You are on page 1of 4

ნიკომაქეს ეთიკა - არისტოტელე

ეთიკა - დღევანდელი გაგებით იურისპონდენციასა (სამართალმცოდნეობა) და


ანთროპოლიგიას შორისაა, კერძოდ ანთროპოლოგიური კულტუროლოგიის ნაწილია. ანუ
რას შეიძლება ეწოდოს კიდევ ფილოსოფია? სწორედ ეთიკასაც.

ეთიკა, როგორც მოძღვრება ანტიკურ სამყაროში გვაქვს. ეს ეთიკაც კვლავ არისტოტელემ


გააჩალიჩა. სოკრატე ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ადამიანის ბუნებაზე გადაიტანა
ყურადღება.სოკრატემდელი მოაზროვნეები კოსმოლოგიით იყვნენ დაკავებულები. სოკრატემ
კიდე თქვა, რომ ვიდრე კოსმოსის შესახებ რამეს იტყოდე, ჯერ შენი თავი შეიცანიო, გაიგე ვინ
ხარ თავად შენ. თუ არ იცი ადამიანი ვინაა, მთელ კოსმოსს რანაირად შეიმეცნებ. ესაა
ეთიკური პრობლემატიკა და ის აქტიური ხდება სოკრატედან. ეთიკა იმენა ადამიანთან
მიმართებით გამოიყენა არისტოტელემ (ეთიკა იგივე მორალია).

ანტიკური სამყაროსთვის, გვიან ელინური სამყაროსთვის ეთიკა ძაან დიდი მოძღვრებაა.


ეთიკა გვესაუბრება ადამიანის საუკეთესო ცხოვრებაზე, საუკეთესო ცხოვრების
სტრატეგიებზე, როგორ ვიცხოვრო უკეთესად. ეთიკური სტრატეგიები დღემდე ორი-სამი
თუა ცნობილი: უტილიტარისტული და კანტის. უტილიტარიზმი - ნებისმიერი ქმედება
სიკეთედ მიჩნევადია, თუ რაიმე სარგებელი მაინც ახლავს. რაც მეტია სარგებელი, მით მეტია
სიკეთე. სიკეთე სარგებელზეა დამოკიდებული. კანტის ეთიკური იდეალიზმი - ქმედება
სასიკეთოა, მიუხედავად იმისა რაიმე სარგებელი ახლავს თუ არა, ანუ რაიმე სარგებელის
მიუხედავად სიკეთე იქნება სიკეთეო. თუ სიკეთე სარგებელზეა დამოკიდებული, მაშინ
ანგარებასთან გვაქვს საქმე. ანუ პირველი ამბობს, რომ სიკეთეს ფაქტობრივად არ გააკეთებ
თუ სარგებელს არ მიიღებო და მეორე კიდე ამბობს, რომ გსიამოვნებს თუ არა სიკეთე
სიკეთეა. კეთილი ნება კეთილი ნებაა სარგებელი მოყვება თუ არა. ეს ორი სტრატეგია
იმდენად დიდია, რომ ბევრ მოძღვრებაშია ამათი კვალი.

ეთიკა სწავლობს იმას როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორი ქცევა იქნება საუკეთესო.
ნიკომაქეს ეთიკას ჰქვია ნიკომაქეს ეთიკა იმიტომ, რომ ნიკომაქოსი ერთქვა არისტოტელეს
მამას. მამა ექიმი იყო ფილიპეს სამეფო კარზე. ნიკომაქოსი დაარქვა არისტოტელემ საკუთარ
შვილს და დიდი ალბათობით ეს წიგნიც მას მიუძღვნა. ეთიკა იკვლევს საუკეთესო
ცხოვრების სტრატეგიებს ანუ ბედნიერებას (საუკეთესო ცხოვრება უკვე ბედნიერებაა).

რა არის ბედნიერება არისტოტელეს თანახმად? არის თუ არა ბედნიერება სასურველი?


ცხადია, არის, ჩვენ ყველა ბედნიერებისთვის ვიბრძვით. თუ ბედნიერება სურს ყველას, მაშინ
ბედნიერება მიზანია. თუ ბედნიერება მიზანია, მაშინ კითხვა დაისმის იმის შესახებ, ერთ-
ერთი რიგითი მიზანია თუ საბოლოო მიზანია? ქმედებებს უამრავი მიზნები აქვს. თუ
ბედნიერება საბოლოო მიზანია, მაშინ ყველა სხვა მიზანი ამ მიზნისთვის მინდა. თუ ერთ-
ერთი მიზანია, მაშინ ამაზე მეტი მიზანიც მექნება: ანუ ბედნიერება დროებითი,
შემთხვევითი მიზანია და საბოლოოა მაგ. მდიდრად ყოფნა. თუ საბოლოო მიზანი
ბედნიერებაა, მაშინ შემოსავალიც ბედნიერებისთვის დამჭირდება და ყველაფერი
დანარჩენიც: ე.ი ყველაფერი სხვა იქნება საშუალება ამ მიზნისთვის. ისმის კითხვა: არის
ბედნიერება ასეთი თუ არა? ანუ საბოლოო და საუკეთესო მიზანი? არისტოტელეს აზრით
არის. ყველაფერი გინდა ბედნიერებისთვის და ბედნიერება თავისი თავის გამო. ანუ
ბედნიერება დაასაბუთებს ყველაფერს, მარა თავად ბედნიერებას ვერაფერი დაასაბუთებს ანუ
თავისთავს თვითონ დაასაბუთებს. ეს ეხება არა მხოლოდ პატარა რაღაცებს, ანუ მაგ.
შემოსავალს, არამედ მაღალ სულიერ კატეგორიებსაც: მაგ. სიყვარული. ცხადია,
შეყვარებულობა არ გინდა თუ უბედური იქნები. მაგ. შვილი გაგეზარდა გარეწარი, მაშინ
უბედური იქნები და გამოდის შვილიც ბედნიერებისთვის გინდა. ვეფხისტყაოსანში
ტარიელი ლამის სუიციდამდე მივიდა ისე იტანჯებოდა მიჯნურის გარეშე, გამოდის
მიჯნურობა ბედნიერებისთვის უნდოდა და არა მიჯნურობა თავად მიჯნურობისთვის.
მოკლედ, ასეთ კონტექსტში მსჯელობს არისტოტელე. რა არის უმაღლესი მიზანი? არის თუ
არა ბედნიერება გახარებულად ყოფნა? მაშინ გამოდის რომ ყველაფერი სიხარულისთვის
გინდა. მოკლედ, გვინდა დეფინიცია. არისტოტელეს აქვს ასეთი პასუხი, რომ უმაღლესი
მიზანი სუბიექტურია ანუ ყველა ადამიანს სხვადასხვა რაღაც ანიჭებს ბედნიერებას. მაგ.
ავადმყოფისთვის - ჯანმრთელობა, ხელმოკლე ადამიანისთვის - შეძლებულობა. მაგრამ, ამის
მიუხედავად თითქოს არისტოტელე ამბობს რომ უმეტესობა ამ თავის მაძიებლობაში
შეცდომას უშვებს და არსებობს რაღაც უნივერსალური ბედნიერება. შეიძლება თუ არა
მკვდარი იყოს ბედნიერი? არისტოტელეს თანახმად, ბედნიერება ერთ-ერთი მოქმედებაა, ეს
სამყარო სულ მოქმედებებშია ანუ სამყაროში არაფერი არ არის უმოქმედო, მითუმეტეს
ადამიანის ცხოვრება უკავშირდება მოქმედებას. ვიდრე ცოცხალი ხარ მოქმედებ. რადგან
ბედნიერება გარკვეული მიზანია, მიზანი მიიღწევა მოქმედებით. ოღონდ, რადგან
მოქმედების გარდა არაფერი არ არის თავად ეს მიზანიც იქნება მოქმედება. ე.ი ბედნიერება
მოქმედება ყოფილა. არისტოტელე ამბობს, რომ გარდაცვალება ნიშნავს მოქმედების
შეწყვეტას (აქ არ იგულისხმება ის რომ სიკვდილის შემდეგ რაღაც უჯრედები მაინც
მოქმედებენ და რაღაც გარდაქმნები მაინც ხდება, ამას არისტოტელე არ იცნობსო). აქ
იგულისხმება ცხოვრებისეული გაგებით მოქმედების შეწყვეტა, შესაბამისად, ბედნიერიც
ვეღარ ვიქნებით. ე.ი არისტოტელესთვის მხოლოდ ცოცხალი აღწევს ბედნიერებას. ვიქნები
თუ არა სოციუმის გარეთ ბედნიერი? ვერა, ბედნიერი ვიქნები სოციუმში ( თუ გავიხსენებთ,
ჩვენ სოციალური და კულტურული ცხოველები ვართ, პოლიტიკური ცხოველები ვართო).

არისტოტელემ ცხოვრების სამი სტრატეგია გამოყო, სამი ტიპის ადამიანი: ისინი ვინც
ბედნიერებას ხედავენ ფიზიკურ სიამოვნებაში (ცხოველის მსგავსი ადამიანები). ჩვენი ერთი
ნაწილი ვეგეტატიურია, ვენათესავებით მცენარეებს ამით. ემოციური ნაწილით კი
ვენათესავებით ცხოველებს. მაქვს ლოგოსური ნაწილი, ეს უკვე გონების გამოყენებას
უკავშირდება. ცხოველის მსგავსად მაცხოვრებელი ადამიანები სიამოვნებას ხედავენ
ემოციების განცდაში (არისტოტელეს მიხედვით ყველაზე მდაბიო ადამიანია). ცუდი
სტრატეგიაა ამაში ბედნიერების დანახვა. ცხადია, ეს ყველაზე მკაფიოა, გასაგებია ჩვენთვის
(მტკივა და მსიამოვნებს, მარა რეალურად ტკივილს ვერ შეეჩვევი). სიამოვნებაში
ბედნიერების დანახვა ცუდი სტრატეგიაა, რადგან ეს უსასრულოა, თუნდაც საკვები რომ
ავიღოთ, ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირი საკვები შეგიძლია მიიღო, ანუ ზედა, საუკეთესო
ზღვარს აქ ვერ მოძებნი, სულ ძიებაში ხარ და საუკეთესოს ვერ იპოვი. მეორე, არისტოტელეს
გამოყოფილი აქვს პოლიტიკური ცხოვრება და ვინც ასე ცხოვრობს, ბედნიერებას ეძებს
დიდებასა და პატივში. რაც მეტია დიდება, ბედნიერების განცდა იმატებს. ესეც ცუდი
სტრატეგიაა, რადგან პოლიტიკური ძალაუფლება ან იმატებს ან იკლებს, ანუ რაღაც
სტატიკური მდგომარეობა არ ახასიათებს. შეუძლებელია რაღაცა ნიშნულს მიაღწიო და
გაჩერდე. ან უნდა გაზარდო ძალაუფლება, ან თუ არ გაზრდი მოგაკლდება. თუ პოლიტიკაში
ხარ მოგიწევს სულ ზარდო ძალაუფლება. არისტოტელე ამიტომ ამბობს, რომ ხშირად ისინი
უფრო ბედნიერები არიან ვინც პატივს სცემს, ვიდრე ვისაც პატივს სცემენ. სწორედ იმიტომ,
რომ პატივით ვერ დაკმაყოფილდები. ეს პრობლემა აქვს ეკონომიკასაც, აქაც ან იზრდება ან
იკლებს. ეკონომიკის მუდმივი ზრდის პრობლემა მეცნიერებამ უნდა დაძლიოს რაღაც ახალი
ტექნოლოგიებით. მოკლედ ზედა ზღვარი არასდროს არ იქნება. ადგილობრივი რესურსები
ამოიწურება, რაღაც სხვაზე გადახვალ. მესამე სტრატეგიაა თეორიული ცხოვრება,
ფილოსოფოსები. არისტოტელეს მიხედვით მხოლოდ ფილოსოფოსებს გამოსდით ბედნიერი
ცხოვრება. რაში ხედავენ ფილოსოფოსები ბედნიერებას? ფილოსოფოსი მჭვრეტელობით
ცხოვრობს, მისთვის არა ფიზიკური სიამოვნება ან დიდებაა მნიშვნელოვანი, არამედ მთავარი
ამოცანაა მჭვრეტელობითი ცხოვრება. არისტოტელეს მიხედვით ბედნიერება არის
თვითკმაყოფილება ანუ კმაყოფილების ქვესიმრავლე. ე.ი ბედნიერება კმაყოფილების
გარკვეული სახეა. პირველ ორ სტრატეგიაში კმაყოფილება ვერ გამოდის. თვითკმაყოფილება
ფართო გაგებითაა: თუ საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, ე.ი კმაყოფილი ვარ ყველაფრით.
ჩემი მე ჩემს სხეულზე ფართოა და ზოგ შემთხვევაში ჩემი მე ჩემს სხეულს არც ემთხვევა. თუ
ვიღაც ჩემს ნივთს დააზიანებს ჩემს მეს შეეხება. ამით არ შეეხება ჩემს სხეულს, მაგრამ
რეაქცია ხომ მაინც მექნება. მაშასადამე, ჩემი მე სხეულის იქითაცაა. ამ ფართო გაგებით, იყო
კმაყოფილი ნიშნავს იყო კმაყოფილი არ მარტო საკუთარი თავით, არამედ საკუთარი
გარემოთიც. სიტყვა ბედნიერება ბერძნულადაა ევდემონია, ანუ კეთილი დემონები, კეთილ
ღვთაებრივობაა. ქართულად ბედნიერება ბედის ქონას ნიშნავს. არისტოტელემ ეს კეთილ
ღვთაებრივობა განმარტა აუტარკიით ანუ თვითკმაყოფილებით. აუტარკია ბერძნულ
აზროვნებაში ეკონომიკური ტერმინია და ნიშნავს საკუთარი თავის შენახვას,
უზრუნველყოფას, ფინანსურად რომ საკუთარ თავს ინახავს. არისტოტელე ამბობს რომ ის
ვინც საკუთარი თავის უზრუნველყოფას ახერხებს ანუ ვინც თვითკმარია, საკუთარი
თავისთვის საკმარისია, ისაა ბედნიერი. ფიზიკური სიამოვნების დროს საკუთარი თავი
საკმარისი არაა. ვიღაც გარეშე გჭირდება, ისევე როგორც დიდების დროს. ამიტომ მხოლოდ
ფილოსოფოსები არიან თვითკმარი ხალხი. მართლა დამოუკიდებელი, თავისუფალი
ადამიანები არიან, რადგან ცხოვრობენ სიქველეების თანახმად. თვითკმაყოფილება
არისტოტელესთან კიდევ არის სიქველეთა თანახმად ცხოვრება და მოღვაწეობა. მხოლოდ
ქველი იქნება ბედნიერი( აუტარკიის მქონე) და ამ სიქველეების რაობის დაზუსტება და მერე
მოპოვება ხდება ბედნიერების მოპოვების მთავარი საშუალება. თუ ქველი არ ხარ ბედნიერი
ვერ იქნები. არაქველი ადამიანი წესივრად ვერ იცხოვრებს. ოღონდ რომელი სიქველეები
უნდა გქონდეს ეს კიდევ ცალკე თემაა. მოკლედ ბენდიერება სიქველეების ქონა და მათ
თანახმად ცხოვრებაა (სიქველე გქონდეს და მის თანახმად არ იცხოვრო შეუძლებელია).

რა არის სიქველე? ვინ არის ქველი? ბერძნულად სიქველე არის არეტე, ლათინური თარგმანია
ვირტუოზი, რაც ქველ ადამიანს ნიშნავს, სიქველეების მქონეს. მაგრამ ეს ბერძნებში რაღაც
სპეციფიკურია. მაგ. საუბრობენ მჭედლობის სიქველეზე, წერა-კითხვის სიქველეზე,
გემთმშენებლობის სიქველეზე და ა.შ. ანუ აქ სიქველე ნიშნავს გაწაფულობას,
გავარჯიშებულობას. სოკრატე, პლატონი და არისტოტელე ამბობენ: გავიგე კარგი მჭედელი
ხარ, მარა კარგი ადამიანი ხარ თუ არა? გაქვს თუ არა გაწაფულობა, გავარჯიშებულობა
ადამიანად ყოფნაში. ამიტომ როგორც სოკრატე ამბობს რომ ფიზიკურ სიკვდილზე უარესია
სულიერი, ფიზკურ სიქველეებთან ერთად ეს ხალხი ხედავს სულიერ სიქველეებს ანუ
გავარჯიშებულობებს, გაწაფულობებს. პლატონმაც მოიყვანა ოთხი გაწაფული სიქველე: 1.
სიბრძნე ანუ მიზეზების კვლევის ჩვევა, რატომის კვლევა 2. სამართლიანობა 3. სიმამაცე 4.
ზომიერება. ეს ოთხი სიქველე ფუნდამენტურია. არისტოტელე კიდევ ბევრ სიქველეს
გამოყოფს, მათ შორის სილამაზე, სიმდიდრე. არის სიქველეები რომლებიც თან დაგყვება და
რომელსაც შეიძენ. თანდაყოლილსა და შეძენილს შორის უკეთესი შეძენილია, მეტი პატივია
და ამიტომ. სოციალური გარემოც თანდაყოლილი სიქველეა. შეძენილი სიქველეები, მაგ.
სიმამაცე უკვე ჩემია, პირად ძალისხმევაზეა დამოკიდებული ვიქნები თუ არა მამაცი.
თანამედროვეობის მიხედვით სიმამაცე ბიოლოგიური მოცემულობაა. ვიღაცებს უფრო მეტი
გენი აქვთ სიმამაცის, ვიღაცებს ნაკლები, დეტერმინირებულები ვართ ფიზიოლოგიურად.
არისტოტელეს მიხედვით ასე არაა, მისთვის ეს შეძენილი სიქველეა და, რაც მთავარია,
გავარჯიშებადია (რადგან სიქველე გაწაფულობაა თავისი არსით). სიქველე რომ შეიძინო
უნდა ივარჯიშო ამ სიქველეში. თუ ამ ოთხი სიქველის თანახმად ცხოვრობ, ხარ
ფილოსოფოსი, თეორიული ცხოვრებით მაცხოვრებელი და ხარ აუტარკიის მქონე
(თვითკმარი ხარ) და ხარ ბედნიერი. სხვა ვერავინ ვერ იქნება კმაყოფილი საკუთარი
ცხოვრებით, ყოველთვის დაგაკლდება რაღაცა. ამ ოთხ ხალხს კმაყოფილებით ცხოვრება
შეუძლია.

რჩება კითხვა: როგორ გავხდე ამ ოთხიდან რომელიმე? არისტოტელე თითოეულ


კრიტერიუმს ცალცაკე ასაბუთებს. მაგ. ამბობს სამართლიანი ხალხი რატოა უფრო მეტად
კმაყოფილი ვიდრე უსამართლო, ასევე მამაცი და ა.შ.

სიქველე შუაშია. ჭარბი სიმამაცე სიგიჟეა. ანუ ჭარბი არც ერთი ოთხთაგანი არ ვარგა.
ნაკლოვანი სიმამაცე უკვე მხდალობას ნიშნავს. ამიტომ ოქროს შუალედში უნდა იყოს.

თოკოს რჩევა: მოძებნეთ ამ ოთხიდან ერთ-ერთის მქონე ადამიანი და მიბაძეთო <3.


ყველანაირი ვარჯიში იწყება არისტოტელეს მიბაძვითო. ოღონდ ფილოსოფოსობაა საჭირო,
ფილოსოფიური განსჯით უნდა დაადგინო ვინაა მამაცი, როცა იპოვი, მიბაძავ. შესაბამისად,
რადგან ფილოსოფოსია ოთხი სიქველის მქონე, უნდა იპოვო ფილოსოფოსი და მიბაძო მას.

You might also like