You are on page 1of 1

2.

„ბედნიერება“ - ტექსტის ანალიზი არისტოტელეს ნიკომაქეს ეთიკის მიხედვით

არისტოტელეს ადამიანის არსებობის უმაღლეს მიზნად მიაჩნდა ბედნიერება. ის


ფიქრობდა რომ ადამიანის ყოველი ნაბიჯი და მოქმედება ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.
არისტოტელესთვის ბედნიერება არის სრულყოფილი ცხოვრება , რომელსაც არ უნდა
გააჩნდეს არავითარი ნაკლი. იმისათვის რომ ასეთ ცხოვრებას მივაღწიოთ საჭიროა სათნოება
ან სათნოების შესაბამისი მოღვაწეობა. არისტოტელეს თქმით ბედნიერება თვითონ ადამიანმა
უნდა მოიპოვოს, საკუთარი აქტივობით და მოქმედებით. შემთხვევით მიღებული
ბედნიერება და წარმატება არ არის ნამდვილი. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის თეორიული
მოღვაწეობა რაც გულისხმობს სულიერ მოღვაწეობას და სულიერ აქტივობას. რომელიც
ადამიანში ღვთაებრივი თვისებაა. თუმცა ბედნიერებისთვის როდი კმარა მხოლოდ სულიერი
სათნოება და თეორიული მოღვაწეობა ასევე საჭიროა „გარეგანი სიკეთენი“, როგორიცაა
თავისუფლება, სიმდიდრე, მეგობრები ყოველივე ეს თუ გონივრულად არ გამოვიყენებთ
იქნება არარაობა. აქედან გამომდინარე არისტოტელე ბედნიერებას ისევ და ისევ
აზროვნებაში, გონივრულ ცხოვრებაში და სიბრძნეში ხედავდა.

არისტოტელეს უაზრობად მიაჩნდა ბედნიერების მოლოდინი სიკვდილის შემდეგ და არა


ქვეყანაშივე, ადამიანის სიცოცხლის მანძილზე. რადგან ადაამიანი ბედნიერებას
სიცოცხლეში უნდა ეძებდეს და არა სიკვდილის შემდეგ.

You might also like