ავსებდა, წყლის ჭავლი ჯერ
თქრიალით გადმოედინა, მერე უფრო მშვიდად, რადგან ნორამ
ონკანი გადაატრიალა, წყალი ზომიერად თბილი რომ ყოფილი-
ყო.
ამასობაში მისის ჯეკი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე
გადაიდო, ფინჯანში შავი ყავა დაისხა და გაზეთი გადაშალა. ყა-
ვას წრუპავდა, უაზროდ მისჩერებოდა ნაბეჭდს, შეფიქრიანე-
ბულს შუბლი შეეჭმუხნა და მარჯვენა ხელზე ძველებურ, უცნაურ
ბეჭედს ხან იძრობდა და ხან ისევ იკეთებდა. ასეთი ჩვევა ჰქონ-
და, გაუაზრებლად მოქმედებდა და ეს იმის მანიშნებელი იყო,
რომ რაღაცაზე ნერვიულობდა ან ცდილობდა, სიმშვიდე დაებ-
რუნებინა, გადაწყვეტილება სწრაფად რომ მიეღო. სიბრალუ-
ლის, ცნობისმოყვარეობის და სინანულის პირველი ემოცია უკვე
გამქრალიყო და გრძნობდა, რაღაც უნდა ეღონა. ნორა აღარ
ხუმრობდა.
„აი, თურმე სად ქრებოდა ფრიცის სპირტიანი სასმელები. ის
კიდევ გადარეული იყო. ნორა უნდა გაჩერდეს! ასე თუ გააგრძე-
ლა, ორი თვის მერე არაფრად აღარ ივარგებს. ღმერთო! მოსაკ-
ლავია ეს სულელი!“ – ფიქრობდა მისის ჯეკი, – „რა ემართება ამ
ხალხს?“ პატარა და საყვარელი სახე სიბრაზისგან აუწითლდა,
შეწუხებულ თვალებს შორის ღრმა ღარი გაუჩნდა. გადაწყვიტა,

214
ყველაფერი მიეხალა ნორასთვის, გადადება აღარ შეიძლებო-
და.
როგორც კი გადაწყვიტა, გულზე მოეშვა და თითქოს გაუხარ-
და კიდეც, რადგან მისთვის ორჭოფობა უცხო იყო. უკვე დიდი ხა-
ნია, რაც მოახლის დაუდევრობა აბრაზებდა და ახლა გაუკვირ-
და, რატომ ვიკავებდი თავსო. მაგრამ, როცა ნორა ოთახში შე-
მოვიდა და ახალი დავალების მოლოდინში გაჩერდა, მის გამო-
ხედვაში მისის ჯეკმა სიყვარული და სითბო იგრძნო და დაიბნა,
უკვე ნანობდა, ლაპარაკი რომ დაიწყო და თავისდა გასაოცრად,
მობოდიშებასავით გამოუვიდა:
– ოჰ, ნორა! – უთხრა აღელვებულმა და თან ბეჭედს იძრობ-
და და იკეთებდა თითზე, – რაღაც მინდა გითხრა.
– დიახ, მისის ჯეკ, – მოკრძალებით მიუგო ნორამ და თავა-
ზიანად ელოდა, რას ეტყოდა.
– იცი, მის ედიტმა მთხოვა, მეთქვა, – განაგრძო მისის ჯეკმა
სწრაფად და გაოცებული ხვდებოდა, რომ სულ სხვაგვარად წარ-
მართა ჩაფიქრებული გაკიცხვა.
ნორა თავაზიანი მოთმინებით ელოდებოდა.
– ან შენ, ან რომელიმე გოგოს მის ედიტის კაბა ხომ არ გინა-
ხავთ, – თქვა მისის ჯეკმა, – შარშან პარიზიდან რომ ჩამოიტანა?
ცოტა უცნაური მონაცრისფრო-მომწვანო საყელო ჰქონდა, დი-
ლაობით იცვამდა ხოლმე, როცა საქმიან შეხვედრაზე მიდიოდა.
გახსოვს, არა? – ცოტა უკმეხად ჰკითხა.
– დიახ, მემ, – უპასუხა ნორამ სერიოზული გამომეტყველე-
ბით, – მინახავს ეგ კაბა.
– ვეღარ პოულობს, გაქრა.
– გაქრა? – იკითხა ნორამ გაკვირვებული სახით.

215
მაგრამ სიტყვას რომ იმეორებდა, ეშმაკურმა ღიმილმა და გა-
მარჯვებულმა გამოხედვამ გასცა. მისის ჯეკი იმწამსვე მიხვდა, ეს
რასაც ნიშნავდა.
„დიახ! იცის, სად არის კაბა“, – გაიფიქრა, – „რა თქმა უნდა,
იცის. ერთ-ერთმა აიღო. რა სირცხვილია! ამის მოთმენა აღარ
შეიძლება!“ – აღშფოთება ყელში მოაწვა.
– გაქრა, გაქრა, გესმის?! – გაბრაზებული მოახლეს მიაჩერ-
და, – სად წავიდოდა? როგორ ფიქრობ, სად გაქრა? – ჰკითხა
მკვახედ.
– მე რა ვიცი, მისის ჯეკ, – ჩუმად უპასუხა გაოცებულმა ნო-
რამ, – ალბათ სადმე დაკარგა.
– დაკარგა! ოჰ, ნორა, თავს ნუ ისულელებ! – იყვირა მისის
ჯეკმა, – როგორ უნდა დაეკარგა? არსად არ წასულა. მთელი ეს
ხანი სულ აქ იყო. და კაბაც აქ იყო, მის კარადაში ეკიდა გასულ
კვირამდე! კაბა როგორ უნდა დაკარგო? – მოუთმენლობა ეტყო-
ბოდა, – ტანზე ჩამოცურდება და თავისით წავა, თუ როგორ წარ-
მოგიდგენია? – დამცინავად ლაპარაკობდა, – შენ მშვენივრად
იცი, რომ არ დაუკარგავს. ვიღაცამ აიღო!
– დიახ, მემ, – დაეთანხმა ნორა, – მეც ასე ვფიქრობ. ალბათ
ვიღაც შემოეხეტა, როცა შინ არ იყავით და მოიპარა. იცით, რას
გეტყვით, – სინანულით გააქნია თავი, – დღეს ვერავის ვეღარ
ენდობი. ერთი ჩემი მეგობარი რეაში დიდ ხალხთან მუშაობს და
მომიყვა, თურმე ვიღაც კაცი მისულა, იატაკის საწმენდ ჯოხებს
ყიდდა, უნდა გაჩვენოთ, როგორ წმენდსო, რო შეგეხედა, წე-
სიერი კაცი ჩანდა, სუფთა, რაც მითხრა, იმას გიყვებით, ყურებს
არ ვუჯერებდი, ასე მითხრა, ჩემს ძმას რომ გაეკეთებინა, უფრო
გამიკვირდებოდაო, მოკლედ, იმის თქმა მინდა...

216
– ოჰ, ნორა, თუ ღმერთი გწამს! – გაბრაზებულმა წამოიყვირა
მისის ჯეკმა, – სისულელეებს ნუ მიყვები! ვინ უნდა შემოსული-
ყო, რომ ვერ გაგვეგო? გოგოები მთელი დღე აქ ხართ, მხოლოდ
ლიფტია და მთავარი შემოსასვლელი და თქვენ ხედავთ ყველას,
ვინც შემოდის. და კიდევ – ვინმე გასაქურდად რომ შემოპარუ-
ლიყო, ერთ კაბას არ დასჯერდებოდა. ფულს და სამკაულებს ან
რაიმე უფრო ძვირფასს წაიღებდა.
– რას გეტყვით, იცით, – თქვა ნორამ, – გასულ კვირას აქ კა-
ცი იყო, მაცივრის შესაკეთებლად მოვიდა. აკი ვუთხარი მეის,
რაღაც ეგ კაცი არ მომწონს, თვალი გეჭიროს-მეთქი, იმიტომ,
რომ...
– ნორა!
ქალბატონის მკაცრმა გაფრთხილებამ ნორა აიძულა, გაჩუ-
მებულიყო. სწრაფად შეხედა და სირცხვილისგან და სიბრაზის-
გან სახე აუწითლდა. მისის ჯეკი აღშფოთებული შეჰყურებდა და
პირდაპირ მიახალა განრისხებულმა.
– მისმინე! – გაცეცხლებული უყვიროდა, – ეტყობა, სირცხვი-
ლი სულ დაკარგეთ გოგოებმა! ჩვენ ხომ კარგად გექცევით, ნო-
რა, – უცებ ხმა გაუნაზდა სიბრალულისგან, – ამ ქალაქში შენსა-
ვით კარგად არავის ექცევიან, ხომ იცი?
– ვიცი თუ არა, მისის ჯეკ? – გულწრფელად უპასუხა ნორამ,
ოღონდ მის თვალებში მაინც მტრული განწყობა იკითხებოდა, –
განა სულ მაგას არ ვამბობ? განა იმ დღეს ჯენის მე თვითონ არ
ვეუბნებოდი? ვუთხარი: მართლაც რომ გაგვიმართლა! ამქვეყ-
ნად მისის ჯეკის გარდა ვერავისთან ვერ ვიმუშავებდი. ოცი წე-
ლი, ასე ვუთხარი, ოცი წელი ვემსახურე და ერთი გადაბრუნებუ-
ლი სიტყვა არ გამიგონია მისგან-მეთქი. ამქვეყნად ყველაზე
კარგი ხალხია-მეთქი. ყველას, ვინც თქვენთან მუშაობს,

217
გაუმართლა. მე თქვენ ძალიან კარგად გიცნობთ, მისტერ ჯეკს,
მის ედიტს და მის ელმას. ახლავე წყალში გადავვარდები, თუ
თქვენ ეს რამეში მოგეხმარებათ.
– ვინ გთხოვს წყალში გადავარდნას, ნორა, – თავს ვეღარ
ერეოდა მისის ჯეკი, – ღმერთმანი, ნორა, გოგოებს რა გენაღ-
ვლებათ. თქვენ წყალში გადავარდნა არ გჭირდებათ! ეს ჩვენ
ვართ შავ დღეში. ჩვენ გავდივართ ყოველ დილით სამუშაოდ,
კვირაში ექვსი დღე, და ვირებივით ვმუშაობთ.
– როგორ არ ვიცი, მისის ჯეკ, – შეაწყვეტინა ნორამ, – ზუს-
ტად ამას არ ვეუბნებოდი მეის...
– არ მაინტერესებს, რას ეუბნებოდი მეის! – ერთი წამით გა-
ცეცხლებული უყურებდა სახეში მოახლეს, მერე უფრო მშვიდად
განაგრძო, – მისმინე, ნორა, მე ხომ ყველაფერს გისრულებდით
გოგოებს, რასაც კი მთხოვდით. საუკეთესო ხელფასი გქონდათ.
ამ სახლში ისე ცხოვრობდით, როგორც ყველა დანარჩენი და
კარგად უნდა მოგეხსენებოდეს...
– რა თქმა უნდა, – სენტიმენტალური ტონით შეაწყვეტინა ნო-
რამ, – თითქოს მოახლე კი არა, მეც თქვენი ოჯახის წევრი ვარ.
– ოჯახის წევრი, როგორ არა! – მისის ჯეკი მოთმინებას კარ-
გავდა, – ნუ მაცინებ! არავინ ამ ოჯახში – ალბათ ჩემი ქალიშვი-
ლის, ელმას გამოკლებით – დილიდან დაღამებამდე არ მუშა-
ობს! თქვენ აქ ფუფუნებაში ცხოვრობთ! ფუფუნებაში! –
გაიმეორა თითქოს დამცინავად, მერე დაჯდა და ასე უყურებდა
მოახლეს, საშიში პატარა დინამო, სიბრაზით აცახცახებული, ხე-
ლებს იმტვრევდა, – ღვთის გულისათვის, ნორა! – ისევ აუწია
ხმას, – იმის თქმა კი არ მინდა, ვითომ რამეს გამადლიდეთ,
თქვენთვის ხომ უარი არაფერზე მითქვამს, არც კაბას ვდარ-
დობთ, თვითონ მოგცემდათ იმ კაბას ედიტი, რომ გეთხოვათ!

218
მაგრამ... ოჰ, რა აუტანელია ეს ყველაფერი... აუტანელი! – თავს
ვეღარ ერეოდა და გაბრაზებულმა იყვირა, – უბრალოდ, მეტი
ჭკუა უნდა მიაყოლოთ, რასაც აკეთებთ და მეტი პატივისცემა
გმართებთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასე მეგობრულად გექ-
ცევათ!
– და თქვენ გგონიათ, მე ამას გავაკეთებდი? – აკანკალებუ-
ლი ხმით ჰკითხა ნორამ, – მე მადანაშაულებთ, მისის ჯეკ, ამდე-
ნი ხანი ამ სახლში რომ ვცხოვრობ? გინდაც მარჯვენა ხელი მო-
მაჭრან, მე თქვენს ერთ ღილსაც არ მოვიპარავ. ღვთის წინაშე
მართალი ვარ! ერთი ქინძისთავი ან პენი არ ამიღია ცხოვრებაში
და ღმერთმა იცის, რომ ასეა! – ნორა უფრო და უფრო აღგზნებუ-
ლი ლაპარაკობდა, თითქოს ექსტაზში შედიოდა, – ვფიცავ ყვე-
ლა საფიცარს, ჩემი გარდაცვლილი დედის სულს ვფიცავ!..
– ნორა! – უთხრა მისის ჯეკმა სიბრალულით და მიუხედავად
იმისა, რომ მაინც გაბრაზებული იყო, მოახლის უცნაურმა ფიცმა
ღიმილი მოჰგვარა. მწარე იუმორით გაიფიქრა: „ღმერთო! ვერ
დაელაპარაკები! დაიფიცებს და ჰგონია, ამით ყველაფერი გა-
მოსწორდება! დიახ! მერე დალევს ფრიცის ვისკის და თუ თავი
ექნება, მესას დაესწრება – ნაკურთხ წყალს მიისხურებს,
მღვდლის ქადაგებას მოისმენს, ისე, რომ სიტყვასაც ვერ
გაიგებს და იქიდან განდიდებული წამოვა, როცა იცის, რომ
ერთ-ერთმა გოგომ აიღო ის, რაც მას არ ეკუთვნოდა. დიდი უც-
ნაური, მაგიური რამაა ეს დაფიცება და ცერემონიები. ადა-
მიანებს, რომელთაც თავიანთი ცხოვრება არ გააჩნიათ, რაღაც-
ნაირ ცხოვრებას ჩუქნიან. ვისაც სიმართლე ვერ უპოვია, იმათ
სიმართლეს აპოვნინებენ. სიყვარული, სილამაზე, ჭეშმარიტება,
საშველი – ყველაფერი, რაც გვაიმედებს და რისთვისაც ვიღ-
წვით, მათ ადვილად ეძლევათ. ყველაფერი, რისთვისაც დანარ-

219
ჩენები ტყავიდან ვძვრებით, მათ სასწაულებრივად უსრულდე-
ბათ, რაღაცნაირად“, – გაიფიქრა ირონიულად, – „ამისთვის
საკმარისია, „გარდაცვლილი დედის სული“ დაიფიცო“.
– ღმერთო, შენ მიშველე, ღვთისმშობელო! – წაიმღერა ნო-
რამ და კიდევ უფრო გაღიზიანებულმა მისის ჯეკმა მშვიდად, ლა-
მის გულწრფელი მუდარით უთხრა:
– ნორა, ღვთის გულისათვის, გონს მოეგე, რა აზრი აქვს
ღვთისმშობლის დაფიცებას და მესაზე სიარულს, თუ შინ დაბრუ-
ნებული მისტერ ჯეკის ვისკის დაეწაფები? დიახ, და ტყუილს ეტ-
ყვი იმ ადამიანებს, რომლებსაც არასდროს შენთვის ცუდი არ
გაუკეთებიათ, – გულნატკენი ლაპარაკობდა, მაგრამ როცა შე-
ნიშნა, რომ მოახლეს თვალები ისევ სიბრაზით აენთო, უკვე
ცრემლმორეულმა განაგრძო, – ნორა, გთხოვ, მოეგე გონს. ნუ-
თუ სხვა ვერაფერი შეძელი ამ ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ
მოხვიდე ჩემთან და აყროლებული სუნთქვა ამოუშვა, როცა ჩვენ
მხოლოდ სიკეთე გაჩვენეთ, – ხმა უკანკალებდა სიბრალულის-
გან, თითქოს მოახლემ რაღაც ხელშეუხებელს და პატიოსანს
შესცოდა, ადამიანის რწმენას თუ სიწმინდეს, რასაც ყველა უნდა
გაუფრთხილდეს და ხელისგულზე ატაროს.
– იცით, მემ, – ნორამ შავი თმა უკან გადაიქნია, – თუ მე მა-
დანაშაულებთ...
– არა, ნორა, საკმარისია, – მისის ჯეკის სევდიან, უემოციო
ხმაში სიმტკიცე იგრძნობოდა და ისიც, რომ საუბარი დასას-
რულს მიუახლოვდა, – შეგიძლია წახვიდე, მეტი არაფერი მჭირ-
დება.
მოახლე კარისკენ გაემართა, თავი მაღლა ეჭირა, გაშეშებუ-
ლი კისერი და მხრები შეკავებულ სიბრაზეზე და შელახულ ღირ-

220
სებაზე მეტყველებდნენ. კარის მრგვალ სახელურს რომ მოჰკი-
და ხელი, შეყოვნდა და ნახევრად შებრუნებულმა თქვა:
– რაც შეეხება მის ედიტის კაბას, – და კიდევ ერთხელ გადა-
იქნია თავი, – თუ დაკარგული არაა, შეიძლება, ერთ-ერთმა გო-
გომ ითხოვა, ალბათ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ.
ეს თქვა და კარი გაუხურა.
ნახევარი საათის შემდეგ მისტერ ჯეკი, იღლიის ქვეშ ამოდე-
ბული „ჰერალდ თრიბიუნით“, დერეფანში გავიდა. მშვენიერ გუ-
ნებაზე გახლდათ. სულ აღარ ახსოვდა ის მომაბეზრებელი სატე-
ლეფონო ზარები, შუაღამისას რომ აწუხებდა ხოლმე. ნაზად
დააკაკუნა ცოლის კარზე და პასუხს დაელოდა. არ უპასუხეს. კი-
დევ დააკაკუნა, თან ყურს უგდებდა.
– აქ ხარ?
კარი შეაღო და უჩუმრად შევიდა.
მისის ჯეკი უკვე დღის პირველ საქმიანობაში იყო ჩაფლული.
ოთახის მეორე ბოლოში, მისგან ზურგშექცევით, ფანჯრებს შო-
რის მდგარ პატარა საწერ მაგიდასთან იჯდა. ხელმარცხნივ
ქვითრები და საქმიანი და პირადი წერილები ეწყო, ხელმარ-
ჯვნივ – გადაშლილი ჩეკების წიგნაკი. ენერგიულად წერდა, რო-
ცა ქმარი მიუახლოვდა. ქალმა კალამი დადო, ფურცელი დაკეცა
და უკვე კონვერტში აპირებდა ჩადებას.
– დილა მშვიდობის, – უთხრა სასიამოვნო, ოდნავ ირო-
ნიული ტონით, როგორითაც მიმართავენ ხოლმე ადამიანს, რო-
მელსაც შეუმჩნევლად დაადგებიან თავზე.
ქალი შეხტა და სწრაფად მოიხედა.
– ოჰ, გამარჯობა, ფრიც! – შესძახა მხიარულად, – როგორ
ხარ?

221
ფრიცი დაიხარა და, როგორც სჩვეოდათ, მეგობრულად აკო-
ცა ლოყაზე. მერე წელში გაიმართა, პიჯაკის სახელო და ბოლო
ჩამოქაჩა, ვაითუ ნაკეცი გასჩენოდა და არეულობა შეეტანა მის
მოწესრიგებულ გარეგნობაში. ცოლმა სწრაფი მზერით ყველა
დეტალი დააზუსტა – ფეხსაცმელი, წინდა, შარვალი, პიჯაკი და
ჰალსტუხი და საღილეში ნაზი გარდენია – სახე ხელისგულს ჩა-
მოადო და ხალისიანი, მაგრამ შეფიქრიანებული უყურებდა,
თითქოს უნდოდა ეკითხა: „გატყობ, ხუმრობის ხასიათზე ხარ, ნე-
ტა, რა ხდება?“
მისტერ ჯეკი მის წინ გაჩერდა, ფეხები განზე გადგა და მკლა-
ვები მოხარა, დამცინავ სერიოზულობაში კეთილგანწყობა და
ეიფორია იგრძნობოდა.
– აბა, მითხარი, რა ხდება, – მოუთმენლად უთხრა ცოლმა.
– ეს ნახე?
– არა, რა არის?
– გინდა წაგიკითხო, რას წერს ელიოტი „ჰერალდ თრიბიუნ-
ში“?
– მინდა, რას წერს?
მისტერ ჯეკი წელში გასწორდა, გაზეთი ააშრაშუნა, წარბები
შეიკრა, ყასიდი სერიოზულობით ჩაახველა, ყელი ჩაიწმინდა და
მგზნებარე ტონით, თან კმაყოფილებას რომ ვერ მალავდა, რე-
ცენზიის კითხვა დაიწყო:
„მისტერ შალბერგმა ბოლო სპექტაკლისთვის თავისი განსა-
კუთრებული რეჟისორული ნიჭის მთელი არტილერია ჩართო.
ყველაფერი ბრწყინვალედ გათვალა და რიტმში ჩასვა – სიტყვე-
ბი, სცენა, ჟესტები – დახვეწილი, ოსტატურად თავშეკავებული
ნიუანსები შემატა და ისე დამაჯერებლად ათამაშა მსახიობები,
რომ ასეთი რამ ამ სეზონზე არ გვინახავს. მას შესწევს ძალა, სი-

222
ჩუმე აალაპარაკოს – ოჰ, მართლაც რომ აალაპარაკოს! – ბევ-
რად მეტი თქვას, ვიდრე უმნიშვნელო ხმაურმა თანამედროვე
სცენაზე. ეს ყველაფერი დაკვირვებულ მაყურებელს უჩვეულო
სიამოვნებას ანიჭებს. ამას გარდა, მისტერ შალბერგმა მონტგო-
მერი მორტიმერის სახით შესანიშნავი ახალგაზრდა ნიჭიერი
ადამიანი გამოააშკარავა, და ბოლოს...“
მისტერ ჯეკმა მრავალმნიშვნელოვნად ჩაახველა, გაზეთი
კვლავ შთამბეჭდავად ააშრაშუნა და ცოლს ეშმაკურად ამოხედა.
მერე განაგრძო:
„და ბოლოს, მის ესტერ ჯეკის ფასდაუდებელი დახმარებით,
მან უზადო, თამამი დეკორი გვაჩუქა და ბებერი ძვლები ისე გა-
ათბო, როგორც არასდროს ბროდვეიზე არ გაუთბიათ. ამ სამ აქ-
ტში მის ჯეკმა სამი ყველაზე შთამბეჭდავი დეკორაცია წარმოად-
გინა, რაც კი მას ოდესმე შეუქმნია. მისი ნიჭი ნამდვილად იმსა-
ხურებს მოწონებას. მოკრძალებული დამკვირვებლის აზრით, ის
საუკეთესო გახლავთ თავის თანამედროვეთა შორის“.
მისტერ ჯეკი უცებ გაჩუმდა, მამლაყინწასავით გადმოხედა გა-
ზეთიდან და გათამაშებული სერიოზულობით ჰკითხა:
– რამე ხომ არ გითქვამს?
– ღმერთო! – შეჰყვირა მისის ჯეკმა და აღტაცებისგან სახე
შეეფაკლა, – გაიგონეთ? რა იყო ეს? – თქვა კომიკურად და ებ-
რაულ ყაიდაზე აღმართა ხელები, – ოვაცია? კიდევ ამბობს რა-
მეს? – და მოუთმენლად წინ გადაიხარა.
მისტერ ჯეკი განაგრძობდა:
„სამწუხაროა, რომ მის ჯეკის ბრწყინვალე ნიჭს მეტი გასაქანი
არ ეძლევა. რაც გუშინ არლინგტონის თეატრში ვნახეთ, უნდა
ვაღიაროთ, რომ პიესა თავისთავად...“

223
– საკმარისია, – მისტერ ჯეკმა უცებ შეწყვიტა კითხვა და გა-
ზეთი მაგიდაზე დადო, – დანარჩენს ხვდები, რაც იქნება. მნიშ-
ვნელოვანი არაფერი, არც კარგი, არც ცუდი. პიესას აკრიტი-
კებს! მაგრამ! – შესძახა ვითომ აღშფოთებით, – ხედავ, რა თავ-
ხედია! რას მიედ-მოედება მის ჯეკზე? მე რა, არ ვარსებობ? მე,
როგორც შენს ქმარს, არ უნდა შემაწიონ სიტყვა? იცი, მინდა,
სადმე მეორე იარუსზე მაინც დამსვან. რა თქმა უნდა, – ახლა
უფრო გულგრილად ალაპარაკდა, სარკასტულად მიმართავდა
სიცარიელეს, თითქოს იქ ვიღაც უხილავი მსმენელი ეგულებო-
და, – რა თქმა უნდა, ის ხომ მხოლოდ და მხოლოდ ქმარია. და
ვინ არის ის? ფუი! – თქვა აგდებულად, – მხოლოდ და მხოლოდ
ვიღაც ბიზნესმენი, რომელიც არ იმსახურებს ასეთ შესანიშნავ
ცოლს. ხელოვნებაში რამე გაეგება? მისი ფასი იცის? ცოლის შე-
მოქმედება მისთვის გასაგებია? – მბრძანებლური ტონით იკით-
ხა, უცებ ისევ გაზეთს მიუბრუნდა და მრავალმნიშვნელოვნად
განაგრძო, – „უმწიკვლო და თამამი დეკორი გვაჩუქა და ბებერი
ძვლები ისე გაათბო, როგორც არასდროს ბროდვეიზე არ გაუთ-
ბიათ“.
– ვიცი, – თქვა ცოლმა გულმოწყალე სახით, თითქოს რეცენ-
ზენტის სიტყვებს არავითარი ემოცია არ აღუძრავთ, მაგრამ მა-
ინც ეტყობოდა, ნასიამოვნები იყო, – ვიცი, რომ პათეტიკურია.
ეგენი ვერ არიან! ძალიან დამღალეს!
– „მისი ნიჭი ნამდვილად იმსახურებს მოწონებას“, – კითხუ-
ლობდა მისტერ ჯეკი, – კარგია, არა? ნეტა, მის ქმარს თუ მოუვი-
დოდა ეს თავში? არა! – იყვირა მოულოდნელად, დამცინავად
გააქნია თავი და მსხვილი საჩვენებელი თითი გააქნია, – მისი
ქმარი ამდენს ვერ ქაჩავს. ის უბრალო ბიზნესმენია! ცოლს ვერ

224
აფასებს! – და ამ დროს, მისდა გასაოცრად, ესტერმა შენიშნა,
რომ ქმარს თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
სახე მისკენ მიაბრუნა, ერთდროულად შეშფოთებულიც იყო,
თანაუგრძნობდა კიდეც და თან ამ ყველაფერს აპროტესტებდა,
რადგან ერთხელაც იგრძნო ის, რასაც ხშირად გრძნობდა –
ცხოვრებაში არის რაღაც უცნაურად ბუნდოვანი, რასაც იცი, ვე-
რასდროს ვერ გაიგებ და ვერც გამოხატავ. იცოდა, მისი ქმრის
ძლიერი ემოციების მოულოდნელ და უმიზეზო მოზღვავებას
არაფერი ჰქონდა საერთო გაზეთის სტატიასთან. რეცენზენტი
„მის“-ად რომ მოიხსენიებდა, ესეც მხოლოდ ართობდა. ისიც
იცოდა, რომ სიგიჟემდე უხაროდა მისი ყოველი წარმატება.
მოულოდნელად მტკივნეული, ენით გამოუთქმელი სინანუ-
ლი იგრძნო – რის გამო, ვის მიმართ, ვერ ხვდებოდა – თვალწინ
დაუდგა ქალაქის ბიზნესცენტრი, სადაც მისი ქმარი მთელ დღეს
ატარებდა, სადაც თავდაუზოგავად შრომობდა და სადაც წარმო-
სადეგი კაცები ხელს ართმევდნენ მას და აღტაცებულები ეუბნე-
ბოდნენ:
– დღევანდელი „ჰერალდი“ ნახეთ? წაიკითხეთ, თქვენს
ცოლზე რას წერენ? ხომ ამაყობთ თქვენი ცოლით? გილოცავთ!
ხედავდა მის სიამოვნებისგან აჭარხლებულ სახეს, ხედავდა,
როგორ ცდილობდა, თავშეკავებული ღიმილით რამდენიმე სა-
მადლობელი სიტყვა ეთქვა:
– კი, მგონი ვნახე, რომ ახსენებენ. მაგრამ დიდად აღარ მა-
ღელვებს ასეთი სიტყვები. უკვე იმდენი ხანია, ჩემს ცოლზე წე-
რენ. ასე რომ, შევეჩვიეთ.
საღამოს შინ რომ ბრუნდებოდა, სიტყვასიტყვით უმეორებდა
მათ ნათქვამს და მართალია, ცოტა ცინიზმი დაჰკრავდა მის
თხრობას, ცოლმა იცოდა, როგორი კმაყოფილიც იყო და რო-

225
გორ უხაროდა. ესტერმა იცოდა, მის ქმარს ისიც ეამაყებოდა,
რომ მდიდარი კაცების ცოლები – უმეტესად მომხიბვლელი ებ-
რაელები, ისეთივე მატერიალისტები და მუდამ ახლის მაძიებ-
ლები ხელოვნების სამყაროში, როგორი წარმატებულებიც მათი
ქმრები იყვნენ ბიზნესში – წაიკითხავდნენ იმ გაზეთს და სპექ-
ტაკლს თავიანთი თვალითაც ნახავდნენ, შემდეგ კი ღამით
ბრწყინვალე საძინებლებში მოჰყვებოდნენ აღტაცებულები და
აღტაცება მათ ლამაზ სახეებს ამაღელვებელ და ეროტიკულ
ეშხს შემატებდა.
ეს ყველაფერი ერთ წამში გაიფიქრა, როცა მის წინ მდგარ ჩა-
მოსხმულ, შეჭაღარავებულ, კარგად მოვლილ კაცს უცქერდა,
რომელსაც, მისთვის აუხსნელი მიზეზით, თვალზე ცრემლი მოს-
დგომოდა და ნაწყენი, გაბუტული ბავშვის სახე ედო. ესტერს გუ-
ლი ამოუხსნელი თანაგრძნობით აევსო და სიყვარულით სცადა
ყველაფრის განმუხტვა:
– კი მაგრამ, ფრიც! ხომ იცი, მე ასე არასდროს მიფიქრია!
არაფერი ამდაგვარი არ მითქვამს შენთვის! ხომ იცი, როგორ
მიყვარხარ და რომ შენი აზრი ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია
ჩემთვის, ვიდრე იმ მეგაზეთეების! ვითომ რამე გაეგებოდეთ! –
დასძინა ზიზღით.
მისტერ ჯეკმა ამასობაში სათვალე მოიხსნა და გაწმინდა,
ცხვირი მოიხოცა და სათვალე ისევ გაიკეთა. მერე ცერი საფეთ-
ქელზე მიიდო, დანარჩენი ოთხი თითი კომიკურად თვალზე
აიფარა და მობოდიშებით უთხრა:
– ვიცი! ვიხუმრე და საკმარისია! – უხერხული ღიმილი დას-
თამაშებდა. მერე ხმაურით მოიხოცა ცხვირი, სახიდან ნაწყენი
ბავშვის გამომეტყველება მოიშორა და ვითომც არაფერი, ისე

226
განაგრძო, – აბა, როგორ გრძნობ თავს? გუშინდლით კმაყოფი-
ლი ხარ?
– ოჰ, ალბათ, კი, – ყოყმანით უპასუხა, ის ამოუხსნელი უკმა-
ყოფილების განცდა შემოაწვა, პრემიერისთვის მზადებას რომ
დაამთავრებდა ხოლმე და ბოლო დღის ისტერიული დაძაბულო-
ბა დასრულდებოდა. მერე განაგრძო, – ვფიქრობ, კარგად
ჩაიარა, შენ რას იტყვი? მგონი, დეკორაციები კარგი გამომივი-
და, შენც ასე ფიქრობ?– ინტერესით ჰკითხა, – არა, – ბავშვივით
აგდებულად განაგრძო, – მგონი, არაფერი განსაკუთრებული.
ჩემს საუკეთესო დეკორაციებთან ახლოსაც ვერ მივიდოდა,
არა?
– ჩემი აზრი მშვენივრად იცი. გითხარი კიდეც. ვერავინ შე-
გედრება. სპექტაკლში შენი დეკორაცია იყო საუკეთესო! – მტკი-
ცედ უთხრა ქმარმა, – მართლაც რომ საუკეთესო. იმედია, გიხა-
რია, სეზონი რომ დამთავრდა.
– კი, მიხარია, ოღონდ აირინ მორგენსტაინს შევპირდი, ბა-
ლეტისთვის რამდენიმე კოსტიუმს გაგიკეთებ-მეთქი. ამ დილით
არლინგტონის კომპანიაში ვარ მისასვლელი, გადასაკეთებელი
მაქვს რაღაც, – დასძინა სევდიანად.
– ისევ! გუშინ ხომ კმაყოფილი დარჩი. რა ხდება?
– ოჰ, – თქვა გაღიზიანებულმა, – რა უნდა ხდებოდეს, ფრიც?
პრობლემა ერთია და არასდროს იცვლება! პრობლემა ის არის,
რომ ეს ქვეყანა შტერებითაა სავსე და არ აკეთებენ იმას, რასაც
ეუბნები! სულ ესაა! ღმერთო! – მერე გულწრფელი სინანულით
თქვა, – ხატვისთვის არ უნდა დამენებებინა თავი. ხანდახან გუ-
ლი მერევა! სირცხვილია, ამისთანა ხალხისთვის ვირჯებოდე!
– როგორი ხალხისთვის?

227
– არ იცი? – ჩაილაპარაკა ესტერმა, – თეატრში რომ დადიან.
რა თქმა უნდა, ყველაზე ვერ იტყვი, მაგრამ... ღმერთო! უმეტე-
სობა ნაგავია! მოგისმენია, როგორ ლაპარაკობენ? „იმ როლში
თუ მნახე“, ან: „წაიკითხე, ჩემზე რას წერენ?“, ან: „იქ ხომ მაგარი
ვიყავი?“ ღმერთო, ფრიც, მაგათ თუ უსმინე, იფიქრებ, პიესები
იმიტომ იდგმება, ერთმანეთს რომ გაეპრანჭონ სცენაზე. არადა
თეატრისთანა შესანიშნავი რამ ამქვეყნად არ არსებობს! რა სას-
წაულებს ახდენ, თუ მოინდომებ, რას არ დამართებ ადამიანს,
ამას ხომ არაფერი შეედრება!
გაჩუმდა, თითქოს ფიქრებში წავიდა, მერე დაღლილი ხმით
თქვა:
– მართლა მიხარია, ეს საქმე რომ დავამთავრე. ნეტა, ახალი
გამომიჩნდეს. სხვა რამე რომ მცოდნოდა, სიამოვნებით გავაკე-
თებდი, – გულწრფელად ლაპარაკობდა, – დავიღალე. მე მეტი
მეკუთვნის, – მარტივად გადაწყვიტა და ერთი წამით მოღუშული
მიაჩერდა სიცარიელეს.
მერე ისევ მოღუშულმა და შეშფოთებულმა მაგიდის უჯრაში
ხელი მოაფათურა, სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ნერვიულად
მოჰყვა ბოლთის ცემას ოთახში, მოკლე-მოკლე ნაბიჯებით,
ეწეოდა და შუბლს იჭმუხნიდა. სიგარეტი უხერხულად ეჭირა, ეტ-
ყობოდა, რომ იშვიათად ეწეოდა.
– ნეტა, მომავალ სეზონზე თუ მომცემენ რამეს, – თავისთვის
ჩაილაპარაკა, თითქოს ქმარს ვერ ამჩნევდა, – ნეტა, კიდევ მექ-
ნება საქმე? ჯერ არაფერს ამბობენ, – თქვა სევდიანად.
– თუ ასე დაიღალე, არ უნდა გადარდებდეს, – ირონიულად
უთხრა ქმარმა და დასძინა, – წინასწარ რატომ ღელავ.
ამ სიტყვებით დაიხარა და ისევ ისე მეგობრულად აკოცა ლო-
ყაზე, მხარზე ნაზად წამოარტყა ხელი და ოთახიდან გავიდა.

228
თავი მეთორმეტე

ქალაქის ცენტრი

მისტერ ჯეკი ყურადღებით ისმენდა ცოლის წუწუნს, მას ხომ


ყოველთვის აინტერესებდა თეატრის ამბები და ინტრიგები. ცო-
ლის ნიჭით და წარმატებითაც ამაყობდა, როგორც მისი რასის
წარმომადგენელი ყველა მდიდარი კაცი იამაყებდა, განსაკუთ-
რებით, ვინც მთელი დღე ბირჟის ამაღელვებელ, არარეალურ
და ფანტასტიკურ ამბებში იყო ჩაფლული, მაგრამ ამავე დროს,
თეატრის ბრწყინვალებაც ძლიერ ხიბლავდა.
მას შემდეგ, რაც ორმოცი წლის წინ ნიუ-იორკში ჩავიდა, წარ-
მატებული კარიერა უფრო მშვიდი, უფრო ტრადიციული და, რო-
გორც ახლა ფიქრობდა, უფრო მოსაწყენი ცხოვრებიდან ბრწყინ-
ვალე და მხიარული ცხოვრებისკენ წარმართა, მოულოდნელო-
ბები და მუდმივი საფრთხე სასიამოვნო ელფერს რომ მატებდა.
ბავშვობის დროინდელი ყოფა, როცა მისი ოჯახი პროვინციულ
ქალაქში უკვე ასი წლის მანძილზე მართავდა კერძო ბანკს, სა-
ოცრად ერთფეროვანი ეჩვენებოდა, არა მხოლოდ შიდა და სო-
ციალური საქმიანობის გამო, წლიდან წლამდე საათივით რომ
ჰქონდათ აწყობილი და ნათესავების სავალდებულო, პუნ-
ქტუალური ვიზიტებით მონიშნული, არამედ, ზოგადად ბანკის
მართვის მეთოდი და ის პატარ-პატარა და გაუბედავი გარიგებე-
ბი მიაჩნდა ძალიან უსუსურად და უინტერესოდ.
ნიუ-იორკში სწრაფად ამოძრავდა, ერთი სიმაღლიდან
მეორე, ახალ სიმაღლეს იპყრობდა, შეშლილი ტემპით მზარდი
ქალაქის საუკეთესო მიღწევებს ფეხს უწყობდა. მაგრამ იმ
229
ორომტრიალშიც, დღის უმეტეს ნაწილს რომ ატარებდა და ხარ-
ბად ისუნთქავდა მშფოთვარე ჰაერს, იყო რაღაც მშვენიერი, ცო-
ტათი თეატრის ღამის ცხოვრებას რომ ჰგავდა.
ყოველი სამუშაო დღის ცხრა საათზე მისტერ ჯეკი ქალაქის
ცენტრში, თავისი ოფისისკენ მიიჩქაროდა. მანქანა მბზინვარე
ჭურვივით მიქროდა. მისი მძღოლი ნიუ-იორკის ყველაზე დამა-
ხასიათებელი ასპექტების ზუსტი განსახიერება გახლდათ. საჭეს-
თან როცა იჯდა, შავგვრემანი ავადმყოფური სახე ეჯღანებოდა,
წვრილი ტუჩებით დამცინავად იღიმოდა და შავი თვალები არა-
ბუნებრივად უბრწყინავდა, როგორც ძლიერი ნარკოტიკით გახა-
ლისებულს. იფიქრებდი – და ასეც იყო – ეს არსება შეშლილმა
ქალაქმა რაღაც სპეციალური მოხმარებისთვის შექმნაო. თით-
ქოს მისი გაზეთილი სხეული, სხვა დანარჩენი მილიონებივით,
ნაცრისფერი ქუდები რომ ეხურათ და ისეთივე უსიცოცხლო ფე-
რი ედოთ სახეზე, ამ ქალაქის საერთო საშენი მასალით იყო მო-
ზელილი, ხიდების, შენობების, კოშკების, გვირაბების და ტრო-
ტუარების მსგავსად. ძარღვებში სისხლის ნაცვლად იგივე ელექ-
ტროდენი დაუდიოდა, მთელ ქალაქს რომ ამოძრავებდა, რაც
თითქოს მის ყოველ მოქმედებასა და ჟესტში ცხადდებოდა. ეს
ცოდვილი ადამიანი თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, ოსტატურად
მართავდა საჭეს და იმორჩილებდა მძლავრ მანქანას, რომელიც
მომაკვდინებელი უდარდელობით ხან ოდნავ გაედებოდა სხვა
მანქანებს, ხან გადაუსწრებდა და გზას უჭრიდა მათ და თითქმის
გაუვალ ადგილებში ძვრებოდა – წყალი არ გაუვიდოდა: მისი
მამოძრავებელი მავნებლური ძალები უთუოდ ქალაქის არტე-
რიაში მფეთქავ დიდ ენერგიასთან იყო შერწყმული.
მაგრამ მისტერ ჯეკს ეს არსება, რომელიც მთელი სისწრაფით
მიაქროლებდა მას ქალაქის ცენტრში, პირიქით, უმძაფრებდა იმ

230
დღის სასიამოვნო მოლოდინს. უყვარდა მძღოლის გვერდით
ჯდომა და მისი ყურება. მძღოლს თვალები ხან კატასავით ეშმა-
კურად უელავდა, ხან ბაზალტივით გაუქვავდებოდა და ამოუშავ-
დებოდა, წვრილ სახეს სწრაფად ატრიალებდა აქეთ-იქით და ან
გამარჯვებული უსმენდა მეტოქის გინებას, რომელსაც მოხერხე-
ბულად გაუსწრებდა ხოლმე, ანდა თვითონ დაუღრიალებდა სხვა
მძღოლებს თუ უწესო ფეხით მოსიარულეებს: „გაინძერი, შე ნა-
ბიჭვარო!“ საძულველი პოლიციელის დანახვისას უფრო მშვი-
დად ბუზღუნებდა, ან კიდევ, თუ რომელიმე პოლიციელისგან
წყალობა ეღირსებოდა, მისტერ ჯეკს ცალყბად გადაულაპარა-
კებდა საქებარ სიტყვებს. „ისე, ზოგიერთს არა უშავს, რომ იცო-
დეთ!“ – ეტყოდა თავშეკავებულად, – „ყველა ნაბიჭვარი კი
არაა, აი ეს“, – მიანიშნებდა პოლიციელზე, რომელმაც თავი და-
უქნია და გაატარა, – „ეს კაი კაცია, ვიცნობ, კარგად ვიცნობ, ჩე-
მი ცოლის ნათესავია!“
მძღოლის მავნებლური და არაბუნებრივი ძალა მისტერ ჯეკს
წარმოსახვას უღვიძებდა – თითქოს სამყარო, რომელშიც ცხოვ-
რობდნენ, თეატრალური და ილუზორული იყო; თითქოს სხვა
დანარჩენი უთვალავი ვინმესავით, თვითონაც სამსახურში კი არ
მიიჩქაროდა დღის საქმიანი შუქით გამთბარ გზაზე, არამედ ის
და თავისი მძღოლი, ორი ცბიერი და ძლევამოსილი ადამიანი,
ტრიუმფალურად აღუდგებოდნენ წინ მთელ სამყაროს, თითქოს
ქალაქის შემზარავი არქიტექტურა, ტრანსპორტის ფანტასმაგო-
რიული ქაოსი, მოფუთფუთე ხალხით სავსე ქუჩების ქსელი მის-
ტერ ჯეკისთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა საკუთარი ბიზნესის
უშველებელი ფონი. ყველა ის შეგრძნება – საფრთხის, კონ-
ფლიქტის, მზაკვრობის, ძალაუფლების, გამარჯვების, ყველაზე
მეტად კი უპირატესობის – მისტერ ჯეკს სიამოვნებას ჰგვრიდა

231
და ისიც ლამის გაუცნობიერებელი სიხარულით მიიჩქაროდა
სამსახურში.
საბირჟო სპეკულაციების შეშლილ სამყაროს, სადაც ის მუშა-
ობდა და რომელსაც რაღაც თეატრალური ელფერი დაჰკრავდა,
იგივე უპირატესობის გრძნობა ამყარებდა. ეს იყო რჩეულ კაცთა
უპირატესობა, რადგანაც მისტიკური გუმანის წყალობით ისინი,
რჩეულებივით, ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, ისე, რომ არც ირჯე-
ბოდნენ და არც არაფერს ქმნიდნენ, შემოსავალი საათის წიკ-
წიკთან ერთად ეზრდებოდათ და საკმარისი იყო, კვერი დაეკ-
რათ ან თითით შეხებოდნენ, მათი სიმდიდრე განსაცვიფრებ-
ლად იმატებდა. ამიტომ მისტერ ჯეკს მიაჩნდა და რა თქმა უნდა,
ბევრს სხვასაც, რომ იმ ადამიანებს, ვინც იღბლიანთა კლასს არ
ეკუთვნოდნენ, მათი შურდათ, და რომ არა მარტო გონივრული,
არამედ ბუნებრივიც იქნებოდა, საზოგადოების მთელი სტრუქ-
ტურა, თხემიდან ძირამდე, პრივილეგიებზე და უსამართლობებ-
ზე მდგარიყო.
მაგალითად, მისტერ ჯეკმა იცოდა, რომ ერთ-ერთი მძღოლი
სულ ატყუებდა. იცოდა, რომ ფასები ქვითრებზე, ბენზინში, ზეთ-
ში, საბურავში თუ ტექნიკურ დათვალიერებაში გადახდილი, გა-
ბერილი იყო, მძღოლი გარაჟის მეპატრონესთან იყო გარიგებუ-
ლი და კოხტა პროცენტსაც იღებდა გასამრჯელოდ. ოღონდ ამის
გამო მისტერ ჯეკი არ წუხდა. შეიძლება ითქვას, ეს ამბავი არ-
თობდა კიდეც. იცოდა, რაც ხდებოდა და თან ისიც იცოდა, რომ
შეეძლო, ამის უფლება მიეცა თავისთვის, რაც ძალაუფლების და
ხელშეუხებლობის განცდას კიდევ უფრო მეტად უძლიერებდა.
სხვა გუნებაზე თუ იდგა, უდარდელად შეიბერტყავდა მხრებს და
გაიფიქრებდა:

232
– მერე რა? ვერაფერსაც ვერ იზამ. ყველა ასე იქცევა. ის თუ
არ მოგატყუებს, სხვა მოგატყუებს.
იცოდა ისიც, რომ ზოგიერთი მოახლე უარს არ ამბობდა, რა-
მე „ეთხოვა“ და დაბრუნება „დავიწყებოდა“. იცოდა, რამდენიმე
პოლიციელი და ხეპრე მეხანძრე რომ დაუდიოდნენ მოახლეებს
და სამზარეულოში ან გოგოების მისაღებში კარგ დროს ატარებ-
დნენ. იცოდა, რომ საზოგადოების უსაფრთხოების და მშვიდო-
ბის დამცველები ყოველ საღამოს მის მაგიდას უსხდნენ, მეფურ
ვახშამს მიირთმევდნენ და რომ ოჯახის წევრებზე და მათ სტუმ-
რებზე ადრე ამ ადამიანებს უმასპინძლდებოდნენ და ჩინებულ
ვისკის და იშვიათ ღვინოებს არ იშურებდნენ.
მხოლოდ ერთხელ, როცა აღმოაჩინა, რომ ერთ ღამეში
საუკეთესო ირლანდიური ვისკის მთელი ყუთი გაქრა, ჩვეულებ-
რივი განაწყენების ნაცვლად გაცეცხლდა, ისიც იმიტომ, რომ
ერთობ იშვიათი რამ დაკარგა. როცა დროდადრო ცოლი ამ თე-
მას ეხებოდა, ვითომდა გულისწყრომით – ფრიც, მგონი, გო-
გოები ისეთ ნივთებს იღებენ, რის აღების უფლებაც არა აქვთ. მე
ეს არ მომწონს, შენ? რამე უნდა ვიღონოთ? – ის მხოლოდ და
მხოლოდ გაიღიმებდა და მხრებს აიჩეჩდა.
ოჯახის შენახვა ძვირი უჯდებოდა. უზრუნველყოფდა საცხოვ-
რებლით, აცმევდა, აჭმევდა და ართობდა, მაგრამ ის ფაქტი,
რომ მისი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი იფლანგებოდა
ან მოსამსახურეები წაპნიდნენ, დიდად არ აღელვებდა. ამაზე
თითქმის არც ფიქრობდა – იგივე არ ხდებოდა ყოველდღე დიდი
ბიზნესის სამყაროში? ოღონდ ეს ყოყლოჩინა კაცის გულგრი-
ლობა კი არ იყო, რომელიც შიშით ელის აღსასრულს და მანამ-
დე ცდილობს, ცხოვრება გაიხალისოს. პირიქით, მისტერ ჯეკი
მოთმინებით იტანდა იმ ადამიანების ახირებებს, რომლებიც მი-

233
სი ხელგაშლილობით სარგებლობდნენ, და არა იმიტომ, რომ
საკუთარ თავში ეჭვი ეპარებოდა, პირიქით, ეს სიმტკიცეს მატებ-
და. დარწმუნებული გახლდათ, რომ მისი სამყარო ფოლადის ძა-
ფით იყო მოქსოვილი და რომ სპეკულაციის მაღალი პირამიდა
არათუ არ დაინგრეოდა, არამედ უფრო და უფრო ამაღლდებო-
და. ასე რომ, მოსამსახურეების შეცდომებს მხოლოდ და მხო-
ლოდ უმნიშვნელო ცოდვებად მიიჩნევდა.
ამ მხრივ მისტერ ფრედერიკ ჯეკი დიდად არ განსხვავდებოდა
თავისი კლასის სხვა წარმომადგენლებისგან. იმ დროს და იმ
ადგილას, უჩვეულოც იქნებოდა, სხვაგვარად ეფიქრა. ყველანი
პროფესიული დაავადების მსხვერპლნი იყვნენ – რაღაც მასობ-
რივი ჰიპნოზის, არად აგდებდნენ საკუთარ გრძნობებს და არ
აღიარებდნენ, რასაც ხედავდნენ. საშინელი და ირონიული იყო
ფაქტი, რომ ეს კაცები, რომელთაც ყალბი და თეატრალური სამ-
ყარო შექმნეს, საკუთარ თავებს ფატალური ილუზიით მონუს-
ხულ არსებებად კი არა, ყველაზე გონიერ, პრაქტიკულ და
მცოდნე ადამიანებად წარმოიდგენდნენ, სპეკულაციით შეპყრო-
ბილ აზარტულ მოთამაშეებად კი არა, დიადი საქმეების ბრწყინ-
ვალე შემსრულებლებად, რომლებიც ყოველი დღის ყოველ
წუთს „ქვეყნის გულის ფეთქვას გრძნობდნენ“. და როცა გარშე-
მო მხოლოდ უკიდეგანო პრივილეგიას, უსამართლობას და
ეგოიზმს აწყდებოდნენ, თავს აჯერებდნენ: „რას იზამ, ასეა ცხოვ-
რება მოწყობილი“.
ზოგადად მიჩნეული იყო, რომ ყველა კაცს თავისი ფასი ჰქონ-
და, ისევე, როგორც ყველა ქალს – თავისი. და თუ რაიმე საკით-
ხზე მსჯელობისას ამგვარ გონიერ, პრაქტიკულ და მცოდნე პერ-
სონას სიტყვას გადაუკრავდით, ვიღაც ასე თუ სხვაგვარად საკუ-
თარი ინტერესების გამო კი არ მოიქცა, არამედ, სავარაუდოდ,

234
არ სურდა, ტკივილი მიეყენებინა საყვარელი არსებისთვისო, ან
იმიტომ, რომ ერთგული ადამიანია და მისი არც გაყიდვა შეიძ-
ლება და არც ყიდვა, ანდა – უბრალოდ პატიოსანი კაციაო, პასუ-
ხად თავაზიან, მაგრამ ცინიკურ ღიმილს მიიღებდით და ის იტყო-
და:
– კარგი. მეგონა, უკეთ შეგეძლოთ მსჯელობა. მოდით, ახლა
ისეთ თემაზე ვისაუბროთ, რომელიც ორივეს კარგად გვესმის.
ასეთი კაცები ვერ ხვდებიან, რომ დამახინჯებულად ხედავენ
ადამიანის ბუნებას. თავი მოაქვთ ულმობლობით, სულის სიმ-
ტკიცით და გონიერებით, რაც ეხმარებათ, ადვილად აიტანონ
სამყაროში დატრიალებული უბედურებები. ეს მანამდე, ვიდრე
ცოტა მოგვიანებით გამოჩნდება, რას ემყარებოდა მათი სუ-
ლიერი სიმტკიცე და გონიერება. როცა მოულოდნელად წარმო-
სახული სამყარო ბუშტივით გასკდა, ბევრმა ვერ გაუძლო, დაუნ-
დობელი რეალობისთვის თვალი გაესწორებინა, ზოგმა შუბლში
ტყვია დაიხალა, ზოგიც მაღალი ოფისის ფანჯრიდან გადმოხტა.
მაგრამ ვინც თვალი გაუსწორა და მიხვდა, რაც მოხდა, ადრე
შეძლებული, უმწიკვლო და თავდაჯერებული, ნაადრევად ჩა-
მოხმა და დაჩაჩანაკდა.
ოღონდ, ეს ყველაფერი მომავალში მოხდებოდა, არადა საფ-
რთხე რომ გარდაუვალი იყო, უკვე ჩანდა, მაგრამ ისინი ვერ ამ-
ჩნევდნენ, რადგან ისე გამოაწრთეს თავი, რომ გრძნობებს არ
უნდა აჰყოლოდნენ. მაშინ, 1929 წლის ოქტომბრის შუა რიც-
ხვებში, მათ თვითკმაყოფილებას და თავდაჯერებას საზღვარი
არ ჰქონდა. მსახიობის თვალით უყურებდნენ ყველაფერს, უყუ-
რებდნენ, როგორც სიყალბეს და ვინაიდან თავს ჩააგონეს, რომ
სიყალბე არის ნორმალური რეალობა, სიამოვნებასაც კი ჰგვრი-
დათ მისი ცქერა.

235
მათი საუბრის უსაყვარლესი თემა ადამიანთა ბუნების სხვა-
დასხვა მხარეების განხილვა იყო – ხრიკების, ღალატის, უსა-
მართლობის. ისეთი სიამოვნებით ჰყვებოდნენ მძღოლების, მო-
ახლეების, მზარეულების, ბუტლეგერების ეშმაკობებზე, რო-
გორც შინაური ცხოველების ცელქობებზე.
სადილობის დროს ხომ სულ სხვა ეშხით იხსენებდნენ ამ ამ-
ბებს. ქალები ხალისით უსმენდნენ და ვითომდა ცდილობდნენ,
თავი შეეკავებინათ, მაგრამ როცა ნაამბობი კულმინაციას აღ-
წევდა, შესძახებდნენ ხოლმე: „ნამდვილად არაჩვეულებრივია!“
(განზრახ ნელა გამოთქვამდნენ, თითქოს იმდენად სასაცილო
იყო, დაჯერება უჭირდათ), ან: „არ არის ახლა ეს შესანიშნავი?“
(და ნაზად წამოიკივლებდნენ), ან კიდევ: „გაჩერდი! ამას ვერ
იზამდა!“ სტერეოტიპულ, მოდურ ფრაზებს ხმარობდნენ, როცა
„გასართობ“ ამბებზე „რეაგირებდნენ“, რადგან სტერილურმა და
უინტერესო ცხოვრებამ სიცილი განდევნა მათი ცხოვრებიდან.
მისტერ ჯეკს თავისი ანეკდოტი ჰქონდა და ისე საყვარლად
და ისე ხშირად ჰყვებოდა ამ ამბავს, რომ ნიუ-იორკის ყველა ნა-
დიმი შემოიარა.
რამდენიმე წლის წინ – ჯერ კიდევ უესტ საიდის ძველ სახლში
ცხოვრობდა – მისმა ცოლმა მოაწყო წვეულება, ყოველ წელს
რომ მართავდა ხოლმე თავისი თეატრალური „გუნდისთვის“.
როცა უკვე კარგად მოილხინეს და წვეულება ეშხში შევიდა, მსა-
ხიობები ოთახებში რომ დაფუთფუთებდნენ და უხვი საჭმელ--
სასმლით მუცლებს იყორავდნენ, მოულოდნელად პოლიციის
სირენის და მანქანების სწრაფი დამუხრუჭების ხმა გაისმა. მის-
ტერ ჯეკი და მისი სტუმრები ფანჯარასთან მოგროვდნენ და
დაინახეს, როგორ გაჩერდა ფურგონი სახლის წინ, გვერდით
მოტოციკლეტზე შემომჯდარი ორი პოლიციელი მოჰყვებოდა.

236
მისტერ ჯეკმა იმწამსვე ამოიცნო თავისი მოახლეების თაყვანის-
მცემელი პოლიციელები. ფურგონიდანაც პოლიციელები გად-
მოვიდნენ, საბარგულიდან უზარმაზარი კასრი გადმოათრიეს და
საზეიმოდ გააგორეს სახლის ქვის კიბისკენ. როგორც აღმოჩ-
ნდა, კასრი ლუდით იყო სავსე და ის პოლიციელებმა მისტერ
ჯეკს მოართვეს. თავადაც დაპატიჟებული იყვნენ, რადგან როცა
მისტერ ჯეკი წვეულებას აწყობდა, მოახლეებს და მზარეულებ-
საც ნებას რთავდა, სამზარეულოში მეგობარი პოლიციელები და
მეხანძრეები მოეწვიათ. მისტერ ჯეკი ააღელვა პოლიციელების
ხელგაშლილობამ და მოინდომა, ლუდის საფასური გადაეხადა,
მაგრამ ერთ-ერთმა ასე უთხრა:
„არც იფიქროთ, უფროსო. ყველაფერი რიგზეა. გეტყვით, საქ-
მე ისაა“, – ხმა დაიდაბლა მეტი კონფიდენციალობისთვის, –
„ჩვენ ფული არ გადაგვიხდია, არა“, – თქვა მტკიცედ, – „გვაჩუ-
ქეს! დიახ! როგორც საკომისიო ანაზღაურება, ისე მოგვცეს“, –
დასძინა თავაზიანად, – „ხვდებით?“
მისტერ ჯეკი მიხვდა და მერე ბევრჯერაც გაიხსენა ეს ამბავი.
კეთილი კაცი იყო და თუმცა კი ეს ხალხი წლების განმავლობაში
მეფურად ქეიფობდა მის ხარჯზე და ასი იმდენი ლუდის კასრი გა-
მოუცლიათ, მაინც ძალიან ესიამოვნა.
მართალია, არ შეეძლო, თავის გარშემო გამეფებული ყალბი
და თეატრალური შეხედულებები არ გაეზიარებინა, გამორ-
ჩეულად კეთილი და დამყოლი ბუნების კაცი გახლდათ და ამას
ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამტკიცებდა. როგორც კი შემთხვევა
მიეცემოდა, მზად იყო, ხელი გაემართა გასაჭირში ჩავარდნი-
ლისთვის – ხელმოცარული მსახიობებისთვის, ასაკოვანი შინა-
ბერებისთვის, რომლებიც თეატრალური ხელოვნების განახლე-
ბის უიმედო გეგმებს აწყობდნენ, მეგობრებისთვის, ნათესავე-

237
ბისთვის და მოხუცებული მოსამსახურეებისთვის. ამას გარდა,
მოსიყვარულე და დამყოლი მამა იყო, ერთადერთ ქალიშვილს
პირდაპირ საჩუქრებით ავსებდა.
და როგორი გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, ადამიანი, რო-
მელიც მუდამ ცვალებად, შეშლილ სამყაროში ცხოვრობდა,
არასოდეს ღალატობდა თავისი რასის უძველეს ტრადიციას,
ოჯახის სიწმინდის და ურყეობის რწმენას. მიუხედავად ქალაქის
ცხოვრების სენსაციური ტემპისა, რაც უამრავ საფრთხეს უქმნი-
და, ოჯახი მაინც შეინარჩუნა. ეს რწმენა იყო ყველაზე ძლიერი
ძალა, რაც ცოლთან აკავშირებდა. ისინი დიდი ხნის წინ შეთან-
ხმდნენ, რომ ორივეს თავისი ცხოვრება ექნებოდა, მაგრამ ერ-
თად ეცდებოდნენ, ოჯახი შეენარჩუნებინათ, რაც წარმატებით
მოახერხეს. ამ მიზეზით და ამ საბაბით, მისტერ ჯეკი ცოლს პატი-
ვისცემით და სიყვარულით ექცეოდა.
ასეთი გახლდათ ის უმწიკვლო კაცი, რომელსაც ყოველ დი-
ლით სისწრაფით გაბრუებული და ქალაქური ცხოვრებისგან
გამკაცრებული მძღოლი სამსახურში მიაქროლებდა. და იმ ად-
გილისკენ, სადაც მისტერ ჯეკი გადმოდიოდა მანქანიდან, სხვა
დანარჩენი, მასავით ჩაცმული, მისი მრწამსის მოზიარე და ალ-
ბათ მასავით კეთილი, მოწყალე და მომთმენი ათი ათასი კაცი
მიისწრაფოდა ახალი ლეგენდარული, კვამლიანი და შეშლილი
დღის შესახვედრად.
ეს ადამიანები უსწრაფესი ლიფტებით მიიწევდნენ ღრუბლებ-
ში გახვეული ოფისებისკენ, სადაც გიჟურ ატმოსფეროში ყიდუ-
ლობდნენ, ყიდდნენ და ვაჭრობდნენ. ეს სიგიჟე მთელ დღეს
გრძელდებოდა და ამას შეგუებულნი იყვნენ. ოჰ, დიახ, მშვენივ-
რად იცოდნენ, მაგრამ არაფერს ამბობდნენ: ასე იყო მიღებული

238
– ხედავდე და გრძნობდე სიგიჟეს შენ გარშემო და სიტყვას არ
ძრავდე – ამიტომაც საკუთარ თავსაც არ უტყდებოდნენ.

239
თავი მეცამეტე

უკანა შესასვლელი

დიდი, მრავალბინიანი სახლი, რომელშიც ჯეკების ოჯახი


ცხოვრობდა, არ ჰგავდა მანჰეტენის კუნძულის სხვა შემაშფოთე-
ბელ და მომნუსხველ შენობებს, სადაც ღრუბლებამდე აზიდულ,
თავბრუდამხვევ, ციცაბო მწვერვალებში თავი ცის უფრო გეგო-
ნებოდა, ვიდრე მიწის. სწორედ ეს განსაკუთრებული ფორმის შე-
ნობები გაიელვებს ხოლმე ევროპელის გონებაში, როცა ნიუ--
იორკს იგონებს ან როცა ლაინერის გემბანიდან წყალზე აღმარ-
თული არაბუნებრივი სილამაზის მომსწრე ხდება. ჯეკების სახლი
მათ არ ჰგავდა.
ეს უბრალოდ შენობა იყო. ლამაზს ვერ იტყოდი, მაგრამ
კვადრატული მასა თავისი მოცულობით დიდ შთაბეჭდილებას
ახდენდა. გარედან ავდრისგან გახუნებული აგურის და ქვის გი-
განტური კუბი გეგონებოდა, ერთ რიგზე ჩასმული ფანჯრებით.
სახლი მთელ კვარტალს მოიცავდა, ქუჩიდან ქუჩამდე.
შიგნით თუ შეხვიდოდი, თითქოსდა ცარიელ კუბში დიდი ეზო
გხვდებოდა და ის ორი სიბრტყისგან შედგებოდა. ქვედა სიბ-
რტყის შუაგულში ხრეში ეყარა, მაღლა ტერასაზე ყვავილები და-
ერგოთ და ოთხივე მხრიდან ბაღის ბილიკით იყო შემოსაზღვრუ-
ლი. ბილიკის გასწვრივ და ასევე ოთხივე მხარეს თაღები გადა-
ჭიმულიყო და მთლიანობაში გალერეის შთაბეჭდილებას ქმნი-
და. თაღებიდან თანაბარი დაშორებით ბინების შესასვლელები
იყო ჩაწიკწიკებული.

240
სახლს ისეთი გრანდიოზული და მყარი შესახედაობა ჰქონდა,
მარადიული კლდისგან გამოთლილი მოგეჩვენებოდა. მაგრამ
არა. ეს უზარმაზარი ნაგებობა გიგანტური ფუტკრის ფიჭასავით
იყო დახვრეტილი და საშინელ ფოლადის ოჩოფეხებზე წამოყუ-
დებულიყო. მისი ნერვები, ძვლები და მყესები ქუჩის სიღრმეში
ჩადიოდა, მრავალსართულიანი სარდაფების მიწისქვეშა სამ-
ფლობელოში, კიდევ უფრო ქვევით კი, გატანჯული კლდის წიაღ-
ში, გვირაბი გადიოდა.
როცა ამ დიდებული სახლის ბინადრები ფეხქვეშ ოდნავ რყე-
ვას გრძნობდნენ, მხოლოდ მაშინ ახსენდებოდათ, რომ ქვევით
მატარებლები გადიოდნენ – მოელვარე ექსპრესები, დღისით და
ღამით, ყოველ საათში ერთხელ. ზოგიერთი კმაყოფილი ფიქ-
რობდა, როგორ მოხერხებულად დააყენა თავდაყირა ნიუ--
იორკმა მთელი დანარჩენი ამერიკისთვის ხელშეუხებელი წესი
და რა კარგია მოდისთვის ფეხის აწყობა, როცა რკინიგზის ლი-
ანდაგი შენ გვერდით კი არ გადის, არამედ შენ ქვემოთ.
იმ ოქტომბრის საღამოს, შვიდ საათს რომ აღარაფერი აკ-
ლდა, მოხუცი ჯონი, ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც სატვირთო
ლიფტის მეთვალყურეობა ევალებოდა, ნელა მისეირნობდა
პარკ ავენიუზე. ღამის მორიგეობა მალე დაიწყებოდა. თითქმის
შესასვლელთან იყო მისული, რომ ამ დროს კარგად შეზარხოშე-
ბულმა, ასე ოცდაათი წლის კაცმა ხმამაღლა დაუყვირა:
– მოიხედე, მეგობარო...
ამ უცერემონიო მიმართვამ, თითქოსდა პირფერობით რომ
წარმოთქვეს, ოღონდ საფრთხის მომასწავებელიც რომ ჩანდა,
მოხუცი კაცი გააბრაზა და სახე წამოენთო. ფეხს აუჩქარა, უნდო-
და გასცლოდა, მაგრამ ის არსება სახელოში სწვდა და ჩუმად
უთხრა:

241
– უბრალოდ, მაინტერესებს, რამეს ხომ ვერ გაიღებდი...
– არა! – უკმეხად მოუჭრა მოხუცმა, – არ გავიღებდი! ორი
შენხელა ვარ და ყველაფერს ჩემი შრომით ვშოულობ. არაფერ-
ში ვარგიხარ, თორემ შენც ასე იზამდი!
– მართლა? – დაცინვით ჰკითხა მთვრალმა და მოულოდნე-
ლად განრისხებული სახით შეხედა.
– მართლა, – ისევ უკმეხად მიუგო მოხუცმა, მიტრიალდა და
თაღებიან შესასვლელში შეუხვია. საკუთარი მოსწრებული პასუ-
ხი უადგილო ეჩვენა, არადა ამაზე უკეთესი ვერაფერი მოიგონა.
ცხვირში რაღაცას ბურტყუნებდა, როცა კოლონადას მოუყვებო-
და სამხრეთ ფრთისკენ.
– რა ხდება, ვინ გაგაბრაზა? – ეს ედი იყო, ლიფტის დღის
ოპერატორი.
– ააჰ, – ამოილუღლუღა ჯონმა, ჯერ სიბრაზე არ განელებო-
და, – ვიღაც უსაქმური იყო, გამაჩერა შესასვლელთან და რამეს
ხომ არ გაიღებო. ასეთი ახალგაზრდა ჩემისთანა მოხუცს ფულს
სთხოვდეს, გაგიგონია? უნდა რცხვენოდეს! ეგრეც ვუთხარი,
არაფერში გამოდგები, თორემ შენც ჩემსავით იშრომებდი--
მეთქი!
– მართლა? – ედი დიდ ინტერესს არ იჩენდა.
– მართლა, – თქვა ჯონმა, – ეგენი აქედან უნდა გაყარონ.
როგორც ბუზები ბადაგს, ისე ეხვევიან ამ არემარეს. რა უფლება
აქვთ, შეაწუხონ ისეთი ხალხი, აქ რომ ცხოვრობს..
„ისეთი ხალხი“ რომ წარმოთქვა, ხმაზე შეეტყო, ცოტა მომ-
ლბალიყო. „ისეთ ხალხს“ გაფრთხილება და დაცვა სჭირდებო-
და.
– ამიტომ არ იცვლიან აქედან ფეხს, – განაგრძო მოხუცმა, –
იციან, ამ სახლის მცხოვრებლებს როგორ შეაცოდონ თავი. ამას

242
წინათ ვნახე, ერთმა მათხოვარმა მისის ჯეკს დოლარი გამოს-
ტყუა. შენსავით მოსული ბიჭია. ერთი უნდა ვუთხრა მისის ჯეკს,
ფული აღარ მისცეს. მუშაობა რომ უნდოდეს, ჩვენსავით, წავი-
დოდა და საქმეს იშოვიდა. ისეთი პირი უჩანს, ქალი ძაღლის გა-
სასეირნებლად ვეღარ გავა გარეთ. სანამ შინ დაბრუნდება, ვი-
ღაც ძუნძგლიანი აეკიდება. მე რომ მებაროს ეს საქმე, ახლავე
გავყრიდი აქედან. ამ სახლს არ ეკადრება. აქ ისეთი ხალხი
ცხოვრობს, ამას არ უნდა ითმენდნენ.
შეურაცხყოფილი ღირსებით აღსავსე სიტყვა როცა დაასრუ-
ლა, რომელშიც დიდი სურვილიც იგრძნობოდა, დაეცვა „ისეთი
ხალხი“, მათი გულუბრყვილო ბუნების გამო მათხოვრებს რომ
აღარ დაეჩაგრათ, მოხუცი ჯონი ცოტა დამშვიდდა, სამხრეთის
ფრთიდან უკანა შესასვლელში შევიდა და ღამის მორიგეობის-
თვის უკვე მზად იყო.
ჯონ ინბორგი, ნორვეგიელი მეზღვაურის და ირლანდიელი
მოახლის ვაჟი, სამოცზე მეტი წლის წინ დაიბადა ბრუკლინში.
მართალია, შერეული ქორწინების პირმშო გახლდათ, ერთი შე-
ხედვითაც იტყოდით, „ნაღდი“ ამერიკელიაო, ან უფრო – იანკი
ახალი ინგლისიდანო. ეროვნული ხასიათი აღნაგობაზეც ეტყო-
ბოდა, რაც ალბათ ნაწილობრივ კლიმატის, გეოგრაფიის, ტემ-
პის, მეტყველების და ადგილობრივი ჩვეულებების ბრალი იყო –
ნერვების განსაკუთრებული წყობა და სასიცოცხლო ენერგია
ძვალ-რბილში გასჯდომოდა.
ჯონი ყველა ნიშნით „ამერიკელი“ მოხუცი იყო. გაძვალტყავე-
ბულ, დაღარულ კისერზე ეტყობოდა მძიმე ცხოვრების კვალი.
სახეც ჩამომხმარი ჰქონდა, მოკუჭული, პირი – ხმელი, მაგრამ
უბოროტო, გახევებული და მაგრად მომუწული; ქვედა ყბა ცოტა
წინ გამოსწეოდა, თითქოს გაუთავებელმა და გამაღიზიანებელ-

243
მა წინააღმდეგობებმა, რომლებიც ცხოვრების გზაზე შეხვდა,
თავის ქალა და ძვალიც კი გაუქვავა და გამომწვევი სიჯიუტის
ელფერი მისცა. საშუალო სიმაღლის იქნებოდა, მაგრამ ძარ-
ღვმაგარი, ხმელი პირისახით და კისრით უფრო მაღალი კაცის
შთაბეჭდილებას ტოვებდა. მოხუცს გრძელ, ძვლიან, დაძარ-
ღვულ ხელებზე ეტყობოდა მძიმე შრომის კვალი. ხმაც და ლაპა-
რაკის მანერაც გამოკვეთილად „ამერიკული“ ჰქონდა. მშრა-
ლად, ცხვირში და ცოტა გაუგებრად გამოთქვამდა სიტყვებს.
ბევრს შეიძლებოდა, ვერმონტელი ჰგონებოდა. ყველაზე თვალ-
ში მოსახვედრი იანკისთვის დამახასიათებელი სიტყვაძუნწობა
და პირდაპირობა იყო, რაც მის უჟმურ ხასიათსაც ამხელდა.
ოღონდ ბოროტი სულაც არ ეთქმოდა, თუმცა კი ზოგჯერ მოთმი-
ნება ღალატობდა. უბრალოდ, ასეთი იყო. მშრალი იუმორის
პატრონს ყოველთვის მზად ჰქონდა უკმეხი პასუხი, როცა მასზე
ახალგაზრდა მელიფტეები შეეხუმრებოდნენ, მაგრამ გარიყული
კაცის სარკასტული ნიღბის მიღმა რბილი ბუნება იმალებოდა.
როგორც კი ჰერბერტ ანდერსონი გამოჩნდა, მისი ნამდვილი
ბუნება გამოაშკარავდა. ჰერბერტი სამხრეთ შესასვლელის
ლიფტის ღამის ოპერატორი გახლდათ, ჩაფსკვნილი, ოცდახუთი
წლის კეთილი ახალგაზრდა კაცი, პუტკუნა და ლოყებღაჟღაჟა.
თვალებიც კეთილი ჰქონდა, ცოცხალი. ეტყობოდა, ხშირი,
ხვეული წაბლისფერი თმით თავი რომ მოჰქონდა. ჯონს ჰერბერ-
ტი განსაკუთრებით უყვარდა, მაგრამ მათი საუბრის შემსწრე
ამას დიდად ვერ შეატყობდა.
– აბა, რას მეტყვი, მამიკო? – შესძახა ჰერბერტმა, როცა ის
ლიფტში შევიდა და მხიარულად გაჰკრა ფერდში იდაყვი, – ორ
ქერათმიანს ჯერ არ შეხვედრიხარ?

244
ჯონ ინბორგის მკაცრად მომუწულ ტუჩებზე ოდნავ შესამჩნევ-
მა ღიმილმა გადაირბინა.
– ააჰ, – თქვა მჟავედ, თითქმის გაღიზიანებულმა, – არ მეს-
მის, რაზე ლაპარაკობ.
ლიფტი სულ ქვედა სართულზე დაეშვა და კარი გააღო.
– როგორ არ გესმის, – ჰერბერტმა მხნედ გამოაბიჯა ლიფტი-
დან, ტანსაცმლის კარადასთან მივიდა, პიჯაკი გაიხადა და ჰალ-
სტუხის შეხსნა დაიწყო, – არ გახსოვს, იმ ორ ქერა გოგოზე რომ
გიყვებოდი? – დაკუნთულ მხრებზე პერანგი გადაიძრო და ახლა
ფეხსაცმელს იხდიდა, თან კარადას ეყრდნობოდა.
– ააჰ, – ისევ მჟავედ უთხრა მოხუცმა, – შენ სულ რაღაცას
მიყვები, მაგრამ მე ყურადღებას არ ვაქცევ. ერთ ყურში შედის
და მეორიდან გამოდის.
– მართლა? – ირონიულად ჰკითხა ჰერბერტმა და ზონრის
შესახსნელად დაიხარა.
– მართლა, – მშრალად მიუგო მოხუცმა.
მოხუცის ტონში თავიდანვე გაღიზიანება ისმოდა, თუმცა ისიც
ეტყობოდა, რომ ჰერბერტის ლაყბობა ართობდა კიდეც. ჯერ ერ-
თი, წასვლა არც უფიქრია, პირიქით, ლიფტის ღია კარს მიჰყუდე-
ბოდა, ჯიუტ სახეზე ღიმილი დასთამაშებდა და ბებერი ხელები
გულზე დაეკრიფა. გაცვეთილი, რუხი შალის „ფორმა“ განიერი
ჰქონდა. აშკარა იყო, საუბარი ახალისებდა და სიამოვნებით გა-
აგრძელებდა უსასრულოდ.
– მოკლედ, რა კაცი ხარ, ვეღარ გავიგე! – უთხრა ჰერბერტმა,
გულმოდგინედ გაუთოებული შარვალი გაიხადა და კარადაში
შეკიდა. მერე პიჯაკსაც მიუჩინა ადგილი და ღილებიც შეკრა, –
მე ყველაფერი მოვაგვარე, შენ კიდე ხელიდან მეცლები, კარგი
რა, მამიკო, – ვითომ ბედს ეგუებოდა, ისე უთხრა, – მეგონა, მა-

245
გარი ბიჭი იყავი, ამდენი ვიწვალე და ახლა უარს ამბობ მხიარუ-
ლებაზე, ესე იგი სხვის მოძებნა მომიწევს.
– ხოო? – თქვა მოხუცმა ჯონმა.
– დიახ, – თითქოს მოსწრებულ ლაპარაკში გამოწვევა
მიიღოო, – მე დროსტარებისთვის გამოგარჩიე და მკვდარი შემ-
რჩი ხელში.
ჯონმა გაუტარა, არაფერი უპასუხა. ჰერბერტი ერთხანს წინ-
დების და საცვლის ამარა იდგა და დაკუნთულ მხრებს ათამაშებ-
და, მერე თავი მოიფხანა:
– ის ძველი სად არის, ჰენრი? – იკითხა უცებ მან, – ამ საღა-
მოს თუ ნახე?
– ვინ? – ცოტა გაოცებულმა ჰკითხა ჯონმა.
– ჰენრი. არც კარში იდგა, როცა მოვედი და არც აქ არ არის.
ალბათ აგვიანებს.
– ოჰ! – შორისდებულში გულისწყრომა ისმოდა. მოხუცმა
უიმედოდ ჩაიქნია ხელი, – ეგ ტიპი ტვინს ჭამს! – ისე უთხრა, მო-
ხუცებს რომ სჩვევიათ ახალგაზრდებთან საუბრისას, როცა მათ-
თვის უჩვეულო სლენგს ხმარობენ, – ტვინს ჭამს! – გაიმეორა, –
არა, ამ საღამოს არ მინახავს.
– ჰენრის არა უშავს, ახლოს რომ გაიცნობ, – მხიარულად
უთხრა ჰერბერტმა, – მაგრამ ხომ იცი, თუ გაბრაზდა, ყველა-
ფერს სერიოზულად იღებს, ჰგონია, ამქვეყნად ყველა მის აზრს
უნდა იზიარებდეს. თუმცა კაი კაცია. მართლა არა უშავს, სხვა
რამეზე როცა დაელაპარაკები.
– ეგრეა, – მოულოდნელად აღელდა მოხუცი, ოღონდ კი არ
ეთანხმებოდა, რაღაც გაახსენდა და იმის შესავალი იყო, – იცი,
ერთხელ რა მითხრა: „საინტერესოა, ამ ჩვენს მდიდარ შტერებს
რა ეშველებათ, ლუკმაპურისთვის შრომა რომ დასჭირდეთ?“

246
ზუსტად ეგრე მითხრა! „ის ბებერი ბოზები!“ – ჯონი გაბრაზებუ-
ლი აქნევდა თავს, – „ბებერი ბოზები! მთელი დღე მანქანით და-
ვატარებ, ჩაჯდომაში და გადმოსვლაში ვეხმარები, კიბეზე ას-
ვლაც არ შეუძლიათ – ჩვენი დედებივით დაოთხილები რომ ხე-
ხავდნენ იატაკს, მაშინ რას იზამდნენ?“ სულ ასე ლაპარაკობს! –
გაბრაზებულმა იყვირა ჯონმა, – არადა ეს ხალხი აჭმევს პურს
და ფეხის ქირასაც მშვენივრად ართმევს, მერე კიდე ასე ლან-
ძღავს! არაა! – ჩაიბურტყუნა მან და თითით კედელზე დააკაკუ-
ნა, – არ მომწონს, ასე რომ ლაპარაკობს! ეგრე თუ გააგრძელა,
სულ წავიდეს აქედან! არ მომწონს ეგ კაცი!
– ოჰ, – უდარდელად მიუგო ჰერბერტმა, – ჰენკი არაა ცუდი
კაცი, მამიკო. რასაც ამბობს, იმას არ გულისხმობს. უბრალოდ,
ბუზღუნი უყვარს.
ამას რომ ამბობდა, თან დიდი ხნის გამოცდილებისგან ძვალ-
რბილში გამჯდარი სისწრაფით და მოხერხებულობით იკეთებდა
გახამებულ პერანგის გულისპირს, რაც ფორმის ნაწილი იყო. მე-
რე უხერხულად დაიხარა, საკმაოდ დაბლა დაკიდებულ სარკეში
ჩაიხედა და დაბნეულად უთხრა:
– მოკლედ, ორ ქერა გოგოსთან შეხვედრაზე უარს ამბობ?
რა, ვეღარ ქაჩავ?
– ააჰ, – თქვა მოხუცმა ჯონმა ადრინდელივით უხეშად, – არც
იცი, რას ამბობ. მე იმდენი გოგო მყოლია, შენ არც დაგესიზმრე-
ბა.
– მართლა?
– მართლა? ქერებიც მყოლია, შავგვრემანებიც და ყველა-
ნაირიც.
– წითურები ალბათ არ გყოლია, არა, მამიკო? – გაბრწყინე-
ბული სახით ჰკითხა ჰერბერტმა.

247
– წითურიც მყოლია, შენზე მეტი, – მჟავედ უთხრა ჯონმა.
– დიდი მექალთანე ყოფილხარ, ქალს არ აჭაჭანებდი.
– არა, მექალთანე არ ვყოფილვარ, – ჩაიბურტყუნა მოღუ-
შულმა ჯონმა, – ორმოცი წელია, ცოლი მყავს და შენზე უფროსი
შვილები.
– ორპირი კაცი ხარ, – გამოჯავრებით ეუბნება ჰერბერტი, –
ჯერ თავი მოგქონდა, ქერებიო და წითურებიო და ახლა ოჯახით
ამაყობ! გამოდის, შენ...
– არა, თავი არ მომაქვს, ძველ დროზე გიყვებოდი, ორმოცი
წლის წინ რომ მყავდა.
– ვინ? ცოლი და შვილები?
– ააჰ, – ჯონი გაღიზიანდა, – შენთან ლაპარაკს აზრი არა
აქვს. ჯერ იმდენი არ გინახავს, რამდენიც მე დამავიწყდა და ნუ
გგონია, შენი ჭკუით გამამაიმუნებ.
– ამჯერად დიდ შეცდომას უშვებ, მამიკო, – სინანულით უთ-
ხრა ჰერბერტმა. ახალი რუხი შარვალი ამოიცვა, ფართო ჰალ-
სტუხი გაისწორა და ახლა ოდნავ წელში მოხრილი, ლამაზ
მხრებზე პიჯაკს ირგებდა, – ჯერ გენახა ის ქერათმიანები და მე-
რე გეთქვა უარი. შენთვის შევარჩიე.
– არ იყო საჭირო, – მჟავედ უპასუხა ჯონმა, – სისულე-
ლეებისთვის დრო არ მაქვს.
ამ დროს კიბიდან ღამის შვეიცარმა, ჰენრიმ ჩამოირბინა და
გასაღების ჩხრიალით თავის კარადასთან მივიდა.
– შენ რას იტყვი, ძმაო, – ახლა მას მიუბრუნდა ჰერბერტი და
იმედიანად ჰკითხა, – მამიკო მინდოდა ორ ქერა გოგოსთან შე-
მეხვედრებინა, მაგრამ უარს ამბობს. რას იტყვი, სწორია მისი
საქციელი?

248
ჰენრიმ არ უპასუხა. ვიწრო, ფერმკრთალ, მოღუშულ სახეზე
ცისფერი თვალები აქატის ქვებივით უსიცოცხლოდ ეჯდა და ღი-
მილი არ ეკარებოდა. პიჯაკი გაიხადა და კარადაში შეკიდა.
– სად იყავი?
ჰერბერტმა შეშფოთებით შეხედა.
– როდის?
– გუშინ საღამოს.
– გუშინ დასვენების დღე მქონდა.
– ჩვენ არ გვაქვს დასვენების დღე, – თქვა ჰენრიმ, – ჩვენ
შეკრება გვქონდა. შენც მოგიკითხეს, – მიბრუნდა და ცივი თვა-
ლები მოხუცს მიაპყრო, – არც შენ გამოჩენილხარ.
მოხუცს სახე გაეყინა. ფეხი შეანაცვლა და ლიფტის კარზე თი-
თები ნერვიულად ააბაკუნა, მის დაძაბულობას ეს ამხელდა, თო-
რემ გაქვავებული მზერით უყურებდა ჰენრის და აშკარა იყო,
ვერ იტანდა. როგორც ორი ძალიან განსხვავებული ტიპი, ერ-
თმანეთის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი. ანტიპათია
აშკარად ორმხრივი იყო.
– ხოო? – მშრალად ჰკითხა ჯონმა.
ჰენრიმ მოკლედ უპასუხა: „ხო“. მერე დამიზნებული რევოლ-
ვერის ლულასავით გაუყარა თვალი თვალში და უთხრა:
– უნდა იარო შეხვედრებზე, როგორც ყველა დადის, გესმის?
თორემ პროფკავშირიდან გაგაგდებენ. შეიძლება, მოხუცი ხარ,
მაგრამ ეს ყველაზე ერთნაირად ვრცელდება.
– ხედავ? – სარკასტულად თქვა ჯონმა.
– ხო, ასეა, – ცივად მოუმთავრა ჰენრიმ.
– ღმერთო! – ჰერბერტს სახე ასწითლებოდა უხერხულობის-
გან და დამნაშავესავით რაღაცას ბურტყუნებდა, – სულ დამავიწ-
ყდა, გეფიცები, თუ ვტყუოდე, უბრალოდ...

249
– არ უნდა დაგავიწყდეს, – უხეშად უთხრა ჰენრიმ.
– მე... მე საწევროს სულ ვიხდი, – საცოდავად თქვა ჰერბერ-
ტმა.
– ეგ არაფერ შუაშია. ახლა საწევროზე არ ვლაპარაკობთ, –
პირველად მოისმა აღშფოთება ჰენრის ხმაში, მერე კი გულ-
წრფელად უთხრა, – წარმოიდგინე, ასე ყველამ რომ აცდინოს
შეხვედრა, ამით რას მივაღწევთ? ერთმანეთს გვერდში თუ არ
დავუდექით, რა გამოვა?
გაჩუმდა და გაბრაზებული უყურებდა ჰერბერტს, ისიც დატუქ-
სული მოწაფესავით იდგა. მაგრამ როცა ჰენრიმ ლაპარაკი გააგ-
რძელა, უკვე მშვიდად და ჩვეულებრივი ტონით მიმართა, ისიც
იგრძნობოდა, გზასაცდენილი ამხანაგის მიმართ სიმპათიას რომ
გრძნობდა.
– ამჯერად გაპატიებთ, – თქვა წყნარად, – ბიჭებს შენზე ვუთ-
ხარი, გაცივდა და შემდეგ შეხვედრას დაესწრება-მეთქი.
მეტი აღარაფერი უთქვამს და სწრაფად დაიწყო ტანსაცმლის
გახდა.
ჰერბერტი წამხდარი ჩანდა, მაგრამ მერე ცოტა გულზე მოეშ-
ვა. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა. უკა-
ნასკნელად შეაფასა თავი სარკეში, ჩვეული ხალისით სწრაფად
გასწია ლიფტისკენ და ჯონს უთხრა:
– წავედით, მამიკო! – თავისი ადგილი დაიკავა ლიფტში და
მოჩვენებითი სინანულით თქვა, – რა ცუდია, უარს რომ მეუბნე-
ბი. იქნებ, როცა იმ გოგოებს ნახავ, აზრი შეგეცვალოს.
– არა, არ გადავიფიქრებ, – უპასუხა ჯონმა მშრალად და კა-
რი ხმაურით მიკეტა, – არც შენზე შემეცვლება აზრი.
ჰერბერტმა შეხედა და გაეცინა, თვალები მხიარულად უთამა-
შებდა და ლოყები შეჰფაკლოდა.

250
– ასეთი კაცი გგონივარ, არა? – ნაზად გაჰკრა ფერდში იდაყ-
ვი, – არ მენდობი?
– ბიბლიაზე რომ დამიფიცო, მაინც არ გენდობი, – უთხრა
ჯონმა ბუზღუნით, ბერკეტი გადასწია და ლიფტი ზევით წავიდა, –
ბევრი ლაპარაკი გიყვარს. საერთოდ არ გისმენ, რომ იცოდე.
ლიფტი რომ გაჩერდა, მძიმე კარი გამოაღო.
– აი, თურმე როგორი მეგობრობა გცოდნია, – თქვა ჰერბერ-
ტმა და დერეფანში გავიდა. საკუთარი თავით და ხუმრობით კმა-
ყოფილმა ორ სიმპათიურ, ვარდისფერლოყება ირლანდიელ მო-
ახლე გოგოს თვალი ჩაუკრა და მოხუცისკენ ცერით ანიშნა, –
თქვენ რას უზამდით ასეთ კაცს? ქერათმიანი ნაშა ვუშოვე და არ
მიჯერებს. მეუბნება, ცარიელი სიტყვები ხარო.
– მართლაც რომ, – გაბრაზებით უთხრა მოხუცმა მოღიმარ
გოგოებს, – ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი. სულ გოგო-
ებზე ლაპარაკობს და სანაძლეოს დავდებ, ჯერ გოგო არ ჰყო-
ლია. მართლა რომ შეხვდეს იმ ქერათმიანს, კურდღელივით მო-
კურცხლავს.
– მეგობარიც ასეთი უნდა, – თქვა ჰერბერტმა მოჩვენებითი
გულისწყრომით, – კარგი, მამიკო, იყოს შენებურად, ოღონდ
როცა ის გოგოები მოვლენ, უთხარი, დამელოდონ, გესმის?
– აჯობებს, აქ არავინ მოიყვანო, – უთხრა ჯონმა, თეთრი თა-
ვი ჯიუტად გააქნია და მართალია, ვითომ მთელი არსებით ეწი-
ნააღმდეგებოდა ჰერბერტს, ეს საუბარი აშკარად ართობდა, – ამ
შენობაში არავის მოსვლა არ მინდა, არც ქერათმიანის, არც შავ-
გვრემანის და არც წითურის, – ჩაიბუზღუნა, – თუ მოვლენ, შენ
აღარ დაგხვდებიან აქ, მე ვეტყვი, რომ წავიდნენ. თვითონ მივხე-
დავ.

251
– და ის ჩემი მეგობარია! – მწარედ აღმოხდა ჰერბერტს და
გოგოებს ისევ ცერით ანიშნა. მერე თავის გზას დაადგა.
– მაინც არ მჯერა შენი, – მიაძახა მოხუცმა, – არავინაც არ
გყავს. არც არასდროს გყოლია... დედიკოს ბიჭი ხარ! – იყვირა
გამარჯვებულმა, თითქოს მხოლოდ ახლა გაუნათდა გონება, –
აი, ვინ ხარ სინამდვილეში!
ჰერბერტი მთავარ დერეფანში გამავალ კართან შეჩერდა და
მუქარით გამოხედა მოხუცს, ოღონდ თვალები მის მხიარულ
განწყობას გათქვამდნენ.
– ხოო? – გამოსძახა.
იდგა და ერთხანს მრისხანედ უყურებდა მოხუცს, მერე ორ
გამვლელ გოგოს თვალი ჩაუკრა და სამგზავრო ლიფტის ღი-
ლაკს თითი მიაჭირა, დღის მორიგე უნდა შეეცვალა.
– ეგ ბიჭი ბევრს ლაყბობს, – მჟავედ თქვა მოხუცმა გოგოების
გასაგონად და კარი დაკეტა, – სულ ქერათმიან გოგოებს აბამს
ვითომ, ოღონდ ჯერ ერთიც არ მინახავს. არა! – დამცინავად
ჩაილაპარაკა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო, – დედას-
თან ცხოვრობს ბრონქსში და ჭირის დღესავით ეშინია გო-
გოების.
– ჩემი აზრით, ჰერბერტს გოგო უნდა ჰყავდეს, – დამაჯერებე-
ლი ტონით თქვა ერთმა მოახლემ, – მშვენიერი ბიჭია ჰერბერტი,
ჯონ.
– ო, კაი ბიჭია, რა უჭირს, – უხალისოდ უპასუხა მოხუცმა.
– გარეგნულადაც კარგია, – დასძინა მეორე მოახლემ.
– ამაღამ რა ხდება, გოგოებო? – უცებ იკითხა მოხუცმა, –
ქვევით უამრავი პაკეტი აწყვია.

252
– მისის ჯეკს დიდი წვეულება აქვს, – თქვა ერთ-ერთმა გო-
გომ, – ჯონ, იქნებ ამოიტანო ის პაკეტები, შეიძლება, ისეთი რამ
იყოს, სასწრაფოდ რომ გვჭირდება.
– კარგი, – თქვა ჯონმა, ცოტა აგრესიულად და ცოტა უხალი-
სოდ, რაც სრულიად ეწინააღმდეგებოდა მის ნამდვილ, კეთილ
ბუნებას, – ყველაფერს გავაკეთებ, რასაც შევძლებ. მგონი,
დღეს ყველა წვეულებას აწყობს. დილის ორ ან სამ საათამდე
ფეხს არ მოიცვლიან. თითქოს სხვა საქმე არ ჰქონდეთ. ამ პაკე-
ტების ამოსატანად მთელი პოლკია საჭირო. და მერე რას
მიიღებ სამაგიეროდ? მადლობას თუ გეტყვიან, ეგეც კარგია...
– ოჰ, ჯონ, – საყვედურით უთხრა ერთ-ერთმა გოგომ, – ხომ
იცი, მისის ჯეკი ეგეთი რომ არ არის! ხომ მშვენივრად იცი...
– ვიცი, კარგი ქალია, – ისევ უხალისოდ, ოღონდ ცოტა მომ-
ლბალი ხმით, – ნეტა, ყველა მას ჰგავდეს, – დაიწყო, მაგრამ ამ
დროს ის მათხოვარი გაახსენდა, – მეტისმეტად კეთილია, სახ-
ლიდან რომ გადის, ბუზებივით ეხვევიან მათხოვრები. რა სიგი-
ჟეა ამის მოთმენა. აუცილებლად ვეტყვი, როცა ვნახავ.
მოგონებამ გააბრაზა და სახე აუწითლდა. ლიფტის კარი
გააღო, გოგოები რომ გასულიყვნენ და თავისთვის ჩაიბურტყუ-
ნა:
– აქ ისეთი ხალხი ცხოვრობს, ამას არ უნდა ითმენდნენ, – და
როცა ერთ-ერთი მოახლე უკანა შესასვლელის კარს აღებდა,
დასძინა, – კარგი, ამოვიტან იმ ჯანდაბას.
პირველ სართულზე რომ ჩავიდა ლიფტით, სწორედ მაშინ
შვეიცარი ჰენრი სარდაფიდან კიბით ამოდიოდა. ფორმაში გა-
მოწყობილი მზად იყო ღამის მორიგეობისთვის. უჩუმრად
ჩაიარა სამგზავრო ლიფტთან. ჯონმა დაუძახა:
– გარეთ თუ რამე პაკეტებს მოიტანენ, ჩემთან გამოგზავნე.

253
ჰენრი მოტრიალდა, უემოციო სახით შეხედა და მკვახედ
ჰკითხა:
– რაა?
– მისმინე, – ჯონმა ხმას აუწია, აბრაზებდა ამ კაცის უხეშობა,
– მთავარ შესასვლელთან თუ რამეს მოიტანენ, ჩემთან გამოგ-
ზავნე.
ჰენრი ისევ ისე უყურებდა და არაფერს ამბობდა. მოხუცმა
დასძინა:
– ჯეკებს ამაღამ წვეულება აქვთ. მე მთხოვეს ყველაფრის ზე-
ვით ატანა.
– რატომ? – ისევ უემოციო ტონით ჰკითხა ჰენრიმ და თან
თვალს არ აშორებდა.
კითხვაში უფროსის თავხედური უპატივცემულობა გამოკ-
რთოდა თავად ჯონის, სახლის მმართველის ან „აქ მცხოვრები
ხალხის“ მიმართ, რამაც ჯონი გააცეცხლა. ბრაზი ახრჩობდა და
ვიდრე თავს მოერეოდა, ხრინწიანი ხმით უყვირა:
– იმიტომ, რომ ასეა საჭირო! პირველად ხარ აქ და არ იცი,
როგორ ხდება? არ იცი, რა ხალხი ცხოვრობს ამ სახლში და რო-
გორ ფიქრობ, მოეწონებათ, ყველა თომმა, დიკმა და ჰენრიმ
მათთან ერთად რომ იმგზავროს ლიფტით?
– ვითომ, რატომ არ მოეწონებათ? – განზრახ თავხედურად
ჰკითხა ჰენრიმ.
– იმიტომ, – უყვირა მოხუცმა ჯონმა, სახე სულ უვარვარებდა,
– რომ თუ ვერ ხვდები ამდენს, აქედან უნდა წახვიდე და სადმე
მიწა მოთოხნო! ამისთვის ფულს გიხდიან! ეს შენი საქმეა, რომ
მიხვდე, როგორ მოიქცე, თუ არა და უნდა წახვიდე! დაუთმე ად-
გილი იმას, ვინც უკეთ იცის, რა გააკეთოს!

254
ჰენრი მას უემოციო, აქატის ქვებივით თვალებით უყურებდა.
მერე:
– მისმინე, ფრთხილად იყავი, თორემ რა იცი, რა მოგივა?
ბერდები, მამიკო, ჯობია, თავს მიხედე. ერთ დღესაც, ძალიან შე-
ფიქრიანებული რომ იქნები, რა ეშველებათ ჩვენი სახლის
მცხოვრებლებს, ლიფტში ვინმე უბრალო მიმტანი რომ დაემ-
გზავროთ, ძალიან როცა იდარდებ, ვიღაც ამანათით ხელში მათ-
თან ერთად რომ იდგება ლიფტში, იცი, რა მოხდება ასეთ დროს?
გეტყვი, რა შეიძლება დაგემართოს: ძალიან რომ იქნები ფიქ-
რებში ჩაძირული, ვერ შენიშნავ მოახლოებულ მანქანას და და-
გეჯახება. აი, რა მოხდება.
მის მდოვრე ლაპარაკში ისეთი დაუნდობლობა იმალებოდა,
რომ მოხუცს ერთი წამით – ზუსტად ერთი წამით – გააჟრჟოლა.
ხმა განაგრძობდა:
– მანქანა დაგეჯახება, მამიკო. ეს არ იქნება პატარა და იაფ-
ფასიანი ავტომობილი, არც ტაქსი და არც „ფორდის“ საბარგო.
შენ რაღაც დიდი და ბრწყინვალე მანქანა გაგიტანს, „როლს რო-
ისზე“ ნაკლები არა – იმედი მაქვს, რომელიმე ჩვენი სახლის
მცხოვრებლის საკუთრება. მატლივით გაგჭყლეტენ, მაგრამ მინ-
და იცოდე, რომ მდიდრული მანქანა გაგჭყლეტს – დიდი „როლს
როისი“. მინდა, ამით ბედნიერი იყო, მამიკო.
მოხუც ჯონს სახე ასწითლებოდა. საფეთქელზე ვენები თოკის
კვანძებივით ამოაჯდა. უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვებს
ვერ პოულობდა. სხვა რომ ვერაფერი მოიგონა, ერთი სიტყვაღა
ამოღერღა, რომელიც ყოველთვის ეხმარებოდა, სრულიად გან-
სხვავებული ემოციები გამოეხატა.
– ო, მართლა? – ჩაიბუზღუნა და ამ სიტყვაში ამჯერად დაუნ-
დობელი სიძულვილიც იგრძნობოდა.

255
– მართლა! – უემოციოდ მიუგო ჰენრიმ და გაეცალა.

256
თავი მეთოთხმეტე

დათქმული საათი

რვა საათს ცოტა გადასცდა, მისის ჯეკი ოთახიდან გამოვიდა


და ფართო დერეფანს გაუყვა, რომელიც მთელ მის აპარტამენტს
გასდევდა. სტუმრებს ცხრის ნახევარზე ელოდა, მაგრამ დიდი
ხნის გამოცდილებით იცოდა, ცხრამდე დროსტარება არ დაიწყე-
ბოდა. დერეფანში მოკლე, ჩქარი ნაბიჯით რომ მიდიოდა, იგ-
რძნო, როგორ მოეძალა მღელვარება, უსიამოვნო გრძნობა არ
ყოფილა, თუმცა რაღაც შემაშფოთებელი ეჭვი ჭამდა.
ყველაფერი მოესწრება? რამე ხომ არ დაავიწყდა? გოგოები
შეასრულებენ, რაც დაავალა? რამე ხომ არ გამორჩებოდათ?
ყველაფერი საკმარისი იქნება?
წარბებს შორის ნაოჭი ჩაუღრმავდა და უნებურად თითიდან
ბეჭდის მოხსნა და გაკეთება დაიწყო. ეს ძალიან ნიჭიერი და შეშ-
ფოთებული ადამიანის ჟესტი იყო, რომელიც თავისზე ნაკლებად
ნიჭიერებს ინსტინქტურად არ ენდობა. მოუთმენლობაც ეტყობო-
და და ცოტა ზიზღიც, ოღონდ ეს ზიზღი ქედმაღლობით ან ადა-
მიანური სითბოს ნაკლებობით კი არ იყო გამოწვეული, უბრა-
ლოდ, ის ისეთი ადამიანი იყო, რომ შეეძლო, პირდაპირ ეთქვა:
„კი, კი, ვიცი! ყველაფერი მესმის. არ არის საჭირო ამის თქმა.
მოდი, საქმეზე გადავიდეთ. რა შეგიძლიათ? რა გაგიკეთებიათ?
მქონდეს თქვენი იმედი, როცა რამე დამჭირდება?“ და ახლა დე-
რეფანში ცქვიტად მიმავალს, სწრაფი და ერთმანეთთან შეუსაბა-

257
მო ფიქრები ამოუხტოდნენ გონებაში, როგორც სხივები გამოკ-
რთებიან ხოლმე ტბის ზედაპირზე.
„ნეტა, გოგოებს თუ ახსოვთ, რაც დავარიგე“, – ფიქრობდა, –
„ო, ღმერთო ჩემო! ოღონდაც ნორამ არ დალიოს! და ჯენი! ოქ-
როს ხელები აქვს, მაგრამ რად გინდა, ისეთი შტერია. და მზა-
რეული! საჭმელს კი გაგიკეთებს, მაგრამ რომელი თვეა, იმას
ვერ გეტყვის. და რამე თუ შეჰბედე, იუკადრისებს ან გერმანუ-
ლად რაღაცას ჩაიბურტყუნებს გაუგებრად. ჯობს, საერთოდ არა-
ფერი უთხრა. მეის რაც შეეხება, ერთადერთი ის დაგრჩენია,
ილოცო და იმედი არ დაკარგო“, – ნაოჭი ღრმავდებოდა და ბე-
ჭედსაც უფრო სწრაფად იხსნიდა და იკეთებდა, – „ნეტა თუ ხვდე-
ბიან, როგორ გაუმართლათ და რა კარგად მოეწყვნენ ჩვენთან!
ხანდახან გინდა, სცადონ მაინც, დაგანახონ, რომ ხვდებიან!“ –
ფიქრობდა გაჯავრებული, მაგრამ იმწამსვე გული თანაგრძნო-
ბით აევსო და ცნობიერება უფრო ჩვეულ მდინარებას დაუბრუნ-
და, – „საწყლები! რაც შეუძლიათ, აკეთებენ! უნდა შეეგუო: თუ
გინდა, რამე სწორად გაკეთდეს, შენ თვითონ გააკეთე“.
ამასობაში სასტუმრო ოთახის შესასვლელს მიუახლოვდა,
აქეთ-იქით იხედებოდა, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ყვე-
ლაფერი რიგზე იყო. ნასიამოვნები დარჩა. შეშფოთებული გამო-
მეტყველება გაუქრა. ბეჭედი თითზე ჩაიცურა და ხელი აღარ ახ-
ლო. სახეზე კმაყოფილება დაეტყო, პატარა ბავშვს დაემსგავსა,
თავისი ხელით გაკეთებულ სათამაშოს რომ უყურებს და ჩუმად
ტკბება.
დიდი ოთახი წვეულებისთვის მზად იყო. მას რომ უყვარდა,
ზუსტად ისეთი სიმშვიდე სუფევდა. ოთახი კეთილშობილი პრო-
პორციებით სამეფო დარბაზს ჰგავდა, მაგრამ მისი შეუცდომელი
და დახვეწილი გემოვნების წყალობით გრანდიოზულობის შე-

258
მაშფოთებელი სიცივე სრულიად დათრგუნვილი იყო და უცხო
ადამიანს სიმყუდროვით და უბრალოებით საკუთარ სახლში აგ-
რძნობინებდა თავს, ის კი არა, ძალიან თუ დააკვირდებოდა, ცო-
ტა მოუვლელიც მოეჩვენებოდა. თითქმის ყველა ნივთი ნახმარი
იყო. სკამებზე და სავარძლებზე გადაკრული ქსოვილი ზოგან გა-
ქუცულიყო. ხალიჩის ძველ მწვანე ორნამენტს ეტყობოდა, დიდი
ხანი იყო, დაუნდობლად ხმარობდნენ. ანტიკვარული მაგიდა სა-
სიამოვნო ფერის აბაჟურის, წიგნების და ჟურნალების სიმძიმის-
გან ჩაზნექილიყო. ბუხრის კრემისფერი მარმარილოს თაროც
გაცვეთილი და დალაქავებული იყო და ზედ მწვანე ჩინური აბ-
რეშუმის გრძელი ქსოვილი ეფინა. ქსოვილზე საყვარელი პატა-
რა მწვანე ნეფრიტის ფიგურა იდგა. ნატიფად ნაკვეთი თითები
დალოცვისა და მოწყალების ნიშნად ჩინურ ყაიდაზე მაღლა
აეწია. ბუხრის თავზე მისი ახალგაზრდობის დროინდელი პორ-
ტრეტი ეკიდა, რომელიც უკვე გარდაცვლილმა და ცნობილმა
მხატვარმა დიდი ხნის წინ დახატა.
წიგნებით სავსე თაროებს ოთახის მესამედი ეკავა. წიგნებს
ეტყობოდა, მეგობრებად რომ თვლიდნენ და ყდებზე ადამიანის
თბილი ხელის ანაბეჭდები ემჩნეოდათ. ადვილი მისახვედრი
იყო, რომ მათ ხშირად კითხულობდნენ ხელახლა. ძვირფასყდი-
ან გამოცემებს, ამოტვიფრული ნახატებით, მდიდრები ბიბ-
ლიოთეკებს რომ ალამაზებენ ხოლმე, იქ ვერ ნახავდით. არც
პროფესიონალი კოლექციონერის მანიაკალური სიხარბე იგ-
რძნობოდა. ამ უტილიტარულ თაროზე რომელიმე წიგნის პირ-
ველ გამოცემას თუ შენიშნავდით, ეს იმიტომ, რომ პატრონმა ის
გამოსვლისთანავე და წასაკითხად იყიდა.
დიდ მარმარილოს ბუხარში ფიჭვის შეშა ტკაცუნებდა და წიგ-
ნების გაცვეთილ ყდებს თბილ სხივებს ჰფენდა. მისის ჯეკი

259
სიამოვნებით და მშვიდად უყურებდა მათ მდიდარ და მშობლიურ
ფერებს. უყურებდა თავის საყვარელ რომანებს, პიესებს,ლექ-
სებს და ბიოგრაფიებს, დიდ წიგნებს დეკორატიულ ხელოვნება-
ზე, მხატვრობაზე და არქიტექტურაზე, რომლებიც მთელი ცხოვ-
რების მანძილზე მოგზაურობისას მოეგროვებინა. მართლაც,
ყველაფერი – ეს სკამებიც და მაგიდებიც, ნეფრიტები და აბრე-
შუმები, ნახატები და წიგნები, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა
ადგილას შეძენილი, ამ ქალის ჯადოსნური ძალით, თვითონაც
რომ ვერ გაეცნობიერებინა, ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმა-
ნეთს. რა გასაკვირია, რომ საყვარელ ოთახში შესულს სახე და-
უმშვიდდა და გაუნათდა. მშვენივრად იცოდა, რომ ასეთი ოთახი
სხვაგან არსად იყო.
„დიახ“, – გაიფიქრა, – „ის ჩემი ნაწილივით ცხოვრობს. და
ღმერთო! რა ლამაზია! რა თბილი და რა ნამდვილი! ვერ იტყვი,
რომ ნაქირავებია – ბინის ერთ-ერთი ოთახი, ვერა“, – გრძელდა
განიერ დერეფანს გახედა, – „ლიფტი რომ არა, ძველი გრან-
დიოზული სახლი გეგონებოდა. არ ვიცი, მაგრამ“... – ისევ
დაუნაოჭდა შუბლი, ამჯერად თავს ძალას ატანდა, აზრი ჩა-
მოეყალიბებინა, – „არის მასში რაღაც თან დიდებული და თან
უბრალო“.
და მართლაც ასე იყო. იმ დროსაც კი, თხუთმეტი ათასი დო-
ლარის წლიური საიჯარო გადასახადით საკმარის უბრალოებას
იყიდდი. ამ აზრს მისი გონება ექოსავით გამოეპასუხა და განაგ-
რძო:
„იმას ვგულისხმობ, რომ სხვა თანამედროვე აპარტამენტებს
ვერც კი შეადრი, სხვა საზიზღარ ბინებს, სადაც ეს მდიდრები
ცხოვრობენ – ახლოსაც ვერ მოვლენ! არ მაინტერესებს, რა სიმ-

260
დიდრის პატრონები არიან, აქ ისეთი რამ არის, რასაც ფულით
ვერ იყიდი“.
შეურაცხმყოფელი სიტყვები რომ გაიფიქრა – „საზიზღარ ბი-
ნებზე, სადაც ეს მდიდრები ცხოვრობენ“ – ნესტოები შეერხა და
სახეზე დამცინავი გამომეტყველება გამოეხატა, იმიტომ, რომ
მისის ჯეკი ყოველთვის ზიზღით უყურებდა სიმდიდრეს. მართა-
ლია, მდიდარი კაცის ცოლი იყო და პურის ფულისთვის არ მუშა-
ობდა, მაინც ყოველთვის ურყევად სჯეროდა, რომ მის ოჯახზე
„მდიდარი“ არ ითქმოდა. „ოჰ, არა“, – იტყოდა ხოლმე, – „სხვე-
ბივით მდიდრები როდი ვართ“. და დასტურს მათგან კი არ ელო-
და, იმ ას ოცდაათი მილიონი ადამიანისგან, ვინც მასზე ბევრად
დაბლა იდგა და ჭაპანს ეწეოდა, არამედ მითური ათი ათასისგან,
ფულით ამაღლებულებისგან, მასთან შედარებით „მართლა
მდიდრები“ რომ იყვნენ.
ამას გარდა, ის „მშრომელი“ იყო. მთელი ცხოვრება შრომობ-
და. ერთი რომ შეგეხედათ მისი ძლიერი, გრაციოზული, მარჯვე,
პატარა და თავდაჯერებული ხელებისთვის, ადვილად მიხვდებო-
დით, რომ მათი პატრონი ცხოვრების დიდ ნაწილს შრომაში ატა-
რებდა, ამით ამაყობდა და სული მშვიდად ჰქონდა. არ სჭირდე-
ბოდა კაცის საფულიდან წყალობის მიღება და არც არავითარი
დახმარება. „განა მე თვითონ არ ვეხმარები ჩემს თავს?“ – კი,
ნამდვილად ასე იყო. გზა თვითონ გაიკაფა და ყველაფერს სხვის
დაუხმარებლად აკეთებდა. ლამაზ ნივთებს ქმნიდა და სულს უდ-
გამდა. სიზარმაცე რა იყო, არც კი იცოდა. ასე რომ, რა გასაკვი-
რია, თავი „მდიდარი“ თუ არ ეგონა. ის მშრომელი ქალი გახ-
ლდათ და მთელი ცხოვრება შრომობდა.
როცა დიდი ოთახით კმაყოფილი დარჩა, გადაწყვიტა, სხვა
დანარჩენებიც შეემოწმებინა. სასტუმრო და სასადილო ოთახებს

261
მინის კარი ყოფდა, რომელიც ახლა დაკეტილი იყო და თხელი
ფარდა ეფარა. მისის ჯეკმა ფარდა გადასწია. მერე უცებ შეჩერ-
და და გულზე ხელი მიიდო. მოკლე „ოჰ!“ აღმოხდა გაოცებისგან
და სიამოვნებისგან. რა მშვენიერი იყო! ზუსტად ისეთი, როგო-
რიც წარმოედგინა – როგორიც იყო ყოველთვის წვეულების
დღეს, მაგრამ როცა კი ნახავდა, მისთვის მაინც სულ ახალი და
გრანდიოზული აღმოჩენა ხდებოდა.
ყველაფერი იდეალურად მოეწყოთ. დიდი სასადილო მაგიდა
პირდაპირ ბზინავდა, როგორც ერთი მთლიანი ოქროსფერი
ქსოვილი. ცენტრში სქელ მაქმანიან ხელსახოცზე დიდი და ლა-
მაზი ლარნაკი იდგა, სურნელოვანი, ახლად დაკრეფილი ყვავი-
ლებით. მაგიდის ოთხივე კუთხეში დრეზდენული თეფშები ერ-
თმანეთზე ეწყო აკურატულად, ერთ რიგად ჩამწკრივებული ინ-
გლისური ვერცხლის დანა-ჩანგალი ბრწყინავდა. ანტიკური იტა-
ლიური სკამები გაეწიათ და კედელთან მიედგათ, რადგან ალა-
ფურშეტი იქნებოდა. სტუმრები მივიდოდნენ მაგიდასთან და თა-
ვიანთი გემოვნების მიხედვით აირჩევდნენ. არჩევანი დიდი იქ-
ნებოდა, ყველაზე მაძღარი კაციც ვერ გაუძლებდა ცდუნებას.
მაგიდის ერთ ბოლოში უზარმაზარ ვერცხლის ლანგარზე
მოზრდილი, დაბრაწული როსთბიფი იდო. რამდენიმე ნაჭერი
ჩამოეთალათ, ყველას რომ დაენახა, როგორი რბილი და
წვნიანი იყო ხორცი. მოპირდაპირე მხარეს, ასევე უზარმაზარ
ლანგარზე, ვირჯინიული ლორის შებოლილი და შენელებული
მთლიანი ბარკალიც ცოტა დაესერათ. მაგიდის შუაგული მრა-
ვალფეროვანი და მადის აღმძვრელი დელიკატესებით შეევსოთ:
დიდ თასებში – მწვანე სალათის ნაირსახეობები, ქათმის და კი-
ბორჩხალას სალათი, უკვე გასუფთავებული კიბოს მარწუხები,
ხის თეფშებზე – შებოლილი ორაგულის ოქროსფერი მოგრძო

262
ნაჭრები, ყველაზე იშვიათი და გემრიელი, რაც კი შეიძლება ფუ-
ლით იყიდო. წითელი და შავი ხიზილალა გროვებად ელაგა
თეფშებზე, კიდევ: უთვალავი საცუცნავი სოკოთი, ქაშაყით, ან-
ჩოუსით, სარდინებით და პაწაწინა, თითების ჩასაკვნეტი არტი-
შოკებით, მჟავე კიტრებით და ჭარხლის მარინადით, ზეთის ხი-
ლით და ნიახურით. მოკლედ, რასაც ინატრებდა კაცი, ყველა-
ფერს ნახავდა.
ნამდვილად გარგანტუას საკადრისი ბანკეტი იყო, ასეთი შე-
იძლება მხოლოდ წარმოიდგინო და ლეგენდად აქციო. „მდიდ-
რებს“ შორის ერთეულები თუ გაბედავდნენ მისის ჯეკისთანა
წვეულების მოწყობას და შიშისთვის სამართლიანი მიზეზი ჰქონ-
დათ. ასეთ რამეს მხოლოდ მისის ჯეკი თუ გააკეთებდა; და მხო-
ლოდ ის თუ გააკეთებდა ზუსტად ისე, როგორც საჭირო იყო. მის
წვეულებებს სახელი ჰქონდა განთქმული და ყოველთვის ყველა
მოდიოდა, ვისაც პატიჟებდა. გულუხვ სუფრაზე უწესრიგობა ან
გადამლაშება გამორიცხული იყო. უზადოდ დაგეგმილი მაგიდა
მხატვრული ჩანაფიქრის ნამდვილ სასწაულს ემსგავსებოდა.
წარმოუდგენელი იქნებოდა, ვინმეს რაღაცის დამატება მონდო-
მებოდა, ისევე, როგორც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამე
ზედმეტი იყო.
უზარმაზარ სასადილო ოთახში ყველაფერში უბრალოება და
ძალა იგრძნობოდა, უშეცდომო დახვეწილი გემოვნება და სტი-
ლი, რომელიც დაბადებიდან უნდა დაგყვეს და რომელიც ძალი-
ან ჩვეულებრივი, მომხიბვლელი და ზუსტია. დიდ ბუფეტზე ერთ
რიგში ბრწყინავდნენ გრაფინები, ბოთლები და ნიჟარასავით
სიფრიფანა მაღალი ჭიქები. იქვე კოლონიალური სტილის ორი
კარადა იდგა ორი გრაციასავით და თვალს ახარებდა ულამაზე-

263
სი ფაიფურით და კერამიკით, ბროლით და ვერცხლით, დიდი,
ძველებური თეფშებით, თასებით და დოქებით.
კმაყოფილმა მისის ჯეკმა სწრაფად შეავლო მზერა ყველა-
ფერს, ოთახი გადაჭრა და ორმაგი კარიდან სამზარეულოსკენ
და მოახლეების ოთახებისკენ გაემართა. ცოტა რომ მიუახლოვ-
და, მოახლეების სიცილი, აღგზნებული ლაპარაკი და დროდად-
რო მზარეულის ჩართული ხორხისმიერი ბგერები მოესმა. კარი
ფართოდ გააღო და გაქანებული საქმიანი მზადების შუაგულში
აღმოჩნდა. მოზრდილი, კერამიკული ფილებით მოპირკეთებუ-
ლი სამზარეულო საავადმყოფოს ლაბორატორიასავით
კრიალებდა. უშველებელი ქურა, თავისი შესანიშნავი გამწოვით,
იმხელა, დიდ რესტორნებს რომ შეშურდებოდათ, გეგონებოდა,
სულ ახლახან გახეხეს და გააპრიალესო. სხვადასხვა ზომის და
ფორმის სპილენძის ჩაიდნები, ქვაბები, ტაფები, დაწყებული
კვერცხის მოსახარში პატარა ჯამით და დამთავრებული ვეებერ-
თელა ქვაბით, მთელი პოლკისთვის რომ მოამზადებდი სადილს,
ისე გაერეცხათ და გაეპრიალებინათ, მისის ჯეკი ზედაპირზე სა-
კუთარ გამოსახულებას დაინახავდა. ოთახის შუაგულში გაქათ-
ქათებული მაგიდა იდგა, ქირურგის საოპერაციოში გეგონებოდა
თავი. თაროები, უჯრები და სკივრები ზუმფარის ქაღალდით გა-
ხეხილს ჰგავდა. გოგოების ხმებს ძვირფასი ქვასავით მბრწყინა-
ვი გიგანტური მაცივრის უცნაურად მშვიდი, გაბმული და დინამი-
კური გუგუნი ახშობდა.
„ოჰ, ეს“, – გაიფიქრა მისის ჯეკმა, – „ეს საუკეთესო რამ არის
ამქვეყნად! ეს ყველაზე კარგი ოთახია ამ სახლში! სხვებიც მიყ-
ვარს, მაგრამ ასეთ გრანდიოზულ და ლამაზ სამზარეულოს არა-
ფერი შეედრება. და ეს შესანიშნავი გოგოები როგორ უვლიან!

264
ნეტა, შემეძლოს, დავხატო! არა – ეს რომ დახატო, ბრეიგელი
უნდა იყო! დღეს ამას ვერავინ შეძლებდა“...
– ოჰ, ძვირფასო, – თქვა ხმამაღლა, – რა შესანიშნავი ნამ-
ცხვარი გამოგიცხვია!
მზარეულმა ამოხედა უშველებელი ტორტიდან, უკანასკნელ
ფენას რთავდა და უხეშ, გრძელ, გერმანულ სახეზე ოდნავ შესამ-
ჩნევმა ღიმილმა გადაურბინა.
– მოგწონთ? – ჰკითხა, – როგორ ფიქრობთ, კარგია?
– ოჰ, ძვირფასო, – შესძახა მისის ჯეკმა ისეთი ბავშვური გუ-
ლუბრყვილობით, რომ ამჯერად მზარეულმა ცოტა უფრო გულ-
ღიად გაიღიმა, – ეს ყველაზე ლამაზი და ყველაზე არაჩვეულებ-
რივი ტორტია!
კმაყოფილმა მზარეულმა ხორხისმიერი სიცილი ამოუშვა,
ნორას გაეღიმა და თქვა:
– მართლაც რომ, მისის ჯეკ, მეც სულ ამას ვეუბნები.
მისის ჯეკმა სწრაფად შეხედა ნორას და გულზე მოეშვა, ნორა
ფხიზელი და მოწესრიგებული ჩანდა. მადლობა ღმერთს, თავს
მორევია! როგორც ჩანს, დილის მერე არ დაულევია – ამას ად-
ვილად მიხვდებოდი. სასმელი საწამლავივით მოქმედებდა ნო-
რაზე და ძნელი იყო, არ შეგემჩნია.
კოხტა, გახამებულ ფორმებში გამოწყობილი ჯენი და მეი სამ-
ზარეულოდან მოახლეების სასტუმრო ოთახში წინ და უკან და-
დიოდნენ, შეფაკლულ სახეებზე ღიმილი დასთამაშებდათ და ძა-
ლიან ლამაზად გამოიყურებოდნენ. მისის ჯეკი ვერც კი წარმო-
იდგენდა, ისე კარგად მიდიოდა საქმე. არავის არაფერი გამოჰ-
პარვია. ყველაფერი მზად იყო. შესანიშნავი წვეულება ელოდათ.
მოულოდნელად ზარის ხმა გაისმა. მისის ჯეკი შეცბა და სწრა-
ფად თქვა:

265
– ჯენი, ზარს რეკავენ, – მერე თითქოს თავისთვის ჩაილაპა-
რაკა, – ვინ უნდა იყოს?
– ახლავე, – ჯენი მოახლეების სასტუმრო ოთახიდან გამოვი-
და, – ახლავე გავაღებ.
– მიდი, ჯენი, ნეტავი... – შეფიქრიანებულმა ჯერ კედელზე
დაკიდებულ საათს შეხედა, მერე თავის პლატინის მაჯისას, –
ჯერ მხოლოდ რვის თხუთმეტი წუთია, არ მეგონა, ვინმე ადრე
თუ მოვიდოდა. ოჰ! – თითქოს გონება გაუნათდაო, – ალბათ
მისტერ ლოუგენი იქნება, თუ ასეა, სასადილო ოთახში შეიპატი-
ჟე, ჯენი. მეც ახლავე მოვალ.
– დიახ, მისის ჯეკ, – თქვა ჯენიმ და გავიდა.
მისის ჯეკმა ერთხელაც მოავლო თვალი სამზარეულოს, ერ-
თხელაც გაიღიმა მზარეულის ხელობით კმაყოფილმა და მად-
ლიერმა და ჯენის მიჰყვა.
მისტერ ლოუგენი იყო. მისის ჯეკი მას მისაღებში შეეგება,
როცა ის შეყოვნდა და ორი მოზრდილი, შავი ჩემოდანი იატაკზე
დადგა. გაბერილი ჩემოდნები საკმაოდ მძიმე ჩანდა, კარგი ჯანი
უნდა გქონოდა, რომ გეთრია. მისტერ ლოუგენის შემხედვარე,
ამაში დარწმუნდებოდი. ცალი ხელი მეორე მკლავის კუნთზე წა-
ევლო და შეწუხებული სახით მტკივან ადგილს ისრესდა. მისის
ჯეკი რომ მიუახლოვდა, მოტრიალდა. ახალგაზრდა კაცი იყო,
ასე ოცდაათი წლისა, ჩაფსკვნილი, მოსული, ხშირი წითური თმა
ჰქონდა და ახლად გაპარსულ სახეზე ვარდისფერი ლაქები ეტ-
ყობოდა. გაოფლილ, დანაოჭებულ შუბლს და მელოტ თავს
ცხვირსახოცით იმშრალებდა.
– ჯანდაბა! – თქვა მისტერ გოჭი ლოუგენმა. ამ მოსაფერებე-
ლი სახელით უფრო ახლობლების წრეში იცნობდნენ, – ჯანდაბა,
– ისევ აღმოხდა, ოღონდ უფრო შვებით, ვიდრე სიბრაზით. მტკი-

266
ვანი მკლავი გაითავისუფლა და მასპინძელს დაკუნთული, მოკ-
ლე და მსხვილი ხელი გაუწოდა, ლამის ფრჩხილებიდან ჭორ-
ფლით რომ ჰქონდა დაფარული.
– ცოცხალი ხართ? – წამოიძახა მისის ჯეკმა, – რატომ არ
მითხარით, ამდენი რამ თუ მოგქონდათ. მძღოლს გამოგიგზავ-
ნიდით.
– ო, არა უშავს, – თქვა გოჭი ლოუგენმა, – ჩემს საქმეს ყო-
ველთვის თვითონ ვაგვარებ. ხომ ხედავთ, ყველაფერი მოვიტა-
ნე, – ორ უზარმაზარ ჩემოდანზე მიუთითა, – აქ არის ის, რაც შო-
უსთვის მჭირდება, – ბავშვურად გაიღიმა, – და სიმართლე გით-
ხრათ, არ მიყვარს რისკი, რამე ისე თუ არ წავიდა, მეცოდინება,
რომ მხოლოდ ჩემი ბრალია.
– მესმის, – მისის ჯეკმა თავი დაუქნია, – არ გინდათ, სხვაზე
იყოთ დამოკიდებული: ვაიდა უცებ რამე მოხდეს. არადა ალბათ
რამდენი წელი მოანდომეთ ამ ყველაფრის გაკეთებას. ვისაც
უნახავს, ყველა აღფრთოვანებულია! – განაგრძობდა მისის ჯე-
კი, – ისე გაუხარდათ, რომ გაიგეს, მოხვიდოდით. იმდენი მსმე-
ნია თქვენზე – დღეს ნიუ-იორკში სულ ამაზე...
– კარგი, – თქვა მოკლედ მისტერ ლოუგენმა, მართალია თა-
ვაზიანად, მაგრამ მიახვედრა, რომ მის ლაპარაკს ყურადღებას
აღარ აქცევდა. ეტყობოდა, უკვე საქმეზე გადავიდა და სასტუმრო
ოთახში შესული, შეფიქრიანებული ათვალიერებდა იქაურობას,
– ალბათ აქ უნდა იყოს, არა?
– დიახ... იმის თქმა მინდა, თუ თქვენ მოგწონთ, შეიძლება,
სხვა ოთახიც გამოვიყენოთ, უბრალოდ, ეს ყველაზე დიდია.
– არა, გმადლობთ, – მოკლედ უპასუხა ფიქრებში წასულმა
ლოუგენმა, – შესანიშნავია. მშვენივრად გამოვა... ჰმ! – ქვედა
მსუქანი ტუჩი ორ დაჭორფლილ თითში მოიქცია და მოუჭირა, –

267
საუკეთესო ადგილია, ვფიქრობ, იქ მოვაწყობ, – მოპირდაპირე
კედელზე მიანიშნა, – კარს უყურებს და ხალხი გარშემო, სამ
მხარეს იჯდება. ჰმ, დიახ, აჯობებს, აფიშები წიგნის თაროებზე
დავკიდოთ. დანარჩენს მოვაშორებთ, – სწრაფი, მაგრამ შთამ-
ბეჭდავი ჟესტით მიანიშნა, რომ ავეჯის დიდ ნაწილს გულისხმობ-
და, – კი, ასე აჯობებს. ახლა, თუ არაფერი გაქვთ საწინააღმდე-
გო, – მიუტრიალდა და საკმაოდ მბრძანებლური ტონით უთხრა,
– უნდა გამოვიცვალო. ალბათ გაქვთ კიდევ სხვა ოთახი...
– ო, რა თქმა უნდა, – სწრაფად უპასუხა მისის ჯეკმა, – ამ დე-
რეფნის ბოლოს, პირველი ოთახი მარჯვნივ. მაგრამ, სანამ და-
იწყებდით, რამეს ხომ არ მიირთმევთ? ალბათ ძალიან...
– არა, გმადლობთ, – გადაჭრით უთხრა მისტერ ლოუგენმა,
– დიდი მადლობა, მაგრამ წარმოდგენის წინ არასდროს არ
ვჭამ. ახლა, – დაიხარა, ჩემოდნების სახელურები ჩაბღუჯა და
მთელი ძალით ასწია, – უნდა მომიტევოთ... – ჩაიდუდღუნა.
– შემიძლია, დაგეხმაროთ? – ჰკითხა მისის ჯეკმა თავა-
ზიანად.
– არა, გმადლობთ, არაფერი არ მჭირდება, – ისევ ჩაიდუდ-
ღუნა მისტერ ლოუგენმა და სიმძიმისგან წელში გაწყვეტილი
არეული ნაბიჯით გაუყვა დერეფანს. ოთახში რომ შევიდა,
გაუგებრად თქვა:
– მე თვითონ მშვენივრად მივხედავ, – მერე უფრო გარკვე-
ვით დასძინა, – სულ არაფერი არ მჭირდება.
მისის ჯეკმა გაიგონა, როგორ დაახეთქა მან ყრუ ბრაგვანით
ჩემოდნები და შვებით აღმოხდა: უუფ!
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა კაცი ფეხარეული გაემართა
ოთახისკენ, მისის ჯეკი ერთხანს იდგა და ცოტა გაკვირვებული
და აღელვებული აყოლებდა თვალს. ეს საქმიანი სისწრაფე და

268
მოურიდებლად რომ აპირებდა, მის საყვარელ ოთახში ყველა-
ფერი თავდაყირა დაეყენებინა, ცოტა არ იყოს, ავის მომასწავე-
ბელი ეჩვენა. „მაგრამ“, – თავს შეუძახა, – „ყველაფერი მშვე-
ნივრად წარიმართება“. ამ კაცზე იმდენი ლაპარაკობდა; ნამდვი-
ლად წლის სენსაცია იყო, ყველას მისი წარმოდგენა ეკერა პირ-
ზე, გაზეთებშიც კარგად წერდნენ. ინტელექტუალურ საზოგა-
დოებასაც შეაყვარა თავი და ლონგ აილენდის და პარკ ავენიუს
„მდიდრებსაც“. ეს რომ გაიფიქრა, ნესტოები მედიდური ზიზღით
შეებერა; მაგრამ მაინც, სიამოვნებდა, ეს კაცი ხელში რომ ჩაიგ-
დო.
დიახ, მისტერ გოჭი ლოუგენი წლის სენსაცია გახლდათ. მან
გამოიგონა მარიონეტების ცირკი, მავთულებისგან გაკეთებული
თოჯინებით, და ამ უცნაურ სანახაობას ყველგან დიდი ოვა-
ციებით ხვდებოდნენ. ინტელექტუალების წრეში მისტერ
ლოუგენზე და მის თოჯინებზე ჭკვიანური აზრი ვერ გამოგეთ-
ქვათ, იგივე იყო, ჟან კოკტოზე ან სიურრეალიზმზე არაფერი
გცოდნოდათ; იგივე იყო, პიკასოს და ბრანკუზის და უტრილოს
და გერტრუდ სტაინის ხსენებისას, უმეცარივით დაბნეულიყა-
ვით. მისტერ გოჭი ლოუგენზე და მის ხელოვნებაზე ისეთივე პა-
ტივისცემით საუბრობდნენ, როგორც ნებისმიერზე ზემოთ ხსენე-
ბულთაგან.
და როგორც ყველა იმათგანი, მისტერ გოჭი ლოუგენი და მი-
სი ხელოვნებაც საკუთარ, განსაკუთრებულ ლექსიკონს ითხოვ-
და. მართებულად რომ გემსჯელათ მის ხელოვნებაზე, განსაკუთ-
რებული ენა უნდა გცოდნოდათ, რომლის უნატიფესი ხვეულები
დღითიდღე სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდებოდა უმეცარ-
თათვის. კრიტიკოსები გამალებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს

269
მისტერ გოჭი ლოუგენის თავბრუდამხვევი, ჩახლართული უსას-
რულო ნიუანსების და ასოციაციების სიღრმისეულ წვდომაში.
მართალია, დასაწყისში დიდ მცოდნეებს შორის ერივნენ ისე-
თები – პიონერები, ვისაც გაუმართლა და მისტერ ლოუგენის
ახალი მოდის აღზევების დასაწყისს შეესწრო – მის წარმოდგე-
ნას „შემაშფოთებლად კარგ გასართობად“ რომ ნათლავდნენ,
მაგრამ ეს ძველი ამბავი იყო. ახლა თუ ვინმე გაბედავდა და მის-
ტერ ლოუგენის ხელოვნებას უსუსურ სიტყვას – „გასართობს“
შეჰკადრებდა, იმწამსვე კულტურის სფეროში მისი აზრი მნიშ-
ვნელობას დაკარგავდა. მისტერ ლოუგენის ცირკი მას შემდეგ
აღარ იყო „გასართობი“, რაც ერთმა რაფინირებულმა ჟურნა-
ლისტმა გაზეთში დაწერა: „პანტომიმით გამოხატული ტრაგიკუ-
ლი იუმორის ხელოვნებას ადრეული ჩაპლინის შემდეგ ასეთი
სიმაღლისთვის არ მიუღწევია“.
იმ დღიდან, ნებისმიერი მორიგი ჟურნალისტი თავს ვალდე-
ბულად მიიჩნევდა, საკუთარი სიტყვა შეეწია და ყოველდღიურ
გაზეთებში სულ უფრო და უფრო დახვეწილი სტატიები იბეჭდე-
ბოდა – საქებარი ესეები მისტერ ლოუგენზე, მისი პატარა თოჯი-
ნების ილუსტრაციებით. შემდეგ უკვე თეატრალური კრიტიკოსე-
ბიც შეუერთდნენ საერთო ქოროს და თანამედროვე სცენის ამა
თუ იმ შემოთავაზებას უკვე შედარებითი ანალიზის ქარცეცხლში
ატარებდნენ. თეატრის წამყვან ტრაგიკოსებს, ვიდრე ჰამლეტის
როლზე დაიწყებდნენ მუშაობას, ავალებდნენ, განსაკუთრებული
ყურადღება მიექციათ მისტერ ლოუგენის კლოუნებისთვის.
გაცხოველებულ კამათს მოეცვა მთელი ქალაქი. ორმა გამო-
ჩენილმა კრიტიკოსმა ერთმანეთი სიტყვიერ დუელში გამოიწ-
ვია, მაგრამ მათი დახვეწილი ენამახვილობის საბოლოო დას-
კვნის გამგები მთელ ცივილიზებულ სამყაროში შვიდი კაცი თუ

270
მოიძებნებოდა. დავის ძირითადი საბაბი ის იყო, რომ ვერ დაედ-
გინათ, მისტერ ლოუგენის ხელოვნებაზე ადრეული პიკასოს კუ-
ბიზმის გავლენა უფრო ძლიერი იყო თუ ბრანკუზის გეომეტ-
რიული აბსტრაქციების. ორივე თეორიას თავისი მიმდევრები
ჰყავდა, მაგრამ საბოლოოდ პიკასომ გადაწონა.
მთელი ეს დავიდარაბა არ ატყდებოდა, მისტერ ლოუგენს ერ-
თი სიტყვა მაინც რომ დასცდენოდა, მაგრამ სიტყვა არ თქმულა.
რაც მართალია მართალია, მისტერ ლოუგენს თითქმის არაფე-
რი უთქვამს მის გამო ატეხილი აურზაურის გამო. როგორც არა-
ერთმა კრიტიკოსმა მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნა: „მას დი-
დი ხელოვანის უბრალოება ახასიათებს, ლამის ბავშვური გუ-
ლუბრყვილობა, რომელიც პირდაპირ რეალობის გულში აღ-
წევს“. ლოუგენის ცხოვრება და წარსული ამავე უცნაური, უბრა-
ლო შეუღწევლობით უძალიანდებოდა ცნობისმოყვარე ბიოგრა-
ფებს და კვლავ და კვლავ უცნობი რჩებოდა მათთვის. ერთმა
კრიტიკოსმა მშვენივრად განმარტა: „როგორც დიდი ადამიანე-
ბის უმეტესობას, ვერც პატარა ლოუგენს უწინასწარმეტყველებ-
დნენ ბავშვობაში მომავალ მიღწევებს. როგორც ყველა დიდი
ადამიანი, ის ნელა ვითარდებოდა – და შეიძლება ითქვას, შეუმ-
ჩნევლადაც – ვიდრე უეცრად არ აფეთქდა და თვალისმომჭრე-
ლი შუქით არ მოევლინა საზოგადოებას“.
როგორც არ უნდა ყოფილიყო, იმ ეტაპზე მისტერ ლოუგენი
დიდების მწვერვალზე გახლდათ და მაღალ ესთეტიკურ სფერო-
ში მთელი ლიტერატურა იწერებოდა მასზე და მის თოჯინებზე.
მისტერ ლოუგენის ხელოვნება კიდევაც ქმნიდა და კიდევაც
ანადგურებდა კრიტიკოსების რეპუტაციას. რამდენად მოდურად
აზროვნებდით, ამის კრიტერიუმად მისტერ ლოუგენის და მისი
თოჯინების ამომწურავი ცოდნა მიიჩნეოდა. თუ ამ საკითხში

271
მოიკოჭლებდი, ხალხში თავი აღარ გამოგეყოფოდა. თუ კარგად
ერკვეოდი, ნამდვილი ექსპერტის სახელს დაიმკვიდრებდი და
მაღალ საზოგადოებაში გზა ხსნილი გქონდა.
მომავლის სამყაროში, რომელიც უდავოდ ნაკლებად საზ-
რიანი და მიხვედრილი ადამიანებით იქნება დასახლებული, ეს
ყველაფერი შეიძლება, უბრალოდ უცნაური მოეჩვენოთ. და თუ
მართლა ასე იქნება, იმიტომაც, რომ აღარ ეხსომებათ, როგორ
ვცხოვრობდით 1929 წელს.
იმ ტკბილ წელიწადს შეგეძლო, თავისთვის უფლება მიგეცა
და არხეინად გამოგეცხადებინა, რომ ჯონ მილტონი დიდი მომა-
ბეზრებელი ვინმე იყო, თუ არა საერთოდაც „გაბერილი არა-
რაობა“. ისე, იმხანად ბატონმა კრიტიკოსებმა უამრავი ვინმე შე-
რაცხეს „გაბერილ არარაობებად“. გოეთეს, იბსენს, ბაირონს,
ტოლსტოის, უაითმენს, დიკენსს და ბალზაკს ყველაზე უშიშარი
თანამედროვეები დაუნდობლად იკვლევდნენ და როგორც აღ-
მოჩნდა, ისინი თივით გამოტენილი ფიტულები ყოფილან. ყვე-
ლას და ყველაფერს ამხელდნენ, საკუთარი თავების, მისტერ
გოჭი ლოუგენის და მისი თოჯინების გარდა.
ბოლო დროს სიცოცხლე ძალიან დამოკლდა ისეთი რა-
მეებისთვის, რისთვისაც ადრე იცლიდნენ. სიცოცხლე უბრალოდ
მოკლე იყო, ორას გვერდზე მეტი გულდასმით რომ წაგეკითხა.
რაც შეეხება „ომს და მშვიდობას“... რასაც ამ რომანზე ამბობენ,
უდავოდ სიმართლეა... მაგრამ მე რომ მკითხოთ... იცით, ის ნამ-
დვილად ძალიან... ძალიან... ოჰ, კარგი, უბრალოდ, სიცოცხლე
ძალიან მოკლეა. ერთი სიტყვით, იმ წელს სიცოცხლე მოკლე
აღმოჩნდა იმისთვის, რომ თავი შეგეწუხებინათ ტოლსტოით,
უაითმენით, დრაიზერით და დეკან სვიფტით. მაგრამ მისტერ გო-
ჭი ლოუგენის მარიონეტების ცირკით რომ გატაცებულიყავით

272
და თავდავიწყებას მისცემოდით, ამისთვის სიცოცხლე მოკლე
არ აღმოჩნდა.
იმ პერიოდის ყველა გონიერი ადამიანი – რჩეულთა შორის
ყველაზე დახვეწილები – ბევრი რამით იყო შეწუხებული. ისინი
ხნავდნენ უნაყოფო მიწას და ეროზია მოდად იქცა. სიყვარულიც
მობეზრდათ და სიძულვილიც. არც მუყაითი მშრომელი მოსწონ-
დათ და არც უქნარა. არ მოსწონდათ ადამიანი, რომელიც რაღა-
ცას ქმნიდა და არც ისინი, ვინც არაფერს ქმნიდნენ. არ მოსწონ-
დათ ქორწინება და არც ნეტარი სიმარტოვე. მოსწყინდათ უმან-
კოება და მოსწყინდათ ღალატი. მოსწყინდათ მოგზაურობა და
მოსწყინდათ შინ ჯდომა. მოსწყინდათ მსოფლიოს დიდი პოეტე-
ბი, რომელთა შესანიშნავი ლექსები არც არასდროს წაუკით-
ხავთ. მოსწყინდათ ქუჩაში მოშიმშილეები, მოკლულები და შიმ-
შილით დახოცილი ბავშვები, უსამართლობა, დაუნდობლობა და
ჩაგვრა, რაც მათ გარშემო ხდებოდა; მოსწყინდათ სამართალი,
თავისუფლება და ადამიანის სიცოცხლის უფლება, მოსწყინდათ
სიცოცხლე და მოსწყინდათ სიკვდილი, მაგრამ იმ წელს მისტერ
გოჭი ლოუგენი და მისი მარიონეტების ცირკი არ მოსწყინდათ.
მაინც, რა უნდა ყოფილიყო ამ ალიაქოთის მიზეზი? რა იყო ის
ძალა, რომელმაც ასეთი სენსაცია გამოიწვია ხელოვნების სამ-
ყაროში? როგორც ერთმა კრიტიკოსმა მოსწრებულად თქვა: „ის
უბრალოდ ახალი ნიჭიერი ხელოვანი კი არ არის, რომელმაც
კიდევ ერთ ახალ „მიმდინარეობას“ ჩაუყარა საფუძველი – ის
მთელი ახალი შემოქმედებითი სამყაროა, მბრუნავი პლანეტა,
რომელმაც თავისი მგზნებარე შეუპოვრობით შესაძლებელია,
საკუთარი ვარსკვლავთა სისტემა შექმნას“. კარგი, ბატონო, მაშ
ვნახოთ, რას აკეთებდა ამ წუთს კოლოსალური გენიოსი, რო-
მელმაც ეს ყველაფერი დაიწყო.

273
„ის“ მისის ჯეკის აპარტამენტის ერთ-ერთ საყვარელ ოთახში
სიმარტოვით ტკბებოდა. თითქოს წარმოდგენაც არ ჰქონდა,
მთელი სამყარო როგორ ააფორიაქა, „ის“ მშვიდად, ჩუმად და
პროზაულად იხდიდა შარვალს, ტილოს ნიფხავი რომ ამოეცვა.
იმავდროულად, როცა ეს მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა,
სახლის სხვა დანარჩენ ოთახებში მოვლენები წყნარად და გეგ-
მაზომიერად ვითარდებოდა. წვეულების სამზადისის მიწურულს
მოახლეები შეუსვენებლად მიდი-მოდიოდნენ და სასადილო
ოთახის და სამზარეულოს გამყოფი ორმაგი კარი ხან ერთ მხა-
რეს იღებოდა და ხან მეორე მხარეს. ჯენი სასადილო ოთახში შე-
ვიდა დიდი ვერცხლის სინით ხელში, რომელზედაც ბოთლები,
გრაფინები, საყინულე და მაღალი და საყვარელი ჭიქები ეწყო.
სინი მაგიდაზე რომ დადგა, ნიჟარასავით თხელი ჭიქები ერთმა-
ნეთს მუსიკალურად მიეხალა, ყინულები ცივი, სუფთა და
წკრიალა ხმით იბზარებოდა.
მერე ჯენი ბუხრისკენ გაემართა, დიდი თითბრის ეკრანი გა-
დადგა და მოცეკვავე ცეცხლის წინ ჩაიმუხლა. გრძელი თით-
ბრის ასტამით შეშა მისწი-მოსწია და ისიც ახალი სიცოცხლით
აგიზგიზდა და ატკაცუნდა. ცოტა ხანს ასე იდგა მუხლებზე, კდე-
მამოსილი მოახლის განსახიერება. ცეცხლის ალი სახეს უნა-
თებდა და მისი შემხედვარე მისის ჯეკი ფიქრობდა, როგორი
სუფთა, საყვარელი და ლამაზიაო. მერე ჯენი წამოდგა და ეკრა-
ნი თავის ადგილას დააბრუნა.
მისის ჯეკმა ვარდებით სავსე მაღალ ლარნაკს, შემოსას-
ვლელში რომ იდგა პატარა მაგიდაზე, ადგილი შეუცვალა და
თვალი სარკისკენ გააპარა. მერე ბედნიერი, სწრაფი ნაბიჯით
ფართო, სქელი ხალიჩით დაფარული დერეფნით საძინებლის-
კენ გაემართა. მისი ქმარი ზუსტად იმ მომენტში გამოვიდა თავი-

274
სი ოთახიდან. მისის ჯეკმა ექსპერტის თვალით შეათვალიერა
ქმარი და დარწმუნდა – რაც ეცვა, ძალიან უხდებოდა. ისე კარ-
გად ჰქონდა მორგებული, თითქოს ტანზე შეზრდოდა.
ცოლისგან განსხვავებით, მისტერ ჯეკი, გამოცდილი, მრავ-
ლისმნახველი კაცივით, ძალიან მშვიდად და უდრტვინველად
გამოიყურებოდა. ერთი შეხედვით შეატყობდით, რომ მშვენივ-
რად უვლიდა თავს. იმწამსვე იგრძნობდით, რომ თქვენ წინაშე
იდგა კაცი, რომლისთვისაც ხორციელი სიამოვნებები უცხო არ
იყო, მაგრამ ზომიერების გრძნობა არასოდეს დაუკარგავს, იცო-
და საზღვარი, საიდანაც ქაოსი და კატასტროფა იწყება. ცოლმა
ერთი სწრაფი, გამჭრიახი მზერით შეაფასა ეს ყველაფერი, არა-
და ამ დროს ისეთი მიამიტი და ცოტა გაკვირვებული გამომეტ-
ყველება ჰქონდა... მიხვდა და გაუკვირდა, რამდენი იცოდა ამ
კაცმა და შეფიქრიანდა კიდეც, ვაითუ იმაზე მეტიც იცის, მე რომ
მგონიაო.
– გამარჯობა, – უთხრა მისტერ ჯეკმა ცოლს თავაზიანად,
დაიხარა და ნაზად აკოცა ლოყაზე.
სულ რაღაც ერთი წამით მისის ჯეკს შეეზიზღა, მაგრამ მაშინ-
ვე მოაგონდა, როგორი შესანიშნავი ქმარი იყო, როგორი
მზრუნველი, როგორი კარგი, როგორი ერთგული და როგორ
(მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა იმალებოდა მისი თვალების შე-
უღწეველ სიღრმეში) არასდროს არაფერს ეუბნებოდა – და არა-
ვინ იცოდა, რამეს ამჩნევდა თუ არა. „ჩემი კარგი ბიჭი“, –
გაიფიქრა მისის ჯეკმა და მისალმებაზე მხიარულად უპასუხა:
– საღამო მშვიდობის, ძვირფასო, უკვე მზად ხარ, არა? მისმი-
ნე, – სწრაფად ლაპარაკობდა, – თუ შეგიძლია, ყური გეჭიროს
ზარზე, უკვე დაიწყებენ მოსვლას. მისტერ ლოუგენი კოსტიუმს
იცვლის – თუ შეიძლება, დააზუსტე, რამე ხომ არ სჭირდება. და

275
ნახე, ედიტი მზადაა თუ არა. და როცა სტუმრები მოვლენ, ქა-
ლებს მის ოთახში შეუძეხი, პალტოები იქ დატოვონ... ოჰ, უბრა-
ლოდ, ნორას უთხარი და ის მიხედავს ყველაფერს. კაცებსშენ
ჩაიბარებ, არა, ძვირფასო? შენს ოთახში შეიყვანე. მეც ახლავე
დავბრუნდები. თუ ყველაფერი... – შეშფოთებული ტონით ლაპა-
რაკობდა, ბეჭედსაც ხან იძრობდა და ხან იკეთებდა, – იმედია,
ყველაფერი კარგად იქნება!
– განა, ასე არ არის? – ალერსიანად ჰკითხა ქმარმა, – შენ
ხომ იზრუნე, ასე რომ ყოფილიყო.
– ოჰ, ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა, – შესძახა მისის
ჯეკმა, – მართლა ყველაფერი მშვენიერია! გოგოები ისე კარგად
იქცევიან... ერთადერთი... – დაძაბულობისგან წარბები შეჭმუხ-
ნა, – შენ მაინც თვალყური ადევნე, ფრიც. ხომ იცი, როცა გარშე-
მო არავინაა, სხვანაირად იწყებენ მოქცევას. რაღაც ისე არ წავა.
ასე რომ, გთხოვ, თვალი გეჭიროს. და მისტერ ლოუგენიც არ
დაივიწყო. იმედია, – გაჩერდა და უაზრო წუხილი გამოეხატა
თვალებში.
– იმედია, რა? – საქმიანად ჰკითხა ქმარმა და პირის კუთხე-
ებთან ირონიული ღიმილი აუთამაშდა.
– იმედია, ის... – დაიწყო შეწუხებულმა და მერე სწრაფად
მიაყარა, – მითხრა, ჩემი შოუსთვის სასადილო ოთახიდან რა-
ღაც ავეჯის გატანა მოგვიწევსო, – უმწეოდ შეხედა, მერე ირო-
ნიული ღიმილი რომ შენიშნა, გაწითლდა და ხმამაღლა გაიცინა,
– ღმერთო! წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გააკეთოს. იმდენი
რამე მოიტანა, სამხედრო გემს ჩაძირავს. მაინც მგონია, ყველა-
ფერი კარგად ჩაივლის. ყველას ისე მოსწონს. გაგიჟდნენ, როცა
გაიგეს, რომ დავპატიჟე. ოჰ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი
კარგად იქნება. შენც ხომ ასე ფიქრობ, ა?

276
გულწრფელად ლაპარაკობდა, რაღაც ისეთი კომიკური და
მავედრებელი გამომეტყველებით, რომ წამიერად ქმარმა ნიღა-
ბი მოიხსნა, ჩაიცინა, მიტრიალდა და თქვა:
– ასე ვფიქრობ, ესტერ. ყველაფერს მივხედავ.
მისის ჯეკმა დერეფანში გზა განაგრძო, ქალიშვილის კარებ-
თან ფეხი შეანელა. მისი ხმა გაიგონა, სუფთა, მკაფიო და ახალ-
გაზრდული, პოპულარულ სიმღერას ღიღინებდა მხიარულად:
„შენ ხარ ნაღები ჩემს ყავაში,
შენ ხარ მარილი ჩემს მწვადზე“...
სიყვარულმა ნაზი ღიმილი მოჰგვარა და ასე გაღიმებულმა
გააგრძელა გზა. გვერდით ოთახში შევიდა.
ძალიან მოკრძალებული, უბრალო და ლამაზი ოთახი იყო,
შეიძლება მეტისმეტად მკაცრიც. ერთი კედლის შუაგულში პატა-
რა ხის საწოლი იდგა, ისეთი პატარა, ძველი და შეულამაზებე-
ლი, იფიქრებდი, შუა საუკუნეების დროინდელ მონაზონს ეკუთ-
ვნოდაო და ეგებ ასეც იყო. გვერდით, პატარა მაგიდაზე, წიგნები
ეწყო, კიდევ ტელეფონი, ჭიქა, ვერცხლის დოქი და ვერცხლის
ჩარჩოში ოცი წლის გოგონას ფოტოსურათი – ქალიშვილის,
ელმასი.
კარის გვერდით უზარმაზარი ხის კარადა იდგა, რომელიც
თვითონ იყიდა იტალიაში. იქ მისი ლამაზი კაბების გარდა პატა-
რა, ფრთებივით ფეხსაცმელების კოლექციაც მოჩანდა, ყველა
ხელნაკეთი იყო, მის კოხტა ფეხზე შეკერილი. კარის მოპირდა-
პირე კედელთან, ორ მაღალ ფანჯარას შორის, საწერი მაგიდა
იდგა, საწოლსა და ფანჯრებს შორის კი პატარა სახაზავი მაგიდა
– ერთი დიდი თეთრი ფიცარი, კარგი ხისა, და ამ ფიცარზე აკუ-
რატულად ელაგა ათობით გათლილი ფანქარი, ფუნჯები, შრაშუ-
ნა კალკის ქაღალდები, რომლებზედაც გეომეტრიული ფიგურე-

277
ბი იყო გამოსახული, წებო, სახაზავი და პატარა ქილა ოქროსფე-
რი საღებავით. მაგიდის თავზე, კედელზე, სამკუთხედი და კვად-
რატი ეკიდა და ამ ხაზების სიზუსტეში და ძალაში რაღაც განსა-
კუთრებული სილამაზე გამოსჭვიოდა.
საწოლის ფეხთან შეზლონგი იყო გაშლილი, ზედ ყვავილე-
ბით მოხატული ძველი, გაცრეცილი აბრეშუმის ნაჭერი ეფინა.
კედლებზე რამდენიმე ნახატი ეკიდა, მხოლოდ ერთადერთი იყო
ზეთში შესრულებული – უცნაური, ეგზოტიკური ყვავილი. ის სი-
ნამდვილეში არ არსებობდა, მისის ჯეკის ოცნების ყვავილი იყო,
რომელიც დიდი ხნის წინ დახატა.
მოპირდაპირე მხარეს ორი ძველი სკივრი იდგა. ერთ-ერთი
პენსილვანიელი ჰოლანდიელის ნახელავი იყო, მოჩუქურთმებუ-
ლი და მხიარული ფერებით მოხატული. იქ მისის ჯეკი ძველ აბ-
რეშუმებს და მაქმანებს ინახავდა, კეთილშობილ ინდურ სარებს,
ძალიან რომ უყვარდა და ხშირად იცვამდა ხოლმე. მეორე ძველ
სკივრზე სატუალეტო მოხმარების საგნები დაეწყო, თავზე კვად-
რატული სარკე ჰქონდა დამაგრებული.
მისის ჯეკმა ოთახი გადაჭრა, სარკის წინ გაჩერდა და თავი
შეათვალიერა. თავდაპირველად ცოტა წინ გადაიხარა და ბავ-
შვური მიამიტობით დიდხანს და სერიოზულად აკვირდებოდა სა-
კუთარ სახეს. მერე ჯერ ერთ მხარეს მიბრუნდა, მერე მეორე მხა-
რეს და ყველა კუთხიდან შეისწავლა თავისი სხეული. ხელი სა-
ფეთქელზე მიიდო და თითი წარბზე გადაისვა. როგორც ჩანს,
მოეწონა, რადგან სახეზე კმაყოფილება ეტყობოდა. მერე აშკარა
სიამაყით დახედა მაჯაზე მსხვილ სამაჯურს – მუქი ფერის ძვე-
ლისძველ ინდურ ჯაჭვს, რომელშიც უცნაური ძვირფასი ქვები
იყო ჩასმული. ნიკაპი ასწია და ახლა კისერზე შეეხო თითისწვე-
რებით ძველებურ ყელსაბამს. დაითვალიერა აბრეშუმივით

278
მკლავები, შიშველი ზურგი, ქათქათა მხრები და მკერდის და
სხეულის მოყვანილობა, ხელს ისვამდა ტანზე, ეფერებოდა და
გაუაზრებლად ისწორებდა სადა, მაგრამ ძალიან ლამაზი კაბის
ნაკეცებს.
ცალი ხელი მაღლა ასწია, მეორით დოინჯი შემოიყარა და
ერთხელაც შემობზრიალდა თვითკმაყოფილების ორბიტაზე. ნე-
ლა მოძრაობდა, ისევ ისე აღტაცებული საკუთარი თავით, უცებ
მოულოდნელობისგან დამფრთხალმა შეჰკივლა. ხელი ყელზე
წაივლო შეშფოთებულმა – მიხვდა, რომ მარტო არ იყო.
მისის ჯეკის ქალიშვილი – ახალგაზრდა, ტანწერწეტა, უმწიკ-
ვლო, ცივი გოგონა – სააბაზანოდან შემოსულიყო, რომელიც
მათ ორ ოთახს აკავშირებდა და ახლა დედას რომ წაასწრო, იდ-
გა და გაყინული სახით უყურებდა. დედას სახე აელეწა. ერთი
გრძელი წამი ორი ქალი ერთმანეთს თვალს არ აშორებდა, დე-
და – სრულიად დაბნეული და დამნაშავესავით გაწითლებული,
ქალიშვილი ცივად, აუღელვებლად და ირონიულად აფასებდა.
რაღაცამ ძალიან სწრაფად და წამიერად გაიელვა მათ მზერაში.
როგორც მაშინ, როცა გამოგიჭერენ და არ იცი, რა თქვა, დე-
დამ გაიცინა. გაიცინა ხმამაღლა და მთელი გულით, ეს იყო ქა-
ლური ნებაყოფლობითი აღიარება, რაც უცხოა მამაკაცთა მოდ-
გმისთვის.
– რაო, დედიკო, ხომ კარგი იყო? – თქვა გოგომ, გაიღიმა, მი-
ვიდა დედასთან და აკოცა.
დედა ისევ თავშეუკავებლად და უიმედოდ იცინოდა. მერე
ორივე უცებ დამშვიდდა, რადგან იგრძნეს – ახსნა--
განმარტებები აუცილებელი არ იყო.
ასე გაითამაშეს ქალური კლასიკური კომედია, სიტყვების გა-
რეშე. არც არაფრის თქმა გახდა საჭირო. ყველაფერი ისედაც

279
ითქვა იმ წამიერი, უხმო და ყოვლისმომცველი ურთიერთგაგე-
ბით, ორმხრივი აღიარებით და შეთქმულებით. ქალთა სქესის
სამყარო გაშიშვლდა და გამომჟღავნდა წამიერად მთელი თავი-
სი მზაკვრობით და უდიდესი იუმორით. საიდუმლო სენაკის გარ-
შემო კი დიდებული ქალაქი გაუცნობიერებლად გრგვინავდა და
მილიონიდან არც ერთმა კაცმა არ იცოდა ამ პირველყოფილი
ძალის შესახებ, რომელიც ყველა ქალაქზე ძლიერი იყო და მი-
წასავით ძველი.

280
თავი მეთხუთმეტე

ჯეკების წვეულება

სტუმრები ნელ-ნელა მოდიოდნენ. ჩვეულ სიმშვიდეს განუწ-


ყვეტლივ და უხეშად არღვევდა ელექტროზარის ხმა. ხალხი
ოთახებს ავსებდა და როგორც ძველ და გაშინაურებულ მეგობ-
რებს, უხერხულობა არ ეტყობოდათ. მისაღებში და სასადილო
ოთახში უამრავი ხმა ირეოდა – ხან სიცილი გადაივლიდა ტალ-
ღასავით, ხან ქალების აღგზნებული შეძახილი შეერეოდა მამა-
კაცების ჟღერად ხმებს. ზარის ყოველი ახალი დარეკვის და კა-
რის გაღების და დახურვის მერე ახალი ხმები და ახალი სიცილი,
მისალმება და ახალი ხალისი ემატებოდა.
ყველა ოთახის კარი ღია იყო სტუმრებისთვის. საძინებლებ-
ში, სასტუმრო და სასადილო ოთახებში ხალხი გადი--
გამოდიოდა, სტუმრები ყველგან გროვდებოდნენ, ტრიალებ-
დნენ და ლამაზ სპონტანურ ნახატს ქმნიდნენ. ქალები მისის ჯეკ-
თან მიდიოდნენ და ძველი მეგობრებივით ნაზად ეხვეოდნენ. კა-
ცები სერიოზულად ბაასობდნენ და ერთმანეთს გონებამახვი-
ლობაში ეჯიბრებოდნენ მისტერ ჯეკის ოთახში.
მისის ჯეკს თვალები სიხარულით უბრწყინავდა და სათითა-
ოდ ყველასთან ჩერდებოდა და ესალმებოდა. მის ქცევაში გაკ-
ვირვებული აღტაცება იგრძნობოდა, ადამიანისა, რომელსაც
სჯერა, რომ სასწაული არასოდეს დამთავრდება. მართალია,
თითოეული სტუმარი მისი დაპატიჟებული იყო, მაგრამ ყველას
ისე ელაპარაკებოდა, თითქოს მოულოდნელი სიხარული ეწვია,

281
დიდი ხნის უნახავ მეგობარს რომ შეხვდა. აღელვებისგან სულ
უფრო და უფრო ხმამაღლა ლაპარაკობდა, ხანდახან ცოტა მჭა-
ხედაც და სახე სიამოვნებისგან განათებოდა. სტუმრები უღი-
მოდნენ, როგორც ბედნიერ და აღგზნებულ პატარა ბავშვს.
ბევრი ჭიქით ხელში დადიოდა, ზოგი კედელს მიჰყრდნობო-
და და ისე იყო გართული საუბარში. გამორჩეულ მამაკაცებს
ბუხრის თაროზე იდაყვი ჩამოედოთ და როგორც სჩვეოდათ, სე-
რიოზულად კამათობდნენ. მომხიბვლელი ქალები, უზურგო კა-
ბებში, ნარნარად უვლიდნენ გვერდს ჯგუფებად შეგროვილებს.
ახალგაზრდებს თავიანთი ვიწრო წრე შეეკრათ, სიყმაწვილის
სასწაული აახლოებდათ. ყველგან იცინოდნენ და ჭორაობდნენ,
იხრებოდნენ, ჭიქები ცივი სასმლით რომ შეევსოთ ან ყასიდად
წუნია გამომეტყველებით გარშემო უვლიდნენ მაცდუნებელი
საჭმლით დახუნძლულ მაგიდას, დაეჭვებულები და შეფიქრიანე-
ბულები, რადგან ყველაფრის გასინჯვა უნდოდათ, მაგრამ იცოდ-
ნენ, რომ ვერ შეძლებდნენ. მოღიმარი მოახლეებიც იქვე იდ-
გნენ, რასაც მოითხოვდნენ, რომ მიერთმიათ და შეეთავაზები-
ნათ, ცოტა კიდევ დაემატებინათ. რაც მართალი მართალია, ეს
უდავოდ ბრწყინვალე ადგილი იყო – შავის და თეთრის, ოქროსი
და ძალაუფლების, სიმდიდრის და მშვენიერების, საჭმლის და
სასმლის ადგილი.
მისის ჯეკი ბედნიერი ათვალიერებდა ხალხით გადაჭედილ
ოთახებს. იცოდა, ეს საუკეთესო, უკეთილშობილესი ადამიანე-
ბის ნაკრები იყო, რის შემოთავაზებაც იმ ქალაქს შეეძლო. და-
ნარჩენებიც ნელ-ნელა ემატებოდნენ. ზუსტად იმ წუთს ლილი
მენდლი გამოჩნდა და მერე ისევ დერეფნისკენ გაბრუნდა, მან-
ტო რომ ჩაებარებინა. მას ფეხდაფეხ მოჰყვა მისტერ ლოურენს
ჰირში, ბანკირი. ჰირშმა ქუდი და პალტო ერთ-ერთ მოახლეს

282
მიაწოდა, ისე, რომ არ შეჩერებულა და ლამაზად გამოწკეპილი,
ძვალ-რბილში გამჯდარი მბრძანებლური მანერებით, პირდაპირ
მასპინძლისკენ გაემართა. მისის ჯეკს ხელი ჩამოართვა, ლოყა-
ზე აკოცა და იმ ქალაქისთვის ჩვეულ ყაიდაზე ცივი ირონიით უთ-
ხრა:
– არაჩვეულებრივად გამოიყურები, ძვირფასო, მას შემდეგ,
რაც მე და შენ კანკანს ვცეკვავდით, ასეთი ლამაზი არ მინახი-
ხარ.
მერე ეს ელეგანტური და აუღელვებელი გასაოცარი ფიგურა
მიტრიალდა და გაეცალა. ხშირი თმა ნაადრევად გასჭაღარავე-
ბოდა, მაგრამ როგორი უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, სუფთად
გაპარსულ სახეს ახალგაზრდულ იერს აძლევდა. ნაკვთებზე ეტ-
ყობოდა, ცოტა გადაღლილიყო, მაგრამ თავდაჯერებას არ კარ-
გავდა და ფულით მინიჭებული ავტორიტეტის ქედმაღლობაც ემ-
ჩნეოდა. ამ დაღლილმა, საქმიანმა ძემ ადამიანთა მოდგმისა
გაიარა ხალხში, თავისი ადგილი მოძებნა და თვითონაც რომ არ
იცოდა, ისე მოიპოვა უფლებამოსილება საზოგადოებაზე.
ლილი მენდლი დიდ ოთახში დაბრუნდა და აუჩქარებლად მი-
იკვლევდა გზას მისის ჯეკისკენ. ეს მიდასის სიმდიდრის მემკვიდ-
რე მაღალი, შავგვრემანი ქალი გახლდათ, შავი, თივის ზვინი-
ვით თმით. ოდნავ მოჭუტული, დაბინდული და მეტყველი თვა-
ლები სიამაყით ჰქონდა სავსე. შთამბეჭდავი ქალი იყო, სრული-
ად განსაცვიფრებელი. მკრთალი ოქროსფერი ულამაზესი კაბა
ემოსა, ისე იყო მის ტანს მორგებული, რომ მაღალი და ფერხორ-
ციანი სხეულის ყველა მშვენება გამოეჩინა და სასწაულებრივ,
ქანდაკებისებრ მომხიბვლელობას სძენდა. ზარმაცი ნაბიჯებით,
რწევა-რწევით რომ მიდიოდა, კაცები ტრიალდებოდნენ და აშ-

283
ტერდებოდნენ. მასზე დაბალი მასპინძლისთვის რომ ეკოცნა,
დაიხარა და ხმამაღლა, ალალი სიყვარულით უთხრა:
– როგორ ხარ, საყვარელო?
ამასობაში ჰერბერტს, მელიფტეს, ისე შეუსვენებლად ამოჰ-
ყავდა ახალ-ახალი სტუმრები, რომ კარის დახურვას ვერ ას-
წრებდნენ. გამოჩნდა როდერიკ ჰეილი, ცნობილი ვექილი. შემ-
დეგ მოვიდა მის რობერტა ჰაილპრინი, სემუელ ფეტცერთან ერ-
თად. ისინი მისის ჯეკის ძველი მეგობრები იყვნენ „თეატრიდან“
და შეიძლება, ის მათ სხვებზე გულთბილად არ მისალმებია, მაგ-
რამ გაცილებით უშუალოდ შეხვდა. თითქოს ნიღაბი ჩამოეხსნა
– არა მოჩვენებითი, არამედ ოფიციალური – ცხოვრება რომ
გაიძულებს, ატარო, როცა უამრავ ადამიანთან გიწევს ურთიერ-
თობა. ასე უბრალოდ უთხრა: ოჰ, გაუმარჯოს, ბერტი, როგორ
ხარ, სემ. შეუმჩნეველი ნიუანსით ყველაფერი იყო ნათქვამი:
ისინი ყველანი „თეატრის ხალხი“ იყვნენ და „ერთად მუშაობ-
დნენ“.
თეატრიდან კიდევ ბევრს ნახავდით იქ. ორი ახალგაზრდა
მსახიობი მოყვარულთა თეატრიდან თეატრის დირექტორებს,
ჭაღარა შინაბერებს – ჰეტი უორენს და ბესი ლეინს ახლდა. გა-
მოჩენილ და წარმატებულ ადამიანთა გარდა, წვრილფეხობაც
იყო – ერთი ახალგაზრდა გოგონა, მოცეკვავის დუბლიორი, მკე-
რავი თეატრიდან და მისის ჯეკის თანაშემწე. მისის ჯეკს რომ
გაუმართლა და წარმატებას მიაღწია, ძველი მეგობრები არ და-
ვიწყებია. მართალია, ახლა თავადაც სახელგანთქმული იყო, მა-
ინც ახერხებდა და ბევრი გამოჩენილი ვინმესგან განსხვავებით,
ბანალურ და ერთფეროვან არსებობას გაურბოდა. იმდენად უყ-
ვარდა სიცოცხლე, რომ უბრალო, თბილ ადამიანებს ვერ მოიკ-
ვეთდა. ახალგაზრდობაში მწუხარებაც გაიგო რა იყო, დაუცვე-

284
ლობაც, ტანჯვაც და ილუზიების მსხვრევაც და ეს მუდამ ახსოვ-
და. არც ერთი ადამიანი არ დავიწყებია, ვისაც ცხოვრების გზაზე
გადაჰყროდა. იშვიათი ნიჭი ჰქონდა ერთგული მეგობრობის და
იმდღევანდელ სტუმართა უმრავლესობა, ყველაზე გამოჩენილე-
ბიც კი, მისი მეგობრები იყვნენ, ზოგს ბავშვობიდან იცნობდა.
სტუმრებს შორის ერთი მშვიდი, სევდიანი ქალი ერია, სახე-
ლად მარგარეტ ეტინგერი. დიდი გარყვნილი ქმარი ჰყავდა, რო-
მელიც თან ახლდა. ქმარმა კი, ჯონ ეტინგერმა, ეშხიანი ახალ-
გაზრდა გოგო წამოიყოლა, მორიგი საყვარელი. რჩეულ საზო-
გადოებაში ამ ტრიომ არასასიამოვნო არეულობა შემოიტანა.
სტუმრების ნაკადი არ წყდებოდა, მოდიოდნენ და მოდიოდ-
ნენ, რა სისწრაფითაც ლიფტს მათი ამოყვანა შეეძლო. სტივენ
ჰუკი დასთან, მერისთან ერთად შემოვიდა და მასპინძელს სუს-
ტი, წვრილი ხელი გაუწოდა. პირი სანახევროდ მიიბრუნა და
თითქოს სევდიანად და გულგრილად, ლამის უპატივცემულოდ,
ხმადაბლა უთხრა:
– ოჰ, გამარჯობა, ესტერ, მისმინე... – შეხედა და ვითომ ახლა
მოაფიქრდაო, – აი, ეს მოგიტანე, – წიგნი მიაწოდა და ისევ მი-
აბრუნა პირი, – ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოა. მგონი, შენც
სიამოვნებით გადახედავ.
წიგნი პიტერ ბრეიგელის ნახატების ალბომი აღმოჩნდა – ეს-
ტერმა იცოდა ეს წიგნი და წიგნის ფასიც, მისთვისაც შემაშფო-
თებლად ძვირი რომ იყო. სწრაფად გადაშალა და სატიტულე
გვერდს დახედა. თავშეკავებული მიძღვნა ლამაზად წაეწერა:
„ესტერს, სტივენ ჰუკისგან“. ესტერს უცებ მოაგონდა, რომ ერთი
თუ ორი კვირის წინ ახსენა ეს წიგნი სტივენთან საუბარში და
ყველაფერი ნათელი გახდა. ის ხომ სულ ასე ცდილობდა, გულ-
გრილობის ნიღბით დაემალა თავისი შესანიშნავი, გულუხვი სუ-

285
ლი. სახე შეეფაკლა, ყელში რაღაცამ წაუჭირა და თვალები
ცრემლმა გაუთბო.
– ოჰ, სტივ! – სუნთქვა გაუძნელდა, – ეს უბრალოდ არაჩ-
ვეულებრივია…, არაჩვეულებრივი!
სტივენი შეუმჩნევლად გაეცალა. ფერმკრთალ და მისუსტე-
ბულ სახეზე ზიზღნარევი წუხილი ეწერა. ალბათ მეტისმეტად ხე-
ლოვნური და კომიკური შესახედავი იქნებოდა, რომ არა მავედ-
რებელი მზერა თაფლისფერ თვალებში. ეს იყო მზერა ამაყი, კე-
თილშობილი, ცოტა შერყეული და გატანჯული კაცისა – შეშინე-
ბულ ბავშვს ჰგავდა, რომელიც თან გაურბის სიახლოვეს ადამი-
ანთან, ვისთანაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს და თან სასოწარ-
კვეთილმა იცის, როგორ სჭირდება და უნდა კიდეც მასთან ყოფ-
ნა და საწყლად ევედრება: თუ ღმერთი გწამს, დამეხმარე, ძალი-
ან მეშინია!
ესტერმა იცნო ეს მზერა სტივენის თვალებში, როცა ის პომპე-
ზურად მიტრიალდა და გაეცალა და გული დაეთუთქა. დანის
დაკვრასავით იგრძნო სიბრალული და რა ამოუცნობი სას-
წაულია ეს ცხოვრებაო, გაიფიქრა.
„ოჰ, შე საწყალო ტანჯულო არსებავ. რა გჭირს? რის გეშინია?
რა გჭამს შიგნიდან? ...რა უცნაური კაცია!“ – უკვე მშვიდად ფიქ-
რობდა, – „და რა კარგი და კეთილშობილი!“
ქალიშვილმა ელმამ თითქოს მისი ფიქრი გამოიცნოო, საშვე-
ლად გამოეშურა. აუღელვებელი, ცივი, ლამაზი გოგო ჰუკს
მიუახლოვდა და უშუალოდ უთხრა:
– ოჰ, გაუმარჯოს, სტივ, ხომ არ დალევ რამეს?
ეს კითხვა ძალიან დროული გამოდგა. სტივს მოსწონდა ეს
გოგო, მისი დახვეწილი სტილი, მეგობრული, მაგრამ მაინც თავ-

286
შეკავებული მანერები. მის გვერდით თავს დაცულად გრძნობდა,
რაც ძალიან სჭირდებოდა. ამიტომ კითხვაზე იმწამსვე უპასუხა.
– ძალიან მაცდუნებელი რამ შემომთავაზე, – ჩაილუღლუღა
შეწუხებული სახით და ბუხრისკენ წავიდა, იდაყვი ჩამოაყრდნო
მაყურებელივით და სახის სამი მეოთხედი მიაბრუნა, თითქოს
მისთვის აუტანელი იყო იმ საშინლად მოსაწყენი ხალხის ყურე-
ბა.
სტივენ ჰუკს მიკიბულ-მოკიბული პასუხები ახასიათებდა და
ეს მისი ლიტერატურული სტილის გასაღებიც იყო. საკმაოდ ბევ-
რი მოთხრობის ავტორი გახლდათ. მისი მოთხრობები ჟურნა-
ლებში იბეჭდებოდა და ამით ინახავდა თავს და დედამისს. რამ-
დენიმე წიგნიც ჰქონდა გამოცემული, რომელთაც დამსახურებუ-
ლი აღიარება მოუტანეს, ოღონდ ცუდად იყიდებოდნენ. ერთხელ
თვითონ აღნიშნა ირონიულად, თითქმის ყველას აქვს წაკითხუ-
ლი ჩემი წიგნი, მაგრამ არავინ არ ყიდულობსო. ურთიერთობა-
შიც და ნაწარმოებებშიც ერთნაირად ოსტატურად ცდილობდა
ზიზღით და გაუცხოებით სიმორცხვის და გაუბედაობის დამალ-
ვას.
ერთხანს მისის ჯეკი უიმედოდ გასცქეროდა სტივენ ჰუკს, მე-
რე მის დას მიუბრუნდა, მხიარულ შინაბერას, თვალები რომ
სულ უციმციმებდა და გადამდები სიცილი იცოდა. ძმის მომხიბ-
ვლელობა მასაც ჰქონდა, მაგრამ მასავით გატანჯული სული
არა. ესტერმა ჩუმად უთხრა:
– რა ჭირს ამ საღამოს სტივენს? ისეთი სახე აქვს, გეგონება,
მოჩვენება მოელანდაო.
– არა, მოჩვენება არა, ურჩხულმა შეაშინა, – თქვა მერიმ და
გაიცინა, – გასულ კვირას ცხვირზე მუწუკი გამოუხტა, დიდხანს
უყურებდა სარკეში და დაასკვნა, რომ კიბო აქვს. დედა კინაღამ

287
გააგიჟა. ოთახში ჩაიკეტა და უარს ამბობდა გამოსვლაზე. რამ-
დენიმე დღე არავის დალაპარაკებია. ოთხი დღის წინ დედას ბა-
რათი გადასცა, სადაც მისი დაკრძალვის მითითებები ეწერა –
კრემაციის ეშინია. სამი დღის წინ პიჟამის ამარა გამოვიდა ოთა-
ხიდან და ყველას დაგვემშვიდობა. ასე თქვა, ცხოვრება დავას-
რულეო. ამ საღამოს უკეთეს გუნებაზეა და შენს წვეულებაზე წა-
მოსვლა გადაწყვიტა.
მერი ჰუკმა ისევ მხიარულად გაიცინა, კომიკურად აიჩეჩა
მხრები და თავი გააქნია, მერე სტუმრებისკენ გაემართა. მისის
ჯეკს მაინც შეწუხებული სახე ჰქონდა, როცა მოხუც ჯეიკ აბრამ-
სონს მიუბრუნდა, ამდენი ხანი მისი ხელი რომ ეჭირა და უც-
ნაური საუბრის განმავლობაში ნაზად ეფერებოდა.
ბორდელებში სიარულმა თავისი კვალი დააჩნია ჯეიკ აბრამ-
სონს. ის დახვეწილი, ცხოვრებისგან გადაღლილი, ავხორცი მო-
ხუცი კაცი გახლდათ და სახე სვავს მიუგავდა. უცნაურია, მაგრამ
ამავე დროს, მომხიბვლელი კაცი იყო, საკმაოდ ამტანი, გონება-
მახვილი ცინიკოსი. ეტყობოდა, რომ ბევრის გაგება და გულთან
ახლოს მიტანა შეეძლო. ძალიან მოხუც და გადაქანცულ ცხოვ-
რების მოციქულს ჰგავდა, რომელმაც დიდხანს იცხოვრა, ბევრი
ნახა და ბევრი იმოგზაურა. მისთვის ფრაკის ტარებაც ისეთივე
ბუნებრივი იყო, როგორც სუნთქვა და ისე კოხტად აჯდა ტანზე,
გეგონებოდა, ფრაკში დაიბადაო.
ცოტა ხნით ადრე პალტო და აბრეშუმის ცილინდრი მოახლეს
მიაწოდა და დაღლილი სახით მისის ჯეკისკენ გამოემართა. მი-
სის ჯეკი ყოველთვის მოსწონდა. ვიდრე ის მერი ჰუკს ელაპარა-
კებოდა, ხმა არ ამოუღია და კეთილმოსურნე სვავივით დასცქე-
როდა ზემოდან. მოზრდილი ცხვირის ქვეშ ჩაეღიმა. თვალს არ
აშორებდა; მერე დანაოჭებული ხელით სრიალა მკლავზე მოფე-

288
რება დაუწყო. ამ ჟესტში აშკარად უღონო მოხუცის სურვილიც
იგრძნობოდა და მამობრივი სინაზეც. ეს იმ კაცის ჟესტი იყო,
რომელსაც ბევრი ქალი ჰყოლია და კვლავაც აფასებდა და ეტ-
რფოდა ქალებს, მაგრამ მისი ძლიერი ვნებები უკვე მამობრივ
სიყვარულში გადაზრდილიყო.
ლაპარაკიც ასეთი განწყობით დაიწყო.
– მშვენივრად გამოიყურები, – უთხრა ესტერს, – ძალიან
ლამაზი ხარ! – ისევ სვავივით იღიმოდა და მკლავზე ეფერებო-
და, – ვარდივით ქალი ხარ! – მოხუცებული დაღლილ თვალებს
არ აშორებდა.
– ოჰ, ჯეიკ! – გაკვირვებულმა შესძახა მისის ჯეკმა, თითქოს
პირველად დაინახა, – რა კარგია, რომ მოხვედი! არ ვიცოდი,
თუ დაბრუნდი, მეგონა, ისევ ევროპაში იქნებოდი.
– ყველაფერს ვასწრებ, – განაცხადა ჯეიკმა მხიარულად.
– მშვენივრად გამოიყურები, მოგზაურობა მოგხდენია. ცოტა
გამხდარხარ კიდეც. კარლსბადში მკურნალობდი, არა?
– არა, არ მიმკურნალია, – სერიოზულად თქვა მოხუცმა, –
მხოლოდ დი-ეტას ვიცავდი, – განზრახ არასწორად წარმოთქვა
სიტყვა.
მისის ჯეკი წამიერად წამოწითლდა და მხრები ისტერიულად
აუცახცახდა. გვერდით მდგარ რობერტა ჰაილპრინს მკლავზე
ხელი წაავლო და ჩაებღაუჭა, წონასწორობა რომ არ დაეკარგა
და ძლივს ამოთქვა:
– ღმერთო! გაიგონეთ? დიეტას იცავდა. სანაძლეოს დავდებ,
ამას ვერ გადაიტანდა! ყველაფერზე მეტად ჭამა უყვარს!
მის ჰაილპრინმა გულიანად ჩაიხითხითა და მერე ღიმილი
მთელ სახეზე ისე გადაეჭიმა, რომ თვალებს ვეღარ ახელდა.

289
– რაც წავედი, დი-ეტას ვიცავდი, – თქვა ჯეიკმა, – აქაურობა
ძალიან ავადმყოფმა დავტოვე, დაბრუნებით კი ინგლისური გე-
მით დავბრუნდი, – დაასრულა ვითომ მელანქოლიურად, მაგ-
რამ ისეთი ეშმაკური გამომეტყველებით, რომ ორ ქალს ისევ სი-
ცილი აუვარდა.
– ოჰ, ჯეიკ! – გამოცოცხლდა მისის ჯეკი, – ალბათ როგორ
იტანჯებოდი! ვიცი, რასაც ფიქრობ ინგლისურ კერძებზე!
– იმავეს ვფიქრობ, რასაც ადრე ვფიქრობდი, ოღონდ ათჯერ
უარესს.
ესტერმა ისევ ხმამაღლა გაიცინა და ძლივს ამოთქვა:
– ბრიუსელის კომბოსტო?
– კი ბატონო, – სერიოზულად დაუდასტურა მოხუცმა, – ისევ
იმას ჭამენ. უკანასკნელად ბრიუსელის კომბოსტო რომ ვნახე,
მივხვდი, მისი ადგილი ბრიტანეთის მუზეუმშია... და ისევ იმ
კარგ თევზს მიირთმევენ, – დასძინა ეშმაკურად.
რობერტა ჰაილპრინს სახე ბუდასავით გაებადრა:
– მკვდარი ზღვისას?
– არა, – სევდიანად თქვა მოხუცმა ჯეიკმა, – მკვდარი ზღვი-
სას არა: ის საკმარისად მკვდარი არ არის მათთვის. ამჟამად მო-
ხარშულ ფლანელს ჭამენ კარგი სოუსით! ხომ გახსოვთ, როგო-
რი „კარგი“ სოუსები იციან, – მისის ჯეკს ეშმაკურად გაუღიმა,
მას კი ისევ მხრები აუცახცახდა ისტერიკისგან.
– იმას გულისხმობ... იმ საშინელებას... საერთოდ გემო რომ
არ აქვს… დამპალი ლიმონის ფერს?
– ზუსტად, – მოქანცული სახით დაუკრა კვერი მოხუცმა, –
ზუსტად... ეგ არის... ისინი კიდევ მაგას ჭამენ... ასე რომ, დი-ეტა
ვარჩიე! – დაღლილ ხმას პირველად დაეტყო გამოცოცხლება, –
კარლსბადი ახლოსაც ვერ მივა იმ დი-ეტასთან, მე რომ ინგლი-

290
სურ გემზე ვიცავდი! – ცოტა ხნით გაჩუმდა, თვალები ცინიკურად
აუციმციმდა, – ასეთ საჭმელს მხოლოდ ქრისტიანები თუ შეჭა-
მენ!
არარჩეულთა მოდგმის ხსენებამ, ცინიკურ უპატივცემულო-
ბასაც რომ დაიკრავდა, ეს სამი ადამიანი რაღაცნაირად გააერ-
თიანა და მოულოდნელად მათ სულ სხვა თვალით დაინახავდი.
მოხუცი კაცი ოდნავ შესამჩნევად იღიმოდა, ორ ქალს ურთიერ-
თგაგებით მოგვრილი სიხარული ლამის პაროქსიზმის შეტევაში
გადაეზარდა. მათი შემხედვარე იფიქრებდი, რომ ეს სამი ნი-
ჭიერი, უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენელი და ყოვლის-
მცოდნე ადამიანი ნამდვილად ერთად იყო და ზიზღით და დაცინ-
ვით უყურებდა მათზე დაბალ საფეხურზე მდგარ ცოდვილებს და
უმეცრებს, რომელთა არსებობაც არ აინტერესებდათ, რომელ-
თაც მათი დაღი არ ესვათ. წამიერად გამოამჟღავნეს თავიანთი
მარადიული განკერძოება და ისევ მსოფლიოს მოქალაქეები
გახდნენ.
– კი მაგრამ, ჯეიკ! შე საწყალო! – თანაგრძნობით უთხრა მი-
სის ჯეკმა, – ალბათ როგორ იტანჯებოდი! – მერე რაღაც
მოაგონდა და უცებ წამოიძახა, – კარლსბადი ნამდვილი საოც-
რებაა, არა? იცი, მე და ბერტი იქ ნამყოფები ვართ, – ეს რომ
თქვა, სიყვარულით გაუყარა ხელი რობერტას და მხიარულად
განაგრძო გამოცოცხლებულმა, – როგორ არ მოგიყვებოდი, ჯე-
იკ! …მართლაც რომ შესანიშნავი გამოცდილება იყო! ...მაგრამ,
ღმერთო! – სიცილი წასკდა, – ბერტ, პირველი სამი დღე თუ გახ-
სოვს? რა მშივრები ვიყავით, გახსოვს? გვეგონა, მეტს ვერ გა-
ვუძლებდით. რა საშინელება იყო, არა? – თქვა და მერე სე-
რიოზულად და ფიქრიანად განაგრძო, თითქოს უნდოდა აეხსნა,
– მაგრამ მერე... არ ვიცი... რა სასაცილოა... შენ როგორღაც შე-

291
ეჩვიე, ბერტ. პირველი რამდენიმე დღე მართლა საშინელებაა,
მაგრამ მერე უკვე ყურადღებას აღარ აქცევ. შენ დაგასუსტა, თუ
რაღაც დაგემართა... მე და ბერტი სამი კვირა ლოგინიდან არ ავ-
მდგარვართ... თუმცა პირველი რამდენიმე დღის შემდეგ ისე ცუ-
დი აღარ იყო, – ხმამაღლა გაიცინა, – ერთმანეთს ვაღიზიანებ-
დით, დელიკატესების მენიუებს ვიგონებდით და ვგეგმავდით,
მკურნალობას დავამთავრებდით თუ არა, პირდაპირ რესტორან-
ში წავსულიყავით და დიდ ულუფებს შევქცეოდით. გინდ დაიჯე-
რე, გინდა არა – მკურნალობა რომ დამთავრდა და ექიმმა გვით-
ხრა, ახლა შეგიძლიათ, ადგეთ და ჭამოთო, რამდენიმე საათი
ვფიქრობდით, რას შევჭამდით. რა შესანიშნავი იყო ეს ყველაფე-
რი! – გაიცინა და ცერა თითი დელიკატურად ასწია, ბავშვივით
დაიჭყივლა და მოჭუტული თვალები აუციმციმდა, – ვერავინ
წარმოიდგენდა, მე და ბერტი რა დელიკატესების შესანსვლას
ვაპირებდით! გადავწყვიტეთ, მეფური ნადიმი მოგვეწყო. რო-
გორც იქნა, ავდექით და გამოვეწყვეთ. ღმერთო! – შეჰკივლა, –
ისე ვიყავით დასუსტებული, ფეხზე ძლივს ვიდექით, მაგრამ
საუკეთესო კაბები ჩავიცვით, რაც კი იქ გვებადა და „როლს
როისი“ გამოვიძახეთ, მძღოლს ლივრეა ეცვა. ასეთი დიდებული
ქალები ალბათ ცხოვრებაში არ ენახა! მანქანაში ჩავსხედით და
დედოფლებივით წავბრძანდით. მძღოლს ვუთხარით, ყველაზე
მდიდრულ რესტორანში წავეყვანეთ. ქალაქგარეთ, ულამაზეს
ადგილას აღმოვჩნდით. ნამდვილ შატოს ჰგავდა! – ვარდის-
ფრად შეეღება ლოყები, – რომ დაგვინახეს, იფიქრეს, ესენი სა-
მეფო ოჯახის წევრები იქნებიანო და ლაქიები გამწკრივდნენ და
თავს გვიკრავდნენ. ოჰ, ეს არ დამავიწყდება! მხოლოდ ამისთვის
ღირდა მკურნალობა! – მსმენელებს გადახედა და იმედგაც-
რუებულმა ღრმად ამოიოხრა, – გინდ დაიჯერეთ, გინდ არა…

292
დავსხედით და ერთი ლუკმა ძლივს ჩავყლაპეთ, არადა რამდენ
ხანს ველოდით ამ დღეს. მხოლოდ თოხლო კვერცხის შეჭმა მო-
ვახერხეთ და ისიც ვერ დავამთავრეთ. ერთმა ლუკმამ ყელამდე
გაგვავსო... – ხელი ნიკაპზე მიიდო, – ეს ყველაფერი ისეთი
ტრაგიკული იყო, კინაღამ ავტირდით! რა უცნაურია, არა? ალ-
ბათ, კუჭი პატარავდება, როცა დიეტაზე ხარ. წევხარ მთელი დღე
და ოცნებობ, რას გადასანსლავ, როგორც კი საშუალება მოგე-
ცემა... და მერე თოხლო კვერცხსაც ვერ დაამთავრებ.
ამბის მოყოლა რომ დაასრულა, მისის ჯეკმა მხრები აიჩეჩა,
კომიკური გამომეტყველებით ხელი ასწია, თითქოს კითხვაზე
პასუხს ითხოვდა და გარშემო ყველას გაეცინა. გადაღლილ მო-
ხუც ჯეიკ აბრამსონსაც კი ღიმილი მოჰგვარა. ის დიდ ყურადღე-
ბას არ აქცევდა, რას ჰყვებოდა მისის ჯეკი, ოღონდ თვალი არ
მოუცილებია მთელი ამ ხნის განმავლობაში და ასე გაღიმებული
ახლა სხვა ნაცნობებს მიუბრუნდა.
მის ჰაილპრინი და მისის ჯეკი, ქალთა სქესის ორი ასეთი გან-
სხვავებული წარმომადგენელი, დიდი ოთახის შუაგულში იდ-
გნენ. ორივე შესანიშნავად იყო შერჩეული თავისი როლისთვის.
ორივეს მშვენივრად ჰქონდა ნაპოვნი გზა, დანაკარგის და კონ-
ფლიქტის გარეშე გამოეყენებინა საკუთარი ნიჭი.
მის ჰაილპრინს ღირსეული ქალის შესახედაობა ჰქონდა და
იყო კიდევაც. ის ორგანიზატორის ნიჭით გახლდათ დაჯილ-
დოებული, ყველა საქმე ბოლომდე მიჰყავდა და ერთი შეხედვით
შეატყობდით, რომ ამ სუსტ ქალბატონს დაუნდობელ, პრაქტი-
კულ საქმეებში ვერც ერთი კაცი ვერ აჯობებდა. მასში თითქოს
რაღაც დამარბილებელი ზეთისმაგვარი იგრძნობოდა – ზეთო-
ვანება საწვავისა, რომელიც სიცოცხლის და მოძრაობის უნარს
ანიჭებს უმძლავრეს ძრავებს.

293
უკვე რამდენი წელი გონივრულად მართავდა სახელგან-
თქმულ თეატრს ბროდვეიზე და მის გამჭრიახობას მეტოქეებიც
კი პატივს სცემდნენ. პიესის შერჩევა ევალებოდა, დადგმა და
ფხიზლად ყოფნა, რომ ისედაც უმნიშვნელო და ჯიბეცარიელი
თეატრი ბროდვეის მგლებს არ გაეძარცვათ. სახეზე ეწერა ყვე-
ლაფერი – ბრწყინვალე წარმატებები და ძლიერი ნებისყოფა
რომ ჰქონდა და გონება ბევრზე უკეთ რომ უჭრიდა. გამოცდილი
დამკვირვებლის თვალი არ იყო საჭირო იმის მისახვედრად,
რომ უთანასწორო ბრძოლაში ბროდვეის მგლებთან მის ჰაილ-
პრინი ყოველთვის იმარჯვებდა.
როცა განუწყვეტლივ იმ ულმობელი, ძლიერი ვნებების და ჩა-
უცხრომელი სიძულვილის აღმძვრელ ომში ხარ ჩართული, თვა-
ლები ღვარძლიანი გიხდება და ტუჩები თავისით გეპრუწება ისე,
რომ ნაიარევს ემსგავსება. მის ჰაილპრინის სახესაც ასე
დაემართა? სიძულვილისგან მოეპრუწა პირი? ომგადატანილის
ეტყობოდა რამე? სულაც არა. რაც უფრო „სისხლიანი“ იყო
ბრძოლა, მით უფრო უნაზდებოდა სახე. რაც უფრო მზაკვრული
იყო ინტრიგები ბროდვეის ცხოვრებაში, მით უფრო ტკბილი მო-
სასმენი ხდებოდა მისი მხიარული ხითხითი. შეიძლება ითქვას,
რომ ამით საზრდოობდა. მართლაც, ერთმა მისმა კოლეგამაც
ასე არ თქვა: „რობერტა არასდროს ისეთი ბედნიერი და ისეთი
ბუნებრივი არ არის, როგორც მაშინ, როცა ჩხრიალა გველებით
სავსე ბუდეში არეულობა შეაქვს“.
და ახლაც, ასე რომ იდგა და მისის ჯეკს ესაუბრებოდა, ძალი-
ან სიმპათიური და არაჩვეულებრივი ქალის შთაბეჭდილებას
ტოვებდა. ჭაღარა თმა მადამ დე პომპადურივით დაევარცხნა,
მის აუღელვებელ, თავდაჯერებულ იერს მშვენიერი, ელეგანტუ-
რი კაბა საბოლოო სრულყოფილებას სძენდა. ნაზ სახეზე რბილი

294
ხასიათი ეტყობოდა, მაგრამ არც ფარისევლობა აკლდა. მართა-
ლია, მოციმციმე თვალები გაღიმებისას მხიარულად ეჭუტებო-
და, ადვილად შენიშნავდით, რომ ამ თვალებს არაფერი გა-
მოეპარებოდა და მზერაც გამჭოლი ჰქონდა.
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მისის ჯეკი უფრო რთული
პიროვნება გახლდათ, ვიდრე მისი თავაზიანი კომპანიონი. არც
მასზე ნაკლებად გამჭრიახი იყო, არც ნაკლებად განათლებული,
არც ნაკლებად დახვეწილი და არც ნაკლებად მომართული, თა-
ვისი მიზნები დაეცვა ამ ულმობელ სამყაროში, ოღონდ სტრატე-
გია სრულიად განსხვავებული ჰქონდა.
ბევრს მიაჩნდა, რომ ის „ძალიან რომანტიკული ქალი“ იყო.
მეგობრები ასე ახასიათებდნენ – „როგორი ლამაზია“, „სულ
მთლად ბავშვია“, „რა შესანიშნავია“. დიახ, მართლაც ასეთი
იყო. იმიტომ, რომ ადრევე ისწავლა, რა უპირატესობებს გაძ-
ლევს, ვარდისფერ, მხიარულ სახეზე ოდნავი გაკვირვება რომ
გახატია და ბავშვურად გულუბრყვილო ხარ. როცა ეჭვიანად,
მაგრამ კეთილგანწყობით უღიმოდა მეგობრებს, თითქოს ამით
ეუბნებოდა: „მგონი, ახლა დამცინით, არა? არ ვიცი, რატომ, არ
ვიცი, რა ვთქვი ან გავაკეთე ისეთი. რა თქმა უნდა, თქვენსავით
ჭკვიანი არ ვარ, თქვენ ხომ ყველანი შემაშფოთებლად საზ-
რიანები ბრძანდებით, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, მე დროს კარ-
გად ვატარებ და მიყვარხართ“.
ბევრისთვის ასეთი იყო მისის ჯეკი. მხოლოდ რამდენიმემ
იცოდა, რა იმალებოდა ამ ქალში, რაც ერთი შეხედვით არ ჩან-
და. ის ნაზი და თავაზიანი ქალბატონი, რომელიც ახლა მის
გვერდით იდგა, ერთ-ერთი მათგანი გახლდათ, ვინც იცოდა. მის
რობერტა ჰაილპრინს მოჩვენებითი გულუბრყვილობა არ გა-
მოჰპარვია. და ალბათ ამიტომ, როცა მისის ჯეკმა სახუმარო ამ-

295
ბის მოყოლა დაამთავრა და მოხუც ჯეიკ აბრამსონს შეცბუნე-
ბულმა კომიკურად შეხედა, მის ჰაილპრინს თვალები უფრო შე-
სამჩნევად აუციმციმდა, ბუდასმაგვარი ღიმილი უფრო ნაზი გა-
უხდა და სიცილი უფრო გადამდები. და ალბათ იმიტომ, რომ
ალალად უყვარდა, ურთიერთგაგების უეცარმა იმპულსმა უბიძ-
გა და დაიხარა და მისის ჯეკს შეფაკლულ ლოყაზე აკოცა.
და ამ ალერსის ობიექტმა, რომელსაც მართალია, ერთი წუ-
თით არ მოუშორებია ბავშვური გულუბრყვილო გამომეტყველე-
ბა, მშვენივრად იცოდა, რას ფიქრობდა მეორე ქალი. წამიერად
და თითქმის შეუმჩნევლად, ამ ორი ქალის მზერა, განძარცული
ყოველგვარი ფარული ეშმაკობისგან, ერთმანეთს შეხვდა და
ამას მოჰყვა ოლიმპიური სიცილი.
მისის ჯეკი სტუმრებს გულთბილად იღებდა და ბედნიერებას
ვერ მალავდა, მაგრამ მისი გონების ერთი ნაწილი სხვაგან იყო,
იმიტომ, რომ ვიღაც ჯერ არ მოსულიყო და იმ ვიღაცაზე დარ-
დობდა.
„ნეტა, სადაა ამდენ ხანს“, – ფიქრობდა მისის ჯეკი, – „რატომ
არ მოდის? ხომ არ დალია?“ – სწრაფად მოავლო შეწუხებული
თვალი ბრწყინვალე საზოგადოებას და მოუთმენლად გაიფიქრა,
– „რა იქნებოდა, წვეულებები უფრო მეტად ჰყვარებოდა! რა იქ-
ნებოდა, ხალხთან შეხვედრა უხაროდეს – საღამოს სადმე გასე-
ირნება! კარგი, როგორიც არის, ისეთია. ვერაფრით ვერ შევ-
ცვლი. არ მინდა, სხვანაირი იყოს“.
და ამ დროს ის მოვიდა.
„აი, ისიც!“ – აღელვებულმა გაიფიქრა და შვებით ამოისუნ-
თქა, – „მშვენივრად გამოიყურება!“
სიმართლე რომ ითქვას, ჯორჯ ვებერმა ცოტა გადაკრა, ვიდ-
რე აქ წამოვიდოდა, სადაც მძიმე განსაცდელი ელოდა. მის სუნ-

296
თქვაში იაფფასიანი ჯინის სუნი იგრძნობოდა, თვალები ველუ-
რად უელავდა და ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად და ავადმყო-
ფურად მოძრაობდა. მოკლედ, „მშვენივრად გამოიყურებოდა“.
„რა იქნებოდა, ჩემი მეგობრები ნერვებს არ უშლიდნენ“, –
ფიქრობდა ესტერი, – „ნეტა, რატომ ღიზიანდება ასე. წუხელ
რომ დამირეკა, უცნაურად ლაპარაკობდა! არაფერს აზრი აღარ
აქვსო! რა უნდა დამართნოდა? კარგი, ახლა ამას მნიშვნელობა
არ აქვს. ის აქ არის და მე ის მიყვარს“.
სახე დაუმშვიდდა და გაუნაზდა, პულსი აუჩქარდა და მის შე-
სახვედრად გაემართა.
– გამარჯობა, საყვარელო, – გულთბილად უთხრა, – მიხა-
რია, როგორც იქნა, მოხვედი. უკვე მეშინოდა, რომ დამაღალა-
ტებდი და არ მოხვიდოდი.
ჯორჯი სანახევროდ გულთბილად და სანახევროდ უხეშად
შეხვდა, სიმორცხვე და სიფიცხე, სითავხედე და თავშეკავებუ-
ლობა, სიამაყე, იმედი, სიყვარული, ეჭვი, მონდომება ერთმა-
ნეთში იყო არეული.
საერთოდ არ უნდოდა წვეულებაზე წასვლა. იმ წუთიდან, ეს-
ტერმა პირველად რომ დაპატიჟა, თავზე საყრელი მიზეზები
მოიგონა, რატომ ამბობდა უარს. რამდენიმე დღე კამათობდნენ,
ბოლოს ქალმა გაიმარჯვა და დაპირებაც გამოსძალა. მაგრამ,
წვეულების დღე რომ მოახლოვდა, ისევ ეშმაკი შეუჩნდა, წინა
ღამე კი ბოლთის ცემაში გაატარა, თავის თავს ადანაშაულებდა
და ორჭოფობა ტანჯავდა. ბოლოს, პირველი საათი იქნებოდა,
ტელეფონს ეცა სასოწარკვეთილი, ოღონდ მტკიცე გადაწყვეტი-
ლებით, და ვიდრე ესტერს დაელაპარაკებოდა, მისი სახლის
ყველა ბინადარი გააღვიძა. ესტერს უთხრა, არ მოვალო და ერ-
თხელ კიდევ ჩამოუთვალა მიზეზები, დიდად თავადაც რომ არ

297
ესმოდა. მაგრამ ეს მიზეზები მათი ორი სამყაროს შეუთავსებ-
ლობას უკავშირდებოდა და მის რწმენას, რაც ინსტინქტური
გრძნობაც იყო და გულის ნაკარნახევიც, რომ თუ თავისი საქმის
კეთება სურდა, შორს უნდა დაეჭირა თავი იმ სამყაროსგან, რო-
მელსაც ესტერი ეკუთვნოდა. ცდილობდა აეხსნა, მაგრამ ხვდე-
ბოდა, რომ ვერ აგებინებდა და ამას სასოწარკვეთამდე მიჰყავ-
და. საბოლოოდ ესტერმაც დაკარგა ყოველგვარი ხალისი, თავი-
დან გაღიზიანდა და უთხრა, თუ ღმერთი გწამს, სისულელეებს ნუ
მელაპარაკებიო, მერე განაწყენდა, გაბრაზდა და რამდენიმე
დღით ადრე დადებული პირობა შეახსენა.
– ჩვენ ეს ბევრჯერ განვიხილეთ, – უთხრა უკმეხად, მაგრამ
ცრემლნარევი ხმით, – შენ შემპირდი, ჯორჯ, ხომ ასეა? ახლა უკ-
ვე ყველაფერი მზად არის, ვერაფერს შევცვლი. ნუთუ დამაღა-
ლატებ?
ასეთ ვედრებას ჯორჯმა ვეღარ გაუძლო. რა თქმა უნდა, ის კი
იცოდა, რომ წვეულებას მის გამო არ აწყობდნენ და არც არაფე-
რი დაშავდებოდა, თუ არ მივიდოდა. მის არყოფნას ესტერის
გარდა ვერავინ შეამჩნევდა. მაგრამ ხომ შეჰპირდა, მართალია
უხალისოდ, და იმასაც ხედავდა, რომ რამდენიც არ უნდა ეცადა,
რამე აეხსნა, ესტერს მხოლოდ ერთი მარტივი პრობლემა ადარ-
დებდა – სიტყვას შეასრულებდა თუ არა. ასე რომ, ჯორჯმა ერ-
თხელაც დათმო და ახლა იქ იყო, სრულიად დაბნეული, და ერ-
თადერთი, რაც სურდა – სადმე სხვაგან ყოფილიყო.
– დარწმუნებული ვარ, კარგ დროს გაატარებ, – გახალისებუ-
ლი ეუბნებოდა ესტერი, – აი, ნახავ, – ხელი ხელზე მოუჭირა, –
იმდენი ვინმე მინდა გაგაცნო. მაგრამ ჯერ ალბათ გშია. ყველა-
ფერი საგანგებოდ შენთვის შევუკვეთე. შედი სასადილო ოთახში

298
და მიირთვი. მე ცოტა ხნით აქ უნდა დავრჩე და ეს ხალხი მივი-
ღო.
და ახალი სტუმრების შესახვედრად გაემართა. ჯორჯი რამდე-
ნიმე წამს უხერხულად იდგა ერთ ადგილზე და ბრწყინვალე თავ-
ყრილობას დაბღვერილი ათვალიერებდა. ალბათ საკმაოდ
გროტესკულად გამოიყურებოდა. მოკლედ შეკრეჭილი შავი
თმით შემოსაზღვრული დაბალი შუბლით, პატარა მოელვარე
თვალებით და მუხლებამდე ჩამოკიდებული მკლავებით
ჩვეულებრივზე მეტად ჰგავდა მაიმუნს და ამ მსგავსებას კიდევ
უფრო უსვამდა ხაზს მის ტანს ცუდად მორგებული სმოკინგი.
სტუმრები შეხედავდნენ, გულგრილად მიტრიალდებოდნენ და
საუბარს აგრძელებდნენ.
„ესე იგი!“ – ფიქრობდა შემცბარი და გაბოროტებული ჯორჯი,
– „ესენი არიან მისი მეგობრები! უნდა მცოდნოდა!“ – ჩაიბურ-
ტყუნა, თან არც კი იცოდა, რა უნდა სცოდნოდა. ამ დახვეწილი
და თავდაჯერებული ადამიანების შემხედვარეს ეჩვენებოდა,
თითქოს ისინი დამცინავად უყურებდნენ, მაგრამ მხოლოდ ეჩვე-
ნებოდა. „მოიცა, გაჩვენებთ სეირს!“ – გამოცრა კბილებში,
ოღონდ წარმოდგენა არ ჰქონდა, რას გულისხმობდა.
ეს რომ გაიფიქრა, ქუსლებზე მიტრიალდა და ბრწყინვალე
ბრბოში გზა გაიკვლია სასადილო ოთახისკენ.
– იმის თქმა მინდა!.. ხომ იცით!..
ეს სწრაფად, ხალისიანად, ცოტა ჩახლეჩილი ხმით და უც-
ნაურად მომხიბვლელად ნათქვამი სიტყვები რომ გაიგონა,
საუბარში გართულ მისის ჯეკს გაეღიმა.
– აი, ემიც მოვიდა! – თქვა.
მიტრიალდა და მისი ელფივით თავი დაინახა, წარმოუდგენ-
ლად ხშირი კულულებით, მისი პაჭუა დაჭორფლილი ცხვირი და

299
საყვარელი სახე, ცოტა ბიჭური სილაღით რომ უნათოდა და
გაიფიქრა: „რა ლამაზია! და... და... რაღაცნაირად ძალიან ტკბი-
ლი და კარგია!“
მართალია, ფიქრებში ვალი მოიხადა და ქალაბიჭა აღტაცე-
ბული სიტყვებით შეამკო, მაგრამ მისის ჯეკმა მშვენივრად იცო-
და, რომ ცრუობდა. არა: ემი კარლტონი შეიძლება ბევრი სხვა
რამ იყო, ოღონდ კარგი ნამდვილად არ ყოფილა და ვერც „სა-
ხელგატეხილ ქალს“ უწოდებდი, იმიტომ, რომ დიდი ხანია, სა-
ხელგატეხილობის საზღვარს გადააბიჯა, ნიუ-იორკული გაგები-
თაც კი. მას ყველა იცნობდა და მასზე ყველაფერი იცოდა, მაგ-
რამ ვერავინ გეტყოდათ, ამ საყვარლად გაყალბებული ახალ-
გაზრდა და მხიარული სახის უკან ვინ იმალებოდა.
ქრონოლოგიურად დავიწყოთ? კარგი. ემი ბედნიერ ვარ-
სკვლავზე დაიბადა, ზღაპრულად მდიდარ ოჯახში. ბავშვობა დო-
ლარის პრინცესასავით ფუფუნებაში გაატარა, მასზე ზრუნავ-
დნენ, თავს ევლებოდნენ და შინ ჰყავდათ გამომწყვდეული. რო-
გორც „მაღალი წრის“ ქალიშვილს შეეფერებოდა, ყველაზე
მდიდრულ სკოლებში სწავლობდა, მოგზაურობდა ევროპაში,
ხან საუთჰემპტონში იყო, ხან ნიუ-იორკში, ხან პალმ ბიჩზე.
თვრამეტი წლისა „საზოგადოებაში გამოვიდა“ და სილამაზით
გაითქვა სახელი. ცხრამეტი წლისა გათხოვდა, ოცის ქმარს გა-
შორდა და რეპუტაცია შეელახა. სენსაციური და ბინძური საქმე
იყო, ჯერ კიდევ მაშინ, ისე სკანდალურად იქცეოდა, რომ ქმარს
პროცესის მოგება არ გასჭირვებია.
მას შემდეგ, უკვე შვიდი წელი ხდებოდა, მისი ცხოვრება ქრო-
ნოლოგიურ საზომებში არ ჯდებოდა და უკანონობის მარა-
დიულობაში გადიოდა. თუ ვინმე ემის უთვალავი სკანდალური
შემთხვევიდან ერთ-ერთს გაიხსენებდა, იმდენად დაუჯერებელი

300
მოეჩვენებოდა, თვითონვე გაოცდებოდა – ოჰ, არა, ეს შეუძლე-
ბელია! ეს ხომ სამი წლის წინ მოხდა, მას შემდეგ ის... ის... – და
ისე მიაშტერდებოდა მის ელფივით თავს, პაჭუა ცხვირს და ბი-
ჭურ ლაღ სახეს, გეგონებოდა, მედუზა გორგონას უყურებს ან
კირკემ მონუსხაო, რომელთა ცხოვრება საუკუნეებს ითვლის და
გული ჯოჯოხეთივით ძველი აქვთ.
დრომ თითქოს მნიშვნელობა დაკარგა, რეალობა და წარმო-
სახული ერთმანეთში აირია. ვიღაცა დღეს ნიუ-იორკში შენიშ-
ნავდა ამ ბედნიერი უმანკოების ჭორფლიან და მოცინარ სახეს
და ათი დღის მერე, თუ პარიზში მოუწევდა გამგზავრება, შეიძ-
ლებოდა, იქ ყველაზე გახრწნილ საზოგადოებაში ენახა,
ოპიუმით გათიშული, ბინძური, ვიღაც ნაძირალასთან ჩახუტებუ-
ლი და იმ ნაგვის ორმოში ისე ღრმად ფესვგადგმული, თითქოს
ცხოვრებაში სხვა არაფერი უნახავსო.
პირველი განქორწინების მერე კიდევ ორჯერ გათხოვდა.
მეორე ქორწინებამ ოც საათს გასტანა, მესამე ქმრის თვით-
მკვლელობით დასრულდა.
მანამდე თუ მას შემდეგ, ან მათ შორის, შინ თუ გარეთ, ახლა
თუ მერე, იქ თუ აქ, სახლში თუ საზღვარგარეთ, ოკეანის გაღმა
თუ ხუთი კონტინენტის რომელიმე ნაწილში, დღეს თუ ხვალ ან
სამარადისოდ – შეიძლებოდა, მისთვის ვინმეს უწესო ეწოდები-
ნა? არა, უწესოს ვერავინ უწოდებდა, იმიტომ, რომ ის ქარივით
თავისუფალი იყო და ხომ არ შეიძლება, ატმოსფერული მოვლე-
ნა საცოდავი ზეთსართავით „უწესოთი“ განსაზღვრო. ემის ყვე-
ლასთან ეძინა – თეთრთან, შავთან, ყვითელთან, ვარდისფერ-
თან და მწვანესთან – მაგრამ მას უწესოს ვერ დაარქმევდი.
რომანტიკულ ლიტერატურაში იყო პერიოდი, როცა გზას აც-
დენილ, საყვარელ ქალბატონებს ხოტბას ასხამდნენ, თუმცა და-

301
უსჯელს არ ტოვებდნენ. ქალების ისტორია ზოგადად ასეთი იყო:
მთავარ გმირს ბედი უმუხთლებს – ან უბედური შემთხვევის
მსხვერპლი ხდება, ან ტრაგიკულ სიტუაციაში აღმოჩენილი თავს
ვერ იკავებს და რასაც ჩაიდენს, იმაზე პასუხისმგებელი არ არის.
ემი კარლტონის აპოლოგეტები ცდილობდნენ, მისთვის ეს
როლი მოერგოთ. უამრავ ამბავს მოისმენდით, თუ „როგორ წა-
უცდა პირველად ფეხი“. ერთი შთამბეჭდავი ვერსია იმ პე-
რიოდის დასასრულის დასაწყისით თარიღდებოდა, როცა თვრა-
მეტი წლის უცოდველმა და ცელქობის მოყვარულმა გოგონამ
საუთჰემპტონში სადილის დროს სიგარეტის მოკიდება გაბედა
და სადილს ბევრი ტიტულოსანი, წარმოსადეგი ქვრივი ქალბა-
ტონი ესწრებოდა. ამ ამბავს თუ დავუჯერებთ, გოგონას უბედუ-
რების მიზეზი მისი დაუფიქრებელი და სრულიად უვნებელი საქ-
ციელი გახდა. იმავე წუთს ქალბატონებს „დაბლა დახრილი ცე-
რით“ განაჩენი გამოუტანიათ მისთვის. ბოროტი ენები ალაპა-
რაკდნენ, სკანდალი აგორდა, ემის რეპუტაცია ნაცარტუტად იქ-
ცა და სასოწარკვეთილი და გაუბედურებული ბავშვი თურმე მარ-
თლაც მცდარ გზას დაადგა: დაიწყო სმა, მერე საყვარლები
გაიჩინა, მერე ოპიუმს მიეძალა, ხოლო ოპიუმის მერე აღარც და-
გიდევდათ, რას აკეთებდა.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რომანტიკული აბდაუბდაა. ემი
მართლაც აღმოჩნდა ტრაგიკული ბედისწერის მსხვერპლი,
ოღონდ ტრაგედია თვითონ შექმნა. ბრუტუსის არ იყოს, მისი და-
ნაშაული ვარსკვლავების განლაგების ბრალი არ ყოფილა, თა-
ვისი ბრალი იყო ყველაფერი, ვინაიდან იშვიათი და უძვირფასე-
სი საჩუქრებით – სიმდიდრით, სილამაზით, მომხიბვლელობით,
გონიერებით და სასიცოცხლო ენერგიით დაჯილდოებულს, ნე-
ბისყოფა, წინააღმდეგობის გაწევის უნარი და სულის სიმტკიცე

302
არ გააჩნდა. ასე რომ, თითქმის ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ
სხვა დანარჩენი რომ აკლდა, საკუთარი უპირატესობების მონა
ხდებოდა ხოლმე. ფულით ყველა ახირება შეეძლო დაეკმაყოფი-
ლებინა, მისთვის არავის უსწავლებია, რას ნიშნავდა სიტყვა „ა-
რა“.
ემი თავისი დროის შვილი იყო. მისი ცხოვრება წარმოუდგე-
ნელი სისწრაფით მიდიოდა, სენსაციური გარდაქმნების თან-
ხლებით, და ეს გიჟური ტემპი საკუთარი ამოუწურავი ენერგიით
საზრდოობდა და გამუდმებით იზრდებოდა აბსურდულ უკიდურე-
სობამდე. ემი ყველგან იყო ნამყოფი და ყველაფერი ნანახი
ჰქონდა, აი ისე, როგორც ჩქარი მატარებლის ფანჯრიდან უყუ-
რებ გარემოს, მაგრამ მალევე მოსწყინდა სანახაობების ტრადი-
ციული კალეიდოსკოპის ცქერა და უფრო აკრძალული, ექსცენ-
ტრული და შავბნელი ამბებით დაინტერესდა. აქაც სიმდიდრემ
და კავშირებმა სხვებისთვის დაკეტილი ყველა კარი გაუხსნა.
ამჟამად ემის ახლო ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიოს დიდი
ქალაქების მაღალი წრის დეკადენტურ ჯგუფებთან. რაკი ყველა-
ფერს უჩვეულოს ეთაყვანებოდა, ცხოვრების უკიდურეს ბნელ
მიჯნებს სწვდებოდა. იმდენი ნაცნობი ჰყავდა ნიუ-იორკის, ლონ-
დონის, პარიზის და ბერლინის დამნაშავეთა სამყაროში, პოლი-
ციას შეშურდებოდა. მისი სიმდიდრე პოლიციასთანაც ჭრიდა და
პრივილეგიით უზრუნველყოფდა. რაღაც გზით, რომელიც მხო-
ლოდ უდიდესი ფინანსური თუ პოლიტიკური ძალაუფლების
მქონე პიროვნებებისთვის იყო ცნობილი, პოლიციელის მოწმო-
ბა მოიპოვა და მასთან ერთად – თავისი სპორტული მანქანის
ლიცენზიაც. მიუხედავად იმისა, რომ ახლომხედველი იყო, ემი
მანჰეტენის გადატვირთულ მაგისტრალებზე მომაკვდინებელი
სისწრაფით დაქროდა და ყოველ მის გაელვებას პოლიციელები

303
თავაზიანი სალუტით ხვდებოდნენ. ეს მას შემდეგ, რაც ერთი
მანქანა დაამტვრია და გვერდით მჯდომი ახალგაზრდა კაცი იმ-
სხვერპლა, და კიდევ იმ ფაქტის მიუხედავად, ერთი ღრეობის
დროს დანაშაულის სამყაროს მეთაური რომ მოკლეს და ისიც იქ
იმყოფებოდა.
ისეთი პირი უჩანდა, რომ თავისი სიმდიდრის, ძალაუფლების
და დაუცხრომელი ენერგიის წყალობით, მსოფლიოს ყველა ქა-
ლაქში, რასაც მოისურვებდა, ყველაფერს მიიღებდა. ადრე ასე
ამბობდნენ: „ნეტა, კიდევ რის გაკეთებას აპირებს ემი?“ ახლა კი
სხვანაირად ამბობდნენ: „რა დარჩა ამქვეყნად ემის გასაკეთებე-
ლი?“ ცხოვრება რომ მხოლოდ სისწრაფეში და სენსაციებში გა-
მოიხატებოდეს, მაშინ ემის გასაკეთებელი არაფერი დარჩენო-
და. არაფერი, გარდა მეტი სისწრაფის, მეტი ცვლილების, მეტი
ძალადობის, მეტი სენსაციის – ვიდრე ბოლოში არ გავა. და რო-
გორი იქნება ბოლო? ბოლო იქნება სრული კრახი, რის ნიშნებიც
უკვე შეიმჩნეოდა. თვალებზე ეწერა, მის გატანჯულ, განადგურე-
ბულ და გაფანტულ მზერაში ჩანდა. ემიმ ყველაფერი სცადა, ერ-
თის გარდა – ეცხოვრა. და უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა, იმი-
ტომ, რომ დიდი ხნის წინ გზა აებნა და ის დრო აღარ დაბრუნდე-
ბოდა. ასე რომ, სიკვდილის გარდა არაფერი დარჩენოდა.
„რა იქნებოდა“, – სინანულით გაიფიქრებდნენ, როგორც ახ-
ლა მისის ჯეკი ფიქრობდა მისი ელფივით თავის შემყურე, – „რა
იქნებოდა, სხვანაირად ასწყობოდა ცხოვრება!“ – და წარსულის
ლაბირინთში სასოწარკვეთილი დაიწყებდა ემის ცხოვრების
არევის მიზეზის ძებნას, – „აი, მაშინ თუ არა, ალბათ მაშინ მოხ-
და! რა იქნებოდა!..“

304
რა იქნებოდა, ადამიანი სისხლის, ძვლების, ძვლის ტვინის,
ვნებების და გრძნობების, თიხისგან რომ ყოფილიყო გაკეთებუ-
ლი! რა იქნებოდა, ასე რომ ყოფილიყო!
– იმის თქმა მინდა... იცი!.. – ამ სიტყვებით, მის ამოუხსნელ
აღტაცებას და ჩამოუყალიბებელ აზრს რომ გამოხატავდა ხოლ-
მე, ემიმ სიგარეტი პირიდან სწრაფად გამოიღო, უსიამოვნოდ
გაიცინა და მეგობრებს მიუბრუნდა, თითქოს ერთი სული ჰქონ-
და, მათთვის გაეზიარებინა სიხარული, – იმის თქმა მინდა! –
შესძახა, – დღეს რასაც აკეთებენ, იმას თუ შეადარებთ! – გამარ-
ჯვებული იცინოდა, თითქოს ყველა უნდა მიმხვდარიყო, რა იმა-
ლებოდა ამ დანაწევრებულ ფრაზაში, ღრმა ნაფაზი დაარტყა და
ისევ სწრაფად გამოიღო პირიდან სიგარეტი.
ახალგაზრდების ჯგუფი, რომლის შუაგულში ემი პირდაპირ
ასხივებდა და ერთი იაპონელი, მისი იმჟამინდელი საყვარელი,
და ერთიც ახალგაზრდა ებრაელი, იაპონელის წინამორბედი
ერია, მისის ჯეკის პორტრეტის სანახავად ბუხრისკენ დაიძრა.
პორტრეტი ნამდვილად იმსახურებდა ქებას, რაც ახალგაზრდებ-
მა არ დაიშურეს. ჰენრი მელოუს ერთ-ერთი საუკეთესო ად-
რეული ნამუშევარი იყო.
– როცა ამას უყურებ და ფიქრობ, რამდენი ხნის წინ დაიხატა!
– შესძახა ემიმ და სიგარეტით პორტრეტისკენ მიანიშნა, – და რა
ლამაზი იყო მაშინ! და ახლაც როგორი ლამაზია! – აღელვებუ-
ლი ლაპარაკობდა და უსიამოვნო ხმით იცინოდა, მერე გაღი-
ზიანებულმა მონაცრისფრო-მწვანე თვალები მოავლო ოთახს, –
იმის თქმა მინდა! – ისევ ხმამაღლა ლაპარაკობდა და სიგარეტს
ქაჩავდა, – უბრალოდ, ვერც კი შეადარებ! – მერე მიხვდა, ის არ
უთქვამს, რის თქმაც უნდოდა და განაგრძო, – ოჰ, იმის თქმა
მინდა, – ლამის სასოწარკვეთილმა თქვა და სიგარეტი გამეტე-

305
ბით მოისროლა აგიზგიზებულ ცეცხლში, – ყველაფერი ცხადია!
– ჩაიბურტყუნა და კიდევ უფრო შეაცბუნა მსმენელები. მერე
მოულოდნელად სტივენ ჰუკს მიუბრუნდა, რომელიც ისევ ისე
იდგა, ბუხრის თაროზე იდაყვჩამოდებული, და მბრძანებლურად
უთხრა, – სტივ, რამდენი ხანია, რაც აქ კიდია? იმის თქმა მინ-
და... ოცი წელი იქნება, არა?
– ოჰ, ნაკლები არა მგონია, – ჩვეული ცივი და გაბეზრებული
ტონით მიუგო ჰუკმა, უხერხულად შეიშმუშნა და შეწუხებული
ცოტა გვერდზე გადგა, ლამის ზურგი შეაქცია, – შეიძლება, ოც-
დაათი წელიც იყოს, – სიტყვა გადმოუგდო სანახევროდ მიბრუ-
ნებულმა და ჩვეული აუღელვებლობით თარიღიც დაუსახელა, –
ჩემი აზრით, ოთხმოცდათერთმეტში ან თორმეტში უნდა დაეხა-
ტა, ასე არაა, ესტერ? – მისის ჯეკს მიმართა, რომელიც იმ წუთს
მიუახლოვდა თავშეყრილებს.
– რა ხდება? – იკითხა მისის ჯეკმა და იმწამსვე განაგრძო, –
ოჰ, სურათი! არა, სტივ, ოთხმოცდაა... – სწრაფად მოეგო გონს,
ისე, რომ სტივის გარდა არავის შეუმჩნევია, – ოთხმოცდაექვსში
დამხატა. – მისის ჯეკმა შენიშნა სტივის ფერმკრთალ სახეზე ოდ-
ნავ შესამჩნევი ღიმილი და გამაფრთხილებლად შეხედა, მან კი
მხოლოდ ამოილუღლუღა:
ოჰ, სულ დამავიწყდა...
სიმართლე რომ ითქვას, სტივმა ზუსტი თარიღი იცოდა, ის კი
არა, თვე და რიცხვიც, როცა ნახატი დაასრულეს, და ქალების
ახირებებზე გაიფიქრა: „რა სულელები არიან! როგორ არ ესმის,
რომ ვისაც კი ოდნავი წარმოდგენა აქვს მელოუს ცხოვრებაზე,
ზუსტად ეცოდინება თარიღი“.

306
– რა თქმა უნდა, – სწრაფად ლაპარაკობდა მისის ჯეკი, – ბავ-
შვი ვიყავი, როცა დამხატა. ალბათ თვრამეტზე მეტის არ ვიქნე-
ბოდი.
„და ვითომ ახლა ორმოცდაერთზე მეტის არ ხარ?“ – ცინიკუ-
რად გაიფიქრა სტივმა, – „არა, საყვარელო, შენ ოცი წლის იყა-
ვი, როცა დაგხატა და უკვე გათხოვილიც... რატომ იქცევიან
ასე?“ – გაიფიქრა და თან ხვდებოდა, როგორ მობეზრდა ეს ყვე-
ლაფერი. ქალის სწრაფი მზერა შეამჩნია, შეშფოთებული, თით-
ქოს მავედრებელი. თვალი გააყოლა მის მზერას და უცნაური კა-
ცი, ჯორჯ ვებერი შენიშნა კარის ზღურბლთან, – „აი, თურმე რა
ყოფილა! ეტყობა, ამას უთხრა, რომ“... – მოულოდნელად გაახ-
სენდა მავედრებელი მზერა და ქალი შეეცოდა. ხმამაღლა კი ასე
თქვა:
– მართალია, თვრამეტზე მეტის არ იქნებოდი.
– ღმერთო! – შესძახა მისის ჯეკმა, – მაგრამ, რა ლამაზი ვი-
ყავი!
ისეთი გულუბრყვილო სიხარულით თქვა, რომ ყველანი მიხ-
ვდნენ, ამპარტავნება არაფერ შუაში იყო და გულთბილად
გაუღიმეს. ემი კარლტონმა ჩახლეჩილი ხმით გაიცინა და სპონ-
ტანურად უთხრა:
– ოჰ, ესტერ! მართლაც რომ, შენ ხარ ყველაზე!.. იმის თქმა
მინდა... – მოუთმენლად ამბობდა, შავი თავი გადაიქნია, თით-
ქოს უხილავ მეტოქეს ელაპარაკებოდა, – ის მართლაც...
– მაშინ, – მისის ჯეკს სიცილისგან სახე უხურდა, – ჩემნაირ
გოგოს ვერ ნახავდით! თვალს ვერავინ მწყვეტდა!
– ძვირფასო, ახლაც ვერ გწყვეტენ თვალს! – თქვა ემიმ, –
იმის თქმა მინდა... ძვირფასო, შენ ყველაზე... ასე არაა, სტივ? –
ცოტა დაეჭვებულმა გაიცინა და აღგზნებული სტივს მიუბრუნდა.

307
მან კი ემის ავადმყოფ თვალებში ამოიკითხა, როგორ იყო უკ-
ვე ხელიდან წასული, სრულიად განადგურებული, და თან შეწუხ-
და და თანაც შეეცოდა. ზიზღით შეხედა დაღლილი თვალებით
და მობეზრებული ტონით უთხრა: ოჰ.
სტივის გვერდით მისის ჯეკის მოღიმარი სახე ჩანდა, ზემოდან
საყვარელი ახალგაზრდა გოგო დასცქეროდათ. დროის დაუნ-
დობლობამ და საიდუმლომ ტკივილი მოჰგვარა.
„ღმერთო ჩემო!“ – გაიფიქრა სტივმა, – „ახლაც ბავშვივითაა,
ისევ ისეთი ლამაზი, ისევ ვიღაც უყვარს – პატარა ბიჭი! ისეთი
საყვარელია, როგორიც მელოუს ახალგაზრდობაში იყო!“
1901! დრო! ციფრები მთვრალებივით აცეკვდნენ და სტივმა
თვალები მოისრისა. 1901-ში! რამდენი საუკუნის წინ იყო? რამ-
დენი სიცოცხლე და სიკვდილი, წყალდიდობა, რამდენი მი-
ლიონი დღე და ღამე სიყვარულის, სიძულვილის, შიშის და ტან-
ჯვის, დანაშაულის, იმედის, იმედგაცრუების და მარცხის ჩაიმარ-
ხა ამ საზარელი კატაკომბის გეოლოგიურ ერაში, ამ ამოუხსნელ
კუნძულზე! 1901-ში! ღმერთო ჩემო! ეს პრეისტორიული ხანა
იყო! ყველაფერი, რაც მოხდა, რამდენიმე მილიონი წლის წინ
მოხდა. მას შემდეგ უამრავი რამ დაიწყო და დამთავრდა და და-
ვიწყებას მიეცა – უამრავი სიცოცხლე, თავისი უთქმელი სიმარ-
თლით, უამრავი ახალგაზრდა, ბებერი, სისხლი და ოფლი და
ტკივილი წაიღო – რა მოხდა, თვითონაც ხომ ლამის ასეთი სი-
ცოცხლე განვლო. დიახ, ის ცხოვრობდა და კვდებოდა, იმდენი
დაბადება და გარდაცვალება ნახა, გაიგო, რა არის ბნელი თავ-
დავიწყება, იბრძოდა, იმედი ჰქონდა, იმდენჯერ დამარცხდა,
რომ სათვალავი აერია – დრომ აზრი დაკარგა – და თითქოს ეს
ყველაფერი სიზმარში მოხდა და არა რომელიღაც გარკვეულ პე-
რიოდში. 1901! აქედან რომ გადახედავ, დიდ კანიონს ჰგავს,

308
რომელიც ადამიანთა ნერვებზე, ძვლებზე, სისხლზე, ტვინზე,
ხორცზე, სიტყვებზე და ფიქრებზე გადის, იქ დრო არ არსებობს,
ყველაფერი წარმოუდგენლად ღრმა და უცვლელ შრეშია გაყი-
ნული და გაქვავებული, არეული გეოლოგიურ ფენაში ბავშვის
ჩაჩთან, ძველ სიმღერებთან, ჩალის ქუდებთან და ცილინდრებ-
თან, დავიწყებული ნალების ბაკუნთან, დავიწყებული ბორბლე-
ბის ჭრიალთან დავიწყებულ რიყის ქვებზე – ეს ყველაფერი და-
კარგული აზრების ჩონჩხებთან იყო შერწყმული, სამყაროს ერთ
საერთო შრეში ჩაძირული... ეს ქალი კიდევ...
„ეს ქალი კი... თუმცა ისიც ხომ იმ სამყაროს ნაწილია!“
მისის ჯეკი ახლა სხვა ჯგუფს ესაუბრებოდა და ესმოდა, რასაც
ამბობდა:
– ოჰ, დიახ, მე ვიცნობდი ჯეკ რიდს. მეიბელ დოდჯთან მო-
დიოდა ხოლმე. ჩვენ ვმეგობრობდით... ეს იმ დროს იყო, როცა
ალფრედ შტიგლიცმა სალონი გახსნა...
აჰ, რამდენი სახელი! განა თვითონაც არ იცნობდა მათ? თუ
ეს რაღაც დროის არარეალური ჩრდილების თეატრია? განა მის
გვერდით არ იყო მაშინ, გემი რომ ზღვაში გავიდა? განა თრა-
კიელებთან ერთად არ დაატყვევეს ორივე? განა მას არ ეკავა
სანთელი, როცა ის მაკედონიის მბრძანებელთან მივიდა, თავი-
სი სილამაზით რომ მოეხიბლა და მოწყალება ეთხოვა? ყველანი
აჩრდილები არიან – მის გარდა. და ის – ყველაფრის შთან-
მთქმელი დროის შვილი – მთელი ამ აჩრდილების კამპანიიდან
მხოლოდ თვითონ რომ დარჩა უკვდავი და უცვლელი, პეპელა-
სავით იცვლიდა ახალ-ახალ გარსებს, როგორც ნახმარ ტანსაც-
მელს და ახლა აქ დგას... აქ... ღმერთო ჩემო!.. დროის ჩამწვარი
სანთლის ძირზე... სიხარულით უელავს სახე, თითქოს მშვე-

309
ნიერი ახალი სამყარო ახლა აღმოაჩინა... და უნდა, თავისი თვა-
ლით იხილოს, ყველაფერი გამართლდება ხვალ თუ არა!
მისის ჯეკი ერთხელ კიდევ შემოტრიალდა ემის ხმაზე და
დაიხარა, უკეთ რომ გაეგო გოგოს დანაწევრებული ლაპარაკი,
თითქოს ყურადღებას თუ დაძაბავდა, რამე აზრს გამოიტანდა მი-
სი ნათქვამიდან:
– იმის თქმა მინდა... იცი... კი მაგრამ, ესტერ! ძვირფასო, შენ
ყველაზე... ეს ყველაზე... იმის თქმა მინდა, ორივეს რომ გიყუ-
რებთ, უბრალოდ არ შემიძლია...
საცოდავი ბავშვი! საცოდავი ბავშვი! ჰუკი პომპეზურად მიტ-
რიალდა, ტკივილი ეწერა თვალებზე და არ უნდოდა, ვინმეს შე-
ემჩნია. ასე სწრაფად გაიზარდო, წახვიდე, რომ დაიღუპო და
მოკვდე, როგორც ყველა ჩვენგანი! ეს გოგოც მასავით მოუთმე-
ნელია, ჩქარობს, ერთ წამში გალიოს თავისი სიცოცხლე, არა-
ფერს ინახავს შავი დღისთვის... ასეთია და რა ქნას, იწვის, რო-
გორც პეპელა უკანასკნელი ღამის თვალისმომჭრელ სინათლე-
ზე!
„საცოდავი ბავშვი! საცოდავი ბავშვი! ჩვენი ცხოვრება სწრა-
ფი, მოკლე და წარმავალია“, – ფიქრობდა ჰუკი, – „ჩვენ მარად
ბავშვები ვართ! ესენი კი“... – გადახედა ამპარტავნებით დაბე-
რილ ნესტოებს და ავხორცობით დაბრეცილ ტუჩებს, – „ესენი
ძველი ჩამოსხმის ხალხია... ეგენი არ ცვდებიან, ხელახლა იბა-
დებიან, არაფრის ეშინიათ და ცეცხლის ალს გაურბიან – ეგენი
გადარჩებიან! ეჰ, დროებავ!“
საცოდავი ბავშვი!

310
თავი მეთექვსმეტე

გადაწყვეტილების მიღების წუთი

ჯორჯ ვებერმა სასადილო ოთახში ცდუნებებით სავსე სუფრი-


დან გემრიელად მიირთვა, შიმშილი მოიკლა და ახლა კარის
ზღურბლთან იდგა და მშვენიერ სასტუმრო ოთახს ათვალიერებ-
და. ვერ გადაეწყვიტა, თამამად შერეოდა ხალხს და ვინმეს გა-
მოლაპარაკებოდა, თუ ცოტა ხნით კიდევ გადაედო მოსალოდნე-
ლი განსაცდელი და მაგიდის გარშემო ეფარფატა. სინანულით
ფიქრობდა, იქ ბევრი ისეთი კერძი იდო, საერთოდ გასინჯულიც
რომ არ ჰქონდა. არადა კარგად გამოძღა და მეტის შეჭმა
გაუჭირდებოდა. მოკლედ, სხვა არაფერი დარჩენოდა, მხნეობა
უნდა მოეკრიბა და ეცადა, სიტუაციას რამეს გამორჩენოდა.
გადაწყვეტილება მიიღო, თან თავს ეუბნებოდა, მეტის ღირსი
ხარო და ამ დროს მოულოდნელად სტივენ ჰუკს მოჰკრა თვალი,
რომელსაც იცნობდა და მოსწონდა. შვებით ამოისუნთქა და მის-
კენ გაემართა. ბუხრის თაროზე იდაყვჩამოდებული სტივენი ვი-
ღაც ქალს ელაპარაკებოდა. ჯორჯი რომ შენიშნა, რბილი, ფუმ-
ფულა ხელი გაუწოდა და ძალიან უშუალოდ უთხრა:
– ოჰ, როგორ ხარ?.. მისმინე... – და როგორც ყოველთვის,
ახლაც ისეთი ტონით განაგრძო, ეს მგრძნობიარე და თბილი სუ-
ლის პატრონი ადამიანი რაღაც კარგს რომ აკეთებდა ხოლმე და
განზრახ გულგრილობით ნიღბავდა, – ტელეფონი ხომ გაქვს?
შენი მონახვა მინდოდა. ამ დღეებში ლანჩი ხომ არ მივირთვათ
ერთად?

311
სიმართლე რომ ითქვას, ეს აზრი მხოლოდ იმ წუთს დაებადა.
ვებერიც ხვდებოდა, წამიერი თანაგრძნობით რომ მოეკიდნენ,
რათა მისთვის უხერხულობა გაექარწყლებინათ და სასოწარკვე-
თილი „რაღაცას მოსჭიდებოდა“, როგორც დაღუპული გემიდან
გადარჩენილი და ბრწყინვალე და დახვეწილ მორევში აღმოჩე-
ნილი. როცა ჯორჯმა პირველად ჰუკი გაიცნო და მის თვალებში
უიმედო სიმორცხვე და აშკარა შეძრწუნება ამოიკითხა, იმ დღი-
დან იცოდა, რა კაციც იყო. ჯორჯი არ მოტყუვდებოდა განდეგი-
ლის დაღლილი და ვითომდა გულგრილი საუბრის მანერით. ჰუ-
კის ნიღბის მიღმა სისუფთავე, დიდსულოვნება, კეთილშობილე-
ბა და გატანჯული კაცის თანადგომა იგრძნობოდა. ამიტომ მად-
ლიერების ნიშნად მანაც გულთბილად ჩამოართვა ხელი და
მართლაც დაფეთებული მოცურავესავით ჩაეჭიდა რაღაც საიმე-
დოს, საბედისწერო დინებას რომ არ წაეღო. ჩქარ-ჩქარა ლაპა-
რაკობდა, დიდი სიამოვნებით შეგხვდებით ამ დღეებშიო, როცა
კი მეტყვით, მნიშვნელობა არა აქვსო; და გვერდი ისე დაუმშვე-
ნა, ვითომ მთელი საღამო იქ აპირებდა დარჩენას.
ჰუკი ჩვეული უშუალობით ელაპარაკებოდა და ქალსაც წა-
რუდგინა. ჯორჯმა სცადა, ქალს გასაუბრებოდა, მაგრამ მან მხო-
ლოდ ცივად შეხედა და ხმა არ ამოუღია. ჯორჯი ცოტა დაიბნა და
ისე მოავლო ოთახს თვალი, თითქოს ვიღაცას ეძებდა და ბო-
ლოს ეს წამოროშა:
– სადმე ესტერი ხომ არ დაგინახავთ?
თქვა თუ არა, მიხვდა, როგორი უხერხული და უგერგილო შე-
კითხვა დასვა, მით უმეტეს, რომ მისის ჯეკი ათ ნაბიჯში იდგა და
ყველას შეეძლო მისი დანახვა. ქალმა კი, თითქოს ზუსტად ამას
ელოდაო, ამჯერად იმწამსვე უპასუხა ცივად და თან ქედმაღლუ-
რი ღიმილით:

312
– სადმე? როგორ არა, მგონი, სადმე იქნება: ძალიან ახლოს,
– და თავი მისის ჯეკისკენ გადაიქნია.
არც ისე მოსწრებული პასუხი იყო. ჯორჯის აზრით, ისეთივე
სულელური, როგორც მისი საკუთარი სიტყვები. იმასაც ხვდებო-
და, რომ ქალის სიცივის უკან არაფერი პირადული არ იმალებო-
და – უბრალოდ, ასე იყო მიღებული მის წრეში. მაშინ სახე სიბ-
რაზით რატომღა წამოუხურდა? მაშინ რატომ მომუჭა მუშტი და
რატომ უყურებდა ამ მოღიმარ არსებას მუქარით, თითქოს სა-
დაც იყო ეტაკებოდა და მუშტებს დაუშენდა.
აგრესიულ პოზაში რომ დაიჭირა თავი, იმწამსვე მიხვდა, რომ
უგუნურივით იქცეოდა და ასე კიდევ უფრო მეტად დაემსგავსე-
ბოდა ხეპრეს. სიტყვებს ეძებდა, ქალისთვის საკადრისად რომ
ეპასუხა, მაგრამ გონება პარალიზებული ჰქონდა, მხოლოდ სახე
და კისერი ეწვოდა. ისიც იცოდა, სმოკინგი ცუდად რომ აჯდა
ტანზე და კიდევ უფრო საცოდავ იერს აძლევდა. ის „ჩათლახი“
კი, – ჩაიბურტყუნა, – დასცინოდა. განადგურებული არა იმდე-
ნად ქალის, რამდენადაც საკუთარი უნდილობის გამო, შეწუხე-
ბული მიტრიალდა და იმ ადგილს გაეცალა, ეზიზღებოდა თავისი
თავი და ეს წვეულება, ყველაფერზე მეტად კი იმაზე ბრაზობდა,
რამ გამომაშტერა, აქ რომ მოვედიო.
რაც მართალია მართალია, არ უნდოდა წვეულებაზე მოს-
ვლა! ესტერმა მოუწყო! მისი ბრალია ყველაფერი! დაბნეული და
გაღიზიანებული კედელს მიეყუდა და აქეთ-იქით იყურებოდა,
თან მუშტებს კუმშავდა და ადუნებდა.
მაგრამ მძვინვარებამ და უსამართლო სიბრაზემ ნელ-ნელა
გადაუარა და საღად შეხედა სინამდვილეს. მერეღა ჩასწვდა იმ
ეპიზოდის მთელ აბსურდულობას და გულში გაეცინა კიდეც.

313
„ესე იგი, ამიტომ არ გინდოდა მოსვლა!“ – დამცინავად
გაიფიქრა, – „გეშინია, რომ ვიღაც შტერი ან ცუდად აღზრდილი
ქალი თავისი უაზრო განცხადებით შენს სიამაყეს გათელავს!
ღმერთო, რა იდიოტი ხარ! ესტერი ყოველთვის კი არ ტყუის!“
ვითომ? რამდენს უხსნიდა, რომ მწერალივით სურს იმუშაოს
და სურს, შორს ეჭიროს თავი მისი სამყაროსგან. და ეს მხოლოდ
იმიტომ, რომ ლოგიკურად უნდოდა აეხსნა, სოციალურად
შეუფერებლები ვართო? ვითომ, ასე იმიტომ ჩაუღრმავდა
თეორიულად, თავისი ფაქიზი ეგო რომ დაეცვა ცოტა ხნის გათა-
მაშებული დამამცირებელი სცენისგან?
არა, ეს პასუხი არ ვარგოდა. სხვა მიზეზებიც არსებობდა. უკვე
საკმარისად დაშოშმინდა, ცივი გონებით, ობიექტურად შეეძლო
ემსჯელა და პირველი, რაც თავში მოუვიდა, ის იყო, რომ სინამ-
დვილეში, არასდროს სცოდნია, რას გულისხმობდა, როცა ეს-
ტერს მის და თავის სამყაროებზე ელაპარაკებოდა ხოლმე. რა-
ღაც სერიოზულ ფრაზებს ისროდა, მაგრამ ინსტინქტურად
გრძნობდა – რის თქმაც უნდოდა, ვერასოდეს სიტყვით ვერ გა-
მოთქვამდა. და ამიტომ, ვერასოდეს აგებინებდა ესტერს. და რა
იყო ის, რის თქმაც უნდოდა? რის ეშინოდა? მიზეზი მხოლოდ ის
არ ყოფილა, დიდი წვეულებები რომ არ უყვარდა და ვიღაც ხეპ-
რესავით არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო მაღალი წრის წარ-
მომადგენლების გვერდით. ეს მხოლოდ სიმართლის ნაწილი
იყო – პატარა ნაწილი, პაწაწინა და პირადული. კიდევ იყო რა-
ღაც – არაპირადული და ბევრად სერიოზული, რასაც დიდ მნიშ-
ვნელობას ანიჭებდა და რასაც ვერ უარყოფდა. და რა იყო ის?
ჯობდა, თავი არ აერიდებინა და საბოლოოდ დაეზუსტებინა.
უკვე სრულიად დაწყნარებულს უკვირდა კიდეც, ასეთი მწვავე
რეაქცია რატომ მქონდა პატარა, სასაცილო ამბის გამოო. იდგა

314
და ხალხს ათვალიერებდა. ახლოდან აკვირდებოდა და ცდი-
ლობდა მათი ჭეშმარიტი სახე დაენახა, თითქოს გამოცანის
ამოხსნას ლამობდა. იცოდა, იქ რჩეული საზოგადოება იყო თავ-
მოყრილი, ბრწყინვალე, წარმატებული კაცების და მშვენიერი
ქალების საზოგადოება. ახლა, მიზანდასახულად მახვილი და
დაკვირვებული თვალით რომ უყურებდა, შენიშნა, მათ შორის
სრულიად განსხვავებული ყაიდის ადამიანებიც ერივნენ.
მაგალითად, ის ყმაწვილი! სახეზე ფერუმარილი ესვა, თვა-
ლებს გაპრანჭულად ატრიალებდა და თეძოებს ისე მიარხევდა,
აშკარად ეტყობოდა, ბუნების სხვა სქესს განეკუთვნებოდა! ვე-
ბერმა იცოდა, ამ ტიპის ადამიანები პრივილეგირებული პიროვ-
ნებები იყვნენ, მათ ფაქიზად ეპყრობოდნენ – როგორც ოთახის
ძაღლებს ან კლოუნებს. ყოველი მოდას აყოლილი მასპინძელი
სავალდებულოდ მიიჩნევდა დარბაზობაზე მათ დაპატიჟებას. ნე-
ტავი, ასე რატომ ხდებაო, ფიქრობდა ჯორჯი, იქნებ ესეც დროის
თავისებურებაა, ჰომოსექსუალები მეფის კარის კუზიანი ხუმარე-
ბის პრივილეგირებულ ადგილებს რომ დაეპატრონნენ, რომელ-
თა სიმახინჯეც დაუფარავი დაცინვის საგანი იყო? ამ ყმაწვილე-
ბის არაბუნებრივი, გაპრანჭული მანერები, მათი უაზრო ხუმრო-
ბები, ქალური მწარე ენამახვილობები ძველი მასხარების სარ-
კასტული განცხადებებისგან სრულიად განსხვავდებოდა. ეს
ყმაწვილი, უსიამოვნო ღიმილით, პუდრით სახემოთხუპნილი
რომ დაცუნცულებდა ოთახში, თავი უსიცოცხლოდ გადაეხარა
ცალ მხარეს და დაღლილი თვალები ოდნავ მოეჭუტა, დროდად-
რო ჩერდებოდა, ქალივით ნაზად აუქნევდა ხელს ნაცნობებს და
ამბობდა:
– ო, გამარჯობა... შენც აქ ხარ? მოდი ერთი აქ!

315
ეს მართლაც შეუდარებელი იყო და ქალებიც სიცილით იხო-
ცებოდნენ, კაცები კი ხორხოცებდნენ და რაღაცას გაუგებრად
ჩაილაპარაკებდნენ ხოლმე.
ერთ კუთხეში ქალი იდგა, კაცური ვარცხნილობა ჰქონდა და
უხეში, წვეტიანი, გაქვავებული სახე. ახალგაზრდა, სასიამოვნო
გარეგნობის გოგოს, რომელსაც აშკარა უხერხულობა ეტყობო-
და, ხელი მოხვია – ნამდვილი ნიმფომანიაკი!
მოულოდნელად, როცა გაიგონა ფრაზიდან ამოგლეჯილი
სიტყვები – „იმის თქმა მინდა... იცით...“ – ჯორჯი მიბრუნდა და
შავკულულებიანი ემი კარლტონი შერჩა ხელში. იცოდა, ვინ
იყო, ყველაფერი იცოდა, და რომც არ სცოდნოდა, ალბათ მის
სახეზე დაკარგული უმანკოების ტრაგიკული დაღის შემხედვარე
მაინც მიხვდებოდა, ვინც იქნებოდა. მაგრამ ყველაზე თვალში
საცემი ის გუნდი იყო, ემის რომ კუდში დაჰყვებოდა, ახალგაზ-
რდა ებრაელი და ახალგაზრდა იაპონელი რომ ერივნენ და რო-
გორც ძაღლები ძუკნას, ისე რომ მისდევდნენ. ეს ყველაფერი
ისეთი შესამჩნევი, დაუფარავი და უსირცხვილო იყო, რომ
ჯორჯს კინაღამ გული აერია.
მერე ცოტა მოშორებით მდგარი ჯონ ეტინგერი მოხვდა
თვალში და მისი თანმხლები ორი ქალი. ქალებიდან ერთი რომ
ცოლი იყო და მეორე საყვარელი, ურთიერთობაზე ეტყობოდათ.
საზოგადოებას, რომლისაც ოდესღაც შურდა, ჯორჯი დეკა-
დანსის ახალ-ახალ ნიშნებს ამჩნევდა და სახეზე ზიზღი გამოეხა-
ტა. ამ დროს სტუმრებს შორის მოსიარულე თავაზიანი მისტერ
ჯეკი დაინახა და ტვინში სისხლმა აასხა. მე თვითონ რას წარმო-
ვადგენ, ზემოდან რომ ვუყურებ ამ ხალხსო. იციან საერთოდ, ვინ
ვარ ან რატომ ვარ აქ?

316
მართლაც, ეს ადამიანები ერთმანეთს უტყვი თვალებით უყუ-
რებდნენ. ლაპარაკობდნენ უშუალოდ, სწრაფად და ენამოსწრე-
ბულად. ისინი არ ამბობდნენ, რა იცოდნენ, მაგრამ ყველაფერი
იცოდნენ. ყველაფერი ნანახი ჰქონდათ. მათთვის ყველაფერი
დასაშვები იყო. და ყოველ ახალ ინფორმაციას ცინიკური და გა-
ხალისებული უტყვი თვალებით იღებდნენ. მათ უკვე ვეღარ გააკ-
ვირვებდი. აი, რა ხდებოდა. აი, ამას ელოდნენ ცხოვრებისგან.
და ჯორჯიც მიხვდა! ეს იყო იმ პასუხის ნაწილი, რომელსაც
ეძებდა. საქმე ის კი არ ყოფილა, როგორ იქცეოდნენ – ამ მხრივ
მასა და ამ საზოგადოებას შორის დიდი განსხვავება არ არსე-
ბობდა. განსხვავებული ფაქტებთან მათი დამოკიდებულება იყო
– თუ როგორ იღებდნენ ეს ადამიანები ფაქტებს. საკუთარი თა-
ვით და ცხოვრებით კმაყოფილი იყვნენ, რადგან აღარ ჰქონდათ
რწმენა, უკეთესი რაღაცაც რომ არსებობს. თვითონ ჯერ აქამდე
არ მისულა და არც უნდოდა, მისულიყო. ეს ერთ-ერთი მიზეზი
აღმოჩნდა, როგორც ახლა მიხვდა, რატომ არ სურდა, იმ საზო-
გადოების ბეჭედი ჰქონოდა დასმული, რომელსაც ესტერი ეკუთ-
ვნოდა.
მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მართლაც ღირსეული
ადამიანების საზოგადოება იყო. მათ არავისგან არაფერი
მოუპარავთ. და ამ ნიჭით მომადლებულ ხალხს სამყარო ტაშს
უკრავდა.
განა ფინანსების და ინდუსტრიის კაპიტანი ლოურენს ჰირში
ამავე დროს ხელოვნების ქომაგი და მოწინავე იდეების წამქეზე-
ბელიც არ იყო? დიახ. მის შეხედულებებს ბავშვების იძულებით
შრომაზე, მოიჯარე-მონახევრეებზე, საკოს და ვანცეტის საქმეზე
და კიდევ სხვა საკითხებზე, რომლებმაც ინტელექტუალური სამ-
ყაროს აღშფოთება გამოიწვიეს, სამართლიანად მიიჩნევდნენ

317
ლიბერალიზმად. ვინ შეიძლება მოედავოს ბანკირს, რომელიც
ტექსტილის ფაბრიკაში მომუშავე ბავშვების შრომიდან იღებს
შემოსავლის ნაწილს, მეორე ნაწილი თამბაქოს პლანტაციის
მონახევრეობიდან შემოსდის და კიდევ სხვა შუა – დასავლეთის
ფოლადსასხმელი ფაბრიკიდან, სადაც შეიარაღებულ ბანდიტებს
ქირაობენ, გაფიცულ მუშებს რომ ესროლონ. ბანკირის საქმეა,
ფული იქ დააბანდოს, საიდანაც მეტი შემოუვა. ბიზნესი ბიზნესია,
ვერ მოედავები ადამიანს და ვერ მოსთხოვ, არჩევანი საკუთარ
თავს და შემოსავალს შორის გააკეთოს! რაც შეეხება თავად მის-
ტერ ჰირშს, მას ერთგული კომპანიონები ჰყავდა მემარცხენე ამ-
ხანაგებს შორის და ისინი ამტკიცებდნენ, რომ ასეთი თეორეტი-
კული კრიტიკა ბავშვურია და სხვა არაფერი. რაც არ უნდა ყოფი-
ლიყო მისტერ ჰირშის სიმდიდრის და ძალაუფლების წყარო, ის
შემთხვევითი და უმნიშვნელო იყო. მისტერ ჰირში ლიბერალი
გახლდათ, „რუსეთის მეგობარი“, პროგრესულად მოაზროვნე,
შეუდარებელი კრიტიკოსი კაპიტალისტური კლასისა, რომელ-
საც მიეკუთვნებოდა და საყოველთაოდ აღიარებული განსწავ-
ლული მოაზროვნე.
ვებერი ყოველი კუთხიდან ათვალიერებდა სახელგანთქმულ
ადამიანებს, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს: „ყველას მიეცით
ნამცხვრის ჭამის უფლება!“ (ეს სიტყვები მარია ანტუანეტას
ეკუთვნის), როცა ღარიბი შიმშილობდა, ეს ადამიანებიც იტანჯე-
ბოდნენ. როცა ბავშვი იძულებით შრომობდა, ისინიც სისხლად
იღვრებოდნენ. როცა ჩაგრულები, სუსტები და დაღალატებულე-
ბი უდანაშაულოდ სიკვდილით ისჯებოდნენ, ისინი ხმას იმაღ-
ლებდნენ და პროტესტს გამოთქვამდნენ – მით უმეტეს, თუ გახ-
მაურებული საქმე იყო! წერდნენ წერილებს პრესაში, ბიკონ
ჰილზე პლაკატებით ხელში დადიოდნენ, მონაწილეობდნენ მა-

318
ნიფესტაციებში, ქველმოქმედებდნენ, დაცვის კომიტეტებს თავი-
ანთი პრესტიჟული სახელებით სარგებლობის უფლებას აძლევ-
დნენ.
ეს ყველაფერი აშკარა სიმართლე იყო. თუმცა ჯორჯი რომ
უფიქრდებოდა, ასეთმა ხალხმა შეიძლება აიმაღლოს ხმა და
მართოს მანიფესტაციები განკითხვის დღემდე, მაგრამ მათი არ-
სებობის საიდუმლო და ურყევი წყარო უბრალო ადამიანის სის-
ხლით საზრდოობს და მონების ოფლიდან იწურება, როგორც
სიმდიდრის და პრივილეგიის ყველა ქომაგისა, ვისაც ოდესმე
უცხოვრია. მათი მეფური არსებობის ქსოვილი, ლესბოსელების
და პედერასტების ვნებები, ღალატი და სასიყვარულო ინტრიგე-
ბი ამძიმებდა იქაურ ჰაერს, ვარსკვლავებით მოხატული პირბა-
დესავით ფარფატებდა ღამის სახეზე, მაინც ადამიანის ნეშტიდან
იყო მოქსოვილი და ადამიანის ღრმა ტკივილიდან ირღვეოდა
გორგალი.
დიახ, ასე იყო! პასუხი იპოვა, თავი და თავი ყველაფრის! შე-
ეძლო მას, მწერალს და ხელოვანს, გამხდარიყო ესოდენ პრივი-
ლეგირებული მაღალი საზოგადოების წევრი ისე, რომ ამ პრივი-
ლეგიის აბსურდული ტვირთი არ ეზიდა? შეძლებდა, სიმართლე
ეწერა ნანახზე, ეთქვა ის, რაც უნდა ეთქვა და ამავე დროს, ყო-
ფილიყო იმ საზოგადოების წევრი, რომელზედაც მოჰყვებოდა?
ამ ორი რამის შეთავსება შეიძლებოდა? განა მოდის და პრივი-
ლეგიის სამყარო ხელოვნების და სიმართლის დაუძინებელი
მტერი არ იყო? შეიძლება, ეკუთვნოდე ერთს ისე, რომ მეორე არ
მიატოვო? და მაშინ თვითონაც ხომ მათნაირი გახდება, იმათი
მსგავსი, სიმდიდრის და კეთილდღეობის ყალბ მირაჟს რომ აც-
დუნებინეს თავი და ნებისმიერი გზით მოიპოვებდნენ პატივისცე-

319
მას – მოოქრულ ყალბ მონეტას, რომელიც ადამიანის ღირსე-
ბად შეიძლება გაასაღო?
აი, ეს იყო საფრთხე, თანაც საკმაოდ რეალური – მის გაუწო-
ნასწორებელ ილუზიებს და ეჭვიან ხასიათს აქ ბრალი არ ედო.
განა სულ ასე არ ხდებოდა? რამდენი ახალგაზრდა მწერალი
იყო, მათ შორის საუკეთესოებიც, რომელთაც აღიარება მოიპო-
ვეს, როგორც იმედის მომცემმა გენიოსებმა, მაგრამ ვერ შეას-
რულეს პირობა და სალაფავის გამო გაყიდეს დაბადებით მინი-
ჭებული პრივილეგია. მათაც ასე დაიწყეს, სიმართლეს ეძებ-
დნენ, მაგრამ მერე თითქოს გონება დაებინდათ და საბოლოოდ
რაღაც განსაკუთრებულ და შეზღუდულ სიმართლეს დასჯერ-
დნენ, უკვე დაკანონებულის დამცველები გახდნენ და მათი სახე-
ლები გაიბერა და გაბრწყინდა „სეთარდი ივნინგ პოსტის“ ფურ-
ცლებზე და ქალების ჟურნალებში. ან ესკაპისტებად იქცნენ, თა-
ვი ჰოლივუდს მიჰყიდეს და უკვალოდ გაქრნენ. ან სხვაგვარად,
მაგრამ იმავე უაზრო პრინციპით, რომელიმე ჯგუფს მიეკედ-
ლნენ, ხროვას, ფრაქციას თუ ხელოვნებით ან პოლიტიკით და-
ინტერესებულ ჯგუფს და რომელიმე საცოდავ და ეზოთერიკულ
კულტს ან „იზმს“ ჩაუდგნენ სათავეში. ბევრი იყო ასეთი უღიმღა-
მო ადამიანი – ლიტერატორი „კომუნისტები“, მუდამ საომრად
გამზადებული ვეგეტარიანელები ან მორწმუნენი, რომელთაც
სჯეროდათ, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა ნუდიზმია. ვინც
არ უნდა გამხდარიყვნენ – ისინი ხომ წარმოუდგენლად განსხვა-
ვებულები იყვნენ – უნებურად ინდური „ბრმები და სპილო“ მო-
გაგონდებოდა. თითოეული მათგანი ცხოვრების რაღაც ნაწილს
იღებდა, როგორც მთელს, ფრაგმენტულ სიმართლეს ან ნახევ-
რად სიმართლეს ჭეშმარიტებად აღიქვამდნენ, რაღაც პირად ინ-

320
ტერესს კი ზოგადსაკაცობრიო ინტერესად. თვითონაც რომ ასე
დაემართოს, მაშინ როგორღა უმღერებს ამერიკას?
პრობლემა ნელ-ნელა იკვეთებოდა. გონების განათებით გა-
ხალისებული ჯორჯი სულ ახალ-ახალ პასუხებს იღებდა თავის
კითხვაზე. უკვე ხედავდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ხედავდა
იმ გზის ბოლოს, რომელსაც ის და ესტერი მონდომებულები,
დაიმედებულები და მხიარულები მიუყვებოდნენ და მიხვდა, რომ
სასწრაფოდ და სამუდამოდ ესტერთან ურთიერთობა უნდა გაეწ-
ყვიტა და ზურგი შეექცია მისი მომხიბლავი და მომნუსხველი
სამყაროსთვის. თუ არა და – ხელოვანის სულს დაკარგავდა.
მაგრამ იმავე წამს, ეს რომ დაინახა, ჩასწვდა და დაუშვა,
ძლიერი დანაკარგის გრძნობა დაეუფლა და ერთდროულად მო-
ძალებული ტკივილისგან და სიყვარულისგან კინაღამ იკივლა.
გამოდის, მარტივ, უბრალო სიმართლეს ვერასოდეს მიაგნებდა?
გამოდის, მთელი ცხოვრება ასე ტანჯვაში უნდა გალიოს? სიყმაწ-
ვილეში კეთილშობილი აღმაფრენით გახალისებული რომ წარ-
მოიდგენდა ხოლმე ღამეს, ვარსკვლავებით მოჭედილი პირბა-
დით, დიდი ოცნებების ასრულება უნდოდა, სურდა, დიადი აზრე-
ბი დაჰბადებოდა ყველაზე ღირსეული, დიადი ადამიანების გა-
რემოცვაში. და ახლა, როცა მისი ოცნება ასრულდა და იმ ხალ-
ხში გაერია, ვისიც მუდამ შურდა, ეს უანგარო სიდიადე ჩაიფერ-
ფლა, დიადი ღამე ქვეწარმავლად იქცა და სიცოცხლის გულში
ელოდებოდა დაგორგლილი! არც მსმენელი ჩანდა და ვერც ვე-
რაფერს ეტყოდა აღტკინებულ, სიყმაწვილის გზააბნეულ რწმე-
ნას! მიხვდა – მას რომ სწამდა, იმ რწმენას უღალატეს, მოღალა-
ტეები დიდების მწვერვალზე მოკალათდნენ და თავად გახდნენ
შერყეული რწმენის კერპები! მიხვდა, რომ სიმართლე სიცრუედ
იქცა, სიცრუე კი სიმართლედ, ბოროტი კეთილი გახდა, კეთილი

321
კი ბოროტი და ცხოვრების მთელი ქსელი – ცვალებადი და მერ-
ყევი!
როგორ განსხვავდებოდა ყველაფერი იმისგან, ადრე რომ
ოცნებობდა – და მოულოდნელად, ტკივილისგან და დაბნეულო-
ბისგან დაკრუნჩხული ხელი აიქნია, არც კი გახსენებია, გარშე-
მო ხალხი რომ იდგა.

322
თავი მეჩვიდმეტე

მისტერ ჰირში მოიცდის

ესტერმა ჯორჯის ჟესტი შენიშნა და დაინტერესდა, რას უნდა


ნიშნავდესო. გამოეყო ხალხის ჯგუფს, რომელსაც ესაუბრებოდა
და ალერსიანად დაბღვერილი მისკენ გაემართა.
– საყვარელო, – უთხრა მგზნებარედ და მკლავზე ხელი მოჰ-
კიდა, – ხომ კარგად ხარ?
დაბნეულმა და გულნატკენმა უცებ ვერ უპასუხა, მაგრამ რო-
ცა მოახერხა, ცოტა ხნით ადრე მიღებული გადაწყვეტილების გა-
მო დანაშაულის გრძნობა დაეუფლა, გაბრაზდა კიდეც და თით-
ქოს თავს იცავსო, უპასუხა:
– ვინ მოგახსენა, რომ ცუდად ვარ? ცუდად რატომ უნდა ვი-
ყო? – და ესტერის სინაზით აღსავსე სახეს შეხედა თუ არა, მა-
შინვე მწარედ ინანა.
– ოჰ, კარგი, კარგი, – სწრაფად დაამშვიდა ესტერმა, – უბრა-
ლოდ, მინდოდა გამეგო, კარგად გრძნობ თავს თუ არა, – ცოტა
ძალდატანებით გაიღიმა, – მოგწონს? გინდა, ვინმე გაგაცნო?
ვიღაც-ვიღაცებს მგონი იცნობ.
ვიდრე რამის თქმას მოასწრებდა, გადაჭედილ ოთახში ლი-
ლი მენდლიმ ხალხი გამოარღვია და მისის ჯეკს გვერდით დაუდ-
გა.
– ო, ესტერ, ძვირფასო, – ზარმაცად უთხრა, – გაიგე... –
ახალგაზრდა კაცი რომ დაინახა, გაჩერდა, – ო, გამარჯობა, არ

323
ვიცოდი, აქ თუ იყავით, – რაღაც პროტესტის ნოტმა გაიჟღერა
მის ხმაში.
ჯორჯი ლილის ადრე შეხვედროდა, ოღონდ შემთხვევით. ერ-
თმანეთს ხელი ჩამოართვეს. მისის ჯეკს სახე გაებადრა, ორივეს
ხელი ჩასჭიდა და ჩურჩულით თქვა:
– თქვენ ხართ ორად ორი ადამიანი, ვინც მე ამქვეყნად ყვე-
ლაზე მეტად მიყვარს. თქვენც ისე უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი,
როგორც მე მიყვარხართ.
ესტერს ძლიერი ემოცია შემოაწვა და გაჩუმდა, ის ორი კი
უხერხულად ხელჩაკიდებული დატოვა. მერე ხელები გაითავი-
სუფლეს, მაგრამ მაინც შეცბუნებულები უყურებდნენ ერთმა-
ნეთს.
სწორედ მაშინ მისტერ ლოურენს ჰირში სეირნობით მიუახ-
ლოვდათ. თავდაჯერებული და მშვიდი, თითქოს უმიზნოდ და-
დიოდა. ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო, მოდურად ჩაცმულს
ლაღად და ბუნებრივად ეჭირა თავი და ბრწყინვალე საზოგა-
დოების ხან ერთ ჯგუფთან მიგოგმანდებოდა, ხან მეორესთან.
კარგად გარკვეული ყველაფერში, ფრთხილი, თავაზიანი, დახ-
ვეწილი, უემოციო – ფინანსების, მწერლობის, ხელოვნების და
განათლების მესვეურის ნამდვილი განსახიერება იყო.
– ო, ესტერ, – თქვა, – მინდა გითხრა, რა გავიგე იმ საქმეზე,
– ისე, სხვათა შორის, აუღელვებლად ლაპარაკობდა, დინჯად და
თავდაჯერებულად, – ორი უდანაშაულო კაცი სიკვდილით დასა-
ჯეს. როგორც იქნა, მოვიპოვეთ დამადასტურებელი საბუთი, სამ-
ხილი, რომელიც არ უნდა გასაჯაროებულიყო და ყოველგვარი
ეჭვის გარეშე ადასტურებს ვანცეტის უდანაშაულობას.
მისტერ ჰირში მშვიდად ლაპარაკობდა და მის მენდლისკენ
არ გაუხედავს.

324
– რა საშინელებაა! – შეჰყვირა მისის ჯეკმა, სამართლიანად
გაბრაზებულს თვალები რისხვით აენთო და მისტერ ჰირშისკენ
მიბრუნდა, – ჩვენს ქვეყანაში მსგავსი რამ როგორ უნდა ხდებო-
დეს! ასეთი საზიზღრობა არ გამიგია!
მისტერ ჰირშმა თითქოს ახლა შენიშნა მის მენდლი და უთ-
ხრა:
– ასეა, არა? – ნათქვამში მომხიბვლელი, მაგრამ არც გადა-
მეტებული ინტიმურობა იგრძნობოდა, – თქვენ როგორ ფიქ-
რობთ...
მის მენდლი არ ჩქარობდა პასუხის გაცემას. მშვიდად შეათ-
ვალიერა ღვარძლიანი თვალებით.
– რაა? – თქვა და მისის ჯეკს მიუბრუნდა, – მართლა? უბრა-
ლოდ, არ შემიძლია... – უმწეოდ აიჩეჩა მხრები და ნარნარად
გაეცალათ.
მისტერ ჰირში არ გასდევნებია, ის კი არა, თვალიც არ გააყო-
ლა. საერთოდ არ შეუმჩნევია, თუ რამე გაიგონა ან შენიშნა და
დინჯად განაგრძო საუბარი მისის ჯეკთან.
მოულოდნელად ჯორჯ ვებერი შენიშნა.
– ოჰ, გამარჯობა, – უთხრა ჯორჯს, – როგორ ხართ? – ჯიბი-
დან ხელი ამოიღო, ახალგაზრდა კაცისთვის რომ გაეწოდებინა
და მერე ისევ მისის ჯეკს მიუბრუნდა, რომელიც ჯერაც ვერ მა-
ლავდა აღშფოთებას.
– უსინდისოები არიან, ვინც ეს ჩაიდინა! – წამოიძახა, – ამაზ-
რზენი მდიდრები! ასეთი რამ საკმარისია, რევოლუციის მოწყო-
ბა მოგინდეს!
– რა გითხრა, ძვირფასო, – ირონიულად მიუგო მისტერ ჰირ-
შმა, – არ არის გამორიცხული, შენი სურვილი შესრულდეს! შე-
უძლებელი არაფერია. და თუ ასე მოხდა, ეს საქმე ცუდად მოუბ-

325
რუნდებათ. პროცესი, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელი იყო,
დაუყოვნებლივ უნდა მოეთხოვათ მოსამართლის აცილება. რო-
გორი წარმოსადგენია, რომ ამის ჩამდენი ხალხი მშვიდად ცხოვ-
რობს! იცი, – განაგრძო სერიოზულად და ცოტა გადაუხვია თემი-
დან, – მე ყოველთვის სოციალისტი ვიყავი, ხმაც ნორმან თო-
მასს მივეცი, – ალალად და უბრალოდ ლაპარაკობდა, – მეც
მშრომელი ვარ და ჩემი სიმპათიაც ყოველთვის მშრომელების
მხარეს იყო.
მისტერ ჰირში გაირინდა, თითქოს ფიქრით სადღაც სხვაგან
იყო და ყურადღებით აღარ უსმენდა.
– ეს არის cause celebre (ფრანგ. გახმაურებული საქმე), – და
თითქოს მოეწონაო სიტყვების ჟღერადობა, კიდევ ერთხელ
გაიმეორა, – A cause celebre.
ეს თქვა და ელეგანტურმა, დახვეწილმა, თავშეკავებულმა
მისტერ ჰირშმა ხელები ფრაკის ჯიბეებში ჩაიწყო და სეირნობით
გაემართა მის მენდლის მიმართულებით, ოღონდ ვერც კი იფიქ-
რებდით, რომ მას მიჰყვებოდა.
იმიტომ, რომ მისტერ ჰირში გულმოკლული იყო, მაგრამ მას
მოცდა შეეძლო.
– ოჰ, ბედოუსი, ბედოუსი! – საზეიმოდ წარმოთქმული უც-
ნაური სიტყვები მთელ დარბაზში გაისმა. მოულოდნელად ყვე-
ლანი გაჩუმდნენ და ცოტა არ იყოს შეშფოთებულებმა იქით
გაიხედეს, საიდანაც ხმა მოდიოდა.
– ოჰ, ბედოუსი, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ! – ამჯერად კიდევ
უფრო ხმამაღლა დაიძახა, – ჰა-ჰა-ჰა! ბედოუსი! – სიცილში სა-
ზეიმო განწყობა ისმოდა, – ყველამ უნდა, რა თქმა უნდა, უბრა-
ლოდ, ყველამ უნდა...

326
ეს სიტყვები მისტერ სემუელ ფეტცერმა წარმოთქვა. ის არა
მარტო მისის ჯეკის ძველი მეგობარი იყო, არამედ უმეტესობა იქ
მყოფის კარგი ნაცნობი, რადგანაც დაინახეს თუ არა, ყველას
გაეღიმა და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: ოჰ, სემი ყოფილა. და
თითქოს ამით ყველაფერი იყო ნათქვამი.
იმ სამყაროში, რომელსაც მისტერ სემუელ ფეტცერი ეკუთ-
ვნოდა, მას „წიგნის მოყვარულად“ იცნობდნენ, რაც გარეგნუ-
ლადაც ეტყობოდა. ერთი შეხედვით შენიშნავდით, რომ თქვენ
წინაშე იყო ეპიკურეს მიმდევარი, შედევრების შემფასებელი, იშ-
ვიათი გამოცემების შემგროვებელი. ცალი თვალით რომ დაგე-
ნახათ, მიხვდებოდით, ეს იმ ყაიდის კაცი იყო, წვიმიან დღეს
ძველ, ხავსმოდებულ წიგნის მაღაზიაში რომ გადაეყრები, სა-
დაც, ქერუბიმის ღიმილით სახეზე, სულ რაღაცას ეძებს წიგნის
თაროებზე, სულ იქექება, აკვირდება, დროდადრო რომელიმე
ნაცნობ ძველ გაცვეთილ წიგნს გადაფურცლავს. მისი დანახვი-
სას კოხტა, ჩალით გადახურული ინგლისური კოტეჯი დაგიდგე-
ბოდათ თვალწინ – ჩიბუხი, გაბურძგნილი ძაღლი, კომფორტუ-
ლი სავარძელი, მყუდრო ადგილი ბუხართან, ძველი წიგნი და
სიძველისგან შელახული პორტვეინის ბოთლი! ახლაც, ისე აღ-
ტკინებული მარცვლავდა „ბედოუსს“, რომ აშკარად ძველი პორ-
ტვეინის ხელი ერია. ლამის ტუჩებს აწკლაპუნებდა სიამოვნების-
გან, თითქოს ეს-ესაა ძალიან ძველი და იშვიათი ღვინო დაისხა
და პირველი შემაფასებელი ყლუპი მოსვა.
მის შემხედვარეს სწორედ ასეთი შთაბეჭდილება გაგიჩნდე-
ბოდა. სანდომიან, მგრძნობიარე, ნათელ სახეზე მარად ქერუბი-
მის ხალისიანი გამომეტყველება ჰქონდა და მაღალ, შემელოტე-
ბულ შუბლზე ჯანსაღი ფერი დაჰკრავდა, თითქოს უმეტეს დროს
სუფთა ჰაერზე ატარებდა. სხვა დანარჩენი სტუმრებისგან გამო-

327
ირჩეოდა – ყველას ფრაკი ემოსა, მას კი სქელძირიანი ინგლი-
სური ქუჩის ფეხსაცმელი, შალის წინდები, ფლანელის რუხი
შარვალი. ამ შარვალზე, რომელსაც მართალია ტომრის ფორმა
ჰქონდა, მაგრამ ოქსფორდის მოდაზე იყო შეკერილი, მოყავის-
ფრო ტვიდის პიჯაკი შემოეცვა, მის ქვეშ თეთრი პერანგი და წი-
თელი ჰალსტუხი მოუჩანდა. შეხედავდი და იფიქრებდი, უდაბურ
ადგილებში სეირნობით სასიამოვნოდ დაღლილს ახლა ერთი
სული აქვს, როდის მოკალათდება თავის ძაღლთან, პორ-
ტვეინის ბოთლთან და ბედოუსის წიგნთან ერთად ბუხართანო.
ვერავინ მიხვდებოდა, რომ სინამდვილეში ეს კაცი გამოჩენილი
თეატრის რეჟისორი იყო, ამ ქალაქში დაიბადა და ცხოვრება
ბროდვეიზე, მაღალი საზოგადოების გარემოცვაში გაატარა.
ახლა მის მენდლის ელაპარაკებოდა, რომელიც მას შემდეგ,
რაც მისის ჯეკს გაეცალა, სეირნობით მიუახლოვდა და პროვო-
კაციული კითხვა დაუსვა. კითხვამ დიდი მღელვარება გამოიწ-
ვია. მის მენდლი თვითონ, ჩანს, ხელოვნებაში ერკვეოდა – გან-
საკუთრებით იშვიათი და უცნაური ნაწარმოებები აინტერესებ-
და. გამუდმებით ეკითხებოდა სხვებს, რას ფიქრობდნენ უილიამ
ბეკფორდის „ვატეკზე“, სირილ ტურნერის პიესებზე, ლანსელოტ
ენდრიუზის ქადაგებებზე ან, როგორც ახლა, ბედოუსის ნაშრო-
მებზე.
ზუსტად კი ასე თქვა: ოდესმე რამე თუ წაგიკითხავს კაცის, სა-
ხელად ბედოუსი?
მის მენდლის ასეთი ჩვევა ჰქონდა, ირიბი კითხვების დასმა
უყვარდა, მაშინაც, როცა მისი ესთეტიკური ინტერესი უფრო ნაც-
ნობ თემას ეხებოდა. ასე აზუსტებდა, ვინ რა იცოდა „კაცზე, სახე-
ლად პრუსტი“ ან „ქალზე, სახელად ვირჯინია ვულფი“. ფრაზას
თან ყოველთვის ღვარძლიანი მზერა სდევდა და გულისხმობდა:

328
„თვალში რაც გეცემა, იმის უკან გაცილებით მეტი რამ იმალე-
ბა“. მის მენდლიმ დახვეწილი და გონიერი ქალის სახელი დაიმ-
სახურა, ვისი კირკიტა კვლევებიც ბრიტანიკის ენციკლოპედიას
და სხვა სტანდარტულ ნაშრომებს სცილდებოდა და რამე მის-
თვის ახალს მხოლოდ თ. ს. ელიოტთან საუბრისას თუ შეიტყობ-
და, ან, ვინაიდან ელიოტი ადვილი მოსახელთებელი კაცი არ
იყო, თავისნაირად უაღრესად განათლებულ ადამიანს უსვამდა
საცდელ კითხვას, თუმცა დიდ იმედს არ ამყარებდა. და როცა
ვინმე მის მენდლის უპასუხებდა და ყველაფერს ეტყოდა, თუკი
რამ იცოდა კონკრეტულ სუბიექტზე, ჩვეულებრივ, მის მენდლის
კომენტარი მარტივი და გაუგებარი „ჰმ“ იყო ხოლმე, რაც ყო-
ველთვის ძლიერ ეფექტს ახდენდა. მის მენდლი იტყოდა „ჰმ“ და
ნელი ნაბიჯით გაეცლებოდა მსხვერპლს, ის კი შეძრწუნებული
რჩებოდა, რადგან რაც იცოდა, ყველაფერი დაფქვა და მაინც,
როგორც ეტყობა, ბავშვურად ზედაპირული და არასრულფასო-
ვანი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.
მაგრამ მისტერ სემუელ ფეტცერთან ეს არ გაუვიდოდა. თუ
მის მენდლი იმედოვნებდა, ჩვეული ხერხი ამჯერადაც გაჭრიდა,
როცა უსიცოცხლოდ მისკენ გაემართა და უშუალოდ ჰკითხა: „ო-
დესმე რამე თუ წაგიკითხავთ კაცის, სახელად ბედოუსი?“ – მწა-
რე სიურპრიზი ელოდა. მის მენდლი ამჯერად ფიცხ კაცს გა-
დაეყარა, მართალია, ქერუბიმს ჩამოჰგავდა და დიდსულოვანი,
მხიარული და სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო, მაგრამ, ამავე
დროს, ფიცხიც გახლდათ. მისტერ ფეტცერს არათუ წაკითხული
ჰქონდა ბედოუსი, არამედ ფიქრობდა, რომ ბედოუსი მან აღ-
მოაჩინა. და ის არათუ მზად იყო, პასუხი გაეცა მის მენდლის
კითხვაზე, თითქოს ამ კითხვას ელოდა კიდეც. ქალს სიტყვა არ

329
დაემთავრებინა, რომ ქერუბიმის მხიარული სახე აენთო და
შეუტია:
– ოჰ, ბედოუსი! – ისეთი ენთუზიაზმით წამოიყვირა, მის მენ-
დლი შეხტა, გეგონებოდა, ფეხებთან რაღაც აუფეთქესო, – ბე-
დოუსი! – ტუჩები გააწკლაპუნა, – ჰა-ჰა-ჰა! ბედოუსი! – თავი
უკან გადაიქნია და ნიშნის მოგებით გაიცინა. მერე მოუყვა ბე-
დოუსის დაბადებაზე, მის ცხოვრებაზე, სიკვდილზე, ოჯახზე, მე-
გობრებზე, დებზე და ნათესავებზე, ყველაფერს მოუყვა, რაც
კარგად იყო ცნობილი ბედოუსზე და კიდევ ისეთ ამბებს, რაც ამ-
ქვეყნად მხოლოდ თვითონ იცოდა, – ოჰ, ბედოუსი! – მეთექ-
ვსმეტეჯერ შესძახა მისტერ ფეტცერმა, – მე მიყვარს ბედოუსი,
ის ყველამ უნდა წაიკითხოს! ბედოუსი არის...
– მგონი, შეშლილი იყო, არა? – მშვიდად, კარგად აღზრდი-
ლი ადამიანის ტონით იკითხა მისტერ ლოურენს ჰირშმა, რომე-
ლიც იმწუთას შემოესწრო კულტურული ექსტაზის ხმაურზე მო-
სული და სულ არ ეტყობოდა, რომ ვინმეს კუდში დაჰყვებოდა, –
იმას ვგულისხმობ, რომ, – მის მენდლის მიუბრუნდა და თავა-
ზიანად განუმარტა, – საინტერესო ნიმუში გახლდათ შიზოფრე-
ნიით სნეული პიროვნების, თქვენ რას ფიქრობთ?
ქალი მთელი გრძელი წამი უყურებდა, როგორც დიდ მატლს,
თითქოსდა საღ წაბლში რომ იპოვი ადამიანი.
– ჰმ, – თქვა მის მენდლიმ უსიცოცხლოდ და განზე გადგა.
მისტერ ჰირში მას არ დაჰყვებოდა. მშვენივრად ეჭირა თავი
და მზერა ისევ აღტკინებულ მისტერ ფეტცერზე გადაიტანა.
– მინდა გითხრათ, – ისეთი დაინტერესებული ინტონაციით
განაგრძო, დახვეწილ ინტელექტუალებს რომ ახასიათებთ, –
ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ სხვა დროში ცხოვრობდა: ის
ხომ ელისაბედის ეპოქის კაცი იყო. თქვენ რას იტყვით?

330
– რა თქმა უნდა! – შესძახა მისტერ ფეტცერმა, – იცით, მე ყო-
ველთვის ვემხრობოდი...
მისტერ ჰირში თითქოს ყურადღებით უსმენდა. ის არავის
კუდში არ დაჰყვებოდა. მისტერ სემუელ ფეტცერს სახეში მიშტე-
რებოდა, მაგრამ გამომეტყველება ამხელდა, რომ გონებით
სხვაგან იყო.
იმიტომ, რომ მისტერ ჰირში გულმოკლული იყო, მაგრამ მას
მოცდა შეეძლო.
ასე გაგრძელდა მთელი საღამო. მისტერ ჰირში ერთი დახვე-
წილი ჯგუფიდან მეორეში გადაინაცვლებდა, ყველას თავს უკ-
რავდა, იღიმოდა, პასუხობდა თავაზიან მისალმებაზე, მუდამ
თავდაჯერებული და აუღელვებელი, ყველაფრისთვის მზად იყო.
და ასე გასხივოსნებული რომ გადადიოდა ერთი ბრწყინვალე
ჯგუფიდან მეორეში, გზადაგზა დაუდევრად ტოვებდა განათლე-
ბის პატარ-პატარა მარცვლებს. ხან კონფიდენციალურ ჭორს
ჰყვებოდა საკოს და ვანცეტის საქმეზე, ხან პირველი ხელის ინ-
ფორმაციას უოლ-სთრითიდან, ხან სახალისო ანეკდოტს პრეზი-
დენტზე ან რამეს რუსეთზე, ჭკვიანურ მოსაზრებას გამოთქვამდა
მექსიკის ეკონომიკაზე – და ახლა ბედოუსის შეფასებაც დაემა-
ტა. ყველაფერში კარგად იყო გარკვეული, არც ერთხელ გაცვე-
თილი ფრაზა არ წამოსცდებოდა, უახლეს მოსაზრებებს გამოთ-
ქვამდა ხელოვნებაზე, მწერლობაზე, პოლიტიკაზე თუ ეკონომი-
კაზე. შესანიშნავი სანახავი იყო, წამაქეზებელი მაგალითი, რას
შეიძლება, საქმიანმა კაცმა მიაღწიოს, თუ მოინდომებს.
და იყო კიდევ მის მენდლი. ვერავინ იტყოდა, რომ მას კუდში
დაჰყვებოდა, მაგრამ სადაც კი არ მივიდოდა მის მენდლი, ისიც
შორიახლოს იდგა. მთელი საღამო, რომელიმე ჯგუფს თუ
დააფასებდა და თავის მოსაზრებას გაუზიარებდა, მერე

331
უშუალოდ მიმოიხედავდა და მის მენდლის თუკი შენიშნავდა
ვინმესთან ერთად, თავის მსმენელთა ვიწრო წრეში ჩართავდა,
მაგრამ მისგან მხოლოდ გესლიან მზერას იღებდა. ასე რომ, ეჭ-
ვი არ იყო, მისტერ ჰირშს მწარედ ატკინეს გული.
მაგრამ ის არც მკერდში მუშტს არ იცემდა, არც თმას იგლეჯ-
და და არც ყვიროდა: „რა უბედური ვარ!“ – თავს არ კარგავდა,
ფართო ინტერესების მქონე კაცად და ავტორიტეტად რჩებოდა.
იმიტომ, რომ მას მოცდა შეეძლო.
არ უფიქრია, გვერდზე გაეყვანა და ეთქვა: „აჰა, მშვენიერ
ხარ, სატრფოვ ჩემო, მტრედებია შენი თვალები“. და არც ის უთ-
ქვამს: „მითხარი, ჩემო სულის შეყვარებულო, სად აძოვებ, სად
ისვენებ“. არ უთქვამს, თირცასავით მშვენიერი და იერუსალიმი-
ვით სანატრელი ხარ ან საშინელი, ბაირაღებით მორთული ბანა-
კივით“, ან: გამამაგრეთ ღვინით, გამაგრილეთ ვაშლებით, რად-
გან დავსნეულდი სიყვარულისგანო. აზრად არ მოსვლია, ასე
ეთქვა: „შენი ჭიპი მრგვალი თასია, ღვინისგან მოუკლებელი, შე-
ნი მუცელი ხორბლის ხვავია, შროშანთაგან გარემოცული“.
მართალია, ის არ ემუდარებოდა სასოწარკვეთილი, მაგრამ
გულში ასე ფიქრობდა: „დამცინე და აბუჩად ამიგდე, ფეხით გამ-
თელე, ენით დამკოდე, მატლივით გამსრისე, მომაფურთხე, და-
მამცირე მეგობრების თვალწინ, ფეხქვეშ გამიგე... ყველაფერს
გავაკეთებ, ყველაფერს ავიტან, ოღონდ, ღვთის გულისათვის,
შემამჩნიე! ერთი სიტყვა მაინც გადმომიგდე... თუგინდ სიძულვი-
ლის! ერთი წამით გაჩერდი ჩემ გვერდით, გამაბედნიერე ერთი
შეხებით... თუგინდ ეს სიახლოვე შენთვის ამაზრზენი იყოს!“ –
ცალი თვალით უყურებდა, როგორ გაეცალა ისევ ნარნარით, –
„ღვთის გულისათვის, მიმახვედრე, რომ მხედავ!“

332
მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. არც შესტყობია, რას ფიქ-
რობდა. ის გულმოკლული იყო, მაგრამ მოცდა შეეძლო. და არა-
ვინ მის მენდლის გარდა არ იცოდა, რამდენ ხანს მოუწევდა ცდა.

თავი მეთვრამეტე

გოჭი ლოუგენის ცირკი

როგორც იქნა, დადგა მისტერ გოჭი ლოუგენის და მისი თო-


ჯინების ცირკის დროც. აქამდე სტუმრებს ემალებოდა და როცა
გამოჩნდა, ბრწყინვალე ბრბოს აღფრთოვანება და დიდი ინტე-
რესი გამოიწვია. სასადილო ოთახში ვინც იყო, ყველა კართან
შეგროვდა, ზოგი წკრიალა ჭიქით ხელში, ზოგიც სავსე თეფშით.
მოხუც ჯეიკ აბრამსონსაც კი გაეღვიძა ცნობისმოყვარეობა და
დროებით მაცდუნებელ მაგიდას მოშორდა.
თავისი წარმოდგენისთვის მისტერ გოჭი ლოუგენი უბრა-
ლოდ, მაგრამ არაორდინალურად იყო გამოწყობილი. ეცვა ვიწ-
როყელიანი სქელი, ცისფერი სვიტერი – აი ისეთი, ოცდაათი
წლის წინ კოლეჯის სტუდენტები თავს რომ იწონებდნენ, გულის-
პირზე, ღმერთმა უწყის რატომ, ხელით ამოქარგული ასო „ყ“--
თი, – ძველი, თეთრი ტილოს შარვალი, ჩოგბურთის კედები და
პროფესიონალი მოჭიდავის გაცვეთილი სამუხლეები ეკეთა.
თავს ფეხბურთელის ძველი ჩაფხუტი უმშვენებდა, რომელიც
მძიმე ყბებქვეშ მჭიდროდ ჰქონდა შეკრული თასმით. ასე მოკაზ-
მული წარდგა პუბლიკის წინაშე მისტერ ლოუგენი, უზარმაზარი
ჩემოდნებით ხელში.

333
ხალხი გზას უთმობდა და მოკრძალებით შესცქეროდა. მის-
ტერ ლოუგენმა ხმაურით დაყარა ჩემოდნები ოთახის შუაგულში
და შვებით ამოისუნთქა. იმწამსვე ეცა დივანს, გასწია გვერდით
და სკამები, მაგიდა და კიდევ სხვა ავეჯიც მიაყოლა, ვიდრე სულ
არ მოაცარიელა იქაურობა. გაშალა ხალიჩა, მერე წიგნები თა-
როებიდან იატაკზე გადმოყარა. გაძარცული თაროები სხვადას-
ხვა კუთხეებში დააწყო და გათავისუფლებულ ადგილზე დიდი
ცირკის აფიშები გააკრა. აფიშებზე ვეფხვები, ლომები, სპი-
ლოები, კლოუნები და აკრობატები იყო გამოსახული და კიდევ
წარწერები: „ბარნუმ და ბეილი – 7 და 8 მაისი“, „ძმები რინ-
გლინგები – 31 ივლისი“.
სტუმრები ინტერესით ადევნებდნენ თვალს, როგორ მეთო-
დურად ანადგურებდა გოჭი ლოუგენი ოთახს. ამას რომ მორჩა,
ჩემოდნებს მიუბრუნდა და ამოლაგება დაიწყო. იქ აღმოჩნდა მი-
ნიატურული ცირკის ერთმანეთს მჭიდროდ მორგებული თუნუ-
ქის და სპილენძის გვერგვები. იყო მფრინავი საქანელები და
ტრაპეცია, და კიდევ ყველა ცხოველის და პერფორმერის მავთუ-
ლისგან გაკეთებული უამრავი ფიგურა – კლოუნები და აკრობა-
ტები, ბაგირზე მოსიარულეები, ცხენები და ქალი მოჯირითეები,
მოკლედ, თუკი რამ ცირკს სჭირდება, და ყველაფერი მავთუ-
ლისგან იყო შექმნილი.
მუხლებზე დამდგარი მისტერ ლოუგენი ისე ყურადღებით მუ-
შაობდა, გეგონებოდა, გარშემო ვერავის ამჩნევდა. მან ტრაპე-
ცია ააგო და თითოეულ ფიგურას ძალიან სათუთად აწყობდა.
როგორც ეტყობოდა, კარგი მოთმინება ჰქონდა, ალბათ ნახევა-
რი საათი დასჭირდა ყველაფრის მოსამზადებლად. როგორც იქ-
ნა, სამზადისი დაასრულა და პატარა აბრა აღმართა, რომელზე-
დაც ეწერა: „მთავარი შესასვლელი“. სტუმრები თავიდან ინტე-

334
რესით უყურებდნენ, მერე კი ცოტა დაიღალნენ და შეწყვეტილი
საუბარი და ჭამა-სმა განაახლეს.
როგორც იქნა, მისტერ ლოუგენმა მასპინძელს ჟესტით
მიანიშნა, რომ მზად იყო, დაეწყო წარმოდგენა. მისის ჯეკმა, რაც
კი შეეძლო, ხმამაღლა შემოკრა ტაში და ყველას სთხოვა, გაჩუ-
მებულიყვნენ.
მაგრამ სწორედ ამ დროს კარზე ზარი დარეკეს და ნორა
სტუმრების ახალ პარტიას შემოუძღვა. მისის ჯეკი გაოგნებული
უყურებდა მათ, რადგან არც ერთი მისი ნაცნობი არ ერია. უმე-
ტესობა ახალგაზრდები იყვნენ. გოგონებს აშკარად ეტყობო-
დათ, რომ მის სპენსის სკოლა დაემთავრებინათ, ახალგაზრდა
კაცებს კი იელის ან ჰარვარდის, ან პრინსტონის უნივერსიტეტე-
ბი და ახლახან „ჩოგნის კლუბში“ გაწევრიანებულები, უოლ--
სთრითის მაკლერებთან თანამშრომლობდნენ.
ახალგაზრდებს ერთი შუახნის, ცოტა მოტეხილი მაღალი ქა-
ლი ახლდათ. ემჩნეოდა, ოდესღაც მომხიბვლელი გოგო იქნებო-
და, მაგრამ ახლა მკლავები, მხრები, კისერი, სახე სულ გამუქე-
ბოდა, შევსებოდა, მომჩვაროდა და გარდასულ მშვენიერებას
განასახიერებდა. ალბათ ასეთი გახდებოდა ემი კარლტონი ოც-
დაათი წლის შემდეგ, თუ თავს მიხედავდა ან საერთოდ თუ მიაღ-
წევდა იმ ასაკს. იგრძნობოდა, რომ ეს ქალი საკმაოდ დიდხანს
ცხოვრობდა ევროპაში, სავარაუდოდ, რივიერაზე, სადაც შავ-
გვრემანი, ულვაშა, ბრიოლინით თმაგადაგლესილი კაცი უნდა
ჰყოლოდა, წყლიანი თვალებით, ახალგაზრდა, უხამსი და მასზე
დამოკიდებული.
ქალს ასაკოვანი, ფრაკში გამოწყობილი ჯენტლმენი მოჰყვე-
ბოდა. მოკლე ულვაშის ქვეშ ხელოვნური კბილები ყოველ ჯერზე
მოუჩანდა, როცა კი უზრდელურად გაილოკავდა ხოლმე წვრილ

335
ტუჩებს და ენის ბორძიკით იტყოდა: „რაა? რაა?“, რაც შემოს-
ვლისთანავე დაიწყო. ორივენი ჰენრი ჯეიმზის პერსონაჟს ჰგავ-
დნენ, მას რომ დეკადანსის მომდევნო ეპოქაში ეცხოვრა და ეწე-
რა.
ხმაურიან ახალშემოსწრებულებს თეთრ ფრაკში გამოწკეპი-
ლი ელეგანტური ახალგაზრდა კაცი მოუძღვებოდა და მალე ყვე-
ლა შეიტყობდა, რომ მას ჰენ უოლტერსი ერქვა. სავარაუდოდ,
მისტერ ლოუგენის მეგობარი უნდა ყოფილიყო. ალბათ, ყველა
დანარჩენიც ლოუგენთან მეგობრობდა, რადგან ამ შემოსევით
ცოტა შეცბუნებული მისის ჯეკი მისასალმებლად მათკენ როცა
გაემართა და თან რაღაცას ლუღლუღებდა, ახალგაზრდებმა
გვერდით ჩაუქროლეს, მისთვის ყურადღებაც არ მიუქცევიათ და
მისტერ ლოუგენს მიეჭრნენ მხიარული ყიჟინით. ლოუგენი არ
წამომდგარა, ყველას გულთბილად გაუღიმა და ჟესტით კედლის
გასწვრივ მიუჩინა ადგილი. დაპატიჟებული სტუმრები იძულებუ-
ლი გახდნენ, ცოტა უკან დაეხიათ, მაგრამ ახალშემოსწრებუ-
ლებს ეს სულ არ ადარდებდათ. საერთოდაც, ზედ არავის უყუ-
რებდნენ.
მერე ერთ-ერთმა ემი კარლტონი შენიშნა და რაღაც გასძახა.
ისიც მივიდა მათთან, როგორც აღმოჩნდა, კიდევ რამდენიმეს
იცნობდა, მაგრამ თვითონ ემის შესახებ ყველას სმენოდა. დე-
ბიუტანტ გოგონებს თავაზიანად, მაგრამ შორს ეჭირათ თავი.
ოფიციალური მისალმების მერე, თვალებით დაუწყეს ჭამა ემის
და სახეზე ეწერათ, რომ ფიქრობდნენ: „აი, თურმე როგორი ყო-
ფილა!“
ბიჭები ნაკლებად შებოჭილები ჩანდნენ. ჰენ უოლტერსი ემის
ძალიან ბუნებრივად მიესალმა, ისე ბუტბუტებდა, თითქოს სიხა-
რულს მალავდა. სასიამოვნოს ვერ იტყოდი მის ხმაზე, გეგონე-

336
ბოდა, ნახველი ახრჩობსო. საერთოდ კი ხალისიანი კაცი ჩანდა,
ემის ხმამაღლა უთხრა:
– გამარჯობა, ემი! საუკუნეა, არ მინახიხარ! აქ რამ მოგიყვა-
ნა? – უოლტერსის ტონში გაუაზრებელი სითავხედე ისმოდა,
თითქოს ის სასაცილოდ უცნაური ადგილი და საზოგადოება მის
მიერ მიღებულ ნორმებში არ ჯდებოდა და იქ ნაცნობის ნახვა აკ-
ვირვებდა.
ტონი და მასში ნაგულისხმევი ემის ძალიან არ ესიამოვნა.
მართალია, უკვე დიდი ხანია, გესლიანი ჭორების სამიზნე იყო
და შეეძლო, იოლად აეტანა ან საერთოდ არ მიექცია ყურადღე-
ბა, მაგრამ საყვარელი ადამიანის შეურაცხყოფას არასოდეს
აიტანდა. მისის ჯეკი კი ნამდვილად უყვარდა. ასე რომ,
მომწვანო-ოქროსფერი თვალები ავის მომასწავებლად აენთო
და მკვახედ უთხრა:
– აქ რამ მომიყვანა – ასეთ ადგილას? რა გითხრა, ეს ძალიან
კარგი ადგილია... საუკეთესო... იმის თქმა მინდა... – უხეშად
გაიცინა, სიგარეტი სწრაფად გამოიღო პირიდან და გაბრაზე-
ბულმა შავი კულულები უკან გადაიქნია, – იმის თქმა მინდა, მე
დამპატიჟეს, რომ იცოდე!
ინსტინქტურად, თითქოს ვიღაცისგან იცავსო, თბილად მოხ-
ვია ხელი მისის ჯეკს, რომელიც შეცბუნებული და დაბღვერილი
იდგა, ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო, რა ხდებოდა.
– ესტერ, ძვირფასო, – უთხრა ემიმ, – ესენი ჰენ უოლტერსი
და მისი მეგობრები არიან, – რაღაც ერთი წამი დებიუტანტ გო-
გოებს და მათ თანმხლებებს უყურებდა, მერე მიტრიალდა, კონ-
კრეტულად არავისთვის მიუმართავს და არც უცდია, ხმა
დაედაბლებინა, – ღმერთო, რა საზიზღრები არიან!.. იმის თქმა
მინდა, იცი... – ამჯერად ასაკოვან კაცს მიუბრუნდა, ხელოვნური

337
კბილები რომ ჰქონდა ჩასმული, – ჩარლი, ღვთის გულისათვის,
რას აპირებთ? შე წუწკო, იმის თქმა მინდა, ნუთუ ასე ცუდად არის
საქმე? ვინ არიან ეს ახალგაზრდული ლიგის პატარა ბოზები? –
მერე ჩაიბურტყუნა, – ღმერთო! როგორ უძლებ, შე ნაბიჭვარო!
– უკვე ბუნებრივი ტონით ლაპარაკობდა, თითქოს არაფერს უჩ-
ვეულოს არ ამბობდა, გაიცინა და დასძინა, – ჩემთან რატომ
აღარ მოდიხარ?
ჩარლიმ ტუჩები გაილოკა ნერვიულად, ხელოვნური კბილები
გაიშიშვლა და უთხრა:
– დიდი ხანია, მინდოდა შენი ნახვა, ემი... რაა? მინდოდა შე-
მომევლო... მაგრამ შენ სამოგზაუროდ იყავი წასული... რაა?..
ხომ იყავი... რაა?
მოკლე-მოკლე სიტყვებს ისროდა მჭახე ხმით, თან ტუჩებს
ილოკავდა და უსირცხვილოდ იფხანდა მარჯვენა თეძოს შიგნი-
დან, ეტყობა, შალის საცვალი ეცვა. ფხანისას შარვლის ტოტი
აეჩაჩა და წინდის თავზე თეთრი ხორცი გამოუჩნდა.
ამასობაში ჰენ უოლტერსი მისის ჯეკს გაბრწყინებული ელა-
პარაკებოდა:
– რა სასიამოვნოა, რომ აქ შემოგვიშვით, – არადა საბრალო
ქალს ნამდვილად აზრად არ მოსვლია მათი შემოშვება, – გოჭმა
გვითხრა, არა უშავსო, იმედია, არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო.
– ააარა, სულაც არა! – უპასუხა შეცბუნებულმა მისის ჯეკმა, –
მისტერ ლოუგენის მეგობრებს... ხომ არ მიითმევთ რამეს? იქ
უამრავი...
– ოჰ, არა, გმადლობთ! – ბურტყუნებდა მისტერ უოლტერსი,
– ყველანი ტონისთან ვიყავით და კარგად გამოვძეხით. ერთი
ლუკმაც რომ ჩავიდოთ, გავსკდებით!

338
ისე დამაჯერებლად წარმოთქვა ეს სიტყვები, გეგონება, მარ-
თლაც დიდი საპნის ბუშტივით გასკდებოდა.
– თუ დარწმუნებული ხართ, – დაიწყო მისის ჯეკმა.
– ოჰ, აბსოლუტურად! – შესძახა მისტერ უოლტერსმა, – მაგ-
რამ ჩვენ შოუს ვგულშემატკივრობთ! ამიტომ მოვედით. ტრაგე-
დია იქნებოდა ამის გაცდენა... გოჭი! – გასძახა მეგობარს, როცა
ის მხიარულად მოღიმარი მუხლებზე დახოხავდა, – დაიწყე უკვე!
ნუ დაგვხოცე ხალხი! მე პირადად ათჯერ მინახავს, – მხიარუ-
ლად ამცნო საზოგადოებას, – და ყოველ ჯერზე სულ უფრო და
უფრო მომნუსხველი ხდება... ასე რომ, თუ მზად ხარ, დაიწყე!
მისტერ ლოუგენი მზად იყო. ახალმოსულებმა კედლის გას-
წვრივ დაიკავეს ადგილები, დანარჩენები ცოტა განაპირას დად-
გნენ. აუდიტორია ორად გაიყო: ერთ მხარეს იყვნენ მდიდრები
და ნიჭიერები, მეორე მხარეს – მდიდრები და მოდას აყოლილე-
ბი.
მისტერ ლოუგენის ნიშანზე ჰენ უოლტერსი ჯგუფს გამოეყო,
მასთან მივიდა, ფრაკი აიკეცა და გრაციოზულად ჩაიმუხლა. შემ-
დეგ, როგორც მიუთითეს, ნაბეჭდი ფურცლიდან ხმამაღლა
წაიკითხა. ეს უჩვეულო დოკუმენტი გამიზნული იყო, აუდიტორია
სათანადოდ მოემზადებინა. იმისთვის, რომ ესიამოვნათ და კარ-
გად გაეგოთ ყველაფერი, უნდა ეცადათ, დაკარგული ახალგაზ-
რდობა მოებრუნებინათ და კვლავ ბავშვურ განწყობაზე დამდგა-
რიყვნენ. მისტერ უოლტერსი დიდი ეშხით, დაყენებული ხმით
კითხულობდა დოკუმენტს და სიცილს ძლივს იკავებდა. როცა
დაასრულა, ადგილს დაუბრუნდა და მისტერ ლოუგენმა წარ-
მოდგენა დაიწყო.
როგორც ნებისმიერი საცირკო სანახაობის დროს, ახლაც
თავდაპირველად ყველა ცხოველის და მონაწილის გრანდიოზუ-

339
ლი პროცესია გაიმართა. მისტერ ლოუგენი თავისი კოტიტა ხე-
ლებით იყვანდა თითოეულ ფიგურას, წრეზე შემოატარებდა სა-
ზეიმოდ და გაჰყავდა. ვინაიდან წარმოდგენაში საკმაოდ ბევრი
ცხოველი მონაწილეობდა, დროც დიდი დასჭირდა, მაგრამ ყო-
ველ ახალ მონაწილეს ხმამაღალი აპლოდისმენტებით ხვდე-
ბოდნენ.
ამას მოჰყვა გაუხედნავ ცხენებზე ჯირითი. მისტერ ლოუგენს
ხელში მავთულისგან დამზადებული ცხენები ეჭირა და წრეზე
დააჭენებდა. მერე მხედრები შემოსვა გაუხედნავ ცხენებზე, მაგ-
რად ჩაბღუჯა და ისევ წრეზე აჭენებდა. შესვენებაზე კლოუნები
წარდგნენ, რომლებიც მისტერ ლოუგენის მანიპულირებით ერ-
თმანეთს ეჯახებოდნენ და ძირს ეცემოდნენ. შემდეგ გამოჩნდა
სპილოების მსვლელობა, რასაც განსაკუთრებული ოვაციები
მოჰყვა, იმიტომ, რომ მისტერ ლოუგენი მარჯვედ ატარებდა ფი-
გურებს, რწევა-რწევით მიჰყავდა თითქოს უშველებელი ცხოვე-
ლები, კიდევ იმიტომ, რომ მაყურებლები ყოველთვის ვერ იგებ-
დნენ, რას ნიშნავდა ესა თუ ის ნომერი და როცა რაღაცას ამოიც-
ნობდნენ, სიამოვნების სიცილი წასკდებოდათ ხოლმე და ტაშს
უკრავნენ, მიგიხვდითო.
ნომერი ნომერს ცვლიდა და როგორც იქნა, საჰაერო გიმნას-
ტები გამოიყვანეს. ვინაიდან მისტერ ლოუგენს სურდა, ყველა-
ფერი ისე ყოფილიყო, როგორც ნამდვილ ცირკში, მოსამზადებ-
ლად დრო დასჭირდა. ჯერ ტრაპეციის ქვეშ პატარა ბადე გააბა
და როცა ნომერი დაიწყო, ის წარმოუდგენლად დიდხანს გაგ-
რძელდა, თოჯინები ლოუგენს არ ემორჩილებოდნენ. მან მავთუ-
ლისგან გაკეთებული ფიგურები ხარიხაზე ჩამოკიდა და აქანა-
ვებდა. ეს ნაწილი კარგი გამოვიდა. მერე მოინდომა, ერთი ჰა-
ერში გადამხტარიყო და მეორე, თავდაყირა დაკიდებულ ფიგუ-

340
რას ხელებით დაეჭირა, მაგრამ არ გამოვიდა. ფიგურა ხტებოდა
და ხტებოდა, მაგრამ მისკენ გაწვდილ ხელებს ვერ ებღაუჭებო-
და – სამარცხვინოდ სცდებოდა. ამის ყურება მტკივნეული იყო.
მაყურებლებმა კისრები წაიგრძელეს და შეცბუნებული სახეებით
შესცქეროდნენ ამ სანახაობას. მაგრამ მისტერ ლოუგენი სრუ-
ლებით არ შეცბუნებულა. ყოველი მარცხის მერე მხიარულად
ხითხითებდა და თავიდან იწყებდა. ეს უშედეგო მცდელობები
ალბათ ოცი წუთი გრძელდებოდა, მაგრამ არაფერი იცვლებო-
და. როცა ცხადი გახდა, რომ ფუჭად ირჯებოდა, მისტერ
ლოუგენმა კოტიტა თითებით აიყვანა ერთი თოჯინა, მიიყვანა
მეორესთან და მათი ხელები მჭიდროდ გადააჭდო. მერე აუდი-
ტორიას შეხედა, მხიარულად ჩაიხითხითა და უხერხული პაუზის
შემდეგ თავშეკავებული აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ახლა მისტერ ლოუგენი გრანდიოზული კულმინაციისთვის
ემზადებოდა – ანუ piese de resistance-ისთვის.2 ეს მისი ცნობი-
ლი ხმლის გადაყლაპვის ნომერი იყო. ცალი ხელით პატარა,
ბამბით დატენილი ნაჭრის თოჯინა აიყვანა, მიჯღაბნილი სახით.
მეორე ხელში ეკავა თმის გრძელი ჩხირი, რომელიც ასე თუ ისე
გაასწორა და ერთი ბოლო თოჯინას ყელში ჩასთხარა. მშვიდად
და მეთოდურად მუშაობდა. მაყურებლები გაოგნებული უყურებ-
დნენ და როცა მისტერ ლოუგენის ჩანაფიქრს ჩასწვდნენ, ღიმი-
ლით, მაგრამ ცოტა დაეჭვებულებმა გადახედეს ერთმანეთს.
ასე გრძელდებოდა, ვიდრე ამ საშინელების ყურება აუტანე-
ლი არ გახდა. მისტერ ლოუგენი აწვებოდა და აწვებოდა თმის
ჩხირს და თუ სადმე გაუხეშებული ბამბა ხელს უშლიდა, სულე-

2 ფრანგ. მთავარი კერძი მენიუში.

341
ლივით იცინოდა. შუა გზაზე რაღაც დაბრკოლება შეხვდა და
ჩხირს აღარ უშვებდა, მაგრამ მისტერ ლოუგენი ჯიუტობდა – სა-
შინელი სანახაობა იყო.
უცნაური სპექტაკლი საზრიანი ისტორიკოსისთვის კარგი მა-
სალა იქნებოდა ოქროს ხანის ცხოვრებაზე და წეს-ჩვეულებებზე
დასაფიქრებლად. გასაოცარი იყო ნამდვილად, ამდენი განათ-
ლებული კაცი და ქალი – რომელთაც ჰქონდათ პრივილეგია,
ემოგზაურათ, ეკითხათ, მუსიკისთვის ესმინათ და ესთეტიკური
გემოვნება განევითარებინათ და რომლებიც ვერ იტანდნენ ვე-
რაფერ მოსაწყენს და ტრივიალურს – პატივისცემით აღვსილი
ესწრებოდა მისტერ ლოუგენის წარმოდგენას. მაგრამ პატივის-
ცემა ილეოდა. წარმოდგენა ისე გაიწელა, რომ რამდენიმე სტუ-
მარმა ვეღარ გაუძლო – წარბებაქაჩულები წყვილებად და ჯგუფ-
ჯგუფად გადიოდნენ მისაღებში ან სასადილო ოთახს უბრუნდე-
ბოდნენ.
ბევრმა გადაწყვიტა, ბოლომდე გაეძლო. რაც შეეხება მოდას
აყოლილ ახალგაზრდებს, კვლავ დიდი ინტერესით უცქერდნენ
წარმოდგენას. მისტერ ლოუგენი კი ისევ ისე არჭობდა ჩხირს
თოჯინას. ერთმა ახალგაზრდა გოგონამ, თავისი წრისთვის ასე
დამახასიათებელი ნათელი, თითქოს გამოძერწილი სახე რომ
ჰქონდა, გვერდით მდგომ ბიჭს უთხრა:
– ვფიქრობ, შემაშფოთებლად საინტერესოა, არა?
და ბიჭმა, – სავარაუდოდ, თანხმობა იგულისხმებოდა, – მოკ-
ლედ უპასუხა: „აჰ!“ ეს წამოძახილი ყველაფრის მიმანიშნებელი
შეიძლებოდა ყოფილიყო, ოღონდ ამჯერად თანხმობად მიიღეს.
გოგომ და ბიჭმა აზრები ჩუმად, წყვეტილად გაცვალეს, როგორც
საერთოდ საუბრობდნენ ამ ჯგუფის წევრები – ტუჩებს თითქმის

342
არ ამოძრავებდნენ, ისე გამოთქვამდნენ სიტყვებს. ეტყობა, მო-
და იყო ასეთი.
მისტერ ლოუგენი განაგრძნობდა თავის საქმეს და უფრო და
უფრო ღრმად არჭობდა თოჯინას თმის ჩხირს, ამ დროს გაბერი-
ლი ფიგურა გაირღვა და იქიდან ბამბა გამოჩნდა. მის ლილი
მენდლი შეძრწუნებული უყურებდა გამოჩრილ შიგნეულობას,
ხელი მუცელზე მიიდო, თითქოს გული ერეოდა, „აჰ!“ – აღმოხდა
და სასწრაფოდ დატოვა ოთახი. სხვებიც მიჰყვნენ. მისის ჯეკიც
კი, წარმოდგენის დასაწყისში მხრებზე ოქროსფერი ძაფით გაწ-
ყობილი მშვენიერი ჟაკეტი რომ მოისხა და ფეხმორთხმით მოკა-
ლათდა იატაკზე წესიერი ბავშვივით, წამოდგა და მისაღებში გა-
ვიდა, სადაც სტუმრების უმეტესობას მოეყარა თავი.
მისტერ გოჭი ლოუგენის დამაგვირგვინებელი ნომრის მაყუ-
რებელი, გარდა მისი დაუპატიჟებელი მეგობრებისა, აღარავინ
დარჩა.
მისაღებში ლილი მენდლი და ჯორჯ ვებერი საუბრობდნენ,
როცა მათ მისის ჯეკი მიუახლოვდა და ღიმილით გაცისკროვნე-
ბული სახით იმედიანად იკითხა:
– ლილი, მოგწონს? შენ, საყვარელო? – ჯორჯს მიუბრუნდა, –
მოგწონს? კარგ დროს ატარებ?
ლილიმ ზიზღით მიუგო:
– ჩხირით რომ აწვებოდა და შიგნეული გადმოუბრუნა, აჰ, გუ-
ლისამრევი იყო, უბრალოდ ვეღარ გავუძელი! რა საშინელებაა!
მეგონა, იქვე ვაღებინებდი!
მისის ჯეკს მხრები აუთრთოლდა, სახეზე წამოწითლდა და ის-
ტერიულად ჩაუჩურჩულა:
– ვიცი, ვიცი! რა საზიზღრობა იყო!

343
– და საერთოდ, რა არის ეს? – თქვა ადვოკატმა როდერიკ ჰე-
ილმა, რომელიც მათ საუბარს შეესწრო.
– ოჰ, როდ, გამარჯობა! – უთხრა მისის ჯეკმა, – თქვენ რა აზ-
რი გამოიტანეთ?
– ვერანაირი აზრი ვერ გამოვიტანე, – უპასუხა გაღიზიანე-
ბულმა ადვოკატმა და სასტუმრო ოთახისკენ გაიხედა, სადაც
მისტერ ლოუგენი მშვიდად აგრძელებდა წარმოდგენას, – რას
ნიშნავს ეს ყველაფერი? და საერთოდ, ვინაა ეს ყმაწვილი? – ად-
ვოკატის ხმაში ბრაზი იგრძნობოდა, თითქოს მისი გამომძიებ-
ლის გონება, ზოგადად ფაქტებს რომ ეყრდნობა, რაღაც გაუგე-
ბარმა ფენომენმა გააღიზიანა, – დეკადანსის საცოდავი ნაირსა-
ხეობაა, – ჩაიბურტყუნა.
სწორედ ამ დროს მისტერ ჯეკი გამოჩნდა, გაოცებულმა აიჩე-
ჩა მხრები და ცოლს უთხრა:
– რა არის ეს? იქნებ მე გავგიჟდი?
მისის ჯეკს და ლილი მენდლის შეკავებული სიცილისგან უმ-
წეოდ უთახთახებდათ მხრები და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ.
– საცოდავი ფრიცი! – ძლივს ამოთქვა მისის ჯეკმა.
მისტერ ჯეკმა ბოლოჯერ მოავლო გაოგნებული თვალები სას-
ტუმრო ოთახს, ზარალი შეათვალიერა და ჩაიცინა:
– ჩემს ოთახში მივდივარ, – თქვა გადაჭრით, – გამაგებინეთ,
ავეჯი გადარჩება თუ არა.

344
თავი მეცხრამეტე

გაუთვალისწინებელი კულმინაცია

მისტერ ლოუგენის დამაგვირგვინებელი ნომრის შემდეგ სას-


ტუმრო ოთახს აპლოდისმენტების ტალღამ გადაუარა და მაყუ-
რებლები ალაპარაკდნენ. ახალგაზრდები მისტერ ლოუგენს
გარს შემოერტყნენ და ულოცავდნენ. შემდეგ ისე გავიდნენ, ზედ
არავისთვის შეუხედავთ და არც მასპინძელს გამოსთხოვებიან.
დანარჩენები მისის ჯეკს შემოხვეოდნენ და სათითაოდ ემშვი-
დობებოდნენ. ზოგი მარტო ტოვებდა იქაურობას, ზოგიერთები
წყვილებად ან ჯგუფ-ჯგუფად, ვიდრე მხოლოდ ახლობლები არ
დარჩნენ, ისინი, ვინც, როგორც წესი, უკანასკნელი მიდიოდა
ხოლმე წვეულებიდან – მისის ჯეკი და მისი ოჯახი, ჯორჯ ვებერი,
მის მენდლი, სტივენ ჰუკი და ემი კარლტონი. და, რა თქმა უნდა,
მისტერ ლოუგენი, რომელიც ზედახორის შუაგულში იჯდა და
თოჯინებს თავის უზარმაზარ ჩემოდნებში აწყობდა.
უცნაურად შეცვლილიყო ატმოსფერო. ოთახი დაცარიელდა,
თითქოს რაღაც დამთავრდა. ყველას ისეთი გრძნობა ჰქონდა,
შობის მომდევნო დღეს რომ დაგეუფლება ან ქორწილის დასრუ-
ლებიდან ერთი საათის მერე, ან ლა მანშის რომელიმე პორტში
შესულ დიდ ლაინერზე, როცა მგზავრების უმეტესობა გემს ტო-
ვებს და სევდიანად ფიქრობ, რომ მოგზაურობა დამთავრდა და
მალე შენც მოგიწევს ჩასვლა.
მისის ჯეკი უყურებდა მისტერ ლოუგენს და ქაოსს, რომელიც
ლოუგენმა მის საყვარელ ოთახში გამოიწვია და მერე ლილი

345
მენდლის გახედა, თითქოს თვალებით ეკითხებოდა: „შენ მაინც
თუ გესმის, აქ რა ხდება?“ მის მენდლი და ჯორჯ ვებერი აშკარა
ზიზღით შეჰყურებდნენ მისტერ ლოუგენს. სტივენ ჰუკი განმარ-
ტოებით იდგა და ყველაფერი მოჰყირჭებოდა. მისტერ ჯეკმა
სტუმრები ლიფტამდე მიაცილა და ვიდრე უკანასკნელმა არ და-
ტოვა მისი სახლი, იქ ტრიალებდა, მერე ჩამუხლულ ფიგურას გა-
ხედა დერეფნიდან, კომიკურად აღმართა ხელი და თქვა: „რა
იყო ეს?“ – ყველა სიცილით იკრუნჩხებოდა.
მისტერ ლოუგენს თავი მაშინაც არ აუწევია, როცა მისტერ ჯე-
კი ოთახში შევიდა და დამცინავად დაჰყურებდა მას – ვითომ
არაფერი გაუგონია. ყურადღებას არავის აქცევდა, სრულიად
მოცული იყო თავისი საქმით და მხიარულად ალაგებდა ირ-
გვლივ მიმოყრილ ნაგავს.
ამასობაში ორ ვარდისფერლოყება მოახლეს, მეის და ჯენის
საქმიანად გაჰქონდათ ოთახიდან ჭიქები, ბოთლები და ყინუ-
ლის თასები, ნორა წიგნებს აწყობდა თაროზე. მისის ჯეკი რაღაც
უმწეოდ გამოიყურებოდა, ემი იატაკზე წამოგორებულიყო, ხე-
ლები თავქვეშ ამოეწყო და გეგონებოდა, დაძინებას აპირებდა.
დანარჩენები უხერხულად იდგნენ, არ იცოდნენ, როგორ მოქ-
ცეულიყვნენ, ელოდნენ, როდის დაამთავრებდა მისტერ ლოუგე-
ნი ჩალაგებას და წავიდოდა.
ისევ ჩვეულმა სიჩუმემ დაისადგურა. დაუდგრომელი ქალა-
ქის შერწყმულმა ზუზუნმა, რომელიც მთელი საღამო ჩახშული
და მივიწყებული იყო, ახლა უზარმაზარი შენობის კედლებში შე-
მოაღწია და ყველაფერი მოიცვა. ქუჩის ხმაურიც ისევ ისმოდა.
მოულოდნელად სახანძრო მანქანამ ზარის რეკვით ჩაიქრო-
ლა. პარკ ავენიუსკენ შეუხვია, მძლავრი ძრავის ხმა სადღაც შო-
რის გავარდნილი მეხივით მიჩუმდა. მისის ჯეკი ფანჯარასთან მი-

346
ვიდა და გაიხედა. სხვადასხვა მხრიდან კიდევ ოთხი სახანძრო
მანქანა მოქანდა.
– ნეტა, სად არის ხანძარი? – დაინტერესდა დაბნეული მისის
ჯეკი. კიდევ ერთმა სახანძრომ ჩაიგრუხუნა და პარკისკენ შეუხ-
ვია, – ალბათ დიდი ხანძარია და თანაც სადღაც ახლოს უნდა
იყოს.
ემი წამოჯდა და თვალებს აპაჭუნებდა, ყველა ფიქრმა მოიც-
ვა, სად უნდა ყოფილიყო ხანძარი. მერე ისევ მისტერ ლოუგენს
შეხედეს, რომელსაც ჩალაგება დაემთავრებინა და ჩემოდნებს
კრავდა.
მის მენდლიმ დერეფნისკენ მიაბრუნა თავი, ხარბად შეისუნ-
თქა და უცებ თქვა:
– არავის გცემთ კვამლის სუნი?
– ჰა? რაა? – ჰკითხა მისის ჯეკმა და იყვირა, – მართლაც!
ძლიერი კვამლის სუნია! მგონი, დროა, შენობა დავტოვოთ და
გავიგოთ, რა ხდება! – ძალიან აღელვებული ჩანდა, – ოჰ, მის-
ტერ ლოუგენ! – პირველად აუწია ხმას, მრგვალი სახე, რომელ-
ზედაც გულუბრყვილო გაკვირვება ეხატა, მისკენ მიაბრუნა, –
არ გესმით? ვფიქრობ, უმჯობესია, გარეთ გავიდეთ და გავარკვი-
ოთ, სად არის ხანძარი. თქვენ უკვე მზად ხართ?
– კი, რა თქმა უნდა, – მხიარულად მიუგო მისტერ ლოუგენმა,
– რა ხანძარი? – იკითხა შეცბუნებულმა, – სადმე ხანძარია?
– მგონი, ჩვენი სახლი იწვის, – მშვიდად, მაგრამ ირო-
ნიულად უთხრა მისის ჯეკმა, – ასე რომ, აჯობებს, გავიდეთ, ან
იქნებ დარჩენა გსურთ?
– არა, არა, – უპასუხა მისტერ ლოუგენმა და ტლანქად წა-
მოდგა, – მე უკვე მზად ვარ, გმადლობთ. მხოლოდ გამოცვლა
მინდა.

347
– ვფიქრობ, ეგ მოიცდის, – უთხრა მისის ჯეკმა.
– უი, გოგოები! – უცებ წამოიძახა და სწრაფი ნაბიჯით სასა-
დილო ოთახისკენ გაემართა, თან ბეჭედს აწვალებდა, – ნორა,
ჯენი, მეი, გოგოებო! ყველანი ქვევით ჩავდივართ, სადღაც ხან-
ძარია! თქვენც უნდა წამოხვიდეთ, ვიდრე გავარკვევთ, რა ხდე-
ბა!
– ხანძარი, მისის ჯეკ? – შტერივით მიაჩერდა ნორა მისის
ჯეკს.
ნორას დაბინდული თვალები და აღაჟღაჟებული სახე რომ
დაინახა, მისის ჯეკმა გაიფიქრა: „ისევ დაულევია! უნდა გამეთვა-
ლისწინებინა!“ ხმამაღლა კი ეს თქვა:
– დიახ, ნორა, ხანძარია. უთხარი გოგოებს, ყველანი ქვევით
ჩავიდნენ და... ოჰ... მზარეული სადაა? მოძებნე, დროზე! იმასაც
უთხარი, ჩამოვიდეს.
როგორც ჩანს, ეს ამბავი გოგოებს არ ესიამოვნათ. უმწეოდ
გადახედეს ერთმანეთს და უაზროდ დაბორიალებდნენ ოთახში,
თითქოს არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ.
– რამე ხომ არ უნდა გავიტანოთ, მისის ჯეკ? – სულელივით
ჰკითხა ნორამ, – დრო გვაქვს ჩასალაგებლად?
– არა, რა თქმა უნდა! – შესძახა მისის ჯეკმა მოუთმენლად, –
არსად არ გადავდივართ! უბრალოდ, ქვევით უნდა ჩავიდეთ და
გავიგოთ, რამდენად ცუდადაა საქმე!.. ნორა, გთხოვ, მოძებნე
მზარეული! ხომ იცი, როგორ იბნევა ხოლმე ეგეთ დროს!
– დიახ, – ნორაც დაბნეული უყურებდა, – და ჩვენ... იმის
თქმა მინდა... რამე ხომ არ დაგვჭირდება?
– ღვთის გულისათვის, ნორა... არა! პალტოების გარდა არა-
ფერი არ დაგჭირდებათ. ყველამ ჩაიცვას, უთხარი!

348
– დიახ, – ჩუმად თქვა ნორამ და დაბნეული სამზარეულოსკენ
გაემართა.
ამასობაში მისტერ ჯეკი დერეფნიდან გავიდა და ლიფტის ზა-
რი დარეკა. მალევე მას ოჯახის წევრები, სტუმრები და მოახ-
ლეები მიჰყვნენ. მისტერ ჯეკი მშვიდად აფასებდა სიტუაციას:
ესტერს სახე ასწითლებოდა, ემოციების მოთოკვას ცდილობ-
და, მაგრამ მისი და, ედიტი, რომელსაც პირი თითქმის არ
გაუღია მთელი საღამო, ჩვეულებისამებრ ფერმკრთალი და
მშვიდი გახლდათ. ყოჩაღ, ედიტ! ქალიშვილს, ელმას, კმაყოფი-
ლი ათვალიერებდა, არც მისთვის აუბნევია თავგზა რაღაც პატა-
რა შემთხვევას. ელმას – ცივსისხლიანს და ლამაზს – ყველაფე-
რი მოჰბეზრებოდა. სტუმრებისთვის ეს ჩვეულებრივი გასართო-
ბი იყო – და რატომაც არა? – მათ არაფერი ჰქონდათ დასაკარ-
გი. ერთადერთი ის ახალგაზრდა შტერი ქრისტიანი... ჯორჯ...
რაც ჰქვია... დაძაბული დადიოდა წინ და უკან და აქეთ-იქით აცე-
ცებდა შეშფოთებულ თვალებს, გეგონება, მისი საკუთრება გახ-
ვეულა კვამლშიო.
ის გოჭი ლოუგენი სადღაა? ბოლოს თვალი რომ მოჰკრა, სას-
ტუმრო ოთახში გაუჩინარდა. ნუთუ ის იდიოტი ტანსაცმელს იც-
ვლის? აი, გამოჩნდა! „როგორც იქნა“, – დამცინავად გაიფიქრა
მისტერ ჯეკმა.
სასტუმრო ოთახიდან გამოსული მისტერ ლოუგენი, რომე-
ლიც უკვე დერეფანში მოაბიჯებდა, მართლაც დიდი უცნაური
ვინმე იყო. ყველანი მისკენ მიტრიალდნენ და მიხვდნენ – ვერა-
ვითარი ხანძრის გამო ის თავის პატარა, მავთულისგან გაკეთე-
ბულ თოჯინებს ვერ მიატოვებდა. ისევ ის „კოსტიუმი“ ეცვა, რაც
წარმოდგენის დროს, ქშენა-ქშენით მოათრევდა უზარმაზარ ჩე-
მოდნებს, მხარზე პალტო, ჟილეტი და შარვალი გადაეკიდებინა,

349
ზონრით გადაბმული მძიმე ყავისფერი ფეხსაცმელები კისერზე
ჩამოეკონწიალებინა და ყოველ ფეხის გადადგმაზე მკერდზე
ეხეთქებოდა, ფეხბურთელის ჩაფხუტზე კოხტა ნაცრისფერი ქუ-
დი ჩამოეცვა. ასე აღჭურვილი ქშენით მივიდა ლიფტთან, ჩემოდ-
ნები იქვე დაყარა და მხიარულად გაიღიმა.
მისტერ ჯეკი შეუსვენებლად რეკავდა ლიფტის ზარს და რო-
გორც იქნა, ლიფტის შახტიდან, ერთი ან ორი სართულის ქვემო-
დან, ჰერბერტის ხმა მოისმა:
– ახლავე! ახლავე! ამ ტვირთს ჩავიტან ქვემოთ და მოვდი-
ვარ!
შახტიდან აღელვებული ადამიანების ხმა ამოდიოდა, მერე
ლიფტის კარი დაიკეტა და გაიგონეს, როგორ დაიძრა კაბინა.
სხვა რა გზა ჰქონდათ, უნდა ეცადათ. კვამლის სუნი ძლიერ-
დებოდა და მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულად არავინ შეშ-
ფოთებულა, ფლეგმატური მისტერ ლოუგენიც კი გრძნობდა,
რომ სიტუაცია იძაბებოდა.
მალე მოისმა ლიფტის ხმა, დინჯად ამოდიოდა, მოულოდნე-
ლად სადღაც ძალიან ახლოს გაჩერდა, ისმოდა, ჰერბერტი რო-
გორ ცდილობდა კარის გაღებას. მისტერ ჯეკი მოუთმენლად რე-
კავდა ზარს. არავინ უპასუხა. მერე კარზე დააბრახუნა. ამ დროს
ჰერბერტმა ამოსძახა, ისე ახლოს იყო, ყველამ გაიგონა მისი
სიტყვები:
– მისტერ ჯეკ, თუ შეიძლება, სამგზავრო ლიფტისკენ წადით,
ეს აღარ მუშაობს.
– ესეც ასე, – თქვა მისტერ ჯეკმა.
ქუდი დაიხურა და სამგზავრო ლიფტისკენ გაემართა. ყველა
მდუმარედ გაჰყვა.

350
ამ დროს შუქი ჩაქრა და უკუნი სიბნელე ჩამოწვა. შეშინებულ
ქალებს სუნთქვა შეეკრათ. სიბნელეში კვამლის სუნი ბევრად
უფრო მძაფრად იგრძნობოდა და უკვე თვალებს სწვავდათ. ნო-
რამ ჩუმად ამოიოხრა, დანარჩენი მოახლეები დამფრთხალი პი-
რუტყვებივით აფორიაქდნენ, მაგრამ მისტერ ჯეკის მშვიდი ხმა
რომ გაიგონეს სიბნელეში, ყველა დაწყნარდა:
– ესტერ, – თქვა მშვიდად, – ჩვენ ხომ გვაქვს სანთლები. გახ-
სოვს, სად არის?
ესტერმა უთხრა, სადაც იყო. მისტერ ჯეკმა ხელის ცეცებით
მაგიდის უჯრას მიაგნო, იქიდან ფარანი ამოიღო და სამზა-
რეულოსკენ გაემართა. მალე დაბრუნდა სანთლების კოლოფით
ხელში, სათითაოდ ყველას ჩამოურიგა და აანთო.
მოჩვენებების კომპანიას ჰგავდნენ. ქალებმა მაღლა ასწიეს
სანთლები და ერთმანეთს გაოგნებულები უყურებდნენ. მოახ-
ლეებს და მზარეულს შეშინებული სახეები ედოთ. მზარეულს
დაბნეული ღიმილი შეჰყინოდა და გაუგებარ ენაზე ბუტბუტებდა.
მისის ჯეკი ძალიან იყო აღელვებული, გვერდით მდგარ ჯორჯს
მიუბრუნდა, თითქოს რაღაც უნდა ეკითხა:
– რა უცნაურია, – ჩაიჩურჩულა, – რა უცნაურია, არა?
წვეულება, მთელი ეს ხალხი, და მერე ეს, – სანთელი ასწია და
მოჩვენებების კომპანიას მოავლო თვალი.
მოულოდნელად ჯორჯმა მისდამი აუტანელი და ნაზი სიყვა-
რული იგრძნო, იმიტომ, რომ ესტერი მასავით ცხოვრების ამო-
უცნობ საიდუმლოს ატარებდა გულში. და ეს გრძნობა კიდევ უფ-
რო მტანჯველი გახდა, რადგან იმავე წამს სინანულით გაიხსენა
თავისი გადაწყვეტილება.
მისტერ ჯეკმა სანთელი შეარხია, დანარჩენებს ანიშნა და
პროცესიას დერეფნისკენ წაუძღვა. ედიტი, ელმა, მის მენდლი,

351
ემი კარლტონი და სტივენ ჰუკი გაჰყვნენ. მათ მისტერ ლოუგენი
მისდევდათ, რომელიც დიდ გასაჭირში აღმოჩნდა. ჩემოდნებს
და სანთელს ერთად ვერ დაიჭერდა, ამიტომ ცოტა ყოყმანის
შემდეგ, სანთელი ჩააქრო, იატაკზე დადო, თან ცდილობდა, თა-
ვი არ გაერხია, ჩაფხუტი რომ არ ჩამოვარდნოდა. სულ ბოლოს
მისის ჯეკი და ჯორჯი მოდიოდნენ, მათ მოახლეები მოჰყვებოდ-
ნენ კუდში.
ის იყო უკანა შესასვლელს მიუახლოვდა, მისის ჯეკს
მოულოდნელად ფაცაფუცი შემოესმა, მიტრიალდა და დაინახა,
ორი მოციმციმე სანთელი როგორ მიემართებოდა სამზა-
რეულოსკენ. ნორა და მზარეული იყვნენ.
– ო, ღმერთო! – შეჰკივლა აღშფოთებულმა და სასოწარკვე-
თილმა მისის ჯეკმა, – რა ჯანდაბა უნდათ იქ? ნორა! – ხმამაღლა
გასძახა. მზარეული უკვე გაუჩინარებულიყო, მაგრამ ნორამ მი-
სი ხმა გაიგონა და გაოგნებული მოტრიალდა, – ნორა, რას აკე-
თებ! – მოუთმენლად ჰკითხა მისის ჯეკმა.
– რა ვიცი, მემ, რა ვიცი... ვიფიქრე, რაღაცას წამოვიღებ--
მეთქი... – დაბნეულმა უთხრა ნორამ.
– არაფრის წამოღება არ არის საჭირო! – გაბრაზებული ყვი-
როდა მისის ჯეკი და თან მწარედ ფიქრობდა: „ალბათ სასმელი
არ ეყო!“
– ახლავე წამოდით, – გასძახა უკვე მშვიდად, – სადაა მზა-
რეული? – მერე მეის და ჯენის მოჰკრა თვალი, დაბნეულები
ერთ ადგილზე რომ ტრიალებდნენ და ორივეს მკლავში ხელი
გაუყარა და ცოტა უბიძგა კარისკენ, – მოშორდით აქედან, – და-
იყვირა, – რას გაშტერებულხართ!
ჯორჯმა თავგზააბნეულ ნორას ხელი ჩასჭიდა და ისე გამოიყ-
ვანა დერეფანში, მერე სამზარეულოში შევიდა მზარეულის მო-

352
საძებნად, უკან მისის ჯეკი მიჰყვებოდა სანთლით ხელში და გა-
ნერვიულებული ამბობდა:
– მანდ ხარ, საყვარელო? – ხმამაღლა ეძახდა მზარეულს, –
სად ხარ, არ გესმის?
მოულოდნელად მზარეული დაინახეს, სანთლით ხელში მოჩ-
ვენებასავით დადიოდა მოახლეების ერთი ოთახიდან მეორეში.
მისის ჯეკმა გაბრაზებულმა დაუყვირა:
– ოჰ, რას აკეთებ? ახლავე უნდა წამომყვე! ყველანი შენ გე-
ლოდებით! – და ერთხელ კიდევ გაიფიქრა: „ნამდვილი წუწურა-
ქია, ფული აქვს ალბათ სადღაც გადამალული და ამიტომ არ უნ-
და აქედან წასვლა“.
მზარეული ისევ მოეფარა თვალს, ამჯერად თავის ოთახში შე-
სულიყო. ხანმოკლე, გაღიზიანებული პაუზის მერე მისის ჯეკი
ჯორჯს მიუბრუნდა. უცნაურ შუქში და ვითარებაში შეხედეს ერ-
თმანეთს და მოულოდნელად ორივეს სიცილი წასკდა:
– ღმერთო! – შეჰკივლა მისის ჯეკმა, – ეს რა ჯანდაბაა...
ამ მომენტში მზარეული ერთხელ კიდევ გამოჩნდა და ქურდუ-
ლად გაიარა დერეფანი. მისის ჯეკმა და ჯორჯმა დაუყვირეს და
უკან გაედევნენ, სააბაზანოში აპირებდა ჩაკეტვას, როცა მიუს-
წრეს.
– აბა, წავედით, დროზე! უნდა წამოხვიდე, გესმის!
მზარეულმა შეშფოთებით შეხედა და თავის გასამართლებ-
ლად რაღაც ჩაიბურტყუნა გაუგებარ ენაზე.
– ხომ გესმის, რას ვამბობ! – დაუყვირა გაგულისებულმა მი-
სის ჯეკმა, – ახლავე უნდა წამოხვიდე! აქ გაჩერება არ შეიძლე-
ბა!
– ახლავე, ახლავე! – ქლესით უთხრა მზარეულმა გერმანუ-
ლად.

353
როგორც იქნა, რაღაც ჩაიჩურთა უბეში, სევდიანად მიიხედა
უკან და აღარ გაუძალიანდა, როცა ხელის კვრით გაიყვანეს დე-
რეფანში, იქიდან კი უკვე უკანა გასასვლელისკენ წააცუხცუხეს.
დანარჩენები იქ შეგროვილიყვნენ და ელოდნენ. როცა ლიფ-
ტის ზარი დიდხანს და უშედეგოდ რეკა, მისტერ ჯეკმა ცივად
თქვა:
– მგონი, სხვა არაფერი დაგვრჩენია, კიბით უნდა ჩავიდეთ.
და იმწამსვე დაეშვა ლიფტის შახტის გვერდით ბეტონის კიბე-
ზე, რომელიც ცხრა სართულით ქვევით, უსაფრთხოებისკენ მი-
უძღოდა. ყველა მას გაჰყვა. მისის ჯეკი და ჯორჯი მოახლეებს
მოერეკებოდნენ და მისტერ ლოუგენს ელოდნენ, რომელმაც
ხვნეშა-ხვნეშით დაიწყო დაშვება და ყოველ საფეხურზე მისი ჩე-
მოდნების ბრაგვანის ხმა ისმოდა.
კიბეზე ჯერ კიდევ ბჟუტავდნენ ნათურები, მაგრამ ყველას სან-
თელი ჰქონდა ჩაბღუჯული, თითქოს ეს პრიმიტიული სინათლის
წყარო ამჟამად უფრო საიმედო იყო, ვიდრე მეცნიერების სას-
წაულები. კვამლი მატულობდა, ხვატი ჩამოწვა და სუნთქვა უძ-
ნელდებოდათ.
კიბის თავიდან ბოლომდე გასაოცარი სანახაობა იშლებოდა.
კარი ყოველ სართულზე იღებოდა, ახალ-ახალი ბინადრები გა-
მოდიოდნენ და ლტოლვილების ტალღას უერთდებოდნენ. ისინი
უჩვეულო კონგლომერატს ქმნიდნენ – სხვადასხვა კლასის, ჯუ-
რის და ხასიათის ადამიანებისგან შემდგარ კონგლომერატს,
მხოლოდ ნიუ-იორკის ასეთ სახლში რომ შეგხვდება. ზოგს საღა-
მოს სამოსი ეცვა, თვალისმომჭრელი სამკაულებით მორთუ-
ლებს ძვირფასი პალტოები მოეხურათ, ზოგი პიჟამის ამარა იყო,
ზოგსაც, ჯერ კიდევ ძილ-ბურანში, ხალათი შემოეცვა ან კიმონო,
ანდა რაც ხელთ მოხვდათ სიჩქარეში. იყვნენ ახალგაზრდები და

354
მოხუცები, მოახლეები და მეპატრონეები, სხვადასხვა რასის
წარმომადგენლები, აღელვებული უცხო ენები ერთმანეთში
არეულიყო. იყვნენ გერმანელი მზარეულები და ფრანგი მოახ-
ლეები, ინგლისელი მსახურთუფროსები და ირლანდიელი მო-
სამსახურეები, იყვნენ შვედები, დანიელები, იტალიელები, ნორ-
ვეგიელები და რუსი თეთრგვარდიელები. იყვნენ პოლონელები,
ჩეხები, ავსტრიელები, ზანგები და უნგრელები. ამ ზედახორაში
ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, ჟესტებით ანიშნებდნენ და ყვე-
ლას საერთო მიზანი ამოძრავებდა – უსაფრთხოდ გაეღწიათ გა-
რეთ.
პირველ სართულამდე რომ ჩააღწიეს, იქიდან ჩაფხუტიანი
მეხანძრეები მოიკვლევდნენ გზას. რამდენიმე პოლიციელიც
მოჰყვებოდათ, ხალხის დამშვიდებას ცდილობდნენ.
– არაფერია, მეგობრებო, ყველაფერი წესრიგშია, – მხიარუ-
ლად შეჰყვირა მაღალმა პოლიციელმა, როცა ჯეკების წვეულე-
ბის მონაწილეები გაუსწორდნენ, – ხანძარი უკვე ჩავაქრეთ!
ამით ხალხის დაწყნარება და ცოტა აჩქარება უნდოდა, მაგ-
რამ სულ სხვა შედეგი მიიღო. დამამშვიდებელი სიტყვების გა-
გონებისთანავე ჯორჯ ვებერი მიტრიალდა და კიბეზე ასვლა და-
იწყო. ამ დროს შენიშნა, რომ პოლიციელი კინაღამ ისტერიკაში
ჩავარდა. სახეს მანჭავდა და შეშლილი ჟესტებით ანიშნებდა
ჯორჯს, არამც და არამც უკან არ შებრუნდე და რაც შეიძლება
სწრაფად დატოვე შენობაო. ეშინოდა, სხვებიც არ შეეგულიანე-
ბინა. ამ პანტომიმის შემხედვარენი კი პირველად და სერიოზუ-
ლად დაფრთხნენ და ლამის სირბილით ჩაათავეს კიბის საფეხუ-
რები.
ჯორჯიც წამიერად პანიკამ მოიცვა, ფეხს აუჩქარა და ამ დროს
სამგზავრო ლიფტიდან კაკუნის და ბრახუნის ხმა მოესმა. ხმა

355
თითქოს ზემოდან მოდიოდა. ჯორჯი ერთი წამით გაჩერდა და
დაელოდა. ისევ მოისმა კაკუნი, შეწყდა და მერე ისევ დაიწყო.
თითქოს ვიღაც სიგნალს აძლევდა, ოღონდ ჯორჯი ვერაფერს
ხვდებოდა და ეს ყველაფერი ავის მომასწავებლად ენიშნა. გააჟ-
რჟოლა და კანზე დაბურძგლა. დანარჩენებს გაჰყვა ბრმასავით
ბარბაცით.
უზარმაზარ შიდა ეზოში რომ დაიგულეს თავი, პანიკამ ყვე-
ლას ისევე სწრაფად გაუარა, როგორ სწრაფადაც ცოტა ხნით ად-
რე მოიცვა. ფილტვები სუფთა, ცივი ჰაერით აევსოთ თუ არა, იმ-
წამსვე შვება იგრძნეს, უჩვეულოდ გამოცოცხლდნენ და ახალი
ენერგია მოეძალათ. მისტერ ლოუგენს მრგვალ სახეზე ოფლი
სდიოდა, მძიმედ და ხმაურით სუნთქავდა, უკანასკნელი ღონე
მოიკრიბა და გარშემო მდგართა ნაზი წვივები არც შეუთვა-
ლიერებია, ისე გაიკვალა ხალხში ჯიკაობით გზა და გაუჩინარდა.
მისის ჯეკის დანარჩენი სტუმრები ერთად იდგნენ, იცინოდნენ,
საუბრობდნენ და მფრთხალი ინტერესით აკვირდებოდნენ ვითა-
რებას.
უცნაური ამბების მონაწილენი გახდნენ. თითქოს შექსპირის
და ბრეიგელის გენია ერთ არსებაში შერწყმულიყო და ადა-
მიანურ კომედიას წარმოადგენდა, ისეთ რეალურს და ისე სას-
წაულებრივად ყოვლისმომცველს, რომ ხილვასავით მძაფრ
შთაბეჭდილებას ახდენდა. მაღალ კედლებში მოქცეული უზარ-
მაზარი კვადრატული ეზო სავსე იყო ნაირ-ნაირად ჩაცმული და
ჩაუცმელი ადამიანებით. თაღების რიგიდან, მთელ ეზოს რომ
მისდევდა, ნიაღვარივით მოდიოდნენ და მოდიოდნენ ახალ--
ახალი მცხოვრებლები და თავიანთი მრავალენოვანი ხმაურიანი
ლაპარაკით ახალ ელფერს და მღელვარებას სძენდნენ ისედაც
აუტანელ სანახაობას, მთელ იმ ბაბილონის ორომტრიალს. თა-

356
ღების ზემოთ თოთხმეტ სართულზე აზიდულ მძლავრ კედლებს
ჩარჩოში მოექცია ვარსკვლავებით მოჭედილი სამოთხე. შენო-
ბის ის ფრთა, სადაც მისტერ ჯეკი ცხოვრობდა, სულ ჩაბნელებუ-
ლი იყო, მაგრამ სამ დანარჩენ მხარეს სიცოცხლისგან ეს-ესაა
მიტოვებული პატარა ოთხკუთხა საკნები ჯერ კიდევ ასხივებდნენ
შერჩენილ სითბოს.
კვამლმა კი უკვე შეაღწია დერეფნებში და კიბეზე, მაგრამ
ცეცხლი არსად ჩანდა. და მაინც, ერთეულები თუ აცნობიერებ-
დნენ ვითარების სერიოზულობას, ასე უცერემონიოდ რომ გამო-
ყარა ყველა მყუდრო ბუდეებიდან ღია ცის ქვეშ. ჯერჯერობით
მხოლოდ გაოგნებულები, ცნობისმოყვარეები ან აღელვებულე-
ბი ეთქმოდათ. იშვიათად აქა-იქ ვიღაცას ნერვები უმტყუნებდა
და საფრთხეს, რომელიც მათ სიცოცხლეს და ქონებას ემუქრე-
ბოდა, თვალებში ჩახედავდა.
როგორც, მაგალითად, ერთს, ჯეკების შესასვლელის მოპირ-
დაპირე მხარეს, მეორე სართულზე რომ ცხოვრობდა. მელოტი,
სახეაღაჟღაჟებული კაცი აშკარად ემოციური კოლაფსის ზღვარ-
ზე იყო. ფანჯარა ლამის მოგლიჯა, ეტყობოდა, ისტერიკა ეწყებო-
და და ხმამაღლა დაიყვირა:
– მერი!.. მერი! – ვიღაცას ეძებდა და ცივი ხმით კიოდა.
ქალი მშვიდად გამოეყო თავშეყრილ ხალხს, ახედა და ჰკით-
ხა:
– რა იყო, ალბერტ?
– გასაღებს ვერ ვპოულობ! – აკანკალებული ხმით იყვირა
ალბერტმა, – კარი ჩაკეტილია! ვერ გამოვდივარ!
– ოჰ, ალბერტ, – უფრო მშვიდად უთხრა ქალმა, ოღონდ
უხერხულობაც ეტყობოდა, – ნუ ღელავ, ძვირფასო. საფრთხე არ

357
გემუქრება, გასაღები სადმე იქნება. დარწმუნებული ვარ, თუ
კარგად მონახავ, იპოვი.
– ხომ გეუბნები, არსად არ არის! – ჩაიბურტყუნა ალბერტმა,
– ყველგან ვნახე, არ არის! ვერ ვპოულობ!.. ეი, თქვენ! – მეხან-
ძრეებს გასძახა, მძიმე შლანგს რომ მიათრევდნენ, – ჩავიკეტე!
გამოსვლა მინდა!
მეხანძრეების უმეტესობამ ყურადღება არ მიაქცია, მხოლოდ
ერთმა ახედა და მოკლედ მოუჭრა, – ოქეი... უფროსო! – და გზა
განაგრძო.
– არ გესმით?! – ყვიროდა კაცი, – მეხანძრე, შენ გეუბნები!
– მამა... მამა! – ქალის გვერდით მდგარი ბიჭი ამბობდა წყნა-
რად, – ნუ ღელავ. ხანძარი სხვა მხარესაა, ჩააქრობენ და გამო-
გიშვებენ.
ფრაკში გამოწყობილ მამაკაცს უზარმაზარი დავთრები გა-
მოჰქონდა ჯეკების შესასვლელიდან. მას მძღოლი ეხმარებოდა,
რამდენჯერმე შევიდნენ და გამოვიდნენ, ერთმანეთზე დახვავე-
ბულ დავთრებს კი მისი ლაქია ყარაულობდა. თავიდან ეს კაცი
ისე იყო საქმით გართული, საერთოდ ვერ ამჩნევდა, რა ამბავი
ტრიალებდა მის გარშემო. ერთხელაც რომ დააპირა გაბუღულ
დერეფანში შესვლა, პოლიციელმა გააჩერა:
– ვწუხვარ, სერ, – თქვა პოლიციელმა, – ვერ შეგიშვებთ.
გვიბრძანეს, არავინ აღარ შევუშვათ.
– მაგრამ მე აუცილებლად უნდა შევიდე, – დაიყვირა კაცმა, –
მე ფილიპ ბეიერი ვარ! – ვინც გაიგონა ეს ძლევამოსილი გვარი,
იმწამსვე იცნეს კინოინდუსტრიის შეძლებული და გავლენიანი
ფიგურა, რომლის საფინანსო ანგარიშებს ცოტა ხნის წინ სახელ-
მწიფო კომისია იკვლევდა, – იქ სამოცდათხუთმეტი მილიონი

358
დოლარის ღირებულების დოკუმენტაცია ინახება, უნდა გადა-
ვარჩინო!
სცადა, გზა გაერღვია, მაგრამ პოლიციელმა უკან დასწია.
– ვწუხვარ, მისტერ ბეიერ! – მტკიცედ უთხრა პოლიციელმა,
– ჩვენ ბრძანებას ვემორჩილებით. ვერ შეგიშვებთ.
უარმა წამიერი და გამაოგნებელი ეფექტი მოახდინა. მისტერ
ბეიერი ერთადერთ პრინციპს აღიარებდა – ცხოვრებაში მთავა-
რი ფულია, იმიტომ, რომ ფულით ყველაფერს იყიდი. და ახლა
ეს პრინციპი არ ჭრიდა. ძალმომრეობის ფილოსოფია, რომელ-
საც უსაფრთხოების და კომფორტის წუთებში ხავერდის ნაზი სა-
ფარი მალავდა, ახლა მთელი სისასტიკით გამოვლინდა. მაღა-
ლი, შავგვრემანი კაცი, მტაცებლის სახით და კეხიანი ცხვირით,
ველური ცხოველივით გამძვინვარდა. გარშემო თავმოყრილ
ადამიანებს წარმოუდგენელ თანხას სთავაზობდა, თუ ვინმე მის
სანუკვარ დოკუმენტებს გადაარჩენდა. მერე მეხანძრეებს მი-
ვარდა, ერთ-ერთს მკლავში სწვდა და დაუყვირა:
– მე ფილიპ ბეიერი ვარ – აქ ვცხოვრობ! უნდა დამეხმაროთ!
თითოეულს ათი ათას დოლარს მოგცემთ, დოკუმენტებს თუ გა-
მოიტანთ!
ახოვანმა მეხანძრემ გარუჯული სახე მისკენ მიაბრუნა და უთ-
ხრა:
– გაიწიე, ძმაო!
– კი მაგრამ, არ გესმით, ვინ ვარ? – ყვიროდა მისტერ
ბეიერი.
– სულ არ მედარდება, ვინ ხარ, – უპასუხა მეხანძრემ, –
გაიწიე, ჩვენ აქ საქმეს ვაკეთებთ!
და უხეშად გასწია გვერდზე ეს ახოვანი კაცი.

359
ამ უჩვეულო ვითარებაში ადამიანების უმეტესობას კარგად
ეჭირა თავი. ვინაიდან ცეცხლი არ ჩანდა და თვალის შესაქცევი
არაფერი ჰქონდათ, დაბორიალებდნენ და ერთმანეთს ჩუმ--
ჩუმად უცქერდნენ. უმეტესობას მეზობლები არ ენახა და პირვე-
ლად მიეცა საშუალება, კარგად შეეთვალიერებინა. ძალიან მა-
ლე აღელვებამ და ურთიერთობის წყურვილმა თავშეკავების კე-
დელი გაარღვია და მეგობრული სული გამოავლინა, რაც უცხო
იყო ადამიანთა იმ უზარმაზარი სკისთვის. ისინიც, ვინც მეზო-
ბელთან შეხვედრისას მხოლოდ თავის დაკვრას სჯერდებოდა,
ახლა დიდი ხნის ნაცნობებივით ერთად იცინოდნენ და საუბრობ-
დნენ.
მდიდარი, ხანშიშესული საყვარლის ნაჩუქარ შინშილის მან-
ტოში გამოწყობილმა ცნობილმა კურტიზანმა სამოსი გაიხადა
და არისტოკრატული გარეგნობის მოხუცი ქალისკენ გაემართა.
მოხუცს მსუბუქად ეცვა, კურტიზანმა მანტო მოახურა და უთხრა:
– ეს ჩაიცვით, ძვირფასო, არ გაცივდეთ.
მოხუც ქალს ჯერ შეცბუნება გამოეხატა ამაყ სახეზე, მერე თა-
ვაზიანად გაუღიმა და მადლობა გადაუხადა ნამუსგარეცხილ
დას, მერე კი ძველი მეგობრებივით გააბეს მუსაიფი.
ქედმაღალი ძველი კონსერვატორი, სავარაუდოდ, ჰოლან-
დიური წარმოშობისა, გულთბილად ებაასებოდა კორუფციაში
მხილებულ დემოკრატს. ერთი საათით ადრე კონსერვატორის-
თვის სრულიად დაუშვებელი და აღმაშფოთებელი იქნებოდა ამ
ადამიანთან ურთიერთობა.
უკარება, ძველი არისტოკრატების ცხვირაბზეკილი შთამო-
მავლები გუშინ გამდიდრებულ და სახელმოხვეჭილ მდაბიოებ-
თან ძალიან უშუალოდ ჭორაობდნენ.

360
ყველგან ასეთ სცენებს წააწყდებოდი. წარმომავლობით
გაამაყებული ქრისტიანი ებრაელს ელაპარაკებოდა, დიდებული
ქალბატონი – მუსიკალური კომედიის მსახიობს, ქველმოქმედე-
ბით განთქმული დარბაისელი ქალი – სახელგავარდნილ ბოზს.
ამასობაში ხალხი მაინც ინტერესით ადევნებდა თვალყურს
მეხანძრეებს. მართალია, ცეცხლის ენები არსაიდან არ ჩანდა,
ოთახები და დერეფნები კვამლში იყო გახვეული. მეხანძრეები
იმდენ შლანგს მოათრევდნენ, მთელი ეზო ქსელში გაეხვა. დრო-
დადრო ჩაფხუტიანების ჯგუფი ჩაბნელებულ შესასვლელში შე-
ვარდებოდა და მათი ფარნების გამონათებაზე მაყურებლები
ხვდებოდნენ, რომ ისინი ზევით მიიწევდნენ. ზოგი სარდაფიდან
და მიწისქვეშა გასასვლელიდან ამოდიოდა და იმწამსვე უფ-
როსს ჩუმად აუწყებდა ვითარებას.
მოულოდნელად ერთ-ერთმა მცხოვრებელმა რაღაც შენიშნა
და ხელი გაიშვირა. ხალხი აჩურჩულდა და ყველა თვალებით
ეძებდა რაღაცას ჩაბნელებული ფრთის ბოლო სართულზე. იქ,
ღია ფანჯრიდან, ოთხი სართულით ზევით ჯეკების ბინიდან, ბო-
ლი გამოდიოდა და მაღლა მიიკლაკნებოდა.
მალე ბოლი ღრუბლად იქცა და მოულოდნელად ზეთიანი, შა-
ვი კვამლი გამოვარდა ფანჯრიდან, მას მოცეკვავე ნაპერწკლები
მოჰყვა. ხალხმა კოლექტიურად მღელვარედ ამოისუნთქა, ხან-
ძრის ყურებისას რაღაც უცნაური, ველური სიხარული რომ შე-
გიპყრობს ხოლმე, ისე.
კვამლი სწრაფად მატულობდა. სავარაუდოდ, მხოლოდ ის
ერთადერთი ოთახი იწვოდა, შავი, ზეთიანი კვამლი ბოლქვებს
ტყორცნიდა ფანჯრიდან, შიგნით კი ყველაფერი ავის მომასწავე-
ბელ კაშკაშა ალში იყო გახვეული.

361
მისის ჯეკი მონუსხულივით უყურებდა. ჰუკს მიუბრუნდა, ცა-
ლი ხელი მკერდზე მიიკრა და ჩაიჩურჩულა:
– სტივ... რა საოცრებაა... ყველაზე... – არ დაამთავრა. ასე
გულხელდაკრეფილი იდგა და ცდილობდა, თვალებით გამოეხა-
ტა გაკვირვება.
სტივს კარგად ესმოდა მისი, შეიძლება, ძალიან კარგადაც.
გული შიშით, მოუთმენლობით და მომნუსხველი გაოცებით
ჰქონდა სავსე. მისთვის მთელი ეს სანახაობა მეტისმეტად შთამ-
ბეჭდავი, შემზარავი და აუტანლად ლამაზი იყო, გულის წას-
ვლამდე აუტანელი. უნდოდა, სადმე შორს, ჰერმეტულად დახუ-
რულ ადგილას გადაესროლათ, სადაც მშვიდად ისუნთქებდა და
გათავისუფლდებოდა ყოვლისმომცველი შიშისგან, სიცოცხლე
რომ გაუმწარა. მაგრამ ფეხსაც არ იცვლიდა. ყველაფერს ძრწო-
ლით, მაგრამ აღტაცებული შესცქეროდა, როგორც წყურვილით
გადარეული კაცი, ზღვის წყალს რომ სვამს და ყოველი ყლუპი
უარესად ხდის, მაგრამ მაინც სვამს, რადგანაც ტუჩებზე სისველე
და სიგრილე სიამოვნებს. უყურებდა და შიშით შეპყრობილი
ტკბებოდა ხანძრით, ის ისეთი საკვირველი, უცნაური, სას-
წაულად ლამაზი იყო, და ისე ახლოს იყო – ყოველივე წარმოსა-
ხულზე შეუდარებლად ნამდვილი და შთამბეჭდავი. სრულიად
წარმოუდგენელი რამის მომსწრე გახდა.
– ეს შეუძლებელია, – გაიფიქრა, – დაუჯერებელია. მაგრამ
ხომ ჩემი თვალით ვუყურებ.
თავისი თვალით უყურებდა. არაფერი გამოჰპარვია. იდგა სა-
საცილო პოზაში, თავზე ქვაბურა ქუდი ეხურა, ხელები ღრმად
ჩაეყო ფრაკის ჯიბეებში, ველვეტის საყელო კისერში ებჯინებო-
და, და როგორც ყოველთვის, სახის სამ მეოთხედს არიდებდა
სამყაროს, მძიმე ქუთუთოებიდან დაღლილი, გულგრილი მზე-

362
რით, ჩინელის უპატივცემულობით შესცქეროდა მომხდარს,
თითქოს უნდოდა ეთქვა: „მართლაც, რა საინტერესო თავყრი-
ლობაა? ვინ არიან ეს უცნაური არსებები, ჩემ გარშემო რომ
ტრიალებენ? და ყველა რატომ არის შემაშფოთებლად აღგზნე-
ბული?“
ამ დროს რამდენიმე მეხანძრე გზას მიიკვლევდა ხალხში,
უზარმაზარ შლანგს მიათრევდნენ. შლანგის თითბრის ბოლო-
დან წყალი წვეთავდა და გიგანტური პითონივით მისრიალებდა
ქვიშაზე. მეხანძრეებმა მძიმე ნაბიჯებით ჩაუარეს გვერდით ჰუკს,
მათ გაუხეშებულ სახეებზე პირველყოფილი ძალა და გაუნელე-
ბელი მიზანდასახულობა იკითხებოდა. ჰუკს გული შეეკუმშა,
შეეკუმშა შიშისგან, გაოცებისგან, მოუთმენლობისგან და გაუც-
ნობიერებელი ძალის, სიხარულის, ენერგიის და სიშმაგის სიყ-
ვარულისგან, რაც არის კიდეც ცხოვრება.
მოულოდნელად ვიღაც მთვრალმა ისე ახლოს და ისე ხმა-
მაღლა დაილაპარაკა, ჰუკს ყური მოსჭრა. შეწუხებულმა და გაბ-
რაზებულმა გაიფიქრა, ესღა მაკლდაო. მისის ჯეკისკენ ოდნავ
მიტრიალდა და მის ჩურჩულით დასმულ კითხვას დაღლილი
ტონით უპასუხა:
– უცნაური?.. ჰმ... დიახ. საინტერესოდ ამჟღავნებენ ადგი-
ლობრივ ხასიათს.
ემი კარლტონი ძალიან ნასიამოვნები ჩანდა. თითქოს რო-
გორც იქნა, თვალის შესაქცევი იპოვა. ისევ ისე გამოიყურებოდა
და ისევ ისე იქცეოდა. სწრაფად, იმპულსურად ლაპარაკობდა,
დაუმთავრებელი ფრაზებით, ჩახლეჩილი ხმით იცინოდა, სახეც
ისევ ისეთი ჰქონდა, დაჭორფლილი. მაგრამ, მაინც რაღაც ისე
არ იყო. თითქოს მისი პიროვნების გახლეჩილი ელემენტები
ცეცხლის მაგიურმა ძალამ ერთ კრისტალში გააერთიანა. ვითომ

363
არაფერი შეცვლილა, ოღონდ თითქოს შინაგანმა ტანჯვამ თავი
დააღწია მის არსებას და რაღაც მთლიანობას დაუთმო ადგილი.
საცოდავი ბავშვი! მათთვის, ვინც ემის იცნობდა, უეცრად ცხა-
დი გახდა, რომ ნებისმიერი „დაკარგული ადამიანივით“, ის არ
დაიკარგებოდა, სულ მუდამ ხანძრის ყურება რომ შესძლებოდა.
ამ გოგოს არ შეეძლო, დილით ამდგარიყო და საღამოს დაწო-
ლილიყო, არ შეეძლო დაკანონებული რამეების მიღება. მაგრამ
შეეძლო და მიიღო კიდეც ხანძარი. მისი აზრით, ეს რაღაც ძალი-
ან მშვენიერი იყო. ყველაფერი აღაფრთოვანებდა, რაც ირ-
გვლივ ხდებოდა. ჩაერთო არა როგორც მაყურებელი, არამედ
როგორც შემსწრე და მონაწილე. ყველას იცნობდა, ერთი ჯგუ-
ფიდან მეორეში გადადიოდა, მისი აბანოზივით მბზინავი თავი
ხან სად გამოკრთებოდა და ხან სად, ყველგან ისმოდა მისი
აღელვებული, ჩახლეჩილი, გახალისებული ხმა. თავისიანებთან
რომ დაბრუნდა, სანახაობას უკვე სრულიად დაეტყვევებინა.
– იმის თქმა მინდა... იცი! – იძახდა, – ეს მეხანძრეები!.. –
კვამლში გახვეული სადარბაზოსკენ მიანიშნა, სადაც სამი თუ
ოთხი ჩაფხუტიანი მეხანძრე ერთად შევარდა, ცეცხლსაქრობე-
ბით ხელში, – როცა უფიქრდები, რის გაკეთება უწევთ!.. ერ-
თხელ დიდ ხანძარს შევესწარი... – განმარტა სწრაფად, – იქ ერ-
თი ჩემი მეგობარი მსახურობდა! იმის თქმა მინდა, – მხიარუ-
ლად გაიცინა, – რომ დაუფიქრდე, რის გაკეთება უწევთ!
ამ დროს შენობის შიგნიდან ხმაური მოისმა. ემიმ მხიარუ-
ლად გაიცინა და სწრაფი ჟესტით გამოსახა, ამით ყველაფერია
ნათქვამიო.
– მაინც, იმის თქმა მინდა! – წამოიძახა.
ამ დროს სტივენ ჰუკს საღამოს კაბაში გამოწყობილი ერთი
ახალგაზრდა გოგონა გამოელაპარაკა, მასაც, ხანძრით წაქეზე-

364
ბულს, ლაღად ეჭირა თავი და ჯგუფ-ჯგუფად შეყრილ ხალხში და-
სეირნობდა. ჰუკს, შუა დასავლეთში რომ იციან, ისე, გულგრილი
ტონით ჰკითხა:
– როგორ ფიქრობთ, ცუდადაა საქმე? – თან იმ ფანჯარას
უყურებდა, საიდანაც მოზრდილ ბოლქვებად გამოდიოდა ბოლი.
ვიდრე პასუხს მოისმენდა, დასძინა, – იმედია, არც ისე ცუდად.
ჰუკი შეცბა, გოგო ასე რომ მიეჭრა, სახე მიაბრუნა და თით-
ქმის დახუჭული თვალები მისკენ გააპარა. პასუხი რომ ვერ
მიიღო, გოგო ახლა მისის ჯეკს გამოელაპარაკა:
– იქ თუ ვერაფერს გახდებიან, ესე იგი ცუდადაა საქმე, არა?
მისის ჯეკმა დაყვავებით, მეგობრულად გაამხნევა:
– არა, ძვირფასო, არა მგონია, საქმე ცუდად იყოს, – მერე
შეშფოთებული თვალები აღაპყრო ფანჯრისკენ, საიდანაც ალმა
ამოტყორცნა და სიმართლე რომ ითქვას, არათუ ცუდი, ძალიან
შემზარავი სანახავი იყო. მერე სწრაფად დახარა შეშინებული
მზერა და გოგოს გამამხნევებლად უთხრა, – დარწმუნებული
ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.
– იმედი მაქვს, არ ცდებით... იმიტომ, რომ... – თქვა გოგომ,
წასვლა დააპირა და დასძინა, – ეს დედაჩემის ბინაა და თუ ის
იქაა, ალბათ ცუდადაა საქმე, არა?..
ისე, ჩვეულებრივ, ყოველგვარი ემოციის გარეშე წარმოთქვა
ეს სიტყვები და ხალხს გაეცალა.
ერთი წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მერე მისის ჯეკი
ჰუკს მიუბრუნდა შეშფოთებული, თითქოს ფიქრობდა, ხომ არ
მომესმაო.
– შენც გაიგონე? – ჰკითხა გაოგნებულმა.
– ესეც ასე! – მოკლე, მხიარული ჩაცინებით გააწყვეტინა
სიტყვა ემიმ, – იმის თქმა მინდა, მთელი ეს ამბები...

365
თავი მეოცე

უმართავი

მოულოდნელად მთელ შენობაში ჩაქრა შუქი, ეზო სიბნელე-


ში ჩაიძირა და დროდადრო ფანჯრიდან ამოტყორცნილი ალიღა
იყო ერთადერთი შიშის მომგვრელი განათება. ყველანი აფორი-
აქდნენ, ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. ფრაკებში გამოწყობილ
რამდენიმე ყოყლოჩინას მიეცა შემთხვევა და სიბნელეში დაიწ-
ყო ბოდიალი, გამვლელებს თავხედურად ანათებდნენ სახეში ჯი-
ბის ფარნებს.
თავშეყრილი ხალხისკენ პოლიცია გამოემართა და კეთილ-
განწყობით, მაგრამ მტკიცედ დაიწყეს მათი გაყვანა ეზოდან. ქუ-
ჩები ერთმანეთში გადახლართულ შლანგებს მოექარგა, სახან-
ძრო მანქანის ძლიერი, რიტმული ხმა ყველაფერს ახშობდა.
გრანდიოზული შენობის მცხოვრებლები უცერემონიოდ, ნახირი-
ვით იძულებით გადაიყვანეს მოპირდაპირე ტროტუარზე, სადაც
უბრალო პუბლიკის გვერდით აღმოჩნდნენ.
ზოგიერთმა ქალბატონმა, იმ ცივი საღამოსთვის ძალიან
თხლად რომ ეცვა, გადაწყვიტა, მეზობლად მეგობრებთან შეეფა-
რებინა თავი. ზოგიც დაიღალა ლოდინით და სასტუმროში წავი-
და ღამის გასათევად. მაგრამ უმეტესობას ცნობისმოყვარეობა
კლავდა, რით დასრულდებოდა ეს ყველაფერი. მისტერ ჯეკმა
ედიტი, ელმა, ემი და ემის რამდენიმე ნაცნობი იქვე სასტუმროში
წაიყვანა დასალევად. დანარჩენები ცოტა ხანს კიდევ ინტერე-
სით ადევნებდნენ თვალყურს, მერე მისის ჯეკმა, ჯორჯ ვებერმა,

366
მის მენდლიმ და სტივენ ჰუკმა უახლოესი სააფთიაქო მაღაზიის-
კენ გასწიეს, ყავა და სენდვიჩები შეუკვეთეს და ადრე მისულ
სხვა ლტოლვილებთან გააბეს მუსაიფი.
მეგობრულად და უშუალოდ ლაპარაკობდნენ. ზოგიერთი
მხიარულადაც კი გრძნობდა თავს. მაგრამ მათ ხმაში მაინც ის-
მოდა შეშფოთება – თითქოს გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩე-
ნილები საგონებელში ჩავარდნილიყვნენ. მდიდარი და ძლევა-
მოსილი კაცები მოულოდნელად იძულებული გახდნენ, ცოლებ-
თან, ოჯახებთან და მოსამსახურეებთან ერთად მყუდრო ბუ-
დეები დაეტოვებინათ და ლოდინის გარდა აღარაფერი დარჩე-
ნოდათ. უსახლკაროებივით, აფთიაქის თუ სასტუმროს ფოიეებ-
ში შეხიზნულიყვნენ ან პალტოებმოხურულები, დაღუპული გემის
მგზავრებივით იდგნენ ქუჩაში და ერთმანეთს უმწეოდ უყურებ-
დნენ. ზოგიერთს რაღაც გაურკვეველი გრძნობა დაუფლებოდა,
თითქოს იდუმალი და ულმობელი ძალა დაეპატრონა და ბორ-
ბალზე მიკრული ბრმა ბუზივით ატრიალებდა. ზოგს თავი უზარ-
მაზარ ქსელში დატყვევებული წარმოედგინა და ეს ქსელი ისე
იყო ჩახლართული, სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა, ვერ
გაიგებდი.
მოწესრიგებული სამყარო, რომელშიც ეს ადამიანები ცხოვ-
რობდნენ, მოულოდნელად შეიცვალა. ყველაფერი უმართავი
გახდა. დედამიწის ბატონ-პატრონებს, მბრძანებლებს და უძლე-
ველებს, მოულოდნელად უფლებამოსილება ხელიდან გამოეცა-
ლათ. ამიტომ ძალიან უმწეოდ გრძნობდნენ თავს, სიტუაციას ვე-
ღარ მართავდნენ და ვერც კი ხვდებოდნენ, რა ხდებოდა.
მაგრამ მოვლენებს გარდაუვალი დასასრული ელოდა, რაც
მათი ბრმა და შეშფოთებული ცნობიერებისგან შორს იყო.

367
უზარმაზარი სკის ერთ-ერთ კვამლიან დერეფანში ორი ჩაფ-
ხუტიანი შეხვდა და შეწუხებულები ერთმანეთს გამოელაპარაკ-
ნენ:
– იპოვე?
– დიახ.
– სად არის?
– სარდაფში, უფროსო. სახურავი არაფერ შუაშია, სავენტი-
ლაციო მილიდან ამოდის. ქვევით ხდება, რაც ხდება, – და ცე-
რით ანიშნა.
– ესე იგი, მივაგენით. ხომ იცი, რაც უნდა ქნა?
– ცუდადაა საქმე, უფროსო. ვერ მივუდგებით.
– რატომ?
– სარდაფი რომ დავტბოროთ, მაშინ რკინიგზის ორი სართუ-
ლიც დაიტბორება. ეს რას ნიშნავს, ხომ იცით.
რაღაც ერთ წამს თვალები გაუშტერეს ერთმანეთს. მერე ასა-
კით უფროსმა თავი გადაიქნია და კიბისკენ წავიდა.
– წამოდი, ქვევით ვეშვებით.
ქვემოთ, მიწის წიაღში, იყო ერთი ოთახი, სადაც სულ შუქი ენ-
თო, იმიტომ, რომ იქ სულ ღამე იყო.
ტელეფონმა დარეკა და მაგიდასთან მჯდარმა კაცმა, მწვანე
თვალის დამცავი რომ ეკეთა, უპასუხა:
– დიახ, ოჰ, დიახ, მაიკ.
ყურადღებით უსმენდა, მოულოდნელად დაიძაბა და სიგარე-
ტი პირიდან გამოიღო.
– რა ჯანდაბა... სად? ოცდამეთორმეტე ხაზი? უნდა დატბო-
რონ?.. ჯანდაბა...
კლდის სიღრმეში, მარადიული წყვდიადის სიჩუმეში, მწვანე,
ყვითელი და წითელი შუქები ერთმანეთს ცვლიდა, დაუვიწყარი

368
სევდასავით ციმციმებდა. მოულოდნელად მთელ ლიანდაგზე
მწვანემ და ყვითელმა თვალები დახუჭეს და განგაშის წითელი
შუქი აინთო.
რამდენიმე კვარტლის მოშორებით, საიდანაც საოცარი მი-
წისქვეშა სამყაროს ქსელი იტოტებოდა, უცებ ჩქარი მატარებე-
ლი გაჩერდა, თუმცა ისე, რომ ჩასასვლელად გამზადებულმა
მგზავრებმა მხოლოდ ოდნავი ბიძგი იგრძნეს და აზრადაც არ
მოსვლიათ, რომ რამე უჩვეულო ხდებოდა.
მაგრამ წინ, ელექტროლოკომოტივის კაბინაში, რომელსაც
გრძელი მატარებელი ჰადსონის მდინარის უკანასკნელ მონაკ-
ვეთზე უნდა გადაეყვანა, მემანქანემ გამაფრთხილებელი ნიშანი
შენიშნა და აღშფოთებულმა წამოიძახა:
– ეს რაღა ოხრობაა!
მატარებელი სრიალით გაჩერდა, შუქი გამოირთო და ლოკო-
მოტივის ძლიერი ძრავის ხმა მოულოდნელად მიჩუმდა. მემან-
ქანე წინ გადაიხარა და თანაშემწეს ჰკითხა:
– ნეტა, რა ჯანდაბა ხდება?
ლოკომოტივი დიდხანს იდგა ასე, დადუმებული და ძალაგა-
მოცლილი ფოლადის ნივთი, სულ ახლოს კი წყალი ყველაფერს
ტბორავდა, მდინარესავით მოედინებოდა რელსებს შორის. ხუ-
თასი ჩვეულ ცხოვრებას მოწყვეტილი და კონტინენტის სხვადას-
ხვა ქალაქიდან და სოფლიდან გადმოსროლილი კაცი და ქალი,
სულ რაღაც ხუთი წუთი რომ აშორებდათ ცენტრალურ სადგურს,
თავიანთ საერთო მიზანს, დაქანცულები, მოუთმენლები და
იმედგაცრუებულები, კლდეში აღმოჩნდნენ მომწყვდეულები.
სადგურზე კი მათ სხვა ასობით ადამიანი ელოდა და ელოდა
მოთმინებადაკარგული, გაოცებული, და წარმოდგენაც არ ჰქონ-
დათ, რა ხდებოდა.

369
ამასობაში, მცხოვრებლებისგან დაცლილი სახლის უკანა გა-
სასვლელის მეშვიდე სართულზე მეხანძრეები გამალებული მუ-
შაობდნენ ცულებით. იქაურობა კვამლში გახვეულიყო. მეხან-
ძრეებს ნიღბები ეკეთათ, ოფლად იღვრებოდნენ, ერთადერთი
განათება ფარნის შუქი იყო.
ლიფტის შახტის კარი გაამტვრიეს, ერთ-ერთი, სართულებ-
სშორის გაჩხერილი, ლიფტის კაბინის სახურავზე დაეშვა და ცუ-
ლით ცდილობდა ჩატეხვას.
– ედ, ჩახვედი?
– თითქმის... ერთიც და ჩავამტვრევ.
ცული დაჰკრა და მსხვრევის ხმა მოისმა:
– ერთი წუთი... თომ, მომინათე.
– რამეს ხედავ?
ცოტა ხნის მერე, წყნარად:
– კი... შევდივარ... ჯიმ, ჯობია, შენც ჩამოხვიდე, დამჭირდები.
დუმილის მერე ისევ წყნარად თქვა:
– კარგი, კარგი, აქეთ, ჯიმ, იღლიებში ამოსდე ხელი... გიჭი-
რავს? კარგი... თომ, შენც ჩამოდი და ჯიმს მიეხმარე.
ერთად ამოიყვანეს მახიდან, წამიერად ფარნების შუქზე და-
ხედეს და ფრთხილად დააწვინეს ძირს – ბებერი და დაღლილი,
მკვდარი და ძალიან შესაბრალისი.
მისის ჯეკი აფთიაქის ფანჯარასთან მივიდა და ქუჩის გადაღმა
დიდ შენობას გახედა.
– ნეტა, თუ დაამთავრეს, – ჰკითხა მეგობარს, შეშფოთებული
სახე რომ ჰქონდა, – შენ როგორ გგონია? ჩააქრეს?
ყრუ, ჩაბნელებული, მაღლა აწოწილი კედლები არაფერს ამ-
ბობდნენ, მაგრამ რაღაცნაირად ენიშნა, რომ ხანძრის ჩაქრობას
ბევრი აღარ აკლდა. ქუჩაში შლანგები შეცოტავდა, ჩანდა, მე-

370
ხანძრეები შლანგებს როგორ ახვევდნენ და მანქანაში აწყობ-
დნენ. დანარჩენებს შენობიდან თავიანთი ხელსაწყოები მოჰ-
ქონდათ და ინახავდნენ. სახანძრო მანქანის ძრავა ისევ გუგუ-
ნებდა, მაგრამ ახლა წყალს სხვა ადგილიდან ქაჩავდნენ და
წყალსადინარ ღარში თქრიალით უშვებდნენ. პოლიცია ისევ
აკავებდა ხალხს, ჯერ არ აძლევდა უფლებას, ბინებში დაბრუნე-
ბულიყვნენ.
ჟურნალისტები კარგა ხნის მოსულები იყვნენ შემთხვევის ად-
გილზე და ახლა სააფთიაქო მაღაზიაში შედიოდნენ, თავიანთი
გაზეთებისთვის ტელეფონით ამბები რომ გადაეცათ. ჭრელი სა-
ზოგადოება იყო – გაქუცული, გაცვეთილ ქუდებში პრესის ბარა-
თები ჰქონდათ გარჭობილი, ზოგიერთებს ისე გასწითლებოდათ
ცხვირები, ეტყობოდათ, ბარებში უყვარდათ სიარული.
პრესის ბარათის გარეშეც ადვილად მიხვდებოდით, გაზეთში
რომ მუშაობდნენ. ყველას დაღლილი, ჩამქრალი თვალები
ჰქონდა, სახეზე, ტონზე, ლაპარაკის მანერაზე, იმაზე, თუ რო-
გორ ეწეოდნენ სიგარეტს, როგორ ეკიდათ შარვლები და განსა-
კუთრებით გაცვეთილ ქუდებზე ეტყობოდათ, რომ ეს ჯენტლმენე-
ბი პრესის წარმომადგენლები გახლდნენ.
იყო მათში რაღაც დაქანცულად ცინიკური, დაქანცული
ლტოლვა ახალი იდეისკენ, რაც თითქოს დაქანცულად ამბობდა:
„ვიცი, ვიცი, მაგრამ რა ხდება, რატომ ატყდა ეს ალიაქოთი?“
ამავე დროს, მათში იყო რაღაც მომხიბვლელიც, შეიძლება
გახრწნილი, მაგრამ მაინც კარგი, რაღაც, რაც ოდესღაც იმედით
და შთაგონებით იყო ანთებული, რაც ამბობდა: „რა თქმა უნდა,
ადრე მეც ასეთი ვიყავი, სიცოცხლეს მივცემდი, რამე კარგი რომ
დამეწერა. ახლა გავბოზდი. მეგობარს გავყიდი სენსაციური ამ-
ბის ხელში ჩასაგდებად. ყველაფერს ვუღალატებ – რწმენას, მე-

371
გობრობას – შენს ნათქვამს ისე მოვატრიალებ, რაც კი რამ ღირ-
სეული და პატიოსანი იყო სიტყვებში, კლოუნის ან მასხარას ყბე-
დობას დავამსგავსო, თუ, ჩემი აზრით, უკეთესი ამბავი გამოვა.
ფეხებზე მკიდია სიმართლე, სიზუსტე, ფაქტები, რას წარმოადგე-
ნენ ეს ადამიანები, მათი ცხოვრება, სიტყვები, გარეგნობა, მათი
ნამდვილი სახე, განსაკუთრებული თვისებები, ამინდი, ხანძა-
რიც, ერთადერთი, რაც მინდა – ეს ყველაფერი ამბისთვის გამო-
ვიყენო. მე მხოლოდ „ხედვის კუთხე“ მჭირდება. ამ ღამეში იყო
წუხილი და სიყვარული, შიში და ექსტაზი, ტკივილი და სიკვდი-
ლი: მთელი სამყაროს დრამა აქ გათამაშდა. მაგრამ ეს ყველა-
ფერი ფეხებზე მკიდია, მთავარია, რამე ისეთი გამოვჩხრიკო,
რომ ხვალ დილით ჩვენმა მკითხველმა საკუთარ თვალებს არ
დაუჯეროს – შეიძლება მოვუყვე, რომ მის ლენა ჯინსტერს მახ-
რჩობელა გველი გაექცა გალიიდან და პოლიცია და მეხან-
ძრეები ჯერ კიდევ ვერ პოულობენ და ფეშენებელური სახლის
ბინადრები შეძრწუნებულები არიან... დიახ, ასეთი გახლავართ,
ჩემო ძმებო, თითები ჩაყვითლებული მაქვს, თვალები – დაღ-
ლილი, პირიდან ჯინის სუნი ამომდის და კიდევ ის, რაც დარჩა
გუშინდელი ქეიფიდან, და ახლა ღმერთს ვევედრები, ტელეფო-
ნამდე მიმაღწევინოს, ჩემი ამბავი რომ გადავცე, ბოსმა რომ
მითხრას, შეგიძლია, სახლში წახვიდეო, მე კი ედის ბარში შევივ-
ლი და ერთ-ორ ჭიქა ყინულიან ვისკის კიდევ ჩავარტყამ, ვიდრე
ხვალინდელი დღე დამათენდება თავზე. ძალიანაც ნუ გამკიც-
ხავთ. მართალია, ყველას და ყველაფერს გავყიდი, არც ერთი
კაცის გვარი და არც ერთი ქალის რეპუტაცია არაფრად არ მი-
მაჩნია, ოღონდაც რამე ამბავი დავითრიო. არადა გულის სიღ-
რმეში არა ვარ ცუდი ბიჭი. წესიერების ნორმებს ვარღვევ და
ვარღვევ, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, წესიერი კაცი ვყოფი-

372
ლიყავი. სიმართლეს არ ვყვები, მაგრამ სინდისი მაბადია. შე-
მიძლია, დროდადრო საკუთარ თავს თვალი გავუსწორო, სიმარ-
თლე ვუთხრა და დავინახო, მართლა როგორი ვარ. ვერ ვიტან
ფარისევლობას, თვალთმაქცობას, ეშმაკობას და მიკიბ--
მოკიბვებს და რომ ვიცოდე, ხვალინდელი დღე უკანასკნელი იქ-
ნება – ო, ღმერთო! – რას არ დავწერდი იმ დღისთვის! და კიდევ,
იუმორის გრძნობა მაქვს, მიყვარს გართობა, ჭამა-სმა, მეგობ-
რებთან გემრიელი ლაპარაკი და ყველაფერი ლაზათიანი. ასე
რომ, ძალიანაც ნუ დამძრახავთ. ისეთი ცუდიც არ ვარ, როგორ
ცუდ საქმეებსაც ვაკეთებ.
აი, ასეთი გაურკვეველი და მაინც მკაფიო ნიშნებით გამოირ-
ჩეოდნენ ეს ჯენტლმენები. იფიქრებდი, რომ სამყარომ მათ გამუ-
რული ხელი შეახო და ჭუჭყი მოსცხო, მაგრამ თან რაღაცნაირი
კეთილი მიწიერებაც უბოძა – მდიდარი გამოცდილების წყალო-
ბით შეძენილი ღირსებები, გონიერება და მიხვედრილობა,
უშუალობა მწარე სიტყვის წარმოთქმისას.
ორი თუ სამი მათგანი ინტერვიუს ასაღებად ვიღაცებს გა-
მოელაპარაკა სააფთიაქო მაღაზიაში. წარმოუდგენლად უადგი-
ლო კითხვებს უსვამდნენ. ყველაზე ლამაზი და ახალგაზრდა გო-
გოები გამოარჩიეს და აზუსტებდნენ, იმ სახლში ცხოვრობდნენ
თუ არა, მერე უცებ გულუბრყვილოდ ჰკითხეს, მაღალი წრიდან
ხომ არ ხართო. გოგო თუ დაეთანხმებოდა, ჟურნალისტები მის
გვარს და წარმომავლობის დეტალებს იწერდნენ.
ამასობაში, ერთ-ერთი პრესის წარმომადგენელი, საკმაოდ
გაქუცული ჯენტლმენი, გაბუშტული წითელი ცხვირით და მეჩხე-
რი კბილებით, თავისი აღმოჩენის მოსახსენებლად რედაქციაში
რეკავდა, ქუდი უკან გადაეგდო და კაბინაში გათხლაშულს, ფე-
ხები ღია კარში გამოეყო. ჯორჯ ვებერი ახლოს იდგა კაბინას-

373
თან. შემოსვლისთანავე შეამჩნია ის ჟურნალისტი და თვალს
ვერ სწყვეტდა ამ გაქუცულ, გაიძვერა კაცს. ჯორჯი თავს ისე აჩ-
ვენებდა, თითქოს ირგვლივ გაჩაღებულ ყბედობებში იყო ჩარ-
თული, არადა იმ ჟურნალისტის ყოველ სიტყვას ყურადღებით
ისმენდა:
– ნამდვილად, ამას გეუბნები, ხო. უბრალოდ, წერე... პოლი-
ცია მოვიდა, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა, თითქოს მოეწო-
ნა, გაზეთის შტამპი რომ იხმარა, – პოლიცია მოვიდა და შენო-
ბას კორდონი შემოავლო, – მერე წამიერი პაუზა დადგა და წი-
თელცხვირა კაცმა გაღიზიანებით წამოიყვირა, – არა, არა, არა!
ესკადრონი არა! კორდონი! კ-ო-რ-დ-ო-ნ-ი! თუ ღმერთი გწამს! –
აგრესიულად განაგრძო, – რამდენი ხანია, გაზეთში მუშაობ? ეს
სიტყვა ადრე არ გაგიგონია? ახლა მისმინე, – სერიოზულად გა-
ნაგრძო, თან ქაღალდზე დაჯღაბნილს დაჰყურებდა, – სახლის
ბინადრებს შორის ბევრია მაღალი წრის წარმომადგენელი,
ახალგაზრდებშიც არიან უკვე სახელგანთქმულები... რაა? ეს
როგორ? – ჰკითხა გაოცებულმა, – ოჰ!
სწრაფად მიმოიხედა გარშემო, ხმა დაიდაბლა და განაგრძო:
– ნამდვილად! ორია მკვდარი!.. არა – მხოლოდ ორი, ის ამ-
ბავი ტყუილი აღმოჩნდა. ის მოხუცი ქალბატონი იპოვეს... მაგ-
რამ, მისმინე, მე რას გეუბნები! ის ქალი მარტო ყოფილა, როცა
ხანძარი გაჩნდა, გესმის? ოჯახის წევრები არ იყვნენ სახლში და
როცა დაბრუნდნენ, ეგონათ, რომ ვერ გამოაღწია. მაგრამ მერე
იპოვეს, ხალხში იდგა, ერთ-ერთი პირველი გამოსულა. კი...
მხოლოდ ორი. ორივე მელიფტეა, – კიდევ უფრო დაიდაბლა
ხმა, თავის ჩანაწერს ჩაჰყურებდა და ყურადღებით კითხულობ-
და, – ჯონ ინბორგი... სამოცდაოთხი წლის... ცოლიანი... სამი
შვილი ჰყავდა... ქუინსში ცხოვრობდა... ჩაწერე? და ჰერბერტ ან-

374
დერსონი... ოცდახუთი წლის... უცოლო... დედასთან ერთად
ცხოვრობდა... ბრონქსი, სამხრეთი ბულვარი 841... წეერ? გასა-
გებია, გასაგებია!
კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ოთახს და ჩუმი ხმით უთხრა:
– არა, ვერ გამოიყვანეს. ორივე ლიფტში იყო, სახლის მობი-
ნადრეების ჩამოსაყვანად ადიოდნენ ზევით... როცა ვიღაც
აღელვებულმა კრეტინმა სინათლის ანთება მოინდომა, შემ-
თხვევით სხვა გადამრთველი გადაატრიალა და დენი გაუთიშა...
კი... ზუსტად. სართულებს შორის ჩარჩნენ. ახლახან ამოიყვანეს
ინბორგი, ცულები დასჭირდათ კარის შესამტვრევად, – ყურ-
მილს კვერი დაუკრა, – რა თქმა უნდა, კვამლმა, გვიანღა იყო,
როცა იქამდე მიაღწიეს, არა, სულ ესაა. მხოლოდ ის ორი. არა,
ჯერ არავინ არაფერი არ იცის. ადმინისტრაციას უნდა, რაც შეიძ-
ლება გვიან გაიგოს ხალხმა... რაა? ჰეი! ხმამაღლა ილაპარაკე,
არ მესმის! რას ბურტყუნებ! – ხმამაღლა, გაღიზიანებულმა დაიყ-
ვირა და ახლა ყურადღებით უსმენდა.
– კი, თითქმის დამთავრდა, მაგრამ მაგარი რამ იყო. ვერ უდ-
გებოდნენ, ხანძარი სარდაფში გაჩნდა და კვამლსადენიდან
მოედო ზედა სართულს... კი, ვიცი, – თავი დააქნია, – ამიტომ
გაძლიერდა ასე. ზუსტად შენობის ქვემოთ რკინიგზის ლიანდა-
გის ორი სართული დაზიანდა. ჯერ ეშინოდათ, სარდაფი რომ და-
ეტბორათ, მაგრამ ცეცხლსაქრობით ვერ ჩააქრეს, ამიტომ გვი-
რაბში დენი გამორთეს და წყალი შეუშვეს. ალბათ ოლბანის
სადგურამდე მატარებლებით არის გზა ჩახერგილი... რა თქმა
უნდა, უკვე ტუმბავენ. ჰა და ჰა დამთავრდება, ისე, მაგარი რამ
იყო... კარგი, მაკ, კიდევ გინდა, რომ აქ ვიტრიალო? ოქეი, – და
ყურმილი დაკიდა.

375
თავი ოცდამეერთე

სიყვარული ყველაფერი არ არის

ხანძარი ჩააქრეს. როგორც კი პირველმა სახანძრომ


იქაურობა დატოვა, მისის ჯეკი თავის თანმხლებებთან ერთად
ქუჩაში გავიდა. იქ ტროტუარზე მისტერ ჯეკი, ედიტი და ელმა
დახვდნენ. სასტუმროში ძველ მეგობრებს გადაჰყროდნენ და ემი
და მისი კომპანიონები იქ დარჩენილან.
მისტერ ჯეკი კარგ გუნებაზე ჩანდა, ქცევაზე სასიამოვნოდ ეტ-
ყობოდა, მეგობრებთან ერთად გადაეკრა. მკლავზე ქალის პალ-
ტო ჰქონდა გადაკიდებული, ცოლს რომ მიუახლოვდა, მხრებზე
მოახურა და უთხრა:
– მისის ფელდმანმა გამომატანა, თქვა, შეგიძლიათ, ხვალ
დამიბრუნოთო.
მისის ჯეკი მთელი ეს ხანი მხოლოდ საღამოს კაბის ამარა
იყო. მოახლეებს უთხრა, პალტოები ჩაიცვითო, მაგრამ თვითონ
და მის მენდლის სულ გადაავიწყდათ, რამე მოეხურათ.
– რა კარგი ადამიანია! – შესძახა მისის ჯეკმა, სახე გაუნათ-
და, როცა გაიფიქრა, სტრესულ სიტუაციაში ყველა როგორი კე-
თილი ხდებაო.
– განა ადამიანები კეთილები არ არიან?
სხვა ლტოლვილებიც მოიკვლევდნენ გზას და კუთხეში შეგ-
როვდნენ, რადგან პოლიცია ჯერ კიდევ ალოდინებდათ. სახან-
ძროების უმეტესობა უკვე წასულიყო, დანარჩენებიც ათახთახ-
დნენ და წასასვლელად ემზადებოდნენ. ერთმანეთის მიყოლე-

376
ბით ხმაურით დატოვეს იქაურობა. და ბოლოს და ბოლოს პოლი-
ციამ ნება დართო სახლის ბინადრებს, თავიანთ ბინებში დაბრუ-
ნებულიყვნენ.
სტივენ ჰუკი დაემშვიდობათ და თავის გზას დაადგა, სხვები
შენობისკენ გაემართნენ. თაღებიანი შესასვლელებიდან ხალ-
ხის ნაკადი მოიწევდა, თან მოახლეებს, მზარეულებს და მძღო-
ლებს აგროვებდნენ გზადაგზა. იერარქიული წესრიგი კვლავ
მყარდებოდა და ქალბატონები და ბატონები მსახურებს განკარ-
გულებებს აძლევდნენ.
ხუთი საათის წინანდელი განწყობა სრულიად შეიცვალა. ამ
ადამიანებმა დაიბრუნეს ჩვეული თავდაჯერება და სიმტკიცე.
მღელვარების წუთებში გამოვლენილი მეგობრული და უშუალო
ურთიერთობების კვალიც აღარ იყო. თითქოს რცხვენოდათ კი-
დეც, ემოციებმა რომ უმტყუნათ და ასე დაუფიქრებლად მეზობ-
ლების მიმართ თბილი გრძნობები გამოამჟღავნეს. პატარა ოჯა-
ხებით სათითაოდ შედიოდნენ თავიანთი ცალკე შესასვლელები-
დან და საკუთარ მყუდრო საკნებს უბრუნდებოდნენ.
ჯეკების შესასვლელში ჯერ კიდევ იგრძნობოდა კვამლის სუ-
ნი. შუქი მოსულიყო და ლიფტიც მუშაობდა. მისის ჯეკმა გაოცე-
ბულმა შენიშნა, რომ ლიფტით შვეიცარმა, ჰენრიმ აიყვანა და
ჰკითხა, ჰერბერტი შინ ხომ არ წავიდაო. ჰენრი შეყოყმანდა და
მშვიდად უთხრა:
– დიახ, მისის ჯეკ.
– ალბათ შენც დაქანცული ხარ! – თბილად უთხრა მისის ჯეკ-
მა, წამიერად მოგვრილი თანაგრძნობით, – რა გადავიტანეთ,
არა? – განაგრძო მგზნებარედ, – ცხოვრებაში ასეთი ამაღელვე-
ბელი დომხალი თუ გინახავს?

377
– მართალი ხართ, მემ, – ისეთი უცნაურად უდრეკი ტონით
თქვა ჰენრიმ, რომ მისის ჯეკს სიტყვა პირზე შეაშრა. ასეთი რამ
ადრეც ბევრჯერ მომხდარა და გაიფიქრა: „რა უცნაური კაცია!
ადამიანები როგორი განსხვავებულები არიან! ჰერბერტი საოც-
რად თბილი, მხიარული და ადამიანურია. მასთან დალაპარაკე-
ბა შეიძლება. ეს კი გაყინული და ოფიციალურია, ვერასოდეს
მიხვდები, გულში რა უდევს. თუ გამოლაპარაკებას მოინდომებ,
ლამის შეურაცხყოფა მოგაყენოს, ადგილზე დაგსვამს, გაგრძნო-
ბინებს, რომ შენთან საერთო არაფერი აქვს“.
თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, ბრაზი ერეოდა. თვითონ
ხომ ძალიან მეგობრული ადამიანი იყო და უნდოდა, ყველა ასე-
თი ყოფილიყო, მოსამსახურეებიც კი. მისი შეფიქრიანებული
გონება შვეიცარის გასაიდუმლოებულმა ბუნებამ მოიცვა: „ნეტა,
რა ჭირს“, – ფიქრობდა მისის ჯეკი, – „სულ მოღუშულია, სულ
გაღიზიანებული, სულ რაღაც წყენას მალავს გულში. ნეტა, რა-
ტომ არის ასეთი. ისე, საბრალო, ალბათ რა ცხოვრებასაც ის
ეწევა, ვერავის გაახალისებდა – კარი გააღე, ტაქსი გამოიძახე,
ადამიანებს მანქანაში ჩაჯდომასა და გადმოსვლაში მიეხმარე,
მთელი ღამე კითხვებზე უპასუხე. მაგრამ, თუ ასეა, ჰერბერტს
ხომ უარესი საქმე ევალება – გამომწყვდეულია ლიფტში და
ზევით-ქვევით დადის, თუმცა მაინც სულ კეთილგანწყობილი და
თავაზიანია!“
მისის ჯეკმა ნაწილობრივ გამოთქვა თავისი ნაფიქრი:
– ჰერბერტს ალბათ შენზე უარესი დღე ადგა, მთელი ხალხი
უნდა გამოეყვანა გარეთ.
ჰენრის აღარ უპასუხია. უბრალოდ, არ შეიმჩნია, რომ გაიგო-
ნა. ლიფტი გააჩერა, კარი გააღო და უემოციო ხმით თქვა:
– თქვენი სართულია, მისის ჯეკ.

378
ყველანი რომ გამოვიდნენ და ლიფტი ქვევით დაეშვა, მისის
ჯეკი ოჯახის წევრებს და სტუმრებს მიუბრუნდა და სახეალეწილ-
მა გაბრაზებით თქვა:
– მართალი გითხრათ, ამ ყმაწვილმა დამღალა! საშინელი
უჟმური ვინმეა! დღითიდღე უარესი ხდება. უკვე პასუხის ღირსა-
დაც არ გთვლის.
– ესტერ, ალბათ ძალიან გადაიღალა, – დაამშვიდა მისტერ
ჯეკმა, – დღეს ყველას მძიმე დღე გვქონდა.
– მერე ჩვენი ბრალი ხომ არ ყოფილა, რაც მოხდა? – ირო-
ნიულად იკითხა მისის ჯეკმა. სასტუმრო ოთახში რომ შევიდა და
მისტერ ლოუგენის წარმოდგენის დანატოვარი ქაოსი იხილა
კვლავ, მხრები კომიკურად აიჩეჩა, უცებ გაუნათდა სწრაფი და
მხიარული გონება და თქვა, – ხანძრის მერე ყველაფერი ფას-
დაკლებით ხომ არ გაგვეყიდა?
ოთახში ყველაფერი უცნაურად უცვლელი დახვდათ, უც-
ნაურად იმიტომ, რომ რაც აღელვებულებმა იქაურობა დატოვეს,
ძალიან ბევრი რამ მოხდა. მძიმე ჰაერი იდგა, ოდნავ იგრძნობო-
და კვამლის სუნი. მისის ჯეკმა ნორას უთხრა, ფანჯარა გაეღო.
მერე სამმა მოახლემ ავტომატურად განაახლა შეწყვეტილი საქ-
მე და ოთახის დალაგება დაიწყო.
მისის ჯეკმა ბოდიში მოიხადა და ერთი წუთით თავის ოთახში
გავიდა. ნათხოვარი პალტო გაიხადა, კარადაში შეკიდა და ცოტა
აჩეჩილი თმა ფრთხილად დაივარცხნა.
მერე ფანჯარასთან მივიდა, ჩარჩო რაც შეიძლება მაღლა ას-
წია და ღრმად ჩაისუნთქა სუფთა, გამაჯანსაღებელი ჰაერი.
მოეწონა. ოქტომბრის გრილმა სუნთქვამ კვამლის ყველა ნიშან-
წყალი წაშალა. მთვარის თეთრ შუქზე მანჰეტენის შპილები და
ბასტიონები ცივ, მაგიურ ბრწყინვალებას ასხივებდნენ. ესტერმა

379
სული დაიწყნარა. სიმშვიდემ და თავდაჯერებამ მოიცვა მისი არ-
სება. ცხოვრება ისეთი საიმედო, ისეთი მშვენიერი და ისეთი
კარგი იყო.
ფეხებში წამიერი, სუსტი ბიძგი იგრძნო. შეკრთა, დაელოდა,
სმენად იქცა... ნუთუ ჯორჯის ძველი პრობლემები ისევ თავს
იჩენს და მისი სულის სიმშვიდეს დაარღვევს? უცნაურად ჩუმი
იყო მთელი საღამო. ორი სიტყვა ძლივს ამოღერღა. რა ჭირდა?..
და კიდევ რაღაც ჭორი გაიგო თითქოს... რაო, აქციები ეცემა?
მგონი, ლოურენს ჰირშის ნათქვამს მოჰკრა ყური, მაგრამ მაშინ
ყურადღება არ მიუქცევია. ახლა კი მოაგონდა: „ბირჟაზე უმნიშ-
ვნელო ცვლილებებია“, – ასე თქვა. რა ცვლილებებზე იყო
საუბარი?
აი, უკვე მეორედ! რა ხდება?
ისევ მატარებლები!
მატარებელმა ჩაიარა, ნაზი ტორტმანით მარადიულ კლდეს
შეაფარა თავი და ოქტომბრის ღამის ცისფერი გუმბათი დატოვა.
ესტერს კვლავ გაეღიმა, შეჭმუხნილი შუბლი გაეშალა. სასტუმ-
რო ოთახში გასასვლელად რომ მიტრიალდა, ანგელოზივით გა-
ნაზებოდა სახე – პატარა, წესიერი ბავშვივით, კიდევ ერთი დღის
დიდი თავგადასავალი რომ დაასრულა.
ედიტმა და ელმამ შინ დაბრუნებისთანავე თავიანთ საძინებ-
ლებს მიაშურეს. ლილი მენდლი პალტოს გამოსატანად შევიდა
ერთ-ერთ საძინებელში და მშვენიერი მოსასხამით გამობრუნ-
და.
– ძვირფასო, არაჩვეულებრივი იყო ყველაფერი, – თქვა
დაღლილი, ჩახლეჩილი ხმით და მისის ჯეკს გულთბილად აკო-
ცა, – ცეცხლი, კვამლი, გოჭი ლოუგენი, ყველაფერი – უბრა-
ლოდ, აღტაცებული ვარ!

380
მისის ჯეკი გულიანად იცინოდა.
– შენი წვეულებები ყოველთვის შესანიშნავია! – დაასკვნა
მის მენდლიმ, – არასოდეს არ იცი, რა მოხდება.
მერე ყველას დაემშვიდობა და წავიდა.
ჯორჯ ვებერიც ემზადებოდა წასასვლელად, მაგრამ მისის ჯეკ-
მა ხელი გაუყარა და დაყოლიება სცადა:
– ჯერ არ წახვიდე. რამდენიმე წუთი კიდევ დარჩი და დამე-
ლაპარაკე.
მისტერ ჯეკს ერთი სული ჰქონდა, ლოგინში დაწოლილიყო.
ცოლს ლოყაზე აკოცა, უშუალოდ დაემშვიდობა ჯორჯს და თავი-
სი ოთახისკენ გაემართა. ახალგაზრდებს შეუძლიათ, მოვიდნენ
და წავიდნენ, მაგრამ მისტერ ჯეკს ძილი უნდოდა.
ამასობაში გარეთ აცივდა და ისეთი პირი უჩანდა, შესაძლოა,
მოეყინა კიდეც. გიგანტურ ქალაქს ღრმა ძილით ეძინა. ქუჩები
დაცარიელებულიყო, დროდადრო ტაქსი თუ დაარღვევდა სიჩუ-
მეს. ცარიელ ტროტუარებზე იშვიათად ჩავლილი მარტოხელა
კაცის ფეხის ხმა ექოსავით ისმოდა. აწოწილ საოფისე შენობებში
შუქი არ ენთო, მხოლოდ ერთი ჩაბნელებული კლდის ყველაზე
მაღალი სართულის რომელიღაც ფანჯარაში ჩანდა სინათლე და
იქ თავისი საქმის რომელიღაც ერთგული მონის ყოფნას ააშკა-
რავებდა – სავარაუდოდ, მოსაწყენ მოხსენებას ამზადებდა
მეორე დილისთვის.
გრანდიოზული შენობის გვერდითა შესასვლელთან, ახლა
უკვე დაცარიელებული გზაჯვარედინი რომ იყო, პოლიციის მწვა-
ნე სასწრაფო დახმარების მანქანა მოაყენეს. მანქანა ჩუმად
მოსრიალდა და ჩართული ძრავა წყნარად გუგუნებდა. კაციშვი-
ლის ჭაჭანება არ ჩანდა გარშემო.

381
ამ დროს სარდაფში ჩასასვლელი კარი გაიღო და იქიდან
ორი პოლიციელი გამოვიდა. ზეწარგადაფარებული საკაცე მოჰ-
ქონდათ. ზეწრის ქვეშ რაღაც უმოძრაოდ იდო. საკაცე ფრთხი-
ლად შეაცურეს სასწრაფო დახმარების საბარგულში.
მძღოლმა და კიდევ ერთმა მანქანას შემოუარეს და წინ დას-
ხდნენ. მერე სერჟანტს რაღაც ჩუმად გადაულაპარაკეს და დაიძ-
რნენ.
სამი ოფიცერი დარჩა, დაბალ ხმაზე ლაპარაკობდნენ, ერთ--
ერთმა რაღაც ჩაინიშნა პატარა წიგნაკში. მერე ერთმანეთს და-
ემშვიდობნენ და ყველამ თავისი გზით გასწია, თავისი მოვა-
ლეობის შესასრულებლად.
ამასობაში, შთამბეჭდავ მთავარ შესასვლელში კიდევ ერთი
პოლიციელი შვეიცარ ჰენრისთან ერთად რაღაცაზე მსჯელობ-
და. ჰენრის უემოციო, ერთმარცვლიან, გაღიზიანებულ სიტყვებს
პოლიციელი წიგნაკში იწერდა.
– როგორც თქვი, ახალგაზრდა უცოლო იყო, არა?
– დიახ.
– რამდენი წლის იყო?
– ოცდახუთის.
– სად ცხოვრობდა?
– ბრონქსში.
ისე ჩუმად და მწუხარედ ამბობდა, ჩურჩულს ჰგავდა. პოლი-
ციელმა თავი ასწია და უხეშად ჰკითხა:
– საად?
– ბრონქსში! – გაბრაზებით იყვირა ჰენრიმ.
პოლიციელმა დაამთავრა ჩაწერა, წიგნაკი ჯიბეში ჩაიდო და
ვითომც არაფერიო, თქვა:
– არ ვისურვებდი იქ ცხოვრებას, შენ? მეტისმეტად შორსაა.

382
– რა ვიცი, – მოუჭრა ჰენრიმ, მიტრიალდა, მოუთმენლობა
ეტყობოდა, – თუ სულ ესაა...
– სულ ესაა, – უხეშად და ირონიულად მიუგო პოლიციელმა,
– სულ ესაა, ძმაო.
ცივი, გაქვავებული თვალები მხიარულად აუციმციმდა, პო-
ლიციელის ხელკეტი მხარზე გაიდო და უყურებდა, სანამ შვეიცა-
რი თვალს არ მოეფარა.
ჯეკების სასტუმრო ოთახში ჯორჯი და ესტერი მარტო დარ-
ჩნენ. იგრძნობოდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, წვეულება
დასრულდა, ხანძარი ჩააქრეს და სტუმრები წავიდნენ.
ესტერმა ნაზად ამოიოხრა და ჯორჯის გვერდით დაჯდა. ერ-
თხანს დაკვირვებული თვალით ათვალიერებდა ოთახს. ყველა-
ფერი ისე იყო, როგორც ყოველთვის, ვინმე რომ მოსულიყო,
ვერც მიხვდებოდა, რა ამბები დატრიალდა სულ ახლახან.
– რა უცნაური იყო, არა? – ჩაფიქრებულმა თქვა, – წვეულება
და მერე ეს ხანძარი! იმის თქმა მინდა, როგორ მოხდა ეს ყველა-
ფერი... – ცოტა დაბნეული ლაპარაკობდა, თითქოს ის ვერ თქვა,
რის თქმაც უნდოდა, – არ ვიცი, რა იყო ეს მისტერ ლოუგენის
წარმოდგენა... მერე მოულოდნელად სახანძროებმა ჩაიქრო-
ლეს... გვეგონა, სადღაც სხვაგან მიდიოდნენ. თითქოს რაღაც
წინასწარმეტყველებას ჰგავდა... – ემოციების გამოხატვა უჭირ-
და და წარბები შეიჭმუხნა, – ცოტა საშიშიც კი იყო, არა? არა,
ხანძარს არ ვგულისხმობ! – მშვიდად ლაპარაკობდა, – ხანძარი
დიდი ვერაფერი. თან არავინ დაშავებულა. რა საოცრად ამა-
ღელვებელი იყო, მართლა, იცი, რა მინდა ვთქვა, – ისევ დაბ-
ნეული და შეფიქრიანებული ტონით, – როცა უფიქრდები, რო-
გორ... იმის თქმა მინდა, როგორ ცხოვრობს დღეს ხალხი...
უზარმაზარ სახლებში... სადაც შეიძლება, ხანძარი გაჩნდეს და

383
არც იცოდე... არის რაღაც შემაძრწუნებელი ამაში, არა?.. და
ღმერთო! – უცებ გახალისდა, – ასეთი ხალხი თუ გინახავს ცხოვ-
რებაში? აქ რომ ცხოვრობენ, იმათზე ვამბობ, ეზოში რომ მოედი-
ნებოდნენ?
გაიცინა და ცოტა ხნით გაჩუმდა, მერე ჯორჯს ხელი მოჰკიდა
და აღტაცებული სახით ნაზად ჩასჩურჩულა:
– არავინ არ მაინტერესებს... ყველა წასულია... მთელი სამ-
ყარო გაქრა... მე და შენ დავრჩით მხოლოდ... იცი, – მშვიდად
ლაპარაკობდა, – სულ შენზე რომ ვფიქრობ? დილით როცა ვიღ-
ვიძებ, პირველი, რაც მაგონდება, შენ ხარ. და იმ წუთიდან ჩემს
გულში გატარებ მთელი დღე... აი აქ, – გულზე მიიდო ხელი და
აღტაცებულმა ჩურჩულით განაგრძო, – შენ ავსებ ჩემს ცხოვრე-
ბას, ჩემს გულს, ჩემს სულს, მთელ ჩემს არსებას. როგორ ფიქ-
რობ, ჩვენსავით ვინმეს ჰყვარებია ერთმანეთი, რაც სამყარო
არსებობს? ორ სხვა ადამიანს ჩვენსავით ჰყვარებია ერთმანე-
თი? დაკვრა რომ ვიცოდე, შესანიშნავ მუსიკას შევქმნიდი. სიმ-
ღერა რომ ვიცოდე, ლამაზ სიმღერას დავწერდი. წერა რომ შე-
მეძლოს, შესანიშნავ მოთხრობას შევთხზავდი. მაგრამ, როცა
ვცდილობ, დავუკრა ან სიმღერა დავწერო, შენ გარდა ვერაფერ-
ზე ვფიქრობ... იცი, ერთხელ მოთხრობის დაწერა რომ მოვინ-
დომე? – გაიღიმა და შევარდისფრებული სახე მისკენ გადახარა,
– მითქვამს ოდესმე ეს? – ჯორჯმა თავი გააქნია.
– დარწმუნებული ვიყავი, შესანიშნავი მოთხრობა გამომივი-
დოდა, – აღელვებული ჰყვებოდა ესტერი, – ამ მოთხრობაზე
ფიქრმა დამატყვევა. ლამის იყო, შიგნიდან ამოეხეთქა. მაგრამ
დაწერა რომ ვცადე, ერთადერთი, რის თქმაც შევძელი, ეს იყო:
„გრძელი, გრძელი ღამე ვიწექი და შენზე ვფიქრობდი“.
მოულოდნელად მთელი გულით გაიცინა.

384
– და ამ სიტყვებს ვეღარ გავცდი. ისე, რა კარგი დასაწყისია,
არა? როცა ღამე დაძინება მიჭირს, ეს ფრაზა მაგონდება, თით-
ქოს შეპყრობილი ვარ, სულ ყურში მიჟღრიალებს. „გრძელი,
გრძელი ღამე ვიწექი და შენზე ვფიქრობდი“. მთელი მოთხრო-
ბაც ეს არის.
სახე ახლოს მიუტანა და ტუჩები საკოცნელად გაამზადა.
– ოჰ, ძვირფასო, ესაა მთელი მოთხრობა. ამქვეყნად სხვა
არაფერი არსებობს. სიყვარულია ყველაფერი.
ჯორჯმა ვერაფერი უპასუხა. როცა ქალს უსმენდა, იცოდა,
რომ ეს არ იყო მოთხრობა. სევდა მოეძალა, ძალიან დაღლილი
იყო. მოგონებები მათ მრავალწლიან სიყვარულზე, სილამაზეზე
და ერთგულებაზე, ტკივილზე და ჩხუბებზე, მის ნდობაზე, სინაზე-
ზე და კეთილშობილ თავდადებაზე – მთელი ეს მისი სიყვარუ-
ლის სამყარო, რაც ხორცს და ერთ პატარა ოთახს შეეძლო
დაეტია – წამიერად გაუცოცხლდა და გული ჩასწყვიტა.
იმიტომ, რომ იმ ღამით ჯორჯი მიხვდა – სიყვარული ყველა-
ფერი არ იყო. მიხვდა – უნდა არსებობდეს უფრო მაღალი თაყ-
ვანისცემა, ვიდრე ეს ნაზი ტყვეობაა, უნდა არსებობდეს უფრო
დიადი სამყარო, ვიდრე ეს სამყაროს ბრწყინვალე ფრაგმენტი,
თავისი სიმდიდრით და პრივილეგიებით. მთელი ბავშვობა და
ყმაწვილკაცობა, მისთვის ლამაზი, უდარდელი, ფუფუნების, ძა-
ლაუფლების, სიდიადის და უსაფრთხოების სამყარო ადამიანუ-
რი ამბიციის მწვერვალი იყო, უკიდურესი ზღვარი ადამიანის
სურვილისა. მაგრამ ამ ღამით რეალობამ სხვადასხვა და ერ-
თმანეთთან დაუკავშირებელ სიტუაციებში გამოააშკარავა მთა-
ვარი არსი. მან ის შიშველი იხილა, სრულიად დაუცველი, და
მიხვდა, როგორაა აგებული საზოგადოების სტრუქტურის ფუტუ-
რო პირამიდა და როგორ ემყარება ის კაცობრიობის სისხლს,

385
ოფლს და ტკივილს. ასე რომ, უკვე ზუსტად იცოდა – თუ ოდესმე
წარმატების მიღწევა სურდა მწერლობაში, პირი უნდა ექცია და
უფრო მაღალი ღირსებისკენ აღეპყრო თავი.
ფიქრობდა იმ საქმეზე, რომლის კეთებაც სურდა. ამბები, რო-
მელთა მომსწრეც იმ ღამით გახდა, როგორღაც დაეხმარა, შინა-
განი ქაოსი და საკუთარ თავთან ბრძოლა დაესრულებინა. ბევ-
რი რამ, რაც ძალიან ჩახლართული ეჩვენებოდა, ახლა სრული-
ად მარტივი აღმოჩნდა. აი, სადამდე დადუღდა ყველაფერი:
გულწრფელობა, წესიერება, არავითარი კომპრომისი სიმარ-
თლესთან – სწორედ ეს არის ნებისმიერი ხელოვნების არსი,
მათ გარეშე მწერალი კი არა, დაქირავებული გადამწერიც არ
გეთქმის.
აქ კი სცენაზე ესტერი და მისი სამყარო იჭრებოდნენ. ამერი-
კაში, ისე, როგორც სხვაგან არსად ამქვეყნად, არ არსებობს კე-
თილსინდისიერი კომპრომისი პრივილეგიასთან. პრივილეგია
და სიმართლე ერთად ვერ თავსდება. ვერცხლის დოლარი
თვალთან ძალიან ახლოს რომ მიიტანო, მზეს დაჩრდილავს.
ამერიკაში ისეთი ძლიერი მიწისქვეშა დინებებია, იმდღევანდელ
ბრწყინვალე საზოგადოებას რომ არც დაესიზმრება და იმ სიღ-
რმეების გაზომვა თავად სურდა.
ამას რომ ფიქრობდა, ისევ ის ფრაზა ამოუტივტივდა, მთელი
საღამო რომ არ ასვენებდა და მთელ ნანახს და გაგონილს ფო-
ნად მიჰყვებოდა:
– ის, ვინც მოდას თავს აბანძებინებს, მას დრო გააბანძებს.
ესე იგი... ესტერმა დაასრულა ლაპარაკი და მის აღფრთოვა-
ნებულ სახეს რომ შეხედა, მოულოდნელად სიყვარული და სიბ-
რალული მოეძალა.… ასე მოხდება: ორივენი თავ-თავიანთ საქ-
მეებს მიხედავენ დღეიდან.

386
მაგრამ დღეს არა, ხვალ ეტყვის. ხვალ...
დიახ, ხვალ ყველაფერს ეტყვის. ასე აჯობებს. პირდაპირ ეტ-
ყვის, ისე, როგორც თვითონ ესმის – ისე, რომ არც მას გაუჭირ-
დეს გაგება. ოღონდ ხვალ.
მხოლოდ ერთ რამეს არ ეტყვის, ასე უფრო ადვილი იქნება
მისთვისაც და ესტერისთვისაც. უფრო დამაჯერებლად, კეთილ-
შობილურად და მოკლედ გამოვა, თუ ეტყვის, რომ ჯერ კიდევ უყ-
ვარს, ყოველთვის ეყვარება და მის ადგილს სხვა ვერავინ
დაიკავებს. არც მზერამ, არც სიტყვამ ან ჟესტმა არ უნდა გათ-
ქვას, რომ ყველაზე მეტად ამის გაკეთება უჭირს. უმჯობესია, არ
იცოდეს, იმიტომ, რომ თუ მიხვდება, ვერ გაუგებს...
...ვერ გაუგებს ხვალ...
...რომ კაცის გული მიქცევას მიჰყვება...
...უნდა წავიდეს...
იმ ღამით ცოტა კიდევ ისაუბრეს. რამდენიმე წუთში ჯორჯი წა-
მოდგა და დამძიმებული, დაქანცული გულით იქაურობა დატო-
ვა.

387
წიგნი მესამე

დასასრული და დასაწყისი

როდესაც ციკადა მიწიდან ამოდის, ცხოვრების უკანასკნელი


ციკლი რომ დაასრულოს, უფრო მსუქან, მიწით დათხვრილ
მატლს ჰგავს, ვიდრე ფრთოსან არსებას. გაჭირვებით ხოხდება
ხის ღეროზე, წვალებით მიათრევს ფეხებს, გეგონება, მისი არ
იყოს ან არ იცოდეს, როგორ გამოიყენოს. ბოლოს და ბოლოს
მთავრდება მტკივნეული ხოხვა და წინა ფეხებით ხის ქერქს ებ-
ღაუჭება. მერე, მოულოდნელად, სუსტი ტკაცუნის ხმა გაისმის
და ის არსება გარეთა სამოსს ისე კოხტად იხდის, თითქოს ზურ-
გზე ელვით ჰქონდეს შეკრული. ნელ-ნელა შიგნიდან რაღაც იწ-
ყებს ამოსვლას, გარეთ მოიწევს, ვიდრე საბოლოოდ არ გაითა-
ვისუფლებს თავს და სხეულის დანარჩენ ნაწილებს. ძალიან ნე-
ლა ასრულებს ამ საოცარ სამუშაოს, მზის სინათლეზე ამოხოხ-
დება და უკან იტოვებს ყავისფერ, უსიცოცხლო გარსს.
ცოცხალი, გამჭვირვალე, ღია მწვანე ფერის პროტოპლაზმა
დიდხანს უძრავად წევს მზეზე, მაგრამ თუ ვინმეს ეყოფა მოთმი-
ნება და განაგრძობს თვალის დევნებას, სასწაულებრივი გარ-
დაქმნის მომსწრე გახდება. მალე სხეულში სიცოცხლე იწყებს
ფეთქვას, ის ქამელეონივით იცვლის ფერს და ორივე მხრიდან
ფრთები ამოეწვერება. თანდათან მისი ფრთები სულ უფრო და
უფრო ჩქარა იზრდება – თქვენ ამას საკუთარი თვალით უყუ-
რებთ! – და აი, გამჭვირვალე, ცვალებადი ფერის ფრთები მზეზე
აციმციმდებიან, ნაზად იწყებენ თრთოლვას, თავიდან ლამის შე-

388
უმჩნევლად, მერე სწრაფად, კიდევ უფრო სწრაფად და
მოულოდნელად ის ლითონის პროპელერის ხმით არღვევს ჰა-
ერს და გათავისუფლებული თოთო არსება ახალ სტიქიაში ხვდე-
ბა.
ამერიკა 1929 წლის შემოდგომაზე ციკადას ჰგავდა. მან მიაღ-
წია დასასრულს და დასაწყისს. 24 ოქტომბერს, ნიუ-იორკში,
უოლ სთრითზე, მარმარილოსფასადიან შენობაში რაღაც გრუ-
ხუნით გასკდა და ეს მთელმა ქვეყანამ გაიგონა. ამერიკას უსი-
ცოცხლო და გაცვეთილი გარსი შემოეცალა და შიგნიდან რაღაც
ცოცხალმა, გარდაქმნილმა და ტანჯულმა – ნამდვილმა ამერი-
კამ, რომელიც ყოველთვის არსებობდა და რომელიც ყოველ-
თვის იქნებოდა, ნელ-ნელა დაიწყო გამოძრომა. გამოვიდა
დღის სინათლეზე გაოგნებული, დაკრუნჩხული, ტყვეობით დახე-
იბრებული და დიდხანს დარჩა ასე გაქვავებული – ფარული სი-
ცოცხლისუნარიანობით და მოთმინებით ელოდა მეტამორფო-
ზის შემდეგ სტადიას.
ერის ლიდერებს უკვე იმდენი ხანია, ყალბი კეთილდღეობის
ილუზიისკენ მიეშტერებინათ თვალი, რომ დაავიწყდათ, როგო-
რი იყო ნამდვილი ამერიკა. ახლა კი დაინახეს და შეძრწუნებუ-
ლი მზერა აარიდეს. „დაგვიბრუნეთ ჩვენი კარგად ნახმარი გარ-
სი“, – ასე ამბობდნენ, – „იქ ძალიან მყუდროდ და უზრუნველად
ვგრძნობდით თავს“. მერე სიტყვის მაგიური ძალა მოსინჯეს.
„ჩვენი მდგომარეობა ძირეულად მყარია“, – თქვეს და ცდილობ-
დნენ საკუთარი თავის დაჯერებას, რომ სინამდვილეში არაფერი
შეცვლილა, ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ყოველთვის და
ასეც გაგრძელდებოდა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მაგრამ ცდებოდნენ. არ იცოდნენ, რომ შინ ვეღარასოდეს
დაბრუნდები. ამერიკა რაღაცის დასასრულს მიუახლოვდა და

389
ამავე დროს – რაღაცის დასაწყისსაც. ოღონდ ჯერ არავინ უწყო-
და, ცვლილება რას მოიტანდა და გაურკვევლობა და ლიდერე-
ბის უნიათობა შიშს და სასოწარკვეთას თესავდა. სულ მალე ქა-
ლაქის ქუჩებში შიმშილი შემოიპარა. მაგრამ ერთი უეჭველი
ფაქტი ფაქტად რჩებოდა, თუმცა ჯერ ვერავინ ამჩნევდა. ამერიკა
კვლავ ამერიკა იყო და რა ახალი ცვლილებებიც არ უნდა მომ-
ხდარიყო, ის ცვლილებებიც ამერიკული იქნებოდა.
ჯორჯ ვებერიც სხვებივით დაბნეული და შეშინებული გახ-
ლდათ. შეიძლება მეტადაც, რადგან საყოველთაო კრიზისის
გარდა, პირად კრიზისსაც განიცდიდა. მასაც რაღაცის დასასრუ-
ლის და დასაწყისის ხანი დაუდგა. დასრულდა ურთიერთობა
საყვარელთან, მაგრამ სიყვარული არ დასრულებულა; დაიწყო
აღიარება, მაგრამ არა დიდება. მისი წიგნი ნოემბრის დამდეგს
გამოვიდა და დიდი ხნის ნანატრმა სიახლემ სულ სხვა შედეგი
გამოიღო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბევრი ისეთი რამ ის-
წავლა, რაზედაც ადრე არც უფიქრია, მაგრამ წლების მანძილზე
ნელ-ნელა მიხვდა, რომ ის ცვლილება, შენში რომ ხდება, გარე
სამყაროს კიდევ უფრო დიდ ცვლილებებს უკავშირდება.

390
თავი ოცდამეორე

დამნაშავის დადგენა

ბავშვობის წლებში, როცა ჯორჯი ლიბია-ჰილში ცხოვრობდა,


წარმოსახული დიდი ქალაქი მოსვენებას არ აძლევდა, დიდება
სწყუროდა, ყველაზე სახელგანთქმული კაცი სურდა გამხდარი-
ყო. სურვილი არც ახლა განელებოდა, პირიქით, რაც ასაკში შე-
დიოდა, კიდევ უფრო უმძაფრდებოდა, მაგრამ ახლა ისე სწყუ-
როდა, როგორც არასდროს. არადა ლიტერატურის სამყაროსი,
რომელშიც დიდი ადგილის დაკავება სურდა, არაფერი გაეგებო-
და. ცოტაღა აკლდა, დამშვიდობებოდა უმეცრების ნეტარებას.
მისი რომანი „მშობლიურ მთებში დაბრუნება“ 1929 წლის
ნოემბრის პირველ კვირას გამოვიდა. მოგვიანებით ამ თარიღში
რაღაც ფატალურობის ელემენტიც დაინახა – შემთხვევა ხომ
ხშირად ადამიანის ბედზე არასასურველ გავლენას ახდენს –
რადგან წიგნის გამოსვლა ამერიკაში დიდი დეპრესიის დასაწ-
ყისს დაემთხვა.
წყნარ ტბაში გიგანტური რიყის ქვა რომ ჩავარდეს, იმას ჰგავ-
და ოქტომბრის ბოლოს დაწყებული ბირჟის კრახი. მოულოდნე-
ლობით გამოწვეული სასოწარკვეთილი შიშის ტალღები მთელ
ამერიკას გასწვდა. შორეულ სოფლებში და ქალაქებში მი-
ლიონობით ადამიანმა არ იცოდა, რა ეფიქრა. მათაც შეეხებოდა
მომხდარი? იმედოვნებდნენ, რომ არა. ჩაგდებული რიყის ქვის
ირგვლივ წყალი დაწყნარდა და ცოტა ხნით ამერიკელები ჩვე-
ულ, ყოველდღიურ საქმიანობას მიუბრუნდნენ.

391
მაგრამ შიშის ტალღები ყველას შეეხო და ცხოვრება ისეთი
მშვიდი აღარ იყო. თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდნენ და ყვე-
ლა შემზარავმა, ავის მომასწავებელმა წინათგრძნობამ მოიცვა.
და სწორედ ასეთი მოჩვენებითი სიმშვიდის და სასოწარკვეთი-
ლი მღელვარების დღეებში გამოიცა ვებერის წიგნი.
მთხრობელის მიზანი არ არის, შეაფასოს ვებერის რომანის
ღირსება ან ნაკლი, უბრალოდ, უნდა ითქვას, რომ ეს ახალგაზ-
რდა კაცის პირველი რომანი იყო და ამით მისი ავიც და კარგიც
აიხსნება. ვებერმა გააკეთა ის, რასაც ბევრი დამწყები მწერალი
აკეთებს: საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე მოგვიყვა.
და დიდი თავსატეხიც გაიჩინა.
რაც ასაკში შევიდა, ვებერი დარწმუნდა, რომ თუ მწერალს
სურს, საინტერესო და ფასეული წიგნი დაწეროს, პირად გამოც-
დილებებზე არ უნდა მოჰყვეს. მწერალმა, როგორც ყველამ, უნ-
და გამოიყენოს ის, რაც მას ეძლევა. ის ვერ გამოიყენებს იმას,
რაც არ გააჩნია. თუ მაინც შეეცდება – და ბევრი მწერალი მოქ-
ცეულა ასე – რასაც დაწერს, ფასი არ ექნება. ეს ყველამ კარგად
იცის.
მოკლედ, ვებერი თავის პირად გამოცდილებას ეყრდნობო-
და, თავის მშობლიურ ქალაქზე დაწერა, თავის ოჯახზე და ნაც-
ნობ ადამიანებზე. ძალიან პირდაპირად, გულწრფელად გააშიშ-
ვლა რეალობა, რასაც იშვიათად თუ შეხვდებით წიგნებში და
თავსატეხიც სწორედ ამან გაუჩინა.
ავტორისთვის პირველი წიგნი მეტად მნიშვნელოვანია. მის-
თვის ეს მთელ სამყაროს უდრის. შეიძლება ფიქრობს, რომ რაც
თვითონ გააკეთა, სხვას არავის გაუკეთებია. ვებერიც ასე ფიქ-
რობდა და რაღაც გაგებით, მართალიც გახლდათ. ჯერ კიდევ ჯე-
იმზ ჯოისის გავლენას ვერ გაჰქცეოდა და რაც დაწერა, „ულისეს“

392
ყაიდის წიგნი იყო. მშობლიური ქალაქის მკვიდრთა კეთილი აზ-
რის გაგება ბევრად მეტად სწყუროდა, ვიდრე მთელი დანარჩენი
სამყაროსი, მაგრამ ვებერის რომანმა ისინი გააოგნა და სახტად
დატოვა. რა თქმა უნდა, მათ „ულისე“ წაკითხული არ ჰქონდათ.
ვებერს კი ისინი არ ჰყავდა წაკითხული. ეგონა კი, რომ ჰყავდა
და კარგადაც იცნობდა, არადა ასე არ ყოფილა. თურმე რა დიდი
სხვაობა არსებობს ხალხთან ერთად ცხოვრებას და მათზე წერას
შორის.
რომანს რომ დაწერ და გამოაქვეყნებ, ცხოვრებაზე ბევრ
ახალს გაიგებ. როცა ვებერმა წიგნი დაწერა, მშობლიურ ქალაქს
ნიღაბი ჩამოგლიჯა, ოღონდ ვერც კი ხვდებოდა, რას აკეთებდა.
მხოლოდ გამოქვეყნების შემდეგ გაიაზრა სრულად ეს ფაქტი.
ერთადერთი, რაც უნდოდა – მისთვის ნაცნობ ცხოვრებაზე სი-
მართლე მოეყოლა. მაგრამ როგორც კი რომანი დაამთავრა –
კორექტურა გაკეთდა და დაბეჭდილ ფურცლებს უკან ვეღარ და-
აბრუნებდი – მაშინ მიხვდა, რომ სიმართლე არ მოუყოლია. ეს
არც ისე ადვილი ყოფილა. ახალგაზრდა კაცის პირველი მცდე-
ლობა, პატივმოყვარეობით, მეტისმეტი თავდაჯერებით, მგზნება-
რებით და სიამაყით დამახინჯებული, თითქმის ყოველთვის წა-
რუმატებელია. „მშობლიურ მთებში დაბრუნებასაც“ ყველა ეს
ნაკლი უფუჭებდა საქმეს, რაც სხვებზე უკეთ თავად ვებერს მოეხ-
სენებოდა და მოეხსენებოდა მანამდე, ვიდრე მკითხველს წიგნის
წაკითხვის შანსი მიეცემოდა. დიდი წიგნი დაწერა თუ არა, ჯერ
ვერ ხვდებოდა – ხანდახან ეგონა, რომ დიდი წიგნი დაწერა, ან,
ყოველ შემთხვევაში, სიდიადის რაღაც ელემენტი იყო რომანში.
მაგრამ დანამდვილებით მხოლოდ ის იცოდა, რომ მართალი
წიგნი არ დაუწერია, გინდაც სიმართლე მოეთხრო, და სწორედ
ამან დაზაფრა და გააგიჟა ეს ხალხი.

393
წიგნის გამოქვეყნების დღე ახლოვდებოდა და ვებერი შიშით
ელოდა, როგორ მიიღებდა მას ლიბია-ჰილი. სექტემბრიდან მო-
ყოლებული, რაც იქიდან დაბრუნდა, უხერხულობის და შეშფო-
თების განცდა ტანჯავდა. მან ხომ თავისი თვალით იხილა, რო-
გორ მიბარბაცებდა შეშლილი ხალხი უფსკრულში გადასაჩეხად.
ქუჩაში შემხვედრ ყოველ ადამიანს სახეზე ეწერა მოახლოებული
კატასტროფის შიში და დანაშაულის გრძნობა, მაგრამ საკუთარ
თავსაც არ უტყდებოდნენ ამაში. ვებერმა იცოდა, სასოწარკვე-
თილები როგორ ებღაუჭებოდნენ თავიანთ ილუზორულ სიმდიდ-
რეს, მხოლოდ ქაღალდზე რომ არსებობდა და მზად არ იყვნენ,
რაიმე ფორმით, თუნდაც ნაწილობრივ, მიეღოთ რეალობა.
რომც არაფერი სცოდნოდა ამ განსაკუთრებული ვითარების
შესახებ, ვებერს გული უგრძნობდა, რომ დაისჯებოდა. ის სამ-
ხრეთელი იყო და იცოდა, სამხრეთს რაღაც სტკიოდა. იცოდა,
სამხრეთელებს მთელი თავიანთი არსებობის მანძილზე რაღაც
ბნელი, გახრწნილი ტკივილი ტანჯავთ, რომელსაც ღრმად ჰქონ-
და მათ სულში ფესვები გადგმული და ჯერ ვერავინ ბედავდა ამა-
ზე დაწერას, დაწერა კი არა, სიტყვაც არავის დასცდენია.
შეიძლება, ეს ტკივილი ძველი ომიდან მომდინარეობდა, დი-
დი და დამანგრეველი დამარცხებიდან და მისი დამამცირებელი
შედეგიდან. შეიძლება, კიდევ უფრო ძველი მიზეზებიც არსებობ-
და – მონათმფლობელობის სისასტიკით და სირცხვილით ნატკე-
ნი სინდისი. შეიძლება, ის ცხელი სამხრეთის მგზნებარე ჟინმა
წარმოშვა, ფარისევლობითა და აუტანელი თეოლოგიის მკაცრი
კანონებით დათრგუნვილი მაინც რომ ტორტმანებდა ბნელი, მუ-
ხანათი ჭაობის ლელქაშივით, ფარული და იდუმალი.ანდა, იქ-
ნებ, სხვა ყველაფერზე მეტად კლიმატის და საკვების ბრალი

394
იყო, ან კიდევ – მაღალი ცის ამოუცნობი შიშის და თვალშეუდ-
გამ, საიდუმლოებით მოცულ ფიჭვნარში დაბუდებული სევდის.
რაც არ უნდა ყოფილიყო, მიზეზი არსებობდა და ეს ვებერმა
იცოდა.
მაგრამ ამერიკაში მხოლოდ სამხრეთს არ სტკიოდა. სხვა უფ-
რო ღრმა, ბნელი და უსახელო ჭრილობა გასდევდა მთელ კონ-
ტინენტს. მაინც, რა ხდებოდა ნეტავი? იქნებ გამყიდველი მოხე-
ლეები და ძირეულად გახრწნილი ხელისუფლება იყო დამნაშა-
ვე, გადამეტებული პრივილეგიები და ქრთამები, განგსტერების
კანონები და თავაშვებული კრიმინალები, დამპალი და დაავა-
დებული დემოკრატიული ფორმები? ან, იქნებ, „პურიტანიზმი“ –
რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ხმამაღალი და გაუგებარი სიტყვა
– ანდა მონოპოლიის სიხარბე და მშრომელების წინააღმდეგ ჩა-
დენილი დანაშაული? დიახ, ამ ყველაფრის ბრალი იქნებოდა და
კიდევ – ყოველდღიური სამგლოვიარო ზარის, რომელიც მოკ-
ლული კაცისთვის რეკავდა, განუკითხავ თუ გამიზნულ ხოცვა--
ჟლეტაზე დაწერილი შემაშფოთებელი სტატიების და ღვთის-
მოთნე, ფარისეველი პრესის, რომელიც ჩვენი გადარჩენისთვის
ლოცულობს და ღვარძლიანი სიხარულით აქვეყნებს პირველ
გვერდზე ამ სტატიებს.
მაგრამ მხოლოდ გარეგნული გამოვლინებებით ვერ მოვძებ-
ნით ერის სატკივრის მიზეზს. უნდა დანაშაულის გულში ჩავიხე-
დოთ, ყოველ ჩვენგანში რომ ძგერს, რადგან იქ არის დამარხუ-
ლი თავი და თავი. საკუთარი თვალით უნდა დავინახოთ ჩვენი
დაცემის არსი, სირცხვილის და უნიათობის არსი, ჩვენი და ჩვენი
ძმების ცხოვრება რომ მოწამლა. და რატომ უნდა დავინახოთ?
იმიტომ, რომ საერთო ტკივილის მიზეზი გამოვიძიოთ. როგორც
კაცებს და ამერიკელებს, არ შეგვფერის შიშისგან მოკუნტვა ან

395
ტყუილი. განა, ყველას ერთი მზე არ გვათბობს, ერთნაირად არ
გვცივა, საერთო დროის შუქი არ დაგვნათის და ერთნაირად არ
გვეშინია? დიახ, და თუ საკუთარი თვალით არ დავინახავთ, ყვე-
ლანი ერთნაირად გავიწირებით.
მოკლედ, ჯორჯ ვებერმა წიგნი დაწერა და შეეცადა, არცთუ
დიდი წარმატებით, მოეთხრო სიმართლე ცხოვრების იმ პატარა
სეგმენტზე, რომელიც ენახა და იცოდა. ახლა იმას დარდობდა,
მისი მშობლიური ქალაქის მკვიდრნი როგორ მიიღებდნენ რო-
მანს. ფიქრობდა, ზოგიერთი ნამდვილად „წაიკითხავდა“ და ეში-
ნოდა, რომ წიგნზე „იმსჯელებდნენ“. მისი აზრით, ვიღაც--
ვიღაცები შეიძლება აღშფოთებულიყვნენ და ცდილობდა, ამის-
თვის მზად ყოფილიყო. მაგრამ, როცა წიგნი გამოვიდა, საფ-
რთხემ ნავარაუდებს იმდენად გადააჭარბა, რომ მოულოდნე-
ლობისგან ჯორჯს კინაღამ ფეხები მოეკვეთა. იგრძნო, თურმე
როგორი დაუცველები ვართ ამერიკაში, რაც აქამდე გულში
არასდროს გაუვლია.
იმხანად გამოჩენილი სამხრეთელი ჯენტლმენები და ქალბა-
ტონები დახვეწილ, მაგრამ არაფრის მთქმელ რომანებს წერ-
დნენ ლამაზ, ზღაპრულ ქვეყანაზე, ან პატარა კომედიებს სამ-
ხრეთის ტრადიციის კეთილშობილ გადმონაშთებზე, ანდა გამო-
გონილ ისტორიებს ჩარლსტონის დივიზიის ნაჯვარ ზანგებზე, ან,
თუ სასიყვარულო ამბები იყო მოდაში, რომელიღაც პლანტა-
ციაში ჩვენს თანამოძმე შავკანიანს და მის საყვარელს შორის
დატრიალებულ რომანტიკულ ინტრიგაზე. იმ წიგნებში გულ-
წრფელობა არ ჭაჭანებდა და არც რეალობას შეესაბამებოდა,
მათ დამწერებს თავი არ შეუწუხებიათ, თვალი გაესწორებინათ
სინამდვილისთვის. ერთი წერდა ზღაპრულ ქვეყანაზე, რადგან
ის საკმარისად შორს იყო და ავტორი არაფერს რისკავდა; და თუ

396
ვინმეს სურდა, ღალატზე ან დანაშაულზე და სასჯელზე ეწერა,
უფრო საიმედო იქნებოდა, ეს ამბავი შავკანიანებზე ყოფილიყო
და არა მათზე, ვის გვერდითაც ცხოვრობდა.
რომანი „მშობლიურ მთებში დაბრუნება“ არც ერთ დაკანონე-
ბულ მოდელში არ ჯდებოდა. ლიბია-ჰილის მცხოვრებლებმა თა-
ვიდან ვერ გაიგეს, რა ეფიქრათ. მერე, როცა საკუთარი თავი
ამოიცნეს და ყველაფერი ხელახლა გადაიტანეს, მეტი სერიოზუ-
ლობა გამოავლინეს. ისინიც კი, ვისაც ცხოვრებაში წიგნი არ
უყიდია, ვებერის რომანს ყიდულობდა. მარტო ლიბია-ჰილმა
ორი ათასი ეგზემპლარი შეიძინა. ისინი გაოგნდნენ, შეძრწუნ-
დნენ და ბოლოს საბრძოლველად დაირაზმნენ.
ჯორჯ ვებერმა ისე არ გამოიყენა სკალპელი, როგორც ამას
ქვეყნის ეს ნაწილი იყო ნაჩვევი. წიგნმა მთელ დასახლებას ტყა-
ვი გააძრო და შედეგად, ვებერსაც ტყავი გააძრეს.
წიგნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ლიბია--
ჰილის ქუჩაში მარგარეტ შეპერტონი ჰარლი მაკნებს შეხვდა.
ერთმანეთს მიესალმნენ და გამოელაპარაკნენ.
– ნახე წიგნი? – ჰკითხა ჰარლიმ.
– კი, ჯორჯმა გამომიგზავნა სასიგნალო ეგზემპლარი, – უპა-
სუხა გაბადრულმა მარგარეტმა, – წამიწერა კიდეც. მაგრამ ჯერ
არ წამიკითხავს. ამ დილით მივიღე. შენც ნახე?
– ვნახე, რეცენზიისთვის გამოგვიგზავნეს ოფისში.
– რას ფიქრობ? – ისეთი გამომეტყველებით შეხედა, მსუქანი
და სერიოზული ქალები რომ იყურებიან, როცა სხვისი აზრი აინ-
ტერესებთ, – ჰარლი, შენ ხომ კოლეჯში სწავლობდი, – დაიწყო
ვითომ შეხუმრებით, მაგრამ გულწრფელად, – ჩემთვის შეიძლე-
ბა, ზოგი რამ გაუგებარი იყოს, მაგრამ შენთვის არა, შენ ხომ გა-

397
ნათლებული ხარ, კარგად ერკვევი ესეთ ლიტერატურაში. იმის
თქმა მინდა, რომ მაინტერესებს – მოგეწონა?
ჰარლიმ უცებ არ უპასუხა, თხელი თითები ჩიბუხის გაშავე-
ბულ თავს გადაუსვა და ჩაფიქრებულმა მოქაჩა. მერე:
– მარგარეტ, – თქვა, – საკმაოდ მძიმე წიგნია... ოღონდ შენ
არ ინერვიულო, – სწრაფად დასძინა, რადგან ფართო სახეზე
შეშფოთება შეატყო, – რა საჭიროა ნერვიულობა, მაგრამ, – კი-
დევ ერთხელ მოქაჩა ჩიბუხი და თვალი სიცარიელეს გაუშტერა,
– იქ ბევრი დაუნდობელი ეპიზოდია, ძალიან გულახდილი წიგ-
ნია, მარგარეტ.
მარგარეტმა იგრძნო, როგორ დაეძაბა სხეული, შიშმა მოიც-
ვა, რაღაც წამიერმა შიშმა, და ლამის უხეშად მიახალა:
– ჩემზეა? ჰარლი, ჩემზეა? ამას გულისხმობ? არის იქ რამე
ჩემზე? – სახე მოეჯღანა, რატომღაც დანაშაულის და შიშის
გრძნობა დაეუფლა.
– არა მარტო შენზე, – უპასუხა ჰარლიმ, – როგორ გითხრა,
მარგარეტ, ყველაზეა, ამ ქალაქის ყველა მკვიდრზე. შენ მას
მთელი ცხოვრება იცნობ, არა? ვისაც კი იცნობდა, ყველა მოხსე-
ნიებული ჰყავს. ზოგი რამ მართლაც რომ მიუღებელია.
ერთ წამს მარგარეტს, როგორც თვითონ უყვარდა თქმა,
„სხეული ნაწილებად დაეშალა“. გაცეცხლებულმა დაიწყო ლა-
პარაკი, უთავბოლოდ, დაძაბულობისგან მსხვილი ნაკვთები ეჭი-
მებოდა.
– ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლებოდა, ჩემზე დაეწერა!..
იმის თქმა მინდა, რომ მე არაფერი სასირცხვილო არ ჩამიდენი-
ა... შენ ხომ მიცნობ, ჰარლი, – განაგრძო აღელვებულმა, ლამის
მუდარით, – მე ამ ქალაქში ყველა მიცნობს... უამრავი მეგობარი
მყავს... ყველა მიცნობს... მე არაფერი მაქვს დასამალი.

398
– ვიცი, მარგარეტ, – თქვა ჰარლიმ, – ოღონდ, ალბათ ახლა
სალაპარაკო მიეცემათ.
მარგარეტი თითქოს შიგნიდან გამოცარიელდა, ფეხები ეკე-
ცებოდა. ჰარლის სიტყვებმა კინაღამ გონება დააკარგვინა. რა-
ხან ასე უთხრა, ესე იგი ასეც იქნებოდა, ოღონდ ჯერ არ იცოდა,
რაზე იყო ლაპარაკი. ერთადერთი ის გაიგო, რომ წიგნში მასზე
ეწერა და ჰარლის ეს არ მოეწონა; ჰარლის აზრი კი ანგარიშგა-
საწევი იყო მისთვისაც და იმ ქალაქის ყველა მცხოვრებლისთვი-
საც. მარგარეტისთვის ის „ჭეშმარიტი ინტელექტუალი“ გახ-
ლდათ, ყოველმხრივ „დახვეწილი“, სიმართლის, კულტურის და
განათლების ქომაგი. გაოგნებული, ტკივილით აღსავსე თვალე-
ბი მიაპყრო ჰარლის – როგორც ახალგაზრდა, მუცელგამოფატ-
რული ჯარისკაცი შეხედავდა თავის მხსნელ მეთაურს და შიშით
და ძრწოლით ჰკითხავდა: „ცუდადაა საქმე, გენერალო? თქვენი
აზრით, საქმე ცუდადაა? – და გაბზარული ხმით შეეკითხა რე-
დაქტორს:
– ჰარლი, შენი აზრით, ცუდადაა საქმე?
ჰარლიმ მზერა აარიდა და ისევ ცისფერ სიცარიელეს გაუშტე-
რა. სევდიანი ნაფაზი დაარტყა, ვიდრე უპასუხებდა:
– საკმაოდ ცუდად, მარგარეტ... მაგრამ ნუ ღელავ. ვნახოთ,
რა მოხდება.
მერე ჰარლიმ გზა განაგრძო და ნაცნობ ქვაფენილს დაშტე-
რებული მარგარეტი მარტო დატოვა. ჩვეული ცხოვრება მტვერი-
ვით უვლიდა გარს, მზის სუსტი სხივები ეცემოდა. გაუნძრევლად
იდგა მოღუშული, ვერ გრძნობდა, რა დრო გავიდა, რომ
მოულოდნელად...
– ო, მარგარეტ!

399
ამ დაშაქრული ხმის პატრონი თავადაც თაფლივით ტკბილი
გახლდათ. მარგარეტი მიტრიალდა, უაზროდ გაიღიმა და რაღაც
მისალმებისმაგვარი ამოღერღა.
– მართლაც რომ უნდა იამაყო. მას შენ ყოველთვის ყველაზე
მეტად მოსწონდი! ალბათ სიხარულის ჟრუანტელი გივლის,
არა? – განაგრძობდა ტკბილი, მელოდიური ხმა და მკრთალ
შუქზე სახე ჩინურ თოჯინას მიუგავდა, – რას გეტყვი, იცი, მე პი-
რადად სიხარულით აღარა ვარ, ვკვდები, ისე მაინტერესებს, ერ-
თი სული მაქვს, წავიკითხო. ვიცი, შენ ამქვეყნად ყველაზე ამაყი
ხარ!
მარგარეტს ღიმილი მიჰყინოდა სახეზე, რაღაც ამოილუღლუ-
ღა და ისევ მარტო დარჩა გაშტერებული. მერე რისთვისაც ქა-
ლაქში გამოვიდა, ის საქმე გაახსენდა, ყველაფერს მექანიკურად
აკეთებდა და გამუდმებით ფიქრობდა:
„ესე იგი, ჩვენზე დაწერა! აი, თურმე რა ყოფილა! – მისი გო-
ნება გამძვინვარებული დაეხეტებოდა გაურკვეველი ემოციების
ქაოსში, – არ ვიცი, წიგნში რა წერია, მაგრამ ერთ რამეში დარ-
წმუნებული ვარ – სინდისი სუფთა მაქვს. თუ ვინმე ფიქრობს,
რომ ჩემზე რამე საეჭვო იცის, მწარედ ცდება... და თუ მას ჩემი
გაკრიტიკება მოუნდა, – ეს სიტყვა მარგარეტისთვის ადამიანის
ცხოვრების და ქცევის დამამცირებელ შეფასებას ნიშნავდა, –
ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე მთელი ცხოვრება ამ ქალაქში
გავატარე და ყველა მიცნობს... ვინც რა უნდა, თქვას... და ამო-
რალური არაფერი ჩამიდენია, – აი ამ სიტყვას კი მისთვის ერ-
თადერთი მნიშვნელობა ჰქონდა და სექსუალური უმწიკ-
ვლოების ნორმებიდან გადახვევას ნიშნავდა, – ასე რომ, წარ-
მოდგენა არ მაქვს, რას გულისხმობდა ჰარლი, როცა მითხრა,

400
ძნელი მისაღები იქნება და ხალხს სალაპარაკო მიეცემაო. მაგ-
რამ ზუსტად ვიცი, არაფერი სასირცხვილო არ ჩამიდენია“...
მის გახელებულ გონებაში აურაცხელი კითხვა დაფუთფუთებ-
და. ასობით სხვადასხვა შემაძრწუნებელი აზრი მოსდიოდა თავ-
ში, მაგრამ სიჯიუტე და ერთგულება მაინც არ ტოვებდა:
„რაზედაც არ უნდა იყოს, ვიცი, ის არავის არაფერს დაუშა-
ვებს. ყველას გვაქვს ჩადენილი რამე ისეთი, რასაც ვნანობთ,
მაგრამ ამის გამო ცუდები ხომ არ ვართ. აქ მართლა ცუდს ვერა-
ვისზე ვერ იტყვი. რომც ნდომებოდა, ვერაფერს გვავნებს. და
არა მგონია, ნდომებოდა“.
შინ რომ დაბრუნდა, ძმას ასე უთხრა:
– მოკლედ, დიდ ამბავში გავეხვიეთ!.. ქუჩაში ჰარლი შემხვდა
და მითხრა, წიგნი საკმაოდ ცუდიაო... არ ვიცი, შენზე რა დაწე-
რა, ჰო! ჰო! ჰო!.. მაგრამ მე სინდისი სუფთა მაქვს!
რენდი სამზარეულოში შეჰყვა და იქ დიდხანს და სერიოზუ-
ლად საუბრობდნენ, ვიდრე მარგარეტი ვახშამს ამზადებდა. ჰარ-
ლის ნათქვამმა ორივე გააოგნა და საგონებელში ჩააგდო. ჯერ
არც ერთს არ ჰქონდა წიგნი წაკითხული, ამიტომ ტვინი კინაღამ
იღრძეს – წარსულ ამბებს იგონებდნენ, ცდილობდნენ, გაეხსენე-
ბინათ, რა შეიძლებოდა, ჯორჯს მათზე დაეწერა. იმ საღამოს
მარგარეტს კერძი დაეწვა და გვიან ივახშმეს.
სამი კვირის თავზე ჯორჯი იჯდა თავის უღიმღამო ბინაში ნიუ--
იორკის მეთორმეტე ქუჩაზე და დილის ფოსტას ათვალიერებდა.
ყოველთვის უყვარდა წერილის მიღება. და ახლა ისეთი გრძნო-
ბა ჰქონდა, თითქოს იმ წერილებმა, მთელი ცხოვრება მოუთმენ-
ლად რომ ელოდა, ახლა ერთად იხუვლეს ნიაღვარივით.
იგონებდა იმ წლებს, მოლოდინის უთვალავ და მოსაწყენ
დღეს, პირველად როცა წავიდა შინიდან სასწავლებლად, კოლე-

401
ჯის პირველ წელს, სახლიდან შორს, ახალი ცხოვრება რომ და-
იწყო. ახსენდებოდა, როგორ ელოდა წერილს, რომელიც არ მო-
დიოდა, სტუდენტები კი დღეში ორჯერ მოგროვდებოდნენ ხოლ-
მე ფოსტასთან წერილების ასაღებად. მოაგონდა ის პატარა,
ჭუჭყიანი ფოსტა მთავარ ქუჩაზე და იქ მოფუთფუთე სტუდენტები.
მთელი ის ქუჩა და ჭუჭყიანი ფოსტა გადაჭედილი იყო. სტუდენ-
ტები თავიანთ საფოსტო ყუთებს ხსნიდნენ და წერილებს იღებ-
დნენ.
ასე ეგონა, რომ მხოლოდ მას არ მოსდიოდა წერილი.
სად არ იდგნენ ჯგუფებად ბიჭები, ზოგი კედელს მიჰყუდებო-
და, ზოგი – ხეს, ზოგი ფოსტის კიბეზე ან კამპუსის ვერანდაზე ჩა-
ცუცქულიყო, ზოგიც ქუჩაში ხსნიდა წერილს და კითხულობდა
თავდავიწყებით. ერთ ბიჭს გოგო ჰყავდა და ამქვეყნად სხვა მეტი
არც არავინ სჭირდებოდა, კუთხეში მიყუჟული, ხმაურიანი ამხა-
ნაგებისგან განცალკევებული, ნელა, ყურადღებით, სიტყვა--
სიტყვა კითხულობდა წერილს, გოგო ყოველდღე რომ უგზავნი-
და. კიდევ ერთი სიმპათიური ბიჭი, კამპუსის კაზანოვა, გულგრი-
ლად ათვალიერებდა ათობით სუნამომოსხურებულ ეპისტოლეს
და გაბღენძილი მოწყალედ პასუხობდა მეგობრების შეხუმრე-
ბებს მის უკანასკნელ წარმატებაზე. ბიჭები იღებდნენ წერილებს
მეგობრებისგან, რომლებიც სხვა კოლეჯებში სწავლობდნენ, უფ-
როსი ძმებისგან ან უმცროსი დებისგან, მამებისგან, დედების-
გან, საყვარელი მამიდებისგან ან ბიძებისგან. ყველა იმ ადა-
მიანისგან ისინი წერილებთან ერთად მეგობრობის, სიახლოვის
და სიყვარულის ნიშნებს და ემოციებს იღებდნენ, რაც თავდაჯე-
რებას და უსაფრთხოების გრძნობას უღრმავებდათ, იცავდა მათ,
უსუსურად რომ არ წარმოედგინათ თავი უკიდეგანო სამყაროში.
ასე ეგონა, რომ მხოლოდ მისთვის იყო უცხო ეს გრძნობა.

402
მერე ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და პირველი
წლები სიმარტოვეში გაატარა. იქაც, შეიძლება კიდევ უფრო მე-
ტად, ვიდრე კოლეჯში, სურდა, წერილი მიეღო, მაგრამ წერილი
არ მოდიოდა. ეს ის დრო იყო, როცა პატარა, საკანივით ოთახში
ღამღამობით თავის თავს ჭამდა. ეს ის დრო იყო, როცა იქამდე
უშენდა მუშტებს კედელს, სანამ არ დაუსისხლიანდებოდა. ეს ის
დრო იყო... და ეს იყო უზარმაზარი დრო მონატრების, იმედგაც-
რუების, მწარე სინანულის და სიმარტოვის, როცა მისი მოუსვე-
ნარი გონება წერდა წერილებს, რომლებსაც ელოდა. წერილებს
სწერდნენ კეთილშობილი, ერთგული და სათნო ადამიანები,
რომელთაც ის არ იცნობდა, ან მამაცი, დიდსულოვანი მეგობრე-
ბი, რომლებიც არ ჰყოლია. სწერდნენ ერთგული ნაცნობები, მე-
ზობლები, სკოლის ამხანაგები, რომელთაც დაივიწყეს.
მოკლედ, ახლა ყველა ერთად მიიღო და ეს ძალიან
მოულოდნელი აღმოჩნდა.
იჯდა თავის ოთახში და კითხულობდა, იჯდა გაუნძრევლად
ქალაქის ხმაურში. ფანჯრიდან სხივი ორ ზოლად ეცემოდა
იატაკზე. გარეთ, უკანა ეზოს მესერზე, მონადირის ჟინით შეპ-
ყრობილი აცახცახებული კატა მიცოცავდა.
ბლოკნოტის ფურცელზე ფანქრით ვიღაც ანონიმურად სწერ-
და:
„მოკლედ, ავტორო, გუშინ მოხუცი ქალბატონი ფლადი ეგ-
რეთ წოდებული წიგნის საყიდლად, ეგრეთ წოდებულმა მწე-
რალმა რომ დაწერა, რომელსაც ეგონა, იცნობდა, ფლორიდაში
გაემგზავრა. ოჰ, ღმერთო, როგორ შეგიძლია, ამხელა ცოდვა
აიკიდო. შენი საცოდავი დეიდა მეგი ლოგინში წევს, მკვდრის
ფერი ადევს და ალბათ ვეღარც ადგება იქიდან, იმიტომ, რომ შე-
ნი მკვლელი კალმით ლოგინად ჩააგდე. შენი ძვირფასი მეგობა-

403
რი, მარგარეტ შეპერტონი, რომელიც ყოველთვის დასავით
გყავდა, განადგურებული და შერცხვენილია სამუდამოდ, რად-
გან გარყვნილ ქალად გამოიყვანე. მეგობრები დაღუპე და შეარ-
ცხვინე. აქ აღარასოდეს ჩამოხვიდე, შენ ჩვენთვის მოკვდი, თვა-
ლით აღარ დაგვენახვო. ლინჩის კანონს არასოდეს ვემხრობო-
დი, მაგრამ რომ ვხედავდე, მაიმუნის სიფათს გინაყავდნენ მთა-
ვარ მოედანზე, სიტყვასაც არ დავძრავდი. როგორ გძინავს ღა-
მით, ამხელა ცოდვა რომ დაიდე. ეს ბინძური და საზიზღარი წიგ-
ნი ახლავე გაანადგურე, რომ არც ერთი ეგზემპლარი აღარ გა-
მოვიდეს, შენ კაენზე დიდი დანაშაული მიგიძღვის“.
ერთი ღია ბარათის დაბეჭდილ კონვერტზე ეწერა:
„მოგკლავ, თუ ოდესმე აქ ჩამოხვალ. მიხვდი ალბათ, ვინც
ვარ“.
ძველი მეგობრისგან:
„ჩემო ძვირფასო ბიჭო, აბა, რა გითხრა? ის გამოვიდა, ის აქ
არის, ეს მოხდა – ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრა, ესაა –
კარგი ქალი, რომელმაც გაგზარდა და საფლავში წევს, იტყოდა:
„ო, ღმერთო! ნეტავი მცოდნოდა!“ რამდენ ხანს ველოდი, ეს რო-
მანი რომ გამოსულიყო და ხელში ამეღო. და ახლა რა გითხრა?
შენ ჯვარს აცვი შენი ოჯახი, ქრისტეს ტანჯვა მონაგონია შენი
ოჯახის ტანჯვასთან. ჩვენ აქ ყველას გვიყვარდი, როგორც ჩვენი
სისხლი და ხორცი, შენ კი გულში დანა ჩაგვეცი და სამუდამოდ
ჩაგვიტოვე“.
ეშმაკი და კეთილგანწყობილი ახალგაზრდისგან, რომელმაც
ეგონა, ყველაფერი გაიგო:
„...რომ მცოდნოდა, ასეთი წიგნის დაწერას აპირებდით,
ბევრს რამეს მოგიყვებოდით. რატომ არ მკითხეთ? მე ისეთი ბინ-
ძური ამბები ვიცი, სხვებს არ დაესიზმრებათ“.

404
ასეთი წერილები უფრო სტკენდა ჯორჯს გულს, ყველაზე მე-
ტად მაშინ ეჭვობდა, რომ ვერ შეძლო, ჩანაფიქრისთვის ხორცი
შეესხა. ნეტა, მათი აზრით, რას ცდილობდა – პორნოგრაფიის
ენციკლოპედიის დაწერას თუ ლიბია-ჰილში დამარხული ყველა
გვამის შერყვნას? ჯორჯი ხვდებოდა, რომ მისმა წიგნმა
მოულოდნელად გზა გაუხსნა იმ ქალაქში დაბუდებულ სიმწარეს
და სიავკაცეს და საღერღელი აუშალა ბოროტ ენებს. გმირებად
ვინც გამოიყვანა რომანში, ანკესზე წამოგებული თევზებივით
იგრიხებოდნენ, მათი ტანჯვის შემხედვარე დანარჩენები კი
სიამოვნებისგან ტუჩებს ილოკავდნენ.
ნებაზე მიშვებული ბოროტების მსხვერპლები შურისძიებით
აღივსნენ უიღბლო მწერლის მიმართ, რადგან ის იყო თავი და
თავი მთელი მათი უბედურების. წერილებს ჯორჯი ყოველდღე
იღებდა და საკუთარი ტანჯვით უჩვეულოდ კმაყოფილი, ნატრობ-
და, თავად ეგემა ის სირცხვილი, რაც უნებურად და სრულიად
გაუაზრებლად სხვებს აჭამა. ასე, გაქვავებული გულით, რამდენ-
ჯერმე კითხულობდა თითოეულ წერილს, ყოველ მწარე სიტყვას.
თავდაპირველად ეუბნებოდნენ, რომ ურჩხული იყო და საკუ-
თარი ბუდე შეურაცხყო. მერე, სწერდნენ, თითქოსდა მან სამ-
ხრეთის წინააღმდეგ გაილაშქრა, სახეში მიაფურთხა და გასვა-
რა. ბოლოს ყველაზე მომაკვდინებელი დანაშაული წაუყენეს,
რომ ის „სამხრეთელი“ არ ყოფილა, ზოგი იმასაც სწერდა, საერ-
თოდ „ამერიკელი“ არ ხარო, რაც ჯორჯისთვის ძალიან მტკივ-
ნეული იყო. ის ცალყბად, ირონიულად იღიმებოდა და ფიქრობ-
და, ამერიკელი თუ არ ვარ, მაშინ ვინ გამოვდივარო.
წიგნის გამოქვეყნებიდან პირველ კოშმარულ კვირაში მხო-
ლოდ ერთი თუ ორი თბილი და მანუგეშებელი წერილი მიიღო.

405
ერთი რენდი შეპერტონისგან იყო. ბავშვობაშიც და მერეც,
კოლეჯის სტუდენტი რომ გახდა, რენდის სული მერკუციოსავით
მოუსვენარი და წმინდა ალით გიზგიზებდა. და ახლაც, მიუხედა-
ვად იმისა, რაც ცხოვრებამ დამართა და ჯორჯმა თავად
ამოიკითხა მის მშფოთვარე თვალებში, არსებითად მაინც ძველ
რენდიდ დარჩენილიყო. მისი წერილიდან ჩანდა, რომ მშვენივ-
რად გაეგო რომანი; მან სწორად დაინახა მწერლის მიზანი და,
როგორც ჯორჯი ფიქრობდა, ძალიან საღად შეაფასა წიგნის
ღირსებაც და ნაკლიც; ბოლოს კი არ დაიშურა სიტყვები, რომ
სიამაყით აივსო და რომანი დიდი სიამოვნებით წაიკითხა. კრინ-
ტიც არ დაუძრავს წიგნში მოხსენიებულ პიროვნებებზე, არც ქა-
ლაქში დარხეულ ჭორებზე და არც იმაზე, ამოიცნო თუ არა საკუ-
თარი თავი ჯორჯის მიერ დახატულ პორტრეტებს შორის.
მეორე მანუგეშებელი შეტყობინება სულ სხვა სახისა იყო.
ერთ დღეს ტელეფონმა დარეკა და ეს ნებრასკა კრეინი აღმოჩ-
ნდა, მეგობრული სიყვარულით შეძრული, ლამის ყურმილში
ძვრებოდა:
– გაუმარჯოს, მაიმუნ! შენ ხარ? რას შვრები, ძმაო?
– ოჰ, მგონი, არა მიშავს, – უპასუხა ჯორჯმა და მართალია,
ძალიან გაუხარდა ნაცნობი, ხალისიანი ხმის გაგონება, სევ-
დიანი განწყობა მაინც ვერ დამალა.
– რაღაც ვერ ხარ გუნებაზე, – შეწუხდა ნებრასკა, – რა ხდე-
ბა? რამე ხომ არ გიჭირს?
– არა, არა. არაფერი, დაივიწყე, – ჯორჯს თითქოს მოეხსნა
დარდი, მთელი ის დღეები რომ ტანჯავდა და ძველ მეგობარს
თბილად დაელაპარაკა, – ღმერთო, როგორ გამიხარდა შენი
ხმის გაგონება, ბრას! ვერ გეტყვი, ისე გამიხარდა! შენ როგორ
ხარ, ბიჭო?

406
– საწუწუნო არაფერი მაქვს, – მთელი ხმით ყვიროდა ნებ-
რასკა, – მგონი, კონტრაქტს მიგრძელებენ ერთი წლით. რა ვი-
ცი, მასეთი პირი უჩანს. თუ ეგრე იქნება, რაღა მიჭირს.
– რა მაგარია, ბრას! შესანიშნავია... მირტლი ხომ კარგადაა?
– კარგად, კარგად... მისმინე, – ყვიროდა, – ახლა აქაა! იმან
დამარეკინა. მე არც მომაფიქრდებოდა. ხომ მიცნობ!.. ყველამ
წავიკითხეთ რეცენზიები შენს წიგნზე. მირტლი სულ მიყვება ყვე-
ლაფერს, გაზეთებიდან ამოჭრა სტატიები... დიდი ამბავია, არა?
– მგონი, კი, – ჯორჯიც მგზნებარედ პასუხობდა, – კარგად
იყიდება, თუ ამას მეკითხები.
– მასეც ვიცოდი, მე და მირტლიმ ვიყიდეთ, ოღონდ ჯერ არ
წამიკითხავს, – თითქოს მოუბოდიშა, ისე უთხრა.
– არც არის საჭირო.
– როგორ არა, ვაპირებ წაკითხვას, – მხნედ ბღაოდა, – რო-
გორც კი მოვიცლი.
– მატყუებ, შე ოხერო, – თბილად უთხრა ჯორჯმა, – ხო ვიცი,
არ წაიკითხავ.
– რატომაც არა, – სერიოზულად თქვა ნებრასკამ, – დავლაგ-
დე ერთი... ბიჭო, ისე კაი დიდი წიგნია, არა?
– არა უშავს.
– ამხელა წიგნი არც მინახავს, – მგზნებარედ ყვიროდა ნებ-
რასკა, – ხელში ვერ დაიჭერ, იმხელაა.
– მართალია, სიქა გამაცალა მაგ წიგნმა.
– ნაღდად მჯერა, ეგრე იქნებოდა! ვერ წარმომიდგენია, ამ-
დენი სიტყვა როგორ მოიგონე... მაგრამ მაინც წავიკითხავ!..
კლუბში ზოგმა უკვე წაიკითხა. ამას წინათ ლაპარაკობდნენ შენს
წიგნზე.
– ვინ?

407
– ჯეფერა... მეტ ჯეფერა.
– წაიკითხა?
– თვითონ არა, მისმა ცოლმა. ცოლი წიგნის ჭიაა, შენზე ყვე-
ლაფერი იცის. ისიც იციან, მე რომ გიცნობ და ამიტომ მითხრა...
– რა გითხრა? – ჯორჯი პანიკამ მოიცვა.
– მეც ვყოფილვარ შენს წიგნში! – ყვიროდა, – მართლა?
ჯორჯი გაწითლდა და აბლუყუნდა:
– იცი, ბრას...
– მეტის ცოლმაც ასე თქვა, – პასუხს არ დალოდებია, ფილ-
ტვები უსკდებოდა, ისე ყვიროდა, – მითხრა, ახლა ყველა გაგიც-
ნობსო!.. რა დაწერე ჩემზე, მაიმუნ?
– რა გითხრა, ბრას, რა ხდება, იცი...
– რა ჯანდაბა გჭირს, ბიჭო? ნაღდად ჩემზე, ხო?.. არა, რა! –
იყვირა აშკარად გახარებულმა, – ძველო ბრასი რომანის გმი-
რია! – მერე ცოტა ხმა დაიდაბლა, ეტყობა, მირტლის მიუბრუნდა
და თქვა, – ჩემზეა, ჩემზე! – მერე ისევ ჯორჯს ეუბნება, – მისმი-
ნე, მაიმუნ! ვერ წარმოიდგენ, როგორ ვამაყობ! ამის თქმა მინ-
დოდა, ამიტომ დაგირეკე!

408
თავი ოცდამესამე

გამოჩენილ ადამიანებზე მონადირეები

ნიუ-იორკში მისი წიგნი უკეთ მიიღეს, ვიდრე მშობლიურ ქა-


ლაქში. ავტორი უცნობი იყო, ასე რომ, არავის ჰქონდა მიზეზი,
წინასწარ ეფიქრა მის ავკარგიანობაზე. მართალია, ეს დიდი ვე-
რაფერი ხეირია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წიგნს შანსი ეძ-
ლეოდა, რომ მას სამართლიანად განიხილავდნენ.
როგორი გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, ყველა წამყვან
გაზეთსა და ჟურნალში საკმაოდ კარგი რეცენზიები დაიწერა.
ანუ გამომცემლის აზრით, რეცენზიები „კარგი“ იყო. რეცენზენ-
ტები წიგნს აქებდნენ და აგულიანებდნენ ადამიანებს, ეყიდათ.
თავად ჯორჯი ისურვებდა, რომელიმე ბატონი რეცენზენტი, „აღ-
მოჩენად“ რომ ნათლავდა მის რომანს და საქებარ სიტყვებს აფ-
რქვევდა, ცოტათი მეტად გამჭრიახი ყოფილიყო, ცოტათი მეტად
ჩაღრმავებოდა მის ჩანაფიქრს. მაგრამ რაც მეზობლების და ყო-
ფილი მეგობრების წერილები წაიკითხა, უკვე აღარავის შეეკამა-
თებოდა, ოღონდაც კეთილი სიტყვა შეეწიათ, და საერთოდ –
პრესას ვერ დაემდურებოდა.
ავადმყოფური სიხარბით კითხულობდა ყველა რეცენზიას.
ადრე თუ გვიან ყველას წაიკითხავდა, იმიტომ, რომ გამომცე-
მელმა მთელ ქვეყანაში რაც კი რამ დაიბეჭდა, ყველაფერი აჩვე-
ნა. ვეებერთელა შეკვრებს შინ მიეზიდებოდა და იქ სულმოუთ-
ქმელად ნთქავდა. სიხარულისგან ცა ეხსნებოდა, როცა მისი მო-
უთმენელი თვალი რამე საქებარს გადააწყდებოდა. იმწამსვე წა-

409
მოდგებოდა და სიხარულით გადარეული ბოლთის ცემას მოჰ-
ყვებოდა. თუკი როყიო, არაკეთილგანწყობილ რეცენზიას გადა-
აწყდებოდა, გინდაც სამხრეთული სოფლის გაზეთში ყოფილიყო
დაბეჭდილი, თითები აუკანკალდებოდა, ფერს დაკარგავდა,
ფურცელს დაკუჭავდა და მწარედ შეუკურთხებდა.
საუკეთესო ჟურნალში ან ყოველკვირეულ გაზეთში თუ
დაიბეჭდებოდა რამე მის რომანზე, ერთ სიკვდილს ათავებდა,
ვიდრე კითხვას შეუდგებოდა, მაგრამ რომ არ წაეკითხა, ისიც არ
შეეძლო. ისე ეპარებოდა, გველს რომ ეპარება კაცი კუდში ხე-
ლის ჩასავლებად. თავის სახელს რომ კითხულობდა, გული ამო-
ვარდნაზე ჰქონდა. ჯერ ბოლო წინადადებას წაიკითხავდა, მერე
ერთბაშად გადასანსლავდა. როცა თავიდანვე შეატყობდა, რომ
„კარგად“ წერდნენ, ისეთი სიხარული ეუფლებოდა, ლამის ფან-
ჯარაში გადამდგარიყო და ეყვირა. მაგრამ თუ ხვდებოდა, რომ
განაჩენი „ცერები დაბლა“ იყო, სასოწარკვეთილი მონუსხული-
ვით კითხულობდა, ეგონა, სახალხოდ გამოაჭენეს, როგორც სუ-
ლელი და წარუმატებელი და ერთ სტრიქონსაც ვეღარასოდეს
დაწერდა.
მნიშვნელოვანი რეცენზიები გამოქვეყნდა თუ არა, მისი ფოს-
ტა საგრძნობლად შეიცვალა. მართალია, სალანძღავი წერილე-
ბი მშობლიური ქალაქიდან ისევ ნიაღვრად მოედინებოდა, მაგ-
რამ ახლა სრულიად უცნობები წერდნენ, ისინი, ვინც მისი წიგნი
წაიკითხა და მოეწონა. როგორც ეტყობოდა, საქმე კარგად მი-
დიოდა. ის კი არა, ბესთსელერების სიაშიც ამოყო თავი და ამის
მერე მოხდა, რაც მოხდა. მალე მისი საფოსტო ყუთი თაყვანის-
მცემლების წერილებით გადაიტენა, ტელეფონი მთელი დღე
მხიარულად წკარუნებდა – მდიდარი და კულტურული ადამიანე-

410
ბი ეპატიჟებოდნენ ლანჩზე, ჩაიზე, სადილად, თეატრში, უიკენ-
დებზე ქალაქგარეთ, ყველგან, ოღონდაც კი მისულიყო.
ნუთუ საბოლოოდ ეღირსა დიდება? ნამდვილად ასეთი პირი
უჩანდა. ნანატრი ოცნების პირველმა ტალღამ ლიბია-ჰილი სულ
გადაავიწყა და უკანმოუხედავად გადაეშვა იმ კეთილმოსურნე
ადამიანების მისკენ გამოწვდილ მკლავებში, ადრე რომ არ იც-
ნობდა. არც ერთ მიპატიჟებაზე უარს არ ამბობდა, დიდი საქმე
გაუჩნდა და ყოველ ჯერზე ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს
იპოვა სანუკვარი ოქრო და სასწაული, დიდხანს რომ ეძებდა. ახ-
ლა ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებდა ქალაქის გამოჩენილ
ადამიანთა შორის და ისეთი ბედნიერი და ლაღი ცხოვრება და-
ეწყებოდა, ადრე რომ ვერც წარმოიდგენდა. ისე მიილტვოდა ყო-
ველ ახალ შეხვედრაზე ახალ მეგობართან, თითქოს რაღაც
საოცარი და თავბრუდამხვევი სიხარული ელოდა.
მაგრამ საბოლოოდ ვერაფერი ვერ იპოვა. მართალია, ნიუ--
იორკში უკვე რამდენიმე წელი ცხოვრობდა, მაინც სოფლელ ბი-
ჭად რჩებოდა და არაფერი გაეგებოდა ადამიანების, რომლებიც
გამოჩენილ ხალხზე ნადირობდნენ. ეს ადამიანები განსაკუთრე-
ბული რასის წარმომადგენლები არიან, ისინი კოსმოპოლისის
ჯუნგლების ბინადართა უმაღლეს კასტას მიეკუთვნებიან და ხე-
ლოვნებიდან გამომდინარე დახვეწილი და ღვთაებრივი ემანა-
ციიდან იკვებებიან. მათ ნაზად უყვართ ხელოვნება, ბრმად აღ-
მერთებენ მას და ხელოვანები ხომ კიდევ უფრო მეტად უყვართ.
ასეთები მთელ ცხოვრებას ცნობილი ადამიანების დევნაში ატა-
რებენ და საყვარელი სპორტი ლიტერატურული ლომების ხა-
ფანგში გაბმაა. შედარებით გულადი მონადირეები დიდ ლომებ-
ზე ნადირობენ და ნადავლსაც მშვენიერს მოიპოვებენ ხოლმე,

411
მაგრამ სხვები, განსაკუთრებით ქალი მონადირეები, უფრო
ბოკვერებს სჯერდებიან.
ბოკვერს თუ მოათვინიერებ და შინ გაზრდი, საყვარელი ში-
ნაური ცხოველი ხდება, ბევრად უფრო საყვარელი, ვიდრე ოთა-
ხის ძაღლი, იმიტომ, რომ ნაზი ხელით ბოკვერს ნებისმიერ ოინ-
ბაზობას ასწავლი.
რამდენიმე კვირის მანძილზე ჯორჯი მდიდარ და კულტურულ
ადამიანთა გარემოცვაში სწორედ ასეთი სათუთბეწვიანი ბიჭი
იყო.
ერთმა ახალმა ნაცნობმა უთხრა, ვიღაც მილიონერ ესთეტს
და კეთილშობილ ადამიანს ძალიან უნდა შენი გაცნობაო. ეს
ფაქტი სხვებმაც დაუდასტურეს.
– ის პირდაპირ გიჟდება შენს რომანზე, – ასე ეუბნებოდნენ, –
ერთი სული აქვს, გაგიცნოს. აუცილებლად უნდა შეხვდე, ასეთი
კაცი ძალიან გამოგადგება.
ჯორჯს უთხრეს, იმ ადამიანმა შენზე გაიკითხა და გაიგო, ღა-
რიბულად რომ ცხოვრობ კოლეჯის ლექტორის მოკრძალებულ
ხელფასზეო. თურმე მილიონერს გული დაეთუთქა. უთქვამს, ეს
ხომ აუტანელია, ამას როგორ უნდა შევეგუოთ, ასეთი რამ მხო-
ლოდ ამერიკაში შეიძლება მოხდესო. მთელ ევროპაში, ისეთ პა-
ტარა და ღარიბ ქვეყანაშიც კი, როგორიც ავსტრიაა, ხელოვანს
სუბსიდიას აძლევენ, სიღატაკის საფრთხე რომ აარიდონ და
მთელი თავისი არსებით ხელოვნებას ემსახუროსო. და ღმერთი
იყო მოწამე, ამ მილიონერს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი,
ჯორჯს დახმარებოდა.
ასეთ წყალობას ჯორჯი არ ელოდა (საერთოდაც, ვერაფრით
მიმხვდარიყო, რატომ უნდა მოჰქცეოდნენ ასე ან მას, ან ნების-
მიერ სხვა ადამიანს), მაგრამ მილიონერის კეთილგანწყობის

412
შესახებ შეიტყო თუ არა, მისი გაცნობა მოუნდა და ძმასავით შე-
უყვარდა.
მოკლედ, შეხვედრა დაინიშნა, ჯორჯი იმ კაცთან მივიდა და
მანაც ძალიან კარგად მიიღო. მილიონერმა ჯორჯი რამდენჯერ-
მე დაპატიჟა შინ სადილად და თავის მდიდარ მეგობრებსაც გა-
აცნო. ერთმა საყვარელმა ქალმა, რომელსაც ახალგაზრდა ღა-
რიბი ავტორი წარუდგინეს, ის თავისთან მიიწვია და უმაღლესი
წყალობით დაასაჩუქრა.
მალე მილიონერს საქმეზე მოუწია წასვლა საზღვარგარეთ.
ჯორჯმა ის პორტამდე გააცილა და როცა ერთმანეთს ემშვიდო-
ბებოდნენ, მილიონერმა მეგობრულად დაჰკრა ხელი მხარზე,
პირველად მიმართა სახელით და უთხრა, რამე თუ დაგჭირდეს,
დაუყოვნებლივ ტელეგრამით მაცნობე და ყველაფერს მოვაგვა-
რებო. ისიც უთხრა, სავარაუდოდ, ერთი თვით მივდივარ და ისე-
თი დაკავებული ვიქნები, წერილის მოსაწერად ვერ მოვიცლი,
მაგრამ როგორც კი ჩამოვალ, დაგიკავშირდებიო. ამის მერე მან
ხელი ჩამოართვა ჯორჯს და გემზე ავიდა.
თვე, ექვსი კვირა და კიდევ ორი თვე გავიდა, მაგრამ ჯორ-
ჯსმისგან არაფერი გაუგია. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეხვდა
და ისიც შემთხვევით.
ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა ჯორჯი ლანჩზე დაპატიჟა
მდიდრულ ბარში. შევიდნენ თუ არა, ჯორჯმა მილიონერი მეგო-
ბარი შენიშნა, მარტო იჯდა მაგიდასთან. ჯორჯმა სიხარულით
შეჰყვირა და გაწვდილი ხელით ისე სწრაფად გაქანდა მისკენ,
რომ სკამი ვერ შენიშნა, წამოედო და დაეცა. როცა წამოდგა,
გაოცებულმა მილიონერმა თავი ცოტა შორს დაიჭირა, ხელი კი
ჩამოართვა, მაგრამ ცივად და მედიდურად უთხრა:
– აჰ, ეს ჩვენი მეგობარი მწერალია? როგორ გიკითხოთ?

413
ახალგაზრდა კაცი ისე დაიბნა, რომ მილიონერს გული ცოტა
გაულხვა, მყისიერად მოლბა და სთხოვა, ქალბატონმა და შენ
ჩემს მაგიდასთან მიირთვით ლანჩიო.
ძალიან ყურადღებიანი და მეგობრული გახდა. თითქოს აღარ
იცოდა, ჯორჯისთვის როგორ ესიამოვნებინა, უკვეთდა და უკ-
ვეთდა კერძებს და ჭიქას ღვინით უვსებდა, სიმპათიით და თა-
ნაგრძნობით უყურებდა და ბოლოს ჯორჯმაც გადაწყვიტა, ეკით-
ხა, რა ხდებაო.
– აჰ, – თქვა და თავი გააქნია, – ძალიან შევწუხდი, როცა წა-
ვიკითხე.
– რა?
– როგორ რა? – უთხრა მილიონერმა, – პრემიის შესახებ.
– რომელი პრემიის?
– თქვენ რა, გაზეთს არ კითხულობთ? არ იცით, რა ხდება?
– არ ვიცი, რას გულისხმობთ, – შეშფოთებით თქვა ჯორჯმა,
– და რა მოხდა?
– თქვენ ის ვერ აიღეთ.
– რა ვერ ავიღე?
– პრემია, – უყვირა მილიონერმა, – პრემია! ყოველ წელს
რომ გაიცემა ლიტერატურაში! მე კი მეგონა, აიღებდით, – გა-
ნაგრძო შეწუხებულმა, – მაგრამ სხვას მისცეს... თქვენც იყავით
დასახელებული... მეორე იყავით... – ისევ სევდიანად გააქნია
თავი, – მაგრამ ვერ აიღეთ.
თუმცა კმარა კარგი მილიონერი მეგობრის შესახებ. მას შემ-
დეგ ჯორჯს ის არ უნახავს და დიდად არ წუხდა ამაზე.
მერე იყო დოროთი.
დოროთი ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების იმ მითურ და
რომანტიკულ ფენას მიეკუთვნებოდა, რომელსაც დღისით სძი-

414
ნავს, მზის ჩასვლის მერე იღვიძებს და მთელ დროს ქალაქის
საუკეთესო ადგილებში ატარებს. როგორც მის წრეს შეეფერე-
ბოდა, განათლება ძვირად ღირებულ სასწავლებელში მიიღო,
ინტელექტუალის რეპუტაცია ჰქონდა, იმიტომ, რომ წიგნებს
კითხულობდა და როგორც კი ჯორჯ ვებერის რომანი ბესთსელე-
რების სიაში მოხვდა, იყიდა და გამოსაჩენ ადგილას მიუჩინა ად-
გილი. მერე ავტორს სუნამომოსხურებული წერილი მისწერა და
სთხოვა, კოქტეილი დაელიათ ერთად. ჯორჯი დათანხმდა და მი-
სი დაჟინებული თხოვნით, კიდევ ბევრჯერ შეხვდნენ.
დოროთი უკვე ახალგაზრდა აღარ გახლდათ, მაგრამ თავს
უვლიდა, ტანადი იყო და სახეც არ ჰქონდა ურიგო. არასოდეს
გათხოვილა და როგორც ეტყობოდა, საჭიროდაც არ მიაჩნდა,
რადგან ჭორები დადიოდა, მარტოს იშვიათად სძინავსო. დორო-
თის გულუხვობით არა მარტო მისი წრის ჯენტლმენები სარგებ-
ლობდნენ, არამედ შემთხვევითი გალანტური მამაკაცებიც, ასე
მაგალითად: მერძევე მის საგვარეულო მამულში, ტაქსის მძღო-
ლები, დადაისტი მწერლები, პროფესიონალი ველოსიპედისტე-
ბი, უღიარებელი პოეტები და მოხეული, ბრტყელტერფიანი ხუ-
ლიგნები, ცელულოიდის საყელოთი. ამიტომ ჯორჯი იმედოვნებ-
და, რომ მათი მეგობრობა მალე ყვავილს გამოიღებდა, და ძა-
ლიან გაკვირვებული და იმედგაცრუებული დარჩა, ასე რომ არ
მოხდა.
საღამოები დოროთისთან მშვიდ, სერიოზულ და ინტელექ-
ტუალურ საუბრებში გადიოდა. ქალი მონაზვნის უმანკოებას
ინარჩუნებდა და ჯორჯი უკვე ეჭვობდა, რას არ იტყვიან ბოროტი
ენებიო. დოროთის ინტელექტუალური და ესთეტიკური ინტერე-
სები მომაბეზრებელი ეჩვენებოდა და რამდენჯერმე იფიქრა კი-
დეც, ურთიერთობა გაეწყვიტა. მაგრამ ქალი ყოველთვის ახერ-

415
ხებდა ეცდუნებინა, მიკროსკოპული ასოებით ნაწერ წერილებს
სწერდა ჯორჯს და ისიც მიდიოდა, ნაწილობრივ, ცნობისმოყვა-
რეობის დასაკმაყოფილებლად – აინტერესებდა, რა ედო გულში
ქალს.
გაარკვია კიდეც. ერთ საღამოს დოროთიმ სთხოვა, ფეშენებე-
ლურ რესტორანში ევახშმათ და თან იმჟამინდელი ლოგინის
კომპანიონი გამოიყოლა, ბრიოლინით თმაგაპოხილი კუბელი
ახალგაზრდა. მაგიდასთან ჯორჯი მათ შორის აღმოჩნდა. ვიდრე
კუბელი ჭამით იყო გართული, დოროთიმ საუბარი გაუბა და
ჯორჯმა, მისდა დასანანად, შეიტყო, რომ თურმე ის – მთელ სამ-
ყაროში ერთადერთი – სპეტაკი ღვთიური ვნების ობიექტად გა-
მოურჩევიათ.
– მიყვარხარ, ჟორჟ, – მისკენ გადაიხარა და ჩახლეჩილი
ხმით ჩასჩურჩულა, – მიყვარხარ, მაგრამ წმინდა სიყვარულით!
– აღელვებულმა შეხედა, – ჟორჟ, შენი ჭკუის გამო მიყვარხარ...
შენი სულის! მაგრამ მიგელი! მიგელი! – და მისკენ გადაიტანა
მზერა. კუბელი ორივე ხელით იტენიდა საჭმელს პირში, – მიგე-
ლი მისი სხეულის გამო მიყვარს! მას ტვინი არ აბადია, მაგრამ
შესანიშნავი სხეული აქვს, – ვნებიანად ჩურჩულებდა, – ლამა-
ზი, შესანიშნავი სხეული, ისეთი თხელი, ბიჭური, ისეთი ლათინუ-
რი!
ცოტა ხანს გაჩუმდა და რაღაც ავის მომასწავებელი ტონით
განაგრძო:
– მინდა, დღეს ჩვენთან ერთად წამოხვიდე, ჟორჟ, – უთხრა
მოკლედ, – არ ვიცი, რა მოხდება, – თქვა ცოტა შეშფოთებულმა,
– მინდა, ჩემთან ახლოს იყო.
– რა შეიძლება მოხდეს, დოროთი?

416
– არ ვიცი, – ჩურჩულებდა, – წარმოდგენა არ მაქვს. ყველა-
ფერი შეიძლება მოხდეს!.. გუშინ მეგონა, მიმატოვებდა. ვიჩხუ-
ბეთ და წავიდა. ეს ლათინოსები ძალიან ამაყები და მგრძნო-
ბიარეები არიან! დაინახა, სხვა კაცისკენ გავაპარე მზერა და ად-
გა და მიმატოვა! არ ვიცი, რას ვიზამ, თუ მიმატოვებს, ჟორჟ, –
სულს ვერ ითქვამდა, – ალბათ მოვკვდები! ან თავს მოვიკლავ!
და ფიქრიანი მზერა საყვარელზე შეაჩერა. საყვარელი წინ
გადახრილიყო და გაშიშვლებული კბილები პირისკენ მიმართუ-
ლი ჩანგლისკენ მიეშვირა, რომელზედაც შემწვარი წიწილის
გემრიელი ნაჭერი აეგო. მიხვდა, რომ უყურებდნენ და ჩანგალი
ხელში გაუშეშდა, კმაყოფილმა გაიღიმა, მერე წიწილის ნაჭერი
ყბაში მოიქცია, სასმელი მიაყოლა და მოთხვრილი ტუჩები ხელ-
სახოცით მოიწმინდა. ელეგანტურად მიიფარა ცალი ხელი პირ-
ზე, მეორე ხელის ფრჩხილით კბილი გამოიჩიჩქნა და ასევე ელე-
განტურად დააგდო ნამცეცი იატაკზე, ამასობაში ქალი შეყვარე-
ბულ მზერას ვერ სწყვეტდა. საყვარელი ისევ წიწილას მიუბრუნ-
და და სიამოვნებით განაგრძო გასტრონომიული ჯაფა.
– მე პირადად სულ არ ვდარდობ, დოროთი, – უთხრა ჯორ-
ჯმა, – რაღაც არაფერი ეტყობა, ახლო მომავალში მიტოვებას
რომ გიპირებდეს.
– ნამდვილად მოვკვდები, – ჩურჩულებდა დოროთი, – ეს ამ-
ბავი მომკლავს! ჟორჟ, ამაღამ ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდე!
მინდა, ახლოს იყო! თავს გაცილებით უსაფრთხოდ ვიგრძნობ,
დაცულად, როცა გვერდით მეყოლები! შენ ისეთი საიმედო ადა-
მიანი ხარ, ისე მშვიდად ვარ შენ გვერდით. მინდა, მელაპარაკო,
ხელი ჩაგკიდო და მანუგეშო, რამე თუ მოხდება, – თქვა და ხე-
ლი ხელზე დაადო და მაგრად ჩასჭიდა.

417
მაგრამ ჯორჯი არ გაჰყვა დოროთის იმ საღამოს. მას შემდეგ
აღარც უნახავს და კაცი ვერ იტყოდა, დიდად განიცადაო.
ამის შემდეგ იყო კიდევ მდიდარი და ლამაზი ქვრივი, რო-
მელსაც ქმარი ცოტა ხნით ადრე გარდაეცვალა, ვიდრე ის ჯორჯს
წერილს მისწერდა მისი რომანით აღტაცებული და ამ სევდიან
ფაქტსაც ამაღელვებლად მოახსენებდა. ბუნებრივია, ჯორჯმა
მიიღო მისი გულთბილი მიპატიჟება, ჩაიზე სწვეოდა. მაგრამ ფე-
ხი შედგა თუ არა, საყვარელმა არსებამ დიდი მსხვერპლის გა-
ღება გადაწყვიტა, ჯერ იყო და, ინტიმური საუბარი გაუბა
პოეზიაზე, მერე შეწუხებულმა თქვა, როგორ ცხელაო და თუ სა-
წინააღმდეგო არაფერი გექნებათ, კაბას გავიხდიო. კაბა გაიხა-
და და ყველაფერი დანარჩენიც მიაყოლა. დედიშობილა ჩაწვა
ლოგინში, წითელი თმა ბალიშზე გადაფანტა, თვალები სევ-
დიანად აღაპყრო მაღლა და მწუხარე ხმით იყვირა: ო, ალჟერ-
ნონ! ალჟერნონ! ალჟერნონ! – როგორც ეტყობოდა, გარდაც-
ვლილ ქმარს ეძახდა.
– ო, ალჟერნონ! – ყვიროდა და ალისფერ თმას იწეწდა, –
ალჟი, ამას შენ გამო ვაკეთებ! ალჟი, დამიბრუნდი! ალჟი, ძლი-
ერ მიყვარხარ! ამ ტკივილის გაძლება აღარ შემიძლია! ალჟერ-
ნონ! არა, არა, საწყალო ბიჭო! – იყვირა და ჯორჯს მკლავში
სწვდა, როცა ის ხოხვით აპირებდა ლოგინიდან გამოძრომას,
რადგან ვერ მიმხვდარიყო, ქალი აფრენდა თუ რაღაც ეშმაკურ
თამაშს თამაშობდა, – ნუ წახვალ! – ჩაიჩურჩულა ნაზად, – შენ,
უბრალოდ, ვერ გამიგებ! მინდა, თავი კარგად იგრძნო, მაგრამ
რასაც არ ვაკეთებ, სულ ალჟერნონზე ვფიქრობ! ალჟერნონ,
ალჟერნონ!
მერე აუხსნა, ჩემი გული ალჟერნონის საფლავში დაიმარხაო
და „ქალი ჩემში მკვდარიაო“ (უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ ფსი-

418
ქოლოგიით იყო გატაცებული) და სასიყვარულო აქტი მხოლოდ
და მხოლოდ ძვირფასი ალჟის ერთგულების აქტი იყო, მასთან
ყოფნის კიდევ ერთი მცდელობა.
აქტი იყო ძალიან ამაღლებული, დახვეწილი და განსაკუთრე-
ბული და, რა თქმა უნდა, თავში არავის მოუვიდოდა, რომ ჯორჯი
ლამაზ გრძნობებს აბუჩად აიგდებდა, თუმცა კი ესოდენ უცნაური
სინატიფეების ვერაფერი გაიგო. ოღონდ მერე საყვარელი მწუ-
ხარე ქვრივი აღარ უნახავს – მასავით დახვეწილი ვერ აღმოჩ-
ნდა. და კაცმა რომ თქვას, არც მასთან განშორება განუცდია დი-
დად.
და ბოლოს, ჯორჯ ვებერის ხანმოკლე დიდების პერიოდში კი-
დევ ერთი გოგო გამოჩნდა და ჯორჯს მისი ესმოდა. მომხიბვლე-
ლი, თამამი ახალგაზრდა ქალი პროვინციიდან გახლდათ. კარ-
გი სამსახური ჰქონდა. მისი პატარა ბინიდან ისტ რივერი და ხი-
დი ჩანდა. ჯორჯისთვის ის არ ყოფილა მეტისმეტად დახვეწილი
და არც ამაღლებული, ისე, სერიოზული საუბრები კი უყვარდა,
ეცნობოდა ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანებს და აინტერე-
სებდა სკოლებში დანერგილი ახალი, თანამედროვე მეთოდები.
ჯორჯს ის მოსწონდა, მთელ ღამეს მასთან ატარებდა ხოლმე და
გამთენიისას მიდიოდა შინ, როცა ქუჩები სულ ცარიელი იყო და
მაღალი შენობები უცნაურად აწოწილიყვნენ ცისკენ. ისეთი
გრძნობა ჰქონდა, თითქოს პირველმა აღმოაჩინა ისინი გან-
თიადის მკრთალ, წმინდა და ჩუმ სინათლეზე.
ჯორჯი შეყვარებული იყო; და ერთხელ, ღამით, დიდი ხნის სი-
ჩუმის შემდეგ, ქალმა მკლავები მოხვია, თავისკენ მიიზიდა, აკო-
ცა და ჩასჩურჩულა:
– რამე რომ გთხოვო, შემისრულებ?

419
– რასაც მთხოვ, ყველაფერს შეგისრულებ, – თქვა ჯორჯმა, –
თუ, რა თქმა უნდა, შევძლებ.
ქალს ასე ჰყავდა მიკრული ერთხანს ბნელ და ცოცხალ სიჩუ-
მეში.
– მინდა, შენი გავლენა გამოიყენო, კლუბ „კოსმოპოლისში“
რომ მიმიღონ, – ვნებიანად ეჩურჩულებოდა.
და როცა გათენდა, ვარსკვლავები ჩამოცვივდა.
ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა ხელოვნების, მოდის და
მწერლობის დიდ სამყაროსთან ზიარებისა.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ უნდა მრცხვენოდეს, სამარცხვინო
ამბები რომ დავწერე სამარცხვინო ადამიანებზე, ძალიან ვწუხ-
ვარ. ჩემი მიზანია, ჯორჯ ვებერის ცხოვრებაზე სიმართლე მოვ-
ყვე და დარწმუნებული ვარ, ის უკანასკნელი ადამიანი იქნებო-
და, ვინც გამაჩუმებდა. ერთი სიტყვით, სულაც არ მიმაჩნია, რომ
უნდა მრცხვენოდეს იმის გამო, რაც დავწერე.
ერთადერთი, თუ რამის რცხვენოდა ჯორჯ ვებერს, პურს რომ
ტეხდა და ერთ მაგიდასთან იჯდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც
არ იცოდნენ, რა იყო მეგობრული სითბო; ან გონებრივი შრო-
მით და გულის სისხლით მოპოვებულს ვიღაც სუნამოში ამოვ-
ლებულ ბოზს ახმარდნენ, რომელსაც უმჯობესი იქნებოდა, ბორ-
დელში ბინძურ გროშებზე ემუშავა. მხოლოდ ამის რცხვენოდა
ჯორჯს. და ისეთი ძლიერი იყო სირცხვილის გრძნობა, რომ ეში-
ნოდა, ვაითუ დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ტვინიდან და
სისხლიდან ეს სირცხვილი ვერ ჩამოვირეცხოო.
და მაინც ვერ იტყოდით, რომ დიდად განიცდიდა.

420
თავი ოცდამეოთხე

შემოქმედი და კაცი

უკვე აშკარად ნათელი იყო, რომ ჯორჯ ვებერი ამ ამბებსდი-


დად არ განიცდიდა. ან რატომ უნდა განეცადა? რაც გამოჩენილ
ადამიანებზე მონადირეებს დაუსხლტა, შეეძლო, თავისუფლად
დაბრუნებულიყო თავის საცოდავ ოროთახიან ბინაში მეთორმე-
ტე ქუჩაზე და ასეც მოიქცა. ლიბია-ჰილიდან ისევ სწერდნენ. არ
დავიწყებიათ. ოთხ თვეზე მეტი გავიდა წიგნის გამოქვეყნებიდან,
ისინი კი წერილების წერას აგრძელებდნენ და ყოველი მათგანი
თავს არ ზოგავდა, გაეგებინებინა, რა გრძნობები აღუძრა მისმა
რომანმა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში რენდი შეპერტონი რეგულა-
რულად ეხმიანებოდა. რენდი იყო ერთადერთი ადამიანი, ვის-
თანაც ჯორჯს დალაპარაკება შეეძლო, ამიტომ მის წერილებს
როცა პასუხობდა, გულს უშლიდა ხოლმე, ყველაფერს უყვებო-
და, მხოლოდ ლიბია-ჰილის მცხოვრებლების ღვარძლიან წერი-
ლებზე არ სწერდა არაფერს. მეგობრები ამ თემას არ ეხებოდ-
ნენ. რენდიმ პირველივე წერილში აარიდა თავი ბინძურ ჭო-
რებს, იმედოვნებდა, მალე ყველაფერი ჩაივლიდა და დავიწყე-
ბას მიეცემოდა. ჯორჯს რაც შეეხება, იმდენად იყო დათრგუნვი-
ლი, რომ თავიდან ამაზე საუბარი არ სურდა. ასე რომ, ძირითა-
დი თემა წიგნის განხილვა იყო, ერთმანეთს სხვადასხვა კრიტი-
კოსის ნათქვამებზე ან ჯერ ართქმულზე უზიარებდნენ საკუთარ
მოსაზრებებს.

421
მაგრამ მარტის დასაწყისში, როცა სალანძღავი წერილები
შემცირდა და ადრინდელივით ნიაღვრად აღარ მოედინებოდა,
რენდიმ ჯორჯისგან მიიღო წერილი, მთელი ეს ხანი რომ შიშობ-
და, ადრე თუ გვიან მომწერსო:
„გასული კვირა წერილების კითხვაში გავატარე“, – სწერდა
ჯორჯი, – „ჩემი ყოფილი მეგობრების და მეზობლების წერილებს
ვკითხულობდი, წიგნის გამოცემის შემდეგ რომ მომივიდა. ახ-
ლა, როცა კენჭისყრა დამთავრდა, შედეგი საკმაოდ შემაშფოთე-
ბელი აღმოჩნდა. არაერთხელ შემადარეს იუდას, ბენედიქტ არ-
ნოლდს, ბრუტუსს, ჩიტს, რომელიც საკუთარ ბუდეს აბინძურებს,
გველს, რომელსაც გულუბრყვილო ადამიანები თავს ევლებოდ-
ნენ, ყორანს, რომელიც თავისი მეგობრების და ნათესავების
სისხლით და ხორცით საზრდოობს, ვიღაც სისხლისმწოველს,
ვისთვისაც არაფერი წმინდა არ არსებობს, ღირსეულ მიცვალე-
ბულთა საფლავებიც კი. მეძახდნენ სვავს, ტალახში გათხლა-
შულ ბინძურ ღორს, ქალის წმინდა სახელის შემარცხვენელს,
ჩხრიალა გველს, ჯორს, ქუჩის კატას და მაიმუნს. მართალია,
წარმოსახვა ძალიან დავძაბე, მაგრამ ვერაფრით ვერ წარმო-
ვიდგინე არსება, რომელიც ყველა ამ თვისებას შეითავსებდა –
მწერლისთვის არ იქნებოდა ურიგო ასეთი ყმაწვილის გაცნობა!
– მაგრამ მაინც იყო ისეთი წუთებიც, როცა ვფიქრობდი, მარ-
თლები არიან-მეთქი“.
მოჩვენებითი ირონიის მიღმა რენდი ხედავდა, რომ ჯორჯს
უჭირდა და ვინაიდან ისიც იცოდა, რა კარგად გამოსდიოდა მას
თვითგვემა, მიხვდა, უკიდურესად ცუდად იყო. ჯორჯმაც ლამის
იმწამსვე დაუდასტურა, რომ შეშფოთებისთვის მართლაც ჰქონ-
და მიზეზი:

422
– ღმერთო ჩემო! ეს რა ჩავიდინე? ხანდახან საშინელი, გამო-
უსწორებელი დანაშაულის გრძნობა შემიპყრობს ხოლმე! ადრე
არასდროს გამიაზრებია, თურმე რამხელა მანძილი აშორებს შე-
მოქმედს და კაცს.
როგორც შემოქმედს, შემიძლია, ჩემი წიგნი სუფთა სინდისით
განვიხილო. ნებისმიერი ავტორის მსგავსად, მეც რაღაცას ვნა-
ნობ ან რაღაცით არ ვარ კმაყოფილი: უკეთესი შეიძლებოდა ყო-
ფილიყო, იმ დონემდე ვერ გაქაჩა, მე რომ მინდოდა. მაგრამ
ამის გამო არ მრცხვენია. მე შინაგანი აუცილებლობა ვიგრძენი,
ეს წიგნი დამეწერა. მე ის უნდა დამეწერა და ამით ვუერთგულე
ერთადერთ ფასეულს, რაც ჩემში არსებობს.
ასე იტყოდა შემოქმედი. შემდეგ ყველაფერი იცვლება და შე-
მოქმედი ხდება უბრალო კაცი – საზოგადოების წევრი, მეგობა-
რი და მეზობელი, შვილი და ძმა ადამიანთა მოდგმისა. და როცა
მისი თვალით დავინახე ჩემი ნამოქმედარი, თავი უკანასკნელ
ნაძირალად ვიგრძენი. დავინახე, რამხელა ტკივილი და ტანჯვა
მივაყენე ადამიანებს, რომელთაც კარგად ვიცნობდი და ვერც კი
წარმომიდგენია, ეს როგორ გავაკეთე ან როგორ შეიძლება ჩემი
გამართლება – გინდაც, რაც დავწერე, „მეფე ლირივით“ დიდი
იყოს ან „ჰამლეტივით“ შთამბეჭდავი.
შეიძლება, უჩვეულოდ მოგეჩვენოს, მაგრამ მერწმუნე, მთე-
ლი კვირა მუქარით აღსავსე და სალანძღავი წერილების კით-
ხვით რაღაც გროტესკულ სიამოვნებასაც ვგრძნობდი. იცი, რა
აღმოვაჩინე – თურმე შვებას გგვრის, როცა გწყევლიან, სრული-
ად წარმოუდგენელ სალანძღავ სიტყვებს გიწოდებენ ან გაშინე-
ბენ, როგორც ერთი მაშინებდა, ლიბია-ჰილში თვალი თუ მოგკა-
რი, შუბლს ტყვიით გაგიხვრეტო. ალბათ იმ უბედურმაც ცოტა
შვებით ამოისუნთქა.

423
მაგრამ ზოგიერთი წერილის წაკითხვა მართლა ძალიან
მტკენს გულს. იქ არც ლანძღვაა და არც მუქარა – გაოგნებული
და დაბნეული ადამიანები მწერენ, რომლებსაც ჩემთვის არაფე-
რი დაუშავებიათ, რომლებიც ყოველთვის კეთილგანწყობილი
იყვნენ ჩემდამი, ვინც კარგად არც მიცნობს და ახლა გულგატე-
ხილი, შეძრული, გამათრახებული მწერს, ისევ და ისევ დაჟინე-
ბით მისვამს იმ საშინელ კითხვას: რატომ ჩაიდინე ეს? რატომ?
რატომ? რატომ?
მათ წერილებს როცა ვკითხულობ, მაშინ – არ ვიცი, რატომ –
პასუხს ვერ ვცემ. როგორც შემოქმედმა, მეგონა, ვიცოდი, და
ისიც მეგონა, რომ ამომწურავი პასუხი მქონდა. მე უხეში პირდა-
პირობით ვწერდი ყველაფერს, ვცდილობდი, არც ერთი წვრილ-
მანი არ გამომპარვოდა და ასე იმიტომ ვიქცეოდი, მეგონა, სიმ-
ხდალე იქნებოდა რამის დამალვა ან შერბილება. მეგონა, წიგნს
საკუთარი, ჯანსაღი მიზეზი ჰქონდა საარსებოდ.
მაგრამ ახლა არაფერში აღარ ვარ დარწმუნებული. გიჟური
ეჭვები და სინანული მღრღნის. ხანდახან ვგრძნობ, რომ ცხოვ-
რებას დავთმობდი, ოღონდ ეს წიგნი არ დაწერილიყო, ოღონდ
ის გვერდები არ დაბეჭდილიყო. ვითომ რას მივაღწიე ამ რომა-
ნის დაწერით – მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ დავკარგე მე-
გობრები, ნათესავები და იმ ქალაქის ყველა მკვიდრი, ვისთანაც
ოდესმე ურთიერთობა მქონია? და გადავარჩინე კი რამე?
„ხელოვანის გულწრფელობა“, იტყვით ალბათ.
დიახ, ოღონდ ამით სინდისს ვერ დავიმშვიდებ. მაგრამ გულ-
წრფელობაც ხომ ადამიანის სისუსტით არის შებღალული? ნეტა-
ვი, შემეძლოს, ჩემს თავს ვუთხრა, რომ წიგნის ყოველ სიტყვაში,
ფრაზაში და ეპიზოდში მთელი ჩემი შესაძლებლობა ჩავდე და
განზე მდგომივით მიუკერძოებლად ვმსჯელობდი. მაგრამ ხომ

424
ვიცი, ეს სიმართლე არ იქნება. იმდენი სიტყვა მახსენდება, იმდე-
ნი ულმობელი ფრაზა, რომლებიც სიფიცხემ დამაწერინა და არც
ხელოვნებასთან და არც გულწრფელობასთან საერთო არაფერი
აქვს. რას იზამ, ტალახისგან ვართ მოზელილები და როცა შეც-
დომაა დასაშვები, ვუშვებთ. გამოდის, რომ შემოქმედის წმინდა
სული არ არსებობს?
მთელ ამ საცოდავ გამოცდილებაში არის დაუნდობელი
იუმორიც. ძალიან კომიკურია, აღმოაჩინო, რომ რის გამოც წე-
რილებში მლანძღავენ, არც ჩამიდენია და არც მითქვამს. და კი-
დევ უფრო სასაცილო ის არის, რომ ერთადერთი, რისთვისაც
უხალისოდ მაქებენ, საერთოდ არ გამაჩნია. რამდენიმე წერილ-
ში, სადაც ჩამოხრჩობით მემუქრებოდნენ და უნიჭოს მეძახდნენ
(მათი აზრით, მხოლოდ უხამსობის გენია აღმომაჩნდა), ასე
ვთქვათ „მახსოვრობას“ მიქებდნენ. ზოგი მაბრალებდა, თითქოს
რვა წლისა ყველგან დავძვრებოდი, ჯიბეები უბის წიგნაკებით
მქონდა გამოტენილი და ყველაფერს ვიწერდი, რაც ყურში ან
თვალში მომხვდებოდა, ვიწერდი ჩემი კეთილი ახლობლების
ყოველ სიტყვას, ფრაზას და მათ თავს გადამხდარ ამბავს, ისე,
რომ ეჭვიც არავის აუღია.
– „ცხოვრებაში ასეთი ბინძური წიგნი არ წამიკითხავს“, –
თავდაჯერებულად წერდა ერთი, – „მაგრამ უნდა აღვნიშნო, მახ-
სოვრობა არ გღალატობს“.
არადა სწორედ მახსოვრობა მღალატობს. ათასჯერ უნდა ვნა-
ხო რამე, ვიდრე დავინახავ. რასაც ისინი ჩემს მახსოვრობას ეძა-
ხიან, ყველაფერი ის, რაც ჰგონიათ, რომ თვითონაც ახსოვთ, სი-
ნამდვილეში მათ არასოდეს უნახავთ. და მე რომ ათასჯერ ვნახე
და საბოლოოდ დავინახე, მათ ის არ ახსოვთ.

425
რენდიმ ცოტა ხნით შეწყვიტა წერილის კითხვა, უეცრად მიხ-
ვდა, რომ ჯორჯი აბსოლუტურად მართალი იყო, რაშიც წიგნის
გამოქვეყნების დღიდან თავადაც არაერთხელ დარწმუნდა.
რენდიმ იცოდა, რომ მთელ წიგნში სულ პატარა დეტალსაც
კი ვერ იპოვიდი, რომელიც ზუსტად იმეორებდა რეალობას, ერთ
გვერდსაც ვერ ნახავდი, სადაც ყველაფერი ჯორჯის წარმოსახ-
ვით არ იქნებოდა გადაკეთებული; მაგრამ მკითხველებს მაინც
იმწამსვე რეალობის მძაფრი შეგრძნება ეუფლებოდათ და
დაიფიცებდნენ, რომ აღწერილი ფაქტი არათუ „ცხოვრებიდან
იყო აღებული“, არამედ მას ლამის დოკუმენტური წყარო ჰქონ-
და. და სწორედ ამან გამოიწვია მძვინვარე გამოძახილი.
მაგრამ ეს არ კმაროდა. სასაცილო იყო იმ ადამიანების ყურე-
ბა, ერთმანეთს რომ ეკამათებოდნენ, ესა და ეს სცენა ან შემ-
თხვევა მართლა მოხდაო, მარტო იმიტომ, რომ რაღაც ამდაგვა-
რი ახსოვდათ. კიდევ უფრო გროტესკული იყო, გესმინათ, რო-
გორ ამტკიცებდნენ, თითქოს თვითმხილველები იყვნენ ფაქტი-
სა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ავტორის წარმოსახვის ნა-
ყოფი იყო.
– აბა რა! – შეჰყვირებდნენ ხოლმე, თუ რამის დასაბუთებას
მოსთხოვდნენ, – მან ხომ ყველაფერი ისე დაწერა, როგორც სი-
ნამდვილეში მოხდა! არაფერი არ შეუცვლია! მიდით, გაიხედეთ,
რა ხდება მოედანზე!
და ყოველთვის მოედანს უბრუნდებოდნენ, რადგან მოედანს
გამორჩეული ადგილი ეკავა რომანში „მშობლიურ მთებში დაბ-
რუნება“. ჯორჯმა ისე დეტალურად აღწერა ყველა აგური, ფან-
ჯრის მინა თუ ქვაფენილი, რომ მკითხველზე წარუშლელი შთა-
ბეჭდილება მოახდინა. მაინც, რა მოედანი იყო ეს? ვითომ,
ლიბია-ჰილის მთავარ მოედანს გულისხმობდა? ასე მიაჩნდა

426
ყველას. განა ადგილობრივმა გაზეთებმაც არ დაწერეს – ჩვენმა
მემატიანემ ფოტოგრაფის თვალით დაგვანახა მთავარი მოედა-
ნიო. მერე ხალხმა წაიკითხა და დაეთანხმა.
ასე რომ, მათთან კამათს აზრი არ ჰქონდა. აზრი არ ჰქონდა
მტკიცებას, რომ ვებერის მოედანი სრულიად განსხვავდებოდა
ლიბია-ჰილის მოედნისგან, გინდაც ასჯერ გაგემეორებინათ. ამ
ადამიანების ბრაზი სიბრალულს იმსახურებდა, როცა მათ პირ-
ველად აღმოაჩინეს, რომ ხელოვნება ცხოვრების მიბაძვაა; ახ-
ლა კი, როცა უარყოფდნენ, რომ ცხოვრებამაც შეიძლება მიბა-
ძოს ხელოვნებას, უბრალოდ სასაცილონი ჩანდნენ.
რენდის ჩაეღიმა, თავი გააქნია და წერილს მიუბრუნდა:
– ღმერთო ჩემო, ეს რა ჩავიდინე? – წერდა დასკვნაში ჯორჯი,
– ნეტა, ვიცოდე: რაც გავაკეთე, ჩემი შინაგანი სიმართლის და
აუცილებლობის გამო გავაკეთე თუ უბედურმა დედამ მშვა ასეთი
გარყვნილი ურჩხული, რომელმაც შეურაცხყო მკვდარი და ცოც-
ხალი თავისი ოჯახის, ახლობლის, მეზობლის და საერთოდ, კა-
ცობრიობის? რა უნდა მექნა? ახლა რა ვქნა? თუ შეგიძლია, და-
მეხმარო ან თუ გაქვს პასუხი ჩემს კითხვაზე, ღვთის გულისათ-
ვის, მომწერე. ასე მგონია, ქარიშხალი ამოვარდა და მე ხმელი
ფოთოლი ვარ. არ ვიცი, რა ვიღონო. შენ ხარ ერთადერთი ადა-
მიანი, ვისაც ჩემი დახმარება შეუძლია. არ მიმატოვო, მომწერე,
მითხარი, რას ფიქრობ.
მარად შენი
ჯორჯი.
ჯორჯის წუხილი ლამის ყოველ წინადადებაში იგრძნობოდა
და რენდი კითხვისას იშმუშნებოდა. მეგობრის ღია ჭრილობით
გამოწვეული აუტანელი ტკივილი საკუთარივით სტკიოდა. მაგ-
რამ იცოდა, არც თვითონ და არც სხვა სულიერს არ ჰქონდა პა-

427
სუხი, რომელსაც ჯორჯი ეძებდა. ჯორჯს თავად უნდა ეპოვა პასუ-
ხი. და ეს ერთადერთი გზა იყო, რამე ესწავლა.
ასე რომ, როცა რენდი წერილის მონახაზზე ფიქრობდა, გან-
გებ ძალიან აგდებული ტონი შეარჩია. არ უნდოდა, შესტყობო-
და, თითქოს ქალაქის რეაქციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.
მისწერა, არ ვიცი, შენი რომ ვიყო, როგორ მოვიქცეოდიო, მე
ხომ მწერალი არ ვარო, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ მწე-
რალმა იმ ცხოვრებაზე უნდა წეროს, რომელსაც კარგად იცნობ-
სო. გასამხნევებლად უთხრა, ლიბია-ჰილის მცხოვრებლები ბავ-
შვებს მაგონებენ, ჯერ არაფერი რომ არ იციან და წეროების სჯე-
რათო. როცა მსოფლიო ლიტერატურის არაფერი გაგეგება, რა
თქმა უნდა, გაგიკვირდება და შეცბუნდები, თუ აღმოაჩენ, საიდან
მოდის დიდი წიგნებიო.
მერე ცოტა გასახალისებლად ჩაურთო, ტიმ ვაგნერმა, ქალა-
ქის ყველაზე მაგარმა ლოთმა, დიდი გონიერებით რომ გამოირ-
ჩევა, სიფხიზლის ინტერვალში თავიდანვე მხურვალე თანადგო-
მა გამოუცხადა წიგნს, მაგრამ ისიც დასძინა: ჯანდაბა! ჯორჯს თუ
უნდა, ცხენის ქურდზე დაწეროს, დაე, დაწეროს, ოღონდ შემდეგ-
ში ქურდის მისამართს ნუ მიუთითებს და ნურც ტელეფონის ნო-
მერსო.
რენდის ჯორჯის გამხიარულება უნდოდა და მოახერხა კიდეც.
მოგვიანებით, როცა შეხვდნენ, ჯორჯმა უთხრა, ყველაზე საიმე-
დო და ფასეული რჩევა შენგან მივიღეო.
წერილის ბოლოს რენდიმ სცადა ჯორჯის დარწმუნება, მარ-
თალია, მწერალი ხარ, მაგრამ ჩემთვის მაინც ჩვეულებრივ ადა-
მიანად რჩებიო. და დასძინა, პოსტსკრიპტუმში მისწერა და-
საიმედებლად, ლიბია-ჰილში კიდევ სხვა ჭორებიც დადისო. ყუ-
რი მოუკრავს, თითქოს ქალაქის წამყვან ბიზნესმენს ვიღაცის-

428
თვის საიდუმლოდ გაუნდვია, რომ მისტერ ჯარვის რიგზს,
ლიბია-ჰილის ყველაზე დიდი ბანკის პრეზიდენტს და ერთ დროს
უცოდველ გმირს, ბანკი გაკოტრების პირას მიუყვანია.
ასე რომ, – სწერდა ბოლოს რენდი, – თუკი ასეთ წმინდანს
შეიძლება ჰქონდეს ნაკლი, მაშინ შენისთანა ცოდვილსაც უნდა
ეპატიოს რაღაცო.

429
თავი ოცდამეხუთე

კატასტროფა

ჯორჯს რენდის წერილი ერთი-ორი დღის მიღებული ჰქონდა,


როცა დილით „ნიუ-იორკ თაიმზს“ კითხულობდა და თვალში პა-
ტარა განცხადება მოხვდა. განცხადებას მხოლოდ ორი დუიმი
ეკავა გაზეთის სვეტის ბოლოს, მაგრამ ჯორჯის ყურადღება
ლიბია-ჰილმა, მშობლიური ქალაქის სახელწოდებამ მიიპყრო:

სამხრეთის ბანკი გაკოტრდა

ლიბია-ჰილი, 12 მარტი – ამ დილით ქალაქის კომერციულ


ბანკს კარი არ გაუღია. მთელი დღის მანძილზე ვრცელდებოდა
ცნობები ბანკის დახურვის შესახებ, რის გამოც ქალაქი და მისი
შემოგარენი პანიკამ მოიცვა. ის ყველაზე დიდი ბანკი იყო ძველ
კატაუბაში და ყოველთვის სამაგალითო კონსერვატიული მენეჯ-
მენტით და ფინანსურად ძლიერი ბანკის სახელით იყო ცნობი-
ლი. კრახის მიზეზი ჯერ გაურკვეველია. შიშობენ, რომ მოსახ-
ლეობის დანაკარგი საკმაოდ დიდი იქნება.
ბანკის დახურვით გამოწვეული მღელვარება კიდევ უფრო გა-
ამძაფრა იმავე დღეს მერ ბაქსტერ კენედის უეცარმა და საიდუმ-
ლოებით მოცულმა სიკვდილმა. როცა მერი იპოვეს, მას შუბლში
ტყვია ჰქონდა ნასროლი და ყველა არსებული დამადასტურებე-
ლი საბუთით, თვითმკვლელობას ვარაუდობენ. მერი კენედი

430
ყველას მიმართ კეთილგანწყობილი და მხიარული ადამიანი
იყო და, როგორც ამბობენ, მტრები არ ჰყოლია.
არის თუ არა რაიმე კავშირი ამ ორ ისტორიას შორის, მთის
მშვიდი მცხოვრებლები რომ შეძრა, ჯერ უცნობია, მაგრამ ასეთი
დამთხვევა ეჭვის საბაბს გვაძლევს.
„ესე იგი, – გაიფიქრა ჯორჯმა და გაოგნებულმა გაზეთი მაგი-
დაზე დადო, – ბოლოს და ბოლოს დაიწყო!.. როგორც მოსამარ-
თლე რამფორდ ბლენდმა თქვა“...
და მთელი ის ვაგონის საპირფარეშოს სცენა მოაგონდა.
თვალწინ დაუდგა ლიბია-ჰილის შიშისგან ენაჩავარდნილი ლი-
დერების სახეები, როცა უსინათლო კაცი მოულოდნელად დაად-
გა მათ თავზე და მოურიდებლად დაადანაშაულა ქალაქის გა-
ნადგურებაში. ეს ყველაფერი როცა გაახსენდა და ახალი ამბები
წაიკითხა, ჯორჯი უკვე სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მე-
რის თვითმკვლელობასა და ბანკის კრახს შორის პირდაპირი
კავშირი არსებობდა.
მართლაც ასე იყო. ამ ორმაგი ტრაგედიისკენ დიდი ხანია მი-
დიოდა საქმე.
ჯარვის რიგზი, ბანკირი, ქალაქის ღარიბი, მაგრამ პატივცემუ-
ლი ოჯახიდან გახლდათ. მამა რომ გარდაეცვალა, თხუთმეტი
წლისა იქნებოდა. იძულებული გახდა, დედის მისახმარებლად
სკოლა დაეტოვებინა და მუშაობა დაეწყო. პატარ-პატარა სამუ-
შაოებს წარმატებით აუდიოდა, ვიდრე თვრამეტი წლისას მოკ-
რძალებული, მაგრამ მუდმივი ადგილი არ შესთავაზეს კომერ-
ციულ ბანკში.
ის საკმაოდ გონიერი ახალგაზრდა კაცი იყო, როგორც ჩანს,
მოხერხებულიც, და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ და ნელ-ნელა ბანკის მოლა-
რე გახდა. მარკ ჯოინერს ანგარიში ჰქონდა გახსნილი კომერცი-

431
ულ ბანკში და შინ ხშირად ჰყვებოდა ხოლმე ჯარვის რიგზზე. იმ-
ხანად ჯარვისს ჯერ კიდევ არ ახასიათებდა მოგვიანებით შეძენი-
ლი უხეში მანერები და გაბერილი თავდაჯერება. თმა, მერე და
მერე უსიცოცხლო ჩალისფერი რომ გაუხდა, ოქროსფრად უბ-
რწყინავდა, მხიარული, მოცინარი სახე ჰქონდა და ხალისიანი
შეხვედრა იცოდა კლიენტთან: „დილა მშვიდობისა, მისტერ
ჯოინერ!“ ან: „დილა მშვიდობისა, მისტერ შეპერტონ!“ ის ძალი-
ან მეგობრული იყო, მუდამ მზად მყოფი დასახმარებლად, თავა-
ზიანი, სულ ცდილობდა, ვინმესთვის ესიამოვნებინა და, ამავე
დროს, საქმიანი და მცოდნეც გახლდათ. ყოველთვის კოხტად
ეცვა და დედას ეხმარებოდა. ხალხს ამის გამო ის უყვარდა და
პატივს სცემდა. ყველას უხაროდა მისი წარმატება, იმიტომ, რომ
ჯარვის რიგზი ნამდვილი განსახიერება იყო ამერიკული ლეგენ-
დის – როცა ღარიბი ბიჭი მუყაითი შრომით „წარმატებას აღ-
წევს“. ქალაქის მცხოვრებლები ერთმანეთს თანხმობის ნიშნად
თავს უქნევდნენ და ამბობდნენ:
– ეს ახალგაზრდა კაცი მყარად დგას მიწაზე.
– ნამდვილად, ის თავისას მიაღწევს.
ასე რომ, როცა 1912 წელს ხმა გავარდა, ბიზნესმენების პატა-
რა ჯგუფი ახალი ბანკის გახსნას აპირებს და ჯარვის რიგზი ბან-
კის მოლარე იქნებაო, ამ ამბავს ყველა კეთილგანწყობით შეხ-
ვდა. ახალი ბანკის დამაარსებლები ლიბია-ჰილის მცხოვრებ-
ლებს არწმუნებდნენ, რომ მათი ბანკი უკვე არსებულ ბანკებთან
კონკურენციას არ აპირებდა, უბრალოდ, ისეთი მზარდი და საკუ-
თარი ბიზნესინტერესების მქონე ქალაქისთვის, როგორიც
ლიბია-ჰილი იყო, კიდევ ერთი ბანკი ხელსაყრელი იქნებოდა.
ახალი ბანკი მყარ და გამოცდილ ფინანსურ პრინციპებს
დაეფუძნებოდა. ის პროგრესული, შორსმჭვრეტელი ბანკი იქნე-

432
ბოდა და ლიბია-ჰილს შესანიშნავ, მდიდრულ მომავალს უქად-
და – ამაში დაეჭვებაც კი მკრეხელობა იყო. თანაც მას ახალგაზ-
რდა კაცი მართავდა. და სწორედ იქ უნდა გამოეჩინა თავი ჯარ-
ვის რიგზს.
გადამეტებული არ იყო, როცა ამბობდნენ, რომ ახალ წამოწ-
ყებაში ჯარვის რიგზს თავიდანვე დიდი წვლილი მიუძღოდა.
იცოდა თავისი საქმე. ცხოვრებაში არავინ გაუნაწყენებია, მტრე-
ბი არ გაუჩენია, ყოველთვის თავაზიანი და მეგობრული იყო,
მაგრამ ამავე დროს, ცოტა მიუდგომელი, თითქოს არ სურდა,
ქალაქის ავტორიტეტების მეტისმეტი ყურადღება მიეპყრო. ზო-
გადად მიიჩნევდნენ, რომ მან იცოდა, რასაც აკეთებდა. ცხოვრე-
ბის ავანჩავანი ცხოვრებისავე მკაცრ უნივერსიტეტში ისწავლა,
ბიზნესი და საბანკო საქმე კი გამოცდილების ულმობელ სკოლა-
ში. ასე რომ, თუ ჯარვის რიგზი ახალი ბანკის მოლარე გახდებო-
და, ამ ფაქტს ყველა მიესალმებოდა.
ჯარვისი თვითონ დადიოდა ქუჩა-ქუჩა და ახალი ბანკის აქცი-
ებს ყიდდა. დაბრკოლება არ ხვდებოდა. ყველას ნათლად განუ-
მარტა, რომ ამ აქციებით დიდ სიმდიდრეს ვერავინ მოიხვეჭდა,
უბრალოდ, ეს საიმედო კაპიტალდაბანდება იქნებოდა და ქალა-
ქის მცხოვრებლებიც უჯერებდნენ. ბანკის ძირითადი კაპიტალი
მოკრძალებულ 25 000 დოლარს მოიცავდა, 250 აქცია გაიყიდა
100 დოლარად. სპონსორებმა, ჯარვისის ჩათვლით, 100 აქცია
გაინაწილეს, დანარჩენი 150 „წამყვანი ბიზნესმენების რჩეულმა
ჯგუფმა“ გაიყო. როგორც ჯარვისმა თქვა, „პროექტის ერთადერ-
თი მიზანია, ემსახუროს საზოგადოებას“ და აქედან გამომდინა-
რე, არავის არ ექნებოდა უფლება, მეტი მოეთხოვა.
ასე დაიწყო მუშაობა ქალაქის კომერციულმა ბანკმა. არ გა-
სულა დიდი ხანი, ჯარვის რიგზმა მოლარის თანამდებობიდან

433
ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე აინაცვლა, შემდეგ კი უკვე ბანკის
პრეზიდენტი გახდა. ღარიბი ბიჭი თავისით იკაფავდა გზას.
ადრეულ წლებში ბანკი წარმატებით, ოღონდ კონსერვა-
ტიულად და მოკრძალებულად ვითარდებოდა. მისი შემოსავა-
ლი მუდმივად იზრდებოდა, მაგრამ არც მთლად თვალში მოსახ-
ვედრად. როცა შეერთებული შტატები ომში ჩაება, საერთო
ეროვნული აყვავება ამ ბანკსაც შეეხო. თუმცა 1921 წელს, ომის
დამთავრების შემდეგ, დროებითი დაცხრომის, „შეგუების“ პე-
რიოდი დადგა. მერე კი, 1920-იან წლებში, ბანკმა მთელი სე-
რიოზულობით განაახლა საქმიანობა.
მაგრამ „ჰაერში რაღაც იგრძნობოდა“ – ასე თუ ახსნიდი სიტ-
ყვით იმას, რაც მაშინ ხდებოდა. ყველას ეჩვენებოდა, რომ ძა-
ლიან სწრაფად და ადვილად შეძლებდა გამდიდრებას. აღელვე-
ბული ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ის, რაც სიზმრადაც არ ენა-
ხათ და რაც ყოველთვის იქ იყო და ელოდა, როდის ჩაებღაუჭე-
ბოდა ვინმე, ახლა მათ სიმდიდრის, ფუფუნების და ეკონომიკუ-
რი ძალაუფლების შანსს სთავაზობდა.
არც ჯარვის რიგზი დარჩენილა გულგრილი ამ შესაძლებლო-
ბების მიმართ. „დადგა დრო“, – „ფიქრობდა, მეც გადავდგა ნა-
ბიჯი და ვაჩვენო მსოფლიოს, რა შემიძლია“. ქალაქის კომერცი-
ულმა ბანკმა განაცხადა, „შტატში ყველაზე სწრაფად მზარდი
ბანკი“ ვარო, ოღონდ რის ხარჯზე იზრდებოდა, არ განუცხადე-
ბია.
ეს ის პერიოდი იყო, როცა ქალაქის მცხოვრებლების ბედ--
იღბლის განმკარგავი პოლიტიკოსების და ბიზნესმენების ხრო-
ვა, მერად სიმპათიური ბაქსტერ კენედი რომ აიფარეს, ბანკის
საქმიანობით დაინტერესდა. ქალაქი სწრაფად იზრდებოდა, ყვე-
ლას სჯეროდა ოქროს მომავლის და არავის მოსვლია თავში აზ-

434
რად, როგორ ქარაფშუტულად ზრდიდნენ საზოგადოებრივ
ვალს. ისეთ უკიდეგანო სესხებს იღებდნენ, რომ ბანკის საკრე-
დიტო სისტემა მოყანყალე, გადაყირავებულ პირამიდას დაემ-
სგავსა და ქალაქის მცხოვრებლებს უკვე აღარ ეკუთვნოდათ ის
ქუჩები, რომლებზედაც დადიოდნენ. ამ უზარმაზარი სესხებიდან
მიღებული შემოსავალი ბანკში ინახებოდა. ბანკი, თავის მხრივ,
დეპოზიტს პოლიტიკოსებს, მათ ბიზნესპარტნიორებს, მათ მხარ-
დამჭერებს, მოკავშირეებს და მიმდევრებს უბრუნებდა კერძო და
პირადი სპეკულაციებისთვის. ასე და ამგვარად, ეგრეთ წოდებუ-
ლი „რგოლი“, რომელიც თავიდან რამდენიმე ამბიციური ადა-
მიანისგან შედგებოდა, დროთა განმავლობაში გაიზარდა, ჩახ-
ლართულ ქსელად იქცა და მთელი ქალაქის სოციალური
სტრუქტურა და ათასობით ადამიანის ცხოვრება მოიცვა. და ამ
ყველაფრის ცენტრი იყო ბანკი.
მაგრამ „რგოლის“ საკეთილდღეოდ, შეშლილი ფინანსური
სპეკულაციებით ჩახლართული ქსელის ქსოვა მარადიულად
ვერ გაგრძელდებოდა, თუმცა კი ბევრს სჯეროდა, რომ გაგ-
რძელდებოდა. უნდა დამდგარიყო დრო, როცა შეუძლებელი
გახდებოდა ფარული დაძაბულობის და სტრესების შეკავება,
ისინი უთუოდ თავს იჩენდა და მოსალოდნელი კრახის მაუწყებე-
ლი საბედისწერო რყევები დაიწყებოდა. მაგრამ ძნელი იყო იმის
წინასწარმეტყველება, როდის დადგებოდა ეს დრო. ბრძოლის
ველზე ჯარისკაცი თუ დაბზრიალდა და დაეცა, მიხვდები, რომ
მოკლეს. მაგრამ ცხოვრება როგორ კლავს ადამიანს, ზუსტად იმ
მომენტის დაჭერა ყოველთვის ძნელია.
იგივე შეემთხვა ჯარვის რიგზს და მის ბანკს. ერთადერთი,
რაც ეჭვს არ იწვევდა – მათ დრომ უწია. და ეს მანამდე მოხდა,
ვიდრე უოლ სთრითზე ბირჟის ხმაურიანი კრახი მთელ ამერიკას

435
გააყრუებდა. ეს ამბავი, ლიბია-ჰილის გარდა ყველგან რომ
ჰქონდა გამოძახილი, მთავარი გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა.
რაც უოლ სთრითზე მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ პირველი
აფეთქება იყო და მომავალ რამდენიმე წელიწადში ერთმანეთზე
მიბმული უფრო მცირე აფეთქებები უნდა გამოეწვია. ამ აფეთქე-
ბებმა ეჭვი საბოლოოდ გააქარწყლა და გამოავლინა ფარული,
მომაკვდინებელი გაზები, ამერიკული ცხოვრების ყალბ, უხამს
და გახრწნილ სტილში რომ დაგროვილიყო.
დიდი ხნით ადრე აფეთქებამდე, რომელსაც თვითონ და მთე-
ლი ქალაქი მიწასთან უნდა გაესწორებინა, ჯარვის რიგზი
გრძნობდა თავისი ქმნილების რყევას და უკვე იცოდა, განწირუ-
ლი და განადგურებული რომ იყო. ბევრად ადრე, ვიდრე სხვები
გაიგებდნენ, ჯარვისმა იცოდა, რომ ყველანი ერთად იღუპებოდ-
ნენ, მაგრამ ამის დაჯერება არავის არ უნდოდა. ვერ ბედავდნენ.
პირიქით, თავს აჩვენებდნენ, თითქოს არაფრის ეშინოდათ და
მათი ყიდვა-გაყიდვა უკვე სიგიჟეში გადაიზარდა.
და მერე მხიარულმა და კეთილგანწყობილმა მერმა როგორ-
ღაც აღმოაჩინა ის, რაც ზოგიერთმა უკვე თვეების მანძილზე
იცოდა. ეს მოხდა 1928 წლის გაზაფხულზე, ბანკის გაკოტრებამ-
დე ორი წლით ადრე. მაშინვე მივიდა ჯარვის რიგზთან, უთხრა,
რაც გაიგო და ქალაქის ფონდის ჩამორთმევა მოინდომა. ბან-
კირმა შეშინებულ მერს თვალებში შეხედა და გაიცინა.
– რის გეშინია, ბაქსტერ? – ასე უთხრა, – როგორც კი რაღაც
გართულდა, მხდალივით შეშინდი? ამბობ, ქალაქის დეპოზიტის
წაღება გინდა? კარგი, წაიღე. მაგრამ გაფრთხილებ, თუ ასე მო-
იქცევი, ბანკი გაკოტრდება. ხვალ მისი კარი აღარ გაიღება. და
თუ მისი კარი აღარ გაიღება, რა ეშველება ქალაქს? შენი ძვირ-
ფასი ქალაქი განადგურდება.

436
გაფითრებულმა მერმა შეძრწუნებული სახით შეხედა ბან-
კირს. ჯარვის რიგზი მისკენ გადაიხარა და უფრო დამაჯერებლად
უთხრა:
– წაიღე ფული, თუ გინდა და დაღუპე ეს ქალაქი. მაგრამ რა-
ტომ არ გსურს, ჩვენი თამაში ითამაშო, ბაქსტერ? ჩვენ ვიზრუ-
ნებთ, რომ ყველაფერი კარგად იყოს, – ახლა უკვე იღიმებოდა
და აშკარად ეტყობოდა, მისი გულის მონადირება უნდოდა, –
მართალია, ახლა დროებით რთული ვითარება გვაქვს, მაგრამ
ექვს თვეში ყველაფერი მოგვარდება. ვიცი, რომ ასე იქნება, კი-
დევ უფრო გავძლიერდებით, ლიბია-ჰილს არ დავთმობთ, – მა-
შინდელი მოდური ფრაზა იხმარა, – ჩვენ ზუსტად ვიცით, ყველა-
ფერი წარმატებით განვითარდება, მაგრამ ამ ქალაქის მომავა-
ლი შენ ხელშია. ასე რომ, ჯერ კარგად მოიფიქრე, ვიდრე რამეს
გადაწყვეტდე.
და მერმაც გადაწყვიტა, იმ საცოდავმა.
ყველაფერი თავისი გზით წავიდა. დრო სწრაფად გადიოდა.
1929 წლის შემოდგომაზე რაღაც ჭორები გავრცელდა, თით-
ქოს კომერციულ ბანკს მთლად კარგად ვერ ჰქონდა საქმე. ამ
ჭორებს ჯორჯ ვებერმაც მოჰკრა ყური, იქ რომ იყო ჩასული სექ-
ტემბერში. მაგრამ ყველა დაბნეული ჩანდა და ისიც კი, ვინც შეშ-
ფოთებული ჩურჩულით იწყებდა ამ თემაზე ლაპარაკს,
მოულოდნელად სიტყვას შუაზე გაწყვეტდა და ამბობდა:
– ფუი! რა სისულელეა! ასე არ მოხდება! ხალხი რას არ იტ-
ყვის.
ოღონდ ჭორები მთელი ზამთარი დადიოდა და მარტის და-
საწყისში უკვე საშიში ინფექციასავით გავრცელდა. არავინ იცო-
და, საიდან მოდიოდა. გეგონება, მთელი ქალაქის სულიდან,
გონებიდან და გულიდან გამოხდილი შხამი წამლავდათ.

437
ერთი შეხედვით, შიშის მიზეზი არ ჰქონდათ. გარეგნულადაც,
კომერციული ბანკი სოლიდურობას, საქმიან იერს და ბიზან-
ტიური გუმბათის სიწმინდეს ინარჩუნებდა. მოედანზე გამავალი
ფართო ფანჯრებიდან მზის სხივები იღვრებოდა და სისუფთავის
და გამჭვირვალობის ატმოსფეროს ქმნიდა. თითქოს ბანკი თავი-
სი მიზნის ერთგულებას ამ ფართო ფანჯრიდან ღიად უცხადებდა
მთელ მსოფლიოს. თითქოს ასე ამბობდა:
– აი, ეს არის ჩვენი ბანკი და ესენი არიან ადამიანები, რომ-
ლებიც ჩვენს ბანკში ყველას თვალწინ მუშაობენ. მოდით და
თვითონვე დარწმუნდით. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. ბანკი
არის ლიბია-ჰილი და ლიბია-ჰილი არის ბანკი.
მართლაც, ბანკში ყველაფერი ისეთი თვალსაჩინო იყო, შე-
უსვლელადაც გაიგებდით, რა ხდებოდა შიგნით. შეგეძლოთ,
ტროტუარზე დამდგარიყავით და იქიდანაც მშვენივრად დაათვა-
ლიერებდით. მარჯვნივ მოლარეების ფანჯრები იყო, მარცხნივ –
გადატიხრული სივრცე, სადაც თანამშრომლები თავიანთ მდიდ-
რულ, მაკაგონის ხის მაგიდებს უსხდნენ. ყველაზე დიდ მაგიდას-
თან ჯარვის რიგზი იჯდა და კლიენტებს ისე თავდაჯერებული
ელაპარაკებოდა, მის სიმართლეში ეჭვს ვერ შეიტანდი. დიახ,
ასე იჯდა ხოლმე რიგზი, სწრაფად კითხულობდა მაგიდაზე დახ-
ვავებულ ფურცლებს, ხანდახან შეისვენებდა, შეფიქრიანებული
ჭერს ახედავდა ან მბრუნავ სკამს ზურგით მიყრდნობილი, ნაზად
ირწეოდა და მედიტირებდა.
როცა არ უნდა შეგეხედათ, ასეთ სურათს იხილავდით.
მერე ეს მოხდა.
ლიბია-ჰილის ქრონიკებში 1930 წლის 12 მარტს დიდხანს არ
დაივიწყებენ. ორმაგმა ტრაგედიამ მომავალი კვირების შემზა-
რავი ამბებისთვის შეამზადა ლიბია-ჰილის მცხოვრებლები.

438
ქალაქის ყველა განგაშის ზარი ერთად რომ დაერეკათ დი-
ლის ცხრა საათზე, კომერციული ბანკის დახურვის ამბავი უფრო
სწრაფად მაინც ვერ გახმაურდებოდა. ცნობა ერთ წამში გავ-
რცელდა და თითქმის ყველა მხრიდან გამორბოდნენ გადაფით-
რებული ქალები და კაცები მთავარი მოედნისკენ. დიასახლი-
სებს წინსაფრების მოხსნა და ხელის გამშრალება ვერ მოეს-
წროთ; მუშებს და მექანიკოსებს ჯერ კიდევ თბილი ინსტრუმენ-
ტები ეკავათ; ბიზნესმენები და კლერკები უქუდოდ გამოვარდნი-
ლიყვნენ შინიდან; ახალგაზრდა დედებს ჩვილები წამოეყვანათ.
ეტყობოდა, როგორც კი ეს ამბავი გაიგეს, ყველამ იმწამსვე
მიატოვა საქმე და ბანკის შენობას მიაშურა.
მოედანი მალე შეშლილი ადამიანებით გადაივსო და გადა-
რეულები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: მართალია? ეს როგორ
მოხდა? რა გვეშველება?
ისინი, ვისაც უშუალოდ ბანკის წინ მოეყარა თავი, სრულიად
გაოგნებულნი, უფრო მშვიდად გამოიყურებოდნენ. ადრე თუ
გვიან, ამ ადგილს ყველა მოაღწევდა, საბოლოოდ რომ ჩაჰქრო-
ბოდა იმედის ნაპერწკალი, იქნებ სიმართლე არ არისო. რო-
გორც მდოვრე ნაკადი აბობოქრებულ ბრბოში, ადამიანების რი-
გი ნელა უვლიდა გვერდს დაკეტილ, ჩაბნელებულ კარს და უკვე
ხვდებოდა, რომ არაფრის იმედი აღარ უნდა ჰქონოდა. ზოგი
გაქვავებული სახით მიშტერებოდა ერთ წერტილს, ქალები მოთ-
ქვამდნენ და ოხრავდნენ, ძლიერ მამაკაცებსაც ცრემლი ადგე-
ბოდათ თვალზე, ზოგიც გაცეცხლებული ილანძღებოდა.
და რაკიღა უბედურება მაინც დატრიალდა, უმეტესობამ მთე-
ლი დანაზოგი დაკარგა. მაგრამ მხოლოდ ისინი კი არ დაზარალ-
დნენ, ვისაც ანაბარი ჰქონდა ბანკში. ლიბია-ჰილის მცხოვრებ-
ლები მიხვდნენ, რომ ყველაფერი დამთავრდა. ბანკი დაიხურა,

439
მთელი მათი სპეკულაციები გაიყინა და არავითარი საშველი არ
ჩანდა. ჯერ კიდევ გუშინ, ქაღალდზე ათასებს და მილიონებს ით-
ვლიდნენ, დღეს კი აღარაფერი გააჩნდათ. მათი სიმდიდრე გაქ-
რა და თითოეულს იმხელა ვალი დაედო, სიკვდილამდე ვერ გა-
ისტუმრებდა.
მათ ჯერ არც კი იცოდნენ, რომ ქალაქის მმართველობაც გა-
კოტრდა და რომ დაკეტილი კარის მიღმა ლიბია-ჰილის კუთვნი-
ლი ექვსი მილიონი დოლარი დაიკარგა.
იმ ავადსახსენებელი დღის შუადღე ახლოვდებოდა, როცა
მერ კენედის ცხედარი იპოვეს. და მთელი ამ ამბის უკანასკნელი
საზიზღარი ირონია ის იყო, რომ ცხედარი უსინათლო კაცმა იპო-
ვა.
მოსამართლე რამფორდ ბლენდმა გამოძიებას დაუდასტურა,
რომ მან დატოვა თავისი კაბინეტი, მოედანზე მდგარ მორყეულ
შენობაში რომ ჰქონდა, გავიდა დერეფანში და საპირფარეშოს-
კენ გაემართა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებ-
ლად. საპირფარეშოში ძალიან ბნელოდაო, თქვა ოდნავ შესამ-
ჩნევი ღიმილით, მაგრამ ეგ არაფერი, გზა მშვენივრად იცოდა.
ასე დასძინა, რომც მდომებოდა, მაინც ვერ დავიკარგებოდიო.
დერეფნის ბოლოს წყალი შეუჩერებლად და მონოტონურად წვე-
თავდა, ამას გარდა, იქაურობა შარდის სუნად ყარდა, ასე რომ,
შეეძლო, ყნოსვით მიეგნო. კარი რომ შეაღო, ფეხით რაღაცას
გამოედო. დაიხარა და თეთრი თითების ცეცებით მოეპოტინა
სველ, თბილ და მყრალ მასას, რომელიც ხუთი წუთის წინ ცოც-
ხალი კაცის ტვინი იყო.
– არა, გასროლის ხმა არ გაუგია, მოედანი სწორედ ამ დროს
საშინელ ალიაქოთს მოეცვა.

440
– არა, წარმოდგენა არ ჰქონდა, იქ როგორ მოხვდა, სავა-
რაუდოდ, თვითონ შევიდა – მუნიციპალიტეტი სულ რაღაც ოც
იარდში იყო.
– არა, ვერაფერს იტყოდა, რატომ შეიძლებოდა, მის მოწყა-
ლებას შუბლის გასახვრეტად ის ადგილი შეერჩია. გემოვნებაზე
არ დავობენ, მაგრამ თუ ასეთი რამის გაკეთება გინდა, ნების-
მიერი ადგილი გამოდგება.
ასე იპოვა სიბნელეში უსინათლო კაცმა სუსტი, ყველას მი-
მართ კეთილგანწყობილი, მხიარული და საქმის გაწელვის მოყ-
ვარული ბაქსტერ კენედი ან ის, რაც მისგან დარჩა.
მომდევნო დღეები და თვეები ლიბია-ჰილის მცხოვრებლები
ისეთი ტრაგიკული სპექტაკლის მომსწრენი გახდნენ, ამერიკას
ადრე არასდროს რომ არ უნახავს. კიდევ რამდენიმე წელს, ეს
ტრაგიკული სპექტაკლი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მეორდე-
ბოდა და ყველგან – ადგილობრივ ვარიაციებში.
ბანკის გაკოტრებაზე და ქალაქის ეკონომიკურ და ფინანსურ
კრახზე უარესი ლიბია-ჰილის განადგურება იყო. როცა ბანკი გა-
კოტრდა, რა თქმა უნდა, მასზე აგებული მთელი ის ვრცელი და
რთული სისტემა, ქალაქის ცხოვრების ყველა სფეროში რომ აღ-
წევდა, გადაყირავდა და დაიმსხვრა. ბანკის დახურვა პირველი
უბედურება იყო, რომელმაც ყველაფერი გადაიყოლა და ბევრად
ღრმა და დამღუპველი მანკი გააშიშვლა, რაც იყო კიდევაც კა-
ტასტროფის არსი – ადამიანის სინდისის მარცხი.
ეს იყო ქალაქი ორმოცდაათი ათასი მცხოვრებლით, რომელ-
თაც მოხსნილი ჰქონდათ ყოველგვარი მორალური ვალდებუ-
ლება, საღი აზრის და პატიოსნების დაკარგვაზე რომ აღარაფე-
რი ვთქვათ, და როცა უბედურება თავს დაატყდათ, არავითარი
სულიერი რესურსი არ აღმოაჩნდათ მასთან გასამკლავებლად.

441
ქალაქმა შუბლში დაიხალა ტყვია, ამ სიტყვების პირდაპირი გა-
გებით. ათი დღის განმავლობაში ორმოცმა ადამიანმა მოიკლა
თავი, კიდევ ბევრმა – მოგვიანებით, და როგორც ხდება ხოლმე,
მათ, ვინც თავი მოიკლეს, ყველაზე ნაკლებად მიუძღოდათ ბრა-
ლი. დანარჩენებმა, რაც ძალიან შემზარავი იყო, მოულოდნე-
ლად ისე მძაფრად გააცნობიერეს საკუთარი წვლილი ამ უბედუ-
რებაში, რომ მიხვდნენ, მოსალოდნელ შედეგებს თვალს ვერ გა-
უსწორებდნენ და ძაღლებივით ეცნენ ერთმანეთს. შურისძიებით
აღვსილებს ჯარვის რიგზის სისხლი სწყუროდათ. მაგრამ შურის-
ძიების გრძნობა უსამართლობამ ან შებღალულმა ღირსებამ კი
არ წარმოშვა, არამედ სრულიად საპირისპირომ. ყველაზე მე-
ტად ის აგიჟებდათ, რომ სწორედ დიადმა, ირონიულმა, შეუც-
ვლელმა სამართალმა იზეიმა მათზე და მიხვდნენ, მხოლოდ მა-
თი ბრალი იყო, რაც დაემართათ. ამიტომ გაშმაგდნენ ასე და
ამიტომ სწყუროდათ შურისძიება.
ის, რაც ლიბია-ჰილში და სხვა ქალაქებში მოხდა, ახალბედა
ეკონომისტებმა სამეცნიერო ლიტერატურის ტომებში აღწერეს,
როგორც „კაპიტალისტური სისტემის“ კრახი. საქმე მართლაც
ასე იყო, ოღონდ ბევრად უარესად. ლიბია-ჰილელებს ცხოვრება
დაემსხვრათ, უბედურებას ბევრად ღრმად ჰქონდა ფესვები გად-
გმული, ეს არ იყო მხოლოდ საკუთრების და ბანკში ანაბრის და-
კარგვა. ადამიანები თავად განადგურდნენ, როგორც კი მათი
იმედები გაცამტვერდა და უკვე აღარაფერი ებადათ – აღარც ში-
ნაგანი რესურსი ახალი ძალის მოსაკრებად. ადამიანები განად-
გურდნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ არათუ მათი ფასეულობები
ყოფილა ყალბი, არამედ არასდროს არაფერი გააჩნდათ და ახ-
ლაღა იხილეს თავიანთი ცხოვრების სიცარიელე და არარაობა.

442
ამიტომ მოიკლეს თავი და ვისაც საკუთარი ხელით არ მოუკ-
ლავს, იმის ცოდნა კლავდა, რომ უკვე მკვდარი იყო.
რით შეიძლება აიხსნას ადამიანის სულიერი საზრდოს ასე
უმოწყალოდ დაშრეტა? აკვირდები თვრამეტი წლის ახალგაზ-
რდას ქუჩაში, ცხოვრებას უკვე უხეში ჭრილობა რომ მიუყენებია
და გახსენდება შენი ბავშვობა და იცი, რაც მოხდა, მაგრამ მიზე-
ზი არ ჩანს. ერთხელაც დადგა დრო, იმ ახალგაზრდების ზრდა
შეჩერდა და გაჩნდა ჭრილობა; და მიზეზის ან საშველის პოვნა
რომ შეიძლებოდეს, ადამიანის სულიერი გარდატეხის საიდუმ-
ლოსაც ჩასწვდებოდით.
როგორც ჩანს, ლიბია-ჰილში დადგა დრო, როცა ცხოვრებამ
შეწყვიტა ზრდა და გაჩნდა ჭრილობა. მაგრამ სწავლულ ეკონო-
მისტებს სულაც არ ენაღვლებოდათ, ეს მათთვის მეტაფიზიკის
სფერო იყო – მხოლოდ ღიზიანდებოდნენ, თავს არ იწუხებდნენ,
სურდათ, სიმართლე ფაქტების პატარა ღობით შემოესაზღვრათ.
ოღონდ ვერ შეძლეს. იმიტომ, რომ საკმარისი არ არის, ილაპა-
რაკო საკრედიტო სისტემის სირთულეზე, პოლიტიკის და ბიზნე-
სის ინტრიგებზე, ობლიგაციების მერყეობაზე, ინფლაციაზე და
არამყარ ფასებზე ან ბანკების აყვავებაზე და გაკოტრებაზე. რამ-
დენი ფაქტიც არ უნდა დაგროვდეს, პასუხს მაინც არ გვაძლევს.
იმიტომ, რომ სათქმელი უფრო მეტია.
იგივე მოხდა ლიბია-ჰილში:
არავინ იცის ზუსტად, როდის დაიწყო, მაგრამ ეჭვობენ, რომ
დიდი ხნით ადრე, როცა ყველანი ლოგინში იწვნენ სიბნელეში
და ელოდნენ. რას ელოდნენ? არ იცოდნენ. უბრალოდ, იმედოვ-
ნებდნენ, რომ ეს მოხდებოდა – ჟრუანტელის მომგვრელი ოცნე-
ბები ასრულდებოდა, სიმდიდრეს მოიხვეჭდნენ, ჩაკეტილ ცხოვ-

443
რებას თავს დააღწევდნენ და საბოლოოდ გაექცეოდნენ მოწყე-
ნილობას.
მაგრამ ასე არ მოხდა.
და როცა მთელი ქალაქი სიმარტოვეში გამომწყვდეული რა-
ღაცას ელოდა, ქუჩის ფარნის უღმერთოდ ცივ და მოწყენილ შუქ-
ში გაშეშებულმა ხის ტოტმა გაიტკაცუნა.
ხანდახან მიყრუებულ დერეფნებში კარი იღებოდა და იხუ--
რებოდა, ვიღაც ფეხშიშველა ჩუმად გაივლიდა, ზანგების კვარ--
ტლის განაპირა სახლის ძველი, შელახული ფარდების მიღმა
განცხრომის მომაბეზრებელი და უსიამოვნო ხმა ისმოდა.
ხანდახან ღამის საფრის ქვეშ ბინძურ ბორდელებში იგინე-
ბოდნენ, ჩხუბობდნენ, ერთმანეთს ურტყამდნენ.
ხანდახან სამარისებურ სიჩუმეს სროლის ხმა არღვევდა და
ღამის სისხლი იღვრებოდა.
და ყოველთვის ქოშინით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს ორ-
თქლმავლები სადგურში – შორს, მდინარის პირას, მერე უზარ-
მაზარი ბორბლების მოულოდნელი გრუხუნი გაისმებოდა, ზარე-
ბის რეკვას სასტვენი ეპასუხებოდა მარტოსულის კვნესით, რო-
მელიც ჩრდილოეთისკენ მიილტვოდა – იმედებისკენ, აღთქმუ-
ლი და ჯერაც უცნობი სამყაროსკენ.
ამასობაში გაშეშებულ სინათლეში ხის ტოტმა გაიტკაცუნა,
როცა ათი ათასი კაცი სიბნელეში იწვა და ელოდებოდა, სადღაც
შორს ძაღლმა დაიყმუვლა და სასამართლოს შენობის საათმა
სამჯერ ჩამოკრა.
პასუხი ვერ მოიძებნა? კი მაგრამ, ეს როგორ?.. მაშინ მათ –
თუ არიან ასეთები – ვინც სიბნელეში არასოდეს ელოდებოდა,
თავად იპოვონ პასუხი.

444
მაგრამ თუ შეიძლება, სიტყვით სულის სათქმელი თქვა, თუ
ენა იტყვის იმას, რაც მარტოხელა გულმა იცის, მაშინ პასუხი
სადმე იქნება და ის განსხვავებული აღმოჩნდება დაჟანგულ ფაქ-
ტებში მომწყვდეული პასუხისგან. მივიღებთ პასუხს მათგან,
ვინც ელოდებოდა და ჯერ არაფერი უთქვამს.
ვარსკვლავებით მოჭედილი მთის ღამის ქვეშ რამფორდ
ბლენდი, „მოსამართლედ“ წოდებული, თავისი კაბინეტის ჩაბნე-
ლებულ ფანჯარასთან დგას, უსინათლო თვალებით განადგურე-
ბულ ქალაქს გასცქერის და ჩაფიქრებული ჩავარდნილ ყბაზე
ხელს ისვამს. სასიამოვნოდ გრილი ღამე უთვალავ დაპირებას
ლექსავდა. შუქები უხილავი ძაფით დაკავშირებული ძვირფასი
ქვებივით ბრწყინავდნენ და ქალაქს ყელსაბამივით შემოხვეოდ-
ნენ. უსინათლო კაცმა იცოდა, რომ ისინი იქ იყვნენ, ვერ კი ხე-
დავდა და ჩაფიქრებული ჩავარდნილ ყბაზე ხელს ისვამდა.
ისეთი გრილი და ტკბილი ღამე იყო, გაზაფხულის მოსვლა
იგრძნობოდა. ამბობდნენ, ასეთი გაზაფხული არ გვახსოვს,
მთებში შინდი ყვავისო. იმ ღამით ბევრი გამაოგნებელი და
საიდუმლო ამბავი ხდებოდა – სადღაც იცინოდნენ, ახალგაზ-
რდების ხმები ისმოდა ბუნდოვნად და ნაწყვეტ-ნაწყვეტ საცეკვაო
მუსიკა – როგორ უნდა მიხვდე, რომ როცა უსინათლო კაცი იღი-
მება და ჩავარდნილ ყბაზე ხელს ისვამს, მაშინ ის განადგურე-
ბულ ქალაქს გასცქერის?
სასამართლოს ახალი შენობა და მუნიციპალიტეტი იმ ღამით
ძალიან ლამაზი იყო. ოღონდ მოსამართლეს არც ერთი არ უნა-
ხავს, ორივე შენობა მას შემდეგ აშენდა, რაც ის დაბრმავდა. ამ-
ბობდნენ, ვაშინგტონის კაპიტოლიუმის გუმბათივით, მათი ფასა-
დებიც იდუმალი შუქით ნათდებოდა. უსინათლო კაცი ჩავარ-

445
დნილ ყბაზე ხელს ისვამდა ჩაფიქრებული. ძალიან ლამაზები უნ-
და იყვნენ – იმდენი დაახარჯეს.
ვარსკვლავებით მოჭედილი მთის ღამის ქვეშ ჰაერში რაღაც
ტრიალებს, ახალგაზრდა ფოთლები შრიალებენ. ბალახის ფეს-
ვებში რაღაც ინძრევა. ბალახის ფესვების და კორდის ქვეშ, დაც-
ვარული ყვავილის მტვრის ქვეშ რაღაც ცოცხლობს და მოძრა-
ობს. უსინათლო კაცი ჩაფიქრებული ჩავარდნილ ყბაზე ხელს ის-
ვამს. დიახ, იქ, ქვემოთ, მარადიული მატლი ფხიზლობს, მიწაში
რაღაც ფუთფუთებს, ქვევით, ქვევით, დანგრეული სახლის ძირ-
ში, მატლი შეუსვენებლად ფუთფუთებს.
რა არ ინძრევა მიწაში ღამით, როცა მატლი ფხიზლობს?
უსინათლო კაცმა ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. მარად ფხიზე-
ლი მატლი ფუთფუთებს, მაგრამ ბევრი ადამიანი საფლავში იხ-
რწნება ამ ღამით და მათგან სამოცდაოთხს ქალა ტყვიით აქვს
გაბზარული. კიდევ ათი ათასი კაცი ამ ღამით ლოგინში წევს და
გეგონება, ნიჟარაში იყვნენ გამომწყვდეული. ისინიც მკვდრები
არიან, ოღონდ დაუმარხავი. უკვე იმდენი ხანია, რაც დაიხოცნენ,
აღარც ახსოვთ, როგორია ცხოვრება. კიდევ ბევრი დამქანცვე-
ლი ღამე გაივლის, ვიდრე დამარხულ მკვდრებს შეუერთდებიან,
იქ, ქვევით, სადაც მატლი ფხიზლობს.
მარადიული მატლი ფხიზლობს, უსინათლო კაცი ჩავარდნილ
ყბაზე ხელს ისვამს, ნელა მოაშორებს მზერას დანგრეულ ქა-
ლაქს და მიტრიალდება.

446
თავი ოცდამეექვსე

დაჭრილი ფავნი

ლიბია-ჰილის ბანკის გაკოტრებიდან მეათე დღეს რენდი შე-


პერტონი ნიუ-იორკში ჩავიდა. ისე ნაუცბადევად მიიღო გადაწ-
ყვეტილება, ჯორჯისთვის არ უცნობებია. რამდენიმე ერთმანეთ-
თან შეუსაბამო მიზეზი ჰქონდა რენდის ნიუ-იორკში გასამგზავ-
რებლად. უპირველეს ყოვლისა, ჯორჯთან უნდოდა საუბარი,
ფიქრობდა, გასაჭირში ჩავარდნილს როგორმე მიხმარებოდა.
ჯორჯის უიმედო წერილებმა სერიოზულად შეაფიქრიანა. ამას
გარდა, სურდა ლიბია-ჰილს მოშორებოდა რამდენიმე დღით,
განწირულობის და კრახის უსიცოცხლო ატმოსფეროს. თანაც
უკვე თავისუფალი იყო და არაფერი აბრკოლებდა.
ნიუ-იორკში დილით ადრე ჩავიდა, რვა საათს ცოტა გადაცი-
ლებული იქნებოდა. სადგურიდან ტაქსით მივიდა მეთორმეტე
ქუჩაზე და ზარი დარეკა. დიდხანს მოუწია ლოდინი და მერე კი-
დევ ერთხელ დარეკა, კარი გაიღო და ცუდად განათებულ დერე-
ფანში აღმოჩნდა. კიბეზეც ბნელოდა და მთელი სახლი თითქოს
ძილში იყო ჩაძირული. მისი ფეხის ხმა სამარისებურ სიჩუმეს
არღვევდა. დახუთულ ჰაერში ბევრი სხვადასხვა სუნი ირეოდა,
ყველაზე მეტად ძველი ხის და ფიცრის მტვრის სუნი და დიდი
ხნის წინ მირთმეული საჭმლის მონარჩენის. მეორე სართულზე
შუქი არ ენთო და უკუნეთი სიბნელე სუფევდა, ამიტომ ხელის ცე-
ცებით გაჰყვა კედელს და კარი იპოვა თუ არა, ხმამაღლა დააბ-
რახუნა.

447
იმავე წამს კარი ლამის გამოგლიჯეს და სინათლის ჩარჩოში
ჯორჯი გამოჩნდა, თმააჩეჩილი, ნამძინარევი, პიჟამაზე ძველი
აბანოს ხალათი შემოეცვა და სიბნელეში თვალების ხამხამით
იყურებოდა. რენდის ისეთი შეცვლილი ეჩვენა ჯორჯი, რომ შეც-
ბა. სახე, ყოველთვის ბავშვური იერი რომ დასთამაშებდა, დაჰ-
ბერებოდა და გამკაცრებოდა. ნაოჭები ჩაღრმავებოდა. ქვედა
ტუჩი წინ გამოეწია, თითქოს სტუმრის დასაფრთხობად, და ბულ-
დოგის დაუნდობელი გამომეტყველებით იყურებოდა.
რენდის პირველი შთაბეჭდილება რომ გაუნელდა, ხალი-
სიანად შესძახა:
– მოიცა! მოიცა! არ მესროლო! მე ის არ ვარ!
ნაცნობის ხმის გაგონებაზე ჯორჯი ჯერ შეცბა, მერე სახე
გაებადრა სიხარულით.
– ამას ვის ვხედავ! – დაიყვირა, რენდის ხელი სტაცა და ლა-
მის შეათრია ოთახში, მერე კარგად შეათვალიერა და გაოცე-
ბულმა და ნასიამოვნებმა გაიღიმა.
– ასე ჯობია, – ვითომ ხუმრობით, შვებით ამოისუნთქა რენ-
დიმ, – შემეშინდა, პირველად რომ დაგინახე.
მერე ერთმანეთს ზურგზე ხელი წამოარტყეს და დიდი ხნის
უნახავმა ძველმა მეგობრებმა რომ იციან ხოლმე, სალანძღავი
ეპითეტები არ დაიშურეს. ჯორჯმა იმწამსვე ბანკის ამბები გამოჰ-
კითხა. რენდიც ყველაფერს მოუყვა. ჯორჯი ყურადღებით უსმენ-
და კატასტროფის საშინელ დეტალებს, რაც ბევრად უარესი აღ-
მოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. კითხვებით აიკლო რენდი და მა-
ნაც ბოლოს ასე უთხრა:
– სულ ესაა მთელი ამბავი. რაც ვიცოდი, ყველაფერი მოგიყე-
ვი. ამაზე მერეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ერთი ის მითხარი,

448
შენ როგორ ხარ? თვითონაც ხომ არ გიჭირს, ძმაო, რაღაც შენი
ბოლო წერილები არ მომეწონა.
ერთმანეთის ნახვა ისე გაუხარდათ და ისე სულსწრაფად ლა-
პარაკობდნენ, რომ ჯერაც კართან იდგნენ. მაგრამ როცა რენდი
მტკივნეულ თემას შეეხო, ჯორჯმა წარბები შეჭმუხნა და გაღი-
ზიანებული ბოლთის ცემას მოჰყვა.
რენდიმ შენიშნა, დაღლილი სახე ჰქონდა. თვალები ჩასწით-
ლებოდა, ალბათ ცუდად ეძინა, თან გაუპარსავიც რომ იყო, რა-
ღაც გატანჯულ იერს აძლევდა. გაცვეთილ აბანოს ხალათზე არც
ღილი ჰქონდა და არც ქამარი, შელახული ჰალსტუხი უწევდა
ქამრის მაგივრობას. ამ შესანიშნავ სამოსში კიდევ უფრო მოთ-
ხრილი და გაწამებული ჩანდა. ოთახში რომ მიდი-მოდიოდა, და-
ძაბულობა ეტყობოდა და უცებ როცა ამოხედა, რენდიმ მის თვა-
ლებში შიში ამოიკითხა.
მოულოდნელად გაჩერდა, ყბები ავის მომასწავებლად
დაეჭიმა, რენდის სახეში შეხედა და უთხრა:
– კარგი, მოჰყევი! ახლა რას ლაპარაკობენ?
– ვინ? ვისზე მეკითხები?
– ჩემიანები. ხომ მიხვდი, ვის ვგულისხმობ? მას მერე, რაც მე
მომწერეს და პირში მომახალეს, წარმომიდგენია, ზურგს უკან
რას ლაპარაკობენ. მოდი, პირდაპირ მითხარი და მოვამთავ-
როთ. რაო, რას ამბობენ?
– აბა რა გითხრა, – თქვა რენდიმ, – მე რა ვიცი, რას ლაპარა-
კობენ. თავიდან ბევრს ყბედობდნენ, თვითონაც მოგეხსენება.
მაგრამ რაც ბანკი გაკოტრდა, არაფერი გამიგია. შენი დარდი
აღარ აქვთ, იმხელა თავსატეხი გაუჩნდათ.
ჯორჯმა უნდობლად შეხედა, მერე თითქოს დამშვიდდა.
იატაკს მიშტერებული დუმდა. მაგრამ როგორც კი გაღიზიანებუ-

449
ლი სული ცოტა დაიშოშმინა, მეგობარს გულღიად გაუღიმა.
პირველად შენიშნა, რენდი ისევ კართან რომ იდგა, მასპინძლის
მოვალეობა გაახსენდა და თბილად უთხრა:
– ღმერთო, რენდი, როგორ მიხარია შენი ნახვა! ჯერ აზრზე
ვერ მოვსულვარ! მოდი, დაჯექი! რა იყო, სკამი ვერ იპოვე? ისე,
სად ჯანდაბაშია სკამები?
მერე ერთი სკამიდან ზედ დახვავებული ხელნაწერები იატაკ-
ზე გადმოყარა და რენდისკენ გამოაჩოჩა.
ბოდიში მოუხადა, ოთახში რომ ციოდა, უხერხულად აუხსნა,
ლოგინში ვიწექი, ზარი რომ დარეკეო. სთხოვა, ცოტა ხნით პალ-
ტო არ გაეხადა, აქაურობას მალე გავათბობო. მერე კარში
გაუჩინარდა, საკუჭნაოში ხმაურით გახსნა ონკანი და სავსე ყა-
ვადნით შემობრუნდა. ფანჯრის ქვეშ რადიატორში ჩაასხა წყა-
ლი, ოთხზე დადგა, ქვემოდან შეხედა, ასანთს გაჰკრა, რაღაც
ხრახნი გადაატრიალა და ცეცხლი აინთო. იმწამსვე მილში წყა-
ლი აჩუხჩუხდა.
– გაზის გათბობაა, – თქვა და ტლანქად წამოდგა, – ცუდი რა-
მეა, თავს მატკივებს, როცა საათობით ვმუშაობ.
ვიდრე ჯორჯი გათბობას რთავდა, რენდიმ იქაურობა მოათვა-
ლიერა. ოთახი, რომელიც ორი დიდი ოთახისგან შედგებოდა,
გასაწევი კარით იყო გატიხრული და თუ ამ კარს გახსნიდი, ფარ-
დულივით მოზრდილი გამოდიოდა. წინა ფანჯრები ქუჩაზე გა-
დიოდა, განაპირები უკანა ეზოს პატარა მოედნებს უყურებდა და
სხვა შენობების რიგს. რენდის უსიამოვნო შთაბეჭდილება დარ-
ჩა: მთელ იმ ბინაში აშკარად იგრძნობოდა, რომ იქ ვიღაცამ იც-
ხოვრა, რაღაც დასრულდა და ის აღარ დაბრუნდებოდა. იმიტომ
არა, ყველგან არეულობა რომ იყო – მიმოყრილი წიგნები, გრო-
ვად დახვავებული ხელნაწერები, ძირს დაგდებული ცალ-ცალი

450
წინდა, პერანგი, ძველი ფეხსაცმელი და გადმობრუნებული შარ-
ვალი. არც გაურეცხავი ჭიქების და სიგარეტის ნამწვავით სავსე
ლამბაქის გამო, დიდ და დანაგვიანებულ მაგიდაზე რომ ეყარა.
ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს იქ სიცოცხლე აღარ
იყო – ყველაფერი დამთავრდა – ყველაფერი ცივი, ძველი და
მოყირჭებული ჩანდა, როგორც ჭიქაზე შემხმარი ყავა და სიგა-
რეტის ნამწვი.
და ამ შემაძრწუნებლად გაუკაცრიელებული ადგილის
შუაგულში ცხოვრობდა ახლა ჯორჯი, გაღიზიანებული და უბედუ-
რი ფუჭად რომ კარგავდა დროს. რენდი ხვდებოდა, მას მწერ-
ლისთვის ისეთ გარდამავალ, მტანჯველ მომენტში მოუსწრო,
როცა ის ახალი რომანის დასაწერად ემზადება, როცა ერთი სა-
მუშაო მოამთავრა და ჯერ არ არის განწყობილი ახლის დასაწყე-
ბად. ჯორჯი ძალიან გაღიზიანებული იყო, მაგრამ ეტყობოდა,
რომ უკვე დაიღალა ამდენი შფოთვით. ოღონდ მისი ასეთი
მდგომარეობის მიზეზი მხოლოდ ახალი წიგნისთვის მზადება არ
ყოფილა. რენდის აზრით, ლიბია-ჰილის მცხოვრებლების დაუნ-
დობელ რეაქციას როცა გადააწყდა, ჯორჯმა იცოდა, რომ მან
მხოლოდ წიგნი კი არ დაწერა, არამედ მოიკვეთა ყველა გრძნო-
ბა, რაც მშობლიურ ქალაქთან აკავშირებდა. ამან ძალიან დააბ-
ნია და სრულიად გაოგნებული, საკუთარ თავს აუჯანყდა. ჯერ არ
იყო მზად ახალი რომანის დასაწერად, რადგან მთელი მისი
ენერგია პირველმა შთანთქა.
რენდი ათვალიერებდა ჯორჯის ოთახს, თვალში ხვდებოდა
აურაცხელი ნივთი, რომელთაც თავიანთი წვლილი შეჰქონდათ
იმ საოცარ ქაოსში. მტვრიან კუთხეში მწვანე წინსაფარი ეგდო,
სულ დაკუჭული, გეგონება, სამუდამოდ მოისროლესო, მის
გვერდით ცალი ტალახიანი ბოტი, რომელსაც რამდენიმე თვის

451
მტვერი ედო ზედ. ამ მრავლისმეტყველი აჩრდილების შემხედვა-
რე რენდი ხვდებოდა, რომ რაღაცამ სამუდამოდ დატოვა
იქაურობა და რომ ჯორჯი ამას ეგუებოდა.
რენდი ხედავდა, რა დღეში ჩავარდნილიყო ჯორჯი და
გრძნობდა, ნებისმიერი მტკიცე გადაწყვეტილება მისთვის სა-
სარგებლო იქნებოდა. ასე რომ, უთხრა:
– გამაგებინე ერთი, ჯორჯ, რატომ არ გინდა, ჩაბარგდე და
აქედან სადმე გადახვიდე? შენ აქ შენი საქმე გააკეთე – დაასრუ-
ლე – ახლა მოეგე გონს და წადი აქედან. სადმე სხვაგან გადადი,
სადაც მოგესურვება, ისიც კი ფუფუნება იქნება, დილით რომ გა-
იღვიძებ და ამ ყველაფერს არ დაინახავ.
– ვიცი, – უთხრა ჯორჯმა და დანჯღრეულ დივანზე ჩამოჯდა,
იქ დახვავებული ჭუჭყიანი თეთრეული გვერდით მისწია, – მეც
მიფიქრია ამაზე.
რენდიმ მეტი აღარ დააძალა. იცოდა, აზრი არ ექნებოდა.
ჯორჯს ეს თავად უნდა გადაეწყვიტა, როცა სასურველი დრო
დადგებოდა.
ჯორჯმა გაიპარსა, ჩაიცვა და სასაუზმოდ გავიდნენ. მერე უკან
დაბრუნდნენ და მთელი დილა საუბრობდნენ, ვიდრე ტელეფო-
ნის ზარმა არ შეაწყვეტინათ.
ჯორჯმა უპასუხა. რენდის ესმოდა ყურმილიდან ქალის ხმა,
რომელიც ყბედი და უეჭველად სამხრეთელი უნდა ყოფილიყო.
ჯორჯი მხოლოდ და მხოლოდ თავაზიან ბანალობებს წარმოთ-
ქვამდა:
– დიახ, რა მშვენიერია... ძალიან ვაფასებ... რა კეთილი
ხართ... დიახ, მიხარია, რომ დამირეკეთ. იმედი მაქვს, ყველას
მომიკითხავთ, – მერე გაჩუმდა, ყურადღებით უსმენდა და რენ-
დი მისი გამომეტყველებით მიხვდა, რომ საუბარმა სხვა მიმარ-

452
თულება მიიღო. ჯორჯმა მშვიდად, ცოტა შეფიქრიანებულმა უთ-
ხრა: მართლა? ასე თქვა? – და რაღაც გაურკვევლად განაგრძო,
– ძალიან სასიამოვნოა... კი, არ დამავიწყდება... დიდი მადლო-
ბა... ნახვამდის.
ყურმილი დაკიდა და დაღლილმა გაიღიმა.
– კიდევ ერთი „მე-უბრალოდ-დავრეკე-რომ-მეთქვა-თავიდან
ბოლომდე-წავიკითხე-და-ჩემი-აზრით-შესანიშნავია“ ქალბატო-
ნი სამხრეთიდან, – ჯორჯმა უნებურად ქალის გამოჯავრება და-
იწყო და დაშაქრული სამხრეთული აქცენტით ალაპარაკდა, შაქ-
რის გარდა შხამიც რომ ერია, – მერწმუნეთ, ჩვენ ვამაყობთ
თქვენით! პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ! ასეთი შესანიშნა-
ვი წიგნი არ წამიკითხავს! ნამდვილად, ვერც წარმოვიდგენდი,
თუ ვინმეს ასე შეეძლო წერა!
– კი მაგრამ, ცოტათი მაინც არ გესიამოვნა? – ჰკითხა რენ-
დიმ, – გინდაც ზედმეტი მოსვლოდა, კმაყოფილი ხომ უნდა იყო.
– ღმერთო! – თქვა ჯორჯმა და დივანზე დაესვენა დაღლილი,
– ნეტა იცოდე! ასეთი ათასია კიდევ! ეს ტელეფონი, – ცერით
ანიშნა, – რამდენი თვეა, არ ჩუმდება! ყველას კარგად ვიცნობ –
შემიძლია დავახარისხო! ხმას როგორც კი გავიგონებ, გეტყვი,
„ბ“ ტიპს მიეკუთვნება თუ „X“-ს.
– მოკლედ, ავტორს თავი მოაბეზრეს! დიდებას გემო გაუგო
და უკვე მოსწყინდა.
– რა დიდებას, – ზიზღით თქვა ჯორჯმა, – ეს არ არის დიდება,
ეს თავის გადარჩენის საშუალებაა.
– შენი აზრით, ის ქალი გულწრფელი იყო?
– კი, – ტონი და გამომეტყველება გაუმკაცრდა, – ლეშისმჭა-
მელი სვავივით გულწრფელი იყო. ახლა იტრაბახებს და ყველას

453
მოსდებს, მე რომ მელაპარაკა, მომავალი ექვსი თვის მანძილზე
იმ ქალაქის ყველა კუდიანს ჩემი სახელი ეკერება პირზე.
რენდის ისეთი უსაფუძვლო და უსამართლო მოეჩვენა ჯორ-
ჯის სიტყვები, რომ შეაწყვეტინა:
– არ გგონია, რომ ამეტებ?
ჯორჯი თავჩაქინდრული იჯდა, არც ამოუხედავს: ხელები
ღრმად ჩაეყო შარვლის ჯიბეებში და რაღაც უხამსობა ჩაიბურ-
ტყუნა დამცინავად.
რენდის არ ესიამოვნა, ჯორჯი გატუტუცებული ბავშვივით
რომ იქცეოდა და უთხრა:
– მოიხედე! დროა, გაიზარდო და რაღაცას მიხვდე. მგონი,
ცოტა გათავხედდი. რამდენის უფლებას აძლევ თავს? ვერც შენ
და ვერც ერთი სხვა გენიოსი ასე წარმატებას ვერ მიაღწევთ.
ჯორჯი ისევ გაღიზიანებული ბურტყუნებდა.
– იქნებ ის ქალი მართლაც შტერი იყო, – განაგრძო რენდიმ,
– შტერებს რა გამოლევს. ან შეიძლება, ისე ვერ გაიგო შენი რო-
მანი, შენ რომ გინდა. მერე რა? როგორც შეძლო, ისე გამოხატა
აღფრთოვანება. კი არ უნდა ბუზღუნებდე, მადლიერი უნდა იყო.
ჯორჯმა თავი ასწია:
– გესმოდა, რა მითხრა?
– არა, მხოლოდ შენი სიტყვები გავიგონე.
– კარგი, ბატონო, ესე იგი, მთელი ამბავი არ იცი. არაფერი
მექნებოდა საწინააღმდეგო, მხოლოდ წიგნის შესაქებად რომ
დაერეკა. მაგრამ, მისმინე, – ჯორჯი რენდისკენ გადაიხარა, მუხ-
ლზე ხელი დაჰკრა და გულწრფელად უთხრა, – არ მინდა, ეგო-
ნოთ, რომ მე უბრალოდ თვითკმაყოფილი სულელი ვარ. მე მთე-
ლი ამ ხნის განმავლობაში ვიწვალე და აღმოვაჩინე ის, რასაც
ისინი ვერასდროს მიხვდებოდნენ. გეფიცები, ამ ქალს არ

454
დაურეკავს იმიტომ, რომ ჩემი წიგნი მოეწონა. იცი, რატომ და-
რეკა? – თქვა მწარედ, – ცნობისმოყვარეობის გამო, უნდოდა,
ჩემზე რაც შეიძლება მეტი გაეგო, ჩემ წინააღმდეგ რომ გამოიყე-
ნოს.
– მოიცა, მოიცა, – მოუთმენლად დაიწყო რენდიმ.
– დიახ, ასეა! ვიცი, რასაც ვამბობ, – სერიოზულად თქვა ჯორ-
ჯმა, – შენ ეს არ გაგიგონია, ბოლოს გამოჩნდა, რაც უნდოდა. არ
ვიცი, ვინ არის, მისი სახელი არც გამიგონია, მაგრამ თედ რივ-
ზის ცოლის მეგობარია. თედი, სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ მე
ის წიგნში მოვიხსენიე და მოკვლით მემუქრება.
სიმართლე იყო, რენდიმაც მოჰკრა ყური ამას ლიბია-ჰილში.
– აი, რატომ დარეკა, – მწარედ აღმოხდა ჯორჯს, – უმეტესო-
ბა ამიტომ რეკავს. უნდათ, დაელაპარაკონ აპოკალიფსის მაუწ-
ყებელ პირუტყვს, უნდათ, უთხრან: თედი კარგადაა! არ დაიჯე-
როთ, რასაც ამბობენ! თავიდან განაწყენდა, მაგრამ მიხვდა,
თქვენ შეგნებულად არ დაგიწერიათ და ახლა ყველაფერი კარ-
გადაა! აი, რა მითხრა, ასე რომ, შეიძლება, შენ რომ გგონივარ,
არც ისეთი შტერი ვარ!
ძალიან სერიოზულად ლაპარაკობდა და აღელვებული ჩან-
და. რენდიმ აღარაფერი აღარ უთხრა, თან მიხვდა, ჯორჯი მარ-
თალი იყო.
– ასეთი ბევრი გირეკავს?
– ო, თითქმის ყოველდღე რეკავენ, – ჯორჯი დაღლილი ლა-
პარაკობდა, – მგონი, რაც წიგნი გამოვიდა, კაცი არ დარჩენილა
ლიბია-ჰილში, რომ არ დაერეკა, ოღონდ ყველა თავისებურად
მეხმიანება. ზოგი ისე მელაპარაკება, თითქოს ვამპირი ვიყო:
როგორ ხარ? – ისეთი წყნარი ტონით, როგორც ალბათ სინგ
სინგში მიმართავენ სიკვდილმისჯილებს, – კარგად ხარ? – შენ

455
ამასობაში შეშფოთდები და ენა გებმის: კი, რა ვიცი, კარგად
ვარ! და ხელით ისინჯავ სხეულს, მართლა კარგად ხარ თუ არა.
ის კიდევ იმავე ტონით განაგრძობს: მეც ეს მინდოდა გამეგო...
ამიტომ დავრეკე... იმედია, მართლა კარგად ხარ.
დაბნეულმა გატანჯული სახით შეხედა რენდის და უცებ სიცი-
ლი წასკდა:
– უკვე ისეთები გადავიტანე, ბეჰემოთიც ვერ გაუძლებდა.
მათ რომ უსმინო, სერიული მკვლელი გეგონები. ვითომ სახუმა-
როდ რომ რეკავენ, იმათაც კი მხოლოდ იმის გაგება სურთ, რამ-
დენად გავსვარე მათთვის საძულველი ადამიანები. დიახ! ჩემი
ყველაზე დიდი გულშემატკივრები ხელმოცარული გაზიანი
წყლის გამყიდველები არიან, რომელთაც სოფლის კლუბში გა-
წევრიანება არ ეღირსათ. „იმ ნაბიჭვარ ვიღაც ჯიმს რა კარგად
მისცხე!“ – ასე მეუბნებიან, – „მაგრად მოთხარე! ბევრი ვიცინე,
როცა წავიკითხე!“ ან: „იმ ნაბიჭვარ ჩარლიზე რატომ არაფერი
დაწერე? რას არ მივცემდი, რომ გადაგეარა!“ ღმერთო! – გაბრა-
ზებულმა მუშტი დაირტყა მუხლზე, – მათთვის ეს მხოლოდ და
მხოლოდ ბინძური ჭორებია, დაშინება, შური, შანსი, ვიღაცას გა-
უსწორდე – მგონი, მაგათ აქამდე წიგნი საერთოდ არ წაუკით-
ხავთ. მითხარი, – ეკითხება სერიოზულად, – ნუთუ შენ გარდა იმ
წიგნიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო? ნუთუ არავინ წაიკითხა,
როგორც ჩვეულებრივი წიგნი და ვერ მიხვდა, რის თქმას ვცდი-
ლობდი?
გატანჯული სახე ჰქონდა. და ბოლოს თქვა ის, რისიც რენდის
ყველაზე მეტად ეშინოდა და იმედი ჰქონდა, არ მოისმენდა:
– ვფიქრობ, შენ ყველაზე უკეთ უნდა იცოდე. შენ ხომ ყველა-
ზე მეტი შესაძლებლობა გქონდა, მიმხვდარიყავი.

456
ესეც შენი პასუხი, რომლისაც რენდის ეშინოდა. ჯორჯი ერ-
თხანს უყურებდა რენდის გატანჯული თვალებით, მერე მწარედ
გაეცინა და გაცეცხლდა:
– ჯანდაბას ყველაფერი! – ყვიროდა გამწარებული, – მოღა-
ლატე ნაბიჭვრები! ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ! რა არ გააკეთეს
ჩემ გასანადგურებლად!
ეს ყველაფერი სამარცხვინო, უღირსი და უსამართლო იყო.
რენდი ხვდებოდა, ჯორჯი თავს ვეღარ ერეოდა. ასეთ დროს, რო-
გორც წესი, ბრალდებებს და საყვედურებს ანთხევდა ხოლმე და
თავის ყველაზე სუსტ და უარეს მხარეებს ავლენდა: ცილისმწა-
მებლურ, აკვიატებულ აზრებს აფრქვევდა და საკუთარი თავი ებ-
რალებოდა. როგორმე უნდა მოეკრიბა ძალა, თორემ ნამდვი-
ლად დაიღუპებოდა. ამიტომ შეაწყვეტინა:
– კმარა! ღვთის გულისათვის, როგორმე თავს მოერიე! შეიძ-
ლება, ვიღაც შტერებმა ვერ გაიგეს შენი წიგნი, ეს ლიბია-ჰილის
ბრალი არ არის, ასეთია მთელი სამყარო. ხალხი ყველგან ერ-
თნაირია. ისინი ფიქრობენ, რომ შენ მათზე დაწერე და ეს სიმარ-
თლეა. ამიტომ გაგიბრაზდნენ. შენ მათ გული ატკინე და თავმოყ-
ვარეობა შეულახე. სიმართლე რომ ითქვას, ძველი იარები
გააშიშვლე და მარილიც ჩააყარე. ამით იმის თქმა კი არ მინდა,
თითქოს სხვებივით გტუქსავ: შენ თვითონაც კარგად იცი ეს! მე
მესმის, რაც გააკეთე და რატომაც გააკეთე! მაგრამ ჯობდა,
რაღაც-რაღაცები არ გაგეკეთებინა – წიგნიც უკეთესი გამოვი-
დოდა. ასე რომ, ახლა ამაზე წუწუნის დრო არ არის. არც წამებუ-
ლი არ მგონიხარ.
მაგრამ ჯორჯს თავი წამებულად წარმოედგინა. რენდი უყუ-
რებდა პირქუში სახით მჯდარ ჯორჯს, ცალი ხელით მუხლის თავს
რომ ჩაჰბღაუჭებოდა თავჩაქინდრული და ხვდებოდა, როგორც

457
მივიდა აქამდე. უპირველეს ყოვლისა, ძალიან გულუბრყვილო
უნდა ყოფილიყო, არ გაეაზრებინა, რა გრძნობებს აღუძრავდა
მისი წიგნი ხალხს. მერე, როცა პირველი დამადანაშაულებელი
წერილები მიიღო, შერცხვა და ინანა, ტკივილი რომ მიაყენა
ადამიანებს. მაგრამ დრო გავიდა და უფრო და უფრო მკაცრად
კიცხავდნენ, ამიტომ თავის დაცვა გადაწყვიტა. როცა ნახა, ამას
ვერ შეძლებდა და თავის სამართლებელ წერილებზე მუქარით
პასუხობდნენ, მაშინ უკვე გამწარდა. და ბოლოს, ისე მტანჯველი
აღმოჩნდა ეს ყველაფერი მისთვის, რომ საკუთარი თავის შეცო-
დების გარდა აღარაფერი დარჩა.
მერე ჯორჯი მოჰყვა იმაზე ლაპარაკს, რომ „ხელოვანმა“ თა-
ვისი დროის ინტელექტუალური და ესთეტიკური განსაკუთრებუ-
ლობა უნდა ამოანთხიოს. ხელოვანი მითური, განსაკუთრებული
არსებაა, რომელიც „სილამაზეში“ და „ჭეშმარიტებაში“ ცხოვ-
რობს და ისე დახვეწილად აზროვნებს, უბრალო ადამიანები ვერ
უგებენ, როგორც ძაღლი ვერ გაუგებს მთვარეს, რომელსაც შეყ-
მუის. ხელოვანი თავის „ხელოვნებას“ მხოლოდ მაშინ ქმნის,
როცა შეუძლია, ჯადოსნურ ტყეში, მოჯადოებულ სამყაროში იფ-
რინოს.
ჯორჯის ნალაპარაკები ისე ყალბად ჟღერდა, რენდის მოუნ-
და, ცოტა შეეჯანჯღარებინა. ყველაზე მეტად ის აღიზიანებდა,
რომ იცოდა, სინამდვილეში ასე არ ფიქრობდა. უნდა მიმხვდა-
რიყო, რა ყალბ და იაფფასიან სიტყვებს ყრიდა. ბოლოს და ბო-
ლოს რენდიმ მშვიდად უთხრა:
– ჯორჯ, ამქვეყნად თუ ვინმეს ვიცნობ, დაჭრილი ფავნის რო-
ლი ყველაზე უკეთ შენ გამოგდის.
მაგრამ ჯორჯი ისე გაიტაცა საკუთარმა ბოდვამ, რომ ყურად-
ღება არ მიუქცევია. უბრალოდ, ჩაიბურტყუნა: „ჰა?“ და თავისი

458
გაუბერა. ასე თქვა, ყველა „ჭეშმარიტი ხელოვანი“ განწირულია,
საზოგადოებამ მოიკვეთოს. მისი გარდაუვალი ხვედრი „ტომი-
დან გაძევებაა“.
რენდიმ ვეღარ აიტანა ამდენი სისულელე და უთხრა:
– რა დაგემართა, ჯორჯ? რა სულელივით ლაპარაკობ! არა-
ვის არ გაუძევებიხარ! უბრალოდ, რაღაც უსიამოვნება შეგხვდა
შინ! რაებს როშავ „სილამაზეზე“ და „ჭეშმარიტებაზე“? ღმერთო!
როდემდე უნდა იტყუო თავი? ვერ ხვდები? ჭეშმარიტება ისაა,
რომ ცხოვრებაში პირველად რაღაცას მიაღწიე. შენს წიგნს აქე-
ბენ და კარგად იყიდება. გაგიმართლა და შეგიძლია, განაგრძო
შენი საქმე. საიდან გაგაძევეს? ალბათ მუქარის წერილებმა თა-
ვი განდეგილად გაგრძნობინა, მაგრამ შენ ხომ უკვე წლებია,
რაც თვითონ წახვედი და არც არასდროს გდომებია უკან დაბრუ-
ნება. მაგრამ როცა დაგემუქრნენ, თავი გაისულელე და დაირ-
წმუნე, რომ გაგაგდეს, არა? და კიდევ, თუ მართლა ფიქრობ,
რომ „სილამაზეს“ მხოლოდ მაშინ ეზიარები, ცხოვრებას თუ გა-
ექცევი, ეს სიმართლე არ არის, ყველაფერი პირიქითაა. განა
შენ თვითონ ათასჯერ არ მოგიწერია იგივე სიტყვები?
– რას გულისხმობ?
– რას და, თუნდაც შენი წიგნი გაიხსენე – ის იმიტომ კი არ გა-
მოვიდა კარგი, რომ ცხოვრებიდან არის ბევრი რამ აღებული,
არამედ იმიტომ, რომ შენ შეძელი, გაგეგო ცხოვრება.
ჯორჯი ჩუმად უსმენდა. სიბრაზით მოჯღანული სახე დაუმ-
შვიდდა და როგორც იქნა, ცალყბად გაიღიმა.
– არ ვიცი, რა მემართება ხოლმე, – თქვა და თავი გააქნია
ცოტა დარცხვენილმა, მერე გაეცინა, – რა თქმა უნდა, მართალს
ამბობ, – მერე სერიოზულად განაგრძო, – რაც თქვი, ყველაფე-
რი სიმართლეა. და ასეც უნდა იყოს. ადამიანმა თავისი ცოდნა

459
უნდა გამოიყენოს, რაც არ იცის, იმას ხომ ვერ გამოიყენებს...
ამიტომ არის, ზოგიერთი კრიტიკოსი რომ მაგიჟებს.
– რატომ? – ჰკითხა რენდიმ, უხაროდა, აზრიანად რომ დაიწ-
ყო ლაპარაკი.
– ვითომ არ იცი, ხომ წაიკითხე რეცენზიები. ზოგი ამბობს,
„ზედმეტად ავტობიოგრაფიულიაო“.
რენდი გაოგნდა, ჯორჯის საპასუხო შეურაცხმყოფელი სიტ-
ყვები ლიბია-ჰილელების ლანძღვაზე ჯერ კიდევ ექოსავით ის-
მოდა ოთახში, ყურებს არ უჯერებდა და გულწრფელად გაკვირ-
ვებულმა უთხრა:
– ის ავტობიოგრაფიულია, ამას ვერ უარყოფ.
– ოღონდ „ზედმეტად ავტობიოგრაფიული“ არ არის, – სე-
რიოზულად განაგრძო ჯორჯმა, – მაგის ნაცვლად რომ დაეწე-
რათ, „არც იმდენად ავტობიოგრაფიულიაო“, მიზანში მოარ-
ტყამდნენ. აი, რა ვერ შევძელი. ეს არის ჩემი ერთადერთი დანა-
შაული, – ეჭვი არ იყო, იმას გულისხმობდა, რასაც ამბობდა,
რადგან სირცხვილისგან სახე მოეჯღანა, – ჩემი რომანის ახალ-
გაზრდა გმირი დედალუსივით შტერი, სნობი, თავდაჯერებულია
– როგორიც მინდოდა გამომეყვანა საკუთარი თავი წიგნში. ეს
არის მთავარი სისუსტე. ვიცი, ბევრი ავტობიოგრაფიული ეპიზო-
დია და ამის გამო არ მრცხვენია, მაგრამ ბოძი, რომელზედაც ჩე-
მი ცხენი მივაბი, სუსტი აღმოჩნდა. ეს არ იყო ნამდვილი ავტობი-
ოგრაფია. ახლაღა გავიგე და ისიც გავიგე, რატომ. მთავარი
მარცხი ყალბი პიროვნებაა. ეს არის ჩემი დანაშაული. ახალგაზ-
რდა გენიოსის თუ ახალგაზრდა ხელოვანის ან, როგორც შენ
თქვი, დაჭრილი ფავნის ამბები რომ ჩავრთე, ამით ხედვის კუთხე
შევცვალე. ხედვა შეიძლება იყოს შორსმჭვრეტელი, გამჭრიახი,
ზუსტი და ჯოისისეული, ათასი განსაკუთრებული კუთხით, მაგ-

460
რამ ფართო მასშტაბით დანახული ყალბი, ნაძალადევი და
მცდარი გამოდის. არადა ფართო მასშტაბით ხედვაა მთავარი.
ჯორჯი მართლა ასე ფიქრობდა და ეს ანადგურებდა. რენდი
უყურებდა, როგორ იტანჯებოდა და ხვდებოდა, ისევ უკიდურე-
სობაში გადავარდებოდა. ასე თუ მიუდგები, ამქვეყნად არავის
უმართლებს. და უთხრა:
– კი მაგრამ, ოდესმე ვინმეს სრულყოფილებისთვის მიუღწე-
ვია? მითხარი ერთი, ვის გაუმართლა?
– ბევრს! ტოლსტოის, როცა „ომი და მშვიდობა“ დაწერა, შექ-
სპირს, როცა მან „მეფე ლირი“ დაწერა, მარკ ტვენს „მისისიპის
ცხოვრების“ პირველ ნაწილში. რა თქმა უნდა, არც ერთი ისეთი
კარგი არ არის, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო – ასე არას-
დროს არ იქნება. ოღონდ მათ ააცდინეს, უფრო შორს გაისრო-
ლეს, მაგრამ არც პატივმოყვარეობა ღრღნიდათ და არც წყეული
გაუბედაობა ბოჭავდათ. ეს არის, რაც გვღუპავს. მეც ამიტომ ვერ
შევძელი.
– და რაიმე საშველი თუ არსებობს?
– ბოლომდე უნდა დავიხარჯო, ყველა შესაძლებლობა გამო-
ვიყენო, ბოლო წვეთამდე გამოვწურო, სანამ აღარაფერი დარ-
ჩება. და თუ მე ჩემი რომანის გმირი ვიქნები, არაფერს მოვერი-
დები, არაფერს არ შევალამაზებ, როგორიც ვარ, ისეთს დავხა-
ტავ ჩემს თავს – არც ცუდს დავმალავ და არც კარგს, როგორც
სხვა პერსონაჟებს ვხატავ, ისე. აღარ იქნება სიყალბე, ყალბი
სიამაყე, შეურაცხყოფილი ღირსება. მოკლედ, დაჭრილი ფავნი
უნდა მოკვდეს.
რენდიმ თავი დაუქნია:
– კარგი. და ახლა რა უნდა ქნა? რას აპირებ?

461
– არ ვიცი, – გულწრფელად უთხრა დაბნეულმა ჯორჯმა, –
წარმოდგენა არ მაქვს. საქმე ის კი არ არის, რომ არ ვიცი, რა
მინდა დავწერო. ღმერთო! – მოულოდნელად გაიცინა, – ხომ
გაგიგია, არიან ისეთები, ერთ წიგნს დაწერენ და მერე ვეღარ წე-
რენ, იმიტომ, რომ მეტი სათქმელი აღარ აქვთ.
– და შენ ეგ არ გემუქრება?
– არა, ღმერთმანი! მე სულ სხვა რამ მადარდებს! ზღვა მასა-
ლა დამიგროვდა, ლამისაა წამლეკოს, – თითით ანიშნა დახვა-
ვებულ ხელნაწერებზე, მთელ ოთახში რომ იყო მიმოყრილი, –
ხანდახან ვფიქრობ, რა ჯანდაბა ვუყო ამას-მეთქი, როგორ მო-
ვაქციო რამე ჩარჩოში, გზა როგორ მივცე! – მუხლზე მუშტი უხე-
შად დაირტყა და ხმაში სასოწარკვეთა გაუკრთა, – ხანდახან
იმასაც ვფიქრობ, კაცმა წერა შეიძლება მხოლოდ იმიტომაც ვე-
ღარ შეძლოს, რომ საკუთარ ემოციებში იხრჩობა.
– ესე იგი, შენ გამოფიტვის არ გეშინია?
ხმამაღლა გაიცინა.
– ხანდახან მინდა კიდეც გამოვიფიტო, ალბათ დიდი შვება
იქნება, ოღონდ ორმოცს რომ გადავაბიჯებ, გამოვიფიტები და
აქლემივით კუზის იმედად დავრჩები. რა თქმა უნდა, ვხუმრობ.
არ ვარგა გამოფიტვა, იგივე სიკვდილია... არა, მე ეს არ მადარ-
დებს. მე ჩემი გზა უნდა ვიპოვო! – ცოტა ხნით გაჩუმდა, რენდის
უყურებდა, მერე ისევ დაირტყა მუშტი მუხლზე და იყვირა, – გზა!
გზა! გესმის!
– მესმის, – უთხრა რენდიმ, – მგონი, მესმის. მაგრამ რო-
გორ?
ჯორჯი დაბნეული ჩანდა, ხმას არ იღებდა, ცდილობდა, თავ-
სატეხი სიტყვით გამოეხატა.

462
– მე გზას ვეძებ, – თქვა ბოლოს, – აი იმას, რასაც, ჩემი აზ-
რით, ადამიანები გულისხმობენ, როცა მხატვრულ ლიტერატუ-
რაზე საუბრობენ. შეიძლება, ეს ლეგენდა იყოს. ან მოთხრობა,
ჩემს ცოდნაზე დაფუძნებული და ჩემს ნანახზე შექმნილი. ფაქტე-
ბი კი არ იქნება, ხომ გესმის, არც ერთი ეპიზოდი ცხოვრებიდან,
ფაქტებზე მართალი უნდა იყოს, რაღაც ჩემი გამოცდილებიდან
გამოხდილი და უნივერსალურად მისაღები ფორმით გადმოცე-
მული. ასეთია საუკეთესო მხატვრული ნაწარმოები, არა?
რენდიმ გაუღიმა და კვერი დაუკრა გამამხნევებლად. ჯორჯი
მართალი იყო. მასზე დარდი აღარ ღირდა. მშვენივრად დააღ-
წევდა თავს ჭაობს. ამიტომ მხიარულად უთხრა:
– ახალი უკვე დაიწყე?
ჯორჯი სწრაფად ალაპარაკდა და რენდიმ ისევ შენიშნა შეშ-
ფოთება მის თვალებში.
– კი, დავიწყე, – თქვა ჯორჯმა, – კარგა ბლომად მაქვს უკვე
დაწერილი. აი, ამ დავთრებს რომ ხედავ, – მაგიდაზე ახორ-
ხლილ გაცვეთილ დავთრებზე ანიშნა, – და ამ ხელნაწერებს, –
მთელ ოთახს მოავლო ხელი, – სულ ახალი წიგნის მასალაა. უკ-
ვე ნახევარი მილიონი სიტყვა მაქვს დაწერილი.
და აქ რენდიმ უნებურად უხეში შეცდომა დაუშვა, როგორც
დილეტანტებს ემართებათ ხოლმე მწერალთან საუბრისას.
– რაზეა?
პასუხად ჯორჯმა შეუბღვირა და არაფერი უპასუხა. ბოლთის
ცემას მოჰყვა თავის მშფოთვარე ფიქრებში ჩაძირული. მერე მა-
გიდასთან გაჩერდა, რენდის თვალებში შეხედა და როგორც
სჩვეოდა ხოლმე და რითაც ასე ხიბლავდა ყველას, ძალიან ალა-
ლად უთხრა:

463
– არა, ახალი წიგნი ჯერ არ დამიწყია! ათასობით სიტყვა... –
ხელისგული გაცვეთილ დავთრებს დაჰკრა, – ასობით იდეა, უამ-
რავი სცენა, ნაწყვეტი, ეპიზოდი... მაგრამ წიგნი არა!.. – და წუხი-
ლისგან თვალების გარშემო ნაოჭები ჩაუღრმავდა, – არადა
დრო მიდის, უკვე ხუთი თვე გავიდა, რაც პირველი წიგნი დაიბეჭ-
და, – გაღიზიანებულმა სინანულით მკლავები გაშალა ოთახში
გამეფებულ ქაოსზე მისათითებლად, – დრო ისე გადის, ვერც კი
ვამჩნევ! დრო! – იყვირა, მუშტი ხელისგულზე მაგრად მიირტყა
და, გეგონება, მოჩვენება დაინახაო, ანთებული მზერა სიცა-
რიელეს მიაპყრო, – დრო!
მისი მტერი დრო იყო. ან იქნებ მისი მეგობარი. ძნელია გა-
დაჭრით რამის თქმა.
რენდი ნიუ-იორკში რამდენიმე დღე დარჩა და მეგობრები დი-
ლიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე გაუთავებლად სა-
უბრობდნენ. რაც თავში მოუვიდოდათ, ყველაფერს ერთმანეთს
ეუბნებოდნენ. ჯორჯი მოუსვენრად მიდი-მოდიოდა ოთახში, ლა-
პარაკობდა ან რენდის უსმენდა, მოულოდნელად შეჩერდებოდა
მაგიდასთან, წარბებს შეჭმუხნიდა, თვალს მოავლებდა ოთახს,
თითქოს პირველად ხედავს ყველაფერსო, დაჰკრავდა ხელს
დავთარს და ხმამაღლა იტყოდა:
– იცი, რატომ დავწერე ამდენი სიტყვა? გეტყვი. იმიტომ, რომ
ზარმაცი ვარ.
– ამ ოთახის პატრონს ზარმაცი ნამდვილად არ გეთქმის, –
თქვა რენდიმ და გაეცინა.
– იმიტომაც არის ასეთი, – ჩაფიქრებული ლაპარაკობდა
ჯორჯი, – იცი, ჩემი აზრით, ამ სამყაროში მთავარ საქმეს ზარმა-
ცები აკეთებენ. იმიტომ მუშაობენ, რომ ზარმაცები არიან.

464
– არ მესმის, – თქვა რენდიმ, – მაგრამ განაგრძე, გადმოუშ-
ვი.
– კარგი, – სრული სერიოზულობით განაგრძო ჯორჯმა, – აი,
როგორ ხდება: მუშაობ იმიტომ, რომ გეშინია უსაქმურობის. მუ-
შაობ, რადგან ერთ სიკვდილს ათავებ, მუშაობა რომ დაიწყო.
დაწყება ჯოჯოხეთური საქმეა, ისეთი ძნელი, გაჩერების გეშინია.
ყველაფერზე წახვალ, ოღონდ ეს არ განმეორდეს და აგრძელებ,
სულ უფრო და უფრო სწრაფად აგრძელებ მუშაობას და რომც
გინდოდეს, ვეღარ გაჩერდები. გავიწყდება, რომ უნდა ჭამო,
გაიპარსო და, თუ გაქვს, სუფთა პერანგი ჩაიცვა. მე ძილსაც ვი-
ვიწყებ ხოლმე და როცა მახსენდება, ვერ ვახერხებ – იმიტომ,
რომ ზვავი თუ დაიძრა, იმას ვეღარაფერი აჩერებს. გეკითხებიან:
რატომ არ ისვენებ ხანდახან მაინც? რატომ არ შეგიძლია, ცოტა
ხნით დაივიწყო შენი საქმე? შენ ვერ ახერხებ ამას, იმიტომ, რომ
არ შეგიძლია – ვერ ჩერდები – რომც შეგეძლოს, გეშინია, ის
ჯოჯოხეთი ხელახლა გამოიარო. მერე გეტყვიან, დახარბებული
ხარ მუშაობასო, არადა ასე არაა. სიზარმაცის ბრალია ყველა-
ფერი, უბრალო, წყეული სიზარმაცის.
რენდის ისევ გაეცინა. არ შეეძლო, არ გაეცინა, ხომ ვერავინ
იტყოდა ასეთ რამეს, ჯორჯის გარდა. და კიდევ უფრო იმიტომ,
რომ მართალია გულწრფელი და სასოწარკვეთილი იყო,
გრძნობდა, მის ნათქვამში იუმორიც იდო. რენდის შეეძლო წარ-
მოედგინა, რამდენი კვირის და თვის ნაფიქრმა მიიყვანა ჯორჯი
ამ პარადოქსულ დასკვნამდე, ახლა კი მან ისე ამოყვინთა, რო-
გორც ვეშაპმა ოკეანის ფსკერიდან, რომ ამოესუნთქა და სული
მოეთქვა.
– მესმის შენი, – თქვა რენდიმ, – შეიძლება, მართალი ხარ.
ოღონდ ეს რაღაც უნიკალური მხარეა სიზარმაცის.

465
– არა, – უპასუხა ჯორჯმა, – ალბათ ყველაზე ბუნებრივი. გა-
იხსენე ნებისმიერი ის ყმაწვილი, ვის შესახებაც წაგიკითხავს. ნა-
პოლეონი და ბალზაკი და თომას ედისონი, მათ ერთ ან ორ სა-
ათზე მეტი არ სძინებიათ დღე-ღამეში და იმიტომ არა, რომ შრო-
მა უყვარდათ! იმიტომ, რომ ზარმაცები იყვნენ და ეშინოდათ, არ
ემუშავათ, რადგან იცოდნენ, რომ ზარმაცები იყვნენ! ასეა, მერ-
წმუნე! – განაგრძო აღელვებულმა, – ვიცი, რაც ჭირდათ იმ ყმაწ-
ვილებს! ედისონი, ის ძველი, – თქვა დამცინავად, – ხალხს თავს
აჩვენებდა, თითქოს მოსწონდა საკუთარი საქმე!
– შენ კი არ გჯერა, არა?
– არა და არა! – დამცინავად, – რაზედაც გინდა დაგენიძლა-
ვები, რომ ძველ ედისონს ერჩივნა, შუადღის ორ საათამდე ლო-
გინში ეკოტრიალა! მერე ადგებოდა, გაიზმორებოდა და მთელი
დღე მზეს მიეფიცხებოდა! სიამოვნებით გაერეოდა სოფლის ბი-
ჭებში, ილაპარაკებდა პოლიტიკაზე ან იმაზე, ვინ გახდებოდა
მომავალ წელს ბეისბოლის ჩემპიონი.
– მერე რა უშლიდა ხელს?
– რაა? – მოუთმენლად შესძახა ჯორჯმა, – რა და სიზარმაცე!
ასე სიზარმაცის გამო ვერ ცხოვრობდა. რცხვენოდა, ზარმაცი
რომ იყო და ეშინოდა, თავი არ გაემჟღავნებინა! აი, რატომ!
– აჰა, ეს რაღაც ახალია. მაინც, რატომ რცხვენოდა?
– იმიტომ, რომ, – სერიოზულად ამბობდა ჯორჯი, – როცა კი
მოუნდებოდა, ორ საათამდე ლოგინში ეკოტრიალა, მოხუცის
ხმა ესმოდა...
– ვისი ხმა?
– მამამისის, – ჯორჯმა ენერგიულად დააქნია თავი.
– კი მაგრამ, ის ხომ დიდი ხნით ადრე გარდაიცვალა?

466
– რა თქმა უნდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. მაინც
ესმოდა. ყოველ ჯერზე, გვერდს როცა იცვლიდა და კიდევ ერთი-
ორი საათით დააპირებდა დაძინებას, სანაძლეოს დაგიდებ, ის
კიბის ძირიდან უყვიროდა, ადექი, უმაქნისო, შენხელა რომ ვიყა-
ვი, უკვე მთელი დღის საქმე მომთავრებული მქონდაო. საცოდა-
ვი მამამისი ხომ ობოლი იყო!
– მართლა? არ ვიცოდი. ედისონის მამა ობოლი იყო?
– რა თქმა უნდა, ისინი ყველა ობლები არიან, ვინც დილაად-
რიან კიბის ძირიდან გიყვირიან. სკოლა ალბათ ექვსი მილის
მოშორებით იქნებოდა და ფეხშიშველი დადიოდა, თან თოვლში.
ღმერთო! – მოულოდნელად გაეცინა, – ყველა მამას ჩრდილო-
ეთ პოლუსზე უწევდა სკოლაში სიარული. ასე იყო. ამიტომ დგე-
ბი ადრე, ამიტომ უნდა მოერიო თავს, რადგან გეშინია, გეშინია,
„ის ოხერი ჯოინერის სისხლი რომ გიდუღს“... და ვშიშობ, სულ
ასე გავატარებ ცხოვრებას. ყოველთვის, როცა შაბათობით ვხე-
დავ, „ილ დე ფრანსი“, ან „აკვიტანია“, ანდა „ბერენგარია“ რო-
გორ გადიან რწევით მდინარეში, როცა დიდი ლაინერების ქათ-
ქათა მკერდს ვუყურებ, ყელში რაღაც მეჩხირება ხოლმე, სირი-
ნოზების სიმღერა მესმის... მაგრამ ამავე დროს, მამაჩემის ყვი-
რილიც მესმის შორიდან, მიყვირის, უმაქნისი ადამიანი ხარო.
ყოველთვის, როცა ტროპიკულ კუნძულებზე წარმოვიდგენ თავს
ოცნებაში, წარმოვიდგენ, როგორ ვწყვეტ ჩემი ხელით პურის ხის
ნაყოფს ან სამოაზე პალმის ხის ქვეშ ვწევარ სანაპიროზე და
იქაური ლამაზმანი, თავისი ხელით აცმული ყელსაბამი რომ უკე-
თია, ნაზად მინიავებს, იმწამსვე ჩემი მოხუცის ხმა მესმის. საკმა-
რისია, პიტერ ბრეიგელის კოკანის ქვეყანაში წარმოვიდგინო
თავი, სადაც შემწვარი გოჭები დარბიან და ლუდი პირდაპირ ონ-
კანიდან გეღვრება პირში – იმ მოხუცის ხმა მაფხიზლებს. ასე

467
გვაიძულებს სინდისი, მხდალებად ვიქცეთ. მე ზარმაცი ვარ, მაგ-
რამ როცა კი ნამდვილ სახეს ვავლენ, მოხუცი მამა კიბიდან მიყ-
ვირის.
ჯორჯი თავისი პრობლემებით იყო მოცული და გაუთავებლად
ლაპარაკობდა. რენდი კარგი მსმენელი აღმოჩნდა. მაგრამ ერ-
თხელაც, რენდის გამგზავრების დრო რომ დადგა, ჯორჯს გაუკ-
ვირდა, მისი მეგობარი ამდენი ხნით როგორ დაეთხოვა სამსახუ-
რიდან.
– მე აღარ მაქვს სამსახური, – მშვიდად უთხრა რენდიმ და
უხერხულად ჩაიცინა, – გამომაგდეს.
– შენ გინდა თქვა, რომ იმ ნაბიჭვარმა მერიტმა... – გაცეც-
ხლდა ჯორჯი.
– იმის ბრალი არ არის, – გააწყვეტინა რენდიმ, – ის ვერ და-
მეხმარა. უფროსებმა აიძულეს და სხვა გზა არ ჰქონდა. მითხრა,
შენს საქმეს ვერ ასრულებო და მართალი იყო – ვერ ვასრულებ-
დი. მაგრამ კომპანიამ არც კი იცის, რომ საქმეს აღარავინ ასრუ-
ლებს. საქმე აღარ არის. შენ თვითონ ხომ ნახე, როცა ჩამოხვე-
დი. ყოველი პენი მიწის ყიდვა-გაყიდვაში მიდიოდა. ახლა, რაც
ბანკი დაიხურა, საქმეც დამთავრდა.
– და შენ გინდა მითხრა, – ნელა და მრავალმნიშვნელოვნად
წარმოთქვა ჯორჯმა, – რომ მერიტმა დრო იხელთა და მოგის-
როლა? ის ბინძური....
– კი, – უპასუხა რენდიმ, – ბანკის დახურვიდან ერთ კვირაში
გამომიშვეს. ვერ გეტყვი, მერიტმა დრო იხელთა თუ უბრალოდ
ასე მოხდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ადრე თუ გვიან მაინც
მოხდებოდა, უკვე წელიწადზე მეტია, ველოდებოდი. დამიჯერე,
ჯოჯოხეთი გამოვიარე. ყოველ დღეს შიშში ვატარებდი, ვიცოდი,
ასე მოხდებოდა და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. მაგრამ, სასაცი-

468
ლოა, როცა ეს მოხდა, შვება ვიგრძენი, – ძველებურად გულღი-
ად გაიღიმა, – რაც მართალია, მართალია: ნებისყოფა არ მყოფ-
ნიდა, ჩემით რომ წამოვსულიყავი, თან კარგ ფულს ვაკეთებდი.
თუმცა ახლა კმაყოფილი ვარ, ასე რომ დამთავრდა. აღარც კი
მახსოვდა, რას ნიშნავს თავისუფლება. ახლა შემიძლია, ბეჭებში
გავიმართო და თავად პოლ. ს. ეპელტონს მივახალო პირში, ჯან-
დაბამდე გზა გქონია-მეთქი. რა კარგი გრძნობაა. მომწონს.
– კი მაგრამ, რას აპირებ? – ჰკითხა ჯორჯმა, აშკარად შეწუხე-
ბულმა.
– არ ვიცი, გეგმები ჯერ არ მაქვს. უკვე რამდენი წელი ვმუშა-
ობდი კომპანიაში და ფულიც კარგად მქონდა, რაღაცის გადა-
ნახვაც მოვახერხე. და გამიმართლა, ჩვენს ბანკში არ შემიტა-
ნია, ასე რომ, არ დამეკარგა. ჩვენი ძველი სახლი მე დამრჩა და
მარგარეტი და მე ცოტა ხანს თავს გავიტანთ. მართალია, ესეთ
სამსახურს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვერ იპოვი, მაგრამ ქვეყანა დი-
დია და კარგი კაცის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. გაგიგია,
კარგ კაცს სამსახური ვერ ეშოვოს?
– ძალიანაც დარწმუნებული ნუ იქნები, – თქვა ჯორჯმა და
თავი გააქნია, – შეიძლება ვცდები, მაგრამ არა მგონია, ბირჟის
კრახი და ლიბია-ჰილის ბანკის გაკოტრება ერთმანეთთან კავ-
შირში არ იყოს. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ რაღაც ახლის მომ-
სწრენი ვხდებით, შეიძლება, ამერიკას ასეთი მძიმე დრო არასო-
დეს დასდგომია. გაზეთებიც უკვე სერიოზულად არიან შეშფოთე-
ბული. ამ ყველაფერს დეპრესიას არქმევენ. ყველა დამფრთხა-
ლია.
– მოიცა ერთი! – სიცილით თქვა რენდიმ, – ეს შენ ხარ ცუდ
გუნებაზე. რახან ნიუ-იორკში ცხოვრობ, გგონია, რომ ბირჟა
არის ყველაფერი: როცა აქციების ფასი მაღალია – ცხოვრება

469
კარგია, როცა დაბალია – ცხოვრება ცუდია. მაგრამ ნიუ-იორკი
ამერიკა არ არის.
– ვიცი, – თქვა ჯორჯმა, – ოღონდ მე ბირჟა არ მიგულისხმია.
მე ამერიკაზე ვფიქრობ... ხანდახან მგონია, – ნელა განაგრძო,
კაცი ხელის ცეცებით რომ მიდის სიბნელეში უცნობ გზაზე, ისე, –
ამერიკამ სადღაც გადაუხვია, შეიძლება, ეს ჯერ კიდევ სამოქა-
ლაქო ომის დროს მოხდა ან მის შემდეგ. იმ მიმართულებით კი
არ განვითარდა, როგორი გეზიც ჰქონდა აღებული, სხვა მხარეს
გადაუხვია და ახლა გარშემო ვიყურებით და ვხედავთ – იქ აღ-
მოვჩნდით, სადაც არ უნდა ვიყოთ. მოულოდნელად ვხვდებით,
რომ ამერიკა საზიზღარი გახდა, გაიხრწნა, ადვილად მოპოვე-
ბულმა სიმდიდრემ და განსაკუთრებულმა პრივილეგიებმა ძალა
გამოაცალა და რაც ყველაზე ცუდია, ინტელექტუალურმა უნამუ-
სობამ მიიყვანა აქამდე. ადამიანებს ეშინიათ, თვალი გაუსწო-
რონ სინამდვილეს, ეშინიათ, ერთმანეთს სახეში შეხედონ, ეში-
ნიათ, ყველაფერი ისე მიიღონ, როგორც არის. ჩვენ რეკლამე-
ბის მკეთებელი ერი გავხდით, წინ ვიფარებთ სიტყვებს: „კეთილ-
დღეობა“, „ამერიკული გზა“ და „მტკიცე ინდივიდუალიზმი“. თა-
ვისუფლება, თანასწორი შესაძლებლობები, ერთსულოვნება და
ადამიანური სითბო – ის, რაც ამერიკული ოცნება იყო დასაბამი-
დან – სიტყვებად დარჩა, მნიშვნელობა დაკარგა... შენი შემ-
თხვევა აიღე. ამბობ, რაც სამსახური დავკარგე, თავისუფლება
ვიგრძენიო. ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ეს რაღაც უცნაური თავი-
სუფლებაა. და საერთოდ, რას გულისხმობ თავისუფლებაში?
– რა გითხრა, მე კმაყოფილი ვარ, უცნაურია თუ არა, ბევრად
უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. შემიძ-
ლია, დრო ჩემ გემოზე დავხარჯო, სანამ ახალ საქმეს დავიწყებ.

470
არ დავიკარგები, ფეხზე მყარად ვდგავარ, – თქვა რენდიმ მშვი-
დად.
– მაგრამ როგორ მოახერხებ ამას? შენთვის ლიბია-ჰილში
არაფერი არ მოიძებნება, იქ ხომ ყველაფერი თავდაყირა დგას.
– დაფიცებული კი არ მაქვს, მთელი ცხოვრება ლიბია-ჰილში
გავატარო, – უთხრა რენდიმ, – წავალ სადმე. ხომ გახსოვს, კო-
მივოიაჟორი ვარ, მოგზაურობას შეჩვეული. მეგობრებიც მყავს
ამ საქმეში, ისინიც დამეხმარებიან. ჩვენს საქმეს ერთი კარგი
რამ ახასიათებს: ერთხელ თუ გაყიდე, მერე ყველაფერს გაყიდი.
ვიცი, გზა როგორ გავიკაფო, ასე რომ, ჩემზე არ იდარდო.
მეტი ამ თემაზე აღარ უსაუბრიათ. როცა სადგურზე ერთმა-
ნეთს ემშვიდობებოდნენ, რენდიმ ასე უთხრა:
– დროებით, ძმაო! ყველაფერი კარგად იქნება. ოღონდ იმ
დაჭრილი ფავნის მოკვლა არ დაგავიწყდეს. მე რაც შემეხება,
ჯერ არ ვიცი, საით წავალ, მაგრამ სწორ გზას ვადგავარ.
და ამ სიტყვებით მატარებელში ავიდა.
მაგრამ ჯორჯი მაინც ღელავდა რენდის გამო და რაც მეტს
ფიქრობდა, მით მეტად ღელავდა. რენდის დიდად გულთან ახ-
ლოს არ მიუტანია ის, რაც შეემთხვა, მაგრამ მის განწყობაში
იყო რაღაც – მხიარული ოპტიმიზმი უბედურების ფონზე – რაც
ცოტა ხელოვნური ეჩვენა. ჯორჯის ნაცნობებში რენდის ყველაზე
ნათელი გონება ჰქონდა, მაგრამ ახლა მან ტვინის ერთი კუნჭუ-
ლი თითქოს ყრუდ დაგმანა. ჯორჯი გაოგნებული იყო.
– კაცის ცხოვრებაშიც არსებობს მიქცევები და მოქცევები, –
ფიქრობდა ის, – ჩავარდნები და გამართლებები... და რაც ხდე-
ბა, ხდება – ვერაფერს შეცვლი.
ალბათ ახლაც ასე იყო. ჯორჯის აზრით, რენდის ცუდი პე-
რიოდი დაუდგა და ვერ ხვდებოდა. ეს კი ყველაზე მეტად უკვირ-

471
და და საგონებელში აგდებდა, რადგან რენდისთანა კაცს არ უნ-
და გასჭირვებოდა მიხვედრა.
კიდევ ისიც უთხრა, არ მინდა, ძველი ფირმისმაგვარ ადგი-
ლას დავიწყო მუშაობაო. ვითომ ფიქრობს, ზეწოლა, იმ კომპა-
ნიაში რომ განიცდიდა, სხვაგან არ იქნება? ვითომ ფიქრობს, იმ
სიტუაციას გაექცევა, სამსახურს თუ გამოიცვლის? მართლა სჯე-
რა, რომ ახალ ადგილას სიჭაბუკის ოცნებებს აისრულებს და
ბრწყინვალე შესაძლებლობები მიეცემა – მაღალი ხელფასი და
კეთილდღეობა – და ამისთვის საფასურის გადახდა არ მოუწევს?
„რა გსურს?“ – იკითხა ღმერთმა, – „გადაიხადე და მიიღე“, –
წერდა ემერსონი თავის შესანიშნავ ესეში „დაჯილდოება“, რო-
მელიც სავალდებულო წასაკითხი უნდა იყოს ყოველი ამერიკე-
ლისთვის... მართლაც რომ ასეა... ყველაფრისთვის გიწევს გა-
დახდა...
ღმერთო! იცის კი რენდიმ, რომ შინ ვეღარასოდეს დაბრუნ-
დება?
მომავალი რამდენიმე წელი ძალიან მძიმე იყო ამერიკის-
თვის, განსაკუთრებით კი რენდი შეპერტონისთვის.
რენდიმ ვერ იპოვა სამსახური. რა არ სცადა, მაგრამ არაფე-
რი გამოვიდა. სამუშაო ადგილი არსად არ იყო. ათასობით ადა-
მიანმა დაკარგა სამსახური და ახალი არ ჩანდა.
თვრამეტი თვის მერე, რაც ჰქონდა გადანახული, დაეხარჯა
და სასო წარეკვეთა. სახლი გროშებად გაყიდა და მარგარეტთან
ერთად ბინა იქირავა. კიდევ ერთი-ორი წელი ეყო ფული და სა-
ბოლოოდ გაუთავდა. რენდის აღარაფერი ებადა ამქვეყნად,
ავად გახდა, რაც უფრო სულის ავადმყოფობა იყო, ვიდრე ხორ-
ცის. მერე, როცა უკვე სხვა გზა აღარ ჰქონდათ, ლიბია-ჰილი და-
ტოვეს და უფროს დასთან, მისი ქმრის ოჯახში გადავიდნენ საც-

472
ხოვრებლად კეთილი, მაგრამ უცნობი ადამიანების კმაყოფაზე
დარჩენილები.
და საბოლოოდ რენდი, ნათელი თვალებით და სხარტი გონე-
ბით რომ გამოირჩეოდა, არასდროს არავის თავს რომ არ გაასუ-
ლელებინებდა, რომელსაც უყვარდა სიმართლე და ყველაფერს
სიღრმისეულად ხედავდა, ვიღაცის ხელის შემყურე გახდა.
მაშინ ჯორჯი ფიქრობდა, რომ ესმოდა, რაც ხდებოდა. რენ-
დის ტრაგედიის უკან კომივოიაჟორივით გამოწყობილ გონიერ,
კეთილსინდისიერ ახალგაზრდა კაცად სახეცვლილ ეშმაკს ხე-
დავდა, რომელიც რწმენისკენ მოუწოდებდა, როცა რწმენა არ
არსებობდა. დიახ, კომივოიაჟორებმა, პირადი ინტერესის ერ-
თგულმა მსახურებმა, სიმართლის დაუძინებელმა მტრებმა, თა-
ვიანთი საქმე კარგად შეასრულეს. ჯორჯი იხსენებდა, როგორ
საღად მსჯელობდა რენდი სხვის პრობლემაზე, რადგან არავი-
თარი პირადი ინტერესი ჩრდილს არ ჰფენდა მის ხედვას. მას შე-
ეძლო სხვების გადარჩენა, რადგან თავის პრობლემას ვერ ხე-
დავდა.
ჯორჯს ეჩვენებოდა, რომ რენდის ტრაგედია ზოგადად ამერი-
კის ტრაგედია იყო, ამ დიადი ქვეყნის, უძლეველის, შეუდარებ-
ლის, დაუმარცხებლის, უდრეკის, სუპერკოლოსალურის, 99 და
44 პროცენტი ნაღდის, რეკლამების და კომივოიაჟორების ქვეყ-
ნის.
მაგრამ ამერიკის ნამდვილი მმართველები – ბიზნესმენები –
ხომ ცდებოდნენ, როცა დეპრესიის დაწყება ვერ შენიშნეს. არაფ-
რად ჩააგდეს, სიტყვებით სცადეს გაქარწყლება, უარი თქვეს,
რეალობისთვის თვალი გაესწორებინათ. განა ისევ კეთილ-
დღეობას არ ჰპირდებოდნენ ხალხს, როცა „კეთილდღეობა“

473
სადღაც გაქრა და მისი ადგილი შიმშილმა და სასოწარკვეთი-
ლებამ დაიკავა?
რა მართალი იყო რენდი, დაჭრილი ფავნი რომ ახსენა. ჯორ-
ჯი მიხვდა – საკუთარი თავი რომ ეცოდებოდა, ეს მხოლოდ ეგო-
იზმით იყო გამოწვეული, რომელიც მასა და სიმართლეს შორის
იდგა და როგორც მწერალს, ძალიან სჭირდებოდა. მაგრამ რენ-
დიმ არ იცოდა, რომ ბიზნესშიც არიან დაჭრილი ფავნები და ჩან-
და, მათი მოკვლა არც ისე ადვილი იყო. ბიზნესს ხომ ეგოიზმის
განსაკუთრებული ფორმა აქვს და მას თუ სიმართლით მოკლავ,
რა შეგრჩება? იქნებ ცხოვრების რომელიღაც უკეთესი ნირი,
მაგრამ ის უკვე ბიზნესზე აღარ იქნება დაფუძნებული იმ სახით,
ჩვენ რომ ვიცნობთ.

474
წიგნი მეოთხე

მშვენიერი მედუზის ძიება

ჯორჯმა ყურად იღო რენდის რჩევა და საცხოვრებლად სხვა-


გან გადავიდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად იცხოვრებდა, ერ-
თადერთი ის უნდოდა, პარკ ავენიუს გასცლოდა, მოშორებოდა
ესთეტიკურ ჯუნგლებს, სადაც გამოჩენილ ადამიანებზე ნადი-
რობდნენ, მოშორებოდა მდიდრების და მოდას აყოლილების
ფუტურო ცხოვრებას, ამერიკის ჯანმრთელ სხეულს პარაზიტები-
ვით რომ შესეოდნენ. ადგა და ბრუკლინში გადავიდა.
წიგნიდან რაღაც ფული შემოუვიდა, ვალები დაფარა და გა-
მოყენებითი ხელოვნების კოლეჯიდან წამოვიდა. იმ დღიდან
მხოლოდ მწერლობით ირჩენდა თავს.
ბრუკლინში ოთხი წელი იცხოვრა. ოთხი წელი ბრუკლინში კი
გეოლოგიური ხანაა – ნაცრისფერი დროის ერთი მთლიანი ფე-
ნა. ეს სიღარიბის, უიმედობის და აუტანელი სიმარტოვის წლები
იყო. გარს ღატაკი, ყველასგან გარიყული და მიტოვებული ადა-
მიანები ეხვია და თავადაც ერთ-ერთი იმათგანი გახლდათ. მაგ-
რამ ცხოვრება ძლიერია, შეუმჩნეველი პატარა ამბებით მდიდა-
რი წლიდან წლამდე აჩვენებდა ჯორჯს მთელ თავის ნაირფერ
სირთულეებს. ჯორჯი ყველაფერს ხედავდა და ხარბად ითვისებ-
და, როგორც საკუთარი გამოცდილების ნაწილს, ბევრ რამეს
იწერდა, ბოლოს კი ერთიანად წნეხდა და ცდილობდა, ფარული
აზრი გამოედინა.

475
რა ხდებოდა მის სულში, ვიდრე ეს ნაცრისფერი წლები მიიპა-
რებოდნენ? რას ესწრაფოდა, რას აკეთებდა, რა სურდა?
ძნელი სათქმელია, იმიტომ, რომ ბევრი რამ სურდა, მაგრამ
ყველაზე მეტად სახელის მოხვეჭა სწყუროდა. ეს ის წლები იყო,
როცა ჯორჯი მშვენიერ მედუზას ეძებდა თავდავიწყებით. დიდე-
ბას ცოტათი გაუგო გემო და მწარე ეჩვენა. ფიქრობდა, ვერ ვი-
ვარგეო და ალბათ მართალი იყო – ვერ ივარგა. შესაბამისად,
რაც მოიპოვა, დიდება კი არა, ხანმოკლე სახელის გატეხა აღ-
მოჩნდა. სულ რაღაც ერთი კვირით აღძრა საზოგადოების ინტე-
რესი.
მაგრამ პირველი წიგნის მერე რაღაც-რაღაცები ისწავლა და
ამიტომ ერთხელ კიდევ უნდა სცადოს.
ასე იყო თუ ისე, ჯორჯი ცხოვრობდა და წერდა, და წერდა და
ცხოვრობდა თავისთვის ბრუკლინში. გადაბმულად რამდენიმე
საათს რომ იმუშავებდა და არც ჭამა ახსოვდა, არც ძილი და სა-
ერთოდ აღარაფერი, ბოლოს ძლივძლივობით აითრევდა სხე-
ულს და ძალაგამოცლილი, მთვრალივით ბარბაცით გაუყვებო-
და ღამის ქუჩებს. რესტორანში ივახშმებდა და რახან იცოდა,
გონება არეული ჰქონდა და დაძინებას ვერ შეძლებდა, ფეხით
ბრუკლინის ხიდამდე გააგრძელებდა გზას და ხიდს გადაივლი-
და. იქ, მანჰეტენში, ქალაქის ბნელ, იდუმალ გულში აფათურებ-
და ხელებს, გამთენიისას კი ისევ ხიდით ბრუნდებოდა ბრუკლინ-
ში და ლოგინში ენარცხებოდა.
და ამ ღამღამობით ხეტიალისას ის, რასაც ადრე უარყოფდა,
სულ ამოიგდო თავიდან და რაც ადრე სწამდა, უფრო ძლიერად
სწამდა. ეგონა, თითქოს მკვდრეთით აღდგა, თითქოს დაკარგუ-
ლი იპოვეს, ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ხანმოკლე დიდების
დღეებში გაყიდულ ნიჭს, მწველ სურვილებს, ახალგაზრდობის

476
რწმენას, წამხდარ სულს და დაკარგულ იმედებს, რადაც არ უნ-
და დასჯდომოდა, ამ სიმარტოვეში და წყვდიადში დაიბრუნებდა.
ყველაფერს უკან მოიტოვებდა და როგორც ადრე, ისევ კაშკაშა
ქალაქი დაუდგებოდა თვალწინ. ფართოდ გაშლილი ქალაქი პა-
ტიოსანი თვალივით ბრწყინავდა და ცოცხლდებოდა მის წარმო-
სახვაში, როცა ხიდს კვეთდა, როცა ძლიერი ტალღები აწყდე-
ბოდნენ ნაპირს და დიდი გემები გუგუნებდნენ. ამიტომ დადიოდა
ხიდზე, ამიტომ დადიოდა ხიდზე ყოველდღე.
გვერდით კი უდრეკი მეგობარი დაჰყვებოდა და მხოლოდ მას
ანდობდა გულისნადებს. ჯორჯი სიმარტოვეს ეჩურჩულებოდა:
„დიდება!“ და სიმარტოვე პასუხობდა: „მოიცა, ძმაო, დაველო-
დოთ და ვნახოთ, რა იქნება!“

477
თავი ოცდამეშვიდე

კალიებს არ ჰყავთ მეფე

სამხრეთ ბრუკლინის უზარმაზარ, ჩაჟანგულ ჯუნგლებს საღა-


მოს უჟმური შუქი ეცემა. უსიყვარულოდ ეცემა ფანჯრის რაფას
ჩამოყრდნობილი ადამიანების ჩამკვდარ თვალებს სევდიანი და
მშვიდი დღის ბოლოს.
თუ დღის ამ მონაკვეთში ჩაუყვებოდით ვიწრო ქუჩას საცო-
დავ, მორყეულ სახლებს შორის, ღია ფანჯრებიდან მშვიდ მზე-
რას გამოგაყოლებდნენ, მერე მოსახვევიდან აყრილი ტრო-
ტუარით ბოლო, ყველაზე საცოდავ სახლს მიადგებოდით, დამ-
ტვრეული კიბით ახვიდოდით სადარბაზო კართან, მთელი ძა-
ლით დააბრახუნებდით კარზე (რადგან ზარი გაფუჭებული იქნე-
ბოდა) და მოთმინებით დაელოდებოდით, ვიდრე ვინმე გაგიღებ-
დათ, იკითხავდით, მისტერ ჯორჯ ვებერი აქ ხომ არ ცხოვრობსო,
დაგიდასტურებდნენ, ცხოვრობსო და თუ კიბით სარდაფში დაეშ-
ვებოდით და მარჯვენა კარზე დააკაკუნებდით, სავარაუდოდ, იქ
დაგხვდებოდათ. მოკლედ, ჩაუყვებოდით კიბეს ნესტიანი, ჩაბნე-
ლებული სარდაფისკენ, გაიგნებდით გზას ძველ, მტვრიან ყუ-
თებს და უვარგის ავეჯს შორის, მითითებულ კარზე დააკაკუნებ-
დით და მისტერ ვებერი თავად გაგიღებდათ და ოთახში, საკუ-
თარ ციხესიმაგრეში შეგიძღვებოდათ.
კაცმა რომ თქვას, ეს ადგილი მიწისქვეშა დილეგს უფრო
ჰგავდა, ვიდრე ოთახს, სადაც ადამიანი ნებაყოფლობით ისურ-
ვებდა ცხოვრებას. ვიწრო და გრძელ ბინაში დღის სინათლე ორი

478
ერთმანეთის მოპირდაპირე ფანჯრიდან შემოდიოდა. ძველ მე-
პატრონეს ფანჯრებზე გისოსები აეკრა სამხრეთბრუკლინელი
ბანდიტებისგან თავდასაცავად.
ოთახში, სადაც სპარტანულ სისადავეს დაესადგურებინა,
ზედმეტი არაფერი იდგა – სიღრმეში, უკანა ნახევარში, მხო-
ლოდ ერთი რკინის საწოლი, სარკეგაბზარული დამტვრეული
კომოდი, სამზარეულოს ორი სკამი, სამგზავრო ზანდუკი და რამ-
დენიმე ძველი ჩემოდანი მოჩანდა. წინა ნაწილში მავთულზე ჩა-
მოკონწიალებული მბჟუტავი ნათურის ქვეშ მოზრდილი, მაგრამ
დანჯღრეული, სულ დაკაწრული საწერი მაგიდა იდგა, რომლის
არც ერთ უჯრას სახელური არ ჰქონდა, და მუქი ხის ძველი,
ბრტყელზურგიანი სკამი. ოთახის ორივე ნაწილს ერთგვარ ეს-
თეტიკურ მთლიანობას სძენდა ცენტრში მდგარი გასაშლელი
მაგიდა, მუქი მწვანე საღებავი თითქმის რომ აღარ შერჩენოდა
და მივიწყებული ახალგაზრდობის ნაზი ვარდისფერი დაებრუნე-
ბინა, ერთმანეთზე დაწყობილი რამდენიმე წიგნის თარო, ორი
თავახდილი, მოზრდილი ყუთი, რომელიც დავთრებით და თეთ-
რი და ყვითელი ხელნაწერი ფურცლების დასტებით იყო გამო-
ტენილი. საწერ მაგიდაზე, თაროებზე და მთელ იატაკზე შემოდ-
გომის გამხმარი ფოთლებივით ეყარა ხელნაწერები, ყველგან
წიგნები ახორხლილიყო, ერთმანეთზე სახელდახელოდ დალა-
გებული თუ დახვავებული.
ეს ბნელი სარდაფი ჯორჯ ვებერის საცხოვრებელიც იყო და
კაბინეტიც. ზამთარში მიწის ქვეშ ოთხი ფუტის სიღრმეზე ჩასული
კედლები მუდამ წებოვანი ნამით იყო გაჟღენთილი, ზაფხულო-
ბით თავად ჯორჯი იყო გაწებილი ოფლით.
ასე ამბობდა, ჩემი მეზობლები უმეტესად სომხები, იტა-
ლიელები, ესპანელები, ირლანდიელები და ებრაელები, ანუ

479
ამერიკელები არიანო. და ყველანი სამხრეთ ბრუკლინის მიყ-
რუებულ ქუჩაზე ქოხმახებში და მრავალბინიან სახლებში ცხოვ-
რობენო.
ეს რა სუნი დგას?
სუნი? აქ ახლოს საზოგადოებრივი საკუთრებაა, რომლითაც
ჯორჯი სხვა მეზობლებთან ერთად სარგებლობს; ის საერთოა და
სამხრეთ ბრუკლინის საკუთარ, გამორჩეულ ატმოსფეროს
ქმნის. სუნი, თქვენ რომ ახსენეთ, ძველი გაუანას არხიდან მო-
დის და მხოლოდ და მხოლოდ სიმფონიური სიმყრალეა –
აურაცხელი გახრწნილი რამის სურნელებათა განსაცვიფრებე-
ლი სინთეზი. ზოგჯერ კაცს მოგინდება, დაითვალო ეს სუნები.
მხოლოდ საკანალიზაციო მილიდან ჩადენილი დამყაყებული
წყალი კი არ ქოთს, არამედ დამდნარი წებო, დამწვარი რეზინი,
მკვდარი ცხენების ძვლები, აყროლებული ნაგავი, ავადმყოფი
კატები, დამპალი პომიდვრები და კომბოსტო და პრეისტო-
რიული კვერცხები.
როგორ იტანს ამ საზიზღრობას?
ეჩვევი. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. როგორც ესენი – ამ
სუნზე არ ფიქრობენ, არ ლაპარაკობენ, თუ სხვაგან გადავლენ,
შეიძლება მოენატროთ კიდეც.
აი, ასეთ ადგილას მიიყვანა ცხოვრებამ ჯორჯი და იქ დაიდო
ბინა, გაჯიუტებულმა და სასოწარკვეთილმა. არ შეცდებით, თუ
იფიქრებთ, რომ განზრახ მოიქცა ასე, რადგან გადაწყვიტა, ამ-
ქვეყნად ყველაზე მიყრუებული და ტიალი ადგილი ეპოვა.
ერთხელ მისტერ მარფელი, პირველ სართულზე მცხოვრები
ჯენტლმენი, ბარბაცით დაეშვა ბნელ კიბეზე ბოთლით ხელში და
ჯორჯ ვებერის კარზე დააკაკუნა.
– მობრძანდით!

480
მისტერ მარფელი შევიდა და თავი გააცნო, მერე ბოთლი მა-
გიდაზე დადგა და მუსაიფი გაუბა.
– მისტერ ვებერ, როგორ მოგეწონათ ჩემი ნაზავი?
– მომეწონა, მომეწონა.
– პირდაპირ მითხარით, თუ არ მოგეწონათ.
– არა, მართლა მომეწონა.
– იმის თქმა მინდა, რომ დანამდვილებით მინდა ვიცოდე.
თქვენს აზრს ვაფასებ. საქმე ისაა, რაღაც რეცეპტით გავაკეთე,
კონტრაბანდულს არ ვსვამ, ნაბიჭვრებს არ გავახარებ. სპირტი-
ან სასმელს ნაცნობ ადგილას ვიღებ და ყოველთვის ვიცი, რა იქ-
ნება, ხომ ხვდებით, რას ვგულისხმობ?
– კი, ვხვდები.
– მაგრამ თქვენი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის.
– ო, მშვენიერი იყო, ამაზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო.
– მიხარია, თუ მოგეწონათ, ხელი ხომ არ შეგიშალეთ?
– არა, არა.
– აქეთ რომ მოვდიოდი, დავინახე, შუქი გენთოთ და ჩემს
თავს ვუთხარი, იქნებ გავიცნო და გადაკვრა შევთავაზო-მეთქი.
– კარგია, ასე რომ გადაწყვიტეთ.
– მაგრამ არც ის მინდა, ხელი შეგიშალოთ.
– არა, სულაც არ მიშლით.
– ასეთი ვარ და რა ვქნა. ადამიანის ბუნება მაინტერესებს,
მის ფსიქოლოგიას ვსწავლობ, ერთი შეხედვით შემიძლია, კაცი
ამოვიცნო, ყოველთვის ასეთი ვიყავი, ალბათ ამიტომ ავირჩიე
სადაზღვევოში მუშაობა. ხოდა, როცა ვინმე მაინტერესებს,მინ-
დება, კარგად გავიცნო. შუქი დავინახე და გავიფიქრე, შეიძლება
მითხრას, რა ჯანდაბა გინდაო, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა,
როგორც იტყვიან.

481
– მიხარია, რომ მოხვედით.
– ვებერ, უნდა გითხრათ, ადამიანის ხასიათის ამოცნობა
კარგად გამომდის...
– ეჭვი არ მეპარება.
– მოკლედ, გაცნობა მომინდა. თქვენ ვერ ხვდებით, ზიხართ
ასე, მე კი ვცდილობ, გავერკვიო, იმიტომ, რომ ადამიანის ბუნე-
ბას კარგად ვიცნობ. მისტერ ვებერ, მე ყოველდღე უამრავ ადა-
მიანს ვხვდები სამსახურში და მათ ვინაობას ვარკვევ. მინდა,
ერთი კითხვა დაგისვათ, თუ მეტისმეტად პირადული იქნება, ნუ
მიპასუხებთ, მაგრამ თუკი საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ,
გკითხავთ.
– არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მკითხეთ.
– მე ჩემით რაღაც დავასკვენი, მაგრამ მინდა დავაზუსტო. მა-
ინც რას საქმიანობთ? ნუ მეტყვით, თუ არ გნებავთ.
– მწერალი ვარ.
– ვინ?
– მწერალი. ერთი წიგნი დავწერე და ახლა ახლის დაწერას
ვცდილობ.
– შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ასეც ვიფიქრე. ან მწერა-
ლი იქნება, ან ჟურნალისტი-მეთქი, ჩემს თავს ვეუბნებოდი, კარ-
გად მესმის ადამიანის ბუნება – ეს ჩემი საუკეთესო მხარეა.
– მესმის.
– ერთსაც გეტყვით, მისტერ ვებერ, თქვენ იმას აკეთებთ,რის-
თვისაც ამქვეყნად მოევლინეთ და რისთვისაც მთელი ცხოვრება
ემზადებოდით, ასეა?
– კი, მართალი ბრძანდებით.
– ამიტომ თქვენ დიდ წარმატებას მიაღწევთ. წერეთ, მისტერ
ვებერ, არ მიატოვოთ თქვენი საქმე. ვიცი, რასაც ვამბობ, მე ადა-

482
მიანის ბუნებას კარგად ვიცნობ. არ მიატოვოთ საქმე, რომლის
კეთება ყოველთვის გინდოდათ და ყველაფერს მიაღწევთ. არი-
ან ისეთები, თავს რომ ვერასოდეს პოულობენ, არც კი იციან, რა
უნდათ. ეს სერიოზული პრობლემაა. მე ასეთი არ ვარ, მაგრამ
ჩემი თავი მხოლოდ მაშინ ვიპოვე, ასაკში რომ შევედი. გაგეცი-
ნებათ, რომ გითხრათ, ბავშვობაში ვინ მინდოდა გავმხდარიყა-
ვი?
– ვინ, მისტერ მარფელ?
– სასაცილოა, არ დამიჯერებთ, მისტერ ვებერ, მაგრამ ვიდრე
ოცი წლის გავხდებოდი, მემანქანეობა მინდოდა. არ ვხუმრობ.
გაგიჟებით მინდოდა, ისე მინდოდა, ალბათ დავიწყებდი კიდეც
რკინიგზაზე მუშაობას, მამაჩემი რომ არ მწვდომოდა ქეჩოში და
არ ეთქვა, ამოიგდე ეს სისულელე თავიდანო. წარმოშობით მე-
ნის შტატიდან ვარ, აქცენტზე არ მეტყობა, უკვე დიდი ხანია, აქ
ვცხოვრობ, მაგრამ იქ გავიზარდე. მამაჩემი ოგასტრში წყალსა-
დენის ოსტატი იყო და როცა ვუთხარი, მემანქანე მინდა
გამოვიდე-მეთქი, პანღური ამომარტყა და მითხრა, არ გამოვაო.
სკოლა დაგამთავრებინე, ჩემზე ათჯერ მეტი ისწავლე და ღორი-
ვით ტურტლიანმა გინდა იაროო? ჩვენს ოჯახში შენ ერთი მაინც
დაბრუნდი თეთრი საყელოთი და სუფთა ხელებით სამსახური-
დანო. წადი, წესიერი საქმე მოძებნე, შენ რომ შეგეფერება, ისე-
თი ადამიანების გვერდით იმუშავეო. ღმერთო! გამიმართლა,
ასე რომ გაჯიუტდა, თორემ ვერაფერს მივაღწევდი. ისე, თავიდან
კი გავბრაზდი, მაგრამ გაგეცინებათ, მისტერ ვებერ, და დღესაც
არ მასვენებს ძველი სურვილები. არ ვხუმრობ. დიდ ორთქლმა-
ვალს რომ დავინახავ, ისე დამბურძგლავს ხოლმე, როგორც ბავ-
შვობაში. სამსახურში გაეცინათ, ამაზე რომ მოვუყევი და კეისი

483
ჯონსი შემარქვეს. აბაა, ერთი ჭიქაც ხომ არ დაგველია, სანამ წა-
ვიდოდი?
– სიამოვნებით დავლევდი, მაგრამ აჯობებს, არ დავლიო,
დღეს კიდევ მაქვს სამუშაო.
– კარგი, მისტერ ვებერ, მესმის. ერთი შეხედვით შეგატყვეთ
– ეს კაცი მწერალია, გავიფიქრე, ინტელექტუალურ საქმეს მის-
დევს, ასეა, არა?
– კი, მართალი ბრძანდებით.
– მოკლედ, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, მისტერ ვებერ.
ცოტა მოშინაურდით, ხანდახან სიმარტოვე შემაწუხებელია. ცო-
ლი ოთხი წლის წინ გარდამეცვალა, მას შემდეგ აქ ვცხოვრობ,
ვიფიქრე, მარტოხელას მეტი არ სჭირდება-მეთქი. შემომიარეთ.
ადამიანის ბუნება მაინტერესებს და სხვადასხვა ყაიდის ხალ-
ხთან მიყვარს გასაუბრება. ასე რომ, როცა კი ლაპარაკის გუნე-
ბაზე იქნებით, შემომიარეთ.
– აუცილებლად.
– ღამე მშვიდობის, მისტერ ვებერ.
– ღამე მშვიდობის, მისტერ მარფელ.
ღამე მშვიდობის. ღამე მშვიდობის. ღამე მშვიდობის.
სარდაფის დერეფნის ბოლოს კიდევ ერთი ოთახი იყო და იქ
მოხუცი კაცი ცხოვრობდა, უეიკფილდი ერქვა. სადღაც ნიუ--
იორკში ვაჟი ჰყავდა და ის უხდიდა ქირას, ოღონდ ერთმანეთს
იშვიათად ხვდებოდნენ. ჩიტივით პატარა და მოუსვენარი კაცი
იყო, მხიარულად ჟღურტულებდა და მართალია, უკვე ოთხმოც-
დაათს იყო მიტანებული, საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. ვაჟმა
საცხოვრებლით უზრუნველყო, რაღაც თავისი ფულიც ჰქონდა –
ყოველთვიური მოკრძალებული პენსია ეძლეოდა, რომელიც
პატარ-პატარა საჭიროებებისთვის ჰყოფნიდა. მაგრამ ცხოვრე-

484
ბას სიმარტოვეში ატარებდა, მხოლოდ დღესასწაულებზე თუ ჩა-
მოაკითხავდა ვაჟი, დანარჩენი დრო თავის ოთახში იყო გამომ-
წყვდეული.
ისე, საკმაოდ მამაცი და ამაყი სულის პატრონი გახლდათ.
უკიდურესად სჭირდებოდა სხვა ადამიანთან ურთიერთობა,
ოღონდ მოკვდებოდა და ამას არ გაგრძნობინებდათ. იმდენად
დამოუკიდებელი და მგრძნობიარე ადამიანი იყო, რომ თავა-
ზიანი და ხალისიანი ბუნების მიუხედავად, სალამზე ცოტა ცივად
და თავშეკავებულად გიპასუხებდათ, რომ არავის ეფიქრა, ძა-
ლიან მოწადინებულია ურთიერთობასო. მაგრამ თუ დაუმეგობ-
რდებოდით, მიხვდებოდით, რომ ძალიან გულითადი და თბილი
ადამიანი იყო.
ჯორჯს მოსწონდა მოხუცი და სიამოვნებით ესაუბრებოდა
ხოლმე, მოხუციც სიხარულით იწვევდა კუთვნილ სარდაფში და
თან თავს აწონებდა, ოთახში სამხედრო წესრიგი რომ ჰქონდა
დამყარებული. სამოქალაქო ომის ვეტერანი იყო, ოთახში უმრავ
წიგნს, გაზეთს და ამონაჭერს ნახავდით ომის და მისი პოლკის
ამბებზე. მოხუცს ყველაფერი აინტერესებდა, რაც გარშემო ხდე-
ბოდა, საკმარისად მამაცი და ოპტიმისტი იყო და სულ წარსულს
არ მისტიროდა, მაგრამ სამოქალაქო ომს მის ცხოვრებაში მა-
ინც ცენტრალური ადგილი ეკავა. ბევრი მისი თაობის კაცის არ
იყოს, სამხრეთელი იქნებოდა თუ ჩრდილოელი, ფიქრადაც არ
გაუვლია, რომ შეიძლებოდა, ეს ომი ყველა ამერიკელისთვის
უმთავრესი მოვლენა არ ყოფილიყო ცხოვრებაში და რაკიღა
თვითონ მას სწორედ ასე მიაჩნდა, სრულიად დარწმუნებული
იყო, რომ ყველგან მხოლოდ ომზე საუბრობდნენ.
მოხუცი უეიკფილდი ვეტერანთა კავშირის წამყვანი ფიგურა
გახლდათ, მუდამ აქტიურად ჩართული სამომავლო გეგმებსა და

485
პროექტებში. ვეტერანთა კავშირი ამერიკის ყველაზე მძლავრ
ორგანიზაციად მიაჩნდა და მისი დაუძლურებული, ბებერი ჯა-
რისკაცების უკვე შეთხელებულ რიგებს ისევ ისეთი სიამაყით
უყურებდა, როგორც ორმოცი წლის წინ. ეგონა, საკმარისი იქნე-
ბოდა, კავშირს რაიმე მკაცრი შენიშვნა ან საყვედური გამოეთ-
ქვა, მთელი მსოფლიოს მბრძანებლები შიშით აკანკალდებოდ-
ნენ. ამერიკული ლეგიონის ხსენებაზე კი ცეცხლდებოდა, ფაფა-
რი აეშლებოდა ხოლმე: მისი აზრით, ლეგიონი უპატივცემულო-
ბას ავლენდა და არაერთი მზაკვრობაც ჰქონდა ჩადენილი, ამი-
ტომ როცა ლეგიონერებზე ლაპარაკობდა, მამლაყინწასავით
აიფხორებოდა და გაბრაზებული წამოიკივლებდა:
– ეს შურია! წმინდა წყლის წყეული შური და სხვა არაფერი!
– კი მაგრამ, მისტერ უეიკფილდ, რატომ უნდა შურდეთ თქვე-
ნი?
– იმიტომ, რომ ჩვენ ნამდვილი ჯარისკაცები ვიყავით, აი რა-
ტომ, – წამოიკივლებდა გაცეცხლებული, – იმიტომ, რომ იცოდ-
ნენ, ეს ჩვენ დავამარცხეთ მეამბოხეები, დიახ! მერე როგორ და-
ვამარცხეთ – მუსრი გავავლეთ! – ამბობდა ტრიუმფალურად, –
ომი ის იყო თუ იყო!.. ფუი!.. – განაგრძობდა აგდებულად, ხმას
დაიდაბლებდა, მწარედ გაიცინებდა, ფანჯრიდან გაიხედავდა და
მოულოდნელად თვალები დაენისლებოდა, – რა იციან მაგათ
ომზე? ვიღაც ქალაჩუნა... ნამუსგარეცხილმა... ლეგიონერებმა,
– გაავებული სიამოვნებით ისროდა სიტყვებს და ბოლოს ღვარ-
ძლიანად ჩაიქირქილებდა, – მთელი დღე სანგრებში ეყარნენ,
ათ მილზე ახლოს მტერს არ უახლოვდებოდნენ. ოდესმე კავა-
ლერია რომ დაენახათ, ალბათ იფიქრებდნენ, ცირკი მოდის ქა-
ლაქშიო, – და ჩაიფხუკუნებდა, – ომი! ომი! ომში მონაწილეობა
თუ უნდოდათ, ჩვენ გვერდით უნდა დამდგარიყვნენ გეტისბერ-

486
გის ბრძოლაში, მაგრამ ფუი!.. კურდღლებივით გაიქცეოდნენ
იქიდან! ხეზე თუ მიაბამდი, თორემ ისე რა გააჩერებდათ!
– ესე იგი მეამბოხეებს ვერ დაამარცხებდნენ?
– დაამარცხებდნენ? – წამოიკივლებდა მოხუცი, – დაამარ-
ცხებდნენ? ყმაწვილო, რას ლაპარაკობთ? ...ჯანდაბა! სთოუნ-
ვოლ ჯეკსონი ამ ბანდისკენ რომ დაძრულიყო, მერე ნახავდით
სეირს! დიახ, სერ! მოკურცხლავდნენ ალბათ, მოკლეზე მოჭ-
რიდნენ შინისკენ! ფუი! – იტყოდა მშვიდად და დამცინავად, –
ვერ შეძლებდნენ! არ შეეძლოთ! მაგრამ, იცით, რას გეტყვით... –
წამოიძახებდა უცებ აღგზნებული, – ჩვენ არ შევურიგდებით!
ჩვენმა ბიჭებმა ბევრი ითმინეს, მეტს ვეღარ აიტანენ! ერთი გაბე-
დონ, ისე მოგვექცნენ, როგორც შარშან... ფუი! – ფანჯარაში
გაიხედავდა, თან თავს აქნევდა, – ყველაფერი დღესავით ნათე-
ლია! ამას შური ჰქვია, წმინდა წყლის შურია და სხვა არაფერი!
– რას გულისხმობთ, მისტერ უეიკფილდ?
– იმას, რაც შარშან გაგვიკეთეს!.. – შეჰყვირებდა მოხუცი, –
აღლუმზე კუდში დაგვაყენეს, არადა კანონით... ეს ყველამ
იცის... ჩვენ თავში დგომა შეგვეფერებოდა! მაგრამ ნახავენ, რას
ვუზამთ! უკვე ვიცი, რასაც ვუზამთ! – იტყოდა ტრიუმფალურად
და თავს გააქნევდა, – წელს ვიცი, როგორ მოვიქცევით, თუ კი-
დევ გაბედავენ ეშმაკობას.
– რას აპირებთ, მისტერ უეიკფილდ?
– რას და არ მივიღებთ მონაწილეობას აღლუმში, – წა-
მოიკივლებდა მოხუცი, – უბრალოდ, არ მივალთ! ვეტყვით, რომ
შეუძლიათ, უჩვენოდ ჩაატარონ ის წყეული აღლუმი! – განაგ-
რძობდა მერე მხიარულად, – დარწმუნებული ვარ, კარგი დარ-
ტყმა იქნება! ო, დიახ! ჭკუას ისწავლიან, – დაიჩხავლებდა.
– ალბათ.

487
– რას გეტყვით, იცით, – ამბობდა სერიოზულად, – ოდესმე
ასე რომ მოვქცეულიყავით, პროტესტის ტალღა წამოვიდოდა, –
ხმას აიმაღლებდა, – აქედან კალიფორნიამდე მიაღწევდა!..
ხალხი ამას არ მოითმენდა! ამ ყმაწვილებს აიძულებდნენ, და-
ეთმოთ!
ჯორჯი წასასვლელად რომ გაემზადებოდა, მოხუცი კარამდე
მიაცილებდა, თბილად ჩამოართმევდა ხელს და ბებერ თვალებ-
ში ჩამდგარი სევდით ეტყოდა:
– მოდით ხოლმე, ყმაწვილო! ყოველთვის გამიხარდება
თქვენი ნახვა!.. უამრავი წიგნი და ფოტო მაქვს, თქვენ რომ თვა-
ლითაც არ გინახავთ. არც თქვენ და არც არავის, – ჩაიხითხი-
თებდა, – ასე რომ, მითხარით წინასწარ, როდის შემომივლით
და აქ დაგხვდებით.
წლები ნელა გადიოდა და ჯორჯი სიმარტოვეში ატარებდა
ცხოვრებას ბრუკლინში. მძიმე წლები გამოდგა, სასოწარკვეთის
და მარტოობის, შეუსვენებელი მუშაობის და ექსპერიმენტების,
ძიების და აღმოჩენის, ნაცრისფერი მარადიულობის, დაღლი-
ლობის და უნდობლობის. ცხოვრების უღრან ფაზას მიაღწია და
გამოცდილების ჯუნგლებიდან გაღწევას ცდილობდა. ყველაფე-
რი მოიშორა და ულმობელი რეალობის – საკუთარი თავის და
საკუთარი საქმის ამარა დარჩა. სხვა არაფერი გააჩნდა.
ყველაზე ცხადად მაშინ შეიცნო თავი და მართალია, მარ-
ტოდმარტო ცხოვრობდა, აღარ ეჩვენებოდა, თითქოს სიმარტო-
ვისთვის განწირული რაღაც განსაკუთრებული პიროვნება გახ-
ლდათ – ჩვეულებრივი კაცი იყო, რომელიც სხვებივით შრომობ-
და და ცხოვრობდა. რეალობა ძალიან აინტერესებდა, უნდოდა,
რაც შეიძლება მეტი ენახა და გაეგო, მერე კი თავისი ხედვის ნა-
ყოფი შეექმნა.

488
მის პირველ რომანზე გამოთქმული ერთი კრიტიკული შენიშ-
ვნა დღემდე ტვინს უბურღავდა. ვიღაც ხელმოცარულმა, გაკრი-
ტიკოსებულმა მჯღაბნელმა, აშკარად ვერანაირი აზრი რომ ვერ
გამოიტანა წიგნიდან, მას „ბარბაროსის ყივილი“ უწოდა. ბრალი
დასდო ვებერს – ყველაფერს გრძნობებით უდგები და მტრუ-
ლად ხარ განწყობილი „ინტელექტუალური თვალთახედვის“ მი-
მართო. ამ ბრალდებაში სიმართლის ნატამალიც რომ ყოფილი-
ყო, ჯორჯისთვის ის უსიცოცხლო, ნახევარ-სიმართლე იყო, ტყუ-
ილზე უარესი. ეგრეთ წოდებული ინტელექტუალების უბედურება
იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი საკმარისად ინტელექტუალე-
ბი არ იყვნენ და არც არანაირი თვალთახედვა გააჩნდათ – მხო-
ლოდ რაღაც არეული, მოუმწიფებელი და შემთხვევითი, უნებ-
ლიე წარმოსახვები.
„ინტელექტუალი“ რომ გერქვას, როგორც ჩანს, ძალიან უნ-
და განსხვავდებოდე ჩვეულებრივი გონიერი ადამიანისგან.
ძაღლს ცხვირი აპოვნინებს იმას, რასაც ეძებს და აარიდებს
იმას, რასაც გაურბის: ამას გონიერება ჰქვია და ადასტურებს,
რომ ძაღლს რეალობის შეგრძნება ჰქონია. მაგრამ ზოგადად,
„ინტელექტუალებს“ ყნოსვა არ გააჩნიათ და შესაბამისად – არც
რეალობის შეგრძნება. ყველაზე შთამბეჭდავი განსხვავება ჯორჯ
ვებერის აზროვნებასა და საშუალო „ინტელექტუალის“ აზროვ-
ნებას შორის იყო ის, რომ ვებერი გამოცდილებას ღრუბელივით
შეიწოვდა და რასაც შეიწოვდა, ყველაფერს იყენებდა. ის მარ-
თლა სწავლობდა გამოცდილებიდან. მაგრამ მისი ნაცნობი „ინ-
ტელექტუალები“ ვერ სწავლობდნენ. არც დაკვირვების უნარი
გააჩნდათ, არც გადამუშავების და არც განსჯის.
რამდენიმე მათგანი გაიხსენა.

489
გნებავთ ჰეითორფი, როცა ჯორჯმა ის გაიცნო, გვიანი ბარო-
კოს მხატვრებით, მწერლობით და ხელოვნებით იყო გატაცებუ-
ლი, ერთმოქმედებიან „კოსტიუმირებულ“ პიესებს წერდა. შემ-
დეგ პრიმიტივიზმმა გაიტაცა – ბერძნულმა, იტალიურმა და გერ-
მანულმა; მერე ზანგების საკულტო ხელოვნებამ – ხის სკულ-
პტურებმა, სიმღერებმა, საგალობლებმა, ცეკვებმა; მოგვიანე-
ბით კომიქსების თაყვანისმცემელი გახდა – კარიკატურების,
ჩაპლინის და ძმები მაქსების; მერე ექსპრესიონიზმის; მერე ლი-
ტურგიის; მერე რუსეთის და მისი რევოლუციის; მერე ჰომოსექ-
სუალიზმის, საბოლოოდ – სიკვდილის, და კონექტიკუტის სა-
საფლაოზე თვითმკვლელობით დაასრულა კიდეც სიცოცხლე.
იყო კიდევ ქოლინგსვუდი, ჰარვარდი სულ ახალი დამთავრე-
ბული ჰქონდა, რომ ადამიანის მეამბოხე სულმა უფრო გაიტაცა,
ვიდრე ხელოვნებამ. თავდაპირველად ბოლშევიკობით დაიწყო,
თავი მოსინჯა აღვირახსნილ სქესობრივ კავშირებში და ჯგუფურ
სიყვარულში – მისი ჭკუით, „ბურჟუაზიულ მორალს“ ესროლა
ხელთათმანი; მერე, უკვე ასპირანტმა კემბრიჯში, ირვინგ ბებიტი
გააღმერთა და ჰუმანისტი გახდა, რუსოს, რომანტიზმის და რუ-
სეთის (მაშინდელი მისი თვალსაზრისით, რუსოს თანამედროვე
განსახიერების) დაუძინებელი მტერი, მერე დრამატურგობა გა-
დაწყვიტა და ბერძნული ტრაგედიის დროის, ადგილის და მოქ-
მედების ერთიანობის – „სამთა ერთიანობის“ პრინციპის გამო-
ყენებით წარმოაჩენდა ნიუ-ჯერსის, ბეკონ ჰილს თუ ცენტრალურ
პარკს; საბოლოოდ იმედგაცრუებულ რეალისტად იქცა – „თანა-
მედროვე მწერლობის და ხელოვნების ნიმუშები შეგიძლიათ
იპოვოთ რეკლამებში“; ამის შემდეგ, ორი წელი ჰოლივუდში
სცენარისტად იმუშავა – იოლი ფული, იოლი სასიყვარულო კავ-
შირები და ლოთობა; ბოლოს ისევ რუსეთი, ოღონდ უსიყვარუ-

490
ლოდ, არავითარი სექსი, არავითარი ამხანაგები – საქმეს როცა
ემსახურები, სპარტანული თავშეკავება გმართებს და რასაც ათი
წლის წინ პროლეტარიატის თავისუფალ ცხოვრებად და თავისუ-
ფალ სიყვარულად მიიჩნევდა, ახლა ზიზღით ახსენებდა, რო-
გორც „ბურჟუაზიულ დეკადანსს“.
გამოყენებითი ხელოვნების კოლეჯში იყო ერთი სპარჯენი,
კარგი კაცი, ფილოსოფიის დოქტორი ჩესტერ სპარჯენი, დიდი
ტრადიციების მიმდევარი სპარჯენი, ტუჩებმოკუმული სპარჯენი,
პროფესორ სტიუარტ შერმანის ყოფილი მოსწავლე, მასწავლებ-
ლის ჩირაღდნის ამაყი მპყრობელი. კეთილშობილი სპარჯენი
ტორნტონ უაილდერზე და მის „ხიდზე“ სასიამოვნო პირფერო-
ბებს წერდა – „ხიდის“ ტრადიცია სიყვარულია, ისევე, როგორც
ამერიკის და დემოკრატიის ტრადიცია არის სიყვარული“. მაგ-
რამ, სპარჯენ, სიყვარული კიდევ უფრო მეტად გაშმაგდა მას შემ-
დეგ, რაც დრო ამერიკას ხიდად გადაედო. ო, სპარჯენ, სად ხარ
ახლა, კარგო სპარჯენ, „ინტელექტუალო“ სპარჯენ – თხელ ტუ-
ჩებს რომ მოკუმავდი ხოლმე და წვრილ თვალებში ყინული ჩა-
გიდგებოდა ყოველთვის, როცა კი საქმე ფორმულირებაზე მიდ-
გებოდა? სად ხარ ახლა, სწორუპოვარო, გზნებაჩამცხრალო ინ-
ტელექტუალო? ნათელი გონების და არაიმპულსური სპარჯენი
დღეს ინტელექტუალი კომუნისტების თავგამოდებული ლიდე-
რია (იხილეთ მისი სტატია: „მისტერ უაილდის ლაყბობები“).
გაუმარჯოს მისტერ სპარჯენს! გაუმარჯოს! ამხანაგო სპარჯენ,
ჩემო ნათელთვალება ინტელექტუალო, სიხარულით გემშვიდო-
ბები!
ვინც არ უნდა ყოფილიყო ჯორჯ ვებერი, ის კი იცოდა, რომ
„ინტელექტუალი“ ნამდვილად არ ყოფილა, მხოლოდ და მხო-
ლოდ ამერიკელი იყო, რომელიც დღედაღამ შრომობდა და ნა-

491
ნახს და ნასწავლს ყურადღებით ახარისხებდა, ცდილობდა, მთე-
ლი ამ გამოცდილების დომხალიდან გამოედინა ჭეშმარიტება.
მაგრამ როგორც თავის მეგობარს და რედაქტორს, ფოქს ედ-
ვარდსს უთხრა:
– და რა არის ჭეშმარიტება? რა გასაკვირია, რომ ხუმარა პი-
ლატე გატრიალდა და ხელი დაიბანა. ჭეშმარიტებას ათასი სახე
აქვს და როცა მათგან მხოლოდ ერთს აჩვენებ, თვითონ ჭეშმა-
რიტება უჩინარდება! მაგრამ როგორ უნდა ვაჩვენოთ ეს ჭეშმა-
რიტება სრულად? საკითხავი აი ესაა...
– მხოლოდ აღმოჩენა საკმარისი არ არის. არ კმარა, მიხვდე,
რა რას ნიშნავს, შენ ამასთანავე იმასაც უნდა მიხვდე, საიდან
მოდის, რა ადგილს იკავებს თითოეული აგური კედელში.
სულ კედელს უბრუნდებოდა.
– მე ასე მგონია, – ამბობდა ჯორჯი, – ხედავ კედელს და იმ-
დენ ხანს და ისე დაჟინებით უყურებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის
გამჭვირვალე ხდება. ოღონდ, ეს რაღაც ერთი კონკრეტული კე-
დელი კი არ არის, ეს ყველა აქამდე არსებული კედელია.
ჯორჯი ჯერ კიდევ პირველი წიგნით აღძრულ კითხვებს ჩაჰ-
კირკიტებდა მთელი არსებით. ჯერ კიდევ ეძებდა გამოსავალს.
ხანდახან ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს პირველმა წიგ-
ნმა არაფერი ასწავლა – არც საკუთარი თავის რწმენა. პირიქით,
სასოწარკვეთა და ეჭვები კიდევ უფრო უღრმავდებოდა, რადგან
ლამის ყველასთან გაწყვიტა კავშირი, ვინც კი ოდნავ მაინც აგუ-
ლიანებდა და რწმენას უღვივებდა. ახლა საკუთარი თავის იმე-
დადღა დარჩენილიყო.
ამავე დროს, მტკივნეულად აცნობიერებდა, რომ მომავლის-
თვის თვალი უნდა გაესწორებინა და ახალი წიგნი დაემთავრე-
ბინა. დროის ზეწოლა ადრე ასე მძაფრად არასოდეს უგრძნია.

492
პირველ წიგნს როცა წერდა, კაციშვილი არ იცნობდა და რაღაც-
ნაირად ძალას მატებდა, მისგან რომ არავინ არაფერს ელოდა.
მაგრამ ახლა პროჟექტორი მიანათეს და მისი ულმობელი შუქი
თრგუნავდა, თითქოს ერთ ადგილზე გააქვავა ძლიერმა სინათ-
ლემ და იქიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებდა. მართალია,
დიდ აღიარებას ვერ მიაღწია, მაგრამ უკვე ყველა იცნობდა. ის
გასინჯეს, შეამოწმეს და მასზე ბევრი ითქვა. ისეთი გრძნობა
ჰქონდა, თითქოს მთელი სამყაროს კრიტიკული თვალი მისკენ
იყო მიმართული.
წარმოსახვაში დიდი წიგნი იოლად და შეუფერხებლად იწე-
რებოდა, მაგრამ ახლა სხვაგვარად ჩანდა საქმე. პირველი რო-
მანი უფრო ამოთქმის აქტი იყო, ვიდრე შრომისა. ახალგაზრდო-
ბის ფიცხი შეძახილი – რაღაც, რაც მის სულში დაგროვდა, რა-
ღაც, რაც იგრძნო, ნახა და წარმოიდგინა და ამოხეთქა. რომანზე
მუშაობა სულიერი და ემოციური განწმენდის პროცესი გამოდგა.
მაგრამ ეს უკვე წარსულს ჩაბარდა და აღარ სურდა, განმეორე-
ბულიყო. ამიერიდან ახალი რომანისთვის სერიოზულად უნდა
მომზადებულიყო და შეუსვენებლად ემუშავა.
ცდილობდა, საკუთარი გამოცდილება გამოეკვლია, მისგან
ჭეშმარიტება გამოეწურა, ეპოვა გზა, როგორ დაეწერა წიგნი,
ამისთვის განვლილი ცხოვრების ყოველი წვრილმანი გაეხსენე-
ბინა. კვირები და თვეები მოანდომა, როგორმე ქაღალდზე ზუს-
ტად რომ გადმოეტანა უთვალავი ფრაგმენტი – თავად „ამერი-
კის მშრალ, გამჯდარ ფერებს“ რომ უწოდებდა – მეტროს ჩასას-
ვლელი, რკინის მოაჯირი, განსაკუთრებული მომწვანო--
ჟანგისფერი, რითაც ამერიკაში ბევრ რამეს ღებავენ. მერე ცდი-
ლობდა, სიტყვით გადმოეცა ლონდონის აგურის შენობების, ინ-
გლისური კარის ღიობების, აივნების კარების დაბინდული ფე-

493
რი, პარიზის სახურავების და ბუხრის მილების, მიუნხენის მთე-
ლი ქუჩის; უცხოური არქიტექტურის ყველა ფერს იკვლევდა და
ამერიკულ ვარიანტებს ადარებდა.
ეს იყო აღმოჩენების შიშველი და პრიმიტიული პროცესი.
ათასობით საგანს თითქოს პირველად ხედავდა, აკვირდებოდა
მათ შორის არსებულ კავშირს და ურთიერთობის მთელ სერიებს
და სისტემებს პოულობდა. ქიმიის ახალი დარგის მეცნიერივით
მუშაობდა, რომელიც მიხვდა, რომ შემთხვევით რაღაც სრული-
ად ახალ სამყაროს გადააწყდა და ახლა განმასხვავებელ ნიშ-
ნებს იკვლევს, კავშირების დადგენას და კრისტალების ნაერთის
თვალით უხილავი სქემის კონტურების დაზუსტებას ცდილობს,
ისე, რომ ჯერ არც კი იცის, მთლიანობაში რა სისტემაა ეს ან რო-
გორი იქნება საბოლოო შედეგი.
ასევე იკვლევდა ცხოვრებას, რომელზეც უნდოდა დაეწერა.
ღამღამობით ნიუ-იორკის ქუჩებში ხეტიალისას, უყურებდა ახ-
ლომახლო რესტორნების ირგვლივ საშოვარზე გამოსულ უსახ-
ლკაროებს, აკვირდებოდა, როგორ ეძებდნენ ისინი ნაგვის ურ-
ნებში დამპალი საჭმლის მონარჩენებს. ასეთები ყველგან იყ-
ვნენ, 1932 წლის სასოწარკვეთის პერიოდში მათმა რიცხვმა კი-
დევ უფრო იმატა. იცოდა, ეს რა ყაიდის ხალხი იყო, რადგან ხში-
რად გამოლაპარაკებია; იცოდა, ადრე ვინ იყვნენ, საიდან ჩამო-
ვიდნენ და ისიც კი იცოდა, ნაგვის ურნაში რის პოვნას იმედოვ-
ნებდნენ. უამრავი ადგილი ეგულებოდა ქალაქში, სადაც უსახ-
ლკაროები ღამეს ათევდნენ. შეხვედრებისთვის ყველაზე სასურ-
ველი მანჰეტენის მეტრო იყო, ოცდამეცამეტე ქუჩის და პარკ
ავენიუს გადაკვეთაზე. ერთ საღამოს ოცდაცამეტი უსახლკარო
დათვალა ცივ ფილაქანზე ერთად შეყრილი, ძონძებსა და გაზე-
თებში გახვეული.

494
ჯორჯმა ჩვევად გაიხადა, ყოველ ღამით, პირველ საათზე ან
ცოტა მოგვიანებით, ბრუკლინის ხიდი გადაეარა და მისი შემზა-
რაობით მონუსხული საზოგადოებრივ საპირფარეშოში შესული-
ყო, ნიუ-იორკის მუნიციპალიტეტის მოპირდაპირე მხარეს. ჩახ-
ვიდოდით კიბით საპირფარეშოში და ყინვიან ღამეს იქაურობა
უსახლკაროებით იყო გადავსებული. ზოგიერთებს, ფეხის ფრა-
ტუნით რომ იციან სიარული, სხვაგანაც ნახავთ, ნიუ-იორკშიც და
პარიზშიც, კარგ დროსაც და ცუდსაც – ძონძებში გახვეულ მოხუ-
ცებს, გრძელი ჭაღარა თმით და გაბურძგნილი, გაყვითლებული
წვერით, რომლებსაც გაქუცული პალტოს ჯიბეები ქუჩაში ნაპოვ-
ნი პურის ნატეხებით, ძვლებით, ზედ ცოტაოდენი ხორცი რომ
იყო შერჩენილი, და სიგარეტის ნამწვებით ჰქონდათ ამოვსებუ-
ლი. ნახავდით ყალთაბანდებს, ბაუერის ქუჩის კრიმინალებს,
ნარკოტიკით და სასმელით გაბრუებულებს, ოპიუმის წევისგან
ნახევრად შეშლილებს. მაგრამ უმეტესობა დროისგან განადგუ-
რებული მაწანწალა იყო – წესიერი, ღირსეული შუახნის კაცები,
მძიმე შრომის და გაჭირვების კვალი რომ აჩნდათ სახეზე. ნახავ-
დით ახალგაზრდებსაც, მათ შორის ბევრ მოზარდს, სქელი, გა-
ჩეჩილი თმით. ეს მიუსაფარი, ყველასგან გარიყული ამერიკე-
ლები ქალაქიდან ქალაქში დაეხეტებოდნენ სატვირთო მატა-
რებლებით ან ავტოსტოპით. ზამთარში დიდ ქალაქებს აფარებ-
დნენ თავს, მშივრები, განადგურებულები, ცარიელები, უიმე-
დოები, დაუღალავები, თვითონაც რომ არ იცოდნენ, რა იყო მა-
თი მამოძრავებელი ძალა, სულ გზაში იყვნენ, სამუშაოს ეძებ-
დნენ ლუკმაპურისთვის, საცოდავი თავი რომ გაეტანათ, მაგრამ
ვერც სამუშაოს პოულობდნენ და ვერც ლუკმაპურს. ნიუ-იორკში
ამ ბინძურ ადგილას იყრიდნენ თავს, ერთად რომ დაესვენათ,

495
რაღაც სითბო ეგრძნოთ და დროებით ყველაფერი დაევიწყები-
ნათ.
არაფერი მსგავსი ჯორჯს აქამდე არ ენახა, არაფერი ასეთი
შეურაცხმყოფელი და ცხოველური შიშის აღმძვრელი. რაღაც
ეშმაკისეული ფარსის გმირებს ჰგავდნენ ეს ტაბურეტებზე ჩამომ-
სხდარი ბინძური ადამიანები უკარებო სივრცეში. ხანდახან
აყალმაყალი ატყდებოდა ხოლმე, როცა ტაბურეტებს ვერ იყოფ-
დნენ, რომლებიც დასასვენებლად უფრო სჭირდებოდათ. საში-
ნელი სანახაობა იყო, შემზარავი, მათი საცოდაობით ენა ჩაგი-
ვარდებოდა კაცს.
ჯორჯი გამოელაპარაკებოდა ხოლმე რომელიმეს და იგებდა
იმას, რის გაგებაც სურდა, მერე, როცა უკვე შეუძლებელი ხდე-
ბოდა იქ გაჩერება, ბინძური ორმოდან ამოდიოდა – ოცი ფუტით
მაღლა, ზამთრის ღამის ულმობელ შუქში ცივად ბრწყინავდა
მანჰეტენის გიგანტური სავარცხელი. ვულვორთის კომპანიის
შენობა სულ რაღაც ორმოცდაათ იარდში იდგა, ცოტა მოშორე-
ბით უოლ სთრითის ვერცხლისფერი სვეტები და შპალები მო-
ჩანდა, ქვის და ფოლადის ციხესიმაგრეები უზარმაზარი ბანკე-
ბით. კონტრასტის ბრმა უსამართლობა ალბათ მისი გამოცდი-
ლების ყველაზე მწარე ნაწილი იყო. სულ რაღაც რამდენიმე
კვარტლის მოშორებით ადამიანის უბადრუკობის და უიღბლო-
ბის უფსკრულისგან, მთვარის ცივ შუქზე ელვარებდა ძლევამო-
სილების მწვერვალები, სადაც მთელი მსოფლიოს სიმდიდრის
დიდი ნაწილი ინახებოდა.
რესტორანი იხურებოდა, დაღლილი მიმტანები ამოყირავე-
ბულ სკამებს მაგიდებზე აწყობდნენ და წასვლამდე დამქანცვე-
ლი დღის უკანასკნელ ფორმალობებს ამთავრებდნენ. სალა-
როსთან მდგარი მეპატრონე ფულს ითვლიდა. ერთი მიმტანი მა-

496
მაკაცი ჯორჯის მაგიდასთან ფეხს ითრევდა, ცდილობდა, თავა-
ზიანად მიენიშნებინა, რომ მართალია, სულ არ ეჩქარებოდა,
მაგრამ ფრიად კმაყოფილი იქნებოდა, თუ დროზე გადაიხდიდა
და იქაურობას დატოვებდა.
ჯორჯმა ანგარიში მოითხოვა და გადაიხადა. მიმტანმა ხურდა
რომ დაუბრუნა, ცოტა აჩუქა მომსახურებისთვის და მანაც მად-
ლობა უთხრა. მერე ჯორჯმა ღამე მშვიდობისა უსურვა და ის იყო
წასვლას აპირებდა, შეატყო, რომ მიმტანს რაღაცის თქმა სურ-
და, ოღონდ ვერ ბედავდა.
ჯორჯმა ისე შეხედა, თითქოს რაღაცას ეკითხებაო და მანაც
უხერხულად დაიწყო:
– მისტერ ვებერ... ერთი რამე მინდა გითხრათ... თქვენი რჩე-
ვა მჭირდება... თუ ცოტაოდენი დრო გაქვთ, – სწრაფად ლაპარა-
კობდა და თითქოს ებოდიშებოდა.
ჯორჯმა ისევ გაკვირვებით შეხედა მიმტანს, რაც მან შეგუ-
ლიანებად მიიჩნია და სწრაფადვე განაგრძო:
– ერთ შემთხვევაზე მინდა მოგიყვეთ.
ნაცნობ ფრაზას ჯორჯის მახსოვრობაში მრავალჯერადი უხა-
ლისო ექო გაეხმიანა და გამოაღვიძა ვისაც კი ოდესმე საკუთარი
ოფლის ფასად და ლუკმაპურის საშოვნელად ერთი გვერდი მა-
ინც დაუწერია, ყველა იმ ადამიანისთვის ბუნებრივი ჯიუტი და კე-
თილსინდისიერი მოთმინება, მოუსმინოს სხვის მონაყოლს,
რადგან ეს თავის მოვალეობად მიაჩნია. ჯორჯმა როგორღაც
გონება და ნება მოარიგა და მისი დაყენებული, მომლოდინე ღი-
მილით წახალისებულმა საბრალო მიმტანმა მგზნებარედ დაიწ-
ყო:
– ამ ამბავს ერთი მომიყვა რამდენიმე წლის წინ. მას შემდეგ
თავიდან ვერ ამოვიგდე. ის კაცი უცხოელი იყო, – ისე მრავალ-

497
მნიშვნელოვნად თქვა, თითქოს მხოლოდ ეს კმაროდა, რომ მის
ამბავს დიდი ინტერესი აღეძრა, – სომეხი იყო. მართლა! იქიდან
ჩამოსული, – და ისევ მრავალმნიშვნელოვნად დააქნია თავი, –
და რაც მომიყვა, სომხური ისტორიაა და ჩვენ ორის გარდა არა-
ვინ იცის.
ჯორჯი ისევ წამახალისებლად უღიმოდა. მიმტანი თითქოს
ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა, ვერ გადაეწყვიტა, საიდუმლო შეენა-
ხა თუ გაეთქვა და ბოლოს განაგრძო:
– თქვენ მწერალი ხართ, მისტერ ვებერ, ეგეთი რამეები კარ-
გად იცით. მე ვიღაც საცოდავი მიმტანი ვარ, მაგრამ წერა რომ
შემეძლოს ან ისეთი ვინმეს პოვნა, ვინც ჩემ მაგივრად დაწერს,
რატომაც არა, რატომაც არა, – აშკარად თავს ებრძოდა და ბო-
ლოს მაინც ამოხეთქა, – ორივე კარგად ვიხეირებდით.
ჯორჯმა იგრძნო, როგორ ჩასწყდა გული. სწორედ ამის ეში-
ნოდა, მაგრამ მაინც თავაზიანად უღიმოდა. ჩაახველა, ყელი ჩა-
იწმინდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მიმტანმა დუმილი თანხმო-
ბის ნიშნად მიიღო და სწრაფ-სწრაფად მიაყარა:
– მართლა გეუბნებით, მისტერ ვებერ, მე რომ მაპოვნინა ვინ-
მე თქვენისთანა, ვინც დამეხმარება, როგორც წესია, ისე დავწე-
რო, მე... მე... – ერთხანს ცდილობდა, თავისი ბუნების უფრო
მდაბალი მხარე დაეთრგუნა, ბოლოს დიდსულოვნებამ გაიმარ-
ჯვა და ხელგაშლილი კაცივით უთხრა, – შუაზე გავუყოფდი მო-
გებას! სიამოვნებით მივცემდი ნახევარს! ამ ამბით გამდიდრება
შეიძლება! – ყვიროდა, – მე კინოში დავდივარ და „თრუ სთორი
მეგეზინს“ ვკითხულობ, მაგრამ ასეთ ისტორიას არ შევხვედრი-
ვარ! ის ყველას სჯობს! წლებია, ამაზე ვფიქრობ, მას შემდეგ,
რაც მომიყვა და ვიცი, ოქროს საბადოს მივაგენი, თუ, რა თქმა
უნდა, დავწერ. ის... ის...

498
უკვე მტკივნეული ხდებოდა, გეცქირა, როგორ ებრძოდა მიმ-
ტანი ამჯერად საკუთარ წინდახედულობას. აშკარად ძალიან უნ-
დოდა საიდუმლოს გამხელა, მაგრამ ეჭვები არ ასვენებდა, იქნებ
უცნობმა ადამიანმა ჩემი განძი თავის სახეიროდ გამოიყენოსო.
იმ კაცს ჰგავდა, უცხო ზღვები რომ გადაცურა, რომელიღაც უც-
ნობ მარჯნის კუნძულზე მეკობრეების დამარხულ განძს გადააწ-
ყდა და ორი ძლიერი სურვილი გლეჯს შუაზე – პარტნიორიც
სჭირდება დამხმარედ და თან წინდახედულებაც უნდა გამოიჩი-
ნოს. ეს ორი ძალა აშკარად სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეჰბმო-
და ერთმანეთს და მიმტანს ყველაფერი სახეზე აღებეჭდებოდა.
საბოლოოდ ყველაზე მარტივი გამოსავალი ნახა. მიწის წიაღის
მკვლევარივით ამოიღო ჯიბიდან დაუმუშავებელი უზარმაზარი
ძვირფასი ქვა და სიტყვა გადაუკრა, ვიცი ადგილი, სადაც ასეთი
კიდევ ბევრიაო, მოკლედ, გადაწყვიტა, ამბის პატარა ეპიზოდი
მოეთხრო:
– დღეს მთელი ისტორიის მოყოლას ვერ მოვასწრებ, –
მოუბოდიშა, – სხვა დროს იყოს, კიდევ რომ მოხვალთ. უბრა-
ლოდ, მინდა, წარმოდგენა შეგექმნათ, – ფრთხილად მიმოიხე-
და, ვინმე ხომ არ მისმენსო და ლამის ჩურჩულით განაგრძო, –
მხოლოდ წარმოდგენას შეგიქმნით, მოკლედ, ერთი სცენაა ასე-
თი, ქალი აქვეყნებს განცხადებას, ათდოლარიან ოქროს მონე-
ტას და იმავე ღირებულების სასმელს ვთავაზობ კაცს, რომელიც
ხვალ მესტუმრებაო, – სენსაციური ინფორმაცია რომ გაანდო,
კლიენტს ანთებული თვალებით შეხედა, – ასეთი რამ ხომ არ-
სად გაგიგიათ? მსგავსი რამ სადმე წაგიკითხავთ?
შეცბუნებულმა ჯორჯმა უხალისოდ აღიარა, არსად არ წამი-
კითხავსო. მაგრამ მიმტანი დაჟინებით უყურებდა და აშკარად

499
ელოდა, რომ კიდევ რამეს ეტყოდა, ამიტომ ჯორჯმა ჰკითხა, ეს
საინტერესო ამბავი ნამდვილად სომხეთში მოხდაო?
– რა თქმა უნდა, – შესძახა მიმტანმა და ენერგიულად დაუქ-
ნია თავი, – მეც ამას არ გეუბნებით! ყველაფერი სომხეთში მოხ-
და! – ერთხანს შეყოვნდა, ისევ წინდახედულობა და ამბის გაგ-
რძელების სურვილი ებრძოდა ერთმანეთს, ლამის თვალებით
წვავდა მოსაუბრეს, – ეს... ეს... – ბოლოჯერაც გაიბრძოლა და
როგორც ჩანს, დანებდა, – მოგიყვებით ყველაფერს, – თქვა ჩუ-
მად, წინ გადაიხარა და მეგობრულად ჩამოეყრდნო მაგიდას, –
მთელი მოთხრობის არსი ეს არის, იყო ერთი მდიდარი ქალბა-
ტონი...
გაჩუმდა და ჯორჯს გამომწვევად შეხედა. ჯორჯმა არ იცოდა,
რას ელოდნენ მისგან და ამიტომ თავი დაუქნია, მიანიშნა, გავი-
გე ეს მნიშვნელოვანი ფაქტიო და გაუბედავად ჰკითხა:
– სომხეთში?
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – თავი დააკანტურა მიმტან-
მა, – იქიდან იყო, ფული ჩეჩქივით ჰქონდა, ალბათ სომხეთში
ყველაზე მდიდარი ქალი იქნებოდა. მერე კაცი შეუყვარდა, კაც-
მაც ჭკუა დაკარგა და ყოველღამე მასთან დადიოდა. როგორც იმ
სომეხმა მითხრა, ქალი უზარმაზარი სახლის ბოლო სართულზე
ცხოვრობდა და კაცს ყოველ ჯერზე გარედან აცოცება უხდებო-
და, ჯოჯოხეთური გზა იყო, ოცდაათი სართული თუ კიდევ მეტი.
– სომხეთში? – გაუბედავად ჰკითხა ჯორჯმა.
– რა თქმა უნდა, – ცოტა გაღიზიანებულმა წამოიძახა მიმტან-
მა, – იქ ხდება ყველაფერი! ამას არ გეუბნებით?!
გაჩუმდა და გამომცდელად შეხედა ჯორჯს, რომელმაც საბო-
ლოოდ დაეჭვებულმა თავაზიანად იკითხა, რატომ უხდებოდა
საყვარელს კედელზე აცოცებაო.

500
– რატომ და იმიტომ, რომ ქალის მამა არ უშვებდა! მხოლოდ
ასე შეეძლო ქალთან ასვლა. მამამ თავისი შვილი ბოლო სარ-
თულზე გამოამწყვდია, რადგან მისი გათხოვება არ უნდოდა!..
მაგრამ, მერე, – განაგრძო ტრიუმფალურად, – მამა გარდაიცვა-
ლა. გარდაიცვალა და მთელი ქონება ქალიშვილს დაუტოვა. ის
კი ადგა და თავის საყვარელს გაჰყვა ცოლად.
ერთხანს გაჩუმდა გამარჯვებული გამომეტყველებით, მსმე-
ნელს გამაოგნებელი ინფორმაცია რომ გადაეხარშა. მერე გა-
ნაგრძო:
– ცოტა ხანს ერთად ცხოვრობდნენ, ქალს გაგიჟებით უყვარ-
და და ერთი-ორი წელი სიამტკბილობაში გაატარეს. მაგრამ მე-
რე კაცმა სმა დაიწყო, ლოთი გამოდგა, გესმით? ქალმა ეს არ
იცოდა, პირველი ორი წელი თავის ჭკუაზე ატარებდა, მაგრამ მე-
რე კაცმა აიშვა... მთელი ღამით იკარგებოდა და ვიღაც ქერათ-
მიანებთან დადიოდა, გესმით?.. ხვდებით, მერე რაც მოხდება,
არა? – მგზნებარედ ჰკითხა ჯორჯს მიმტანმა.
ჯორჯს წარმოდგენა არ ჰქონდა, მაგრამ ბრძენკაცივით დინ-
ჯად დაუქნია თავი.
– აი, მერე რა მოხდა, კაცმა მიატოვა ქალბატონი, წავიდა და
მისი ფული და სამკაულები ხელს გააყოლა. უბრალოდ გაქრა...
ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გაიგებდი... მშრალზე დატოვა და ქა-
ლი ლამის ჭკუიდან შეიშალა. რა არ იღონა, დეტექტივი დაიქი-
რავა, გასამრჯელოს ჰპირდებოდა მპოვნელს, გაზეთში განცხა-
დებას აქვეყნებდა და სთხოვდა, დაბრუნებულიყო. მაგრამ ყვე-
ლაფერი ამაო იყო, ვერსად ვერ მიაგნო, კაცი დაიკარგა. სამი
წელი გავიდა, ვიდრე ქალი გულმოკლული ელოდებოდა და მე-
რე, – ისე მრავალმნიშვნელოვნად თქვა, რომ ეტყობოდა, კულ-
მინაციას მიუახლოვდა, – ასეთი აზრი დაებადა! – ისევ გაჩუმდა,

501
მსმენელისთვის რომ მიეცა საშუალება, პერსონაჟის უცნაური
გმირობა შეეფასებინა და ბოლოს მშვიდად, ვითომც არაფერიო,
ისე დასძინა, – ქალმა ღამის კლუბი გახსნა.
მიმტანი გულხელდაკრეფილი იდგა მის წინ და ისეთი გამო-
მეტყველებით უყურებდა, როგორც კაცი, რომელმაც ყველაფე-
რი გააკეთა, რაც შეეძლო და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სრული-
ად საკმარისი იყო. აშკარად სათანადო შეფასებას ელოდა და
ვერ გააგრძელებდა ამბის მოყოლას, თუ ჯორჯისგან კომენტარს
არ მოისმენდა. ასე რომ, ჯორჯმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა,
გამშრალი ტუჩები ენის წვერით დაისველა და ბოლოს ბორძი-
კით ჰკითხა:
– სო-სომხეთში?
ეს კითხვა და წარმოთქმის მანერაც მიმტანმა იმის მანიშნებ-
ლად მიიჩნია, რომ მსმენელი გაკვირვებისგან უბრალოდ პარა-
ლიზებული იყო, კვერი დაუკრა და შესძახა:
– რა თქმა უნდა! გესმით – ეს იყო ქალის იდეა, მან ხომ იცო-
და, რომ მისი ლოთი ქმარი ადრე თუ გვიან ისეთ ადგილას მივი-
დოდა, სადაც ლოთები და მოსეირნე ქალები იყრიან თავს. მოკ-
ლედ, გახსნა კლუბი, ბლომად ფული ჩადო და მშვენიერი ბუნაგი
გამოუვიდა. მერე ის განცხადება გამოაქვეყნა გაზეთში.
ჯორჯი არ იყო დარწმუნებული, რომ სწორად გაიგო, მაგრამ
მიმტანი ისეთი აღტაცებული უყურებდა, რომ გაბედა და იკითხა:
– რომელი განცხადება?
– ის განცხადება, მე რომ გითხარით. გესმით, რა მაგრად
მოიფიქრა?! ეს იყო ქალის გეგმა, ქმარი უკან დაებრუნებინა. გა-
ზეთში დაწერა, ამდენს და ამდენს გადავუხდი ნებისმიერ კაცს,
ვინც ხვალ ჩემთან მოვაო. ფიქრობდა, ალბათ აღარაფერი აბა-
დია და თუ წაიკითხავს, მოვაო... და მართლაც ასე არ მოხდა!..

502
დილით რომ ჩავიდა, კართან რიგი დახვდა თორმეტ კვარტალზე
გადაჭიმული და პირველი მისი ქმარი იდგა. გამოათრია ქმარი
რიგიდან, მოლარეს უთხრა, ყველა დანარჩენისთვის გადაეხადა
და სასმელი მიეცა, მაგრამ ქმარს არაფერი ერგო. კი მაგრამ,
რატომო, იკითხა კაცმა. ქალს პირბადე ეკეთა და ვერ იცნო. ასე
უთხრა, შენ რაღაც სანდო კაცი არ ჩანხარო, წამოდი, ზევით ავი-
დეთ, მინდა გავარკვიო, ყოჩაღად ხარ თუ არაო... გესმით?
დაბნეულმა ჯორჯმა თავი დაუქნია.
– მერე? – იკითხა.
– მერე, – შესძახა მიმტანმა, – ზევით აიყვანა და, – თითებით
მაგიდას დაეყრდნო და თითქოს ხმა ჩაუწყდაო, ჩურჩულით
თქვა, – პირბადე მოიხსნა.
ამას მოჰყვა წუთიერი დუმილი, მიმტანი ისევ თითებით დაჰ-
ყრდნობოდა მაგიდას, თვალები უელავდა და უცნაურად იღიმე-
ბოდა. მერე ასე გაღიმებული ნელა გაიმართა წელში, მოახ-
ლოებული საღამოსავით ნელი და გრძელი ოხვრა ამოუშვა და
გაჩუმდა. დუმილი მტკივნეულად გაიწელა, ბოლოს ჯორჯი უხერ-
ხულად შეიშმუშნა და ჰკითხა:
– მერე, მერე რა მოხდა?
მიმტანს ელდა ეცა. გაოცებული უყურებდა ჯორჯს, ენა
ჩაუვარდა, ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ასეთი სუ-
ლელური კითხვის დასმა:
– რა მერე... – როგორც იქნა, მოახერხა ეთქვა, – სულ ესაა!
ვერ მიხვდით? ქალმა პირბადე მოიხსნა, კაცმა იცნო და დამთავ-
რდა! იპოვა! დაიბრუნა!.. ისევ ერთად იქნებოდნენ! ეს არის მთე-
ლი ამბავი! – გულნატკენი იყო, ცოტა გაბრაზებულიც კი, – რო-
გორ? ამას ხომ ყველა მიხვდებოდა...
– ნახვამდის, ჯო.

503
რესტორნიდან უკანასკნელი მიმტანი გადიოდა და მათ მაგი-
დას რომ გაუსწორდა, ჯოს დაემშვიდობა. ქერათმიანი, მაღალი
გოგო იყო, კოხტად ეცვა. მშვიდი ხმა ჰქონდა, სასიამოვნო, ცო-
ტა დაღლილი, მეგობრული – ასე მეგობრულად და თავაზიანად
ელაპარაკებოდა მთელი დღე კლიენტებსაც. წამიერად როცა შე-
ყოვნდა, სინათლეზე მისი სახის ნაკვთები მკაფიოდ გამოჩნდა,
ნაცრისფერი თვალების ქვეშ პატარა მოლურჯო წრეები ეტყო-
ბოდა. ნატიფი ნიღაბივით სახე ჰქონდა, ფაქიზი ნაკვთები, თმა
დაუდევრად შეეკრა. დიდ ქალაქში ხშირად შეხვდებოდით ასეთ
ახალგაზრდებს, ცხოვრებაში შრომის გარდა არაფერი რომ არ
უნახავთ. შეხედავდი და სიბრალულით აივსებოდი, რადგან ამ
ლამაზ სახეს დიდხანს ვერ შეინარჩუნებდნენ.
მიმტანი ცოტა შეცბა, მგზნებარე ლაპარაკი რომ შეაწყვეტი-
ნეს, მაგრამ როცა მიტრიალდა და დაინახა, ვინც იყო, სახე და-
უმშვიდდა და გამომეტყველება ინსტინქტურმა, უნებურმა თავა-
ზიანობამ შეუცვალა.
– ო, ბილის გაუმარჯოს, ღამე მშვიდობისა, პატარავ.
გოგონამ რესტორანი დატოვა და ქუსლების წკაპუნით გაუყვა
ტროტუარს. ერთხანს მიმტანი თვალს აყოლებდა გოგოს, ერთა-
დერთი კლიენტისთვის ზურგი შეექცია, გაურკვეველი ღიმილი
დასთამაშებდა დანაოჭებულ სახეზე და მერე მშვიდად და სხვა-
თა შორის თქვა:
– შეხედეთ ამ გოგოს? ორი წლის მოვიდა აქ, საიდან – არ ვი-
ცი, ალბათ რომელიღაც პატარა პროვინციული ქალაქიდან. ერ-
თი უბადრუკი მოხეტიალე თეატრის მოცეკვავე ყოფილა, ვიდრე
ფეხებმა არ უღალატა... ეგეთებს ბევრს ნახავ... წელიწადი იმუ-
შავა აქ, მერე ვიღაც ჟიგოლოს გადაეყარა, კილომეტრში რომ
გცემს მისი აყროლებული სუნი, აი ისეთს. ვერაფერი ვერ ვუთხა-

504
რი, რა აზრი ჰქონდა? მაინც არავინ მოგისმენს, საკუთარ თავზე
უნდა გამოსცადონ, შენ ვერ ასწავლი. მეც არაფერი ვუთხარი.
ექვსი თუ შვიდი თვის წინ ერთ-ერთმა ჩვენმა გოგომ გაიგო, რომ
ბილი ორსულად იყო და ბოსმა გააგდო. ცუდი კაცი არაა, მაგრამ
აბა რა უნდა ექნა? ასეთ მდგომარეობაში ხომ ვერ დატოვებდა.
სამი თვის წინ ბავშვი გააჩინა და დააბრუნეს. არ ვიცი, სად ჰყავს
ბავშვი, არ მინახავს, ისე ამბობენ, ძალიან საყვარელიაო. ბილი
გიჟდება თავის შვილზე, ყოველ კვირას დადის სანახავად. თვი-
თონაც ძალიან საყვარელი გოგოა.
ცოტა ხანს დადუმდა, მწუხარე, მაგრამ მშვიდი სახით რაღა-
ცაზე ჩაფიქრებულიყო. მერე დაღლილი ხმით წყნარად განაგ-
რძო:
– რომ იცოდეთ, აქ რა ამბები ტრიალებს ყოველდღე – რას
არ ნახავ და რას არ გაიგებ. მომბეზრდა, დავიღალე. ხანდახან
აქაურობის დანახვა აღარ მინდა. მიფიქრია, რა იქნებოდა, მთე-
ლი ცხოვრება ვიღაც ყეყეჩებს რომ არ ელოდებოდე... დგახარ
და უცდი, როდის გამოჩნდებიან... შენ კიდევ გული გიკვდება,
როცა ვიღაც საცოდავი გოგო ბავშვს გააჩენს ისეთი კაცისგან,
ფეხის შესახოცადაც რომ არ ღირს... და მერე იმას ელოდება,
სამსახურში როდის დააბრუნებენ... ღმერთო! როგორ მომბეზ-
რდა ეს ყველაფერი!
ისევ გაჩუმდა. უაზროდ მისჩერებოდა სივრცეს, ოდნავ ირო-
ნიული გულისტკივილით და რაღაცნაირად შეგუებული, იმ ადა-
მიანივით, თავს ბევრი რომ გადახდენია, ცხოვრების სიმწარე
უნახავს და იცის – არაფრის გაკეთებას ან თქმას აზრი არა აქვს.
ღრმად ამოიოხრა, თავი გააქნია, თითქოს სევდიანი განწყობა
მოიშორა.

505
– აი ასეა, მისტერ ვებერ, – ცოტა გახალისდა, – წარმომიდ-
გენია, რამხელა ამბავია წიგნების წერა, ნიჭი რომ მოგდევს, ენა
რომ გიჭრის, შეგიძლია, სადაც მოგესურვება, იქ წახვიდე, როცა
მოგესურვება, იმუშაო!.. – მერე გულწრფელად უთხრა, – მე გა-
ნათლება არ მიმიღია, მაგრამ თქვენისთანა კაცი რომ დამეხმა-
როს და დამაწერინოს ეს ისტორია, რამხელა შეღავათი იქნებო-
და, ამით ხომ გამდიდრება შეიძლება, მე ნახევარს გთავაზობთ!
– თითქოს ემუდარებოდა, – ეს ამბავი მარტო მე და იმ სომეხმა
ვიცით. ეს ყველაფერი სომხეთში მოხდა, როგორც გითხარით...
მართლაც რომ ოქროს საბადოა, ოღონდ უნდა ვიცოდე, როგორ
გადმოვცე.
შუაღამე გადასული იყო, მთვარის მრგვალი დისკო დასავლე-
თით ეშვებოდა, ჩაძინებული მანჰეტენის ცივი, მიტოვებული ქუ-
ჩების თავზე.
წვეულებზე დიდი დროსტარება მიდიოდა.
უზარმაზარი სასტუმროს ოქროსფერი მარმარილოს დარბაზი
ზღაპრულ ქვეყნად ექციათ. დარბაზის შუაგულში შადრევნიდან
კლასიკური ნიმფები და ფავნები წყალს აფრქვევდნენ, აქა-იქ
ხის ფანჩატურები ჩაედგათ, ზედ სურნელოვანი მცოცავი ვარდე-
ბით, კედლების გასწვრივ კი უზარმაზარი ქოთნები იდგა ოთახის
მცენარეებით. მარმარილოს ბოძებს ვაზი შემოხვეოდა, ჭერზე
გირლანდები და მხიარული ფერის ლამპრები ეკიდა და სცენას
ნაზ შუქს ფენდნენ. თავი „ზაფხულის ღამის სიზმრის“ ტყეში გე-
გონებოდათ, ტიტანიას სამფლობელოში.
იშვიათი, ეგზოტიკური სანახაობა იყო, უდარდელი, მდიდარი
ახალგაზრდების საკადრისად მოწყობილი. ძვირფას სუნამოებს
ჰაერი დაემძიმებინა, მოძრაობა და მუსიკა არ წყდებოდა. გაპ-
რიალებულ იატაკზე საღამოს კაბაში გამოწყობილი ასამდე გო-

506
გონა ნელა ცეკვავდა, იელის და ჰარვარდის სტუდენტ ბიჭებს ჩა-
ხუტებოდნენ. შავ ფრაკებში და თეთრ პერანგებში გამოწკეპილ
ბიჭებს სახეები უღაჟღაჟებდათ.
საარაკოდ მდიდარი ახალგაზრდა ქალის საზოგადოებაში
პირველად გასვლას აღნიშნავდნენ, ბირჟის კრახის მერე ასეთი
წვეულება ჯერ არავის გაუმართავს. მთელი კვირა ამაზე წერ-
დნენ გაზეთებში. როგორც ამბობდნენ, მამამისს მილიონები
დაუკარგავს, მაგრამ ეტყობა, რამდენიმე საცოდავი დოლარი
კიდევ შემორჩენოდა და ახლა აკეთებდა იმას, რასაც მისგან
ელოდნენ, აუცილებელ და გარდაუვალ მოვალეობას ასრულებ-
და თავისი ლამაზი გოგოსთვის, მისი მძიმე შრომით ნაშოვნი და
იმ დამაქცევარ დროს გადარჩენილი დანაზოგი რომ უნდა დარ-
ჩენოდა. ქალიშვილი „წარუდგინა საზოგადოებას“ (რომელიც
მას დაბადებიდან იცნობდა) და წვეულებას მთელი „საზოგა-
დოება“ ესწრებოდა.
იმ დღიდან გოგონას მოღიმარე სახე მომაბეზრებელი რეგუ-
ლარობით გამოჩნდებოდა ყოველკვირეულ გაზეთებში და ერს
მისი ცხოვრების ყოველი წვრილმანი ეცოდინებოდა – რას ჭამ-
და, რა ეცვა, სად დადიოდა, რომელი ღამის კლუბი დააფასა თა-
ვისი მისვლით, რომელ ახალგაზრდა ჯენტლმენს გაუმართლა,
თან ხლებოდა დოღზე, რა ქველმოქმედება გასწია და ვის მიარ-
თვა ჩაი. ასე გაგრძელდებოდა მთელი წელი, ვიდრე ფოტოგრა-
ფები მომავალი წლის მოსავლიდან სხვა ლამაზ, მდიდარ გოგო-
ნას აარჩევდნენ. მანამდე კი ეს მხიარული, უდარდელი არსება
ამერიკელებისთვის იგივე იქნებოდა, რაც ინგლისელებისთვის
ინგლისის პრინცესა, მიზეზი კი მუდამ ერთი იყო: ის თავისი მა-
მის შვილი გახლდათ, ხოლო მამამისი – ამერიკის ერთ-ერთი
მმართველი. მილიონები წაიკითხავდნენ მასზე და შეშურდებო-

507
დათ, ათასობით სხვა კი მიბაძავდა, როგორც შეძლებდა. იყიდ-
დნენ მისი კაბების მსგავს იაფფასიან კაბებს, მისნაირ, ოღონდ
იაფფასიან ქუდებს, საცვლებს, სიგარეტებს, პომადებს, გეახლე-
ბოდნენ იმავე სუპებს, დაიძინებდნენ ისეთსავე მატრასებზე, რო-
მელთა გადაღების უფლებასაც მდიდარი გოგონა მოწყალედ იძ-
ლეოდა ხოლმე მაცდუნებელი რეკლამისთვის, მოდური ჟურნა-
ლების გარეკანები რომ დაემშვენებინათ. დიახ, ასე მოიქცეოდ-
ნენ, გინდაც სცოდნოდათ, რომ გოგონა მოდას მხოლოდ ფულის
გამო ამკვიდრებდა, ის ხომ მამამისის შვილი იყო. და, რა თქმა
უნდა, შემდეგ იმ ფულს ტკბილ ქველმოქმედებას მოახმარდა.
სასტუმროს გარეთ, მოპირდაპირე მხარეს, შავი ლიმუზინები
ჩაემწკრივებინათ. ზოგიერთი მძღოლი მანქანაში იჯდა და
თვლემდა. სხვებს სალონში შუქი ენთოთ და გაზეთს კითხულობ-
დნენ. უმეტესობას კი ერთად მოეყარა თავი და ლაპარაკობ-
დნენ, ერთობოდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ, ვიდრე პატრონები გა-
მოიძახებდნენ.
სასტუმროს შესასვლელთან, დიდი ტენტის ქვეშ, ლივრეაში
გამოწყობილი მძღოლების ერთი ჯგუფი ქარს ემალებოდა და
გაცხარებული კამათობდა. პოლიტიკას და საერთაშორისო ეკო-
ნომიკას განიხილავდნენ, დისპუტის მთავარი მონაწილეები იყ-
ვნენ მსუქანი, რევოლუციურად განწყობილი ულვაშა ფრანგი და
პატარა, გაჩხინკული, ჩიტისთვალება, ჭეშმარიტი ნიუ--
იორკელივით მკვირცხლი ამერიკელი. ჯორჯ ვებერი თავისმა
ღამეულმა ხეტიალმა მათთან მიიყვანა და როცა გაუსწორდა,
ეტყობოდა, კამათს მძვინვარე კულმინაციისთვის მიეღწია. ფეხი
შეანელა, ყური რომ დაეგდო.
მოქმედების ადგილი, გარემო და საოცარი კონტრასტი მთა-
ვარ მოკამათეებს შორის სანახაობას ძალიან გროტესკულს

508
ხდიდა. მსუქან ფრანგს სიცივისგან და აღელვებისგან ლოყები
უღაჟღაჟებდა, გაცოფებული ლამის ცეკვავდა, ჟესტებით ლაპა-
რაკობდა, წინ გადახრილიყო და ცერით და საჩვენებელი თითით
წრე შეეკრა. ჟესტი ნათლად გამოხატავდა, რომ ეს კაცი მსოფ-
ლიო სისხლიანი რევოლუციის მომხრე იყო, მისი რწმენა კი ლო-
გიკური და ურყევი. ვინმე თუ შეედავებოდა, ეს კიდევ უფრო აგი-
ჟებდა და ამძვინვარებდა.
ბოლოს ამდენს ვეღარ გაუძლო, დამტვრეულ ინგლისურს შე-
ეშვა და ფრანგულად დაიწყო ტუქსვა და ლანძღვა. „Mais oui!..
Absolument!.. C’est la verite!“ და თან შეშლილივით იცინოდა,
ვერ წარმოედგინა, როგორი გონებაჩლუნგი უნდა ყოფილიყო
ადამიანი, რომ ვერ გაეგო, რას გულისხმობდა.
„Mais non! Mais non!“ – ღრიალებდა, – „Vous aves tort!..
Mais c’est stupide! – გაიძახოდა და მერე მსუქანი მკლავები და-
მარცხების ნიშნად ჩამოყარა, თითქოს ამბობდა, მეტის ატანა
აღარ შემიძლია და გტოვებთო, ოღონდ იმწამსვე შემობრუნდა
და ყველაფერი თავიდან დაიწყო.
ამასობაში პატარა, გაჩხინკული, ჩიტისთვალება ამერიკელი
ხელს არ უშლიდა, აცდიდა, ელაპარაკა. კედელს მიჰყუდებოდა,
სიგარეტს ქაჩავდა და ცინიკური სახით ფრანგს ყურადღებით
ათვალიერებდა. ბოლოს და ბოლოს შეაწყვეტინა:
– კარგი, კარგი, ფრანგო... თუ როდისმე მოკეტავ, მეც გეტყვი
რაღაცას.
– Seulement un mot! – უპასუხა ფრანგმა, ძლივს სუნთქავდა,
– ერთი სიტყვა! – მრავალმნიშვნელოვნად შესძახა მან, წელში
გაიჯგიმა და ცალი თითი მაღლა აღაპყრო, გეგონება, ბიბ-
ლიიდან ნაწყვეტის წაკითხვას აპირებსო, – მე მხოლოდ ერთი
სიტყვა მინდა დავამატო.

509
– კარგი, კარგი, – უთხრა გაჩხინკულმა ამერიკელმა დაღლი-
ლი ცინიზმით, – ოღონდ მაგ ერთ სიტყვას საათ-ნახევარს ნუ მო-
ანდომებ.
სწორედ ამ დროს კიდევ ერთი მძღოლი შემოემატათ, სავა-
რაუდოდ, გერმანელი, ცისფერთვალება, მაკნატუნას სახით. ძა-
ლიან აღელვებული ჩანდა თავისი აღმოჩენით:
– რა გავიგე, იცით, – თქვა, – ერთმა შოფერმა მითხრა, რუ-
სეთში ყოფილა და იქ კიდევ უარესი...
– ნონ! ნონ! – დაიყვირა სიბრაზისგან აწითლებულმა ფრან-
გმა, – პას ვრაი!.. ჩე ნ’ესტ პარ პოსსიბლე!
– ო, თუ ღმერთი გწამთ, – თქვა ამერიკელმა და სიგარეტი
ზიზღით მოისროლა, – როდისღა გაიღვიძებთ? ეს რუსეთი არაა,
ეს ამერიკაა! თქვენი უბედურება რა არის, იცით? მთელი ცხოვ-
რება იქ გაატარეთ, სადაც ვერაფერი აითვისეთ და როგორც კი
ამერიკაში ჩამოხვედით და ადამიანურად დაიწყეთ ცხოვრება,
ყველაფერი თავდაყირა გინდათ დააყენოთ.
ეს რომ თქვა, სხვებიც აჰყვნენ და კამათი სულ უფრო და უფ-
რო გაცხოველდა, ოღონდ გაუთავებლად ერთსა და იმავეს
იმეორებდნენ.
ჯორჯმა გზა განაგრძო ღამის სიბნელეში.
ისინი, ვისაც ჩვენს დიდ ქალაქებში უხდება ცხოვრება, ხში-
რად ტრაგიკულად მარტოსულები არიან. სკების ბინადრები ტან-
ტალოსის თანამედროვე ორეულებს ჰგვანან. ფუფუნებით გარე-
მოცულნი შიმშილით იხოცებიან. კამკამა წყარო სულ ახლოს
მიედინება, მაგრამ დაეწაფებიან თუ არა, უკან იხევს. ოქროსფე-
რი ყურძნით დახუნძლული ვაზი მათკენ იზნიქება, მაგრამ რო-
გორც კი მოსაწყვეტად გაიწევენ, ხელიდან უსხლტებათ.

510
მელვილი თავისი დიდი ლეგენდის „მობი დიკის“ დასაწყისში
ჰყვება, როგორ მიაშურებდნენ ხოლმე მისი თანამედროვე ქა-
ლაქელები ნავსადგომს, დროს იხელთებდნენ თუ არა, დადგე-
ბოდნენ წყლის პირას და ზღვას გასცქეროდნენ. დღევანდელ
დიდ ქალაქში ზღვა არ არის, რომ შეხედო და თუ არის, შორსაა,
მიუწვდომელია, ბეტონის და ფოლადის კედლითაა შემოტიხრუ-
ლი, სანამ იქ მიხვალ, ყველაფრის ხალისი წაგერთმევა. და
დღეს, როცა ქალაქელი კაცი გარეთ გაიხედავს, მხოლოდ ხალ-
ხით გადაჭედილი სივრცე შერჩება ხელში.
ამით ხომ არ აიხსნება ქალაქელი ახალგაზრდობის სულიერი
სიცარიელე – თექვსმეტი თუ თვრამეტი წლის მოხეტიალე ბიჭე-
ბის, ღამით ან უქმე დღეებში რომ მოედებიან ხოლმე ნიუ-იორკს,
ქუჩაში გამოეფინებიან და უაზრო შეძახილებით და ჟარგონით
აყრუებენ იქაურობას, ერთმანეთს ეჯიბრებიან უხალისო სტვენა-
ში, უხალისო ოხუნჯობებში, საცოდავად ხუმრობენ, ისე სულე-
ლურად, რომ სირცხვილის და სიბრალულის გრძნობა გიპ-
ყრობს. არიან ვითომ მათ შორის მაღალი სულის, ხალისიანი
ახალგაზრდები? ეს მილიონობით არსება ნახევრად გაკეთებუ-
ლი დაიბადა – წარმოდგენა არა აქვთ უმწიკვლობაზე, უკვე ბებ-
რები იშვნენ, მოსაწყენები და ცარიელები.
რა გასაკვირია? მათ ხომ ასეთ სამყაროში მოუწიათ დაბადე-
ბა! სიბნელეს წოვდნენ და სიძულვილით და ხმაურით საზრდო-
ობდნენ. მათი ნამდვილი მშობელი ქუჩა იყო უკაცურ სამყარო-
ში, სადაც ქარი იალქნიან ნავს არ დააქროლებდა, სადაც არც
მიწა უგრძნიათ ფეხქვეშ და არც ჩიტის გალობა გაუგონიათ,
ახალგაზრდა თვალები გაუმკაცრდათ, დაეფსოთ, რადგან მათი
მზერა მუდამ ქვის კედელს აწყდებოდა.

511
ერთ დროს, როცა მხატვარი ცდილობდა, სიმარტოვის შემზა-
რაობა გადმოეცა, უდაბნოს ან შიშველ კლდეებს ირჩევდა და
მათ ფონზე ხატავდა მარტოსულ ადამიანს. ასეთი მარტოსულია
წინასწარმეტყველი ელია კლდის პირას, რომლისთვისაც ყვა-
ვებს მიაქვთ საჭმელი. თანამედროვე მხატვარს კი გაუკაც-
რიელების სცენის დახატვა თუ მოუნდება, კვირადღის ნების-
მიერი დიდი ქალაქის ქუჩა გამოადგება.
ავიღოთ ბრუკლინის საკმაოდ ერთფეროვანი და მოუვლელი
ქუჩა, სადაც არც ისე ბევრი საცხოვრებელი სახლი დგას და შე-
საბამისად, არც ისე იგრძნობა სიღატაკის დაუნდობლობა, მხო-
ლოდ პატარა, უბრალო აგურის შენობებია, საწყობები და გარა-
ჟები, სიგარეტის ჯიხური, ბოსტნეულის დახლები და კუთხეში სი-
ლამაზის სალონი. წარმოიდგინეთ ამ ქუჩაზე უქმე დღის შუადღე
მარტის თვეში – გათოშილი, ცარიელი და ნაცრისფერი. წარმო-
იდგინეთ ერთად შეყრილი მამაკაცები, ამერიკელების მუშათა
კლასი, თავის „საუკეთესო“ საკვირაო სამოსში გამოწყობილი –
იაფფასიან, მზა ტანსაცმლის მაღაზიაში ნაყიდ კოსტიუმებში,
ახალ, იაფფასიან ფეხსაცმელებში, იაფფასიან სტანდარტულ
ნაცრისფერ ქუდებში. წარმოიდგინეთ და მეტი არაფერია საჭი-
რო. ასე იყრიან თავს სიგარეტის ჯიხურთან და დაკეტილ სილა-
მაზის სალონთან, ხანდახან მანქანა ჩაიქროლებს გათოშილ, ცა-
რიელ ქუჩაზე და შორს მატარებელი ცივად ჩაიგრუხუნებს.
საათობით დგანან ასე კუთხეში და ელოდებიან... ელოდებიან...
ელოდებიან.
რას?
არაფერს. სულ არაფერს. და სწორედ ეს სძენს ამ სცენას
ტრაგიკული სიმარტოვის, სიცარიელის და გაუცხოების ელფერს

512
და ეს ყველა თანამედროვე ქალაქის მცხოვრებმა იცის. და მა-
ინც... და მაინც...
ესეც ხომ სიმართლეა და ამერიკის უცნაური პარადოქსი,
რომ სწორედ ის კაცები, კუთხეში რომ დგანან და არაფერს ელი-
ან კვირადღეს, ამავე დროს, იმედით და უსაზღვრო ოპტიმიზმით
არიან სავსე, ღრმა რწმენით, რომ რაღაც გამოჩნდება, რაღაც
უეჭველად მოხდება. ეს ამერიკის სულის დამახასიათებელი
თვისებაა, უცნაურად შერწყმული სიმკაცრე და სინაზე, უმან-
კოება და დანაშაული, სიმარტოვე და მეგობრობა, გაუცხოება და
იმედი, შეძრწუნება და სიმამაცე, უსახელო შიში და თავდაჯერე-
ბა, მკაცრი, შიშველი, გესლიანი სიმახინჯე და ენით აუწერელი
სილამაზე.
რით შეიძლება ამ უსახელო იმედის ახსნა, არავითარი საფუძ-
ველი რომ არ გააჩნია? მე ვერ ავხსნიდი. მაგრამ რომ მისული-
ყავით ასე თუ ისე ინტელექტუალური გარეგნობის საბარგოს
მძღოლთან, სხვებთან ერთად რომ დგას და ელოდება და დაგეს-
ვათ კითხვა, თუ შეძლებდა (ვერ შეძლებდა) გაეგო, რას გულის-
ხმობთ და თუ მოახერხებდა, სიტყვით გადმოეცა თავისი გრძნო-
ბები (ვერ მოახერხებდა), მაშინ მისგან ასეთ პასუხს მიიღებდით:
– ახლა ხო მარტია... მარტის თვე... ახლა ბრუკლინში მარტის
თვის კვირადღეა და ჩვენ ცივ კუთხეში ვდგავართ. სასაცილოა,
ბრუკლინში იმდენი კუთხეა... ხოდა გვიან ვდგებით კვირაობით,
გაზეთს ვკითხულობთ, სპორტის ამბებს ვიგებთ. რაღაცას გავღე-
ჭავთ. მერე გამოვეწყობით, ცოლებს ვტოვებთ სახლში და ბრუკ-
ლინში მარტის თვეში მთელი დღე კუთხეში ვდგავართ. კუთხე
გვჭირდება მარტში, კედელი მისაყუდებლად, თავშესაფარი, კა-
რი. რ აღაც უნდა იყოს, შიგნით რომ შეხვიდე, მარა არ არი. ასე

513
ვდგავართ ცის ქვეშ, ვიყინებით, ჯერ კიდევ ზამთარია, გამოსას-
ვლელი ტანსაცმელი გვაცვია და კარს ვეძებთ.
ზაფხულობით:
რა კარგი სიგრილეა ამ საღამოს, მილიონობით ფეხი დააბი-
ჯებს ბრუკლინის ჯუნგლების ქსელში და არც კი გჯერა, რომ
ბრუკლინში მარტი იდგა და კარს ვერ ვპოულობდით. დღეს მი-
ლიონობით კარია და ის ყველასთვის ღიაა, დღეს ერთმანეთშია
არეული: ფულტონ სთრითის მატარებლების გრუხუნი, ატლან-
ტიკ ავენიუზე მანქანების ღმუილი, შორს კონი-აილენდის დანახ-
ვაც შეიძლება, ხალხი გუგუნებს, მშვიდ ქუჩებზე მანქანები დაქ-
რიან, ადამიანები ქუჩების ქსელში ეხვევიან, აქა-იქ შუქი ციმცი-
მებს, ფანჯრებში გადმოყუდებული მეზობლები ერთმანეთს ელა-
პარაკებიან, უხეში და წყნარი ხმები ერთმანეთს ერევა. ღამის
ჰაერში ყველაფერი გამჭვირვალეა და ფანჯრებიდან გამოსულ
რადიოს ხმებს ერწყმის. და ამ ყველაფერს რაღაც ფარავს ამ სა-
ღამოს, რაღაც შორეული, მთრთოლვარე, რაღაც სხვადასხვა
ხმისგან შექმნილი, მაგრამ მაინც სხვა, ბრუკლინის ღამის
მშფოთვარე ოკეანის თავზე რაღაც არის, ის, რაც მარტში დაგვა-
ვიწყდა. და რა არის ის? – უხმაუროდ აწეული ფანჯრის ალათა?
ახლომახლო მყოფი ადამიანის ხმა? თუ ქვევით ჩავლილის? ღა-
მის ყურეში ბუქსირის მწუხარე ჭრიალი? თუ ოკეანის ლაინერის
საყვირის ხმა? აქ გაისმა თუ სხვაგან... ჩურჩული იყო? ქალის ძა-
ხილი?.. ადამიანების საუბარი ფლეთბუშის კარს მიღმა? ის ღა-
მის გიგანტურ ქსელში თრთის, როგორც ფეხის ხმა, სულ ახ-
ლოს, როგორც ქალის მოულოდნელი და ნაზი სიცილი. ის ღამის
ჰაერში ჩურჩულებს, ის, რასაც მთელ ამერიკაში ღამით ეძებენ,
რაც მარტის თვეში ბრუკლინის ათასობით კუთხეში დაკარგული
ეგონათ.

514
ჯორჯი თავის სამეზობლოს რომც არ გასცილებოდა, მთელი
სამყაროს ქრონიკა მის ხელთ იქნებოდა. იმიტომ, რომ ბრუკლი-
ნი იყო მთელი სამყარო.
მეზობლები, ზამთრის გათოშილ დღეებში ძალიან შორეული,
სტერილური, უკარება და უჩინარი რომ ეგონა, კონსერვის ქი-
ლაში დალუქულებივით, გაზაფხულზე და ზაფხულში ისეთი
რეალურები ხდებოდნენ, ეჩვენებოდა, თითქოს ბავშვობიდან იც-
ნობდა ყველას. სულ უფრო და უფრო თბებოდა, ფანჯრებს ყველ-
გან აღებდნენ და თავიანთ ყველაზე ინტიმურ თემებზე ისე ხმა-
მაღლა ლაპარაკობდნენ, ნებისმიერ გამვლელს შეეძლო, ნების-
მიერი ოჯახის საიდუმლო გაეგო.
ღმერთმა ხომ იცის, იმდენი სიბინძურე, უბედურება, სასო-
წარკვეთა, სიძულვილი და სისასტიკე უნახავს, ტუჩებზე სამარა-
დისოდ შეეყინა გაუცხოების მწარე გემო. უნახავს ერთი ცოდვი-
ლი, შერყეული იტალიელი გამყიდველი, კლიენტებს ცალყბად
რომ უღიმოდა და ქედს უხრიდა, მეორე წუთს კი თავის ვაჟს
კლანჭებით გიჟივით ჩააფრინდებოდა. უნახავს ირლანდიელები,
შაბათობით გალეშილები რომ ბრუნდებოდნენ შინ და ცოლებს
სცემდნენ, ერთმანეთს ყელებს სჭრიდნენ და მთელი ეს სის-
ხლიანი ჩხუბები ყველას დასანახად ხდებოდა, მათი ღია ფან-
ჯრებიდან სიცილი, ყვირილი, კივილი და გინება ისმოდა.
მაგრამ ჯორჯმა ბრუკლინში სილამაზეც იპოვა. ვიწრო ხეივან-
ში, სადაც ცხოვრობდა, ერთი ხე იდგა და შეეძლო, სარდაფის
ფანჯრიდან მთელი დღე ეცქირა ახალგაზრდული და იდუმალი
სიმწვანის ზეიმისთვის. როცა ძალიან გადაიღლებოდა, რკინის
საწოლზე მიესვენებოდა და იმ ხის ბინადარი ჩიტის ჩუმ გალო-
ბას უსმენდა. ასე, ყოველ გაზაფხულზე, იმ ერთადერთ ხეში
პოულობდა აპრილს და გაცოცხლებულ სამყაროს. ჯორჯმა ერ-

515
თგულება, სიყვარული და სიბრძნეც იპოვა პატარა, საცოდავ ებ-
რაელ თერძში და მის ცოლში, ვისი ჭუჭყიანი ბავშვებიც ბინძურ,
ჩახუთულ მაღაზიაში სულ ფეხებში ებლანდებოდნენ ხოლმე.
სწორედ ასეთი აურაცხელი, ჩვეულებრივი, შემთხვევითი და
შეუმჩნეველი ამბებით იქმნება ცხოვრების ქსელი. მნიშვნელობა
არა აქვს, დილით ნიუ-იორკში გავიღვიძებთ თუ პროვინციული
ქალაქის წყვდიადში დავწვებით დასაძინებლად, ან თუ მშფოთ-
ვარე შუადღის მტვრიან, ნაცნობ ქუჩებში დავეხეტებით და
თვალს ვუსწორებთ ჩვენი დროის შუქს, სამყარო არ იცვლება.
ბოროტებაც მარადიულია და სიკეთეც. მხოლოდ ადამიანს შეუძ-
ლია, ეს ორი რამ გაიგოს, არადა თავად როგორი პატარაა.
რა არის ადამიანი?
თავდაპირველად ბავშვია, სუსტი ძვლები აქვს, ფეხზე ვერ
დგება, ქვეშ ისვრის, ხან კივის, ხან იცინის, მთვარეს შესტირის,
მაგრამ დედის ძუძუს დანახვაზე ჩუმდება; სძინავს, ჭამს, ყვირის,
იცინის, გაუმაძღარია, იდიოტი, თავისი ცერის მღეჭველი; პატა-
რა ნაზი არსება, რომელიც იდორბლება და ცეცხლისკენ იწევს,
მაგრამ ყველას უყვარს.
მერე ყმაწვილია, ძმაკაცებთან უხეშობს და დიდ გულზეა,
ოღონდ სიბნელის ეშინია; სუსტს ჩაგრავს და ღონიერებსერიდე-
ბა; აღმერთებს ძალას და სისასტიკეს, უყვარს ომის ისტორიები,
როცა ძალადობის და უბედურების მსხვერპლი თვითონ არ
არის, უერთდება ჯგუფს, რადგან არ უყვარს სიმარტოვე; მისი
გმირები ხდებიან ჯარისკაცები, მეზღვაურები, მოკრივეები, ფეხ-
ბურთელები, კოვბოები, თოფიანი კაცები და გამომძიებლები;
მოკვდება და მაინც აჯობებს მეგობარს, სულ გამარჯვება სწყუ-
რია, კუნთებს ისინჯავს, თავის გამარჯვებებზე ჰყვება, დამარცხე-
ბებზე არასდროს.

516
მერე ახალგაზრდა კაცია, გოგოებს დასდევს, ბიჭებთან თავი
მოაქვს, ასობით მყავს შეცდენილიო, არადა სახე მუწუკებით
აქვს მოფენილი; იწყებს ჩაცმაზე და ვარცხნილობაზე ფიქრს, იპ-
რანჭება, სიგარეტს დაბნეულად ეწევა, რომანებს კითხულობს
და ჩუმად ლექსებს წერს. მისთვის სამყარო წყვილი ბაყვი და ძუ-
ძუა; გაიგო, რა არის სიძულვილი, სიყვარული და შური; სულე-
ლი და მხდალია, ვერ იტანს მარტო ყოფნას; ის ცხოვრობს
ბრბოში, ფიქრობს, როგორც ბრბო, ეშინია, მეგობრებისგან არ
გამოარჩიონ ექსცენტრულობის გამო. წევრიანდება კლუბებში
და ეშინია, არ დასცინონ; სულ შეწუხებული და უბედურია. ერთი
დიდი ნაკლი აქვს, ყეყეჩია.
მერე კაცია: საქმიანი, გეგმებით და მოსაზრებებით სავსე. მუ-
შაობს. შვილები შეეძინება, ყიდულობს და ყიდის მარადიული
მიწის პატარა ნაგლეჯებს, უპირისპირდება მეტოქეებს, უხარია,
როცა სხვას ჭკუაში ატყუებს. უაზროდ ფლანგავს წლებს; აკვნი-
დან სამარემდე ვერ ნახულობს მზეს, მთვარეს და ვარსკვლა-
ვებს; ვერ ხვდება, რომ ზღვა და მიწა მარადიულია; მომავალზე
უყვარს საუბარი და როგორც კი მომავალი დადგება, იმასაც
გაფლანგავს. თუ გაუმართლა, ფულს გადაინახავს. ბოლოს მსუ-
ქანი საფულით ლაქიებს ყიდულობს და იმათ მიჰყავთ იქ, სადაც
თავისი კანჭები ვერ მიიყვანენ; ოქროსფერ ღვინოს და საუკეთე-
სო კერძებს უშვებს საცოდავ მუცელში, რომელსაც აღარ შია;
უსიცოცხლო თვალებით ათვალიერებს უცხო მიწებს, ბავშვობა-
ში მათ წარმოდგენაზე გული რომ უჩქარდებოდა. ნელა კვდება,
ბევრს უხდის ექიმებს, სიცოცხლე რომ გაუხანგრძლივონ და ბო-
ლოს, განსწავლული მესაფლავეების ხელში ხვდება, გვამს სუნა-
მოს ასხურებენ, სწრაფად მიჰყავთ კატაფალკით და ისევ მიწას
უბრუნებენ.

517
ეს არის კაცი: წერს წიგნებს, ხატავს ნახატებს, ათიათასობით
ფილოსოფიას თხზავს. განსხვავებული აზრი აგიჟებს, სხვა ავტო-
რის ნამუშევარს აგინებს და დასცინის, პოულობს გზას, ჭეშმა-
რიტს მხოლოდ თავისთვის და ყველა დანარჩენს ყალბს უწო-
დებს, ჯერჯერობით თაროზე შემოწყობილი უთვალავი წიგნიდან
ვერც ერთი ვერ ასწავლის, როგორ ამოისუნთქოს მშვიდად და
კომფორტულად. სამყაროს ისტორიას წერს, ერების ბედ--
იღბალს განაგებს, ოღონდ საკუთარი ისტორია არ იცის და ვერც
საკუთარ ბედ-იღბალს განაგებს ღირსეულად და გონივრულად,
სულ რაღაც ათი წუთითაც კი.
ეს არის კაცი: მეტწილად ბინძური, საცოდავი, საზიზღარი არ-
სება, რომელიც ბერდება, თმა სცვივდება, პირიდან ცუდი სუნი
ამოსდის და გადაგვარებული ქსოვილის ფუთა ხდება, ეზიზღება
თავისი მსგავსი, იტყუება, ყველას დასცინის, შეურაცხყოფს,
კლავს ან ბრბოსთან ერთად, ან სიბნელეში, მეგობრებში ტრაბა-
ხობს, მარტო როცაა, ვირთხის სიმამაცეც კი არ გააჩნია; თანახ-
მაა წყალობაზე და ზურგში მიაწყევლის მწყალობელს; ორ გრო-
შად გაჰყიდის, ორმოც დოლარად მოკლავს, სასამართლოზე
მოთქმით იტირებს, კიდევ ერთი გაიძვერა რომ გადაარჩინოს
ციხეში ჩასმას.
ეს არის კაცი, რომელიც მეგობარს გოგოს წაართმევს, სუფ-
რის ქვეშ მასპინძლის ცოლს ფეხს წაუთათუნებს, ბოზებ-
სდაახარჯავს ავლადიდებას, შარლატანებს ქედს უხრის და არა-
ფერს აკეთებს, პოეტი რომ არ მოკვდეს. ასეთია კაცი, რომელიც
იფიცება, სილამაზისთვის მინდა ვიცოცხლოო, ხელოვნების-
თვის, სულისთვის, მაგრამ ცოცხლობს მხოლოდ მოდისთვის და
მოდასთან ერთად იცვლის მრწამსს და მოსაზრებას. ასეთია კა-
ცი, დიდი მეომარი, ჩამოკიდებული ღიპით, დიდი რომანტიკოსი,

518
მაგრამ უნაყოფო, მარადიული გაიძვერა, რომელიც მარადიულ
სულელებს სანსლავს, ცხოველებში ყველაზე მშვენიერი, რომე-
ლიც ტვინს იმისთვის იყენებს, რომ თავისი მყრალი სული
შეასუნთქოს ხარს, მელას, ძაღლს, ვეფხვს და თხას.
დიახ, ასეთია კაცი და რაც არ უნდა თქვა, იმაზე კიდევ უარე-
სია, რადგან მის უხამსობას, სიმდაბლეს, ავხორცობას, სისასტი-
კეს და გამყიდველობას არა აქვს საზღვარი. მისი ცხოვრება სავ-
სეა ტანჯვით და წვალებით, დღეები მილიონობით იდიოტურ გან-
მეორებაში გადის – სახიფათო ქუჩას ადი-ჩაუდის, ოფლად იღ-
ვრება ან იყინება, უსარგებლო საქმეებზე ცდება, წელებზე ფეხს
იდგამს, ცუდი საჭმელი რომ იყიდოს, ჭამს ცუდ საჭმელს, რომ
ისევ წელებზე ფეხი დაიდგას და ტანჯვით დაიცალოს. ის მორ-
ყეული სახლის ბინადარია, ვერ ივიწყებს თავისი მშფოთვარე
ხორცის მწარე სიმძიმეს, სხეულის ათასობით დაავადებას და
ჯავრს, მოსალოდნელი სიკვდილის კოშმარს. ასეთია კაცი, რო-
მელიც თუ შეძლებს, მთელი თავისი განვლილი ცხოვრებიდან
ათი ოქროს, ბედნიერი წუთი გაიხსენოს, ათი წუთი უდარდელო-
ბის, ტკივილი რომ არ ახლდეს თან, მაშინ მას შესწევს ძალა, ბო-
ლო ამოსუნთქვამდე თქვას: მე ვიცხოვრე და შევიცანი დიდება!
ასეთია კაცი, რომელსაც ღმერთმა უწყის, რისთვის სურს
ცხოვრება. სიცოცხლის ერთ მესამედს ძილში ატარებს, მეორე
მესამედს – მძიმე შრომაში; მეექვსედს – მისვლა-მოსვლაში, ქუ-
ჩაში ხეტიალში და მუჯლუგუნის კვრაში. რაღა რჩება ტრაგიკუ-
ლი ვარსკვლავის დასანახად? რაღა რჩება, მარადიულ მიწას
რომ ჩახედოს? რაღა რჩება, დიდებას რომ ეზიაროს ან დიდებუ-
ლი სიმღერა დაწეროს? მხოლოდ რამდენიმე წუთს თუ გამოს-
ტყუებს ცხოვრებას.

519
ასე რომ, კაცი დროის ჩრჩილია, ხანმოკლე, დათვლილი
საათების მსხვერპლი, ფუჭი და უნაყოფო არსება. მაგრამ ღმერ-
თებს რომ შეეძლოთ უკაცრიელ მიწაზე ჩამოსვლა, რომ ენახათ
ადამიანის მიერ განადგურებული ქალაქები, მხოლოდ რამდენი-
მე ამონაკაწრი რომ იქნებოდა შერჩენილი დამტვრეულ ფილებ-
ზე და უდაბნოს ქვიშაში ერთი დაჟანგული ბორბალი რომ ეგდე-
ბოდა, მათი გულიდან ამოხეთქავდა ეს სიტყვები: მას უცხოვრია,
ის აქ ყოფილა!
ახლა ვნახოთ, რას საქმიანობდა ადამიანი:
მას სჭირდებოდა ენა, პური რომ ეთხოვა – და მოევლინა
ქრისტე! მას სჭირდებოდა სიმღერა, რომ ემღერა ომზე – და მო-
ევლინა ჰომეროსი! მას სჭირდებოდა სიტყვები, მტრები რომ და-
ეწყევლა – და მოევლინნენ დანტე, ვოლტერი და სვიფტი! მას
სჭირდებოდა ტანსაცმელი, საცოდავი, უთმო სხეულის დასაფა-
რად – და მოქსოვა მანტია სოლომონისთვის, სამოსელი დიდი
მეფეებისთვის, ფარჩა ახალგაზრდა რაინდებისთვის! მას სჭირ-
დებოდა კედლები და სახურავი, თავის შესაფარებლად – და
ააშენა ბლუა! მას სჭირდებოდა ტაძარი, თავისი ღმერთის გული
რომ მოეგო და ააშენა შარტრის ტაძარი და ვესტმინსტერის
სააბატო! დაიბადა, რომ ეხოხა, ამიტომ ბორბალი მოიგონა და
დიდი მატარებლები გრუხუნით გაუშვა ლიანდაგზე, ცაში – დიდი
ფრთები, ბრაზიან ზღვაში – დიდი გემები!
შავმა ჭირმა შემუსრა, სასტიკმა ომებმა საუკეთესო შვილები
წაართვა, მაგრამ ვერც ხანძარი, ვერც წარღვნა და ვერც შიმში-
ლი ვერ მოერია. არა, ვერც ულმობელმა საფლავმა მოუღო ბო-
ლო, მისი ახალი შვილები ყვირილით მოხტოდნენ მომაკვდავი
საშოდან. ფაფრიანი ბიზონი, მეხივით მრისხანე, პრერიებში
მოკვდა; უხსოვარი დროის ზღაპრული მამონტები უგრძნობი,

520
უსიცოცხლო თიხის შრედ იქცნენ; ავაზებმა ჭკუა ისწავლეს და
ფრთხილად დადიან მაღალ ბალახში; ადამიანი კი უაზრო ნიჰი-
ლიზმის შუაგულში ატარებს ცხოვრებას.
არსებობს ერთადერთი რწმენა, ერთადერთი მრწამსი, მასშია
ადამიანის დიდება, ტრიუმფი და უკვდავება. ადამიანს უყვარს
სიცოცხლე და სიცოცხლე რომ უყვარს, სიკვდილი ეჯავრება,
ამიტომ არის ის დიადი და ლამაზი და მისი სილამაზე მარა-
დიული. ადამიანი ცხოვრობს შიშში, ტანჯვაში, უსასრულო აურ-
ზაურში, მაგრამ ყოველ ამოსუნთქვაზე დაჭრილი ფილტვიდან
სისხლს რომ ანთხევდეს, მაინც უკანასკნელ წუთამდე მთელი
გულით ეყვარება სიცოცხლე. სასიკვდილო სარეცელზე თვალე-
ბი უელვარებს, ძველი სურვილი კიდევ უფრო თვალისმომჭრე-
ლად ბრწყინავს – მძიმე და უაზრო ტანჯვას გაუძლო და მაინც
ვერ ელევა სიცოცხლეს.
როგორ შეიძლება, ეს არსება გეზიზღებოდეს. ისე ძლიერ
სწამდა სიცოცხლის, ამ საცოდავმა სიყვარული მოიგონა. და თა-
ვის საუკეთესო გამოვლინებაში, ადამიანი არის კიდეც სიყვარუ-
ლი. მის გარეშე სიყვარული არ იარსებებდა და არც ლტოლვა
და არც სურვილი.
მოკლედ, ეს არის ადამიანი – თავისი საუკეთესო და უარესი
მხარეებით – განლევს ცხოვრებას ეს სუსტი, პატარა არსება და
მოკვდება, როგორც ყველა სხვა ცხოველი, აღარავის ემახსოვ-
რება. და მაინც, ის უკვდავია, რადგან სიკეთე, რაც გაუკეთებია
და ბოროტება, რაც ჩაუდენია, მის შემდეგაც ცოცხლობს. მაშ,
როგორღა შეიძლება, ადამიანი შეეკრას სიკვდილს და სიხარბის
და სიბრმავის გამო ძმის სისხლი დაღვაროს?

521
თავი ოცდამერვე

ფოქსი

მთელი ის სასოწარკვეთილი წლები, ჯორჯი ბრუკლინში რომ


ცხოვრობდა და მუშაობდა, ერთადერთი მეგობარი, ვინც ასულ-
დგმულებდა, მისი რედაქტორი, ფოქსი იყო. დიდ დროს ატარებ-
დნენ ერთად უსასრულო საუბარში, ისე ავსებდნენ ერთმანეთს
და ისე თავისუფლად ლაპარაკობდნენ, როგორც ახლო მეგობ-
რები და ეს მეგობრობა უამრავ საერთო ინტერესს ეფუძნებოდა,
ერთმანეთი მოსწონდათ, აფასებდნენ და იმდენად დიდ პატივს
სცემდნენ, რომ შეეძლოთ, მოურიდებლად გამოეთქვათ გან-
სხვავებული აზრი ამა თუ იმ საკითხზე. ასეთი მეგობრობა მხო-
ლოდ ორ კაცს შორის არსებობს. არ უშლის ხელს მესაკუთრის
ინსტინქტი, რაც ყოველთვის ემუქრება კაცის და ქალის ურთი-
ერთობას, არ არის ჩართული ფიზიკური თუ ემოციური ელემენ-
ტი, ბუნებას რომ ემსახურება და საბოლოოდ მათ აკავშირებს,
მაგრამ ამასთანავე, ძვირფას სურვილს ვალდებულებებით, მო-
ვალეობით და წესრიგით ბოჭავს.
ფოქსი მეგობარი კი არა, მამა უფრო იყო ჯორჯისთვის. მეტის-
მეტად ემოციურმა და ფიცხმა სამხრეთელმა, ჯორჯმა, მამა დიდი
ხნით ადრე დაკარგა, ვიდრე მას ფოქსი შეუცვლიდა. თავშეკავე-
ბულ, ჩრდილოელ, ხუთი ქალიშვილის მამას, ედვარდსს კი, ოჯა-
ხის და მემკვიდრეობის მიმართ გამძაფრებული გრძნობები რომ
ჰქონდა, ვაჟი უნდოდა და დროთა განმავლობაში, ჯორჯი შვილი-

522
ვით შეიყვარა და ისე დანათესავდნენ სულიერად, რომ თვითონ
ვერც კი ხვდებოდნენ.
როცა კი ჯორჯისთვის მარტოობა აუტანელი ხდებოდა, ფოქს
ედვარდსთან გარბოდა. როცა ეჭვები, დაბნეულობა და შფოთვა
მოეძალებოდა, რაც ხშირი იყო, როცა ცხოვრება ისე უფერულ-
დებოდა და ცარიელდებოდა, რომ ეჩვენებოდა, თითქოს ბრუკ-
ლინის გაუკაცრიელებულმა ქუჩებმა მთელი სისხლი გამოსწო-
ვა, ასეთ დროს ედვარდს მიმართავდა საშველად და ის არასო-
დეს უცრუებდა იმედს. მართალია, ედვარდსი მუდამ დაკავებუ-
ლი იყო, მაგრამ ყველა საქმეს გადადებდა და ჯორჯთან ერთად
სადმე გავიდოდა ლანჩის ან სადილის მისართმევად და მერე,
როგორც ყოველთვის მშვიდი და გამგები, მანამ ელაპარაკებო-
და, ვიდრე არ დაადგენდა, ზუსტად რა აწუხებდა ჯორჯს. საბო-
ლოოდ, ჯორჯი რაღაც სასწაულით გამოკეთდებოდა და თავდა-
ჯერებაც უბრუნდებოდა, იმიტომ, რომ ედვარდს მისი სჯეროდა.
როგორი კაცი იყო ეს დიდი რედაქტორი და მამა – ცოდვების
შემნდობი და ჭეშმარიტი მეგობარი – მშვიდი, მორცხვი,
მგრძნობიარე და მამაცი გულის პატრონი, რომელიც უცხოებს
ხშირად ექსცენტრული, ცივი და გულგრილი ყმაწვილი ეგონათ
– ის, ვისაც შთამბეჭდავი სახელი ფოქსჰოლი ერქვა, მაგრამ უბ-
რალო და მოკრძალებული ფოქსი ერჩივნა?
მძინარე ფოქსი უეშმაკობის და უმანკოების განსახიერება
იყო. ყოველთვის მარჯვენა გვერდზე ეძინა, ფეხები ოდნავ ჰქონ-
და მოკეცილი, შეტყუპებული ხელები ყურის ქვეშ ამოეწყო და
ბალიშზე ქუდი ედო. ძალიან ამაღელვებელი სანახავი იყო მძი-
ნარე ფოქსი, უკვე ორმოცდახუთი წლისა პატარა ბიჭს ჰგავდა.
არ არის ძნელი მისახვედრი, როგორც ბავშვი გაიყოლებს ხოლ-
მე ლოგინში სათამაშოს, ქუდიც იმიტომ ედო ბალიშზე და მარ-

523
თლაც ასე იყო! იფიქრებდით, რომ დაძინებული ფოქსისგან მხო-
ლოდ მარადიული ბიჭი რჩებოდა. ძილი თითქოს უკან აბრუნებ-
და ბავშვობაში, ცხოვრების არსში, თავის რკოში, რომელსაც
ინარჩუნებდა და არც არასდროს დაუკარგავს, რომელსაც დრო
და გამოცდილებები ცვლიდა, მაგრამ ძილის დროს ხელუხლებე-
ლი ბრუნდებოდა.
მაგრამ, ამავე დროს, ეშმაკუნაც იყო ეს ჩვენი ფოქსი. ო, ეშმა-
კუნა ფოქსი, მერე რომ იცოდეთ, როგორი უცოდველი ეშმაკუნა
იყო – პირდაპირი ქვეშქვეშობაში და ქვეშქვეშად პირდაპირი,
უცნაურად მიკიბ-მოკიბული ურთიერთობაში და უცნაურ მიკიბ--
მოკიბვაში ყოველთვის მართალი! მეტისმეტად პირდაპირი გახ-
ლდათ, უსამართლობა რომ ეკადრა; მეტისმეტად მშვიდი, შური
რომ გაჰკარებოდა; მეტისმეტად სამართლიანი ბრმა მოუთმენ-
ლობის გამოსავლენად; მეტისმეტად წესიერი და ძლიერი, ვინმე
რომ შესძულებოდა; მეტისმეტად ღირსეული, უკანონობა რომ
ჩაედინა; მეტისმეტად დიდსულოვანი მდაბალი ეჭვებისთვის; მე-
ტისმეტად უცოდველი, ხრიკებისთვის რომ მიემართა – და მა-
ინც, ჯერ ვერასდროს ვერავის მოეხერხებინა, ფოქსი გაეცურები-
ნა!
გამოდის, რომ ეს მარადიული ბავშვი, მარადიული დამჯერი
ბავშვი, უეშმაკო ეშმაკუნა ფოქსი, მთლად ანგელოზი არ ყოფი-
ლა და თავსაც არავის გაასულელებინებს. ყველაფერს მელაკუ-
დას ეშმაკობით აკეთებს, შუბლით კი არ შეასკდება კედელს, ჯერ
კარგად მოათვალიერებს სამალავიდან და კედელ-კედელ ივ-
ლის, მაძებრებს ან უკან მოიტოვებს, ან გვერდს აუვლის და და-
უძვრება, კვალს აურევს – სულაც არ უნდა, მოატყუოს, უბრა-
ლოდ, ასე გამოსდის.

524
ყველაფერს მელაკუდასავით უვლის გვერდს. არასოდეს აირ-
ჩევს ნაცნობ გზას ან გაცვეთილ მეთოდს. ხედავს: მართალია,
ბევრმა გამოიყენა, მაგრამ ის მცდარი გზა იყო და იმწამსვე მიაგ-
ნებს სწორს. არავინ იცის, ამას როგორ აკეთებს, თავადაც არ
იცის, ეს წამიერად ხდება და ძალიან მარტივად, იმიტომ, რომ ეს
თანდაყოლილი ნიჭია. ის ხომ გენიოსია.
ეს ჩვენი ფოქსი არასოდეს უკმეხი ან ახირებული არ არის და
ყოველთვის ყველაფერს ამარტივებს. თამაში იოლად მიჰყავს,
თავი არ მოაქვს; გაფიქრებინებს, რომ რასაც თავად აკეთებს,
სხვაც ადვილად გააკეთებდა. ყველა მოთამაშეზე უკეთ თამა-
შობს, ოღონდ ამას ვერავინ ამჩნევს. მისი სტილი არასოდეს არ
არის გაპრანჭული, გეგონება, სულაც არ ჰქონდეს სტილი; როცა
რაღაცას მიზანში იღებს, მაყურებელს სუნთქვა კი არ ეკვრის,
ვერც კი ამჩნევს, მიზანში რომ ამოიღო რაღაც, მაგრამ არას-
დროს აცილებს. სხვები მთელ ცხოვრებას ანდომებენ, მიზანში
სროლა რომ ისწავლონ, ფორმას არჩევენ, ყველაფერს წინას-
წარ გათვლიან, სუნთქვაშეკრულ ხალხს ნიშანს აძლევენ – აი,
ჩვენ ვუმიზნებთ! – ასე ამბობენ და მერე შეუცდომელი მანერით
და ყველა წესის გათვალისწინებით დაუმიზნებენ და ააცილებენ!
ფოქსი კი გეგონება, არც არასდროს უმიზნებს, მაგრამ არც
არასდროს აცდენს მიზანს. რატომ? ასეთი დაიბადა – იღბლიანი,
გენიოსი, უცოდველი და უბრალო და ცოტა ეშმაკუნა!
– და ეს, ეს ეშმაკი ფოქსი! – იტყვიან ისინი, ვინც უმიზნებდნენ
და ააცილეს, – წყეული ეშმაკი, ქვეშქვეშა ფოქსი! – ყვირიან და
კბილებს აკრაჭუნებენ, – არ მოგატყუოთ მისმა გარეგნობამ, ის
ცბიერი კაცია! არ ენდოთ ამ კაცს, ის ისეთი მორცხვი, უცოდვე-
ლი და დაბნეულია, მაგრამ მიზანს არასოდეს აცილებს!

525
– კი მაგრამ, როგორ, – ისინი, ვინც უმიზნებდნენ და ააცი-
ლეს, მუდარით ეკითხებიან ერთმანეთს გაბრაზებულები, – რო-
გორ ახერხებს ამას? რით არის განსაკუთრებული? ერთი შეხედ-
ვით, დიდი ვერაფერია, დალაპარაკებაც არ მოგინდება, არსად
არ დადის, ვერც მიღებებზე ნახავ, ვერც წვეულებებზე და გასარ-
თობ ადგილებში, არ აქვს სურვილი, ხალხი გაიცნოს ან დაელა-
პარაკოს. საერთოდ, სიტყვას ძლივს ამოგლეჯ!.. რა იმალება ამ
კაცში? საიდან მოსდევს ეს ნიჭი? იღბალია თუ შემთხვევითობა?
რაღაც საიდუმლოებით მოცულს ჰგავს...
– ჩემი თეორია ასეთია... – თქვა ერთმა.
შეჯგუფდნენ და ჩურჩულებდნენ.
– არა! – იყვირა მეორემ, – არ ხართ მართალი. მე გეტყვით,
რას აკეთებს...
მერე ისევ ჩურჩულებენ, კამათობენ და ერთმანეთის აზრს არ
ეთანხმებიან, უფრო და უფრო იბნევიან, ძალაგამოცლილები და
გაცეცხლებულები.
– ფუი! – იყვირებს ერთი, – როგორ ახერხებს? ყოველთვის
რატომ უნდა შერჩეს? თითქოს დიდი ტვინის პატრონი იყოს, არა-
და არც იმდენი ცოდნა აქვს და არც იმდენი გამოცდილება. ჩვენ-
სავით სხვებს მახეს კი არ უგებს, ვითომც არ იცის, რა ხდება და
მაინც...
– უბრალოდ, სნობია, – ჩაიღრენს მეორე, – მეგობრულად
თუ შეხვდები, ცხვირს აგიბზუებს, თუ შეეხუმრები, ცივად შეგხე-
დავს! ხელს არ გამოგიწვდის ჩამოსართმევად, არც მხარზე წა-
მოგარტყამს, ჩვენ რომ ვიცით, ისე! ცდილობ, თავაზიანი იყო,
აჩვენო, რომ შენიანად თვლი და გგონია, რომ ისიც ასე ფიქ-
რობს – და რას აკეთებს ამ დროს? უბრალოდ, შემოგხედავს
ცალყბად გაღიმებული და ზურგს შეგაქცევს, მთელი დღე ის

526
წყეული ქუდი ახურავს სამსახურში, მგონი, ქუდით სძინავს! არა-
სოდეს შემოგთავაზებს დაჯდომას და არც გაცლის ლაპარაკის
დასრულებას, ისე წამოდგება და დაგტოვებს გაღიმებულს, წავა,
წინ და უკან ივლის... ყველას აოცებს, ვინც ხვდება... ნამდვილი
იდიოტი... მერე შემობრუნდება კაბინეტში და ისე გიყურებს,
თითქოს პირველად გხედავს... ჩამოიფხატავს ქუდს და ზურგს
შეგაქცევს... პიჯაკის საყელოს ხელებით ჩაჰფრენია... სულელუ-
რი ღიმილით იყურება ფანჯრიდან... მერე ისევ შენ შემოგხე-
დავს, ისე დაჟინებით გიყურებს, რომ შიში გიპყრობს, მაიმუნად
ხომ არ გადავიქეციო... გიყურებს, ბოლოს ვითომ გიცნობს და
გეტყვის: ო, შენ ხარ!.. გეუბნებით, სნობია, ასე ცდილობს, გაგ-
რძნობინოს, რომ შენთან საერთო არაფერი აქვს! კარგად ვიც-
ნობ, ვიცი, რა კაციც არის! ყველაზე ძველი ამერიკელია, ღმერ-
თზე ძველია, ჰგონია, მასზე კარგი მხოლოდ ღმერთია, თუმცა კი
ღმერთს ეჭვი ეპარება! არისტოკრატია, მდიდარი მამის შვილი,
ჰარვარდელი ბიჭი, ჩვენ მასთან რას მივალთ, ჩვენ ვიღაც ბიზ-
ნესმენები და ბებიტები ვართ, ამიტომ გვიყურებს ასე, ამიტომ
იღიმება ცალყბად, ზურგს გაქცევს, საყელოს ჩაბღუჯავს და პა-
სუხს არ გცემს, როცა ელაპარაკები...
– არა, – სწრაფად შეაწყვეტინებს მეორე, – ცდები. იმიტომ
იღიმება და ტრიალდება, რომ ცდილობს, კარგად გაიგონოს,
იმიტომ არ გცემს პასუხს, რომ ყრუა...
– ყრუ! – ჩაერთო კიდევ ერთი, – ჯანდაბა, ყრუ! ყრუ, რო-
გორც ფოქსი! ეს სიყრუე ტყუილია, ხრიკია! როცა უნდა, კარგად
ესმის! გეუბნებით, ეშმაკი კაცია!
– კი, ეშმაკია, – ერთხმად აღიარეს, – ცხადზე ცხადია, ეგ კა-
ცი ეშმაკია!

527
ასე ჩურჩულებდნენ, კამათობდნენ და ბოლოს რაღაცას ას-
კვნიდნენ ისინი, ვინც მიზანში ისროლეს და ვერ მოარტყეს.
ფოქსის ახლობლებს და მეგობრებს ალყაში იმწყვდევდნენ,
თაფლავდნენ და მაგარი სასმელით უმასპინძლდებოდნენ, ცდი-
ლობდნენ ფოქსის საიდუმლოებით მოცული პიროვნების გაგე-
ბას. მაგრამ ვერაფერს იგებდნენ, იმიტომ, რომ არაფერი იყო
გასაგები და განრისხებულები ისევ იქ მიდიოდნენ, საიდანაც და-
იწყეს. იღებდნენ საწყის მდგომარეობას, უმიზნებდნენ და აცდენ-
დნენ.
სულ ასე ხდება ხოლმე, აგებენ მახეებს, იმუშავებენ ტაქტი-
კას, იგონებენ ბრძნულ გეგმებს, ატარებენ მანევრებს ღამით,
როცა დიდ ფოქსს სძინავს, აღწევენ მტრის ზურგში, როცა ის ვერ
ხედავს მათ და დარწმუნებულნი არიან, საცაა გაიმარჯვებენ. გა-
ისვრიან, მაგრამ ერთმანეთს ახვედრებენ საჯდომში, ძვირფას
საცვლებს აფუჭებენ!
ამასობაში კი ფოქსს ბავშვივით ტკბილად სძინავს.
თენდება, რვა საათი ახლოვდება. როგორ აღვწეროთ გაღვი-
ძებული ფოქსი?
ეს არის ორმოცდახუთი წლის კაცი, რომელიც მართალია,
თავის ასაკზე ახალგაზრდა არ ჩანს, მაგრამ რაღაც ბავშვური
ნამდვილად აქვს. უფრო სწორად, მისი სახიდან და თვალებიდან
ბიჭი იყურება, შიგნით კი არ არის გამომწყვდეული, ჩარჩოშია
თითქოს ჩასმული. ჩარჩო წლებმა ცოტა გაცვითა, თვალის გარ-
შემო ნაოჭები დაეტყო, მაგრამ მაინც ვერაფერმა ავნო და ისე-
თია, როგორიც ყოველთვის იყო. თმა, ერთ დროს ქერა და მშვე-
ნიერი, ახლა აღარც ქერაა და აღარც მშვენიერი, საფეთქლებ-
თან შეუჭაღარავდა, მაგრამ მაინც შეატყობდით, რომ ერთ
დროს ქერა და მშვენიერი იქნებოდა. პატარა, კოხტა, ბიჭურ

528
თავზე ხშირი თმა ოდნავ შემელოტებულ შუბლზე გადაუვარ-
ცხნია, რაც ბუნებრივ მომხიბვლელობას სძენს. ღია ცისფერ
თვალებში უცნაური ბინდი უდგას, შორეულ ნაოსნობაში წასული
ჩრდილოელი მეზღვაურის თვალები აქვს, ამ თვალებში რაღაც
არის ჩაძირული, ზღვის წყალი ჩასდგომია.
გრძელი, თხელი სახე აქვს, ჯიშიანი, თაობიდან თაობას რომ
გადაეცემა, ერთდროულად მკაცრი და თბილი, გრანიტივით ამ-
ტანი, ეტყობა, ახალი ინგლისის სანაპიროდან რომ არის და უეჭ-
ველად ბაბუას ჰგავს, ახალი ინგლისის საზოგადო მოღვაწეს, ვი-
სი ბიუსტიც ახლა ბუხრის თაროდან დაჰყურებს. მაგრამ თითქოს
რაღაც დაემართა ამ სახეს, გრანიტი გარდაიქმნა: ცხოვრების
სითბომ დაარბილა და გაამდიდრა. ფოქსი სინათლეს ასხივებს,
ასხივებს სახიდან, ყოველი ჟესტიდან, ყოველი მოძრაობიდან,
რაღაც ლტოლვა, სისწრაფე, სინაზე, რაღაც არის ჩამარხული და
შენახული, ვნებით აღსავსე – შეიძლება, ეს დედისგანაა ან მა-
მისგან, ან მამის დედისგან – ის, რაც გრანიტს სითბოთი არბი-
ლებს, რაღაც, რაც მოდის პოეზიიდან, ინტუიციიდან, ნიჭიდან,
წარმოსახვიდან, შინაგანი ნათებიდან და სილამაზიდან. ეს სახე,
კოხტა თავი, მრგვალ, ძვლის ჩარჩოში ჩასმული დაბინდული
თვალები, პატრიცის ძლიერი, სწორი, ბოლოში ოდნავ კეხიანი
ცხვირი და მაძებარივით მგრძნობიარე ნესტოები, ეს სახე, თავი-
სი მშვიდი და ამაყი გამომეტყველებით, შეიძლებოდა, ვიღაც დი-
დი პოეტის ან უცნაური, ძლიერი ფრინველის სახე ყოფილიყო.
მძინარე სხეული შეინძრა, თვალი გაახილა და ყური მიუგდო,
წამოჯდა და მერე ელვის სისწრაფით წამოხტა.
– რაა? – იკითხა ფოქსმა.
ფოქსმა გაიღვიძა.
„ფოქსჰოლ მორტონ ედვარდსი“.

529
შთამბეჭდავმა სახელმა მონოტონურად გაიმღერა მის ტვინ-
ში... უეჭველად ვიღაცამ წარმოთქვა... ჯერ კიდევ ყურში ედგა...
მის ცნობიერებაში ტრიუმფალურად გაიჟღერა... ეს არ იყო სიზ-
მარი... კედლებიც გამოეხმაურნენ სევდიანად და ამაყად.
– რაა? – იყვირა ფოქსმა.
მიმოიხედა. ოთახში არავინ იყო. თავი ისე გააქნია, თითქოს
ყურიდან წყალი უნდა გადმოეღვარა. უკეთ რომ გაეგონა, მარ-
ჯვენა ყური მიუშვირა და ყურადღება დაძაბა. მერე მარჯვენა ყუ-
რი მოიჩიჩქნა, კი, ნამდვილად ასეა, ჯანმრთელ ყურში ჯერ კი-
დევ ის ხმა რეკდა.
ფოქსი დაბნეული და გაოცებული ისევ ოთახს ათვალიერებ-
და ზღვისფერი თვალებით, მაგრამ ვერაფერი შენიშნა, მხოლოდ
თავისი ქუდი ბალიშზე. – ოჰ, – თქვა და ქუდი ყურებზე ჩამოიფ-
ხატა, მერე ჩუსტებში შეყო ფეხები და პიჟამის და ქუდის ამარა
კართან მივიდა და გამოაღო.
– ვინმე არის აქ? ოჰ!
არავინ იყო, მხოლოდ მშვიდი, ვიწრო, დილის დერეფანი და
მისი ცოლის მიკეტილი კარი.
კარი დახურა, ისევ დაძაბული და გაოცებული აყურადებდა,
მარჯვენა ყური ჰქონდა მიშვერილი.
საიდან მოდიოდა ნეტა ხმა? თავისი სახელი ჯერ კიდევ ბუნ-
დოვნად ესმოდა, თითქოს სხვა უცნაურ ხმებში არეული. მაგრამ
საიდან? რომელი მხრიდან მოდიოდა ხმა? ნამდვილად გაიგონა?
ეს რაღაც გრძელი გუგუნი, ვენტილატორის ხმასავით, ქუჩიდან
ხომ არ მოისმა? ჩუმი, უკვე მიკარგული მეხის გრუხუნივით, მა-
ტარებლის ხმა ხომ არ იყო? ან იქნებ ბუზი ან კოღო ბზუოდა?
არა, შეუძლებელია; დილა იყო, გაზაფხულის დილა, მაისის.

530
ფოქსის მყუდრო ოთახში დილის ნიავი ფარდებს არხევდა. იქ
იდგა ძველი საწოლი, მხიარული ფერის დალიანდაგებული ძვე-
ლი გადასაფარებლით, ძველი კომოდი, საწოლთან პატარა მა-
გიდა, ზედ – უამრავი ხელნაწერი და წიკწიკა საათი. ნეტა, რა
მოესმა? ისევ დაძაბა ყურადღება. ბუხრის თაროზე, პირით მის-
კენ, ბაბუამისის, სენატორ უილიამ ფოქსჰოლ მორტონის ბიუსტი
შემოედგათ. ბაბუას შორსმჭვრეტელი, უსინათლო, მკაცრი და
თავდაჯერებული გამოხედვა ჰქონდა. კიდევ ორი სკამი მოხვდა
თვალში და კედელზე დაკიდებული მიქელანჯელოს ლორენცო
მედიჩის ესტამპი. შეხედა და გაეღიმა.
– ასე უნდა გამოიყურებოდეს კაცი, – თქვა ჩუმად. ახალგაზ-
რდა კეისრის ფიგურას ძლიერი მკლავები ჰქონდა, ტახტზე აჰ-
ყავდათ, საომრად იყო აღჭურვილი, იცოდა, ბედისწერა დიდ
წარმატებებს ჰპირდებოდა: ფიქრებში ქსოვდა მომავალ მოქმე-
დებებს, პოეზიას, წინდახედულობას და სიმამაცეს, კარგად
აწონ-დაწონილ გადაწყვეტილებას იღებდა – მოაზროვნე,
მეომარი, სახელმწიფო მოღვაწე და მმართველი. – აი, ასეთი უნ-
და იყოს კაცი, – გაიფიქრა ფოქსმა.
ჯერ ისევ შეფიქრიანებული ფანჯარასთან მივიდა და გარეთ
გაიხედა, ისევ პიჟამის და ქუდის ამარა იყო, პატარა ბიჭივით
დოინჯი შემოიყარა, თავი უკან გადააგდო, შეისუნთქა და ნეს-
ტოები ზიზღით შეებერა. დილის ნიავი ელამუნებოდა და გამ-
ჭვირვალე ფარდას აფრიალებდა.
გარეთაც, ქვემოთ, გარშემო – ყველგან დილა იყო, გრილი,
ოქროსფერი დილა. ფოქსი ზღვისფერი თვალებით უყურებდა
დილას, გეგონებოდა, პირველად ხედავდა. მერე თითქოს იცნო,
მაგრამ მაინც გაკვირვებული, მოკრძალებით, ჩუმად, ცოტა ჩახ-
ლეჩილი ხმით, ლამის ჩურჩულით ამბობს:

531
– ოჰ... გასაგებია.
მიტრიალდება და სააბაზანოში შედის, ისევ შეფიქრიანებული
სევდიანად აკვირდება თავის თავს, ზღვისფერი ინტერესით,
სწავლობს სახის ნაკვთებს, წრეებს თვალების გარშემო, ხედავს,
ბიჭი-ფოქსი უყურებს სევდიანად და ახსენდება: ბიჭი-ფოქსი
ყურშა იყო და ორმოცი წლის წინ სკოლაში დასცინოდნენ, ამი-
ტომ ქუდს კიდევ უფრო ჩამოიფხატავს – წაწვეტებული ყური და-
მალოს!
რამდენიმე წუთი ასე სწავლობს თავის თავს, საბოლოოდ ად-
გენს, რომ ნამდვილად თვითონაა და ისევ შეფიქრიანებული,
მაგრამ ბედს შეგუებული ამბობს:
– ოჰ... გასაგებია.
ონკანს მოუშვებს და ორთქლიანი ნაკადი შიშინით გად-
მოედინება. აპირებს შხაპის ქვეშ დადგომას, მაგრამ ახლაღა ამ-
ჩნევს, რომ პიჟამა აცვია, რაღაცას ჩაიდუდღუნებს და იხდის.
გახდილი, დედიშობილა, ქუდით თავზე დგება შხაპის ქვეშ. ახ-
სენდება, ქუდი რომ ახურავს და იძულებულია, აღიაროს საკუთა-
რი უგუნურობა, გაბრაზებული თითებს გაატკაცუნებს და გაღი-
ზიანებული და ბედს შეგუებული ჩუმად იტყვის:
– მაშ კარგი!
ცდილობს ქუდის მოხდას, მაგრამ ისე მაგრად აქვს ჩამოფხა-
ტული, ორივე ხელით ებრძვის და როცა საბოლოოდ მოიხდის,
იქვე ახლოს საკიდზე უხალისოდ კიდებს, ერთხანს ყოყმანით
უყურებს, თითქოს ვერ ელევა და მერე, ისევ შეფიქრიანებული,
ისეთი ცხელი წყლის ქვეშ დგება, კვერცხი მოიხარშება!
როგორც იქნა, გამოერკვევა, შეგიძლიათ დამიჯეროთ, ჩემო
შეშლილო ბატონებო, მკვირცხლად გადმოხტება აბაზანიდან და
იყვირებს: „ჯანდაბა!“ ორთქლი ასდის და ცეკვავს და ყვირის:

532
„ჯანდაბა!“ მერე წყალს ანელებს და ბოლოს და ბოლოს გაუთვა-
ლისწინებელი დაბრკოლებების გარეშე ბანაობს.
იბანავა, თმა გადაივარცხნა კოხტა თავზე და იმწამსვე ქუდი
დაიხურა. კბილები გაიხეხა, გაიპარსა და დედიშობილა, თავზე
ქუდით, კიბეზე აპირებს ჩასვლას, ახსენდება, რომ უნდა ჩაიცვას
– ოჰ! – აქეთ-იქით იხედება და დაინახავს, წინადღით ქალებს
ტანსაცმელი აკურატულად გადაუკიდიათ სკამზე – სუფთა წინ-
დები, საცვალი, პერანგი, პიჯაკი და ფეხსაცმელი. ფოქსმა არა-
სოდეს არ იცის, საიდან ჩნდება ხოლმე ეს ტანსაცმელი და ყო-
ველთვის უკვირს. ისევ ამბობს – ოჰ! – იცვამს ტანზე და მისდა
გასაოცრად, ტანსაცმელი კარგად ერგება.
მართლაც ლამაზად აზის ტანზე. მას ხომ ყველაფერი უხდება.
არასოდეს არ იცის, რა აცვია, მაგრამ ტომარა რომ ჩამოიცვას,
ან სუდარაში გაეხვიოს, ან აფრაში, ყველაფერი მოუხდება, მა-
ინც ელეგანტური იქნება. იფიქრებ, ტანზე შეზრდიაო: რაც არ უნ-
და ეცვას ფოქსს, ყველაფერს მისი მომხიბვლელობა, ღირსება
და ძალდაუტანებელი ბუნებრიობა გადაეცემა. არ ვარჯიშობს,
მაგრამ არც სჭირდება: ფეხით სიარული უყვარს, თამაშები –
ნაკლებად და არ თამაშობს; ბიჭის ტანი აქვს, როგორიც ოცი
წლის წინ ჰქონდა, ზუსტად ისეთი, არც მუცელი ეტყობა, არც
არაფერი.
უკვე ჩაცმულია, ჰალსტუხიღა აკლია, იღებს ჰალსტუხს,
მოულოდნელად შენიშნავს, რომ მეტისმეტად მხიარული ცისფე-
რი კოპლები აქვს, ნესტოები ზიზღით შეებერება, გადააგდებს და
ერთ, მაგრამ მრავლისმთქმელ სიტყვას ამბობს:
– ქალები!
მერე კარადაში საკიდზე დაბნეული არჩევს ჰალსტუხს, მოკ-
რძალებულ ნაცრისფერს ჩამოხსნის და იკეთებს. ახლა უკვე შე-

533
მოსილი, იღებს ხელნაწერს, პენსნეს, აღებს კარს და ვიწრო დე-
რეფანს გაუყვება.
ცოლის ოთახის კარი მიხურულია, იქ ჯერ სძინავთ, ჰაერი ნა-
ზი სუნამოს სურნელითაა გაჟღენთილი. ფოქსი ღრმად შეისუნ-
თქავს, თავს უკან გადაიქნევს, მის მზერაში ერთმანეთს შერევია
სიბრალული, ზიზღი, თანაგრძნობა, სიყვარული და შემგუებლო-
ბა. მერე თავს დახრის, თითქოს მტკიცე გადაწყვეტილება
მიიღოო და იტყვის:
– ქალები!
უკვე დახვეული კიბით ეშვება, ცალი ხელით პიჯაკის საყელო
ჩაუბღუჯავს, მეორით – ხელნაწერი. მესამე სართულზეც ვიწრო
დერეფანია და სამი ოთახი, სადაც მის ხუთ ქალიშვილს ჯერ კი-
დევ სძინავს...
მართას კარს მიაშტერდება, ის ოცი წლისაა, ის...
– ქალები!
გვერდით ოთახში თვრამეტი წლის ელეონორს და თექვსმეტი
წლის ამელიას სძინავთ, მაგრამ...
– ქალები!
ბოლოს ნაზი გულისწყრომით და შეუმჩნეველი ღიმილით სა-
ხეზე, უმცროსების ოთახს მიადგა, თოთხმეტი წლის რუთის და
სულ რაღაც შვიდი წლის ენის, მაგრამ...
– ქალები!
შეისუნთქავს ქალების სურნელით გაჟღენთილ ჰაერს და
მეორე სართულზე ჩადის, ზიზღით მოავლებს თვალს სასტუმრო
ოთახს...
– ქალები!
ხალიჩები აკეცილია და დილის შუქი მოშიშვლებულ იატაკს
ეცემა. სკამებს და დივანს გადასაკრავი გადამძვრალი აქვს და

534
სატენიც ამოცლილია. კედლები, გუშინ ყავისფერი რომ იყო, ამ
დილით ცისფერია. მთელ ოთახში საღებავით სავსე ქილები აწ-
ყვია. თარო გაუცლიათ, ყველა წიგნი გატანილია. ინტერიერის
დეკორატორები გამალებით მუშაობენ, იმიტომ, რომ...
– ქალები!
ზიზღით შეისუნთქავს საღებავის სუნს, ოთახს გადაჭრის, დახ-
ვეულ კიბეს აუყვება, რომელიც ასევე ღია ცისფრად არის შეღე-
ბილი, ტერასაზე გადის და ხედავს სარწეველა სავარძლებს, მა-
გიდებს, ხასხასა, ზოლიან ტენტებს და საფერფლეში რამდენიმე
ნამწვს, პომადის გამყიდველი კვალით:
– ქალები!
სახლის უკან რომ ბაღია, თერთლ ბეიზე გადის და ნაზი სიმ-
წვანე რომანტიკულ იერს აძლევს, ჩიტების ჟღურტული და უჩი-
ნარი ზღვის შხეფების ხმა ისმის – ელფების ცოცხალი სას-
წაულია, გიგანტური ქალაქის გულში ჩასმული, მოპირდაპირე
მხარეს კი საშინელი, დაკლაკნილი კვამლის მძიმე ფარდასა-
ვით, ცამდე აწოწილი კოშკების მასივი მოჩანს.
ფოქსი ხარბად შეისუნთქავს მწვანე დილის სურნელს, ზღვის-
ფერ თვალებში გაკვირვება და გაუცხოება უდგას, მაგრამ თან
მოსწონს კიდეც. რაღაც ეხება ფეხზე, რაღაც მოუსვენარი არსება
და ფოქსს სახე ეცვლება. ფრანგულ პუდელს მელანქოლიურ და
მავედრებელ თვალებში ჩახედავს. კარგად აკვირდება, როგორ
უცნაურად დაუჯიჯგნიათ საწყალი – ფუმფულა ხუჭუჭა ბეწვი მხო-
ლოდ მხრებზე, კისერზე და თავზე დაუტოვებიათ, კუდზეც ფუმ-
ფულა ბურთი აზის, ფერდები ტიტველი აქვს, ფეხები მაღალი და
გაჩხინკული – ნახევრად ჩაცმული ქალი, სადაც საჭიროა, იქ
ბეწვი არ უჩანს – ძაღლსაც არ ჰგავს, ძაღლის გაფრანგებული

535
პაროდიაა, სულელური მოდის, პრანჭიობის და უპასუხისმგებ-
ლობის აბსურდული კარიკატურა...
– ქალები!
გაბრაზებული მიტრიალდება, ტერასას ტოვებს, ისევ სასტუმ-
რო ოთახში ჩადის, გზას გაიგნებს გამოშიგნულ ავეჯს შორის და
კიბით ქვედა სართულზე ეშვება.
– ეს რაღაა?
შემოსასვლელში თვალისმომჭრელი ჟოლოსფერი ხალიჩა
აგია, რომელიც გუშინ მწვანე იყო, დღეს კედლები კრემისფრა-
დაა შეღებილი, ერთი გაუბურღავთ და დიდი სარკის დაკიდებას
აპირებენ, რომელიც გუშინ არ ყოფილა.
ფოქსი გადალახავს ვიწრო დერეფანს, ჩაუვლის სამზა-
რეულოს და გარდერობს, სადაც ასევე ახალი საღებავის სუნი
დგას და აღმოჩნდება პატარა ოთახში, რომელსაც ადრე არ იყე-
ნებდნენ.
– ღმერთო ჩემო, ეს რაღაა?
გამოუყენებელი ოთახი ფოქსის „მყუდრო კაბინეტად“ გადა-
კეთდა (ფოქსს არ სჭირდება „მყუდრო კაბინეტი“, საერთოდ არ
სჭირდება კაბინეტი!). კედლები გადაღებეს, თაროები ჩააშენეს,
ლამპა და სავარძელიც დაუდგეს. მისი საყვარელი წიგნები
(ფოქსი ოხრავს) ზედა სართულიდან ჩამოუტანიათ, რომ ვერა-
სოდეს მიაგნოს.
დაბალ თაღს თავს მიარტყამს, ისევ გადალახავს დერეფანს
და ისევ სასტუმრო ოთახში აღმოჩნდება. გრძელი მაგიდის თავ-
ში ჯდება (ექვს ქალს ხომ გრძელი მაგიდა სჭირდება), უყურებს
ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქას თავისი თეფშის წინ, მაგრამ
არ ინძრევა. ზის და მშვიდი და დათრგუნვილი ელოდება.

536
შემოდის პორცია, პუტკუნა მულატი, ასე ორმოცდაათს უკაკუ-
ნებს, ოდნავ მოყვითალო ფერი გადაჰკრავს, თითქმის თეთრკა-
ნიანია. შემოდის, ჩერდება, გაქვავებული უყურებს ფოქსს და მე-
რე ნაზად ჩაიხითხითებს. ფოქსი ნელა მიბრუნდება მისკენ, პიჯა-
კის საყელო ჩაუბღუჯავს და გაოცებული აშტერდება. პორცია
მორცხვად დახრის თვალებს, ხითხითებს და მსუქან ტუჩებზე კო-
ტიტა თითებს მიიფარებს. ფოქსი დაჟინებით უყურებს, მერე
უიმედოდ ეტყვის, სამარიდან ამოსული ხმით:
– ხილის სალათი.
და პორცია შეშფოთებული ეკითხება:
– რატომ არ დალიეთ ფორთოხლის წვენი, მისტა ედვარდს?
არ მოგეწონათ?
– ხილის სალათი.
– რატომ ჭამთ ყოველდღე ხილის სალათს, მისტა ედვარდს?
რად გინდათ ეს კონსერვები, როცა ეგეთი კარგი წვენია?
– ხილის სალათი, – ექოსავით იმეორებს ფოქსი, მაგრამ უკ-
ვე ეტყობა, რომ ნებდება.
პორცია პროტესტის ნიშნად ტოვებს ოთახს, მაგრამ მალე შე-
მოაქვს ხილის სალათი და წინ უდგამს. ფოქსი ჭამს, პორციას
ახედავს და ისევ უიმედოდ, მორჩილად, ხმადაბლა ეტყვის:
– სულ ესაა?
– რატომ, მისტა ედვარდს, თუ მეტყვით, რასაც გინდათ, მო-
გიტანთ. ჩვენ ხომ არ ვიცით, რას მოინდომებთ. გასულ თვეში
სულ თევზს ითხოვდით, გინდათ თევზი?
– ციცრის მკერდი.
– საუზმეზე ციცრის მკერდი?
– დიახ, – თქვა ფოქსმა მშვიდად და დაჟინებით.

537
– კი მაგრამ, – შეეპასუხა პორცია, – ხომ იცით, რომ არ გინ-
დათ ციცრის მკერდი.
– დიახ, – ფოქსის ხმაში უიმედობა ისმის, – მინდა, – და
ზღვისფერი თვალებით ისე მიაშტერდა, ამაყი და ცინიკური,
ენაწყლიანი და მომთმენი, ყველაფრის ამტანი, თითქოს უნდა
ეთქვა: „კაცი ქალისგან ჩნდება და ჩნდება წუხილისთვის“.
– კი მაგრამ, მისტა ედვარდს, – ენა მოუჩლიქა პორციამ, –
ციცრის მკერდს ხომ არ ჭამენ საუზმეზე, ჭამენ კუერცხს და ბე-
კონს, რაღაც ეგეთებს.
ფოქსი თვალს არ აცილებს.
– მ-მ-მ-მაგრამ, მისტა ედვარდს, – ენა დაება პორციას და ამ-
ჯერად სრულიად უძლური ჩანდა, – ჩვენ არ გვაქვს ციცრის
მკერდი.
– გუშინ გვქონდა.
– დიახ, დიახ, სერ! – ლამის აცრემლებული დაეთანხმა, –
მაგრამ გათავდა! ჩვენ შევჭამეთ... თანაც ორი კვირა ჭამდით და
მისის ედვარდსმა გვითხრა, კმარაო, ბავშვებს მობეზრდათო,
რამე სხვა იყიდეო... ადრე რომ გეთქვათ, დაგახვედრებდით...
მაგრამ რო არ გითქვამთ... მისტა ედვარდს, – ცოტა აკლდა, ტი-
რილი წასკდომოდა, – არ გვეუბნებით, რა გინდათ... ამიტომ არ
ვიცით... ხან ქათმის პიურე მოინდომეთ... ხან ვირთევზას გუფ-
თა... ახლა ციცრის მკერდი... არ გვაქვს, მისტა ედვარდს. არ
გვეუბნებით, რა გინდათ. კუერცხი და ბეკონი არის...
– კარგი, მომიტანე, რაც არის.
მიტრიალდა მშვიდი ზიზღით აღსავსე, ყველაფრის ამტანი და
უიმედო და „კუერცხიც“ მალე მიართვეს. ფოქსმა სიამოვნებით
შეჭამა კვერცხი, შემწვარი პურის სამი კარაქიანი ნაჭერიც
მიაყოლა და სამი ჭიქა მაგარი ყავაც დალია.

538
ზუსტად ცხრის ნახევარზე ოთახში რაღაც, მზის სხივივით უჩუ-
მარი და სწრაფი შემოვიდა. ეს თოთხმეტი წლის ბავშვი იყო,
უსაყვარლესი არსება, ფოქსის მეოთხე ქალიშვილი, სახელად
რუთი. ნამდვილი ფოქსის მინიატურა გახლდათ: პაწაწინა, ჩიტი-
ვით გრაციოზული, ფოქსივით პატარა, კოხტა თავი ჰქონდა, მუქი
ქერა თმა აკურატულად გადაევარცხნა, სპილოსძვლისფერი სა-
ხე გამჭვირვალე გეგონებოდა, დახვეწილი, თითქოს ქამეოზე
ამოკვეთილი ნაკვთები და გამომეტყველება ფოქსის ჰქონდა,
ოღონდ ქალურად გადასხვაფერებული.
ეს პატარა გოგო ძალიან მორცხვი იყო, შემაშფოთებლად
მორცხვი. სუნთქვაშეკრული შევიდა ოთახში, უჩუმრად, გულ-
დამძიმებული, თავი ჩაექინდრა, ხელები უღონოდ ჩამოეშვა და
იატაკს მიშტერებოდა. ეტყობოდა, მამის გვერდით ჩავლა და
მასთან გამოლაპარაკება მტკივნეული იყო; ამიტომ ჩუმად მი-
დიოდა, იმედოვნებდა, რომ მამა ვერ შენიშნავდა. თავი არ აუწე-
ვია, ისე თქვა:
– დილა მშვიდობისა, მამა.
მოკრძალებული, სუსტი ხმა ამოუშვა და ის იყო თავის ად-
გილზე უნდა მოკალათებულიყო, რომ ფოქსი შეკრთა, წამოხტა,
მასთან მიირბინა, ხელები მოხვია და აკოცა. გოგომაც ჩიტივით
სწრაფად აკოცა, ისე, რომ იატაკისთვის თვალი არ მოუშორებია.
ფოქსს სახე სიყვარულით გაუნათდა და დაბალი, ცოტა ჩახ-
ლეჩილი ხმით უთხრა:
– დილა მშვიდობისა, საყვარელო.
სასოწარკვეთილი რუთი ცდილობდა, თავი დაეღწია, არადა
აშკარად ეტყობოდა, მამა უყვარდა. ჩაქუჩივით უბაგუნებდა გუ-
ლი, თვალებს აცეცებდა შეძრწუნებული ბარტყივით, ნატრობდა,
გაუჩინარებულიყო, ჩრდილად ქცეულიყო, მნიშვნელობა არ

539
ჰქონდა, რად, ოღონდ არავის შეემჩნია, არავის შეეხედა და რაც
მთავარია, არავინ დალაპარაკებოდა. ასე ფართხალებდა მახეში
გაბმული მტრედივით, ძალიან მტკივნეული იყო მისი ტანჯვის
ყურება, შეგეშინდებოდა, რამე გეღონა, კიდევ უფრო მეტად რომ
არ გაგემძაფრებინა ამ დამფრთხალი ბავშვის სასოწარკვეთილი
სიმორცხვე და შეცბუნება.
გოგონა თავის დაღწევას ცდილობდა, ფოქსი კი უფრო და უფ-
რო მაგრად იხუტებდა და უცებ აღელვებულმა და შეშფოთებულ-
მა უთხრა:
– საყვარელო! რა იყო? – ნაზად გააქნია თავი, – რა მოხდა?
– უკვე მომთხოვნი ტონით, – ახლა რაღა მოხდა? – ძველებური
გულისწყრომით.
– არაფერი, მამიკო! – სუსტ ხმაში სასოწარკვეთა ისმოდა, –
არაფერი! – დაიგრიხა, თავი რომ გაეთავისუფლებინა. ფოქსმა
უხალისოდ გაუშვა ხელი. ბავშვი სკამზე მოკალათდა, მაინც
თვალს არიდებდა, მაგრამ სიცილით უთხრა:
– რა სასაცილო ხარ, მამიკო!
ფოქსი თავის ადგილს დაუბრუნდა და ჯერ კიდევ ცოტა გუ-
ლისწყრომით, შეშფოთებული მზრუნველობით და სევდიანად
უყურებდა გოგოს. რუთმა შეშინებული მზერა გააპარა მისკენ და
თავი თეფშში ჩარგო.
– რამე ხომ არ მოხდა? – ჩუმად იკითხა ფოქსმა.
– არა, რა უნდა მომხდარიყო? – შეეპასუხა რუთი და გაღი-
ზიანებულმა ჩაიცინა, – რა უნდა მომხდარიყო? მართლაც რა
უცნაური ვინმე ხარ!
– აბა, მაშინ... – მშვიდად თქვა ფოქსმა.
– ა-ა-არაფერი! ხომ გეუბნები, ხომ უკვე გითხარი!

540
ფოქსის ხუთივე ქალიშვილი ერთნაირად აგრძელებდა სიტ-
ყვა „არაფერს“, ვერავინ გეტყოდათ, რატომ, ეტყობა, რაღაც გე-
ნეტიკური აქცენტის ბრალი იყო, რადგან არა მხოლოდ ფოქსის
შვილები, ყველა მათი ახლობელი, ყველა ახალგაზრდა ნათესა-
ვი, ფოქსის მხრიდან, ასე ლაპარაკობდა. გეგონება, რაღაც იზო-
ლირებული ოჯახის წევრები ყოფილიყვნენ, უკაცრიელ კუნძულ-
ზე გარიყულები, სამყაროს მოწყვეტილები და წინაპრების უკვე
დაკარგული აქცენტით ლაპარაკობდნენ. საერთოდ, ბგერის გაგ-
რძელება უყვარდათ, ოღონდ ყრუ სამხრეთში რომ იციან განაზე-
ბა, ისე კი არა, ბგერის გაწელვა უფრო პროტესტის გამოხატუ-
ლება იყო, გაღიზიანების, თითქოს იმედი არ ჰქონდათ, რომ
ფოქსი, ან სულერთია ვინ, ახსნა-განმარტების გარეშე გაიგებდა
მათ ნათქვამს. ასე რომ:
– ა-ა-არაფერი, მამიკო! ხომ გითხარი!
– მაშინ ასეთი სახე რატომ გაქვს? – არ იშლიდა ფოქსი, –
რატომ?
– რა სახე მაქვს? – შეეპასუხა რუთი, – არ ვიცი, რა გითხრა.
პორციამ ცხელი შვრიის ფაფა შემოიტანა და გოგოს თეფშზე
დაუდო.
– დილა მშვიდობისა, პორცია, – მორცხვად თქვა რუთმა,
ისევ თეფშში ჩარგო თავი და სწრაფად დაიწყო ჭამა.
ფოქსი შეშფოთებული და სევდიანი უყურებდა შვილს. უცებ
გოგომ კოვზი დადო და შესძახა:
– მამიკო, რა იყო?
– ის სალახანები დღესაც მოვლენ?
– ვინ სალახანები?.. მართლა ვერ ვხვდები! – შეიშმუშნა
სკამზე, გაცინება სცადა, კოვზი აიღო და ჭამა განაგრძო.

541
– ის სალახანები, თქვენ, ქალებმა, ჩემი სახლის დასანგრე-
ვად რომ მოიყვანეთ.
– ვისზე ლაპარაკობ? არ მესმის, რას გულისხმობ.
– ინტერიერის დეკორატორებს ვგულისხმობ, – ფოქსის ხმა-
ში უსაზღვრო ზიზღი იგრძნობოდა, – თქვენ და დედათქვენმა
სახლის დასანგრევად რომ მომიყვანეთ.
– მე რა შუაში ვარ, – შეეპასუხა გოგო, – ო, მამიკო, შენ... –
არ დაამთავრა, გაიცინა და მიტრიალდა.
– როგორი ვარ? – ჰკითხა ცოტა დამცინავად, ჩახლეჩილი
ხმით ფოქსმა.
– არ ვიცი, ისეთი უ-უ-უცნაური ხარ! სასაცილო რამეებს ამ-
ბობ!
– და ქალებს ხომ არ მოგიფიქრებიათ, – თავისას განაგ-
რძობდა ფოქსი, – როდის შეიძლება, მე ცოტა სული მოვითქვა
ამ სახლში.
– სული მოითქვა?.. მე რა შუაში ვარ? თუ არ გინდოდა დეკო-
რატორების მოყვანა, დედიკოს რატომ არ უთხარი?
– იმიტომ, რომ, – ირონიულად გაუსვა ხაზი სიტყვას, – იმი-
ტომ, რომ მე არაფრად არ მთვლიან, მე მხოლოდ და მხოლოდ
ბებერი ვირი ვარ ექვს ქალთან ერთად და, რა თქმა უნდა, ჩემი
აზრი არავის აინტერესებს.
– კი მაგრამ, ასეთი რა ჩავიდინეთ? შენ ხომ არაფერი დაგი-
შავდა? ისე ლაპარაკობ, თითქოს რაღაც და-ა-აგიშავეთ, – სკამ-
ზე დაიგრიხა, გაცინება სცადა, მიბრუნდა და ისევ თეფშში ჩარგო
თავი.
ფოქსი საზურგეს მიჰყუდებია, ფიქრებშია ჩაძირული, სხვაგან
არის, სახეზე უიმედო მოთმინება აწერია. ერთხანს სევდიანად
უყურებს შვილს, მერე ჯიბიდან საათს ამოიღებს, დახედავს და

542
ისევ შვილს შეხედავს, მკაცრად გააქნევს თავს, ასე უხმოდ გა-
მოხატავს, რომ რაღაცაში ადანაშაულებს.
რუთი შეშინებული დადებს კოვზს და ეტყვის:
– ახლა რა ხდება? რატომ აქნევ თა-ა-ავს?
– დედა ადგა?
– ა-ა-რ ვიცი.
– შენი დები?
– მე რა ვიცი?
– შენ ადრე დაწექი დასაძინებლად?
– კი-ი-ი, – გაწელილი პროტესტი.
– შენი დები?
– მე რა-ა-ა ვიცი, იმათ ჰკითხე.
ფოქსი ისევ საათს დახედავს, მერე შვილს და თავს გააქნევს.
– ქალები! – იტყვის წყნარად და საათს ჯიბეში ჩაიდებს.
ბავშვმა ამასობაში შვრიის ფაფა დაამთავრა, რამდენიც უნ-
დოდა, იმდენი შეჭამა. ჩამოსრიალდა სკამიდან და ისე უნდა
ჩაუაროს ფოქსს, რომ მან ვერ შენიშნოს. ფოქსი წამოხტება. ხე-
ლებს შემოხვევს და წყნარად, მაგრამ შეწუხებული ეტყვის:
– საყვარელო, ახლა სად მიდიხარ?
– სკო-ო-ო-ლაში, რა, არ იცი?
– მოდი დარჩი და ცოტა კიდე შეჭამე.
– და-ა-ავამთავრე!
– არაფერიც! – ჩაუჩურჩულებს ფოქსი.
– რამდენიც მინდოდა, ვჭამე.
– სულ არაფერი გიჭამია, – გულისწყრომით ამბობს ფოქსი.
– მეტი არ მინდა, – ისევ სასოწარკვეთილია და ცდილობს,
თავი გაითავისუფლოს, – გა-ა-ამიშვი, მამიკო! მაგვიანდება!

543
– მერე რა! – ამბობს მარად მაჯის საათს დაჩერებული და ამ-
რეზით თავის მოქანქარე დიადი პედანტი, – დარჩი და დაამთავ-
რე შენი საუზმე, – ყოველ სიტყვას ხაზი გაუსვა.
– კი მაგრამ, ა-ა-არ შემიძლია! თხზულება უნდა წავიკითხო!
– რაა?
– თხზულება უნდა წავიკითხო მის ალენის გაკვეთილზე.
ცხრაზე იწყება.
– ოჰ, – ამბობს მშვიდად ფოქსი, – მესმის, – თითქმის
გაუგებრად დასძენს, – უაიტმენზე?
– კი-ი-ი.
– და ის წიგნი წაიკითხე, მე რომ მოგეცი, სადაც ომის
დღიური და ჩანაწერებია?
– კი-ი-ი.
– საოცრებაა! – ჩაიჩურჩულა ფოქსმა, – მართლა საოცრე-
ბაა, არა? გეგონება, თვითონ იყოს მომსწრე, თითქოს ყველაფე-
რი მას გადახდა.
გოგო სასოწარკვეთილი ათვალიერებს ოთახს, მერე, მამას
არც უყურებს, ისე ეუბნება:
– შენ სხვა რამეშიც მართალი იყავი.
– სხვა რამეში?
– რომ თქვი, ბევრი ღამე და სიბნელეაო და ღამის მიმართ
რასაც გრძნობსო.
– ოჰ, – ჩაიჩურჩულებს ფოქსი, ზღვისფერი თვალები ფიქრით
დაებინდება, – ესეც დაწერე?
– კი-ი-ი. იმიტომ, რომ ასეა. შენ რომ მითხარი, ხელახლა წა-
ვიკითხე და მართლა ასეა.
რუთი მორცხვი, სუსტი და გაუბედავია, მაგრამ სიმართლეს
ყოველთვის ხედავს.

544
– კარგია, – ჩურჩულებს ფოქსი და კმაყოფილი აქნევს თავს,
– სანაძლეოს დავდებ, კარგი გამოგივიდა.
გოგოს სპილოსძვლისფერი სახე შეეფაკლა. ფოქსის არ
იყოს, შექება უყვარს, ოღონდ ვერ იტანს იმ წუთს, როცა აქებენ.
იგრიხება, შიში იპყრობს, უიმედო იმედს არ კარგავს...
– არ ვიცი-ი-ი-ი, – სუნთქვა უჭირს, – ბოლო თხზულება არ
მოეწონა მის ალენს, მარკ ტვენზე რომ დავწერე.
– მაშ, – ჩურჩულებს ფოქსი დამცინავად, – დავრთოთ მის
ალენს ნება, არ მოეწონოს. ისიც მშვენიერი გამოგივიდა, მდინა-
რეზე რაც დაწერე, კარგი იყო.
– ვიცი-ი-ი, და სწორედ ეგ არ მოეწონა. ვერ მიხვდა, რას ვგუ-
ლისხმობდი... თქვა, უსაფუძვლო და არადამაჯერებელიაო და
„დამაკმაყოფილებელი“ დამიწერა.
– ოჰ, – ამბობს დაბნეული ფოქსი, კმაყოფილი ფიქრებშია
ჩაფლული: „რა გოგოა! როგორი გონიერი! ყველაფერი როგორ
კარგად ესმის!“
– იცი, საყვარელო, – ფოქსი ისევ მის ალენს უბრუნდება, –
ეს მათი ბრალი არაა. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლი-
ათ, მაგრამ არ ესმით. მის ალენი აკადემიური ყაიდის ადამიანია,
სავარაუდოდ, შინაბერაა და ასეთი ყაიდის ადამიანს, საყვარე-
ლო, უაითმენის და მარკ ტვენის და კიტსის გაგება უჭირს. რა
საწყენია, – თავს აქნევს და თვალები სინანულით ევსება, – რომ
ამ ადამიანებზე პირველად სკოლაში... მის ალენისგან ვიგებთ...
გესმის, საყვარელო, – ნაზი ხმით ეუბნება ფოქსი, თავს გვერდზე
გადახრის, ჯანმრთელი ყური გოგოს რომ მიუშვიროს, მარტივი
ენით ელაპარაკება და როგორც ყოველთვის, როცა საინტერესო
მსჯელობა მის ტვინში ბრძენ გველს გამოაღვიძებს ხოლმე, ახ-
ლაც მოძალებულმა ენთუზიაზმმა და გამჭრიახობამ გაუნათა სა-

545
ხე, – საყვარელო, სკოლა კარგია, მართლა, მაგრამ რასაც სკო-
ლა აკეთებს, იმას კიტსთან, უაიტმენთან და მარკ ტვენთან საერ-
თო არაფერი აქვს... მათი ადგილი სკოლაში არ არის. სკოლა
აკადემიური ადგილია და ადამიანები, რომელთაც შენ სკოლაში
ხვდები, აკადემიური ადამიანები არიან. ისინი კი, განსხვავებუ-
ლი ადამიანები – პოეტები – არ არიან აკადემიურები, იმის წინა-
აღმდეგნი გამოდიან, რასაც აკადემიური ადამიანები აკეთებენ,
ისინი მხოლოდ საკუთარი თავისთვის აღმოაჩენენ სამყაროს,
არღვევენ საზღვრებს და ახალ სამყაროს აღმოაჩენენ. აკადემი-
ურ ადამიანებს მათი არ ესმით და რასაც ისინი ამბობენ, დიდი
ვერაფერია, – ჩურჩულებს ფოქსი, მერე თავს გააქნევს და სინა-
ნულით იტყვის, – სამწუხაროა! რა ცუდია, რომ მათზე პირვე-
ლად სკოლაში ისმენ, მაგრამ გამოიყენე ყველაფერი, მიიღე
სკოლისგან იმდენი, რამდენის მიღებაც გინდა, დანარჩენი
დაივიწყე.
– ვიც-ი-ი-ი-ი! მაგრამ მის ალენი როცა დიაგრამებს ხატავს
დაფაზე და გვიხსნის, როგორ წერდნენ ისინი, ეს უკვე აუ-უ-უ-
ტანელია! საშინელებაა! ო, მამიკო, ახლა გამიშვი!.. – იგრიხება,
თავი რომ გაითავისუფლოს, საყვარელი სახის ნაკვთები უხერ-
ხულობისგან ეჭყანება, – გთხოვ, მამიკო! მაგვიანდება!
– როგორ წახვალ?
– როგორც ყოველთვის.
– ტაქსით.
– არა, რა თქმა უნდა, ტრამვაით.
– ო, რომელი ტრამვაითი?
– ლექსინგტონ ავენიუს ტრამვაით.
– მარტო?
– აბა რა, მამიკო!

546
ფოქსი შეწუხებული და სევდიანი სახით უყურებს და თავს აქ-
ნევს.
– ტრამვაის რა უჭირს, ო, მამიკო– ო-ო-ო-ო, მართლა ისე-
თი... – იგრიხება და უხერხულად იღიმება, – გთხოვ, მამიკო! არ
გესმის, მაგვიანდება?!
ნაზად ჰკრავს ხელს, თავი რომ გაითავისუფლოს, მამა აკო-
ცებს და უხალისოდ უშვებს.
– ნახვამდის, საყვარელო, – ჩუმად, სიყვარულით, შეწუხებუ-
ლი და სევდიანი ხმით ამბობს ფოქსი, – თავს გაუფრთხილდი,
კარგი?
– კარგი! – უხერხული სიცილი, – რა უნდა დამემართოს! –
მერე უცებ მოკრძალებულად, – ნახვამდის, მამიკო! – და წავა,
ჩუმად, სწრაფად, შუქივით ნელ-ნელა გაქრება.
დოინჯშემოყრილი ფოქსი მზრუნველ და სიყვარულით აღსავ-
სე ზღვისფერ თვალს აყოლებს, ვიდრე მიიმალება. მერე მაგი-
დასთან ბრუნდება, ჯდება და გაზეთს იღებს.
ახალი ამბები.

547
თავი ოცდამეცხრე

„ფუტურო კაცები“

ფოქსი აიღებს გაზეთს და კარგად მოკალათდება, გემ-


რიელად რომ წაიკითხოს. ეს „თაიმზია“ (გუშინ გვიანობამდე
კითხულობდა „თრიბიუნს“; მოუთმენლად ელოდა, ის არასოდეს
გამოტოვებს ნომერს, ვერ დაიძინებს, თუ არ წაიკითხა). ახლა
დილაა და ფოქსი „თაიმზს“ ეცნობა.
როგორ კითხულობს „თაიმზს“?
კითხულობს ისე, როგორც კითხულობენ ამერიკელები და კი-
დევ ისე, როგორც რამდენიმე ამერიკელს ოდესმე წაუკითხავს –
სიამაყით და ზიზღით დაბერილი ნესტოებით, როცა ახალი ამბე-
ბის უკან ახალი ამბების სუნს იკრავს ხოლმე.
მას ის უყვარს, „თაიმზი“ უყვარს, უყვარს ის, რის სიყვარუ-
ლიც არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ხომ ყველას გვიყვარს „თაიმზი“.
უყვარს ახალი გაზეთი, ჯერ კიდევ საღებავის სუნი რომ ასდის –
ახალი გაზეთი, ფორთოხლის წვენი, ვაფლი, კვერცხი და ბეკო-
ნი, ცხელი მაგარი ყავა. რა მშვენიერია აქ, ამერიკაში, ყავის სუ-
ნით გაჟღენთილ დილას, ახალი გაზეთის კითხვა!
რამდენ გაზეთს ვკითხულობთ ამერიკაში! რა ხშირად ვხე-
დავთ მათ დაგდებულს ჩვენი კარის ზღურბლთან! პატარა ბიჭები
კარგად გადაახვევენ ხოლმე, უკეთ რომ ისროლონ! ჩვენ მერე
ვპოულობთ, ვიღებთ და ვხსნით შრაშუნა, ახალი საღებავის სუ-
ნით გაჟღენთილ ქაღალდებს. ხანდახან ის მსუბუქად ეცემა
ზღურბლთან, ხან ხმაურით ეხეთქება ფიცარს (ამერიკაში უყ-

548
ვართ ფიცრები), ხანდახან, როგორც ახლა თერთლ ბეიში, მსა-
ხურები იღებენ კართან დადებულ, აკურატულად დახვეულ შეკ-
ვრას და მაგიდასთან მსხდარ პატრონებს მიართმევენ. არ გვაინ-
ტერესებს, იქ როგორ ხვდება, ჩვენ მაინც ვპოულობთ.
როგორ გვიყვარს ამერიკელებს გაზეთი! ყველას როგორ
გვიყვარს!
რატომ გვიყვარს ამერიკელებს გაზეთი? ყველას ასე რატომ
გვიყვარს გაზეთი?
გეტყვით, რატომაც, შეშლილო ბატონებო.
იმიტომ, რომ აქ, ამერიკაში, გაზეთი „ახალ ამბავს“ ნიშნავ-
ს,ჩვენ კი გვიყვარს ახალი ამბის სუნი. გვიყვარს სუნი ახალი ამ-
ბის, რომელიც ვარგისია დასაბეჭდად. ჩვენ ასევე გვიყვარს სუნი
ახალი ამბების, რომლებიც უვარგისია დასაბეჭდად. ამას გარ-
და, გვიყვარს ფაქტები, რომელთაგან იქმნება ახალი ამბები.
ამიტომ გვიყვარს გაზეთი, ახალი ამბები, დასაბეჭდად ვარგისი
ან უვარგისი ფაქტები.
და შეესაბამება კი ეს ახალი ამბები ამერიკას? არა, არ შეესა-
ბამება და ფოქსი, განსხვავებით დანარჩენი ამერიკელებისგან,
ჩემო შეშლილო ბატონებო, ფურცლავს გაზეთს და იცის, რომ ეს
ამერიკა არ არის, ეს მხოლოდ და მხოლოდ „თაიმზის“ ახალი
ამბებია.
ახალი ამბები არ არის ამერიკა, არც ამერიკაა ახალი ამბები,
ის ამერიკაში მომხდარი ახალი ამბებია, რაღაც შუქი დილით,
საღამოს და შუაღამისას. ის ჩვენი ცხოვრების ხორცმეტის
ზრდის აღწერაა. ის არ ჰყვება ჩვენს ამბავს და მაინც ახალი ამ-
ბები ჰქვია!
ფოქსი კითხულობს, ამაყად აწეული ცხვირით და ზიზღნარევი
კმაყოფილებით იყნოსავს.

549
გუშინ შუადღისას დაუდგენელი პიროვნება გადმოვარდა ან
გადმოხტა სასტუმრო „ადმირალ ფრენსის დრეიკის“ მეთორმეტე
სართულიდან. პოლიციის ცნობით, ოცდათხუთმეტი წლის მამა-
კაცი ერთი კვირის წინ დარეგისტრირდა სასტუმროში, როგორც
ს. გრინი. პოლიცია ფიქრობს, რომ ეს მისი გამოგონილი გვა-
რია. გვამი, ამოცნობამდე, მორგშია დასვენებული.
განა ეს არის ახალი ამბავი? ადმირალო დრეიკ, განა ეს არის
მთელი ამბავი? ჩვენ, ვინც ვიცით, როდის მოიღრუბლება ან რო-
დის გამოიდარებს ამერიკაში, ისე არ ვაწვდით მთელ ამბავს,
როგორც ახლა ფოქსი მოგვაწვდის:
– ეს ახალი ამბავი მოხდა თქვენს სასტუმროში, მამაცო ადმი-
რალო დრეიკ. ის არ მომხდარა არც პიტსბურგის „პენ-პიტში“,
არც ფილადელფიის „ფილ-პენში“, არც ნიუ-იორკის „ოლბენში“,
არც ტროას „ჰადსონ-ტროაში“, არც ლიბია-ჰილის „ლიბია რიტ-
ცსში“, არც კოლუმბიის „კლეი-კალჰუნში“, არც რიჩმონდის
„რიჩმონდ-ლიში“, არც ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის სასტუმ-
როებში პენსილვანიაში, კანტონში, ოჰაიოში, ინდიანაში, დენ-
ვილში, ვირჯინიაში, ჰიუსტონში, ტექსასში და კიდევ სხვა ოთ-
ხმოცდაშვიდ ადგილას; არც აბრაამ ლინკოლნის სახელობის
სასტუმროებში – მასაჩუსეტსის სფრინგფილდში, კონექტიკუტის
ჰართფორდში, დელავერის უილმინგტონში, ილინოისის ქაირო-
ში, მისურის კანზას-სითიში, კალიფორნიის ლოს-ანჯელესში და
კიდეც ას ოცდაექვს სხვა ქალაქში; არც რუზველტის (გნებავთ
ფრანკლინის, გნებავთ თეოდორის), ჯეფერსონ დევისის, დენი-
ელ უებსტერის, ი. ს. გრანტის, კომოდორ ვანდერბილტის სახე-
ლობის სასტუმროებში. ამერიკის არც ერთ სხვა ქალაქში ეს არ
მომხდარა, მამაცო ადმირალო ფრენსის დრეიკ. ასე რომ, ალ-
ბათ გაინტერესებთ, რა მოხდა.

550
„დაუდგენელი პიროვნება“ – მოკლედ, ეს კაცი ამერიკელი
იყო, „დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის“ და „გამოგონილი
გვარი“ ჰქონია, ამიტომ ჩვენც ს. გრინად მოვიხსენიოთ, რო-
გორც თავად გაფორმდა სასტუმროში. ამერიკელი ს. გრინი
„გადმოვარდა ან გადმოხტა“ გუშინ შუადღისას ბრუკლინში –
ამას მიეძღვნა დღევანდელი „თაიმზის“ ცხრა სტრიქონი, და მის
გარდა ჩვენს კონტინენტზე შვიდი ათასი ადამიანი გარდაიცვა-
ლა, ამ ქალაქში კი სამას ორმოცდაათი (იხილეთ ნეკროლოგე-
ბის სვეტი მე-15 გვერდზე: ანბანის პირველიდან უკანასკნელ
ასომდე). ს. გრინი აქ „ერთი კვირის წინ“ ჩამოვიდა...
და საიდან ჩამოვიდა? სამხრეთის გულიდან თუ მისისიპის ვე-
ლიდან, თუ შუა დასავლეთიდან? მინეაპოლისიდან, ბრიჯპორტი-
დან, ბოსტონიდან ან, იქნებ, პატარა ქალაქ ძველი კატაუბადან?
სკრანტონიდან, ტოლედოდან, სენტ-ლუისიდან ან, იქნებ, ლოს
ანჯელესის თეთრი უდაბნოდან? ატლანტიკის ზღვისპირა ფიჭ-
ვნარიდან თუ წყნარი ოკეანის ნაპირიდან?
და ვინ იყო ის, მამაცო ადმირალო? რა ენახა, ეგრძნო,
გაეგონა, ეყნოსა ან რის გემო გაესინჯა? რა იცოდა?
მან იცოდა, როგორ დაუნდობელი და სასტიკია ჩვენი ამინდი:
ივლისში სული გეხუთება, მდოვრე, მყრალი მდინარის და სი-
მინდის ყანის ნესტიანი სუნი გცემს. ის ერთ-ერთი მათგანი იყო,
ვინც ასე იტყოდა: „ღმერთო, როგორ ცხელა!“ ქურთუკს გაიხ-
დის, ოფლს მოიწმენდს და პერანგის ამარა წავა სენტ-ლუისში,
სენდვიჩი რომ შეჭამოს, შვეიცარიული ყველით და მდოგვით, და
ერთი კათხა ლუდი მიაყოლოს. ერთ-ერთი მათგანია, ვინც სამ-
ხრეთ კაროლინაში იტყვის: „ჯანდაბა! როგორ ცხელა!“ – და აკა-
პიწებული სახელოებით, თავზე ჩალის ქუდით, სამხრეთის მთა-
ვარ ქუჩაზე მიბარბაცებს, შედის ევანსის აფთიაქში გასაბრუებ-

551
ლად, გაზიანი წყლის გამყიდველს ეუბნება: „შენც ძაან გცხელა,
ჯიმ?“ ერთ-ერთი მათგანია, ვინც გაზეთში კითხულობს სიცხეზე,
სიკვდილზე და პროსტრაციაზე, კითხულობს სიამოვნებით, ყო-
ველდღე ჭაპანს იწყვეტს და ღამე ვეღარ იძინებს, სიცხე არ აძი-
ნებს, დილით დაღლილი დგება და ამბობს: „ღმერთო! სულ ასე
ხომ არ გაგრძელდება!“ სიცხე აგვისტომდე გრძელდება, ხალხი
ვეღარ სუნთქავს, მაისში ამობიბინებული სიმწვანე ახლა აჭრე-
ლებულა, ჩამქრალა, გამხმარა. ადმირალო დრეიკ, ახლა მთაში
იტრაბახებს: „აქ ღამით ყოველთვის გრილა! შუადღისას თბილა,
მაგრამ ღამით საბნის გარეშე ვერ დაიძინებ!“
მერე ზაფხული მიილევა, გადის, დგება ოქტომბერი. კვამლის
სუნი სცემს, მოულოდნელად ენერგიის მოზღვავებას გრძნობს,
შფოთავს, ჯერ გახალისდება, მერე სევდა იპყრობს და სადღაც
წასვლა უნდება. ს. გრინმა არ იცის, რატომ, მაგრამ შუადღისას
მზის სხივები იხრება და მოკლდება, შუადღის ოქროსფერი შუქი
ყვავილის მტვრის ბურუსშია გახვეული, მწუხრისას მოწითალო
დაჰკრავს, მერე ყველაფერი ყინულივით ქვავდება და ძაღლების
ყეფა ისმის; მთებზე ნეკერჩხალს ცეცხლი უკიდია, გუმფისის ხე
იწვის, მუხის ფოთლებს ბრინჯაოსფერი ედება და ვერხვი ყვით-
ლდება; მერე იწყება წვიმები, სველი ფოთლები უსიცოცხლოდ
ყრია მიწაზე, ტოტები ხმება და ნოემბერი დგება.
პატარა ქალაქები ელიან ზამთარს და მოდის ზამთარი. დიდ
ქალაქებშიც იგივე ხდება, ოღონდ აქ მკაცრი ზამთარი ბევრად
უფრო გბოჭავს. მთელი დღე გამალებული საქმიანობ, ხალხში
ერევი, მერე ბნელდება და ცივი ერთფეროვნება დაისადგურებს
– სად წავიდეთ? რა გავაკეთოთ? – ზამთარი გვავიწროებს, ყვე-
ლას სახლში გამოგვამწყვდევს, სევდიან, უსიამოვნო შუქში
გვახვევს – ს. გრინი კი ქუჩაში დადის, ხანდახან ფარნის შუქი

552
მოსჭრის თვალს, ადმირალო დრეიკ, უხალისო სახეები ფარნის
ქვეშ გროვდებიან და მათ გასართობი აფიშები თვალს უკრავენ.
ბროდვეი მუდამ უსიცოცხლო სინათლეშია გახვეული; პატარა
ქალაქების მთავარ ქუჩაზე კონტრასტულად განათებული სახ-
ლები ყურძნის მტევნებივით მიჰკვრიან ერთმანეთს. ბროდვეიზე
მილიონობოთ ადამიანი ფუთფუთებს შუაღამისას; პატარა ქალა-
ქებში კონტრასტული განათებაა და სამარისებური სიჩუმე – ათი
საათის შემდეგ არაფერი არ ხდება, ვერავის ნახავთ ქუჩაში. მაგ-
რამ სადაც არ უნდა იყვნენ ს. გრინები, მათ გულში მოწყენილო-
ბა და გაუცნობიერებელი სასოწარკვეთა სუფევს და – „ღმერთო!
ახლა სად წავიდე? როდის გავა ზამთარი?“
ნატრობს გაზაფხულს, ნატრობს, სულ შაბათი იყოს, ადმირა-
ლო დრეიკ.
შაბათი დგება და მოიტანს იმას, რასაც ყველანი ველოდით.
ო, დღეს დადგება ის ნანატრი დღე; ის, რასაც მთელი ცხოვრება
ველოდით, ამაღამ ასრულდება, შაბათ დღეს! შაბათს მთელი
ამერიკა ელოდება, ოთხმოცდაათი მილიონი გრინი ღამის პეპე-
ლასავით მიიწევს სინათლისკენ, ის რომ იპოვოს. რა თქმა უნდა,
დღეს იპოვიან! ასე რომ, გრინი გადის სახლიდან და პოულობს –
ისევ და ისევ კონტრასტულ განათებას, მესამე ავენიუზე ჩამ-
წკრივებულ ბარებს ან ბერძნულ რესტორანს, რასაც მოჰყვება
მაგარი სასმელი, ვისკი, ჯინი და გალეშვა, მერე კინკლაობა,
ჩხუბი და რწყევა.
კვირა დილით თავი სტკივა.
შუადღისას დიდ ქალაქებში ჩინური რესტორნების აბრები
თვალს გიკრავენ და სტერილურ ნატვრებს და არშობილ სიხა-
რულს გიღვიძებენ.

553
კვირა ღამით ძუნწი ვარსკვლავები დაგყურებენ და ზამთარი
შინ გამოგამწყვდევს – ძველ, ჟანგისფერ აგურის სახლებში გა-
მოგკეტავს სიცივე, აუტანელია მეექვსე ავენიუს სიღატაკე – სა-
ღებავგადაცლილი შენობები, მიტოვებული ქარხნები, ნავმისად-
გომები, პირსები, საწყობები, ოფისები; შედარებით პატარა ქა-
ლაქების უხალისო მთავარ ქუჩებზე საცოდავი მაღაზიების ვიტ-
რინები გავერანებულია, აქა-იქ ბჟუტავს ლამპიონი, ხის სახლე-
ბის ქუჩაზე ათი საათისთვის უკვე ბნელა, გახევებული ტოტები
კვნესიან, გზაჯვარედინებზე მორყეულ ბოძებზეღა ბჟუტავს სი-
ნათლე. ზამთრის უხალისო შუქი ანათებს საცოდავი სახლის ხის
ფასადს და წინკარს, სადაც პოლიციელი ცხოვრობს, ძლივს აღ-
წევს დახუთულ, კოლოფივით პატარა სასტუმრო ოთახში, სადაც
პოლიციელის ქალიშვილი თაყვანისმცემლებს იღებს, მაგრამ
შეიძლება, ყოველთვის არ აძლევს. სიმხურვალე, შიში, დაუკმა-
ყოფილებლობა – ეს ყველაფერი ძალიან ახლოსაა ქუჩის ცივ
სინათლესთან. ჭრაჭუნი, გაძნელებული სუნთქვა ძალიან ახლო-
საა სიფრიფანა კედლების მიღმა მცხოვრებლებთან და პოლი-
ციელის მტკიცე და ნელ ნაბიჯებთან. და მაინც რაღაც ძალა თუ
სითამამე ამარცხებს საცოდავ, კოლოფის სასტუმრო ოთახს,
მანძილს, განათებას, ჭრაჭუნს, მამის მოახლოებულ ნაბიჯებს,
როგორღაც ცხელი სუნთქვით, ვარდისფერი ტუჩებით და ნაზი
ენით, თეთრი კანით და ვიწრო თეძოებით, შიშნარევი მწველი
სურვილით ამარცხებს დროის ერთფეროვნებას, გაუსაძლის ცივ
და ნაცრისფერ ზამთარს.
ხომ არ გაგიკვირდათ, ადმირალო დრეიკ?
– ღმერთო! – გრინი სახლიდან გადის, დიდმა სურვილებმა
ცხოვრება გაუმწარა. „როდის დამთავრდება!“ – ფიქრობს გრი-
ნი, – „როდის მოვა გაზაფხული!“

554
ისიც მოდის, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები და როცა
უკვე ყველა იმედი გადაწურული გაქვს. არის ხოლმე მარტში ერ-
თი დღე, ჰა და ჰა გაზაფხულის დღეს რომ ჰგავს და მონატრებუ-
ლი გრინი იტყვის: მოსულა! ის კი კვამლივით ქრება. მარტში გა-
ზაფხულს ვერ ენდობი. ისევ ნესტია, უსიცოცხლო შუქი და ქარიც
ისევ კვნესის. მერე აპრილი მოვა და ხანმოკლე წვიმებით გაგ-
ლუმპავს. ჰაერი სველი, ნესტიანი და გრილია, მაგრამ გაზაფხუ-
ლის სუნი დგას, მიწის სუნი, ამობიბინებული ბალახის, კვირტის.
მშვენიერი გაზაფხული დგება ერთი-ორი დღით. „დადგა!“ – ფიქ-
რობს გრინი და ისევ ცდება. ბრუნდება კოკისპირული წვიმები,
სიცივე და ყველაფერი ნაცრისფერი ხდება. გრინი იმედს კარ-
გავს: „გაზაფხული აღარ მოვა! აღარასოდეს აღარ მოვა; ზამ-
თრიდან პირდაპირ ზაფხულში გადახტები, ახლა ზაფხულს უნდა
ველოდოთ და გაფიქრებას ვერ მოასწრებ, ისე დააჭერს სიცხე!“
მერე მოდის გაზაფხული – ერთ ღამეში ამოიფრქვევა მიწი-
დან სიმწვანე. აპრილის ოცდარვა რიცხვში ქალაქის ეზოში ხე
ყვითელ კვამლში ეხვევა, ახალგაზრდა, ოქროსფერი ფოთლე-
ბით იწვერება! აპრილის ოცდაცხრაში ფოთოლი და ყვითელი
კვამლი ერთ ღამეში სქელდება. აპრილის ოცდაათში შეგიძლი-
ათ, თქვენი თვალით უყუროთ, ფოთოლი როგორ იშლება და
სუქდება! პირველ მაისს ხე უკვე გაფოთლილია, ახალგაზრდა,
ხშირი ბუმბული მოსავს! გაზაფხულმა ამოხეთქა მიწიდან!
ჩვენთან ყველაფერი ფეთქებადია, ადმირალო დრეიკ – გა-
ზაფხული, დაუნდობელი ზაფხული, ყინვა, ოქტომბერი, თებერ-
ვალი დაკოტაში, სადაც ტემპერატურა ნულს ქვემოთ ორმოცდა-
ერთზე ჩამოდის, გაზაფხულის წარღვნები, ორასი კაცია ჩაძირუ-
ლი ოჰაიოს ფსკერზე, მისურიში, ახალ ინგლისში, პენსილვა-
ნიაში, მერილენდში და ტენესიში. ერთ ღამეში გაზაფხული დაგ-

555
ვესხა თავს. ჩვენთან ყველაფერი ფეთქებადი და წარღვნასავით
დამაქცევარია. წყალდიდობისას რამდენიმე ასეული ადამიანი
დაიღუპა, კიდევ ასი გვალვამ იმსხვერპლა, ყოველ წელს თორ-
მეტ ათას კაცს კლავენ, ოცდაათი ათასი ავარიაში იღუპება და ეს
ყველაფერი ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. ასეთი წყალდიდობა
საფრანგეთს დაანგრევდა; ამდენი სიკვდილიანობის გამო ინ-
გლისში გლოვა გამოცხადდებოდა; მაგრამ ამერიკისთვის რამ-
დენიმე ათასით მეტი ან ნაკლები გრინი არაფერს ნიშნავს, მომა-
ვალი წარღვნა და მკვლელობები ძველს წაშლიან მახსოვრობი-
დან. ჩვენ ფართო მასშტაბით ვაკეთებთ ყველაფერს, ადმირალო
დრეიკ.
ქუჩებში ფიჭვის ფისის და მიწის სუნი დგას, ბავშვები ყვირიან,
ცა კრიალა და უღრუბლოა, აქა-იქ საფირონი გამოკრთება; და
ჰაერში ჯოხიანი კანფეტივით ზოლიანი დროშა ტყლაშუნით
ფრიალებს. ს. გრინი ბეისბოლზე ფიქრობს, „ცაცია“ გროუვის
მკლავი აგონდება, თითქოს დაუმუშავებელი ტყავი ჰქონდეს გა-
დაკრული, იფნის ბიტას მოქნილად ურტყამს ტყავის ბურთს, გა-
პოხილი ხელთათმანი ელოდება ჩამოწოდებას, მაყურებლების
დამცინავი შეძახილები, ჩაწოდებიდან ჩაწოდებამდე ერთფე-
როვნება (მართლაც რომ მოსაწყენი თამაშია ბეისბოლი; და ამი-
ტომ არის კარგი. იმდენად თამაში არ გვიყვარს, რამდენადაც
გვსიამოვნებს, მოკლემკლავიან პერანგში გამოწყობილი რომ
გავითხლაშებით და თვლემამორეული ვადევნებთ თვალს). შა-
ბათს შუადღისას ს. გრინი მიდის ბეისბოლის თამაშზე და ხალ-
ხში ჯდება, ელოდება, როდის დაიძაბება სიტუაცია და დაიბღავ-
ლებენ. მერე თამაში მთავრდება და ხალხის ნაკადი მიედინება
მწვანე მინდორზე. კვირადღეს გრინი თავის გოგოსთან ერთად
იაფფასიანი ავტომობილით ქალაქგარეთ გადის.

556
ისევ დგება ზაფხული, მწველი ზაფხული, ტენიანი, ყველა-
ფერს ბუღი ასდის და ქანცს გაცლის – და ს. გრინი ოფლს იწ-
მენდს სახიდან და ამბობს: „ღმერთო! ეს ოდესმე დამთავრდე-
ბა?!“
აი, ასეთია „დაუდგენელი“ ს. გრინი, „ოცდათხუთმეტი წლის“
ამერიკელი. ამერიკელი რომ არის, რა ნიშნით დაადგინეს? რით
განსხვავდება იმ ადამიანებისგან, თქვენ რომ იცნობდით, ბებე-
რო დრეიკ?
სად იყო მაშინ გრინი, როცა გემებმა შინისკენ აიღეს გეზი და
ესპანელის თვალებში სენტ ვინსენტის კონცხი გიზგიზებდა, ან
მაშინ, როცა ბებერმა დრეიკმა თავის კაცებთან ერთად სიცილი-
ის კუნძულს გვერდი აუარა და უცხო ზღვებიდან მშობლიურ ნა-
პირს, ცარცის კლდის ველებს მიადგა, ნავსაყუდელმა მკლავებ-
ში რომ ჩაიხუტა და თავის ტკბილ ქალაქში ახლობლებს შეხვდა?
სად იყო მაშინ გრინი, როცა გამთენიისას წითელი მუხის უღ-
რან ტყეში მონადირეებმა, დათვს რომ ჩასაფრებოდნენ და ენო-
ტის ბეწვის ქუდები ეხურათ, დაფნის ფოთლებში ისრების და
ტყვიების შხუილის ხმა გაიგონეს და მუშკეტებმომარჯვებულნი
იდგნენ და ელოდნენ?
ან მაშინ, როცა არწივისთვალება კაცებმა, ინდიელებივით
ძლიერი პირი ჩამავალი მზისკენ იქციეს, მხარზე თოფგადაკიდე-
ბულები დასავლეთის ბილიკებს გაუყვნენ და ფეინთიდ ბატსი-
დან ომის ულმობელი ხმა გაიგონეს, სად იყო გრინი მაშინ?
ის არ ერია დრეიკის ხალხში იმ საღამოს, როცა დრეიკი ამე-
რიკას ტოვებდა! არ მოხვედრია ესპანელს თვალში სენტ ვინსენ-
ტის კონცხზე! ის არ ყოფილა წითელი მუხის უღრან ტყეში გამთე-
ნიისას! არ გაუგონია ულმობელი ომის ხმა ფეინთიდ ბატსიდან!

557
არა, არა. მას არ გადაულახავს უცხო ზღვები, არც პიონერი
ყოფილა, არ გაუკვალავს ბილიკები დასავლეთისკენ. ის ამ
ცხოვრების პატარა კაცი იყო, ცხოვრების უსახელო არარაობა,
ცხოვრების ამერიკელი – და ახლა ბრუკლინის ერთ ქუჩაზე და-
სახიჩრებული გდია.
ის საცოდავ ქუჩაზე ცხოვრობდა, ქალაქის ჯუნგლების კაცი--
მტვერი იყო, უჟმური ფოლადის და ქვის მუდმივი ბინადარი, ჟან-
გისფერ აგურში დაბუდებული თხუნელა, უზარმაზარი კოშკების
გაოცებული მაყურებელი, დილის სხივები ვარდისფრად რომ
ღებავენ. პატარა ქალაქში მონჯღრეულ ხის სახლს ქირაობდა ან
საკუთარი ახალი ბუნგალო ჰქონდა გარეუბანში. ის იყო ადა-
მიანი, რომელიც უფერულ დილას იღვიძებდა, მაღვიძარას უყუ-
რებდა და ამბობდა: „ღმერთო! მაგვიანდება!“ რომელიც მოკლე-
ზე მოჭრიდა გზას, სარეკლამო აბრების უკან; ის შეეჩვია ბეტო-
ნის საზიზღრობებს ცხელი დღის ფონზე და თვალისმომჭრელ
მზეს; შეეჩვია ჩვენი არქიტექტურის უბადრუკ დომხალს, ჩამ-
ტვრეულ ქვაფენილს, ნაგვის ურნებს, მაღაზიების საცოდავ ვიტ-
რინებს, უჟმურ მწვანე საღებავს, მანქანების პრუწუნს, ხმაურს,
ათასნაირი დამთრგუნველი ნიშნით გაუბედურებულ ქუჩებს. შე-
ეჩვია ბენზინის ცისტერნებს, ქალაქიდან ქალაქში რომ დადიოდ-
ნენ, ის იყო პატარა ატომი მანქანების შეუჩერებელ ნაკადში,
რომელიც მიდიოდა, ჩერდებოდა და ისევ მიდიოდა შუქნიშნების
ფერების მონაცვლეობის შესაბამისად; კვირაობით ბეტონის
გზებზე დაქროდა, გვერდს უვლიდა ჰოთ-დოგის ჯიხურებს და
ბენზინგასამართ სადგურებს; შინ გვიან ბრუნდებოდა; თუ მოშივ-
დებოდა, ჩინური რესტორნის კაშკაშა აბრა აცდუნებდა; შუაღა-
მისას ბერძენი ჯოს კაფეში ყავას მიირთმევდა, ყავის ჭიქას ეპა-
რებოდა და ნამცხვარს ციცქნიდა; ნელა გაჰყავდა მოსაწყენი

558
ცხოვრება სხვა ნაცრისფერსახიან და ნაცრისფერქუდიან კაცებ-
თან ერთად.
ს. გრინს კითხვა შეეძლო (დრეიკს არა), მაგრამ შეცდომებ-
საც უშვებდა; წერა შეეძლო (ესპანელისგან განსხვავებით), მაგ-
რამ არც ისე გამართულად წერდა. რამდენიმე სიტყვა ერთულე-
ბოდა, შუაღამისას მარცვლავდა ხოლმე შუბლშეჭმუხნილი,
„ღმერთო!“ – ახალი ამბები აოცებდა, მას ხომ უყვარდა ახალი
ამბების კითხვა. ოღონდ ნახატებიანი ამბები ერჩივნა, მოკლე
კაბაში გამოწყობილ, ფეხი ფეხზე გადადებულ, თოჯინასავით უტ-
ყვი სახის ავხორც ქალებზე. გრინს ცხელ-ცხელი ამბები უყვარ-
და, ფოქსივით კი არ გაბერავდა ზიზღით ნესტოებს და ახალი ამ-
ბების უკან ახალ ამბებს კი არ კითხულობდა, არა, უნდოდა, ელ-
და სცემოდა, პირდაპირ ცხელი ტაფიდან მიეღო ახალი ამბები –
ბლომად მდოგვით, ლამაზფეხება ქალებზე, ავარიებზე და დასა-
ხიჩრებულ გვამებზე, განგსტერების ნაშებზე და მკვლელების სა-
მალავებზე, ღამის ნაცრისფერ სიფათებზე, ჯიბის ფარნის შუქზე
თვალსაც რომ არ ახამხამებენ და უყვარდა ვიღაცის ჩაშლილ
ქორწილზე, შეცდენაზე და სექსუალურ ძალადობაზე ლაპარაკი
– ეს ყველაფერი გრინს უყვარდა.
დიახ, გრინს ახალი ამბები უყვარდა და ახლა ბრუკლინის
ტროტუარზე დაგდებული მისი დასახიჩრებული გვამი მოხვდა
ახალ ამბებში („თაიმზის“ ცხრა სტრიქონი დაუთმეს).
ასეთი გახლდათ ჩვენი მეგობარი ს. გრინი, რომელიც კითხუ-
ლობდა, ოღონდ არც ისე კარგად; წერდა, ოღონდ არც ისე გა-
მართულად; ჰქონდა ყნოსვა, ოღონდ არც ისე ძლიერი; ჰქონდა
გრძნობები, ოღონდ არც ისე მწველი; ხედავდა, ოღონდ არც ისე
ნათლად, მაგრამ მაინც გრძნობდა მაისის, ზანტი მდინარის
მძაფრი სიყვითლის და სუფთა და ნედლი სიმინდის სუნს; ისუნ-

559
თქავდა მიწის ბრინჯაოსფერ სურნელს, ხედავდა მთის ფერდობ-
ზე დახრილ მზის სხივებს, პენსილვანიის წითელ ბეღლებს, თა-
ნაზომიერად დაშორებული ამაყი ხარებივით რომ მბრძანებ-
ლობდნენ გაშლილ ველზე; ოქტომბერში სიცივეს და სიჩუმეს
გრძნობდა; სიბნელეში ესმოდა მატარებლის მწუხარე სტვენა და
ახალი წლის ღამის საყვირის ხმა და – „ღმერთო! კიდევ ერთი
წელი გასულა! ახლა რა ვქნა?“
ის არ ყოფილა დრეიკი, არც ესპანელი, არ ხურებია ენოტის
ბეწვის ქუდი, არც დასავლეთის მზეს დაუსიცხავს მისი ძლიერი
სახე. მაგრამ თითოეული მათგანის რაღაც პროტოპლაზმურ ნა-
წილს შეიცავდა. შეიძლება, ცოტათი შოტლანდიელი იყო, ცოტა-
თი ირლანდიელი, ინგლისელი, ესპანელიც კი და გერმანელი –
ცოტ-ცოტა ყველასი ჰქონდა, რაც მერე ამერიკის უსახელო ატო-
მად გაერთიანდა და გაიფურჩქნა!
არა. გრინი, ის საცოდავი, არ ყოფილა დრეიკის ყაიდის კაცი,
ცხოვრების მტვერი იყო – სულმდაბალი არსება, რომელიც
შეულამაზებლად აღიქვამდა ყველაფერს. ერთი გალეული,
უჯიგრო კაცი დრეიკთან რას მივიდოდა. დრეიკი ტავერნაში იჯდა
და ხბოს წვნიან ხორცს აგლეჯდა ძვალს, დიდი კათხით შავ ელს
აყოლებდა, გემრიელად იგინებოდა, ხელის გაუხეშებული ზურ-
გით გაქონილ ტუჩებს იწმენდდა, ძვალს თავის ძაღლს გადაუგ-
დებდა და მაგიდაზე მუშტს დაარტყამდა, კიდევ ერთი კათხა რომ
მიერთმიათ. გრინი კაფეტერიებში სადილობდა, შუაღამით ყავას
და ღვეზელს ან შაქარმოყრილ ფუნთუშას შეექცეოდა, შაბათო-
ბით ჩინურ რესტორანში ჩაუ-მეინს ყლაპავდა და ატრიის წვნი-
ანს და ბრინჯს აყოლებდა. გრინს უსიამოვნო, წვრილი, არაფ-
რით გამორჩეული პირი ჰქონდა, როგორიც სჭირდებოდა საყვე-
დურის გამოსათქმელად ან უუნარობის გამოსახატავად; კანი

560
ნაცრისფერი და გამომშრალი; თვალები უაზრო და შიშით სავსე.
დრეიკს ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად, სამყარო
თავისი ეგონა, ზღვა მისი საზრდო იყო, დიდი მანძილები
ფრთებს ასხამდა. ფოქსივით ზღვისფერი თვალები ჰქონდა; ინ-
გლისი მისი გემი იყო. გრინს გემი არა, მანქანა ჰყავდა და კვი-
რაობით დაშლიგინებდა ბეტონის გზებზე და მილიონობით სხვა
მტვერივით, შუქნიშანზე ჩერდებოდა გავარვარებულ სივრცეში.
გრინი მიუყვებოდა ქვაფენილს, ნაცრისფერ ტროტუარებს, აუტა-
ნელ სიცხეში ბინძურ ქუჩებზე გვერდს უვლიდა ჟანგისფერ სახ-
ლებს. დრეიკი მიცურავდა და დასავლეთის ქარს უშვერდა სა-
ხეს, ზღვის წყლითმორეცხილ, მოტორტმანე გემბანზე მხნედ
დააბიჯებდა, ესპანელი თავისი ოქროთი ხელთ იგდო და ბოლოს
პლიმუტის პორტისკენ დახრილ ზურმუხტისფერ ფერდობზე გა-
შენებული მჭიდროდ დასახლებული პატარა ქალაქის შპილს
ჩაეხუტა, – და ამის მერე მოვიდა გრინი!
ჩვენ, ვისაც არასდროს გვინახავს მამაცი დრეიკი, არ გაგვიძ-
ნელდება მისი წარმოდგენა. არც წვერიანი ესპანელის, ლამისაა
მისი გინებაც გავიგონოთ. მაგრამ ვერც დრეიკი და ვერც ესპანე-
ლი ვერასოდეს წარმოიდგენდნენ გრინს. ვინ იწინასწარმეტყვე-
ლებდა ამ ამერიკის მტვრის ნამცეცს, ახლა ბრუკლინის ქუჩაზე
რომ გათხლაშულიყო?
შეხედეთ, ადმირალო დრეიკ! კარგად შეხედეთ! ხალხი რას
ამბობს, იმასაც მოუსმინეთ! არის ამ სანახაობაში რაღაც ისეთი
უცნაური, როგორიც დიდი არმადა იყო, როგორიც წვერიანი ეს-
პანელის ოქროთი დახუნძლული გემები. ეს ჯერ აღმოუჩენელი
ამერიკის სანახაობაა!
რას ხედავთ, ადმირალო დრეიკ?

561
ალბათ ჯერ შენობას, თქვენი სახელობის სასტუმროს, პლიმუ-
ტელებს რომ არ დაესიზმრებოდათ, თოთხმეტსართულიან, ღი-
აფრად შეღებილ ჭუჭყიან სახლს, ჩაწიკწიკებული ერთფეროვანი
ფანჯრებით. ქვემოთ შემინულ ვიტრინაში ათასგვარი პარფიუმე-
რიის და კოსმეტიკის ნაწარმი და ჰიგიენური საშუალებებია გა-
მოფენილი. შიგნით, ადმირალო დრეიკ, გაზიან წყალს ყიდიან
თეთრ ხალათებში და მაიმუნურ ქუდებში გამოწყობილი ადა-
მიანები, თავიანთი საქმე მობეზრებული აქვთ და გაღიზიანებუ-
ლები და მოღუშულები ასხამენ წყალს. დახლის ქვეშ ჭუჭყიანი
გუბეები დგას და გაურეცხავი ჭურჭელი ყრია. მოპირდაპირე
მხარეს სქელტუჩა, პომადაწასმული ებრაელი ქალები ცხარე
სენდვიჩებს და ნაყინს გაზიან წყალს აყოლებენ.
ბეტონის ტროტუარზე ჩვენი დასახიჩრებული ს. გრინი წევს.
ხალხი შეგროვილა, ტაქსის მძღოლები, გამვლელები, უსაქმუ-
რები, ახლომახლო მომუშავეები და პოლიცია. ჯერ არავის
გაუბედავს, შეხებოდა გრინს, ასე დგანან მონუსხულები.
დიდი ვერაფერი სანახავია, ადმირალო დრეიკ; სისხლით
მორწყულ თქვენს გემბანზე რომ დააბიჯებდნენ, იმათაც კი არ
მოეწონებოდათ. თავით დაენარცხა, „პიკირებით“ გადმოეშვა
ზევიდან და ახლა მისი ტვინი კუთხიდან მეორე ბოძზე იყო მინ-
თხეული.
ასე წევს დასახიჩრებული გრინი ბეტონის ტროტუარზე. თავი
აღარ აქვს, თავი გასკდა; მხოლოდ ტვინი დარჩა. ის ვარდისფე-
რია და სისხლი თითქმის არ შერჩენია, ადმირალო დრეიკ (სის-
ხლი რატომ აღარ არის, ამასაც მოგახსენებთ). სოსისისთვის გა-
ტარებულ, უფერულ ხორცს ჰგავს ტვინი და ისე მაგრადაა მიწე-
ბებული ბოძს, გეგონება, შლანგით განზრახ მიასხესო.

562
თავი, როგორც ვთქვით, აღარ არის, მხოლოდ თავის ქალას
რამდენიმე ნამსხვრევი გდია აქა-იქ, სახიდან არაფერი დარჩა.
ყველაფერი გაქრა, თითქოს აფეთქდა. ყველაფერი, გარდა კე-
ფისა, რომელიც შიგნით სულ ცარიელია და ხელჯოხის სახელუ-
რივითაა მოღუნული.
ხუთი ფუტის და რვა თუ ცხრა დუიმის სიგრძის სხეული ტრო-
ტუარზე გდია, შეიძლებოდა გვეთქვა „სახით ქვევით“, მაგრამ
აჯობებს, ვთქვათ „მუცლით ქვევით“. მშვენივრად აცვია, იაფფა-
სიანი, მაგრამ კარგად გაუთოებული მზა ტანსაცმელი, ყავისფე-
რი ფეხსაცმელი და ნაყშიანი წინდები, მსუბუქი მოყავისფრო პი-
ჯაკისთვის ყვითელი პერანგი შეურჩევია – ეტყობა, ს. გრინს ფე-
რების შეხამება შეეძლო! სხეულს რაც შეეხება, თუკი რამ დასა-
ხიჩრებას გადაურჩა, იქაც ყველა ძვალი ჩამტვრეოდა. ხელები
ჯერ კიდევ გაშლილი ჰქონდა, თითები ნახევრად მოხრილი თუ
თითქმის მუშტად შეკრული, და სულ ცოტა ხნის წინ შეწყვეტილი
სიცოცხლის ნიშანწყალიც თითქოს ჯერ კიდევ ეტყობოდა (ეს
ყველაფერი ხომ ხუთი წუთის წინ მოხდა!).
და სისხლი სად არის, ადმირალო დრეიკ? თქვენთვის სისხლი
ხომ არ არის უცხო; ალბათ გენდომებათ, იცოდეთ. დრეიკ, გაგო-
ნილი გექნებათ: „წყალს გაატანე პური შენი და მრავალი დღის
შემდეგ კვლავ დაგიბრუნდება“ (ეკლესიასტე 11:1), მაგრამ,
თავს დავდებ, არ გექნებოდათ გაგონილი: „ქუჩაში სისხლი დაღ-
ვარე და მრავალი დღის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდება!“ თუმცა
ახლა სწორედ ეს ხდება, სისხლი ბრუნდება, ეფლის ქუჩას მიუყ-
ვება, კუთხეში უხვევს და ს. გრინისკენ მოიწევს, ბოძისკენ და
ერთად შეყრილი ხალხისკენ! ერთი მოსულელო გარეგნობის
იტალიელი ბიჭი დგას ხალხში, დაბალი შუბლი აქვს, დიდი ინტე-
ლექტის პატრონი არ უნდა იყოს, გაოგნებული შიშით ახამხამებს

563
შავ წამწამებს, რაღაცას გაუგებრად ბურტყუნებს, პოლიციელს
მკლავში ჩაუკიდია ხელი. ბიჭი თავფეხიანად სისხლშია მოთ-
ხვრილი. ხალხში ჩოჩქოლი ატყდა, ერთმანეთს მუჯლუგუნს
ჰკრავენ, რომ დაინახონ და თან ჩურჩულებენ:
– ეგ არის! ეს ბიჭია!.. ნამდვილად ეგაა... არ გეცნობათ, იტა-
ლიელი ბიჭია, გაზეთების ჯიხურში მუშაობს, აქ მდგარა, ბოძთან
ახლოს... ამიტომ არ ჩანს არსად სისხლი, სულ ამას შეესხა... ექ-
ვსი დუიმით ასცდა, სიმართლეს გეუბნები... ჩემი თვალით დავი-
ნახე! ზევით ავიხედე და ჰაერში იყო უკვე! პირდაპირ იმ ბიჭის
თავზე მოფრინავდა, მაგრამ მერე ბოძი რომ შენიშნა, თითქოს
ხელები აიფარა – ბიჭს აღარ დაეცა!.. იმან დავარდნის ხმა რომ
გაიგონა, მოტრიალდა და მთელი სისხლი მას შეესხა...
კიდევ ერთი იკაფავდა ხალხში გზას, ჩურჩულებდა და შიშის-
გან გადაფითრებული ბიჭისკენ აქნევდა თავს:
– ღმერთო! შეხედეთ ერთი... არც იცის, რას აკეთებს!.. ჯერ
კიდევ ვერ მიმხვდარა, რა დაემართა! იქ იდგა, ბოძთან, იღ-
ლიაში რაღაც შეკვრა ჰქონდა ამოჩრილი... მერე ეს რომ მოხდა,
გაიქცა... ვერ ხვდება, რა დაემართა... გეუბნებით, როგორც კი ეს
მოხდა და სისხლი შეესხა, ეგრევე გაიქცა.
ერთი პოლიციელი მეორეს ეუბნება:
– ეგრევე პატს დავუყვირე, გააჩერე-მეთქი. ბაროუ ჰოლამდე
სდია, შეუსვენებლად გარბოდა... ჯერაც აზრზე ვერ მოსულა, რა
დაემართა.
იტალიელი ბიჭი ლუღლუღებს:
– ჯანდაბა! ეს რა იყო!.. ჯანდაბა!.. ვიდექი და ველაპარაკებო-
დი... დაცემის ხმა გავიგონე... ჯანდაბა! და რა მოხდა? ეგრევე გა-
ვიქეცი... ღმერთო... გული მერევა!
ხმები:

564
– ვინმემ აფთიაქში შეიყვანეთ!.. სისხლი მოჰბანეთ!.. რამე
სასმელი დაალევინეთ!.. აი, იმ აფთიაქში შეიყვანეთ, იქ მიხედა-
ვენ!
სასტუმროს ფოიეში გაზეთების გამყიდველი, ჩასუქებული,
ახალგაზრდა, ცოტა ქალური გარეგნობის, მაგრამ აშკარად გო-
ნიერი ებრაელი აღგზნებული და აღშფოთებული ლაპარაკობს:
– დავინახე თუ არა? მისმინეთ, ყველაფერი ჩემ თვალწინ
მოხდა. ქუჩაში მოვდიოდი, ზევით ავიხედე და ჰაერში იყო... და-
ვინახე თუ არა? მისმინეთ, წარმოიდგინეთ, მეთორმეტე სართუ-
ლიდან დიდი, მწიფე საზამთრო რომ გამოაგდო!.. გესმით?
ცხოვრებაში ასეთი რამის ნახვა აღარ მინდა!.. – მერე ლამის ის-
ტერიკამდე მისული ამბობს, – ეს ადამიანების უპატივცემულო-
ბაა და მეტი არაფერი! სხვა ადგილი ვერ ნახა, თუ ასეთი რამე
ჰქონდა ჩაფიქრებული, მაინცდამაინც ყველაზე გადატვირთული
უბანი უნდა აერჩია?.. იქნებ ვიღაცას თავზე დასცემოდა?.. აი, ის
ბიჭი რამდენიმე დუიმით ახლოს რომ მდგარიყო, ხომ მოკლავ-
და? მაგიტომ ვამბობ, ხალხის უპატივცემულობა იყო-მეთქი! ასე-
თი რამის გაკეთება როგორ შეიძლება.
(ეჰ, საბრალო ებრაელო, ვითომ მეტი დარდი არ ჰქონდა ს.
გრინს, სხვების პატივისცემაზე ეფიქრა.)
ტაქსის მძღოლი აღელვებული ამბობს:
– მეც ამას ვამბობ... ხუთი წუთი ვუყურებდი, სანამ გადმოხტე-
ბოდა... ფანჯრიდან გადმოძვრა და ხუთი წუთი გაუნძრევლად
იდგა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა!.. როგორ არ დამინახავს... ჩემ
გარდა, კიდევ ბევრმა დაინახა... – გაღიზიანებული, – რატომ
არაფერი ვიღონეთ? რა უნდა გვექნა? როცა კაცი ეგეთ რამეს
აკეთებს, ესე იგი უკვე ვეღარ არის ჭკუაზე... გგონიათ, დაგვიჯე-
რებდა?.. როგორ არ დავიყვირეთ!.. ღმერთო!.. დაყვირებისაც

565
გვეშინოდა, ხელით ვანიშნებდით, შებრუნდიო, გვინდოდა, მისი
ყურადღება მიგვეპყრო, სანამ პოლიცია სასტუმროში ჩუმად შე-
ვიდოდა... ერთი წამის გადმომხტარი იყო, პოლიცია რომ შევი-
და... არ ვიცი, გაიგო, პოლიცია რომ მოვიდა, თუ რა მოხდა,
ღმერთმა უწყის... ხუთი წუთი ემზადებოდა, ჩვენ კიდევ ვუყურებ-
დით.
ჩაფსკვნილი ჩეხი, ერთი კვარტლის იქით გასტრონომიულ
მაღაზიაში რომ მუშაობს, ამბობს:
– გავიგონე!.. ექვსი კვარტლის დაშორებით გაიგონებდა კა-
ცი... აბა რა, ყველამ გაიგონა!.. ეგრევე მივხვდი, რაც მოხდა და
გამოვიქეცი.
ხალხში ჩოჩქოლი ატყდა. ვიღაც შემოემატათ და გზას იკა-
ფავს, უკეთ რომ დაინახოს, რა ხდება. მის წინ დაბალი, მელოტი
კაცი დგას, ჩალის ქუდი ახურავს, გაფითრებული და შეძრწუნე-
ბული მონუსხულივით უყურებს „იმას“. ახალმოსული შემთხვე-
ვით მელოტი კაცის ქუდს წამოედება და ჩალის ქუდი მშრალი
ხმით ეცემა ასფალტზე. მელოტი კაცი უხერხულად იხრება და
ქუდს იღებს, მერე ახალმოსულს მიუბრუნდება და ორივენი
სულმოუთქმელად მოუბოდიშებენ ერთმანეთს:
– ო, უკაცრავად... დიდი ბოდიში!
– არა უშავს... ეგ არაფერი.
დააკვირდით, ადმირალო, ხალხი მონუსხულივით რომ შეს-
ცქერის თქვენი უჟმური თეთრი სასტუმროს ფასადს. დააკვირ-
დით სახეებს და გამომეტყველებას. მათი თვალები ზევით-ზევით
მიიწევს. თითქოს შენობა უცნაურად იზრდება, უშნოვდება, სო-
ლივით წაწვეტებული სულ ზევით მიიწევს და ცის დაფარვით
იმუქრება, ნებას თრგუნავს, სულს გიმსხვრევს (ესეც ამერიკული
ხედვაა, ადმირალო დრეიკ). თვალები სართულ-სართულ მიუყ-

566
ვება ზევით, ვიდრე საბოლოოდ იმ ერთადერთ ღია ფანჯარაზე
არ შეაჩერებს მზერას. ის არ გამოირჩევა სხვა დანარჩენი ფან-
ჯრებისგან, მაგრამ მთელი ხალხი მხოლოდ მას მისჩერებია შეძ-
რწუნებული და ერთსულოვანი ინტერესით აღვსილი. მერე ისევ
ნელ-ნელა მზერა ქვევით ჩამოდის, ყველა დაძაბულია, ტუჩები
მოუკუმავთ კრიჭაშეკრულებივით, მონუსხულები იცავენ სართუ-
ლების თანმიმდევრობას, ვიდრე ბოძის ქვეშ „იმას“ არ დაინახა-
ვენ.
ტროტუარი საბოლოოდ ყველაფერს აჩერებს, ყველაფერზე
აქვს პასუხი. ეს ამერიკული ტროტუარია, ადმირალო დრეიკ,
ჩვენი უნივერსალური ქალაქის ტროტუარი – ფართო, მონაც-
რისფრო ბეტონის, აკურატულად შემოსაზღვრული, მსოფლიოში
ყველაზე ცივი, ულმობელი და უადამიანო: ის გულგრილია, არ
ადარდებს ასობით მილიონი უსახელო „გრინის“, ამ არარაობის
განადგურება.
ევროპაში, დრეიკ, გაცვეთილი ქვებია, ყველა კუთხე მომ-
რგვალებიათ. ჩვენთვის უცნობი და ახლა დამარხული ადამიანე-
ბი საუკუნეების მანძილზე ეხებოდნენ ამ ქვებს და გაცვითეს. შე-
ხედავ და გული შეგეკუმშება, სულს რაღაც უცნაური მღელვარე-
ბა დაეუფლება და იტყვი: „ისინი აქ ყოფილან!“
აქ ასე არ არის, ამერიკის ქუჩებში, ტროტუარებზე და ქვაფე-
ნილებზე. აქ ვინმე ყოფილა საერთოდ? არა. აქ მხოლოდ უთვა-
ლავი უსახელო გრინი ფუთფუთებს, მაგრამ კვალს არ ტოვებს.
ვინმეს მიუპყრია თვალი ზღვისკენ, ესპანეთის უცნაური და
უცხო ნაპირების ხილვის სურვილით აღვსილი და გასამგზავრებ-
ლად გამზადებული გემების საძებნელად? აქაურ სილამაზეს
ვინმეს თვალი დაუტკბია და გული მოუნადირებია ვინმესი?
ოდესმე, გადაჭედილ ქუჩაზე, მუჯლუგუნით გზის გაკაფვისას, ერ-

567
თმანეთისთვის თვალებში ჩაუხედავთ, გულს გული უცვნია, წა-
მით შეჩერებულან, გამორკვეულან და გაცვეთილ ქვაფენილზე
ერთი წმინდა ქვა დაუდგამთ? არ დაიჯერებთ, ადმირალო დრე-
იკ, მაგრამ ასეთი რამ მომხდარა ამერიკაში, ოღონდ, როგორც
თავად ხედავთ, კვალი არავის დაუტოვებია.
თქვენ, ბებერო დრეიკ, სანამ ზღვაში გახვიდოდით, თანამემა-
მულეებმა უკანასკნელად შეგავლეს თვალი, თქვენს ხალხთან
ერთად რომ მიდიოდით ნავმისადგომისკენ, ჩაუარეთ გვერდით
შპილს და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს, მიადექით ყურეს,
სადაც გრილი წყალი ნაპირს ეტყლაშუნება და მერე გემის ბაქ-
ნიდან დიდხანს უყურებდით, როგორ ქრებოდა მშობლიური
თეთრი ნაპირი. ქალაქს, რომელიც თქვენ დატოვეთ, კიდევ
დიდხანს ესმოდა თქვენი ხმა. ქვაფენილზე თქვენი ნაბიჯების
კვალი დარჩა, ტავერნის მაგიდაზე – თქვენი მძიმე კათხისა. სა-
ღამოობით კი ნავმისადგომში ხალხი თქვენს დაბრუნებას ელო-
და.
მაგრამ, ამერიკაში არავინ ბრუნდება. ამ ქუჩებს წასული კა-
ცები არ ეცხადებიან. აქ არც არის ისეთი ქუჩები, თქვენ რომ
იცოდით. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ცემენტის ჯგროს გზებია,
არ გაგიჩნდება სურვილი, შეჩერდე, დაფიქრდე და თქვა: ის აქ
ყოფილა! ჯგროს გზამ არ იცის, რა არის ადამიანის ხელი, ის
დიდმა მანქანებმა დააგეს ერთადერთი მიზნისთვის – შეუფერ-
ხებლად და სწრაფად რომ იარონ ფეხებმა.
საიდან და როგორ მოგვევლინა ეს ჯგროს გზა?
იქიდან, საიდანაც ყველა ჯგროს გზა მოდის – ამერიკის შეერ-
თებული შტატების სტანდარტული კონცენტრირებული პროდუქ-
ცია # 1-დან. აქედან მოდის ყველა ჩვენი ქუჩა, ტროტუარი, ბოძი,
ყველა ჭუჭყიანი თეთრი აგური (ისეთი, რომლითაც თქვენი სას-

568
ტუმრო ააშენეს), თამბაქოს მაღაზიების წითელი ფასადები (რო-
გორიც ქუჩის გადაღმაა), ჩვენი მანქანები, აფთიაქები, სადაც გა-
ზიან წყალს ყიდიან, ჩვენი კოსმეტიკა, ჩვენი ებრაელების მსუქა-
ნი, წითლად შეღებილი ტუჩები, ჩვენი გაზიანი წყალი, სიროფები
და ლუდი, სპაგეტი, ნაყინი, ცხარე სენდვიჩები, ჩვენი ტანსაცმე-
ლი, ქუდები (სუფთები და ერთფეროვანი ნაცრისფრები), ჩვენი
სახეები (ერთფეროვანი ნაცრისფრები, მაგრამ ყოველთვის სუფ-
თა არა), ჩვენი ენა, საუბარი, სენტიმენტები, გრძნობები და არ-
ჩევანი. ეს ყველაფერი ჩვენთვის შექმნა ამერიკის შეერთებული
შტატების სტანდარტულმა კონცენტრირებულმა პროდუქციამ
# 1.
აი, ასეა ჩვენი საქმე, ადმირალო დრეიკ. თქვენ ხედავთ ქუ-
ჩებს, ტროტუარებს, თქვენი სასტუმროს ფასადს, მანქანების უწ-
ყვეტ ნაკადს, აფთიაქს და გაზიანი წყლის დახლს, თამბაქოს მა-
ღაზიას, შუქნიშანს, ფორმაში ჩაცმულ კოპებს, მეტროში ჩამ-
სვლელებს და მეტროდან ამომსვლელებს, ჟანგისფერი შენობე-
ბის ჯუნგლებს, ძველებს და ახლებს, მაღლებს და დაბლებს. ამა-
ზე კარგს რას ნახავთ, დრეიკ. ეს ხომ ბრუკლინია, რაც იმას ნიშ-
ნავს, რომ ასეთი ქუჩა და კვარტალი კიდევ ათასია. ბრუკლინი,
ადმირალო დრეიკ, მთელ სამყაროში ნომერ პირველი სტან-
დარტული კონცენტრირებული ქაოსია. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, მას არც ზომა აქვს, არც ფორმა, არც გული, არც ხალი-
სი, არც იმედი, არც აღმაფრენა, არც ცენტრი, არც თვალები, არც
სული, არც მიზანი, არც მიმართულება, სულ არაფერი – ყველ-
გან მხოლოდ სტანდარტული კონცენტრირებული პროდუქციაა,
რომელიც ყველა მიმართულებით უთვალავ მილზე ვრცელდება,
როგორც გამარჯვებული სტანდარტული კონცენტრირებული დი-
დი ლაქა სამყაროს ზედაპირზე. და აქ, ზუსტად მის შუაგულში –

569
არა, ეს არ არის სიმართლე, ლაქას არ შეიძლება ჰქონდეს
შუაგული – მაშინ, შუაგული თუ არა, ამ უზარმაზარი სტანდარ-
ტული კონცენტრირებული ლაქის ყველაზე გამოსაჩენ ადგილას,
ყველას დასანახად და ტვინდანთხეული...
წევს გრინი!
და ეს ცუდია, ძალიან ცუდია, ოჰ, რა ცუდია, ამის დაშვება რო-
გორ შეიძლება! როგორც ჩვენმა ახალგაზრდა ებრაელმა გუ-
ლისწყრომით აღნიშნა – უპატივცემულობაა სხვის მიმართ!
გრინს არ ჰქონდა უფლება, ასე გადმოვარდნილიყო საზოგადო-
ებრივ ადგილას. მას არ ჰქონდა უფლება, მიესაკუთრებინა თუნ-
დაც პატარა ადგილი სტანდარტული კონცენტრირებული ლაქი-
სა.
როგორც ხედავთ, ძვირფასო ადმირალო, ქუჩა იმისთვის კი
არ არის, რომ იქ ისეირნონ, მანქანით იარონ ან იქროლონ –
სტანდატრული კონცენტრირებული პრესის „არტერიის“ სიტყვე-
ბით რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ და მხოლოდ არხია. რაც იმას
ნიშნავს, რომ ეს ის ადგილი არ არის, სადაც მოძრაობ, არამედ
– სადაც სხვა გამოძრავებს, ქუჩა კი არა, სატყორცნი ლულაა,
რომელიც მილიონობით ჭურვს ისვრის, შეუსვენებლად რომ
იმოძრაონ, სწრაფად რომ იარონ წინ სხვა ძალის ზემოქმედე-
ბით.
ტროტუარებს რაც შეეხება, ეს სტანდარტული კონცენტრირე-
ბული ჯგროს გზა სასიარულოდ არ არის გამიზნული, ეს არის ად-
გილი, სადაც უნდა იფუთფუთო, მუჯლუგუნი ჰკრა სხვას, გაძვრე,
შეერწყა ბრბოს, მოუსვენრად იმოძრაო. ის არც დასადგომადაა
გამიზნული. მათი ერთ-ერთი პირველი მცნება ასეთია: გზა გა-
ნაგრძე! სად გგონია შენი თავი, საბალახოდ კი არ გამოგიშვეს?

570
და, რაღა თქმა უნდა, ეს ის ადგილი არ არის, რომ დაწვე, მით
უმეტეს გაითხლაშო.
მაგრამ, შეხედეთ გრინს! უბრალოდ, შეხედეთ! რა გასაკვი-
რია, ახალგაზრდა ებრაელი რომ აღშფოთდა!
გრინმა თავისი სურვილით და განზრახ ყველა პრინციპი და-
არღვია. არათუ ტვინი დაანთხია, მან ეს საზოგადოებრივ ად-
გილზე ჩაიდინა – სტანდარტული კონცენტრირებული ჯგროს
გზის პატარა ნაგლეჯზე. წესრიგი დაარღვია, ხალხი შეაწუხა,
მოძრაობა გააჩერა, ადამიანები საქმეს მოსწყვიტა, ნერვები
აუშალა და ახლა წევს გათხლაშული იქ, სადაც არ აქვს უფლება,
იწვეს. და იმისთვის, რომ დანაშაული მიუტევონ, ს. გრინი იძუ-
ლებულია...
გაცოცხლდეს!
წარმოგიდგენიათ, ბებერო დრეიკ! ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ
თქვენი უცნაურობები, იმიტომ, რომ მოგვისმენია, როგორ იგი-
ნებოდით ტავერნაში და ვნახეთ, როგორ გაცურეთ დასავლე-
თით. შეძლებთ, თქვენც გაგვიგოთ? მიიღეთ ეს უცნაურობად და
შეხედეთ გრინს! თქვენ ხომ გსმენიათ თქვენი თანამემამულის
სიტყვები, რომლებსაც თაობები იმეორებენ: „ადრე წესი წესობ-
და: კაცი ტვინს თუ დაანთხევდა, იგი კვდებოდა“.(შექსპირის
„მაკბეტი“.) მაგრამ ახლა, ბებერო დრეიკ, რა შეცვალა დრომ?
ნამდვილად რაღაც უცნაური ხდება ჩვენს თავს, რასაც თქვენ წი-
ნასწარ ვერ გათვლიდით. იმიტომ, რომ კაცმა ტვინი დაანთხია
და ის...
გაცოცხლდა!
რა ხდება, ადმირალო? ვერ ხვდებით? პატარა სასწაულია,
მაგრამ ყველაფერი მარტივადაა:

571
სულ რაღაც ათი წუთის წინ, ს. გრინი არავისგან გამოირ-
ჩეოდა. ათი წუთის წინ მასაც შეეძლო ჩაერბინა მეტროში და
ამოსულიყო იქიდან, გაეკვალა გზა ხალხში, ეჩქარა, ექროლა.
ამ პატარა უსახელო ატომს, მტვერს, არარაობას შეეძლო ეფუთ-
ფუთა სხვა დანარჩენ მილიონობით „ყმაწვილთან“ ერთად, რო-
გორც კიდევ ერთ „ყმაწვილს“. მაგრამ, ხედავთ, რა მოხდა! ის
ახლა აღარ არის „კიდევ ერთი ყმაწვილი“... ის უკვე „განსაკუთ-
რებული ყმაწვილი“ გახდა. როგორც იქნა, გრინისგან კაცი დად-
გა.
ოთხასი წლის წინ, მამაცო ადმირალო დრეიკ, თქვენი ნახვა
რომ შეგვძლებოდა, როცა ესპანელმა სხეული ორად გაგიპოთ,
როცა გემბანზე იწექით საკუთარ სისხლში და ბრინჯაოსფერი სა-
ხე გაგფითრებოდათ და გაგქვავებოდათ, ჩვენ ამას გავიგებდით,
რადგან თქვენს სხეულში სისხლი ჩქეფდა. მაგრამ გრინს, რომე-
ლიც ჩვენსავე ხატად იყო შექმნილი, ჩვენნაირი მტვრის ნამცეცი
იყო, ჩვენსავით ნაცრისფერი ტალახიდან მოზელილი და, რო-
გორც გვეგონა, მასაც ჩვენსავით სტანდარტული კონცენტრირე-
ბული ფორმალინი დაუდიოდა ძარღვებში, ო, დრეიკ, თურმე ნუ
იტყვით და სისხლი უჩქეფდა! ვერც კი წარმოგვედგინა, თუ სის-
ხლი ასეთი წითელი, ასეთი ხასხასა და ამდენი იქნებოდა!
საცოდავი დასახიჩრებული არარაობა! საცოდავი უსახელო
განადგურებული ატომი! საცოდავი ახალგაზრდა კაცი! ყველა
შიშით, სირცხვილით, სიბრალულით აგვავსო – ჩვენ ხომ ჩვენი
თავი შევიცანით გრინში. თუ მას სისხლი ჰქონდა, ესე იგი ჩვენც
გვქონია! თუ მან სხვის მიერ მართული ცხოვრების შუა გზაზე გა-
იბრძოლა და თამამად თქვა უარი, ჩვენნაირი დარჩენილიყო,
გამოდის, რომ ჩვენც შეიძლება, ასეთ უკიდურეს სასოწარკვე-
თამდე მივიდეთ! არსებობს ამბოხის სხვა გზებიც, სხვა გზები

572
უარყოფის, გზები, გამოიყენო ადამიანის უკანასკნელი უფლება
– და ზოგიერთი არანაკლებ შემზარავია! და აი, ჩვენი თვალები
ზევით-ზევით ადის, სართულ-სართულ მიუყვება სტანდარტულ
კონცენტრირებულ აგურებს და შეშდება ღია ფანჯარასთან, სა-
დაც ის იდგა – მოულოდნელად კისერს ვიგრძელებთ და გვერ-
დით ვიხედებით, თვალს ვარიდებთ და პირში მწარე გემოს
ვგრძნობთ!
ძალიან ძნელია, ლამის აუტანელია, იცოდე, რომ პატარა
გრინი, რომელიც ჩვენს ენაზე ლაპარაკობდა და იმ ტალახიდან
იყო მოზელილი, რომლიდანაც ჩვენ, მალავდა რაღაც საიდუმ-
ლოს, მალავდა რაღაც ბნელს, შემზარავს, წარმოდგენაც რომ
გვიჭირს. ის ატარებდა შავ, საშინელ შიშს, სიგიჟეს ან სიმამაცეს
და შეეძლო, იქ დამდგარიყო – ნაცრისფერი ფანჯრის რაფაზე,
თავბრუდამხვევი უფსკრულის თავზე და ხუთი წუთი სცოდნოდა,
რას აპირებდა, თავს ეუბნებოდა: „მიდი ახლა! უნდა გააკეთო!“
შიშით მონუსხული უყურებდა უფსკრულს და უკვე უკან დასახევი
გზა აღარ ჰქონდა. მერე, ვიდრე გადმოხტებოდა, როცა შეძრწუ-
ნებამ ყველა გზა მოუჭრა, თვალწინ დაუდგა ყველაფერი, რო-
გორ გადმოვარდებოდა და დაენარცხებოდა ძირს – გრძნობდა
დამტვრეულ ძვლებს, ნაწილებად დაშლილ სხეულს, ბოძზე მიმ-
სხვრეულ ქალას და როცა ბოლო წამს სულმა უკან დაიხია და
წარმოდგენილი შიშის, სირცხვილის და საკუთარი თავის ზიზღის
უკიდურეს ზღვრამდე მისულმა იყვირა – „მე ამას ვერ შევძლებ!“
– ის გადმოხტა.
და ჩვენ, მამაცო დრეიკ? ჩვენ ვცდილობთ, გავიგოთ, მაგრამ
არ შეგვიძლია. ვცდილობთ, წარმოვიდგინოთ, მაგრამ ვერ ვუღ-
რმავდებით. ვცდილობთ, ჩავწვდეთ ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთს, სი-
გიჟეს, ტკივილს და სასოწარკვეთას, საცოდავმა არსებამ ფან-

573
ჯრის რაფაზე დგომისას რომ გამოიარა. მაგრამ არ გამოგვდის
და აღარც ამის ყურება შეგვიძლია. ძალიან ძნელია, ძალიან
ძნელია, აუტანლად ძნელია. თვალს ვარიდებთ, გული გვერევა,
სიცარიელეს ვგრძნობთ, ბრმა შიშს და საკუთარი თავის მიმართ
უნდობლობას.
ვიღაც კისერს იგრძელებს, ტუჩებს ილოკავს და ჩურჩულებს:
– ღმერთო! ამასაც მოხერხება უნდა!
მეორე უხეშად პასუხობს:
– არა! არ უნდა! ასეთ რამეს მხოლოდ გიჟი აკეთებს! ალბათ
არც კი იცოდა, რას აკეთებდა!
დანარჩენები თვალს არ აცილებენ ფანჯარას და დაეჭვებუ-
ლები ჩუმად ამბობენ:
– კი მაგრამ, ღმერთო!
ტაქსის მძღოლი გაბრუნდება თავისი მანქანისკენ და ჩვეული
უდარდელობით იტყვის:
– მოკლედ, კიდევ ერთი ნაგიჟარი!
ოღონდ მისი სიტყვები არც ისე დამაჯერებლად ჟღერს.
ვიღაც მეგობარს მიუტრიალდა, ცალყბად გაუღიმა და უთხრა:
– რას იტყვი, ამის მერე შეჭამ რამეს?
მეგობარი ჩუმად პასუხობს:
– ჭამის რა გითხრა, ორ-სამ ჭიქა ხორბლის არაყს კი ჩავარ-
ტყამდი! სტივის ბარში ხო არ წავიდეთ!
წავიდნენ. ყველა ვერ უძლებს, რაღაცნაირად უნდა გაუმ-
კლავდნენ.
პოლიციელი გამოჩნდა კუთხიდან, ძველი ბრეზენტი მოიტანა
და უთავოს გადააფარა. ხალხი არ იძვრის ადგილიდან. მერე
მორგის მწვანე ფურგონი მოვიდა. „ის“ ბრეზენტი და ყველაფერი
ფურგონში შეაქვთ. ფურგონი მიდის. პოლიციელი, რომელსაც

574
სქელძირიანი ფეხსაცმელი აცვია, თავის ქალას ნამსხვრევებს
და ტვინის ნარჩენებს წყალსადინარ ღარში გადაუძახებს, ვიღა-
ცას ნახერხი მოაქვს და ყრის, ვიღაცამ აფთიაქიდან ფორმალდე-
ჰიდი გამოიტანა, მოგვიანებით, ვიღაცამ შლანგით წყალი მიუშ-
ვა. მეტროდან მოზარდი გოგო და ბიჭი ამოვიდნენ, ნამდვილი
ქალაქური, მკაცრი სახეები აქვთ; გვერდით ჩაიარეს, თავხედუ-
რად გაარღვიეს ხალხი, ბოძს შეხედეს, მერე ერთმანეთს და
გაიცინეს!
დამთავრდა, ყველაფერი დამთავრდა და ხალხიც დაიშალა.
მაგრამ სხვა რაღაც დარჩა და მისი დავიწყება არ შეიძლება. რა-
ღაც მძიმე, ნესტის სუნი დარჩა ჰაერში. მსუბუქი, ყველაფერი
კრიალა და კრისტალური, რაც იმ დღეს იყო, მძიმემ და წებოვან-
მა შეცვალა – ვერ გაიგებდი, რაღაცნაირი გემო თუ სუნი დარჩა
ყველას ენაზე.
ასეთი შემთხვევისთვის შესაფერისი დრო და ადგილი
მოიძებნებოდა, მამაცო ადმირალო დრეიკ, ეს ჩვენი გრინი ისე
რომ გადმოვარდნილიყო, როგორც ფუტურო კაცი და მშრალად
დაცემულიყო ან გადახსნილიყო და ნაცრისფერი ფორმალინი
გადმოეღვარა წყალსადინარ ღარში. ყველაფერი კარგად იქნე-
ბოდა, ძველი ქაღალდივით რომ გაფრენილიყო ან ნაგავივით
მოეგავათ და მერე იმ სტანდარტულ კონცენტრირებულ მასაში
დაებრუნებინათ, საიდანაც წარმოიშვა. მაგრამ ს. გრინს ასე არ
სურდა. ის დაენარცხა და წებოვანი ნაცრისფერი ნივთიერება
უხამსი ხასხასა სისხლით მორწყა, რათა გამოყოფოდა უმრავ-
ლესობას, კაცი გამხდარიყო ჩვენს თვალში და ჩვენი არარაობი-
დან იშვიათი ვნების, შემაძრწუნებელი შიშისა და სახელოვანი
სიკვდილის ერთი მარცვალი გამოეცალკევებინა.

575
მოკლედ, ადმირალო დრეიკ, „დაუდგენელი კაცი გადმოვარ-
და ან გადმოაგდეს“ თქვენი სასტუმროდანო, ასე იუწყებოდნენ
ახალ ამბებში. და ახლა თქვენ მთელი ამბავი იცით.
ჩვენ „ფუტურო კაცები“ ვართ? მამაცო ადმირალო, ნუ იქნე-
ბით ბოლომდე დარწმუნებული.

576
თავი ოცდამეათე

ტკივილგამაყუჩებელი

ფოქსმა წამში გადაიკითხა სიტყვები – „კაცი გადმოვარდა ან


გადმოაგდეს... სასტუმრო „ადმირალ დრეიკიდან“... ბრუკლინ-
ში“, ამაყი ნესტოები შეებერა და ზღვისფერი თვალებით უფრო
მნიშვნელოვანი ამბების ძებნა განაგრძო.
გამოდის, ფოქსი გულგრილი კაცია? ეგოისტი? არ შეუძლია
სხვისი ტკივილის გაგება? ან თანაგრძნობის გამოვლენა? წარ-
მოსახვა აკლია? არაფერიც.
გამოდის, მას არ შეეძლო გრინის გაგება? თუ მეტისმეტად
არისტოკრატი იყო საიმისოდ, რომ მისთვის გაეგო? მეტისმეტად
დახვეწილი, იშვიათი ბუნების და დიდსულოვანი, გრინისთვის
რომ გაეგო? არაფერიც.
ფოქსმა ყველაფერი იცოდა, ან თითქმის ყველაფერი (თუ რა-
მე ბოლომდე არ იყო ნათქვამი, ყნოსვით მიაგნებდა). დაბადე-
ბით ყოველმხრივ შემკულმა ბევრიც ისწავლა, მაგრამ ცოდნამ
არ გააგიჟა და არც აღქმის უნარი არ დაუჩლუნგა. ყველაფერს
ისე ხედავდა, როგორც იყო; და არასოდეს (არც ფიქრში და არც
გულში) ადამიანისთვის „თეთრი“ არ უწოდებია. ფოქსი (ფიქ-
რშიც და გულშიც) ყველაფერს თავის სახელს არქმევდა. პატარა
ბიჭივით პირდაპირი იყო და ყველაფერს სწორად ხედავდა. მაგ-
რამ რასაც ის სწორად ხედავდა, სხვებისთვის დაბინდული ჩან-
და. მის პირდაპირობას თვალთმაქცობად მიიჩნევდნენ მოუმწი-
ფებელი თვალთმაქცი თაღლითები, მისი სითბო ყინულად ეჩვე-

577
ნებოდათ თვალთმაქც კეთილებს. ვინც გულწრფელობას იბრა-
ლებდნენ, მათთვის ფოქსი მატყუარა იყო და, რა თქმა უნდა,
არავინ არ იცნობდა ნამდვილ ფოქსს.
ფოქსმა მშვენივრად იცოდა, ვინ იყო გრინი, ბევრად უკეთ,
ვიდრე ჩვენ, გრინისნაირებმა. იმიტომ, რომ ჩვენ, გრინისნაირე-
ბი, ვიბნევით და ვჩხუბობთ გრინთან (ანუ საკუთარ თავთან), ვკა-
მათობთ, უარვყოფთ, იგივე დაღი გვასვია და სამართლიანად
ვერ ვმსჯელობთ.
ფოქსი გრინს არ ენათესავებოდა, მაგრამ მთელი სამყაროს
ოჯახს ენათესავებოდა. წაიკითხა თუ არა, იმწამსვე მიხვდა, რომ
გრინს სისხლი ექნებოდა. ყველაფერი თვალწინ დაუდგა: გრი-
ნის თავზე ცა, უკან სასტუმრო „ადმირალი დრეიკი“, ბოძი, ტრო-
ტუარი, ხალხი, ბრუკლინის კუთხე, კოპები, წითელპომადიანი
ებრაელი ქალები, მანქანები, მეტროს შესასვლელი, დან-
თხეული ტვინი – და იქ რომ ყოფილიყო, ჩუმად, შეფიქრიანებუ-
ლი და ცოტა დაბნეული იტყოდა:
– ოჰ... მესმის.
და მართლაც ყველაფერი ესმოდა, ჩემო შეშლილო ბატონე-
ბო, ეჭვიც არ შეგეპაროთ. ნათლად გაიგებდა და დაინახავდა
ყველაფერს, წვალების, დაბნეულობის და ბრძოლის გარეშე –
თითოეულ აგურს, ტროტუარის თითოეულ დუიმს, ბოძის ხასხასა
მწვანე ფერს, სიგარეტის მაღაზიების თვალისმომჭრელ წითელ
ფასადს, ფანჯრების ფორმებს, კარნიზებს, ფარდულებსა და სა-
ხელოსნოებს ქუჩაზე ჩარიგებულ ძველ სახლებში და ბრუკლი-
ნის არარაობის გულის ამრევ სიმახინჯეს.
და ფოქსს რომ ბრუკლინში ეცხოვრა, კიდევ უფრო მეტს
გაიგონებდა, გაიგონებდა შეულამაზებლად და ნათლად – როცა
ჩვენ, ქალაქის ხმაურით დაყრუებულები, სმენად ვართ ქცეული,

578
ის მშვენივრად გაიგონებდა ფლეთბუშის პარკში ჩურჩულით
წარმოთქმულ ყველა სიტყვას, ბოზების ქუჩაზე, სენდ-სთრითის
საძინებელში გაიგონებდა რიტმულად მოჭრაჭუნე ზამბარის
ხმას, ყველა დაყვირებას კონი-აილენდზე, თითოეულ ჟარგო-
ნულ სიტყვას თითოეული საცხოვრებელი სახლიდან. დიახ, რო-
ცა ჩვენ საკუთარ ხუთ გრძნობას ვეჭიდავებით ამ ჯუნგლის ქა-
ლაქში და ჩვენი გადაღლილი ტვინი ქაოსს მოუცავს, ფოქსი ყო-
ველგვარი წვალების, გაგიჟების და თვალების დაძაბვის გარეშე
მიხვდებოდა და ჩუმად იტყოდა:
– ოჰ... მესმის.
სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყველა წვრილმანის გაგებას
ცდილობდა, იმიტომ, რომ წვრილმანები მნიშვნელოვანია და
მათ ყველაფრის თქმა შეუძლიათ. ფოქსი წვრილმანებს იმიტომ
კი არ უღრმავდებოდა, თავი დახვეწილად ან ესთეტად რომ მო-
ეჩვენებინა: წვრილმანებს ყურადღებას იმიტომ აქცევდა, რომ
ასე იყო საჭირო და ის არასდროს ცდებოდა.
ფოქსი გენიოსი გახლდათ, ვიღაც თვითმარქვია ესთეტი კი
არა. ის არ დაწერდა ცხრაგვერდიან რეცენზიას „როგორ იყე-
ნებს ხელებს ჩაპლინი თავის ბოლო ფილმში“, რომ ეს იაფფა-
სიანი ფარსი კი არა, მეფე ლირის ტრაგედია იყო თანამედროვე
სამოსში; ან რომ კრეინის პოეზიის გაგება მხოლოდ მათემატი-
კური ფორმულით შეიძლება, ჰმ, აი ასეთით:

(რევოლუცია ხომ არ დაგვეწყო, ამხანაგებო, დროა!)


ფოქსს არასდროს აღმოუჩენია ის, რაც ცხრა წლის წინ ყვე-
ლამ იცოდა. არ უთქვამს, გრაუჩის ხუმრობები მოძველდაო, და
არ უცდია, საზოგადოებისთვის აეხსნა, რატომ. ფოქსს არაფერი

579
ესაქმებოდა იმ მაღალხარისხიან განავალთან, რომელშიც ჩვენ
ნებაყოფლობით ამოვითხვარეთ, იმ ჟურნალ-გაზეთებთან,
თვალში ნაცარს რომ გვაყრიან და გვასულელებენ, ხელოვნების
დახვეწილ, ელეგანტურ, გამოსნობებულ კონცენტრირებულ
წარმომადგენლებთან, რომლებსაც ნებაყოფლობით ვასაქმები-
ნებთ თავზე, ხელი არ ჰქონდა სულელურ ყბედობებთან, უხამს
შარლატანობასთან, ყალბ ვნებებთან, შტერების ექვსთვიან რე-
ლიგიებთან და მოდას აყოლილ მაიმუნებთან, რომლებზეც ისი-
ნი ნადირობენ. ის არასდროს არავის აფრთხობდა, არ აგოიმებ-
და, არ ამცირებდა, არ ხდებოდა ხროვის წევრი, არ ერთიანდე-
ბოდა ჯგუფებში ჭკუის კოლოფ ინტრიგან პოლიტიკოსებთან და
ქლესა კაცებთან ერთად.
არა, ფოქსი არ იყო ასეთი. ყველას და ყველაფერს ისე იღებ-
და, როგორიც იყო და მშვიდად იტყოდა ხოლმე: „ოჰ... მესმის“,
და მერე მელიასავით ეშმაკურად წვრილმანებსაც დაადგენდა.
ხანდახან რესტორნის მიმტანის თვალებს, ცხვირს, გაჭრილ
ტუჩებს და ნიკაპის სიგრძეს აკვირდება და ერასმუსის მკაცრ,
მაგრამ მოწყენილ სახეს ხედავს. ფოქსი შეფიქრიანებული მიტ-
რიალდება და ჭიქიდან მოსვამს, დროდადრო თვალს გააპარებს
მიმტანისკენ, როცა ის ახლოს ჩაუვლის, ან მიაშტერდება, ისევ
გვერდზე გაიხედავს, მერე წინ გადაიხრება და ისევ მიაშტერდე-
ბა.
ცოტა არ იყოს შეწუხებული მიმტანი ეჭვნარევი თავაზიანო-
ბით უღიმის:
– სერ?.. ყველაფერი რიგზეა?
ფოქსი მშვიდად, ლამის ჩურჩულით:
– ერასმუსზე თუ გაგიგონიათ?

580
მიმტანი კვლავ გაღიმებული, მაგრამ უფრო დაეჭვებული ეუბ-
ნება:
– არა, სერ.
ფოქსი მიტრიალდება, თავისი იაღლიშით გაკვირვებული,
წყენით ჩაიჩურჩულებს:
– პირდაპირ გასაოცარია!
ან კიდევ, რესტორნის გარდერობში, სადაც ფოქსი ყოველ-
დღე ლანჩს მიირთმევს, გოგო მუშაობს, ჩახლეჩილი ხმა აქვს,
ცოტა თავხედია, პრაქტიკული და ისეთი, აი, თავს რომ არავის
დააჩაგვრინებს. ერთ დღეს ფოქსი მოულოდნელად გარდერობ-
თან შეჩერდა, გოგოს აღტაცებულმა შეხედა ზღვისფერი თვალე-
ბით, დოლარი დაუტოვა და წავიდა.
– კი, მაგრამ, ფოქს, – უსაყვედურეს მეგობრებმა, – დოლარი
რა ამბავი იყო?
– მე მეჩვენება, თუ მართლა ძალიან სასიამოვნო პიროვნე-
ბაა? – გულწრფელად, ჩუმად იკითხა ფოქსმა.
მეგობრები ვერ უგებენ და გაოცებულები უყურებენ. ის გოგო!
ის პატარა თავხედი და გამომძალველი გოგო... ოჰ, კარგი, რა
აზრი აქვს? და ხელს ჩაიქნევენ! იმის ნაცვლად, ილუზია დაუმ-
სხვრიონ და ჩრდილი მიაყენონ მიამიტი ბავშვის უმანკოებას,
ხმას იკმენდენ და თავის ოცნებებში ტოვებენ.
და ის პატარა, პრაქტიკული მეგარდერობე გოგო თავდაჯერე-
ბული ტონით ეუბნება მეორე მეგარდერობე გოგოს:
– მისმინე! ის ტიპი ხომ იცი, ყოველდღე აქ რომ დადის ლან-
ჩზე – ის უცნაური ტიპი, სულ ციცარს რომ უკვეთავს და ცოცხა-
ლი თავით ქუდს რომ არ აბარებს ჩვენთან?
მეორე კვერს უკრავს:

581
– როგორ არ ვიცი! ჭამის დროსაც არ იხდის ქუდს! ძალით უნ-
და წაგლიჯო, ისე არ დათმობს!
გოგო, სწრაფ-სწრაფად:
– ხო, ეგაა! – მერე ჩუმად ამბობს აღელვებული, – მთელი
თვეა, ყოველდღე დოლარს მაძლევს!
მეორე:
– მიდი...
გოგო:
– გეფიცები!
მეორე:
– რამე ხომ არ უნდა? გაგეთამაშა? გაგეხუმრა?
გოგო შეფიქრიანებული ჩანს:
– ეგაა ყველაზე სასაცილო, ვერაფერი ვერ გავიგე! კი რაღა-
ცებს მელაპარაკება, მაგრამ არა მგონია, რამე მიზეზი ჰქონდეს.
პირველად ვიფიქრე, თავხედია-მეთქი. მოვიდა ერთხელ ქუდის
ასაღებად და ისეთი უცნაური სახით მომაშტერდა, გამაკანკალა.
ვკითხე, რა ხდება-მეთქი. გათხოვილი თუ ხარო, მეკითხება, ასე
პირდაპირ. დგას და მეკითხება: „გათხოვილი ხართ?“
მეორე:
– ეეე, თავხედია აბა რა. მიდი, გააგრძელე, შენ რა უთხარი?
– ჩემს თავს ვეუბნები, ხომ ვიცოდი, ასე დამთავრდებოდა, ეს
ყოველდღიური დოლარი დიდხანს ვერ გასტანდა, კარგი ამბები
მთელი ცხოვრება არ გრძელდება! ხოდა გადავწყვიტე, სანამ
საქმეზე გადავიდოდა, შანსი არ მიმეცა. ავდექი და ვეუბნები: „კი,
გათხოვილი ვარ. თქვენ გყავთ ცოლი?“ ვიფიქრე, თავიდან
მოვიშორებ-მეთქი.
მეორე:
– რაო მერე?

582
გოგო:
– რა და, ისევ ისე იდგა და უცნაურად მიყურებდა. მერე თავი
გააქნია, თითქოს რამე დავაშავე, თითქოს გავაღიზიანე. „კი,
მყავს“, – თქვა, ქუდი აიღო და დოლარი დამიტოვა. არ მეშვება,
მოკლედ. ვიფიქრე, ხვალ მოვა და დაიწყებს ზღაპრების მოყო-
ლას, ცოლი როგორ ვერ უგებს და როგორ მარტოდ გრძნობს
თავს და მერე მკითხავს: „ერთად ხომ არ გვესადილა?“
მეორე სულსწრაფად:
– მერე?
– მეორე დღეს მოვიდა და დგას, მიყურებს ისევ ისეთი უც--
ნაური სახით, თითქოს მადანაშაულებს და ვეკითხები: „რა ხდე-
ბა?“ ის კიდე მპასუხობს ჩუმად, ხანდახან ძლივს გაიგებ, რას ამ-
ბობს: „შვილები გყავთ?“ რა სასაცილოა! ამას სულ არ ველოდი!
არ ვიცოდი, რა მეთქვა. არა-მეთქი, ბოლოს ვუთხარი. მიყურებს,
თავს აქნევს, თითქოს გაღიზიანდა, შვილები რომ არ მყავს. მე-
რე მეც ბრაზი მომერია, დამავიწყდა, გათხოვილი რომ არ ვარ.
ისე აქნევდა თავს, გეგონება, ჩემი ბრალია, შვილები რომ არ
მყავს და ვეუბნები: „მერე რა? მერე რა, თუ არ მყავს? თქვენ
გყავთ?“
მეორე მონუსხულივით:
– რაო? რა გითხრა?
– მიყურებს და მეუბნება: „ხუთი!“ – მერე თავი გააქნია, –
„სულ გოგოები!“ – გეგონება, ჩემზეა გაბრაზებული, – „თქვენ-
ნაირები!“ აიღო ქუდი, დოლარი დატოვა და წავიდა.
მეორე გაღიზიანებული ტონით:
– მოიცა, ვინ ჰგონია თავისი თავი! რას ბოდიალობს, თავხე-
დია და მეტი არაფერი!
გოგო:

583
– რაც მეტს ვფიქრობდი, ბრაზი უფრო და უფრო მერეოდა.
რეებს ლაპარაკობს ქალებზე! ხოდა მეორე დღეს რო გამომეც-
ხადა, ვეუბნები: „მისმინეთ, რა გჭირთ, ქალები გძულთ თუ რა
ხდება? რას ერჩით ქალებს? რა დაგიშავეს?“ არაფერიო, მით-
ხრა, გარდა იმისა, რომ ქალები არიანო. და ისევ ისე აქნევს
თავს, თითქოს რამე ჩავიდინე! მერე აიღო ქუდი და დოლარი და-
მიდო... ამის მერე გადავწყვიტე, მოდი გავაშაყირებ და ყოველ-
დღე ქალებზე რამეს ჩავურტყამ, იქნებ გავაბრაზო-მეთქი, მაგ-
რამ მაგას ვერ გააბრაზებ! ვიცი, როგორ არ ვცადე. იმასაც ვერ
ხვდება, რომ მისი გაბრაზება გინდა... მერე ქმარზე ჩამომიგდო
სიტყვა... რაა? მეუხერხულა?.. რას არ მეკითხებოდა, საიდან
არისო, რას აკეთებსო, რამდენი წლისააო, დედამისი სად ცხოვ-
რობსო და ქალებზე რას ფიქრობსო... რა მაგარია, არა? დავიღა-
ლე იმაზე ფიქრით, მეორე დღეს რას მკითხავდა და მე რა უნდა
მეპასუხა... მერე დედაჩემზე მკითხა, და-ძმა თუ გყავსო, ისინი
რას საქმიანობენო, რა ხნისები არიანო... ეს ადვილი იყო, იმი-
ტომ, რომ ვიცოდი, რა მეპასუხა.
მეორე:
– და ყველაფერი მოუყევი?
– აბა რა, რატომაც არა!
მეორე:
– მერი, მე შენ ადგილას არ მოვუყვებოდი! რა იცი, ვინაა!
დაბნეული, ცოტა უფრო მომლბარი:
– არ ვიცი. ცუდი კაცი არ ჩანს! – შეიშმუშნა, – ამას ყოველ-
თვის გრძნობ!
მეორე:
– კი, მაგრამ მაინც, რა იცი, რა ხდება. მეც შევეხუმრები ხოლ-
მე, მაგრამ არაფერს არ ვუყვები!

584
გოგო:
– ვიცი, ვიცი. მეც ეგრე ვარ. მაგრამ ეგ განსხვავებული ტიპია.
სასაცილოა! იმდენი რამე მოვუყევი – დედაჩემზე, პეტზე, თიმზე
და ელენზე! მთელი ჩვენი ოჯახის ისტორია იცის! საერთოდ, უც-
ხოებთან არ მიყვარს გამოლაპარაკება! მაგრამ უცნაური ვინმეა,
თვითონ არაფერს გეტყვის. ასე დგას და გისმენს, თავს ცალ მხა-
რეს გადახრის და გისმენს და შენც ყველაფერს ფქვავ. ერთხელ
ვეუბნები, მისმინეთ, რაც გითხარით, ყველაფერი დანარჩენი სი-
მართლე იყო, ოღონდ გათხოვილი არ ვარ, მოგატყუეთ, არასო-
დეს ვყოფილვარ გათხოვილი, ქმარი არასოდეს არ მყოლია--
მეთქი.
მეორეს ერთი სული აქვს, გაიგოს, მერე რა მოხდა:
– და რა გითხრა?
– უბრალოდ შემომხედა და თქვა: „მერე რა?“ – გაეცინა, ისე-
თი სასაცილო იყო ამის გაგება და ისე სასაცილოდ გამოუვიდა,
თითქოს არ იცოდა, რას გულისხმობდა. „მერე რა?“ – ამბობს და
მეც ვეკითხები: „რას გულისხმობთ? მე გითხარით, რომ არა ვარ
გათხოვილი“. მე ეს სულ ვიცოდიო, საიდან იცოდით-მეთქი, ვინ-
მესგან გაიგეთ-მეთქი. „ვიცოდი“, – თქვა და თავი გააქნია გაღი-
ზიანებულმა, – „იმიტომ, რომ ქალი ხართ!“
მეორე:
– წარმოგიდგენია? იმედია, არ შეარჩინე!
– აბა რა! მე სიტყვას არავის ვარჩენ! მაგრამ მაგ კაცს ვერ შე-
ატყობ, მართლა იმას გულისხმობს, რასაც ამბობს, თუ არა. მგო-
ნი, უმეტესად ღადაობს. შეიძლება მაშინაც, როცა გაღიზიანებუ-
ლი თავს აქნევს. რაც არ უნდა იყოს, არ არის ცუდი კაცი! რატომ-
ღაც ამას ყოველთვის ხვდები, – ცოტა ხანს გაჩუმდა და ამოიოხ-
რა, – მაგრამ, რა იქნებოდა, თავისთვის რომ ეყიდა ერთი...

585
მეორე:
– ქუდი!
გოგო:
– ეგეთი არაფერი მინახავს!
მეორე:
– მაგარი სასაცილო ვინმეა!
თავები გააქნიეს, უხმოდ გაუგეს ერთმანეთს.
ასე ხედავდა ფოქსი ყველაფერს, ერთბაშად, მთლიანად, ცი-
ვი გონებით, ნათლად და მერე წვრილმანებს უღრმავდებოდა.
გამოარჩევდა ვინმეს ხალხში, შენიშნავდა, რომ მას უცნაური ყუ-
რი აქვს ან გრძელი ნიკაპი, ან მოკლე ზედა ტუჩი, ან უცნაური სა-
ხის წყობა, ან ყვრიმალები – კარგად არის ჩაცმული, თავიც ისე
უჭირავს, როგორც ჩვეულებრივ კაცს, მაგრამ ფოქსის გარდა
სხვა მას ყურადღებას არ მიაქცევდა. ფოქსი კი მოულოდნელად
ხვდება, რომ მის წინ ველური ცხოველია, ხედავს, ამ კაცში
მძვინვარე ველური ვეფხვი იმალება და უწყინარ, მატყუარა ნაც-
რისფერ კოსტიუმში გამოწყობილი, თავის ნებაზე ნავარდობს
ქალაქის დიდ ჯუნგლებში, არადა ის გარეული ცხოველია, სის-
ხლისმსმელი, დაუნდობელი მკვლელია. თუმცა ეჭვი არავის ება-
დება და ისიც თავისუფლად დასეირნობს ცხვრებში! ფოქსი შეძ-
რწუნებული და გაოცებული უყურებს გარშემო ადამიანებს – ნუ-
თუ ვერ ხედავენ? ნუთუ ვერ ხვდებიან? – მერე ისევ მიბრუნდება,
პიჯაკის საყელოს ჩაბღუჯავსდა გვერდით როცა ჩაუვლის
ვეფხვს, კისერს წაიგრძელებს დაიქამდე უყურებს თვალებში,
ვიდრე გამომჟღავნებული და დაუცველი ვეფხვიც არ შეანათებს
მზერას. შეცბუნებული ადამიანები პატარა ბავშვებივით მიაშ-
ტერდებიან ფოქსს, უნდათ, მაგრამ აზრი ვერ გამოაქვთ: „ნეტა

586
რა დაინახა?“ ფოქსი კი გაოცებული ფიქრობს: „ნუთუ ვერ ხედა-
ვენ?“
მართლაც რომ მელასავით ხედავს ყველაფერს: ცხოველური
აღქმა აქვს გამძაფრებული – ბეტონი იქნება, აგური თუ ქვა, ცა-
თამბჯენი, მანქანა თუ სამოსი, არ მისცემს უფლებას, რამე
გააბუნდოვნოს. პოულობს სანადიროდ გამოსულ ვეფხვს, ადა-
მიანებს შორის აღმოაჩენს ლომებს, ხარებს, მასტიფებს, ტე-
რიერებს, ბულდოგებს, მგლებს, ჭოტებს, არწივებს, ქორებს,
კურდღლებს, ქვეწარმავლებს, მაიმუნებს და მელიებს. ფოქსმა
იცის, რომ ისინი ავსებენ სამყაროს. ყოველდღე ხვდება მათ.
გრინშიც იპოვიდა ალბათ რომელიმეს – კატას, კურდღელს ან
ჩიბუხას – რომ სცნობოდა.
ახალ ამბებსაც ასე კითხულობს – ხარბად, სიამოვნებით
შეისუნთქავს შრაშუნა ქაღალდის მელნის მძაფრ სუნს. მაგრამ,
ამავე დროს, გაზეთს მგზნებარე უიმედობით კითხულობს. ფოქსს
მართლა არა აქვს არაფრის იმედი; ის გასცდა სასოწარკვეთის
ზღვარს. ფოქსს არა აქვს იმედი, რომ ადამიანი შეიცვლება ან
ცხოვრება უკეთესი გახდება. იცის, რომ ფორმები შეიცვლება:
შეიძლება, ახალმა ცვლილებამ უკეთესი ფორმა მოიტანოს.
ფორმების ცვალებადობა ართობს – ამიტომაც უყვარს ახალი
ამბები. ფოქსი სიცოცხლეს დათმობდა სათნოებისთვის, იმის-
თვის, რომ გადაერჩინა ის, ვისი გადარჩენაც შესაძლებელი იყო,
მოერჩინა ის, ვისი შველაც შეიძლებოდა, სიკეთეს წაშველებო-
და. მაგრამ რის შველაც და გადარჩენაც შეუძლებელია, იმაზე
არ დარდობდა. რასაც ბუნება გაწირავდა, მას აღარ აინტერესებ-
და.
როცა რომელიმე შვილი ავად უხდება, ფოქსს საფეთქლებზე
ჭაღარა ემატება, თვალებზე ტანჯვა აწერია, ხდება. ერთ-ერთი

587
ქალიშვილი ავარიაში მოყვა, მაგრამ არ დაშავებულა, რამდენი-
მე დღის მერე მსუბუქი კრუნჩხვა დაემართა. მეორედაც
გაუმეორა, მერე კიდევ, თითქოს სერიოზული არაფერი იყო, არც
დიდხანს არ გრძელდებოდა, მაგრამ ფოქსი დარდისგან გაჭაღა-
რავდა. დაჰყავდა ქალიშვილი ექიმებთან, სპეციალისტებთან,
თუკი ვინმე იყო საუკეთესო ამქვეყნად, რას არ აკეთებდა, მაგ-
რამ ვერაფერი დაუდგინეს, არადა შეტევები გრძელდებოდა. ბო-
ლოს მიაკვლია მიზეზს და ქალიშვილი გაათხოვა. თვალები ისევ
გაუნათდა. მაგრამ გოგოს უკურნებელი სენი რომ ჰქონოდა,
ასეთ დღეში არ ჩავარდებოდა.
იმ დღეს, მისი ქალიშვილი რომ მშობიარობდა, ფოქსი შინ მი-
ვიდა, კარგად გამოიძინა, თითქოს სულ არ ღელავდა. დილით
რომ უთხრეს, ბაბუა გახდიო, ცოტა შეცბა და მერე თქვა – ოჰ, –
მიტრიალდა და ცხვირაწეულმა დაცინვით დასძინა:
– გოგო იქნება.
ამცნეს, ბიჭიაო. ჯერ უნდობლად წარმოთქვა – ოჰ, – მერე აგ-
დებულად დასძინა:
– მეგონა, ეს ფენომენი ჩვენს ოჯახში წარმოუდგენელი იყო.
კიდევ რამდენიმე კვირა ჯიუტად მდედრობითი ნაცვალსახე-
ლით მოიხსენიებს შვილიშვილს – ქალების გასაბრაზებლად და
მათი პროტესტის მიუხედავად.
(ეშმაკუნა ფოქსი, იცის, ვინ როგორ გააბრაზოს.)
გამოდის, ის უიმედო ოპტიმისტია, მორჩილი შემგუებელი;
მშვიდად მიჰყვება ბედისწერას, მაგრამ ურყევი ნებისყოფით,
დაუღალავად თავისას ცდილობს. იმედი არ აქვს, რომ ყველაფე-
რი კარგად დასრულდება; მაგრამ არ ეწურება იმედი ცალკეული
ინდივიდების მიმართ. იცის, ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე
ვმარცხდებით, ოღონდ არ ვნებდებით. იცის, ხანდახან როგორ

588
და როდის ვიმარჯვებთ და ყოველთვის ცდილობს, გაიმარჯვოს.
მისი აზრით, სამარცხვინოა, შეწყვიტო მცდელობა – ყველა გზა
უნდა მოსინჯო – ის ადგენს დახვეწილ, შორსმჭვრეტელ გეგმებს
იმ ადამიანების გადასარჩენად, ვისი გადარჩენაც შესაძლებე-
ლია – როცა ნიჭიერი კაცი თავის დარდში იხრჩობა, როცა სასი-
ცოცხლო ძალა უმიზნოდ იხარჯება, როცა რაღაც ძვირფასს ბო-
როტად იყენებენ და ანადგურებენ. მათი შველა შეიძლება, მათი
შველა აუცილებელია, იმიტომ, რომ აუტანელია, უყურო, რო-
გორ იკარგებიან ან ნადგურდებიან. ფოქსი მთებს გადადგამს, ეს
რომ არ დაუშვას. მაგრამ თუ დაიკარგა? თუ განადგურდა? თუკი
ვეღარ დააბრუნებ? მაშინ ისედაც სევდიანი სახე კიდევ უფრო
მოეღუშება, ზღვისფერ თვალებში სინანული ჩაუდგება და აღ-
შფოთებისგან გაუხეშებული ხმით ჩაიჩურჩულებს:
– სირცხვილი არ არის? სირცხვილია! ყველაფრის მოგვარე-
ბა შეიძლებოდა... ლამის ჩაეჭიდა... მაგრამ ხელი გაუშვა... და-
ნებდა!
დიახ, ამგვარი წარუმატებლობა აღშფოთებულ წყენას და სი-
ნანულს ჰგვრიდა, მაგრამ გარდაუვალი უბედურება ნაკლებად
სტკენდა გულს – „რა ცუდია“, – იტყოდა, ბედისწერას შეგუებუ-
ლი.
ეტყობა, ეკლესიასტეს ავტორივით მიაჩნია, რომ ცხოვრება
ტრაგედიაა, იცის, ადამიანი უბედურებისთვის იბადება, მაგრამ
არ უნდა დანებდეს. სულელივით არასოდეს დაიკრეფს გულზე
ხელებს და არც უაზროდ დაიხარჯება, რა საქმესაც დაიწყებს,
მთელი ძალ-ღონით შეუდგება და ბოლომდე მიიყვანს. იცის, სა-
ბოლოოდ ყველაფერი ამაოა, მაგრამ ამბობს: არ არის საჭირო
წუწუნი და ჩივილი, საქმე აკეთე.

589
ამიტომ არ ეშინია სიკვდილის; არაფრად აგდებს, მაგრამ
იცის, რომ სიკვდილი მეგობარია. სიცოცხლე არ სძულს, უფრო
უყვარს, მაგრამ საყვარელივით კი არ ებღაუჭება, მერე გაშვება
რომ არ გაუჭირდეს. დიდად არც კაცობრიობის ბედი აღელვებს
– უფრო ადამიანის გულის საიდუმლო და უცნაურობები, არ
უნელდება ინტერესი ადამიანის ჩახლართული, სევდიანი, ტან-
ჯული და ამოუცნობი თავგადასავლების მიმართ. და ახლა „თა-
იმზს“ კითხულობს, ხარბად იყნოსავს ჰაერს, თავს აქნევს, სწრა-
ფად გადაავლებს თვალს სიტყვებით გადავსებულ სამყაროს
სვეტებს და თავისთვის ჩაიჩურჩულებს:
– რა ქვეყანაა! რა ცხოვრებაა! ნეტა, ოდესმე თავს და ბოლოს
გავარკვევთ?.. და რა დროში ვცხოვრობთ! ვერ გავბედავ, ისე
დავიძინო, რომ ღამის გაზეთი არ წავიკითხო, ერთი სული მაქვს,
დილისას გავეცნო, იმიტომ, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად
იცვლება, სამყარო ისეთი სიჩქარით მიქრის, რომ შეიძლება, ის-
ტორია შეიცვალოს გაზეთის ერთი ნომრის გამოსვლიდან
მეორემდე. მინდა, ასი წელი ვიცოცხლო, რომ გავიგო, რა გვე-
ლის! რომ არა... რომ არა ბავშვები...
თვალები თანდათან მოეღუშა. რა ელით ბავშვებს? სახიფათო
და ცვალებად სამყაროში ნებაზე გაშვებულ ხუთ საყვარელ
კრავს რა ელის? ხუთი პატარა ბარტყი, დაუცველი და დაბნეული
უნდა შეაგებო ტანჯული დედამიწის ზედაპირზე აშლილ სიძულ-
ვილის და ბოროტების ქარიშხალს – მიუსაფრები, ცხოვრების-
თვის მოუმზადებლები, უყურადღებოდ მიტოვებულები...
– ქალები, – დაცინვით ნათქვამს თანაგრძნობაც ახლავს, წუ-
ხილს – ნაზი, მზრუნველი გრძნობა.
არსებობს გამოსავალი? არსებობს, თუ შეძლებს, თითოეული
დააბინაოს და კარგ ბიჭს მიათხოვოს (არ უნდა იყოს იოლი საქ-

590
მე... შეწუხებული გადაავლებს ზღვისფერ თვალებს გაზეთის
სვეტში ჩატეულ ტანჯულ სამყაროს)... ეს უნდა გააკეთოს, კარგი
ქმრები უნდა უპოვოს ხუთივეს, თავისნაირი კარგი, დააბინაოს,
დარწმუნდეს, რომ საფრთხე არ ემუქრებათ ბავშვებს, დიახ!
ფოქსმა ჩაახველა და მტკიცე გადაწყვეტილებით ხმაურით გადა-
ფურცლა გაზეთი. ასეა საჭირო...
– ქალები!
...მზრუნველები უნდა ჰყავდეთ, რომ დაიცვან ამქვეყნიური
სისასტიკისგან, ხიფათისგან, უნდა ხელსაქმე იცოდნენ, ოჯახის
გაძღოლა, ქალის საქმე, კარგი ცოლები უნდა იყვნენ და... და...
– ქალებს რომ შეეფერებათ, ისე იცხოვრონ, – ჩაიჩურჩულა
ფოქსმა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფოქს, მათაც რომ ახალი კრა-
ვები მოავლინონ ამქვეყნად, არა? რომლებიც, თავის მხრივ,
„კარგ“ ქმრებს იპოვიან, ქარგვას ისწავლიან, „ქალს რომ შეეფე-
რება, ისე იცხოვრებენ“ და კრავებს შობენ და ასე გაგრძელდება
უსასრულოდ, სამყაროს აღსასრულამდე ან სანამ...
...განკითხვის დღე არ დადგება, საშინელი ქარიშხალი არ და-
ატყდება დედამიწას – ისევ ტერორი და ჟემაპე – ისევ ნოემბერი
და მოსკოვი – ისევ წარღვნა დაიწყება, აზვირთდებიან მძლავრი
მდინარეები, ბნელი ტალღა მიაწყდება ადამიანთა გულებს, სა-
შინელი ქარი ამოვარდება, კეთილო ფოქს, ქაღალდივით მოჰ-
გლეჯს სახლებს სახურავებს, უძლეველ მუხებს მიწაზე დასცემს,
კედლებს დაანგრევს, უზრუნველად შეყუჟულ კრავებს თავშესა-
ფარს მოუშლის. რა ეშველებათ მაშინ კრავებს?
ო, ფოქს, ნუთუ არ არის პასუხი?
რა ქნან კრავებმა, ქარიშხალში განაგრძონ ქარგვა? წარ-
ღვნის დროს სახლი ალაგონ? მორევში ეძებონ „კარგი“ ქმრები?

591
ახალი კრავები შვან, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, ქალის
საქმე აკეთონ და „ქალს რომ შეეფერება, ისე იცხოვრონ“...
სად, ფოქს, სად?
ქვებისგან ელოდონ თანაგრძნობას? ულმობელი ზეცისგან –
დაცვას? მზრუნველობას – დამპყრობლის სისხლიანი ხელის-
გან? რაინდის გალანტურობას – მარშით მომავალი ბრბოსგან?
ჭკვიანო ფოქს, ისევ არა გვაქვს პასუხი, არა?
ფოქსი განაგრძობს კითხვას, დახარბებული და ინტერესით
მონუსხული, თვალებზე შეშფოთება აწერია. „თაიმზის“ თავშეკა-
ვებული სვეტები თავიანთ სასტიკ ფაქტებს ავლენენ, ამხელენ
ქაოსით მოცულ სამყაროს, გზააბნეულ ადამიანებს, მონურ
ცხოვრებას. რამდენი სიგიჟე, სიძულვილი, უბედურება, სისასტი-
კე, უსამართლობა და წუხილია ამ საშინელ ამბებში, მდიდარი
ამერიკელების დილის და სიფხიზლის, ამერიკული საუზმის, ბე-
კონის და ერბოკვერცხის სუნის განუყოფელი ნაწილი რომ არის;
ადამიანის რწმენა სრულიად გაუფასურებულია. რა გამოდის,
შეშლილო ბატონებო? – თუ თქვენ ამ ჯოჯოხეთის ბატონები
ბრძანდებით, მაშ, მართლაც შეშლილები ყოფილხართ!
ერთ პატარა ცნობას მოგაწვდით:
ჩემო ბატონებო, როგორც უკვე გამოცხადდა, მომავალ შა-
ბათს ზღაპრულ ტყეში, ლეგენდების და ელფების ქვეყანაში, ვი-
ნესბერგის მომაჯადოებელი სილამაზის გოთიკურ ქალაქებში,
სიმართლის მოყვარულთა და სიმართლის მძებნელთა მიწაზე,
იქ, სადაც უბრალო, კეთილი ადამიანები არაფერს ერიდებიან,
სადაც დიდმა ბერმა ვიტენბერგის კარზე მიაჭედა თამამი გამოწ-
ვევა და თავისი უხეში და სასტიკი სიტყვების მომაკვდინებელი
გენიით გაანადგურა ევროპული ეკლესიის გაერთიანებული ძა-
ლები, მისი ბრწყინვალება, ფუფუნება და საფრთხე და იმ დღი-

592
დან კაცის უბრალო და კეთილშობილი ღირსება, სიმართლის
რწმენა და სიმამაცე განუსჯელობას თავის ძლიერ მუშტს უღე-
რებს, დიახ, მარტინ ლუთერის მიწაზე, გოეთეს და ფაუსტის, მო-
ცარტის და ბეთჰოვენის მიწაზე, სადაც უკვდავი მუსიკა და დიადი
პოემები დაიწერა და ფილოსოფია აღორძინდა, საიდუმლოებით
მოცულ, ზღაპრულ, შეუდარებელი სილამაზის და ხელოვნების
შესანიშნავი ნიმუშების ამოუვსები საგანძურის ქვეყანაში, სადაც
დიდმა ვაიმარელმა თანამედროვე მსოფლიოში უკანასკნელად
გაბედა და თავის გიგანტურ გენიას დაუმორჩილა ხელოვნების,
კულტურის და აღქმის ყველა ფორმა, იქ, სადაც კურთხეული
ახალგაზრდობა მღეროდა და წერდა, უყვარდა სიმართლე, სწავ-
ლობდა და მიილტვოდა მაღალი იდეალებისკენ, როგორც მო-
გახსენეთ, ჩემო შეშლილო ბატონებო, უკვე გამოცხადდა, რომ
მომავალ შაბათს იმავე ზღაპრულ ქვეყანაში ახალგაზრდების
სხვა ჯგუფი შეასრულებს რიტუალს – ისინი მთელ გერმანიაში,
თითოეულ ქალაქში, რატუშის წინ დაწვავენ წიგნებს!
ამაზე რას იტყვით, ფოქს?
ამ ტანჯული პლანეტის რომელიმე სხვა ადგილას უკეთესი
რამ ხდება? ხანძარი, შიმშილი, წყალდიდობა და ეპიდემია – ამ
უბედობებს ყოველთვის ვუძლებდით. და სიძულვილი, ყველა
ხანძარზე, შიმშილზე, წყალდიდობაზე და ეპიდემიაზე დამღუპვე-
ლი, ეგეც ვიცით, რა არის. მაგრამ, ღმერთო ძლიერო! როდის
დაატყდა ჩვენს გაუხარელ პლანეტას ღვთის რისხვა? როდისმე
ასე ასტკივებია ყველა სახსარი, როგორც დღეს სტკივა? ოდესმე
ერთბაშად ყველაფერი ასტკივებია, დაკოჭლებულა, ნიკრისის
ქარი შეჰყრია, ამდენი სატკივარი ერთად გასჩენია?
ჩინელებს ეჯავრებათ იაპონელები, იაპონელებს – რუსები.
რუსებსაც ეჯავრებათ იაპონელები და ინდოელებს – ინგლისე-

593
ლები. გერმანელებს ეჯავრებათ ფრანგები, ფრანგებს – გერმა-
ნელები და ფრანგები გაფაციცებით ეძებენ სხვა ერებს, ვინც მი-
ეხმარება მათ გერმანელების სიძულვილში; მაგრამ აღმოჩნდე-
ბა, რომ სხვა დანარჩენი ერებიც ისევე ეჯავრებათ, როგორც
გერმანელები; ის კი არა, საფრანგეთის საზღვრებს გარეთ ვინ-
ცაა, იმათაც არ სჯერდებიან, ამიტომ ოცდაჩვიდმეტ სხვადასხვა
ხროვად დაიყვნენ და კალედან მენტონამდე მთელი გულით
სძულთ ერთმანეთი – მემარცხენეებს სძულთ მემარჯვენეები,
ცენტრისტებს – მემარცხენეები, როიალისტებს – სოციალისტე-
ბი, სოციალისტებს – კომუნისტები, კომუნისტებს – კაპიტალის-
ტები და ყველას ერთმანეთი ეჯავრება. რუსეთში სტალინისტებს
ეჯავრებათ ტროცკისტები, ტროცკისტებს ეჯავრებათ სტალინის-
ტები და ორივეს ერთად ეჯავრება რესპუბლიკელები და დემოკ-
რატები. სადაც არ უნდა იყვნენ, კომუნისტებს ეჯავრებათ ფაშის-
ტები და ფაშისტებს ეჯავრებათ ებრაელები.
წელს, ქრისტეს შობიდან 1934 წელს, „ექსპერტი“ მკვლევრე-
ბის თქმით, ორი წლის შემდეგ იაპონია ჩინეთს ომს გამოუცხა-
დებს, რუსეთი შეუამხანაგდება, იაპონია გერმანიის მოკავშირე
გახდება, გერმანია მოელაპარაკება იტალიას და გამოუცხადე-
ბენ ომს საფრანგეთს და ინგლისს. ამერიკა შეეცდება, თავი ქვი-
შაში დამალოს და არ ჩაერიოს, მაგრამ აღმოაჩენს, რომ ეს შე-
უძლებელია და ომში ჩაებმება. საბოლოოდ, როცა ყველა ერ-
თმანეთის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მთელი კაპიტალისტური
სამყარო გაერთიანდება რუსეთის და კომუნიზმის დასამხობად –
რომელმაც, სავარაუდოდ, უნდა გაიმარჯვოს... მაგრამ დამარ-
ცხდება... აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს... აღიგვება პირიდან
მიწისა... შეცვლის კაპიტალიზმს, რომელიც უკანასკნელ დღეში-
ა... რომელიც დროებით კოლაფსშია... რომელიც თანდათან უფ-

594
რო და უფრო სივდება და გაუმაძღარი ხდება... რომელიც, რა-
დაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა შევინარჩუნოთ, თუ გვინდა, რომ
„ამერიკული სისტემა“ გადავარჩინოთ... ის, რადაც არ უნდა
დაგვიჯდეს, უნდა გავანადგუროთ, თუ ამერიკა გვინდა გადავარ-
ჩინოთ... ეს დასაწყისია... ეს დასასრულია... ის უკვე დავკარ-
გეთ... ის მარად იქნება...
და ასე გრძელდება, ტანჯულ პლანეტაზე ყველაფერი მეორ-
დება და მეორდება, ვიდრე მთელი სამყარო და მთელი კაცობ-
რიობა გიგანტურ ქსელში არ გაებმება, სიძულვილის, სიხარბის,
ტირანიის, უსამართლობის, ომების, ყაჩაღობის, მკვლელობის,
ტყუილის, ღალატის, ტანჯვის და გამოუსწორებელი შეცდომების
ქსელში!
და ჩვენ, ბებერო ფოქს? ჩვენ რა გველის ამ ზღაპრულ ქვეყა-
ნაში, ჩვენს დიად ამერიკაში?
ფოქსი შეკრთება, კისერს წაიგრძელებს და ჩახლეჩილი
ხმით, სინანულით იტყვის:
– რა ცუდია! რა ცუდია! ადრე უნდა მივმხვდარიყავით! ორ-
მოცდაათი წლის წინ, როგორც ეს რომაელებმა გააკეთეს, რო-
გორც ინგლისელებმა! მაგრამ მთელი ეს ორომტრიალი ადრე
დაიწყო... საკმარისი დრო არ მოგვეცა! რა ცუდია! რა ცუდია!
კი, ფოქს, ცუდია. მართლაც რომ ცუდია, რომ ჩვენი სიამაყე,
საკუთარი თავის პატივისცემა და დაუძლეველი შიში მედუზის
ხატივით საზარელი მთელი ამ ტანჯული სამყაროს მიმართ ჩვენ-
თვის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა და ხელს გვიშლის,
ჩვენი მშობელი ამერიკის ღირსებას უფრო ახლოდან შევხედოთ.

595
თავი ოცდამეთერთმეტე

ამერიკის იმედი

ჯორჯ ვებერი ოთხი წელი ცხოვრობდა და წერდა ბრუკლინში


და მთელი ამ ხნის განმავლობაში, რამდენადაც ეს შესაძლებე-
ლია თანამედროვე კაცისთვის, განდეგილივით ცხოვრობდა. სი-
მარტოვე არც იშვიათობაა და არც არავის უკვირს, იყო და იქნე-
ბა ყოველი ჩვენგანის გარდაუვალი გამოცდილება. სიმარტოვე
მხოლოდ დიდ პოეტებს არ განუცდიათ, როგორც ნათელყოფს
მათი ნაბეჭდი წუხილი. ჯორჯს ეჩვენებოდა, რომ არც იმ უსახე-
ლო არარაობებისთვის იყო უცხო, ქუჩებში რომ დადიან გუნდე-
ბად. ხშირად შესწრებია მათ შეხლა-შემოხლებს, გაუგონია, რო-
გორ ლანძღავდნენ ერთმანეთს უცვლელი გინებებით, სიძულვი-
ლით და ეჭვით აღვსილნი და მიხვდა, რომ ამ ადამიანების უკმა-
ყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სიმარტოვე იყო.
ისეთ სიმარტოვეში რომ იცხოვრო, ჯორჯი რომ ცხოვრობდა,
ღმერთის უნდა გწამდეს, წმინდა ბერივით მშვიდად უნდა გწამ-
დეს და გიბრალტარივით ურყევი უნდა იყო. ვინაიდან ეს თვისე-
ბები არ გააჩნდა, დროდადრო ყველა და ყველაფერი, ყველაფე-
რი და არაფერი, ძალიან უმნიშვნელო წვრილმანები და სრული-
ად ჩვეულებრივი სიტყვები წამსვე გააძრობდა ჯავშანს, ხელს
აუკანკალებდა, გულს შიშით შეუკუმშავდა და შიგნეულობას სა-
სოწარკვეთის და უძლურების ნაცრისფერი მასით ამოუვსებდა.
შეიძლებოდა, ეს ვიღაც ყოვლისმცოდნე ლიტერატორის გად-

596
მოგდებული ღვარძლიანი ფრაზა ყოფილიყო რომელიღაც ყვე-
ლაზე მემარცხენე ჟურნალის რეცენზიაში, მაგალითად:
– სად გაქრა ჩვენი ავტობიოგრაფიული რომანის ვულკანი-
ვით ფეთქებადი ავტორი, ჯორჯ ვებერი? საერთოდ, ვინმეს გახ-
სოვთ? არადა მის ვითომ „რომანს“ როგორი სენსაცია მოჰყვა
რამდენიმე წლის წინ. ზოგიერთმა ჩვენმა პატივცემულმა კოლე-
გამ იმედის მომცემი ნიშნებიც დაინახა. ჩვენც ძალიან გაგვიხარ-
დებოდა, მისი ახალი რომანი რომ გვეხილა, რაც დაადასტურებ-
და, რომ პირველი არ ყოფილა შემთხვევითი. მაგრამ tempus
fugit3 და სად არის ვებერი? ვიძახებთ მისტერ ვებერს! პასუხს არ
გვცემს! სამწუხაროა, მაგრამ ვინ მოთვლის, რამდენი ავტორია,
მხოლოდ ერთი წიგნი რომ აქვთ დაწერილი. ისინი ყველაფერს
იმ ერთ წიგნში დებენ და მერე ჩუმდებიან, სიტყვასაც არ ძრავენ.
ვინც თავიდანვე ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებდით ვებერის
წიგნს, „აჰ“ და „ოჰ“-ის ძახილით გვახშობდნენ, ლიტერატურის
ცაზე ახალი ვარსკვლავი ამობრწყინდაო და ახლა ჩვენს ემოცი-
ურ ძმებს რომ არ ვინდობდეთ, ავდგებოდით და ვიტყოდით: „აბა
რას გეუბნებოდით!“
შეიძლებოდა, ეს სულაც მზეს გადაფარებული ღრუბელი ან
მარტის დღის გულგრილი სხივი ყოფილიყო, ბრუკლინის ქუჩის
ენით აუწერელ, მიშვებულ სიმახინჯეს და უბადრუკობას რომ
ეცემა. რაც არ უნდა ყოფილიყო, ასეთ დროს მთელი ხალისი წა-
ერთმეოდა, გული ტყვიასავით დაუმძიმდებოდა, იმედი და საკუ-
თარი თავის რწმენა მიატოვებდა, მოკაშკაშე სიმართლე, რომე-
ლიც ოდესმე უპოვია და რომლისთვისაც ცხოვრობდა, სიყალ-

3 დრო გარბის.

597
ბედ იქცეოდა და დასცინოდა. ისეთი გრძნობა ეუფლებოდა,
თითქოს მკვდრების გვერდით დადიოდა და თითქოს ამქვეყნად
ყველაზე ნამდვილი ეს ცოცხალი მკვდრები იყვნენ, მარად რომ
ივლიდნენ უცვლელ, მეწამულ შუადღეს დაღლილი მარტის თვე-
ში.
საშინელი ეჭვები, სასოწარკვეთა და სულთან ჭიდილი წარმა-
ვალი იყო, ხან შემოაწვებოდა, ხან გაივლიდა და, როგორც ყვე-
ლა მარტოხელა კაცს, ჯორჯსაც ასე ემართებოდა. მის წარმოდ-
გენაში ყველაფერი ისე იყო, როგორც თვითონ შექმნა. მხოლოდ
იმ ცოდნას ემყარებოდა, რაც ცხოვრებისგან ისწავლა და ცხოვ-
რებას მხოლოდ თავისი თვალით, გონებით და გრძნობებით
აღიქვამდა. მას არავინ ეხმარებოდა, არ ამხნევებდა, არც ერთი
რელიგია არ ანუგეშებდა, ერთადერთი რწმენა, რომელიც ჰქონ-
და, მისი საკუთარი რწმენა იყო.
მართალია, ეს რწმენა ბევრ რამეს მოიცავდა, მაგრამ ყველა-
ზე მეტად იმის სჯეროდა, რომ თუ შეძლებდა და მისთვის ნაცნო-
ბი ცხოვრების სიმართლის რაღაც ფრაგმენტს ამოიცნობდა და
სხვებსაც გააგებინებდა, ეს ყველაზე დიდი გმირობა და იღბალი
იქნებოდა. ამ რწმენას ერთგულებდა და მომავალში ჯილდოს
ჰპირდებოდა – მართლა სჯეროდა, რომ თუ ამას შეძლებდა,
მთელი მსოფლიო მისი მადლიერი გახდებოდა და ნაოცნებარ
დაფნის გვირგვინს დაადგამდა თავზე.
დიდების წყურვილი ყველა ადამიანის სანუკვარი ოცნებაა,
ერთ-ერთი უძლიერესი ადამიანური სურვილი, და ალბათ ამი-
ტომაც, და კიდევ იმიტომ, რომ ის ასეთი ღრმაა და საიდუმლო,
ადამიანებს უკიდურესად უმძიმთ მისი აღიარება, განსაკუთრე-
ბით იმათ, ვისაც გაუსაძლისად ტანჯავს ეს მწველი სურვილი.

598
მაგალითად, პოლიტიკოსი არასოდეს გამოტყდება, თითქოს
მას მმართველობის სიყვარული და მაღალი თანამდებობისკენ
ლტოლვა აძლევდეს სტიმულს. არა, ერთადერთი, რაც ამოძრა-
ვებს – საერთო კეთილდღეობისადმი ერთგულებაა, მმართვე-
ლის უანგარობა და დიდსულოვნება, თანამოძმეების სიყვარუ-
ლი და მწველი სურვილი, გამოავლინოს მაღალ თანამდებობას
დაპატრონებული და ხალხის მოღალატე თაღლითი და, რო-
გორც გვარწმუნებს, მის ადგილას თავად საუცხოოდ და ერთგუ-
ლად გვემსახურებოდა.
იგივე შეიძლება ითქვას ჯარისკაცზეც. ის არასდროს არ ირ-
ჩევს პროფესიას დიდების სიყვარულის გამო. არც ბრძოლა უყ-
ვარს, არც ომი, არც ტიტულები და არც გმირი დამპყრობლის
საამაყო აღიარება. ო, არა, ის სამშობლოს ერთგულების გამო
ხდება ჯარისკაცი, არავითარი პირადი მოტივი არ ამოძრავებს,
მხოლოდ და მხოლოდ უანგარო, პატრიოტული სულისკვეთება.
წუხს, რომ ღმერთმა ერთი სიცოცხლე არგუნა სამშობლოსთვის
გასაღებად.
ყველა პროფესიაზე შეიძლება იგივე ითქვას. ვექილი იტყვის,
რომ სუსტებს იცავს, დაჩაგრულს პატრონობს, იბრძვის მოტ-
ყუებული ქვრივებისთვის და გაჭირვებული ობლებისთვის, სი-
მართლეს ღაღადებს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, დაუძინებელი
მტერი იქნება ყველანაირი იურიდიული ხრიკის, ტყუილის, ძა-
ლადობის და დანაშაულის. ბიზნესმენი კი არასდროს აღიარებს,
რომ მისი მოტივი ფულის კეთებაა. პირიქით, ის ხომ ერის რე-
სურსებს ამდიდრებს, ასაქმებს ათასობით ადამიანს, მისი ორგა-
ნიზატორული გენიის გარეშე რომ დაიკარგებოდნენ. ის ამერი-
კული ძლიერი ინდივიდუალიზმის იდეალის დამცველია, ახალ-
გაზრდობისთვის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ რას შეიძლე-

599
ბა, ღარიბმა ბიჭმა მიაღწიოს თავისი ქვეყნის ღირსებისადმი ერ-
თგულებით, მოვალეობის დიდი გრძნობით, პატიოსნებით და
შრომისმოყვარეობით. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ის სამშობ-
ლოს ხერხემალია, მისი მამოძრავებელი ბორბალი, უმნიშვნე-
ლოვანესი მოქალაქე, ხალხის მეგობარი ნომერი 1.
და, რა თქმა უნდა, ისინი ყველანი ტყუიან. თავადაც იციან,
რომ ტყუიან და ვინც უსმენთ, იმათაც. ტყუილი ამერიკული
ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ხალხი მშვიდად ისმენს
და თუ გაეღიმებათ, ეს იქნება ბედს შეგუებული და გულაცრუებუ-
ლი ღიმილი.
როგორი უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ტყუილი შემოქმე-
დების სამყაროშიც შეიჭრა – იქ, სადაც არაფერი უნდა ესაქმე-
ბოდეს. იყო დრო, როცა პოეტს, მხატვარს, მუსიკოსს, ნებისმიერ
ხელოვანს არ რცხვენოდა იმის აღიარება, რომ თავისი შრომის
და ცხოვრების სტიმულს დიდების ძიება აძლევდა. და როგორი
გარდასახვის მომსწრენი გავხდით! ხანგრძლივი და უშედეგო
იქნება თქვენი მცდელობა, იპოვოთ დღეს ხელოვანი, რომელიც
იმავეს აღიარებდა. დღეს ხელოვანი გეტყვით, რომ ის ერთა-
დერთ იდეალს ეთაყვანება, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა,
რელიგია თუ ესთეტიკა, და არ აინტერესებს დიდება, მოკრძა-
ლებულად და უანგაროდ ემსახურება თავის იდეალს.
ოცი წლის ლაწირაკები გვარწმუნებენ, რომ სახელის მოხვე-
ჭის სურვილი ბავშვური გულუბრყვილობაა, „რომანტიკული ინ-
დივიდუალიზმის“ კულტის გადმონაშთი. ახალგაზრდა ჯენტლმე-
ნები გვეუბნებიან, რომ ამ ყალბი და თავის მოსატყუებელი კულ-
ტისგან გათავისუფლდნენ, მაგრამ არ ირჯებიან, აგვიხსნან, რა
სასწაულით მოიპოვეს თავისუფლება. გოეთეს, ახალი ეპოქის
უძლიერესი სულის პატრონს, ოთხმოცდასამი წელი დასჭირდა,

600
უკანასკნელი სისუსტისგან რომ გათავისუფლებულიყო. რო-
გორც ამბობენ, ყველასგან მიტოვებულმა ბებერმა და უსინათ-
ლო მილტონმა თავისუფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც ორ-
მოცდაათს გადააბიჯა, კრომველის რევოლუციის ბოლოს, ვის
სამსახურსაც შესწირა მხედველობა. და გადაჭრით შეიძლება
მილტონზეც კი ვერ ვთქვათ, განა ის შესანიშნავი ქმნილება –
„დაკარგული სამოთხე“ კაცის საბოლოო და ტრიუმფალური გაბ-
რძოლება არ არის მარადისობის წინააღმდეგ?
საცოდავი, უსინათლო მილტონი!
დიდება არის დეზი, რასაც სუფთა სული აღმართავს მაღლა
(კეთილშობილი გონების ეს უძლურება უკანასკნელი)
სიამოვნების დასაცინად, რომ იცხოვროს ჯაფით და დაღ-
ლით;
მაგრამ როდესაც ვიმედოვნებთ და მშვენიერ ჯილდოს მოვე-
ლით,
და ვფიქრობთ, თითქოს სადაცაა უცაბედად ავბრიალდებით,
ბრმა მრისხანება მოდის მაშინ, შემზარავი უჭირავს დანა
და ჭრის თხლად დაწნულ სიცოცხლის ძაფს. მაგრამ არა ხოტ-
ბა ამდენი,
ფებუსმა რაც თქვა, მოცახცახე ყურებზე რომ შემეხო თანაც;
დიდება განა მცენარეა, მოკვდავ მიწის ნიადაგზე რომ ამოსუ-
ლა,
არც ბრდღვიალა მახვილზე სულაც,
მსოფლიოსკენ მოღერებულზე, ის არ არის მითქმა--
მოთქმაშიც,
არამედ ცოცხლობს, მაღლა იწევს იმ კრიალა თვალებით, რა-
შიც
არეკლილია, ყოველივეს მსაჯულია იუპიტერი;

601
როცა გამოაქვს საბოლოოდ განაჩენი, მსჯავრი ყოველის,
ცაში იმდენი დიდებისა, რასაც შენი ქება მოელის.
მოტყუებული! გახრწნილი დროის მონა! რამდენად სანუგე-
შოა, ვიცოდეთ, რომ მილტონთან და გოეთესთან ვერ მივალთ!
ამღვრეულ დროში ვცხოვრობთ და ჩვენს მოზარდებს კოლექ-
ტიური უანგარობა იცავთ. ჩვენ გავთავისუფლდით დამამცირე-
ბელი პატივმოყვარეობისგან, ჩავიხშეთ უკვდავებისკენ ლტოლ-
ვა, ახლა აღვდექით და ავმაღლდით კოლექტიური სიწმინდის
შეულახავ ზეცამდე, როგორც იქნა, მოვიშორეთ ყველაფერი,
რაც გვაღიზიანებდა ამ გარყვნილ მიწაზე – განვიბანეთ ოფლის-
გან, სისხლისგან და სევდისგან, მოვიშორეთ დარდიც და სიხა-
რულიც, იმედი და შიში და ადამიანური ტკივილი, ჩვენს მამებს
და ყველა იმ ადამიანს რომ ტანჯავდა, ვისაც ჩვენამდე უცხოვრი-
ა.
და მაინც: ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას; გვერდზე გა-
დავდეთ პატარა ოცნებები; ვისწავლეთ, შევხედოთ ცხოვრებას
არა როგორც მხოლოდ ჩვენსას, არამედ როგორც მასებისას;
ვისწავლეთ, შევხედოთ ცხოვრებას არა როგორც დღევანდელი
დღისას, არამედ როგორიც ის იქნება ხუთასი წლის მერე, როცა
ყველა რევოლუცია ჩაივლის, როცა მთელი სისხლი დაიღვრება
და ასობით მილიონი საცოდავი ეგოისტის პატარა სიცოცხლე,
მხოლოდ საკუთარი რომანტიკული ყოფა რომ აინტერესებს,
აღიგვება მიწის პირიდან, რათა კოლექტიური დიდება ვი-
ზეიმოთ. როცა სასწაულებრივ, ერთ ღამეში, კოლექტიურ უანგა-
როებად გარდავიქმენით და ზიზღის გრძნობა გაგვიჩნდა პირადი
დიდების მიმართ. უცნაური არ არის, რომ ახალი ფრაზებიც კი
გამოვიგონეთ, მაგრამ მათი მნიშვნელობა იგივე დარჩა? უც-
ნაური არ არის, დამცინავი სიბრალულით რომ ვუყურებთ, ვისაც

602
ჯერ კიდევ გულუბრყვილოდ სურს დიდების მოპოვება, გონებას
და გულს რომ ვიწამებთ, საკუთარ სულს ჯვარზე ვაკრავთ და შუ-
რისძიების და სიძულვილის გრძნობა გვტანჯავს მათ მიმართ,
ვისაც გაუმართლა და დიდებას მიაღწია?
ან იქნებ ვცდებით? იქნებ გვეჩვენება და ის სიტყვები, ძალიან
ხშირად რომ ვკითხულობთ, სინამდვილეში სიძულვილის, მუქა-
რის და დაცინვის სიტყვებია? იქნებ ჩვენი წითელი და მოვარ-
დისფრო ამხანაგები თავიანთ ყოველკვირეულ ჟურნალებში სუ-
ლაც არ ამცირებენ ადამიანის ნიჭს, სულაც არ უარობენ, რომ
მის ნაწარმოებში არის რაღაც მნიშვნელოვანი, თუნდაც ოდნავი
გულწრფელობა ან სიმართლის ნატამალი? ალბათ ვცდებით.
უფრო გულმოწყალენი ვიქნებით, თუ დავიჯერებთ, რომ ის წმინ-
და სულის პატრონები მართლა ისეთები არიან, როგორც თავად
გვიხატავენ თავს და რომ მათი სიტყვები იმას კი არ გულის-
ხმობს, რასაც ამბობენ, ისინი უემოციოდ, ცივი გონებით ლაპა-
რაკობენ, კოლექტიური პროპაგანდისთვის, ქირურგებივით
მოქმედებენ და თანამედროვე ენა, მთელი თავისი ცრურწმენის,
ცრუ აზრის და ყალბი ცოდნის ობერტონებით, სამედიცინო და
სამეცნიერო მიზნისთვის გამოიყენება, მომავლის ქვეყნის იდეის
წამოსაწევად.
კმარა, კმარა! რას გვარგებს, მავნებელი ფეხით რომ გავთე-
ლოთ? კალიებს არ ჰყავთ მეფე და რწყილები მარად გამრავ-
ლდებიან. პოეტი უნდა იშვას და იცხოვროს და ოფლად გაიღვა-
როს და იტანჯოს და შეიცვალოს და გაიზარდოს, ოღონდ, რწყი-
ლების ცხოვრების ყაიდაზე მოწყობილ სამყაროში როგორღაც
უცვლელად უნდა შეინარჩუნოს სულის სისუფთავე და უანგარო-
ბა. პოეტი ცხოვრობს, კვდება და ხდება უკვდავი; მაგრამ ნების-
მიერი ტიპის მარადი არარაობა არასდროს კვდება. მარადი არა-

603
რაობა მოდის და მიდის, სწოვს სისხლს ცოცხალ ადამიანებს, ივ-
სება და ცარიელდება ცვალებადი მოდის მიხედვით. თქვლეფს
და უკან უშვებს, ვერასდროს ნაყრდება. არა აქვს არც გული, არც
სული, არც სისხლი და არც ცოცხალი რწმენა; მარადი არარაობა
უბრალოდ ყლაპავს და არის თავისთვის.
და ჩვენ? ჩვენი მამების მიწისგან შექმნილები, მათი სისხლი
და ხორცი რომ ვართ, ჩვენი მამებივით რომ ვიშვით, რათა ვიც-
ხოვროთ და ვიბრძოლოთ, მოვიგოთ და წავაგოთ, აქ, ამ მიწაზე
ტანჯვით ვიცხოვრებთ და დავიხოცებით – ო, ძმაო. როგორც თა-
ვის დროზე ჩვენი მამები, ჩვენც ხომ ღამით ვიწვით, ვიწვით, ვიწ-
ვით.
ვისაც არ სჯერა, მოიაროს მთელი ქვეყანა და ნახავს, როგორ
ვიწვით ღამით.
ადი იქ, სადაც ფაფარაშლილ კლდოვან მთებს მთვარის სუს-
ტი და შიშველი სხივები ეფინება, ადი ყველაზე მაღალ მწვერ-
ვალზე და დასასვენებლად ჩამოჯექი. ახლა ხომ გვხედავ? კონ-
ტინენტის ციცაბო კედელი უზარმაზარ, შავ ჩრდილს ჰფენს პრე-
რიას, პრერია კი დასავლეთისკენ, ორი ათას მილზე ვრცელდე-
ბა. ის მწვანე გველი, მაღლიდან რომ მოჩანს, მდინარე მისისი-
პია.
შეხედე მწვანე დასავლეთის ღამის ველზე ვარსკვლავის
მტვერივით მიმოფანტულ და ალმასივით მოელვარე ქალაქებს.
ის ჩრდილოეთისკენ გაწელილი თანავარსკვლავედი ჩიკაგოა,
და გიგანტური გულსაკიდივით რომ ელავს მთვარის შუქზე, ტბა
არის. უფრო იქით აღმოსავლეთ სანაპიროს ზღვისპირა ქალაქე-
ბი ძვირფასი ქვებივით ახლო-ახლო ჩამსხდარან ერთმანეთის
გვერდით. ის კი ბოსტონია, პატარ-პატარა კაშკაშა დასახლებე-
ბით გარშემორტყმული. სამხრეთით და ცოტა დასავლეთით,

604
ოკეანის სანაპიროს ჩვენი ყველაზე ნათელი სხივი მიუყვება, ცის
თაღის ნამსხვრევი, მანჰეტენის კუნძული თავისი მაღალი კოშკე-
ბით. მის გარშემო ხორბლის მარცვლებივით ასობით დიდი და
პატარა ბრწყინვალე ქალაქია მიმობნეული. ის გრძელი ჯაჭვი
ლონგ აილენდის და ჯერსის სანაპიროს ყელსაბამია. სამხრე-
თით და ზღვისგან მოშორებით, ცოტა მოღუშულ ფილადელფიას
დაინახავ. კიდევ უფრო სამხრეთით, ტყუპების თანავარსკვლავე-
დია – ბალტიმორი და ვაშინგტონი. დასავლეთით, მაგრამ ჯერ
კიდევ მწვანე აღმოსავლეთის საზღვრებში, პიტსბურგის ჯოჯოხე-
თის ალი ანათებს ღამით. ესეც სენტ ლუისი, ცხელი და ტენიანი,
ქვეყნის სიმინდის ყანებით დაფარულ მუცელზე დასმული, სადაც
გველივით დაკლაკნილა მდინარე. გველის ხახასთან კი, ექვსასი
მილით ქვემოთ სამხრეთით, ახალი ორლეანი ნახევარმთვარე-
სავით ბრდღვიალებს. დასავლეთით და სამხრეთით ტექსასის
საზღვარს პატარა ქალაქების მძივები ამშვენებენ.
ახლა შენ, მძებნელო, კლდოვანი მთების მწვერვალზე რომ
ასულხარ, შეაბრუნე შენი სკამი და გახედე სხვა მხარეს, ათასი
მილით დაშორებულ და მთვარის შუქზე მოელვარე ჭრელი
უდაბნოს დემონურ ველებს. იდუმალ და ლამაზ ნავსაყუდელთან
ჩასმული ის მოკაშკაშე ქალაქი სან-ფრანცისკოა, მის ქვემოთ კი
ლოს-ანჯელესი და კალიფორნიის სანაპიროს ყველა სხვა ქალა-
ქი. ჩრდილოეთით ათასი მილის იქით ორეგონი და ვაშინგტონი
ბრწყინავენ.
ყველაფერი კარგად მოათვალიერე, თითქოს შენს ბაღს გას-
ცქერი ან საკუთარ პატარა მიწის ნაკვეთს. თავი უხერხულად არ
იგრძნო, ეს ყველაფერი შენია, შენი ნიჟარაა, როცა გინდა, მაშინ
გახსნი. ნუ გეშინია, ახლა ისე დიდი არ ჩანს, როცა კლდოვანი
მთების წვერიდან უყურებ. მიდი, ხელი გაიწვდინე და მიჩიგანის

605
ტბიდან ქუდით ცივი წყალი ამოხაპე. დალიე, ჩვენ გასინჯული
გვაქვს, მოგეწონება. ფეხზე გაიხადე და მისისიპის შლამიან
ფსკერზე შიშველი თითები გაუსვი, ზაფხულის ცხელ ღამეს გე-
სიამოვნება. მიირთვი ყურძენი ნიუ-იორკის შტატის ჩრდი-
ლოეთით, მწიფე იქნება, ან ჯორჯიაში საზამთრო მოწყვიტე, ან
როქიფორდი მოათვალიერე, მანდვეა ყურისძირში, კოლორა-
დოში. უბრალოდ, თავი საკუთარ სახლში იგრძენი, ყველაფერი
გასინჯე, თვალს წყალი დაალევინე. ეს ხომ შენი სამფლობე-
ლოა, არც ისე დიდია, მხოლოდ და მხოლოდ სამი ათასი მილია
დასავლეთიდან აღმოსავლეთით და ორი ათასი მილი – ჩრდი-
ლოეთიდან სამხრეთამდე, შიგნით ათიათასობით ქალაქის და
სოფლის განათებული წინწკლებია და, მძებნელო, იქ გვიპოვი,
როცა ღამით ვიწვით.
ჩაუყევი ოც მილზე გაწელილ პირქუშ რკინიგზის ლიანდაგს
სამხრეთ ჩიკაგოს ჯურღმულებამდე – იქ ერთ უბადრუკ ქოხში
ზანგი ბიჭი ცხოვრობს და ის ღამით იწვის. მის უკან ბამბის მინ-
დვრების მოგონებაა, დაკარგული და დამარხული სამხრეთის
სევდიანი უნაყოფო ფიჭვნარი, და ფიჭვებით გარშემორტყმულ
ქოხში დედა და მისი თერთმეტი ზანგი შვილი ცხოვრობენ. კიდევ
უფრო ღრმა წარსულში მონების ზედამხედველის მათრახი ჩანს,
მონებით მოვაჭრის გემი და შორიდან აფრიკული სამგლო-
ვიარო საგალობელი ისმის. წინ რა არის? წინ თოკებით შემო-
ღობილი რინგია, თვალისმომჭრელი განათება და თეთრი ჩემ-
პიონი; გონგი ჩამოკრავს, ხალხი ბღავილს დაიწყებს და შავი
ავაზის ტორი ელვის სისწრაფით და მოხერხებულად ურტყამს.
ო, მძებნელო, სადაა ახლა მონებით მოვაჭრის გემი?
მანჰეტენის ისთ-საიდის გეტოში, ისთ-როვერიდან ორ კვარ-
ტალში, გაზის ქარხნის ქუჩასთან ახლოს, მრავალბინიანი სახ-

606
ლის ჩახუთულ ოთახში ებრაელი ბავშვი მაგიდას უზის, თავი
წიგნში ჩაურგავს, სახანძრო კიბეზე გამავალი ფანჯრიდან გა-
ვარვარებულ ჰაერს სუნთქავს, თითქოს განმარტოებულა, გარი-
დებია ხმაურიან ცხოვრებას, თავისი ოჯახის წევრების ყვირილს
და საერთო ბზუილს. პერანგის ამარა ბიჭს კეხიანი ცხვირი წიგ-
ნში აქვს ჩარგული, სუსტი თვალები უელმდება სქელშუშიან
სათვალეში, ცხიმიანი თმა შეჭმუხნილ შუბლზე გადაუწევია და
რისთვის? რატომ იტანჯება ასე? რა ჯანდაბისთვის წვალობს? რა-
ტომ ცდილობს, გაერიდოს ამ სიღარიბეს, სიბინძურეს, ძალადო-
ბას და გაუთავებელ ყვირილს? რატომ? იმიტომ, რომ ის ღამით
იწვის. ის ოცნებობს კოლეჯზე და აუდიტორიაზე, კაშკაშა აპარა-
ტებზე გიგანტურ ლაბორატორიებში, სწავლისკენ გახსნილ გზა-
ზე, წმინდა სამეცნიერო კვლევებზე და ახალი აინშტაინის მსოფ-
ლიო აღიარებაზე.
ესე იგი ყველა ადამიანს ეძლევა შანსი. ყველას, განურჩევ-
ლად წარმომავლობისა, ოქროს შესაძლებლობა ეძლევა. ადა-
მიანს აქვს უფლება, იცხოვროს, იმუშაოს და დადგეს ის, რასაც
მისი სიმამაცე და წარმოსახვა გასწვდება. და ეს, მძებნელო,
არის ამერიკული ოცნება.

607
წიგნი მეხუთე

გადასახლება და აღმოჩენა

ოთხი გრძელი წელი გაატარა ჯორჯ ვებერმა ბრუკლინში და


როცა უდაბნოდან გამოვიდა და გარშემო მიმოიხედა, გაიფიქრა,
საკმარისიაო. ამ პერიოდში თავის თავზე და ამერიკაზე ბევრი
რამ გაიგო და ახლა ისევ მოგზაურობის ჟინმა შეიპყრო. ის ხომ
სულ ასე ცხოვრობდა, ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდე-
ბოდა – ან ერთ ადგილს მიჯაჭვული განდეგილი ხდებოდა, ან
უთავბოლოდ დაეხეტებოდა. ისევ მოსვენებას უკარგავდა ძველი
კითხვები – სად წავიდე? ახლა რა ვქნა? და ეს კითხვები დაჟინე-
ბით ითხოვდნენ ახალ პასუხებს.
რაც პირველი რომანი გამოვიდა, სულ იმაზე ფიქრობდა, მო-
მავალ წიგნს როგორ ააგებდა და რა გზას მისცემდა. ახლა
გრძნობდა, თითქოს მიაგნო, რასაც ეძებდა. შეიძლება, ეს გზა
არ იყო, მაგრამ გამოსავალი იყო. ასობით და ათასობით ერთმა-
ნეთთან დაუკავშირებელი ჩანაწერი საბოლოოდ მის გონებაში
დალაგდა და ფორმა მიიღო. ახლა საჭირო იყო, ყველაფერი გა-
ემთლიანებინა, სიცარიელე შეევსო და წიგნიც გამოვიდოდა.
იცოდა, რომ ორგანიზების და გადამოწმების საბოლოო სამუშა-
ოს უკეთ გაართმევდა თავს, თუ ერთფეროვან ცხოვრებას გაექ-
ცეოდა. ახალი ხედები, ახალი სახეები და ახალი ატმოსფერო
გონებას გაუწმენდდა და მზერას გაუმახვილებდა.
დროებით ამერიკიდან თუ გააღწევდა, არც ეს იქნებოდა ური-
გო. აქ უკვე შემაწუხებლად ბევრი რამ ხდებოდა ერთდროულად.

608
ამერიკაში ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება და ისეთი იმედის
მომცემია, რომ აღტაცებით გაბრუებულს უკვე გიჭირს, შენს საქ-
მეს მთელი გულისყურით მოეკიდო. იქნებ ევროპაში, სადაც ცი-
ვილიზაცია უფრო ხანდაზმულია, ცხოვრება კი უფრო საიმედო
და საუკუნეების გამოცდილებით გამყარებული, ნაკლებად
გაეფანტოს ყურადღება და უკეთ იმუშაოს. გადაწყვიტა, ინგლის-
ში წასულიყო, იქ ჩაეშვა ღუზა და მშვიდად დაემთავრებინა თავი-
სი წიგნი.
მოკლედ, 1934 წლის ზაფხულის მიწურულს ჯორჯი ნიუ--
იორკიდან პირდაპირ ლონდონში გაემგზავრა, იქირავა ბინა და
მძიმე შრომას შეუდგა. მთელი შემოდგომა და ზამთარი ლონ-
დონში, ნებაყოფლობით გადასახლებაში გაატარა. ეს დაუვიწყა-
რი დღეები გამოდგა და როგორც მოგვიანებით მიხვდა, სწორედ
მაშინ აღმოაჩინა სრულიად ახალი სამყარო. ყველა იმ შემთხვე-
ვამ, გამოცდილებამ და ყველა იმ ადამიანმა, ვინც მაშინ გაიცნო,
წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვა.
ჯორჯზე უდიდესი გავლენა უცხო გარემოცვაში სახელგან-
თქმულ ამერიკელ ავტორთან, მისტერ ლოიდ მაკჰარგთან შეხ-
ვედრამ მოახდინა. თავიდანვე ყველაფერი ისე აეწყო, რომ ერ-
თმანეთი უნდა გაეცნოთ, რაც ძალზე მნიშვნელოვანი ამბავი
იყო, იმიტომ, რომ ჯორჯი თავისი ყველაზე სანუკვარი და იდუმა-
ლი ოცნების ცოცხალ განსახიერებას შეხვდა. როცა მისტერ მაკ-
ჰარგმა ქარიშხალივით გადაუარა მის ცხოვრებას, ჯორჯი მიხ-
ვდა, რომ ის ხორცშესხმულ მშვენიერ მედუზას, თავად დიდებას
გადაეყარა და პირველად გაიგო, რა შეიძლება დამართოს ადა-
მიანს მისმა ტკბილმა პირფერობამ. ჯორჯმა ყველაფერი საკუ-
თარ თავზე გამოსცადა.

609
თავი ოცდამეთორმეტე

დეიზი ფარვისის სამყარო

ლონდონში ჩასულ ჯორჯს გაუმართლა და ებერი-სთრითზე


დაბინავდა. ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც
ჯორჯს ბინა დაუთმო, ისეთი ჟღერადი და დრეკადი გვარი ჰქონ-
და, როგორიც ხშირად გვხვდება ინგლისის მაღალ საზოგა-
დოებაში. ჯორჯმა ვერაფრით მოახერხა, ენა არ ეღრძო და ისე
გამოეთქვა სწორად მისი გრძელი გვარი, ამიტომ გადაწყვიტა,
სრულიად საკმარისი იქნებოდა, განეცხადებინა, ბინის მეპატ-
რონე მაიორი ვიღაცა, ვიღაცა, ვიღაცა ბიქსლი-დანტონიაო.
მაიორი სიმპათიური კაცი იყო, მაღალი, ახალგაზრდა, ჯანსა-
ღი შესახედაობა და კავალერისტის მოქნილი სხეული ჰქონდა.
ამას გარდა, საკმაოდ სანდომიანი პიროვნებაც გახლდათ, იმდე-
ნად სანდომიანი, რომ ჯორჯს როდესაც თავისი აპარტამენტით
სარგებლობის უფლებას უფორმებდა, გასული ორი კვარტლის
გაზის და ელექტრობის გადასახადიც დააფარინა. ჯორჯმა მალე-
ვე შეიტყო, რომ ლონდონში გაზი და ელექტრობა საკმაოდ ძვი-
რად ფასობდა. ერთი იმისთვის გჭირდება, რომ ღამით იკითხო
და იმუშაო, და ხანდახან არა მხოლოდ ღამით, მუხუდოს სუპი-
ვით გაუმჭვირვალე დღეებშიც არანაკლებ გამოსადეგია, მეორე
გინდა, რომ იბანაო, გაიპარსო, სადილი მოამზადო და მოკრძა-
ლებულად გათბე. ჯორჯი დროულად ვერც კი მიხვდა, სანდომი-
ანმა მაიორმა ბიქსლი-დანტონმა ეს როგორ მოახერხა, არადა
ძალიან ოსტატურად გააცურა. უკვე ამერიკაში ბრუნდებოდა, ნა-

610
ხევარი გზა გავლილი ჰქონდა, როცა გულუბრყვილო გონება
გაუნათდა და გაახსენდა, ექვსი თვე ვიცხოვრე ბინაში, მაგრამ
გაზის და ელექტრობის ქირა მთელი წლისა დავფარეო.
თავიდან ჯორჯს ეგონა, სარფიანად გავურიგდიო და შეიძლე-
ბა ასეც იყო. მაიორს კვარტალში ერთხელ უხდიდა, რა თქმა უნ-
და, წინასწარ, კვირაში ორი ფუნტი და ათი შილინგი უწევდა და
ამ თანხის საფასურად მოიპოვა უპირატესობა, პატარა, მაგრამ
ჭეშმარიტად ინგლისური სახლის ერთადერთი მკვიდრი ყოფი-
ლიყო, ყოველ შემთხვევაში, ღამით მაინც. სახლი მართლაც
რომ მოცუცქნული და შეუხედავი ჩანდა, განსაკუთრებით იმ უბ-
ნისთვის დამახასიათებელი და მოდურად ხალვათი შენობების
გვერდით. სამსართულიან სახლში ჯორჯი ბოლო სართულზე
ცხოვრობდა. მის ქვემოთ ექიმის კაბინეტი იყო, პირველი სარ-
თული კი თერძის პატარა სამკერვალოს ეკავა. დანარჩენი
მდგმურები სხვაგან ცხოვრობდნენ და მხოლოდ დღისით თუ გა-
მოჩნდებოდნენ. ასე რომ, ღამით მთელი სახლი ჯორჯის განკარ-
გულებაში იყო.
თერძის სამკერვალოს მიმართ მოწიწების გრძნობა გაუჩნდა
მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ პატივცემული და აღიარებული
ირლანდიელი მწერალი მისტერ ჯეიმზ ბერკი თავის შარვალს იქ
აუთოებინებდა. ერთხელ გაუმართლა და შეესწრო, დიდი მწერა-
ლი შარვლის გამოსატანად მათ სახლში რომ მივიდა. ჯორჯის-
თვის ეს ამაღელვებელი მომენტი იყო, თითქოს რაღაც განსა-
კუთრებული ცერემონიის თვითმხილველი გახდა. პირველად
ჰქონდა ცხოვრებაში ასეთი ინტიმური შეხება ლიტერატურულ
სიდიადესთან და ყველა მიუკერძოებელი ადამიანი დამეთანხმე-
ბა, რომ ამქვეყნად ცოტა რამ თუ იქნება შარვალზე მეტად ინტი-
მური. ის კი არა, მისტერ ბერკი შარვლის გამოსატანად რომ შე-

611
ვიდა, თვითონაც სწორედ მაშინ გამოჰქონდა თავისი. ასეთი უბ-
რალო დამთხვევა ჯორჯს აფიქრებინებდა, რომ ადამიანთან, ვის
მიმართაც წლების მანძილზე დიდი პატივისცემით იყო განმსჭვა-
ლული, რაღაც სასიამოვნო ურთიერთგაგება აკავშირებდა. ისე-
თი გრძნობა დაეუფლა, თითქოს უშუალოდ მის ვიწრო წრეს
ეკუთვნოდა, წარმოიდგინა, როგორ გაესაუბრებოდა ვინმეს:
– ამ ბოლო დროს ჯეიმზი ხომ არ გინახავს?
– როგორ არა, – უპასუხებდა აგდებულად, – იმ დღეს ერთად
მივიტანეთ შარვლები გასაუთოებლად.
ღამე ღამეს მისდევდა და ჯორჯი მესამე სართულის სასტუმრო
ოთახში თავაუღებლად მუშაობდა, პატარა სახლის მარტოხელა
განმკარგველი და ბატონი. და როცა ჯორჯი თავაუღებლად მუშა-
ობდა და იმედოვნებდა, ოღონდ ვერ კი ბედავდა დაჯერებას,
რომ მისი ახალი რომანი ჯეიმზ ბერკისას გაუტოლდებოდა, უც-
ნაური და ამაღელვებელი გრძნობა იპყრობდა, თითქოს გვერ-
დით მასზე მზრუნველი და მისდამი კეთილგანწყობილი სული
იმყოფებოდა და მრავლისმეტყველი სიჩუმით ასე ეუბნებოდა:
– იშრომე, შვილო, გული არ გაიტეხო, იმედი არ დაკარგო.
ნურაფერი შეგაშინებს. მარტო არ ხარ, მე ხომ შენ გვერდით
ვარ, აქ, ამ სიბნელეში, გიცქერი და ვაფასებ შენს შრომას და
შენს ოცნებებს.
პატივისცემით, შენი
ჯეიმზ ბერკის შარვალი.
ლონდონში გატარებული ექვსი თვის მანძილზე ჯორჯისთვის
ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ამბავი დეიზი ფარვისთან მისი
ურთიერთობა გამოდგა.
მისის ფარვისი დღიური მოსამსახურე გახლდათ, ჰამერსმიტ-
ში ცხოვრობდა და უკვე დიდი ხანი იყო, „უცოლო ჯენტლმენებს“

612
ემსახურებოდა მეიფერის და ბელგრეივიას ფეშენებელურ უბ-
ნებში. ჯორჯმა მისის ფარვისი მაიორისგან მემკვიდრეობით
მიიღო, თუ შეიძლება ასე ითქვას, და როცა ლონდონი დატოვა,
მისის ფარვისიც დააბრუნა ახალი უცოლო ჯენტლმენისთვის გა-
დასაცემად, რომელიც (ჯორჯი იმედოვნებდა) მისი ერთგულე-
ბის, თავდადების, თაყვანისცემის და სიტყვაშეუბრუნებელი მსა-
ხურების ღირსი იქნებოდა. ადრე ჯორჯს მოსამსახურე არას-
დროს ჰყოლია. ბავშვობაში, სამხრეთში როცა ცხოვრობდა, იქ
ზანგი მოსამსახურეები უნახავს, მას შემდეგ სხვადასხვა ბინაში,
სადაც უცხოვრია, კვირაში ერთხელ ან ორჯერ მოდიოდა ხოლმე
ქალი და ულაგებდა. მაგრამ არასდროს ადრე არ ჰყოლია მო-
სამსახურე, რომელიც მთელი არსებით, სულით და გულით მას
ეკუთვნოდა, იმდენად, რომ იფიქრებდი, თითქოს მათ საერთო
ინტერესები და საერთო ცხოვრება აკავშირებდათ; არასდროს
ადრე ჯორჯს არ ჰყოლია გვერდით ადამიანი, რომელსაც ამქვეყ-
ნად მხოლოდ მისი კეთილდღეობა და კომფორტი ადარდებდა.
გარეგნულად მისის ფარვისი ასეთი მოახლის კლასიკური
განსახიერება იყო, ოღონდ კომიკური ფიგურა კი არა, ბელჩერი
და ფილ მეი რომ ხატავდნენ – დაბალი და მსუქანი მოხუცი, შარ-
ფებს და დედოფალ ვიქტორიას დროინდელ ბერეტებს რომ ატა-
რებს და როგორც წესი, ლონდონის ფაბში თუ ნახავ, ლუდით და
ბოღმით გაჟღენთილს. მისის ფარვისი ნამდვილი მშრომელი ქა-
ლი იყო, ღირსების გრძნობით აღსავსე. ეს ორმოცს მიტანებუ-
ლი, საშუალო სიმაღლის, სიმსუქნისკენ მიდრეკილი, ქერათ-
მიანი, ცისფერთვალება, ვარდისფერლოყება ქალი, სასიამოვნო
და მოკრძალებული სახით, უცხოებთან პატივმოყვარე ხდებოდა
ხოლმე. მართალია, თავაზიანობა არასოდეს ავიწყდებოდა, მაგ-
რამ დასაწყისში სახლის ახალ პატრონთან თავი ცოტა შორს

613
ეჭირა. შემოვიდოდა დილით ოთახში და იწყებდნენ დღის გეგმე-
ბის განხილვას – ლანჩზე რას მიირთმევდნენ, რა იყო მოსატანი
და რა თანხა დასჭირდებოდა.
– დღეს ლანჩზე რას ინებებთ, სერ? – იკითხავდა მისის ფარ-
ვისი, – გადაწყვიტეთ?
– არა, მისის ფარვის. რამეს ხომ არ შემომთავაზებთ? გუშინ
დაბეგვილი ძროხის ხორცი და ბრიუსელის კომბოსტო გვქონდა,
არა?
– დიახ, სერ, – უპასუხებდა მისის ფარვისი, – გუშინწინ, ორ-
შაბათს, თუ გახსოვთ, სტეიკი მოგიმზადეთ შემწვარი კარტოფი-
ლით.
– კი, და მშვენიერი იყო. მაშინ, დღესაც იგივე ხომ არ მივირ-
თვათ?
– ძალიან კარგი, სერ, – თავაზიანად იტყოდა მისის ფარვისი,
მაგრამ მისი ინტონაცია მიანიშნებდა, ნება თქვენია, ოღონდ ეს
საუკეთესო გადაწყვეტილება არ არისო.
ჯორჯი ამას იგრძნობდა და ეჭვები შეიპყრობდა. მერე დასძენ-
და:
– ო, ერთი წუთით, ძალიან ხშირად ხომ არ ვაკეთებთ სტეიკს?
– თქვენ იმდენჯერ შემიკვეთეთ, სერ, – იტყოდა ქალი მშვი-
დად, ყოველგვარი საყვედურის გარეშე, უბრალოდ, დაეთანხმე-
ბოდა, – მაგრამ, რა თქმა უნდა… – არ დაასრულებდა, მხოლოდ
გაჩერდებოდა და დაელოდებოდა.
– მაშ, იყოს ისევ სტეიკი. თან თქვენ შესანიშნავად გამოგ-
დით. ისე, მრავალფეროვნებისთვის, რამე სხვაც შეიძლებოდა.
თქვენ რას იტყვით?
– მეც ვფიქრობ, ხანდახან განსხვავებული რამეც მოგინდება
ადამიანს.

614
– რა თქმა უნდა, და რა შეიძლება გავაკეთოთ დღეს? თქვენ
არაფერს მირჩევთ, მისის ფარვის?
– სერ, მე თუ მკითხავთ, ხანდახან შაშხი და მუხუდოც მშვე-
ნიერია, – ოდნავ დამორცხვებით, მოკრძალებულად უპასუხებ-
და მისის ფარვისი, ცოტა უფრო თბილად, ეტყობოდა, გული მო-
ულბა და ოფიციალური ტონი შეცვალა, – დილით აქეთ რომ
მოვდიოდი, ყასაბთან შევიხედე და კარგი შაშხი ჰქონდა. საუკე-
თესო ნაჭერი, სერ, – აგრძელებდა ალალად აღფრთოვანებუ-
ლი, – საუკეთესო.
ამის მერე როგორღა ეტყოდა ჯორჯი, წარმოდგენა არა მაქვს,
შაშხი რა არისო. მხოლოდ და მხოლოდ აღტაცებული შესძახებ-
და:
– გადაწყდა, დღეს შაშხი და მუხუდო გვექნება. ამაზე უკეთესს
რას მოვიგონებდით.
– ძალიან კარგი, სერ, – მისის ფარვისი ოფიციალურ ტონს
დაიბრუნებდა, კვლავ აუღებელ ციხესიმაგრედ იქცეოდა და
ჯორჯს ერთხელ კიდევ შეაცბუნებდა.
ასეთ დროს ჯორჯს ყოველთვის უცნაური და უხერხული
გრძნობა ეუფლებოდა, რაც ინგლისელებთან ხშირად ემართე-
ბოდა ხოლმე. ზუსტად მაშინ, როცა გგონია, რაღაც წინაღობა გა-
დალახე, როგორც იქნა, უკანასკნელი ბარიერიც დაიმსხვრა და
უკვე მეგობრულად და ენთუზიაზმით იწყებ საუბარს, მაშინ ეს ინ-
გლისელები ეგრევე ბარიკადებს ამოეფარებიან და მიგახვედრე-
ბენ – ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევსო.
– ახლა ხვალინდელ საუზმეზე გადავიდეთ, გადაწყვეტილი
გაქვთ, რას მიირთმევთ? – ჰკითხა იმ დილით მისის ფარვისმა.
– არა, მისის ფარვის. შინ გვაქვს რამე? მარაგი ხომ არ გვი-
თავდება?

615
– მარაგმა ცოტა მოიკლო, სერ, – განუმარტა მისის ფარვის-
მა, – კვერცხი არის, კარაქიც და პურიც. ჩაი გვითავდება, სერ.
თუ გნებავთ, ხვალ საუზმეზე კვერცხს შეგიწვავთ.
მისი ოფიციალური ტონი მიანიშნებდა, რომ ჯორჯს კი შეეძ-
ლო, კვერცხი მიერთვა, ოღონდ მისის ფარვისს მისი გადაწყვე-
ტილება არ მოსწონდა და ამიტომ ჯორჯმა სწრაფად დასძინა:
– ო, არა, არა, მისის ფარვის, მგონი, კმარა ამდენი კვერცხი,
არა? ჩაი, რა თქმა უნდა, მოსატანია.
– დიახ, სერ, – ნაზად თქვა მისის ფარვისმა, – უკვე მესამე
დღეა, კვერცხს მიირთმევთ, მაგრამ... – არ დაასრულა, თითქოს
იმის თქმას აპირებდა, რომ თუ ჯორჯი მოისურვებდა, რა თქმა
უნდა, შეეძლო, კვერცხი მიერთვა.
– არა, არა. არავითარი კვერცხი. ასე თუ გავაგრძელეთ,
კვერცხს სახეში ვეღარ შევხედავთ.
მოულოდნელად მისის ფარვისს სიცილი აუვარდა და
მხიარულად, მთელი გულით გაიცინა:
– მაპატიეთ, სერ, გამეცინა, მაგრამ ძალიან სასაცილოდ
თქვით.
– მისის ფარვის, იქნებ თქვენ მომაწოდოთ იდეა. ერთი რამ
დაზუსტებით ვიცით, რომ კვერცხი აღარ გვინდა.
– სერ, შებოლილი ქაშაყი გაგისინჯავთ? არ არის ურიგო საჭ-
მელი, – ოდნავ მოლბა მისის ფარვისი და განაგრძო, – მრავალ-
ფეროვნებას თუ ეძებთ, ამაზე უარესიც არსებობს.
– კარგი, გავსინჯავ.
– ძალიან კარგი, სერ, – ერთხანს შეყოყმანდა და მერე თქვა,
– და ვახშმად ვიფიქრე...
– რა, მისის ფარვის?

616
– აი, რა აზრი მომივიდა თავში, რადგანაც მე საღამოობით აქ
არ ვარ და ცხელ კერძს ვერ მოგიმზადებთ, შეიძლება, რამე გა-
დავდოთ, რასაც თქვენ თვითონ მოიმზადებდით. ამას წინათ
ვფიქრობდი, სერ, თქვენ იმდენს მუშაობთ, ალბათ ღამით გშივ-
დებათ და არ იქნებოდა ცუდი, სერ, რაღაც რომ იყოს სახლში.
– ეს ხომ შესანიშნავი აზრია, მისის ფარვის. რას მირჩევდით?
– სერ, – ერთხანს ჩუმად ფიქრობდა, – შეიძლებოდა, ენა
გვეყიდა, იცით, მოხარშული ცივი ენა ძალიან გემრიელია. ვფიქ-
რობ, შუაღამისას გესიამოვნებოდათ. ან, იქნებ, ლორი, კიდევ,
პურზე კარაქს გადაუსვამდით და მჟავე კიტრით მიირთმევდით.
შემიძლია, ქილით ჩატნი მოგიტანოთ, თუ გნებავთ, ჩაის თქვენ
თვითონაც მოიმზადებთ, არა, სერ?
– რა თქმა უნდა. კარგი აზრია, მისის ფარვის. ენა ან ლორი
აუცილებლად იყიდეთ და ჩატნიც. აბა, დავამთავრეთ?
– სერ, – ჩაფიქრდა, ბუფეტის კარი გამოაღო და შეიხედა, –
მგონი, ლუდი გითავდებათ... ორი ბოთლიღა დარჩენილა. ხუთი-
ექვსი ხომ არ დაგვემატებინა?
– დიახ. არა, მოიცათ, ბარემ ათი ვიყიდოთ, მალე რომ აღარ
მოგიწიოთ წასვლა.
– ძალიან კარგი, სერ, – ისევ ოფიციალური ტონით თქვა მი-
სის ფარვისმა, ოღონდ, როგორც ჯორჯს მოეჩვენა, ამჯერად მარ-
თლა მოიწონა მისი გადაწყვეტილება, – რომელი გირჩევნიათ.
„უორთინგტონი“ თუ „ბასი“?
– არ ვიცი, რომელი ჯობია?
– ორივე პირველი ხარისხისაა, ზოგს ერთი უყვარს, ზოგს
მეორე.
– მოდით, ორივე ექვს-ექვსი ვიყიდოთ.
– ძალიან კარგი, სერ, – წასასვლელად მიტრიალდა.

617
– გმადლობთ, მისის ფარვის.
– გმადლობთ, – უპასუხა მისის ფარვისმა ამჯერად საკმაოდ
ოფიციალური ტონით, ჩუმად გავიდა ოთახიდან და კარი ნაზად,
მაგრამ მტკიცედ გაიხურა.
რაც დრო გადიოდა, მისის ფარვისი ფორმალობას ისე ზედმი-
წევნით აღარ იცავდა. უკვე გაცილებით უფრო თავისუფლად
უზიარებდა ჯორჯს საკუთარ აზრებს. განა თავისი „ადგილი“
ავიწყდებოდა, პირიქით, ინგლისელი მოახლის მანერას ყოველ-
თვის ინსტინქტურად ინარჩუნებდა. ისეთი ყურადღებიანი გახდა
და თავის საქმეს ისე გულმოდგინედ ასრულებდა, ბოლოს იფიქ-
რებდით, რომ მისი ცხოვრების აზრი ჯორჯის მოვლა იყო.
მაგრამ მისის ფარვისის ერთგულება არ ყოფილა მთლად
ისეთი თავგადადებული, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. დღე-
ში სამ ან ოთხ საათს სხვა ბატონსაც ემსახურებოდა, რომელიც
ასევე სარგებლობდა მისი მზრუნველობით და ხელფასს უხდიდა.
სხვა ბატონი გახლდათ ერთი უჩვეულოდ ტანმორჩილი კაცი,
ქვედა სართულზე ექიმის კაბინეტის მფლობელი. სიმართლე
რომ ითქვას, მისის ფარვისი თავის ერთგულებას ამ ორ ადამი-
ანს უნაწილებდა, ოღონდ ორივეს ისეთი შთაბეჭდილება რჩებო-
და, რომ სულით და გულით მხოლოდ მას ეკუთვნოდა.
ტანმორჩილი ექიმი წარმოშობით რუსი იყო, ძველი რეჟიმის
წლებში მეფის კარზე უმუშავია ექიმად და დიდი ავლადიდებაც
მოუხვეჭავს, მაგრამ რევოლუციის დროს, ქვეყნიდან რომ გარ-
ბოდა, რა თქმა უნდა, ქონება ჩამოართვეს. ჯიბეგაფხეკილი ჩა-
მოსულა ლონდონში და აქაც მალევე გამდიდრებულა პრაქტი-
კით, რომლის თაობაზეც მისის ფარვისმა თან ერთგულებით და
თან მედიდური გულგრილობით შეზავებული ზღაპარი შეთხზა,
მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ჯორჯს თავად ექიმმაც გა-

618
დაუშალა გული. შუადღის პირველიდან ოთხ საათამდე სადარ-
ბაზოს კარზე ზარი თითქმის არ ჩუმდებოდა და მისის ფარვისი
შეუსვენებლად ადი-ჩადიოდა ვიწრო კიბეზე, პაციენტების უწ-
ყვეტ ნაკადს იღებდა და აცილებდა.
ჯორჯი დიდი ხნის დაბინავებული არ იყო, როცა ექიმის წარ-
მატებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით უცნაური რამ აღმოაჩი-
ნა. ის და ექიმი საერთო ტელეფონით სარგებლობდნენ, სა-
ზიარო ნომერი და გადასახადი ჰქონდათ, ოღონდ გადასართავი
საშუალებას აძლევდათ, თავ-თავიანთ ოთახებში ელაპარაკათ.
ხანდახან ტელეფონი გვიან ღამით რეკავდა, როცა ექიმი უკვე
შინ იყო წასული და ჯორჯმა შენიშნა, რომ მას სულ ქალები ურე-
კავდნენ. ეს ქალები განსხვავებულად ითხოვდნენ ექიმს, ზოგს
სასოწარკვეთილი, მუდარით აღსავსე ხმა ჰქონდა, ზოგი ვნე-
ბიანად დუდუნებდა. ჯორჯს ეკითხებოდნენ, ექიმი სად არისო და
როცა ის უხსნიდათ, რომ ექიმი სხვაგან, ოცი მილის მოშორებით
ცხოვრობდა, არ სჯეროდათ, წუწუნს იწყებდნენ, ეს როგორ შეიძ-
ლებაო, ბედი ასე ბოროტად რატომ გაგვეხუმრაო. ჯორჯი მათ
არწმუნებდა, რომ სიმართლეს ეუბნებოდა. ხანდახან სთხოვ-
დნენ, იქნებ თქვენ დაგვეხმაროთო და ისიც იძულებული ხდებო-
და, უხალისოდ ეპასუხა – მე ექიმი არ ვარ და მოგიწევთ, სხვაგან
ეძებოთ დახმარებაო.
ეს სატელეფონო ზარები ჯორჯს ცნობისმოყვარეობას უღვი-
ძებდა და დღისით სულ ექიმის კაბინეტისკენ აპარებდა ხოლმე
თვალს. კარზე თუ დარეკავდნენ, ფანჯარასთან მიდიოდა და იხე-
დებოდა. მალე მისი ეჭვები გამართლდა – ექიმი მხოლოდ და
მხოლოდ ქალებს მკურნალობდა. პაციენტი ახალგაზრდა ქალიც
შეიძლებოდა ყოფილიყო და ასაკოვანი კუდიანიც, ყველანაირი

619
ტიპის და მდგომარეობის, მაგრამ ერთი რამ ჰქონდათ საერთო
– ყველას კაბა ეცვა. ჯერ მათ კარზე ზარი კაცს არ დაურეკავს.
ხანდახან ჯორჯი მისის ფარვისის გასაღიზიანებლად იტყოდა,
რა არის ეს ქალი პაციენტების უწყვეტი პროცესიაო და თითქოს
ხმამაღლა ფიქრობდა, ნეტა, რას უნდა მკურნალობდესო. მისის
ფარვისს შესანიშნავად გამოსდიოდა საკუთარი თავის მოტ-
ყუება, რაც ფრიად დამახასიათებელი იყო მისი კლასის წარმო-
მადგენლებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, რასაკვირველია.
ეჭვი არ არის, მისის ფარვისი მშვენივრად ხვდებოდა, ქვედა
სართულზე რა ამბებიც ტრიალებდა, მაგრამ ვინაიდან ყოველ-
თვის ერთგული რჩებოდა იმ ადამიანის, ვისაც ემსახურებოდა,
როცა ჯორჯი შეეცდებოდა, რამე დაეცინცლა, ბუნდოვან პასუ-
ხებს სცემდა – მე მაგ საქმის არაფერი გამეგება, მაგრამ მგონი
ექიმი „ნერვული სისტემის დაავადებებს მკურნალობსო“.
– კი, მაგრამ, რა დაავადებებს? – ეკითხებოდა ჯორჯი, – კა-
ცებს არ ემართებათ ეგ დაავადება?
– ააჰ, – თქვა მისის ფარვისმა და როგორც სჩვეოდა, მრა-
ვალმნიშვნელოვნად გააქნია თავი, – მიხვდით და ეგაა.
– რას მივხვდი?
– პასუხს. ყველაფერი თანამედროვე ტემპის ბრალია, ასე ამ-
ბობს ექიმი, – მედიდურად ალაპარაკდა მისის ფარვისი, საერ-
თოდ, როცა ექიმზე ჰყვებოდა ან მისი მოსაზრების ციტირებას
ცდილობდა, ყოველთვის გაგრძნობინებდა, რომ შედავება და-
უშვებელი იყო, – ყველაფერი თანამედროვე ცხოვრების სის-
წრაფის ბრალია, კოქტეილის წვეულებები დილამდე გრძელდე-
ბა, ადამიანებს მთელი ღამე არ სძინავთ და რაღაც ამდაგვარე-
ბი... ალბათ ამერიკაში კიდევ უფრო უარესი ხდება, – თქვა მისის
ფარვისმა, – მაგრამ, შეიძლება სულაც არა, – სწრაფად დასძი-

620
ნა, შეეშინდა, ჩემმა ნათქვამმა უნებურად ჯორჯის პატრიოტული
გრძნობები არ შეურაცხყოსო, – მე იქ არ ვყოფილვარ და აბა
საიდან მეცოდინება.
ბულვარული გაზეთების ხარბი მკითხველი ამერიკაზე წარ-
მოდგენას ამ გაზეთებიდან იქმნიდა და ისეთი მომნუსხველი და
გასაოცარი შეხედულებები ჩამოუყალიბდა, რომ ჯორჯს მისი
ილუზიების დამსხვრევა ერიდებოდა. ასე რომ, მორჩილად
ეთანხმებოდა, მართალი ბრძანდებითო, ის კი არა, რამდენიმე
მოსწრებული ფრაზით გაუმყარა რწმენა, ამერიკელი ქალები
მთელი ღამე ერთი წვეულებიდან მეორეზე დადიან და პრაქტი-
კულად, საერთოდ არ სძინავთო.
– მაშინ, – თქვა მისის ფარვისმა და თავი დააქნია, თან კმა-
ყოფილებას ვერ მალავდა, – მაშინ კარგად გეცოდინებათ, რა-
საც ნიშნავს თანამედროვე ტემპი! – ხანმოკლე პაუზის მერე, –
სირცხვილია და სხვა არაფერი!
ასე ხშირად ამბობდა. ალბათ ყველაზე ფიცხი კონსერვატო-
რიც კი ლონდონის ყველაზე არისტოკრატულ კლუბში არ იქნე-
ბოდა თავისი ქვეყნის ბედით ისე შეწუხებული და აღშფოთებუ-
ლი, როგორც მისის ფარვისი. მისთვის რომ გესმინა, იფიქრებ-
დით, უზარმაზარი მამულის მემკვიდრეა, ნორმანთა დაპყრობის
დროიდან მისი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძუ-
რის, და ახლა თვალსა და ხელს შუა უყიდიან, ანადგურებენ,
რადგან სახელმწიფოს მიერ დაწესებული დამაქცევარი გადასა-
ხადის გადახდა აღარ შეუძლიაო. დიდხანს და გულწრფელად
მსჯელობდა ხოლმე, ავ წინათგრძნობებს უზიარებდა ჯორჯს, ოხ-
რავდა და სევდიანად აქნევდა თავს.
ხანდახან ჯორჯი მთელი ღამე მუშაობდა და ლონდონური უჟ-
მური ნისლიანი დილის ექვს ან შვიდ საათზე წვებოდა დასაძი-

621
ნებლად. მისის ფარვისი რვის ნახევარზე მოდიოდა ხოლმე. თუ
ჯორჯს ჯერ არ ეძინა, ესმოდა, ფეხაკრეფით როგორ ამოცუნ-
ცულდებოდა კიბეზე და მერე სამზარეულოში შედიოდა. ცოტა
ხნის შემდეგ კარზე დააკაკუნებდა და უზარმაზარი ფინჯნით ქაფ-
ქაფა სასმელი შემოჰქონდა, რომელიც თვითონ საუკეთესო სა-
ძილე საშუალება ეგონა.
– ნახარში მოგიტანეთ, – ეტყოდა მისის ფარვისი, – ერთ წამ-
ში დაგაძინებთ.
ჯორჯი ისედაც უკვე წამში დაიძინებდა, მაგრამ ამას მნიშვნე-
ლობა არ ჰქონდა, რომც სძინებოდა, გააღვიძებდა და დაალევი-
ნებდა.
სინამდვილეში მისის ფარვისს მასთან გამოლაპარაკება სურ-
და, ჭორაობა და რაც მთავარია, იმ დღის ცინცხალი ამბების გა-
ზიარება. ახალი გაზეთები მოჰქონდა ხოლმე ჯორჯისთვის და,
რა თქმა უნდა, თავის ბულვარულ გაზეთსაც მოაყოლებდა. და
როცა ჯორჯი საწოლში წამოჯდებოდა ნახარშის დასალევად, მი-
სის ფარვისი გამაფრთხილებლად შეარხევდა ბულვარულ გა-
ზეთს და ასე იწყებდა:
– სირცხვილია და სხვა არაფერი!
– მისის ფარვის, ასეთი რა მოხდა დღეს?
– მისმინეთ, ძალიან გთხოვთ! – იტყოდა აღშფოთებული და
შეუდგებოდა კითხვას, – „გუშინ მერინგუს და რასპას საადვოკა-
ტო კანტორამ განაცხადა, რომ მისი მოწყალება ჰერცოგი
ბეისინგსტოკი ყიდის თავის მამულს ჩიპინგ ქადლინგტონში.4 მა-
მული თექვსმეტ ათას აკრს მოიცავს, სანადირო ნაკრძალის რვა

4 გლოსტერშირი.

622
ათას აკრს და ტიუდორების არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშს
სამეფოში, ბეისინგსტოკ-ჰოლს, რომელიც მეთხუთმეტე საუკუ-
ნიდან მისი მოწყალების საგვარეულო საკუთრება იყო. ადვოკა-
ტები ადასტურებენ, რომ ომის შემდეგ გაზრდილი გადასახადე-
ბის გამო მისი მოწყალება ფიქრობს, მამულს ვეღარ შეინარჩუ-
ნებს და, შესაბამისად, აუქციონზე აპირებს გაყიდვას, რაც იმას
ნიშნავს, რომ მისი მოწყალების მამულების რაოდენობა სამამ-
დე შემცირდება. ამბობენ, მის მოწყალებას ამას წინათ მეგობრე-
ბისთვის უთქვამს, თუ არაფერს იღონებენ ამ დამანგრეველი გა-
დასახადების აღსაკვეთად, ინგლისში ასი წლის შემდეგ არც ერ-
თი დიდი მამული აღარ დარჩება თავდაპირველ მფლობელ-
სო“...
– ააჰ, – თქვა მისის ფარვისმა, როცა ჩაიკითხა ეს სევდიანი
ცნობა, თან თავს აქნევდა, ყველაფერი გასაგებიაო, – საქმეც
ესაა! როგორც მისი მოწყალება ამბობს, დიდ მამულებს ვკარ-
გავთ. და რატომ ხდება ეს? რატომ ვეღარ ახერხებენ მფლობე-
ლები გადასახადის გადახდას? იმიტომ რომ, როგორც მისმა
მოწყალებამ ბრძანა, დამანგრეველი გადასახადები დაგვაკის-
რეს და ეს სიმართლეა. ასე თუ გაგრძელდა, დაიმახსოვრეთ ჩე-
მი სიტყვა, არისტოკრატიას საცხოვრებელი ადგილი აღარ დარ-
ჩება. ისედაც უკვე ბევრი წავიდა ემიგრაციაში, – თქვა ცოტა
გაუგებრად.
– სად მიდიან, მისის ფარვის?
– რა ვიცი, საფრანგეთში, იტალიაში, ევროპის სხვადასხვა
ქვეყნებში. მაგალითად, ლორდი კრიქვუდი სამხრეთ საფრან-
გეთში გადასახლდა. რატომ? იმიტომ, რომ, მისთვის ძალიან მა-
ღალი იყო გადასახადი. აქ ყველაფერი გაყიდა. ისეთი ლამაზი
მამულები ჰქონდა, – თითქოს რაღაც გემრიელზე ლაპარაკობ-

623
სო, ნაზად თქვა მისის ფარვისმა, – ან გნებავთ გრაფი პენტე-
თიუკი, ლედი სინტია უორმვუდი და მისი მოწყალება ტიტულო-
სანი ქვრივი გრაფინია ტროთლმარში – სად არიან? მათ დაგ-
ვტოვეს, აი, რა მოხდა. მამულები გაყიდეს და ახლა სხვა ქვეყ-
ნებში ცხოვრობენ. და რატომ? იმიტომ, რომ უსაშველოდ მაღა-
ლი გადასახადია. სირცხვილია და სხვა არაფერი!
ასეთ დროს მისის ფარვისს სასიამოვნო სახე აღშფოთების-
გან აუწითლდებოდა ხოლმე. მზრუნველობის მსგავსი უცნაური
გამოვლინება ჯორჯს ადრე არასდროს ენახა. ძალიან უნდოდა,
ბოლომდე ჩასწვდომოდა მისის ფარვისის აღშფოთების მიზეზს.
მან ფინჯანი ხმაურით დადგა მაგიდაზე და მოურიდებლად მიახა-
ლა:
– კი, მაგრამ მისის ფარვის, თქვენ ასე რატომ დარდობთ? იმ
ადამიანებს შიმშილი ნამდვილად არ ემუქრებათ. ჩემგან კვირა-
ში ათ შილინგს იღებთ და ექიმისგან კიდევ რვას. ექიმი წლის
ბოლოს საზღვარგარეთ აპირებს წასვლას. მეც მალე ამერიკაში
დავბრუნდები. თქვენ არც კი იცით, მომავალ წელს ამ დროს რა
ბედი გეწევათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველდღე მიკით-
ხავთ ცნობებს გრაფების და ჰერცოგების გაყიდულ მამულებზე,
თითქოს გეშინიათ, უმუშევართა დახმარების ხარჯზე არ დარ-
ჩნენ. თქვენ ნამდვილად გემუქრებათ მაგის საშიშროება, სამსა-
ხურს თუ დაკარგავთ, ეს ხალხი კი, დამიჯერეთ, მშვენივრად იქ-
ნება, თქვენგან განსხვავებით.
– ააჰ, ასეა, – მშვიდად უპასუხა მისის ფარვისმა, ისე ნაზად
და სიყვარულით, თითქოს მიუსაფარი ბავშვების კეთილ-
დღეობაზე ლაპარაკობდა, – ოღონდ, ჩვენ შეჩვეულები ვართ, ის
საწყლები კი არა.

624
პირდაპირ გასაგიჟებელი იყო, ჯორჯს არაფრით არ შეეძლო
ამის გაგება. გრძნობდა, კედელს ცერცვს აყრიდა. რაც გინდა, ის
დაარქვი – მონური სნობიზმი, ბრმა უგუნურობა, იმბეცილის სი-
სულელე – მასთან ვერაფერს გახდებოდი, მაინც ისეთივე შეუვა-
ლი რჩებოდა. ცხოვრებაში ასეთი არც ერთგულება უნახავს და
არც ასეთი თავდადება.
ეს დილის საუბრები ყოველდღე გრძელდებოდა, ვიდრე არც
ერთი გაღარიბებული ახალგაზრდა ვისკონტი აღარ დარჩებო-
და, ვის კეთილშობილებას და გაუბედურებას მისის ფარვისი ენ-
ციკლოპედიური მზრუნველობით და გულისტკივილით არ გამო-
იკვლევდა. ბოლოს კი, როცა სიყვარულით და იერარქიის დაც-
ვით განიხილავდა ყველას და ყველაფერს – წმინდანებით, ანგე-
ლოზებით, კაპიტნებით, კარის მცველებით, ერთგული ლეიტე-
ნანტებით დაწყებული და ჰერალდიკურ ფრთაზე მოელვარე პა-
წაწინა ფერადი ბუმბულით დამთავრებული – სიჩუმე ჩამოვარ-
დებოდა ხოლმე. გეგონებოდა, ოთახში ვიღაც უხილავმა და დი-
ადმა შემოაბიჯა. მისის ფარვისი თავის გაზეთს გამაფრთხილებ-
ლად შეარხევდა, ყელს ჩაიწმენდდა და ჩუმად, მოწიწებით წარ-
მოთქვამდა წმინდა სახელს: „ის!“
ხანდახან ეს ამერიკის და თანამედროვე ტემპის განხილვას
მოჰყვებოდა და მას შემდეგ, რაც ასჯერ მაინც იტყოდა, სირცხვი-
ლია და სხვა არაფერი საწყალი ამერიკელი ქალების ხვედრიო,
ტაქტიანად დასძენდა ხოლმე:
– უნდა გითხრათ, ამერიკელი ქალები საკმაოდ მომხიბვლე-
ლები არიან, არა, სერ? კარგადაც იცვამენ. ამერიკელს ყოველ-
თვის გამოარჩევ ხალხში. ისინი ჭკვიანებიც არიან, არა, სერ?
იმის თქმა მინდა, ზოგიერთი მეფის კარზეც წარადგინეს, ზოგი
არისტოკრატს გაჰყვა ცოლად და რა თქმა უნდა... – მერე

625
ღვთისმოშიშივით მოწიწებით იტყოდა იმას, რაც ჯორჯმა უკვე წი-
ნასწარ იცოდა, – რა თქმა უნდა, სერ, „ის“...
უკვდავი „ის“ ცხოვრობდა, საქმიანობდა, უყვარდა და მუდამ
დეიზი ფარვისის ზეცის შუაგულში რჩებოდა! უკვდავი „ის“ მთე-
ლი ინგლისის ფარვისების კერპი იყო და ყოველდღიურ ცხოვ-
რებაში მისდამი თავიანთ ერთგულებას ერთადერთი სახელით
გამოხატავდნენ – „ის“.
– რა თქმა უნდა, სერ, – თქვა მისის ფარვისმა, – „მას“ ამერი-
კელი ქალები მოსწონს. მითხრეს, ასეაო. ამერიკელი ქალები
მართლაც ჭკვიანები უნდა იყვნენ, რადგან „მას“ ისინი ხიბლა-
ვენ. ამას წინათ გაზეთში იყო „მისი“ ფოტო მეგობრებთან ერ-
თად, მათ შორის ის ახალი ამერიკელი ლედიც გახლდათ. პირ-
ველად ვნახე მისი სახე. ძალიან სიმპათიური ყოფილა მისის ვი-
ღაც, არ მახსოვს სახელი.
მერე კვლავ ნახავდა დღის ახალ ამბებში რაღაც ისეთს, რომ
ხმაში მოწიწება გაუკრთებოდა და სახე ნაზად გაუნათდებოდა.
იმ დღესაც თქვა:
– როგორც ჩანს, „ის“ ევროპიდან დაბრუნებულა. ნეტა, რა
აქვს გამიზნული? – მოულოდნელად გაეცინა, უშუალო ხალისი-
ანმა სიცილმა ისედაც ვარდისფერი ლოყები შეუფაკლა და ცის-
ფერ თვალებზე ცრემლი მოადგა, – აჰ, რას გეტყვით, იცით! „ის“
დიდი საიდუმლოებით მოცული ვინმეა. არასოდეს იცი, რას აპი-
რებს. აიღებ გაზეთს და კითხულობ, „მან“ მეგობარს ჩააკითხა
იორკშირშიო, მეორე დღეს ვენაში წავა, ახლა ამბობენ, სკანდი-
ნავიაშიაო, არ გამიკვირდება, ერთ-ერთი ახალგაზრდა პრინცე-
სის მოსანახულებლად თუ არის იქ ჩასული. რა თქმა უნდა, – მი-
სის ფარვისის ტონში გადამეტებული ქედმაღლობა გაისმა, რო-
ცა გაუთლელ ჯორჯ ვებერს თავისი აღმოჩენა გაუმხილა, – რა

626
თქმა უნდა, ამაზე ადრეც ლაპარაკობდნენ. მაგრამ „ის“ ყურად
არ იღებდა! „ის“ ძალიან დამოუკიდებელია! დედამისმა ეს დიდი
ხნის წინ შეატყო და ცდილობდა, მოერჯულებინა. მაგრამ სხვებ-
თან რაც მოახერხა, „მასთან“ ვერ შეძლო. ის ყმაწვილი თავის
ნებაზე დადის, იმას აკეთებს, რაც მოესურვება და ვერავინ ვერ
უშლის ხელს. აი, ასეთი დამოუკიდებელია „ის“.
ერთხანს შეისვენა, აწყლიანებული თვალებით თავის კერპზე
ფიქრობდა. მერე სასიამოვნო სახეზე ისევ ალმური მოედო და
ისევ ხალისიანმა სიცილმა ამოხეთქა:
– დიდი ეშმაკი ვინმეა! იცით, არც ისე დიდი ხნის წინ, თურმე
ღამე შინ ბრუნდებოდა და... – ხმა დაიდაბლა, თითქოს საიდუმ-
ლოს ანდობდა, – როგორც ამბობენ, ცოტა მეტი მოსვლოდა და,
– ლამის ჩურჩულებდა, ვერ გადაეწყვიტა, მოეყოლა თუ არა და
თან სიცილს იკავებდა, – უჭირდა სიარული, სენტ ჯეიმსის სასახ-
ლის გარშემო მესერს ხელს აშველებდა თურმე, ამ დროს სასახ-
ლის წინ მდგარ პოლიციელს შეუმჩნევია და დახმარება შეუთა-
ვაზებია, მაგრამ „მას“ არავის დახმარება არ უნდა. ძალიან ამა-
ყია! ყოველთვის ამაყი იყო და იცით, რას გეტყვით, მართლაც
რომ დიდი ეშმაკი ვინმეა!
ჯერაც იღიმებოდა, ნაჯაფი ხელები გულზე დაეკრიფა და კარს
მიყრდნობილი, მდუმარედ მისცემოდა ბუნდოვან ფიქრებს.
ცოტა ხნით ჯორჯიც ჩაფიქრდა და მერე თქვა:
– მისის ფარვის, როგორ გგონიათ, ცოლს მოიყვანს? მარ-
თლა მაინტერესებს. უკვე ბავშვი აღარ არის, ალბათ არჩევანიც
დიდი აქვს და თუ აპირებს...
– აჰ! – თქვა მისის ფარვისმა ამაყად, როგორც ყოველთვის,
როცა ეთანხმებოდა, – მე გამუდმებით ვამბობ, რომ „ის“ ცოლს
მოიყვანს! ოღონდ როცა თვითონ გადაწყვეტს. ვერავინ აიძუ-

627
ლებს, როცა მიიჩნევს, რომ ამის დრო დადგა, მაშინ მოიყვანს
ცოლს.
– და ეს დრო როდის დადგება, მისის ფარვის?
– რა გითხრათ, ბოლოს და ბოლოს ჯერ მამა ჰყავს, არა? და
მამამისი ისეთი ახალგაზრდა აღარ არის, ხომ ასეა? – ერთხანს
გაჩუმდა და დიპლომატიურად მიეშველა ჯორჯს, ქარაგმას ჩას-
წვდომოდა, – რა გითხრათ, სერ, ამის დროც დადგება.
– კი მაგრამ, მისის ფარვის, – არ იშლიდა ჯორჯი, – დადგება
კი? მინდოდა მეკითხა, დარწმუნებული ხართ? ათასი რამ გეს-
მის, ხანდახან ჩემისთანა უცხოელიც კი მოჰკრავს ყურს რაღა-
ცას. ამბობენ, დიდად არ სურს ცოლის მოყვანაო და ამას გარდა,
მისი ძმაც ხომ არსებობს?
– ო, ის, – და მისის ფარვისი გაჩუმდა, მაგრამ ეს ნაცვალსა-
ხელი ისე გამოთქვა, რაც კი ლექსიკონში მტრული განწყობის
გამოსახატავად მწარე სიტყვა არსებობს, ვერც ერთი მის დამო-
კიდებულებას უკეთ ვერ გადმოსცემდა.
– დიახ, – ჩააცივდა ჯორჯი, – მასაც უნდა იქნებ, რა, არ შეიძ-
ლება უნდოდეს?
– შეიძლება, – თქვა მოღუშულმა მისის ფრავისმა.
– თან ცოლიც ჰყავს.
– კი, ჰყავს, – კიდევ უფრო მოიღუშა მისის ფარვისი.
– და შვილებიც.
– დიახ, – ცოტა ნაზად თქვა მისის ფარვისმა, წამიერად სახე
გაუცისკროვნდა, მაგრამ ისევ მოეღუშა, – მაგრამ ის! ის არა! –
წარმოსახულმა საფრთხემ, მისი კერპის ტახტს რომ დაემუქრა,
ძალიან აღაშფოთა. თავი სწრაფად გააქნია მტკიცე უარის ნიშ-
ნად და თქვა, – ის არა, – ისევ გაჩუმდა, თითქოს თავს ებრძოდა,
ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ ჩვეული თავშეკავება გამოეჩინა.

628
მერე ვერ მოითმინა, – გეტყვით, მე ის არასდროს მომწონდა!
რაღაცნაირი სახე აქვს, ცბიერი, მაგრამ მე ვერ მომატყუებს! –
სახე უღაჟღაჟებდა და თავი ისე დააქნია, თითქოს საბოლოო გა-
ნაჩენი გამოიტანა და უკან აღარ დაიხევდა, – ასეთია ჩემი აზრი!
ყოველთვის ამ აზრზე ვიყავი. „ის“ არის ერთადერთი, ვინც უნდა
იყოს! დრო დადგება და „ის“ მეფე გახდება!
თავისი უანგარო და გულწრფელი ერთგულებით მისის ფარ-
ვისი დიდ და საყვარელ ძაღლს ჰგავდა. მართლაც, მის დამოკი-
დებულებაში ცხოვრებისადმი იყო რაღაც უცნაურად ცხოველუ-
რი. ზოგადად, მხეცების მიმართ მზრუნველობას იჩენდა, თუ
ძაღლს ან ცხენს დაინახავდა ქუჩაში, ჯერ ცხოველს შეამჩნევდა
და მერე მათ პატრონს. ებერი-სთრითზე ყველას მათი ძაღლე-
ბით იცნობდა. ერთხელ ჯორჯმა ჰკითხა, ის გამორჩეული მოხუცი
ჯენტლმენი, რამდენჯერმე ჩვენი სახლის წინ რომ ჩაიარა და ქო-
რივით სახე რომ აქვს, ვინ არისო. მისის ფარვისმა პასუხი არ
დააყოვნა და კმაყოფილმა უთხრა:
– ააჰ, ის მამაძაღლი ისა, 27 ნომერში ცხოვრობს, ო, რა მამა-
ძაღლია, – სიყვარულით ჩაიცინა, – მერე რამხელაა, რწევა--
რწევით დადის, ჯანიანი მხრები აქვს, ისე შეგხედავს, თითქოს
მამა აბრამის ბატკანი იყოს.
ჯორჯი გაოგნებული უსმენდა და მერე ჰკითხა, ჯენტლმენზე
მეუბნებით თუ ძაღლზეო.
– ძაღლზე, რა თქმა უნდა! მერე რამხელაა ის შოტლანდიური
ნაგაზი! იმ ჯენტლმენისაა, თქვენ რომ მკითხეთ. თვითონ, მგონი,
მეცნიერია თუ მწერალი, არ ვიცი. კემბრიჯში ასწავლიდა, ახლა
პენსიაზეა. 27 ნომერში ცხოვრობს.
ერთხელაც, ჟინჟღლიან დღეს ჯორჯი ფანჯრიდან იხედებოდა
და საოცარი სილამაზის გოგოს მოჰკრა ქუჩაში თვალი. სასწრა-

629
ფოდ მისის ფარვისს დაუძახა, გოგო დაანახვა და აღელვებულმა
ჰკითხა:
– ვინ არის? იცნობთ? ამ ქუჩაზე ცხოვრობს?
– არ ვიცი, სერ, – შეფიქრიანდა მისის ფარვისი, – მგონი, ნა-
ნახი მყავს, მაგრამ დარწმუნებით ვერ გეტყვით. ყურადღებით
ვიქნები და იქნებ გავიგო, სად ცხოვრობს.
რამდენიმე დღის შემდეგ, დილის ნავაჭრი რომ მოიტანა, მი-
სის ფარვისი კმაყოფილებისგან ანთებული სახით შევიდა ჯორ-
ჯთან და ახარა:
– კარგი ამბავი მაქვს. ის გოგო ვიპოვე.
– რომელი გოგო? – ჯორჯი მუშაობდა და ძლივს გამოერკვა.
– იმ დღეს რომ დამანახვეთ.
– აა, – თქვა ჯორჯმა და ფეხზე წამოდგა, – ჩვენს ქუჩაზე
ცხოვრობს?
– რა თქმა უნდა, ათასჯერ შემხვედრია, უბრალოდ, იმ დღეს
იმასთან ერთად არ იყო.
– ვისთან ერთად?
– იმ ეშმაკუნასთან, ქვემოთ, 46-ში რომ ცხოვრობს.
– ვინ, მისის ფარვის?
– იმ დანიურ დოგზე გეუბნებით, გეყოლებათ ნანახი, შოტ-
ლანდიური პონის ხელაა. სულ თან დაჰყავს, იმ დღეს პირველად
გამოვიდა მარტო და ამიტომ ვერ ვიცანი. დღეს რომ შემხვდნენ,
მივხვდი, ვინც იყო. ის ეშმაკუნა ისა, – გულიანად გაიცინა, –
ისეთი დიდი და ღონიერია. ხანდახან მიფიქრია, როგორ
ინახავენ-მეთქი, დიდი ფართობი სჭირდება.
არ ჩაივლიდა დილა, მისის ფარვისს აღფრთოვანებულს არ
ეცნობებინა ჯორჯისთვის, სამეზობლოში ვიღაც ახალი „ეშმაკუნა
მამაძაღლი“ გამოჩნდაო. სიბრაზით წამოწითლდებოდა, თუ

630
გაიგებდა, ვინმე ცხოველს ბოროტად მოექცა ან შეეძლო და არ
მიეხმარაო. ერთხელ ქუჩაში შეუნიშნავს, ცხენს ლაგამი მაგრად
ჰქონდა ამოდებული, ეტყობოდა, ძალიან უჭერდაო, ჯორჯს მო-
უყვა, თან ბრაზი ახრჩობდა:
– მეეტლეს პირდაპირ მივახალე, ადამიანი როცა ასე ექცევა
ცხოველს, არ არის ღირსი, ჰყავდეს-მეთქი. ახლომახლო პოლი-
ციელი რომ ყოფილიყო, დავაჭერინებდი. სირცხვილია და სხვა
არაფერი! ენა არა აქვთ საცოდავ, უმწეო ცხოველებს და ზოგი-
ერთი ამით სარგებლობს! უნდა ამოსდო პირში ლაგამი და ნა-
ხავს, როგორია! ალიკაპით უნდა აუკრა პირი და ატარო ასე! აჰ...
– თითქოს წარმოდგენილმა ულმობლობამ სიამოვნება მოჰგვა-
რა, – მაშინ კარგად ისწავლიდნენ ჭკუას!
რაღაც შემაშფოთებელი და არაჯანსაღი იყო ცხოველებისად-
მი ამ გადამეტებულ სიყვარულში. ეს რომ შენიშნა, ჯორჯი უფრო
ყურადღებით დააკვირდა, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მისის
ფარვისს ადამიანებთან და მიხვდა, რომ მას ადამიანის უბედუ-
რება ისე არ სტკენდა გულს, როგორც ცხოველის. თავადაც ღა-
რიბს, ღარიბების მიმართ უცნაური ფილოსოფიური დამოკიდე-
ბულება ჰქონდა, მიაჩნდა, რომ ღარიბები მუდამ იქნებიან და
შეჩვეულებიც კი არიან ამ მდგომარეობას, ასე რომ, არაა აუცი-
ლებელი, ვინმემ იდარდოს, განსაკუთრებით კი თავად იმ უბე-
დურმა სიღარიბის მსხვერპლებმა. თავში არასდროს მოსვლია
აზრი, რომ შეიძლება რამე იღონო. ღარიბების ტანჯვა ბუნებრივ
მოვლენად ეჩვენებოდა, ლონდონის ნისლივით გარდაუვალი,
და არც ერთის გამო არ ღირდა ემოციების დახარჯვა.
ასე გრძელდებოდა სულ, შემოვიდოდა დილით მისის ფარვი-
სი და აღშფოთებული მოუყვებოდა, როგორ უსამართლოდ მო-
ექცა ვიღაც ძაღლს ან ცხენს და ცოტა ხანში ჯორჯს ესმოდა, უხე-

631
შად, ყოველგვარი სიბრალულის გარეშე რომ ტუქსავდა ნახევ-
რად მშიერ და ნახევრად ტიტველ ლუდის დამტარებელ ბიჭს.
დიკენსის გმირს ჰგავდა ის საცოდავი ბავშვი, ნამდვილი განსა-
ხიერება იყო სიღატაკის, რომელიც თავისი უკიდურესი ფორმით
ინგლისში რატომღაც ყველაზე დამამცირებელი და მძიმეა, და
განსაკუთრებით შემზარავი ინგლისში იმიტომ არის, რომ იქ ღა-
რიბები შეგუებულნი არიან თავიანთ ყოფას, უიმედობის ჭაობში
ჩაფლულები გამოსავალს ვერ ხედავენ.
საბრალო ღვთისგან მივიწყებულ ბიჭსაც იგივე სჭირდა. ის
ერთ-ერთი პატარა ადამიანთაგანი იყო, ჯუჯების რასის წარმო-
მადგენელი. ამ რასის არსებობა ჯორჯმა იმ ზამთარს გამოავლი-
ნა, სრულიად გაოგნებულმა და თავზარდაცემულმა. მან აღ-
მოაჩინა, რომ ინგლისში თითქოსდა ორი ჯიში არსებობს ადა-
მიანების, რომლებიც იმდენად არ ჰგვანან ერთმანეთს, ვერც კი
დაიჯერებ, თუ ცოცხალ არსებათა ერთ სახეობას მიეკუთვნებიან.
არსებობენ დიდი და პატარა ადამიანები.
დიდ ადამიანებს სუფთა, მოვარდისფრო კანი აქვთ და ჯან-
მრთელები და ფრთხილები არიან; ეტყობათ, რომ კარგად იკვე-
ბებიან. დადიან ლონდონის ქუჩებში ეს სერიოზული და ამაყი ქა-
ლები და კაცები, შესანიშნავად ჩაცმულები და მოვლილები, არ
გაგიჭირდება, მათ სახეზე ჯიშიანი პირუტყვის თავშეკავებული
და სრულიად უაზრო გამომეტყველება შენიშნო. ისინი ბრიტა-
ნელ ლორდებად მოგვივლინა შემოქმედმა. ის ადამიანები, ვინც
ლორდებს იცავენ და ემსახურებიან, იმავე ორდენს მიეკუთვნე-
ბიან და მათ შორის მშვენიერ ნიმუშებს შეხვდებით – მაგალი-
თად, ექვსი ფუტის და ხუთი დუიმის სიმაღლის, წელში გაჯგი-
მულ, ჯან-ღონით სავსე გვარდიელებს, რომელთა თავდაჯერებუ-
ლი გამომეტყველება ნათლად ამბობს, მართალია, ჩვენ ლორ-

632
დები არ გახლავართ, მაგრამ ლორდების ერთგული იარაღი კი
ვართო.
ინგლისში თუ საკმარისად დიდ დროს დაყოფთ, ერთ მშვენი-
ერ დღეს პატარა ადამიანებსაც შენიშნავთ. ეს არის ჯუჯების რასა
და მათი შემხედვარე იფიქრებთ, იმდენი საუკუნე იცხოვრეს სო-
როებში და მაღაროებში, რომ დაპატარავდნენ, ჩამოხმნენ და
ფერი დაკარგესო. მაგრამ მათ სახეებს და დამახინჯებულ
სხეულებს მხოლოდ ჩამარხული ცხოვრების კვალი კი არ ამჩნე-
ვია, იმასაც მიხვდები, მათი მშობლები, ბებიები და ბაბუები, მთე-
ლი თაობები ასე რომ ცხოვრობდნენ ღრმად გათხრილ გვირა-
ბებში და არც საჭმელი ღირსებიათ საკმარისი და არც მზის სი-
ნათლე.
თავიდან მათ ვერ შეამჩნევ. მაგრამ მერე, ერთ მშვენიერ
დღეს, ეს პატარა ადამიანები მიწიდან ამოძვრებიან და გგონია,
რომ პირველად ხედავ. ჯორჯსაც სწორედ ასე გამოეცხადნენ და
მისთვის ეს სრულიად გამაოგნებელი აღმოჩენა გამოდგა, თით-
ქოს რაღაც შავბნელი სასწაულით, მოულოდნელად მიხვდა,
რომ მთელი ის ხანი, რაც ინგლისში ცხოვრობდა, მხოლოდ მის
ნაწილს ხედავდა, არადა ეგონა, ყველაფერს ხედავდა. მიზეზი
პატარა ადამიანების სიმცირე არ ყოფილა. როცა უკვე მათი არ-
სებობა აღმოაჩინა, მოეჩვენა, რომ თითქმის მთელ მოსახ-
ლეობას ისინი შეადგენდნენ. ერთ დიდზე ათი პატარა მოდიოდა.
და ჯორჯი მიხვდა, რომ ინგლისი მისთვის ადრინდელი აღარა-
სოდეს იქნებოდა და ამიერიდან რაც არ უნდა წაეკითხა ან გაეგო
მის შესახებ, ამ პატარა ადამიანების გაუთვალისწინებლად აზრი
არაფერს ექნებოდა.
ის საცოდავი ბიჭი, ლუდის დამტარებელი, ერთ-ერთი მათგა-
ნი იყო. ყველაფერზე ეტყობოდა, უიმედო სიღარიბეში დაბადე-

633
ბული ქონდრისკაცად დარჩენილიყო, არ ჰქონდა საკმარისი
ტანსაცმელი, რომ გამთბარიყო, არ ჰქონდა საკმარისი საჭმე-
ლი, არ ჰქონდა თავშესაფარი, სინესტეს ძვალ-რბილში რომ არ
გაეტანა. ხეიბარს ვერ დაარქმევდი, მაგრამ მოხუცივით გამომ-
ხმარი სხეული თითქოს დაპატარავებოდა. ალბათ თხუთმეტი ან
თექვსმეტი წლისა იქნებოდა, ზოგჯერ კიდევ უფრო ნაკლებსაც
მისცემდი. გარეგნულად ყოველთვის ზრდასრული ადამიანის
შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ მისი სხეული ამხელდა, რო-
გორ დამარცხდა შიმშილთან უთანასწორო ბრძოლაში და რომ
აღარ გაიზრდებოდა.
გაპოხილი, დაგლეჯილი მოკლე ქურთუკი ეცვა, ბოლო ღი-
ლამდე შეკრული, მოკლე სახელოს უმწეო მაჯები და შრომისგან
გაწითლებული მსხვილი მტევნები ლამის უხამსად გაეშიშვლე-
ბინა. შემოტმასნილი შარვალიც, ისეთივე გაპოხილი და დაგლე-
ჯილი, დამოკლებოდა. რამდენიმე ზომით დიდ, გაქუცულ ფეხ-
საცმელზე ეტყობოდა, რომ ლონდონის არც ერთი რიყის ქვა არ
დაუტოვებია გაუცვეთელი. ყველაფერს აგვირგვინებდა უფორ-
მო, დიდი და ძველი ქუდი, იმხელა და ისე მომჩვარული, რომ
ცალ მხარეს უვარდებოდა.
ისეთი ჭუჭყიანი იყო, ნაკვთებს ვერ გაარჩევდი. დაუბანელ,
ჩლუნგ სახეზე უსიცოცხლო ფერი ედო, უცნაურად დალაქავებო-
და, თითქოს სახელდახელოდ, უსწორმასწოროდ ჩამოასხეს სან-
თლის ქონისგანო. განიერი, ბრტყელი ცხვირი ჰქონდა, ბოლოში
აპრეხილი, დიდი ნესტოები თვალში კარგად რომ მოგხვედრო-
დათ, თვალები – შავი და ჩამკვდარი, სქელი ტუჩები გეგონებო-
და, ბლაგვი იარაღით მიაჭყლიტესო.
ამას გარდა, ეს გროტესკული პატარა არსება სულ სხვა ენაზე
ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა, კოკნიზე, მაგრამ უხეშ, მტკიცე

634
კოკნიზე; ეს რაღაც ჟარგონი იყო, ბუნდოვანი, ძნელად გასაგები.
ჯორჯი მისას ვერაფერს იგებდა, მისის ფარვისი ასე თუ ისე არ-
ჩევდა, მაგრამ ხანდახან მასაც ეჭვი ეპარებოდა, სწორად გაიგო
თუ არა ნათქვამი. ლუდის ბოთლებით სავსე ყუთის სიმძიმით
ლამის წელში გაწყვეტილ ბიჭს ჯერ სახლში ფეხი არ ჰქონდა შე-
მოდგმული, ჯორჯს უკვე ესმოდა, როგორ ტუქსავდა მას მისის
ფარვისი:
– წინ იყურე, სად მიდიხარ? რას არახუნებ მაგ ბოთლებს, ფე-
ხი არ უნდა შეგეწმინდა, ტურტლიანი ფეხსაცმლით რომ შემო-
დიხარ სახლში? ნუ ატყაპუნებ ფეხებს ცხენივით! ოჰ, – უყვირო-
და ხოლმე სასოწარკვეთილი და მერე ჯორჯს მიუბრუნდებოდა,
– ამნაირი მოუქნელი არავინ შემხვედრია! ერთხელ მაინც დაგი-
ბანია პირი? – ისევ მიაძახებდა ქუჩის ბიჭს, – არ გრცხვენია, ასე-
თი სახით ხალხში რომ გამოდიხარ?
– ასეთი სახით, – მოღუშული დუდღუნებდა ბიჭი, – შენ იყო
ჩემ ადგილას, ნახავდი მერე...
და ასე დუდღუნით ჩაუყვებოდა კიბეს და გაუჩინარდებოდა.
ჯორჯი ფანჯრიდან გააყოლებდა ხოლმე თვალს, როგორ უხალი-
სოდ მიჩანჩალებდა ღვინის მაღაზიისკენ, სადაც მუშაობდა.
ღვინის მაღაზია არ იყო დიდი, მაგრამ ვინაიდან ფეშენებე-
ლურ რაიონში მდებარეობდა, იქ სადა ფუფუნების და თავშეკა-
ვებული ელეგანტურობის ატმოსფერო სუფევდა. შეიძლება, ცო-
ტა შელახული ჩანდა, მაგრამ ეს, როგორც ყველა სხვა ინგლი-
სურ პატარა, მაგრამ ძვირიან მაღაზიას, უფრო დახვეწილ იერს
სძენდა. თითქოს იქაურობა მშვიდ ნისლში გახვეულიყო, უამინ-
დობას თავისი კვალი დაემჩნია და ნახშირის კვამლის ოდნავი,
მაგრამ ცოტა ამაღელვებელი სუნი იგრძნობოდა. ყველაფერი –

635
ხის დახლი, თაროები და იატაკი ძველი ღვინის და საუკეთესო
სასმლის კეთილსურნელებას გაეჟღინთა.
კარს თუ შეაღებდით, პაწაწინა ზარი გაიწკარუნებდა. ნახევა-
რი ნაბიჯიც არ გექნებოდათ შედგმული მაღაზიაში, რომ უც-
ნაური სიმშვიდე დაგეუფლებოდათ, თავს დიდებულად და უსაფ-
რთხოდ იგრძნობდით. იგრძნობდით ფუფუნების ძლიერ, მაგრამ
გაურკვეველ ცდუნებას (მით უმეტეს, როცა ინგლისში ხარ და
ფულიც გაქვს), შეძლებული კაცივით, რომელსაც წინ ვერაფერი
დაუდგება. სამყარო მშვენიერი მოგეჩვენებოდათ, გადავსებული
არაჩვეულებრივი დელიკატესებით, და რასაც მოისურვებდით,
ყველაფერი თქვენი იქნებოდა.
ამ პატარა შესანიშნავი ბუდის პატრონი ზუსტად ისეთი იყო,
როგორიც უნდა ყოფილიყო – საშუალო ასაკის, საშუალო სი-
მაღლის და ზომიერი სიმსუქნის, ღია ყავისფერი თვალები და ყა-
ვისფერივე თხელი, საკმაოდ გრძელი და რაღაცნაირად ჩამოგ-
ლესილი ულვაში ჰქონდა. მაღალი, ფრთებივით გადაკეცილი
საყელო ეკეთა, შავ ჰალსტუხზე ქინძისთავი ემაგრა. უფრო ხში-
რად პერანგის ამარა დაგხვდებოდათ, ოღონდ შავი აბრეშუმის
სამკლავე ყოველთვის ეკეთა, უადგილო ფამილარობის შთაბეჭ-
დილება რომ გაეფანტა. სამკლავე მის შეფარულ, თითქოს თავ-
შეკავებულ პირფერობას ძალიან უხდებოდა. ის საშუალო ფენის
წარმომადგენელი გახლდათ, მაგრამ ისეთი საშუალო ფენისა კი
არა, ჩვენ რომ ვიცით, ამერიკაში და, სხვათა შორის, არც ისე-
თის, ინგლისში რომ იციან, მაღაზიის მეპატრონე განსაკუთრე-
ბულ საშუალო ფენას წარმოადგენდა, მომსახურე კლასს, შესა-
ნიშნავი ჯენტლმენებისთვის შესანიშნავი კომფორტის შესაქმნე-
ლად მოწოდებულს. მისი ვალი იყო, ემსახურა დიდებულების-
თვის, ეარსება მათი წყალობით და მათთვის და ყოველთვის ოდ-

636
ნავ მოხრილიყო წელში, როცა დიდებულები მის მაღაზიაში შე-
მოდიოდნენ.
როგორც კი ფეხს შეადგამდით მაღაზიაში, იმწამსვე დახ-
ლთან გაჩნდებოდა, მოგესალმებოდათ თავშეკავებული პირფე-
რობით, ამინდზე დაგელაპარაკებოდათ და მერე წვრილი, და-
ჭორფლილი ხელებით დახლს დაებჯინებოდა, ოდნავ თქვენკენ
გადმოიხრებოდა – ფრთებივით გადაკეცილი საყელოთი, შავი
ჰალსტუხით, აბრეშუმის სამკლავეებით, ულვაშით, ღია ყავისფე-
რი თვალებით, ყალბი ღიმილით და ყველაფერი დანარჩენით –
და მორჩილი ყურადღებით, ისე, რომ მთლად ფეხქვეშ არ გაგე-
გებოდათ, თქვენს ბრძანებას ელოდებოდა.
– დღეს კარგი რა გაქვთ? შემთხვევით დავარგებულ „კლა-
რეტს“ ხომ არ შემომთავაზებთ და თან ძალიან ძვირიც რომ არ
იყოს?
– აა, „კლარეტი“, სერ? – გვაქვს კარგი „კლარეტი“ და არც
ძვირი არ არის. ბევრი ყიდულობს ჩვენთან და აქებენ. არ შეცდე-
ბით, თუ გასინჯავთ.
– თუ შოტლანდიური ვისკი?
– „ჰეიგი“, სერ, – ეტყოდა დათაფლული ხმით, – „ჰეიგი“ კარ-
გი არჩევანია. მაგრამ, იქნებ სხვა ბრენდის გნებავთ, რაიმე უფ-
რო იშვიათი, ცოტა უფრო ძვირი და ცოტა უფრო მაგარი. ბევრი
ყიდულობს ამას, შილინგით მეტი ღირს, მაგრამ თუ თქვენ კას-
რში დაძველებულის გემო მოგწონთ, მაშინ დააფასებთ.
ო, შე მოსიყვარულე, მკვირცხლო მონავ! მოსიყვარულე წე-
სიერო მონავ! მონავ, წელში რომ იხრება და დახლზე ძვლიანი
თითებით ებჯინება! მოსიყვარულე მონავ, თხელი თმა შუაზე
რომ გადაგიყვია ლამაზად და ვიწრო შუბლს სწორი ნაოჭები
რომ გისერავს, როცა ქვემოდან ამოგვყურებ ყალბი ღიმილით!

637
შენ ჯენტლმენის მოსიყვარულე, მკვირცხლი მოსამსახურე ხარ…
და ის საცოდავი ბიჭი! მოულოდნელად, შუა ლაქუცში და მოჩვე-
ნებით თავაზიანობაში, საცოდავ ბავშვს მიუბრუნდები და ძაღ-
ლივით შეუყეფ. ის კი ამ დროს ცხვირს ასრუტუნებს, გათოშილ
ფეხებს ინაცვლებს, სისხლი რომ აუმოძრავდეს და მხიარულად
მოგიზგიზე ბუხართან მძიმე შრომისგან გახევებულ და გაწით-
ლებულ ხელებს იფშვნეტს.
– ეი, შენ აქ რას დამდგარხარ? 12 ნომერში მიიტანე უკვე? მი-
დი მერე, მეტი აღარ ალოდინო ჯენტლმენს!
მერე ისევ იბრუნებს მლიქვნელურ თავაზიანობას და ყალბ
ღიმილს:
– დიახ, სერ, ათი ბოთლი, სერ. ნახევარ საათში მოგარ-
თმევთ, სერ. 42-ში, კი ბატონო, სერ, ნახვამდის.
ნახვამდის, ნახვამდის, ნახვამდის, ჩემო მოსიყვარულე,
მკვირცხლო მონავ, ერის სიძლიერის ხერხემალო. ნახვამდის,
ბრიტების ურყევი დამოუკიდებლობის მტკიცე სიმბოლოვ. გემ-
შვიდობები შენც და შენს ცოლსაც და ბავშვებს და ქოფაკის ტი-
რანიას შენს ოჯახში. ნახვამდის, საკვირაო სადილის ჩემო პატა-
რა დესპოტო. ნახვამდის, კვირადღის ცხვრის კანჭის ლორდო
და მბრძანებელო. ნახვამდის, ებერი-სთრითის ჯენტლმენების
გულის მომგებო!
შენც კარგად იყავი, ჩემო საცოდავო ბიჭო, ჩემო პატარა ჯუჯა,
პატარა ხალხის სამყაროს ჭუჭყიანო მოქალაქევ.
იმ საღამოს სწრაფად ჩამოწვა ნისლი, მოსასხამივით გა-
დაეფარა ქუჩებს და ყველაფერი ჩამოაბნელა. იქ, სადაც მაღაზი-
ის ვიტრინა ანათებდა, რაღაც ბუნდოვნად ბჟუტავდა, ოქროს-
ფრად ასხივებდა სიმყუდროვეს და სითბოს. გამვლელები
გვერდს უვლიდნენ მაღაზიას, აჩრდილებივით გამოდიოდნენ

638
სქელი ნისლის საფრიდან, წამიერად ცოცხლდებოდნენ, ადა-
მიანები ხდებოდნენ და მერე ისევ მოჩვენებებივით უჩინარდე-
ბოდნენ, ქრებოდნენ, იკარგებოდნენ. ამაყები, ძლევამოსილები
და ტიტულოსნებიც, საყვარლები და დაცულები, ყველანი შინ მი-
იჩქაროდნენ, იქ მძლავრ კედლებს აფარებდნენ თავს, სხვა სი-
ნათლის, ნისლში გაშლილი ოქროსფერი შარავანდედის მიღმა.
ოთხასი იარდის სიშორეზე გვარდიელი ფეხს შეიცვლის, მიტრი-
ალდება და მარშით წავა. იქ ყველაფერი დიდებულია, ყველაფე-
რი ფილთაქვასავით მყარია. სამყაროს ამ საუკეთესო ნაწილში
სიხარული და სიტურფე სუფევს.
შენ კი, საცოდავო ბავშვო, ასე უხეშად და ალალბედზე რომ
ჩაგტენეს ამ დიდებულ სამყაროში, სადაც არ უნდა გაათიო ღამე,
რომელი კარის ზღურბლთანაც არ უნდა მიწვე, როგორ აყრო-
ლებულ ჩალის ლეიბზეც არ უნდა გეძინოს დანგრეული აგურის
სახლის გაკვამლულ, ნესტით გაჟღენთილ დომხალში, უსასრუ-
ლო ლონდონის ბრბოს ქსელში, ტკბილად იძინე, აკრძალული
სამყაროს აჩრდილების თბილ მოგონებას ჩაეხუტე, ჩაეხუტე
შენს წარმოსახულ დიდებას. ღამე მშვიდობისა, ჩემო პატარა
ქონდრისკაცო. ღმერთი გვფარავდეს ყველას.

639
თავი ოცდამეცამეტე

შემოდის მისტერ ლოიდ მაკჰარგი

იმ წლის შემოდგომის მიწურულს და ზამთრის პირს ჯორჯ ვე-


ბერის თავგადასავლების მატიანეს ერთი არაჩვეულებრივი შემ-
თხვევა დაემატა. დიდი ხანი იყო, ამერიკიდან არავითარი ცნობა
არ მოსვლოდა. მოულოდნელად ნოემბერში რამდენიმე მეგობ-
რისგან ერთად მიიღო აღფრთოვანებული წერილი და ამბავი,
რომელსაც ისინი ატყობინებდნენ, წესით და რიგით, უსათუოდ
უნდა ასახულიყო ჯორჯის კარიერაზე.
ამერიკელ მწერალს, მისტერ ლოიდ მაკჰარგს ახალი გამოქ-
ვეყნებული ჰქონდა რომანი, რომელიც იმწამსვე და ერთხმად,
ეროვნული მნიშვნელობის სიამაყედ აღიარეს და მისი ბრწყინვა-
ლე ლიტერატურული კარიერის გვირგვინადაც. ჯორჯმა ადრე
წაიკითხა ინგლისურ პრესაში მოკლე რეცენზია რომანის დიდ
წარმატებაზე, მაგრამ ახლა ამერიკელი მეგობრებისგან იღებდა
ვრცელ ინფორმაციას. მისტერ მაკჰარგს, ყველასთვის გასაოც-
რად, ჟურნალისტებთან ინტერვიუში საკუთარ ახალ წიგნზე კი
არ ულაპარაკია, არამედ ჯორჯ ვებერზე. გაზეთიდან ამონაჭრე-
ბიც გამოუგზავნეს, რასაც ჯორჯი გაოგნებული და უსაზღვროდ
მადლიერი კითხულობდა.
მისტერ მაკჰარგი არასდროს ენახა, მასთან ურთიერთობის
შესაძლებლობა არ მისცემია. მხოლოდ წიგნებიდან იცნობდა.
ლოიდ მაკჰარგი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა
გახლდათ ამერიკულ ლიტერატურაში და ახლა, როცა მოღვა-

640
წეობის ზენიტს მიაღწია, როცა უდიდესი აღიარება მოიპოვა, გა-
მოიყენა შემთხვევა და სხვებივით თავის მოწონება კი არ დაიწ-
ყო, სრულიად აღფრთოვანებულმა, ახალგაზრდა, ნაკლებად
ცნობილი ავტორი შეაქო, რომელსაც არც კი იცნობდა და ჯერ
მხოლოდ ერთი რომანი ჰქონდა გამოქვეყნებული.
ჯორჯს ისეთი გრძნობა დაეუფლა, და ეს გრძნობა მთელი
ცხოვრება გაჰყვა, თითქოს მსგავსი დიდსულოვანი აქტი არას-
დროს მომხდარა და როცა როგორღაც მოახერხა და მოულოდ-
ნელი სიხარული და გაოგნება გადახარშა, დაჯდა და მისტერ
მაკჰარგს წერილი მისწერა. პასუხიც მალევე მიიღო – მოკლე
ცნობა ნიუ-იორკიდან. მისტერ მაკჰარგი წერდა, მე მხოლოდ ის
ვთქვი, რასაც ნამდვილად ვფიქრობ და მიხარია, შესაძლებლო-
ბა რომ მომეცა, საჯაროდ გამომეთქვა ჩემი აზრიო. მისტერ მაკ-
ჰარგმა ისიც დაურთო, ახლო მომავალში ამერიკის ერთ-ერთი
წამყვანი უნივერსიტეტი საპატიო წოდებას მანიჭებსო და მორი-
დებული სიამაყით ატყობინებდა, ნასიამოვნები ვარ, რომ ამ წო-
დებას ახალი რომანის გამო მანიჭებენ და იმედია, ეს განსაკუთ-
რებული აღიარების ცერემონია გაწვრთნილი სელაპების
ჩვეული პერფორმანსის გარეშე ჩაივლისო. როგორც კი ეს მოხ-
დებოდა, მისტერ მაკჰარგი ევროპისკენ აპირებდა გამგზავრებას
და იმედოვნებდა, იქ ჯორჯს შეხვდებოდა. ჯორჯმა მისწერა, ერთი
სული მაქვს, გაგიცნოთო და მისამართი დაურთო. ასე დასრულ-
და დროებით ეს ამბავი.
მისის ფარვისი მთელი გულით იზიარებდა ჯორჯის სიხა-
რულს. ჯორჯს რომც სდომებოდა, აღტაცებას ვერ დამალავდა.
მისის ფარვისიც ისეთივე მოუთმენლობით ელოდა მის და მის-
ტერ მაკჰარგის შეხვედრას, როგორც თავად ჯორჯი. ერთ დი-
ლით, როცა ფინჯნით ცხელ-ცხელი მშვენიერი ნახარში შე-

641
მოუტანა, მისის ფარვისმა ბულვარული გაზეთი ააშრაშუნა და
თქვა:
– უკვე გზაშია, ნიუ-იორკიდან გამოსულა.
რამდენიმე დღის მერე ჯორჯმა იმდილანდელი „თაიმზის“
ფურცელს ხელი დაჰკრა და წამოიძახა:
– აქაა! ჩამოვიდა! უკვე ევროპაშია! მალე ვნახავ!
მერე დადგა ის დაუვიწყარი დილა, როცა მისის ფარვისმა
ჩვეულებისამებრ გაზეთები და წერილები მიართვა და ერთ--
ერთი წერილი ფოქს ედვარდსისგან აღმოჩნდა. ფოქსს „ნიუ--
იორკ თაიმზიდან“ ვრცელი ამონაჭერიც გამოეგზავნა. იქ წვრი-
ლად იყო აღწერილი მისტერ მაკჰარგისთვის საპატიო წოდების
მინიჭების ცერემონია. მისტერ მაკჰარგმა დიდ უნივერსიტეტში
გამორჩეული საზოგადოების წინაშე სიტყვა წარმოთქვა და ამო-
ნაჭერი იმ სიტყვის გრძელ ციტატას მოიცავდა. ჯორჯი ამაზე
ვერც კი იოცნებებდა. უბრალოდ, ვერ წარმოიდგენდა. ვიწრო
სვეტებში ჩაჭეჭყილი სიტყვებიდან თავისი გვარი ჭურვის ნამ-
სხვრევივით ეცა თვალში, ყელში წაუჭირა და სუნთქვა შეეკრა,
გული ამოვარდნაზე ჰქონდა, ნეკნებს გამალებით უბრაგუნებდა.
მაკჰარგმა ჯორჯს საგაზეთო სვეტის ნახევარი მიუძღვნა, საჯა-
როდ დაასახელა ის ამერიკელი ერის სულის მომავალ მგოსნად,
ჯერ აღმოუჩენელ კონტინენტად. ჯორჯს გენიოსი უწოდა, ასე უთ-
ქვამს, მისი სახელი ამერიკის სიძლიერის თავდები და ამერიკის
მომავლის სიმბოლო იქნებაო.
უცებ ჯორჯს გაახსენდა, ვინ იყო და რა გზა გამოიარა. თვალ-
წინ დაუდგა ძველი კატაუბას ოცი წლის წინანდელი ქუჩები და
ნებრასკა, რენდი, დეიდა მეი და ბიძია მარკი, მამამისი და თავი-
სი ბავშვობა და ჩრდილოეთის სამყაროსკენ მიმავალი მატარებ-
ლის მოთქმით სტვენა. ახლა მისი სახელი, მისი უსახელო სახე-

642
ლი გაბრწყინდა და ბიჭმა, რომელიც ენაჩავარდნილი რაღაცას
ელოდა სამხრეთში, ენა ამოიდგა და სამყაროს ოქროს კარიბჭე
გაიღო მისთვის.
მისის ფარვისს ზუსტად მასავით უხაროდა. ჯორჯმა უსიტყვოდ
მიანიშნა ამონაჭერზე, აკანკალებული ხელი დაჰკრა კაშკაშა
სტრიქონებს და მისის ფარვისს მიაჩეჩა. მისის ფარვისმა
წაიკითხა, სახეზე წამოწითლდა და მოულოდნელად ოთახი და-
ტოვა.
იმ დღიდან მისტერ მაკჰარგის გამოჩენას ელოდნენ. კვირები
იწელებოდა. ყოველ დილით გაზეთებში ეძებდნენ მასზე რაიმე
ცნობას. როგორც აღმოჩნდა, ევროპაში მოგზაურობდა და სა-
დაც არ მივიდოდა, ყველგან ზარ-ზეიმით ხვდებოდნენ, ინტერვი-
უს ართმევდნენ და სხვა გამოჩენილ ადამიანებთან ერთად ფო-
ტოებს უღებდნენ. ხან კოპენჰაგენში იყო, ხან ბერლინში, ბო-
ლოს ბადენ-ბადენში შეჩერდა სამკურნალოდ.
– ღმერთო! – სასოწარკვეთილი ოხრავდა ჯორჯი, – რამდენ
ხანს უნდა ველოდო!
ბოლო ცნობებით, მაკჰარგი ამსტერდამში იმყოფებოდა, მე-
რე აღარაფერი თქმულა. შობის დღესასწაული დადგა.
– ასე მგონია, – თქვა მისის ფარვისმა, – აქ უნდა იყოს.
ახალი წელიც მოვიდა, მაგრამ მისტერ მაკჰარგისგან არაფე-
რი ისმოდა.
ერთ დილით, შუა იანვარი იქნებოდა, ჯორჯმა, რომელიც მთე-
ლი ღამის უძინარი ჯერაც ლოგინში იწვა და ჩვეულებისამებრ
მისის ფარვისს ეჭორავებოდა, უიმედოდ ჩამოაგდო სიტყვა მის-
ტერ მაკჰარგის დაგვიანებულ ვიზიტზე და სწორედ ამ დროს ტე-
ლეფონმა დარეკა. მისის ფარვისი სასტუმრო ოთახში გავიდა,
რომ ეპასუხა. ჯორჯს ესმოდა მისი ოფიციალური ლაპარაკი:

643
– დიახ. უკაცრავად, ვინ კითხულობს? – გაჩუმდა, მერე საკმა-
ოდ სწრაფად, – ახლავე, სერ, – მისის ფარვისი ჯორჯის საძინე-
ბელში დაბრუნდა აჭარხლებული და უთხრა, – მისტერ ლოიდ
მაკჰარგი გირეკავთ.
ჯორჯი საწოლიდან წამოხტაო, თუ იტყოდით, ესე იგი არაფე-
რი გითქვამთ: ის თითქოს გადასაფარებლიან-ზეწრიანად გაიტ-
ყორცნეს ზარბაზნიდან, გზადაგზა ყრიდა ყველაფერს და ორი
ნახტომით უკვე ტელეფონთან გაჩნდა.
– გისმენთ, გისმენთ! – ენა ებმოდა, – ვინ... ვინ ბრძანდებით?
როგორც ჩანს, მაკჰარგი კიდევ უფრო ჩქარობდა. ყურმილში
ისმოდა, როგორ მიაყარა ფაცხაფუცხით, მაღალ, ცხვირისმიერ
ბგერებზე ეტყობოდა, ამერიკელი რომ იყო:
– გამარჯობა, გამარჯობა, ჯორჯი ხარ? – პირდაპირ სახელით
მიმართა, – როგორ ხარ, შვილო? როგორ გექცევიან აქ?
– კარგად, მისტერ მაკჰარგ, – ყვიროდა ჯორჯი, – მისტერ
მაკჰარგი ხართ, არა? მისტერ მაკჰარგ...
– დაწყნარდი! დაწყნარდი! – ისიც მოუთმენლად ყვიროდა, –
ნუ ყვირი! ნიუ-იორკში კი არ ვარ!
– ვიცი, – თქვა ჯორჯმა, – მეც ეს უნდა მეთქვა! – სულელივით
გაიცინა, – მისტერ მაკჰარგ, როდის შეძლებთ...
– მოიცა, მაცალე ლაპარაკი, ნუ აღელდები. მისმინე, ჯორჯ! –
ჩქარ-ჩქარა ისროდა სიტყვებს. რომც არ გყოლოდა ნანახი, მიხ-
ვდებოდი, როგორი მკვირცხლი და მშფოთვარე კაცი იქნებოდა,
სულ დაჭიმული და მოუსვენარი, – მისმინე, მინდა გნახო და და-
გელაპარაკო. მოდი, ერთად ვისადილოთ.
– შესანიშნავია, შესანიშნავი! – ისევ ენა დაება ჯორჯს, –
სიამოვნებით, როცა მეტყვით. ვიცი, დაკავებული ხართ, თუ გნე-
ბავთ, ხვალ შევხვდეთ ან ზეგ, ან პარასკევს, როცა ინებებთ.

644
– ამდენი ხანი უნდა ველოდო სადილს? მე დღევანდელზე
ვლაპარაკობ. დღეს უნდა შევხვდეთ! გაინძერი! – გაღიზიანებუ-
ლი ყვიროდა, – რამდენ ხანში მოხვალ?
ჯორჯმა ჰკითხა, სად ხართ გაჩერებულიო და გაიგო, რომ პი-
კადილთან და სენტ ჯეიმზის სასახლესთან ახლოს რომელიღაც
ქუჩაზე ცხოვრობდა. ტაქსით ათი წუთის სავალზე იყო და ვი-
ნაიდან ჯერ ათი საათიც არ გამხდარიყო, ჯორჯმა შესთავაზა, შუ-
ადღისას მანდ ვიქნებიო.
– რაა? ორ საათზე? ღვთის გულისათვის! – ხმამაღლა ყვირო-
და გაღიზიანებული მისტერ მაკჰარგი, – სად ჯანდაბაში ცხოვ-
რობ? შოტლანდიის უკიდურეს ჩრდილოეთში?
ჯორჯმა უთხრა, ათი წუთის სავალზე ვცხოვრობო, მაგრამ ვი-
ფიქრე, ლანჩამდე ჯერ დიდი დროაო.
– დიდი დროა? როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს უნდა ველოდო
ლანჩს? შენ სულ ასე ალოდინებ ხალხს, ჯორჯ? – თქვა მშვიდად,
მაგრამ ეტყობოდა, გაბრაზებული იყო, – ღმერთო, კაცი შიმში-
ლით მოკვდება შენს ლოდინში!
ჯორჯი სულ უფრო და უფრო იბნეოდა, თან ფიქრობდა, იქნებ
დიდი მწერლები ლანჩს ათ საათზე მიირთმევენო და ენის ბორ-
ძიკით უთხრა:
– როცა მეტყვით, მაშინ მოვალ, მისტერ მაკჰარგ. ყველაზე
ბევრი, ნახევარი საათი მჭირდება.
– აბა ათი წუთიო?
– ხომ უნდა ჩავიცვა და გავიპარსო.
– ჩაიცვა! გაიპარსო! – ყვიროდა მაკჰარგი, – ღვთის გული-
სათვის, გინდა თქვა, რომ ლოგინში წევხარ? რა, შუადღემდე
გძინავს? საერთოდ, როგორ მუშაობ?

645
ჯორჯი სულ წახდა, ვერ გაბედა ეთქვა, რომ არათუ ლოგინში
იწვა, სულაც ახალი დაწოლილი იყო; რატომღაც გაუჭირდა,
ეღიარებინა, მთელი ღამე ვმუშაობდიო. ამას შეიძლებოდა, კი-
დევ ახალი გაღიზიანება ან საყვედური მოჰყოლოდა და ამიტომ
თავის გასამართლებლად რაღაც სისულელე წამოროშა.
– აბა, გელოდები! – მოუთმენლად ყვიროდა მისტერ მაკჰარ-
გი და ჯორჯს ლაპარაკს აღარ აცლიდა, – ჩახტი ტაქსიში და რაც
შეიძლება მალე მოდი. გაპარსვაზე დროს ნუ დაკარგავ, – მოკ-
ლედ მოუჭრა, – ბოლო სამი დღე ჰოლანდიელთან ერთად გავა-
ტარე და შიმშილით ვკვდები!
ეს საიდუმლოებით მოცული სიტყვები რომ წარმოთქვა, ყურ-
მილი დაკიდა. ჯორჯი კი სრულიად გაოგნებული ფიქრობდა, ნე-
ტა, რატომ უნდა კვდებოდეს კაცი შიმშილით, თუ სამ დღეს ჰო-
ლანდიელთან ერთად გაატარებსო.
ამასობაში მისის ფარვისს უკვე გაემზადებინა მისთვის სუფთა
პერანგი და საუკეთესო კოსტიუმი. ვიდრე ჯორჯი იცვამდა, მისის
ფარვისი მუხლებზე იდგა და ჯორჯის საუკეთესო ფეხსაცმელს აპ-
რიალებდა, თან ცოტა გულდაწყვეტილი ეუბნებოდა:
– იმედი მაქვს, ლანჩით ისიამოვნებთ. ჩვენ დღეს ლორი და
მუხუდო გვქონდა. ეეჰ, საუკეთესო ნაჭერი. ტელეფონმა რომ და-
რეკა, ახალი შემოდგმული მქონდა ცეცხლზე.
– საწყენია, მისის ფარვის, – შარვალში ეკვეხებოდა ჯორჯი, –
თქვენ მიირთვით აუცილებლად, მე კარგად გამიმასპინძლდები-
ან.
– ალბათ „რიცში“ წაგიყვანთ, – ცოტა ქედმაღლურად თქვა
მისის ფარვისმა.
– ოჰ, – უდარდელად მიუგო ჯორჯმა და თან პერანგს იკრავ-
და, – არა მგონია, ეგეთი ადგილები უყვარდეს მაგ ყაიდის ადა-

646
მიანს, – განაგრძო თავდაჯერებულად, თითქოს თვითონაც „იმ
ყაიდის“ კაცი ყოფილიყო, – ბაქიაობა არ სჩვევიათ, მობეზრებუ-
ლიც ექნება, მთელი ეს ბოლო რამდენიმე კვირა ალბათ სულ
საუკეთესო რესტორნებში დაჰყავდათ. ჩემი აზრით, რამე უბრა-
ლოს ამჯობინებს.
– ჰმ, ეგრე იქნება, – ჩაფიქრებული ლაპარაკობდა მისის
ფარვისი, – იმდენ ხელოვანს და არისტოკრატს შეხვდა, ალბათ
მართლა მობეზრდა. მე ნამდვილად მომბეზრდებოდა, – რაც
იმას გულისხმობდა, ცალ თვალს დავთმობდი, ესეთი შესაძლებ-
ლობა რომ მომცემოდაო, – თქვენ სიმპსონის რესტორანში და-
პატიჟეთ, – აგდებულად უთხრა, ისე, მნიშვნელოვან რჩევებს
რომ აძლევდა ხოლმე.
– კარგი აზრია, – შესძახა ჯორჯმა, – ან, იქნებ, პენტონ
სთრითზე, სტოუნთან.
– აბა რა, ჰეი მარკეტთან რომ არის, არა?
– კი, ჰეი მარკეტს და ლესტერ-სკვერს შორის, – ჯორჯი ჰალ-
სტუხს იკრავდა, – ძველი რესტორანია, ორასი ან მეტი წლის,
სიმპსონებივით ფანტასტიკური არაა, მაგრამ მას შეიძლება უფ-
რო მოეწონოს. იქ ქალებს არ უშვებენ, – დასძინა კმაყოფილმა,
თითქოს განსაკუთრებულ სტუმარს ამით ასიამოვნებდა.
– ამბობენ, კარგი ელი აქვთო, – თქვა მისის ფარვისმა.
– მაკაგონის ხის ფერი ლუდი აქვთ, – უკვე პალტო შემოიცვა
ჯორჯმა, – და ძალიან ხავერდოვანია. ერთხელ გავსინჯე, ვერ-
ცხლის კათხით მოაქვთ. ისეთია, ორი-სამი კათხის მერე სი-
დედრს ყვავილების თაიგულს გაუგზავნი.
მისის ფარვისს გულიანი სიცილი წასკდა და წამოწითლდა.
– უკაცრავად, სერ, – ფეხსაცმელი წინ დაუდო, – მაგრამ ხან-
დახან ისეთ რამეს იტყვით, სიცილს ვერ ვიკავებ... მე მაინც სიმ-

647
პსონებთან გირჩევთ, – თქვა მერე, არადა არც ერთ რესტორან-
ში არ იყო ნამყოფი, – თუ ცხვრის ხორცი გიყვართ, მაგაზე უკე-
თეს ადგილს ვერ იპოვით.
ჯორჯმა ფეხსაცმელი ჩაიცვა და საათს დახედა, მხოლოდ ათი
წუთი გასულიყო, რაც მისის ფარვისმა ტელეფონის ყურმილი
დაკიდა. უკვე გამოწყობილი და წასასვლელად გამზადებული,
კიბეზე დაეშვა და პალტოს გზადაგზა იკრავდა. მართალია, ჯერ
დილა იყო, საჭმელზე საუბარმა ჯორჯს მადა გაუღვიძა და ფიქ-
რობდა, ლანჩს გემოს კარგად ჩავატანო. ტაქსის გასძახა, მაგ-
რამ უცებ მისის ფარვისი გამოვარდა სახლიდან ცხვირსახოცის
ქნევით და პალტოს გულის ჯიბეში ნაზად ჩაუდო. ჯორჯმა მად-
ლობა გადაუხადა და ისევ ტაქსის გასძახა.
ჩვეულებრივი, ძველი, შავი ტაქსი იყო, სახურავზე საბარგუ-
ლი ჰქონდა დამაგრებული და ნიუ-იორკის ქუჩებში ელვის სის-
წრაფით მქროლ, მყვირალა ფერის მანქანებს შეჩვეული ამერი-
კელისთვის ვიქტორიანულ გადმონაშთს ჰგავდა. აქაური ტაქსე-
ბის მოხუც მძღოლებსაც ლომვეშაპის ულვაში ამშვენებდათ დე-
დოფალ ვიქტორიას დროინდელი მეეტლეებივით. ეს ანტიკური
მანქანა მშვიდად მოგორავდა ჯორჯისკენ, ოღონდ საპირისპირო
მხარეს, როგორც ინგლისში იყო მიღებული.
ჯორჯმა კარი გამოაღო, ლომვეშაპს უთხრა, სადაც მიდიოდა
და დასძინა, ცოტა მეჩქარებაო.
– ძალიან კარგი, სერ, – თავაზიანად უპასუხა მძღოლმა და
აუჩქარებლად გაგორდა გზაზე, ზუსტად იმავე სისწრაფით, ალ-
ბათ საათში თორმეტი მილით. ჯერ ბუკინგემის სასახლეს
ჩაუარეს, მერე სენტ ჯეიმზის სასახლეს, გავიდნენ პელ-მელზე,
იქიდან სენტ ჯეიმზის ქუჩაზე და წუთში მაკჰარგის სახლს მიად-
გნენ.

648
ეს აღმოჩნდა მდიდრული, ავეჯით გაწყობილი ბინები უცოლო
კაცებისთვის, ალბათ მთელ ინგლისში ყველაზე მყუდრო და
მშვიდი ადგილი, სადაც, თუ ფული გაქვს, შეგიძლია, ძალიან
კომფორტულად იცხოვრო. შიგნით რომ შეხვიდოდი, თავი პატა-
რა, პრესტიჟულ კლუბში გეგონებოდა. ჯორჯმა ციცქნა კაბინეტში
მჯდარ კაცს მიმართა. მან უპასუხა:
– მისტერ მაკჰარგი? რა თქმა უნდა, სერ, თქვენ გელოდე-
ბათ... ჯონ, – ფოლადის ღილებით გაწყობილ ფორმაში ჩაცმულ
ახალგაზრდა კაცს მიუბრუნდა, – ზევით გაუძეხი ჯენტლმენს.
ლიფტში შევიდნენ. ჯონმა ფრთხილად დაკეტა კარი, მთელი
ძალით გამოქაჩა ზონარი და კაბინა აუჩქარებლად დაიძრა, კი-
დევ რამდენიმე იგივე მანიპულაციაც და ლიფტი ასე თუ ისე
მშვიდობიანად გაჩერდა ერთ-ერთ მაღალ სართულზე. ჯონმა კა-
ბინის კარი გააღო, თქვა – მობრძანდით, სერ, – და დერეფანში
გაუძღვა. დერეფნის ბოლოს ნახევრად გამოღებული კარიდან
ერთმანეთში არეული ხმები ისმოდა. ჯონმა ნაზად დააკაკუნა,
დაელოდა, ვიდრე ნებას დართავდნენ, შევიდა და მოახსენა:
– მისტერ ვებერი გკითხულობთ, სერ.
ჯორჯს ოთახში სამი კაცი დახვდა, მაგრამ მაკჰარგის შესახე-
დაობამ ისე გააოგნა, რომ დანარჩენი ორი ვერც კი შენიშნა. მაკ-
ჰარგი შუა ოთახში იდგა, ვისკის ისხამდა ჭიქაში. ჯორჯი რომ
დაინახა, სწრაფად დადგა ბოთლი და ხელგაწვდილი მისკენ
გაემართა. შემაძრწუნებელი გარეგნობა ჰქონდა. ჯორჯმა იმწამ-
სვე იცნო, ბევრჯერ ენახა მისი სურათები, მაგრამ ახლა მიხვდა,
თურმე რა კოხტად ნიღბავს ფოტოგრაფია სიმახინჯეს. მაკჰარგი
წარმოუდგენლად მახინჯი კაცი იყო და სიმახინჯესთან ერთად,
ჯორჯს ის სრულიად გამოფიტულიც მოეჩვენა.

649
პირველი და ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მისი უცნაური
სიწითლე იყო. ყველაფერი წითელი ჰქონდა – თმა, მოზრდილი,
წაწვეტებული ყურები, წარბები, წამწამები, წვრილ, ჭორფლიან
თითებზე შესივებული სახსრები, და ჯორჯი მიხვდა, მაკჰარგს
„ჩონჩხს“ რატომაც ეძახდნენ. შემაშფოთებელი სანახავი იყო,
გეგონებოდა, ერთიანად ვარვარებდა და ნესტოებიდან კვამლი
რომ გამოეშვა, სულ არ გაუკვირდებოდა. ოღონდ სახეზე ღაჟღა-
ჟა წითელი არ დაჰკრავდა და არც შეშუპებული ჰქონდა მთელი
ცხოვრება სასმელს მიძალებული კაცივით. გამხდარი, ლამის
გაძვალტყავებული, თან ძალიან მაღალი და ჩონჩხივით წვრი-
ლი, კიდევ უფრო მაღალი ჩანდა. მისი გამოფიტული სხეულის
დანახვაზე, ჯორჯმა იფიქრა, ალბათ ავადმყოფობსო. უპროპორ-
ციო, ეშმაკურ სახეზე ახლოდან თუ შეხედავდით, დებოშის მოყ-
ვარული კაცის ხასიათს შენიშნავდით, თუმცა ამავე დროს, არც
მომხიბვლელობა აკლდა, რაღაც სისასტიკეც ეტყობოდა, ცელქი
იუმორიც და გულუბრყვილო, ჭორფლიანი „იანკის“ სიმორ-
ცხვეც. მაგრამ ახლა სახე ისე მოსჯღანოდა, გეგონება, ყელში
მკვახე ხურმა გაეჩხირაო და მუცელში მოდებულმა ცეცხლმა
სულ გამოუხმო და დაუღუდუდოვაო. და ამ სახიდან ამქვეყნად
ყველაზე მეტყველი ორი თვალი იყურებოდა. თვალები ერთ
დროს ღია ცისფერი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ახლა მათეთრე-
ბელში გამოხარშულივით დაეკარგათ ფერი.
მაკჰარგი ჯორჯს სწრაფად მიუახლოვდა და ძვლიანი, სახსრე-
ბამომჯდარი ხელი გაუწოდა, ტუჩები ნერვიულად უტოკავდა და
დიდ კბილებს უშიშვლებდა. სახის ნაკვთებიც უთამაშებდა, ერ-
თდროულად მრისხანება და შეშფოთება ეწერა, მისი გამომეტ-
ყველება აშკარად და ამაღელვებლად გახვედრებდა, რომ ბევრი
მწარე ტკივილი უგემია, რაღაც გამუდმებით ტანჯავდა, ცხოვრე-

650
ბამ არ დაინდო და ნაზი და დაუცველი სხეული ნაკუწ-ნაკუწ და-
უფლითა. ჯორჯს ენერგიულად ჩამოართვა ხელი, თან თითქოს
განრისხებულმა, პატარა ბიჭი საჩხუბრად რომ ემზადება და ალ-
მაცერად უყურებს მეტოქეს, ისე შეხედა, თითქოს უნდა ეთქვა:
„მიდი, მიდი, ვნახოთ ერთი, რა შეგიძლია“. სინამდვილეში კი ეს
უთხრა:
– ოხ, შე მაიმუნო... შე ნაბიჭვარო მაიმუნო, შეხედეთ ერთი
ამას! – ოდნავ მიაბრუნა თავი მეგობრებისკენ და მთელ ხმაზე
იყვირა, – ვინ მოგატყუა, წერა შეგიძლიაო? – მერე გულთბი-
ლად განაგრძო, – როგორ ხარ, ჯორჯ? შემოდი, მანდ რას დამ-
დგარხარ.
ძვლიანი ხელი არც გაუშვია, ისე გაუყარა მკლავში მეორე და
სტუმრებთან წარსადგენად წაიყვანა. მერე უცებ გაუშვა და კარ-
გად ნასადილევი ორატორის პათოსით განაცხადა:
– ქალბატონებო და ბატონებო, უცნაური, მე ვიტყოდი, განსა-
კუთრებული პატივი მხვდა წილად, წარმოგიდგინოთ ყბედი, ფუ-
ტურო ქალბატონების ლიტერატურულ-კულტურულ საზოგა-
დოებას ჩვენი ღირსეული სტუმარი – კაცი, რომელიც იმხელა
წიგნებს წერს, ბევრი ვერც კი ასწევს, რომელიც ისე სრულყოფი-
ლად ფლობს ენას და ისეთი ლამაზი ინგლისურით წერს, რომ
ოცზე მეტ ზედსართავს იყენებს, როცა სხვა ოთხსაც იკმარებდა.
წამიერად შეწყვიტა მგზნებარე გამოსვლა, მშრალად და ნერ-
ვიულად, ხმამაღლა გაიცინა და ჯორჯს ფერდში წვრილი თითი
ატაკა.
– როგორ მოგეწონა, ჯორჯ? – უთხრა მეგობრულად, – მივამ-
სგავსე? ასე ლაპარაკობენ, არა? – თვითონ აშკარად კმაყოფი-
ლი ჩანდა.

651
– ჯორჯ, – ამჯერად ბუნებრივად განაგრძო მაკჰარგმა, – მინ-
და, ჩემი ორი მეგობარი გაგაცნო. მისტერ ბენდიენი, ამსტერდა-
მიდან, – და ვებერს ჩასუქებული, ჟღალი, ასაკოვანი ჰოლან-
დიელი წარუდგინა, რომელიც მაგიდასთან იჯდა და იქვე ახლოს
ჰოლანდიური ჯინის მაღალი ყავისფერი გრაფინი ედგა. სახის
ფერზე ეტყობოდა, საკმარისი მიეღო.
– ქალბატონებო და ბატონებო, – შესძახა მაკჰარგმა და
კვლავ ორატორის პოზაში დადგა, – ახლა თქვენ იხილავთ ჯერ
არნახულ, უაღრესად შთამბეჭდავ, უაღრესად სარისკო და ჟრუ-
ანტელის მომგვრელ სასწაულს, რომლის შემხედვარე ევროპელ
გვირგვინოსნებს და ამსტერდამელ ყალთაბანდებს თმა ყალყზე
უდგებოდათ და ძარღვებში სისხლი ეყინებოდათ. მოხარული
ვარ, წარმოგიდგინოთ, პირველად ამ ცირკში, ბატონი კორნე-
ლიუს ბენდიენი, ჰოლანდიელი მაესტრო, რომელიც თავის სა-
ხელგანთქმულ ნომერს შეასრულებს – ცხვირის წვერზე გველ-
თევზას გაიჩერებს და თან შეუჩერებლად გადაკრავს საუკეთესო
იმპორტულ ჰოლანდიურ ჯინს. მისტერ ბენდიენ, მისტერ ვებერ,
როგორი იყო, ჰა? – თქვა მაკჰარგმა, ისევ ხმამაღლა გაიცინა და
მოუსვენარი თითიც ისევ ატაკა ჯორჯს ფერდში.
მერე ცოტა უკმეხად უთხრა:
– მისტერ დონალდ სტოუთს შეიძლება შეხვედრიხარ. თავად
მითხრა, ვიცნობო.
მისტერ სტოუთმა მსხვილი წარბებიდან ამოიხედა და მედი-
დურად დააქნია თავი:
– როგორც მახსოვს, მქონდა პატივი, მისტერ ვებერი გამეც-
ნო.
ჯორჯსაც მოაგონდა, ერთი-ორჯერ რომ შეხვედროდა მისტერ
სტოუთს, ის ადვილი დასავიწყებელი კაცი არ გახლდათ.

652
მაკჰარგი ძლივს მალავდა აღელვებას, უკვე ზღვარზე იყო,
სტოუთი აშკარად აღიზიანებდა. სწრაფად მიაბრუნა თავი და
ჩაილაპარაკა:
– ეს უკვე მეტისმეტიააააააააააა, – და მერე ისევ უცებ შეცვა-
ლა ტონი, – კარგი, ჯორჯ, მოდი, რამე დალიე. რას დალევ?
– მე თუ მკითხავთ, – მედიდურად თქვა მისტერ სტოუთმა, –
დილით საუკეთესო სასმელი, – ეშმაკური მზერა გამოაპარა
მსხვილი წარბებიდან, – ჯენტლმენისთვის ერთი ჭიქა მშრალი
ხერესია, – თვითონ ხერესი ესხა, ჭიქა კარგი მცოდნესავით ას-
წია და დაყნოსა, თან წარბებს მოწონების ნიშნად ათამაშებდა,
მაკჰარგი კი ძლივს იკავებდა სიბრაზეს, – ნება მომეცით, – აგ-
რძელებდა მისტერ სტოუთი მაღალფარდოვანი ტონით, – გირ-
ჩიოთ.
მაკჰარგი ბოლთას სცემდა.
– ეს უკვე მეტისმეტიააააააააა, – ჩაილაპარაკა, – ჯორჯ, რას
დალევ, ვისკის? – ჰკითხა ცოტა გაღიზიანებულმა.
მისტერ ბენდიენმაც გადაწყვიტა, სიტყვა ჩაეგდო, მანაც ასწია
თავისი ჭიქა, მსუქან მუხლებს ცალი ხელით დაებჯინა და სა-
ზეიმო განწყობით წარმოთქვა:
– ძინი უნდა დალიოთ. არ გინდათ, ჰოლანდიური ძინი გასინ-
ჯოთ?
მაკჰარგს არც ეს შემოთავაზება ესიამოვნა, ალმაცერად გა-
დახედა ბენდიენს, გაჩხინკული ხელი ნერვიულად აიქნია და იყ-
ვირა:
– ო, ღვთის გულისათვის! – მერე ისევ ბოლთის ცემას მოჰ-
ყვა, თან თავისთვის ლაპარაკობდა, – მეტისმეტია, მეტისმე-
ტიააააა, – გაღიზიანებულმა წამოიძახა, – თვითონ რაც უნდა, ის
დალიოს, აცალეთ! მიდი, ჯორჯ, – უთხრა აგდებულად, – რაც

653
გინდა, ის დალიე. მიდი, დაისხი ვისკი, – და ვებერისკენ რომ
მიტრიალდა, სახე ეშმაკურად უცინოდა, – რა შესანიშნავია, არა,
ვებერ? არ არის შესანიშნავი? – წვრილ თითებს ნეკნებში ასობ-
და, მაღალ ხმაზე ნერვიულად იცინოდა და ამბობდა, – ასეთი
რამ თუ გაგიგია?
– უნდა ვაღიარო, – თქვა მისტერ დონალდ სტოუთმა დაშაქ-
რული ხმით, – არ წამიკითხავს ჩვენი ახალგაზრდა მეგობრის
ნაწარმოები, – და დაშაქრულ ხმაში ცოტა სარკაზმი შეაპარა, –
რომელიც ზოგიერთმა მცოდნემ შედევრად აღიარა. ჩვენში რომ
ვთქვათ, დღესდღეობით საკმაოდ ბევრი შედევრი დაგვიგროვ-
და, არა? კვირა არ გავა ისე, რომ „თაიმზმა“ – რა თქმა უნდა,
ლონდონის „თაიმზს“ ვგულისხმობ, რომელიც მისი ახალგაზ-
რდა და ჯერ მოუმწიფებელი კოლეგისგან, „ნიუ-იორკ თაიმზის-
გან“ განსხვავდება – არ აღმოაჩინოს კიდევ ერთი ახალი შედევ-
რი ახალი ავტორისა, რომელმაც ინგლისური ლიტერატურა გა-
ამდიდრა.
ეს ყველაფერი მძიმე-მძიმედ ითქვა, ეშმაკურად გამოპარებუ-
ლი მზერით და ულვაშების იქედნური ცმაცუნით, ამ ჯენტლმენს
რატომღაც წარბების ადგილას რომ ამოზრდოდა. მაკჰარგი აშ-
კარად უფრო და უფრო ღიზიანდებოდა, გაუჩერებლად ცემდა
ბოლთას და თან თავისთვის ლაპარაკობდა. მისტერ სტოუთი ეტ-
ყობა, ბუნებით საკმაოდ ჩლუნგი იყო და თან საკუთარმა რიტო-
რიკამ ისე გაიტაცა, რომ მოახლოებული საფრთხის ნიშნებს ვერ
ამჩნევდა, წარბებიდან ეშმაკურად იყურებოდა და განაგრძობ-
და:
– დიდი იმედი მაქვს, ჩვენი ახალგაზრდა მეგობარი ეგრეთ
წოდებული ცუდი გემოვნების სკოლის ერთგული მიმდევარი არ
გახდება.

654
– რაზე ლაპარაკობ? – მაკჰარგი შეჩერდა, თავი მისკენ ოდ-
ნავ მიაბრუნა და ალმაცერად შეხედა, – მგონი, ჰიუ უოლპოლს,
ჯონ გოლსუორსის და დანარჩენ სახიფათო რადიკალებს გუ-
ლისხმობ.
– არა, სერ, – თქვა მისტერ სტოუთმა აუღელვებლად, – მათ-
ზე არც მიფიქრია. მე იმ აბდაუბდის გამომგონებლებზე ვლაპა-
რაკობ, სიბინძურის მომწოდებლებზე, უხამსობის ოსტატებზე,
რამდენიმე ადამიანისთვის რომ წერენ და არავის რომ არ ესმის,
მაგრამ ზოგიერთი ჩვენი ახალგაზრდა დიდი ენთუზიაზმით
აღიარებს მათ რომანებს საუკუნის უდიდეს შედევრად.
– რომელ რომანზე მელაპარაკები? – იკითხა გაღიზიანებულ-
მა მაკჰარგმა.
– მისი სახელია „ულისე“ და ავტორი ირლანდიელია, – თქვა
მისტერ სტოუთმა მედიდურად.
– ოჰ, – შესძახა მაკჰარგმა, თითქოს გონება გაუნათდა და
თვალები უფრო ავის მომასწავებლად აუციმციმდა, ოღონდ მის-
ტერ სტოუთი ამას ვერ ამჩნევდა, – ჯორჯ მურზე ამბობთ, არა?
– ზუსტად! ზუსტად! – შეჰყვირა მისტერ სტოუთმა და კმაყო-
ფილმა კვერი დაუკრა. თვითონაც აღელვებული ჩანდა, წარბები
უფრო სწრაფად აუთამაშდა, – ის გახლავთ! და ის წიგნი... –
თითქოს გული ერევაო, ისე გადმოაფურთხა ეს სიტყვა და გუმბა-
თივით მაღალ შუბლზე წარბები შეიჭმუხნა, – ერთხელ რამდენი-
მე გვერდის წაკითხვა ვცადე, – თეატრალური ჩურჩულით განაგ-
რძო, – მაგრამ გადავაგდე, თითქოს რაღაც გახრწნილი მჭერო-
დეს ხელში, გადავაგდე და მერე ხელი საპნით დავიბანე, – დაას-
რულა ხრინწიანი ხმით.
– ჩემო ძვირფასო, – თითქოს სრულიად გულწრფელად ამ-
ბობდა მაკჰარგი, მაგრამ თვალები უფრო ავის მომასწავებლად

655
უელავდა, – აბსოლუტურად მართალი ხარ და მე აბსოლუტურად
გეთანხმები.
მისტერ სტოუთი, მეტისმეტად ქედმაღლურად რომ ეჭირა
აქამდე თავი, აშკარად მოლბა, როცა მოულოდნელად ლიტერა-
ტურული ანალიზი ასე მლიქვნელურად შეუქეს.
– უდავოდ მართალი ბრძანდებით, – თქვა მაკჰარგმა, ოთა-
ხის შუაგულში იდგა, ფეხები განზე გაედგა და გაჩხინკული ხე-
ლები პიჯაკის სახელოზე წაევლო, – რა ზუსტად მოარტყით! – ეს
სიტყვები რომ წარმოთქვა, მეტი ეფექტისთვის მოჯღანული სახე
გადააქნია და ირონიულად ჩაიცინა, – არ არსებობს ისეთი ბინ-
ძური, ისეთი გახრწნილი და გარყვნილი მწერალი, როგორიც
ჯორჯ მურია. და რაც შეეხება მის რომანს „ულისეს“, – ყვიროდა
მაკჰარგი, – უდავოდ ყველაზე ამაზრზენი...
– ყველაზე დამპალი... – მხარი აუბა მისტერ სტოუთმა.
– ყველაზე გარყვნილი, – შეჰკივლა მაკჰარგმა.
– ყველაზე ამორალური, – სუნთქვა ეკვროდა მისტერ სტო-
უთს.
– ნამდვილი...
– ყველაზე დიდი მონაჩმახია, – მისტერ სტოუთი აღტაცებას
ვერ მალავდა.
– ...ასე არავის წაუბილწავს ფურცელი, არ შეურცხვენია სახე-
ლი... და არ გაუსვრია ღირსება...
– ინგლისური ლიტერატურის! – აღელვებულმა მისტერ სტო-
უთმა სული მოითქვა, – დიახ, – განაგრძო, როცა ლაპარაკის
უნარი დაუბრუნდა, – და კიდევ ის პიესა, რა ჰქვია, იმის პიესა –
ის გახრწნილი, დამპალი, გარყვნილი ეგრეთ წოდებული ტრაგე-
დია ხუთ მოქმედებად, ვერ ვიხსენებ, რა ჰქვია...

656
– ოჰ, – მაკჰარგი თითქოს მოულოდნელად მიხვდა და შესძა-
ხა, – ალბათ გულისხმობთ „როგორი მნიშვნელოვანია, ვიყოთ
სერიოზული“, არა?
– არა, არა, – მოუთმენლად თქვა სტოუთმა, – ეგ არა. ეგ უფ-
რო ადრე იყო.
– რა თქმა უნდა, – თითქოს ახლა მიხვდაო, – თქვენ „მისის
უორენის პროფესიაზე“ ლაპარაკობთ, ხომ მართალი ვარ?
– ზუსტად! – შეჰყვირა მისტერ სტოუთმა, – ცოლი წავიყვანე
მაგ სპექტაკლზე, ცოლი წავიყვანე, ჩემი საკუთარი ცოლი...
– თავისი საკუთარი ცოლი წაუყვანია! – გაიმეორა მაკჰარ-
გმა, გეგონება, ძალიან გაუკვირდაო, – ეს რაღა იყო!
– არ დამიჯერებთ, სერ, – მისტერ სტოუთს ისევ ჩაუწყდა ხმა,
ზიზღნარევი ჩურჩულით ამბობდა, თან შემაშფოთებლად ათამა-
შებდა წარბებს, – ისე შემრცხვა, ისე შემრცხვა, თვალებში ვე-
ღარ ვუყურებდი. ავდექით და დარბაზი დავტოვეთ, სერ, ვიდრე
პირველი მოქმედება დასრულდებოდა, ვიდრე ვინმე შეგვნიშ-
ნავდა. თავდახრილი მივდიოდი, თითქოს რაღაც ბინძურ საქმე-
ში იძულებით ჩამითრიეს.
– რა საშინელება იყო, წარმომიდგენია, – თანაგრძნობით
უთხრა მაკჰარგმა, – მე ვიტყოდი, ყოვლად ამაზრზენი! – წა-
მოიძახა მოულოდნელად და მიტრიალდა, ყბა უცახცახებდა,
როცა ამბობდა, – ეს უკვე მეტისმეტია, – ვებერის წინ გაჩერდა,
სახე აალებოდა და ტუჩები ნერვიულად უტოკავდა, მერე სიცილი
წასკდა და ნეკნებში თითი წაჰკრა, – ეს კაცი გამომცემელია, –
დაიჩხავლა, – წიგნებს გამოსცემს, წარმოგიდგენია, ვებერ? –
უფრო ჩუმად დაიჩხავლა. მერე წვრილი ცერი გაოცებული
სტოუთისკენ გაიშვირა და იბღავლა, – ღმერთო დიდებულო, გა-

657
მომცემელია ეს კაცი! – და შეშლილივით ისევ ბოლთის ცემას
მოჰყვა.

658
თავი ოცდამეთოთხმეტე

ორი მნახველი

რაც ოთახში შევიდა, იმ წუთიდან ჯორჯი გაოცებული აკვირ-


დებოდა მაკჰარგის ამ ორ უცნაურად შეუფერებელ სტუმარს.
სტოუთი და ბენდიენი დიდი ჭკუის კოლოფები ნამდვილად არ
ჩანდნენ და ლოიდ მაკჰარგის ყაიდის კაცის დასაინტერესებლად
არც საკმარისი ინტელექტი უნდა ჰქონოდათ და არც საკმარისი
შემეცნების უნარი. მაშინ ამ დილაადრიან აქ რას უსხედან, ვი-
თომ კეთილმოსურნე მეგობრებივით?
სავარაუდოდ, მინჰენ ბენდიენი5 ბიზნესმენი იყო, ჰოლან-
დიელი ბებიტი. უდავოდ შორსმჭვრეტელი იმპორტიორი იქნე-
ბოდა, ინგლისსა და ჰოლანდიას შორის გადებული და ამ ორი
ქვეყნის ბაზრების და სავაჭრო სისტემის ზედმიწევნით კარგი
მცოდნე. პროფესიამ თავისი კვალიც დაამჩნია – აღქმის უნარის
გაუხეშება და მგრძნობელობის დაჩლუნგება – მისი ტიპის ადა-
მიანებისთვის ასე დამახასიათებელი მთელ მსოფლიოში.
ჯორჯი აკვირდებოდა ნიშან-თვისებებს, აშკარად რომ ამხელ-
დნენ ბენდიენს და ბოლო ხანს შექმნილი წარმოდგენა კიდევ
უფრო უმტკიცდებოდა. ხვდებოდა, რომ კაცობრიობა რასებად
ისე არ უნდა იყოს დაყოფილი, როგორც ბავშვობაში გვასწავ-
ლეს. რასები არც სახელმწიფო საზღვრებით განისაზღვრება და
არც ანთროპოლოგების დახვეწილი გამოკვლევების შედეგად

5 ჰოლანდიურად მისტერი არის მინჰენი.

659
დადგენილი მახასიათებლებით. სულ უფრო და უფრო რწმუნდე-
ბოდა, რომ კაცობრიობის ჭეშმარიტი ტიხრები საზღვრებს არ-
ღვევენ და ისინი ადამიანების განსხვავებული სულის სიღ-
რმეებიდან ამოიზრდებიან.
ჯორჯმა პირველად ამ ფენომენს ჰ. ლ. მენკენის გამონათქვა-
მის წაკითხვის შემდეგ მიაქცია ყურადღება. ამერიკული ენის
განვითარებაზე შექმნილ თავის არაჩვეულებრივ ნაშრომში მენ-
კენმა სპორტული მიმომხილველის ჟარგონის ერთი მაგალითი
მოიყვანა: „აგრესიული თამაშის მიუხედავად, ბებიმ ორმოცდა-
მეორე თხლიშა“, – და აღნიშნა, საგაზეთო სტატიის ასეთი სა-
თაური ოქსფორდის პროფესორისთვის ესკიმოსის დიალექტი-
ვით გაუგებარი იქნებაო. სიმართლეა. მაგრამ ჯორჯი გაოგნებუ-
ლი დარჩა, როცა მენკენმა თავისივე მოხმობილი ფაქტიდან
არასწორი დასკვნა გამოიტანა. სათაური გაუგებარი იქნებოდა
ოქსფორდის პროფესორისთვის არა იმიტომ, რომ ის ამერიკუ-
ლად ეწერა, არამედ იმიტომ, რომ ის ბეისბოლში ვერ ერ-
კვეოდა. მაგრამ იმავე მიზეზით, ამ სათაურს ვერც ჰარვარდის
პროფესორი გაიგებდა.
ჯორჯი ფიქრობდა, რომ ოქსფორდის და ჰარვარდის პროფე-
სორები უფრო ენათესავებიან ერთმანეთს, ბევრად უკეთ ესმით
ერთმანეთის აზრები, გრძნობები და ცხოვრება, ვიდრე მი-
ლიონობით მათ თანამემამულეს ესმის მათი. ასეთმა დაკვირვე-
ბამ ჯორჯი მიახვედრა, რომ აკადემიურმა ცხოვრებამ საკუთარი
რასა წარმოშვა, ამ რასის წარმომადგენლები თავიანთი სუ-
ლიერი სიახლოვით თითქოსდა გაემიჯნენ დანარჩენ კაცობ-
რიობას. ჯორჯის აზრით, აკადემიურ რასას თავისი უთვალავი,
უჩვეულო დამახასიათებელი თვისება აქვს და სპორტული მი-
მომხილველის არ იყოს, მათაც გამოიგონეს საკუთარი ენა ერ-

660
თმანეთთან სასაუბროდ. მეცნიერების ერთ-ერთი მახასიათებე-
ლი ინტერნაციონალიზმია: არ არსებობს ინგლისური ქიმია, ან
ამერიკული ფიზიკა, ან (სტალინის საპირისპირო შეხედულების
მიუხედავად) რუსული ბიოლოგია, არსებობს მხოლოდ ქიმია,
ფიზიკა და ბიოლოგია. ასე თუ მივუდგებით, ადამიანზე რომ იტ-
ყვი, ქიმიკოსიაო, ამით მეტს ამბობ, ვიდრე რომ თქვა, ეს კაცი
ინგლისელიაო. და ალბათ ბები რუთი ინგლისელ პროფე-
სიონალ კრიკეტის მოთამაშეს, ჯეკ ჰობს უფრო ენათესავებოდა,
ვიდრე პრინსტონის პროფესორს.
ჯორჯი მთელი ცხოვრება ღრუბელივით ისრუტავდა ცხოვრე-
ბისეულ გამოცდილებებს. ეს თითქოს უწყვეტი პროცესი იყო,
მაგრამ ბოლო წლებში მან რაღაც ცვლილება შენიშნა. ადრე,
როცა უძღები სურვილით იყო აღვსილი, როცა უნდოდა, ყველა-
ფერი გაეგო, ქუჩაში ყველა გამვლელის სახე დაენახა და
დაემახსოვრებინა, ერთმანეთში არეული ხმების ქაოსიდან თი-
თოეულის ნათქვამი გამოეცალკევებინა და ყური მიეგდო, ხში-
რად ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს საკუთარი შთაბეჭ-
დილებების და ემოციების უკიდეგანო ზღვაში იხრჩობოდა. მაგ-
რამ ახლა უკვე ისე აღარ თრგუნავდა ციფრები და რაოდენობა.
იზრდებოდა, გამოცდილებას იძენდა და უფრო საღად აცნო-
ბიერებდა ყველაფერს. ყოველი ახალი ემოცია და შთაბეჭდილე-
ბა უკვე რაღაც განცალკევებული, სხვებთან შეუსაბამო აღარ
იყო – კუთვნილ ადგილს უჩენდა გამოცდილებების ამა თუ იმ
წრეში. ასე რომ, მისმა მარად მოუსვენარმა გონებამ მეტი თავი-
სუფლება მოიპოვა, ამიერიდან შეეძლო, მშვიდად დაემახსოვ-
რებინა, გადაეხარშა, დაფიქრებულიყო, შეედარებინა და ურთი-
ერთკავშირი ეძებნა ცხოვრების ყველა ფენომენში. შედეგად კი
გასაოცარი აღმოჩენების მთელი სერია მიიღო და რადგან მისი

661
გონება უკვე კავშირებს და ასოციაციებს ამჩნევდა, მიხვდა, ეს
მხოლოდ გარეგნული მსგავსება კი არა, მცნებების და არსის
ერთიანობა იყო.
ასე აღმოაჩინა რესტორნის მიმტანების სამყარო, ადამიანის
ყველა სხვა ტიპისგან გამორჩეული და განსაკუთრებული, რომე-
ლიც შეუბრალებლად აცამტვერებდა ეროვნებებს და რასებს, ამ
სიტყვების ჩვეულებრივი გაგებით. რატომღაც ჯორჯს ყოველ-
თვის განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა მიმტანების მიმართ.
შეიძლება იმიტომ, თვითონ პატარა ქალაქის საშუალო ფენიდან
რომ იყო და დაბადებიდან უბრალო, მშრომელ ხალხთან მეგობ-
რობდა. ფორმაში გამოწყობილი ადამიანი როცა ემსახურებო-
და, ეს რაღაც ახალ ძლიერ ემოციას იწვევდა და მართალია,
წლები გადიოდა, მაინც არ უნელდებოდა. ასობით მიმტანს შეხ-
ვედრია სხვადასხვა ქვეყანაში, გაუბამდა ლაპარაკს და საათო-
ბით ბაასობდნენ, ყურადღებით აკვირდებოდა თითოეულს და
უამრავ რამეს იგებდა მათ ცხოვრებაზე. ასე აღმოაჩინა, რომ
მიმტანებს ეროვნება არ გააჩნიათ, ისინი ერთ საერთო, განცალ-
კევებულ რასას განეკუთვნებიან. ფრანგებზეც კი შეიძლებოდა
ასე გეფიქრა, რომლებსაც ყველაზე ნათლად აქვთ გამოკვეთი-
ლი ნაციონალური თვისებები და ყველაზე ძნელად ეთავსებიან
სხვა ერის წარმომადგენლებს. ჯორჯი განაცვიფრა თავისმა აღ-
მოჩენამ, რომ ფრანგი მიმტანები უფრო მიმტანების რასას
მიეკუთვნებიან, ვიდრე ფრანგებისას.
მიმტანების სამყარომ წარმოშვა ახალი ტიპი, რომელიც,
ვთქვათ, მონღოლივით თვალნათლივ განსხვავდება სხვების-
გან. მათთვის სულიერი მსგავსება პატრიოტიზმზე ძლიერია. და
ამ სულიერმა მსგავსებამ – აზრების, მიზნის და ქცევის ერ-
თიანობამ – წარმოქმნა აშკარა გარეგნული დამახასიათებელი

662
ნიშნები. როცა ეს ჯორჯისთვის ნათელი გახდა, სადაც არ უნდა
ყოფილიყო, ნიუ-იორკის, ლონდონის თუ პარიზის ქუჩაში, ერთი
შეხედვით ამოიცნობდა ხოლმე მიმტანს. არაერთხელ გა-
დაუმოწმებია თავისი აღმოჩენა, თუ იეჭვებდა, რომ ის ადამიანი
მიმტანი იყო, მიეჭრებოდა ქუჩაში და გამოელაპარაკებოდა და
ათიდან ცხრა მის ვარაუდს ამართლებდა. მიმტანებს ძირითა-
დად ფეხები ამხელდნენ, სხვანაირად დადიოდნენ, მოძრაობ-
დნენ და იდგნენ. არა იმიტომ, რომ უმეტესად ფეხზე დგომა უწევ-
დათ ან სამზარეულოდან დაატარებდნენ შეკვეთილ კერძებს.
პოლიციელებიც ხომ სულ ფეხზე დგანან, მაგრამ სამოქალაქო
ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელი არასოდეს აგერევა მიმ-
ტანში (ჯორჯს შენიშნული ჰქონდა, რომ სხვადასხვა ქვეყნის პო-
ლიციელებიც განსაკუთრებულ რასას წარმოადგენენ).
მოხუცი მიმტანის სიარულის მანერას თუ აღწერთ, ყველაზე
თვალში საცემი სიფრთხილეა. თითქოს რევმატიზმით გატანჯულ
ფეხს მიაფლატუნებს, მაგრამ თან მოხერხებულად, ეტყობა, რომ
მრავალი წლის გამოცდილებამ ასწავლა, როგორ გაუფრთხილ-
დეს ფეხებს. წლების მანძილზე გამოიმუშავებ თვალთმაქცობას,
როცა გამუდმებით იმეორებ: „დიახ, სერ“ ან: „Qui, monsier. Je
viens.Youte de suite“. ასე დადის ადამიანი, რომელიც სხვას ემ-
სახურება, ჩქარობს, დროზე მიართვას ან შეკვეთა მიიღოს და
რაღაცნაირად მთელი მისი გონება, სული და ზნე ამ საქმეშია
ჩართული.
თუ ვინმე მოინდომებს, ერთ წამში ემოციური და სულიერი
კუთხით განასხვაოს მიმტანი პოლიციელისგან, სიარულის მანე-
რას უნდა დააკვირდეს. შეადარეთ, როგორ უახლოვდება მიმტა-
ნი ქედმაღლური ბრძანების გაგონებისთანავე თავისი მოუთმე-
ნელი კლიენტის მაგიდას და როგორ უახლოვდება პოლიციელი

663
უბედური შემთხვევის ადგილს, იქნება ის ნიუ-იორკში, ლონდონ-
ში, პარიზში თუ ბერლინში. ვთქვათ, ვიღაც გდია ტროტუარზე:
მას ან გულის შეტევა აქვს, ან მანქანამ დაარტყა, ან შეურაცხყო-
ფა მიაყენეს, ან სცემეს. პოლიციელი ჩქარობს? ერთბაშად მო-
ვარდება შემთხვევის ადგილს? მიმტანივით სწრაფად, მგზნება-
რედ და ფრთხილად მიუახლოვდება? არა. ის განზრახ ითრევს
ფეხს, ზანტად, მძიმე ნაბიჯით მიდის და თან თვალმოუშორებ-
ლად აფასებს შორიდან ვითარებას. ის ბრძანების მისაღებად არ
მიდის, ის ბრძანების გასაცემად მიდის. თვითონ უნდა მართოს
სიტუაცია, უნდა გამოიძიოს, ხალხი გაფანტოს, მას უნდა უსმი-
ნონ, სხვას კი არ უნდა უსმინოს. მთელი თავისი ქცევით გამოხა-
ტავს უფლებამოსილის პრიმიტიულ გულქვაობას და ამასთან
ერთად, ნებადართული ძალაუფლების ხშირი გამოყენებით გა-
მომუშავებულ სათანადო გონებრივ და სულიერ თვისებებსაც
ავლენს და ამ თვისებებით, ცხოვრების და სამყაროს მისეული,
განსაკუთრებული ხედვით რომ ჩამოუყალიბდა, მიმტანის ზუსტი
ანტიპოდია.
თუ ეს სიმართლეა, განა კიდევ საეჭვოა, რომ პოლიციელი და
მიმტანი სხვადასხვა რასას განეკუთვნებიან? განა აქედან გამომ-
დინარე არ უნდა დავასკვნათ, რომ ფრანგი მიმტანი უფრო გერ-
მანელ მიმტანს ენათესავება, ვიდრე ფრანგ ჟანდარმს?
ბენდიენმა თავიდანვე მიიპყრო ჯორჯის ყურადღება. არა მარ-
ტო იმიტომ, ჰოლანდიელი რომ გახლდათ. ამას ერთი შეხედვით
შეატყობდით. რაღაც ჰალსისეული(იგულისხმება მხატვარი
ფრანს ჰალსი.) მყვირალა ფერები ჭარბობდა მის გარეგნობაში,
ჰალსისეულად ლაღი და მსუქანი იყო. ჰოლანდიელი მსუქნები
სრულიად განსხვავდებიან გერმანელი მსუქნებისგან, ცოტა დე-
ლიკატურობაც დაჰკრავთ და არც გერმანელებივით მსხვილები

664
არ არიან. ეს დელიკატურობა ყველაზე მეტად ტუჩების ფორმაში
თუ გამომეტყველებაში ვლინდება. აი, მინჰენ ბენდეინს სავსე და
სქელი ტუჩები აქვს, მაგრამ ამავე დროს, თავშეკავებულად მო-
კუმული. ეს ჰოლანდიური ტუჩების დამახასიათებელი თვისებაა
– პატარა და ფრთხილი ხალხის, რომელმაც შესანიშნავად იცის,
როგორ გამორჩეს რამეს ცხოვრებას. მათ ჰოლანდიის ნებისმი-
ერ პატარა ქალაქში იხილავთ, ლამაზი, კოხტა სახლების დარა-
ბებს მიღმა, შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ტკბებიან მშვიდად პი-
რადი კეთილდღეობით, როგორ მოუკუმავთ სავსე, მგრძნო-
ბიარე ტუჩები.
ჰოლანდია პატარა, მშვენიერი ქვეყანაა, ჰოლანდიელები კი
პატარა, მშვენიერი ხალხი. როგორც ყველა პატარა ქვეყანაში,
იქაც პატარა ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ჯორჯს არ უყვარდა პა-
ტარა ქვეყნები და პატარა ხალხი. იმიტომ, რომ მათ პატარა,
მსუქან, სველ ტუჩებში რაღაც ფრთხილი თვითკმაყოფილებაც
ჩანდა, ის, რამაც ისინი 1914 წლის ომს აარიდა, როცა მათი მე-
ზობლები სისხლს ღვრიდნენ, რამაც ისინი გაამდიდრა და გაასუ-
ქა მათ ხარჯზე, ვინც სიცოცხლეს წირავდა, რამაც კოხტა სისუფ-
თავე, კოხტა თავშეკავებულობა და კოხტა თვითკმაყოფილება
შეუნარჩუნა, მშვიდად და უბრალოდ რომ ეცხოვრათ ლამაზ, და-
რაბებმიხურულ სახლებში.
ყველა ამ ნიშნით ბენდეინი ჭეშმარიტი ჰოლანდიელი გახ-
ლდათ. მაგრამ, ამავე დროს, მის იერში იყო კიდევ რაღაც, რა-
საც ჯორჯი მონუსხული ცნობისმოყვარეობით იკვლევდა. იმ
ყაიდის ადამიანს ჰგავდა, ჯორჯის აზრით, პატარა ბიზნესმენების
რასას რომ განეკუთვნება. ასეთი იერი ჰქონდა ამ რასის ყველა
წარმომადგენელს, იქნებოდა ის ჰოლანდიელი, ინგლისელი,
გერმანელი, ამერიკელი, შვედი თუ იაპონელი. წინ წამოწეული

665
ყბა მათ სისასტიკეს და სიხარბეს ავლენდა, თვალები ეშმაკურად
და მუხანათურად უელავდათ, რაღაც ცოტა ამორალური ეტყო-
ბოდათ პრიალა კანზე, ოდნავ გამომშრალი სახე და უაზრო გა-
მომეტყველება კი ხარბი მომხვეჭელობის და შეზღუდული ინტე-
ლექტის მანიშნებელი იყო. ხშირად ასეთ სახეს ამერიკელებს
აწერდნენ ხოლმე. მაგრამ ის არ იყო ამერიკული. მას არ გააჩ-
ნდა ეროვნება. ის უბრალოდ და უპირობოდ პატარა ბიზნესმენე-
ბის რასას ეკუთვნოდა.
ბენდიენი აშკარად იმ ყაიდის კაცი იყო, სწრაფად რომ გაუში-
ნაურდებოდა თავისნაირ ბიზნესმენებს ჩიკაგოში, დეტროიტში,
კლივლენდში თუ კალამაზუში. შესვლისთანავე შინ იგრძნობდა
თავს ყოველკვირეულ ლანჩზე „როტარი კლუბში“, საუკეთესო-
თა შორის დაჯდებოდა და დაღეჭავდა სიგარას, თანხმობის ნიშ-
ნად ხელს დაუქნევდა პრეზიდენტს, როცა ის იტყოდა, ორივე ფე-
ხით მიწაზე უნდა ვიდგეთო, უხეშ გართობებს ხალისიანად
შეუერთდებოდა, მიესალმებოდა დაუნდობელ იუმორს, რასაც
„ღადაობას“ ეძახდნენ. სხვებთან ერთად იცინოდა, მუცელი ხე-
ლით ეჭირა, როცა ვინმე ძალიან გონივრულად იოხუნჯებდა, მა-
გალითად, გარდერობიდან ჩალის ქუდებს მოხვეტდა, ოთახში
შემოიტანდა, იატაკზე დაყრიდა და მხიარულად ფეხით გათე-
ლავდა. ის ყოველთვის თავაზიანად უკრავდა ჟღალ თავს მოწო-
ნების ნიშნად, როცა სიტყვით გამომსვლელი ერთხელ კიდევ
გაიმეორებდა ბანალურ ფრაზას „როტარი კლუბის მიზნებზე“ და
მის „გეგმებზე მსოფლიოში მშვიდობის სასიკეთოდ“.
ჯორჯს ადვილად შეეძლო წარმოედგინა, როგორ დაშლიგი-
ნებდა მინჰენ ბენდიენი ამერიკის კონტინენტზე ჩქარი მატარებ-
ლით, როგორ გაუბამდა მუსაიფს სოლიდურ მამაკაცებს რბილ
ვაგონში, როგორ დააძრობდა სიგარას ჯიბიდან და ახალგაცნო-

666
ბილ კომპანიონებს შესთავაზებდა, კმაყოფილი კვერს დაუკრავ-
და, როცა ვინმე იტყოდა: „ამას წინათ, კლივლენდში მცენა-
რეული წებოს უდიდეს მწარმოებელს შევხვდი, თავისი საქმე
ძირფესვიანად აქვს შესწავლილი, იცის, რასაც ლაპარაკობს“...
დიახ, მინჰენ ბენდიენი ამოიცნობდა თუ არა თავის, ნებისმიერი
ეროვნების ძმას, ნათესავს, სულით ტყუპისცალს, იმწამსვე გა-
მონახავდა საერთო ენას და გაუშინაურდებოდა, რასაც ვერც
მაკჰარგი და ვერც ვებერი ვერ მოახერხებდნენ, გინდაც უცნობი
მათსავით ამერიკელი ყოფილიყო.
ჯორჯმა იცოდა, მაკჰარგი ამ ტიპის ადამიანების მიმართ ან-
ტიპათიით იყო განწყობილი, რასაც ასე მგზნებარედ აფრქვევდა
თავის შესანიშნავ გესლიან სატირულ ქმნილებებში. მაკჰარგი
მთელი მონდომებით ხატავდა საძულველ პერსონაჟებს, ლამის
სიყვარულით, ოღონდ ჯორჯი გრძნობდა, როგორ ეზიზღებოდა
ისინი. მაშინ რატომ დაპატიჟა თავისთან ეს კაცი? რა საქმე
ჰქონდა მასთან?
როგორც კი ამაზე დაფიქრდა, იმწამსვე ყველაფერს მიხვდა.
მართალია, მაკჰარგი და ვებერი ბენდიენის სამყაროს არ
მიეკუთვნებოდნენ, ორივეში იყო რაღაც ბენდიენის – ალბათ
მაკჰარგში მეტად, ვიდრე ჯორჯში. მართალია, ისინი სხვადასხვა
სამყაროში ცხოვრობდნენ, არსებობდა კიდევ ერთი სამყარო,
რომელსაც საერთო შესასვლელი ჰქონდა და ეს იყო ჩვეულებ-
რივი ადამიანების, ამქვეყნიურების, სმა-ჭამის და ქეიფის მოყვა-
რულების სამყარო, რომელიც ყველა ხელოვანს სჭირდება სა-
არსებოდ. ხანდახან მისი ბუნება ორ პოლუსს შორის იგლიჯება –
სიმარტოვეს და გუნდურად ცხოვრებას შორის. ხელოვანი მარ-
ტო უნდა იყოს, როცა ქმნის. მაგრამ ხალხში გარევაც სჭირდება,
თორემ დაიკარგება, ადამიანების გარეშე ხელიდან გამოეცლე-

667
ბა ცხოვრების ჭეშმარიტი არსი, რაც მას ყველა სხვა ცოცხალ
არსებაზე მეტად სჭირდება, რათა გაიზარდოს და მწვერვალები
დაიპყროს თავის საქმეში. მაგრამ ხშირად სწორედ ეს აუცილე-
ბელი საჭიროება დააღალატებს ხოლმე და ცხოვრების გაგების
დაუოკებელი წყურვილის გამო ხშირად დაუცველი აღმოჩნდება
სულელების, თაღლითების და უღირსი მეშჩანების პირისპირ.
ჯორჯი ხვდებოდა, რაც დაემართა მაკჰარგს. ეს თვითონაც
არაერთხელ გამოუცდია. მაკჰარგი მართლაც რომ დიდი ადა-
მიანი გახლდათ, მას მთელი მსოფლიო იცნობდა, წარმატების
უმაღლეს მწვერვალს მიაღწია – მეტი რა შეიძლება მწერალს
სწყუროდეს. მაგრამ იმავე მიზეზით, მისი იმედგაცრუება და
ილუზიების მსხვრევა ბევრად უფრო ძლიერი და დამანგრეველი
აღმოჩნდა.
და რა იმედგაცრუებაზე და ილუზიების მსხვრევაზე ვლაპარა-
კობთ? ამგვარი იმედგაცრუება ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია
– ხელოვანისთვის სხვებზე უკეთ – იმედგაცრუება, როცა ყვავი-
ლისკენ იწვდენ ხელს და როგორც კი თითებს შეახებ, ყვავილი
ჭკნება. იმედგაცრუება ხელოვანის დაუძლეველი და მარა-
დიული ბავშვობიდან იღებს სათავეს, დაუცხრომელი იმედების
და თავგადასავლების გაუნელებელი ჟინიდან, სულისკვეთები-
დან, რომელიც შეიძლება ათასჯერ ჩაგიკლან, მაგრამ ის არასო-
დეს დანებდება, სასოწარკვეთა ვერ მოარჯულებს, დამარცხებას
არ შეეგუება, ილუზიების მსხვრევა ცინიკოსად არ გარდაქმნის,
ყოველი ახალი წინააღმდეგობა მის სულს გააძლიერებს, ასაკში
უფრო ერთგული გახდება თავისი მრწამსის და რაც უფრო ხში-
რად დამარცხდება, მით მეტად ირწმუნებს, რომ საბოლოოდ
აუცილებლად იზეიმებს.

668
მაკჰარგი საკუთარ ტრიუმფს პატარა ბიჭის აღტაცებით შეხ-
ვდა. საპატიო წოდების მინიჭება დიდების სიმბოლოდ მიიჩნია,
ბავშვობის უიმედო ოცნებების გასხივოსნებად. და მერე, ამის
გაფიქრება ძლივს მოასწრო, რომ ყველაფერი დამთავრდა. მან
მიაღწია საწადელს, წარდგა სამყაროს უდიდესი ადამიანების წი-
ნაშე, დაიმსახურა ქება-დიდება, ეს ყველაფერი მოხდა და თურ-
მე არაფერიც არ მომხდარა.
ამის მერე, მაკჰარგმა გარდაუვალი ნაბიჯი გადადგა. გონება
გადაეღალა, გულს რაღაც შეუძლებლის განხორციელება სწყუ-
როდა, ამიტომ მოჰკიდა ხელი თავის ჯილდოს, თავისი სიტყვის
ასლებს, საქებარ რეცენზიებს, ევროპაში გაემგზავრა და ერთი
ქალაქიდან მეორეში იწყო სიარული: ეძებდა იმას, რასაც სა-
ხელს ვერ არქმევდა, რაც ალბათ სადღაც არსებობდა, ოღონდ
მან არ იცოდა, სად. ჩავიდა კოპენჰაგენში – ღვინო, ქალები, აკ-
ვავიტი,6 ჟურნალისტები. იქიდან ბერლინში წავიდა – ჟურნა-
ლისტები, ღვინო, ქალები, ვისკი, ქალები, ღვინო და ჟურნალის-
ტები. იქიდან ვენაში – ქალები, ღვინო, ვისკი, ჟურნალისტები.
საბოლოოდ ბადენ-ბადენში შეჩერდა „სამკურნალოდ“ – თუ
გნებავთ, ვთქვათ, რომ უნდოდა განკურნებულიყო ღვინისგან,
ქალებისგან და ჟურნალისტებისგან, სინამდვილეში იკურნებო-
და სიცოცხლის შიმშილისგან, ცხოვრების წყურვილისგან, ცხოვ-
რების ზეიმისგან, დამარცხებებისგან, ილუზიების მსხვრევისგან,
სიმარტოვისგან და მოწყენილობისგან... იკურნებოდა ადამიანე-
ბის მიმართ ერთგულებისგან და მათი ზიზღისგან, ცხოვრების
სიყვარულისგან და მისი მობეზრებისგან... და ბოლოს იკურნე-

6 სკანდინავიური სასმელი.

669
ბოდა უკურნებლისგან, არარაობებისგან, ცეცხლის ალისგან,
რაც გვჭამს მანამდე, სანამ ცოცხლები ვართ. უსაშველოსთვის
არსებობს წამალი? ღვთის გულისათვის, განგვკურნეთ იმისგან,
რაც გვტანჯავს. წაიღეთ! დაიტოვეთ! ისევ დაგვიბრუნეთ! მოგვა-
შორეთ, ჯანდაბას, მაგრამ ღვთის გულისათვის, მერე ისევ დაგ-
ვიბრუნეთ! სულ კარგად ბრძანდებოდეთ.
ამიტომ ეს დაჭრილი ლომი, ეს გამძვინვარებული მოხე-
ტიალე კატა, მარად გულის წადილს და ბედისწერას რომ მიჰყვე-
ბოდა, ახლა საკუთარი ნებით ევროპის კედლებში გადმოტყორ-
ცნილი, დაეძებდა, ნადირობდა, შიმშილი და წყურვილი კლავ-
და, თავს უკიდურესად არაადამიანურ მდგომარეობაში იგდებდა
და ბოლოს შეხვდა ჟღალ ჰოლანდიელს ამსტერდამიდან, სამი
დღე ჟღალ ჰოლანდიელთან ერთად იცელქა და და ახლა ისე ვე-
ღარ იტანდა, ლამის იყო თავისი ჩემოდნიანად ფანჯრიდან გადა-
ეგდო. თან ვერ მიმხვდარიყო, საერთოდ როგორ დაიწყო მათი
ურთიერთობა, როგორ შეიძლებოდა, თავი დაეღწია ამ ადა-
მიანისგან, რომ ისევ თავისთვის, მარტო ყოფილიყო და ახლა
ლონდონის სასტუმრო ოთახის ხალიჩაზე ბოლთას სცემდა.
მისტერ დონალდ სტოუთის მაკჰარგის საზოგადოებაში ხილ-
ვა ჯორჯს კიდევ უფრო დამაფიქრებელი ეჩვენებოდა. მინჰერ
ბენდიენს კიდევ შეიძლებოდა, თავისი მიწიერებით დაეინტერე-
სებინა მაკჰარგი, მაგრამ მისტერ სტოუთზე მიწიერს ვერ იტყო-
დი. თითქოს სპეციალურად იყო გამოყვანილი მაკჰარგის გასა-
ღიზიანებლად. მის პომპეზურობას, პრეტენზიულობას და ფანა-
ტიკოსის მსჯელობას შეიძლებოდა გაეგიჟებინეთ და ყველაფერს
კიდევ ის აგვირგვინებდა, რომ დასრულებული ყეყეჩი იყო.
მამისგან მემკვიდრეობით საგამომცემლო ბიზნესი და პა-
ტიოსანი სახელი დარჩა და მას შემდეგ, რაც თვითონ მოჰკიდა

670
ხელი საქმეს, ბიზნესი გააჩანაგა. ახლა მხოლოდ რელიგიურ
ბროშურებსღა გამოსცემდნენ და სახელმძღვანელოებს დაწყე-
ბითი კლასებისთვის. შესაბრალისი ნუსხა ჰქონდათ მხატვრული
ლიტერატურის. მისტერ სტოუთის ლიტერატურული და კრიტიკუ-
ლი სტანდარტები ნორჩი ქალიშვილების კეთილდღეობაზე
ღვთისნიერი ზრუნვით განისაზღვრებოდა. „ეს ისეთი წიგნია“, –
ჩურჩულით ეტყოდა ხოლმე დამწყებ ავტორს და თან წარბებს
აათამაშებდა, – „ეს ისეთი წიგნია, რომელსაც თქვენს ქალიშ-
ვილს მისცემდით წასაკითხად?“ მისტერ სტოუთს არ ჰყავდა ქა-
ლიშვილი, მაგრამ საგამომცემლო საქმიანობას ისე უძღვებოდა,
თითქოს ჰყავდა და არასოდეს დაბეჭდავდა ისეთ წიგნს, რომე-
ლიც არ სურდა, მისი უმანკო ქალიშვილის ხელში აღმოჩენილი-
ყო. ადვილი წარმოსადგენია, როგორი შაქარში ამოვლებული,
სენტიმენტალური უგუნურობა ზეიმობდა გამომცემლობაში.
რამდენიმე წლის წინ ჯორჯი სრულიად შემთხვევით შეხვდა
მისტერ სტოუთს, მერე კი მან ჯორჯი მიიპატიჟა და ისიც ესტუმ-
რა. სტოუთს ცოლად ჰყავდა ზორბა, სავსემკერდიანი ქალბატო-
ნი, საზარელ ყბაზე მუდამ ღიმილი ჰქონდა შეყინული და მუდამ
პენსნე ეკეთა, შავი აბრეშუმის ლენტით. ეს საშინელი ქალბატო-
ნი ხელოვნებას ეტრფოდა და არ დაუშვებდა, მისტერ სტოუთზე
დაქორწინებას მისთვის ხელოვნების ტრფიალში ხელი შეეშა-
ლა. ქორწინებამ ასევე ვერ შეუშალა ხელი, თავისი ქალიშვი-
ლობის გვარი შეენარჩუნებინა და კვლავინდებურად სახელგან-
თქმულ კორნელია ფოზდიკ სპრეიგად იწოდებოდა. კორნელიას
და მისტერ სტოუთს სალონი ჰქონდათ, სადაც მუდმივად პატი-
ჟებდნენ თავისნაირ ხელოვნების მოყვარულებსდა ერთ-ერთ
ასეთ რჩეულთა თავყრილობაზე ჯორჯიც აღმოჩნდა. ჯორჯს დიდ-
ხანს და მკაფიოდ ახსოვდა ის საღამო. მისტერ სტოუთმა პირვე-

671
ლი შეხვედრიდან ერთი-ორი დღის მერე დაურეკა და სალონში
მიიპატიჟა.
– აუცილებლად უნდა მოხვიდეთ, ყმაწვილო, – ქოშინით ლა-
პარაკობდა მისტერ სტოუთი, – ასეთი შემთხვევა ხელიდან არ
უნდა გაუშვათ, ჰენრიეტა სოლტონსტონ სპრიგინსი იქნება და
მინდა გაგაცნოთ. და კიდევ პენელოპა ბიუკენენ პიპგრასი
წაიკითხავს საკუთარ ლექსებს. ჰორტენზია დელანსი მაკრეკენი
თავის ახალ პიესას გაგვაცნობს. უბრალოდ, არ შეიძლება არ
მოხვიდეთ.
ასე აიძულეს ჯორჯი, მიეღო მიპატიჟება, ისიც მივიდა და სა-
ღამო მართლაც დაუვიწყარი გამოდგა. მისტერ სტოუთი კარში
დახვდა და მღვდელმთავარივით აწკეპილი წარბებით კორნე-
ლია ფოზდიკ სპრეიგთან წარსადგენად შეუძღვა. ჯორჯმა თავა-
ზიანად დაუკრა თავი კორნელიას, შემდეგ კი, ასე წარბების თა-
მაშით, მისტერ სტოუთმა ყველა დანარჩენი სტუმარი გააცნო. სა-
შიში შესახედაობის ქალბატონები დაუჯერებლად ბევრნი აღ-
მოჩნდნენ და კორნელიასი არ იყოს, ყველას სამი სახელი ერქვა
და თითოეული ტიტულოსანის წარდგენისას მისტერ სტოუთი
სიამოვნებისგან ტუჩებს ილოკავდა.
ჯორჯმა შენიშნა, რა საოცრად ჰგავდნენ ქალბატონები კორ-
ნელია ფოზდიკ სპრეიგს, ოღონდ გარეგნულად არა. ზოგი მაღა-
ლი გახლდათ, ზოგი დაბალი, ზოგი ხმელი, ზოგიც მსუქანი, მაგ-
რამ ყველას ერთნაირად ეჭირა თავი და როგორც კი ხელოვნე-
ბაზე იწყებდნენ ლაპარაკს, მათი აბსოლუტური თავდაჯერება კი-
დევ უფრო თვალში საცემი ხდებოდა. რაც მართალია, მართა-
ლია, ხელოვნებაზე ბევრს საუბრობდნენ, ისინი ხომ ამისთვის
იყვნენ შეკრებილი. ქალბატონების უმეტესობას არათუ აინტე-
რესებდა ხელოვნება, თავად იყვნენ „ხელოვანები“, ანუ მწერ-

672
ლები. პატარა თეატრებისთვის წერდნენ ერთმოქმედებიან
პიესებს, ან რომანებს, ან ესეებს, კრიტიკულ ნაშრომებს, ლექ-
სებს და საბავშვო მოთხრობებს.
ჰენრიეტა სოლტონსტონ სპრიგინსმა თავისი პაწაწუნა მოთ-
ხრობა წაიკითხა, სულ პაწაწუნა ბავშვებისთვის დაწერილი –
როგორ ელოდებოდა გოგონა მშვენიერ პრინცს, პენელოპა
ბიუკენენ პიპგრასმა კი ლექსები, რომელთაგან ერთი უჩვეულო
მეარღნეს ეძღვნებოდა, მეორე – ექსცენტრულ მოხუც მეძველ-
მანეს. ჰორტენზია დელანსი მაკრეკენმა წაიკითხა პიესა, ფან-
ტასმაგორიული პასტორალი, მოქმედების ადგილი ცენტრალუ-
რი პარკი იყო – გაზაფხულზე ორი შეყვარებული პარკში ზის
მერხზე, მათ პანი უვლით გარშემო, რაღაც გიჟურ მუსიკას უკ-
რავს თავის სალამურზე და ბუჩქებიდან ეშმაკურად უთვალთვა-
ლებთ. ნაწარმოებში არ ყოფილა ნატამალიც იმისა, რასაც შეიძ-
ლებოდა, უმანკო ქალიშვილი შეეცბუნებინა. ყველაფერი ისეთი
მშვენიერი იყო, სიტყვით ვერ აღწერდი.
კითხვა რომ დამთავრდა, ყველანი დასხდნენ და მელოდიური
ხმით დისკუსია დაიწყეს, თან მკრთალ ჩაის მიირთმევდნენ.
ჯორჯი ბუნდოვნად იხსენებდა, რომ მის გარდა, საღამოს კიდევ
ერთი-ორი მამაკაცი ესწრებოდა, მაგრამ ისინი უკანა პლანზე
დაფარფატებდნენ მოჩვენებებივით, მკრთალი ჩრდილებივით,
უმნიშვნელო, თვინიერი დამსწრეები ან, სულაც, ჟღერადი, სამ-
ლულიანი სახელების მფლობელთა მეუღლეები.
მას შემდეგ ჯორჯი არც ერთხელ აღარ მისულა კორნელია
ფოზდიკ სპრეიგის სალონში და არც მისტერ სტოუთს აღარ შეხ-
ვედრია. და ახლა ის იქ იყო, ის, ვის ხილვასაც ლოიდ მაკჰარგის
ნომერში ჯორჯი ყველაზე ნაკლებად ელოდა. მისტერ სტოუთს
მაკჰარგის რომელიმე წიგნი რომ ჰქონოდა წაკითხული, რაც

673
სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა, ეს მაღალი ზნეობის ადა-
მიანი ნამდვილად ძალიან აღშფოთდებოდა, რადგან მაკჰარგი
თითქმის ყოველ რომანში სწორედ სტოუთების ხელშეუხებელ
მრწამსს და იდეალებს აშაყირებდა. მიუხედავად ამისა, ახლა ის
მაკჰარგის ნომერში იჯდა იმპოზანტური, მისი ახლო მეგობარი-
ვით და მშრალ ხერესს წრუპავდა.
აქ რას აკეთებდა? რა ჯანდაბას ნიშნავდა ეს ყველაფერი?
ჯორჯს დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი, რომ გაეგო. ტე-
ლეფონმა დარეკა. მაკჰარგმა თითები გაატკაცუნა, ეტყობოდა,
რომ შვებით ამოისუნთქა და ყურმილი აიღო.
– გამარჯობა, გამარჯობა! – აალებული სახე სიბრაზემ მოუჯ-
ღანა, – ალო! – თქვა აღელვებულმა და ყურმილი შეაჯანჯღარა,
– დიახ, დიახ, ვინ? საიდან? – მოკლე პაუზა, – ა, ნიუ-იორკია, –
იყვირა მოუთმენლად, – კარგი, დამაკავშირეთ!
ჯორჯი პირველად შეესწრო საუბარს ევროპიდან ამერიკაში
და ინტერესით და უნდობლობით უსმენდა. უეცრად თვალწინ
უკიდეგანო ოკეანე წარმოესახა. მოაგონდა, ქარიშხლებში ტალ-
ღები უზარმაზარ გემებს რომ აბურთავებენ; მოაგონდა უზარმა-
ზარი კლაკნი დედამიწის ზედაპირზე და დროში განსხვავება;
მაგრამ სულ რაღაც ერთ წამში მაკჰარგი ისე მშვიდად ლაპარა-
კობდა, თითქოს მეზობელ ოთახში მყოფს ესაუბრებოდა:
– ო, გაუმარჯოს, უილსონ, კი, კარგად მესმის. რა თქმა უნ-
და... კი, კი, მართალია. რა თქმა უნდა! – შესძახა ისევ ჩვეული
გაბეზრებული ტონით, – არა, მასთან საბოლოოდ გავწყვიტე
კავშირი... არა, ჯერ არ მომიფიქრებია. ჯერ არავისთან არ გამი-
ფორმებია ხელშეკრულება... კარგი... კარგი, – მოუთმენლად, –
მოიცა, – თქვა მკვახედ, – მაცალეთ ლაპარაკი. სანამ არ გნა-
ხავთ, ვერაფერს ვერ გადავწყვეტ... არა, არ გპირდებით, რომ

674
თქვენთან ვითანამშრომლებ. მხოლოდ იმას გპირდებით, რომ
სანამ არ შეგხვდებით, სხვას არაფერზე არ მოველაპარაკები, –
ერთი წუთი ყურადღებით უსმენდა, – როდის მიემგზავრებით? ო,
ამაღამ? „ბერენგარიით“ მიდიხართ, კარგია. მომავალ კვირას
შევხვდეთ აქ... კარგი. ნახვამდის, უილსონ, – სწრაფად მოამ-
თავრა ლაპარაკი და ყურმილი დაკიდა.
ერთხანს ჩუმად იყო, თითქოს დანაღვლიანდა, მერე მხრები
აიჩეჩა, ამოიოხრა და თქვა:
– ეტყობა, საიდუმლო გასკდა. უკვე დაიწყო მითქმა-მოთქმა.
უკვე ყველამ გაიგო, „ბრედფორდ-ჰოუელის“ გამომცემლობა
რომ დავტოვე და ახლა მოსვენებას არ მომცემენ. ეს უილსონ
ფოზერგილი რეკავდა, – ამერიკის უდიდეს გამომცემელზე ამ-
ბობდა, – ამაღამ გამოდის გემით ევროპისკენ, – მოულოდნე-
ლად სახე მოეჯღანა და ეშმაკურად გაეღიმა. ხმამაღლა, მშრა-
ლად ჩაიხითხითა, – ღმერთო, ჯორჯ, განა შესანიშნავი არაა? ხე-
დავ, რა ხდება?
მისტერ დონალდ სტოუთმა მრავალმნიშვნელოვნად ჩაახვე-
ლა, ყელი ჩაიწმინდა და წარბები შეკრა, – ვიმედოვნებ, – თქვა,
– ვიდრე ფოზერგილს დაელაპარაკებით, მეც მომისმენთ, – ამას
მოჰყვა მტანჯველი პაუზა და მერე მისტერ სტოუთმა მედიდურად
დააბოლოვა, – სტოუთი, სტოუთის გამომცემლობა სიამოვნებით
გიხილავდათ თავისი ავტორების სიაში.
– რაა? რაა? – ჩაეკითხა აღელვებული მაკჰარგი, – სტოუთი!
სტოუთი? – ნერვიულად გააძაგძაგა, მერე გაჩერდა, კანკალებ-
და, ვერ გადაეწყვიტა, მისტერ სტოუთს სცემოდა თუ ფანჯრიდან
ესკუპა. გაჩხინკული თითები გაატკაცუნა და ვებერს მიუბრუნდა,
მაღალ, მჭახე ხმაზე ჩაიხითხითა, – გაიგონე, ჯორჯ? რა მშვე-
ნიერია, არა? – ნეკნებში თითი წაჰკრა, – სტოუთის გამომცემ-

675
ლობა! რა მშვენიერია. კარგი, კარგი, – უცებ შეწყვიტა სიცილი
და გაოცებულ სტოუთს მიუბრუნდა, – მისტერ სტოუთ, ამაზე
მოგვიანებით მოვილაპარაკოთ, სხვა დროს. მომავალ კვირაში
გამომიარეთ.
ეს რომ თქვა, მისტერ სტოუთს ხელში ჩააფრინდა, რომ დამ-
შვიდობებოდა, მეორე ხელით პრაქტიკულად წამოაგდო გაოგ-
ნებული კაცი სავარძლიდან და კარამდე გააცილა.
– ნახვამდის, ნახვამდის! მომავალ კვირაში მობრძანდით...
ნახვამდის, ბენდიენ!
ახლა ჰოლანდიელს ჩააფრინდა ხელში, სკამიდან წამოაყენა
და ისევ იგივე სცენა გამეორდა. ასე დამფრთხალი წიწილებივით
წაასხა ორივე, გაჩხინკული ხელი წინ გაეწვდინა და თან ჩქარ--
ჩქარა იმეორებდა:
– ნახვამდის, ნახვამდის. დიდი მადლობა, რომ მობრძანდით.
კიდევ მოდით. მე და ჯორჯი ლანჩზე მივდივართ.
როგორც იქნა, კარი მიუხურა სტუმრებს და ოთახში რომ დაბ-
რუნდა, უკვე სრულიად სიქაგამოცლილი იყო.

676
თავი ოცდამეთხუთმეტე

უნებლიე სტუმარი

როცა ბენდიენი და სტოუთი ასე მოულოდნელად და უცერე-


მონიოდ გაისტუმრეს, ჯორჯი დაბნეული წამოდგა და არ იცოდა,
რა ექნა. მაკჰარგი ახლა მას უყურებდა დაღლილი სახით.
– დაჯექი, დაჯექი! – თქვა ქოშინით და თვითონაც სკამზე და-
ესვენა. გაჩხინკული ფეხი ფეხზე გადაიდო და უცნაურად შესაბ-
რალის პოზაში დაჯდა, – ღმერთო, – თქვა და ამოიოხრა, – რო-
გორ დავიღალე. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ხორცის საკეპ
მანქანაში გამატარეს. ჯანდაბა იმ ჰოლანდიელს! ამსტერდამში
გადავეყარე და ვეღარ მოვიშორე. მგონი, კოპენჰაგენის მერე არ
მიჭამია. ოთხი დღე იქნება.
ეგრე იქნებოდა, – გაიფიქრა ჯორჯმა. დარწმუნებული იყო,
მაკჰარგი სრულ სიმართლეს ამბობდა. მის წინ იჯდა ქანცგაწყვე-
ტილი ადამიანი, დაგლეჯილი ნერვებით, ფეხი ფეხზე უღონოდ
გადაედო, წვრილი კანჭები მომჩვაროდა, ხმელი სხეული გეგო-
ნებოდა, წელში გადაუტყდა და სხვის დაუხმარებლად სკამიდან
ვეღარ ადგებოდა. მაგრამ ამ დროს ტელეფონმა დარეკა და მაკ-
ჰარგი გველნაკბენივით წამოხტა.
– ღმერთო დიდებულო! – შესძახა, – ეს რა ხდება? – ეცა ტე-
ლეფონს, გაბრაზებულმა აიღო ყურმილი და ჩასძახა, – ალო,
ვინ ხართ? – მერე აღელვებულმა უკვე მეგობრულად განაგრძო,
– ა, გამარჯობა, რიკ, შე ნაბიჭვარო, სად დაიკარგე? მთელი დი-
ლაა, ვერ დაგიჭირე... არა! არა! გუშინ ჩამოვედი... რასაკვირვე-

677
ლია, მინდა შენი ნახვა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვარ აქ,
ეგაა. არა, არა, გამოვლა არ მჭირდება, ჩემი მანქანა მყავს. ვი-
ღაც მომყავს... ვინ? – ხმამაღლა ჩაიხითხითა, – ნახავ, ნახავ.
ცოტა მოითმინე... სადილად? როგორ ვერ მოვასწრებ. რამდენი
ხანი უნდა თქვენამდე?.. ორსაათ-ნახევარი? სადილი თუ შვიდ-
ზეა, ყველაფერს მოვასწრებთ. მოიცა, მოიცა, მისამართი?
მოიცა, ვიწერ.
საწერ მაგიდასთან ჩამოჯდა, ხელის ფათურით კალამი და
ფურცელი მოძებნა, ჯორჯს მიაჩეჩა და უთხრა: „ჩაიწერე, ჯორჯ,
მე გიკარნახებ“. სარიში მიდიოდნენ, ფერმაში, პატარა ქალაქი-
დან რამდენიმე მილის მოშორებით. საკმაოდ რთულად უხსნიდა
მისამართს, ბევრი შემოვლითი გზა და გზაჯვარედინი ახსენა,
მაგრამ ჯორჯმა საბოლოოდ მოახერხა, ყველაფერი სწორად
ჩაენიშნა. მერე მაკჰარგმა დაარწმუნა მეგობარი, სადილად
მანდ ვიქნებითო და ყურმილი დაკიდა.
– აბა, – თქვა მოუთმენლად და გასაოცარი სიმკვირცხლით
წამოხტა, – წავედით, ჯორჯ! მოდი, ცოცხლად, დროს ნუღარ
ვკარგავთ!
– ვ-ვ-ვ-ვ-ვ-ვკარგავთ? – ენა დაება ჯორჯს, – მეც უნდა წამო-
ვიდე, მისტერ მაკჰარგ?
– აბა რა! – შესძახა მაკჰარგმა, – რიკი გველოდება. ლონდო-
ნიდან უნდა გავიდეთ! უნდა ვიმოგზაუროთ!
– ვ-ვ-ვ-ვიმოგზაუროთ? – ისევ ენა დაება ჯორჯს, გაოგნებული
იყო, – კი მაგრამ, სად მივდივართ?
– ინგლისის დასავლეთში, – დაიღრიალა მაკჰარგმა, – ჯერ
რიკთან მივალთ და ღამეს იქ გავათევთ. მაგრამ ხვალიდან...
ხვალიდან, – ავბედითი სიმტკიცით ჩაილაპარაკა და თან ბოლ-
თას სცემდა, – სულ გზაში ვიქნებით, დასავლეთ ინგლისში, –

678
ბუტბუტებდა და პიჯაკის საყელო ჩაებღუჯა გაჩხინკული თითე-
ბით, – ძველი ტაძრების ქალაქებში, ბატში, ბრისტოლში, უელ-
სში, ექსეტერში, სოლსბერიში, დევონშირში, კორნუელის სანა-
პიროს ჩავუყვებით, – აღელვებული ყვიროდა, უიმედოდ ურევდა
გეოგრაფიულ მდებარეობებს, – შორს დიდი ქალაქებისგან,
შორს გადაპრანჭული სასტუმროებისგან, ასეთ ბუნაგებში გავ-
ჩერდეთ. ვერ ვიტან... ინგლისურ სოფელში მინდა, – თქვა კმა-
ყოფილმა.
ჯორჯს გული ჩასწყდა. ამას სულ არ ელოდა. ინგლისში იმი-
ტომ ჩამოვიდა, რომ წიგნის დამთავრება სურდა. საქმე კარგად
წაუვიდა, თავი მოიწესრიგა, რაღაცნაირად რიტმში ჩაჯდა და ახ-
ლა იმის წარმოდგენამ, რომ შეიძლებოდა ხელი შეშლოდა, რო-
ცა ასე სრული სვლით მიიწევდა წარმატებისკენ, შეაძრწუნა. ამას
გარდა, ღმერთმა უწყოდა, ეს გასართობი მოგზაურობა მაკჰარ-
გთან ერთად როდის დასრულდებოდა. ამასობაში მაკჰარგი არ
ჩუმდებოდა, ნერვიულად მიდი-მოდიოდა ოთახში და სულ უფრო
და უფრო მეტად აღაფრთოვანებდა მოულოდნელად წარმოსა-
ხული იდეალური სურათი.
– დიახ, ინგლისური სოფელი – აი, რა გვინდა ჩვენ, –
სიამოვნებით წარმოთქვა ეს სიტყვები, – სადმე გზის პირას გავ-
ჩერდებით და ვახშამს მოვიმზადებთ ან ნამდვილ ინგლისურ,
ძველ სასტუმროში გავათევთ ღამეს. მაღალ კათხებში დაგვისხა-
მენ დაძველებულ ელს, – ბუტბუტებდა, – დავსხდებით ბუხართან
და გემრიელ დაბეგვილ ხორცს შევექცევით. პორტვეინზე რას
იტყვი, ჯორჯ? – შესძახა ხალისიანად და სახე გაუნათდა, – ეს
ადრეც გამიკეთებია. შვიდი წლის წინ ცოლთან ერთად მთელი
ქვეყანა მოვიარე. მისაბმელი ფურგონი გვყავდა, ღამეს იქ ვა-

679
თევდით და საჭმელსაც იქ ვიკეთებდით. რა შესანიშნავი იყო!
ქვეყნის ნახვა თუ გინდა, ასე უნდა იმოგზაურო.
ჯორჯმა არაფერი უპასუხა. ან რა უნდა ეპასუხა. რამდენი კვი-
რა ელოდა მაკჰარგთან შეხვედრას, ლოგინიდან წამოფრინდა,
როგორც კი მან დაურეკა და ლანჩზე დაპატიჟა. მაგრამ იმას ნამ-
დვილად ვერ იფიქრებდა, თუ იძულებით ექსპედიციაში წაიყვან-
დნენ, რომელიც შეიძლებოდა, რამდენიმე დღე ან სულაც რამ-
დენიმე კვირა გაგრძელებულიყო და ღმერთმა უწყოდა, სად
დამთავრდებოდა. არავითარი სურვილი არ ჰქონდა, მაკჰარ-
გთან ერთად ემოგზაურა, მაგრამ რა ექნა, როგორ დაეღწია თა-
ვი? მისი გონება შეშლილივით ეძებდა გამოსავალს – რა ეღო-
ნა? განაწყენება სულაც არ სურდა. იმდენად დიდ პატივს სცემდა
და ისე ეთაყვანებოდა, ვერ დაუშვებდა, ნებით თუ უნებურად,
ტკივილი მიეყენებინა მისთვის. როგორ უნდა ეთქვა უარი მიპა-
ტიჟებაზე კაცისთვის, რომელმაც ასე დიდსულოვნად და უანგა-
როდ გამოიყენა საკუთარი ძალა, მაღალი მდგომარეობა და
წარმატება, წუმპიდან რომ ამოეყვანა?
ხანმოკლე ნაცნობობის მიუხედავად, ჯორჯი უკვე ნათლად და
უტყუარად ხვდებოდა, რა კაცი იყო მაკჰარგი. იცოდა, რამხელა
პატიოსნებას, სიმამაცეს და ღირსებას იტევდა მისი ტანჯული და
მძვინვარებით სავსე სული. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი
სიმწარე და წინააღმდეგობა უგემია და ცხოვრება მუხანათურად
მოჰქცევია, მაკჰარგი ალბათ ამქვეყნად ყველაზე დიდსულოვან
კაცად დარჩა, რასაც ნებისმიერი მგრძნობიარე და საღად მოაზ-
როვნე ადამიანი ადვილად შეატყობდა. ჯორჯი ჯერაც ყურადღე-
ბით აკვირდებოდა და სწავლობდა მაკჰარგის გარეგნობას – მის
აალებულ სახეს, გამოხუნებულ ცისფერ თვალებს, გამოფიტულ
სხეულს და მღელვარებისგან ათრთოლებულ ხელებს და

680
მოულოდნელად გონებაში გაუკრთა ხატება, რომელიც ზუსტად
გამოხატავდა ამ ადამიანის არსს – უცნაურია, მაგრამ ეს აბრაამ
ლინკოლნის ხატება იყო. გარეგნულად ისინი მხოლოდ სიმაღ-
ლით და სიგამხდრით ჰგავდნენ ერთმანეთს, და კიდევ განსაც-
ვიფრებელი სიმახინჯით. იმდენად მახინჯები იყვნენ, წესით, და-
ცინვას იმსახურებდნენ, მაგრამ გროტესკულები არც ერთი არ
ყოფილან. როგორი ახირებულიც არ უნდა მოგჩვენებოდათ მაკ-
ჰარგის ჟესტები, თუ ტონი, თუ მანერა, მისი სიმახინჯე ყოველ-
თვის ინარჩუნებდა რაღაცნაირ უზარმაზარ, იდუმალ ღირ-
სეულობას. ეს უცნაური და დამაფიქრებელი მსგავსება კიდევ
უფრო ნათლად მაშინ ვლინდებოდა, როცა წყნარდებოდა ხოლ-
მე.
საკუთარი გადაწყვეტილებით ასე აფორიაქებული, ახლა
მშვიდად იჯდა სკამზე, გაჩხინკული ფეხი ფეხზე გადაედო და სა-
ფულის და ჩეკების წიგნაკის ამოსაღებად წვრილ, დაჭორფლილ
ხელს გულის ჯიბეში აფათურებდა. როგორც იქნა, იპოვა, ხელი
ისევ უცახცახებდა, ოღონდ მის ღირსებას და სიძლიერეს ეს ვე-
რაფერს აკლებდა. საფულე და ჩეკების წიგნაკი მუხლებზე
დაიდო და ახლა ჟილეტის ჯიბეში დაიწყო ხელის ფათური, იქი-
დან ძველი, გაქუცული სათვალის ბუდე ამოიღო, გახსნა და სათ-
ვალე აუჩქარებლად გაიკეთა. ასეთი უცნაური სათვალე ჯორჯს
ცხოვრებაში არ ენახა, ვაშინგტონის, ფრანკლინის ან ლინკოლ-
ნის ნაქონი გეგონებოდა. ჩარჩო და ყურები ვერცხლის ჰქონდა.
მაკჰარგმა ფრთხილად გახსნა სათვალე და ორივე ხელით
გაიკეთა, დიდ, დაჭორფლილ ყურებზე კარგად მოირგო. მერე
საფულე გახსნა და ყურადღებით დაიწყო ფულის თვლა. საოცა-
რი იყო ამ გარდასახვის ყურება, სულ რაღაც ერთი წუთის წინ
გაღიზიანებული, მღელვარებისგან აქოშინებული კაცი სადღაც

681
გაქრა და ეს მომჩვარული და მახინჯი არსება, ვერცხლის სათვა-
ლით და მოჯღანული წითური სახით, გაძვალტყავებული თითე-
ბით რომ ითვლიდა ფულს, ნამდვილი იანკის პრაქტიკულობის,
ღირსების და თავდაჯერებული სიძლიერის განსახიერება გახდა.
ხმაც კი შეეცვალა. ჯერ ისევ ფულს ითვლიდა, თავიც არ აუწევია,
ისე უთხრა ჯორჯს მშვიდად:
– ჯორჯ, აი, ის ზარი გააწკარუნე. ფული მაქვს გამოსატანი.
ჯონს ბანკში გავგზავნი.
ჯორჯმა ზარი გააწკარუნა და მალე ახალგაზრდა კაცმა კარზე
დააკაკუნა და შემოვიდა. მაკჰარგმა ახედა, ჩეკების წიგნაკი გა-
დაშალა, კალამი აიღო და ისევ ისე მშვიდად უთხრა:
– ფული დამჭირდა, ჯონ. გამოიტან ბანკიდან?
– როგორ არა, სერ, – თქვა ჯონმა, – ჰენრიმ მანქანა გამოიყ-
ვანა, სერ, და უნდა გაიგოს, დაგელოდოთ თუ არა.
– დამელოდოს, – მაკჰარგი წერდა, – უთხარი, დამჭირდება.
ოც წუთში მზად ვიქნებით, – ჩეკი ამოხია და მიაწოდა, – და კი-
დევ, რომ დაბრუნდები, პატარა ჩანთაში ჩამილაგე რამდენიმე
პერანგი, წინდები, საცვლები, მოკლედ, რაც საჭიროა, ყველაფე-
რი. სხვა ქალაქში მივდივართ.
– კეთილი, სერ, – წყნარად თქვა ჯონმა და გავიდა.
ერთხანს მაკჰარგი ჩაფიქრებული იჯდა. მერე კალამს ხუფი
ჩამოაცვა და საფულესთან და ჩეკების წიგნაკთან ერთად ჯიბეში
ჩაიდო, სათვალე ისევ ისე ფრთხილად მოიხსნა და ბუდეში
შეინახა. ყველაფერი რომ დააბინავა, მკვირცხლად გადადო ხე-
ლი სკამის ზურგზე და ჯორჯს კიდევ უფრო მშვიდად და მეგობრუ-
ლად ჰკითხა:
– ახლა რას აკეთებ, ჯორჯ? ახალ წიგნზე მუშაობ?
კიო, ვებერმა უპასუხა.

682
– კარგი გამოდის?
ვებერმა უთხრა, ვიმედოვნებო.
– ისეთივე მშვენიერი, დიდი და მსუქანი იქნება, როგორიც
პირველი იყო? იმდენივე საზრდოს მოგვცემს? ბევრი გმირია?
კიო, მიუგო ვებერმა.
– კარგია, ასე განაგრძე და ბევრი გმირი შემოიყვანე, – მშვი-
დად ლაპარაკობდა, – შენ გრძნობ, იცი, როგორ გააცოცხლო
გმირები. ასე განაგრძე. ათას რამეს მოჩმახავენ, მოსმენილიც
გექნება უკვე, ვიღაც განათლებული ახალგაზრდა კაცი ჭკუის
დარიგებას დაგიწყებს, გეტყვის, ასე და ასე უნდა წეროო, შენ
სტილი არ გაგაჩნია და არც ფორმის შეგრძნებაო. გეტყვიან,
ვირჯინია ვულფივით ან პრუსტივით არ გამოგდის და არც გერ-
ტრუდა სტაინივითო. აიღე, რამდენის აღებაც შეგიძლია, დაიჯე-
რე, რის დაჯერებაც შეგიძლია, ეცადე, რამე სასარგებლოს გა-
მორჩე, მაგრამ თუ ფიქრობ, რომ რასაც ამბობენ, მცდარია, ძა-
ლიანაც დიდ ყურადღებას ნუ დაუთმობ.
– მეცოდინება კი, როდის არის მცდარი და როდის არა?
– ო, რა თქმა უნდა, სიმართლეს ყოველთვის მიხვდები.
ღმერთო, შენ ხომ მწერალი ხარ და არა ვიღაც ახალგაზრდა
ჭკუის კოლოფი, რომელიც სიმართლეს ტყუილისგან ვერ განას-
ხვავებს, თუმცა ამას არ აღიარებს. მწერალი არ შეცდება. ახალ-
გაზრდა ჭკუის კოლოფები ვერ ხვდებიან, ასე ჰგონიათ, მწერალი
მეტისმეტად ჩლუნგია, მათი რომ გაიგოს, სინამდვილეში კი მწე-
რალმა ყოველთვის მეტი იცის. მაგრამ ხანდახან ეს ჭკუის კო-
ლოფებიც სიმართლეს ამბობენ, ოღონდ ათასში ერთხელ, და
როცა ასე ხდება, ძალიან მტკივნეულია ხოლმე, ოღონდ მათი
მოსმენა მაინც ღირს. კაცმა რომ თქვას, თვითონაც იცოდი, რა-
ზედაც მოგედავებოდნენ, იცოდი, რომ ადრე თუ გვიან, სიმარ-

683
თლისთვის თვალის გასწორება მაინც მოგიწევდა, მაგრამ სულ
ცდილობდი, თავი დაგეძვრინა და იმედი გქონდა, რომ შენ გარ-
და ამას ვერავინ შეამჩნევდა. როცა შენს გაშიშვლებულ ნერვს
ეხებიან, მაშინაც მოუსმინე, გინდაც ამ დროს ჯოჯოხეთურ ტკი-
ვილს გრძნობდე. თუმცა, ჩვეულებრივ, რასაც ისინი გეუბნებიან,
იმას დიდი ხანია თვითონვე მიხვდი და რაც მათ მნიშვნელოვანი
ჰგონიათ, სინამდვილეში მტკნარი სისულელეა.
– მაშინ რა ვქნათ? – თქვა ვებერმა, – ისე გამოდის, თითქოს
ყველა თავისი თავის ექიმი უნდა იყოს, არა? ყველამ თავად უნ-
და იპოვოს პასუხი.
– ჩემთვის სხვა გზა არ არსებობს, – თქვა მაკჰარგმა, – მგო-
ნი, არც შენთვის. ასე რომ, განაგრძე შენებურად, არ გაჩერდე,
ღვთის გულისათვის, არ გაიყინო. მე ბევრ ახალგაზრდა კაცს
ვიცნობდი, პირველი წიგნის შემდეგ რომ გაიყინნენ და არა იმი-
ტომ, რომ ყველაფერი იმ ერთ წიგნში თქვეს. ასე მხოლოდ ჭკუის
კოლოფები ფიქრობენ. ასე კი ფიქრობენ, ოღონდ ასე არ არის.
ღმერთო, შენ თავში ასი წიგნი გაქვს! მერე მიდი და გადმოიტა-
ნე, ვიდრე ცოცხალი ხარ. გამოფიტვის ნუ გეშინია, ერთ ადგილ-
ზე გაყინვის უნდა გეშინოდეს.
– რას გულისხმობთ? როგორ შეიძლება გაიყინოს მწერალი?
– ჩვეულებრივ, ნერვები აღარ ჰყოფნის ხოლმე. ჭკუის კო-
ლოფებს უგდებს ყურს. პირველ რომანს კარგი გამოხმაურება
ჰქონდა. ის ყველაფერს ძალიან სერიოზულად ეკიდება, საქებარ
სიტყვებში შეპარებული კრიტიკის გამო წუხს. მერე შფოთვა
აიტანს, შეძლებს კი, ახალი წიგნი დაწეროს? არადა თავისუფ-
ლად დაწერს და ისეთივე კარგი გამოუვა, ან იქნებ უკეთესიც.
ადრე მაგარი ჩამომწოდებელი იყო, ახლა „ჩრდილთან ბრძო-

684
ლაში“7 ვარჯიშობს, ყველას უსმენს, როგორ ჩამოაწოდოს ან
როგორ შემოჰკრას, მარჯვენა ხელი როგორ დაუხვედროს და
როგორ მოიგერიოს. სახტუნაოთი ვარჯიშს სწავლობს, მაგრამ
თანდაყოლილი მომაკვდინებელი დარტყმა ავიწყდება. მერე
მოვა ვიღაც უვარგისი მოკრივე და ნაგვის ურნაში მოისვრის.
ღვთის გულისათვის, არ დაუშვა, რომ ეს მოხდეს. ისწავლე, რის
სწავლაც შეგიძლია, ეცადე, უკეთესი და უკეთესი გახდე, მაგრამ
გახსოვდეს, ვერავითარი დარიგებები ვერ შეედრება, მარჯვენა-
თი მუშტს კარგად რომ მისცხებ. ამ უნარს თუ დაკარგავ, სხვა
რამდენი ხერხიც არ უნდა ისწავლო, საკუთარ ძალას ვეღარასო-
დეს დაიბრუნებ. დამთავრდები, როგორც მწერალი. ასე რომ,
ღვთის გულისათვის, არ მისცე უფლება, გაგაჩერონ. დაუშვი
შეცდომები, გარისკე, დაე, სულელად მიგიჩნიონ, მაგრამ განაგ-
რძე შენი საქმე. არ გაიყინო.
– თქვენ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია? თუკი ნიჭი მოგდევს,
მაინც შეიძლება გაიყინო?
– შეიძლება, – თქვა აუღელვებლად მაკჰარგმა, – მინახავს
კიდეც. დრო გაივლის და შენ თვითონ დარწმუნდები, რომ რასაც
გელაპარაკებიან და გაფრთხილებენ, ის საერთოდ არ არსე-
ბობს. შეიძლება, მაგალითად, გითხრან, რომ ნიჭი მეძავივით არ
უნდა გაყიდო, ფულისთვის არ წერო, სული ჰოლივუდს არ უნდა
მიჰყიდო და კიდევ ბევრ რამეს გეტყვიან, რასაც შენთან ან შენს
ცხოვრებასთან საერთო არაფერი აქვს. თუ ვიღაც მსუქან ჩეკს
აგიფრიალებს ცხვირთან, ეს არ ნიშნავს ნიჭის გაყიდვას. მაგრამ
თუ ნიჭს ყიდი, ესე იგი ბუნებით მეძავი ხარ. ამქვეყნად უამრავი

7 კრივის ტერმინია.

685
მწერალია, ვისკიში რომ იხრჩობიან და ცრემლად იღვრებიან,
რომლებიც გეტყვიან, იცი, რა წიგნებს დავწერდით, სული ჰო-
ლივუდისთვის რომ არ მიგვეყიდაო, მაგრამ მათ შორის იშ-
ვიათია დიდი მწერალი. მგონი, საერთოდ არ ურევია. თომას
ჰარდისთვის რომ შეეთავაზებინათ კონტრაქტი, „სეთარდი ივ-
ნინგ პოსტისთვის“ წერეო, როგორ ფიქრობ, ზეინ გრეისავით
დაწერდა თუ თომას ჰარდივით? გეტყვი პასუხს – ის დაწერდა,
როგორც თომას ჰარდი. მას სხვასავით წერა არ შეეძლო. დიდ
მწერალს ვერ აიძულებ, პროსტიტუციას მიჰყოს ხელი, ის ვერას-
დროს შეიცვლება, რომც მოინდომოს, თავს ვერ გაყიდის. ალ-
ბათ ბევრს სდომებია კიდეც, ანდა ეგებ ეგონათ, რომ უნდოდათ.
თუმცა მწერალს შეუძლია გაიყინოს; შეუძლია, მეტისმეტად
დიდხანს უსმინოს ჭკუის კოლოფებს, „ჩრდილთან ბრძოლა“,
ფანდი, მოგერიება ისწავლოს, ოღონდ მუშტის დარტყმას
დაივიწყებს. მოკლედ, რაც არ უნდა აკეთო, ეცადე, არ გაიყინო.
კარზე დააკაკუნეს და როცა მაკჰარგმა უთხრა, მობრძანდი-
თო, ჯონი შემოვიდა, ხელში ტკიცინა კუპიურების შეკვრა ეჭირა.
– სერ, დავთვალე, ვფიქრობ, ყველაფერი რიგზეა, – ჯონმა
შეკვრა მაკჰარგს გადასცა, – ათასი ფუნტია.
მაკჰარგმა ფული გამოართვა, მოკეცა და დაუდევრად ჩაიდო
ჯიბეში.
– კარგი, ჯონ, ჩანთას ჩამილაგებ?
წამოდგა, დაბნეულად მოათვალიერა ოთახი, მერე
მოულოდნელად ძველმა მღელვარებამ შემოუტია და დაიღ-
რიალა:
– აბა, ჯორჯ, პალტო ჩაიცვი! მივდივართ!
– კი, მააააააგრამ, – ჯორჯი ცდილობდა, დრო მოეგო, – არ
ჯობდა, ჯერ ლანჩი გვეჭამა, მისტერ მაკჰარგ? თქვენ ხომ დიდი

686
ხანია, არაფერი გიჭამიათ, მოდით, ჯერ სადმე გავიდეთ და ლან-
ჩი მივირთვათ.
ცდილობდა, რაც შეიძლებოდა დამაჯერებლად ეთქვა, რომ
დაეთანხმებინა. ამასობაში თავადაც მოშიებოდა, მისის ფარვი-
სის მომზადებული ლორი და მუხუდო გაახსენდა და პირზე ნერ-
წყვი მოადგა. იმასაც იმედოვნებდა, თუ მაკჰარგს რაღაცნაირად
ლანჩზე გაიტყუებდა, ეგებ როგორმე დაეყოლიებინა, გადაედო
გამგზავრება და ჯორჯიც აღარ წაეჩანჩალებინა ლამის მთელი
ბრიტანეთის კუნძულების ჩასახუტებლად. მაგრამ მაკჰარგმა,
თითქოს მიუხვდაო და თითქოს შიშობდა, მალე სულ არ გამო-
ლეოდა ძალა, მკვახედ და მტკიცე გადაწყვეტილებით უთხრა:
– სადმე გზად გავჩერდეთ საჭმელად. ახლავე უნდა გავიდეთ
ქალაქიდან.
ჯორჯი მიხვდა, კამათს აზრი არ ექნებოდა და აღარაფერი უთ-
ხრა. გადაწყვიტა, გაჰყოლოდა მაკჰარგს, სადაც წავიდოდა –
ვინ იცის, იქნებ მეგობრის სოფლის სახლში კარგად გამოძინე-
ბულს და დანაყრებულს, ძალები აღედგინა და ამ გიჟურ გან-
ზრახვაზე ხელი აეღო. ამიტომ პალტო შემოიცვა, ქუდი დაიხურა,
მაკჰარგთან ერთად დაეშვა ლიფტით, დახლთან შეყოვნდა, რო-
ცა მან იქ რაღაც დაიბარა და ტროტუართან მოყენებული მანქა-
ნისკენ გაემართა.
მაკჰარგს „როლს-როისი“ დაექირავებინა. ჯორჯმა ეს არაჩ-
ვეულებრივი მანქანა რომ დაინახა, კინაღამ სიცილი აუვარდა –
თუ მართლა ამით აპირებდა ინგლისის პერიფერიის შემოვლას,
გზის პირას ვახშმობას და ღამის გათევას, ეს ორი კაცის ყველაზე
დიდებული და ყველაზე გროტესკული ხეტიალი იქნებოდა ინ-
გლისის ისტორიაში. ამასობაში ჯონიც ჩამოვიდა და პატარა ჩე-
მოდანი უკანა სკამის ქვეშ ჩატენა. ტანმორჩილმა მძღოლმა, სა-

687
თანადოდ, ლივრეაში რომ იყო გამოწყობილი, კეპის წინაფრას
თითისწვერები შეახო მოწიწების ნიშნად და მერე ის და ჯორჯი
მაკჰარგს მანქანაში ჩაჯდომაში მიეხმარნენ. მაკჰარგი უცებ მო-
ეშვა და ლამის დავარდა სკამზე. თავი მანქანაში რომ დაიგულა,
ჯორჯს უთხრა, მძღოლისთვის სარის მისამართი ეთქვა და ეს
ამოღერღა თუ არა, არაქათი გამოელია: თავი ჩამოუვარდა და
ისევ წელში გადატეხილივით მოიკუნტა. ცალი ხელით სახე-
ლურს რომ არ ჩასჭიდებოდა, ძირს ჩასრიალდებოდა. ჯორჯი მას
გვერდით მიუჯდა და თან სასოწარკვეთილი ისევ გამოსავალს
ეძებდა.
პირველს კარგად იყო გადაცილებული, როცა ადგილიდან
დაიძრნენ. რბილად გაგორდნენ სენტ ჯეიმზის ქუჩაზე, მერე
პელ-მელი ბოლომდე ჩაიარეს და ბუკინგემის სასახლისკენ,
ჯორჯის უბნისკენ აიღეს გეზი. სასახლის წინ დიდ მოედანს რომ
შემოუარეს, მაკჰარგმა თავს ძალა დაატანა და მკვირცხლად წა-
მოჯდა. ჟინჟღლავდა, უჟმური დღე იყო, ნისლში გახედა, როგორ
დიდებულად დააბიჯებდნენ ყარაულები სასახლის წინ და ის იყო
ისევ უნდა ჩასრიალებულიყო, რომ ჯორჯმა მაგრად ჩასჭიდა ხე-
ლი.
იმ მომენტში ებერი-სთრითი ძალიან ახლოს იყო და ჯორჯსუ-
ცებ ძალიან მოენატრა. გულმა იქით გაუწია – თავისი საწოლის-
კენ, მისის ფარვისისკენ და ხელუხლებელი ლორისკენ. აღარც
ახსოვდა იმ დილის თავდაჯერებული განწყობა. მწარედ გაეღი-
მა, როცა მოაგონდა, როგორ მკითხაობდნენ ის და მისის ფარვი-
სი, „რიცში“ წაიყვანდა მაკჰარგი თუ სიმპსონებთან. ლუკულუსის
ნადიმი ჩაიშალა. ჯორჯს ისე შიოდა, ჩვეულებრივ ფაბზე, ყველის
ნაჭერზე და ლუდზეც თანახმა იყო.

688
მანქანამ რბილად ჩაუსრიალა სასახლეს გვერდით და ჯორ-
ჯმა იგრძნო, რომ უკანასკნელი შესაძლებლობა ეცლებოდა ხე-
ლიდან. სასოწარკვეთილმა ნაზად გაჰკრა იდაყვი კომპანიონს,
უთხრა, აქვე ვცხოვრობ, იქნებ ერთი წუთით გამიჩეროთ, კბი-
ლის ჯაგრისს და საპარსს წამოვიღებო. მაკჰარგი დაღვრემილი
უსმენდა და ბოლოს ჩაიბურტყუნა, მიდი, ოღონდ დროზეო. ჯორ-
ჯმა მძღოლს მისამართი უთხრა, მანაც ებერი-სთრითზე ჩაუხვია
და პატარა, მოკრძალებულ სახლს მიადგა. მაკჰარგი სულ უარე-
სად და უარესად გამოიყურებოდა, მოღუშული ებღაუჭებოდა სა-
ხელურს, მანქანა რომ გაჩერდა, წინ გადაქანდა და ჯორჯს რომ
არ დაეჭირა, ძირს ჩავარდებოდა.
– მისტერ მაკჰარგ, – უთხრა ჯორჯმა, – უნდა წაიხემსოთ, სა-
ნამ გზას გავაგრძელებთ. იქნებ ჩემთან ამოხვიდეთ და რამე მი-
ირთვათ. მზარეულს მშვენიერი ლანჩი აქვს ჩემთვის მომზადებუ-
ლი. შევჭამოთ და ოც წუთში გზას გავაგრძელებთ.
– არავითარი საჭმელი, – ჩაიბურტყუნა მაკჰარგმა და ეჭვის
თვალით შეხედა, – გაქცევას ხომ არ აპირებ?
– არა, რა თქმა უნდა.
– მაშინ აიღე კბილის ჯაგრისი და ჩქარა ჩამოდი. ქალაქიდან
დროზე უნდა გავაღწიოთ.
– კარგი, მაგრამ ჩემი აზრით, ცდებით, ჭამაზე უარს რომ ამ-
ბობთ. უკვე ყველაფერი მზად იქნება.
ჯორჯი ძალას არ იშურებდა, ცდილობდა, როგორმე დაეყო-
ლიებინა. ღია კარში გაჩხერილს ცალი ფეხი სალონში ედგა.
მაკჰარგმა არ უპასუხა; თვალდახუჭული მიწოლილიყო საზურ-
გეზე. მაგრამ უცებ სახელურს მოეჭიდა, წამოიწია, როგორც
ჩანს, სიჯიუტე დათმო და ჰკითხა:
– ჩაის დამალევინებ?

689
– რა თქმა უნდა. ორ წუთში დააყენებს ჩემი მზარეული.
მაკჰარგმა აწონ-დაწონა მისი ნათქვამი და უხალისოდ უთ-
ხრა:
– არ ვიცი, ერთ ფინჯან ჩაის კი დავლევდი, იქნებ გამომაცოც-
ხლოს.
– წამობრძანდით, – სწრაფად თქვა ჯორჯმა და ხელი გაუყა-
რა, გადმოსვლაში რომ მიხმარებოდა.
მძღოლმა და ჯორჯმა მაკჰარგი მანქანიდან გადმოიყვანეს.
ჯორჯმა მძღოლს უთხრა, ნახევარ საათში დავბრუნდებითო, მაგ-
რამ მაკჰარგმა თხუთმეტ წუთამდე შეამცირა. ჯორჯმა გასაღებით
გააღო სადარბაზოს კარი და დიდი მზრუნველობით მიეხმარა ძა-
ლაგამოლეულ კაცს კიბეზე ასვლაში. როგორც იქნა, ააღწიეს.
ჯორჯმა კარი გააღო და სასტუმრო ოთახში შეუძღვა. მაკჰარგი
ყველაზე კომფორტულ სავარძელში ჩააბრძანა, მას კი დაჯდო-
მისთანავე თავი ჩამოუვარდა. ჯორჯმა გაზის პატარა გამათბობე-
ლი ჩართო და მისის ფარვისს გასძახა, მას უკვე გაეგო, ვიღაც
რომ მოსულიყო. ჯორჯმა ჩურჩულით აუხსნა, ვინ იყო სახელგან-
თქმული სტუმარი და მათი ვიზიტის მიზეზიც მოახსენა, მერე კი
სთხოვა, ჩაი მოემზადებინა.
მისის ფარვისი რომ გავიდა, მაკჰარგი წამოჯდა სავარძელში
და უთხრა:
– ჯორჯ, სულ მთლად გავნადგურდი, ღმერთო, ერთი თვე ვი-
ძინებდი.
– მისის ფარვისი ახლავე მოგართმევთ ჩაის და თავს უკეთ
იგრძნობთ.
მაგრამ ლამის იმწამსვე, ეტყობა, უკანასკნელ სიტყვებს დარ-
ჩენილი ენერგია ამოაყოლა, მაკჰარგი სავარძლის ზურგს მიეს-
ვენა და საბოლოოდ გაითიშა. ამ დროს მისის ფარვისი შემოვი-

690
და ოთახში, ლანგარით ჩაიდანი მოჰქონდა, თუმცა ჩაი უკვე აღა-
რავის უნდოდა. მაკჰარგი თითქოს კომატოზურ ბურანში ჩაიძი-
რა, არც ჩაი ახსოვდა, არც მოგზაურობა და არც არაფერი.
მისის ფარვისი შემოსვლისთანავე მიხვდა, რაც ხდებოდა. ჩუ-
მად დადგა ლანგარი და ჯორჯს ჩურჩულით უთხრა:
– ვერსად ვერ წახვალთ. ჯერ უნდა გამოიძინოს.
– სირცხვილი არ არის, ასე სავარძელში რომ დავტოვოთ? წა-
მოყენება რომ შეგვეძლოს, – ჩურჩულებდა მისის ფარვისი, –
თქვენს ლოგინში ჩავაწვენდით, უფრო კომფორტულად დაიძი-
ნებდა.
ჯორჯმა კვერი დაუკრა, დაიხარა, მაკჰარგის ცალი გრძელი,
მომჩვარული მკლავი კისერზე შემოიჭდო, თვითონ წელზე მოხ-
ვია ხელი და გამამხნევებლად უთხრა:
– მისტერ მაკჰარგ, წავიდეთ, საწოლში უკეთ დაიძინებთ.
მაკჰარგმა კაცურად მოიკრიბა ძალა, წამოდგა, გადადგა იმ-
დენი ნაბიჯი, რამდენიც საწოლამდე მისაღწევად სჭირდებოდა,
პირქვე დაემხო და ისევ გაითიშა. ჯორჯმა ზურგზე გადმოაბრუნა,
საყელო გაუხსნა და ფეხზე გახადა. მისის ფარვისმა თხელი საბა-
ნი დააფარა, იმ წვიმიან და ნისლიან დღეს ჯორჯის საძინებელში
საკმაოდ ციოდა. კიდევ რამდენიმე თხელი საბანი დააფარეს, პა-
ტარა ელექტროგამათბობელიც შეუტანეს და ისე დადგეს, რომ
სითბო პირდაპირ მისკენ წასულიყო, მერე ფარდები ჩამოაფა-
რეს, ოთახი ჩააბნელეს და კარი გამოიხურეს.
მისის ფარვისს შესანიშნავად ეჭირა თავი.
– მისტერ მაკჰარგი ძალიან გადაიღალა, – უთხრა ჯორჯმა, –
ცოტა რომ წაუძინოს, ძალიან წაადგება.
– ო, დიახ, – თქვა მისის ფარვისმა და თანაგრძნობით დააქ-
ნია თავი, – აბა, ბოლოს მაინც როგორი დაძაბული ცხოვრებით

691
ცხოვრობდა. რამდენ ხალხს შეხვდა, რამდენი იმოგზაურა. რა
გასაკვირია, – თქვა მედიდურად, – დაიტანჯა ამდენი მოგ-
ზაურობით. თქვენ კი, – დასძინა სწრაფად, – თქვენც დაღლილი
იქნებით ემოციებისგან და თან არაფერი გიჭამიათ, წამოდით, –
ისე უთხრა, ჯორჯს უარის თქმა გაუჭირდებოდა, – ცოტა წაიხემ-
სეთ. მშვენიერი ლორია, სერ, ახლავე გავაცხელებ.
ჯორჯი სიხარულით დათანხმდა. მისის ფარვისი სამზა-
რეულოსკენ გაცუნცულდა და მალევე შემობრუნდა, რომ ეთქვა,
ლანჩი მზადააო. ჯორჯი პატარა სასადილო ოთახში გავიდა და
გულიანად შეექცა ლანჩს: ლორს, მუხუდოს, მოხარშულ კარტო-
ფილს, ვაშლის ნამცხვარს დაბრაწული ქერქით და ერთი ბოთ-
ლი ლუდიც დააყოლა.
დანაყრებულმა გადაწყვიტა, სასტუმრო ოთახში დივანზე წა-
მოვწვებიო. პატარა დივანი იყო, ფეხებს ვერ გაშლიდა, მაგრამ
ოცდაოთხი საათის უძინარი კაცისთვის მაცდურად გამოიყურე-
ბოდა. ჯორჯმა ფეხები იატაკზე გადმოაწყო და დაწვა თუ არა,
დაეძინა.
მოგვიანებით ძილ-ბურანში გაიგონა, მისის ფარვისი უჩუმ-
რად რომ შემოვიდა, ფეხებქვეშ სკამი ამოუდგა, ფარდები ჩა-
მოაფარა და ისევე უჩუმრად გავიდა.
მისის ფარვისი უკვე წასასვლელად რომ ემზადებოდა დღის
ბოლოს, ჯორჯმა გაიგონა, როგორ შემოაღო კარი და მიაყურა-
და; მერე, ძალიან ჩუმად, ფეხაკრეფით გაიარა ოთახი და ახლა
საძინებელში შეიხედა. ალბათ დარწმუნდა, ყველაფერი რიგ-
ზეაო და ისევ ფეხაკრეფით გავიდა და კარი ჩუმად დაკეტა.
ჯორჯს ესმოდა, კიბეზე ფრთხილად რომ ჩადიოდა და ბოლოს სა-
დარბაზოს კარიც გაჯახუნდა. ჯორჯს კი ისევ ჩაეძინა და ამჯერად
ღრმა ძილმა წაიღო.

692
უკვე ბნელოდა, როცა გაიღვიძა, მისტერ მაკჰარგი ამდგარი-
ყო და საძინებელში დაწრიალებდა, ეტყობა, ჩამრთველს ეძებ-
და. ჯორჯმა სასტუმრო ოთახში შუქი აანთო თუ არა, ისიც შემო-
ვიდა.
ჯორჯი კვლავ უცნაური გარდასახვის მომსწრე გახდა. სავა-
რაუდოდ, მაკჰარგს ხანმოკლე ძილმა ენერგია არათუ აღუდგი-
ნა, ისე მოუზღვავა და ისეთი მიმართულება მისცა, ჯორჯი რომ
არ ისურვებდა. მანამდე იმედოვნებდა, რამდენიმე საათი ძილი
მაკჰარგს ცოტა დააშოშმინებდა და მიხვდებოდა, რომ ვიდრე სა-
მოგზაუროდ გაემართებოდა, სერიოზული დასვენება სჭირდებო-
და. არადა პირიქით მოხდა, მაკჰარგმა მძვინვარე ლომივით გა-
იღვიძა და გალიაში გამომწყვდეულივით წინ და უკან დადიოდა,
ძალიან ბრაზობდა, რომ შეყოვნდნენ და მოითხოვდა, ჯორჯს
დაუყოვნებლივ ჩაეცვა და წასულიყვნენ.
– მოდიხარ თუ არა, ხომ არ გადაიფიქრე? რას აპირებ?
ჯორჯი ჯერ კიდევ ძილ-ბურანში იყო და მხოლოდ ახლა მიხ-
ვდა, ზარი რომ რეკავდა და რომ უკვე დიდი ხანია რეკავდა, ალ-
ბათ ამ ზარმა გააღვიძა კიდეც ორივე. მაკჰარგს უთხრა, ახლავე
დავბრუნდებიო, კიბე ჩაირბინა და კარი გააღო. რა თქმა უნდა,
მაკჰარგის მძღოლი იყო. შუადღის მღელვარე და დამქანცველი
ამბების გამო ჯორჯს ეს ადამიანი სულ გადაავიწყდა, მძღოლი კი
მთელი ის ხანი თავის მბზინავ ეტლში იჯდა ვებერის მოკრძალე-
ბული სახლის წინ და მათ ელოდებოდა. ჯერ ხუთი საათი არ შეს-
რულებულიყო, მაგრამ ლონდონური ცივი, უჟმური დღეების
უსასრულო ნისლში და წვიმაში ადრე ბნელდება. უკვე ისე ბნე-
ლოდა, შუაღამე გეგონებოდა. ქუჩის განათებაც ენთო და მაღა-
ზიების ვიტრინები ნისლში ბუნდოვნად მოჩანდა. ქუჩა წყნარი და
ცარიელი იყო, მაგრამ სახურავებზე დროდადრო ქარი

693
ძლიერად უბერავდა და ჩუმად ღმუოდა, რაც მძვინვარე ღამის
საწინდარი უნდა ყოფილიყო – ეტყობოდა, ქარბუქი ახლოვდე-
ბოდა.
როცა ჯორჯმა კარი გააღო, მძღოლი მორჩილად იდგა, ხელ-
ში თავისი კეპი ჩაებღუჯა, სახეზე ეწერა, მღელვარებას ვერ მა-
ლავდა.
– უკაცრავად, სერ, – უთხრა ჯორჯს, – მინდოდა მეკითხა,
მისტერ მაკჰარგმა გეგმები ხომ არ შეცვალა?
– გეგმები? გეგმები? – დაიბნა ჯორჯი და წყლიდან ამოსული
ძაღლივით გააქნია თავი, რომ გამოფხიზლებულიყო და რო-
გორმე აზრები მოეკრიბა, – რა გეგმები?
– სარიში წასვლის გეგმა, სერ, – თავაზიანად თქვა მძღოლ-
მა, თან ჯორჯს ცოტა შეშფოთებულმა შეხედა. უკვე დილიდან აკ-
ვიატებული მტანჯველი ეჭვი, რომ ორი სახიფათო მანიაკის კრი-
მინალურ გარემოცვაში აღმოჩნდა, საღამოსკენ, სავარაუდოდ,
უკვე ღრმა რწმენად ექცეოდა, მაგრამ ჯერჯერობით შეშფოთებას
მხოლოდ აღელვებულ მზრუნველობაში ავლენდა, – სერ, სადაც
ვაპირებდით გამგზავრებას, – შეახსენა თავაზიანად.
– ო, დიახ, დიახ, მახსოვს, – ჯორჯმა თმაზე ხელი გადაისვა,
დაბნეული ლაპარაკობდა, – ვაპირებდით, არა?
– დიახ, სერ, – მშვიდად თქვა მძღოლმა, – იცით, – კეთილ-
განწყობილი მოხუცი ბავშვს რომ ეტყვის, ისე უთხრა, – იცით,
სერ, ამდენ ხანს არ შეიძლება მანქანის გაჩერება. პოლიციელმა
მითხრა, – ჩაახველა, თითქოს ებოდიშებოდა, – დიდი ხანია, აქ
დგახარ და უნდა წახვიდეო. ამიტომ მინდა ვიცოდე, რას აპირებს
მისტერ მაკჰარგი.

694
– მგონი, წასვლას აპირებს, – უთხრა ჯორჯმა, – სარიში აპი-
რებს წასვლას. რა თქვით, პოლიციამ გითხრათ, მანქანა აქედან
უნდა გაიყვანოო?
– დიახ, სერ, – მორჩილად მიუგო მძღოლმა და ჯორჯს შეხე-
და.
– კარგი, მაშ, – ჯორჯი დაფიქრდა, ცდილობდა, გამოსავალი
მოენახა და უცებ იყვირა, – მისმინე, იცი, რა შეიძლება: ამ კვარ-
ტალს წრე დაარტყი... შემოუარე...
– დიახ, სერ, – თქვა მძღოლმა და მოთმინებით ელოდა.
– და ხუთ წუთში მოდი. მაშინ ზუსტად გეტყვი, რას ვაპირებთ.
– ძალიან კარგი, სერ, – თანხმობის ნიშნად მძღოლმა თავი
ოდნავ დახარა, კეპი დაიხურა და მანქანისკენ გაემართა.
– თქვენი მძღოლი იყო, – უთხრა ჯორჯმა მაკჰარგს, – აღარც
მახსოვდა, მთელი დღეა, გველოდება, უნდოდა გაეგო, რას ვაპი-
რებთ.
– რას ვაპირებთ? – მჭახე ხმით იყვირა მაკჰარგმა, – რას ვა-
პირებთ და მივდივართ! ღმერთო დიდებულო, უკვე ოთხ საათს
ვაგვიანებთ. წავედით, ჯორჯ! უნდა დავიძრათ!
ჯორჯი მიხვდა, მაკჰარგის გადაწყვეტილება მტკიცე იყო და
განზრახულს ვერაფერი გადაათქმევინებდა. აიღო პორტფელი,
შიგ ჩაყარა კბილის ჯაგრისი, სამართებელი, საპარსი კრემი,
ფუნჯი და პიჟამა, პალტო ჩაიცვა, ქუდი დაიხურა, სინათლე ჩააქ-
რო და თქვა:
– მეც მზად ვარ, წავედით.
როცა ბურუსით მოცულ ქუჩაში გავიდნენ, მძღოლი მანქანას
უკვე ტროტუართან აჩერებდა. გააჩერა, გადმოვიდა და კარი გა-
მოაღო. ჩასხდნენ. მანქანა სწრაფად გასრიალდა სველ გზაზე,
საბურავები ნაზად სისინებდნენ. ჩელსის მიაღწიეს, ჩაუარეს სა-

695
ნაპიროს, გადაკვეთეს ბეტერსის ხიდი და ლონდონის გარეუბნის
ვრცელი, უსასრულო ნერვული კვანძის გავლით, სამხრეთ--
დასავლეთისკენ აიღეს გეზი.
ასე დაიწყო მოგზაურობა, რომელსაც მოგვიანებით ჯორჯი სა-
შინელი კოშმარივით მოიგონებდა. ვიდრე თემზას გადაკვეთ-
დნენ, მაკჰარგი ისევ გაითიშა. არც იყო გასაკვირი! მას შემდეგ,
რაც დიდმა წარმატებამ სიცარიელე და იმედგაცრუება მოუტანა,
შეშლილივით დაიწყო რაღაცის ძებნა, ოღონდ არ იცოდა, რის,
ქალაქებს იცვლიდა, ახალ-ახალ ადამიანებს ეცნობოდა, ახალი
თავგადასავლები სწყუროდა. ასე დაეძებდა თავგამოდებით,
დასვენება წუთითაც არ უფიქრია, მაგრამ საბოლოოდ ვერაფე-
რი ვერ იპოვა, ან, უფრო სწორად, ამსტერდამში იპოვა ბენ-
დიენი. შემდეგ რა დღეში ჩავარდა მისტერ მაკჰარგი, ადვილი
მისახვედრია. იმიტომ, რომ თუ კვალი საბოლოოდ ჟღალ ჰო-
ლანდიელთან მიგიყვანს, მაშინ ის მაინც ხომ უნდა გაიგო, რის-
გან არის მოზელილი ეს ჟღალი ჰოლანდიელი. რამდენიმე დღე,
თავისი ბობოქარი სიშმაგის დასასრული, ჰოლანდიელის გა-
მოცდას დაუთმო, დააქროლებდა აქეთ-იქით, უნდოდა, ქანცი გა-
ეწყვიტა, საჭმელადაც არ ჩერდებოდნენ, ვიდრე ჯინით და საკუ-
თარი ფლეგმატური ბუნებით გაკაჟებული ჰოლანდიელი საბო-
ლოოდ არ გამოაცლიდა თითქოსდა უშრეტ ენერგიას. და ახლა
სრულად გამოფიტულიყო, წამიერი გამოცოცხლება გამოძინე-
ბის მერე მალევე გაქრა: მანქანაში საზურგეზე მისვენებულს,
სიშმაგისგან დაცლილს და გამოცარიელებულს ლაპარაკის თა-
ვიც აღარ ჰქონდა, თვალები დაეხუჭა, თავს უღონოდ აყოლებდა
მანქანის რყევას. ჯორჯი გვერდით ეჯდა, სრულიად უმწეო, არ
იცოდა, რა ექნა, სად მიდიოდა, როგორ და სად დასრულდებოდა
ეს ყველაფერი, მზერა ტანმორჩილი მძღოლის კეფაზე შეჰყინო-

696
და. ის კი საჭეზე გადაკუზული და დაძაბული, ბურუსიან ღამეში
და მეტისმეტად გადატვირთულ მოძრაობაში მოხერხებულად
უქცევდა გვერდს სხვა მანქანებს.
ლონდონის უზარმაზარ ნერვულ კვანძს ბოლო არ უჩანდა –
ნისლით დაბინდული ლამპიონების მოწყენილი შუქით განათე-
ბული სველი ქუჩები ერთმანეთს ენაცვლებოდა; მილებზე გადა-
ჭიმულიყო უთვალავი დღის უამინდობისგან ნესტით გაჟღენთი-
ლი და გაჭვარტლული აგურის სახლები; კვარტალი კვარტალს
მისდევდა უსასრულო ქსელში; ერთად თავმოყრილი აურაცხე-
ლი პატარა სოფელი უფორმოდ გათხლაშულიყო. მიუყვებოდნენ
ამ საკურდღლეების ფართო მთავარ ქუჩებს, სადაც დროდადრო
ოქროსფერი შარავანდედი წამიერად გამობრწყინდებოდა ნის-
ლში. მხიარულად გაიელვებდა ყასბის მაღაზია, სადაც თეთ-
რწინსაფრიანი ყასბები ალბათ ხბოს დამარილებულ წითელ
ხორცსა და გაპუტულ, მსუქან, თავდაყირა ჩამოკიდებულ, კის-
რებჩამოგრძელებულ ფრინველს ყიდდნენ, მერე ღვინის მაღა-
ზიები და ლუდის ოხშივრით გაჟღენთილი ფაბები გამოჩნდებო-
და, მერე ისევ მუხუდოსსუპისფერი სიბნელე და ისევ ნესტისგან
შეჭმული სახლების გაუთავებელი რიგები.
როგორც იქნა, ქალაქგარეთ გავიდნენ. უკუნეთი სიბნელე
იყო, სველი მინდვრების სურნელი იდგა, აქა-იქ თუ გამოკრთე-
ბოდა სინათლე. ამასობაში ქარი გაძლიერდა, მინდვრიდან წა-
მოუბერა და მანქანის კარებს მიასკდა. ბურუსი გაიფანტა, ცა ცო-
ტა ამაღლდა და ახლა ღრუბლების სქელ, ნესტიან, საძაგელ, და-
ბალ ჭერში რაღაც გახრწნილი ანათებდა, თითქოს ლონდონის
მოუსვენარი ცხოვრების მთელ კვამლს, სიმხურვალეს და სიმ-
ძვინვარეს აქ მოეყარა თავი. ბორბლის ყოველ დატრიალებაზე
ნათება სულ უფრო და უფრო უკან რჩებოდა.

697
და ახლა, გარშემო მხოლოდ უკაცრიელი სივრცე რომ ერ-
ტყათ, ჯორჯმა ღამის იდუმალი აგებულება აღმოაჩინა. იგრძნო
მიწის მარადიულობა და მისი უცვლელი ძალა და ამას გარდა,
თითქოს გათავისუფლდა და რაღაც საზეიმო განწყობა დაეუფ-
ლა. მისთვის უცხო არ იყო ეს გრძნობა და არ იქნებოდა უცხო
დიდ, თანამედროვე ქალაქში მცხოვრები არც ერთი კაცისთვის,
რომელიც თავს დააღწევს ქალაქურ ყოფას, ოფლის ღვრას, ხმა-
ურს, მძვინვარებას, აგურს და ბეტონს, თვეების მანძილზე ხალ-
ხის უწყვეტ ნაკადში შერწყმასა და მუჯლუგუნის კვრას, დაბინძუ-
რებულ ჰაერს და დაბინძურებულ ცხოვრებას, მოშორდება ღა-
ლატს, შიშს, ტყუილს, შანტაჟს, შურს, სიძულვილს, კამათს და
თაღლითობას, სიგიჟის თვეებს, ნერვების წყვეტას, უცვლელ
ცვლილებებს, მოშორდება ქალაქს და საბოლოოდ გათავისუფ-
ლდება, გააღწევს შხამიანი და მტანჯველი ქსელიდან. მან, ვინც
აქამდე მხოლოდ კირით შედუღაბებული აგურის და ბეტონის
ჯუნგლები იცოდა, სადაც ჩიტები არ გალობენ და ბალახი არ იზ-
რდება, მიწა იპოვა. მაგრამ, ამავე დროს, ამოუხსნელი რამ ხდე-
ბა – ის, ვინც მიწას პოულობს, მთელ სამყაროს კარგავს.
პოულობს სულის და აზრის სიწმინდეს, რაც მიწიდან მოდის,
თითქოს საუკუნეების ჭუჭყი ჩამოიბანა, ბოროტების, ვნების,
გულქვაობის, გარყვნილების და უხამსობის ჭუჭყი, მაგრამ, რო-
გორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ჯადოსნურობა და იდუმალება
შერჩა, შერჩა სილამაზე, სიუხვე და ყოფიერების სიხარული, და
როცა ის უკან გაიხედავს, თვალს შეავლებს ცის ავბედითად გა-
ნათებულ კვამლისფერ საფარს, სიმარტოვის და სინანულის
გრძნობა დაეუფლება, თითქოს მიწა დაიბრუნა, ოღონდ ამის-
თვის ცხოვრება დათმო.

698
მანქანა შეუჩერებლად მიდიოდა, ვიდრე ლონდონის უკანას-
კნელ ავანპოსტს არ გასცდნენ და უკუნეთი სიბნელეც ჩამოწვა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში მაკჰარგს სიტყვა არ დასცდენია,
ისევ ისე იჯდა, თავი უკან გადაეგდო და მანქანის მოძრაობის
რიტმში მსუბუქად ირწეოდა, მაგრამ წონასწორობის შესანარჩუ-
ნებლად კარის სახელური მაინც მაგრად ჩაებღუჯა. ჯორჯი სულ
უფრო და უფრო დარდობდა, როგორ უნდა მიეყვანა ეს სრული-
ად გამოფიტული კაცი ძველი მეგობრის სახლში, რომელიც რამ-
დენიმე წელი არ ენახა. ბოლოს გადაწყვიტა, მძღოლისთვის მან-
ქანის გაჩერება ეთხოვა, მისტერ მაკჰარგს მინდა დაველაპარა-
კოო.
ჯორჯმა შუქი აანთო და მაკჰარგი შეანჯღრია, მისდა გასაკვი-
რად, მაკჰარგმა იმწამსვე გაახილა თვალი და მისი პასუხებიდან
გამომდინარე, სრულიად საღად აზროვნებდა. ჯორჯმა უთხრა,
ასეთ მდგომარეობაში მყოფი არ მგონია, მეგობართან ვიზიტით
ნასიამოვნები დარჩეთო. სთხოვა, უახლოესი ტელეფონიდან
დაერეკა მეგობრისთვის, ეთქვა, ერთ-ორ დღეში აუცილებლად
ჩამოვალო და არავითარ შემთხვევაში არ გასდგომოდა გზას,
ვიდრე არ გამოკეთდებოდა. მაკჰარგის ბოლო გაჯიუტების შემ-
სწრე ჯორჯს წარმატების დიდი იმედი არ ჰქონდა, მაგრამ ამჯე-
რად მან გასაკვირი კეთილგონიერება გამოავლინა და რაც
ჯორჯმა შესთავაზა, ყველაფერს დასთანხმდა, აღიარა, თავადაც
ასე ვფიქრობდი, ამაღამ არ ღირდა მეგობართან ჩასვლაო, უთ-
ხრა, ნებისმიერ შენს შემოთავაზებაზე ყაბულს ვარ, ოღონდ
ლონდონში არ დავბრუნდები და ამას წყალი არ გაუვაო. მთელი
დღე ისე მონდომებით ცდილობდა და ისე არ იშურებდა ძალას,
როგორმე ლონდონიდან გაეღწია, რომ ჯორჯმა აღარ დააძალა
– კეთილი, უკან ნუ დავბრუნდებით, მაგრამ იქნებ ის მაინც მით-

699
ხრათ, სად გირჩევნიათ წასვლაო. სულერთიაო, უთხრა მაკჰარ-
გმა, მაგრამ მერე დაფიქრდა, რამდენიმე წამი ნიკაპი მკერდზე
მიიბჯინა და უცებ თქვა, ზღვაზე მინდაო.
იმ წუთს ჯორჯს ეს არ გაჰკვირვებია, მაგრამ მოგვიანებით
როცა იხსენებდა, მაშინ უკვირდა. ისევე ბუნებრივად მიიღო, მაკ-
ჰარგს ზღვაზე წასვლა რომ მოუნდა, როგორ ბუნებრივადაც ნიუ-
იორკელი მიიღებდა მეხუთე ავენიუზე გრანტის საფლავის მონა-
ხულების შეთავაზებას. ჯორჯს არც ის გაუკვირდებოდა, მაკ-
ჰარგს რომ ეთქვა, ლივერპულში ან მანჩესტერში, ან ედინბურ-
გში წავიდეთო. ორმა ამერიკელმა თავი ლონდონის გარეთ რომ
დაიგულა, თავისდა უნებურად ინგლისურ განზომილებებს აღა-
რაფრად აგდებდნენ. როცა მაკჰარგმა უთხრა, ზღვაზე მინდაო,
ჯორჯმა გაიფიქრა: „ძალიან კარგი, ჩვენ უბრალოდ კუნძულის
მეორე მხარეს გადავალთ და ზღვას გადავხედავთ“.
ასე რომ, ჯორჯმა მოიწონა იდეა და ენთუზიაზმით განეწყო
მის განსახორციელებლად, აღნიშნა, ზღვის ჰაერი, ტალღების
ხმა და კარგი გამოძინება ორივეს მოგვიხდება და ხვალ დილით
გასამგზავრებლად მზად ვიქნებითო. მაკჰარგიც აღფრთოვანე-
ბული ჩანდა. ჯორჯმა ჰკითხა, სადმე განსაკუთრებულ ადგილას
ხომ გინდათ წასვლაო. მან იუარა, მნიშვნელობა არა აქვს, მთა-
ვარია, ზღვასთან იყოს ახლოსო. სწრაფად დაიწყეს იმ ზღვისპი-
რა ქალაქების ჩამოთვლა, სადაც ან ნამყოფები იყვნენ, ან უბრა-
ლოდ სმენოდათ – დუვრი, ფოლკსტონი, ბორნემუტი, ისტბორ-
ნი, ბლექფული, ტორკი, პლიმუტი.
– პლიმუტი! პლიმუტი! – იყვირა მგზნებარედ მაკჰარგმა, –
მანდ წავიდეთ! გემით ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ არასდროს
არ გავჩერებულვარ. პორტი კია, მაგრამ ეგ არაფერი. ყოველ-
თვის მომწონდა, მოდი, იქ გავათიოთ ღამე.

700
– ო, სერ, – წარმოთქვა მძღოლმა, რომელიც აქამდე ჩუმად
იჯდა და უსმენდა, რას ჩმახავდა ორი მანიაკი ბრიტანეთის გეოგ-
რაფიაზე, – ო, სერ, – გაიმეორა აშკარად შეშფოთებულმა, –
ამაღამ არა, ახლა პლიმუტში წასვლა სრულიად შეუძლებელია.
– რატომ? – იკითხა მაკჰარგმა მრისხანედ.
– იმიტომ, რომ, – თქვა მძღოლმა, – იქამდე ორას ორმოც-
დაათი მილია, სერ. ამ წვიმაში და ნისლში რვა საათი დაგვჭირ-
დება, სერ. თუ წავალთ, დილიდან უნდა წავიდეთ.
– კარგი, – შესძახა მოუთმენლად მაკჰარგმა, – სადმე სხვა-
გან წავალთ. ბლექფულზე რას იტყვი, ჰა, ჯორჯ? არ ვყოფილვარ
და სიამოვნებით ვნახავდი.
– მაგრამ, სერ, – უკვე სერიოზულად შეშფოთდა მძღოლი, –
ბლექფული ინგლისის ჩრდილოეთია, კიდევ უფრო შორსაა. სა-
მასი მილია იქამდე, სერ, – თქვა ხმადაბლა შეძრწუნებულმა,
ალბათ რომ შეეთავაზებინათ, ფილადელფიიდან წყნარი
ოკეანის სანაპიროზე წავიდეთო, ნაკლებად გაოგნდებოდა, –
ბლექფულამდე ხვალ დილით თუ ჩავაღწევთ.
– მაშ, კარგი, – თქვა ზიზღით მაკჰარგმა, – იყოს თქვენებუ-
რად. ჯორჯ, შენ დაასახელე რამე ადგილი.
ვებერი სერიოზულად ჩაფიქრდა, თეკერეის და დიკენსის მი-
ერ აღწერილი მოქმედების ადგილები გაიხსენა და ამ მოგონე-
ბებით გულმოცემულმა იმედიანად თქვა:
– ბრაიტონი. ბრაიტონზე რას იტყვით?
იმწამსვე იგრძნო, რომ მოარტყა. მძღოლის ხმაშიც შვება მო-
ისმა, მათკენ თავი მოაბრუნა და თითქოს თავადაც მოწადინე-
ბულმა თქვა:
– დიახ, სერ! დიახ, სერ! ბრაიტონი! მშვენიერია, სერ.
– რამდენ ხანში მივალთ? – იკითხა მაკჰარგმა.

701
– ვფიქრობ, ორსაათ-ნახევარში, სადილი კი დაგვიგვიანდე-
ბა, მაგრამ რაც მთავარია, ახლოსაა.
გზა განაგრძეს, მომდევნო გზაჯვარედინზე გეზი იცვალეს და
ბრაიტონისკენ გაემგზავრნენ.
იმ წუთიდან დაიწყო გაჩერებების, გადახვევების და მიმარ-
თულებების ცვლის სრული კოშმარი. ტანმორჩილი მძღოლი
დარწმუნებული იყო, რომ ბრაიტონის მხარეს მიდიოდა, ოღონდ
ვერაფრით ვერ გააღწია ტრასაზე. ხან სად მოუხვია, ხან სად და
პატარა ქალაქების და სოფლების გავლით ისევ სადღაც გაშ-
ლილ ადგილას აღმოჩნდა. ბოლოს, როგორც იქნა, უკაცრიელ
გზაჯვარედინს მიადგნენ, მძღოლი მანქანიდან გადავიდა, საგ-
ზაო ნიშნებისთვის რომ შეეხედა. ბრაიტონი არსად არ ეწერა და
ბოლოს აღიარა, გზა დამებნაო. ეს რომ გაიგონა, მაკჰარგი
ძლივძლივობით წამოჯდა, სიბნელეს გახედა და ჯორჯს ჰკითხა,
როგორ ფიქრობ, სად შეიძლება ვიყოთო. ჯორჯმა გაბედა, გამო-
ეთქვა თავისი ვარაუდი, რომ ბრაიტონი სადღაც მარცხნივ უნდა
ყოფილიყო, მაკჰარგმა მძღოლს უბრძანა, პირველსავე მარცხე-
ნა შესახვევში შეეხვია და ისევ თვალდახუჭული მიესვენა საზურ-
გეზე. იქიდან ყოველ მომდევნო გზაჯვარედინზე ან ჯორჯი, ან
მაკჰარგი მძღოლს განკარგულებას აძლევდნენ, საით წასული-
ყო. პატარა ლონდონელი მშვიდად ემორჩილებოდა, ოღონდ აშ-
კარად ეტყობოდა, ცუდი წინათგრძნობები ღრღნიდა, ორი უც-
ნაური ამერიკელის ახირებების გამო სადღაც გადაკარგულში
რომ აღმოჩნდა. რატომღაც არც ერთს არ მოუვიდა თავში აზ-
რად, მანქანა გაეჩერებინათ და ვინმესთვის ეკითხათ რჩევა. ასე
დადიოდნენ წინ და უკან, ხან ერთ მიმართულებას აირჩევდნენ,
ხან მეორეს, ვიდრე ჯორჯი არ მიხვდა, რომ სავარაუდოდ, სამ-

702
ხრეთ ლონდონის მთელი კომპლექსური სისტემის დიდი ნაწილი
დაფარეს.
მძღოლს ეტყობოდა, მალე ნერვები უმტყუნებდა. ტანმორჩი-
ლი კაცი აშკარად შიშს მოეცვა. შეშლილივით ყველაფერზე თან-
ხმდებოდა, რასაც ეუბნებოდნენ, ლაპარაკისას ხმა უთრთოდა.
ალბათ ფიქრობდა, ორი აშკარა გიჟის კლანჭებში აღმოვჩნდი,
მათ განკარგულებაში ვარ და ყოველ წუთს შეიძლება, რაღაც
უბედურება დატრიალდესო. ჯორჯი ხედავდა, როგორ გადამხო-
ბოდა საჭეს შიშისგან მოკუნტული. რომელიმე ამ შეშლილ ამე-
რიკელს უკნიდან სისხლის გამყინავი ყიჟინა რომ დაეცა, დიდად
არც ეს გაუკვირდებოდა, მაგრამ ალბათ იქვე მოკვდებოდა.
უცნაურ ვითარებაში აღმოჩენილს, ყველაფერი ავის მომას-
წავებელი ეჩვენებოდა და ძრწოლას ვერ მალავდა. გადიოდა
საათები და ღამე სულ უფრო და უფრო შმაგდებოდა. ინგლისში
ზამთარში რომ იცის ხოლმე, ისეთი ქარიანი და გიჟმაჟი ღამე
იყო. თავგადასავალს მოწყურებული მარტოხელა კაცისთვის
ეგებ ამაღელვებლად მშვენიერიც კი ჩანდა, მაგრამ ამ წყნარ,
ტანმორჩილ კაცს, გულში სიმწრით საყვარელ, მყუდრო ფაბში
ლუდის დალევას რომ ნატრობდა, ახლა შიშით დაზაფრულს ამ
სატანური ღამისთვის თვალი ვერ გაესწორებინა. ისეთი ღამე
იყო, როცა ყოველი მხრიდან ალყაშემორტყმული მთვარე გემის
აჩრდილივით მისრიალებს ქარიან ცაზე და ქარი შეშლილი დე-
მონივით კივის. ყოველი მხრიდან გესმის მისი ხმა. ხან მანქანას
მიეხეთქება მოზეიმე ყიჟინით, ხან ქვითინებს ან გარშემო უვლის
სტვენით. მერე, წვიმა თუ დაცხებს, ცოტა ჩაცხრება და სადღაც
შორიდან ისმის ღმუილი. მქრქალი მთვარე დასრიალებს ღრუბ-
ლებში, დროდადრო გამოდის, როგორც ახლა, და მთრთოლვა-
რე, მკრთალ შუქს მოჰფენს ქარიშხლით აწიოკებულ მიდამოს,

703
მერე კი ისევ მრისხანე ღრუბლებში შეიყუჟება და წყვდიადს
შეატოვებს შეშლილივით აღმუვლებულ ქარს. საუკეთესო ღამე
იყო მკვლელობისთვის და ყველაზე მეტად ამის ეშინოდა
მძღოლს.
ასე იარეს რამდენიმე საათი წინ და უკან იმისათვის, რომ არ-
სად არ მისულიყვნენ და მაკჰარგის ენერგიის და სასიცოცხლო
ძალების გასაოცარი მარაგი საბოლოოდ ამოიწურა. იჯდა უღო-
ნოდ გათხლაშული და თავი უკან გადაეგდო. მოულოდნელად
ჯორჯს ბრმად გაუწოდა ხელი და თქვა:
– აღარ შემიძლია, ჯორჯ! გააჩერე მანქანა! ვეღარ წამოვალ!
მანქანა იმწამსვე გაჩერდა სიბნელეში, თავსხმა წვიმაში და
ქარბუქში. მაკჰარგი მთვარის მკრთალად მოკიაფე შუქზე საში-
ნელი სანახავი იყო, სახე მიცვალებულს მიუგავდა. ჯორჯი ძალი-
ან შეშფოთდა და შესთავაზა, იქნებ გადმოსულიყავით და ჰაერი
ჩაგესუნთქათო.
მაკჰარგმა ლამის ჩურჩულით უპასუხა, სრულიად სასოწარ-
კვეთილმა:
– არა. მგონი, სიკვდილი მინდა. მარტო დამტოვე.
მანქანის კუთხეში მიიყუჟა და თვალები მილულა, თითქოს
თავისი ბედ-იღბალი ჯორჯს მიანდო და იმ კოშმარული მოგ-
ზაურობის ბოლომდე ხმა აღარც ამოუღია.
ლამის უკუნეთ სიბნელეში, მანქანის ფარების და მთვარის ავ-
ბედით შუქზე, ჯორჯმა და მძღოლმა ერთმანეთს უხმოდ გადახე-
დეს, სასოწარკვეთილები თვალებით ეკითხებოდნენ ერთმა-
ნეთს, რა ვიღონოთო. ბოლოს მძღოლმა გამშრალ ტუჩებზე ენა
გადაისვა და თქვა:
– რა ვქნათ, სერ? სად წავიდეთ?
ჯორჯი დაფიქრდა და უთხრა:

704
– მგონი, მისი მეგობრის სახლში უნდა წავიდეთ. შეიძლება,
მისტერ მაკჰარგი ძლიერ ავადაა. მოაბრუნე და რაც შეიძლება
სწრაფად იარე.
– დიახ, სერ! დიახ, სერ! – ჩაიჩურჩულა მძღოლმა, მანქანა
მოაბრუნა და გზას გაუდგნენ.
იმ წუთიდან სრული კოშმარი დაიწყო. მეგობარმა მაკჰარგს
მისამართი ისე ჩახლართულად აუხსნა, თავს და ბოლოს ვერ
გაუგებდი, გინდაც ისევ იმ ტრასაზე დაბრუნებულიყვნენ, საიდა-
ნაც მოგზაურობა დაიწყეს, მით უმეტეს, რომ უკვე კარგა მაგრად
გამოსცდნენ და გზა საბოლოოდ აებნათ. რამენაირად უნდა გა-
მოეღწიათ იქიდან, სადაც აღმოჩნდნენ. ბოლოს, როგორც იქნა,
გამოაღწიეს კიდეც, რაც ჯორჯისთვის სასწაულის ტოლფასი იყო.
ამის შემდეგ მათ უნდა ეპოვათ რამდენიმე არაფრით გამორ-
ჩეული გზაჯვარედინი, ყოველ ჯერზე შეუცდომლად გადაეხვიათ
და მერეღა დაადგებოდნენ უკაცრიელ ვიწრო შარაგზას, რომე-
ლიც მათ მაკჰარგის მეგობრის სახლამდე მიიყვანდა. ძალიან კი
ცდილობდნენ, ზედმიწევნით დაეცვათ ყველა მინიშნება, მაგრამ
გზა ამჯერადაც აებნათ და იძულებული გახდნენ, რომელიღაც
ერთ სოფელში შეევლოთ, სადაც მძღოლმა გაიკითხა, როგორ
უნდა წასულიყვნენ და იქაურების მითითებებს მიჰყვა. თერთმე-
ტის ნახევარი იქნებოდა, როცა ბოლოს და ბოლოს იპოვეს ის შა-
რაგზა, რომელიც მათ დანიშნულების ადგილზე მიიყვანდა.
ჯორჯს პანორამა ახლა კიდევ უფრო შემზარავი მოეჩვენა.
ვერ იჯერებდა, რომ ინგლისის სარიში იყვნენ. სარი ყოველთვის
ლამაზი და წყნარი ადგილი ეგონა, ყველაზე მყუდრო და კეთილ-
მოსურნე საგრაფო. მისი სახელწოდება ჯორჯის წარმოსახვაში
მშვენიერ, მწვანე ველებს აცოცხლებდა, ახლო-ახლო მიმობნე-
ულ პატარა ქალაქებს და სოფლებს, არაჩვეულებრივ ქალაქს

705
სოფელში, ლონდონიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე,
სადაც შეგეძლოთ, ბუკოლიკურ ნეტარებას მისცემოდით, ისე,
რომ არც ქალაქური პრივილეგიები დაგეკარგათ, სადაც მეზო-
ბელს ხმასაც მიაწვდენდი. მაგრამ ეს ადგილი სრულებით არ
ჰგავდა ჯორჯის წარმოსახულს, უღრანი ტყით გარშემორტყმუ-
ლი, იმ ქარიშხლიან ღამეს ძალიან უკაცრიელი და ველური ჩან-
და. როცა მანქანა დაკლაკნილ აღმართს აუყვა, ჯორჯს მოეჩვე-
ნა, თითქოს მოჯადოებული მთის მწვერვალისკენ მიიწევდნენ და
როგორც კი მთვარე ღრუბლებს გამოარღვევდა, ვალპურგის
დღესასწაულზე აღმოჩნდებოდნენ, ჯადოქრების გარემოცვაში.
ქარი ღმუოდა და შეშლილივით ხარხარებდა, ნაფლეთებად
ქცეული ღრუბლები თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ, მანქანა კი
წვალებით მიუყვებოდა გზას, რომელიც ალბათ რომაელთა შე-
მოსევის მერე არ შეკეთებულა. არც სახლი ჩანდა სადმე და არც
სინათლე.
ჯორჯს გულში ეჭვმა გაჰკრა, ისევ ხომ არ დავიკარგეთო, თან
მართლაც ძნელი წარმოსადგენი იყო, ასეთ მიუდგომელ და
უკაცრიელ ადგილას ვინმეს ეცხოვრა. უკვე აპირებდა, მძღო-
ლისთვის ეთქვა, მოაბრუნეო, რომ უკანასკნელი მოსახვევიდან
ხელმარჯვნივ, სულ რაღაც ასი იარდის მოშორებით, ცოტა შე-
მაღლებულზე სახლი გამოჩნდა და ამ სახლის ფანჯრებიდან სი-
ნათლე და სითბო იღვრებოდა შუქურას თავდაჯერებით.

706
თავი ოცდამეთექვსმეტე

სოფლის სახლი

მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა.


– ეს უნდა იყოს, – ჩაიჩურჩულა, – სხვა მეტი სახლი არც
არის, – მის ხმაში დაძაბულობა უფრო ისმოდა, ვიდრე შვება.
ჯორჯი დაეთანხმა, ალბათ ის არის, რასაც ვეძებდითო.
მთელი გზა მაკჰარგს სიცოცხლის ნიშანწყალი არ დასტყო-
ბია. ჯორჯი სერიოზულად იყო შეფიქრიანებული, ბოლოსკენ
განსაკუთრებით შეშინდა, რადგან მაკჰარგის ძალაგამოცლილი
ძვალტყავა კიდურები სრულიად უსიცოცხლოდ ინჯღრეოდნენ,
როგორც კი მანქანა ოღროჩოღროებზე შეხტებოდა. ჯორჯს არ
უნდოდა მისი დატოვება, მძღოლს სთხოვა, გადადი და გაიგე,
მართლა აქ ცხოვრობს თუ არა მაკჰარგის მეგობარი და თუ ასეა,
სთხოვე, მოგვეხმაროსო.
შეძრწუნებულ მძღოლს ამის გაგონებაც არ სურდა. აქამდე
მათთან ერთად ყოფნის ეშინოდა, ახლა კი მათ გარეშე ყოფნა
ზარავდა. ჯორჯი ვერ მიხვდა, ასე რამ დააფრთხო მძღოლი, საწ-
ყალი მგონი ეჭვობდა, რომ სახლში მათ ამ პირსისხლიანი ბან-
დის დანარჩენი წევრები ელოდებოდნენ.
– ო, სერ, – ჩაიჩურჩულა, – იქ ვერ მივალ, სერ. ოღონდ ეს
არ მთხოვოთ, – გააკანკალა, – მართალს გეუბნებით, სერ, არ
შემიძლია. აჯობებს, თქვენ წახვიდეთ.
სხვა რა გზა ჰქონდა, ჯორჯი ადგა, ღრმად ჩაისუნთქა და უხა-
ლისოდ გაუყვა ბილიკს. გრძნობდა, როგორ სასაცილო და ამავე

707
დროს, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. წარმოდგენა არ ჰქონდა,
ვისთან მიდიოდა, სახელიც კი არ იცოდა. მაკჰარგმა რიკი კი
უწოდა, მაგრამ ჯორჯს ეს მეტსახელად მოეჩვენა. არც იმაში იყო
დარწმუნებული, რომ ნამდვილად ის კაცი დახვდებოდა სახლში.
დაზუსტებით მხოლოდ ერთი რამ იცოდა, რომ მას შემდეგ, რაც
უამრავი უცნაური რამ გადახდა და შიშით დაზაფრული მძღო-
ლის წყალობით კოშმარულად იმგზავრა „როლს-როისით“, ახ-
ლა სახეში ქარი და წვიმა სცემდა და ბილიკით უახლოვდებოდა
სახლს, რომელიც ადრე თვალით არ ენახა, უნდა შეხვედროდა
კაცს, რომლის სახელი არ იცოდა და ეთქვა, რომ გამოჩენილი
ამერიკელი მწერალი ძალაგამოცლილი წევს მანქანაში და კე-
თილი ინებეთ და წამომყევით მის ამოსაცნობადო.
სახლს რომ მიუახლოვდა, მოეჩვენა, თითქოს ის რომელი-
ღაც ფერმერის ძველი, უთავბოლოდ ნაგები და მოგვიანებით გა-
ნახლებული საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. დააკაკუნა თუ
არა, კარი იმწამსვე გაიღო და ჯორჯი მიხვდა, კაცი, რომელმაც
კარი გამიღო, მსახური არ უნდა იყოს, თავად სახლის პატრონი
არისო. ეს გახლდათ საშუალო ასაკის, კარგი აღნაგობის და
კარგად მოვლილი ინგლისელი. ხელები ხავერდის პიჯაკის ჯიბე-
ებში ჩაეწყო და ცოტა ეჭვის თვალით უყურებდა ღამის სტუმარს.
მაღალ საყელოს წუნდაუდებელი კოპლებიანი პეპელა--
ჰალსტუხი უმშვენებდა. ამ მკაცრმა ელეგანტურობამ ჯორჯი შე-
აცბუნა, ხვდებოდა, რომ თვითონ სამარცხვინოდ გამოიყურებო-
და. დავიწყოთ იმით, რომ ორი დღის გაუპარსავი იყო, ოცდაჩ-
ვიდმეტი საათის უძინარი, თუ არ ჩავთვლით შუადღის ხანმოკლე
ძილს, რისგანაც თვალები ალბათ ამოღამებული და ჩასის-
ხლიანებული ჰქონდა. ტალახიანი ფეხსაცმელი ეცვა და გაცრე-
ცილი ქუდიდან წურწურით სდიოდა წვიმის წყალი. მარტო ფიზი-

708
კურად კი არ იყო დაღლილი, ამდენმა ნერვიულობამ ქანცი გა-
უწყვიტა. რა გასაკვირი იქნებოდა, ინგლისელს საეჭვო ტიპად
რომ მიეჩნია და ისიც გაყინული სახით იდგა და სიტყვას არ
ძრავდა.
– მეე... – დაიწყო ჯორჯმა, – ალბათ თქვენ ხართ, ვისაც მე ვე-
ძებ.
– რა? – გაკვირვებული ეკითხება კაცი, – რაა?
– მისტერ მაკჰარგს ხომ იცნობთ? – ახლა ასე სცადა ჯორჯმა.
– რაა? – ისევ გაიმეორა კაცმა და თითქმის იმწამსვე, – ოოჰ,
– შესძახა მან გაკვირვების, ლამის შიშის და იმის ნიშნადაც,
რომ მიუხვდა, ერთხანს გაჩუმდა და ჯორჯს მიაშტერდა, – ოოუ!
– თქვა მერე ისევ და ხმადაბლა ჰკითხა, – სად არის?
– მანქანაშია, – შვებით ამოისუნთქა ჯორჯმა.
– ოუ! – ისევ შესძახა ინგლისელმა და მოუთმენლად დასძი-
ნა, – რატომ არ შემოდის? რა ხანია, ველოდებით.
– ვფიქრობ, უნდა წამობრძანდეთ და დაელაპარაკოთ... –
უთხრა ჯორჯმა და გაჩერდა.
– ოუ! – შესძახა კაცმა და სერიოზული სახით მიაჩერდა, –
ის… შემთხვევით? ...ოუ! – თითქოს გონება გაუნათდა, – ჰმ, –
ჩაიბურტყუნა, – მაშ კარგი, – თქვა უკვე გადაჭრით, გარეთ გა-
მოვიდა და კარი ფრთხილად მიიკეტა, – უნდა მივიდე და შევხე-
დო. წავედით?
თქეშმა ისევე სწრაფად გადაიღო, როგორც დაიწყო და ახლა
მთვარე მოწმენდილ ცაზე დაცურავდა. ნახევარი გზა რომ
გაიარეს, ინგლისელი შეჩერდა, შეშფოთება დაეტყო და ქარის
ხმა რომ ჩაეხშო, ხმამაღლა ჰკითხა:
– მითხარით, ის... – ჩაახველა, – ის ავად ხომ არ არის?

709
ჯორჯი მიხვდა, რატომ გაუსვა ხაზი უკანასკნელ სიტყვას. ძვე-
ლი გამოცდილებიდანაც ახსოვდა, რომ როცა ინგლისელები ამ-
ბობენ „ავად“, მხოლოდ ერთ რამეს გულისხმობენ. ჯორჯმა თავი
გააქნია.
– ძალიან ცუდად გამოიყურება, მაგრამ ავად არ არის.
– იმიტომ გკითხეთ, რომ, – განაგრძო დამფრთხალმა ჯენ-
ტლმენმა, – თუ ავადაა... ღმერთო ჩემო! – აღმოხდა, – მე ის ძა-
ლიან მიყვარს, წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ... მაგრამ თუ ავა-
დაა, – გააჟრჟოლა, – მაშინ მე ვერ წამოვალ. არ მინდა, რამე
ვიცოდე! არ მინდა ამის გაგება! ხელები დამიბანია ამ საქმიდან!
– წამოროშა ბოლოს.
ჯორჯმა დაარწმუნა, მისტერ მაკჰარგი ავად არ არის, უბრა-
ლოდ, ძალიან ცუდადააო. მანქანასთან რომ მივიდნენ, ინგლი-
სელი ცოტა შეყოყმანდა, მერე კარი გააღო, თავი შეყო და სკამ-
ზე მოკუნტული მაკჰარგი რომ დაინახა, დაუძახა:
– ჩონჩხი, გესმის ჩემი?!
მაკჰარგი ხმას არ იღებდა, მძიმედ სუნთქავდა, ხვრინვას
ჰგავდა.
– ჩონჩხი, ძმაო, – ისევ დაუყვირა ინგლისელმა, – გესმის,
ჩონჩხი?! აქ ხარ, ძველო?
მაკჰარგი აშკარად იქ იყო, ოღონდ არ პასუხობდა.
– გამეცი ხმა, მე ვარ, რიკი.
მაკჰარგმა უფრო ხმამაღლა დაიწყო ხვრინვა, მაგრამ მერე
წვეტიანი მუხლი ცოტა წამოსწია, თვალდახუჭულმა წამოილუღ-
ლუღა: „რიკ“... და ისევ ხვრინვა ამოუშვა.
– მისმინე! – ხმას აუწია ინგლისელმა, – გაიღვიძე, რა. რამ-
დენი ხანია, გელოდებით.

710
მაკჰარგი არ პასუხობდა, მხოლოდ მძიმედ სუნთქავდა. ინ-
გლისელის მცდელობა უშედეგო იყო. მაშინ მან თავი გამოყო
მანქანიდან და ჯორჯს უთხრა:
– მგონი, ჩვენ უნდა შევიყვანოთ შიგნით. ეტყობა, როგორც
იცის, თავი არ დაზოგა.
– დიახ, – სიხარულით მიუგო ჯორჯმა, – მგონი, სერიოზული
მდგომარეობაა, ფიზიკურადაც დანგრეულია და სულიერადაც,
ექიმი ხომ არ გამოგვეძახა?
– ოუ, არა, – თქვა მხიარულად ინგლისელმა, – ჩონჩხის დი-
დი ხანია ვიცნობ, ეგრე ემართება ხოლმე, როცა ბოლომდე
იხარჯება, თავი არ ებრალება... არ ისვენებს... არ ჭამს... არ იცის
თავის მოვლა. სხვა მის ადგილას მოკვდებოდა, მაგრამ ჩონჩხი
არა. ნუ ღელავთ, კარგად გახდება, აი ნახავთ.
ასე დაამშვიდა ჯორჯი და მერე ორივენი მაკჰარგს მიეხმარ-
ნენ მანქანიდან გადმოსვლაში. მაკჰარგი ძალიან შესაბრალისი
სანახავი იყო, მაგრამ გრილმა ჰაერმა ცოტა გამოაცოცხლა,
რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და გარშემო მიმოიხედა.
– აი ასე! – თქვა ინგლისელმა წამახალისებლად, – ახლა
ხომ უკეთ გრძნობ თავს, ძველო?
– შესანიშნავად, – უპასუხა მაკჰარგმა, – დაწოლა მინდა.
– რა თქმა უნდა, – უთხრა ინგლისელმა, – მაგრამ ჯერ რამე
შეჭამე. სადილი შეგინახეთ. ყველაფერი მზადაა.
– არავითარი საჭმელი, – მკვახედ თქვა მაკჰარგმა, – მეძინე-
ბა. საჭმელს ხვალ შევჭამ.
– კარგი, კარგი, – მეგობრულად უთხრა ინგლისელმა, – რო-
გორც იტყვი. მაგრამ ალბათ შენი მეგობარი შიმშილით კვდება.
ორივეს მოგხედავთ. წავედით, – თქვა და მკლავში ხელი გამოს-
დო.

711
სამივენი ბილიკს გაუყვნენ.
– კი მაგრამ, სერ, – უკნიდან მუდარის ხმა მოესმათ. ისე იყ-
ვნენ გართული მაკჰარგის მოსულიერებით, რომ ტანმორჩილი
მძღოლი ყველას გადაავიწყდა და ახლა ის ფანჯრიდან იყურებო-
და და ჩურჩულებდა, – მანქანას რა ვუყოთ? ამაღამ დაგჭირდე-
ბათ?
სიტუაციის მოგვარება ინგლისელმა ითავა.
– არა, – უთხრა გადაჭრით, – არ დაგვჭირდება. სახლის უკან
მიაყენე და იქ გააჩერე.
– დიახ, სერ, დიახ, სერ, – ქოშინით თქვა მძღოლმა, თვითო-
ნაც არ იცოდა, ამჯერად რის ეშინოდა, – სახლის უკან მივაყენებ,
სერ, – გაიმეორა მექანიკურად, – ძალიან კარგი, სერ. და... და...
– მშრალ ტუჩებზე ენა გადაისვა.
– და, ოუ, დიახ! – უცებ მიუხვდა ინგლისელი, – სამზა-
რეულოში შედი და ჩემი მსახური გაგიმასპინძლდება.
მერე მხიარულად გაუყარა ხელი მაკჰარგს და გზა განაგ-
რძეს, უკან მოიტოვეს შეძრწუნებული მძღოლი, რომელიც გადა-
რეულ ქარს და მთვარეს ებუტბუტებოდა: „დიახ, სერ, დიახ,
სერ“...
ამდენი წვალების და ქარიშხლისგან გადაჯეგილი უდაბური
ადგილების მერე სახლი მეტისმეტად თბილი და ნათელი ჩანდა.
მყუდრო იყო, დაბალჭერიანი, ძველი ხით მოპირკეთებული. მას-
პინძელი, მომხიბვლელი ქალი, ქმარზე ბევრად ახალგაზრდა,
შესაგებებლად გამოვიდა. მაკჰარგმა რამდენიმე სიტყვა ამო-
ღერღა და მერე ისევ გაიმეორა, ძალიან მეძინებაო. ქალი იმწამ-
სვე გაერკვა სიტუაციაში და ზედა სართულზე გაუძღვა საძინებ-
ლისკენ. სტუმრებისთვის კომფორტული ოთახი მზად იყო, ბუ-
ხარში ცეცხლი ენთო, ორი საწოლი გაეშალათ, გადასაფარებ-

712
ლები კოხტად იყო ამოკეცილი და ქათქათა თეთრეული მაცდუ-
რად გამოკრთოდა.
ქალი მალევე გავიდა და მერე მისი მეუღლე და ჯორჯი მაკ-
ჰარგს დაწოლაში მიეხმარნენ. მაკჰარგს ზეზეულად ეძინა. გახა-
დეს ფეხსაცმელი, მოხსნეს საყელო და ჰალსტუხი, დააწვინეს,
ფეხები გააშლევინეს და საბანი დააფარეს. ვიდრე ოთახიდან გა-
ვიდოდნენ, მაკჰარგს უკვე ღრმა ძილით, უშფოთველად ეძინა.
კაცები ქვედა სართულზე დაეშვნენ და ახლაღა მიხვდნენ,
რომ ერთმანეთს არ გასცნობოდნენ. ჯორჯმა თავი წარუდგინა
და ძალიან ნასიამოვნები დარჩა, როცა გაიგო, რომ მასპინძელი
არათუ იცნობდა, მისი რომანიც წაკითხული ჰქონდა. თავად უც-
ნაური სახელი – რიკენბახ რიდი ერქვა. მოგვიანებით უთხრა
ჯორჯს, ნახევრად გერმანელი ვარო. ისე, მთელი ცხოვრება ინ-
გლისში გაუტარებია და ქცევით, ლაპარაკის მანერით და გარეგ-
ნობითაც ჭეშმარიტ ბრიტანელს ჰგავდა.
თავდაპირველად ჯორჯი და რიდი ცოტა შებოჭილად გრძნობ-
დნენ თავს. ჯორჯი ისეთ ვითარებაში გამოჩნდა, რომ სწრაფი გა-
შინაურება ადვილი არ იქნებოდა. ოფიციალური გაცნობის შემ-
დეგ, რიდმა ჯორჯს ჰკითხა, სააბაზანოში ხომ არ ინებებთ შეს-
ვლასო და პატარა სააბაზანომდე მიაცილა. ჯორჯი იქიდან ცოტა
გამოცოცხლებული გამოვიდა, რამდენადაც საპონს, წყალს და
სავარცხელს შეიძლებოდა გამოეცოცხლებინა. მასპინძელი
კართან ელოდებოდა, ჯერ კიდევ თავშეკავებულად შეუძღვა სა-
სადილო ოთახში, სადაც მის მეუღლეს სუფრა გაეშალა. მაგიდას
შემოუსხდნენ.
მშვენიერი ოთახი იყო, დაბალი ჭერით, თბილი, ხეში ჩასმუ-
ლი. დიასახლისიც ძალიან სასიამოვნო ქალი ჩანდა. სადილი
მართალია, რამდენიმე საათი გააჩერეს, არაჩვეულებრივად

713
გემრიელი გამოდგა. ვიდრე სუპის შემოტანას ელოდნენ, რიდმა
ჯორჯს ერთი ჭიქა საუკეთესო მშრალი ხერესი მიართვა, რასაც
მეორე მოჰყვა და ასე გაგრძელდა. როგორც იქნა, სუპის დროც
დადგა, მაგიდას გრძელცხვირა ყმაწვილი ემსახურებოდა, ტიპუ-
რი კოკნი, მკაცრი გამომეტყველებით. ყმაწვილს სათანადოდ
ეცვა – სუფთა, მაგრამ ცოტა გაცვეთილი ლივრეა. შესანიშნავი
სუპი იყო, სქელი, პომიდვრით, წითელი ხის ფერი დაჰკრავდა.
ჯორჯმა ვერ დამალა, ძალიან რომ მოშიებოდა, ხარბად და გემ-
რიელად შეექცეოდა და ოფიციალურობის ყინულიც ნელ-ნელა
გალხვა.
მერე მსახურმა უზარმაზარი როსთბიფი შემოიტანა, მოხარ-
შული კარტოფილით და ბრუსელის კომბოსტოთი. რიდმა ჯორ-
ჯსხორცის მოზრდილი ნაჭერი ჩამოუჭრა, ცოლმა ბოსტნეული
შემოუწყო. ცოლ-ქმარიც მიირთმევდა ჯორჯთან ერთად, ოღონდ
ეტყობოდათ, რომ უკვე ესადილათ. ცოტ-ცოტას იღებდნენ თავი-
ანთთვის და იმასაც ვერ ამთავრებდნენ. ჯორჯმა ხორცს მალე
მოუღო ბოლო.
– აბა! – შესძახა რიდმა და დანა მოიმარჯვა, – ნება მომეცით,
დაგიმატოთ. ალბათ გზაში ძალიან მოგშივდათ.
– წარმომიდგენია, როგორ მოგშივდებოდათ, – მელოდიური
ხმით თქვა ცოლმა. ჯორჯმა ჭამა განაგრძო.
მსახურმა ღვინო შემოიტანა – ძველი, ობმოკიდებული ბურ-
გუნდიული. ის ბოთლიც მალე ჩაამთავრეს. ჩაროზად ხრაშუნა
ვაშლის ნამცხვარი და ყველის მოზრდილი ნაჭერი მიართვეს.
ჯორჯი თვალის ერთ დახამხამებაში მუსრავდა ყველაფერს და
როცა დაასრულა, კმაყოფილმა ღრმად ამოისუნთქა. წამიერად
სამი წყვილი თვალი ერთმანეთს შეხვდა და სამივენი სკამის
ზურგს მიეყუდნენ და გულიანად გაიცინეს.

714
ასე უშუალოდ და ერთხმად ადამიანები იშვიათად იცინიან. ეს
იყო რაღაც ფეთქებადი, მჭახე, მოუთოკავი „ხა-ხა-ხა“, სამივეს
ერთდროულად რომ ამოხეთქა სულის შემხუთველი სპაზმივით
და კედლები ისე შეაზანზარა, ბუფეტში ჭიქებმა წკრიალი დაიწ-
ყეს. რაღაც გაუგებარმა სიხარულმა მოიცვა ყველა. როცა თით-
ქოს უკვე მეტი აღარ შეეძლოთ და ლამის ვეღარ სუნთქავდნენ,
სიცილი ხელახლა, ახალი ძალით იფეთქებდა. მსახური ორჯერ
მივიდა კართან, ცოტაზე შეაღო და შეშფოთებულმა შეიჭყიტა,
ბოლოს კი, უკვე ძალა რომ გამოელიათ და მიწყნარდნენ, თავი
შეყო ოთახში და მოახსენათ:
– სერ, მძღოლი გელოდებათ.
საცოდავი ტანმორჩილი მძღოლი დაძაბული იდგა კარის
ზღურბლთან, ხელში კეპს ატრიალებდა და გამომშრალ ტუჩებს
ისველებდა:
– უკაცრავად, სერ, – როგორც იქნა, ამოღერღა, – თუ ამაღამ
აქ აპირებთ დარჩენას, მანქანას უახლოეს სოფელში წავიყვან.
– უახლოესი სოფელი რა ხნის სავალზეა? – ძლივს ითქვამდა
სულს ჯორჯი.
– ვფიქრობ, ალბათ ექვსი მილი იქნება აქედან, – ჩურჩულით
თქვა მძღოლმა, სახეზე ისევ შეძრწუნება და შეშფოთება გა-
მოეხატა.
მისი გამომეტყველების ყურება სრულიად გაუსაძლისი იყო,
ჯორჯმა თავი ვერ შეიკავა და მოგუდულად გაეცინა. მისის რიდი
წელში მოიხარა და ხელსახოცი მიიფარა პირზე. რიკენბახ რიდს
რაც შეეხება, სკამზე მიესვენა და შეშლილივით ხარხარებდა.
მძღოლი ერთ ადგილზე გაშეშდა. ფიქრობდა, დადგა ჩემი აღ-
სასრულის დრო, ეს მანიაკები რასაც მოისურვებენ, იმას გამიკე-
თებენო, მაგრამ ისეთი პარალიზებული იყო, გაქცევის თავიც არ

715
ჰქონდა. და შიშსაც ვერავინ უქარწყლებდა, უბრალოდ, არ შეეძ-
ლოთ დალაპარაკებოდნენ, ვერ უხსნიდნენ, მისკენ გახედვაც
უჭირდათ. ყოველ ჯერზე, როცა შეეცდებოდნენ, რამე ეთქვათ და
თავს მიაბრუნებდნენ პატარა კაცისკენ, მისი გატანჯული სახის
დანახვისთანავე მოუთოკავი ხარხარის ახალი შემოტევა იწყე-
ბოდა.
როგორც იქნა, ბოლომდე დაიხარჯნენ და დაშოშმინდნენ.
დაქანცულები ახლა თავს სულელურად გრძნობდნენ, შერ-
ცხვათ, ასე უმიზეზოდ რომ შეაშინეს პატარა კაცი. მერე თავა-
ზიანად და მშვიდად უთხრეს, დაივიწყე მანქანა, სადაც დგას, იქ
დატოვეო. რიდმა მსახურს სთხოვა, მიეხედა მძღოლისთვის და
თავის ოთახში გაეშალა ლოგინი ღამის გასათევად.
– დიახ, სერ, დიახ, სერ, – ავტომატურად იმეორებდა მძღო-
ლი.
როცა მძღოლი დააბინავეს, სასტუმრო ოთახში გადაინაც-
ვლეს. რამდენიმე წუთში მსახურმა ლანგრით ყავა შემოიტანა.
მხიარულად აგიზგიზებულ ბუხართან დასხდნენ და ყავას შეექ-
ცნენ, მერე ბრენდი დააყოლეს. ძალიან სასიამოვნო იყო ბუხარ-
თან ჯდომა და მუსაიფი, როცა გარეთ ქარიშხალი მძვინვარებდა,
იმდენად სასიამოვნო, რომ ეს სამი ადამიანი სწრაფად დააახ-
ლოვა და სამივეს ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს დიდი ხნის
ნაცნობები იყვნენ. ხალისიანად იცინოდნენ, ლაპარაკობდნენ,
ძალიან უშუალოდ უყვებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ამბავს.
რიკი ხვდებოდა, რომ ჯორჯი მაინც წუხდა მაკჰარგის გამო და
ყველანაირად ცდილობდა, მისი შიში გაეფანტა.
– ჩემო ძვირფასო, – უთხრა ჯორჯს, – ჩონჩხის წლებია ვიც-
ნობ. ბევრჯერ მინახავს, ასე ბოლომდე რომ დახარჯულა, მაგრამ
საბოლოოდ მაინც გამოძვრება ხოლმე. საოცარია, რასაც ის

716
თავს უკეთებს, დარწმუნებული ვარ, მე ვერ ვიზამდი. ვერც ვერა-
ვინ ვერ იზამდა. მისი სიცოცხლისუნარიანობა მართლაც განსაც-
ვიფრებელია. იფიქრებ, მორჩა, გათავდაო და მეორე წუთს ახა-
ლი ენერგიით იწყებს ყველაფერს თავიდან.
ჯორჯმა უკვე საკმარისი იხილა საკუთარი თვალით და ეჭვი
არ ეპარებოდა, რომ მართლაც ასე იყო. რიდმა ერთი-ორი სხვა
შემთხვევის შესახებაც უამბო. თურმე, რამდენიმე წლის წინ მაკ-
ჰარგი ინგლისში გადმოსულა ახალ რომანზე სამუშაოდ. ჯერ კი-
დევ მაშინ, ნაცნობებს მისი ცხოვრების სტილი სერიოზულად
აფიქრებდათ. ცოტას თუ სჯეროდა, ასე დიდხანს რომ გაქაჩავდა.
მისი მეგობარი მწერლები საერთოდ ვერ ხვდებოდნენ, როგორ
ახერხებდა მუშაობას.
– ერთ საღამოს, – ჰყვებოდა რიდი, – რაღაც წვეულება მოაწ-
ყო „სავოიში“. მანამდე, როგორც იცოდა, რამდენიმე დღე თავი
არ დაინდო და ისე გადაიქანცა, ათ საათზე საბოლოოდ გა-
მოელია ძალა. პირდაპირ მაგიდასთან დაეძინა. დივანზე გადა-
ვაწვინეთ, ამასობაში წვეულება გრძელდებოდა. მერე ორნი
დავრჩით და პორტიეების დახმარებით ტაქსიში ჩავსვით და სახ-
ლში წავიყვანეთ. კავენდიშ-სკვერზე ქირაობდა ბინას. მეორე
დღისთვის ლანჩი დავგეგმეთ. არავითარი იმედი არ მქონდა,
რომ მოვიდოდა. მეგონა, ორი-სამი დღე ლოგინიდანაც ვერ ად-
გებოდა. პირველი საათი ხდებოდა, ვიფიქრე, დავხედავ-მეთქი
და მივაკითხე.
ერთხანს გაჩუმდა, ცეცხლს უყურებდა. მერე ხმამაღლა
ჩაისუნთქა და განაგრძო:
– მივედი და რას ვხედავ, ტვიდის კოსტიუმზე ძველი ხალათი
შემოუცვამს, ზის საწერ მაგიდასთან და გამალებული ბეჭდავს.
გვერდით ხელნაწერის უზარმაზარი შეკვრა ედო, მითხრა, ექვსი

717
საათიდან ვუზივარ და უკვე ოცი გვერდი გადავბეჭდეო. კარი
რომ შევაღე, ამომხედა და მითხრა: „გაუმარჯოს, რიკ, ერთ წუთ-
ში მოგხედავ, დაჯექი რა სადმე“... – ისევ ხმაურით ჩაისუნთქა, –
დავჯექი კი არა, დავეხეთქე, ეგეთი არაფერი მენახა!
– ლანჩზეც წამოვიდა?
– წამოვიდა? – შეიცხადა რიდმა, – წამოფრინდა სკამიდან,
მეც წამომაგდო, თან პალტოს იცვამდა და ყვიროდა: „წავედით!
მგელივით მშია!“ და ყველაზე საკვირველი ის არის, რომ აბსო-
ლუტურად ყველაფერი ახსოვდა, რაც წინა ღამით მოხდა. ვინ რა
თქვა, ისიც ახსოვდა, არადა შემიძლია დავიფიცო, რომ უგონოდ
იყო. ნამდვილი საოცრებაა! – ამბობდა ინგლისელი.
მოგიზგიზე ბუხრის და მათ შორის გაჩენილი სიახლოვის სა-
სიამოვნო სითბოში კიდევ რამდენიმე ჭიქა ბრენდი დალიეს,
უამრავი სიგარეტი მოწიეს და ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობ-
დნენ გაუთავებლად. დრო არ ახსოვდათ. ის შემთხვევა იყო, რო-
ცა თავისუფლდები უხერხულობისგან, ჩვეული თავშეკავების
ზღუდეს არღვევ და სულს აშიშვლებ. ჯორჯის მასპინძელი ამაღ-
ლებულ განწყობაზე გახლდათ და საინტერესო ამბებს ჰყვებოდა
თავის თავზე, ცოლზე და სოფლად გახიზნულების იზოლირებულ
თავისუფლებაზე. ისე ლამაზად და მომხიბვლელად აღწერდა,
მოგანდომებდა და შეგაშურებდა კიდეც, ძნელად მოსაპოვებე-
ლი, მაგრამ დამოუკიდებელი ცხოვრების, უბრალო სიხარულე-
ბის და სრულყოფილი კომფორტის რაღაც იდეალურ სურათს ხა-
ტავდა, რომელიც ადრე თუ გვიან დაიბუდებს ამ რთულ, მყიფე
და მშფოთვარე სამყაროში მცხოვრები ადამიანის წარმოსახვა-
ში. ჯორჯი მასპინძელს ნოსტალგიური აღფრთოვანებით უსმენ-
და, მაგრამ თან მტკივნეულად გრძნობდა, რომ ამ ყველაფრის

718
უკან რაღაც იმალებოდა, რაღაც ისეთი, რაც იდეალურ სურათში
არ ჯდებოდა და მის სიყალბეში დაგაეჭვებდა.
რადგან ჯორჯმა ნელ-ნელა შეატყო, რომ რიდი ერთ-ერთი იმ
ადამიანთაგანი იყო, რომელიც თანამედროვე ცხოვრების პირო-
ბებს ვერ ეთავსება, უხეშ რეალობას ვერ უსწორებს თვალს და
გაურბის. ეს ფენომენი ჯორჯისთვის უცხო არ ყოფილა, რამდენი-
მე რიდისნაირს შეხვედრია კიდეც და დაჰკვირვებია. ახლა მის-
თვის ცხადი გახდა, რომ ეს ადამიანები ქმნიან ოჯახის თუ ტომის
კიდევ ერთ ჯგუფს, კიდევ ერთ ახალ სამყაროს, რომელმაც არ
იცის სახელმწიფო საზღვრები. ამერიკაში ასეთები განსაკუთრე-
ბით ბევრნი არიან, უმეტესად იზოლირებულ ადგილებში – ბოს-
ტონის, კემბრიჯის, ჰარვარდის უნივერსიტეტის მიდამოებში. მათ
ნიუ-იორკის გრინვიჩ-ვილიჯშიც შეხვდებით და როცა ამ პაწაწუ-
ნა თვითნაკეთ ბოჰემასაც შემოსწყრებიან, მერე მოსაწყენი სოფ-
ლების განმარტოებას აფარებენ თავს.
ასეთი ხალხისთვის სოფელი უკანასკნელი თავშესაფარია.
ყიდულობენ პატარა ფერმებს კონექტიკუტში ან ვერმონტში და
ძველ, ლამაზ სახლებს აახლებენ, ზოგს მეტისმეტად გადაპრან-
ჭული გამოსდის, ზოგსაც – ზომიერი და გემოვნებიანი. ხანდახან
მათი ორიგინალობები მეტისმეტად ორიგინალურია, სისადავე
– მეტისმეტად დახვეწილი და არც ერთ ასეთ ფერმაში ერთი
მარცვალი ხორბალიც არ ითესება. ფერმები ყვავილების და-
სარგავად უნდათ მხოლოდ. რაღაც დროის მერე, იშვიათი ჯიშე-
ბის მოყვანას სწავლობენ. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს უყვართ
უბრალო ცხოვრება, უყვართ, როცა „მიწას“ გრძნობენ, ოღონდ
ეს მიწის სიყვარული უფრო ცნობიერებიდან მოდის. ჯორჯს არა-
ერთხელ მოუსმენია, როგორ ამბობენ ქალებიც და კაცებიც,
რომ მიწის დამუშავება დიდ სიამოვნებას ჰგვრით.

719
დიდ სიამოვნებას ჰგვრით და ამუშავებენ კიდეც. გაზაფხულზე
თავიანთ ახალ დეკორატიულ ბაღში მუშაობენ, მაგრამ ერთ კაცს
აუცილებლად წაიშველებენ, ვინმე ადგილობრივს ქირაობენ და
ხელფასს უხდიან, ვის მოკრძალებულ კეთილსინდისიერებაზე
და ახირებულ ხასიათზე მერე მეგობრების გასართობად ჰყვები-
ან ხოლმე. ცოლებსაც უყვართ მიწის დამუშავება. უბრალო კა-
ბებში გამოწყობილები, მაგრამ მაინც მიმზიდველები, ეკალბარ-
დის მოჭრასაც სწავლობენ, თან ხელებს უფრთხილდებიან და
ბრეზენტის ხელთათმანს იცვამენ. ეს გრაციოზული, საყვარელი
არსებები ლამაზად ირუჯებიან და ჯანსაღი ფერი ედებათ: სანდო-
მიან მკლავებზე ოქროსფერი გადაჰკრავთ, სახე მზის სითბოთი
აქვთ გაჟღენთილი და ხანდახან მათ ყვრიმალებზე მკრთალ,
ნაზ, ოქროსფერ ბუსუსებს შენიშნავთ. ფრიად საამური სანახავე-
ბი არიან.
საქმე ზამთარშიც ბევრია. თოვლი რომ დადებს, ხანდახან სა-
მი კვირით იკეტება გზა და მთავარ შოსემდე მანქანით ვერ მიხ-
ვალ. ამ დროს საბარგოც ვერ მოძრაობს. ასე რომ, ეს სამი კვი-
რა სურსათ-სანოვაგის საყიდლად კარგი სამი მილის გავლა გი-
წევს. თუმცა საქმე სხვაც ბევრია. ქალაქელებმა შეიძლება იფიქ-
რონ, რომ ზამთარში სოფელში ცხოვრება მოსაწყენია, მაგრამ
მათ უბრალოდ არ იციან, რომ მემამულეს შეუძლია, დურგალი
გახდეს. რა თქმა უნდა, თავის პიესაზეც მუშაობს, მაგრამ შიგა-
დაშიგ ავეჯსაც აკეთებს. კარგია, როცა შენი ხელით აკეთებ რა-
მეს. სახელოსნოსაც მოიწყობს ძველ ფარდულში, სტუდიოსაც,
სადაც არავინ შეუშლის ხელს ინტელექტუალურ შრომაში. ბავ-
შვებს იქ შესვლის უფლება არა აქვთ. და ყოველდღე, შვილებს
სკოლაში რომ დააბინავებს, მერე შეუძლია, მთელი დილა
ფარდულ-სტუდიოში იმუშაოს თავის პიესაზე.

720
ასეთი ცხოვრება ბავშვებისთვის მისწრებაა. ზაფხულობით
ბევრს თამაშობენ, ცურავენ, თევზაობენ, დაქირავებული ადგი-
ლობრივის შვილებში გაერევიან და დემოკრატიის პრაქტიკულ
გაკვეთილებს იღებენ. ზამთარში შესანიშნავ კერძო სკოლაში
დადიან, ორი მილის დაშორებით. სკოლას ორი ძალიან განათ-
ლებული ადამიანი ხელმძღვანელობს – გეგმიური ეკონომიკის
ექსპერტი და მისი ცოლი, ექსპერტი ბავშვების ფსიქოლოგიაში,
რომელიც ამავდროულად შესანიშნავ ექსპერიმენტს ატარებს
განათლების სფეროში.
სოფლის ცხოვრება უამრავი თავშესაქცევი ამბითაა საინტე-
რესო, ქალაქელებს წარმოდგენაც რომ არა აქვთ, უპირველეს
ყოვლისა, ეს არის ადგილობრივი პოლიტიკა, რომელშიც ისინი
მთელი არსებით ერთვებიან. ესწრებიან ყველა შეკრებას, მგზნე-
ბარედ მოითხოვენ ახალი ხიდის გადებას მდინარის განტოტება-
ზე, მხარს უჭერენ ებნერ ჯონზის, ადგილობრივი თვითმმართვე-
ლობის თავკაცის მოწინააღმდეგეებს. ბევრი მომნუსხველი ის-
ტორია უგროვდებათ, თავიანთ ქალაქელ მეგობრებს რომ მო-
უთხრონ კვირის ბოლოს. რაც მართალია მართალია, მოსაყო-
ლი უხვად აქვთ და როცა მემამულე და მისი ცოლი ყავის და
ბრენდის მერე ორ ხმაში ჰყვებიან ისტორიებს ადგილობრივების
გულუბრყვილობებზე, ყველაზე რაფინირებული სტუმარიც ჩაფ-
სმამდე იცინებს. გინდა თუ არ გინდა, სოფელში მეზობელს უნდა
იცნობდე. სოფელი მთელი სამყაროა. ცხოვრება იქ უბრალოა,
მაგრამ ამავე დროს – მშვენიერი.
იმ ძველ ფერმის სახლში სანთლის შუქზე სადილობდნენ. სა-
სადილო ოთახი ორასი წლის ფიჭვით იყო მოპირკეთებული. არ
შეუცვლიათ. საერთოდ, სახლის ფასადი ხელუხლებელი დატო-
ვეს. ერთადერთი თუ რამე მიამატეს, ახალი ფრთა მიაშენეს ბავ-

721
შვებისთვის. რა თქმა უნდა, როცა ეს ფერმა იყიდეს, დიდი შრო-
მაც გასწიეს. სახლი საშინელ მდგომარეობაში დახვდათ. დამპა-
ლი იატაკი და ფანჯრის რაფები უნდა გამოეცვალათ. სარდაფში
ბეტონი დაასხეს და მაზუთის გათბობა დააყენეს. ძვირი დაუჯ-
დათ, მაგრამ ღირდა. სახლის ძველი მეპატრონეები ადგილობ-
რივები იყვნენ, უკვე მეხუთე თაობა, ვისაც ეს ფერმა ეკუთვნოდა,
პირდაპირ გასაოცარი იყო, ასე როგორ გააპარტახეს იქაურობა.
სასტუმრო ოთახში ხალიჩის ნაცვლად ლინოლეუმი ეგო. სასა-
დილო ოთახში ძველი, რევოლუციის დროინდელი ლამაზი ბუ-
ფეტის გვერდით, ადრინდელმა მეპატრონეებმა რომ დაიყოლი-
ეს, სახლთან ერთად ეყიდათ, ამაზრზენი ძველებური გრამოფო-
ნი იდგა. როგორი წარმოსადგენია?
რა თქმა უნდა, მთელი სახლის ხელახლა მოწყობა მოუხდათ.
ქალაქური ავეჯი არ ივარგებდა. ამიტომ დიდი დრო და მძიმე
შრომის გაწევა დასჭირდათ, დადიოდნენ ფერმერების სახლებში
და ძალიან იაფად ყიდულობდნენ იშვიათ, ძველებურ, შესანიშ-
ნავ ნივთებს და ახლა მათ სახლში ყველაფერი ჰარმონიულად
ერწყმოდა ერთმანეთს. ლუდსაც კი მოკალული კათხებიდან
სვამდნენ, რომელიც გრეისმა ერთი მოხუცი კაცის სარდაფში
იპოვა ობმოდებული. მოხუცი ოთხმოცდაშვიდი წლის ყოფილა
და ის კათხები თურმე მამამისს ეკუთვნოდა. თვითონ არ ხმა-
რობდა და თითო ოც ცენტად მიუცია. რა შესანიშნავია, არა? და
ყველა ასე ფიქრობდა.
სეზონები იცვლებოდა და ისინი ამ ცვლილებებს აკვირდე-
ბოდნენ. არ უნდოდათ, ისეთ ადგილას ეცხოვრათ, სადაც სეზო-
ნები არ იცვლება. სეზონური თავგადასავლები ყოველთვის ამა-
ღელვებელია. ერთხელ ზაფხულის მიწურულს ვიღაცამ პირვე-
ლი იხვი დაინახა, სამხრეთისკენ რომ მიფრინავდა და ეს შემოდ-

722
გომის დადგომის მაუწყებელი იყო. მერე პირველი ფიფქი ჩამო-
ვარდება და იმწამსვე გადნება, მაგრამ ის ზამთარს მოუძღვება.
მაგრამ ყველაზე ამაღელვებელი გაზაფხულის დილაა, როცა ვი-
ღაც პირველ ენძელას იპოვის ან პირველი შოშია მოფრინდება.
დღიურში იწერდნენ ყველაფერს და ქალაქელ მეგობრებს არაჩ-
ვეულებრივ წერილებს სწერდნენ:
„ვფიქრობ, ჩვენთან მოგეწონებათ. გაზაფხულზე აქაურობა
უბრალოდ გასაგიჟებელია. ამ დილით პირველად გავიგონე შაშ-
ვის გალობა. ვაშლის ხემ ერთ ღამეში გამოიღო ყვავილი. ცოტაც
და ვეღარ ჩამოუსწრებთ. დროზე ჩამოდით. ვიცი, ჩვენი ხეხილის
ბაღი და ჩვენი ბებერი, სასაცილოდ დაკოჟრილი ვაშლის ხეები
შეგიყვარდებათ. ასე ოთხმოცი წლის მაინც იქნებიან, თანამედ-
როვე ხეხილის ბაღს კი არ ჰგავს. პატარა, მომჟავო ვაშლებს ის-
ხამენ, თავისსავით დაკოჟრილებს, ბევრს არა, მაგრამ ჩვენ
გვყოფნის. რატომღაც ამის გამო კიდევ უფრო მეტად გვიყვარს.
აქ ახალი ინგლისის სული იგრძნობა.“
ასე, წლიდან წლამდე ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობს.
პირველ წელს დეკორატიულ ბაღში დარგული ალპური მცენა-
რეები იყვავილებენ. მთელ ეზოში, სახლის წინ და ღობის გაყო-
ლებაზე, ბალბას დარგავს. მომავალ წელს ნამდვილი წალკოტი
ექნებათ. გასაოცარია, რა სწრაფად ხდება ეს ყველაფერი.
მეორე წელს ფარდულში სტუდიოს მოიწყობს, მეტწილად ხე-
ლით იმუშავებს, მხოლოდ ერთ დამხმარეს დაიქირავებს. მესამე
წელს – მოხედვას ვერ მოასწრებს, ბავშვები უცებ გაზრდილან;
სოფელში ბავშვები სწრაფად იზრდებიან. აუზის შენებას იწყებ-
ს.მეოთხე წელს დაამთავრებს. მთელი ეს ხანი პიესაზე მუ-
შაობით არის დაკავებული, მაგრამ ნელა მიდის საქმე, სხვაც იმ-
დენი აქვს სამუშაო.

723
მეხუთე წელს ცოტა ქალაქი ენატრება. არც კი იფიქრებს დაბ-
რუნებას, აქ ხომ შესანიშნავი გარემოა, ისე, ზამთრის სამ თვეს
კი გაატარებდა კაცი ქალაქში. სამ ცუდ თვეს ლონდონში გაატა-
რებს, ნაქირავებ ბინაში. გრეისს, რა თქმა უნდა, გაგიჟებით უყ-
ვარს მუსიკა და ოპერა ენატრება, თვითონ თეატრი ურჩევნია და
სიამოვნებით შეხვდებოდა იქ ზოგიერთ ნაცნობს. სოფელში
ცხოვრებას ეს ნაკლი აქვს, ადგილობრივები მშვენიერი მეზობ-
ლები არიან, მაგრამ ხანდახან ქალაქის ინტელექტუალური სტი-
მული გჭირდება. ასე რომ, წელს თავის ბებრუცანას ქალაქში წა-
იყვანს. ივლიან წარმოდგენებზე, მოუსმენენ მუსიკას და განაახ-
ლებენ ურთიერთობას ძველ მეგობრებთან, რომ გაიგონ, რა
ხდება ამქვეყნად. შეიძლება, ბერლინსაც გამოჰკრან ხელი თე-
ბერვალში, სამი კვირით. ან იქნებ ჰაიტიზე ჯობდეს. იქ ისეთი ად-
გილები ყოფილა, ჯერ ცივილიზაცია არ შეხებია. ქარის წისქვი-
ლებს ამუშავებენ და ვუდუს მიმდევრები არიან. იქ ველური, პირ-
ველყოფილი სილამაზეა. ერთფეროვნებას გაექცეოდა ცოტა
ხნით. რა თქმა უნდა, პირველ აპრილს უკვე სოფელში იქნება.
უფრო ხშირად ასე წარმოჩნდება გაქცეული კაცის ცხოვრება.
მაგრამ სხვაგვარადაც ხდება ხოლმე. ევროპაში დაფუძნებული
ამერიკელი ემიგრანტებიც იმავე ყაიდის ადამიანები არიან,
ოღონდ უფრო იზოლირებულები და ესკაპიზმი უფრო მტკივ-
ნეულად ვლინდება. ჯორჯი შეხვედრია მათ პარიზში, შვეიცა-
რიაში და ინგლისში და მოეჩვენა, რომ ისინი გამოუსადეგარი
რასის ყველაზე ექსტრემალურ ჯიშს წარმოადგენდნენ. ისე შორს
წასული ამერიკელები იყვნენ, რომ უკვე თავსაც აღარ იტყუებ-
დნენ ბუნების სიყვარულით და მიწის ყივილით. სხვა არაფერი
დარჩენოდათ და განურჩევლად ყველაფერს ამერიკულს აბუჩად
იგდებდნენ და დასცინოდნენ. ამ დაცინვაში არავითარი გულ-

724
წრფელობა, ვნება ან ნამდვილი გაღიზიანება არ იგრძნობოდა
და წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო ლიტონი ხდებოდა.
იმიტომ, რომ ამ ადამიანებს დალევის და დაცინვის გარდა არა-
ფერი დარჩენოდათ, აღარაფერი – კაფეების ყოველდღიური მო-
მაბეზრებელი შემოვლის და ბუნდოვნად წარმოსახული სამყა-
როს გარდა. სენტიმენტალური წარმოდგენა „პარიზზე“, „ინ-
გლისზე“ ან „ევროპაზე“ ისეთი არარეალური გამოდგა, თითქოს
მთელი ცოდნა ზღაპრებიდან შეეძინათ, თითქოს ფეხი არ დაედ-
გათ იმ ქვეყნებში, რომელთაც ერთგულად აღმერთებდნენ და
ეგონათ, კარგად იცნობდნენ.
ამ რასის წამომადგენლებთან შეხვედრისას ჯორჯი გრძნობ-
და, რომ ილუზიის და დამარცხების ფუნდამენტური შინაგანი
სტრუქტურა ერთი და იგივე იყო, ისინი ან ფერმაში გაქცევის
უსაფრთხო რეცეპტს ირჩევდნენ, ვითომ მებაღეობით, დურგლო-
ბით და ბალბის მოყვანით დაინტერესებულები, ან უფრო მწარე
გზას ადგებოდნენ და ევროპას აფარებდნენ თავს. მნიშვნელობა
არ ჰქონდა, ამერიკელები იქნებოდნენ, ინგლისელები, გერმანე-
ლები თუ ჰოტენტოტები. ყველანი უძლურები აღმოჩნდნენ და
ერთნაირად იტყუებდნენ თავს. დატოვეს სამყარო, თვალი ვერ
გაუსწორეს, რადგან ამისთვის ძალა არ ეყოთ. საკმარისი ნიჭი
არ აღმოაჩნდათ, ბოლომდე მიჰყოლოდნენ ჩანაფიქრს და მოეხ-
ვეჭათ დიდება, რომელსაც ვითომდა აბუჩად იგდებდნენ, მაგრამ
რისთვისაც საცოდავი სულის შემორჩენილ ნაწილს გაყიდდნენ.
თითქოს რაღაცის შექმნის სურვილი ჰქონდათ, მაგრამ საკმარი-
სად არ სურდათ, თორემ ჯოჯოხეთური შრომის და იმედგაც-
რუების მიუხედავად, საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ. თითქოს
მუშაობა ეწადათ, მაგრამ არც იმდენად, რომ ემუშავათ – ვიდრე
თვალები არ ჩაუსისხლიანდებოდათ და ტვინი არ აუდუღდებო-

725
დათ, ვიდრე ბოლომდე არ გამოიფიტებოდნენ, ვიდრე ისე არ
დაიღლებოდნენ, რომ მთელი სამყარო ბუნდოვან ლაქად მოს-
ჩვენებოდათ, ვიდრე ყელი არ გამოუშრებოდათ და პულსი სა-
ფეთქლებში ჩაქუჩივით არ დაუწყებდათ ცემას, არავითარი დას-
ვენება და სულის მოთქმა, არავითარი ძილი, თუნდაც მეტი აღა-
რაფერი შესძლებოდათ, თვითონ მუშაობაც კი – და მაინც, მუშა-
ობდნენ და მუშაობდნენ დაუსრულებლად. ისინი ხელოვნების
მოსაწყენი, უმაქნისი მსახურები, უსუსური კაცუნები იყვნენ, აჯო-
ბებდა, საერთოდ არ ჰქონოდათ ნიჭი. როცა რამე სრულად არ
გეძლევა, უმჯობესია, სულ არ გქონდეს. ამიტომ გაურბოდნენ
საქმეს, რადგან ვერ ძლევდნენ და მერე უქმად დაყიალებდნენ,
მებაღეობდნენ, დურგლობდნენ და სვამდნენ.
ჩვენი ინგლისელი რიკენბახ რიდიც ასეთი კაცი გახლდათ.
მოგვიანებით იმ საღამოს ჯორჯს გამოუტყდა, მწერალი ვარო,
ვითომ სიმწრით გაიხუმრა და უთხრა, „ასე ვთქვათ მწერალიო“.
ათზე მეტი წიგნი ექნებოდა გამოქვეყნებული, თაროებიდან გად-
მოულაგა უცნაური მგზნებარებით, თან თითქოს ებოდიშებოდა.
მწერლების და პოლიტიკოსების ბიოგრაფიები აღმოჩნდა, „მამ-
ხილებელი სკოლის“ მიმდევრის დაწერილი. მოგვიანებით ჯორ-
ჯმა ერთი-ორი ბიოგრაფია წაიკითხა და ზუსტად ის შთაბეჭდი-
ლება დარჩა, რასაც ელოდა. ბიოგრაფიები ამხელდნენ ყველა-
ფერს, საკუთარი თავების გარდა. უსუსური ნიმუშები იყო გაბე-
რილი სტრეჩიზმის: ოღონდ მათ ავტორს ლიტონ სტრეჩის გონე-
ბამახვილობის არაფერი ეცხო, დიდად თავი არც გადაუღლია,
საუკეთესო შემთხვევაში, ცოტათი მიბაძა თავისი ჩამქრალი სა-
სიცოცხლო ძალით, მომაკვდინებელი დაღლილობით და მოჩვე-
ნებითი სიკოხტავით. ყველა ეს წიგნი, განსხვავებულ პიროვნე-
ბებს და პერიოდებს რომ ეხებოდა, ერთმანეთს ჰგავდა, მოგვით-

726
ხრობდა დამარცხებაზე, ილუზორული იმედგაცრუებების შემო-
ტევაზე, სკეპტიკური ხორცშესხმა იყო გამოგონილის და ურწმუ-
ნოების.
მათი ავტორი სხვაგვარად ვერ დაწერდა. თავად რომ არ გა-
აჩნდა არც რწმენა და არც სიღრმე, ვერც იმ ადამიანებში იპოვი-
და, ვისზეც წერდა. სჯეროდა, რომ ყველაფერი სულელური ნა-
ბოდვარი იყო, რომ ყველა გამოჩენილი პიროვნება ყალბი ლე-
გენდებით განადიდეს, მოჩმახული სისულელით. საკუთარი და-
მარცხებული ბუნებიდან გამომდინარე, სხვაშიც მხოლოდ ცუდს
ხედავდა. კეისარზე რომ დაეწერა, ვერასოდეს დააჯერებდა
თავს, თუ კეისარი ისეთი იყო გარეგნულად, როგორიც იყო –
აუცილებლად გამოჩხრეკდა სამხილს, საბრალო ჯუჯად გამოეყ-
ვანა, რომელსაც საკუთარი ჯარისკაცები მასხრად იგდებდნენ.
ნაპოლეონზე დაწერდა, ის მსუქანი და დაგვაჯული სუპს როცა
მიირთმევდა, ქოჩორი შიგ უვარდებოდა და მარშლის მუნდირზე
ცხიმის ლაქები აჩნდაო. ჯორჯ ვაშინგტონზე თუ დაწერდა, ყუ-
რადღებას მხოლოდ მის კბილის პროთეზზე გაამახვილებდა და
ისე გაერთობოდა, სულ გადაავიწყდებოდა, ვინ იყო სინამდვი-
ლეში ვაშინგტონი. აბრაამ ლინკოლნზე რომ დაეწერა, მასში
მხოლოდ გაღმერთებულ იურია ჰიპს დაინახავდა, ჩამორჩენი-
ლების გროტესკულ გამონაგონს, როგორ ჩავიდა ქალაქში პრო-
ვინციელი ადვოკატი, იღბლიანი შემთხვევის წყალობით როგორ
გაუმართლა, ყველასთვის მოულოდნელად გაიმარჯვა და
დროულადაც ეწამა. ვერასოდეს დაიჯერებდა, თუ ლინკოლნმა
მართლა თქვა ის, რაც თქვა ან დაწერა ის, რაც დაწერა. რატომ?
იმიტომ, რომ ის ნათქვამი და დაწერილი ძალიან ლინკოლნი-
სეული იყო, იმდენად კარგი, არ შეიძლებოდა დაჯერება. გამო-
დის, მითი ყოფილა. ასეთი რამ არ თქმულა და თუ ითქვა, სტენ-

727
ტონი იტყოდა, ან სიუორდი, ან გაზეთის ჟურნალისტი, ვინც გნე-
ბავთ, ოღონდ არა ლინკოლნი.
ასეთი ტონი და განწყობა იყო მის წიგნებში და ამ ხარისხის
უნდობლობით დაიწერა ისინი. საბოლოო ჯამში, ავტორის გარ-
და არავინ მოტყუებულა. თავშესაქცევ და დამაჯერებელ ყიამ-
ყრალობასაც კი ვერ დაარქმევდი. ყველა წიგნი სტამბიდან
მკვდარშობილი გამოვიდა. არც არავის წაუკითხავს და არც არა-
ვინ დაინტერესებულა.
როგორ ახერხებდა, რაციონალურად აეხსნა საკუთარი და-
მარცხება და კრახი? ძალიან იოლი, თვალნათელი და ერთა-
დერთი გამართლებული გზით. ავჩქარდი, დაუფიქრებლად მო-
ვიქეციო, უთხრა ოდნავ შესამჩნევი ღიმილით, მწარე ირონიაც
რომ დაჰკრავდა. საზოგადოების სათაყვანებელი ფიგურები გა-
მოუაშკარავებია, თურმე ულმობელი, ცივი გონებით სიმარ-
თლეს ეძებდა, ყალბი ლეგენდები რომ დაემსხვრია. რაღა თქმა
უნდა, ჯილდოდ ლანძღვა მიიღო, ლამის შეაჩვენეს, კრიტიკოსე-
ბი ვეღარ იტანდნენ და საზოგადოებაც მტრულად განეწყო მის
მიმართ. თავიდანვე ვიცოდი, მადლობას არავინ მეტყოდა,
ოღონდ დავამთავრე, ამ საქმეს აღარ მივუბრუნდებიო. ზურგი
შეუქცევია კერპთაყვანისმცემელი სამყაროს ცრურწმენების-
თვის, ფანატიზმისთვის, იდიოტიზმისთვის, ფარისევლობისთვის
და სოფელში გადასახლდა, სიმარტოვეში განსასვენებლად.
სოფელში ცხოვრებას თავისი უპირატესობებიც ჰქონდა. ძვე-
ლი სახლი რომ იყიდა და გადააკეთა, თავი უზადო მიწათმოქმე-
დად იგრძნო, სამზარეულოში დაზგა დაიდგა, რამის შეკეთება
თუ დასჭირდებოდა. ახალგაზრდა მომხიბვლელ ცოლს აშკარად
უყვარდა. რიდი, რომ არაფერი ვთქვათ ლიტერატურულ პრე-
ტენზიებზე, რითაც საკუთარი ცხოვრება გაიმწარა, ისე ცუდი კა-

728
ცი არ იყო. მისი ილუზიების და მარცხის მიზეზებს თუ ჩასწვდე-
ბოდი და შეიწყნარებდი, პრინციპში სასიამოვნო, კეთილი ყმაწ-
ვილი გახლდათ.
ვერც კი შენიშნეს, ისე შემოაღამდათ და საათმა ორჯერ რომ
ჩამოკრა, გაუკვირდათ. კიდევ ცოტა ხანს წყნარად საუბრობ-
დნენ, ბოლო ჭიქა ბრენდიც დალიეს და ერთმანეთს ღამე მშვი-
დობისა უსურვეს. ჯორჯი ზევით ავიდა და მალევე გაიგონა, მის-
ტერ და მისის რიდები ჩუმად რომ შევიდნენ საძინებელში.
მაკჰარგი გაშეშებული იწვა, ზუსტად ისე, როგორც დატოვეს.
არც კი შერხეულა, ბავშვივით უშფოთველად ეძინა. ჯორჯმა
მეორე საბანიც დააფარა, მერე გაიხადა, შუქი ჩააქრო და საბნის
ქვეშ შეძვრა.
დაღლილი იყო, მაგრამ უცნაური თავგადასავლებით აღგზნე-
ბული ვერ იძინებდა. იხსენებდა, რაც იმ დღეს თავს გადახდათ
და თან ქარს უსმენდა. მიასკდებოდა ქარი ფანჯრებს, შეაზანზა-
რებდა და მერე სისხლის გამყინავად ღმუოდა. სადღაც ღიად
დარჩენილი დარაბა შეშლილივით ეხეთქებოდა კედელს. სანამ
ქარს ახლიდან წამოუვლიდა, შორიდან ძაღლის სევდიანი ყეფა
ისმოდა. საათმა სამჯერ ჩამოკრა.
ბოლოს როგორც იქნა, დაიძინა. ქარი კვლავინდებურად
კიოდა, ოღონდ ჯორჯს აღარ ესმოდა.

729
თავი ოცდამეჩვიდმეტე

მომდევნო დილა

ჯორჯს ღრმა ძილით ეძინა, სიზმარსაც არ ხედავდა, გეგონე-


ბა, კეტი ჩასცხეს თავშიო. არ იცოდა, რამდენ ხანს ეძინა, მაგრამ
როცა შეაჯანჯღარეს და გააღვიძეს, მოეჩვენა, თითქოს ხუთი წუ-
თის ჩაძინებული იყო. თვალი გაახილა და ელდა ეცა. მის წინ
საცვლის ამარა მაკჰარგი იდგა წეროს ფეხებზე და ბუქნავდა,
როგორც სულსწრაფი მორბენალი შეჯიბრის წინ.
– ადექი, ჯორჯ, ადექი! – მჭახე ხმით უყვირა, – ღვთის გული-
სათვის, მთელი დღე ხომ არ უნდა იძინო?
ჯორჯი გაოგნებული უყურებდა.
– რომელი საათია? – ამოღერღა, როგორც იქნა.
– რვას გადასცილდა უკვე, – შესძახა მაკჰარგმა, – ერთი
საათია, ფეხზე ვარ, გავიპარსე კიდეც და ვიბანავე, – საუზმის მა-
დის აღმძვრელ სუნს იყნოსავდა და გაჩხინკულ ხელებს იფ-
შვნეტდა, – შენც გრძნობ? ბიჭო, მთელ ხარს შევჭამდი! შვრიის
ფაფა, ბეკონი და კვერცხი, შემწვარი პომიდორი, ტოსტი და მარ-
მელადი, ყავა, აჰ! – შესძახა აღტაცებით, – რა შეედრება ინგლი-
სურ საუზმეს! ადექი, ჯორჯ! მთელი ერთი საათი გაცალე, შეგატ-
ყვე, ძილი გჭირდებოდა. ახლა ჩაიცვი! ხომ არ ვალოდინებთ!
ჯორჯმა ამოიხვნეშა, ზარმაცად გადმოაწყო ფეხები საბნიდან
და წამოდგა, წონასწორობას ძლივს იცავდა. ამქვეყნად ყველა-
ფერს ერჩივნა, ორი დღე გადაბმულად დაეძინა. მაგრამ ამ წი-
თური ეშმაკის გადამკიდე სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა გამოფხიზ-

730
ლებულიყო და ჩაეცვა. ძილ-ბურანში ნელა, ზანტად იცვამდა,
მაკჰარგი ამასობაში ერთი წამით არ ჩერდებოდა, შფოთავდა და
აჩქარებდა.
ქვევით რომ ჩავიდნენ, რიდები უკვე მაგიდას უსხდნენ. მაკ-
ჰარგი მკვირცხლად მიეჭრა მასპინძლებს, მხიარულად მოიკით-
ხა, დაჯდა და ჭამა დაიწყო. მოზრდილი ულუფა მიირთვა, თან
სულ ლაპარაკობდა და ნაპერწკლებს ისროდა. მართლაც გა-
საოცარი ენერგიის პატრონი გახლდათ. გაუგებარი იყო, რამდე-
ნიმე საათის წინ მისავათებული კაცი სასიცოცხლო ძალების გე-
ნერატორად როგორ გარდაისახა. შესანიშნავ გუნებაზე იდგა,
სხვადასხვა ამბავს და თავგადასავალს იგონებდა. ხატოვნად და
მხიარულად ჰყვებოდა საპატიო წოდების გადაცემის ცერემო-
ნიაზე და იქ დამსწრეებზე. მერე ბერლინი გაიხსენა, ვინ გაიცნო
ბერლინში და ჰოლანდიაში. ბენდეინიც ახსენა და ძალიან სასა-
ცილო ამბებს მოჰყვა მათ გიჟურ ოინებზე. მიზნებით და გეგმე-
ბით იყო აღსავსე. ყველა მოიკითხა, ვისაც ინგლისში იცნობდა.
მისი გონება კარგად დამუშავებული ბრილიანტივით ბრწყინავ-
და. არაჩვეულებრივი მოსაუბრე აღმოჩნდა. ჯორჯი ხვდებოდა,
რომ მაკჰარგი იმ წუთებში თავის საუკეთესო მხარეს ავლენდა
და მართლაც შესანიშნავი სანახავი იყო.
საუზმის მერე ყველამ ერთად გაისეირნა. უჩვეულო ავდარი
იდგა. ერთ ღამეში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაეცა
და თქეში თოვლში გადაიზარდა. შეუჩერებლად თოვდა, ფიფქე-
ბი ქარში ბზრიალებდნენ და მიწას ნაზ საფრად ეფინებოდნენ.
მაღლა შიშველი ტოტები ირხეოდნენ და კვნესოდნენ. წარმოუდ-
გენლად ველური და ლამაზი იყო ყველაფერი. კარგა შორს წა-
ვიდნენ, ამინდი აგულიანებდათ, იცოდნენ, ეს სასწაული დიდ-

731
ხანს არ გაგრძელდებოდა და ერთდროულად უხაროდათ კიდეც
და წუხდნენ კიდეც.
როცა დაბრუნდნენ, ბუხართან დასხდნენ და მუსაიფი გააბეს.
მაკჰარგს დილანდელი ხალისიანი განწყობა ცოტა გაჰქარწყლე-
ბოდა, მხიარულება სიმშვიდემ შეცვალა, რაღაც ლინკოლნისე-
ულმა სიმშვიდემ, ღირსება და ძლევამოსილება რომ ახლდა,
რაც ჯორჯმა წინადღითაც შენიშნა. მაკჰარგმა თავისი ძველი,
ვერცხლისჩარჩოიანი სათვალე ამოიღო და ულამაზო, მობრე-
ცილ სახეზე რომ გაიკეთა, უცნაურად მოუხდა. ჯიბეში რამდენიმე
გაუხსნელი წერილი ედო და მათი კითხვა დაიწყო. მერე ისევ
ძველ მეგობარს გაუბა საუბარი. რაზე ლაპარაკობდნენ, არ იყო
მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი ის იყო, რაც ჯორჯს ყოველ-
თვის ემახსოვრებოდა, როგორ ღირსეულად ეჭირა თავი მაკ-
ჰარგს, როგორ გონივრულად ლაპარაკობდა და როგორ ღრმად
იცოდა საკითხი, რომელზეც ლაპარაკობდა. მის წინ დიდი ადა-
მიანი იჯდა, რომელიც იმ წუთს თავისი ფარული ძალის მთავარ
წყაროს უმჟღავნებდათ. ლაპარაკში მშვიდი სიმპათია იგრძნო-
ბოდა ძველი მეგობრის მიმართ, რაღაც ურყევი, მარადიული ერ-
თგულება, რომელიც არასოდეს შეიცვლებოდა, გინდაც ოცი წე-
ლი აღარ ენახათ ერთმანეთი.
მერე გემრიელი ლანჩი მიირთვეს. ღვინითაც გაუმასპინ-
ძლდნენ. მაკჰარგმა მხოლოდ ერთხელ მოსვა. ჯორჯმა შვებით
ამოისუნთქა, როცა უთხრა, შუადღისას ლონდონში ვბრუნდები-
თო. სიტყვა აღარ დასცდენია ინგლისის ტურზე, წინადღით ისე
ხატოვნად რომ აღუწერდა. ღმერთმა უწყოდა, რა იყო მიზეზი –
ან ახირებამ გადაუარა, ან შეატყო, ჯორჯი დიდი ენთუზიაზმით
არ ხვდებოდა ამ იდეას. უბრალოდ გამოუცხადა, ლონდონში
ვბრუნდებითო და ეს იყო და ეს.

732
მაგრამ თითქოს ქალაქში დაბრუნება რომ გადაწყვიტა, მიხ-
ვდა, ეს მისთვის აუტანელი იქნებოდა და წამიერად გარდაისახა,
ისევ მოუთმენლობა და მღელვარება დაეტყო. სამ საათზე, როცა
იქაურობა დატოვეს, უკვე საკმაოდ გაღიზიანებული ჩანდა, თავს
ძლივს თოკავდა, როგორც კაცი, რომელსაც მისთვის არასასურ-
ველი საქმის მომთავრება ეჩქარება.
ფრთხილად გაუყვნენ გაუკვალავ, გადათეთრებულ გზას და
უკან მოიტოვეს თოვლის საბანში მყუდროდ გახვეული ძველი
სახლი. ჯორჯი ენით აუწერელმა სევდამ შეიპყრო, ყოველთვის
ასე ემართებოდა, როცა ემშვიდობებოდა ადამიანებს, რომელ-
თაც იცოდა, ვეღარასოდეს ნახავდა. ლამაზი ქალი იდგა ზღურ-
ბლთან, გვერდს ქმარი უმშვენებდა. რიდს ხელები ხავერდის პი-
ჯაკის ჯიბეებში ჩაეწყო. მანქანამ რომ მოუხვია, ცოლ-ქმარმა ხე-
ლი დაუქნია, მათაც დაუქნიეს ხელი და ჯორჯმა იგრძნო, ყელში
როგორ წაუჭირა. მერე ისინი გაუჩინარდნენ და მაკჰარგი და
ჯორჯი ისევ მარტონი დარჩნენ.
შოსეზე გავიდნენ, ჩრდილოეთისკენ გაუხვიეს და ლონდონის
გზას დაადგნენ. ორივე დუმდა, ორივეს თავ-თავისი სადარდებე-
ლი ჰქონდა. მაკჰარგი კუთხეში მიყუჟულიყო, მშვიდად ჩაძირუ-
ლი ფიქრებში. დაბნელდა, ისინი კვლავ ხმას არ იღებდნენ.
მძღოლმა ფარები აანთო და ცაზე ისევ გამოჩნდა ღამის ავბე-
დითი ნათება – ლონდონის მოუსვენარი ცხოვრების კვამლი,
სიმძვინვარე და დომხალი. ცოტა ხანში მანქანა უკვე იმ დომხა-
ლის ჯუნგლებში იკვალავდა გზას და ბოლოს და ბოლოს ებერი--
სთრითზე შეუხვია და გაჩერდა. ჯორჯი გადმოვიდა და მაკჰარგს
მადლობა გადაუხადა. ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და ორი
სიტყვით დაემშვიდობნენ. ტანმორჩილმა მძღოლმა კარი მიკე-

733
ტა, პატივისცემის ნიშნად ქუდს თითისწვერებით შეეხო და საჭეს
მიუჯდა. მანქანა რბილად გაგორდა სიბნელეში.
ჯორჯი ტროტუარზე იდგა და ვიდრე არ გაუჩინარდნენ,
თვალს აყოლებდა. იცოდა, შეიძლება, ის და მაკჰარგი კიდევ
შეხვედროდნენ, კიდევ დალაპარაკებოდნენ ერთმანეთს,
ოღონდ ის პირველი შეხვედრა აღარასოდეს განმეორდებოდა:
იმიტომ, რომ ის, რაც დაიწყო, დამთავრდა და ამიერიდან ორივე
თავისი გზით ივლიდა და რომელი გამოდგებოდა უკეთესი, მხო-
ლოდ ღმერთმა უწყოდა.

734
წიგნი მეექვსე

„რაღაც მინდა გითხრათ“

გაზაფხულზე ნიუ-იორკში რომ დაბრუნდა, ჯორჯს ეგონა, ახა-


ლი წიგნი თითქმის მზად ჰქონდა. სთაივესანტ-სკვერთან ახლოს
იქირავა პატარა ბინა და მუშაობას შეუდგა, წელებზე ფეხს იდ-
გამდა, უნდოდა, ბოლომდე მიეყვანა. ფიქრობდა, ორი თვე საკ-
მარისი იქნებოდა, მაგრამ ის ხომ ყოველთვის თავს იტყუებდა
და მხოლოდ ექვსი თვის მერე მისცა ისეთი სახე, თვითონ რომ
აკმაყოფილებდა. უფრო სწორად, ახლა შეეძლო, თამამად გა-
დაეცა ხელნაწერი გამომცემლისთვის, თორემ საკუთარი ნამუ-
შევრით კმაყოფილი არასოდეს იყო. ყოველთვის ეჩვენებოდა,
რომ ჩანაფიქრს და განხორციელებულს შორის რაღაც გა-
დაულახავი უფსკრული იდო და სულ აინტერესებდა, ნეტა რომე-
ლიმე მწერალს თუ შეეძლო, გულწრფელად ეთქვა თავის ნაწარ-
მოებზე:
– ზუსტად გამოხატავს იმ იდეებს და გრძნობებს, მე რომ მინ-
დოდა გამომეხატა – არც მეტი, არც ნაკლები. ისეთი გამოვიდა,
როგორიც მინდოდა, უკეთესი ვერ იქნებოდა.
ასე თუ მიუდგებოდა, არც ახალი წიგნით იყო კმაყოფილი.
იცოდა მისი ნაკლი, ყველა ადგილი ახსოვდა, სადაც ვერ გაქაჩა.
მაგრამ ამავე დროს, ისიც იცოდა, რომ ყველაფერი ჩადო ამ წიგ-
ნში და ამიტომ სირცხვილით არ რცხვენოდა. უზარმაზარი მოცუ-
ლობის ხელნაწერი გადასცა ფოქსს და როგორც კი ეს სიმძიმე
ერთი ხელიდან მეორეში გადავიდა, ისეთი გრძნობა დაეუფლა,

735
თითქოს ტვირთი, წლების მანძილზე სინდისს და სულს რომ უმ-
ძიმებდა, ჩამოიხსნა. საქმე აღასრულა და ახლა ღმერთს შეს-
თხოვდა, ეს წიგნი როგორმე დამავიწყე, ერთი სტრიქონიც აღარ
დამანახვოო.
მაგრამ ალბათ თავადაც ხვდებოდა, არარეალური ნატვრა
რომ იყო. ფოქსმა წაიკითხა და როგორც სჩვეოდა, მორცხვად
და მიკიბ-მოკიბვის გარეშე უთხრა, კარგიაო და მერე შესთავაზა
– აქ ის ამოვიღოთ, იქ ის ჩავამატოთო, მოკლედ, რაღაცები შე-
საცვლელი იქნებოდა. ჯორჯი ჯერ ცხარედ ეკამათა, მერე მაინც
წაიღო შინ ხელნაწერი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც
ფოქსს უნდოდა – იმიტომ კი არა, რომ ფოქსს ასე უნდოდა, არა-
მედ იმიტომ, რომ მიხვდა, სიმართლეს ეუბნებოდა. ამასობაში
კიდევ ორი თვე გავიდა. მერე კორექტურა წაიკითხა, რასაც ექ-
ვსი თვე დასჭირდა. ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ ლამის წე-
ლიწადი გამოხდა, მაგრამ სამუშაო საბოლოოდ დასრულდა და
როგორც იქნა, გათავისუფლდა.
წიგნი 1938 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდებოდა და რომა-
ნის გამოსვლის დღე რაც უფრო ახლოვდებოდა, შიშიც მით უფ-
რო იპყრობდა. როცა პირველი წიგნი გამოვიდა, ვერაფერი
აიძულებდა, ნიუ-იორკიდან გასულიყო; ეშინოდა, რამე არ გა-
მოჰპარვოდა. ერთი სული ჰქონდა, რეცენზიები წაეკითხა, ლა-
მის კარავი დასცა ფოქსის კაბინეტში და ყოველდღე ელოდა,
რომ რაღაც უჩვეულო მოხდებოდა, მაგრამ არაფერიც არ მოხ-
და. მხოლოდ ლიბია-ჰილიდან მიიღო წერილები და გამოჩენილ
ადამიანებზე მონადირეებთან გადახდა რამდენიმე გულის ამრე-
ვი თავგადასავალი. ამიტომ ახლა შფოთვით და შიშით ელოდა
წიგნის გამოქვეყნების თარიღს და ბოლოს გადაწყვიტა, სადმე
წასულიყო – რაც შეიძლება შორს. არა, არ ფიქრობდა, რომ ზუს-

736
ტად იგივე განმეორდებოდა, უბრალოდ, უარესისთვის იყო მზად
და თუ ეს მოხდებოდა, ერჩივნა, იქ არ ყოფილიყო.
რატომღაც გერმანიაზე დაიწყო ფიქრი და მიხვდა, ძალიან
მონატრებოდა. სადაც კი არ ყოფილა, გერმანია, ამერიკის მერე,
ყველა ქვეყანას ერჩივნა, იქ თითქოს თავს შინ გრძნობდა და
ხალხთანაც იოლად და ბუნებრივად აწყობდა ურთიერთობას.
ამას გარდა, ამ ქვეყნის იდუმალებით იყო მონუსხული. რამდენ-
ჯერმე ყოფილა გერმანიაში და მის მომაჯადოებელ ეფექტს ყო-
ველ ჯერზე გრძნობდა. და ახლა, ამდენი წლის დამქანცველი
შრომის მერე, გერმანიაზე ფიქრი მისთვის სულიერ სიმშვიდეს,
გათავისუფლებას, ბედნიერებას და უწინდებურ მოჯადოებას უდ-
რიდა.
მარტში, წიგნის გამოსვლამდე ორი კვირით ადრე, ისევ ევ-
როპაში გაემგზავრა. ფოქსმა გააცილა და დამშვიდობების წინ
უთხრა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი რიგზე იქნებაო.

737
თავი ოცდამეთვრამეტე

ავბედითი მესია

ჯორჯი უკანასკნელად გერმანიაში 1928 წელს ჩავიდა და


1929 წლის დასაწყისამდე მოუწია დარჩენა, რამდენიმე კვირა
მიუნხენის საავადმყოფოში შუშდებოდა, ლუდის ბარში გადამ-
ხდარი ჩხუბის მერე. იმ სულელურ ეპიზოდამდე ცოტა ხანი პატა-
რა ქალაქ შვარცვალდში იცხოვრა და როგორც იგონებდა, არ-
ჩევნების გამო მაშინ იქ დიდი მღელვარება იყო. პოლიტიკური
ცხოვრება სრულ ქაოსს მოეცვა, გერმანიაში წარმოუდგენლად
ბევრი პარტია იყო და კომუნისტები, ყველას გასაოცრად,
აურაცხელ ხმას იღებდნენ. აღელვებული და შეწუხებული ხალხი
რატომღაც გარდაუვალ კატასტროფას ელოდა.
ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო, გერმანია შეიცვალა.
1933 წლიდან, რაც ცვლილებები დაიწყო, ჯორჯი ჯერ გაოცე-
ბული, შეძრწუნებული და დაეჭვებული კითხულობდა გერმანიის
ამბებს, მერე – სასოწარკვეთილი და გულდაწყვეტილი. ზოგიერ-
თი ცნობა საერთოდ დაუჯერებელი ეჩვენებოდა. რა თქმა უნდა,
გერმანიაში, როგორც ყველგან, არსებობდნენ უპასუხისმგებლო
ექსტრემისტები და კრიზისის დროს, ეჭვი არ არის, უმართავები
გახდებოდნენ, მაგრამ ვინაიდან ეგონა, გერმანიას და გერმა-
ნელ ხალხს კარგად იცნობდა, ფიქრობდა, აზვიადებენო, უბრა-
ლოდ, ვერ წარმოედგინა, თუ მართლა ასე ცუდად იყო საქმე.
პარიზში ხუთკვირიანი დაყოვნების მერე, მატარებლით ბერ-
ლინისკენ რომ მიემართებოდა, გერმანელები დაემგზავრნენ და

738
ცოტა დაამშვიდეს. უთხრეს, პოლიტიკაში და მთავრობაში ქაოსი
აღარ სუფევს, ხალხს შიში აღარ ტანჯავს და ყველა ბედნიერიაო.
ჯორჯს უკიდურესად უნდოდა ამის დაჯერება და თავადაც მზად
იყო, იქ თავი ბედნიერად ეგრძნო. იმიტომ, რომ არავინ ჩასულა
უცხო ქვეყანაში მისთვის ისეთ ხელსაყრელ ვითარებაში, რო-
გორც ჯორჯი ჩავიდა გერმანიაში 1936 წელს.
ამბობენ, ოცდაოთხი წლის ბაირონმა ერთ მშვენიერ დღეს
გაიღვიძა და შეიტყო, რომ გამოჩენილი პიროვნება გამხდარი-
ყო. ჯორჯს თერთმეტი წლით მეტის მოცდა მოუხდა. ოცდათხუთ-
მეტი წლის გახლდათ, ბერლინში რომ ჩავიდა და მასაც ეწვია
სასწაული. შეიძლება, ძალიან გამოჩენილი არ იყო, მაგრამ პირ-
ველად და უკანასკნელად ცხოვრებაში, იგრძნო, თითქოს იყო.
ვიდრე პარიზს დატოვებდა, ფოქსის წერილი მიიღო. ფოქსი
სწერდა, ახალ რომანს ამერიკაში დიდი წარმატება ხვდა და შენი
პირველი წიგნი უკვე გერმანიაში ითარგმნა და გამოიცაო. გერ-
მანელი კრიტიკოსები ძალიან აქებდნენ, წიგნიც კარგად იყიდე-
ბოდა. ჯორჯი გამოჩენილი კაცი გახდა. ბერლინში რომ ჩავიდა,
იქ უკვე ხალხი ელოდა.
მაისი ყველგან შესანიშნავია, მაგრამ იმ წელს ბერლინში
განსაკუთრებით კარგი იყო. ყველა ქუჩაზე, ტირგარტენში და
ყველა სხვა პარკში ცხენისწაბლა ყვაოდა. კურფიურსტენდამზე
ხეების ჩრდილში ხალხი დასეირნობდა, კაფეები გადავსებული
იყო და იმ ოქროსფერ დღეებში ყველგან მუსიკა ისმოდა. ჯორ-
ჯმა პირველად ნახა ბერლინის გარშემო ჯაჭვივით გადაბმული
საყვარელი ტბები და მაღალი ფიჭვების მშვენიერი, ბრინჯაოს-
ფერი კენწეროები. მანამდე მხოლოდ სამხრეთ გერმანიას იც-
ნობდა, ბავარიას და რაინლანდს; მაგრამ ახლა ჩრდილოეთი კი-
დევ უფრო მომნუსხველი ეჩვენებოდა.

739
გადაწყვიტა, ზაფხული იქ გაეტარებინა, მაგრამ ერთი ზაფხუ-
ლიც არ ეყოფოდა, შეესისხლხორცებინა მთელი ის სილამაზე,
იდუმალება და ლამის აუტანელი სიხარული, რადაც მოულოდ-
ნელად იქცა მისი ცხოვრება და სამუდამოდ იქ რომ დარჩენილი-
ყო, არ გაუნელდებოდა. ყველაფერს კიდევ ის დაემატა, რომ ძა-
ლიან მალე მისი მეორე რომანიც ითარგმნა და გამოიცა გერმა-
ნულად და ისე კარგად მიიღეს, ოცნებასაც ვერ გაბედავდა. შეიძ-
ლება, თვითონ იქ რომ იმყოფებოდა, ამანაც ითამაშა გარ-
კვეული როლი. გერმანელი კრიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრე-
ბოდნენ, ვინ უფრო შეაქებდა. თუ ერთმა „დიდი ამერიკელი ეპი-
კური მწერალი“ უწოდა, მეორემ გადაწყვიტა, უფრო შორს წასუ-
ლიყო და ჯორჯი „ამერიკელ ჰომეროსად“ მონათლა. ახლა სა-
დაც არ მივიდოდა, ყველგან იცნობდნენ, მისი სახელი ბრწყინავ-
და, ის უკვე გამოჩენილი კაცი იყო.
დიდება თავის მშვენიერებას უნაწილებდა ყველაფერს, რაც
მის გარშემო ხდებოდა. ყველაფერი, რასაც ხედავდა, გრძნობ-
და, გემოს უსინჯავდა, ყნოსავდა და ესმოდა, ამაღელვებელ მომ-
ხიბვლელობას იძენდა, იმიტომ, რომ დიდება მის მხარეს იყო.
ცხოვრებას სხვა თვალით უყურებდა, ყველაფერს გემოს ატანდა.
ის ძველი შფოთვა, დაღლილობა, ეჭვები და მწარე უიმედობა,
ადრე რომ თრგუნავდა, უკვალოდ გაქრა. ისეთი გრძნობა ჰქონ-
და, თითქოს ცხოვრების მილიონ გამოვლინებაზე საბოლოოდ
და ტრიუმფალურად გაიმარჯვა. სული აღარ წვალობდა, აღარ
იქანცებოდა და გაუთავებლად აღარ ებრძოდა რიცხვებს და
რაოდენობებს. მისთვის ყველაფერი განსაცვიფრებლად გასაგე-
ბი გახდა, მთელი არსებით ცხოვრობდა.
დიდებამ სიჩუმეც აალაპარაკა, გამოუთქმელი გამოთქვა. დი-
დება თითქმის სულ მის გვერდით იყო, მაგრამ მაშინაც კი, როცა

740
მარტო ტოვებდა, ისეთ ადგილებში, სადაც არ იცნობდნენ ან მი-
სი სახელი არაფერს ნიშნავდა, დიდების უჩინარი მანტია მაინც
მუდამ ემოსა და ყველა ახალ სიტუაციას თავდაჯერებული ხვდე-
ბოდა, სითბოთი, მეგობრულად და კეთილგანწყობით. ცხოვრე-
ბის ბატონ-პატრონი გახდა. ბავშვობაში, ყოფილა დრო, როცა
ეგონა, ყველა მე დამცინისო და უცხო ადამიანთან ურთიერთობა
უჭირდა, ყოველ ახალ ნაცნობს უღრენდა. მაგრამ ახლა ის ცხოვ-
რების ძლიერი და უდარდელი ბატონი გახდა და ვისაც არ უნდა
შეხვედროდა და გამოლაპარაკებოდა – მწერალს, ტაქსის
მძღოლს, სასტუმროს პორტიეს, ტრამვაიში თუ ქუჩაში შემთხვე-
ვით გაცნობილს – ყველა გრძნობდა მის მხიარულ, მოსიყვარუ-
ლე ძალას და თვითონაც ინსტინქტურად კეთილგანწყობით პა-
სუხობდა.
და როცა დიდება მის გვერდით იყო, ყველაფერი კიდევ უფრო
ჯადოსნური ხდებოდა. ჯორჯი ხედავდა გაოცებას, ინტერესს, პა-
ტივისცემას და თეთრ შურს კაცების თვალებში, ქალების თვა-
ლებში კი გულწრფელ აღფრთოვანებას. ჯორჯს სწერდნენ წერი-
ლებს და ურეკავდნენ, ათასგვარ წვეულებებზე პატიჟებდნენ.
გოგოები კუდში დასდევდნენ. ჯორჯს ეს ადრე გამოცდილი ჰქონ-
და და ახლა უფრო ფრთხილობდა, გამოჩენილ ადამიანებზე მო-
ნადირეები ხომ ყველა ქვეყანაში ერთნაირები არიან. მათ უკვე
კარგად იცნობდა და იმედგაცრუებებისგანაც დაზღვეული იყო.
ის კი არა, დიდ სიამოვნებას გრძნობდა, მათსავე ტაქტიკას რომ
იყენებდა: ცოტა გაეთამაშებოდა ვინმეს და მერე, როცა ამ ვინ-
მეს ეგონა, ანკესზე მყავს წამოგებულიო, დაუსხლტებოდა და
სრულიად გაოგნებულს ტოვებდა.
და მერე შეხვდა ელზას. ელზა ფონ კოლერი გამოჩენილ ადა-
მიანებზე მონადირე არ ყოფილა. ჯორჯმა ელზა მის პატივსაცე-

741
მად გამართულ წვეულებაზე გაიცნო. წვეულება გერმანელმა გა-
მომცემელმა, კარლ ლევალდმა გამართა. ლევალდს უყვარდა
წვეულებები; აღარ იცოდა, ჯორჯი რით ესიამოვნებინა და სულ
ახალ-ახალ მიზეზებს პოულობდა მის დასაპატიჟებლად. ელზა
ლევალდს არ იცნობდა და დაინახა თუ არა, ანტიპათიით განეწ-
ყო, ოღონდ წვეულებაზე მაინც მივიდა, თანაც დაუპატიჟებლად,
ჯორჯის ნაცნობ კაცთან ერთად. ჯორჯს და ელზას ერთი ნახვით
შეუყვარდათ ერთმანეთი.
ელზა ოცდაათი წლის ახალგაზრდა ქვრივი იყო, გარეგნულა-
დაც და ბუნებითაც ნამდვილი ვალკარია. მსხვილი, ქერა ნაწნა-
ვი თავზე შემოეხვია, ლოყები წითელ ვაშლებს მიუგავდა. ქა-
ლისთვის ძალიან მაღალი ჩანდა, მორბენალის მაღალი, აშოლ-
ტილი ფეხები ჰქონდა და კაცივით განიერი მხრები, ოღონდ
უსიამოვნოდ მამაკაცური სრულებით არ ეთქმოდა, პირიქით,
ვნების აღმძვრელად ქალური იყო. ცოტა მკაცრ გამომეტყველე-
ბას სულიერი სიმდიდრე და მგრძნობიარე ბუნება ურბილებდა
და როცა გაიღიმებდა, თვალისმომჭრელად გაუნათდებოდა
ხოლმე სახე, ასეთი ღიმილი ჯორჯს ჯერ არ ენახა.
ჯორჯს და ელზას პირველივე შეხვედრაზე ერთად ყოფნის
სურვილი გაუჩნდათ და იმ დღიდან, ყოველგვარი გარდამავალი
პერიოდების გარეშე, მათი ცხოვრება ერთ კალაპოტში მიედინე-
ბოდა. ბევრი არაჩვეულებრივი დღე გაატარეს ერთად, ბევრიც
არაჩვეულებრივი ღამე, სავსე ზიარი ვნების იდუმალი აღტაცებე-
ბით. ეს ქალი ჯორჯისთვის რეალობის განსახიერება გახდა, ყვე-
ლაფრის, რასაც ფიქრობდა თუ გრძნობდა იმ პერიოდში ბედ-
ნიერებისგან გაბრუებული.
ახლა ეჩვენებოდა, თითქოს ბრუკლინში გატარებული ბრმა
სიშმაგის, დაუღალავი მუშაობის, ძიებების და გარიყვის წლები,

742
ნაგვის ურნაში ნადავლისთვის გადაყუდებული ადამიანები ძა-
ლიან შორს დარჩნენ. მტანჯველი შრომის და სასოწარკვეთის
შემდეგ მოპოვებული წარმატება და თავისუფლება ჯორჯის წარ-
მოსახვაში ელზას, ფიჭვებს, კურფიურსტენდამის ხალხმრავლო-
ბას და სიმღერასავით წკრიალა ჰაერს უკავშირდებოდა, ეგონა,
მკაცრი ზამთარი აღარასოდეს დადგებოდა და მხოლოდ ბედ-
ნიერი დღეები ელოდა ყველას.
ოლიმპიური თამაშების წელი დადგა და თითქმის ყოველდღე
ჯორჯი და ელზა ბერლინის სტადიონზე დადიოდნენ. ჯორჯი
თვალს ადევნებდა გერმანელი ხალხის ორგანიზაციულ გენიას,
რასაც ყოველთვის კეთილშობილი მიზნებისთვის იყენებდნენ,
ახლა კი უცნაურ, შემაშფოთებელ ძალად ვლინდებოდა. წმინდა
წყლის სამასკარადო სანახაობა იყო, მაგრამ რაღაც ავის მომას-
წავებელიც იგრძნობოდა. ხედავდი, მთელი ქვეყნიდან მობილი-
ზებული, უზარმაზარი კოლექტიური ძალები როგორ მოწესრიგე-
ბულად იმართებოდა. ავის მომასწავებელი იმიტომ გეჩვენებო-
და, რომ ეს ყველაფერი სცდებოდა თამაშების მოთხოვნებს. თა-
მაშები დაიჩრდილა და ეს უკვე აღარ იყო სპორტული შეჯიბრე-
ბები სხვადასხვა ერის რჩეულ გუნდებს შორის. დღითიდღე
ოლიმპიური თამაშები გერმანული ჯოგური ქცევის და დისციპ-
ლინის ამაღელვებელ დემონსტრაციას ემსგავსებოდა. თითქოს
თამაშები ახალი, კოლექტიური ძალის სიმბოლოდ შეარჩიეს,
მთელი მსოფლიოსთვის რომ ეჩვენებინათ, რას წარმოადგენდა
ეს ახალი ძალა.
მართალია, ამ საქმეში გამოუცდელები იყვნენ, გერმანელებ-
მა უზარმაზარი სტადიონი ააგეს, ყველაზე ლამაზი და ყველაზე
სრულყოფილი, რაც აქამდე აშენებულა. და ამ ურჩხულის დამა-
ტებითი ნაგებობები – აუზები, უშველებელი დარბაზები, უფრო

743
მომცრო სტადიონები – ლამაზები და მოსახერხებელი, ისევე
იყო დაგეგმილიც და წარმოდგენილიც. არაჩვეულებრივი ორგა-
ნიზაციული ნიჭი იგრძნობოდა ყველაფერში. არა მხოლოდ შე-
ჯიბრები იყო წამებში გათვლილი, არამედ ხალხიც, ვერავის რომ
ვერ შეადარებდით, საოცრად მშვიდად, სწრაფად და მოწესრი-
გებულად მოძრაობდა, ანალოგიური ვითარება ნიუ-იორკში ალ-
ბათ საშინელ არეულობას გამოიწვევდა და ნამდვილი საგიჟეთი
იქნებოდა.
ამ ყოველდღიური სანახაობების ენით აუწერელი სილამაზე
და სიდიადე, ფერების თავბრუდამხვევი შეჯიბრი სულის შემ-
ძვრელი იყო, უამრავი ათასფერი დროშა თვალისმომჭრელად
ელავდა. ამგვარი დიდებულების ფონზე ამერიკის მყვირალა დე-
კორაციებით მორთული აღლუმები და პრეზიდენტების ინაუგუ-
რაციები საცოდავი უგემოვნობა ჩანდა. ოლიმპიადის დღეებში
თავად ბერლინი სტადიონის მინაშენად იქცა. ქალაქის ერთი ბო-
ლოდან მეორემდე, ლუსტგარტენიდან ბრანდერბურგის კარიბ-
ჭემდე, სახელმწიფო დროშებით მოჭედილი ქალაქი ამაღელვე-
ბელი სანახავი იყო. პატარა ალმებს კი არა, ორმოცდაათი ფუ-
ტის სიმაღლის დროშებს დაატარებდნენ, დიდი იმპერატორის
საველე კარავს რომ დაამშვენებდა.
დილიდანვე და მთელი დღის მანძილზე, სმენად ქცეულ ბერ-
ლინს მთელი ყურადღება სტადიონისთვის მიეპყრო. ჰაერს ერ-
თადერთი ხმა ავსებდა, კურფიურსტენდამის მწვანე ხეებიც კი
ალაპარაკდნენ: ტოტებში ჩამალული ხმის გამაძლიერებლები-
დან კომენტატორი მთელ ქალაქს მიმართავდა, რაც ჯორჯის-
თვის უცნაური გამოცდილება იყო, სარბენ ბილიკებზე და
მოედანზე მისთვის ნაცნობ ფრაზებს გოეთეს ენაზე წარმოთქვამ-
დნენ. ახლა უკვე იცოდა, რომ Vorlauf წინასწარ გარბენს ნიშნავ-

744
და, Zwischenlauf – ნახევარფინალს და Endlauf – გამარჯვე-
ბულს.
ამასობაში უზარმაზარი დროშებით გადაჭედილ ქუჩებში
ხალხი მთელი დღე უწყვეტად მოძრაობდა. ფართო უნტერ დენ
ლინდენზე მშვიდად და მტკიცედ დააბიჯებდნენ გერმანელები.
მამები, დედები, შვილები, ახალგაზრდები და მოხუცები – მთე-
ლი ერი ქუჩაში გამოსულიყო, ქვეყნის ყველა კუთხიდან. დილი-
დან საღამომდე ფართოდ გახელილი თვალებით, დაინტერესე-
ბულები და დაქანცულები დადიოდნენ უზარმაზარი დროშების
ქვეშ. მათ შორის მჭახე ფერის ოლიმპიური ქურთუკები გამოანა-
თებდნენ ხოლმე ან უცხოელის სახე გამოკრთებოდა: შავგვრე-
მანი ფრანგი ან იტალიელი, იაპონელის სპილოსძვლისფერი მი-
მიკა, შვედების ჩალისფერი თმა და ცისფერი თვალები და ჩა-
ლის ქუდებში, თეთრ ფლანელის შარვლებში და ოლიმპიადის-
ნიშნიან ცისფერ პიჯაკებში გამოწყობილი ზორბა ამერიკელები.
ამას გარდა, ქუჩებში ყავისფერპერანგიანები დადიოდნენ
მარშით, ხანდახან უიარაღოდ, მაგრამ სულ ფეხაწყობილები.
შუადღისას სტადიონის მთავარ შესასვლელთან, საიდანაც ლი-
დერი უნდა შესულიყო, შეიარაღებული ძალები გამწკრივდე-
ბოდნენ. ახალგაზრდები თავისუფლად იდგნენ, იცინოდნენ და
ერთმანეთს ებაასებოდნენ – ლიდერის დაცვა, ესესელები,
მოიერიშე რაზმელები, ყველა რანგს და განაყოფს თავისი ფორ-
მა ეცვა და ორ მტკიცე მწკრივად ჩარიგებულიყვნენ ბრანდენ-
ბურგის კარიბჭემდე. მერე, მოულოდნელად, უხეში ბრძანების
გაგონებისთანავე, ათი ათასი წყვილი ტყავის ჩექმა ტკაცუნით
მიეხლებოდა ერთმანეთს.
იფიქრებდი, რომ ყველაფერი ამ წამისთვის იყო დაგეგმილი
და ამ ტრიუმფალური მიზნისთვის გათვლილი. მაგრამ ხალხის

745
მოქმედებას ვერ დაგეგმავდი. ისინი ყოველდღე ჯარისკაცების
კედლის უკან იდგნენ ერთმანეთს მიჭეჭყილები და მოთმინებით
ელოდნენ. მთელი ერი იქ იყო – ღარიბები, ცხოვრებისგან და-
ჩაგრულები, მუშები და მათი ცოლები, დედები და შვილები –
მოდიოდნენ ყოველდღე და ელოდნენ. მუყაოს კვადრატული ბი-
ლეთების შესაძენად საკმარისი ფული არ ჰქონდათ, მაგიურ
წრეში რომ შეეღწიათ. დილიდან დაღამებამდე იდგნენ და
ელოდნენ დღის ორ მოკლე ოქროს მომენტს: ლიდერის მის-
ვლას სტადიონზე და მის იქიდან გამოსვლას.
როგორც იქნა, მოვიდა – ხალხი ისე შეირხა, როგორც მინ-
დვრის ბალახს გადაუვლის სიო, რაღაც ტალღასავით წამოვიდა
შორიდან და თან მოიტანა ხმა, იმედი და მთელი გერმანიის
ლოცვა. ლიდერი ნელა უახლოვდებოდათ კაშკაშა მანქანით, პა-
ტარა, შავგვრემანი კაცი, ოპერეტის გმირის ულვაშით, გაჯგიმუ-
ლი იდგა, არც ინძრეოდა, არც იღიმებოდა, ხელი მაღლა აღე-
მართა, ოღონდ ეს არ იყო ნაცისტური მისალმება, ეს უფრო ბუ-
დას თუ მესიის კურთხევას ჰგავდა.
ურთიერთობის დაწყებიდან დამთავრებამდე ელზა უარს ამ-
ბობდა, ჯორჯთან ნაცისტური რეჟიმის თუნდაც ყველაზე უმნიშ-
ვნელო ამბები განეხილა. ეს დახურული თემა იყო. მაგრამ სხვე-
ბი ასეთი თავშეკავებულები არ ყოფილან. პირველმა კვირებმა
ჩაიარა, ჯორჯს რაღაც საზიზღარი ისტორიები ესმოდა. დროდად-
რო, წვეულებებზე იქნებოდა თუ სადილებზე, როცა ის ენთუზიაზ-
მით იწყებდა ლაპარაკს გერმანიაზე, მისი მეგობარი გერმანე-
ლები, მით უმეტეს საკმარისად ნასვამები თუ იყვნენ, გაიყვან-
დნენ ხოლმე გვერდზე, ფრთხილად მიმოიხედავდნენ და თით-
ქოს საიდუმლოს ანდობენო, ჩასჩურჩულებდნენ:
– თქვენ არ გაგიგიათ?.. გაიგეთ?..

746
თავად არასოდეს შესწრებია იმ საზიზღრობებს, რაზეც ეჩურ-
ჩულებოდნენ. არ დაუნახავს, ვინმე ეცემოთ ან დაეპატიმრები-
ნოთ, ანდა მოეკლათ. არც საკონცენტრაციო ბანაკები უნახავს.
არც ერთხელ არ შესწრებია, ფიზიკურად გასწორებოდნენ ადა-
მიანს.
ერთი კია – ყავისფერპერანგიანები ყველგან იყვნენ, შავ-
ფორმიანებიც და ზეთისხილის ფერის ფორმებში გამოწყობილე-
ბიც, ყველგან ისმოდა ტყავის ჩექმის ტყაპუნი და ფლეიტის ხმა,
გული დაგიმძიმდებოდათ ამ ახალგაზრდების დანახვისას, სახეს
ჩაფხუტები რომ უჩრდილავდათ და გაჯგიმულები რომ ისხდნენ
სამხედრო საბარგოში. მაგრამ ჯორჯისთვის ეს ყველაფერი მე-
ტისმეტად შერეოდა საკუთარი წარმატებით მოგვრილ სიხა-
რულს, ელზას სიყვარულს, ხალხის სადღესასწაულო განწყობას
და თუ რაღაც ისე კარგად არ მიდიოდა, ყოველ შემთხვევაში, ვი-
თარება არც ისეთი საშინელი ეჩვენებოდა.
მერე რაღაც მოხდა და მოხდა მოულოდნელად, როგორც ცა
მოიქუფრება ხოლმე, ნისლი ჩამოწვება და წვიმა დასცხებს.
ერთ კაცს ჯორჯის პატივსაცემად წვეულების გამართვა უნდო-
და და ჰკითხა, ხომ არ გინდა, ვინმე დაპატიჟოო. ჯორჯმა თავისი
ნაცნობი დაუსახელა. მასპინძელი ერთხანს დადუმდა; შეცბუნე-
ბული ჩანდა; მერე უთხრა, რომ ის ადამიანი, რომელიც ჯორჯმა
ახსენა, გამომცემელი იყო და მისი გამომცემლობა დახურეს,
წვეულებაზე კი იქნებოდა ადამიანი, რომელმაც გამომცემლობა
დახურა, ასე რომ, თუ საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა...
ჯორჯმა სხვა ნაცნობი დაუსახელა, ძველი მეგობარი ფრანც
ჰეილიგი, რომელიც ადრე მიუნხენში გაიცნო და ახლა ბერლინ-
ში ცხოვრობდა. ჯორჯს ის კაცი ძალიან მოსწონდა. მაგრამ მის
შეთავაზებას ისევ პაუზა და უხერხული დუმილი მოჰყვა. ის პი-

747
როვნება... ჯორჯის მასპინძელმა თქვა, ის წვეულებებზე არ და-
დისო... რომც დაპატიჟო, არ მოვაო... ასე რომ, თუ ჯორჯს საწი-
ნააღმდეგო არაფერი ექნებოდა...
ამის მერე ჯორჯმა ელზა ფონ კოლერი დაასახელა და იგივე
პასუხი მიიღო. რამდენი ხანია, რაც იმ ქალს იცნობს? სად და რა
ვითარებაში შეხვდა? ჯორჯმა სცადა, დაერწმუნებინა მასპინძე-
ლი, რომ ელზასგან არავითარი საფრთხე არ ელოდა. მან კი მო-
ბოდიშებით უთხრა: ოჰ, რას ამბობთ... დარწმუნებული ვარ,
ღირსეული ქალბატონია... უბრალოდ, დღეს... ასეთ შერეულ სა-
ზოგადოებაში... ვცდილობ, ისეთი ადამიანები ავარჩიო თქვენი
ნაცნობებიდან, რომლებიც ერთმანეთს იცნობენ... ასე უფრო სა-
სიამოვნო იქნებოდა... უცხოები თავს შებოჭილად გრძნობენ
ხოლმე... ფრაუ ფონ კოლერი კიდევ არავის იცნობს... ასე რომ,
თუ თქვენ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ...
დიდი ხანი არ გასულა ამ არასასიამოვნო შემთხვევის მერე,
ჯორჯს ახლობელი ესტუმრა.
– რამდენიმე დღეში, – უთხრა მან ჯორჯს, – ერთი ადამიანი
დაგირეკავთ და გეტყვით, თქვენთან შეხვედრა და დალაპარაკე-
ბა მინდაო. არ გირჩევთ, მასთან რამე საქმე დაიჭიროთ.
ჯორჯს გაეცინა. მისი ახლობელი ჭკუადამჯდარი გერმანელი
იყო და ეს ყველაფერი ისეთი სასაცილო სერიოზულობით უთ-
ხრა, ჯორჯს ეგონა, მაშაყირებსო. დაინტერესდა, ვინ იყო ის
საიდუმლოებით მოცული პიროვნება, რომელსაც მისი გაცნობა
მოუნდა.
მისდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ იმ პიროვნებას მთავრო-
ბაში მაღალი თანამდებობა ეკავა.
კი მაგრამ, რატომო, ჰკითხა ჯორჯმა, რატომ უნდა უნდოდეს
ჩემი გაცნობაო. და რატომ უნდა შინებოდა მისი?

748
თავდაპირველად ახლობელმა არ უპასუხა, ბოლოს კი
ფრთხილად უთხრა:
– მისმინეთ, თავი შორს დაიჭირეთ იმ კაცისგან, თქვენთვის-
ვე აჯობებს, – ყოყმანობდა, არ იცოდა, როგორ ეთქვა, – კაპიტან
რემზე გსმენიათ? იცით, ვინაა? იცით, რა დაემართა? – ჯორჯმა
თავი დაუქნია, – მოკლედ, – შეშფოთებით განაგრძობდა ახლო-
ბელი, – წმენდას სხვებიც გადაურჩნენ. მე ვისზეც გელაპარაკე-
ბით, ცუდი კაცია. ჩვენ მას „წყვდიადის პრინცი“ შევარქვით.
ჯორჯმა არ იცოდა, როგორ მიეღო ეს ამბავი. სცადა, რამე აზ-
რი გამოეტანა, მაგრამ ვერ შეძლო და მალე საერთოდ თავიდან
ამოუვარდა. მაგრამ რამდენიმე დღეში იმ მოხელემ მართლა
დაურეკა და სთხოვა, შეხვედროდა. ჯორჯმა მოუბოდიშა, რაღაც
მოიმიზეზა და თავი აარიდა მასთან შეხვედრას, მაგრამ ამ ამბავ-
მა ჩააფიქრა და შეაშფოთა.
ამ ორივე არასასიამოვნო შემთხვევას ერთდროულად კომე-
დიის და მელოდრამის ელფერი დაჰკრავდა, ოღონდ მხოლოდ
გარეგნულად. ჯორჯი ხვდებოდა, რომ ასეთი ამბების უკან ტრა-
გედია იმალებოდა. არც ერთში პოლიტიკის ხელი არ ერია, ბევ-
რად ღრმად გაედგათ ფესვები სიბინძურეში, ვიდრე პოლიტიკურ
ან თუნდაც რასობრივ ცრურწმენებს. ჯორჯი ცხოვრებაში პირვე-
ლად შეეჯახა რაღაც შემზარავს და მასთან შედარებით ამერიკის
ვნებები და მძვინვარება, განგსტერების ბანდები, მოულოდნელი
მკვლელობები, ამერიკის ბიზნესის და საზოგადოების ხრწნა,
ყველაფერი ეს უცოდველ ამბებად მოგეჩვენებოდა. ჯორჯის
თვალწინ ნელ-ნელა იკვეთებოდა სურათი დიადი ხალხის, რო-
მელსაც ფსიქიკა დაუსახიჩრეს და სულს საზარელი სნეულება
უხრავდა. მთელი ერი შიშს შეეპყრო და ეს შიში პროგრესირება-
დი დამბლასავით ამახინჯებდა და ანადგურებდა ადამიანურ ურ-

749
თიერთობებს. მუდმივმა და უნამუსო ზეწოლამ ხალხი დაადუმა,
ამ მახრჩობელა, დამღუპველმა გულჩათხრობილობამ ადა-
მიანები საკუთარი სულებიდანვე გამოხდილი შხამით დააავადა
და აღარც წამალი ჩანდა ამისთვის და არც საშველი.
ნელ-ნელა ჯორჯი სიმართლეს ჩასწვდა, გაერკვა, რეალურად
რა ხდებოდა და გაოგნებული ფიქრობდა, ნუთუ შეიძლება, ისე-
თი სულმდაბალი დაიბადო, რომ ამხელა ტრაგედიის შემხედვა-
რე ხარობდე ან ასე გეზიზღებოდეს ერთ დროს ძლევამოსილი
ხალხიო. მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, გერმანელი
კულტურული ევროპის პირველი მოქალაქე იყო. გოეთემ უზა-
დოდ განასიტყვა სულიერი სამყარო, რომელმაც არ იცის არც
სახელმწიფო საზღვრები, არც პოლიტიკური, არც რასობრივი და
არც რელიგიური, სადაც კაცობრიობის მონაპოვარი ზეიმობს და
სადაც არ ლამობენ, ამ მონაპოვარს დაეპატრონონ, მხოლოდ
მონაწილენი უნდათ გახდნენ და თავადაც შეიტანონ წვლილი.
ასე გრძელდებოდა ხელოვნების, ლიტერატურის, მუსიკის და
ფილოსოფიის სფეროებში 1933 წლამდე და ალბათ არ დარჩე-
ნილა ამქვეყნად ქალი თუ კაცი, რომელიც გერმანულ სულს არ
გაემდიდრებინა.
პირველად 1925 წელს რომ ესტუმრა გერმანიას, ჯორჯი ამ
სულის არსებობაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ძალიან მარტივად და
უტყუარად რწმუნდებოდა. მაგალითად, ისე ვერ ჩაუვლიდით
გვერდს ნებისმიერი ქალაქის წიგნის მაღაზიის გადავსებულ
ვიტრინას, რომ გერმანელი ხალხის ინტელექტუალური და კულ-
ტურული აღმაფრენა არ გეგრძნოთ. მაღაზიაში გამოფენილი
წიგნები გერმანელების ფართო ხედვას და ინტერესს ამჟღავნებ-
და, მასთან შედარებით ფრანგული წიგნის მაღაზია, თავისი
ლინგვისტური და გეოგრაფიული შეზღუდულობით, პროვინ-

750
ციული და შესაბრალისი მოგეჩვენებოდათ. ამერიკელი მწერ-
ლებიდან ყველაზე დიდ ინტერესს თეოდორ დრაიზერის, სინ-
კლერ ლუისის, ეპტონ სინკლერის და ჯეკ ლონდონის მიმართ
იჩენდნენ. ლონდონს განსაკუთრებით ბევრი მკითხველი ჰყავ-
და; მათი წიგნები იყიდებოდა და ყველგან კითხულობდნენ.
ახალგაზრდა ამერიკელ მწერლებსაც ეძებდნენ და აქვეყნებ-
დნენ.
1936 წელს ეს კეთილშობილი ენთუზიაზმი ჯერ კიდევ ცოც-
ხლობდა, ადოლფ ჰიტლერის დამთრგუნავი და მავნე რეჟიმის
მიუხედავად. ჯორჯმა ყური მოჰკრა, გერმანიაში კარგი წიგნები
აღარასოდეს გამოვა და მათ აღარ წაიკითხავენო, მაგრამ ეჩვე-
ნებოდა, რომ ეს არ იყო სიმართლე, როგორც ბევრი სხვა რამ,
გერმანიის შესახებ რომ მოისმინა. ჰიტლერის გერმანიას რაც
შეეხება, მასზე ლაპარაკისას აუცილებლად სიმართლე უნდა
გეთქვა, იმიტომ, რომ ის, რაც ნებისმიერ წესიერ გერმანელს
აწუხებდა, იყო სიყალბე. სიყალბეს ვერ მიუშვერ მეორე ლოყას
და ამავე დროს, ტყუილზე ტყუილს ვერ იტყვი, უნდა სიმართლე
თქვა. ტყუილს და თაღლითობას ტყუილით და თაღლითობით
ვერ დაუპირისპირდები, თუმცა არსებობდნენ ადამიანები, რომ-
ლებიც ფიქრობდნენ, რომ ეს დასაშვები იყო.
ასე რომ, არ ყოფილა სიმართლე, თითქოს გერმანიაში კარგ
წიგნებს აღარ გამოსცემდნენ და წაიკითხავდნენ. და რადგან ეს
არ იყო სიმართლე, დიდი გერმანული სულის ტრაგედია უფრო
თვალსაჩინოდ ვლინდებოდა, უფრო დამახინჯებულად, ვიდრე
მაშინ გამოვლინდებოდა, სიმართლე რომ ყოფილიყო. კარგი
წიგნები ისევ გამოდიოდა, თუ რომელიმე ჰიტლერის რეჟიმის
ღია ან შეფარულ კრიტიკას არ შეიცავდა. და სისულელეა იმის

751
მტკიცება, თითქოს კარგი წიგნი რომ ეწოდებინათ, ამისთვის
მხოლოდ ჰიტლერის კრიტიკა კმაროდა.
ამიტომ გერმანელი ხალხის ცნობისმოყვარეობა და აღტაცე-
ბა კარგი წიგნების მიმართ ჯერ კიდევ ნებადართული იყო და კი-
დევ უფრო გამძაფრებული. მათ უკიდურესად სჭირდებოდათ,
გაეგოთ, რა ხდებოდა მსოფლიოში და ერთადერთი გზა დარჩე-
ნოდათ – ეკითხათ გერმანიის გარეთ დაწერილი წიგნები. ამით
აიხსნებოდა მათი ინტერესი ამერიკული მწერლობის მიმართ,
რაც ძალიან ამაღელვებელი ფაქტი იყო. ამ პირობებში, ვისაც
გერმანული სული ჯერ კიდევ შერჩენოდა, ჩაძირული გემიდან
გადარჩენილივით, წყალზე მოტივტივე ნაფოტს ეპოტინებოდა.
კვირები, თვეები და ზაფხულიც გავიდა, ჯორჯი ყველგან
გრძნობდა რღვევის ნიშნებს, დიდი სული დაღუპული გემივით
იძირებოდა. ზეწოლის, დევნის და შიშის მომწამვლელი გამოს-
ხივება, მავნე ოხშივარი აბინძურებდა ჰაერს, ყველას სიცოც-
ხლეს ანადგურებდა და აავადებდა. ეს იყო სულის შავი ჭირი –
უხილავი, მაგრამ სიკვდილივით შეუცდომელი. ცოტ-ცოტა ჯორ-
ჯის სულშიც და იმ ზაფხულის ოქროსფერ სიმღერაშიც აღწევდა,
ვიდრე ბოლოს არ იგრძნო, არ შეისუნთქა, არ განიცადა და არ
გაიგო, რა იყო.

752
თავი ოცდამეცხრამეტე

„ერთი დიდი შტერი“

გამგზავრების დრო მოვიდა. იცოდა, უნდა წასულიყო, მაგრამ


სულ სამომავლოდ დებდა. ორჯერ დაჯავშნა ამერიკის ბილეთი,
გაემზადა კიდეც, მაგრამ ორჯერვე, მოახლოვდა თუ არა გამ-
გზავრების დღე, ჯავშანი გააუქმა.
გული სწყდებოდა, არ უნდოდა გერმანიის დატოვება, რატომ-
ღაც ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს იმ ძველ ქვეყანაში, ასე
რომ უყვარდა, ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა. და ნეტა, ელზას
რომელი უცხო ცის ქვეშ შეხვდებოდა ისევ? ელზას ფესვები აქ
იყო, მისი – სხვაგან. უნდა სამუდამოდ დამშვიდობებოდა.
ასე რომ, ამდენი გადადების მერე, ერთხელაც, ბილეთი და-
ჯავშნა და მტკიცედ გადაწყვიტა, სექტემბრის შუა რიცხვებში
გერმანია დაეტოვებინა. მიხვდა, ადრე თუ გვიან უნდა წასულიყო
და გადადებით კიდევ უფრო იწვალებდა თავს. ასე გაგრძელება
სისულელე იქნებოდა. ამჯერად ნამდვილად წავიდოდა.
საბედისწერო დილაც გათენდა.
საწოლთან ახლოს ტელეფონმა ხმადაბლა დაიწკარუნა. ჯორ-
ჯი შეინძრა და მერე სწრაფად გამოერკვა მშფოთვარე ძილის-
გან, როგორც ხდება ხოლმე, როცა კაცი გვიან დაწვება, მაგრამ
იცის, რომ დილით ადრეა ასადგომი. პორტიე რეკავდა.
– შვიდი საათია, – თქვა პორტიემ.
– გმადლობთ, – უპასუხა ჯორჯმა, – უკვე გავიღვიძე.

753
ჯერაც ებრძოდა დაღლილობას, რომელიც ემუდარებოდა,
ცოტა კიდევ დაეძინა და ამავე დროს, მტანჯველ ფორიაქს, მოქ-
მედებას რომ ითხოვდა. ოთახს თვალი მოავლო თუ არა, დამ-
შვიდდა. ძველი ტყავის ჩემოდანი თავღია იდო. წინადღით მოახ-
ლემ ყველაფერი ჩაულაგა. ბევრი არაფერი დარჩენოდა, უნდა
გაეპარსა და ჩაეცვა, ტუალეტის ნივთები მოეგროვებინა, პატარა
პორტფელში კი რამდენიმე წიგნი, წერილები და ხელნაწერები
ჩაეწყო. სადაც არ უნდა ყოფილიყო, უამრავი წერილი და ხელ-
ნაწერი უგროვდებოდა ხოლმე. ოც წუთში ყველაფერს მშვენივ-
რად მოასწრებდა. მატარებელი ათის ნახევარზე გადიოდა და
იქამდე ტაქსით სამი წუთი სჭირდებოდა. ფეხები ჩუსტებში
შეაცურა, ფანჯარასთან მივიდა, ჩამოქაჩა თოკი და ხის მძიმე ჟა-
ლუზები ასწია.
ნაცრისფერი დილა იყო. იშვიათი მანქანის, ველოსიპედის
ჭრიალის ან სამსახურში აჩქარებით მიმავალი ადამიანის ნაბი-
ჯების მშრალი, თავშეკავებული ხმა თუ არ დაარღვევდა სიჩუმეს,
კურფიურსტენდამი უკაცრიელი და წყნარი იყო. ქუჩის ცენტრში,
ტრამვაის რელსების თავზე, ლამაზ ხეებს დაეკარგათ ზაფხულის
სიხასხასე – ის რაღაც გერმანული ღრმა და მკვეთრი სიმწვანე,
ამქვეყნად ყველა მწვანეზე მწვანე რომ არის და ტყის მწუხრის-
ფერი დაჰკრავს, რაღაც იდუმალი სიგრილე და ჯადოსნურობა.
ფოთლები ახლა შემჭკნარიყო და მტვერი დასდებოდა, აქა-იქ
შემოდგომის ყვითელი საღებავიც წასცხებოდათ. ყვითელმა
ტრამვაიმ, ერთი პატარა ლაქაც რომ არ ჰქონდა, ლამაზი სათა-
მაშოსავით პრიალამ, სისინით ჩაისრიალა, ზედმეტი ჩქამი არ
გაუღია. როგორც ყველაფერი გერმანული, ტრამვაი და რელსე-
ბი თავიანთ დანიშნულებას უზადოდ ასრულებდნენ. ამერიკული
ტრამვაის რახრახს იქ ვერ გაიგონებდით. რელსებს შორის ჩა-

754
წიკწიკებული ქვაფენილიც ისეთი სუფთა იყო, თითქოს საგულ-
დაგულოდ გაწმინდესო, ბალახი კი ოქსფორდული გაზონივით
მწვანე და ხავერდოვანი.
ქუჩის ორივე მხარეს, რესტორნებს, კაფეებს და ტერასებს
მშვიდი სიმარტოვის იერი დაჰკრავდათ, როგორიც აქვთ ხოლმე
ასეთ ადგილებს ადრიან დილით. სკამები ამოყირავებული ეწყო
მაგიდებზე, ყველაფერი სუფთა, შიშველი და ცარიელი იყო. სამი
კვარტლის იქით, ქუჩის დასაწყისში, გედეჰტნის-კირჰეზე საათმა
დაგვიანებით ჩამოკრა შვიდჯერ. ფანჯრიდან უზარმაზარი ეკლე-
სია მოჩანდა, ხეებზე ჩიტები ჭიკჭიკებდნენ.
ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. ჯორჯმა ოთახი გადაჭრა და კარი
გააღო. მიმტანს ლანგრით საუზმე მოეტანა. თხუთმეტი წლის ბი-
ჭი იქნებოდა, ქერათმიანი, სერიოზული, ბავშვური ვარდისფერი
სახით. გახამებულ პერანგზე მიმტანის ფორმა ეცვა, ძალიან
სუფთა, ოღონდ ეტყობოდა, რომ ფორმა დაუმოკლეს და გა-
დაუკეთეს, ალბათ ძველი პატრონი უფრო მოსული ტანის იყო.
სერიოზული სახით შეაბიჯა, წინ გაშვერილი ლანგრით, შუაგულ
ოთახში გაჩერდა და ხორხისმიერი ბგერებით, უემოციოდ წარ-
მოთქვა სამი ინგლისური ფრაზა, რომლებიც იცოდა:
– დილა მშვიდობისა, სერ, – მიესალმა ჯორჯს, როდესაც მან
კარი გაუღო.
– ინებეთ, სერ, – თქვა და ლანგარი მაგიდაზე დადგა, მერე –
დიდი მადლობა, სერ, – და გასასვლელისკენ გაემართა და მოტ-
რიალდა, კარი რომ მიეკეტა.
მთელი ზაფხული ბიჭი სულ ამ ფრაზებს იმეორებდა უცვლე-
ლად და ახლა უკანასკნელად რომ ტოვებდა ოთახს, ჯორჯს სინა-
ზე მოეძალა და გული ტკივილით შეეკუმშა. დაუძახა, ერთი წუ-
თით დამელოდეო, შარვლის ჯიბიდან ფული ამოიღო და გაუწო-

755
და. ბიჭს მოვარდისფრო სახე სიხარულისგან აუჭარხლდა. ჯორ-
ჯმა ხელი ჩამოართვა, ბიჭმა ხორხისმიერი ბგერებით უთხრა:
– დიდი მადლობა, სერ, – მერე ძალიან ჩუმად და გულწრფე-
ლად, – Gute reise, mein Herr.8 – ქუსლები შეატყუპა, თავი და-
უკრა და კარი მიიხურა.
ჯორჯი ასე იდგა ერთხანს, უცნაური გრძნობა დაუფლებოდა,
გული სწყდებოდა, იცოდა, რომ ამ ბიჭს ვეღარასოდეს ნახავდა.
მერე მაგიდას მიუჯდა, ცხელი შოკოლადი დაისხა, ხრაშუნა
კრუასანი გადატეხა, ჯერ კარაქი წაუსვა, მერე მარწყვის ჯემი და
გემრიელად შეექცა. სხვა არც არაფერი უნდოდა. ჩაიდანი კიდევ
სანახევროდ სავსე იყო, თეფშზე კარაქის ბურთულები ეწყო,
კრუასანები და ჯემი საკმარისი მიერთმიათ, ოღონდ ჯორჯს არ
შიოდა.
პირსაბანთან შუქი აანთო. ფაიფურის მოზრდილი, მძიმე ნი-
ჟარა კედელში იყო შესმული. კბილები გაიხეხა, გაიპარსა,
ტუალეტის ნივთები პატარა ტყავის ჩანთაში ჩაალაგა და ჩემო-
დანს მიუდო გვერდით. რვის ოც წუთზე ჯორჯი უკვე მზად იყო.
პორტიეს რომ ურეკავდა, ამ დროს ფრანც ჰეილიგი მოვიდა.
გასაოცარი ყმაწვილი იყო ფრანცი, ადრე მიუნხენში გაიცნო, და-
მეგობრდნენ და ჯორჯი მას ახლობლად თვლიდა.
პირველად რომ შეხვდა, ჰეილიგი მიუნხენის ბიბლიოთეკაში
მუშაობდა. ახლა ბერლინის ერთ-ერთ დიდ ბიბლიოთეკაში ეკა-
ვა რაღაც თანამდებობა. წლების მანძილზე ნელა მიიწევდა მაღ-
ლა. ხელფასი დიდი არ ჰქონდა, მოკრძალებულად ცხოვრობდა,
მაგრამ ეს დიდად არ ადარდებდა. ფრანცი ფილოლოგი იყო,

8 კეთილი მგზავრობა.

756
ჯორჯს იშვიათად შეხვედრია ასე მრავალმხრივად განათლებუ-
ლი ადამიანი, რამდენიმე ენაზე კითხულობდა და ლაპარაკობ-
და. ფრანცი თავისი სწავლული ბუნებით სულით ხორცამდე გერ-
მანელი გახლდათ, მაგრამ ინგლისურად ყველაზე ცუდად ლაპა-
რაკობდა და არა იმ შექსპირის ენაზე, ჩვეულებრივ გერმანელე-
ბი რომ გამოთქვამენ ხოლმე აზრებს. უამრავ გერმანულ სიტ-
ყვას ურთავდა და კიდევ – თავისი ლინგვისტური გამარჯვებები-
დან ნასესხებ აქცენტს და ინტონაციებს, ასე რომ, საბოლოოდ
ძალიან უჩვეულო ჰიბრიდი გამოდიოდა.
ოთახში შემოვიდა თუ არა, სიცილი აუვარდა, თვალები
მოეჭუტა და სახის წვრილი ნაკვთები მოებრიცა, ისე ქშინავდა,
გეგონებოდა, მკვახე ხურმა ჩაკბიჩაო. მერე დამშვიდდა და
მგზნებარედ უთხრა:
– მზად ხარ? მართლა მიდიხარ?
ჯორჯმა თავი დააქნია:
– კი, ყველაფერი ჩავალაგე. როგორ ხარ, ფრანც?
ფრანცს ისევ გაეცინა, სათვალე მოიხსნა და წმენდა დაიწყო.
უსათვალოდ მისი პატარა, დანაოჭებული სახე კიდევ უფრო
დაღლილი ჩანდა, სუსტი თვალები უძილობისგან ჩასისხლიანე-
ბოდა.
– O, Gott! – შესძახა რაღაც მხიარული სასოწარკვეთით, –
ძალიან ცუდად ვარ! არც დავწოლილვარ... შენგან რომ წავედი,
ვერ დავიზინე. ვიარე, ვიარე, ლამის გრიუნევალდამდე ჩავედი...
შეიზლება, რაღაც გითხრა? – ჰკითხა სერიოზულად და ჯორჯს
ჯიქურ მიაშტერდა, ასე სჩვეოდა, როცა ბრძნულ რამეს ეუბნებო-
და ხოლმე, – საშინლად ვგრზნობ თავს.
– საერთოდ არ დაწოლილხარ? სულ არ გიძინია?

757
– არა, ერთი საათიც არ მიზინია. შინ დავბრუნდი, ჩემ გოგოს
ეზინა... არ მომინდა მასთან დაწოლა... არ მინდოდა გაღვიზება.
ამიტომ დივანზე დავწექი. არც გამიხდია. მეშინოდა, შენთან
მოსვლა არ დამგვიანებოდა. საშინელი ღამე იყო!
– სადგურიდან შინ დაბრუნდი და დაიძინე, არა მგონია, დღეს
მუშაობა შეძლო. ხომ არ აჯობებდა, გამოსასვლელი დღე აგეღო
და გამოგეძინა?
– გეტყვი რაღაცას, – თითქოს უდარდელად თქვა ფრანცმა, –
არა უშავს, რამეს დავლევ, ყავას ან რამე სხვას. ამაღამ კარგად
გამოვიძინებ და ჩემ გოგოს დავუბრუნდები.
– იმედია, ფრანც. მშვენიერი გოგოა, მაგრამ მგონი ამ ბოლო
დროს დიდ ყურადღებას არ უთმობდი.
– გეტყვი, რაღაზას გეტყვი. ამას მნიშვნელობა არა აქვს, ის
მართლა კარგი გოგოა, ყველაფერი ესმის, შენ ნამდვილად მო-
გეწონა? – ისევ მიაშტერდა და სერიოზულად განაგრძო, – მარ-
თლა ფიქრობ, რომ კარგი გოგოა?
– მე მგონი, ძალიან კარგი გოგოა.
– რაღაზას გეტყვი. ის მართლა მშვენიერი გოგოა, კარგადაც
ვეწყობით ერთმანეთს და იმედია, ნებას დამრთავენ, ჩემთან და-
ვიტოვო.
– ნებას დაგრთავენ? ვინ?
– ო, – თქვა დაღლილი ხმით და სახეზე ზიზღი გამოეხატა, –
ის ხალხი, ის სულელი ხალხი, შენც იცი, ვინ.
– კი მაგრამ, ღმერთო, ფრანც! ნუთუ აგიკრძალეს, რას ამ-
ბობ? რა, კაცს არ შეიძლება, ქალი ჰყავდეს? რა ვიცი, გახვალ
თუ არა კურფიურსტენდამზე, გოგოები გასაქანს არ გაძლევენ.
– ო, შენ იმ ბოზებზე ლაპარაკობ. კი, ბოზებთან სიარული ჯერ
შეიზლება. მაგრამ ეს სხვა საქმეა, იცი, ჩემო ზვირფასო, – სახე

758
გესლიანმა ღიმილმა მოუბრიცა და მაღალფარდოვნად და არა-
ბუნებრივად განაგრძო, ასე იცოდა, როცა რამე ღვარძლიანი უნ-
დოდა ეთქვა, – გეტყვი რაღაზას. ყველანი ბედნიერები ვართ მე-
სამე რაიხის მმართველობის ქვეშ, ყველაფერი კარგადაა და
ყველაფერი საშინლად კარგადაა, – დამცინავად ლაპარაკობდა,
– შეიზლება, ბოზთან მიხვიდე და შენთანაც წამოიყვანო, კი, მაგ-
რამ გოგო ვერ გეყოლება. გოგო თუ გყავს, უნდა ცოლად შეირ-
თო. გესმის? მე კიდევ არ შემიზლია ცოლის მოყვანა. სრულიად
შეუზლებელია! – ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა და სიგარეტს
სწრაფ-სწრაფად ეწეოდა, – გოგო თუ გყავს, ორი ოთახი უნდა
გქონდეს. ეს შეუზლებელია! მე არ მაქვს საკმარისი ფული ორი
ოთახისთვის.
– გინდა თქვა, რომ გოგოსთან თუ ცხოვრობ, კანონი გაიძუ-
ლებს, ორი ოთახი გქონდეს?
– ასეთი კანონია, დიახ, – მშვიდად თქვა ფრანცმა და მტკი-
ცედ დააქნია თავი, როგორც გერმანელებმა იციან, როცა გაგ-
რძნობინებენ, წყალი არ გაუვაო, – ასეა საჭირო. თუ გყავს გო-
გო, მას ოთახი უნდა ჰქონდეს. შეიზლება, ღამე ერთად გეძინოთ,
მაგრამ იმას თავისი ოთახი უნდა ჰქონდეს. იმიტომ, რომ ასე
პარტიის წინააღმდეგ არაფერს ჩაიდენ! – ჯორჯს ამოხედა მწარე
ღიმილით და ისევ გაიცინა, – რა საშინელებაა!
– თუ გაიგეს, რომ მასთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობ, რა
მოხდება, ფრანც?
– მაშინ მეტყვიან, უნდა წავიდესო, – მერე ისევ თითქოს
უდარდელად, – არა უშავს, მე არ ვაქცევ ყურადღებას იმ სულელ
ხალხს. მე ჩემი საქმე მაქვს და ჩემი გოგო მყავს. სხვა არაფერს
მნიშვნელობა არა აქვს. ვამთავრებ საქმეს და ჩემს პატარა ბინა-
ში ვბრუნდები, სადაც ჩემი პატარა გოგო პატარა ზაღლით მე-

759
ლოდება, – მხიარულად გაუნათდა სახე, – პატარა ზაღლი... შე-
იზლება, რაღაც გითხრა?.. ის პატარა ზაღლი, პატარა ტერიერი,
ძალიან შემიყვარდა. ძალიან საყვარელია, – გულწრფელად ამ-
ბობდა ფრანცი, – პირველად ვერ ავიტანე. ჩემმა გოგომ დაინა-
ხა თუ არა ეს პატარა ზღოველი, მიყიდეო, შემეხვეწა, – ჩააფერ-
ფლა და ოთახში გაიარ-გამოიარა, – მე ვუთხარი, არ შემიზლია
სახლში ზღოველის ყოლა, – ლამის იყვირა, თავისი მაშინდელი
გადაწყვეტილების სიმტკიცე რომ გადმოეცა, – ის კი ატირდა.
მითხრა, თუ არ მიყიდი, მოვკვდებიო. Gott! – მხიარულად გაიცი-
ნა, – სახლში მოვიდოდი და ატირებული მხვდებოდა, თუ არ მი-
ყიდი, მოვკვდებიო. ბოლოს ვუთხარი: კარგი, იყოს, როგორც
შენ გინდა, გიყიდი იმ ზღოველს, ოღონდ აღარ იტირო, – სასაცი-
ლოდ ლაპარაკობდა, კომიკური გამომეტყველება დაედო სახე-
ზე, თვალები მოეჭუტა, კბილები გააკრაჭუნა და მხიარულად
ჩაიბუზღუნა, – შევხედავ იმ ზღოველს, კარგი, მოვიყვან სახლში
იმ საზიზღარ, პატარა, ოხერ ზღოველს, – თითი დაუქნია წარ-
მოდგენილ ძაღლს, – ოღონდ, რამეს თუ დააშავებ, ოთახს თუ
ამირევ, გაიტყიპები... მერე მეც შემიყვარდა... ხანდახან დავ-
ბრუნდები შინ, საშინელ გუნებაზე ვარ, იმდენ საზაგელ ადამიან-
თან მომიწია ურთიერთობა, ის კიდევ მოვა და შემომხედავს. ისე
მიყურებს, თითქოს მელაპარაკება. ვიცი, ცუდ გუნებაზე ხარ,
ცხოვრება რთულია, მაგრამ მე შენი მეგობარი ვარო. მართლა
ზალიან საყვარელია.
ამ საუბარში რომ იყვნენ, პორტიე შემოვიდა და მითითებებს
ელოდებოდა. ჯორჯს ჰკითხა, რამე ხომ არ გრჩებათო. ჯორჯი
მუხლებზე დადგა და საწოლის ქვეშ შეიხედა. პორტიემ უჯრები
გამოაღო. ჰეილიგმა კარადა შეამოწმა და ცარიელი რომ დახ-
ვდა, ჯორჯს ყასიდი გაოცებით უთხრა:

760
– მართლა ყველაფერი ჩაგილაგებია.
რაკი დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, პორტიემ მძი-
მე ჩემოდანი დახურა და გასაღებით დაკეტა, ამასობაში ჰეილი-
გი ჯორჯს ხელნაწერების, წერილების და წიგნების ჩალაგებაში
ეხმარებოდა. მერე ჯორჯმა პორტფელიც ჩაკეტა და პორტიეს
მიაწოდა. მან ბარგი აიღო, დერეფანში გავიდა და უთხრა, ქვე-
ვით დაგელოდებითო.
ჯორჯმა მაჯის საათს დახედა, მატარებლის გასვლამდე კიდევ
ორმოცდახუთი წუთი რჩებოდა. ფრანცს ჰკითხა, აქ მოვიცადოთ
თუ სადგურში წავიდეთო.
– აქ დავიცადოთ, მგონი, ასე აჯობებს. კიდევ ნახევარი საათი
გავჩერდეთ, მაინც მშვენივრად მოვასწრებთ.
ჯორჯს სიგარეტი შესთავაზა და მოუკიდა. დასხდნენ. ჯორჯი
მაგიდასთან დაჯდა, ჰეილიგი – დივანზე. ერთხანს ჩუმად ეწეოდ-
ნენ.
– ამჯერად მართლა ვემშვიდობებით ერთმანეთს... ხომ ნამ-
დვილად მიდიხარ?
– კი, ფრანც. ამჯერად მართლა მივდივარ. უკვე ორჯერ გა-
დავდე, ახლა უნდა წავიდე.
მერე მოულოდნელად ჰეილიგმა სერიოზულად და მგზნება-
რედ ჰკითხა:
– შეიზლება რაღაც გითხრა? გული მწყდება.
– მეც, ფრანც.
ისევ უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. სიგარეტს ეწეოდნენ.
– ხომ ისევ ჩამოხვალ, – ჰკითხა ჰეილიგმა და მერე გადაჭ-
რით გამოუცხადა, – უნდა ჩამოხვიდე. ჩვენ აქ მოგვწონხარ.
შენც იცი, როგორ გვიყვარხარ.

761
ჯორჯი ააღელვა ამ სიტყვებმა და არაფერი უპასუხა. ჰეილიგი
ნაღვლიანად მიაჩერდა ჯორჯს და ჰკითხა:
– და შენ მოგწონვართ? დიახ! – შესძახა მრავალმნიშვნე-
ლოვნად, თითქოს თავის კითხვას პასუხობდა, – რა თქმა უნდა,
მოგწონვართ!
– რა თქმა უნდა, ფრანც!
– მაშინ უნდა დაბრუნდე, – უთხრა უკვე მშვიდად, – საშინე-
ლება იქნება, თუ არ ჩამოხვალ, – ისე შეხედა, თითქოს რაღაცას
ეკითხებაო, მაგრამ ჯორჯმა არაფერი უპასუხა.
ცოტა ხნის მერე ჰეილიგმა თქვა:
– იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით.
– მეც, ფრანც, – უთხრა ჯორჯმა და სევდა რომ გაეფანტა, ნა-
ძალადევი მხიარულებით თქვა ის, რაც უფრო სურდა, ვიდრე
სჯეროდა, – რა თქმა უნდა, შევხვდებით. ოდესმე კიდევ ჩამო-
ვალ და ძველებურად დავსხდებით და ვიმუსაიფებთ.
ჰეილიგმა მაშინვე არ უპასუხა. პატარა სახე სიმწრის ღიმილ-
მა მოუჯღანა. ჯორჯს ეს არაერთხელ უნახავს. სწრაფად მოიხსნა
სათვალე და წმენდა დაიწყო, დაღლილი თვალები მოისრისა და
სათვალე ისევ გაიკეთა.
– ასე გგონია? – ჰკითხა მწარე ღიმილით.
– დარწმუნებული ვარ, – იმ წუთს ჯორჯს მართლა ასე სჯერო-
და, – მე, შენ და ყველა ჩვენი საერთო მეგობარი დავსხდებით,
დავლევთ და მთელი ღამე ხეების გარშემო ვიცეკვებთ, მერე კი
დილის სამ საათზე ქათმის სუპს შევექცევით. ყველაფერი ძვე-
ლებურად იქნება.
– იმედია, მართალს ამბობ, ოღონდ მე არ ვარ დარწმუნებუ-
ლი, – მშვიდად თქვა ჰეილიგმა, – მე შეიზლება აქ არ ვიყო.

762
– შენ?! – გაეცინა ჯორჯს, – რას ლაპარაკობ? შენ ხომ სხვა-
გან ვერ იცხოვრებ. შენი საქმე გაქვს, რომელიც გიყვარს და აშ-
კარად კარგი მომავალი გელოდება – ცოტა ხანი ლოდინი მოგი-
წევს, ვიდრე უფროსობა ან დაიხოცება, ან პენსიაზე გავა. შენ
სულ აქ იქნები!
– არ ვარ დარწმუნებული! – ფრანცმა სიგარეტი მოქაჩა და
სწრაფად განაგრძო, – იცი, ეს სულელები... ეს სულელი ხალხი!
– გაბრაზებულმა ჩააქრო სიგარეტი, ღირსებაშელახული, და-
მარცხებული კაცივით მწარედ გაიღიმა და იყვირა, – ჩემს თავზე
არ ვდარდობ! მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი გოგო მყავს, ჩემი
პატარა ზაღლი... მაგრამ ეს ხალხი... ეს სულელები! მე მათ ვერ
ვამჩნევ, სულ არ მედარდება, – სახე სასაცილო ნიღაბს მიუგავ-
და, – მე თავს გავიტან, თუ გამაგდებენ, შემიძლია, ინგლისში ან
შვედეთში წავიდე. ამას არა აქვს მნიშვნელობა. შეიზლება, სი-
ცოცხლეც წამართვან, არც ეს არის საშინელება. შენც ხომ ასე
ფიქრობ?
– მე ასე არ ვფიქრობ, მე არ მინდა სიკვდილი.
– შენთან სულ სხვა ამბავია. შენ ამერიკელი ხარ. ჩვენთან
სხვა ვითარებაა, მე ვნახე, მიუნხენში როგორ ესროლეს კაცს,
ვენაშიც ვნახე – მაგრამ ეს არც ისე საშინელია, – ისევ ისე უყუ-
რებდა ჯორჯს, თითქოს რაღაცას ეკითხებოდა, – არც ისე საშინე-
ლია.
– რა იდიოტივით ლაპარაკობ – არავინ არ გესვრის. არავინ
არ წაგართმევს სამუშაოს და არც გოგოს. შენ უხიფათო საქმეს
აკეთებ, პოლიტიკასთან არაფერი აკავშირებს. სად იპოვიან შენ-
ნაირ სწავლულს? უშენოდ რას გახდებიან?
ფრანცმა მხრები აიჩეჩა უდარდელად და ცინიკურად:
– არ ვიცი, შეიზლება აუცილებელია...

763
– რა არის აუცილებელი? რას გულისხმობ, ფრანც?
თავიდან არ უპასუხა. მერე უცებ უთხრა:
– ახლა რაღაზას გეტყვი. წელს ეს სულელები უკვე აუტანლად
იქცევიან, ებრაელებს უშვებენ სამსახურიდან, ეს ფორმაში გა-
მოწყობილი სულელები, – თქვა ზიზღით, – ამბობენ, ყველა
არიელი უნდა იყოსო – მაღალი, ცისფერთვალება, 1820 წლი-
დან ყველა თაობა არიელი რომ ჰყავს. ებრაელი თუ გამოერია,
ძალიან სამწუხარო იქნება, – დამცინავად ჩაიცინა, – ასეთი
ადამიანი სამსახურს დაკარგავს... ჭეშმარიტი გერმანული სული
არ გააჩნია და იმიტომ! რა სისულელეა ეს ყველაფერი, – ერ-
თხანს მდუმარედ ეწეოდა და მერე განაგრძო, – გასულ წელს ეს
სულელები მოვიდნენ ჩემთან, უნდოდათ გაეგოთ, ვინ ვარ,
საიდან ვარ, დავიბადე საერთოდ თუ არა. უნდა დავუმტკიცო,
რომ ჭეშმარიტი არიელი ვარ. თუ არა და ბიბლიოთეკაში ვეღარ
ვიმუშავებ.
– კი მაგრამ, ფრანც, შენ ხომ არ ხარ ებრაელი?
– არა, არა, Gott! – შესძახა რაღაც მხიარული სასოწარკვე-
თით, – ჩემო ზვირფასო, მე წყეული გერმანელი ვარ.
– მაშინ, – ჯორჯი შეფიქრიანდა, – რატომ წუხხარ? რა გაქვს
სადარდებელი?
ჰეილიგი ისევ გაჩუმდა, მწარე ღიმილმა კიდევ უფრო მოუჯ-
ღანა პატარა სახე და უთხრა:
– ზვირფასო შორშ, კიდევ რაღაცას გეტყვი. მართალია, მე
სუფთა გერმანელი ვარ, მაგრამ ჩემი საბრალო დედა... ძალიან
მიყვარს, მაგრამ, Gott! – დახურული პირით გაიცინა, – რა სუ-
ლელია ეს საწყალი ქალი! – თითქოს გულაცრუებული ამბობდა,
– ძალიან უყვარდა მამაჩემი, ისე ძაან, თავიც არ შეიწუხა, რომ
ცოლად გაჰყოლოდა. ამიტომ ეს ხალხი ახლა მოდის ჩემთან და

764
მეკითხება: ვინ არის მამათქვენი? და რა თქმა უნდა, ვერ ვპასუ-
ხობ. იმიტომ, რომ ჩემო ზვირფასო მეგობარო, ნაბიჭვარი ვარ! –
ისევ გაეცინა და თვალები გაუწვრილდა, – ეს ყველაფერი საშინ-
ლად სულელურია, შემაძრწუნებლად სასაცილო!
– კი მაგრამ, ფრანც, ხომ იცი, ვინ არის მამაშენი?
– ღმერთო, როგორ არ ვიცი და ამიტომ არის სასაცილო.
– იმის თქმა გინდა, რომ იცნობ? ცოცხალია?
– რა თქმა უნდა, ბერლინში ცხოვრობს.
– შეხვედრიხარ?
– რა თქმა უნდა, ყოველ კვირას ვხვდები. კარგი მეგობრები
ვართ.
– მაშინ არ მესმის, რა პრობლემაა... არ შეგიძლია უთხრა?
არ შეიძლება აუხსნა? არ დაგეხმარება?
– დარწმუნებული ვარ, დამეხმარება, რომ ვუთხრა. მაგრამ
არ შემიზლია თქმა. იცი, – განაგრძო მშვიდად, – მე და მამაჩემი
კარგი მეგობრები ვართ. ამ თემაზე არ გვილაპარაკია... იცნობ-
და, თუ არა დედაჩემს... არც ჩემს გასაჭირზე მინდა ვუამბო... არ
მინდა მისი დახმარება... ისე გამოვა, თითქოს ვსარგებლობ მე-
გობრობით, რაც ყველაფერს გააფუჭებს.
– და მას იცნობენ? ვთქვათ, რომ დაასახელო, ეცოდინებათ,
ვინაა?
– ო, ეცოდინებათ! – შესძახა მხიარულად, – ესაა ყველაზე
საშინელი და ყველაზე სასაცილო. მამაჩემი ჭეშმარიტი გერმა-
ნელია, ცნობილი ნაცისტი, პარტიის ყველაზე მნიშვნელოვანი
პირი.
ჯორჯი უყურებდა მეგობარს, ვისი გვარიც, როგორი ირო-
ნიულიც არ უნდა ყოფილიყო ეს ფრანცის შემთხვევაში, „წმინ-
დანს“ ნიშნავდა და ხმას ვერ იღებდა. ამ უცნაური და ამაღელვე-

765
ბელი ამბით მეგობარზე ბევრი რამ გაიგო – რატომ გახდა ასეთი
გულჩათხრობილი, ყველაფრის და ყველას მიმართ რატომ გა-
უჩნდა ზიზღი, რატომ დამორჩილდა ბედს და უკვე იმ მწარე ღი-
მილის მიზეზსაც ხვდებოდა. ჰეილიგი ბუნებით ძალიან ნაზი,
მგრძნობიარე, მოსიყვარულე და საოცრად განათლებული ადა-
მიანი იყო და ახლა ეს ხუჭუჭა ბატკანი ყინვაში გააგდეს, მარტო
დატოვეს გასაჭირში. ის ულმობლად დაჭრეს. გაილახა და მოტ-
ყუვდა. ასეთ დღეში ჩავარდა, მაგრამ სუფთა სული მაინც
შეინარჩუნა.
– ვწუხვარ, ფრანც, – უთხრა ჯორჯმა, – ჯანდაბა, ძალიან
ვწუხვარ. მე ეს არ ვიცოდი.
– არა უშავს, – უდარდელად მიუგო ჰეილიგმა, – მართლა, –
ტანჯვით გაიღიმა, დააფერფლა და უფრო კომფორტულად დაჯ-
და, – რამეს მოვახერხებ. უკვე დავიქირავე ერთი პატარა კაცი...
ის საშინელი ადამიანები... რას ეძახით?.. ადვოკატი! – O, Gott!
ისინი მართლა საშინელი არსებები არიან! – მხიარულად შესძა-
ხა, – დავიქირავე ერთი, ჩემთვის ტყუილი რომ შეთხზას. მარტო
ეს იცის, იმდენს იქექება ქაღალდებში, სანამ მამებს, დედებს,
დებს, ძმებს არ აღმოაჩენს, ყველას, ვინც მე მჭირდება. და თუ
ვერ მოახერხებს, მაშინ სამუშაოს დავკარგავ. მაგრამ ეგ არაფე-
რი. რამეს ვიზამ. სადმე წავალ. ადრეც გამიკეთებია და არც ისე
საშინელია... მაგრამ ამ სულელებს რა ვუყოთ, – თქვა ზიზღით,
– ოდესმე, შორშ, მწარე წიგნი უნდა დაწერო. ამ საშინელ ხალ-
ხზე უნდა დაწერო. მე ამის ნიჭი არ გამაჩნია. წიგნს ვერ დავწერ.
მე მხოლოდ სხვისი ნაწერით შემიძლია აღვფრთოვანდე. მაგრამ
შენ უნდა მოჰყვე, ეს რა საშინელი ხალხია. მე ერთი ასეთი ფან-
ტაზია მაქვს, – ეშმაკურად გაეღიმა, – როცა თავს ცუდად
ვგრძნობ, იმ საშინელ ხალხს რომ ვხედავ, როგორ დადიან ქუჩა-

766
ში, უსხედან მაგიდებს და ჭამენ, წარმოვიდგენ ხოლმე, ვითომ
პატარა ავტომატი მაქვს, ავიღებ ამ ჩემს ავტომატს და დავინახავ
თუ არა ერთ-ერთ მათგანს, ეგრევე ბაც-ბაც-ბაც! – ბავშვურად
სწრაფად ლაპარაკობდა და თან თითქოს ავტომატი ეჭირა ხელ-
ში და უმიზნებდა, – რა სიამოვნებით ვესროდი იმ სულელებს!
მაგრამ არ შემიზლია. მე მხოლოდ წარმოსახული ავტომატი
მაქვს. მაგრამ შენ გაქვს ავტომატი და უნდა გამოიყენო, – უთ-
ხრა სერიოზულად, – ოდესმე უნდა დაწერო მწარე წიგნი, ამ სუ-
ლელებს უნდა უთხრა, ვინ არიან სინამდვილეში. ოღონდ, –
სწრაფად დასძინა, – ჯერ არა. ახლა თუ დაწერ, შეიზლება, ვიღა-
ცები გაგიბრაზდნენ.
– რაზე არ უნდა დავწერო ჯერ, რას გულისხმობ, ფრანც?
– იმაზე, – ხმა დაიდაბლა და კარისკენ გაიხედა, – პოლიტი-
კაზე არ დაწერო, არც პარტიაზე. ამას თუ გააკეთებ, საშინელება
იქნება.
– რატომ?
– იმიტომ, რომ შენ აქ კარგი სახელი გაქვს. სულელებს არ
ვგულისხმობ, იმ ხალხში, ვინც ჯერ კიდევ წიგნებს კითხულობს.
იმასაც გეტყვი, უცხოელ მწერლებში შენ აქ ყველაზე პოპულა-
რული ხარ. თუ ისეთ რამეს დაწერ, რაც არ მოეწონებათ, ყველა-
ფერი წყალში ჩაიყრება და ძალიან დასანანი იქნება. შენი წიგნე-
ბი აიკრძალება, აღარ წაგვაკითხებენ, ვეღარ ვიშოვით შენს წიგ-
ნებს. და ეს ძალიან დასანანი იქნება. შენ აქ ბევრსმოსწონხარ.
კარგად გიცნობენ. ესმით, რასაც გულისხმობ. მინდა გითხრა,
თარგმანიც შესანიშნავია. ის კაცი, ვინც თარგმნა, პოეტია, შენი
თაყვანისმცემელი, გიგრძნო, შენი თვალით დაინახა, შენი რიტ-
მი დაიჭირა. და ხალხს ძალიან მოეწონა, ვერ წარმოუდგენიათ,
რომ თარგმანს კითხულობენ. ბევრი ამბობს, გერმანულად და-

767
წერილი გეგონებაო. და O, Gott! – ისევ მხიარულად გაეცინა, –
რას არ გეძახიან, ამერიკელ ჰომეროსს, ამერიკული ეპიკური
რომანის ავტორს. შენი აქ კარგად ესმით, აფასებენ შენს გულახ-
დილობას და ხვდებიან, თავი არ დაგიზოგავს. ბევრი დღევანდე-
ლობის უდიდეს მწერლად გაღიარებს.
– შინ ასე არავის შევუქივარ, ფრანც.
– ვიცი. შემინიშნავს, ამერიკაში ერთი წლით უყვართ, მერე
აფურთხებენ. აქ დიდი სახელი გაქვს და საცოდაობა იქნება, ასე
რომ აღარ იყოს. შენ როგორ ფიქრობ? – შეშფოთებულმა შეხე-
და ჯორჯს.
ჯორჯი ერთ წერტილს უყურებდა, იმწამსვე არ უპასუხა. მერე
თქვა:
– კაცმა ის უნდა დაწეროს, რაც მიაჩნია, რომ უნდა დაწეროს.
უნდა გააკეთოს ის, რაც მიაჩნია, რომ უნდა გააკეთოს.
– ესე იგი, თუ შენ იგრძნობ, რომ ვალდებული ხარ, დაწერო
იმაზე... პოლიტიკაზე... იმ სულელებზე... იმ...
– დავწერ.
– რომც იცოდე, რომ შენთვის საზიანო იქნება? თუ ჩვენ ვე-
ღარ შევძლებთ შენი წიგნების წაკითხვას, მაინც? – პატარა სა-
ხით სერიოზულად მიშტერებოდა ჯორჯს და მოუთმენლად ელო-
და პასუხს.
– კი, ფრანც, ყველაფრის მიუხედავად, დავწერ.
ჰეილიგი გაჩუმდა, მერე ყოყმანით უთხრა:
– თუ ისეთ რამეს დაწერ, რომ გითხრან, აქ აღარ ჩამოხვიდე-
ო?
ჯორჯი ჩუმად იყო და ბოლოს თქვა:
– კი, დავწერ, ასე რომც მითხრან, მაინც.
ჰეილიგი უცებ სიბრაზისგან წელში გაიმართა და უთხრა:

768
– მაშინ ერთ რამეს გეტყვი, დიდი შტერი ყოფილხარ, – წა-
მოდგა და ბოლთის ცემას მოჰყვა ნერვიულად, – რატომ უნდა
ადგე და ყველაფერი გააფუჭო? რატომ უნდა დაწერო ისეთი რამ,
რის გამოც აქ ვეღარ ჩამოხვალ. აქაურობა ხომ ასე გიყვარს! –
იყვირა, მერე მკვირცხლად მიუტრიალდა და ჰკითხა, – ხომ გიყ-
ვარს?
– მიყვარს, ამქვეყნად ყველა სხვა ქვეყანაზე მეტად.
– და ჩვენც, – ყვიროდა ჰეილიგი, თან წინ და უკან დადიოდა,
– ჩვენც გვიყვარხარ! უცხოდ არ გთვლით, შორშ. ხალხი ქუჩაში
გცნობს და გიღიმის. აქ შენი სახლია. ყველას ესმის შენი. დიდი
სახელი გაქვს, ჩვენთვის დიდი მწერალი ხარ. და ახლა ამ პოლი-
ტიკის გამო, ამ სულელების გამო, გინდა, ყველაფერი გააფუჭო?
ჯორჯმა არ უპასუხა და ჰეილიგმა განაგრძო:
– რატომ უნდა მოიქცე ასე? შენ ხომ პოლიტიკოსი არ ხარ და
არც პარტიის პროპაგანდისტი. არც იმ წყეული ნიუ-იორკის სა-
ლონური კომუნისტი, – გაბრაზებულმა გადმოისროლა ბოლო
სიტყვა და უფერო თვალები გაუწვრილდა, – შეიზლება, რაღაც
გითხრა? – უცებ გაჩერდა და ჯორჯს შეხედა, – ვერ ვიტან იმ პა-
ტარა ადამიანებს... წყეულ ესთეტებს... პატარა ლიტერატორ
პროპაგანდისტებს, – ისე გაპრანჭულად და ზიზღით ლაპარა-
კობდა, სახე სულ დაუნაოჭდა, მერე ვითომ ემოციურად ჩაახვე-
ლა და რომელიღაც სტატიიდან ციტატა მოიყვანა, – თუ ნებას
დამრთავთ, ვიტყვი, ვებერის რომანში დარსტელლუნგ-ის (გამო-
სახულების) გამჭვირვალობა... – აჰ, აჰ, – ისევ ჩაახველა, – ის
წყეული პატარა ათეისტი, თქვენზე რომ დაწერა... შეიზლება, რა-
ღაც გითხრა? – გაცეცხლებული ყვიროდა, – მიმიფურთხებია
მაგ ხალხისთვის! ყველაგან ერთნაირები არიან, ინგლისში, პა-
რიზში, ვენაში, საკმარისად ბევრნი არიან ევროპაში, მაგრამ

769
ამერიკაში? – ეშმაკურად გაიცინა, – იქ საშინელება ხდება! სად
იშოვეთ ამდენი? ევროპელი ესთეტებიც კი ამბობენ: „ღმერთო
ჩემო, ეს საშინელი, წყეული ამერიკელი ესთეტები... რა საზიზ-
ღრები არიან!“
– ახლა კომუნისტებზე მელაპარაკები? ამით არ დაიწყე?..
– კარგი, – ცივად მოუჭრა უფრო და უფრო გამოწვევი და მე-
დიდური ტონით, – მნიშვნელობა არა აქვს, თავს რას უწოდებენ
– ექსპრესიონისტებს, სიურრეალისტებს, კომუნისტებს – რაც
უნდათ, ის დაირქვან, მაინც არარაობები არიან. და თუ ნებას
მომცემ, გეტყვი, რომ ვერ ვიტან. ძალიან დამღალეს ამ ჩამორ-
ჩენილმა ადამიანებმა, – დაღლილობა და აღშფოთება ეწერა სა-
ხეზე, – მნიშვნელობა არა აქვს, რას ამბობენ, იმიტომ, რომ მათი
ნათქვამი არაფერს ნიშნავს.
– ფრანც, შენ ფიქრობ, რომ ყველა კომუნისტი ეგეთია? კომუ-
ნისტები მხოლოდ სალონის ყბედები არიან?
– ო, კომუნისტები, – თქვა ფრანცმა უგუნებოდ, – არა, მე არ
მგონია, რომ ყველა ყბედია. და კომუნიზმი კარგი რამეა, ვფიქ-
რობ, ოდესმე ასე ვიცხოვრებთ, მაგრამ მე და შენ ამას ვერ მო-
ვესწრებით. ჯერ ამაზე ოცნება არ ღირს. ეს ყველაფერი შენთვის
არ არის, შენ ხომ ვიღაც პატარა პროპაგანდისტი არ ხარ, მწერა-
ლი ხარ. შენი ვალია, გარშემო მიმოიხედო და იმ ხალხზე დაწე-
რო, ვისაც ხედავ. შენი საქმე არაა პროპაგანდა, ამას ვერც შეზ-
ლებ, წარმოუდგენელია.
– მაგრამ ვთქვათ, დავწერე იმ სამყაროზე და ხალხზე ის, რაც
ვნახე და პარტიის გულისწყრომა გამოვიწვიე, მერე?
– მერე, დიდი შტერი გამოხვალ! შენ შეგიზლია, რაც გინდა,
ყველაფერი დაწერო და არ გამოიწვიო მათი გულისწყრომა. არ
არის საჭირო, დაასახელო და თუ დაასახელებ და კარგსარა-

770
ფერს იტყვი, აქ ვეღარ ჩამოხვალ. და რისთვის უნდა გააკეთო
ეს? ვიღაც ნიუ-იორკელი პროპაგანდისტი რომ იყო, შეიზლებო-
და გეთქვა ყველაფერი და ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. იმი-
ტომ, რომ ისინი, რაც პირზე მოადგებათ, ყველაფერს ამბობენ,
მაგრამ არაფერი არ იციან ჩვენზე და მათ სიტყვას ჩალის ფასი
აქვს. მაგრამ შენ... შენ ამით ბევრს დაკარგავ.
ჰეილიგი აღელვებული სცემდა ბოლთას, ხმას არ იღებდა, სი-
გარეტს ქაჩავდა, მერე უცებ ჯორჯს მიუბრუნდა განრისხებული:
– შენ გგონია, აქ ზალიან ცუდია? გგონია, სხვა პარტია რომ
გვყოლოდა, უკეთესი იქნებოდა? – პასუხს არ დაელოდა, ისე გა-
ნაგრძო, – ცდები. რა თქმა უნდა, აქ ცუდია, მაგრამ მალე არც
თქვენთან იქნება კარგად საქმე. ეს ოხერი სულელები ყველგან
არიან. თქვენთანაც იგივე ხდება, ოღონდ სხვანაირად. გგონია,
ამერიკაში თავისუფლები ხართ? – თავი გააქნია, – მე ასე არ
ვფიქრობ. თავისუფლები მხოლოდ ეს საშინელი ადამიანები
არიან. აქ მათ მოიპოვეს თავისუფლება, გითხრან, რა წაიკითხო,
რას დაუჯერო და ამერიკაშიც ასეა, მგონი. ისე უნდა იფიქრო და
ისე უნდა მოიქცე, როგორც მათ უნდათ, ანდა მოგკლავენ. ერთა-
დერთი სხვაობა ისაა, აქ ძალაუფლება აქვთ. ამერიკაში ჯერ არა
აქვთ ძალაუფლება, მაგრამ ექნებათ. გერმანელებმა უკვე ვაჩვე-
ნეთ მსოფლიოს, ეს როგორ ხდება. და მერე, შენ აქ უფრო თავი-
სუფალი იქნები, ვიდრე ნიუ-იორკში, იმიტომ, რომ აქ უფრო დი-
დი სახელი მოიპოვე, ვიდრე იქ. აქ თაყვანს გცემენ. აქ ამერიკე-
ლი ხარ და შეგიზლია, ის დაწერო, რაც გერმანელს არ შეუზლია,
ვიდრე პარტიას არ შეეხები. და ამას გააკეთებდი ნიუ-იორკში?
გაჩუმდა, ბოლთას სცემდა, ჯორჯისგან პასუხს ელოდა. ბო-
ლოს თავადვე უპასუხა:

771
– არა, ვერ გააკეთებდი. ესენი თავის თავს ნაცისტებს უწოდე-
ბენ და უფრო გულწრფელები არიან. ამერიკაში ლამაზ სახე-
ლებს იგონებენ – სალონის კომუნისტებს, რევოლუციის შვი-
ლებს, ამერიკის ლეგიონს, არიან ბიზნესმენები და არის სავაჭ-
რო პალატა. ყველა ერთნაირია და ყველანი ნაცისტები არიან.
ამ ოხრებს ყველგან შეხვდები. შენ მათთან რა ხელი გაქვს, შენ
პროპაგანდისტი არ ხარ.
ისევ სიჩუმე. ჰეილიგი ჯორჯის პასუხს ელოდა, მაგრამ ჯორჯი
კვლავ დუმდა. მაშინ განაგრძო და მისი სიტყვების ცინიზმმა და
გულგრილობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ჯორჯი
ვერ წარმოიდგენდა, თუ ჰეილიგისთანა მგრძნობიარე სულის
პატრონი ამას იტყოდა:
– ნაცების წინააღმდეგ თუ დაწერ, ამით ებრაელებს ასიამოვ-
ნებ, ოღონდ გერმანიაში ვეღარ ჩამოხვალ, რაც ჩვენთვის საში-
ნელება იქნება. შეიზლება, რაღაც გითხრა? – მრისხანედ შეხე-
და, – მეც არც ეს წყეული ებრაელები არ მომწონს, იმ სულე-
ლებს არ ჩამოუვარდებიან. როცა საქმე კარგად მისდით, ამბო-
ბენ: „ჩვენ მშვენიერები ვართ, მიგვიფურთხებია თქვენთვის და
თქვენი ოხერი ქვეყნისთვის!“ და როცა გაუჭირდებათ, თავს
მოისაწყლებენ და იტყვიან: „ჩვენ საცოდავი, ჩაგრული ებ-
რაელები ვართ, ნახეთ, რა დღეში ჩაგვყარეს!“ – გეუბნები, ეს არ
მადარდებს. არა მგონია, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.
ვფიქრობ, არასწორია, რასაც ეს სულელები უკეთებენ ებ-
რაელებს, მაგრამ არ მადარდებს. მინახავს, როცა ებრაელებს
ძალაუფლება ჰქონიათ და ეს ამაზრზენი იყო. ეს გამძღარი ებ-
რაელები ნაცისტებს არ ჩამოუვარდებიან. ასე რომ, არ ვდარ-
დობ. ჩემი პატარა ავტომატით მათაც სიამოვნებით ვესროდი.
ერთადერთი, რაც მადარდებს, ეს სულელები რას უზამენ გერმა-

772
ნიას და გერმანელ ხალხს, – და აღელვებულმა ჰკითხაჯორჯს, –
ხომ მართლა გიყვარს ეს ხალხი?
– უზომოდ, – ჩაიჩურჩულა ჯორჯმა, საოცარი სევდა შემოაწვა
გერმანიის, გერმანელი ხალხის და თავისი მეგობრის გამო და
სხვა ვეღარაფერი უთხრა. ჰეილიგი მიუხვდა, ღრმად ამოიოხრა
და უცებ მოეშვა.
– კი, რა თქმა უნდა, გეყვარება. გერმანელები კარგი ხალხია.
დიდი შტერები არიან, მაგრამ არც ისე ცუდები.
გაჩუმდა. სიგარეტი ჩააქრო, ისევ ამოიოხრა და სევდიანად
თქვა:
– ის უნდა გააკეთო, რასაც საჭიროდ თვლი. მაგრამ დიდი
შტერი ვინმე ხარ, – საათს დახედა, – წავედით, დრო მოსულა.
ჯორჯი წამოდგა, ერთი უსასრულო წუთი მდუმარედ შეჰყუ-
რებდნენ ერთმანეთს, მერე კი სიყვარულით ჩამოართვეს ხელი.
– ნახვამდის, ფრანც.
– ნახვამდის, ზვირფასო შორშ, მოგვენატრები.
– მეც მომენატრებით.
და ოთახიდან გავიდნენ.

773
თავი მეორმოცე

უკანასკნელი დამშვიდობება

ქვევით რომ ჩავიდნენ, ანგარიში უკვე გაემზადებინათ და


ჯორჯმა ფული გადაიხადა. გადამოწმება არ იყო საჭირო, იქ
არასდროს ცდებოდნენ და არც მოატყუებდნენ. ჯორჯმა ჭაღარა,
ჯმუხი, მკაცრი და საქმიანი პრუსიელი და მიმტანების უფროსი
კარგად დაასაჩუქრა. ლიფტთან მდგარ მოცინარ ბიჭს ერთი
მარკა მისცა, მანაც ქუსლები შეატყუპა და სამხედრო წესით და-
ემშვიდობა. ბოლოჯერ მოავლო თვალი გაცვეთილ, ულამაზო,
მაგრამ უცნაურად სასიამოვნო პატარა ფოიეს, ერთხელ კიდევ
დაემშვიდობა ყველას და სწრაფად გავიდა ქუჩაში.
პორტიე უკვე იქ ელოდებოდა. ბარგი ტროტუარზე ეწყო. ამა-
სობაში ტაქსიც მოვიდა და პორტიემ ჩემოდანი საბარგულში ჩა-
დო. ჯორჯმა მასაც მისცა ფული და ხელი ჩამოართვა. მერე კა-
რისკაციც დაასაჩუქრა, უბრალო, მუდამ მოღიმარი ზორბა კაცი,
ყოველ შეხვედრაზე მხარზე მეგობრულად ხელს რომ წამოარ-
ტყამდა ხოლმე. ჯორჯი და ჰეილიგი ტაქსიში ჩასხდნენ და სადგუ-
რისკენ გაემართნენ.
ტაქსი მობრუნდა და კურფიურსტენდამის საპირისპირო მხა-
რეს გაუყვა გზას. სამ წუთში უკვე სადგურთან გაჩერდა. მატარე-
ბელი ფრიდრიხშტრასედან მოდიოდა და ვიდრე ბაქანზე ჩამოდ-
გებოდა, დრო კიდევ იყო. ბარგი მტვირთავს მიაბარეს, მან უთ-
ხრა, ბაქანზე დაგხვდებითო და მერე ჰეილიგმა მონეტა ჩააგდო

774
აპარატში ბაქნის ბილეთის ასაღებად. ბილეთის კონტროლი
გაიარეს და კიბეს აუყვნენ.
ცოტა ხალხი უკვე შეგროვილიყო ბაქანზე. ამ დროს მატარე-
ბელიც შემოვიდა ბრემენის მხრიდან და ვიღაცები ჩამოვიდნენ.
ბრწყინვალე მატარებლები, ლამაზი, წაბლისფერი, წითელი და
ოქროსფერი ვაგონები მიემართებოდნენ დასავლეთიდან აღმო-
სავლეთში, აღმოსავლეთიდან დასავლეთში, ყველა მხარეს, ქა-
ლაქის ყველა უბნისკენ, დილის ცვლის მომსახურეებით გადაჭე-
დილები. ჯორჯმა დასავლეთისკენ გაიხედა, საიდანაც მატარე-
ბელს ელოდა, იქ, შორს, სემაფორები, წვრილი რელსები, სახ-
ლების სახურავები და ზოოლოგიური ბაღის სიმწვანე მოჩანდა.
მატარებლები შეუჩერებლად დასრიალებდნენ, ლამის უხ-
მაუროდ, მგზავრების სწრაფი ნაკადები გადმოედინებოდა და
შეედინებოდა. ყველაფერი ისეთი ნაცნობი, სასიამოვნო და სავ-
სე იყო დილასავით. განშორების ულმობელი წამი რომ ახლოვ-
დებოდა, ჯორჯს სევდა, სინანულის და რაღაც დაუმთავრებელი
საქმის მტკივნეული განცდა შემოაწვა, თითქოს აქ რჩებოდნენ
ადამიანები, ვინც შეეძლო გაეცნო და დამეგობრებოდა, მაგრამ
ვერ გაიცნო და ახლა ყველაფერი დაიკარგა, ხელიდან გაუძვრა.
ბაქნის ბოლოს სატვირთო ლიფტის კარმა გაიჩხაკუნა და
მტვირთავებმა ბარგი გადმოცალეს. ჯორჯმა თავისი ჩემოდანი
იცნო, მტვირთავმა თავი დაუკრა და ანიშნა, სად დამდგარიყო.
ზუსტად იმ წამს ჯორჯმა მათკენ მომავალი ელზა დაინახა.
ელზა ნელა, რიტმულად მოაბიჯებდა მაღალი ფეხებით. ხალხი
თვალს აყოლებდა. ღია ფერის ტვიდის პიჯაკი ეცვა და იმავე
ქსოვილის ქვედატანი. შეუდარებელი სტილი ჰქონდა, რაც არ
უნდა სცმოდა, ყველაფერი უხდებოდა. მისი მაღალი სხეული რა-
ღაც იდუმალად, ამაღელვებლად შერწყმულ სინაზეს და ძალას

775
განასახიერებდა. ელზას წიგნი ეკავა ხელში და მიუახლოვდა თუ
არა, ჯორჯს გადასცა. ჯორჯმა მისი თითები ხელებში მოიქცია.
მაღალი ქალისთვის უცნაურად საყვარელი, მგრძნობიარე, ქათ-
ქათა და ბავშვური თითები ჰქონდა და ჯორჯმა იგრძნო, როგორ
თრთოდნენ ისინი.
– ელზა, ჰერ ჰეილიგს მგონი შეხვედრიხარ, არა? ფრანც, ხომ
გახსოვს ფრაუ ფონ კოლერი?
ელზა ჰეილიგისკენ მიტრიალდა და ცივად და მკაცრად შეხე-
და. ჰეილიგმაც პასუხად მტრული და მრისხანე მზერა შეაგება.
შემაშფოთებელი სანახავი იყო, როგორ ეჭვის თვალით უყურებ-
დნენ ერთმანეთს. ჯორჯს ეს ფენომენი არაერთხელ შეუნიშნავს
ადრეც, როცა გერმანელები ან სრულიად უცნობ ადამიანს ხვდე-
ბოდნენ, ან იმას, ვისაც კარგად არ იცნობდნენ. იმწამსვე იძაბე-
ბოდნენ, უნდობლად შეხედავდნენ უცნობს, თითქოს ვიდრე და-
მეგობრებას გადაწყვეტდნენ, ჯერ თავი უნდა დაეზღვიათ, გარან-
ტია სჭირდებოდათ. ამიტომ ჯორჯს არ გაჰკვირვებია, ელოდა კი-
დეც, რომ ასე იქნებოდა. ოღონდ ყოველ ჯერზე თვითონაც
აღელდებოდა ხოლმე, ვერ მიეჩვია, გერმანელივით ვერ მიიღო
ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, იმიტომ, რომ ამერიკაში, და
არც არსად სხვაგან, ასე არ ხდებოდა.
ამას გარდა, მის ორ მეგობარს არათუ უნდობლობა ეტყობო-
და, აშკარა ინსტინქტური სიძულვილიც. ასე რომ ათვალიერებ-
დნენ ერთმანეთს, რაღაცამ გაიელვა მათ გაშიშვლებულ მზერა-
ში, რაპირასავით ცივმა და ბასრმა. მხოლოდ დუმილით გამოამ-
ჟღავნეს მტრობა და ანტიპათია; მერე ელზამ თავი დახარა და
თავისი მშვენიერი ინგლისურით, აქცენტსაც ძლივს რომ შენიშ-
ნავდით და მხოლოდ წარმოთქმის ზედმიწევნითი სიზუსტით თუ
შეატყობდით, უცხოელი რომ იყო, თქვა:

776
– მგონი, შევხვედრივართ, ჯორჯისთვის გამართულ წვეულე-
ბაზე გრაუშმიდტთან.
– მეც ასე მახსოვს, – თქვა ჰეილიგმა, ერთხანს კიდევ მრის-
ხანედ უყურებდა და დასძინა, – და გრაუშმიდტის ნახატი „ტაგებ-
ლატში“ ალბათ არ მოგეწონათ, არა?
– ჯორჯის პორტრეტი? – ჰკითხა ელზამ ირონიულად და თან
უნდობლად, მკაცრი სახე მოულოდნელად ღიმილმა გაუნათა, –
თქვენი მეგობრის ნახატზე მეკითხებით, ჯორჯი მომხიბვლელ,
საყვარელ ტენორს რომ ჰგავს?
– ესე იგი არ მოგეწონათ? – ცივად ჰკითხა ჰეილიგმა.
– ჰერ გრაუშმიდტმა ისე დახატა, როგორც შეეძლო, როგორც
ხედავს და გრძნობს, ამ მხრივ მშვენიერია, მაგრამ ის პორტრე-
ტი ჯორჯს ისე ჰგავს, როგორც თქვენ.
– მაშინ გეტყვით, – გესლიანად უთხრა ჰეილიგმა, – მგონი,
შტერი ბრძანდებით. პორტრეტი შესანიშნავი გამოვიდა – ყველა
ასე ფიქრობს. თავად გრაუშმიდტს მიაჩნია, რომ მისი საუკეთე-
სო ნამუშევარია.
– აბა რა იქნება, – ისევ ირონიულად მიუგო ელზამ, – ჰერ
გრაუშმიდტს ბევრი რამ მოსწონს. უპირველეს ყოვლისა, საკუ-
თარი თავი. მოსწონს, რასაც აკეთებს. და უყვარს პუჩინის მუსი-
კა. „ავე მარიას“ მღერის, მოსწონს ჩაბნელებული ოთახები, წი-
თელი განათებით და აბრეშუმის ბალიშებით. რომანტიკოსია და
უყვარს ამაზე ლაპარაკი. ფიქრობს: „ჩვენ ხელოვანები ვართ!“
ჰეილიგი გაცეცხლდა:
– ნება მომეცით, გითხრათ...
მაგრამ ელზას ვეღარ შეაჩერებდი. მოკლე და გაბრაზებული
ნაბიჯი გადადგა გვერდზე, ლოყებზე ორი მგზნებარე ლაქა
აუგიზგიზდა და თქვა:

777
– თქვენ მეგობარს ხელოვნებაზე ლაპარაკი უყვარს. ამბობს:
„რა შესანიშნავი ორკესტრია!“ არადა მუსიკას არ უსმენს. მიდის
შექსპირის სანახავად და ამბობს: „ეს მეიერი რა შესანიშნავი
მსახიობია!“ ის...
– მინდა, რაღაც გითხრათ... – ჰეილიგს ბრაზი ახრჩობდა.
– პატარა გოგოები უყვარს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
რომ აცვიათ, – ელზაც ღელავდა, – ყავისფერპერანგიანების
წევრია. როცა იპარსავს, თავზე ბადეს იხურავს და რა თქმა უნ-
და, ფრჩხილებსაც უვლის. უამრავი ფოტო აქვს – თავისი და
სხვებთან ერთად! – სული მოითქვა და ტრიუმფალურად გაეცა-
ლათ.
– ეს რა ხალხია! – კბილების ღრჭიალით ამბობდა ჰეილიგი,
– ო, გოტტ! რა საშინელებაა! – ჯორჯს მიუბრუნდა და გეს-
ლიანად უთხრა, – ნება მომეცი, გითხრა, ეს პიროვნება... ეს ქა-
ლი... ეს ფონ კოლერი, შენ რომ ძალიან მოგწონს... შტერია!
– მოიცა, ფრანც, მე ასე არ ვფიქრობ. შენ ხომ იცი, მე რას
ვგრძნობ ამ ქალის მიმართ.
– მაშინ, შენ ცდები. გეშლება. თუ ნებას მომცემ, გეტყვი, რომ
შენც დიდი შტერი ყოფილხარ. მაგრამ ამას მნიშვნელობა არა
აქვს, – თქვა მკვახედ, – გავალ, სიგარეტს ვიყიდი, შენ კი იმ
შტერ ქალს ელაპარაკე! – და მკვირცხლად მიბრუნდა და წავი-
და, ჯერ კიდევ სიბრაზით აბობოქრებული.
ჯორჯი ელზას მიუახლოვდა. ელზაც ვერ დაწყნარებულიყო
ჯერ, თითები უთრთოდა. ჯორჯს უთხრა:
– ეს პატარა კაცი... ვისი გვარიც „წმინდანს“ ნიშნავს... რა გა-
ბოროტებულია, მე როგორ ვერ მიტანს. ალბათ ეჭვიანობს, მხო-
ლოდ მისი უნდა იყო. ტყუილებს გეუბნება. ჩემზეც გეტყოდა რამე
ცუდს. გავიგონე! – აღელვებული ლაპარაკობდა, – ო, ჯორჯ,

778
ჯორჯ! – მოეხვია, – ნუ უსმენ ამ პატარა, ბოროტ კაცს. გუშინ უც-
ნაური რამ მესიზმრა, – ჩურჩულით განაგრძო, – ისეთი კარგი
სიზმარი იყო, შენ მესიზმრე. არ დაუჯერო იმ პატარა ბოროტ
კაცს! – უთხრა სერიოზულად და შეანჯღრია, – შენ ხომ მორწმუ-
ნე ხარ, ხელოვანი, ხელოვანი ყოველთვის მორწმუნეა.
სწორედ იმ წუთს ლევალდი გამოჩნდა ბაქანზე, მათკენ მო-
დიოდა. როგორც ყოველთვის, მოვარდისფრო სახეზე ჯანსაღი
იერი დაჰკრავდა. მარად სიცოცხლით სავსეს ალკოჰოლიც აგუ-
ლიანებდა. დილიდანვე ალკოჰოლით გახალისებული სისხლი
უდუღდა. მძიმე ნაბიჯით მოდიოდა, განიერ მხრებს მოათამაშებ-
და, ღიპი გადმოეგდო. ხალხი ამჩნევდა მის გადამდებ, მხიარულ
განწყობას და ყველას ეღიმებოდა, თან რაღაც პატივისცემითაც
იმსჭვალებოდნენ. წითური სახის და უზარმაზარი ღიპის მიუხე-
დავად, ლევალდს სასაცილო შესახედავი არ ეთქმოდა, ერთი
შეხედვით საკმაოდ სიმპათიური კაცი ჩანდა. ვერც მსუქანს და-
არქმევდი, უბრალოდ, ზორბა იყო. და ახლა ასე რომ მოგორავ-
და, უშუალო და ამავე დროს ავტორიტეტული, ბიზნესმენს არ მი-
ამსგავსებდით, მით უმეტეს გამჭრიახ და მოხერხებულ ბიზნეს-
მენს, თანდაყოლილი ბოჰემური ხასიათი უფრო გხვდებოდა
თვალში. შეიძლება, ძველ სამხედრო მოსამსახურესაც ჰგავდა,
ოღონდ პრუსიელ ოფიცერს არა, უფრო ვალმოხდილ კაცს, რო-
მელმაც სიამოვნებით იმსახურა, იხმაურა, ილოთა, ქალებში
იარა, და ასეც იყო.
ცხოვრებისადმი დიდი მადაც კარგად ეტყობოდა. ყველა ამ-
ჩნევდა და ეღიმებოდათ. სავსე იყო ღვინით, თავისუფლებით და
არ ცნობდა პირობითობებს. მთელი არსებით ამჟღავნებდა, ყო-
ველდღიურ, დადგენილ წესებს რომ უგულებელყოფდა, მყისვე
თვალს რომ მოგჭრიდათ ნაცრისფერ მასაში, უზარმაზარი სით-

779
ბოს და ტემპერამენტის პატრონი იყო. წამითაც რომ მოეკრათ
თვალი, ვერ ივიწყებდნენ, როგორც ცარიელ სახლში ამახსოვ-
რდებათ ხოლმე ერთადერთი ავეჯით გაწყობილი და ბუხრით
გამთბარი ოთახი.
და ახლა, ჯერ კიდევ რამდენიმე იარდი აშორებდა, ლევალდი
ხუმრობით თითს უქნევდა ჯორჯს და თან თავს ეშმაკურად აქიცი-
ნებდა. მივიდა თუ არა ჯორჯთან, ნაბახუსევი, ჩახლეჩილი ხმით
წაიღიღინა უწმაწური სიმღერის დასაწყისი, მასაც რომ ასწავლა
და იმ თავაწყვეტილ საღამოებზე ერთად მღეროდნენ ხოლმე:
– Lecke du, lecke du, lecke du die Katze am Arsch…
ელზა გაწითლდა, მაგრამ ლევალდი ბოლოდან მეორე მარ-
ცვალზე გაჩერდა, ისევ ჯორჯს დაუქნია თითი და შესძახა:
– ო, შე, – წვრილი თვალები ეშმაკურად აუციმციმდა, – ცელ-
ქო, შე ცელქო! – თან თითს უქნევდა, – ჩემო ძველო შორშ! – და
უცებ მხიარულად შესძახა, – სად იყავი, შე ცელქო? გუშინ მთე-
ლი საღამო გეძებდი, სად იყავი?
ვიდრე ჯორჯი უპასუხებდა, ჰეილიგი დაბრუნდა, სიგარეტს
აბოლებდა. ჯორჯს გაახსენდა, რომ ეს ორი კაცი ერთმანეთს იც-
ნობდა, ოღონდ არც ერთი არ იმჩნევდა. ის კი არა, როგორც კი
პატარა ჰეილიგი დაინახა, ლევალდის ხალისიანი განწყობა უკ-
ვალოდ გაუჩინარდა და სახეზე უნდობლობა და სუსხიანი თავშე-
კავება შეეყინა. ჯორჯი ისე დაიბნა, თავაზიანობა სულ გადაავიწ-
ყდა და იმის ნაცვლად, ლევალდისთვის ელზა წარედგინა,
ჰეილიგი გააცნო ბლუყუნით. ლევალდმა თავი ოფიციალურად
და ცივად დაუკრა. ჰეილიგმაც ოდნავ დახარა თავი და ცივი მზე-
რა დაუბრუნა. ჯორჯი ისეთი დაბნეული ჩანდა და ისე უხერხუ-
ლად გრძნობდა თავს, სიტუაციის მართვა კვლავ ლევალდმა
იკისრა. ჰეილიგს საერთოდ ზურგი შეაქცია, ისევ გახალისებულ-

780
მა მსხვილი ხელი ჯორჯს მკლავში სტაცა და მეორე ხელით სიყ-
ვარულით წამოარტყა:
– შორშ, სად იყავი, ა? შე ცელქო, რატომ არ დამემშვიდობე
გუშინ? გელოდებოდი.
– რა ვიცი, – დაიწყო ჯორჯმა, – მინდოდა, კარლ. მაგრამ ვი-
ცოდი, სადგურში მოხვიდოდი და თან იქით ვერ მოვხვდი, იმდე-
ნი საქმე გამომიჩნდა...
– მეც, – ყვიროდა ლევალდი, – მეც! მაგრამ მეგობრების-
თვის ყოველთვის შემიძლია დროის გამონახვა, – თითქოს ადა-
ნაშაულებდა, ისე უთხრა და თან მხარზე ურტყამდა ხელს, არ გე-
გონოს, ძალიან მეწყინაო.
– კარლ, ფრაუ ფონ კოლერი ხომ გახსოვს?
– რა თქმა უნდა, – შესძახა გადამეტებული გალანტურობით,
როგორც ქალების თანდასწრებით სჩვეოდა ხოლმე, – პატივცე-
მული ქალბატონი, – თქვა გერმანულად, – როგორ ბრძანდე-
ბით? რა დამავიწყებს, პატივი რომ დამდეთ და ჩემს წვეულებაზე
მობრძანდით. მაგრამ იმ საღამოს მერე აღარ მინახიხართ და
შორშსაც სულ უფრო და უფრო იშვიათად ვხვდებოდი, – ისევ ინ-
გლისურზე გადავიდა, ჯორჯს თითი დაუქნია და უთხრა, – შე
ცელქო!
ამ კეკლუც გალანტურობას ელზაზე დიდი ეფექტი არ მოუხდე-
ნია და არც მის გამომეტყველებას დაუკარგავს სიმკაცრე. ერთი
კი შეხედა ლევალდს, მაგრამ არც უცდია შეენიღბა, როგორ ვერ
იტანდა. ლევალდი არ იმჩნევდა და კვლავ გერმანულად მიმარ-
თა:
– პატივცემულო ქალბატონო, მგონი, ვხვდები, ჯორჯმა რა-
ტომ მიმატოვა. ბევრად უფრო ამაღელვებელი თავგადასავალი
იპოვა, ვიდრე ბებერი ლევალდი შესთავაზებდა, – მერე ჯორჯს

781
მიუბრუნდა, თვალები ეშმაკურად უელავდა, ცხვირთან მიუტანა
თითი, უქნევდა და უაზროდ იმეორებდა, – შე ცელქო, შე ყაჩა-
ღო, ხომ გამოგიჭირე!
მთელი ეს მონოლოგი სულმოუთქმელად წარმოთქვა, თავი-
სი ჩვეული მანერით, ბოლო ოცდაათი წელი კარგად რომ იყო
ევროპისთვის ნაცნობი. ლამის ბავშვური გულუბრყვილობით
უქნევდა თითს ჯორჯს, მაშინ, როცა ელზას ცოტა უხეშად, მაგრამ
მხიარულად და იუმორით ელაპარაკებოდა. გულღია და ალალი
კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ყველას მიმართ კეთილგან-
წყობილის. ლაპარაკის ეს მანერა მისთვის ჯორჯს ბევრჯერ
შეუნიშნავს – როცა ახალ ავტორს ხვდებოდა ან ვინმეს კაბინეტ-
ში ეპატიჟებოდა, ანდა ტელეფონით ესაუბრებოდა.
მაგრამ ახლა ჯორჯი კიდევ ერთხელ რწმუნდებოდა, რამხელა
განსხვავება იყო კაცს და მის ქცევას შორის. ლევალდი ტლანქ,
მეგობრულ გულღიაობას უბრალოდ ნიღბად იყენებდა, სამყა-
როს წინაშე რომ წარმდგარიყო, როგორც გაწაფული მატადორი
ამოეფარება ნატიფ გრაციას, ვიდრე ხარს საბედისწერო დარ-
ტყმას მიაყენებდეს. ამ ნიღბის უკან ნამდვილ სახეს მალავდა,
თავის ჭეშმარიტ სულს – ეშმაკურს, მოხერხებულს, ვერაგს.
ჯორჯმა თითქოს ახლაღა შენიშნა, როგორი წვრილი და წვე-
ტიანი ნაკვთები ჰქონდა ლევალდს. მართალია, განიერი მხრე-
ბი, დიდი, ქერა თავი და სასმლის მოყვარულისთვის დამახა-
სიათებელი მოწითალო ლოყები ზორბა კაცის იერს აძლევდა,
მაგრამ ზოგად შთაბეჭდილებას დანარჩენი დეტალები არ ადას-
ტურებდნენ. უცნაურად პატარა და მგრძნობიარე პირზე მუდამ
ურცხვი ღიმილი დასთამაშებდა, თითქოს რაღაც უხამსი სიამოვ-
ნების მოლოდინში ნერწყვი ადგებოდა. ცხვირიც პატარა და წვე-
ტიანი ჰქონდა, სუნის ასაღებად მომართული. წვრილი, ცისფერი

782
თვალები სულ მხიარულად უციმციმებდა, ისინი ყველაფერს ხე-
დავდნენ, მთელი ადამიანური კომედიის საიდუმლოებს, და თან
ვერაგულად ხალისობდნენ, მათი უხეში და გულღია პატრონიც
რომ მონაწილეობდა ამ კომედიაში.
– მოიცა, – იყვირა ლევალდმა, წელში გასწორდა, თითქოს
უცებ დასერიოზულება გადაწყვიტა, – რაღაც მოგიტანე, ჩემმა
ქმარმა... რა? – იკითხა, როცა ჯორჯს გაეცინა და სამივეს უმანკო
გაოცებით მიაჩერდა.
დამტვრეული ინგლისურით როცა ლაპარაკობდა, ამ შეცდო-
მას ხშირად უშვებდა. თავის ცოლს „ქმარს“ ეძახდა. ჯორჯს ეუბ-
ნებოდა ხოლმე, ოდესმე „კარგი ქმარი“ შეგხვდებაო. მაგრამ
თვალები ისე ეშმაკურად უციმციმებდა, ჯორჯი დარწმუნებული
იყო, რომ ამჯერად განგებ, მათ გასაცინებლად თქვა. როცა
დაინახა, რომ ჯორჯი იცინოდა, ლევალდი ელზას და მერე
ჰეილიგს მიუბრუნდა და ხმადაბლა ჰკითხა გერმანულად:
– რა ხდება? რა დაემართა შორშს? ასეთი რა ვთქვი? ინგლი-
სურად როგორ უნდა მეთქვა?
ელზა არც უყურებდა, თითქოს მისი კითხვა არც გაუგონია და
საერთოდაც, მასთან ურთიერთობის არავითარი სურვილი არ
ჰქონდა. ჰეილიგმა პასუხად ცივი და ეჭვიანი მზერა შეაგება. მაგ-
რამ ლევალდი მსმენელთა დაუფასებლობამ სულაც არ შეაცბუ-
ნა, ჯორჯს მიუბრუნდა და კომიკურად აიჩეჩა მხრები, ვერაფერი
გამიგიაო, მერე ჯიბეში ჩაუცურა გერმანული ბრენდის პატარა
მათარა და უთხრა, ეს ჩემი „ქმრის“ საჩუქარიაო. თხელი, ლამა-
ზი წიგნიც მოეტანა, თავისი ავტორის დაწერილი და ილუსტრი-
რებული. ეჭირა და ალერსიანად ფურცლავდა.
ეს იყო კომიკური მემუარები, რომელიც გროტესკული დაუნ-
დობლობით, ლამის შემაძრწუნებელი სისასტიკით აღწერდა ლე-

783
ვალდის ცხოვრებას დაბადებიდან სიყრმემდე. ულმობელი პა-
როდიის შექმნაში ხომ გერმანელებს ნამდვილად ვერავინ
დაუდებს ტოლს. ერთ-ერთ ილუსტრაციაზე ჩვილი ლევალდი,
პატარა ჰერაკლეს მსგავსად, ორ უზარმაზარ გველს ახრჩობდა
და ამ გველებს მისი კონკურენტი გამომცემლების თავები ეს-
ხათ. მეორეზე ცოტა წამოზრდილი ლევალდი, გარგანტუასავით,
თავისი მშობლიური პომერანიის კოლბერგის მოსახლეობას
აიძულებდა, დაეტოვებინათ ჩაძირული ქალაქი. კიდევ ერთ
ილუსტრაციაზე ლევალდი უკვე ახალგაზრდა გამომცემელი
იყო, რესტორანში იჯდა, ჭიქას კბეჩდა და ჭამდა, რაც წარსულში
მართლა გაუკეთებია, მისი თქმით – „საკუთარი თავის და ბიზნე-
სის პოპულარიზების მიზნით“.
ლევალდს ამ უცნაურ წიგნზე წინდაწინვე წაეწერა სამახსოვ-
როდ ჯორჯისთვის, იმავე უხამსი სიმღერიდან ერთი სტრიქონიც
დაერთო და ბოლოს ხელიც მოეწერა, ახლა კი ეს წიგნი დახურა
და ჯორჯს ჯიბეში ჩაუდო.
მოულოდნელად ხალხში ჩოჩქოლი ატყდა. შუქმა გამოანათა,
მტვირთავები დაიძრნენ, მატარებელი შემოდიოდა, უკვე
ზოოლოგიურ ბაღთან უხვევდა. ლოკომოტივის უზარმაზარი
დინგი, ხასხასა-წითელარშიიანი ბუფერებით, წინ მოიწევდა,
ქშენით ჩაუარა მათ გვერდით და გაჩერდა. სხვა უღიმღამო ვა-
გონებში წითელი ვაგონ-რესტორანი თვალის მომჭრელად ლაპ-
ლაპებდა.
ხალხი აფორიაქდა. ჯორჯის მტვირთავი, მძიმე ბარგს რომ მი-
ათრევდა, მკვირცხლად ავიდა კიბეზე და კუპე უპოვა. ყველა ერ-
თად ალაპარაკდა, ირგვლივ განშორებების მღელვარე ხმები ის-
მოდა.

784
ლევალდმა ჯორჯს ხელი ჩამოართვა, მეორე ხელი მხარზე
თან წამოარტყა და თან მიიხუტა და უთხრა:
– ნახვამდის, ჩემო ძველო შორშ.
ჰეილიგმა მაგრად მოუჭირა ხელი და სწრაფად ჩამოართვა,
პატარა სახე ისე მოეჯღანა, თითქოს ქვითინებსო და უცნაურად
ათრთოლებული და ტრაგიკული ხმით წარმოთქვა:
– ნახვამდის, ნახვამდის, ჩემო ძვირფასო შორშ, auf
wiedersehen.
კაცები გატრიალდნენ და ელზამ მკლავები მოხვია. ჯორჯი
გრძნობდა, მხრები უთახთახებდა. ელზა ტიროდა. გაიგონა, რო-
გორ უთხრა: „კარგ კაცად დარჩი, ჯორჯ. მე რომ გიცნობ, ისეთ
კარგ კაცად. ღმერთის გწამდეს“. ცრემლები ახრჩობდა და
ჩაიჩურჩულა: „შემპირდი“. ჯორჯმა თავი დაუქნია. მერე მაგრად
მიიხუტა, იგრძნო, როგორ მიეკრა მთელი ტანით ვნებიანად,
თითქოს მის სხეულს შეერწყა. უკანასკნელად ჩაიხუტა სიყვარუ-
ლით და გაშმაგებით დაუწყეს ერთმანეთს კოცნა.
მერე ჯორჯი მატარებელში ავიდა. გამცილებელმა კარი
მიაჯახუნა. ჯერ კიდევ ვაგონის ვიწრო დერეფანში მიიკვლევდა
გზას, მატარებელი რომ დაიძრა. ადამიანები, სახეები, მათი
ცხოვრება – ყველაფერი ნელ-ნელა მქრქალდებოდა.
ჰეილიგი ვაგონს მიჰყვებოდა, ქუდს უქნევდა ისევ ისეთი დამ-
წუხრებული გამომეტყველებით. უკან ელზა მისდევდა, მოწყენი-
ლი და გაქვავებული სახით, ხელი ასწია დასამშვიდობებლად.
ლევალდმაც ქუდი მოიგლიჯა, ქერა თმა აეშალა და ჯორჯმა ბო-
ლოჯერ მოჰკრა ყური მის მხიარულ შეძახილს: „ძველო შორშ,
auf wiedersehen!“ პირი ხელებით შემოირკალა და დაუყვირა:
„Lecke du!..“ სიცილისგან მხრები უთახთახებდა.

785
მერე მატარებელმა მკვეთრად მოუხვია და ყველანი გაუჩი-
ნარდნენ.

თავი ორმოცდამეერთე

პარიზში მიმავალი ხუთი მგზავრი

მატარებელმა სიჩქარეს მოუმატა. ბერლინის დასავლეთ ნა-


წილს ჩაუქროლა, უკან იტოვებდა მახინჯ ქუჩებს მასიური, მახინ-
ჯი, გერმანული ვიქტორიანული სტილის სახლებით, მაგრამ
ხეების ნაზი სიმწვანე, ფანჯრის რაფებზე წითელი გერანიები
ქოთნებში, წესრიგის და კომფორტის შეგრძნება ჯორჯსნაცნობი
და საყვარელი პატარა ქალაქის მყუდრო ქუჩებს აგონებდა. უკვე
შარლოტენბურგს გასცდნენ. სადგურზე არ გაჩერდნენ, ჯორჯმა
ბაქანზე თვალი მოჰკრა ბერლინისკენ მიმავალი მატარებლის
მომლოდინე ხალხს და გული ჩასწყდა. თვალის დახამხამებაში
უკვე ქალაქის გარეუბანში, აეროდრომის გასწვრივ მიქროდნენ.
ჯორჯმა დაინახა ანგარები და ჩამწკრივებული მბზინავი თვით-
მფრინავები. სწორედ მაშინ ვერცხლისფერი თვითმფრინავი და-
იძრა, საფრენ ბილიკზე სიჩქარე აიღო, კუდი ასწია და ნელა ავი-
და ცაში.
ქალაქი უკან მოიტოვეს. ის ნაცნობი სახეები, ხმები, სულ რა-
ღაც ექვსი წუთის წინ რომ ხედავდა და ესმოდა, ახლა სიზმარი-
ვით გაქრა, სხვა სამყაროში დარჩა – აგურის და ქვის და ტრო-
ტუარების სამყაროში, სადაც ოთხი მილიონი ადამიანი ცხოვ-

786
რობდა, იმედოვნებდა, ეშინოდა, სძულდა, სასო წარკვეთოდა,
უყვარდა და ენდობოდა, და რომელსაც ერქვა ბერლინი.
ახლა ბრანდენბურგის დაბლობს კვეთდნენ, ჩრდილოეთის
უკაცრიელ მიწას, რომლის სიმახინჯეზე არაერთხელ მოუსმენია
და რომელიც უცნაურად ლამაზი და მომნუსხველი ეჩვენა. გარ-
შემო პირქუში ტყეები ეკრათ. ყველაზე მაღლები მარტოხელა
ფიჭვები იყვნენ – ტანწერწეტები, ხომალდის ანძასავით აშოლ-
ტილები, მარადიულად მწვანე კენწეროებით. შიშველი ტანები
ოქროსფრად უელავდათ, თითქოს რაღაც ჯადოსნური შუქი ეცე-
მოდათ. ამ ტანებს შორისაც რაღაც ჯადოქრობას დაესადგურე-
ბინა. ფიჭვების ვარჯებქვეშ მოყავისფრო-ოქროსფერი ბინდი იდ-
გა და მოყავისფრო-ოქროსფერივე მიწა მოტიტვლებულიყო. იდ-
გნენ ეს ფიჭვები განმარტოებით, ყველა თავ-თავისთვის, ანძე-
ბის ტყედ, რომელსაც სულის ამაფორიაქებელი შუქი ეფინა.
ჯორჯმა კუპეს კარი შეაღო, შევიდა და კარის გვერდით შეარ-
ჩია ადგილი. მოპირდაპირე მხარეს, ფანჯარასთან, ახალგაზრდა
კაცი იჯდა და წიგნს კითხულობდა. ელეგანტური ყმაწვილი გახ-
ლდათ და მოდურად ეცვა. კუბოკრულ სპორტულ პალტოში იყო
გამოწყობილი, პალტოს შიგნით ძვირფასი ქსოვილის ნაცრის-
ფერი ჟილეტი მოუჩანდა, ღია ნაცრისფერი, წელზე ნაკეცებიანი
შარვალი ასევე ძალიან ძვირფასი ქსოვილის უნდა ყოფილიყო.
ზამშის ხელთათმანიც ნაცრისფერი შეერჩია. ამერიკელს ან ინ-
გლისელს არ ჰგავდა, მის ელეგანტურობაში რაღაც გაპრანჭუ-
ლი და პიჟონური იგრძნობოდა, უფრო ევროპელი იქნებოდა.
ჯორჯმა რომ შენიშნა, ამერიკულ წიგნს კითხულობდა, ძალიან
გაუკვირდა, „საგა დემოკრატიაზე“ – ასე ერქვა საკმაოდ პოპუ-
ლარულ წიგნს. ამ დამაფიქრებელ კომბინაციას რომ შესცქერო-

787
და, დერეფანში ნაბიჯის ხმა მოისმა, კუპეს კარი გაიღო და ქალი
და კაცი შემოვიდნენ.
გერმანელები იყვნენ. ქალი დაბალი ტანისა იყო, უკვე ახალ-
გაზრდა აღარ ეთქმოდა, მაგრამ მაინც მაცდუნებელი, პუტკუნა
და მკვირცხლი გახლდათ, ძალიან ღია ქერა თმა ჰქონდა, ჩა-
ლისფერი, და საფირონივით მუქი ცისფერი თვალები. თან-
მხლებ კაცს სწრაფად ელაპარაკებოდა აღელვებული, მერე
ჯორჯს მიუბრუნდა და ჰკითხა, დანარჩენი ადგილები დაკავებუ-
ლი ხომ არ არისო. ჯორჯმა უთხრა, არა მგონიაო და ფანჯარას-
თან მჯდარ კოხტა ახალგაზრდა კაცს გახედა. მან დამტვრეული
გერმანულით თქვა, მე რომ ამოვედი, კუპეში არავინ არ დამ-
ხვედრიაო. კმაყოფილმა ქალმა ორივეს თავი დაუქნია და ისევ
სწრაფად და მედიდურად მიმართა კომპანიონს, რომელიც დე-
რეფანში გავიდა და ორი ჩემოდნით ხელში შემობრუნდა.
უცნაურად შეუფერებელი წყვილი ჩანდა. ქალი მართალია,
ჯერ კიდევ მომხიბვლელი იყო, მაგრამ ბევრად უფროსი იქნებო-
და, ორმოცს უნდა ყოფილიყო მიტანებული, ან შეიძლება მეტი-
საც. თვალის კუთხეებთან მკრთალი ნაოჭები ამხელდა, ახალ-
გაზრდა რომ აღარ იყო, კანს ძველი სიმკვრივე დაეკარგა, მაგ-
რამ მისი სახიდან სითბო და გამოცდილებით მიღებული სიბ-
რძნე გამოსჭვიოდა. ლამის უსირცხვილოდ სექსუალური ტანი
ჰქონდა, შეუნიღბავად მაცდუნებელი, ისეთი, თეატრის ქალებს
რომ აქვთ ხოლმე – ქოროს გოგოებს ან კომედიურ შოუში
სტრიპტიზის მოცეკვავეებს. მთელ მის პიროვნებას რაღაცნაირი
თეატრალური დაღი ესვა, გამძაფრებული მგზნებარების, იმ ადა-
მიანებისთვის დამახასიათებელი, სცენას რომ ეკუთვნიან.
ქალის თავდაჯერებულობის და მბრძანებლური იერის ფონ-
ზე, მისი კომპანიონი გაცილებით ახალგაზრდა ჩანდა, ვიდრე სი-

788
ნამდვილეში იყო. ალბათ ასე ოცდაექვსის იქნებოდა, ოღონდ
მოზარდს უფრო ჰგავდა. ეს მაღალი, ქერათმიანი, საკმაოდ სიმ-
პათიური გერმანელი ახალგაზრდა, ცოტა სოფლელი, დაბ-
ნეული და გამოუცდელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ეტყო-
ბოდა, მგზავრობას არ იყო ჩვეული და ნერვიულობდა. უმეტესად
თავჩაქინდრული იჯდა ან თვალს გარიდებდა და თუ ქალი არ
დაელაპარაკებოდა, ხმას არ იღებდა. თავს აშკარად უხერხუ-
ლად გრძნობდა და დროდადრო მოვარდისფრო ლოყები ჭარხა-
ლივით აუწითლდებოდა.
ჯორჯი ცნობისმოყვარეობამ აიტანა, აინტერესებდა, ვინ იყ-
ვნენ, რატომ მიდიოდნენ პარიზში და საერთოდ, რა ურთიერთო-
ბა ჰქონდათ ერთმანეთთან. რატომღაც ფიქრობდა, ნათესავები
არ უნდა ყოფილიყვნენ. ახალგაზრდა კაცი ქალის ძმა ვერ იქნე-
ბოდა და ცოლ-ქმარი რომ არ იყვნენ, ესეც ცხადზე ცხადი იყო.
უნებურად ძველი იგავი გაგახსენდებოდა, როგორ გააბა მახეში
ქალაქელმა სირინოზმა გამოუცდელი სოფლელი, როგორ წააყ-
ვანინა თავი პარიზში და როგორ დარჩა მალე ის ბრიყვი ჯიბე-
გაფხეკილი. მაგრამ ქალის გარეგნობაში ამაზრზენი არაფერი
იყო, ეს ვარაუდი რომ დაგეჯერებინა. სულაც პირიქით, ძალიან
მიმზიდველი და მომხიბვლელი არსება ჩანდა. მის უცნაურ სექ-
სუალურ მაგნეტიზმშიც, კუპეში შესვლისთანავე უხერხულად
თვალში საცემი რომ გახდა, უხამსობის ნატამალი არ იყო –
თითქოს თვითონ ვერც გრძნობდა, უბრალოდ, ბუნებრივად, ბავ-
შვივით გულუბრყვილოდ ეჭირა თავი.
სანამ ჯორჯი ფიქრებში იყო ჩაფლული, კუპეს კარი ისევ
გაიღო და ტანმორჩილი, უჟმური, გრძელცხვირა კაცი შემოვიდა,
უნდობლად და მტრულად მოათვალიერა კუპე და იკითხა, თავი-
სუფალი ადგილი თუ არისო. ყველამ ერთხმად უპასუხა, მგონი,

789
უნდა იყოსო. როგორც კი პასუხი მოისმინა, დერეფანში გაუჩი-
ნარდა და უზარმაზარი ჩემოდნით შემობრუნდა. ჯორჯი მიეშვე-
ლა, თაროზე შემოედო ჩემოდანი, იმსიმძიმე ჩანდა, მარტო ნამ-
დვილად ვერ მოერეოდა, მაგრამ მან ჯორჯის თავაზიანი საქ-
ციელი მჟავედ მიიღო და მადლობაც არ გადაუხადა. პალტო სა-
კიდზე ჩამოკიდა, მოუსვენრად მიმოიხედა, ჯიბიდან გაზეთი
ამოიღო, ჯორჯის წინ დაჯდა, კარი უხეშად მიკეტა და ვიდრე კით-
ხვას დაიწყებდა, ერთხელ კიდევ მუქარით გადახედა სათითაოდ
ყველა იქ მყოფს.
სანამ თავის გაზეთს ეცნობოდა, ჯორჯს მიეცა საშუალება,
კარგად შეესწავლა ეს უჟმური მგზავრი. განა რამე ავბედითი
იყო მის გარეგნობაში, სულაც არა, ასეთ უჟმურ, მოსაწყენ და გა-
ღიზიანებულ პატარა კაცს დღეში ათასს შეხვდებით, ხან ტაქსის-
ტებს რომ ებუზღუნებიან და ხან დაუდევარ მძღოლებს, თანამ-
გზავრად რომ არ ინატრებ, მაგრამ ვერც ასცდები. იმ ყაიდის კა-
ცი იყო, კუპეს კარს რომ სულ აჯახუნებს, ფანჯარას სხვების
დაუკითხავად ჩამოსწევს, არაფერს დაიშურებს, დანარჩენების-
თვის მგზავრობა რაც შეიძლება უსიამოვნო და არაკომფორტუ-
ლი რომ გახადოს.
დიახ, ის ყველასთვის კარგად ნაცნობი ტიპი გახლდათ, მაგ-
რამ ამავე დროს, სრულიად შეუმჩნეველი. ქუჩაში გვერდით თუ
ჩაუვლიდით, მეორედ არ გახედავდით და არასოდეს გაგახსენ-
დებოდათ. ოღონდ თუკი მატარებელში დაგემგზავრებოდათ და
შემოსვლისთანავე გულის გამაწვრილებლად აბზუილდებოდა
კრაზანასავით, მისი დავიწყება ნამდვილად გაგიჭირდებოდათ.
მართლაც არ გასულა დიდი დრო და ის და ფანჯარასთან
მჯდარი ელეგენტური კაცი შელაპარაკდნენ. ახალგაზრდამ
ძვირფასი პორტსიგარიდან სიგარეტი ამოიღო და მომხიბვლე-

790
ლი ღიმილით ჰკითხა ქალბატონს, ხომ არაფერი გექნებათ საწი-
ნააღმდეგო, რომ მოვწიოო. ქალმა იმწამსვე თბილად და მეგობ-
რულად უპასუხა, არაფერი მაქვს საწინააღმდეგოო. ჯორჯმა შვე-
ბა იგრძნო, თვითონაც ამოიღო ჯიბიდან სიგარეტი და ის იყო უნ-
და შეამხანაგებოდა უცნობს და სიამოვნებით გაებოლებინა,
რომ ამ დროს ჯუჯღუნა კაცმა გაზეთი ააშრაშუნა, მჟავედ შეხედა
ჯერ ელეგანტურ ახალგაზრდას, მერე ჯორჯს, კედელზე დაკიდე-
ბულ ნიშანზე მიათითა და დაიჩხავლა:
– Nicht Raucher.9
ეს თავიდანვე იცოდნენ, მაგრამ არ ეგონათ, ჯუჯღუნა თუ
მოედავებოდათ. ახალგაზრდა და ჯორჯი ცოტა შეცბნენ, ერთმა-
ნეთს გადახედეს, გაუღიმეს, მერე ამ შემთხვევით გახალისებუ-
ლი ქალის მზერა დაიჭირეს და უკვე სიგარეტის შენახვას აპი-
რებდნენ, რომ ჯუჯღუნამ ისევ ააშრაშუნა გაზეთი და თქვა, მე პი-
რადად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, უბრალოდ, აღვნიშნე,
ეს არამწეველების კუპეაო, რაც იმას ნიშნავდა, აწი ეცოდინებო-
დათ, დანაშაულს რომ სჩადიოდნენ და წესიერმა მოქალაქემ
ყველაფერი გააკეთა მათ გასაფრთხილებლად, მაგრამ თუ კა-
ნონთან ურჩობას გააგრძელებდნენ, მას ეს უკვე აღარ ადარდებ-
და. ჯორჯი და ელეგანტური ახალგაზრდა დამშვიდდნენ და სიგა-
რეტი გააბოლეს.
ჯორჯი ეწეოდა და ვიდრე ჯუჯღუნა გაზეთს კითხულობდა, არა-
სასიამოვნო თანამგზავრს ათვალიერებდა. შთაბეჭდილება, რო-
მელსაც მომდევნო ამბები კიდევ უფრო გააძლიერებდნენ, წა-
რუშლელად დარჩა მის მახსოვრობაში. შესცქეროდა ჯუჯღუნა
კაცს და ის მისტერ პანჩის პირქუშ განსახიერებად მოეჩვენა.

9 არამწეველებისთვის.
791
სცადეთ და წარმოიდგინეთ პანჩი თავისი ხალისიანი ბუნების,
იუმორის, ცბიერი, მაგრამ კეთილი საზრიანობის გარეშე, წარ-
მოიდგინეთ ანჩხლი და ბუზღუნა მისტერ პანჩი, რომელიც გაღი-
ზიანებული აჯახუნებს კარს, ალმაცერად უყურებს თავის თანამ-
გზავრებს და ყველას საქმეში ყოფს გრძელ ცხვირს, და სწორედ
ამ კაცის სახე დაგიდგებათ თვალწინ. ის მართლაც ძალიან და-
ბალი იყო, მართლაც უსახური, უსიამოვნო გარეგნობის, მაგრამ
ჯუჯა არ ეთქმოდა, პანჩისგან განსხვავებით, თუმცა ღაჟღაჟა
ლოყებით და სახის ოვალით ძალიან წააგავდა. ქერუბიმივით
მრგვალი პირისახე ჰქონდა, ოღონდ ეს ქერუბიმი ჯუჯღუნა იყო.
ცხვირითაც პანჩს მოგაგონებდათ, გროტესკული კაუჭა ცხვირი
კი არ ჰქონდა, არამედ გრძელი, ბოლოში გამსხვილებული,
თითქოს სულ რაღაცას ყნოსავდა ეჭვიანად და ცნობისმოყვარედ
ჩრიდა ყველას საქმეში.
ჯორჯი კარს მიეყუდა და ჩაეძინა. დაღლილობის და მღელვა-
რე ამბების მერე წყვეტილად, მოუსვენრად ეძინა. ჩათვლემდა,
მერე უცებ გაეღვიძებოდა, მოავლებდა თვალს კუპეს და ისევ
ჩათვლემდა. დროდადრო ჯუჯღუნას დაჟინებულ მზერას
გრძნობდა. ერთხელაც რომ გამოეღვიძა, ისე გაბოროტებული
უყურებდა ჯუჯღუნა, ბრაზმა აიტანა, ლამის იყო დააპირა, შეეღ-
რინა, მაგრამ ეტყობა, ის მიუხვდა და გაზეთში ჩარგო თავი.
თვითონ ჯუჯღუნა ძალიან აფორიაქებული და განერვიულებუ-
ლი ჩანდა და რას დაიძინებდა. დროდადრო ფეხს ფეხზე გა-
დაიდებდა, კარის სახელურს აწვალებდა, გასწევდა და გამოს-
წევდა, ხან ნახევრად შეაღებდა, ხანაც ხმაურით მიაჯახუნებდა,
თითქოს ამოწმებდა, კარგად არის დაკეტილი თუ არაო. დრო-
დადრო წამოხტებოდა, დერეფანში გავიდოდა, ცოტას გაივლი-

792
და, ფანჯრიდან პეიზაჟს გასცქეროდა, ხელები ზურგზე შემოეწყო
და თითებს ნერვიულად, მოუთმენლად ათამაშებდა.
ამასობაში მატარებელი საშინელი სისწრაფით მიქროდა და
თან გაუბედავად და თან ხარბად სანსლავდა ტყეებს და მინ-
დვრებს, სოფლებს და ფერმებს, მოხნულ მიწას და საძოვრებს.
ელბას რომ კვეთდა, ცოტა შენელდა, ოღონდ არ გაჩერებულა.
ორი საათის მერე, რაც ბერლინი დატოვეს, ჰანოვერის უზარმა-
ზარ, თაღებიან სადგურში შევარდა და იქ ათი წუთით გაჩერდა.
როცა მატარებელი სვლას ანელებდა, ჯორჯს გამოეღვიძა, მაგ-
რამ დაღლილობას ვერ მოერია და არ ამდგარა.
ჯუჯღუნა წამოდგა და ქალთან და მის კომპანიონთან ერთად
ბაქანზე ჩავიდა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად და ფეხის გასაშლე-
ლად.
ჯორჯი და კოხტა ახალგაზრდა კაცი მარტონი დარჩნენ. ახალ-
გაზრდამ წიგნი დახურა და ფანჯარაში გაიხედა, მერე ჯორჯს მი-
უბრუნდა და ინგლისურად დაელაპარაკა ოდნავი აქცენტით:
– ხომ არ იცით, სად ვართ?
ჯორჯმა უთხრა, ჰანოვერში ვართო.
– დამღალა მოგზაურობამ, – თქვა და ამოიოხრა, – ნეტა, მა-
ლე ჩავაღწიო სახლამდე.
– სად ცხოვრობთ?
– ნიუ-იორკში, – და ცოტა გაკვირვება რომ შეამჩნია ჯორჯს,
დასძინა, – წარმოშობით ამერიკელი არ ვარ, ალბათ შემატყობ-
დით, მაგრამ ამერიკის მოქალაქეობა მივიღე და ნიუ-იორკში
ვცხოვრობ.
ჯორჯმა უთხრა, მეც ნიუ-იორკში ვცხოვრობო. მერე ახალგაზ-
რდა კაცმა ჰკითხა, გერმანიაში რამდენი ხანი დაყავითო.

793
– მთელი ზაფხული იქ გავატარე, – უპასუხა ჯორჯმა, – მაისში
ჩავედი.
– და მთელი ეს ხანი გერმანიაში იყავით?
– კი, მხოლოდ ათი დღით ჩავედი ტიროლში.
– დილით რომ შემოხვედით, გერმანელი მეგონეთ, თან ბა-
ქანზე გერმანელებთან ერთად დაგინახეთ.
– ჩემი მეგობრები იყვნენ.
– მაგრამ, როგორც კი დაილაპარაკეთ, მივხვდი, გერმანელი
არ იქნებოდით. მერე „ჰერალდის“ კითხვა რომ დაიწყეთ, ვიფიქ-
რე, ან ინგლისელია, ან ამერიკელი-მეთქი.
– ამერიკელი ვარ.
– კი, ახლა უკვე მივხვდი, მე წარმოშობით პოლონელი ვარ,
თხუთმეტი წლისა ჩავედი ამერიკაში, ჩემი ოჯახი ისევ პოლო-
ნეთში ცხოვრობს.
– და ალბათ მათ სანახავად ხართ ჩამოსული?
– დიახ, ყოველ წელს წესად მაქვს, ჩამოვიდე და ვინახულო.
ორი ძმაც მყავს, – ეტყობოდა, მიწათმფლობელის ოჯახიდან
იყო, – ახლა იქიდან ვბრუნდები, – ერთხანს გაჩუმდა, მერე
თითქოს გადაჭრით თქვა, – მაგრამ დამთავრდა! აქ დიდხანს
აღარ ჩამოვალ. ვუთხარი, საკმარისია, ჩემი ნახვა თუ მოგინდე-
ბათ, თქვენ ჩამოდით ნიუ-იორკში-მეთქი. ევროპა ყელში ამომი-
ვიდა. დავიღალე ამდენი სისულელით, პოლიტიკით, მეზიზღება
ეს არმიები, გამუდმებით ომზე ლაპარაკის მოსმენა, მთელი ეს
აქაური სულის შემხუთველი განწყობა! – შესძახა აღშფოთე-
ბულმა, გულის ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო, – შეხედეთ ერთი
ამას!
– რა არის?

794
– ქაღალდი, ნებართვა, საშვი, ბეჭედდასმული და ხელმოწე-
რილი, რომელიც ნებას მაძლევს, გერმანიიდან ოცდასამი მარკა
გავიტანო. ოცდასამი მარკა! – თქვა დამცინავად, – თითქოს მა-
თი ფული რამეში მჭირდებოდეს!
– ვიცი, – უთხრა ჯორჯმა, – ეს ფურცელი ყველგან უნდა წა-
რადგინო. უნდა განაცხადო, რამდენი შემოგაქვს და რამდენი
გაგაქვს. შინიდან თუ გამოგიგზავნიან ფულს, ესეც უნდა განაც-
ხადო. ცოტა ხანი ავსტრიაში ვიყავი, როგორც უკვე გითხარით.
სამი დღე დამჭირდა, ნებართვა რომ მიმეღო საკუთარი ფულის
გასატანად. შეხედეთ! – ჯიბიდან მთელი დასტა ამოიღო, – აი, რა
დავაგროვე ერთ ზაფხულში.
ყინული გალხვა. საერთო უკმაყოფილებამ ორივე კეთილად
განაწყო ერთმანეთის მიმართ. ჯორჯი მალევე დარწმუნდა, რომ
მიუხედავად პატრიოტული სულისკვეთებისა, ახალგაზრდა კაცი
გულდამწვარი ამერიკელი იყო. ამერიკელი გოგო მოუყვანია
ცოლად, ნიუ-იორკი ამქვეყნად ყველაზე შესანიშნავი ქალაქიაო,
თქვა, სხვაგან ცხოვრებას არ ისურვებდა, ერთი სული ჰქონდა,
როდის დაბრუნდებოდა.
და ამერიკა?
ო, რა კარგია ამ ყველაფრის მერე ამერიკაში დაბრუნება, სა-
დაც მშვიდობა და თავისუფლებაა, სადაც ყველა კეთილგანწყო-
ბილია, და სადაც სიყვარულია.
თვითონ ჯორჯი სულაც არ იყო განწყობილი, ექო და ედიდე-
ბინა თავისი ქვეყანა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ახალგაზრდა
კაცი ისე გულწრფელად ლაპარაკობდა, მისი მგზნებარების გა-
ნელება უბრალოდ სისასტიკე იქნებოდა. თანაც ამერიკა თვითო-
ნაც მონატრებოდა და თანამგზავრის საქებარი ალალი სიტყვები
გულზე მოხვდა. მართალია, ასე მძაფრად არა, მაგრამ თავადაც

795
გრძნობდა, რომ ამ სიტყვებში გარკვეული სიმართლე ნამდვი-
ლად იყო. იმ ზაფხულს, ქვეყანაში, რომელსაც ასე კარგად იც-
ნობდა, რომლის სილამაზემაც მოაჯადოვა და ყველა სხვა ქვეყა-
ნაზე მეტად უფორიაქებდა სულს, ვისი ხალხისაც ყველაზე უკეთ
ესმოდა, პირველად ცხოვრებაში, იგრძნო უკურნებელი სიძულ-
ვილის და უსაშველო პოლიტიკის მომწამვლელი ზეწოლის ძა-
ლა, იგრძნო, ტანჯული ევროპა ერთხელ კიდევ როგორ ეხვეოდა
ინტრიგების და ამბიციების ბადეში, როგორ ტრიალებდა ჰაერში
გარდაუვალი კატასტროფა, რომელსაც ყოველ წუთს შეეძლო,
ვულკანივით ამოეხეთქა.
და ჯორჯიც, იმ ახალგაზრდა კაცისა არ იყოს, გულდამძიმებუ-
ლი და დაქანცული ბრუნდებოდა შინ, დაღალა ამდენმა შეზღუდ-
ვამ, აკრძალვებმა, ნერვების წყვეტამ; უკურნებელი სიძულვი-
ლის კიბო არათუ უამრავი ერის ცხოვრებას ანადგურებდა, არა-
მედ ამა თუ იმ სახით უკლებლივ ყველა მის მეგობარსაც უწამ-
ლავდა პირად სივრცეს. ასე რომ, მიუხედავად გადამეტებული
მგზნებარებისა, ჯორჯიც გრძნობდა, ახლად გაცნობილი თანამე-
მამულის პათოსი გარკვეულწილად სამართლიანი იყო. მაგრამ
ამავე დროს, ჯორჯმა ისიც იცოდა, რაც ალბათ ახალგაზრდა კაც-
მაც მშვენივრად იცოდა, ჯერ კიდევ რამდენი რამ აკლდა ამერი-
კას. სამწუხაროდ, იცოდა, ატლანტიკის გადაღმა მხოლოდ მშვი-
დობა, სიყვარული და მეგობრული განწყობა არ სუფევდა. მაგ-
რამ ამერიკის იმედი ჯერ არ დაშრეტილიყო, არც მის დაპირებას
შესდგომოდა წყალი. და ჯორჯს, იმ ახალგაზრდა კაცივით, უხა-
როდა შინ დაბრუნება, უხაროდა, რომ სცილდებოდა მომწამლა-
ვი ძალადობის ატმოსფეროს, ბრუნდებოდა ქვეყანაში, სადაც შე-
იძლება ჯერ კიდევ რაღაც აკლდათ, მაგრამ იცოდა, იქ ამოისუნ-
თქავდა, იქ ჯერ ქარი ჰაერს წმენდდა.

796
ახალმა ნაცნობმა უთხრა, ამერიკაში ბიზნესი წამოვიწყეო.
უოლ სთრითზე მაკლერების ფირმაში უმუშავია. წესი მოითხოვ-
და, ჯორჯსაც წარედგინა თავი და ყველაზე შესაფერისი და მარ-
თებული რაც მოიფიქრა, განუცხადა, გამომცემლობაში ვმუ-
შაობო. ახალგაზრდა კაცმა თქვა, ერთი გამომცემლის ოჯახს
ვიცნობ და მათთან ვმეგობრობო. ჯორჯი დაინტერესდა, ვინ იყ-
ვნენ ეს მისი მეგობრები და პასუხად მიიღო:
– ედვარდსები.
მოულოდნელად ჯორჯს გონება გაუნათდა, მღელვარებამ მო-
იცვა, გაახსენდა, ვინც იყო მისი თანამგზავრი:
– მეც ვიცნობ ედვარდსებს. ჩემი საუკეთესო მეგობრებიც
არიან, მისტერ ედვარდსი ჩემი გამომცემელია... თქვენ ჯონი
გქვიათ, არა? გვარი ვიცოდი, მაგრამ ვერ ვიხსენებ.
ახალგაზრდა კაცმა სწრაფად დაუქნია თავი:
– დიახ, ჯონი ადამოვსკი. და თქვენ? თქვენი სახელი?
ჯორჯმა უთხრა თავისი სახელი და გვარი.
– ო, რა თქმა უნდა, გიცნობთ.
და მაშინვე მგზნებარედ ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს გა-
ოგნებულებმა, სასიამოვნოდ განცვიფრებულებმა, ასეთი გან-
ცდა ეუფლებათ ადამიანებს, როცა ეზიარებიან ბანალურ ჭეშმა-
რიტებას – „მართლაც რა პატარაა ეს სამყარო“. ჯორჯმა მარტი-
ვად გამოხატა: „ჯანდაბა!“ ადამოვსკი უფრო თავაზიანი გამოდ-
გა: „რა გასაკვირია, ასე რომ შეგხვდით, ძალიან უცნაურია, მაგ-
რამ ცხოვრება საოცრებებით არის სავსე“.
ახლა უკვე ბევრი საერთო თემა იპოვეს ურთიერთობის გა-
სამყარებლად. უამრავი საერთო ნაცნობი აღმოაჩნდათ და
მხიარულად და გატაცებით იხსენებდნენ თითოეულს. ადამოვ-
სკი მხოლოდ ერთი თვით ყოფილა ევროპაში ჩამოსული, ჯორ-

797
ჯმა იქ ხუთი თვე გაატარა და ახლა ხანგრძლივი პოლარული ექ-
სპედიციიდან დაბრუნებული მკვლევარივით, მეგობრებზე ეკით-
ხებოდა, ვინ როგორ იყო, ამერიკაში რა ხდებოდა.
ამასობაში დანარჩენები კუპეში დაბრუნდნენ და მატარებელი
დაიძრა, მაგრამ ჯორჯი და ადამოვსკი კვლავ გაცხოველებით სა-
უბრობდნენ. თანამგზავრები აშკარა გაკვირვებით ადევნებდნენ
თვალს, როგორ ლაპარაკობდნენ ძველი მეგობრებივით, როცა
ათი წუთის წინ ამას ვერ იტყოდი. ქერა ქალბატონმა მათ გაუღი-
მა და თავის ადგილზე დაჯდა; თანმხლები ახალგაზრდაც გვერ-
დით მიუჯდა. ბებერი ჯუჯღუნა მკაცრად და სწრაფად ხან ერთს
შეხედავდა, ხან მეორეს და ყურადღებით ისმენდა ყოველ სიტ-
ყვას, თითქოს ასე მათი მოულოდნელი დამეგობრების საიდუმ-
ლოს ამოხსნიდა.
გაცხოველებული საუბარი გრძელდებოდა. ჯორჯმა რაღაც
უხერხულობა იგრძნო, უცხო ენაზე ახლობლური მუსაიფით
მყუდროებას რომ ურღვევდა დანარჩენებს, რომელთა მიმარ-
თაც აქამდე თავშეკავებულ თავაზიანობას იჩენდა, ჯონი ადამოვ-
სკი კი ეტყობა, უშუალო, გულთბილი ადამიანი იყო, დროდად-
რო მეგობრულად გაუღიმებდა ხოლმე გერმანელებს, თითქოს
ისინიც მონაწილეობდნენ ამ საუბარში.
ეს მეგობრული განწყობა ყველას გადაედო და დაძაბულობა
ნელ-ნელა გაქარწყლდა. ქერათმიანი ქალი უფრო გახალისებუ-
ლი ელაპარაკებოდა თავის თანმხლებს, ცოტა ხანში ჯუჯღუნამაც
ჩააგდო სიტყვა და მალე მთელი კუპე ინგლისური და გერმანუ-
ლი ფრაზებით გუგუნებდა.
ადამოვსკიმ ჯორჯს ჰკითხა, ხომ არ წაგვეხემსაო.
– მე არ მშია, – თქვა ადამოვსკიმ გულგრილად, – პოლო-
ნეთში იმდენი მაჭამეს. ეს პოლონელები სულ ჭამენ. გადავწყვი-

798
ტე, პარიზამდე პირს არაფერს დავაკარებ-მეთქი. საჭმლის და-
ნახვაც არ მინდა. მაგრამ თქვენ ხომ არ გასინჯავდით პოლონურ
ხილს, – მოზრდილ შეკვრაზე მიათითა, გვერდით რომ ედო, –
ხილია, ჩემი ძმის მამულიდან გამომატანეს, ქათამიც იქნება, კა-
კაბიც. მე რაღაც მადა არა მაქვს, მაგრამ იქნებ თქვენ ინებოთ.
ჯორჯმა უთხრა, არც მე მშიაო. მაშინ ადამოვსკიმ შესთავაზა,
ვაგონ-რესტორანი მოვძებნოთ და რამე დავლიოთო.
– მარკები დამრჩა ცოტა, – თქვა აგდებულად, – ვისაუზმე,
მაგრამ ჩვიდმეტი ან თვრამეტი მარკა კიდევ უნდა მქონდეს. აწი
აღარ მჭირდება. ახლა რაკი თქვენ შეგხვდით, სიამოვნებით
დავხარჯავ. ხომ არ გაგვესეირნა?
ჯორჯი დათანხმდა, წამოდგა, კომპანიონებს მოუბოდიშა და
ის იყო კუპედან უნდა გასულიყვნენ, რომ ჯუჯღუნამ დამტვრეული
ინგლისურით ჰკითხა ადამოვსკის, ადგილს ხომ არ გამიცვლი-
თო. ნერვიულობდა, თავს ძალა დაატანა, რომ გაეღიმა და თავა-
ზიანად მიეხვედრებინა, ასე უკეთ ილაპარაკებთ, მე კი ფანჯრი-
დან ყურება მირჩევნიაო. ადამოვსკიმ გულგრილად უპასუხა,
ოდნავი გაუცნობიერებელი უპატივცემულობით, როგორც პო-
ლონელი დიდგვაროვანი დაელაპარაკებოდა მისთვის უინტერე-
სო ადამიანს:
– დიახ, შეგიძლიათ დაბრძანდეთ, ჩემთვის მნიშვნელობა
არა აქვს, სად ვიჯდები.
ხმაურით მიმავალი მატარებლის რამდენიმე ვაგონი
გაიარეს, ფრთხილად მიეკვეხებოდნენ მგზავრებს შორის. ევრო-
პაში მატარებლის მგზავრები იმდენსავე დროს ატარებენ დერე-
ფანში, ფანჯარასთან, რამდენსაც თავიანთ კუპეში და გამვლე-
ლის დანახვაზე ან კედელს აეკვრებიან ხოლმე, ან თავაზიანად
შებრუნდებიან კუპეში. როგორც იქნა, მიაღწიეს ვაგონ--

799
რესტორანს და შესასვლელში სამზარეულოდან გამოვარდნილი
ცხელი ოხშივარი ეცათ. ნათელი, სუფთა ვაგონის ლამაზ მაგი-
დას მიუსხდნენ.
ადამოვსკიმ დარდიმანდულად კონიაკი შეუკვეთა. ეტყობო-
და, ალკოჰოლის მიმართ ჭეშმარიტი პოლონელი ჯენტლმენის
საკადრისი დამოკიდებულება ჰქონდა. ერთი ყლუპით გამოცა-
ლა ჭიქა და სევდიანად თქვა:
– ცოტა იყო. სამაგიეროდ, კარგია და უვნებელი. უნდა გავი-
მეოროთ.
კონიაკით სასიამოვნოდ შეხურებულები, ძველი მეგობრები-
ვით უშუალოდ და გულღიად საუბრობდნენ და ახლა თავიანთი
თანამგზავრების განხილვას მოჰყვნენ.
– ის პუტკუნა ქალი სასიამოვნო ვინმეა, – გამოცდილი კაცი-
ვით თქვა ადამოვსკიმ, – უკვე ახალგაზრდა აღარ არის, მაგრამ
საკმაოდ მომხიბვლელია, არა?
– და მას რომ კაცი ახლავს? – ჰკითხა ჯორჯმა, – ვითომ ქმა-
რია?
– არა, რა თქმა უნდა, – იმწამსვე უპასუხა ადამოვსკიმ, – უც-
ნაურია, – განაგრძო შეფიქრიანებულმა, – ბევრად უმცროსიცაა
და ბევრად უფრო უბრალოც.
– სოფლელს ჰგავს და ქალი...
– თეატრიდან უნდა იყოს, – სიტყვა ჩამოართვა ადამოვსკიმ,
– მსახიობი იქნება. ან მიუზიკ-ჰოლის მომღერალი.
– მეც ასე ვფიქრობ. სასიამოვნო ქალია და ამ ცხოვრებისაც
აშკარად უფრო მეტი გაეგება.
– ნეტავი, ვინ არიან, – ფიქრიანად განაგრძობდა ადამოვსკი,
რომელსაც ეტყობა, მართლაც ყველაფერი აინტერესებდა, რაც
მის გარშემო ხდებოდა, – ყოველთვის მიზიდავენ ადამიანები,

800
რომლებსაც მატარებლებში და გემზე ვხვდები, იმდენ უცნაურო-
ბას გადაეყრები. ახლაც ისე მინდა, გავიგო, ეს ორნი ვინ არიან,
ძალიან მაინტერესებს.
– და ის კაცი, ის პატარა, ნერვიული, ბუზღუნა, თვალს რომ
არ გვაცილებს, ვინ უნდა იყოს, ნეტავი?
– ო, ის, – გულგრილად თქვა ადამოვსკიმ, – არ ვიცი. მოსაწ-
ყენი კაცია, ეგ არ მაინტერესებს. ხომ არ შევბრუნდეთ? მოდი,
გამოველაპარაკოთ და იქნებ გავიგოთ, ვინ არიან. ალბათ მეტი
ვეღარასოდეს შევხვდებით, მიყვარს მატარებელში ხალხთან გა-
საუბრება.
ჯორჯი დათანხმდა. პოლონელმა მიმტანს ანგარიშის მოტანა
სთხოვა და გადაიხადა. იმ უბედური ოცდასამი მარკიდან ათი თუ
თორმეტი კიდევ დარჩა. წამოდგნენ და კუპესკენ გაემართნენ.

801
თავი ორმოცდამეორე

კაცობრიობის ოჯახი

კუპეში როცა შევიდნენ, ქალმა მათ გაუღიმა და სამივე მგზავ-


რი აშკარა ცნობისმოყვარეობით და დიდი ინტერესით მიაჩერდა
ჯორჯს და ადამოვსკის. ეტყობოდათ, რომ ვიდრე გასულები იყ-
ვნენ, სულ მათზე საუბრობდნენ.
ადამოვსკი გერმანულად გამოელაპარაკა თანამგზავრებს,
არც ისე კარგი გერმანულით, მაგრამ გასაგებად. დიდად არ
დარდობდა, ენას საკმარისად კარგად რომ არ ფლობდა, ისეთი
თავდაჯერებული იყო, არაფერი აბრკოლებდა, უტიფრად გაება
უცხოელებთან საუბარი. გერმანელები გათამამდნენ და გადაწ-
ყვიტეს, ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინათ. ქალმა ჰკით-
ხა ადამოვსკის, საიდან ხართო. მან უპასუხა, ამერიკელი ვარო.
ქალს აშკარად გაუკვირდა:
– ალბათ წარმოშობით არა, ამერიკაში არ დაბადებულხართ,
ხომ ასეა?
– ასეა, – თქვა ადამოვსკიმ, – წარმოშობით პოლონელი ვარ.
მაგრამ ახლა ამერიკაში ვცხოვრობ. და ჩემი მეგობარი, – ყველა
ინტერესით მიაჩერდა ჯორჯს, – ამერიკელია.
კმაყოფილებმა თავი დაუქნიეს. ქალმა გულთბილად გაიღიმა
და ჰკითხა:
– და ის ხელოვანია, არა?
– დიახ, – მიუგო ადამოვსკიმ.

802
– მხატვარია? – ხალისიანი ტონით იკითხა ქალმა, თითქოს
თავისი მიხვედრილობის დამტკიცება უნდოდა.
– არა, მხატვარი არ არის. ის ein Dichter გახლავთ.
ეს სიტყვა „პოეტს“ ნიშნავდა და ჯორჯმა შეუსწორა: „ein
Schriftsteller“ – მწერალიო.
გერმანელებმა ერთმანეთს გადახედეს და კმაყოფილებმა
დააქნიეს თავები, ასეც გვეგონაო. ამჯერად ჯუჯღუნამაც ამოიღო
ხმა და ბრძნულად დაასკვნა, სახეზე გეტყობათო. მერე ქალი
ადამოვსკის მიუბრუნდა და უთხრა:
– მაგრამ თქვენ, თქვენ არ უნდა იყოთ ხელოვანი, არა?
თქვენ რას საქმიანობთ?
ადამოვსკიმ უპასუხა, ბიზნესმენი ვარ, „ein Geschaftsmann“,
და ნიუ-იორკში ვცხოვრობო. ისიც უთხრა, უოლ სთრითზე ვმუ-
შაობო. ქუჩის დასახელება აშკარად ნაცნობი იყო გერმანელე-
ბისთვის, ისევ თავები დააქნიეს და თქვეს „ააა“.
ჯორჯი და ადამოვსკი მოჰყვნენ, როგორ გაიცნეს ერთმანეთი,
თურმე რამდენი საერთო მეგობარი ჰყოლიათ და არც კი იცოდ-
ნენ. გერმანელები აღფრთოვანებით უსმენდნენ. ყველაფერი
დადასტურდა, რასაც ფიქრობდნენ. ქერათმიანმა ქალმა ტრიუმ-
ფალურად დააქნია თავი და მგზნებარე საუბარი გაუბა თავის
კომპანიონს და ჯუჯღუნას:
– აბა რას ვამბობდი? ზუსტად ამას არ გეუბნებოდით? რა პა-
ტარაა ეს სამყარო.
ახლა უკვე დიდი ხნის უნახავი ძველი მეგობრებივით ყველა-
ნი ძალიან უშუალოდ, თბილად და აღელვებით ელაპარაკებოდ-
ნენ ერთმანეთს. ქალმა თქვა, მე და ჩემს ქმარს ალექსანდრ--
პლაცთან რაღაც ბიზნესი გვაქვსო. არა, გაეცინა, ეს ჩემი ქმარი
არ არის, სხვათა შორის, ესეც ხელოვანიაო, ახალგაზრდა კაცი

803
მხატვარი ყოფილა და მათთან მუშაობდა. რა ბიზნესი აქვთ?
გაეცინა, ვერასოდეს წარმოიდგენდითო. თურმე ის და მისი ქმა-
რი ვიტრინებისთვის მანეკენებს ამზადებდნენ. არა, სახელოსნო
კი არ გვაქვსო, თქვა ქალმა და მოკრძალებული სიამაყით დას-
ძინა, უფრო პატარა ფაბრიკაო. მანეკენებს თვითონ იგონებ-
დნენ. საკმაოდ დიდი ბიზნესი ჰქონდათ. ორმოცდაათ მუშას ქი-
რაობდნენ, ადრე ასამდე ჰყავდათ. ამიტომ დადიოდა ასე ხში-
რად პარიზში, მარტო ტანსაცმლის კი არა, მანეკენების მოდასაც
ხომ იქ ამკვიდრებენ.
რა თქმა უნდა, პარიზულ მოდელებს არ ყიდულობდნენ. Mein
Gott! – დღევანდელი ფინანსური მდგომარეობით ეს შეუძლებე-
ლი იქნებოდა. დღეს გერმანელი ბიზნესმენისთვის საზღვარგა-
რეთ წასვლაც ძნელია, რომ არაფერი ვთქვათ იქ რამის ყიდვაზე.
რაც არ უნდა ყოფილიყო, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ახერ-
ხებდა პარიზში გამგზავრებას, ფეხი რომ აეწყო იმისთვის, „რაც
იქ ხდებოდა“ და თან მხატვრები დაჰყავდა. ახლა ეს ახალგაზ-
რდა კაცი პირველად გაიყოლა, როგორც პროფესიონალი. ისე
მოქანდაკე იყო, მაგრამ მოდელებს ამზადებდა მათი ბიზნესის-
თვის. პარიზის საუკეთესო მაღაზიების ვიტრინებიდან მანეკენე-
ბი უნდა გადაეხატა, მერე, როცა დაბრუნდებოდნენ, ასლებს
გააკეთებდნენ და ასობით ასეთს დაამზადებდნენ ფაბრიკაში.
ადამოვსკიმ აღნიშნა, დღევანდელ ვითარებაში სრულიად
წარმოუდგენელი მეჩვენება, როგორ უნდა მოახერხოს გერმა-
ნელმა რომელიმე ქვეყანაში გაღწევა, როცა უცხოელისთვისაც
ასე გართულდა გერმანიაში შესვლა და გამოსვლა, როგორი
გაუგებარი და დამქანცველია მთელი ეს ფულთან დაკავშირებუ-
ლი ამბებიო.

804
ჯორჯმაც გაიხსენა, რამდენი სირთულე შეხვდა ავსტრიის ტი-
როლში გასამგზავრებლად და ჯიბიდან ერთ ზაფხულში მოგრო-
ვებული ფურცლების, საშვების და ვიზების მთელი დასტა
ამოიღო.
ამ საჭირბოროტო საკითხზე ყველა ერთსულოვნად და ხმა-
მაღლა თანხმდებოდა. ქალი ამტკიცებდა, დიდი სისულელეა და
ძალიან დამღლელი, როცა გერმანელს ქვეყნის გარეთ აქვს ბიზ-
ნესიო, მაგრამ მერე სწრაფად და მორჩილად დასძინა, რას იზამ,
ასეა საჭიროო. დაიწყო მოყოლა, როგორი წარმოუდგენელი
გახდა პარიზში სამი-ოთხი დღით გამგზავრება რთული სავაჭრო
ხელშეკრულებების და ფრანგებთან საქმიანი კავშირების გარე-
შე, სცადა, გამაოგნებლად ჩახლართული კომბინაციების დეტა-
ლებში გაერკვია მსმენელები, მაგრამ ბოლოს მოხდენილად
აიქნია ხელი, დავიღალე, მეტი აღარ შემიძლიაო და თქვა:
– ყველაფერი ისეთი რთულია, ისეთი გაუგებარი! ვერ გეტ-
ყვით, მე თვითონაც კარგად არ მესმის!
ჯუჯღუნამაც აუბა მხარი დანარჩენებს და სიტყვა ჩააგდო.
თურმე ბერლინში ადვოკატი – „ein Rechtsanwalt“ გახლდათ,
ფართო საქმიანი კავშირები ჰქონია საფრანგეთში და ევროპის
სხვა ქვეყნებში. ამერიკაშიც ყოფილა ერთხელ, არც ისე დიდი
ხნის წინ, 1930-ში, ნიუ-იორკში ადვოკატების საერთაშორისო
კონფერენციას დასწრებია. ცოტა ინგლისურიც ვიციო, აშკარა
სიამაყით თქვა. ახლაც საერთაშორისო კონფერენციაზე მი-
დიოდა თურმე პარიზში, ხვალ იწყება და ერთ კვირას გასტანსო.
მაგრამ ამ ხანმოკლე ვიზიტის გამოც სერიოზული პრობლემები
გასჩენია. უცხო ქვეყნებში საქმიანობას რაც შეეხება, სამწუხა-
როდ, ახლა ეს შეუძლებელი იყო.

805
მერე ჯორჯს ჰკითხა, თქვენი რომელიმე რომანი თუ არის
გერმანულად თარგმნილიო. ჯორჯმა უთხრა, არისო. დანარჩენე-
ბიც ძალიან დაინტერესდნენ, ჯორჯის გვარის და წიგნების სა-
ხელწოდებების გაგება მოინდომეს. ჯორჯმა მათ გერმანულად
დაუწერა თავისი და გამომცემლის გვარები და რომანების სა-
თაურები. ყველა კმაყოფილი და ნასიამოვნები ჩანდა. ქალმა სა-
ფულეში ჩაიდო ფურცელი და ჯორჯს უთხრა, როგორც კი დავ-
ბრუნდები გერმანიაში, აუცილებლად შევიძენო. ჯუჯღუნამ ჯერ
კარგად შეათვალიერა ფურცელი, მერე გადაკეცა, საფულეში ჩა-
დო და თქვა, მეც ვიყიდი, უკან რომ ჩამოვალო.
ქალის ახალგაზრდა კომპანიონსაც, აქამდე მორცხვად და
მორიდებით რომ უსმენდა დანარჩენებს, თითქოს თავდაჯერება
შეემატა, საუბარშიც ჩაერთო, მერე კი ჯიბიდან კონვერტი
ამოიღო და თავისი ნამუშევრების ფოტოები აჩვენა თანამგზავ-
რებს – დაკუნთული ათლეტების, მორბენალების, მოჭიდავეების
და მიმზიდველი შიშველი ქალების. ფოტოები ხელიდან ხელში
გადადიოდა, ათვალიერებდნენ და უქებდნენ.
მერე ადამოვსკიმ ძმის მამულის ნობათით სავსე ქაღალდის
პაკეტი გადმოიღო და შესანიშნავი მსხლები, ატმები, ყურძნის
მტევნები, მოხარშული დედლები, კაკბები და სხვა ბევრი დელი-
კატესი შესთავაზა დანარჩენებს. გერმანელებმა იუარეს, სა-
დილს ხომ არ წაგართმევთო. მაგრამ ადამოვსკი დაჟინებით,
მისთვის დამახასიათებელი სითბოთი და ხელგაშლილობით
სთხოვდა, გაესინჯათ. თანაც ის და ჯორჯი ლანჩის მირთმევას
ვაგონ-რესტორანში აპირებდნენ და ცოდოა ამის გაფუჭებაო. მა-
შინ გერმანელებმა სიამოვნებით გასინჯეს ხილი და ქალი შეჰ-
პირდა, მოგვიანებით ქათამსაც გეახლებითო.

806
ჯორჯი და ადამოვსკი ხელმეორედ გაემართნენ ვაგონ--
რესტორანში.
გემრიელად და დიდხანს მიირთმევდნენ საუცხოო ლანჩს.
ჯერ ბრენდით დაიწყეს, მერე ერთი ბოთლი „ბერკარტელერი“
მოატანინეს და ყავით და ბრენდით დაამთავრეს. გადაწყვეტილი
ჰქონდათ, გერმანული ფული სულ დაეხარჯათ – ადამოვსკის
თავისი ათი თუ თორმეტი მარკა, ჯორჯს ხუთი თუ ექვსი. ორივეს
სიამოვნებას ჰგვრიდა, ეშმაკური ყაირათიანობა ასე მოხერხებუ-
ლად რომ მოარგეს კარგ ცხოვრებას.
ლანჩს როცა შეექცეოდნენ, ისევ თანამგზავრებზე ჩამოაგდეს
სიტყვა, სიამოვნებით უზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარ მოსაზ-
რებებს. ქალი, ამაზე ორივე თანხმდებოდა, ძალიან მიმზიდველი
იყო. ახალგაზრდა კაცი, მართალია მეტისმეტად მორცხვობდა,
მაინც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. რაც ნაჭუჭიდან გამოძ-
ვრა, არც ის ჯუჯღუნა ჩანდა ცუდი ვინმე და თითო საქებარი სიტ-
ყვა მასაც შეაწიეს.
– ეს ყველაფერი კი იმას ამტკიცებს, – მშვიდად თქვა ადა-
მოვსკიმ, – რა კარგები არიან ადამიანები, რა ადვილია დაახ-
ლოება, რომ არა...
– რომ არა... – ხმა მისცა ჯორჯმა.
– ეს ოხერი პოლიტიკა, – დაასკვნა ადამოვსკიმ.
ანგარიში მოითხოვეს. ადამოვსკიმ ფულის თვლა დაიწყო.
– უნდა შემეშველო, რამდენი დაგრჩა?
ჯორჯმა ჯიბე ამოიცარიელა. ერთობლივად გადაფარეს თანხა
და მიმტანსაც აჩუქეს. იმდენი კიდევ დარჩათ, თითო ჭიქა ბრენ-
დი და კარგი სიგარა დაეყოლებინათ.
კმაყოფილებმა ჩაიცინეს, მიმტანიც ნასიამოვნები დარჩა მა-
თი გადაწყვეტილებით. და მერე, სასიამოვნო შეგრძნებით, რომ

807
ყველაფერი მშვენივრად მოაგვარეს, გამძღარები და შეზარხო-
შებულები, სიგარას აბოლებდნენ და პეიზაჟით ტკბებოდნენ.
უკვე დასავლეთ გერმანიის ინდუსტრიულ რაიონს გადიოდ-
ნენ. სასიამოვნო პეიზაჟები უკან დარჩა და ყველაფერს უზარმა-
ზარი ფაბრიკების კვამლი ფარავდა. აქა-იქ ფოლადსადნობი და
კიდევ სხვა კომბინატების უშველებელი ჩონჩხები იდგა, მიწა წი-
დის გროვებს დაემახინჯებინა. ეს იყო მკაცრი, კვამლიანი, პირ-
ქუში, მჭიდროდ დასახლებული და დღენიადაგ შრომაში ჩაბმუ-
ლი ინდუსტრიული ქალაქი, მაგრამ ამ მხარესაც თავისებური
მომხიბვლელობა ჰქონდა – შეულამაზებელი სიძლიერე, პირ-
დაპირ ჟრუანტელს გგვრიდა.
მეგობრები თავიანთ მოგზაურობაზე და მათ წინ გადაშლილ
ხედზე საუბრობდნენ. ადამოვსკიმ თქვა, მიხარია, გერმანული
ფული რომ დავხარჯე, რაიხის იქით უფრო დაბალი კურსიაო. უკ-
ვე საზღვარს უახლოვდებოდნენ; ვინაიდან მათი ვაგონი პარი-
ზამდე აგრძელებდა გზას, სადგურში გერმანული ფული აღარ
დასჭირდებოდათ ფრანგი მტვირთავებისთვის.
ჯორჯი გამოუტყდა, ოცდაათი ამერიკული დოლარი დამრჩა
და ამ თანხაზე გერმანელების ნებართვა არ მაქვსო. მთელი უკა-
ნასკნელი კვირის მანძილზე ერთი კანტორიდან მეორეში დავ-
რბოდი შინ დასაბრუნებელი საბუთებისთვის, ფოქსს ცოტა ფუ-
ლი გამოვაგზავნინე და ბოლო წუთს აღმოვაჩინე, რომ ოცდაათი
დოლარი დამრჩენოდა, რაზეც ოფიციალური ნებართვა არ მაქ-
ვსო. როცა სამოგზაურო სააგენტოში ნაცნობს რჩევა ჰკითხა, მან
უთხრა, უბრალოდ, ჯიბეში გედოს და არ ახსენოო: ნებართვაზე
სირბილს დრო დასჭირდებოდა და გემზე დააგვიანდებოდა. ასე
რომ, გადაწყვიტა, გაერისკა, თანაც რისკი არც ისეთი სერიოზუ-
ლი ეჩვენებოდა.

808
ადამოვსკიმაც კვერი დაუკრა, მაგრამ ურჩია, ჟილეტის ჯიბე-
ში გედოსო, ვითომ დაავიწყდა, და თუ ჰკითხავდნენ, ეტყოდა,
თავიდან ამომივარდა, რომ განმეცხადებინაო. ასე გადაწყვიტეს
და ჯორჯმა ფული ჟილეტის ჯიბეში გადაიტანა.
ამ საუბარმა გერმანელი თანამგზავრების ფინანსურ საკით-
ხებთან დაკავშირებული გასაჭირი გაახსენათ. მართლაც, რა
მძიმე ვითარება იყო – კანონის თანახმად, უცხოელებს და გერ-
მანიის მოქალაქეებს ათ მარკაზე მეტის გატანა ეკრძალებოდათ,
უფრო მეტის წაღება მხოლოდ საქმიანი ვიზიტით მიმავალ მგზავ-
რებს შეეძლოთ, მაგალითად, ქერათმიან ქალს და ჯუჯღუნას,
რაც აშკარა უსამართლობა იყო.
ამ დროს ადამოვსკის თავისმა დიდსულოვნებამ და ხელგაშ-
ლილმა ბუნებამ თითქოს გონება გაუნათა.
– მოიცა... ჩვენ ხომ შეგვიძლია, იმათ დავეხმაროთ?
– რას გულისხმობ? როგორ უნდა დავეხმაროთ?
– მე ხომ ოცდასამი მარკის გატანის უფლება მაქვს, თქვენ არ
გაქვთ საბუთი, მაგრამ ათი მარკის გატანა ყველას...
– შეუძლია, – თქვა ჯორჯმა, – ასე რომ...
– შეგვიძლია, იმდენი გავიტანოთ, რამდენზეც ნებართვა
გვაქვს, ხომ არ შევთავაზოთ?
– იმის თქმა გინდა, რომ მარკები გამოვართვათ, ვიდრე საზ-
ღვარს გადავკვეთთ?
ადამოვსკიმ თავი დაუქნია:
– დიახ, ბევრი არ არის, მაგრამ მაინც დახმარებაა.
ორივე აენთო, უხაროდათ, მცირედი დახმარების საშუალება
რომ მიეცათ. ამ დროს, კმაყოფილები რომ უღიმოდნენ ერთმა-
ნეთს, ფორმაში გამოწყობილი კაცი შემოვიდა, მათ მაგიდასთან
ფეხი შეანელა და ავტორიტეტულად განაცხადა, მატარებელში

809
საპასპორტო კონტროლი ამოვიდა და დაუყოვნებლივ უნდა შებ-
რუნდეთ კუპეშიო.
ისინიც იმწამსვე წამოდგნენ და რწევა-რწევით მიმავალ ვა-
გონს გაუყვნენ. ადამოვსკიმ ჩასჩურჩულა, ცოტა უნდა ავჩქარ-
დეთ, თორემ გვიან იქნებაო.
შეაღეს თუ არა კუპეს კარი, გერმანელებს ამცნეს, კონტრო-
ლი უკვე ამოსულიაო, რამაც თანამგზავრები ააფორიაქა. ყვე-
ლამ მზადება დაიწყო. ქალმა საფულე და პასპორტი ამოიღო და
ჩქარ-ჩქარა ითვლიდა ფულს.
ადამოვსკი ერთხანს მშვიდად უყურებდა, მერე მათ სერტიფი-
კატი აჩვენა და თქვა, მე ოცდასამი მარკის გატანის უფლება
მაქვს, რომელიც უკვე დავხარჯეო. ჯორჯმაც განაცხადა, მეც სულ
დავხარჯე გერმანული მარკები, მაგრამ ათის გატანის უფლება
მაქვსო. ქალი ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს და მათი მეგობ-
რულ განზრახვას ხვდებოდა.
– გინდათ, თქვათ, – დაიწყო, – ეს ხომ შესანიშნავია!
– თუ ოცდასამი მარკით მეტი გაქვთ, რისი გატანაც შეგიძლი-
ათ... – თქვა ადამოვსკიმ.
– დიახ, მეტი მაქვს, – თქვა ქალმა შეწუხებული სახით, – მაგ-
რამ თუ თქვენ გამომართმევთ ოცდასამს, ვიდრე საზღვარს გა-
დავკვეთთ...
ადამოვსკიმ ხელი გაუწოდა:
– მომეცით.
ჯუჯღუნა ნერვიულად ითვლიდა თავის ათ მარკას და უხმოდ
გადასცა ჯორჯს. ჯორჯმა ჯიბეში ჩაიდო ფული, მერე აწითლებუ-
ლები, მაგრამ საკუთარი მოხერხებულობით კმაყოფილები დას-
ხდნენ და შეეცადნენ, მშვიდი იერი ჰქონოდათ.

810
რამდენიმე წუთში ფორმიანმა კაცმა კარი გააღო, სამხედრო
სალამი მისცა ყველას და პასპორტები მოითხოვა. თავდაპირვე-
ლად ადამოვსკის გამოართვა პასპორტი, ნახა, რომ ყველაფერი
რიგზე იყო, სერტიფიკატი და ოცდასამი მარკა შეამოწმა, პას-
პორტში ბეჭედი ჩაარტყა და დაუბრუნა.
მერე ჯორჯს მიუტრიალდა. მან პასპორტი და ამერიკული ფუ-
ლის ტარების უფლების დამადასტურებელი რამდენიმე საბუთი
გაუწოდა. ფორმიანი კაცი ფურცლავდა პასპორტს, რომელიც
ბეჭდებით იყო გადავსებული, ჯორჯი ხომ ხან ფულს იღებდა, ხან
მარკებზე ცვლიდა. ერთ გვერდზე გაჩერდა, წარბები შეიკრა და
ყურადღებით ჩააშტერდა ბეჭედს, ჯორჯის ავსტრიის კუფშტაინი-
დან გერმანიაში დაბრუნებას რომ ადასტურებდა. მერე ფურ-
ცლებს გადახედა და ჰკითხა:
– სად არის კუფშტაინის სერტიფიკატი?
ჯორჯმა იგრძნო, გული როგორ შეხტა და ბაგაბუგით დაიწყო
ცემა. კუფშტაინის სერტიფიკატი დაავიწყდა! იმდენი საბუთი
ჰქონდა, რომ იფიქრა, კუფშტაინის აღარ დასჭირდებოდა. დაიწ-
ყო ქექვა ფურცლებში და ჯიბეებში. ფორმიანი უდრტვინველად
ელოდებოდა, თუმცა ოდნავ დაძაბული ჩანდა. ადამოვსკის გარ-
და, ჯორჯს ყველა შეშფოთებული უყურებდა.
– ნუ ჩქარობ. სადმე იქნება, – მშვიდად უთხრა ადამოვსკიმ
ჯორჯს.
და ჯორჯმა იპოვა! მთელმა კუპემ შვებით ამოისუნთქა. ფორ-
მიანმაც საკმაოდ გულთბილად გაუღიმა, სერტიფიკატი შეამოწ-
მა და დაუბრუნა.
ვიდრე ჯორჯი საბუთებში იქექებოდა, ფორმიანმა ქალის, მი-
სი კომპანიონის და ჯუჯღუნას პასპორტები შეამოწმა. ყველაფე-
რი რიგზე იყო, მხოლოდ ქალმა აღიარა, კიდევ ორმოცდაორი

811
მარკა მაქვსო, რაზეც ფორმიანმა უპასუხა, სამწუხაროდ, ათს გა-
გატანთ, დანარჩენის დატოვება მოგიხდებათო – რა თქმა უნდა,
აქეთობისას საზღვარზე დაუბრუნებდნენ. ქალმა სევდიანად
გაიღიმა, მხრები აიჩეჩა და ოცდათორმეტი მარკა გადასცა. კაცი
სამხედრო წესით დაემშვიდობათ და გავიდა.
ყველაფერი დამთავრდა! ყველამ შვებით ამოისუნთქა და
ქალს თანაუგრძნობდნენ. მაგრამ მაინც უხაროდათ, დანაკარგი
არც ისეთი დიდი იყო, თანაც ცოტა ადამოვსკიც შეეშველა.
ჯორჯმა ჯუჯღუნას ჰკითხა, ფული ახლავე დაგიბრუნოთ თუ
მოგვიანებითო. მან უპასუხა, აჯობებს, როცა ბელგიის საზღვარს
გადავკვეთთო და თითქოს სხვათა შორის დასძინა, რასაც მაშინ
დიდი ყურადღება არავინ მიაქცია, ბილეთი მხოლოდ საზღვრამ-
დე მაქვს და ახენში როცა შევჩერდებით, პარიზამდე ავიღებ ბი-
ლეთსო.
ახენს უახლოვდებოდნენ. მატარებელმა სიჩქარე შეანელა.
ისევ მშვენიერი ხედები გამოჩნდა, მწვანე მინდვრები და მშვიდი
მთები უღიმოდნენ, რაღაცნაირად ევროპულად უპრეტენზიო და
წყნარი იყო ყველაფერი. სასიამოვნო ქალაქის გარეუბანში შე-
დიოდნენ.
აი, ახენიც. რამდენიმე წუთი, ვიდრე სადგურში გაჩერდებო-
და, მატარებელი ნელა მიდიოდა. საზღვარს მიაღწიეს. იქ ორ-
თქლმავალი შეიცვლებოდა. კუპე ყველამ დატოვა, ჯუჯღუნა ბი-
ლეთის ასაღებად გავიდა, სხვები – ფეხის გასაშლელად და სუფ-
თა ჰაერის ჩასასუნთქად.

812
თავი ორმოცდამესამე

დაპატიმრება

ადამოვსკი და ჯორჯი ერთად ჩავიდნენ ბაქანზე, ლოკომოტი-


ვისთვის უნდოდათ შეეხედათ. გერმანული ორთქლმავალი, რო-
მელმაც თავისი მოგზაურობა დაასრულა და მალე ბელგიური
შეცვლიდა, საოცარი სიმძლავრის არაჩვეულებრივი მანქანა
იყო, ამერიკული ორთქლმავალივით უშველებელი. შესანიშნავი
ფორმა ჰქონდა, მაღალ სიჩქარეზე გათვლილი, და ასეთ მშვენი-
ერ ტენდერსაც ჯორჯი პირველად ხედავდა. ცხაურიდან ფიჭასა-
ვით ჩაწიკწიკებული მილები მოჩანდა და იქიდან მდუღარე
წყლის ორთქლი ათასობით პაწაწინა შადრევნად იფრქვეოდა.
თითოეული დეტალი უდავოდ ინჟინრული გენიის ნაყოფი იყო.
ჯორჯმა იცოდა, როგორი მნიშვნელოვანია ის წამიერი, ცხადი
და ძნელად მოსახელთებელი მომენტები, როცა ერთი ქვეყნი-
დან მეორეში გადადიხარ, ერთ ცხოვრების წესს მეორე ცვლის,
და მოუთმენლად ელოდა ბელგიური ლოკომოტივის გამოჩენას,
იქნებ შეეგრძნო განსხვავება ძლევამოსილი, ერთსულოვანი და
დაუმორჩილებელი ხალხის, რომელსაც ტოვებდა, და პატარა
ხალხის ქვეყნებს შორის, სადაც სულ მალე შევიდოდა.
ვიდრე ჯორჯი და ადამოვსკი ორთქლმავლის თვალიერებით
იყვნენ გართულნი, ამასობაში მათი ვაგონი და კიდევ ერთი, რო-
მელიც ასევე პარიზში მიემართებოდა, გერმანულ მატარებელს
მოხსნეს და ბაქნის მოპირდაპირე მხარეს გამწკრივებულ ვაგო-
ნებს ჩააბეს. აჩქარდნენ, მაგრამ ამ დროს რკინიგზელმა უთ-

813
ხრათ, ნუ ჩქარობთ, მატარებელი კიდევ ხუთ წუთს არ გავაო.
ადამოვსკიმ სინანულით აღნიშნა, ეს საცოდავი ფაქტიც ადასტუ-
რებს ევროპის სავალალო მდგომარეობას, ერთი უდიდესი ქა-
ლაქიდან მეორე უდიდეს ქალაქში მხოლოდ ორი ვაგონი გადა-
დის და ისიც ნახევრად ცარიელიო.
მაგრამ ბელგიური ლოკომოტივი არსად ჩანდა. სადგურის სა-
ათს შეხედეს, მათი მატარებლის გასვლის დრო მოსულიყო.
შეეშინდათ, არ დაგვაგვიანდესო და უკან გაბრუნდნენ. ქერათ-
მიანი ქალიც იქვე იპოვეს, შუაში ჩაიყენეს და სამივე ჩქარი ნაბი-
ჯით გაემართა ვაგონისკენ.
ახლოს რომ მივიდნენ, მაშინვე მიხვდნენ, რომ რაღაც მოხდა.
მატარებელს წასვლის პირი არ უჩანდა. გამცილებელი და რკი-
ნიგზელი ბაქანზე იდგნენ. არც გამაფრთხილებელი სიგნალი ის-
მოდა. ხალხი დერეფანში შეჯგუფებულიყო, ყველანი ისე დაძა-
ბულები იდგნენ, ჯორჯს ტანმა უგრძნო, რაღაც უბედურება მოხ-
დაო და გული აუჩქარდა.
თავისი ცხოვრების მანძილზე ეს ფენომენი არაერთხელ შე-
უსწავლია. მაგალითად, მაღალი შენობიდან კაცი გადმოხტა ან
გადმოვარდა და ტროტუარზე დაეცა. ან ესროლეს ვიღაცას, ან
მანქანა დაეჯახა და ახლა გამვლელების თვალწინ კვდება. ასეთ
დროს გარშემო შეჯგუფებული ადამიანები ყოველთვის ერ-
თნაირად გამოიყურებიან. ვიდრე მათ სახეებს დაინახავ, იმის
მიხედვით, როგორ დგანან, როგორ უჭირავთ თავი და მხრები,
ზურგიდანაც კი მიხვდები, რომ რაღაც მოხდა. რა თქმა უნდა,
ზუსტად არ იცი, რა უბედურება დატრიალდა, მაგრამ გრძნობ,
რომ ტრაგედიის დამაგვირგვინებელ სცენას იხილავ. უკვე იცი:
ვიღაც ან მოკვდა, ან კვდება. და ამ საშინლად მეტყველი ზურგე-
ბის და მხრების მაყურებელი, დამთრგუნველ სიჩუმეში კიდევ

814
უფრო დიდ ტრაგედიას ხედავ, ადამიანების სისასტიკის, სხვისი
ტკივილის მიმართ დაუოკებელი ჟინის ტრაგედიას – ეს ადა-
მიანის ტრაგიკული სისუსტეა, მას რომ ხრწნის, თვითონაც რომ
სძაგს, მაგრამ ვერაფერს შველის. ბავშვობაში ჯორჯს უნახავს,
როგორ უყურებდნენ უბადრუკი დამკრძალავი ბიუროს ფანჯრის
ქვეშ შეჯგუფებული კაცები ლინჩის წესით მოკლული ზანგის და-
სახიჩრებულ გვამს. თოთხმეტი წლისამ ნახა, საცეკვაო მოედან-
ზე ერთმა კაცმა მეორე ცემით როგორ მოკლა.
და ახლაც ამას ხედავდა. როცა მან და ადამოვსკიმ აჩქარე-
ბით ჩაუარეს ვაგონს, დერეფანში შეგროვილი ხალხი ისეთი მო-
ნუსხული იდგა და ისე ელოდა, ისეთი შემაძრწუნებელი დუმილი
ჩამოწოლილიყო, რომ ჯორჯი ხვდებოდა – მათ სიკვდილი იხი-
ლეს.
ეს იყო პირველი აზრი, რაც მას დაებადა, ადამოვსკიმაც და
ქერათმიანმა ქალმაც იგივე გაიფიქრეს, თუმცა სიტყვა არავის
დასცდენია. მაგრამ როცა მატარებელში ასვლა დააპირეს, თავ-
ზარი დაეცათ, ადგილს მიეყინნენ – ტრაგედია, როგორიც არ უნ-
და ყოფილიყო ის, მათ კუპეში მოხდა. ფარდები ჩამოფარებული
იყო, კარი ჩარაზული. სამივეს ენა ჩაუვარდა, ბაქანზე გაქვავ-
დნენ. მერე ქერათმიანი ქალის ახალგაზრდა კომპანიონი
დაინახეს, ფანჯარასთან იდგა. სწრაფად და მალულად ანიშნათ,
მანდ დარჩითო. იმწამსვე მიხვდა სამივე, რომ მსხვერპლი ის
ნერვიული პატარა კაცი უნდა ყოფილიყო, მათი თანამგზავრი.
სამარისებური სიჩუმე და საიდუმლოებით მოცული ჩაკეტილი
კუპე შიშის ზარს სცემდათ. ყველანი დარწმუნებული იყვნენ,
რომ პატარა კაცი, რომელიც თავიდან არც ერთს არ მოუვიდა
თვალში, მაგრამ მერე ნაჭუჭი რომ გამოამსხვრია და თითქოს
დაუმეგობრდათ კიდეც და რომელსაც სულ რაღაც თხუთმეტი

815
წუთის წინ ელაპარაკებოდნენ, გარდაიცვალა და ახლა კუპეში
შეკეტილი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ფორმა-
ლობის დაცვით ადგენდნენ მისი გარდაცვალების მიზეზს.
იდგნენ და ძრწოლით მისჩერებოდნენ კუპეს ავბედითად ჩა-
მოფარებულ ფარდებს. ამ დროს უცებ საკეტმა გაიჩხაკუნა, კარი
სწრაფად გაიღო და სწრაფადვე დაიკეტა. კუპედან ფორმიანი კა-
ცი გამოვიდა. ზორბა მამაკაცი იყო, წინაფრიანი ქუდი ეხურა და
ზეთისხილისფერი ქურთუკი ეცვა, ორმოცდახუთის ან ცოტა მე-
ტის იქნებოდა, ღაწვმაღალ, წითურ სახეზე კაიზერ ვილჰელმი-
ვით აეწკიპა ჟღალი ულვაში. თმა გადაეპარსა, სქელი კისერი
ნაოჭებით ჰქონდა დასერილი. ტლანქად ჩაიარა კიბე, მეორე
მოხელეს გასძახა და ისევ ტლანქად ავიდა ზევით.
ყველასთვის კარგად ნაცნობი ტიპაჟი იყო, ასეთებს ჯორჯი
ადრეც ხშირად შეხვედრია და ყოველთვის ირონიულად ეცინე-
ბოდა მათზე, მაგრამ იმ იდუმალ და ავის მომასწავებელ ვითარე-
ბაში საზიზღრად არასიმპათიური ჩანდა. როგორი ზორბა იყო და
მოუქნელი, როგორ ტლანქად ადი-ჩამოდიოდა ვაგონის კიბეზე,
როგორ ზანტად დაათრევდა ვეება ღიპს, სქელ, ქონიან დუნდუ-
ლებს, როგორ უთრთოდა ულვაში მღელვარებისგან და პატივ-
მოყვარეობისგან, მისი ხრინწიანი ხმა თუ აღშფოთებული ქოში-
ნი – ახლა ჯორჯს ეს ყველაფერი აუტანელი და ამაზრზენი ეჩვე-
ნებოდა. მოულოდნელად ამოუხსნელი და დაუოკებელი ბრაზით
აცახცახდა. მოუნდა, იმ ნაკეცებიან კისერში კარგად ეთხლიშა,
თავ-პირი გაეერთიანებინა, იმ სქელ, გატიკნულ დუნდულებში
მაგრად ამოეცხო წიხლი. საერთოდ, როგორც ყველა ამერი-
კელს, გულზე არ ეხატებოდა პოლიცია და მედიდური, საკუთარი
ძალაუფლების განცდით გატუტუცებული პოლიციელები. მაგრამ
ახლა რასაც გრძნობდა, ყველაფერს გადააჭარბა, ბრაზი ახ-

816
რჩობდა, იმიტომ, რომ უმწეო იყო, ყველანი უსუსურები აღმოჩ-
ნდნენ ამ უაზრო, მაგრამ ურყევი კედლის პირისპირ.
ულვაშა მოხელემ კუპეს კარი გააღო და ჯორჯმა დაინახა,
რომ შიგნით კიდევ ორი პოლიციელი იყო. ის პატარა, ნერ-
ვიული კაცი, მათი თანამგზავრი კი არ მომკვდარიყო, ამ ორ პო-
ლიციელს შორის იჯდა მობუზული. სახე მიტკალივით გაჰფით-
რებოდა, ცივი ოფლი ასხამდა. გრძელი ცხვირის ქვეშ ტუჩები
უთრთოდა, თითქოს გაღიმებას ცდილობდა. რაღაც ძალიან აღ-
მაშფოთებელი და ბინძური იყო იმაში, თუ როგორ დახრილიყო
ის ორი მისკენ და როგორ კითხავდა.
სქელკისერა, ულვაშა მოხელემ მთელი შესასვლელი დაფა-
რა, სწრაფად შევიდა თავის კოლეგასთან ერთად კუპეში და კა-
რი ისევ დაიკეტა. ისევ ავის მომასწავებელმა სიჩუმემ დაისადგუ-
რა.
დერეფანში შეჯგუფებული გაოგნებული ადამიანები ერთმა-
ნეთს ჩურჩულით ელაპარაკებოდნენ. ქერათმიანი ქალი ღია
ფანჯარასთან მივიდა და ახალგაზრდა კაცს რაღაც ჰკითხა. თავ-
შეკავებული, მაგრამ აღელვებული ბჭობის მერე დაბრუნდა,
ჯორჯს და ადამოვსკის მკლავი გაუყარა და ჩაუჩურჩულა:
– წამოდით, რაღაც უნდა გითხრათ.
ცოტა შორს გაიყვანა, არავის რომ არ გაეგონა და როცა
ორივემ ერთხმად ჰკითხა, რა ხდებაო, ფრთხილად მიმოიხედა
და თქვა:
– იმ კაცს ფული გადაჰქონდა და დაიჭირეს.
– რატომ? რატომ დაიჭირეს?
მან ისევ შეშფოთებით მიმოიხედა, მერე თავისკენ მიიზიდა
ორივე, ლამის თავებით მიეკვრნენ ერთმანეთს და შიშით გაან-
დო საიდუმლო:

817
– ამბობენ, ებრაელიაო! ფული უპოვეს! გაჩხრიკეს, ბარგი გა-
უჩხრიკეს, ფული გადაჰქონდა!
– რამდენი? – იკითხა ადამოვსკიმ.
– არ ვიცი, – ჩურჩულებდა ქალი, – ბევრი, ალბათ. ამბობენ,
ასი ათასი მარკაო. მოკლედ, უპოვეს!
– კი მაგრამ, – თქვა ჯორჯმა, – მეგონა, ყველაფერი დამთავ-
რდა. მეგონა, ჩვენ ყველა შეგვამოწმეს.
– კი, – მიუგო ქალმა, – მაგრამ ხომ გახსოვთ, ბილეთი რომ
უნდა აეღო? ასე თქვა, მთელი გზის ბილეთი არ მაქვსო. ალბათ
ფიქრობდა, ასე უფრო უხიფათო იქნებოდა, ბერლინში ეჭვს არა-
ვინ აიღებდა, თუ ახენში იყიდდა ბილეთს. მაგრამ ჩავიდა თუ არა
პარიზის ბილეთის ასაღებად, დაიჭირეს! ალბათ უკვე თვალი
ჰქონდათ დადგმული. იმიტომ არ უთხრეს არაფერი, როცა შემო-
ვიდნენ. ეტყობა, უთვალთვალებდნენ და აქ აიყვანეს. ჰკითხეს,
სად მიდიხარო, მან უთხრა, პარიზშიო, ფული რამდენი მიგაქ-
ვსო, მან უთხრა, ათი მარკაო. მერე ჰკითხეს, რამდენ ხანს რჩე-
ბიო, ერთი კვირაო, უპასუხა, იმათ გაუკვირდათ, ერთი კვირა ათ
მარკას როგორ იმყოფინებო. და მგონი, მაშინ შეშინდა. თავგზა
აებნა! თქვა, კიდევ მაქვს ოციო და მერე რა თქმა უნდა, გამოიჭი-
რეს. გაჩხრიკეს! და ფული უპოვეს! ბევრად, ბევრად მეტი.
ყველა ერთმანეთს შესცქეროდა, ხმას ვერ იღებდნენ. ქალმა
ჩუმად გაიცინა, უფრო შიშით.
– ის კაცი, ის ებრაელი, – ისევ აჩურჩულდა.
– მე არ ვიცოდი, თუ ებრაელი იყო, – თქვა ჯორჯმა, – ვერც
ვიფიქრებდი.
– მაგრამ არის! – შიშით მიმოიხედა ქალმა, – ასე ბევრი იქ-
ცევა, ფულის გატანას ცდილობენ, – ისევ გაიცინა, ოღონდ ჯორ-
ჯმა მის თვალებში წუხილი დაინახა.

818
მოულოდნელად ჯორჯმა თავი ცუდად იგრძნო, რაღაცნაირად
გამოცარიელდა, გული ერეოდა. მიბრუნდა, ხელები ჯიბეში ჩა-
იწყო და იმწამსვე ამოიღო, თითქოს დაეწვაო. იმ კაცის ფული
ედო ჯიბეში. მეორედ ჩაიყო ხელი ჯიბეში და ხუთი ორმარკიანი
მონეტა მოსინჯა თითებით. სველი ეჩვენა, გეგონებოდა, ოფლს
დაესველებინა. ფული ამოიღო, მუშტში მოიქცია და ვაგონისკენ
გაემართა. ქალმა ხელი სტაცა.
– რას მიდიხარ? რას აპირებ?
– იმ კაცს ფული უნდა დავუბრუნო. მეტი ვეღარასოდეს ვნა-
ხავ. ვერ დავიტოვებ მის ფულს.
ქალი გაფითრდა.
– გააფრინე?! – ჩურჩულებდა, – ხომ იცი, ეს კარგს არაფერს
მოგიტანს! შენც დაგიჭერენ და ის... იმას თავის გაჭირვება ეყო-
ფა. შეიძლება, კიდევ უფრო გაურთულო საქმე. და კიდევ, ღმერ-
თმა უწყის, რას მოჰყვა. იქნებ ისე დაკარგა თავგზა, უთხრა, ფუ-
ლი რომ მოგაბარეთ და მაშინ ყველანი შარში გავეხვევით!
ამაზე არც უფიქრიათ და როცა გაიაზრეს, რა შეიძლებოდა
მოჰყოლოდა მათ კეთილ განზრახვას, უმწეოდ შეაჩერდნენ ერ-
თმანეთს. იდგნენ და ლოცულობდნენ.
კუპეს კარი ისევ გაიღო და მოხელეები გამოვიდნენ. წინ ულ-
ვაშა მიდიოდა და პატარა კაცის ჩემოდანი მიჰქონდა. ზანტად
ჩაათავა კიბე და ბაქანზე გაჩერდა, ჩემოდანი ფეხებს შორის და-
იდგა. გარშემო თვალი მოავლო, ჯორჯს და დანარჩენებსაც მო-
ეჩვენათ, თითქოს მათ უყურებდა. სუნთქვასაც ვერ ბედავდნენ,
ეგონათ, თავადაც ეჭვმიტანილები იყვნენ და ახლა მათ ჩემოდ-
ნებსაც გამოიტანდნენ.
მაგრამ როცა დანარჩენი სამიც გამოვიდა კუპედან, მხოლოდ
პატარა კაცი მოჰყავდათ. მისი მიტკალივით თეთრი სახე ოფლის

819
მსხვილ წვეთებს დაეცვარა, გატანჯული წკრიალა ხმით გაუთა-
ვებლად აპროტესტებდა. თავისი თანამგზავრების გვერდით
ჩაატარეს. ჯორჯს ხელი, რომელშიც ფული ეკავა, გაუოფლიან-
და, მისკენ გასწია, რაღაც უნდოდა ეთქვა და თან სასოწარკვე-
თილი იმედოვნებდა, რომ ის არ დაელაპარაკებოდა. უნდოდა,
მზერა აერიდებინა და ვერ ახერხებდა. ამ დროს პატარა კაცი გა-
უსწორდათ, ისევ აპროტესტებდა, ცდილობდა აეხსნა, გაუგებ-
რობა მოხდაო. ერთი წამით გაჩუმდა, თანამგზავრებს შეხედა
ფერმიხდილმა და მერე, ვითომ არც იცნობდა, არც ერთი არ გას-
ცა და ისე ჩაიარა.
ქალმა ამოიოხრა და ჯორჯს მიეყრდნო. ყველანი მოეშვნენ,
თითქოს უკანასკნელი ძალა გამოეცალათ. მერე ნელა გაემარ-
თნენ ვაგონისკენ და კუპეში შევიდნენ.
ავბედითი დაძაბულობა განიმუხტა. დერეფანში ხალხი აღ-
გზნებული ლაპარაკობდა, ჯერ კიდევ დაბალ ხმაზე, მაგრამ აშკა-
რა შვებით. ქალმა ფანჯრიდან თავი გაყო და ულვაშა მოხელეს
ჰკითხა:
– არ აპირებთ მის გამოშვებას? უნდა დატოვოთ?
კაცმა ზანტად შეხედა, ბოროტ სახეზე აუტანელი ღიმილი
დაედო, თავი დაუქნია და გამძღარი კმაყოფილებით უთხრა: „Ja,
er bleibt. Geht night!“.10
დაიჭირეს. შორიდან ბელგიური ორთქლმავლის ყურის წამ-
ღები სტვენა მოისმა. რკინიგზელმა რაღაც დაიყვირა გამაფ-
რთხილებლად. ყველა კარი დაიკეტა. მატარებელი დაიძრა და
ნელა ჩაიარა პატარა კაცის გვერდით. მაინც დაიჭირეს. გარშე-

10 კი, დარჩება. არ წამოვა.

820
მო მოხელეები ეხვივნენ, ის კი შუაში იდგა და მათ ხელებით რა-
ღაცას უხსნიდა. ფორმიანები არაფერს ამბობდნენ, არაფრის
თქმა არ იყო საჭირო. დაიჭირეს და მორჩა. იდგნენ და უსმენ-
დნენ თავიანთი აუტანელი ღიმილით. მატარებელმა რომ
ჩაიარა, მგზავრებს გახედეს, ფანჯრებთან მდგარი მგზავრებიც
მათ უყურებდნენ და იმ ზანტ ღიმილში უტიფრობას და უზნეობას
ხედავდნენ.
პატარა კაცი, გაცხარებით რომ ირწმუნებოდა რაღაცას, ერთი
წამით შეჩერდა, ფერწასული სახე და შიშჩამდგარი თვალები ამ-
ჯერად პირდაპირ თავის თანამგზავრებს მიაპყრო და მის მზერა-
ში უზარმაზარი, მომაკვდინებელი ტანჯვა აისახა. ჯორჯს და და-
ნარჩენებს შერცხვათ და თავი დამნაშავედ იგრძნეს. თითქოს
ისინი პატარა კაცს კი არ ემშვიდობებოდნენ, არამედ მთელ კა-
ცობრიობას, შემთხვევით გაცნობილ საცოდავ არსებას კი არა,
მთელ კაცობრიობას, ცხოვრების უსახელო მტვერს კი არა, საკუ-
თარ ძმას, რომელიც ნელ-ნელა თვალს ეფარებოდა.
მატარებელმა სიჩქარეს მოუმატა და მალე მათ ის სამუდა-
მოდ დაკარგეს.

821
თავი ორმოცდამეოთხე

გზა, რომლითაც უკან ვერ დაბრუნდები

– ასე სევდიანად დასრულდა ჩვენი მგზავრობა, – თქვა ადა-


მოვსკიმ.
ჯორჯმა ჩუმად დაუქნია თავი. ყველანი კუპეში შებრუნდნენ
და თავ-თავიანთ ადგილებზე დასხდნენ.
უცნაური სიცარიელის გრძნობა დაეუფლათ. პატარა კაცის
აჩრდილი თრგუნავდათ. საცოდავს იმ გაწამაწიაში ქუდი და
პალტო დარჩენოდა. ადამოვსკიმ აიღო და გამცილებლისთვის
გატანას აპირებდა, მაგრამ ქალმა გააჩერა:
– აჯობებს, ჯერ ჯიბეები გენახათ. იქნებ რამე ჰქონდა, –
მოულოდნელად რაღაც გაიფიქრა და სხარტად თქვა, – იქნებ
ფული დარჩა.
ადამოვსკიმ ჯიბეები ამოაბრუნა, მაგრამ არაფერი ფასეული
არ აღმოჩნდა. თავი გააქნია. ქალმა ხელის ფათურით ბალიშის
ქვეშ დაიწყო ძებნა.
– იქნებ სადმე დამალა, – გაიცინა ლამის მხიარულად, – ეგე-
ბა გავმდიდრდეთ.
ახალგაზრდა პოლონელმა ისევ თავი გააქნია.
– რამე რომ ყოფილიყო, იპოვიდნენ, – ფანჯრიდან გაიხედა,
– ალბათ უკვე ბელგიაში ვართ. აი, თქვენი ფული, – და ოცდასა-
მი მარკა გაუწოდა.

822
ქალმა ფული საფულეში შეინახა. ჯორჯს პატარა კაცის მონე-
ტები ისევ ხელში ეჭირა და დასცქეროდა. ქალმა დაინახა და
თბილად უთხრა:
– ისევ დარდობთ? შეწუხებული ჩანხართ.
ჯორჯმა ფული შეინახა. მერე თქვა:
– ასე მგონია, სისხლიანი ფული მიდევს ჯიბეში.
– არა, – გაუღიმა ქალმა და გასამხნევებლად ხელი მხარზე
დაადო, – ებრაელის ფული არ არის სისხლიანი! ნუ დარდობთ.
იმას იმდენი აქვს კიდევ.
ჯორჯის თვალები ადამოვსკის თვალებს შეხვდა. ორივე სევ-
დას შეეპყრო.
– რა ცუდად დამთავრდა ჩვენი მოგზაურობა, – გაიმეორა
ადამოვსკიმ, თითქოს თავისთვის.
ქალი ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა, ნაძალადევად იცი-
ნოდა და ხუმრობდა – ცდილობდა, ცოტა გაეხალისებინა დათ-
რგუნვილი თანამგზავრები.
– ეს ებრაელები! ასეთი რამ არ მოხდებოდა, რომ არა ებ-
რაელები! მათგან მოდის ყველა პრობლემა. გერმანიამ თავი უნ-
და დაიცვას. ებრაელებს მთელი ფული საზღვარგარეთ გააქვთ.
უკვე ათასობით ებრაელია წასული, მილიონობით მარკა
წაიღეს. ახლა გამოვფხიზლდით, როცა უკვე გვიანაა! ცუდია,
რომ უცხოელები ამ ყველაფერს ხედავენ... ეს მათთვის უსიამოვ-
ნო გამოცდილებაა... ცუდი შთაბეჭდილება რჩებათ. ვერ ხვდები-
ან, რატომ. მაგრამ ეს ებრაელები! – ჩურჩულებდა.
დანარჩენები ჩუმად ისხდნენ, ქალი, აღგზნებული და სე-
რიოზული, მათ დარწმუნებას ცდილობდა. ოღონდ, მგონი, ყვე-
ლაზე მეტად საკუთარი თავის დარწმუნება სურდა, თითქოს ნამ-
დვილ გერმანელს და სამშობლოს ერთგულს ბოდიში უნდოდა

823
მოეხადა და გაემართლებინა ის, რამაც მწუხარებით აავსო და
სირცხვილი აჭამა. გაუთავებლად ლაპარაკობდა და იცინოდა,
ცისფერ თვალებში კი სევდა და წუხილი ედგა. ბოლოს გაჩუმდა.
მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. მერე ქალმა ხმადაბლა, დადარდიანე-
ბულმა თქვა:
– ალბათ როგორ უნდოდა გაქცევა!
მოაგონდათ ყველაფერი, რაც ის პატარა კაცი ამბობდა და
აკეთებდა, როგორ ნერვიულობდა, როგორ აღებდა და კეტავდა
კარს, როგორ სცემდა ბოლთას დერეფანში, ეჭვის თვალით რო-
გორ უყურებდა ყველას, პირველად რომ შემოვიდა. მისი ყოვე-
ლი სიტყვა და ჟესტი გაიხსენეს, თავის დროზე ასეთი ჩვეულებ-
რივი რომ ეჩვენებოდათ, მაგრამ ახლა საზარელი მნიშვნელობა
შეეძინა.
– და ის ათი მარკა! – შესძახა ქალმა, – ამდენი ფული თუ
ჰქონდა, რად უნდოდა ის ათი მარკა! ნუთუ ასეთი სულელი იყო!
– ამბობდა აღშფოთებული, – რა გამართლება აქვს ამას.
ვერავითარ გამართლებას ვერ მოუძებნიდნენ, თუ მხოლოდ
ეჭვის გასაფანტად არ გააკეთა. ასეთი იყო ადამოვსკის თეორია,
რომელმაც ქალი თითქოს დააკმაყოფილა. თუმცა ჯორჯი მაინც
ფიქრობდა, ალბათ ნერვიულობისგან სიგიჟის ზღვარზე იყო და
დაუფიქრებლად, იმპულსურად გამომართვაო. მაგრამ მიზეზი
დანამდვილებით არავინ იცოდა და ვერც ვეღარასოდეს დაად-
გენდნენ.
ჯორჯი ჯერ კიდევ დარდობდა, ფული რომ ვერ დაუბრუნა პა-
ტარა კაცს. ქალმა უთხრა, მე ჩემი მისამართი მივეცი და თუ მოგ-
ვიანებით ნებას დართავენ, მოგზაურობა გააგრძელოს, შეიძლე-
ბა მიპოვოსო. ჯორჯმა თავისი პარიზის მისამართი ჩააწერინა და

824
სთხოვა, თუ გამოჩნდა, გამაგებინეო, მაგრამ ყველამ იცოდა,
რომ პატარა კაცი აღარ გამოჩნდებოდა.
დღე იწურებოდა. შუაგულ ბელგიაში იყვნენ. მატარებელი სა-
სიამოვნო, რომანტიკულ ტყეებს და გორაკებს გადიოდა. ჩამავა-
ლი მზის სხივებში ტყე უფრო ხშირი და უღრანი ჩანდა.
საზღვარი დიდი ხნის წინ მოიტოვეს უკან, მაგრამ ქალმა, ჩა-
ფიქრებული რომ იხედებოდა ფანჯრიდან, გამცილებელს მაინც
ჰკითხა, ბელგიაში ვართ თუ არაო. გამცილებელმა დაუდასტუ-
რა, ბელგიაში ვართო. ადამოვსკიმ მას პატარა კაცის ქუდი და
პალტო მიაწოდა და ვითარება აუხსნა. გამცილებელმა თავი და-
უკრა, გამოართვა და გზა განაგრძო.
ქალს ხელი გულზე ედო და როგორც კი გამცილებელი გავი-
და, თითქოს შვებით ამოისუნთქა. მერე წყნარად თქვა:
– იმედია, სწორად გამიგებთ. მე გერმანელი ვარ და მიყვარს
ჩემი ქვეყანა. მაგრამ ახლა ვიგრძენი, თითქოს ტვირთი მომეხ-
სნა, – ისევ გულზე დაიდო ხელი, – ვერ გამიგებთ, რას ვგრძნობ,
ჩვენ გვიხარია, გარეთ როცა გავდივართ.
გარეთ? კი, ასე თქვა. მოულოდნელად ჯორჯი მიხვდა, რასაც
გულისხმობდა. ისიც „გარეთ“ იყო, არადა გერმანიაში თავი
არასდროს უგრძნია უცხოელად. ისიც „გარეთ“ გავიდა იმ დიდი
ქვეყნიდან, ბავშვობის და სიყმაწვილის საოცნებო ქვეყნიდან,
ისიც „გარეთ“ აღმოჩნდა იმ ქვეყნიდან, რომელიც მისთვის ქვე-
ყანაზე და ადგილზე მეტი იყო. ის იყო უცნობი მემკვიდრეობის
მიუწვდომელი სამფლობელო, საითაც გული მიუწევდა და რომ-
ლის მომნუსხველი სილამაზე სულს უფორიაქებდა. მისი სულის
ენა მანამდე ისწავლა, ვიდრე იქ ჩავიდოდა, თითქოს დაბადები-
დან იცოდა.

825
იცნობდა ამ ქვეყნის იდუმალებას, ჭეშმარიტებას, მის წუხილს
და სევდას, მის ტკივილს. იქ სიყვარული იპოვა და პირველად
ცხოვრებაში ეზიარა მატყუარა დიდებას. ამიტომ ის არ ყოფილა
უცხო ქვეყანა, ის მისი გულის სახლის მეორე მხარე გახდა, იდუ-
მალი სურვილით შეპყრობილი მხარე, ასრულებული ოცნებების
ჯადოსნური სამფლობელო. ის მისთვის დაკარგული ელენე იყო,
მუდამ მის სისხლში მოგიზგიზე, რომელიც მან საბოლოოდ მა-
ინც იპოვა.
და ახლა ეს ნაპოვნი ელენე დაკარგა. ახლა, როგორც არას-
დროს, ისე გაიგო, რა განუზომელი იყო მისი დანაკარგი. იმი-
ტომ, რომ იცოდა, ეს გზა უკან აღარასოდეს დააბრუნებდა, ის სა-
მუდამოდ იჭრებოდა – დაადგა გზას, რომლითაც უკან ვეღარ
დაბრუნდებოდა. ის „გარეთ“ გავიდა და ახლა ყველაფერს
სხვაგვარად უყურებდა. ახლა მიხვდა, რომ შინ ვეღარასოდეს
დაბრუნდები – ვეღარასოდეს. უკანდასახევი გზა არ არსებობდა.
მისთვის ის გზა დამთავრდა, უცბად და გასაგებად, თითქოს კარი
გამოიკეტა სამუდამოდ, დამთავრდა მისთვის დრო, როცა მისი
უცნაური ფესვები, ქოთნის ყვავილის ფესვების მსგავსად, ჯერ
კიდევ საკუთარი არსით და საკუთარი წვრილმანი, ეგოცენტრუ-
ლი აზრებით იკვებებოდნენ. ახლა უნდა მოშორებოდა იდუმალ
და მიუწვდომელ წარსულს, რომელიც კაცის სულს ატყვევებს,
წინ უნდა ევლო, წინ, ახალი თავისუფლების მდიდარი, ცხოველ-
მყოფელი მიწისკენ. და მაშინ დაუდგა თვალწინ, როგორი უნდა
იყოს ადამიანის ჭეშმარიტი სახლი, ამ მოქუფრულ და ავის მო-
მასწავებელ ჰორიზონტს მიღმა, მწვანე, იმედით სავსე, მომავ-
ლის ხელუხლებელ მინდორში.
– ასე რომ, – ფიქრობდა ჯორჯი, – ბებერო მასწავლებელო,
ჯადოქარო ფაუსტ, უძველესი და არეული აზრებით შეწუხებულო

826
მამავ, გერმანიის ძველო მიწავ მთელი შენი სიმართლით, დიდე-
ბით, სილამაზით, იდუმალებით და დაქცევით; ჩემს სისხლში მო-
გიზგიზე ელენე, დიდო დედოფალო, საყვარელო და გრძნეულო
– იდუმალო ქვეყანავ, უძველესო ქვეყანავ, რომელიც მე ასე
მიყვარს – მშვიდობით!

827
წიგნი მეშვიდე

ქარი ქრის, მდინარე მიედინება

გერმანიაში გატარებულმა ბოლო ზაფხულმა ჯორჯ ვებერზე


დიდი გავლენა მოახდინა. ადამიანის სულში ჩაბუდებულ ძველ,
წმინდა წყლის ბოროტებას შეეჯახა, რამაც ძირეულად შეძრა.
მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, თითქოს მოულოდნელად
გარდაქმნა თავისი შეხედულებები. წლების მანძილზე სამყაროს
და ამ სამყაროში საკუთარი ადგილის აღქმა ნელ-ნელა ეცვლე-
ბოდა და გერმანული გამოცდილება დაეხმარა, ეს პროცესი ბო-
ლომდე მიეყვანა, ხელი გაუმართა, უფრო მკაფიოდ შეეცნო ერ-
თმანეთთან დაკავშირებული ბევრი მოვლენა, დროის სხვადას-
ხვა მონაკვეთში რომ შეისწავლიდა და ერთხელ და სამუდამოდ
დარწმუნდა – ფარული ატავისტური ზრახვები ადამიანს ბნელი
წარსულიდან მემკვიდრეობით გადაეცემა.
ჰიტლერიზმი, ჯორჯის აზრით, ძველი ბარბაროსობის შემობ-
რუნება იყო. მისი რადიკალური სისასტიკე და უაზრობა, ბორო-
ტი ძალის შეუნიღბავი თაყვანისცემა, სიმართლის ჩახშობა და
ყველაფრის ტყუილზე და მითზე დაფუძნება, მოუთოკავი ზიზღი
პიროვნების მიმართ, ანტიინტელექტუალური და ანტიმორალუ-
რი დოგმა, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია განსაჯოს და
გადაწყვიტოს, ყველა დანარჩენი კი ბრმად უნდა ემორჩილებო-
დეს – ჰიტლერიზმის საფუძვლები უკავშირდებოდა ძველ და
მრისხანე ტომობრივ წყობას, როცა ბანჯგვლიანი ტევტონები გა-
მოქანდნენ ჩრდილოეთიდან და აღგავეს მიწის პირიდან რო-

828
მაული ცივილიზაციის ტაძარი. და ეს პრიმიტიული ლტოლვა სი-
ხარბისკენ და ძალაუფლებისკენ კაცობრიობის მარადიული მტე-
რი იყო.
ოღონდ ბარბაროსობის შემობრუნების პროცესი მხოლოდ
გერმანიით როდი შემოიფარგლებოდა. ნებისმიერ ხალხში შეიძ-
ლებოდა თავი ეჩინა, უამრავი სახე და დონე ჰქონდა. სად არ შე-
ნიშნავდით მის კვალს – ჰიტლერი, მუსოლინი, სტალინი, მათ
თავიანთი წვლილი შეიტანეს. სხვადასხვა ფორმით ამერიკაშიც
იგივე ხვდებოდა. სადაც კი ულმობელი ადამიანები ერთი მიზ-
ნისთვის კავშირდებოდნენ, სადაც კი ამართლებდა, რომ „ადა-
მიანი ადამიანისთვის მგელია“, ყველგან წარმატებით ყვაოდა.
და როცა ვინმე, ჯორჯის მსგავსად, ამას აღმოაჩენდა, მიხვდებო-
და, რომ ფესვები რაღაც პირველყოფილ მახინჯ წარსულში
ჰქონდა გადგმული და ეს ფესვები დედაბუდიანად იყო ამოსაგ-
ლეჯი, თუ ადამიანს სრული თავისუფლების მოპოვება სურდა და
არა ველურ საწყისთან დაბრუნება და დედამიწიდან გაქრობა.
ჯორჯმა ეს რომ გააცნობიერა, თავის თავში დაიწყო ატავის-
ტური ზრახვების ძებნა. ბლომადაც იპოვა. ყველა ადამიანი იპო-
ვის, თუ გულწრფელად შეუდგება ძებნას. მთელი წელი, რაც
გერმანიიდან დაბრუნდა, ჯორჯი თვითშეფასებით იყო გართული
და საბოლოოდ მიხვდა, მივიდა იმ დასკვნამდე, საითაც უკვე დი-
დი ხანია ხელის ცეცებით მიიწევდა, რომ პირქუში გამოქვაბუ-
ლი, საშო, საიდანაც კაცობრიობამ სინათლეში გამოაბიჯა, მა-
რად უკან გვიხმობს – მაგრამ შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები.
ამ ფრაზას მრავალი მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის. ვერ და-
უბრუნდები შენს ოჯახს, ბავშვობის სახლს, რომანტიკულ სიყვა-
რულს, ახალგაზრდა კაცის ოცნებებს დიდებაზე, განდევნას, ევ-
როპაში გაქცევას, ლირიზმს, სიმღერას სიმღერისთვის, ესთე-

829
ტიზმს, ყმაწვილი კაცის გულუბრყვილო წარმოდგენას „ხელო-
ვანზე“ და „სილამაზეზე“, ვერ დაბრუნდები „მხიარულების სახ-
ლში“, ბერმუდის კოტეჯში, შორს სამყაროს დაპირისპირებების-
გან და ჩხუბებისგან, ვერ დაუბრუნდები მამას, რომელსაც ეძებ-
დი, სახლს, სადაც შეგიფარებენ, გადაგარჩენენ, ტვირთს შეგიმ-
სუბუქებენ, ძველებურ წყობას, რომელიც მარადიული გეგონა –
ვერ დაბრუნდები უკან, დროისა და მახსოვრობის თავდავიწყე-
ბაში.
ამ ფრაზამ მოიცვა ყველაფერი, რაც აქამდე შეუცნია. და რა-
საც ახლა მიხვდა, ულმობელი გადაწყვეტილების მიღებაში და-
ეხმარა. მთელი წელი იწვალა, თავის მეგობარს და რედაქტორს,
ფოქს ედვარდსს სულ ამაზე ელაპარაკებოდა, თავს ებრძოდა,
არ სურდა გარდაუვალი ნაბიჯის გადადგმა. და დადგა ფოქსთან
განშორების დრო. გზის გასაყართან მივიდნენ. იმიტომ არა,
რომ ფოქსიც ახალი ბარბაროსი ეგონა. არა, ღმერთმანი! ფოქსს
მისი ესმოდა და ჯორჯმა იცოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო,
ფოქსი ყოველთვის მის მეგობრად დარჩებოდა.
ამდენი ხნის ერთად ყოფნის მერე, დაშორდნენ. და როცა ეს
დამთავრდა, ჯორჯი დაჯდა და ფოქსს მისწერა, უნდოდა, ყველა-
ფერი ნათლად განემარტა და აი, რა დაწერა:

830
თავი ორმოცდამეხუთე

ახალგაზრდა იკაროსი

ძვირფასო ფოქს [წერდა ჯორჯი], ბოლო დროს ბევრს ვფიქ-


რობ თქვენზე, თქვენს უცნაურ, მაგრამ ნაცნობ სახეზე. თქვენის-
თანა კაცი ადრე არ მცოდნია და რომ არ შეგხვედროდით, ვერც
ვიფიქრებდი, თუ ასეთი ადამიანი არსებობს. აუცილებლად უნდა
გამეცანით და ახლა როცა შეგხვდით, ვერ წარმომიდგენია, რო-
გორ შეიძლებოდა მეცხოვრა უთქვენოდ. თქვენ ჩემი ბედის, ჩემი
გზის მანათობელი ვარსკვლავი გახდით, ჯადოსნური ძაფი დიდი
ქსელისა, რომელიც უკვე მოიქსოვა: ჩვენი ცხოვრების ციკლი
დასრულდა და ახლა ჩვენ-ჩვენი გზით გავალთ ბოლოში. დასას-
რული დასაწყისივით გარდაუვალია. ასე რომ, ძვირფასო მეგო-
ბარო, ჩემო ახალგაზრდობის მშობელო, მშვიდობით.
ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მისაღებში გელოდებო-
დით. თქვენ მე არ გამრიყეთ, არა, გულთბილად მიმიღეთ, წამო-
მაყენეთ და წამახალისეთ მაშინ, როცა ყველაზე უიმედოდ ვიყა-
ვი, დამეხმარეთ, საკუთარი თავის პატივისცემა დამებრუნებინა,
მისდამი ნდობა აღმედგინა, იმიტომ, რომ თქვენ ჩემი გჯერო-
დათ; თქვენმა დახმარებამ, რწმენამ, კეთილშობილმა შეგუ-
ლიანებამ გადამატანინა მთელი ეს ბრძოლები, ეჭვები, დაბ-
ნეულობა და დეპრესია.
ახლა დამთავრდა ის გზა, რომელსაც ერთად მივუყვებოდით
და მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, რამდენად სრულყოფილად დას-

831
რულდა. მაგრამ ვიდრე მე ჩემს გზას გავუდგები, სრულყოფილი
დასასრული მინდა აღვწერო.
შეიძლება იფიქროთ, ოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში ადრეა
ცხოვრების შეფასებაო. მაგრამ ეს არაა ჩემი მიზანი. ისე, ოც-
დაჩვიდმეტი წელი მართლაც არ არის ბევრი შენს დაგროვილ
ცოდნაზე სალაპარაკოდ, მაგრამ რაღაცის სასწავლად საკმარი-
სია. ამ დროისთვის უკვე შეგიძლია, განვლილ გზას გადახედო,
სხვაგვარად დაინახო გარკვეული პერიოდები და მოვლენები და
ახლა მეც სხვა თვალით ვუყურებ არა მხოლოდ გარკვეულ პე-
რიოდებს, არამედ ჩემს შეხედულებებს ადამიანზე და ცხოვრება-
ზე, ჩემს კავშირზე ამ ცხოვრებასთან და გადავწყვიტე, მოგიყვეთ.
დამიჯერეთ, ეგოიზმი არ მალაპარაკებს. თავად დარწმუნდებით,
რომ ყველაფერი, რაც მე გადამხდა, თქვენი, როგორც ბედისწე-
რის ორბიტის, და ჩვენი განშორების გარშემო ტრიალებს. ასე
რომ, ცოტა ხნით ამიტანეთ და მერე მშვიდობით.
თავიდან დავიწყებ (ახლა უკვე ყველაფერი ნათელი და გასა-
გებია, თავიდან ბოლომდე):
ოცი წლის წინ, როცა ჩვიდმეტი წლის ვიყავი და ფაინ-როქ
კოლეჯში მეორე კურსზე ვსწავლობდი, თანაკურსელებთან
„ცხოვრების ფილოსოფიაზე“ ლაპარაკი მიყვარდა. ეს ჩვენი სა-
უბრების საყვარელი თემა იყო და საკმაოდ სერიოზულადაც გან-
ვიხილავდით. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაშინ რა იყო ჩემი „ფი-
ლოსოფია“, მაგრამ რომ მქონდა ჩემი აზრი, ეს ზუსტად ვიცი.
ყველას გვქონდა. ფაინ-როქში ფილოსოფიამ ძალიან გაგვიტა-
ცა. ისეთ უზარმაზარ თემებს ვეთამაშებოდით, როგორებიც
„კონცეფცია“, „კატეგორიული იმპერატივი“, „უარყოფის მომენ-
ტებია“.

832
შემიძლია ვთქვა, რომ ფილოსოფიაში არ მოვიკოჭლებდი.
ჩვიდმეტი წლისა ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი ვიყავი.
„კონცეფციები“ არ მაფრთხობდა და „უარყოფის მომენტები“ ისე
შევისისხლხორცე, ვისაც გინდა დაველაპარაკებოდი. რაკი ტრა-
ბახს მოვყევი, იმასაც გეტყვით, რომ ლოგიკაში უმაღლესი შეფა-
სება მივიღე, რაც მრავალი წელი არავის ღირსებოდა.
ახლანდელი სტუდენტების რა მოგახსენოთ, მაგრამ ოცი
წლის წინ იმ კოლეჯში ფილოსოფიას სერიოზულად ვეკიდებო-
დით. ვლაპარაკობდით ღმერთზე, გაუთავებელი მსჯელობით
ვცდილობდით, ამოგვეცნო „ჭეშმარიტების“, „სიკეთის“ და „სი-
ლამაზის“ არსი. კარგად გახლდით მომზადებული საკამათოდ
და დღეს სულაც არ მეცინება, როცა ვიგონებ. ჩვენ მაშინ ახალ-
გაზრდები, გულწრფელები, აღტაცებულები ვიყავით.
კოლეჯში გადახდენილი ამბებიდან ერთი განსაკუთრებით
დამამახსოვრდა. ერთხელ შუდღისას კოლეჯისკენ მივუყვებოდი
ბილიკს და ჩემკენ მომავალი ჯგუფელი, დ. ტ. ჯონზი შემომხვდა
– მას უფრო Delirium Tremens-ად11 იცნობდნენ – ისიც ფილო-
სოფოსი გახლდათ. როგორც კი დავინახე, გავიფიქრე, ნამდვი-
ლად რაღაც შეემთხვა-მეთქი. ბაპტისტების ოჯახიდან იყო,
ჟღალთმიანი, აწოწილი, გაჩხიკინებული და ახლა ჩემკენ მომა-
ვალი ჟღალ თმას, წარბებს, წამწამებს, ჭორფლს რომ მოანა-
თებდა, საშინელმა, არანორმალურმა სიწითლემ შორიდანვე
მომჭრა თვალი.
იმ დიდებული ტყიდან ბრუნდებოდა, სადაც კვირაობითგვიყ-
ვარდა სეირნობა და სადაც ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით.

11 ლათ. თეთრი ციებ-ცხელება.

833
განვმარტოვდებოდით ხოლმე წმინდა ფიჭვნარში და ფილოსო-
ფიის პრობლემებს ვებრძოდით, „განდეგილობის განსაცდელი“
გვინდოდა შეგვეგრძნო და თუ გავუძლებდით, გამარჯვებულები
ვბრუნდებოდით.
დ. ტ. ახლა იქიდან მოდიოდა. მითხრა, მთელი ღამე იქ გავა-
ტარეო. „გამოცდა“ წარმატებით ჩაუბარებია და კმაყოფილი ჩან-
და. კენგურუსავით მოხტოდა ჩემკენ, თითქოს მიწაზე ფეხს არც
ადგამდა, და ერთადერთი ეს თქვა:
– მე მაქვს კონცეფცია!
გაოგნებული ხეს მივეყუდე, ის კი ხტუნვა-ხტუნვით მიიჩქარო-
და, კარგი ამბავი დანარჩენებისთვისაც რომ ეხარებინა.
მაგრამ არც ახლა არ მეცინება. ჩვენ იმ დღეებში ფილოსოფი-
ას სერიოზულად ვუყურებდით და ყველას ჩვენ-ჩვენი გვქონდა.
და ყველას ერთად – ჩვენი „ფილოსოფოსი“ გვყავდა. კეთილშო-
ბილი და პატივცემული კაცი იყო, დიდი ადამიანი, ისეთი, როგო-
რებიც წლების წინ ყველა კოლეჯს ჰყავდა და იმედი მაქვს, ახ-
ლაც ასეა. ნახევარი საუკუნის მანძილზე ეს ადამიანი მთელ
შტატში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პატივცემული კაცი
გახლდათ. ჰეგელიანიზმს გვიქადაგებდა. ჩახლართულად გვი-
საბუთებდა ყველაფერს, ძველი ბერძნებიდან იწყებდა და „გან-
ვითარების ყველა ეტაპის“ გავლით ჰეგელამდე მივყავდით. და
ჰეგელის მერე? – ამაზე პასუხი არ მიგვიღია. მაგრამ არ ჰქონდა
მნიშვნელობა, ჰეგელის მერე ჩვენ ის გვყავდა – ის იყო ჩვენ-
თვის დიდი მასწავლებელი.
ჩვენი ფილოსოფოსის „ფილოსოფია“ ახლა მნიშვნელოვანი
არ მეჩვენება. ახლა მგონია, საუკეთესო შემთხვევაში, ის სხვა
ადამიანების აზრების გატანჯული და შეკოწიწებული სქემა უფ-
რო იყო. მაგრამ თვითონ მნიშვნელოვანი პიროვნება გახლდათ,

834
დიდი მასწავლებელი და დიდი საქმეც გააკეთა ჩვენთვის და უამ-
რავი სტუდენტისთვის ორმოცდაათი წლის მანძილზე. თავისი
„ფილოსოფია“ კი არ გვასწავლა, არამედ საკუთარ სიფრთხი-
ლეს, ორიგინალობას და გაბედულ აზროვნებას გვაზიარა. ჩვენ-
თვის სასიცოცხლო ძალა გახდა, რადგან წაგვაქეზა, პირველად
ცხოვრებაში, კითხვები გაგვჩენოდა. გვასწავლა, რომ არ უნდა
გვშინებოდა ფიქრის, კითხვის დასმის; გვასწავლა, კრიტიკულად
შეგვემოწმებინა ჩვენი ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი
ცრურწმენები. რა თქმა უნდა, შტატის ფანატიკოსები ვერ იტან-
დნენ, მაგრამ სტუდენტები ვაღმერთებდით. და ის მარცვალი,
მან რომ დათესა, აღმოცენდა და გაიზარდა დიდი ხნის შემდეგ,
რაც ჰეგელი, „კონცეფცია“, „უარყოფის მომენტები“ და ყველა
სხვა დანარჩენი დავიწყებას მიეცა.
მაშინ დავიწყე წერა. კოლეჯის გაზეთის რედაქტორი გავხდი,
პატარა მოთხრობებს და ლექსებს ვწერდი ჩვენი ლიტერატურუ-
ლი ჟურნალისთვის „შარავანდედი“ და რედკოლეგიის წევრიც
გახლდით. ომის წლები იდგა. ასაკის გამო ომში არ გამიწვიეს,
მაგრამ ჩემი პირველი ლექსები პატრიოტული სულისკვეთებით
იყო სავსე. ერთი მახსოვს (მგონი, სულ პირველი უნდა ყოფილი-
ყო), რომელიც უშუალოდ ბედკრულ კაიზერ ბილს მივუძღვენი.
ლექსს „თათმანი“ ერქვა, ჯეიმზ რასელ ლოუელის „თანამედრო-
ვე კრიზისის“ სტილში დავწერე. როგორც ახლა მაგონდება, თა-
ვიდანვე ამაღლებული ნოტით იწყებოდა. პოეტი წინასწარმეტ-
ყველი და ბარდია-მეთქი, თავისი ხალხის გამოღვიძებული ენა,
და ის მე ვიყავი. საომრად მომართული დემოკრატიის სახელით,
კაიზერი მაგრად შევაფუცხუნე. განსაკუთრებით დამამახსოვრდა
ორი სტრიქონი, სადაც შელახული თავისუფლების ხმა ღაღადებ-
და:

835
„რადგან გამოგვიწვიე,
ძაღლო, მიიღე საკადრისი!“
ეს სიტყვები იმიტომაც დამამახსოვრდა, რომ რედაქციაში კა-
მათი გამოიწვია. უფრო კონსერვატიული წევრები მიიჩნევდნენ,
რომ „ძაღლი“ მეტისმეტი იყო და იმიტომ არა, რომ კაიზერი ამას
არ იმსახურებდა, უბრალოდ, „შარავანდედის“ ლიტერატურულ
გემოვნებას და ლექსის ამაღლებულ განწყობას არ შეესაბამე-
ბოდა. ჩემი გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად და
ლექსის წყობის გაუთვალისწინებლად, ეს სიტყვა ამოიღეს.
იმავე წელს დაწერილი მეორე, მხიარული ლექსი გლეხკაცს
მივუძღვენი, რომელიც თავის ფლანდრიაში მიწის თოხნისას თა-
ვის ქალას იპოვის, მაგრამ მშვიდად განაგრძობს მუშაობას ზარ-
ბაზნების ბათქაბუთქში, როცა „კბილებდაკრეჭილი თავის ქალა
საზარელ საიდუმლოს ინახავდა“. კიდევ მახსენდება პატარა
მოთხრობა, რომელსაც „ვირჯინიის ვინჩესტერი“ დავარქვი.
კარგი ოჯახის მხდალ შვილზე დავწერე, რომელიც ბოლოს გამ-
ბედაობას მოიკრებს და ღირსებას დაიბრუნებს, ოღონდ იღუპე-
ბა. ასეთი იყო ჩემი პირველი შემოქმედებითი მცდელობები და
ნათლად ჩანს, ბოლო ომმა რა დიდი და მნიშვნელოვანი როლი
ითამაშა.
ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ დაგანახვოთ, საიდან და-
ვიწყე, საიდან დაიწყო ჩემი გზა.
რაც მე უკანასკნელ წლებში მემართება, არაერთხელ სცადეს
აეხსნათ იმ ისტორიით, რომელიც კოლეჯში გადამხდა თავს.
ფოქს, მე თქვენთვის არასდროს მომიყოლია ის ეპიზოდი. არა
იმიტომ, თითქოს მრცხვენოდა, მონაწილე რომ ვიყავი ან გამხე-
ლა მაშინებდა. უბრალოდ, სიტყვამ არ მოიტანა; მერე რაღაც-
ნაირად გადამავიწყდა. მაგრამ ახლა, როცა ერთმანეთს ვშორ-

836
დებით, ვფიქრობ, უმჯობესია, მოგიყვეთ, რადგან ჩემთვის სასი-
ცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დავადასტურო: წარსულში მომ-
ხდარის გამო თავს არც მსხვერპლად მივიჩნევ და არც განრის-
ხებულ წამებულად. დიახ, ყოფილა დრო, თქვენც კარგად იცით,
როცა მე უსაზღვრო სევდით ვიყავი შეპყრობილი. ყოფილა დრო,
როცა მეჩვენებოდა, თითქოს ცხოვრებამ დამაღალატა. მაგრამ
დღეს ისეთი მგრძნობიარე აღარ ვარ და აღარც მაშინდელივით
დარდიანი. არ გატყუებთ.
ახლა იმ ისტორიას დავუბრუნდეთ, ზემოთ რომ ვახსენე:
როგორც იცით, ფოქს, ჩემი პირველი რომანი რომ გამოვიდა,
მშობლიური ქალაქი ამიმხედრდა. მაშინ სცადეს, ჩემი „გაბორო-
ტება“ იმით აეხსნათ, ერთხელ, კოლეჯში სწავლისას, სამოქალა-
ქო უფლება რომ ჩამომართვეს. ახლა ფაინ-როქ კოლეჯის საქმე
კატაუბაში ყველას პირზე აკერია, არადა წიგნის გამოსვლამდე,
ტრაგედიის მთავარი გმირების სახელები აღარც ახსოვდათ. ვი-
ნაიდან მათგან ერთ-ერთი მე გახლდით, ხალხი ისევ ალაპარაკ-
და და ის ტრაგედია მიწიდან ამოთხარეს.
გაიხსენეს, რომ ხუთმა სტუდენტმა (ღმერთო, შეიწყალე მათი
სულები, ვინც მაშინ ჩუმად იყო) ჩვენი ჯგუფელი ბელი ღამით
სპორტულ მოედანზე წავათრიეთ, თვალები ავუხვიეთ და ვაიძუ-
ლეთ, კასრზე ეცეკვა. გაიხსენეს, როგორ დაუცდა ფეხი ბელს,
როგორ გადმოვარდა კასრიდან, გატეხილ ბოთლზე დაემხო, სა-
უღლე ვენა გადაეხსნა და ხუთ წუთში სისხლისგან დაიცალა. გა-
იხსენეს, ხუთივე – მე, რენდი შეპერტონი, ჯონ ბრეკეტი, სტოუელ
ანდერსონი და დიკ კარი კოლეჯიდან რომ გაგვრიცხეს, სასა-
მართლოს რომ გადაგვცეს, მშობლების და უახლოესი ნათესა-
ვების მეურვეობა დაგვიწესეს და სამოქალაქო უფლებები ჩა-
მოგვართვეს.

837
ეს ყველაფერი სიმართლეა. მაგრამ როცა ჩემი წიგნი გამოქ-
ვეყნდა, ისტორია გააყალბეს. არც ერთი ჩვენგანი არ გაუბედუ-
რებულა და არ გაბოროტებულა – ეს ჩვენი ცხოვრებით დავამ-
ტკიცეთ. ეჭვი არ არის, ტრაგედიის შედეგებმა (ხუთივეს ჩამოგ-
ვართვეს სამოქალაქო უფლება, ოღონდ არ ვიტყვი, მათგან რო-
მელი სამი იყო მხოლოდ მაყურებელი), რა თქმა უნდა, საშინე-
ლი დაღი დაასვა ჩვენს ახალგაზრდულ ცხოვრებას. მაგრამ იმ
საზარელ ღამეს, როცა მთვარის შუქზე გადაფითრებულები და
უსუსურები ვუყურებდით, როგორ იცლებოდა ბიჭი სისხლისგან,
რენდიმ ჩამჩურჩულა:
– ჩვენ ბრალი არაფერში არ მიგვიძღვის, გარდა იმისა, რომ
იდიოტები ვართ!
ასე ვფიქრობდით იმ ღამით ყველანი, როცა შეძრწუნებულე-
ბი, ძირს დამხობილები მომაკვდავ ბიჭს დავყურებდით. და ვიცი,
ბელიც ასე ფიქრობდა, მან დაინახა ჩვენს თვალებში შეძრწუნე-
ბა და სინდისის ქენჯნა და მართალია კვდებოდა, სცადა გაეღიმა
და რაღაც ეთქვა. ვერ ამოთქვა, მაგრამ ყველა ვგრძნობდით,
დალაპარაკება რომ შესძლებოდა, გვეტყოდა, მეცოდებითო.
იმიტომ, რომ იცოდა, ბოროტი განზრახვით არ ჩაგვიდენია, რაც
ჩავიდინეთ, ყველაფერი მხოლოდ ჩვენი სიშტერის გამო მოხდა.
ჩვენ ბელი მოვკალით. ჩვენი დაუფიქრებელი სიშტერით მოვ-
კალით მეგობარი, ეს იყო მისი განაჩენი, რაც უკანასკნელი ამო-
სუნთქვით მიგვახვედრა. გული გავუტეხეთ ჩვენს მასწავლე-
ბელს, ჩვენს საკუთარ ფილოსოფოსს; მან კი ჯერ ბელს დახედა,
მერე ჩვენ მოგვიბრუნდა და გვითხრა:
– ღმერთო ჩემო, ბიჭებო, ეს როგორ გააკეთეთ?
სხვა არაფერი. ბელის მამასაც აღარაფერი უთქვამს. და მას
შემდეგ, რაც პირველი ქარიშხალი ჩაცხრა, აღშფოთებამ და გან-

838
რისხებამ მთელ შტატს გადაუარა, სასჯელად აი, რა მივიღეთ:
ვიცოდით, რომ ულმობელი დანაშაული ჩავიდინეთ და ჩვენს სუ-
ლებს არასოდეს მოასვენებდა საბედისწერო კითხვა: „რატომ?“
მალე ხალხმა ეს იგრძნო. პირველი მძვინვარება, რაც ჩვენ-
თვის სამოქალაქო უფლების ჩამორთმევაში გამოიხატა, სწრა-
ფად ჩაცხრა. ისიც სამ წელიწადში მშვიდად აღგვიდგინეს (მე
რაც შემეხება, მაშინ თვრამეტი წლისა ვიყავი და ხმის უფლებაც
არ დამიკარგავს). ხუთივეს კოლეჯში დაბრუნების ნება დაგ-
ვრთეს და მთელი კურსი დავხურეთ. ხალხი დამშვიდდა: მალე
მათი ვერდიქტი ასეთი იყო: მათ არ უნდოდათ ამის გაკეთება,
უბრალოდ, სისულელით მოუვიდათ. მოგვიანებით, როცა სამო-
ქალაქო უფლება აღგვიდგინეს, კიდევ უფრო ლიბერალურად
განეწყვნენ – საკმარისად დაისაჯნენ, ბავშვები იყვნენ, არ იცოდ-
ნენ, რას აკეთებდნენო. მერე უკვე ჩვენ სასარგებლოდ ითქვა –
მართალია, ეს მსხვერპლის ფასად მოხდა, მაგრამ ამიერიდან
შტატში პირველკურსელების დამცირებას ბოლო მოეღებაო.
რაც შეეხება ჩვენი ხუთეულის შემდგომ ცხოვრებას – რენდი
შეპერტონი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ჯონ ბრეკეტმა,
სტოუელ ანდერსონმა და დიკ კარმა თავიანთ საქმეში წარმატე-
ბას მიაღწიეს. ბოლოს რომ ვნახე სტოუელ ანდერსონი, ადვოკა-
ტი იყო, თავისი ოლქის პოლიტიკური ლიდერი. ჩუმად მითხრა,
იმ შემთხვევამ არათუ კარიერა არ გამიფუჭა, დამეხმარა კიდე-
ცო.
– ხალხს, – თქვა, – წარსულის შეცდომების დავიწყება სურს,
თუ გატყობენ, რომ წესიერი ადამიანი ხარ, დახმარების ხელსაც
გიწვდიან.
„თუ გატყობენ, რომ წესიერი ადამიანი ხარ!“ არ მინდა ჩავუღ-
რმავდე, მაგრამ მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩემი აზ-

839
რით, ის ფაინ-როქ კოლეჯის შემთხვევა ბრეკეტს, ანდერსონს და
კარს დაეხმარა, მეტად მოენდომებინათ, „წესიერები“ გამხდა-
რიყვნენ. იმისაც მჯერა, ჩემი პირველი რომანის შემდეგ „არაწე-
სიერ ადამიანად“ რომ შემრაცხეს, გაცილებით უფრო ულმობელ
ფორმას მიიღებდა, „წესიერი“ ბრეკეტის, ანდერსონის და კარის
მეგობარი რომ არ ვყოფილიყავი.
ერთი სიტყვით, ფოქს, იმიტომ ავიტკივე თავი და მოგიყევით
ეს თქვენთვის უცნობი ამბავი, რომ ვფიქრობდი, იქნებ ოდესმე
სხვისგან გაგეგოთ და არასწორი შთაბეჭდილება შეგქმნოდათ.
ლიბია-ჰილში ზოგიერთს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევით დამაჯე-
რებლად აიხსნება, რა დამემართა, ეს წიგნი რომ დავწერე. იქნებ
თქვენც გეფიქრათ, რომ ამან გამაბოროტა ან რაიმე საერთო
აქვს ჩემს ახლანდელ მდგომარეობასთან. გონების და გულის
ცხრა მეათედით გესმით, რატომაც მივდივარ თქვენგან, მაგრამ
ის ერთი მეათედი შეფიქრიანებულია და ვიცი, გინდათ გაიგოთ,
რატომ. დროდადრო მეკამათებოდით, როგორც თავად ნახევ-
რად ხუმრობით ამბობდით ხოლმე, ჩემი „რადიკალიზმის“ გამო.
მე არ მგონია, რომ რადიკალისტი ვარ, და თუ ვარ, თქვენ რომ
გულისხმობთ, ისეთი არა.
მერწმუნეთ, ფაინ-როქ კოლეჯის შემთხვევას ამასთან არაფე-
რი აქვს საერთო. ამ შემთხვევით არაფრის ახსნა არ შეიძლება.
პირიქით, უფრო ბუნებრივია, დავუშვათ, რომ იმ დღიდან ტრაგე-
დიის ყველა მონაწილე, ხუთივენი, უფრო მეტი მონდომებით
ვცდილობდით, წესიერები გავმხდარიყავით, ვიდრე სხვა შემ-
თხვევაში შევეცდებოდით.
ფოქს, თქვენ გყავთ მეგობარი, ჰანთ ქორნოი. თქვენ გაგვა-
ცანით ერთმანეთს. სულ რამდენიმე წლით არის ჩემზე უფროსი,
მაგრამ ძალიან თავგამოდებით იბრალებს, „დაკარგულ

840
თაობას“ მივეკუთვნებიო და დიდი ენთუზიაზმით სურს, მეც იგივე
მომაწეროს. ხშირად გვიკამათია ამ თემაზე.
– თქვენც იმ თაობას მიეკუთვნებით, – მეტყვის ხოლმე გაღი-
მებული, – ვერ გაექცევით, გინდათ თუ არა, მისი ნაწილი ხართ.
რაზედაც უხეშად ვპასუხობ:
– სულ ტყუილად ირჯებით!
თუ თავად სურს, დაკარგული თაობის წარმომადგენელი
იყოს, მისი საქმეა, ისე, მართლა გასაკვირია, რა მონდომებით
იხუტებს ხალხი გულგატეხილობის აჩრდილს გულში. და თუ მე
მაინც „ამირჩიეს“, ეს ჩემი ნების და წარმოდგენის წინააღმდეგ
მოხდება და უსათუოდ გადავდგები. ვერ ვგრძნობ, დაკარგულ
თაობას ვეკუთვნოდე, არასოდეს მომსვლია თავში აზრად. კაცმა
რომ თქვას, მე პირადად მეეჭვება, არსებობს კი დაკარგული
თაობა საერთოდ, თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ ყველა
თაობა საბოლოოდ უნდა დაიკარგოს. ამას წინათ გამიელვა
თავში, ამ ქვეყანას თუკი მართლაც ჰყავს დაკარგული თაობა,
ალბათ ის შუახნის ადამიანები არიან, რომლებიც იმ ენაზე ლა-
პარაკობენ, 1929 წლამდე რომ იხმარებოდა, ისინი ნამდვილად
შეგვიძლია, დაკარგულებად ჩავთვალოთ. ოღონდ მე მათ
რიცხვს არ ვეკუთვნი.
მართალია, მტკიცედ მჯერა, რომ დაკარგულ თაობას არ ვე-
კუთვნი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – მე, როგორც პიროვნე-
ბა, დაკარგული ვარ. შეიძლება, ესეც არის მიზეზი, ფოქს, ამდენი
წელი ასე ძლიერ რომ მჭირდებოდით. იმიტომ, რომ მე დაკარ-
გული ვიყავი, ვეძებდი ჩემზე უფროსს და ჩემზე ჭკვიანს, გზა რომ
ეჩვენებინა და თქვენ რომ გიპოვეთ, გარდაცვლილი მამის ადგი-
ლი დაიკავეთ ჩემს ცხოვრებაში. ცხრა წელი გავატარე თქვენ
გვერდით და ვიპოვე გზა. ალბათ არც იცით, ისე მაპოვნინეთ,

841
მაგრამ ახლა ეს გზა თქვენთვის არასასურველი მიმართულებით
წავა. იმიტომ, რომ მე აღარ ვთვლი თავს დაკარგულად და
მსურს, გითხრათ, რატომ.
როცა კოლეჯში დამაბრუნეს და კურსი დავხურე, ოცი წლის
გახლდით და ალბათ ყველაზე თავგზააბნეული კაცი ვიყავი. ზო-
გადად, კოლეჯში იმიტომ გამგზავნეს, რომ „ცხოვრებისთვის
მოვმზადებულიყავი“, როგორც მაშინ ამბობდნენ, მაგრამ შედე-
გი სრულიად საპირისპირო მივიღეთ. მე ამერიკის ყველაზე კონ-
სერვატიული ნაწილიდან ვარ, და იმ ნაწილის ყველაზე კონსერ-
ვატიული ოჯახიდან. ჩემი წინაპრები, ბოლო თაობის გარდა,
სოფლის ხალხი იყო, მიწიდან იღებდნენ სარჩოს.
მამაჩემი ჯონ ვებერი მთელი ცხოვრება მშრომელი კაცი გახ-
ლდათ. თორმეტი წლისა უკვე მძიმე ფიზიკური შრომით ირჩენდა
თავს. როგორც ადრე გითხარით, გონებრივადაც და ფიზიკურა-
დაც კარგად იყო განვითარებული, მაგრამ, ბევრი მისნაირის
მსგავსად, სწავლა ვერ მოახერხა და ამბიცია გაუჩნდა, შვილის-
თვის განათლება მიეცა, სურდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა,
კოლეჯში შევეყვანე. ვიდრე კოლეჯში შევიდოდი, სულ ცოტა
ხნით ადრე გარდაიცვალა, მაგრამ სწავლა მისი ფულით შევძე-
ლი. ბუნებრივია, მამაჩემისთანა ხალხს ეგონა, რომ ოფიციალუ-
რი განათლება ადამიანს ცხოვრებისთვის ამზადებს, თუმცა ასე
არ არის და არც უნდა იყოს. მისთვის კოლეჯი ჯადოსნური კარი
იყო, რომელიც არათუ ცოდნის საგანძურისკენ მიგიძღოდა, არა-
მედ იქიდან ნებისმიერ გზას დაადგებოდი მატერიალური წარმა-
ტების მისაღწევად. ბუნებრივია, მამაჩემი ფიქრობდა, რომ ზოგა-
დად ნაცადი და ყველას მიერ მოწონებული გზა უფრო იოლად
მიგიყვანდა წარმატებამდე.

842
გზა, რომელიც მან ჩემთვის სიკვდილის წინ აარჩია, საინჟინ-
რო საქმის ერთ-ერთი განხრა იყო. ჯიუტად ეკამათებოდა ჯოინე-
რების არჩევანს, რომელთაც უნდოდათ, ადვოკატი გამოვსული-
ყავი. თავისი საქმის ოსტატს ადვოკატი იშვიათად სჭირდებოდა
და როგორც ადამიანს, მათ მიმართ პატივისცემის გრძნობა არ
გააჩნდა; ძირითადად, „უნამუსოების ბანდად“ მოიხსენიებდა.
სარეცელზე რომ იწვა, სიკვდილის წინ უკანასკნელი რჩევა მომ-
ცა:
– ისწავლე რამის კეთება, ისწავლე რამის შექმნა – კოლეჯი
ამისთვისაა.
მწარედ ნანობდა, რომ ხელმოკლეობის გამო თვითონ დურ-
გლობის და კალატოზობის გარდა ვერაფერი ისწავლა. კარგი
კალატოზი იყო, ბოლო დროს უყვარდა, თავის თავს მშენებელს
რომ უწოდებდა. რაღაც გამოუთქმელი წუხილი ტანჯავდა, ფორ-
მის და დიზაინის შეგრძნების უნარი განუხორციელებელი რომ
დარჩა. ჩემ გამო ალბათ მწარე იმედგაცრუებას იგემებდა, ვერ
ვიტყვი, რომელი უკიდურესობა უფრო მეტად ეზიზღებოდა – ად-
ვოკატობა თუ მწერლობა.
კოლეჯი როცა დავამთავრე, აშკარა გახდა, რა ნიჭითაც არ
უნდა ვყოფილიყავი დაჯილდოებული, ინჟინერი ან ადვოკატი
ვერ გავხდებოდი. ერთისთვის ტექნიკური ნიჭი მაკლდა და
მეორისთვის, როგორც მომდევნო წლებში გამიმყარდა რწმენა,
ზედმეტად პატიოსანი ვიყავი. რა უნდა მექნა? ჩემს აკადემიურ
კარიერას, ფეინ როკ კოლეჯის შემთხვევამ და დროებითმა გა-
რიცხვამ ჩირქი რომ მოსცხო, ერთადერთი ლოგიკაში მიღებუ-
ლი უმაღლესი შეფასება ამშვენებდა. მამის და ჯოინერების იმე-
დები ვერ გავამართლე. მამაჩემი უკვე გარდაცვლილი იყო,
ჯოინერებმა ჩემზე ხელი ჩაიქნიეს.

843
ამ მიზეზების გამო, ჩემთვისაც კი დაუჯერებელი ჩანდა, ასეთი
მწველი ჟინი რომ გამიჩნდა, წერა დამეწყო. ამით მხოლოდ და-
ვადასტურებდი ჩემი ახლობლების უარეს ეჭვებს და საკუთარ
თავს თავადაც ეჭვის თვალით ვუყურებდი. ამიტომ, ეშმაკურად
მოვიტყუე თავი და დავიჯერე, თითქოს ჟურნალისტობა მინდო-
და. ახლა ვხვდები, რატომაც მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. მე-
ეჭვება, რომ ოცი წლის ასაკში დიდი ენთუზიაზმით ვიწვოდი, გა-
ზეთში მემუშავა, მაგრამ მოვახერხე თავის დაჯერება, რადგან
ერთადერთი, რაც გამომდიოდა, წერა იყო, თანაც შემოსავალი
მექნებოდა და სამყაროს დავუმტკიცებდი, რომ დროს უქმად არ
ვკარგავდი.
გულახდილად რომ მეღიარებინა ოჯახის წევრებთან, მწერა-
ლი მინდა გავხდე-მეთქი, შეუძლებელი იყო. მწერლობა ნიშნავ-
და, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, „სასიამოვნო საქმეს, თუ,
რა თქმა უნდა, იშოვიდი“. ჯოინერების წარმოდგენაში, ისევე,
როგორც ჩემსაშიც, „მწერალი“ სხვა სამყაროს ეკუთვნოდა, ის
ლორდ ბაირონივით და ლონგფელოსავით რომანტიკული ადა-
მიანი იყო... ან... ან ირვინ ს. კობივით, რომელსაც სასწაულებ-
რივი ნიჭი აღმოაჩნდა, სიტყვები ერთად მოექცია ლექსებში,
მოთხრობებში და რომანებში და წიგნებად გამოეცა ან „სეთარ-
დი ივნინგ ფოსთში“ დაებეჭდა. მწერალი უცნაურ, იდუმალ არსე-
ბად წარმოედგინათ, რომელიც უცნაური, იდუმალი ცხოვრებით
ცხოვრობდა და უცნაური და იდუმალი და კაშკაშა სამყაროდან
მოდიოდა, მისთვის უცხო იყო ის ცხოვრება და სამყარო, ჩვენ
რომ ვიცით. ლიბია-ჰილში გაზრდილ ბიჭს დაუფარავად რომ
განმეცხადებინა, მწერლობა მინდა-მეთქი, გიჟად ჩამთვლიდ-
ნენ. იმწამსვე ბიძია რანს ჯოინერი მოაგონდებოდათ, რომელიც
უშედეგოდ ცდილობდა, ვიოლინოზე დაკვრა ესწავლა, მერე კი

844
ბიძია მარკისგან ორმოცდაათი დოლარი ისესხა, ფრენოლოგი-
ის კურსი რომ გაევლო. ყოველთვის მამსგავსებდნენ ბიძია
რანსს და ჩემი გულის წადილი რომ გამემხილა, ამაში უკვე სა-
ბოლოოდ დარწმუნდებოდნენ.
მტკივნეული სიტუაცია იყო, ახლანდელი გადასახედიდან შე-
იძლება სასაცილო, მაგრამ ძალიან ადამიანური და ძალიან ამე-
რიკული. დღესაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ჯოინერები გამო-
ერკვნენ იმ გაოგნებიდან, როცა შეიტყვეს, რომ „მწერალი“ გავ-
ხდი. ასეთი დამოკიდებულებები და შეხედულებები წარმართავ-
დნენ ოცი წლის ასაკში ჩემს ცხოვრებას.
მოკლედ, კოლეჯი ახალი დამთავრებული მქონდა, ავიღე,
რაც მამის დანატოვარიდან დამრჩენოდა, საზეიმო განწყობით
მეორე ხელ საცვალთან ერთად ჩემოდანში ჩემი საიდუმლოც შე-
ვინახე და დიდების საძიებლად გზას დავადექი. ასე ჩამოვედი
ნიუ-იორკში, გაზეთში სამსახურის საპოვნელად.
სამსახურს ვეძებდი, ოღონდ ძალიანაც არ ვინდომებდი და
ვერაფერი ვიპოვე. ჯერჯერობით საკმარისი ფული მქონდა თავის
გასატანად და წერა დავიწყე. მერე, ფული რომ გამომელია, ქა-
ლაქის ერთ დიდ სასწავლო ფაბრიკაში პედაგოგად დავიწყე მუ-
შაობა. ეს კიდევ ერთი კომპრომისი იყო, მაგრამ თავისი მომხიბ-
ვლელობა ჰქონდა – საშუალება მეძლეოდა, მეცხოვრა და მეწე-
რა.
პირველ წელს ჩემსავით სამხრეთელ ბიჭებთან ერთად ვქი-
რაობდი ბინას, ზოგს კოლეჯიდან ვიცნობდი. ერთ-ერთმა ახალ-
გაზრდა ხელოვანების ჯგუფი გამაცნო, რომლებიც „ვილიჯში“
ცხოვრობდნენ. ჩემი ასაკის დახვეწილ ახალგაზრდებს შევერიე
– ყოველ შემთხვევაში, მაშინ ძალიან დახვეწილები მეჩვენე-
ბოდნენ. ჩემსავით ტყიდან გამოვარდნილი ხეპრეები კი არ იყ-

845
ვნენ, წერის მოკრძალებულ სურვილს რომ ვერ ამხელენ. ის
ახალგაზრდები ჰარვარდდამთავრებულები გახლდნენ, თავისუ-
ფალი მანერები ჰქონდათ და ხანდახან თამამად მეუბნებოდნენ,
მწერლები ვართო. იყვნენ კიდეც. ისინი წერდნენ და აქვეყნებ-
დნენ სხვადასხვა პატარა ექსპერიმენტულ ჟურნალებში, ყოველ
ფეხის ნაბიჯზე რომ გხვდებოდა იმხანად. როგორ მშურდა!
ისინი არათუ თამამად აცხადებდნენ, მწერლები ვართო, ბევრ
ვინმეზე, მე რომ მწერლები მეგონა, დაუფარავად ამბობდნენ,
სულაც არ არიან მწერლებიო. როცა ცოტა ყოყმანის მერე მათ
შესანიშნავ საუბრებში ვერთვებოდი, მივხვდი, სერიოზული შო-
კისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად. მაგალითად, საკმაოდ დამაბ-
ნეველი იყო, როცა ერთ-ერთ თავდაჯერებულ ახალგაზრდას,
ვარდისფერი ლოყები რომ ჰქონდა და ვითომ დაუდევრად ტვი-
დის მოდური პიჯაკი ეცვა, ვკითხე, გოლსუორსის „ბრძოლა“ თუ
წაგიკითხავთ-მეთქი და მან ნელა ასწია წარბები, ნელა გამოუშ-
ვა სიგარეტის ბოლი პირიდან, ნელა გააქნია თავი და თითქოს
სინანულით თქვა: „ვერ ვკითხულობ, უბრალოდ, ვერ ვკითხუ-
ლობ, ვწუხვარ, მაგრამ“... მის ტონში იგრძნობოდა, ვიცი, ასე არ
ვარგა, მაგრამ რა ვქნაო.
ისინი ბევრ რამეზე წუხდნენ. ყველაზე მეტად თეატრი აღელ-
ვებდათ, მაგრამ ძნელად იპოვიდი დრამატურგს, მათ ცენზურას
რომ გაჰქცეოდა. შოუ სახალისო ვინმე იყო, მაგრამ როგორც
დრამატურგი... ვერ ისწავლა პიესის წერა; ო’ნილის რეპუტაცია
ძალიან გაბერილი ყოფილა: დიალოგები მოუქნელი იყო, გმი-
რები – ლენჩები; ბარი – აუტანლად სენტიმენტალური; პინეროს
და სხვა მისნაირი ტიპების სპექტაკლები ისე ჩამორჩებოდა
დროს, უკვე სასაცილო გამხდარიყო.

846
ისე, ის ხისტი კრიტიკულობა კარგად წამადგა. ვისწავლე,
რომ პატივცემული სახელების და რეპუტაციების მიმართ, ადრე
დაუფიქრებლად რომ ვიღებდი, შეიძლებოდა კითხვები გამჩე-
ნოდა. მაგრამ სამწუხაროდ, მალე მეც ჩამითრიეს და სხვებივით,
გადამეტებულად დახვეწილ ესთეტიზმში გადავეშვი, რაც არათუ
მოსაწყენი და მანერული იყო, არამედ ცხოვრებას სულ დამაცი-
ლა და ვერავითარ საზრდოს ვერ ვიღებდი შემოქმედებისთვის.
საინტერესოა, ახლა გადახედო, თხუთმეტი წლის წინ რის
გვჯეროდა ნათელი გონების პატრონ ახალგაზრდებს, ვისაც ხე-
ლოვნებაში რაღაც ფასეულის შექმნა გვსურდა. სულ „ხელოვნე-
ბაზე“ და „სიყვარულზე“ ვლაპარაკობდით. მართლა ბევრსვლა-
პარაკობდით. ჩვენს წარმოდგენაში ხელოვანი ესთეტი მონსტრი
იყო და არავითარ შემთხვევაში – ადამიანი. თუმცა თუ ხელოვა-
ნი უპირველეს ყოვლისა საუკეთესო ადამიანი არ არის, სიცოც-
ხლის მოყვარულ ადამიანს ვგულისხმობ, თუკი ის ცხოვრებას არ
ეკუთვნის, მასთან არ არის დაკავშირებული და მისგან არ იღებს
სასიცოცხლო ძალას – მაშინ რა კაცია ის?
მაგრამ ხელოვანი ჩვენ რომ იმ დროს წარმოგვედგინა, ასეთი
კაცი არ ყოფილა და ჩვენი ფანტაზიის გარეთაც რომ ეცხოვრა,
ალბათ ყველაზე არაჰუმანური გონჯი იქნებოდა ამქვეყნად. იმის
ნაცვლად, სიცოცხლე ჰყვარებოდა, ამ ჩვენს „ხელოვანს“ ის
ეზიზღებოდა და ყველანაირად გაურბოდა. ეს იყო ძირითადი თე-
მა ჩვენი მოთხრობების, პიესების და რომანების. ჩვენ ვხატავ-
დით ნიჭიერ, მგრძნობიარე კაცს, ახალგაზრდა გენიოსს, ცხოვ-
რებისგან გატანჯულს, რომლისაც არ ესმოდათ და აქილიკებ-
დნენ, ფანატიკოსებივით მოაზროვნე, ვიწრო პროვინციული გა-
გების ადამიანები მას სამარცხვინო ბოძზე აკრავდნენ – დაღა-
ლატებულს და დამცირებულს ცოლის სიმდაბლის გამო და სა-

847
ბოლოოდ განადგურებულს, გაჩუმებულს და ნაკუწ-ნაკუწ დაგ-
ლეჯილს ბრბოს ორგანიზებული ძალით. ჩვენი წარმოსახული
ხელოვანი არ ეკუთვნოდა სამყაროს, სადაც ცხოვრობდა, სულ
იქიდან გაქცევას ლამობდა. სამყაროს მტაცებელ ცხოველად
ვხატავდით, ხელოვანს კი დაჭრილ ფავნად, მუდამ თავის დაღწე-
ვას რომ ლამობდა.
ახლა როცა ვიხსენებ, მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი ცუდად
ილექებოდა ჩვენში. გამოუცდელი ახალგაზრდების ენას და
სტილს მავნე მანერულობას სძენდა, მათ, ვინც მოგვიანებით ხე-
ლოვანები უნდა გავმხდარიყავით, არათუ განსაკუთრებულო-
ბის, არამედ პრივილეგირებულობის შეგრძნებას გვიღვიძებდა:
თითოეულ ჩვენგანს ეგონა, რომ კანონები მხოლოდ სხვების-
თვის იწერებოდა, ჩვენ განსაკუთრებული სურვილები, გრძნობე-
ბი და ვნებები გვამოძრავებდა – მოკლედ, რაღაც ისეთები ვიყა-
ვით, ადამიანის ბუნებას ლამაზი ავადმყოფობა რომ შეეყრება,
როგორიც მარგალიტია ხამანწკისთვის.
არ არის ძნელი, დაასკვნა, რანაირად იმოქმედებდა ეს ჩემზე.
პირველად ცხოვრებაში, უზრუნველყოფილი ვიყავი ჯავშნით,
ბრწყინვალე და დახვეწილი თავდაცვით, რომელიც მიფარავდა
ჩემი საკუთარი ეჭვებისგან, საკუთარი ძალის და შესაძლებლო-
ბების მიმართ უნდობლობისგან. შედეგად, როცა საქმე ჩემს
სურვილებს და მიზნებს ეხებოდა, ქედმაღალი და სასტიკი გავ-
ხდი. სხვებივით ჟარგონს ვხმარობდი, ვყბედობდი „ხელოვანებ-
ზე“ და აგდებულად მოვიხსენიებდი ბურჟუებს, ბებიტებს და მეშ-
ჩანებს – მათ, ვინც არ ეკუთვნოდნენ იმ რჩეულთა პატარა ეპარ-
ქიას, ჩვენ რომ ჩვენთვის გამოვიგონეთ.
ახლა რომ ვიხსენებ, ვცდილობ, ჩემი თავი დავინახო, ვში-
შობ, მაშინ დიდად მეგობრული და კეთილგანწყობილი ყმაწვი-

848
ლი არ გახლდით. მთელი მსოფლიოს გამოწვევა მინდოდა,
მთელ სამყაროს მინდოდა ავმხედრებოდი. და თუ ვინმეს, ვისაც
ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა, ხმამაღლა ვეკამათე-
ბოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ შინაგანად მე თვითონ მეპარებო-
და ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში და კამათი თითქოს სიმ-
ხნევეს მმატებდა.
ასეთი კაცი გამიცანით, ფოქს. გელაპარაკებოდით წიგნზე,
რომელიც ღვთისმოსაობით და მოკრძალებით იქნებოდა დაძეძ-
გილი, ოღონდ მე მაშინ ორივე მაკლდა. მაშინ პატარა, მანერუ-
ლი სნობივით, ზიზღით ვიყავი აღვსილი. მეგონა, იშვიათი ჯიშისა
გახლდით. ჯერ არ ვიცოდი, რომ თავმდაბლობის და თავშეკავე-
ბის გარეშე, ადამიანის სულში ჩაუწვდომლად, უპირატესი ვერ
იქნები. არ ვიცოდი – იშვიათ ჯიშს რომ მიეკუთვნებოდე, ჯერ
მსხვერპლის გაღების ნიჭი და ძალა უნდა გამოიმუშაო კაცმა.

849
თავი ორმოცდამეექვსე

ორი ანგელოზიც არ კმარა

ღრმა ბავშვობიდან [წერდა ჯორჯი] მეც ყველა სხვა კაცივით


ეს მინდოდა: სახელი მომეხვეჭა და სიყვარულს ვზიარებოდი. ამ
ორ სურვილთან ერთად გავიარე ყველა საფეხური, ხარისხი და
ფორმა ჩემი განვითარების.
სიყვარული და დიდება. რა გითხრათ, მე ორივეს ვეზიარე.
ფოქს, თქვენ ერთხელ მითხარით, სინამდვილეში დიდება არ
გინდაო, მხოლოდ გგონია, რომ გინდაო. მართალიც ბრძანდე-
ბოდით. ძალიან მსურდა, ვიდრე ვეზიარებოდი. მაგრამ, რო-
გორც კი ეს მოხდა, აღმოვაჩინე, რომ დიდება და სიყვარული არ
კმარა.
არ არის სახიფათო, აღიარო, რომ დიდება არ კმარა, მსოფ-
ლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა პოეტმა მას „კეთილშობილი გონე-
ბის უკანასკნელი სისუსტე“ უწოდა, მაგრამ სახიფათოა, ყველას-
თვის გასაგები მიზეზების გამო, აღიარო სიყვარულის სისუსტე.
შეიძლება, სიყვარული ზოგიერთს აკმაყოფილებს. ალბათ რო-
გორც მბზინვარე წყლის წვეთში, სიყვარულშიც ირეკლება მზის,
ზეცის და მთელი სამყაროს მინიატურული გამოსახულება. გარ-
დაცვლილ დიდ პოეტებს მიაჩნდათ, რომ ასე იყო და ხალხი იჯე-
რებდა და ეთანხმებოდა. მე იმის თქმა მინდა, რომ არა მგონია,
შეიძლებოდეს, ბაყაყების გუბე ოკეანეს მივამსგავსოთ, მხო-
ლოდ იმიტომ, რომ იქაც და იქაც წყალია.

850
– მე სიყვარულიც მეყოფა, თუმცა სამყარო ხელიდან მეცლე-
ბა, – წერდა უილიამ მორისი. ჩვენ გვნებავს დავუჯერებთ, გვნე-
ბავს არა. შესაძლოა, მისთვის ეს სიმართლე იყო, ოღონდ მეეჭ-
ვება. ვფიქრობ, იმ წამს იქნებოდა სიმართლე, როცა წერდა და
არა საბოლოოდ, ყველაფერი რომ ითქვა და გაკეთდა.
მე ასე არ ვფიქრობ.
მაშინაც კი, როცა საიმედოდ ვიყავი გამოჭერილი და გარე-
მოცული სიყვარულით, მის გარეთ უფრო დიდი სამყარო აღმო-
ვაჩინე. მოულოდნელი და შემარყეველი არ ყოფილა ეს აღმოჩე-
ნა, ისეთი არაფერი დამმართნია, კიტსს რომ დაემართა ჰომე-
როსის ჩეპმენისეული თარგმანის წაკითხვის მერე:
„თავი ვარსკვლავთმრიცხველად წარმოვიდგინე,
ახალი პლანეტა როცა შეცურდა მის თვალსაწიერში“.
აღმოჩენა ასე არ მოვარდნილა ჩემთან – ნელ-ნელა მივხვდი,
ვერც კი გავიგე, როგორ.
იმ დრომდე უბრალოდ ერთი მგრძნობიარე ახალგაზრდა კა-
ცი ვიყავი, რომელიც ვერ ერგებოდა თავის ოჯახს, ქალაქს და
ცხოვრებას, მერე მგრძნობიარე ახალგაზრდა შეყვარებული კა-
ცი გავხდი, რომელიც ისე იყო მოცული თავისი პატარა სიყვარუ-
ლით, ეგონა, იმ სიყვარულში მთელი სამყარო ეტეოდა. მაგრამ
ცხოვრებას რომ ვაკვირდებოდი, საკუთარ ყოფიერებაში შთან-
თქმულს დროდადრო შოკი მაფხიზლებდა, ჩემ თვალწინ გაიელ-
ვებდნენ ხოლმე იღბლიანი, შეძლებული, დიდი ადამიანები,
ზარმაცად რომ ირგებდნენ ამქვეყნიურ სიამოვნებებს და დამსა-
ხურებულად მიიჩნევდნენ კეთილდღეობას. მინახავს, რომ ხა-
ლისობდნენ განსაკუთრებული პრივილეგიით და ეს უკვე ისე დი-
დი ხანი გრძელდებოდა, ინტერესიც კი დაეკარგათ: თითქოს
ფიქრობდნენ, თავად ბუნებამ დაასახელა რჩეულ შვილებად.

851
ამავდროულად, შევიცანი ჩაძირული და დავიწყებული ჰილოტე-
ბი, თავიანთი მძიმე შრომით, ოფლით და სისხლით და ენით
აუწერელი ტანჯვით ნიადაგს რომ უმყარებდნენ და აჭმევდნენ
აღზევებულ წვრილფეხა თავადებს.
მერე მოვიდა 1929 წლის კატაკლიზმები და უბედურების
დღეები. სურათი უფრო დაიწმინდა – ყველასთვის გასაგები გახ-
და. იმ წლებში ბრუკლინის ჯუნგლებში ვცხოვრობდი და რო-
გორც არასდროს, ისე ნათლად ვიხილე ცხოვრების მემკვიდ-
რეობაჩამორთმეულთა ჭეშმარიტი და შემაძრწუნებელი სახე.
მაშინ წარმომიდგა თვალწინ უადამიანო, ულმობელი სამყარო
და რაც დრო გადიოდა, ნელ-ნელა დაჩრდილა ახალგაზრდა კა-
ცის ეგოისტური წარმოდგენები. თანდათან თავმდაბლობას
ვსწავლობდი. საკუთარი პატარა ცხოვრების მიმართ მგზნებარე
ინტერესი და წუხილი საცოდაობა და უმნიშვნელო გამოჩნდა და
უკვე მგზნებარე ინტერესით და წუხილით ავივსე სხვა კაცის და
საერთოდ კაცობრიობის მიმართ.
რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერს ძალიან მარტივად ვყვები.
მაშინ ვერც კი ვხვდებოდი, რა მემართებოდა. მხოლოდ ახლა, ამ
გადასახედიდან ვხედავ, რა ამბავი იყო ჩემს თავს. ადამიანის ბუ-
ნება ხომ მღვრიე გუბეა, შლამით სავსე, დროის დანალექით და-
ბინძურებული და სარწმუნო და ზუსტ სურათს შლის. ამიტომ უნ-
და დაელოდო, ვიდრე წყალი დაიწმინდება და მაშინ, ვერას-
დროს რომ ვერ იოცნებებდი, შეძლებ, სულის ძველი საბურველი
შემოიძრო, გველი რომ იცვლის ტყავს, ისე.
იმ დროს, როცა თვალი ამეხილა, გარე სამყაროს სახე ნელ--
ნელა გაიწმინდა და თავისი უცნაური ფორმებით წარმოდგა ჩემ
წინაშე, საშინელ შინაგან ბრძოლაში ვიყავი ჩაბმული. ეს იყო
დიდი ეჭვების და დეპრესიის წლები. მეორე რომანის პრობლე-

852
მებს ვეომებოდი და ყველაფერს ფრაგმენტულად, თვალის წა-
მიერი შევლებით აღვიქვამდი, მხოლოდ მოგვიანებით, როცა
წიგნი გამოვიდა, აღმოვაჩინე, რომ ნანახი და გამოცდილებით
შეგნებული თითქოს ფილმივით ჩამბეჭდოდა სულში.
რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ გატაცებული გახლდით მშვენიერი
მედუზის, დიდების ძიებით, რაც წარსულის გადმონაშთი უფრო
იყო. ყოველთვის მინდოდა, დიდებას და სიყვარულს ვზიარებო-
დი. ახლა სიყვარულს ვეზიარე, მაგრამ დიდება ჯერ კიდევ
მოუხელთებელი რჩებოდა. მეორე წიგნის მერე მის ადგილსამ-
ყოფელსაც მივაკვლიე.
პირველად მაშინ დავინახე, როცა მისტერ ლოიდ მაკჰარგს
შევხვდი. იმ უცნაური გამოცდილებიდან რაღაც აზრი უნდა გამო-
მეტანა. მგონი, გამოვიტანე კიდეც. მაკჰარგი ჭეშმარიტად დიდი
და პატიოსანი კაცი იყო, მან მიაღწია და მოიპოვა დიდება, მაგ-
რამ მე ვიხილე, რომ ეს გამარჯვება ფუტურო გამოდგა. მე ასე
სრულყოფილად ვერასდროს მოვიპოვებდი გამარჯვებას, და მა-
ინც, მაკჰარგს ეტყობოდა, რომ მისთვის დიდება საკმარისი არ
იყო, მეტი სჭირდებოდა, ოღონდ ვერ იპოვა.
როგორც ვთქვი, აქედან უნდა მესწავლა. მაგრამ, როგორ?
განა შეიძლება ისწავლო, თუ ამისთვის მზად არ ხარ? შეიძლება,
სიმართლე წაიკითხო სხვის ცხოვრებაზე, შენი თვალითაც დარ-
წმუნდე, მაგრამ მაინც ვერ გამოიყენებ. განა ყველა ჩვენგანს
„მეს“ შესანიშნავი შეგრძნება არ გვაქვს? განა ეს უნიკალური და
მშვენიერი „მე“, არასდროს მისნაირი რომ არ ყოფილა და არც
იქნება, ყოველთვის საყვარლად არ ფიქრობს, რომ გამონაკლი-
სია? მეც ასე ვიფიქრე: „დიახ, ვხედავ, რა მოსვლია ლოიდ მაკ-
ჰარგს, მაგრამ მე სხვანაირად მოვიქცევი, იმიტომ, რომ მე მე

853
ვარ“. ყოველთვის ასე მემართება. ჩემს თავზე თუ არ გამოვცდი,
ისე ვერ ვისწავლი.
დიდების შემთხვევაშიც ასე მოხდა. ბოლოს და ბოლოს მე ის
უნდა მომეპოვებინა. დიდება სხვა ქალი იყო და, როგორც პარა-
დოქსულად აღმოვაჩინე, სიყვარულის ყველა მეტოქეთაგან ერ-
თადერთი, რომელიც უყვარდათ ქალებს და თავად სიყვარულს.
და მე მას დავეუფლე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, მხო-
ლოდ იმიტომ, რომ გამეგო – დიდება და სიყვარული არ კმარა.
იმ დროისთვის ცხოვრების ყველა უამინდობა გამოვცადე,
მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ გამერკვია, საით მიედინებოდა ჩემი
ცხოვრება. ერთადერთი ის ვიცოდი, რომ შრომამ ქანცი გამიწ-
ყვიტა, ძალაგამოცლილი მორბენალივით იმასღა ვხვდებოდი,
რომ შეჯიბრი დამთავრდა და გავიმარჯვე. მაშინ სხვას ვერაფერს
ვგრძნობდი: ვიცოდი, მეორედ დამატყდა მძიმე განსაცდელი და
ბოლოს და ბოლოს გადავლახე ჩემი ეჭვები, სასოწარკვეთა და
საკუთარი თავისადმი უნდობლობა, თითქოს ვერასდროს ვერ
აღვასრულებდი ჩემს საქმეს.
მერე წრე რომ შეიკრა, რამდენიმე თვე გამოცარიელებული
და დაქანცული სულს ძლივს ვითქვამდი. მაგრამ ნელ-ნელა სამ-
ყარომ დაიწყო შემოსვლა ჩემში, ენერგიის მოზღვავება ვიგრძე-
ნი. სამყარო შემოდიოდა, შეუჩერებლად შემოდიოდა და გულმა
მიგრძნო, თან რაღაც აქამდე უცნობი მოჰქონდა.
გადავწყვიტე, დასასვენებლად, ჯანმრთელობის აღსადგენად
და თავდავიწყებისთვის ჩემს საყვარელ ქვეყანაში გავმგზავრე-
ბულიყავი, ყველა სხვა უცხო ქვეყანას რომ მერჩივნა. მთელი ის
ხანი, ვიდრე წიგნზე მუშაობით ვიყავი დატყვევებული, სულ მე-
ნატრებოდა, როგორც ბორკილგაყრილ ტუსაღს ენატრება ზღაპ-
რული ქვეყნის საოცნებო ტყეები და მინდვრები. ბევრჯერ წარ-

854
მომიდგენია ოცნებებში გოთიკური ქალაქები, შუაღამის შად-
რევნების ჩქაფუნი, ფითქინა, იდუმალი, გულუხვი ქალები. მერე
დადგა ის დღეც, როცა დილით ბრანდენბურგის კარიბჭეში შევე-
დი, ტირგარტენის მომაჯადოებელ მწვანე ხეივანს გავუყევი და
ვიგრძენი, რომ დიდება მეწვია. მაისი იყო, აყვავებული წაბლის
ხეების ჩრდილში დავდიოდი და პერსეპოლისში ტრიუმფით შე-
სული თემურლენგივით, ვხვდებოდი, რა კარგია, იყო მეფე და
სახელოვანი.
ამდენი ხნის შრომით გატანჯულ სულს შვება სჭირდებოდა და
ამგვარ შვებაზე ვოცნებობდი, თითქოს წარმოუდგენელი სურვი-
ლი სასწაულებრივ ამისრულდა. მე, ადამიანს, რომელიც უამრავ
უცხო ქალაქში ვიყავი ნამყოფი, მეჩვენებოდა, თითქოს ბერლი-
ნი ჩემი იყო. რამდენიმე კვირა გასტანა სიამოვნებამ და საზეიმო
განწყობამ. უცხო მიწაზე, უცხო ენაზე მოლაპარაკე ასობით მე-
გობართან შეხვედრა სიხარულის ჟრუანტელს მგვრიდა. ჰაერში
საფირონი ბრწყინავდა ჩრდილოეთის მოკლე, მომაჯადოებელი
ღამეები იდგა, მოხდენილ ბოთლებში შესანიშნავი ღვინო ესხა
და ეს ყველაფერი, მწვანე მინდვრები და საუცხოო ქალები ჩემი
იყო, ჩემთვის შეიქმნა, მე მელოდა, იმიტომ არსებობდა და იმი-
ტომ იყო ასეთი მშვენიერი, რომ ჩემი გამხდარიყო.
კვირა კვირას მისდევდა და მერე მოხდა ეს. ნელ-ნელა სამყა-
რო ჩემში აღწევდა, თავიდან თითქმის შეუმჩნევლად, როგორც
შურისმაძიებელი ანგელოზის ფრთიდან ჩამოვარდნილი შავი
ბუმბული. ხანდახან მუდარით აღსავსე სასოწარკვეთილ თვა-
ლებში გამოჩნდებოდა, შეძრწუნებული და შემცბარი მზერიდან,
უცაბედი შეშფოთების დამალვას რომ ცდილობდა. ხანდახან შუ-
ქივით ინთებოდა და ქრებოდა და ვიჟღინთებოდი, უბრალოდ
ვიჟღინთებოდი ყურმოკრული სიტყვებით და საუბრებით.

855
ცოტა ხნის შემდეგ, ერთ უძილო ღამეს, სქელი კედლებიდან,
ჩარაზული კარიდან და დაკეტილი ფანჯრიდან ენით აუწერელი
უიმედობით სავსე აღსარებების ნიაღვარი მოვარდა ჩემთან. ვერ
გეტყვით, რატომ მიხსნიდა ყველა გულს, მე ხომ მაინც უცხოელი
ვიყავი, თუ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მატყობდნენ, როგორ
მიყვარდნენ და როგორ მიყვარდა მათი ქვეყანა. ძალიან უნდო-
დათ, ვინმეს დალაპარაკებოდნენ, ვინმეს, ვინც გაუგებდათ. რა-
კი ყველაფერი გერმანულის მიმართ დიდი სიმპათია მქონდა,
ჩემთან შებოჭილად თავს აღარ გრძნობდნენ, დაივიწყეს სიფ-
რთხილეც და თავშეკავებაც. მათი მწუხარებით და შიშით სავსე
ამბები ღვარცოფივით მეხეთქებოდა ყურებში. მიყვებოდნენ მე-
გობრებზე და ნათესავებზე, უკვალოდ რომ ქრებოდნენ, დაუფიქ-
რებლად ხალხში რამე თუ წამოცდებოდათ; მიყვებოდნენ გესტა-
პოზე; მიყვებოდნენ, მეზობელთან წალაპარაკება როგორ შეიძ-
ლებოდა პოლიტიკურ დევნაში გადაზრდილიყო; საკონცენტრა-
ციო ბანაკებზე და პოგრომებზე; მიყვებოდნენ ამბებს მდიდარ
ებრაელებზე, რომლებიც გალახეს, ყველაფერი წაართვეს და
მერე იმის უფლებასაც არ აძლევდნენ, თავიანთი შრომით ორი
კაპიკი ეშოვათ; ებრაელებზე, კარგი ოჯახებიდან, რომლებიც გა-
ძარცვეს და სახლებიდან გამოყარეს, მერე აიძულეს, მუხლებზე
დაჩოქილებს ტროტუარებზე ანტინაცისტური ლოზუნგები ეხე-
ხათ და ამ დროს ჯარისკაცის ფორმებში გამოწყობილი ბარბა-
როსები გარს შემოხვეოდნენ, ხიშტებს ურჭობდნენ და მათი
უსირცხვილო ხარხარი მშვიდ ქუჩებს აზანზარებდა. იფიქრებდი,
რომ ბნელი ხანა დაბრუნდა, დაუჯერებელი გეჩვენებოდა, მაგ-
რამ სიმართლე იყო, ადამიანი ხომ მარად იქმნის ჯოჯოხეთს თა-
ვისთვის.

856
ასე გამომიჩინა თავი ადამიანის დამახინჯებულმა რწმენამ და
ჩამარხულმა ჯოჯოხეთურმა ტკივილმა და მე შევიცანი, ყველაზე
შემაძრწუნებელი გამოხატულებით, სულის მომწამვლელი სენი,
რომელიც კეთილშობილ და ძლევამოსილ ხალხს სასიკვდი-
ლოდ აავადებდა.
მაგრამ ყველაფერი ჩემი თვალით რომ ვიხილე და გავიგე,
ჩემდა გასაოცრად, სხვა რამესაც მივხვდი. როცა ჩაბნელებულ
ოთახში ვიჯექი, ჩარაზულ კარს და დაკეტილ ფანჯრებს მიღმა,
და ჩემი გერმანელი მეგობრები ჩურჩულით მიყვებოდნენ თავი-
ანთ საწუხარზე, როცა მე გაოგნებული ვუსმენდი, ვხედავდი მათ
ცრემლებს და მოუშუშებელი ტკივილით დანაოჭებულ სახეებს,
სულ ცოტა ხნის წინ სხვების თანდასწრებით უდარდელი ნიღაბი
რომ ეკეთათ, სწორედ ამ დროს, თითქოს გული გამეპო და იქი-
დან ჩემს ცნობიერებაში ამოაღწია ცოდნამ, რომელიც ვერას-
დროს ვიფიქრებდი, თუ იქ იქნებოდა. როგორი უცნაურიც არ უნ-
და იყოს, სწორედ მაშინ, ჩემს სულში შეწოვილი, ბრუკლინში გა-
ტარებული ნაცრისფერი დღეები გამახსენდა. შემომიბრუნდა
ღამის ჯუნგლების კვლევის მოგონებები. ხელახლა დამიდგა
თვალწინ უსახლკარო ადამიანების გატანჯული სახეები, მემ-
კვიდრეობის გარეშე დარჩენილი ამერიკელები, დაბერებული
მუშები, უკვე მუშაობის თავი რომ აღარ ჰქონდათ და უწვერული
ბიჭები, არასდროს რომ არ უმუშავიათ და ვერც მოახერხებდნენ
სამუშაოს შოვნას, საზოგადოებას ისინი არ სჭირდებოდა, ბედის
ანაბარა მიატოვა, რათა ეძებნათ საჭმელი ნაგვის ურნებში, სით-
ბო და თანაგრძნობა – ბინძურ საპირფარეშოებში, გაზეთებში
გახვეულებს დაეძინათ მიწისქვეშა გასასვლელების ბეტონის
იატაკზე.

857
ყველაფერი ცალკეულ ფრაგმენტებად დამიბრუნდა და მას-
თან ერთად ღამის მაღალი საზოგადოების სამწუხარო მოგონე-
ბაც, სიმდიდრით რომ ბრწყინავდა, მშვიდად, დახვეწილად
იღებდა სიამოვნებას და სულ არ ადარდებდა, რა უსამართლო-
ბაზე იდგა მათი ცხოვრება. ეს ყველაფერი დამიბრუნდა, მაგრამ
ეს იყო ყოვლისმომცველი სურათი.
ასე მოხდა, რომ სადღაც შორეულ ადგილას, შეძრულმა უცხო
ვითარებით, პირველად შევიგრძენი სრულად, როგორ ავად იყო
ამერიკა და დავინახე, მასაც ის სტკიოდა, რაც გერმანიას, კა-
ცობრიობის სულის შემზარავი სენი შეჰყროდა. ერთმა ჩემმა
გერმანელმა მეგობარმა, ფრანც ჰეილიგმაც იგივე მითხრა. გერ-
მანიაში მდგომარეობა უკვე უიმედო იყო: დაავადება იმდენად
შორს წავიდა, ვეღარ იხსნიდი სიკვდილისგან, სრული განადგუ-
რებისგან, გაუბედურებისგან. მაგრამ, როგორც მე მეჩვენებო-
და, ამერიკაში ჯერ კიდევ შეიძლებოდა მისგან განკურნება. ვი-
თარება უკიდურესად მძიმე იყო და კიდევ უფრო უარესი გახდე-
ბოდა, თუ ადამიანები, ამერიკაშიც და გერმანიაშიც, ვერ გაბე-
დავდნენ, თვალებში შეეხედათ შიშისთვის, ეძებნათ გამომწვევი
მიზეზი და მერე სიმართლე ეღიარებინათ. ამერიკა ჯერ ახალ-
გაზრდა იყო, ამერიკა ჯერ კიდევ რჩებოდა კაცობრიობის ახალი
სამყაროს იმედად, ჯერ ჩირქი არ ულპობდა საუკუნოვან ღრმა
ჭრილობებს ბებერი და ნახმარი ევროპასავით. ამერიკა ჯერ კი-
დევ სიცოცხლით სავსე იყო, მკურნალობას ექვემდებარებოდა,
თუ... თუ... ადამიანი ოდესმე შეძლებს, არ შეუშინდეს სიმარ-
თლეს. შუქი, რომელიც სიმართლისკენ გზას გინათებს, გერმა-
ნიაში ჩაქრა, სიმართლე კი არის ერთადერთი წამალი და ხსნა,
რომელიც ადამიანის სულს ტანჯვას შეუმსუბუქებს და გაწმენდს.

858
ასეთი ღამის მერე, როცა ეს ყველაფერი გავიაზრე, გათენდა,
დილის გრილმა ნიავმა დაუბერა, ფიჭვის ხეების ოქროსფერი
კენწეროები შეირხა, მაგრამ ტბის მშვიდი, გამჭვირვალე წყალი,
მომაჯადოებელი პარკები და მინდვრები ადრინდელი აღარასო-
დეს იქნებოდა. ახლა ვიცოდი, რომ ცხოვრებაში არსებობდა რა-
ღაც განთიადივით ახალი და ჯოჯოხეთივით ძველი, უნივერსა-
ლური სენი ადამიანისა, რომელიც გერმანიაში ყველაზე ბნელი
ფორმით გამოვლინდა და პირველად აქ შეისხა ხორცი სიტყვა-
ში, გამოითქვა ფრაზებით და ამაზრზენი საქმით. დღითიდღე ვიჟ-
ღინთებოდი, ვიდრე ყველაფერში, რასაც ვეკარებოდი და ვისაც
ვხვდებოდი, ენით აუწერელი სიბინძურე არ ვიგრძენი.
ახლა, როცა კიდევ ერთი თხელი ნისლის ფენა გადაეძრო
ჩემს თვალს, რაც დავინახე და გავიგე, არასოდეს დამავიწყდება
და არასოდეს დამიბინდავს მზერას.

859
თავი ორმოცდამეშვიდე

ეკლესიასტე

ახლა უკვე მოგიყევით [წერდა ჯორჯი], ჩემი ცხოვრების რამ-


დენიმე ეპიზოდი და რა გავლენა იქონია ამ ეპიზოდებმა ჩემზე.
კი მაგრამ, ჩემთან რა ესაქმება ამ ამბებს? – იკითხავთ ალბათ.
სწორედ ეს მინდა გითხრათ.
დასაწყისში ოცი წლის ახალგაზრდა კაცის „ცხოვრების ფი-
ლოსოფიაზე“ ვლაპარაკობდი. არ მითქვამს, რა იყო მაშინ ჩემი
ფილოსოფია, რადგან ვეჭვობ, არ მქონია. არც ის მგონია, ახლა
მქონდეს, მაგრამ ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანია,
რომ ჩვიდმეტი წლის ასაკში ასე წარმომედგინა და რომ ხალხი
განაგრძობს „ცხოვრების ფილოსოფიაზე“ საუბარს, თითქოს ის
რაღაც კონკრეტული საგანი იყოს, თითქოს შეიძლება, ხელი
მოჰკიდო, გადააწოდო, აწონო ან გაზომო. ამას წინათ „თანა-
მედროვე ფილოსოფიის“ გამოცემას აპირებდნენ და მთხოვეს,
მეთანამშრომლა. ვცადე, რამე დამეწერა, მაგრამ თავი მივანე-
ბე, რადგან არც მსურდა და არც მზად არ ვყოფილვარ, განვმარ-
ტო, დღეს რა არის ჩემი „ცხოვრების ფილოსოფია“. ოღონდ
თავს მოუმზადებლად იმიტომ კი არ ვგრძნობდი, რომ საკუთარ
მოსაზრებებში ან რწმენაში მეპარებოდა ეჭვი ან დაბნეული ვიყა-
ვი, არამედ ვეჭვობდი და მაბნევდა იმაზე ფიქრი, საერთოდ რო-
გორ შეიძლება მისი საბოლოო ფორმულირება.
ეს უბედურება გვჭირდა ოცი წლის წინ ფაინ-როქ კოლეჯში.
გვქონდა „კონცეფცია“ ჭეშმარიტებაზე, სილამაზეზე, სიყვარულ-

860
ზე და რეალობაზე, და ეს გვიმყარებდა წარმოდგენას ყველაფ-
რის შესახებ, რაც ამ სიტყვებში იგულისხმებოდა. ეჭვი არ გვეპა-
რებოდა საკუთარ სისწორეში ან, ყოველ შემთხვევაში, არ ვა-
ღიარებდით, თუ გვეპარებოდა. არადა ვცდებოდით. იმიტომ,
რომ რწმენის არსი ეჭვია, რეალობის არსი კითხვის გაჩენაა.
დროის არსი მოძრაობაა და არა უმოძრაობა. რწმენის არსი
არის ცოდნა, რომ ყველაფერი წარმავალია და უნდა შეიცვა-
ლოს. როცა ადამიანი იზრდება, მისი „ფილოსოფია“ მასთან ერ-
თად უნდა გაიზარდოს და თუ ასე არ ხდება, რას მივიღებთ?მივი-
ღებთ მერყევ ადამიანს, ფუქსავატს, მოდას აყოლილ მაიმუნს,
რომელიც დღევანდელ დღეს მეტისმეტად შეეზარდა, ხვალ კი
მერყეობა შეეპარება და მისი რწმენა აკვიატებული აზრები გახ-
დება და სხვა არაფერი.
არ შევეცდები, განვსაზღვრო თქვენი „ფილოსოფია“, რაც
იგივე იქნება, „დამთავრებულ“ სწავლულამდე დაგიყვანოთ,
არადა, ღვთის წყალობით, მაგ ყაიდის კაცი არ ხართ. ასე რომ
მოვიქცე, ერთხელ კიდევ გამოვიწვევ თქვენს უცნაურ, ირონიულ
ღიმილს, ოდნავ მხიარული ქედმაღლობაც რომ ახლავს. რო-
გორ შეიძლება, ვინმემ ზუსტად განსაზღვროს თქვენი, ჩრდი-
ლოეთამერიკელი კაცის არსი – ესოდენ ფხუკიანი, ამაყი, მორ-
ცხვი, მარტოსული და, ჩემი აზრით, გულის სიღრმეში უშიშარი
კაცის?
მაშ, არ შევეცდები თქვენს დახასიათებას, ფოქს, ჩემო ძვირ-
ფასო. მაგრამ შემიძლია, ჩემი მოსაზრება განვაცხადო. ხომ შე-
იძლება? შეიძლება ვთქვა, „როგორი მგონიხართ“ ან რას ვფიქ-
რობ თქვენზე?
უპირველეს ყოვლისა, ფოქსი ჩემთვის არის ეკლესიასტე.
ვფიქრობ, ეს სამართლიანია და როცა განვმარტავ, ალბათ და-

861
მეთანხმებით. იქნებ მიგაჩნიათ, რომ ამაზე შორს წასვლაც შეიძ-
ლება? მე არა. ოცდაჩვიდმეტი წლის ფიქრის, გრძნობის, ოცნე-
ბის, შრომის, ბრძოლის, მოგზაურობის და ტანჯვის განმავლობა-
ში ვერაფერს გადავეყარე, თქვენ უკეთ რომ მიგესადაგებოდეთ.
შეიძლება, ამქვეყნად რაღაც დაიწერა, დაიხატა, ამღერდა ან
ითქვა, რაც თქვენ კიდევ უფრო მეტად შეგეფერებათ, ოღონდ მე
ის არ მინახავს; და რომ მენახა, იმ კაცივით დამემართებოდა,
ჯერ ყველასთვის უცნობ და სიქსტეს კაპელაზე უკეთეს რამეს
რომ გადაეყრება.
რასაც ცხრა წლის დაკვირვებით მივხვდი – თქვენი ცხოვრე-
ბის წესით, აზროვნებით, ემოციებით და მოქმედებით, მქადაგე-
ბელი ეკლესიასტე ხართ. მასზე უკეთესი მე სხვა არ ვიცი. რაც კი
ოდესმე წამიკითხავს, ეს წიგნი ჩემთვის ყველაზე კეთილშობი-
ლი, ბრძნული და ძლიერი გამოხატულებაა ადამიანის ცხოვრე-
ბის არსისა ამქვეყნად და ასევე – პოეზიის, ჭეშმარიტების და
მჭევრმეტყველების საუკეთესო მარგალიტი. ლიტერატურული
ქმნილების დოგმატურ განხილვას არ მინდა მივყვე, მაგრამ თუ
მივყვები, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეკლესიასტე უდიდესი
ქმნილებაა, რაც ამქვეყნად დაწერილა, მისი სიბრძნე – ყველაზე
ღრმა და მარადიული.
და ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საუკეთესოდ გამოხატავს
თქვენს პოზიციას. ყოველ წელს რამდენჯერმე ვკითხულობ და
ვერ მიპოვია ვერც ერთი სიტყვა ან სტრიქონი, რომელსაც თქვენ
დაუფიქრებლად არ დაეთანხმებოდით.
რამდენიმე ციტატა მინდა მოვიყვანო კეთილშობილი წიგნი-
დან, რომლებსაც თქვენ დაეთანხმებოდით: „კარგი სახელი
სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს, დღე სიკვდილისა – გაჩენის
დღეს“. თქვენ დაეთანხმებოდით, რომ: „უძლურია ყოველი სიტ-

862
ყვა, არ ძალუძს კაცს ყოველივეს თქმა; თვალი ხედვით ვერ გაძ-
ღება, ყური სმენით ვერ აღივსება“. თქვენ ასევე დაეთანხმებო-
დით, რომ: „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგი-
ვე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი“. თქვენ დაეთანხმებო-
დით, რომ: „როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეც-
ნიერება, უმეცრება და სისულელე, მივხვდი – ამას არა აქვს
მნიშვნელობა“. ვიცი, ამასაც დაეთანხმებოდით, თავადაც ბევ-
რჯერ გირჩევიათ – „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველა-
ფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“.
„ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ყოველივე ამაოა.“
თქვენ დაეთანხმებოდით; მაგრამ თქვენ ასევე დაეთანხმებო-
დით, რომ „ბრიყვს გულზე ხელი დაუკრეფია და თავის ხორცსა
ჭამს“. მთელი თქვენი არსებით დაეთანხმებოდით, რომ „რისი
კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე,
არც საფიქრალი, ცოდნა ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სა-
დაც მიდიხარ“.
ეს გამონათქვამები, სამყაროსადმი ამგვარი დამოკიდებუ-
ლება სწორია, ძვირფასო ფოქს? დიახ, რადგან ათასჯერ დავ-
რწმუნებულვარ, რომ თითოეული სიტყვა თქვენ მიგესადაგებათ.
ეს ყველაფერი მე თქვენგან ვისწავლე. ერთხელ მითხარით, ჩემი
მიძღვნა რომ წაიკითხეთ წიგნზე, ეს ჩემი ეპიტაფია უნდა იყოსო.
ცდებით. თქვენი ეპიტაფია მრავალი საუკუნის წინ დაიწერა:
თქვენი ეპიტაფია არის ეკლესიასტე. თქვენი პორტრეტი დიდი
ხანია არსებობს, ეს მქადაგებლის პორტრეტია, რომელიც თა-
ვად გამოსახა. თქვენ ის ხართ, თქვენი სიტყვები მის სიტყვებს
ემთხვევა და მას რომ არასდროს არ წარმოეთქვა ის დიადი ქა-
დაგება, თქვენ გვეტყოდით ახლებურად.

863
რომ შემძლებოდა, თქვენი და მისი ფილოსოფია განმემარტა,
ვფიქრობ, იმედის მომცემ ფატალიზმს ვუწოდებდი. ორივე არ-
სით პესიმისტები ხართ, ოღონდ იმედიანი პესიმისტები. ორივეს-
გან ბევრი ვისწავლე, უპირველეს ყოვლისა, ვისწავლე, რომ
ადამიანმა უნდა იშრომოს, არ დაიშუროს არც მონდომება და
არც ძალა და რომ მხოლოდ სულელი მისტირის იმას, რაც უკვე
გაქრა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ აღარ არის. ორი-
ვემ მკაცრი გაკვეთილი მასწავლეთ შეგუების: ტრაგიკულია თა-
ვად საფუძველი ცხოვრებისა, რომელშიც უნდა ვიშვათ, ვიცხოვ-
როთ და მოვკვდეთ. თქვენ მასწავლეთ, რომ ეს ნიშანდობლივი
ფაქტი უმტკივნეულოდ უნდა მივიღო, მაგრამ, როცა შევეგუები
მას, რის გაკეთებაც შემიძლია, მთელი მონდომებით უნდა ვაკე-
თო.
და მივედით ჩვენი სიახლოვის და პოლარული განსხვავების
უცნაურ და ულმობელ პარადოქსამდე, მე იმდენად მტკიცედ მჯე-
როდა თქვენი, რომ არ გეთანხმებოდით. ვფიქრობ, ასე შეიძლე-
ბა ითქვას: „თქვენი ყველა სიტყვა მჯერა, ოღონდ არ გეთანხმე-
ბით“. ეს არის ძირი ჩვენი გარდაუვალი განშორების იდუმალე-
ბისა. პატარა ენები ჭორაობას დაიწყებენ, ალბათ უკვე დაიწყეს,
ათასნაირ ახსნას მოუძებნიან (როგორც იციან ხოლმე), მაგრამ,
ფოქს, ჩვენი განშორების თავი და თავი მართლა ეს არის.
ხშირად არ მწერდით, მაგრამ ბოლოს სულის შემძვრელი წე-
რილი მივიღე თქვენგან:
„ვიცი, ჩემგან მიდიხარ. ვგრძნობდი, ადრე თუ გვიან ეს მოხ-
დებოდა. არ შევეცდები, გაგაჩერო, რადგან ალბათ ასეა საჭი-
რო. არადა ყველაზე უცნაური ის არის, რომ ერთადერთი ადა-
მიანი ხარ, ვისაც აბსოლუტურად და ყველა არსებით საკითხში
ვეთანხმები“.

864
უცნაურია, მწარეა, შესანიშნავი და იდუმალი, რადგან სრული
სიმართლეა და ამას პატარა კაცები ვერ მიხვდებიან. თუმცა პა-
რადოქსი მაინც არსებობს, ჩემი აზრით, თქვენ თქვენს ჩრდილო-
ეთ პოლუსზე და მე ჩემს სამხრეთ პოლუსზე ვაწონასწორებთ ურ-
თიერთშეთანხმებას, მაგრამ ჩვენ მთელი სამყარო გვაცალკე-
ვებს.
ეს სიმართლეა, რომ ჩვენ ამ ცხოვრებას ერთნაირად ვუყუ-
რებთ, ვხედავთ, ადამიანს იგივე მზე აცხუნებს, იგივე სიცივე ყი-
ნავს, იგივე ულმობელი ავდარი თრგუნავს, იმავე გულუბრყვი-
ლობის გამო ატყუებენ, იმავე სისულელის გამო ღალატობს
თავს. ჩვენ-ჩვენი მოპირდაპირე ორბიტებიდან შეწუხებულ და
გატანჯულ სამყაროს რომ ვუყურებთ, სურათი ერთნაირია. ჩვენ
არა მხოლოდ ადამიანის სისულელეს, გულუბრყვილობას, თა-
ვის მოტყუებას ვხედავთ, არამედ მის კეთილშობილებასაც, სი-
მამაცესაც და აღმაფრენასაც. ჩვენ ვუყურებთ, როგორ ხდება
ადამიანი მგლების ნადავლი, როგორ ნადგურდება, ვუყურებთ
არაადამიანურ სიხარბეს, შიშს, ტირანიის და პრივილეგიის ზე-
იმს, სიღარიბეს, ძალადობას, უსამართლობას, სისასტიკეს და
ტყუილს, და რასაც ვხედავთ, ძვირფასო ფოქს, ერთნაირად ვა-
ფასებთ.
მაშ რატომ ვერ ვთანხმდებით? მაშ რატომ წარმოიშვა ეს
უთანხმოება, რატომ ვშორდებით? ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ
ყველაფერს და ერთ სახელს ვარქმევთ, ერთნაირად გვეზიზღება
და ერთნაირად ვბრაზდებით, მაგრამ მაინც ვერ შევთანხმდით
და ამიტომ გემშვიდობებით. ძვირფასო მეგობარო, მშობელო,
ჩემი ახალგაზრდობის სულის მცველო, ეს მოხდა და ჩვენ ორი-
ვემ კარგად ვიცით. რატომ?
მე მაქვს პასუხი და მინდა გითხრათ:

865
ჩემი მოკვდავობის ფარგლებს გარეთ ვაღიარე მკაცრი სი-
მართლე – თქვენი და დიდი მქადაგებლის კრედო – რომ ადა-
მიანი იბადება იმისთვის, რათა იცხოვროს, იტანჯოს და მოკვდეს
და ჩემი ფატალიზმი აქ მთავრდება, ამაზე მეტად განგებას ვერ
დავემორჩილები. მოკლედ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ადამიანი
უსაშველო უბედურებითაა გარშემოტყმული: მან უბრალოდ უნ-
და იცხოვროს, იტანჯოს და მოკვდეს, გამოდის, მხოლოდ იმის-
თვის იბადება, რომ მარად თავისივე შექმნილი ურჩხულების
საკბილო გახდეს – შიშის, სისასტიკის, ტირანიის, სიღარიბის და
სიმდიდრის. გრძნობთ, მტკიცე ფატალური შემგუებლობით, რაც
თქვენი ბუნების გრანიტის საფუძველია, რომ ადამიანი განწირუ-
ლია, ასე დაემართოს, იმიტომ, რომ ასე ხდებოდა და ასე უნდა
მოხდეს, ასე დაჰყვა მემკვიდრეობით მის გატანჯულ სულს.
ძვირფასო მეგობარო, გისმენთ და მესმის, მაგრამ არ გეთან-
ხმებით. თქვენ ფიქრობთ, ძველ ურჩხულებს თუ მოვერევით, ახ-
ლები დაიკავებენ მათ ადგილს, ძველ ტირანიას თუ დავამხობთ,
ისეთივე ულმობელი და ბოროტი აღზევდება, უთანასწორობა
ყოველთვის იარსებებს, რადგან ეს ადამიანის საუკუნოვანი
წყევლაა, მისი ყოფის მთავარი პირობა. უფსკრული ჩვენ შორის
გაღრმავდა. თქვენ ჩამოაყალიბეთ და დაასაბუთეთ აზრი, მე მო-
გისმინეთ, მაგრამ ვერ დაგეთანხმეთ.
რამდენიმე სიტყვაში რომ ჩავატიო, რას ვფიქრობ თქვენს
პრინციპებზე და ქცევაზე, ვიტყვი, რომ თქვენისთანა კეთილშო-
ბილ და სათნო ადამიანს არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ არც
თქვენისთანა შემგუებელ ადამიანს შევხვედრივარ ოდესმე. მე
მინახავს, როგორ მოქმედებს სასწაულებრივ ეკლესიასტეს სიტ-
ყვები ცხოვრებაში და საქმეში. მინახავს თქვენი წუხილი, როცა
ნიჭი იკარგებოდა, როცა ადამიანი არასწორად წარმართავდა

866
თავის ცხოვრებას, როცა გასაკეთებელი არ კეთდებოდა. მინა-
ხავს, მთები გადაგიდგამთ, როცა გჯეროდათ, შველა შეიძლებო-
და. მინახავს, რა ჯაფით და სასწაულებრივ ამოგყავდათ ჭაობში
ჩაძირული ნიჭიერი კაცი, მაშინ შორს იყავით შემგუებლური სი-
ნანულისგან, მაგიდას გამეტებით დასცხებდით მუშტს, თვალები
გიელავდათ და ჩურჩულით, მაგრამ მრისხანედ იტყოდით: „არ
უნდა გავუშვა. ის ჯერ არ დაკარგულა, არ დავუშვებ, რომ ეს მოხ-
დეს!“
ეს თქვენი კეთილშობილური ღირსება თუ დამსახურებისა-
მებრ არ აღვბეჭდე, ისე ვერავინ მიხვდება თქვენს ნამდვილ
ფასს, ვერ გაიგებს, სინამდვილეში როგორი ადამიანი ხართ.
ჯერ თუ თქვენი თავდაუზოგავი მცდელობები არ აღვწერე და ისე
ვილაპარაკე ფატალურ შემგუებლობაზე, ყალბი და ნაკლული
სურათი გამოვა ყველაზე უცნაური და ყველაზე ნაცნობი, ყველა-
ზე მოკიბ-მოკიბულად მოლაპარაკე და ყველაზე პირდაპირი,
ყველაზე მარტივი და ყველაზე რთული კაცისა, ვინც კი ამ ქვეყა-
ნას და ამ თაობას ჰყოლია.
იმის თქმა, რომ თქვენ ტანჯული სამყაროს უსამართლობებს
შემგუებლურად უყურებდით და არ ვახსენო, რა ჯადოქრობებს
სჩადიოდით მათ გადასარჩენად, ვისი გადარჩენაც შეიძლებო-
და, ნამდვილად უსამართლობა იქნება. არავის ისე არ შეუსხია
ხორცი მქადაგებლის მოწოდებისთვის – რასაც აკეთებ, მთელი
მონდომებით უნდა აკეთებდე – როგორც თქვენ. არავის თქვენ-
სავით მთელი მონდომებით არ უბრძოლია, გადაერჩინა ის, ვისი
გადარჩენაც შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ არც არავინ შეჰ-
გუებია გარდაუვალს თქვენი სიმშვიდით. ვფიქრობ, თავს გაწი-
რავდით მეგობრისთვის, რომელმაც უნებურად სიცოცხლე საფ-
რთხეში ჩაიგდო, თუმცა სინანულის გარეშე მიიღებდით გარ-

867
დაუვალი სიკვდილის ფაქტს. მახსოვს, როგორ გაგითეთრდათ
თმა, როცა საყვარელ შვილს ექიმებმა ნერვიული აშლილობის
მიზეზი ვერ დაუდგინეს; მაგრამ საბოლოოდ უკურნებელი სენი
რომ დაედგინათ, ისევე თავშეკავებულად შეეგუებოდით, რო-
გორ თავშეკავებულადაც იბრძოდით მის გადასარჩენად.
და ეს უცნაური პარადოქსია საფუძველი ჩვენი განხეთქილე-
ბის და განშორების. თქვენი ფილოსოფია გიბიძგებთ, ყველაფე-
რი ისე მიიღოთ, როგორც არის, რადგან არ გაქვთ იმედი, რომ
რამე შეიცვლება; და თუნდაც შეგეძლოთ შეცვლა, მიგაჩნიათ,
რომ სხვა წეს-წყობილება უკეთესი არ იქნება. მარადიულ ჭეშმა-
რიტებებს რაც შეეხება, თქვენ და მქადაგებელი სიმართლეს
ბრძანებთ, რადგან ეკლესიასტეს სიბრძნეზე დიდი სიბრძნე არ
არსებობს. ადამიანი იბადება, რომ იცხოვროს, იტანჯოს და მოკ-
ვდეს და რაც არ უნდა გადახდეს, ტრაგიკულია მისი ხვედრი. სა-
ბოლოოდ ამას ვერ უარყოფ. მაგრამ, ძვირფასო ფოქს, ჩვენ ეს
მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა უარვყოთ.
კაცობრიობა სამარადისოდ შეიქმნა, კაცი ერთი დღისთვის.
ის რომ წავა, ახალი უბედურებები გაჩნდება, მაგრამ მას თავისი
დროის პრობლემები აწუხებს. მე მეჩვენება, ჩემისთანა კაცის-
თვის რწმენის არსი და რელიგიის არსი ის არის, რომ ადამიანის
ცხოვრება შეიძლება უკეთესი გახდეს და უნდა გახდეს უკეთესი;
ადამიანის ყველაზე დიდი მტერი შიში, სიძულვილი, მონობა, სი-
ღარიბე და გაჭირვება იმ ფორმით, როგორითაც ახლა არსე-
ბობს, შეიძლება დაძლიო და მოსპო. მაგრამ დაძლევა და მოს-
პობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ საზოგადოების
ჩვენთვის ნაცნობ სტრუქტურას სრულიად გარდაქმნი და ამას
მხოლოდ ნაღვლიანი შემგუებლობით ვერ მოახერხებ. ვერ
გაანადგურებ აღიარების ფილოსოფიით, ტრაგიკული ჰიპოთე-

868
ზით, რომ კარგიც და ცუდიც მარად იარსებებს. ბოროტება, რო-
მელიც გვეჯავრება, თქვენ ჩემზე არა ნაკლებად, არ განადგურ-
დება მხრების აჩეჩვით, ოხვრით და თავის ქიცინით, როგორი
ბრძენი თავიც არ უნდა იყოს. მე მგონი, ბოროტება დაგვცინის
და კიდევ უფრო თავხედდება, როცა ჩვენ უკან ვიხევთ და თავს
ვიმშვიდებთ, თითქოს ადამიანის ბედი ყველა შემთხვევაში ტრა-
გიკულია. რადგან გვჯერა, რომ ახალი ურჩხულები ძველებივით
ავები იქნებიან და რახან ერთხელ გაიხსნა პანდორას ყუთი, აღა-
რაფერი გვეშველება, ამით ვეხმარებით ბოროტებას, მარად
რომ იარსებოს.
ყველაფერ მარადიულს რაც შეეხება, თქვენ და მქადაგებელი
მართლები ხართ, მაგრამ ჩვენ, ძვირფასო ფოქს, დღევანდელო-
ბის სიმართლეს ვამბობთ. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ და უნდა სი-
მართლე ვთქვათ. ჩვენ სიმართლე ძალას გვმატებს, დავუხვდეთ
მტერს, როცა მოვა და დავამარცხოთ. მის შემდეგ თუ ახალი
მტერი გამოჩნდება, მასაც იქ შევხვდებით, სადაც ძველი დავა-
მარცხეთ და ასე წავალთ წინ. ამ ფაქტის აღიარება და უწყვეტი
ბრძოლა გახდება ადამიანის რელიგია და მაცოცხლებელი
რწმენა.

869
თავი ორმოცდამერვე

კრედო

არასოდეს გამიჟღერებია ჩემი რწმენა [წერდა ბოლოს ჯორ-


ჯი], არადა ბევრი რამის მჯერა და მითქვამს კიდეც. ოღონდ არ
დამიკონკრეტებია, რადგან ბუნებით ვეწინააღმდეგები ჩარჩოში
მოქცევას თუ საბოლოო ფორმულირებას.
როგორც თქვენ ხართ ცხოვრების კლდე, ისე მე აბლაბუდა
ვარ; როგორც თქვენ დროის გრანიტი ხართ, ისე მე – დროის
მცენარე. ჩემი ცხოვრება, სხვებთან შედარებით, მცენარესავით
იზრდება. ჩემსავით არავის არა აქვს ისე ღრმად გადგმული ფეს-
ვები დროში და მახსოვრობაში. თქვენ გვერდით მედექით იმ
მძიმე ბრძოლაში. ოთხი წელი ბრუკლინში ვცხოვრობდი, ვშრო-
მობდი, მის გაუვალ ჯუნგლებს საკუთარი სულის ჯუნგლებივით
ვიკვლევდი და თქვენ ჩემთან ერთად იყავით, მომყვებოდით,
გვერდიდან არ მომშორებიხართ.
არასოდეს დაეჭვებულხართ, რომ რომანს დავასრულებდი,
ბოლომდე მივიყვანდი ჩემს საქმეს. მე კი ეჭვი მჭამდა, გატანჯუ-
ლი ვიყავი დაღლილობით და დეპრესიით და თან მესმოდა, არა-
რაობები ბოროტ ენებს ატარტარებდნენ, არაფერი გაეგებოდათ
და მაინც ჩურჩულებდნენ, ვერ მოაბამს თავსო, ბოლომდე ვერ
მიიყვანს, იმიტომ, რომ დაწყება არ შეუძლიაო. ორივემ ვიცით,
ეს რა აბსურდული ტყუილი იყო, ისეთი აბსურდული და ისეთი
ყალბი, ხანდახან ბრაზნარევი ხარხარი ამივარდებოდა ხოლმე.
სინამდვილეში მე სულ სხვა რამის მეშინოდა: ვერ შევძლებდი,

870
ბოლომდე მიმეყვანა იმიტომ, რომ ძალა არ შემწევდა, გადმომე-
ცა ის, რაც გავიგე, რაც ვნახე, რაც ვიგრძენი და რაც აუცილებ-
ლად უნდა მეთქვა.
მემკვიდრეობით გადმოცემული აურაცხელი მოგონების უშ-
ველებელ აბლაბუდაში გავიხლართე და ეს უცნაური მეხსიერე-
ბა, რომელიც დედის ნათესავებისგან დამყვა, მილიონი მასულ-
დგმულებელი ბოჭკოთი წარსულთან მაკავშირებდა, მაგრამ
მარტო საკუთარ წარსულთან კი არა, მთელი იმ მხარის წარ-
სულთან და ამიტომ ჩემს ფესვებგადგმულ და ყოვლისმომცველ
კვლევას არაფერი გამოჰპარვია. რომელიღაც ერთ განსაკუთ-
რებულ დღეს ამოვიდა და ჩავიდა მზე, ვგრძნობდი ბალახს შიშ-
ველი ფეხის ცერებით, მოულოდნელად დადგა შუადღე, გაიჭ-
რიალა რკინის ჭიშკარმა, ქუჩის ბოლოს ტრამვაიმ დაამუხრუჭა,
მელოდიურად მიაჭრაჭუნებდა ტყავის ფეხსაცმელს სადილად
შინ მიმავალი კაცი, იდგა თალგამის სუნი, ნაყინის ამოსაღები
მაშა წკარუნებდა, კრიახებდნენ ქათმები – მერე კი, როცა მე უკ-
ვე ორი წლისა ვიყავი, დრო თანდათან სიზმარივით ქრებოდა და
მივიწყების მდინარეს უერთდებოდა. მხოლოდ ეს არა, დაკარგუ-
ლი ხმები და საუბრები, ღრმად ჩამარხული მოგონებებიც ცოც-
ხლდებოდნენ და მარად ფეთქავდნენ ჩემი ტვინის პარკუჭში,
მშფოთვარე ძილშიც მძიმე ტვირთად წამოკიდებულნი. არაფერი
გამომპარვია. მოგონებები უწყვეტ ნაკადად მოედინებოდნენ
ჩემკენ – მამის სახლში ბუხრის თაროზე ბუშტუკებგაჩენილი სა-
ღებავი, ძველი, ტყავის დივანი, მამაჩემის სხეულის კვალი რომ
შერჩენოდა, სარდაფში დამტვერილი ბოთლების და აბლაბუდე-
ბის სუნი, თავლის რბილ მიწაზე გასავათებული ფლოქვის მშვი-
დი ბაკუნი და კუდის ამაყი და სწრაფი გაქნევა, როცა შვრიაგა-
რეული ნეხვი ვარდება. ყველაფერი ხელახლა გადამხდებოდა

871
ხოლმე თავს – მარტის თვეში ზამთრის უკანასკნელი გაუკაც-
რიელება და წითლად ჩამავალი მზის ცივი, პირქუში სხივები,
ზღაპრული სიმწვანე აპრილის ახალგაზრდა ბალახის, ზაფხულ-
ში მზის გულზე გავარვარებული ბეტონის სულის შემხუთველი,
დამაბრმავებელი სისასტიკე, ოქტომბერში ჩამოცვენილი ფოთ-
ლის და შეშის სუნი. უთვალავი დავიწყებული წუთი მიბრუნდე-
ბოდა მთებში დაკარგულ ხმებთან ერთად, გარდაცვლილი და
უცნობი ნათესავების ხმებთან ერთად, სახლებთან ერთად, მათ
რომ ააშენეს და იქვე დაიხოცნენ, ნაურმალ გზებთან ერთად,
ისინი რომ დააბიჯებდნენ და დეიდა მეის მოყოლილ იმ დავიწყე-
ბულ და გაუგებარ ამბებთან ერთად. ყველაფერი ცოცხლდებო-
და უწყვეტად მფეთქავ ტვინის პარკუჭში და მცენარეც ნელ-ნელა
იზრდებოდა, ვიდრე სრულყოფილებას არ მიაღწია, როგორც
მშობელი მიწის უკანასკნელმა ცოცხალმა, განუყოფელმა ნა-
წილმა.
თქვენ კლდესავით მედექით გვერდით, ვიდრე მე ის მცენარე
არ ამოვთხარე, ვიდრე ყველა პაწაწინა ფესვს არ ჩავყევი ბრმა,
ყრუ მიწაში. ახლა ყველაფერი დამთავრდა, წრე შეიკრა, ჩვენი
ამბავიც დასრულდა და რაღაც მინდა გითხრათ:
– მჯერა, ამერიკაში დაკარგულები ვართ, მაგრამ მჯერა, გვი-
პოვიან. ეს რწმენა ცოდნის და მრწამსის კათარზისამდე ამაღ-
ლდა, ის არათუ იმედი, ამერიკის მარადიული ოცნებაა. ვფიქ-
რობ, ცხოვრება, რომელიც ჩვენ შევქმენით ამერიკაში და რო-
მელმაც შეგვქმნა ჩვენ, ის ფორმები, მზარდი უჯრედები და სკე-
ბი, ბუნებით თავისი თავის გამანადგურებელი, უნდა მოისპოს.
ვფიქრობ, ფორმები კვდება და უნდა მოკვდეს, მაგრამ ამერიკამ
და მისმა ხალხმა, ჯერაც აღმოუჩენელმა და უკვდავმა, უნდა
იცოცხლოს. მჯერა, ამერიკის ნამდვილი აღმოჩენა ჯერ შორსაა.

872
ვფიქრობ, ამ ძლევამოსილ და უკვდავ მიწას და მის ხალხს თავი-
სი სულიერი შესაძლებლობები ჯერ არ გამოუვლენია. ჩვენი დე-
მოკრატიის ნამდვილი აღმოჩენა წინაა. ეს ყველაფერი გან-
თიადივით ნათელია და შუადღესავით გარდაუვალი. ვფიქრობ,
ბევრი სხვა ადამიანის სახელითაც ვამბობ, რომ ამერიკა უკვე
აქაა, ახლაა და გვეძახის და ეს შესანიშნავი რწმენა არა მხო-
ლოდ ჩვენი იმედია, არამედ დაუყოვნებლივ ხორცშესასხმელი
ოცნება.
ვფიქრობ, მტერიც აქაა, ჩვენ წინ დგას. ვიცით კიდევაც მისი
სახე და რადგან ვიცნობთ, მაგრად დავუდგებით და საბოლოოდ
დავამარცხებთ. მას ათასი სახე აქვს, მაგრამ ყველას ერთი ნი-
ღაბი ფარავს. ვფიქრობ, მტერი ერთია: ეგოიზმი და მანიაკალუ-
რი სიხარბე. ვფიქრობ, ეს მტერი ბრმაა, მაგრამ ბრმა მიტაცების
სასტიკ ძალას ფლობს. არა მგონია, ჩვენი მტერი გუშინ დაბადე-
ბულიყო ან ორმოცი წლის წინ დავაჟკაცებულიყო, ან დაუძლუ-
რებულიყო და 1929-ში კრახი განეცადა, არც ის მგონია, თით-
ქოს როცა ვიწყებდით, ის არ არსებობდა და თითქოს თვალის-
ჩინმა გვიმტყუვნა – სხვა მხარეს გადავუხვიეთ, გზა აგვებნა და
მის ბანაკში ამოვყავით თავი. ვფიქრობ, ჩვენი მტერი დროსავით
ბებერი და ჯოჯოხეთივით ბოროტია და ის თავიდანვე აქ იყო.
ვფიქრობ, რომ სწორედ მან მოგვპარა მიწა, გაგვიჩანაგა სიმ-
დიდრე და დაგვაქცია. ვფიქრობ, რომ სწორედ მან დაატყვევა
ჩვენი ხალხი, წაგვიბილწა ცხოვრების წყარო, მიითვისა ჩვენი
უიშვიათესი საგანძური, პური წაიღო და პურის ქერქი დაგვიტო-
ვა, მაგრამ ვერ გაძღა, რადგან მტერი ბუნებით გაუმაძღარია და
საბოლოოდ იმ ქერქის წართმევაც მოინდომა.
ვფიქრობ, მტერი გულუბრყვილო სახით გვეუბნება:
„მე თქვენი მეგობარი ვარ“.

873
ვფიქრობ, მტერი ყალბი სიტყვებით გვატყუებს, როცა გვეუბ-
ნება:
„შემხედეთ, მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, თქვენი ერთ-ერთი
შვილი, ძმა, მეგობარი. შემხედეთ, როგორ გავსუქდი, რა მოვ-
ლილი ვარ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი თქვენგანი გახლავართ. ხე-
დავთ, როგორი მდიდარი და ძლევამოსილი ვარ? იმიტომ, რომ
ერთ-ერთი თქვენგანი გახლავართ, თქვენი ცხოვრების წესით
ვცხოვრობ, თქვენსავით ვფიქრობ და თქვენნაირი მისწრაფებები
მაქვს. ასეთი იმიტომ ვარ, რომ თქვენი მოკრძალებული ძმა და
მეგობარი გახლავართ. შემხედეთ! – იყვირებს მტერი, – როგო-
რი გავხდი, რას მივაღწიე და თქვენ ახლა გინდათ გამანადგუ-
როთ? მე ხომ ყველაზე დიდი საგანძური ვარ, თითოეული თქვენ-
განის წარმონაშვი, თითოეული თქვენგანის ცხოვრების ტრიუმ-
ფი, თქვენს სისხლში ფესვგადგმული, თქვენი ნათესავი და ამე-
რიკის ტრადიციების მემკვიდრე. ამაზე ოცნებობდა ამერიკა. გა-
ნა არ ვარ ერთ-ერთი თქვენგანი? არ ვარ თქვენი ძმა ან შვილი,
ცოცხალი ხატება იმისა, რასაც თქვენს შვილს უსურვებდით?
თქვენივე ჰეროიკული ოცნებების ბრწყინვალე განსახიერების
განადგურება გსურთ? ამას თუ გააკეთებთ, საკუთარ თავს დაღუ-
პავთ, მოკლავთ ყველაზე ფასეულს, ყველაზე ამერიკულს, და
მას თუ მოკლავთ, თავსაც დაისამარებთ“.
ტყუის! და ახლა ვიცით, რომ ტყუის. ის არ არის ბრწყინვალე
და მით უმეტეს ერთ-ერთი ჩვენგანი. ის არ არის ჩვენი არც შვი-
ლი, არც ძმა და არც მეგობარი. ის არც ამერიკელი არ არის! და
მართალია, ათასი ჩვენთვის ნაცნობი და მახლობელი სახე აქვს,
მისი ჭეშმარიტი სახე ჯოჯოხეთივით ძველია.
მიმოიხედეთ ირგვლივ და შეხედეთ, რა მოიმოქმედა.

874
ძვირფასო ფოქს, ძველო მეგობარო, აი, მივადექით იმ გზის
გასაყარს, რომელიც ერთად უნდა გაგვევლო. ჩემი ამბავი დას-
რულდა, მშვიდობით.
მაგრამ ვიდრე წავალ, ერთიც უნდა გითხრათ:
– ღამით რაღაც დამელაპარაკა, როცა გასული წელი სანთე-
ლივით იღვენთებოდა; ღამით რაღაც დამელაპარაკა და მით-
ხრა, მოკვდებიო, ოღონდ არ ვიცი, სად. ასე მითხრა:
– დაკარგავ მიწას, რომელიც იცი, უმაღლესი ცოდნისთვის;
დაკარგავ ცხოვრებას, რომელიც გაქვს, უმაღლესი ცხოვრების-
თვის; მიატოვებ მეგობარს, უმაღლესი სიყვარულისთვის; იპოვი
მიწას, მშობლიურზე ტკბილს და სამყაროზე დიადს...
– იქ, სადაც აღმართულია სამყაროს საყრდენი, საითაც მიის-
წრაფვის სამყაროს სინდისი... იქ ქარი ქრის და მდინარე მიედი-
ნება.

875

You might also like