You are on page 1of 1

ბაში-აჩუკი არის აკაკი წერეთლის ერთ-ერთი მოთხრობა.

ამ მოთხრობის ერთ-ერთი
პერსონაჟია კირილე,რომელიც იყო მღვდელი.ერთხელ კირილემ საოცარი სიზმარი
ნახა.ვითომ ალავერდის მონასტერს გველეშაპი შემოჰხვეოდა გარს.ველეშაპს ეძინა და
მისი შიშით საყდარში ვეღარავინ შედიოდა.აღარც წირვა-ლოცვა იყო.ხალხი გარს
შემოჰხვეოდა და თავზარდაცემილები უყურებდნენ.ხანდახან გამოიღვიძებდა და
პირდაღებული გასრიალდებოდა ხალხისაკენ!… ზედიზედ ჭამდა ადამიანებს.რომ
გაძღებოდა გასისინდებოდა და ისევ ტაძარს შემოეხვეოდა.მოულოდნელად გამოჩნდა
სამი ერთმანეთზე უკეთსი მეომარი.შუბ-ისრით იყვნენ აღჭურვიელბი და ხელში ფარ-
ხმალი ეჭირათ.ერთ-ერთმა მათგანმა ქართველებს უთხრა:”ვიინ ქართველი და ვინ
გულგატეხილობაო? აღარ გახსოვთ ძველი ანდერძი:სირცხვილს სიკვდილი
სჯობს,ორივე ერთად კი ჯოჯოხეთიაო”.მან მოუწოდა ხალხს,რომ ებრძოლათ
უწმინდურის წინააღმდეგ.ამ სიტყვებმა ხალხი გამოაფხიზლა.ზოგმა ფარ-ხმალს
მოავლო ხელი,ზოგმა ცულს,ზოგმა წალდსს,ნამგალს,ხელკეტს.ვისაც რა ეხერხებოდა
იმას მიმართა.ხალხს წინ წარუძღვნენ მეომრები და ესროლეს 3 ილარი,მაგრამ
გველეშაპს არცერთი ისარი არ ჩაერჭო,მისმა ქერტლმა სამივე აისხლიტა.ამ დროს
გველეშაპმა გამოიღვიძა და კუდით იგერიებდა მეომრებს,ბრჭყალებით ჰგლეჯდა და
კბილებით წიწკნიდა.ცუდად იყო საქმე,თუ მეომრები შეტევაზე არ
გადავიდოდნენ.ყოველ ახალ ჭრილობაზე ძალა ემატებოდა უწმინდურს.მეომრებს
საბრძოლო იარაღები დაემტვრათ და მზად იყვნენ დასამორჩილებლად,მაგრამ ამ
დროს გამოჩნდა მთიდან მომავალი მხედარი თეთრ ცხენზე,შუბით ხელში.გველეშაპს
ლახვარი ჩაარჭო და განგმირა.ცოტახანში აღრც უხსენებელი ჩანდა და აღარც
მეომრები.სიჩუმე იყო და ზარის რეკა ისმოდა.ტაძარი განათებული,კარი კი ღია
იყო.იგრიალა ხალხმა,მოიხადა ქუდი და მიაშურა პირჯვრისწერით.შიგნით რომ
შევიდნენ,საყდარი ცარიელი იყო,აღსავლის კარებთნ კი სამი მეომარი ესვენა.
Advertisements

You might also like