You are on page 1of 2

დავალება : 7

სტუდენტი: სალომე მუმლაძე

სალექციო კურსი: ტურიზმის მენეჯმენტი

ლექტორები: ნატო ბახტაძე, ნინო თიგიშვილი

საქართველოში ტურიზმის განვითარების ეკოლოგიური საფრთხეების


იდენტიფიცირება, ანალიზი, შეფასება.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი პრიორიტეტული სფერო და


შემოსავლების ზრდის წყაროა. 1993 წელს საქართველო გაწევრიანდა მსოფლიო ტურისტულ
ორგანიზაციაში. 1995 წლიდან ისევ დაიწყო აღმავლობა ტურიზმმა, რომელიც 90-იან წლებში
პარალიზებული იყო იმ პერიოდის პოლიტიკური მოვლენების გამო. 1995 წლიდან 2007 წლის
ჩათვლით საქართველოში შემოსულ ვიზიტიორთა და ტურისტთა რიცხოვნობა გაიზარდა
თითქმის 13-ჯერ და მიაღწია 1052,0 ათასს. მიმდინარე წელს ვვარაუდობდით ქვეყანაში 1,3
მლნ. ვიზიტიორისა და ტურისტის შემოსვლას, სამწუხაროდ, ტურიზმის განვითარების
სწრაფი ტემპები, ალბათ, საკმაოდ შენელდება.
ზარალი, რომელიც საქართველოს რუსეთის აგრესიამ მიაყენა, ცხადია, ძალიან დიდია
ექსპერტთა შეფასებით ყოველწლიურად ნადგურდება ტყის თითქმის 1%. ტყის
განადგურების უპირველეს მიზეზთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს: ტყის
უკანონო ჭრას, სოფლის მეურნეობის წარმოების განვითარებას, ურბანიზაციას და
ინდუსტრიალიზაციას, საქალაქო მშენებლობას, ფორსმაჟორულ სიტუაციებს (მათ შორისაა
ომისაგან მიყენებული ზარალი). რუსეთის შემოჭრის შედეგად განადგურებული ტყეების
ციფრის დაზუსტება ჯერ ჯერობით შეუძლებელია, მით უმეტეს, როცა ქვეყანაში ისევ დგას
რუსეთის ჯარი და მისი გადაადგილების მარშრუტი რუსი გენერალიტეტის ნებასურვილით
იცვლება. ქართველი ექსპერტების ვარაუდით ზარალი შესაძლოა 20-30 მილიარდ დოლარს
გაუტოლდეს.სამწუხაროდ, მათ გაანადგურეს უნიკალური ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი,
სადაც მრავალი ეკო-ტურისტული მარშრუტი გადიოდა და რაც ასე იზიდავდა როგორც შიდა,
ასევე უცხოელ ტურისტებს. აგრესორებმა დიდი ზიანი მიაყენეს ასევე კოლხეთის ტყე-
პარკსაც საუკუნოვანი, უნიკალური ხეების მოჭრით.ფოთის პორტში კი, რუსული
საოკუპაციო ძალების მიერ ქართული კატარღების აფეთქებისა და ჩაძირვის დროს, ზღვაში
ჩაიღვარა ავზებში არსებული საწვავის დიდი რაოდენობით ნავთობპროდუქტი.
სავარაუდოდ, ზღვაში ჩაღვრილია 30 ტონამდე ნავთობპროდუქტი, რაც დიდ პრობლემებს
შეუქმნის საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ საკურორტო და ტურისტულ
ობიექტებს. ჩემი აზრით, მდგომარეობის საბოლოო გამოსწორება დამოკიდებული იქნება
გეოპოლიტიკურ პროცესებზე. ასევე ტყეების განადგურების მავნე შედეგებია: კლიმატის
ცვლილებები, გამოშრობა და ნიადაგის ეროზია, მეწყერები და აქედან გამოწვეული,
სოციალური და ეკონომიკური პრობლემები (მაგ., სვანეთისა და აჭარის ტყეები, სადაც
ფერდობების ეროზია და მისგან გამოწვეული მეწყერები, ტყეების ნაწილობრივმა ჭრამაც
გამოიწვია). სამწუხაროდ, ამ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში უამრავი უნიკალური
ჯიშის ხე მოიჭრა და საზღვარგარეთ გაიზიდა.

ჩვენს ქვეყანას პრობლემების ზღვა დაუგროვდა, რომელთა გადაჭრა დიდ ძალისხმევასა და


სახსრებს საჭიროებს.
აქედან გამომდინარე, დროულად უნდა დაიწყოს გადამწვარი ტყეების აღდგენა-
განაშენიანებისათვის საჭირო ლოკალური გეგმების შედგენა, კონკრეტული ბუნებრივ-
კლიმატური და რეგიონული პირობების შესაბამისად. ამისათვის უნდა მოხდეს ტყისაგან
გამოთავისუფლებელი ადგილების მკაცრი აღრიცხვა და ბარიერით შემოღობვა, რათა
ნიადაგში დარჩენილი მცენარეთა საღი ძირები არ დაზიანდეს; ამოითხაროს ნერგების
დასარგავი ორმოები და მოხდეს მცენარეთა ნერგების დარგვა მათი გამოკვებით და
ზედაპირის პერიოდული

ასევე რათქმა უნდა ეკოლოგიური საფრთხე შეიძლება მოხდეს უშუალოდ ტურისტების


მხრიდანაც , მათ შესაძლოა არ გაუფრთხილდნენ ჩვენს ბუნებას თუ სხვა და სხვა
კულტურულ ძეგლს და ამის შედეგად ძალიან დიდი ზიანი მიაყენონ ქვეყანას. ამის
აღსაკვეთად მეტად უნდა კონტროლდებოდეს საქართველოს ღისშესანიშნაობები და ასევე
ყველა ფეხის ნაბიჯზე უნდა იყოს სანაგვე ურნები სადაც ნაგვის ჩაყრის საშუალება ექნება
ტურისტს.

მე ვფიქრობ საქართველოს მრავალფეროვან ბუნებას მაინც უამრავი ტურისტი შენატრის


ჩვენი მინუსებიდან გამომდინარე , მაგრამ უკეთესი იქნება მისი უკეთ წარმოჩენა, უფრო
ბევრი კულტურული ძეგლებისა თუ ეკოლოგიური კონტროლი.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://sites.google.com/a/

You might also like