You are on page 1of 10

თავი 9.

ეკონომიკა და საზოგადოება
ეკონომიკური სისტემები

ეკონომიკური სისტემა ორგანიზების იმგვარი ფორმაა.რომელიც საქონლისა და


მომსახურების წარმოებას, დანაწევრებას და გაცვლა-გამოცვლას უწყობს ხელს.
მარქსისტები ეკონომიკურ სისტემებს „წარმოების სახეობებს“ უწოდებენ.

ეკონომიკური სისტემის სახეებია კაპიტალისტური და სოციალისტური


ეკონომიკა. მემარცხენეები სოციალიზმს ემხრობოდნენ, მემარჯვენეები-
კაპიტალიზმს.

კაპიტალისტურ ეკონომიკას შემდეგი უმთავრესი ნიშან-თვისებებით


ახასიათებდნენ:

 არსებობს ზოგადი საქონელწარმოება, და ეს საქონელი- ნაწარმის თუ


მომსახურების სახით- გაცვლა-გამოცვლისთვისაა გამიზნული, ანუ -
საბაზრო ღირებულება გააჩნია.
 საწარმოო ქონება, ძირითადად, კერძო მფლობელობაშია.
 ეკონომიკური ცხოვრება საბაზრო პრინციპების თანახმადაა მოწყობილი და
მოთხოვნა-მიწოდების კანონებს ემორჩილება.
 მატერიალური დაინტერესება და მეტი მოგების მიღების სურვილი
მეწარმეობისა და დაუღალავი შრომის სერიოზული მოტივაციაა

სოციალისტურ ეკონომიკებს შემდეგი პრინციპების მატარებლად მიიჩნევდნენ:

 სისტემა საქონელს აწარმოებს მომხმარებლისათვის, და თეორიულად მაინც,


მხოლოდ ადამიანის მოთხოვნილებათა დაჯმაყოფილებას ისახავს მიზნად.
 საწარმოო საშუალებები, უმეტეს წილად, საზოგადო ან საერთო საკუთრებაა
 ეკონომიკა დაგეგმვას ემყარება, ანუ- რესურსების განაწილების წინასწარ
გათვლილ პროესს.
 შრომა კოლექტიური ქმედების გამოხატულებაა და საყოველთაო
კეთილდღეობას ისახავს მიზნად.

სახელმწიფო სოციალიზმი- სოციალიზმის ნაირსახეობა, როდესაც სახელმწიფო


საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებას აკონტროლებს და წარმართავს, თეორიულად
მაინც- ხალხის ინტერსების შესაბამისად.

კაპიტალისტური ქვეყნები

ეკონომიკის კაპიტალისტური ფორმები თავდაპირველად მე-16-17 საუკუნის


ევროპაში გაჩნდა, ძირითადად ფეოდალური საზოგადოებების შიგნით, რომელსაც
მიწათმფლობელთა მიერ დადგენილი სოციალური იერარქიისა და უფლება
მოვალეობების მკაცრი კოდექსის მოთხოვნებთან დაკავშირებული სასოფლო
სამეურნეო წარმოება ახასიათებდა. კაპიტალიზმი თავდაპირველად სოფლის
მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობაში გამოვლინდა- ყმა გლეხების ნაცვლად, ის
დაქირავებული მუშახელის გამოყენებას და ბაზრის განვითარებას გულისხმობდა.

საბაზრო მექანიზმები-ახლად ჩასახული კაპიტალისტური სისტემის გულის გული.

მე-18 საუკუნის შუა ხანებში დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და ევროპაში დაიწყო


ინდუსტრიული რევოლუცია, რომელმაც მთლიანად შეცვალა საზოგადოება- მანქანა
იარაღებზე დამოკიდებული მანუფაქტურული წარმოების განვითარებასთან ერთადმ
თანდათან მოწყვიტა ადამიანები მიწას და ქალაქებში მიიზიდა.

დღევანდელ სამყაროში კაპიტალისტური სისტემის სამი ტიპი უნდა გამოვყოთ:

 საწარმოო კაპიტალიზმი-ბევრი, განსაკუთრებით ანგლოამერიკულ


სამყაროში მას წმინდა კაპიტალიზმად აღიარებს, მაგრამ ეს მოდელი
მსოფლიოს ყველა კუთხეში უარყოფილ იქნა აშშ-ს გარდა და მეორე
მსოფლიო ომის შემდეგ დიდ ბრიტანეთშიც. საწარმოო კაპიტალიზმი
კლასიკური ეკონომიკის ფუძემდებლებს, ადამ სმიტისა და დავიდ
რიკარდოს იდეებ ემყარება, რომლებიც განავითარეს მილტონ ფრიდმენმა
და ფრიდრიხ ფონ ჰაიეკმა. მისი მთავარი ნიშანი საბაზრო კონკურენციის
შეუქცევადობაა და იმ რწმენას ემყარება რომ ბაზარი თვითრეგყლირებადი
მექანიზმია.
 სოციალური კაპიტალიზმი- ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ
ევროპაში ჩმოყალიბდა. მის სამშობლოდ გერმანია ითვლება, თუმცა მისი
პრინციპები სხვადასხვა ფორმით დაინერგა ავსტრიაშიც, ბენილუქსის
ქვეყნებში, საფრანგეთშა და შვედეთში. ამ მოდელის მთავარი აზრია
სოციალური ბაზრის არსებობა: ანუ საბაზრო კონკურენციის მოთხოვნების
შეჯვარება საზოგადოებრივი თანხმობისა და ერთსულოვნების
საჭიროებისათვის.
 კოლექტიური კაპიტალიზმი -- ყველაზე მკაფიოდ მეორე მსოფლიო ომის
შემდგომ იაპონიაში გამოვლინდა. კოლექტიურ კაპიტალიზმს ხანგრძლივ
ურთიერთობებზე გათვლილ თანამშრომლობისკენ მიდრეკილება
გამოარჩევს.

ეკონომიკური გლობალიზაცია- ზე-ეროვნული წარმოებისა და კაპიტალის


დაუბრკოლებელი მოძრაობის მეშვეობით, ეროვნული ეკონომიკის გაერთიანება
უსაზღვრებო გლობალური ეკონომიკის ფარგლებში.
მარკეტიზაცია- სავაჭრო საქონელბრუნვასა და მატერიალურ დაინტერესებაზე
აგებულ საბაზრო ურთიერთობათა გავრცობა- ეკონომიკისა და შეძლებისდაგვარად,
მთელი საზოგადოების მასშტაბით.

თავისუფალი ბაზარი- სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში ჩაურევლობის პრინციპი.

მრავალჯერადობის ეფექტი- მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი


ცვლილება ერთიან მოთხოვნაში მზარდ გავლენას ახდენს ეროვნულ შემოსავალზე და
მთლიანად ეკონომიკაში ფულის უფრო მეტი მასის ბრუნვასნუზრუნველყოფს.

მონეტარიზმი- თეორია, რომლის თანახმად ინფლაციის მიზეზი ფულადი ემისია


ხდება, ანუ ზედმეტი ფული ცოტას ყიდულობს.

სოციალური კაპიტალი- ის კულტურული და მორალური რესურსი, რაც საფუძვლად


ედება საზოგადოებრივ თანხმობას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ
კეთილდღეობას ედება საფუძვლად.

სოციალიზმის ნაირსახეობანი

არსებობს სოციალისტური ეკონომიკის ორი საკმაოდ განსხვავებული მოდელი:

 სახელმწიფო სოციალიზმი- ეს მოდელი საბოლოო სახით მეოცე საუკუნის 30-


იან წლებში ჩამოყალიბდა, როცა საბაზრო პრინციპებთან დაზავებული
ლენინის ახალი ეკონომიკური პოლიტიკა (ნეპი) საბოლოოდ აღმოიფხვრა.
სტალინისეული ვარიანტი შემდგომში აღმოსავლეთ ევროპაშიც გავრცელდა.
ეს სისტემა სახელმწიფოს სრულ კოლექტივიზაციას ემყარებოდა და
პარტიულ-სახელმწიფო აპარატის კონტროლისადმი ეკონომიკური
რესურსების სრულ დაქვემდებარებას გლისხმობდა.
 საბაზრო სოციალიზმი-

სახელმწიფო კაპიტალიზმი- სახელმწიფო საკუთრების სისტემა, როცა ეკონომიკური


ძალაუფლების პარტიულ-სახელისუფლებლო ზედაფენის ხელში მოქცევით,
კაპიტალისტური კლასობრივი წყობის მახინჯი ანალოგი იქნება.

ინდუსტრიალიზაცია- ეკონომიკური თეორია ან პრაქტიკა, რომელიც


სრულმასშტაბიან ქარხნულ წარმოებასა და კაპიტალის უსასრულო დაგროვებას
ეფუძნება.

საზოგადოება რამდენიმე ნიშნიით ახდენს გავლენას პოლიტიკაზე:

 დოვლათისა და სხვა რესურსების განაწილება განაპირობებს სახელმწიფო


ძალაუფლების ხასიათს
 საზოგადოება ზეგავ;ენას ახდენს ადამიანთა შეხედულებებზე და
ზოგადად პოლიტიკურ კულტურაზე
 საზოგადოებრივი დაყოფა და შიდა დაპირისპირება განაპირობებს
პოლიტიკურ ცვლილებებს რეფორმებისა თუ რევოლუციების სახით
 საზოგადოებრივი სტრუქტურა მოქმედებს პოლიტიკურ
გადაწყვეტილებებზე, ანუ იმაზე, ვინ და როგორ აძლევს ხმას, ვინ რომელ
პარტიაში ერთიანდება და ა. შ.

სოციალური კლასი

თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოებების ჩამოყალიბების შემდეგ,


კლასობრივი დაოფა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვან
ფაქტორად ითვლებოდა. კლასობრივი დაყოფა საზოგადოების საზოგადოების
ეკონომიკურ და სოციალურ განსხვავებას ირეკლავს და ქონების, შემოსავლისა თუ
სტატუსის უთანაბრობას ემყარება. აქედან გამომდინარე, სოციალური კლასი იმ
ადამიანთა ჯგუფია, რომელთაც ერთნაირი ეკონომიკურიდა საზოგადოებრივი
მდგომარეობა უკავიათ და შესაბამისად, საერთო ეკონომიკური ინტერესები
ამოძრავებთ.

სტატუსი- პიროვნების ადგილი გარკვეულ იერარქიულ კიბეზე.

დეინდუსტრიალიზაცია- წარმოების ბაზის საერთო შემცირების პროცესი


ეკონომიკაში, რაც მძიმე მრეწველობის დაკნინებით გამოიხატება.

ბაზარი- სავაჭრო გავლა-გამოცვლის იმგვარი სისტემაა, რომელიც გარკვეული


საქონლისა თუ მომსახურების მიღების მსურველს მიმწოდებელთან აკავშირებს.
ბაზრის მომხრეები მის შემდეგ უპირატესობებს აღიარებენ: ეფექტიანობას იგი
სარგებლის მიღების ურვილით აღწევს; ხელს უწყობს მუდმივ განახლებას, როგორც
ახალ-ახალი პროდუქიის შექმნას, ასევე წარმოების პროცესის გაუმჯობესების
პროცესის თვალსაზრისით; მწარმოებლებსაც და მომხმარებლებსაც საკუთარი
ინტერესების დაცვის საშუალებას აძლევს და არჩევანის თავისუფლებასაც
უზრუნველყოფს; იგი უამრავი განსხვავებული აზრისა და გადაწყვეტილების
დაბალანსებას ახერხებს. თუმცა, კრიტიკოსები ბაზრის სერიოზულ ნაკლოვანებებზეც
მიუთითებენ: იგი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, რადგან ადამიანთა ყოფას მათგან
დამოუკიდებელი ძალები განსაზღვრავენ; აღრმავებს მატერიალურ უთანაბრობას და
გაღარიბების მიზეზიც ხდება; ამძაფრებს სიხარბესა და ეგოიზმს და საზოგადოების
ფართო მოთხოვნებს არ ითვალისწინებს; ეკონომიკის პერიოდული ზრდის და
ვარდნის გამო, არასტაბილურობის განცდას აჩენს.

დაგეგმვა- ეკონომიკის იმგვარი ორგანიზება, როცა დასახული ამოცანების


შესაბამისად, რესურსების მიზანმიმართული განაწილება ხდება და წარმოებაც,
გასაღებაცა და ვაჭრობაც ნაწილობრივ ან მთლიანად განსაზღვრულია. დაგეგმვას
შემდეგი უპირატესობები გააჩნია: ამ დროს ეკონომიკა ადამიანის ხელთაა და ბაზრის
განუპიროვნებელ და ზოგჯერ, ჭირვეულ გუნება-განწყობაზე ნაკლებადაა
დამოკიდებული; მისთვის უმთავრესი ადამიანთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა და
არა პირადი მოგების მაქსიმალური ზრდა; ბაზართან შედარებით. იგი მეტადაა
დაცული რყევებისა და კრიზისებისაგანლ დაგეგმვას მატერიალური თანასწორობის
მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა შეუძლია. თუმცა მოწინააღმდეგეები
მიუთითებენ, რომ : თანამედროვე ინდუსტრიალიზებული ეკონომიკის სირთულეებს
დაგეგმვა თავს ვერ ართმევს; შეგნებულად თუ შეუგნებლად, იგი ავტორიტარულია,
რადგან ეკონომიკის ცენტრალიზებულ მართვას გულისხმობს; ზედაფენის აზრს
სავალდებულოდ აქცევს მასისათვის და მომხმარებელთა მოთხოვნილებებს
უგულებელყოფს; ვერ ახერხებს წარმოების წახალისებას და ბიუროკრატიული
უძრაობისკენ მიდრეკილება ახასიათებს.

ინდივიდუალიზმი- პიროვნების უპირატესობის რწმენაა ნებისმიერ სოციალურ


ჯგუფთან თუ კოლექტიურ ორგანიზაციასთან შედარებით, და გულისხმობს რომ
ყოველი პოლიტიკური თეორიისა თუ სოციალური განმარტების თავი და თავი კერძო
პიროვნებაა.

კოლექტივიზმი- ყურადღებას ერთობლივი ქმედებებისაკენ ადამიანთა


მიდრეკილებაზე ამახვილებს- მათ სურვილზე არა ცალ-ცალკე, არამედ ერთობლივად
მიაღწიონ დასახულ მიზანს.

რასა- იმ ფიზიოლოგიური და გენეტიკური ნიშნების ერთობლიობა, რომლითაც


ადამიანთა ერთი ჯგუფი ვითომდა ბიოლოგიურად განსხვავდებოდეს მეორისაგან.

თავი 10. პოლიტიკური კულტურა, თვითგამორკვევა და


ლეგიტიმურობა
პოლიტიკური კულტურა

პოლიტიკურ მეცნიერებაში პოლიტიკური კულტურის იდეისადმი ინტერესი


მეოცე საუკუნის 50-60-იანი წლებიდან გამოიკვეთა. მეოცე საუკუნის 60-80-იანი
წლებიდან პოლიტიკური კულტურისადმი ინტერესი საგრძნობლად შემცირდა, თმცა
90-იანი წლებიდან ამ თემაზე დავა კამათმა ახალი ძალით იფეთქა მას შემდეგ, რაც
აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის ნანგრევებზე დემოკრატიის მშენებლობა
წამოიწყეს, ამერიკის მსგავს მყარ დემოკრატიულ სახელმწიფოებში კი სოციალური
კაპიტალისა და სამოქალაქო აქტივობის გარკვეულ დაცემაზე ალაპარაკდნენ.
სამოქალაქო კულტურა თუ იდეოლოგიური წნეხი?

პოლიტიკური კულტურის რაობაზე კამათი ხშირად სამოქალაქო კულტურაზე


კამათი გადადის ხოლმე, ამ ცნებას კი თავის მხრივ, ელმონდისა და ვერბას ნაწერებს
უკავშირებენ. მათ პოლიტიკური კულტურა დემოკრატიული პოლიტიკის მთავარ
მონაპოვრად აღიარეს და მისი სამი ზოგადი ტიპი გამოყვეს: თანამონაწილეობის,
ქვეშევრდომობისა და კუთხურობის განცდის მიხედვით.

თანამონაწილე მოქალაქე პოლიტიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს-მართვაში


ხალხის მონაწილეობას სასურველადაც მიიჩნევს და შედეგის მომტანადაც;
ქვეშევრდომი მოქალაქე უფრო პასიურია და იმთავითვე აღიარებს ხელისუფლებაზე
ზემოქმედების ძალზე შეზღუდულ შესაძლებლობას; კუთხურობით გამორჩეულ
მოქალაქეს არ გააჩნია მოქალაქეობრივი განცდა და საკუთარ თავს არა მთელ ერთან,
არამედ მხოლოდ თავისი კუთხის წარმომადგენლებთან აიგივებს, პოლიტიკაში
მონაწილეობის არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა.

ბურჟუაზიული იდეოლოგია- მარქსისტული კლიშე, რომლითა ის იდეები და


თეორიები აღინიშნება, თითქოსდა კაპიტალისტური საზოგადოების
წინააღმდეგობებს რომ ნიღბავენ და ბურჟუაზიის ინტერესებს ემსახურებიან.

სოციალური კაპიტალი- კულტურული და მორალური ფაქტორების ის


ერთობლიობა, რაც დოვლათის წარმოქმნას უწყობს ხელს. 70-იანი წლებიდან
მოიხმარება სამოქალაქო აქტივობის უზრუნველმყოფი კავშირების, ნორმებისა
საზოგადოებაში ურთიერთობის აღსანიშნავად და ამგვარად, ჯანსაღი
საზოგადოებისა და გონივრული მართვის წინაპირობაა. თანამედროვე
საზოგადოებებში სოციალური კაპიტალის შედარებით კლებას ხშირად
გულგრილობას, ინდივიდუალიზმის მოჭარბებასა და სამეზობლოსა თუ სამეგობროს
ხშირ ცვლას უკავშირებენ.

პოსტმატერიალიზმი- თეორია რომელიც პოლიტიკური შეხედულებებისა და


ღირებულებების რაობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით განიხილავს.

თვით გამორკვევის პოლიტიკა და მრავალკულტურულობა

თანამედროვე პოლიტიკის ერთ განმსაზღვრელი ნიშან თივსებად,საზოგადოებაში


კულტურული განსახვავებების მნიშვნელობის აღიარება იქცა, რასაც ხშირად
თვითგამორკვევის ანდა სხვადასხვაობის პოლიტიკასაც უწოდებენ ხოლმე.

უნივერსალიზმი- თეორია, რომლის მიხედვითა არსებობს ადამიანთა მეობის


განმსაზღვრელი ზოგადი საწყისი, რომელიც ყველასთვის ერთია.
პარტიკულარიზმი- თეორია, რომლის თანახმად, მეობა კერძო და არა ზოგად
მახასიათებლებშია ფესვგადგმული. აღნიშნულ თეორიაში ისეთ ფაქტორებს ესმება
ხაზი, როგორებიცაა წარმომავლობა, კულტურა და ეთნიკურობა.

ევროცენტრიზმი- კულტურის თვალსაზრისით მიკერძოებული მიდგომა, რომლის


თანახმადაც ევროპული თუ ზოგადად, დასავლური იდეები, ფასეულობები და
დოქტრინები იმთავითვე ჭეშმარიტად მიიჩნევა.

ზე-ეროვნული საზოგადოება- საზოგადოება, რომლის კულტუტული


თვითმყოფადობა, პოლიტიკური მიკუთვნებულობა და ფსიქოლოგიური განწყობა
ვერ ეტევა და არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს. იგი ნაციონალიზმის ცნების
პირდაპირი ანტიპოდია და მისთვის უცხოა პოლიტიკურ-კულტურული მეობის
გარკვეულ ტერიტორიაზე, ანუ სამშობლოზე მიბმა.

მრავალკულტურულობის გამოვლინებები

მრავალკულტურულობის ნებისმიერი გამოვლინებისათვის უმთავრესი-


პიროვნული მეობის კულტურული განპირობებულობის საკითხია: ადამიანები
ზოგადად სამყაროს აღქმისას თუ ზნეობრივი კატეგორიების არჩევისას იმ
კულტურებს ერთგულებენ ხომე, რომელშიც დაიბადნენ და გაიზარდნენ-
შესაბამისად, ყველა კულტურა დაცვასაც და ხელშეწყობასაც ერთნაირად იმსახურებს.
ასე და ამგვარად გაჩნდა უმცირესობის უფლებების ცნება, რასაც ხშირად საგანგებო
უფლებებსაც უწოდებენ. უილ კიმლიკამ უმცირესობების უფლებათა სამი ტიპი
გამოყო: თვითმმართველობის უფლება, პოლიეთნიკური უფლებები და
წარმომადგენლობითი უფლებები. მისი აზრით, თვითმმართველობის უფლება იმ
ეროვნულ უმცირესობებს გააჩნიათ, ვინც ტერიტორიულად მჭიდროდაა
დასახლებული, ერთ ენაზე საუბრობს და საზოგადოებრივი აქტივობის ნებისმიერ
სფეროში საკუთარი ხელწერა გამოარჩევს. პოლიეთნიკური უფლებები იმიგრანტთა
ეთნიკურ ჯგუფებსა და რელიგიურ უმცირესობებს საკუთარი კულტურული
გამორჩეულობის გამოხატვასა და შენარჩუნებაში ეხმარება. საგანგებო
წარმომადგენლობითი უფლებები იქითაა მიმართული, რომ უმცირესობის
წარმომადგენლებსა თუ ხეიბრებს სრულყოფილი განათლებისა და საპასუხისმგებლო
თანამდებობების დაკავება შეეძლოთ.

მრავალკულტურულობის სამი ძირითადი მოდელი არსებობს:

 ლიბერალური- ლიბერალური მრავალკულტურულობა თავისუფლებისა და


შემწყნარებლობის პრინციპის აღიარებას ემყარება: ზნეობრივი მრწამსის,
კულტურული ფასეულობებისა და ხოვრების სტილის არჩევის
თავისუფლებას- მიუხედავად იმისა, იზიარებენ თუ არა სხვები ამ არჩევანს.
 პლურალისტური-პლურალისტური მრავალკულტურულობა
მრავალფეროვნების თეორიის კიდევ უფრო მყარ წინაპირობებს მოითხოვს,
რამდენადაც ღირებულებათა პლურალიზმის იდეას ეფუძნება. ეს თეორია,
რომელიც ძირითადად ისაია ბერლინის ნაშრომებიდან იღებს სათავეს,
იმთავითვე გულისხმობს ადამიანთა განსხვავებულ შეხედულებებს
საკუთრივ ცხოვრების საზრისთან დაკავშირებით და ღირებულებათა
შეჯახება უცილობლად იწვევს ზნეობრივ კონფლიქტებსაც.
 კოსმოპოლიტური- კოსმოპოლიტური მრავალკულტურულობა
კულტურულ მრავალფეროვნებას და თვითგამორკვევის პოლიტიკას კი
ცნობს, ოღონდ ერთიც და მეორევ გარდამავალ ეტაპად მიაჩნია ზოგადი
პოლიტიკური პრიორიტეტების გაგებით. მრავალკულტურულობის ეს
ფორმა სიჭრელეს იმ თვალსაზრისით მიესალმება, რამდენადაც შეუძლია
ერთ კულტურას მეორის გამდიდრება, რამდენად შეუწყობს ხელს
თვითგანვითარებას- საკუთარი კულტურის გახსნილობისა და ცხოვრების
სტილის არჩევანის მეტი შესაძლებლობებით.

დიასპორა- გაბნევა, რაც ხალხის ძალით გადასახლებას, გაფანტვას ნიშნავს. თუმცა,


დღესდღეობით ეს ტერმინი იმ მიგრანტ საზოგადოებებთან მიმართებაშიც
გამოიყენება რომელნიც ამ პროცესის შედეგად წარმოიშვნენ.

შემობრუნების ტალღა- პირუკუ, ანუ დადებითი დისკრიმინაცია, როცა უწინ


ჩაგრულ ჯგუფებს, სხვებთან შედარებით მეტი ყურადღება ექცევათ.

ასიმილაცია- პროცესი, რომლის დროსაც იმიგრანტი საზოგადოება მასპინძელი


საზოგადოების ფასეულობებთან და ცხოვრების წესთან შეწყობით და მისდამი
ლოიალობით საკუთარ კულტურულ თვითმყოფადობას კარგავს.

სამოქალაქო ნაციონალიზმი- ნაციონალიზმის ფორმა, რომელიც ეროვნების


მიუხედავად, ქვეყნის მოქალაქეობის საერთო განცდას ეფუძნება და კულტურული
ერთგვაროვნების ნაცვლად, გამაერთიანებელ პრინციპად პოლიტიკური
ღირებულებები გაუხდია.

ღირებულებათა პლურალიზმი- თეორია, რომლის მიხედვით, არსებობს


ღირსეული ცხოვრების არა ერთადერთი სწორი გაგება, არამედ ბევრი სხვადასხვა,
თანაბარუფლებიანი საზრისები.

მრავალკულტურულობის ნაკლოვანებანი

ცხადია, მრავალკულტურულობა ყველასთვის ერთნაირად მისაღები არაა. თუკი


ზოგს ძალიანაც ახარებს მრავალკულტურული საზოგადოებების ჩამოყალიბება,
სხვები ამაში თავისუფლების დაკარგვას, პოლიტიკური არასტაბილურობის და
საზოგადოების გახლეჩის საფრთხეს ხედავენ. მისი უპირველესი მოწინააღმდეგეები
კი ლიბერალური ინდივიდუალიზმის დამცველები არიან. ინდივიდუალისტები
ამტკიცებენ რომ პიროვნული თვითმყოფადობა არ არსებობს ამა თუ იმ ჯგუფსა თუ
საზოგადოების თვითმყოფადობის გარეშე და მრავალკულტურულობაც,
კოლექტივიზმის კიდევ ერთი ნაირსახეობაა- მისი ნებისმიერი გამოვლინება კი
პიროვნების უფლებებსა და მოთხოვნილებებს საზოგადოებრივი ჯგუფის
ინტერესებს უქვემდებარებს, რითაც თავისუფლებასა და პიროვნულ განვითარებას
უქმნის საფრთხეს.

კონსერვატორებისა და ნაციონალისტების აზრით, მრავალკულტურულობა


იმთავითვე ნაკლოვანია, ვინაიდან ამ პრინციპზე აგებული საზოგადოება
აუცი;ებლად დახლეჩილი და კონფლიქტისკენაა მიდრეკილი.

ასევე შეიძლება იყოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარემოებებით


გამოწვეული კონფლიქტები.

სხვები იმასაც ამტკიცებენ, მრავალკულტურულობა ვერ ახერხებს სათანადოდ


წაადგეს საზოგადოების დაჩაგრულ ფენებსა თუ ჯგუფებს და იმის მაგივრად,
სოციალური სამართლიანობისთვის იზრუნონ, ხალხი კულტურული თ ეთნიკური
თვითდამკვიდრებისათის იბრძვისო.

ჰიბრიდულობა- სოციალური და კულტურული აღრევის მდგომარეობა.

გლობალური ცნობიერება- გლობალური ურთიერთკავშირების გააზრება.

ლეგიტიმურობა და პოლიტიკური მდგრადობა

ლეგიტიმურობა- (კანონიერად ნობა). ფართო გაგებით, იგი ძალაუფლებას


ხელისუფლებად გარდაქმნის.

ლეგიტიმურობის, ანუ მმართველობის სისტემისა თუ რეჟიმის კანონიერების


საკითხი უძველეს და ერთ-ერთ უმთავრეს თემას- პოლიტიკური ვალდებულების
პრობლემას უკავშირდება.

ლეგიტიმურობის, როგორც სოციოლოგიური ფენომენის კვლევას სათავე მაქს


ვებერმა დაუდო. მას სურდა ბატონობის სისტემა გარკვეულ კატეგორიებში მოექცია
და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გამოევლინა ის საფუძველი, რასაც ლეგიტიმურობა
ემყარებოდა. ამისათვის მან სამი იდეალური ტიპი გამოყო :

 ტრადიციული- ეს ტიპი დროით გამოცდილ ადათ-წესებსა და ტრადიციებს


ეფუძნება. ფაქტიურად, ტრადიციული ავტორიტეტი იმიტომ ითვლება
კანონიერად, რომ იგი მუდამ არსებობდა: ავად ისტორია აძლევდა მას
არსებობის უფლებას, როგორც წარსულ თაობათა დანატოვარ
მემკვიდრეობას. ამგვარ ავტორიტეტს ზურგს უმაგრებს დადგენილი და
ეჭვმიუტანელი ადათები, რომელთაც გადახედვა არ ჭირდება.
 ქარიზმატული- ქარიზმატული ავტორიტეტი ადამიანის პიროვნულ ხიბლს,
ანუ ქარიზმას ემყარება. ამგვარი ლიდერი უშუალოდ მიმართავს თავის
მიმდევრებს როგორც სახალხო გმირი ანთუ წმინდანი.
 კანონიერ-რაციონალური- ავტორიტეტი ხელისუფლებას კანონების
ნათლად და იურიდიულად ჩამოყალიბებულ კოდექსთან აკავშირებს.

საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ფასკალური კრიზისი- კრიზისი


სახელმწიფოს ფინანსურ სისტემაში-როცა სოციალური ხარჯების ზრდა
საგადასახადო შემოსავლების კლებას ემთხვევა.

რა იწვევს რევოლუციებს?

რევოლუცია ძირისძირში, ციკლურ ცვლილებებს ნიშნავს.

ცვლილება, თავისთავად უკეთესობისკენ იქნება თუ უარესობისკენ, მუდამ


ორიდან ერთ-ერთის შედეგია: ევოლუციის ან რევოლუციის. ევოლუციური ხასიათის
ვლილებები, რეფორმებად განიხილბეა ხოლმე, ანუ ზომიერ და
თანდათანობითგარდაქმნებად თავად არსებული საზოგადოებრივი თუ
პოლიტიკური სისტემის ფარგლებში. რევოლუცია ძირფესვიანი ცვლილებაა- ის
მთლიანად სპობს არსებულ პოლიტიკურ წესრიგს და როგორც წესი, ძალზე სწრაფად
და ხშირად ძალადობრივი გზით წყვეტს კავშირს წარსულთან.

სისტემათა თეორია- თეორია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი პოლიტიკური


სისტემა თვითრეგულირებადი მექანიზმია და წვლილზე შესაბამისი ქმედებით
რეაგირებს.

You might also like