You are on page 1of 11

მდგრადი განვითარება, გეოგრაფიული პროცესი,

სამიზნე ცნება: გეოგრაფიული მოვლენა

საკითხი: მდგრადი განვითარების ძირითად მიმართულებაზე მუშაობა

კომპლექსური დავალების პირობა:

დღესდღეობით კლიმატის ცვლილება აღიარებულია როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი


გამოწვევა. კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს მშრალი და არიდული ლანდშაფტების
გავრცელებას, ეს პროცესი მკვეთრად გამოიხატა საჰელის რეგიონში.
არსებობს ორი მოსაზრება, იმის შესახებ, თუ რატომ დგას კაცობრიობა დღეს ამ
პრობლემის წინაშე: ადამიანის აქტიური საწარმოო საქმიანობა და დედამიწის
ბუნებრივი პროცესები . გაეცანით ამ მოსაზრებებს და საჯარო ლექციაზე გააკეთეთ
პრეზენტაცია.
ნაშრომში ნათლად უნდა ჩანდეს:
• გაუდაბნოების ძირითადი მიზეზები;
• როგორ აისახება კლიმატის ცვლილება საჰელის რეგიონზე;
• რა გავლენას ახდენს გაუდაბნოება მოსახლეობასა და მის სამეურნეო საქმიანობაზე;
• თქვენი აზრით, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს პროცესები გაუდაბნოების
თავიდან ასაცილებლად?
• რა შედეგებს მოუტანს გაუდაბნოება გეოგრაფიულ გარემოს?

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

• გაეცანით მასალას, ყურადღება მიაქციეთ გლობალური დათბობის სხვადასხვა


მოსაზრებას და გამოკვეთეთ გაუდაბნოების მნიშვნელოვანი საკითხები;
ნახეთ ვიდეო დედამიწის ციკლის შესახებ (პალიტრა ნიუსზე)

• გაეცანით მასალას საჰელის რეგიონის, ადამიანის საქმიანობის შესახებ, და გაანალიზეთ


მოცემული სურათები, ტემპერატურის გრაფიკები; ნახეთ ვიდეო, ყურადღება მიაქციეთ

1
პროექტს „ დიდი მწვანე კედელი“ და ამ პროექტის შესახებ გამოხატეთ მოსაზრება. თქვენი
აზრით, როგორ განვითარდება საჰელის რეგიონის მომავალი?

საჰელის რეგიონი

საჰელის რეგიონი აფრიკის კონტინენტზე საჰარის უდაბნოსა და სავანას შორის


გარდამავალი ზონაა. „საჰელი“ არაბული სიტყვაა და ნაპირს ნიშნავს. საჰელი ათასობით
კილომეტრიანი სავანისა და ნახევრად არიდული ველებია, რომელიც მავრიტანიის,
სენეგალის, მალის, ნიგერის, ჩადისა და გამბიის ტერიტორიებზე გაივლის. იგი
გადაჭიმულია ატლანტის ოკეანიდან წითელ ზღვამდე და თითქმის 1 მილიარდი ადამიანის
თავშესაფარია. დაახლოებით 10-20% ამ არიდული მიწებისა, სულ მცირე, საშუალოდ
გაუდაბნოებულია.

კლიმატის ცვლილება საჰელში უფრო მეტად იგრძნობა, ვიდრე მსოფლიოს სხვა


რეგიონებში. მეცნიერების აზრით, გლობალური დათბობის მაჩვენებლები აქ უფრო
მაღალია, ვიდრე დედამიწის გლობალური საშუალო მაჩვენებელი. ამიტომ მილიონობით
ადგილობრივი ადამიანის საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო გაუსაძლისი და
სავალალო ხდება.

საქმე ისაა, რომ უდაბნოს საზღვარი სამხრეთისკენ იზრდება, რადგან აქ კლიმატი


უდაბნოსა და სავანის რეჟიმის მიხედვით იცვლება. მაშინ, როდესაც სავანაში წვიმიანი
სეზონებია, საჰელიც ნოტიო ხდება, ხოლო როცა სავანაში მშრალი სეზონია, შესაბამისად,
საჰელიც მშრალია. მაგრამ თანდათან საჰელის რეგიონში მშრალი პერიოდი თითქმის 10
თვემდე გრძელდება, ნალექების რაოდენობა კი იმდენად მცირეა, რომ მოსული
ატმოსფერული ნალექი მალევე ორთქლდება. ტემპერატურა დაახლოებით 27-29^C
შორის მერყეობს. ეს მიწისქვეშა წყლების დონის ცვალებადობას იწვევს, რაც საჰელის

2
რეგიონისთვის დამახასიათებელ მცენარეულ საფარსა და ცხოველთა უმრავლესობას
გადაშენებით ემუქრება და ნიადაგის ქარისმიერ ეროზიას, სასმელი წყლის დეფიციტს და
ა.შ. იწვევს.

მეცნიერთა მონაცემებით, საჰელის ზონა უკვე 5 მილიონი კვადრატული კილომეტრით


გაფართოვდა და დღეისათვის დასავლეთ ევროპის ფართობს აღემატება. მათი
სავარაუდო გათვლებით, უდაბნო სამხრეთით, სავანისკენ წელიწადში 10 კილომეტრზე
მეტი სიჩქარით იზრდება. ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საჰელში გარემოსდაცვითი
ვითარების გაუარესება მხოლოდ კლიმატის გლობალური ცვლილებითაა გამოწვეული.
საჰარის გაფართოების მთავარ მიზეზად ისინი გვალვებს ასახელებენ, რომლებიც
ყოველწლიურად უფრო ხშირია და უფრო გამოხატული და ინტენსიური ხდება.

მეცნიერთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ საჰელის ზოლის ეკოლოგიური პრობლემები


ანთროპოგენული მიზეზებითაა განპირობებული. საჰარას უდაბნოს ბუნებრივი წარმოშობა
აქვს, რომელიც დაკავშირებულია კლიმატთან, თუმცა სავანაში მისი გადატანა, უპირველეს
ყოვლისა, ადამიანის ნამოღვაწარია. საჰელის ზონის ეკოლოგიურ დეგრადაციას სამი

3
განსხვავებული ძირითადი მიზეზი აქვს: მოსახლეობის აფეთქება, პირუტყვის ზრდა, ტყის
გაჩეხვა.

მოსახლეობის აფეთქება

საჰელის რეგიონში ახალგაზრდების ხვედრითი წილი მეტია და აქ, ძირითადად, სოფლის


მოსახლეობაა. მოსახლეობის პირველი დემოგრაფიული აფეთქება 1960 - 1970 წლებში
მოხდა, როდესაც მოსახლეობის ზრდა ყოველწლიურად 3%–ით მატულობდა. ამის
შედეგად საჰელის ზონის ქვეყნების მოსახლეობა გაორმაგდა, რამაც ბუნებრივი
რესურსებზე ზემოქმედება (გამოყენების მიზნით) გამოიწვია. საჰელის ზონის ბუნებას
საკმარისი პოტენციალი არ გააჩნია მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფისთვის. ამ
რეგიონის სახელმწიფოებს ადამიანის ცხოვრების დონის უკიდურესად დაბალი
მაჩვენებელი ახასიათებთ: მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დღეში 2 დოლარზე ნაკლებით
ცხოვრობს. ადამიანები შიმშილით, სასმელი წყლის უკმარისობით, არასასურველი
პირობებითა და ინფექციური დაავადებებით იტანჯებიან. საჰელში საგრძნობია უმუშევრობა
და გათვალისწინებული არ არის ახალგაზრდების წვდომა განათლებაზე. გაეროს
წარმომადგენლის თქმით, აფრიკის ამ ნაწილის ქვეყნებში, ბავშვების მხოლოდ 56
პროცენტს მიუწვდება ხელი დაწყებითი განათლების მიღებაზე. მთლიანი მოსახლეობის 36
პროცენტს წერა და კითხვა არ შეუძლია.

ასეთი პირობები რეგიონში სამხედრო და პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის


მიზეზი ხდება - კონფლიქტებია ნაყოფიერი მიწებისა და წყლის წყაროების გარშემო.
ბოლო პერიოდში საჰელის რეგიონიდან ემიგრანტების რაოდენობამ იმატა, რადგან
საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო გაუსაძლისი და სავალალო ხდება. ამის შედეგად
სიღარიბისგან თავის დაღწევისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით 4,9
მილიონზე მეტმა ადამიანმა თავისი საცხოვრებელი დატოვა. უკანასკნელ პერიოდში კი
მათი რიცხვი სამჯერ გაიზარდა. საჰელში 24 მილიონზე მეტ ადამიანს ჰუმანიტარული
დახმარება სჭირდება.

პირუტყვის ზრდა და ტყის გაჩეხვა

მოსახლეობა მომთაბარე მეცხოველეობას მიჰყვება - აქლემი, თხა, ცხვარი, ძროხა აქაური


მოსახლეობის ერთადერთი საარსებო წყაროა. პირუტყვის რაოდენობრიოვი ზრდა კიდევ
ერთ პრობლემას უქმნის რეგიონს და გაუდაბნოებას უწყობს ხელს (რადგან ნიადაგი
მწირია და ბალახი ამოსვლას ვერ ასწრებს). 1980-იან წლებში საჰელში პირუტყვის
რაოდენობა სამჯერ აღემატებოდა საძოვრების შესაძლებლობების ნებადართულ ნორმას
და ეს მატება სტაბილურად განაგრძობს ზრდას. როგორც აღვნიშნეთ, საჰელის ნიადაგები
ღარიბია მინერალებითა და ორგანული ელემენტებით, ამიტომ ფერმერები იძულებულნი
არიან, ახალი მიწების ასათვისებლად გაჩეხონ და შეამცირონ ხე-მცენარეულობა. უფრო

4
მეტიც, ტერიტორიის გასათავისუფლებლად გლეხები ზოგჯერ, უბრალოდ, წვავენ ხეებსა და
ბუჩქებს.

ამასთან, სოფლის მოსახლეობისთვის ტყეები ერთადერთი საწვავი საშუალებაა.


მცენარეულობის ინტენსიური განადგურება კი საჰელის ზონაში ქარისა და წყლის ეროზიის
გაზრდას იწვევს.

5
გარდა ამისა, რეგიონში ინტენსიურად ვითარდება ტერორისტული საქმიანობა და
იარაღითა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა. ნარკოტიკებით ვაჭრობა აქ მომგებიანი
ბიზნესი გახდა, რომელსაც მხარს შეიარაღებული ექსტრემისტული ჯგუფები უჭერენ.

გაეროს წარმომადგენელმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს, ზომები მიიღოს რეგიონში


ნარკომანიასთან წინააღმდეგ ბრძოლისათვის.

საჰელის გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰირუტ გუებელ


სელასემ უშიშროების საბჭოს წევრებს რეგიონში არსებული ვითარების შესახებ განუცხადა.
მისი თქმით, საჰელის ქვეყნები, რომლებიც მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს შორის არიან,
იძულებულნი არიან თავიანთი საბიუჯეტო სახსრების დიდი ნაწილი ტერორიზმის
წინააღმდეგ ბრძოლას და უსაფრთხოების სხვა საკითხებს დაუთმონ. მან ხაზი გაუსვა, რომ
საჰელის რეგიონის ქვეყნები კვლავაც განიცდიან უსაფრთხოებისა და განვითარების
სერიოზულ გამოწვევებს, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ აჯანყებებს. განსაკუთრებით
მძიმე მდგომარეობაა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებთან ჩადში, მალიში, მავრიტანიასა
და ნიგერიში. „მათ არა აქვთ მომავლის რაიმე იმედი და რადიკალიზაციის სერიოზული
რისკის ქვეშ არიან და შეიძლება, დატოვონ თავიანთი ქვეყნები”, - აღნიშნა გაეროს
გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ჰირუტ გუებელ სელასემ საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ საჰელი, შეიძლება, ადამიანების
ტრეფიკინგის ცენტრადაც იქცეს და გააფრთხილა, რომ ეს რეგიონი, ასევე, შეიძლება
გახდეს ტერორისტული ჯგუფების წევრების გაწვევისა და მომზადების ცენტრი.

მან, ასევე, განაცხადა, რომ რეგიონში უსაფრთხოების საქმიანობა უნდა გაძლიერდეს


ინიციატივებით და ხელი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას უნდა შეეწყოს.

„ჩვენი მიზანია ამ ხალხისათვის მშვიდობის მიღწევა და დავეხმაროთ მათ, დაიწყონ


მდგრადი განვითარების გზაზე სვლა, - თქვა გენერალური მდივნის პირველმა მოადგილემ
ამინა მუჰამედმა, - ამისათვის ჩვენ უნდა მივმართოთ კონფლიქტებისა და კრიზისების
მთავარ მიზეზებს: ეს არის დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, სუსტი
მთავრობა და კლიმატის ცვლილების შედეგები.”

„ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საჰელი ყველაზე დაუცველია კლიმატის ცვლილების


გავლენისგან“, - თქვა იბრაჰიმ ტიაუმ ( გაეროს სპეციალური მრჩეველი).

გაერომ შექმნა საერთაშორისო პროექტი, რომელიც მიწის ნაყოფიერების აღდგენასა და


ეფექტურ გამოყენებას მოიცავს, მეურნეობის მეთოდების გაუმჯობესებასა და საჰელის
ჩრდილოეთით მწვანე ზოლის დარგვას. 1984 - 1985 წლების გვალვის შემდეგ გაერომ

6
„მოქმედების პროგრამა აფრიკის ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენისთვის"
შეიმუშავა, თუმცა ამ გეგმის სრულად განხორციელება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

საჰელის რეგიონში, ასევე, ხორციელდება პროექტი „დიდი მწვანე კედელი“, რომელშიც


20 ქვეყანაა ჩართული. პროექტით დაგეგმილია 8 ათას კმ-ზე მწვანე ზოლის გაშენება
საჰარისა და საჰელის საზღვარზე. ჯერჯერობით პროექტის მხოლოდ 15% განხორციელდა.

მიუხედავად მცდელობისა, მომავალში საჰელის გაუდაბნოება, როგორც ჩანს,


გარდაუვალია, თუ არ შემუშავდება სოფლის მეურნეობის მეთოდების, სიღარიბის
შემცირებისა და მოსახლეობის ზრდის კონტროლის უფრო ეფექტიანი პროგრამები

7
ადამიანის აქტიური საწარმოო საქმიანობა

კლიმატის ცვლილების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მეოცე საუკუნის მეორე


ნახევარში გაჩნდა, როდესაც დედამიწის საშუალო ტემპერატურის ზრდა დაფიქსირდა.
თანაც აღმოჩნდა, რომ ეს მატება ამ პერიოდში იყო ბევრად უფრო სწრაფი, ვიდრე
მანამდე. მე-19 საუკუნესთან შედარებით, საშუალო გლობალური ტემპერატურა 0.8ºC-ით
გაიზარდა. სამეცნიერო წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ მისი მიზეზი ადამიანის
ინდუსტრიული საქმიანობაა. ადამიანს შეუძლია გავლენა მოახდინოს კლიმატზე, როგორც
ლოკალურად, ასევე, გლობალური მასშტაბით, მაგალითად, ატომური ბომბის აფეთქებით,
ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად, ან ტყეების ჩეხვით.

დედამიწა ენერგიას კოსმოსიდან (მზიდან) იღებს და ამავე დროს ასხივებს გარეთ.


შემოსული და გასული ენერგიების თანაფარდობა - ენერგეტიკული ბალანსი - ძირითადად
განსაზღვრავს დედამიწის კლიმატს.

ენერგეტიკულ ბალანსზე მოქმედებს სათბურის გაზებიც, ესაა: ნახშირორჟანგი (CO2),


მეთანი (CH4), აზოტის ოქსიდი (NO). მათი ჰაერში შემცველობა ასევე იცვლება - ხან
იმატებს, ხან იკლებს. ეს ცვალებადობა კი ჰაერის ტენიანობაზე - წყლის ორთქლის
რაოდენობაზე მოქმედებს.

დაახლოებით 1950-იანი წლებიდან - ე.წ. ინდუსტრიული რევოლუციის დროს, ნავთობისა


და ბუნებრივი აირის მოხმარებამ მკვეთრად იმატა. მათი წვის შედეგად წარმოიქმნება
ნახშირორჟანგი და სათბურის სხვა გაზები, რაც ვრცელდება ჰაერში და ატმოსფერული

8
ნაკადების საშუალებით მთელ დედამიწას მოიცავს. ეს კი სათბურის ეფექტის გაძლიერებას
უწყობს ხელს, რასაც ტყეების მასიური ჩეხვა და გაუდაბნოება ემატება.

ითვლება, რომ თანამედროვე სწრაფი გლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული


კლიმატური ცვლილებები, უმეტესწილად, ადამიანის საქმიანობის შედეგია. კლიმატის
ცვლილების მაჩვენებლებია: ტემპერატურის ზრდა, ოკეანეების დათბობა, ყინულის
საფარის დნობა პოლარულ ზონებში, მყინვარების დნობა, თოვლის საფარის შემცირება,

9
ზღვის დონის ზრდა, არქტიკის ოკეანის ყინულის შემცირება, ოკეანეების მჟავიანობის
ზრდა, ტბების დაშრობა, გაუდაბნოება.

ანთროპოგენური გაუდაბნოების წარმოშობის ძირითადი მიზეზი ადამიანის ეკონომიკური


საქმიანობაა. საქონელის ჭარბი ძოვება, ტყეების მასიური გაჩეხვა, ნიადაგების ქიმიური
დამუშავება და ა.შ., რაც ნაყოფიერი მიწების შემცირებას იწვევს და დიდ გავლენას ახდენს
გლობალურ ეკოსისტემაზე.

დედამიწის ბუნებრივი პროცესები

მეცნიერთა გარკვეული ნაწილის აზრით, კლიმატური ცვლილებები დედამიწის რიტმული


პროცესია. ატმოსფერო, რომელიც ადამიანისთვის სასიცოცხლო გარემოს ქმნის, დროთა
განმავლობაში იცვლება. ეს მოვლენა მზის აქტივობაზეა დამოკიდებული. 300-400 წლის
წინათ ევროპა მცირე გამყინვარებამ მოიცვა – არსებობს ჩანაწერები, რომ, მაგალითად,
პარიზში ზამთარი გაგრძელდა რამდენიმე თვით და იქ თბილი ქურქები მაშინაც ეცვათ,
როცა სეზონის მიხედვით თბილი ამინდი უნდა ყოფილიყო.

დედამიწაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილებაზე გავლენას ახდენს დედამიწის ღერძი,


რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იხრება. მაგალითად, დიდი გამყინვარებისას
გადახრილი იყო მზის საწინააღმდეგო მხარეს, ანუ პოლუსი მოშორებული იყო მზის
სხივებს. დედამიწის ღერძის გადახრის მაქსიმუმი 24,5%-ია, მინიმუმი – 21,5%, რაც
დაახლოებით 200 კმ-ით იზომება. ამ მომენტისათვის გადახრა 23%-ია და გლობალური
დათბობის ტენდენციას იწვევს. დედამიწას მზის ირგვლივ ბრუნვის 100 000-წლიანი ციკლი
აქვს, რომლის ფარგლებშიც ამჟამად დედამიწა მიახლოებულია მზესთან.

10
ეს ყველაფერი ერთად კი გლობალურ დათბობას იწვევს, რაც როგორც ციკლური, ისე
ეპოქალური მოვლენაა.

უახლესი 10 წლის განმავლობაში მეცნიერები მზის აქტიურობის შემცირებას


პროგნოზირებენ. მათი თქმით, შეიძლება, ,,მცირე გამყინვარების პერიოდი“ განმეორდეს,
რომელიც XVII საუკუნეში მოხდა. დედამიწაზე დიდი გამყინვარება 450 მლნ. წლის წინათ
დაიწყო. ეს იყო პლანეტის გეოლოგიური ისტორიის ხანგრძლივი ეტაპი, რომელსაც თან
სდევდა კონტინენტური გამყინვარება; ამ უკანასკნელს ენაცვლებოდა დროის ისეთი
მონაკვეთები, როდესაც გამყინვარებათშორისი ეპოქები, გამყინვარების
მნიშვნელოვანწილად გალღობა ფიქსირდებოდა.

ამერიკის ნაციონალურ ობსერვატორიაში შიშობენ, რომ უახლოეს წლებში მზის ლაქები


მკვეთრად შემცირდება. მათი თქმით, ახალი ციკლი შესაძლებელია 2020-21 წლებში
დაიწყოს. სპეციალისტები იმაზეც მსჯელობენ, მზის აქტივობის დავარდნამ, შეიძლება,
იქამდეც მიგვიყვანოს, რომ პლანეტაზე ტემპერატურა საშუალოდ 0,5 გრადუსით დაეცეს.
თუმცა ამერიკელი მეცნიერი ფრენკ ფილი თვლის, რომ განგაშისა და შიშის მიზეზი ჯერ არ
გვაქვს; თანაც დასძენს, რომ „მედალს ორი მხარე აქვს და ამ პრობლემას დადებითი
კუთხით უნდა შევხედოთ. თუ მზის აქტივობა მკვეთრად დაეცემა და დედამიწაზე
ტემპერატურა მოიკლებს, ეს კატასტროფა არ იქნება, რადგან ამით ჩვენ მზე დაგვეხმარება
და დედამიწაზე გლობალური დათბობა აღარ იქნება“.

წყაროები:

11

You might also like