You are on page 1of 4

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამა: არაბისტიკა

I კურსის სტუდენტი:

მარიამ გელაშვილი

ფილოსოფიის შესავალი

ესე:

ეთიკა როგორც დარგი (არისტოტელეს-ნიკომაქეს ეთიკა)

ხელმძღვანელი: დალი გულიაშვილი

თბილისი

2023
თვითონ ეთიკა ფილოსოფიის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დარგია,
რომელიც მნიშვნელოვანთან ერთად ძალიან საინტერესოცაა ჩემთვის. ვფიქრობ,ეთიკა
არის დარგი,რომელსაც ადამიანი ყოველ ნაბიჯზე გადაეყრება ხოლმე ყოველდღიურ
ყოფაში. ეთიკას ძალიან საიტერესო რაც აქვს ეს არის მისი მიზნები. მარტივად რომ
ავხსნათ მისი მიზანია განსაზღვროს ადამიანთა ქცევების სისწორე და მცდარობა. ეთიკა
ორიენტირებულია ადამიანის შეინაგან ღირებულებებზე. ჩემი გაგებით ის არის დარგი,
რომელიც ადამიანში განარჩევს ცუდსა და კარგს. ტერმინი ,ეთიკა“ ბერძნულიდან
მომდინარეობს და ,,ეთოსი“ სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ,,ზნეს“ ასე,რომ ტერმინის
განმარტებაც კი მიგვანიშნებს რას უნდა მოიცავდეს ეს დარგი. საინტერესოა, რომ
პირველად ტერმინი ,,ეთიკა“ გამოიყენა არისტოტელემ, რომელმაც ჯერ კიდევ ანტიკურ
ეპოქაში, სწორედ ზნეობის საკითხებს მიუძღვნა თავისი ,,ნიკომაქეს ეთიკა“. ეთიკის
დარგი ჩემს თვალში მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან,რომ იგი ცდილობს
ცხოვრების ერთ-ერთ ყველასთვის საინტერესო კითხვას ცდილობს გასცეს პასუხი. ეს
კითხვაა: როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა?’’ ეთიკა საინტერესოა იმითაც რომ იგი
მოიცავს ცხოვრების ნებისმიერ სფეროს. რამდენიმე წინადადებით
არისტოტელეს ,,ნიკომაქეს ეთიკასაც’’ რომ შევეხოთ არისტოტელე ეთიკას
აყალიბებს,როგორც მეცნიერებას. ჩემში გაოცებას იწვევს ის ფაქტიც,რომ არისტოტელეს
მიერ ჩამოყალიბებული ეს დებულებები ,,ნიკომაქეს ეთიკაში’’ მუდმივად აქტიურია და
დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. არისტოტელე განიხილავს ისეთ საკითხებს
როგორიცაა ადამიანის არსი, მისი დანიშნულება, განიხილავს სინდისს, სათნოებას და
ა.შ. მისი ,,ნიკომაქეს ეთიკა“ ვფიქრობ, რაღაც გარდამტეხი იქნებოდა ადამიანებში და ასე
წარმომიდგენია,რომ მისი თხზულება იქნებოდა ადამიანების ახალ, უფრო
განვითარებულ,ზნეობრივად უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის გზა.
გამორჩეული ფაქტი ჩემთვის არის ის, რომ არისტოტელეს მოღვაწეობიდან 23 საუკუნეა
გასული, მისი ნააზრევი კი კვლავაც ყოველ ნაბიჯზე აქტიური და სწორია.

ეთიკაში არისტოტელე ამ ყველაფერს ასაბუთებს ლოგიკური და ფსიქოლოგიური


არგუმენტებით. მისი ძირითადი პრობლემა იყო ადამიანის არსის გაგება.
არისტოტელეზე დაყრდნობით ,,ყველა ქმედება სიკეთეს ისახავს მიზნად“. მას თვისი
ეთიკა დაყოფილი აქვს რამდენიმე ნაწილად დასხვადასხვა დარგებს განიხილავს,
მაგალითად, ერთ-ერთ ნაწილში ცალკე საუბრობს პოლიტიკაზე,იქიდან გამომდინარე
რომ ეთიკისთვის ისიც მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჩემში და სავარაუდოდ ბევრ სხვა ადამიანში ინტერესს იწვევს კითხვა რა არის


ეთიკური ქცევა? და მე პასუხად მექნებოდა- ეთიკური ქცევა არის ქცევა, რომელიც
მომდინარეობს შინაგან ზნეობაზე დაყრდნობით, ქცევა, რომელიც ადამიანის გონებაში
წყდება მორალზე დაყრდნობით, რაღაც შინაგანი წესებიდან და კანონებიდან
გამომდინარე. მე მგონია,რომ ეთიკა არ არის დაფუძნებული რაიმე დაწერილ კანონებზე
და ეთიკის კანონები არსებობს ყველა ადამიანში და განსხვავებულია ყველა ადამიანში,
თუმცა არის ეთიკაში მოვალეობებიც, რომელსაც ადამიანს საზოგადოება აკისრებს.
ეთიიკაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენო ეთიკის (ნორმატიული ეთიკის)
მთვარი,საკვანძო ფრაზა, რომელიც ჩემთვის ძალიან სწორად ჟღერს, ეს ფრაზაა:
,, მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ“... ეთიკის საკითხები გაარჩია
პლატონმაც. ასევე არისტოტელეს მსგავსად საინტერესოა სოკრატეს შეხედულებებიც
ეთიკასთან დაკავშირებით. სოკრატეს მიიჩნევენ პირველ ფილოსოფოსად, რომელიც
მთავარ ყურადღებას აქცევდა ზნეობის პრობლემებს. ასევე კანტის მიხედვით არსებობს
პრინციპები, მაგალითად: იყავი მართალი, იყავი პატიოსანი, იყავი კეთილშობილი.. და
ისინიც ეთიკის ნაწილია.
ჩემთვის ეთიკის დარგში ყველაზე საინტერესო ნაწილი არის გამოყენებითი ეთიკა,
რადგანაც იგი მრავალ სფეროს მოიცავს. გამოყენებითი ეთიკა ძალიან
მრავალფეროვანია, მაგალითად მოიცავს ბიოეთიკას, რომელიც განიხილავს ცოცხალი
სამყაროს ნორმებს, ასევე სიტუაციური ეთიკა, საქმიანი ურთიერთობათა ეთიკა, მედია
ეთიკა, მასწავლებლის ეთიკა და კიდევ მრავალი. მათგან ყველა ერთმანეთზე
საინტერესოა, თუნდაც განვიხილოთ მასწავლებლის ეთიკა- მასწავლებლელს
მოეთხოვება იმოქმედოს ეთიკურად გამომდინარე იქიდან, რომ უამრავ ერთმანეთისგან
განსხვავებულ ინდივიდებთან უწევთ ყოველდღიურად ურთიერთობა. სათითაოდ
ეთიკის ყველა სფეროს განხილვას არ დავიწყებ, თუმცა ყოველი მათგანი ცხოვრების
ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ფაქტობრივად ცალკე მიმდინარეობად არსებოსბს
სოკრატული ეთიკა. სოკრატე არის პირველი ვინც შემოგვთავაზა ზნეობრივი
ფილოსოფია.

You might also like