You are on page 1of 2

გენეალოგიური კლასიფიკაცია ემყარება დიფერენციაციის პროცესს ენათა

განვითარებაში. დიფერენციაციის შედეგად ერთი ენისაგან რამდენიმე ენა


წარმოიშვება. ენა იშლება დიალექტებად. დიალექტეს შორის სხვაობამ კი შეიძლება
იმ ზომას მიაღწიოს რომ ყოველმა დიალექტმა, თავისი ძირითადი ლექსიკური ფონდი
და გრამატიკული წყობა გაიჩინოს ანუ ისინი იქცნენ დამოუკიდებელ ენებად. მაგ:
ისტორიულად დადასტურებულია, რომ ხალხური ლათინურისაგან მივიღეთ:
იტალიური, ფრანგული, სპანური და სვ. ე.წ რომანული ენები. ენათა გარკვეული
ჯგუფები, რომლებიც საერთო წარმოშობის არიან ანუ მომდინარეობენ ერთი ენიდან
ეწოდებათ მონათესავე ენები. თუკი ენებს დავაჯგუფებთ მათი ნათესაობის პრინციპის
მიხევით, მივიღებთ ენათა გენეალოგიურ კლასიფიკაციას. ენას, რომლის
დიფერენციაციითაც მივიღეთ ენები - ფუძე ენა ეწოდება, ხოლო მონათესავე ენათა
ჯგუფს - ენათა ოჯახი. ოჯახი შეიცავს უფრო მცირე ერთეულებს - შტოებს, შტოებში
გაერთიანებულია ფუძე-ენისაგან მიღებული ენები, რომლებიც წარმოდგენილნი
იქნებიან დიალექტებით, რომლებიც ასევე შეიძლება იქცნენ ენებად. ფუძე-ენას
თავდაპირველად მოიხსენიებდნენ როგორც წინარე - ენას. ეს ტერმინი ორაზროვანი
იყო, რადგან შესაძლებელი იყო წინარე ზოგს ისე გაეგო თითქოს ეს არის უძველესი
პირველყოფილი ენა. რეალურად სახელწოდება გამოყენებულია ისეთი ენისთვის,
რომელმაც დიფერენციაცია განიცადა, მაგრამ არ წარმოადგენს კაცბრიობის
ძველისძველ, უპირველეს ენას. ასეთია მაფალითად ხალხური ლათინური და აღმ.
სლავური. გამოიყოფა შემდეგი ენათა ოჯახები: 1.ინდოევროპული 2.სემიტურ ენათა
ოჯახი 3.ქამიური 4. უნგრულ-ფინურ 5. ალათაურ 6.მანჯურიულ-ტუნგუსურ
7.იბერიულ-კავკასიურ 8.ჩინურ-ტიბეტურ 9.დრავიდულ ენათა ოჯახე და სხვ.
შეცდომაა ვთქვათ, რომ მსოფლიოს ყველა ენა ერთი ფუძე ენისაგან მომდინარეობდეს.
დანამდვილებით შესაძლებელია ითქვას, რომ ენა და რასა არ ემთხვევა ერთმანეთს.
მაგ: ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხი რასის თავლსაზრისით სრულიად არ
არიან ერთგავროვანი. მიულერისა და ფინკის ცდა, ენათა გენეალოგიური
კლასიფიკაცია შეეფარდებინათ რასების კლასიფიკაციასაგნ გაკრიტიკებული და
ურაყოფილი იქნა ენათმეცნიერების მიერ. ალბერტ დოზა თავის
იგნში:“ლინგვისტური ევროპა“ სამართლიანად ამტკიცებს რომ ენა არ არის რასის
სიმბოლო. ენათა ნათესაობის დადგენისათვის აუცილებელია ამ ენათა ისტორიის
ადრინდელი საფეხურების დადგენა., რისთვისაც არ კმარა ძველი წერილობითი
ძგლები. არც სალიტერატურო ენა გამოდგება, რადგან ის ვერ წარმოგვიდგენს
ცოცხალი მეტყველების სრულ სურათს, ვინაიდან იგი ნორმირებული და
ხელოვნურია. ამის განხორციელების საშუალებას გვაძლევს მხოლოდ ისტორიულ-
შედარებითი მეთოდი. შედარებითი მეთოდის მიხედვით ხდება მონათესავე ენათა
შედარება რაც გამოავლენს მათ შორის მსგავსებას და გაგვათვალისწინებინებს ამ
ენათა განვითარების ადრინდელ საფეხურებს. ნათესაობის დასამტკიცებლად ასევე არ
გამოდგება მორფოლოგიური ტიპების მსაგვსება და სხვადასხვა ენებში ერთი და იმავე
გრამატიკული კატეგორიისარსებობა ან არარსებობა. სხვადასხვა ენებში ერთგვარ
ბგერათა სისტემის არსებობაზედაც არ შეიძლება ავაგოთ გენეალოგიური
კლასიფიკაცია, რადგან ერთგვარი ბგერები გვხვდება არამონათესავე ენებშიც.
ერთმანეთის შსატყვისი ბგერითი შემადგენლობის სიტყვები სხვადასხვა ენებში
საერთო წარმოშობის მქონე მაშინ იქნებიან თუ ენები რომელბშიც ისინი გვხვდებიან
ერთი ენისაგან მომდინარეობენ ე.ი მონათესავე არიან. ამგვარად, ისტორიულ-
შედარებითი ენათმეცნიერება ბგერათ-შესატყვისობათა დადგენის გზით ამტკიცებს
ენათა ნათესაობას. მონათესავე ენათა ოჯახებიდან ყველაზე დიდია ინდოევროპულ
ენათა ოჯახი. ინდოევროპული ენები დღეისათვის ყველა ხუთ კონტინენტზეა
გავრცელებული. ინდოევროპულ ოჯახი იყოფა 9 ჯგუფად, ესენია: ინდურ ენათა
ჯგუფი, ირანულ ენათა ჯგუფი, სლავურ ენათა ჯგუფი, ბალტიკურ ენათა ჯგუფი,
რომანულ ენათა ჯგუფი, კელტურ ენათა ჯგუფი, ბერძნულ ენათა ჯგუფი, სომხურ
ენათა ჯგუფი და გერმანიკულ ენათა ჯგუფი. გერმანიკულ ენათა ჯგუფი იყოფა სამ
ქვეჯგუფად: 1. ჩრდილოგერმანიკული (სკანდინავიური) 2. დასავლეთ-გერმანიკული
3. აღმოსავლეთ გერმანიკული. ჩრდილოგერმანიკული ენებია: დანიური, შვედური,
ნორვეგიული, ისლანდიური, ფაროეული. დასავლეთ-გერმანიკულ ენებია:
ინგლისური, გერმანული, ჰოლანდიური, ფლამანდიური, ფრიზული და იდიშ (ანუ
ახალებრაული) ენა. აღმოსავლეთ-გერმანიკული (გადაშენებული) ენებია:
ვესტგუთური (დასავლეთ გუთური) და ოსტგუთური (აღმოსავლური გუთების)

You might also like