You are on page 1of 1

ლინგვისტური გეოგრაფიის წარმოშობა და განვითარება-ლინგვისტური გეოგრაფია არის

ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც შეისწავლის ენობრივ მოვლენათა ტერიტორიულ გავრცელებას. იგი


XIX საუკუნის ბოლოს გამოეყო დიალექტოლოგიას. დიალექტთა საველე გამოკვლევის შედეგად
საგანგებოდ შედგენილ რუკებზე პირობითი ნიშნებით აღინიშნება გამოსაკვლევ ენობრივ ერთეულთა
გავრცელების სივრცეები და საზღვრები. ამა თუ იმ მოვლენის ადგილმდებარეობა რუკაზე ზოგჯერ
აღინიშნება ხაზით: იზოგლოსა ზოგჯერ-სხვადასხვა კონფიგურაციის ნიშნებით, ან ეს არეალი
დაშტრიხულია, წარწერილია და ა. შ რუკებს ახლავს ლეგენდები ანუ განმარტებითი ტექსტები და
ნახატები. ლინგვისტური გეოგრაფია მჭიდროდაა დაკავშირებული არეალურ ლინგვისტიკასთან.
ლინგვისტური გეოგრაფია ჩაისახა XIX საუკუნის 70-80-იან წლებში, როდესაც აღმოჩნდა რომ ცალკეული
ენობრივი ერთეულების საზღვრების დამთხვევის ფაქტები არ არსებობდა. აქედან გამომდინარე
წარმოიშვა შეხედულება, რომ დიალექტებს შორის არ არის საზღვრები, რომ დიალექტები შერეულია,
ხოლო ამ ყველაფრის გამო იმ დასკვნამდეც კი მივიდნენ რომ დიალექტები საერთოდაც არ არსებობს. ამ
მოსაზრების ავტორები არიან: პოლ მეიერი და გასტონ პარისი. ამ მოსაზრებას დაუპირისპირდა
გრაციადიო ასკოლი: პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ენობრივ მოვლენათა სისტემატიზირებული
კარტოგრაფირებით იყო შესაძლებელი. პირველი ლინგვისტური ატლასი შეიქმნა გერმანიაში. მისი
შემდგენლები იყვნენ გეორგ ვენკერი და ფერდინანდ ვრედე. მათ ორი ასისტენტის დახმარებით 50 წლის
განმავლობაში საკუთარი ხელით გადაჰქონდათ რუკებზე 40 000 ანკეტის მასალა, რაც შეიცავდა
დაახლოებით 350 სიტყვას. მათ ჯამში 1500-ზე მეტი რუკა შეადგინეს. აღსანიშნავია, რომ მოცემული
ატლასი შეიცავს ფართო ფონეტიკურ მასალას, თუმცა ნაკლებად- გრამატიკულს. ფრანგულ ატლასი
რომელიც შეიცავს 12 ტომს შეადგინეს ჟიოლ ჟილიერონმა და ედმონ ედმონმა. ფრანგულ ატლასში
ძირითადად ლექსიკური მასალაა მოცემული. ამ ატლასში ყურადღება გამახვილებულია ლექსიკური
სინონიმების გავრეცელებულობაზე, სიტყვათა ისტორიაზე, მაგრამ ნაკლები ყურადღება ეთმობა
ფონეტიკურ და გრამატიკულ წყობას. ვენკერისა და ვრედეს ატლასისაგან განსხვავებით ფრანგული
ატლასი უფრო ზუსტია, რადგან მასალას თვითონ ე.ედმონი აგროვებდა. იტალიურ-შვეიცარიული
ატლასი 8 ტომად გამოიცა 1928-1940 წლებში. იგი შედგენილია კარლ იაბერგისა და იაკობ იუდის მიერ. ეს
ატლასი ენობრივი მონაცემების გარდა შეიცავს ეთნოგრაფიულ ცნობებსაც. ეს ატლასი გამოირჩევა სხვა
ატლასებისაგან იმით, რომ იგი შეიცავს ლეგენდების უფრო სრულ და საინტერესო გაფორმებას, ვიდრე
წინა ატლასები. ასეთივე ლინგვისტურ-ეთნოგრაფიული ატლასია ჰ. გარდეტის მიერ შედგენილი ლიონის
ოლქის ატლასი-1951 წ. თუ ჟილიერონის ატლასში კარტოგრაფირებულ ტერიტორიაზე გამოკვლეული იყო
25 დასახელებული პუნქტი, გარდეტის ატლასში იგივე ტერიტორია მოიცავს 75 პუნქტს. 1939-1943 წლებში
გამოიცა ახალი ინგლისის ლინგვისტური ატლასი 4 ტომად, რომელიც მოიცავს ამერიკის შეერთებული
შტატებისა და კანადის კილოკავებს. იტალიაში არის საერთაშორისო ორგანიზაციის „ევროპის
ლინგვისტური ატლასი“ ცენტრი. ეს ატლასი მოიცავს ევროპის ყველა მონათესავე და არა მონათესავე ენას,
მაგრამ ტიპოლოგიურად სხვადასხვა სისტემიანს. მასზე მუშაობენ სპეციალისტები ევროპის ყველა
ქვეყნიდან. მასალის შესაგროვებლად ორი კითხვარია შედგენილი: ერთი ონომასიოლოგიურია, ხოლო
მეორე მოიცავს ენის სისტემის ყველა დონეს. გამოცემულია „ევროპის ლინგვისტური ატლასის“ ორი
გამოშვება (1983 – 1986).

You might also like