You are on page 1of 236

1

2
როზმარი
წიგნი პირველი

„რამ დამავიწყოს, ვით მოვიშორო


თვალწინ დამდგარი მოგონებები?

თავი I

აირის მარლო

აირის მარლოს აგონდებოდა თავისი და როზმარი. თითქმის მთე-


ლი წლის განმავლობაში ცდილობდა არ ეფიქრა მასზე, გახსენებაც კი
არ სურდა.
რა საშინელი, სულისმემძვრელი სანახაობა იყო!
გალურჯებული სახე, გაცივებული, მოკრუნჩხული თითები...
უზარმაზარი უფსკრული იყო ამ სურათსა და მომხიბლავ როზმა-
რის შორის, ჯერ კიდევ წინა დღეს რომ ბრწყინავდა საზოგადოებაში.
თუმცა, არა, არ შეიძლება ითქვას, რომ ბრწყინავდა. მან ხომ მძიმე
ავადმყოფობა გადაიტანა და ერთგვარ დეპრესიაში იყო ჩავარდნი-
ლი, გულჩათხრობილად და დაღონებულად გამოიყურებოდა. გამო-
ძიებამ ეს დაადასტურა და თვით აირისიც დაემოწმა განა სწორედ ამი-
ტომ არ გამოიტანეს დასკვნა როზმარის თვითმკვლელობის შესახებ?
როდესაც გამოძიება დასრულდა, აირისი შეეცადა, როგორმე გა-
მოედევნა თავიდან კოშმარული ხილვები, მოგონებებში კარგი რა
ყრია? უნდა დაივიწყოს ყოველივე – მთელი ეს საშინელება!

3
მაგრამ ახლა მას შეგნებული ჰქონდა, რომ იძულებული იყო კვლავ
გაეხსენებინა, კვლავ ეფიქრა წარსულზე... მოეგონებინა ყოველი
მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო წვრილმანი. უცნაურმა საუბარმა
ჯორჯთან წინა საღამოს. ძალაუნებურად წამოშალა მოგონებები, ყო-
ველივე ისე მოულოდნელი და შემზარავი აღმოჩნდა! თუმცა, გუ-
ლახდილად რომ ითქვას, ნუთუ მართლაც ასე მოულოდნელი? განა
არ იყო შემზარავი წინასწარმინიშნებები? ჯორჯი თანდათან გულჩათ-
ხრობილი ხდებოდა, ხალხს გაურბოდა, რაღაც უცნაურობას ამჟღავ-
ნებდა – უცნაურობას, უფრო შესაფერის სიტყვას ვერც მოძებნი! და
აი, წუხელ, საღამოს დადგა დრო და მან აირისი თავის კაბინეტში მი-
იწვია, მაგიდის უჯრა გამოაღო და წერილები ამოალაგა.
ახლა ამას აღარაფერი ეშველებოდა. აირისი იძულებული იყო
ეფიქრა როზმარიზე, გეხსენებინა იგი. როზმარი – თავისი და... სასო-
წარკვეთილებამდე მისულმა აირისმა უეცრად გაიაზრა, რომ თავის
დღეში პირველად ფიქრობდა როზმარიზე არა ზოგადად, არამედ კონ-
კრეტულად, როგორც გარკვეულ პიროვნებაზე.
იგი ყოველთვის გონების ზედმეტი დაძაბვის გარეშე აღიქვამდა
როზმარის. თქვენც ხომ არასდროს ფიქრობთ ბევრს დედათქვენის,
მამათქვენის, დების ან დეიდა-მამიდების შესახებ? ისინი უბრალოდ
არსებობენ თქვენ გვერდით, ჩვეული ყოფის შემადგენელი ნაწილები
არიან. თქვენ არ აღიქვამთ მათ, როგორც პიროვნებებს, არც კი და-
ფიქრებულხართ, რას წარმოადგენენ ისინი, რა მოსწონთ, რა სძულთ.
მართლაც, რას წარმოადგენდა როზმარი?
ამას შეიძლება დიდი მნიშვნელობა მისცემოდა ახლა, ბევრი რამ
გარკვეულიყო ამის შედეგად. აირისის ფიქრები წარსულში ჩაიძირა,
გაიხსენა თავისი და როზმარის ბავშვობა.
როზმარი მასზე ექვსი წლით უფროსი იყო.
...ამოტივტივდა წარსულის ხილვები – მოგონებათა ნაწყვეტები,
ხანმოკლე სცენები. აი, თვითონ აირისი, სულ პაწაწკინტელა, რძესა
და პურს მიირთმევს, რრზმარი კი – ღირსებით აღსავსე – მაგიდას
მისჯდომია და გაკვეთილებს ამზადებს.

4
აი ზღვისპირი ერთ ზაფხულს, აირისი შენატრის როზმარის, რო-
მელსაც, როგორც „დიდ გოგოს“, ბანაობის ნებას რთავენ.
როზმარი მიემგზავრება სასწავლებლად პანსიონატში და შინ მხო-
ლოდ არდადეგებზე ჩამოდის, ახლა აირისიც უკვე სკოლაში სწავ-
ლობს, როზმარი კი „განათლების მიღებას ამთავრებს“ პარიზში, მოს-
წავლე როზმარი გამხდარი და აწოწოლიკებულია, ასეთებზე ამბობენ,
ცარიელი ძვალი და ტყავიაო. „განათლებამიღებული“ როზმარი კი
პარიზიდან ბრუნდება უაღრესად ელეგანტური, ხმადახვეწილი, დამ-
შვენებული, ტანწერწეტა. მოხდენილად დადის თეძოების რხევით,
წაბლისფერ თმებზე მზის შუქი დასთამაშებს და დიდი ლურჯი თვალე-
ბი მიმზიდველად უელავს, ის უკვე მშვენიერი მზეთუნახავია, თით-
ქოსდა სხვა სამყაროდან მოვლენილი...
ამის შემდეგ დები საკმაოდ იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს.
ექვსწლიანი უფსკრული სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდებოდა.
აირისი ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როზმარი კი უკვე გასათხოვარი
ქალი. უფსკრული არც მაშინ ქრებოდა, როცა აირისი არდადეგებზე
შინ ბრუნდებოდა, როზმარი შუადღემდე ლოგინში ნებივრობდა, მერე
რესტორანში სადილობდა, ხოლო მეტწილ საღამოებს ცეკვებზე ატა-
რებდა. აირისი, მადმუაზელის თანხლებით, პარკში სეირნობდა, ცხრა
საათზე ვახშმობდა და ათზე იძინებდა, დების ურთიერთობა ასეთი
ფრაზებით ამოიწურებოდა:
„ჰელოუ, აირის! დამიკვეთე ტელეფონით ტაქსი! ამხანაგებთან
მივდივარ და, ალბათ, ძალიან გვიან დავბრუნდები“, ან: „მე არ მომ-
წონს შენი ახალი კაბა, როზმარი. სრულიადაც არ გიხდება, ტანზე,
კარგად არ გადგას და ნაკეცებიც გაფშეკილია“,ბოლოსდაბოლოს,
ყოველივე ამას როზმარისა და ჯორჯ ბარტონის ნიშნობა მოჰყვა. იყო
ღელვა, მაღაზიებში სირბილი, საქორწინო კაბა, მილოცვების ნაკა-
დი...
ქორწილის დღეც დადგა. აირისი უკან მისდევდა როზმარის და ეს-
მოდა ჩურჩული: „რა ლამახზია, რა მომხიბლავია!.. რატომ გაჰყვა
როზმარი ჯორჯს? აირისს მაშინვე აოცებდა ეს ამბავი, მისი დის გარ-
შემო ხომ იმდენი მოხდენილი ახალგაზრდა ტრიალებდა: ურეკავდნ-

5
ენ მას, სასეინოდ იწვევდნენ. მაშ, რატომ აირჩია ჯორჯ ბარტონი, თა-
ვისხე თხუთმეტი წლით უფროსი, კეთილი, მაგრამ უაღრესად მოსაწ-
ყენი კაცი?
ჯორჯი საკმაოდ მდიდარი იყო, მაგრამ ქონება არ გახლდათ ამის
მიზეზი, როზმარის საკუთარი ფული ჰქონდა და არც თუ ისე ცოტა.
ბიძია პოლის ფული...
აირისმა გონება დაძაბა, რათა გაეხსენებინა, რა იცოდა მან ბიძია
პოლის შესახებ მაშინ და რა შეიტყო შემდეგ.
იგი მათი ღვიძლი ბიძა არ იყო, გოგონამ დიდი ხანია იცოდა ეს. კი
არავის უთქვამს მისთვის, უბრალოდ, ზოგიერთი ფაქტი ახსოვდა,
პოლ ბენეტი მათი დედის თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ დედამ სხვა,
უფრო ღარიბი კაცის ცოლობა ამჯობინა, ბენეტი თავის დამარცხებას
რომანტიკული სულგრძელობით შეხვდა. იგი ოჯახის მეგობრად დარ-
ჩა, რაინდულად ერთგული და პლატონურად შეყვარებული. ის გახდა
ბიძია პოლი, პირმშო როზმარის ნათლია. როდესაც გარდაიცვალა,
გამოირკვა, რომ მთელი ქონება პატარა ნათლულისათვის, დაეტოვე-
ბინა, რომელიც მაშინ ცამეტი წლისა იყო.
ამის წყალობით როზმარის საკმაო კაპიტალი ჰქონდა და შეეძლო
მოსაწყენ ჯორჯ ბარტონზე გაცილებით უკეთეს პიროვნებას მისთხო-
ვებოდა, ის კი მაინც ჯორჯს გაჰყვა.
რატომ? აირისი გაოცებული იყო მაშინ, უკვირდა ახლაც. მას არ
სჯეროდა, რომ როზმარი ოდესმე შეიძლებოდა შეყვრებული ყოფი-
ლიყო ჯორჯზე, მაგრამ გათხოვების შემდეგ იგი ბედნიერი ჩანდა და
უაღრესად ფაქიზად ეპყრობოდა ქმარს ‒ დიახ, უაღრესად ფაქიზად.
აირისს სრული საფუძველი ჰქონდა დარწმუნებულიყო ამაში, რადგან
დის ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ მათი დედა – მომხიბლავი და
დელიკატური ვიოლა მარლო – გარდაიცვალა და ჩვიდმეტი წლის აი-
რისი თავის დასა და მის მეუღლესთან გადავიდა საცხოვრებლად.
ჩვიდმეტი წლის ქალიშვილი... აირისი ამჯერად საკუთარი თავის
შეცნობას შეეცადა. რას წარმოადგენდა იგი? რას გრძნობდა, ფიქ-
რობდა, განიცდიდა?

6
მან დაასკვნა, რომ ეს ახალგაზრდა აირის მარლო საკმაოდ თავ-
ნება არსება იყო – დაუფიქრებელი, უდარდელი. განა მას აღიზიანებ-
და, რომ დედა როზმარისადმი განსაკუთრებულ სითბოს იჩენდა? აზ-
რად არც კი მოსვლია ეფიქრა ამაზე. თავიდანვე ფაქტად მიიჩნია, რომ
როზმარი მნიშვენელოვანი პიროვნება იყო,მას, როგორც უფროს ქა-
ლიშვილს, „კონკურსგარეშე“ ეკუთვნოდა დედის საგანგებო ყურად-
ღება. ასეც უნდა ყოფილიყო! აირისი კი თავის რიგს უნდა დალოდე-
ბოდა. საერთოდ, ვიოლა მარლო შვილებისაგან საკმაოდ შორს
მდგომი დედა გახლდათ. საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო ზრუნავდა,
ბავშვები კი გადაბარებული ჰყავდა ძიძებისათვის, გუვერნანტები-
სათვის, სკოლისთვის. მაგრამ იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც
შვილები მასთან აღმოჩნდებოდნენ ხოლმე, დიდ სინაზეს იჩენდა,
გულწრფელად იკრავდა გულში, ჰექტორ მარლო გარდაიცვალა, რო-
დესაც აირისი ხუთი წლისა იყო. გოგონამ იცოდა, რომ მამა იმაზე
მეტს სვამდა, ვიდრე სასარგებლო იყო, მაგრამ საიდან მოვიდა ეს და-
ბეჯითებული ცოდნა, თვითონაც არ უწყოდა, ჩვიდმეტი წლის აირის
მარლო უდრტვინველად ხვდებოდა ყველაფერს, რასაც ცხოვრება
შესთავაზებდა, ემორჩილებოდა დედას, მისი სიკვდილის შემდეგ კი
ძაძები ჩაიცვა და თავის დასა და სიძესთან ელვასტონ სკვერზე გადა-
სახლდა.
ზოგჯერ ამ სახლში ღრმა სევდა იპყრობდა, ოფიციალურ წლისთა-
ვამდე გაძლება ემძიმებოდა. მანამდე კი კვირაში სამჯერ ფრანგული-
სა და გერმანულის გაკვეთილებს იღებდა და სადიასახლისო კურსებ-
საც ესწრებოდა. მაგრამ ხშირად ისეთი დროც დგებოდა, როდესაც
არაფერი ჰქონდა გასაკეთუბელი და მოსაუბრეც არავინ ჰყავდა. ჯორ-
ჯი კარგად ექცეოდა, გულღია და კეთილმოსურნე იყო, ხასიათი არას-
დროს ეცვლებოდა. იგი ახლაც ასეთი გახლდათ.
ხოლო როზმარი? აირისი იშვიათად ხვდებოდა დას, რადგან იგი
სულ გარეთ იყო ‒ მკერავებთან, კოკტეილზე, ბანქოს სათამაშოდ...
რა იცოდა მან როზმარის შესახებ? რა უნდა ეფიქრა მასზე – მის გე-
მოვნებაზე, იმედებზე, ეჭვებზე? გასაოცარია, რა ცოტა რამ შეიძლება

7
იცოდეთ ადამიანზე მასთან ერთ სახლში ცხოვრების მიუხედავად!
დებს შორის მცირეოდენი სიახლოვეც კი არ ყოფილა.მაგრამ მას უნ-
და ეფიქრა ახლა, მას უნდა გაეხსენებინა. ამას შესაძლოა დიდი მნიშ-
ვნელობა ჰქონოდა.
მაშ, ასე: როზმარი სავსებით ბედნიერად გამოიყურებოდა...
იმ დღემდე, უბედურებამდე ერთი კვირით ადრე.
აირისს არასოდეს დაავიწყდება ეს დღე. ნათლად თვალწინ უდგას
ყოველი დეტალი, ყოველი სიტყვა, პრიალა საწერი მაგიდა, წაქცეუ-
ლი სკამი, ნაცნობი ხელწერა...
აირისმა თვალები დახუჭა და სურათი აღადგინა: როგორ შევიდა
როზმარის ოთახში, გაოგნებული როგორ შეჩერდა უეცრად. ეს რას
ხედავს! როზმარი საწერ მაგიდასთან ზის, თავი გაშლილ ხელებში ჩა-
ურგავს და თავშეუკავებლად ქვითინებს. აირისს ადრე არასდროს
ენახა მტირალი როზმარი და ძალიან შეაშინა ამ გულსაკლავმა მოთ-
ქმამ. მართალია, როზმარი ახალი გამოჯანმრთელებული იყო ინ-
ფლუენციის შემდეგ, სულ ორიოდე დღე თუ იყო გასული, ხოლო ყვე-
ლამ უწყის, რომ ინფლუენცია დეპრესიაში აგდებს ავადმყოფებს და
მაინც...
შეშინებულმა აირისმა ბავშვივით შეჰყვირა:
– ოჰ, როზმარი, რა მოგივიდა?
როზმარი წელში გასწორდა, თმები უკან გადაიყარა, შეეცადა და-
ეძლია საკუთარი თავი და უთხრა დას:
‒ არაფერია... არაფერი... ასე ნუ მიყურებ!
მან დას გვერდით ჩაურბინა და გარეთ გავარდა. გაოგნებული,
დაბნეული აირისი კი ოთახში შევიდა, საწერ მაგიდას მიმოავლო მზე-
რა და თვალი შეასწრო დის ხელით დაწერილ თავის სახელს. ნუთუ
როზმარი მას წერილს სწერდა?
ქალიშვილი ახლოს მივიდა და დახედა ლურჯ ფურცელს, დამახა-
სიათებელი მსხვილი ნაწერით, რომელიც აღელვების გამო, კიდევ
უფრო ოკრო-ბოკრო ჩანდა. ·
„ძვირფასო აირის, ანდერძის დაწერა საჭირო არ არის, რადგან ჩე-
მი ფული ყველა შემთხვევაში შენზე გადმოვა, მაგრამ მე მსურს, ზოგი-

8
ერთი ჩემი ნივთი გარკვეულ პიროვნებებს გადასცე. ჯორჯს დაუბრუნე
მისი მოძღვნილი სამკაულები და პატარა მომინანქრებული ზარდახ-
შა, რომელიც ნიშნობის დღეს ვიყიდეთ. გლორია კინგს ჩემი პლატი-
ნის პორტსიგარი გადაეცი, ხოლო მეისის – ჩინური ფაიფურის ცხენის
ფიგურა, რომლითაც იგი მუდამ აღტაცებული იყო...“
წერილი აქ წყდებოდა. კალამი ბოლოს უცნაურად იყო მოსმული,
როგორც ჩანს, იმის გამო, რომ როზმარი მაგიდაზე დაემხო და თავ-
შეუკავებელი ქვითინი წასკდა,
აირისი გაქვავებული იდგა.
რას უნდა ნიშნავდეს ეს? განა როზმარი სიკვდილს აპირებდა? მან
მძიმედ იავადმყოფა, ინფლუენცია გადაიტანა, მაგრამ ახლა ხომ გა-
მოჯანმრთელდა! საერთოდ, ინფლუენცია არ კლავს ხალხს, ყოველ
შემთხვევაში, ეს ძალზე იშვიათად ხდება, როზმარიზე კი ლაპარაკიც
ზედმეტია. ის ახლა თავს კარგად გრძნობდა, ოღონდ ცოტა გამხდარი
იყო და სისუსტე აწუხებდა.
აირისმა კვლავ გადაავლო თვალი წერილს და ამჯერად გააოცა
სიტყვებმა: „ჩემი ფული, ყველაშემთხვევაში, შენზე გადმოვა...“
ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საქმე შეეხო პოლ ბენეტის
ანდერძში დასმულ პირობას. აირისმა ბავშვობიდანვე იცოდა, რომ
ბიძია პოლის ფული როზმარის ეკუთვნოდა და ამის გამო როზმარი
მდიდარი იქნებოდა, მამინ როდესაც თვითონ – თითქმის ღარიბია,
მაგრამ აქამდე მას არასდროს გასჩენია კითხვა, რა მოუვიდოდა ამ
ფულს როზმარის გარდაცვალების შემთხვევაში.
მისთვის რომ ეკითხათ, ის ალბათ უჰასუხებდა, რომ ფული უნდა
გადაეცეს ჯორჯს, როგორც როზმარის მეუღლეს, მაგრამ დასძენდა,
რომ სისუღელეა იფიქრო, თითქოს როზმრი შეიძლება ჯორჯზე ადრე
მოკვდეს.
და აი, მის წინ იდო როზმარის ხელით შავით თეთრზე ნაწერი:
როზმარის სიკვდილის შემთხვევაში: ფული მას – აირისს უნდა გადას-
ცემოდა.
ნამდვილად კანონიერი იყო თუ არა ყოველივე ეს? ჩვეულებრივ,
ქმარი ან ცოლი იღებს ფულს და არადა... თუ , რა თქმა უნდა პოლ ბე-

9
ნეტმა არ გამოხატა ამ გზით თავისი ნება-სურვილი. დიახ, ალბათ,
ასეც იყო. ბიძია პოლმა დაიბარა, რომ ფული მისთვის გადაეცათ, თუ
როზმარი მოკვდებოდა. ასე ნაკლებ უსამართლო იქნებოდა...
უსამართლო? იგი მეხივით გასჭვალა ფიქრებში გაელვებულმა
სიტყვამ. განა ის კი უსამართლო არ იყო, რომ ბიძია პოლის მთელი
ფული როზმარის ურგო? მან ივარაუდა, რომ სადღაც, გულის სიღრმე-
ში, დიდა ხანია გრძნობდა ამას. ყოველივე ნამდვილი უსამართლობა
იყო. ის და როზმარი ხომ დები იყვნენ, ორივენი თავიანთი დედის შვი-
ლები. რატომ დაუტოვა ბიძია პოლმა ყველაფერი როზმარის?
როზმარის ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა! მხიარული შეხვედ-
რები და საუკეთესო ტანსაცმელი, შეყვარებული ახალგაზრდები და
მორჩილი მეუღლე. ერთადერთი უსიამოვნო შემთხვევა როზმარის
ცხოვრებაში ის იყო, რომ ინფლუენცია შეეყარა! და ესეც კი არ გაგ-
რძელებულა ერთ კვირაზე მეტ ხანს!
გაოგნებული აირისი მაგიდასთან იდგა და არ იცოდა, როგორ
მოქცეულიყო. იქნებ, როზმარიმ განზრახ დატოვა ეს ქაღალდის ფურ-
ცელი, რათა მსახურებს ენახათ?
წუთიერი ჭოჭმანის შემდეგ მან მაინც აიღო იგი, ორად მოკეცა და
მაგიდის ერთ-ერთ უჯრაში ჩადო,
ფურცელი სწორედ იქ იპოვეს საბედისწერო დაბადების დღის შემ-
დეგ და გამოიყენეს კიდეც იმის ერთ-ერთ საბუთად – თუ საერთოდ
საჭირო იყო საბუთები, – რომ როზმარი ავადმყოფობის შემდეგ დეპ-
რესიაში იყო ჩავარდნილი და, შესაძლოა, თვითმკვლელობაზეც კი
ფიქრობდა.
დეპრესია ინფლუენციის შემდეგ. ეს იყო გამოძიების მიერ აღმო-
ჩენილი მოტივი და მის დადგენას ხელი შეუწყო აირისის ჩვენებამაც.
იქნებ, მოტივი დიდად დამაჯერებელი არ იყო, მაგრამ სხვას ვერა-
ფერს ივარაუდებდნენ და ამიტომ დასაშვებად ჩათვალეს. იმ წელი-
წადს რაღაც განსაკუთრებით საშიში ინფლუენცია მძვინვარებდა. არც
აირისს, არც ჯორჯს აზრად არ მოსვლიათ სხვა რაიმე მიზეზი ეძებნათ,
ახლა კი, მანსარდაში გაკეთებული აღმოჩენის შემდეგ, აირისს უკვი-
რდა, როგორ შეეძლო ასე დაბმავებულიყო, ყველაფერი ხომ მის თვა-

10
წინ ხდებოდა! აირისი კი ვერაფერს ხედავდა, ვერაფერს ამჩნევდა!
გონების ერთი ნახტომი და მისი აზრები კვლავ დაბადების დღეს
მომხდარ ტრაგედიას დაუბრუნდა, არა, ამაზე არ უნდა იფიქროს, კმა-
რა, ყოველივე დამთავრდა! თავიდან უნდა ამოიგდოს ეს საშინელება,
მთელი ეს გამოძიება, ჯორჯის შიმისაგან მოღრეცილი სახე და სის-
ხლჩამდგარი თვალები. სჯობს ისევ იმაზე იფიქროს, რაც მანსარდაში
მოხდა.

2
ეს მოხდა როზმარის გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ. აი-
რისი წინანდებურად ცხოვრობდა სახლში ელვასტონ სკვერზე.
დაკრძალვის მერე მარლოს ოჯახის რწმუნებული, ლაქუცა მოხუცი,
რომელსაც მბზინავი მელოტი თავი ჰქონდა და თვალებს ქურდულად
აცეცებდა აქეთ-იქით, ესაუბრა აირისს. ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბ-
ვის გარეშე განუმარტა, რომ პოლ ბენეტის სურვილის თანახმად, მთე-
ლი მისი ქონების მემკვიდრედ ცხადდებოდა როზმარი, ამ უკანასკნე-
ლის სიკვდილის შემთხვევაში კი მისი შვილები. თუ როზმარი უშვი-
ლოდ გადაეგებოდა, მთელი ქონება აირისს უნდა გადასცემოდა, მემ-
კვიდრეობა, რწმუნებულის თქმით, ძალიან დიდი იყო და მთლიანად
გადავიდოდა მის განკარგულებაში, როგორც კი აირისს ოცდაერთი
წელი შეუსრულდებოდა ან იმ შემთხვევაში, თუ იგი უფრო ადრე გათ-
ხოვდებოდა.
ამასობაში მისი უპირველესი საზრუნავი იყო საცხოვრებელი ად-
გილის პოვნა. ჯორჯს მისი წასვლის გაგონებაც არ სურდა და ამიტომ
მან თავისთან საცხოვრებლად მოიწვია აირისის მამიდა ‒ მისის დრე-
იკი, რომლის მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად შეარყია
მისმა ვაჟმა – ყოველ ოჯახს ხომ თითო მაჯლაჯუნა გამოერევა ხოლმე.
მამიდას აირისის მარტოობა უნდა გაეზიარებინა და საზოგადოებაშიც
თან ხლებოდა მას. იზიარებდა თუ არა აირისი ამ გეგმას? მადლობე-
ლი იყო რა იმის გამო, რომ ახალი გეგმა აღარ უნდა შეედგინა, აირის-
მა სიამოვნებით განაცხადა თანხმობა, მამიდა ლუცილა მას ახსოვდა,

11
როგორც წყნარი, მოკრძალებული მოხუცი, რომელსაც საკუთარი
სურვილები თითქმის არ გააჩნდა.
ამრიგად, საქმე მოგვარებული იყო. ჯორჯ ბარტონი ნასიამოვნები
იყო, რომ ცოლისდა კვლავ შინ დარჩებოდა და ისე ზრუნავდა მასზე,
როგორც ურწმეს დაზე, არც მისის დრეიკი აბეზრებდა თავს კომპანი-
ონს და ცდილობდა ყოველი მისი სურვილი შეესრულებინა. სახლში
სიმყუდროვემ დაისადგურა,
თითქმის ექვსი თვე იყო გასული, როცა აირისმა მანსარდაში ის წე-
რილი აღმოაჩინა.
ელვასტონ სკვერზე მდგომ სახლში მანსარდა საკუჭნაოდ ექციათ.
აქ აწყობდნენ ძველ ავეჯს, ზანდუკებს, სხვადასხვაგვარ ჩანთებსა და
ჩემოდნებს.
ერთ დღეს აირისი ავიდა იქ დაკარგული წითელი პულოვერის მო-
საძებნად. ჯორჯის თხოვნით, მას როზმარის გარდაცვალების გამო,
ძაძები არ ეცვა. როგორც სიძემ უთხრა, თვით როზმარი სულითა და
გულით ეწინააღმდეგებოდა ყოველგვარ დაღვრემილობას. აირისმაც
იცოდა, რომ ეს მართალი იყო და ამიტომ დიდი წინააღმდეგობა არ
გაუწევია, ჩვეულებრივ ტანსაცმელს ატარებდა, რითაც მამიდა ლუცი-
ლას უკმაყოფილებას იწვევდა, იგი ძველი ყაიდის ქალი იყო და „კე-
თილგონიერების“ დაცვას მოითხოვდა. თვითონ მამიდას ჯერ კიდევ
ეცვა ძაძები ოცი წლის წინათ გარდაცვლილი ქმრის პატივსაცემად.
აირისმა იცოდა, რომ უამრავი გამოუსადეგარი ტანსაცმელი
სხვენზე ზანდუკში ინახებოდა. იგი შეუდგა თავისი პულოვერის ძებნას
და უამრავი ხარახურა გადაქექა – ძველი ქვედატანები, წინდების
მთელი გროვა, სათხილამურო ტანსაცმელი და, თქვენ წარმოიდგი-
ნეთ, ორიოდე საბანაო კოსტუმიც კი.
შემდეგ მან იპოვა როზმარის ძველი ხალათი, რომელიც რატომ-
ღაც მიცვალებულის სხვა ნივთებთან ერთად, არ გაესაჩუქრებინათ,
მამაკაცის ხალათის მსგავსად, იგი აბრეშუმის საყელოთი და მანჟეტე-
ბით იყო გაწყობილი და დიდი დაკერებული ჯიბეები ჰქონდა.
აირისმა შეფერთხა ის და შეამჩნია, რომ ხალათი კარგად იყო შე-
მონახული, ამიტომ ფრთხილად დაკეცა და ზანდუკში დააბრუნა. ამ

12
დროს ერთ-ერთ ჯიბეში რაღაც აშრიალდა, აირისმა ხელი ჩაყო და
დაჭმუჭნული ქაღალდი ამოიღო, როზმარის ხელი რომ შეიცნო, გაას-
წორა იგი და კითხვას შეუდგა:
„ლეოპარდ, ძვირფასო, შენ ამას ვერ გაიგებ... შენ არ შეგიძლია,
არ შეგიძლია... ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს! ჩვენ ერთმანეთს ვეკუთ-
ვნით! შენ უნდა იცოდე ეს ისევე, როგორც მე ვიცი. ჩვენ არ ძალგვიძს
დავშორდეთ ერთმანეთს და ჩვენ-ჩვენთვის ვიცხოვროთ. შენ ხომ იცი,
რომ ეს შეუძლებელია, ძვირფასო, სრულიად შეუძლებელი, მე და შენ
ერთმანეთს ვეკუთვნით –აწ და მარადის. მე ჩვეულებრივი ქალი არ
გახლავარ, ყურადღებას არ ვაქცევ, რას იტყვის ხალხი. სიყვარული
უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი.
ჩვენ ერთად უნდა წავიდეთ და ბედნიერნი ვიქნებით – მე გაგაბედნიე-
რებ შენ. შენ ერთხელ მითხარი, რომ უჩემოდ შენს სიცოცხლეს მტვე-
რი და ფერფლი ფარავდა ‒ ხომ გახსოვს, ლეოპარდ, ძვირფასო? ახ-
ლა კი შენ მწერ, რომ სჯობს ყოველივე ამას ბოლო მოეღოს –ისევ
მხოლოდ და მხოლოდ ჩემდა სასიკეთოდ. როგორ თუ ჩემდა სასიკე-
თოდ? მე ხომ უშენოდ სიცოცხლე არ ძალმიძს! მე მეცოდება ჯორჯი –
ის ყოველთვის ტკბილად მექცეოდა – მაგრამ მან უნდა გაგვიგოს. მან
უნდა მოინდომოს ჩემთვის თავისუფლების დაბრუნება. სწორი არ იქ-
ნება ერთად ცხოვრება, როცა ერთმანეთი უკვე აღარ გვიყვარს. მე და
შენ კი ღმერთმა ერთმანეთისათვის შეგვქმნა, ძვირფასო, – მე ვიცი.
ასეთია ნება უფლისა. ჩვენ საოცრად ბედნიერები გავხდებით, მაგრამ
ამისთვის მტკიცენი უნდა ვიყოთ. მე თვითონ ვეტყვი ჯორჯს ყველა-
ფერს ‒ მწადია ალალი და გულმართალი ვიყო მის წინაშე – ყოველი-
ვეს ვუამბობ, ოღონდ დაბადების დღის შემდეგ.
ვიცი, რომ სწორად ვიქცევი. ლეოპარდ, ძვირფასო, მე არ შემიძ-
ლია უშენოდ ცხოვრება ‒არ შემიძლია, არ შემიძლია – არ შემიძლია.
რა სისულელეა ჩემი მხრიდან, რომ ყოველივე უს დავწერე. საკმარი-
სი იყო მხოლოდ ორი სტრიქონი: „მიყვარხარ. არასოდეს არ გაგიშვებ
ჩემგან“. ოჰ, ჩემო ძვირფასო...“
წერილი აქ წყდებოდა.

13
აირისი გაირინდა, თვალს ვერ აცილებდა მას, თურმე რა მცირე.
რამ სცოდნია საკუთარი დის შესახებ, მაშასადამე, როზმარის საყვა-
რელი ჰყოლია, ვნებიან წერილებს სწერდა, მასთან ერთად გაქცევა
სურდა? რა მოხდა? როზმარის არ გაუგზავნია ეს წერილი. მაშ, რომე-
ლი წერილი გაუგზავნა? ბოლოს და ბოლოს, როგორ გადაწყდა როზ-
მარისა და ამ უცნობი კაცის ურთიერთობა? („ლეოპარდი!“ რა ექ-
სტრაორდინალური ფანტაზიები მოსდით თავში შეყვარებულებს! რა
სულელურია, მართლაც, „ლეოპარდი!“)
ვინ იყო ეს კაცი? უყვარდა თუ არა მას როზმარი ისევე, როგორც
ქალი ეტრფოდა მას? იქნებ, უყვარდა კიდეც. როზმარი ხომ ასეთი
თავგამეტებული სატრფო იყო. მაგრამ, როზმარის წერილის თანახ-
მად, მას შეუთავაზებია, ყველაფერი დავამთავროთო. რატომ შესთა-
ვაზა? სიფრთხილის გამო? როგორც ჩანს, ის ამბობდა, რომ ასე უნდა
მოქცეულაიყვნენ როზმარის დასაცავად, რადგან ეს ძალიან სახიფა-
თო იყო მისთვის.
დიახ, მაგრამ განა მამაკაცები სწორედ ასეთ რამეებს არ ამბობენ
ხოლმე თავის დასახსნელად? ხომ არ ნიშნავს სინამდვილეში ეს იმას,
რომ კაცს, ვინც უნდა ყოფილიყო იგი, ყველაფერი მობეზრდა? შესაძ-
ლოა, ეს მისთვის გართობა იყო, შესაძლოა, არც ჰყვარებია არასო-
დეს ჭეშმარიტად?
რატომღაც აირისს ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა, რომ ეს უც-
ნობი კაცი ცდილობდა საბოლოოდ შეეწყვიტა ურთიერთობა როზმა-
რისთან.
როზმარი კი სხვაგვარად ფიქრობდა, ის არ აპირებდა სატრფოს-
თან განშორებას და თვითონაც ძალიან კატეგორიულად იყო განწყო-
ბილი...
აირისმა არაფერი იცოდა ამის შესახებ. წარმოდგენაც კი არ ჰქონ-
და! თავისთავად ცხადად მიაჩნდა, რომ როზმარი ბედნიერია, რომ ის.
და ჯორჯი ერთურთით კმაყოფილნი არიან. რა სიბრმავე იყო, მარ-
თლაც, უსინათლო უნდა ყოფილიყო, რომ ვერ მიმხვდარიყო, რა დღე-
ში იყო საკუთარი და!
მაგრამ ვინ იყო ის კაცი?

14
აირისი კვლავ წარსულში ჩაიძირა ფიქრებით, ჭკუას ძაბავდა, იგო-
ნებდა. რამდენი ახალგაზრდა ევლებოდა როზმარის თავს, რამდენი
ურეკავდა, იწვევდა სასეირნოდ. ძნელი იყო მათი ერთმანეთისგან გა-
რჩევა.მაგრამ ხომ უნდა ყოფილიყო მათ შორის ერთი გამორჩეული,
სხვები კი მხოლოდ მის დასაფარავად სჭირდებოდა როზმარის, აირი-
სი სულ აირია, ვეღარ გაერკვა თავის მოგონებებში.
ამოტივტივდა ორი სახელი. იგი უთუოდ ერთ-ერთი მათგანი უნდა
ყოფილიყო. სტივენ ფარადეი? შესაძლოა, სწორედ სტივენ ფარადეი!
რა ნახა მასში როზმარიმ? ამაყი, გაბღენძილი, არც თუ ისე ახალგაზ-
რდა კაცი. რა თქმა უნდა, ხალხი ამბობს, რომ იგი ბრწყინვალეა: წარ-
მატებული პოლიტიკოსი, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მინის-
ტრის მოადგილე... გამორიცხული არც ისაა, რომ უფრო შორეულ მო-
მავალში პრემიერ-მინისტრობასაც გამოჰკრას ხელი, ამ ბრწყინვა-
ლებამ ხომ არ დააბრმავა როზმარი? არა, მას არ შეეძლო, ასე ვნებია-
ნად შეჰყვრაებოდა იგი – ეს ცივი და პირქუში არსება, მაგრამ ხომ ამ-
ბობენ, რომ საკუთარი მეუღლე ჭკუას კარგავს მასზე, თავისი ძლიერი
ოჯახის სურვილის საწინააღმდეგოდ გაჰყვა მას და პოლიტიკური ამ-
ბიციები აქ არაფერ შუამია! თუკი მას შეუძლია ასეთი ძლიერი გრძნო-
ბები გამოიწვიოს ერთ ქალში, რატომ არ შეიძლება, ისინი მეორე
ქალსაც აღუძრას? დიახ, ეს სტივენ ფარადეი უნდა იყოს.
ხოლო თუკი სტივენ ფარადეი არ აღმოჩნდა, მაშინ უთუოდ ენტონი
ბრაუნი იქნება. მაგრამ აირისს არ უნდოდა, რომ ეს ენტონი ბრაუნი
ყოფილიყო.
მართალია, იგი როზმარის, შეიძლება ითქვას, მსახურად ედგა, ქა-
ლის ყოველ დაძახებაზე წამსვე იქ გაჩნდებოდა და ნებისმიერ სურ-
ვილს უსრულღებდა, ხოლო მისი შავგვრემანი, ლამაზი სახე რაღაც
სასაცილო უიმედობას გამოხატავდა, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ერ-
თგულებას ასე აშკარად არ გამოხატავენ ხოლმე, თუ გრძნობა ნამ-
დვილად ღრმაა და ურთიერთობაც ნებადართულის ფარგლებს
სცილდება.
საოცარი იყო, მაგრამ როზმარის სიკვდილის მერე. ენტონი უეც-
რად გაქრა. მას შემდეგ იგი აღარავის უნახავს.

15
თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც თუ ისე საოცარი იყო: ენტონი ხომ
ხშირად მოგზაურობდა, იგი ბევრს ყვებოდა ხოლმე არგენტინისა თუ
კანადის, უგანდისა თუ ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ. მას
საგრძნობი აქცენტი ჰქონდა და აირისი ვერ გარკვეულიყო, ამერიკე-
ლი იყო იგი თუ კანადელი, არა, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ იმ
დღის შემდეგ მის შესახებ არაფერი ისმოდა.
ამას გარდა, მისი მეგობარი ხომ როზმარი იყო! მაშ, რაში ეპიტნა-
ვებოდა მას ოჯახის წევრებთან შეხვედრა, რისთვის უნდა მოსულიყო?
იგი როზმარის მეგობარი იყო; მაგრამ არა როზმარის საყვარელი. ასე
რომ ყოფილიყო, ნამდვილი საშინელება იქნებოდა.
აირისმა კვლავ დახედა ხელში ჩაბღუჯულ წერილს და დაჭმუჭნა.
მან. უნდა გადააგდოს, გაანადგუროს იგი... მაგრამ უეცრად ინსტინ-
ქტურმა გრძნობამ შეაჩერა ქალიშვილი. ოდესმე ამ წერილმა შეიძ-
ლება განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს.აირისმა გაასწორა
იგი, დაკეცა და სამკაულების შესანახ ზარდახშაში მოათავსა.
ოდესმე უს წერილი დიდ. მნიშვნელობას შეიძენს, მან ხომ შეიძ-
ლება როზმარის თვითმკვლელობის საიდუმლოება ახსნას.

„კიდევ რა გნებავთ?“
ამ უცნაურმა ფრაზამ, უნებურად რომ გაიელვა მის გონებაში, ღი-
მილი მოჰგვარა აირისს. დუქნების მეპატრონეთა ეს გავრცელებული
კითხვა ამჯერად უაღრესად ზუსტად გამოხატავდა მის განწყობილე-
ბას, განა ყოველთვის ამასვე არ გრძნობდა თვითონ, როდესაც წარ-
სულს ჩაუღრმავდებოდა ხოლმე? იგი გაოგნებული იყო მოულოდნე-
ლი აღმოჩენით მანსარდაზე, ახლა კი – „კიდევ რა გნებავთ!..“ ნეტავ,
როგორი იქნება შემდგომი სიურპრიზი?
ჯორჯის მოქმედება ნამდვილად სულ უფრო და უფრო უცნაური
ხდებოდა. ეს კარგა ხანია, რაც დაიწყო. წუხანდელმა მოულოდნელმა

16
საუბარმა ნათელი მოჰფინა წვრილმანებს, რომელთა ამოხსნა ადრე
უჭირდა. ყველა გაბნეულმა შენიშვნამ თუ საქციელმა კუთვნილი ად-
გილი დაიკავა მოვლენათა განვითარებაში.
დაბოლოს, ენტონი ბრაუნის გამოჩენა, შესაძლოა, მოსალოდნე-
ღიც კი იყო, მაგრამ საგულისხმოა, რომ ეს მოხდა წერილის აღმოჩე-
ნიდან ერთი კვირის შემდეგ. აირისი თავს ვეღარ უყრიდა თავის შთა-
ბეჭდილებებს...
როზმარი ნოემბერში გარდაიცვალა. მომდევნო წლის მაისში ლუ-
ცილა დრეიკის მზრუნველი ფრთის ქვეშ შეყუჟულმა აირისმა საზოგა-
დოებაში გამოსვლა დაიწყო. იგი ესწრებოდა ჩაის სმასა და საუზმე-
ებს, ზოგჯერ ცეკვებსაც, მაგრამ ყოველივე ეს მაინცადამაინც დიდ სი-
ამოვნებას არ ანიჭებდა, სულ მოწყენასა და აპათიას გრძნობდა. ერთ-
ერთი ასეთი მოსაწყენი ცეკვის „დროს, დაახლოებით ივნისის ბო-
ლოს, მას ზურგსუკან ხმა შემოესმა:
– განა ეს აირის მარლო არ არის?
ის შემობრუნდა და სახე შეეფაკლა, როცა. ენტონის შავგერემან
მომღიმარე სახეს შეეფეთა. მან უთხრა:
‒ დარწმუნებული არა ვარ, გახსოვართ თუ - არა, მაგრამ...
– მახსოვხართ, რა თქმა უნდა, მშვენიერად მახსოვხართ! – შეაწყ-
ვეტინა ქალიშვილმა
– შესანიშნავია. მე კი ვშიშობდი, რომ დაგავიწყდებოდით, იმდენი
ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს გნახეთ.
– დიახ, როზმარის დაბადების დღის შემდეგ...
მას სიტყვა გაუწყდა. აქამდე დაუფიქრებლად ლაპარაკობდა, ახ-
ლა კი გაფითრდა თითქოს სისხლი გაუშრა. ტუჩები აუკანკალდა, გა-
ფართოებულ თვალებში შიში ჩაუდგა. ენტონი ბრაუნი სწრაფად შე-
ეპასუხა:
‒ მომიტევეთ, მე არ უნდა შემეხსენებინა თქვენთვის...
– არაფერია, არაფერი... ‒ გონს მოეგო აირისი.
(არა როზმარის დაბადების დღის შემდეგ, არამედ როზმარის
თვითმკვლელობის შემდეგ... მას არ შეეძლო ამაზე ფიქრი. მას სრუ-
ლიად არ შეეძლო ამაზე ფიქრი!)

17
ენტონი ბრაუნი კვლავ გამოელაპარაკა:
– ძალიან ვწუხვარ, მომიტევეთ, თუ შეიძლება. ხომ არ გვეცეკვა?
მან თავი დაუქნია და თუმცა ცეკვაზე, რომელიც ეს-ეს იყო დაიწყო,
სხვისთვის იყო შეპირებული, ენტონის მკლავებში მოქცეული შეცურ-
და საცეკვაო წრეში. ქალიშვილს არ გამოჰპარვია, როგორი შემ-
კრთალი იყო მისი პარტნიორი, რომელიც თვალს ვერ აცილებდა, რა
შეუსაბამოდ დიდი საყელო ჰქონდა. ასეთი პარტნიორი ცეკვებზე ახ-
ლადგამოჩეკილ წიწკვებს შეეფერებოდა და არაფრით არ შეიძლებო-
და ყოფილიყო როზმარის საყვარელი,
მწვავე ტკივილმა გაჰკრა გულში. როზმარის საყვარელი! ის წერი-
ლი! შეიძლებოდა კი, რომ იგი ამ კაცისადმი ყოფილიყო მიწერილი,
რომელთანაც ახლა თვითონ ცეკვავდა? იგი მოქნილად, კატის მსგავ-
სად მოძრაობდა და გამორიცხული არ იყო, რომ მეტსახელად „ლეო-
პარდი“ დარქმეოდა. ის და როზმარი...
მან გულგრილად ჰკითხა:
‒ სად იყავით დაკარგული ამდენ ხანს?
ვაჟი ოდნავ განერიდა და სახეში შეხედა არ გაუღიმია, ხმაც ცივი
ჰქონდა: –ვმოგზაურობდი. საქმეები მქონდა.
– ვხედავ, რომ ასეა, – გაღიზიანებულად შეეპასუხა ქალიშვილი.
– ახლა რისთვის დაბრუნდით?
ენტონიმ გაიღიმა.
‒ დავუშვათ, იმისთვის, რომ თქვენ შეგხვედროდით, აირის მარ-
ლო!
და მან უეცრად მიიზიდა ქალიშვილი, თვალი მოავლო მოცეკვავე-
ებს და მისი მოძრაობები მოულოდნელად მოხდენილი გახდა, აირი-
სისდა გასაოცრად, თუმცა ამ სიახლოვემ სიამოვნება მოჰგვარა,
ერთდროულად შიშის გრძნობაც დაეუფლა.
ამ დღიდან ენტონი მისი ცხოვრების ნაწილად იქცა. კვირაში ერ-
თხელ მაინც ხვდებოდა მას. ისინი ხვდებოდნენ პარკში, ცეკვებზე, ხო-
ლო წვეულებებზე ვაჟი უცვლელად მის გვერდით აღმოჩნდებოდა
ხოლმე.

18
ერთადერთი ადგილი, სადაც იგი არასდროს მოდიოდა, იყო სახ-
ლი ელვასტონ სკვერზე. გარკვეული დრო გავიდა, სანამ აირისმა ეს
შეამჩნია, იმდენად ოსტატურად იცილებდა ვაჟი თავიდან ყოველგვარ
მიპატიჟებას. ყოველივე რომ გააცნობიერა, აირისი დაფიქრდა: იმი-
ტომ ხომ არ ხდებოდა ეს, რომ ენტონი და როზმარი...
შემდეგ, მისდა გასაოცრად, ჯორჯმა, მიამიტმა და ინტერესმოკ-
ლებულმა ჯორჯმა დაუწყო საუბარი ენტონის შესახებ:
– ვინ არის ეს ყმაწვილი, ენტონი ბრაუნი, რომელსაც შენ ხვდები?
რა იცი შენ მის შესახებ?
აირისი გაოცებით მიაჩერდა მას.
– რა ვიცი მის შესახებ? ის ხომ როზმარის მეგობარი იყო?
ჯორჯს სახე მოეღრიცა და გაჭირვებით, მძიმედ წარმოთქვა
‒ ჰო, რა თქმა უნდა, იყო...
– მომიტევე, არ უნდა გამეხსენებინა შენთვის!.. – დანანებით შეს-
ძახა აირისმა. ჯორჯმა თავი გადააქნია და ზრდილობიანად უთხრა:–
არა, არა, მე არ მსურს მისი დავიწყება. არასოდეს! ყველაფერს რომ
თავი დავანებოთ, – მას თვალები განზე გაექცა, – თვით მისი სახელი
გულისხმობს ამას: როზმარი ხომ არდავიწყებას ნიშნავს. არ მსურს,
რომ დაივიწყო შენი და, აირის.
ქალიშვილს სუნთქვა შეეკრა.
‒ არასოდეს დავივიწყებ.
– მაგრამ დავუბრუნდეთ ამ ყმაწვილს, ენტონი ბრაუნს, ‒ გა-
ნაგრძო ჯორჯმა. ‒ როზმარის მოსწონდა იგი, მაგრამ არა მგონია,
ბევრი რამ სცოდნოდა მის შესახებ. თავს გაუფრთხილდი, აირის! შენ
ხომ ახლა უაღრესად მდიდარი ქალთშვილი ხარ.
– ტონის ‒ ენტონის – თვითონაც უამრავი ფული აქვს, – გაცხარ-
და აირისი, – ასე რომ არ იყოს, რატომ იცხოვრებდა იგი „კლერიჯში",
როცა ლონდონში ჩამოდის?
ჯრორჯ ბრაუნმა გაიღიმა და წაიბურტყუნა: – რესპექტაბელურობა
ხარჯს მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ჩემო ძვირფასო, არავინ არაფე-
რი იცის მის შესახებ.
‒ ის ამერიკელია·

19
– შესაძლოა, მაგრამ თუ ეს მართალია, გასაკვირია, რატომ არ
ექომაგება საკუთარი საელჩო? ჩვენს სახლშიც. არასოდეს მოდის, ასე
არ არის?
– ახლა კი მივხვდი, რატომაც არ მოდის: შენს არაკეთილგანწყო-
ბას გრძნობს.
ჯორჯმა კვლავ თავი გადააქნია:
– როგორც ჩანს, დროა ჩავერიო საქმეში, კარგი! მხოლოდ მინდა
წინასწარ გაგაფრთხილო, რომ ლუცილას მოველაპარაკები.
– ლუცილას!.. აღშფოთდა აირისი, ჯორჯი შეეკითხა:
– ხომ ყველაფერი რიგზეა? მე ვგულისხმობდი, ხომ არ უმძიმს
ლუცილას შენთან ამდენი დროს გატარება – წვეულებები, ცეკვები და
სხვა ამგვარი?
– დიახ, ის მართლაც თახვივით ირჯება.
– იმიტომ რომ, თუ რაიმე არ გაკმაყოფილებს, შენ მხოლოდ მით-
ხარი, ჩემო კარგო: ჩვენ შეგვიძლია მას სხვა ვინმე შევუნაცვლოთ –
უფრო ახალგაზრდა და უფრო მარდი. მსურს, რომ შენ სიამოვნება არ
მოიკლო.
– მე კმაყოფილი ვარ, ჯორჯ, სავსებით ნასიამოვნები ვარ.
– მაშ, ყველაფერი რიგზეა, ‒ დასძინა კაცმა. – მე თვითონ არა-
სოდეს მიზიდავდა ეს გასართობები. მაგრამ შენ ნურაფერს მოიკლებ,
ნურაფერს დაინანებ საკუთარი თავისთვის.
აი, ასეთია ჯორჯი მუდამ ‒ კეთილი, მორიდებული, მოუქნელი.
უნდა ითქვას, რომ მისი დაპირება თუ მუქარა – ესაუბრა მისის,
დრეიკთან ენტონი-ბრაუნის შესახებ – არ განხორციელდა: ბედი
სხვაგვარად შემოტრიალდა და ლუცილას მთელი ყურადღება სხვა
საკითხზე გადაიტანა, მან დეპეშა მიიღო თავისი არაფრისმაქნისი შვი-
ლისაგან, რომელიც დედისთვის ნამდვილ სამარცხვინო ლაქას წარ-
მოადგენდა, ოსტატურად უჭამდა ფულს და ამით საკმაო ხეირიც ჰქონ-
და.
„შეგიძლია თუ არა, გამომიგზავნო ორასი ფუნტი? შავი დღე მად-
გას... ან სიცოცხლე, ან სიკვდილი. ვიქტორი“.

20
ლუცილა აქვითინდა– ვიქტორი ისეთი კეთილსინდისიერია! მან
იცის, როგორ მიჭირს და გამოუვალ მდგომარეობაში რომ არ იყოს,
არასდროს გამომიგზავნიდა ასეთ დეპეშას. ძალიან მეშინია, თავი არ
მოიკლას.
– არ მოიკლავს, – გულგრილად შეეპასუხა ჯორჯ ბარტონი.
‒ თქვენ არ იცნობთ მას! მე დედა ვარ და, ბუნებრივია, უკეთ ვიცი,
რას წარმოადგენს ჩემი საკუთარი შვილი. ვერასოდეს ვაპატიებ თავს,
თუ არ შევუსრულებ, რასაც მთხოვს. როგორმე გამოვძებნი საამისო
თანხას.
ჯორჯმა ამოიოხრა.
‒ყური დამიგდეთ, ლუცილა. მე დეპეშას გავუგზავნი ერთ-ერთ
ჩემს კორესპონდენტს და ჩვენ შევიტყობთ, რა შეემთხვა სინამდვილ-
ეში ვიქტორს. გირჩევთ დააცადოთ, თვითონ დაიხსნას თავი, იგი არა-
სოდეს გამოსწორდება, სანამ თქვენ ხელს აფარებთ.
– თქვენ ისეთი გულქვა ხართ, ჯორჯ! საწყალ ბიჭს არასდროს ჰქო-
ნდა იღბალი...
ჯორჯმა თავი შეიკავა. რა აზრი აქვს ქალთან კამათს?
– ახლავე დავავალებ ამ საქმეს რუთს, ‒ შენიშნა მან. – ხვალის-
თვის ყველაფერს შევიტყობთ.
ლუცილა ოდნავ დამშვიდდა. ორასი ფუნტი ორმოცდაათამდე და-
იყვანეს, მეტი კი ვერ მოაკლეს, რადგანაც ლუცილას ამაზე ნაკლების
გაგონებაც კი არ სურდა.
აირისმა იცოდა, რომ ჯორჯმა საკუთარი ფული გადაიხადა, თუმცა
ლუცილას თავი ისე მოაჩვენა, თითქოს მისი აქციები გაყიდა. როდე-
საც ქალიშვილმა მისი სიუხვის გამო აღტაცება გამოთქვა, ჯორჯმა უბ-
რალოდ მიუგო:‒ მე ამას ასე ვუყურებ: ერთი ქეციანი ცხვარი ყველა
ფარაში გამოერევა, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაცა, ვისაც უნდა
ელოლიავო, მე თუ არა, ვინმე სხვას მოუხდება ვიქტორის ხარჯის გას-
ტუმრება, სანამ მას სული უდგას.
‒ მაგრამ შენ არა ხარ ვალდებული ასე მოიქცე. იგი ხომ შენი ოჯა-
ხის წევრი არ არის?!
‒ როზმარის ოჯახი ჩემი ოჯახია.

21
– რა კარგი ხარ, ჯორჯ! მაგრამ განა უფრო უპრიანი არ იქნებოდა,
მე ამეკიდა ეს ტვირთი? შენ ხომ ხშირად ამბობ, რომ მე ფულით სავსე
ტომარა ვარ.
–შენ არაფერი ძალგიძს სანამ ოცდაერთი წლის არ გახდები და თუ
ჭკუა გაქვს, მერეც არ უნდა გააკეთო ეს, ერთ რჩევას მაინც მოგცემ:
როცა ეს ყმაწვილი შემოგითვლის, რომ თავს მოიკლავს, თუ ორასიო-
დე ფუნტს არ გაუგზავნი, იცოდე, ოც ფუნტზე მეტი არასოდეს შესთავა-
ზო...
მე კი გავბედავ და ათ ფუნტს ვახსენებ. შენ ვერ შეძლებ შეებრძო-
ლო დედის გრძნობებს, მაგრამ მოთხოვნილი თანხის შემცირება კი
შესაძლებელია, ‒გახსოვდეს ეს. რა თქმა უნდა, ვიქტორი თავს არა-
ვითარ შემთხვევაში არ მოიკლავს. ვინც თვითმკვლელობით იმუქრე-
ბა, ის არასოდეს მოიკლავს თავს
არასოდეს? აირისს როზმარი გაახსენდა, მაგრამ შეეცადა ეს ფიქ-
რი თავიდან მოეცილებინა. ჯორჯი როზმარის არ გულისხმობდა, იგი
ფიქრობდა გათავხედებულ, მომხიბლავ თაღლითზე შორეული რიო
დე ჟანეიროდან.
აირისის აზრით, მთელ ამ ალიაქოთს ის დადებითი მნიშვნელობა
ჰქონდა, რომ დედობრივმა საზრუნავმა ააცილა ლუცილას ყურადღე-
ბა აირისის და ენტონი ბრაუნის მეგობრობას.
„კიდევ რა გნებავთ, ქალბატონო?“ ჯორჯი შეიცვალა. აირისს აღარ
შეეძლო ამის ატანა. როდის დაიწყო ეს? რა იყო ამის მიზეზი? ახლაც
კი, როცა წარსულს ჩაუღრმავდა, აირისს უჭირდა ზუსტად განესაზ-
ღვრა ეს მომენტი როზმარის სიკვდილის შემდეგ ჯორჯი განყენებული
და ოდნავ დაბნეული გახდა. ითიშებოდა, გარშემო არაფერს ამჩნევ-
და. იგი უფრო გულჩათხრობილი და თითქმის მეტად ხანშიშესულიც
ჩანდა. ეს ბუნებრივიც იყო, მაგრამ როდის გადააჭარბა მისმა გან-
ყენებულობამ ყოველგვარ ზღვარს?
აირისის ფიქრით, ენტონი ბრაუნის შესახებ მათი კამათის შემდეგ
პირველად შეამჩნია ჯორჯის დაბნეული, გამოთიშული მზერა, შემდეგ
მან წესად შემოიღო სამსახურიდან ადრე დაბრუნება და საკუთარ

22
კაბინეტში გამოკეტვა. არ ეტყობოდა, რომ რაიმეს აკეთებდა იქ. ერ-
თხელ აირისი შევიდა მასთან და აღმოაჩინა, რომ ჯორჯი მაგიდასთან
გაშეშებულიყო და მზერაც გაყინული ჰქონდა. იგი შოკირებული ადა-
მიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ქალიშვილის შეკითხვაზე,
თუ რა მოხდა, მოკლედ უპასუხა: „არაფერი“.
მომდევნო დღეებში იგი ჩამქრალი თვალებით დაბორიალობდა
ოთახებში და ისეთ შთაბეჭდილებას ახდენდა, თითქოს ჭკუიდან შეც-
დენისა ეშინოდა, ვერავინ იპყრობდა მის ყურადღებას, ცხადია, მათ
შორის ვერც. მაგრამ განა ცოტა უსიამოვნება შეიძლება შეხვდეს საქ-
მიან ადამიანებს?
შემდეგ, რაიმე ხილული მიზეზის გარეშე, მან კითხვების დასმა და-
იწყო. სწორედ მაშინ გაიფიქრა ქალიშვილმა, ხომ არ შეიშალაო,‒
მომისმინე, აირის, როზმარის ოდესმე ულაპარაკია ბევრი შენთან?
‒ რა თქმა უნდა, ჯორჯ, მესაუბრებოდა, მაგრამ რაზე?
‒ თავის თავზე, თავის მეგობრებზე... იმაზე, თუ რა ხდებოდა მის
გარშემო. როდის გრძნობდა თავს ბედნიერად ან უბედურად? საერ-
თოდ,ასეთ რამე-რუმეებზე...
ქალიშვილს მოეჩვენა, რომ სიძის ფიქრებს კითხულობდა. შესაძ-
ლოა, როზმარის უბედური სიყვარული გამომჟღავნდა. მან წყნარად
თქვა: ‒ მას ბევრი არასოდეს ულაპარაკია. ეფიქრობ, ყოველთვის და-
კავებული იყო, რაღაცას აკეთებდა.
– შენ კი მაშინ მხოლოდ ბავშვი იყავი, რა თქმა უნდა, დიახ, მე ვი-
ცი, და მაინც ვფიქრობ, მას შეეძლო რაიმე ეთქვა შენთვის...
ჯორჯის თვალები, როგორც წაქეზების მომლოდინე. ძაღლისა,
მოუთმენლობით იყო სავსე. აირისს არ სურდა გული ეტკინა მისთვის.
როზმარის ხომ თვითონ არაფერი უთქვამს დისთვის, ამიტომ მან თავი
გადააქნია.
ჯორჯმა ამოიოხრა და კბილებს შორის გამოსცრა: ‒ კარგი, ამას
მნიშვნელობა არა აქვს.
მეორე დღეს მან უეცრად ჰკითხა, რომელ ქალებს ემეგობრებოდა
უპირატესად როზმარი. აირისი ჩაფიქრდა.

23
– გლორია კინგს... მისის ათუელს – მეისი ათუელს... ჯინ რეი-
მონდს.
‒ რამდენად გულახდილი იყო მათთან?
‒ მე რა ვიცი!
– მე მინდოდა მეკითხა, შეეძლო თუ არა მას რაიმე ეამბნა მათ-
თვის?
–დანამდვილებით არ ვიცი.. მაგრამ არა მგონია, რომ ენა თავის
ნებაზე მიეშვა. მაინც რას გულისხმობ, რა უნდა ჰქონოდა სათქმელი?
ქალიშვილმა მაშინვე ინანა, რომ ეს კითხვა დასვა, მაგრამ ჯორჯის
პასუხმა იგი გააოცა.
– ხომ არ უთქვამს როზმარის რომ მას ვისიმე ეშინოდა?
–ეშინოდა? ‒ გაოცდა აირისი.
‒ მე მხოლოღ ვცდილობ შევიტყო, ხომ არ ჰყავდა მტრები როზ-
მარის?
‒ ქალთა შორის?
‒ არა, ამ ტიპის მტრები არა, ნამდვილი მტრები! ხომ არ იყო ვინმე,
ვინც... ვისაც შეეძლო რაიმე მისი საწინააღმდეგო ჰქონოდა?
აირისი გაოცებული შეაშტერდა მას. კაცი გაწითლდა და წაიბურ-
ტყუნა:– ვიცი, რომ სისულელეა, მელოდრამატიკულია, მაგრამ მინ-
დოდა, ყოველივე გამეგო.
ორიოდე დღის შემდეგ იგი ფარადეის ოჯახის შესახებ შეეკითხა:
რა სიხშირით ხედებოდა როზმარი მათ? აირისი შეყოყმანდა.
– მე მართლაც არაფერი ვიცი, ჯორჯ!
‒ როდისმე გესაუბრებოდა მათ შესახებ?
‒ არა.
‒ რა ჰქონდათ მათ საერთო?
‒ როზმარის პოლიტიკა აინტერესებდა.
– დიახ, მას შემდეგ, რაც ფარადეებს შეხვდა სვეიცარიაში, მა-
ნამდე არაფერი საერთო არ ჰქონია პოლიტიკასთან.
– ვფიქრობ, რომ სტივენ ფარადეიმ დააინტერესა იგი. ხშირად ათ-
ხოვებდა ხოლმე პამფლეტებს და სხვა ბროშურებს.
– რას ფიქრობდა სანდრა ფარადეი ამაზე? ‒ ჰკითხა ჯორჯმა.

24
‒ რაზე?
‒ მისი ქმარი რომ როზმარის პამფლეტებით ამარაგებდა.
აირისმა თავი უხერხულად იგრძნო.
‒ არ ვიცი.
– ის ძალიან თავშეკავებული ქალია, ‒ თქვა ჯორჯმა, ‒ პირდაპირ
ყინულივით ცივია, მაგრამ ამბობენ, ფარადეიზე ჭკუას კარგავსო. ამ
ტიპის ქალი ვერ აიტანს სხვა ქალთან მეგობრობას.
–შესაძლებელია.
‒ როზმარი და ფარადეის ცოლი ერთმანეთს კარგად ეწყობოდ-
ნენ?
– არა მგონია, – ნელა წარმოთქვგა აირისმა, – როზმარი დასცი-
ნოდა სანდრას. ამბობდა, რომ ერთ-ერთი იმ პოლიტიზირებულ ქალ-
თაგანია, ნახერხით დატენილ სათამაშო ცხენს რომ ჰგვანან (იცი, ის
ზოგჯერ მართლაც ჩამოჰგავს ცხენს). როზმარი ხშირად იმეორებდა,
რომ მას მეტი თავმდაბლობა მართებს.
ჯორჯმა ჩაიხითხითა და ჰკითხა:
– კვლავ ხვდები ხოლმე ენტონ- ბრაუნს?
‒ საკმაოდ ხშირად, – ცივი ხმით უპასუხა აირისმა, მაგრამ ჯორჯს
აღარ გაუმეორებია თავისი გაფრთხილება. პირიქით, იგი დაინტერე-
სებული ჩანდა.
‒ მან ხომ ბევრი იმოგზაურა, საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. რო-
დისმე გიყვება ხოლმე ამის შესახებ?
‒ მაინცდამაინც ბევრს არაფერს, თუმცა მართლაც მოვლილი
აქვს მთელი ქვეყანა.
– ალბათ, საქმეების გამო.
–არ ვიცი.
‒ იარაღის გასაღებაში ხომ არ მონაწილეობს?
‒ მას არასდროს თქვამს·
– კარგი, ყურადღებას ნუ მიაქცევ, რაც გკითხე, უბრალოდ მაინ-
ტერესებდა. შარშან შემოდგომაზე ხშირად ვხედავდი მას დიუსბერის-
თან‒იარაღის შეერთებული კომპანიის თავკაცთან... როზმარი საკმა-
ოდ ხშირად ხვდებოდა ენტონია ბრაუნს, არა?

25
‒ დიახ, ასე იყო.
‒ მაგრამ არა მგონია, რომ ისინი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ.
ჩვეულებრივ, ვაჟი საცეკვაოდ ეპატიჟებოდა ხოლმე მას, ხომ?
– დიახ.
‒ იცი, მე ძალიან გამიკვირდა, როზმარიმ რომ ის დაბადების დღე-
ზე დაპატიჟა. ნუთუ ასე კარგად იცნობდა მას?
– ის ძალიან კარგად ცეკვავს, ‒ წყნარად შენიშნა აირისმა,
–ჰო, ჰო, რა თქმა უნდა...
თავისდაუნებურად, აირისის გონებაში წამოტივტივდა იმ საღამოს
სურათები. მრგვალი მაგიდა „ლუქსემბურგში“, მიბნედილი შუქი, ყვა-
ვილები. ჯაზ-ორკესტრი შეუსვენებლივ უკრავს საცეკვაო მუსიკას. მა-
გიდას უსხედან შვიდნი: თვითონ, ენტონი ბრაუნი, როზმარი, სტივენ
ფარადეი, რუთ ლესინგი, ჯორჯი და მის მხარმარჯვნივ სტივენ ფარა-
დეის მეუღლე –ლედი ალექსანდრა ფარადეი – უფერულთმიანი,
ფართონესტოებიანი, მკაფიო ხმის მქონე ქალი. რა მხიარული კომპა-
ნია შეგროვილა, არა? და მის ცენტრშია როზმარი –არა, არა, სჯობს
არ იფიქროს ამაზე. სჯობს გაიხსენოს, თვითონ რომ ტონის გვერდით
იჯდა – ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ისინი ერთმანეთს შეხ-
ვდნენ, მანამდე იგი აირისისთვის მხოლოდ სახელი იყო, მხოლოდ
ჰოლში მობორიალე აჩრდილი, რომელიც კიბეზე ჩააცილებდა ხოლ-
მე როზმარის და სახლის წინ გაჩერებულ ტაქსიში სვამდა. ტონი...
ქალიშვილი გონს მოეგო. ჯორჯი დასმულ კითხვას უმეორებდა:
– გასაკვირია, რომ იგი მას შემდეგ ასე მალე გაქრა, ხომ არ იცი,
სად იყო წასული?
– ცფიქრობ, ცეილონში ან ინდოეთში...
– არასოდეს გაუხსენებია ის საღამო?
‒ რისთვის? -- წამოენთო აირისი. – განა ჩვენ გვმართებს ამაზე სა-
უბარი?
– რა თქმა უნდა, არა, ‒ გაწითლდა ჯორჯი, – მაპატიე. მოდი, ერთ
საღამოს ბრაუნი სადილად მოვიწვიოთ. მსურს, კვლავ შევხვდე მას.

26
აირისი ნასიამოვნები იყო: ჯორჯი აშკარად გამოსწორდა, მან გა-
დასცა მოწვევა ვაჟს და ამ უკანასკნელმაც თანხმობა განაცხადა, მაგ-
რამ უკანასკნელ წუთში ენტონის, საქმეების გამო, ჩრდილოეთში გამ-
გზავრებამ მოუწია და ვერ მოახერხა მოსვლა.
ერთ დღეს, ივლისის ბოლოს, ჯორჯმა გააოცა ლუცილა და აირისი
განცხადებით, რომ სოფელში სახლი შეიძინა,
– სახლი იყიდე? ‒ ყურებს არ უჯერებდა აირისი, ‒ მე კი მეგონა,
რომ ჩვენ ვაპირებდით ორი თვით დაგვექირავებინა აგარაკი გორინ-
გში!
– მაგრამ, განა საკუთარი კარმიდამო არ სჯობს? მთელი წლის
განმავლობაში შეგვეძლება კვირის ბოლო დღეები იქ გავატაროთ.
– სად არის ის? მდინარის პირას?
‒ არც თუ მაინცდამაინც. მაგრამ ეს არ არის მთავარი. სუსექსი,
მარლინჰემი, სახლს ლიტლ პრაიერზი ჰქვია, თორმეტი აკრი მიწა ახ-
ლავს და მეფე გეორგის დროინდელ სტილშია აგებული,
– ნუთუ ისე იყიდე, რომ ჩვენ არც კი გვაჩვენე?!
‒ შანსის გაშვება არ ღირდა. სახლი ის-ის იყო გასაყიდად წარმოა-
დგინეს და მე მაშინვე ხელთ ვიგდე.
– ვფიქრობ, მის გასარემონტებლად დიდი სამუშაო მოგვიწევს, –
– თქვა მისის დრეიკმა.
– ო, ყველაფერი რიგზეა, რუთი მიხედავს ყოველივეს, –უდარდე-
ლად უპასუხა ჯორჯმა.
რუთ ლესინგის ‒ ჯორჯის გამოცდილი მდივნის – ხსენებას დუ-
მილით შეზვდნენ, რუთი დიდად. გავლენიანი იყო, პრაქტიკულად მა-
თი ოჯახის ერთ-ერთ წევრად ითვლებოდა, საქმეებშიც შესანიშნავად
ერკვეოდა და უაღრესად ტაქტიანიც გახლდათ, როზმარის სიცოც-
ხლეში ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა, რომ იგი აცხადებდა:
„დაე, ამას რუთმა მიხედოს, იგი სავსებით სანდოა, დავავალოთ ეს
რუთს“.
მის ლესინგის გამოცდილი ხელები ყოველგვარ სირთულეს ადვი-
ლად სძლევდნენ. დაბრკოლებებს ისე ებრძოდა, რომ მუდამ სახემომ-

27
ღიმარე და სასიამოვნო გამომეტყველების მქონე რჩებოდა, ფაქტობ-
რივად, ის მართავდა ჯორჯის კანტორას და, რაოდენ გასაოცარიც უნ-
და ყოფილიყო, ჯორჯზე უკეთესადაც მართავდა, კაცი მას ენდობოდა
და ყოველთვის მის მსჯელობას ეყრდნობოდა. ისეთი შთაბეჭდილება
იქმნებოდა, თითქოს რუთს საკუთარი სურვილები და მოთხოვნილე-
ბები არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მდივნის ხსენებამ გააღიზიანა
ლუცილა დრეიკი.
– ძვირფასო ჯორჯ, თუმცა რუთი ყველა ღირსებით შემკულია, ვფიქ-
რობ, ურიგო არ იქნებოდა, ოჯახის ქალებს თავისი გემოვნებით შეერ-
ჩიათ საკუთარი სასტუმრო ოთახის შპალერის შეფერილობა! აირი-
სისთვის მაინც უნდა გეკითხა რჩევა, ჩემ თავზე აღარაფერს ვამბობ,
მე რა ანგარიშში ჩასაგდები ვარ, მაგრამ აირისისთვის ხომ აქვს ამას
მნიშვნელობა.
‒ მე მინდოდა სურპრიზი მომემზადებინა თქვენთვის, – შეცბუნდა
ჯორჯი. ლუცილას გაეღიმა.
–ჯერ კიდევ ნამდეილი ბავშვი ხართ, ჯორჯ!
– შპალერის შეფერილობა მე სრულებით არ მაღელვებს, ‒ განა-
ცხადა აირისმა. ‒ დარწმუნებული ვარ, რომ რუთი ყველაფერს სა-
უკეთესოდ მოაგვარებს. ის ხომ ასეთი ჭკვიანია. მაგრამ რა უნდა გა-
კეთოთ ჩვენ იქ? ვიმედოვნებ, რომ ჩოგბურთის კორტი მაინც გვექნე-
ბა.
– დიახ, გვაქვს. ექესი მილის მოშორებით კი გოლფის მოუდანია,
ხოლო ზღვამდე სულ თოთხმეტიოდე მილია. მეტსაც გეტყვით, ჩვენ
მეზობლები გვეყოლება, მე მგონია, ყოველთვის შეიძლება ერთმა-
ნეთს ვესტუმროთ, როცა ვიცნობთ ვინმეს.
– ვინ არიან ეს მეზობლები? ‒ ამრეზილად იკითხა აირისმა, ჯორ-
ჯმა თვალი ვერ გაუსწორა მას.
– ფარადეის ოჯახი, – თქვა მან, –ისინი ნახევარი მილის მოშორე-
ბით ცხოვრობენ პარკის სიღრმეში,
აირისი მიაშტერდა მას. ერთი წუთის შემდეგ ის უეცრად მიხვდა,
რომ მთელი ეს საქმიანობა, – სოფელში სახლის ყიდვა და მოწყობა,

28
– წამოწყებული იყო ერთადერთი მიზნით: საშუალება მიეცა ჯორჯი-
სათვის ახლო ურთიერთობა დაემყარებინა სტივენ და სანდრა ფარა-
დეებთან, ახლო მეზობლები სოფელში, ვისი აგარაკებიც გვერდი-
გვერდ დგას, ორი მომიჯნავე ოჯახი ძალაუნებურად დაამყარებს
თბილ ურთიერთობას, მაგრამ რისთვის? რა საჭიროა ეს სიახლოვე
ფარადეებთან? რა აზრი აქვს ყოველივე ამას? რატომ შეეწირა ამდენი
ფული დაახლოების ამ უცნაურ მეთოდს? იქნებ, ჯორჯი ეჭვობდა, რომ
როზმარი და სტივენ ფარადეი ერთმანეთისთვის მეგობრებზე მეტი იყ-
ვნენ? სიკვდილს შემდგომი ეჭვიანობის გამოვლენა ხომ არ იყო ეს?
ამ აზრის სიტყვებით გამოხატვა მართლაც ძნელი იყო. მაშ, რა უნდო-
და ჯორჯს ფარადეებისგან? რა საფუძველი ჰქონდა კითხვებს, რომ-
ლებითაც იგი თავს აბეზრებდა აირისს? განა უცნაური არ იყო ჯორჯის
საქციელი? ეს გაფანტული მზერა საღამოობით! ლუცილა მას პორ-
ტვეინის გადაჭარბებული რაოდენობით ხსნიდა. საბრალო ლუცილა!
არა, ჯორჯს ნამდვილად რაღაც უცნაურობა სჭირდა, ისე გამოიყუ-
რებოდა, თითქოს წამლით იყო გაბრუებული და აპათიასთან შეზავე-
ბული უაღრესი მღელვარება უკანასკნელ ძალას ართმევდა, კომაში
აგდებდა.
აგვისტოს დიდი ნაწილი მათ სოფელში, ლიტლ პრაიერზში გაატა-
რეს. საშინელი სახლი იყო! მის გახსენებაზე აირისი შეკრთა, მას
სძულდა ეს სახლი, თუმცა იგი საკმაოდ კარგად იყო ნაგები და შიგნი-
თაც ლამაზად მოწყობილი (რუთი არასდროს სცდებოდა). მაგრამ
მასში უჩვეულო, შემაშფოთებელი სიცარიელე დასადგურებულიყო.
ისინი თითქოს არც კი ცხოვრობდნენ იქ, დაიკავეს ეს სახლი, რო-
გორც ჯარისკაცები იკავებენ ხოლმე ომის დროს სათვალთვალო
პუნქტს.
ყველაზე საშინელი იყო ზაფხულის შემხუთავი დღეების ჩვეულებ-
რივი დინება: სტუმრები კვირის ბოლოს, ჩოგბურთის პარტიები მე-
გობრული სადილები ფარადეებთან ერთად. სანდრა ფარადეი გულ-
ღიად ეგებებოდა მათ, როგორც შეეფერება კეთილ მეზობელს, რომე-
ლიც აგარაკზე ძველ მეგობრებს შეხვდა იგი აცნობდა მათ სოფლის
ღირსშესანიშნაობებს, ესაუბრებოდა ჯორჯსა და აირისს ცხენებზე,

29
ასაკის შესაფერის პატივს სცემდა ლუცილას, და მისი გაღიმებული სა-
ხის ნიღბის მიღმა ვერავინ ამოიცნობდა მის ჭეშმარიტ ფიქრებს, ეს ქა-
ლი ნამდვილი სფინქსი იყო.
სტივენს უფრო იშვიათად ხედავდნენ. იგი ძალიან დაკავებული იყ-
კო, მუდამ ჩართული პოლიტიკურ საქშიანობაში. აირისს ეჩვენებო-
და, რომ მათ უფრო ხშირადაც შეეძლოთ შეხვედრილიყვნენ, მაგრამ
სტივენი განზრახ გაურბოდა ამას.
ასე გავიდა აგვისტო და სექტემბერი, ხოლო ოქტომბერში გადაწყვე
ტილი ჰქონდათ ლონდონში დაბრუნება.
აირისმა შვებით ამოისუნთქა, იქნებ, როცა ისინი შინ დაბრუნდე-
ბიან, ჯორჯიც დაუბრუნდეს თავის ძველ მდგომარეობას?
უეცრად წინა ღამით იგი კარზე წყნარმა კაკუნმა გამოაღვიძა. ქა-
ლიშვილმა შუქი აანთო და საათს შეხედა: ღამის პირველი საათი იყო,
იგი დასაძინებლად თერთმეტის ნახევარზე წავიდა და ამიტომ მოეჩ-
ვენი, რომ ძალიან გვიან იყო.
აირისმა ხალათი მოისხა და კარისკენ გაემართა, მიიჩნია, რომ
ხმამაღალ შეძახილს „მობრძანდითო“ ასე მოქცევა აჯობებდა, კარ-
თან ჯორჯი იდგა. ის ჯერ არ დაწოლილიყო და საღამოს კოსტუმში იყო
გამოწყობილი. აჩქარებით სუნთქავდა და სახე გალურჯებოდა.
‒ ჩამოდი კაბინეტში, აირის, ‒ უთხრა მან, – უნდა გაგესაუბრო,
ჩემთვის აუცილებელია გავესაუბრო ვინმეს.
ამით დაინტერესებული, ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფი აირისი
უხმოდ დაემორჩილა, ჯორჯმა კაბინეტის კარი შეაღო და შესთავაზა
ქალიშვილს მაგიდაზე მის პირდაპირ დამჯდარიყო, სიგარეტების კო-
ლოფი გაუწოდა, თვითონაც ამოიღო და აკანკალებული ხელით აან-
თო ერთი მათგანი.
– რაშია საქმე, ჯორჯ? ‒ ჰკითხა აირისმა, ის მართლა შეშფოთებუ-
ლი იყო, რადგან სიძე საშინლად გამოიყურებოდა, დიადი ხნის ნარ-
ბენი კაცივით მძიმედ სუნთქავდა.
– მეტი აღარ შემიძლია, თავს ვეღარ ვიკავებ. შენ უნდა მითხრა,
რას ფიქრობ ამაზე, რამდენად შესაძლებელია ეს...
‒ რის შესახებ მელაპარაკები, ჯორჯ?

30
‒ შენ უნდა შეგემჩნია, უნდა დაგენახა რამე, მას არ შეიძლება
არაფერი ეთქვა შენთვის! ხომ უნდა ყოფილიყო მიზეზი...
აირისი მიაშტერდა მას. ჯორჯმა შუბლი მოისრისა.
– ვხედავ, რომ შენ ვერ ხვდები, რას გეუბნები, ასე შიშით ნუ შემომ-
ცქერი, ჩემო გოგონავ! შენ უნდა დამეხმარო, შენ უნდა გაიხსენო ყვე-
ლაფერი, რაც შეგიძლია. ვიცი, რომ ახლა დაბნეულად გამოვიყურე-
ბი, მაგრამ ერთი წუთის შემდეგ ყველაფერს მიხვდები, როდესაც წე-
რილებს გაჩვენებ.
მან გახსნა მაგიდის ერთ-ერთი უჯრა და ორი ფურცელი ამოიღო.
ეს იყო ღია ცისფერი ფურცლები, რომლებზეც რაღაც იყო დაბეჭდილი
წვრილი შრიფტით.
‒ წაიკითხე ‒უთხრა ჯორჯმა, აირისმა ქაღალდს დახედა.
სრულიად ნათლად, შავით თეთრზე ეწერა:
„თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენმა ცოლმა თავი მოიკლა, არა, იგი
მოკლეს“.
მეორე ფურცელზეც ეს აზრი იყო:
”თქვენს ცოლს – როზმარის თავი არ მოუკლავს, იგი მოკლულ იქ-
ნა”.
სანამ გაოგნებული აირისი ფურცლებს დასჩერებოდა, ჯორჯმა გა-
ნაგრძო: ‒ ეს ბარათები სამიოდე თვის წინ მივიღე. პირველად ხუმ-
რობა მეგონა – სასტიკი, უგულო ხუმრობა. მერე დავფიქრდი, მარ-
თლაც, რატომ უნდა მოეკლა როზმარის თავი?
– ინფლუენციის შემდგომი დეპრესიის გამო, – მექანიკურად უპა-
სუხა აირისმა.
‒ დიახ, მაგრამ როცა დაუფიქრდები, სისულელე გამოდის, არა?
უამრავი ხალხი ვიცი, ვინც ინფლუენცია გადაიტანა და მის შემდეგ
დეპრესიასაც გრძნობდა, მაგრამ მერე რა?
– იქნებ, ის თავს უბედურად გრძნობდა? – ძლივს გამოცრა აირის-
მა.
– დიახ, მე ესეც ვივარაუდე, მაგრამ განა მოსალოდნელია აირისს

31
თავი მოეკლა იმის გამო, რომ უბედური იყო? მას შეეძლო თვით-
მკვლელობით დამუქრებოდა ვინმეს, მაგრამ არა მგონია, ეს მუქარა
განეხორციელებინა.
– კი, მაგრამ მან ხომ გააკეთა ეს, ჯორჯ! სხვა რა ახსნა შეიძლება
მოიძებნოს? მის ხელჩანთაში ნაპოვნი ნივთებიც ამასვე ადასტურებს.
‒ ვიცი, ყველაფერი დასტურდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს მი-
ვიღე, – ჯორჯი ხელით შეეხო ანონიმურ ბარათებს, – თავში ყველაფე-
რი ამერია. რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო ვრწმუნდები:
ყველაფერი რიგზე არ არის, ამიტომ გეკითხებოდი დაუსრულებლივ
– ჰყავდა თუ არა როზმარის მტრები, ხომ არავინ აშინებდა მას, უცნობ
მკვლელს რაიმე მიზეზი უნდა ჰქონოდა...
– ჯორჯ, შენ სრულ ჭკუაზე არა ხარ...
– ზოგჯერ მეც ასე მგონია, ხან კი დარწმუნებული ვარ, რომ სწორ
გზას ვადგავარ. მე უნდა ვიცოდე ყველაფერი, უნდა ამოვხსნა საიდუმ-
ლო. დამეხმარე, აირის, იფიქრე, გაიხსენე. კვლავ და კვლავ დაუბ-
რუნდი იმ საღამოს, იმიტომ რომ თუ როზმარი მოკლეს, ეს უნდა ჩა-
ედინა ერთ-ერთ მათგანს, ვინც იმ საღამოს მაგიდასთან იჯდა. ხომ მე-
თანხმები?
დიახ, აირისი კარგად ხედავდა ამას. მაშ, ამიერიდან აღარ უნდა
მოიცილოს თავიდან მოგონებები, ყოველივე უნდა გაიხსენოს: მუსი-
კა, ჯაზის დიდი დოლის ხმა, მიბნედილი შუქი, შემდეგ კი უეცრად
კაშკაშა სინათლის ანთება და მაგიდაზე განრთხმული როზმარი ‒
მოღრეცილი, გალურჯებული სახით.
აირისი აკანკალდა ის ახლა მართლაც შეშინებული იყო, პანიკური
შიშით მოცული...
მან უნდა იფიქროს, ჩაუღრმავდეს წარსულს, გაიხსენოს, როზმა-
რის ხსოვნის პატივსაცემად. უარი დავიწყებას!

32
თავი მეორე

რუთ ლესინგი

ყოველდღიური საზრუნავით დაკავებულ რუთ ლესინგს არ შორ-


დებოდა მოგონებები მისი შეფის მეუღლის ‒ როზმარი ბარტონის შე-
სახებ. მას არასდროს მოსწონდა როზმარი, მაგრამ თვითონაც არ
იცოდა, რა ძლიერი ანტიპათია ჰქონდა, სანამ გასული წლის ნოემ-
ბრის ერთ დილას პირველად არ ესაუბრა ვიქტორ დრეიკს.
იმ საუბარმა, ვიქტორთან დასაბამი მისცა ყველაფერს, თითქოს
მატარებელი დაძრა ადგილიდან. მანამდე მისი ფიქრები და გრძნო-
ბები იმდენად ღრმად იყო ჩაფლული ცნობიერების სიღრმეში, რომ
თვითონაც არ ჰქონდა მათზე რეალური წარმოდგენა,
რუთი თავიდანვე ჯორჯ ბარტონის ერთგული იყო. ოცდასამი წლის
ცივი, თვითდაჯერებული ქალი იყო, როცა პირველად მივიდა ჯორ-
ჯთან და მაშინვე შეატყო, რომ მას მზრუნველობა ესაჭიროებოდა.
მზრუნველის როლი თვითონ იკისრა: ანაწილებდა მის დროს, ფულს
და საქმიანობის განრიგს, ეხმარებოდა მეგობრების შერჩევაში, კონ-
ტროლს უწევდა მის ჰობისაც კი. საეჭვო წამოწყებებისგან თავშეკავე-
ბას ურჩევდა, მაგრამ აქეზებდა მაშინ, როდესაც რისკი მიზანშეწონი-
ლად მიაჩნდა, მათი ხანგრძლივი თანამშრომლობის დროს ჯორჯი
დარწმუნდა რუთის შრომისუნარიანობაში, შემსრულებლობის უნარ-
სა და ერთგულებაში. თვალს სიამოვნებდა ქალის გარეგნობაც: კოხ-
ტად დავარცხნილი შავი, მბზინავი თმა,კარგად მორგებული ზედატა-
ნი, პატარა ყურის ბიბილოებში მოციმციმე მარგალიტის საყურეები,
ფერუმარილით ოდნავ შელამაზებული მკრთალ სახე. ვარდისფერ
პომადაწასმული ტუჩები.
ჯორჯი გრძნობდა, რომ რუთი უნაკლო იჯო. მას მოსწონდა ქალის
თვითდაჯერებული ქცევა, საქმიანი, მაგრამ ფამოლიარობას მოკლე-
ბული იერი. ქალი პირად საქმეებშიც თანაუგრძნობდა მას და ყოველ-
თვის სასარგებლო რჩევას აძლევდა.მხოლოდ მისი ქორწინების საქ-
მეში არ ჩარეულა რუთი, მას დიდად არ მოსწონდა როზმარი.მიუხედა-

33
ვად ამისა, ბედა შეურიგდა და ქორწილის მომზადებაში დაეზმარა,
რითაც მის მარლოს მრავალი საზრუნავი ააცილა თავიდან.
ქორწინების შემდეგ რუთისა და მისი შეფის ურთიერთობას გუ-
ლახდილობა მოაკლდა, მაგრამ ქალი მაინც ერთგულად განაგრძობ-
და საქმიანობას. ჯორჯს შეეძლო ამ მხრივ სრულიად დამშვიდებული
ყოფილიყო. ამას ისიც დაერთო, რომ როზმარი მალე მიხვდა, რა დი-
დი დახმარების გაწევა შეეძლო მისთვის ჯორჯის მდივანს. მის ლესინ-
გი მუდამ მომღიმარე, სასიამოვნო და საქმიანი იყო.
ჯორჯი, როზმარი და აირისი – ყველანი მას რუთს ეძახდნენ და
ხშირად იწვევდნენ ელვასტონ სქვერზე სასაუზმოდ. ახლა იგი უკვე
ოცდაცხრა წლისა იყო, მაგრამ ისევე მოხდენილად გამოიყურებოდა,
როგორც ოცდასამი წლის ასაკში.
იგი უსიტყვოდ ხვდებოდა ჯორჯის სულიერი განწყობის ყოველ
წვრილმანს, ზუსტად იცოდა, როდის გადაიზარდა ქორწინების პირვე-
ლი დღეების აღტაცება სასიყვარულო ექსტაზში, შემდეგ კი როდის
შეენაცვლა მას გრძნობა, რომლის სიტყვით განსაზღვრაც ძნელია. ამ
დროს ჯორჯი მცირე შეცდომებს უშვებდა და ქალს ხშირად უხდებოდა
მათი გამოწორება.
როგორი დაბნეულიც უნდა ყოფილიყო ჯორჯი, რუთი არასდროს
ამახვილებდა ამაზე ყურადღებას, რის გამოც შეფი მას განსაკუთრე-
ბით ემადლიერებოდა.
ნოემბრის ერთ დილას იგი ესაუბრა რუთს ვიქტორ დრეიკის შესა-
ხებ.
‒ ერთი საკმაოდ უსიამოვნო საქმე უნდა დაგავალოთ, რუთ!
ქალმა გაოცებით შეხედა შეფს. იმის მტკიცება, რომ იგი დავალე-
ბას შეასრულებდა, საჭირო არ იყო. ეს თავისთავად ცხადი გახლდათ.
– ყველა ოჯახში თითო მახინჯი გამოერევა, – თქვა ჯორჯმა და
რუთმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
‒ ჩემი ცოლის მამიდაშვილი დიდი უქნარაა. მან ნახევრად გა-
აკოტრა დედამისი, სენტიმენტალური მოხუცი, რომელმაც შვილის-
თვის მთელი თავისი აქციების უმრავლესობა გაყიდა. ყმაწვილმა
„მოღვაწეობა იმით დაიწყო, რომ ოქსფორდში ყალბი ქვითარი წარა-

34
ადგინა, მას შემდეკი მთელ მსოფლიოში დაეხეტება და ისე არსად
მოხვდება, რომ რამე საქმე არ გააფუჭოს.
რუთს მაინცდამაინც დიდი დაინტერესება არ გამოუმჟღავნებია,
იგი კარგად იცნობდა ასეთ ტიპებს. ისინი ზრდიდნენ წიწილებს, აშე-
ნებდნენ ფორთოხლის ბაღებს, დაეხეტებოდნენ ავსტრალიის გზებზე,
სამუშაოდ ეწყობოდნენ სასაკლაოებზე ახალ ზელანდიაში, ღირებუ-
ლი. საქმე არსად გაუკეთებიათ, არსად დარჩენილან დიდხანს, გამო-
მუშავეზულ ფულს კი ელვის უსწრაფესად ფლანგავდნენ. რუთი არას-
დროს დაინტერესებულა ასეთი ხალხით, მას მყარი საზოგადოებრივი
მდგომარეობის მქონე პირები იზიდავდა.
– ის ახლა ლონდონში დაბრუნებულა და ჩემს ცოლს თავს აბეზ-
რებს, ისინი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან მას შემდეგ, რაც როზმარი
მოსწავლე იყო და, მიუხედავად ამისა, ეს არისტოკრატიული მანერე-
ბის მქონე არამზადა ცდილობს, ფული დასტყუოს ჩემს ცოლს, მე კი
ვაპირებ წინ აღვუდგე. ამ დილის თორმეტ საათზე სასტუმროში და-
ვუთქვი შეხვედრა. და მინდა, რომ ჩემს მაგივრად თქვენ შეხვდეთ,
არავითარი ურთიერთობა არ მსურს ამ ყმაწვილთან, არასდროს მი-
ნახავს იგი, ჩემს თვალს არ ენახვება და არც ისაა საჭირო, როზმარიმ
გააბას მასთან ურთიერთობა. ვფიქრობ, შეხვედრას ოფიციალური ხა-
სიათი მიეცემა, თუ იქ დაუინტერესებელი პიროვნება გამოცხადდება.
– დიახ, ეს მართლაც კარგი გეგმაა. რა პირობები უნდა შევთავა-
ზო?
– ასი გირვანქა ნაღდი და ბილეთი ბუენოს აირესში. ფული გადაე-
ცემა მხოლოდ გემბანზე.
– შესანიშნავია, –გაიღიმა რუთმა.‒ გსურთ დარწმუნებული იყოთ,
რომ იგი მართლა გაემგზავრება.
– გატყობთ, მიმიხვდით.
– საკმაოდ ჩვეულებრივი საქმეა, – უპასუხა მან,
– ამ ტიპისგან ყველაფერია მოსალოდნელი, – ჯორჯი ერთხანს გა-
ჩუმდა. – დარწმუნებული ხართ, რომ არ გადაიფიქრებთ ამის გაკეთე-
ბას?
‒ რა თქმა უნდა, არა, გარწმუნებთ, რომ არ გამიძნელდება ეს.

35
‒ თქვენ არაფერი არ გიძნელდებათ.
‒ბილეთი უკვე დაკვეთილია? მართლა, რა ჰქვია მას?
– ვიქტორ დრეიკი, აი მისი ბილეთი,‒ ჯერ კიდევ გუშინ დავრეკე
ზღვაოსნო კომპანიაში, „სან ქრისტობოლი“ ხვალ გადის ტილბური-
დან.
რუთმა გამოართვა ბილეთი, თვალი გადაავლო, რათა მისი სწო-
რად შევსება შეემოწმებინა და ხელჩანთაში შეინახა.
– მოვილაპარაკეთ, მე მივხედავ ამ საკითხს, თორმეტ საათზე, რა
მისამართია?
– სასტუმრო „რუპერტი“, რასელ სკვერზე.
რუთმა ჩაიწერა.
– რუთ, ძვირფასო, წარმოდგენა არა მაქვს, რა მეშველებოდა უთ-
ქვენოდ... – აღელვებულმა ჯორჯმა მას მხარზე ხელი დაადო. ეს პირ-
ველი შემთხვევა იყო, როდესაც მან თავის თავს ასეთი ფამილარობის
უფლება მისცა. – თქვენ ჩემი მარჯვენა ხელი ხართ, ჩემი სულის ნაწი-
ლი.
ქალი სიამოვნებისგან გაწითლდა.
‒ მე არასოდეს მეხერხებოდა ბევრი ლაპარაკი. თქვენს საქმიანო-
ბას ისე აღვიქვამდი, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო... მაგრამ სინამ-
დვილეში ხომ ასე არ არის, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად გენდო-
ბით, ყველაფერს განდობთ, ‒ მან გაიმეორა, – ყველაფერს! თქვენ
ყველაზე კეთილი, ყველაზე ძვირფასი, ყველაზე საიმედო ქალიშვილი
ხართ მთელ ქვეყანაზე!
– ამდენ კარგ რამეებს თუ მეტყვით, გამაფუჭებთ, – სიამოვნების
და შეცბუნების დასაფარავად სიცილით უთხრა რუთმა.
– მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ამაში, რუთ, თქვენ ფირმის ნაწი-
ლი ხართ. უთქვენოდ არსებობა წარმოუდგენელია.
რუთი წავიდა და თან მისი სიტყვების სითბო მიჰყვებოდა. ეს
გრძნობა ჯერ არ შენელებულიყო, როდესაც სასტუმრო „რუპერტში“
მივიდა. დავალება მას სრულიად არ ემძიმებოდა. დარწმუნებული
იყო თავის უნარში‒ ყოველგვარი მდგომარეობიდან გამოსავალი
მოენახა. შემთხვევითი თავგადასავალი და უცხო პირები არასოდეს

36
იზიდავდნენ მას, ხოლო ვიქტორ დრეიკს თავისი ყოველდღიური სა-
მუშაოს ობიექტად აღიქვამდა.
იგი სწორედ ისეთი აღმოჩნდა, როგორიც რუთს წარმოედგინა,
ოღონდ ოდნავ უფრო ლამაზი და მიმზიდველი, ხასიათის მხრივ კი რუ-
თი არ შემცდარა. ვიქტორ დრეიკზე კარგს ვერაფერს იტყოდით. ასე-
თი უგულო, ანგარებიანი ტიპები თითზე ჩამოსათვლელი იყო, ნამ-
დვილი ნიღბიანი ეშმაკი გახლდათ. რუთმა მხოლოდ ის ვერ გაითვა-
ლისწინა, რომ ვიქტორი ადვილად კითხულობდა სხვის აზრებს და იო-
ლად შეეძლო ზემოქმედება მათ გრძნობებზე. ქალს მომხიბლაობის
წინააღმდეგ საკუთარ სიმტკიცეზე გადაჭარბებული წარმოდგენა
ჰქონდა და თავიდან სათანადოდ ვერ შეაფასა მისი მომხიბვლელობა.
ვაჟი მას ისე შეეგება, როგორც სურპრიზით ნასიამოვნები. ადამი-
ანი:‒ჯორჯის სრულუფლებიანი ელჩი? რა შესანიშნავია! როგორი სა-
სიამოვნო სურპრიზია!
რუთმა მშვიდი ტონით გადასცა მას ჯორჯის მიერ წამოყენებული
პირობები. ვიქტორი თავაზიანად დათანხმდა,
– ასი გირვანქა? ურიგო არ არის! საბრალო ჯორჯი! არ გაუმხი-
ლოთ, მაგრამ მე სამოც გირვანქაზეც თანახმა ვიქნებოდი. ძირითადი
პირობებია: არ შევაწუახო ძვირფასი ბიძაშვილი როზმარი, არ შევაც-
დინო ძვირფასი ბიძაშვილი აირისი, აღარ წავუყენო მოთხოვნები
ღრმად პატივსაცემ სიძე ჯორჯს. თანახმა ვარ. ვინ მოვა „სან ქრისტო-
ბოლზე“ ჩემს გასაცილებლად? თქვენ, ჩემო ძვირფასო მის ლესინგ?
შესანიშნავია! – მან ცხვირი შეჭმუხნა და მისმა შავმა თვალებმა მომ-
ხიბლავად გაიელვეს. ვიქტორს მზედაკრული შავგვრემანი სახე და
ტორეადორის ტანწერწეტა აღნაგობა ჰქონდა, რაც ხიბლავდა ქალებს
და მან ეს იცოდა.
–თქვენ უკვე კარგა ხანია ბარტონთან მუშაობთ, არა, მის ლესინგ?
– ექვსი წელია.
– და მან არ იცის, რა ეშველებოდა უთქვენოდ? ო, ჩემთვის ეს ცხა-
დია!.. და მე ყველაფერი ვიცი თქვენზე, მის ლესინგ.
– საიდან იცით? ‒ დაიძაბა რუთი.
– როზმარიმ მითხრა, – გაუღიმა ვიქტორმა.

37
– როზმარიმ? მაგრამ...
– ყველაფერი რიგზეა, მე აღარ ვაპირებ თავი მოვაბეზრო როზ-
მარის, ის უკვე კეთილად მომექცა, ასი ფუნტი მიბოძა. ეს ფაქტია.
– თქვენ... – რუთს სიტყვა გაუწყდა და ვიქტორს გაეცინა. ისე
გადამდებად იცინოდა, რომ მალე რუთიც აჰყვა.
– ეს თქვენ არ შეგეფერებათ, მისტერ დრეიკ.
– ო, მე ნამდვილი პარაზიტი ვარ. დიდი ტექნიკური მიღწევები
მაქვს ამ მხრივ მაგლითად, ქისას ადვილად ხსნიან, თუ გამოგზავნი
დეპეშას შესაძლებელ თვითმკვლელობაზე მინიშნებით.
‒ საკუთარი თავისა მაინც არ გრცხვენიათ?
– გულწრფელად ვნანობ ამას, უამრავი ნაკლი მაქვს, მის ლესინგ.
‒მსურს თქვენც იცოდეთ, რამდენად ცუდი ვარ.
– რატომ? – გაოცდა რუთი,
‒არ ვიცი. თქვენ სხვანაირი ხართ, არ შემიძლია ჩემი ტექნიკა გა-
მოვცადო თქვენს მიმართ. თქვენ ისეთი ნათელი თვალები გაქვთ, –
შეიძლება, თვითონ არც კი გრძნობდეთ. არა, საბრალო მონანიე
ცოდვილი თქვენ ვერ შეგძრავთ, ვერ დაადნობს თქვენს თვალებში
ჩამდგარ ყინულს. თქვენ სიბრალულის ნატამალიც კი არ გაგაჩნიათ·
ქალს სახე გაუმკაცრდა,
– მძულს სიბრალული.
– თქვენი სახელის მიუხედავად? თქვემ ხომ რუთი გქვიათ, რაც
სწორედ სიბრალულს ნიშნავს. საკმაოდ პიკანტურად ჟღერს: შეუბრა-
ლებელი რუთი.
– მე არ თანავუგრძნობ სუსტებს. – მიუგო მან.
– ვინ თქვა, რომ მე სუსტი ვარ? არა, არა, თქვენ ცდებით, ჩემო
ძვირფასო, შესაძლოა, არამზადა ვიყო, მაგრამ ერთი რამის თქმა
მსურს თქვენთვის.
ქალმა ტუჩები მოკუმა, ახლა დაიწყება თავის მართლება.
– გისმენთ.
– მე ჩემი თავი მომწონს, დიახ, მომწონს, მე კარგად ვიცნობ ცხოვ-
რებას, რუთ! უკვე ყველაფერი გამოვცადე: მსახიობიც ვიყავი და საწ-
ყობის დარაჯიც, შვეიცარიც და მოჯამაგირეც, მტვირთავიც და ცირკის

38
ბუტაფორიც კი. ზღვაზეც მიცურავია, როგორც მეზღვაურს და პრეზი-
დენტობის კანდიდატადაც წარმიდგენია თავი სამხრეთ ამერიკის
ერთ–ერთ რესპუბლიკაში. ციხეშიც ვმჯდარვარ! მხოლოდ ორი რამ
არ გამიკეთებია ცხოვრებაში – პატიოსნად არ მიმუშავია და ვალები
არ გადამიხდია.
მან სიცილით შეხედა ქალს. რუთმა იგრძნო, რომ უნდა აღშფოთე-
ბულიყო. მაგრამ ვიქტორი ისეთი უცნაური და სატანური ძალით აღ-
სავსე იყო. მას შეეძლო საშინელებისთვისაც კი ხუმრობის ხასიათი
მიეცა. მისი გამჭოლავი მზერა ადამიანის მთელ სხეულს მსჭვალავდა.
‒ ასე მკაცრად ნუ შემომცქერით, რუთ! თქვენ არც ისეთი მაღალი
მორალის მქონე ხართ, როგორც გგონიათ. თქვენი ფეტიშია საიმედო
მდგომარეობა, იმ ტიპის ქალიშვილებს ეკუთვნით, რომლებიც შეფის
ცოლობაზე ოცნებობენ. სწორედ ამიტომ მუშაობდით თქვენ ჯორჯთან.
მას ეს პაწაწა როზმარი კი არ უნდა შეერთო, არამედ თქვენ! ამაზე უკე-
თესს იგი თავის თავს ვერაფერს გაუკეთებდა.
– ვფიქრობ, რომ თქვენ თავს ზედმეტ უფლებას აძლევთ.
‒ როზმარი საკმაოდ სულელია, ყოველთვის ასეთი იყო. მომხიბ-
ვლელი ტურფა, რომელსაც კურდღელზე მეტი ტვინი არა აქვს. ასეთი
ქალები იზიდავენ მამაკაცებს, მაგრამ ხანგრძლივ მათი შენარჩუნება
არ ძალუძთ.თქვენ კი – თქვენ სულ სხვანაირი ხართ, ღმერთო ჩემო,
თქვენ თუ ვინმეს შეუყვარდებით, ვეღარასოდეს დაიხსნის თავს ამ
სიყვარულისგან.
ვაჟმა ზუსტად მიზანში მოარტყა. რუთს უეცრად წამოცდა:
‒ასე რომ ყოფილიყო! მაგრამ მას სულაც არ ვუყვარვარ!
‒ ჯორჯს გულისხმობთ, არა? თავს ნუ ისულელებთ, რუთ, როზმა-
რის რომ რაიმე შეემთხვას, ჯორჯი მყისვე თქვენ შეგირთავთ.
(დიახ, ეს ასე იყო. ამით დაიწყო ყველაფერი) .
– თქვენ ეს ისევე კარგად იცით, როგორც მე, – ღიმილით უთხრა
ვიქტორმა.
(ჯორჯის ხელი მის მხარზე, მისი ალერსიანი ხმა, სითბო – დიახ, ეს
მართლაც ასეა... კაცი დაუბრუნდა მას, მისკენ ილტვის...) ‒ მეტი თავ-
დაჯერება გმართებთ, ძვირფასო გოგონავ, – თავაზიანად უთხრა ვიქ-

39
ტორმა. – შეგიძლიათ თითზე დაიხვიოთ ჯორჯი. როზმარი კი მხო-
ლოდ პატარა არსებაა.
„მართალია, – გაიფიქრა რუთმა. ‒ როზმარი რომ არ ყოფილიყო
ნამდვილად მოვახერხებდი, რომ ჯორჯს ჩემთვის ცოლობა ეთხოვა,
და ის არ წააგებდა. მე ძალიან კარგად მოვუვლიდი მას“.
მან უეცარი გაბრაზება იგრძნო, მრისხანება ყელზე მოაწვა. ვიქ-
ტორ დრეიკი ყურადღებით თვალს ადევნებდა. მას მოსწონდა სხვის
თავში იდეების ჩადება –ან, როგორც ამ შემთხვევაში, დახმარების
გაწევა, რომ გარკვეულიყვნენ საკუთარ ფიქრებში.
დიახ, ასე დაიწყო ყოველივე ‒ შემთხვევითი შეხვედრით კაცთან,
რომელიც მეორე დღეს ქვეყნის კიდეზე მიემგზავრებოდა. კანტორაში
დაბრუნებული რუთი ის რუთი აღარ იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ
აქედან წავიდა, თუმცა გარეგნულად მის ქცევაში არავითარი განსხვა-
ვება. არ შეინიშნებოდა.
კნტორაში დაბრუნების შემდეგ, მალე როზმარიმ დაურეკა.
– მისტერ ბარტონი სასაუზმოდ არის წასული, მე, ხომ ვერაფერში
დაგეხმარებით?
– ო, რუთ, მართლა შეგიძლიათ? იმ აუტანელმა პოლკოვნიკმა რე-
ისმა დეპეშა გამოგზავნა, რომ ვერ მოასწრებს ჩემი დაბადების დღი-
სათვის დაბრუნდეს, ჰკითხეთ ჯორჯს, ვისით შეიძლება მისი შეცვლა,
ოღონდ აუცილებლად მამაკაცი უნდა იყოს. ოთხი ქალი ვართ – მე,
აირისი, სანდრა ფარადეი და კიდევ ვიღაც, არ მახსოვს.
– მეოთხე, მგონი, მე ვარ. თქვენ კეთილი ინებეთ და დამპატიჟეთ.
– ო, რა თქმა უნდა! სულ არ დამავიწყდა! ‒მოისმა როზმარის
უდარდელი სიცილი, მერე კი ყურმილი დაკიდეს. ნეტავ დაენახა როზ-
მარის, როგორ წამოენთო რუთი, რა მკაცრად მოკუმა ტუჩები. მაშ,
მოწყალების გამო დაპატიჟა, შეეცადა ჯორჯისთვის ესიამოვნებინა!
„ჰო, მართლა, შენი რუთ ლესინგიც მოვიდეს. მას ესიამოვნება და,
ამას გარდა, იგი ხომ ასე გვეხმარება ყეელაფერში თანაც შესახედა-
ვად საკმაოდ სიმპათიურია“.
ამ წუთში რუთმა შეიცნო, რომ სძულდა როზმარი, სძულდა სიმ-
დიდრის, სილამაზის, ქარაფშუტობისა და უდარდელობის გამო. იმის

40
გამოც, რომ მას არ სჭირდება კანტორაში მუშაობა, ყველაფერს მზამ-
ზარეულად მიართმევენ. შეძლებული ქმარიც ჰყავს და თაყვანისმცემ-
ლებიც, საფიქრალი და თავსატეხი არაფერი გააჩნია... საძულველი
გულგრილი, თვითკმაყოფილი ქარაფშუტა, ლამაზი...
– ნეტავ მოკვდებოდე! ‒ ჩასძახ, რუთმა დადუმებულ ტელეფონს.
საკუთარმა სიტყვებმა შეაკრთო. ეს მის საქციელს არ ჰგავდა. იგი
არასდროს გახელებულა, არასდროს გაცხარებულა, არასდროს გა-
მოსულა წონასწორობიდან, „რა მემართება?“ ‒ თავის თავს დაეკით-
ხა რუთი.
იმ დილით მას როზმარი ბარტონი ეჯავრებოდა. ეს სიძულვილი
ერთი წლის შემდეგაც არ განელებულიყო.
იქნებ, ოდესმე შეძლოს, დაივიწყოს როზმარი ბარტონი, მაგრამ
ჯერ არა. ახლა არ შეუძლია.
რუთი ფიქრებით კვლავ ნოემბრის დღეებს დაუბრუნდა.
ერთხანს განრისხებული იჯდა ტელეფონთან. მერე ნებისყოფა და-
ძაბა და მშვიდად გადასცა ჯორჯს როზმარის თხოვნა. თვითონ საქმეე-
ბი მოიმიზეზა და თქვა, რომ შეიძლება ვერ მოეხერხებინა მისვლა.
მაგრამ ჯორჯს ამის გაგონებაც კი არ სურდა.
მეორე დილით რუთმა მოახსენა შეფს, რომ „სან ქრისტობოლი“
გავიდა პორტიდან. ჯორჯმა შვება იგრძნო და მადლობა გადაუხადა.
‒ მაშ, ის გაემგზავრა?
‒ დიახ. ფული უკანასკნელ წუთში გადავეცი,– ქალი ერთხანს და-
დუმდა და დასძინა, – როდესაც გემში ტრიალდებოდა, მან გემბანი-
დან ხელი დამიქნია და მომაძახა: „ჩემი სიყვარული და კოცნა გადაე-
ცით ჯორჯს და უთხარით, რომ ამაღამ მის სადღეგრძელოს დავლევ“.
‒ რა თავხედობაა! ‒ აღშფოთდა ჯორჯი და შეეკითხა. – რას ფიქ–
რობთ მასზე, რუთ?
‒ იმაზე უარესია, ვიდრე წარმომედგინა, – შეცვლილი ხმით უპა-
სუხა ქალმა, – ნამდვილი არარაობაა.
ჯორჯმა კი ვერაფერი შეამჩნია, არაფერში დაეჭვებულა, ქალს
სურდა ეყვირა: „რატომ გამგზავნე მასთან? განა არ იცოდი, რა გავ-
ლენასაც მოახდენდა ჩემზე? ნუთუ ვერ ამჩნევ, რომ გუშინდელს შემდ-

41
ეგ სხვა პიროვნება ვარ, რომ საშიში გავხდი? ვინ იცის, რა შეიძლება
მოვიმოქმედო!..
ამის ნაცვლად მან საქმიანი ხმით თქვა:
რაც შეეხება სან-პაულოდან გამოგზავნილ წერილს...
იგი ხომ გამოცდილი მდივანი იყო.
გავიდა ხუთი დღე. მოაწია როზმარის დაბადების დღემ.
მცირე სამუშაო კანტორაში... ვიზიტი პარიკმახერთან... ახალი შა-
ვი კოსტუმი... შესაფერისად შერჩეული კოსმეტიკა... სარკეში თითქოს
სულ უცნობი სახე აირეკლა – ფერმკრთალი, მიზანსწრაფვით სავსე,
გახელებული... ვიქტორ დრეიკმა მართალი თქვა. მასში სიბრალუ-
ლის ნატამალიც კი არ იყო.
მერეც, როდესაც რუთი შესცქეროდა როზმარის მოღრეცილ, გა-
ლურჯებულ სახეს, მას არავითარი სიბრალული არ უგრძვნია.
ახლა კი, თერთმეტი თვის შემდეგ, როზმარი ბარტონის გახსენებამ
უეცარი შიში მოჰგვარა მას.

42
თავი მესამე

ენტონი ბრაუნი

ენტონი ბრაუნმა შუბლი შეჭმუხნა, როგორც კი როზმარი ბარტონ-


ზე ფიქრი დაიწყო.
მართლაც, სულელი უნდა ყოფილიყავი, რომ მას გადაჰკიდებო-
დი! თუმცა ვინ გმობს მამაკაცებს ამის გამო. როზმარი ადვილად იზი-
დავდა ყველას მზერას. იმ საღამოს დორჩესტერში ენტონიმ თვალი
ვერ მოსწყვიტა მას. ქალი ფერიასავით ლამაზი იყო და, ალბათ, მასა-
ვით ჭკვიანი უნდა ყოფილიყო.
ენტონის თავდავიწყებით შეუყვარდა როზმარი. რამდენი ენერგია
დახარჯა, სანამ მოძებნა ვინმე, ვინც მათ ერთმანეთს გააცნობდა. რა
ქარაფშუტობა იყო ასე მოქცევა. როცა ამდენი საქმე გგაქვს. გასარ-
თობად ხომ არ იყო ჩამოსული აქ კლარიჯიდან! მაგრამ როზმარი ბარ-
ტონი იმდენად მომაჯადოებელი იყო, რომ მსწრაფლ გადაავიწყა მას
ყოველგვარი საქმიანობა. ახლა იგი საკუთარ თავს დასცინოდა, და
თვითონაც უკვირდა, ამდენად სულელი როგორ აღმოჩნდა, საბედნი-
ეროდ, დასანანებელი არაფერი მომხდარა. როგორც კი გამოესაუბრა
ქალს, მყისვე მიხვდა, რომ მისი ჯადო შესუსტდა. ყველაფერი თავის
ადგილზე დადგა – აღარც სიყვარულს გრძნობდა და აღარც ვნებას,
სასიამოვნოდ ატარებდა დროს, მეტი არაფერი.
დიახ, მან კარგი დრო გაატარა და როზმარიმაც ისიამოვნა. ისინი
ანგელოზებივით ცეკვავდნენ და სადაც კი ერთად მივიდოდნენ, მამა-
კაცების მზერა ყველგან მათზე იყო მიჯაჭვული, ენტონი ბედს ემად-
ლიერებოდა, რომ არ შეურთავს როზმარი, რაში გამოადგებოდა ეს
ლამაზმანი? მან ხომ წესიერად ყურის დაგდებაც კი არ იცოდა! იმ ტი-
პის ქალი იყო, ყოველდღე საუზმობისას თქვენგან სიყვარულის ახ-
სნას რომ ელიან!
ახლა დადგა დრო გააანალიზოს ყოველივე ეს.

43
მას ხომ თავიდან შეუყვარდა ქალი! განუწყვეტლივ ცეკვავდა მას-
თან, ურეკავდა, ეპატიჟებოდა, კოცნიდა ტაქსიში.. ასე ირთობდნენ
თავს იმ საშინელ, წარმოუდგენელ დღემდე.
ენტონის შეეძლო გაეხსენებინა მისი გამომეტყველება, ცალ ყურ-
ზე ჩამოშლილი წაბლისფერი თმის კულული, დახრილი წამწამები და
მიღმა მოელვარე მუქი ლურჯი თვალები, რბილი, მიმზიდველი წითე-
ლი ტუჩეზი.
‒ ენტონი ბრაუნი! რა მშვენიერი სახელია!
– განთქმული სახელი მაქვს, ‒ კეთილი ღიმილით უპასუხა მან.–
ჰენრი მერვეს ჰყავდა კამერგერი ენტონი ბრაუნი.
– იმედია, ის თქვენი წინაპარი იყო.
– ამის მტკიცებას ვერ შევუდგები,
–არც არის საჭირო.
ვაჟმა წარბები ზევით ახიდა.
– მე კოლონიზატორთა მოდგმისა ვარ.
– იტალიელების ხომ არა?
– ო, ‒ გაეცინა ვაჟს. ‒ ამას ჩემი შავგვრემანი სახის გამო ამბობთ,
არა? საქმე ისაა, რომ მე დედა მყავდა ესპანელი.
– ყველაფერი ცხადია.
‒ რა არის ცხადი?
– ჩემთვის ყველაფერი ნათელია, მისტერ ენტონი ბრაუნ!
‒ თქვენ მოგწონთ ჩემი სახელი?
– ხომ უკვე ვთქვი, მშვენიერი სახელია! – და უეცრად დასძინა, თი-
თქოს ნაჯახი ჩაარტყა თავში, – გაცილებით უკეთ ჟღერს, ვიდრე ტონი
მორელი.
ვაჟი გაქვავდა, საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. შეუძლებელია! მან
ხელი სტაცა ქალს, მაგრად მოუჭირა და ქალმა შეჰყვირა:
‒ მეტკინა, ხელი გამიშვით!
‒ სად გაიგონეთ თქვენ ეს სახელი? – ენტონის ხმას სიცივე შე-
ეპარა.
როზმარიმ გაიცინა. გამოწვეული ეფექტით კმაყოფილი ჩანდა.
ღმერთო ჩემო, რა სულელი იყო

44
– ვინ გითხრათ?
‒ ვიღაცამ, ვინც თქვენ გიცნობთ.
‒ ვინ იყო ის? ეს სახუმარო საქმე არ არის, როზმარი. მე უნდა
ვიცოდე.
‒ ჩემი უქნარა მამიდაშვილი ვიქტორ დრეიკი, – კეკლუცად უპასუ-
ხა ქალმა.
‒ მე არასდროს შევხვედრივარ კაცს, ვისაც ასეთი სახელი ჰქვია.
– ალბათ, როდესაც მას იცნობდით, სხვა სახელი ერქმეოდა. ის
ცდილობდა არ შეელახა გვარის ღირსება.
– გასაგებია, – ნელა წარმოთქვა ენტონიმ. – ეს ციხეში იყო?
‒ დიახ. მე ვესაუბრებოდი ვიქტორს მისი გზააბნეული ცხოვრების
შესახებ, ვუსაყვედურე, რომ ყველას თავს გვჭრის, მან კი ცალ ყურში
შეუშვა და მეორიდან გამოუშვა., მერე გაიღიმა და მითხრა: „არც შენ
ხარ უცოდველი, სულზე უტკბესო. წუხელ ვნახე, რომ ერთ ყმაწვილ-
თან ცეკვავდი. ეს ჩიტი უკვე იჯდა გალიაში, ახლა კი შენი ერთ-ერთი
საუკეთესო მეგობართაგანია. გავიგე, რომ თავს ენტონი ბრაუნს ეძა-
ხის, ციხეში კი ტონი მორელი ერქვა“.
‒ სიამოვნებით განვაახლებდი ნაცნობობას ჩემი ყრმობის მეგო-
ბართან, – გულგრილად თქვა ენტონიმ. – ციხეში დამყარებული ურ-
თიერთობანი საკმაოდ მტკიცეა.
– გვიანღაა, – თავი გადააქნია როზმარიმ. – ახლა ის სამხრეთ ამე-
რიკაში მიცურავს. გუშინ გაემგზავრა.
– ყველაფერი ნათელია, – ღრმად ამოისუთქა ენტონიმ, ‒ მაშასა-
დამე, თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც ჩემი საიდუმლოება იცის?
როზმარიმ თავი დაუქნია.
– მე თქვენ არ გაგცემთ.
– ასე სჯობს, ‒ მის ხმაში ფოლადი გაერია, ‒ ყური დამიგდე, როზ-
მარი, ეს სახიფათოა. თქვენ ხომ არ გსურთ, რომ თქვენი ლამაზი სახე
დაამახინჯონ,არიან ადამიანები, რომელთაც ქალიშვილის სილამაზე
ფეხებზე ჰკიდიათ. ისეთ დღეს დაგაყრიან, რომ არც წიგნში წაგიკით-
ხავთ და არც ფილმში გინახავთ. ასეთი რამ ჩვეულუბრივ ცხოვრება-
შიც ხდება.

45
‒ მემუქრებით, ტონი?
–მხოლოდ გაფრთხილებთ.
გაითვალისწინა თუ არა მან ეს გაფრთხილება? იგრძნო თუ არა
ფარული მუქარა? საბრალო პატარა სულელი! მის ცარიელ ლამაზ
თავში საღი აზრის ნასახიც კი არ იყო, არავითარი გარანტია არ შეიძ-
ლებოდა გქონოდათ, რომ ენას ნებაზე არ მიუშვებდა. მიუხედავად
ამისა, იგი შეეცადა გონს მოეყვანა ქალი.
– დაივიწყეთ, რომ ოდესმე გაგიგონიათ სახელი ტონი მორელი.
გასაგებია?
– მაგრამ მე ცუდი არაფერი მიგულისხმია, ტონი. ჩემთვის საინტე-
რესო იყო კრიმინალთან შეხვედრა, თქვენ არ უნდა იგრძნოთ უხერ-
ხულობა ამის გამო.
ნამდვილად პატარა იდიოტია! ამ წუთას იმის დარდი აქვს, ვაჟი
უხერხულობას არ გრძნობდეს. ტონის ყოველთვის უჭირდა სულე-
ლუბთან ურთიერთობა, თუნდაც ამ სულელს მომხიბლავი გარეგნობა
ჰქონოდა.
‒ დაივიწყეთ ტონი მორელის შესახებ, – მკაცრად გაუმეორა მან.
– არასდროს გაიხსენოთ კვლავ ეს სახელი.
ტონიმ გადაწყვიტა გაშორებოდა იქაურობას. ეს ერთადერთი გა-
მოსავალი იყო. ვინ დაიჯერებდა, რომ ქალი ენას კბილს დააჭერდა?
მას შეეძლო ყველაფერი დაეფქვა, თუ რაიმე ეწყინებოდა.
როზმარიმ მომხიბლავად გაუღიმა მას, მაგრამ ვაჟი გულგრილი
რჩებოდა.
‒ ნუ იქნებით ასე სასტიკი, წამიყვანეთ შემდეგ კვირას ჯეროუსთან,
ცეკვებზე.
– მე იქ არ ვიქნები, მივემგზავრები.
‒ მაგრამ არა უადრეს ჩემი დაბადების დღისა. თქვენ უფლება არა
გაქვთ მიმატოვოთ, მე ხომ თქვენი იმედი მაქვს. უარს ნუ მეტყვით! სა-
შინელი ინფლუენცია გადავიტანე და ჯერ კიდევ თავს სუსტად
ვგრძნობ ავადმყოფობის შემდეგ. ნუ შემეკამათებით. თქვენ ვალდე-
ბული ხართ მოხვიდეთ. მას უნდა გაეძლო ამ შემოტევისთვის, ყვე-
ლაფრისთვის უნდა მიეფურთხებინა და უგზო-უკვლოდ გადაკარგულ-

46
იყო. მაგრამ სწორედ ამ დროს მან ღია კარებიდან დაინახა, როგორ
ჩამოდიოდა კიბეზე აირისი ‒ ტანწერწეტა, მოხდენილი, ფერმკრთა-
ლი, შავთმიანი და ჭროღათვალება. აირისი როზმარისავით არ
ბრწყინავდა, მაგრამ მასში იგრძნობოდა შინაგანი ძალა, რომელიც
როზმარის არ გააჩნდა, ამ წუთში მან იგრძნო, რას განიცდიდა რო-
მეო, როცა როზალინდას გახსენებას ცდილობდა ჯულიეტასთან შეხ-
ვედრის შემდეგ. ენტონი ბრაუნმა ჭკუა დაკარგა.
მან უეცრად შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და მოქმედების
სულ სხვა გეგმა დაისახა,

47
თავი მეოთხე

სტივენ ფარადეი

სტივენ ფარადეი იხსენებდა როზმარის ‒ იხსენებდა იმ შიშნარევი


გაოცებით, რომელსაც მასში ყოველთვის აღძრავდა ამ ქალის სახე.
ჩვეულებრივ, თუკი მის შესახებ ფიქრები წამოეჭრებოდნენ, სტივენი
თრგუნავდა მათ, მაგრამ ზოგჯერ სიკვდილის შემდეგ უფრო ხშირად,
ვიდრე სიცოცხლეში, – დგებოდა წამები, როდესაც ამ ფიქრებისგან
თავის დაღწევა არ შეეძლო.
როგორც კი გაიხსენებდა რესტორანში მომხდარ საშინელ ამბავს,
მყისვე შემზარავი შიში ეუფლებოდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა,
აღარ ეფიქრა ამაზე, უნდა გაეხსენებინა ცოცხალი როზმარი, რომე-
ლიც იღიმებოდა, განიცდიდა, მის თვალებში იძირებოდა. რა სულე-
ლი, რა წარმოუდგენელი სულელი იყო თვითონ მაშინ!
სტივენი გაოგნებასა და სინანულს გრძნობდა. როგორ მოხდა ყო-
ველივე ეს? მას უბრალოდ არ შეეძლო ამის ამოცნობა. მისი ცხოვრე-
ბა თითქოს ორ ნაწილად გაიყო: ერთი – უდიდესი ნაწილი –– წესრი-
გის ფარგლებში იყო მოქცეული, მეორეს კი რაღაც გაუგებარი სიგიჟე
ახლდა. ამ ორი ნაწილის შეთავსება შეუძლებელი იყო.
მთელი მისი სიჭკვიანისა და განათლებულობის მიუხედავად, სტი-
ვენს არ გააჩნდა შინაგანი ალღო, რომელიც დაანახვებდა, რომ სი-
ნამდვილეში ეს ორი ნაწილი შესანიშნავად ავსებდა ერთმანეთს, ზოგ-
ჯერ, წარსულ ცხოვრებას რომ თვალს მოავლებდა, ცივი გონებით და
ზედმეტი ემოციების გარეშე აფასებდა მას, მაგრამ ამასთანავე თვით-
კმაყოფილებასაც გრძნობდა, ჯერ კიდევ ახალგაზრდობის წლებში
მან მიზნად დაისახა მყარი მდგომარეობა შეექმნა და, გადატანილი
სიძნელეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, მიაღწია კიდეც ამ
მიზანს. მისი მსოფლმზედველობა მარტივი იყო. სტივენს დაჟინების
ძალისა სწამდა: რასაც ადამიანი ამოიჩემებს, გააკეთებს კიდეც.

48
სტივენი ბავშვობიდანვე ავარჯიშებდა თავის ნებისყოფას. გრძნობ-
და, რომ დამხმარე არავინ ჰყავდა და საკუთარ ძალას უნდა დაყ-
რდნობოდა.
ტანმორჩილმა, ფერმკრთალმა, ფართოშუბლიანმა შვიდი წლის
ბიჭმა გადაწყვიტა დიდი სიმაღლეებისათვის მიეღწია. მან უკვე იცო-
და, რომ მშობლებს არავითარი დახმარების გაწევა არ შეეძლოთ. დე-
დამისი საზოგადოებრივი მდგომარეობით თავისზე უფრო დაბლა
მდგომ კაცს გაჰყვა და მუდამ ნანობდა ამას. მამამისს – უბრალო მო-
ხელეს, ავს, ეშმაკსა და ძუნწს ‒ არც ცოლი და არც შვილი არაფრად
აგდებდნენ. ავადმყოფი, უნებისყოფო, გუნებაცვალებად დედის მი-
მართ სტივენი მხოლოდ გაოცებას გრძნობდა, სანამ ერთხელ
მთვრალსა და მაგიდაზე თავჩარგულს არ გადააწყდა. იქვე ოდეკო-
ლონის დაცლილი ფლაკონი ეგდო. ადრე მას აზრად არ მოსვლია
სიმთვრალით აეხსნა დედის გაუწონასწორებლობა· იგი ღვინოსა და
ლუდს არ სვამდა, ხოლო პატარა სტივენს არ ესმოდა, რომ მის გატა-
ცებას ოდეკალონით სხვაგვარი საფუძველი ჰქონდა, ვიდრე თავის
ტკივილზე ბუნდოვანი მინიშნებები.
იმ წუთას მან მოისაზრა, თუ რა ცოტა სიყვარული ჰქონდა მშობლე-
ბის მიმართ. ადრეც ხვდებოდა, რომ მათი დიდი იმედი არ უნდა ჰქო-
ნოდა. ასაკთან შედარებით იგი პატარა და ჩუმი იყო, თანაც ოდნავ ენა
ებმოდა. მამა „დედას ბიჭს“ ეძახდა. წყნარი ბავშვი მაინცდამაინც არ
აშფოთებდა ოჯახს. მამას ისიც კი სურდა, რომ იგი უფრო ცელქი ყო-
ფილიყო. „მის ასაკში მე ქვეყანას ვაქცევდი“, – იტყოდა ხოლმე ხში-
რად. ზოგჯერ, სტივენს რომ უყურებდა, საკუთარ არასრულყოფილე-
ბას გრძნობდა ცოლთან შედარებით, სტივენს ზრდილობა დედისგან
გამოჰყვა.
აუჩქარებლად, საფუძვლიანად სტივენმა ნელ-ნელა მოხაზა საკუ-
თარი ცხოვრების გზა. მყარი საზოგადოებრივი მდგომარეობის მოპო-
ვებას აპირებდა იგი. უპირველეს ყოვლისა, ნებისყოფის გამოსაცდე-
ლად, ბავშვი შეეცადა ენაბლუობას შებრძოლებოდა, თავდაპირვე-
ლად ნელა ლაპარაკობდა, ერთმანეთისაგან აშორიშორებდა სიტ-
ყვებს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი წარმატებას მიაღწია: ენას აღარ უკ-

49
იდებდა, სკოლაში რომ შევიდა, მართლაც სანიმუშოდ სწავლობდა,
განათლების მიღება აუცილებლად მიაჩნდა, რადგან განათლება ყვე-
ლაფერს იძლეოდა. მისი მონდომება რომ შეამჩნიეს, მასწავლებლებ-
მაც წაქეზება დაუწყეს, საგანგებო სტიპენდიაც დაუნიშნეს. მშობლებს
შეატყობინეს, რომ ბიჭი დიდ იმედებს იძლეოდა, ამან დაარწმუნა მის-
ტერ ფარადეი, რომელსაც ამ დროისთვის საკმაო ქონება დაეგროვე-
ბინა, რომ გარკვეული თანხა შვილის სწავლისათვის უნდა გაეღო.
ოცდაორი წლის ასაკში სტივენმა ოქსფორდის უნივერსიტეტი და-
ამთავრა და დიპლომი მიიღო. ამ დროისათგის მას კარგი მოლაპარა-
კის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი და მშვენიერ სტატიებსაც წერდა.
რამდენიმე სასარგებლო მეგობარიც შეიძინა. მას პოლიტიკა იზიდავ-
და. თავის ბუნებრივ მოკრძალებას სძლია და გამოიმუშავა საზოგა-
დოებისთვის მოსაწონი თვისებები: თავშეკავებულობა, კეთილგან-
წყობა, გარეგნული ბრწყინვალება – ყოველივე ის, რაც ხალხს ათქმე-
გინებს: „ეს ყმაწვილი შორს წავაო“.
ლიბერალების მიმართ თავისი სიმპათიების მიუხედავად, სტი-
ვენმა შეატყო, რომ მოცემულ მომენტში ლიბერალების პარტია
მკვდარი იყო და ამიტომ ლეიბორისტების პარტიაში შევიდა. მალე მი-
სი სახელი ცნობილი გახდა, როგორც „გადანაცვლებული“ ახალგაზ-
რდისა, მაგრამ არც ლეიბორისტების პარტია აკმაყოფილებდა სტი-
ვენს. თვლიდა, რომ იგი არასაკმარისად ითვისებდა ახალ იდეებს,
უფრო დოგმატური იყო, ვიდრე მისი მძლავრი მოწინააღმდეგე. თავის
მხრივ, კონსერვატორებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ იმედის-
მომცემი ახალგაზრდა ტალანტი.
მათ ღირსეულად შეაფასეს სტივენ ფარადეი – სწორედ ასეთი კაცი
სჭირდებოდათ. სტივენმა ლეიბორისტი ამომრჩევლების გარკვეული
ნაწილიც მიიმხრო და ამით ხმების უმნიშვნელო უმრავლესობა მო-
იპოვა. თავს ტრუმფატორად გრძნობდა, როცა თემთა პალატაში სა-
ვარძელს დაეუფლა. მის კარიერას საფუძველი ჩაეყარა, მისი ოცნებე-
ბი ახდენას იწყებდა. აქ ჰპოვა ასპარეზი მისმა მიდრეკილებებმა. ძა-
ლა ერჩოდა, გრძნობდა, რომ შეეძლო საქმისათვის ეხელმძღვანელა,
თანაც საკმაოდ კარგად, ნამდვილად ჰქონდა ხელმძღვანელობის უნ-

50
არი, იცოდა, როდის უნდა მოფერებოდა ქვეშევრდომებს და როდის
უნდა ებრძანებინა. სტივენმა დაიფიცა, რომ ერთ მშვენიერ დღეს კა-
ბინეტის წევრი გახდებოდა.
მაგრამ თანდათანობით თემთა პალატაში არჩევით გამოწვეული
სიხარული განელდა და იგი გულის აცრუებამ შეცვალა. გაცხოველე-
ბული წინასაარჩევნო ბრძოლების დროს იგი გამორჩეული იყო, ყვე-
ლას თვალწინ ედგა, ახლა კი უზარმაზარი მექანიზმის ჭანჭიკად გადა-
იქცა. მისი დანიშნულება მხოლოდ ის იყო, რომ პარტიული ზედაფე-
ნის წარმატებისთვის შეწყო ხელი. თავის გამოჩენა თანდათან სულ
უფრო ძნელი ხდებოდა, თიქმის შეუძლებელიც, მოხუცები შიშით შეჰ-
ყურებდნენ ახალგაზრდებს. მარტო ნიჭი საკმარისი არ იყო. საჭირო
იყო გავლენის მოპოვება, აქ ერთმანეთს ებრძოდნენ გარკვეული ინ-
ტერესები, გარკვეული საოჯახო კლანები. სტივენს აუცილებლად უნ-
და ეშოვა მფარველი.
მან ცოლის შერთვა გადაწყვიტა. ადრე ბევრს არ დაფიქრებულა ამ
საკითხზე. სადღაც ცნობიერების სიღრმეში დაბორიალობდა აჩრდი-
ლი მშვენიერი არსებისა, რომელიც მასთან ხელჩაკიდებული გაივ-
ლიდა ცხოვრების გზაზე და მის ცხოვრებისეულ კრედოს გაიზიარებ-
და. გაუჩენდა შვილებს და გაინაწილებდა მის საზრუნავს. იგი ოცნე-
ბობდა ქალზე, რომელიც მისი თანამგრძნობი იქნებოდა, მის წარმა-
ტებებს დაელოდებოდა და იამაყებდა, როდესაც სტივენი მიზანს მიაღ-
წევდა.
ერთ დღეს იგი დაესწრო მიღებას მინისტრ-კოორდინატორის სახ-
ლში, ეს უკანასკნელი ყველაზე უფლებამოსილი პიროვნება იყო
მთელ ინგლისში და პოლიტიკის სფეროშიც დიდად გავლენიანად ით-
ვლებოდა. ყველა სცნობდა მის მოხდენილ ფიგურას და მოკლე, წაწ-
ვეტებულ წვერს, ხოლო მისი მეუღლის ცხენივით ჩამოგრძელებულ
სახეს დიდი ხანია შეეჩვივნენ სხვადასხვა სახის მიღებებზე, ოფიცია-
ლურ შეხვედრებსა და მთელ ინგლისში გაბნეული კომიტეტების
სხდომებზე. მათ ხუთი ქალიშვილი ჰყავდათ, რომელთა შორის სამი
საუცხოო გარეგნობისა იყო, მათი ერთადერთი ვაჟი კი იტონის კო-
ლეჯში სწავლობდა.

51
მინისტრ-კოორდინატორმა პარტიის იმედისმომცემი ახალგაზ-
რდა წევრების წახალისება განიზრახა და სტივენ ფარადეიც დაპატიჟა
მიღებაზე.
სტივენი მოწვეულთაგან თითქმის არავის იცნობდა და ამიტომ
ოციოდე წუთის განმავლობაში განმარტოებით იჯდა ფანჯარასთან.
როდესაც ჩაის მაგიდის გარშემო შემოკრებილი ხალხი დაიშალა და
ოთახებში გაიფანტა, სტივენმა შეამჩნია მაგიდასთან მდგარი მაღა-
ლი, შავ კაბაში გამოწყობილი ქალიშვილი, რომლის თვალებში დაბ-
ნეულობა იკითხებოდა.
სტივენ ფარადეის სახეების დახსომების კარგი უნარი ჰქონდა.
ზუსტად იმ დილით მან მეტროში აიღო მგზავრი ქალის მიერ დაგდე-
ბული „საოჯახო ქრონიკა“ და თავშესაქცევად გადაათვალიერა, იქ
დაბეჭდილი იყო ლედი ალექსანდრა ჰეილის, მინისტრ-კოორდინა-
ტორის მესამე ქალიშვილის ფოტოსურათი, რომელსაც შემდეგი წარ-
წერა ახლდა: „მოკრძალებული და არაკომუნიკაბელურია... უყვარს
ცხოველები.. ლედი ალექსანდრა სადიასახლისო კურსებზე დადის,
რადგან მინისტრის მეუღლეს მიაჩნია, რომ მისმა ქალიშვილებმა ამ
მხრივ სათანადო ცოდნა უნდა შეიძინონ“.
ესე იგი, მაგიდასთან მდგარი ქალიშვილი ლედი ალექსანდრა ჰე-
ილი გახლდათ. სტივენმა უეცრად შეატყო მას გაუბედაობა, ალექსან-
დრა ყველაზე ულამაზო იყო ხუთ დას შორის და მთელი სიცოცხლის
მანძილზე აწვალებდა საკუთარი არასრულყოფილების შეგრძნება.
სხვა დების მსგავსად, მასაც შესანიშნავი აღზრდა და განათლება
ჰქონდა მიღებული, მაგრამ არასდროს მიუღწევია მათ თვითდაჯერე-
ბამდე, რაც საკმაოდ აღიზიანებდა დედამისს. სანდრას ძალიან უყ-
ვარდა თავისი მოუხერხებლობის დაძლევა, სტივენმა არ იცოდა ყო-
ველივე ეს, მაგრამ ინტუიციით იგრძნო, ქალიშვილის გაუბედაობა.
მის გონებაში უეცარმა გადაწყვეტილებამ გაიელვა, ეს ხომ შანსი იყო!
„არ გაუშვა ხელიდან შე სულელო, ჩაეჭიდე მას! ახლა ან არასოდეს!“
მან გადაჭრა ოთახი და ბუფეტს მიუახლოვდა ქალიშვილის გვერ-
დით შეჩერდა და სენდვიჩი აიღო. შემდეგ მიუბრუნდა და აღელვებუ-
ლი ხმით (განზრახ, არა, ის მართლა ღელავდა), მიმართა მას:

52
‒ ნებას დამრთავთ გამოგესაუბროთ? მე აქ არავის ვიცნობ და ვხე-
დავ, რომ თქვენც ამ დღეში ხართ, ზურგს ნუ შემაქცევთ. მე უაღრესად
მოკრძალებული გახლავართ – (ენაბლუობამ, რომელიც დიდი ხანია
დასძლია, ახლა სწორედ შესაფერის დროს იჩინა თავი) ‒ და მე ვატ-
ყობ, რომ თქვენც მოკრ-კრ-კრძალებული უნდა იყოთ.
ქალიშვილს სახე შეეფაკლა, ბაგეები ოდნავ გახსნა. სტივენი მიხ-
ვდა, რომ ის სიტყვებს ვერ პოულობდა.ასე ადვილი ხომ არ არის გა-
ნაცხადო: „მე მასპინძლის ქალიშვილი ვარო“. ამის ნაცვლად მან
წყნარად თქვა:
– დიას, მეც მოკრძალებული ვარ... ყოველთვის მოკრძალებული
ვიყავი.
სტივენმა სწრაფად განაგრძო:
– საშინელი გრძნობაა, არ ვიცი, თავი როგორ უნდა დაიხსნა მის-
გან, ზოგჯერ მეჩევნება, რომ ენა დაბმული მაქვს.
– მეც ამ დღეში ვარ.
სტივენმა საუბარი გაუბა. თან ენას ოდნავ უკიდებდა, მის საქციელ-
ში რაღაც ბავშვური და მიმზიდველი იყო, წინათ ეს მისი ქცევის ბუნებ-
რივი მანერა იყო. ახლა მან ის დახვეწა და საჭიროებისამებრ იყენებ-
და, გამოუცდელი, გულუბრყვილო ყმაწვილის შთაბეჭდილებას ჭო-
ვებდა და ამით ხიბლავდა თავის თანამოსაუბრეს .
საუბარი თეატრს შეესო, სტივენმა შეაქო პიესა, რომელმაც საზო-
გადოების დაინტერესება გამოიწვია. სანდრასაც უკვე ნანახი ჰქონდა
ეს წარმოდგენა: მათ შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს. მერე
საზოგადოებრივ პრობლემებზე გადავიდნენ და მათი გარჩევა დაიწ-
ყეს.
სტივენი არ აჩქარებდა მოვლენათა მსვლელობას, როდესაც მან
შეამჩნია, რომ ოთახში მინისტრის მეუღლე შემოვიდა და თვალებით
შვილს დაუწყო ძებნა. სასწრაფოდ დაემშვიდობა თავის ახალ ნაც-
ნობს. რადგან ვინაობის ნაადრევად გამომჟღავნება მის გეგმებში არ
შედიოდა.
– ძალიან ნასიამოვნები ვარ თქვენთან საუბრით. ნამდვილად შემ-
ძაგდებოდა ეს საღამო, თქვენ რომ არ შეგხვედროდით. დიდი მადლ-

53
ლობა.მინისტრ-კოორდინატორის სახლს რომ ტოვებდა, სტივენი შე-
სანიშნავ ხასიათზე იყო. მან უკვე ხელი ჩაავლო შანსს. ახლა საჭირო
იყო მიღწეულის განმტკიცება.
რამდენიმე დღის განმავლობაში იგი მინისტრ-კოორდინატორის
სახლის გარმემო ტრიალებდა, ერთ დღეს სანდრა შინიდან გამოვიდა
თავის დასთან. ერთად, მეორედ მარტო იყო, მაგრამ ძალზე მიეჩქა-
რებოდა სადღაც, ეს მომენტი ნამდვილად არ იყო შესაფერისი. რო-
გორც ჩანს, ქალიშვილს რაღაც სასწრაფო და გადაუდებელი საქმე
ჰქონდა, და აი, მიღებიდან თითქმის ერთი კვირის თავზე სტივენის
მოთმინებას სათანადოდ მიეზღო, ერთ დილას სანდრა შინიდან პატა-
რა შავი მოტლანდიური ფინიის თანხლებით გამოვიდა და ნელა გა-
ემართა პარკისკენ.
ხუთი წუთის შემდეგ საპირისპირო მიმართულებით სწრაფად მიმა-
ვალმა ახალგაზრდამ ნაბიჯი შეანელა და სანდრას პირისპირ შეჩერ-
და. მან გახარებულმა წამოიძახა:
– რა ბედნიერი შემთხვევაა! მე კი სულ ვფიქრობდი, შეგხვდებო-
დით თუ არა ოდესმე კიდევ!
იგი იმდენად აღფრთოვანებული ჩანდა, რომ ქალიშვილი ოდნავ
გაწითლდა. სტივენი ძაღლისკენ დაიხარა.
‒ რა მხიარული ციცქნაა! რა ჰქვია?
– მაკ-ტევიში.
– ო, ნამდვილი შოტლანდიელია!
ისინი ერთხანს ძაღლზე საუბრობდნენ. შემდეგ სტივენმა დარ-
ცხვენით წარმოთქვა: – წინა შეხვედრისას ჩემი თავი არ წარმიდგენია
თქვენთვის. მე გახლავართ ფარადეი, სტივენ ფარადეი, პარლამენ-
ტის ერთ-ერთი რიგითი წევრი.
პასუხის მოლოდინში ქალს რომ შეხედა, შეამჩნია, რომ ღაწვებსა
და მაღალ ყელზე კვლავ ვარდისფერმა გადაჰკრა, როდესაც მიუგო:
– მე ალექსანდრა ჰეილი ვარ.
ვაჟის რეაქცია მესანიშნავი იყო – ისეთი, თემთა პალატის სხდო-
მას რომ შეეფერება, გაოცება, აღტაცება, დაბნეულობა, შეკრთომა -
ურთდროულად გამოისახა მის სახეზე.

54
– თქვენ... თქვენ ლედი ალექსანდრა ჰეილი ხართ... თქვენ...
ღმერთო ჩემო! რა სულელიაო, ფიქრობდით ჩემზე ალბათ იმ დღეს!
ქალის პასუხს არ დაუგვიანია. ბუნებრივმა გულკეთილობამ და
ზრდილობამ უბიძგეს მას დაემშვიდებინა და გაემხნევებინა სტივენი.
– მე უნდა მეთქვა ეს თქვენთვის.
– მე თვითონ უნდა მივხვედრილიყავი.
– როგორ უნდა მიხვედრილიყავით? და რა მნიშვნელობა აქვს
ამას? თუ შეიძლება, მისტერ ფარადეი, ყურადღებას ნუ მიაქცევთ. უმ-
ჯობესია, სერპანტინისკენ წავიდეთ, ხომ ხედავთ, მაკ-ტევიში ადგილ-
ზე ვერ ისვენებს.
ამის შემდეგ სტივენი რამდენჯერმე შეხვდა მას პარკში, ესაუბრა
თავის გეგმებზე, ეკამათა პოლიტიკურ საკითხებზე. ვაჟი ქალს ჭკვი-
ანად, გათვითცნობიერებულად, სიმპათიურად თვლიდა. სანდრას
თავისებური აზროვნება ჰქონდა. მალე ისინი დამეგობრდნენ. ამას
მოჰყვა სადილად მიწვევა მინისტრ-კოორდინატორის სახლში, სადი-
ლის შემდეგ კი ‒ცეკვები. აქ შეიძლებოდა ბოლო მომენტში წაფორ-
ხილება, მაგრამ სტივენმა ეს გამოცდაც კარგად ჩააბარა. როცა სან-
დრამ დაინახა, რომ დედამისმა ყურადღება მიაქცია ახალგაზრდა
კაცს, მშვიდად ჰკითხა:
– რას ფიქრობთ სტივენ ფარადეიზე?
– სტივენ ფარადეიზე?
– დიახ, ის ესწრებოდა ჩვენთან მიღებას იმ საღამოს, ხოლო მას
შემდეგ კიდევ ერთი-ორჯერ შევხვდი.
მინისტრ-კოორდინატორმა სათანადო ინფორმაცია შეაგროვა,
ყველაფერი ახალგაზრდა იმედისმომცემი პოლიტიკოსის სასარგებ-
ლოდ ლაპარაკობდა.
‒ ბრწყინვალე ახალგაზრდაა,ბრწყინვალე! მართალია, მისი
მშობლების შესახებ არავინ არაფერი იცის, მაგრამ ის მალე თვითონ
მოიხვეჭს სახელს.
სტივენი მივიდა მათთან და კარგად გამოიჩინა თავი.
– მაინც აუცილებლად უნდა გავერკვეთ, თუ რას წარმოადგენს
იგი, – ქედმაღლურად განაცხადა მინისტრის მეუღლემ.

55
ორი თვის შემდეგ სტივენმა ბედი სცადა. ისინი სერპანტინზე იყ-
ვნენ და მაკ-ტევიშს თავი სანდრას ფეხებზე ედო.
‒ სანდრა, თქვენ იცით, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მე მიყვარხართ,
თქვენს ცოლად შერთვაზე ვოცნებობ. ვერ ვბედავ შეგეკითხოთ, გჯე-
რათ თუ არა, რომ ერთ მშვენიერ დღეს სახელს მოვიხვეჭ. მე კი ეს მჯე-
რა. ნუ დაირცხვენთ, თქვენ არჩევანში არ შეცდებით, სანდრა, გპირ-
დებით ამას.
‒ მე არც მრცხვენია, – უპასუხა ქალმა.
‒ მაშ, თქვენ თანახმა ხართ?
–განა თქვენ არ იცით?
– ვიმედოვნებდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი. იცით, მე
თქვენ პირველი ნახვისთანავე შემიყვარდით, როდესაც დაგინახეთ,
როგორ გადაკვეთეთ ოთახი. მთელი ძალა მოვიკრიბე და გამოგელა-
პარაკეთ, ჩემს სიცოცხლეში ასე არასდროს ავღელვებულვარ.
‒ ალბათ, მეც მაშინ შემიყვარდით, – მიუგო ქალმა.
მაგრამ გამარჯვება ჯერ შორს იყო. როდესაც სანდრამ მისიანებს
განუცხადა, რომ სურს ცოლად გაჰყვეს სტივენ ფარადეის, ოჯახმა
პროტესტი გამოაცხადა, ვინ არის ის? რა ვიცით მის შესახებ?
სტივენმა გულახდილად უამბო მინისტრ-კოორდინატორს თავისი
წარმომავლობისა და ოჯახის შესახებ. ამის შემდეგ მინისტრმა მეუღ-
ლეს უთხრა:‒ ჰმ, ამ საქმეს რაღაც კარგი პირი არ უჩანს...
იგი კარგად იცნობდა თავის ქალიშვილს, იცოდა, რა ძლიერი ნე-
ბისყოფა იმალებოდა მისი გარეგნული სიმშვიდის მიღმა. თუკი რამეს
მოისურვებდა, მიაღწევდა კიდეც. მისი გადარწმუნება შეუძლებელი
იყო...
– ამ ყმაწვილს დიდი მომავალი აქვს. ცოტა ხელს თუ წავაშვე-
ლებთ, დიდ წარმატებას მიაღწევს. ღმერთმა უწყის, რა ძალა აქვს
ახალგაზრდა მჩქეფარე სისხლს. გარეგნულად კი ის კარგ შთაბეჭდი-
ლებას ახდენს.
მეუღლე იძულებული გახდა დათანხმებულიყო. მას თავისი ქა-
ლიშვილისთვის შესაფერისი საქმროს შერჩევის იმედი არც ჰქონდა.
სანდრა, მართლაც, ყველაზე დიდ სირთულეს უქმნიდა ოჯახს, სუზანი

56
– ნამდვილი მზეთუნახავი იყო, ესთერი – ჭკუის კოლოფი, დიანა იმ-
დენად მოხერხებული აღმოჩნდა, რომ თავბრუ დაახვია ახალგაზრდა
ჰერცოგ ჰარვიჩს და მათი ქორწინება სეზონის ქორწინებად იქნა
აღიარებული. სანდრა კი შეუხედავია, თანაც მოკრძალებული. თუ ამ
ყმაწვილს მომავალი აქვს; იქნებ ღირდეს ამაზე დაფიქრება... დედა
ბედს დამორჩილდა, მაგრამ წაიბურტყუნა: – რა თქმა უნდა, ყველას
წარმატების მიღწევა სურს.
ამრიგად, ალექსანდრა ქეთრინ ჰეილი ცოლად გაჰყვა სტივენ
ლეონარდ ფარადეის, ჭირსა და ლხინში ერთგულება აღუთქვა მას,
ბრიუსველის მაქმანებით გაწყობილი თეთრი ატლასის კაბა ეცვა, ექ-
ვსი ხელისმომკიდე ქალიშვილი და ორი პატარა პაჟი ახლდა. წესით
გათვალისწინებული არც ერთი წვრილმანი არ დაჰკლებია საქორწი-
ნო ცერემონიალს. ნეფე-პატარძალმა თაფლობის თვე იტალიაში გა-
ატარეს, მერე კი დაბრუნდნენ თავიანთ კოხტა სახლში ვესტმინსტერ-
ში. ცოტა ხნის შემდეგ სანდრას ნათლია გარდაეცვალა და უანდერძა
მას დედოფალ ანას დროინდელ სტილში აშენებული შესანიშნავი სახ-
ლი სოფელში. ყველაფერი საუკეთესოდ აეწყო, სტივენი ახალი ენერ-
გიით ჩაერთო საპარლამენტო ცხოვრებაში, სანდრა კი ყველაფერში
ეხმარებოდა და ხელს უწყობდა, სულითა და გულით მისი ერთგული
იყო. სტივენს იმდენად სწყალობდა ბედი, რომ ზოგჯერ თვითონაც არ
სჯეროდა. მინისტრ-კოორდინატორის მძლავრ ფრაქციასთან კავში-
რი მისი წარმატების საწინდარი იყო, თავისი ნიჭითა და მომხიბლავო-
ბით კი მდგომარეობას კიდევ უფრო იმტკიცებდა. წინ ბრწყინვალე
პერსპექტივა ელოდა. სტივენი დარწმუნებული იყო თავის ძალაში და
მზად იყო უანგაროდ ემოღვაწა ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ხშირად, როცა მაგიდასთან მის პირდაპირ მჯდომ მეუღლეს შეხე-
დავდა, სტივენს უზომოდ ახარებდა, რომ საიმედო თანამდგომი ჰყავ-
და – სწორედ ისეთი, როგორზეც ოცნებობდა. მას მოსწონდა ცოლის
თავ-კისრი, მოხაზულობა, ჭროღა თვალები, მოქნილი წარბები, ამა-
ყი, არწივისებური ცხვირიც კი. „იგი დოღის ცხენს ჰგავს, – ფიქრობდა
სტივენი, – მასავით ჯიშიანი, ნალოლიავები და ამაყია“. სანდრა იდეა-
ლურ მეგობრად მიაჩნდა, მათი აზრები ერთნაირი სისწრაფით მიილ-

57
ტვოდნენ ერთი და იმავე მიმართულებით. „დიახ, – ფიქრობდა კაცი.
– სტივენ ფარადეიმ, ამ საბრალო პაწიამ, დიდ წარმატებას მიაღწია“.
ცხოვრება თანდათან ისე ყალიბდებოდა, როგორც მან წინასწარვე
განსაზღვრა. ოცდაათ წელს ძლივს იყო გადაცდენილი და წარმატება
უკვე ხელთ ჩაგდებული ჰქონდა, ამნაირი სრული კმაყოფოილების
გრძნობით აღსავსე გაემგზავრა იგი მეუღლესთან ერთად ორი კვი-
რით სან-მორიცში, სადაც სასტუმროს ვესტიბულში პირველად დაინა-
ხა როზმარი ბარტონი.
მან ვერასოდეს ვერ მოახერხა აეხსნა, რა დაემართა იმ წუთას. პო-
ეტების მიერ აღწერილი გრძნობის მსგავსად, სხვა ქალი დაეუფლა
მის სულს. მას უეცრად შეუყვარდა ვესტიბულის ბოლოში მდგარი ქა-
ლი. ეს იყო ღრმა, გაშმაგებული, თავდავიწყებული სიყვარული. დაუძ-
ლეველმა ვნებამ, ოდესღაც სიყმაწვილეში რომ ტანჯავდა და ნელ-ნე-
ლა მინავლდა, ახლა ასკეცი ძალით მოიცვა იგი.
სტივენს თავი ვნებიან მამაკაცად არ მიაჩნდა. ერთი-ორი ხანმოკ-
ლე გატაცება, მსუბუქი ფლირტი – სულ ეს იყო, რასაც, მისი აზრით,
სიტყვას‒ „სიყვარული“ გულისხმობდა, გრძნობისმიერ სიამოვნებას
მაინცდამაინც არ ეტანებოდა, თავს არწმუნებდა, რომ ეს მის ღირსე-
ბას შელახავდა.
მისთვის რომ ეკითხათ, ცოლი გიყვარს თუ არაო, უყოყმანოდ უპა-
სუხებდა: „რა თქმა უნდა“. თუმცა ამასთანავე ისიც ესმოდა, რომ აზ-
რად არ მოუვიდოდა მისი შერთვა, სანდრა რომ ვინმე გლეხუჭას ქა-
ლიშვილი ყოფილიყო, მას მოსწონდა მეუღლე, აღტაცებული იყო და
უდიდეს პატივისცემას გრძნობდა მის მიმართ სწორედ იმიტომ, რომ
მეუღლემ ასეთი მყარი მდგომარეობა შეუქმნა საზოგადოებაში.
სტივენს თვითონაც უკვირდა, რომ აღმოაჩნდა უნარი, ასეთი ყმაწ-
ვილური გატაცებითა და თავდავიწყებით შეჰყვარებოდა ქალი. სხვა
არაფერზე შეეძლო ფიქრი, გარდა როზმარის კეკლუცი, მომღიმარი
სახისა, წაბლისფერი თმებისა, მიმზიდველი წერწეტა ტანისა. მადაც
დაკარგა და ძილიც. სულ როზმარისაკენ ისწრაფოდა, ისინი ერთად
სრიალებდნენ თხილამურებით, დადიოდნენ ცეკვებზე. ქალის ოდნა-
ვი შეხებაც კი აღუძრავდა დაუოკებელ სურვილს, რომელიც წინათ

58
არასდროს უგრძვნია.მაშ, სწორედ ამ წამებას, ბნედას, ვნებას ერქვა
სიყვარული?
ამ თავდავიწყებულ მდგომარეობაშიც კი სტივენი ბედს ემადლი-
ერებოდა იმის გამო, რომ თან დაჰყვა ყოველგვარ პირობებში ბუნებ-
რიობის შენარჩუნების უნარი. არავის უნდა სცოდნოდა, არავინ უნდა
მიმხვდარიყო, თუ რას გრძნობდა იგი, თვით როზმარის გარდა.
ბარტონები სან-მორიციდან ერთი კვირით ადრე უნდა გამგზავრე-
ბულიყვნენ, ვიდრე ფარადეები. სტივენმა შესჩივლა სანდრას, რომ აქ
მოწყენილობა სუფევდა. ხომ არ აჯობებდა, შეეკვეცათ შვებულება და
ლონდონში დაბრუნებულიყვნენ? სანდრა სიამოვნებით დაეთანხმა,
შინ დაბრუნებიდან ორი კვირის შემდეგ სტივენი როზმარის საყვარე-
ლი გახდა.
ეს იყო უცნაური, აღმგზნები, ძალაგამომცლელი, მოუსვენარი,
ფანტასტიკური დრო! რამდენ ხანს გაგრძელდა იგი? თითქმის ნახე-
ვარ წელიწადს. მთელი ამ ექვსი თვის განმავლობამში სტივენი ყვე-
ლაფერს გულსგარეთ აკეთებდა – ასრულებდა ყოველდღიურ საქმე-
ებს, ხვდებოდა ამომრჩევლებს, გამოდიოდა სიტყვით თემთა პალატა-
ში თუ პოლიტიკაზე ესაუბრებოდა სანდრას, ‒ მისი ფიქრები კი მუდამ
თავს დასტრიალებდნენ როზმარის.
საიდუმლო შეხვედრები პატარა ბინაში, მისი სიმშვენიერე, ვნებია-
ნი ხვევნა-კოცნა, – ყოველივე ეს სიზმარი იყო. ტკბილი, ამაღელვებე-
ლი, თავბრუდამხვევი სიზმარი.
როზმარის შემდეგ კი ‒ გამოფხიზლება. ეს თითქოს ისე უეცრად
მოხდა, როგორც დღის სინათლის შემოჭრა გვირაბის ბოლოს. ჯერ
კიდევ გუშინ იგი ვნებიანი საყვარელი იყო, დღეს კი კვლავ ჩვეულებ-
რივ სტივენ ფარადეად იქცა, რომელიც უკვე ფიქრობდა, რომ საჭირო
არ იყო ასე ხშირად შეხვედროდა როზმარის, ამას გარდა, ისინი ხომ
დიდი რისკის წინაშე იდგნენ. სანდრამ რომ ეჭვი აიღოს... საუზმის
დროს მან შეფარვით შეათვალიერა ცოლის სახე. მადლობა ღმერთს,
მას არაფერი შეუტყვია, აზრადაც კი არაფერი მოსდის. თუმცა სტივე-
ნის ახსნა-განმარტებები გვიან დაბრუნების გამო საკმაოდ უღიმღამო
იყო. სხვა ქალი. ამდენ ხანს გეზს აიღებდა. საბედნიეროდ, სანდრა ას-

59
ეთი არ არის.სტივენმა ღრმად ამოიოხრა. მართლაც, ის და როზმარი
მეტად გაუფრთხილებლად იქცეოდნენ. გასაკვირია, რომ მისმა ქმარ-
მაც ვერაფერი შენიშნა. მაგრამ ის ხომ ცოლზე დიდად უფროსი ჩურ-
ჩეტი ქმრის საუკეთესო ნიმუშია.
და მაინც, რა მომაჯადოებელი არსება იყო როზმარი...
სტივენს უეცრად გოლფი გაახსენდა, ნიავი არხევს დიუნების ქვი-
შას, ისმის სწრაფი ნაბიჯების ხმა, დარტყმა... ბურთი ცის სილურჯეში
იჭრება. ირგვლივ სულ მამაკაცებია. ქალებს გოლფის მოედანზე არ
უშვებენ.
სტივენი სანდრას მიუბრუნდა:
‒ ფაირჰავენში ხომ არ გავმგზავრებულიყავით?
– ასე გსურს? ‒ გაოცებით მიაშტერდა სანდრა. ‒ მერე და, შეგიძ-
ლია? დრო გაქვს?
– იქნებ, შუა კვირაში მოვახერხოთ, გოლფის თამაში მომენატრა.
გადაღლილი ვარ.
– ხვალვე შეგვეძლო, თუ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. უნდა
მოველაპარაკოთ ასტლეების ოჯახს, მათთან შეხვედრას სამშაბათის-
თვის გადავდებ. ლოვატებს რაღა ვუყოთ?
‒ მათთან შეხვედრაც გადავდოთ, მოვიფიქროთ რამე მიზეზი. ძა-
ლიან მინდა გავშორდე აქაურობას.
სტივენს მონატრებოდა ფაირჰავენის სიჩუმე, სანდრასა და თავის
ძაღლებთან ერთად აივანზე ჯდომა, ძველი, დაბურული ბაღის სიგრი-
ლე, გოლფის თამაში სანდლი ჰითში, ფერმაში გატარებული წყნარი
საღამოები, როდესაც ზიხარ შენთვის, არაფერზე ფიქრობ, განაბული
მაკ-ტევიში კი მუხლებზე გიზის.
სტივენს ისეთივე გრძნობა ჰქონდა, როგორც ხანგრძლივი ავად-
მყოფობის შემდეგ ახლადგამოჯანმრთელებულ კაცს.
როზმარის წერილი რომ მიიღო, წარბი შეკრა, მას ხომ არ უთხო-
ვია წერილების მოწერა, ეს მეტად სახიფათო იყო, სანდრა, რა თქმა
უნდა, არ შეეკითხება, ვისგან მიიღო წერილი, მაგრამ მაინც ასეთი
საქციელი ჭკუასთან ახლოს არ არის. მსახურებსაც ხომ ვერ ენდობი
ყოველთვის.

60
სტივენი კაბინეტში შევადა და გაღიზიანებით ჩამოახია ყუა კონ-
ვერტს. ფურცლები, უამრავი ფურცელი!
როცა კითხვას შეუდგა, მღელვარებამ მოიცვა. როზმარი აღმერ-
თებდა მას, ასე ძლიერ არასდროს ჰყვარებია, იტანჯებოდა იმის გამო,
რომ ხუთი დღის განმავლობაში არ უნახავს, სტივენს კი მოენატრა
იგი? ფიქრობდა თუ არა ლეოპარდი თავის ეთიოპ ქალზე?
კაცს გაეღიმა, ამოიოხრა, ეს ხუმრობა-მაშინ გაჩნდა, როცა ქალს
ფართოკოპლებიანი ხალათი უყიდა. ჩვეულებრივ, ლეოპარდი სეზო-
ნის მიხედვით ფერს იცვლის, ამიტომ მან უთხრა:
– შენ კი სულ უცვლელად მშვენიერი უნდა დარჩე, ძვირფასო.
ამის შემდეგ ქალმა მას ლეოპარდი დაარქვა. ხოლო სტივენმა
როზმარის ‒შავი მზეთუნახავი. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს სისულე-
ლე იყო.
მაგრამ რამ დააწერინა მას ამდენი ფურცელი? სწორედ ამის გაკე-
თება არ იყო საჭირო! ეშმაკმა დალახვროს, ისინი ფრთხილად უნდა
მოიქცნენ.
სანდრა ისეთი ქალი არ არის, რომ შეურაცხყოფა აპატიოს ვინმეს·
ერთხელაც რომ დაეჭვდეს... მიწერ-მოწერა აშკარად საშიში საქმეა.
მან ეს უთხრა როზმარის. რატომ არ შეუძლია მოიცადოს მათ ქალაქ-
მი დაბრუნებამდე? ეშმაკმა დალახვროს, ორი-სამი დღის შემდეგ ხომ
ნახავს მას!
მეორე დილით საუზმობისას მაგიდაზე ახალი წერილი დახვდა.
სტივენი მართლაც შეშფოთდა. მოეჩვენა, რომ სანდრა ერთხანს დაჰ-
ყურებდა წერილს, მაგრამ მას არაფერი უთქვამს. მადლობა ღმერთს,
ისეთი ქალი არ იყო, ქმრის კორესპონდენციის შესახებ კითხვების
დასმა რომ უყვართ ხოლმე.
საუზმის შემდეგ სტივენი მანქანაში ჩაჯდს და რვა მილის მოშორე-
ბით მდებარე ქალაქში გაემგზავრა. სოფლიდან დაკავშირება ვერ გა-
ბედა, ქალაქიდან კი დაურეკა როზმარის.
– ჰელოუ, ეს შენ ხარ, როზმარი? თუ შეიძლება, ნუღარ მომწერ წე-
რილებს.
– სტივენ, ძვირფასო, რა სასიამოვნოა შენი ხმის გაგონება!

61
‒ ფრთხილად იყავი, ხომ არავინ გვისმენს?
– რა თქმა უნდა, არა! ო, ჩემო ანგელოზო, როგორ მომენატრე!
შენ თუ გენატრები?
– რასაკვირველია, მენატრები, მაგრამ ნუღარ მომწერ. ეს ძალიან
სარისკო საქმეა.
‒ მოგეწონა ჩემი წერილი? შენთან ახლოს თუ მიგრძენი მისი
კითხვისას? ძვირფასო, მე მსურს ყოველ წუთას შენთან ვიყო. შენც
ხომ ასე ხარ?
‒ დიახ, მაგრამ ეს სატელეფონო საუბარი არ არის, ჩემო კარგო.
‒შენ სასაცილოდ ფრთხილი ხარ, რაშია საქმე?
– მე შენზე ვფიქრობ, როზმარი. არ მსურს უსიამოვნება მოგაყენო,
‒ ჩემთვის კი სულერთია, შენ ეს იცი.
– მაგრამ ჩემთვის არ არის სულ ერთი, ძვირფასო.
‒ როდის დაბრუნდები?
‒ სამშაბათს.
‒ და ოთხშაბათს შევხვდებით ერთმანეთს?
– ჰო, ჰმ... დიახ.
–ძვირფასო, მეტი ლოდინი აღარ შემიძლია. იქნებ, შეძლო რაიმე
მოიმიზეზო და დღეს ჩამოხვიდე? ო, სტივენ, შენ შეგიძლია! მოიმიზეზე
პოლიტიკა ან რაიმე ამგვარი!
‒ ვშიშობ, რომ ეს შეუძლებელია.
‒ არა მჯერა, რომ შენც ისევე გენატრები, როგორც მე!
‒ რა სისულელეა! რა თქმა უნდა, მენატრები.
ყურმილი რომ დადო, სტივენმა წარმოუდგენელი დაღლილობა
იგრძნო. რატომ არიან ქალები ასე შმაგნი და დაუფიქრებელნი? ის და
როზმარი მომავალში გაცილებით უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ,
უფრო იშვიათად უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.
ამის შემდეგ მათი ურთიერთობა გართულდა. სტივენი დაკავებუ-
ლი იყო, ძალზე დაკავებული, არავითარი შესაძლებლობა არ ჰქონდა
ბევრი დრო დაეთმო როზმარისთვია და ცდილობდა აეხსნა ეს მის-
თვის, მაგრამ ამაოდ. ქალს არაფრის გაგონება არ სურდა.,
–ო, ეს შენი სულელი ბებრუხანა პოლიტიკოსები, რა დიდი წარმ-

62
ოდგენა აქვთ თავიანთ თავზე...
– მაგრამ ისინი...
ქალმა არ დაამთავრებინა. მას არ ესმოდა და არც სურდა გაეგო.
არ აინტერესებდა არც მისი სამსახური, არც მისი მისწრაფებები, არც
კარიერა... მხოლოდ ერთი რამ სურდა, რომ ვაჟს განუწყვეტლივ ემ-
ტკიცებინა მისთვის სიყვარული.
– წინანდებურად გიყვარვარ? კიდევ გამიმეორე, რომ ნამდვილად
გიყვარვარ...
– მართლაც, კაცი აღარ იყო დარწმუნებული ამაში, როზმარი მომ-
ხიბლავი არსება იყო, მაგრამ მასთან არაფერი ჰქონდა სალაპარაკო,
ხშირი შეხვედრები მომაბეზრებელი ხდებოდა, ამიერიდან უფრო იშ-
ვიათად უნდა ენახათ ერთმანეთი.
ეს აღიზიანებდა ქალს და იგი განუწყვეტლივ იმეორებდა:
–ისე აღარ გიყვარვარ, როგორც წინათ...
სტივენი იძულებული იყო, კვლავ და კვლავ ერწმუნებინა იგი,
კვლავ და კვლავ დაედო ფიცი. როზმარი გამუდმებით იხსენებდა ყო-
ველ წვრილმანს, მის მიერ ყოველ წარმოთქმულ სიტყვას.
‒ გახსოვს, შენ მითხარი, რომ შესანიშნავი იქნებოდა ერთად
მოვმკვდარიყავით, სამუდამოდ დაგვეძინა ერთმანეთს ჩახვეულებს?
გახსოვს, ისიც მითხარი, რომ ქარავანი უნდა შევადგინოთ და უდაბ-
ნოში გავემგზავროთ? ირგვლივ ‒ აქლემები, ცაზე – ვარსკვლავები
და ჩვენ მარტოდმარტონი! მთელ სამყაროს დავივიწყებთ...
რა სისულელეს არ როშავს შეყვარებული ადამიანი! მაშინ თვი-
თონაც, ვერ ამჩნევდნენ ამ უაზრობას, მაგრამ ახლა ხომ დადგა დრო,
თავი მოეთოკათ, ყოველივე თავიდან ამოეგდოთ. რატომ არ შეუძლი-
ათ ქალებს არ იქექებოდნენ წარსულში? მამაკაცებს არ სიამოვნებთ,
იმ დროს რომ ახსენებენ, როცა ნამდვილი შტერებივით იქცეოდნენ.
მოულოდნელად როზმარიმ შეუძლებელი რამ მოითხოვა. ხომ
ვერ წამოვა სტივენი სამხრეთ საფრანგეთში მასთან შესახვედრად? ან
იქნებ, კორსიკაში თუ სიცილიაში? იქ მათ არავინ იცნობს და თავს თა-
ვისუფლად იგრძნობენ. სტივენმა უპასუხა, რომ ასეთი ადგილი ქვეყ-
ნად არ არის. ყველაზე წარმოუდგენელ მიურუებულ კუთხეშიც კი შეი-

63
ძლება უეცრად შეხვდე სკოლის ამხანაგს, რომელიც ათასი წელია არ
გინახავს. როზმარიმ ნამდვილად შეაშფოთა იგი, როდესაც მიუგო:
‒ მერე რა? რა მნიშვნელობა აქვს ამას?
სტივენი დაიძაბა, თითქოს უეცრად შეამცივნა.
ქალმა თავისი მომხიბვლელი ღიმილი შეაგება, რომელმაც ერთ
დრო მოაჯადოვა ვაჟი. ეხლა ეს ღიმილი შეშფოთებას იწვევდა·
– ლეოპარდ, ძვირფასო! ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრივ სი-
სულელეა განუწყვეტლივ კუკუ-მალულობანას თამაში. გვეყო თვალ-
თმაქცობა. მოდი, ამიერიდან ერთად ვიყოთ. ჯორჯი მე გამეყრება, შენ
კი შენს ცოლს გაეყარე და მაშინ ჩვენ შევძლებთ ვიქორწინოთ.
ეს-ღა აკლდა სტივენს! ეს ხომ კატასტროფაა, ქვეყნის დაქცევა!
ქალს კი არაფერი ესმის.
‒ მე ამას ვერ დავუშვებ.
– მაგრამ, ძვირფასო, მე ეს არ მანაღვლებს, სრულებითაც არ
ვცნობ პირობითობას.
„შენ რომ არ სცნობ, მე ვცნობ“. ‒ გაიფიქრა სტივენმა
‒ მთავარია სიყვარული რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვის ჩვენზე
ხალხი?!
‒ ჩემთვის ამას მნიშვნელობა აქვს, ძვირფასო. სკანდალი ბოლოს
მოუღებს მთელ ჩემს კარიერას...
– მერე რა! სხვა საქმეს ვერ იპოვი?
– ნუ სულელობ.
‒ საერთოდ, რად გინდა, რომ იმუშაო? ხომ იცი, მე უამრავი ფული
მაქვს. ჩემი საკუთარი, ჯორჯისას არ ვგულისხმობ. ჩვენ შეგვიძლია,
შემოვიაროთ მთელი მსოფლიო, დავათვალიეროთ ყველაზე ეგზოტი-
კური და მოშორებული კუთხეები, სადაც, შესაძლოა, არასდროს არა-
ვინ ყოფილა. ან დავსახლდეთ განმარტოებულ კუნძულზე წყნარ
ოკეანეში. წარმოიდგინე: მზე, ცისფერი ცა და მარჯნის კოშკები!
აი, რაზე უნდა ეფიქრა! კუნძულზე სამხრეთის ზღვაში! მთელ ამ სუ-
ლელურ აზრებზე! ნეტავ, ჯუნგლების მკვიდრად ხომ არ თვლიდა მას
ქალი?! სტივენმა ქალს საღი მზერით შეხედა თვალებზე უკვე აღარ
ჰქონდა გადაკრული სიყვარულის ბინდი და დაინახა, რომ მის წინ იდ-

64
გა ქათმისტვინა მზეთუნახავი. საკუთარი თავი გიჟად იგრძნო, მაგრამ
ახლა ხომ გონს მოეგო და ყოველნაირად უნდა ეცადოს თავი დაიხ-
სნას ქალი რომ თავის ნებაზე მიუშვას, მთელ ცხოვრებას აუწეწავს.
და მან უთხრა ქალს, რაც ასობით მამაკაცს უთქვამს ადრე თავიან-
თი საყვარლებისთვის. ყველაფერი უნდა დამთავრდეს. მას უფლება
არა აქვს, ეჭვქვეშ დააყენოს ქალის ბედნიერება. ეს მისივე ინტერესე-
ბისთვის ხდება და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ ყოველივე დამთავრდა
– მას უნდოდა შეეგნებინებინა ეს ქალისთვის, მაგრამ როზმარის
არაფრის გაგონება არ სურდა, მისი გადარწმუნება შეუძლებელი იყო.
ქალი აღმერთებდა კაცს, უყვარდა, როგორც არასოდეს, მის გარეშე
ცხოვრება არ შეეძლო,თავი ვალდუბულად მიაჩნდა, ყველაფერი ეთ-
ქვა ქმრისთვის, დაე, სტივენმაც უამბოს სიმართლე თავის ცოლს.
კაცს გაახსენდა, როგორ შეამცივნა საუზმის დროს, როდესაც როზმა-
რის წერილი მიუტანეს. პატარა სულელი! თავმომაბეზრებელი
იდიოტი! მას მართლაც შეუძლია ყველაფერი წამოროშოს ჯორჯ ბარ-
ტონთან და ჯორჯი იძულებული გახდება გაყრის პროცესი წამოიწყოს.
მაშინ ხომ სანდრაც გაეყრება მას! ეს უეჭველია. სანდრას ხომ ნათქვა-
მი აქვს კიდეც ქმრისთვის ერთი მეგობრული საუბრის დროს: „რა
თქმა უნდა, თუ შევიტყობ, რომ სხვა ქალს ეკურკურები, სხვა რაღა
დამრჩება, შენი გაყრის გარდა?“ ასეთია სანდრა, ამაყი და გულგო-
როზი. იგი არასდროს გაუყოფს მამაკაცს სხვა ქალს.
თუ ასე მოხდა, მაშინ ყველაფერი დამთავრდება. სტივენი დაკარ-
გავს ყოველივეს, რასაც ასეთი რუდუნებით მიაღწია, რაღა დარჩება
მისგან?
უიღბლო კაცი! არარაობა! ის დაკარგავს სანდრას...
ამ აზრმა ელვასავით გადაკვეთა მისი გონება. სწორედ ეს იყო მთა-
ვარი: ის დაკარგავს სანდრას!.. სანდრას – თავისი ოთხკუთხა თეთრი
შუბლითა და ნათელი ჭროღა თვალებით, სანდრას – ძვირფას მეგო-
ბარსა და თანამდგომს, ზვიად, ამაყ, ერთგულ სანდრას! არა, მისი და-
კარგვა არ ძალუძს... ყველაფრისათვის მზადაა, ამის გარდა.შუბლზე
ოფლმა დაასხა. როგორ უნდა გამოსულიყო ამ სულელური მდგომა-
რეობიდან?

65
როგორ აიძულებდა როზმარის გონიერებისათვის მოეხმო? განა
ის დაემორჩილებოდა? როზმარი და გონიერება გამორიცხავდნენ ერ-
თმანეთს,იქნებ, ეთქვა მისთვის, რომ ყველაფრის მიუხედავად, უყ-
ვარს თავისი მეუღლე? არა! იგი უბრალოდ არ დაიჯერებს ამას. თვი-
თონ ხომ ისეთი თავქარიანი, ქარაფშუტა და მარტივი ქალია. და, რაც
მთავარია, მას ხომ ჯერ კიდევ უყვარს სტივენი – აი, რა არის თავი და
თავი.
ბრმა მრისხანებამ მოიცვა სტივენი. როგორ აიძულოს ქალი, რომ
გაჩუმდეს? ენა ამოჰგლიჯოს?.. „ყველაზე საიმედო საშუალება საწამ-
ლავია“, – გაიფიქრა მან მწარედ.
ყურთან კრაზანამ გაიწივლა. მურაბიან ქილაში ჩაძვრა და ვეღარ
ამოდის. სტივენი დაბნეულად მიაშტერდა მას. „მეც ამ დღეში ვარ, –
გაიფიქრა, – ტკბილ მახეში გავები და თავს ვეღარ ვიხსნი“.
მაგრამ არა, სტივენ ფარადეი რაიმე გამოსავალს მონახავს. ოღო-
ნდ დრო არის საჭირო.
სწორედ იმ ხანებში როზმარის ინფლუენცია შეეყარა, სტივენმა შე-
საფერისი სვლა გააკეთა – ყვავილების დიდი თაიგული გაუგზავნა·
ამან ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მეორე დღეს დღეს ის და
სანდრა სადილად დაპატიჟებულები იყვნენ ბარტონებთან. მოაწია
როზმარის დაბადების დღემ. ქალს ნათქვამი ჰქონდა: „მე არაფერს
ვიღონებ ჩემი დაბადების დღემდე. ეს სისასტიკე იქნებოდა ჯორჯის მი-
მართ. მან იმდენი იზრუნა ამ ზეიმის მოსაწყობად, იმდენი სიკეთე გა-
მოამჟღავნა... დაბადების დღის შემდეგ კი აუცილებლად მოველაპა-
რაკები მას“.
რა უნდა ექნა სტივენს? დავუშვათ, ეთქვა ქალისთვის, რომ აღარ
უყვარდა, რომ ყოველივე წარსულს ჩაბარდა? კაცს შეაჟრჟოლა. არა!
ვერასდროს ვერ გაბედავს ამას. როზმარი შეიძლება ჯორჯთან გაიქ-
ცეს და ისტერიკა გამართოს. მას შეუძლია სანდრასაც კი მოუვარდეს.
სტივენს თითქოს ყურში ჩაესმის მისი ცრემლნარევი ხმა:
– ის ამბობს, რომ აღარ ვუყვარვარ, მაგრამ ვიცი, რომ ასე არ
არის. იგი ცდილობს ლოიალური დარჩეს - განაგრძოს თქვენთან თა-
მაში, მაგრამ თქვენ უნდა დამეთანხმოთ, რომ, როცა ადამიანებს პა-

66
ტიოსნად უყვართ ერთმანეთი, მათ არჩევანის საშუალება აღარ რჩე-
ბათ. ამიტომ გთხოვთ, დაუბრუნოთ მას თავისუფლება!
ეს ყველაზე უარესი იყო, რისი გაკეთებაც. როზმარის შეეძლო.
სანდრას სახეზე ზიზღი გამოისახებოდა და იტყოდა:
– მას შეუძლია თავისუფალი იყოს!
თავიდან ის არც კი დაიჯერებდა, განა შეეძლო დაეჯერებინა? მაგ-
რამ როზმარი აჩვენებდა მას წერილებს – სწორედ იმ წერილებს,
რომლებიც ერთ დროს ჭკუადაკარგულმა სტივენმა გაუგზავნა. ნეტავ,
ახსოვდეს მაინც, რა ეწერა შიგ? ერთი კი ცხადია: ნამდვილად საკმა-
რისზე მეტიც იქნება იმისთვის, რომ დაარწმუნოს სანდრა. მისთვის
ხომ არასდროს მიუწერია ასეთი წერილები!
მან უნდა რამე მოიფიქროს, როგორმე აიძულოს როზმარი გაჩუმ-
დეს.
„რა სამწუხაროა, – გაიფიქრა მან, – რომ ჩვენ ბორჯიას ხანაში არ
ვცხოვრობთ,მოწამლული შამპანურით სავსე ბროლის ჭიქა სამუდა-
მოდ ენას ჩააგდებინებდა როზმარის“.
დიახ, მან მართლაც ასე გაიფიქრა.
...კალიუმის ციანიდი მისი შამპანურის ჭიქაში, კალიუმის ციანიდი
მის ხელჩანთაში! დეპრესია ინფლუენციის შემდეგ!..
და მაგიდის მეორე მხრიდან სანდრა პირდაპირ თვალებში ჩასცქე-
რის მას...
თითქმის წელიწადი გავიდა, მაგრამ მას არ ძალუძს ამის დავიწყე-
ბა.

67
თავი მეხუთე

ალექსანდრა ფარადეი

სანდრა ფარადეის არ ავიწყდებოდა როზმარი ბარტონი, იგი ხში-


რად ფიქრობდა როზმარიზე, ხედავდა, როგორ გადაემხო იგი
რესტორნის მაგიდას იმ საღამოს, ახსოვდა მისი სულთმობრძავი სუნ-
თქვა და ისიც, როგორ შეასწრო თვალი სტივენის დაჟინებულ მზერას,
როდესაც თავი ასწია...
ამოიკითხა თუ არა სტივენმა სიმართლე მის თვალებში? დაინახა
თუ არა საშინელი ტრიუმფის გრძნობასთან შეზავებული სიძულვილი
და შეშფოთება?
თითქმის მთელი წელი გავიდა და ყველაფერი ისე ცხადად უდგას
თვალწინ, თითქოს გუშინ მომხდარიყოს. მეხსიერებიდან არ შორდე-
ბა როზმარი. რა საშინელებაა! აუტანელია, როდესაც ადამიანი სიკ-
ვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას თქვენს ცნობიერებაში,
სწორედ ასე ემართება როზმარის. ნეტავ, მარტო სანდრას ცნობიერე-
ბაში თუ სტივენის მეხსიერებაშიც? ეს სანდრამ არ იცოდა, მაგრამ სავ-
სებით ბუნებრივად ვარაუდობდა.
„ლუქსემბურგი“ ‒ შესანიშნავი სამზარეულოსა და მდიდრული
მორთულობის მქონე საძულველი რესტორანი! შეუძლებელია მისი
მეხსიერებიდან ამოღება, შეუძლებელია თავის დახსნა მძიმე ფიქრე-
ბისგან. ვერც ვერავის ვერაფერს შეეკითხები!
სანდრას სურს დაივიწყოს წარსული, მაგრამ თითქოს განგებ ირ-
გვლივ ყველაფერი კვლავ აღვიძებს მოგონებებს. ფაიერჰევენმაც კი
დაკარგა მომხიბვლელობა მას შემდეგ, რაც ჯორჯ ბარტონი ლიტლ
პრაიერზში დასახლდა.
ვის შეეძლო ამის წარმოდგენაც კი? ჯორჯ ბარტონი უცნაური კაცი
იყო. სანდრას სულაც არ სურდა, რომ ასეთი მეზობელი ჰყოლოდა. მი-
სი ყოფნა ლიტლ პრაიერზში არარაობად აქცევდა ფაირჰევენის
მთელ სიმყოდროვესა და მომხიბვლელობას. ყოველთვის, ამ ზაფხუ-

68
ლამდე, სანდრა და სტივენი ისვენებდნენ აქ, ძალას იკრებდნენ და
თავს ბედნიერად გრძნობდნენ, თუკი ისინი საერთოდ ოდესმე ყოფი-
ლან ბედნიერნი.
სანდრამ ტუჩები მოკუმა, დიახ, რა თქმა უნდა, ყოფილან, ათას-
გზის ყოფილან! როზმარი რომ არ გამოჩენილიყო! ეს მან დაანგრია
ურთიერთნდობისა და სინაზის ფაქიზი შენობა, რომელსაც სანდრა და
სტივენი ასეთი რუდუნებით აშენებდნენ. რაღაც ქვეცნობიერი გრძნო-
ბა უბიძგებდა სანდრას, დაეფარა სტივენისგან თავისი ძლიერი ვნება,
უსაზღვრო ერთგულება. მას ვაჟი იმ წუთიდანვე შეუყვარდა, როცა
პირველად გამოესაუბრა მინისტრ-კოორდინატორის რეზიდენციაში,
შეცბუნებულად რომ გამოიყურებოდა და თავს რომ იკატუნებდა,
თითქოს არ იცოდა, ვის ელაპარაკებოდა.
სინამდვილეში კი მან ყველაფერი იცოდა. სანდრას თვითონაც არ
ესმოდა, როდის მიხვდა ამას პირველად, ერთხელ, ქორწინებიდან
არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, ქმარი უხსნიდა მას პოლიტიკურ ხერ-
ხებს, რომლებიც აუცილებელი იყო რაღაც კანონის დასამკვიდრებ-
ლად. და მაშინ ქალის ცნობიერებაში გაიელვა აზრმა: „ეს მე რაღაცას
მაგონებს, მაგრა რას“? მოგვიანებით მან გააანალიზა, რომ ეს ისეთი-
ვე ტაქტიკა იყო, როგორიც სტივენმა მაშინ მინისტრ-კოორდინატო-
რის რეზიდენციაში გამოიყენა. ამ აღმოჩენას არ გაუოცებია ქალი,
თითქოს იგი დიდი ხანია მისი ცნობიერების ამოუცნობ ხლართებში
იმალებოდა.
ქორწინების პირველი დღიდანვე სანდრა მიხვდა: სტივენს ისე
ძლიერ არ უყვარდა იგი, როგორც თვით მას სტივენი. ოღონდ ქალი
ამას იმით ხსნიდა, რომ მას მეტი სიყვარული არ ძალუძს. საკუთარი
ტრფობის სიმძლავრე აოცებდა სანდრას, ასეთი თავდავიწყებული,
გაშმაგებული ლტოლვა ხომ იშვიათია ქალთა შორის! იგი მზად იყო
მომკვდარიყო ქმრისთვის, მისი გულისთვის სიცრუესა და დანაშაულ-
საც ადვილად იკისრებდა. მაგრამ ქალი თრგუნავდა თავის სიამაყეს
და იმ ადგილს სჯერდებოდა, რაც ქმარმა მიუჩინა თავის ცხოვრებაში,
სტივენს ესაჭიროებოდა მისი დახმარება, სიმპათია, ინტელექტუალუ-
რი თანადგომა. მას-სჭირდებოდა ქალის ჭკუა და არა სული. რა თქმა

69
უნდა, არც იმ მატერიალურ კეთილდღეობაზე ამბობდა უარს, რომე-
ლიც სანდრას წარმომავლობამ მოუტანა.
ერთადერთი, რისი გაკეთების უფლებასაც სანდრა თავს არას-
დროს აძლევდა, თავისი ერთგულების გამომჟღავნება იყო. მას არ
სურდა ქმარი უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა, იმის გამო,
რომ თვითონაც ვერ უერთგულებდა ასე. სანდრას გულწრფელად
სწამდა, რომ მეუღლეს მოსწონდა და მის საზოგადოებაში დიდ სი-
ამოვნებას იღებდა. ქალი იმედოვნებდა, რომ დროთა მსვლელობაში
მათი მეგობრული და ფაქიზი დამოკიდებულება განმტკიცდებოდა და
ცხოვრებაც უფრო გაუადვილდებოდა.
რაც უნდა იყოს, ფიქრობდა სანდრა, ქმარს მე ვუყვარვარ,
და აი, გამოჩნდა როზმარი.
სანდრა სიმწრით ტუჩებს იკვნეტდა და ძალიან უკვირდა, როგორ
შეეძლო სტივენს ეფიქრა, თითქოს ის ვერაფერს ამჩნევდა? მან ხომ
ყველაფერი იცოდა პირველი წუთიდანვე, როდესაც იქ, სან-მორიცში,
სტივენმა ესოდენ მონუსხული მზერა ესროლა „იმ ქალს“.
სანდრამ ისიც ზუსტად იცოდა, თუ რომელ დღეს გახდა „ის ქალი"
სტივენის საყვარელი, ისიც კი იცოდა, რომელ სუნამოს იყენებდა ის
საზიზღარი არსება.
სტივენის ჭკვიანი სახე, მისი გაფანტული მზერა ნათლად ეუბნე-
ბოდნენ მას, თუ რაზე ფიქრობდა, ვის იხსენებდა – სწორედ იმ აუტა-
ნელ ქალს, რომელსაც ეს-ეს იყო დაემშვიდობა .
რამდენი ძალა უნდა ჰქონოდა, რომ მთელი ეს ტანჯვა მოჩვენები-
თი გულგრილობით გადაეტანა? მხოლოდ სიმტკიცე და თანდაყოლი-
ლი სიამაყე აძლევდნენ მას შესაძლებლობას მედგრად გაეძლო ყო-
ველდღიური ტანჯვისათვის, ერთი წამითაც კი არ გაემჟღავნებინა თა-
ვისი განცდები. სანდრა თანდათანობით გახდა, სახე გაუფითრდა,
გაძვალტყავებულ ჩონჩხს დაემსგავსა. მას შეეძლო ძალდატანებით
ეჭამა, მაგრამ ძალდატანებით ძილს ვერ ახერხებდა, გრძელი ღამეე-
ბის განმავლობაში იწვა და წყვდიადს მისჩერებოდა. წამლებსაც არ
იღებდა, რადგან სძულდა ისინი, სისუსტის ნიშნად მიაჩნდა. იმედს
მხოლოდ-საკუთარ ძალებზე ამყარებდა და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ
შეძლებდა გაეძლო, ქალი ვერ იტანდა ჩივილს, ხვეწნას, დაჟინებას,‒

70
ყოველივე ეს მასში მხოლოდ ზიზღს იწვევდა.
მცირე ნუგეშსა და შეღავათს ისღა ანიჭებდა, რომ სტივენი არ აპი-
რებდა ცოლის დატოვებას. იმის დაშვება, რომ სიყვარული კი არა, კა-
რიერისტული მისწრაფებანი განსაზღვრავდნენ მის მოქმედებას, სან-
დრას ჯერ კიდევ არ შეეძლო. ფიქრობდა, რომ ქმარს უბრალოდ არ
სურდა მისი მიტოვება.
ოდესმე შეიძლება ამ გატაცებამ გადაიაროს...
ბოლოსდაბოლოს, რითი მიიზიდა იგი იმ გომბიომ? მართალია,
კეკლუცი და ლამაზია, მაგრამ მარტო ის ხომ არ არის ასეთი? რა ნახა
სტივენმა როზმარი ბარტონში იმისი ფასი, რომ ასე დაკარგა ჭკუა და
თავგზა აერია?
‒ როზმარი უტვინოა, სულელია და ‒ რაც განსაკუთრებით ანუგე-
შებდა სანდრას – მაინცდამაინც მომხიბლავიც არ არის. მამაკაცის
შესანარჩუნებლად კი ჭკუაა საჭირო და არა ლამაზი სიფათი თუ კეკ-
ლუცი ქცევა.
სანდრა დარწმუნებული იყო, რომ მალე ყველაფერი დამთავრდე-
ბოდა, სტივენი დასცილდებოდა „იმ ქალს“.
სანდრამ დანამდვილებით იცოდა, რომ სტივენს სიცოცხლეში ყვე-
ლაფერზე უფრო მეტად სამუშაო აინტერესებდა. იგი დიადი საქმეე-
ბისთვის იყო გაჩენილი და შეგნებული ჰქონდა ეს. ღმერთმა სახელ-
მწიფო მოღვაწის ტვინით დააჯილდოვა და ამიტომ საკუთარ მოღვა-
წეობას უდიდესი სიამოვნება მოჰქონდა მისთვის. შრომა მთელი მისი
ცხოვრების მთავარ მიზანს შეადგენდა, ვნება რომ შეუნელდება, არ
შეიძლება მან თვითონვე არ გააცნობიეროს ეს! სტივენის მიტოვება
სანდრას ერთხელაც არ მოსვლია აზრად, ქალი მისი სხეულისა და სუ-
ლის ნაწილს შეადგენდა, განურჩევლად იმისა, თუ როგორ მოექცეო-
და მას ქმარი. სტივენი იყო მისი სიცოცხლე, მისი არსებობის გამარ-
თლება, სიყვარული ქალის გულში იმ კოცონის დარად გიზგიზებდა,
რომელზეც მწვალებლებს წვავენ ხოლმე.
იყო მომენტი, როცა მას იმედი ჩაესახა. ისინი გაემგზავრნენ ფაირ-
ჰევენში. სტივენი თითქოს გონს მოეგო. ძველმა ლტოლვამ გაიღვიძა
მათში, იმედი თანდათან უფრო იზრდებოდა გულში, სტივენს სიამოვ-

71
ნებდა მასთან ყოფნა, კვლავ მიმართავდა რჩევისათვის და აზრებს
უზიარებდა, რაღაც მცირე დროით იგი გამოეხსნა იმ ქალის ხვევნა-
კოცნას. სტივენი გონს მოეგო, დამშვიდდა, თითქოს უფრო ბედნიერა-
დაც გამოიყურებოდა.
მაშ, არაფერი გამოუსწორებელი არ მომხდარა, წარსული დავიწყ-
ებას მიეცა. ნეტავ, თუ შეძლებს აიძულოს თავი, საბოლოოდ გაწყვი-
ტოს „იმ ქალთან“ კავშირი?
მერე ისინი ლონდონში დაბრუნდნენ და, კვლაე დაიწყო წამება·
სტივენი გატანჯული, შეწრიალებული, დაავადებულიც კი იყო. კვლავ
დაკარგა მუშაობის უნარი. სანდრას ეჩვენებოდა, რომ მან იცოდა მი-
ზეზი. როზმარის სურდა, რომ სტივენი მასთან ერთად გამგზავრებუ-
ლიეო. კაცი საგონებელში იყო ჩავარდნილი, არ იცოდა, გადაედგა
თუ არა ეს ნაბიჯი, მიეტოვებინა თუ არა ყოველივე, რაც მის ცხოვრე-
ბის არსს შეადგენდა, ეს უაღრესი სისულელე იქნებოდა! სიგიჟე! ამ
ტიპის მამაკაცებისთვის ხომ სამუშაოა მთავარი – სტივენი ნამდვილი
ინგლისელი იყო. მას თვითონაც კარგად ესმოდა ეს.
დიახ, როზმარი ძალიან ლამაზია, მაგრამ ამასთანავე ძალიან სუ-
ლელიც არის, სტივენი არ იქნებოდა პირველი მამაკაცი, რომელმაც
ქალის გულისთვის ხელი ჰკრა კარიერას და მერე მთელი სიცოცხლის
განმავლობაში სანანებლად ექცა ეს!
ერთხელ, როდესაც ერთად მიირთმევდნენ კოქტეილს, სანდრამ
ყური მოჰკრა რამდენიმე სიტყვას: ‒უნდა ვუთხრათ ჯორჯს.. ბოლოს-
დაბოლოს, უნდა გავბედოთ.
ეს იმის წინ მოხდა, როცა როზმარის ინფლუენცია შეეყარა.
სანდრას პატარა იმედი ჩაესახა გულში. ხომ შეიძლება, რომ როზ-
მარის ფილტვების ანთება დაემართოს? ინფლუენციის შემდეგ ასეთი
რამ ხდება ხოლმე. გასულ ზამთარს სანდრას ახალგაზრდა მეგობარი
გარდაიცვალა ამის გამო. როზმარიც რომ მოკვდეს...
შუა საუკუნეების დროინდელი ქალებივით, სანდრას ჰქონდა და-
ჟინებული, გადამწყვეტი, ულმობელი სიძულვილის უნარი, და მას
სძულდა როზმარი ბარტონი. ფიქრებით მოკვლა რომ შესაძლებელი
ყოფილიყო, როზმარი დიდი ხანია ამქვეყნად აღარ იქნებოდა.

72
მაგრამ ფიქრები არ კლავენ – მათ საამისო ძალა არ შესწევთ...
რა ლამაზად გამოიყურებოდა როზმარი იმ საღამოს „ლუქსემ-
ბურგში“ ‒ წაბლისფერთმაგაშლილი, მხარზე შავმურა მელიის ტყავ-
გადაკიდებული! ავადმყოფობის შემდეგ გამხდარი და გაფერმკრთა-
ლებული იყო,რაც უფრო ფაქიზ იერს აძლევდა და მის სილამაზეს არა-
მიწიერ, ზეციურ მომხიბვლელობას აძენდა, იგი სარკის წინ იდგა
ქალთა საპირფარეშოში და თმებს ისწორებდა...
სანდრა მის უკან იდგა და სარკეში თავიანთ ანარეკლს შეჰყურებ-
და. არ მოსწონდა თავისი სახე – თითქოს ქვისგან გამოკვეთილი, ცი-
ვი, უსიცოცხლო. მას მხოლოდ გულგრილობისა და ულმობლობის გა-
მოხატვა შეეძლო. სარკიდან შემოჰყურებდა ცივი, უგულო ქალი.
უეცრად როზმარიმ უთხრა:
– ო, სანდრა, სარკეს ხომ არ გიფარავ? მე უკვე ვამთავრებ. ამ სა-
შინელმა ინფლუენციამ არაქათი გამომაცალა. კიდევ ერთ წუთს და-
მაცადე...საშინელ სისუსტეს ვგრძნობ და თავი მისკდება.
– მთელი საღამო გტკივა თავი? – ზრდილობიანად შეეხმიანა სან-
დრა.
‒ სწორედ ასეა. ასპირინი ხომ არა გაქვს?
‒ ვნახავ. მე თან დამაქვს ჯიბის აფთიაქი.
სანდრამ ხელჩანთა გახსნა და აფთიაქის ფუთა ამოილო. როზმა-
რიმ გამოართვა და უთხრა, ჩემს ჩანთაში შევინახეო.
იმ შავთმიანმა აზიზა ქალიშვილმა – ბარტონის მდივანმა – ყველა-
ფერი დაინახა. იგი მიუახლოვდა სარკეს, რათა ფერუმარილი გადაეს-
ვა სახეზე. სიმპათიური გოგონა იყო, ლამაზიც კი. და სრულიად არ
ჰგავდა როზმარის.
მერე მათ დატოვეს საპირფარეშო. ჯერ სანდრა გამოვიდა, მერე
როზმარი, მას კი მის ლესინგი მიჰყვა, ჰო, მართლა, კიდევ იქ იყო აი-
რისი ‒ როზმარის და. მის ფართო ჭროღა თვალებში მღელვარება
ირეკლებოდა, თეთრი სასკოლო ფორმა ეცვა.
ყველანი გამოვიდნენ და ჰოლში მომლოდინე მამაკაცებს შეუ-
ერთდნენ. მთავარი ოფიციანტი მიეახლათ და მაგიდამდე მიაცილა.
გუმბათისებური თაღის ქვეშ გაიარეს და თავიანთ ადგილებს მიუახლ-

73
ოვდნენ. არაფერი, სრულიად არაფერი არ მიანიშნებდა იმას, რომ
ერთ-ერთი მათგანი ამ კარებიდან ცოცხალი ვეღარ გავიდოდა.

74
თავი მეექვსე

ჯორჯ ბარტონი

როზმარი...
ჯორჯმა ღვინის ჭიქა დადგა და ცეცხლს მიაშტერდა. იგი უკვე საკ-
მაოდ ნასვამი იყო და გრძნობები მოერია.
რა მშვენიერი ქალიშვილი იყო! ჯორჯი ჭკუას კარგავდა მისთვის,
როზმარიმ ეს იცოდა და ჯორჯს ეჩვენებოდა რომ ამის გამო რამდე-
ნადმე კიდეც დასცინოდა მას.
პირველად რომ სთხოვა ხელი, პასუხის ღირსადაც არ გახადა შე-
იჭმუხნა და რაღაც წაიბურდღუნა.
– იცოდეთ, მე მზად ვარ დაგელოდოთ, ოღონდ მითხარით... ნების-
მიერ დროს... ვიცი, ეს არ არის კარგი... თქვენ ზედაც არ მიყურებთ...
მე ყოველთვის გამოუსწორებელი სულელი ვიყავი... მაგრამ ჩვენ შეგ-
ვეძლო პატარა კორპორაცია შეგვედგინა, ხომ იცით, რა ღრმად გან-
ვიცდი ყოველივეს? მარტო ახლა კი არა, სულ ამ დღეში ვარ. ამიტომ
მცირე შანსის გაშვებაც კი არ მსურს... მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ყუ-
რადღება არ მიაქციოთ ამას...
როზმარის ეცინებოდა და კეფაში ჰკოცნიდა მას.
– რა საოცრება ხართ, ჯორჯ! მე არ დავივიწყებ თქვენს კეთილ წი-
ნადადებას, მაგრამ ჯერჯერობით გათხოვებას არ ვაპირებ.
ჯორჯი კი სერიოზულად ესიტყვებოდა:
‒ სწორია. რა გვეჩქარება, თქვენ დიდი დრო გაქვთ მოფიქრების-
თვის.
მას არასდროს ჰქონია მცირე იმედიც კი.
ამიტომ ძალიან გაუკვირდა, პირდაპირ გაშტერებული დარჩა, რო-
ცა როზმარიმ განუცხადა, ცოლად გამოგყვებიო.რასაკვირველია,
ქალს იგი არ უყვარდა. ჯორჯმა ეს შესანიშნავად იცოდა. უბრალოდ,
როზმარი დათმობაზე წავიდა.

75
‒ ხვდებით თუ არა, რაშია საქმე? მე მსურს სიმყუდროვე, ბედნიერე-
ბა, ხვალინდელი დღის რწმენა. ვიქნები თქვენთან... სიყვარულის სა-
კითხში ძალიან სუსტი ვარ. ჩემს გატაცებას კარგი არაფერი მოჰყვება
ხოლმე... მე თქვენ მომწონხართ, ჯორჯ. თქვენ კეთილი, მზრუნველი
და ფაქიზი ხართ. რაც მთავარია, მე შემომნატრით, სხვა რა მინდა
ამის მეტი?
‒მოვილაპარაკეთ,‒ ჩაილუღლუღა ჯორჯმა. ‒ ჩვენ მეფეებივით
ბედნიერნი ვიქნებით.
მართლაც, ეს სინამდვილისაგან შორს არ იყო. თავს ბედნიერად
გრძნობდნენ. ჯორჯი მცირედითაც კმაყოფილდებოდა და ყოველთვის
ამბობდა, რომ ცოლის სურვილები დიდად არ უნდა შეზღუდო. როზმა-
რი, რა თქმა უნდა, მარტო მასთან მოსაწყენი ურთიერთობით ვერ
დაკმაყოფილდებოდა. შიგადაშიგ პატარა თავგადასავლები ჰქონდა.
ჯორჯმა თავი მიაჩვია იმას, რომ დიდად არ გაეზვიადებინა ისინი.
სწამდა, რომ ქალის გატაცებები დროებითი იყო, როზმარი ხომ ყო-
ველთვის მას უბრუნდებოდა. ჯორჯი საკმაოდ მომთმენი იყო და ბო-
ლოს ყეელაფერი კარგად თავდებოდა.
როზმარის უთუოდ ჯორჯის რაღაც თვისება მოსწონდა, სამუდამოდ
და უცვლელად იყო მიჯაჭვული მასზე. და ამას არავითარი კავშირი არ
ჰქონდა ქალის კეკლუცობასა და გატაცებებთან.
ჯორჯმა თავი მიაჩვია, ზერელედ შეეხედა მათთვის. იცოდა, რომ
როზმარის სილამაზისა და აღტაცებული ბუნების გამო ასეთი ამბები-
დან თავს ვერ დაიხსნიდა. ამის გამო აღელვება არ ღირდა, მსუბუქი
ფლირტი ამა თუ იმ ყმაწვილთან არაფრად მიაჩნდა, მაგრამ, როდე-
საც იყნოსა, რომ საქმე სერიოზულ ხასიათს იღებდა...
ჯორჯმა უეცრად შეამჩნია ქალში მომხდარი ცვლილება. როზმარი
როგორღაც აღგზნებული გახდა, კიდევ უფრო გალამაზდა, თითქოს
შინაგანი შუქით გასხივოსნდა. აქ კი ქვეცნობიერმა გრძნობამ უკარ-
ნახა ჯორჯს, რომ საქმეს არასასურველი მიმართულება ეძლეოდა.
ერთხელ, ცოლის მისაღებ ოთახში რომ შევიდა, მან ინსტინქტუ-
რად დააფარა ხელი ნაწერ ფურცელს, ჯორჯი ყველაფერს მიხვდა: ქა-
ლი საყვარელს სწერდა წერილს.

76
როგორც კი როზხმარი გარეთ გავიდა, ჯორჯი შევიდა ოთახში და
საშრობს წაავლო ხელი. წერილი ქალმა თან წაიღო, მაგრამ საშრობ-
ზე მკაფიოდ ჩანდა შებრუნებული ასოები. ჯორჯმა საშრობი სარკეს-
თან მიიტანა და ამოიკითხა როზმარის გაკრული ხელით ნაწერი სიტ-
ყვები: „ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო“...
ყურებში სისხლის შხუილი მოესმა. ამ წუთას მისთვის გასაგები
გახდა ოტელოს გრძნობები. სიბრძნე და სიმშვიდე? უჰ! სულელის
გარდა ვინ შეინარჩუნებდა აქ სიმშვიდეს? მას მოუნდა დაეხრჩო ქა-
ლი, გულგრილად სიცოცხლისათვის გამოესალმებინა მისი საყვარე-
ლი. ნეტავ, ვინ იყო ის? ნუთუ ყეყეჩი ბრაუნი? თუ ეს თავმომაბეზრებე-
ლი სტივენ ფარადეი? მათ ორივეს თვალი ეჭირათ როზმარიზე, ისე
შესჩერებოდნენ მას, როგორც ორი გამოთაყვანებული ცხვარი.
ჯორჯმა თვალი შეავლო თავის სახეს სარკეში. თვალები
ჩასისხლიანებოდა, სახე გიჟისას მიუგავდა.
ამის მოგონებაზე ჯორჯ ბარტონს ღვინის ჭიქა გაუვარდა. ხელი-
დან, კიდევ ერთხელ განიცადა შოკი, კიდევ ერთხელ ჩაესმა ყურებში
სისხლის შხუილი. ახლაც კი, ამდენი ხნის შემდეგ, მან გაჭირვებით
დაძლია მოგონებები. აღარ უნდა ჩაუღრმავდეს მათ, აღარ უნდა შეამ-
ფოთოს წარსულმა, როზმარი მკვდარია. მოკვდა და სიმშვიდე მოიპო-
ვა. დროა, ჯორჯიც დამშვიდდეს. მეტი ტანჯვა საჭირო აღარ არის.
უცნაურად იმოქმედა მასზე მეუღლის სიკვდილმა, საჭიროა სიმ-
შვიდე...
მას არასდროს ულაპარაკია ამის შესახებ რუთთანაც კი! რუთი
კარგი გოგოა, მისი მარჯვენა ხელია. ნათელი გონება აქვს. მართლაც,
რა უნდა ექნა ჯორჯს უმისოდ ‒ მისი დახმარების, მისი თანაგრძნობის
გარემე? ამასთანავე, მასში ავხორცობის ნატამალიც კი არ არის. სუ-
ლაც არ ჰგავს სიშმაგით როზმარის...
როზმარი... როზმარი, რომელიც მრგვალ მაგიდას უზის რესტო-
რანში. სახე ოდნავ ფერგაცრეცილი აქვს ინფლუენციის შემდეგ, ცოტა
გამხდარია კიდეც, მაგრამ ისეთი მომხიბლავი და ლამაზი... ერთი სა-
ათის შემდეგ კი... არა, არ უნდა იფიქროს ამაზე. ახლა მაინც არა! მას
ხომ გეგმა აქვს...

77
ამ გეგმის წვრილმანები ჯერ კიდევ მოსაფიქრებელია.
პირველად, რეისს უნდა გაესაუბროს, აჩვენოს მას წერილები, რას
აღმოაჩენს რეისი მათში? აირისმა რომ ნახა, პირდაპირ გაოგნებული
იყო. ეტყობა, ადრე მას ამ წერილებზე არავითარი წარმოდგენა არ
ჰქონდა.
მაშასადამე, ამ სიტუაციაში მთელი პასუხისმგებლობა ჯორჯს ეკის-
რება. ყველაფერი გამოწვლილვით უნდა მოიფიქროს. გეგმა. ყველა-
ფერი გაანგარიშებულია: თარიღი, ადგილი...ორ ნოემბერს. ყველაწ-
მინდის დღეს. ეს ხომ სულთა მოხსენიების დღეც არის. მაშ, საბაბიც
შესაფერისია. რა თქმა უნდა, „ლუქსემბურგში“ შეგროვდებიან. ჯორჯი
შეეცდება, იგივე მაგიდა დაუკვეთოს. სტუმრებიც იგივენი იქნებიან:
ენტონი ბრაუნი, სტივენ ფარადეი, სანდრა ფარადეი, შემდეგ, რასაკ-
ვირველია, რუთი და თვითონ აირისი. მეშვიდე სტუმარი რეისი იქნება
– რეისი რომელიც მაშინაც უნდა დასწრებოდა სადილს.
ერთი ადგილი კი თავისუფალი იქნება
შესანიშნავია!
შემზარავია!
დანაშაულის გამეორება
თუმცა, ეს არ იქნება ზუსტი გამეორება.... .
ჯორჯის ფიქრები კვლავ წარსულს დაუბრუნდა,‒ როზმარის დაბა-
დების დღე... მაგიდაზე განრთხმული, მკვდარი როზმარი

78
წიგნი მეორე

ყველაწმინდის დღე

თავი პირველი

ლუცილა დრეიკი აკაკანდა. ამ სიტყვას ხშირად იყენებდნენ ოჯახ-


ში იმ ბგერების აღსანიშნავად, ლუცილას ბაგეებიდან რომ იფრქვე-
ოდა
ამ დილით ის მართლაც ძალიან დაკავებული იყო, იმდენი საქმე
ჰქონდა, რომ თვითონაც არ იცოდა, ჯერ რისთვის მოეკიდა ხელი. ახ-
ლოვდებოდა ქალაქში დაბრუნების დრო და თავი იჩინა გადაბარგე-
ბასთან დაკავშირებულმა უამრავმა პრობლემამ. უნდა მიეხედა მსა-
ხურებისთვის, საოჯახო მეურნეობისთვის, ზამთრის მარაგის მომზა-
დებისათვის, ათასი წვრილმანი იყო მოსაგვარებელი და ამასთან ერ-
თად კიდევ კეთილ უნდა ენებებინა და თვალყური ედევნებინა აირი-
სისთვის.
‒ მართლა, ძვირფასო, მე ძალიან მაშფოთებს შენი მდგომარე-
ობა... ძალიან ფერმკრთალი და გადაღლილი ჩანხარ... თითქოს არც
კი გძინებოდეს... გამოტყდი, გეძინა თუ არა?.. თუ არა, მაშინ საძილე
წამალი უნდა მიიღო ხოლმე. მგონი, დოქტორ ვილის აქვს შესანიშნა-
ვი პრეპარატი, ან იქნებ დოქტორ გასკელს?.. დღეს რაღაც უნდა გამე-
კეთებინა... ჰო, მართლა, ბაყალთან უნდა წავიდე!.. ან იქნებ მსახურე-
ბი მატყუებენ, რომ ის ცუღლუტობს... ჰო, სარეცხი ფხვნილია საჭირო!
კვირაში სამ კოლოფზე მეტას არასოდეს ვიღებ... რაიმე დამამშვიდე-
ბელი წამალი ხომ არ მიმეღო? ბავშვობაში იტონის სპირტს მაძლევ-
დნენ ხოლმე... და ისპანახს... ვუბრძანებ, რომ დღეს საუზმისთვის ის-
პანახი მოგვიმზადონ. აირისი საკმაოდ გადაღლილი იყო იმისთვის,
რომ მიედევნებინა თვალყური მისის დრეიკის მსჯელობისათვის და

79
გაერკვია, რატომ გაახსენა მამიდას ექიმ გასკელის სახელმა ადგი-
ლობრივი ბაყალი. კიდეც რომ ეკითხა ამის შესახებ, მამიდისგან ასეთ
პასუხს მიიღებდა: „იმიტომ, რომ ბაყალს კრენფორდი პქვია, ჩემო
„ძვირფასო", მამიდა ლუცილასთვის საკუთარი აზრი ყოველთვის ნა-
თელი იყო. ამიტომ აირისმა უბრალოდ უპასუხა:– მე თავს კარგად
ვგრძნობ, ლუცილა მამიდა.
‒ თვალები კი ჩაღამებული გაქვს, ‒უპასუხა მისის დრეიკმა,‒ ალ-
ბათ, ზომაზე მეტს შრომობ.
– მთელი კვირაა არაფერი გამიკეთებია.
– შენ ასე გგონია, ძვირფასო. განა არ იცი, რომ ჩოგბურთის დიდი
დოზა არაქათს აცლის ახალგაზრდა ქალიშვილებს. ვფიქრობ, რომ
აქაური ჰაერიც არ არის კარგი ჯანმრთელობისათვის. ძალიან დაბა-
ლი ადგილია. ჯორჯი რომ იმ გოგოს ნაცვლად მე დამკითხებოდა...
‒ გოგოს ნაცვლად?
– მის ლესინგს ვგულისხმობ, რომელსაც ჯორჯი ასე ელოლიავება
იგი, შეიძლება, მართლაც შეუცვლელია კანტორაში. მაშინ იჯდეს, ბა-
ტონო, თავის ადგილზე. უდიდესი შეცდომაა, რომ მას თავი ჩვენი ოჯა-
ხის წევრად ვაგრძნობინოთ. გეუბნები, ის ისედაც დიდი წარმოდგენი-
საა თავის თავზე.
– კმარა, ლუცილა მამიდა. ის ხომ მართლაც ჩვენი ოჯახის წევრია.
მისის დრეიკს სახეზე დამცინავი ღიმილი აუთამაშდა.
– ისურვებდა გამხდარიყო, ეს ცხადია საწყალი ჯორჯი ნამდვილი
ბავშვივითაა ქალების საკითხში, მაგრამ არა მგონია, რუთს რაიმე გა-
მოუვიდეს, ჯორჯს ზოგჯერ საკუთარი თავისგანაც დაცვა სჭირდება.
შენს ადგილას პირდაპირ ვეტყოდი მას, რომ ფიქრადაც არ უნდა მო-
უვიდეს ამ კოპწია მის ლესინგის შერთვა..
– არასოდეს მიფიქრია, ‒გაოცდა აირისი – რომ ჯორჯი დააპი-
რებდა რუთის შერთვას.
‒ შენ ვერ ამჩნევ, რაც შენს ცხვირწინ ხდება, ბავშვო. რა თქმა უნ-
და, ჩემსავით ცხოვრების დიდი გამოცდილება არა გაქვს...
აირისმა თავისთვის ჩაიღიმა: მამიდა ლუცილა ზოგჯერ მართლაც
მეტად უცნაური იყო.

80
–ეს ახალგაზრდა ქალი ქორწინებისათვის გამოუსადეგარია, – გა-
ნაგრძო მისის დრეიკმა.
– მართლა? – შეეკითხა აირისი.
– რა თქმა უნდა, მართლა,
– განა ის კარგი არ არის? – (ამ შეკითხვაზე მამიდამ მხრები
აიჩეჩა). – მე ვგულისხმობ, რომ კარგია ჯორჯისთვის. ვფიქრობ, რომ
თქვენ სცდებით მის შეფასებაში. მგონი, რუთს უყვარს ჯორჯი. ის შე-
სანიშნავი მეუღლე იქნებოდა, იზრუნებდა ჯორჯზე.
მისის დრეიკს სუნთქვა გაუხშირდა და მის ბატკანივით მიამიტ სა-
ხეზეაღშფოთება გამოიხატა.
– ჯორჯს ახლაც კარგად ვუვლით. საინტერესოა, კიდევ რა ზრუნვა
ესაჭიროება მას, რა აკლია? ჭამა-სმაც კარგი აქვს და მოვლაც. მას უნ-
და სიამოვნებდეს, რომ სახლს შენსავით ჭკვიანი ქალიშვილი უძღვე-
ბა, ხოლო, როცა გათხოვდები, მე მივხედავ მას. ჯერ კიდევ არ დამი-
კარგავს იმის უნარი, რომ შევძლო მყუდრო გარემო შევუქმნა და ვიზ-
რუნო მის ჯანმრთელობაზე, ყოველ შემთხვევაში, იმ ახალგაზრდა
კანტორის მუშაკზე უკეთ მოვახერხებ ამას. რა ესმის მას მეურნეობი-
სა?! ციფრები, სტენოგრაფია, ბეჭდვა – რაში გამოადგება ყოველივე
ეს ოჯახში?
აირისს გაეღიმა, თავი გადააქნია და, თუმცა არ იზიარებდა მამი-
დის თვალსაზრისს, აღარ შეჰკამათებია მას. გაახსენდა შავი ატლასი-
ვით მბზინავი რუთის თმები, სახის ნაზი იერი და მოხდენილი ფიგურა,
რომელიც ყოველთვის აირისის მოწონებულ მკაცრ კოსტუმებში იყო
ხოლმე გამოწყობილი. საბრალო მამიდა ლუცილა! მისი წარმოდგე-
ნები სიყვარულსა და ოჯახურ სიმყუდროვეზე ძალზე მოძველდა, თუმ-
ცა, თუ მისი გათხოვების მიხედვით ვიმსჯელებთ, ადრეც ბევრი არა-
ფერი ესმოდა ამ საკითხებში.
ლუცილა დრეიკი ჰექტორ მარლოს ნახევარდა იყო, მამამისის
პირველი ქორწინების ნაყოფი. როდესაც დედა გარდაეცვალათ, უმ-
ცროს ძმას მის მაგიგრობას უწევდა, მამის სახლში მეურნეობას მარ-
თავდა და შინაბერას ტიპიური თვისებები შეიძინა. ორმოც წელს იყო
მიტანებული, როდესაც კალებ დრეიკს შეხვდა, რომელიც, თავის მხ-

81
რივ, უკვე ორმოცდაათს გადასცილებოდა. მათი ცოლ-ქმრული ცხოვ-
რება ხანგრძლივი არ გამოდგა, სულ ორიოდე წელს გაგრძელდა, რის
შემდეგაც ჩვილი ბავშვით ხელში დარჩენილმა ქვრივმა მთელი თავი-
სი ძალები შვილის აღზრდას მოანდომა, ნაგვიანები და ასე მოულოდ-
ნელი დედობის გრძნობა მისი ცხოვრების მიზნად იქცა. ვაჟი ბევრ საზ-
რუნავს უჩენდა, ხშირად გულსაც სტკენდა, მატერიალურ ზარალს აყე-
ნებდა, მაგრამ დედას ერთხელაც არ დასცდენია მისი საყვედური, მი-
სის დრეიკს ჯიუტად არ სურდა თავის შვილ რაიმე ცუდი თვისება-დაე-
ნახა, მხოლოდ გულისამაჩუყებელ უნებისყოფობას ამჩნევდა. ვიქტო-
რი ძალზე მიმნდობია და მას გზიდან ცუდი ამხანაგები აცდენენ. ვიქ-
ტორს ბედი არ სწყალობს, მას ხშირად ატყუებენ. მორჩილი კატის
კნუტივითაა ავი ადამიანების ხელში, რომლებიც მის მიმნდობ ხასი-
ათს ბოროტად იყენებენ. მისის დრეიკის კეთილი, ბატკანივით მიამი-
ტი სახე მაშინვე გაკერპდებოდა, თუ ვიქტორს ვინმე აუგად ახსენებდა.
დარწმუნებული იყო, რომ ყველაზე უკეთ იცნობდა თავის შვილს. ვიქ-
ტორი საყვარელი ბიჭუნა იყო, უმაღლესი მისწრაფებებით აღსავსე,
ეგრეთ წოდებული მეგობრები კი თავიანთი მიზნებისთვის იყენებ-
დნენ მას. დედამ იცოდა, ყველაზე უკეთ იცოდა, რომ შვილს მისთვის
ფულის თხოვნა უჭირს, მაგრამ რა უნდა ექნა საწყალ ბიჭს, როცა გა-
მოუვალ მდგომარეობაში ჩავარდებოდა ხოლმე? ვისთვის უნდა
მიემართა, თუ არა დედისთვის?
სწორედ იმ დროს, როდესაც მისის დრეიკი მათხოვრობის ზღვრამ-
დე იყო მისული, ციურ მანანასავით მოევლინა ჯორჯის მიპატიჟება,
ეცხოვრა მის სახლში და აირისისათვის მიეხედა. მთელი ეს წელი მან
კმაყოფილად და ბედნიერად გაატარა და სულაც არ აპირებდა ადგი-
ლი დაეთმო ახალგაზრდა მოქნილი ჯიუტისათვის, რომელიც ჯორჯისა
და მისი ქონების ხელში ჩაგდების მეტზე არაფერზე ოცნებობდა.
მამიდა ლუცილას თავის ასაკში არ სჯეროდა რომ ვინმეს შეიძლე-
ბა მოსწონდეს სამუშაო, ახალგაზრდა ქალები მხოლოდ კომ-
ფორტისაკენ მიისწრაფიან. რუთ ლესინგი ჭკვიანია. როგორ მიელა-
ქუცა ჯორჯს, როგორ მოიპოვა მისი ნდობა! ახლა კი ჭკუას არიგებს,
როგორ უნდა მოაწყოს სახლი, რა ავეჯი შეიძინოს. სურს, შეუცვლელ

82
პირად მოაჩვენოს თავი!.. რა გაიძვერაა! მაგრამ, მადლობა ღმერთს,
არის ადამიანი, რომელიც ნათლად ხედავს მის ხრიკებს და თავს არ
მოატყუებინებს, ლუცილა დრეიკმა მრავალჯერ გადააქნია თავი, ისე,
რომ ფაფუკი ღაბაბი აუკანკალდა. მერე გოროზად მოზიდა წარბები,
შუბლი შეიჭმუხნა და არანაკლებ საინტერესო, და უფრო გადაუდე-
ბელ საკითხზე გადაიტანა, მსჯელობა: – წარმოდგენა არა მაქვს, რა
უნდა ვუყო ამ საბნებს, ძვირფასო. როგორ უნდა ჩავალაგო, ყველა
უნდა წამოვიღო თუ არა? ჩემთვის გარკვეული არ არის, მხოლოდ მო-
მავალ გაზაფხულზე დავბრუნდებით თუ ჯორჯი აპირებს შაბათ-კვირა
დღეების აქ გატარებას? შენთვის ხომ არაფერი უთქვამს?
‒ ვფიქრობ, რომ მან თვითონაც არ იცის, – აირისს მიაჩნდა, რომ
ასეთ წვრილმან საკითხებზე ფიქრიც კი ზედმეტია. – თუ კარგ ამინ-
დებს დაიჭერს, ურიგო არ იქნებოდა შიგადაშიგ ჩამოვსულიყავით,
თუმცა ჩემთვის სულ ერთია. დავტოვოთ ცოტა რამ აქ იმ შემთხვევი-
სათვის თუ მაინც მოგვიხდუბა ჩამოსვლა.
‒ ჰო, ჩემო კარგო, მაგრამ, სჯობია, მცოდნოდა. იმიტომ რომ თუ
მომავალ წლამდე არ დავბრუნდებით, მაშინ საბნებისთვის ნაფტალი-
ნი უნდა დაგვეყარა. ხოლო თუ კვლავ ჩამოვალთ, მაშინ ეს საჭირო
არ არის, რადგან ჩვენ ხომ დავიხურავთ ამ საბნებს . ნაფტალინის სუ-
ნი კი ძალზე არასასიამოვნოა.
‒ კარგი, ნუღარ გამოვიყენებთ მათ. წელსაც ხომ არ გვიხმარია
– დიახ, მართლაც ასეა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ უჩვეულოდ
ცხელი ზაფხული იყო. ჩრჩილიც ძალიან მომრავლდა. ამ კრაზანებმა
ხომ სულ არაქათი გაგვაცალეს, გუშინ ჰოუკინსმა მითხრა, რომ ოც-
დაათი კრაზანის ბუდე აღმოაჩინა.. ოცდაათი... წარმოგიდგენია?!
აირისმა წარმოიდგინა ჰოუკინსი. ის წყვდიადში მიიპარება... ცი-
ანიდით ხულში!. ციანიდი.. როზმარი... რის გამოა, რომ ყველაფერი
აქეთკენ აბრუნუბს?
თითქოს შორიდან შემოესმა მამიდა ლუცილას ბჟუტური. ის უკვე
სხვა საკითხზე მსჯელობდა: – უნდა დავაგირაოთ თუ არა ვერცხლი?
ლედი ალექსანდრა ამბობს, რომ მძარცველები მომრავლდნენ...
თუმცა ჩვენ საიმედო დარაბები გვაქვს...როგორ არ მომწონს მისი თმ-

83
ის ვარცხნილბა!.. ისეთ შეუვალ იერს ანიჭებს სახეს.. თუმცა, მე ვფიქ-
რობ, ის მართლაც მკაცრი და შეუვალი ქალია, რაღაცნაირად დაძა-
ბულიც არის.. ახლა ყველა დაძაბულია, ჩემს ახალგაზრდობაში ხალ-
ხმა არც კი იცოდა, რა იყო ნერვები... უკანასკნელ ხანებში რაღაც
ჯორჯის გამომეტყველებაც არ მომწონს. ინფლუენცია ხომ არ შეეყა-
რა? ერთი-ორჯერ შევეკითხე კიდეც, სიცხე ხომ არა გაქვს-მეთქი, მაგ-
რამ იქნებ საქმეები მისდის ცუდად? იცი, რამდენჯერმე ისეთი სახით
შემომხედა, თითქოს რაიმე ჰქონდეს ჩაფიქრებული.
ამ სიტყვებზე აირისი შეკრთა, ლუცილა დრეიკმა კი საზეიმო იე-
რით განაგრძო: ‒ სწორედ ასე ვუთხარი, უთუოდ გაცივებული ბრძან-
დებით-მეთქი

84
თავი მეორე

‒ ნეტავ, ისინი არასდროს ჩამოსულიყვნენ აქ!


სანდრა ფარადეიმ ეს სიტყვები ისე გამწარებით წარმოთქვა, რომ
ქმარი გაოცებული შემობრუნდა და მიაშტერდა. სტივენს მოეჩვენა,
რომ სიტყვებად ქცეულიყვნენ მისივე ფიქრები, რომლებსაც ასეთი
მონდომებით ფარავდა მაშასადამე, სანდრაც იმასვე განიცდის, რა-
საც თვითონ?
მასაც მიაჩნდა, რომ ფაირჰევენმა მთელი თავისი მომხიბვლელო-
ბა დაკარგა, რომ პარკში ერთი მილის მოშორებით მცხოვრებმა მე-
ზობლებმა დაარღვიეს მათი სიმშვიდე და მყუდროება?
‒ არ ვიცოდი, რომ შენც იმასვე გრძნობ მათ მიმართ, რასაც მე, –
–გაოცებით შეეპასუხა იგი მეუღლეს. იმ წამსვე, – სტივენს ნამდვი-
ლად არ მოსჩვენებია ეს, – სანდრამ თავი მოთოკა.
– სოფელში მეზობლებს დიდი მნიშვნელობა აქვთ. ისინი შენი ან
მეგობრები არიან, ან მტრები; ლონდონი სხვა საქმეა. იქ შეიძლება
მეზობლებთან მხოლოდ ზრდილობიანი ურთიერთობა გქონდეს.
– არა, –მიუგო სტივენმა, ‒ საქმე მარტო ეს არ არის.
– და ახლა კიდევ ეს გამაღიზიანებელი მიპატიჟება რაღაც ექსტრა-
ორდინალურ წვეულებაზე!
ორივე გაჩუმდა. იხსენებდნენ, თუ რა მოხდა ლენჩის დროს. ჯორჯ
ბარტონი ძალიან გამოცოცხლებული იყო, მაგრამ ეტყობოდა, რომ
მღელვარებას ფარავდა. ბოლო დღეებში ის საკმაოდ უცნაურად იქცე-
ოდა, როზმარის გარდაცვალებამდე სტივენი მაინცდამაინც დიდ ყუ-
რადღებას არ აქცევდა მას. ჯორჯი ყოველთვის ჩრდილში იყო მოქცე-
ული, როგორც ახალგაზრდა და მშვენიერი ცოლის კეთილი, მაგრამ
მოსაწყენი ქმარი.
სტივენი არავითარ სინდისის ქენჯნას არ განიცდიდა იმის გამო,
რომ ჯორჯს ატყუებდა. ეს უკანასკნელი ხომ იმ ქმრების რიცხვს ეკუთ-
ვნოდა, ვინც თითქოს თვით განგებამ გააჩინა მოსატყუებლად. ცოლ-
ზე ბევრად უფროსს, შეუხედავი გარეგნობის მქონეს, როგორ უნდა შე-
ენარჩუნებინა მშვენიერი, მომთხოვნი ახალგაზრდა ქალი? გადაჭარ-

85
ბებული წარმოდგენა ხომ არ ჰქონდა ჯორჯს თავის თავზე? სტივენი
ასე არ ფიქრობდა. ჯორჯი შესანიშნავად იცნობდა როზმარის. მას იგი
უყვარდა და საკმაოდ მოკრძალებულად აფასებდა საკუთარ უნარს
ყოველმხრივ დაეკმაყოფილებინა მეუღლე. ამის გამო ჯორჯი, რო-
გორც ჩანს, საკმაოდ იტანჯებოდა.
სტივენი შეეცადა გაეხსენებინა, თუ რას გრძნობდა ჯორჯი როზმა-
რის გარდაცვალების შემდეგ.
ტრაგედიის შემდგომ თვეებში ის და სანდრა იშვიათად ხვდებოდ-
ნენ ჯორჯს, სანამ იგი უეცრად მეზობლად არ მოევლინათ ლიტლ
პრაიერზში.
სტივენის აზრით, ამ დროისთვის ჯორჯი საკმაოდ შეცვლილი იყო.
თითქოს უფრო გამოცოცხლებული და თვითდაჯერებული გახდა და...
ჰო, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო უცნაური.
იგი დღესაც უცნაურად მოიქცა. მიპატიჟება სრულიად მოულოდნე-
ლი იყო, წვუულება აირისის თვრამეტი წლის შესრულებას ეძღვნებო-
და. ჯორჯი იმედოვნუბდა, რომ სტივენი და სანდრა აუცილებლად და-
ესწრებოდნენ, ისინი ხომ ასე კეთილგაწწყობილნი იყვნენ მის მი-
მართ.
სანდრა მაშინვე გამოეხმაურა. რასაკვირველია, ეს შესანიშნავი
იქნება. მართალია,ლონდონში დაბრუნების შემდეგ სტივენს ბევრი
საქმეები ექნება და ძალიან დაიღლება, თვითონ სანდრასაც უამრავი
საზრუნავი უჩნდება იქ, მაგრამ იმედოვნებს, რომ მაინც შეძლებენ სა-
თანადო დროის გამონახვას.
‒ მაშინ იქნებ დავნიშნოთ დღე?
ჯორჯს სახე გავარდისფერებოდა, უცინოდა და ამავე დროს დაჟი-
ნებას გამოჰხატავდა.
–ვფიქრობ, ერთი კვირის შემდეგ – ოთხშაბათს ან ხუთშაბათს.
ხუთშაბათი ორი ნოემბერია. თანახმა ხართ? თუ მოუხერხებელია
თქვენთვის, შეგვიძლია ნებისმიერი სხვა დღე ავირჩიოთ,
ამ გულუხვმა მოპატიჟებამ ხელ-ფეხი შეუკრა მათ. აქ რაღაც საში-
ში იმალებოდა: სტივენმა შეამჩნია, რომ აირის მარლო გაწითლდა და
დარცხვენილად გამოიყურებოდა. სანდრას დიდებულად ეჭირა თა-

86
ვი. მშვიდად გაიღიმა და თქვა, რომ ხუთშაბათი, ორი ნოემბერი, სავ-
სებით მისაღებია მათთვის...
სტივენის ფიქრებმა უეცრად გაგლიჯეს ზღუდე და მას წამოსცდა:
– ჩვენ არ უნდა წავიდეთ!
ზანდრა დაფიქრებული სახით მიუბრუნდა მას:
– შენ ასე ფიქრობ?
‒ ადვილია რაიმე საბაბის გამონახვა.
– მაშინ ისინი დროს შეცვლიან, სხვა დღეს დაგვპატიჟებენ. ვატ-
ყობ, რომ ჩვენს მისვლაზე დიდ იმედებს ამყარებენ.
‒ არ მესმის, რატომ? წვეულება ხომ აირისისთვის იმართება, მას
კი რაში უნდა ეპიტნავებოდეს მაინცდამაინც ჩვენი კამპანია?
– არა, არა, აქ სხვა რამეა.‒ თავი გადააქნია სანდრამ, მერე კი
ჰკითხა: – თუ იცი, სად აპირებენ წვეულების გადახდას?
‒ არ ვიცი.
‒”ლუქსემბურგში“.
სტივენი გაფითრდა, ენა ჩაუვარდა. მერე ძლივძლივობით მოთო-
კა თავი და თვალი გაუსწორა სანდრას, ესეც ერთ-ერთი უცნაურობაა
თუ აქ რაიმე იმალება?
– მაგრამ ეს ხომ უაზრობაა! – წამოიძახა მან და შეეცადა აღშფო-
თებით დაეფარა დაბნეულობა, – „ლუქსემბურგში“, სადაც ყველაფე-
უნდა გაგვახსენდეს? არა, ეს კაცი ნამდვილად გაგიჟდა!
‒ მეც ეს ვიფიქრე, ‒ თქვა სანდრამ.
‒ მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ნამდვილად უარი უნდა ვთქვათ
მისვლაზე. მთელი ეს ამბავი საშინლად არასასიამოვნოა! გახსოვს,
როგორ გახმაურდა იგი თავის დროზე, გაზეთებში ფოტოსურათებიც
კი გამოქვეყნდა. ·
‒მეც მახსოვს, რა არასასიამოვნო იყო ყოველივე, – უპასუხა სან-
დრამ.
–ნუთუ მას არ ესმის, რამდენად არასასურველია ეს ჩვენთვის?!
‒ მას სათანადო მიზეზი აქვს, სტივენ, – მიზეზი, რომელიც მე გამ-
ანდო.
‒ შენც გაგანდო? მერე და, რა მიზეზია ეს?

87
სტივენი ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ საუბრის დროს სან-
დრა არ უყურებდა მას.
– საუზმის შემდეგ მან განზე გამიყვანა და მითხრა, რომ სურს რა-
ღაც ამიხსნას. მან თქვა, რომ ეს გოგონა – აირისი ‒ ვერაფრით ვერ
მოსულა გონს დის გარდაცვალების შემდეგ.
სანდრა დადუმდა და სტივენმა ძლივს ამოღერღა:
– შესაძლოა, ეს მართალიც იყოს... ის ნამდვილად ვერ გამოიყუ-
რება კარგად. საუზმის დროს ისიც კი გავიფიქრე, ავად ხომ არ არის-
მეთქი.
– თავიდან მეც ასე მომეჩვენა, მაგრამ მერე თითქოს გამოკეთდა.
მე მხოლოდ იმას გადმოგცემ, რაც ჯორჯმა მითხრა. მან თქვა, რომ თმ
დღიდან აირისი თავს არიდებს „ლუქსემბურგში“ შესვლას.
– მერე რა?
‒ მას მიაჩნია, რომ ეს არაბუნებრივია· ამ საკითხზე საუბარი ჰქო-
ნია ნერვიულ დაავადებათა სპეციალისტთან ‒ ერთ-ერთ ყველაზე გა-
მოჩენილ პირთან – და მას ურჩევია: ნერვიული სტრესების დროს მის
გამომწვევ მიზეზს კი არ უნდა გაექცე, არამედ სჯობს ხელმეორედ
განიცადო მსგავსი სიტუაცია. ეს გამოგიყვანს მდგომარეობიდან, ხომ
ცნობილია, რომ ავარიის შემდეგ მფრინავს კვლავ ახალ რეისში უშ-
ვებენ.
– ეს სპეციალისტი კიდევ ერთი თვითმკვლელობის მოწყობას სთა-
ვაზობს?
– ის ურჩევს, რომ ქალიშვილმა დაძლიოს ამ რესტორანთან და-
კავშირებული ცუდი ასოციაციები, – მშვიდად მიუგო სანდრამ. ‒ რაც
უნდა იყოს, ეს მხოლოდ რესტორანია. შედგება ჩვეულებრივი სასია-
მოვნო წვეულება, შეძლებისდაგვარად, იმავე ხალხის მონაწილე-
ობით.
– რა სასიამოვნო გართობა იქნება იმ ხალხისთვის!
– შენ კატეგორიულად უარს ამბობ, სტივენ?
შეშფოთებამ ტკივილივით განმსჭვალა მთელი მისი სხეული და
მან სწრაფად მიუგო:
– რა თქმა უნდა, არა. მხოლოდ ის გავიფიქრე, რამდენად სულელე-

88
რია ეს აზრი, ჩემს თავს არ ვჩივი. მე შენზე ვფიქრობდი, სანდრა... მაგ-
რამ თუ შენ წინააღმდეგი არა ხარ...
– წინააღმდეგი ვარ, ძალიანაც წინააღმდეგი, – გააწყვეტინა სან-
დრამ, ‒მაგრამ ჯორჯმა ისე მოაწყო ყოველივე, რომ უარის თქმა ძნე-
ლია. ამას გარდა, ამ სეზონში მე ხშირად ვყოფილვარ „ლუქსემბურ-
გში“, ისევე როგორც შენ. ჩვენ თუ გამოვაკლდებით, ეს შეუმჩნეველი
არ დარჩება.
– ასეთ ხათაბალაში არასდროს გავხვეულვართ.
‒ არა.
‒ შენი სიტყვისა არ იყოს, უარის თქმა ძნელი იქნება, – განაცხადა
სტივენმა. – ერთი მიპატიჟებიდან რომ თავის დაძვრენა მოვახერ-
ხოთ, მას მეორე მოჰყვება. მაგრამ, სანდრა, მე არ ვხედავ მიზეზს, შენ
რატომ უნდა შეიწუხო თავი. მე წავალ, შენ კი შეგიძლია უკანასკნელ
წუთს უარი განაცხადო. თავის ტკივილი, გაცივება – ათასი რამის მო-
გონება შეიძლება.
სანდრა დაიძაბა.
– ეს სიმხდალე იქნება, არა, სტივენ, თუ შენ წახვალ, მეც წამო-
ვალ.ამას გარდა, – მან ხელი ხელზე დაადო ქმარს, – რა მცირე მნიშ-
ვნელობაც უნდა ჰქონდეს ჩვენს ქორწინებას, ყოველგვარი სიძნეულე
შუაზე უნდა გავინაწილოთ.
ასე უბრალოდ წარმოთქმული ღრმა სარკაზმით გაოგნებული სტი-
ვენი გაშტერებით მიაჩერდა ცოლს. იგი ისე ლაპარაკობდა, თითქოს
ბანალურ,უმნიშვნელო წვრილმანზე იყო საუბარი. გონს რომ მოეგო,
შეეკითხა:
‒ რატომ თქვი „რა მცირე მნიშვნელობაც უნდა ჰქონდეს ჩვენს
ქორწინებასო?“
ქალმა თავიდან ფეხებამდე აათვალ-ჩაათვალიერა: – განა ასე არ
არის?
– არა, ათასგზის გეტყვი, რომ არა, ჩვენი ქორწინება ყველაფერზე
მნიშვნელოვანია ჩემთვის.
სანდრას გაეღიმა:– იმედი მაქვს, რომ შევეფერებით ერთმანეთს.
უღელს ერთი მიმართულებით ვეწევით.

89
– მე ამას არ ვგულისხმობდი, – კაცს სუნთქვა გაუხშირდა, ხელი
სტაცა ცოლს და მაგრად ჩასჭიდა, თავისკენ მიიზიდა, – სანდრა, ნუთუ
არ გესმის, რომ მთელი სამყარო ხარ ჩემთვის?
უეცრად მან ეს თვითონაც შეიცნო, წარმოუდგენელი გახლდათ,
მაგრამ მართლაც ასე იყო. სანდრა ქმრის მკლავებში მოემწყვდა. კა-
ცი გულში იკრავდა მას, ჰკოცნიდა, უაზრო სიტყვებს ბუტბუტებდა:–
სანდრა, სანდრა, ძვირფასო... მე შენ მიყვარხარ, მე ისე მეშინოდა,
ისე მეშინოდა, რომ დაგკარგავდი...
ქალს თავისივე ცივი ხმა მოესმა: ‒როზმარის გამო?
– დიახ, ‒ სტივენმა ხელი გაუშვა ცოლსმ ოდნავ უკან დაიხია სახე-
ზე განცვიფრება გამოეხატა.
‒ შენ იცოდი როზმარის შესახებ?
– რა თქმა უნდა, მთელი იმ ხნის განმავლობაში.
– და შენ ყველაფერს მიხვდი?
‒ არა, – თავი გადააქნია მან. – ვერ მივხვდი და, ალბათ, ბოლომ-
დე ვერც ვერასოდეს მივხვდები. შენ ის გიყვარდა?
– რა თქმა უნდა,არა. შენ ერთადერთი ჩემი სიყვარული ხარ.
ქალი გამწარდა და საკუთარი სიტყვები შეახსენა ქმარს: – ერთი
ნახვით შეგიყვარდი, არა? ნუ გამიმეორებ ამ ტყუილს, ეს ხომ სიც-
რუეა.
მოულოდნელმა თავდასხმამ გააოგნა კაცი. ძლივს მოუყარა თავი
სიტყვებს.
– დიახ, ეს ტყუილია და ამავე დროს არც არის ტყუილი თანდათან
ვიჯერებ, რომ ეს სიმართლეა. შეეცადე გამიგო, სანდრა!.. შენ სწო-
რედ ის ქალი ხარ, რომელიც მე მჭირდებოდა. აი, ეს კი სრული ჭეშმა-
რიტებაა...ახლა, უკან რომ მოვიხედავ, შემიძლია პატიოსნად ვთქვა:
ეს რომ სიმართლე არ ყოფილიყო, ვერასდროს ვერ გავბედავდი შენ-
თან მოახლოებას.
‒ მაგრამ შენ ხომ არ გიყვარდი, ‒ ნაწყენი ხმით შეეპასუხა ქალი.
‒ მე არასდროს არავინ მყვარებია. ერთი გატანჯული, სიყვარუ-
ლის უნარს მოკლებული არსება ვიყავი, საკუთარი მიუკარებლობით
მომქონდა თავი და უეცრად ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ სიყ-

90
ვარულმა,‒ იქ, თქვენს ოთახში, თავდავიწყებით შემიყვარდი, რო-
გორც ნამდვილ შმაგს. ყოველივე ეს ზაფხულის ჭექა-ქუხილს ჰგავდა
‒ მასავით მოულოდნელი, მძლავრი და დაუჯერებელი იყო! – სტივე-
ნი ერთხანს დადუმდა და მერე დასძინა: – სულ ეს არის იდიოტის მიერ
მოყოლილი ზღაპარი, სასოწარკვეთილი კივილითა და მრისხანებით
სავსე და სრულიად უაზრო...
ხანმოკლე დუმილის შემდეგ მან კვლავ განაგრძო:
‒ სწორედ აქ ‒ ფაირჰევენში ჩავწვდი ჭეშმარიტებას.
‒ რა ჭეშმარიტებას?
‒ რომ შენ და შენი სიყვარული ჩემი ცხოვრების დედაარსს შეად-
გენს.
–მე რომ მცოდნოდა...
– მაშ, როგორ გეგონა?
‒ ვფიქრობდი რომ როზმარისთან ერთად გამგზავრებას აპირებ-
დი.
– როზმარისთან ერთად? – მან ჩაიცინა – ეს ხომ სამუდამო კა-
ტორღის ტოლფასი იქნებოდა
– განა მას არ უნდოდა, რომ ერთად გამგზავრებულიყავით?
– უნდოდა.
– მაშ, რა მოხდა?
სტივენმა ამოიოხრა. კვლავ მოეძალა წარსულის აჩრდილები.
– მოხდა ვახშამი „ლუქსემბურგში“,‒ თქვა მან.
ორივე გაჩუმდა და თვალწინ ერთი და იგივე სურათი წარმოუდგათ
ლამაზი ქალის გალურჯებული, გაშეშებული სახე... რა ძნელი იყო
ამის შემდეგ სხვათა თვალების დანახვა!
– დაივიწყე ის, სანდრა, – უთხრა სტივენშა ‒ ღვთის გულისათვის,
დაივიწყე ის!
‒ ჩვენ უფლება არა გვაქვს, დავივიწყოთ.
სიჩუმე ჩამოვარდა. მერე სანდრამ იკითხა:
– რა ვქნათ?
– რაც შენ შემომთავაზე წეღან. ერთად ვიმოქმედოთ, წავიდეთ იმ
საშინელ წვეულებხზე, რა მიზეზითაც უნდა იყოს ის მოწვეული.

91
‒ შენ არ გჯერა, რაც ჯორჯ ბარტონმა თქვა აირისის შესახებ?
‒ არა, შენ კი გჯერა?
‒ შეიძლება მართალიცაა, მაგრამ ასეც რომ იყოს, მთავარი მიზე-
ზი ეს არ არის.
‒ მაშ, რა არის, შენი აზრით, მთავარი მიზეზი?
– არ ვიცი, სტივენ, მაგრამ მეშინია.
– ჯორჯ ბარტონისა?
– ჰო... ვფიქრობ, რომ მან... იცის.
– რა იცის? ‒მკვეთრად შესძახა სტივენმა.
სანდრამ ნელა მოაბრუნა თავი და თვალებში ჩახედა. მერე ჩურ-
ჩულით უთხრა:‒ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, სიმამაცე უნდა მოვიხ-
მოთ – მთელი ის სიმამაცე, რაც კი ქვეყნად არსებობს. შენ დიდი ადა-
მიანი გახდები, სტივენ, – მსოფლიოს შენ სჭირდები – და ამას წყალი
არ გაუვა. მე კი შენი ცოლი ვარ და მიყვარხარ შენ.
‒ ამ წვეულებაზე რას ფიქრობ, სანდრა?
‒ ვფიქრობ, რომ ეს მახეა.
– და ჩვენ მასში უნდა გავებათ?‒ წყნარად ჰკითხა ქმარმა.
‒ არა, არ უნდა გადავუშალოთ მათ თვალწინ ჩვენი ბანქოს ქა-
ღალდი.
– მართალია.
უეცრად სანდრამ თავი უკან გადააგდო და გაიცინა.
‒ გეშინოდეს, როზმარი! შენ კვლავ წააგებ, – თქვა მან.
სტივენმა მხარში ხელი მოუჭირა.
– დამშვიდდი, სანდრა! როზმარი მკვდარია.
– მკვდარია? მე კი ზოგჯერ მეჩვენება, რომ ის კვლავ ცოცხლობს.

92
თავი მესამე

პარკი შუამდე ჰქონდათ გავლილი, როდესაც აირისმა თქვა:‒ ნე-


ბას დამრთავ, შინ არ დავბრუნდე შენთან ერთად, ჯორჯ? გასეირნება
მსურს. მონასტრის გორაკზე ავალ და ტყე-ტყე დავბრუნდები, მთელი
დღე თავი მისკდება და იქნებ გადამიაროს.
‒ საბრალო ბავშვო! წადი, გაისეირნე. მე ვერ გამოგყვები, რადგან
დღეს ერთ კაცს ველოდები და ზუსტად არ ვიცი, როდის მოვა.
‒ კარგი. ჩაის სმის დროს შევხვდეთ ერთმანეთს.
აირისი შებრუნდა და გორაკის ფერდობებზე შეფენილი ტყისკენ
გაემართა, გორაკის ძირს რომ მიაღწია, ღრმად ამოისუნთქა. ოქტომ-
ბრის ჩვეულებრივი, ნესტიანი დღე იდგა. ხის ფოთლები ოდნავ სველი
იყო. ცაზე რუხი ღრუბლები ჩამოწოლილიყო და გარემო გაყუჩებული-
ყო წვიმის მოლოდინში. გორაკზე მაინცდამაინც უფრო მეტი ჰაერი არ
იყო დაბლობთან შედარებით, მაგრამ აირისს მოეჩვენა, რომ აქ უფ-
რო თავისუფლად სუნთქავდა.
იგი წაქცეული ხის მორზე ჩამოჯდა და თვალი მოავლო ტყით და-
ფარულ მიდამოს ლიტლ პრაიერზის გარშემო, მარცხნივ, უფრო მო-
შორებით, თეთრად ქათქათებდა ფაირჰევენი. აირისი იდაყვდაყ-
რდნობილი იჯდა და ლანდშაფტის ცქერით ტკბებოდა.
უეცრად უკანიდან ჩუმი შარი-შური მოესმა, ფოთოლცვენის ხმასა-
ვით წყნარი. აირისი სწრაფად შემობრუნდა და დაინახა, რომ გადაწე-
ულ ტოტებს შორის ენტონი ბრაუნი გამოჩნდა.
– ტონი! ‒ მოჩვენებითი გაბრაზებით შეჰყვირა მან, ‒ რატომ გა-
მოჩნდები ხოლმე ყოველთვის ისე მოულოდნელად, როგორც... რო-
გორც დემონი პანტომიმაში?
ენტონი მის წინ მიწაზე გაიშხლართა. მან პორტსიგარი ამოიღო,
ქალიშვილს სიგარეტი შესთავაზა და, როდესაც აირისმა თავი გადა-
აქნია, თვითონ დააძრო ერთი სიგარეტი და გააბოლა. კარგი ნაფაზი
რომ დაარტყა, მხოლოდ მას შემდეგ გასცა პასუხი: – იმიტომ, რომ მე
იგი ვარ, ვისაც გაზეთები საიდუმლოებით მოცულ უცნობს უწოდებენ.
მიყვარს არაფრისგან უეცრად წარმოჩენა.

93
‒ როგორ გაიგე, სად ვიყავი?
‒ საუცხოო ბინოკლის საშუალებით. ყური მქონდა მოკრული, რომ
ფარადეებთან უნდა გესაუზმათ, და როდესაც იქიდან წამოხვედი, გო-
რაკიდან თვალს გადევნებდი.
‒ შინ რატომ არ გვეწვევი ხოლმე, როგორც ყველა ჩვეულებრივი
ადამიანი?
– მე ჩვეულებრივი ადამიანი არა ვარ, –გამოწვევით მიუგო ენტო–
ნიმ. – მე არაჩვეულებრივი ვარ!
– მე კი მგონია, რომ ჩვეულებრივი ხარ.
ვაჟმა თვალი შეავლო და ჰკითხა:
‒ არაფერი მომხდარა?
– არა, რა თქმა უნდა, არა. ყოველ შემთხვევაში... ‒ ქალიშვილი
დადუმდა.
–ყოველ შემთხვევაში? – დაჟინებით ჩაეკითხა ენტონი.
– მომქანცა აქ ყოფნამ, ‒ ამოიოხრა აირისმა. – მძულს აქაურო-
ბა.ლონდონში დაბრუნება მინდა.
‒ განა მალე არ აპირებთ გამგზავრებას?
– მომავალ კვირაში.
‒ მაშ, გამოსათხოვარი წვეულება გქონიათ ფარადეებთან?
‒არავითარი წვეულება. მასპინძლების გარდა, იქ მხოლოდ ერთი
ბებრუხანა ბიძაშვილი იყო.
‒ მოგწონს ფარადეები, აირის?
–არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, მაინცდამაინც მომწონდეს, თუმცა
ისინი ყოველთვის კეთილგანწყობილად გვექცევიან.
‒ ფიქრობ, რომ მათ კი მოსწონხარ?
‒არა მგონია, პირიქით, შეიძლება ვძულვართ კიდეც.
– საინტერესოა.
‒ რა?
‒ რა თქმა უნდა, სიძულვილი. იმან დამაინტერესა, მრავლობით
რიცხვში რომ მიპასუხე, მე კი მხოლოდ შენ გგულისხმობდი.

94
‒ ჰოო.. პირადად მე, შეიძლება, მოვწონდე კიდეც, მაგრამ რო-
გორღაც თავისებურად. მგონი, მათ არ სიამოვნებთ, რომ ჩვენ დავუ-
მეგობრდით. ჩვენ ხომ არ ვართ მათი მეგობრები, – ისინი როზმარის
მეგობრები იყვნენ.
– დიახ, – მიუგო ენტონიმ. – ისინი როზმარის მეგობრები იყვნენ.
მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, სანდრა ფარადეის მეგობრული
გრძნობა ჰქონოდა როზმარის მიმართ, არა?
– მართლაც, ძნელი წარმოსადგენია, – აირისმა ეჭვით შეავლო
თვალი ვაჟს, მაგრამ ის კვლავ მშვიდად აბოლებდა, მერე უეცრად უთ-
ხრა:– გინდა იცოდე, რა მაოცებს ყველაზე მეტად ფარადეებში?
– რა?
‒ სწორედ ის, რომ ისინი ფარადეები არიან. მე ყოველთვის ასე აღ-
ვითქვამ მათ – არა როგორც სტივენსა და სანდრას საეკლესით და სა-
ხელმწიფო წესებით შეკავშირეგულ ორ ადამიანს, არამედ როგორც
რაღაც დაუშლელ ერთიანობას – ფარადეები! ეს იმაზე საინტერესოა,
ვიდრე. შეიძლება წარმოიდგინოთ. ამ ორ ადამიანს ერთი და იგივე
მიზნები, ერთნაირი ცხოვრების წესი გააჩნია, ერთი და იგივე იმედი,
შეშფოთება თუ რწმენა ასაზრდოებს. ხასიათები კი სრულიად გან-
სხვავებული აქვთ. სტივენ ფარადეი, შეიზლება ითქვას, გონებაგახ-
სნილი კაცია, მაგრამ დიდ ანგარიშს უწევს გარემომცველთა აზრს,
თვითდაჯერებულობა და სიმამაცე აკლია. სანდრა კი, პირიქით, შეხე-
დულებების შუასაუკუნეობრივი შეზღუდულობით გამოირჩევა, სამა-
გიეროდ, იმდენად თამამია, რომ ზოგჯერ სიგიჟის პირამდეც მიდიოს.
‒ მე სტივენს მუდამ ყოყოჩად და სულელად ვთვლიდი, – თქვა აი-
რისმა.
– სულელი სულაც არ არის. ჩვეულებრივი უბედური კარიერისტია.
– უბედური?
–კარიერისტების უმრავლესობა უბედურია, სწორედ ამიტომ იბრ-
ძვიან წარმატების მისაღწევად, ლამობენ რაღაც დაუმტკიცონ საკუ-
თარ თავს, კანში ძვრებიან გარემომცველთა აღიარების მოსაპოვებ-
ლად.
– რა არაჩვეულებრივი აზრები გაქვს, ენტონი!

95
– თუ ჩაუფიქრდები, სავსებით სამართლიანად მიიჩნევ მათ. ვისაც
თავი ბედნიერად მიაჩნია, ჩვეულებრივ უიღბლოა. ისინი იმდენად
თვითკმაყოფილნი ართან, რომ თითსაც არ ანძრევენ რაიმე მიზნის
მისაღწევად, ჩემსავით. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ გემრიელი ლუკმა
ჩაუვარდათ ხელში, უარს არ იტყვიან, ამაშიც მე მგვანან.
‒ რა კარგი წარმოდგენა გქონია შენს თავზე!
‒ უბრალოდ, ჩემს აზრებს ვაფასებ, მაშინ, როცა შენ მათ არავი-
თარ ანგარიშს არ უწევ.
აირისს გაეცინა, ხასიათი გამოუკეთდა. აპათია და შიში სადღაც
გაქრა,კვლავ კარგ გუნებაზე დადგა. მან საათს დახედა.
‒ წამომყევი შინ ჩაიზე. გაახარე ჩემი ოჯახის წევრები შენი მოსვ-
ლით.
– არა, დღეს არა, – თავი გადააქნია ენტონიმ. ‒ უკან უნდა დავ-
ბრუნდე.
აირისი მკვეთრად შემობრუნდა მისკენ.
‒ რატომ არასდროს არ მოდიხარ ჩვენთან? ალბათ, რაღაც მიზეზი
გაქვს.
ენტონიმ მხრები აიჩეჩა.
– შენს სიძეს მე არ მოვწონვარ, მან აშკარად მაგრძნობინა ეს.
– ო, ნუ მიაქცევ ყურადღებას ჯორჯს... სამაგიეროდ, მე და მამიდა
ლუცილა გეპატიჟებით... ის კეთილი მოხუცია. მოგეწონება.
‒ დარწმუნებული ვარ, მომეწონება და მაინც...
‒ როზმარის დროს ხომ მოდიოდი ხოლმე ჩვენთან!
– ეს სულ სხვა საქმეა, – მიუგო ენტონიმ.
აირისს მოეჩვენა, რომ ვიღაცამ გულში ცივი ხელი ჩაავლო და მო-
უჭირა. მან თქვა: – საიდან გაჩნდი დღეს აქ? საქმეები გქონდა ჩვენს
მხარეში?
‒ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე შენთან დაკავშირებით. მოვედი,
რომ ერთი კითხვა დამესვა შენთვის, აირის. ცივი ხელი სადღაც გაქ-
რა. მას ჩვეულებრივი გულისფანცქალი შეენაცვლა, რომელიც სამყა

96
როს გაჩენის დღიდან ასე. ნაცნობია ყველა ქალისათვის. აირისის სა-
ხეზე ის ხელოვნური განცვიფრების გამომეტყველება აირეკლა, რომ-
ლითაც ოდესღაც ბებიამისმა შესძახა: „ო, ბატონო ჩემო, ეს ისე მო-
ულოდნელია!“
‒ გისმენ, – ალალი მზერა მიაპყრო მან ენტონის, საპასუხოდ ენ-
ტონიმ მკაცრი, თითქმის პირქუში გამოხედვა მიაგება,– გულწრფე-
ულად მიპასუხე, აირის. აი, ჩემი კითხვა: შენ გჯერა ჩემი?
აირისმა ოდნავ უკან დაიხია. იგი სულ სხვა კითხვას ელოდა. ვაჟმა
შეამჩნია ეს.
‒ ხომ არ ფიქრობ, რომ ეს ჩემი ერთადერთი კითხვაა? მაგრამ იგი
ძალიან შნიშვნელოვანია, აირის. ჩემთვის ყველაფერზე უფრო
მნიშვნელოვანია ქვეყნად. გევედრები, მიპასუხე: შენ გჯერა ჩემი?
წამიერი ყოყმანის შემდეჯ მან თვალები დახარა და მიუგო:– დიახ.
– მაშინ სხვა რამესაც შეგეკითხები, წამომყვები ლონდონში და
ჯვარს დაიწერ ჩემზე ისე, რომ ეს არავინ იცოდეს?
აირისი გაშტერდა.
– ეს მე არ შემიძლია, უბრალოდ არ შემიძლია.
‒ არ შეგიძლია ცოლად გამომყვე?
– ამ გზით არა.
‒ მაგრამ შენ მე გიყვარვარ. ხომ გიყვარვარ?
– დიახ, მიყვარხარ, ენტონი, – შემოესმა აირისს საკუთარი ხმა.
– მაგრამ არ წამოხვალ და ჯვარს არ დაიწერ ჩემზე წმინდა ელ-
ფრიდას ეკლესიაში, ბლუმსბერიში, სადაც მე უკვე რამდენიმე კვირაა
ვცხოვრობ და, მაშასადამე, ადვილად შემიძლია ქორწინების ნებარ-
თვის მიღება?
‒ როგორ შემიძლია ამის გაკეთება? ‒ჯორჯს ძალიან ეწყინება და
მამიდა ლუცილაც არასდროს დამივიწყებს ამას. გარდა ამისა, მე ხომ
სრულწლოვანი არა ვარ, მხოლოდ თვრამეტისა ვხდები.
– უნდა დამალო შენი ასაკი, არ ვიცი, რა სააჯელი მელის არას-
რულწლოვანზე დაქორწინების გამო მისი მეურვის თანხმობის გარე-
შე... მართლა, ვინაა შენი მეურვე?
‒ ჯორჯი.

97
– როგორც ვთქვი, მათ შეიძლება დამსაჯონ, მაგრამ რა სასჯელიც
უნდა დამადონ, ჩვენი განქორწინების უფლება არა აქვთ.
აირისმა თავი გადააქნია.
‒ მე არ შემიძლია ასე მოვიქცე. არ შემიძლია ამდენად თავქარია-
ნი ვიყო, მერე და, რატომ? ვერ ვხედავ ამის საჭიროებას.
‒ ამიტომ გკითხე თავიდან გჯეროდა თუ არა ჩემი, ‒ მიუგო ენტო-
ნიმ, ‒შენ უნდა მენდო. ეს ყველაზე მარტივი გამოსავალია დამეყრდე-
ნი მე და ნურაფერზე იღელვებ.
‒ ჯორჯი რომ ცოტა უკეთ გიცნობდეს...‒ გაუბედავად თქვა აირის-
მა, – გთხოვ, გამომყევი ჩაიზე. არავინ იქნება. მხოლოდ ის და მამი-
და ლუცილა.
‒ დარწმუნებული ხარ? მე კი მეგონა... ‒ ენტონი ოდნავ შეყოვნდა.
– გორაკზე რომ ამოვდიოდი, თქვენი სახლისკენ მიმავალი კაცი
დავინახე. და, რაც მთავარია, ვიცანი. ადრეც მონახავს.
– მართლა. სულ დამავიწყდა... ჯორჯმა თქვა, რომ ვიღაცას ელო-
და.
‒ იმ კაცს, მე რომ დავინახე, რეისი ჰქვია. პოლკოვნიკი რეისი.
– სავსებით შუსაძლებელია, – დაეთანხმა აირისი. ‒ ჯორჯი
იცნობს ვიღაც პოლკოვნიკ რეისს. მას ჩვენთან უნდა ესადილა იმ სა-
ღამოს. როდესაც როზმარი... – აირისს სიტყვა გაუწყდა, ხმა აუკან-
კალდა. ენტონიმ ხელი მოუჭირა.
– ნუ გაიხსენებ ამას, ძვირფასო, ვიცი, რომ ეს საშინელება იყო.
ქალიშვილმა თავი გადააქნია,
–ვერაფერს ვშველი ამას, არ შემიძლია დავიწყება, ენტონი...
– ჰოო?
– არასდროს გიფიქრია, რომ.. ‒ აირისი წვალობდა, ძლივს უყრი-
და თავს სიტყვებს. – არასოდეს მოგსვლია აზრად, რომ... რომ როზ-
მარის თავი არ მოუკლავს?.. რომ შესაძლოა, ის მოკლეს?
– ღმერთო ჩემო, აირის, რამ გაფიქრებინა ეს?!
მან არ უპასუხა, კვლავ ჩაეკითხა: – არასდროს მოგსვლია ასეთი
აზრი?
– რასაკვირველია, არა! როზმარიმ უეჭველად თავი მოიკლა.

98
აირისმა არაფერი უპასუხა.
– ვინ შთააგონა ყოველივე ეს?
წამით აირისს მოუნდა მოეთხრო მისთვის ჯორჯის მიერ მოყოლი-
ლი უცნაური ამბავი, მაგრამ თავი შეიკავა და ჩუმად თქვა:
‒ უბრალოდ, გავიფიქრე.
– სულელო, ამოიგდე ეს თავიდან, ‒ მან წამოაყენა ქალიშვილი
და ლოყაზე აკოცა. – ჩემო ძვირფასო შეშლილო! დაივიწყე როზმარი.
მხოლოდ ჩემზე იოცნებე.

99
თავი მეოთხე

პოლკოვნიკი რეისი ყალიონს აბოლებდა და ჯორჯ ბარტონს შეჰ-


ყურებდა.
იგი უხსოვარი დროიდან იცნობდა ჯორჯს, მას შემდეგ, რაც ჯერ კი-
დევ ბავშვი იყო. ბარტონის ბიძას აგარაკი ჰქონდა რეისების მახლობ-
ლად. პოლკოვნიკი თითქმის ოცი წლით უფროსი იყო ჯორჯზე, ახლა
ის სამოც წელსაა გადაცილებული, მაგრამ შესანიშნავად გამოიყურე-
ბა: მაღალი, ტანწერწეტა, სამხედრო იერის მქონე, სახეგარუჯული,
შვენის ვერცხლისფერი ჭაღარა და დიდი შავი თვალები.
განსაკუთრებული სიახლოვე ამ ორ ადამიანს შორის არასოდეს
ყოფილა, უბრალოდ ბარტონი ახსენებდა რეისს „ყმაწვილ ჯორჯს“, ეს
კი ერთ-ერთი იმ უამრავ ბუნდოვან ნიშანთაგანი იყო, ახალგაზრდო-
ბის დღეებს რომ აღუდგენენ ხოლმე კაცს.
ამ წუთას რეისი საგონებელში იყო ჩავარდნილი, ნეტავ, რაში დავ-
ჭირდიო „ყმაწვილ ჯორჯს". იშვიათი შეხვედრების დროს მათ ერთმა-
ნეთთან სალაპარაკო დიდი არაფერი ჰქონდათ. რეისი მუდამ მზად
იყო გასამგზავრებლად, ჩემოდნებიც კი ჩალაგებული ჰქონდა ხოლ-
მე. იმ ტიპის ადამიანებს ეკუთვნოდა, იმპერიის საყრდენს რომ წარ-
მოადგენენ, და ცხოვრების უოდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ ჰქონ-
და გატარებული. ჯორჯი კი ნამდვილი ქალაქელი იყო, მათი ინტერე-
სები იმდენად განსხვავდებოდა, რომ შეხვედრისას „ძველი კეთილი
დღეების“ მოგონების გარდა, არაფერი რჩებოდათ ერთმანეთისთვის
სათქმელი. ამიტომ დუმილის მარწუხებში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე,
რაც ხელს უწყობდა ხანგრძლივ და მძიმე ფიქრებს. პოლკოვნიკი რე-
ისი მაინცდამაინც მოსწრებული მოსაუბრე არ გახლდათ. იგი შეიძ-
ლებოდა გამომდგარიყო ნიმუშად ძლიერი, მაგრამ სიტყვაძვირი კა-
ცისა, რომელიც ასე მოსწონდათ წინა თაობის მწერლებს.
რეისი ახლაც დუმღა და გაოცებული იყო, თუ რატომ მოითხოვა
„ყმაწვილშა ჯორჯმა“ ასე დაჟინებით მასთან შეხვედრა. ისიც შეამ-
ჩნია, რომ იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც მათ ერთმანეთი არ ენა-
ხათ, ჯორჯი როგორღაც შეცვლილიყო. რეისს ყოველთვის აოცებდა
ბარტონი ‒ თავმომაბეზრებელი, ფრთხილი, პრაქტიკული, წარმოსა-

100
ხვის უნარს მოკლებული კაცი.
– ამ ყმაწვილს უთუოდ რაღაც დაემართა, – გაიფიქრა რეისმა, ‒
კატასავით წრიალებს. უკვე მესამე სიგარას ეწევა, რაც ბარტონის-
თვის სრულიად უჩვეულოა.
რეისმა ყალიონი განზე გადადო და შეეკითხა:–მაშ ასე, ყმაწვილო
ჯორჯ, რა შეგემთხვათ?
‒ თქვენ მართალი ხართ, რეის, შემემთხვა. ამიტომ თქვენი რჩევა
და თქვენი დახმარება მჭირდება.
პოლკოვნიკმა თავი დაუქნია და ჯორჯმა განაგრძო:
– თითქმის ერთი წლის წინათ თქვენ დაპატიჟებული ბრძანდებო-
დით ჩვენთან სადილად ლონდონში, რესტორან „ლუქსემბურგში“,
მაგრამ უკანასკნელ წუთს საზღვარგარეთ გამგზავრება მოგიხდათ.
‒ სამხრეთ აფრიკაში, – კვლავ თავი დაუკრა რეისმა,
‒ იმ სადილის დროს ჩემი მეუღლე გარდაიცვალა.
რეისი სკამზე აწრიალდა,
– ვიცი. წავიკითხე გაზეთებში. ახლა თანაგრძნობა იმიტომ არ გა-
მომითქვამს, რომ წარსულის შეხსენება არ მსურდა თქვენთვის. მაგ-
რამ ნამდვილად დამწუხრებული ვარ, თქვენ ეს იცით.
– დიახ, დიახ.., მაგრამ მთავარი ეს არ არის, ვარაუდობენ, რომ
ჩემმა მეუღლემ თავი მოიკლა.
ერთმა სიტყვამ მიიპყრო რეისის ყურადღება. მან წარბები მაღლა
აზიდა.
‒ ვარაუდობენ?
– გთხოვთ, ეს წაიკითხოთ, – ბარტონმა მას ორი წერილი მიაწო-
და. რეისის წარბები კიდევ უფრო მოიშვილდა.
– ანონიმური წერილებია?
– დიახ... და მე მათი მჯერა.
რეისმა ნელა გააქნია თავი.
– ეს სახიფათოა. ვერც კი წარმოიდგენთ ყალბი წერილების რა ნა-
კადს იწვევს პრესაში გახმაურებული ყოველი მოვლენა.
– მეც. ვიცი, მაგრამ წერილები მაშინვე კი არ მომსვლია, ექვსი
თვის შემდეგ მივიღე.

101
– ეს სხვა საქმეა, – დაეთანხმა რეისი. – როგორ ფიქრობთ ვის უნ-
და დაეწერა ისინი?
– არ ვიცი. წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ მე მათი მჯერა. ჩემი
მეუღლე მართლაც მოკლული უნდა იყოს.
რეისმა ყალიონი მაგიდაზე დადო და თავის სავარძელში გასწორ-
და.
‒ საიდან მოგივიდათ ეს აზრი? ადრე რაიმეს ეჭვობდით? პოლიცი-
ამ რა თქვა?
‒ ეს საშინელი ამბავი რომ მოხდა გაოგნებული ვიყავი, თავგზააბ-
ნეული. გამოძიების დასკვნებში არ დავეჭვებულვარ. ჩემმა მეუღლემ
მძიმე ინფლუენცია გადაიტანა, ძალა გამოფიტული ჰქონდა. არავი-
თარი ეჭვი არ გამჩენია, რომ თვითმკვლელობა უნდა ყოფილიყო.
ამას გარდა, მის ხელჩანთაში ხომ საწამლავი იპოვეს.
‒ რა საწამლავი იყო?
– ციანიდი.
– მახსენდება. მან ის შამპანურში ჩაყარა.
‒ დიახ, მაშინ ეს სიმართლე მეგონა.
‒ როდისმე დაგმუქრებიათ თვითმკვლელობით?
‒ არა, არასოდეს, ‒ სწრაფად მიუგო ჯორჯმა. როზმარის სიცო-
ცხლე უყვარდა.
რეისმა თავი დაუქნია. მას ერთხელ ჰყავდა ნანახი ჯორჯის მეუღ-
ლე. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ქალი მომხიბვლელი და სუ-
ლელი არსება იყო, მაგრამ ნამდვილად არავითარი მიდრეკილება არ
ჰქონდა მელანქოლიისაკენ.
– სამედიცინო დასკვნა როგორი იყო მისი გონების მდგომარეო-
ბის შესახებ?
‒ როზმარის ექიმი ხანშიშესული კაცია. ჯერ კიდევ მაშინ მკურ-
ნალობდა მათ ოჯახს, როდესაც როზმარი და აირისი ბავშვები იყვნენ.
მაგრამ ამ ამბის დროს იგი ზღვაზე მოგზაურობდა და ავადმყოფობი-
სას ჩემს მეუღლესთან მისი ახალგაზრდა პარტნიორი დადიოდა, კარ-
გად მახსოვს ყველაფერი, რაც მან თქვა. მისი აზრით, ინფლუენციის
ამ სახეობას ნერვიული სისტემის მდგომარეობის მხრივ, სერიოზული

102
გართულებები შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
ჯორჯი ერთხანს გაჩუმდა და შემდეგ განაგრძო: – სანამ ამ წერი-
ლებს მივიღებდი, როზმარის მუდმივ მკურნალ ექიმთან არ მისაუბ-
რია, მერე კი საგანგებოდ შევხვდი მას. წერილების შესახებ არაფერი
მითქვამს, მომხდარი საშინელი ამბის შესახებ კი ვესაუბრე, მან მით-
ხრა, რომ ძალიან გაოცებული იყო ამ ამბით. ამას ვერასდროს წარ-
მოიდგენდა. როზმარის თვითმკვლელობისადმი არავითარი მიდრე-
კილება არ ჰქონია. მომხდარმა ამბავმა მხოლოდ იმაში დაარწმუნა,
რომ,როგორც ჩანს, პაციენტის მოქმედების წინასწარ გამოთვლა შე-
უძლებელია.
მცირე ხნის დუმილის შემდეგ ჯორჯმა დასძინა:
– ექიმთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რამდენად საეჭვო იყო თვით-
მკვლელობის ვარაუდი. ამას გარდა, მეც ხომ კარგად ვიცნობდი საკუ-
თარ მეუღლეს. მართალია, ის ძალიან აღგზნებადი იყო, შეეძლო უბ-
რალო რამის გულისთვის გაცხარებულიყო და მოუფიქრებელი საქ-
ციელი ჩაედინა, მაგრამ არავითარი საფუძველი არ მქონდა მევარა-
უდა, რომ მას აზრად მოუვიდოდა „ყველაფერი ერთბაშად დაემთავ-
რებინა“.
რეისმა მორცხვად წაიბუტბუტა:
– იქნებ, დეპრესიის გარდა, სხვა რაიმე მიზეზე ჰქონდა? ხომ არა-
ფერს განიცდიდა იმ ხანებში?
– მე... არა, შესაძლოა, ის მართლაც ზედმეტს ნერვიულობდა·
‒ პოზიორობა ხომ არ უყვარდა? – ისე ჰკითხა რეისმა, რომ სახეში
არ შეუხედავს მეგობრისთვის, – მე მხოლოდ ერთხელ ვნახე იგი. მაგ-
რამ არის ხალხი, რომლებმაც ყველაფერი შეიძლება მოიმოქმედონ,
განსაკუთრებით, როდესაც წაეჩხუბებიან ვინმეს. ბავშვური პრინცი-
პით მოქმედებენ, „მე შენ გაჩვენებ სეირსო“.
‒ მე და როზმარის არ გვიჩხუბია.
– არა. უნდა ვაღიარო, რომ ციანიდის ხმარება ასეთ შესაძლებ-
ლობას გამორიცხავს, იგი ისეთი საშუალება არ არის, რომ უმტკივ-
ნეულოდ შეიძლებოდეს ვინმეს დასაშინებლად გამოიყენოს კაცმა. ეს
ყველასათვის ცხადია.

103
– არსებობს სხვა მოსაზრებაც. კიდეც რომ გადაეწყვიტა როზმარის
თავისთვის რაიმე აეტეხა, განა გაბედავდა ამ გზის არჩევას? ეს ხომ
მეტად მტკივნეული და შემზარავია. უფრო მოსალოდნელი იყო, რომ
საძინებელი წამლის დიდი დოზა მიეღო.
– თანახმა ვარ. საინტერესოა, სად უნდა ეშოვა ან ეყიდა მას ცია-
ნიდი?
– არ ვიცი, მაგრამ იმ ხანებში მეგობრებთან ერთად სოფელში
იყო, იქ კი კრაზანის ბუდეებს წამლავდნენ. შესაძლოა, მაშინ ჩაიგდო
ხელში ციანიდის კრისტალი,
‒ მართლაც... ძნელი არ არის შოვნა, ყველა მებაღეს თავზე საყ-
რელად აქვს.
მცირე დუმილის შემდეგ რეისმა განაცხადა:
‒ ნება მიბოძეთ, შევაჯამო მდგომარეობა. არა გვაქვს თვით-
მკვლელობის ან მისი მომზადების დამამტკიცებელი საბუთები. რო-
გორც ჩანს, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ ასევე
არა გვაქვს მკვლელობის დამამტკიცებელი საბუთები, რომ არსებუ-
ლიყო, პოლიცია აუცილებლად გამოქექავდა მათ. ხომ იცით, რომ
პოლიციელები კარგად არიან დაგეშილნი, უბრალოდ, მაშინ აზრი
მკვლელობის შესახებ სრულიად ფანტასტიკური ჩანდა.
– ექვსი თვის შემდეგ კი აღარ მოგეჩვენათ ფანტასტიკურად?
– ალბათ, მთელი ამ ხნის განმავლობაში რაღაც დაუკმაყოფი-
ლებლობას ვგრძნობდი, – ნელა უპასუხა ჯორჯმა. – სულ ეჭვი მზაფ-
რავდა და ამიტომ, როცა ახალი ვერსია, შავით თეთრზე დაწერილი,
თვალწინ წარმომიდგა, უყოყმანოდ ვირწმუნე.
– დიახ, ‒ თავი დაუქნია რეისმა. – კარგი, ვცადოთ გავერკვეთ. ეჭ-
ვი გაქვთ ვინმეზე?
ჯორჯი წინ წამოიწია, წამოჭარხლდა.
– ეს საშინელებაა! თუ როზმარი მოკლეს, მაშინ მკვლელი აღ-
მოჩნდება ერთერთი თანამეინახეთაგანი ანუ, რაც იგივეა, ჩვენს მე-
გობართაგანი. სხვა არავინ მოჰკარებია სუფრას.
– არც ოფიციანტები? მაშ, ღვინოს ვინ ასხამდა?
‒ ჩარლზი – „ლუქსემბურგის“ მთავარი ოფიციანტი. თქვენ ხომ იც-

104
ნობთ ჩარლზს?
ჩარლზს მართლაც ყველა იცნობდა სრულიად წარმოუდგენელი
იყო ვარაუდი, რომ მას კლიენტის მოწამვლა შეეძლო.
– საჭმელები კი ჯუზეპეს მოჰქონდა, ჩვენ მასაც კარგად ვიც-
ნობთ.უკვე ოთხი წელია ვიცნობ. ყოველთვის ის მემსახურება ხოლმე.
მომხიბლავი მხიარული პატარა კაცუნაა.
– დავუბრუნდეთ წვეულებას. ვინ ესწრებოდა მას?
– სტივენ ფარადეი, თემთა პალატის წევრი: მისი მეუღლე, ლედი
ალექსანდრა ფარადეი, ჩემი მდივანი რუთ ლესინგი, ერთი ყმაწვილი,
სახელად ენტონი ბრაუნი; როზმარის და აირისი და მე თვითონ. სულ
შვიდი კაცი. თქვენთან ერთად რვანი უნდა ვყოფილიყავით, მოსვლა
რომ ვერ შესძელით, უკანასკნელ წუთს შესაფერისი კანდიდატურის
შერჩევა ვეღარ მოვახერხეთ თქვენს შესაცვლელად.
– გასაგებია. მერე და, ბარტონ, თქვენი აზრით, ვის შეეძლო ეს გაე-
კეთებინა?
– არ ვიცი! ‒ შეჰყვირა ჯორჯმა, ‒ მე გითხარით, რომ არ ვი-
ცი...ვარაუდი რომ შემეძლოს...
– კარგი, კარგი... ვიფიქრე, ვინმეზე ხომ არ ეჭვობთ-მეთქი. თუმცა
საეჭვო აქ თავზე საყრელად გვექნება. რა თანამიმდევრობით ისხე-
დით?
– ჩემს მარჯვნივ სანდრა ფარადეი იჯდა, მის მარცხნივ – ენტონი
ბრაუნი. მერე როზმარი, მის გვერდით სტივენ ფარადეი, შემდეგ აირი-
სი და რუთ ლესინგი, რომელიც ჩემს მარცხნივ იჯდა.
– კეთილი და პატიოსანი, იმ საღამოს, უფრო ადრე თქვენს მეუღ-
ლეს ხომ არაფერი დაულევია?
– დიახ. ჭიქები რამდენჯერმე შეივსო. ყველაფერი ვარიეტეს მსა-
ხიობების გამოსვლის დროს მოხდა. ყურისგამაყრუებელი ხმაური
იყო. ზანგების ერთ-ერთი ანსამბლი გამოდიოდა და ყველანი წარ-
მოდგენით ვიყავით გატაცებულნი. როზმარი მაგიდაზე გადმოემხო და
შუქიც სწორედ ამ დროს აენთო, შეიძლება, მან შეჰყვირა კიდეც, მაგ-
რამ არავის არაფერი გაუგონია... ექიმმა თქვა, რომ სიკვდილი წამიე-
რი იყო, ღმერთი მოწყალეა.

105
– რასაკვირველია... მაშ ასე, ბარტონ, ერთი შეხედვით გარკვე-
ული სურათი იქმნება·
– ვის გულისხმობთ?
‒ სტივენ ფარადეის. რა თქმა უნდა. იგი როზმარის მარჯვნივ იჯდა.
შაშპანურის ჭიქა მისი მარცხენა ხელის გვერდით იდგა. ადვგილი იყო
საწამლავის ჩაყრა, როდესაც შუქი მიიბნიდა, დამსწრეთა ყურადღება
კი სცენისკენ იყო მიმართული, სხვას არავის ჰქონდა ასეთი მოხერხე-
ბული შესაძლებლობა. კარგად მახსოვს, როგორი მაგიდებია „ლუქ-
სემბურგში“ ‒მრგვალი და საკმაოდ ფართო: საეჭვოა, რომ მაგიდის
სხვა ბოლოდან ვინმეს ხელი მიეწვდინა ისე, რომ არავის შეემჩნია,
თუნდაც მიბნედილ შუქზე. როზმარის მარცხნივ მჯდომ ყმაწვილსაც
გაუჭირდებოდა ეს. ჭიქაში რამის ჩასაყრელად იგი ქალის ზურგს უკან
უნდა გადახრილიყო. სხვა შესაძლებლობაც არსებობს, მაგრამ, მო-
დით, ჯერ ამ პირველ ვარაუდს მივხედოთ. რა მიზეზი უნდა ჰქონოდა
სტივენ ფარადეის, თემთა პალატის წევრს, თქვენი ცოლის თავიდან
მოშორებისთვის?
– ისინი.. ისინი ძალზე ახლო მეგობრები იყვნენ... – მოგუდული
ხმით უპასუხა ჯორჯმა, – თუ თუ როზმარიმ უარი უთხრა მას, კაცს
შეიძლებოდა შურისძიების სურვილი გასჩენოდა.
–ძალიან მელოდრამატიულია. ეს ერთადერთი მოტივია, რომე-
ლიც შეგიძლიათ ივარაუდოთ?
– დიახ, -- მიუგო ჯორჯმა. სახე წამოჭარხლებული ჰქონდა. რეისმა
დაკვირვებით შეათვალიერა და განაგრძო:
– განვიხილოთ მეორე შესაძლებლობა, ერთ-ერთი ქალთაგანი.
– რატომ ქალთაგანი?
– ძვირფასო ჯორჯ, მხედველობიდან ხომ არ გამოგრჩათ, რომ
წვეულებას შვიდი ადამიანი ესწრებოდა – ოთხი ქალი და სამი მამაკა-
ცი. ამიტომ, როდესაც წყვილები ცეკვავდნენ, ერთ-ერთი ქალი მარ-
ტოდმარტო უჯდა სუფრას. თქვენ ყველანი ცეკვავდით?
– დიახ.

106
–კარგი. ხომ არ გახსოვთ, ვარიეტეს დაწყების წინ ვინ დარჩა
მარტო სუფრასთან?
ჯორჯი წუთით დაფიქრდა.
‒ მგონი, უკანასკნელად აირისი დარჩა, მანამდე კი რუთი.
– არ გახსოვთ, უკანასკნელად როდის დალია თქვენმა მეუღლემ?
– დამაცადეთ, გავიხსენო... ის ბრაუნთან ერთად ცეკვავდა. მახსო-
ვს. სუფრას რომ დაუბრუნდა, თქვა, რომ დაიღალა.ბრაუნი გამორჩეუ-
ლი მოცეკვავეა. მაშინ იყო, რომ ცოტა ღვინო შესვა, რამდენიმე წუ-
თის შემდეგ ვალსი დაუკრეს და მან ჩემთან იცეკვა.იცოდა, რომ ვალ-
სი ერთადერთი ცეკვაა, რომელსაც მე კარგად ვასრულებ.
სტივენ ფარადეი რუთთან ერთად ცეკვავდა, ლედი ალექსანდრა
კი ბრაუნთან. აირისი მარტო იჯდა. ამ ცეკვას უშუალოდ მოჰყვა ვარიე-
ტეს გამოსვლა.
‒მაშინ დავაკვირდეთ თქვენს ცოლისდას. მას რაიმე მემკვიდრე-
ობა ხომ არ უნდა მიეღო თქვენი ცოლის გარდაცვალების შემდეგ?
ჯორჯმა გაოცებისაგან პირი დააფჩინა·–ძვირფასო რეის! რასაც
თქვენ ამბობთ, აბსურდია, აირისი მხოლოდ ბავშვია, სკოლის
მოსწავლე·
– მე ვიცნობდი ორ მოსწავლე გოგონას, რომლებმაც მკვლელობა
მოახდინეს.
– მაგრამ აირისი! მას ისე ერთგულად უყვარდა როზმარი!
– ნუ გაცხარდებით, ბარტონ. მას ჰქონდა როზმარის მოკვლის შე-
საძლებლობა. მსურს ვიცოდე, ჰქონდა თუ არა მას სათანადო მიზეზი?
მგონი, თქვენი მეუღლე საკმაოდ მდიდარი ქალი იყო. ვის მიეკუთვნა
მისი ქონება, თქვენ?
‒ არა, აირისს ‒ მეურვეობის წესით.
ჯორჯმა აუცილებელი განმარტებები მისცა, რომლებიც რეისმა
ყურადღებით მოისმინა.
– საინტერესო სიტუაციაა. მდიდარი და ღარიბი და. ზოგიერთი ქა-
ლიშვილი თავს დაჩაგრულად იგრძნობდა.
‒ დარწმუნებული ვარ, რომ ეს აირისს არ შეეხება.

107
– შესაძლებელია... მაგრამ მას მაინც გარკვეული საბაბი ჰქონდა.
დავიხსომოთ ეს. სხვას კიდევ ვის ჰქონდა საბაბი?
– არავის, სრულიად არავის!.. როზმარის ამქვეყნად მტრები არ
ჰყოლია. დარწმუნებული ვარ! მე ამას საგანგებოდ ვიკვლევდი, კით-
ხვებს ვსვამდი. ვცდილობდი გავრკვეულიყავი... ფარადეების მეზობ-
ლადაც კი ვიყიდე სახლი, რათა...
ჯორჯი დადუმდა. რეისმა თავისი ყალიონი აიღო და წმენდა დაუწ-
ყო.
– არ შეგიძლიათ, უკეთ მიამბოთ ყველაფერი, ყმაწვილო ჯორჯ?
‒ რას გულისხმობთ?
– თქვენ რაღაცას ფარავთ, ეს აშკარაა. რასაკვირველია, ცოლის
რეპუტაციის დაცვის უფლება გაქვთ, მაგრამ, თუ მართლა გსურთ გა-
არკვიოთ, მოკლეს თუ არა იგი, თუ ამას თქვენთვის მნიშვნელობა
აქვს, ‒ მაშინ ყოველივე გულახდილად უნდა დაფქვათ.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა.
– კარგი, ‒ მოგუდული ხმით თქვა მერე ჯორჯმა. – თქვენ მართა-
ლი ხართ.
– გაქვთ თუ არა საფუძველი იფიქროთ, რომ თქვენს ცოლს საყვა-
რელი ჰყავდა?
– დიახ.
– სტივენ ფარადეი?
‒ არ ვიცი! გეფიცებით, არ ვიცი! იქნებ, ის იყო, მაგრამ შეიძლებო-
და, ბრაუნიც ყოფილიყო. ეშმაკმა დალახვროს, არ შემიძლია გავერ-
კვე.
–მითხარით, რა იცით ამ ენტონი ბრაუნის შესახებ? საოცარია, მაგ-
რამ მე სადღაც მსმენია მისი სახელი.
–მის შესპხებ არაფერი ვიცი. არავინ არაფერი იცის. ერთი ლამა-
ზი, სიმპათიური, მხიარული ახალგაზრდაა, მაგრამ მის წარმომავლო-
ბაზე არავინ არაფერი იცის. ვარაუდობენ, რომ ამერიკელი უნდა
იყოს, თუმცა ლაპარაკის დროს აქცენტი არ ეტყობა.
‒ კარგი. იქნებ საელჩოში გაგვერკვია რამე. ხომ ვერ ივარაუდებ-
დით, კერძოდ, რომელში?

108
– წარმოდგენა არა მაქვს! ერთი რამ უნდა გითხრათ, რეის! როზმა-
რიმ წერილი დაწერა.. მე მერე საშრობი ვნახე და დავრწმუნდი, რომ
ეს... ეს ნამდვილად სასიყვარულო წერილი იყო... მაგრამ იქ სახელი
არ ეწერა.
რეისი შეეცადა თვალებში არ შეეხედა ჯორჯისთვის.
– ეს უკვე რაღაცა წარმოდგენას გვიქმნის და შესაძლებლობას
გვაძლევს, წინ წავიწიოთ. ლედი ალექსანდრა, მაგალითად, ვერ მო-
ითმენდა, თუ მისი ქმარი თქვენს ცოლთან სასიყვარულო ქსელს გა-
აბამდა. თქვენ იცით, იგი იმ ტიპის ქალია, რომ ქვეცნობიერად შეიგ-
რძნობს ყველაფერს. ასეთ ქალს მოკვლაც არ გაუჭირდება. ამრიგად,
შევაჯამოთ ჩვენი მსჯელობა, ეჭვს ქვეშ აღმოჩნდნენ საიდუმლოებით
მოცული ბრაუნი, ფარადეი და მისი მეუღლე, ახალგაზრდა აირის მარ-
ლო. რას იტყვით მეორე ქალზე ‒რუთ ლესინგზე?
‒ რუთს ამ საქმესთან არავითარი კავშირი არა აქვს. ყოველ
შემთხვევაში, მას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.
– თქვენ მითხარით, რომ ის თქვენი მდივანია, არა? ნეტავ. რას
წარმოადგენს იგი?
– საუკეთესო ქალიშვილია ამქვეყნად, – აღფრთოვანებით წარ-
მოთქვა ჯორჯმა. – პრაქტიკულათდ, ჩვენი ოჯახის წევრია, ჩემს მარ-
ჯვენა ხელად მიმაჩნია, არავის ვაფასებ მასზე მეტად და აბსოლუტუ-
რად ვენდობი.
– თქვენ ის გიყვართ, – დაფიქრებით უთხრა რეისმა.
‒ მე მისი ერთგული ვარ. ეს გოგონა ნამდვილი განძია. რეის! სუ-
ლითა და გულით ვენდობი მას. ქვეყნად ყველაზე თავდადებული და
საყვარელი არსებაა.
რეისმა რაღაც წაიბურტყუბნა და თავი დაანება ამ საკითხის გან-
ხილვას, ჯორჯს არ შეეძლო მისი საქციელის მიხედვით ეფიქრა, რომ
ცნობიერების სიღრმეში რეისმა მისთვის უცნობ მის ლესინგს მკვლე-
ლობის გარკვეული მოტივი მიაწერა, ძნელი არ იყო, კაცს ევარაუდა,
რომ ამ „ქვეყნად ყველაზე თავდადებულ და საყვარელ არსებას“ დი-
დი საფუძველი ჰქონდა მისის ბარტონის საიქიოში გასასტუმრებლად.
ამის ნაცვლად პოლკოვნიკმა ზრდილობიანად ჰკითხა:– ვფიქრობ,

109
ჯორჯ, უნდა გევარაუდათ რომ თქვენც საკმაო საფუძველი გქონდათ
ამის ჩასადენად?
– მე?– გაოგნდა ჯორჯი.
– გაიხსენეთ ოტელო და დეზდემონა.
‒ ჰო, მაგრამ.., ჩემი და როზმარის საქმე სულ სხვაგვარად იყო. მე
მას ვაღმერთებდი, თუმცა ვიცოდი, რომ ყველაფერი შეიძლებოდა
მომხდარიყო. წინასწარ მზად ვიყავი ტანჯვისათვის. ვერ გეტყვით,
რომ მას არ ვუყვარდი. არა, თავისებურად ვუყვარდი, ყოველთვის ნა-
ზად მექცეოდა, მაგრამ მე მოსაწყენი ხასიათი მაქვს, ეს უცილობელი
ფაქტია. ჩვენს ურთიერთობაში არაფერი რომანტიკული არ ყოფილა.
ქორწინების დღიდანვე ვიცოდი, რომ ჩვენი ცოლ-ქმრული ურთიერ-
თობა ია-ვარდით მოფენილი არ იქნებოდა. თვით როზმარიც იმდენად
კეთილი იყო, რომ წინასწარვე გამაფრთხილა. რასაკვირველია, რო-
ცა ეს მოხდა, გავცოფდი,მაგრამ რა სათქმელია, რომ ჩემი მიზეზით
თმის თუნდაც ერთი ღერი შეიძლებოდა ჩამოვარდნილიყო მისი თა-
ვიდან... – ჯორჯს ხმა ჩაუწყდა, მერე კი სხვა ტონით განაგრძო: – ყო-
ველ შემთხვევაში, ეს რომ მე ჩამედინა, რისთვისღა დავიწყებდი წარ-
სულში ქექვას? დასკვნა თვითმკვლელობის შესახებ გამოტანილია,
ყველაფერი მიწყნარებულია. გიჟი ხომ არა ვარ, თავიდან რომ ვიძიებ
საქმეს?
‒ სწორი ხართ. სწორედ ამიტომ ეჭვი თქვენ მიმართ ყველაზე სუს-
ტია. თქვენ რომ მკვლელი ყოფილიყავით და ასეთი წერილები მიგე-
ღოთ, უბრალოდ დაწვავდით მათ და არავის არაფერს ეტყოდით. ამი-
ტომ იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ წერილები ერთ-ერთი საინტერე-
სო დეტალია ამ საქმეში, ვის უნდა მოეწერა ისინი?
– ვის? ‒ ჯორჯი სრულიად დაბნეული ჩანდა, – არავითარი წარ-
მოდგენა არა მაქვს.
– როგორც ჩანს, თქეენ არ გაინტერესებთ ეს მომენტი. სამაგი-
ეროდ, მე მაინტერესებს. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ამ კითხვას
გისვამთ.შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი მკვლელს არ დაუწე-
რია. რაში სჭირდება მას საქმის გართულება, როდესაც, თქვენი თქმი

110
სა არ იყოს, ყველაფერი მიწყნარდა და ყველამ აღიარა თვითმკვლე-
ლობის ფაქტი, მაგრამ მაშინ ვინ დაწერა ეს წერილები? ვის სურს,
რომ მინავლებულ ცეცხლს სული შეუბეროს?
– მსახურებს? – ჭოჭმანით წარმოთქვა ჯორჯმა.
– დასაშვებია, მაგრამ ვინ უნდა იყვნენ ეს მსახურები და რა შეიძ-
ლება იცოდნენ მათ? ხომ არ ჰყოლია როზმარის ერთგული მოახლე,
რომელსაც ის ენდობოდა?
– არა, – თავი გადააქნია ჯორჯმა. – იმ დროს ჩვენ გვყავდა მზარე-
ული ქალი ‒ მისის პაუნდი (ის ახლაც ჩვენთანაა) და ორი ხელზე მო-
სამსახურე, ორივე დათხოვნილია, დიდხანს არ დაუყვიათ ჩვენთან.
‒ კარგი, ბარტონ. ჩემს რჩევას თუ გაიზიარებთ, გირჩევდით ჯერ
ყველაფერი კარგად აგეწონ-დაგეწონათ, ერთი მხრივ, როზმარი
მკვდარია, ამ ფაქტს ვერ გაექცევი და მასაც ვერ მოაბრუნებ. თუ
თვითმკვლელობა დიდად არ დასტურდება, კიდევ უფრო სადავო ჩანს
მკვლელობის ვერსია. დავუშვათ, რომ როზმარი მართლაც მოკლეს.
დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ყველაფრის თავიდან გადაქექვა
გსურთ? ამის შემდეგ ხომ საქმე გახმაურდება, თქვენს ჭუჭყიან თეთ-
რეულს საჯაროდ გამოაფენთ ყველას თვალწინ. თქვენი მეუღლის სა-
სიყვარულო თავგადასავალი მთელი საზოგადოების მითქმა–მოთ-
ქმის საგნად იქცევა...
ჯორჯმა ამოიოხრა და გამწარებით თქვა:
‒ მაშ, რას მირჩევთ? შევარჩინო იმ ღორს ყველაფერი და თავის
დაძვრენის საშუალება მივცე? ხომ შეიძლება, რომ ის მყრალი ფარა-
დეი, თავისი პომპეზური გამოსვლებისა და თავბრუდამხვევი კარიე-
რის მიუხედავად, მხოლოდ მხდალი და უნამუსო მკვლელი აღმოჩ-
ნდეს?!
– მე მხოლოდ ის მსურს, რომ ნათლად წარმოიდგინოთ ყველა შე-
საძლებელი შედეგი.
– მე კი სიმართლის დადგენა მსურს.
– ძალიან კარგი. მაშინ წარუდგინეთ ეს წერილები პოლიციას. შე-
საძლოა, მათ ადვილად დაადგინონ, ვინ დაწერა ისინი ან რა არის

111
ცნობილი მათი ავტორისათვის, ოღონდ გახსოვდეთ,. პოლიციას თუ
დაუკავშირდებით, შემდეგ მათგან თავის დახსნა გაგიჭირდებათ.
‒ პოლიციაში წასვლას არ ვაპირებ. სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ. მე
მსურს, მახე დავუგო მკვლელს.
–როგორ თუ მახე?
– მომისმინეთ, რეის! ვაპირებ „ლუქსემბურგში“ წვეულება გავ-
მართო და მსურს, რომ თქვენც მობრძანდეთ. იმავე ხალხს შევაგრო-
ვებ: ფარადეებს, ენტონი ბრაუნს, რუთს, აირისს. ცხადია, მე თვითო-
ნაც ვიქნები, ყველაფერი მოფიქრებული მაქვს.
– რა განგიზრახავთ?
‒ ეს ჩემი საიდუმლოა, – ჩაიღიმა ჯორჯმა. – წინასწარ რომ გავუმ-
ხილო ვინმეს, თუნდაც თქვენ, აღარაფერი გამომივა, ყველაფერი ჩა-
მეშლება. მინდა, რომ არაფერი იცოდეთ და ისე მოხვიდეთ. მერე ნა-
ხავთ,რაც მოხდება.
რეისმა წინ წამოიწია და სახე გაუმკაცრდა,
– სულაც არ მომწონს ეს ამბავი, ჯორჯ! წიგნებში ამოკითხულ თე–
ატრალურობას კარგი შედეგი არასოდეს მოუტანია. სჯობს პოლიციას
მიმართოთ. ისინი კარგად ერკვევიან ასეთ საკითხებში არ ღირს, რომ
თვითშემოქმედებას მიჰყოთ ხელი
‒ ამიტომაც მსურს, რომ თქვენ დაესწროთ ამ ამბავს. თქვენ ხომ
პროფესიონალი ხართ და არა მოყვარული.
– ჩემო ძვირფასო! ამას იმის გამო ამბობთ, რომ ერთ დროს M‒1–
5-ში ვმუშაობდი და ამის მიუხედავად, ბოლომდე არ მაცნობთ თქვენს
გეგმას?
– ეს შეუძლებელია,
– სამწუხაროა, – თავი გადაიქნია რეისმა – მე უარს ვაცხადებ, არ
მომწონს თქვენი გეგმა და არ მსურს მისი განხორციელებაში მონაწი-
ლეობის მიღება. თქვენც შეეშვით ყველაფერს, ჯორჯ!
– არ შევეშვები! უკვე ყველაფერი მომზადებული მაქვს.
‒ ნუ გაჯიუტდებით-მეთქი! თქვენზე ცოტა უფრო მეტი რამ ვიცი
ასეთი სპექტაკლების შესახებ: გეუბნებით, არ მომწონს თქვენი გან-
ზრახვა, არაფერი კარგი აქედან არ გამოვა. მეტსაც გეტყვით: ის საში-

112
შია! გიფიქრიათ ამაზე?
‒ვიღაცისთვის ის მართლაც საშიში იქნება.
რეისმა ამოიოხრა.
‒ თავადაც არ გესმით, რასა იქმთ! კარგი, ბატონო, მაგრამ მერე არ
თქვათ, რომ არ გამიფრთხილებიხართ. უკანასკნელად გევედრებით
უარი თქვათ ამ გიჟურ განზრახვახე.
ჯორჯ ბარტონმა მხოლოდ თავი გადააქნია.

113
თავი მეხუთე

ორი ნოემბრის დილა ნისლიანი და პირქუში იყო. ელვასტონ სკვე-


რის სახლის სასადილოში ისე ბნელოდა, რომ საუზმის დროს შუქის
ანთება დასჭირდათ.
აირისი, ჩვეულების და საწინაღმდეგოდ, ძირს ჩამოვიდა. მოჩვე-
ნებასავით ფერმკრთალი იყო და უაზროდ გადაჰქონდა კერძი თეფ-
შზე, ჯორჯი „ტაიმსის“ ფურცლებს აშრიალებდა, ხოლო სუფრის მე-
ორე ბოლოში ლუცილა დრეიკი ცხვირსახოცს ცრემლით ნამავდა.
‒ ვიცი, რომ ჩემი ბიჭი რაიმე გამოუსწორებელს ჩაიდენს, ისეთი
გულისხმიერია, რომ არასდროს დაწერდა, სამკვდრო-სასიცოცხლო
საქმე, არა , მართლაც რომ ასე არ იყოს...
ჯორჯმა გაზეთი გადადო და უთხრა:
‒ ნუ სწუხართ, ლუცილა! ხომ გითხარით, ყველაფერს გავარ-
კვევთ-მეთქი.
‒ ვიცი, ძვირფასო ჯორჯ, თქვენ ყოველთვის სიკეთით სავსე ხართ,
მაგრამ გული არ მისვენებს. მცირე შეყოვნებასაც კი შეიძლება საბე-
დისწერო შედეგი მოჰყვეს. თქვენ მიერ ცნობების შეგროვებას ხომ
დრო სჭირდება!
–არა უშავს, დავაჩქარებთ საქმეს.
– ის მთხოვს, ერთი წუთითაც არ შეყოვნდეო, ხვალამდის კი, წუთი
კი არა, მთელი დღე–ღამე უნდა გავიდეს, ვერასოდეს ვაპატიებ თავს,
საწყალ ბიჭს რომ რამე დაემართოს.
– არ დაემართება! ‒ ჯორჯმა ყავა მოსვა.
– თუ ჩემი კონვერტირებული ობლიგაციები...
‒ მომისმინეთ, ლუცილა. უმჯობესია ამ საქმის მოგვარება მე მო-
მანდოთ.

114
– ნუ ღელავთ, ლუცილა მამიდა, ‒ ჩაურთო აირისმა. – ჯორჯი ყვე-
ლაფერს მოაგვარებს. ადრეც ხომ ასე იყო...
–ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა („სამი თვეა“ – დააზუსტა
ჯორჯმა), მას შემდეგ, რაც საწყალი ბავშვი მოატყუეს თაღლითებმა იმ
საშინელი ფერმიდან.
ჯორჯმა ულვაშებზე ხელსაწმენდი მისვ-მოისვა, წამოდგა და, სანამ
ოთახიდან გავიდოდა, მხარზე ხელი მოუთათუნა მისის დრეიკს,– თა-
ვი ნუ ჩაგიქინდრიათ, ძვირფასო. ახლავე გავაგზავნინებ რუთს დეპე-
შას.
დერეფანში რომ გავიდა, მას აირისი დაედევნა·
– ჯორჯ, ხომ არ აჯობებდა, დღევანდელი წვეულება გადაგვედო?
ლუცილა მამიდა ისეთი დაღონებულია, განა უმჯობესი არ იქნებოდა,
შინ დავრჩენილიყავით მასთან ერთად?
– რა თქმა უნდა, არა! – ჯორჯს სახე წამოუჭარხლდა. – ეშმაკმა და-
ლახვროს! ნუთუ შესაძლებლობა უნდა მივცეთ მის თავხედ შვილს,
როგორც სურს, ისე აგვირიოს ცხოვრება?!.. ეს ხომ შანტაჟია, ნამდვი-
ლი შანტაჟი ‒ აი, რა ჰქვია ამას. ჩემი ნება რომ იყოს, პენსსაც კი არ
მივცემდი!
‒ ლუცილა მამიდა ამას არასდროს დაეთანხმება,
‒ ლუცილა სულელია, მუდამ ასეთი იყო. ეს დედაკაცები. ორმოც
წელს რომ გასცდებიან და მერე აჩენენ შვილს, მთლად სრულ ჭკუაზე
არ არიან. ბავშვობიდანვე აფუჭებენ თავიანთ ნაშიერებს, ყველა სურ-
ვილს უსრულებენ. ყრმობისას რომ დაეცლია ვიქტორისთვის თე-
ითონვე გამოხსნილიყო ყოველგვარი ხათაბალიდან, მისგან შეიძლე-
ბა კაცი დამდგარიყო. ნუ მეკამათები, აირის, საღამომდე რამეს მოვი-
ფიქრებ. რომ ლუცილამ მშვიდად დაიძინოს. უკიდურეს შემთხვევაში,
თან წავიყვანოთ იგი.
‒ ო, არა, მას ეჯავრება რესტორნები. საბრალოს იქ მუდამ ეთვლი-
მება ხოლმე. შეხუთულსა და თამბაქოს ბოლით გაჟღენთილ ჰაერს მა-
მიდა ასთმის შეტევამდე მიჰყავს.
– ვიცი, მე ვიხუმრე. მიდი მასთან და დაამშვიდე, აირის. უთხარი,
რომ ყველაფერი მოგვარდება.

115
ჯორჯმა კარებისკენ გასწია, აირისი კი სასადილოში შებრუნდა. ამ
დროს ტელეფონმა დარეკა და ქალიშვილი აპარატთან მივიდა.
– ალო! ვინ არის? – მის ფერმკრთალ, სასომიხდილ სახეზე უეც-
რად სიამოვნება გამოისახა. – ენტონი!
‒ მე გახლავარ. გუშინ გირეკავდი, მაგრამ ვერაფრით მოგაწვდინე
ხმა. გამოტყდი, ეს შენ მოუქონე თავი ჯორჯს?
– არ მესმის, რას ამბობ.
– წარმოიდგინე, ჯორჯი დაჟინებით მეპატიჟება ამ საღამოს რაღაც
წვეულებაზე. ეს სრულიად არ ჰგავს მის ჩვეულ პოზას -- „ხელები შო-
რს ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ქალიშვილისგან!“ ისე დაბე-
ჯითებით მთხოვა, რომ უარი ვერ ვუთხარი. ვიფიქრე, ყოველივე ეს შე-
ნი ტაქტიკური სვლების შედეგი ხომ არ არის-მეთქი.
– არა, არა.. მე საამისოდ არაფერი მომიმოქმედია.
‒ მაშ, მან თვითონ შეიცვალა გუნება?
‒ არც მაინცდამაინც... ეს სულ სხვა რამაა..,
– ალო! სად გაუჩინარდი?
‒ არა, აქა ვარ...
‒ შენ რაღაც თქვი. რაშია საქმე, ძვირფასო? ტელეფონში მეს-
მის,რომ ოხრავ, რამე ხომ არ მომხდარა?
– არა, არაფერი. ხვალ გამოვსწორდები, ხვალ ყველაფერი კარ-
გად იქნება.
‒ რა შესაშური რწმენაა? ის კი არ გაგიგონია, რომ ამბობენ, ხვა-
ლინდელი დღე არასდროს დგებაო.
–არ დგება...
‒ აირის, მაინც რა ხდება?
‒ არა, არაფერი, არ შემიძლია, ახლა გითხრა. პირობა მაქვს მიცე-
მული, გესმის?
‒ მაინც მითხარი, ჩემო სიხარულო! .
‒ არა, მართლა არ შემიძლია, ენტონი, იქნებ შენ მითხრა რამე.
– თუკი შემიძლია...
– გიყვარდა თუ არა როდისმე როზმარი?
მცირე დუმილის შემდეგ სიცილი გაისმა.

116
– აი, რაში ყოფილა საქმე! ჰო, აირის, თავიდან ოდნავ შეყვარებუ-
ლი ვიყავი. ხომ იცი, როგორი ჯადო ჰქონდა! მაგრამ ერთხელ, როცა
მას ვესაუბრებოდი, დაგინახე, როგორ ჩამოდიოდი კიბეზე და იმ წამ-
სვე ყველაფერი დამთავრდა, როზმარისადმი აღტაცება ქარმა წაიღო.
შენ ერთადერთი დამრჩი ამქვეყნად, აი, სულ ეს არის მთელი სიმარ-
თლე... გულთან ახლოს ნუ მიიტან ამ ამბავს, რომეოსაც ხომ ჰყავდა
როზალინდა, სანამ ჯულიეტა დაიპყრობდა მის გულს.
– გმადლობთ, ენტონი! მოხარული ვარ.
– მაშ, საღამოს შევხვდებით ერთმანეთს. შენი დაბადების დღეა,
არა?
‒ სინამდვილეში, დაბადების დღე ერთი კვირის შემდეგ მაქვს,
მაგრამ შეკრების საბაბი ეს არის,
‒ რაღაც დიდ აღტაცებას ვერ გატყობ,
‒ არც ვარ აღტაცებული.
‒ ვფიქრობ, ჯორჯმა იცის, რას აკეთებს, მაგრამ მე უცნაურად მე-
ჩვენება აზრი – თავი მოვიყაროთ იქ, სადაც...
– ო, მე მას შემდეგ რამდენჯერმე ვიყავი „ლუქსემბურგში“.. როზ-
მარის ამბის შემდეგ... გარწმუნებ, საშიში არაფერია.
– დაე, ასე იყოს. მე საჩუქარი მოგიმზადე, აირის, იმედია, მოგეწო-
ნება, Au revoir ‒ ენტონიმ ყურმილი დაკიდა, აირისი კი ლუცილას
მიუბრუნდა, რათა ეკამათა, დაერწმუნებინა, დაემშვიდებინა.
ჯორჯმა ოფისში დაბრუნებისთანავე მოიხმო რუთ ლესინგი. ელე-
განტურ კოსტუმში გამოწყობილი მშვიდი, მომღიმარე ქალი რომ და-
ინახა,დაძაბულობა შეუნელდა,
– დილა მშვიდობისა,
– დილა მშვიდობისი, რუთ. კვლავ უსიამოვნება გველის. აბა, ამას.
დახედეთ.
ქალმა გამოწვდილი დეპეშა ჩამოართვა.
– კვლავ ვიქტორ დრეიკი!
– დიახ, ჯანდაბას მისი თავი!
რუთი დადუმდა, დეპეშას ხელში ატრიალებდა. „თქვენ იმ ქალთაგა-
ნი ხართ, რომლებსაც შეფის ცოლობაზე უჭირავთ თვალები,ნათლად

117
გაახსენდა უცებ მისი სიტყვები. „თითქოს გუშინ იყო“, –– გაიფიქრა
რუთმა, ჯორჯის ხმამ გამოაფხიზლა.
– დაახლოებით ერთი წლის წინ მოვიცილეთ თავიდან არა?
ქალი დაფიქრდა.
‒ მართლაც, ეს 27 ოქტომბერს მოხდა.
– რა საოცარი მეხსიერება გაქვთ!
რუთმა გაიფიქრა, რომ უფრო მყარი საფუძველი ჰქონდა დაეხსო-
მებინა ეს დღე, ვიდრე ჯორჯს ჰგონია. მას გაახსენდა როზმარის უდარ-
დელი ხმა ტელეფონში და შეგრძნება, რომ სძულს თავისი შეფის მე-
უღლე.
– ვფიქრობ, ბედი გეწყალობა, რომ ის ამდენ ხანს არ გამოჩენილ,
აქ. თუმცა სამი თვის წინ ორმოცდაარი ფუნტის გაგზავნა მოგვიხდა
მისთვის.
– ახლა სამასი ფუნტი საკმაოდ დიდი თანხაა,
– დიახ, მაგრამ ის მათ არ მიიღებს, კიდევ მოგვიხდება ცნობების
შეგროვება.
‒ მისტერ ოგილვის დავუკავშირდები.
ალექსანდრ ოგილვი, მათი აგენტი ბუენოს-აირესში, ჭკვიანი,
პრაქტიკული შოტლანდიელი გახლდათ.
– დიახ, ახლავე დაურეკეთ. ვიქტორის დედა ჩვეულებისამებრ
აფორიაქებულია. ნამდვილი ისტერიული მდგომარეობა აქვს, რამაც
ამ საღამოს შეიძლება საქმე გაგვირთულოს.
–გსურთ, რომ მასთან დავრჩე?
– არა, – კატეგორიულად უარყო ეს აზრი ჯორჯმა, – რა თქმა უნ-
და, არა. თქვენ ჩვენთან უნდა იყოთ. მე თქვენ მჭირდებით, რუთ, – მან
ხელი ხელზე დაადო. – თქვენ ისეთი კეთილი ხართ.
– სულაც არა ვარ კეთილი, – ქალმა გაიღიმა და განაგრძო:– განა
არ აჯობებს, ტელეფონით დავუკავშირდეთ მისტერ ოგილვის? საღა-
მოს ყველაფერი გვეცოდინებოდა.
‒ კარგი აზრია.
‒ მაშ. ახლავე შევუდგები საქმეს.

118
ქალმა რბილი მოძრაობით ხელი გამოითავისუფლა და ოთახიდან
გავიდა, ჯორჯი საქმეებს ჩაუკირკიტდა.
პირველის ნახევარზე იგი გამოვიდა კანტორიდან და დაიქირავა
ტაქსი რესტორან „ლუქსემბურგამდე".
ჩარლზი, ცნობილი მეტროდოტელი თბილი ღიმილითა და ოდნავ
თავის დახრით შეეგება მას.
– დილა მშვიდობისა, მისტერ ბარტონ!
– დილა მშვიდობისა, ჩარლზ. საღამოსთვის ყველაფერი მზადაა?
‒ ვფიქრობ, რომ კმაყოფილი დარჩებით, სერ.
– ხომ იგივე მაგიდაა?
– თაღებიანი დარბაზის შუაში არა?
– დიახ, ისიც თუ გავითვალისწინეთ, რომ მაგიდები ერთმანეთთან
ძალიან მჭიდროდ არ უნდა იდგნენ?
‒ ყველაფერი შესრულებულია.
– მოიტანეთ... როზმარინი?
– დიახ, მისტერ ბარტონ, მაგრამ ვშიშობ, რომ იგი ზედმეტად
დეკორაციულია ხომ არ აჯობებდა, ცოტა წითელი კენკრა დაგვემატე-
ბინა ან ქრიზანთემები?
– არა, არა, საკმარისია მხოლოდ როზმარინი.
– ძალიან კარგი, სერ. მენიუს გადათვალიერება ხომ არ გსურთ?
ჰეი,ჯუზეპე!
ჩარლზმა თითები გაატკაცუნა და მის წინ წამსვე წარდგა პატარა
მომღიმარე იტალიული.
‒ მენიუ მისტერ ბარტონისთვისI
მოართვეს მენიუ.
ლოკოკინები, ბულიონი, თევზი ლუქსემბურგულად, შოტლანდიუ-
რი მწყრები, ქათმის ღვიძლი ბეკონითურთ.
ჯორჯმა გულგრილად ჩაიკითხა ეს სია.
‒ დიახ, დიახ, შესანიშნავია, – მან მენიუ დააბრუნა და შეტრიალ-
და. ჩარლზმა კარებამდე მიაცილა და ხმადაბლა უთხრა:
‒ ნება მიბოძეთ, მადლობა მოგახსენოთ, მისტერ ბარტონ, იმის
გამო, რომ... ჰმ... რომ კვლავ პატივი დაგვდეთ...

119
ჯორჯს სახეზე გამყინავი ღიმილი გამოესახა.
‒ წარსული უნდა დავივიწყოთ – თქვა მან. – ჩვენ ხომ აწმყოში
ვცხოვრობთ.
‒მართალია, მისტერ ბარტონ, რომ იცოდეთ, როგორი შეშფოთე-
ბულნი და თავზარდაცემულნი ვიყავით მაშინ ყველანი.. ვიმედოვნებ,
დარწმუნებული ვარ, რომ მადმუაზელი თავისი დაბადების დღით კმა-
ყოფილი დარჩება. ყველაფერს უმაღლეს დონეზე გავაკეთებთ.
ჩარლზმა მდაბლად თავი დაუკრა და განზე გადგა, მერე კი მყისვე
ჭრიჭინობელას სისწრაფით თავს დაესხა ოფიციანტს, რომელმაც
სუფრის გაწყობისას რაღაც მცირე შეცდომა დაუშვა.
ქუჩაში რომ გამოვიდა, ჯორჯს ბაგეებზე კვლავ ის გამყინავი ღი-
მილი დასთამაშებდა. იმდენად გრძნობიერი კაცი არ იყო, რომ „ლუქ-
სემბურგის“ მიმართ რაიმე განსაკუთრებული სიმპათია ჰქონოდა,
მაგრამ, ცხადია, „ლუქსემბურგს“ არავითარი ბრალი არ მიუძღოდა
იმაში, რომ მაინცდამაინც იქ გადაწყვიტა როზმარიმ სიცოცხლის მოს-
წრაფება ან ვიღაცამ მისი მოკვლა, როგორც ფანატიკოს კაცს შეჰფე-
რის, ჯორჯი ელოლიავებოდა აზრს, რომელსაც მთელი მისი არსება
მოეცვა.
მან კლუბში ისაუზმა და შემდეგ დირექტორების თათბირზე წავი-
და. გზად ტელეფონის ჯიხურში შეიარა და მეიდა ვეილს დაურეკა. ჯი-
ხურიდან რომ გამოვიდა, შვებით ამოისუნთქა ყველაფერი მისი ჩანა-
ფიქრის თანახმად მიმდინარეობდა.
ჯორჯი კანტორაში დაბრუნდა. რუთი მყისვე მის წინ გაჩნდა.
–ვიქტორ დრეიკზე უნდა მოგახსენოთ.
– გისმენთ.
– ვშიშობ, რომ საქმე ცუდადაა, მოსალოდნელია სასამართლო
პროცესი. იგი კარგა ხნის განმავლობაში იჯიბავდა ერთი ფირმის
ფულს.
– ეს ოგილვიმ გითხრათ?
– დიახ. დილით დავუკავშირდი მას, ათ წუთის წინ კი თვითონ
დარეკა. მითხრა, რომ ვიქტორს ფრიად თავხედურად უჭირავს თავი.
–მას ეს ეხერხება.

120
– ფულს თუ დააბრუნებს, საქმის მიჩქმალვას ჰპირდებიან.
მისტერ ოგილვი ფირმის მთავარ პარტნიორს შეხვდა და,მგონი,
ყველაფერი მოაგვარა, სადავო თანხა ასსამოცდახუთ ფუნტს შეად-
გენს.
– ამგვარად, მაესტრო ვიქტორი აპირებდა ასოცდათხუთმეტი ფუნ-
ტი ჯიბეში ჩაედო.
‒ ვშიშობ, რომ ასეა.
– ძალიან კარგი. მაშ, ჩვენ ამ თანხას გამოვუქვითავთ, ‒ კმაყოფი-
ლი ღიმილით თქვა ჯორჯმა.
‒ მისტერ ოგილვის ვთხოვე, ყველაფერი მოაგვაროს ხომ სწორად
მოვიქეცი?
– პირადად მე ნასიამოვნები ვიქნებოდი, თუ ამ თაღლითს ციხეში
ჩააგდებდნენ, მაგრამ დედამისსაც ხომ უნდა გავუწიოთ ანგარიში.
საბრალო ბებრუხანა სულელია, მაგრამ მაინც ახლობელია. და აი,
მაესტრო ვიქტორი იგებს, როგორც ყოველთვის,
– რა კარგი ხართ, – უთხრა რუთმა,
– მე?
– ვფიქრობ, რომ მთელ ქვეყანაზე საუკეთესო ადამიანი ხართ.
ჯორჯს თან ეუხერხულა და თან ესიამოვნა ნათქვამი. ქალის ხელს
დასწვდა და ნაზად აკოცა.
– ძვირფასო რუთ! ჩემო საუკეთესო და უერთგულესო მეგობარო
რა მეშველებოდა უთქვენოდ?
ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იდგნენ.
„მე შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი მასთან, – გაიფიქრა ქალ-
მა. –მე შემეძლო გამებედნიერებინა ის, თუ არ...“
ჯორჯმა კი გაიფიქრა:. „ხომ არ მივდიო რეისის რჩევას? ხომ არ მი-
ვაფურთხო ყველაფერს და ბედნიერად ვიგრძნო თავი? განა ეს საუკე-
თესო გამოსავალი არ იქნება?”
მაგრამ ყოყმანი წამიერი იყო, თითქოს ფრთები დააქნია და თავზე
გადაუფრინა. ჯორჯი მიუბრუნდა რუთს და უთხრა:
‒ მაშ, ათის ნახევარზე „ლუქსემბურგში“.

121
თავი მეექვსე

ყველანი გამოცხადდნენ.
ჯორჯმა შვებით ამოისუნთქა. ძალიან ეშინოდა, რომ უკანასკნელ
წუთს ვინმეს თავი არ დაეძვრინა, მაგრამ ყველანი აქ იყვნენ: სტივენ
ფარადეი – მაღალი და ამპარტავანი, ოდნავ პომპეზური მანერების
მქონე, სანდრა ფარადეი – შავი ხავერდის კაბაში გამოწყობილი,
ზურმუხტის მძივასხმული. ეს ქალი უეჭველად საუკეთესოდ იყო აღ-
ზრდილი. თავი საუცხოოდ ეკავა, ოღონდ ჩვეულებრივზე ოდნავ უფ-
რო დამტკბარი ჩანდა. აი რუთიც – შავკაბიანი, ოღონდ უსამკაულოდ,
თუ ძვირფას საყურეებს არ ჩავთვლით. შავი სწორი თმა ლამაზად აქვს
დავარცხნილი, შვენის თოვლივით თეთრი ხელები და მაღალი ყელი,
სხვა ქალებისაგან გამოირჩევა რუთი: იძულებულია იმუშაოს, მას
სხვებივით მზეზე ნებივრობისა და გარუჯვის საშუალება არა აქვს.
ჯორჯისა და მისი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და ქალმა გამამხნე-
ვებლად გაუღიმა. ჯორჯს გულმა რეჩხი უყო.
რა ერთგულია რუთი! მის გვერდით აირისია, უჩვეულოდ გაყუჩე-
ბული, იგი ერთადერთი გამოხატავს შეშფოთებას ამ არაჩვეულებრი-
ვი შეკრების გამო. ფერმიხდილია, მაგრამ ეს უხდება კიდეც, უფრო
ამაღლებულ იერს აძლევს. მას ახლად ამწვანებული ფოთლების ფე-
რი უბრალო გრძელი კაბა აცვია.
ბოლოს ენტონი ბრაუნიც გამოჩნდა და ჯორჯს მოეჩვენა, რომ მისი
სიარული რაღაცით აგონებდა რომელიღაც მტაცებელი მხეცის ‒ ავა-
ზისა თუ ლეოპარდის რბილ, შემპარავ ნაბიჯებს.
ყველანი მოგროვდნენ და ჯორჯის დაგებულ მახეში მოექცნენ.
დადგა თამაშის დაწყების დრო...
მიირთვეს კოქტეილი, შემდეგ წამოდგნენ და დიდი თაღის ქვეშ
გავლით დარბაზში შევიდნენ. იქ წყვილები ცეკვავდნენ, ზანგების
ანსამბლი უკრავდა, დაფაცურობდნენ ოფიციანტები.
ჩარლზი მიეახლათ და ღიმილით სუფრისკენ წაუძღვა. იგი რესტო

122
რნის ბოლოს იყო, ლამაზ თაღებიან დარბაზში, აქ სულ სამი მაგიდა
იდგა, შუაში‒ერთი დიდი და აქეთ-იქიდან ორი პატარა, თითოეული ‒
ორ-ორი სტუმრისთვის გამიზნული. ერთ მათგანს ყვითელკანიანი უც-
ხოელი და თვალისმომჭრელად ლამაზი ქერა ქალი უსხდნენ, მეორეს
კი გამხდარი ყმაწვილი ქალიშვილთან ერთად. შუა მაგიდა ბარტონის
სტუმრებისთვის იყო დატოვებული.
ჯორჯი, მასპინძლის კვალობაზე, სტუმრებს ადგილებს უნაწილებ-
და:– სანდრა, თქვენ აქ დაბრძანდით, ჩემს მარჯვნივ, ბრაუნი კი
თქვენს გვერდით მოთავსდეს, აირის, ძვირფასო, ეს შენი საზეიმო
დღეა, ჩემს გვერდით უნდა დაჯდე, მარცხნიდან კი თქვენ დაუმშვენეთ
მხარი, ფარადეი. შემდეგ თქვენ, რუთ...
იგი დადუმდა, რუთსა და ენტონის შორის თავისუფალი სავარძე-
ლი აღმოჩნდა. სუფრა შვიდი კაცისთვის იყო გაწყობილი.
– ჩემი მეგობარი რეისი მოგვიანებით მოვა. მთხოვა, არ დაველო-
დოთ მას, მერე შემოგვიერთდება, მსურდა თქვენი თავი გამეცნო მის-
თვის, შესანიშნავი კაცია, თითქმის მთელი ქვეყნიერება აქვს მოვლი-
ლი და ბევრი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია.
აირისმა გაღიზიანება იგრძნო, როდესაც თავისი ადგილი დაიკავა.
ჯორჯმა განგებ დააშორა ის ენტონის. განა არ აჯობებდა, მის ნაცვლად
თავისი შეფის გვერდით რუთი მჯდარიყო! მაშასადამე, ჯორჯს წინან-
დებურად არ უყვარს ენტონი და არ ენდობა მას.
აირისმა შეფარვით შეავლო თვალი ენტონის. იგი მოღუშული იყო.
ქალიშვილს არ უყურებდა. თავის გვერდით მდგომ ცარიელ სავარ-
ძელს დახედა და თქვა:
– სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთი მამაკაცი დაგიპატიჟებიათ, ბარ-
ტონ. მე შეიძლება ადრე მომიხდეს წასვლა, გადაუდებელი საქმეა.
შემთხვევით შევხვდი აქ ერთ ნაცნობს.
‒ საქმიანი შეხვედრა თავისუფალ დროს? ‒ გაეღიმა ჯორჯს. ‒
თქვენ მეტად ახალგაზრდა ხართ ამისთვის, ბრაუნ. ისე კი, მე არასო-
დეს ვიცოდი, რა საქმიანობას ეწევით.
ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. ბოლოს ენტონიმ ცივად მი-
უგო:– დანაშაულობათა ორგანიზებას ვახდენ, ბარტონ. ჩვეულებრივ

123
ასე ვუპასუხებ ხოლმე, როდესაც შემეკითხებიან. ვაწყობ ყაჩაღურ
თავდასხმებს, ვამზადებ ქურდულ ოპერაციებს, ამის გამო ბვრ ხალ-
ხთან მიხდება შეხვედრა და მოლაპარაკება,
სანდრამ გადაიხარხარა.
‒ თქვენ იარაღის წარმოებასთან გაქვთ საქმე, არა, მისტერ ბრა-
უნ? ჩვენს დროში იარაღის მწარმოებლები მართლაც ყველაზე საშიში
დამნაშავენი არიან.
აირისმა ენტონის გამოხედვაში დაძაბულობა დაიჭირა.
‒ ნუ გამცემთ, ლედი ალექსანდრა, – ხუმრობით შეეპასუხა იგი. –
–ეს სრულიად საიდუმლო საქმეა. ქვეყანა უცხოელი ჯაშუშებითაა
სავსე.თავქარიანები ნუ ვიქნებით.
ენტონიმ მოჩვენებითი სერიოზულობით გადაიქნია თავი.
ამ დროს ოფიციანტი მიეახლათ და ლოკოკინებისგან დამზადებუ-
ლი კერძები აალაგა. სტივენი შეეკითხა აირისს, ცეკვას ხომ არ ისურ-
ვებდა. მალე ყველანი ცეკვავდნენ. დაძაბულობა მოიხსნა.
როცა ენტონისთან ცეკვამ მოუწია, აირისმა უთხრა:– ჯორჯი საძაგ-
ლად მოიქცა, ერთად დასხდომის საშუალება რომ არ მოგვცა.
– მე კი მადლობელი ვარ. შენს პირდაპირ ვზივარ და შემიძლია
მთელი საღამო თვალი არ მოგაცილო.
– მართლა ადრე აპირებ წასვლას?
– უნდა წავიდე... – უეცრად მან ჰკითხა: – შენ იცოდი, რომ პოლ-
კოვნიკი რეისი უნდა მოსულიყო?
‒ წარმოდგენაც არ მქონდა.
‒ მაშინ ეს ძალიან გასაკვირია.
‒ შენ მას იცნობ? ჰო, მგონი, ამ დღეებში მითხარი, რომ იცნობ. თუ
იცი, რა ჯურის კაცია?
– დანამდვილებით არავინ იცის.
ისინი სუფრას დაუბრუნდნენ. წვეულება გაგრძელდა. ერთხანს გა-
ფანტული დაძაბულობა კვლავ ჩამოწვა. თანამეინახენი თითქოს რა-
ღაცას ელოდნენ, მხოლოდ მასპინძელი იყო უდარდელი და მხიარუ-
ლი,აირისმა თვალი შეასწრო, რომ მან საათს დახედა.

124
უეცრად დოლის ხმა გაისმა, შუქი მიიბნიდა, მხოლოდ სცენა იყო
განათებული. სტუმრებმა სავარძლები უკან ან გვერდზე გასწიეს. სამი
ვაჟი და სამი ქალიშვილი ცეკვა-ცეკვით გამოვიდა სასცენო მოედან-
ზე. მათ თან ახლდათ კაცი, რომელსაც შეეძლო სხვადასხვაგვარი
ბგერები გამოეცა – მატარებლის, ორთქლის ძრავის, თვითმფრინა-
ვის, საკერავი მანქანის ხმებისთვის და ძროხის ზმუილისთვის მიება-
ძა. მან ტაში დაიმსახურა. შემდეგ ლენი და ფლო გამოვიდნენ და შე-
ასრულეს საჩვენებელი ცეკვა, სადაც ტანვარჯიშის ილეთები უფრო
მეტი იყო, ვიდრე საკუთრივ ცეკვისა. აქ კვლავ ტაში მოჰყვა. მერე სცე-
ნაზე გამოჩნღა ანსამბლი „ლუქსემბურგ -ექვსი“ შუქიც აენთო.
ყველამ თვალები აახამხამა.
სუფრას თითქოს მოულოდნელი შვების ტალღამ გადაუარა თავს
ისე გრძნობდნენ, თითქოს თავი დააღწიეს რაღაც საშინელებას, რა-
საც ყველა ქვეცნობიერად ელოდა. მოგონებებით დათრგუნულებს
ეშინოდათ, რომ, როდესაც შუქი აინთებოდა, მაგიდაზე ვინმეს გად-
მომხობილ სხეულს იხილავდნენ. ახლა კი წარსული, რომელიც აწ-
მყოდ ვერ იქცა, გაფერმკრთალდა მოგონებებში.
სანდრა დამშვიდებული მიუბრუნდა ენტონის. სტივენმა შეამჩნია,
როგორ მიიზიდეს ერთმანეთი აირისმა და რუთმა. მხოლოდ ჯორჯი
იჯდა უძრავად და ცარიელ სავარძელს თვალს არ აშორებდა. წუთი-
წუთზე ვიღაც უნდა მოსულიყო და დაეკავებინა ეს სავარძელი...
აირისმა ხელი ჰკრა ჯორჯს და გაოგნებიდან გამოიყვანა.
‒ გამოფხიზლდი, ჯორჯ! წამო, ვიცეკვოთ. ამ საღამოს ჯერ არ ცეკ-
ვია ჩემთან.
იგი წამოდგა და გაღიმებულმა ზეასწია ჭიქა.
‒ ჯერ დავლიოთ სადღეგრძელო ახალგაზრდა ქალისა, ვის დაბა-
დე ბის დღესაც ვდღესასწაულობთ, აირის მარლო, დაე, არასდროს
არაფერმა ჩრდილი არ მიაყენოს შენს სიცოცხლეს.
ყველამ მხიარულად შესვა სადღეგრძელო, მერე კი დაწყვილდნენ
და საცეკვაოდ გასწიეს. ცეკვავდნენ აირისი და ჯორჯი, სტივენი და რუ-
თი, ენტონი და სანდრა. უკრავდა შესანიშნავი ჯაზი.
სიცილითა და საუბრით ერთად დაუბრუნდნენ სუფრას. დასხდნენ.

125
უეცრად ჯორჯი წინ წამოიწია:‒მინდოდა ერთი რამ მეთხოვა
თქვენთვის. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ აქ ვიყავით წვეულე-
ბაზე, რომელიც ტრაგიკულად დამთავრდა. მოგონებებით თავს არ შე-
გაწყენთ, მაგრამ არ მსურს, რომ როზმარის სახელი დავიწყებას მი-
ეცეს. გთხოვთ, მისი ხსოვნის პატივსაცემად შევსვათ როზმარის შე-
სანდობარი.
მან ჭიქა ასწია და სხვებმაც მორჩილად მიჰბაძეს. ყველას სახეზე
ზრდილობიანი თანხმობა ირეკლებოდა.
– როზმარის მოსახსენებლად! – თქვა ჯორჯმა.
ჭიქები ბაგესთან მიიტანეს და შესვეს.
წამიც და ჯორჯი წინ გადმოქანდა, სავარძელში ჩაეშვა, დაკრუნ-
ჩხული ხელები ყელთან მიიტანა და სახე გაულურჯდა.
სასიკვდილო აგონია წუთნახევარს გაგრძელდა.

126
წიგნი მესამე

აირისი

„მეგონა, სიკვდილს მოაქვს სიმშვიდე.


მაგრამ ამაო არის ეს ფიქრი...“

თავი პირველი

პოლკოვნიკმა რეისმა ნიუ სკოტლანდ იარდის კარი შეაღო. შეთა-


ვაზებული ფურცლები შეავსო და რამდენიმე წუთში ხელს ართმევდა
უფროს ინსპექტორ კემპს მისსავე კაბინეტში.
ისინი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. კემპი უკვე აღარ ჰგავდა
ბრძოლებში გამობრძმედილ ვეტერანს. მართლაც, მას შემდეგ, რაც
ისინი ერთად მსახურობდნენ ბათლში, ბევრი დრო გავიდა და ამ ხნის
განმავლობაში ინსპექტორს ჭარმაგი ადამიანებისათვის დამახასია-
თებელი მრავალი წვრილმანი თვისება ჰქონდა შეძენილი, მას ადრეც
უყვარდა ხის მოჩუქურთმება, მაგრამ თუ ბათლში სამსახურის დროს
საამისოდ რცხილისა და მუხის მასალას იყენებდა, ამჟამად აშკარად
უფრო მდიდრულ ჯიშებს, ‒ ვთქვათ, წითელ ხეს – ანიჭებდა, უპირა-
ტესობას.
‒ კარგია, რომ დაგვიკავშირდით, პოლკოგნიკო, – უთხრა კემპმა,
–ამ საქმეში არსებითი დახმარების გაწევა შეგვიძლია.
‒ როგორც ჩანს, საქმე საიმედო ხელში მოხვდა, – მიუგო რეისმა.
კემპი არ შეჰკამათებია. დაეთანხმა, რომ მათ ხელში მართლაც
უაღრესად დელიკატური, საკმაოდ გახმაურებული და დიდი საზოგა-
დოებრივი მნიშვნელობის მქონე საქმეები ხვდება, მან დინჯად თქვა:

127
– ამ საქმეში მინისტრ-კოორდინატორია გარეული. წარმოგიდ-
გენიათ, რა დიდი სიფრთხილე გვმართებს მისი გახსნისას?
რეისმა თავი დაუქნია. იგი მრავალჯერ შეხვედროდა ლედი ალექ-
სანდრა ფარადეის, სრულიად წარმოუდგენელი იყო, რომ ეს ჭკვიანი,
ღირსებით აღსავსე მანდილოსანი რაიმე სკანდალურ ამბავში ყოფი-
ლიყო გარეული. პოლკოვნიკს ქალბატონის საჯარო გამოსვლებიც
ჰქონდა მოსმენილი. ბრწყინვალეაო, ვერ იტყოდი მათზე, მაგრამ ყო-
ველი მისი სიტყვა ნათელი და დასაბუთებული იყო. ჩანდა, რომ ლედი
ალექსანდრა სათანადოდ ერკვეოდა საკითხებში და გადმოცემის
კარგი უნარიც ჰქონდა.
იგი ერთ-ერთი იმ ქალთაგანი იყო, ვისი საზოგადოებრივი ცხოვ-
რებაც მთლიანად აისახება ხოლმე გაზეთის ფურცლებზე, პირადი
ცხოვრება კი თითქმის არა აქვთ ან საოჯახო ურთიერთობების გარეშე
თვალისათვის მიუწვდომელ წიაღში იჩქმალება.
„და მაინც, – ფიქრობდა რეისი, – ამ ქალებს არ შეიძლება არ გა-
აჩნდეთ პირადი ცხოვრება. მათთვისაც ცნობილია სიყვარული, ეჭვია-
ნობა,სასოწარკვეთილება, ვნებით შეპყრობილებს შესაძლოა თავგზა
აებნეთ და სარისკო მდგომარეობაში ჩაიგდონ თავი“,
‒ თქვენ ფიქრობთ, რომ საქმეში იმ ქალბატონის ხელი ურევია? –
დაფიქრებით შეეკითხა იგი ინსპექტორს.
– ლედი ალექსანდრასი? თქვენ კი როგორ ფიქრობთ, სერ?
– არ ვიცი. მაგრამ მგონია, რომ მას შეეძლო ჩაედინა ეს, ანდა მის
მეუღლეს, მის კალთას შეფარებულ მინისტრ-კოორდინატორს.
მთავარმა ინსპექტორმა მშვიდი ზღვისფერი თვალები გაუსწორა
პოლკოვნიკის შავ თვალებს.
– თუ რომელიმე მათგანმა მკვლელობა ჩაიდინა, ყოველ ღონეს
მოვიხმართ იმისთვის, რომ მათ პასუხი მოვთხოვოთ. თქვენ ეს იცით,
ჩვენს ქვეყანაში მკვლელებისა არ ეშინიათ და არც არავინ აფარებს
მათ თავზე ხელს. მაგრამ აუცილებელია დარწმუნებულნი ვიყოთ და-
ნაშაულში უტყუარი საბუთები გვქონდეს, – ასეთია კანონის მოთხოვ-
ნა.
რეისმა თავი დაუქნია და უთხრა:

128
‒ მოდით, ვცადოთ გავერკვეთ.
– ჯორჯ ბარტონი ციანიდით მოიწამლა, ისევე როგორც მისი მეუღ-
ლე ერთი წლის წინ. თქვენ თქვით, რომ რესტორანში ბრძანდებო-
დით?
‒ დიახ. ბარტონმა მთხოვა დავსწრებოდი მის წვეულებას, მაგრამ
მე უარი ვუთხარი. არ მომწონდა, რის გაკეთებასაც აპირებდა. მისი
ცდის წინააღმდეგი ვიყავი და ვეუბნებოდი, რომ თუ რაიმე ეჭვი აქვს
მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სჯობს მცოდნე ხალხს
ესე იგი პოლიციას, მიმართოს.
– ასეც უნდა მოქცეულიყო, – დაეთანხშა კემპი.
– ამის ნაცვლად იგი საკუთარ უცნაურ იდეას ელოლიავებოდა,
მკვლელისთვის მახის დაგება სურდა. არ აუხსნია, რა მახე უნდა ყო-
ფილიყო. მაინც მისმა საუბარმა იმდენად შემაშფოთა, რომ წუხელ სა-
ღამოს „ლუქსემბურგს“ ვეწვიე ერთადერთი მიზნით – ჩემი თვალით
მენახა, რა მოხდებოდა, ჩემი მაგიდა მათგან საკმაოდ მოშორებით
იდგა, არ მსურდა, ჩემი იქ ყოფნა რომ გაეგოთ. თითქოს არაფერი სა-
ეჭვო არ შემიმჩნევია. სუფრასთან არავინ მისულა ოფიციანტებისა და
თანამეინახეების გარდა.
‒ დიახ, – მიუგო კემპმა. – ეს ამცირებს ეჭვმიტანილთა წრეს, სუფ-
რის წევრების გარდა, მხოლოდ ჯუზეპე ბალცანო შეიძლება ვივარა-
უდოთ.
‒ამ დილით გამოვიძახე, – ვიფიქრე, რომ თქვენ მასთან გასაუბ-
რებას ისურვებდით, – მაგრამ მიჭირს დავიჯერო, რომ მას ამ საქმეს-
თან რაიმე კავშირი ჰქონდეს. თითქმის თორმეტი წელია, რაც
„ლუქსემბურგში“ მუშაობს, კარგი რეპუტაცია აქვს, ცოლიანია და სა-
მი შვილი ჰყავს, არავითარი შენიშვნები არ ჰქონია. სჯობს, ისევ კლი-
ენტებს მივხედოთ
– ნება თქვენია.
– იგივე ხალხი იყო დაპატიჟებული, რაც მისის ბარტონის დაღუპ-
ვის დღეს.
– ამით რას გსურთ ხაზი გაუსვათ, კემპ?

129
‒ ვფიქრობ, რომ ეს ორი შემთხვევა მჭიდრო კავშირშია ერთმა-
ნეთთან. მაშინ საქმეს ადამსი იკვლევდა, არ შეიძლებოდა თქმა, რომ
ეს თვითმკვლელობის ტიპიური შემთხვევა იყო, მაგრამ ყველაზე
სავარაუდო ახსნა მაინც ასეთი იყო... თანაც მკვლელობის უშუალო
კვალი არ ჩანდა, ამიტომ იქნა გამოტანილი დასკვნა თვითმკვლელო-
ბის შესახებ. სხვაგვარი დასკვნის საფუძველი არ გვქონია. ხომ იცით,
რომ ჩვენს კართოთეკაში უამრავი ასეთი შემთხვევაა: თვითმკვლე-
ლობა კითხვის ნიშნის ქვეშ. ფართო საზოგადოებას არ ვაცნობთ ამას,
ჩვენ კი არ ვივიწყებთ და განვაგრძობთ ნელ-ნელა საქმის გამოქექ-
ვას. ზოგჯერ ვახერხებთ რაიმე შედეგის მიღწევას, ზოგჯერ კი არა.
კერძოდ, ამ შემთხვევაში არაფერი გამოგვივიდა.
– ჯერჯერობით, ვიღაცამ შეატყობინა მისტერ ბარტონს, რომ მისი
მეუღლე მოკლეს. მარტივი ვარაუდი იყო და, როგორც ხედავთ, მიზა-
ნი მიღწეულ იქნა. არ ვიცი, ვინ დაწერა ეს წერილები, მაგრამ ვფიქ-
რობ, რომ მკვლელმა. იგი მისტერ ბარტონის შეშინებას და თავიდან
მოცილებას აპირებდა. ჩემი აზრით, საქმე სწორედ ასე უნდა ყოფილი-
ყო. მეთანხმებით თუ არა?
– დიახ, თქვენი ეს მსჯელობა სავსებით დამაჯერებელია. ღმერთმა
იცის, რა უნდა ყოფილიყო ეს „მახე“. მე ყურადღება მივაქციე, რომ
სუფრასთან თავისუფალი სავარძელი იდგა. იქნებ, ის რომელიმე მო-
ულოდნელი მოწმისთვის იყო მომზადებული? ყოველ მემთხვევაში,
სავარძელი იქ შემთხვევით არ იდგა. ვფიქრობ, მას უნდა იმდენად შე-
ეშფოთებინა მკვლელი, რომ ამ უკანასკნელს შუიძლება მახის და-
ხურვამდე არც კი დაეცადა.
‒ ამრიგად, –თქვა კემპმა, – ჩვენს ხელთაა ხუთი ეჭვმიტანილი,
დავიწყოთ პირველი ტრაგედიით – მისის ბარტონის დაღუპვით.
‒ ამჯერად დარწმუნებული ხართ, რომ ეს თვითმკვლელობა არ
იყო?
– მეორე მკვლელობა ამას უჭერს მხარს, ნუ დაგვდებთ ბრალს
იმაში, რომ ადრე თვითმკვლელობა უფრო სავარაუდოდ მიგვაჩნდა.
მაშინ საკმაო საფუძველი გვქონდა საამისოდ.
‒ ინფლუენციის შემდგომი დეპრესია?

130
კემპის შეუვალ სახეზე ღიმილი გამოისახა.
– ეს გამოძიების მიერ წამოყენებული ვერსია იყო. ხომ უნდა გაგ-
ვეწია ანგარიში ნათესავებისა და ახლობლების გრძნობებისთვის,
ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ამას გარდა, აღმოვაჩინეთ დაუმთავრებე-
ლი წერილი დისადმი, სადაც ჩამოთვლილი იყო, როგორ უნდა გაენა-
წილებინათ მისი პირადი ნივთები. მაშასადამე, იგი თვითმკვლელო-
ბაზე ფიქრობდა. დეპრესიის ფაქტი აშკარაა; მე ამაში ეჭვი არ შემაქვს.
რა თქმა უნდა, თანავუგრძნობ საბრალო ლედის, მაგრამ ათიდან -
ცხრა შემთხვევაში ქალის თვითმკვლელობა სასიყვარულო ამბებთან
არის ხოლმე დაკავშირებული, მამაკაცები კი ძირითადად ფულის ნაკ-
ლებობის გამო. იკლავენ თავს.
‒ მაშასადაშე, თქვენთვის ცნობილია, რომ მისის ბარტონს საყვ-
არელი ჰყავდა?
– დიახ, ეს მალე დავადგინეთ. ყველაფერი საგულდაგულოდ და-
ფარული იყო, მაგრამ სიმართლის დადგენა მაინც არ გაგვძნელებია.
– ეს სტივენ ფარადეი აყო?
– დიახ, ისინი ერთმანეთა ხვდებოდნენ პატარა ბინაში ირლს ქოუ-
ვეიზე· ეს ექვს თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა. დავუშვათ, რომ ისინი
წაეჩხუბნენ ერთმანეთს ან კაცს იგი მობეზრდა. რაც უნდა იყოს, ის
პირველი ქალი არ არის, რომელმაკ სასოწარკვეთილების წუთში თა-
ვის მოკვლა გადაწყვიტა.
– საჯაროდ, რესტორანში, კალიუმის ციანიდის საშუალებით?
–დიახ, ‒ამით სატრფოზე დრამატიული ეფექტის მოხდენა სურდა
–დაე, უყუროს და დატკბეს! ზოგ ადამიანს წარმოდგენებისადმი მიდ-
რეკილება აქვს. რამდენადაც მე ვიცი, ქალი კი არ უფრთხილდებოდა
მაინცადამაინც საიდუმლოს, მისი გამჟღავნებისა კაცს უფრო ეშინო-
და.
–თუ გაქვთ რაიმე: ცნობა იმის შესახებ, იცოდა თუ არა ეს ამბავი
მისმა ცოლმა?
– ჩვენი მონაცემებით, თითქოს არაფერი იცოდა.
‒ მაგრამ მას შეეძლო სცოდნოდა კიდეც, კეპ! ლედი ფარადეი იმ
ტიპის ქალი არ არის, რომ ყველას გადაუხსნას გული.

131
– შესაძლებელია, ამიტომ ორივე მათგანი უნდა გავითვალისწი-
ნოთ. ქალს შეეძლო ეჭვიანობის გამო ჩაედინა დანაშაული, კაცს კი კა-
რიერის უსაფრთხოების გულისთვის, გაყრა მას ხელს არ აძლევდა,
რადგან ამ პროცესებზე შეიძლებოდა ყველა მათი საიდუმლო
გამომჟღავნებულიყო და ეს არაჩვეულებრივი პროცესი იქნებოდა,
რომელზეც ამოტივტივდებოდა ცნობილი მინისტრ-კოორდინატორ-
თანდაკავშირებული წინააღმდგობანი.
‒ მდივან ქალზე რაღას ფიქრობთ?
–არც ეს შესაძლებლობაა გამორიცხული. როგორც ჩანს, მას ნაზი
გრძნობები ჰქონდა ჯორჯ ბარტონის მიმართ. ისინი ხომ დღის უმეტეს
ნაწილს ერთად ატარებდნენ და ერთურთისადმი გულგრილნი ვერ იქ-
ნებოდნენ. სწორედ გუშინ ერთ–ერთმა ტელეფონისტმა ქალმა მით-
ხრა, რომ ბარტონს რუთის ხელი ეკავა და ეუბნებოდა, უშენოდ სიცოც-
ხლე არ შემიძლიაო. როდესაც მის ლესინგი მოულოდნელად ოთახი-
დან გამოვიდა და თვალი შეასწრო ტელეფონისტ ქალს, მყისვე სამს-
ახურიდან დაითხოვა, წინასწარ გადაუხადა ერთი თვის ფული და უბ-
რძანა გუდა-ნაბადი აიკარიო, ყველაფრიდან ჩანს, რომ გულთან ახ-
ლოს მიიტანა ეს შემთხვევა... ყველა-ყველა და არც ის არის მხედვე-
ლობიდან გასაშვები, რომ მისის ბარტონის დას მემკვიდრეობით დი-
დი თანხა რჩებოდა. მართალია, ის ბავშვია, მაგრამ ეშმაკი ვის არ შე-
აცდენს?! დაბოლოს, მისის ბარტონს კიდევ ერთი მეგობარი ყმაწვი-
ლი ჰყავდა.
– როგორ, თქვენ ესეც იცით?
– ამ მხრივ გულდასაწყვეტად მცირე ცნობები გვაქვს, – ნელა უპა-
სუხა კემპმა. – მაგრამ რაც ვიცით, ეჭვის აღმძვრელია. იგი ამერიკის
ქვეშევრდომია, არავითარი წესი არ დაურღვევია, პასპორტიც წეს-
რიგში აქვს. აქ რომ ჩამოვიდა, სასტუმრო „კლერიჯში“ გაჩერდა და
მოკლე ხანში მოახერხა ლორდ დიუსბერის გაცნობა,
–ვითომ თაღლითია? .
‒ შესაძლოა. ყოველ შემთხვევაში, დიუსბერი ანკესზე წამოეგო და
მას დარჩენა სთხოვა. ასე დაიწყო კრიტიკული სიტუაცია.
‒ საქმე იარაღის წარმოებას ეხება, – თქვა რეისმა, – დიუსბერის

132
ქარხნებში რაღაც შეუსაბამობა გამოვლინდა ახალი ტანკის გამოც-
დის დროს.
– დიახ. ბრაუნმა მას თავი გააცნო, როგორც იარაღის მწარმოებელი
ფირმის წარმომადგენელმა, მაგრამ, როგორც კი დიუსბერის ქარხნე-
ბს გაეკარა, იქ საბოტაჟი დაიწყო, თანაც ზუსტად იმ დროს ბრაუნი დი-
უსბერის მეგობრებს შორის ტრიალებდა· ეძებდა კონტაქტს ყველას-
თან, ვისაც იარაღის დამამზადებელ ფირმებთან რაიმე კავშირი ჰქონ-
და. ბოლოსდაბოლოს, დაიწყო სხვადასხვაგვარი გაუგებრობანი და,
ჩემი აზრით, ეს ბრაუნის მონაწილეობის გარეშე არ მომხდარა. ერთი-
ორჯერ ქარხანაში სერიოზული გაფიცვები ჩატარდა, სწორედ მას შემ-
დეგ, რაც იქ ფეხი მოიკიდა ბრაუნმა
– საინტერესო პიროვნებაა ეს მისტერ ენტონი ბრაუნი?
‒ დიახ, უაღრესად მომხიბლავია და ამას ყოველთვის თავის სა-
სარგებლოდ იყენებს.
‒ მისის ბარტონი რაღასთვის დასჭირდა? ჯორჯ ბარტონს ხომ
იარაღის წარმოებასთან არავითარი კავშირი არა აქვს.
– არა. მაგრამ ბრაუნი საკმაოდ ახლო ურთიერთობაში იყო მის
ცოლთან და ამისგან ხეირსაც ელოდა. ხომ ცნობილია, რომ ლამაზ
ქალს ადვილად შეუძლია ყველაფერი დააფქვევინოს მამაკაცებს.
რეისმა თავი დაუქნია. იგი მიხვდა, რომ მთავარი ინსპექტორის
სიტყვები კონტრდაზვერვის სამმართველოს ეხებოდა, რომელსაც
ერთ დროს თვითონ უწევდა კონტროლს. უტაქტოდ არ მიუჩნევია ისი-
ნი, რადგან თავის შეცდომებზე მინიშნების ცდად არ ჩაუთვლია. წუ-
თიერი დუმილის შემდეგ მან ჰკითხა:
‒ წაკითხული გაქვთ წერილები, რომლებიც ჯორჯ ბარტონმა მი-
იღო?
‒ დიახ, წუხელ ვიპოვეთ მისი მაგიდის უჯრაში, მის მარლომ მომი–
ძებნა.
– იცით, კემპ, მე ამ წერილებმა ძალიან დამაინტერესა, როგორია
ექსპერტის აზრი?
– იაფფასიანი ქაღალდია, ჩვეულებრივი მელანი. თითის ანაბეჭდე-
ბი მხოლოდ ჯორჯ ბარტონს და აირის მარლოს ეკუთვნით. კონვერტზე

133
კი მრავალი ამოუცნობი თითის ანაბეჭდია, მაგრამ ისინი, როგორც
ჩანს, ფოსტის მუშაკებს უნდა ეკუთვნოდეთ. ექსპერტების აზრით, წე-
რილები განათლებული და ჭკუათმყოფელი კაცის დაწერილია.
– განათლებულის? მაშ, ეს მსახური არ იყო?
– როგორც ჩანს, არა.
‒ მაშინ ეს კიდევ უფრო საინტერესოა,
– უთუოდ ვიღაცა რაღაცას ეჭვობდა.
– ოღონდ მას პოლიციისთვის არ მიუმართავს, ვიღაცას სურდა
დაეეჭვებინა ჯორჯი, თვითონ კი ჩრდილში დარჩენილიყო, ეს ძალიან
უცნაურია, კემპ. ხომ არ შეეძლო მას თვითონვე დაეწერა ეს წერილე-
ბი?
– შეეძლო. მაგრამ რისთვის?
‒ რათა თვითმკვლელობა მკვლელობად წარმოედგინა.
– და სტივენ ფარადეი ჯალათად გამოეყვანა? საგულისხმო აზრია,
მაგრამ რამდენი რამ უნდა გაეკეთებინა მას იმაში დასარწმუნებლად,
რომ ყველაფერი მიანიშნებს სტივენ ფარადეიზე, როგორც მკვლელ-
ზე. საქმე ისაა, რომ ჩვენ ხელთ არა გვაქვს არავითარი მამხილებელი
საბუთები ფარადეის წინააღმდეგ.
‒ ციანიდის შესახებ რაღას იტყვით? თუ აღმოჩნდა რაიმე კვალი,
რაში იყო იგი შეფუთული?
– დიახ, მაგიდის ქვეშ პატარა თეთრი პარკი ეგდო. მას შიგნითა
მხრიდან კალიუმის ციანიდის კრისტალები ჰქონდა შერჩენილი. არა-
ვითარი თითის ანაბეჭდები. დეტექტურ მოთხრობაში, რა თქმა უნდა,
პარკი ყველა საჭირო სამხილის შემცველი იქნებოდა, ნეტავ, ამ ღე-
ტექტური ამბების მთხრობელები ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას
ეწეოდნენ, უმალ დარწმუნდებოდნენ, რომ მეტწილად არავითარი
კვალი არ რჩება და არარსებულის მოძიება გვიხდება.
– მახვილგონივრულადაა შენიშნული, – გაეღიმა რეისს. – წუხელ
საღამოსაც არავის არაფერი შეუმჩნევია?
– სწორედ ამის გარკვევას ვცდილობ დღეს. წუხელ საღამოს ყვე-
ლა დამსწრე დავკითხე და დავბრუნდი ელვასტონ სკვერზე მის მარ

134
ლოსთან ერთად. იქ ბარტონის მაგიდა და ქაღალდები დავათვალი-
ერე. დღეს მთელი დღის განმავლობაში მოწმე სუფრის წევრების უფ-
რო დაწვრილებით გამოკითხვას ვაპირებ. უნდა დავკითხო ის პირე-
ბიც, მოშორებით ორ პატარა მაგიდას რომ უსხდნენ, კემპმა რაღაც
ფურცლები გადაშალა.
აი, მათი გვარებიც: ჯერალდ ტოლინტონი – გვარდიის გრენადერი
და სათნო ასული პატრიცია ბრაის-ვუდვორტი, ‒ ახალგაზრდა წყვი-
ლი, საქმრო-საპატარძლო, შემიძლია დაგენაძლევოთ, რომ ისინი
თვალს არ აშორებდნენ ერთმანეთს და გარშემო არაფერს ხედავ-
დნენ, მისტერ პედრო მორალესი ‒ საკმაოდ არასიმპათიური მექსი-
კელი კომივიაჟერი, მთლად გაყვითლებული, თვალის გუგებიც კი
ყვითელი აქვს. მის ქრისტინა შენონი, რომელსაც მუდამ ენა სასაზე
ეკვრის, თუ საუბარი ფულს არ ეხება. მაგრამ ასიდან ერთი შანსი მა-
ინც არის, რომ მათ რაიმე შეამჩნიეს. ყოველი შემთხვევისათვის მათი
სახელები და მისამართები ჩავიწერე, ასე რომ, თუ დაგვჭირდა, გამო-
ვიძახებთ. ახლა კი ამ საბრალო ჯუზეპეთი დავიწყოთ· ის უკვე აქ
გახლავთ და მყისვე გამოვიძახებ.

135
თავი მეორე

ჯუზეპე ბალცანო შუახნის კაცი იყო, ჭკვიანი მაიმუნის გამომეტყვე-


ლება ჰქონდა. იგი ღელავდა და ეტყობოდა, რომ არც თუ ისე უმიზე-
ზოდ.. ინგლისურად საკმაოდ თავისუფლად ლაპარაკობდა, რადგან
თექვსმეტი წლიდან ამ ქვეყანაში ცხოვრობდა და ცოლიც ინგლისელი
ჰყავდა;
კემპი სიმპათიით ეკიდებოდა მას: ‒ აბა, ჯუზეპე, მოვისმინოთ, რა
აზრისა ხართ ყოველივე ამის შესახებ.
– ძალიან ცუდი ამბავია, განსაკუთრებით ჩემთვის. იმ სუფრას მე
ვემსახურებოდი. ღვინოსაც მე ვასხამდი. ხალხს შეუძლია თქვას, რომ
ჭკუა დავკარგე და ღვინით სავსე ჭიქაში საწამლავი ჩავყარე... ასე არ
არის, მაგრამ ხალხს მაინც შეუძლია თქვას. მისტერ გოლდსტეინმა
უკვე შემომთავაზა ერთი კვირით შვებულების აღება, რომ კლიენტები
არ შემომესიონ და კითხვებით სული არ ამომხადონო. მისტერ გოლ-
დსტეინი სამართლიანი კაცია, იცის, რომ დამნაშავე არ ვარ, იმასაც
მიფასებს, რომ მრავალი წელია მის რესტორანში ვმუშაობ და ამიტომ
სამსახურიდან არ მომხსნის, როგორც სხვა მოიქცეოდა მის ადგილას,
მისტერ ჩარლზიც ყოველთვის კეთილგამწყობილი იყო ჩემდამი და
მაინც ეს უდიდესი უბედურებაა ჩემთვის – ნამდვილად მეშინია. თავს
სულ იმას ვეკითხები, ნუთუ მტრები მყავს-მეთქი.
‒ მერე რა დაასკვენით, – გახევებული ხმით ჰკითხა კემპმა, –
გყავთ?
მაიმუნის სევდიან სიფათზე ღიმილი აღიბეჭდა. ჯუზეპემ ვედრებით
წინ გამოიშვირა ხელები.
‒ მე? საიდან? ქვეყნად არც ერთი მტერიც არა მყავს. კეთილი
მეგობრები კი ბლომად მომეპოვება.
კემპს ჩაეცინა.

136
– დავუბრუნდეთ წუხანდელ საღამოს. გვიამბეთ, რა იცით შამპანუ-
რის შესახებ.
– 1928 წლის გამოშვების „კლიკოს“ სვამდნენ, უნატიფეს და უძ-
ვირფასეს ღვინოს. მისტერ ბარტონს უყვარდა რჩეული საჭმელ-სას-
მელი, მისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდა მიგერთმიათ.
– ადრევე შეუკვეთა ეს ღვინო?
– დიახ. ყველაფერზე ჩარლზთან იყო მოლაპარაკებული·
– რა იცით სუფრასთან თავისუფალი ადგილის შესახებ?
– ამაზეც წინასწარვე მოგველაპარაკა მე და ჩარლზს, გვითხრა,
რომ მოგვიანებით თავისუფალ სავარძელს ახალგაზრდა ლედი და-
იკავებდა.
– ახალგაზრდა ლედი? – რეისმა და კემპმა ერთმანეთს გადახე-
დეს·
‒თქვენ მას იცნობთ?
‒ არა, – თავი გადააქნია ჯუზეპემ‒ არაფერი ვიცი ამის შესახებ·
იგი მოგვიანებით უნდა მოსულიყო ‒ სულ ესაა, რასაც ყური მოვკარი·
– დავუბრუნდეთ ღვინოს. რამდენი ბოთლი იყო?
– ორი გახსნილი და მესამე სათადარიგო, გაუხსნელი. პირველ
ბოთლს სწრაფად მორჩნენ, მეორე ვარიეტეს წარმოდგენის დაწყების
წინ გავუხსენი. ჭიქები შევავსე და ბოთლი იქვე ყინულით სავსე პატა-
რა ვედროში ჩავდგი.
– ხომ არ შეგიმჩნევია, ბოლოს როდის შესვა მისტერ ბარტონმა
თავისი სასმისი?
‒ ნება მიბოძეთ გავიხსენო‒ ვარიეტეს წარმოდგენის დამთავ-
რების შემდეგ ახალგაზრდა ლედის სადღეგრძელო შესვეს. რამდენა-
დაც მე გავიგე, მისი დაბადების დღე იყო. მერე იცეკვეს, ხოლო როდე-
საც დაბრუნდნენ, მისტერ ბარტონმა თავისი სასმისი შესვა და წუთში
ეს საშინელებაც მოხდა. იგი უეცრად გარდაიცვალა.
– როცა ცეკვავდნენ, მაშინ შეავსეთ ჭიქები?
– არა, ბატონო. ჭიქები შევსებული იყო. მადმუაზელის სადღეგ-
რძელო ოდნავ მოსვეს და ღვინო საკმარისი რჩებოდა.
– ვინმე – სულ ერთია, ვინ – თუ მიუახლოვდა მაგიდას, სანამ ისი-

137
ნი ცეკვავდნენ.
‒არავინ მიახლოვებია, სერ. დარწმუნებული ვარ ამაში.
– საცეკვაოდ ყველა ერთდროულად წამოდგა?
– დიახ.
‒ უკანაც ერთდროულად დაბრუნდნენ?
ჯუზეპემ თვალები მოწკურა, ლამობდა გაეხსენებინა.
– ჯერ მისტერ ბარტონი და მადმუაზელი დაბრუნდნენ. ხომ იცით,
მისტერ. ბარტონი მსუქანია და ხანგრძლივი ცეკვა უჭირს, შემდეგ მო-
ვიდნენ ქერა ჯენტლმენი ‒ მისტერ ფარადეი და შავ კაბაში გამოწყო-
ბილი ახალგაზრდა ლედი, ბოლოს კი დაუბრუნდნენ სუფრას ალექ-
სანდრა ფარადეი და შავგვრემანი ჯენტლმენი.
– იცნობთ მისტერ ფარადეისა და ლედი ალექსანდრას?
– დიახ, ხშირად შევხვედრივარ მათ „ლუქსემბურგში“ გამოჩე-
ნილი პიროვნებები არიან.
– ახლა, ჯუზეპე, დაფიქრდით: დაინახავდით თუ არა, რომელიმე
მათგანს მისტერ ბარტონის ჭიქაში რომ რაიმე ჩაეყარა?
‒ დაბეჯითებით ვერ გეტყვით, სერ. ორ სხვა მაგიდასაც ვემსახუ-
რებოდი მათ განყოფილებაში და კიდევ ორს დიდ დარბაზში. თავზე
საყრელი კერძები იყო. საგანგებოდ არ დავკვირვებივარ ბარტონის
სუფრას. ვარიეტეს შემდეგ თითქმის ყველა ცეკვავდა და ამ მონაკვეთ-
ში ვისვენებდი, ცოტა სული მოვითქვი. ამიტომ გითხარით ასე დანამ-
დვილებით, ცეკვის დროს მაგიდას არავინ გაჰკარებია-მეთქი, ხოლო
როგორც კი თავიანთ ადგილებზე დასხდნენ, მყისვე ჩემს საქმეს მივ-
ყავ ხელი და დაკვირვებისათვის აღარ მეცალა.
კემპმა თავი დაუქნია.
– მაგრამ ვფიქრობ, – განაგრძო ჯუზეპემ, – რომ ძნელი იყო ამის
გაკეთება და შეუმჩნევლად დარჩენა. მხოლოდ თვითონ მისტერ ბარ-
ტონს ჰქონდა ამის საშუალება, განა თქვენც ასე არ ფიქრობთ?
მან კითხვით სავსე მზერა მიაპყრო პოლიციელს.
‒ გამოტყდით, ეს თქვენ თვითონ მოიფიქრეთ? – რა თქმა უნდა,
დანამდვილებით არაფერი ვიცი, მაგრამ ვხვდები კი,შარშან, ზუსტად

138
ამ დროს, თავი მოიკლა მშვენიერმა ლედიმ –მისის ბარტონმა. შესაძ-
ლოა, მისტერ ბარტონი ისე ღრმად განიცდიდა ამას, რომ თვითონაც
თავის მოკვლა გადაწყვიტა? ეს ფრიად პოეტური იქნებოდა,რასაკ-
ვირველია, რესტორნისთვის ეს საზიანოა, მაგრამ ჯენტლმენი,
რომელმაც თავის მოკვლა გადაწყვიტა, ასეთ რამეებზე არ ფიქრობს
ხოლმე. ჯუზეპემ მოუთმენელი მზერა შეავლო მის წინ მჯდომ მამაკა-
ცებს. კემპმა თავი გადააქნია.
– ასე მარტივად როდია საქმე, – თქვა მან. მერე კიდევ რამდენი-
მე კითხვა დაუსვა და გაუშვა ჯუზეპე.
როგორც კი კარი მიიხურა, რეისმა თქვა:
– იქნებ ღირდა ამაზე დავფიქრებულიყავით?
– უნუგეშო ქმარი თავს იკლავს ცოლის გარდაცვალების წლის-
თავზე. მართალია, ზუსტი წლისთავი არაა, მაგრამ ეს უკვე წვრილმან-
და.
– ეს ხომ ყველაწმინდის დღე იყო.
– სწორედ ასეა და ეს მოსაზრება შეიძლებოდა საყურადღებო ყო-
ფილიყო, მაგრამ მაშინ როგორ ავხსნათ ანონიმური წურილების წარ-
მოშობა და ის გარემოება, რომ მისტერ ბარტონმა ისინი თქვენ და მი-
სის მარლოს გაჩვენათ?
კემპმა საათს დახედა:– პირველის ნახევარზე მინისტრ-კოორდი-
ნატორის სახლში უნდა ვიყო. ჯერ კიდევ გვრჩება დრო, რომ გავესა-
უბროთ მათ, ვინც მეზობელ მაგიდებს უსხდნენ, ყოველ შემთხვევაში,
რამდენიმე მათგანს მაინც. გამომყვებით, პოლკოვნიკო?

139
თავი მესამე

მისტერ მორალესი ოტელ „რიცში“ იყო გაჩერებული. ამ დილით


იგი საკმაოდ შეუხედავად გამოიყურებოდა: პირგაუპარსავი, თვალებ-
დაწითლებული, ნამთვრალევი.
მისტერ მორალესი ამერიკელი გახლდათ და რაღაც აღუწერელ
ჟარგონზე ლაპარაკობდა. კარგი პროფესიონალური მეხსიერების მი-
უხედავად,მისი მოგონებები წუხანდელ საღამოზე საკმაოდ ბუნდოვა-
ნი იყო.
‒ წავედით კრისისთან ერთად – ამ პაწიამ ქეციც იცის და ქეცმაცუ-
რიც. თქვა, კარგი დუქანიაო. " „ჩემო ოქროს ნატეხო, – ვუთხარი, –
სადაც გსურს, იქ წავიდეთ-მეთქი“. მართლაც, კლასიკური დუქანია,
ვერ შეედავები. შესანიშნავად იციან, როგორ გამოგფატრონ, ყოვე-
ლივე ეს თითქმის ოცდაათი დოლარი დამიჯდა. ოღონდ ჯაზი ნამდვი-
ლად საშინელია – სულ არ იციან დაკვრა!
წუხანდელი საღამოს მოგონებებმა ისე გაიტაცეს მისტერ მორა-
ლესი, რომ საჭირო გახდა შეეხსენებინათ მისთვის თაღებიანი დარ-
ბაზის შუაში მდგარი მაგიდის შესახებ და აქ მას უეცრად უმტყუნა მეხ-
სიერებამ,– იქ მაგიდა იდგა და ვიღაცეები ისხდნენ. არ მახსოვს, რო-
გორ გამოიყურებოდნენ. არ დავკვირვებივარ მათ, სანამ იმ ყმაწვილ-
მა თქვენი ჭირი არ წაიღო. ჯერ მეგონა, ყელში ლიქიორი გადასცდა-
მეთქი... თუმცა, იცით, ერთი ქალი დამამახსოვრდა, კოხტა და შავ-
გვრემანი იყო და ყურადღებას იქცევდა.
–მწვანე ხავერდის კაბაში გამოწყობილ ქალიშვილზე ამბობთ?
– არა, ის ხომ გასავათებულია, მეორე პაწიას კი შავი კაბა ეცვა და
ისეთი მიმზიდველი იყო...
როგორც ჩანს, მისტერ მორალესის მზერა რუთ ლესინგს მიეპ-
ყრო,აღტაცების ნიშნად მან ცხვირიც კი მოჭმუხნა,–თვალს ვადევნებ-
დი, როცა ცეკვავდა და, უნდა გითხრათ, ამ პაწიამ ცეკვის ყადრი იცის!
ერთი-ორჯერ თვალიც ჩავუკარი, მაგრამ გამყინავი მზერა მტყორცნა.

140
ასეთი უაზრო მზერა მხოლოდ თქვენში, ბრიტანეთში სჩვევიათ.ამაზე
უფრო ფასეული მისტერ მორალესისგან ვერაფერი შეიტყვეს.
გულახდილად აღიარა, რომ იმ დროისათვის, როცა ვარიეტეს
წარმოდგენა დაიწყო, უკვე საკმაოდ შეზარხოშებული იყო. კემპმა
მადლობა გადაუხადა და დასამშვიდობებლად მოემზადა.
– ხვალ ნიუ-იორკში მივცურავ, ‒მწუხარე ხმით თქვა მორალესმა,
– საჭირო ხომ არ იქნებოდა ჩემი აქ ყოფნა?
– გმადლობთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენ მიერ უკვე მოცემული
ჩვენება დიდად დაეხმარება გამოძიებას.
– იცით, რაშია საქმე? მე აქაურობა მომწონს და, თუ პოლიცია შეა-
ფერხებს ჩემს გამგზავრებას, ჩვენი ფირმა უარს ვერ იტყვის. როცა
პოლიცია გიბრძანებს დარჩიო, უნდა დარჩე! იქნებ კიდეგ რამე გამახ-
სენდეს...
მაგრამ კემპი არ წამოეგო ამ ანკესს და რეისთან ერთად ბრუკ
სტრიტისაკენ გასწია, სადაც მათ გაღიზიანებული ჯენტლმენი – ღირ-
სეული პატრიცია ბრაის-ვუდვორტის მამა დახვდათ. გენერალი‒
ლორდი ვუდვორტი მათ აშკარა ანტიპათიით შეეგება. ‒ რა გიჟური
აზრია ივარაუდონ, რომ მისი ქალიშვილი ‒ მისი ქალიშვილი! – შეიძ-
ლება ასეთ საქმეში გარეული იყოს. თუ გოგონას არ შეუძლია თავის
საქმროსთან ერთად რესტორანში ისადილოს ისე, რომ თავს არ და-
ესხნენ სკოტლანდ იარდის დეტექტივები, მაშინ საით მიექანება
ინგლისი? პატი სულაც არ იცნობდა იმ ხალხს – რა ერქვათ მათ· ჰა-
ბარდები თუ ბარტონები? ვიღაც ყმაწვილია სიტიდან თუ რაღაც ამის
მსგავსი! ისე კი, უფრო ფრთხილად უნდა შეარჩიო გასართობი ადგი-
ლი, „ლუქსემბურგს“ კარგი რეპუტაცია ჰქონდა, მაგრამ პირველად
ხომ არ ხდება იქ ისეთი ამბავი?! ჯერალდი შეცდა, იქ რომ დაპატიჟა
პატი... ყოველ შემთხვევაში, მამა თავისი ქალიშვილის ტრავმირები-
სა და ტერორიზირების უფლებას არავის მისცემს. ჯვარედინ დაკით-
ხვას ნუ მოუწყობენ მას, სანამ ადვოკატს არ მოელაპარაკებიან. მან
უკვე დაურეკა მოხუც ანდერსონს ლინკოლნიდან და სთხოვა, რომ...
აქ გენერალი უეცრად დადუმდა და რეისს შეაშტერდა,
– თქვენ სადღაც მინახავხართ... სად?

141
‒ბრადარაპურში, 1923 წელს‒ გაიღიმა და სასწრაფოდ უპასუხა
რეისმა
‒ ღვთის გულისათვის! ‒ შესძახა გენერალმა, – ნუთუ ეს ჯონა რე-
ისია?! რა კავშირი გაქვთ ამ სპექტაკლთან?
‒ მოვედი, რომ დავესწრო მთავარ ინსპექტორ კემპის საუბარს
თქვენს ქალიშვილთან, – დაეღიმა რეისს. ვფიქრობ, რომ მისთვის
უფრო სასიამოვნო იქნება შეხვდეს ინსპექტორს, ვიდრე სკოტლანდ-
იარდში გამოიძახონ. ჩემი აქ ყოფნა, ვფიქრობ, ხელს არაფერს შეუმ-
ლის.
‒ ო... ჰმ... თქვენ ფრიად თავაზიანი ბრძანდებით, რეის!
– ჩვენ მართლაც გვსურდა, რაც შეიძლება. ნაკლებ შეგვეწუხებინა
ახალგაზრდა ლედი, – სცადა ინიციატივის ხელში ჩაგდება კემპმა.
მაგრამ ამ დროს კარი გაიღო, შემოვიდა მის პატრიცია ბრაის-ვუდ-
ვორტი და ახალგაზრდული უშუალობით ჩაერთო საუბარში,
‒ჰელოუ, – თქვა მან. – სკოტლანდ-იარდიდან ბრძანდებით, არა?
გუშინდელი შემთხვევის გამო? მოუთმენლად გელოდით. მამას ყუ-
რადღებას ნუ მიაქცევთ, კირკიტა კაცია. გაჩუმდი, მამა, ხომ? იცი, რა
გითხრა ექიმმა წნევის შესახებ. ვერ გამიგია, ყველაფერში რატომ
ერევი? ამ ინსპექტორებს ჩემს ოთახში მივიწვევ, შენ კი უოლტერს გა-
მოგიგზავნი, რომ სოდიანი ვისკი მოგართვას.
გენერალს გულში დაგროვილი მთელი ბოღმის გადმონთხევა
სურდა, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ წაიბურდღენა: ·
– ეს ჩემი ძველი მეგობარი მაიორი რეისია.
ამის შემდეგ პატრიციამ რეისისადმი ყოველგვარი ინტერესი და-
კარგა და მთელი ყურადღება კემპს მიაპყრო. გენერლის ქალიშვი-
ლის ღირსებით აღჭურვილმა პატმა ადვილად გამოიყვანა სტუმრები
ჰოლიდან და თავის მისაღებში მიიწვია. როდესაც გადიოდნენ, მამამ
თავისი კაბინეტის კარები გაიხურა.
– საწყალი მამა, – შენიშნა პატმა. – ძალიან მოიშალა, მაგრამ ის
ამას გადაიტანს.
საუბარს მეგობრული ხასიათი ჰქონდა, მაგრამ სრულიად უშედე-
გო იყო.

142
– გასაგიჟებელია, – თქვა პატრიციამ, – ალბათ, აღარასდროს მო-
მიხდება მკვლელობის მოწმე გავხდე. ეს ხომ მკვლელობა იყო? გაზე-
თები ძალიან ფრთხილობენ, მაგრამ მე ჯერის დავურეკე და ვუთხარი.
რომ, როგორც ჩანს, ეს მკვლელობა იყო, მე კი ვერაფერი შევნიშნე!
– ხმაზე ეტყობოდა, რომ ნამდვილად ნანობდა ამას.
აშკარა იყო, რომ როგორც უკვე იწინასწარმეტყველა მთავარმა
ინსპექტორმა,‒ ორ ახალგაზრდა შეყვარებულს მთელი საღამო ერ-
თმანეთითვის თვალი არ მოუცილებია და ირგვლივ არაფერი შეუმ-
ჩნევია.
პატრიცია ბრაის-გუდგორტი ჯიუტად ასახელებდა, რაღაც არარსე-
ბით წვრილმანებს, არსებითის შესახებ კი ვერაფერს ამბობდა.
– სანდრა ფარადეი, როგორც ყოველთვის, შესანიშნავად იყო ჩაც-
მული, შიპარელის ფირმის კაბა ეცვა.
‒ იცნობთ მას? – ჰკითხა რეისმა.
პატრიციამ თავი გადააქნია.
‒ მხოლოდ მინახავს, საკმაოდ მოსაწყენი ქალია. ზედმეტად ამ-
პარტავნობს, როგორც პოლიტიკურ მოღვაწეებს სჩვევიათ.
– სხვა ხომ არავინ გინახავთ ადრე?
– არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, არ მახსოვს. წუხელის სანდრა
ფარადეისაც არ მივაქცევდი ყურადღებას, შიპარელის ფირმის კაბა
რომ არ სცმოდა.
– აი, ნახავთ, – პირქუშად წარმოთქვა მთავარმა ინსპექტორმა,
როდესაც ისინი გენერალ ვუდვორტის სახლიდან გამოდიოდნენ. –
ასეთსავე საჩუქარს მოგვართმევს მაესტრო ტოლინგტონიც... მო-
დით, კრისტინა შენონთან ვცადოთ ბედი. ეს ჩვენი ბოლო შანსია.
მისის შენონმა სრულიად გაამართლა მთავარი ინსპექტორის წარ-
მოდგენა მისი გარეგნობის შესახებ, ‒ ქერათმიანი მზეთუნახავი აღ-
მოჩნდა,ლამაზად დავარცხნილი თმები უხდებოდა მის ნაზსა და ბავ-
შვივით უმანკო სახეს.
ინსპექტორ კემპის მტკიცებით, მის შენონთან საუბარი ძნელი იყო,
მაგრამ მისი ცოცხალი და ოდნავ ეშმაკური გამოხედვა ადასტურებ-
და,რომ ქალიშვილის დუმილი მხოლოდ ინტელექტუალურ სფეროს

143
განეკუთვნებოდა,ხოლოსასიცოცხლო საკითხებში, განსაკუთრებით
ფულის საკითხში ‒ შესანიშნავად ერკვეოდა და ამ მხრივ არაფერი
შეეშლებოდა.
იგი გულღიად შეეგება სტუმრად მოსულ ორ მამაკაცს, სასმელი
შესთავაზა და, როდესაც მათ უარი განაცხადეს, სიგარეტები მიაწოდა·
მას იაფფასიანი თანამედროვე ავეჯით გაწყობილი პატარა ბინა ჰქონ-
და.
‒ მოხარული ვარ დაგეხმაროთ, ინსპექტორო. მკითხეთ, რაც გნე-
ბავთ.
კემპმა ჩვეულებრივი შეკითხვებით დაიწყო, რომლებიც დარბაზში
მსხდომთა საქციელს და გარემოს შეეხებოდნენ. კრისტინამ თავიდან-
ვე გამოამჟღავნა დაკვირვების კარგი უნარი.
–ძნელი შესამჩნევი არ იყო, რომ კამპანია დიდად არ მხიარუ-
ლობდა. ყველა როგორღაც გაშეშებული იყო. მებრალებოდა მასპინ-
ძელი ბებრუხანა, კანში ძვრებოდა მათ გასართობად, ტომარაში
ჩასმულ კატასავით აქეთ-იქით აწყდებოდა, მაგრამ ყინულის გადნობა
მაინც ვერ მოახერხა, მის მარჯვნივ მჯდომი მაღალი ქალი დიდად იჭა-
ჭებოდა, ხოლო მარცხნივ მჯდომი გოგონა, როგორც ჩანს, იმას გა-
ნიცდიდა, რომ შავგვრემანი მოხდენილი ვაჟკაცის გვერდით კი არ
დასვეს, არამედ პირდაპირ, მეორე მხრიდან მას ქერა კაცი ეჯდა. არ
ვიცი, კუჭი სტკიოდა, თუ რაში იყო საქმე, მაგრამ ისეთი სახით კი ჭამ-
და. თითქოს ლუკმა ყელში ეჩხირებაო. მეზობლად მჯდომი ქალი თავს
ევლებოდა და ცდილობდა კარგ ხასიათზე დაეყენებინა, არაფერს
იმურებდა საამისოდ.
‒ მის შენონ, თქვენ, მგონი, ყველა წვრილმანი შეგიმჩნევიათ, ‒
უთხრა პოლკოვნიკმა რეისმა.
– აგიხსნით ამ საიდუმლოს. მე თვითონაც საკმაოდ მოწყენილი ვი-
ყავი, ერთსა და იმავე ჯენტლმენთან ზედიზედ სამი საღამო გავატარე
და საკმაოდ თავმობეზრებული მყავდა. მას მთელი ლონდონის დათ-
ვალიერება სურდა, განსაკუთრებით რეპუტაციის მქონე ადგილებისა
და, უნდა ვაღიარო, რომ ფულს ხელს არ უჭერდა. ყველგან შამპანურს

144
მივირთმევდით. მოვიარეთ „კომპრადორი“, „მილ ფლაიერსი“. და
ბოლოს „ლუქსემბურგს” მივაღწიეთ. კარგად ერთობოდა. ცოტათი მე-
ბრალებოდა კიდეც,მაგრამ მასთან საუბარს საინტერესოდ ვერ ჩათ-
ვლიდით. სულ რაღაც მექსიკაში ჩატარებულ მაქინაციებზე მიამბობ-
და და ზოგი ამბის სამ-სამჯერ მოსმენა მომიხდა. კიდევ იმ ქალების
შესახებ მიყვებოდა, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონია და მიმტკიცებდა,
ყველა გიჟდებოდაო ჩემზე. დამეთანხმებით, რომ ყოველივე ეს ძნე-
ლი მოსასმენია. მაგრამ პედრო ყურადღებას არ აქცევდა ამას. ამი-
ტომ მე ან სულ ვჭამდი, ან გარემომცველებს ვათვალიერებდი.
– მაშ, თქვენ ჩემთვის პირდაპირ აღმოჩენა ხართ, მის შენონ, –
უთხრა მთავარმა ინსპექტორმა, – იმედი მაქვს, რაიმე ისეთ დეტა-
ლებს შეამჩნევდით, რაც ჩვენი ამოცანის გადაჭრაში დაგვეხმარება·
კრისტინამ ქერათმიანი თავი გადააქნია.
– წარმოდგენა არა მაქვს, ვინ ჩააძაღლა ბებრუხანა. მან შამპა-
ნური დალია, უცებ სახე გაულურჯდა და ძირს დაემხო.
‒ ხომ არ გახსოვთ, ამის წინ ბოლოს როდის დალია თავისი ჭიქი-
დან?
‒ როდის?.. ‒ ჩაფიქრდა ქალიშვილი, –დიახ... მყისვე, ვარიეტეს
შემდეგ. შუქი რომ აენთო, ჭიქა ზე ასწია და რაღაც თქვა. სხვებმაც ას-
წიეს ჭიქები, ალბათ, სადღეგრძელო იყო.
ონსპექტორმა თავი დაუქნია.
– მერე?
‒ მერე მუსიკა დაუკრეს და ისინი ყველანი საცეკვაოდ წავიდნენ,
ხმაურით გამოწიეს სკამები, იცინოდნენ. მათ სუფრაზე პირველად სუ-
ფევდა მხიარულება. გასაოცარია, როგორ აახლოებს შამპანური ადა-
მიანებს!
‒ ყველანი წავიდნენ საცეკვაოდ? სუფრასთან არავინ დარჩენი-
ლა?
– სწორედ ასე იყო,
– და მისტერ ბარტონის ჭიქას არავინ შეჰხებია?
– არავინ -- დაუფიქრებლად უპასუხა მან. ‒ ამაში სრულიად დარ-
წმუნებული ვარ.

145
‒ მაგიდასაც არავინ მიახლოვებია, სანამ ისინი ცეკვავდნენ?
– არა, არავინ. რა თქმა უნდა, ოფიციანტის გარდა.
‒ ოფიციანტის? რომელი ოფიციანტის?
– თექვსმეტიოდე წლის წინსაფრიანი ბიჭი იყო. რასაკვირველია,
ნამდვილი ოფიციანტი არ გახლდათ. მაიმუნის მსგავს ტიპს ეხმარე-
ბოდა, მგონი, იტალიელს.
ინსპექტორმა კემპმა თავის დაქნევით დაუდასტურა, რომ ეს დახა-
სიათება სავსებით შეესაბამებოდა ჯუზეპე ბალცანოს გარეგნობას.
‒ მერე რა ქნა ამ ჭაბუკმა ოფიციანტმა? ჭიქები შეავსო?
–არა, ‒თავი გადააქნია კრისტინამ. ‒ სუფრაზე არაფერს არ შეხე-
ბია უბრალოდ იატაკიდან აიღო საღამოს ხელჩანთა, რომელიც ერთ-
ერთ ქალიშვილთაგანს დაუვარდა, როცა წამოდვნენ.
– ნეტავ ვისი ჩანთა იყო?
კრისტინა წუთით დაფიქრდა და თქვა:
‒ სწორია, ხელჩანთა მოოქროსფრო-მომწვანო იყო და ახალგაზ-
რდა გოგონას ეკუთვნოდა. დანარჩენ ორ ქალს შავი ხელჩანთები
ჰქონდათ.
– მერე რა უყო ოფიციანტმა ამ ხელჩანთას?
– უბრალოდ კვლავ მაგიდაზე დადო, – კითხვამ გააკვირვა კრის-
ტინა. ‒ სხვა არაფერი.
‒ დარწმუნებული ხართ, რომ არც ერთ ჭიქას არ მიჰკარებია?
‒ ნამდვილად დარწმუნებული ვარ. სასწრაფოდ დადო ჩანთა მა-
გიდაზე და მაშინვე გაიქცა, იმიტომ რომ ერთ-ერთმა ოფიციანტმა
სტვენით მოუხმო და რაღაცის მოსატანად გააგზავნა, სასწრაფოდ უნ-
და ემოქმედა.
‒ ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ვინმე უცხო მიუახლოვდა
მაგიდას?
–დიახ.
‒ მაგრამ, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ვინმე სუფრას მიახლოებო-
და ისე, რომ თქვენ ეს არ შეგემჩნიათ.

146
‒ არა, სრულიად დარწმუნებული ვარ. რომ არა, – კატეგორიუ-
ლად გადააქნია თავი კრისტინამ, – ამ დროს პედროს ტელეფონთან
სთხოვეს და, სანამ ის მობრუნდებოდა, არავითარი საქმე არ მქონდა.
მოწყენილობისგან მეზობლებს ვუთვალთვალებდი, ყველაფერს ვამ-
ჩნევდი, რადგან იმ ადგილიდან, სადაც ვიჯექი, მეზობელი მაგიდა შე-
სანიშნავად მოჩანდა.
‒ პირველი ვინ დაუბრუნდა სუფრას? ‒ ჰკითხა რეისმა.
‒ ბებრუხანა და მწვანეკაბიანი ქალიშვილი. ისინი რომ დასხდნენ.
მერე მამაკაცი და შავკაბიანი ქალიშვილიც მოვიდნენ, სულ ბოლოს
კი გოროზი ქალბატონი და შავგვრემანი მოხდენილი ყმაწვილი. სხვა-
თა შორის,ის გადასარევად ცეკვავდა. როდესაც ყველა დაბრუნდა
სუფრას, ოფიციანტმა კი კერძის შეთბობა დაიწყო, ბებრუხანა წამოდ-
გა, წინ გადმოიხარა და სიტყვა წარმოთქვა, კვლავ ყველამ ზე ასწია
ჭიქა. და აქ მოხდა, რაც მოხდა! – კრისტინა ერთ ხანს დადუმდა, მერე
კი საკმაოდ მხიარული ხმით დასძინა: – რა საშინელებაა, არა? ვფიქ-
რობ, რომ ეს შემაძრწუნებელი დარტყმა იყო, დეიდაჩემიც ასე დაეცა,
როცა წნევამ დაარტყა. პედრო რომ დაბრუნდა, ვუთხარი, შეხედე, ამ
კაცს დაარტყა-მეთქი, პედრომ კი მშვიდად მიპასუხა: „ის უკვე მოკ-
ვდა, მორჩა, ყველაფერი გათავდაო“. სწორედ ეს იყო საშინელება!
თვალს ვეღარ ვწყვეტდი. ძალაუნებურად შეგეშინდება, როცა ისეთ
ადგილას, როგორიც „ლუქსემბურგია“, ვიღაცა კვდება. არ მიყვარს ეს
მექსიკელები. როცა გამოტყვრებიან, ადამიანის იერს კარგავენ, არ
იცი, რას უნდა მოელოდე მათგან. – მის შენონი წამით დაფიქრდა, თა-
ვის ლამაზ სამაჯურს დააცქერდა და დასძინა: – მაინც,უნდა ვაღიარო,
რომ ისინი საკმაოდ გულუხვები არიან.
კემპი შეეცადა არ მიეცა მისთვის საშუალება საუბარი მარტოხელა
ქალიშვილების პრობლემებზე გადაეტანა და სთხოვა ერთხელ კიდევ
გაემეორებინა მთელი ამბავი.
– აი, ჩვენი უკანასკნელი შანსიც გამოვიყენეთ, – უთხრა მან რე-
ისს, როდესაც მის შენონის ბინას ტოვებდნენ. – ურიგო შანსი არ იყო.
ეს ქალიშვილი ყველა მოწმეზე უფრო დაკვირვებულია,ყველაფერს

147
კარგად ხედავს და ზუსტად იხსომებს. კიდევ რამის დანახვა რომ შე-
საძლებეული ყოფილიყო, აუცილებლად დაინახავდა. მაშასადამე,
უნდა დავასკვნათ, რომ იქ დასანახი არაფერი იყო. წარმოუდგენე-
ლია! თითქოს ჯადოქრობა იყოს, ჯორჯ ბარტონი შამპანურს სვამს და
საცეკვაოდ მიდის. როდესაც ბრუნდება, იმავე ჭიქიდან სვამს, რომე-
ლსაც მანამდე, არავინ შეჰხებია, და სასწაული ხდება – ჭიქაში ციანი-
დია! ეს სიგიჟეა, ისეთი რამაა, რაც ვერასდროს მოხდებოდა, მართლა
რომ არ მომხდარიყო...
ინსპექტორი წუთით შეჩერდა.
‒ოფიციანტი! ბიჭი! ჯუზეპეს იგი არც ერთხელ არ უხსენებია. ამაზე
დაფიქრება ღირს. ბოლოსდაბოლოს, იგი ერთადერთი ადამიანია,
რომელიც ცეკვების დროს მაგიდას მიუახლოვდა... ამაში შეიძლება
რაიმე იმალებოდეს.
რეისმა თავი გადააქნია.
– მას რომ ბარტონის ჭიქაში საწამლავი ჩაეყარა, ქალიშვიოლი
ამას უსათუოდ შეამჩნევდა, თანდაყოლილი უნარი აქვს, ყველა
წვრილმანის შემჩნევისა. მისი თავქარიანობა მისივე დაკვირვების
უნარით ნაზღაურდება, არა, კემპ, ჩვენ აქ ხელიდან გვისხლტება
რაღაც მარტივი ახსნა,რომელიც აუცილებლად უნდა ამოვიცნოთ.
–შესაძლებელია, თითქოს ერთადერთი ახსნა უნდა გვქონდეს,
რომ ბარტონმა თვითონ ჩაყარა საწამლავი ჭიქაში,
– თანდათან ვრწმუნდები, რომ ასეც იყო, სხვა არაფერი შეიძლე-
ბოდა მომხდარიყო, მაგრამ თუ ასეა, მაშინ დარწმუნებული ვარ, მან
არ იცოდა, რომ ეს ციანიდი იყო,
– ვარაუდობთ, რომ ვინმემ შეაჩეჩა, როგორც კუჭის მოჭმედების
გასაძლიერებელი ან წნევის დასაწევი წამალი?
– შესაძლოა.
– ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს უცნობი? რომელიმე ფარიდეე-
თაგანი?
– ეს სიმართლესთან ახლოს არ უნდა იყოს.
– ასევე დაუშვებელია იმის ვარაუდიც, რომ ეს მისტერ ენტონი
ბრაუნი იყო. მაშასადამე, ორი პირი გვრჩებას ფაქიზი ცოლისდა და...

148
‒ და ერთგული მდივანი,
კემპმა პოლკოვნიკს შეხედა.
– დიახ... მას მართლაც შეეძლო რაიმე ეხიმანდრა შეფისთვის· ახ-
ლა მე მინისტრ-კოორდინატორთან ვარ წასასვლელი. თქვენ კი რას
იზამთ? მის მარლოს ხომ არ შეხვდებით?
‒ ვფიქრობ, სჯობს ჯერ კანტორაში წავიდე და მომხიბლავ მდივანს
შევხვდე. თანაგრძნობას გამოვთქვამ, როგორც ძველ მეგობარს შეჰ-
ფერის. შემიძლია საუზმეზეც დავპატიჟო.
– მაშ, თქვენ მასზე ეჭვობთ?
– ჯერ არავიზეც არ ვეჭვობ. უბრალოდ მინდა ყნოსვით გავყვე
კვალს.
‒ აირის მარლოსთან შეხვედრა მაინც მოგიწევთ.
‒ ვაპირებ მასაც შევხვდე, მაგრამ მინდოდა ჯერ მათი სახლი დამე-
თვალიერებინა, როდესაც შინ არ იქნებოდა. თუ მიმიხვდით, რატომ,
კემპ?
‒ დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მიგიხვდით.
‒ იმიტომ, რომ იქ ვიღაც ჭიკჭიკებს პატარა ჩიტივით: „ჩიტო-ჩიო-
რავ, მიამბე ამბავი“, – ვმღეროდი ბავშვობისას. ძალიანაც სწორი
იყო.ამ ჩიორებს შეუძლიათ ბევრი რამ მოგითხრონ, თუ ჭიკჭიკის ნე-
ბას დართავ.

149
თავი მეოთხე

კაცები ერთმანეთს დაემშვიდობნენ. რეისმა ტაქსი დაიქირავა და


სიტისკენ, ჯორჯ ბარტონის კანტორაში გასწია, სამსახურეობრივი
ხარჯების გაზრდით შეშფოთებული მთავარი ინაპექტორი კემპი კი ავ-
ტობუსში ჩაჯდა. მინისტრ-კოორდინატორის სახლი არც თუ ისე შორს
იყო.
ინსპეტორი პირქუში სახით აუყვა კიბეებს და ზარი დარეკა. კარ-
გად ესმოდა, რომ ძნელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მინისტრ-კოორ-
დინატორი სფრაქცია დიდი პოლიტიკური გავლენით სარგებლობდა
და მთელ ქვეყანაში ჰქონდა გაშლილი თავის გაერთიანებათა ქსელი.
მთავარ ინსპექტორი კემპს კი იუსტიციის მიუკერძოებლობისა სჯე-
როდა. თუ სტივენ ან სანდრა ფარადეები გარეული იყვნენ როზმარი
ან ჯორჯ ბარტონების მკვლელობაში, ვერავითარი „გავლენა“ და
„კავშირები“ ვერ იხსნიდნენ მათ პასუხისმგებლობისგან. მაგრამ თუ
ისინი უდანაშაულონი იყვნენ ან მათი დანაშაულის მკაფიო საბუთები
არ არსებობდა, მაშინ თანამდებობის მქონე პირს სიფრთხილე მარ-
თებდა,თორემ შეიძლებოდა ხელმძღვანელობას დაესაჯა კიდეც. ცხა-
დია, ასეთ სიტუაციაში ინსპექტორს სულაც არ ახარებდა მოსალოდ-
ნელი საუბარი.
გაბღენძილმა შვეიცარმა, ეპისკოპოსს რომ ჩამოჰგავდა იერით,
ღრმა ფიქრებში ჩაფლული მთავარი ინსპექტორი კემპი შეიყვანა წიგ-
ნებით სავსე ოდნავ ჩაბნელებულ ოთახში, სახლის უკანა ნაწილში, სა-
დაც მას უკვე ელოდებოდნენ მინისტრ-კოორდინატორი თავისი ქა-
ლიშვილითა და სიძით.მინისტრი შეეგება ინსპექტორს, ხელი ჩამო-
ართვა და ზრდილობიანად უთხრა:‒ ზუსტად დანიმნულ დროზე მოხ-
ვედით, მთავარო ინსპექტორო! ნება მიბოძეთ განგიცხადოთ, რომ

150
ღირსეულად ვაფასებ თქვენს საქციელს – თვითონ მობრძანდით აქ,
ნაცვლად იმისა, რომ ჩემი ქალიშვილი და მისი მეუღლე გამოგეძახე-
ბინათ სკოტლანდ-იარდში, ცხადია, აუცილებლობის შემთხვევაში,
ისინი მზად იყვნენ იქაც გამოცხადებულიყვნენ – ეს უდავოა, ახლა კი,
ჩემთან ერთად, ისინიც დიდად აფასებენ თქვენს სიკეთეს.
‒ დიახ, რა თქმა უნდა, ინსპექტორო, – წყნარად წარმოთქვა
სანდრამ.
მას შავი რბილი ქსოვილისგან შეკერილი კაბა ეცვა. ვიწრო გრძე-
ლი სარკმლიდან შუქი ზურგში სცემდა და კემპს რატომღაც აგონებდა
შეფერილი მინის ქანდაკებას, რომელიც ოდესღაც უცხოურ ტაძარში
ენახა. ილუზიას აძლიერებდნენ ქალის გრძელი სახე და წაწვეტებული
მხარ-ბეჭი.
„წმინდანსა ჰგავს“, – გაიფიქრა ინსპექტორმა, მაგრამ ალექსან-
დრა ფარადეი ნამდვილად არ იყო წმინდანი. გარდა ამისა, კემპს მი-
აჩნდა, რომ ყველა ეს ძველებური წმინდანი კეთილი, მოკრძალებუ-
ლი და უჩინარი ქრისტიანი კი არ იყო, არამედ ფანატიკური, მკაცრი
და სასტიკი არსება, რომელიც არც თავის თავს და არც სხვას არა-
ფერს აპატიებდა.
სტივენ ფარადეი ცოლის გვერდით იდგა და მისი სახე არავითარ
გრძნობას არ გამოხატავდა. თავი ოფიციალურად ეკავა, როგორც პა-
ტივცემულ პოლიტიკურ მოღვაწეს შეჰფერის. მამაკაცური ბუნება
თითქმის დამარხული ჰქონდა, მაგრამ კემპმა იცოდა, რომ ეს ბუნება
მაინც არსებობდა.
მინისტრ-კოორდინატორმა ისე წამოიწყო ლაპარაკი, თითქოს
ვინმეს ინტერვიუს აძლევდა: – არ დაგიმალავთ, ინსპექტორო, რომ
ამ ამბავმა ჩვენზე მძიმე და უსიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. ჩე-
მი ქალიშვილი და სიძე უკვე მეორედ გახდნენ საზოგადოებრივ ადგი-
ლას საშინელი სიკვდილის მოწმენი: ერთსა და იმავე რესტორანში
ერთი და იგივე ოჯახის ორი წევრი დაიღუპა. ამგვარად შეძენილი პო-
პულარობა სახიფათოა გამორჩეული საზოგადოებრივი მდგომარეო-
ბის მქონე კაცისათვის. რა თქმა უნდა, გახმაურებას თავს ვერ დავაღ-
წევთ, ეს კარგად გვესმის. ჩემი ქალიშვილიც და მისტერ ფარადეიც

151
მზად გახლავან შეძლებისდაგვარად დახმარება აღმოგიჩინონ და
იმედოვნებენ, რომ საქმე მალე დამთავრდება, ხოლო მის მიერ გა-
მოწვეული არაჯანსაღი ინტერესი თანდათან მინელდება.
‒ გმადლობთ, ბატონო მინისტრო-კოორდინატორო, დიდად ვაფა-
სებ თქვენს დაინტერესებულობას. ეს უთუოდ გაგვიადვილებს საქმეს.
სანდრა ფარადეიმ განაცხადა:– გვკითხეთ, რაც გნებავთ, ბატონო
ინსპექტორო.
– დიდად გმადლობთ, ლედი ალექსანდრა
– ერთი წუთით, მთავარო ინსპექტორო, – თქვა მინისტრ-კოოტ-
დინატორმა. – თქვენ, რა თქმა უნდა, ინფორმაციის საკუთარი წყარ-
ოები გაქვთ, მაგრამ როგორც ჩემმა მეგობარმა, შინაგან საქმეთა კო-
მისარმა მაცნობა, ბარტონის სიკვდილს უფრო მკვლელობად თვლი-
ან, ვიდრე თვითმკვლელობად, თუმცა გარეგნულად, მდაბიოთა
თვალსაზრისით, თვითმკვლელობა გაცილებით უფრო დამაჯერებე-
ლი ახსნა იქნებოდა. ძვირფასო სანდრა, შენ როგორ მიგაჩნია, ეს
თვითმკვლელობა იყო?
გოთიკურმა ფიგურამ თავი ოდნავ დახარა. სანდრამ დაფიქრებუ-
ლი ხმით თქვა: ‒ვფიქრობ, რომ გუშინდელი მოვლენები ამას ადას-
ტურებენ. ჩვენ იმავე რესტორანში ვიყავით და იმავე მაგიდას ვუსხე-
დით, სადაც შარშან თავი მოიწამლა საბრალო როზმარი ბარტონმა,
ამ ზაფხულს ხშირად ვხვდებოდით აგარაკზე მისტერ ბარტონს და იგი
საკმაოდ უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენდა ‒ სულ არ ჰგავდა თავის
თავს. გვეგონა, რომ ცოლის სიკვდილმა მძიმედ იმოქმედა მის გონე-
ბაზე. ხომ იცით, იგი ეთაყვანებოდა ცოლს და მის სიკვდილს ვერაფ-
რით ვერ ურიგდებოდა. ამიტომ აზრი თვითმკვლელობის შესახებ ბუ-
ნებრივი თუ არა, შესაძლებელი მაინცაა. პირადად მე ვერ წარმომიდ-
გენია, რომ ვინმეს ჯორჯ ბარტონის მოკვლა დასჭირდა.
სტივენ ფარადეიმ სწრაფად დაუმატა:‒ ბარტონი შესანიშნავი
ყმაწვილი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ მას ამქვეყნად მტრები არ
ჰყავდა.ინსპექტორმა კემპმა თვალი მოავლო მისკენ მოპყრობილ
მომლოდინე სახეებს და, სანამ საუბარს დაიწყებდა, შეეცადა თავისი
აზრებისათვის თავი მოეყარა, „სჯობს ყველაფერი ვუამბოთ მათ“, –

152
გაიფიქრა და თქვა:‒ ლედი ალექსანდრა, თქვენი მსჯელობის საფუძ-
ვლიანობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არის ზოგიერთი გარემოება,
რომელთაც თქვენ, როგორც ჩანს, ჯერ არ იცნობთ.
მინისტრ-კოორდინატორი მაშინვე ჩაერია საუბარში:– ჩვენ ხელს
ვერ შევუკრავთ მთავარ ინსპექტორს. მან თვითონ უნდა გადაწყვი-
ტოს, რომელი ფაქტები გახადოს საჯაროობის კუთვნილებად.
‒ გმადლობთ, მილორდ, გულახდილობაში ხელს არაფერი მიშ-
ლის. საქმის არსი ასეთია: სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჯორჯ ბარ-
ტონმა ორ ადამიანს განუცხადა, რომ, მისი ღრმა რწმენით, მის მეუღ-
ლეს თავი კი არ მოუკლავს, როგორც ვარაუდობდნენ, არამედ იგი მო-
წამლულ იქნა. მას ეგონა, რომ მომწამვლელის კვალს მიაგნო და წუ-
ხელ ვითომდა მის მარლოს დაბადების დღის აღსანიშნავად მოწყო-
ბილი წვეულება სინამდვილეში მის მიერ მეუღლის მკვლელის გამო-
სავლენად გამომუშავებული ეშმაკური გეგმის ნაწილი იყო.
სიჩუმე ჩამოვარდა და ხის ქანდაკებასავით გაშეშებულ მთავარ
ინსპექტორ კემპს, რომელსაც აღქმის შესანიშნავი უნარი ჰქონდა,
მოეჩვენა, რომ ოთახში შიშმა დაისადგურა. იგი არავის აღბეჭდვია სა-
ხეზე, მაგრამ ინსპექტორს შეეძლო დაეფიცა, რომ აქ ნამდვილად ში-
ში სუფევდა.
პირველად მინისტრ-კოორდინატორი მოეგო გონს და თქვა:
‒ მაგრამ უეჭველია, რომ.... ასეთი აზრები ამტკიცებენ, რომ... საბ-
რალო ბარტონი მთლად სრულ ჭკუაზე არ იყო. ცოლის სიკვდილით
შეძრწუნებული შესაძლოა ოდნავ შექანდა...
– შესაძლოა, მილორდ, მაგრამ ყველაფერი იმის სასარგებლოდ
მეტყველებს, რომ მისი გონების მდგომარეობა თვითმკვლელობას
ვერ გვავარაუდებინებდა.
– დიახ, დიახ, მე მესმის თქვენი მოსაზრება.
კვლავ სიჩუმე ჩამოწვა. უეცრად სტივენ ფარადეიმ იკითხა:– მაგ-
რამ საიდან უნდა მოსვლოდა ბარტონს თავში ასეთი აზრი? რაც უნდა
ვთქვათ, მისის ბარტონმა ხომ ნამდვილად მოიკლა თავი.
მთავარმა ინსპექტორმა კემპმა აუღელვებლად შეხედა მას.
– მისტერ ბარტონი ასე არ ფიქრობდა.

153
– მაგრამ პოლიციამ ხომ დაადასტურა თვითმკვლელობის ფაქტი? ‒
კვლავ ჩაერია საუბარში მინისტრ-კოორდინატორი. – სხვა ვარაუდი
არცკი წამოუყენებიათ.
–ფაქტები თვითმკვლელობას უჭერდნენ მხარს, – მშვიდად მიუგო
ინსპექტორმა. ‒ მაშინ არავითარი საბუთი არ არსებობდა, რომ სიკ-
ვდილი სხვა რაიმე მიზეზით იყო გამოწვეული.
მან იცოდა, რომ მინისტრ-კოორდინატორი ღირსეულად შეაფა-
სებდა ამ შენიშვნას. შემდეგ კემპმა უფრო ოფიციალური სახე მიიღო
და განაცხადა: ‒ ახლა მსურს რამდენიმე კითხვა დაგისვათ, თუ ნებას
დამრთავთ, ლედი ალექსანდრა.
– რა თქმა უნდა, –– ქალმა ოდნავ მოაბრუნა მისკენ თავი.
– როდესაც მისის ბარტონი გარდაიცვალა, ხომ არ გაგჩენიათ ეჭ-
ვი, რომ ეს თვითმკვლელობა კი არა, მკვლელობა იყო?
‒რასაკვირველია, არა. მე სრულიად დარწმუნებული ვიყავი
თვითმკვლელობაში. ახლაც დარწმუნებული ვარ.
კემპმა კარგი ჩოგბურთელივით მიიღო პასი და საპასუხო კითხვა
შეაგება: ‒ რაიმე ანონიმური წერილები ხომ არ მიგიღიათ გასულ
წელს, ლედი ალექსანდრა?
სანდრას სიმშვიდე უაღრესმა გაოცებამ შეცვალა.
– ანონიმური წერილები? ო, არა.
‒ დარწმუნებული ხართ? ასეთი წერილები არასასიამოვნოა და
ადამიანები ცდილობენ აღარ გაიხსენონ ისინი, მაგრამ ამ შემთხვევა-
ში მათ დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ. ამიტომ – ხაზს ვუსვამ – თუ მა-
ინც მიღებული გაქვთ რაიმე წერილები, მე აუცილებლად უნდა ვიცო-
დე ეს.
‒ მესმის, მაგრამ გარწმუნებთ, მთავარო ინსპექტორო, რომ არა-
ფერი ამის მსგავსი არ მიმიღია.
– ძალიან კარგი. თქვენ წეღან თქვით, რომ მისტერ ბარტონის საქ-
ციელი ზაფხულში უცნაურად გეჩვენებოდათ, რატომ?
სანდრა წამით დაფიქრდა.
‒ ჰმ... ის როგორღაც ზედმეტად აღელვებული ჩანდა, აღგზნებუ-
ლიც კი. ითიშებოდა, ძნელად იგებდა, რასაც ეუბნებოდნენ. – ქალმა

154
ქმარს შუხედა, – შენ ეს არ გაოცებდა, სტივენ?
– დიახ, ყველაფური ამგვარად იყო, ბარტონი სნეულივით გამოიყუ-
რებოდა, გახდა კიდეც.
– არ შეგიმჩნევიათ, ხომ არ შეცვლილა მისი დამოკიდებულება
თქვენსა და თქვენი ქმრისადმი? იქნებ, ნაკლებ გულითადად გექცე-
ოდათ?
‒ არა, პირიქით. იცით, მან ჩვენს მეზობლად იყიდა სახლი და თი-
თქოს მადლობელი იყო ყველაფრისთვის, რასაც ვუკეთებდით. მე
ვგულისხმობ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობათა გაცნობას და სხვა
ამგვარ წვრილმანებს. რა თქმა უნდა, ჩვენც დიდად კმაყოფილნი ვი-
ყავით, რომ გამოვადექით მას და აირის მარლოს – ამ მომხიბლავ
ახალგაზრდა გოგონას.
‒ მისის ბარტონი თქვენი დიდი მეგობარი იყო, ლედი ალექსან-
დრა?
– არა, ჩვენ მაინცდამაინც ახლობელნი არ ვყოფილვართ, – გა-
იღიმა მან. – ის უფრო სტივენთან მეგობრობდა. პოლიტიკით იყო და-
ინტერესებული და სტივენი მას გონებრივი არის გაფართოებაში ეხ-
მარებოდა...სიამოვნებით აკეთებდა ამას, ხომ იცით, მისის ბარტონი
მშვენიერი, მიმზიდველი ქალი იყო.
„ო, თქვენ უაღრესად ჭკვიანი ბრძანდებით, – გაიფიქრა მთავარმა
ინსპექტორმა კემპმა, ღირსეულად შეაფასა რა მისი საზრიანობა. –სა-
ინტერესო იქნებოდა მცოდნოდა, ბევრი რამ იცის თუ არა მან ამ წყვი-
ლის შესახებ?“
მერე შეკითხვების დასმა განაგრძო: ‒ მისტერ ბარტონს პირადად
თქვენთვის არასდროს გამოუთქვამს ეჭვი, რომ მის ცოლს თავი არ
მოუკლავს?
‒ არასოდეს. სწორედ ამიტომ გავოცდი ახლა ასე ძალიან.
– მის მარლოზე რაღას იტყვით? მასაც არასოდეს უსაუბრია თავი-
სი დის სიკვდილის შესახებ? '
– არა.
‒ რამ აიძულა ჯორჯ ბარტონი საოფელში სახლი ეყიდა? თქვენ ან
თქვენს ქმარს ხომ არ მიგიწოდებიათ მისთვის ეს აზრი?

155
‒ არა, ჩვენთვის ეს სრულიად მოულოდნელი იყო.
– და იგი მუდამ მეგობრულად გექცეოდათ?
‒ სწორედ ასე იყო.
‒ ახლა გთხოვთ მითხრათ, ლედი ალექსანდრა, რა იცით თქვენ
მისტერ ენტონი ბრაუნის შესახებ?
‒ სრულიად არაფერი, მას მხოლოდ შემთხვევით შევხვდი.
‒ თქვენ რას იტყვით, მისტერ ფარადეი?
‒ კიდევ უფრო ნაკლების თქმა შემიძლია, ვიდრე ჩემს მეუღლეს.
მან იცეკვა მაინც ბრაუნთან. ისე, საკმაოდ სიმპათიური ყმაწვილი
ჩანს,მგონი, ამერიკელია.
– არ შეგიმჩნევიათ, ინტიმური ურთიერთობა ხომ არ ჰქონია მას
მისის ბარტონთან?
– ამის შესახებ არაფერი ვიცი, მთავარო ინსპექტორო.
‒ მე მხოლოდ თქვენი შთაბეჭდილებები მაინტერესებს, მისტერ
ფარადეი.
სტივენი მოიღუშა.
‒ ისინი მეგობრობდნენ – სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია..
‒ თქვენ რას გვეტყვით, ლედი ალექსანდრა?
‒ ჩემი შთაბეჭდილება გაინტერესებთ, ინსპექტორო?
– დიახ, თქვენი შთაბეჭდილება.
– რა გაუწყობა, თუკი ეს მნიშვნელოვანია. მე ისეთი შთაბეჭდილე-
ბა შემექმნა, რომ ისინი ახლოს იცნობდნენ ერთმანეთს და ინტიმური
ურთიერთობაც ჰქონდათ. ამას იმის მიხედვით ვატყობდი, თუ როგორ
შეჰყურებდნენ ერთმანეთს. კონკრეტული საბუთები კი არა მაქვს.
‒ ქალები ამ მხრივ სწორად მსჯელობენ ხოლმე, – თქვა კემპმა. –
–ახლა კი გთხოვთ, მითხრათ, ლედი ალექსანდრა, რა აზრისა ხართ
მისს ლესინგზე?
–-როგორც შევატყვე, მის ლესინგი მისტერ ბარტონის მდივანი
იყო, პირველად იგი იმ საღამოს ვნახე, როდესაც მისის ბარტონი გარ-
დაიცვალა. შემდეგ ერთხელ აგარაკზე ჩამოსული დავინახე და ბო-
ლოს გუშინ საღამოს შევხვდი.

156
‒ მსურს კიდევ ერთი არაოფიციალური შეკითხვა დაგისვათ: ხომ
არ მოგსვლიათ აზრად, რომ მას ჯორჯ ბარტონი უყვარდა?
‒ ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია.
‒ მაშინ დავუბრუნდეთ წუხანდელ ამბებს.
კემპმა დაწვრილებით გამოჰკითხა სტივენი და მისი მეუღლე, თუ
როგორ მიმდინარეობდა ტრაგიკულად დამთავრებული ვახშამი.
ახალს ბევრს არაფერს ელოდა, ხოლო რაც უთხრეს, იმან დაადასტუ-
რა მისი ვარაუდი, ორივეს ჩვენება ერთნაირად მიუთითებდა, რომ
ბარტონმა აირისის სადღეგრძელო შესვა და მაშინვე საცეკვაოდ გა-
ვიდა. ყველანი მას მიჰყვნენ. სუფრას პირველები ჯორჯი და აირისი
დაუბრუნდნენ. თავისუფალი სავარძლის შესახებ არც ერთმა არაფე-
რი იცოდა, გარდა იმისა, რომ ჯორჯ ბარტონმა დამსწრეებს გამოუცხა-
და, ჩემს მეგობარ პოლკოვნიკს, რეისს ველოდები, რომელსაც ცოტა-
თი უნდა შეაგვიანდესო.
ინსპექტორმა იცოდა, რომ ჯორჯის ეს განცხადება სინამდვილეს
არ შეეფერებოდა. სანდრა ფარადეიმ თქვა და ქმარმაც დაუდასტურა,
რომ როდესაც ვარიეტეს წარმოდგენის შემდეგ შუქი აინთო, ჯორჯი
უცნაური მზერით მიშტერებოდა ცარიელ სავარძელს, ერთხანს დაბ-
ნეული იყო და არ ესმოდა, რას ელაპარაკებოდნენ, მერე კი გონს მო-
ეგო და სტუმრებს აირისის სადღეგრძელო შესთავაზა.
ერთადერთი სიახლე, რომელიც ინსპექტორს თავის მიერ შეგრო-
ვილი ინფორმაციისათვის შეიძლებოდა მიემატებინა, იყო სანდრას
ნაამბობი ფაირჰევენში ჯორჯთან საუბრის შესახებ, როდესაც ეს უკა-
ნასკნელი ევედრებოდა მათ, დასწრებოდნენ აირისის დაბადების
დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებას.
„ეს საკმაოდ კეთილგონიერი, მაგრამ არაჭეშმარიტი საბაბი იყო“,
–გაიფიქრა მთავარმა ინსპექტორმა, მან დახურა უბის წიგნაკი, რო-
მელშიც რაღაც ჩაინიშნა და წამოდგა.
– დიდად მადლობელი ვარ თქვენი, მილორდ, და თქვენი, მისტერ
ფარადეი, და თქვენი, ლედი ალექსანდრა, გამოძიებისთვის გაწეული
დახმარების გამო.

157
– შემდგომი ძიების დროს ხომ არ დაგჭირდებათ ჩემი ქალიშვილის
დახმარება?
– მთელი ეს პროცედურა – წმინდა ფორმალობაა. მოწმეთა ჩვენებე-
ბის შეკრება, სამედიცინო დასკვნის შედგენა – და ერთი კვირის გან-
მავლობაში გამოძიება უნდა დამთავრდეს, ვიმედოვნებ, რომ მოვა-
ხერხებთ ჩავეტიოთ ამ დროში, – ოდნავ შეცვლილი ხმით მიუგო ინ-
სპექტორმა და სტივენ ფარადეის მიუბრუნდა.
– ამასთანავე, მისტერ ფარადეი, არის ერთი-ორი წვრილმანი,
რომელთა გარკვევაში, ვფიქრობ, ძალგიძთ მომეხმაროთ. ლედი
ალექსანდრას აღარ შევაწუხებთ. თუ სკოტლანდ-იარდში დამირე-
კავთ, შევძლებთ შევთანხმდეთ შეხვედრაზე თქვენთვის მოსახერხე-
ბელ დროს. კარგად ვიცი, რომ თქვენ ძლიერ დაკავებული პიროვნება
ბრძანდებით.
ყოველივე ეს უშუალოდ, შეიძლება ითქვას, უდარდელადაც კი იყო
ნათქვამი, მაგრამ სამმა წყვილმა ყურმა ინსპექტორის სიტყვებში ჩა-
მალული ფარული აზრი დაიჭირა. სტივენმა მოახერხა გულგრილი სა-
ხე შეენარჩუნებინა და ეთქვა:– რა თქმა უნდა, მთავარო ინსპექტო-
რო! – მერე მან საათს დახედა და წაილუღლუღა. – ჩემი პალატაში
წასვლის დროა.
როდესაც სტივენი სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას და ასევე სა-
სწრაფოდ გაემგზავრა უფროსი ინსპექტორიც, მინისტრ-კოორდინა-
ტორი ქალიშვილს მიუბრუნდა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გა-
რეშე შეეკითხა:
– სტივენი ეკურკურებოდა იმ ქალს?
წამიერი დუმილის შემდეგ ქალიშვილმა მტკიცედ უპასუხა: – რა-
საკვირველია, არა. ასე რომ ყოფილიყო, აუცცილებლად მეცოდინე-
ბოდა. არა, სტივენი ასეთი სულაც არ არის.
– კარგი, ძვირფასო, უფრთხილდი. რომ თავ-ბედის წყევლა არ მო-
გიხდეს. ხომ, იცი, ჭორი ადვილად ვრცელდება. ჩვენ უნდა გარკვე-
ული ვიყოთ, რა როლს ვასრულებთ ამ საქმეში.
– როზმარი ბარტონი ენტონი ბრაუნთან მეგობრობდა, ისინი
ყველგან ერთად დადიოდნენ.

158
– ძალიან კარგი, – ნელა თქვა მინისტრ-კოორდინატორმა, შენი
ამბისა შენ იცი. მან არ დაუჯერა ქალიშვილს ოთახიდან რომ გადი-
ოდა, აღულვებული და ფერდაკარგული სახე ჰქონდა... კიბეებს აჰყვა
და მეუღლის მისაღებ ოთახში ავიდა. აკრძალული ჰქონდა მისთვის
ბიბლიოთეკაში შემოსვლა, რადგან გამოცდილებით იცოდა, რომ მის
დაუოკებელ ხასიათს მხოლოდ უსიამოვნების გამოწვევა შეეძლო.
ხოლო შექმნილი ვითარების დროს ნამდვილად არ ღირდა პოლიცი-
ასთან ურთიერთობის გართულება.
– როგორაა საქმე? – შეეკითხა მეუღლე. – რით დამთავრდა ყო-
ველივე?
– ჯერჯერობით თითქოს ყველაფერი რიგზეა, ‒ ნელა უპასუხა მი-
ნისტრ-კოორდინატორმა,‒ კემპი ზრდილობიანი ყმაწვილია... თავი-
სებურად, რა თქმა უნდა.. ტაქტიანად მიჰყავს საქმე... ვგონებ, ამ
მხრივ ცოტას აჭარბებს კიდეც.
– სერიოზული საქმეა?
–ფრიად სერიოზული ვიცი, ჩვენ არ უნდა დაგვერთო ნება
სანდრასთვის, იმ ყმაწვილს გაჰყოლოდა.
– მაშინვე არ გეუბნებოდი?
– ჰო... ჰო...‒ დითანხმა იგი. ‒ შენ მართალი იყავი, მე კი ვცდე-
ბოდი. მაგრამ სანდრა ხომ მაინც გაჰყვებოდა მას. როცა გაჯიუტდება
ხოლმე, ძვრას ვერ უზამ. ფარადეისთან ნაცნობობა სტიქიური უბედუ-
რების დარი იყო: კაცი. რომლის წარმომავლობა და წარსული არავინ
იცის, განა შეიძლება წარმოიდგინო, როგორ მოიქცევა იგი კრიტი-
კულ მომენტში?
– გეთანხმები, – მიუგო მეუღლემ. – ხომ არ ფიქრობ, რომ ჩვენი
ოჯახის წევრებს შორის მკვლელი აღმოჩნდა?
‒ არ ვიცი... უსაბუთოდ ბრალს ვერ დავდებ. პოლიცია კი ყველაფ-
რის გამოქექვას ცდილობს. ერთი რამ ცხადია: ჩვენი სიძე ბარტონის
ცოლს ეკურკურებოდა. ან ქალმა მოიწამლა მის გამო თავი და ან მან
თვითონ მოწამლა. როგორც უნდა ყოფილიყო, ბარტონი სულელი კი
არ იყო: გრძნობდა, რომ ჰაერში გამოაშკარავებისა და სკანდალის

159
სუნი ტრიალებდა, ვვარაუდობ, რომ სტივენს ამის დაშვება არ შეეძ-
ლო და...
– და მოწამლა იგი?
– დიახ.
– ამაში კი ვერ დაგეთანხმები, – თავი გადააქნია მეუღლემ.
– შენს პირს შაქარი... მაგრამ ვიღაცამ ხომ მოწამლა იგი?!
– მე თუ მკითხავ, – შეეპასუხა მეუღლე, – სტივენს იმდენად სუსტი
ნერვები აქვს, რომ უბრალოდ არ შეეძლო ამის ჩადენა.
– მისთვის მთავარი კარიერაა, სახელმწიფო მოღვაწისათვის სა-
ჭირო დიდი ნიჭი და მონაცემები აქვს, ვინ იცის, რას მოიმოქმედებს
ასეთი კაცი, როცა კუთხეში მიიმწყვდევენ.
‒ გიმეორებ: მას სუსტი ნერვები აქვს, – კვლავ თავი გადააქნია
მეუღლემ. – ასეთ საქმეს მოთამაშის აზარტი და თავდავიწყების უნა-
რი სჭირდება, რაც ჩვენს სიძეს არ გააჩნია... და მაინც მეშინია,
უილიამ, მთლიანად შიშმა ამიტანა.
მინისტრ-კოორდინატორმა ცოლს თვალი თვალში გაუყარა.
– ხომ არ ვარაუდობ, რომ სანდრა... სანდრა...
‒ ამაზე ფიქრიც კი მზარავს, მაგრამ რა აზრი აქვს თავის ქვიშაში
ჩამალვას? სჯობს სინამდვილეს გავუსწოროთ თვალი. სანდრამ თავი-
დანვე ჭკუა დაკარგა, ის ყმაწვილი ერთი ნახვით შეუყვარდა. არას-
დროს მესმოდა მისი და ყოველთვის ვშიშობდი მისი ბედის გამო, სან-
დრა მზადაა სტივენისთვის ყველაფერი გასწიროს... ყველაფერი! რა-
დაც უნდა დაუჯდეს. იგი საკმაოდ შეშლილი და საკმაოდ სასტიკია სა-
ამისოდ. ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ გვმართებს მისი გადარჩენა.
‒ როგორ თუ გადარჩენა?
‒ შენ უნდა გადაარჩინო, განა ვალდებულნი არა ვართ ვიზრუნოთ
საკუთარ ასულზე? თანაგრძნობამ უნდა გაიძულოს ყოველგვარი ნაც-
ნობობა გამოიყენო.
მინისტრ-კოორდინატორი ცოლს მიაშტერდა. თუმცა ეგონა, რომ
ხანგრძლივი ცოლ-ქმრობის მანძილზე ზედმიწევნით შეისწავლა მე-
უღლის ხასიათი, მაინც გაოცებული დარჩა მისი რეალიზმის სიმძლავ-
რით, ხოლო მისმა შეუვალობამ და სრულმა უპრინციპობამ დააფ-
რთხო კიდეც.

160
– თუ ჩემი ქალიშვილი მკვლელია, ნუთუ ვალდებული ვარ ჩემი
საზოგადოებრივი მდგომარეობა გამოვიყენო პასუხისმგებლობი-
საგან მის დასახსნელად?
‒ რა თქმა უნდა, ‒ წუთითაც არ შეყოყმანებულა მეუღლე.
‒ ძვირფასო ვიკი! შენ არაფერი გესმის. ეს ხომ შეუძლებელია, მე
ვერ დავთმობ ჩემს სინდისსა და პატიოსნებას.
– სისულელეა! – განაცხადა მეუღლემ.
ერთმანეთი აათვალიერ-ჩაათვალიერეს. მათ შორის გაუგებრო-
ბის კედელი აღმართულიყო. ალბათ, ასევე შეჰყურებდნენ ერთმა-
ნეთს აგამემნონი და კლიტემნესტრა, როდესაც მათ ბაგეებზე იფიგე-
ნიას სახელითრთოდა.
‒ შენ, როგორც მთავრობის წევრს, შეგიძლია პოლიციაზე ზემოქ-
მედება მოახდინო, რათა გამოძიება შეწყვიტონ და გამოიტანონ ვერ-
დიქტი თვითმკვლელობის შესახებ. ასეთი რამ მრავალგზის მომხდა-
რა, თავს ნუ იკატუნებ, რომ ეს არ იცი.
– მაშინ ეს საზოგადოებრივი პოლიტიკის საკითხი იყო, სახელმწი-
ფო ინტერესები მოითხოვდნენ ამას. ახლა კი საქმეს კერძო, პირადი
ხასიათი აქვს. ვეჭვობ, რომ რაიმე დახმარების გაწევა შემეძლოს.
– შეძლებ, თუკი მოისურვებ.
მინისტრ-კოორდინატორს გაბრაზებისგან სახე გაუწითლდა‒
რომც შემეძლოს, – არ გავაკეთებდი! ეს ჩემს ღირსებას შელახავდა.
‒ სანდრა რომ დაეპატიმრებინათ და ბრალდება წაეყენებინათ, გა-
ნა არ დაიქირავებდი საუკეთესო ვექილს და არ შეეცდებოდი მის გა-
თავისუფლებას, თუნდაც იგი დამნაშავე აღმოჩენილიყო?
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა. ქა-
ლებს ამის გაგება არ შეგიძლიათ.
მინისტრის მეუღლე დადუმდა. მისი გადარწმუნება შეუძლებელი
ოყო. მართალია, სანდრა ყველა შვილზე ნაკლებად უყვარდა, მაგრამ
დედობრივი ბუნება აჯანყებულიყო. იგი მზად იყო შვილის დასაცავად
და საამისოდ არანაირ გზაზე არ იტყოდა უარს ‒ არც პატიოსანზე და
არც უპატიოსნოზე. კბილებითა და ბრჭყალებით უნდა დაეცვა შვილი,
ზედ გადაფარებოდა, მტლად დასდებოდა.

161
– ყოველ შემთხვევაში, ‒ თქვა მინისტრ-კოორდინატორმა – სან
დრას ვერ დაადანაშაულებენ, სანამ საკმაო სამხილს არ მოაგროვე-
ბენ. მე კი საერთოდ არ მჯერა, რომ ჩემი ქალიშვილი მკვლელია. ძა-
ლიან მიკვირს, ვიკი, საიდან მოგივიდა თავში ასეთი აზრი.
მეუღლემ ხმა არ გასცა და მინისტრ-კოორდინატორი მძიმე ნაბი-
ჯებით გავიდა ოთახიდან, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ვიკიმ... მი-
სმა ვიკიმ, თავის სულში ასეთი უძირო უფსკრული გამოავლინა, რომ-
ლის არსებობაშიც მას არასოდეს ეჭვიც კი არ შეუტანია.

თავი მეხუთე

რეისი რომ კანტორაში შევიდა, რუთ ლესინგი დიდ მაგიდაზე გაბ-


ნეულ ქაღალდებს არჩევდა. შავი კოსტუმი და თეთრი ზედატანი ეცვა
და მთელი არსებით მშვიდ, აუღელვებელ საქმიან ქალს განასახიე-
რებდა. მაინც რეისმა შეამჩნია, რომ თვალის უპეები ჩალურჯებული
ჰქონდა, ბაგეებთან კი სიმწრის ნაოჭი გასჩენოდა. თუმცა ქალი გულ-
დაგულ მალავდა თავის მწუხარებას და საერთოდ თავს იკავებდა ყო-
ველგვარი გრძნობის გამოვლინებისაგან.
რეისმა მას თავისი ვიზიტის მიზეზი აუხსნა და რუთიც მყისვე გა-
მოეხმაურა.
– ძალიან კარგია, რომ მობრძანდით. რა თქმა უნდა, ვიცი, ვინ
ბრძანდებით, მისტერ ბარტონი წუხელ საღამოს თქვენს მოსვლას
ელოდა, არა? მახსოვს, მან გვითხრა ამის შესახებ.
‒ ადრე ხომ არ ვუხსენებივარ?

162
რუთი წამით დაფიქრდა·
– არა, სუფრას რომ შემოვუსხედით, მაშინ გვითხრა. მე ცოტა გა-
ვოცდი კიდეც, – იგი დადუმდა, სახეზე სიწითლემ გადაჰკრა. – რა-
საკვირველია, არა იმიტომ, რომ თქვენ მოწვეული ბრძანდებოდით.
ვიცოდი, რომ ძველი მეგობრები ხართ და შარშანაც უნდა დასწრებო-
დით წვეულებას, მინდოდა მეთქვა, რომ გამიკვირდებოდა, თქვენ
რომ მოსულიყავით. ისევე, როგორც ის გამიკვირდა, რომ ბარტონს
არ დაუპატიჟებია კიდევ ერთი ქალი კამპანიის გამაწონასწორებ-
ლად... მაგრამ რადგან თქვენ უნდა დაგეგვიანათ, შესაძლოა, სულაც
არ მობრძანებულიყავით და... მას სიტყვა გაუწყდა. ‒რა უთავბოლოდ
ვიქცევი! არ მესმის, რატომ მომდის თავში ეს უმნიშვნელო აზრები,
მაგრამ რა ექნა, დილიდანვე რაღაც უცნაურად ვგრძნობ თავს.
– და ამის მიუხედავად, ჩვეულებისამებრ გამოცხადდით სამსა-
ხურში?
– რა თქმა უნდა, – ის გაოცდა, ცოტათი აღშფოთდა კიდეც, – ეს
ხომ ჩემი სამსახურია. ბევრი რამაა დასალაგვბელი და გასარჩევი.
–ჯორჯი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ყველაფერში თქვენი იმე-
დი აქვს, – რბილად უთხრა რეისმა.
რუთმა თავი მიიბრუნა. პოლკოვნიკმა შეამჩნია, რომ მან ცრემლე-
ბი ჩაყლაპა და თვალები საეჭვოდ აუციმციმდა. ქალი თავის განცდებს
ხაზს არ უსვამდა და ამან თითქმის დაარწმუნა რეისი მის უდანაშაუ-
ლობაში· თითქმის, მაგრამ არა სავსებით. მას ხშირად შეხვედრია
მსახიობის ნიჭით დაჯილდოებული ქალები, რომელთა ჩალურჯებუ-
ლი უპეები და გაწითლებული თვალები მხოლოდ ოსტატურად დადე-
ბული გრიმის შედეგი ყოფილა და არა წრფელი გრძნობებისა. პოლ-
კოვნიკმა ჩაინიშნა ეს აზრი, მაგრამ მაინც გაიფიქრა: „ყოველ შემ-
თხვევაში, ეს ქალი უაღრესად თავდაჭერილიაო“.
რუთი კვლავ მაგიდისკენ შემობრუნდა და წარმოთქვა:– დიდი ხა-
ნია, რაც მასთან ვმუშაობ.. აპრილში შვიდი წელი იქნება... კარგად
ვიცნობდი მის ყველა ჩვეულებას. გფიქრობ, რომ იგი მე მენდობოდა.

163
– ეჭვი არ მეპარება... ‒ მიუგო რეისმა და დასძინა: – საუზმის დრო
ახლოვდება. ვიმედოვნებ, რომ ერთად საუზმობაზე უარს არ მეტყ-
ვით. თქვენთან გასაუბრება მსურდა.
– გმადლობთ. არც მე ვიტყოდი ამაზე უარს.
რეისმა წაიყვანა იგი პატარა რესტორანში, სადაც მაგიდები საკმაოდ
ხალვათად იდგა და საუბრის კარგი შესაძლებლობა იყო.შეკვეთა მის-
ცა და, როცა ოფიციანტი სუფრას გაშორდა, თვალი შეავლო თანამეი-
ნახეს.
„ლამაზი ქალია“ ‒ გაიფიქრა მან. მოეწონა კოხტად დავარცხნილი
შავი თმა, მოკუმული ტუჩები, ნებისყოფიანი ადამიანებისათვის დამა-
ხასიათებელი ნიკაპი.
სანამ საუზმეს მოართმევდნენ, უმნიშვნელო საკითხებზე ესაუბრე-
ბოდა, მერე კი, მცირე პაუზის შემდეგ, ქალმა ჰკითხა: –თქვენ წუხან-
დელი ამბის შესახებ გსურთ მესაუბროთ. გთხოვთ,დაიწყოთ. ყველა-
ფერი იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ მეც მინდა ამაზე ვილაპა-
რაკო. ჩემ თვალწინ რომ არ მომხდარიყო ყოველივე, არასდროს და-
ვიჯერებდი ამას.
– ალბათ, ინსპექტორმა კემპმა უკვე გნახათ?
– დიახ, წუხელ საღამოს, ჭკვიანი და გამოცდილი კაცი ჩანს,‒ მცი-
რე დუმილის შემდეგ ქალმა დასძინა: ‒ ეს მართაც მკვლელობაა,
პოლკოვნიკო?
– კემპმა გითხრათ ასე?
–უშუალოდ არაფერი უთქვამს, მაგრამ მისი შეკითხვებიდან
ცხადი იყო, რასაც გულისხმობდა.
– თქვენი აზრი იმის შესახებ, თვითმკვლელობა იყო ეს თუ მკვლე–
ლობა, განსაკუთრებით ფასეულია, მის ლესინგ. თქვენ ბარტონს კარ-
გად იცნობდით და, ვფიქრობ, გუშინდელი დღის უდიდესი ნაწილი
მასთან ერთად გაატარეთ. როგორ გამოიყურებოდა? ჩვეულებრივი
იერი ჰქონდა თუ ცუდ გუნებაზე ან აღელვებული იყო?
‒ ძნელი სათქმელია, – ჩაფიქრდა რუთი. – ცუდ გუნებაზე და
აღელვებული იყო, მაგრამ ამას ხომ თავისი მიზეზი ჰქონდა.

164
მან აუხსნა, რა მდგომარეობა შეექმნათ ვიქტორ დრეიკის გამო და
მოკლედ დაახასიათა ამ ყმაწვილის ცხოვრების გზა.
– ჰმ...– ჩაილაპარაკა რეისმა. – მახინჯი, რომელიც ყოველ ოჯახ-
ში არის... ბარტონი განიცდიდა მის ამბავს?
– ეს ძნელი ასახსნელია, – აუჩქარებლად მიუგო რუთმა – გესმით,
მე კარგად ვიცნობდი მისტერ ბარტონს. იგი ღელავდა, ბრაზდებოდა
ამის გამო, მისის დრეიკიც ძალიან განიცდიდა, როგორც ყოველთვის.
მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ...
–დიახ, მის ლესინგ? დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შთაბეჭ-
დილება ფრიად საყურადღებო იქნება.
– მომეჩვენა, რომ ჩვეულებრივზე მეტად იყო გაღიზიანებული. ად
რეც ხშირად ჩავვარდნილვართ ასეთ მდგომარეობაში. შარშან ვიქ-
ტორ დრეიკი აქ იყო, მაშინაც უსიამოვნებანი ჰქონდა და ჩვენ იგი სამ-
ხრეთ ამერიკაში გავამგზავრეთ. მხოლოდ ივნისში გვიდეპეშა ფულის
შესახებ. ამიტომ მე შესწავლილი მქონდა მისტერ ბარტონის რეაქცია
მის მოთხოვნაზე. ამჯერად, ვფიქრობ, შეფს ის გარემოება აღიზიანებ-
და, რომ დეპეშა ისეთ დროს მოვიდა, როცა მთლიანად წვეულების
მომზადების საქმეშიიყო ჩართული. ეს ახალი საზრუნავი თითქოს
ხელს უშლიდა ვახშმისათვის მზადებაში.
‒არ მოგსვლიათ აზრად, რომ ამ წვეულებაში რაღაც უჩვეულო
იყო, მის ლესინგ?
‒ როგორ არ მომსვლია! მისტერ ბარტონი. მეტად უცნაური გახდა
ამ წვეულების გამო, ბავშვივით ღელავდა.
‒ ხომ არ გიფიქრიათ, რომ წვეულებას შეიძლებოდა რაიმე გან-
საკუთრებული მიზანი ჰქონოდა?
– გსურთ თქვათ, რომ იგი ზუსტად იმეორებდა შარშანდელ
წვეულებას, როდესაც მისის ბარტონმა თავი მოიკლა?
– დიახ.
– გულახდილად რომ გითხრათ, წვეულების გამეორება მე გიჟურ
აზრად მომეჩვენა.
‒ ჯორჯს არ გაუზიარებია თქვენთვის რაიმე მოსაზრება ამის შესა-

165
ხებ, არ გაუცვნია თავისი გეგმები?
რუთმა თავი გადააქნია.
‒ მითხარით, მის ლესინგ, ხომ არასდროს შეგიტანიათ ეჭვი მისის
ბარტონის თვითმკვლელობაში?
– არა, ‒ გაოცებით მიუგო მან.
‒ ჯორჯ ბარტონს ხომ არ უთქვამს, რომ მისი აზრით, მეუღლე
მოუკლეს?
რუთი გაოგნებული ჩანდა.
– ჯორჯს ასე მიაჩნდა?
– ვხედავ, რომ ეს ახალი ამბავია თქვენთვის. დიახ, მის ლესინგ,
ჯორჯმა ანონიმური წერილები მიიღო, სადაც ამტკიცებდნენ, რომ მის
მეუღლეს თავი კი არ მოუკლავს, არამედ მოკლეს.
‒ აი, რა ყოფილა იმის მიზეზი, რომ ამ ზაფხულს ასეთი უცნაური
გახდა! მე კი ვერაფრით გავიგე, რა ემართებოდა.
–ესე იგი, ამ ანონიმური წერილების შესახებ არაფერი გსმენიათ?
– სრულიად არაფერი. ბევრი წერილი იყო?
– მან მხოლოდ ორი მაჩვენა.
– მე კი არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. – ქალის ხმაში წყენა გა-
მოკრთა.
რეისმა დაკვირვებით შეხედა და ჰკითხა: ‒მაშ, რას მეტყვით, მის
ლესინგ? შესაძლებელია, რომ ჯორჯს თავი მოეკლა?
– ო, არა, არა!.. ‒ კატეგორიულად გადააქნია თავი ქალმა.
– ხომ მითხარით, ცუდ გუნებაზე და აღელვებული იყოო?
– დიახ, მაგრამ უკვე კარგა ხანია ასე იყო. ახლა კი მესმის, რა
ყოფილა მიზეზი! ისიც მესმის, რატომ აღელვებდა აგრერიგად წუხან-
დელი წვეულება, როგორც ჩანს, რაღაც მოსაზრებები ჰქონდა ‒ შარ-
შანდელი გარემოს აღდგენას ლამობდა და ამით რაღაც ახალი ამბის
შეტყობასაპირებდა. საწყალი ჯორჯი! ჩანს, სწორედ ამან დაღუპა.
–რა შეგიძლიათ მითხრათ როზმარი ბარტონის შესახებ, მის ლე–
სინგ? კვლავინდებურად ფიქრობთ, რომ მან თავი მოიკლა?
– სხვაგვარად არასდროს მიფიქრია, – შუბლი შეჭმუხნა რუთმა. ‒
ეს ისეთი ბუნებრივი ჩანდა...

166
– დეპრესია ინფლუენციის შემდეგ?
–კი.– იქნებ სხვა რამეც... იგი ისეთი უბედური ჩანდა, მაშინვე იგ-
რძნობოდა.
– მიზეზსაც ხომ ვერ ხვდებოდით?
‒ დიახ. ყოველ შემთხვევაში, მეგონა, რომ ვხვდებოდი, ცხა-
დია,შეიძლება, ვცდებოდე კიდეც. მისის ბარტონის მსგავსი ქალები
სრულიად ვერ ფარავენ გრძნობებს, თითჭოს გამჭვირვალენი იყვნენ.
მადლობა ღმერთს, მისტერ ბარტონს არავითარი ეჭვი არ აუღია, დი-
ახ, როზმარი ძალზე უბედური იყო. იმ საღამოს კი, როცი წვეულება
გვქონდა, ინფლუენციის შედეგების გარდა, თავის ტკივილიც აწუხებ-
და.
– ეს საიდანღა იცით?
– გავიგონე, ლედი ალექსანდრას რომ უთხრა საპირფარეშოში,
სადაც თავი წესრიგში მოგვყავდა. ნანობდა, რომ თან არ ჰქონდა ფე-
ივრის ტაბლეტები, მაგრამ, საბედნიეროდ, ლედი ალექსანდრას აღ-
მოაჩნდა და მან შესთავაზა.
რეისს ჭიქა ხელში შეაცივდა.
– როზმარიმაც გამოართვა?
– დიახ.
პოლკოვნიკმა ისე დადგა ჭიქა, რომ ღვინო არც კი გაუსინჯავს და
თავის თანამოსაუბრეს შეაშტერდა. ქალიშვილი მშვიდად გამოიყუ-
რებოდა. და თითქოს არც კი ესმოდა ნათქვამის დედააზრი. მაგრამ
მის სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ნიშნავდა,
რომ სანდრამ, რომელსაც სუფრაზე შესაძლებლობა არ ჰქონდა როზ-
ზმარის ჭიქაში ფხვნილის ჩაყრისა, სხვა გზა აირჩია მისთვის საწამ-
ლავის შესაჩეჩებლად, აბი შესთავაზა მას. ჩვეულებრივ, აბის გასაზა-
ვებლად საჭიროა რამდენიმე წუთი, მაგრამ შესაძლოა, ამჯერად აბს
ჟელატინის ან სხვა რაიმე უცნობი ნივთიერების გარსი, ჰქონდა. როზ-
მარისაც ხომ შეეძლო მაშინვე კი არ დაელია წამალი, არამედ ცოტა
დაეყოვნებინა.
– თქვენ ნახეთ, როგორ მიიღო მან აბი? – მკვეთრად შეეკითხა
რეისი.

167
– უკაცრავად?
ქალს აღელვებულ სახეზე შეეტყო, რომ ნათქვამი გაიაზრა,
– თქვენ ნახეთ, რომ როზმარი ბარტონმა გადაყლაპა ეს აბი?
რუთი ოდნავ შეშინდა.
– მე... არა... არ მინახავს, როზმარიმ. მხოლოდ მადლობა გადაუ-
ხადა ლედი ალექსანდრას.
– რა თქმა უნდა, როზმარის შეეძლო აბი ხელჩანთაში შეენახა, ხოლო
ვარიეტეს შემდეგ, როდესაც თავის ტკივილი გაუძლიერდა, შამპანუ-
რის ჭიქაში ჩაეგდო. ეს ჰიპოთეზაა... წმინდა წყლის ჰიპოთეზა, მაგ–
რამ სავსებით დასაშვებია.
– რატომ მეკითხებით ამის შესახებ? – ჩურჩულით აღმოხდა რუთს.
შეკითხვებით სავსე თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და პოლკოვნიკმა
შეატყო, რომ მისი გონება ამუშავდა.
– მესმის... ახლა კი მესმის, რატომ იყიდა ჯორჯმა სახლი სოფელ–
ში ფარადეების მეზობლად. ისიც მესმის, რატომ არ მითხრა არაფერი
იმ ანონიმური წერილების შესახებ, თავდაპირველად წარმოუდგენ-
ლად მომეჩვენა, რომ არ მითხრა. მაგრამ, როგორც ჩანს, მან ირწმუ-
ნა რაც წერილებში ეწერა და, მაშასადამე, სუფრასთან მსხდომი ხუთი
ადამიანიდან‒ ერთ-ერთი მისი ცოლის მკვლელი უნდა აღმოჩენილი-
ყო. შეიძლება... შეიძლება იგი მეც მკვლელად მთვლიდა.
განა თქვენ გქონდათ საამისო მიზეზი? ‒ უაღრესად მეგობრული
ტონით შეეკითხა რეისი.
მას თავიდან ეგონა, რომ რუთს შეკითხვა არ გაუგონია, რადგან
უძრავად იჯდა თავდახრილი, მერე კი ქალმა, ამოიოხრა, თვალი გა-
უსწორა და უთხრა: – ასეთ ამბებზე არ გსურს ვინმეს ელაპარაკო, მაგ-
რამ თქვენ უკეთ მოგეხსენებათ. დიახ, მე მიყვარდა ჯორჯი. მიყვარდა
გაცილებით იმაზე ადრე, ვიდრე როზმარის შეხვდებოდა. არა მგონია,
რომ მას ეს სცოდნოდა. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ არ იცო-
და. იგი დიდად მაფასებდა, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა. ხშირად მი-
ფიქრია, რომ კარგი მეუღლე ვიქნებოდი მისთვის, შემეძლო გამებედ-
ნიერებინა, ჯორჯს როზმარი უყვარდა, მაგრამ თავს ბედნიერად არ
გრძნობდა მასთან.

168
‒ თქვენ კი, არ გიყვარდათ როზმარი? ‒ ზრდილობიანად შეე-
კითხა რეისი.
– არ მიყვარდა... ის ლამაზი და მომხიბვლელი იყო. თავს ყველას
ადვილად აწონებდა, მაგრამ არც ერთხელ არ უცდია ჩემთვისაც მო-
ეწონებინა თავი! მთელი არსებით არ მიყვარდა იგი. როდესაც გარდა-
იცვალა,შეძრწუნებული და შეშინებული ვიყავი, მაგრამ სრულიადაც
არ განვიცდიდი. ვშიშობ, რომ გამიხარდა კიდეც ეს ამბავი.. ‒ რუთი
ერთხანს დადუმდა და დასძინა:‒მოდით, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
‒ მე მინდა დაწვრილებით მომიაყვეთ, რასაც კი გაიხსენებთ
გუშინდელ დღეზე, დილიდანვე მოყოლებული, ‒ დაუყოვნებლივ უპა-
სუხა რეისმა. – განსაკუთრებით მაინტერესებს, რას აკეთებდა და ამ-
ბობდა ჯორჯი.
რუთმა სასწრაფოდ ჩამოუთვალა ყოველივე, რაც დილიდან მოხ-
და: ჯორჯის გაღიზიანება ვიქტორის მოთხოვნის გამო, საუბარი სამ-
ხრეთ ამერიკასთან, მიღწეული მოლაპარაკება და ჯორჯის კმაყოფი-
ლება ამის გამო.შემდეგ – „ლუქსემბურგი“, ჯორჯის სამზადისი და ფა-
ცი-ფუცი. მის ლესინგმა დაწვრილებით მოუთხრო წვეულების ამბავიც
მის ტრაგიკულ დასასრულამდე. ყოველივე ადრე მრავალჯერ მოსმე-
ნილს ემთხვეოდა. შემდეგ რუთმა პოლკოვნიკს თავისი მტანჯველი
ეჭვებიც გაანდო.
– ეს არ ყოფილა თვითმკვლელობა, დარწმუნებული ვარ, რომ არ
ყოფილა. მაგრამ როგორ უნდა მომხდარიყო მკვლელობა? არც ერთ
ჩვენგანს ამის გაკეთება არ შეეძლო. მაშ, ვიღაც უცნობმა ჩაყარა სა-
წამლავი ჭიქაში?.. ყოველივე სრულიად უაზრო ჩანს.
– დადგენილია, რომ ცეკვის დროს სუფრას არავინ გაჰკარებია, –
შენიშნა რეისმა.
– მაშინ საქმე კიდევ უფრო ჩახლართულია, ციანიდი თავისთავად
ხომ არ აღმოჩნდებოდა ჭიქაში?!
– თქვენ არავითარი მოსაზრება არა გაქვთ – არავისზე ეჭვობთ,
რომ ჭიქაში ციანიდის ჩაყრა შეეძლო? ერთხელ კიდევ გაიხსენეთ

169
ხანდელი საღამო. არაფერი გახსენდებათ? იქნებ, იყო რაიმე უმნიშ-
ვნელო კონფლიქტი, რაიმე წვრილმანი, რასაც შეეძლო ეჭვი აღეძრა
თქვენთვის?
ქალს საზე შეეცვალა, თვალებში დაბნეულობა გაშოესახა. მყისი-
ერი,თითქმის შეუმჩნეველი პაუზის შუმდეგ მან მიუგო:
– არაფერი ასეთი არ ყოფილა.
მაგრამ მაინც იქ რაღაც მოხდა! რეისს ეჭვი არ ეპარებოდა ამაში.
რუთმა რაღაც ნახა, გაიგონა ან შეამჩნია, მაგრან რატომღაც არ სურ-
და ამაზე საუბარი.პოლკოვგნიკი აღარ ჩასჯინებია. იცოდა, რომ რუ-
თის ტიპის ქალი თუ გაჯიუტდა და დუმილი გადაწყვიტა, ბოლომდე
გაიტანს, ხმას ვერაფრით ამოაღებინებ.
და მაინც რაღაც მოხდა, ეს აზრი ანუგეშებდა რეისს და შემდგომი
მოქმედებისაკენ უბიძგებდა. მის წინ აღმართულ გლუვ კედელზე პა-
წაწკინტელა ბზარი გაჩნდა.
საუზმის შემდეგ იგი რუთს გამოეთხოვა და ელვასტონ სკვერისკენ
გაეშურა. გზადაგზა თავში უტრიალებდა ფიქრები ქალზე, რომელსაც
ეს-ეს იყო დაემშვიდობა. დამნაშავე იყო თუ არა რუთი? საერთოდ, მან
კარგი შთაბეჭდილება მოახდინა პოლკოვნიკზე, სავსებით გულახდი-
ლად და გულღიად გამოიყურებოდა.
შეეძლო თუ არა მას მკვლელობის განხორციელება? მეტწილ
ხალხს შეუძლია, თუკი მდგომარეობა აიძულებს, მკვლელობათა მთე-
ლი რიგისა კი არა, არამედ ერთი, განსაკუთრებული მკვლელობისა,
რომელსაც მათთვის პირადი მნიშვნელობა აქვს. ამ ახალგაზრდა
ქალში ერთგვარი სისასტიკე იგრძნობოდა. სახეზე იყო მოტივიც, რო-
მელზეც დაფიქრება ღირდა, როზმარის მოშორების შედეგად მას აღ-
მოაჩნდებოდა შანსი თვითონ გამხდარიყო მისის ბარტონი, რა მნიშ-
ვნელობა ჰქონდა, სიყვარულით გაჰყვებოდა ქმარს თუ ანგარების გა-
მო, – ორსავე შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, როზმარის ჩამო-
შორება იყო საჭირო.
რეისი იქითკენ იხრებოდა, რომ არ არსებობდა საფუძველი ანგა-
რებიანი ქორწინებისათვის. რუთს საკმაოდ საღად მოაზროვნე თავი
ჰქონდა და არ წავიდოდა რისკზე მდიდრის ცოლობით მოპოვებული

170
ლამაზი ცხოვრებისათვის. სიყვარული? ეს კი შესაძლებელია. რეისი
ეჭვობდა, რომ მთელი მისი ცივი თავშეკავებულობის მიუხედავად,
რუთს მძაფრი გაუზიარებელი ტრფობის უნარი გააჩნდა. მას უყვარდა
ჯორჯი და სძულდა როზმარი, შეეძლო აუღელვებლად ჩაეფიქრებინა
და განეხორციელებინა თავისი სატანური გეგმები, ის გარემოება,
რომ ჩანაფიქრი დაუბრკოლებლად განხორციელდა და ერთხმად, და-
ეჭვების გარეშე ყველას მიერ თვითმკვლელობად იქნა აღქმული,
მხოლოდ ქალის დიდ მოხერხებასა და თანდაყოლილ ნიჭზე მიუთი-
თებდა...
შემდეგ კი ჯორჯმა ანონიმური წერილების მიღება დაიწყო (ვის-
გან? რისთვის? ეს კითხვები ტვინს უხვრეტდნენ, მოსვენებას არ აძლ-
ევდნენ, აღიზიანებდნენ და აბრაზებდნენ რეისს) ჯორჯმა ეჭვი აიღო და
მახის დაგება სცადა. რუთმა კი ეს ამოიცნო და ბოლო მოუღო მას.
არა, ეს შეუძლებელია, ეს არ შეიძლება სიმართლეს შეეფერებო-
დეს. ასე ხომ მხოლოდ პანიკით მოცულ ადამიანს შევძლო ემოქმედა,
ხოლო რუთ ლესინგი იმ ტიპის ქალი არ არის, რომ პანიკას დაემორ-
ჩილოს, იგი ჯორჯზე გაცილებით ჭკვიანია და შეეძლო მის მიერ დაგე-
ბული მახიდან უმტკივნეულოდ გამომძვრალიყო.
გამოდის, რომ რუთთან საუბარმა რეისს ახალი არაფერი არ მის-
ცა.

171
თავი მეექვსე

ლუცილა დრეიკს ძალიან გაუხარდა პოლკოვნიკ რეისის დანახვა.


ოთახში ფარდები ჩამოშვებული იყო. თავით ფეხებამდე შავებში გა-
მოწყობილი, სახეზე ცხვირსახოცაფარებული ლუცილა მიუახლოვდა
რეისს და აკანკალებული ხელი გაუწოდა. რა თქმა უნდა, მას არავის
ნახვა არ სურს გარდა რეისისა – ძვირფასი და საყვარელი ჯორჯის
ძველი მეგობრისა. რა საშინელებაა როდესაც სახლში მამაკაცი არ
არის! სახლი თითქოს დაობლებულია ბარტონის გარეშე. თვით ლუ-
ცილა – საბრალო მარტოხელა ქვრივია, აირისი კი უსუსური ბავშვია.
ყოველთვის ყველაფერზე ჯორჯი ზრუნავდა. ძვირფასი პოლკოვნიკი
რეისი ისე კეთილია, ლუცილა მისი მადლობელია. რა უნდა ექნათ მის
გარეშე? რასაკვირველია,დაკრძალვისა და სხვა ამგვარ საკითხებს
მის ლესინგი მოაგვარებს, მაგრამ პოლკოვნიკის დახმარება მაინც
ფასდაუდებელია. როგორ მიმდინარეობს გამოძიება? ღმერთმა ყვე-
ლას აშოროს პოლიციასთან საქმის დაჭერა – სახლი სავსეა პოლი-
ციელებით! მართალია, სამოქალაქო ტანსაცმელი აცვიათ და ზრდი-
ლობიანად იქცევიან, მაგრამ მაინც... ლუცილა მოსვენებას ვერ პოუ-
ლობს, ასეთი კოშმარი ხომ სიზმრადაც არ დაგესიზმრება! და ნერვები
აქ არაფერ შუაშია, თუმცა ექიმები ყველაფერს ნერვებით ხსნიან
ხოლმე. საწყალ ჯორჯს იმ საშინელ რესტორანში – „ლუქსემბურგში“
სტუმრებიც ხომ იგივე იყო,გაახსენდა, როგორ დაიღუპა შარშან უბე-
დური როზმარი და, როგორც ჩანს, სისხლი გულზე შემოაწვა.მას რომ
ლუცილას რჩევებისთვის ყური დაეგდო და ექიმ გასკელის შესანიშნა-
ვი სამკურნალო საშუალება გამოეყენებინა, შეიძლებოდა ეს არ მომ-
ხდარიყო... მთელი ზაფხული თავს იტანჯავდა და სისხლს იშრობდა...

172
როგორც იქნა, ლუცილა შეჩერდა და პოლკოვნიკ რეისს საშუალე-
ბა მიეცა თანაგრძნობა გამოეთქვა და საჭიროების შემთხვევაში დახ-
მარება შეეთავაზებინა.
ლუცილა ისევ ჩაერთო: რა კეთილია პოლკოვნიკი და რა საშინე-
ლებაა, რაც დღეს აქ ხდება და რაც ხვალ კიდევ გადასატანია... ბიბ-
ლიაში ხომ ნათქვამია, რომ ბალახი როგორც კი თავს წამოწევს, მო-
ითიბება... შეიძლება ზუსტად ასე არ იყოს, მაგრამ პოლკოვნიკმა რე-
ისმა ხომ იცის, რასაც გულისხმობს ლუცილა... რა სასიამოვნოა, რო-
დესაც საიმედო კაცის თანადგომას გრძნობ, მის ლესინგიც საიმედოა,
რა თქმა უნდა, და ძალიან საქმიანიც, მაგრამ ზოგჯერ თავს ზედმეტ
უფლებას აძლევს. მისი – ლუცილას – აზრით, ჯორჯმა იგი გაანებივ-
რა. ერთ დროს იმასაც კი შიშობდა, ჯორჯს გამოუსწორებელი შეცდო-
მა არ ჩაედინა. მათ რომ ჯვარი დაეწერათ, მის ლესინგი აუცილებლად
გამოაჩენდა თავის კლანჭებს და თავ-ბედს აწყევლინებდა. რასაკვირ-
ველია, ლუცილა გრძნობდა, საიდან ქროდა ქარი, ძვირფას აირისს კი
– ის ისეთი კეთილია, – ამ ქვეყნისა არაფერი გაეგება. პოლკოვნიკი
რეისი ხომ თანახმაა, რომ ქალიშვილი უბრალო და უმანკო უნდა
იყოს? აირისი მუდამ თავის ასაკზე უმცროსად გამოიყურებოდა და
ისეთი ჩუმ-ჩუმაა, რომ არასდროს არავინ იცის, რაზე ფიქრობს. მშვე-
ნიერი როზმარი ზედმეტად ხმაურიანი იყო, ეს აირისი კი ნახევრად-
ჩათვლემილივით დაბორიალობს სახლში... განა ასეთები უნდა იყ-
ვნენ ქალიშვილები? ისინი საჭმლის მომზადებასა და, სასურველია,
ჭრა-კერვასაც უნდა სწავლობდნენ. აი, რაზე ღირს ფიქრი, ეს ყოველ-
თვის გამოადგებათ. მადლობა ღმერთს, რომ ლუცილამ მოახერხა აქ
ჩამოსულიყო საცოდავი როზმარის დაღუპვის შემდეგ. მას ისეთი
მძაფრი ინფლუენცია ჰქონდა, რაღაც განსაკუთრებული, თვით ექიმმა
გასკელმა აღიარა ეს. საოცრად ჭკვიანი და მომხიბლავი კაცია ეს ექი-
მი.
ზაფხულში ლუცილას უნდოდა მისთვის აირისი გაესინჯვინებინა,
გოგონა ისეთი ფერმიხდილი და გამხდარი იყო. პოლკოვნიკო, მო-
მისმინეთ, იქნებ ეს იმ სახლის ბრალიც იყოს. ჭერდაბალი და ნესტი-
ანია, სუნთქვას გიხუთავს. ჯორჯი წავიდა და ისე იყიდა ის სახლი, რომ

173
არავისთვის რჩევა არ უკითხავს, – რა საწყენია! მან თქვა, რომ ჩვენ-
თვის სურპრიზის მოწყობა უნდოდა, მაგრამ განა არ აჯობებდა ჯერ გა-
მოცდილსა და პრაქტიკულ ქალს მოთათბირებოდა. მამაკაცებს ხომ
სახლის მოწყობის საკითხში არაფერი ესმით. ჯორჯი კი საერთოდ ვერ
ხვდებოდა, რომ მას – ლუცილას, შეეძლო უამრავი უსიამოვნება აე-
ცილებინა ოჯახისთვის. ახლა კი რაღა აზრი აქვს მის ცხოვრებას?
ძვირფასი ქმარი დიდი ხანია მოუკვდა, ხოლო ვიქტორი ‒ მისი სათაყ-
ვანებელი ბიჭი – სადღაც არგენტინაშია ან იქნებ ბრაზილიაში... არა,
მგონი, მაინც არგენტინაში, ის ისეთი კეთილი და საიმედო ყმაწვი-
ლია!
პოლკოვნიკმა რეისმა შენიშნა: დიახ, ვიცი, რომ თქვენი შვილი
საზღვარგარეთ ცხოვრობსო.
ამას მოჰყვა ვიქტორის მოღვაწეობის თხუთმეტწუთიანი აღწერა.
ისეთი ნიჭიერი ბავშვია, რა არ გაუკეთებია ცხოვრებაში! (აქ ლუცი-
ლამ ჩამოთვალა მისი მრავალრიცხოვანი პროფესიები), იგი ძალიან
კეთილია,სიბოროტე არავისთვის სურს, მაგრამ მთელი სიცოცხლის
განმავლობაში ბედი არ სწყალობდა. ლუცილას მიაჩნდა, რომ მისი
კოლეჯიდან გამოგდებით ოქსფორდის პროფესურამ თავი მოიჭრა.
ვერ გაუგეს ამ ხატვის ნიჭით დაჯილდოებულ ყმაწვილს, რა შესანიშ-
ნავი რამ გამოიგონა, როდესაც ვიღაცის ხელწერას მიჰბაძა და გადა-
იღო. ფულის გულისთვის ხომ არ გაუკეთებია ეს, უბრალოდ ერთობო-
და. დედა ყოველთვის ეცოდებოდა, თავის უსიამოვნებებს მას არასდ-
როს ატყობინებდა. აქედან ცხადი არ არის, როგორ კეთილია იგი?
ძალიან უცნაურია, რომ ხალხი, რომელზეც ბიჭის ბედი იყო დამო-
კიდებული, მას მუდამ ინგლისის ფარგლებს გარეთ სთავაზობდნენ
სამუშაოს. ლუცილასთვის გაუგებარია: ნუთუ არ შეიძლებოდა მის-
თვის შესაფერისი ადგილის მონახვა, ვთქვათ, ინგლისის ბანკში? ეს
მას ნამდვილად უფრო შეეფერებოდა. მაშინ ბიჭი შეძლებდა ლონდო-
ნის ახლოს ეცხოვრა და მცირელიტრაჟიანი მანქანაც ჰყოლოდა,ვიქ-
ტორის დამსახურებისა და მისი თავგადასავალის აღწერით მოქან-
ცულ პოლკოვნიკ რეისს მხოლოდ ოცდახუთი წუთის შემდეგ მიეცა სა-
შუალება საუბრის თემა შეეცვალა და მსახურებზე ჩამოეგდო სიტყვა.

174
დიახ, მართლაც, ძველი კეთილი მსახურები აღარ არსებობენ. ყვე-
ლა უბედურება. აქედან მოდის. მაგრამ პირადად ლუცილას ამ მხრივ
სასაყვედურო არაფერი აქვს, მათ ოჯახს ბედი სწყალობს. მისის პაუნ-
დი, სიყრუის მიუხედავად, შესანიშნავი ქალია. მართალია, ნამცხვარი
ყოველთვის კარგი არ გამოსდის და წვნიანსაც ზედმეტ წიწაკას უკე-
თებს, მაგრამ საერთოდ იგი დიდად საიმედოა და კარგი ეკონომიაც
იცის. იგი ჯორჯის ქორწინების დღიდანვე ცხოვრობს აქ და, როდესაც
ზაფხულში აგარაკზე მიემგზავრებოდნენ, არავითარი პრობლემები
არ შეუქმნია, სხვებს კი არა ჰგავს! ერთ-ერთი მოახლის დათხოვნა
მოუხდათ, მაგრამ ეს ცუდი არ იყო: ძალიან თავხედი ვინმე გახლდათ,
კამათი უყვარდა და ექვსი ჭიქაც გატეხა. თანაც ცალ–ცალკე კი არა,
რაც ყველას შეიძლებოდა მოსვლოდა, არამედ ერთიანად. წარმო-
გიდგენიათ ასეთი უგერგილობა, პოლკოვნიკო?
– მართლაც, გასაოცარია.
‒ მეც ასე განვუცხადე. და კიდევ ვუთხარი, რომ აუცილებლად აღვ-
ნიშნავ ამას მის რეკომენდაციაში – ეს ჩემი მოვალეობაა, პოლკოვნი-
კო. ვინ არ ცდება! მაგრამ შეცდომებზე, ისევე უნდა მივუთითოთ, რო-
გორც წარმატებებზე. იმ თავხედმა, კი, წარმოიდგინეთ, გამომიცხადა,
რომ ნებისმიერ შემთხვევაში იმედოვნებს სამსახური იშოვოს ისეთ
სახლში, სადაც ხალხს არ „ჩააძაღლებენ ხოლმე“ – საშინელი ჟარგო-
ნია... მე ვიცი. მას განგსტერები იყენებენ, რომლებიც ერთმანეთს ავ-
ტომატით კლავენ.მადლობა ღმერთს, ჩვენთან ინგლისში ეს არ ხდე-
ბა!.. ამრიგად, მე რეკომენდაციაში ავღნიშნე, რომ ბეტი არდეილი გა-
მოცდილი და პატიოსანი მოახლეა, მაგრამ ჭურჭელს ტეხავს და სათა-
ნადო პატივისცემით არ ექცევა პატრონებს. პირადად მე, მისის რის-
ტელბოტის ადგილას, შევძლებდი ამომეკითხა სტრიქონებს შორის
ჩადებული აზრი და არ დავიქირავებდი მას. მაგრამ ჩვენს დროში
ხალხი ხელიდან არაფერს არ უშვებს და მზადაა თვის განმავლობაში
სამგზის დათხოვნილი მოახლეც კი დაიქირავოს.
მისის დრეიკი წამით სულის ამოსათქმელად შეჩერდა და პოლ-
კოვნიკმა რეისმა მაშინვე ჰკითხა, ვინ არის მისის რის-ტელბოტი. ხომ

175
არ შეიძლებოდა იგი სცნობოდა პოლკოვნიკს ჯერ კიდევ ინდოეთში
გამგზავრებამდე?
– ვერ გეტყვით. იგი კადოგან-სკვერზე ცხოვრობს.
–მაშ, ეს ჩემი ძველი ნაცნობია. .
„რა ვიწროა სამყარო, არა?“ ‒ შენიშნა ლუცილამ, ‒ ახლა აღარ
არიან ისეთი მეგობრები, როგორც წინათ. მეგობრობა საოცარი რა-
მაა. ლუცილა ყოველთვის ფიქრობდა, როგორი რომანტიკული იყო
პოლისა და ვიოლას ურთიერთობა. ძვირფასი ვიოლა, რამდენი თაყ-
ცანისმცემელი ჰყავდა მას! მაგრამ, ღმერთო ჩემო, პოლკოვნიკ რე-
ისს ხომ არც კი წარმოუდგენია, ვისზეა საუბარი. ყოველთვის გინდა
მოიგონო წარსული.
პოლკოვნიკმა რეისმა სთხოვა მას განეგრძო საუბარი და თავისი
თავაზიანობის ჯილდოდ მოისმინა ჰექტორ მარლოს ცხოვრების სრუ-
ლი აღწერა: თუ როგორ ზრდიდა მას და, რა შენიშვნებს აძლევდა და
ასე შემდეგ. როდესაც რეისს უკვე უჭირდა მოვლენათა მსვლელობი-
სათვის თვალყურის მიდევნება, მას უამბეს ჰექტორისა და მშვენიერი
ვიოლას ქორწინების ამბავი.
–-იცით, ვიოლა ობოლი იყო, სასამართლომ მასზე მეურვეობა და-
აწესა...
შემდეგ რეისს მოუხდა მოესმინა, რა მძიმედ გადაიტანა პოლ ბე-
ნეტმა ვიოლას გათხოვება, როგორ გახდა იძულებული შეყვარებუ-
ლის ნაცვლად სახლის მეგობრად ქცეულიყო, ბოლოს, როგორ უყ-
ვარდა მას პატარა ნათლული როზმარი და რა ანდერძი დატოვა.
– ყოველთვის მაოცებდა მათი რომანტიკული ურთიერთობა ასეთი
უზარმაზარი ქონების ფონზე. არა, რა თქმა უნდა, ბედნიერება ფულში
არ არის. საწყალი როზმარის ტრაგიკული სიკვდილიც ამის დადასტუ-
რებაა, ძვირფასი აირისის ბედსაც ვერ შენატრებს კაცი...
რეისმა კითხვით სავსე მზერა მიაპყრო მას.
‒ სიმდიდრეს დიდი ხათაბალა მოსდევს. მან, რასაკვირველია,
უდედესი მემკვიდრეობა მიიღო, ამიტომაც თვალს არ ვაცილებ იმ
ყმაწვილ გარეწარს, მაგრამ მე რა შემიძლია, პოლკოვნიკო? ახლა

176
ქალიშვილებს არ ეპიტნავებათ მათზე ზრუნვა, როგორც წინათ. თით-
ქმის არაფერი ვიცი აირისის მეგობრების შესახებ. შინ დაპატიჟე-მეთ-
ქი, ვთხოვ, მაგრამ ამაოდ. ბევრ მათგანს, ალბათ, პატიოსან საზოგა-
დოებაში არც კი შეესვლება. საბრალო ჯორჯიც ძალიან განიცდიდა.
განსაკუთრებით ვიღაც ბრაუნის გამო. პირადად მე ის არასდროს მი-
ნახავს, მაგრამ, მგონი, მას და აირისს ერთმანეთისგან ვერ მოწყვეტ.
ყველა იტყვის, რომ მას უკეთესი მეგობრის ამორჩევა შეეძლო.
ჯორჯს იგი არ უყვარდა, დარწმუნებული ვარ ამაში. მე კი ყოველთვის
ვამტკიცებდი, პოლკოვნიკო, რომ მამაკაცს მეორე მამაკაცზე უკეთ ვე-
რავინ შეაფასებს. მახსოვს, ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი მეურვე ‒
პოლკოვნიკი პური მომხიბლავი მამაკაცი იყო, მაგრამ ჩემი ქმარი
მისგან მუდამ შორს იჭერდა თავს და მეც ამასვე მირჩევდა. მართა-
ლიც გამოდგა, ერთხელ, შეწირულობათა შეგროვების დროს გალე-
შილი ძირს გაიშხლართა. შემდეგ კი გაირკვა, – ასეთი რამეები ყო-
ველთვის მოგვიანებით ირკვევა ხოლმე, თუმცა უმჯობესი იქნებოდა,
რომ წინასწარვე ცნობილი ყოფილიყო, – დიახ, შემდეგ გაირკვა, რომ
იგი ყოველკვირეულად მთელ დუჟინა ცარიელ კონიაკის ბოთლებს
აბარებდა! ეს ფრიად სამწუხაროა, რადგან იგი უაღრესად მორწმუნე
ადამიანი იყო, თუმცა ოდნავ ევანგელიზმისკენ იხრებოდა. ჩემი ქმარი
ყელის ჩახლეჩამდე ეკამათებოდა ხოლმე მას ყველაწმინდის დღეს
საეკლესიო რიტუალის შესრულების თაობაზე. ო, ღმერთო, ყველაწ-
მინდის დღე! გუშინ ხომ სწორედ ორი ნოემბერი იყო ‒ყველაწმინდის
დღე, მიცვალებულთა სულების ხსენების დღე!
რაღაც ჩქამი გაისმა და რეისმა ლუცილას უკან გაღებულ კარს შე-
ხედა. მას ადრეც ჰყავდა ნანახი აირისი‒ლიტლ პრაიერზში, მაგრამ
ახლა ისე ეჩვენებოდა, თითქოს პირველად ხედავდა. პოლკოვნიკი
გააოცა გარეგნული სიმშვიდის ქვეშ დაფარულმა არაჩვეულებრივმა
დაძაბულობამ და თვალთა ამოუცნობმა გამომეტყველებამ.
ლუცილამაც მოაბრუნა თავი.
‒ აირის, ძვირფასო, არ გამიგია შენი შემოსვლა. პოლკოვნიკ რე-
ისს იცნობ? ის ისეთი კეთილია.

177
აირისი შემოვიდა და პირქუშად მიესალმა რეისს, შავი კაბა მას ად-
რინდელზე უფრო გამხდარ და ფერმკრთალ იერს აძლევდა.
‒ მოვედი, რომ გამეგო, ხომ არ შემიძლია, რითიმე გემსახუროთ,
–უთხრა რეისმა.
‒ გმადლობთ, თქვენ ძალიან გულკეთილი ბრძანდებით.
აირისი მექანიკურად, ყოველგვარი გამომეტყველების გარეშე
ლაპარაკობდა, ცხადი იყო, რომ მძიმე დარტყმის შემდეგ ჯერ გგონს
ვერ მოსულიყო. ნუთუ იმდენად უყვარდა ჯორჯი, რომ მისმა სიკვდილ-
მა ასე იმოქმედა ქალიშვილზე?
აირისმა მამიდას შეხედა და რეისმა მის თვალებში დიდი ყურად-
ღება შეამჩნია.
‒რაზე საუბრობდით, როდესაც შემოვედი? – იკითხა მან.
ლუცილა გაწითლდა და აფაცურდა. რეისი მიხვდა, რომ იგი ცდი-
ლობდა ენტონი ბრაუნის ხსენება თავიდან აეცილებინა, მან შესძახა
‒ ღმერთო, გამახსენე! ჰო, იმაზე, რომ გუშინ ყველაწმინდისა და
სულთა მოხსენიების დღე იყო.მე ეს უცნაურად მეჩვენება, ისეთი რამ-
აა, რასაც ნამდვილ ცხოვრებაში ძნელად დაიჯერებ...
– გსურთ, თქვათ, – ჰკითხა აირისმა, – რომ როზმარი დაბრუნდა
გუშინ ჯორჯის წასაყვანად?
–არა, ძვირფასო აირის! – შესძახა მამიდა ლუცილამ. – ეს რა
არაქრიატიანული აზრია!
– რატომ არაქრისტიანული? ეს ხომ მკვდართა დღეა. პარიზში ამ
დღეს სასაფლაოებზე ყვავილები მიაქვთ.
– ვიცი, ძვირფასო, მაგრამ ისინი ხომ კათოლიკები არიან?!
აირისმა ოდნავ გაიღიმა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე
თქვა: ‒ვფიქრობ, რომ თქვენ ენტონი ბრაუნზე საუბრობდით.
‒ მერე რა, – კრუხივით აკაკანდა ლუცილა. – ჩვენ იგი მართლაც
ვახსენეთ და მე ვთქვი, რომ მის შესახებ არაფერი ვიცით...
– რაში გვჭირდება, რომ ვიცოდეთ? ‒ კატეგორიულად გააწყვე-
ტინა აირისმა. – დაჭირვებით, რა თქმა უნდა, არ გვჭირდება, ძვირფა-
სო. მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუ გვე-
ცოდინებოდა. ასე არ არის?

178
– ამის შესაძლებლობა მომავალში გექნებათ, – მიუგო აირისმა, –
–იმიტომ, რომ მე მას ცოლად მივყვები.
– ო, აირის! – ნახევრად ამოიგმინა და ნახევრად დაიღრიალა ლუ-
ცილამ. – ასეთი საქმეები სასწრაფოდ არ იჩარხება. ჯერ არაფერი გა-
დაწყვეტილი არ არის...
– ყველაფერი გადაწყვეტილია, ლუცილა მამიდა.
– არა, ძვირფასო, ის მაინც არ იცი, რომ ასეთ ამბებზე დაკრძალ-
ვის წინ არ ლაპარაკობენ?! ეს მიღებული არ არის. დაკრძალვას კი
მოჰყვება ეს საშინელი გამოძიება და სხვა ასეთი.. და ნამდვილად,
აირის, მე არ ვფიქრობ, რომ ძვირფასი ჯორჯი ამის დასტურს მოგცემ-
და. მას არ მოსწონდა მისტერ ბრაუნი.
‒ დიახ, ‒ განაცხადა აირისმა. ‒ ჯორჯს ეს არ მოეწონებოდა, მას
არ უყვარდა ენტონი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? ენტონის-
თან მე უნდა ვიცხოვრო და არა ჯორჯმა. მით უმეტეს, რომ ჯორჯი
მკვდარია.
მამიდა ლუცილა კვლავ აკაკანდა.
‒ აირის, აირის! რა დაგემართა? ამის თქმა ხომ უგულობაა.
– მომიტევეთ, ლუცილა მამიდა, – არ შედრკა ქალიშვილი. ‒
თქვენ მართალი ხართ, შესაძლოა, გარედან ყველაფერი ასე ჩანდეს,
მაგრამ ცუდი არაფერი მითქვამს. მხოლოდ ის ვიგულისხმე, რომ
ჯორჯის სულმა უკვე მოიპოვა სიმშვიდე. მე და ჩემი მომავალი მას უკ-
ვე აღარ ვაინტერესებთ. ამიტომ ყოველივე მე თვითონ უნდა გადავ-
წყვიტო.
‒სისულელეა, ძვირფასო, ასეთ დროს ვერაფერს გადაწყვეტ.
ესსაკითხი უბრალოდ არც დასმულა.
‒ ნადვილად დაისვა. ლიტლ პრაიერზიდან გამომგზავრების წინ
ენტონიმ ხელი მთხოვა. მას უნდოდა, რომ ჩვენ ლონდონში ჩავსული-
ყავით და ფარულად დაგვეწერა ჯვარი. ვნანობ, რომ ასე არ მოვიქეცი.
– მან ალბათ იხუმრა, ‒ შემრიგებლურად წარმოთქვა რეისმა.
‒ არა, არ უხუმრია, – მწველი მზერა ესროლა ქალიშვილმა. ‒
რომ დამეჯერებინა მისთვის, ათას ხათაბალას გადავრჩებოდით, რა-
ტომ არ უნდა ვენდობოდე მას? ენტონიმ მთხოვა მივნდობოდი, მე კი

179
ვერ გავბედე. ყოველ შემთხვევაში, ახლა მაინც მყისვე დავქორწინდე-
ბი მასთან, როგორც კი ისურვებს.
ლუცილამ უთავბოლო საყვედურების ნაკადი ამოაფრქვია. მსუქა-
ნი ღაწვები აუთრთოლდა, თვალები აუელვარდა.
პოლკოვნიკმა რეისმა მყისვე შეძლო სიტუაციის შეფასება.
– მის მარლო, სანამ დაგემშვიდობებოდეთ, შემიძლია თუ არა
რამდენიმე სიტყვით გაგესაუბროთ საიდუმლო საქმეზე?
გოგონა გაოცდა, წაიბურტყუნა „დიახო“ და კარისაკენ გაეშურა.
როგორც კი ის გავიდა, რეისი მისის დრეიკს მიუბრუნდა:
– გულს ნუ გაიტეხთ, მისის დრეიკ. ხომ გაგიგონიათ, ცოტა სიტყვა
‒ბევრი საქმეო, ვნახოთ, რის გაკეთებას შევძლებ.
მოხუცი რომ ცოტა დამშვიდდა, პოლკოვნიკი გაჰყვა აირისს, რო-
მელმაც დერეფნის გავლით მიიყვანა პატარა ოთახში ეზოს მხარეს·
ფანჯრიდან ჩანდა, როგორ ცვიოდა ჭადრის ფოთლები.
– მის მარლო, ‒ საქმიანი ტონით დაიწყო რეისმა. ‒ უნდა გითხ-
რათ, რომ მთავარი ინსპექტორი კემპი ჩემი პირადი მეგობარია და ვი-
მედოვნებ, რომ თქვენ დარწმუნდებით მის პატიოსნებასა და კეთილ-
სინდისიერებაში, საკმაოდ არასასიამოვნო მოვალეობა უნდა შეას-
რულოს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამას უაღრესად დელიკატურად
გააკეთებს.
ქალიშვილი ორიოდე წუთს მდუმარედ შეჰყურებდა, მერე კი მოუ-
ლოდნელად ჰკითხა:‒ რატომ არ მობრძანდით ჩვენთან წუხელ საღა-
მოს, როცა ჯორჯი აგრერიგად გელოდათ?
– ჯორჯი მე არ მელოდა, – თავი გადააქნია რეისმა.
‒მაგრამ მან ასე გვითხრა.
– თქმით შეიძლებოდა ეთქვა, მაგრამ ეს ტყუილი იყო. ჯორჯმა და-
ნამდვილებით იცოდა, რომ არ მოვიდოდი.
– მაგრამ ზედმეტი სავარძელი... ვისთვის იყო იგი?
– ყოველ შემთხვევაში, არა ჩემთვის.
აირისმა თვალები მილულა, სახე, გაუფითრდა და ჩაიჩურჩულა:
როზმარისათვის... ცხადია... როზმარისათვის...

180
რეისს მოეჩვენა, რომ ქალიშვილი ეს-ესაა დაეცემოდა. მან მოას-
წრო და ხელი შეაშველა, მერე კი სავარძელში ჩასვა.
‒ დაშშვიდდით.
– მე მშვიდად ვარ, –თითქმის უხმოდ შეეპასუხა აირისი. – მაგრამ
არ ვიცი, რა უნდა ექნა... არ ვიცი, რა უნდა ვქნა...
– მე ხომ ვერ დაგეხმარებით? ·
ქალიშვილმა ფიქრიანი და სევდიანი თვალები შეანათა და ცოტა
ხნის შემდეგ უთხრა: – მე უნდა გავერკვე, – მან ხელი გადაიქნია. –
თანმიმდევრულად უნდა გავერკვე. უპირველეს ყოვლისა, საგულის-
ხმოა, რომ ჯორჯი თვლიდა: როზმარის თავი არ მოუკლავს, იგი
მოკლეს. მან იმ წერილებს დაუჯერა, ვინ დაწერა ეს წერილები, პოლ-
კოვნიკო?
‒ არ ვიცი. არავინ იცის. თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე მოსაზრება?
‒ წარმოდგენაც არა მაქვს. ყოველ შემთხვევაში, ჯორჯმა მათ დაუ
ჯერა და გუშინ მთელი კამპანია შეკრიბა, ზედმეტი სავარძელიც დად-
გა.ეს ყველაფერი ხომ ყველაწმინდის დღეს ხდებოდა... მკვდართა
დღეს, როდესაც შეიძლებოდა დაბრუნებულიყო როზმარის სული...
და სიმართლე ეთქვა.
‒ თქვენ ზედმეტად შთაგონებადი ხართ.
‒ მაგრამ მე თვითონაც ვგრძნობ... ხშირად იგი ჩემ გვერდით მეჩ-
ვენება... მე ხომ მისი და ვარ. და სულ მგონია, რომ მას ჩემთვის რა-
ღაცის თქმა სურს.
‒ დამშვიდდით, აირის.
‒ არა, მე უნდა ვილაპარაკო ამაზე.. ჯორჯმა როზმარის შესანდო-
ბარი დალია და... მოკვდა. ალბათ, როზმარი მოვიდა და თან წაიყვანა
იგი.
– ჩემო ძვირფასო, მკვდართა სულები შამპანურის ჭიქაში კალიუმის
ციანიდს არ ჰყრიან.
ამ სიტყვებმა რამდენადმე გამოაფხიზლეს აირისი. იგი ოდნავ დამ-
შვიდდა და თქვა: ‒ეს შემზარავია, ჯორჯი მოკლეს... დიახ, მოკლეს.
პოლიცია ასე ფიქრობს და, როგორც ჩანს, ასეც არის, რადგან სხვა
რამ წარმოუდგენელია... მაგრამ ეს ხომ უაზრობაა.

181
– უაზრობა გგონიათ? მაგრამ თუკი როზმარი მართლა მოკლულ
იქნა, ხოლო ჯორჯმა ეჭვი მიიტანა ვინმეზე...
– დიახ, მაგრამ როზმარი ხომ არ მოუკლავთ, – გააწყვეტინა ქა-
ლიშვილმა, – ამიტომაა ეს უაზრობა. ჯორჯმა იმ სულელურ წერილებს
იმიტომ დაუჯერა, რომ დეპრესია ინფლუენციის შემდეგ თვითმკვლე-
ლობისათვის მაინცა და მაინც დიდი მიზეზი არ არის, მაგრამ როზმა-
რის სხვა მიზეზიც ჰქონდა. აი, ნახეთ...
იგი ოთახიდან გავარდა და მალე დაბრუნდა ხელში ჩაბღუჯული
წერილით, რომელიც პოლკოვნიკს გაუწოდა.
– წაიკითხეთ და თვითონ დარწმუნდებით.
„ლეოპარდ, ძვირფასო...“ ·
სანამ დაუბრუნებდა, რეისმა ორგზის გადაიკითხა წერილი. ქა-
ლიშვილმა მოუთმენლად წარმოთქვა:
‒ ხედავთ? ის უბედური იყო, სულგანაწამები, გულგატეხილი.
სიცოცხლე აღარ უნდოდა.
‒ იცით, ვისდამი იყო მიმართული ეს წერილი?
აირისმა თავი დაუქნია.
‒ სტივენ ფარადეისადმი. მაგრამ არა ენტონისადმი, მას უყვარდა
სტივენი, იგი კი მას სასტიკად ექცეოდა. ამიტომ მოიტანა როზმარიმ
რესტორანში რაღაც საშინელი საწამლავი და მის თვალწინ დალია,
რათა სტივენს მისი აგონია ენახა. ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ ამის
შემდეგ სტივენი მოინანიებდა თავის საქციელს.
რეისმა დაფიქრებით თავი დახარა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ცო-
ტა ხნის ფიქრის შემდეგ მან იკითხა:‒ როდის ნახეთ ეს წერილი?
– დაახლოებით ექვსი თვის წინ, ძველი ხალათის ჯიბეში.
‒ ჯორჯისთვის ხომ არ გიჩვენებიათ?
აირისმა გამწარებით შეჰყვირა:
– როგორ შემეძლო? როგორ უნდა გამეკეთებინა ეს? როზმარი ჩე-
მი და იყო. განა შემეძლო მისი გაცემა? ჯორჯს ეჭვი არ ეპარებოდა,
რომ ცოლს უყვარდა. რატომ უნდა წამეცხო ჩირქი მისი სახელისათ-
ვის სიკვდილის შემდეგ? ჯორჯი გაბოროტდებოდა. არ შემეძლო მის-
თვის ამის თქმა. ახლა კი არ ვიცი, რა უნდა ვქნა. თქვენ ეს წერილი

182
იმიტომ გაჩვენეთ, რომ ჯორჯის მეგობარი იყავით. არ ვიცი, ინსპექ-
ტორ კემპსაც უნდა ვაჩვენო თუ არა?
– დიახ, კემპი მას უთუოდ უნდა გაეცნოს. გესმით, ეს ხომ ნივთ-
მტკიცებაა.
– მაგრამ იგი... შეიძლება სასამართლოზეც წაიკითხონ?
– ეს აუცილებელი არ არის, ვფიქრობ, საქმე აქამდე არ მივა. ახლა
რომ ჯორჯის სიკვდილს იკვლევენ, დოკუმენტებს, რომლებსაც ამას-
თან უშუალო კავშირი არა აქვთ, საჯაროდ არ გამოაქვეყნებენ. უმჯო-
ბესი იქნება, თუ მე გამატანთ ამ წერილს.
–ძალიან კარგი.
აირისმა იგი გასასვლელამდე გააცილა და, როდესაც პოლკოვნი-
კი კარს აღებდა, უეცრად ჰკითხა:
– გამოდის, რომ როზმარის თავი მოუკლავს, არა?
‒ მხოლოდ ის გამოდის, – მიუგო რეისმა, – რომ მას საამისო მო-
ტივი ჰქონდა.
აირისმა ამოიოხრა.
რეისი კიბეებზე დაეშვა და ქუჩაში გავიდა. როცა შემობრუნდა,
დაინახა, რომ ქალიშვილი ღია კარში იდგა და თვალყურს ადევნებდა,
როგორ გადაკვეთა მან ელვასტონ სკვერი.

183
თავი მეშვიდე

მერი რის-ტელბოტი მხიარული, მოულოდნელობისაგან აღ-


ფრთოვანებული შეძახილით შეეგება პოლკოვნიკ რეისს.
– ჩემო ძვირფასო, მას შემდეგ არ მინახავხართ, რაც იდუმლად
გაჰქრით ალაჰაბადიდან! აქ კი რისთვის მოხვედით ახლა? დარწმუნე-
ბული ვარ, რომ ეს ჩემი ნახვის სურვილის გამო არ მომხდარა. თქვენ
ხომ ეტიკეტის წესებს არასდროს იცავდით. ასე რომ, სჯობს პირდაპირ
მითხრათ, რაშია საქმე, რა საჭიროა დიპლომატია!
– დიპლომატიის გამოყენება თქვენთან, ძვირფასო მერი, ამაო
დროის ხარჯვაა. ყოველთვის თავს ვიხრიდი თქვენი უნარის წინაშე,
რენტგენის სხივივით გაშუქოთ ყოველივე.
‒ მაშ, საქმეს მივხედოთ.
რეისს გაეღიმა.
‒ ნებას დამრთავთ, პირისპირ გავესაუბრო თქვენს მოახლე ბეტი
არდეილს?
– აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული! ოღონდ ახლა არ მი-
თხრათ, რომ ეს მდაბიო გომბიო ევროპის მასშტაბის ცნობილი ჯაშუ-
შია, ამიტომ რომ ამას მაინც არ დავიჯერებ.
‒ არა, არა, ამის მსგავსი არაფერია.
‒ არც ის მითხრათ, რომ იგი ჩვენს კონტრდაზვერვაშია, იმიტომ
რომ ამასაც არასოდეს დავიჯერებ.
– სწორადაც მოიქცევით. ეს გოგო ‒ უბრალო მოახლეა.
‒ საინტერესოა, რა ხანია, რაც უბრალო მოახლეებით დაინტერეს-
დით? თუმცა ბეტი არც ისე უბრალოა, კარგი გაიძვერა ჩანს.
– ვფიქრობ, ‒ მიუგო პოლკოვნიკმა რეისმა, – რომ მას შეეძლო
ზოგი რამ ეამბნა ჩემთვის.
‒ თუ კარგად შეეხვეწებით, არა? არ გამიკვირდება, თუ მართალი
აღმოჩნდებით. კარს უკან მიყურადების ტექნიკა მას უმაღლეს დონეზე
აქვს განვითარებული. როგორ უნდა მოიქცეს M ამ სიტუაციაში?
‒ M-მა სასმელი უნდა შემომთავაზოს, ზარით ბეტის მოუხმოს
დასათანადო განკარგულება გასცეს.

184
– ხოლო როდესაც ბეტი სასმელს მოიტანს?
‒ ამ დროს M-მა რაიმე მიზეზით უნდა დაგვტოვოს.
– რათა თვითონ მიაყურადოს კარს უკან?
– თუკი მოისურვებს,
– და ამის შედეგად მე მივიღებ საიდუმლო ინფორმაციას უკანას-
კნელი ევროპული კრიზისის შესახებ?
– ვშიშობ, რომ არა. აქ საქმე პოლიტიკას არ ეხება.
– რა სამწუხაროა! მაშ, კარგი. დავიწყოთ თამაში.
მისის რის-ტელბოტმა ზარი ჩამორეკა და სასიამოვნო შესა-
ხედაობის მოახლეს უბრძანა, პოლკოვნიკ რეისისათვის სოდიანი
ვისკი მიერთმია. როდესაც ბეტი არდეილმა სასმელიანი ლანგარი შე-
მოიტანა, მისის რის-ტელბოტი სასტუმრო ოთახში გამავალ ყველაზე
მოშორებულ კართან იდგა.
– პოლკოვნიკ რეისს შენთვის რამდენიმე კითხვის დასმა სურს, ‒
უთხრა მან მოახლეს და ოთახიდან გავიდა,
ბეტიმ თავხედურად შეათვალიერა სამხედრო იერის მქონე მაღა-
ლი თმაჭაღარა კაცი და მის თვალებში შეშფოთება გამოკრთა. კაცმა
ლანგარიდან ვისკი აიღო და გაუღიმა.
‒ ნახეთ დღევანდელი გაზეთები? ‒ ჰკითხა მან.
– დიახ, სერ, – ბეტიმ შეშფოთებით შეხედა მას.
– იცით, რომ მისტერ ჯორჯ ბარტონი წუხელ საღამოს გარდაიცვა-
ლა რესტორან „ლუქსემბურგში?”
– ო, დიახ, სერ! – უბედურების ხსენებაზე ბეტის თვალები გამოუ-
ცოცხლდა და აუციმციმდა. – განა ეს საშინელება არ არის?
–თქვენ ხომ მსახურობდით მათთან?
– დიახ, სერ. შარშან ზამთარში წამოვედი მათგან, მალე მისის
ბარტონის გარდაცვალების შემდეგ.
‒ ისიც „ლუქსემბურგში“ გარდაიცვალა.
ბეტიმ თავი დაუქნია.
‒ უცნაურია ყოველივე ეს, არა, სერ?
რეისს ეს უცნაურად არ ეჩვენებოდა, მაგრამ მან იცოდა, რა სიტ-
ყვები უნდა ეთქვა მოახლის წასახალისებლად.

185
‒ ვხედავ, რომ ტვინი კარგად გიმუშავებთ. ადვილად შეაჯამებთ,
ორს რომ ორი მივუმატოთ, რამდენი იქნება.
ბეტი თანდათან გათამამდა.
‒ისიც ჩააძაღლეს? გაზეთები გარკვევით არაფერს იტყობინებიან.
– რატომ თქვით „ისიც“? მისის ბარტონის სიკვდილი ხომ თვით-
მკვლელობად ჩათვალეს?
‒ მოახლემ სწრაფი მზერა შეავლო პოლკოვნიკს და გაიფიქრა:
„ხნიერია, მაგრამ სიმპათიურია, მშვიდი, კეთილი. ნამდვილი ჯენ-
ტლმენია, ასეთმა ჯენტლმენმა შეიძლება ოქროს სოვერენიც არ და-
იშუროს. საოცარია, მაგრამ მე არც კი ვიცი, როგორ გამოიყურება ეს
სოვერენი. საინტერესოა, რისი გაგება სურს ამ კაცს ჩემგან?“
‒ დიახ, სერ, – მოკრძალებული ხმით მიუგო მან.
‒ იქნებ, თქვენ არასდროს ფიქრობდით, რომ ეს თვითმკვლელო-
ბა იყო?
‒ არა, ასე ნამდვილად არ მიფიქრია, სერ.
– ეს ძალიან საინტერესოა ‒ მართლაც ძალიან საინტერესოა. რა-
ტომ არ გიფიქრიათ ასე?
ბეტი შეყოვნდა, თითებით წინსაფრის ნაკეცების სწორება დაიწყო.
– გთხოვთ, მითხრათ, ამას შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონ-
დეს, პოლკოვნიკმა ეს სიტყვები კეთილი ხმით, მაგრამ საკმაოდ მომ-
თხოვნად წარმოთქვა, რათა ეგრძნობინებინა ბეტისთვის საქმის სე-
რიოზულობა და დახმარების სურვილი გამოეწვია მასში. მან აუცი-
ლებლად უნდა იცოდეს რამე როზმარი ბარტონის სიკვდილზე, არ შე-
იძლება არ იცოდეს!
– ის ჩააძაღლეს, ხომ ასეა, სერ?
‒ სავსებით შესაძლებელია, მაგრამ თქვენ რამ მიგიყვანათ ამ აზ-
რამდე?
‒ ჰმ... – ბეტი კვლავ შვყოვნდა, – მე ერთხელ რაღაც მოვისმინე,
სერ.
– ჰოო?
პოლკოვნიკს მშვიდი, წამქეზებელი ხმა ჰქონდა.

186
– კარი არ იყო მოხურული. იმის თქმა მსურს, რომ კარს უკან მიყუ-
რადება არ მიყვარს, – ხელოვნური მოკრძალებით თქვა ბეტიმ, –დე-
რეფნის გავლით სასადილოსკენ მივდიოდი და ლანგარზე დაწყობი-
ლი ვერცხლის დანა-ჩანგალი მიმქონდა, ისინი კი საკმაოდ ხმამაღლა
ლაპარაკობდნენ. მისის ბარტონმა, მგონი, თქვა, რომ ენტონი ბრაუნი
მისი ნამდვილი სახელი არ არის. მისტერ ბრაუნი კი საშინლად გაბ-
რაზდა. ვერც კი წარმომედგინა, თუ შეეძლო ასე გაბოროტებულიყო.
‒ იგი ხომ მუდამ ზრდილი, ყურადღებიანი და სიმპათიური იყო. მან
უთხრა მისის ბარტონს, თუ არ დამიჯერებ, მიწაში ჩაგფლავ და ყვა-
ვილსაც დაგირგავო. ნამდვილად ასე დაემუქრა! მე მეტი აღარ მომის-
მენია, იმიტომ რომ კიბეზე მის აირისი გამოჩნდა. გასაგებია, რომ მა-
შინ ამაზე ბევრი არ მიფიქრია, მაგრამ როდესაც ერთი ამბავი ატყდა
რესტორანში თვითმკვლელობის გამო, მე კი გავიგე, რომ წვეულებას
მისტერ ბრაუნიც ესწრებოდა, ტანში გამაჟრიალა და, არ დამიჯერებთ,
სულ-ბუსუსები დამაყარა კანზე!
‒ ხომ არავისთვის გიამბიათ ამის შესახებ?
მოახლემ თავი გადააქნია.
‒ პოლიციის შარის თავი არ მქონდა. დანამდვილებით ხომ არა-
ფერი ვიცოდი... ამას გარდა, ხმა რომ ამომეღო, მეც ხომ მიმასაღებ-
დნენ ან, როგორც თვითონ ამბობენ ხოლმე, ჩამაძაღლებდნენ.
‒ მესმის, – რეისი ერთხანს დუმდა და მერე შემპარავი ხმით ჰკი-
ხა, – მაშ, ეს თქვენ მისწერეთ ანონიმური წერილები მისტერ ბარ-
ტონს?
ბეტი გაოგნდა. პოლკოვნიკმა შეამჩნია, რომ ეს მხილებული დამ-
ნაშავისათვის დამახასიათებელი მღელვარების შედეგი კი არ იყო,
არამედ გულწრფელი გაოცება.
‒ მე? მივწერე მისტერ ბარტონს? არაფერიც!
‒გამოტყდით, ეს სულაც არ არის მოსარიდებელი. პირიქით,
მოსწრებული აზრი იყო. თავს არ ასახელებდით და ისე აფრთხილებ-
დით საშიშროების გამო. თქვენ ჭკვიანურად მოიქეცით.
‒ მაგრამ მე ეს არ გამიკეთებია, სერ ,არც კი მიფიქრია. თქვენ გსუ
რთ მითხრათ, რომ მე მივწერე მისტერ ბარტონს და შევატყობინე,

187
რომ მისი ცოლი ჩააძაღლეს? ასეთი რამ აზრადაც კი არ მომსვლია.
ბეტი ისეთი დაბეჯითებით უარყოფდა თავის კავშირს ანონიმურ წე-
რილებთან, რომ რეისიც შეყოყმანდა, ყველაფერი თავის ადგილზე
დადგებოდა და ბუნებრივი ახსნა მიეცემოდა, წერილები ამ გოგონას
დაწერილი რომ ყოფილიყო, მაგრამ იგი დაჟინებით უარყოფდა, თა-
ნაც ყოველგვარი აღგზნების გარეშე, მშვიდად და დარწმუნებით, რე-
ისი იძულებული გახდა, დაეჯერებინა მისთვის, მაშინ მან საკითხს
სხვა მხრიდან მოუარა: ‒ ვის უამბეთ ამის შესახებ?
‒ არავისთვის არაფერი მითქვამს. გულახდილად ვაღიარებ, სერ,
მე შეშინებული ვიყავი, ვიფიქრე, რომ აჯობებდა ენისთვის კბილი და-
მეჭირა, ვცდილობდი საერთოდ დამევიწყებინა ეს ამბავი, მხოლოდ
ერთხელ წამომცდა ორიოდე სიტყვა. ეს მაშინ იყო, მისის დრეიკმა
რომ გამაფრთხილა დათხოვნის გამო. როგორ გაწიწმატდა მაშინ,
სიტყვითაც კი ვერ გადმოსცემ. გაგდება დამიპირა და მირჩევდა სო-
ფელში გადავხვეწილიყავი სიკვდილამდის. დამაბრალა, ნივთებს ტე-
ხავ, თავხედი ხარო, რეკომენდაციაშიც ასე ჩამიწერა, ჰოდა, რომ გავ-
მწარდი, პირში მივახალე, ყოველ შემთხვევაში, ადვილად ვიპოვი ად-
გილს, სადაც ხალხს არ აძაღლებენ-მეთქი. თვითონვე შემეშინდა, ეს
რომ ვთქვი, მაგრამ მას ყურადღება არ მიუქცევია. შეიძლება თავის
დროზევე უნდა მეთქვა, მაგრამ ვერ გავბედე. თან იმასაც ვფიქრობდი,
იქნება, ყოველივე ეს ხუმრობა იყოს-მეთქი. ხალხმა რაც უნდა, ის
თქვას, მაგრამ მისტერ ბრაუნი ნამდვილად მომხიბლავი, ადამიანია
და ხუმრობაც სჩვევია. ამიტომ ვერ გავბედე რამე მეთქვა, სერ, ხომ
სწორედ მოვიქეცი? ·
რეისი მის მსჯელობას დაეთანხმა და ჰკითხა:‒ მისის ბარტონმა
თქვა, რომ ბრაუნი მისი ნამდვილი სახელი არაა, ისიც ხომ არ უხსენე-
ბია; რა იყო ეს ნამდვილი სახელი?
‒ახსენა, იმიტომ რომ მისტერ ბრაუნმა უპასუხა: „დაივიწყეთ ტო-
ნი, “ ღმერთო, შენ გამახსენე.. რაღაც ბლის მურაბის მსგავსია...
‒ ტონი ჩერიტონი? ჩერიბლი?
‒ არა, ‒ ბეტიმ თავი გადააქნია, – რაღაც უცნაური სახელი იყო,უც-
ხოური იერისა, ასო მ-ზე იწყებოდა.

188
– ნუ ღელავთ. შეიძლება კიდევ გაგახსენდეთ, თუ გაიხსენებთ, აუ-
ცილებლად შემატყობინეთ. აი, ჩემი სავიზიტო ბარათი, სადაც აღნიშ-
ნულია მისამართი.
მან მოახლეს სავიზიტო ბარათი და ფული მიაწოდა.
‒ გმადლობთ, სერ, უთუოდ შეგატყობინებთ
„აი ნამდვილი ჯენტლმენი, – გაიფიქრა ქალიშვილმა, როცა კიბე-
ზე ჩადიოდა, – მთელი ფუნტი მომცა, რაღაც საცოდავი ათშილინგია-
ნი კი არა, კარგი იქნებოდა, ოქროს სოვერენი რომ მოეცა..."
მისის რის-ტელბოტი ოთახში დაბრუნდა.
‒ წარმატებით ჩაიარა თქვენმა საუბარმა?
– დიახ, მაგრამ აქ ახალი დაბრკოლება წარმოიშვა. ნება მიბოძეთ.
თქვენი საზრიანობით ვისარგებლო, ხომ ვერ დამისახელებდით
გვარს,რომელიც ბლის მურაბას გვაგონებს.
‒ რა მოულოდნელი თხოვნაა,
– იფიქრეთ, მერი. მე საოჯახო საქმეებში არ ვერკვევი. გაიხსენეთ,
როგორ კეთდება ბლის მურაბა.
‒ მაგრამ ჩვენში ბლის მურაბას არ აკეთებენ.
– რატომ?
‒ იმიტომ, რომ მალე დაიშაქრება ხოლმე, ბლიდან უმჯობესია მა-
რინადი მომზადდეს.
რეისი სიხარულისაგან შეხტა.
‒ სწორედ ასეა! ნახვადის, მერი, დიდი მადლობელი ვარ თქვენი.
თუ შეიძლება, დავრეკავ ამ ზარით. დაე, თქვენმა მოახლემ გამაცი-
ლოს.
კარისკენ რომ მიიჩქაროდა, მისის რის-ტელბოტმა მიაძახა:
‒ ნუ იქნებით უმადური არამზადა! ნუთუ არ უნდა ამიხსნათ, რას
ნიშნავს ყოველივე ეს?
– ოდესმე საგანგებოდ მოვალ და დაწვრილებით გიამბობთ მთელ
ამ ამბავს, – გზადაგზა შეეპასუხა რეისი.
– მშვიდობით, ‒ჩაიბურტყუნა მისის რის-ტელბოტმა.
ქვემოთ რეისს ბეტი ელოდა ტროსტითა და ქუდით ხელში. რეისმა
მადლობა გადაუხადა და კარისაკენ გაეშურა, მაგრამ ზედ კართან შე-

189
შეჩერდა და იკითხა:
– მას მორელი ხომ არ ჰქვია?
‒ სავსებით სწორია, სერ, ‒ გაუბრწყინდა სახე ბეტის. – სწორედ
ასეა. ტონი მორელი – სწორედ ამ სახელის დავიწყებას მოითხოვდა
იგი. და კიდევ, მან თქვა, რომ ციხეში ნაჯდომი იყო.
მომღიმარე რეისი ქუჩაში გავიდა და ტელეფონის უახლოესი ჯიხუ-
რიდან კემპს დაურეკა. საუბარი ხანმოკლე, მაგრამ იმუდისმომცემი
იყო.კემპმა უთხრა: – დაუყოვნებლივ გავაგზავნი დეპეშას და პასუხს
დაველოდოთ. თუ თქვენ მართალი ბრძანდებით, საქმე დიდად გამარ-
ტივდება.
‒ ვფიქრობ, რომ არ ვცდები. საქმის გახსნას კარგი პირი უჩანს.

190
თავი მეშვიდე

ინსპექტორი კემპი მაინცდამაინც კარგ ხასიათზე არ იყო.


მთელ ნახევარ საათს ესაუბრებოდა კურდღელივით დამფრთხალ
თექვსმეტი წლის ყმაწვილს, რომელიც თავისი ბიძია ჩარლზის დახმა-
რებით „ლუქსემბურგში“ ოფიციანტის თანამდებობის დაკავებას ლა-
მობდა, ჯერ კი ერთ-ერთი იმ ექვს დამხმარე ბიჭთაგანი იყო, წელზე
რომ წინსაფარი შემოუკრავთ და ყველგან ისე დაფუსფუსებენ, ძნე-
ლად გაარჩევ მთავარი ოფიციანტებისაგან.ისინი ვალდებულნი არი-
ან მიართვან, აალაგონ, წვრილ ნაჭრებად დაჭრან კარაქი და ამ ნაჭ-
რებს ვარდის ფორმა მისცენ, გამუდმებით ასიამოვნონ ფრან-
გებს,იტალიელებს, ზოგჯერ თვით ინგლისელებსაც, ხოლო თუ რამე
მოხდა, განტევების ვაცად მოგვევლინონ. ჩარლზი, როგორც მნიშვნე-
ლოვან პერსონას შეჰფერის, საკუთარი ნათესავისადმი მფარველო-
ბას სულაც არ ამჟღავნებდა. პირიქით, სხვებზე მეტად ტუქსავდა და
ამცირებდა მას. და მაინც პიერი იმედოვნებდა, რომ ერთ მშვენიერ
დღეს ფეშენებელური რესტორანის მეტრდოტელი გახდებოდა.
მაგრამ ამ წუთში მის კარიერას სერიოზული საფრთხე ემუქრებო-
და, რადგან პიერი ხვდებოდა, რომ – არც მეტი, არც ნაკლები, –
მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი.
კემპმა სული ამოჰხადა ბიჭს, მაგრამ, თავისდა სამწუხაროდ, იმ
დასკვნამდე მივიდა, რომ ბიჭს არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა,
რაც აღიარა: იატაკიდან ქალის ხელჩანთა აიღო და სუფრაზე თეფშის
გვერდით დადო.
‒ მე ვჩქარობდი სოუსი მიმერთმია მისტერ რობერტისთვის, ის უკ-
ვე ღელავდა, ამ დროს ახალგაზრდა ლედის ხელჩანთა მაგიდიდან ჩა-
მოუვარდა, მე კი სასწრაფოდ ავიღე. მისტერ რობერტი ძალიან მაჩქა-
რებდა. სულ ეს იყო, სერ.
და მართლაც სულ ეს იყო. კემპმა გაუშვა იგი და თავის თავშივე ჩა-
იხშო მძლავრი სურვილი განეცხადებინა: აბა, სცადე და ერთხელ კი-
დევ ჩამივარდი ხელშიო.მისი ფიქრების მსვლელობა სერჟანტმა პო-
ლოკმა შეწყვიტა, რომელიც ოთახში შემოვიდა და მოახსენა: საშვის

191
ბიუროდან დარეკეს· რომ ვიღაც ახალგაზრდა ლედი კითხულობს
ოფიცერს, რომელიც „ლუქსემბურგის“საქმეს იკვლევსო.
– ვინ არის?
– მას ქლო უესტი ჰქვია.
– შემოვიდეს, ‒ დაბღვერილი დასთანხმდა კემპი, – შეიძლება
ათიოდე წუთი დავუთმო, სანამ მისტერ ფარადეი მოვიდოდეს. გთხოვ,
ერთი წუთიც კი არ დააცდევინო· ეს ქალბატონები ფრიად აღგზნებად-
ნი არიან.
როდესაც მის ქლო ოთახში შემოვიდა, კემპი გაოგნდა. მას მოეჩ-
ვენა, რომ იცნო ეს ქალიშვილი, რამდენიმე წამის შემდეგ ეს შეგრძნე-
ბა გაუქრა. არა, რა თქმა უნდა, ადრე არასდროს უნახავს – ამ მხრივ
არავითარი ეჭვი არ არსებობდა. და მაინც სადღაც გულის სიღრმეში
ფაჩუნობდა ფიქრი, რომ იგი მას იცნობს.
მის უესტი დაახლოებით ოცდახუთი წლისა იყო – მაღალი, წაბ‒
ლისფერთმიანი, მიმზიდველი. მას სიტყვების შერჩევა უჭირდა და,
მგონი, ღელავდა.
‒ რით შემიძლია გემსახუროთ, მის უესტ? – სასწრაფოდ ჰკითხა
კემპმა.
‒გაზეთში წავიკითხე „ლუქსემბურგში“ მომხდარი ტრაგედიის შე-
სახებ კაცზე, რომელიც იქ გარდაიცვალა.
‒ მისტერ ჯორჯ ბარტონი, არა? თქვენ მას იცნობდით?
‒ ჰმ... სავსებით ასე არ არის.. უფრო სწორად მინდოდა მეთქვა,
რომ არ ვიცნობდი მას...
კემპმა დაკვირვებული მზერა სტყორცნა. ქლო უესტს სრულიად
პატიოსანი და კეთილშობილი ადამიანის იერი ჰქონდა.
‒ შემიძლია თუ არა, უპირველეს ყოვლისა, შევიტყო თქვენი ზუსტი
სახელი და მისამართი? ‒ ჰკითხა კემპმა.
‒ ქლო ელიზაბეტ უესტი, მერიუეილ კორტი, თხუთმეტი. გარდა.
ამისა, მეიდ ვეილსაც მეძახიან, მე მსახიობი გახლავართ.
კემპმა კვლავ ალმაცერად შეხედა, თანდათან გაერკვა, ვისთან
ჰქონდა საქმე. „საინტერესოა, რომ გარეგნობის მიუხედავად, სრულ
ნდობას იმსახურებს,“ – გაიფიქრა მან.

192
– გისმენთ, მის უესტ.
‒ როცა წავიკითხე მისტერ ბარტონის გარდაცვალებაზე და გამო-
ძიებაზე, რომელსაც პოლიცია აწარმოებს, მივხვდი, რომ უნდა გამოვ-
ცხადებულიყავი თქვენთან და რაღაც მომეთხრო, მეგობარ ქალს მო-
ვეთათბირე და ისიც დამეთანხმა, იქნებ, ამას დიდი მნიშვნელობა არ
ჰქონდეს, მაგრამ... – მის უესტს სიტყვა გაუწყდა.
– ამას ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, მნიშვნელოვანია თუ არა, –
დაღლილი ხმით ჯუთხრა კემპმა. – გვიამბეთ
‒ ამჟამად მე არ ვმუშაობ, – აუხსნა მის უესტმა, – მაგრამ ჩემი სა-
ხელი შეტანილია თეატრალურ კატალოგებში, ხოლო ფოტოსურათი
„იუპიტერში“ იყო გამოქვეყნებული... მივხვდი, რომ მისტერ ბარტონ-
მა სწორედ იქ ნახა ეს სურათი. იგი დამიკავშირდა და ამიხსნა, რა სურ-
და ჩემგან.
– ჰოო?
‒ მან მითხრა, რომ „ლუქსემბურგში“ წვეულება აქვს და სურს სურ-
პრიზი გაუკეთოს თავის სტუმრებს. ახალგაზრდა ქალის ფოტოსურა-
თი მაჩვენა და მთხოვა მისი შესაფერისი გრიმი გამეკეთებინა.
ისიცმითხრა, რომ ძალიან ვგავარ მას, თმებიც ზუსტად ისეთივე მაქვს.
კემპის გონება უეცრად განათდა, მას. ნანახი ჰქონდა რიზმარის
ფოტოსურათი ჯორჯის საწერ მაგიდაზე ელვასტონ სკვერზე. აი, ვის ახ-
სენებდა მის წინ მდგომი ქალიშვილი! იგი როზმარი ბარტონს ჰგავდა.
მსგავსება დიდად გასაოცარი არ იყო, მაგრამ ტიპი აშკარად ერთგვა-
რი გახლდათ.
‒ მან ტანსაცმელიც მომიტანა, დღეს იგი თან წამოვიღე. მორუხო-
მომწვანო აბრეშუმის კაბა იყო. ის უნდა ჩამეცვა და თმაც ასევე დამე-
ვარცხნა როგორც ფოტოსურათზე ჰქონდა, თან გრიმით მსგავსებისა-
თვის ხაზი უნდა გამესვა. შემდეგ „ლუქსემბურგში” უნდა მივსულიყა-
ვი და ვარიეტეს წარმოდგენის დროს მისტერ ბარტონის მაგიდასთან
თავისუფალ სავარძელში ჩავმჯდარიყავი, მან საგანგებოდ დამპატიჟა
იქ საუზმეზე და ის მაგიდაც მაჩვენა.
‒ მაშ, რატომ არ შეასრულეთ თქვენი დაპირება, მის უესტ?
‒ იმიტომ რომ იმ საღამოს, დაახლოებით რვა საათზე, ვიღაცამ...

193
მისტერ ბარტონმა დამირეკა და მითხრა, რომ წვეულება გადადებუ-
ლია,დამპირდა, რომ მეორე დღეს შემატყობინებდა, როდისთვის გა-
დაიდო.დილით კი გაზეთში წავიკითხე ცნობა მისტერ ბარტონის გარდ
აცვალების შესახებ.
– ძალიან სწორად მოიქეცით, რომ მოხვედით ჩვენთან, ‒ შეაქო
კემპმა – დიდი მადლობა, მის უესტ. თქვენ დაგვეხმარეთ ერთ-ერთი
საიდუმლოების – ზედმეტი სავარძლის საიდუმლოების ამოხსნაში,
სხვათა შორის, თქვენ წეღან თქვით „ვიღაცამ“, მერე კი „მისტერ ბარ-
ტონმა“,რატომ?
– იმიტომ, რომ თავდაპირველად მომეჩვენა, თითქოს ეს მისტერ
ბარტონის ხმა არ იყო.
– მაგრამ მამაკაცს ეკუთვნოდა?
– დიახ, მე მომეჩვენა, რომ... იგი ჩახლეჩილი იყო... თითქოს გაცი-
ვებული ადამიანი მელაპარაკებოდა.
– სხვა არაფერი უთქვამს?
‒ არა, სულ ეს იყო.
კემპმა მას კიდევ რამდენიმე უმნიშვნელო კითხვა დაუსვა. ქალი
რომ წავიდა, სერჟანტს მოუბრუნდა და უთხრა: –მაშ, აი როგორი ყო-
ფილა ჯორჯ ბარტონის სახელგანთქმული „გეგმა“. ახლა გასაგებია,
რატომ ვერ აცილებდა თვალს ვარიეტეს შემდეგ ცარიელ სავარძელს,
როგორც ეს ყველამ დაადასტურა, უცნაური და დაბნეულიც იმიტომ
იყო, რომ ფოკუსი არ გამოუვიდა.
– თქვენ ფიქრობთ, რომ განკარგულება მას არ გაუუქმებია?
‒ თქვენ თავს ვფიცავარ, არა. იმაშიც კი არა ვარ დარწმუნებული,
რომ ეს მაინცადამაინც კაცის ხმა იყო. ჩახლეჩილი ხმა ტელეფონში
სრულიად ამოუცნობი ხდება.. რა გაეწყობა განვაგრძოთ ჩვენი მძი-
ება.‒სთხოვეთ მისტერ ფარადეის, თუ უკვე მოსულია.

194
თავი მეცხრე

გარეგნულად ცივმა და აუღელვებელმა, მაგრამ შინაგანად აფო-


რიაქებულმა სტივეინ ფარადეიმ სკოტლანდ იარდის ზღურბლს გა-
დააბიჯა. გულზე მძიმე ტვირთი აწვა და გონება მარწუხებში ჰქონდა
მოქცეული. დილით თითქოს ყველაფერი გაირკვა, მაშ, რაღად დას-
ჭირდა ინსპექტორ კემპს, თანაც ასე ხაზგასმით, მისი აქ მოპატიჟება?
ნუთუ მან რამე იცის ან ეჭვი აქვს აღებული? თუ ჰო, მაშინ ეს ყოვლად
ბუნდოვანი ეჭვი უნდა იყოს. ამიტომ კაცმა ჭკუა არ უნდა დაკარგოს და
არაფერი წამოროშოს.
სანდრას გარეშე იგი საშინელ სიცარიელესა და მარტოობას
გრძნობდა. როდესაც ერთად ხვდებოდნენ განსაცდელს, საფრთხე
თითქოს მცირდებოდა, ერთად ისინი ძლიერნი, თამამი და უძლეველ-
ნი ხდებოდნენ. მარტო სტივენი კი არარაობაა, არარაობაზე ნაკლე-
ბიც. ნეტავ, სანდრასაც აქვს თუ არა ასეთი გრძნობა? ალბათ, ზის ახ-
ლა შინ მდუმარე, თავშეკავებული, ამაყი, მაგრამ შინაგანად მაინც
აფორიაქებული.
ინსპექტორმა კემპმა იგი კეთილგანწყობილად, მაგრამ პირქუშად
მიიღო, მაგიდას უჯდა პოლიციის ფორმაში გამოწყობილი კაცი, ფან-
ქრითა და უბის წიგნაკით ხელში, მან სტივენს სკამი შესთავაზა და
საქმიანი ტონით დაიწყო:
‒ მისტერ ფარადეი, მე თქვენ ჩვენება უნდა ჩამოგართვათ, ამ ჩვე-
ჩვენებას ჩავწერთ და, სანამ დაგემშვიდობებოდეთ, თქვენ ის უნდა წა-
იკითხოთ და ხელი მოგვიწეროთ. ამასთანავე, უნდა განგიცხადოთ,
რომ თქვენ შეგიძლიათ, უშუალოდ მოგვცეთ ჩვენება და შეგიძლიათ
თქვენი ადვოკატის დასწრება მოითხოვოთ.
სტივენს გული გადაეწურა, მაგრამ შეეცადა თავისი მღელვარება
არ გამოემჟღავნებინა. ძალდატანებით გაიღიმა.
– თქვენ მე მაშინებთ, უფროსო ინსპექტორო!
‒ მხოლოდ ის გვსურს, რომ ყოველივე ნათლად შეიგნოთ.
– ყოველი სიტყვა შეიძლება ჩემ წინააღმდეგ იქნეს გამოყენებუ-
ლი, არა?

195
– ჩვენ ყოველ სიტყვას არ ვეკირკიტებით, მაგრამ თქვენმა ჩვენე-
ბამ არსებითი დახმარება უნდა აღმოგგიჩინოს.
სტივენმა წყნარად უთხრა: ‒ გავიგე, ინსპექტორო, მაგრამ ის კი
არ მესმის, რაში დაგჭირდათ რაღაც დამატებითი ჩვენება. თქვენ ხომ
მოისმინეთ, რაც დილას განგიცხადეთ.
– ეს არაოფიციალური საუბარი იყო, რომელიც ამოსავალი პოზი-
ციის დადგენაში დაგვეხმარა. ამას გარდა, მისტერ ფარადეი, არის
ზოგიერთი ფაქტი, რომლებზე მსჯელობასაც, ჩემი აზრით, აქ უფრო
ისურვებდით. შეგიძლიათ ეჭვი არ შეიტანოთ ჩვენს კეთილსინდისიე-
რებაში და სასამართლოს კვალიფიკაციაში. საკითხებს, რომლებსაც
საქმესთან უშუალო კავშირი არა აქვთ, არ გავახმაურებთ, იმედია
გესმით, რაზედაც მიგანიშნებთ?
‒ ვშიშობ, რომ არ მესმის.
მთავარმა ინსპექტორმა ამოიოხრა:‒ რა გაეწყობა, პირდაპირ
გეტყვით, თქვენ ინტიმური ურთიერთობა გქონდათ განსვენებულ
როზმარი ბარტონთან და...
– ვინ მოგახსენათ? – შეაწყვეტინა სტივენმა.
კემპი წინ გადმოიწია და მაგიდიდან აიღო მანქანაზე გადაბეჭდი-
ლი დოკუმენტი.
– ეს განსვენებული მისის ბარტონის ნივთებს შორის აღმოჩენილი
წერილის ასლია, დედანი კი საქმეშია ჩაკრული. ჩვენ იგი მის აირის
მარლომ მოგვაწოდა, რომელმაც დის ხელწერა ამოიცნო.
სტივენმა ფურცელს დახედა და წაიკითხა:
„ლეოპარდ, ძვირფასო,...“
სისუსტის ტალღები შემოაწვა, მას მოესმა როზმარის ხმა – მახვე-
წარი... მავედრებელი... ნუთუ წარსული არ კვდება და შეუძლია სამა-
რიდან აღდგეს? მან თავი ხელში, აიყვანა და კემპს ს შეხედა.
– როგორც ჩანს, თქვენ მართალი ხართ, როდესაც ვარაუდობთ,
რომ ეს წერილი მისის ბარტონის დაწერილია, მაგრამ აქ არავითარი
მითითება არ გვაქვს, რომ იგი ჩემდამია მიმართული.
‒ მაშასადამე, თქვენ უარყოფთ, რომ დაქირავებული გქონდათ ბი-
ნა მელანდ მენშეს ირლ უორტის ოცდამეერთე სახლში?

196
„მაშ, მათ ესეც იციან? ნეტავ, როდის გაარკეიეს?“ სტივენმა მხრები-
ღა აიჩეჩა:– მგონი, კარგად ხართ ინფორმირებულნი. ნება მიბოძეთ
გკითხოთ,როდის აქეთ გახდა ჩემი პირადი საქმეები საყოველთაო
განხილვის საგანი?
‒ მათ შესახებ არავინ არაფერს გაიგებს, თუ არ დამტკიცდება,
რომ მათ კავშირი აქვთ ჯორჯ ბარტონის სიკვდილთან.
– გასაგებია. თქვენ ვარაუდობთ, რომ მე ჯერ მისი ცოლი გავაუპა-
ტიურე, შემდეგ კი ქმარიც მოვკალი?
‒ მომისმინეთ, მისტერ ფარადეი, გულახდილად გეტყვით, თქვენ
და მისის ბარტონი ძალზე ახლო მეგობრები იყავით. ერთმანეთს
თქვენი და არა მისი სურვილით დაშორდით. როგორც წერილიდან
ჩანს, ქალი სხვადასხვა უსიამოვნებით გემუქრებოდათ და სწორედ
დროულად მოკვდა.
– მან თავი მოიკლა. ალბათ, ამაში რამდენადმე მეც დამნაშავე
ვარ და სინიდისი მქეჯნის, მაგრამ ბოროტმოქმედება მე არ ჩამიდე-
ნია.
– თვითმკვლელობა ან იყო და ან არა, ჯორჯ ბარტონი თვლიდა,
რომ არა, მან საქმის გამოძიება დაიწყო და მალე თვითონაც მოკვდა,
მოვლენათა თანმიმდევრობა საკმაოდ მჭევრმეტყველურია.
– არ მესმის, რატომ გსურთ ჩემი გაშავება.
– დამეთანხმეთ, რომ მისის ბარტონი თქვენთვის უაღრესად ხელ-
საყრელ დროს გარდაიცვალა. სკანდალი თქვენს კარიერას ბოლოს
მოუღებდა, მისტერ ფარადეი.
– არავითარი სკანდალი არ იქნებოდა. მისის ბარტონი ამისთვის
საკმაოდ კეთილგონიერი იყო,
– საინტერესო აზრია! თქვენი მეუღლისთვის ცნობილი იყო ეს ამ-
ბავი, მისტერ ფარადეი?
– რა თქმა უნდა, არა,
‒ სავსებით დარწმუნებული ხართ ამაში?
‒ დიახ, ჩემს მეუღლეს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ჩემსა და
მისის ბარტონს შორის, მეგობრულს გარდა, რაიმე სახის ურთიერთო-
ბა შეიძლებოდა ყოფილიყო. ვიმედოვნებ, მას არ მოუწევს საწინააღ-

197
მდეგოში დარწმუნდეს.
– თქვენი მეუღლე ეჭვიანი ქალია, მისტერ ფარადეი?
– სულაც არა. არასდროს უგრძნობინებია ჩემთვის ეჭვიანობა, იგი
ძალიან ჭკვიანი ქალია.
ინსპექტორმა არ უპასუხა ამ შენიშვნაზე და ჰკითხა:
‒ ხომ არ გქონიათ შარშან საქმე კალიუმის ციანიდთან?
– არა.
–კი, მაგრამ განა აგარაკზე არა გაქვთ ციანიდის მარაგი?
‒ მებაღეს შეეკითხეთ, მე ამის შესახებ არაფერი ვიცი.
– რეაქტივებისა და ფოტოსურათებისთვისაც არასდროს გიყიდი-
ათ იგი მაღაზიაში?
‒ ფოტოგრაფიაზე წარმოდგენაც არა მაქვს. გიმეორებთ, მე არას-
დროს მიყიდია ციანიდი.
სანამ შინ გაუშვებდა, კემპმა მას კიდევ რამდენიმე შეკითხვა მის-
ცა, ცდილობდა რამე დაეტყუებინა, მაგრამ ამაოდ, მისტერ ფარადეის
წასვლის შემდეგ მან დაფიქრებით უთხრა თავის თანაშემწეს:
‒ რაღაც ძალიან სწრაფად უარყო, რომ ცოლმა მისი სასიყვარუ-
ლო თავგადასავალის შესახებ რაიმე იცოდა. ნეტავ, რატომ?
– ალბათ, შიშობს, რომ ამ ამბავმა ახლა არ მიაღწიოს ცოლის ყუ-
რამდე, სერ.
– შესაძლებელია, მაგრამ მას უნდა ჰყოფნოდა ჭკუა გაეანგარიშა:
თუ მისმა ცოლმა არაფერი იცოდა და მას გამჟღავნების საფრთხე
ელოდა, მაშასადამე, ჰქონდა იმის მიზეზი, რომ როზმარის დადუმება
ესურვებინა, საკუთარი ტყავის გადასარჩენად სჯობდა წამოეყენებინა
ვერსია, რომ ცოლმა მისი ოინები იცოდა, მაგრამ დიდ მნიშვნელობა,
არ ანიჭებდა მათ.
– გავბედავ გითხრათ, რომ მას, ალბათ, არ უფიქრია ამაზე, სერ.
კემპმა თავი გადააქნია. სტივენ ფარადეი სულელი სულაც არ გახ-
ლავთ, მას ნათელი გონება აქვს. ის კი დაჟინებით ცდილობდა ჩაეგო-
ნებინა ინსპექტორი, რომ სანდრამ არაფერი იცის.
– ძალიან კარგი, – თქვა კემპმა, – ჯერჯერობით შეგვიძლია გავა-

198
ხაროთ პოლკოვნიკი რეისი. თუ ის მართალი აღმოჩნდება, ორივე ფა-
რადეი გადის თამაშიდან. მე ეს მხოლოდ გამიხარდება, რადგან მომ-
წონს ეს ყმაწვილი და, არა მგონია, რომ იგი მკვლელი აღმოჩნდეს.
შინ დაბრუნებულმა სტივენმა სასტუმრო ოთახის კარი შეაღო და
ხმადაბლა დაიძახა:
– სანდრა!
ქალი სიბნელეში მიუახლოვდა მას და მხრებზე მოეხვია.
– სტივენ!
‒ ბნელში რატომ ზიხარ?
–ვერ ავიტანე სინათლე. მიამბე, რა მოხდა,
– მათ იციან, ‒მიუგო ქმარმა.
– როზმარის შესახებ.
– დიახ,
–მერე–და, რას ფიქრობენ?
–რა თქმა უნდა, იმას, რომ მე საფუძველი მქონდა... ო, ჩემო ძვირ-
ფასო, ეს რა ხათაბალაში ჩაგაგდე! ყველაფერში მე ვარ დამნაშავე,
შესაძლებელი რომ ყოფილიყო როზმარის სიკვდილის შემდეგ გადავ-
კარგულიყავი და შენ გამეთავისუფლებინე! რომ შენ არასდროს ყო-
ფილიყავი ჩარეული ამ საძაგელ საქმეში...
– არა, ოღონდ ეს არა! ნუ მიმატოვებ... ნუ მიმატოვებ...
სანდრა მიეკრა მას და ატირდა, ცრემლები ღაწვებზე ჩამო-
უდიოდა.კაცი გრძნობდა, რომ მას მთელი სხეული უთრთოდა.
‒ შენ ჩემი სიცოცხლე ხარ, სტივენ! ჩემი სიცოცხლე ხარ... ნუ მი-
მატოვებ...
‒ ნუთუ ასე გიყვარვარ, სანდრა? არასოდეს ვიცოდი ეს.
‒ არც მინდოდა, რომ გცოდნოდა... მაგრამ ახლა...
‒ ჰო, ახლა, ჩვენ ერთად ვიქნებით, სანდრა... ყოველგვარ ჭირს
ერთად შევხვდებით პირისპირ.. რაც უნდა მოხდეს, ერთად ვიქნებით!
სიბნელეში ერთმანეთს მიკრულნი იდგნენ და გრძნობდნენ, რომ
ძალა ემატებოდათ. სანდრამ კატეგორიულად განაცხადა: –ვერაფე-
რი დაგვინგრევს ცხოვრებას! ვერაფერი! ვერაფერი!

199
თავი მეათე

ენტონი ბრაუნმა ბიჭის მიერ მოწოდებულ პატარა სავიზიტო ბა-


რათს დახედა, შუბლი შეჭმუხნა, მხრები აიჩეჩა და ბიჭს უთხრა
– კარგი, შემოიყვანე.
როცა პოლკოვნიკი რეისი ოთახში შემოვიდა, ენტონი ფანჯარას-
თან იდგა და ბეჭებზე მზის კაშკაშა სხივები ეცემოდა.
მის პირდაპირ აღმოჩნდა სახეგარუჯული და თმაგაჭაღარავებულ
სამხედრო ყაიდის მაღალი კაცი, რომელსაც ადრეც შეხვედროდა, მა-
გრამ რამდენიმე წელია არ ენახა და რომლის შესახებაც ბევრი რამ
კარგი სმენოდა·
რეისმა კი დაინახა შავგვრემანი ტანწერწეტა კაცი მოხდენილი
პროფილით და მოესმა მისი სასიამოვნო ხმა:
– პოლკოვნიკი რეისი? ვიცი, რომ თქვენ ჯორჯ ბარტონის მეგობა-
რი იყავით, უკანასკნელ საღამოს იგი თქვენზე ლაპარაკობდა. სიგა-
რეტს ხომ არ ინებებთ?
– დიახ, გმადლობთ.
– იმ საღამოს გელოდით, მაგრამ თქვენდა საბედნიეროდ, არ მო-
სულხართ, ‒ უთხრა ენტონიმ და თან ანთებული ასანთი მიაწოდა.
‒ სცდებით, ცარიელი სავარძელი ჩემთვის არ იყო განკუთვნილი,
‒ მართლა? ‒ წარბები აზიდა ენტონიმ. ‒ ბარტონმა თქვა, რომ...
– ჯორჯს შეეძლო ეს ეთქვა, – გააწყვეტინა რეისმა, – მაგრამ სი-
ნამდვილეში მას სულ სხვა განზრახვა ჰქონდა. ამ სავარძელში, მის-
ტერ ბრაუნ, როდესაც შუქი ჩაქრებოდა, უნდა ჩამჯდარიყო მსახიობი
ქალი ქლო უესტი.
‒ ქლო უესტი? ‒ განცვიფრდა ენტონი. – არასდროს გამიგონია მი-
სი სახელი. ვინ არის?
‒ ახალგაზრდა მსახიობი ქალია, ნაკლებად ცნობილია, მაგრამ
ძალიან ჰგავს როზმარი ბარტონს.
ენტონიმ გაოცებისაგან დაუსტვინა და თქვა:
– თანდათან ვიწყებ საქმეში გარკვევას.
‒ მას ჰქონდა როზმარის ფოტოსურათი, რათა მისი ვარცხნილობ-

200
ისა და გამომეტყველებისათვის მიებაძა და აგრეთვე ის კაბა, რომე-
ლიც როზმარის საბედისწერო საღამოს ეცვა.
‒ მაშ, აი რა მოუფიქრებია ჯორჯს! ინთება შუქი და, ჰოი, რა სას-
წაულია, ზებუნებრივი საშინელება, როზმარი დაბრუნდა! დამნაშავე
შიშისაგან იკრუნჩხება: მართლა.. მართლა... მე არაფერ შუაში ვარ...
ბრაუნი მცირე ხანს დუმდა, მერე კი დასძინა:
– ცუდი საქციელია ისეთი ვირისთვისაც კი, როგორიც მოხუცი
ჯორჯი იყო.
‒ დარწმუნებული არა ვარ, რომ გაგიგეთ, რისი თქმა გსურთ.
ენტონის გაეღიმა.
‒ დაფიქრდით, სერ, გამობრძმედილი დამნაშავე ისტერიული მოს
წავლე გოგონასავით ხომ არ მოიქცევა. თუ ვინმემ გულგრილად მო-
წამლა როზმარი ბარტონი და ჯორჯის მოსაწამლადაც მომზადებული
აქვს ციანიდის საბედისწერო დოზა, განა მას საკმაოდ მტკიცე ნერვიუ-
ლი სისტემა არ ექნება? ! მის სამხილებლად გაცილებით უფრო მეტი
რამაა საჭირო, ვიდრე გადაცმული მსახიობი.
‒გაიხსენეთ მაკბეტი, როგორი სასტიკი დამნაშავე იყო და მაინც
აღიარა ცოდვები, როდესაც ბანკოს სული მოევლინა.
‒ დიახ, მაგრამ რაც მაკბეტმა დაანახა, მართლა მოჩვენება იყო და
არა ტანსაცმელში გამოწყობილი უნიჭო მსახიობი. ნამდვილი მოჩვე-
ნება თავის გარშემო საიქიოს ატმოსფეროს ქმნის. უნდა ვაღიარო,
რომ მე მართლაც მწამს სულთა არსებობა – უკანასკნელი ექვსი თვის
განმავლობაში ვიწამე – და განსაკუთრებით ერთი სულის არსებობა
მწამს.
‒ მართლა? მერედა, ვისი სულია ეს?
– როზმარი ბარტონისა. იცინეთ, თუ გნებავთ. მე მას ვერ ვხედავ,
მაგრამ მის ახლოს ყოფნას ვგრძნობ. რაღაც მიზეზით როზმარის საბ-
რალო სული მოსვენებას ვერ პოულობს.
– შემიძლია ვივარაუდო, თუ რატომ.
‒ იმიტომ რომ იგი მოკლეს?
– ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „მიწაში ჩაფლეს და ყვავილიც
დაურგეს“. რას მეტყვით ამაზე, მისტერ ტონი მორელი?

201
სიჩუმე ჩამოვარდა, ენტონიმ ჩამწვარი სიგარეტი ბუხარში ისრო-
ლა და ახალს მოუკიდა ისე, რომ ადგილიდან არ წამომდგარა შემდეგ
მან იკითხა:
– როგორ შეიტყვეთ ეს?
– აღიარებთ, რომ ტონი მორელი ბრძანდებით?მ !
‒ უარყოფა მხოლოდ დროს ამაო ფლანგვა იქნებოდა. თქვენ, ალ-
ბათ, დეპეშა გაგზავნეთ ამერიკაში და იქიდან მიიღეთ ინფორმაცია.
– იმასაც აღიარებთ, რომ როდესაც როზმარი ბარტონმა გაიგო
თქვენი სახელი, „მიწაში ჩაფვლით” დაემუქრეთ, თუ ენას კბილს არ
დააჭერდა” .
– მხოლოდ ვაშინებდი, რათა ზედმეტად არ მიეშვა ენა ნებაზე, –
მყისვე უცნაურმა გრძნობამ მოიცვა პოლკოვნიკი. საუბარი ისე არ
მიმდინარეობდა, როგორც მოელოდა. ყურადღებით დააკვირდა მის
წინ სავარძელში გათხლაშულ კაცს და მოეჩვენა, თითქოს იგი მისი
ძველი და კეთილი მეგობარი იყო.
– ჩამოვთვალო ყოველივე, რაც თქვენ შესახებ ვიცი, მორელი?
– ეს საინტერესო იქნებოდა,
‒ თქვენ შტატებში მსჯავრი დაგდეს ერიკსონის საავიაციო ქარ-
ხნებში საბოტაჟის მცდელობისათვის და ციხე მოგისაჯეს. სასჯელის
მოხდის შემდეგ გაგათავისუფლეს და მთავრობამ თქვენი კვალი და-
კარგა. შემდეგ ლონდონში გამოჩნდით, სასტუმრო „კლერიჯში“ გა-
ჩერდით და თავს ენტონი ბრაუნს უწოდებთ, აქ ეცნობით ლორდ დი-
უსბერის და მისი საშუალებით კავშირს ამყარებთ იარაღის მთელ რიგ
სხვა მსხვილ მწარმოებლებთან, თქვენ ლორდ დიუსბერის სახლში
გადადიხართ და სარგებლობთ რა სტუმრის მდგომარეობით, ბევრ
ისეთ რამეს იგებთ, რასაც ჩვეულებრივ პირობებში ვერ შეიტყობდით.
უცნაური დამთხვევაა, მორელი, მაგრამ თქვენ მიერ სხვადასხვა
მსხვილი ფაბრიკა -ქარხნების მოხაზულებას უბედურ შემთხვევათა
მთელი რიგი მოჰყვა, რომელთაგან ზოგი კინაღამ საშინელი კატას-
ტროფით არ დამთავრდა.
– დამთხვევაა, – თქვა ენტონიმ, – მხოლოდ უბრალო დამთხვევა.
– და ბოლოს, რამდენიმე ხნის შემდეგ თქვენ კვლავ გამოჩნდით

202
ლონდონში და განაახლეთ ნაცნობობა აირის მარლოსთან, მაგრამ
მასთან შინ მისვლაზე მუდამ რაღაც საბაბით უარს აცხადებდით. მისმა
ახლობლებმა არ იციან, რამდენად ინტიმურია თქვენი ურთიერთობა.
თქვენ ცდილობთ დაითანხმოთ იგი ფარულ ქორწინებაზე.
‒ იცით, ‒ მიუგო ენტონიმ, – სრულიად არ მესმის, როგორ გაარ-
კვიეთ ყოველივე ეს. იარაღს კი არ ვგულისხმობ, არამედ როზმარი-
სადმი მუქარას და იმ ნაზ სისულელეებს, ყურში რომ ჩავჩურჩულებდი
აირისს. „M-ერთნახევრის“ მომსახურეობით ხომ არ სარგებლობ-
დით?
რეისმა მრისხანედ შეხედა მას.
– მე შემიძლია ყველაფერი აგიხსნათ, მორელი.
‒ თავს ნუ შეიწუხებთ. ვაღიარებ, რომ თქვენი ცნობები ჭეშმარი-
ტია, მაგრამ რა გამომდინარეობს აქედან? პატიმრობის ვადა უკვე მო-
ვიხადე, საინტერესო მეგობრები გავიჩინე და შემიყვარდა მომხიბ-
ვლელი ქალიშვილი, რომელიც, ბუნებრივია, სულითა და გულით
მსურს ცოლად შევირთო.
– ისე ძლიერ გსურთ, რომ არჩიეთ დაქორწინებულიყავით მანამ,
სანამ მისი ნათესავები თქვენს წარსულს შეიტყობდნენ, არა? აირის
მარლო ხომ ძალზე მდიდარია...
– გასაგებია, – თავი დაუქნია ენტონიმ. – როგორც კი ფული
გამოჩნდება, ნათესავები მყისვე ყველაფერში ცხვირის ჩაყოფას იწყე-
ბენ.აირისმა კი ჩემი ბნელი ცხოვრების შესახებ არაფერი იცის. გუ-
ლახდილად გეტყვით: არც მინდა, რომ იცოდეს.
‒ ვშიშობ, რომ ის ამას მაინც შეიტყობს.
– სამწუხაროა.
–იქნებ არ გესმოდეთ...
ენტონიმ სიცილით გააწყვეტინა სიტყვა:– დაგეხმარებით, რომ ბო-
ლომდე მითხრათ სათქმელი. როზმარი ბარტონმა ჩემი დანაშაულებ-
რივი წარსული იცოდა და ამიტომ მოვკალი,ჯორჯ ბარტონმა ეჭვი აი-
ღო ჩემზე და ისიც ზედ მივაყოლე. ბოლოს აირისის ფულებს დავეხარ-
ბე. ყოველივე ეს ძალიან ჰგავს სიმართლეს, სავსებით ლოგიკური-
ცაა, მაგრამ თქვენ ხომ დანაშაულის არავითარი დამადასტურებელი

203
საბუთი არ გაგაჩნიათ.
რეისი ერთხანს დაკვირვებით შესცქეროდა მას, შემდეგ წამოდგა.
– ყოველივე, რაც აქ ითქვა, სიმართლეა, – განაცხადა მან, – და
ამავე დროს ეს ყოველივე ჭეშმარიტებას არ შეესაბამება.
ენტონიმ გაოცებით შეხედა.
‒ რა არ შეესაბამება ჭეშმარიტებას?
– თქვენ არ შეესაბამებით, ‒ რეისი ბოლთას სცემდა ოთახში, ‒
ყველაფერი მშეენივრად იყო აწყობილი, სანამ არ გნახავდით, ახლა
კი ვხედავ, რომ შესაბამისობა არ არის, თქვენ ბოროტმოქმედი არა
ხართ,ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ ერთ-ერთი ჩვენგანი ბრძანდე-
ბით,ხომ მართალი ვარ?
ენტონიმ მდუმარედ შეხედა პოლკოვნიკს და გულღიად გაუღიმა,
მერე სუნთქვა გაუხშირდა და წარმოთქვა:
– „პოლკოვნიკის ლედი და ჯუდი ო’გრედი, ამ ცის ქვეშ მარად არი-
ან დები“, არა? საოცარია, რა ადვილად ცნობს ხოლმე თავისიანი თა-
ვისიანს, ამიტომ ვარიდებდი თავს თქვენთან შეხვედრას. ვშიშობდი,
რომ ამომიცნობდით, ხოლო გუშინდლამდე ეს სრულიადაც არ მაძ-
ლევდა ხელს, ახლა მადლობა ღმერთს, ამას მნიშვნელობა აღარა
აქვს. საერთაშორისო დივერსანტების ბანდა ჩავარდა, მე სამი წლის
განმავლობაში ჩამოვედი, როგორც მათი აგენტი და „კლერიჯში“ დავ-
სახლდი. დავავიმხრობდი მუშებს, გამოჩენილ მდგომარეობასაც მი-
ვაღწიე, მაგრამ ერთ საქმეში წავიფორხილე და პატიმრობის ვადა ამ-
კიდეს. რომ სცოდნოდათ, ვინ ვიყავი, უფრო სერიოზული მდგომა-
რეობა შემექმნებოდა, ციხიდან რომ გამოვედი, მანქანა კვლავ ამუ-
შავდა, თანდათანობით აღმოვჩნდი დიდ ორგანიზაციის ცენტრში,
რომელსაც ფრიად განტოტილი ქსელი ჰქონდა და მთელ ცენტრა-
ლურ ევროპას მოიცავდა. ლნდონში ჩამოვედი, როგორც მათი აგენ-
ტი და „კლერიჯში“ დავსახლდი, დავალებული მქონდა ლორდ დიუს-
ბერისთან ურთიერთობის დამყარება.
აი, როგორი პეპელა უნდა დამეჭირა, როზმარი ბარტონს იმ მიზ-
ნით გავეცანი, რომ ქალაქში ქალების მუსუსის ხმა დამეგდო. მო-
ულოდნელად, ჩემდა საუედუროდ, აღმოვაჩინე, რომ მისთვის ცნობი-

204
ლი იყო ჩემი პატიმრობა ამერიკის ციხეში. ტონი მორელის გვარით,
ძალიან შემეშინდა· ეს ამბავი რომ იმ ხალხს გაეგო, რომლებთანაც
ვმუშაობდი, არც აცივებდნენ და არც აცხელებდნენ‒მყისვე სიცოც-
ხლეს გამოასალმებდნენ, ყველაფერი მოვიმოქმედე მის დასაშინებ-
ლად, რომ ენა მხარზე არ გადაეკიდა, ვიფიქრე, უმჯობესია საერთოდ
ჩამოვშორდე და ყველაფერი დაავიწყდება-მეთქი, მაგრამ სწორედ ამ
დროს დავინახე კიბეზე მდგარი აირისი და დავიფიცე, რომ როდესაც
მუშაობას დავამთავრებდი, აუცილებლად დავბრუნდებოდი და ცო-
ლად შევირთავდი მას.
მუშაობა რომ თითქმის დამთავრებული მქონდა, კვლავ გა-
მოვჩნდი აქ და ვხვდებოდი აირისს, მაგრამ თავს ვარიდებდი მის ნა-
თესავებთან შეხვედრას, რადგან ვიცოდი, რომ აუცილებლად მოჰყვე-
ბოდნენ ჩემს წარსულში ქექვას, მე კი გამომჟღავნებას უნდა მოგრი-
დებოდი. ძალიან განვიცდიდი აირისის ჯანმრთელობას. იგი ავადმყო-
ფი და შეშინებული ჩანდა, ჯორჯის საქციელი კი სრულიად უაზრო იყო.
ვევედრებოდი აირისს, რომ ყველაფერი მიეტოვებინა და ცოლად გა-
მომყოლოდა, მაგრამ მან უარი მითხრა, შეიძლება, მართალიც იყო.
ამიტომ ჩავერთე მათ კამპანიაში. უკვე სუფრასთან ვისხედით, როდე-
საც ჯორჯმა თქვენი მოსვლა ახსენა, მე კი მაშინვე განვაცხადე, როს
ამერიკელი ნაცნობი შემხვდა და შესაძლოა ადრე მომიწიოს წას-
ვლამ, სინამდვილეში თქვენთან შეხვედრას ვარიდებდი თავს. ყველა
ჩემი მოვალეობა ჯერ აღსრულებული არ მქონდა... თქვენთვის ცნო-
ბილია, რაც მოხდა შემდეგ – ჯორჯი დაიღუპა, მაგრამ არც მის და არც
როზმარის სიკვდილში მე წილი არ მიძევს და წარმოდგენაც კი არა
მაქვს, ვინ მოკლა ისინი.
‒ არც რაიმე მოსაზრება გაქვთ?
– ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ოფიციანტი ან ერთ-ერთი ხუთ თა-
ნამეინახეთაგანი, მაგრამ არა მგონია, რომ ოფიციანტი ყოფილიყო·
მე და აირისიც გამორიცხული ვართ. შეიძლება, ეს იყო სანდრა ფარა-
დეი, შეიძლება ‒ სტივენ ფარადეი ან ორივენი ერთად. მაგრამ უფრო
იმ აზრისა ვარ, რომ ეს რუთ ლესინგი იყო.
– თქვენი ეს მოსაზრება ფაქტებს ეყრდნობა?

205
– არა უბრალოდ ეს ყველაზე უფრო სავარაუდო ვარიანტად მი-
მაჩნია, მაგრამ წარმოდგენა არა მაქვს, როგორ შეეძლო მას ამის ჩა-
დენა? ორსავე შემთხვევაში იგი ისეთ ადგილას იჯდა, რომ პრაქტიკუ-
ლად არ ჰქონდა საშუალება შამპანურის მოწამვლისა. რაც უფრო
მეტს ვფიქრობ მომხდარ ამბავზე, მით უფრო ვრწმუნდები: ჯორჯის მო-
წამვლა შეუძლებელი იყო ‒ და მაინც იგი მოწამლეს! ‒ ენტონი ერ-
თხანს და დუმდა, და იცით, კიდევ ერთი აზრი მაწუხებს: გაარკვიეთ
თუ არა, ვინ დაწერა ის ანონიმური წერილები, რომელთაგანაც ყოვე-
ლივეს დასაბამი მიეცა?
‒ არა, – თქვა გადააქნია რეისმა. – მეგონა, რომ გავარკვიე, მაგ-
რამ ახლა ვხედავ, რომ ვცდებოდი.
– აი, რაშია საქმე: ვიღაცამ რაღაც იცის როზმარის მკვლელობის
შესახებ, ამიტომ თუ თქვენ არ იჩქარებთ, შემდეგი მსხვერპლი ეს
ჩვენთვის საიდუმლოებით მოცული პიროვნება აღმოჩნდება.

206
თავი მეთერთმეტე

ენტონიმ ტელეფონით გაარკვია, რომ ხუთი საათისათვის ლუცი-


ლა დრეიკი ჩაის დასალევად აპირებდა წასვლას მეგობარ ქალთან,
გაითვალისწინა რა ყველა შესაძლებელი შეფერხება (მობრუნება
ხელჩანთისათვის, დაგვიანებული სურვილი ყოველი შემთხვევისათ-
ვის ქოლგის წაღებისა, გასასვლელ კართან საუბარი რამდენსამე
წუთს და სხვა ამგვარი), ენტონიმ გადაწყვიტა, ელვასტონ სკვერზე
ზუსტად ექვსის ოცდახუთ წუთზე მისულიყო, რადგან მას აირისის ნახ-
ვა უნდოდა და არა მამიდამისისა. ამას გარდა, როგორც ცნობილი
იყო, ლუცილას თანდასწრებით მას აირისთან დალაპარაკების სრუ-
ლიად უმნიშვნელო შანსი რჩებოდა.
შემოეგება მოახლე გოგო, რომელსაც ბეტი არდეილის თავხედო-
ბის ნასახიც კი არ გააჩნდა, და უთხრა, რომ მის აირისი ეს-ეს არის
მოვიდა და კაბინეტში ზის.
‒ ნუ შეწუხდებით, – ღიმილით უთხრა ენტონიმ. – მე, მოვნახავ
გზას, – მოახლეს გვერდი აუქცია და კაბინეტისკენ გაეშურა.
მისი გამოჩენისას აირისი შეკრთა.
– ო, ეს შენა ხარ!
ენტონი სწრაფად მიუახლოვდა მას.
– რა მოხდა, ძვირფასო?
– არაფერი, – აირისი ერთხანს დადუმდა და მერე სწრაფად გაი-
მეორა, – არაფერი, კინაღამ ავარიაში არ მოვყევი! მე თვითონ ვარ
დამნაშავე. ზემოთ მივრბოდი, რაღაცაზე ჩავფიქრდი და გზა ისე გაად-
ავკვეთე, რომ გარშემო არ მიმომიხედავს, მოსახვევიდან მანქანა გა-
მოვარდა და კინაღამ არ გამიტანა.
ენტონიმ თმებზე მიუალერსა.
– ასე არ უნდა მოიქცე, აირის. მე ძალზე შეშფოთებული ვარ არა
მარტო იმის გამო, რომ სასწაულად გადაურჩი მანქანის ბორბლებს,
უფრო ის მაწუხებს, რომ უმიზნოდ დაბორიალობ მანქანებს შორის ქუ-
ჩაში, რა დაგემართა, ძვირფასო? ვგრძნობ, რომ რაღაც გაშფოთებს
და მოსვენებას არ გაძლევს.
აირისმა თავი დაუქნია. შიშისაგან თვალები გაუფართოვდა და გაუ-

207
მუქდა. ენტონიმ მანამ შეიცნო მათი გამომეტყველება, სანამ აირისი
ჩაილაპარაკებდა:– მეშინია...
ენტონიმ მომღიმარე გამომეტყველება მოიბრუნა და ფართო ტახ-
ტზე გვერდით მიუჯდა აირისს.
– აბა,– უთხრა, – მიამბე ყოველივე.
– არა მგონია, რომ შენთვის გულის გადახსნა მსურდეს, ენტონი.
‒ ნუ მაცინებ და ნუ დაემსგავსები მოსაწყენი სენტიმენტალური
რომანის გმირებს რომლებიც პირველ თავში აცხადებენ საშინელი
საიდუმლოების არსებობას, მერე კი ორმოცდაათიათასსიტყვიან
თავგადასავალს ჰყვებიან.
აირისის სახეზე მკრთალი ღიმილი აციმციმდა.
‒ მინდა, ყოველივე გიამბოთ, ენტონი, მაგრამ არ ვიცი, რას იფიქ-
რებ ამაზე...არ ვიცი, დამიჯერებ თუ არა.
ენტონიმ ხელი ასწია და, ჩამოთვლის კვალად, თითების მოხრა
დაიწყო.
– უკანონო შვილი ‒ერთი, შანტაჟისტი საყვარელი – ორი, მესა-
მე...
– ნუ სულელობ, – გაბრაზებით გააწყვეტინა ქალიშვილმა, – ამის
მსგავსი არაფერია.
– გულზე დიდი ტვირთი მომხსენი, ‒ უთხრა ენტონიმ. – განაგრძე,
ჩემო სულელო ბავშვო.
აირისს სახე მოეღრუბლა,
‒ სასაცილო არაფერია. ეს... ეს იმ საღამოს ეხება.
‒ ჰოო? ‒ ენტონის ხმა დაეძაბა. აირისმა ჰკითხა:‒ შენ ხომ ესწრე-
ბოდი გამოძიებას ამ დილით? ხომ გაიგონე... იგი კვლავ დადუმდა.
‒ ძალიან ცოტა რამ მოვისმინე. – მიუგო ენტონიმ. ‒ პოლიციის
ქირურგი რაღაც ტექნიკურ წვრილმანებზე ლაპარაკობდა, ძირითა-
დად ციანიდზე და კალიუმის ციანიდის ჯორჯზე მოქმედების შესახებ.
კიდევ ნივთმტკიცებებზე, რომლებიც წარმოადგინა პირველმა ინ-
სპექტორმა –უემპმა კი არა, სხვამ, ფუშფუშა ულვაშებიანმა პირვე-
ლად რომ გამოცხადდღა „ლუქსემბურგში“ გამოკვლევაზე. ჯორჯის
კანტორის მთავარმა კლერკმა გვამი ამოიცნო, გამომძიმებელმა ერ-

208
თი კვირით გადადო ძიება.
–მეც ამ ინსპექტორს ვგულისხმობდი, – თქვა აირისმა. – როგორ
ახსნა მან ის ფაქტი, რომ მაგიდის ქვეშ კალიუმის ციანიდის კრისტა
ლებიანი პატარა ქაღალდის პარკი იპოვეს?
ენტონი დაინტერესდა.
‒ მართლაც...როგორც ჩანას, ვიღაცამ, ვინც ჯორჯს ჭიქაში საწამ-
ლავი ჩაუყარა, ქაღალდის პარკი მაგიდის ქვეშ შეაგდო. უბრალო
ამბავია. მას არ სურდა გაერისკა და თვითონ შეენარჩუნებინა ეს პარ-
კი. მისდა გასაოცრად, აირისი აცახცახდა,
–ო, არა, ენტონი, არა! ასე სულაც არ ყოფილა.
‒ რას ამბობ, ძვირფასო? შენ რაიმე იცი ამის შესახებ?
‒ ეს პარკი მე შევაგდე მაგიდის ქვეშ, – მიუგო აირისმა. გაშტრე-
ბული ენტონი თვალებში შეაჩერდა.
‒ მომისმინე, ენტონი, გახსოვს, როგორ დალია ჯორჯმა შამპანუ-
რი და როგორ მოხდა ყოველივე ეს?
კაცმა თავი დაუქნია.
– ეს შემზარავი. საშინელი სიზმრის მსგავსი რამ იყო. კრიალა ცა-
ზე,მეხის გავარდნას ჰგავდა, იმას ვგულისხმობ, რომ ვარიეტეს შემ-
დეგ, როდესაც შუქი აინთო, შვება ვიგრძენი. იმიტომ რომ მაშინ შუქის
ანთებისგანაც არ ვიცი, რატომ – კვლავ იმასვე ველოდი... ვგრძნობ-
დო, რომ მისი სული იქ იყო, ჩვენს სუფრასთან...
‒ ძვირფასო...
‒ ვიცი. ეს ნერვიულობის შედეგი იყო. მაგრამ აი, შუქი აენთო.ყვე-
ლანი ცოცხლები აღმოვჩნდით და არავითარი საშინელება არ მომხ-
დარა. შემდეგ ჩვენ მკვდარი როზმარი ვიხილეთ...
მერე კი, როცა თითქოს უკვე აღარაფერი საშიში აღარ იყო მოსა-
ლოდნელი, ყველაფერი თავიდან დაიწყო. მე ჯორჯთან ვიცეკვე და შე-
სანიშნავად ვგრძნობდი თავს, მივბრუნდით სუფრასთან და უცებ
ჯორჯმა როზმარი ახსენა და მისი შესანდობარი შემოგვთავაზა... მერე
კი ის მოკვდა და მთელი კოშმარი განმეორდა. გავშეშდი და ციებია-
ნივით ავცახცახდი. შენ მას მიუახლოვდი, მე კი, პირიქით, ოდნავ უკან
დავიხიე.

209
მოვარდნენ ოფიციანტები ვიღაც ექიმის დასაძახებლად გაგზავნეს.
გაშეშებული ვიდექი, მაგრამ უეცრად ყელზე რაღაც მომაწვა და ცრემ-
ლები წამსკდა. ხელჩანთა გავხსენი ცხვირსახოცის ამოსაღებად, ხე-
ლის ფათურით მოვძებნე, გავშალე და რას ვხედავ: მასში გახვეულია
ქაღალდის თეთრი პარკი, აი ისეთი, როგორშიც აფთიაქში ფხვნი-
ლებს ყრიან ხოლმე. გესმის, ენტონი, ის არ ყოფილა ჩემს ხელჩანთა-
ში, როდესაც რესტორანში წასვლა დავაპირე. მსგავსი არაფერი ყო-
ფილა! საერთოდ, ხელჩანთა სულ ცარიელი იყო. მე თვითონ, ჩემი ხე-
ლით ჩავაწყვე მასში პუდრის კოლოფი, პომადა, ცხვირსახოცი, თმის
სამაგრები და ცოტაოდენი ფული. მგონი, შილინგი და რამდენიმე ექ-
ვსპენსიანი. ეს პარკი ვიღაცამ ჩემს ხელჩანთაში შემდეგ ჩადო!.. და
მაშინ გამახსენდა, რომ როზმარის ხელჩანთაშიც იპოვეს ასეთივე
პარკი მისი გარდაცვალების შემდეგ და იმ პარკში ციანიდის კრისტა-
ლები იყო შერჩენილი, ეს რომ გამახსენდა, შევშინდი, ენტონი, ძალი-
ან შევშინდი. ხელები ამიკანკალდა და პარკი მაგიდის ქვეშ ჩამივარ-
და, რა თქმა უნდა, აღარ ამიღია და არც არაფერი მითქვამს, საშინ-
ლად შეშინებული ვიყავი. ეს რომ ვინმეს ენახა, იფიქრებდა, რომ მე
მოვკალი ჯორჯი... მაგრამ ჯორჯი მე არ მომიკლავს.
ენტონიმ სტვენით გამოხატა თავისი შეძრწუნება.
‒ არავის დაუნახიხარ? ‒ ჰკითხა მან.
–დარწმუნებული არა ვარ, ‒ შეყოყმანდა აირისი, – მგონი, რუთ-
მა შეამჩნია. მაგრამ იმდენად გაოგნებული იყო, რომ დანამდვილე-
ბით ვერ ვიტყვი, შემამჩნია თუ უბრალოდ უაზროდ მომშტერებოდა.
ენტონიმ კვლავ დაუსტვინა და წაიბურტყუნა:‒ ერთი სიტყვით, მხი-
არული საქმეა.
‒ კარგი სამხიარულოა! ‒ შეეპასუხა აირისი. ‒ თანდათანობით
ყოველივე უფრო უარესი და უარესი ხდება. მეშინია, რომ ბოლოსდა-
ბოლოს მიაკვლევენ ამ პარკის ამბავს.
‒ ნეტავ, რატომ არ იყო მასზე შენი თითების ანაბეჭდები? ისინი
ხომ, უპირველეს ყოვლისა, ანაბეჭდებს შეისწავლიდნენ.
– ვფიქრობ, იმიტომ, რომ პარკი ცხვირსახოცში გახვეული მეკავა.
‒ ჰო, ამ მხრივ გაგიმართლა, ‒ თავი დაუქნია ენტონიმ.

210
‒ მაგრამ ვის შეეძლო მისი ჩემს ხელჩანთაში ჩადება? ხელჩანთა
ხომ მთელი საღამო ჩემთან იყო.
‒ ამის გაკეთება არც ისე ძნელი იყო, როგორც შენ გგონია. როცა
ვარიეტეს შემდეგ საცეკვაოდ წახვედი, ხელჩანთა ხომ მაგიდაზე
გქონდა დატოვებული, ვიღაცას შეეძლო მასში პარკი ჩაედო. ამას
გარდა, იქ ხომ ქალებიც იყვნენ. აზრი მოიკრიფე და ერთი ამიხსენი,
რას აკეთებენ ხოლმე ქალები საპირფარეშო ოთახში? ამის ცოდნა სა-
ჭიროა. ყველანი ერთად იდექით და ბაასობდით, თუ თითოეული
თქვენგანი თავთავიანთ სარკესთან იჯდა?
აირისი ჩაფიქრდა.
– ყველანი ერთსა და იმავე გრძელ, მინით დაფარულ მაგიდასთან
მივედით, ხელჩანთები დავაწყვეთ და სარკეში ჩვენს თავს დავაკვირ-
დით, შენ ხომ იცი.
– მე არაფერიც არ ვიცი. მერე?
– რუთმა ცხვირზე პუდრი გადაისვა, სანდრამ კი თმის ვარცხნი-
ლობა შეისწორა და სარჭი ჩაასო თმაში, მე მელიის საყელო მოვიხ-
სენი და მომსახურე ქალს მივაწოდე. მერე. შევამჩნიე, რომ ხელზე რა-
ღაც ჭუჭყი მომცხებოდა და პირსაბანთან მივედი.
‒ ხელჩანთა მინით დაფარულ მაგიდაზე დატოვე?
‒ დიახ. და ხელები დავიბანე. რუთი კიდევ კეკლუცობდა სარკის
წინ. სანდრამ ლაბადა გაიხადა და ისიც კვლავ სარკეს მიუბრუნდა. ამ
დროს რუთი ხელის დასაბანად წავიდა, მე კი მაგიდასთან დავბრუნდი
და თმის ვარცხნილობა შევისწორე.
‒ მაშასადამე, ამ ორიდან ერთ- ერთს შეეძლო რაიმე შეუმჩნევ-
ლად ჩაედო შენს ხელჩანთაში?
– ჰო, მაგრამ პარკი ხომ ცარიელი იყო, გამოდის, რომ იგი მას შემ-
დეგ ჩადეს, რაც ჯორჯის შამპანური მოწამლეს, ყოველ შემთხვევაში,
მე ვერ დავიჯერებ, რომ რუთს ან სანდრას შეეძლოთ ამის გაკეთება.
‒ ზედმეტი წარმოდგენა ნუ გაქვს ხალხზე. სანდრა ისეთი ფანატი-
კოსია, როგორებიც შუა საუკუნეებში კოცონზე ცოცხლად წვავდნენ
თავიანთ მოწინააღმდეგებს, ხოლო რუთისთანა უგულო და სასტიკი
მომწამვლელი ჯერ ქვეყნად არ დაბადებულა.

211
‒ მაშინ რატომ არ განაცხადა რუთმა, რომ დაინახა, როგორ დამი-
ვარდა პარკი?
‒ დაიცა, დაიცა.. თუ რუთმა განგებ შემოგაპარა ციანიდი, კანში
უნდა გამძვრალიყო იმისთვის, რომ პარკი თავიდან არ მოგეშორები-
ნა. გამოდის, რომ ეს რუთი არ იყო. მაშასადამე, ყველაზე მეტად ეს
ოფიციანტს შეეძლო გაეკეთებინა. ოფიციანტი ოფიციანტი!. ო, რომ
ყოფილიყო მხოლოდ ერთი საღამოთი დაქირავებული ჩვენთვის უც-
ნობი ოფიციანტი! მაგრამ ჩვენ ჯუზეპე და პიერი გვემსახურებოდნენ,
მათ კი ეს სულაც არ შეეფერება.
აირისმა ამოიოხრა.
‒ კმაყოფილი ვარ, რომ გიამბე ამის შესახებ, ამაზე არავინ არა-
ფერს შეიტყობს, არა? მხოლოდ მე და შენ გვეცოდინება.
ენტონიმ როგორღაც მორცხვად შეავლო მას თვალი.
‒ ამაში კი სცდები, აირის. პირიქით, სჯობს ახლავე ერთად წავი-
დეთ ბებრუხანა კემპთან, ასეთ ამბავს ვერ დაფარავ, ხომ გაგიგია, შუ-
ბი ხალთაში არ დაიმალებაო·
‒ ო, არა, ენტონი, არა! მათ ეგონებათ. რომ ჯორჯი მე მოვკალი.
‒ ნამდვილად ასე ეგონებათ, თუ მერე შეიტყობენ, რომ შენ და-
დუმდი და არაფერი თქვი ამის შესახებ. მაშინ შენი ყოველგვარი გან-
მარტება არადამაჯერებლად იჟღერებს, ახლა კი შენ გულახდილად
უამბობ ყველაფერს და ისინიც, ალბათ, დაგიჯერებენ.
– ენტონი, გთხოვ.
– მისმინე. აირის, შენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხარ. მაგრამ
ქვეყნად სიმართლეც ხომ არსებობს! შენ უფლება არა გაქვს არაკე-
თილსინდისიერად მოიქცე და მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩე-
ნაზე იფიქრო. როდესაც საქმე სამართლიანობას ეხება.
– ო, ენტონი, რისთვის უნდა ვიყოთ ამდენად კეთილშობილნი?
– შენ, ‒ მტკიცედ მიუგო ენტონიმ. – მძიმე დარტყმა მოგაყენეს.
მაგრამ რაც უნდა მოხდეს, ჩვენ ახლა კემპთან წავალთ, დაუყოვნებ-
ლივ!
აირისი უხალისოდ გაჰყვა დერეფანში. მისი პალტო სკამზე ეგდო.

212
ენტონიმ აიღო და ჩააცვა მას. ქალიშვილის მზერაში შიში და პრო-
ტესტი გამოსჭვივოდა, მაგრამ ენტონი შეუვალი იყო,
‒ ტაქსი ქუჩის ბოლოს დავიჭიროთ, ‒ თქვა მან.
გასასვლელისკენ რომ მიდიოდნენ. ქვემოდან ზარის ხმა გაისმა.
აირისმა შვებით ამოისუნთქა,
– სულ დამავიწყდა, ეს რუთია, იგი სამუშაოს შემდეგ მოვიდა, რომ
დაკრძალვის საკითხებზე მომელაპარაკოს, დაკრძალვა ზეგ შედგება.
ვფიქრობ, რომ ლუცილა მამიდას გარეშე ჩვენ უკეთ მოვილაპარა-
კებთ.
ენტონი კარებთან მივიდა და გააღო მანამ, სანამ მოახლე მოირ-
ბენდა, რუთი დაღლილი ჩანდა და უჩვეულოდ თმაგაწეწილიც იყო.
ხელში მძიმე პორთფელი ეკავა.
‒ ბოდიში, შემაგვიანდა, მეტროში საღამოობით საშინელი ჭყლე-
ტაა, ავტობუსებიც გადატვირთულია და სამი მათგანის გაშვება მო-
მიხდა. ტაქსის კი ასეთ დროს რას დაიჭერს კაცი.
„არასდროს მინახავს, – გაიფიქრა ენტონიმ, – რომ რუთს თავი,
მართლება დასჭირებოდეს, ეს კიდევ ერთი საბუთია იმისა, რომ ჯორ-
ჯის სიკვდილმა მისი თითქმის არაადამიანური ენერგიაც კი გამოფი-
ტა“.
– მე ვერ წამოვალ შენთან ერთად, ენტონი. რუთს უნდა მოველა-
პარაკო ყველაფერზე, – უთხრა აირისმა.
ენტონიმ კი კატეგორიულად განუცხადა:‒ ვშიშობ რომ ჩვენი საქ-
მე უფრო მნიმვნელოვანია... ბოდიშს გიხდით, მის ლესინგ, რომ აი-
რისს უნდა დაგაშოროთ, მაგრამ გადაუდებელი საქმე გვაქვს.
‒ ნუ სწუხართ, მისტერ ბრაუნ, – მყისეე მიუგო რუთმა. –ყველა-
ფერზე მისის დრეიკს მოველაპარაკები, როდესაც დაბრუნდება, ‒მან
ოდნავ გაიღიმა, ‒ იცით, მე ვახერხებ, რომ მასთან კარგი ურთიერ-
თობა მქონდეს.
‒ დარწმუნებული ვარ რომ თქვენ შეგიძლიათ კარგი ურთიერთო-
ბა დაამყაროთ, ვისთანაც გნებავთ, – მიელაქუცა ენტონი.
– ალბათ... წასვლის წინ თქვენს მოსაზრებებს ხომ არ გამიზიარებ-
დით, აირის?

213
– არავითარი მოსაზრება არა მაქვს. თქვენთან საუბარი იმოტომ
მსურდა, რომ ლუცილა მამიდა წამდაუწუმ იცვლის თავის მოსაზრე-
ბებს და, ვფიქრობ, გაგიჭირდებათ მასთან მოლაპარაკება. ბევრი ოფ-
ლის დაღვრა მოგიხდებათ, ჩემთვის კი სულერთია, როგორ ჩატარდე-
ბა დაკრძალვა. ლუცილა მამიდას დაკრძალვებზე დასწრება უყვარს,
მე კი ეს სულაც არ მსიამოვნებს. გვამი მიწას უნდა მიაბარო, მაგრამ
რა საჭიროა ამის გარშემო ხმაურის ატეხვა? თვით მიცვალებულთათ-
ვის ამას არავითარი მნიშვნელობა აღარა აქვს. მათ ხომ სამუდამოდ
დაგვტოვეს. მკვდრები არ ბრუნდებიან.
რუთმა არ უპასუხა, აირისმა კი რაღაც გაუბებარი დაჟინებოთ გაი-
მეორა:‒მკვდრები არ ბრუნდებიან.
‒ წამოდი, – უთხრა ენტონიმ, მკლავი გამოსდო და კარისკენ წაი-
ყვანა.
მოედანზე ნელა მიიზლაზნებოდნენ ტაქსები· ენტონიმ ერთ-ერთი
მათგანი გააჩერა და აირისს ჩაჯდომაში შეეშველა.
‒ მითხარი, ჩემო მშვენიერო, ‒ თქვა მან მას შემდეგ, რაც ტაქსის
მძღოლს სკოტლანდ იარდისკენ გამგზავრება უბრძანა. – ვისი იქ
ყოფნა შეიგრძენი ჰოლში, როდესაც ასე დაჟინებით განაცხადე, რომ
მკვდრები არ ბრუნდებიან? ჯორჯისა თუ როზმარის?
‒ არაფერი ამის მსგავსი არ მიგრძვნია, სრულიად არაფერი, უბ-
რალოდ იმის თქმა მსურდა, რომ მეჯავრება დაკრძალვები;
ენტონიმ ამოიოხრა.
‒ რა თქმა უნდა, ‒ თქვა მან. – მე კი, როგორც ჩანს, ჭკუიდან ვიშ-
ლები.

214
თავი მეთორმეტე

მარმარილოს მრგვალ მაგიდას სამი კაცი უსხდა.


პოლკოვნიკი რეისი და მთავარი ინსპექტორი კემპი სურნელოვან
მუქ ჩაის სვამდნენ, ენტონი კი ლამაზი ფინჯნიდან ინგლისურ ყაიდაზე
მომზადებულ ყავას წრუპავდა. თავშეყრის ამგვარი ფორმის იდეა ენ-
ტონის არ ეკუთვნოდა, მაგრამ იგი იძულებული იყო, გაეზიარებინა ეს
აზრი, რათა თათბირზე თანასწორუფლებიანი პარტნიორის უფლებე-
ბი მოეპოვებინა. მთავარმა ინსპექტორმა კემპმა გამოწვლილვით შე-
ამოწმა ენტონის საბუთები და მასთან პირისპირ საუბარზე დათან-
ხმდა.
‒ მე თუ მკითხავთ, – თქვა მთავარმა ინსპექტორმა, თან ჩაის ფინ-
ჯანში რამდენიმე ნატეხი შაქარი ჩააგდო და გულდაგულ მორევა დაუ-
წყო, – გეტყვით, რომ ეს საქმე სასამართლოს განხილვის საგნად ვერ
იქცევა. ჭეშმარიტებას ვერასდროს მივაგნებთ.
‒ თქვენ ასე ფიქრობთ? ‒ ჰკითხა რეისმა.
კემპმა თავი დააქნია და ჩაი მოსვა.
‒ დანაშაული გაიხსნებოდა, რომ გაგვერკვია, ამ ხუთეულიდან
რომელს ჰქონდა ნაყიდი ან შენახული კალიუმის ციანიდი, მე ამის
გარკვევა ვერ მოვახერზე, ტიპიური შემთხვევაა, როდესაც დამნაშავე
ცნობილია, ნივთმტკიცება კი არა გაქვს.
‒ განა დამნაშავე ცნობილია თქვენთვის? – შეეკითხა ენტონი.
– დარწმუნებული ვარ, რომ ცნობილია. ესაა ლედი ალექსანდრა
ფარადეი.
‒ რატომ ხართ აგრერიგად დარწმუნებული? ‒ ჰკითხა რეისმა,
‒ ინებეთ, აგიხსნით. მე ვიტყოდი, რომ იგი გაგიჟებამდე ეჭვიან და
შმაგ ადამიანთა ტიპს ეკუთვნის, დედოფალ ელეონორას ჰგავს, რო-
მელმაც მშვენიერი როზამუნდას საძინებელ ოთახში შეაღწია და შეს-
თავაზა არჩევანი ‒ ხანჯალი ან შხამით სავსე ფიალა.
– მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ‒ შენიშნა ენტონიმ, – მშვენიერ რო-
ზამუნდას არჩევანი არ ჰქონდა.

215
–ვიღაც უცნობმა მისტერ ბარტონი წონასწორობიდან გამოიყვანა,
–განაგრძო კემპმა, – ჯორჯმა ეჭვიანობა დაიწყო და, უნდა ვაღიაროთ,
არც თუ ისე უსაფუძვლოდ. ფარადეებისთვის თვალყურის დევნება
რომ არ მოეწადინებინა, სოფელში სახლს არასოდეს იყიდიდა, ლედი
ალექსანდრამ მალე ამოიცნო მისი განზრახვა, რასაც განსაკუთრე-
ბით ხელი შეუწყო. წვეულებაზე დაჟინებითმა მიპატიჟებამ და თხოვ-
ნამ, რომ აუცილებლად დასწრებოდნენ მას. იმ ტიპის ქალი ხომ არაა,
რომელიც თვალყურს ადევნებს და ელოდება ხოლმე! თავი იჩინა მის-
მა მოუთმენელმა ბუნებამ და გაუმკლავდა ჯორჯს. თქვენ შეგიძლიათ
მითხრათ, მთელი ეს მსჯელობა მხოლოდ მისი ადამიანური თვისებე-
ბის ანალიზს ემყარებაო, მაგრამ, ამას გარდა, ისიც ხომ უნდა გავით-
ვალისწინოთ, რომ ერთადერთი პირი, რომელსაც ჭიქაში საწამლა-
ვის ჩაყრის შესაძლებლობა ჰქონდა, სწორედ ის ქალბატონი გახ-
ლდათ, რომელიც ჯორჯის ხელმარჯვნივ იჯდა.
– და ვერავინ შეამჩნია, როგორ გააკეთა მან ეს? – ჰკითხა ენტო-
ნიმ.
‒ სწორედაც. შეეძლოთ შეემჩნიათ, მაგრამ ვერ შეამჩნიეს. ხომ
შეიძლება, რომ იგი საკმაოდ ხელმარჯვე იყოს.
‒ ნამდვილი ფოკუსების მკეთებელი.
რეისმა ჩაახველა, ჩიბუხი ამოიღო და დატენვა დაუწყო.
‒ აქ ერთი სადავო საკითხია, დავუშვათ, ლედი ალექსანდრა თავ-
შეუკავებელი, ეჭვიანი და ქმრის ვნებიანად მოყვარულია, დავუშვათ,
რომ მკვლელობას ადვილად იკისრებს. მაგრამ შეუძლია თუ არა მას
ხელჩანთაში მამხილიბელი საბუთი ჩაუდოს ქალიშვილს, რომელიც
სრულიად უდანაშაულოა და მისთვისაც არაფერი უწყენინებია?
კემპი სკამზე აწრიალდა, ჩაის ფინჯანს ჩააშტერდა და თქვა:‒
თქვენ გსურთ თქვათ, რომ ქალები კრიკეტს არ თამაშობენ?
ბევრი მათგანი თამაშობს კიდეც, – გაუღიმა რეისმა, ‒ მაგრამ სია-
მოვნებს თქვენი დაბნეულობა.
კემპი კამათში აღარ ჩაერთო და მოუბრუნდა ენტონის.
‒ სხვათა შორის, მისტერ ბრაუნ, თუ ნებას მომცემთ, წინანდე-
ბურად ასე მოგმართავთ, მსურს, გულწრფელი მადლობა გითხრათ

216
იმის გამო, რომ საქმე არ გააჭიანურეთ, სასწრაფოდ მოიყვანეთ ჩვენ-
თან აირის მარლო და ეს ამბავი მოათხრობინეთ... ჩვენ მას მძიმე
ტვირთი მოვხსენით: ქალიშვილი სრულიად დამშვიდებული წავიდა
შინ.
‒ იმედი მაქვს, რომ დაკრძალვის შემდეგ აირისი მცირე ხნით ქა-
ლაქგარეთ გაემგზავრება, – თქვა ენტონიმ. – მშვიდი და წყნარი
ცხოვრება მამიდა ლუცილას განუწევეტელი ლაყბობის გარეშე მას
ძალების აღდგენაში დაეხმარება.
– დიახ, მამიდა ლუცილას ენას ძვალი ნამდვილად არა აქვს, –
ჩაიღიმა პოლკოვნიკმა რეისმა,
– მეც ვადასტურებ ამას, ‒ გამოეხმაურა კემპი. ‒ რა ბედნიერე-
ბაა, რომ მისი ჩვენების ჩაწერა არ დაგვჭირვებია, თორემ მოგვიწევ-
და მკლავნაღრძობი საბრალო მდივნის საავადმყოფოში გაგზავნა.
‒ მაშ ასე, – თქვა ენტონიმ, – უნდა აღვნიშნო, რომ თქვენ
მართალი ხართ, ინსპექტორო, როდესაც აცხადებთ, რომ სასამარ-
თლო არასდროს განიხილავს ამ საქმეს, მაგრამ ეს ფრიად არადამაკ-
მაყოფილებელი შედეგია და კიდევ ერთი რამ რჩება ჩვენთვის უცნო-
ბი: ბოლოსდაბოლოს, ვინ მისწერა ჯორჯ ბარტონს ის ანონიმური წე-
რილები? ამის შესახებ ვარაუდიც კი არა გვაქვს.
– თქვენ კვლავ ძველ მოსაზრებას ემხრობით, ბრაუნ? ‒ ჰკითხა
რეისმა.
‒რუთ ლესინგი? დიახ, მე იგი ყველაზე სავარაუდო კანდიდატად
მიმაჩნია, თქვენი მტკიცებით, მან აღიარა, რომ ჯორჯი უყვარდა, რაც
არ უნდა ვთქვათ, როზმარიც ეჯავრებოდა და უცებ როზმარის თავი-
დან მოშორების შესაძლებლობა დაინახა. თანაც დარწმუნებული
იყო. რომ, თუ როზმარის გზიდან ჩამოიცილებდა, დაუბრკოლებლივ
მისთხოვდებოდა ჯორჯს.
‒გეთანხმებით, ‒ უთხრა რეისმა, – შემიძლია დავუშვა, რომ რუთ
ლესინგის თავდაჭერილი და საქმიანი ხასიათი შესაფერისი იყო
მკვლელობის ჩაფიქრებისა და მომზადებისათვის. ამასთანავე მას არ
გააჩნია სიბრალული,‒ მეტისმეტად განვითარებული წარმოსახვის
შედეგი. დიახ, პირველი მკვლელობის საკითხში სავსებით გეთანხმე-

217
ბით. მაგრამ სრულიად არ მესმის, რისთვის დასჭირდა მას მეორე
მკვლელობის განხორციელება? რატომ უნდა მოეწამლა ადამიანი,
რომელიც უყვარდა და რომელსაც უნდა მისთხოვებოდა?! და კიდევ
ერთი რამ მიკვირს: ენას კლიტე რატომ დატომ დაადო, როცა დაინა-
ხა, რომ აირისმა პარკი მაგიდის ქვეშ შეაგდო?
‒ შესაძლოა, არც დაუნახავს ეს, ‒ გაუბედავად ივარაუდა ენტო-
ნიმ.
‒დარწმუნებული ვარ, რომ დაინახა, – მიუგო რეისმა. – მისი და-
კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ რაღაცას ბოლომდე,
არ ამბობდა, თვით აირის მარლოც ხომ ფიქრობს, რომ რუთმა ყველა-
ფერი დაინახა.
‒ განაგრძეთ, პოლკოვნიკო, – უთხრა კემპმა. – ბოლომდე გაგვი·
ზიარეთ თქვენი აზრები, ვგონებ, გაქვთ რაღაც სათქმელი.
– სამწუხაროდ, არა. ამ საქმეში ყოველი მოსაზრება ახალ საწინა-
აღმდეგო ვარაუდს აჩენს.
რეისმა კემპს თვალი აარიდა და ენტონის სახეზე გადაიტანა მზე–
რა, ენტონის წარბები ზევით აუვიდა.
‒ იმის თქმა ხომ არ გსურთ, რომ მთავარ დამნაშავედ მე მიგაჩნი-
ვართ?
‒ არავითარ საფუძველს არ ვხედავ, – თავი გადააქნია რეისმა, –
–რისთვის უნდა მოგეკლათ ჯორჯ ბარტონი, მაგრამ მე მგონია, რომ
ვიცი, ვინ მოკლა ისიც და როზმარიც.
– ვინ?
‒ საინტერესოა, რომ ყველა ჩვენი ეჭვი ქალებზე მოდის, ნელა,
სიტყვების შერჩევით წარმოთქვა რეისმა. – მეც ქალზე მაქვს ეჭვი, ‒
იგი ერთხანს დადუმდა და დასძინა: – მიმაჩნია, რომ დამნაშავე აირის
მარლოა.
ენტონიმ ხმაურით გამოსწია სკამი, სახე გაუწითლდა და თავი
ძლივს შეიმაგრა. შეეცადა ჩვეულებისამებრ უშუალოდ და დამცინავი
ტონით, ელაპარაკა, მაგრამ ხმა აუკანკალდა.
‒ ღვთის გულისათვის, განვიხილოთ ეს შესაძლებლობა, ‒
თქვა,მან,‒რატომ მაინცდამაინც აირის მარლო? ასეც რომ იყოს, რი-

218
რისთვის დასჭირდებოდა მას იმის აღიარება, რომ მაგიდის ქვეშ შეაგ-
დო ციანიდის პარკი?
‒ იმისთვის, რომ რუთ ლესინგმა ყველაფერი დაინახა, – მიუგო
რეისმა.
თავდახრილი ენტონი ერთხანს ფიქრობდა, რა პასუხი გაეცა, მე-
რეუ კი თავი დააქნია და თქვა:– თქვენი მოსაზრება მიღებულია, გან-
ვაგრძოთ, საერთოდ, რატომ ეჭვობთ პირველ რიგში აირისზე?
‒ მას საფუძველი ჰქონდა, ‒ მიუგო რეისმა, ‒ როზმარის დიდი
მემკვიდრეობა დარჩა, აირისი კი დაივიწყეს. იგი თავს დაჩაგრულად
გრძნობდა და მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა წყენა გულ-
ში ჩაეხშო, ამასთანავე იცოდა, რომ თუ როზმარი უშვილოდ გადაეგე-
ბოდა, ფული მთლიანად მას ერგებოდა, ამავე დროს როზმარი გატან-
ჯული და უბედური იყო, ინფლუენციის შედეგად დეპრესიაში იყო ჩა-
ვარდნილი და ასეთი სულიერი მდგომარეობის დროს ადვილად უნდა
გამოეტანათ დასკვნა თვითმკვლელობის შესახებ, როგორც მოხდა
კიდეც.
– სწორია, ბარემ ურჩხულად აქციეთ ქალიშვილი! ‒ შესძახა
ენტონიმ.
‒ რატომ ურჩხულად? ‒ შეეკამათა რეისი. ‒არის კიდევ ერთი მი-
ზეზი, რის გამოც მასზე მაქვს ეჭვი. ვიქტორ დრეიკზე მოგახსენებთ,
– ვიქტორ დრეიკზე? ‒ გაოცდა ენტონი.
‒ მის ძარღვებში ბოროტი სისხლი ჩქეფს. მე არ მჭირდებოდა ლუ-
ცილას ყბედობის მოსმენა, ჩემთვის ყველაფერი ნათელია მარლოს
ოჯახის შესახებ. ვიქტორ დრეიკი იმდენად სუსტი არ არის, რამდენა-
დაც ავია, დედამისი ‒ ჭკუასუსტი არარაობაა. ჰექტორ მარლო – უნე-
ბისყოფო და ბრაზიანი ლოთი. როზმარი ემოციურად გაუწონასწორე-
ბელია. მთელი ოჯახი – სისუსტის, მერყეობის, მანკიერების განსახიე-
რებაა, ამდენად სახეზეა წინასწარგანწყობა ბოროტმოქმედებისადმი.
ენტონიმ სიგარეტი გააბოლა. ხელები უკანკალებდა.
‒ მაშასადამე, თქვენ არ გჯერათ, რომ ცუდ ნიადაგზე შეიძლება კე-
თილი ყვავილი აღმოცენდეს?
‒ რა თქმა უნდა, შეიძლება. მაგრამ არა მგონია, რომ ეს კეთილი

219
ყვავილი აირის მარლო იყოს.
‒ ჩემს დებულებებს, ალბათ, მნიშვნელობა არა აქვთ, – ნელა წარ-
მოთქვა ენტონიმ, ‒ რამდენადაც მე ის მიყვარს. ჯორჯმა აჩვენა მას ის
საბედისწერო წერილები, ქალიშვილი შეშინდა და სიცოცხლე მოუს-
წრაფა ჯორჯს? ხომ ასე გამოიყურება თქვენი მოსაზრება?
– დიახ. ამ შემთხვევაში მთავარი მნიშვნელობა შიშს ენიჭება.
– მაგრამ როგორ მოახერხა მან საწამლავის ჯორჯის ჭიქაში ჩაყ-
რა?
‒ რა მოგახსენოთ, ეს მეც არ მესმის.
‒ გმადლობთ, რომ ეს მაინც არ გესმით, ‒ ენტონი თავის სკამზე
ირწეოდა, თვალები მრისხანებით აევსო, – მაგარი ნერვები გქონიათ,
რომ ეს ყველაფერი პირდაპირ მითხარით.
‒ ვიცი, ‒ მშვიდად მიუგო რეისმა, – მაგრამ მიმაჩნდა, რომ ამის
თქმა აუცილებელი იყო.
კემპი მდუმარედ ადევნებდა მათ თვალს და თან კოვზით ჩაის
ურევდა.
‒შესანიშნავია, ‒ ენტონი წელში გასწორდა. – დროა ვიმოქ-
მედოთ, რა აზრი აქვს ამ მაგიდასთან ჯდომას, გულისამრევი სითხის
სმას და უშინაარსო თეორიების წამოყენებას? ამოცანა უნდა ამოიხ-
სნას. ყოველგვარ სიძნელეს უნდა ვძლიოთ და ჭეშმარიტება დავად-
გინოთ, თქვენ თუ ხელი აიღეთ, მე ვიკისრებ ყოველივეს და მიზანსაც
მივაღწევ. ყველაფერს გადავქექავ და დარწმუნებული ვარ, როდესაც
ჭეშმარიტებას მივაღწევთ, მისი სიმარტივე გაგვაოცებს. მოდით, ერ-
თხელ კიდევ ჩამოვაყალიბოთ პრობლემა: ვინ იცოდა როზმარის
მკვლელობის შესახებ? ვინ მისწერა ამაზე ჯორჯს? რატომ მისწერა?
ახლა კი თვით მკვლელობების შესახებ ვისაუბროთ. პირველი მათგა-
ნი უკვე გაფერმკრთალდა. დიდი ხნის წინათ მოხდა და ზუსტად არ ვი-
ცით, როგორ მოხდა. მაგრამ მეორე მკვლელობა ხომ ჩემს თვალწინ
ჩაიდინეს, მე მისი მოწმე ვარ. მაშასადამე, უნდა ვიცოდე, როგორ
მოხდა ყოველივე. ყველაზე ადვილი იყო ციანიდი ჯორჯის ჭიქაში ვა-
რიეტეს წარმოდგენის დროს ჩაეყარათ, მაგრამ არ ჩაუყრიათ, მან
ხომ შესვა ამ ჭიქიდან კონცერტის დამთავრების შემდეგ. ჩემი თვალ-

220
ით ვნახე, რომ შესვა. ამის შემდეგ არავის არაფერი ჩაუყრია მის ჭი-
ქაში, ხელითაც კი არავინ შეხებია და მაინც. როდესაც მან მეორედ
მოიყუდა ჭიქა, იგი ციანიდით სავსე აღმოჩნდა. მისი მოწამვლა შეუძ-
ლებელი იყო, მაგრამ იგი მოწამლეს! მივუახლოვდით ჭეშმარიტებას?
– არა, – მიუგო უფროსმა ინსპექტორმა კემპმა.
– დიახ, – განაგრძო ენტონიმ. ‒ ჩვენ მისტიფიკაციების ჯადოს-
ნურ სამეფოში აღმოვჩნდით, ან სულთა მოქმედების სფეროში. თუ
გსურთ, მოგიხაზავთ მოჩვენებათა თეორიას. სანამ ჩვენ ვცეკვავთ,
როზმარის სული დაფარფატებს ჯორჯის ჭიქას და ყრის მასში ციანიდს
სავსებით მატერიალიზებული სახით ‒ სულებს ძალუძთ ექტოპლაზ-
მიდან ციანიდის მიღება. ჯორჯი ბრუნდება, მის შესანდობარს სვამს
და.. ო, ღმერთო ჩემო!
ორივე მამაკაცი გაოცებით შეაშტერდა მას, ენტონიმ თავი ხელებ-
ში მოიმწყვდია და აქეთ-იქით ქანაობა დაიწყო აშკარად შეძრწუნებუ-
ლი ჩანდა, თან ლუღლუღებდა
‒ეს.. ეს ხელჩანთა.., ოფიციანტი...
– ოფიციანტი? ‒ შეშფოთდა კემპი, ენტონიმ თავი გადააქნია.
– არა, არა, ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ. ოდესღაც თავ-
ში მომივიდა აზრი, რომ გამოძიების ინტერესები მოითხოვდნენ ოფი-
ციანტს, რომელიც ადრე ოფიციანტი არ ყოფილა, ჩვენ კი ისეთი ოფი-
ციანტი გვემსახურებოდა, რომელიც მუდამ ოფიციანტი იყო. და მისი
პატარა თანაშემწე, ოფიციანტთა საგვარეულოს წარმომადგენელი,
ანგელოზივით ნაზი ოფიციაანტი, რომელშიც ვერავითარ ეჭვს ვერ შე-
იტან... იგი ახლაც ეჭვგარეშე რჩება, მაგრამ მან თავისი როლი შეას-
რულა!
ენტონი თანამეინახეებს მიაჩერდა: ‒ არ გესმით? ოფიციანტს შე-
ეძლო შამპანური მოეწამლა, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია. არავინ
მიჰკარებია ჯორჯის ჭიქას, მაგრამ ჯორჯი მოწამლეს... ჯორჯის ჭიქა!
ჯორჯი! ეს ორი სხვადასხვა რამ არის. და ფული, ბევრი ფული! ვინ
იცის, იქნებ, მასთან ერთად სიყვარულიც! ნუ შემომცქერით ისე, თით-
ქოს გიჟი ვიყო. წამოდით, რაღაც უნდა გაჩვენოთ.

221
მან სკამი განზე გასწია და ხელი სტაცა კემპს.
– წამომყევით!
კემპმა ნახევრადსავსე ჩაის ფინჯანს დანანებით დახედა და თქვა:
‒ ანგარიში უნდა გავასწოროთ, წამოდით რაღაც უნდა გაჩვენოთ, წა-
მომყევით, რეის!
მან ხელი ჰკრა მაგიდას და თანამეინახენი ეესტიბულში გაიყვანა.
‒ ტელეფონის ჯიხურსს ხედავთ?
– დიახ.
ენტონიმ ჯიბეები ამოიქექა.
‒ეშმაკმა დალახვროს, ორპენსიანი არა მაქვს. არა უშავს, დარეკ-
ვა გადავიფიქრე. ადგილზე დავბრუნდეთ.
შებრუნდნენ კაფეში., ჯერ კემპი მიდიოდა, შემდეგ რეისი და ბო-
ლოს ენტობი. კემპი მოღუშული იყო, დაჯდა და ჩიბუხი აიღო, სული
ჩაუბერა ჯიბიდან ამოღებული ქინძისთავით წმენდა დაუწყო. რეისიც
წარბშეკრული შეჰყურებდა ენტონის. მერე სკამის ზურგს მიეყრდნო,
თავისი ფინჯანი აიღო და შიგ დარჩენილი სითხე მოსვა,
‒ ეშმაკმა დალახვროს! ‒ შესძახა მან, – ჩაი დაშაქრულია!
რეისმა ენტონის შეხედა და დაინახა, რომ სახეზე ღიმილი დასთა-
მაშებდა.
ამ დროს კემპმაც მოსვა თავისი ფინჯანიდან და წამოიძახა:
– რა არის ეს?
‒ ყავა, – მიუგო ენტონიმ. – და არა მგონია, რომ თქვენ ის მოგე-
წონოთ, პირადად მე არ მომეწონა.

222
თავი მეცამეტე

ენტონი სიამოვნებით შეჰყურებდა, როგორ აუციმციმა თვალები


უეცარმა მიხვედრამ მის თანამეინახეებს, მაგრამ მისი ნეტარება ხან-
გრძლივი არ ყოფილა: ახალმა აზრმა მეხივიით თავიდან ფეხებამდე
გამსჭვალა.
– ღმერთო ჩემო! ის მანქანა ‒ დაიღრიალა მან და წამოხტა, – რა
იდიოტი ვარ! მან ხომ მიამბო, რომ რომელიღაც მანქანამ კინაღამ გა-
იტანა, მე კი ეს ამბავი ცალ ყურში შევუშვი და მეორიდან გამოვუშვი,
ადექით, ჩქარა წავიდეთ!
– სკოტლანდ იარდიდან რომ გადიოდა, მან თქვა, რომ პირდაპირ
შინ აპირებდა წასვლას, – შენიშნა კემპმა.
– დიახ. ღმერთო ჩემო, რატომ არ გავყევი მას?!
‒ შინ ვინმე არის?
‒ რუთ ლესინგი დავტოვეთ იქ, მისის დრეიკს ელოდებოდა, შესაძ-
ლებელია, ჯერ კიდევ განიხილავენ დაკრძალვის გეგმას.
– ეს დიდხანს გაგრძელდება, მე ვიცნობ მისის დრეიკს, ‒ აღნიშნა
რეისმა და მოულოდნელად იკითხა: – აირის მარლოს ვინმე სხვა ნა-
თესავები ჰყავს?
– რამდენადაც მე ვიცი, არა.
– მგონი, მიგიხვდით, რასაც ფიქრობთ. ნუთუ ეს ფიზიკურად შე-
საძლებელია?
– მე ასე მგონია, წარმოიდგინეთ, რამდენი რამ ვირწმუნეთ ალა-
ლად,მხოლოდ ერთი პიროვნების სიტყვებზე დაყრდნობით.
კემპმა ანგარიში გაასწორა და, როდესაც სამივენი კარისკენ მიდი-
ოდნენ, იკითხა:
– ფიქრობთ, რომ მის მარლოს სერიოზული საფრთხე ელის?
– დიახ.
ენტონიმ ხმადაბლა ეშმაკი ახსენა და ტაქსი გააჩერა, სამივენი
ჩასხდნენ და მძღოლს სთხოვეს, რაც შეიძლება სწრაფად წაეყვანა
ელვასტონ სკვერისკენ. კემპმა თქვა:
‒ საინტერესო აზრი მომივიდა. გამოდის, რომ ფარადეების ოჯახი
მთლიანად რეაბილიტირებულია?

223
– დიახ,
‒ ამისთვისაც მადლობა უფალს. იმაში კი დარწმუნებული ხართ,
რომ ასე მალე კვლავ შეეცდებიან მკვლელობას?
‒ რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესია მათთვის, – თქვა რე-
ისმა, – იჩქარებენ, სანამ ჩვენ ეჭვს ავიღებთ. ორჯერ არ გაგვიმარ-
თლა და მესამედ გამოგვივაო, ფიქრობენ, – მცირე დუმილის შემდეგ
დასძინა: ‒ აირის მარლომ მისის დრეიკის თანდასწრებით მითხრა,
რომ აპირებს ცოლად გამოგყვეთ, როგორც კი ხელს შესთავაზებთ.
მძღოლს სწრაფად მიჰყავდა მანქანა, კუთხეებს ჭრიდა, მოზღვავე-
ბულ მანქანებს შორის ოსტატურად იკვლევდა გზას. მალე შეჩერდნენ
ბარტონის სახლთან.
სახლი ელვასტონ სკვერზე არასდროს ასე მშვიდობიანად არ გა-
მოიყურებოდა,
‒ პირდაპირ კინოსავითაა, – წაიბურტყუნა ენტონიმ. – ძალა-
უნებურად თავს სულელად გრძნობ.
იგი უკვე ზედა საფეხურზე იდგა და ზარს რეკავდა, სანამ რეისი ან-
გარიშს უსწორებდა ტაქსის მძღოლს, ხოლო კემპი კიბეზე ამოდიოდა.
კარი მოახლემ გაუღო.
– დაბრუნდა თუ არა მის აირისი? – მიაძახა ენტონიმ,ევანსი გაოც-
და.
– დიახ, სერ. იგი ნახევარი საათის წინ მოვიდა.
ენტონიმ შვებით ამოისუნთქა, ირგვლივ ყველაფერი იმდენად
ჩვეულებრივი იყო, რომ თავისი შიში გამოგონილად და გაზვიადებუ-
ლად მოეჩვენა და შერცხვა.
– სად არის?
‒ვფიქრობ, რომ სასტუმრო ოთახშია მისის დრეიკთან ერთად.
ენტონიმ თავი დაუქნია და საფეხურგამოტოვებით აირბინა კიბე-
ზე, რეისი და კემპიც მას მიჰყვნენ.
სასტუმრო ოთახში, ტორშერის შუქზე, ლუცილა დრეიკი მაგიდის
უჯრაში იქექებოდა და თან ბურტყუნებდა:– ჩემო ძვირფასო, ნეტავ რა
ვუყავი მადამ მარშარის წერილს. პატარა ტერიერი იქვე ჩაცუცქული-
ყო და თვალს არ აცილებდა მოხუცს.

224
‒ სად არის აირისი? – მოულოდნელად მიაძახა ენტონიმ.
ლუცილა შემობრუნდა და ყურადღებით დააკვირდა.
‒ აირისი? ის... ბოდიშს ვიხდი! ‒ მოხუცი ადგილიდან წამოიწია. –
შემიძლია გკითხოთ, ვინ ბრძანდებით?
ენტონის უკან რეისი გამოჩნდა და ლუცილას სახე გაებადრა. იგი
ჯერ კიდევ ვერ ხედავდა მთავარ ინსპექტორ კემპს, რომელსაც ოთახ-
ში შემოსვლა ვერ მოესწრო.
‒ ო, ძვირფასო პოლკოვნიკო რეის! რა კარგია, რომ მობრძან-
დით! ნეტავ, ცოტა ადრე მოსულიყავით, კონსულტაციას გაგვიწევდით
დაკრძალვის თაობაზე. მამაკაცის რჩევა ისე აუცილებელია!.. მე
არაფრის აზრზე არა ვარ, როგორც მის ლესინგმაც დაადასტურა. თავ-
ში არაფერი მომდის... ვაღიარებ. მის ლესინგი ძალიან კეთილად მო-
იქცა, ყველაფრის მოგვარება თვითონ იკისრა და ამით უზარმაზარი
ტვირთი შემიმსუბუქა, ის აუცილებლად გაართმევს საქმეს თავს, მაგ-
რამ, ბუნებრივია, მინდოდა მცოდნოდა, რომელი ფსალმუნი უყვარდა
ჯორჯს ყველაზე მეტად. სამწუხაროდ, მე ეს არ ვიცი, იმიტომ რომ ვში-
შობ, რომ ჯორჯი არც თუ ისე ხშირად დადიოდა ეკლესიაში... მაგრამ,
ბუნებრივია, როგორც მღვდლის მეუღლეს,.. მე მინდოდა მეთქვა
ქვრივს... უნდა მქონდეს აზრი ამის შესახებ. ვფიქრობ, რომ...
რეისმა წუთშესვენებით ისარგებლა და ჰკითხა:
– სად არის მის მარლო?·
– აირისი? ის ახლახან დაბრუნდა. თავის ტკივილს უჩიოდა და
პირდაპირ თავის ოთახში ავიდა. იცით, მე მგონია, ახლანდელი ქა-
ლიშვილები მაინცდამაინც გამძლენი არ არიან.. ცოტა ისპანახს ჭა-
მენ... ვფიქრობ მას კატეგორიულად არ სურდა საუბარი დაკრძალვის-
თვის მზადების შესახებ, მაგრამ ვინმემ ხომ მაინც უნდა იკისროს ეს.
ყოველივე ისე უნდა გაკეთდეს, რომ მიცვალებულს ღირსეული პატი-
ვი მიეგოს... ჩემი აზრით, ავტოკატაფალკი არასაკმაოდ შთამბეჭდა-
ვია... ხომ გესმით, რასაც ვგულისხმობ. სულ სხვაა ცხენები შავი გამ-
შლილი კუდებით! რასაკვირველია, მე თავიდანვე ამ აზრისა ვიყავი,
მაგრამ უნდა ითქვას, რომ რუთიც – მე მას რუთს ვეძახი და არა მის
ლესინგს,‒ სავსებით დამეთანხმა და წინააღმდეგობა არ გაუწევია.

225
‒ მის ლესინგი უკვე წავიდა? ‒ ჰკითხა კემპმა.
კვლავ არაკრაკდა სიტყვათა ნაკადული და ენტონი შეუმჩნევლად
გავიდა ოთახიდან. მისი წასვლის შემდეგ ლუცილამ სიტყვა გაწყვიტა
და იკითხა.
‒ ვინაა ეს ყმაწვილი, თქვენთან ერთად რომ მოვიდა? თავიდან
ვერ მივხვდი, რომ თქვენ მოიყვანეთ და ერთ-ერთი იმ საშინელ რე-
პორტიორთაგანი მეგონა. ისინი ისე აუტანელნი არიან ხოლმე...
ამასობაში ენტონი სწრაფად არბოდა კიბეზე. ფეხის ხმა მოესმა,
მოიხედა და, კემპი რომ დაინახა, გაეღიმა.
‒ თქვენც გამოექეცით! საბრალო რეისი!
‒ იგი ყოველივე ამას გართობასავით უყურებს ‒ წაიბურდღუნა
კემპმა. – მე კი აქ რაღაც არ მომწონს.
ისინი უკვე მეორე სართულზე იყვნენ და მესამეზე ასვლას აპი-
რებდნენ, როდესაც ენტონის მოესმა, რომ ვიღაც ფრთხილად ეშვებო-
და კიბეებზე. მან ხელი სტაცა კემპს და იქვე სააბაზანო ოთახში შეათ-
რია.
ნაბიჯები კიბეზე ძირს ეშვებოდა.
ენტონიმ დატოვა საფარავი და შემდეგ სართულზე აირბინა. მან
იცოდა, რომ აირისის ოთახის ფანჯრები ეზოსკენ გადიოდა, მივიდა და
ფრთხილად მიუკაკუნა კარზე.
‒ ჰეი, აირის!
პასუხი არ ისმოდა. მან უფრო ძლიერად დააკაკუნა და კვლავ დაუ-
ძახა ქალიშვილს. ისევ დუმილი.‒ ენტონი კარის სახელურს დაეჯაჯ-
გურა და გაღება სცადა, მაგრამ კარი დაკეტილი აღმოჩნდა. მან მთე-
ლი ძალით ატეხა ბრახუნი,
– აირის!.. აირის!..
ორიოდე წამს აკაკუნა, მერე ძირს დაიხედა მის ფეხებთან პატარა
ხაოიანი ხალიჩა ეგო, როგორებსაც ჩვეულებრივ კართან დებენ ორ-
პირი ქარის თავიდან ასაცილებლად, ხალიჩა მჭიდროდ იყო მიდებუ-
ლი კარებთან. ენტონიმ იგი განზე გადააგდო. კარსა და იატაკს შორის
საკმაოდ დიდი ღრიჭო იყო, ალბათ, იმისთვის, რომ ხალიჩა თავისუფ-
ლად დაეგოთ და იატაკი არ გაეფხაჭნათ.

226
ენტონიმ კარის ჭუჭრუტანაში ჩაიჭყიტა, მაგრამ ვერაფერი დაინა-
ხა, უეცრად მან რაღაც იყნოსა, წამსზე ძირს განერთხო და ცხვირი მი-
ადო ღრიჭოს. მერე ფეხზე წამოხტა და შესძახა:
‒კემპ!
ხმა არავინ გასცა. ენტონიმ კვლავ დაიყვირა.
კიბეზე კემპის ნაცვლად რეისი ამოდიოდა. მან პირის გაღებაც კი
ვერ მოასწრო, რომ ენტონიმ დაუძახა:
‒ ოთახში გაზია! კარი უნდა შევამტვრიოთ!
რეისი საკმაოდ ღონიერი იყო და კარის შემტვრევა არ გასჭირვე-
ბია, კარი ატკაცუნდა და გაიღო.
ერთხანს მოულოდნელობისაგან უკან დაიხიეს, მერე კი რეისმა
დაიყვირა:– აირისი გაზქურასთანაა! მიეშველეთ მე კი ფანჯარას გავ-
ტეხავ.
აირისი გაზის სანათურთან იჯდა და სახეში გაზის მძლავრი ნაკადი
სცემდა.
ერთი წუთის შემდეგ ენტონიმ და რეისმა ხველებ-ხველებით და
ფურთხება-ფურთხებით გამოიყვანეს და დააწვინეს გულწასული ქა-
ლიშვილი დერეფნის ღია ფანჯარასთან.
– მე მას მივხედავ, – თქვა რეისმა, – თქვენ კი სასწრაფოდ გამოუ-
ძახეთ ექიმს...
ენტონი კისრისტეხით დაეშვა კიბეებზე.
– ნუ ღელავთ, ‒ მიაძახა რეისმა, – ვფიქრობ, ის აუცილებლად
გამოკეთდება! დროზე მოვასწარით.
ჰოლში ენტონიმ საჭირო ნომერი აკრიფა და ლუცილასადმი ზურგ-
შექცევით დაბალი ხმით გაესაუბრა ექიმს, მერე, როგორც იქნა, მო-
ცილდა ტელეფონს და შვებით ამოისუნთქა.
– დავუკავშირდი! იგი მოედანს გადაღმა ცხოვრობს და ორიოდე
წუთში აქ იქნება.
‒მაგრამ მე უნდა ვიცოდე, რა მოხდა? აირისი ავადაა?
ამ სიტყვებმა ძლივს მიღწიეს ენტონის შეგნებამდე.
– ის თავის ოთახშია, ‒ მიუგო მან. ‒ კარი დაკეტილია. თავი ბუ-
ხარში აქვს შერგული და გაზით გათანგულია.

227
– აირისი?! ‒ იწივლა მისის დრეიკმა, – აირისმა თავი მოიკლა?!
შეუძლებელია! ვერ დავიჯერებ ამას!
ენტონის სახეზე ჩვეული ფართო ღიმილის ნაცვლად მისი ფერ-
მკრთალი ასლი აისახა.
– არც უნდა დაიჯეროთ, – მიუგო მან ლუცილას. –ეს სიმართლე
არ არის.

თავი მეთოთხმეტე

– ახლა კი, ენტონი, ყველაფერი თანამიმდევრობით მიამბე.


აირისი დივანზე იწვა. ნაგვიანევი ნოემბრის მზე უხვად აფრქვევდა
სხივებს ლიტლ პრაიერზის ფანჯრებს.
ენტონი შეხედა პოლკოვნიკ რეისს, რომელიც ფანჯრის რაფაზე იჯ-
და და მომხიბვლელად იღიმებოდა.
‒ გამოგიტყდები, აირის, რომ პირდაპირ გასკდომაზე ვარ, თუ ახ-
ლავე არ მოვუთხრობ ვინმეს ჩემს დიდ ნიჭსა და მიხვედრილობის
უნარზე, დაე, ეს მოკრძალებული საქციელი არ იყოს, დაე, ტრაბახა
კაცად ვეჩვენო, მაგრამ მეტი თავის შეკავება აღარ შემიძლია. შიგა-
დაშიგ საუბრისას გავჩუმდები ხოლმე, რომ შესაძლებლობა მოგცე
წამოიძახო: „რა ჭკვიანი ხარ, ენტონი!“ ან „რა გადასარევია, ყოჩაღ,
ტონი!“ ან კიდევ რაიმე მაგვარი, ასე რომ, მისმინეთ. წარმოდგენა იწ-
ყება.
მთლიანად საქმე საკმაოდ უბრალო ჩანს, მე მინდა ვთქვა, რომ მი-
ზეზისა და შედეგის კავშირი საკმაოდ ნათელია, როზმარის სიკვდი-
ლი,რომელიც თავის დროზე თვითმკვლელობად მიიჩნიეს სინამდვი-
ლეში თვითმკვლელობა არ ყოფილა, ჯორჯმა ეჭვი აიღო, გამოკვლე-
ვას შეუდგა და, როგორჩ ჩანს, სიმართლესთან უკვე ახლოს იყო, მაგ-

228
რამ სანამ იგი მკვლელს გამოააშკარავებდა, თვითონაც მოკლეს.
როგორც იტყვიან, ყველაფერი რიგზეა.
მაგრამ აქ თავს იჩენს მთელი რიგი შეუსაბამობანი:
ა) ჯორჯი არ შეიძლებოდა, მოეწამლათ;
ბ) ჯორჯი მოწამლეს;
მეორე: ა) არავინ შეჰხებია, ჯორჯის ჭიქას;
ბ) ჯორჯის ჭიქაში ციანიდი აღმოჩნდა.
საქმე ისაა, რომ ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ ერთ საინტერესო
მოვლენას... როგორც კი ჯორჯის ჭიქაზე იწყება საუბარი, მაშინვე რა-
ღაც ბუნდოვნება და გაურკვევლობა იჩენს თავს. სინამდვილეში ჯორ-
ჯის ჭიქა არაფრით არ განსხვავდება სხვა ჭიქებისგან.
ამის საილუსტრაციოდ მე ექსპერიმენტი ჩავატარე. რეისი უშაქრო
ჩაის სვამდა, კემპი‒ შაქრიანს, მე ყავას მივირთმევდი, სამივე სითხე
დაახლოებით ერთი და იმავე ფერისაა, ჩვენ მარმარილოს მრგვალ
მაგიდას ვუსხედით, რომელიც სხვა ასეთსავე მაგიდებს შორის იდგა,
თავში ბედნიერი აზრი მომივიდა და ჩემს თანამეინახეებს შევთავაზე
წამომდგარიყვნენ და ვესტიბულში გამომყოლოდნენ. როცა გადიოდ-
ნენ, სკამები განზე გავწიე და მოვახერხე კემპის ჩიბუხი ჩემს თეფზე
დამედო ისე, რომ მას ეს არ შეუმჩნევია, გარეთ რომ გამოვედით, მე
მათ მაშინვე ბოდიში მოვუხადე და უკანვე შევბრუნდით. კემპი ცოტა
წინ მიდიოდა. მან გამოსწია სკამი და იმ თეფშთან დაჯდა, რომლის
გვერდითაც ჩიბუხი იდო, რეისი წინანდებურად მის მარჯვნივ მოკა-
ლათდა, მე კი მარცხნივ, მაგრამ, დახეთ, რა მოხდა: კვლავ წარმოიშ-
ვა წინააღმდეგობა ა-სა და ბ-ს შორის:
ა) კემპის ფინჯანში შაქრიანი ჩაი იყო;
ბ) კემპის ფინჯანში ესხა.
ყავა ორი ურთიერთგამომრიცხავი მსჯელობა, მაგრამ ორივე მარ-
თალი აღმოჩნდა, გაუგებრობა კემპის ფინჯანმა გამოიწვია: როდესაც
ის მაგიდას შორდებოდა, და როდესაც დაუბრუნდა მაგიდას, მის წინ
ორი სხვადასხვა ფინჯანი იდგა.
იგივე მოხდა იმ საღამოს „ლუქსემბურგშიც“ ვარიეტეს წარმოდგე-
ნის შემდეგ რომ საცეკვაოდ წავედით, შენ ხელჩანთა ჩამოგივარდა,

229
ოფიციანტმა აიღო ის ‒ ჩვენმა მოსამსახურე ოფიციანტმა კი არა, მან
ზუსტად იცოდა, სად იჯექი, – არამედ მეორე ოფიციანტმა, დამხმარე,
ბიჭმა, მან წვნიანით ხელში ჩაურბინა მაგიდას, სწრაფად დაიხარა და
ხელჩანთა ერთ-ერთი თეფშის გვერდით დადო, როგორც აღმოჩნდა,
ეს თეფში შენგან მარცხნივ იდო, როცა შენ და ჯორჯი სუფრასთან დაბ-
რუნდით,შენ დაუფიქრებლად იმ ადგილისაკენ გაემართე, სადაც შენი
ხელჩანთა იყო დადებული, ისევე როგორც კემპი მისი ჩიბუხით აღ-
ნიშნულ ადგილისაკენ წავიდა. ჯორჯს ეგონა, რომ შენს მარჯვნივ ად-
გილი მას ეკუთვნოდა და ისიც დაჯდა, როცა როზმარის შესანდობარი
წარმოთქვა, ფიქრობდა, რომ თავისი ჭიქიდან სვამდა, სინამდვილეში
კი ეს ჭიქა შენ გეკუთვნოდა. მასში საწამლავის ჩაყრა ადვილი იყო:
შენ ხომ ერთადერთი ადამიანი იყავი, რომელსაც ვარიეტეს შემდეგ
თავისი ჭიქიდან არ შეუსვამს, რადგან შენ გადღეგრძელებდით, მაშა-
სადამე, ამ ჭიქაში ვარიეტეს წარმოდგენის დროს შეიძლებოდა საწამ-
ლავის ჩაყრა. საქმემ სულ სხვაგვარი ხასიათი მიიღო, გამოდის, რომ
მსხვერპლი ჯორჯი კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ შენ, გარეგნულად
კი ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ჯორჯის მოკვლა უნდო-
დათ. ჩანაფიქრი რომ აღსრულებულიყო, როგორ შეაფასებდნენ ამ
ამბავს? შარშანდელი წვეულების გამეორება, და... თვითმკვლელო-
ბის გამეორება! როგორც ჩანს,იფიქრებდნენ, რომ თქვენს ოჯახს
თავს დაატყდა თვითმკვლელობათა რიგი. შენს ჩანთაში ნახავდნენ
ციანიდის პარკს, ცხადია! საბრალო გოგონა ძალზე განიცდიდა დის
სიკვდილს, სამწუხაროა, რომ თავი მოიკლა, მაგრამ ეს მდიდარი ქა-
ლიშვილები ისეთი თავქარიანები არიან!
აირისმა სიტყვა გააწყვეტინა ენტონის და იყვირა:
‒ მაგრამ რატომ უნდოდათ ჩემი მოკვლა? რატომ? რატომ?
‒ ჩემო ანგელოზო, დაგავიწყდა ყველასთვის საყვარელი ფული?
ფული, ფული, ფული! როზმარის სიკვდილის შემდეგ მისი ქონება შენ
მოგეკუთვნა, ახლა წარმოვიდგინოთ, რომ შენ გაუთხოვარი კვდები,
რა მოუვიდოდა ფულს? პასუხი ერთადერთია: ის შენს უახლოეს ნათე-
სავს მამიდა ლუცილა დრეიკს მიეკუთვნებოდა. მაგრამ, ავწონ-დავ-
წონე რა ყველა შესაძლებლობა, მე ვერ ჩავთვლი ლუცილა დრეიკს

230
ნომერ პირველ მკვლელად... ვიღაც კიდევ აპირებდა შენი სიკვდი-
ლის შედეგად გამორჩენა ჰქონოდა. დიახ, აპირებდა. ეს ვიღაც სხვა
არავინ იყო, თუ არა ვიქტორ დრეიკი. თუ ლუცილა მიიღებდა ფულს,
ეს ფული მისი იქნებოდა! და ეს მას კარგად ესმოდა. ვიქტორი ყოველ-
თვის ხელზე იხვევდა დედამისს. ამიტომ ძნელი არ არის სწორედ მას-
ში დავინახოთ ნომერ პირველი მკვლელი. შემთხვევითი არ არის,
რომ თავიდანვე გვესმოდა ვიქტორის განუწყვეტელი ხსენება, მისი
შავბნელი ფიგურა მთელი ამ ხნის განმავლობაში ქანაობს ნისლიან
შორეთში.
– მაგრამ ვიქტორი ხომ არგენტინაშია! მთელი ამ წლის განმავ-
ლობაში ის სამხრეთ ამერიკაში იმყოფებოდა.
‒ იმყოფებოდა კი? აქ ჩვენ გადავდივართ, როგორც იტყვიან,
ყოველგვარი მოთხრობის მთავარ სიუჟეტზე – „ქალიშვილი ხვდება
ყმაწვილს“. ბანალური ისტორია იმით დაიწყო, რომ ვიქტორი შეხვდა
რუთ ლესინგს. მან თავი მოუქონა ქალიშვილს. ვფიქრობ, რომ რუთს
თავდავიწყებით შეუყვარდა ვაჟი. ასეთ წყნარ, მოწესრიგებულ ქა-
ლებს ხშირად თავგზა ებნევათ.
ერთი წუთით ჩაფიქრდი და დაინახავ, რომ ჩვენი რწმენა ვიქტო-
რის სამხრეთ ამერიკაში ყოფნის შესახებ მთლიანად რუთის სიტყვებს
ემყარება. მისი მტკიცება ეჭვს არ იწვევს და იგი არავის შეუმოწმებია,
რუთმა თქვა, რომ მან ნახა, როგორ გაჰყვა ვიქტორი გემ „სან-ქრის-
ტობალს“ სამხრეთ ამერიკაში. რუთმა თქვა, რომ ჯორჯის სიკვდილის
დღეს დაურეკა ოგლივის, მერე დაითხოვა ტელეფონისტი ქალი, რო-
მელსაც შეეძლო წამოსცდენოდა, რომ მას ეს არ გაუკეთებია.
რასაკვირველია, ახლა ადვილია დადგენა, რომ შარშან ვიქტორ
დრეიკი ჩავიდა ბუენოს აირესში გემით, რომელმაც ინგლისი დატოვა
როზმარის გარდაცვალების შემდეგ დღეს. წელს, ჯორჯის გარდაცვა-
ლების დღეს, ოგლივის ბუენოს „აირესიდან საუბარი არ ჰქონია რუთ-
თან ვიქტორ დრეიკის შესახებ, თვითონ ვიქტორ დრეიკმა კი რამდე-
ნიმე კვირის წინ დატოვა ბუენოს აირესი ნიუ-იორკის გავლით. მის-
თვის ძნელი არ იყო თავისი სახელით რომელსამე დღეს საჭირო მო-
მენტში გამოეგზავნა დეპეშა,‒ ერთი იმ ცნობილ დეპეშათაგანი, რომ-

231
ელშიც იგი ფულს ითხოვდა. ეს კი ქმნიდა წარმოდგენას, რომ იგი ათა-
სობით მილის მოშორებით,იმყოფება. ამის ნაცვლად კი...
‒ ჰო, ენტონი.
‒ ამის ნაცვლად კი, – იგრძნობოდა, რომ ენტონი სიამოვნებით
უახლოვდებოდა თხრობის კულმინაციურ წერტილს, – იგი რესტორან
„ლუქსემბურგში“ იჯდა ჩვენს მეზობელ მაგიდასთან ჭკუამახვილ ქე-
რათმიან ქალიშვილთან ერთად.
‒ არასასიამოვნო შესახედაობის კაცს გულისხმობ?
‒ ძნელი არ არის ყვითელი, ჩოფურა სახე დაიხატო გრიმით, თვა-
ლები ჩაისისხლიანო და სრულიად შეიცვალო იერი, ამას გარდა, ჩვე-
ნი კამპანიიდან ჩემ გარდა არავის (რა თქმა უნდა, რუთ ლესინგის გა-
მოკლებით) ვიქტორ დრეიკი ადრე ნანახი არ ჰყავდა, მე კი არასდროს
ვიცნობდი მას ამ სახელით. ამას ისიც ემატებოდა, რომ მისკენ ზურ-
გით ვიჯექი, როდესაც კოკტეილ-ბარში შევედით, მომეჩვენა, რომ შე-
ვიცანი კაცი,რომელსაც ციხეში ყოფნის დღეებში „მაიმუნ“ კოლემანს
ვეძახდით.მაგრამ რადგანაც ახლა მე უკვე უაღრესად რესპექტაბელუ-
რი ჯენტლმენი გახლავართ, არავითარი სურვილი არ მქონდა მასთან
გამომცნაურებისა, ეჭვიც კი არ გამჩენია, რომ „მაიმუნ“ კოლემანს
რაიმე კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა მომხდარ დანაშაულთან, კი-
დევ უფრო ნაკლებად შემეძლო მევარაუდა, რომ ის და ვიქტორ დრე-
იკი ერთი-და იგივე პიროვნებაა.
‒ მაინც არ მესმის, როგორ გააკეთა ყოველივე ეს, – საუბარში ჩა-
ერთო პოლკოვნიკი რეისი.
‒ ეს ძალიან ადვილი იყო, ვარიეტეს დროს იგი დასარეკად წამო-
დგა და ჩვენ მაგიდას ჩაუარა, დრეიკის მრავალრიცხოვან ხელობებს
შორის ხომ სათვალავში ჩასაგდები იყო მსახიობობაც და, რაც კიდევ
უფრო მნიშველოვანია, ოფიციანტობაც, გრიმის დადება და პედრო
მორალესის როლის შესრულება მისთვის ბავშვური გართობაა, გა-
ცილებით ძნელია ოფიციანტის მოძრაობები აითვისო, მოხდენილად
შემოუარო მაგიდას და შამპანური დაასხა. ამას განსაკუთრებული
ცოდნა და ტექნიკა სჭირდება, რაც შეიძლება მხოლოდ ოფიციანტად
ნამდვილად ნამუშევარ კაცს ჰქონდეს. ერთი უხერხული მოძრაობაც

232
კი ჩვენს ყურადღებას მიიპყრობდა, მაგრამ ოფიციანტად რომ მივიჩ-
ნიეთ, არც ერთი ჩვენგანი აღარ დაჰკვირვებია მას. ჩვენ ვარიეტეს
წარმოდგენას ვუყურებდით და ყურადღება აღარ მიგვიქცევია ოფიცი-
ანტისათვის, რომელიც რესტორანის ჩვეული გარემოს ნაწილს შეად-
გენდა. ჯუზეპე კი, როგორც გახსოვთ, ამ დროს ისვენებდა და ვიქტო-
რი მოხერხებულად შეენაცვლა მას.
–მაგრამ რუთი? ‒ დაფიქრებით იკითხა აირისმა.
‒ ხომ უეჭველია, რომ სხვამ არავინ, თუ არა რუთმა, ჩაგიდო
ხელჩანთაში ციანიდის პარკი, ‒ მიუგო ენტონიმ, – შესაძლოა ჯერ სა-
პირფარეშოში ყოფნისას, საღამოს დასაწყისში, ეს ტექნიკა მან ჯერ
კიდევ შარშან აითვისა როზმარის მკვლელობის დროს.
– მე ყოველთვი უცნაურად მეჩვენებოდა, ‒ თქვა აირისმა, ‒რომ
ჯორჯს არაფერი უთქვამს რუთისთვის ანონიმური წერილების შესა-
ხებ. იგი ხომ რუთს ყველაფერზე ეთათბირებოდა.
‒ რა თქმა უნდა, ჯორჯს ნათქვამი ჰქონდა მისთვის, პირველ რიგ-
შიც კი, ‒ გაეცინა ენტონის, ‒ რუთმა იცოდა, რომ ჯორჯი მას ეტყოდა
და ამიტომაც დაწერა ეს წერილები, შემდეგ სწორედ რუთი ხელმ-
ძღვანელობდა ჯორჯის მთელ „გეგმას“. კარგი დამდგმელი რეჟისო-
რივით რუთმა ოსტატურად შეამზადა „თვითმკვლელობა ნომერი
ორი“, თუ ჯორჯი მართლა დაიჯერებდა, რომ შენ მოჰკალი როზმარი,
მერე კი მონანიებითა და შიშით ატანილმა თვითონაც მოიკალი თავი,
‒ რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას რუთისთვის? შეკრულ წყვილს
მხოლოდ შენი თავიდან ჩამოშორება სურდა, სულ ერთია, რა გზით.
– წარმოგიდგენია? მე კი მიყვარდა იგი, ძალიან მიყვარდა! მარ-
თლა ვნატრობდი, ნეტავ, ჯორჯს გაჰყვებოდეს-მეთქი ცოლად.
‒ შესაძლოა, მას მართლაც კარგი ცოლობა გაეწია ჯორჯისთვის,
მის გზაზე რომ ვიქტორი არ გამოჩენილიყო, – თქვა ენტონიმ. – ამ
იგავს ის დასკვნა აქვს, რომ ზოგჯერ მიმზიდველი ქალიშვილი საში-
ნელ მკვლელად შეიძლება იქცეს.
აირისი შეკრთა.
– ნუთუ ყველაფერი ეს ფულის გულისთვის მოხდა!
– შენ გულუბრყვილო ხარ, ჩემო ძვირფასო, ფული ბევრს უბიძგებს

233
მკვლელობისაკენ, ვიქტორის მოქმედებას უდავოდ მთლიანად ფული
განსაზღვრავდა, რუთი კი ნაწილობრივ ფულის გამო მოქმედებდა, ნა-
წილობრივ ვიქტორის გამო და ნაწილობრივ იმიტომ, რომ, ჩემი აზ-
რით, მას როზმარი ეჯავრებოდა, დიახ, მან დიდი გზა გაიარა იმ მო-
მენტამდე, როდესაც გულგრილად სცადა შენ მანქანით გაეტანე.
რუთმა მეტიც მოიმოქმედა: დატოვა ლუცილა სასტუმრო ოთახში, გა-
სასვლელი კარი მიაჯახუნა, მერე კი ფეხაკრეფით შენს საძინებელ
ოთახში გამოიქცა. როგორ გამოიყურებოდა, როცა შემოვიდა, ღე-
ლავდა?
აირისი ჩაფიქრდა.
‒ მე მგონია, რომ არა. მან ფრთხილად დამიკაკუნა კარზე, შემო-
ვიდა და მითხრა, რომ ყველაფერზე მოილაპარაკეს მკითხა, როგორ
ვგრძნობდი თავს და მე ვუპასუხე, კარგად-მეთქი. ოღონდ ცოტა დაღ-
ლილი ვიყავი. რუთი მაგიდასთან მივიდა, ჩემი დიდი რეზინის აბაჟუ-
რიანი ფარანი აიღო და თქვა: „რა საუცხოო ფარანია“. ამის შემდეგ
აღარაფერი მახსოვს.
– რას გეხსომება, ძვირფასო, – უთხრა ენტონიმ. – მან ხომ ამ სა-
უცხოო ფარნით კარგად მოგფხანა კეფა. შემდეგ კომფორტულად მო-
გაწყო გაზქურასთან, გაზი ჩართო, ფანჯრები დახურა, კარიც ჩაკეტა
და გასაღები შიგნით შემოაგდო, ხოლო ხვრელი ხალიჩით დაფარა,
რათა ჰაერი არ შესულიყო, ამის შემდეგ მშვიდად დაეშვა კიბეებზე და
მე და კემპმა ძლვს მოვასწარით სააბაზანო ოთახში დამალვა, მერე
მე შენთან გამოვიქეცი, კემპი კი დაედევნა რუთს, რომელიც მანქანი-
საკენ გაემართა, თავიდანვე დავეჭვდი, როდესაც იგი ასე გულმოდგი-
ნედ გვიმტკიცებს მეტროთი და ავტობუსით მოვედიო.
აირისი შეძრწუნდა.
‒ რა საშინელებაა იცოდე, რომ შენი მხეცურად მოკვლა უნდო-
დათ.გამოდის,რომ მას სასტიკად ვძულდი.
‒ო, მე ასე არ ვფიქრობ, ‒მის რუთ ლესინგი ‒ საქმიანი ახალგა-
ზრდა. ქალია. მან უკვე სცადა ორი მკვლელობის ჩადენა და ტყუილ-
უბრალოდ, სიძულვილის გამო თავს ხიფათში არ ჩაიგდებდა, დარ-
წმუნებული ვარ, რომ ლუცილა დრეიკმა წამოროშა მასთან, რომ აპ-

234
ირებდი ცოლად გამომყოლოდი, როგორც კი ხელს შემოგთავაზებდი.
მაშასადამე,არცერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლებოდა. ქორწინების
შემდეგ შენი უახლოესი ნათესავი უკვე მე ვიქნებოდი და არა ლუცი-
ლა.
‒ საბრალო ლუცილა! მე ის ძალიან მეცოდება·
‒ მეც. ის უბოროტო, კეთილი ქალია.
‒ ვიქტორი უკვე დაპატიმრებულია?
‒ ენტონიმ რეისს შეხედა და მან თავი დაუქნია.
‒ დიახ, ამ დილით, როცა ნიუ-იორკში გამგზავრებას აპირებდა,
– როგორ ფიქრობ, შეირთავდა იგი რუთს?
‒ ყოველ შემთხვევაში, რუთი ელოლიავებოდა ამ აზრს, მე მგონი,
მოახერხებდა კიდეც მის გაბრუებას.
‒ იცი, ენტონი,მე კი ჩემი ფული სრულიად არ მიზიდავს·
‒ ძალიან კარგი, ძვირფასო, ჩვენ მას კარგ გამოყენებას ვუპოვით.
მე საკმაო ფული მაქვს საიმისოდ, რომ მეუღლესთან ერთად კომ-
ფორტით ვიცხოვრო, შენი ფული კი, თუ წინააღმდეგი არ იქნები, შევ-
წიროთ საბავშვო სახლებს, ან უფასოდ დავურიგოთ მოხუცებს საკვე-
ბი და თამბაქო, ან... როგორ ფიქრობ, ხომ არ წამოვიწყოთ კომპანია
ინგლისის მაღალხარისხოვანი ყავით მოსამარაგებლად?
‒ცოტას მაინც დავიტოვებ ჩემთვის, – უპასუხა აირისმა. – იმ შემ-
თხვევისთვის, თუ ოდესმე შენგან წასვლას მოვისურვებ.
– რა კარგი აზრებით იწყებ საქორწინო ცხოვრებას! სხვათა შორის,
თუ შეამჩნიე, რომ შენ არც ერთხელ არ მითხარი: „ყოჩაღ, ტონი!“,
„დიდებულია, ტონი!“, „ენტონი, რა ჭკვიანი ხარ!
პოლკოვნიკმა რეისმა გაიღიმა და წამოდგა.
– ფარადეებთან ვაპირებ წასვლას ჩაის დასალევად, ‒ აუხსნა მან
და ეშმაკური ღიმილით შეეკითხა ენტონის: – თქვენც ხომ არ წამოხ-
ვალთ?
ენტონიმ თავი გადააქნია რეისი კარისკენ გაემართა, გასვლისას
შემობრუნდა და თქვა:‒ კარგად-ბრძანდებოდეთ,
– აი, ბრიტანელების შექების უმაღლესი საფეხური! ‒ წამოიძახა
ენტონიმ, როდესაც რეისი ოთახიდან გავიდა.

235
– მას ეგონა, რომ მკვლელობები ჩემი ჩადენილი იყო? ‒ წყნარად
ჰკითხა აირისმა....
– ნუ გაჯავრდები ამის გამო, ‒ მიუგო ენტონიმ, – მას იმდენი ჯაშუ-
ში ლამაზი ქალი უნახავს, საიდუმლო ფორმულებს რომ იპარავდნენ,
გენერლებს რომ ხიბლავდნუნ და სამხედრო საიდუმლოებას დასტყუ-
ებდნენ მათ, რომ გაუხეშდა და ეჭვიანი გახდა, მას ალბათ, შენც ამ რი-
გის ლამაზმანი ეგონე.
– შენ კი რატომ არ იფიქრე ასე, ტონი?
‒ ალბათ, იმიტომ, რომ გაგიჟებით მიყვარხარ, – მხიარულად შე-
ეპასუხა ენტონი.
უეცრად მისი სახე დასერიოზულდა მიუთითა აირისს იქვე მდგომ
ლარნაკზე, რომელშიც ერთადერთი ტოტი იდო, მწვანე ღეროზე
ლილისფერი ყვავილით.
‒ საიდან გაჩნდა ასეთ დროს ეს ყვავილი?
‒არ ვიცი... მეც მეუცნაურა ალბათ, იმის გამო ყვავის, რომ თბი-
ლი შემოდგომაა.
ენტონიმ ყვავილი ლარნაკიდან ამოიღო და ლოყაზე მიიდო.
თვალწინ წარმოუდგა გაშლილი წაბლისფერი თმა, მხიარული ცისფე-
რი თვალები და ვნებიანი წითელი ტუჩები.
– მაშასადამე, ის ჩვენთან აღარ არის, არა? -- წყნარად წარმოთქვა
მან.
–ვისზე ამბობ?
–იცი, მე მგონია, რომ როზმარი გრძნობდა რომ შენ... საფრთხე
გელის და გიცავდა, აირის...
იგი ტუჩებით შეეხო როზმარინის სურნელოვან ტოტს.
‒ მშვიდობით, როზმარი! გმადლობთ.
აირისმა ნაზად თქვა:
– ეს სახსოვარია.
და კიდევ უფრო ნაზად დასძინა:– ვლოცულობ, მახსოვს, მიყვარს.

236

You might also like