You are on page 1of 5

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

I კურსის სტუდენტი

ჯგუფი 7

ელენე აჩბა

ფილოსოფიის შესავალი

ესე

„სულის შესახებ’’

ხელმძღვანელი: დალი გულიაშვილი

2023
სულის, როგორც მარადიული მატერიის, განსაზღვრა რომ ყველა დროის უკვდავი
ფენონებია, უდავოა. რაწამს სულის მარადიულობაზე იწყება საუბარი, ვფიქრობ,
ერთ-ერთ საჭირბოროტო და მეტად ანგარიშგასაწევ ასპექტს წარმოადგენს
დედამიწაზე მოვლენისა და ცნობიერების „გამომუშავებამდე“ არარსებული,
ადრეული ე.წ. სულიერი საწყისის გონებაში არ არსებობა. ვინაიდან, ხორციელად
მოვლენამდე სულიერი არსობის ხელშესახები დოკუმენტი არ გაგვაჩნია, თითქოს,
მარტივია, იფიქრო, რომ სული უკვდავია, მხოლოდ დროებითობა, მაგრამ არც ის
უნდა დავივიწყოთ, რომ მუცლადმყოფი ვერასდროს შეძლებს ამ პერიოდის
გახსენებას, ვინაიდან ცნობადი თვალი მისი, ჯერ არ ახელილა. მსგავსად, შესაძლოა
სულის მარადიულობის დადასტურება, თუ მას არა მოკვდავის თვალით, არამედ მის
მიღმა არსებული სასწაულებრივი დაშვების თეორიით გავიხილავთ. უნდა
გვახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში ფილოსოფიის მთავარი ამოცანას იყო
სულის უკვდავების დასაბუთება წარმოადგენდა. ჭეშმარიტად საინტერესო
მომენტებია არისტოტელესა და პლატონის მსფოლმხედველობებით აღქმულ სულის
კოცეფციებში. პლატონი სული უკვდავებას ამტკიცებდა . იგი ,,ფედონში“ გვაცნობს
სოკრატეს ცხოვრების უკანასკნელ დღეებს, ამბავი გადმოცემულია ფედონის პირით,
რომელიც ამ ამბის თვითმხილველია. პირადა ჩემთვის საზიაროა
არისტოტელეს ,,სულის შესახებ“ მოსაზრება, რომ სულიერი ცნებები განუშორებელნი
არიან ცოცხალი არსებისმატერიისგან.ნამდვილად, სწორედ სულია ცოცხალ
არსებათა საწყისი. ურთიერთგამომრიცხველობიდან გამომდინარე, ხორციელის
ცნობიერი არსებეობის გარანტი სწორედ სულის შთაბერვაა.

აბსოლუტურად ვიზიარებ კონკრეტულ საზრისს, რომ სულს ხშირ შემთხვევაში არ


შეუძლია სხეულის გარეშე არც განცდა და არც მოქმედება.აი, წარმოვიდგინოთ, სულს
რომ სხვეულებრივი ცხოველქმედების გარეშე ცნობიერება გააჩნდეს, განა
სამყაროშიმის მოვლენამდე არსებული „რაობა“ გონებაში არ დაილექებოდა?
ოპერირება, აღქმა, მოქმედება და სულს „სხეულის განცდის“ გარეშე არ შეუძლია.
მიმაჩნია, რომ წარმოუდგენელია რაიმე ყოფადის, ცნობიერის შემეცნება სხეულისა და
სულის კავშირის გარეშე.. ვფიქრობ, . მაგრამ თუ ესეც წარმოდგენაა ან არ არსებობს
წარმოდგენის გარეშე, მაშინ არც აზროვნება არსებობს სხეულისგან
დამოუკიდებლად. სული შეიძლებოდა ყოფილიყო დამოუკიდებელი თუ მისთვის
დამახასიათებელი იქნებოდა რაიმე სპეციფიკური მოქმედება ან ვნება, მაგრამ თუ მას
არ აქვს რაიმე მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ; აქედან შეიძლება დავასკვნათ,
რომ სული სხეულის და პირიქით, სხეული სულის გარეშე უსიცოცხლო არსობაა.
ურთიერთდამოკიდებულები უერთმანეთოდ ვერ საზრისობენ.

ყველა ემოციური განცდა, როგორებიცაა:ბრაზი, იდილია შიში, სიბრალული,


თავხედობა, ოვაცია, სიყვარული და სიძულვილი არიან სხეულის განცდები, რადგან
მათ სხეული ფიზიკური გამოხატულებით ირეკლავს. ზოგჯერ ადამიანი განიცდის
შიშს, მაშინაც კი თუ საშიში არაფერი მომხდარა, შესაძლოა ითქვას, რომ ვნება
მატერიასთან დაკავშირებული განცაყოფილა. სიბრაზის არსს დიალექტიკოსი და
ბუნებისმეტყველი სხვადასხვაგვარად განსაზღვრავენ. ფაქტობრივად, ერთი განცდას
მეორე კი მატერიალურ გამოვლინებას, ფიზიკურ რეაქციას უსვამს ხაზს.
დიალექტიკოსი განსაზღვრავს, როგორც საპასუხო მოქმედებას შეურაცხყოფისადმი
ან რაიმე მსგავსს, ხოლო ბუნებისმეტყველი მას განიხილავს, როგორც სისხლისა და
სითბოს ჩქროლვას გულის გარშემო. საინტერესოა მომენტია , რომ ამათგან პირველი
გადმოსცემს მატერიას, მეორე კი იდეას და ცნებას, ხოლო საგნის ცნება, თუ საერთოდ
არსებობს,აუცილებლად არსებობს გარკვეული სახის მატერიაში. ამრიგად, სულიერი
ცნებები განუშორებელნი არიან ცოცხალი არსების ბუნებრივი მატერიისგან, ეს
თვისება ისეთია როგორიცაა შიში, სიბრაზე და არა როგორც ხაზი და სიბრტყე.

რაც შეეხება პლატონს, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ის მხარს უჭერს სულის
უკვდავების დასაბუთებას და ის წარმოდგენილია ,,ფედონში“, რომელშიც საუბრობს
სოკრატე. სოკრატე არფერს წერდა. ის თვლიდა, რომ აზრთა გაცვლა-გამოცვლაში,
კითხვა-პასუხში, დიალოგში იბადება ჭეშმარიტება. სწორედ ამიტომ ,,ფედონი“
წარმოდგენილია დიალოგის სახით.

ჩემთვის უაღრესად საინტერესოა სოკრატისეული ხედვა. საკმაოდ კონტრასტული


და რთულად დასამტკიცებელი, თუმცა ანგარიშგასაწევი. ცხადია,მას შემდგომ რაც,
ადამიანი თავად იწყებს აზრონებას, გამოცდილება მის გონების საცავში ინახება.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სოკრატეს თვალსაზრისით ადამიანი იხსენებს
შობამდელ არსებობას მარადისობაში. რთული დასაჯერებელია, რადგან ჩვენ არ
გვახსოვს დანადვილებით თუ რა ხდებოდა „სულიერ სამყაროშ“ მანამ სანამ სული
სხეულს შთაებერებოდა. თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს სულის
მარად არსებობას. შესაბამისად, თუ ადამიანის სული შობამდე არსებობდა,მაშინ ის
სიკვდილის შემდეგაც იარსებებს.

არსებობს ერთგვარი დუალიზმის კანონი,რომლის მიხედვითაც ერთი მეორისგან


იბადება და ერთი მეორეში გადადის შუალედური ფენომენის საშუალებით.აი,
სწორედ ესაა სულიერისა და ხორციელის შთაბერვის ფენომენი. სიცოცხლეს
სიკვდილი მოსდევს, თუმცა ამ შუალედში სულისა და ხორციელების თანაარსებობა
გარდაუვალია.

სული უხილავი გამოცდილებაა. ბუნებამ სხეულს სულის მონობა და მორჩილება


არგუნა,ხოლო სულს-ხელმწიფება და მეუფება.მაშასადამე, სული ჰგავს
ღვთებრივს,სხეული კი-მოკვდავს. სული უხრწნელია. სხეული კი მისი დროებითი
სამყოფელი.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომყოფის რაობას სხეულისა და სულის დუალიზმი


განსაზღვრავს. როგორც აღვნიშნე სხეულის მატერია დროებითი სულის დროებითი
სამყოფელია. მისი ფენომენალურობა მოკვდავის გონებისთვის მიუწვდომელია.
რეალურად, რთულია მოკვდავმა მარადიულობის რაობა თავისი ჩარჩოებით
განასხეულოს. ვფიქრობ, რომ სული, სხეულის კვდომის შემდეგ, გადადის ჰადესში,
მარადიულ სამყოფელში, სადაც წუთისოფელში განცდილი უკვდავ მოგონებადაა
აღბეჭდილი.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. პლატონი - ,,ფედონი“.
2. არისტოტელე - ,,სულის შესახებ“.
3. ირაკლი ბრაჭული, ვალერიან რამიშვილი, ანასტასია ზაქარიაძე, დემურ
ჯალაღონია - ,,ფილოსოფიის შესავალი“.

You might also like