You are on page 1of 8

ისტორიული წყარო

ისტორიული წყაროს რთული და მრავალმხრივი ბუნების შესწავლა


დიდი ხანია მიმდინარეობს.სხვადასხვა დროს ისტორიული წყაროსადმი და-
მოკიდებულებაც განსხვავებული იყო.ისტორიული წყაროს სხვადასხვა ტიპის
სტატუსს თანდათან იძენდნენ ზეპირი,წერილობითი,ნივთიერი, ქცევითი და
სხვა წყაროები.თანდათან ხდებოდა მათი შესწავლისა და ანალიზის მეთოდე-
ბის შემუშავება.

ადრეულ ქართულ წერილობით ძეგლებში ისტორიული წყაროები


იხსენიება მათი სახეობრივი დასახელებების მიხედვით,რომლებიც, ზოგიერთ
შემთხვევაში,კონკრეტულიც არის- „ცხოვრება“,“წამება“, “ქება“,“გუჯარი“,“სიგე-
ლი“ და სხვა.წყაროს აღმნიშვნელი უფრო ზოგადი დასახელებები შედარებით
გვიან გაჩნდა ჩვენს ლიტერატურაში.XIX ს-ის ქართველი მოღვაწეები ისტორი-
ული წყაროს მნიშვნელობით იყენებდნენ ტერმინებს- „საბუთი“,“ნაშთი“, “ძეგ-
ლი“, “მასალა“,“დოკუმენტი“.შედარებით იშვიათია თვით ტერმინი -წყარო,რო-
მელიც რუსული და ევროპული ისტორიოგრაფიის გავლენის შედეგად უნდა
გაჩენილიყო.

ისტორიოგრაფიაში ისტორიული წყაროს მრავალი განსაზღვრებაა


შემოთავაზებული,თუმცა ერთიანი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის
შემუშავებული.იკვეთება ორი მიდგომა ისტორიული წყაროს განსაზღვრები-
სას: პირველი,წყაროს ე.წ. ფართო,ზოგადი განსაზღვრება,რომელშიც ასახულია
ისტორიული წყაროს ერთადერთი თვისება-იყოს ისტორიული შემეცნების სა-
შუალება; მეორე კი შედარებით კონკრეტული დეფინიციები,რომელთა ავტო-
რები ხაზს უსვამენ წყაროს სხვადასხვა თვისებას და წარმოადგენენ მის კლა-
სიფიკაციას.პირველი რიგის განსაზღვრებებს დიდი ხნის ისტორია აქვს და
უფ-რო სიცოცხლისუნარიანია.მათ რიცხვს განეკუთვნება ბ.გრეკოვის მიერ
მოცე-მული განმარტება:“ისტორიული წყარო ფართო გაგებით არის
ყველაფერი, საი-დანაც შეგვიძლია ამოვკრიფოთ ცნობები ჩვენთვის
საინტერესო საგანზე,ე.ი. ყველაფერი,რაც წარმოადგენს ისტორიული
შემეცნების საშუალებას.“ამასთანა-ვე ადრეულ განმარტებებში ხაზგასმულია
ის,რომ წყარო არის მხოლოდ წარ-სულის შემეცნების საშუალება.XX საუკუნის
მეორე ნახევრიდან გაფართოვდა ისტორიული წყაროს ცნების ფარგლები და
მისი მოქმედება გავრცელდა აწმ-ყოზეც.
ისტორიული წყაროს ძირითადი თვისებაა ისტორიული სინამდვი-
ლის ასახვის უნარი.სწორედ ამის გამო იქცევა ის ისტორიული შემეცნების სა-
შუალებად.ამ პრობლემის ფარგლებში წყარო სხვადასხვა რაკურსით განიხი-
ლება: ისტორიული სინამდვილე და ისტორიული წყარო,სინამდვილის ასა-
ხვის ფორმები,წყარო და ინფორმაცია,ინფორმაციის მოპოვების საშუალებები,
მისი სახეები და სხვა.

ინფორმაციის პრობლემისადმი გაზრდილი ინტერესის გამო ამ


დარგში მიღებულ მონაცემებს ზოგჯერ მექანიკურად ავრცელებენ წყაროთმცო-
დნეობის სფეროში,რაც ყოველთვის არ არის გამართლებული.გვხვდება წყაროს
ინფორმაციასთან გაიგივების შემთხვევები.მიუხედავად იმისა,რომ
უკანასკნელ განმარტებებში ხაზი ესმება ინფორმაციის მატერიალურ
საფუძველს,წყაროსა და ინფორმაციის გათანაბრება,ვფიქრობთ მაინც
დაუშვებელია.მართალია, წყა-რო ინფორმაციის მატარებელია,მაგრამ მისი
ხასიათი ერთგვარად სუბიექტუ-რია,ის მეორადია ასახული ობიექტის
მიმართ,მაშინ,როცა თვითონ წყარო ობი-ექტურად არსებობს.თუ ინფორმაცია
უპირატესად გულისხმობს მატერიალუ-რი პროცესის იდეალურ
შინაარსს,წყარო აერთიანებს როგორც მატერიალურ ფორმას,ასევე
შინაარსსაც.წყარო ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის საშუა-ლებაა და,
ამდენად სცილდება ინფორმაციის ცნებას---ანუ ცნობებს,რომლებიც
შენახვის,გადაცემისა და გარდაქმნის ობიექტია.და რაც მთავარია,ინფორმაცი-
ასა და ცოდნას შორის ის განსხვავებაა, რომ უკანასკნელი მუდამ სისტემაა, მა-
შინ როცა ინფორმაცია შეიძლება მონაცემების ჩვეულებრივი ერთობლიობა და
თავმოყრა იყოს.

მკვლევრები განასხვავებენ წყაროსადმი წყაროთმცოდნისა და ისტო-


რიკოსის დამოკიდებულებას. პირველ შემთხვევაში, ე.ი. წყაროთმცოდნეობის
სფეროში,შესწავლის ობიექტია ისტორიული ძეგლი,რომელიც მზადდება ის-
ტორიულ კვლევაში გამოსაყენებლად. ამ ფაზაში ხდება მისი წარმოშობის, უტ-
ყარობის,სანდოობის დადგენა, რის შემდეგაც ძეგლი ექცევა ისტორიკოსის
კვლევის სფეროში და გადაიქცევა ისტორიულ წყაროდ. აქედან გამომდინარე,
წყაროთმცოდნეობაში ისტორიული წყარო კვლევის ობიექტია, ხოლო ისტორი-
აში მოქმედების ობიექტია.ანუ ისტორიული წყარო იგივე ისტორიული ძეგ-
ლია, ოღონდ სათანადოდ დამუშავებული.

ზოგიერთი მკვლევარი განასხვავებს ცნებებს--„ისტორიული ძეგლი“


და „ისტორიული წყარო“ და მიიჩნევს, რომ ისტორიული ძეგლის გადაქცევა
წყაროდ გულისხმობს ორ ეტაპს: შესასწავლი ფაქტისადმი ძეგლის შესაბამი-
სობისა და მისი უტყარობის დადგენის.

XX საუკუნის 60-იან წლებიდან ჩნდება წყაროს ისეთი განსაზღვ-


რება,რომელიც განმარტავდა მას,როგორც წარსულის ყოველგვარ ძეგლს.ამავე
დროს მკვლევართა ნაწილი წყაროთა შორის გამოარჩევდა საკუთრივ ისტორი-
ულ წყაროს და ისტორიულ გამოკვლევას.თუმცა,უნდა ითქვას,რომ გარკვეულ
დრომდე ეს სხვაობა არ განიხილებოდა როგორც დაპირისპირება და ხაზი ეს-
მებოდა იმ ფაქტს,რომ როგორც გამოკვლევა,ისე ისტორიული ძეგლი
თანაბრად შეიძლება იყოს ისტორიული წყარო.მაგრამ ზოგიერთი მეცნიერის
მოგვიანო ნაშრომში ეს სხვაობა გაღრმავებულია და დაპირისპირების ხასიათს
იღებს.ის-ტორიული გამოკვლევისგან გამიჯვნის შემთხვევაში გამოტანილია
ისტორიუ-ლი წყაროს შემდეგი განმარტება--„ისტორიულ წყაროდ შეიძლება
ჩაითვალოს არა ყოველგვარი ძეგლი,არამედ ის,რომელიც უშუალოდ ასახავს
ისტორიულ ფაქტებსა და ისტორიულ პროცესს,იმ ადამიანების
საზოგადოებრივ ურთიერ-თობათა და შეხედულებათა პრიზმაში, რომლებიც
წყაროს ავტორები არიან.“ასეთი განმარტება კი აპრიორი შეიცავს
წინააღმდეგობას,რადგან სინამდვი-ლის ასახვა წყაროში ყოველთვის ხდება
ავტორის ცნობიერების გავლით.ამ-დენად,წყარო არასდროს არ არის მოვლენის
ადეკვაკვატი,რადგან წყარო მო-ვლენის აბსტრაგირებული
გადმოცემაა.ამდენად წყარო თავისი შინაარსით ღარიბია მოვლენებთან
შედარებით,რადგან დამოკიდებულია ავტორის გონე-ბრივ და სულიერ
შესაძლებლობებზე.უნდა აღინიშნოს ისიც,რომ მიუხედავად ისტორიული
წყაროსა და ისტორიული გამოკვლევის ასეთი დაპირისპირები-სა,მეცნიერებს
მიაჩნიათ,რომ ნებისმიერი გამოკვლევა შეიძლება იყოს წყაროც.

წყაროსთან ისტორიული გამოკვლევის დაპირისპირება მართლაც მი-


უღებელია.ყოველგვარი გამოკვლევა იმავე დროს წყაროც არის;ისევე,როგორც
ძნელად მოიძებნება წყარო,რომელიც მთლიანად ემიჯნებოდეს გამოკვლევას.
წყაროდ კიდევაც,რომ მხოლოდ ის ძეგლები მივიჩნიოთ, რომლებიც მთლია-
ნად ერთი პიროვნების, თანამედროვისა და თვითმხილველის მიერ არის შე-
ქმნილი,მისი შინაარსი,გარდა იმისა,რომ როგორც წესი, უსათუოდ შეიცავს
სხვების მონათხრობსაც,დამოკიდებულია ავტორის წარმოსახვის უნარზე,მის
„წყაროსგარეშე ცოდნაზე“.ისეთი ძეგლები,სადაც სინამდვილე უშუალოდ არის
ასახული,პრაქტიკულად არ არსებობს.ჩვენამდე მოღწეული უძველესი ისტო-
რიული წერილობითი ძეგლები კვლევის ელემენტებსაც შეიცავენ.ამდენად, ის-
ტორიული წყაროს იმ განსაზღვრების მიღების შემთხვევაში,რომელიც აპირი-
სპირებს მას ისტორიულ გამოკვლევასთან,წყაროს ცნების მიღმა რჩება ისტო-
რიულ ძეგლთა დიდი ნაწილი.კერძოდ,შუა საუკუნეების მატიანეები,რომელთა
უმეტესობა შედგენილია სხვადასხვა ზეპირ და წერილობით წყაროთა გამო-
ყენებით,ასევე რეტროსპექტული ჰაგიოგრაფიული და სხვა სახის ნაშრომები.

მაგალითად,“ქართლის ცხოვრების“ ყველა თხზულება სხვადასხვა


ზეპირი და წერილობითი წყაროების გამოყენებით არის შედგენილი,რომელ-
თაც ავტორი არც ისე ხშირად ასახელებს.მაგრამ ეს არსებითად არაფერს
ცვლის. კრებულის პირველივე თხზულება,რომლის ავტორი,გავრცელებული
შეხედუ-ლებით,არის XI საუკუნის მოღვაწე ლეონტი მროველი,საკმაოდ დიდი
მოცუ-ლობისაა.ცხადია მის დასაწერად სხვადასხვა წყაროებია გამოყენებული.
ხანგრ-ძლივმა წყაროთმცოდნეობითმა კვლევამ აჩვენა,რომ ეს წყაროები ხშირ
შემ-თხვევაში სანდოა.XIV საუკუნის ქართველი ანონიმი ისტორიკოსის-
ჟამთააღმ-წერლის „ასწლოვანი მატიანე“ მნიშვნელოვანწილად ზეპირი და
წერილობითი წყაროების საფუძველზეა შედგენილი,რომლის შესახებაც
ივ.ჯავახიშვილი შე-ნიშნავდა:“ჩვენს ისტორიკოსს ასი წლისა და მეტის ამბები
ზეპირ გადმოცემით და „თავით თვისით“ არ შეეძლო დაეწერა.უეჭველია,მას
საისტორიო წყაროები ექმნებოდა და მის თხზულებითგანაც ჩანს,რომ ჰქონია
კიდეც.“მიუხედავად ამისა,დასახელებული თხზულება,ფასდაუდებელი
წყაროა XIII საუკუნისა და XIV საუკუნის დასაწყისის საქართველოსა და
მეზობელი ქვეყნების ისტორი-ისთვის.იგივე შეიძლება ითქვას კრებულის
ყველა სხვა თხზულებაზე.იმ შემ-თხვევაშიც კი,როდესაც ერთი და იგივე
ამბავი ორ სხვადასხვა ძეგლშია გად-მოცემული,ან როდესაც ერთი წყარო
მეორეს ეყრდნობა,თითოეული მათგანი მაინც არ კარგავს
მნიშვნელობას.მაგალითად,სუმბატ დავითის ძის ქრონიკა გარკვეულ
მონაკვეთში მიჰყვება „მატიანე ქართლისას“,მაგრამ ამ შემთხვევაშიც
იგი,როგორც ისტორიული წყარო,სხვადასხვა კუთხით იწვევს ინტერესს: ავ-
ტორთა წყაროებზე მუშაობის მეთოდის,მათი ცნობებით სარგებლობის პრინ-
ციპების,აგრეთვე აღნიშნულ ძეგლთა დათარიღების თვალსაზრისით.

მიუხედავად იმისა,რომ XVII საუკუნის ქართველი ისტორიკოსის


ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ცხოვრების“ე.წ.მეორე ნაწილი „ქართ-
ლის ცხოვრების“ თხზულებების-„ისტორიათა და აზმათა“ და „ასწლოვანი მა-
ტიანის“-მიხედვით არის შედგენილი, იგი მნიშვნელოვან მასალას შეიცავს რო-
გორცXIII საუკუნის საქართველოს ისტორიისთვის,ისე დასახელებული თხზუ-
ლებების ტექსტის დასადგენადაც.

აქვე შეიძლება გავიხსენოთ აგრეთვე XVIII საუკუნის პირველი ნა-


ხევრის კომპილაციური ისტორიული თხზულება „ცხოვრება
საქართველოისა“(პარიზის ქრონიკა).მიუხედავად იმისა, რომ მისი წყაროები
ძირითადად ცნობილია, თხზულება მაინც ინარჩუნებს წყაროს
ღირებულებას,რადგან შემო-გვინახა ჩვენამდე მოღწეული ზოგიერთი
თხზულების ფრაგმენტი.

რა თქმა უნდა,ნათქვამი სრულიადაც არ ნიშნავს იმას,რომ თითქოს


საერთოდ არ არ-სებობდეს განსხვავება წყაროსა და გამოკვლევას,წყაროსა და
ისტორიოგრაფიულ ძეგლს შორის.მაგრამ ეს განსხვავება ყოველი კონკრეტული
კვლევისას ცალკე უნდა განისაზღვროს.აქ გადამწყვეტი იქნება,როგორც აღწე-
რილ მოვლენათაგან ძეგლის დაშორება,ასევე მისი გადმოცემის ფორმაც.

განხილულ პრობლემას უახლოვდება ტერმინების-„პირველწყაროსა“


და „მეორადი წყაროს“-ურთიერთმიმართების საკითხიც,სადაც მეორადი წყარო
ხშირად ისტორიული გამოკვლევის სინონიმიც შეიძლება იყოს.ჰეროდოტეს
დროიდან მოყოლებული, ისტორიულ კვლევებში უპირატესობა პირველად
წყაროებს ენიჭება.პირველ ადგილზე იყო ნანახი,მეორეზე-გაგონილი და უკა-
ნასკნელ ადგილზე-წაკითხული.ამდენად,პირველადია წყარო,რომელიც შესა-
სწავლი ეპოქის თანადროულია; მეორეული კი ის,რომელიც მოგვიანებით,უკვე
არსებული წყაროების დამუშავების შედეგად შეიქმნა. მაგალითად, პირველა-
დი წყაროა ის, რასაც ჰეროდოტე,როგორც თვითმხილველი, აღწერს. მეორადი
წყარო კი შეიძლება განიმარტოს ევსები კესარიელის ნაშრომების მაგალითზე.
კერძოდ ევსები იმოწმებს ბევრ ავტორს,რომელთა თხზულებებსაც უშუალოდ
არ მოუღწევიათ ჩვენამდე.შესაბამისად,ჩვენ მათ შესახებ ვიცით მხოლოდ ევ-
სების გადმოცემით,ანუ ევსებისეული ინტერპრეტაციით.სწორედ ამიტომ,ის-
ტორიული სიმართლის დადგენის საქმეში წყაროთმცოდნისთვის პირველადი
წყარო უფრო სანდოა.ზოგიერთი მკვლევარი პირველწყაროს უწოდებს ავტო-
გრაფს,ხელნაწერ მასალას ან პირველ გამოცემას.ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის
20-იან წლებში გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებ,რომ პირველწყარო არის
დოკუმენტი (საარქივო მასალა),ხოლო წიგნები ცოდნის გავრცელების საშუა-
ლება. ეს მოსაზრება შემდგომში სახვა მეცნიერებმაც გაიზიარეს და განავი-
თარეს. ინფორმატიკაშიც მიღებულია პირველადი დოკუმენტისა და მეორადი
დოკუმენტის ცნე-ბები.პირველად დოკუმენტად მიჩნეულია თხზულება,ხოლო
მეორად დოკუმენტად ის, რაც შეიცავს ყოველგვარ ცნობას პირველადის შე-
სახებ-ბიბლიოგრაფიული საძიებლები,ანოტაციები,რეფერატები,საცნობარო
ლიტერატურა და სხვა.ამდენად,ისევე როგორც წყაროსა და გამოკვლევის შე-
მთხვევაში,აქაც სრულიად შეუძლებელია პირველწყაროსა და მეორადი წყაროს
დამაჯერებლად გამიჯვნა. ხშირად პირველწყაროსა და მეორადი წყაროს სა-
კითხს უკავშირებენ სანდოობის ხარისხს.მაგრამ ამ მხრივაც აზრთა სხვადა-
სხვაობა შეინიშნება.თუ უმრავლესობის მსჯელობით,ფაქტთან დაახლოვებუ-
ლი წყაროები მეტი სანდოობით გამოირჩევა,არსებობს საწინააღმდეგო
შეხედულებაც---„რაც უფრო მეტი დრო გავიდა მეორად წყაროში აღწერილი
მოვლენებიდან ამ წყაროების გაჩენამდე, ისინი,როგორც წესი,მით უფრო
სარწმუნო და ტენდენციურობას მოკლებული არიან.“

„პირველწყაროსთან“ მიმართებაში სამეცნიერო ლიტერატურაში განიხილება


ტერმინი „ავთენტიკური წყარო“(ბერძ.authentikos).მკვლევრები აღნიშნულ
ტერმინებსაც განასხვა-ვებენ ერთმანეთისგან.პირველწყაროს არ მოეთხოვება
მოვლენის უშუალოდ ასახვა,ე.ი. სინამდვილესთან ისეთი კავშირი,როდესაც
ავტორსა და მოვლენას შორის არავითარი ზე- პირი ან წერილობითი წყარო არ
იგულისხმება.მაშინ,როცა ავთენტიკური წყაროსთვის ეს აუცილებელი
პირობაა.ავთენტიკური წყაროს ავტორი აღწერილი ამბების თვითმხილვე-ლი
და თანამონაწილეა.ამ თვისების გამო ავთენტიკურს ზოგჯერ ნამდვილის
სინონიმად მიიჩნევენ.აქვე იქცევს ყურადღებას ის ფაქტი,რომ ავთენტიკური
უფრო ვიწრო ცნებაა,ვი-დრე ნამდვილი.არ არის აუცილებელი,რომ ყველა
ნამდვილი წყარო ავთენტიკური იყოს. სამეცნიერო ლიტერატურაში ასევე
აღნიშნულია,რომ ავთენტიკურობა,რომელიც საბო-ლოო ჯამში,მეტად
უახლოვდება სანდოობას,არ არის მისი გარანტია.

ისტორიულ წყაროში სხვადასხვა სახის ინფორმაციის არსებობის გამო


შემოვიდა და დამკვიდრდა ტერმინი „წყაროსგარეშე ცოდნა“.ცნობილია,რომ
წყარო შეიცავს არა მარტო იმ ინფორმაციას,რომელიც მასში განზრახ არის
ჩადებული,არამედ აგრეთვე ისეთსაც, რომელიც არ არის დამოკიდებული
ავტორის ნებაზე.ასეთ ინფორმაციას ჩვეულებრივ უწოდებენ
არაპირდაპირს,ფარულს,პოტენციურს ან უნებლიეს.“ძველი აღმოსავლეთის
ისტორიის წყაროთმცოდნეობის“ შესავალში წყაროს ინფორმაცია
დახასიათებულია რო-გორც: 1.განზრახული,შეგნებული; 2.უნებლიე;
3.რეალური ვითარების შეგნებული ან უნებლიე დამახინჯება,ანუ
დეზინფორმაცია.
ზემოთქმულიდან გამომდინარე,ნათელია,რომ წყარო რთული ბუნებისაა და
ამოუწუ-რავ ინფორმაციას შეიცავს და კვლევა-ძიება ამ მიმართულებით
უაღრესად პერსპექტიუ-ლია,რაც საბოლოო ჯამში,ხელს უწყობს ისტორიული
ძეგლის ინფორმაციული პოტენ-ციის უფრო სრულად გახსნას და გამოვლენას.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით,წყარო არ არის ისტორიული ცოდნის


ერთადერთი სა-ფუძველი.გამოთქმულია მოსაზრება,რომ ნებისმიერ წყაროს
კვლევისას წყაროსგარეშე ცოდნას მეტი ხვედრითი წილი აქვს,ვიდრე იმ
ცოდნას,რომელსაც თვით ეს ძეგლი იძლე-ვა.წყაროს მონაცემებს ამდიდრებს იმ
ექსპერიმენტების შედეგები,რომელთა საშუალები-თაც შეისწავლება
პირველყოფილი ტექნიკა.გარდა ამისა ისტორიკოსი ატარებს აზრობ-რივ
ექსპერიმენტებსაც,რომლის დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის
წარმოსახვის უნარს.ამის საპირისპიროდ გამოთქმულია მოსაზრება იმის
შესახებ,რომ ე.წ. „წყაროსგა-რეშე ინფორმაცია“კვლავ წყაროზეა დამყარებული
და ყველაფერი,რაც ვიცით წარსულის შესახებ,ვიცით ისევ და ისევ
წყაროდან,რომელიც ისტორიული ცოდნის ერთადერთი ემ-პირიული
საფუძველია.მიუხედავად აზრთა ასეთი სხვადასხვაობისა,ტერმინი „წყაროს-
გარეშე ცოდნა“ერთხმად არის მიღებული.სართოდ„წყაროსგარეშე
ცოდნა“პირობითი ტე-რმინია და აღნიშნავს მთელ იმ ცოდნას,რომელიც
აღნიშნული წყაროს მონაცემების გარე-შე აქვს ხელთ მკვლევარს.

„წყაროსგარეშე ცოდნად“ უნდა იქნას გაგებული ის


მონაცემებიც,რომლებიც მიიღება კონკრეტული წყაროს არსებობის
დროინდელი ბუნებრვი პირობებიდან.ბუნებრივი ანუ გეოგრაფიული გარემოს
როლი ადამიანთა საზოგადოების განვითარებაში,ერთხანს თი-თქოს
უგულებელყოფილი იყო საბჭოთა ისტორიოგრაფიაში.ერთგვარი შემობრუნება
ამ მხრივ დაიწყო მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან.სპეციალურ
გამოკვლევებში კარგად არის ნაჩვენები ბუნებრივი გარემოს მნიშვნელობა
საზოგადოების განვითარებაში.მაგრამ ერთია საკითხი- გეოგრაფიული
გარემოს როლი კაცობრიობის ისტორიაში,ხოლო სხვაა თუ რამდენად
შეიძლება მისი,როგორც ისტორიული წყაროს განხილვა.ზოგიერთი მეც-ნიერი
ბუნებრივ გარემოს ისტორიულ წყაროთა რიგში განიხილავს,ხოლო ნაწილი
პირ-იქით.

სამეცნიერო ლიტერატურაში ასევე დგას საკითხი ანთროპოლოგიური


მონაცემების შესახებ..საგანგებოდაა შესწავლილი ანთროპოლოგიის,კერძოდ
კი,ეთნიკური ანთროპო-ლოგიის მნიშვნელობა ისტორიული კვლევისთვის.
მონაცემები,რომლებიც საყურადღე-ბო მასალას იძლევა მოსახლეობის
ეთნიკური შემადგენლობისა და ხალხთა მიგრაციის საკითხების შესასწავლად
განსაკუთრებით საინტერესოა ისეთ შემთხვევაში,როდესაც არ არის
შემონახული წყაროთა სხვა ტიპები.ამის გამო ზოგჯერ ანთროპოლოგიურ
მონაცე-მებს ისტორიულ წყაროთა შორისაც ათავსებენ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე,შეიძლება დავასკვნათ,რომ


ისტორიუ-ლი წყარო ინფორმაციის მატერიალური მატარებელია,რომელიც
წარმოიქმნება საზოგა-დოებრივ ურთიერთობათა სფეროში ან შემდგომ იქნა
ჩართული ამ ურთიერთობაში და ასახავს ადამიანთა მოღვაწეობის ამა თუ იმ
მხარეს. ანუ,"ისტორიული წყაროა-ყველაფე- რი, რაც ადამიანის
შემოქმედებითი საქმიანობის პროცესში შეიქმნა, საზოგადოების მრა-
ვალფეროვანი ცხოვრების ინფორმაციის მატარებელია და წარმოადგენს
მეცნიერული შემეცნების საფუძველს".

You might also like