You are on page 1of 4

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტო
საბაკალავრო პროგრამა:

I კურსის სტუდენტი
(მარიამ გელაშვილი)

(ქართული დამწერლობა)
რეფერატი:ენათმეცნიერების შესავალი

ლექტორი: რუსუდან ასათიანი


სემინარის ხელმძღვანელი:ქეთევან
მირზიკაშვილი

თბილისი
2022
პირველ რიგში კარგი იქნება თუ უშუალოდ დამწერლობას განვმარტავთ. დამწერლობა არის
სიმბოლოების გამოყენება იმისათვის,რომ აზრი ვიზუალურად გადმოიცეს. დამწერლობა ჯერ
კიდევ ქამოქვაბულის კედლებიდან ჩნდება და ნელა-ნელა განვითარების მაღალ საფეხურსაც
აღწევს. რაც შეეხება ქართულ დამწერლობას, მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.
რეფერატში განვიხილავთ მისი წარმოშობის საკითხებს,განვითარების ეტაპებს და მასთან
დაკავშირებით სხვადასხვა ავტორების მოსაზრებებს. ეს ავტორები კი იქნებიან,პირველ
რიგში, თამაზ გამყრელიძე,ზურაბ სარჯველაძე,ტარიელ ფუტკარაძე და სხვები.

1.ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხი.

ქართული დამწერლობა ერთ-ერთი უძველესი დამწერლობაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


მის წარმოშობასთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება არსებობს. პირველ რიგში, ქართული
დამწერლობის ხსენებისას მეფე ფარნავაზი გვახსენდება და ერთ-ერთი მოსაზრება სწორედ ეს
არის.

,,ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა, ქართლოსისა ნათესავთაგანი,იმან


განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა,თვინიერ
ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული.“ (ქართლის ცხოვრება).

გარდა ამ მოსაზრებისა,არსებობს თვალსაზრისი რომ ქართველებს დამწერლობა ფარნავაზ


მეფემდეც ჰქონიათ. საინტერესოა სომეხი ისტორიკოსის,კორიუნის მოსაზრებაც,რომლის
მიხედვითაც ქართული,სომხური და ალბანური დამწერლობა შექმნა სომეხმა მოღვაწემ, V
საუკუნეში,თუმცაღა, მისი ცნობა არც ისეთი ობიექტური ჩანს,რამეთუ იგი სწორედ ,,ანბანის
შემქმნელის“-მესროპ მასტოცის-მოწაფე იყო. საყურადღებოა,რომ ეს ცნობა ივანე
ჯავახიშვილმაც განიხილა და მისი სიცრუეც დაასაბუთა-V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის,
იაზარ ფარპეცის ცნობით, მესპორი მხოლოდ სომეხი დამწერლობის შემქმნელია.

განვიხილოთ ივანე ჯავახიშვილის თეორიაც ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ. მისი


თეორიით ქართული ანბანი არაუგვიანეს VII საუკუნეში უნდა შექმნილიყო ფინიკიური
ანბანის მიხედვით. (ი.ჯავახიშვილი).

ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ასევე გიორგი წერეთლის მოსაზრებაც ამ საკითხთან


დაკავშირებით. 1940 წელს აღმოჩენილია ორენოვანი წარწერა,რომელიც ,,არმაზის
ბილინგვის“ სახელითაა ცნობილი. გიორგი წერეთლის აზრით, შესაძლოა არამეულიც და
ქართულიც ერთი წყაროდან- ფინიკიურისაგან და ძველი არამეულისაგან მომდინარეობდეს.
(გ.წერეთელი).

თამაზ გამყრელიძის თეორიის მიხედვით ქართული დამწერლობის წარმოშობა უკავშირდება


იმ მეზობელ ქვეყნებში დამწერლობის შექმნას,რომლებთანაც საქართველოს მჭირდო კავშირი
ჰქონდა. ქართული დამწერლობის პროტოტიპად იგი ბერძნულს მიიჩნევს. ყველა ის
თავისებურება,რაც ბერძნულს სემიტური ენებისაგან განასხვავებს, თავმოყრილია
ქართულში. მაგალითად,წერის მიმართულება (მარცხნიდან-მარჯვნივ), ხმოვანთა
გამომხატველი ნიშნები... (თ.გამყრელიძე)

2. ძველი ქართული დამწერლობა.

პირველ რიგში,საინტერესოა აკაკი შანიძის წინასიტყვაობა. იგი ქართველების ორნაირ წერას


გამოყოფს: ძველსა და ახალს. პირველად შექმნილა ასომთავრული,რომლის ნიმუშებიც
აღმოჩენილია ბოლნისის, მცხეთის ჯვრის,ურბნისის და სხვა წარწერებში. საერთო
შესახედაობის გამო უძველესი ძეგლების დამწერლობას მრგვლოვანი დაერქვა. ჩვენთვის
ცნობილია ნუსხური დამწაერლობაც,რომელსაც კუთხოვანი ფორმები აქვს. ძველი წერა
საბოლოოდ ეკლესიას დარჩა სახმარებლად,საერო ცხოვრებაში კი იყენებდნენ ახალს-
რომელსაც მხედრული დაერქვა. მხედრულის განვითარებისა და განმტკიცების შემდეგ ძველ
წერას დაერქვა ხუცური,რადგან ხუცები იყენებდნენ ეკლესიისათვის, მრგვლოვანს კი
ასომთავრულის სახელით აღნიშნავდნენ. ამავე წყაროში მოცემულია
მტკიცებულებები,რითაც დასტურდება,რომ ქართული ანბანი ბერძნულზე დაყრდნობითაა
შექმნილი. (ა.შანიძის წინასიტყვაობიდან).

გადავიდეთ უშუალოდ თამაზ გამყრელიძის მიერ მოცემული ინფორმაციის დამუშავებაზე


და შევეხოთ ანბანური დამწერლობის შექმნის ტიპოლოგიას. სხვადასხვა სისტემის
დამწერლობათა შესწავლა ხდება ნიმუშად აღებული საწყისი წერითი სისტემის
მიხედვით,სწორედ ეს წარმოგვიდგენს დამწერლობის წარმომქმნის ტიპოლოგიას. მისი
პირველი ეტაპი არის ენის დანაწევრება ბგერით ერთეულებად. ასევე ხდება ნიმუშად
აღებული ანბანიდან სათანადო ნიშნების შენაცვლებები. საინტერესოა ის, რომ ქართული
ანბანის ბერძნული პროტოტიპისაგან შექმნა დასტურდება შინაგანი სტრუქტურების, წყობისა
და პარადიგმატიკის საფუძველზე. არსებობს თვალსაზრისები იმასთან დაკავშირებითაც,რომ
ქართული შესაძლოა სემიტური ენებისაგან მომდინარეობს,თუმცაღა ვერაფრით
დასტურდება და ბევრად მეტი კავშირი ვლინდება ბერძნულ დამწერლობასთან. თამაზ
გამყრელიძე უამრავ არგუმენტს გვისახელებს,რაც ბერძნულთან კავშირს ადასტურებს და
პროტოტიპი ქართული დამწეწრლობისა არის ბერძნული დამწერლობა. თამაზ გამყრელიძეს
სათითაოდ აქვს განხილული

You might also like