You are on page 1of 4

ქართული ანბანის შექმნის ისტორია

ქართული ანბანური დამწერლობის სამი გრაფიკული ნაირსახეობა არსებობს: 1.


ასომთავრული ანუ მრგლოვანი; 2. ნუსხური ანუ ნუსხა-ხუცური; 3. მხედრული.
ასომთავრული ანუ მრგლოვანი უძველესია ქართულ დამწერლობათა შორის. იგია
სათავე და პირველწყარო ნუსხური და მხედრული დამწერლობისა. დროთა
მანძილზე, ასომთავრული დამწერლობის საფუძველზე ჯერ ნუსხური, ხოლო შემდეგ
ნუსხურის საფუძველზე მხედრული დამწერლობა შიქმნა.

ქართული ანბანის შემნის თაობაზე ძველ წერილობით წყაროებში ორი ცნობაა


დაცული. XI საუკუნის ცნობილი მოღვაწის ლეონტი მროველის მიერ დაწერილ თუ
გადაწერილ ,,ქართლის ცხოვრებაში,, ნათქვამია, რომ ქართული დამწერლობა
შექმნილია მეფე ფარნავაზის დროს: ,,და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა
შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი, ამან განავრცო ენაი ქართული და არღა - რა
იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა, თუინიერ ქართულისა და ამან შექმნა
მწიგნობრობაი ქართლი.,, ივანე ჯავახიშვილის მიხედვით ქართული ანბანის
გამოგონების დროისა და შემდგენლის პიროვნების შესახებ ქართულ საისტორიო
მწერლობაში ჯერჯერობით მხოლოდ ლეონტი მროველის თხზულებაში გვხვდება
ცნობა, რაც მისი აზრით, გარკვეული მიზეზების გამო კარგავს ფასს. ა მხოლოდ ის
გარემოა საყურადღებო, რომ ლეონტი მროველს ქართული ანბანი ქრისტეს წინანდელ
აღმოჩენად ჰონდა წარმოდგენილი და სხვებივით ქრისტიანობის შენაძენად არ
თვლიდა.

მეორე ცნობა ქართული ანბანის შექმნის შესახებ დაცულია სომხურ წყაროებში.


უპირველესად უნდა დავასახელოთ V საუკუნის სომეხი ისტორიკოსები მოვსეს
ხორენაცი და კორიუნი ,,მესროპ მაშტოცის ცხოვრება და ღვაწლი,,, კორიუნის წყაროს
მიხედვით მესროპ მაშტოცს არა მარტო შეუქმნია ქართული დამწერლობა, არამედ
მისი ხელმძღვანელობით დაუწყიათ ლიტერატურული საქმიანობა. კორიუნის ამ
ვერსიას უყოყმანოდ იზიარებს თითქმის ყველა სომეხი სპეციალისტი, აგრეთვე
მრავალი არმენოლოგი უცხოეთში. ივანე ჯავახიშვილმა დამაჯერებლად აჩვენა, რომ,
ცნობა მესროპ მაშტოცის მიერ ქართლი ანბანის შექმნის შესახებ მერმინდელი
ჩანართია. მან აღნიშნა ქართული და სომხური ანბანის მოხაზულობაში არსებითი
განსხვავება. მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნა გამორიცხულია იმ მიზეზის
გამოც, რომ მან არ იცოდა ქართული ენა.

თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში განიხილება ქართული ანბანინის


წარმომავლობის ორი ძირიტადი თეორია: ბერძნული და სემური.

ბერძნული თეორიის მიხედვით, ქართული ანბანი გენეზისურად არის


დაკავშრებული ბერძნულ ანბანთან. ეს აზრი პირველად გერმანელმა პალეოგრაფმა
ვიქტორ გარდტჰაუზერმა გამოთქვა. მოგვიანებიტ ქართლი ანბანის ბერძნულისაგან
წარმომავლობის თეორიას მიემხრნენ დიმიტრი ბაქრაძე, დავით კარიჭაშვილი,
კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, ტამაზ გამყრელიძე, ვინფრიდ ბედერი, ბესიკ
ხურცილავა და სხვები.

საქართველოში ბერძნული თეორია პირველად წამოაყენა დიმიტრი ბაქრაძემ. იგი


მიუთიტებდა, რომ ქართული ასოების რიგი ბერძნულის მსგავსია. ზოგი ასოს
დაწერილობა ბერძნულს ენათესავება. მსგავსია ,,უ,,-ს დაწერის წესიც. ამ მოსაზრებას
ეტანხმენა კორნელი კეკელიძე და გასამყარებლად რამდენიმე არგუმენტს იშველიებს:

 წერის მიმართულება ორივე შემთხვევაში არის მარცხნიდან მარჯვნივ,


განსხვავებით სემიტური დამწერლობებისაგან, სადააც ტექსტი მარჯვნიდან
მარცხნივ იწერება;
 ქართულ ანბანში, ბერძნულის მსგავსად, არის ხმოვნის აღმნიშვნელი ასოებიც.
ამგვარი ნიშნები უცხოა სემიტური დამწერლობისათვის.
 ქართული ანბანის წყობა ანიდან ქანის ჩათვლით ზუსტად იმეორებს
ბერძნული ანბანის წყობას, გამონაკლისია მხოლოდ ჟანი და იოტა;
 ქართულ ასოთა რიცხვითი მნიშვნელობები ასევე თითქმის ზუსტად ემთხვევა
შესაბამის ბერძნულ ასოტა რიცხვით მნიშვნელობებე:
 ზოგიერთი ასოს მოხაზულობა ძალიან ჰგავს შესაბამისი ბერძნული ასოს
მოხაზულობას.
 მიუთითებენ აგრეთვე იმაზე, რომ ქართულ ენაში ბერძნულიდანაა ნასესხები
წერასთან დაკავშირებული არაერთი ტერმინი, მათ შორის მელანი, კალამი,
წიგნი, ეტრატი და სხვა.

პავლე ინგოროყვა ქართლ ანბანს მიიჩნევდა არქაული ბერძნული ალფაბეტის


საფუძველზე შექმნილად მცირე აზიაში. თამაზ გამყრელიძის მოსაზრებითაც,
ქართული ასომთავრული ანბანი მომდინარეობს ბერძნულიდან, ოღონდ
შექმნილია ქრისტიანობის შემოღების შემდეგ.

ფინიკიურობის, ანუ სემური თორიის მიხედვით, ფინიკიურისგან შეიქმნა


ბერძნული და ქართლი დამწერლობები. ამ თეორიის თანახმად, ქართული
დამწერლობა ქრისტიანობამდელ ეპოქაშია შექმნილი.

ქართული ანბანის სემური წარმოშობის შესახებ თეორია წამოაყენა გერმანელმა


მეცნიერმა ფრიდრიხ მიულერმა. იგი თვლიდა, რომ ქართული და სომხური
დამწერლობა არამეულ-სპარსული დამწერლობიდან უნდა იყოს წარმომდგარი.
ქართლი ანბანის წარმოშობის სემური თეორია მეცნიერულ საფუძველზე
ჩამოაყალიბა ივანე ჯავახიშვილმა თავის ფუნდამნტურ ნაშრომში ,,ქართული
პალეოლოგია,, მისი აზრით, ქართული ანბანი წარმართული ეპოქის ძეგლია და
ფინიკიურ-სემიტურის (არამეულის) ბაზაზეა შექმნილი, თუმცა შემდგომ
ელინისტურ ხანაში, არაერთგზის განუცდია ბერძნული დამწერლობის გავლენა.
ეს მოსაზრება გაამყარა შემდგომში აღმოჩენებმა და გამოკვლევებმა. ამ მხრივ
განსაკუთრებით ფასეული აღმოჩნდა არმაზის ბილინგვა (საფლავის ქვაზე
შესრულებული ეპიტაფია. დაწერილი ორ ენაზე ბერძნულად და არამეულად.
სახელწოდება ,,ბილინგა,, ამის მიხედვითაა დარქმეული). ბერძნული
ვარიანტი:,,სერაფიტი, ასული პიტიახშ ჯავახ მცირისა, მეუღლე პუბლიკიოს
აგრიპა პიტიახშის ძის იოდმანგანისა -- ქართველთა მეფის დიდი ქსეფარნუგის
მრავალ გამარჯვებათა მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა, გარდაიცვალა ჯერ კიდევ
ახალგაზრდა, ოცდაერთი წლისა, მქონებელი შეუდარებელი სილამაზისა.,,

არამეული ვარიანტი: ,, მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა


ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა, ძლევამოსილისა და მრავალი
გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა ქსეფარნუგ მეფისა, ძისა აგრიპა
ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა. ვაება ვაებისა. ის ვინც იყო ახალგაზრდა და
იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მისი მსგავსი სილამაზით
და გარდაიცვალა 21 წლისა.,,

ძეგლი აღმოაჩინა ივანე ჯავახიშვილმა 1940 წელს, მეცნიერულად შეისწავლა


გიორგი წერეთელმა. მკვლევარმა, დაადგინს არამეული ანბანის სახეობა,
(რომელსაც არმაზული დამწერლობა უწოდა.) შეუდარა ქართულ ანბანს და
დაასკვნა: ქართული ანბანი მონათესავეა არმაზულისა, ორივე კი მომდინარეობს
საერთო წყაროდან -- არამეულიდან. არმაზული ანბანის სახით აღმოჩნდა
შუამავალი, რომლის მეოხებით ქართული ანბანი უშუალოდ დაუკავშირდა
არამეულს.

განსაკუთრებით საინტერესოა რამაზ პატარიძის დებულებები; წიგნში ,,


ქართული ასომტავრული,, მან საისტორიო წყაროების, არსებული
თვალსაზრისებისა და ლეგენდისმაგვარი ვერსიების შეჯერებითა და
კრიპტოგრამების (კრიპტოგრამა --პირობითი, საიდუმლო ნიშნებიტ ჩანაწერი)
ზედმიწევნითი ანალიზით ივარაუდა: ქართული დამეწრლობა შექმნილი ჩანს
წარმართულ ხანაში ფინიკიურ-ბაბილონური დამწერლობისაგან; იგი თვით
ბერძნულ კლასიკურ ანბანზე ადრინდელია.

ქართული დამწერლობა ყველაზე მეტ თავისებურებას ავლენს ასოთა


მოხაზულობებსა და გრაფიკულ სისტემაში. მიუხედავად რამდენიმე ნიშნის
ბერძნულ მოხაზულობასთან მსგავსებისა, ქართული დამწერლობის გრაფიკული
სისტემა მაინც დამოუკიდებლად ითვლება, რადგან ასოტა უმრავლესობის
მოხაზულობები თვითმყოფადია და არ ეფუძნება რომელიმე სხვა დამწერლობათა
ასოებს.

You might also like