You are on page 1of 15

პირველი თავი (1-6 გვ)

ცხედარი

ბორდელიდან (პუტანკებიდან, რომლებიც ხარფუხის აღმართში გადამალული არიან) გამოსული თაზო (რომელსაც
ლურჯი, დიაგონალურად წითელი ზოლის მქონე, სვიტრი აცვია) და ნარატორი ორთაჭალაჰესზე (რომელიც
მტკვარში დამხრჩვალთა თავსაყუდელია) გადაეყრებიან მტკვარში დამხვრჩვალ (თვითმკვლელ ან მოკლულ)
ცხედარს, რომლის ამოყვანასაც ისნის პოლიციელები ცდილობენ. ცხედარს უფერული ქურთუკი და ლურჯი ჯინსი
აცვია.

თაზო უყვება ნარატორს სიზმარს: ღრმა ზღვაშია და ნაპირისკენ მიცურავს, ნაპირზე კი წარწერაა მთელს სიგრძეზე -
მუტელი. შემდეგ უბნისკენ მიდიან, უფილტრო სიგარეტი რომ ნისიად აიღონ.

თავი მეორე (7-17)


სტუმრის ვიზიტი

კომპიუტერთან ჩაეძინება ნარატორს. კომპიუტერზე (ახლო აღმოსავლეთში ნელი ეფერება კატას). სტუმარი უნდა
მოვიდეს 9 საათზე, წინასწარ დაურეკა მან, დიდი ხანია არ სტუმრებია, მხოლოდ დედის სატირალზე მოვიდა.
გაუკვირდა კიდეც მისი მოსვლის ამბავი. სტუმარი მოდის, ნარატორი კომპიუტერს გამორთავს, არ უნდა ნელი ნახოს
სტუმარმა.

სტუმარი თაზოა, მეგობრები უკვე 40 წელს გადაცილებულები არიან. თაზო სწრაფად შედის ოთახში, თვალებში არ
უყურებს ნარატორს. ზედმეტი საუბრის გარეშე, ორივენი შეუდგებიან საწოლზე ზეწრის გადაფარებას. თაზოს ბაითი
სჭირდება და ნარატორმა უნდა დაუთმოს. იგი იცმევს, გასაღებს. სიგარეტს და ტელეფონს აიღებს და გადის.

გასვლამდე შეამჩნევს თაზო როგორ ათვალიერებს თაროზე ამოდებულ სურათს, სადაც თაზო და ნარატორი
(დედამისის მოქსოვილი ჯემპრით) დგანან, სახელმწიფო მუზეუმის ეზოში, ასე ათი წლისანი არიან, ფონად
პრეისტორიული დროის სპილო ჩანს, წარწერით: ARCHIDISKODON MERIDIONALIS - ‘’სამხრეთული სპილო’’. თაზო
სურათს იღებს და იხსენებს, როგორ მუშაობდა ტარიბანის ველზე, პურის მოსავლის დასაზღვევად იყო წასული,
სულაც არ მოეწონა იქაურობა, არადა ჯადოსნურ ადგილად წარმოედგინა იგი, სადაც სპილოები დაიარებიან. ამ
დროს ხმაურიანი ნაბიჯებით გადის ნარატორი, ქუჩაში გასვლამდე კი მედიკოს სარკეში ათვალიერებს გაუპარსავ
სახეს და შესაკრეჭ თავს, და გადის სიგარეტის ნამწვებით გავსებულ სადარბაზოში.

ქუჩაში გასული ნარატორი ფიქრებშია წასული, აინტერესებს ამდენი წლის უნახავ თაზოს მაინცდამაინც რატომ
მასთან მოუნდა პირველი პაემანის დანიშვნა, ოჯახური გარემო უნდოდა თუ? ნუთუ რამეს ნახავს თავისას მის
სახლში, სურათის გარდა? ნუთუ რომელიმე წიგნს გადაშლის და წაიკითხავს თაზო მისი კოლექციიდან? კედელზე
გაკრული თენგიზ მირზაშვილის ნახატები ნუთუ მას მიახვედრებს, ქალაქის შიგნით მხატვრის შექმნილ პატარა
ქალაქს?!

ამასობაში მედიკოს გადაეყრება, რომელიც წუწუნებს დანაგვიანებულ სადარბაზოზე და ნარატორს ეკითხება, რამე
მოხდა-ო? ნარატორიც პასუხობს, რომ სასეირნოდ ვარ გასული-ო.

შემდეგ ნარატორი ისევ ფიქრებს უბრუნდება. აინტერესებს ქიაჩელის თერთმეტ ნომერს ალბათ ადვილად მოაგნებს
ის ქალიო.

ნარატორს ლურჯ მონასტერთა მრევლი აჩერებს და სურათის გადაღებას სთხოვს. ისიც პირჯვრის გადასაწერად სამ
თით შეკრულ და გარინდულ მღვდელსა და მის მრევლს უღებს იგი სურათს, ორს. შემდეგ ვერის ბაღში მიდის და
ახსენდება ორსონ უელსის სიტყვები, რომ: ორ რამეს ვერ გამოსახავ კინოში აბსოლუტურად რეალისტურად -
სასიყვარულო აქტსა და ლოცვას. შემდეგ მეძაღლეებზე ფიქრობს (ვერის ბაღი დილით ძაღლებისა და მათი
პატრონების ადგილია, შემდეგ ბავშვების და მშობლების, ბოლოს შეყვარებულების). იხსენებს თავის თეთრ
ლაბრადორს როგორ ასეირნებს აქ.
თავი მესამე (17-24 გვ)
ლეო და მედიკო

პარკში მსხდომ და ფიქრებში გაპარულ ნარატორს ლეო აბრუნებს დედამიწაზე: სიგარეტი გაქვს? ისიც აძლევს. ლეო
მოძველბიჭო მასტია, ციხეში დიდი ხნით ნამყოფი, იგი ერთ დროს მედიკოს ეტრფოდა, ულამაზესი და პროფესორის
ქალიშვილი მედიკოც სავარაუდოდ გულგრილი არ იყო მის მიმართ. ბოლო სროკის მერე ლეომ ვერ გაბედა
მედიკოსთან არ შემდგარი ურთიერთობის განახლება, ეტყობა ვერ მოკვდა მასში ძველი ბიჭი. ნარატორის აზრით,
ლეო აღარ იყო ის ძველი სიძლიერის, მას შემდეგ რაც მერიამ თუ ვიღაც სხვა სახელმწიფო ორგანომ მედიკოსთვის
მისი ნაჩუქარი ‘ბე-ემ-ვე” წაიყვანა მისი ავტორიტეტიც შეილახა. ხო, ერთ დროს მედიკოს აჩუქა ლეომ ეს მანქანა, ძია
როსტომის გარდა (მედიკოს მამა) ყველამ იცოდა ეს სადარბაზოსთან გაჩერებული მანქანა რომ ამ ქალბატონს
ეკუთვნოდა, მედიკოც არასდროს გაკარებია ამ ნაყაჩაღობით ნაყიდ მანქანას, იუკადრისა, თუმცა ნარატორთან
ერთად აღნიშნა კიდეც ჩუმად ლეოს სვაბოდაზე გასვლა.

ლეოს სიგარეტს აწევინებს ნარატორი და დიალოგი დგება მათში. თაზოს იკითხავს და მათ ურთიერთობას ძველი
ბიჭი, ნარატორი ეტყვის სულ მუშაობს და ძველებური ურთიერთობა არ გვაქვსო. შემდეგ სროკიდან ახალგამოსული
ეკითხება: მედიკო მოსწონდა ხომ მაგას? არა! მედიკოს მოსწონდა! - ამაზე ბრაზდება. ნარატორი შემდეგ
კონსერვატორიების ისტორიებს იხსენებს, როგორ დააყაჩაღეს ოთხი მუსიკოსი, წაართვეს ბუარნერი, ერთს თავი
გაუხეთქეს, ამაზე როსტომ ძიას ცოფმა დააყარა და უფრო განუმტკიცა თავისი გადაწყვეტილება, რომ თითქმის
ნახევარსაუკუნოვანი სახლში ჩაკეტილობა სწორია. შემდეგ ახალგაზრდა წყვილისა და ადმინისტრაციის ჭორიკანა
თანამშრომელს შორის შემდგარ საუბარსაც მოჰყვება. ბოლოს ნარატორი სიგარეტს დაუტოვებს ლეოს და მიდის.

თავი მეოთხე (24-27 გვ)


ძია როსტომი

ნარატორი გვიყვება, რომ ძია როსტომი მუსიკაზე და ყვავილებზე შეყვარებული კაცია. უყვარს რახმანინოვი, მასთან
მისი აზრით ვერავინ მივა რუსებისგან: კორსაკოვი, მუსორსკი, ვან კლიბერნისა დალუგანსკი მიერ შესრულებულ
მესამე კონცერტს იხსენებს. საუბარში მედიკო ერთვება, ერთ ჭერქვეშ დარჩენილ მარტოსულ თეორეტიკოსებს შორის
ბრძოლას გაჩაღებული, შვილის დაგვიანებული ამბოხის მოწმეები ვხდებით. ძია როსტომს ახლა უკვე მხოლოდ
მუსიკა და ყვავილები აინტერესებს.

მედიკო იხსენებს, თუ როგორ გამოუგზავნა დაბადების დღეზე როსტომის საყვარელმა თოჯინა, მამა სულ
ყვავილებს სჩუქნიდა, ახლა კი რეზინის თოჯინით ეახლა. თავიდან იეჭვიანა, მერე შეიყვანა პატარა რეზინის
მეგობარი. ამ ამბის ფონად ძია როსტომი TAKE FIVE-ს უკრავს.

თავი მეხუთე (27-35)


ნელი, კატები და ვეტერინარი

ნარატორი ვერის ბაღიდან 51-ე სკოლასთან გვირაბით ამოდის და ჯდება პირველივე კაფეში, შორენას მოდუღებულ
ყავას მიირთმევს, ტელეფონს იღებს, რთავს ინტერნეტს და ათვალიერებს ნელის მოგზაურობის ალბომს, თავის
ვეტერინარ მეგობართან ერთად, რომელსაც უყვარს კატები, ფოტოების გადაღება, შემდეგ „ფბ-ზე“ განთავსება და
ასევე სამართებლით ქოსა ლოყების გაპარსვა.

სურათებზე სჩანს ბევრი კატა, ნელი, წარწერები, გზა, ქალაქები… პირველი წარწერიანი სურათი აფრთხილებს, რომ
პალესტინის ტერიტორია იწყება მასში შესვლა ისრაელის მოქალაქეებს ეკრძალებათ. შემდეგი სურათი ისრაელის
სადალაქოშია, ვეტერინარს პარსავს დალაქი. შემდეგ დანაღმული გზის მომასწავებელი ნიშანი ჩნდება ფირზე.
შემდეგ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარწერიანი ბანერი გამოჩნდება, შემდეგ წარწერა ‘პეტრა’. ალბომი
მთავრდება, ზღვისპირა ქალაქში გადაღებული სურათით.
თავი მეექვსე (35-41 გვ)
ბუკინისტები, პროფესორი, მუშტი და როზეტა

ნარატორი ტოვებს შორენას კაფეს და უნივერსიტეტისკენ მიდის, გზად ვიღაც მანქანიდან ხელს დაუქნევს, ხელის
აწევითვე პასუხობს, თუმცა კი ვერ იცნო. შემდეგ წიგნებზე ფიქრობს, შემდეგ უნივერსიტეტის გადასასვლელთან
გადაშლილ წიგნების თვალიერებას იწყებს, სურს რაიმე საინტერესო წარწერიანი წიგნი ნახოს, ამ დროს უკნიდან
მისი დიდი ხნის წინანდელი პროფესორი ადგება, იკითხავს, თუმცა ნარატორს არ ახსოვს რა ერქვა და რას
ასწავლიდა იგი.

შემდეგ შორდება, მეჩქარებაო და უნივერსიტეტის ეზოში შედის, ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან ჯდება, იღებს
ტელეფონს და ნელის ‘გამწვანებას’ ელოდება ჩატში. იწყებს ფეისბუქ სიახლეების თვალიერებას და უცებ გიოს,
თაზოს 15 წლის შვილის ფოტოს აწყდება, რომელსაც ნაჩხუბარი გადახსნილი მუშტისთვის გადაუღია სურათი და
აუტვირთავს სოციალურ ქსელში. გიოს ნათლია უნდა ყოფილიყო ნარატორი, თუმცა შორენა (ნარატორის შვილი)
დაიბადა მასზე ადრე და თაზომ მონათლა იგი. თაზოს და ნანიკოც (თაზოს ცოლი) ვერ ნახულობენ ამ „ულაიქოდ“
და უკომენტაროდ დარჩენილ შვილის გადახსნილ ფოტოს - მათ სოციალური ქსელი არ გაუკარებიათ ახლოს.

ფეისბუქზე მას როზეტას (სვანური გვარის მქონე რეჟისორი, კურსელი) პრიზმომარჯვებული სურათი „ეჩითება“.
გამარჯვებული რეჟისორის სახელსა და სვანურ გვარს ხმამაღლა წარმოთქვამს, რომელიც უცხოელებისთვის
ნარატორის სახელისა და გვარის წარმოთქმაზე უფრო მარტივია. შემდეგ ახსენდება ძველი დრო სვანეთში
გატარებული.

თავი მეშვიდე (41-57 გვ)


სვანეთი, როზეტა და პარტ-ისტორია

პირველი რაც თავში მოსდის ნარატორს არის სვანეთში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა, რომელსაც სოფლები უნდა
დაეტბორა, მათთან ერთად სალოცავები და საფლავები. ამის შემდეგ გვიყვება, ენერგეტიკის მინისტრი როგორ
ჰპირდებოდა ხალხს საფლავებსაც გადავიტანთ და სალოცავებსაცო, ოღონდ მოგვეცით აშენებაზე თანხმობაო, ხალხი
უარზე იყო, ამას საპროტესტო აქციები მოჰყვა, ბოლოს კი ავტომატიანმა კაცმა ელექტრო ენერგიის გადამცემი ბოძი
დაცხრილა, ზიანი მსუბუქი აღმოჩნდა, რადგან ენერგიის ალტერნატიული გადაცემის წყაროც ჰქონდა ენერგეტიკის
სამინისტროს. ავტორი საყვედურობს ქალაქელ ინტელექტუალებს, რადგან მათ ეს თემა არ აწუხებდათ, ავტომატიანი
კაცი, რომელიც სროლის შემდეგ ტყეში მიიმალა, დაიჭირეს, იგი როზეტას მოგვარე აღმოჩნდება.

ნარატორი როზეტას ამბავს ყვება, იგი სვანი კურსელი იყო, მამამისი კი ტექნიკური უნივერსიტეტის პარტ-
ისტორიის განხრით პროფესორი. იხსენებს როგორ მიდიოდნენ როზეტას დაბადების დღეზე მასთან სახლში, ახსოვს
მამამისი, რომელსაც ყანწით უყვარდა მათი დათრობა, ცომში ახელებ მოვლებული დედამისი, ჯმუხი გამოხედვის
როზეტას ძმა.

ნარატორს ახსენდება ხელობის დავალებები, თუ როგორ აწერინებდა იგი თავის სტუდენტებს ჩანაწერებს,
რომლებიც უნდა ქცეულიყო ნაწარმოებებად და ფილმებად. როზეტას ჩანაწერი კი სულ ერთ თემას ეხებოდა,
კვირიკეს ხატის გატაცებას.

კვირიკეს ხატის გატაცება კი სამ ყაჩაღს ეხება, რომლებმაც ეკლესია გატეხეს და ხატი მოიპარეს, ღმერთმა და ხატმა
ერთად აუბნიეს მძარცველებს თავგზა და წრეზე ატრიალეს, ბოლოს კი ქურდები სვანებმა ჩაქოლეს. როზეტამ
ბოლოს ისიც გამოარკვია, ერთი სვანი იყო ქურდებთაგან, დანარჩენი ბათუმელები. სვანი არ ჩაუქოლიათ (ქალებს,
ქალებმა ჩაქოლეს ისინი, რადგან მამაკაცები ხევს კეტავდნენ, ქურდები კი ქალებმა იპოვეს შემთხვევით). სვანი
შერცხვენილი გაუშვეს, თუმცა ისიც მალე დაისაჯა თურმე, ქვრივის გაუპატიურება მოუნდომია, ქალმა იგი
მაკრატლით მოკლა, ცხედარი დედას გაატანეს, არავინ მიხმარებია, მხოლოდ დედას საჭმელს უდებდნენ გზადაგზა,
ასე ირიბად ეცოდებოდათ ნაძირალა მკვდრის დედა. როზეტას ეს ისტორია მუდამ თან ჰქონდა გონებაში,
ჩანახატების სახით და უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას აგროვებდა.
ნარატორი ამის შემდეგ როზეტას ბიძაშვილის - ჯეირანის ამბავს გვიყვება, როგორ ესროდა იგი ავტომატს ელექტრო
გადამცემ ბოძებს, რომლითაც დენით საქართველოს ნაცვლად თურქეთი მარაგდებოდა (3 ჯერ ძვირი იყო იქ
გაყიდვა), ბიძაშვილი ასე უპირისპირდებოდა ენერგო მაფიას.

თაზო და ნარატორი ერთხელაც იხმობენ ‘’ნარგიზში’’ (საჩაიეა) როზეტას, რომელიც გაკვირვებულია. საჩაიეში
ხვდებათ იეზიდი დამლაგებელი - თამარა, რომელიც საფერფლეებს ცვლის, მას დიდი ხნის ისტორია აქვს ამ
დაწესებულებაში გამოვლილი. თაზო როზეტას სთხოვს შენ ბიძაშვილს დაგვაკავშირე, ფილმის გადაღება გვინდა
მასზეო. ისიც ბრაზდება, მას ეს რომ სდომოდა მე მეტყოდა, ან თვითონ მოიპოვებდა დიდებას და სახელსო, მას ხომ
ქვეყანა ჰყავს გადაკიდებულიო, მის დასაწერად ზუგდიდიდან დადის სპეცნაზიო. კარის მიჯახუნებით ტოვებს იგი
‘’ნარგიზს’.

შემდეგ ნარატორს ნეკროლოგი ახსენდება, რომელშიც თამარას გარდაცვალებაზე წერია. მერე ჯეირანზე გვაწვდის
ინფორმაციას, როგორ იქცა ენერგო-ყაჩაღიდან ენერგო-რეკეტიორად, სახელმწიფო როგორ გაურიგდა მას და პენსია
დაუნიშნეს, ბოლოს კი პირდაპირ ეთერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

როზეტა ამ დროს ევროპაში სწავლას აგრძელებდა და ბოიფრენდად ჰოლანდიელი მამაკაცი ჰყავდა. შემდეგ
რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს კვირიკეს ხატის მოპარვით შეპყრობილი ქალი და ნარატორი, ერთხელ ხელობის
მასწავლებლის დაკრძალვაზე, ორჯერ ჯგუფელთა შეკრებაზე და ა.შ

ხელობის მასწავლებლის გასვენებაზე როზეტა უყვება ნარატორს მამამისის ამბავს, როგორ ავიდა იგი სვანეთში
უხუცესთან მოწვევით, ფორმალური ამბავი უნდა გადაეწყვიტათ სისხლის აღებაზე, ძმაკაცები ავარიაში მოყვნენ,
საჭესთან მყოფი გადარჩა და მისი ბედნი წყდებოდა. ყველა წინასწარ იცოდა ბიჭს არ დაადანაშაულებდნენ, თუმცა
როზეტას მამამ სიკვდილიო! ხმა მისცა. ეტყობა ახალგაზრდა შვილის (როზეტას ძმის სიკვდილი უმძიმდა, რომელიც
ცოტახნის წინ გულით მოკვდა და სტრესი დაემართა). როზეტამ ნარატორს უამბო, ფილმს გადავიღებ მასწავლებლის
ხათრითო და მართლაც, კვირიკეს ხატის მოპარვაზე ფილმი გადაიღო, რომელმაც მიჯრით რამდენიმე კონკურსი
მოიგო. ნარატორს უნდა თაზოს ანახოს ეს ფილმი, თუ საღამოს სახლში მიუსწრო.

თავი მერვე (57 - 67 გვ)


შეკრება, ჩანადირი, გოგოთური და აფშინა, სამხრეთული სპილო

მორიგი შეკრება ტარდება კურსელების, ყველანი იკრიბებიან, თვით ქებაძეც ჩამოსულია, ერთი თაზო არ ჩანს.
თაზოს ბევრჯერ დაურეკეს და ისიც თანახმა იყო, ნანიკოსაც წამოვიყვანო ეუბნება, მაგრამ - არ მოდის! ქებაძეს
ფილმები უკვე გადაღებული აქვს და იმაზე ჩივის, ქართველი ვერ ვიპოვე კამერის წინ გაშიშვლდებოდესო. ცაბაძეს
‘ლაქა’ ახსენდება, ხომ გადაიღო მანო?! კითხულობენ თაზოს, ერთმა ნარატორს უთხრა: შენს ძმაკაცს ეშინიაო… უსიც
ბოთლისკენ წაიღებს ხელს…

ამ დროს ჩანადირს მიჰყავს ნარატორი დიდუბეში, მაუდ-კამვოლის კომბინატში, სადაც მისი დედობილი ქალი
ცხოვრობს, (დედა მის მშობიარობას გადაჰყვა და მის მერე ეს ქალი ზრდიდა, ძიძა იყო როზა თუ იზა. ეს სახლი არის
მისი თავშესაფარი) რომელიც კარგად ეწევა და თმა განახშირისფერებული აქვს. ჩანადირი იმ კარს უღებს ნარატორს,
რომლის იქეთ რაღაც პირადული და მნიშვნელოვანი იწყება. მოხუცის სტუმრები იწყებენ სმას. ჩანადირი თავის
დაუწერელ ფილმზე უყვება ნარატორს: “გოგოთური და აფშინა”, როგორ მიდიან ორნი ცხენებზე ამხედრებულნი და
ბჭობენ ვინ უკეთესი ბიჭია, მსმელებიც სკამებს დააჭენებენ, ბოლოს ცხენებს საძოვრად უშვებენ და აგრძელებენ
სუფრობას. შემდეგ თაზოზე ჩამოვარდება საუბარი, ამაზე ნარატორიც იმ მისტიკურ კარს უღებს ჩანადირს, ეუბნება
როგორ ენატრება იგი.

იხსენებს ნარატორი თაზოსთან გაცნობის დღეს, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს რომ ჰქონდათ წვეულება ოჯახური,
მისმა მარტოხელა დედამ თავისი ერთადერთი იმედი მიიყვანა შეკრებაზე, სადაც ბიჭმა გაიცნო თაზო, რომელმაც
ლექსის თქმაზე უარი თქვა, ნარატორიც აყვა. დედას ეწყინა, თაზოს მამას კიდე გაეცინა და შინ დაპატიჟა. ნანობს
ნარატორი, რატომ არ გავახარე დედა და არ მოვყევი ლექსსო. ასე იწყება ძმაკაცობა თაზოსა და ნარატორს შორის,
სამხრეთული სპილოს ეზოში. შემდეგ პირველი ჩხუბი ვერცხლის ქუჩის მიდამოებში, კოლმეურნეობის დამშრალ
შადრევანში უწყლოდ მოინათლნენ შემდეგ იხსენებს ერთხელ ახალგაზრდა როცა იყო, როგორ მივიდა თაზოს
სახლში და არ დახვდა შინ, მისმა მშობლებმა გაუღეს კარი, არ შევიდა, გარეთ ელოდა და მალევე მანქანით მის ეზოში
გაიჩითა ძმაკაცი და როგორ გაუხარდა მისი ნახვა.

ამ დროს ჩანადირი ეუბნება ალბათ ეშინია თაზოს და მაგიტომ არ მოდის შეკრებებზეო. ისევ ბოთლისკენ
გადაიხრება და შუა პროცესში შეაჩერებს რაღაცა, დადებს და გავა გარეთ.

თავი მეცხრე (67- 74გვ)


აბიჟაი, ბლიადსკი ბაღი, ოკუპაციის თერაპევტი, შრამი, სუბიექტური კადრი

ჩანადირის სახლიდან გამოსულ ნარატორს უჭირს, შესაბამისად ეძებს ჩიხს, ყველა ჩიხი კი ყოველთვის მალავს
საფრთხეს. იწყებს დაცლას, რა დროსაც მას გაცოფებულ ძაღლთან და მის პატრონთან უწევს შეკამათება, რატომ
გვიფსამ სახლზეო?! არ იცოდა ამან. ძაღლი ბრაზდება, მეპატრონემ გამოდიო, ამან - „გამოდი რა ძაღლი ვარ შენი
რიჟა დედაც მოვტყანო“, პატრონმა ძაღლს: აბიჟაიო, ასეთი ბრძანება პირველად ესმის, ოთხფეხაც თავს ესხმის…

ეღვიძება საბურთალოზე, სადღეღამისო ცოფის საწინააღმდეგო ვეტერინარიაში, სადაც შრატს უკეთებენ. ჩანადირმა
მიიყვანა, ძებნა რომ დაუწყო გზაში უპოვია დასისხლიანებული, ნარატორს არ ახსოვს. ხელი დაუზიანდა. ვერ
იყენებს ძველებურად. ახსენდება მარცხენა ხელის ჩამოსადები ბალიში, არათითზე ჩამოსაცმელი პლასტმასის
ორთეზი… ექიმს უნიშნავენ უცნაური პროფესიით ‘’ოკუპაციის თერაპევტი’’, მან უნდა ასწავლო როგორ შეეგუოს ამ
დანაკლისს, მისთვის ბეჭდვა ყველაზე ძვირფასი რამაა. ოკუპაციური თერაპევტს კლიენტები ჰყავს და არა
პაციენტები.

ახსენდება ხელობის მასწავლებლის დარიგება: როცა ფილმს აკეთებ, მაშინვე უნდა იცოდე რა პროფესიისაა შენი
პერსონაჟიო.

იხსენებს ნელის, როგორ მუშაობს ის პრობლემატურ ბავშვებთან, როგორ მოაქვს მას თავისი ბავშვების სათამაშოები
რომ ავარჯიშოს მამამ ხელი... როგორ დიდ სიამოვნებას ანიჭებს მას სიგარეტი… თავზე შრამი რომ აქვს, ნელი მუდამ
ეკითხება, ესეც პასუხობს, ხან ერთს ხან მეორეს.

იხსენებს როგორ დაიჭრა მუცელში თაზო, სახინკლეში ჩია ჯარისკაცს აასხა და გაისროლა, ტყვია მას მოხვდა,
საავადმყოფოში საკაცეზე მწოლიარემ ჭერის ნათურების მნახველმა თაზომ: სუბიექტური კადრიო - ჩასჩურჩულა
ნარატორს. ტყვია ნაწლავებში შეუხორცდა. ჩია ჯარისკაცმა კი ორი წლის მერე თავი ჩამოიხრჩო კალათბურთის
ფარზე. ნელის იხსენებს, მათ ჩუმად არ შეეძლოთ ერთად ყოფნისას, ერთმანეთს აცინებენ, ახსენდება ვეტერინარი,
რომელზეც არ ეჭვიანობს.

თავი მეათე (74-82გვ)


ინტერნეტპოკერი, კილი, იო, მზიური, მაიმუნები

ჭავჭავაძეზე შუქნიშნის გადასასვლელზე ნარატორს თავისი კლასელი იკა შონია ხვდება (კლასელი, რომელიც
კომაროვშიც კი სწავლობდა თავის დროზე, მათემატიკა ეხერხებოდა კარგად), არ ესიამოვნება ძველ მეგობარს მისი
ნახვა, ის ერთობ ცრურწმენებით არის შეპყრობილი, იგი თავის დას და მის ოჯახს ინტერნეტპოკერით არჩენს,
ყოველდღე კი ერთსა და იმავე დროს მიდის აბაშიძეზე სიგარის სახლში და ეწევა ნახევარ საათში ერთ სიგარას.

უცებ ნარატორს ახსენდება კითხვა ‘რამდენი მოსახლეობაა თბილისში?’ ნახევარგამტარების ქარხანაზე ფილმის
გადამღები რეჟისორის კითხვა, მას იო ერქვა კორეელი იყო. იგი სეულიდანაა და ამბობს, მე არასდროს მხვდება
ქუჩაში ნაცნობიო. თურმე კორეელებს რაღაც ფერმენტის ნაკლებობა აქვთ ღვიძლში, რის გამოც ალკოჰოლი მათ
მარტივად ერევა. იო ნარატორმა ოსნაბრუკში, გერმანიის პატარა ქალაქში გაიცნო, დაახლოვდნენ, მას ევროპელს
ეძახდა და ეს სიამოვნებდა.
იკა შონიამაც ერთხელ სცადა ევროპაში წასვლა, რიგის გემს დააჯდა მეგობართან ერთად, რომელსაც ‘ანა კარენინა’
ერქვა, სახლისთვის კი დატოვა წერილი, ნარატორს ენდობოდა და მას ჩააბარა - ’მე წავედი ბარში, ლუდის
დასალევად’’. მალევე გერმანიის ერთ ქალაქს მიადგებიან, ფულს ბოლომდე ხარჯავენ და უკანვე გამოჰყვებიან
კარენინას. შემდეგ ბევრჯერ იგონებს იქ რომ ყოფილიყო რამდენი ქალი ეყოლებოდა, წელიწადში სამთან ექნებოდა
რომანი და როგორ მოიყვანდა ცოლად მეოთხეს, რომელსაც ბრინჰილდას ეძახის. კილი ერთადერთი ევროპული
ქალაქი იყო რომელიც მან ნახა და მაგის მერე თბილისშია.

ამის შემდეგ ნარატორი მოგონებებით ბრუნდებოდა უკან და იხსენებს თბილისის, კერძოდ ვერეს ხეობის
დატბორვის ამბავს. როგორ დარბოდა ბეჰემოტი გმირთა მოედანზე, როგორ ზიზღით უყურებდნენ ფორმიანები
ახალგაზრდებს, რომლებიც ერთად ასუფთავებდნენ დატბორილ ქალაქს. შემდეგ ახსენდება ერთი მოწოდება
ტელევიზორიდან: ‘’მაიმუნებმა ცურვა არ იციან’’.

მეთერთმეტე თავი (82-87 გვ)


სტოკჰოლმი, შფოთის კუნძული, ტარკოვსკი, ბერგმანი

ნარატორი უკვე დუმბაძის ბიუსტს უახლოვდება ჭავჭავაძეზე, ამ დროს ახსენდება ნელი რომ დაურეკა და ზუსტად
აქ შეაფარა თავი ხმაურს, შვედეთიდან დაურეკა. მას ახსენდება ნელის და ვეტერინარს 13 წლის ვაჟი რომლის
ზრდასაც და ნელისაც თვალყურს ადევნებს შეძლებისდაგვარად ინტერნეტიდან, იგი ახლახან გახდა 13-ის და
ველოსიპედი აჩუქეს მშობლებმა.

ბალტიისპირა კუნძულზე გადაღებულ ფოტოს ათვალიერებს, ამ ადგილს მან ‘’შფოთის კუნძული’ დაარქვა. ნელი
სემინარებზე იყო ამ ადგილას წასულო, თურმე ამ კუნძულზე ტარკოვსკის ‘მსხვერპლშეწირვა’ გადაუღია. იგი
სასტუმროდან წერს, სემინარების შესვენებებზე თითო მესიჯი მოსდის. ნელის ოთახი შეხვდა საუკეთესო, ზღვის
ხედით, მაგრამ ვერ გაუძლო და სხვას გაუცვალა. თურმე გვერდით კუნძულზე ბერგმანი არის დასაფლავებული.
მაგიდაზე პატარა ალბომი ‘ბალტიის ზღვის პეიზაჟები’’ ახსენდება, შემდეგ ნელის მონაწერი, ეკლესიაში ვიყავით, იმ
ეზოშია სადაც ბერგმანია დასაფლავებული, შიგ მხოლოდ ღუზაა, „რა იყო მობი დიკში ხარო“ პასუხობს ნარატორი
ნელის. ასევე ერთ-ერთ კედელზე სანაპიროზე წარწერაა მეზღვაურებს რომლებმაც ლუკმის გულისთვის ცხოვრება
გაწირეს.

მას ამ დროს კინოცენტრში აქვს შეხვედრა, თავისი სცენარი, ბიზნესგეგმა და რეჟისორული ხედვებით უნდა
მოაწონოს სხვებს თავი. ახსენდება როგორ ბრუნდება ნელი კუნძულიდან სტოკჰოლმში ბორანით, გზაში შაკიკის
შეტევა ემართება და ხელით აჰყავთ ექიმის მეთვალყურეობით. ამას თბილისში უყვება უკვე.

მეთორმეტე თავი (87-103. გვ)


Master, განმეორება, ‘’YOU WILL NEVER WALK ALONE’’, ვიდასი, კუროსავა

ნარატორი ახლა არაყიშვილის ქუჩას გაივლის, ფალიაშვილს გადაკვეთს და კავსაძემდე მიდის არავინ ნაცნობი არ
ხვდება. აქ კი ძველ ნაცნობ ტყუპ დებს ხედავს, მას მხოლოდ სახით იცნობს ისინი უცვლელი თბილისის სიმბოლოა.
შემდეგ სვამს კითხვას, რამდენი ხანი უნდა იცხოვროს კაცმა რომ ქალაქი მისი გახდეს? მას ხსენდება რომ თბილისის
გარეთ დიდი ხნით მხოლოდ ერთხელ იყო პრაღაში ფილმისთვის ფერები კორექცია უნდა გაეკეთებინა. ახსენდება
როგორი უფერული იყო ეს ქალაქი, ის კაფე ‘სლავიაში’ დადიოდა საღამოობით, როცა სტუდიიდან მოდიოდა და იქ
ერთი პიანისტის დაკვრას უსმენდა. შემდეგ წამოსვლამდე არაფერი მოსწონებია, მხოლოდ ავტობუსიდან შეამჩნია,
როგორ გამოვიდა მოხუცი, მზეს ერთი ორი წუთით ახედა და ხელჯოხით დაიწყო გზის გაკვალვა. ამან სხვანაირად
შეახედა ამ ქალაქისათვის.

ახსენდება ერთადერთი ფესტივალი, რომლის ფარგლებში მან უამრავი ქალაქი მოიარა. იხსენებს წითელ ხალიჩას და
მასზე მოსიარულე ხალხს, როგორი ყალბები არიან. შემდეგ ამბობს რომ მან მართლაც ნამდვილი ფილმი შექმნა,
მასზე ადარაჰმან სისაკომ - ‘’Master-იაო’ ბრძანა.
ახლა უკვე ახალი ისტორია ახსენდება ლოკომოტივის მოედნიდან, სადაც ის და თაზო შეიპარნენ თაკარა დღეს და
ლუდის წრუპვა დაიწყეს. აქ დინამოს კაპიტან ჩივაძეს იღებენ, უფრო სწორედ ლივერპულთან გამარჯვების გოლის
ავტორის ზეიმი გამორჩათ და ახლა მის აღდგენას ცდილობენ. ახსენდება როგორ მოუგეს ნამგლიანმა და უროიანმა
ხალხმა დიდ ინგლისელებს ფეხბურთში, 3 გოლის შემდეგაც კი ინგლისელები როგორ ყვიროდნენ ‘’YOU WILL
NEVER WALK ALONE’’. 1979 წელია. თაზო სტადიონზე იყო, მამამ წაიყვანა, ნარატორი ტელევიზორიდან უყურებდა
ამ წვიმიან ამინდში გამართულ დიად მატჩს. ხო, თაზოსგან ახსოვს რომ მამამისი დაიხარა მისკენ და სველი
ტუჩებით ჩასჩურჩულა რომ ეს დღე დაიმახსოვროს. ალბათ, თაზო მამის მძაფრ სუნს გრძნობს და ალბათ ასეთი სუნი
უნდა ჰქონდეს მამას. ახლა სტადიონზე კი ჩივაძის გამორჩენილი მომენტის აღდგენას ცდილობენ დოკუმენტურ
ფილმს იღებენ. სწყინდებათ ახალგაზრდებს და ლუდს ეძალებიან.

უეცრად თაზო ახსენდება როგორ უმალავს მას თავისი ფილმის ტრიუმფის ამბებსა და ჯილდოებს თავისი დედის
ოთახში, როცა ის ქალთან ინტიმური ურთიერთობითაა დაკავებული გვერდითა ოთახში. როტერდამი ახსენდება.

როტერდამში ფესტივალზე იყო, დეტალებში იხსენებს ქალაქს. ქუჩა, თოვლი, ველოსიპედი, მასზე მსხდარი
ბავშვები, რომლებიც ჩიხში უხვევენ სადაც სკოლაა, უცებ კედლის საათი რეკავს.

ნარატორი ამბობს, ჩემი ღალატები ამიერიდან მხოლოდ ნელისგან გაქცევის მცდელობებიაო.

იხსენებს ჯაზ კონცერტს ტალინში, რომელიც არ მოეწონა, ესტონელები ჯაზში მოიკოჭლებენ. კლუბი CULTURE
VOLTUR-ებით სავსეა. ფესტივალის ჟიურის ინგლისელი თავმჯდომარის ქალი მოეწონება. მასთან საუბრობს ათას
რამეს, მისი ფილმიც ნახა და მის ქმარ დონალდსაც კი მოეწონა. „PETIT JOLIE BOURGEUS“. ქალს თავზე ხელის
დადებას სთხოვს, ისიც ადებს.

ახსენდება ლიეტუვოს ქალაქ შიაულიაის ჯვრების უღრანი ტყე, სადაც მისი ხელობის მასწავლებლის უცხოელმა
მეგობარმა ვიდასმა მიიყვანა. მანდ ქვა ჭირს და მუხის ხეების სახსოვრებს იყენებენ მიცვალებულებისთვის.
ნარატორს მიზიდულობის ცენტრები აღარ ჰყავს, ნელისაც კი დაშორდა.

კონკურსი მთავრდება, სასტუმროდან გამარჯვებული ნარატორი ჰოსტელში გადადის და იწყებს ქალაქოს


დათვალიერებას, უკავშირდება ამავედროს ვიდასს. იგო ქალაქში რომელსაც წრის ფორმა აქვს იკარგება, გზად ბარებს
არ ტოვებს და თვრება, ბოლოს კი ისევ თავის ჰოსტელს მიადგება. მეორე დღეს ვიდასს ხვდება. ვიდასი ერთადერთია
რომელთანაც კინოზე საუბარი შეუძლია ნარატორს, ამას მალევე გაიგებს, როცა მასთან ერთად ვილნიუსს
დაათვალიერებს. მისგან გაიგებს რომ იგი ფილმებზე და ენათმეცნიერებაზე არის ფანატიკურად შეყვარებული:
ტოსირუ მიფუნეს სიკვდილი კი ყველაზე ძლიერი მომენტია მისთვის კინოს ისტორიაში, კუროსავას ‘’შვიდი
სამურაიდან’.

მეცამეტე თავი (103-113 გვ)


პუტჩისტები, სკა, თვალის დახუჭვა, ქვის მსროლელი, ვულკანური მინის ხელცული

ნარატორი ვაკის პარკშია. ხედავს პატარა ბავშვს, რომელსაც ქვის აღებას და სროლას უშლის დედა. ნარატორს ეს არ
მოსწონს, რადგან აღება და სროლა განვითარების ერთ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში, ნელისგან
იცოდა ეს. ‘’ადამიანს რომ იბადება, თანდაყოლილი მხოლოდ ვინმეს ან რამეს ჩაჭიდება, ჩაბღუჯვა აქვს, ხელის
გაშვებას კი მერე სწავლობს’’. ახსენდება ნელის პირველი სიყვარულის ისტორია, როცა ის 4 წლის იყო და ვიღაც
თანატოლმა ფოთლები აჩუქა.

ახსენდება 90-იანების საზოგადოება, ორად გაყოფილი ხალხი, ზვიადისტები და პუტჩისტები, მათ შორის იყო მამა,
რომელიც ვერ იტანდა ზვიადოსტებს, მოღალატეებს ეძახდა. მამა ძალიან თავისებური ჰყავდა, არასდროს მოქცევია
მას კარგად, სიკვდილის სარეცელზეც კი. მხოლოდ დედაზე მოუყვა, უფრო თავის თავს ესაუბრა ცოლზე მამამ.
დედა სადღაც ზემო იმერეთში დაიბადა, მამა ადრე გარდაეცვალა, რომელსაც სკა ჰქონდა, დედამ არ იცოდა სკას
მოვლა, ერთხელაც სამგლოვიარო შავებში გამოწყობილმა სკას აღება მოინდომა, ფუტკრებს დათვი ეგონათ და
დაკბინეს. მაგდანი თურმე დიდი ხანი იყო ქმრის ერთგული, შემდეგ კი სხვას გაჰყვა.

ახსენდება დედა, რომელსაც საკუთარი ხელებით დაუხუჭა თვალებო, რაც სრულიად არ იყო ისეთი მარტივი
როგორადაც ფილმებიდან ჩანს. დედას თანამშრომლებისთვის დაუბარებია, რამე ქვემო პალეოლითის ეპოქიდან
ჩამაყოლეთ რამეა, თანამშრომლებმაცა ვულკანური მინისგან გაკეთებული ხელცული ჩუმად გამოიტანეს
მუზეუმიდან და ნარატორს აჩვენეს, ის თუ იყო თანახმა ეს ნივთი დედამისისთვის ჩაეყოლებინათ. თაზოს
პირველად წასკდება ცრემლები, თავის დახრით ეუბნება თანხმობას და მას მერე ერთი აზრი არ შორდება- დედას
იუმორის გრძნობა ჰქონია, რა იქნებოდა რომ მასთანაც გამოემჟღავნებინა. შემდეგ დგება ვაკის პარკიდან და
გამოდის, ბავშვს უკვე შეეწყვიტა ქვის სროლა და დედა ხელებს უწმენდდა. გზად ‘მეგრულ სახლს’ ნახავს, რომელშიც
შესვლას გადაწყვეტს.

მეთოთხმეტე თავი (113-128 გვ)


მეგრული სახლი, არტელშიკები, კლინჩი

როგორც კი ჩამოჯდება რესტორანში, ის ელარჯს და კუპატს, სასმელად კი მსხლის ლიმონათს შეუკვეთავს.


ტელეფონს რთავს და მისი შვილი კვლავ არაა ხაზზე, მხოლოდ სააგენტოდან მოსდის კითხვა - თანახმაა თუ არა.
რეკლამების გაკეთება აბრაზებს, იმიტომ კიარა რომ ცუდი ხელობაა, არამედ ვერ იტანს როცა არაა
ჩამოყალიბებული. შეკვეთა ერთი ღვინის მფლობელისგანაა, სურს ვიდეორგოლი, თბილისური ‘’დომ პერიონის’
ვერსია. მეპატრონე ვინმე არტელშიკია, ვისაც ფულის კეთების მეტი არაფერი შეუძლია, ჰკიდია რეკლამა, ისაა შვილი
ევროპებში ასწავლა და ინტერ რეკლამებში გაწაფულს ‘სთორის’ შექმნას სურს, მამაც თანხმდება, მისი რა მიდის. მან
წინათ არყის ჩამომსხმელთან წააგო ორი მილიონი, მალევე ტრენერი დაიქირავა და 4 მოუგო.

ახსენდება ხელობის მასწავლებელი, რომლისგანაც ეს და სხვა რამდენიმე სიტყვა ისწავლა, იგი ერთ უფერულ
კორპუსში ცხოვრობდა, რომელსაც ქალის ხელი და მზის შუქის ნაკლებობა აჩნდა. შიგ ბინაში კი მხოლოდ წიგნების
ჯუნგლი იყო, ასე ცხრა სვიტრში გამოწყობილ რობინზონის მთელი დღეები უსმენდნენ სტუდენტები. მას
რომანტიზებული ჰქონდა რესტორანი ‘თბილისი’, როცა ის მოსკოვიდან ჩამოვიდა, თბილისი შეცვლილი დახვდა,
ატრელშიკებს ყველა მოესყიდა, პოეტები, მსახიობები, მწერლები… ფულიანი ატრელშიკი რომ ვინმეს მანქანით
გადაურბენს, მისი მძღოლი ჯდება, მისი შვილი მოკლავდა ვინმეს, სხვი ფულით მოსყიდული ვინმე იხდიდა
სასჯელს…

ახლა უკვე ოთარ იოსელიანის ‘’იყო შაშვი მგალობლიდან’’ ერთ-ერთი სცენა, რესტორან ‘’თბილისში’’ გიას და უცნობი
პიანისტის უხილავი კავშირი უდგება თვალწინ, შაშვის მცდელობა მარტოობას გაქცეოდა… შემდეგ საუბარი
ნარატორის მამაზეა, როგორ გადაეყარა იგი მას აეროპორტში, როდესაც იგი ხატს გადაასვენებდა. უხერხულობა იყო
მამა-შვილს შორის. შეხვედრა ათენში შედგა. გონებაში კლინჩი (თამაში) უტრიალებს. შემდეგ თვითმფრინავი,
სასწაულმოქმედი ხატი, ჩავარდნა, პილოტის ოსტატობა, ისევ ჩავარდნა და ბოლოს დაშვება მშვიდობით. სასა
დამწვარმა ნარატორმა გემო კი ვერ იგრძნო, თუმცა არაფერი დაუტოვებია ელარჯისა და კოპატისაგან.

მეთხუთმეტე თავი (128-140 გვ)


ფუტურისტი, მარიუში, ფანჯრები, ფარაჯანოვი, პროსი

მეგრული სახლიდან გამოსულს უკან დაბრუნება მოუნდება ქალაქისაკენ და ავტობუსით ბრუნდება. ყიფშიძის
თავში გალაკტიონის ძეგლს ათვალიერებს, ახსენდება ბავშვობა. შემდეგ ძეგლის წინ შორტებიან ველოსიპედით
მოძრავ თავისზე ოდნავ უფროს პიროვნებას ამჩნევს - ფუტურისტ ვახოს. ეს სახელი თაზოს შემთხვევით შეარქვა.

ამ წუთას ახსენდება აქციები, როცა ის დედას ეძებდა, პოლიციელებს ზემელზე ალყაში ყავდა ხალხი მომწყვდეული.
შემდეგ მასთან თაზო მიდის და ერთად იწყებენ დედას ძებნას. ამ ზედახორაში უცებ ვახო გამოჩნდება,
აუღელვებლად მოაპობს ორივე მხარეს, ყველა გზას უთმობს, წმინდანს ჰგავს, რომ არ იცნობდე შეიძლება
მოციქულად დაუდგეო… იგი მოწეულშია. იგი ბიჭებთან მიდის და ყავაზე პატიჟებს, ბიჭებიც გაოგნებულები უარს
ეუბნებიან.

ნარატორს მეტი არაფერი ახსენდება და ტელეფონს იღებს, ამ დროს მოხუცი პენსიონერი ამოდის და გვერდით
სხდება და ფასებზე იწყებს წუწუნს. ფეისბუქით ნარატორი პოლონელი პროდიუსერის და მეგობრის მარიუშ
ალბინიაკის მარათონზე იღებს ინფორმაციას, ორმოცდამეთხუთმეტემ წელს მან ჩრდილოეთ პოლუსზე ირბინა.
პოლონელი პროდიუსერი თბილისიც ჰყავდა და კარგადაც დაათრო, იგი ლოკარნოში გაიცნო, იქაც ბევრი დალიეს.

საუბარი სცენარზე ჩამოვარდა, მოუყვა კიდეც პოლონელ პროდუსერს თავისი ჩანაფიქრი, იმან პირდაპირ აჯახა -
ამას ვინ იყიდის, ვინ ნახავს? ხალხს მოეწონებაო. ფილმი საქართველო-რუსეთის დაპირისპირებაზე გადაიღე და
მთელ პოლონეთს დაგაპყრობინებო. ხომ გყავდათ მებრძოლები რუსეთთა რომელიმე აარჩიეო, ნარატორს სულ
კოლაბორაციონერები ახსენდება, შემდეგ ორას ლარიანს ეძებს არ უნდა საქართველო ესე რუსეთთან მორჩილის
პოზიციაში დაანახოს მას. არავის აღმოაჩნდება ეს კუპიურა, ეს ადამიანი ებრძოდა რუსეთს, ის კახეთიდან იყოო.
კიდე ახალგაზრდა გოგონას ისტორიას უყვება, რომელმაც სანიტარად გადაწყვიტა ომის დროს წასვლა და დღიური
დარჩა, აქ კი მიხვდა გადააჭარბა.

მარიუში ეკითხება, შენი ოჯახი როგორ ებრძოდა საბჭოთა კავშირს, ეგ მომიყევიო, ამანაც გაიხსენა როგორ ჩაამტვრია
უზენაესი სასამართლოს ფანჯარა მამის დავალებით. მისმა არყის მოყვარულმა და არქეოლოგმა მამამ ‘’რაგადგკით’’
საბჭოთა ინსტიტუტის ფანჯრების ჩამტვრევა მოსთხოვა შვილს. შვილმაც შეასრულა, ახლა უკვე ჰემფრი
ბოგარტივით უკიდებს სიგარეტს. პროდიუსერი ცრემლშია.

შემდეგ გვიყვება მამის ისტორიას, როგორ დაუწერა ერთხელ ვიღაცას უფასოდ დისერტაცია, იმანაც არაყი მოიტანა
სანაცვლოდ და ამის გამო სცემა. როგორც ალკოჰოლიკს ისე მოექცნენ და ვერ აიტანა.

წვრილად იხსენებს, როგორ დაუმზადა მამამ ‘პროსსი’ ქვებიც მოუგროვა. 10 წლის იყო ნარატორი და არაფერი
ჰქონდა დაშავებული, მამა კი ხულიგანი გახლდათ და მის ასაკშიც კი ჩიტებისა და ნათურების რისხვა იყო. ახლაც
შვილს მისცა დავალება. ნარატორიც არსენას ქუჩაზე ჩადის (სადაც ფარაჯანოვის ცნობილი სურათია გადაღებული,
რადროსაც დაღმართზე მორბის) ის კი პირიქით არბის და ამტვრევს, უცებ მამის დარიგება ახსენდება გაიქეცი,
მართლაც არ უნდოდა გაქცევა, სიამოვნებდა თავისი ნახულიგნები, ესეა სანამ ცელქობა შეგიძლია ცხოვრობ კიდეც.
ხულიგნობის ბედნიერება სულ სხვაა, როცა აღარ შეგიძლია ეს იწყება პრობლემებიც.

დაღმართს დაუყვნენ მეგობრები, ძლივ-ძლივობით ჩადიან. გზად მარიუში ამბობს, ვგავართ ერთმანეთს
ქართველები და პოლონელები, ორივესთვის ოჯახია მთავარი. ჩემი ორივე ქალიშვილი გათხოვილია, ერთი
პოლონელს გაჰყვა, მეორე ფრანგს, რომელიც არ მომწონს. PETIT JOLIE BOURGEOIS? (იმეორებს ერთადერთ ნაცნობ
ფრანგულ ფრაზას - პატარა სიმპათიური ბურჟუა?), ისიც ბედნიერია ასე კარგად რომ დაახასიათა და გადმოსცა
ზუსტად მისი დამოკიდებულება.

მეთექვსმეტე თავი (140-159 გვ)


ბერია, ჯავახიშვილი, კალმახი, თეთრი კოსტიუმი, თუთის ხე, WHO ART YOU?

ავტობუსიდან ჩამოდის 51-ე სკოლასთან და პეროვზე გადის, მერე ქიაჩელზე და 14 ნომერთან ჩერდება, სადაც ერთ
დროს ბერია ცხოვრობდა. ამ ბინის ერთი მხარე ელბაქიძისკენ აქვს, იმ სახლისკენ სადაც დიდი მწერალი მიხეილ
ჯავახიშვილი ცხოვრობდა. იხსენებს დედის მონაყოლ ამბავს, როგორ დაპატიჟა ბერიამ მწერალი, ისიც არ მივიდა.
იხსენებს როგორ მოწამლა ბერიამ და მისმა ცოლმა კარგმა დიასახლისმა ნინია გეგეჭკორმა აფხაზი ნესტორ ლაკობა,
კალმახი იყო მოწამლული, ამბობენ ცოლი კარგი იყო, დედამისმა გააკეთა ეგ კერძიო.

თაზოს ახსენდება როგორ იჯდნენ ერთხელ ბარში, იმ დროს როცა ჯარისკაცი გაისვრის და ლაპარაკობდნენ. მე არ
ვარ ბოროტი. წარმოგიდგენია, როცა ვფიქრობ იმდენი ცუდი რამ მახსენდება, აი, როცა ბერია ფიქრობდა, როგორ
უძლებდა თავის ფიქრებს? თაზომ, ისინი არ ფიქრობენ, აკეთებდნენო. შემდეგ იხსენებს როგორ წაიყვანეს მწერალი
ბერიას დავალებით ქვიშხეთიდან, აგარაკიდან, მან ბოლო გზაზე თეთრი კოსტიუმი ჩაიცვა. ის აწამა ბერიამ და
ბოლოს ამბობენ ჩექმით გაუსრისა თავიო. ასე განისვენა დიდი მწერალო, დიდი ბოროტების ხელით.

ისინი, მათ… ეს ნაცვალსახელები ნარატორს ინგლისურის რეპეტიტორისგან ახსოვს, რომელიც მას ოსკარ ვაილდს
აკითხებდა. ‘უფლისწული და გოლიათის’ ამბავს. როგორ ეკითხება მას იგი - WHO ART YOU? სკოლაში ‘ეკერლსი’ და
მისტერ პრისტლი უნდა ეზუთხა. ახსენდება თუთის ხე ეზოში და ბავშვები. პუტკუნა რეპეტიტორი უშვილო იყო,
მშობლები რეჟიმმა შეიწირა და თვითონ ჯერ ბებიასთან, შემდეგ ბავშვთა სახლში იზრდებოდა.

მას დეიდამარიამანდრონიკაშვილზე უყვებოდა მასწავლებელი, იქ (გულაგში) როგორ მოკლეს (ჩეკისტებმა,


ბადრაგმა) დედამისი ერთი გასროლით, როცა მან სიარული ვერ შესძლო. ‘’I HAVE MANY BEAUTIFUL FLOWERS, BUT
THE CHILDREN ARE THE MOST BEAUTIFUL OF ALL” - იხსენებს გოლიათის სიტყვებს. მასწავლებლის თუთის ხეზე
მძრომელთაგან ერთ-ერთი ცნობილი რეჟისორიც გამოდგა, რომლის პირველი ფილმი მას მოსწონს. ახსენდება
როგორ მოუწია ბავშვთა სახლში წამლის მიღება “ЧОРНАЯ БЕЛЕНА”, რომლის შემდეგ ერთადერთი თავშესაფარი
მაგიდის ქვეშ ყოფნაც შესძულდა, ის ბიჭებმა მისცეს და ჰალუცინატორი იყო.

1991 წელს თაზო ხატვაზე დადიოდა, ნარატორი ინგლისურზე.

ნარატორს უცებ ახსენდება თავისი კოლეგა ბელარუსი ხალხის სინდისი ვიქტორ პარნიუკი, რომელიც ჩია კაცია და
ბისბადენში გაიცნო ფესტივალზე. მასაც მოუნდა ბისბადენის კაზინოში ფულის თამაში მსგავსად დოსტოევსკისა და
სპეციალურად წააგო კიდეც. მას უთმენ რადგან დიქტატორული ქვეყნის შვილია, უფრო სწორედ მსხვერპლი.
დალევა უყვარს და ნარატორთან ერთად ხშირად დაულევია გერმანიის ამ ქალაქში. ახსენდება ეს მეგობარი როგორ
ეწვია თბილისს და სია ჰქონდა რეჟისორების, რომლებთანაც ინტერვიუ უნდა ჩაეწერა, დოკუმენტალისტი იყო.
პირველი სიაში კი იმ თუთის ხეზე გაზრდილი ცნობილი რეჟისორი იყო, რომელზეც ნარატორი წინათ გვიყვება.

პარნიუკი აღფრთოვანებულია თავისი რესპოდენტი გიორგი გიორგევიჩით, ასე მიმართავს, ისაა რომ ახლა იმ ეზოში
აღარ ცხოვრობს. კითხვაზე - მშვიდობას თუ უნდა ველოდოთ საქართველოში უახლოეს წლებში? - იგი
ალეგორიულად პასუხობს, იხსენებს თუთის ხეს და იმას რომ თუთის ლაქებს მხოლოდ მკუხე თუთავე აშორებს. ანუ
ახალგაზრდებმა უნდა მოახერხონ ამ საბჭოთა სიბინძურის ჩამოშორებაო. მაესტრო აღფრთოვანებულია რეჟისორით.

იხსენებს თავის შიშებს, როგორ გრძნობს ხოლმე თავს ჩაკეტილ სფეროში და გარღვევა უნდა ნარატორს ამ
ჯოჯოხეთური მდგომარეობიდან, მას ფანჯრების გატანა თავით სურს, ისე როგორც ‘’პურსა და შოკოლადში’’ ნინა
მანფრედი აკეთებს.

მეჩვიდმეტე თავი (159-185 გვ)


მარჯანიშვილი, ინდიელი, პატრიცია, ქეთო, ელენე, არტ ნუვო, ერკერი

ნარატორი უკვე მარჯანიშვილილზეა, სადაც ინდიელი უკრავს და სანახაობა აქვს მოწყობილი, იგი მაიას ტომიდანაა
ამ რომელიმე ძირძველი ამერიკული ტომიდან. ერთადერთი ვილნიუსელი მეგობარი ვიდასი მოაგონდება, რომელიც
საჰაერო ბუშტების მოყვარულია, მიუხედავად იმისა? რომ მას ეშინია სიმაღლის, მისთვის ბუშტები სიმბოლოა
თავისუფლების, მისგან იცის, რომ დიდი ხანია ბუშტები ვილნიუსის თავზე არ გამოფრენილან და დამწუხრებულია
ნარატორის მეგობარი. პლეხანოვამდე ჩადის, სადაც ‘’ფოლკ გარდენის’’ სტუმრობას მოისურვებს. შესვლისთანავე მას
ძველი ნაცნობი მიეგებება.

ბარონესა იმწამსვე გააცნობს ნარატორს თავის დრედებიანი ლეონს. პატრიცია ესაა ნარატორის ძველი მეგობარი,
რომელიც ერთ დროს გერმანიიდან ჩამოვიდა და აქ დარჩა, მშობლების ჯინაზე. ბისექსუალიზმი ბუნებრივიაო
ამტკიცებს ის და ამაზე ქართველი ჯეელები სულ გინებას იწყებენ. გერმანიიდან ჩამოსულ პატრიციას საქართვლოში
შეიძინა ორი შვილი - ერთი თვითმგვემი ფილოსოფოსისგან და მეორე ნარცისი პოეტისგან.
უცებ ნარატორს ურეკავს ტელეფონი ქეთოს (ნარატორის შვილი) მდგომარეობაზე შეშინებული ელენეა (ყოფილი
მეუღლე). ქეთო მასაჩუსეტსში სწავლობს, მას რამდენიმე ხანია არ დაურეკავს ელენესთვის და ეშინია. ელენეს
გახსენებაზე მის თვალწინ ელენეს მეორე მეუღლის ცხედარი თვალწინ წარმოუდგება.

ახსენდება როგორ დაიჭირა ტაქსი და იქ წავიდა, სადაც ყველაზე ნაკლებად უნდოდა წასულიყო. ტაქსისტი
ნაცნობივით გამოხმაურება, მოიკითხავს, თაზოში შეეშალა მას ნარატორი, ეკითხება მამაშენი კიდე სვამსო?! ის ხომ
გეოლოგიაო, არა არქეოლოგიო უპასუხებს თაზოდ გასაღებული ნარატორი. მიადგება ამაღლების ქუჩას და ფულს
ძალით აჩეჩებს. სამძიმარზე ყოველთვის ახსენდება სურათი, თვალთმაქცი ცოლი როგორ დასტირის თავის დიდი
ხნის წინ განშორებულ, თუმცა ოფოციალურ მეუღლეს, იმის განო რომ ესეა მიღებული და სტანდარტს იცავს. ელენეს
სიტუაცია სხვანაირადაა, მას არ აინტერესებს საზოგადოების ახრი. ქეთოს ცრემლები ცვივა სიმპატიურ
მამინაცვალზე.

აწ უკვე არტ ნუვოსთან მისულ ნარატორს ეშლება შემდეგი სურათი: დედა შვილი სიგარეტით ხელში აივანზე არიან
და ქვემოდან კი გერმანელი თუ ავსტრალიელი ტურისტები ფოტოებს უღებენ. შვილო პოზიორობს. სახლი
ნაცრისფერია, ისევე როგორც დედა.

ერკერი ახსენდება. ის ნელის დაჰყავდა ამ სახლში, ეს სახლი ამერიკაში სამშვიდობოს გაპარული მეგობრის
საკუთრებაში იყო. ერთხელ სკაიპით ჩაერთო ლაივში, ის და ნარატორი გვერდი გვერდ ისხდნენ და
ელაპარაკებოდნენ ნელის მეგობარს. ნარატორი იმ ნაწილს უყურებდა მონიტორის, რომელშიც ნელი და ის ისხდნენ,
მოსწონდა თავიანთი თავი. ნარატორი ახლაც ამ სახლთან მიდის.

ნარატორი ფიქრობს იმ ევოლუციაზე, რამაც ის და ნელი ამ ოთახში მოიყვანა ერთად, რომელშიც ერთმანეთს
ესიყვარულებიან. მას დიდი ხნით შეუძლია ამ სახლთან დგომა და ცქერა და მოგონება წარსულში.

მეთვრამეტე თავი (185-201 გვ)


წინამძღვრიშვილის ქუჩა, სკამების გამყიდველი, ლევანი, რეპუბლიკის მოედანი, გამოხედვა, ნანიკო, გიო, ქვესკნელი,
ქვის ლაბირინთები, ჩხენკელი

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე აღმოაჩენს საკუთარ თავს, სასტიკად მოუნდება თავის ტახტზე წამოწოლა, თუმცა იცის
რომ ეს საღამომდე არ მოხდება, ლონდონის პარკთან მისულს ცილინდრიანი კაცი შეხვდება, რომელიც სკამების
გასაყიდადაა გამოსული და ნარატორს ეკითხება ბუსავით კაცი, რესტავრატორს ხომ არ იცნობ ვინმესო? ნარატორიც
ტელეფონში მოიძიებს ავეჯი არტურს.

გასცილდება ბერიკას და მის წინ სამი სკოლის მოსწავლე გაჩნდება, რომელთაგან ერთს თასმა გაეხსნება და
ჩამორჩება მეგობრებს, შემდეგ კი სხვებს განწირული ხმით ეძახის - ლევან, ლევან დამელოდეთო, არ ელოდებიან,
ცოტახანში თვითონ ეწევა და გზას ძველებურად აგრძელებენ, ლევანზე ნარატორს უცებ სევდა მოაწვა და იხსენებს
თაზოს თავს გადამხდარ ამბავს, რომელზეც მას მოუყვა მეგობარმა. სანამ უშუალოდ ამ ისტორიას გაიხსენებდეს,
ამოწმებს ტელეფონს და გიოს, თაზოს შვილის სისხლიანი მუშტის ფოტოზე გადადის, არცერთი რეაქცია მასზე არაა,
ამიტომაც უნდება დაურეკოს, თუმცა ნომერი არა აქვს, იფიქრა თაზოს ვკითხავო, მაგრამ არ მოუნდა შეწუხება, თანაც
იეჭვებდა რამეს, ამიტომ ნანიკოსთან რეკავს, ის ძლიან ინფანტილური ქალია, რომელსაც მარტივად შეუძლია
პრობლემებზე თვალის დახუჭვა და გატარება, ასევე შეუძლია 3 წლის უნახავ ნარატორს, ისე ჩვეულებრივ “სად
დაიკარგეთი“ მიმართოს და ა.შ, ხო, ზუსტად ასე გამოელაპარაკება ნარატორს, რომლისგანაც გაიგებს, რომ ქეთო
აპირებს ჩამოსვლას მალე და მას სურს გიოს გააცნოს, ამიტომ ნომერი უნდა. აძლევს, ნარატორიც უცებ ურეკავს
ძმაკაცის შვილს, რომელიც საბურთალოზე ბებიასთანაა და უთანხმდება მარჯანიშვილის მეტროსთან,
მაკდონალდში შეხვედრაზე.

გზად მარჯანიშვილისკენ, ახსენდება ლევანის ისტორია, რომელიც ქვესკნელმა შთანთქა და ამის მოწმე თაზო გახდა,
ერთხელ დილით ტელევიზორში აცხადებენ 15-იოდე წლის ბიჭი მკვდარი იპოვეს, ეს ინფომრაცია კი თაზოსთვის
ტრაგედია იყო, რადგან წინა ღამეს ის იყო მოწმე, როგორ მიუახლოვდა ოთხ ახალგაზრდას ორი და ერთ-ერთი
მეგობართაგანი გამოიყვანეს და რესპუბლიკის მოედნის ქვეშ არსებულ ქვის ლაბირინთებისაკენ წაიყვანეს
შეშინებული და ტრაგიკულ ბედს დამორჩილებული ბიჭი, რომელმაც განწირულად გამოხედა ერთხელ თავის
მეგობრებს, რომლებიც არ აპირებდნენ მის უკან გაყოლას, დიახ, ორმა 15 წლის და 16 წლის ბიჭმა ის კიბით
ქვესკნელში ჩაიყვანეს, ამას ყველაფერს ხედავდა თაზო, უკან მიუყვებოდა, მაგრამ არაფერი გააკეთა, დაეზარა,
ერთხელ ცხოვრებაში დაეზარა დაჩაგრულის დაცვა და შემდეგ ეს მის პირად ტრაგედიად იქცა, რადგან გზა მშვიდად
გააგრძელა, სადაც თავის ნაცნობ ხმის რეჟისორ ჩხენკელს გამოესაუბრება.

თაზო და ნარატორი ერთმანეთში ერეოდა ხმის რეჟისორ ჩხენკელს, რომელთანაც საუბარი თაზოს ძალიან უყვარდა,
მისგან გაიგო და შემდეგ ნარატორს მოუყვა, რომ სადღაც გერმანიაში არის ადგილი სიჩუმისა. ერთხელ ნარატორიც
გადააწყდა ჩხენკელს, ზემო ვერიდან ზენელზე ზანდუკელის ქუჩით მიმავალს, შეხვდნენ და იცნო, არ შეშლია
თაზოში, როგორც ეს ხშირად ემართებოდა, ერთად მოწიეს და ბელინსკის ქუჩის თავში მისულმა რეჟისორმა უამბო
ნარატორს - ვიღაც კაი გოგოსგან ელოდება ბავშვს, წარმოგიდგენია “რა ტიპია?! ჩემგან შვილი უნდაო!”.

მარჯანიშვილის მეტროსთან უკვე აღარაა ინდიელი, ხვდება გიოს, მაკდონალდის აივანზე სიგარეტს ეწევიან
ნარატორი და მისი ძმაკაცის შვილის, რომელიც საკუთრ სიგარეტს აბოლებს და სიც უყვება, ვიღაცები როგორ
ჩაგრავდნენ, ამოასხა და მუშტებით ეტაკა ერთს და დაასისხლიანა, ახლა ისინი აბაროტის აღებას ცდილობენ და
ურეკავენ, ესეც იმალება, პირველი სურათის წაშლას სთხოვენ, შემდეგ კი მისაღებს მიიღებო, გიოც უარზეა, არ უნდა
წაშლა, ნარატორი ამ სიჯიუტით გულში ხარობს, რადგან ეს თაზოს გენებია, მას ახსენებს, შემდეგ გიოს ართმევს
სოსოს ნომერს, ვისაც მუშტები მოხვდა და გიოს სახლში უშვებს.

ალო, სოსო ხარ? - 6-ზე კიროვის ბაღში, უთანხმდება შეხვედრაზე, ვიღაც ვზროლსის, რომელმაც სოსომ
დაალაპარაკა.

მეცხრამეტე თავი (201-243 გვ)


გალაკტიონის ხიდი, სამეგრელო, გოლუბუშკა, ადამი, ნაქალაქარი, მუნჯი, ცხედარი, რაიკომის მდივანი, სოსო, საშა,
ბოლოსწინა სცენა, პარკურისტები, საბედისწერო გადახტომა, შიშველი ბიჭი ცხენზე

უკვე გალაკტიონის ხიდზეა, სადაც პირველად აკოცა ბებერი ორსონ ეულსის პურიტანული წესის დაცვით ელენეს და
გაჩნდა ქეთო. ხიდზე კოცნა, სამეგრელო და ქეთო ეს სამი არაჩვეულებრივი ისტორია ერთად დაიბადა, ხო
დაქორწინდა ელენეზე და ღარიბებმა სამეგრელოს, დედულეთს მიაშურეს.

ახსენდება აკადემიკოსი პიოტროვსკი, რომელმაც დედას უთხრა უნდა წახვიდე და გამოიკვლიო ნაქალაქარი და
კოვზს უფლისწული მენუას დროინდელ ჩაიდანს ურტყამს, გოლუბუშკა-თი მოულბო გული და ღრმად დაარწმუნა
ნარატორის დედა რომ დიდ აღმოჩენებს გააკეთებდა ურარტუს დედაქალაქში, რომელიც უკვე ათასი რჯულის
ისტორიის გადამხდელია. ნაქალაქარი აროს ადგილი სამეგრელოში, კერძოდ სენაკში, სადაც დიდი აღმოჩენები უნდა
მოჰყოლოდა მატერიალური კულტურის აღმოჩენა, კოლხეთის დაბლობის ამ ადგილას ნარატორი ყოველ ზაფხულს
ატარებს, ერთხელაც მდინარეზე, სადაც თევზაობს ედემ იობაიას თანხლებით, ამოტივტივდება მიცვალებული, ეს
მისი პირველი სიკვდილის ნახვაა, ამ დროს მეორე ნაპირზე მუნჯი იჭერდა თევზს და მისგან მიხვდნენ შუა
მდინარეში რომ გასიებული მიცვალებული დაცურავდა. ამ დასახლებაშივე ევროპისკენ მატარებელი ჩერდება და
გადაბმებს აკეთებენ.

ნარატორს მიაჩნია, რომ ფოლკლორი არის უდიდესი საგანძური ქართველების, იხსენებს როგორ მღერის მძინარე
ედემი “ნანას”, თუმცა ცხოვრებაში ედემი ძალიან საწინააღმდეგო ტიპაჟის კაცია, მოსკოვებშია ნაცხოვრები და დიდი
გამოცდილების მნახველია. ახსენდება ანეგდოტი ანტანტის ჯარზე, თუ როგორ შემოიყვანეს თბილისში ინგლისის
ჯარი და უცებვე გაიყვანეს, მანამდე კი გერმანული გვარდია იყო შემოყვანილი. ახსენდება ინგლისელები
მოწყენისგან რომ იწყებდნენ ქორწინებას ქართველ გოგოებზე, ახსენდება გურამ ფირცხელავა და იმედო კახიანი
მაუზერებით ხელში როგორ აცილებდა ინგლისელთა მეომრებს. ახსენდება ნიკო ბური, რომელიც ცოტახანში
გაღარიბდება და სიგარეტების გაყიდვით დაიწყებს თავის რჩენას.

რამდენიმე წლის მერე სწორედ ამ ნაქალაქარში გადაწყვეტს ნარატორი სამსახიობო დასის ჩამოყვანას და ფილმის
გადაღებას, ყველა სხვა ადგილას ურჩევს ფილმის შექმნას, თუმცა არა, მას აქ სურს ეს. ია სუხიტაშვილი ჰყავს
ჩამოყვანილი გადაღებაზე. ალბათ, დედის წარუმატებელი მცდელობა აწუხებს და ცდილობს ამით მაინც
გამოასწოროს რაღაც და ამ დასახლებაში აღმოაჩინოს რაიმე ღირებული. ელენესგან მიიღებს ქეთოს ამ სოფელში
ჩამოყვანის ნებართვას, დახვდება მატარებელთან და წამოიყვანს, გზად ვალიკო კასკადიორი ხვდება, რომელიც
აუწყებს რომ პარკურისტებს ფული ენანებათ სასტუმროსთვის და აქვე მიტოვებულ კონტეინერებში სძინავთ და
სვამენ და მაშინებსო. ვალიკო წარსულში კარგი წარმატებული კასკადიორია, ნარატორი და თაზო გოიკო მიტიცის
ფილმზე აღზრდილები არიან, მათ გმირია ის. ვალიკომ ფილმში დუდუხა წეროძეს ტყვია გაარტყა ბეჭებზე, ბევრჯერ
გაუმეორებია ეს ამბავი. ქეთოს უყვება ისტორიას და იხსენებს ედემის მამის მურზაყან იობაიას როგორ უყვარდა
მოპარვა არაფერი აკლდა, მაგრამ მაინც უყვარდა. ცხენის მახინჯ, ახსენდება მეგრული სიტყვა, ცხენის ქურდები
სამეგრელოში მუდამ საპატიო ხალხი იყვნენ ათასი ისტორია არსებობს ლადი აბაკელიაზე და სხვებზე. ედემი როცა
რუსეთში საქმეებს აკეთებდა ჩამოიყვანა თავის მშობლიურ მიწაზე მერსედესი, საბჭოთა პერიოდში მან “მერსედესი”
ჩამოიყვანა ეს სასწაული იყო, თურმე ხალხი ჭყონდიდის მუხაზე მეტად სცემდნენ თურმე ამ მანქანას პატივს,
უშვილოებიც დაყავდათ მოსალოცად. ადამი ერთადერთი იყო, ვისაც ნარატორის დედაზე გული შესტკიოდა და
ეხმარებოდა, სჯეროდა რომ დედა ამ ტერიტორიაზე აღმოჩენებს გააკეთებდა და ოქროებს გამოთხრიდა, ის ურჩევდა
ხალხს და არასდროს დაკარგული ექსპედიციების დროს ნივთი, ეს მისი დამსახურება იყო, ფილმის გადაღებისას კი
ადამი მოხუცი იყო. ქეთოს უყვება ნარატორი როგორ დადიოდა რუსეთში და საყვარლად რაიკომის მდივანი ჰყავდა,
როცა კი მობეზრდა პირდაპირ მიახალა: ამ შენი საბჭოთა იმპერიის და კომუნიზმის არ მჯერაო. ამაზე ასაკოვანი
საყვარელი გაცოფდა, ურწმუნოსთან ის ვერ იცხოვრებდა, გამოსამშვიდობებლად რანდევუ მოაწყვეს, როდესაც
ადამს ჩასჩურჩულა ყურში - ლენინის მაინც არ გწამსო?! საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე ისევ რუსეთს ეწია
ედემი, პირველი რაც გააკეთა მივიდა სტალინის ძეგლთან და “მე მოვედი სოსო” და გორელის გულის გასახეთქად
შოუ-ბიზნეს მიჰყო ხელი, მადონა ჰყავს ჩამოყვანილი რუსეთში.

იხსენებს ნარატორი, როგორ წაიყვანა ელენე ამ მხარეში, როგორ იცინოდა სულ ამ ისტორიაზე თავისი მეუღლე,
ერთხელ როგორ აჩვენა ადამმა არღი-არღი, არსება, რომელიც ციყვის კუდიანი და თაგვის სხეულიანია. მუნჯს
“უგვარუ” ამოჰყავს წყლიდან, ისევ მეგრელი ედემის ისტორიას ყვება, როგორ გატყდა ცოლის სიკვდილის შემდეგ
კაცი, ყველაზე ცოტა დრო აქვს ამ ქალთან გატარებული, თუმცა რაღაცნაირად დიდ პატივს სცემდა, იხსენებს,
როგორ გააძევებს მოსკოვიდან მისმა კონკურენტებმა, მერე როგორ წავიდა საბერძნეთში მეორედ საქმის
საკეთებლად, როგორ მივიდა მაკედონელის ძეგლთან და ქართულად უთხრა: “მე მოვდივარ საშა!”. სუხიშვილები
წაიყვანა ძველ ათენის ქალაქში და ბიზნესი პატრიოტიზმზე გათვალა ცხოვრებაში პირველად და ხელი მოეცარა
კიდეც, და მისი მეორე გაბრძოლება მარცხით დასრულდა. ნარატორს რამდენიმე დღეა არ უძინია, წინა დღეს იღებდა
ბოლოს წინა სცენას, გოგოების ჩურჩულს, როცა ისინი ბრუნდებიან შინ თბილისში, როგორი იქნება მათ ამბავი, ამის
მერე სიჩუმეს იღებენ და მხოლოდ მას ესმის დედის განწირული გოდება, რომელიც თავის ბედს სწყევლის, თავის
გადაღლილობას აბრალებს.

ნარატორი საათს სინჯავს, 6-ზე ბავშვების სასრიალოსთან, კიროვის პარკში ბულინგი სოსო და სხვები უნდა
მოვიდნენ, შემდეგ ისევ ისტორიას უბრუნდება და უკვე ეჭვი ეპარება საერთოდ არსებობდა თუ 1918 წელს
დამოუკიდებლობის გამოცხადება, ბრიტანული არმია, მატარებელი, მაგრამ მისი გამოგონილი ჯონათან ჰოუპი
დიდი ხანია არსებობს და იარსებებს კიდეც, ის იყო ერთადერთი ბრიტანელი, რომელმაც ცოლი თან წაიყვანა
ნარატორი ამბობს, რომ არის რაღაც საბედისწერო მატარებლებშიო და ახსენდება ახალი ისტორია.

ახსენდება თაზოს მამის ჩრდილოკავკასიელი სტუმრის ისტორია, როგორ გადაასახლა სტალინმა ინგუში ხალხი,
გზად კი მატარებელში ამ სტუმარს, რომელიც იმ დროს პატარა ყმაწვილი იყო, გადახდა ენით აღუწერელი ამბავი,
მათთან ვაგონში, სადაც არც ჯდომა და არც წოლა არის შესაძლებელი იყო მეძუძურ ბავშვია ქალი და მისი ქმარი.
ქალს ოღონდ რძე გაშრობილი ჰქონდა და ერთ გაჩერებაზე ბადრაგს სთხოვა მამამ, რძეს მოვიძიებო, იმანაც ნება
დართო, ვაგონის დაძრობამდე არ დაბრუნდა კაცი, ხოლო როცა დაიძრა გამოჩნდა რძის ქვაბიანი კაცი, რომელმაც
ვერ მოუსწრო მატარებელს, ბადრაგმა კი პირდაპირ ესროლა კაცს და იქვე დააწვინა. ეს ამბავი ნელისაც მოუყვა,
ოღონდ თავის მატარებელზე არა.

ფილმის გადაღება კვლავ გრძელდება, რკინიგზამ 50 წუთით დათმო მატარებელი, ამ დროში უნდა გადაიღონ ერთ-
ერთი სცენა, პარკურისტი ბიჭი მატარებლიდან უნდა გადახტეს, რომელიც ასრულებს ჯონათან ჰოუპის
კასკადიორის როლს, ახსენდება დე ნიროს სცენა, “ირმების მონადირეში”, მას ONE SHOT-ი აქვს, მხოლოდ ერთი ცდა.
იძვრის მატარებელი, ისმის ვალიკოს ხმა - ცუდად დაეცა, ნარატორიც გარბის უმოწყალოდ დაცემული
გრძელთმიანი ბიჭისკენ, ის მკვდარია, ია სუხიტაშვილი ამშვიდებს რეჟისორს, ექიმი კი ეუბნება - ფუძის
მოტეხილობა, ვალიკო ამბობს, “მაცი ხვიტიას” მერე ესეთი ტრაგედია ქართული გადაღებას არ ახსოვს, მაშინ ცხენი
ეცემა ზედ კასკადიორს, რომელიც მდინარის გადაკვეთას სცდილობს. ნარატორი ქეთოს ეძებს და გადაწყვეტს უცებ
თბილისში, დედასთან წაიყვანოს, მერე კი გარდაცვლილის ჭირისუფალს დახვდება, ყველა სასჯელს მიიღებს
მათგან, ოღონდ ახლა შვილი უნდა წაიყვანოს, შვილისგან იგებს, რომ წინა ღამეს, როცა ნარატორი დასაძინებლად
წავიდა ის პარკურისტებთან წავიდა ვაგონში, ილაპარაკეს, სიმინდი და კარტოფილი შეწვეს და ბოლოს იმ ბიჭმა
გამოაცილა, აკოცეს ერთმანეთს, მოეწონათ ერთად, მერე ქეთოსგან იგებს, რომ ის ამერიკაში მიდის, ბიჭის
დამწუხრდება, ახლა უკვე ქეთო კოცნის. “ამის მერე როგორ უნდა ვიცხოვრო” - ეკითხება მამას, -რამენაირად,
პასუხობს იგი. ეძინება ქეთოს, ნარატორიც ტუალეტში ეწევა, მატარებელი მისთვის თითქოსდა ხსნა იყო, ახლა კიდე
აუტანელია, გვერდითა კუპიდან ბაბუა და შვილიშვილის თამაშობის ხმა ესმის. თაზოსთან უნდება დარეკვა ძალიან,
უცებ ტუალეტის ფანჯრიდან ჩანს შიშველი ბიჭი როგორ მოაჭენებს და მატარებლისთვის დაწევას ლამობს, ის უცებ
წარმოიდგენს როგორ მოაჭენებს ამ ბიჭთან ერთად ვალიკო კასკადიორი, ოღონდ ახალგაზრდა, ასევე როგორ
მისდევს მათ უკან ლევანი, ალბათ პირველად ზის ცხენზე, პარკურისტი ბიჭიც ჯდება ცხენზე და მათ მისდევს,
ძალიან ბევრი სახეები იყრის ცხენებზე თავს და მისდევენ მათ.

მეოცე თავი (243-267 გვ)


პარკი, ქვები, ლეო, ტეტე, გასროლა, მედიკო, თაზო

6 საათს ძალიან ცოტა აკლია, ნარატორი ქვას იდებს ჯიბეში, უცებ მას ლეო ადგება თავზე, მომაწევინეო, ისიც
აძლევს, ვინ არიან? რატომ უყვირე ტელეფონით, ტიპებს ჯიბიდან მსროლელი ჰგონიხართო! - ლეო შეუწუხებიათ,
მანაც იცის ყველაფერი, ამ ნათქვამზე ეცინება, - ნეტა იცოდეს ჯიბეში ქვები რომ მიდევსო და უყვება როგორ
ჩაგრავდნენ ბავშვს და მასაც აასხა, 6 დგება და მოდიან ისინიც, ზეცა დაშავებულია, წვიმას აპირებს და პარკი
დაცარიელებულია, ორ ღერ სიგარეტს ართმევს ლეო და იცუცქება, ყველანი მასავით იწევენ დაბლა, ახსენდება
როგორ უთხრა ერთხელ ექიმმა, რომ დაცუცქული პოზა არის ყველაზე დაუცველი პოზა ადამიანისთვისო, ნეტავი
ლეო ენახა, ასე არ იფიქრებდაო, მართლაც, ლეო ფორმაშია და ჩაცუცქულად აყომარებს ყველაფერს, ერთი პირობით,
“პროფილიდან წაშალოს ფოტოო”, ამაზე ლეომ, რაო შვილო? საიდანო? მიხვდა ნარატორი რომ ლეოსთვის ეს უცნობი
სამყაროა - კი წაშლის! ერთი უფროსთაგან (სულ ორი უფროსი და 3 თინეიჯერია მოსული) გვერდით გასვლას
სთოვს, მზადაა ნარატორი ბოდიში მოუხადოს, რადგან ტელეფონით ძალიან ცუდად ესაუბრა, ამ დროს ტყვია
გავარდება, ლეოს წვეტიანი ფეხსაცმლის წვეტიდან კვამლი ამოდის, ერთ-ერთი თინეიჯერის შარვლიდან კი
ნახვრეტი სჩანს - გამივარდა, მართლა არ მინდოდა! ლეომ, რა კალიბრიაო, წვდება მხრებში, ისიც - ტეტეა
მამაჩემისო. ლეომ - დავიშალეთო და გარბიან, წვიმა უმატებს, ლურჯი მონასტრისკენ გარბიან ნარატორი და ძველი
ძველი ბიჭი ლეო. გზად მანქანა ასხამს წყალს, რაზეც ყურით გაუგონარ გინებებს იწყებს ლეო, დაჭრილ ტიპს ეს
აწუხებს, მერე დახედავენ და სისხლი ბევრია, წვიმას უერთდება სისხლი, - სახლში ვერ წავალ, დედაჩემს გული
გაუსკდება, - ამბობს ლეო. ჩემთან წავიდე - ქიაჩელისკენ მიდიან ნარატორი და დაჭრილი ძველი ბიჭი,
სადარბაზოსთან მიდიან, უცებ ახსენდება თაზო და პირველ სართულზე რეკავს, მედიკო აღებს კარს, შეჰყავთ
დაჭრილი ლეო, ლეო სისინით ემუქრება ნარატორს, მედიკო არ დაიბნა და დაიწყო პირველადი დახმარება,
როსტომიც გამოდის, პოლიციას ხომ არ დავურეკოთო. შემდეგ მედიკოს არაყი გამოაქვს, ნარატორი კი სახლში ადის,
თაზომ საყვარელი გაისტუმრა და დამტვრეულ ტელეფონზე ორი ესემესი მიწერა და ბოლოს დაურეკა მეგობარს,
მიუსწრო თაზოს, რომელმაც თეთრეული სარეცხში ჩააგდო და ძმაკაცის მოსვლას ელოდა, თაზო ფანჯრიდან
იყურება, როგორც ეს ჩვევია, ახსენდება ნარატორს ამაზე ლეოს თაიგული მედიკოს, თოვლი, სიცხიანი იყო თვითონ,
როგორ მგლის გამოხედვით ახედავს ძმაკაცებს ლეო, მედიკო კი თავისი მუსიკალური ინსტრუმენტით შინ შედის.
ძმაკაცებს შორის საუბარი ვერ შედგება და მიდის თაზო, ნარატორი მედიკოსთან ჩადის, ლეო აღარაა, ძმაკაცებმა
წაიყვანეს, მედიკო უბრაზდება ნარატორს, ისიც სიგარეტს გამოართმევს და ბრუნდება სახლში.

ოცდამეერთე თავი (267- გვ)


წაბორძიკებული ძაღლი, ყავის მადუღარა, კინცუგო, ბუშტები

საწერ მაგიდასთან დებს კომპიუტერს, ხსნის ფეიბუქს და წერილი ხვდება, ვიდასი წერს, დღეს ბუშტები
გამოჩნდნენო და გახარებული ვარ, თქვენთან ხომ მშვიდობააო. უცებ ქეთო შემოდის ონლაინ, წერს შვილს, უჭირს
შვილთან საუბარი, თუმცა ახერხებს ოდნავ, კინცუგოზე ეუბნება, დამტვრეული ჭურჭლის ოქროთი შეწებების
კულტურაზე, ოღონდ არ იცის რა ქვია, ქეთოც უცებ ვიკიპედიის სტატიას უგზავნის და აქედან იგებს ამ იაპონური
კულტურის გამორჩეულ წარმომადგენელზე. ქეთო ყავის მდუღარის შეძენას აუწყებს, მერე უცებ - წაბორძიკდაო
მოსდის ესემესი, ნარატორი იგებს რომ გარეთ, კამპუსის ეზოში პროფესორი და ძაღლი სეირნობდნენ და ძაღლი
წაბორძიკდა, არ იცოდა თუ ეს ცხოველს შეეძლო, ემშვიდობება მამას ქეთო და ნარატორიც რთავს კომპიუტერს და
დამტვრეულ ტახტზე იძინებს, დაძინებამდე ახსენდება რომ ვიდასისთვის არ მიუწერია, თუმცა “რა უნდა იყოს
იმაზე კარგი, ვიდრე შენს მეგობარს რომ დიდი ხნის ნანატრი სიხარული ეწვევა?!...”
დასასრული….

You might also like