You are on page 1of 2

გიორგი V-ის ძეგლისდგება შედგენილია გიორგი ბრწყინვალის მიერ აღმოსავლეთ

საქართველოს მთიულეთისთვის. იქ ადგილი ქონდა სრულ ანარქიას, ხელისუფლების უმოქმედობას,


მართვა - გამგეობა იყო მოშლილი, სალაშქრო საქმეზე უარს ამბობდნენ, გახშირებული იყო
მკვლელობები,ქურდობა, ყაჩაღობა...

ეს ვითარება კანონების არქონის გამო ხდებოდა, ადათები ვერ აწესრიგებდნენ ადამიანებს შორის
ურთიერთობებს, სწორედ ამიტომ გიორგი 5-მ მოიწვია საკანონმდებლო კრება , რომელსაც
ესწრებოდნენ: როგორც ხევისბერები და თავკაცები, ასევე სამეფო მოხელენი. მათ მიიღეს
კანონები.

ძეგლი შედგება პრეამბულისა და 45 მუხლისგან. ძირითადად შედგება სისხლის სამართლის


ნორმებისგან. მხოლოდ 4 მუხლი ეხება სამოქალაქოს.

„ძეგლისდების“ ძირითადი დანიშნულება იყო - სახელმწიფოებრივი კანონიერებისა და წესრიგის


დამყარება.

ძეგლი ქართულად გამოსცა კაკაბაძემ 1930 წელს. ასევე ის ორჯერ გამოსცა დოლიძემ.

ძეგლში ჩამოთვლილი დანაშაულები:

1. მკვლელობა: ერისთავისთვის(1 მუხლში), გამგებლის(2-5), ხევისბერის, მისი განაყოფის ან


ნათესავის(6-10), ციხისთავის დედ-მამისა და ძმის (11-15-17)
2. სამხედრო ვალდებულებისათის(სალაშქრო საქმის) თავის არიდება - მუხლი19-20
3. ცოლის გაშვება და მოტაცება - 21-25, 29
4. ციხის დაქცევა - 26
5. თავდასხმა - 28
6. უარზანგობა(უპატიობა) – 30
7. დაჭრა და ასოთ მიღება - 31-39
8. ასაბიას მოკვლა ან დაჭრა - 40
9. ამიერთ და იმიერთ ხევის ერთმანეთთან სამტროდ მიდგომა - 42
10. მეკობრეობა - 43-44
11. ვალი და პროცენტი - 45
12. გაყრა - 18
13. ბეითალმანი ქონება - 27
14. მოხუცი მამისა და შვილების ურთიერთობა - 16

სამოქალაქო 4 მუხლია: 16 - მამის და შვილისეკონომიკური ურთიერთობა, 18 - გაყრა, 27 - ბეითლამანი


ქონება, 45 - ვალის საკითხი.

ვისაც ცოლი მოსტაცეს - უფლება აქვს ერთი წლის განმავლობაში მომტაცებელს თვითნებურად
უპასუხოსდაწვით, მოტაცებით ან დარბევით. ძეგლის მიხედვით თუ მოწინააღმდეგე სამჯერ გამოიძახეს
სასამართლოში და არცერთხელ გამოცხადდა მაშინ გამომწვევს შეუძლია თავს დაესხას
მოპასუხეს(მუხლი 28)თუ ვინმეს რამე მოპარეს - დამკარგავს შეუძლია მოითხოვოს თავისი საქონელი
უკან, ამის შესახებ დამკარგავი უნდა მივიდეს ხევისბერთან და გამგებელთან , მაგრამ თუ მომპარავმა
საქონელი არ დააბრუნა ძალა იხმაროს მასზე.(მუხლი54)

ასევე მოცემულია სასჯელის სახეები: გაპარსვა და გაძევება.

ძეგლის დადების ძირითადი წყარო ადათობრივი სამართალია

კვალიფიკაციურ მკვლელობად ითვლება დედის,მამისა და ძმის მკვლელობა. კანონმდებლებს


მშობლების მკვლელობა შემზარავ დამანშაულად მიაჩნდათ, რომელსაც ყოველგვარი დანაშაული
ეკუთვნის. ამასთან დაკავშირებით განხილულია თანამონაწილის საკითხი რომელიც ისევე უნდა
დაისაჯოს როგორც თვითონ დამნაშავე. მაგ: შვილები მშობლების მკვლელობისთვის კვალიფიკაციური
დანაშაულისთვის აგებენ პასუხს, მაგრამ შვილების თანამონაწილეები არ აგებენ , რადგან მოკლული არ
არის მათი მშობელი, ამ შემთხვევაში თანამონაწილე პასუხს აგებს ჩვეულებრივი მკვლელობისთვის .

ბექა-აღბუღას სამართალი შედგენილია 13-14 საუკუნეებში მხოლოდ სამცხე-


საათაბაგოსათვის. აქ მეფის სახელი არც არის მოხსენიებული, მხოლოდ ათაბაგის

ბექა I მანდატურთუხუცესი-ჯაყელი (1-65მუხლები) – 1285-1304

აღბუღა ათაბაგ ამირსპასალარი (66-98მუხლები) – 1381-1386

ბაგრატ კურაპალატი - 100-103 მუხლები.

ძეგლი შედგება რამდენიმე საკანონმდებლო აქტისგანნ. 98 მუხლიდან არის დამატება.

სამართლის წიგნის შესავალში აღბუღა წერს, რომ ბექას სამართალი გადმოიწერა და თან დაურთო
33 მუხლი. ის ასევე წერს, რომ ბექასდროინდელი ფულის ერთეული - ყაზანური(მონღოლური)
გიორგულით (გიორგი ბრწყინვალის ფულით) ჩაანაცვლა.მან ასევე გაუკეთა ბექას სამართლის წიგნს
შესავალი. შეიტანა თუ არა მან რაიმე სხვა ცვლილება არ ვიცით.

მანდატურთუხუცესი ბექა ცნობილია 1285-1305 წლებში მოღვაწე მთავრად. მის შემდეგ სამცხის
მთავრები მანდატურთუხუცესის ტიტულს არ ატარებდნენ. ბექას შვილიშვილი იყო აღბუღა , რომელიც
გიორგი ბრწყინვალის დროს მოღვაწეობდა XVI საუკუნის II ნახევარში.

„ბაგრატ კურაპალატის სამართალი“ 1909 წლამდე უცნობი იყო და ითვლებოდა ბექას და აღბუღას
სამართლის ნაწილად. 1909 წელს ჯავახიშვილმა გამოთქვა ვარაუდი 99-103-ე მუხლები ბაგრატ
კურაპალატის სამართლის ნაწყვეტებიაო, შემდეგ თქვა 00-160 ეკუთვნისო მაგასო ან უფრო მეტიო. ჯერ -
ჯერობით დამტკიცებული არ არის თუ რომელი ეკუთვნოდა მას.

თუ რომელმა ბაგრატ კურააპალატმა შეადგინა ეს კანონები ჯავახიშილის აზრი ასეთია:

1. ბაგრატ I აშოტის ძე (სამცხე-საათაბაგოს მეფე) - მოხსენიებულია როგორც აღმაშენებელი,


ხოლო გრიგოლ ხანძთელის ხოვრებაშიც დახასიათებულია როგორც ეკლესიათა მაშენებელი ,
მაგრამ მას მეფეთა წოდება არ ჯქონდა, ამიტომც მისი შედგენილი არ იქნებოდაო
2. ბაგრატ II - რეგვნად იწოდებოდა და კურაპალატი არიყო
3. ბაგრატ III - ჯავახიშვილის აზრით ის მოხსენიებულია განსაკუთრებული პატივისემით , რადგან მის
დროს ყველაფერი იყო კარგად. ასევე შესავალში ეწერა ბაგრატი აღმშენებელი იყოო , ხოლო
მემატიანე ბაგრატ III-ს მშენებელს უწოდებს, ამიტომ ის ყველაზე სავარაუდოა.
4. ბაგრატ IV - ის დროს სამართალი განსაკუთრებულად დაცემული და შელახული იყო და
ჯავახიშვილის აზრით ასეთი მეფე კანონებს არ შეადგედა, მაგრამ ზოგი ამას ეწინააღმდეგება .
5. ბაგრატ V - მეთოთხმეტე საუკუნეშ მეფე კი იყო მაგრამ კურაპალატის წოდება არ ქონდა .

You might also like