You are on page 1of 2

ჯონ სტიუარტ მილი

თავისუფლების შესახებ

ვახტანგ მურღულია

ბრიტანელი ფილოსოფოს ჯონ სტიუარტ მილს თავისუფლება ესმის როგორც ადამიანების უნარი
იმისა, რომ, თავიანთი არჩევანის მიხედვით, უამრავი სხვადასხვა და ზოგ შემთხვევაში
ერთმანეთთან კონფლიქტური მიმართულებით განავითარონ თავისი ბუნება. ანუ
თავისუფლება ეს არის ადამიანის ნება, საკუთარი განსჯის შედეგად იმოქმედოს და თავი
არ შეიზღუდოს არაფერში. თავისუფლება მილისთვის რამდენიმე ნაწილად იყოფა:
პირველი, ეს არის აზრის თავისუფლად ქონისა თავისუფლება და მეორე, ბუნებრივია ამ
აზრის დაუბრკოლებლად გამოხატვის შესაძლებლობა.

მილს თუ დავუჯერებთ სუბიექტური აზრისა და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვა


არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, ვინაიდან შესაძლოა „შეზღუდული აზრი“ შესაძლოა
იყოს სწორი, ბუნებრივია ის შეიძლება იყოს მცდარი, ანაც ნახევრად ჭეშმარიტებას
შეიცავდეს და აქ ვლინდება მილის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მნიშვნელობა
აქვს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას: მილის აზრით, თუ ჩვენ შევუზღუდავთ მას,
შესაძლოა დაიკარგოს ჭეშმარიტების ნაწილი, რაც საბოლოო ჯამში იქნება ბოროტება
არამხოლოდ იმ ადამიანების მიმართ, არამედ მთელი კაცობრიობის მიმართ ჩადენილი.
ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს რა შედეგი მოიტანა აზრისა და გამოხატვის
თავისუფლების შეზღუდვამ, ჩვენმა ქვეყანამ საბჭოთა კავშირში ყოფნით გამოიარა ის მძიმე
გზას, რასაც რეპრესიები და აშკარა ცენზურები ერთვოდა თან. მოკლედ თუ ვიტყვით,
აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას მივყავართ პოლიტიკურ პლურალიზმთან, რაც
წინაპირობაა, პირველ რიგში ადამიანის პიროვნული განვითარებისა და მისი, როგორც
მოაზროვნე ადამიანის შესრულებისა, მეორე მხრივ კი პოლიტიკური პლურალიზმი არის
წინაპირობა ისეთი სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა, რომელიც შემწყნარებელია
განსხვავებული უნარისა, თვისებების (ბუნებრივი თუ შეძენილი), სოციალური მდგომარეობის
და შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ. თავისუფლების შესრულებით მიიღწევა
რასაც ქვია „ჰობსისეული“ ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ მდგომარეობიდან საბოლოოდ
გამოსვლა.

მილის აზრით, თუ სახელმწიფო დაიწყებს ადამიანების შეცდომების აკრძალვას, მაშინ შედეგად


მივიღებთ ისეთ მდგომარეობას, რომ ქვეყანაში გამეფდება ტოტალიტარული მმართველობა.
ჩვენი სამყაროს ისტორიას ახსოვს უამრავი ისტორია, როდესაც შეცდომამ მოუტანა
კაცობრიობას უდიდესი წარმატებები. მაგალითისთვის, ის რაც რამდენიმე ასეული წლის წინ
მიიჩნეოდა შეცდომად და ბოროტებად, დღეს კაცობრიობამ მიიღო როგორც ჩვეულებრივ
მოვლენად, მაგალითად ამერიკაში თავის დროზე იყო მონობა და ეს კონსტიტუციით იყო
განაღდებული, დღეს კი ადამიანთა კანის ფერის მიხედვით დაყოფა არ ხდება და ყველა
თავისუფალია. ვინაიდან, კაცობრიობას ახსოვს ასეთი, ისტორია, როცა ჩვენ შეიძლება
შეცდომად მივიჩნევდეთ ერთ რამეს, რამდენიმე ხანში აღმოვაჩინოთ თვით ეს აზრი შეცდომის
შესახებ აღმოჩნდება არასწორი. მოკლედ თუ ვიტყვით, მილის აზრით, სახელმწიფომ არ უნდა
დაიწყოს ადამიანების შეცდომების აკრძალვა, რადგან სახელმწიფოს არ აქვს იმის კომპეტენცია
რასაც ის ჩათვლის შეცდომად ჭეშმარიტად შეცდომა არის. ქმედების ან მოსაზრების შეცდომად
შესარაცხად საჭიროა ბჭობა და ძიება და არა იმპერატიული აკრძალვები სახელმწიფოს
მხრიდან. მოკლედ თუ ვიტყვით, მილის აზრით, შეცდომების დაშვების აკრძალვის უარყოფა
არის იმის აღიარება, რომ არავინაა უცდომელი.
ბიბლიოგრაფია და გამოყენებული ლიტერატურა:

ჯონ სტიუარტ მილი, თავისუფლების შესახებ, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში,


მეხუთე გადამუშავებული გამოცემა, წიგნი 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2014 წ.

პროფესორ რიკ როდერიკის ონლაინ ვიდეო ლექცია: ბმული

You might also like